четверг, 6 декабря 2018 г.

გვიანხეთური ხანის მცირე აზიის პოლიტიკური ისტორიისათვის (ნ. ხაზარაძე, ნ. ბახსოლიანი)

ძვ. . IX-VII საუკუნეების ძველაღმოსავლური (ასურული, ურარტული ლურსმული, იეროგლიფურ-ლუვიური) წერილობითი ძეგლების შესწავლა ცხადჰყოფს, რომ . . ბნელი ხანის (Dark age) დასასრულისათვის (ძვ. . X-IX საუკუნეების მიჯნა) აღმოსავლეთ კაპადოკიასა და კილიკიაში არაერთი ეთნოპოლიტიკური ერთეული (. . მცირე ქვეყანა) აღმოცენდა, რომელსაც სათავეში მეფე (šarru, LUGAL) ქვეყნის მეუფე, განმგებელი (KUR.NA), მმართველი, სუვერენი (tarwanas) ედგა. ეს ერთეულებია: მუშქების/მუსქების/მუსქას ქვეყანა, თაბალი, ხილაქუ, თუნა, კამანუ-მელიდუ, გურგუმი, კუმუხი, ქუე [1, 3-7;2,72-125; 3, 26-74].
წერილობითი პირველწყაროების მონაცემთა კონტექსტში ირკვევა, რომ ამ ეთნოპოლიტიკური ერთეულების პირველ პირთა ძირითად საზრუნავს იმპერიული ამბიციებით აღსავსე ასურეთის სახელმწიფოს კლანჭებიდან თავის დაღწევა წარმოადგენდა. დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ისინი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდნენ: უმძიმესი ხარკის გადახდის პირობით, მოჩვენებით მორჩილებას, ასურეთის მეფეთა ჰარამხანაში ძვირფასი მზითვით ხელდამშვენებული საკუთარი ქალიშვილებისა და მძევლებად დიდებულთა ოჯახების წევრების გაგზავნას, დამპყრობელთან სამხედრო დაპირისპირებას…... [1,97-101; 3,32; 4, 49-68].
აღნიშნულის საილუსტრაციოდ, გვიანხეთური ხანის ერთ-ერთი მცირე ქვეყნის თაბალის (ბიბლიური თუბალ-თობელის) შესახებ ძვ. . IX-VII სს-ის ასურულ ლურსმულ წერილობით ძეგლებში დამოწმებულ რამდენიმე ცნობას მოვიხმობთ.
თაბალი დიდი კაპადოკიის სამხრეთ-დასავლეთ სექტორში, დღევანდელი გურუნ-შაჰრი-პოზანდიდან (მდინარე სეი-ჰანის ზემო დინებიდან) დასავლეთით, დღევანდელი პოზანდი-ზეივე-ბორი-ჩიფლიქის ხაზიდან ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით, დღევანდელი სულთანხანი-კაისერი-სუვასა-ტოპადადან აღმოსავლეთით (მდინარე ჰალისიდან, დღევანდელი ყიზილ-ირმაკიდან აღმოსავლეთით) მდებარეობდა [1,38-58; 5,2561; 3,26]. ასურელებმა ამ ქვეყანას ყურადღება ჯერ კიდევ სალმანასარ III-ის (ძვ. . 859-824 წწ) მეფობის ხანაში მიაქციეს. . . შავი ობელისკის მოწმობით, ძვ. . 837 წელს სალმანასარ III- ოცდამეორედ გადაულახავს მდ. ევფრატი და თაბალის ქვეყნისაკენ დაძრულა, სადაც თაბალის 24 მეფისაგან ძღვენი მიუღია. შემდგომ წელს ასურეთის მეფეს მდ. ევფრატის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია კვლავ განუხორციელებია. იგი მელიდის მეფის, ლალას სამეფო ქალაქ უეთაში დაბანაკებულა. ამჯერად, ხარკით ხელდამშვენებული თაბალის მეფეები ასურეთის მბრძანებელთან ნებაყოფლობით გამოცხადებულან [6, 62, სტრ. 104, 107; 7, I, #579]. იმავე სალმანასრ III-ის სხვა წარწერაში (სამეფო ტახტზე ამოკვეთილი წარწერა) თაბალი ასურელთა მოხარკე ქვეყნებს შორისაა მოხსენიებული [7, I, #674], რაც სრულად ეთანხმება შავი ობელისკის ცნობებს ასურელთა მიერ თაბალის დალაშქვრისა და თაბალელებისაგან ხარკის მიღების შესახებ. განსაკუთრებულ ინტერესს ამ მცირე ქვეყნისადმი, ერთი მხრით, მისი სტრატეგიული მდებარეობა აპირობებდა და მეორე მხრით, ოქრო-ვერცხლითა და საუკეთესო ჯიშის ცხენებით სიმდიდრე. თიგლათფილესერ III-ის დროინდელი (ძვ. . 745-727 წწ.) წერილობითი ძეგლებიდან ნათლად ჩანს, რომ ძვ. . VIII -ის მეორე ნახევარში თაბალი უკვე ასურელთა ქვეშევრდომობაში მყოფი ქვეყანაა. თიგლათფილესერ III-ის ანალებში იგი იმ ქვეყნებს შორის მოიხსენიება, რომლებიც ასურეთს ხარკს უხდიდნენ (გურგუმი, მელიდი, თუნა, ქასქუ...) [8, I, 802]. ისიც ირკვევა, რომ თაბალის მეფეები დამოუკიდებლობის დაკარგვას ძნელად ეგუებოდნენ. ნიმრუდში აღმოჩენილი ერთ-ერთი ასურული ლურსმული წარწერის მიხედვით, დაახლოებით ძვ. . 728 წელს თაბალის მეფე უასურმეს (იეროგლიფურ-ლუვიური წარწერების ვასუსარუმას) ასურელთა ქვეშევრდომობისაგან განთავისუფლება განუზრახავს. წერილობითი წყაროს ცნობით, ამ მცდელობას თაბალისათვის სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ასურელებს ურჩი მეფე უასურმეს ნაცვლად სამეფო ტახტზე ჰული (ვარიანტი: ჰულუ), არავის შვილი (ანუ პირი, რომელიც თაბალის ძველ სამეფო დინასტიას არ ეკუთვნოდა) დაუსვამთ. თაბალისათვის საკმაოდ საბედისწერო ამ ფაქტს ისიც დაემატა, რომ თაბალელები იძულებული გახდნენ ასურელი მოხელისათვის 10 ტალანტი ოქრო, 1000 ტალანტი ვერცხლი და 200 (ვარიანტი 2000) თაბალური ცხენი ძღვნად მიურთმევიათ.
სარგონ II-ის (ძვ. . 722-705 წწ.) მეფობის ხანაში ასურელები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა თაბალი მორჩილებაში ჰყოლოდათ. ძვ. . VIII -ის ბოლო მეოთხედით დათარიღებული სარგონ II-ის ანალების, . . საგამოფენო წარწე-რის, სამეფო სასახლის ჭიშკრის კომპლექსის იატაკზე ამოკვეთილი ასურული ლურსმული ტექსტების და სხვა წერილობითი ძეგლების მოწმობით, თაბალთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების მიზნით სარგონ II-ეს თავისი ქალიშვილი, ახატაბიშა ჰულის (ვარიანტი: ჰულუს) მემკვიდრე ამბარიდუსათვის (ვარიანტი: ამბარისისათვის) მიუთხოვებია და მისთვის თაბალის მეზობელი ხილაქუ საჩუქრად უბოძებია. ასურეთის მხრიდან ამგვარი წყალობის მიუხედავად, თაბალის მეფეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტია. ამჯერად, მას მოკავშირის ძებნა დაუწყია და ასეთად მუშქების ქვეყანა (დიდი ფრიგია) მიუჩნევია [7, #11, 25, 55; 8,#46, 165...].
სარგონ II-ის მემკვიდრე სინაქერიბის (ძვ. . 705-681 წწ.) დროინდელი ასურული ლურსმული წარწერების გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თაბალმა დროებით მაინც დამოუკიდებლობა მოიპოვა, რასაც, ერთი შეხედვით, შამაშის ორაკულისადმი ასარქადონის (ძვ. . 681-668 წწ.) მიერ დასმული ცნობილი შეკითხვებიც ადასტურებენ. ამ `შეკითხვებიდანირკვევა, რომ თაბალის მეფე იშგალუ და მელიდის მეფე მუგალუ ასურელთათვის საშიშ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ შეკითხვაში ასარქადონი შესთხოვს შამაშს აუწყოს მას იშგალუ თაბალელისა და მუგალუ მელიდელის მომავალი გეგმების შესახებ. იმავე მეფის მეორე შეკითხვის მიზანია გაარკვიოს, ხომ არ დაესხმიან თავს ასურელ სარდალს იშგალუ და მუგალუ [9,54,56,57,59, 60, 61; 8, #68].
ასურბანიფალის მეფობის ეპოქაში (ძვ. . VII .) სიტუაცია კვლავ ასურელთა სასარგებლოდ იცვლება. ამ მეფის სახელით შედგენილი ასურული ლურსმული წარწერების მოწმობით, ასურელთა ძლიერებით შეშინებულ თაბალელებისათვის, რომლებიც არა თუ არ ემორჩილებოდნენ ასურბანიფალის წინაპარ მეფეებს, არამედ იარაღითაც კი იბრძოდნენ მათ წინააღმდეგ, ხარკის სახით დიდი ცხენების მოყვანა და ასურეთის მეფის ჰარამხანაში თაბალის მეფის ქალიშვილის გაგზავნა დაუკისრებიათ [7, II, 516, 531; 8, #65].
პირველწყაროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ თაბალი, ისევე როგორც ზემოთ დასახელებული უკლებლივ ყველა . . მცირე ქვეყანა დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის კიდევ ერთ, ერთი შეხედვით თითქოს ეფექტურ გზას მიმართავდა, რაც . . მცირე ქვეყნების ანტიასურული კოალიციების შექმნასა და ამ კოალიციებში მცირე აზიაზე გაბატონობის პრეტენზიის მქონე ასურეთის მეტოქე ნაირი-ურარტუსა და ცენტრალურ მცირე აზიაში ძვ. . VIII -ის ბოლო მეოთხედში (დიდი ხნის მანძილზე ნახევრადლეგენდარული, მაგრამ დღეს უკვე რეალობადქცეული) მიდასის მიერ დაარსებული ფრიგიის სამეფოს (ასურული წერილობითი წყაროების მუშქების ქვეყნის) მონაწილეობას გულისხმობდა [7, II, 5, 11, 18, 80,82, 92...].
მართალია, წერილობითმა წყაროებმა ამგვარი კოალიციების არსებობის ისტორიის შესახებ საკმაოდ ძუნწი ცნობები შემოგვინახა, მაგრამ მაინც ნათელია, რომ ნაირი-ურარტუც და დიდი ფრიგიაც ანტიასურულ სამხედრო კოალიციებში მონაწილეობაზე დიდი ხალისით თანხმდებიან. თუმცა აქვე დავძენთ, რომ ანტიასურულ კოალიციებს . . მცირე ქვეყნებისათვის სასურველი შედეგი ყოველთვის არ მოჰქონდა. უფრო მეტიც, ასურული ერთი დოკუმენტური წყაროდან (ნიმრუდში აღმოჩენილი ბრძანებულებიდან, რომელიც სარგონ II-ის სახელითაა შედგენილი) იმასაც ვგებულობთ, რომ მუშქების ქვეყნის (დიდი ფრიგიის) მეფე მითამ (ძველბერძნული წერილობითი ტრადიციის მიდასმა) ანტიასურული წინა კოალიციის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ურარტუში წარგზავნილი თავის ყოფილი მოკავშირისთაბალის უშუალო მეზობელი ქვეყნისქუეს (კილიკია) 14 კაციანი ანტიასურული დელეგაცია დააატყვევა და მეგობრობის ნიშნად ასურეთს გადასცა [10,205]. ასე რომ, . . მცირე ქვეყნებს ანტიასურული კოალიციების შექმნისას, მოკავშირეების შერჩევისას დიდი სიფრთხილე და წინდახედულება მართებდათ!
ავტორების თვალსაზრისით, დიდი იმპერიების წინააღმდეგ პოლიტიკური ერთეულების (. . მცირე ქვეყნების) ბრძოლის გამოცდილებას არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ პრაქტიკული ღირებულება გააჩნია, განსაკუთრებით, ზესახელმწიფოების მეზობლად განლაგებული იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა XXI საუკუნეშიც უხდებათ.
სავსებით კანონზომიერია, რომ მხედველობაში, უპირველეს ყოვლისა, საქართველო გვყავს, რომლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ფაქტობრივად, გადარჩენისათვის თავდადებული ბრძოლის ისტორიაა. მართალია, დღევანდელი მსოფლიო არსებითად განსხვავდება ძვ. . I ათასწლეულის მსოფლიოსაგან (და, კერძოდ, აღმოსავლეთ მცირე აზიისაგან), რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ . . მცირე ქვეყნებისათვის რისკფაქტორების შემცველი ეპოქა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ დამთავრებულა. დღესაც მეცნიერულ ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებული თვითგადარჩენის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავებას, იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი პირისპირ მყოფი ქვეყნებისათვის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ თვალსაზრისით, ისტორიის გაკვეთილების
ღრმა ცოდნა, დიდ პოლიტიკაში გათვალისწინება, XXI -ის ძირითად მოთხოვნად რჩება.
წარმოდგენილი მცირე ნარკვევი, რომელიც კვლევისათვის საკმაოდ რთული ასურული ლურსმული პირველწყაროების ჩვენებებს ემყარება, სწორედ ამ მიზნითაა შემოთავაზებული. 2011.
გამოყენებული წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა
1. ხაზარაძე ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. . I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბილისი, 1978.
2. ხაზარაძე ., საქართველოს ძველი ისტორიის ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებები, თბილისი, 1984.
3. ბახსოლიანი ., დიდი კაპადოკია ძვ. . I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბილისი, 2008.
4. ხაზარაძე ., სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი, თბილისი, 2005.
5. ხაზარაძე ., ძველაღმოსავლრი და ქართველოლოგიური ძიებანი, თბილისი, 2001.
6. Amiaud A., Sheil V., Les Inscriptions de Salmanasar IIIdi Assyrie, Paris, 1890.
7. Luckenbill D., Ancient Records of Assyria and Babylonia, I-II, Chicago, 1926-1927.
8. Дьяконов И. М., Ассиро-вавилонские источники по истории Урарту, Вестник древней истории, Москва, 1951, №2, 3, 4.
9. Knudtzon J. A., Assyriche Gebete an den Sonnengot, Leipzig, 1893.
10. Saggs H. W., The Nimrud Letter. The Urartian Frontier, 1952, IV, „Iraq“, XX, 2, 1958.

Комментариев нет:

Отправить комментарий