вторник, 4 декабря 2018 г.

იოსებ სტალინისა და შარლ დე გოლის 1944 წლის დეკემბერში გამართული შეხვედრის ერთი ეპიზოდი და საქართველოდან 1921 წელს გატანილი განძეულობის დაბრუნების საკითხი (გ. საითიძე)

1944 წლის 27 ნოემბერს ბაქოს აეროდრომზე თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის მეთაური, გენერალი შარლ დე გოლი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ. მათ პატივი ჰქონდათ, საბჭოთა მთავრობის მოწვევით პირველად ჩამოსულიყვნენ ჯერ კიდევ ომის ქარცეცხლში მყოფ ქვეყანაში.
ფრანგ სტუმრებს აეროდრომზე აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელები, მოსკოვიდან ჩამოსული სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატისა და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დახვდნენ. აეროდრომზე მოწყობილი იყო საპატიო ყარაული, შესრულდა საფრანგეთისა და სსრ კავშირის სახელმწიფო ჰიმნები. იმავე საღამოს ფრანგი სტუმრები ბაქოს ოპერის თეატრში სპექტაკლქერ ოღლისდაესწრნენ. მეორე დღით, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, შარლ დე გოლი და მისი თანმხლები პირები ბაქოდან მოსკოვში სპეციალური მატარებლით გაემგზავრნენ. ორი დღის შემდეგ ისინი სტალინგრადში ჩავიდნენ. რკინიგზის ვაგზალზე მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუწყეს შეხვედრა. გენერალმა დე გოლმა მამაც სტალინგრადელებს სიტყვით მიმართა და საჩუქრად მემორიალური დაფა გადასცა სათანადო წარწერით... სტუმრებს დაათვალიერებინეს სტალინგრადის სატრაქტორო ქარხანა და აჩვენეს ფილმი — „სტალინგრადი“.
30 ნოემბერს დე გოლმა დატოვა სტალინგრადი და მოსკოვში გაემგზავრა.
1944 წლის 2 დეკემბერს ფრანგი სტუმრები მოსკოვში ჩავიდნენ. რკინიგზის ვაგზალზე მათ დახვდნენ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი . მოლოტოვი, საბჭოთა შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალი . ანტონოვი და სხვა ოფიციალური პირები; აგრეთვე მოსკოვში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საელჩოების წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ამ ვიზიტის დროს გენერალ შარლ დე გოლს შეხვედრები და საუბრები ჰქონდა სსრ კავშირის სახელმწიფოს მე- თაურთან იოსებ ბესარიონის ძე სტალინთან. ამ შეხვედრების ორი ჩანაწერი და მიღებული ოფიციალური დოკუმენტები შეტანილია კრებულში: „Советско-французские отношения во время Великой Отечественной войны 1941-1945 гг., Документы и материалы, В 2-х томах, Т. 2. Москва, 1983г.“
რაც შეეხება . სტალინის საუბარს დე გოლთან, 3 დეკემბერს, საუზმის დროს, იგი მოგვიანებით, 1996 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არქივის, ჟურნალ ვესტნიკის № 5(24)-ში გამოქვეყნდა.
საუბრის ჩანაწერი ეკუთვნის ცნობილ დიპლომატს, საფრანგეთში სსრ კავშირის სრულუფლებიან წარმომადგენელს 1940-1941 წლებში და ელჩს 1944-1950 წლებში. . ბოგომოლოვს, რომელიც 3 დეკემბრის შეხვედრისას . სტალინის თარჯიმანიც იყო. არქივში დაცულ, მანქანაზე გადაბეჭდილ ტექსტს, გაკეთებული აქვს მინაწერი: „ჩაიწერა ელჩმა ბოგოლომოვმა, რომელიც თარგმნიდა ამხ. სტალინის საუბარს დე გოლთან შეხვედრისას“. იქვე გაკეთებულია მინიშნებაც იმის თაობაზე, რომჩანაწერი გაკეთებულია მახსოვრობით, ყოველგვარი წინასწარი მონიშვნის გარე- შე“. ჩანაწერი . ბოგომოლოვის ხელმოწერითაა დადასტურებული [2,105-107].
. „ვესტნიკშიდასტამბულ საუბარს წამძღვარებული აქვს სარედაქციო წინათქმა, რომელშიც აღნიშნულია: „დიდი სამამულო ომის წლებში სსრ კავშირისა და საფრანგეთის თანამშრომლობა ორივე სახელმწიფოს ისტორიაში დაუვიწყარ ფურცელს წარმოადგენს. საერთო მტერმაგერმანიის ფაშიზმმა, საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის ხალხები ერთმანეთს დააახლოვა, მებრძოლი საფრანგეთი იმედის თვალით უყურებდა აღმოსავლეთს. შარლ დე გოლმა ჯერ კიდევ ომის დასაწყისში გამოთქვა რწმენა საბჭოთა არმიის გამარჯვებისა და განუხრელად აიღო კურსი სსრ კავშირთან მჭიდრო ურთიერთობისაკენ“ [2,105].
ჟურნალში დაბეჭდილი საუბრის საერთო სათაურად გამოტანილია სტალინის სიტყვები: „შეცდომები მეც მაქვს და ჩემს თანამშრომლებსაც“ („Ошибки имеютя и у меня и у моих сотрудников“) [2, 105].
ახლა კი მკითხველს ვთავაზობთ ტექსტს . სტალინისა და დე გოლის საუბრისა, რომელიც 1944 წლის 3 დეკემბერს, საუზმის დროს გაიმართა და ჩაწერილია . ბოგომოლოვის მიერ.
საუზმისას და ყავის მირთმევის დროს მოკლე საუბრებიდან შემდეგ ძირითად ელემენტებს გამოვყოფთ“, — წერს ბოგომოლოვი და განაგრძობს:
1. ამხ. მოლოტოვისა და გარროს (დე გოლის წარმომადგენელი . მოსკოვში..) შორის სახუმარო საუბრისას წამოიჭრა საკითხიდიპლომატიასა და პოლიტიკაში ავიაციის როლის თაობაზე და ითქვა, რომ ავიაცია ქვეყნებს შორის პოლიტიკურ კავშირს აადვილებსო.
ამხ. . . სტალინიც ჩაერთო ამ საუბარში და ირონიულ-სახუმარო ტონით შენიშნა: „მხოლოდ მაშინ, თუ ფრენები კატასტროფით არ მთავრდებაო“. — შემდეგ ამხანაგმა სტალინმა მიმართა რა დე გოლს, დაამატა: „თქვენ შეგიძლიათ სსრ კავშირში ფრენებისას მშვიდად იყოთ. არავითარი კატასტროფები არ იქნება. ეს ჩვენი მეთოდი არ არის. ასეთი კატასტროფები შესაძლებელია, სადღაც ესპანეთის სამხრეთში, ანდა აფრიკაში მოხდეს, მაგრამ არა ჩვენთან, საბჭოთა კავშირში. ჩვენ ამგვარ კატასტროფებში დამნაშავე ადამიანებს ვხვრეტთ“.
2. ყავის მირთმევის დროს დე გოლმა ამხანაგ სტალინს ჰკითხა: როგორი იყო მისი დამოკიდებულება გერმანიისადმი, როგორც ფაშისტებისადმი, თუ როგორც გერმანელებისადმი? ამხ. სტალინმა უპასუხა, რომ გერმანიაშიც არიან კარგი ადამიანები, მაგრამ ისინი ცოტანია. გერმანიაზე გამარჯვების შემდეგ საჭირო იქნება, ასეთი ადამიანები გერმანიის გარდაქმნაში ჩაებნენ.
დე გოლი ასეთ პასუხს არ იზიარებს, სხვა თვალსაზრისს ემხრობა და ისევ ეკითხება ამხ. სტალინს: რა განსხვავებას ხედავს იგი ბისმარკისა და გერმანიის ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას შორის.
ამხ. სტალინი პასუხობს, რომ ზოგიერთი საბჭოთა ისტორიკოსი ზედმეტად აშორებს ბისმარკის პოლიტიკას ვილჰელმ II-ის პოლიტიკისაგან, ანდა მათ ერთმანეთს უპირისპირებენ კიდეც. ეს არასწორია. ბისმარკისა და ვილჰელმ II-ის პოლიტიკას შორის პრინციპული განსხვავება არ არის. ერთი აგრძელებს მეორეს. რაც შეეხება ბისმარკსა და ახლანდელ გერმანიას, გარკვეული აზრით, სიტყვა ბისმარკი გერმანიის ფაშიზმის ფუძემდებელს ნიშნავს.
დე გოლი ეკითხება ამხანაგ სტალინს, განასხვავებს იგი თუ არა ჰიტლერს, გერინგს, გებელსსა და ჰიმლერს, როგორც სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკოსებს? ამხ. სტალინი პასუხობს, რომ ესმიმართულებაში განსხვავება“, თვითონ ჰიტლერელების მიერ არის მოგონილი და მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის.
დე გოლი ისევ სთხოვს ამხ. სტალინსზოგადად დაახასიათოს გერმანიის ფაშისტური მთავრობა. ამხ. სტალინი პასუხობს, რომ ესმთავრობასისხლის სამართლის დამნაშავეთა ხროვას წარმოადგენს, რომელიც უნდა განადგურდეს, თუმცა ეს საკმაოდ ძნელი გასაკეთებელი იქნება.
3. შემდეგ დე გოლი ამხ. სტალინს ეკითხება: რატომ მუშაობს იგი ასე ბევრს. ამხ. სტალინი პასუხობს, რომ ეს, ერთი მხრივ, რუსული სულელური ჩვევაა, ხოლო მეორე მხრივ, დიდი მოცულობის სამუშაოთი და იმ პასუხისმგებლობით აიხსნება, რომელიც მას აკისრია. მეშინია, არ შევცდე, — დაამატა ამხანაგმა სტალინმა.
დე გოლმა ჰკითხა: ეს შიში ხომ არ წარმოადგენს შიშს, თანამშრომელთა შეცდომების გამო. ამხ. სტალინი პასუხობს, რომ ზოგჯერ ეს შეცდომები თანამშრომლებისაა, ზოგჯერ კი თავად მისი. შეცდომები გვაქვს, მეც და ჩემს თანამშრომლებსაც, პასუხისმგებლობა კი უზარმაზარიაამიტომაც გვიწევს ბევრი მუშაობა, მაგრამ ჩვენ ამას შევეჩვიეთ, — სიცილით დაამატა ამხ. სტალინმა.
4. წამოიჭრა საკითხი გერმანელების, როგორც მოწინააღმდეგის თაობაზე.
ამხ. სტალინი ხუმრობით შენიშნავს, რომ გერმანელი იმდენად შეუპოვარი მტერია, რომ ზოგჯერ საკმარისი არ არის, მას ხერხემალი გადაუმტვრიო და შიგნით ჩაიხედო. გერმანელს შეუძლია ცოცხალი დარჩეს. მაშინ საჭიროა ფეხები მოაჭრა და თუ მაინც ცოცხალი დარჩება, მაშინ მას თავიც უნდა მოჰკვეთო.
დე გოლი ჰყვება ამხ. სტალინის ხუმრობის ტონს და შენიშნავს, რომ თუ ფეხების მოჭრას მოისურვებ, მაშინ უმჯობესია ორი ქირურგი გყავდეს, ვიდრე ოთხი ან ხუთი.
ამხ. სტალინმა თქვა, რომ ეს ოპერაციაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია, რომ ორიც საკმარისი იყოს [3,16-18].
დღევანდელი დაკვირვებული და გაცნობიერებული მკითხველისათვის ამგვარი ქარაგმებით გაჯერებული საუბრებიდან აზრის გამოტანა ძნელი არ უნდა იყოს და ალბათ მიხვდება, თუ რა ქირურგიულ ჩარევებსა და ოპერაციებზეა მინიშნებები გაკეთებული... მაშინ ხომ სამი დიდი სახელმწიფოსსსრ კავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მეთაურები იალტის კონფერენციაზე შესახვედრად ემზადებოდნენ, სადაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტათ ფაშისტური გერმანიის სამომავლო ბედი... დე გოლს სწორედ ეს აინტერესებდა გაეგო, რა წილში გაიყვანდნენ მის ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაციის ჩატარების დროს და .. ეს სხვა საუბრის თემაა და ამჟამად ჩემს ინტერესს სცილდება.
* * *
ამ არცთუ უმნიშვნელო და უინტერესო დოკუმენტზე მუშაობის დროს, აკად. შალვა ამირანაშვილის ნათქვამი გამახსენდა: 1944 წლის 3 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე მოსკოვს ეწვია საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გენერალი დე გოლი. სათანადო მოლაპარაკების შედეგად დადებულ იქნა ხელ- შეკრულება საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის... როგორც შემდეგ გამოირკვა, პირადი შეხვედრის დროს . სტალინი ესაუბრა გენერალ დე გოლს საფრანგეთში დაცული საქართველოს განძეულობის შესახებ და მისგან დაპირება მიიღო ქონების დაბრუნების შესახებ [5, 15].
აღნიშნული ოფიციალური მოლაპარაკების შედეგად საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დადებული ხელშეკრულების სრული ტექსტი 1944 წლის 19 დეკემბერს საბჭოთა მთავრობის ოფიციოზში, გაზეთ იზვესტიაში გამოქვეყნდა; 1983 წელს იგი შეტანილ იქნა დოკუმენტების კრებულში — `Советско-Французкие отношения… 1941-1945 гг.~, Т. II, стр. 155-157; 1996 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არქივის ჟურნალ Вестник-ში კი პირველად იბეჭდება . სტალინსა და დე გოლს შორის საუბრის ტექსტი, რომელშიც სიტყვაც არსადაა ნათქვამი, რომ მათ რაიმე მოლაპარაკება ჰქონოდეთ საქართველოდან გატანილ ეროვნულ განძეულობაზე და პატრონისთვის მისი დაბრუნების შესახებ.
ამიტომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ არსებობდეს . სტალინსა და დე გოლს შორის, ელჩისა და თარჯიმნის, . ბოგომოლოვის მიერ ჩაწერილი საუბრის ტექსტი, რომელიც ნათელს მოჰფენდა იმას, თუ რა როლი აქვს შესრულებული სტალინს, როგორც ქართველს, ჩვენი ერის ისტორიისა და კულტურისათვის ამ უმნიშვნელოვანესი საქმის გადაწყვეტაში. ამასთან ერთად, აქვე ჩნდება ბუნებრივი კითხვა: განა საუზმის თუ სადილობის დროს შეიძლებოდა ასეთ საქმეზე საუბრის წამოწყება და იქვე, ექსპრომტად, გადაწყვეტილების მიღება, საკითხის წინასწარი საფუძვლიანი შესწავლისა და მოპირდაპირე მხარის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე?!
რა თქმა უნდა, არა! და აქაც აკად. . ამირანაშვილის ნათქვამს მოვიშველიებთ: 1944 წლის 22 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მორიგ სესიაზე ყოფნისას, მოსკოვში, მოხსენებითი ბარათი წარვუდგინეთ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს . . სტალინს (ამ დროს . ამირანაშვილი არის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, პროფესორი და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.). ბარათში ვთხოვდით, დაგვხმარებოდა, რათა გარკვეულიყო, თუ რა ბედი ეწია საქართველოს განძეულობას, რომელიც წაღებულ იქნა მენშევიკების მიერ საფრანგეთში 1921 წელს; ვთხოვდით აგრეთვე, რომ სათანადო ზომები მიეღო მისი დაბრუნებისათვის. ბარათი გადაეცა კრემლის კომენდატურის მორიგეს [5,13].
დღეს ვინ დაიჯერებს, რომ იმ გაგანია ომის მიმდინარეობის დროს, . ამირანაშვილი თავისი ინიციატივით გაბედავდა და ასეთი თხოვნით მიმართავდა ქეყნის ერთპიროვნულ მმართველს, თუ არა მასთან წინასწარი შეთანხმება... მით უმეტეს, რაღაც 25 დღეში, კრემლის კომენდატურის მორიგესთან დატოვებულ მის ბარათს, საოცარი პასუხი მოჰყვებოდა... . ამირანაშვილისავე თქმით:...სსრკ მთავრობას სათანადო დადგენილება მიეღო საფრანგეთიდან საქართველოს განძეულობის დაბრუნების შესახებ... 16 ნოემბერს, სასწრაფოდ გამომიძახეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, სადაც მაცნობეს, დაუყოვნებლივ გავმგზავრებულიყავ მოსკოვს, იქედან კისაფრანგეთში საქართველოს განძეულობის მისაღებად და ჩამოსატანად [5,13-14].
იქვე . ამირანაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 1944 წლის 3-დან 10 დეკემბრამდე მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გენერალი შარლ დე გოლი, რომელსაც რამდენიმე შეხვედრა და პირადი საუბარი ჰქონდა . სტალინთან. როგორც შემდგომ გამოირკვა, პირადი შეხვედრის დროს . სტალინი ესაუბრა გენერალ დე გოლს საფრანგეთში დაცული საქართველოს განძეულობის შესახებ და მისგან დაპირება მიიღო ქონების დაბრუნების... [5,15].
რა გამოდის, აქ თითქოს დროში აცდენასთან გვაქვს საქმე. თუ ნოემბრის შუა რიცხვებში საბჭოთა მთავრობას უკვე მიღებული ჰქონდა დადგენილება საფრანგეთიდან საქართველოს განძეულობის ჩამოტანაზე, მაშინ დეკემბრის დასაწყისში სტალინსა და დე გოლს შორის ამავე საკითხზე შეთანხმების მიღება რაღა საჭირო იყო?!
ახლა ყურადღებას აღარ შევაჩერებდით იმაზე, თუ როგორ მოხდა აკად. შალვა ამირანაშვილისა და საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, პეტრე შარიას, პარიზში გამგზავრება, შეხვედრები სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან; განძეულობის გამოგზავნის ორგანიზება; განძის მცველისექვთიმე თაყაიშვილის თან წამოყვანა და თითქმის რვადღიანი მგზავრობის შემდეგპარიზირომიკაიროთეირანითბილისის მარშრუტითსამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება, მასზედ საკმაოდ ბევრია ნათქვამი და დაწერილი... თუმცა მაინც საჭიროდ ვთვლი, კიდევ მცირე ამონარიდი მოვიტანო აკადემიკოს . ამირანაშვილის დასახელებული წიგნიდან: ექ. თაყაიშვილი მეტად ღელავდა ამ ხანგრძლივი საჰაერო მოგზაურობის დროს. ეს იყო მისი პირველი მგზავრობა თვითმფრინავით. მან ჯერ კიდევ წამოსვლისას ჩამომართვა სიტყვა, რომ თუ გზაში ცუდი რამ მოუვიდოდა, არსად არ დავტოვებდით და ცოცხალსა თუ მკვდარს სამშობლოში ჩამოვიყვანდით. საბედნიეროდ მან ეს ხანგრძლივი მოგზაურობა კარგად აიტანა, ხოლო სამშობლოს ნახვამ მეტი მხნეობა და სულიერი ძალა შესძინა [5, 17].
აქ მინდა ჩემი, როგორც ერთი რიგითი მკვლევრის, მოსაზრება დავაფიქსირო საქართველოს დემოკრატიული მთავრობის იმ ნაბიჯის გამო, რომელიც მან გადადგა, როცა ეროვნული საგანძურის ემიგრაციაში თან წაღების გადაწყვეტილება მიიღო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი, თუ წერასატანილი ჟურნალისტი, კომუნისტური რეჟიმის დროს დამკვიდრებულ ფრაზას იყენებს და ეროვნული სიმდიდრის გამტაცებლებს უწოდებს მენშევიკურ ხელისუფლებას... რა თქმა უნდა, უდიდესი და შეუფასებელია ის დამსახურება, რაც ღვთიურ კაცსექვთიმე თაყაიშვილს მიუძღვის, იმ ეროვნული საგანძურის საზღვარგარეთ გატანის, უმძიმეს პირობებში იქ მისი მოვლა-პატრონობისა და გადარჩენის საქმეში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უმძიმესი მოვალეობა მას თავისი ინიციატივით არ უკისრია, არამედ მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირდაპირი განკარგულებით დაეკისრა იგი, როგორც მეცნიერს, მამულიშვილს და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაღალი რანგის თანამდებობის პირსსაქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეს. მან კი, ექსტრემალური ვითარების მიუხედავადმოახერხა ეროვნული საგანძურის აღრიცხვა, საგანგებოდ დამზადებულ ყუთებში მათი ჩაწყობა (და არა ჩაყრა!), ვაგონების შოვნა, ქუთაისში ჩატანა და დაბინავება... მაგრამ, როცა საბრძოლო მოქმედებებმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლეს, ჯერ ბათუმში, ხოლო შემდეგ დაქირავებული გემით საზღვარგარეთ წაიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაფერი ეს უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში და მთავრობის თავმჯდომარის მუდმივი ყურადღების ქვეშ ხდებოდა...

ასევე ობიექტურობა მოითხოვს, გარკვევით ითქვას, მიუძღვის თუ არა რაიმე დამსახურება . სტალინს, როგორც საბჭოთა რუსეთის ჯერ ერთ-ერთს, ხოლო შემდგომ მის ერთადერთ ხელმძღვანელს, საქართველოდან გატანილი ეროვნული განძეულობის უკან დაბრუნების საქმეში.
დიახ, მიუძღვის! რის შესახებაც ეს-ეს არის ვისაუბრეთ. ვფიქრობთ, აქვე იმის გახსენებაც არ იქნება უადგილო, რაც მას ცარისტული რუსეთის საუკუნოვანი ბატონობის პერიოდში საქართველოს განძსაცავებიდან, არქივებიდან თუ მუზეუმებიდან გატაცებული, უძვირფასესი ნივთების პატრონისათვის, ანუ ქართველი ხალხისთვის დაბრუნებისას აქვს გაწეული. იმ გატაცებათა შესახებ თვალნათლივ იკითხება რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) პრეზიდიუმის 1922 წლის 20 ივნისის დადგენილებაში, სადაც კონკრეტული ფაქტებია მოტანილი იმაზევის მიერ და რა ღირებულების საგანძური იქნა ყაჩაღურად მითვისებული და საქართველოდან წაღებული. ცაკ-ის პრეზიდიუმის ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე, სსრ კავშირის მთავრობას შეუქმნია საგანგებო კომისიარუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის ფედერაციის განათლების სახალხო კომისარიატისა და საბჭოთა საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობით... ამ კომისიაში საქართველოდან შეყვანილნი ყოფილან: კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, პავლე ინგოროყვა და სარგის კაკაბაძე, შესაძლებელი გამხდარა დადგენილებაში ჩაეწერათ: ყველა ქართული წარმოშობის რეგალიები და სიძველენი, რომელიც დაცულია რუსეთის სრ ფედერაციის მუზეუმებსა და საცავებში, მათი ქართული წარმოშობის დასაბუთების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს სს რესპუბლიკას[5, 5].
აკად. . ამირანაშვილი თავის ნაშრომში: საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება, იგონებს რა . სტალინის დამსახურებას ქართული საგანძურის დაბრუნების საქმეში, ყურადღებას ამახვილებს ერთ ფაქტზე, რომლის მონაწილეც თვითონ, ახალგაზრდა მკვლევარი ყოფილა... ცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით წახალისებულს, თხოვნით მიუმართავს სახელმწიფო საგანძურის საცავის (Гос. хранилище ценностей) დირექტორისთვის, რათა . ბოტკინის კოლექციაზე მუშაობის ნება დაერთოთ. პასუხად მიუღია, რომ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეიძლება, ვინაიდან ჩვენდამი რწმუნებულ განძსაცავში საერთოდ ინახებოდა თუ არა ბოტკინის კოლექცია, დასადგენიაო; მაშინ, . ამირანაშვილს რუსეთის ცაკ-ის პრეზიდიუმის სამდივნოში შეუტანია განცხადება: მთავრობის დადგენილების რამდენიმე შემოწმებული ცალი მაინც მოგვეცით, რომელიც საქართველოსათვის საარქივო მასალების და სამუზეუმო კოლექციების გადმოცემას შეეხებაო.
ასეთი დოკუმენტის ასლი მართლაც მიუციათ...
როცა ხსენებული დადგენილების ასლები მივიღე და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სამდივნოდან გამოვედი, რომელიც იმ დროს კრემლის ერთ-ერთ სასახლეში იმყოფებოდა, — იგონებს . ამირანაშვილი, — სრულიად მოულოდნელად სასახლის მახლობლად შევხვდი. სტალინს, . ენუქიძეს და . სვანიძეს. მე კარგად ვიცნობდი . სვანიძეს, რომელიც ჩემი სტუდენტობის დროს საქართველოს მუზეუმის ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა... პირადად მე გარკვეული ყურადღებით მეპყრობოდა. მან თავაზიანად გააცნო ჩემი საქმიანობა . სტალინსა და . ენუქიძეს და მკითხა, როგორ მიმდინარეობდა კოლექციების მიღების საქმე. მე დაწვრილებით  მოვახსენე საქმის ვითარება და, კერძოდ, იმ დაბრკოლებაზე შევჩერდი, რომელიც აფერხებდა .. ბოტკინის კოლექციების მიღების საქმეს. . სვანიძემ მაშინვე მიმართა სტალინს: ამხანაგო სოსო, გთხოვთ დაეხმაროთ ამ ახალგაზრდას. . სტალინმა უბის წიგნაკი ამოიღო, თავისი ტელეფონის ნომერი ჩაწერა, ფურცელი გადმომცა და მითხრა: ხვალ დილის 11 საათზე დამირეკეთ და მაცნობეთ საქმის ვითარება.
სახელმწიფო საგანძურის საცავში დილით ადრე მისული . ამირანაშვილი დაუნახავს რა მის დირექტორს, გადაჭრით განუცხადებია: ყმაწვილო, გირჩევთ ნუ კარგავთ დროს, გიმეორებთ, რაც უკვე გითხარით. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაირკვევა ის საკითხი, რაც თქვენ ასე გაინტერესებთ. რა თქმა უნდა, . ამირანაშვილს დირექტორთან შეკამათებისათვის თავი აურიდებია და მხოლოდ მორიდებით უთხოვია: თუ შეიძლება, თქვენი ტელეფონით სარგებლობის ნება მომეცითო. მიუღია რა დასტური, მას სტალინისათვის დაურეკავს და ქართულად მოუხსენებია საქმის ვითარება; პასუხი ტელეფონშივე ქართულად მიუღია: დაიცადეთ, პასუხს მიიღებთ.
თუ რა ხდება ამის შემდეგ, ისევ . ამირანაშვილს მოვუსმინოთ: სტალინი ტელეფონით ესაუბრა საგანძურის დირექტორს. საუბრის დამთავრებისთანავე მან (.. დირექტორმა.) სასწრაფო განკარგულება გასცა, რომ მაშინვე ეჩვენებინათ ჩემთვის . . ბოტკინის კოლექცია; მე გადავსინჯე იგი. საბედნიეროდ, ქართული მინაქრების კოლექცია მთლიანად აღმოჩნდა. შევადგინე მათი სია და მიღება-ჩაბარების აქტი... შემდეგ ეს განძეულობაც საქართველოში ჩამოვიტანეთ და ამჟამად ქართული მინაქრების ეს ძვირფასი კოლექცია... საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული[5, 7-8].
ამ მიღწეული შედეგებით აღფრთოვანებული . ამირანაშვილი წერილს უგზავნის პარიზში მყოფ თავის მასწავლებელსექვთიმე თაყაიშვილს და სიხარულით აუწყებს, რომ საბჭოთა მთავრობამ ცარიზმის დროს წაღებული ქართული კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები ქართველ ხალხს დაუბრუნაო... ამ ცნობით გახარებული განძის მცველი თავის შეგირდს საპასუხო წერილით ატყობინებს, რომ ემიგრაციაში წაღებული განძი კარგად არის დაცული და იმედი მაქვს, ახლო მომავალში ყველაფერი ქარ- თველ ხალხს დაუბრუნდებაო [5, 10].
აღსანიშნავია, რომ ეს ამბები 1922/1923 წლებში ხდება. მაშინ არავის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა საშინაო თუ საერთაშორისო მოვლენები; მით უმეტეს, რა ბედი ეწეოდა ქართულ საგანძურს თავის მცველთან ერთად და .. მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ, თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ, კანონიერ მეპატრონესქართველ ხალხს დაუბრუნდა კუთვნილი ქონება და განგების მიერ დაწერილ სამოქმედო სცენარში, მთავარი მოქმედი პირები ისევ იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი, ექვთიმე თაყაიშვილი და შალვა ამირანაშვილი აღმოჩნდნენ. ალბათ, ვერც ქართველი მენშევიკების ლიდერები წარმოიდგენდნენ, რომ რუსეთის უზარმაზარი იმპერიის სათავეში, ახალგაზრდობიდანვე მათგან ათვალწუნებული, გორელი ბიჭი მოექცეოდა; თავისი მახვილი თუ მაღვალაკური ჭკუით მასზე განათლებულ და ავტორიტეტულ მოღვაწეებს გზიდან ჩამოიშორებდა, კონგრესებსა და პარლამენტებში ნაწრთობი მსოფლიო ლიდერების პირისპირ დადგომას მოახერხებდა... შემდეგ კი მთელი ევროპის სახელმწიფოთა დამჩოქებელ ფაშისტურ გერმანიას გაანადგურებდა და ღირსებაშელახული ხალხების მხსნელი გახდებოდა, მათ შორის, თავისუფლების მოყვარე ფრანგებისთვისაც. მათ ლიდერთან პირველსავე შეხვედრის დროს კი თავისი ისტორიული სამშობლოს საგანძურის დაბრუნების საკითხს მოაგვარებდა.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. Советско-французские отношения во время Великой течественной войны, (1941-1945), Документы и материалы, В 2-х томах, Т. II, Москва, 1983.
2. Вестник — Архива Президента Россииской федерации, 1996, №5(24).
3. Архив Президента Россииской федерации, ф.45, оп.1. дело 391.
4. Газ. Известия, 1944, 19 декабря.
5. ამირანაშვილი შალვა, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება, თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1978.
6. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 3, თბილისი, 1978.

Комментариев нет:

Отправить комментарий