пятница, 12 сентября 2025 г.

რუი გონსალეს დე კლავიხოს (გარდ. 1412 წ.) ცნობები საქართველოს შესახებ

შესავალი (მოამზადა ელდარ მამისთვალაშვილმა)
       ქართულ ისტორიულ წყაროებში მცირე ცნობები მოიპოვება გიორგი VII-ის მეფობის ხანაზე, განსაკუთრებით კი მისი მეფობის ბოლო პერიოდზე. ეს გამოწვეულია იმ უდიდესი ნგრევითა და განადგურებით. რაც საქართველომ განიცადა ჯერ თემურლენგის ურდოების თარეშით და შემდეგ, მთელი XV საუკუნის მანძილზე, სხვა ურიცხვი მტრის შემოსევით.
XV საუკუნის საქართველო უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა. იგი აღმოჩნდა ორ მტრულად განწყობილ მაჰმადიანურ სახელმწიფოს შორის. მათი განუწყვეტელი შემოსევები ანადგურებდა და მიწასთან ასწორებდა საქართველოს სამეურნეო ცხოვრებას; ინგრეოდა და იწვოდა კულტურული ნაგებობანი და წერილობითი ძეგლები.
ივ. ჯავახიშვილი, როცა საქართველოს მაშინდელ მდგომარეობას იხილავდა, სამართლიანად აღნიშნავდა: „რა გასაკვირველია, რომ ასეთ პირობებში ამ საერთო კულტურული დაქვეითების წყალობით ქართული მხატვრული და საისტორიო მწერლობაც დადუმებული იყო. ეს კი არ არის გასაკვირველი, არამედ უფრო ის გარემოება, რომ, ამ ჯოჯოხეთური პირობებისდა მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაიღუპა.
XV საუკუნის ქართული წერილობითი წყაროების ნაკლებობას, მართალია, არა სავსებით, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ავსებს სხვადასხვა მოგზაურების, დიპლომატიური მისიების, მისიონერებისა და სხვათა ცნობები, ისინი გვეხმარებიან ქართველი ხალხის ცხოვრებისა და გმირული წარსულის ზოგიერთი მომენტის აღდგენაში, უცხოელ დამკვირვებელთა შორის არის ესპანეთის (კასტილიის) მეფის ენრიკე III (1390--1407) მიერ თემურლენგთან გაგზავნილი ელჩი რუი გონსალეს დე კლავიხო, მის დღიურებში მოცემულია რამდენიმე ცნობა საქართველოსა და მისი მეფის – გიორგი VII შესახებ.
კლავიხო (დაბადების წელი უცნობია, გარდაიცვალა 1412 წ.) კასტილიელი დიდებული იყო, მისი დღიურებიღან ჩანს, რომ ის თავისი დროისათვი“ კარგად განათლებული პიროვნება უნდა ყოფილიყო. 1403 წლამდე, ე. ი. კლავიხოს სამარყანდში გამგზავრებამდე, მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ გვხვდება.
1403 წ. კასტილია–ლეონის მეფემ ენრიკე III-მ თემურლენგის კარზე გაგზავნა ელჩობა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა რუი გონსალეს დე კლავიხო. ელჩობაში, კლავიხოს გარდა, შედიოდნენ: თეოლოგიის მაგისტრი, ბერი პაეს დე სანტა მარია გომეს დე სალაზარი, ალფონსო ფერნანდესი და მათი რამდენიმე მსახური, ესპანელ ელჩებს თან ახლდათ თემურლენგის მიერ ენრიკესთან ადრე გაგზავნილი ელჩი. კლავიხოსა და მის თანამგზავრებს თან მიჰქონდათ თემურ ლენგისთვის გადასაცემი წერილები და საჩუქრები. მათ დავალებული ჰქონდათ აგრეთვე აღმოსავლეთის დიდ მბრძანებელს მისალმებოდნენ ენრიკეს სახელით“.
ელჩები 1403 წლის 21 მაისს გავიდნენ კადისის ნავსადგურიდან. მათ ხმელთაშუა და შავი ზღვებით იმოგზაურეს ტრაპიზონამდე, საიდანაც გაიარეს ერზინჯანი, არზრუმი, ვალაშკერტი. იგდირი, ბაიაზეთი, ხოი, თავრიზი, მიანა, სულთანიე, თეირანი, დამღანი, ნიშაბური, მეშჰედი, ანჰოი, ბალხი და 1404 წლის 8 სექტემბერს მივიდნენ თემუტის სახელმწიფოს დედაქალაქ სამარყანდში„ სადაც იმავე წლის 21 ნოემბრამდე დარჩნენ. სამშობლოში დაბრუნებისას კლავიხოს, მცირეოდენი განსხვავებით, იგივე მარშრუტის გავლა მოუხდა და 1406 წლის 1 მარტს იგი ენრიკეს წინაშე წარსდგა და თავისი ხანგრძლივი და ხიფათით აღსავსე მოგზაურობის ანგარიში ჩააბარა. კმაყოფილმა მეფემ კლავიხო დიდი დამსახურებისათვის დააჯილდოვა. ამის შემდეგ კლავიხო დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქ მადრიდში და იქ დარჩა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.
სახიფათო მოგზაურობიდან კეთილად დაბრუნების აღსანიშნავად კლავიხომ, საკუთარი ხარჯებით, მადრიდში, წმინდა ფრანცისკოს მონასტერში, ააგო სამლოცველო, სადაც შემდეგ თვითონ იქნა დაკრძალული. იგი გარდაიცვალა 1412 წლის 2 აპრილს.
კლავიხო მთელი მოგზაურობის დროს (კასტილიიდან გასვლის დღე – 1403 წ. 21 მაისი, კასტილიაში დაბრუნებისა და მეფე ენრიკეს წინაშე წარდგომისა – 1406 წ. 24 მარტი) წერდა დღიურებს, რომელშიც დაწვრილებით აღწერა თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები. კლავიხო, საკუთარი თვალით ნანახის გარდა, გადმოგვცემს სხვადასხვა პირთაგან გაგონილ ამბებსაც და იქეე მიუთითებს, რომ მას ესა თუ ის სხვისგან ჰქონდა გაგონილი, ამ მომენტს ჯანსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოგზაურის ცნობების შესწავლისას.
კლავიხომ დაგვიტოვა გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური აღწერილობა ყველა იმ ადგილისა, რომელთა ნახვა მოუხდა მოგზაურობის გრძელ გზაზე. ადრინდელ მოგზაურთა ჩანაწერებისაგან განსხვავებით, კლავიხოს აღწერილობანი მოკლებულია ყოველგვარ ფანტასტიკურობას, მის მიერ დატოვებული ცნობების უმეტესობა დასტურდება სხვა წერილობითი წყაროებით. ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის ნდობას კლავიხოს დღიურებისადმი. იმავე დროს კლავიხო ანალიზს უკეთებს და შეფასებას აძლევს ზოგიერთ მაშინდელ მნიშვნელოვან მოვლენას, რაც იმის ნათელი დადასტურებაა, რომ იგი კარგი დიპლომატიც იყო. მოგზაურობათა ისტორიაში კლავიხოს ძველ თაობასაც მიაკუთვნებენ და ახალი პერიოდის (XV ს.) დამწყებადაც თვლიან.
კლავიხომ თავის დღიურებში საკმაოდ დაწვრილებითი მასალა მოგვცა XIV ს. დასასრულისა და XV ს. დასაწყისის მცირე, შუა აზიისა და კავკასიის შესახებ. მან საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა საქართვილოს ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდისათვის, როგორიც გიორგი VII მეფობის ხანაა.
შემორჩენილია კლავიხოს დღიურების ორი ხელნაწერი: ერთი დაცულია მადრიდის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, მეორე –– ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში.
„დღიურები“ პირველად მისი ავტორის გარდაცვალებიდან 170 წლის შემდეგ გამოაქვეყნა ფილიპე II-ის დროინდელმა ცნობილმა ანტიკვარმა გონსალეს არგოტა დე მოლინა? მეორედ მხოლოდ 200 წლის შემდეგ გამოიცა მადრიდში ანტონიო დე სანჩას მიერ და შევიდა კასტილიის მეფეთა ქრონიკების კოლექციის მესამე ტომში. მას დართული აქვს შაჰ აბას დიდის კარზე ნამყოფი ესპანელი ელჩის (1618 წე) გარსია სილვა ი ფიგუერას ჩანაწერები თემურლენგის შესახებ. უკანასკნელად კლავიხოს დღიურები ესპანურ ენაზე გამოქვეყნდა 1943 წ.
„დღიურების“ თარგმანებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ინგლისური და ზემოაღნიშნული რუსული გამოცემა. ორივეს დართული აქვს ორიგინალი, რუსული თარგმანის შესახებ უნდა აღინიფშნოს, რომ იგი, უმეტეს შემთიბვევაში, შინაარსობრივია, ორიგინალის ტექსტიც ზოგჯერ ბუნდოვანია. ამიტომ ჩემს ძირითად დასაყრდენს მადრიდის 1943 წლის გამოცემა წარმოადგენდა, რომელიც ადრინდელ გამოცემებთან შედარებით სრულყოფილია.
იმისათვის, რათა ნათელი გახდეს კლავიხოს ხანგრძლივი და ხიფათით აღსავსე მოგზაურობის მიზანი, რამაც იგი და მისი თანამგზაგრები სამარყანდში თემურლენგთან მიიყვანა, მოკლედ გადავავლოთ თვალი იმ მნიშვნელოვან ამბებს, რაც XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე აზიაში ხდებოდა.
ამ პერიოდში მთელი მცირე და შუა აზია და ამიერკავკასია გახვეული იყო ცეცხლის ალში. ოსმალეთის სულთანმა ბაიაზეთმა (1389-- 1402 წწ.) დაიპყრო რა მცირე აზიის უდიდესი ნაწილი, შემდეგ ნიკოპოლთან (1396 წ.) გაანადგურა პოლონეთის, უნგრეთისა და საფრანგეთის რაინდთა ლაშქარი, ასაღები რჩებოდა კონსტანტინოპოლი. ამ ამბავმა დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპის ქვეყნებში.
ოსმალთა დაპყრობებს ევროპელთათვის არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. აღმოსავლეთთან ვაჭრობა კრიზისს განიცდიდა. აღმოსავლური საქონელი ევროპელთათვის სულ უფრო მოუწვდომელი ხდებოდა, რადგან მთავარ სავაჭრო გზებზე გადაულახავი დაბრკოლებები შეიქმნა. ოქროს ურდოს რღვევი) შემდეგ ტანადან ჩინეთისაკენ მიმავალი დიდი სახმელეთი გზა, რომელიც XIII–XIV საუკუნეებში ვენეციელებისა და გენუელების ვაჭრობაში სერიოზული როლი ითამაშა, ახლა უკვე სხვადასხვა მომთაბარე ტომების ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ისინი ერთმანეთს შორის განუწყვეტელ ომებს აწარმოებდნენ. ამიტომ ამ გზამაც თანდათანობით დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რამაც, თავის მხრივ, ყირიმში არსებულ გენუელთა კოლონიების დაქვეითება გამოიწვია.
მართალია, შუასაუკუნეობრივი ევროპისათვის აღმოსავლეთთან ვაჭრობის მთავარ მაგისტრალად ხმელთაშუა ზღვა ითვლებოდა (რომლის გამოყენებაზეც, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობიდან მოყოლებული, დამყარებული იყო ჩრდილო იტალიის ქალაქების კეთილდღეობა), მაგრამ იტალიელ ვაჭრებს ამ გზით სარგებლობა უხდებოდათ არაბების შუამავლობით, რომელთა ხელში იყო ინდოეთისკენ მიმავალი სამხრეთის სავაჭრო გზები. სავაჭრო გზებზე არაბების მონოპოლია ძალიან ძვირად უჯდებოდა ევროპელებს. ფასი ინდურ საქონელზე 8–10-ჯერ მატულობდა, აღმოსავლეთთან ვაჭრობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა ოსმალების მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროების დაპყრობამ და ბალკანეთში შეჭრამ.
მდგომარეობა შავ ზღვაზე და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ამის შემდეგ სრულიად აუტანელი შეიქმნა, რადგან თურქეთის სულთნების ეკონომიკური პოლიტიკა უაღრესად არახელსაყრელი იყო. სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისათვის. სწორედ ამით იყო გამოწვეული ის დიდი შეუპოვრობა, რაც დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით კი ესპანეთმა და პორტუგალიამ, გამოიჩინეს სავაჭრო გზების ძიების საქმეში.
იმ დროს, როცა დასავლეთ ევროპის ვაჭრობა თითქმის გამოუვალ ჩიხმი მოექცა, ასპარეზზე გამოჩნდა თემურლენგი. მის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია ევროპელთათვის იმ საუკეთესო ძალას წარშოადგენდა, რომლის დაპირისპირება შეიძლებოდა ოსმალეთისათკის. გარდა ამისა, ევროპაში უცნობი არ იყო თემურლენგის დიდი ინტერესი სხვადასხვა ქვეყნებთან სავაქრო ურთიერთობის დამყარებისადმი.
თემურლენგთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ინიციატივა გამოიჩინა კასტილიის მეფე ენრიკე III-მ, რომელიც საერთოდ დიდ ინტერესს ამჟღავნებდა სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობისადმი.
ენრიკე III-ის დროს კასტილიის სამეფო დიდ აღმავლობას განიცდიდა. მსხვილი ფეოდალების დამორჩილების შემდეგ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. მისი უშუალო ხელშეწყობით მოხდა კანარის კუნძულების დაპყრობა და კოლონიზაცია 1402 წ.
თემურლენგთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისას ენრიკეს გარკეეული მიზანი ჰქონდა. კლავიხო, როცა თავის წინამორბედი ელჩების შესახებ ლაპარაკობს, აღნიშნავს, რომ ენრიკემ ისინი გაგზავნა, რათა „გაეგო, როგორი სიძლიერისა თემურლენგი და თურქი ილდრინი (ილდირიმი, ბაიაზეთი – ე. მ) და როგორია სიმდიდრე და სიძლიერე ხალხებისა, რომლებიც მათ დარაზმეს ერთმანეთის წინააღმდეგ“.
საინტერესოა, რომ ბერმა ეგნატაშვილმაც იცოდა კასტილიის ელჩების მისვლახე თემურლენგთან. მაგრამ მის თხხულებაში „ფრანგებად“ იხსენიებიან, იმ ტრადიციის მიხედვით, რომლითაც ყველა ევროპელი „ფრანგად” იწოდებოდა საქართველომი. როგორც ჩანს, ბერი ეგნატაშვილი იცნობდა იმ სპარსულენოვან წყაროებს, რომლებშიც აისახა კასტილიის მეფის პირველი ელჩობის მისვლა თემურლენგთან. ამ წყაროების მიხედვით, ელჩებს თემურთან მიუყვანიათ თურქეთის სულთნის დატყვევებული ვაჟიც. ასეთი ფაქტი ევროპულმა: წყაროებმა არ იციან.
კლავიხოს მიხედვით, მისი წინამორბედი ელჩები თემურს მცირე: აზიაში შეხვდნენ, როდესაც ის ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა, კასტილიელები მოწმენი გახდნენ ანკარასთან მომხდარი:· ომისა, რომლის დროსაც თემურლენგი“ ლაშქარმა სასტიკად გაანადგურა ოსმალები და თვით სულთანი ბაიაზეთი ტყვედ ჩაიგდო. ბრძოლის შემდეგ თეზურმა ღირსეულად მიიღო კასტილიის მეფის ელჩები: და უკან, სამშობლოში გაბრუნებისას გააყოლა თავისი ელჩი, რომელმაც ენრიკე III-ეს თემურის წერილები და საჩუქრები გადასცა. საფიქრებელია, თემურის ელჩმა და მისმა წერილმა მეფე ენრიკეს აღმოსავლეთის უზარმაზარ იმპერიასთან ურთიერთობის კარგი პერსპექტივა გადაუშალა. ამით უნდა ყოფილიყო გამოწვეული ის გარემოება, რომ ენრიკე III-მ მაშინვე ახალი ელჩები გაგზავნა კლავიხოს მეთაურობით, იმ მეგობრობის განსამტკიცებლად, რასაც მას თემურლენგი სთავაზობდა.
კლავიხო თავის დღიურებში საქართველოს და მის მეფეს პირველად იხსენიებს მაშინ, როდესაც მოგვითხრობს ქალაქ სურმალის შესახებ. მისი თქმით, ეს კარგად გამაგრებული და დიდი ქალაქი მდ. არაქსსე იყო. ამ ქალაქის მდებარეობის აღწერის შემდეგ კლავიხო მოგვითხრობს, რომ მის მოსვლამდე რვა წლით ადრე იგი დაუმორჩილებია ოქროს ურდოს ყაენს თოხთამიშს. მას ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შეუტყვია, რომ თოხთამიშს ბრძოლით ვერ დაუმორჩილებია ქალაქი, მაგრამ მოსახლეობას ყოველწლიური ხარკის გადახდა მაინც აღუთქვამს მისთვის, თოხთამიში დანაპირებით თითქოს კმაყოფილი დარჩენილა და დამატებით კიდევ მოუთხოვია იმ ჯარის ნაბევარი, რომელიც ქალაქს იცავდა, რათა წაეყვანა საქართველოში მეფე გიორგის წინააღმდეგ საომრად.
თოხთამიშს საქართველოში ლაშქრობა, შესაძლებელია, მართლად ჰქონდა განზრახული, მაგრამ მას თუ ამის განხორციელებაში რაიმემ. შეუშალა ხელი, ეს თემურლენგის სამარყანდიდან თოხთამიშის წინნააღმდეგ წამოსვლა და დადევნება უნდა იყოს. როგორც ცნობილია, თოხთამიში თემურლენგთან შეჯახების შიშით უკან, ულუსში გაბრუნდა.
ივ. ჯავახიშვილი, როდესაც თოხთამიშის მიერ ირანის აზერბაიჯანში 1385 წ. მოწყობილ ლაშქრობაზე წერს, ამტკიცებს, რომ თოხთამიში საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე კავკასიონზე ვერ გადმოვიდოდაო: „თოხთამიშს, რასაკვირველია, არ შეეძლო ჩრდილოეთისაგან ირანში შეჭრილიყო საქართველოს მთავრობასთან რომ წინ.სწარ რაიმე შეთანხმება არ ჰქონოდა. ამგვარად, საქართველო და თოხთამიში მოკავშირეები გამოდიოდნენ, და იქვე ასკვნის კიდეც, რომ „სწორედ ეს შეადგენდა მისი (თემურლენგის, ე.მ.) შემოსევის მიზეზს და დასახულ ამოცანასაც“-ო (ე. ი. კავკასიონზე გადმოსასვლელების ჩაკეტვა).
კლავიხოს დღიურების რუსულ ენაზე მთარგმნელის, ი. სრეზნევსკის მიერ დღიურების ბოლოს დართულ განმარტებაში ნათქვამია, რომ ხსენებული ამბავი, ე.ი. თოხთამიშის მიერ სურმალის დაპყრობა, უნდა მომხდარიყო არა რვა წლის, არამედ 18 წლის წინათ, მაშასადამე, 1386 წელს, ამ დროს, როგორც უკვე ითქვა, მოხდა თოზთამიშის შეჭრა აზერბაიჯანსა და სომხეთში.
იგივე დღიურები საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ოქროს ურდოსთან კავშირს საქართველო თემურლენგის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებდა როდესაც კლავიხო ყარაბახის ველზე დაბანაკებულ ომარ მირზას ლაზქარში მომხდარ არეულობაზე მოგვითხრობს, რაც ომარ მირზაზე ერთ-ერთი დიდებულის მიერ თავდასხმის ცდას გამოუწვევია ამბობს: „..ურდოში ხმა გავრცელდა, რომ თათართა ყაენი ედიგეი და მეფე გიორგი თავს დაგვესხნენო. ეს კი იმაზე მეტყეელებს, რომ თურქმანებში გიორგი VII ცნობილი იყო როგორც ედიგეის მოკავშირე.
ივ. ჯავახიშვილის მტკიცებას თოხთამიშის საქართველოსთან კავშირის შესახებ თუ ვირწმუნებთ, მაშინ გამოდის, რომ თოხთამიშის მიერ, საქართველოს მიმართ გამოთქმული მუქარა უბრალო ფანდი იყო ქალაქის, დამცველთა მოსატყუებლად.
ზემოხსენებული ამბავი როგორც კლავიხო, აღნიშნავს, მას ადგილობრივი მოსახლეობისგან ჰქონდა გაგონილი და ამიტომ ძაელია დადგენა. რას გულისხმობდა იგი, როცა ამბობდა – ეს ამბავი რვა წლის წინათ მოხდაო. კლავიხო სურმალში მივიდა 1404 წლის 29 მაისს. თუკი მის მიერ მოთხრობილი ამბავი რვა წლის წინათ მოხდა, როგორც ის ამბობს, მაშინ 1396 წელი უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია, მას თოხთამიშის 1394 წელს აზერბაიჯანში მეორედ მოწყობილი ლაშქრობა ჰქონდა მხედველობაში. მართალია არც ეს წელი ემთხვევა ზუსტად მის ნავარაუდევ წელს, მაგრამ შედარებით ახლოს კი არის. მას ეს მეორე ლაშქრობა უნდა ჰქონოდა ნაგულისხმევი და ამიტომ უნდა ასაბელებდეს საქართველოს მეფედ გიორგი VII-ს. ის ხომ 1393 წ. გამეფდა. ამის გამო არ მიგვაჩნია სწორად კლავიხოს დღიურების რუსულ ენაზე მთარგმნელის და კომენტატორის ვარაუდი, თითქოს კლავიხო თვრამეტი წლის წინათ მომხდარ ამბავს გულისხმობდა. მაშინ ხომ კლავიხო ვერ დაასახელებდა გიორგი VII-ს.
კლავიხო თავის დღიურებში სხვა ადგილას, როდესაც იწყებს თხრობას საქართველოს მეფის მიერ ირანში მოწყობილ ლაშქრობაზე, ზედმეტად მიიჩნევს მეფის სახელის ხსენებას, რადგან იგი მკითხველისათვის უკვე ნაცნობად მიაჩნია და აღნიშნავს: „ამ დროს წამოვიდა საქართველოს მეფე, რომლის შესახებ უკვე მოისმინეთ. როგორც შემდეგ ის ამბობს, მაჰმადიანებში დიდი შიში და დაბნეულობა განსაკუთრებით იმას გამოუწვევია, რომ ქრისტიანებს, ე. ი. ქართველებს მაჰმადიანებზე გაუმარჯვიათ. კლავიხო: იქვე იძლევა იმის განმარტებას, თუ რად უწოდებენ მაჰმადიანები ქრისტიანებს ურჯულოებს – ქაფარებს და რა იგულისხმება მასში.
იმ დროისათვის, როგორც ცნობილია, არც ამიერკავკასიაში და არც მის მეზობლად ქრისტიანი მეფე, გარდა გიორგი VII-ისა, არავინ იყო. ამიტომ კლავიხოს მიერ დასახელებული ქრისტიანი მეფე სხვა არავინ უნდა იყოს, თუ არა მეფე გიორგი.
კლავიხოს და მის თანამგზავრებს სამშობლოში დაბრუნებისას გავლა მოუხდათ სამხრეთ საქართველოში კლავიხოს გადმოცემით, ყარსის მფლობელს მათთვის გაუყოლებია მეგზური, რომელსაც მთავარი გზიდან (ყარსიდან არზრუმში მიმავალი გზა) გადაუხვევინებია და სხვა გზით წაუყვანია, რომელსაც კლავიხო „საქართველოს გზას“ უწოდებს. იმდროინდელი მთავარი საქარავნო გზისათვის გვერდის აქცევა „გამოწვეული იყო იმ დიდი არეულობით, რაც დაიწყო თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ მცირე აზიაში. ჩემი აზრით საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ ელჩებს უნდა ევლოთ შემდეგი მიმართულებით ყარსი -- დემურ-კაპი – კოლა – გუნდორის გადასასვლელი – მუშეხი – კოსორი – ავჭალა – თუთმაში – ახპაორის გადასასვლელი –– თორთომი21 თორთომიდან უნდა გადასულიყენენ თორთომ-ისპირის მთაზე და მისულიყვნენ სპერში1 (1405 წ. 13 სექტემბერი). სპერის მფლობელმა ვინმე Piahakabeam-მ კლავიხოსა და მის თანამგზავრებს გააყოლა მეგზური, რომელსაც ისინი ტრაპიზონის სამეყომდე უნდა მიეყვანა. კლავიხო აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრები დატოვეს 14 სექტემბერს.

1. თორთომ-ისპირის მთაზე გარდამავალი გზის არსებობის შესახებ მიუთითებს ვახუშტი: „და გარდავლინან გზანი (თორთომის ხეობიდან – ე. მ.) ისპირის ვეობასა შინა“.

ყარსიდან სპერამდე განვლილ გზაზე კლავიხო ასახელებს მხოლოდ ორ ადგილს. ერთია ციხე ვისერი, რომელიც ერთი მოლის მფლობელობაში იყო, გაურკვეველია ნამდვილად რა ერქვა ამ ციხეს ან სად მდებარეობდა, მეორე – თორთომი. კლავიხო თორთომში არ ყოფილა, ხოლოდ გზად მიმავალს (1405 წლის 9 სექტემბერი) დაუნახავს თორთომის ციხე, რომელიც ერთ მაღლობზე მდგარა. კლავიხო აღნიშნავს, რომ: „ეს ციხე დაიმორჩილა და გადასახადი დააკისრა თემურლენგმა, და ხარკი შეაწერა. იგი საქართველოს სამეფოსია“. კლავიხოს ეს ცნობა სხვა წყაროებითაც დასტურდება.
თემურლენგის თანამედროვე ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ თემურმა აიღო თორთომის ციხე. თემურის კარის ისტორიკოსი ნიზამ ად-დინ შამი წერს: „თემურს შეატყობინეს, რომ მახლობლად იყო ციხე თორთუმი, ხოლო თაყა2, ამ ადგილის მბრძანებელი, აქედან წასულიყო და თავის ნაცვლად გორჯიკი3 დაეტოვებინა დაახლოებით 200 ქართველით, ამ ციხეში გამაგრებულნი, ისინი მუსლიმანებს ავიწროებდნენ4 და მალს და ჯიზიას5 არ იხდიდნენ. ლანგთემურმა თავისი სარდლების პირით დანებება შეუთვალა მეციხოვნეებს. ის უბედურნი, ციხის მიუვალობით გაამაყებულნი, საბრძოლველად გამოვიდნენ და ხუთი დღის განმავლობაში უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოდნენ. მეექვსე დღეს ურწმუნოები დამარცხდნენ და დაისაჯნენ, ხოლო ციხე საფუძვლიანად იქნა დანგრეული6. ამის შემდეგ თაყა, იმ ადგილების მბრძანებელი, მისი უდიდებულესობის ფეხზე საკოცნელად მოვიდა. ლანგთემურმა მას სიცოცხლე აჩუქა და მისგან წყენა დაივიწყა“.

2. მარნეულის რაიონის სოფ. წერაქვის XII-XIII სს. სამონასტრო კომპლექსის ერთ დიდ კვადრზე XV საუკუნეში ამოკვეთილ წარწერაში ნახსენები თაყა ფანასკერტელი, დ. ბერძენიშვილის ვარაუდით, სპარსელი წყაროების თაყა უნდა იყვეს იგივე თაყა ფანასკერტელი.
3. მკვლევრები სხვადასხვანაირ:დ კითხულობენ სახელს გორჯიბეგი (კ. ტა- ბატაძე. ქართეელი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-- XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974, გე. 159) ან გორჯიკი, (დ, კაციტაძე, დასახ. ნაშრ,, გვ. 152).
4. როგორც ჩანს, თორთომის ციხისთავი ახორციელებდა გიორგი VII-ის პოლიტიკას – მოსვენება არ მიეცა საქართველოში და მის მეზობლაღ მცხოერები მუსულმანებისათვის, ამ მესულმანებში არ უნდა ვიგულისხმოთ სავაჭრო ქარავნები (იხ. კ. ტაბატაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 159), იმდროინდელი ზოგიერთი ცნობიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში და მის მეზობლად მცხოვრები მუსულმანები გიორგი მეფეს ჩვენს ქვეყანაში თემურლენგის აგრესიის დასაყრდენად მიაჩნდა. ეგნატაშვილი ბერის თქმით, საქართველოში თურქმენთა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს თემურლენგთან „მოვიდნენ კაცნი სჯულითა მაჰმადიანნი, რომელნი ეახლნეს საზღვარსა ქართლისასა, რამეთუ, რაჟამს მოიცლიდიან ქართველნი ლანგთემურისაგან, ჩაუდგიან თათართა, რომელნი ესახლნეს საზღვარსა ქართლისასა მაჰმადიანნი, და მოაოხრებდიან. მათ შემოსჩივლეს: „ქართველთაგან მრავალნი ჭირნი გამოგვივლიან, რომელნი არიან მახლობლად ჩუენსა ქართეელნი, მათგან შეგუემთხვა ჭირი დიდი და აოხრება და აწ ამაზე მოგუეხმარენით" (ქართლის ცხოვრება, II, გვ. 334).
5. სულადობრივი გადასახადი, რომელსაც იხდიდნენ არამუსულმანი სრულწლოვანი, შრომისუნარიანი ქვეშევრდომი მამაკაცები. 
6. ნიზამ ად-დინ შამის ნათქვამს თუ გავიზიარებთ, მაშინ გამოდის, რომ თორთომის ციხე შემდგომში დამპყრობლებს აღუდგენიათ, რადგან კლავიხოს ის უნახავს მაღალ კლდეზე ამაყად მდგოში.

მ. ბროსე იცნობდა ნიზამ ად-დინ შამის მიერ აღწერილ თორთომის დაპყრობის ვერსიას. მისთვის ცნობილი იყო სხვა წყაროც, რომლის მიხედვითაც, თორთომის ის დამცველები, რომლებიც ციხის დაცემის შემდეგ ცოცხალი დარჩნენ. დამპყრობლებს ხმლების მწკრივში გაუტარებიათ და ისე დაუხოცავთ. დაახლოებით ამასვე იმეორებდა ივ. ჯავახიშვილი. იგი წერდა: 1401 წელს დადებული ზავისდა მიუხედავად, თემურ ლენგმა სამხედრო მოქმედება მაინც განაახლა, „რანიდან, ყარაბაღიდან წამოსული საქართველოს საზღვარს მოადგა, ხოლო შემდეგ თავისი სამხედრო ძალა თორთუმისა და იქ გამაგრებულ აჯანყებულ 200 ქართველი მეომრის დასაჭერად გაგზავნა. ისინი არც ხარკს იხდიღნენ, მაჰმადიანებსაც მოსვენებას არ აძლევდნენ. წარგზავნილმა ლაშქარმა დავალებული საქმე შეასრულა: თორთუმის ციხე აღებულ იქნა და 200-ვე მებრძოლი დახოცეს7.
როცა ამ ჯარის ბუნებას აღწერს, კლავიხო ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ დაფარულია მთებით, ეს მხარე მდიდარია ხორცით8.

7. სპარსული წყაროების მიხედვით, თემურის ლაშქარს თორთომის ციხე აულია 1401 წლის დეკემბერში. იხ. “დ. კაციტაძე, დასახ, ნაშრ., გვ. 121,
8. ვახუშტი წერს: „თორთომის მდინარის კიდე, ხახულს ზეითამდე ანუ ციხემდე, ვენახოვანი, ხილიანი, ხოლო მთის კერძონი ყოველგნით... არს მოსავლიანი, პირუტყვიანი«, ქართლის ცხოვრება, 1V, გვ. 140.

ბოლოს კლავიხო იძლევა ქართველების გარეგნობის, ენისა და რელიგიის უაღრესად ლაკონიურ, მაგრამ საყურაღღებო დახასიათებას: „ქართველები კარგი აგებულების და ლამაზი სახის ხალხია. მათი რელიგია ბერძნულია, ენა კი განსაკუთრებული“. კლავიხოს მიერ ქართველების ასეთი დახასიათება, მის დიდ დაკვირვებულობაზე მიუთითებს.
კლავიხომ თავისი მოგზაურობა, როგორც ვიცით, დღიურების სახით აღწერა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს დღიურები უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანია ესპანეთიდან სამარყანდისაკენ სვლის პერიოდში, ხოლო უკან, სამარყანდიდან ესპანეთში დაბრუნებისას. გადმოცემულია ის მნიშვნელოვანი ამბები, რაც იმ დროს მოხდა.
მოგზაურებს თემურლენგის გარდაცვალების ამბავმა ახერბაიჯანში მოუსწრო. ამით გამოწვეული არეულობის გამო, მათ, თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ. ექვსი თვე და 22 დღე (1405 წლის 1 თებერვლიდან 22 აგვისტომდე) თავრიზში მოუხდათ დარჩენა. თავრიზში მეორედ ყოფნის დროს კლავიხომ დღიურებში მხოლოდ ის. მნიშვნელოვანი ამბები შეიტანა, რაც იმ დროს მოხდა.
თავრიზულ ჩანაწერებში არის ერთი ფრიად საყურადღებო ცნობა საქართველოს მეფის გიორგი VII-ის შესახებ, რომელიც ნათელს. ჰფენს ამ დაუღალავი და შეუპოვარი პიროვნების მოღვაწეობის ერთ ეპიზოდს. კლავიხო მოგვითხრობს, რომ საქართველოს მეფე შეიჭრა ყარსისა და არზრუმის მიწებზე და თავრიზამდე გაძარცვა და გადაწვა მრავალი ქალაქი და სოფელი, რითაც დიდი შიში გამოიწვია მუსლიმანებს შორის თავრიზელები ფიქრობდნენ რომ ირანის მაშინდელი გამგებელი ომარ მირზა დაეხმარებოდათ, მაგრამ იმედი არ გაუმართლდათ. ომარ მირზამ მხოლოდ თავისი ერთი სარდალი ომარ თობანი გაგზავნა ხუთი ათასი მხედრით და ქართველთა წინსვლის შეჩერება უბრძანა. მის მხედრობას უნდა შეერთებოდა აგრეთვე თავრიზისა და სხვა მხარეების რაზმები. ამგვარად, ომარ თობანის განკარგულებაში. აღმოჩნდა სულ 15 ათასი მხედარიი რომელიც დაბანაკდა ალათაღის ველზე.
გიორგი მეფემ, როგორც მოვლენების შემდგომი განვითარებიდან ჩანს, უაღრესად გაბედული საბრძოლო გეგმა შეიმუშავა. თავისი: მცირე რაზმით (სულ 5 ათასი მხედარი) ფრთხილად და საიდუმლოდ მივიდა ალათაღის ველზე და ღამით მოულოდნელად თავს დაესხა სამჯერ მეტ მტრის ჯარს. ომარ თობანმა სასტიკი მარცხი განიცადა. მისი მხედრობის დიდი ნაწილი ამოწყდა, გადარჩენილებმა თავრიზს შეაფარეს თავი.
რადგან კლავიხო თავის მოგზაურობას დღიურების სახით აღწერს, ამიტომ მასში მოცემული ყველა ამბის ზუსტად თუ არა, მიახლოებითი დათარიღება მაინც შეიძლება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოთ მოთხრობილი ამბავი 1405 წლის 19 მაისიდან 11 ივლისამდე განვლილ დროში მოხდა. 19 მაისს ომარ მირზამ წერილი გაუგზავნა კასტილიის მეფის ელჩებს, რომლითაც ერთგვარ ბოდიშს იხდიდა მისივე ბრძანებით თავრიზის ხელისუფალთა მიერ მათი ქონების ჩამორთმევის გამო. 11 ივლისს ომარ მირზამ თავისი ძმის, აბუბექრის ციხიდან გაქცევის ამბავი გაიგო.
კლავიხოს მიერ აღწერილი მეფე გიორგის თავრიზამდე ლაშქრობის შესახებ სხვა, ჩვენთვის ცნობილი ყველა წყარო დუმს. კლავიხოს მონათხრობს თითქოს ეხმაურება XV საუკუნის სპარსულენოვანი ისტორიკოსი მირხონდი (1433-1498 წწ.) რომელიც გვამცნობს: „მოვიდა ცნობა, რომ ქართველებმა სიმამაცის ფეხი საზღვარს გადმოაბიჯეს, თავს დაესხნენ განჯასა და ნახჭევანს და ხალხის ქონება და სისხლი ხელყვეს. ბასთან ჯაგირმა, არდებილის გამოჩენილმა მბრძანებელმა და მოხელეებმა, აჯანყების გამო სასწრაფოდ შეაფარეს თავი შირვანს შეიხ იბრაჰიმ ვალისთან. ომარ მირზამ ბრძანა, რომ ომარ თობანი, ბარსალ თურქალი და სხვა მხედართმთავრები მაღზულან-გურჯად წოდებული ადგილის დასაცავად წასულიყვნენ“... ქართველების ლაშქარმა ომარ თობანი და მისი ამირები დაამარცხა და მარანდამდე შეუტია.
არსებობს მოსაზრება, რომ მირხონდის მიერ აღწერილი ამბავი 1405 წლის ზაფხულში მოხდა. ამგვარად, კლავიხოს და მირხონდის ცნობები თითქოს დროის მიხედვითაც ემთხვევიან ერთმანეთს (კლავიხოსთან 1405 წლის 19 მაისიდან 11 ივლისამდე, მირხონდთან 1405 წლის ზაფხული). მაგრამ მირხონდის ცნობის უფრო დაზუსტება შეიძლება. კლავიხოსა და მირხონდის მონათხრობს თუ ჩავუკვირდებით, ნათელი გახდება, რომ ლაპარაკია ორ სხვადასხეა ლაშქრობაზე, რომლებიც გიორგი VII-მ თემურ-ლენგის გარდაცვალების შემდეგ მოაწყო. ამის საფუძველს, პირველ რიგში გვაძლევს ზემოხსენებული ავტორების მიერ აღწერილი ლაშქრობების სხვადასხვა მიმართულება, ხოლო რაც შეეხება ომარ თობანს, რომელსაც ორივე ავტორი თურქმენთა ჯარის მთავარსარდლად ასახელებს, მის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი: ომარ თობანი იყო თემურლენგის მომხრეთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში, რომელმაც ხელი შეუწყო მის აღზევებას. იგი თემურს ემსახურებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი თანამებრძოლიც იყო. ის უშუალოდ მონაწილეობდა თემურის სხვადასხვა ლაშქრობაში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შთამომავლების სამსახურში დარჩა. ამიტომ გასაკვირი არაა გიორგი მეფის წინააღმდეგ გაგზავნილი ლაშქრის მეთაურად თუნდაც ორჯერ, ომარ თობანი ყოფილიყო. არც ის არის გასაკვირი და სრულიად დასაშვებიცაა, რომ ორივე წყაროში მის დამარცხებაზეა ლაპარაკი. ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ, თითქოს უმნიშვნელო გარემოებასაც. კლავიხო მხოლოდ ომარ თობანს ასახელებს ჯარის სარდლად, მირხოხდი კი ამბობს: ომარ მირზამ „ომარ თობანი, ბარლას თუქალი და სხვა მხედართმთავრები“ გაგზავნაო. დასახელებულ სარდლებს, რომ კლავიხოს მიერ აღწერილ ლაშქრობაში ერთად მიეღოთ მონაწილეობა, მაშინ ისიც ორივეს დაასახელებდა, რადგან იგი მირხონდზე ნაკლებად კი არა, შეიძლება უკეთაც იცნობდა მაშინდელ პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობას. ამის თქმის უფლებას გვაძლევს თუნდაც ის გარემოება, რომ კლავიხო უშუალო დამკვირვებელი იყო, ხოლო მირხონდი თავის წინამორბედთა ცნობებს ემყარებოდა.
ზემოხსენებულ ორ ცნობაში თუ ორი სხვადასხვა დროს მოწყობილი ლაშქრობა შეიძლება ვიგულისხმოთ, მაშინ პირველ მომხდარ ფაქტად კლავიხოს მონათხრობი უნდა ჩაითვალოს. ამგვარი მტკიცების უმთავრეს არგუმენტად უნდა მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ კლავიხო არსად არ ახსენებს აჰმად ჯალაერსა და ყარა-იუსუფს. ისინი ერთად მოქმედებდნენ. კლავიხო, რომელიც კარგად ერკვევა იმ დროისათვის ირანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ ამბებში, არ შეიძლებოდა მხედველობიდან გამორჩენოდა აჰმად ჯალერისა და ყარა-იუსუფის მოქმედება. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ კლავიხოს თავრიზში ყოფნისას ისინი ასპარეზზე ჯერ არ ჩანდნენ.
ცნობა ქართველების მიერ მოწყობილი ლაშქრობის შესახებ კლავიხოს ჩართული აქვს იმ ამბებში, სადაც მოგვითხრობს, თანაც საკმაოდ დეტალურად, ომარ მირზას ბრძოლასა და ინტრიგებზე მამისა და ძმის წინააღმდეგ. ამასვე ადასტურებს იმდროინდელი სომეხი ისტორიკოსი თოვმა მეწოფეცი, რომელიც ამბობს, რომ ყარა-იუსუფი 1395 წლიდან 1406 წლაზდე სომხეთსა და აზერბაიჯანში არ გამოჩენილაო9.
9. თოვმა მეწოფეცი, ისტორია თემურლენგისა და მისი შთამომავლებისა. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო კ. კუციამ, თბ., 1987, გვ. 39. ჩვენთვის საინტერესო ეს ცნობა რატომღაც გამოტოვებულია ლ. მელიგსეთ-ბეგის მიერ თარგმნილ თოვმა მეწოფეცის თხზულებაში.

ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება მირხონდის ცნობაც, სადაც ქართველთა ლაშქრობის ამბავი და აჰმად ჯალაერის ეგვიპტიდან წამოსვლა და მის მიერ ბაღდადის აღება გადმოცემულია ერთდროულად. იგი ამბობს: „ცნობა მოვიდა, რომ სულთანი აჰმედი მისრეთიდან დაბრუნდა და ბაღდადი დაიპყრო... ომარ მირზამ ბრძანა, რომ ომარ თობანი, ბარლას თუქალი და სხვა მხედართმთავრები მაღზულან-გურჯად წოდებული ადგილის დასაცავად წასულიყვნენ. ამირ სუნჯაკი კი ურიცხვი ჯარის ერთი ნაწილით ბაღდადში გაგზავნა, რათა ის ვილაიეთი სულთნისათვის წაერთმია“.
ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ მირხონდის მიერ აღწერილი ამბავი – ქართველების ლაშქრობა და ყარა-იუსუფის და აჰმედ ჯალაერის მიერ ბაღდადის აღება მოხდა 1406 წლის ივლისში. კლავიხო კი იმ დროისათვის უკვე ესპანეთში იყო (1406 წლის მარტში მივიდა კასტილიაში). რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო თავის დღიურებში შეეტანა ისეთი რამ, რაც ირანში მოხდა მისი ესპანეთში დაბრუნების შემდეგ.
ჩემი აზრით, ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კლავიხო და მირხონდი მეფე გიორგი VII-ის მიერ თურქმანების წინააღმდეგ ორ, სხვადასხვა დროს მოწყობილ ლაშჭრობაზე ლაპარაკობენ, რადგან კლავიხოს მიერ გადმოცემული ამბავი სხვა წყაროებით არ დასტურდება, ამიტომ ი. სრეზნევსკიმ გიორგი მეფის მეთაურობით ლაშქრობის მოწყობა იმ დროს საეჭვოდ მიიჩნია. ამის გამო იყ.» რომ წერდა: „კლავიხომ ხომ არ მიაწერა გიორგის ის, რაც თურქმენმა ყარა-იუსუფმა ჩაიდინაო“.
რობორც შემდეგ ვნახავთ, ი. სრეზნევსკის მიერ გამოთქმული ეჭვი, ცოტა არ იყოს ნაჩქარევია, რას ემყარებოდა იგი, როცა ამბობდა, ასეთი ლაშქოობა ყარა-იუსუფმა მოაწყოო?
ყარა-იუსუფი ცნობილია, როგორც თემურლენგის ერთ-ერთი შეუპოვარი მოწინააღმდეგე. ის იყო შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლე) გაერთიანებული ტომების ამირა, წარმოშობით ბაჰარლუს ტომიდან. მან, თემურისაგან აჰმედ ჯალაერთან ერთად დევნილმა, ჯერ ოსმალეთის სულთან ბაიაზეთ პირველს შეაფარა თავი10, ხოლო თემურის მიერ ბაიაზეთის დამარცხების შემდეგ ეგვიპტეში გაიქცა. თემურის მოთხოვნით ეგვიპტის სულთანმა ფარაჯმა შეიპყრო იგი და რამდენიმე ხანს ტყვეობაში ჰყავდა. ფარაჯი აპირებდა კიდეც ყარა-იუსუფი თემურისათვის გადაეცა, მაგრამ თემურის სიკვდილმა იხსნა. სულთანმა გაანთავისუფლა ყარა-იუსუფი და თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა. მან შეაგროვა ათასი მხედარი და აზერბაიჯანისკენ წავიდა.

10. საყურადღებოა, რომ ფარსადან გორგიჯანიძე თავის „ისტორიაში“, თემურსა და ბაიაზეთს შორის ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ბაიაზეთის მიერ აჰმედის შეფარებას და მისი თემურისათვის გადაუცემლობას ასახელებს.

თემურლენგი გარდაიცვალა 1405 წლის 18 თებერვალს ქ. ოთრარაში, ხოლო ზემოაღნიშნული ქართველთა ლაშქრობა უნდა მომხდარიყო 1405 წლის 19 მაისსა და 11 ივლისს შორის. ამ დროისათვის კი ყარა-იუსუფი ვერ შეძლებდა მისვლას კლავიხოს მიერ დასახელებულ ადგილამდე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცნობა თემურლენგის სიკვდილის შესახებ შუა აზიიდან ეგვიპტემდე დაიგვიანებდა და, მეორეც, ყარა-იუსუფისათვის საჭირო იქნებოდა გარკვეული დრო ჯარის შესაკრებად. მაშინ ყოველივე ამის გაკეთება დროის ასეთ მცირე მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
სირიიდან წამოსულმა „აჰმედმა და ყარა-იუსუფმა 1406 წლის ივნისში აიღეს ბაღდადი და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიძრნენ სამხრეთ აზერბაიჯანისაკენ. 1406 წლის ივლისის დასასრულს ორივე მოკავშირე თავრიზს მიუახლოვდა.
ცნობილია, თუ რა შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა მეფე გიორგი და ქართველი ხალხი დამპყრობთა უღლის წინააღმდეგ ჯერ კიდევ თემურლენგის სიცოცხლეში.
1403 წელს მეფე გიორგისა და თემურლენგს შორის დადებული ზავის მიხედვით საქართველო ვასალურ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა თემურისადმი. თემურმა, საქართველოში მოწყობილი რამდენიმე ლაშქრობის მიუხედავად, ვერ შეძლო ვერც ქართული ხალხისა და ვერც მისი მეფის დამორჩილება. ზავის დადების შემდეგ თემურლენგს აღარ ულაშქრია საქართველოში, რაც გიორგი VII-ს აუცილებლად მისცემდა საშუალებას ქვეყანა შედარებით მშვიდობიანი ცხოვრების კალაპოტში ჩაეყენებინა. იგი მოიკრებდა ძალებს და ახლოს იქნებოდა დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რაც მაშინ ხდებოდა ამიერკავკასიაში და მცირე აზიაში. თემურლენგი, საქართველოს უკანასკნელი აოხრების შემდეგ, ჩინეთის დასაპყრობად გაემგზავრა. გიორგი VII-მ გამოიყენა ეს ხელსაყრელი მომენტი და მაშინვე საქართველოს ერთიანობის აღდგენასა და მტრისაგან მის გაწმენდას შეუდგა. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აგვიწერს გიორგი მეფის მიერ თემურლენგის უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ გატარებულ ღონისძიებებს: „ხოლო შემდგომად წასვლისა თემურისა დაიპყრა მეფემან გიორგი ქართლი, სომხითი, ჰერ-კახნი და იწყო შენებად მოოხრებულთა და ბრძოდა ციხოვანთა“.
თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის უზარმაზარ იმპერიაში დაწყებულ განმათავისუფლებელ მოძრაობას მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ბრძოლა დაემატა, გიორგი VII-ს უფრო მეტი საშუალება ეძლეოდა საქართველოს ციხეებში ჩაყენებული მტრის ჯარების განდევნისა და აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებისა. „რამეთუ შემდგომად თემურის სიკვდილისა იწყეს ბრძოლანი ძეთა მისთა ურთიერთა ზედა და დაშთა ქუეყანა და მეფე მათგან მშვდობით. ხოლო მეფემან განასხნა თათარნი და აღიხუნა ციხენნი ქართლ-სომხითისანი სრულიად“.
ამასვე აღნიშნავს ნ. დადიანი თავის „ქართველთ ცხოერებაში“: „ხოლო მეფემან გიორგი კვალად დაიპყრა ყოველი საქართველო... ხოლო იწყო მეფემან გიორგი მოსვრა, მოწყვედა თათართა; სადა ჰპოებდა საზღვარს გარეთ თვისით, ვიდრე რახსის კიდემდე, არა დაუტევა, მოსრნა, მოსწყვიდნა“. ნ. დადიანის თხზულებიდან ამოღებული ციტატა ადასტურებს მირხონდის ცნობებს, რომელშიც ქართველების მიერ სომხეთის ქალაქების აღებაზეა ლაპარაკი.
ალბათ, გიორგი VII-ის ასეთი მოქმედება ჰქონდა მხედველობაში ი.პ. პეტრუშევსკის, როდესაც აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანში დაწყებულ სახალხო მოძრაობასთან ერთად საქართველოში აჯანყება დაიწყოო. საქართველოდან დამპყრობთა ნაშთების განდევნა-განადგურებისა და ქვეყნად მშვიდობის დამყარების შემდეგ, გიორგი VII-ს კარგად „გაუთვალისწინებია აზერბაიჯანში დაწყებული სახალხო მოძრაობის დადებითი მნიშვნელობა თავისი ქვეყნისათვის. იგი მაშინვე დაუკავშირდა განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაურს შირვანშაჰ იბრაჰიმს, რაც 1405 წლის დასაწყისში მოხდა. გიორგი მეფეს იბრაჰიმთან ურთიერთობა იმითაც განუმტკიცებია, რომ სულ ცოტა ხნის წინათ დაპყრობილი განჯა და ნახჭევანი მისთვის გადაუცია.
ახლა კი მოკლედ ვთქვათ კლავიხოს მიერ გადმოცემულ ქართველთა ლაშქრობაზე. ამბების მაშინდელ (1405 წლის ზაფხული) განვითარებას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ გიორგი მეფეს სწორად შეუფასებია ის სიტუაცია, რაც ომარ მირზას მორჩილებაში მყოფ ტერიტორიაზე შეიქმნა. 1405 წლის გაზაფხულზე ომარ მირზა თავისი ჯარით ყარაბაღში იდგა. აქ გაიგო მან თავისი პაპის, თემურლენგის გარდაცვალება. ამის გამო დაწყებული არეულობით უნდოდა ესარგებლა მას და მთელი ძალაუფლება ეგდო ხელთ. მან დაუწყო დევნა თავის მამა, მირან შაჰს და უფროს ძმას აბუბექრს. ძმა ხელში ჩაიგდო და სოლთანიის საპყრობილეში ჩასვა, მამამ კი შეძლო ხელიდან გასხლტომოდა“. მირან შაჰის თავისუფლად ყოფნა ძლიერ არყევდა ომარის მდგომარეობას. ამით იყო გამოწვეული ის, რომ იგი პირადად არ იმყოფებოდა ქართველთა წინააღმდეგ გაგზავნილ ლაშქარში. ან, შეიძლება ისიც ვიფიქრობთ, რომ იგი ქართველთა ასეთ მოქმედებას შედარებით ნაკლებმნიშვნელოვნად თვლიდა, ვიდრე საკუთარი მამის ხელში ჩაგდებას.
შექმნილი ვითარება გიორგი VII-ს საშუალებას აძლევდა მცირე ჯარით შეჭრილიყო მისგან განდგომილი ივანე ათაბაგის სამფლობელოში, დაემორჩილებინა იგი და წამოწყებული ლაშქრობა გაეგრძელებინა მეზობელ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის საქართველოს არც სამხრეთით მოსაზღვრე ტერიტორიებზე და არც თავრიზის მიდამოებში თურქმანებს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა არ ჰყავდათ. ჩემი აზრით, კლავიხოს მიერ აღწერილი ქართველთა ლაშქრობის ძირითადი მიზანი სწორედ საათაბაგოს კვლავ შემომტკიცება უნდა ყოფილიყო.
ივანე ათაბაგი, მესხეთის მფლობელი, მეფე გიორგის განუდგა და კონსტანტინე ბატონიშვილთან ერთად თემურლენგს მიემხრო 1402 წ. ფარსადან გორგიჯანიძე გვაწვდის სპარსული წყაროების მონაცემებს ამ უაღრესად საინტერესო საკითხზე. იგი წერს: „მოსვლა თემურისა სამცხეს და წინ მიგებება ივანე ათაბაგისა და მეფის გიორგის ძმა კონსტანტილესი, ძღვენის მორთმევა და შემოხვეწნა, ასე რომ ჩვენ ხელმწიფის მორჩილნი ვართ და რასაც გვიბრძანებენ, იმისი მქნელი ვიქნებით. თუ ბეგარასა გვთხოვთ მოგართმევთ და საცა გვიბრძანებთ, შეძლების ღონით გილაშქრებთ. ხელმწიფემ (თემურლენგი – ე. მ.) მათი თქმული მოიწონა, მაგრამ მაჰმადის რჯულზედ მოსვლა დაჰპატიჟა და ივანემ ათაბაგმა დაჰპატიჟა და თავის სახლში ხელმწიფეს დაუჩოქა და ასრე მოახსენა: ჩვენი ქვეყანანი სრულ ქრისტიანი არიანო და თუ მე რჯული დავაგდოო, ამათში ვეღარ დავდგებიო. ამის სიტყვაზედ ხელმწიფემ მერჯულენი მოიხმო და ივანე ათაბაგის თქმული სიტყვანი იმათ მოახსენა. მერჯულეთ ხელმწიფეს ასრე მოახსენეს: მაჰმადის მოციქულობას და მღთისაგან ანგელოზის მოსვლას არ სჯერანო და ყურანს, მაგრამ თუ ჯიზიასა და ხარაჯას მუსურმანს მისცემენო და თავმზიდვრობას არ იქმონენო, თავიანთ რჯულზედ ყოფნა არ დაეშლებისო. ხელმწიფემ მერჯულეთ თქმული დაიჯერა და ივანე ათაბაგსა და მეფის გიორგის ძმას კონსტანტინეს ხალათი, გვირგვინი და ხმლები უბოძა“11.
ივანე ათაბაგი და უფლისწული კონსტანტინე თემურლენგის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ უკანასკნელ ლაშქრობაში მტრის მხარეს იყვნენ. სამხრეთი საზღვრის და იქიდან საქართველოს გულისაკენ მომავალი გზის დაცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გიორგი მეფის შემდგომი მოქმედებისათვის. საყურადღებოა, რომ ამავე გზით თემურლენგი 1402 წელს შემოვიდა საქართველოში. მან გაიარა შამქორი, ალა-თაღი და მენი-კულაში12 დაბანაკდა. გიორგი VII-მაც, როგორც ჩანს, ამ გზით გაიარა, მორჩილებაში მოიყვანა განდგომილი ივანე ათაბაგი. თემურის მიერ საქართველოს უკანასკნელად დალაშქვრის შემდეგ „და მოვიდა კუალად მეფე გიორგი და დაიპყრა სამკვიდრო თვსი ქართლი და იყო უშიშრად“, ხოლო თემურის სიკვდილისთანავე, მან სამხედრო მოქმედება გადაიტანა საქართველოს საზღვრებს გარეთ. გიორგის ასეთ მოქმედებაზე რას გვამცნობს კლავიხო, ამას უკვე გავეცანით. გიორგი მეფის შემდგომი მოქმედების შედეგად შეგვიძლია ჩავთვალოთ განჯისა და ნახჭევანის აღება, რომელზედაც მოგვითხრობს მირხონდი.

11. დ, კაციტაძე, სხვადასხვა წყაროების შეჯერებით, მივიდა დასკვნამდე, რომ ივანე ათაბაგი და კონსტანტინე თემურლენგს ეახლნენ ბირთვისის ციხის აღების წინ 1403 წელს.
12. ივ. ჯავახიშვილის გამოკვლევით ეს უნდა იყოს კოლის მინდორი.

კლავიხო საინტერესო ცნობას იძლევა ისპირის იმდროინდელი საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის შესახებ. როგორც კლავიხოს ნათქვამიდან ჩანს, სპერი და მისი მიდამოები XV ს. დასაწყისისათვის უკვე ოსმალეთს ჰქონდა დაპყრობილი. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ სპერი და მისი მიდამოები, მიუხედავად იქ ოსმალების ბატონობისა, იმ დროისათვის ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ კლავიხო სპერში (ასევე საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, რომელზეც მას მოუხდა გავლა), მიუხედავად იმისა, რომ იგი ქართველებს არ ასახელებს, არც სხვა რომელიმე ხალხის შესახებ გვამცნობს რაიმეს. ალბათ, მან საკმარისად ჩათვალა ერთხელ უკვე ნათქვამი, რომ საქართველოს საზღვრებში შევედითო და ზედმეტად მიიჩნია ეთქვა აქ ქართველები ცხოვრობენო.
ივ. ჯავახიშვილს მოცემული აქვს ცნობები XX ს, 10-იან წლებში ამჯერად ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიაზე ქართველთა განსახლების შესახებ. იგი წერდა: „ოსმალეთის საზღვრებში დარჩენილს მესხეთის ზემო ტაოს ნაწილში, თორთუმის ხეობაში მთელი მცხოვრებნი 1400 სული მთლად გამაჰმადიანებული ქართველები არიან, მაგრამ ქართული დავიწყებული აქვთ. ისპირში – კი, პარხალი, ხევეკის, გუდახევისა და ჭირჭიმის ხეობებში ყველგან ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობენ და ქართულად ლაპარაკობენ“ (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილულია, ტფ., 1919, გვ. 46). სხვათა შორის, უნდა გავიხსენოთ, რომ კლავიხო ყველგან აღნიშნავდა, თუ სადმე შეხვდებოდა ძირითადი მოსახლეობისაგან განსხვავებულ სხვა რომელიმე ხალხის წარმომადგენლებს, სპერიდან გასვლის შემდეგ კი იგი ერთგვარად აჯამებს ქართველებზე დაკვირვების შედეგად შექმნილ შთაბეჭდილებას და იძლევა, მართალია, უაღრესად ლაკონიურ, მაგრამ საყურადღებო დახასიათებას მათი გარეგნობის, სარწმუნოებისა და ენისა. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან. ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი თემურლენგის უზარმაზარ იმპერიაში მოგზაურობის დროს სხვაგანაც შეხვდა ქართველებს.
1405 წლის 14 სექტემბერს სპერიდან გასულმა ელჩებმა დიდი გაჭირვებით გადალახეს მაღალი მთა და კლავიხო აქვე გვამცნობს, რომ ისინი საქართველოს სახღვრებიდან გავიდნენ და შევიდნენ არაქიელის ქვეყანაში, სადაც სომხები ცხოვრობდნენ.
ასეთია კლავიხოს ის რამდენიმე ცნობა, რომლებიც მან თავის. დღიურებში გააბნია სხვადასხვა ადგილას. ამ მცირე, მაგრამ საინტერესო ცნობებმა შეიძლება გარკვეული შუქი მოჰფინონ საქართველოს. ისტორიის ზოგიერთ მომენტს XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე.
ტექსტი
...მეორე დღეს, ხუთშაბათს, [1404 წლი] ოცდაცხრა მაისს1, დაახლოებით შუადღისას, [ელჩები] მიადგნენ დიდ ქალაქს, რომელსაც ჰქვია სურმალი2. აქედან ექვსი ლიგის3 დაშორებით ჩანდა მაღალი მთა, რომელზეც გაჩერდა ნოეს კიდობანი წარღვნის დროს4. ეს ქალაქი მდებარეობდა სწორ ადგილას. ერთი მხრიდან ჩაედინებოდა ის დიდი
მდინარე, რომელსაც ჰქვია არაქსი. მეორე მხრიდან იყო ბალესტით5 ერთი გასროლის სიგანე კლდეებს შორის ჩაღრმავებული ხევი. ეს ხევი გარშემორტყმული ჰქონდა ქალაქს და მიდიოდა მდინარემდე. ხევი და მდინარე უაღრესად ამაგრებდნენ ქალაქს. ამიტომ მასზე თავდასხმა შეიძლებოდა მხოლოდ იმ ადგილიდან, სადაც მდინარის დასაწყისმი იყო ხევში შესასვლელი, მაგრამ ამ შესასვლელზეც იდგა დიდი, მაღალი კოშკებით გამაგრებული ციხე, ორი ერთმანეთზე მიყოლებული ჭიშკრით. ქალაქი სურმალი პირველი ქალაქია, რომელიც ნოეს შთამომავლებმა ააშენეს წარღვნის შემდეგ და ამბობენ, რომ თოხთამიშმა6, თათართა იმპერატორმა, რვა წლის წინათ შემოარტყა მას ალყა და ორი დღე და ღამე ებრძოდა. მესამე დღეს მასთან მივიდნენ [მოქალაქენი] შესათანხმებლად. ქალაქი იმ პირობით დაემორჩილებოდა მას, თუ არც ის და არც მისი ჯარი არ შევიდოდა ქალაქში, სამაგიეროდ ყოველწლიურად გარკვეულ გადასახადს გადაუხდიდნენ. ხსენებული იმპერატორი დათანხმდა, მაგრამ მოითხოვა, რომ მისთვის მიეცათ ქალაქის გარნიზონის ნაწილი, რომელიც მასთან ერთად წავიდოდა საქართველოს მეფე გიორგის7 წინააღმდეგ საომრად. როცა ქალაქის მოსახლეობამ მისცა მას ხსენებული ჯარი, მან, ბრძანა ქალაქის აღება. ჯარი შევიდა და, რაც ნახა, ყველაფერი გაძარცვა. ქალაქის დიდი ნაწილი დაანგრია და მრავალი ადამიანი ამოწყვიტა. ამ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა სომხებია. როგორ დაკარგეს ქრისტიანებმა თავიანთი ხელისუფლება სომხურ მიწახე და როგორ დაეუფლნენ მას მუსლიმანები ამის შესახებ მოთხრობილი იქნება შემდეგში. ამ ქალაქშმი იყო მრავალი დიდი შენობა, მთელს ამ მხარეში ელჩებსა და მათს ხალხს აძლევდნენ ბინას, საკვებს და ცხენებს მგზავრობისათვის, მთელი ეს მხარე თემურლენგს ემხრობოდა...
... ეს ჯანსა მირზა, რომლის თავის მოკვეთა ბრძანა ომარ მირზამ7, იყო თემურლენგის დის შვილი და ყველაზე მამაც, ყველაზე ძლიერ ადამიანად ითვლებოდა თეზურლენგის მთელ გვარში. მას დიდად პატივცემულს და მრავალი მიწების ბატონს, ჰყავდა დიდი ჯარი, რომელიც მუდამ თან ახლდა, სადაც კი წავიდოდა. როცა თემურლენგმა თავისი შვილიშვილი ომარ მირზა იმპერატორად გამოაცხადა, მან ჯანსას დაავალა, რომ ომართან ეცხოვრა და მისი სასახლე და სამფლობელო განეგო. ამიტომ განაგებდა ის მთელ სამფლობელოებს. ხოლო მიზეზი იმისა რის გამოც მოკლეს ეს ჯანსა მირზა, ასეთია: ორგვარად ლაპარაკობენ, ერთნი ამბობენ: იმის შიშით ბრძანა მისი მოკვლა, რომ პაპის სიკვდილის შემდეგ მას შეეძლო ამის მოკვლა ან აჯანყდებოდა მის წინააღმდეგ პაპის, თემურლენგის, მთელი ჯარით. ის ჩაღათაელებს9 უყვარდათ და მისი დიდი სიკეთე სურდათ. მრავალი ხალხი იმასაც ლაპარაკობდა, რომ რადგან დიდი ბატონი მოკვდა, ბატონად გახდომის ღირსი ის იყო.
სხვები ამბობდნენ: როცა ამ ჯანსამ თემურლენგის სიკვდილი გაიგო, შეკრიბა მცირერიცხოვანი რაზმი, თვითონაც შეიარაღდა და იმ კარავში გამოცხადდა, სადაც ჩვეულებრივი საბჭო იკრიბებოდა ხოლმე. იქ ნახა ერთი მოლამ10, ე.ი. დოქტორი, რომელიც დიდად იყო დაახლოებული ომარ მირზასთან, ბანაკის საქმეებს ის წყვეტდა. [ჯანსას] არ უყვარდა იგი, რადგან, როცა ქორწინების ნება ითხოვა, ომარ მირზამ ამ მოლას მისცა მისი სასურველი ქალი. ამისათვის და კიდევ სხვა მიზეზების გამო არ უყვარდა მოლა და ამ კარავში რომ ნახა, მოკლა.
როგორც კი მოკლა, ჯანსა და მისი ხალხი გაშიშვლებული ხმლებით წავიდნენ ომარ მირზას კარვისკენ. მეფის ჯარმა რომ ეს დაინახა, სტაცეს ხელი იარაღს და დაუყოვნებლივ გაეშურნენ იმ კარვისაკენ, სადაც ბატონი იმყოფებოდა. ურდოში ხმა გავარდა, ამბობდნენ, ედიგეი11 თათრეთის12 იმპერატორი და მეფე გიორგი13 თავს დაგვესხნენო. ეს არეულობა რომ დაინახა, ჯანსა მირზა წავიდა იქ, სადაც ბატონის საჭურველი იყო. როცა მივიდა, დახვდა დიდძალი ხალხი, რომლებმაც კარავთან არ მიუშვეს და მზად იყვნენ დაეცვათ ბატონი, ამბობენ: ერთმა დიდებულმა რაინდმა, შეიარაღებულმა თავისი ამალით, ჯანსა მირზას უთხრა, ამას რას აკეთებო. ჯანსა მირზამ სთხოვა მას, ომარ მირზასთვის გადაეცა სიმართლე, რომ მას ნურაფრის ეშინია, მე ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, მინდოდა ჩემი მტერი მოლა მომეკლაო. ხსენებული რაინდი წავიდა ამ სიტყვების გადასაცემად, მაგრამ მან იხილა იგი უაღრესად. შეშინებული და გულგატეხილი და უთხრა: – ბატონო ნუ გეშინია, თუ გსურს მოგიკლავ ამ ჯანსას. და მაშინვე გაეშურა რაზმით და მოჰკვეთა მას თავი.
როცა ჯანსა მოკლეს, მთელი მისი ჯარი გაიქცა. ომარ მირზამ ხსენებული ჯანსას თავი გაუგზავნა თავის მამას მირაშა მირზას და ძმას აბუბექრ მირზას14. ისინი ცხოვრობდნენ ბაღდადში15. ომარ მირზამ ბრძანა ეჩვენებინათ მათთვის თავიანთი მტრის თავი. ეთქვათ აგრეთვე, რომ, რადგან მისი პაპა უკვე მკვდარი იყო, მისულიყვნენ ისინი მასთან და იგი მიიღებდა [ მირზას] როგორც მეფეს. შემდეგ ყველანი შეიკრიბებიან ვიატის დაბლობზე16, თავრიზის მახლობლად და იგი მთელ თავის დიდებულებთან ერთად სამართლისა და წესის მიხედვით გადასცემს მას სამეფოს. ამბობენ: როცა მირაშა მირზამ დაინახა ხსენებული ჯანსა მირზას (თავი). თავის შვილის შეეშინდა.
...ამ დროს წამოვიდა საქართველოს მეფე, რომლის შესახებ უკვე მოისმინეთ, შეიჭრა ყარსისა17 და
არზრუმის18 მიწებზე, რომელიც დიდ სომხეთშია19 თავრიზის მიწებამდე, გადაწვა და გაძარცვა მრავალი სოფელი და დასახლებული პუნქტი. ისეთი დიდი შიში გამოიწვია, რომ თავრიზელი მუსლიმანები20 ფიქრობდნენ ბატონი [ომარ მირზა] მოვიდოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა სამაგიეროდ თავის ცნობილ ძველ რაინდს, რომელსაც ომარ ტობანი ერქვა, უბრძანა ხუთი ათასი მხედრით წასულიყო და საქართველოს მეფე
ამ მხარის საზღვრებიდან განედევნა. მასთან შეერთება უბრძანა თავრიზისა და სხვა მხარეების ერთგულ ჯარებს. სულ შეიკრიბა, დაახლოებით, თხუთმეტი ათასი მხედარი. მათ დიდი სისწრაფით გაიარეს ეს ქალაქი თავრიზი და გაჩერდნენ ალა-თაღის ველთან, რომელიც დიდ სომხეთშია. მეფე გიორგიმ, გაიგო რა ამის შესახებ, მოვიდა ხუთი ათასი მხედრით და ერთ ღამეს თავს დაესხა მათ, დაამარცხა, მრავალი მათგანი ამოწყვიტა და იმათ, ვინც გადარჩნენ, თავი შეაფარეს თავრიზს. დიდი მითქმა-მოთქმა და შიში იყო ქალაქის მუსლიმანებში, ამბობდნენ, რომ ქაფარებმა21 გაიმარჯვეს მუსლიმანებზე. ისინი ქრისტიანებს ეძახიან ქაფარებს, რაც ნიშნავს კანონის არმქონე ხალხს თავიანთ თავს კი უწოდებენ მუსლიმანებს, რაც მათს ენაზე ნიშნავს რჩეული და კარგი კანონის ხალხს. სხვები ამბობდნენ, რომ [მუსლიმანები] კი არ არიან დამნაშავენი [ქაფარებმა რომ გაიმარჯვეს], არამედ ბატონი [ომარ მირზა], რომელსაც ბედი არ წყალობს. ბედი წყალობდა თემურლენგს, რომელიც უკვე მკვდარი იყო22.
სამშაბათს, რვა სექტემბერს [ელჩები] გაემგზავრნენ იქიდან ერთ ჩაღათაელ გამცილებელთან ერთად. მან ისინი წაიყვანა საქართველოს გზით. ხელმარცხნივ დატოვეს არზრუმის გზა, რომლითაც მივიდნენ [სამარყანდში]. ეს ღამე გაატარეს ერთ ქალაქში, რომელიც ეკუთვნოდა ყარსის ბატონს. მეორე დღეს, განთიადისას, ადგნენ და გადაიარეს ძალიან მაღალი მთა. როცა მეორე მხარეს დაეშვნენ, დაინახეს თორთომის ციხე23, რომელიც მაღალ ფრიალო კლდეზე იდგა. ეს ციხე დაიპყრო თემურლენგმა და ხარკი დაადო. იგი საქართველოს სამეფოსია, აქედან ერთი ლიგის დაშორებით სოფელში გაათენეს. ამ მთებზე იარეს ორი დღე.
პარასკევს, თორმეტ სექტემბერს, მივიდნენ ერთ ციხესთან, რომელსაც ვისერი24 ჰქვია და ეკუთვნოდა მოლას. მოლა ნიშნავს დოქტორს ან განსწავლულს. ამ მოლამ ისინი ღირსეულად მიიღო და მასთან ისადილეს. მთელი ეს მხარე შემშფოთებული იყო ყარაოტომანისა25 და სხვა ტომებისაგან, რომლებიც გარბოდნენ თავიანთი პირუტყვით. [ელჩები] მაშინვე წავიდნენ იქიდან და მეგზურმა უთხრა მათ, რომ მისთვის აუცილებელი იყო ერთი მთავრის ნახვა, რომელიც იმყოფებოდა ქალაქ ისპირში26. მისთვის უნდა გადაეცა თავისი ბატონის წერილი. ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა მისულიყვნენ მასთან, თორთომიდან იქამდე იარეს მთებზე და ბორცვებზე. ამ მხარის ბატონს პირა კონბერი ჰქვია. ეს მხარე, მიუხედავად იმისა რომ მთიანია, საკვებით მდიდარია.
მეორე  დღეს,  შაბათს27,  ისინი  მივიდნენ  იმ   მთავართან  და  საჩუქრად  მიართვეს  კამოკანის28  ორი  ტანსაცმელი.  მასთან  ისადილეს.  მან მისცა  კაცი,   რომელიც  მიიყვანდა  მათ  ტრაპიზონის  იმპერიამდე.  ეს ღამე  მთის  ძირას,  ერთ სოფელში  გაატარეს.
მეორე დღეს, კვირას, ისინი ავიდნენ ძალიან მაღალ მთაზე. აღმართი გრძელდებოდა ოთხ ლიგაზე29 და იმდენად ოღროჩოღრო იყო, რომ პირუტყვი და ადამიანები დიდი გაჭირვებით მიდიოდნენ. ამ დღეს ისინი გავიდნენ საქართველოდან და შევიდნენ არაქიელის ქვეყანაში30. ქართველები კარგი აგებულების და ლამაზი სახის ხალხია. მათი რელიგია ბერძნულია, ენა კი განსაკუთრებული31.
ორშაბათს ისადილეს არაქიელის ქვეყნის ერთ სოფელში, მაშინვე გაემგზავრნენ და გაათენეს სხვა სოფელში. მიზეზი, რომლითაც ისპირის ეს მუსლიმანი მთავარი ფლობს არაქიელის ქვეყანას, ასეთია: ამ ქვეყნის მოსახლეობა უკმაყოფილო იყო თავისი ბატონით, რომელცაც ერქვა არაქიელი. იგივე ერქვაქვეყანასაც. წავიდნენ ისინი ისპირის მთავართან და უთხრეს, რომ თავიანთ ბატონად სცნობდნენ იმ პირობით, თუ მათი დამცველი იქნებოდა. ასე მოიქცნენ: მან თავის მაგიერ გამოგზავნა მუსლიმანი, რომელსაც უნდა ემართა ქვეყანა ერთ ქრისტიანთან ერთად. ეს მხარე უაღრესად მთაგორიანია, რამდენიმე იმდენად რთული გადასასვლელია, რომ ცხოველები ვერც კი დადიან, ხოლო ზოგიერთ ადგილას ერთი კლდიდან მეორეზე ხიდად გადებულია ხის მორი. ამ მხარეში დატვირთულ პირუტყვს არ შეუძლია სიარული. ამიტომ ადამიანებს უხდებოდათ ყველაფერი თავიანთი ზურგით გადაეტანათ. ამ მხარეში პური ცოტაა. ამ ქვეყანაში ელჩებს დიდი საფრთხე ემუქრებოდა მოსახლეობისაგან მიუხედავდ იმისა, რომ იქ ქრისტიანი სომხები ცხოვრობენ, მაინც ცუდი ზნე-ჩვეულების ხალხია მათ არ სურდათ ხსენებული ელჩები თავიანთ ქვეყანაში გაეტარებინათ მანამდე, ვიდრე არ მისცეს თავიანთი ბარგიდან რაღაც-რაღაცეები. ამ მთებზე იარეს მათ ოთხი დღე და მიაღწიეს ზღვის ნაპირთან მდგარ ერთ სახლს, საიდანაც ტრაპიზონამდე ექვსი დღის სავალი იყო. აქედან ცუდი გზით იარეს იმ ადგილამდე, რომელსაც სურმენე32 ერქვა. მთელი ტრაპიზონის მხარე, რომელიც ზღვასთან მდებარეობს დაფარულია მაღალი მთებითა და ტყეებით, ტყეში ყველა ხეზე აშვებულია ვაზი, რომლის [ნაყოფისაგან] აყენებენ ღვინოს. [ვაზს] არასოდეს არ უვლიან. ცხოვრობენ დაბებში, რაც მათ ენაზე ნიშნავს აგარაკს. ე.ი. ერთ ადგილას გაერთიანებულია რამდენიმე კომლი. ამ გზაზე დაეღუპათ [ელჩებს] რაც კი პირუტყვი ჰყავდათ.
შენიშვნები
1. 1404 წ.
2. კლავიხო კოლმარინსაც უწოდებს. ეს არის თანამედროვე სოფელი სიურმალი წინათ სურმარი და სულმარი, დამახინჯებული სუერბ-მარი, ე. წ. მარი. XIII–XIV საუკუნეებში გამოირჩევდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობითა და მძლავრი ლდიხესიმაგრით. 1387 წ. იგი თემურ-ლენგმა აიღო და მისი ზღუდე მიწასთან გაასწორა, ხოლო ქალაქისა და მისი მახლობელი სოფლების მოსახლეობა ტყვედ წაიყვანა.
3. ლიგა – სიგრძის საზომი ერთეული. თანამედროვე ესპანეთში უდრის 5572 მეტრს. მისი სიდიღე სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ყველაზე ადრინდელი ცნობა, რომელიც მასზე წარმოდგენას გვიქმნის, არის 1658 წ. მიღებული ლიგა. იგი უდრიდა ესპანურ სამ მილს ანუ ოთხ ვერსტს (1 ვერსტი=1,0668 კმ).
4. არსებობდა რწმენა, თითქოს არარატზე იყო ნოეს კიდობანი. ამის შესახებ გადმოგვცემს, შუა საუკუნეების მრავალი მოგზაური, ადრინდელ მოგზაურებზე (რუბრუკვისი, მანდევილი, ჰაიტონი, პოლო..), რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისი იქნება გავიხსენოთ კლავიხოს და ბარბაროს ცნობები.
5. ბალესტა, ბალესტრა – ბალისტა, სატყორცნელი მანქანა, რომელიც მოქმედებდა დაგრეხილი ბოჭკოს (მყესი, თმა, თოკი და სხვ. დრეკადობის ძალით. იგი ფართოდ იყო გავრცელებული უძველესი დროიდან (ძველი აღმოსავლეთი, საბერძნეთი, რომი). V საუკუნემდე იყენებდნენ ციხე-სიმაგრის კედლების დასანგრევად.
ბალისტით შეიძლებოდა 35 კგ. ქვების, მძიმე ისრების ცეცხლმოკიდებული საგნებისა და სხვ. 400--1000 მეტრზე გასროლა. ბალისტის გასასროლად გაწყობას ჭირდებოდა 15 წუთიდან 1 საათამდე და ემსახურებოდა რამდენიმე კაცი.
6. ოქროს ურდოს ყაენი თოხთამიში, ჯუჩის შთამომავალი. XIV ს. 70-იან წლებში თავს აფარებდა ჯერ თემურლენგის კარზე, შემდეგ კი განაგებდა მისგანვე ნაბოძებ ოთრარას და საურანის ოლქებს. თოხთამიშმა ისარგებლა ოქროს ურდოს ხანის მამაის დამარცხებით კულიკოვოს ბრძოლაში და ხელთ იგდო ოქროს ურდოს ტახტი. იგი მთელი ძალით ცდილობდა, კვლავ დაემორჩილებინა რუსეთი და განთავისუფლებულიყო თემურის ძალაუფლებისაგან, 1389 წ შეიჭრა თემურის სამფლობელოებში და აიკლო, 1395 წ. დამარცხდა თემურთან ბრძოლაში, დაკარგა მდინარე ვოლგის აღმოსავლეთით მდებარე ყველა სამფლობელო. 1398 წ. დამაცხდა იმიერ
ვოლგის ყაენთან თემურ-კუტლუსთან ბრძოლაში და ლიტვას შეაფარა თავი. 1399 წ.  თოხთამიში და ლიტვის მთავარი ვიტოვტი კვლავ დაამარცხა თემურ-ყუტლუმ. 1406 წ. თოხთამიში მოკლა ციმბირის ხანმა შადიბეკმა.
7. საქართველოს მეფე გიორგი VII (1387/93-1407).
8. ომარ მირზა – თემერლენგის შვილიშვილი, შვილი მირან შაჰისა (1404-1409).
9. ჩაღათაელები. სახელწოდება წარმომდგარია ჩინგიზ ყაენის ვაჟის ჩაღათაის სახელიდან. მან მიიღო მიწები მავერანაჰრიდან (ამუ-დარიასა და სირ-დარიას შორის მდებარე მიწები, შუამდინარეთი) აღმოსავლეთ თურქესტანამდე. ჩაღათაის მემკვიდრეები თურქესტანში ბატონობდნენ XVII საუკუნემდე.
10. მოლა (არაბ. მაულა – ბატონი, მბრძანებელი) – მუსლიმანთა რელიგიური მსახური, ასევე იწოდებიან სწავლული ღვთისმსახურები მუსლიმანურ ქეეყნებში. კლავიხო, როცა მოლას ადარებს დოქტორს, გულისხმობს მაშინდელი ევროპის უნივერსიტეტებში მოღვაწე თეოლოგებს.
11. ედიგეი (1352-1419) -- თეთრი ურდოს ამირა ოქროს ურდოს ყაენის ურუს-ხანისაგან დევნილი ედიგეი 1376 წ. გაიქცა თემურლენგთან და დაეხმარა თოხთამიშის წინააღმდეგ ბრძოლაში, მან 1391 წ. თემურს უღალატა და თავის მომთაბარეებთან გაიქცა. 1396 წ. იგი ვოლგისა და იაიკის შორის მდებარე მიწების დამოუკიდებელი მბრძანებელი გახდა, რომლის ბაზაზე შემდეგში წარმოიქმნა ნოღაის ურდო. ედიგეიმ ოქროს ურდოს ყაენს თემურ-ყუტლუსთან ერთად დაიწყო ბრძოლა თოხთამიშის წინააღმდეგ. 1397 წ. ყაენმა ის დანიშნა ოქროს ურდოს ჯარების სარდლად. 1399 წ. მან გაანადგურა ლიტვის მთავრის ვიტოვტისა და თოსთამიშის ლაშქარი, თემურ-ყუტლუს გარდაცვალების (1401) შემდეგ ედიგეი ოქროს ურდოს ფაქტიური მბრძანებელი გახდა. მან ტახტზე დასვა შადიბეკი (1401--1407), რომლის დროსაც მოხდა ჯუჩის ყველა ულუსის გაერთიანება, 1406 წ. ედიგეიმ მოკლა თოხთამიში. 1407 წ. მან გაილაშქრა ჯალალ-ად-დინის, ბულგარების ხანის წინააღმდეგ. რუსეთის დახარკვის მიზნით, ედიგეიმ 1408 წ. ალყა შემოარტყა მოსკოვს, მაგრამ ვერ აიღო. 1410-1412 წწ. დეცენტრალიზაციის მომხრე ხანებმა დაიწყეს გამოსვლები ურდოში. ედიგეიმ ხორეზმს შეაფარა თავი მაგრამ 1414 წ. იქიდანაც გამოდევნეს. 1419 წ. იგი მოკლა თოხთამიშის ერთ-ერთმა ვაჟმა.
12. ტარტარია, დიდი ტარტარია, ასე უწოდებენ კლავიხსო და შილტბერგერი ოქროს ურდოს, ყივჩაღეთს. მაგრამ ისიც „უნდა აღინიშნოს რომ ამ ტერმინში ევროპელებს გვიანდელ შუა საუკუნეებში ესმოდათ იუანის იმპერია, რომელშიც მონღოლეთი და ჩინეთის დიდი ნაწილი შედიოდა. მართალია იუანის იმპერია XIV საუკუნეში მოისპო, მაგრამ ტერმინმა დიდხანს იარსება და თითქმის მთელს ცენტრალურ აზიას და ციმბირს გულისხმობდა.
13. იხ. შენიშვნა 7.
14. იბუბაქირი – აბუბექრი, თემურლენგის შვილიშვილი, შვილი მირანშაჰისა, თემურლენგის გარდაცვალებისას 23 წლისა იყო, შილტბერგერმა, როგორც თვითონ ამბობს, აბუბექრის სამსახურში გაატარა ოთხი წელი. კლავიხოს გადმოცემის თანახმად, მირანშაჰი ჭკუაზე შეცდა და თემურისგან საგამგებლოდ მიღებული სპარსეთის უბრწყინვალესი ქალაქები სულთანიე და თავრიზი ნანგრევებად აქცია. განრისხებულმა თემურმა მას მეფობა ჩამოართვა და აბუბექრს შესთავაზა. აბუბექრმა უარი თქვა, მაგრამ მირანშაჰის მეორე ვაჟმა, ომარ მირზამ, სიამოვნებით მიიღო ასეთი საჩუქარი და მამისა და ძმის დაუძინებელი მტერი გახდა, თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ ომარ მირზამ განიზრახა მამისა და ძმის სიკვდილით დასჯა, აბუბექრი შეიპყრო კიდეც, მაგრამ მან საპყრობილედან გაქცევა მოახერხა და სპარსეთის ტახტზე მამის უფლებების აღდგენას მიაღწია. მირანშაჰი ყარა-იუსუფთან ბრძოლაში დაიღუპა 1408 წ.
15. ვალდატი, ბაბილონი – ბაღდადი. IX საუკუნიდან გადაიქცა ხელოსნობისა და სატრანზიტო ვაჭრობის უმსხვილეს ცენტრად. ბაღდადში თავს იყრიდა უდიდესი სიმდიდრე, მოჰქონდათ საქონელი და პროდუქტები ინდოეთიდან, არაბეთიდან, ევროპიდან, აბასიდების ხალიფატის დაშლასთან ერთად ბაღდადღმა თანდათან დაკარგა თავისი ოდინდელი მნიშვნელობა, 1258 წ. იგი აიღეს მონღოლებმა და გაძარცვეს. 1391 და 1401 წლებში თემურმა ორჯერ იღო ბაღდადი და საშინლად დაარბია. განსაკუთრებით საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა იგი 1401 წ. როცა თემურის ბრძანებით გაჟლიტეს ამ ქალაქის მთელი არაბული მოსახლეობა.
16. სრეზნევსკის გამოცემაში – ვიანი, უნდა იგულისხმებოდეს ვანის ტბის მიდამოები ან ქ. ვანი,
17. ავენიქვე უნდა იყოს ყარსი. კლავიხო, რადგან საკმაოდ დიდღ ტერიტორიულ ერთეულზე ლაპარაკობს, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ ყარსი. ეს გარემოება თუ არა, მაშინ შეგვეძლო გეეგულისხმა ავნიქის ციხე.
არზრუმი – ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, მნიშვნელოვანი სავაჭრო. ცენტრი შუა საუკუნეებში. იგი მდებარეობდა ტრაპიზონიდან თავრიზისკენ მიმავალ გზაზე.
19. სომხური მიწების დიდ და მცირე სომხეთად დაყოფა ანტიკური დროიდან მოდის. ამ ტერმინმა შუა საუკუნეებში რამდენიმე სხვა გეოგრაფიული შინაარსი მიიღო, დიდ სომხეთს უწოდებდნენ იმ ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა დღევანდელი სომხეთს და ქალაქებს: ერზინჯანს, არზრუმს, ანისს, ყარსს და ვანს. დიდი სომხეთის ჩრდილო ნაწილი XII საუკუნეში და XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს სამეფოში შედიოდა XIII ს 30-იან წლებში დიდი სომხეთი მონღოლებმა დაიპყრეს, შემდეგ კი მის უდიდეს ნაწილს ოსმალები დაეპატრონენ. მცირე სომხეთი ერქვა კილიკიის სომხურ სახელმწიფოს, რომელიც ასევე ოსმალეთის ხვედრი გახდა.
20. კლავიხო ესპანური ჩვეულების თანახმად ყეელა მუსლიმანს მავრს უწოდებს.
21. ქაფარი – ურწმუნო. ასე უწოდებდნენ მუსლიმანები არამუსლიმანებს.
22. თემურლენგი გარდაიცვალა 1405 წ. 18 თებერვალს ქ. ოთრარაში ინდოეთზე ლაშქრობისათვის სამზადისის დროს.
23. ძველი ქართული ციხესიმაგრე თორთომი ან თორთუმი, როგორც თანამედროვე რუკებზეა. ვახუშტი ბატონიშვილთან ყოველთვის თორთომია. თორთუმ ფორმა, ს. ჯიქიას მიხედვით, თურქულ წარმოთქმასთან არის შეგუებული. ოდესღაც არსებობდა თორთომის პროვინცია ისტორიულ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, იგი ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია. მის ცენტრს წარმოადგენდა თორთომის ციხე, როპლის ნანგრევებს დღემდე მოუღწევია, XVI საუკუნეში თორთომის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია, სხვა ქართულ მიწებთან ერთად, ოსმალებმა მიიტაცეს.
24. ვისერი შეიძლება იყოს „ვიზერა“ მდ. გალანიმა-დერეზე.
25. ყარაოტომანი. კლავიხო სხვაგან ამბობს, რომ: „ყარაოტომანი, თურქმანი რაინდი, თემურლენგის ყოფილი ვასალი, აჯანყდა-ო. ჩემი აზრით, უნდა იგულისხმებოღეს ყარამანიელების მთავარი, ყარამანიელების მთავრები წარმოშობით თურქმანები იყვნენ.
26. სპერი თურქულად ისპირი, ერთ დროს ძველი ქართლის სამეფოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია.
27. 1405 წლის 14 სექტემბერი.
28. კამოკანი – ოქროთი ნაკერი ფერადი აბრეშუმის ქსოვილი, ფარჩა.
29. იხ. შენიშვნა 2. კლავიხოს დროსაც იგივე ლიგა თუ იყო ხმარებაში, მაშინ გამოდის, რომ ელჩებს აღმართზე უვლიათ 17.0488 კმ.
30. გაუგებარია, რომელ ადგილს გულისხმობს კლავიხო „არაქიელის ქვეყანაში“,
31. კასტილიიდან სამარყანდისაკენ მიმავალმა კლავიხომ ტრაპიზონიდან თავრიზამდე (1404 წ. 27 აპრილიდან 11 ივნისამდე) გაიარა შემდეგი დასახლებული პუნქტები (ჩამოვთვლი იმ მიმდევრობით, როგორც კლავიხომ მოგვცა) ტრაპიზონი-პილომა სუკა-სიგანაკ-კადაკა-დორილე-ალანგოგოსა-არსინგა-შაბეგა-პაგარიხი-არზრუმიისჩუ-დელელარკენტი-ნაუჯუა –- სურმალი-ეგიდა-ბაიაზედი-ალინჯა-ხოი-კაზა-კუსაკანი-ჩაუსკადი-თავრიზი.
სამშობლოში დაბრუნებისას იმავე თავრიზიდან ტრაპიზონამდე (1405 წ. 22 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე) გაიარა: თავრიზი-ხოი-ვალაშკერტი-ყარსი-თორთომი-ვისერი-ისპირი-არაქიელის ქვეყანა-სურმენე-ტრაპიზონი,
32. სრეზნევსკის გამოცემაში – ლასურმენა. ეს არის სურმენე, მნივნელოვანი ნავსადგური ტრაპიზონის აღმოსავლეთით, დასახლებული უმეტესად ლაზებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий