ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა 1962 წლის 5 ივლისს, როდესაც 130 წლიანი ბატონობის შემდეგ, ყოფილმა კოლონიამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მდებარეობა
ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია, დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი – ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი 2381741 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქია – ალჟირი. სახელმწოდება წამოვიდა არაბული სიტყვისგან „ალ-ჯაზაირ“ რაც კუნძულებს ნიშნავს. იგი თავდაპირველად ქალაქს ეწოდა, რომელიც 4 კუნძულზე იყო გაშენებული, შემდეგ კი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა.
საჰარის უდაბნოს უჭირავს ალჟირის 80% და შედგება ცალკეული ქვიშიანი (დიდი დასავლეთ ერგი
80000კმ.კმ., დიდი აღმოსავლეთ ერგი 100000კვკმ., იგიდი, ერგ-შეში) და ქვიანი (ტანეზრუფტის პლატო, ტინგერტი, ტადემაიტი, ელ ეგლაბი) უდაბნოებისგან. ალჟისრის საჰარის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაჭიმულია აჰაგარის მთიანეთი, სადაც მდებარეობს ალჟირის უმაღლესი მწვერვალი – მთა ტაჰარი (2906 მ). მთიანეთი ყველა მხრიდან გარშემორტყმულია საფეხუროვანი პლატოებით ტასილინ-ადჯერით, ტასილინ-აჰაგარით და მუიდირის მთებით.
ალჟირის საჰარის ჩრდილოეთში მდებარეობს ალჟირის მთავარი ტბა (მარილიანი) შოტ მელჰირი
5515კვ.კმ., რომელიც ზამთრის წვიმიან პერიოდში იზრდება მაქსიმუმზე და გადაიჭიმება რა დასავლეთიდან აღმოსავლეთით 130 კმ-ზე, აღწევს 6700-6800კვკმ-ს.
ალჟირის ჩრდილოეთში ერთმანეთის პარალელურად გადაჭიმულია ატლასის მთების ქედები – ტელ-ატლასი და საჰარის ატლასი, დაყოფილნი მაღალ პლატოებად და მასივებად და დასერილი ღრმა ხეობებით.
ალჟირი ღარიბია მდინარეებით. მათგან
სიდიდით გამოირჩევა 3 მათგანი.
შელიფი უდიდესი მდინარეა ალჟირში. მისი სიგრძე 725 კმ-ია, ხოლო ფართობი 35000კვკმ. წარმოიქმნება საჰარის ატლასიდან გამოსული ორი პატარა მდინარის – უედ ნაჰრისა და უედ ბუ სკიფის შეერთების შედეგად და ცაედინება ხმელთაშუა ზღვაში.
ჯედი 480 კმ. მიედინება ალჟირული საჰარის ჩრდ. ნაწილში. ზამტარში წვიმების სეზონში დიდება და უერთდება რა შოტ მელჰირის ტბას ზრდის მას, ხოლო დანარჩენ სეზონზე პატარავდება და ტბასთან ერთად მისი შესართვაი ნაწილიც შრება.
იგარგარი – მოედინება აჰაგარის მთებიდან და მიემართება ჩრდილოეთით ღმრა ხეობაში. დიდ აღმოსავლეთ ერგში იგი იკარგება და შემდეგ ისევ აგრძელებს გზას ამჯერად რირის სახელით. ჯამში გადაჭიმულია 1100 კმ-ზე, თუმცა სეზონის დიდი ნაწილი დიდწილად დამშრალი და დაუძლურებულია.
წარმოშობა და მოკლე პოლიტიკური ისტორია
XIX საუკუნეში ალჟირი მუსულმანური მეკობრეობისა და მონათა ვაჭრობის ცენტრი იყო, რომელზეც გავლენა დაუძლურებული ოსმალეთის იმპერიის სულთნებს აღარ მიწვდებოდათ. 1830 წელს საფრანგეთმა შეიჭრა ალჟირში და 4 წელში დაასრულა მისი ანექსია. 14 წლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად ფრანგებმა ქვეყანა ოფიციალურად შეიერთეს და 3 დეპარტამენტად (ალჟირი, ორანი, კონსტანტინი) დაყვეს. ამას მოჰყვა ფრანგთა მასობრივი გადმოსახლება ალჟირში, რომელთა რაოდენობამ XX ს-ის შუა ხანებში მილიონს მიაღწია. ამის მიუხედავად ალჟირის მოსახლეობის მხოლოს 13%-ს ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა და შესაბამისად მის პოლიტ-ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის უფლება.
1938 წელს ფერჰად აბასმა შექმნა პარტია „ალჟირის სახალხო კავშირი“, რომელიც გამოვიდა მოთხოვნით ალჟირელებისადმი მიეცათ საფარნგეთში ფრანგებთან თანაბარი უფლებები.
1939 წლის სექტემბერში მეორე მსოფლიო დაწყებისთანავე აბასმა დაშალა პარტია და წავიდა ომში საფრანგეთის არმიაში, თუმცა ერთ წელში საფრანგეთი დამარცხდა და შინ დაბრუნებულმა განაახლა ალჟირელთა უფლებებისათვის ბრძოლა.
1943 წელს ფერჰად აბასმა ალჟირის გენერალ გუბერნატორ ჟორჟ კარტუს წარუდგინა ალჟირის ავტონომიის პროექტი, რაზეც უარი მიიღო. საპასუხოდ საფრანგეთის გათავისუფლების ეროვნულმა კომიტეტმა (შ. დე გოლი) ალჟირელთა ელიტისათვის, რომელთაც წვლილი მიუძღოდათ საფრანგეთის სახელმწიფოს წინაშე, პოლიტიკური უფლებების მიცემაზე განცხადება გააკეთა, რითაც განხეთქილება შეიტანა ალჟირელთა მოძრაობაში.
აბასმა ბრძოლა განაგრძო და მოკავშირეებთან ერთად, უკვე 1945 წლიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე გადავიდა, რასაც მისი ერთწლიანი პატიმრობა მოჰყვა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ აბასმა გააჩაღა კანონიერიუ მეთოდებით ბრძოლა ალჟირის ავტონომიისათვის, ჯერ საფრანგეთის პარლამენტში, მერე კი „ალჟირის კრებაში“.
1954 წლის 1 ნოემბერს ალჟირის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა წვრილმა ჯგუფებმა შექმნეს ალჟირის „ეროვნული გათავისუფლების ფრონტი“. 1956 წელს მას შეუერთდა ფერეჰად აბასიც, რის შემდეგაც ორგანიციამ გამოაცხადა დამოუკიდებლობისათვის შეიარაღებული ბრძოლა და აირჩია უმაღლესი ორგანო „ალჟირის რევოლუციის ეროვნული საბჭო. აბასის მეთაურობით ორგანიზაცია შეხვედრებს მართავდა მთელს ჩრდილოეთ აფრიკაში და მოკავშირეებს ეძებდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.
1958 წლის 18 სექტემბერს კაიროში „ეროვნული გათავისუფლების ფრონტის“ ლიდერებმა გამოაცხადეს ალჟირის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა, რომლის მეთაურად არჩეულ იქნა ფერჰად აბასი. 26 სექტემბერს აბასმა მთავრობის სახელით დიალოგისკენ მოუწოდა საფრანგეთს. საფრანგეთის პრემიერ დე გოლმა თანხმობა განაცხადა და ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დაპირდა ალჟირელებისათვის მიწების გადაცემა, მათი ფრანგეთან უფლებებში გათანაბრება, ალჟირში ეკონომიკური წინსვლა და უმუშევრობის მოსპობა. მეტიც იგი მზად იყო „ეგფ“-ს ლიდერებთან შესახვედრა, მაგრამ აბასი და „ეგფ“ ბუნებრივია არ დათანხმდნენ და საომარი მოქმედებები უფრო დიდ ტერიტორიაზე გაავრცელეს.
1959 წლის 16 სექტემბერს დეგოლმა ცნო ალჟირის უფლება თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმის გზით, ოღონდ მშვიდობის დამყარებიდან 4 წლის შემდეგ. შედეგად ომი გრძელდებოდა და დე გოლის სამშვიდობო წინადადებები უპასუხოდ რჩებოდა. პარალელურად აბასი განაგრძობდა ერთი მხრივ საფრანგეთის ხელისუფლებასთან უშედეგო შეხვედრებს, მეორეს მხრივ კი მოკავშირეთა ძიებას. მისი მცდელობით 1960 წლის 7 სექტემბერს სსრკ-მ დე-ფაქტო ცნო „ალჟირის დროებითი მთავრობა“.
1961 წლის გაზაფხულ-ზაფხულში აბასისა და საფრანგეთის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოხდა პიზიციების დაახლოება და საომარის მდგომარეობის ფაქტობრივი შეწყვეტა. 1961 წლის 27 აგვისტოს აბასი ალჟირის რევოლუციონერებმა დაადანაშაულეს საფრანგეთთან დათმობებში და გადააყენეს ლიდერობიდან. მის ადგილზე არჩეულ იქნა იუსეფ ბენ ჰედა (1961-27 აგვ- 1962 წ. 3 ივლ).
1962 წლის 19 მარტს ევიან ლე ბენში საფრანეთისა და ალჟირის ლიდერებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ალჟირის სტატუსი უნდა გადაეწყვიტა რეფერენდუმს და საფნარგეთი აუცილებლად ცნობდა მის შედეგებს და დამოუკიდებლობის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში გაიყვანდა ჯარებს ალჟირიდან და ქვეყანას 3 წლის ვადაში დაეხმარებოდა ფინანსურად და ეკონომიკურად. ომი შეწყდა.
საფრნაგეთში გამართულ 8 აპრილის რეფერენდუმზე ფრანგთა 91%-მა მხარი დაუჭირა ევიანის ხელშეკრულებას. 1 ივლისს არჟირში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობის 99%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. 3 ივლისს რეფერენდუმის შედეგები ცნო საფრანგეთმა და დე გოლმა ალჟირის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებითი მეთაურის (ე.ი. პრემიერი) პოსტი გადასცა აბდერაჰმან ფარესს (3 ივლისი-25 სექტემბერი), რომელსაც 6 აპრილიდან ჰქონდა დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლების პოსტი (მეორე პოსტი რევოლუციურ მთავრობაში).
5 ივლისს ოფიციალურად გამოცხადდა ალჟირის დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც აბდერაჰმან ფარესმა დაიწყო მუშაობა ალჟირის ლიდერად იუსეფ ბენ ჰედას დასაბრუნებლად, თუმცა მათ დაუპირისპირდა „ეგფ“-ს ლიდერი აჰმედ ბელ ბელა და მისი მოკავშირე ფერჰად აბასი. ბენ ბელამ არმიაზე დაყრდნობით ფაქტობრივად მთელ ქვეყანაზე გაავრცელა გავლენა. 20 სექტემბერს აბასი „ეროვნული დამფუძნებელი კრების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. 25 სექტემბერს აბდერაჰმან ფარესი თანამდებობიდან გადაყენეს და გამოაცხადა „ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნა. 2 დღის მანძილზე ქვეყნის მეთაური ფერჰად აბასი, რის შემდეგაც მინისტრთა საბჭოს მეთაურად ანუ ქვეყნის მმართველად პარლამენტმა აირჩია აჰმედ ბენ ბელა. შემდგომი წლის სექტემბერში მან უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნებშიც „გაიმარჯვა“ და ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობას შეუდგა.
1965 წელის 19 ივნისს ბენ ბელა თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკმა ჰუარი ბუმედიენმა (1965-1979) ჩამოაგდო, რომელმაც ერთპარტიული (ეგფ-ს) რეჟიმი გამოაცხადა. მან დაასრულა ეროვნული ქონების ნაციონალიზაცია (დაწყებული ბენ ბელას მიერ), შეიფარა პალესტინელი დევნილები და საჰარელი პარტიზანები (ებრძოდნენ მაროკოელ ოკუპანტებს), რითაც ცდილობდა ალჟირის გავლენის გავრცელებას არაბულ სამყაროზე.
1976 წლის ახალი კონსტიტუციით ბუმედიენმა ალჟირი გამოაცხადა სოციალისტურ სახელმწიფოდ, ხოლო შემდეგ, 10 დეკემბერს უალტერნატივო არჩევნებით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი (აქამდე რევოლუციური საბჭოს მეთაურის პოსტით მართავდა ქვეყანას).
რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შედეგად 1978 წლის 27 დეკემბერს ბუმედიენი გარდაიცვალა, რის შემდეგაც კონსტიტუციით გათვალისწინებული 45 დღიანი ვადით დროებითი მეთაური გახდა რაბახ ბიტატი.
1979 წლის 7 თებერვალს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთმა კანდიდატმა თავდაცვის მინისტრმა, პოლკოვნიკმა ჩედლი ბანჯედიდმა ხმების 99.40% მიიღო. 84 წლის და 88 წლის უალტერნატივო არჩევნებში იგი კვლავ იქნა არჩეული პრეზიდენტად.
80-იან წლებში ალჟირის ძირითად საექსპორტო საქონელზე – ნავთოფზე ფასები დაეცა, რამაც ქვეყანაში ღრმა ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ამას 88 წლიდან ქვეყანაში გამოსვლების დაწყება მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ სისხში ჩაახშო. 1990 წელს ცივი ომის დასრულებასა და საყოველთაო თავისუფლებების მოპოვების ფონზე ალჟირის ხელისუფლებაც დათანხმდა მრავალპარტიული რეჟიმის გადასვლაზე და 1991 წლის ბოლოს დანიშნა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომლის პირველ ტურში „ხსნის ისლამურმა ფრონტმა“ გაიმარჯვა, რომელიც იბრძოდა ალჟირის ისლამურ რესპუბლიკად გარდაქმნისათვის. მაშინ სამხედროებმა აბდელმალეკ ბენჰაბილის ხელმძღვანელობით გააუქმეს არჩევნების მეორე ტური, რასაც მოჰყვა ისლამისტთა ამბოხება და 10 წლიანი სამოქალაქო ომის დაწყება. ამას მოჰყვა ჯერ „ეროვნული კრების“ (პარლამენტის) დათხოვა, ხოლო 1992 წლის 11 იანვარს ბუმედიენის თანამდებობიდან გადააყენება. ხელისუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც ქვეყნის მეთაურად დანიშნა მუჰამედ ბუდიაფი (სოციალისტური რევოლუციის პარტიის ლიდერი) უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს მეთაურის პოსტით. ქვეყანაში გამოცხადდა უვადო საგანგებო მდგომარეობა. 29 ივნისს ბუდიაფი მისავე მცველმა მოკლა ქ. ანაბაში სახალხო გამოსვლისას. 2 ივლისს მეთაურის პოსტზე საბჭომ დააყენა გამოცდილი დიპლომატი ალ ჰუსეინ კაფი, რომელმაც სასტიკი რეპრესიები გაატარა ისლამისტური ფუნდამენტალიზმისა და ტერორიზმის მიმართ.
1994 წლის 30 იანვარს მეთაურის პოსტზე კაფი თავდაცვის მინისტრმა ლამინ ზარუალმა შეცვალა, რომელსაც უნდა დაესრულებინა გარდამავალი პერიოდი. 1995 წლის ნოემბერში 7 წლიანი შესვენების შემდეგ გაიმართა პირველი მრავალპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც პარტიების უმეტესობამ ბოიკოტი გამოუცხადა და ზარუალი სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე გახდა პრეზიდენტი 61% ხმით.
1997 წელს პრეზიდენტმა დააარსა ახალი პარტია – „ეროვნულ დემოკრატიული გაერთიანება“, რომელმაც იმავ წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა (231 დან 156 მანდატი ერგო), თუმცა ზარუალის პოლიტიკიდან წასვლისთანავე მეორე პარტიად იქცა და იდედან მოყოლებული დღემდე სახელისუფლებო პარტიას „ეგფ“-სთან შედის „საპრეზიდენტო კოალიციაში“.
ჯანმრთელობის პრობლემებისა და გაჭიანურებული სამოქალაქო ომის გამო ზარუალმა გამოაცხადა პოსტიდან ვადაზე გადადგომის სურვილი გამოთქვა და 1999 წლის 15 აპრილისთვის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც გამარჯვება არმიის კანდიდატმა და გამოცდილმა პოლიტიკოსმა აბდელ აზიზ ბუტეფლიკამ გაიმარჯვა 73,8%-ით (არმია ამ პოსტს ჯერ კიდევ 1994 წლის იანვარში სთავაზობდა), რომელსაც ჯერ კიდევ 1963-79 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი და 1974-75 წლებში გაეროს გენერალური ასამბლეის მეთაურის პოსტი. 28 აპრილს ბუტეფლიკა შეუდგა მოვალეობის შესრულებას და იქედან მოყოლებული დღემდე პრეზიდენტია (ხელახლა არჩეულ იქნა 2004, 2009, 2014 წლებში).

ოპოზიცია ყველა მის არჩევნებს
გაყალბებულად აცხადებს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად ცნობს, რადგან
ჯერ ერთი ბუტეფლიკა ყოველთვის დასავლეთთან ახლო ურთიერთობებით და ანტისოციალისტური
განწყობებით იყო ცნობილი, და მეორეს მხრივ დასავლეთის თვალში სწორედ მას უნდა შეეჩერებინა მზარდი ისლამისტური საფრთხე ალჟირში.
2001 წლის ოქტომბერში ბერბერი ახალგაზრდობის მრავალთვიანი გამოსვლების შედეგად პრეზიდენტმა ცნო ბერბერული ენა სახელმწიფო ენად და ბერბერი უმცირესობის პოლიტიკური და კულტურული უფლებები.
2002 წელს განადგურებულ იქნა ისლამისტთა უკანასკნელი დაჯგუფებები, რითაც სამოქალაქო ომი დასრულდა. მოგვიანებით ბუტეფლიკამ ისლამისტთა ნაწილი შემოირიგა და ამინისტიით გაათავისუფლა, თუმცა ერთი ნაწილი ალ-ქაიდასთან კავშირით პერიოდულად აგრძელებს იატაქვეშა ბრძოლას და აწყობს ტერაქტებს.
2008 წლის საკონსტიტუციო შესწორებით ბუტეფლიკას მიეცა უფლება განუსაზღვრელი რაოდენობით ეყარა პრეზიდენტობაზე პოსტი და თან გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება.
ტუნისში დაწყებული რევოლუციური მოვლენების შედეგად არეულობა 2011 წლის იანვარში გადმოვიდა ალჟირში. ამით შეშინებულმა პრეზიდენტმა გააუქმა 19 წლის მანძილზე არსებული საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისათვის საქმიანობის თავისუფლების ხარისხი დიდად არ გაზრდილა. შედეგად ქვეყანა კვლავ დეფაქტო ერთპარტიულ რეჟიმში, უკონკურენტო, უსამართლო და კორუფციულ-ნეპოტისტურ გარემოში ცხოვრობს და შესაბამისად გაზით და ნავთობით მდიდარი ქვეყანა საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობს. გაზის მარაგით ალჟირი მსოფლიოში მერვე ადგილზეა,
ხოლო გაზის ექსპორტით მეოთხე ადგილზე. ნავთობის მარაგით ქვეყანა მეთხუთმეტე ადგილზეა,
ხოლო ექსპორტით მეთერთმეტე ადგილზე. ამის მიუხედავად მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 4669 დოლარია.
2013-14 წლებში გადატანილი რამდენიმე მძიმე დაავადების შემდეგ, ღრმადმოხუცებული ბუტეფლიკა თანდათან ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ტელევიზიაშიც იშვიათად ჩნდება. 2014 წლის საპრეზიდენტო ფიცი მან ინვალიდის სავარძელში მიიღო. მიუხედავად მუდმივი მკურნალობისა და სერიოზული ავადმყოფობისა ბუტეფლიკა ინარჩუნებდა პოსტს, თუმცა კი ბოლო წლებში იჯდა სავარძელში და პრაქტიკულად აღარ ჩნდებოდა საზოგადოებასა და ტელევიზიაში. იგი უკანასკნელი წარმომადგენელია იმ პოლიტიკური ელიტისა, რომელიც ჩამოყალიბდა 1950-60-იანი წლების მიჯნაზე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში.
2019 წლის აპრილში ალჟირში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, რომელზეც საზღვარგარეთ სამკურნალოდ მყოფი 82 წლის ბუტეფლიკას კანდიდატურა ისევ წამოაყენეს მისმა თანაგუნდელებმა. ამან სტუდეტების აღშფოთება და გამოსვლები მოჰყვა, რომელსაც მალე მთელი მოსახლეობა აჰყვა და პროტესტმა ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. პროტესტანტები თავიდან მხოლოდ ბუტეფლიკას მეხუთედ არწამოყენებას ითხოვდნენ, შემდეგ კი მთელი მისი კორუმპირებული სისტემის შეცვლა მოითხოვეს. შეშინებული მმართველი კლანი დათმობაზე წავიდა. ბუტეფლიკა შინ დააბრუნეს და წლების შემდეგ პირველად წარსდგა მოსახლეობის წინაშე განცხადებით. მოხუცმა ისეც ცბიერებას მიმართა, 11 მარტს გამოაცხადა, რომ აღარ იყრის კენჭს, გადააყენა მთავრობა და გამოაცხადა, რომ იწყებს მზადებას ქვეყნის წინაშე უკანასკნელი მოვალეობის შესასრულებლად, რაც ახალი კონსტიტუციის მიღებას და ახალი რესპუბლიკის შექმნაში უნდა გამოიხატოს. საამისოდ მან მინიმუმ წლის ბოლომდე გადაიტანა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ახალი კონსტიტუციით უნდა ჩატარდესო. მოსახლეობა არ დანებდა და ყოველი პარასკევის ლოცვის შემდეგ მრავალათასიან გამოსვლებს აწყობდა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ბოლოს ჯარის სარდლობამაც მოთხოვა პრეზიდენტს გადადგომა, რის შემდეგაც 2019 წლის შემდეგ ბუტეფლიკა გადადგა. 9 აპრილს პარლამენტმა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 77 წლის აბდელ კადერ ბენსალაჰი დანიშნა, რომელიც 2002 წლის 2 ივლისიდან პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარეა (მანამდე 5 წელი ქვედა პალატას ხელმძღვანელობდა). ახალ საპრეზიდენტო არჩევნები ივლისისთვის დაინიშნა.

ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს ალჟირის საკანონმდებლო კრება, რომელიც 2 პალატად იყოფა. ზედა პალატა - „ერის საბჭო“ შედგება 144 წევრისგან (96 ირჩევს ვილაიეთები, ხოლო 48 ნიშნავს პრეზიდენტი) და აქვს უფლება დაბლოკოს ქვედა პალატის ნებისმიერი კანონი. ის ირჩევა 6 წლით.
ქვედა პალატას წარმოადგენს „სახალხო ეროვნული კრება“, რომლის 462 დეპუტატს 5 წლით ირჩევს ალჟირის 48 ვილაიეთის მოსახლეობა. იგი იღებს კანონებს და აკონტროლებს მთავრობას. რეალურად კი პარლამენტი პრეზიდენტის და მთავრობის მორჩილია.
მთავრობის მეთაური და ფინანსების გამგებელი არის პრემიერ მინისტრი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი საკუთარი სურვილისამებრ. პერიოდულად პრეზიდენტი პრემიერად მთავარი მოკავშირე პარტიის „ეროვნულ დემოკრატიული გაერთიანების“ ლიდერს ნიშნავს. ამჟამადაც ეს სიტუაციაა.
უკანასკნელ 2017 წლის არჩევნებში ეგფ-მ აიღო 164 მანდატი, ხოლო ედგ-მ 100 მანდატი, რის შემდეგაც მოკავშირეებმა პარლამენტში ჩამოაყალიბეს უმრავლესობა. წინა 2012 წლის არჩევნებთან შედარებით ეგფ-მ დაკარგა 57 მანდატი, ხოლო ედგ-ს მოემატა 30 მანდატი.
მოსახლეობა
ალჟირის მოსახლეობა 2018 წლის მონაცემებით 42819487 კაცს აღწევს,
რომელთა 99%-ს არაბული და ბერბერული ხალხები შეადგენენ. ოფიციალური ენები სწორედ არაბული და ბერბერულია, თუმცა აქტიურად გამოიყენება ფრანგული ენაც. მოსახლეობის 98% სუნიტური ისლამის მიმდევარია. 1,8% ათეისტი, 0,2% ქრისტიანი. დეტალურად მონაცემები ასე გამოიყურება:
ალჟირის ხალხები რაოდენობა ენა რელიგია
ალჟირელი არაბი 28,375,000 ალჟირ. არაბული
ისლამი
ეგვიპტელი არაბი 17,000 ეგვიპტ. არაბული ისლამი
ერაყელი არაბი 4,500 მესოპ. არაბული ისლამი
მაროკოელი არაბი 173,000 მაროკ. არაბული ისლამი
ბედუინები ჩაამა 131,000 ალჟირ. არაბული ისლამი
ბედუინები დუი-მენია 78,000
ალჟირ. არაბული
ისლამი
ბედუინები ლაგატი 79,000 ალჟირ. არაბული
ისლამი
ბედუინები ნაილი 37,000 ალჟირ. არაბული
ისლამი
ბედუინები რუარა 79,000 ალჟირ. არაბული
ისლამი
ბედუინები სიდი 132,000 ალჟირ. არაბული
ისლამი
ბედუინები სუაფა 125,000 ალჟირ.ი არაბული ისლამი
ბედუინები ტაიაკანი 1,696,000 ალჟირ. არაბული ისლამი
ბედუინები ზიბანი 263,000 ალჟირ. არაბული ისლამი
ბელბალი 3,700 კორანჯე ისლამი
ბერბერები ფიგიგი 79,000 ტამაზიგი ისლამი
ბერბერები იმაზიგი 1,577,000 ტამაზიგი ისლამი
ბერბერები კაბილი 5,776,000 კაბილი ისლამი
ბერბერები მენასერი 79,000 ტამაზიგი ისლამი
ბერბერები მოზაბიტი 180,000 ტუმზაბტი ისლამი
ბერბერები რიფი 3,100 ტარიფიტი ისლამი
ბერბერები შაუიია 2,241,000 ტაშავიტი ისლამი
ბერბერები სამხრეთ შილდა 6,200 ტაშელიტი ისლამი
ბერბერები ტაზნატიტი 11,000 ტაზნატიტი ისლამი
ბერბერები ტიდიკელტ ტამზიგი 1,000 ალჟირ. არაბული ისლამი
ბერბერები ტუგურტი 9,200 თამაზიგი ისლამი
ბერბერები ალჟირ. ტუარეგი 145,000 ალჟირ. არაბულის საჰარული შტო ისლამი
ბერბერები ტუარეგი ტაჰაგარტი 41,000 ტაჰაგარტი, ისლამი
ბრიტანელი 700 ინგლისური ქრისტიანი
შენუა 94,000 შენუა ისლამი
ჩინელი 34,000 მანდარინული ჩინ. ათეისტი
დეაფი 210,000 ადგ. ენა ისლამი
ფრანგი 13,000 ფრანგული ქრისტიანი
ჰაუსა 11,000
ჰაუსა ისლამი
იდაკსაჰაკი 2,400 ტადაკსააკი ისლამი
ფრანგი ებრაელი 700 ფრანგული იუდაისტი
უარგლა 21,000
ტაგარგრანი ისლამი
ბალკანელი ბოშა 4,300 ალჟიული არაბული ისლამი
საჰარავი 210,000 ჰასანიია ისლამი
ესპანელი 600 ესპანური ქრისტიანი
თურქი 3,300 თურქული ისლამი
ალჟირი
დაყოფილია
48 ვილაიეთად
ვილაიეთები ფართობი მოსახლეობა (2008 წ.)
1. ადრარი 439,700 402197
2. ჩლეფი 4,795 1013718
3. ლაგუატი 25,057
477328
4. უმ ელ-ბუახი 6,783
644364
5. ბატნა 12,192 1128030
6. ბეჯაია 3,268 915835
7. ბისკრა 20,986
730262
8. ბეშარი 162,200 274966
9. ბლიდა 1,575 1009892
10. ბუირა 4,439 695583
11. თამანრასეტი 556,185 198691
12. თებესა 14,227 657227
13. ტლემსენი 9,061 949135
14. ტიარეტი 20,673
846823
15. ტიზი-უზუ
2,956
1127608
16. ალჟირი 1,190 2988145
17. ჯელფა 66,415 1223225
18. ჯიჯელი 2,577 636948
19. სეტიფი 6,504 1496510
20. საიდა 6,764 330641
21. სკიკდა 4,026 904195
22. სიდი-ბელ-აბესი 9,096 604744
23. ანაბა 1,439 640050
24. გუელმა 4,101 482430
25. კონტსანტინი 2,187 943112
26. მედეა 8,866 830944
27. მოსთაღანემი 2,175 746947
28. მ’სილა 18,718 991846
29. მასკარა 5,941 784073
30. უარგლა 211,980
558558
31. ორანი 2,121 1584607
32. ელ-ბაიადი 78,870
262187
33. ილიზი 285,000 54490
34. ბორჯ-ბუ-არერიჯი 4,115 634396
35. ბუმერდესი 1,356
802083
36. ელ-ტარეფი 3,339 411783
37. ტინდუფი 159,000 58193
38. ტისემსილტი 3,152 296366
39. ელ-უედი 54,573 673934
40. ხენშელა 9,811
386683
41. სუკ-არჰასი 4,541
440299
42. ტიპასა 1,605 617661
43. მილა 3,407 768419
44. აინ-დეფლა 4,891 771890
45. ნაამა 29,950 209470
46. აინ ტემუშენტი 2,379 384565
47. გარდაია 86,105
375988
48. რელიზანი 4,870 733060
ქალაქები სიდიდის მიხედვით
ქალაქი რაოდენობა (2008 წ.)
1. ალჟირი 3415811 (11წ)
2. ორანი 803329
3. კონსტანტინი 464219 (18)
4. ანაბა 257359
5. ბლიდა 182247
6. ბატნა 290645
7. ჯელფა 289226
8. სეტიფი 288461
9. სიდი-ბელ-აბესი 212935
10. ბისკრა 205608
11. თებესა 196537
Комментариев нет:
Отправить комментарий