ბერძნული წყაროების მუხირისი
პროკოპი კესარიელის და აგათიას თხზულებებში მოხსენიებული
„მუხირისის“ შესახებ ბიზანტიურ წერილობით წყაროებში მოხსენიებული გეოგრაფიული
სახელი _ „მუხირისი“ ისტორიკოს-არქეოლოგებს შორის ფრიად დიდ ინტერესს იწვევს. ისტორიოგრაფიაში მიღებული და გაზიარებულია
მოსაზრება, რომ ბიზანტიური წერილობითი წყაროების მუხირისი არის კოლხეთის ის მხარე, რომელიც მოიცავს დაბლობ, მთისწინა იმერეთს და აღმოსავლეთ სამეგრელოს _ აბაშის და მარტვილის რ-ნებს (საკითხის შესახებ დაწვრილებით იხ. ჯანაშია, 1952, გვ.320-321;
ჯავახიშვილი, 1960, გვ.254,274,425; ყაუხჩიშვილი, გეორგიკა, II,
1965, გვ.208-210; ბერძენიშვილი, 1975, გვ.442-537;
მუსხელიშვილი, 1977, გვ.113-115; ლომოური, 1968, გვ.50-51;
გამყრელიძე, 1982,გვ.118-122; Гамкрелидзе, 1992,გვ.101-117; Ланчава.1995, გვ.30; ლანჩავა,1974,
გვ.129-136; ჯაფარიძე, 1998, გვ.16-18;
ჯაფარიძე,1999, გვ.36-39). მდ. რიონის შუა წელი ემთხვევა მუხირისის მხარის ცენტრალურ ნაწილს. მუხირისის მხარეში მდებარე ქალაქი მუხირისი კი წერილობით წყაროებში სულ რამდენჯერმე
იხსენიება. მისი მდებარეობის
შესახებ გამოთქმულია მრავალნაირი
მოსაზრება. ჯერ კიდევ
1979 წელს დაიბეჭდა ჩემი მოსაზრება მუხირისის (როგორც პუნქტის, ქალაქის, ციხე-სიმაგრის) შესაძლო იგივეობის შესახებ სოფ. მთისძირში არქეოლოგიურად გათხრილ, ადრეული შუა საუკუნეების ძეგლთან (იხ. Гамкрелидзе, 1979, გვ.18; გამყრელიძე, 1982, გვ.118). ხსენებული არქეოლოგიური ძეგლი ქ. ვანიდან დასავლეთით 8კმ-ზე სოფ. მთისძირში, „ადეიშვილების გორაზე“ და მის მიმდებარე დაბლობში მდებარეობს. აქ,
1973-1978წლებში, არქეოლოგიურად შევისწავლეთ
ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების კულტურული ფენები და ნაგებობები (დაწვრილებით
იხ. გამყრელიძე,1982). ამჯერად, მოკლედ განვიხილავთ
მხოლოდ ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიურ
მონაცემებს.
„მთისძირის“ სამოსახლოს ისტორიის ბოლო პერიოდი ადრეულ შუა საუკუნეებს მოიცავს. ამ მონაკვეთის ცალკე გამოყოფისას
ვეყრდნობით სოფ. მთისძირის სტრატიგრაფიულ მონაცემებს და კერამიკულ მასალას. წარმოდგენილი
არქეოლოგიური მასალა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ძველი „მთისძირის“ ცხოვრების ზოგიერთ მხარეზე _ მოსახლეობის
მიერ დაკავებული ტერიტორიის ფარგლებზე, დასახლების წესზე, მეთუნეობაზე
და სავაჭრო ურთიერთობებზე.
დასახლების წესი ამ დროის სამოსახლოზე
შემდეგნაირად არის წარმოდგენილი:
სამოსახლოს ნაგებობები ტერასებზეა განლაგებული, განსაკუთრებით
რაციონალურადაა ათვისებული „ადეიშვილების“ გორის პლატო, რომელზედაც, ალბათ, ნაგებობების მოზრდილი კომპლექსი იდგა. საერთოდ, როგორც ჩანს, საფორტიფიკაციო
ნაგებობები ბორცვგორის ტერასებზე იყო გამართული. „ადეიშვილების“ გორის ქვედა ტერასაზე შეიმჩნევა ქვით ნაგები გალავნის კვალი. გორის ბუნებრივი რელიეფი მოხერხებულად
იყო გამოყენებული ნაგებობების
გასამართავად და თავდაცვითი სისტემის შესაქმნელად.
ასეთნაირ გორებზევეა ამ ხანის ციხესიმაგრეები
აგებული _ ციხისძირში, ქუთაისში, შორაპანში, სკანდაში, შხეფში და სხვ. გორებზე განლაგებული, ქვით და დუღაბით ნაგები ციხესიმაგრეები
ამ დროის კოლხეთისათვის
ფრიად დამახასიათებელია. ასეთი სასიმაგრო ნაგებობები იდგა სტრატეგიულად
მნიშვნელოვან პუნქტებში _ გზების ჩასაკეტად, გარკვეული მხარის ან საგამგებლოს საზღვრების დასაცავად. „მთისძირის“ სამოსახლო, ალბათ, მცირე ციხე-ქალაქი იყო, რომელიც, ერთი მხრივ, გარკვეულ ეკონომიკურ მხარეს საზღვრავდა, ხოლო მეორე მხრივ, სამცხედან მომავალ (მდ. ყუმურის ხეობაზე) ერთ-ერთ გზას ჰკრავდა. ციხე-ქალაქის განვითარებაში
გარკვეული როლი უნდა ეთამაშა მის რიონ-ყვირილას (ფასისის) სავაჭრო-სატრანზიტო მაგისტრალზე
მდებარეობას.
ადრეული შუა საუკუნეების „მთისძირის“ სამოსახლოს შენებაში ძირითად საშენ მასალად გამოყენებულია
ქვა, აგური, კრამიტი, კირხსნარი. სამოსახლოს ნაგებობების წარმოსადგენად
ფრიად საინტერესოა ადეიშვილების
გორის პლატოს ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც ინ სიტუ მდგომარეობაშია არქეოლოგიურად
შესწავლილი. სამწუხაროდ, ადეიშვილების
გორის მიმდებარე, დაბლობი ადგილი, ჯერჯერობით გაუთხრელია. ეს ის ადგილია, სადაც ქალაქის სამეურნეო ნაწილი იყო ალბათ განლაგებული.
არქეოლოგიური კვლევის დროს გამოირკვა, რომ ნაგებობების შენებაში ძირითად საშენ მასალად გამოყენებულია
ქვა (ქვიშაქვა, რიყის ქვა, კირქვა),
აგური, კრამიტი, ზოგჯერ კი თეთრი მარმარილო და ხეც. კირხსნარი გამოყენებულია როგორც შემაკავშირებელ მასალად, ასევე კედლის შესალესად და იატაკის გასაკეთებლად.
რიყის ქვები მდ. რიონის ჭალიდან არის ამოტანილი, თირის ქვა და ქვიშაქვაც აქვეა მოპოვებული, ხოლო კირქვა და თეთრი მარმარილო სხვა ადგილიდან არის მოტანილი, რადგან სოფ. მთისძირის ახლომახლო მათი არსებობა არ შეინიშნება. კირქვა, შესაძლოა შემოტანილი იყოს დაბლაგომიდან,
სადაც ის დიდი რაოდენობით მოიპოვება. პლატოს ძირითადი ნაგებობა ოთხკუთხაა და შედგება ორი სხვადასხვა ზომის სათავსისაგან.
აღმოსავლეთი სათავსის შიდა ფართობია 5,50მ X
21,00მ_ 115,50კვ.მ, ხოლო დასავლეთი სათავსის შიდა ფართობი 5,50მ X
5,50მ_ 30,25კვ.მ. ეს მოზრდილი ნაგებობა ორიენტირებულია
აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ნაგებობის შესწავლამ ცხადყო, რომ საქმე გვაქვს შენობის ორ სამშენებლო პერიოდთან. ნაგებობებს სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილი უჭირავს. „ადეიშვილების“ გორა, რომელზედაც ეს კომპლექსი იდგა, რამდენადმე წინ არის წამოწეული ასეთივე გორების რიგიდან და, ერთის მხრივ, აკონტროლებს
მდ. რიონის ხეობის კარგა მოზრდილ ნაწილს, ხოლო მეორე მხრივ,
_ მდ. ყუმურის ხეობიდან მომავალ ერთ-ერთ გზას ჰკრავს. პლატოს ნაგებობის აღმოსავლეთის
სათავსის აღმოსავლეთი კედლის ინტერიერის მხარეზე შერჩენილია კირხსნარიანი
შელესილობა. ნაგებობის მთელ შიდა ფართობში შეინიშნება დანახშირებული
ძელების კვალი. ეს ძელები ალბათ გადახურვის კონსტრუქციაში
გამოიყენებოდა. ნაგებობები აღმოსავლეთით
გრძელდებოდა, რადგან ამ მიმართულებით აღმოჩნდა კედლის ნაშთები. დანარჩენი დანგრეულ-ჩაშლილია გორის ფერდობებზე. ასეთივე მდგომარეობაშია შენობის სამხრეთით მდებარე ნაგებობები.
ადეიშვილების გორის პლატოს ნაგებობაში საკმაოდ მრავალფეროვანი
არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა _
კერამიკის, მინის, რკინის ნაწარმი.
მათში განსაკუთრებით
ჭარბობს კერამიკული ნაშთები. სოფ. მთისძირში დადასტურებულ კერამიკულ ნაწარმში გამოიყოფა სამშენებლო, საოჯახო, ტარა და სამეურნეო კერამიკა. სოფ. მთისძირის ამ დროის სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია კრამიტით და აგურით. მათში ხერხდება რამდენიმე ტიპის გამოყოფა. როგორც ჩანს, ადრეულ შუა საუკუნეებში
კრამიტი ძირითადად გამოიყენებოდა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შენობების გადასახურად. კრამიტით იყო გადახურული საფორტიფიკაციო ნაგებობები, მაგალითად: ვარდციხეში, ვაშნარში, ბიჭვინტაში, ციხისძირში და სხვ. ადრეული შუა საუკუნეების
კრამიტი ჩამოჰგავს ანტიკური ხანის კრამიტს. ეს სოფ. მთისძირის კრამიტებზე დაკვირვებისასაც შეინიშნება. სოფ. მთისძირის ტერიტორიაზე დადასტურებული
აგურები ძირითადად ერთნაირია, მაგრამ მათში მაინც შეიძლება ორი ტიპის გამორჩევა. პირველი, ეს არის კვადრატული ფორმის აგური, რომელსაც კუთხეებიდან ურთიერთგადამკვეთი ორ-ორი ღარი დაუყვება. მეორე _
მოგრძო აგური. ის, როგორც წესი, უღარებოა. ადეიშვილების
გორის ნაირი აგურები დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების
ძეგლებზე: ბიჭვინტა, ინკიტის ტბა, ოჩამჩირე, ციხისძირი, ვაშნარი, ვარდციხე, შორაპანი, სკანდა და სხვ. ურთიერთგადამკვეთი ორ-ორ ღარიანი აგური, განსაკუთრებით
ახ.წ. IV-VIIსს. ფენებისთვის
არის დამახასიათებელი.
„მთისძირის“ სამზარეულო კერამიკის უმეტეს, შეიძლება ითქვას, ძირითად ნაწილს შეადგენს ქოთნები. ისინი ძირითადად არის მუცელგამობერილი, მოკლეყელიანი და სადა. ქოთნის ძირები ბრტყელია, კედლები ძირისაკენ ვიწროვდება. სოფ. მთისძირის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამზარეულო კერამიკის ნაწილს წარმოადგენენ ჯამებისა და დოქების ნატეხები. „მთისძირის“ სამეურნეო კერამიკა წარმოდგენილია ძირითადად ქვევრებით. მათი ნაშთები დიდი რაოდენობით არის დადასტურებული სოფ. მთისძირის ტერიტორიაზე. ასეთი ქვევრები ხშირად გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიურ მასალაში. სამოსახლოზე აღმოჩნდა ლუთერიების ნატეხები. აღნიშნული ტიპის ადგილობრივი კერამიკა გვხვდება ვარდციხეში, გუდავაში, ოჩამჩირეში, ბიჭვინტაში, ფოთში, ინკიტის ტბასთან და სხვა გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ძეგლებზე. „მთისძირში“ აღმოჩნდა ადგილობრივი ამფორები. ამგვარი _ მოყავისფროდ გამომწვარი, კონუსურძირიანი, ოვალურგანივკვეთიანი ყურების მქონე ამფორები ხასიათდება წელის შეზნექილობით. „მთისძირის“ არქეოლოგიური მასალების ერთი ნაწილი, კერძოდ უცხოური ნაწარმი, წარმოდგენას გვიქმნის იმ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომელშიაც კოლხეთ-ლაზიკასთან ერთად ჩაბმული იყო „მთისძირიც“. ეს უცხოური ნაწარმი წარმოდგენილია კერამიკით და მინით. სოფ. მთისძირის ტერიტორიაზე დადასტურდა გოფრირებული ამფორების ნატეხები. სამოსახლოს კულტურულ ფენებში დადასტურდა წითელლაკიანი კერამიკის ფრაგმენტები. ამგვარი წითელლაკიანი კერამიკა აღმოჩენილია გონიოში, ბათუმის ციხესა და ციხისძირში, ქობულეთ-ფიჭვნარში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ბიჭვინტაში, ვაშნარში, ნოქალაქევში, პალიასტომის ტბაში, ქუთაისსა და წებელდაში. საყურადღებოა, რომ ამ რიგის კერამიკა ბევრია ზღვისპირეთში, განსაკუთრებით სოხუმსა და ბიჭვინტაში. ხოლო ზღვიდან დაცილებულ შიდა რაიონებში კი ჯერჯერობით ცოტაა ნანახი. ამდენად კიდევ უფრო საინტერესოა მთისძირის „წითელლაკიანი“ კერამიკის ფრაგმენტები. ამგვარი კერამიკა კოლხეთის არქეოლოგიური ძეგლების ახ.წ. IV-V სს-ის ფენებში გვხვდება (იხ. ლორთქიფანიძე, 1962, გვ.240). სამოსახლოს უცხოური ნაწარმის კიდევ ერთ ჯგუფს ქმნის მინა. ის ძირითადად მინისფეხიანი სასმისებით არის წარმოდგენილი. სოფ. მთისძირის მსგავსი ფეხიანი სასმისები ცნობილია ჯერ კიდევ მცხეთის ახ.წ. V-VIII სს-ის სამარხებიდან. ამნაირი ტიპის სასმისებს დიდი ქრონოლოგიური ჩარჩო აქვს. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ისინი აღმოჩენილია ციხისძირში, გონიოში, ფოთში (პალიასტომის ტბაში), ბობოყვათში, ბიჭვინთაში, ვარციხეში, ვაშნარში და სხვ.
საგულისხმოა, რომ სოფ. მთისძირის ადრეული შუა საუკუნეების სამოსახლოსთან, რომელიც გამაგრებული პუნქტის ნაშთებს წარმოადგენს, დადასტურდა ტოპონიმი მუხური (სოფ. დაბლაგომისკენ). ტოპონიმი ჩავიწერეთ ამ მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევის დროს 1976 წელს (ისტორიულ-გეოგრა-ფიული ექსპედიციის ხელმძღვანელი თ. ბერაძე), იგივე ტოპონიმი ჯერ კიდევ 1930 წ. დაადასტურა ნ. ბერძენიშვილმა, როგორც ამას ს. ყაუხჩიშვილი გადმოგვცემს (იხ. გეორგიკა II, ტფ., 1934, გვ.178; გეორგიკა II, თბ., 1965, გვ.208-210); მუხური მეგრულად ნიშნავს მხარეს. საფიქრებელია, რომ ეს იყოს ბიზანტიური ახ.წ. VI ს-ის წყაროებში აღწერილი გამაგრებული ქალაქი მუხირისი თუ მოხირისი, ან მუხირისის მხარის ერთ-ერთი გამაგრებული პუნქტის ნაშთები, რომელიც ამავე სახელწოდების მხარეში მდებარეობდა _ პროკოპი კესარიელი (BP II 29; BG VIII
1,14,16,17), აგათია (II 19,22; III
6,7,19, 28; IV9,13). პროკოპი კესარიელი ერთგან „მოხირისს“ ქალაქად იხსენიებს _ ლაზიკაში „...ყველაზე შესანიშნავი ქალაქები კი მაინც არის აქ როდოპოლისი და მოხირისი“ (BP II29), ხოლო მეორეგან აღნიშნავს _ არქეოპოლისიდან გამობრუნებულმა სპარსელებმა „ქუთაისისა და მოხირისისაკენ დაიხიეს“ (BG VIII,17). ამ შემთხვევაშიც მუხირისი უფრო რაღაც პუნქტად ჩანს. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ ქუთაისი და მოხირისი ერთმანეთისაგან დაცილებულ პუნქტებად უნდა წარმოვიდგინოთ. ეს ორივე პუნქტი არქეოპოლისიდან აღმოსავლეთისაკენ არის, მაგრამ ერთმანეთის ახლო არ მდებარეობენ. მეორე მხრივ, ქუთაისთან ერთად პროკოპი ახსენებს მოხირისს და არ ახსენებს „შესანიშნავ ქალაქს როდოპოლისს“, რომელიც ახლოა ქუთაისთან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისს პროკოპი კესარიელი „შესანიშნავ ქალაქებში“ არ იხსენიებს. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ ქუთაისი ამ მხარის (მოხირისის) ერთ ნაწილშია, ხოლო მოხირისი (პუნქტი) _ მეორე ნაწილში მდებარეობს. პროკოპი კესარიელი ამ ორ პუნქტს (ქუთაისი, მოხირისი) შესაძლოა, რომ მოხირისის მხარის შემომფარგვლელობით ასპექტში ხმარობდა. ასე ვთქვათ, ასახელებს ამ მხარის ორ რამდენადმე განაპირა გამაგრებულ პუნქტს.
მეორე ბიზანტიელი ავტორი აგათიაც მუხირისს (მოხირისს) ზოგჯერ გეოგრაფიული პუნქტის მნიშვნელობით იხსენიებს _ „სპარსელები იმყოფებიან მუხირისსა და კოტაისში“ (აგათია III6); „მერმეროე კვლავ დაბრუნდა კოტაისსა და მუხირისში“ (აგათია II 22). აქედანაც თითქოს ისე გამოდის, რომ თითქოს მარტო კოტაისის (ქოთაისი, ქუთაისი) სანახებში ყოფნა მთელ მოხირისის მხარეში ყოფნას არ ნიშნავს; ამისათვის საჭიროა მუხირისის გამაგრებული პუნქტის დაკავებაც. მოხირის-მუხირისად მიიჩნია „ნოტიტია დიგნიტატუმ“-ში (Vს.), დასახელებული სიმაგრე მოხორა აკად. ს. ყაუხჩიშვილმა. აქ ბიზანტიელთა ერთი კოჰორტა იდგა (გეორგიკა I, 1961, გვ.168-178). ამ პუნქტს აღმოსავლეთ ანატოლიაში ეძებს ნ. ადონცი
(Адонц. 1908, გვ.100). მას დაეთანხმა ნ. ლომოურიც (ლომოური, 1975, გვ.68-69). ვ. ლექვინაძე მოხორას სოჭის მახლობლად ეძებს. მოხორა ციხისძირთან გააიგივა ნ. ინაიშვილმა (ინაიშვილი, 1993, გვ.116). იუსტინიანეს ნოველებში დაცულია ცნობა, სადაც ჩამოთვლილია ეგრისის ციხესიმაგრეები „...სკანდისი, სარაპანისი, მუ(ხი)რისი და ლისირი...,“ (ნოვ. XXXI) (გეორგიკა II,
1965,გვ.35-36); აგრეთვე VII ს-ის ცნობებში დაცული „მუკორისი“ _ პუნქტი, სადაც გზად გაიარეს ლაზიკაში გადასახლებულმა მაქსიმე აღმსარებლის თანამოაზრეებმა ანასტასი ბერმა და ანასტასი აპოკრისიარისმა (თეოდოსი განგრელი) (გეორგიკა IV, ნაკვ.I,1941, გვ.43).
IIს-ის ბერძენი გეოგრაფოსის კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ მოხსენიებული პუნქტის _ „მეხლესოს“-ის გაიგივება ქ. მუხირისთან შესაძლებლად მიაჩნია ნ. ლომოურს (ლომოური, 1968,
გვ.50-51). ამრიგად, როგორც ვხედავთ, სახელი მუხურისი (ვარიანტები _ მოხირისი, მუხირისი, მოხორა, მუ(ხი)რისი, მუკორისი, მეხლესოსი) საკმაოდ ხშირად გვხვდება ბერძნულ-რომაულ წყაროებში. ისინი აქ არა მარტო მხარის, არამედ ამ სახელის რაღაც გამაგრებული პუნქტის არსებობასაც გვიდასტურებენ. მართლაც, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ სხვადასხვა ვარიანტებით (მოხორას გარდა) ერთი და იგივე პუნქტი აღინიშნებოდა. დიუბუა დე მონპერემ გეოგრაფიული პუნქტი მუხურისი გააიგივა გეგუთთან, რომელიც ქუთაისსა და ვარდციხეს (როდოპოლისს) შუა მდებარეობს (იხ. კეკელიძე, 1961, გვ.29). მაგრამ ჯერჯერობით, ვიდრე გეგუთის ციხე-დარბაზის ნანგრევების ტერიტორიაზე XII ს-ზე ადრეული არქეოლოგიური ნაშთები არ აღმოჩენილა, ასეთი ვარაუდი რეალობას მოკლებულია.
ჩვენთვის ყველაზე სარწმუნოდ გამოიყურება ს. ყაუხჩიშვილის მოსაზრება, რომელიც წერს: „ქუთაისი და მოხირისი ერთ სტრატეგიულ ხაზზე მდებარეობენ; უკეთ რომ ვთქვათ, რიონზე (ქუთაისში) დაბანაკებული ჯარისათვის მოხირისი (მხარე _ გ.გ.) მატერიალურ, სასურსათო ბაზას წარმოადგენს“. იქვე: „1930
წ. ნ. ბერძენიშვილის მიერ ადგილობრივ ჩატარებულმა წინასწარმა კვლევამ ამ მხრივ საგულისხმო შედეგი მოიტანა, სახელდობრ, სწორედ ზემოაღწერილ მხარის მიდამოებში, ხოლო რიონის მარცხენა ნაპირას, კულაშ-ეწერის პირდაპირ მდებარე ადგილებს, რომლებიც ზედ მთის ფერდობებს ებჯინება სოფ. დაბლაგომთან, დღესაც მუხურს ეძახიან და მის აღმოსავლეთით 5-4კმ მანძილზე მუხურის ციხეც მდებარეობს“ (გეორგიკა, II,
1965, გვ.208-210). სოფ. მთისძირსა და დაბლაგომს შორის, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ტოპონიმი მუხური კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, ხოლო, სამწუხაროდ, ნაციხარის ზუსტი მდებარეობა კი, თუ რომელ პუნქტს გულისხმობს ავტორი, გაურკვეველია (იგი არც სოფ. მთისძირსა და არც „ადეიშვილების“ გორას არ ახსენებს). მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ს. ყაუხჩიშვილი სოფ. მთისძირის ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობების ნაშთებს გულისხმობს.
მხარე, მუხირისი, სადაც მუხირისის პუნქტი იყო განლაგებული, ყველა წერილობითი წყაროს მიხედვით ცენტრალურ კოლხეთში მდებარეობდა. პროკოპი კესარიელის აღწერილობით: „მოხირისი ერთი დღის სავალ გზაზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხიდის მიწაწყალზე ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს; ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფიც იქ კარგად ხარობს, თუმცა ლაზიკის სხვა ადგილებზე არ შეიძლება იგივე ითქვას. ამ მხარეს ჩამოუდის ერთი მდინარე _ სახელად რეონი“ (მდ. რიონი _ გ.გ.) (BG VIII14). მუხირისის მხარეს დასავლეთით მდ. ცხენისწყალი უნდა საზღვრავდეს, როდესაც 550 წ. სპარსელების ჯარი კოლხეთში შეიჭრა და „...ლაზიკის იმ ადგილში მივიდა, რომელსაც მოხირისი ეწოდება, დასაბანაკებლად დადგა მოხერხებულ ადგილას. იქ ჩამოდის მდინარე ჰიპოსი (მდ. ცხენისწყალი _ გ.გ.), არც დიდი და არც ნავთსავალი, რომლის გადასვლა შეუძლიათ ცხენოსანთ და ფეხდაფეხ მავალთაც; ამის მარჯვენა ნაპირას გაიკეთეს სიმაგრე...“(BGVIII1). როგორც სტატიის დასაწყისშიც აღინიშნა, ბიზანტიურ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ეკონომიკურად დაწინაურებული _ „მუხირისის“ მხარის ცენტრალური ნაწილი კოლხეთის მთავარი მდინარის, რიონის (ფასისის) შუა წელზე მდებარეობდა. მისი დაწინაურებული ეკონომიკური მდგომარეობა თვალნათლივ დასტურდება დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებითაც. რაც შეეხება პუნქტ „მუხირისს“, მის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა (გეგუთის შესახებ უკვე მოგახსენეთ და აქ აღარ გავიმეორებ). ზოგმა მკვლევარმა ქალაქ მუხირისად ქ. ქუთაისი (Ланчава,1995, გვ.30; ლანჩავა,1996) მიიჩნია. მაშინ საკითხავია თვით ქუთაისი სადღაა ან რა მოუხერხოთ წერილობით წყაროებს. მუხირისად მიიჩნია მდ. გუბისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარე არქეოლოგიური ძეგლი (ნამაშევი) არქეოლოგმა ვ. ჯაფარიძემ, რომელიც სამართლიანად აღნიშნავს, რომ ამ ძეგლის „...ქალაქობის ნიშნები დამატებით კვლევას საჭიროებს“ (ჯაფარიძე, 1999, გვ.38). მართლაც, ჯერჯერობით, სამწუხაროდ აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლი სრულად არ არის გათხრილი და გამოქვეყნებული. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ სტრიქონების ავტორი 1982 წელს (ПАИ, 1985, გვ.49-51) ნამაშევის მცირე ნაგებობის გათხრას ესწრებოდა. ნამაშევთან და მის შემოგარენში ტოპონიმი მუხირისი არ დასტურდება. ამიტომ, ვერ გავიზიარებ ბ-ნ ვ. ჯაფარიძის მოსაზრებას ნამაშევის და მუხურისის იგივეობის შესახებ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ 1979 წ. გამოვთქვი ვარაუდი (იხ. Гамкрелидзе,1979, გვ.18; გამყრელიძე, 1982,გვ.118) პუნქტ _ „მუხირისად“ სოფ. მთისძირის ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლის მიჩნევის შესახებ. ჩემი არგუმენტებია: პირველი _ პროკოპი კესარიელის და აგათიას თხზულებების, „მუხირისის“ შესახებ ცნობების თანხვედრა ისტორიულ-გეოგრაფიულ მონაცემებთან (ბერძნული წერილობითი წყაროების დამაჯერებელი ანალიზი იხ. ს. ყაუხჩიშვილის _ გეორგიკა,II, 1965,გვ.208-210);
მეორე _ სოფ. მთისძირის ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობა და არქეოლოგიური მასალა; მესამე _ ტოპონიმ „მუხურისის“ სოფ. მთისძირთან დადასტურება. მიუხედავად ჩამოთვლილი არგუმენტებისა, პუნქტ „მუხირისის“ შესახებ წერილობით წყაროებში წინააღმდეგობრივი მონაცემების გამო, ვთვლი, რომ მუხირისის ადგილმდებარეობის საკითხი არ შეიძლება დღესდღეობით გადაჭრილად ჩაითვალოს.
ზღვამ დიდი როლი ითამაშა კოლხეთის საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით სანაპიროზე მთელი რიგი ნაქალაქარები და სხვა დასახლებული პუნქტებია მიკვლეული. კერძოდ, აფსაროსი (გონიოსთან), ციხისძირი-ბობოყვათი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ურეკი, ფასისი (ფოთთან), ანაკლია, ფიჩორი, გიენოსი (ოჩამჩირესთან), დიოსკურია-სებასტოპოლისი (სოხუმთან), ეშერა, პიტიუნტი (ბიჭვინთასთან) და სხვ. [9, გვ.6-48]. ჩამოთვლილი დასახლებები, ბუნებრივია, ცხოვრების წესით ზღვასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ისინი გარკვეულ როლს ასრულებდნენ უცხოეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-პოლიტიკურ ურთიერთობაში. პირველ რიგში, სწორედ ზღვისპირა ქალაქების მეშვეობით ხორციელდებოდა კონტაქტები შავი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან და ქალაქებთან: მილეთთან, ქიოსთან, როდოსთან, ათენთან, სინოპთან, ხერსონესთან, ჰერაკლეასთან, ფანაგორიასთან, რომთან (ოსტია). შემდგომ კონსტანტინეპოლთან, გენუასთან, ვენეციასთან და ა.შ. [9, გვ.45-46].
ზღვისპირა ქალაქებში, ვაჭრობის გარდა, ხელოსნობის სხვადასხვა დარგები _ მეთუნეობა, მჭედლობა, ხუროობა, ფეიქრობა იყო განვითარებული. აქ ალბათ განსაკუთრებული ადგილი მაინც ზღვასთან დაკავშირებულ საქმიანობას _ ზღვაოსნობას, ნავთმშენებლობას, მეთევზეობას, ზღვის მარილის მოპოვებას და, რაც მთავარია, საზღვაო ვაჭრობას ეჭირა. ანტიკურ ხანაში კოლხეთის სანაპიროზე გარკვეული საკონტაქტო რეგიონი შეიქმნა ანტიკურ სამყაროსა და კოლხეთს შორის. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ვაჭრობა, ისევე, როგორც მთელ ანტიკურ სამყაროში, ძირითადად საზღვაო-სამდინარო გზებით ხორციელდებოდა. ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია კოლხეთის შესახებ გადმოგვცემს _ ისინი გამოირჩევიან „...თავისი სიმდიდრის სიუხვით, ასევე ქვეშევრდომთა სიმრავლით, მიწა-წყლის სიდიდით და მოსავლიანობით...“ „...მცხოვრებლები დაცურავენ, შესაძლებლობის ფარგლებში და ვაჭრობაში სარგებელს ნახულობენ“ (III,5).
მდ. რიონ-ყვირილას (ფასისის) სავაჭრო-სამდინარო გზის ბოლო პუნქტი, ტბა პალიასტომზე მდებარე ქალაქი ფასისი იყო, რომლის შემდეგაც სავაჭრო კარჭაპები ზღვაში გადიოდნენ კაბოტაჟური ცურვისათვის. გეომორფოლოგების მიხედვით, პალიასტომის ტბა-ლაგუნა ზღვიური რელიქტია. ძველად აქ მდინარე რიონის ლიმანი იყო. ბუნებრივია, რომ წინათ სწორედ ამ მოხერხებულ ლიმანში, რომლის ნაპირზედაც ქალაქ-ნავსაყუდელი მდებარეობდა, ხომალდები შემოსულიყვნენ. ამ გემებიდან შემდეგ ტვირთი ბრტყელძირა სამდინარო ნავებში იტვირთებოდა და პალიასტომის გავლით რიონზე ან ფიჩორზე აღმა აგრძელებდნენ სვლას. წერილობითი წყაროები მიგვანიშნებენ - „იქ ხომ ერთი ტბა (პალიასტომი - გ.გ.) არის“... „სატვირთო ხომალდები ზღვის ნაპირას, ფასისის შესართავთან მიაცურეს ქალაქის (ფასისის - გ.გ.) მახლობლად...“(აგათია III,5). შავი ზღვა ხმელეთშიდა ზღვაა. ის ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით გადის ხმელთაშუაზღვაში. ბოსფორის უვიწროესი სიგანე მხოლოდ 700მ-ა, ამიტომ მისი გადაკეტვა-კონტროლი ადვილია. ვის ხელშიაც ეს სრუტე იყო, ის აკონტროლებდა ხმელთაშუ და შავ ზღვებს შორის მიმოსვლას. ანტიკური ხანის კოლხეთის გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა საზღვაო და სამდინარო (მდ. რიონ-ყვირილას სატრანზიტო გზა) კომუნიკაციების განვითარება, რაც ზეგავლენას ახდენდა მაშინდელი კოლხეთის კონტაქტებზე გარე სამყაროსთან. ზღვა დიდ გავლენას ახდენს კოლხეთის კლიმატის ფორმირებაზე და შესაბამისად აქაურ აგროკლიმატურ სიტუაციაზე, სამეურნეო ყოფაზე. ზღვა აქ თბილი და ნოტიო კლიმატის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
კოლხეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი როლი ზღვის ნაპირის გეომორფოლოგიურმა შეცვლამ ითამაშა. კერძოდ, გეომორფოლოგების ვარაუდით ახალშავზღვურმა ტრანსგრესიამ შეცვალა ფანაგორიული რეგრესია (ძვ.წ. Iათასწლეულის მეორე ნახევარში), ხოლო ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე ისევ იწყება ზღვის დონის აწევა. ამის გამო სანაპიროზე განლაგებული დასახლებები წყლის ქვეშ მოექცა და შეწყვიტა არსებობა. კოლხეთის ზღვისპირეთში სკილაქს კარიანდელის, არიანეს, პომპონიუს მელას, სტრაბონის, კლავდიოს პტოლემაიოსის, პროკოპის მიხედვით, მთელი რიგი ნაქალაქარებია მოხსენიებული. ქალაქების წყალში დაძირვამ ზღვისპირეთში ეკონომიკური დონის სტაგნაცია გამოიწვია. კოლხეთის ზღვის სანაპიროზე ბუნებრივი ყურეები ცოტაა, რაც ნავთსაყუდელების მოწყობის სიმცირეს იწვევდა და უარყოფითად ზემოქმედებდა ზღვაოსნობის ინტენსიურ განვითარებაზე.
ძველი საქართველოს ზღვასთან ახლო მდებარე რეგიონებში მცხოვრებლებს საზღვაო ბრძოლების გამოცდილებაც ჰქონდათ. ამის შესახებ ცნობები შემონახულია ბერძნულ-ლათინურ წერილობით წყაროებში. ქსენოფონტი გადმოგვცემს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ძვ.წ. 401 წელს ბერძენთა ჯარს საომარი ოპერაციების დროს ერთ-ერთმა ქართველურმა მოსახლეობამ - მოსინიკებმა ე.წ. საზღვაო სადესანტო მხედრობა მიაშველეს. კერძოდ: „...გამოგიგზავნოთ ნავები და მებრძოლები, რომელნიც თქვენთან ერთად იომებენ...“, „...ისინი (მოსინიკები) მოვიდნენ მთლიანი მორისაგან გამოთლილი სამასამდე ნავით. ყველა ამ ნავში სამ-სამი მებრძოლი იჯდა; ორი ამათგანი იარაღს ისხამდა და ნაპირზე გადმოდიოდა, ხოლო ერთი კი რჩებოდა ნავში“; „...ნაპირზე გადმოსულები (დესანტირებულები) დაეწყვნენ ამგვარად: დაიყვნენ ასეულებად ცალკეული დანაყოფების მსგავსად, მწყობრად“, „...ყველას ხელში ეჭირა სუროს ფოთლის ნაირი ფარი,... შუბი“. „...მათ ემოსათ მკვრივი ტილოს ქიტონები, ...თავზე ტყავის მუზარადები ეხურათ“ ... „მათ ჰქონდათ აგრეთვე რკინის ორლესული საბრძოლო ცულები; როცა მწყობრად დაეწყვნენ ერთ-ერთმა მათგანმა სიმღერა წამოიწყო, სხვებმა (ამ სიმღერას) ტაქტს ფეხი აუწყეს და გაემართნენ საბრძოლველად“ (იხ. ანაბასისიV, IV, 9-14; 4). ჰიპოკრატეც აღნიშნავს, რომ მდ. რიონის (ფასისის) ქვემო წელზე ადგილობრივი მცხოვრებლები „დაცურავენ აღმა-დაღმა მთლიანი მორისაგან გამოთლილი ნავებით, რადგან აქ არხები ბევრია“(ჰაერთა, წყალთა... 15). სტრაბონი მოგვითხრობს, რომ კავკასიონის გასწვრივ ზღვასთან, კოლხეთში მცხოვრებნი - „... ზღვაზე ყაჩაღობენ, აქვთ მომცრო, ვიწრო და მსუბუქი ნავები, რომლებშიც დაახლოებით ოცდახუთი მებრძოლი ეტევა, ...ბერძნები მათ კამარებს უწოდებენ“. „...ესენი კამარებისაგან (ნავებისაგან) ფლოტილიებს ჰქმნიან და თავს ესხმიან სატვირთო ხომალდებს, ... ქალაქებს და ამგვარად აკონტროლებენ ზღვას“ (იხ. სტრაბონი XI, II,12). ტაციტუსის ცნობით: „...კამარებს უწოდებენ დაბალ გვერდებიან, ფართო ძირიან (სპეციალურ სამხედრო ნავებს - გ.გ.); ისინი ბრინჯაოს ანდა რკინის სამაჯურების გარეშე არიან შეკრული; როცა ზღვა ღელავს, ტალღების სიდიდის მიხედვით ნავებს ფიცრებით სიმაღლეს უმატებენ, ვიდრე სახურავის თაღივით (კამარასავით) არ გადაიხურება... (ნავებს) ორივე მხარეს ერთნაირი ცხვირები და ერთნაირი ნიჩბები აქვთ“ (ანალები, III,47;1). ნავ-კამარები ძირითადად ბრძოლის დროს მოძრაობდნენ ნიჩბების საშუალებით, ხოლო აფრას გრძელ მანძილზე გადაადგილების დროს იყენებდნენ. ამ ტიპის ნავები გამოირჩეოდნენ კარგი სანავიგაციო თავისებურებებით და ნაპირთან სწრაფი მიდგომის უნარით, რაც ნაპირზე სამხედრო დესანტირებისას ფრიად მოხერხებული უნდა ყოფილიყო. კოლხების სამხედრო ფლოტილიის შესახებ ცნობა მოიპოვება, აგრეთვე, ძვ.წ. IIIს. ავტორ აპოლონიოს როდოსელთანაც (იხ. არგონავტიკა, II,1090; IV,235). აქვე აღსანიშნავია, რომ სოფ. ყოღოთოში აღმოჩენილ ძვ.წ. III ს. ბრინჯაოს ინტალიოზე (ინახება საქ. სახ. მუზეუმის გლიპტიკის კაბინეტში, ინვ.#696) გამოსახულია ნიჩბებიანი კატარღა, რომელიც შესაძლოა ნავ-კამარა იყოს. აგრეთვე, ალბათ კოლხური კატარღაა გამოხატული ვანის ნაქალაქარის ძვ.წ. IIს. ფენაში აღმოჩენილ თიხის საწაფებზე [იხ. 3, გვ.140]. კოლხეთში მოიპოვება „გემთსაშენი ყოველივე მასალა, რადგან იზრდება მრავალრიცხოვანი ტყეები...“ ამუშავებენ დიდძალ _ სელს, კანაფს, ცვილს და ფისს" (იხ.სტრაბონი XI,II,17). მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტრაბონი შავი ზღვის აღმოსავლეთ მხარეს „კოლხეთის ზღვას“ უწოდებს (იხ. სტრაბონი, XI,I,6; 7, გვ.19-48), რითაც ხაზს უსვამს ძველი საქართველოს ამ რეგიონის მნიშვნელობას საზღვაო საქმის ცოდნის თვალთახედვით.
პონტოს სამეფოს სამხედრო საზღვაო ძალები ძირითადად კოლხეთის მოსახლეობისაგან კომპლექტდებოდა (გემების ეკიპაჟები) და ხომალდების ცალკეული ნაწილები, აღჭურვილობაც აქედან მიეწოდებოდათ, კერძოდ - სელის და კანაფის თოკები, აფრები; ხის მასალა და ფისი. სტრაბონი აღნიშნავს, რომ სწორედ კოლხეთიდან მითრიდატე ევპატორს - „...მისდიოდა უმეტესი ნაწილი საზღვაო-სანაოსნო ძალებში სამსახურისათვის“ (იხ. სტრაბონი XI,II,18). ფრიად საყურადღებოა აგრეთვე ანიკეტის ამბოხის ამბავი. ანიკეტი უწინ სამხედრო ფლოტის მეთაური ყოფილა. შესაძლოა, რომ იგი წარმომავლობით ადგილობრივი, კოლხი იყო. მას შემდეგ, რაც პოლემონის სამეფო რომაელებმა პროვინციად აქციეს, ანიკეტმა ამის გამო პროტესტი განაცხადა, რისთვისაც დასაჯეს და დაატყვევეს. ანიკეტი გაიქცა, მიიმხრო და სათავეში ჩაუდგა პონტოს ადგილობრივ უკმაყოფილო და უპოვარ მცხოვრებლებს. ის ამბოხებულებით სწრაფად შეიჭრა აღმოსავლეთ პონტოში და აიღო ქალაქი ტრაპეზუნტი. აქ, ერთი რომაული კოჰორტა ამოხოცა და ტრაპეზუნტის ნავსადგურში მდგარი ფლოტის ნაწილი ხელთ იგდო, ხოლო ნაწილი დაწვა. მან ტრაპეზუნტის გასწვრივ ზღვაზე კონტროლი დააწესა; სადაც „...ადგილობრივები გაბედულად მოძრაობდნენ სახელდახელოდ აგებული ნავებით, რომლებსაც კამარებს უწოდებენ...“ (იხ. ტაციტუსი, ანალები, III,47). ამის შემდეგ „ანიკეტი მდინარე ხობის (ახლანდელი მდ. ხობი) შესართავში“ (ანალები, III,48) თავისი საზღვაო ფლოტილიით დაბანაკდა. შავიზღვისპირეთს რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული ადგილი ეკავა. შავიზღვისპირეთის საზღვაო-სამდინარო კომუნიკაციები აუცილებელი იყო პართიის მსგავს ძლიერ სახელმწიფოსთან ქიშპობისას. რომაელები ამ ბრძოლებში, ალბათ ადგილობრივი მოსახლეობის საზღვაო გამოცდილებასაც იყენებდნენ. როგორც ჩანს, ანტიკურ ხანაში კოლხეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ძირითადი ძალა ნიჩბიანი კატარღები იყო. შემდგომ აქ ეტყობა ბერძნული და რომაული [იხ.10;13;11], იმ დროისათვის მოწინავე საზღვაო ტექნიკის გამოყენებაც დაიწყეს და მათი მსგავსი მოზრდილი ხომალდების აგებაც. საერთოდ, ბუნებრივია, რომ საზღვაო საქმის განვითარებას ძველ საქართველოში ხელს უწყობდა მისი შავ ზღვასთაან მდებარეობა და სანაპიროზე ფართო სამდინარო ქსელის არსებობა [იხ. 8,გვ.66,199; 2].
სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ძვ.წ. VI-Iსს-ში ისევე, როგორც მთელ ანტიკურ სამყაროში იგებოდა ნიჩბიანი, აფრიანი და ურნალიანი სამხედრო-საზღვაო ხომალდები. ამ ტიპის ხომალდი შედგებოდა - მაგარი ჯიშის ხის კორპუსისაგან, რომელსაც წყლის დონეზე, ცხვირზე რკინის საძგერებელი ურნალი ჰქონდა; კიჩოს დაბოლოება ზემოთ მორკალული იყო, რომელზედაც მიმაგრებული იყო საჭე; ხომალდის ხერხემალზე, ცენტრში აღმართული იყო ანძა, რომლის ზედა ნაწილზეც მაგრდებოდა სააფრე ლარტყა; კორპუსის ცენტრალურ ნაწილში ვერტიკალურად ჩამაგრებული ხის ჯოხები იყო, რომლებზედაც მაგრდებოდა წყალში ჩაშვებული ნიჩბები (ცალ მხარეს დაახლოებით 15-დან 20-მდე); ხომალდს ჰქონდა სელის აფრა და ბაგირები. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სავაჭრო ხომალდის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი სახეობა შესაძლოა იყოს უცხოელ მისიონერ-მოგზაურთა (ავიტაბილე, კასტელი, ლამბერტი, შარდენი, გამბა და სხვ.) მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნანახი კარჭაპ-ხომალდები [8;2]. ერთ-ერთი ამდაგვარი ხის სატვირთო კარჭაპის ნაშთები ქ. ფოთთან ზღვის შელფში, მდ. რიონის მარცხენა შტოდან შვიდას მეტრზე აღმოჩნდა [იხ. 12, გვ.101-109]. კარჭაპის სიგრძე 23მ, მაქსიმალური სიგანე 6მ, სიმაღლე 2,3მ. წყალში მკაფიოდ გაირჩევა ხომალდის თავი, ბოლო და გვერდები (შპანგოუტები). ხომალდის შიდა სათავსი ქვიშა-ლამით არის ამოვსებული. ხომალდის კილი წაბლის ხისაგან არის გაკეთებული, ხოლო შპანგოუტებზე გემის გარსაკრავი ცუდად არის შემონახული. ხომალდის აგებაში რკინის ნაჭედი ბრტყელთავიანი ლურსმნებია გამოყენებული. აქ მიკვლეული ხომალდი კონფიგურაციით ზემოთ ნახსენები მისიონერ-მოგზაურთა აღწერილ ხომალდებს წააგავს.
ადრეულ შუა საუკუნეებში, კოლხეთში, ნაოსნობის განვითარების შესახებ აგათია აღნიშნავს - „ძლიერნი და მამაცნი არიან ლაზები; ისინი სხვა მეომარ ხალხებზეც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით...“ „...მცხოვრებლები ზღვაოსნობენ...“ (იხ. აგათია,III,5). როგორც ჩანს, ზღვაოსნობა ანტიკური ხანის კოლხეთში მჭიდროდ უკავშირდებოდა ქვეყანაში შექმნილ ისტორიულ ვითარებას. აქ სანაოსნო საშუალებების ტიპები დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც მთელ შავიზღვისპირეთში. ზღვისა და კოლხეთის დაბლობის ნაოსნობისათვის მომგებიანი ჰიდროგრაფიული პირობების გამო აქ წყლის ტრანსპორტს ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უნდა სჭეროდა.
საგულისხმოა, რომ სოფ. მთისძირის ადრეული შუა საუკუნეების სამოსახლოსთან, რომელიც გამაგრებული პუნქტის ნაშთებს წარმოადგენს, დადასტურდა ტოპონიმი მუხური (სოფ. დაბლაგომისკენ). ტოპონიმი ჩავიწერეთ ამ მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევის დროს 1976 წელს (ისტორიულ-გეოგრა-ფიული ექსპედიციის ხელმძღვანელი თ. ბერაძე), იგივე ტოპონიმი ჯერ კიდევ 1930 წ. დაადასტურა ნ. ბერძენიშვილმა, როგორც ამას ს. ყაუხჩიშვილი გადმოგვცემს (იხ. გეორგიკა II, ტფ., 1934, გვ.178; გეორგიკა II, თბ., 1965, გვ.208-210); მუხური მეგრულად ნიშნავს მხარეს. საფიქრებელია, რომ ეს იყოს ბიზანტიური ახ.წ. VI ს-ის წყაროებში აღწერილი გამაგრებული ქალაქი მუხირისი თუ მოხირისი, ან მუხირისის მხარის ერთ-ერთი გამაგრებული პუნქტის ნაშთები, რომელიც ამავე სახელწოდების მხარეში მდებარეობდა _ პროკოპი კესარიელი (BP II 29; BG VIII 1,14,16,17), აგათია (II 19,22; III 6,7,19, 28; IV9,13). პროკოპი კესარიელი ერთგან „მოხირისს“ ქალაქად იხსენიებს _ ლაზიკაში „...ყველაზე შესანიშნავი ქალაქები კი მაინც არის აქ როდოპოლისი და მოხირისი“ (BP II29), ხოლო მეორეგან აღნიშნავს _ არქეოპოლისიდან გამობრუნებულმა სპარსელებმა „ქუთაისისა და მოხირისისაკენ დაიხიეს“ (BG VIII,17). ამ შემთხვევაშიც მუხირისი უფრო რაღაც პუნქტად ჩანს. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ ქუთაისი და მოხირისი ერთმანეთისაგან დაცილებულ პუნქტებად უნდა წარმოვიდგინოთ. ეს ორივე პუნქტი არქეოპოლისიდან აღმოსავლეთისაკენ არის, მაგრამ ერთმანეთის ახლო არ მდებარეობენ. მეორე მხრივ, ქუთაისთან ერთად პროკოპი ახსენებს მოხირისს და არ ახსენებს „შესანიშნავ ქალაქს როდოპოლისს“, რომელიც ახლოა ქუთაისთან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისს პროკოპი კესარიელი „შესანიშნავ ქალაქებში“ არ იხსენიებს. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ ქუთაისი ამ მხარის (მოხირისის) ერთ ნაწილშია, ხოლო მოხირისი (პუნქტი) _ მეორე ნაწილში მდებარეობს. პროკოპი კესარიელი ამ ორ პუნქტს (ქუთაისი, მოხირისი) შესაძლოა, რომ მოხირისის მხარის შემომფარგვლელობით ასპექტში ხმარობდა. ასე ვთქვათ, ასახელებს ამ მხარის ორ რამდენადმე განაპირა გამაგრებულ პუნქტს.
მეორე ბიზანტიელი ავტორი აგათიაც მუხირისს (მოხირისს) ზოგჯერ გეოგრაფიული პუნქტის მნიშვნელობით იხსენიებს _ „სპარსელები იმყოფებიან მუხირისსა და კოტაისში“ (აგათია III6); „მერმეროე კვლავ დაბრუნდა კოტაისსა და მუხირისში“ (აგათია II 22). აქედანაც თითქოს ისე გამოდის, რომ თითქოს მარტო კოტაისის (ქოთაისი, ქუთაისი) სანახებში ყოფნა მთელ მოხირისის მხარეში ყოფნას არ ნიშნავს; ამისათვის საჭიროა მუხირისის გამაგრებული პუნქტის დაკავებაც. მოხირის-მუხირისად მიიჩნია „ნოტიტია დიგნიტატუმ“-ში (Vს.), დასახელებული სიმაგრე მოხორა აკად. ს. ყაუხჩიშვილმა. აქ ბიზანტიელთა ერთი კოჰორტა იდგა (გეორგიკა I, 1961, გვ.168-178). ამ პუნქტს აღმოსავლეთ ანატოლიაში ეძებს ნ. ადონცი (Адонц. 1908, გვ.100). მას დაეთანხმა ნ. ლომოურიც (ლომოური, 1975, გვ.68-69). ვ. ლექვინაძე მოხორას სოჭის მახლობლად ეძებს. მოხორა ციხისძირთან გააიგივა ნ. ინაიშვილმა (ინაიშვილი, 1993, გვ.116). იუსტინიანეს ნოველებში დაცულია ცნობა, სადაც ჩამოთვლილია ეგრისის ციხესიმაგრეები „...სკანდისი, სარაპანისი, მუ(ხი)რისი და ლისირი...,“ (ნოვ. XXXI) (გეორგიკა II, 1965,გვ.35-36); აგრეთვე VII ს-ის ცნობებში დაცული „მუკორისი“ _ პუნქტი, სადაც გზად გაიარეს ლაზიკაში გადასახლებულმა მაქსიმე აღმსარებლის თანამოაზრეებმა ანასტასი ბერმა და ანასტასი აპოკრისიარისმა (თეოდოსი განგრელი) (გეორგიკა IV, ნაკვ.I,1941, გვ.43). IIს-ის ბერძენი გეოგრაფოსის კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“ მოხსენიებული პუნქტის _ „მეხლესოს“-ის გაიგივება ქ. მუხირისთან შესაძლებლად მიაჩნია ნ. ლომოურს (ლომოური, 1968, გვ.50-51). ამრიგად, როგორც ვხედავთ, სახელი მუხურისი (ვარიანტები _ მოხირისი, მუხირისი, მოხორა, მუ(ხი)რისი, მუკორისი, მეხლესოსი) საკმაოდ ხშირად გვხვდება ბერძნულ-რომაულ წყაროებში. ისინი აქ არა მარტო მხარის, არამედ ამ სახელის რაღაც გამაგრებული პუნქტის არსებობასაც გვიდასტურებენ. მართლაც, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ სხვადასხვა ვარიანტებით (მოხორას გარდა) ერთი და იგივე პუნქტი აღინიშნებოდა. დიუბუა დე მონპერემ გეოგრაფიული პუნქტი მუხურისი გააიგივა გეგუთთან, რომელიც ქუთაისსა და ვარდციხეს (როდოპოლისს) შუა მდებარეობს (იხ. კეკელიძე, 1961, გვ.29). მაგრამ ჯერჯერობით, ვიდრე გეგუთის ციხე-დარბაზის ნანგრევების ტერიტორიაზე XII ს-ზე ადრეული არქეოლოგიური ნაშთები არ აღმოჩენილა, ასეთი ვარაუდი რეალობას მოკლებულია.
ჩვენთვის ყველაზე სარწმუნოდ გამოიყურება ს. ყაუხჩიშვილის მოსაზრება, რომელიც წერს: „ქუთაისი და მოხირისი ერთ სტრატეგიულ ხაზზე მდებარეობენ; უკეთ რომ ვთქვათ, რიონზე (ქუთაისში) დაბანაკებული ჯარისათვის მოხირისი (მხარე _ გ.გ.) მატერიალურ, სასურსათო ბაზას წარმოადგენს“. იქვე: „1930 წ. ნ. ბერძენიშვილის მიერ ადგილობრივ ჩატარებულმა წინასწარმა კვლევამ ამ მხრივ საგულისხმო შედეგი მოიტანა, სახელდობრ, სწორედ ზემოაღწერილ მხარის მიდამოებში, ხოლო რიონის მარცხენა ნაპირას, კულაშ-ეწერის პირდაპირ მდებარე ადგილებს, რომლებიც ზედ მთის ფერდობებს ებჯინება სოფ. დაბლაგომთან, დღესაც მუხურს ეძახიან და მის აღმოსავლეთით 5-4კმ მანძილზე მუხურის ციხეც მდებარეობს“ (გეორგიკა, II, 1965, გვ.208-210). სოფ. მთისძირსა და დაბლაგომს შორის, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ტოპონიმი მუხური კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, ხოლო, სამწუხაროდ, ნაციხარის ზუსტი მდებარეობა კი, თუ რომელ პუნქტს გულისხმობს ავტორი, გაურკვეველია (იგი არც სოფ. მთისძირსა და არც „ადეიშვილების“ გორას არ ახსენებს). მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ ს. ყაუხჩიშვილი სოფ. მთისძირის ადრეული შუა საუკუნეების ნაგებობების ნაშთებს გულისხმობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий