четверг, 23 октября 2025 г.

ვესტგოთების სამეფო

ვესტგოთები გერმანული ტომი იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში მიმდინარე „ხალხთა დიდი გადასახლებაში“. ხალხთა დიდი გადასახლება, რომელმაც თავდაპირველად შავი ზღვის ველების მოსახლეობა  აამოძრავა,  რომის იმპერიის ტერიტორიაზე გოთების (გუთების) მოსვლით დაიწყო. ტაციტუსის დროს გოთები უმთავრესად  ვისლის  მიდამოებში,  ბალტიის  ზღვის   სანაპიროებზე, კუნძულ  გოტლანდზე  და  სკანდინავიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. ბალტიის ზღვისპირელი გოთების მდგომარეობას ართულებდა  სლავური  და  ბალტური  ტომების  შემოტევები  აღმოსავლეთიდან.
II  საუკუნის მეორე ნახევარში გოთების მთელი  მასა სამხრეთისაკენ  დაიძრა,  შავი  ზღვის  ჩრდილოეთი  სანაპიროების  მიმართულებით. გოთების  ერთი  ნაწილი ვისლის  მიდამოებიდან მდინარე დნესტრის გასწვრივ  მიემართებოდა. IV  საუკუნის  დასაწყისისათვის  ისინი  საბოლოოდ  გოთების  ცალკე  ჯგუფად  ჩამოყალიბდნენ, რომელთაც ვესტგოთები, ანუ დასავლეთის გოთები ეწოდათ. ისინი  ისტორიულ ლიტერატურაში  ცნობილნი  არიან  აგრეთვე  ტყის  გოთების  სახელწოდებით. გოთების  მეორე  ნაწილი,  რომელიც  მდინარე  ვისლის მიდამოებიდან: მიემართებოდა პრიპიატისა და დნესტრის გასწვრივ,  ოსტგოთების,  ანუ: აღმოსავლეთის  გოთების  (ველის  გოთები)   სახელწოდებით  არის  ცნობილი.
სამხრეთისაკენ  მოძრაობის   დროს,  გოთებმა  შეავიწროვეს   უფრო დასავლეთით  მყოფი  სხვა  გერმანელი  ტომები, რომელნიც  იძულებულნი  გახდნენ  მათთვის  ადგილი  დაეთმოთ  და  წასულიყვნენ  რომის  იმპერიის  საზღვრებისაკენ.  ამას  კი უშუალო შედეგად  მოჰყვა  მარკომანების ომი  რომაელებთან.  გარდა  ამისა,  მდინარე  ელბის  მიღმა  მყოფი  ალემანები  და ბურგუნდები მიუახლოვდნენ  რაინს,  ხოლო  მათი  ძველი  ადგილსამყოფელი  გერმანელთა  სხვა  ტომებმა  დაიკავეს,  რომელთაც  შექმნეს  ვანდალების,  ლანგობარდებისა  და  სხვა  მსხვილი ტომობრივი  გაერთიანებანი.
ხანგრძლივი  მოძრაობის შემდეგ  გოთების  ტომთა  უმრავლესობა ბალტიისპირეთიდან  გადმოსახლდა  შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროების დასავლეთ ნაწილში – დნეპრისა  და დნესტრის აუზში.  ადგილობრივი  მოსახლეობა,  ალანების,  გეპიდების,  სკვითებისა  და  სხვათა სახით  გოთებს  დაემორჩილა  და  მათში  გაითქვიფა,  ხოლო  მათი  კულტურა მოსულთა კუთვნილებადაც გადაიქცა.
გოთების  მოსვლამდე  შავი  ზღვის  სანაპიროების  კულტურამ  განვითარების  მნიშვნელოვან  საფეხურს  მიაღწია.  არქეოლოგიური გათხრებით  დასტურდება,  რომ  ჯერ  კიდევ  II–III  საუკუნეებში  შავი ზღვისპირეთი   მნიშვნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა რომთან. შავი ზღვისპირეთის კულტურას  საფუძვლები პირველად  სკვითების  ეპოქაში ჩაეყარა  და  შემდეგ, სარმატულ  პერიოდში,  მისმა  განვითარებამ  მნიშვნელოვნად  წაიწია  წინ.  ამგვარად,  შავი  ზღვის  სანაპიროების კულტურა უფრო სარმატულ-ჰუნურ კულტურას  წარმოადგენდა,  ვიდრე  გოთურს, როგორც  ამის  დამტკიცებას  ცდილობდნენ  ფაშისტი  მკვლევრები.
ადგილობრივი კულტურის  ათვისებით  გოთების სოციალურ-ეკონომიკური  განვითარება  გარკვეულ  წარმატებას  აღწევს.  IV  საუკუნეში „გოთების  მოსე“ – ვულფილა  იწყებს  მათში  არიანელობის  გავრცელებას და 340-იან წლებში ანბანის შეუდგინა მათ.  გოთების  მიერ  ახალი სარწმუნოების  მიღება  მათში  მომხდარი  სოციალურ-ეკონომიკური  ცვლილებების  უშუალო  შედეგი  იყო.  მაგრამ გოთების  ეკონომიკური  განვითარების  ამავე  დონემ  განსაზღვრა  ისიც, რომ  მათ შორის  ვერ მოხერხდა  ე.წ. ორთოდოქსალური კათოლიკობის გავრცელება.  არიანელობის  მარტივი  შეხედულებანი  ამა  თუ  იმ  დოგმატურ  საკითხებზე  გოთების  ჩამორჩენილ  დონეს  უფრო  შეეფერებოდა.
შავი  ზღვის  ჩრდილოეთ   სანაპიროზე  დასახლებული  ვესტგოთები და  ოსტგოთები  სხვადასხვა  წვრილ  ტომებად  იყვნენ  დაყოფილნი.  თითოეულ  მათგანს  ჰყავდა  ბელადი  ან  „მეფე“. უფრო ფართო  სამხედრო გაერთიანებებს  გოთები  იმ   შემთხვევაში   ქმნიდნენ,  თუ  ისინი  მცირე აზიაში  ან  ბალკანეთის ნახევარკუნძულზე  დააპირებდნენ  გალაშქრებას. ამ  სისტემატურ  ლაშქრობათა  შედეგი  იყო  ის,  რომ  275  წელს  რომი იძულებული  გახდა მათთვის დაკია დაეთმო.
IV  საუკუნის  მეორე  ნახევარში  გოთების სხვადასხვა ტომებს შორის პირველობა ტომთა  გაერთიანების  საქმეში ოსტგოთებმა  მოიპოვეს:  მათ „მეფეს“ – ჰერმანრიხს  დაემორჩილნენ  არა  მარტო  გოთების  ბელადები,  არამედ  ვოლგისპირეთში  მცხოვრები  ფინური მოსახლეობა და, შესაძლებელია, ზოგიერთი  სლავური  მოდგმის  ტომიც.  ამგვარად,  შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროების დასავლეთ  ნაწილში  გოთების  მძლავრი   სამხედრო  გაერთიანება  ჩამოყალიბდა.
გოთების მიერ სამხდრო კავშირის ჩამოყალიბება ნაკარნახევი იყო იმითაც, რომ  შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროების აღმოსავლეთ  ნაწილში,  ჩრდილოეთ  კავკასიის  მიდამოებში,  ვოლგასა  და  დონს შორის  გაძლიერდნენ  შუა  აზიიდან  მოსული  ჰუნები.  მათაც  ჩამოაყალიბეს  სამხედრო  კავშირი,  რომელიც  საშიშროებას  უქმნიდა  გოთებს. 375  წელს  ჰუნებმა  ბალამბერის  ხელმძღვანელობით  დონი  გადალახეს და  იერიშები  მიიტანეს  გოთებზე.  ამ  ბრძოლაში  ჰუნების  ცხენოსანმა რაზმებმა  გაიმარჯვეს  და ოსტგოთები  ჰუნებს დამორჩილდნენ,  ხოლო ვესტგოთები  მათ  გაექცნენ.
ვესტგოთებმა 376 წელს თავი შეაფარეს რომის იმპერიას. ისინი  იძლეოდნენ  პირობას, რომ  დაიცავდნენ  რომის  საზღვრებს  სხვა  ბარბაროსთა  შემოსევებისგან  და  რომაელებისადმი  ერთგულნი  და  მორჩილნი   იქნებოდნენ. იმპერატორი ვალენტი დათანხმდა. მან ვესტგოთებს დასასახლებლად გადასცა მეზია  (თანამედროვე   ბულგარეთის   ტერიტორია).  ამასთან,  რომის  ხელისუფლებას  ისინი  გარკვეული   დროის განმავლობაში სურსათ-სანოვაგით უნდა უზრუნველეყო.
გოთები, დაახლოებით 200000 კაცი, თავიანთი ცოლებითა  და  შვილებით,  ფედერატობის  საფუძველზე დასახლდნენ მათთვის განკუთვნილ  ტერიტორიაზე.  მათ ორი ბელადი ჰყავდათ: ატანარიხი (363–381) და ფრიტიგერნი (370–380). თანახმად დადებული ხელშეკრულებისა, მათ იარაღი უნდა  ჩაებარებინათ რომაელებისათვის. რომაელმა მოხელეებმა ამ შემთხვევაშიც დაინახეს კარგი შემოსავლის წყარო: გოთებისაგან მათ ქრთამი მიიღეს და იარაღი აღარ ჩამოართვეს. გარდა ამისა, ვესტგოთებისათვის განკუთვნილი თანხა  თვითონ  მიითვისეს  და  მათ  სურსათ-სანოვაგის დიდი ნაწილი  აღარ  მიაწოდეს.  შიმშილისგან შეწუხებული ვესტგოთები მზად იყვნენ ოჯახის წევრიც კი მიეცათ მონებად საჭმლის სანაცვლოდ. ამ   გარემოებამ  და  რომაელი  მოხელეების  უხეშმა  დამოკიდებულებამ  მალე  გამოიწვია  ფრიტიგერნის ვესტგოთების  მძვინვარე  აჯანყება.  აჯახყებულთა  მხარეზე  გადავიდნენ  რომაელი  მონები, კოლონები,  ოქროს  საბადოების  მუშები  და  ყველა  ის,  ვისთვისაც  აუტანელი  გახდა რომაელთა ბატონობის  მძიმე უღელი.
ვესტგოთების  აჯანყებამ  იმდენად  ფართო  ხასიათი  მიიღო  და  რომისთვის  იგი  იმდენად  საშიში  გახდა, რომ  იმპერატორმა  ვალენტმა  გადაწყვიტა  პირადი მონაწილეობა  მიეღო  ამ აჯანყების  ჩახმობაში.  თავისი შეიარაღებული ძალებით იგი ანტიოქიიდან დაიძრა და თრაკიაში გაეშურა. გაჩაღდა  სისხლისმღვრელი  ბრძოლები  რომაელებსა  და  აჯანყებულებს  შორის. ადრიანოპოლის ბრძოლაში  378 წელს აჯანყებულებმა   გაიმარჯვეს.  რომაელებმა 40000-მდე კაცი  დაკარგეს.  თვით  იმპერატორი  მოკლულ  იქნა  ადრიანოპოლთან ახლოს დამალვისას.  შემდეგ აჯანყება  როგოც იქნა ჩაახშო მხედართმთავარმა, იმპერატორ  გრაციანის  მომავალმა  თანამმართველმა  და  მისმა  შემცვლელმა  თეოდოსიუსმა. ამ აჯანყების  ჩახშობა მან მოახერხა  ვესტგოთების  ზოგიერთი  ტომის  ბრძოლაში  დამარცხებით,  ზოგიერთი  ბელადის  მოსყიდვითა  და  გაქნილი  დიპლომატიით. 
თეოდოსიუსსა  და ვესტგოთებს (ალარიხ ფრიტიგერნის ძე, 382 წლიდან ბელადი, 395 წლიდან მეფე) შორის 382 წელს დაიდო  შეთანხმება,  რომლის  მიხედვით  ვესტგოთებს  მიეცათ საცხოვრებელი  ბინები  და უზრუნველყოფა  სურსათ-სანოვაგით.  მათი   ახალი  დასახლება  მოხდა ბალკანეთის  ნახევარკუნძულის  სხვადასხვა ნაწილში. ისინი   ცხადდებოდნენ  რომის  დამხმარე  შეიარაღებულ  ძალებად, რომლებიც იმპერატორის მბრძანებლობაში უნდა ყოფილიყვნენ. ბევრი გოთი სამხედრო და სამოქალაქო სამსახურიში ჩააყენა. მათგან გამოირჩეოდა ახალგაზრდა და ენერგიული ალარიხი ბალთას საგვარეულოდან.
 თეოდოსიუსის  ვესტგოთებისადმი  კარგი  დამოკიდებულების  გამო  უკანასკნელნი  იმპერატორის  მიმართ  მართლაც  ერთგულებას  იჩენდნენ,  მაგრამ  მისი  გარდაცვალების  (395 წ.) შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. აღმოსავლეთის იმპერატორ არკადიუსის წინააღმდეგ უმალვე შეთქმულება მომზადდდა, რომელმაც სამეფო კარზე არეულობა გამოიწვია, რამაც გოთებიც დააზარალა. მაშინ ვესტგოთები ალარიხის ხელმძღვანელობით აჯანყდნენ, კონსტანტინოპოლს მიადგნენ,  ქალაქს  დიდი  ხარკი  გადაახდევინეს  და შემდეგ წავიდნენ სხვა  ადგილების დასარბევად. ისინი შეაჩერა დასავლეთის იმპერატორ ჰონორიუსის რეგენტმა სტილიხონმა (დედა რომაელი, მამა კი ვანდალი ჰყავდა. 382 წლიდან შევიდა რომის არმიაში. ცოლად იმპერატორმა თეოდოსიუსმა თავისი დისშვილი შერთო და ძალიან დაიახლოვა). ბიზანტია  იძულებული  გახდა   ვესტგოთებისათვის ილირია დაეთმო.
ილირია  საუკეთესო  მხარეს  წარმოადგენდა  არა  მარტო  იმ   თვალსაზრისით,  რომ  იქ  უხვად  იყო  კარგი,  ნოყიერი  მიწები, და შემოსავლიანი ქალაქები, არამედ  იმიტომაც,  რომ  მას  დიდი სტრატეგიული  მნიშვნელობაც  ჰქონდა.  ილირიის დაკავებით  ვესტგოთები  იტალიის  კარიბჭესთან  აღმოჩნდნენ.  ახლა ალარიხს  იტალიაში  ღრმად  შეჭრის  ოცნება  აღარ  ასვენებდა.
401  წელს  ალარიხმა მოიმარაგა სურსათ-სანოვაგე და შეიჭრნენ  იტალიაში.  ნოემბერში  ალარიხმა აკვილეას  ალყა  შემოარტყა  კიდეც,  მაგრამ  ამჯერად  ალარიხის  ლაშქრობა  წარმატებით არ  დამთავრებულა.  შემდეგ გზა განაგრძო და მედიოლანს (მილანი) მიუახლოვდა, სადაც იმპერატორი იმყოფებოდა. ჰონორიუსლი გაქცევას აპირებდა, მაგრამ სტილიხონმა გადააფიქრებინა. იმპერატორს მოუსწრეს დაქირავებულმა ალანებმა პანონიიდან და ფედერატმა ვანდალებმა და ქალაქი იხსნეს. მაშინ ჰონორიუსმა ტახტი უფრო დაცულ რავენაში გადაიტანა. ალარიხმა გზა განაგრძო. ბოლოს სტილიხონმა  402  წლის  6 აპრილს  პოლენციასთან  (ტურინთან ახლოს) ვესტგოთები  დაამარცხა  და  აიძულა  ალარიხი  ილირიაში   გაბრუნებულიყო.
403 წელს ალარიხი მეორედ შეიჭრა იტალიაში და ვერონასთან კვლავ მარცხი განიცადა, თუმცა გაფორმდა ფედერატიული ხელშეკრულება და მდ. სავას ოლქი დაეთმოთ. სტილიხონის გეგმით ვესტგოთები მას ბიზანტიასთან ომში უნდა დახმარებოდნენ აღმ. ილირიის მიწების წართმევაში. 405 წელს ვინმე როდაგაისის მეთაურობით ბარბაროსები ჩრდ. იტალიაში შემოიჭრნენ. სტილიხონმა მოახერხა მათი განადგურება და დამარცხებულთაგან 12000 გერმანელი თავის ჯარში აიყვანა.
407 წელს სტილიხონმა ალარიხი აღმ. ილირიაში სალაშქროდ გაუშვა და ფლოტის მზადება იწყო, მასთან შესაერთებლად, მაგრამ ამ დროს გალიას ალანები, ვანდალები და სვევები შეესივნენ. ამ. დროს ვინმე ჯარისკაცმა კონსტანტინემ ბრიტანეთში თავი იმპერატორად გამოაცხადა. იგი აღიარა გალიისა და ესპანეთის ლეგიონების ნაწილმა. მაშინ სტილიხონი იძულებული გახდა ბიზანტიას მორიგებოდა და ასეთ ვითარებაში ალარიხი საჭირო აღარ იყო.
 408  წლის გაზაფხულზე  ალარიხი ისევ იტალიისკენ დაიძრა 90000 კაცით, მიადგა ქალაქ ემონს (დღევ. ლიუბლიანა, დაიწყო ირგვლივ მიწების რბევა და მოთხოვა ჰონორიუსს 4000 ფუნტი (288000 სოლიდი) კომპენსაცია, რაც უზარმაზარი თანხა იყო. სტილიხონმა დითანხმა სენატი მიეცათ თანხა და კვლავ აეყვანათ სამსახური. ამჯერად ალარიხი გაგზავნეს გალიაში უზურპატორ კონსტანტინესთან საომრად.
მაშინ დიდებულებმა და ახლობლებმა დაარწმუნეს ჰონორიუსი, რომ სტილიხონს სურს თავისი ძე იმპერატორად აკურთხოს, ამიტომ თავისი თანამოძმე ვანდალები სწორედ სტილიხონმა მოიწვია გალიაში, რომ შემდეგ თავისი საქმისთვის გამოიყენოსო. მაშინ იმპერატორმა ჯერ გადააყენა სტილიხონი (14 აგვისტოს), შემდეგ კი (22 აგვისტოს) სიკვდილით დასაჯა და უარი განაცხადა ალარიხისთვის თანხის გაგზავნაზე.
რაკი სტილიხონი  წარმოშობით  ბარბაროსი  იყო,  ამიტომ  დაიწყო  სასტიკი დევნა  იტალიაში მცხოვრები  ბარბაროსებისა  და  გერმანელებისა, გერმანელი მებრძოლის პჯახის წევრებისა, ყველა  არიანელისა  და წარმართულ სარწმუნოებათა  მიმდევრებისა.  ამის შედეგად  30000-მდე  კაცმა  დატოვა  იტალია  და  ალარიხთან  გაიხიზნა ილირიაში.
ალარიხმა  შექმნილი  მდგომარეობა  ხელსაყრელად  ჩათვალა  და  თავისი  ძალებით  კვლავ  რომისაკენ  დაიძრა.  იმპერატორი ჰონორიუსი  რავენას  სიმაგრეში  ჩაიკეტა და უარი განაცხადა ფულისა და პანონიის მიწების გაცემაზე. ოქტომბერში ვესტგოთებმა  დაიწყეს  რომისათვის  ალყის შემორტყმა.  ზოსიმეს  გადმოცემით,  ქალაქში  შიმშილი  დაიწყო.  რომის სენატმა  თავისი  წარმომადგენლები  ესპანელი  ბასილის   მეთაურობათ ალარიხთან  გაგზავნა  მოსალაპარაკებლად.  ელჩებმა  ალარიხს  გადასცეს, რომ  რომაელები  მზად  არიან  მიიღონ  ვესტგოთების  მოთხოვნები,  თუ ისინი ზომიერი  იქნება.  ამასთან,  ალარიხს  ისიც  აგრძნობინეს,  რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი  თავს ღირსეულად  დაიცავს, რადგან შიგ მრავალი  მცხოვრებია,  რომელთა  დაძლევა  შეუძლებელი  იქნებაო.
მოლაპარაკების  დროს  ალარიხს  ამაზე  დაცინვით  უპასუხია:  „რამდენადაც  ხშირადაა  ამოსული  ბალახი,  იმდენად  ადვილია  მისი  გათიბვა“. ალარიხს მთლიანად მოუთხოვია  ის ოქრო-ვერცხლი  და ავეჯეულობა,   რომელიც  რომში  მოიპოვებოდა.  გარდა  ამისა,  ალარიხის  კატეგორიული  მოთხოვნა  ყოფილა  რომში  მყოფი  ყველა  მონის  განთავისუფლება.  როდესაც  ელჩებს  უკითხავთ   რაღას  უტოვებთ   რომაელებსო, ალარიხს უპასუხია – სიცოცხლესო.  გამართული  მოლაპარაკების  შედეგად  ალარიხმა  აიღო  რომისგან  უზარმაზარი  ხარკი:  5000  გირვანქა ოქრო,  30000 გირვანქა  ვერცხლი,  დიდძალი  აბრეშუმეულობა  და  ა.  შ. ამასთან მისცეს ქალაქში მყოფილი 40000 მონა რომლებიც მის არმიას შეუერთა.
წლის ბოლოს ალარიხი ტოსკანაში ჩავიდა, საიდანა იმპერატორს წაუყენა ახალი მოტხოვნები: ყოველწლიური ხარკი, ხორბლით უზრუნველყოფა, დასასახლებელი მიწები ვენეციაში, დალმაციასა და ნორიკში და რომის არმიის მთავარსარდლობა. უარის შემდეგ არარიხმა ნორიკი და ხორბლით მომარაგება დაიტოვა, მაგრამ იმპერატორმა ომი არჩია.
409 წელს ალარიხი ისევ მიადგა რომს, დაიკავა ხორბლის მარაგებით სავსე ოსტიის პორტი და აიძულა სენატს იმპერატორად გამოეცხადებინა ბარბაროსი, ქალაქის პრეფექტი პრისკუს ატალოსი, მაგრამ მანაც უარი თქვა ალარიხის უზარმაზარი მოტხოვნების შესრულებაზე და ისევ მოეშვა ქალაქს და დაუბრუნდა ჰონირიუსთან მოლაპარაკებას, რომელსაც კიდეც შეხვდა რავანასთან ახლოს, მაგრამ უშედეგოდ.
410  წლის გაზაფხულის  დამლევს  მესამედ შემოარტყა რომს ალყა ალარიხმა. ქალაქში შიშილობის გამო კანიბალიზმი დაიწყო. ბოლოს, 24 აგვისტოს მონებმა ჭიშკარი გაუღებს გოთებს. ისინი სასტიკად ძარცვავდნენ ქალაქს, თუმცა ალარიხის მოთხოვნით ხელი არ უხლიათ ეკლესიებისთვის. მესამე დღეს ვესტგოთებმა სიმხდიდრით დატვირთულებმა ქალაქი დატოვეს.
შემდეგ  ისინი  სამხრეთისაკენ დაიძრნენ. როგორც ჩანს, ალარიხს გადაწყვეტილი ჰქონდა რეგიუმიდან გადასულიყო  სიცილიაზე,  ხოლო აქედან  ჩრდილოეთ  აფრიკაში,  მაგრამ ქარიშხალმა  მისი ხომალდები  გაანადგურა.  გზაში ალარიხი  გარდაიცვალა.  ამის შედეგად  ალარიხის  გეგმის  განხორციელება შეუძლებელი გახდა, ვესტგოთების მიერ  ახლად არჩეულმა ხელმძღვანელმა ათაულფმა (410–415, ალარიხის ცოლიძმა) მოძრაობის  მიმართულება  რადიკალურად  შეცვალა.
ორი  წლის  განმავლობაში  იტალიის  სხვადასხვა  მხარის  დარბევის შემდეგ  ვესტგოთები  გალიისაკენ  წავიდნენ. თავდაპირველად ათაულფი ორმაგ პოლიტიკას ატარებდა. ის ხან რომაელების მოკავშირედ  გამოდიოდა და  ხან რომაულ გალიას არბევდა. გაძლიერებულმა ათაულფმა იმპერატორის დაზე, პლაციდიაზე იქორწინა. ბოლოს  მან  ნარბონა  დაიპყრო  და  შემდეგ  დაიწყო  ბრძოლა  ვანდალებსა და  ალანებთან  ესპანეთის  ნაწილების  დასაპყრობად,  ასე წარმოიშვა ვესტგოთების  სამეფო სატახტო  ქალაქ ტულუზით.
მალე ისიც შეთქმულებმა მოკლეს (რადგან რომთან კავშირის გაფორმება სურდა) და მეფედ აირჩიეს ვალია ატანარიხის ძე (415–419). მან დიდი დაპყრობები აწარმოა ესპანეთში დაამარცხა რა იქაური ალანები და ვანდალები. შემდეგ ვესტგოთებმა რომის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება წამოიწყეს და აიძულეს ეღიარებინა სამხრეთ გალიას დაპყრობა 418 წელს. ასე დაარსდა იურიდულად ვესტგოთების სამეფო.
ვალიას დროს 416–418 წლებში ესპანეთში საბოლოოდ გაანადგურეს ალანები. ბრძოლებში ვესტგოთებს ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ მათ მხარეზე გადადიოდნენ  ადგილობრივი  მოსახლეობის  დაბალი  ფენები. გარდა  ამისა,  რომის  მდგომარეობის   გართულება   მათ  უადვილებდა: სულ  ახალ-ახალ  შეტევებზე  გადასვლას. 
ვალიას სიკვდილის შემდეგ თეოდორიხ I (419–451) მეფედ აირჩიეს გუთების საერთო კრებაზე. მას ისტორიკოსები ახასიათებენ როგორც, ფრთხილ და ჭკვიან მმარეთველს. იგი შვილი ან უფრო მეტად შესაძლებელია სიძე იყო ალარიხ I-ისა, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიკოსები მისი შვილ თეოდორიხ II-ს ალარიხის შვილიშვილად იხსენიებენ. თეოდორიხმა მალევე დაარღვია რომაელებთან შეთანხმება და იწყო აკვიტანიის მიწების მიტვისება და რომაელების ძარცვა. შემდეგ კვლავ დადეს შეთანხმება საერთო მტრის ვანდალების წინააღმდეგ და 422 წელს ბეტიკას პროვინციადან ერთობლივი ძალებით განდევნეს ისინი, რის შემდეგაც თეოდორიხის ჯარმა ზურგიდან დაარტყა რომაელებს და ისიც გაანადგურა. 429 წელს ვანდალებმა საბოლოოდ დატოვეს ესპანეთი.
431 წელს, როცა რომი ფრანკებთან ომით იყო გართული, ვესტგოთები რომაულ ქალაქ არლს თავს დაესხნენ, მაგრამ რომის სარდალმა აეციუსმა ისინი გაანადგურა. 436 წელს, როცა რომი ბურგუნდებთან და ბაგადუდებთ ომობდა არმორიკაში (ბრეტანში) ვესტგოთები კვალ შეიჭრნენ ნარბონას მხარეში. 3 წლიანი ომი კვლავ რომაელთა გამარჯვებით დასრულდა და ვესტგოთებს მოუწიათ სამხრეთ-დას. გალიის მიწებით დაკმაყოფილება და რომთან ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება.
თეოროდრიხი ვერ ეშვებოდა ოცნებას რომის დამარცხების თაობაზე და ფარული კავშირი დაამყარა ძველ მტერთან, ვანდალთა მეფე ჰაიზერიხთან (428–477), რომლის შვილს ჰუნერიხს თავისი ასული მიათხოვა. რომში ამის შესახებ შეიტყვეს და ცბიერი დიპლომატიით ეს შეთანხმება ჩაშალეს. 442 წელს იმპერატორმა ვალენტინიანე III-მ კავშირი დაამყარა ჰაიზერიხთან და ჰუნერიხზე თავის და დანიშნა. მაშინ ჰაიზერიხმა გოთ პრინცესაც ღალატი დასწამა, ცხვირი და ყურები მოჭრა და მამას გაუბრუნა.
ამასობაში სვევებმა ესპანეთის დიდი ნაწილი დაიპყრეს, რამაც კვლავ გააერთიანა რომი და ვესტგოთები, რომელთაც ამ ქვეყნის მიწები თავად სურდათ. თეოდორიხის დახმარებით რომაელებმა მოახერხეს სვევების შეჩერება, თუმცა ომის მდიდარი ნადავლი ვესტგოთების დარჩათ. 2–3 წლის შემდეგ თეოდორიხმა სვევებთან კავშირი დაამყარა, რაც გაფორმდა 449 წლის ქორწინებით თეოდორიხის ასულსა და მეფე რეიხარს შორის. გოთების დახმარებით სვევებმა ჩრდ-დას. ესპანეთში ახალი მიწები დაიკავეს.
450 წელს ახალმა საფრთხემ ვესტგოთები და რომი კვლავ დაამეგობრა. აღმ. ევროპაში დამკვიდრებული ჰუნებს რომაელები აქამდე ვესტგოთების შესაკავებმად დაქირავებულ მეონმრებად იყენებდნენ. ამჯერად ჰუნების მეთაურმა ატილამ იმპერატორს მოთხოვა იმპერიის ნახევარი დაეთმო და უარის მიღების შემდეგ 451 წელს გალიისაკენ დაიძრა. რომის სარდალ აეციუსთან შეიკრიბნენ ვესტგოთები თეოდორიხის სარდლობით, ფრანკები, ბრეტონები, გალიაში მცხოვრები ნარევი სარმატები და გერმანელები, ბურგუნდები, გალიელი საქსები და ორლეანთან მცხოვრები ალანები მეფე სანგიბარის სარდლობით.
ბრძოლა მოხდა 451 წლის 15 ივლისს ქალაქ ტრუას ახლოს, კატალაუნის ველებზე. ერთ ფლანგზე ატილამ უკან დაახევინა ალანების, ფრანკებისა და ბურგუნდების ჯარზე, თუმცა მეორე ფლანგზე ვესტგოთებმა სასტიკად დაამარცხეს ოსტგოთები და გეპიდები და ამ დროს თეოდორიხის დაღუპვამ ოსტგოთთა მეთაურის შუბითა, იხსნა ჰუნები ალყაში მოქცევისგან. დაღამებისთანავე თეოდორიხის უფროსმა ვაჟმა ტორისმუნმა ჯარი ბრძოლის ველიდან გაიყვანა (აეციუსმა ურჩია გაიქეცი ტულუზაში ძმებმა მეფედ თავის გამოცხადება არ გადასწრონო). მეორე დღეს ატილაც თავაწეული გაბრუნდა უკან.
452 წელს, როცა აეციუსი ჰუნებისგან იტალიას იცავდა, მეფე ტორისმუნდმა (451–453) ჩრდილოეთით გაილაშქრა და ორლეანის მხარე რომის მოკავშირე ალანებს წაართვა. შემდეგ ქალაქ არლის დაპყრობას გეგმავდა, მაგრამ იქაურმა რომაელმა მმართველმა გადააფიქრებინა.  ვესტგოთებს რომმთან მორიგება სურდათ, ამიტომ გაერთიანდნენ მეფის უმცროსი ძმების ირგვლივ, ტორისმუნდი მოკლეს და ტახტზე თეოდორიხ II (453–466) აიყვანეს.
თეოდორიხი რომის ერთგული მოკავშირე რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ მეთაურებს (აეციუსი, ვალენტინანენ, პეტრონიუს მაქსიმუსი) ზედიზედ კლავდნენ და ქალაქებს ვანდალები არბევდნენ. 454 წელს მეფის ძმა ფრედერიხის მეთაურობით ვესტგოთებმა რომაელებთან ერთად დაამარცხეს ტარაკონას ესპანეთში ბაგაუდების აჯანყება. 455 წელს ვესტგოთების დახმარებით რომის იმპერატორად გამოაცხადეს გალიის პრეფექტი ავიტუსი. 456 წელს თეოდორიხი, რომელებთან, ფრანკებთან და ბურგუნდებთან ერთა შეიჭრა ჩრდ. ესპანეთში, თავის სიძე, სვევების მეფე რეხიართან საომრად. ჯერ იგი რომაუკი კართაგენის პროვინციიდან განდევნეს, შემდეგ 5 ოქტომბერს ასტორგასთან (ოვიედო) საბოლოოდ გაანადგურეს მისი ლაშქარი. მოგვიანებით ვესტგოთებმა რეხიარი დაატყვევეს და მოკლეს.
მალე თეოდორიხმა ბურგუნდების დახმარებით აიღო სვევების დედაქალაქი ბრაგა და ფაქტიურად მოსპო თავისი სამეფო, რომლის მიწების მმართველად დანიშნა უბრალო სვევი არგივულფი. ცოტა ხნის შემდეგ უკანასკნელმა თავი მეფედ გამოაცხადა და სვევთა აჯანყება დაიწყო. როცა ვესტგოთებმა ისიც დაამარცხეს, სვევებმა სხვა კანდიდატი აირჩიეს მეფეს და ასე აგრძელებდნენ, ვიდრე 485 წელს საბოლოოდ არ დაიმორჩილეს ეს გერმანული ტომი და საბოლოოდ შეერწყნენ ვესტგოთებს.
ამასობაში ავიტუსი მოკლეს და დას. რომის ფაქტიური მმართველი გახდა რიციმერი (456–472), რომელიც მამის მხრივ სვევების სამეფო გვარიდან იყო, ხოლო დედის მხრივ ვესტგოთთა მეფე ვალიას შვილიშილი. მაშინ თეოდორიხმა რომთან ომი წამოიწყო და ქალაქი ნარბონი ალყაში მოაქცია. 457 იმპერატორად გახადეს მაიორიანი, რომელიც ჩავიდა გალიაში, დაამარცხა ბოთები და არადგინა მათთან სამოკავშირეო ხელშეკრულება.
458 წელს თეოდორიხის სარდლებმა წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს სამხრეთ ესპანური პროვინცია ბეტიკა. მალე მაიორიანი ვესტგოთებთან ერთად შევიდა ესპანეთში რათა მოესპო იქ სვევთა სამეფოს ნაშთები და ელაშქრა აფრიკაში ვანდალთა სამეფოს წინააღმდეგ. 459–460 წლებში მოკავშირეებმა დაიკავეს გალისია და ლუზიტანია, რის შემდეგაც მაიორიანმა ფლოტი შეკრიბა ვანდალთა წინააღმდეგ, თუმცა ქ. ახალ კართაგენთან ვანდალებმა ეს ფლოტი გაანადგურეს. მაშინ რიციმერმა მაიორიანი უკან გაიწვია და 461 წლის აგვისტოში მოკლა კიდეც.
მაშინ ესპანურმა ლეგიონებმა რომს ურჩობა გამოუცხადეს. თეოდორიხმა ამით ისარგებლა, ლეგიონები დაიმორჩილა და მთელს ესპანეთში გაბატონდა. მის წინაშე ვასალური ქედი მოიხარეს სვევთა ნაშთების ორივე მეფემ (მალდრი, რემისმუნდი). შემდეგ ვესტგოთებმა გალიაში რომაული ქალაქების დაკავება განაახლეს, მაგრამ ჩრდ. გალიის მმართველმა ეგიდიუსმა შემოიერთა ფრანკები და ალანები და 363 წელს სასტიკი მარცხია ვესტ გოღთებს. შემდეგ ვანდალებთანაც გააბა ანტიგოთური კავშირი და მათ საბოლოო განადგურებას აპირებდა, მაგრამ 464 წელს ჭირისგან გარდაიცვალა.
466 წლის ბოლოს მეფის უმცროსი ძმის, ეირიხის ორგანიზებით მოწყობილი შეთქმულებით თეოდორიხი მოკლეს და ტახტზე ეირიხი (466-484) დასვეს. ახალმა მეფემ თავიდანვე ელჩები გაგზავნა ვანდალებთან, სვევებთან ბიზანტიის იმპერატორ ლეონთან, რომლიც გავლენის ქვეშ მოექცა დასავლეთ რომი 467 წლიდან. ახალმა მეფემ საბოლოოდ შეწყვიტა დას. რომთან კავშირი 468 წლიდან შეტევაზე გადავიდა. ჯერ ლუზიტანიის რამდენიმე ქალაქი დაიკავეს, შემდეგ, გალიის პრეფექტის არვანდის (იგი არ ცნობდა ლეონის დანიშნულ იმპერატორებს) მიწვევით ბრეტანს თავს დაესხნენ. რომაელების დახმარების მიუხედავად ეირიხმა გაიმარჯვა და საზღვრები ჩრდილოეთით ლუარამდე გადასწია. შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ გალიისკენ დაიძრა და 470 წლამდე მდინარე რონამდე მივიდა, გაანადგურა რომის არმია და წინ მიიწევდა. მხოლოდ მაშინ გაიღვიძეს რომის ფედერატმა ბურგუნდებმა, რომლებმაც შეაკავეს ვესტგოთები და მდინარე რონას იქეთ აღარ დაამკვიდრეს.
472 წელს ვესტგოთები ისევ ესპანეთში შეიჭრნენ, რათა აქ დაჩენილი რომაული ძალები გაენადგურებინათ. 473 წლისთვის რომაელთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატყდა და მთელი ესპანეთი ჩრდ-დასავლეთში გამაგრებული სვევებისა და ბასკების მიწების გარდა ვესტგოთების ხელთ აღმოჩნდა.
პარალელურად ვესტგოთებმა სამხრეთ გალიაშ შეუტიეს და რიგრიგობით დაიკავეს ყველა ქალაქი არლის, გარდა. რომს აქ მცირე მიწა დარჩა რონას აღმოსავლეთით, რაც დაკანონდა იმპერატორ ნეპოტთან 475 წლის შეთანხმებით.
475 წელსვე სარდალმა ფლავიუს ორესტმა იტალიიდან განდევნა ნეპოტი და იმპერატორად თავისი ვაჟი რომულუს ავგუსტუსი გამოაცხადა. 476 წელს იტალიის დაცვის გერმანული ჯარების სარდალს ოდოაკრს, კონფლიქტი მოუვიდა ორესტთან, რის შემდეგაც მოკლა იგი, დაამხო დასავლეთის იმპერატორი და თავი იტალიის მეფედ გამოაცხადა, თუმცა კი თავის სენიორად ცნო ბიზანტიის იმპერატორი. 
მაშინ ვესტგოთებმა შეტევა განაგრძეს სამხრეთ გალიაში, დაამარცხეს რომის მოკავშირე ბურგუნდები და რონის აქეთა პროვანსი და არლი დაიკავეს. ოდოაკრმა 477 წელს აღიარა ვესტგოთთა დაპყრობანი.
მეფე  ერიხის დროს შედგენილ იქნა  ვესტგოთების  სამართალი (ეირიხის კოდექსი),  რომელიც  დამპყრობლებს მნიშვნელოვან პრივილეგიებს  ანიჭებდა. რომაელებს დარჩათ აქამდე მოქმედი კანონები. ვესტგოთებმა ადგილობრივ მემამულეებს სახლებისა და  შემოსავლის  ერთი  მესამედი  ჩამოართვეს,  შემდეგ  აკვიტანიაში  მათ  ხელთ  იგდეს  მიწების  ორი  მესამედი,  ნამდვილ მეპატრონეებს კი ერთი  მესამედი დაუტოვეს.  მოხდა  ტყეების  განაწილებაც;  ტყეების  ნახევარი  თვითონ მიისაკუთრეს, მეორე  ნახევარი  კი  რომაელებს  დაუტოვეს.  ვესტგოთებმა   მიიღეს  აგრეთვე  ამ   მიწებზე  დასახლებული რომაელი მონები და კოლონებიც.  ამასთან,  შემოღებულ  იქნა  ისეთი  საგადასახადო  სისტემა,   რომლითაც გადასახადები მხოლოდ რომაელებს უნდა გაეღოთ. ამ გარემოებამ ადგილობრივი მიწათმფლობელები ეკონომიკურად ძალიან შეასუსტა და მონათმფლობელური წარმოების წესიც   საფუძვლიანად შეარყია.
მსხვილი მიწათმფლობელობის ნაცვლად წვრილი მიწათმფლობელური  მეურნეობა  გაძლიერდა,  მაგრამ  ვესტგოთებში სოციალური  დიფერენციაცია  ჯერ  კიდევ  არ  იყო  გაღრმავებული და  ამიტომ  ვესტგოთებსა  და  რომაელებს  შორის  დამყარებული  ურთიერთობა დაფუძნებული უნდა ყოფილიყო დამპყრობელთა და დაპყრობილთა სხვადასხვაგვარ უფლებებზე. 
ვესტგოთების სამეფოში შექმნილმა ვითარებამ წინააღმდეგობა გამოიწვია  ვესტგოთებსა  და  რომაელ მიწათმფლობელებს  შორის.  ეს  წინააღმდეგობა  მწვავდებოდა იმითაც,  რომ  ვესტგოთების  მოსვლის  შემდეგ ესპანეთში ორი მიმდინარეობის ეკლესია  გაჩნდა: არიანული (ვესტგოთების) და კათოლიკური (რომაელების), რომლებიც ერთიმეორის წინააღმდეგ აწარმოებდნენ ბრძოლას პირველობისათვის. ეირიხი, როგორც არიანელი, სასტიკად ექცეოდა პაპის ეკლესიის მიმდევრებს, რაც აღრმავებდა წინააღმდეგობას გალიის მოსახლეობასთან.
484 წლის ბოლოს ერიხი ავად გახდა და ქ. არლში გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე ალარიხ II (484–507), მის დროს გრძელდებოდა დისკრიმინაციული სოციალური და რელიგიური პოლიტიკა რომაელების მიმართ, რის გამოც ისინი აღარ ეხმარებოდნენ ფრანკებთან ომში, თუ საერთოდ არ თანაუგრძნობდნენ ფრანკებს. 496–497 და 506 წლებში ესპანეთში ადგილობრივთა ანტიგოთური აჯანყებები მოხდა, თუმცა ჩაახშეს.
ალარიხის მეფობის პირველი წლებიდანვე დაიძაბა ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებში. 490 წლიდან მან მხარდაჭერა გამოუცხადა ოსტგოთებს ოდოაკრთან ომში, რაც იტალიაში ოსტგოთების გაბატონებით დასრულდა 493 წელს. მაშინ ოსტგოთთა მეფე თეოდორიხმა თავისი ასული ალარიხს მიათხოვა.
ამასობაში სიტუაცია გართულდა ჩრდილოეთ საზღვრებთან. 481–486 წლებში ფრანკებმა ხლოვდივის მეთაურობით გაანადგურეს სიაგრიუსის სამეფო ჩრდ გალიაში და მდ. ლუარას მიადგნენ. სიაგრიუსი ერთი ხანი ალარიხმა შეიფარა, თუმცა 487 წელს გადასცა ხლოდვიგს. ფრანკები ამან არ დააკმაყოფილა და მათ ლუარას გადმოლახვა დაიწყეს. 496 წლისთვის ხლოდვიგმა მდ. შარანტას მიაღწია, თუმცა ოსგოთებმა კოახერხეს დროებით აქ მდებარე ქ. სენტის დაბრუნება. 498 წელს ფრანკები უფრო სამხრეთით დაიძრნენ და დროებით ქ. ბორდოც კი აიღეს. ასე აღმოჩნდა ვესტგოთების სამეფოს ზღვისპირა ზოლის ნაწილი ფრანკების ხელში, თუმცა საზღვრის დიდი ნაწილი ლუარაზე რჩებოდა.
496 წელს ხლოდვიგმა ფრანკები ქრისტიანობის ნიკეას რწმენაზე (პაპის ხელმძღვანელობით) მოაქცია. ამიერიდან გალიის მოსახლეობა ფრანკებს აშკარად თანაუგრძნობდა. ალარიხი სასტიკად დევნიდა ნიკეის მრწამსის იმ ეპისკოპოსებს, რომელიც ურჩობას და მითუმეტეს ფრანკების თანაგრძობას იჩენდნენ და თან ჩამოართვა ეკლესიას იმპერიის პერიოდის საგადასახადო პრივილეგიები.
ფრანკების საფთხემ დააფიქრა ვესტგოთების ნაწილი საცხოვრისის შეცვლაზე. 494 წლიდან მათ თანდათან დაიწყეს ესპანეთში გადასვლა და იქაური მიწების ათვისება.
ამასობაში ბურგუნდიაში მისი მეფეები, ძმები გუნდობადი (473-516) და გოდეზიელი (473-501) სამოქალაქო ომს აწარმოებდნენ. უკანასკნელი ფრანკების დახმარებით დიდ უპირატესობას ფლობდა. მაშინ გუნდობადს მხარი ვესტგოთებმა დაუჭირეს და გოდეზიელი გაანადგურეს. მისი მომხრე დატყვევებული ფრანკები გუნდობადმა ალარიხს გაუგზავნა და თან ქ. ავინიონიც აჩუქა.
502 წელს ლუარაზე ერთმანეთში შეხვდნენ ხლოდვიგი და ალარიხი და ზავი გააფორმეს, თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო, რასაც ორივე ხვდებოდა. ამიტომ ალარიხმა გალურ-ესპანური ორთოდოქსალური ქრისტიანული ეკლესიის მიმართ მიდგომა შეცვალა და დაახლოება დაიწყო. 506 წლისთვის ალარიხმა გამოაქვეყნა რომაელებისთვის სამართალი (ალარიხის ბრევიარია), რომელიც შედგენილი იყო რომის იმპერატორების კანონებისა და იურისტების ნაშრომებისგან. ისინი დაამუშავეს თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით. მათგან ამოიღეს ისეთი კანონები რომლებიც ეხებოდა ელესიის საკითხებს და არიანელობას დისკრიმინაციას უწევდა. კანონები გამოაქვეყნეს რომაელი არისტოკრატებისა და ორთოდოქსი ეპისკოპოსების თანდასწრებით.
კანონმდებლობამ საკმაოდ გაუადვილა ცხოვრება რომანიზებულ მოსახლეობას. პირველ რიგში სარგებელი ნახეს დაბალმა ფენებმა, რომელთაც წელში სტეხდა რომაული გადასახადები. სარგებელი ნახეს მოსამართლეებმაც, რომლებსაც ერთი წყარო ჰქონდათ საქმის განსასჯელად და არ უწევდათ უძველეს სხვადასხვა კანონებში ძებნა თუ რა როგორ განესაჯათ. კანონებმა სამართლის კუთხით მართალია გამიჯნა ვესტგოთები და რომაელები, მაგრამ უკანასკნელში ჩამოაშორა ბიზანტიურ კანონებს, რადგან უკვე საკუთარიც ჰქონდათ.
გალიის რომაული მოსახლეობის გადმოსაბირებლად შემდეგი ნაბიჯი ალარიხმა 506 წელსვე გადადგა, როდეას აქაური 24 ორთოდოქსი ეპისკოპოსის კრება გამართა ქ. აგდში. ასეთი კრება ფრანკებში 511 წელს, ხოლო ბურგუნდებში მხოლოდ 517 წელს გაიმართა. კრების მიზანი იყო ვესტგოთების ტერიტორიაზე დაგროვილი საეკლსიო პრობლემებისა და სხვა საკითხების მოწესრიგება და რომისგან დამოუკიდებელი გალიის ეკლესიიის ფორმირების დაწყება. კრებას ხელმძღვანელობდა არლის ეპისკოპოსი კეისარი, რომელიც ადრე განდევნილი იყო ეპარქიიდან. მას მომავალ ვესტგოთთა პატრიარქად მოიაზრებდნენ.
ასე რომ, მეფობის ბოლო წლებში ალარიხი სერიოზულად შეუდგა მცდელობებს გალური მოსახლეობა გადმოებირებინა, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული იყო. სანამ ნაბიჯები ხალხამდე მივიდოდა, მანამდე გალიის მიწები ფრანკებმა წაიღეს.
507 წლისთვის ვესტგოთებს დინასტიური და პოლიტიკური კავშირები ჰქონდათ ოსტგოთებთან და ბურგუნდებთან. ბურგუნდები მტრად მიიჩნევდნენ ოსტგოთებს და ხარბად უცქერდნენ ვესტგოთების სამფლობელოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გალიაში. ასეთი პოზიციიის გამო გუნდობადმა დაივიწყა ძველი დახმარება და შეეკრა ხლოდვიგს ვესტგოთების წინააღმდეგ. ოსტგოთების მეფემ გააფრთხილა გუნდობადი ხლოდვიგთან კავშირი დაგღუპავსო, მაგრამ არ დაუჯერა.
 507 წლის ზაფხულში ხლოდვიგმა დაარღვია 502 წლის ზავი და სამხრეთით დაიძრა. პუატიესთან თუ ვიუესთან მომხდარ გადამწყვეტ ბრძოლაში ვესტგოთებმა მძიმე მარცხი განიცადეს. ბრძოლაში დაიღუპა ალარიხი. გალიის მიწების დიდი ნაწილი ბორდოსა და ტულუზას ჩათვლით ფრანკებმა დაიკავეს. სამეფო საგანძურის ნაწილი მათ ხელში აღმოჩნდა. პუატიეს ბრძოლაში სამხრეთ გალური რომაული არისტოკრატია ფრანკების მხარეს იბრძოდა.
ფრანკების ასეთი წარმატების მიზეზი რომაელების მიმხრობის გარდა იყო ფრანკთა არმიის სიმრავლე, უკეთაღწურვილობა და ალარიხის სიკვდილი, რომელიც კანონიერი ამალარიხი შვილი მცირეწლოვანი იყო და არ შეეძლო სასწრაფოდ დამარცხებული ძალების შეკრება და ქალაქების თავდაცვის ორგანიზება. ასეთ ვითარებაში გადარჩენილი გოთების არმიის ნაწილი ნარბონაში გამაგრდა და მეფედ აირჩია ალარიხის უკანონო ძე (მსახურისგან) გაზელეხი (507–511).
ახალმა მეფემ სატახტოდ ნარბონა გამოაცხადა და მთავარ მიზნად დაკარგული გალიის დაბრუნება გამოაცხადა, თუმცა მალე გუნდობადი შემოიჭრა, გაზელწეხის ჯარი გაანადგურა და ნარბონა დაიპყრო. მაშინ გაზელეხი ბარსელონაშიგაიქცა და აქ დაიწყო მზადება გალიაში შესაჭრელად, თუმცა ბურგუნდები აქაც მოვიდნენ, გაზელეხი დაამარცხეს და ეს ქალაქიც აიღეს. გაზელეხი ამჯერად ესპანეთის სიღრმეში გაიქცა.
ოსტგოთთა მეფე თეოდორიხმა, რომელიც ალარიხის კანონიერი ძის ბაბუა და მოკავშირე იყო, ცნო გაზელეხი და უმალ მზად იყო საშველად წამოსულიყო, მაგრამ ჩრდ. საზღრებზე გართულებებმა და ბიზანტიის ფლოტის იტალიასთან ჩავლამ აიძულა ლაშქრობა გადაედო. 508–509 წლებში ოსტგოთების ჯარმა იბას მეთაურობით რამდენიმეჯერ დაამარცხა ფრანკები, გაათავისუფლა მათგან პროვანსი და ნარბონი, რასაც მოჰყვა ზავი. პროვანსი გადაეცათ ოსტგოთებს, ნარბონი (სეპტიმანია) დაუბრუნდა ვესტგოთებს, ხოლო აკვიტანია ტულუზითა და ბორდოთი დაიმტკიცეს ფრანკებმა.
გაზელეხის მეფობით უკმაყოფილო იყო ამალარიხის გარემოცვა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალარიხის მარჯვენა ხელი გოიარიხი. გაზელეხმა 510 წელს მოკლა იგი. მაშინ ოსტგოთებმა ბარსელონაც დაიკავეს წინააღმდეგობის გარეშე და ამალარიხი (511–531) ვესტგოთების მეფედ გამოაცხადეს თეოდორიხის რეგენტობით.
გაზელეხი აფრიკაში გაიქცა ვანდალთა მეფე ტრაზამუნდთან, რომელმაც ჯარის მიცემაზე უარი უთხრა, თუმცა მისცა ფული, რომლითაც გაზელეხი აკვიტანიაში დაბრუნდა ფრანკების დახმარების იმედით. ამ დროს ხლოდვიგი მკვდარი იყო და სამეფო 4 ძეს გაენაწილებინა, არავინ დაეხმარა. ამიტომ რამდენიმეთვიანი ცდის შემდეგ ბარსელონაში დაბრუნდა ერთგვულ მომხრეებთან ერთად, თუმცა სარდალმა ებამ გაანადგურა მისი ჯარი და გაზელეხიც მოკლეს.
ამალარიხის 20 წლიანი მეფობა სინამდვილეში 5 წლიანი იყო, რადგან სიკვდილამდე (526 წლამდე) ვესტგოთების სამეფოსაც ოსტგოთების მეფე თეოდორიხი განაგებდა. მისი პირველი ბრძანება იყო კარკასონში გადამალული სამეფო საგანძურის რავენაში გადატანა. ოსტგოთთა მეფეს იტალია არ დაუტოვებია და ესპანეთს იგი თავისი გაგზავნილი ორი კონსულის – ლიუვირტის და ამპელიუსის საშუალებით ახორციელებდა. ამალარიხის პირად მფარველად კი გაგზავნილი იყო თეუდისი.
ოსტგოთი წარმომადგენლები კრებდნენ გადასახადებს ვესტგოთებში, აგზავნიდნენ ხორბალსა და სხვა პროდუქტებს იტალიაში და აკონტროლებდნენ სიმშვიდესა და სამართლიანობას ქვეყანაში. სამართალი იტალიურ-რომაული კანონმდებლობით წარმოებდა.
526 წელს თეოდორიხის გარდაცვალების შემდეგ ოსტგოთების მმართველი გახდა დედოფალი ამალასუნტა, რომელიც მცირეწლოვანი ძის სახელით მართავდა. ის დათანხმდა ამალარიხს რავენადან სამეფო საგანძურის დაბრუნებაზე, უარი თქვა ესპანეთიდან პროდუქტებისა და გადასახადების წაღებაზე და სამაგიეროდ ვესტგოთებმა ოსტგოთებს იურიდიულად დაუთმეს პროვანსი.
ამალარიხმა რეზიდენციად ნარბონა აირჩია. იგი ბევრს ცდილობდა ესპანეთის რომანიზებულის გულის მოსაგებად. 527 წელსვე მან ადგილობრივი ორთოდოქსალური ქრისტიანული ეკლესიის ეპისკოპოსთა კრება გამართა მათ გადმოსაბირებლად. შემდეგ ორთოდოქსი სტეფანი დანიშნა ესპანეთის პრეფექტად, რაც ძალიან მაღალი თანამდებობა იყო. ბოლოს დაქორწინდა ხლოდვიგის ასულ ხლოდეხილდაზე (კლოტილდაზე). მეფის ასეთმა პოლიტიკამ აღაშფოთა არიანელი ვესტგოთი დიდებულები. ამით შეშინებული ამალარიხი მეუღლეს მტრად ექცა და საშინლად ექცეოდა. ბოლოს სტეფანის გადააყენა. ეს ყველაფერი საბაბად გამოიყენა ფრანკმა მეფე ხილდებერტმა (511–558) და ომი გამოუცხადა ვესტგოთებს.
ხილდებერტი შეიჭრა სეპტიმანიაში და ნარბონასთან სასტიკად დაამარცხა ამალარიხი, რომელიც მოკლეს. ფრანკებმა დაიპყრეს სეპტიმანიის ნაწილი და წაიყვანეს ქვრივი ხლოდეხილდა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.
ამალარიხი უძეოდ გადაეგო და ამით მმართველი ბალტების საგვარეულო შეწყდა. დაიწყო ბრძოლები ტახტისათვის, რაც დიდად აფერხებდა ვესტგოთთა სამეფოს განვითარებას.
რამდენიმეთვიანი უმეფობის შემდეგ დიდებულების უმეტესობამ მხარი დაუჭირა ამალარიხის ოსტგოთი რეგენტის ტეუდისის (531–548) მეფედ არჩევას, რომელსაც მართვის გამოცდილებაც ჰქონდა, ესპანელი მდიდარი რომაელი ქალის ქორწინებით მათთანაც ჰქონდა კავშირები და პირადი 2000 კაციანი არმიაც ჰყავდა. მან მოახერხა სიტუაციის დამშვიდება, შეუტიას ფრანკებს და რამდენიმე სამფლობელო სეპტიმანიაში უკან დაიბრუნა.
534 წელს ფრანკებმა დაასრულეს ბურგუნდიის დაპყრობა და ეს სამეფო ამჯერად ფრანკი მეფეების ხელთ აღმოჩნდა. შედეგად ფრანკები უკვე ნარბონას გალიას (სეპტიმანია) სრულად გაუმეზობლდნენ ჩრდილოეთიდან და ლამობდნენ მის წაღებასაც.
ტეუდისის დროს ნარბონადან სატახტო ჯერ ბარსელონაში გადმოიტანა, შემდეგ ხან ტოლედოში იჯდა და ხან სევილიაში. იგი ხშირად მოგზაურობდა, რომ ქვეყანა უკეთ ემართა. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ პირენეის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს ვესტგოთები ჯერ კიდევ ვერ აკოტროლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე სრულად გამდმოსულიყვნენაქეთ საცხოვრებლად. მათ ხელთ სრულად იყო ტარაკონისა და კართაგენის პროვინციები და ლუზიტანიის ნაწილი. ჩრდ. დას.-ში სვევების სამეფო იყო, ჩრდილოეთში კანტაბრები და ბასკები დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ. ბეტიკა და ზოგადად სამხრეთ ესპანეთის სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობდა. ვესტგოთებმა აქედან ვანდალებიც განდევნეს, რომაელევბისა და სვევებიც, თუმცა თვითონ იქ არც შესულად და ასე უპატრონოდ ჰყავდათ მიტოვებული აქამდე. ტეუდისმა ამის მოგვარება გადაწყვიტა და ამისთვის გარკვეული ხნით სევილიაში გადაიტანა რეზიდენცია. როდესაც ყველა დასახლება დაიქვემდებარა, გიბრალტარში ჩავიდა და იქ ვანდალთა ელჩი მიიღო, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
533 წელს ბიზანტიელები ვანდალთა სამეფოს თავს დაესხნენ და მისმა მეფემ დახმარება ითხოვა. ვესტგოთები გადავიდნენ აფრიკაში და სეუტა დაიპყრეს, თუმცა 534 წელს ვანდალთა სამეფო დაეცა და წინსვლა შეწყვიტეს. ბიზანტიელებმა სეუტა აიღეს და ვესტგოთების გარნიზონი მოსპეს, შემდეგ კი ბალეარის კუნძულებიც დაიკავეს და ესპანეთს აქედანაც მიუახლოვდნენ.
536 წელს ბიზანტიელებმა ოსტგოთების სამეფოს დაპყრობა დაიწყეს. ოსტგოთები დახმარებას ტეუდისისგან ელოდნენ, მაგრამ ის დროს წელავდა და როცა წასვლა გადაწყვიტა, უკვე ჩრდილოეთიდან ფრანკები შემოიჭრნენ. 541/2 წელს ფრანკთა მეფეები ხილდებერტი და ხლოტარი (თეოდებერტის ლაშქრის დახმარებით) გაერთიანებული ძალებით სამხრეთით წავიდნენ, დალაშქრეს ბასკეთი, დაიპყრეს პამპლონა და მიადგნენ სარაგოსას. 49 დღიანი ალყის შემდეგ ქალაქი დაეცა და ფრანკებმა ტარაკონას პროვინციას ძარცვა დაიწყეს. ტეუდისმა მათ წინააღმდეგ ტეუდიგიზელი გაგზავნა და თვითონ მოგვიანებით მიჰყვა უკან. ტეუდიგიზელმა პირენეის უღელტეხილი ჩაუკეტა ფრანკებს და დაამარცხა. მაშინ ფრანკებმა განძის ნაწილი მისცეს და გაატარა. ტეუდისი დაედევნა მათ და ფრანკთა არიერგარდი სრულად გაანადგურა.
542 წელს ესპანეთში ბიზანტიიდან გავრცელებული ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იმსხვერპლა.
ამასობაში ბიზანტიელები იტალიაში გაიჭედნენ და ოსტგოთებმა ბევრი მიწა უკან წაართვეს. მაშინ ბიზანტიელების დიდმა ნაწილმა დატოვეს ჩრდ. აფრიკა და მისი მიწები ბერბერებმა აწიოკეს. ამით დაიმედებულმა ტეუდისმა 547 წელს რაზმები გაგზვნა სეუტას დასაპყრობად, მაგრამ ბიზანტიელებმა ქალაქის შენარჩუნება მოახერხეს.
საშინაო პოლიტიკაში ტეუდისი აქტიურად მუშაობდა რომაული-ორთოდოქსალური მოსახლეობის გულის მოსაგებად და ამისთვის საეკლესიო წრეებს მიმართავდა. მან 3 ორთოდოქსალური ეკლესიის კრება გამართა და დიდი პატივისცემით ექცეოდა მათ ეპისკოპოსებს. შემდეგ დაიწყო ორივე წარმოშობის მოსახლეობისათვის საერთო კანონების გამოცემა.
548 წლის ზაფხულში ტეუდისი სევილიაში, თავის სასახლეში მოკლა ვინმე პირმა, ვინც მუდამ თავს სულელად აცხადებდა, ამიტომ სიკვდილის წინ მეფემ მისი შენდობა ითხოვა. მას შვილი არ დარჩა, ამიტომ გაამეფეს მის სარდალი ტეუდიგიზელი (548–549).
ახალი მეფეც აგრძელებდა რომაულ-ორთოდოქსალურ მოსახლეობასთან დაახლოების პოლიტიკას, რაც არ მოსწონდა ვესტგოთ დიდებულებს და მასთან დაპირისპირება დაიწყო, რაც 549 წლის ოქტომბერში მეფის მოკვლით დასრულდა. ტახტზე დასვეს აგრესიული არიანელების წარმომადგენელი აგილა I (459–454).
აგილამ 550 წელს ქ. კორდოვაზე ილაშქრა, რომელიც მის ძალაუფლებას არ ცნობდა. ქალაქი მალე დაეცა და მის მოსახლეობას სასტიკად ექცეოდნენ. მაშინ ქალაქი აჯანყდა, აგილას ჯარი დაამარცხა და აკრეფილი საგანძური დააყრევინა. აგილას შვილი დაიღუპა, თვითონ მეფე კი მერიდაში გაიქცა. მეფის სახელი დაეცა.
ცოტა ხანში სევილიაში აჯანყდა გავლენიანი ვესტგოთი ატანაგილდი (551–567), რომელმაც თავი მეფედ გამოაცხადა, თუმცა აგილასგან მარცხი იწვნია და დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. იუსტინიანემ 552 წელს გაუგზავნა ჯარი ლიბერიუსის მეთაურობით. ბიზანტიელებმა დაამარცხეს აგილას ჯარები და მთელი ბეტიკა და ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროები დაიკავეს. გაბრაზებულმა ჯარისკაცებმა 554 წელს აგილა მოკლეს და ატანაგილდს შეუერთდნენ. უკანასკნელი ახლა ცდილობდა მისი მოწვეული ბიზანტიელების თავიდან მოცილებას.
ბიზატიელებს იუმედები მალე გაუცრუვდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლათინურად საუბარს ცდილობდნენ და თავს რომაელებს ეძახდნენ, ესპანეთის სამხრეთის მოსახლეობა მათ ბერძენ დამპყრობლებად მიიჩნევდა. ასე რომ სამხრეთ ესპანელებს არც გოთები უნდოდათ და არც ესპანელები და ასეთ ვითარებაში იუსტინიანეს კამპანიის გაგრძელება აღარ შეეძლო, რადგან ომი გრძელდებოდა იტალიასა და ირანთან. ამ ვითარებით ისარგებლა ატანაგილდმა და სევილიის დაბრუნება მოახერხა (565 წ.).
ატანაგილდმა ქალიშვილები ფრანკთა მეფეებზე გაათხოვა და ცდილობდა მათთან კავშირის დამყარებას ბიზანტიის წინააღმდეგ, მაგრამ ფრანკებში ქაოსი დაიწყო და ამისთვის არავის ეცალა.
მართალია საგარეო საფრთხები გაქრა, მაგრამ სამეფოში შიდაამბოხებები ხშირად ხდებოდა და მეფის ხელისუფლება სულ უფრო მეტ მხარეზე სუსტდებოდა. ამასობაში სვევებმაც ორთოდოქსალური ქრისტიანობა მიიღეს და არიანელი ვესტგოთები ორთოდოქსალური ქვეყნების ალყაში აღმოჩნდნენ.
567 წელს ატანაგილდი უძეოდ გარდაიცვალა და 5 თვე ვერ ხერხდებოდა მეფის არჩევა. ბოლოს აირჩიეს ძმები ლეოვიგილდი (568–586) და ლიუვა I (568–572). უკანასკნელი სეპტიმანიაში მმართველობდა. ლეოვოგილდმა მხარდამჭერთა გასაზრდელად გარდაცვლილი მეფის ქვრივი შეირთო. შემდეგ შემოიკრიბა ერთგული მომხრეები დიდებულთა წრიდან, თავისუფალი გლეხები და მეამბოხე დიდებულები დაიმორჩილა ან სასტიკად გაუსწორდა. შემდეგ მიზნათ ბიზანტიელები განდევნა დაისახა და 570 წელს ომი გამოუცხადა.
ამ დროს ბიზანტიას უხეირო იუსტინე II მართავდა, რომლის ჯარებს აღმოსავლეთში სპარსელები ამარცხებდნენ, ხოლო იტალიაში ახალშეჭრილი ლანგობარდები. 572 წლამდე ვესტგოთებმა ბეტიკის ქალაქების უმეტესობა დაიკავეს და ბიზანტიელებს მხოლოდ სანაპირო ქალაქები შერჩათ, რომლის ასაღებათ ლეოვიგილდ ფლოტი არ ჰყავდა და ზავი დაიდო.
572 წელს ძმის სიკვდილის შემდეგ ლეოვიგილდმა საეტიმანია შემოიერთა, რის შემდეგაც კანტაბრიას შეუერთად და 3 წელში აქაურთა დასახლებები დაიმორჩილა. შემდეგ წლებში დაამარცხა და ვასალად აქცი სვევთა მეფე და კიდევ ერთი ქალაქი წაართვა ბიზანტიელებს, თუმცა 579 წელს უფროსი ვაჟი გერმენეგილდი აუჯანყდა (მან ფრანკი პრინცესა შეირთო, რომელმაც ორთოდოსულ ქრისტიანობაზე მოაქცია და ესპანეთის ორთოდოქსების ნაწილიც მიიმხრო), რომელაც თავი სრულყოფილ მეფედ გამოაცხადა, მამის დათმობილ სევილიის მხარეში გამაგრდა, კორდოვის გადაცემით ბიზანტიელები გაიერთგულა, კავშირი გააბა სვევებთან და ფრანკებთანაც.
ლეოვიგილდმა მას ჯერ ყურადღება არ მიაქცია და რამდენიმე წელში ბასკების ქვეყნის დიდი ნაწილი დაიპყრო, რის შემდეგაც ბასკთა ნაწილი პირენეის იქეთ ფრანკთა სამფლობელოებში გადასახლდა. 582 წელს უკვე მეამბოხე ძეს და მის მოკავშირეებს მიხედა. 582–584 წლებში მან დაიკავა მერიდა, კორდოვა და სევილია, გაანადგურა სვევების ლაშქარი (მეფე მირო დაიღუპა) და სვევებმა თავი მის ვასალად ცნეს. ბოლოს ბიზანტიელებთან გაქცეული მეამბოხე ვაჟი მამას გადასცეს, რომელსაც ერთ ხანს ტყვეობაში ჰყავდა და ბოლოს მოკლეს. სამხრეთი საბოლოოდ შემომტკიცებულ იქნა.
584 წელს სვევებში ვინმე აუდეკამ მოკლა ვესტგოთთა ვასალი მეფე ებორიკი და თვითონ გამეფდა. 585 წელს ეს საბაბად გამოიყენე ლეოვიგილდმა, დაიპყრო ვესტგოთთა სამეფო და აუდეკა მოკლა.
585 წელს სეპტიმანიაში ფრანგული ბურგუნდიის მეფის გუნტრამნის გამოგზავნილი ჯარები შეიჭრა და ნიმი და კარკასონი მიდოამოებით გაანადგურა. საპასუხოდ მეფის ძე რეკარედმა განდევნა ისინი და ჯერ ტულუზამდე მივიდა ოხრებით, შემდენ წელს კი ნარბონამდე. ამდენად 586 წლისთვის სამხრეთ სანაპიროების გარდა მთელი პირენეი ვესტგოთთან ხელში იყო.
გერმენეგილდის აჯანყებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რელიგიური განსხვავება ვესტგოთთა სამეფოს ძლიერ არყევდა. პრობლემის მოსაგვარებლად მეფემ 580 წელს მოიწვია ტოლედოში არიანელი ეპისკოპოსების პირველი კრება, რომელზეც გააკეთეც მცირე შესწორება დოგმაში – ქრისტე მამის თანასწორიაო და დაადგინეს რომ ორთოდოქსები უნდა მოქცეულიყვნენ არიანელობაზე. დაიწყო ორთოდოქსების სასტიკი დევნა. მეფე ეპისკოპოსებს დევნიდა, ქონებასა და პრივილეგიებს ართმევდა. ამ პოლიტიკამ გარკვეულ წარმატებას მიეღწია და ზოგიერთმა ეპისკოპოსმა აღიარა კიდეც არიანელობა, თუმცა მეფის სიკვდილთან ერთად დევნა შეწყდა.
ტერიტორიულ ზრდასთან ერთად ლეოგივილდი მეფის ძალაუფლების ზრდაზეც ზრუნავდა. იგი თავს იმპერატორებს უტოლებდა და სამეფო კარზე მსგავსი რიტუალები შემოიღო. ის პირველი ვერსგოთი მეფე გახდა, რომელიც ატარებდა სამეფო ტანსაცმელს, გვირგვინსა და ასრულებდა სამეფო ცერემონიებს. ამავე მიზნებით მან გადაწყვიტა ერთი სატახტო დაედგინა, რომელიც კონსტანტინოპოლის მსგავსად ბრწყინვალედ მოეწყობოდა და მეფის ძალაუფლებას გაუსვამდა ხაზს. ამ მიზნისთვის მან აირჩია ქალაქი ტოლედო, რომელიც ატანაგილდს უყვარდა და იქვე გარდაიცვალა. ეს ქალაქი ნახევარკუნძულის შუაში იყო, მისგან გზები ყველა მიმართულებით მიდიოდა და ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის მისი გამოყენება სასარგებლოც იქნებოდა.
ამას გარდა მეფე სხვა ქალაქებსაც აარსებდა. უმცროსი ძის საპატივცემულოდ დააარსა ქალაქი რეკოპოლისი, რომელიც 30 ჰა ტერიტორიას მოიცავდა და ტოლედოზე 6-ჯერ დიდი იყო. ბასკების დამორჩილების აღსანიშნავად დააარსა ქალაქი ვიტორია, რომელიც გახდა ბასკებისა და კანტაბრების ბრძოლის ცენტრი.
ლეოგივილდი პირველი ვესტგოთი მეფე იყო, რომელმაც ოქროს მონეტების მოჭრა დაიწყო და თან თავისი გამოსახულებით. ამას გარდა ბიზანტიური მონეტების იმიტირებას აკეთებდა და გამოსცემდა მათ იუსტინე მეორის სახელით. შემოიღო ქვეყანაში მონეტის საერთო წონა. სვევური გალისიის დაპყრობით ქვეყანას გაუორმაგდა ოქროს მარაგი.
ქვეყნის გაერთიანებას ემსახურებოდა საკანონმდებლო რეფორმაც. 578–580 წლებში მან გადაამუშავა ვესტგოთებისა და რომაელებისთვის შექმნილი კანკნმდებლობები და შექმნა ერთიანი კანონმდებლობა, რომელსაც დაუმატა თანამედროვე მოთხოვნებისთვის საჭირო კანონები და უკვე მოძველებული ამოიღო. მოიხსნა აკრძალვა ვესტგოთის რომაელზე დაქორწინების, სასამართლო დავებში ვესტგოთებმა დაკარგეს უპირატესობა. რომაული კანონის მიხედვით გერმანულშიც შემოიტანეს მემკვიდრეობის მიღების უფლება გოგონებისთვისაც.
ვესტგოთებში კლასების ჩამოყალიბების შედეგად სხვაობა მოსულებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დროთა  განმავლობაში  თანდათან  წაიშალა. ამან იმოქმედა როგორც სოციალურ ისე რელიგიურ ცხოვრებაზე. ამრიგად, მეფე ლეოგვილდის კოდექსმა დაადასტურა ვესტგოთური საზოგადოების დაყოფა და მსხვილ მიწათმფლობელებს პრივილეგიები მიანიჭა რიგით მეთემე გოთებთან შედარებით.
VII საუკუნის დამდეგიდან მსხვილ მიწათმფლობელთა კერძო უფლებების ზრდა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. გაღატაკებული მეთემეები უფრო და უფრო მეტად ვარდებიან წარჩინებულთა კაბალაში და კოლონებს ემსგავსებიან. თადათან ისპობა დაპირისპირება გოთურ და რომაულ არისტოკრატიას შორის.
ახალმა მეფე  რეკარედმა (586–601) რელიგიის გარდა ყველა მიმართულებით მამის პოლიტიკა განაგრძო. ის მიხვდა, რომ უმცირესობის რელიგიის თავს მოხვევა უმრავლესობისათვის შეცდომა იყო და საჭირო იყო პირიქითი ნაბიჯი. მითუმეტეს, რომ მეზობელი ქვეყნები ომის დროს სწორედ რელიგიურ ფაქტორს იყენებდნენ. გამეფებიდან მალევე მან გაუგზავნა ფრანკ მეფეებს, ხილდებერტ II-სა და გუნტრამნს მოკავშირეობის შეთავაზება, რადგან საერთო რწმენა გვაქვსო. მართლაც, 587 წლის თებერვალ/მარტში რეკარედი ორთოდოქსალურ ქრისტიანობაზე მოექცა. შემდეგ საეკლესი დისპუტში მოიწვია ორთოდოქსები და არიანელები, რომელზეც უკანასკნელნი „დაეთანხმნენ“ მეფეს მათი რწმენის მცდარობაში. აპრილიში ტოლედოში მოხდა მეფის საჯარო ნათლობა, რითაც ხაზი გაესვა სამეფოს ახალ რწმენაზე გადასვლას.
შემდეგ დაიწყო ორი რწმენის დიდებულების შერიგების პროცესი. დასჯილ ორთოდოქსებს დაუბრუნეს ქონება, ორთოდოქსაულ ეკლესია-მონასტრები კი გაამდიდრეს ქონებითა და მორთულობით. 589 წელს ტოლედოს საეკლესიო კრებაზე, რომელსაც 48 ორთოდოქსი და 8 ყოფილი არიანელი ესპიკოპოსის ესწრებოდა, გამოცხადდა ეკლესიების გაერთიანება და ორთოდოქსალური ქრისტიანული რწმენა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეკლესიის ენად გოთური ესპანურმა ლათინურმა ჩაანაცვლა, რის შედეგადაც გოთური ენა სწრაფად კვდებოდა და მოსახლეობას შორის განსხვავება სულ უფრო იშლებოდა.
საეკლესიო კრებები ეკლესიების გასაერთიანებლად შემდეგშიც იმართებოდა. მათზე საზოგადოებრივი საკითხების განხილვაც იმართებოდა, რომელთაგან აღასანიშნავია ანტიიუდეისტური კანონმდებლობის დამტკიცება, რომლითაც ქვეყანაში ებრაელთა შევიწროვება დაიწყო. ამასნ ერთის მხრივ დააზარალა ვაჭრობა ქვეყანაში და მეორეს მხრივ ებრაელობა ვესტგოთების მტრად აქცია, რაც მომავალში არაბებს შეუწყობს ხელს ქვეყნის დაპყრობაში.
პარალელურად მიმდინარეობდა ორი ეთნოსის დაახლოების პოლიტიკაც. რომანიზებულ ელიტას სულ უფრო მეტად აწინაურებდნენ თანამდებობებზე; სასამართლოში მათ საქმეებს ერთი და იგივე მოსამართლე იხილავდა, თუმცა-კი ჯერ კიდევ მოქმედებდა ორი კოდექსი, თუ საერთო ეთნოსური საქმე არ იყო.
ბუნებრივია მეფის ასეთ პოლიტიკას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. 587–89 წლებში სეპტიმანიაში, ლუზიტანიასა და საკუთრივ ტოლედოში აჯანყებები და შეთქმულებები მოეწყო, რიანელი ეპისკოპოსებისა და მათი მხარდამჭერი გრაფების მონაწილეობით, თუმცა მეფემ მოახერხა მათი ჩახშობა.
590 წელს ჰერცოგმა და სამეფო საძინებლის მსახურთა უფროსმა არგიმუნდმა მოაწყო შეთქმჯულება მეფის მოსაკლავად, თუმცა იგი გამჟღავნდა და სასტიკად დასაჯეს.
რეკარედის მეფობის დასაწყისში დაძაბული რჩებოდა ურთიერთობა ფრანკებთან. 587 წლის აჯანყებისას, სეპტიმანიელ მეამბოხეებს ბურგუნდიის მეფემ დახმარება აღმოუჩინა. საპასუხოდ რეკარედმა ბურგუნდიელებს მის სამფლობელოებზე გასვლა აუკრძალა, რამაც ორივე ქვეყნის ვაჭრობა დააზარალა.
587 წელს აკვიტანიის ჰერცოგმა დეზიდერიუსმა ილაშქრა კარკასონზე, მაგრამ გოთები მზად დახვდნენ, დაამარცხეს, მოკლეს და მისი ჯარი უკან გაიქცა. 589 წელს ბურგუნდიელი ფრანკები უფრო დიდი ლაშქრით მიადგნენ კარკასონს, თუმცა გოთებმა ისინი კვლავ ხაფანგში მოაქციეს, დაამარცხეს და მთელი მათი სანოვაგე ხელთ იგდეს.
590-იან წლებში იმპერატორმა მავრიკიოსმა გადაწყვიტა აღედგინა პოზიციები ესპანეთზე. მან ესპანეთის მმართველად გამოაცხადა კაპრიკიოსი კომენციოლი და ჯარით გაგზავნა პირენეიზე. კომენციოლმა ჯერ აქაური ბიზანტიური სამფლობელოების ცენტრი კარტახენა გაამაგრა, რადგან გოთების საზღვარი მის კედლების სიახლოვეს გადიოდა. გაამაგრა ქალაქის კედლები და გაუკეთა ახალი მძლავრი კარი. შემდეგ გადავიდა შეტევაზე და დაიბრუნა ცოტა ხნის წინ დაკარგული მედინა-სიდონია და რამდენიმე მიმხებარე დასახლება. რეკარედმა 599 წელს ბიზანტიასთან ზავის დადება სცადა, მაგრამ იმათ იუარეს და წინ სვლას ნელი ტემპით განაგრძობდნენ.
რეკარედის მეფობის პირველ წლებში ბასკეთში სიმშვიდე იყო და იქ მეფემ პამპლონის საეპისკოპოსოც კი შექმნა, მაგრამ 592 წლის შემდგომ ბასკების აჯანყებები დაიწყო. ისინი აღარ ექვემდებარებოდნენ მეფეს და მუდმივად არბევდნენ მეზობელ ესპანურ მხარეებს და რეკარედის საპასუხო ლაშქრობებს მხოლოდ მაგი მოგერიების ხასიათი ჰქონდა. ამიტომ რეკარედმა ამაიოდან ვიტორიამდე თავდაცვითი კედელი ააგო.
601 წელს რეკარედი ტოლედოში გარდაიცვალა და ტახტი მისმა 18 წლის ვაჟმა ლიუვა II-მ (601–603). 2,5 წლიანი მეფობის შემდეგ შეთქმულებმა იგი მოკლეს და ტახტზე ვიტერიხი აიყვანეს. ვიტერიხი თავიდან არიანელი იყო და ერთ ქალაქს ხელმზღვანელობდა ლუზიტანიაში. 588 წელს იგი მეფის წინააღმდეგ აჯანყებას შეუერთდა, მაგრამ შემდგომში მოინანია და რეკარედის აქტიური თანამებრძოლი იყო. მან თავი გამოიჩინა ბიზანტიელებთან ომებში, რის შემდეგაც ჰერცოგის ტიტულით სამეფო კარზე აღზევდა. 603 წლის დასაწყისში იგივე უწევდა მეფის დამხობასა და დასჯას, რის შემდეგაც თავზე გვირგვინი დაიდგა.
ვიტერიხმა (603–610) შეცვალა წინა რეკარედის პოლიტიკა, რომანიზებული ხალხი გააძევა თანამდებობებიდან და ცდილობდა მმართველ რელიგიად არაიანელობის დაბრუნებას.
602 წელს მავრიკის სიკვდილის შემდეგ ბიზანტია სამოქალაქო ომმა მოიცვა და ესპანეთისთვის აღარ ეცალა. ამით ისარგებლა ვიტერიხმა და მრავაწლიანი მცდელობით დაიბრუნა მედინა-სიდონია და რამდენიმე პატარა დასახლება. წარმატებული იყო მისი მცდელობები ჩრდილოეთითაც, სადაც ვესტგოთების ლაშქრობების შედეგად შეწყდა ბასკთა შემოსევები.
510 წლის აპრილში მეფე უახლოესი გარემოცვის წევრებმა სადილობის დროს მოკლეს და ტახტზე აიყვანეს სეპტიმანიის ჰერცოგი გუნდემარი (610–612), რომელმაც აღადგინა ორთოდოქსალური ქრისტიანობის პირველობა და იგი საბოლოოდ განამტკიცა მთელი სამეფოს მოსახლეობის რწმენად.
გუნდემარმა ჯერ ბასკების მოსაგერიებლად გაილაშქრა, რომლებიც ებროსა და დუეროს შორის მდებარე ხეობებს ანადგურებდნენ, შემდეგ სამხრეთში ბიზანტიელებს შეუტია, მაგრამ უშედეგოდ.
გუნდემარი აქტიურად ეძებდა კავშირებს დაშლილ და სამოქალაქო ომებით მოცულ ფრანკთა სამეფოში და ზოგიერთ მმართველს ფინანსებითაც კი ეხმარებოდა მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერი მიიღო.
612 წლის მარტისთვის გუნდემარი მოკვდა და მეფედ დასვეს სისებუტი (612–621), რომელიც რეკარედის ძე ან სიძე იყო. მან ჯერ წარმატებული ლაშქრობა მოაწყო ასტურების (ანუ კანტაბრების) წინააღმდეგ, რაშინ მის მიერ შექმნილი პირველი ვესტგოთური ფლოტი გამოიყენა.
ფლოტის დახმარებამ გაადვილა სისებუტის საქმე ბიზანტიელებთან ომში. ესპანური ბიზანტიის მმართველი კეისარი უშედეგოდ თხოვდა დახმარებას ჰერაკლე იმპერატორს, რომელსაც სასანიდები უტევდნენ. რამდენიმეწლიანი ომით ვესტგოთებმა დაიკავეს მალაგა, კარტახენა და სხვა ქალაქები. 615 წლის საზავო ხელშეკრულებით კეისარს შერჩა გიბრალტარის სრუტისპირა პატარა ტერიტორია, რომელიც აფრიკულ სამფლობელო „მავრიტანიას“ დაუქვემდებარეს.
სისებუტის დროს მეფის გავლენა ეკლესიაზე კიდევ უფრო გაიზარდა. ის დამოუკიდებლად ნიშნავდა ეპისკოპოსებს და მის ნებართვის გარეშე გადადგომის უფლებას არავის აძლევდა. ამ პერიოდში ორთოდოქსალური ეკლესიის ეპისკოპოსებად უკვე გოთური წარმოშობის პირებიც ხდებიან, რითაც იწყება ესპანორ-მაელებისა და გოთების გაერთიანების ბოლო ეტაპი.
ამ დროისთვის ჰერაკლემ დაიწყო ებრაელთა სასტიკი დევნა. იგივეს მიმართა ფრანკთა მეფე დაგობერტ I-მა, თუმცა შემდგომში ევროპაში რელიგიურ ტოლერანტობას დაუბრუნდნენ, ხოლო ვესტგოთებში ებრაელების დევნა სამეფოს დაცემამდე გრძელდებოდა.
სისებუტს თანამედროვენი ბრძენ და საკმადო განათლებულ ადამიანად ახასიათებენ. მას თხზულებების წერაც კი უყვარდა და ახალისებდა წერა-კითხვის სწავლას გოთებში, რასაც ამ ხალხის ესპანელებთან დაახლოებაში უნდა შეეწყო ხელი.
621 წლის თებერვალში მეფე ტოლედოში მოკვდა. ზოგი ცნობით ის მოწამლეს. ტახტი ერთაფდერთმა ვაჟმა რეკარედ II ავიდა, რომელიც 3 თვეში გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა სვინტილა (621–631), რომელიც ზოგი ცნობით რეკარედ I-ის ვაჟი იყო.
ახალი მეფე კიდევ უფრო განსწავლული, კეთილშობილი და შრომის მოყვარე ქრისტიანი იყო. მან ხმალი მიმართა ბიზანტიელების წინააღმდეგ და დარჩენილი სანაპირო ზოლის დასახლებები კადისიდან ვალენსიამდე 625 წლამდე სრულად წაართვა. საბოლოოდ აიღო და დაანგრია კარტახენა, ხოლო ბიზანტიის მინიმუმ 2 წარმომადგენელი დაატყვევა. ასე გაიწმინდა პირენეი ბიზანტიელებისგან და ახლა ისინი სეუტადან და ბალეარიდან იმედოვნებდნენ ისევ შემოჭრას.
ამასობაში ბასკები ისევ შემოიჭრნენ ტარაკონას მხარეში. სვინტილას ჯარებმა ისინი სასტიკად დაამარცხეს და მათ მიწებზე ახალი ქალაქი დააარსეს. ამით ბარის ბასკებმა და ასტურებმა საბოლოოდ ცნეს ვესტგოთთა უზენაესობა, თუმცა მთაში მცხოვრებნი ისევ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ.
სვინტილას აშინებდა ჰერცოგ-გრაფებისა და ეპოსკოპოსების ძალაუფლების ზრდა და ძალიან მკაცრად ექცეოდა მათ. სამაგიეროდ შეარბილა პოლიტიკა ებრაელების მიმართ და მათ ნაწილს ესპანეთში დაბრუნების უფლება მისცა.
631 წელს მეფის წინააღმდეგ აჯანყდა სეპტიმანიის ყველაზე გავლენიანი პირი სისენარდი, რომლის ძმები იქაური ეპისკოპოსები იყვნენ. მას მხარდაჭერა გამოიცხადა ფრანკთა მეფე დაგობერტმა, რის სანაცვლოდან ძვირფასი საგანძური დაპირდა სამეფო ხაზინიდან. როგორც კი სისენარდი გოთ-ფრანკული ჯარებით სარაგოსას მოადგა, სვინტილას არმია მის მხარეზე გადავიდა. მაშინ სვინტილა მისი ძმა გეილას ჩათვლით ყველამ მიატოვა. 26 მარტს სისენარდი ტოლედოში მეფედ აკურთხეს. სვინტილას აიძულეს ტახტიდან გადადგომა, რის შემდეგაც ჯერ ორი წელი ჰყავდათ პატიმრობაში, შემდეგ კი ცოლშვილით გააძევეს გადასახლებაში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. ფრანკებმა სანაცვლოდ 200000 სოლიდი მიიღეს.
ახალი მეფის წინააღმდეგ არაერთი დიდგვაროვანი აჯანყდა. თავი მეფედ გამოაცხადა მოსამართლე იუდილამ და ყოფილი მეფის, სვინტილას ძმამ გეილამ. საეკლესიო საითხებზე წინააღმდეგობების გამო გადადგა ტოლედოს მიტროპოლიტი გელადიუსი, თუმცა მისი მემკვიდრე იუსტიც მეფის მოწინააღმდეგე გამოდგა.
633 წლის ბოლოსთვის იუდილას აჯანყება ჩახშობილ იქნა და ძალაუფლების განსამტკიცებლად სისენარდმა მოიწვია ტოლედოში საეკლესიო კრება. მასზე მაშინ გავლენიანი სასულიერო პირების დიდმა ნაწილი მხარე ახალ მეფეს დაუჭირა და ამით იხსნა ქვეყანა დაშლისგან. სვინტილა უსამართლოდ და ღარიბების ხარჯზე გამდიდრებულად გამოაცხადეს (რაც არ იყო მართალი), ამიტომ სამართლიანად გადავაყენეთ და სისენანდიც კანონიერი მეფეაო. უკანასკნელმაც პირობა დადო, რომ სამართლიანი და კეთილშობილი მეფე ვიქნებიო. მისი მოწინააღმდეგენი ანათემას გადასცეს. მადლიერების ნიშნად სისენარდმა ეკლესიას ყველა გადასახადი გაუუქმა.
კრებამ კიდევ მეტად გააძლიერა ანტიებრაული პოლიტიკა. დაადასტურა წინა კრებების დადგენილება, რომელიც ებრაელებს უკრძალავდა ქრისტიანი მონის ყოლას, ქრისტიანთან ქორწინებას ან მასთა  ცხოვრებას. ქრისტიანად მონათლული ბავშვები უნდა დაეშორებინათ იუდეველი მშობლებისგან. ამ დარღვევების გამო იუდეველი სასტიკად ისჯებოდა.
636 წელის 12 მარტს სისენანდი გარდაიცვალა და მეფედ აირჩიეს დიდებული ხინტილა (636–639). მას ქვეყანაში მეფის ხელისუფლება საკმაოდ შერყეული დახვდა და საერთო ესპანური საეკლესიო კრებების ჩატარებით ცდილობდა მათაგან მხარდაჭერის მიღებას ძალაუფლების გასამყარებლად. მუდმივი ბრძოლებით მან მოახერხა ამბოხებებთან გამკლავება და სიკვდილის წინ შვილს, ტულგას ერთიანი სამეფო დაუტოვა.
ტულგა (639–642) კეთილშობილი მეფე იყო, რომელსაც უჭირდა გაძლიერებული ფეოდალების დამორჩილება. 642 წელს მან თავისი 79 წლის სარდალი ხიდასვინტი ამბოხებული ბასკების წინააღმდეგ გაგზავნა. ხიდასვინტმა ჯარი და დიდი ფეოდალების ნაწილი გადაიბირა, ტოლედოზე გაილაშქრა და ტახტზე ავიდა. ტულგა ბერად შეაყენეს.
ახალ მეფეს აუჯანყდა სამხრეთი, გრძელდებოდა ომი ბასკებთან, ბერი გრაფი და ჰერცოგი ურჩობას იჩენდა. ხიდასვინტმა გადაწყვიტა სასტიკი მეთოდებით მოესპო ფეოდალების თავისუფლებისკენ წრაფვა. დაიწყო დიდ ფეოდალმთა მასობრივი დევნა. ვისაც დასჯიდნენ, იმის ქონება მეფეს ერგებოდა. ბევრი ძველი არისტოკრატი გაიქცა ქვეყნიდან ან გადავიდა ეკლესიაში. მათ ადგილებზე მეფე ნიშნავდა ერთგულებს და უხვადაც აჯილდოვებდა მათ. შედეგად, ერთ წელში მთელი სამეფო მყარად იგდო ხელთ.
შემდეგ მეფემ ეკლესიასაც მიხედა. ჯერ საკუთარი სურვილით დანიშნა ტოლედოს მიტროპოლიტი, შემდეგ მორიგი კრება მოიწვია, რომელმაც დააკანონა მეფის ქმედებები და ერის მტრებად გამოაცხადა მეფის მიერ დევნილნი. ასე რომ ეკლესია მისი სრული მორჩილი და მხარდამჭერი გახდა.
სარაგოსას ეპისკოპოს ბრაულიონის დახმარებით ხიდასვინტმა სრულად გადაამუსავა კანონმდებლობა, განაახლა და ალარიხისა და ლეოვიგილდის კანონმდებლობები ჩაანაცვლა ახალი „ვესტგოთური სამართლით“. მისი საბოლოო რედაქცია გამოვიდა 654 წელს. ამიერიდან საბოლოოდ გაუქმდა ეთნიკური დაყოფა და ესპანეთისა და სეპტიმანიის მოსახლეობა სრულად ერთ ერად გამოცხადდა. კანონები განსაკუთრებით სასტიკად ეპყრობოდა მეფის მოწინააღმდეგეებს, რომელთა შეწყალება არ განიხილებოდა. იკრძალებოდა მეფის მიერ ეკლესიისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნება. ბატონებს ეკრძალებოდათ თავისი ყმების მოკვლა. სამაგიეროდ კანონები აღარაფერს ამბობდა ებრაელებზე და მათ დევნაზე.
რადგან მეფე ასაკის გამო სულ უფრო უძლურდებოდა, გამოსცა კანონი, რომლითაც იკრძალებოდა ახალი მეფის არჩევა და უფროსი ვაჟი რეკესვინტი 649 წელს თანამეფედ აკურთხა. ამიერიდან მას სულ ფურო მეტ სამეფო საქმეს აძლევდა და აძლიერებდა.
მეფობის ბოლო წლებში ხიდასვინტი ცდილობდა განათლებისსთვის ხელის შეწყობას და ამ მიზნით იტალიიდან წიგნები ჩამოატანინა. ზოგჯერ ცდილობდა კეთილშობილებისა და ქველმოქმედების გამოჩენას, თუმცა უფრო მეტად ზრუნავდა ეკლესიაზე, რომელსაც მამულებსა და პრივილეგიებს ჩუქნიდა და ახალ მონასტრებს აგებდა.
653 წლის 30 სექტემბერს ხიდასვინტი გარდაიცვალა და რეკესვინტი დამოუკიდებელ მეფობას შეუდგა. მის წინააღმდეგ უმალ გამოსვლები დაიწყო. ჯერ მიტროპოლიმა ევგენიოსმა გამოაქვეყნა ყოფილი მეფის უსამართლობის შესახებ ქადაგება. შემდეგ ჰერცოგი ფროია აჯანყდა, ბასკები შემოიერთა და სარაგოსას ალყა შემოარტყა. ესპანელთაგან ფრაიას არავინ მიემხრო. ბასკებმა კი ადგილობრივთა და განსაკუთრებით მღვდლების ხოცვა დაიწყეს, რის შემდეგაც სარაგოსას მხარის მოსახლეობა აჯნაყებულების წინააღმდეგ გამოვიდა. ამასობაში რეკესვინტი მოვიდა და მოწინააღმდეგე დაამარცხა, თუმცა-კი ბევრი მეომარი დაკარგა.
ცოტა ხანში მეფეს სასულიერო პირებმა მოახსენეს, რომ სასტიკი სამეფო პოლიტიკით ეკლესიაში ბევრია უკმაყოფილოო. მაშინ მეფემ ეპისკოპოსთა და აბატთა საერთო კრება მოიწვია, რომელზეც გამოცხადდა ოპოზიციიის მიმართა საყოველთაო ამინისტია და შერბილდა სასჯელები საწინააღდეგო გამოსვლებისთვის. განდევნილნი დააბრუნეს, ოღონდ ქოენების დაბრუნების გარეშე. ჩამორთმეული ქონება კი მეფის და მისი ოჯახის ნაცვლად, სამეფო საკუთრებად გამოცხადდა. შეიცვალა მეფობის გადაცემის წესიც. აქამდე მეფე უნდა აერჩიათ დედაქალაქში გავლენიანი ოსტგოთი ოჯახების წრიდან. ახლა მეფის სიკვდილის შემთხვევაში პირი უმალვე არჩეულ უნდა ყოფილიყო ნებისმიერ ადგილას, ეპისკოპოსების და უმაღლესი სამეფო მოხელეების თანხმობით.
რეკესვინტმა განაგრძო მამის საკანონმდებლო საქმიანობა და 654 წელს გამოაქვეყნა „სამართლის წიგნი“, რომელშიც 324 ძველი მეფეთა კანონი იყო, 99 ხიდასვინტის კანონი და 87 რეკესვინტის კანონი. იგი ვერ მოიცავდა ცხოვრების ყველა დეტალს, მაგრამ აძლევდა გარკვეულ მონახაზს მოსამართლეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. იურიდიულად დაკანონდა რომაელებისა და ვესტგოთების თანაბარუფლებიანობა. ღარიბებს მიეცათ უფლება ეწარმოებინათ საქმე ეპისკოპოსის სასამართლოში. აკრძალა მონებისთვის სხეულის დასახიჩრება და დაადგინა, რომ როგორც თავისუფალი, მონობისგან გათავისუფლებულნი და მონები, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, არ მიიღებდნენ თავისი ბატონისგან ასეთ სასჯელს.
მალე მეამბოხეთა და ბასკთა ახალი გამოსვლები მოხდა, თუმცა მეფე მათ გაუმკლავდა და შემდეგი 16 წელი მშვიდად მართავდა სამეფოს. მას ცოლი 22 წლის ასაკში მოუკვდა და შემდეგ აღაც დაქორწინებულა და არც მემკვიდრე დარჩენია, ისე გარდაიცვალა 672 წლის 1 სექტემბერს. მაშინ დიდებულთა და ეპოსკოპოსთა  საბჭომ მეფედ აირჩია ლუზიტანიის ჰერცოგი ვამბა (672–680), რომელსაც თანამედროვე ისტორიკოსები ტულგას ვაჟად მიიჩნევენ. იგი დიდხანს ყოყმანობდა და ლამის იძულებით დაითანხმეს, შემდეგ კი ტოლედოში ოფიციალურად აკურთხეს.
ახალი მეფის არჩევანით ბევრი უკმაყოფილო აღმოჩნდა. სეპტიმანიაში ამბოხდა ნიმის გრაფი ხილდერიკი, რომელმაც სასულიერო პირების მხარდაჭერით შეიპყრო მეფის მოხრე ნიმის ეპისკოპოსი არეგიუსი, გადასცა ფრანკებს და მის ადგილზე დანიშნა რანიმირი. აჯანყების ჩასახშობად მეფემ გაგზავნა იბერიელ-რომაელი ფლავიუს პავლე, თუმცა ნარბონაში მისულმა აჯანყება მანაც გამოაცხადა და ქალაქი დაიკავა. შემდეგ თავზე დაიდგა სამეფო გვირგვინი თავზე შემოიერთა ტარაკონას ჰერცოგი რანოსინდა, სამეფო მოხელე ხილდიგიზაი და მოკავშირეობა გააფორმა ფრანკებთან და ბასკებთან. მას ფინანსური დახმარება აღმოუჩინეს სეპტიმანიის ებრაელობამ. აქ ისინი საკმაოდ მრავლად ცხოვრობდნენ. მაში პავლემ შესთავაზა ვამბას ქვეყნის გაყოფა.
ვამბა ბასკების აჯანყების ჩასაქრობად მიემართებოდა და კანტაბრიაში მისულიყო, როდესაც გაიგო პავლეს ამბოხების ამბავი. გზა გააგრძელა და 7 დღეში ააწიოკა მთელი ბასკთა ქვეყანა, რის შემდეგაც გამოართვა მძევლები დააკისრა ხარკი და გზა ნარბონასკენ განაგრძო. ამბოხებული ქალაქებიდან პირველი მას დანებდა ბარსელონა, შემდეგ ჟირონა. პირენეებზე გადასვლის შემდეგ მეფემ ჯარი სამად გაყო და ამბოხებულთა სიმაგრეებს შეუსია, რა დროსაც შეიპყრეს რანოსინდი და ხილდგიზი, ხოლო გრაფი ვიტიმირი ნარბონაში პავლესთან გაიქცა. ამით შეშინებული პავლე ნიმში გაიქცა და ქალაქი ვიტიმირს დაუტოვა. სამეფო ჯარებს თან ფლოტი მოყვებოდა საპორტო ქალაქებზე ზღვიდანაც შესატევად, ამიტომ ნარბონაც აიღეს და ვიტიმირი შეიპყრეს. შემდეგ დაიკავეს ბიტერა (დღევ. ბეზიე) და აგრაფი და მაგალონა.
673 წლის 31 აგვისტოს ვამბამ მოულოდნელად შემოარტყა ალყა ნიმს, სადაც იმალებოდა მეამბოხე მოკავშირე ფრანკებთან ერთად. მეფე ძალიან ჩქარობდა, რადგან ეშინოდა ფრანკთა ახალმა ჯარმა არ მომისწროს და უკნიდან დამარტყასო, ამიტომ მეორე დღეს მთელი ძალებით შეუტია, აიღო ქალაქი და გაძარცვა. მეამბოხეები დაატყვევეს. მათი მოკავშირე ფრანკები და საქსები გაცვალეს ფრანკთა მეფესთან ტყვეობაში მყოფ ვესტგოთებზე. შემდეგ შეაკეთა ქალაქის კედლები და გაემართა ფრანკების ჯარის შესახვედრად, რომლებიც აკვიტანიის ჰერცოგ ლუპის სარდლობით ბიტერის ოლქში შემოჭრილიყვნენ. ლუპიმ არ მიიღო ბრძოლა და უკან გაბრუნდა.
შემდეგ შედგა სასამართლო, რომელზეც გაასამართლეს 52 სეპტიმანიელი და ტარაკონელი მეამბოხე დიდებული პავლეს მეთაურობით. სასამართლომ მათ სიკვდილი და მეფის სასარგებლოდ ქონების ჩამორთმევა მიუსაჯა, ეკლესიამ კი განკვეთა. მეფემ სიკვდილი დაბრმავებით შეუცვალა.
ლაშქრობის დროს გამოჩნდა გოთური არმიის პრობლემები. ჯარისკაცები მსვლელობის დროს მიმართავდნენ მკვლელობას, ძარცვას, დაწვასა და სხვა ძალადობას. ბევრმა დამალვით თავიდან აირიდა ლაშქარში გაწვევა. პრობლემის მოსაგვარებლად ვამბამ გამოსცა სამხედრო დეკრეტი, რომლითაც ყველა მოქალაქე ეპიკოპოსების ჩათვლით უნდა შეკრებილიყვნენ მეფის წვევისთანავე. მონათმფლობელები ომში მონებით უნდა გამოცხადებულიყვნენ. ვესტგოთებში უმეტესობა მცირემონათმფლობელი იყო და 2–3 მონა თუ ჰყავდა, თუმცა იყვნენ ისეთები, რომელთაც ბევრი მონა ჰყავდა. ასეთები ფაქტობრივად სერიოზული რაზმით გამოდიოდნენ ომში. ამან თავიდან კი გაზარდა არმია, მაგრამ თანდათან მოშალა მისი ერთობა, რადგან ასეთი რაზმები არამთავარსადალს, არამედ კონკრეტულ მფლობელს ექვემდებარებოდა და ბრძოლის დროს არაპროგნოზირებადი იყო.
კანონი მკაცრი იყო იმათთვის, ვინც არ გამოცხადდებოდა. მაღალ ფენებს მუდმივი გაძევება და ქონების კონფისკაცია, ხოლო დაბალ ფენებს სამოქალაქო ულფბების წართმევა და ფაქტიურად დამონება ემუქრებოდა. ამბოხებისას არწვევის გამო სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდებოდა. ავადმყოფობის შეთხვევაში პირს თავისი მსახურები მაინც უნდა გაეშვა, საკუთარი სახრებით შეიარაღებით.
ამ კანონმა ბევრი გაანაწყენა. მონათმფლობელები ბრაზობდნენ – მონები ომში წასვლით საქმეს მოწყდებიანო. ეკლესიაც გაანაწყენა მათი პირების გაწვევამ. უკმაყოფილებამ ქვეყნის დიდი ნაწილი მოიცვა, თუმცა ვამბამ სასტიკი რეპრესიებით გაუსწორდა მათ.
მართველ წრეებში უკმაყოფილოთა გამოცარიელებულ ადგილებზე ვამბა მონებსა და გათავისუფლებულებს ნიშნავდა. გავლენიანი ეპისკოპოსების დასასუსტებლად საეპისკოპოსოებს ჰყოფდა და ახალ პოსტებზე ერთგულ პირებს ნიშნავდა.
შემდეგ დედაქალაქ ტოლედოს სიმაგრეებით გამაგრება და გამშვენიერება დაიწყო. ასევე გააძლიერა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქები და ციხე-სიმაგრეები. შემდეგ შეამცირა სამეფო მონეტების მოსაჭრელი ადგილები და მასზე კონტროლი გაამკაცრა, რათა არ დაეშვა სამეფო ფულის მეამბოხეთა ხელში ჩაგდება.
ამასობაში არაბები ჩრდ. აფრიკის დაპყრობის საქმეში სულ უფრო წინ მიიწევდნენ. როგორც მოგვიანო წყაროებიდან ჩანს 670-იანი წლებიდან არაბთა პირველი მარბიელი რაზმები ეწვივნენ ფლოტით ესპანეთის სანაპიროებს და არაერთი დასახლება დაარბიეს.
შემდეგ მეფემ კიდევ უფრო შეღზუდა ეპისკოპოსების ძალაუფლება. პირველ რიგში აუკრძალა მათ სოფლის ეკლესიებისა და მონასტრების მიტაცება და მათი ქონების ხელთგდება. შემდეგ თავისუფალ გლეხებს აუკრძალა საეკლესიო გლეხებზე ქორწინება, რადგან მათი შვილები საეკლესიო გლეხებად ითვლებოდან და გადასახადსაც ეკლესიას უხდიდნენ, ვამბას გეგმა კი სამეფო ხაზინის გაზრდა იყო.
ამ რეფორმების შედეგად ვამბამ გადაიმტერა არამარტო მსხვილი მიწათმფლობელები და გავლენიანი გვარები, არამედ ეკლესიაც და მიუხედავად მკაცრი მმართველობისა, განაწყენებულმა ფენებმა დაიწყეს ერთობლივი ჩუმი მზადება მეფის ჩამოსაგდებად.
680 წლის იანვარში მოკვდა მეფის ერთგული ტოლედოს მიტროპოლიტი კვირიკი (667–680) და მის ადგილზე არჩეული იულიანე გახდა მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მთავარი ორგანიზატორი. (მომავალში მან მოინანია ეს ცოდვა და დაწერა „ვამბას ისტორია“, რომელშიც ის წარმოადგინა იდეალურ მონარქად). შეთქმულების ხელმძღვანელობა ითავა ერვიგმა. მამამისი ბიზანტიელი დიდებული არდაბასტი იყო, რომელიც ჩამოვიდა აქ ხიდასვინტის დროს და დაქორწინდა მეფის ნათესავ გლასვინდაზე. ერვიგმა მეფეს შეასვა სასმელი, რომ ლის გამო რამდენიმე საათით დაკარგა გონება. მაშინ მეფეს ჩაავეს ბერის სამოსი და აღკვეცეს, გაღვიძებულ მეფეს კი აიძულეს ხელი მოაწერა გადადგომაზე და გაგზავნეს პამპლიეგის მონასტერში, სადაც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
ვამბას დამხობის მეორე დღეს ერვიგი 680–687 შეუდგა მეფობას, ხოლო 6 დღის შემდეგ მეფედ ეკურთხა. მეფობის ლეგიტიმაციისათვის ერგვიგმა გამეფებიდან 50 დღის შემდეგ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც გაამტყუნეს ვამბა და მისი გადადგომა კანონიერად ცნეს და მოითხოვეს სამხედრო კანონის შესწორება, რომელიც ასე აღელვებდა მმართველ წრეებს.
681 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა 84 კანონის ახალი რედაქცია, სამხედრო კანონის ჩათვლით. შერბილდა სასჯელი არგამოცხადებაზე და ეპისკოპოსებს აღარ ევალებოდათ ომში მონაწილეობა. 28 კანონი ეხებოდა ებრაელებს. ბრუნდებოდა სისებუტის ანტისემიტური პოლიტიკა, თუმცა სიკვდილით დასჯის გარეშე. მათ ძალით აიძულებდნენ ქრისტიანად მონათვლას. იუდეველებს ეკრძალებოდათ ისეთი საქმის კეთება, სადაც ქრისტიანის ხელმძღვანელი შეიძლება გამხდარიყვნენ. იუდეველთა მეთვალყურეობა ეპისკოპოსებს ევალებდა. მეფის ასეთი რადიკალური პოლიტიკა ნაკარნახევი იყო მიტროპოლიტ იულიანეს მიერ, რომელიც ქრისტიანი ებრაელების შთამომავალი იყო, თუმცა ფანატიკური ანტისემიტი იყო. შედარებით რბილი იყო ანტისემიტური პოლიტიკა სეპტიმანიაში, რადგან რეგიონი მთებით იყო გამოყოფილი ესპანეთისგან, ესაზღვრებოდა ფრანკების სამეფოს და პატრიოტი გოთები იქ მცირედ ცხოვრობდნენ. ამის გამო მეფეები ერიდებოდნენ მის შევიწროვებას და შესაბამისად აქ ბევრი ებრაელი იყრიდა თავს.
683 წლის საეკლესიო კრებამ კიდევ უფრო შეასუსტა მეფის ხელისუფლება. მისი დადგენილებით ხიდასვინტის ეპოქიდან მოყოლებული ყველა მეფის წინააღმდეგ გამოსულ დასჯილს გამოუცხადდა ამინისტია და შესაძლებელი გახდა მათი ძველ პოზიციებზე დაბრუნა მეფისთვის გადაცემული ოქნების დაბრუნების გარეშე. ამასთან, აწინ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული უნდა გაესამართლებინა მისი რანგის პირებისგან შექმნილ სასამართლოს და არა უბრალოდ  მეფის ერთგულ პირებს. მოხდა დაგროვილი სამეფო საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა. აიკრძალა უფლებებში არისტოკრატიის გლეხებთან და მითუმეტეს მონებთან უფლებრივად გათანაბრება და დადგინდა, რომ სახელმწიფო თანამდებობები მხოლოდ გვაროვნულ არისტოკრატიას შეიძლებოდა მიეღო.
ერვიგის მეფობის დროს სამეფო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა. ომების და ფეოდალური პროცესების შედეგად გადასახადის გადამხდელი მოსახლეობა შემცირებული იყო. მთელი რიგი რეგიონები შიმშილობამ მოიცვა. სულ უფრო ძლიერდებოდნენ საგვარეულო დიდებულები, რომლებიც გლეხობას თავისუფლებას ართმევდნენ. მეფე ძლიერ წუხდა, რომ სულ უფრო ნაკლები თავისუფალი ადამიანი რჩებოდა ქვეყანაში. ბევრ სოფელში მოწმედ ერთ თავისუფალ ადამიანს ვერ ნახავო (არათავისუფალს არ შეეძლო ახალი წესით გამოსვლა მოწმედ. პრობლემის შესაჩერებლად ერვიგმა დაადგია: თავისუფალ ნათესავს შეუძლია დაყმევებული ნათესავის გამოსყიდვა; მონისა და თავისუფალის შვილი, თუ მათი თანაცხოვრება 30 წელს გაგრძელდება, მათი შვილი თავისუფალი იქნება.
დიდგვაროვნების ყმებით, მიწებითა და შემოსავლებით გაძლიერებას მეფე კანონით აკანონებდა, რითაც სულ უფრო აუძლურებდა ხელისუფლებას, დიდებულების გავლენის ზრდის პარალელურად. მეფის ახალი კანონით დაყმევებული მთელი ცხოვრება ვეღარ წავიდოდა ბატონისგან.
ერვიგს აწუხებდა არმიის შემცირება და ცდილობდა პრობლემის გადაწყვეტას. მისი მოთხოვნით ბატონს ყოველი მეათე მონა მაინც უნდა გამოეყვანა ომში საკუთარი სახსრებით. ამრიგად, ძირითადად მონებით შედგენილი არმია სუსტი და უმოტივაციო იყო ებრძოლა გაბატონებული კლასის ინტერესებისათვის.
ასეთი დათმობების მიუხედავად დიდებულები მაინც არ ცდილობდნენ მეფის ერთგულ მსახურებას, რის გამოც ერვიგმა რეპრესიები დაიწყო. სასამართლოს ძალით დასჯილებს ერთმეოდათ პატივი და ქონება. ძალაუფლების კიდევ უფრო გასამყარებლად ერვიგმა გადაწყვიტა ვამბას საახლობლოსთან დამეგობრება და თავისი ასული კისკილო ყოფილი მეფის ვამბას დისშვილს, ეგიკას მიათხოვა.
687 წლის შემოდგომაზე მეფე მძიმედ ავად გახდა. სიკვდილის სარეცელზე მან მემკვიდრედ სიძე ეგიკა დაასახელა და დააფიცა, რომ მეფობას უსამართლო მიზნებისთვის არ გამოიყენებდა. არადა უკანასკნელმა მთელი მეფობა წინა მეფის კანონმდებლობის გაუქმებასა და გადახედვას მიუძღვნა.
ეგიკას (687–702) მეფობის დასაწყისში სულ უფრო იზრდებოდა არაბთა შემოსევის საფრთხე, თუმცა ვესტგოთთა მეფე ამაზე მეტად მის სიმამრზე შურისძიებასა და ძალაუფლების ლეგიტიმაციაზე ფიქრობდა. ამ მიზნით მან 688 წლის 11 მაის მოიწვია ტოლედოს საეკლესიო კრება, რომელზეც გაკრიტიკებულ იქნა წინა მეფის მმართველობა და ეგიკას მოეხსნა დაფიცება, რომლის მიხედვითაც ერვიგის ცოლშვილის ინტერესები უნდა დაეცვა. ამასთან, დაამატეს, რომ „არავის უნდა ეიძულებინა“ ქვრივი დედოფალი გათხოვილიყო. 3 წლის შემდეგ მოწვეულ კრებაზე კი დაადგინეს, რომ ყოველი მეფის სიკვდილის შემდეგ მისი კვრივი აუცილებლად მონასტერში უნდა წავიდეს, რადგან ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას ასე სჭირდებაო.
სარაგოსაკ კრებაზე ასევე დაადგინეს წინა მეფის კანონის გაუქმება, რომლითაც ხიდასვინტის მიერ ეკლესიისგან გათავისუფლებული მონები უკან რომ დაიბრუნეს, ახლა ისევ იღებდნენ თავისუფლებას. ამან გაზარდა ეპისკოპოსებში მეფისადმი უკმაყოფილება, რასაც დაემატა ყოფილი მეფის მეგობრების უკმაყოფილება და 693 წლის გაზაფხულზე მომზადდა ამბოხი ტოლედოში. ამბოხებას შეუერთდნენ სამეფოს უმაღლესი მოხელეები და თვით ტოლედოს ახალი მიტროპოლიტი სუნიფრედი. ვინმე სუნიფრედმა თავი მეფედ გამოაცხადა და ცოტა ხნით დედაქალაქიც კი დაიკავა, სადაც მონეტების მოჭრა მოასწრო, მაგრამ ეგიკამ მოახერხა სიტუაციიის დალაგება, დიდმოხელეები და მიტროპოლიტი გადააყენა და ძალაუფლების გასამყარებლად ახალი საეკლესიო კრება მოიწვია.
მეფის ქმედება გამოცხადდა კანონიერად, მეამბოხეებს გამოეტანათ მკაცრი სასჯელი და ძველი კანონის დამატებით, მეფეს, რომელსაც ძალაუფლება აქვს ღმერთისგან, მის წინააღმდეგ მოქმედებსა და მათ მემკვიდრეებს სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო მოხელეობაო. შემდეგი კანონი იცავდა სოფლის წვრილი ეკლესიების საკუთრებას, რომელსაც იტაცებდნენ ეპისკოპოსები. მოკლედ, ეგიკას კანონმდებლობა მიმართული იყო უმეტესად დაბალი ფენებისგან, რომელსაც ეყრდნობოდა მეფე დიდგვაროვნებთან და ეპისკოპოსებთან ბრძოლაში.
694 წლის ბოლოს ახალ საეკლესიო კრებაზე მიიღეს კანონები ეგიკას ოჯახის დასაცავად და იუდეველების შესავიწროვებლად. „თუ დედოფალი კისკილო დარჩება ქვრივი შვილებთან ერთად, არავის ექნება უფლება მისი შვილები ბერ-მონაზვნებად აქციოს და მათ თავისუფლად უნდა განაგონ მამის ქონება. იუდეველებს აეკრძალად ქრისტიანებთან ვაჭრობა, რითაც მეფე ეკლესიის გულის მოგებას ცდილობდა. იუდეველი, რომელიც მონთვლაზე უარს ამბობდა, მას ემატებოდა ე.წ. ებრაული გადასახადი, მის გადახდაზე იუდეველთა თემს კოლექტიური პასუხისმგებლობა ენიჭებოდათ. კრების დადგინებით, ესპანელმა ებრაელებმა კავშირი დაამყარეს უცხოეთში მცხოვრებ ებრაელებთან და დაგეგმეს შეთქმულება ვესტგოთების სამეფოს დასამხობად; რომ ისინი უკავშირდებოდნენ სირიელ და ეგვიპტელ არაბებს და მოუწოდებდნენ შემოჭრილიყვნენ ესპანეთში. ეგიკამ ამიტომ ებრაელთა გაჟლეტა მოითხოვა, მაგრამ კრებამ შეარბილა დადგენილება და ებრაელებს მხოლოდ მდგომარეობის, თავისუფლების, ქონების ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება მიუსაჯა. მართლაც დაიწყო ებრაელთა საშინელი შევიწროვება. მათ 7 წლის შესრულებისთანავე მათ ბავშვებს ართმევდნენ და ქრისტიან ოჯახებს აძლევდნენ, იმდენად დაასუსტეს აქაური ებრაელობა, რომ ამის შემდეგ საეკლესიო კრებებზე მათ შესახებ დადგენილება აღარ მიუღიათ.
კრებამ ფაქტობრივად დაადასტურა წინა მეფის მომხრეთა საბოლოო განადგურება, რის შემდეგაც მეფემ თავისი ცოლი კისკილოც კი მოიშორა, რადგან ერვიგის ოჯახის წევრი და კლანის წარმომადგენელი იყო.
698 წლისთვის ბიზანტიელებმა გამოგხილზება დაიწყეს და მათმა ფლოტმა ცოტა ხნით არაბებს წაართვეს კართაგენი. შემდეგ ბიზანტიელები ალიკანტეში გადმოსხნენ აქაური სამფლობელოების დასაბრუნებლად, მაგრამ ისინი გაყარეს. ამ საქმეს მეთაურობდა ვინმე დიდებული თეოდემირი, რომელიც ქვეყნის სამხრეთსი დიდ სამფლობელოებსა და ჯარს ფლობდა და გარკვეული დამოუკიდებელი მოქმედებების უფლებაც ჰქონდა, რადგან არ დაუცდია მეფისთვის, ისე გააძევა შემოსეული მტერი თავისი ძალებით.
მეფობის ბოლო წლებში ისევ მოხდა ამბოხება სეპტიმანიაში, სადაც დამხმარედ მოიწვიეს აკვიტანიელი ფრანკები, მაგრამ ეგიკა ამ ამბოხებასაც გაუმკლავდა. ზოგადად მეფემ ძლიერ შეცვალა წინა მეფის კანონმდებლობა ამ მიმართულებითაც და აქტიურად ეწეოდა ურჩების მიმართა ჯარიმების გამოწერას, ქონების კონფისკაციასა და გაძევებას. ზოგჯერ უკანონოდაც ასრულებიდებდა საგადასახადო ვალდებულებასაც. ამ საქმეებს ის ამართლებთა იმ ფაქტით რომ საჭირო იყო სამეფო ხაზინის შევსება.
ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო რთულდებოდა. ეს ჩანს მონეტებზეც, რომლებშიც სულ უფრო მეტ ვერცხლს ამატებდნენ. რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდებოდა გვალვა და ცუდი მოსავალი, რამაც გა,მოიწვია შიმშილიანობა და სიკვდილიანობის გაზრდა. სულ უფრო მეტად ჩანდა სამუშაოს ძალის სიმცირე როგორც მსხვილი ფეოდალების ასევე დიდ საეკლესიო მამულებში. 693–694 წლებში ესპანეთი ლამის გაუკაცრიელდა მორიგი ინფექციური ეპიდემიის გამო. სამხრეთ გალიაში იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ ანტიუდეური კანონები შეაჩერეს. იუდეელები ებრაელები სეპტიმანიის ჰერცოგის განკარგულებაში იყვნენ, რომელსაც შეეძლო მათი მომსახურებით სარგებლობა. ყველაფერმა ამან აიძულა არისტოკრატია კიდევ მეტად დაექვემდებარებინათ თავისუფალი გლეხობა და ცდილობდნენ არ დაეშვათ მონების გაქცევა. მეფე ცდილობდა რა არისტოკრატიის გული მოეგო, გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით მონობისგან გათავისუფლებული რჩებოდა თავისი ყოფილი მფლობელის დაქვემდებარებაში მთელი ცხოვრება. მეტიც, მისი შთამომავლებიც, მისი ბატონის სამი თაობის შთამომავლების დაქვემდებარებაში უნდა დარჩენილიყვნენ და თუ არ შეასრულებდნენ, საერთოდ დაკარგავდნენ თავისუფლებას. ამასთან გამოიცა მკაცრი კანონი გაქცეული მონების დასჯის შესახებ.
პარალელურად ეგიკა ცდილობდა მოეშორებინა თავიდან კონკურენტები, ყოფილი მეფეების შთამომავლები. ერთ-ერთი ასეთი იყო მეფე ხიდასვინტის თეოდოფრედი, რომელიც ეგიკამ შეიპყრო და დააბრმავა. ამის მიუხედავად ბიჭი დასახლდა კორდოვაში, სადაც დაქორწინა გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელ რიკილოზე. ქორწინებიდან იშვა როდერიხი, რომელიც ეგიკას შვილს დაუწყებს ბრძოლას ტახტისათვის.
დაახლ. 694 ეგიკამ თავისი ვაჟი ვიტიცა თანამეფედ აკურთხა და სამმართველოდ მისცა ყოფილი სვევების სამეფოს ტერიტორია, ხოლო საჯდომად აირჩია ქალაქი ტუე. სიცოცხლის ბოლოს მეფემ ვიტიცა დააბრუნა ტოლედოში და 701 წლის 15 ნოემბერს ოფიციალურად აკურთხა მეფედ. 702 წლის ბოლოს ეგიკა გარდაიცვალა.
ვიტიცა (702–710) იყო ერთიმხრივ კეთილშობილი მეფე იყო და ყველას იწყალებდა, მეორეს მხრივ კი არაშორსმჭვრეტელი, გართობისა და გარყვნილების მოყვარული. ჰყავდა ბევრი ცოლი და საყვარელი და ეპისკოპოსებსა და სხვა სასულიერო პირებსაც დაავალა ცოლის მოყვანა. ვიტიცამ შეიწყალა მამამისის ყველა დასჯილი; დააბრუნა გადასახლებულნი თავიანთ მიწებზე, აღუდგინა მდგომარეობა ვასალებს. დააბრუნა ჩამორთმეული ქონება და დაკისრებული მკაცრი გადასახადები გააუქმა. ვიტიცამ მამამისის დასჯილი თეოდოფერის ვაჟი როდერიხი ბეტიკის ჰერცოგად დანიშნა.
701 და 708 წლებში ესპანეთს კვლავ გადაუარა ეპიდემიამ და შიმშილიანობამ. მოსახლეობა ისე შემცირდა, რომ მეფე უკვე სერიოზულად დაფიქრდა საეკლესიო პირების უშვილძირობაზე, რის გამოც დააბრუნა განდევნილნი და სასულიერო პირებს მოთხოვა დაქორწინება.
მეფემ თავისი კეთილშობილური პოლიტიკით ბევრი დიდებული ოჯახი დაიახლოვა და ამავე დროს ბევრს მისცა იმედი მოეწყოთ წარმატებული გადატრიალება. პირველი შეთქმულების ხელმძღვანელი გახდა პელაიო (პელაგიუსი). მამამისს კანტაბრიის ჰერცოგ ფავილას ადრე ჰქონდა დაპირისპირება ვიტიცასთან და ცდილობდა არ დამორჩილებოდა მეფეს, რის პასუხად მეფემ მოაკვლევინა იგი. ახლა შვილმა გადაწყვიტა მამის გამო შურისძიება, მაგრამ მისი შეთქმულება გამჟღავნდა და განდევნილ იქნა ასტურიაში (კანტაბრიის ჩრდ. ნაწილში). დასჯილი იქნა სხვა დიდებულებიც, ვინც ეწინააღმედეგობა ვიტიცას გეგმას ტახტი პირდაპირ მისი აგილასთვის დაეტოვებინა.
710 წლის დასაწყისში ვიტიცა მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ამ დროს ჩრდილოეთში იმყოფებდა. ამით ისარგებლეს სამხრეთის დიდებულებმა და მეფედ ბეტიკის ჰერცოგი როდერიხი (710–711) აირჩია. მან ქვეყნის დასავლეთ ნაწილი დაიკავა ტოლედო და სევილიას ჩათვლით და ჩრდილოეთში მცხოვრები ბასკების წინააღმდეგ დაიწყო ომი. აღმოსავლეთი ვიტიცას შვილებმა შეინარჩუნეს, რომლებიც როდერიკს მეფედ არ ცნობდნენ.
არეულობით მოსახლეობა უკმაყოფილო იყო. განსაკუთრებით წუხდნენ ადგილობრივი ებრაელები, რომელთაც ვესტგოთები ჩაგრავდნენ და ჩუმად არაბებს უკავშირდებოდნენ დახმარების სანაცვლოდ მოკავშირეობის შეთავაზებით.
სეუტას ოლქი ბიზანტიას ეკუთვნოდა, მაგრამ 710 წლისთვის, როდესაც მას არაბები მოადგნენ, ბიზანტიას მის დასაცავად არ ეცალა, ამიტომ სეუტას მართველმა იულიანემ როდერიკის უზენაესობა აღიარა და პატივისცემის ნიშნად თავისი ქალიშვილი გაუგზავნა აღსაზრდელად. როდერიკმა იგი დააორსულა. მაშინ იულიანე გაბოროტდა და არაბთა საამირო „აფრიკის“ ამირა მუსა იბნ ნუსაირს დაუწყო თხოვნა დაეპყრო ესპანეთი, რაშიც თვითონაც დაეხმარებოდა რესურსებით.
711 წელს არაბმა სარდალმა ტარიქ იბნ ზიადმა 6700 მუსლიმი ბერბერისა და 300 არაბით აფრიკიდან სრუტე გადაცურა და იბერიის ნახევარკუნძულზე გადავიდა. ტარიკ იბნ-ზიადიმ პირენეს ნახევარკუნძულზე გადასვლის შემდეგ სანაპიროსთან მდებარე კლდეზე ციხე-სიმაგრე ააგო. ამ ციხე-სიმაგრესა და კლდეს „ჯაბალატ-ტარიკი“ (ტარიკის მთა) დაარქვეს. დროთა განმავლობაში ამ სახელმა ცვლილებები განიცადა და მას საბოლოოდ გიბრალტარი ეწოდა.
ტარიკი სევილიისკენ დაიძრა, თუმცა გაიგო როდერიკი დიდი ლაშქრით მოდისო, რის გამოც დამხმარე ძალები თხოვა მუსას. მუსამ 5000 კაცი და იულიანემ 13000(?) მებრძოლი გაუგზავნა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ივლისში მდინარე გვადალეტესთან. როდერიკს 33000(?) კაცამდე ჰყავდა, არაბებს კი 15000. დაწყების მომენტში გვერდითი ფლანგების სარდლებმა, ვიტიცას ძეებმა ოპამ და სისიბერტმა თავიანთი რაზმები მტრის მხარეს გადაიყვანეს, რამაც ბედი გადაწყვიტა. მეფე სასიკვდილოდ დაიჭრა.
712 წელს ტარიკი ახალი ლაშქრით დაბრუნდა ესპანეთში. ვიტიცას ძე აგილა და სხვა ნათესავები ჩრდილოეთში გაიხიზნენ ცალ-ცალკე ებრძოდნენ მტერს, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა სევილია და დედაქალაქი ტოლედო, რომლის კარი არაბებს ებრაელებმა გაუღეს. სანაცვლოდ მუსლიმებმა ქალაქის კარიბჭე მათ ჩააბარეს.
713 წლიდან ესპანეთის დაპყრობა თავად აფრიკის ამირა მუსამ განაგრძო თავის ვაჟ აბდალ აზიზთან ერთად. იგი 18000 კაცით შეუერთდა ტარიკს ტოლედოში. 718 წელს ესპანეთის უდიდესი ნაწილი გარდა ბასკეთის მთიანი ზოლისა და ასტურია-გალისიის ზღვისპირა ზოლისა არაბთა ხელთ აღმოჩნდა. ამით ვესტგოთების სამეფომ არსებობა შეწყვიტა.
ვესტგოთების სამეფოში მონათმფლობელობა სუსტად იყო განვითარებული. რაც შეეხება  ფეოდალიზაციას, მისი პროცესი ძლიერდებოდა უშუალო მწარმოებელთა დაყმევებისა პატრონატისა და სხვათა სახით, მაგრამ ფეოდალური საზოგადოების  ძირითადი  კლასები – ფეოდალები და ყმები ჯერ კიდევ  ფორმირების  პროცესში  იმყოფებოდნენ. ფეოდალიზაციის  პროცესი შუა გზაზე შეწყდა, რადგან არაბთა შემოსევები დაიწყო.
ტესტი
1. IV საუკუნეში ვულფილას მოღვაწეობის შედეგად, რომელი რელიგიური მიმდინარეობა გავრცელდა გოთებში?
A. ნიკეის მრწამსის ქრისტიანობა
B. წარმართობა
C. იუდაიზმი
D. არიანელობა

2. რა იყო 378 წელს ადრიანოპოლის ბრძოლის უშუალო შედეგი რომის იმპერიისთვის?
A. ვესტგოთების სრული განადგურება და იმპერიიდან განდევნა
B. სამშვიდობო ხელშეკრულების დადება და ვესტგოთებისთვის გალიის დათმობა
C. იმპერატორ ვალენტის დაღუპვა და 40,000-მდე რომაელი ჯარისკაცის დაკარგვა
D. რომის დაცემა და იმპერიის საბოლოო დაშლა

3. 410 წელს რომის აღების შემდეგ, რა იყო ალარიხის შემდგომი გეგმა, რომლის განხორციელებაც ვერ მოასწრო?
A. დასავლეთ რომის იმპერატორად კურთხევა
B. გალიაში დაბრუნება და ტულუზის სამეფოს დაარსება
C. კონსტანტინოპოლზე გალაშქრება
D. სიცილიის გავლით ჩრდილოეთ აფრიკაში გადასვლა

4. რომელ ისტორიულ ბრძოლაში იბრძოდნენ ვესტგოთები და რომაელები ერთად, როგორც მოკავშირეები, საერთო მტრის წინააღმდეგ?
A. ადრიანოპოლის ბრძოლაში
B. პუატიეს ბრძოლაში
C. კატალაუნის ველზე ბრძოლაში
D. გვადალეტეს ბრძოლაში

5. რა ეწოდებოდა ვესტგოთების სამართლის კოდექსს, რომელიც საბოლოოდ მეფე რეკესვინტის დროს გამოქვეყნდა და აუქმებდა სამართლებრივ დაყოფას გოთებსა და რომაელებს შორის?
A. ალარიხის ბრევიარია
B. თეოდოსიუსის კოდექსი
C. ეირიხის კოდექსი
D. სამართლის წიგნი (Liber Iudiciorum)

6. მეფე ლეოვიგილდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ განეკუთვნება მის მმართველობას?
A. ვესტგოთების სამეფოს ოფიციალურად მოქცევა ორთოდოქსულ (ნიკეის) ქრისტიანობაზე
B. დედაქალაქის ტოლედოში გადატანა და სამეფო ძალაუფლების გაძლიერება
C. საკუთარი გამოსახულებით ოქროს მონეტების მოჭრის დაწყება
D. სვევების სამეფოს დაპყრობა და პირენეის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილის გაერთიანება

7. 589 წლის ტოლედოს მესამე საეკლესიო კრების უმთავრესი გადაწყვეტილება იყო:
A. ორთოდოქსალური ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
B. ებრაელებისთვის სამოქალაქო უფლებების მინიჭება
C. ლათინური ენის აკრძალვა და გოთური ენის საეკლესიო ენად გამოცხადება
D. მეფის არჩევის წესის შეცვლა და მემკვიდრეობითი მონარქიის დამკვიდრება

8. რა გახდა სეუტას მმართველის, იულიანეს მიერ არაბებისთვის დახმარების თხოვნის პირადი მიზეზი?
A. არაბების მიერ სეუტას დაპყრობის მუქარა
B. მეფე როდერიხის მიერ მისი ქალიშვილის შეურაცხყოფა
C. როდერიხის მიერ მისთვის ხარკის გაზრდა
D. ბიზანტიის იმპერატორის ბრძანება

9. რა როლი შეასრულეს მეფე ვიტიცას ვაჟებმა 711 წელს გვადალეტეს ბრძოლაში?
A. მათ უღალატეს როდერიხს და ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში თავიანთი რაზმებით არაბების მხარეს გადავიდნენ
B. ისინი გმირულად იბრძოდნენ მეფე როდერიხის მხარეს და ბრძოლაში დაიღუპნენ
C. ისინი ბრძოლაში არ მონაწილეობდნენ და ჩრდილოეთში ელოდებოდნენ მის შედეგს
D. მათ მოახერხეს მეფე როდერიხის გადარჩენა და ბრძოლის ველიდან გაყვანა

10. მეფე ვამბას მიერ გატარებული სამხედრო რეფორმა არაპოპულარული იყო, რადგან:
A. იგი მხოლოდ რომაული წარმოშობის მოსახლეობას ავალდებულებდა ჯარში სამსახურს
B. იგი აუქმებდა ჯარში სამსახურისთვის მიწების ბოძების პრაქტიკას
C. იგი კრძალავდა მონების ჯარში აყვანას, რითაც ამცირებდა არმიის რაოდენობას
D. იგი სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის ძალიან მკაცრ სასჯელებს აწესებდა

11. ტექსტის მიხედვით, რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ფაშისტი მკვლევრები ცდილობდნენ შავი ზღვისპირეთის კულტურა გოთურად წარმოეჩინათ?
A. გოთური ენის ფართოდ გავრცელება რეგიონში
B. იდეოლოგიური მიზნები
C. არქეოლოგიური მტკიცებულებების სიმრავლე
D. რომაელი ისტორიკოსების ჩანაწერები

12. რომელმა მოვლენამ აიძულა ვესტგოთები 376 წელს, თავი შეეფარებინათ რომის იმპერიისთვის?
A. რომის იმპერატორის მოწვევით, როგორც ფედერატები
B. ჰუნების შემოსევამ
C. ოსტგოთებთან დაწყებულმა სამოქალაქო ომმა
D. შიმშილობამ და ეკონომიკურმა კრიზისმა

13. როგორ ცდილობდა მეფე ალარიხ II გალურ-რომაული მოსახლეობის გადმობირებას ფრანკებთან მოსალოდნელი ომის წინ?
A. დადო სამხედრო კავშირი ბიზანტიის იმპერიასთან
B. გაათავისუფლა ყველა რომაელი გადასახადებისგან
C. გამოსცა „ალარიხის ბრევიარია“ და მოიწვია ორთოდოქსი ეპისკოპოსების კრება
D. აიძულა ყველა რომაელი, მიეღო არიანელობა

14. ვინ იყო ოსტგოთი რეგენტი, რომელიც ამალარიხის მცირეწლოვანების პერიოდში ფაქტობრივად მართავდა ვესტგოთების სამეფოს?
A. ხლოდვიგი
B. გაზელეხი
C. ოსტგოთების მეფე თეოდორიხი
D. ტეუდისი

15. ტექსტის მიხედვით, რამ შეწყვიტა ვესტგოთების სამეფოში ფეოდალიზაციის პროცესი?
A. მეფე ხიდასვინტის ცენტრალიზებულმა რეფორმებმა
B. არაბთა შემოსევებმა
C. სამოქალაქო ომმა არიანელებსა და ორთოდოქსებს შორის
D. ფრანკებთან გამართულმა გამანადგურებელმა ომებმა