„ავსტრალიის კავშირი“ წარმოადგენს ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციურ მონარქის, დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. იგი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა – მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულზე 59655 დოლარით, მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილით.
ავსტრალიის ტერიტორიის პირველი ევროპული დოკუმენტურად დადასტურებული აღმოჩენა განახორციელა ნიდერლანდელმა ზღვაოსანმა, ვილემ იანსზონმა, რომელმაც გემ „დაიფკენით“ 1606 წელს იორკის ნახევარკუნძულის სანაპიროს
შემოუარა და უწოდა „ახალი ჰოლანდია“. XVII საუკუნის განმავლობაში ნიდერლანდელებმა მოიარეს ავსტრალიის დასავლეთისა და ჩრდილოეთი საზღვაო საზღვრები, მაგრამ დასახლება არ უცდიათ. 1642 წელს აბელ ტასმანმა აღმოაჩინა ტასმანია და ახალი ზელანდია. 1770 წლის აპრილში გემ
„ინდევორით“ ინგლისელი ჯეიმზ კუკგადმოსხდა ბოტანის უბეში, რის შემდეგაც გაცურა ავსტრალიის აღმ სანაპიროების გასწვრივ და შეადგინა მისი რუკა, რომელსაც ახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა. კუკის აღმოჩენის მეშვეობით ბრიტანეთის იმპერიამ დამსჯელი კოლონია დააარსა. 1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მოსახლეობამ დასახლება პორტ-ჯექსონში დაიწყო. მომავალში ეს დღე გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ამჟამად ტასმანიის სახელით ცნობილი ვან-დიმენის მიწა დასახლდა 1803 წელს, ხოლო ცალკე კოლონია იგი 1825 წელს გახდა. 1828 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისად ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.
ბრიტანეთის ადმინისტრაციამ სამხრეთი უელსი რამდენიმე კოლონიად დაყო - 1836 წელს შეიქმნა სამხრეთი ავსტრალია, 1851 წელს - ვიქტორია, ხოლო 1859 წელს – კუინზლენდი. ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს სამხრეთი ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ. სამხრეთი ავსტრალია დააარსეს როგორც „თავისუფალი პროვინცია“ – რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დააარსეს „თავისუფლად“, თუმცა შემდეგ მაინც მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები. მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში 1848 წელს შეწყდა ახალმოსახლეების პროტესტის შემდეგ.
ევროპელთა ჩამოსახლების მომენტში ავსტრალიის აბორიგენთა რაოდენობა 750000-დან მილიონამდე მერყეობდა, თუმცა ევროპელთა დევნის სედეგად რამდენიმე ათეულ ათასამდე შემცირდა. აბორიგენების დევნა მხოლოდ 1967 წლის რეფერენდუმის შედეგად შეწყდა, ხოლო მიწების ფლობის უფლება მათ მხოლოდ 1992 წელს მიიღეს.
1855-1890 წლებს შორის, ექვსმა კოლონიამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხისმგებელი მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მათი საკუთარი საქმის უმეტეს ნაწილს დარჩენილ ნაწილზე. კოლონიურმა მმართველობამ ლონდონში დაიტოვა კონტროლი ზოგიერთ საქმეზე, რომელთაგან აღსანიშნავია საგარეო საქმეები, თავდაცვა და საერთაშორისო ტვირთგადაზიდვა.
1901 წლის 1 იანვარის კონსტიტუციით დაარსდა კოლონიების ფედერაცია – „ავსტრალიის კავშირი“, რომელმაც 1907 წელს მიიღო ბრიტანეთის იმპერიის დომინიონის სტატუსი.
ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (შემდეგ გადაერქვა სახელი  – ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია) შეიქმნა ახალი სამხრეთი უელსის ნაწილიდან 1911 წელს, იმისთვის, რომ დაედგინათ ახალი ფედერალური დედაქალაქ კანბერას ადგილმდებარეობა (სანამ კანბერა აშენდებოდა მელბურნი იყო დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი 1901-1927 წწ.). 1911 წელს, ჩრდილოეთი ტერიტორია გადასცეს სამხრეთი ავსტრალიის მთავრობის კონტროლიდან სახელმწიფოს.
ბრიტანეთის 1931 წლის 11 დეკემბრის ვესტმინსტერის სტატუტმა ოფიციალურად დაასრულა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის კონსტიტუციური კავშირები და ავსტრალიამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო. ავსტრალიამ ეს აქტი 1942 წლის 9 ოქტომბერს მიიღო, მაგრამ თარიღი უკანა რიცხვით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის (1939 წ. 3 მარტი) ჩაწერა იმისთვის, რომ დაედასტურებინა კანონმდებლობის კანონიერება, რომელიც ავსტრალიის პარლამენტმა ომის დროს გაატარა.
1986 წლის 3 მარტს მიღებულ იქნა ავსტრალიის აქტი, რომლითაც დასრულდა ბტიტანეთის პარლამენტის უზენაესობა ავსტრალიის ცალკეული შტატების პარლამენტების მიმართ, ხოლო ბრიტანეთის სასამართლოს უზენაესობა ავსტრალიის სასამართლოების მიმართ, რითაც დასრულდა ბრიტანეთის როლი ავსტრალიის შტატების მთავრობაში.
1999 წლის რეფერენდუმზე, ავსტრალიელების 55 %-მა ხმა მისცა და უარყო წინადადება, რომლის თანახმადაც ავსტრალია გახდებოდა რესპუბლიკა საპრეზიდენტო მმართველობით.
კონსტიტუციით ავსტრალიას მართავს პარლამენტი, რომელიც შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი - ორ-ორი
წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.
დღეისთვის წამყვანი პარტიები არიან ლეიბორისტები და
ლიბერალები. საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს კვინსლენდის ლიბერალ ნაციონალურ პარტიას.
ავსტრალიის
პრეიმიერ
მინისტრები
№   სახელი                       პოსტზე ყოფნა                                            პარტია
1. სერ ედმუნდ ბარტონი 1
იანვარი, 1901 – 24 სექტემბერი1903; პროტექციონისტი
2. ალფრედ დიკინი 24 სექტემბერი, 1903 – 27 აპრილი, 1904;  პროტექციონისტი
3. კრის უოტსონი 27 აპრილი, 1904 – 18 აგვისტო, 1904; ლეიბორისტი
4. სერ ჯორჯ რეიდი 18 აგვისტო, 1904 – 5 ივლისი, 1905; თავისუფალი ვაჭრობა
– ალფრედ დიკინი 5 ივლისი, 1905 – 13 ნოემბერი, 1908; პროტექციონისტი
5. ენდრიუ ფიშერი 13 ნოემბერი, 1908 – 2 ივნისი, 1909; ლეიბორისტი
– ალფრედ დიკინი 2 ივნისი, 1909 – 29 აპრილი, 1910; სახელმწიფოს ლიბერალი
– ენდრიუ ფიშერი 29 აპრილი, 1910 – 24 ივნისი, 1913; ლეიბორისტი
6. სერ ჟოზეფ კუკი 24 ივნისი, 1913 – 17 სექტემბერი, 1914; სახელმწიფოს ლიბერალი
– ენდრიუ ფიშერი 17 სექტემბერი, 1914 – 27 ოქტომბერი, 1915;  ლეიბორისტი
7. ბილი ჰუგესი 27 ოქტომბერი, 1915 – 9 თებერვალი, 1923; ლეიბორისტი/ნაციონალისტი
8. სტენლი ბრიუსი 9 თებერვალი, 1923 – 22 ოქტომბერი, 1929;  ნაციონალისტი
9. ჯეიმზ სკულინი 22 ოქტომბერი, 1929 – 6 იანვარი, 1932; ლეიბორისტი
10. ჟოსეფ ლიონსი 6 იანვარი, 1932 – 6 აპრილი, 1939; გაერთიანებული ავსტრალია
11. სერ ირლი ფეიჯი 7 აპრილი, 1939 – 26 აპრილი, 1939; ქვეყანა
12. რობერტ მენზისი 26 აპრილი, 1939 – 28 აგვისტო, 1941;  გაერთიანებული ავსტრალია
13. სერ არტურ ფადენი 28 აგვისტო, 1941 – 7 ოქტომბერი, 1941; ქვეყანა
14. ჯონ კურტინი 7 ოქტომბერი, 1941 – 5 ივლისი, 1945; ლეიბორისტი
15. ფრენკ ფორდე 6 ივლისი, 1945 – 13 ივლისი, 1945; ლეიბორისტი
16. ბენ ჩიფლი 13 ივლისი, 1945 – 19 დეკემბერი, 1949; ლეიბორისტი
– სერ რობერტ მენზისი 19 დეკემბერი, 1949 – 26 იანვარი, 1966; ლიბერალი
17. ჰაროლდ ჰოლტი 26 იანვარი, 1966 – 19 დეკემბერი, 1967; ლიბერალი
18. სერ ჯონ
მაკეუინი 19 დეკემბერი, 1967 – 10 იანვარი, 1968; ქვეყანა
19. სერ ჯონ
გორტონი 10 იანვარი, 1968 – 10 მარტი, 1971; ლიბერალი
20. სერ უილიამ მაკმაჰონი 10 მარტი, 1971 – 5 დეკემბერი, 1972; ლიბერალი
21. გოფ ვიტლემი 5 დეკემბერი, 1972 – 11 ნოემბერი, 1975; ლეიბორისტი
22. მალკოლმ ფრეისერი 11 ნოემბერი, 1975 – 11 მარტი, 1983; ლიბერალი
23. ბობ ჰაუკი 11 მარტი, 1983 – 20 დეკემბერი, 1991; ლეიბორისტი
24. პოლ კიტინგი 20 დეკემბერი, 1991 – 11 მარტი, 1996; ლეიბორისტი
25. ჯონ ჰოვარდი 11 მარტი, 1996 – 3 დეკემბერი, 2007; ლიბერალი
26. კევინ რადი 3 დეკემბერი, 2007 – 24 ივნისი, 2010; ლეიბორისტი
27. ჯულია გილარდი 24 ივნისი, 2010 – 27 ივნისი, 2013; ლეიბორისტი
26. კევინ რადი 27 ივნისი, 2010 – 18 სექტემბერი, 2013; ლეიბორისტი
28. ტონი ებოტი 18 სექტემბერი, 2013 – 15 სექტემბერი, 2015; ლიბერალი
29. მალკოლმ ტერნბული 15 სექტემბერი, 2015 –  ;ლიბერალი
*   *   *
ავსტრალია ჩრდილოეთიდან
შემოსაზღვრულია ინდოეთის ოკეანის ზღვებით – ტიმორი, არაფურა, და უბეებით – ეკსმუტი,
კინგი, ჟოზეფ ბონაპარტი, კარპენტარი. აქვეა დიდი ნახევარკუნძულები არნემლენდი და კეიპ
იორკი. კეიპ-იორკის ნ.კ. კ. ახალი გვინეისგან გამოყოფილია ტორესის სრუტით.
დასავლეთიდან ავსტრალიას
ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე.
სამხრეთიდან ესაზღვრება
ინდოეთის ოკეანე – ავსტრალიის დიდი ყურით და ბასის სრუტით, რომლითაც ავსტრალია გამოყოფილია
ტასმანიისგან.
აღმოსავლეთიდან ავსტრალიას
ესაზღვრება წყნარი ოკეანე ტასმანიისა და მარჯნის ზღვებით.
ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო (2228 მ.).
ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო (2228 მ.).
ავსტრალიის კავშირის ტერიტორია 7690543 კმ2-ს მოიცავს დ დაყოფილია 6 შტატად და 3 ფედერალურ ტერიტორიად.
ავტრალიის
შტატები
და
ფედერალური
ტერიტორიები
1. დედაქალაქი, ფართ.  2280 კვ.კმ.; მოსახ. 419200;
ცენტრი – ქანბერა; სტატუსი – ფედერალური ტერიტორია.
2. ჯერვის ბეი   67,8კვ.კმ;    391 კაცი.  სოფ. ჯერვის ბეი;  ფედერალური ტერიტორია
3. ახალი სამხრეთი უელსი – 800642კვ.კმ;   7955900 კაცი.  სიდნეი;     შტატი
4. ვიქტორია –  227416 კვ.კმ.   6430000 კაცი;   მელბურნი;   შტატი
5. კვინსლენდი – 1730620კვ.კმ.  5000000 კაცი.   ბრისბენი;    შტატი
6. სამხრეთი ავსტრალია – 983482კვ.კმ   1733500 კაცი.   ადელაიდა;   შტატი
7. დასავლეთი ავსტრალია – 2529875კვ.კმ.  2591900კაცი.    პერთი;    შტატი
8. ტასმანია  –  67031კვ.კმ.  526700 კაცი.   ჰობარტი;    შტატი
9. ჩრდილოეთი ტერიტორია – 1349129კვ.კმ.    246700 კაცი. დარვინი;   ფედერალური ტერიტორია.
შტატებსაც და ტერიტორიებსაც ჰყავთ თვითარჩეული პარლამენტი, მთავრობა და კანონმდებლობა. ფედ. ტერიტორიის სტატუსი მხოლოდ იმით განსხვავდება შტატების სტატუსით, რომ ავსტრალიის ფედერალურ პარლამენტს შეუძლია გააუქმოს ფედერალური ტერიტორიის პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, ხოლო შტატების შემთხვევაში მხოლოდ კონსტიტუციის 51 პარაგრაფში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები.
ავსტრალიის კავშირს აგრეთვე აქვს გარე სამფლობელოები
ავსტრალიის
სამფლობელოები სტატუსით „გარე ტერიტორია“
1. ნორფოლკი – ფართ.
34,6; მოსახლ. 1748; ცენტრი – კინგსტონი.
2. ეშმორი და
კარტიე – ფ. 199კვ.კმ;    0 კაცი.
3. შობის კუნძული –  ფ. - 135;    მოს.
– 1843;  ცენტრი – ფლაინგ-ფიშ-კოუვი.
4. ქოქოსის კუნძულები
- ფ.14; მოს. 544; ცენტრი – ვესტ-აილენდი.
5. ჰერდი და
მაკდონალდი - 368;   0 კაცი.
6. ანტარქტიდული ტერიტორია – 5886500 კვ.კმ.  მოს. 1000 კ.   დევისის სადგური
  საკვლევი ტერიტორია.
7. მარჯნის ზღვის
კუნძულები – ფ. 10;  მ. 4 კაცი.
კ. ნორფოლკი 1913 წლიდან ასევე გარეთა ტერიტორიაა, თუმცა 1979 წლის ნორფოლკის კუნძულის აქტის მიხედვით, იგი უფრო არის ავტონომიური და მას მართავს ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეა (9 წევრი ირჩევა 3 წლით, რომელთაგან 4 წევრი ამავე დროს აღმასრულებელ საბჭოს ქმნის და მართავს კუნძულს ავსტრალიის დანიშნულ ადმინისტრატორთან ერთად). მისი უდიდესი ქალაქია ბარნტ პინი (180 მოსახლით), მაშინ როდესაც დედაქალაქ კინგსტონის მოსახლეობა 20 კაცია.ნორფოლკის მოსახლეობის 40% პიტკერნიდან გადმოსახლებული ანგლო-პოლინეზიელი მეტისია, 55% თეთრკანიანი ავსტრალიელი, ზელანდიელი და ინგლისელი, ხოლო 5% ფიჯიდან, ფილიპინებიდან და ვანუატუდან გადმოსახლებული.
რელიგიური თვალსაზრისით მოსახლეობის 34% ანგლიკანია, 13% „ავსტრლიის გაერთიანებული ეკლესიის“ მრევლი, 12% კათოლიკე, 3% მეშვიდე დღის ადვენტისტი, 9% სხვა რელიგიების, 24% ათეისტი, ხოლო 7% გაურკვეველია თავის რწმენაში.
მოსახლეობა საუბრობს ინგლისურად და ნორფოლკურ კრეოლურად.
ეკონომიკური სიდუხჭირის გამო მოყოლებული 2001 წლიდან მუდმივად კლებულობს მოსახლეობა და ბერდება. ახალგაზრდობა კუნძულზე არსებული ერთედერთი 12 წლიანი სკოლის დასრულების შემდეგ ტოვებს კუნძულს და მიემგზავრება ავსტრალიაში. 2010 წელს ნორფოლკის მთავარმა მინისტრმა დევიდ ბაფეტმა გამოაცხადა, რომ კუნძული მზად არის უარი თქვას თვითმმართველობაზე ავსტრალიის ფედერალური მთავრობის სასარგებლოდ, თუ ამას მოჰყვება სოლიდური ფინანსური დახმარება. შედეგად 2016 წელს ავტრალიის მთავრობამ ნორფოლკის ავტონომია მინიმუმამდე დაიყვანა და კუნძულზე იგივე კანონები გაავრცელა რაც მატერიკზე მოქმედებს. ამან გამოიწვია მცირე ოპოზიციური ჯგუფების წარმოქმნა, რომელთა ერთი ნაწილი სრული ავტონომიის დაბრუნებას, მეორენი კი ახალ ზელანდიასთან შეერთებას ითხოვენ.
*   *   *
ავტრალის კავშირს ბევრი კუნძულები აქვს, თუმცა სიდიდით რამდენიმე გამოირჩევა. მათგან ყველაზე დიდია ტასმანია (64519კმ2). შემდეგ მოდის:
1. კენგურუ – ფ. 4405კმ2 (ან 4416), 4702 კაცი. სამხრეთ ავსტრალიის შტატის საკუთრება); 
2. მელვილი – ფ. 5786კმ2, 1030 კაცი, შედის ჩრდ. ტერიტორიაში.
3. გრუტ აილენდი – ფ. 2326 კმ2 (ან 2285); 2811 კაცი; შედის ჩრდ. ტერიტორიაში.
4. ბათერსტი – ფ. 1691.6კმ2; 1640 კაცი; შედის ჩრდ. ტერიტორიაში.
5. ფრეიზერი – ფ. 1653 კმ2 (ან 1840) ; 194 კაცი; ქვინსლენდში.
6. ფლინდერსი – ფ. 1367 (ან 1359); 700 კაცი; შედის ტასმანიაში.
7. კინგი – ფ. 1098კმ (ან 1091); 1585 კაცი. შედის ტასმანიაში.
8. მორნინგტონი – ფ. 1002 კმ2; 1007 კაცი. შედის კვინსლენდში.
ავსტრალიის
მოსახლეობა
 2018 წლის მონაცემებით
25147100 კაცია.
მათ
შორის:
36,1% ინგლისელი
33,5% ავსტრალიელი (ბრიტანეთიდან ადრევე გადმოსახლებულთა შთამომავალი)
11% ირლანდიელი
9,3% სკოტი
5,6% ჩინელი
4,6% იტალიელი
4,5% გერმანელი
2,8% ინდოელი
1,8% ბერძენი
1,6% ნიდერლანდელი...
რელიგიური თვალსაზრისით კი 2016 წლის გამოკითხვით მონაცემები ასეთია:
ათეისტი 30.1%
კათოლიკე 22.6%
სხვა ქრისტიანი 18.7%
ანგლიკანი 13.3%
მუსლიმი 2.6%
ბუდისტი 2.4%
ინდუისტი 1.9%
სხვა რელიგიები 0.8%
იუდეველი 0.4%
გაურკვეველი 9.1%
ათეისტი 30.1%
კათოლიკე 22.6%
სხვა ქრისტიანი 18.7%
ანგლიკანი 13.3%
მუსლიმი 2.6%
ბუდისტი 2.4%
ინდუისტი 1.9%
სხვა რელიგიები 0.8%
იუდეველი 0.4%
გაურკვეველი 9.1%
მოსახლეობა ენების მიხედვით 2016 წლის აღწერით ასე იყოფა:
ინგლისური 72,7%
მანდარინული 2,5%
არაბული 1,4%
კანტონური 1,2
ვიეტნამური 1,2
იტალიური 1,2...
ავსტრალიაში გავრცელებულია აგრეთვე 250 აბორიგენული ენა.
ავსტრალიის ყველა ხალხი, მათი ენები, რელიგია.
ხალხები                                   რაოდენობა             ენა               რელიგია 
აბორიგენი კრეოლები                4,500
        კრიოლური             ქრისტიანები 
ავსტრალიელი აბორიგენები  
 512,000    
ინგლისური               ქრისტიანები 
სამხ. დას. აბორიგენები              9,900
        ინგლისური              ქრისტიანები 
ადნიამატანა                                   100          ინგლისური             ქრისტიანები 
ავღანელი                                     25,000            დარი                         ისლამი 
აფრიკანერი                                65,000   
   აფრიკაანსი               ქრისტიანები 
ალბანელი                                 37,000      ალბანური, ტოსკი        ქრისტიანები 
ალიავარა                                     2,000         ალაიავარული           ქრისტიანები 
აშშ-ლი                                         86,000        ინგლისური              ქრისტიანები 
ანდილიაუგვა                             1,700         ანდილიაუგვა            ქრისტიანები 
ანგლო-ავსტრალიელი         18,000,000
      ინგლისური              ქრისტიანები 
ანგლო-კანადელი                      40,000          ინგლისური               ქრისტიანები
ანგლო-ახალ ზელანდიელი    520,000     ინგლისური              ქრისტიანები 
ანგლო-ბოშები                           6,300        ანგლო-ბოშური          ქრისტიანები 
ანგლო-სამხრეთ აფრიკელი    98,000     ინგლისური                ქრისტიანები 
ანმატჯირა                                  1,200         ანმატიერი                 ქრისტიანები 
ეგვიპტელი არაბი                   47,000       ეგვიპტური არაბული    ისლამი 
ზოგადად არაბი                        67,000
მესოპოტამიური არაბული   ისლამი 
ერაყელი არაბი                          68,000
მესოპოტამიური არაბული   ისლამი 
სუდანელი არაბი                     35,000 სუდანური არაბული               ისლამი 
სირო-ლიბანელი არაბი          79,000 სამხრეთ ლევანტური არაბული ისლამი 
დას. არანდა                              1,700 დას. არარნტა                       ქრისტიანები 
სომეხი                                       43,000 სომხური                            ქრისტიანები 
აღმ. არენტე                                2,900 აღმ. არარნტა                    ეთნო რელიგია 
ასირიელი                             31,000 ასირიული, ახალ არამეული ქრისტიანები 
ავსტრიელი და ბავარიელი 24,000 ბავარიული                          ქრისტიანები 
ბაადი, ბარდი                            200 ბარდი                                 ეთნო რელიგია 
ბანჯალანგი                              100 ბანჯალანგი                          ქრისტიანები 
ბალარუსი                                6,100 ბალარუსული                        ქრისტიანები 
ბოსნიაკი                                 33,000
ბოსნიური                                 ისლამი
ბრიტანელი                           961,000
ინგლისური                          ქრისტიანები 
ბულგარელი                        11,000
ბულგარული                           ქრისტიანები 
ბუნაბა                                  100 ბუნაბა                                             ქრისტიანები 
ბურერა                                1,300
ბურარა                                        ქრისტიანები 
მიანმარელი                        13,000 მიანმარული                             ბუდიზმი 
სებუანო                               5,400 სებუანო                                      ქრისტიანები 
ჩილელი                              32,000
ესპანური                                  ქრისტიანები 
ხორვატი                                     68,000
ხორვატული                    ქრისტიანები 
კიპროსელი ბერძენი              
25,000 ბეძნული                           ქრისტიანები 
ჩეხი                                            22,000 ჩეხური                            ურელიგიო 
დაიი                                            200
დაიი                                       ქრისტიანები 
დაფი                                          50,000 აუსლანი                              ქრისტიანები 
პაპუა გვინეას აბორიგენები 32,000 ტოკ-პისინი                        ქრისტიანები 
დანგუ                                       300 დანგუ-ჯანგუ                        ეთნო რელიგია 
დუვალი                                  300 დუვალი                                    ქრისტიანები 
დუვაია                                      500
დუვაია                                   ქრისტიანები 
ჯამბარაპუიუნუ                      2,800 ჯამბარაპუიუნუ             ეთნო რელიგია
ჯამინჯუნი                                200
ჯამინჯუნი                           ქრისტიანები 
ჯიბანა, გუნავიჯი                   300 ჯიბანა                                    ქრისტიანები 
ჯინანი                                       300 დინანგი                               ეთნო რელიგია 
ჯინბა                                           ? ჯინბა                                        ეთნო რელიგია 
ნიდერლანდელი                    70,000 ნიდერლანდური                 ურელიგიო 
ესტონელი                               1,500 ესტონური                             ურელიგიო 
ფიჯელი                                  62,000
ფიჯური                               ქრისტიანები 
ფილიპინელი, ტაგალოგი   237,000
ტაგალოგი                         ქრისტიანები 
ფინელი                                   11,000 ფინური                               ქრისტიანები 
ფრანგი                                    24,000
ფრანგული                          ქრისტიანები 
გაიდიჯი                                  200
კაიტეტიე                               ეთნო რელიგია 
გარავა                                       100 გარვა                                   ეთნო
რელიგია 
გერმანელი                          103,000
გერმანელი,                       ქრისტიანები 
გვინეელი                              2,500 კონკანი, გოანი                     ქრისტიანები 
გუნიიანდი                              500 გუნიიანდი                              ქრისტიანები 
ბერძენი                               94,000
ბერძნული                              ქრისტიანები 
გუგუბერა                              100
გუგუბერა                                  ქრისტიანები 
გუგუიიმიჯირი             
     800
გუგუიიმიჯირი                      ეთნო რელიგია 
გუმატჯი                               300
გუმატჯი                                  ეთნო რელიგია 
გუნვინგუ                            1,900 გუნვინგუ                               ქრისტიანები
გუპაპიუნგუ, გობაბინგო 400
გუპაპიუნგუ                                ქრისტიანები 
გურინჯის კრეოლი         1,000
გურინჯი კრიოლი                    ქრისტიანები 
გურინჯი                              700 გურინჯი                                    ეთნო რელიგია 
ხან ჩინელი კანტონელი 92,000 ჩინური იუე                             ურელიგიო 
ხან ჩინელი ჰაკკა              13,000
ჩუნური ჰაკა                                ბუდიზმი 
ხან ჩინელი მანდარინი 410,000 ჩინური მანდარინული           ურელიგიო 
ჰაზარა                                  16,000
ჰაზარაგი                                      ისლამი 
ჰმონგ ნჯია                          2,100 ჰმონგ ნჯუა                           ეთნო რელიგია 
უნგრელი                               28,000
უნგრული                            ქრისტიანები 
ჰუტუ, რუნდი                       3,600 რუნდი ქრისტიანები 
ინდონეზიელი                      73,000 ინდონეზიური ისლამი 
ირლანდიელი                       75,000 ინგლისური ქრისტიანები 
ირლანდიელი ბოშა               7,500 შელტა ქრისტიანები 
იტალიელი                           175,000
იტალიური ქრისტიანები 
ივაიჯა, იბაჯო                         200 ივაიჯა ეთნო რელიგია 
იაპონელი                              36,000 იაპონური ბუდიზმი 
ჯარუ                                         400
ჯარუ ეთნო რელიგია 
იავანელი                               12,000
იავანური ისლამი 
ინგლისელი ებრაელი         115,000 ინგლისური ეთნო რელიგია 
კარენი, ს'გაუ                          9,100 კარენი, ს'გავი ქრისტიანები 
კჰმერები                                 34,000 კჰმეული ბუდიზმი 
კიტჯა                                        300 კიტჯა ეთნო რელიგია 
კორეელი                                99,000 კორეული ქრისტიანები 
კრიო, კრეოლი                      3,500
კრიო ქრისტიანები 
კუგუ-მუმინი                           ? კუკუ მუმინი ქრისტიანები 
კუკატჯა                                   500 კუკატჯა ეთნო რელიგია 
კუკუ-იალანჯი                       400 კუკუ-იალანჯი ქრისტიანები 
კუნბარლანგი                             ? გუნვინგუ ეთნო რელიგია 
კუნჯენი                                   400 კუნჯენი ქრისტიანები 
ქურთი, კურმანჯი                4,300 ჩრდ. ქურთული ისლამი 
კუუკუ-იაუ                                ?  ტორესის სრუტის კრეოლი ქრისტიანები 
ლაო                                         11,000 ლაო ბუდიზმი 
ლატვიელი                                 8,900
ლატვიური ქრისტიანები 
ლიეტუველი                          12,000
ინგლისური ქრისტიანები 
მაბუიაგი                                   1,200 კალა ლაგავ ია ქრისტიანები 
მაკედონელი                            59,000 მაკედონური ქრისტიანები 
მალაი                                       138,000 მალაი ისლამი 
მალაი, ქოქოსის კუნძულები 1,200 მალაი, ქოქოსის კუნძულური ისლამი 
მალტელი                                 59,000
მალტური ქრისტიანები 
მანდანი                                     4,000 მანდაიკი სხვადსახვა 
მანგარაიი                                     ?
მანგარაიი ეთნო რელიგია 
მაორი                                           42,000
მაორი ქრისტიანები 
მარიჯაბინი                                      ? კრიოლი ქრისტიანები 
მარინგარი                                        ? კრიოლი ქრისტიანები 
მარტუ ვანგკა                                 1,100 მარტუ ვანგკა
 მაუნი, მანაგარი                             300
მაუნგი ქრისტიანები 
მორისიელი                                  23,000 მორისიული ქრისტიანები 
მირიამი, მერი                                300
მერიამი ქრისტიანები 
მირივუნგი                                      300 მირივუნგი ქრისტიანები 
მურინბატა                                   1,900 მურინ-პათა ქრისტიანები 
ნაკარა                                               ? ნაკარა ეთნო რელიგია 
ნანგიკურუნგური                          200 ნგან'გიტიმერი ეთნო რელიგია 
ნარინიერი                                      200
ინგლისური ქრისტიანები 
ახალი პაპუა მელანეზიელი    28,000
ტოკ
პისინი ქრისტიანები 
ნგალკბუნი              
                       ? გუნვინგუ ეთნო რელიგია 
ნგარინმანი, ჰაინმანი                   400 ნგარინმანი ეთნო რელიგია 
ნგარინუინი                                     ? ნგარინუინი ქრისტიანები 
ნგარლუმა                                       100 ინგლისური ქრისტიანები 
ნუნგუბუიუ                                    100 ნუნგუბუიუ ქრისტიანები 
ნიანგანუიატჯარა                        1,200 ნიანგანუიატჯარა ქრისტიანები 
ნიუანგუმარტა                                400 ნიუანგუმარტა ქრისტიანები 
ნიინგინა                                          100 ინგლისური ეთნო რელიგია 
ნიუნგა                                              300 ნიუნგა ქრისტიანები
ორომო, არსი                                 3,000 ორომო, ბორანა-არსი-გუჯი ისლამი 
პანიტიიმა                                       100
პანიტიიმა ეთნო რელიგია 
ჩრდ. პაშტუნები                         8,700
ჩრდ.
პაშტუნური ისლამი
სპარსელი                                    58,000
სპარსული ისლამი 
პინტიინი                                      400 პინტიინი ქრისტიანები 
პინტუპი                                     1,300
ინგლისური ქრისტიანები 
პინტუპი-ლურიტჯა                 
500 პინტუპი-ლურიტჯა ქრისტიანები 
პიტკაინერი                                  600
ინგლისური ქრისტიანები 
პიტჯანტჯაჯტარა                   3,700 პიტჯანტჯაჯტარა ქრისტიანები 
პოლონელი                              71,000
პოლონური ქრისტიანები 
პორტუგალიელი                    21,000 პორტუგალიური ქრისტიანები 
პუკაპუკა                                   1,400 პუკაპუკა ქრისტიანები 
რემბარუნგა                                  ? რემბარუნგა ეთნო რელიგია 
რიტარუნგო                                  ? რიტარუნგო ეთნო რელიგია 
ბალკანელი ბოშა                     7,100
ბალკანელი ბოშა ქრისტიანები 
რუმინელი                              13,000
რუმინული ქრისტიანები 
რუსი                                        26,000 რუსული ქრისტიანები 
სამოელი                                 21,000
სამოური ქრისტიანები 
სერბი                                      83,000
სერბული ქრისტიანები 
სინჰალელი                         110,000
სინჰალური ბუდიზმი 
სლოვაკი                                   6,200
სლოვაკური ქრისტიანები 
სლოვენიელი                          5,200
სლოვენური ქრისტიანები 
სამხრეთ აზიელი             
 407,000
ინგლისური ინდუიზმი 
ესპანოიდები                      120,000
ესპანური ქრისტიანები 
თააიორე, ტაიორი                            600 თააიორე, ეთნო რელიგია 
ცენტრალური ტაი                         66,000
თაი ბუდიზმი 
ტივი                                                  2,100 ტივი ქრისტიანები 
ტონგელი                                        13,000
ტონგური ქრისტიანები 
ტორესის სრუტის კუნძულელი   7,300
ტორსის სრუტული ქრისტიანები 
თურქი                                              45,000 თურქული ისლამი 
უკრაინელი                                     19,000 უკრაინული ქრისტიანები 
უმპილა                                              100 უმპილა ქრისტიანები 
ვიეტნამელი                                    220,000
ვიეტნამური ბუდიზმი 
ვალმატჯარი                                   600
ვალმატჯარი ქრისტიანები 
ვამბაია                                             100
ვამბაია ქრისტიანები 
ვარდამანი                                       100
ვარდამანი ქრისტიანები 
ვარლმანპა                                         ? კრიოლი ქრისტიანები
ვარლპირი                                       3,600
ვარლპირი ქრისტიანები 
ვარუმუნგუ                                       400 ვარუმუნგუ ეთნო რელიგია 
ვატჯარი                                            200
ინგლისური ეთნო რელიგია
უელსელი                                      45,000
უელსური ქრისტიანები 
ვიკ-იიანი                                            ? ვიკ-იიანი ეთნო რელიგია 
ვიკ-მუნკანი                                     1,300 ვიკ-მუნკანი ქრისტიანები 
ვიკ-ნგათანა                                       200
ვიკ-ნგათანა ქრისტიანები 
ვირადური                                        100 ინგლისური ქრისტიანები 
ვორორა                                               ? ინგლისური ქრისტიანები 
იანკუნიჯატჯარა                           700 იანკუნიჯატჯარა ეთნო რელიგია 
იანიუვა                                           100
იანიუვა ეთნო რელიგია 
იიდინი                                            200
იიდინი ქრისტიანები 
იინჯიბარნდი                                400
იინჯიბარნდი ეთნო რელიგია 
იორუბა, ოიო                               1,900
იორუბა ქრისტიანები 
 ავსტრალიის დიდი
ქალაქები; შტატი;      მოსახლეობა
1. სიდნეი.    შტატი – ახალი სამხრეთ უელსი,      5,131,326
2. მელბურნი,  ვიქტორია,                                          4,850,740
3. ბრისბენი, კუინზლენდი,                                       2,408,223
4. პერთი, დასავლეთ ავსტრალია,                           2,050,138
5. ადელაიდა,  სამხრეთი ავსტრალია,                    1,313,927
6. გოლდ-კოსტი,  კუინზლენდი,                                638,090
7. კანბერა,  დედაქალაქის ფედერ. ტერიტორია,     410,301
8. ნიუკასლი,  ახალი სამხრეთ უელსი,                     322,278
9. სანშაინ-კოუსტი,  კუინზლენდი,                           375,399
10. ვულონგონგი,  ახალი სამხრეთ უელსი,             299,203
11. ჯილონგი, ვიქტორია                                              260,138
12. ჰობარტი, ტასმანია                                                 226,884
13. ტაუნზვილი, კუინზლენდი                                 195,346
14. კერნსი, კუინზლენდი                                           165,925
15. დარვინი, ჩრდილოეთ ტერიტორია                   146,612
16. ტუვუმბა, კუინზლენდი                                       145,631
17. ლონსესტონი, ტასმანია                                        104,649
18. ბალარატი, ვიქტორია                                           103,481
19. ოლბერი, ახალი სამხრეთ უელსი                       102,894
ავსტრალიის ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი უდაბნოებს  უჭირავთ. დიდი უდაბნოებია: დიდი ქვიშიანი (360000 კმ2), გიბსონი (155530 კმ2), დიდი უდაბნო ვიქტორია (424400 კმ2), სიმფსონი (143000 კმ2).
ავტრალია მდინარეებით საკმაოდ ღარიბია. ასეთი დიდი ტერიტორიის მიუხედავად იქ 15 კმ-ზე მეტი სიგძის მხოლოდ 70 მდინარეა. დიდი მდინარეებია:
1. ეშბიორტონი სიგრძე 825კმ;  აუზის ფართ. 66850;  ჩაედინება ინდოეთის ოკეანეში
2. ბიორდეკინი ს. 732;  ა.ფ.
129700;  ჩაედ. მარჯნის ზღვაში
3. ვიქტორია ს.
780;  ა.ფ.
87900;  ჩაედ. ჟოზეფ ბონაბარტის ყურეში
4. გასქოინი ს.
978;  ა.ფ.
76254;  ჩაედ. შარკის ყურეში
5. დაიამანტინა ს.
941;  ა.ფ.
157455;  ჩაედ. გლაგუნა გოიდერში
6. კონდამინი ს.
657;  ა.ფ.
13292;  ჩაედ. მდ.
ბალონში
7. კუპერ კრიკი ს.
1420;  ა.ფ.
297547;  ჩაედ. ტბა
ეირში
8. ბარკუ ს.
570;  ა.ფ.
--;
ჩაედ. მდ. კუპერ კრიკში
9. მერჩისონი ს.
780;  ა.ფ.
91252;  ჩაედ. ინდოეთის ოკეანეში
10. მურეი ს.
2375;  ა.ფ.
1061469;  ჩაედ. ალექსანდრინის ტბაში
11. გოულბერნი ს.
654;  ა.ფ.
--;  ჩაედ. მდ.
მურეიში
12. დარლინგი ს.
1472;  ა.ფ.
--;  ჩაედ. მდ.
მურეიში
13. ბარვონი ს.
700;  ა.ფ.
--;  ჩაედ. მდ.
დარლინგში
14. მაკუორი ს.
626;  ა.ფ.
74000;  ჩაედ. მდ.
ბარვონში
15. კასლრეი ს.
541;  ა.ფ.
--;  უერთდ. მდ.
მაკუორის
16. მარამბიჯი ს.
1485;  ა.ფ.
81630;  ჩაედ. მდ.
მურეიში.
17. ლაკლანი ს.
1339;  ა.ფ.
90892;  ჩაედ. მდ.
მარამბიჯში
18. ფინკე ს.
600 (750 სრუტეში);  ა.ფ.
--;  ჩაედ. მდ
მაკუმბაში
19. ფიცროი ს.
480;  ა.ფ.
142664;  ჩაედ. მარჯნის ზღვაში
20. ფიცროი ს.
733;  ა.ფ.
93829;  ჩაედ. კინგის ყურეში
21. ფლინდერსი ს.
1004;  ა.ფ.
109000;  ჩაედ. კარპენტარიის ყურეში
22. ფორტესკიუ ს.
760;  ა.ფ.
49759;  ჩაედ. ინდოეთის ოკეანეში
         ავსტრალია ღარიბია აგრეთვე ტბებითაც.
1.   ეირი – მაქს. 9500 კვ.კმ. (თუმცა 160 წელში ერთხელ აივსო ასე), საშ სიღრმე 150 სმ. რეალურად ტბა 2 ნაწილადაა გაყოფილი: ჩრდ ეირი 8430კვ.კმ და სამხრეთ ეირი 1260კვ.კმ და შეერთებულია გოიდერის არხით. ჩრდ ეირის სიგრძეა სიგრძე 144კმ, ხოლო სიგანე 65 კმ, ხოლო სამხ. ეირის სიგრძე 65კმ და სიგანე 24 კმ.
2.   ამადიუსი – ფართ. მაქს 1032 კვ.კმ, სიგრძე 180კმ, სიგანე 10კმ; წლის დიდი დროის მანძილზე ტბა სრულად დამშრალია.
3.   კარნეგი – ფ. 5714 კვ.კმ, სიგრძე 100 კმ, სიგანე 30 კმ; სეზონის დიდი ნაწილი უმეტესად დაშრალია და ჭაობიან ველად არის ქცეული.
4. ალექსანდრინის ტბა – ფ. 649; სიგრძე 38,4კმ; სიგანე 20,6კმ; საშ. სიღრმე 2,8მ; მაქს. 5მ.
5.   გერდნერი – სეზონის უდიდესი ნაწილი დამშრალია. როცა წყლით ივსება მისი სიგრძე 160კმ-ია, სიგანე 48 კმ, სიღრმე კი 120 სმ.
6.   ტორენსი – ფართ 5698 კვ.კმ, თუმცა თავის ფართობში ის ავსებულ იქნა ბოლო 150 წელში მხოლოდ ერთხელ. სიგრძე 24კმ, სიგანე 68კმ. მაქს სიღმე 8 მ.














































Комментариев нет:
Отправить комментарий