воскресенье, 10 января 2016 г.

არმენიელთა პოლიტიკური ისტორია

არმენიული თემები ისტორიის სარბიელზე ძვ. წ. VI საუკუნიდან გამოდიან, როდესაც ყოფილი ურარტუს სამეფოს ტერიტორიაზე სახლდებიან და მიდიის სამეფოს დაქვემდებარებაში ხვდებიან. ჰეროდოტე დარიოსის დროს სატრაპიებად დაყოფის აღწერისას წერს: „პაქტიიკედან, არმენიელთაგან და მის მეზობლად მცხოვრებთაგან ვიდრე ევქსინის პონტომდე, დარიოსს 400 ტალანტი მიდიოდა. ესაა მეცამეტე სატრაპია“.
АРМЕНИЯ И АРМЯНЕ В БЁХИСТУНСКОЙ НАДПИСИ
(VI в. до н. э.)
СТОЛБЕЦ II, 23—30
Говорит царь Дарий: ариянина, по имени Дадаршиш, моего слугу, послал я в Армению, говоря ему: «Иди и разбей мятежное войско, которое не называет себя моим». Затем Дадаршиш отправился; когда он прибыл в Армению, то мятежники собрались (и) пошли против Дадаршиша, чтобы дать сражение. В ... местности в Армении дали они сражение. Аурамазд принес мне помощь. Волею Аурамазда мое войско разбило весьма (сильно) то мятежное войско. В суравахаре (мае) месяце, 7 дня, было дано ими сражение. Говорит царь Дарий: Во второй раз собрались мятежники (и) пошли против Дадаршиша, чтобы дать сражение. У Тигра, крепости в Армении, дали они сражение. Аурамазд принес мне помощь. Волею Аурамазда мое войско разбило весьма (сильно) то мятежное войско.
В суравахаре месяце, 18 дня, было дано им сражение.
Говорит царь Дарий: В третий раз собрались мятежники (и) пошли против Дадаршиша, чтобы дать сражение. У Уямы (?), крепости в Армении, дали они сражение. Аурамазд принес мне помощь. Волею Аурамазда мое войско разбило весьма (сильно) то мятежное войско. В сайгарчише (июне) месяце, 9 дня, было дано им сражение. Затем Дадаршиш до тех пор поджидал меня в Армении, пока я не прибыл в Мидию.
Говорит царь Дарий: перса, по имени Ваумис, моего слугу, послал я в Армению, говоря ему: «Иди и разбей мятежное войско, которое не называет себя моим». Затем Ваумис отправился; когда (он) прибыл в Армению, то мятежники собрались (и) пошли против Ваумиса, чтобы дать сражение. В Изале, местности в Ассирии, они дали сражение. Аурамазд принес мне помощь. Волею Аурамазда мое войско разбило весьма (сильно) то мятежное войско.
В анамаке (январе) месяце, 15 дня, было дано им сражение.
Говорит царь Дарий: Во второй раз собрались мятежники и пошли против Ваумиса, чтобы дать сражение. В Аутияре, местности в Армении дали они сражение. Аурамазд принес мне помощь. Волею Аурамазда мое войско разбило весьма (сильно) то мятежное войско. К исходу суравахара месяца было дано им сражение. Ваумис поджидал меня в Армении, пока я не прибыл в Мидию. {278/24}
СТОЛБЕЦ III, 49—50
Говорит царь Дарий: когда я был в Персии и Мидии, во второй раз отложились от меня вавилоняне. Один человек, по имени Арах, армянин, сын Халдита, поднялся в Вавилоне; в местности, по имени Дубала, он лгал народу: «Я — Набукудрачар (Навуходоносор), сын Набунайта (Набонида)». Затем народ вавилонский отложился от меня и перешел к тому Араху.
Говорит царь Дарий: Затем я послал войско в Вавилон. Перса Виндафарна (Интаферна), моего слугу, сделал я начальником над ними; так я им говорил: «Идите (и) разбейте то вавилонское войско, которое себя не называет моим». Затем Виндафарна с войском пошел в Вавилон.
Аурамазд принес мне помощь. Волею Аурамазда Виндафарна разбил вавилонян и взял (их в плен).
В маргаджане (ноябре) месяце, 22 дня, взял он того Араха, который называл себя Набукудрачаром, и людей, которые были его первейшими сторонниками. Затем я постановил. Тот Арах и люди, которые были его первейшими сторонниками, были посажены на кол в Вавилоне.
Отрывки даны с некоторыми стилистическими изменениями.
Название Армения («Армина») дано по персидскому тексту Бехистунской надписи. В вавилонском тексте сохранено старое название страны — Урашту (= Урарту). Таким образом, географический термин Армения и этнический термин армяне утверждаются в VI в. до н. э. Но сходные названия существовали еще в урартийскую эпоху. Акад. Мещанинов (Халдоведение, стр. 215) указывает на название страны Армеа, фигурирующее в надписи Сардура, сына Аргишти, а также отмечает, что личное имя Араме (так звали урартийского царя IX в.) восходит к тому же корню. Интересно также, что один из городов в стране Манна носил название Урмете (Luckenbill, ор. cit.).
Восстание в Армении, упомянутое в первом из отрывков, было тесно связано с мятежом мидянина Фравартиша, принявшего имя Хшатрита, из рода Увахштара (Киаксара). Это имя заставляет вспомнить о Каштарите из надписи Асархаддона. Воспоминание об этом вожде мидян, киммерийцев и скифов, угрожавшем когда-то Ассирии, было, таким образом, живо в Мидии даже в VI в., и самозванец присвоил себе старинное популярное имя.
Восстание упоминается тотчас после сообщения о мятеже лже-Хшатрита и дальше оно не отмечается. Очевидно оно не считалось, по мнению Дария I, самостоятельным, но было лишь отзвуком движения, начавшегося в Мидии. Из второго отрывка мы видим, что Армения была в эту эпоху тесно связана не только с Мидией, но и с Вавилоном, что соответствует данным Геродота (I, 94), говорящего об экономических связях между вавилонянами и армениями (армянами). Деятельность Араха свидетельствует о значительной политической роли армян в Вавилонии.
ქსერქსეს მიერ 480 წელს საბერძნეთში ლაშქრობის დროს სპარსეთის ლაშქრის აღწერისას წერს: „არმენიელები, რომლებიც ფრიგიელებიდან მომდინარეობენ, ფრიგიელებისავით იყვნენ მოწყობილნი. ფრიგიელებსა და არმენიელებს, ორივეს არტოქმესი მართავდა, რომელსაც დარიოსის ასული ჰყავდა ცოლად.
401 წელს ერვანდ (ორონტე) არტაშირის ძე კუნაქსასთან ბრძოლაში შაჰ არტაქსერქსე II-ის მხარეზე იბრძოდა (რომელსაც მისი უმცროსი ძმა კიროსი აჯანყებოდა) და თავი გამოიჩინა. ამ დამსახურებისთვის შაჰმა იგი სოფენასა და მითანის სატრაპად დანიშნა და თავისი და მიათხოვა. (სოფენას სატრაპია მოიცავდა იმ დროს ე. წ. სომხეთის ზეგანსაც ანუ მომავალ „აირარატის“ მხარეს. სწორედ აქ იყო პოლიტიკური ცენტრი ქ. არმავირი) ეს მხარეები კი არმენებით იყო დასახლებული, ამიტომ სატრაპიას „არმენია“ უწოდეს. ამავე დროს ჩამოყალიბდა „მცირე არმენიის“ (დას. არმენიის) სატრაპიაც, რომლის სატრაპად დანიშნულ იქნა ტირიბაზი.
ერვანდის სიკვდილის (344 წ.) შემდეგ არმენიის სატრაპად შაჰმა მისი სიძე კოდომანი დანიშნა. 336 წელს უკანასკნელი დარიოს III-ის სახელით სპარსეთის ტახტზე დაჯდა, ხოლო არმენიის სატრაპ ერვანდის ვაჟი ერვანდ II დანიშნეს. იგი ერთგულად იბრძოდა მცირე არმენიის სატრაპთან ერთად დარიოსის ლაშქართან მაკედონელის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისოსთან (333 წ.) დარიოსის დამარცხებისა და გაქცევის შემდეგ ერვანდი შინ დაბრუნდა და თავი „დიდი არმენიის“ მეფედ გამოაცხადა და დედაქალაქად არმავირი გამოაცხადა. მან საკუთარი მონეტების მოჭრაც დაიწყო. დარიოსი შეეგუა მის მეფობას, ამიტომაც ერვანდი მის მხარეს დარჩა, ხოლო მისი უფროსი ვაჟი მიჰრანი ჯერ კიდევ გრანიკოსის ბრძოლიდან (334) მაკედონელს მიემხრო. ამდენად გავგამელას ბრძოლაში (331 წ.) მამისა და შვილის არმიები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ერვანდი დაიღუპა და „დიდი არმენიის“ სატრაპობა მაკედონელმა მიჰრანს (331-317) ჩააბარა.
323 წელს მაკედონელის სიკვდილის შემდეგ რეგენტმა პერდიკამ ჩამოართვა სომხეთი მიჰრანს და მის ნაცვლად მაკედონიელი სარდალი ნეოპტოლემეოსი დანიშნა. ამის მიუხედავად დიადოქოსთა პირველ ომში პერდიკას წინააღმდეგ ამბოხებული ანტიპატრესა და კრატერის მხარე დაიჭირა. 321 წელს პერდიკას დავალებით ევმენემ მის წინააღდეგ გაილაშქრა, დაამარცხა, რის შემდეგაც მისმა ლაშქარმა პერდიკას ერთგულებაზე დაიფიცა. ნეოპტოლემეოსი კრატერთან გაიქცა და აიძულა ევმენეს წინააღმდეგ გაელაშქრა, თუმცა ბრძოლაში ევმენემ პირადად მოკლა. ამით ისარგებლა მიჰრან ერვანდიდმა და არმენიის ტახტი დაიბრუნა.
დაახლ. 317 წელს მიჰრანმა დიდი არმენიის სატრაპობა უფროს ძეს გადაბარა. ერვანდ III-მ (317-260) თავი არმენიისა და სოფენას მეფედ გამოაცხადა და ახალ დედაქალაქად ერვანდშატი აირჩია. მისი ძალაუფლება ამ დროს აირარატზე და სოფენაზე ვრცელდებოდა. სელევკიდების სამეფოს მეფე ანტიოქე I (281-261) სომხეთს თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევდა და მის დასაპყრობად ომებს აწარმოებდა. რამდენიმე წლიანი ომის შემდეგ ერვანდმა დაკარგა აირარატის მხარე, რის შემდეგაც 272 წელს აღიარა სელევკიდთა უზენაესობა და ანტიოქე I-ს ხარკად 300 ტალანტი ვერცხლი და 1000 ცხენი გადაუხადა. ერთგულების დამტკიცების სანაცვლოდ აირარატი უკან დაიბრუნა.
ერვანდის მკვლელობის შემდეგ აირარატსა და სოფენას მისი ნათესავი, კომაგენას სატრაპი სამესი (260-243) დაეუფლა და ცდილობდა სელევკიდების უღლისგან თავი დაეღწია. მან ევფრატზე ააგო ახალი დედაქალაქი სამოსატა, რომელიც კომაგენას სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა.
სამესის შემდეგ სოფენას სატრაპი და კომაგენას მეფე გახდა მისი ვაჟი არშამი (243-228), რომელმაც აღადგინა მონეტის მოჭრა, ააგო ახალი დედაქალაქი არშამაშატი (სოფენაში) და ცდილობდა მიეღწია სელევკიდებისგან დამოუკიდებლობისათვის.
არშამის შემდეგ მეფობდა მისი ვაჟი ქსერქსე (228-212), რომელმაც გამეფებიდანვე ეურჩებოდა სელევკიდებს და არ იხდიდა ხარკს. დაახლ. 220 წელს ქსერქსეს აუჯანყდა მისი ძმა ორონტე IV (220-201), რომელმაც დაამარცხა ძმა და აირარატიდან განდევნა. მაშინ ქსერქსეს მხოლოდ სოფენა დარჩა.
212 წელს ანტიოქე III-მ (223-187) ალყა შემოარტყა არშამაშატს. ბოლოს დაიდო ზავი, რომლის მიხედვით ქსერქსემ აღიარა სელევკიდთა უზენაესობა და ხარკი იკისრა. საპასუხოდ ანტიოქოზმა მას მიათხოვა საკუთარი და ანტიოქისა, რომელმაც მალევე მოკლა ქმარი. მაშინ სოფენას მხარეში გამეფდა ქსერქსეს მეორე ძმა აბდისარი 212-200).
ძვ.წ. 201 წელს ანტიოქეს დავალებით მისი სარდალი არტაშესი შეიჭრა აირარატის მხარეში. დედაქალაქ ერვანდშატთან ახლოს, მდ. ახურიანის ხეობაში გამართულ ბრძოლაში ორონტე IV სასტიკად დამარცხდა და ერვანდშატში შეიკეტა, რომელსაც არტაშესმა ალყა შემოარტყა. ერვანდი მოსახლეობას არ უყვარდა, ამიტომ დაცვაზე უარი თქვეს და ღამით კარი გაუღეს არტაშესს. ერვანდი ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგად აირარატის მხარე სელევკიდების სატრაპიად იქცა, ხოლო აირარატის ანუ არმენიის სატრაპად ანტიოქემ არტაშესი დანიშნა.
ძვ.წ. 200 წელს სელევკის მეორე სარდალმა ზარიადრმა (200-188) დაიპყრო სოფენა და მის სატრაპად იქნა დანიშნული. ასე შეწყდა ერვანდიდთა დინასტია. თუმცა ერთი ვერსიით ამ პერიოდში კომაგენას სატრაპად დანიშნული პტოლემაიოსი ორონტე IV-ის ძე იყო.
190 წ. მაგნეზიას ბრძოლაში ანტიოქოზ III-ის დამარცხების შემდეგ არტაშესმა და ზარიადრმა თავი დამოუკიდებელ მეფეებად გამოაცხადეს. სტრაბონი წერს: „მოგვითხრობენ, რომ წარსულში არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრიას ომების შედეგად. ისინი იყვნენ ანტიოქ დიდის მხედართმთავრები, მისი დამარცხების შემდეგ კი მეფეები გახდნენ: ერთი სოფენეს, აკისენეს, ოდომანტისსა და ზოგ სხვა მხარეში, ხოლო მეორე - არტაქსატას მიდამოებში. ამათ გაზარდეს ქვეყანა იმის ხარჯზე, რომ მეზობელ ხალხებს ჩამოაჭრეს ნაწილები; მიდიელთაგან (იგულისხმება მიდია-ატროპატენა, ანუ ატროპატენას სამეფო) - კასპიანე (უწოდა პაიტაკარანი), ფავნიტი და ბასოროპედა; იბერებისაგან მიიტაცეს პარიადრეს მთისწინეთი (მოიცავდა სპერს, პარხალსა და ტაოს), ხორძენე (იგივე კოტარძენე, მოიცავდა არტაანსა და კოლას) და გოგარენე (დაახლოვებით ჭოჭკანისა, ბოლნის-დმანისის, ლოქის ხეობათა, ტაშირს, აბოცს და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა), რომელიც კირის (მტკვარი) მეორე მხარესაა, ხალიბებს და მოსინიკებს ჩამოაჭრეს კარენი და ქსერქსენე, მცირე არმენიის მოსაზღვრე ნაწილები. კატაონთაგან - აკილისენე და ანტიტავროსთან მდებარე ადგილები, სირიელთაგან - ტარონი, ისე რომ ყველანი ეხლა ერთ ენაზე ლაპარაკობენ“.
რომმა დაუფასა არტაშესსა და ზარიადრს ანტიოქეს წინააღმდეგ ამბოხება და 188 წელს ცნო „დიდი არმენიისა“ და სოფენას სამეფოების დამოუკიდებლობა. სოფენას სამეფომ ძვ. წ. 94 წლამდე იარსება, ხოლო „დიდმა არმენიამ“ ახ. წ. 428 წლამდე.
ასე ჩამოყალიბდა „დიდი არმენიის“ სამეფო, რომელიც მეზობელი (მათ შორის ქართლის სამეფოს) ხარჯზე ძალიან გაიზარდა. არტაშესმა (189-159) ააგო ახალი დედაქალაქი არტაშატი, სადაც 166 წელს გადაიტანა ტახტი არმავირიდან. როგორც პლუტარქე მოგვითხრობს ანტიოქეს რომთან დამარცხების შემდეგ ჰანიბალი არტაშესთან შეეფარა და ამ პერიოდში მან შეარჩია ადგილი და ქალაქის გეგმა, რომლის მიხედვითაც აგებული იქნა კიდეც ქალაქი არტაშატი.
165 წელს წელს სელევკიდთა მეფე ანტიოქე IV ეპიფანე (170-164) შეიჭრა არმენიაში, დაამარცხა ტიგროსთან არტაშეს I, აიღო არტაშატი და არმენიელთა მეფე ტყვედ ჩაიგდო. არტაშესმა აღიარა მისი უზენაესობა, იკისრა ხარკი, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ანტიოქემ არმენიაში დატოვა გარნიზონი ნუმენიას სარდლობით სოფენაში შეიჭრა, დაამარცხა მისი მეფე მიტრობუზანი, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა, აიღო სოფენას დედაქალაქი არათიაკერტი და უწოდა მას ეპიფანია. გარდაცვლილი მეფის უფროსი ძე მერუჟანი გაიქცა კაპადოკიაში, ხოლო უმცროსი დიდ არმენიაში.
აქედან მიდიაში გაემგზავრა. მეფემ მოინახულა ეკბატანა, რომელსაც უწოდა თავისი მეორე სახელი ეპიფანე. შემდეგ კი გადავიდა ფარსში და შეუტია პერსეპოლისს, რომელიც პართიელებს დაეპყროთ. სირიელები დამარცხდნენ. ანტიოქე დაიჭრა და უკან გაბრუნდა თუმცა გზაში დაუდგენელი მიზეზით დაიღუპა, ფარსი კი პართიელებს დარჩათ. სელევკიდების სახელმწიფოში ქაოსი დაიწყო, რის გამოც სელევკიდებმა არმენიაზე გავლენა კვლავ დაკარგეს. 155 წელს პართიელებმა სირიას მიდიაც წაართვეს და ამ პერიოდიდან სელევკიდები უკვე საკუთრივ სირია-მესოპოტამიის შენარჩუნებაზე აკეთებდნენ აქცენტს.
მმართველობის ბოლოს დაახლ. 163 წელს არტაშესმა აჯანყებული ქართლის ერისთავების თხოვნით მცხეთის ტახტზე საკუთარი უმცროსი ძე არშაკი დასვა, რომელიც ქართლის მეფის ასულზე იყო დაქორწინებული.
იბერიაზე გავლენის მოპოვება არტაშესს არ აკმაყოფილებდა, ამიტომ ამავ 163 წელს მისწერა კაპადოკიის მეფე არიარატ V-ს დაეხოცათ მათთან შეფარებული სოფენელი პრინცები და სოფენას სამეფო შუაზე გაეყოთ. აირარატმა ამაზე უარი უთხრა და გაათავისუფლა მერუჟანი, რომელიც დაჯდა კიდეც სოფენას ტახტზე.
უკანასკნელად არტაშესი იხსენიება 161 წელს, როდესაც მან სამხედრო კავშირი გააბა სელევკიდების წინააღდეგ აჯანყებულ მიდიის სატრაპ ტიმარხს, რომელმაც ზევგმამდე გაიფართოვა საზღვრები და თავი მიდიის მეფედ გამოაცხადა. როგორც ჩანს სელევკიდთა მეფე დემეტრე სოტერის მიდიაში ლაშქრობის დროს (160 წ.) არტაშესი გარდაიცვალა კიდეც.
არტაშესი თავს წარწერებში ზარეჰის ძეს და ერვანდიდს უწოდებს. შესაძლოა იყო კიდეც ერვანდიდების ნათესავი, ანდა ხალხის დარწმუნებას ცდილობდა ამით, რომ ადვილად მიეღოთ მემკვიდრეობით მბრძანებლად.
არტაშესის უფროსი ვაჟის არტავაზდ I-ის (160-115) მეფობის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ძვ. წ. 120 წელს პართიის ჯარები შეიჭრნენ დიდ არმენიაში, დაიმორჩილეს იგი, მძიმე ხარკი დააკისრეს და მძევლად ძმისწული (არტავაზდს ვაჟი არ ჰყავდა) ტიგრანი გამოართვეს.
არტავაზდის შემდეგ მეფობდა მისი ძმა ტიგრან I 115-95), რომლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ერთგულ ყმად ემსახურებოდა პართიელებს.
ძვ.წ. 95 წელს დიდი არმენიის ტახტი დაიკავა ტიგრანის ვაჟმა ტიგრან II-მ (95-55), რომელსაც დიდი იმპერიის აშენება სწყუროდა.
ამასობაში ძალიან გაძლიერდა პონტოს სამეფო, რომლის მეფე მითრიდატე VI ევპატორმა (116-63) სამხედრო კავშირი შეკრა „დიდი არმენიის“ მეფე ტიგრან II-სთან (95-55) და რიგრიგობით დაიპყრო ბოსფორის სამეფო, „მცირე არმენია“, კოლხეთი და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ბერძნული პოლისები. პარალელურად ტიგრან II-მ შეიერთა პართიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეები, კავკასიის ალბანეთის სამხრეთი, სოფენა, ფინიკია და კილიკიის ნაწილი. ძვ. წ. 90-88 წლებში ტიგრანმა ქართლის სამეფოს ჩამოაჭრა სამხრეთ მხარეები - წუნდა, არტაანი და კამბეჩოვანი. ამასთან იბერიის მეფე არტაგი ალბანეთის მეფესთან ერთად ტიგრანის უზენაესობას აღიარებდა (ამავე დროს არტაგს ტიგრანის და ესვა ცოლად) და ლაშქარს უგზავნიდა სამხედრო კამპანიების დროს.
ასეთი წარმატებებით გათამამებული მითრიდატე პონტოელი ძვ. წ. 89 წ. მცირე აზიის ნკ-ზე მდებარე რომის „მოკავშირე ქვეყნების“ დაპყრობას შეუდგა. ასე დაიწყო რომის ომები მითრიდატესთან რომელმაც შესვენებებით ძვ. წ. 63 წლამდე გასტანა.
ძვ. წ. 66 წ. რომის სენატმა აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობა სახელოვან სარდალს გნეულ პომპეუს მაგნუსს დაავალა. პომპეუსმა რომაული პრინციპით - „გათიშე და იბატონე“ მოახერხა ერთის მხრივ მითრიდატესა და ტიგრანის წაკიდება, მეორეს მხრივ კი ორივეს საკუთარი ვაჟები აუჯანყა. შედეგად პომპეუსს აღარ გასჭირვებია პონტოსა და სომხეთის დამარცხება. მითრიდატემ ბევრი ხეტიალის შემდეგ რომაელი მდევრების შიშით 63 წ. თავი მოიკლა; ტიგრანმა კი ბოლო 30 წელში დაპყრობილი ყველა სამეფო დაკარგა, რომს დაემორჩილა და მის სასარგებლოდ 6000 ტალანტი კონტრიბუციაც გადაიხადა.
ტიგრანის სიკვდილის შემდეგ არტავაზდ II-მ (55-34) უარი თქვა რომის ქვეშევრდომობაზე, დაუკავშირდა პართიას და 53 წელს ერთობრლივი ძალებით გაანადგურეს რომის სარდალი მარკუს კრასუსი კარას (ჰარანი) ბრძოლაში (53 წ.), რის შემდეგაც არტავაზდმა რომს წაართვა სოფენა და მცირე არმენია.
ამის შემდეგ დაივიწყა არტავაზდმა კეთილი ქართველთა, (დაახლ. 52 წელს) ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე. ამერიდან სამხრეთ ქართლს სომხეთის მეფეები თავიანთ გავლენის სფეროდ თვლიდნენ და მის მმართველებს „გუგარქის დიდ პიტიახშებს“ უწოდებდნენ.
ძვ. წ. 37 წელს პართიის უფლისწულმა ფრაატმა მოკლა მამა ორდონ II (57-37) და ტახტზე ავიდა ფრაატ IV (37-2)-ის სახელით, რის შემდეგაც ყველა ძმა და რამდენიმე არისტოკრატი სიცოცხლეს გამოასალმა. არისტოკრატთა ნაწილი გაიქცა რომის ტრიუმვირ ანტონიუსთან და დაარწმუნა, რომ ახლა საუკეთესო დრო იყო პართიის დასაპყრობად.

ცოტა ხნის შემდეგ ფრაატ IV-სა და არტავაზდ ატროპატენელს შორის მტრობა ჩამოვარდა. მაშინ 35 წლის გაზაფხულზე ატროპატენას მეფემ ელჩობა გაუგზავნა ანტონიუსს და შესთავაზა გაერთიანებულიყვნენ არტავაზდ სომხეთის მეფის წინააღმდეგ.

36 წლის გაზაფხულზე ანტონიუსმა შეკრიბა დიდი ლაშქარი, რომელშიც შედიოდა: 16 ლეგიონი (60000 კაცამდე), 10000 ცხენოსანი, 30000 რეზერვი და პართიისაკენ დაიძრა.

როგორც წესი რომაელები პართიას შუამდინარეთიდან უტევდნენ, ამიტომაც ფრაატ IV და მისი მოკავშირე ატროპატენას მეფე არტავაზდ I (56-30) მთავარი ძალებით სწორედ ამ მიმართულებით წავიდნენ. ამის გამო ანტონიუსმა გეგმა შეცვალა და ჩრდილოეთიდან, სომხეთის გავლით ლაშქრობა გადაწყვიტა. დიდი არმენიის მეფე სიამოვნებით დათანხმდა და თან დიდი კორპუსით შეერთებასაც დაპირდა. ამის შემდეგ არტავაზდ II დაუკავშირდა სამხრეთ ქართლის მეფე ფარსმანს და მოთხოვა პართიასთან ომში წაჰყოლოდა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ არტავაზ სომეხმა ფარსმანს ანტონიუსთან უჩივლა.
ძვ. წ. 36 წლის ზაფხულში ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით ქართლის დასამორჩილებად გაგზავნა. წინათვე უწყებულ იყო ამას ფარსმან და შემოიკრიბა სრულიად ქართლისა მხედრობანი და მიეგება წინა კანდიდოსსა მეფე ყოვლითა ძალითა თვისითა, საზღვასა ზედა სომხეთისასა, ჰყვეს ბრძოლა ძლიერი და მოსწყდა ორისავე მხრით მრავალნი; არამედ იძლია რომაელთა მხედრობა ქართველთაგან და ესრეთ ძლეული კანდიდოს უკუიქცა ანტონინისავე მიმართ. ჰსცნა რა ესე ანტონინ, რომელ იძლივა მხედართ-მძღვანი მისი კანდიდოს, წარმომართა ახალი ძალი თვისი ქართლსა ზედა; ხოლო მეფემან ფარსმან აჰყარნა ყოველნი ვაკეთა ზედა მცხოვრებნი და შეიყვანნა სიმაგრეთა და მთათა შინა კავკასიისათა და თვით ყოვლითა მხედრობითა თვისითა დასდგა მახლობელ საზღვრისა სომეხთასა სიმაგრეთავე შინა მთათასა და ებრძოდა იქ რომაელთ. მოვლეს ყოველნი ვაკეთა ადგილნი ქართლისა მხედრობამან რომაელთამან, მოწვეს და შემუსრეს ცარიელი ქალაქნი, დაბანი და შენებულებანი; არამედ მცხოვრებთა ვერა ავნეს რაი, რადგან მცხოვრებნი ყოველნივე იყვნენ შეხიზნულ სიმაგრეთა შინა.
ბოლოს დამორჩილდა ფარსმან და თანხმობა განაცხადა ლაშქრის მიცემაზე, რის შემდეგაც კანიდიუს კრასუსმა ქართველებთან ერთად ალბანეთის მეფე ზობერზე გაილაშქრა, ადვილად დაამარცხა და რომის გავლენის სფეროში დააბრუნა.
ზურგის საიმედოდ გამაგრების შემდეგ ანტონიუსი და არტავაზდ სომეხი ატროპატენაში შეიჭრნენ და მის დედაქალაქ ფრაასპას ალყა შემოარტყეს. ანტონიუსი იმდენას სწრაფად მიდიოდა რომ დამხმარე კორპუსი საალყო მანქანებით ჩამორჩა. ამით ისარგებლეს პართელებმა და ეს ნაწილები გაუნადგურეს. ქალაქის ალყა გაჭიანურდა და ზამთარი მოახლოვდა. პართელები და ატროპატენელები მოულოდნელი თავდასხმებით ქანცს აცლიდნენ მოწინააღმდეგეს. მაშინ არტავაზდ სომეხმა მიატოვა ატროპატენა და შინ დაბრუნდა, რამაც ძლიერ დაასუსტა რომაელთა ძალები. ამით ისარგებლა ფრაატმა და მოწინააღდეგე ალყაში მოაქცია. ანტონიუსმა მთელი თავისი სამხედრო ტალანტის წყალობით მოახერხა ალყიდან თავის დახსნა და ეგვიპტეში დაბრუნება, თუმცა კი დანაკარგი ძალიან დიდი იყო - სხვადსხვა მონაცემით 25000 დან 42000 კაცამდე.
მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან მოუწოდა სპათა სომხეთისათა და შეიკრიბნენ მსწრაფლ სომეხნი და დევნა უყვეს. ხოლო ესე ყოველნი ჩრდილონი გასულ იყვნენ მტკვარსა და მისულ იყვნენ კამბეჩოვანს, და დაებანაკათ იორსა ზედა, და განიყოფდეს ტყვესა და ნატყვენავსა. მაშინ სუმბატ წარავლინა მოციქული და შეუთვალა: „რომელიც აგიღიათ ნატყვენავი სომხეთში პირუტყვი, ოქრო, ვეცხლი და ნაქსოვი, ყოველი მომინიჭებია თქვენდა; და რომელი დათხეულ არს სისხლი სომეხთა თქვენ მიერ, იგი-ცა უძებნელ იყოს თქვენ ზედა; გარნა რომელი აწე გყავს კაცი ტყვედ, განუტევეთ და წარვედით მშვიდობით, განმდიდრებულნი და აღსავსენი ყოვლითა-ვე. ხოლო მათ პასუხი მიუგეს ესრეთ ვითარმედ: „არა სხვად შემოვედით სომხეთს, არამედ ძიებად შენდა და ვერა გპოვეთ შენ. და აწ მოვედ ჩვენდა, მიიღე ნაწილი შენი, თუ-არა მოვიდეთ შენდა, სადა-ცა იყო და ვერ განერე ხელთაგან ჩვენთა ცოცხალი“. მაშინ სუმბატ ბივრიტიანმან განვლო მტკვარი. ბაზოკ ოვსთა მეფემან სთხოვა მუქარა, მიუგზავნა მოციქული და ითხოვა თავის-თავ ბრძოლა. ხოლო სუმბატ აღიჭურვა და აღჯდა ვარსამატსა თვისსა და განვიდა განწყობილთა შორის. და იქვე გამოხდა ბაზოკ. და აღიძახნეს ორთა-ვე და მიეტევნეს. და სცა სუმბატ ჰოროლნი სარტყელსა ზედა, და განავლო ზურგით წყრთა ერთი, აღიღო ცხენისაგან და დასცა ქვეყანასა ზედა. მაშინ მიეტევა ანბაზუკ შველად ძმასა თვისსა, ხოლო მოსწვადნა სუმბატ ჰოროლნი იგი, მიეგება და ეგრეთ-ვე მას-ცა სცნა და განავლო, აიღო და დასცა ქვეყანასა ზედა. და თქვა: „ესე სომეხთა დედათა და მამათა, ყრმათა ჩვილთათვის, რომელნი თქვენ მოსრენით“. მაშინ სპათა მათ ყოველთა ოვსთა, ლეკთა და ქართველთა, და ყოველთა მათ ჩრდილოთა ნათესავთა ერთ-პირად აღიძახნეს და თქვეს: „ვინათგან მოკლეს ძმანი ისი ორნი, თავნი გოლიათობისა ყოვლისანი, სიკვდილი ჩვენი არად შესარაცხელ არს“.
35 წლის ბოლოს ანტონიუსმა შეკრიბა ახალი ლაშქარი და შევიდა სირიაში, თითქოსდა პართიის წინააღმდეგ მივდივარო. 34 წლის დასაწყისში კი მოულოდნელად მოუხვია ჩრდილოეთით და მიადგა სომხეთის დედაქალაქ არტაშატს. გზაში მარკუსმა სომხეთის მეფეს წერილი გაუგზავნა ორი წინადადებით: ანტონიუსის ვაჟ 6 წლის ალექსანდრესთვის მიეთხოვებინა თავისი ასული, ერთად ელაშქრად პართიაზე. არტავაზდმა ორივეზე უარით უპასუხა, თუმცა სატახტოსთან მოსულს პირად შეხვედრაზე დათანხმდა. ანტონიუსმა არტავაზდი თავის ოჯახთან ერთად (გარდა უფროსი ვაჟის არტაშესისა, რომელიც პართიაში გაიქცა) დაატყვევა და ალექსანდრიას წაიყვანა, სადაც ტრიუმფი გადაიხადა. არტავაზდი 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ იქვე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მისი ოჯახი ანტონიუსის სიკვდილის შემდეგ ოქტავიანე-ავგუსტუსმა სომხეთში გამოისტუმრა.
ამრიგად 34 წელს დიდი არმენია რომაელთა ხელთ აღმოჩნდა და მის მეფედ ანტონიუსისა და კლეოპატრას ვაჟი ალექსანდრე ჰელიოსი გამოცხადდა.
33 წელს ანტონიუსმა კვლავ გადაწყვიტა პართიაზე გალაშქრება და ამ მიზნით 16 ლეგიონიც შეკრიბა, მაგრამ ამ დროს შეიტყო რომ ოქტავიანე მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა ამიტომ პართია დაივიწყა და მასთან საომრად მზადება დაიწყო.
ალექსანდრიაში წასვლის წინ ანტონიუსმა სომხეთის ნაწილი არტავაზდ ატროპატენელს დაუტოვა თავის ჯარების ნაწილთან ერთად და თხოვა ოქტავიანესთან ომის დაწყების შემთხვევაში დახმარებოდა.
ამ დროს ქართლში მეფობდნენ არშაკ მცხეთელი და ფარსმან არმაზელი. ესე მეფენი არშაკ და არმაზელ იყვნენ კაცნი მხნენი და შემმართებელნი. შეითქვნენ ესენი და განიზრახეს ძიება საზღვართა ქართლისათა. მაშინ ამათ მეფეთა ქართლისათა მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და გადმოიყვანეს ოვსთა მეფენი ძმანი ორნი გოლიათნი, სახელით ბაზუკ და აბაზუკ სპითა ოვსეთისათა. მათ წამოიყვანნეს თანა სარმატნი და ჯიქნი. გადმოვიდა მეფე ლეკთა და წამოიყვანა დურძუკნი და დიდონი. ამათ მეფეთა ქართლისათა შემოიკრიბნენ სპანი თვისნი და შეიკრიბა ესე ყოველი სიმრავლე ურიცხვი სიმარჯვით ფარულად, ვიდრე შეკრიბებოდნენ სპანი სომეხთანი. შევიდნენ ესენი სომხეთს და უგრძნეულად დალაშქრეს შირაკვანი და ვანანდი ბაგრევანდამდე და ბასიანამდე, და შეიქცნენ და დაარბიეს დაშტი (სოფელი სომხეთში, არმავირის პროვინციაში) ვიდრე ნახიჭევანამდე, ხელთ იგდეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, და აღივსეს ყოვლითავე ხვასტაგითა და გამოვლეს გზა ფარისოსისა.
ძვ. წ. 30 წელს, როდესაც ანტონიუსი ოქტავიანემ გაანადგურა და სომხეთისთვის რომს არ ეცალა, დიდებულმა სუმბატ ბივრიტანიანმა მოაწყო აჯანყება, მოიწვია პართიის მეფის ჯარები, გაჟლიტა სომხეთში მდგარი რომაელთა ჯარი და სომხეთის მეფედ არტავაზდის მეორე ვაჟი არტაშეს II (30-20) დასვა.
ამის პარალელურად პართიის მეფემ დაიკავა ატროპატენა, განდევნა რომის მოკავშირე არტავაზდ I და ატროპატენას ტახტზე არტავაზდის ნათესავი ასინალუსი (30-20) დასვა.
ხოლო შეიკრიბნენ ქართველნი და ოვსნი, და მიეგებნენ ქვეყანასა ჯავახეთისასა. მოეწყვნენ და სძლიეს ქართველთა და ოვსთა, და აოტეს ზარენ, ძე სომეხთა მეფისა, მოსრეს სპა მისი ყოველი და სდევნეს საზღვარამდე სომხეთისა; მიეწივნეს ზარენს, ძესა მეფისასა, და შეიპყრეს იგი ტბისა მის პირსა, რომელსა ჰქვია ცელი, და უკმოიყვანეს.
ამ პერიოდში ქართლში მეფობდნენ: მცხეთას არმაზელ კაოსის ძე (30-2) და მცხეთას არშაკ III ფარსმანის ძე (ძვ. წ. 29-13).
და უფროსად გაბოროტნენ და შეკრიბეს ყოველნი სპასალარობასა ქვეშე არშაკ და არმაზელისა, ქართველთა მეფეთასა, და ყოველნი მიეტევნენ სუმბატს და სპათა სომხეთისათა. მაშინ იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი მათ შორის, და გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა სამ ჟამითგან (საათიდან) ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე (საათამდე). და მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხვი, და აღხდა მტვერი, და დღე ბნელ იქმნა ვითარცა ღამე. და აღრეულ იყვნეს ერთგან და ვერ-ღა-რა იცნობდეს ერთმან-ერთსა მტვერისა მისგან.
მაშინ იძლია ბანაკი ჩრდილოსა სომეხთაგან, მეოტ იქმნეს და დაიფანტნენ ყოველნი-ვე, მიუდგა სუმბატ, მრავალთაგან მრავალთა მოწყლული, და სდევნა ღამემდე და მოსრნა ყოველნი ოვსნი და ლეკნი, რომელთაგან მცირედნი დაურჩეს; ხოლო ქართველნი უფრო დარჩეს სამეოტოთა გზათა მეცნიერებისაგან და შემოიხვეწნეს ორნი-ვე მეფენი ქართლისანი მცხეთას, მოწყლულნი.
მაშინ სუმბატ გამარჯვებული შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი, რომელი ჰპოვა ციხეთა და ქალაქთა გარე; ხოლო ციხე-ქალაქთა არა ჰბრძოდა, რამეთუ არა მზა იყო მსწრაფლ გამოსლვისაგან. არამედ აღაშენა ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსაც ეწოდების სამცხე, ადგილსა, რომელსაც ჰქვიან დემოთი5, მოკიდებულად მთასა ღადოსსა. და დაუტევნა მას შინა ლაშქარნი შემწედ წუნდელთა და მაბრძოლად ოძრხეველთა და წავიდა.
ხოლო მეფენი ესე ქართლისანი არშაკ და არმაზელ, სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არამედ განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი თვისნი, განწირნეს ყოველნი ველნი ქართლისანი და არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა.
და იწყეს ოვსთა ძებნა სისხლისა მათისა სომეხთა ზედა, გარდამოვიდოდეს ქართლად და დაემეგობრნეს ქართველთა, და აღერივნენ ერთად ოვსნი და ქართველნი. და მარადის ბრძოდეს სომეხთა.
ხოლო თვით მეფენი ქართლისანი მცხეთით გაემართოდიან სომხეთის გზასა აბოცისსა, და მარადის ესრეთ იკრიფებოდეს ქართველნი.
იყო ოძრხეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი, და იგი დადგრომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწეოდეს ეგრისელნი. ხოლო წუნდელნი და დემოთელნი შეეწეოდეს ერთმანეთსა, და დაუცხრომელად იბრძოდეს და უფროსი ბრძოლა მათი იყო მდინარესა ზედა, რომელსაც ჰქვია ნოსტე (დღევ. ნოსტურა კასპის რაიონში, ჩამოედინება ისტორიული სოფელ ნოსტეს დასავლეთით).
იყო კლარჯეთს ერისთავი არშაკ მეფისა, აზნაურთა-ვე-განი, რომელიც ავნებდა საზღვართა სომხეთისათა, ქვეყნებსა პარხალსა და ტაოსა, და ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს, რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, მკვიდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკვირცხნი და მხედარნიცა.
ხოლო გადახდა ამას შინა წელნი რამდენიმე. აღშენდა ქართლი მოოხრებული სომეხთაგან. მაშინ უცალო იქმნნენ სომეხნი, რამეთუ იწყეს ბრძოლა სპარსთა და რომაელთა. და იპოვეს მას შინა ჟამი მარჯვე ქართველთა და ოვსთა, იწყეს კირთებად სომეხთა. რამეთუ სპანი სომეხთანი ყოველნი და ორნი ძენი მეფისანი და სუმბატ იყვნენ ბრძოლად სპარსთა. და ვითარ განამრავლეს ქართველთა და ოვსთა ვნება სომეხთა, მაშინ არტაშეს მეფემან შეკრიბნა სპანი, რომელნი შინა დარჩომოდეს, და მისცა ძესა თვისსა ზარენს და წარმოგზავნა ქართველთა ზედა.
მაშინ წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა არტაშეს, მეფე სომეხთა, და სპასპეტი მისი სუმბატ ბივრიტიანი. ხოლო ქართველთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი, და მოირთეს ძალი ოვსეთით და განავსეს ციხენი და ქალაქნი და მოვიდნენ სომეხნი და დადგეს მცხეთას, და იბრძოდნენ ხუთი თვე. და დღეთა ყოველთა იყო ბრძოლა ბუმბერაზთა. მაშინ შესჭირდა ქართველთა და ოვსთა, ითხოვეს მშვიდობა, და აღუთქვეს მორჩილება და არღარა ძიება სისხლისა და ზღვარისა. მაშინ ისმინა სომეხთა მეფემან ვედრება მათი. და ქმნეს ფიცი და აღთქმა, და დაიმონნა ქართველნი და ოვსნი სომეხთა მეფემან, და წავიდა.
ხოლო ოვსთა სურდათ მოკვლა მის ზარენისი სისხლისათვის მეფეთა მათთასა, არამედ ქართველთა დაიცვეს ცოცხლებით ძიებისათვის საზღვართა მათთასა, და დასვეს შეპყრობილად ციხესა დარიალსა. ვერ ძებნეს სომეხთა, რამეთუ უცალო იყვნეს სპარსთაგან.
მაშინ პართიის დიდებულებმა მოლაპარაკება გამართეს ავგუსტუსთან, რომ ტახტზე დასასმელად ფრაატ IV-ის შვილებიდან ერთ-ერთი გამოაგზავნა სამშობლოში. რომაელებმა უპირატესობა ვონონს მიანიჭეს, რომელიც რომაული წესებით იყო აღზრდილი და ტიპიურ რომაელს ჰგავდა, რის გამოც თავიდანვე შეიძულეს პართიელებმა.
მაშინ წელსა მესამესა მოვიდა სუმბატ ბივრიტიანი და ორნი ძმანი მეფისანი, არტავაზდ და ტიგრან, ყოვლითა სპითა სომხეთისათა. მაშინ მეფეთა ქართლისათა უბრძანეს ქვეყანასა მათსა შელტოლვა ციხეთა და ქალაქთა, და მთეულეთთა განამაგრნეს ციხენი და ქალაქნი. ხოლო მოვიდნენ სომეხნი და დადგნენ თრიალეთს. აღდგნენ მათ შორის მოციქულნი და დაიზავეს; მისცეს ქართველთა ძე მეფისა შეპყრობილი, და აღუთქვეს შეწევნა ესრეთ: „უკეთუ ვინ აღდგეს მტერი თქვენ ზედა და მოღმართ გებრძოდის, ჩვენ ორნი-ვე მეფენი თავითა ჩვენითა და სპითა ჩვენითა თანა-დაგიდგეთ და გიშველოთ; და უკეთუ კვალად ვის-მე მიღმართ იბრძოდეთ, ათას-ათასითა მხედრითა ჭურვილითა შეგეწეოდით“. და ესე-ცა აღუთქვეს ქართველთა, ვითარმედ: „ქალაქსა ამას ჩვენსა დრამა არტაშეს მეფისა ხატითა დავსცეთო“.
ხოლო ამისთვის სომეხთა უკუმოსცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტაანი (კოლას ჩათვლით). და ამიერითგან იქმნენ მოყვარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი. და სამნი-ვე ერთობით ებრძოდეს მტერთა.
და აღესრულნენ არშაკ და არმაზელ, ნუგეშინისცემულნი დიდად. რამეთუ სიმხნითა მათითა უკუ-მოსცეს საზღვარნი ქართლისანი.
მიუხედავად ქართლში გამცდილი მარცხისა არტაშეს II მაინც არ ეშვებოდა სომხეთის ძველი დიდების დაბრუნებაზე ფიქრს და რომს ეურჩებოდა, რის გამოც ძვ. წ. 20 წელს რომაელთა დაკვეთით სიცოცხლეს გამოასალმეს. ოქტავიანე-ავგუსტუსმა მის ნაცვლად სომხეთის ტახტზე არტაშესის უმცროსი ძმა, რომში აღზრდილი ტიგრან III (20-8) ავიდა, რომელმაც მმართველობის ბოლოს უარი თქვა რომის ქვეშევრდომობაზე და აღმოსავლური წესებით მართავდა ქვეყანას. 8 წელს სომხეთის ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა ტიგრან IV-მ დაიკავა, რომელიც აღმოსავლური წესით საკუთარ დაზე ერატოზე დაქორწინდა. ძვ. წ. 5 წელს რომაელებმა ის ჩამოაგდეს ტახტიდან მისი ბიძის არტავაზდ III (5-2) არტავაზდის ძის სასარგებლოდ. ძვ. წ. 2 წელს ტიგრანმა და ერატომ სამხედრო გადატრიალების წყალობით დაიბრუნეს ტახტი. რამდენიმე თვეში ტიგრანი ჩრდილოეთიდან შემოსეულ მთიელ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა, რის შემდეგაც ტახტიდან ერატოც გადადგა. ამით არტაშესიანთა 200 წლანი მმართველობა სომხეთში დასრულდა.
ძვ. წ. 1 წელს რომაელებმა სომხეთი ტახტზე ატროპატენას მეფე არიობარზან II-ს (20-4) დაუთმო, რომელიც ასევე ოქტავიანეს მიერ იყო დასმული ტახტზე. (ძვ. წ. 20 წელს ოქტავიანემ დაიბრუნა ატროპატენა და ტახტი არტავაზდ I-ის ვაჟს არიობარზანე II-ს მისცა). ახ.წ. 4 წ. მამის სიკვდილის შემდეგ ატროპატენასა და სომხეთის ტახტი დაიკავა არტავაზდმა (4-6).
ახ. წ. 6 წელს არტავაზდის სიკვდილის შემდეგ ატროპატენას ტახტზე დაჯდა არიობარზანე II-ს ძმისშვილი არტაბან დარიოსის ძე, რომელიც დედით არშაკიდი იყო. ამავე დროს სომხეთში რომმა გაამეფა იუდეის მეფე ჰეროდე I-ის (ძვ.წ. 40-4) შვილიშვილი ტიგრან V (6-12) ალექსანდრეს ძე.
ძვ. წ. 2 წელს მუზამ მეუღლე მოწამლა და პართიის ტახტზე თავისი ვაჟი ფრაატაკი აიყვანა ფრაატ V-ის (ძვ.წ. 2-ახ.წ. 4) სახელით. ფრაატაკმა რომთან მოლაპარაკების შემდეგ უარი თქვა სომხეთზე და განაახლა საკავშირო ხელშეკრულება რომთან.
ჯერ კიდევ ძვ. წ. 10 წელს ცოლის - მუზას თხოვნით პართიის მეფე ფრაატ IV-მ (მეუღლე მუზას სურდა თავისი შვილი ფრაატაკი დაესვა ტახტზე) რომში გაგზავნა თავისი ოთხი უფროსი ვაჟიშვილი, (სერასპადანი, ფრაატი, როდასპი და ვონონი), რითაც რომსა და პართიას შორის მეგობრული კავშირი გამყარდა.
გაიუს ცესტიუსისა და მარკუს სერვილიუსის კონსულობის დროს (ახ. წ. 35 წ.) პართიის დიდებულები მოივიდნენ რომში მეფე არტაბანის ფარულად. მან, გერმანიკუსის შიშით ერთგულმა რომაელებისა და სამართლიანმა თავისიანებისადმი, მალე გამოიჩინა ამპარტავნობა ჩვენდამი და სისასტიკე ხალხის მიმართ, რადგან იგი გააამაყა მეზობელი ხალხების წინააღმდეგ წარმატებით ჩატარებულმა ომებმა და ტიბერიუსის, როგორც ომისათვის უძლურის მოხუცებულობამ; და ცდილობდა არმენიის დაპყრობას, რომლის ტახტზეც, მეფე არტაქსიას სიკვდილის (ახ. წ. 34 წ.) შემდგომ, თავისი უფროსი ძე არშაკი (ახ. წ. 34-35) დასვა. ამას დაურთო შეურაცხყოფაც და გაუგზავნა მოთხოვნა, დამიბრუნე ვონონის მიერ სირიასა და კილიკიაში დატოვებული განძი, ამასთანავე აღადგინე სპარსელთა და მაკედონელთა ძველი საზღვრებიო; თანაც თავხედურად იმუქრებოდა, შემოვიჭრები ჯერ კიროსისა და მერე ალექსანდრეს მიერ დაპყრობილ ადგილებშიო. მაგრამ საიდუმლო მოციქულთა გამოგზავნის ყველაზე უფრო თავგამოდებული მოწადინე პართებში იყო სინაკესი, წარჩინებული ოჯახიშვილი და მდიდარი, და მასთან უახლოესი — აბდუსი, კაცობას მოკლებული. ოღონდ ეს არ ითვლება სამარცხვინოდ ბარბაროსებში და უფრო მეტი ძალაც აქვთ. მათ სხვა წარჩინებულნიც მიიმხრეს და რადგან არ შეეძლოთ დაესვათ ტახტზე არშაკიდების ვინმე ჩამომავალი, ვინაიდან უმრავლესობა არტაბანმა გასწყვიტა, სხვები კი უასაკონი იყვნენ, რომიდან ითხოვეს ფრაატი, მეფე ფრაატ IV-ის ძე: საჭიროა მხოლოდ სახელი და ხელის შემწყობი, რათა კეისრის ნებით არშაკის შთამომავალი იხილონ ევფრატის ნაპირზეო.
ახ. წ. 4 წელს პართიელმა დიდებულებმა მოკლეს (ან განდევნეს) ფრაატაკი და ტახტზე მისი ბიძა ოროდ III (ახ.წ. 4-7) დასვეს. 3 წლის შემდეგ იგივე ბედი ეწია მასაც.
ახ. წ. 10 წელს პართიის მეფედ თავი გამოაცხადა ატროპატენას მეფე არტაბანმა (6-10), რომელიც დედით არშაკიდი იყო. ნელ-ნელა პართიელ დიდებულთა დიდი ნაწილი არტაბანს მიემხრო და ახ. წ. 12 წელს ტახტიდან ჩამოგდებული ვონონი სომხეთში გაიქცა, რომლის ტახტი ტიგრან V-ის (6-12) მკვლელობის გამო დაცარიელებული იყო. შედეგად ვონონი ამჯერად სომხეთის მეფე გახდა (12-16), ხოლო არტაბანი ატროპატენას და პართიის გაერთიანებული სამეფოს მეფე არტაბან III-ის (12-35; 36-38) სახელით.
ვონონი ვერ ეგუებოდა პართიის ტახტის დაკარგვას და ინტრიგებს ხლართავდა, თუმცა მარცხი განიცადა და არტაბანის ზეწოლით იძულებული გახდა სომხეთიდან გაქცეულიყო. ვონონმა წაიღო მთელი ხაზინა და სირიის მმართველ კრეტიკუს სილანუსს შეეფარა. რომაელებმა ვონონს ფორმალურად შეუნარჩუნეს სომხეთის მეფის ტიტული, თუმცა ანტიოქიაში საპატიო ტყვეობაში გამოკეტეს, ხოლო სომხეთში პირდაპირი მმართველობა შემოიღეს.
ამ ერს - მოგვითხრობს ტაციტუსი - ადამიანთა ბუნებისა და ქვეყნების მდებარეობის მიხედვით, ადრიდანვე ორბუნებოვანი ხასიათი ჰქონდა, რადგან, მართალია, დიდ მანძილზე ეკვრის ჩვენი პროვინციების საზღვრებს, მიდიაშიც დიდ მანძილზე იჭრება. ასე რომ ისინი, ორ უზარმაზარ სახელმწიფოს შორის მოქცეულნი, რომლებთანაც, რაკი რომაელები ეზიზღებათ, პართელებისა კი შურთ, ხშირად არიან მათთან უთანხმოებაში. იმ ხანად მეფე არ ყავდათ, ვონონის მოშორების შემდეგ, მაგრამ ხალხის სურვილი პონტოს მეფის პოლემონის ძის ზენონისაკენ იხრებოდა; რადგან ამ უფლისწულმა, ადრე ბავშვობიდანვე სომხური წესრიგისა და ჩაცმულობის მიმყოლმა, ერთნაირად მოინადირა მაღალი და დაბალი ფენების გული ნადირობის, ქეიფისა და ბარბაროსთათვის სხვა საყვარელი დროსტარებებით. ამიტომ ქალაქ არტაქსატაში, წარჩინებულთა თანხმობით, დიდძალი ხალხის წინაშე გერმანიკუსმა თავს დაადგა სამეფო გვირგვინი. სხვებმა (ე. ი. არა რომაელებმა) თაყვანი სცეს და მიესალმენ, როგორც არტაქსიას III-ს (18-34). ეს სახელი კი ქალაქისა და დინასტიის სახელის მიხედვით დაარქვეს.
ამასობაში იმპერატორმა ტიბერიუსმა გადაწყვიტა სომხეთის საქმის მოგვარება და ეს საქმე მან თავის ძმისშვილს გერმანიკუსს დაავალა, რომელმაც სახელი გაითქვა გერმანელების წინააღმდეგ ლაშქრობებით.
ახ. წ. 19 წელს ვონონმა მოისყიდა მცველები და სცადა გაქცეულიყო არმენიაში, მერე ალბანებთან, ჰენიოხებთან და თავის ნათესავ სკვითიის მეფესთან (არშაკიდული დინასტიის დამფუძნებელი არშაკ I სკვითების ტომის — დაების ბელადი იყო პართიის სამეფოს დაარსებამდე).
ცოტა ხნის შემდეგ სირიაში მყოფ გერმანიკუსთან მივიდა პართიის მეფე არტაბანის ელჩობა წინადადებით აღედგინათ მათი წინაპრების მიერ გაფორმებული მეგობრული კავშირი. სხვა წინადადებებთან ერთად არტაბანი ითხოვდა სირიაში მყოფი ვონონი სადმე შორს გადაეყვანად, რადგან პართიის საზღვრის მოსახლეობას ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. გერმანიკუსი დასთანხმდა და ვონონი ამჯერად კილიკიის ქალაქ პომპეიპოლისში (დღევ. ქ. მეზიტლისთან) გადაიყვანა.
ტიბერიუსსაც ეს უნდოდა: მოამზადა ფრაატი და დანიშნა მამეულ ტახტზე, ერთგულმა თავისი წესისა — უომრად, თათბირითა და ეშმაკობით, მოეგვარებინა საგარეო საქმეები. ამასობაში არტაბანმა შეიტყო შეთქმულების ამბავი და ხან შიშით იკავებდა თავს, ხან კი შურისძიების წყურვილით იწვოდა. ბარბაროსებში ყოყმანი მონურ, ხოლო სწრაფად აღსრულება მეფურ ქცევად ითვლება. მაგრამ მაინც იმდენად სძლია სარგებლიანობის ფიქრმა, რომ მეგობრობის ნიშნად აბდუსი ლხინზე მოიწვია და ნელა მოქმედი შხამით მოაწამლინა, სინაკესი კი დააბრკოლა თავის მოჩვენებით, საჩუქრებით და აგრეთვე საქმეებითაც. სირიაშიც ფრაატი, რომელმაც ამდენ წელს ნაჩვევ რომაული ცხოვრების წესრიგს მოკლებულმა პართთა ზნეჩვეულებანი მიიღო. მშობლიურ ადათებს კი ვერ გაუძლო, ავადმყოფობით გარდაიცვალა.
სანადიროდ წასვლის საბაბით მან დასტოვა სანაპირო, შევიდა დაბურულ ტყეში, მიენდო ცხენის სისწრაფეს და მიაშურა მდინარე პირამოსს, სადაც მისი გაქცევის ამბის შემტყობმა იქაურმა მცხოვრებლებმა ხიდი ჩაშალეს, ფონით გასვლა კი არ შეეძლო. ამიტომ მდინარის ნაპირას იგი შეიპყრო მხედართა პრეფექტმა ვიბიუს ფრონტონმა. მერე რემიუსმა, რომელიც წინათ მეფის მცველთა უფროსად იყო, მახვილი გაუყარა, ვითომცდა გაბრაზებულმა, რითაც უფრო მეტი სარწმუნო ხდება, რომ დანაშაულის შეგნებისა და სასჯელის შიშით მოკლა მან ვონონი.
ამასობაში მოკავშირეებს მოკლებულ ოროდს დამხმარე გაძლიერებული ფარსმანი საბრძოლველად იწვევს და რაკი იგი თავს იკავებს, თავს ესხმის: ამხედრებული მიადგება ბანაკს, არბევს საფურაჟე ადგილებს და ხშირად ალყის მსგავსად არტყამს საგუშაგოებს, ვიდრე პართებმა ვეღარ აიტანეს შეურაცხყოფა, შემოეხვივნენ მეფეს და მოითხოვეს ბრძოლა. მათი ერთადერთი ძალა მხედრობა იყო, რომელსაც სომხეთის მთიანი მხარეში მანევრირება უჭირდა. ფარსმანი კი ძლიერი იყო ქვეითითაც, ვინაიდან იბერები და ალბანები, რაკი მთაგორიან ადგილებში ცხოვრობენ, ატანასა და მოთმენას უფრო მეტად არიან შეჩვეულნი.
მაგრამ ტიბერიუსი არ მოეშვა დაწყებულ საქმეს: არტაბანის მოქიშპედ იმავე სისხლის შთამომავალ ტირიდატს (ფრაატ. IV-ის შვილიშვილი) ირჩევს ხოლო სომხეთის დასაბრუნებლად იბერიელ მითრიდატს (იბერიის მეფე მირდატის ძე) და თანაც შეარიგებს ძმა ფარსმანთან (ძმების მოსარიგებლად მირდატმა ფარსმანის ასული შეირთო ცოლად.), რომელიც იბერიის ტახტის მემკვიდრე იყო; ხოლო ყველაფრის, რაც აღმოსავლეთში ხდებოდა, გამგებლად ლუციუს ვიტელიუსი (იმპერატორის ლეგატი სირიაში. მომავალი იმპერატორი ვიტელიუსის მამა) დანიშნა. იმ კაცის შესახებ, მე ვიცი, ავი ხმა დადიოდა და ახსოვდათ ბევრი მისი ცუდი; თუმცა პროვინციებში გამგებლობის დროს კი ძველებური სიქველით უძღვებოდა საქმეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ, გაიუს კეისრის შიშითა და კლავდიუსის მახლობლობით, იგი საზიზღარ მონად იქცა და შთამომავლობაში პირმოთნეობის საძაგელ ნიმუშად ითვლებოდა. პირველი ადგილი შემდეგდროინდელმა მისმა საქმეებმა დაიჭირა და კარგი ახალგაზრდობა სამარცხვინო მოხუცებულობამ წაშალა.
ამასობაში იბერიის უფლისწულთა შორის პირველად მითრიდატმა წააქეზა ფარსმანი. ხერხითა და ძალით ხელი შეეწყო მისი ცდისათვის და გამონახული მექრთამეები ბევრი ოქროთი არშაკის მსახურნი დაიყოლიეს ბოროტმოქმედებაზე; ამასთანავე იბერიელები დიდძალი ლაშქრით არმენიაში შეიჭრნენ და ქალაქი არტაქსატა დაიპყრეს. მითრიდატე სომხეთის ტახტზე დაჯდა (35-37; 42-51).
ეს რომ არტაბანმა შეიტყო, შურის საძიებლად ძე, ოროდი გაამზადა: მისცა პართთა ლაშქარი და გაგზავნა კაცები დამხმარე ჯარის დასაქირავებლად. საწინააღმდეგოდ, ფარსმანმა მოირთო ალბანები, მოუწოდა სარმატებს, რომელთა ბელადები, იღებენ რა საჩუქრებს (სასყიდელს, ქირას?) ორივე მხრიდან, მამაპაპური ჩვეულების თანახმად, ორივე მხარეს ემხრობიან. მაგრამ ადგილების მფლობელი იბერები დარიალის გზით სასწრაფოდ შეუშვებენ არმენიელების წინააღმდეგ სარმატებს; ხოლო მათ, ვინც პართებთან მიდიოდნენ, ადვილად აჩერებდნენ, რადგან სხვა გასასვლელები მტერმა ჩაკეტა, ხოლო ერთადერთი დარჩენილი გასასვლელი ზღვასა და ალბანთა მთის კიდეს შორის (იგულისხმება დარიალის კარი) ზაფხულში გაუვალია, ვინაიდან პასატის ქარები წყლით ფარავენ (მეჩეჩოვან) ნაპირს, ხოლო ზამთარში სამხრეთის ქარი უკან ერეკება ტალღებს და როცა წყალი დაიწევს, სანაპიროს ვიწრო გასასვლელი შიშვლდება.

როდესაც დასტები ორივე მხარეს საომრად განეწყვნენ, პართმა უფლისწულმა ბევრი ილაპარაკა აღმოსავლეთზე მბრძანებლობასა და არშაკიდების ბრწყინვალებაზე; თანაც დაუპირისპირა მდაბიო იბერიელს მისი როქის სპით. ფარსმანმა კი უთხრა თავისიანებს: პართთა ბატონობა არ გვიწვნევია და, რაც უფრო ვეცდებით, მით მეტ სახელს მოვიხვეჭთ გამარჯვებით; ხოლო თუ მტერს ზურგი ვუჩვენეთ, სირცხვილსა და ხიფათში ჩავცვივდებითო. ამასთანავე თავიანთ მრისხანე საომარ წყობასა და მიდიელების ოქროში დაკაზმულ რაზმებზე მიუთითა: აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი საშოვარიაო.
მაგრამ სარმატებში მარტო სარდლის სიტყვა არ გაისმის, თვითონაც აქეზებენ ერთმანეთს, რომ მშვილდოსნებს ბრძოლა არ დაანებონ, არამედ დაასწრონ შეტევით და ხელჩართული ბრძოლით. ამიტომ მებრძოლთა სხვადასხვა სახეობანიც იყო: მაშინ როდესაც პართმა, ერთნაირად ნაჩვევმა დევნას ანდა გაქცევას, გაშალა მხედართა რაზმები და ეძიებდა შესატევ სივრცეს, სარმატებმა თავი მიანებეს მშვილდს, რომლითანაც უფრო ახლო მანძილზე მძლავრობენ და შუბებითა და მახვილებით ეძგერენ. ცხენოსანთა ბრძოლის წესის მიხედვით ხან პირდაპირ უტევდნენ, ანდა ზურგს უბრუნებდნენ, ხან კი შეჯგუფებული დასტები სხეულისა და იარაღის ძალით აწვებოდნენ მტერს, ანდა მისგან განიცდიდნენ მოწოლას. უკვე ალბანებმა და იბერებმა დაუწყეს ხელის ტაცება და ჩამოყრა და საეჭვო გახადეს ბრძოლის ბედი მტრებისათვის, რომელთაც ზემოდან მხედრები, უფრო ახლოს კი ქვეითები აყენებდნენ ჭრილობებს. ამასობაში ფარსმანი და ოროდი, რომელნიც მამაცებს აგულიანებდნენ, ხოლო შემკრთალთ შეეწეოდნენ, შესამჩნევნი და ამით შეცნობილნი, ყიჟინითა და შებების სროლით ცხენდაცხენ მიაშურებენ ერთმანეთს. ოღონდ ფარსმანი უფრო ფიცხად - რადგან ჩაჩქანი გაუხეთქა და დასჭრა ოროდი ოღონდ დარტყმის მონაცვლება ვეღარ შესძლო, ვინაიდან ცხენმა გაიტაცა დაჭრილი და თანაც უმამაცესმა მხლებლებმა დაიფარეს. მაგრამ მოკვლის შესახებ გავარდნილმა ყალბმა ხმამ, რომელიც ირწმუნეს, დააფრთხო პართები და დასთმეს გამარჯვება. სომხეთის ტახტზე მითრიდატე მყარად დაჯდა.
35 წელსვე ტირიდატ არშაკიდი რომაული ჯარით შეიჭრა პართიაში და თავი მეფედ გამოაცხადა ტირიდატ III-ის სახელით. ცოტა ხანში დაქირავებული სკვითების ლაშქრის წყალობით არტაბანმა ტირიდატი დაამარცხა, ტახტი დაიბრუნა მთელი სამეფოს ძალით წამოვიდა შურის საძიებლად და სომხეთს შეესია. მაშინ ფარსმანიც იქ გაჩნდა და ცხარე ომი გაჩაღდა. ადგილმდებარეობის ცოდნის წყალობით იბერები უკეთ იბრძოდნენ. არტაბანი მაინც არ დაიხევდა უკან, რომ ვიტელიუსს თავი არ მოეყარა ლეგიონებისათვის და ხმა არ დაეგდო, მესოპოტამიაში შეჭრას ვაპირებო, და ამით არტაბანს რომაელებთან ომის ატეხისა არ შეშინებოდა. მაშინ პართებმა დატოვეს არმენია და არტაბანის ბედი უკუღმა დატრიალდა, ვინაიდან ვიტელიუსი ჩააგონებდა მის ქვეშევრდომებს, მიეტოვებინათ მშვიდობიანობის დროს სასტიკი და ომიანობის დროს მათი დამღუპველი უბედური მეფე. ამიტომ სინაკესმა (ან სინამუსი), რომელიც განაწყენებული იყო, ღალატში ჩაითრია მამა აბდაგეზესი და სხვანი, რომელნიც უწინ ზრახვებს მალავდნენ, ახლა კი, განუწყვეტელი მარცხების შემდეგ, უფრო გათამამდნენ. ნელ-ნელა მათ შემოუერთდნენ ისინი, ვინც უფრო მეტად შიშით, ვიდრე კეთილი ნებით მორჩილებდნენ მეფეს და როცა წამქეზებლები გამოჩნდნენ, უფრო მოიცეს გული.
მას შემდეგ რაც არტაბანი გაიქცა და ხალხის განწყობილება ახალი მეფისაკენ გადაიხარა, ვიტელიუსმა დაარწმუნა ტირიდატი, შემზადებული ტახტი დაეპყრო და ლეგიონებისა და მოკავშირეთა რჩეული ჯარი ევფრატის ნაპირს მიაყენა. მდინარის დასაწყნარებლად მსხვერპლის შეწირვის დროს, როცა ის (ე. ი. ვიტელიუსი) რომაული ადათისამებრ ცხვარ-ღორ-ხარს წირავდა, ის (ე. ი. ტირიდატი) კი ცხენს უძღვნიდა, იქაურებმა შეატყობინეს, ევფრატმა სრულიად უწვიმრად თავისთავად მოიმატა უზომოდო. ამასთანავე თეთრი ქაფით დიადემისებურ წრეებს იკეთებს და ეს მისი წარმატებით გადალახვის ნიშანიაო. ზოგი უფრო ჭკვიანურად განმარტავდა, რომ პირველი ცდა წარმატებული და არც თუ ხანგრძლივი იქნება, ვინაიდან ის ნიშნები, რომელთაც მიწა და ზეც გვიწინასწარმეტყველებენ, უფრო სარწმუნონი არიან, მდინარეთა დაუდეგარი (ცვალებადი) ბუნება კი გამოჩენისთანავე წარიტაცებს კეთილ ნიშნებსო, მაგრამ როცა ნავების ხიდი გამართეს და ჯარი გადაიყვანეს, პირველად ბანაკში ორნოსპადესი მოვიდა მრავალი ათასი მხედრითურთ. იგი ოდესმე გადმოხვეწილი იყო, ტიბერიუსს დალმატიის ომის დამთავრებაში წარმატებით მოეხმარა და მას რომის მოქალაქეობა ებოძა; შემდეგ მალე კვლავ მოიპოვა მეფის მეგობრობა, დიდი პატივი მის წინაშე და პრეფექტობა იმ ველისა, რომელსაც სახელოვანი მდინარეები ევფრატი და ტიგრი ჩამოუდის აქეთ-იქიდან და სახელად მესოპოტამია ეწოდება.
არტაბანს აღარც აღარავინ შემორჩა გარდა უცხოელი პირადი მცველებისა, თავიანთი სამშობლოდან გამოძევებულებისა, რომელთაც ვერც სიკეთე შეუგნიათ და არც ბოროტებას დაგიდევენ, ქირით კი ხელს უწყობენ ბოროტმოქმედებებს. წაიყვანა რა ესენი, სასწრაფოდ გაიქცა შორეულ, სკვითიის მომიჯნავე მხარეში, დახმარების შოვნის იმედით, ვინაიდან ჰირკანიელებთან და კარმანიელებთან დანათესავებული იყო; ხოლო ამასობაში პართები, რომელნიც შორს მყოფ ხელმწიფეებს იწყნარებენ, იქ მყოფთ კი აუხირდებიან ხოლმე, იქნებ მონანიებისკენ გადახრილიყვნენ. სინაკესმა თავი მეფედ გამოაცხადა (ახ.წ. 37 წ.). მცირე ხნის შემდეგ სინაკესი ამრავლებს ჯარს და ჰურიის სვეტი აბდაგეზესი სამეფო ხაზინასა და მოკაზმულობას უმეტებს. ვიტელიუსმა ჩასთვალა რა საკმაოდ რომაული იარაღის წარმოჩენა, მოაგონა ტირიდატს და უპირველესთ - ამას (ე. ი. ტირიდატს) რათა მოეგონებინა პაპა ფრაატი და გამზრდელი კეისარი და რაც ორთავეს მშვენიერი მოეპოვებოდათ, იმათ კი - შეენარჩუნებინათ მორჩილება მეფისადმი, პატივისცემა ჩვენდამი და თავიანთი სინდის-ნამუსი, ამის შემდეგ ლეგიონებიანად სირიაში დაბრუნდა. 37 წ. ტიბერიუსი გარდაიცვალა და რომის ტახტზე ასულმა ავადმყოფმა გაიუს კალიგულამ (37-41; იგი ტიბერიუსის ნაშვილები გერმანიკუსის შვილი იყო) პართიაც დაივიწყა და საერთოდ გაურკვეველი მიზეზით სომხეთის მეფე მითრიდატი რომში გაიწვია და დააპატიმრა. ამით ვერ ისარგებლა პართიის უფლისწულმა ოროდმა და სომხეთის ტახტი დაიკავა. 38 წელს არტაბანი გარდაიცვალა და მის ტახტზე ერთდროულად ავიდნენ არტაბან III-ის ძე ვარდან I (38-47) და გოტარზე II (38-51; რომაული წყაროებით არტაბან III-ის ძე, თუმცა პირადი წარწერით ვინმე გევის ძეს უწოდებს თავს). პარალელურად ტახტისთვის იბრძოდა რომაელთა კანდიდატი ტირიდატიც.
ახლა ვინაიდან აღმოსავლეთის ძალები დაქსაქსული იყო და ბუნდოვანი ჩანდა, რომელი მხარე გაიმარჯვებდა, მითრიდატს ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა არმენიის დასაპყრობად - რომაელთა სამხედრო ძალით ხელთ იგდო მთის ციხე-სიმაგრეები, ხოლო იბერიელთა ჯარი კი ბარად დათარეშობდა; აღარც არმენიელებს გაუწევიათ წინააღმდეგობა მას შემდეგ, რაც სარდალი დემონაკტი, რომელმაც ხელის გამოღება გაბედა, ივლტო. ცოტაოდენი შეფერხება გამოიწვია მცირე არმენიის მეფე კოტისმა (თრაკიის მეფე კოტისის ძე. კალიგულამ 37 წ. დანიშნა მც. არმენიის მეფედ), რომელსაც ზოგიერთი წარ-ჩინებული მიუდგა. შემდეგ ისიც დაემორჩილა იმპერატორ კლავდიუსის წერილს და მთელი არმენია მითრიდატის ხელთ გადავიდა, რომელიც უფრო სასტიკად იქცეოდა, ვიდრე ეს მის ახალ ხელისუფლობას შეშვენოდა.
კალიგულას მკვლეობის შემდეგ რომის ტახტზე ასულმა კლავდიუსმა (ტიბერიუსის ვაჟის ნერონის ძე, 41-54) ახ.წ. 42 წ. მითრიდატი საპყრობილედან გაათავისუფლა და შინ გაუშვა. მითრიდატე დაიმედებული ფარსმანის შემწეობაში სიხარულით წამოვიდა ტახტის დასაბრუნებლად.
იბერთა ეს მეფე და თანაც ძმა მითრიდატს ატყობინებდა: პართებში არეულობაა, უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება (ე. ი. სამეფო ტახტი) ორჭოფულ მდგომარეობაშია, მცირე საქმეები კი უყურადღებოდ არის დაყრილიო. ვინაიდან გოტარზმა სხვა მრავალ სისასტიკეთა შორის ძმის, არტაბანისა და მისი ცოლ-შვილის დახოცვაც ჩაიდინა, შიშმა შეიპყრო დანარჩენი ხალხი და ვარდანი მოიწვიეს. მან, როგორც დიდ და სახიფათო საქმეებში ფიცხმა, ორ დღეში სამი ათასი სტადიონი გადალახა და გაოგნებული და დამფრთხალი გოტარზი განდევნა. დაუყოვნებლივ უახლოესი ოლქებიც ხელთ იგდო, ოღონდ მარტო სელევკიელებმა (მდ. ტიბრზე მდებარე სელევკია) უარჰყვეს მისი ბატონობა. მათ, როგორც აგრეთვე მისი მამის წინააღმდეგ განდგომილებს, უფრო მეტად განურისხდა, ვიდრე ამჟამად საქმის ვითარება ითხოვდა და ჩაება ძლიერი, მდინარითა და გალავნით გამაგრებული და სურსათიანი ქალაქის წინააღმდეგ ალყაში. ამასობაში გოტარზე დაჰებისა და ჰირკანების შემწეობით ომს ანახლებს და ვარდანი იძულებული ხდება სელევკიას თავი დაანებოს და ბაქტრიის ველზე დასცეს ბანაკი.
ვარდანი უკან დაბრუნდა, დიდებით მოსილი, ხოლო მით უფრო აღვირახსნილი და გაუსაძლისი ქვეშევრდომთათვის. იგი მოკლეს ნადირობით გატაცებული, ისე რომ არც კი შეუწუხებია ფიქრს მისთვის წინასწარ განმზადებულ მზაკვრულ საფრთხეზე. მოკლეს თუმცაღა მთლად ჭაბუკი, მაინც ისეთი ბრწყინვალე სახელი უნდა ჰქონოდა, როგორიც ცოტას ღირსებია მხცოვან მეფეთაგან, ისევე რომ ეძია თავისი ხალხის სიყვარული, როგორც ლამობდა შიშის ზარის გავრცელებას მტრებში.
ამასობაში, პართთა ხელმწიფენი რომ საბრძოლველად ემზადებოდნენ, ანაზდად შერიგდებიან, როცა შეიტყობენ ხალხის შეთქმულების ამბავს, რომელიც გოტარზმა აცნობა ძმას. ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ჯერ ყოყმანით, შემდეგ კი უფრო მტკიცედ გაუწოდეს მარჯვენა ხელი ერთურთს და ღმერთების საკურთხევლის წინაშე დაიფიცეს, ღალატისათვის შური ეძიათ მტრებზე და ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ. რაკი სამეფო ხელისუფლების შესანარჩუნებლად ვარდანი უფრო ძლიერ პიროვნებად იქნა მიჩნეული, გოტარზი, რათა ქიშპობას გასცლოდა, შიდა ჰირკანიაში გაერიდა. ვარდანი რომ დაბრუნდა, განდგომის მეშვიდე წელს მას დაემორჩილა სელევკია, პართთა სამარცხვინოდ, რომელთაც ერთი ქალაქი ამდენ ხანს მასხარად იგდებდა.
შემდეგ ვარდანმა უძლიერესი პრეფექტურები მოიარა; არმენიის ხელახლა დაპყრობისაკენ ისწრაფოდა, ომის მუქარით რომ არ დაებრკოლებინა ვიბიუს მარსუსს - სირიის ლეგატს. ამასობაში გოტარზე თავს უყრის ლაშქარს, რადგან ნანობს სამეფოს დათმობას, თანაც საომრად მოუწოდებენ წარჩინებულნი, რომელთაც მშვიდობიან დროს უფრო უმძიმთ მონური მორჩილება; მერე მდინარე ერინდესთან დახვდება. ეს მდინარე ვარდანმა დიდი ბრძოლით გადალახა, წარმატებით გადახდილი ბრძოლების შედეგად დაიპყრო ხალხები, რომლებიც მდინარეებს - ერინდესა და სინდეს - შორის ცხოვრობენ (სინდე დაჰებსა და არიელებს ჰყოფს ერთმანეთისაგან). იქ საზღვარი დაედო წარმატებებს, რადგან პართელები, გამარჯვებათა მიუხედავად, უარჰყოფდნენ ომს შორეულ მიწაზე. ამრიგად, ძეგლები აღმართა რა თავისი ძლიერების დასტურად და იმის აღსანუსხავად, რომ ადრე არც ერთ არშაკიდს არ დაუხარკავს ის ტომები.
ფარსმანს ჰყავდა ძე, სახელად რადამისტი, ლამაზი, წარმოსადეგი, შესანიშნავი ძალ-ღონის პატრონი, მშობლიურ ხელოვნებებში გაწვრთნილი, მეზობლებშიაც დიდი სახელის მქონე. იგი ისე გაცხარებით და ხშირად ლაპარაკობდა, მამის მოხუცებულობის წყალობით იბერია უმნმიშვნელო სახელმწიფოდ რჩებაო. რომ გულის წადილის დაფარვას ვერ ახერხებდა. ამიტომ უკვე თავისი ხანშიშესულობით შეფიქრიანებულმა ფარსმანმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე და ხალხის მხარდაჭერით შეგულიანებულ ჭაბუკს სხვა იმედი შთააგონა და არმენიისაკენ მიუთითა, გაიხსენა რა პართების გაძევების შემდგომ თვით მანვე რომ მისცა იგი მითრიდატს; ოღონდ შვილს ურჩია, ძალის ხმარებისაგან თავი შევიკავოთ, უფრო მზაკვრობა გამოვიყენოთ, რათა უდარდელად მყოფი მითრიდატი ანაზდეული თავდასხმით დავამარცხოთო. ამგვარად რადამისტი, რომელსაც ვითომდა მამასთან უთანხმოება მოუვიდა, რადგან დედინაცვლის სიძულვილს ვეღარ გაუძლო, ბიძას მიაშურებს. მითრიდატმა დიდი ალერსით მიიღო იგი, როგორც საკუთარი შვილი, ამან კი არმენიელთა წარჩინებულებს დაუწყო შეგულიანება სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად ისე, რომ მითრიდატმა არათუ ვერაფერი შეატყო, არამედ კიდევ უფრო მეტი პატივითაც ეპყრობოდა.
ვარდანის მოკვლის შემდეგ პართელებში არეულობა დაიწყო, ვერ გადაეწყვიტათ, ვისთვის მიეცათ სამეფო ძალაუფლება; ბევრნი გოტარზესკენ იხრებოდნენ, ზოგნიც - ფრაატეს შთამომავალ მეჰერდატესკენ, მძევლად რომ მოგვცეს. ბოლოს გოტარზემ სძლია, მაგრამ სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თავისი აღვირახსნილობითა და მძვინვარებით პართელები აიძულა ფარულად შევედრებოდნენ რომაელ პრინცეპსს, რომ ნება დაერთო მეჰერდატესთვის მამისეული პატივისა და ღირსების მისაღებად.
51 წელს არმენიელებსა და იბერებს შორის ამტყდარი ომი პართებსა და რომაელებს შორის სასტიკი განხეთქილების მიზეზიც გახდა. პართებზე ვოლოგეზ I (51-78; ვონონ II-ის (51 წ.) ძე, არშაკიდი) ხელმწიფობდა, დედით ბერძენი ხარჭის შვილი, რომელსაც მეფობა ძმების თანხმობით ჰქონდა მიღებული. იბერებზე ფარსმანი მეფობდა ძველთაგანვე, არმენიელები მის ძმას მითრიდატს ეპყრა ჩვენი შეწევნით.
ცენტურიონის წასვლით თითქმის დარაჯისაგან გათავისუფლებულმა პრეფექტმა, რომელსაც ქრთამი რადამისტმა გაუზარდა, მითრიდატს დარწმუნება დაუწყო, ზავი დადეო. თან მოაგონებდა მათ ძმურ ნათესაობას, ფარსმანის ხნით უფროსობას და სხვა ნათესაურ კავშირებს მისი ასული რომ ცოლად ჰყავდა, აგრეთვე თვითონაც რომ რადამისტის სიმამრი იყო. იბერებიც უარს არ ამბობენ ზავზე, თუმცა ამჟამად ისინი უფრო ძლიერები არიანო; ხომ საკმაოდ იცი არმენიელთა გაუტანლობა და სხვა სახსარი ან თავშესაფარი რომ არ გაგვაჩნია ამ უსურსათო ციხე-სიმაგრის გარდაო; განა უსისხლოდ საქმის გარიგება არ გირჩევნია იარაღის ძალით საქმის გადაწყვეტის საეჭვო ცდასაო? მითრიდატი ამაზე ყოყმანობდა და ეჭვით უყურებდა პრეფექტის რჩევას, ვინაიდან პრეფექტმა გააუპატიურა მეფის ხარჭა და ყოველნაირი ანგარებიანი საქმისადმი დიდი მიდრეკილება ჰქონდა; ამასობაში კი კასპერიუსმა ფარსმანამდე მიაღწია და მოსთხოვა, იბერიელებს ალყა მოეხსნათ. ფარსმანი საჯაროდ ბუნდოვნად და უფრო ხშირად ალერსიანად უპასუხებს, საიდუმლო შიკრიკებით კი რადამისტს აქეზებს, გააგრძელე ალყა და ყოველი ღონისძიებით აიღე ციხეო. სამარცხვინო საქმის საზღაური დიდდება და პოლიონი საიდუმლოდ მოისყიდის რა ჯარისკაცებს, აგულიანებს, რათა ზავი მოითხოვონ და დაემუქრონ, ციხე-სიმაგრის დაცვაზე ხელს ავიღებთო. ამ უკიდურესი გასაჭირით იძულებული მითრიდატი ხელშეკრულების დადების დღესა და ადგილს დათანხმდა და ციხე-სიმაგრიდან გამოვიდა.
ვითომდა შერიგება მიანდო, რადამისტი მამასთან დაბრუნდა და აცნობა; რაც მზაკვრობით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია, დანარჩენი იარაღით უნდა აღსრულდესო. ამასობაში ფარსმანმა ომის საბაბიც მოიგონა: ალბანთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში რომაელებს დასახმარებლად რომ მოვუწოდებდი, ძმამ წინააღმდეგობა გამიწია და ამ წყენინებისათვის ვილაშქრებ მის დასარბევადო, და ამასთან ერთად ვაჟიშვილს დიდი ლაშქარი მისცა. მისი ანაზდეული თავდასხმით შეშინებულმა და დაბლობიდან გაძევებულმა მითრიდატმა ციხე-სიმაგრე გორნეაში (გარნის/გარნსისის ციხე, მდებარეობდა გარნი-ჩაის ხეობაში, ერევანიდან 28 კმ-ზე) შეასწრო. ადგილმდებარეობით უშიშარსა და რომაული მეციხოვნე ჯარით დაცულში, რომელსაც პრეფექტი ცელიუს პოლიონი და ცენტურიონი კასპერიუსი სარდლობდნენ. ისე იბერნი არაფერში არიან ბარბაროსები, როგორც მანქანების საქმესა და ციხე-სიმაგრეთა აღების ოსტატობაში, ამიტომ რადამისტი ფუჭად და ზარალიანად ციხე-სიმაგრის აღების ცდის შემდგომ, ალყას შეუდგა და რაკი ძალით ვერა გააწყო რა, ანგარი პრეფექტი მოისყიდა, რომელსაც კასპერიუსი ეხვეწებოდა, ნურც მოკავშირე მეფეს და ნურც მისთვის რომაელი ხალხისაგან მინიჭებულ არმენიას ბოროტმოქმედებით ფულის გულისთვის ნუ დაღუპავო. და ბოლოს, ვინაიდან პოლიონი მტრის მრავალრიცხოვნებას, ხოლო რადამისტი კი მამის ბრძანებას იმიზეზებდნენ.
კასპერიუსმა რადამისტთან დროებითი ზავი დადო და მცხეთაში გაემგზავრა ფარსმანთან მოსალაპარაკებლად, თან გეგმავდა რომ თუ ფარსმანს ომს ვერ გადაათქმევინებდა, სირიის გამგებელის უმიდიუს კვადრატუსისათვის (სირიის მმართველი 51-60 წლ.) მაინც შეეტყობინებინა, რა მდგომარეობაში იყო არმენია.
ხოლო კვადრატუსმა რომ შეიტყო, მითრიდატს უღალატეს და სამეფო ხელთ იგდეს მკვლელებმაო, სამხედრო საბჭო მოიწვია, მოახსენა მომხდარი ამბები და რჩევა ჰკითხა, შური ვიძიოთ და დავსაჯოთ ისინი თუ არაო. სახელმწიფოს სახელი და პატივი ცოტას აწუხებდა, უმეტესობა მშვიდობის სასარგებლოდ მსჯელობდა: უცხოთა ყოველ ბოროტმოქმედებას სიხარულით უნდა შევეგებოთ. სიძულვილის თესლიც კი უნდა დავთესოთ, როგორც ხშირად რომის ხელმწიფენი იმავე არმენიას უხვი წყალობის სახით ბარბაროსთა შორის შუღლის ჩამოსაგდებად გასცემდნენ ხოლმე. დაე რადამისტი შეძულებული, სახელგატეხილი ფლობდეს ბოროტად მოპოვებულ ხვედრს; ვინაიდან ეს უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ მას სახელიანად და დიდებით ჰქონდეს მიღებული ძალაუფლებაო. ეს აზრი კიდეც მიიღეს. ოღონდ, რათა ამ ბოროტმოქმედების მოდასტურედ არ მიეჩნიათ ისინი, თანაც იმ შემთხვევისათვის თუ კეისარი სხვაგვარად გადაწყვეტდა ამ საქმეს, ფარსმანს მოციქულები გაუგზავნეს, რომ იგი სომხეთიდან გასულიყო და შვილიც თან წაეყვანა.
პირველად რადამისტი, ვითომდა პატივისცემით, გულმხურვალედ მოეხვია მას - სიმამრსა და მშობელს უწოდებდა; თან ეფიცებოდა, არც მახვილის, არც შხამის ძალას არ გამოვიყენებ შენს წინააღმდეგო. ამასთანავე იქვე ახლო კორომში შეიტყუებს - ეუბნება, აქ შესაწირავი მსხვერპლია გამზადებული, რათა ღმერთების წინაშე დავამტკიცოთ ზავიო. მეფეთა ჩვეულება გახლავთ ხელშეკრულების დადების დროს ყოველთვის მარჯვენა ხელები და მათი ცერები ერთმანეთს მიადონ და მაგრად შეჰკრან კვანძით. მერმე როცა სისხლი ფრჩხილებში მოაწვებათ, მსუბუქი ჩხვლეტით სისხლს დაიდენენ და ერთმანეთს აულოკავენ. ასეთ კავშირს იდუმალი თვისება აქვს, თითქოს საერთო სისხლით არის განმტკიცებული. მაგრამ მაშინ კაცი, რომელიც უკრავდათ ხელებს, ვითომდა წაიქცა, მითრიდატს ფეხებზე მოეხვია და ისიც ძირს დასცა. მაშინვე მოცვივდა კიდევ ბევრი ხალხი და ბორკილები დაადეს მას. მერე იგი ფეხებზე დადებული ჯაჭვით წაათრიეს, რაც დიდ სირცხვილად ითვლებოდა ბარბაროსებში. მყის მდაბიო ხალხმა, რომელიც მძიმე პირობებში იყო მის ხელქვეით, ლანძღვა-გინება დაუწყო და ცემა დაუპირა. ოღონდ პირიქით, ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც ბედის ასეთი შეტრიალებისათვის იგი ებრალებოდათ. უკან პატარა შვილებით გარშემორტყმული მისი მეუღლე მისდევდა და იქაურობას ტირილით იკლებდა. ისინი ცალცალკე დახურულ ურმებში ჩასვეს, ვიდრე ფარსმანის ბრძანებას შეიტყობდნენ. ფარსმანს სამეფოს ხელში ჩაგდების წადილმა ძმა და ქალიშვილი დაათმობინა და გულში უკვე მზად იყო ბოროტმოქმედების ჩადენისათვის. ის კი ივარაუდა, რომ ეს საქმე მის თვალწინ არ მომხდარიყო და ისინი მის წინაშე არ დაეხოცათ. რადამისტმაც, აქაოდა დადებული ფიცი მახსოვსო, მართლაც არც მახვილი და არც შხამი არ იხმარა დისა და ბიძის წინააღმდეგ, არამედ მიწაზე დააწვენინა ისინი და ზემოდან მრავალი მძიმე სამოსის დაყრით მოაშთობინა. დახოცეს მითრიდატის ვაჟიშვილებიც, რომლებიც მშობლების დაღუპვას ხმამაღლა ტიროდნენ. ასე იგდო ხელთ სომხეთი რადამისტმა 51 წელს.
კაპადოკიის პროკურატორად იულიუს პელიგნუსი იყო, სულით მდაბალი და სხეულის სიმახინჯითაც ასევე საზიზღარი, მაგრამ კეისარ კლავდიუსის ძალიან ახლობელი. როცა კლავდიუსი ტაკიმასხარებთან და მლიქვნელებთან ატარებდა უქმად დროს, იმ პელიგნუსმა პროვინციებში დამხმარე ლაშქარი შეკრიბა, ვითომდა არმენიის უკან დასაბრუნებლად, ოღონდ რაკი მოკავშირეებს უფრო არბევდა ვიდრე მტერს, თავისიანებმა (მეობრძოლებმა) მიატოვეს და რაკი ბარბაროსთა თავდასხმებისაგანაც თავშესაფარი სჭირდებოდა, რადამისტთან მივიდა. რადამისტის საჩუქრებით მოსყიდულმა თვითონვე დაარწმუნა მიიღოს სამეფო ნიშნები და ამ მიღების დროს თვითონაც დაესწრო, როგორც ხელისშემწყობი და საქმის თანამონაწილე. როცა ამის შესახებ საზიზღარი ხმა გავარდა რათა სხვა რომაელებიც პელიგნუსის მსგავსად არ მიეჩნიათ, გაგზავნეს ლეგატი ჰელვიდიუს პრისკუსი ლეგიონითურთ, რათა ვითარების შესაბამისად მოეგვარებინა საქმე. ამიტომ სასწრაფოდ გადალახა რა ტავროსის მთა, უფრო ზომიერი მოქმედებით, ვიდრე ძალით, უკვე ბევრი რამ გაარიგა, როცა უბრძანეს კვლავ სირიაში დაბრუნებულიყო, რათა პართების წინააღმდეგ ომი არ გამოეწვია, რადგან ვოლოგეზ I სომხეთს თავის საკუთრებად მიიჩნევდა, თვლიდა რა რომ არემნია მის წინაპრებს ეკუთვნოდა, ახლა კი უპატიოსნოდ ჩაეგდო ხელთ უცხო მეფეს. ვოლოგეზმა პართიის ტახტი 51 წელს, გოტარზის სიკვდილის შემდეგ დაიკავა და სურდა მისი სამუდამოდ დასაკუთრება. ამისათვის კი მისი ორი ძმისთვის სხვა სამფლობელოები უნდა გამოეძებნა, რომ აღარ შეცილებოდნენ. ამ მიზნით მან ერთი ძმა - პაკორი ატროპატენას ტახტზე დასვა, ხოლო მეორე ძმის - ტირიდატისთვის სომხეთის ტახტი უნდოდა.
ხოლო სენატში ყველაფერი მეტად გაზვიადებულ იქნა იმათი წინადადებების წყალობით, ვინც მოითხოვა პარაკლისები და იმ დღეებში — პრინცეპსის სატრიუმფოდ შემოსვა, რომ იგი შესულიყო ქალაქში ვითარცა ტრიუმფატორი, აგრეთვე მისი ქანდაკება, სიდიდით — შურისმაძიებელი მარსის ქანდაკების სწორი, დაედგათ მარსისავე ტაძარში. გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მლიქვნელობა, უხაროდათ კიდევაც, რომ დომიციუს კორბულონი (გამოიძახეს გერმანიიდან) ჩაუყენა ჯარს სათავეში არმენიის შესანარჩუნებლად და, როგორც ჩანდა, გზა გაეხსნა ღირსებას. აღმოსავლეთის ჯარები იმგვარად გაანაწილეს, რომ მაშველი ძალის ნაწილი, ასევე ორი ლეგიონი (X და XII) დარჩენილიყო სირიის პროვინციაში მის ლეგატ კვადრატუს უმიდიუსთან ერთად, კორბულონს ეყოლებოდა აგრეთვე ორი ლეგიონი (III და VI), თანაბარი რაოდენობის მოკავშირენი, ამავე დროს კაპადოკიაში მოზამთრე კოჰორტები. მოკავშირე მეფეებს ებრძანათ დაჰმორჩილებოდნენ მას, ვისი დაქვემდებარებაც მიზანშეწონილი იქნებოდა ომის პირობების მიხედვით, მაგრამ თავიანთი განწყობილებით ისინი უფრო კორბულონისკენ იხრებოდნენ. იგი გაეშურა დიდების მოსაპოვებლად, რაც უძლიერესი იარაღია ახლად წამოწყებულ საქმეებში, და კილიკიის ქალაქ ეგეესთან შეხვდა კვადრატუსს, რომელიც იქ ჩასულიყო, რათა კორბულონს, თუ ის სირიაში შევიდოდა ჯარების მისაღებად, საყოველთაო ყურადღება არ მიექცია, რადგან, ტანად გოლიათს, დიდებულ მჭევრმეტყველს, გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად გარეგნული ბრწყინვალებით ზემოქმედების დიდი ძალაც ჰქონდა.
ახლა ვოლოგეზმა მიიჩნია, რომ დადგა ხელსაყრელი შემთხვევა არმენიის დასაპყრობად, ამიტომ შეკრიბა ჯარი და ემზადებოდა მის ტახტზე თავისი ძმის ტირიდატის დასასმელად. პართების შემოჭრის შემდგომ (52) იბერები ფაქტიურად უბრძოლველად იქნენ განდევნილი (სომხებმა ბრძოლაზე უარი თქვეს). მალევე დანებდა ტიგრანოკერტი, შემდეკ კი დედაქალაქი არტაქსატიც ჩაბარდა პართებს. სომხეთში ტირიდატი გამეფდა თრდატ I-ის (52-53; 54-59; 62-75) სახელით. მაგრამ სასტიკმა ზამთარმა, სურსათის ნაკლებობამ და ორივე ამ მიზეზის გამო მოდებულმა სენმა ვოლოგეზი იძულებული გახადა თავი დაენებებინა ახლა ამ საქმისათვის. დაცარიელებული არმენია კი კვლავ რადამისტმა დაიპყრო (53 წ.), კიდევ უფრო გამძვინვარებულმა არმენიელებზე, როგორც განდგომილებზე, რომელთაც თუ ხელსაყრელი დრო დაუდგებოდათ, კვლავ აჯანყდებოდნენ. მართლაც არმენიელებს, თუმცა მონობას ძალიან ნაჩვევთ, მოთმინების ფიალა აევსოთ და იარაღით შემოერტყნენ გარს მეფის სასახლეს (54 წ.). რადამისტს ცხენების სისწრაფის გარდა სხვა აღარაფერი უშველიდა და ცოლითურთ კიდეც გაიქცა. მაგრამ მისი ფეხმძიმე მეუღლე პირველად თუ მაინც ასე თუ ისე იტანდა ჭენებით სიარულს მტრის შიშით და ქმრის სიყვარულით, შემდეგ შეუსვენებელი სირბილის გამო გულმუცელი და შიგნეული რომ ენჯღრეოდა, ევედრებოდა ქმარს, ტყვეობის სირცხვილისაგან პატიოსანი სიკვდილით დამიხსენიო. პირველად რადამისტი ეხვეოდა, იჭერდა და ამხნევებდა; ხან მის გულადობას ჰკვირობდა, ხან შიშისაგან სასო ეკვეთებოდა, რომ დავტოვო, სხვა ვინმეს არ ჩაუვარდეს ხელშიო. და ბოლოს სიყვარულით გახელებულმა და ბოროტმოქმედებაში არცთუ გამოუცდელმა იძრო მახვილი და დასცა ქალს; დაჭრილი არაქსის პირას მიათრია და მდინარეში ჩააგდო, რომ მისი გვამიც წყალს წაეღო. თვითონ თავქუდმოგლეჯით მიაშურებს იბერიას, მშობლიურ სამეფოს. ამასობაში ზენობიას (ასე ერქვა ქალს) წყნარ ყურეში შეამჩნევენ მწყემსები. იგი ჯერ კიდევ სუნთქავდა და სიცოცხლის აშკარა ნიშნებს ამჟღავნებდა. მისი ღირსეული გარეგნობის მიხედვით ივარაუდეს, უბრალო ვინმე არ უნდა იყოსო; შეუხვიეს ჭრილობა, შინაურული წამლებით უწამლეს და როცა მისი ვინაობა და ამბავი შეიტყვეს, ქალაქ არტაქსატს მიიყვანეს. იქიდან კი ხელისუფალთა ზრუნვით, ტირიდატს მიჰგვარეს, რომელმაც ალერსით მიიღო იგი, როგორც მის სამეფო ღირსებას შეეფერებოდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მისი, როგორც სომხეთის დედოფლის წყალობით შეეძლო კანონიერად ჰქონოდა პრეტენზია სომხეთის ტახტზე.
კორბულონს ლეგიონები ბანაკში ჰყავდა, სანამ 58 წლის გაზაფხული ძალას შეიმატებდა; ამავე დროს მოხერხებულ ადგილებში განალაგა მაშველ ძალთა კოჰორტები და გააფრთხილა, არ გაბედონ, რომ პირველებმა დაიწყონ ბრძოლა. ამ დამცველი ჯარების მეთაურობა მიანდო პაქციუს ორფიტუსს, უფროსი ცენტურიონის პატივის მქონეს. პაქციუსი სწერს, რომ ბარბაროსები არ ფრთხილობენ და ამით შემთხვევა ეძლევათ წარმატებით აწარმოონ ბრძოლა, მაგრამ იღებს ბრძანებას დარჩეს გამაგრებულ სადარაჯო პოსტებზე და უფრო მნიშვნელოვან ძალებს დაელოდოს. ბრძანება მაინც დარღვეულ იქნა: როცა პაქციუს ორფიტუსთან მცირერიცხოვანი ცხენოსანი რაზმები მოვიდნენ უახლოესი სიმაგრეებიდან და გამოუცდელობის გამო ბრძოლა მოითხოვეს, იგი შეება მტერს და დამარცხდა მისი ზარალით თავზარდაცემული რაზმები, რომლებსაც დახმარების გაწევა ჰქონდათ დავალებული შეშფოთებით გარბოდნენ და თავთავიანთ ბანაკებში უკუიქცნენ. მძიმე იყო კორბულონისთვის ამის გაგება; ბრძანა გაკიცხული პაქციუსი, პრეფექტები და მეომრები სანგრებს გარეთ დაბანაკებულიყვნენ. ამგვარად შეურაცხყოფილებმა მხოლოდ მთელი ჯარის ვედრების შედეგად დააღწიეს თავი იმ დამცირებას.
54 წლის ოქტომბერში კლავდიუსი მოწამლეს და ტახტზე ავიდა მისი გერი ნერონი. დეკემბერში რომში დამლევს მოვიდა შემაშფოთებელი ამბავი, რომ პართელები კვლავ შეესივნენ არმენიას და მიიტაცეს. განდევნილ იქნა რადამისტი, რომელიც ხშირად იპყრობდა ხოლმე იქ სამეფო ძალაუფლებას და მერე გარბოდა; მაშინაც მიეტოვებინა ომი. ნერონმა ბრძანა — უახლოეს პროვინციებში მოიძიონ ახალგაზრდები და გაგზავნონ აღმოსავლეთის ლეგიონების შესავსებად, თვით ლეგიონები კი არმენიასთან უფრო ახლოს იქმნენ განლაგებულნი; ორ ნაცად მეფესს — აგრიპა II-ს (ჰალკიდას, დღევ ანჯარას მეფე) და ანტიოქუს IV-ს (კომაგენას მეფე) — სალაშქროდ უნდა მოემზადებინათ ჯარები, რომლებითაც პართელთა საზღვრებში შეიჭრებოდნენ, ამავე დროს ხიდები უნდა გადებულიყო მდინარე ევფრატზე; მცირე არმენიას არისტობულუსს გადასცეს, სოფენეს ოლქი — სოჰემუსს, თან სამეფო პატივს და ღირსებასაც მიანიჭეს. ამ დროს გამოუჩნდა ვოლოგეზეს მეტოქე — ძე ვარდანი და გავიდნენ არმენიიდან პართელები, თითქოს ომი გადადესო. ორივემ მოციქულები გაუგზავნა მეფე ვოლოგეზეს, რომ დაიყოლიონ — ზავი არჩიოს ომს, მძევლები გაიღოს და, წინამორბედთა ჩვეულებრისამებრ, პატივი არ მოუშალოს რომაელ ხალხს. ვოლოგეზეც სიამოვნებით დათხმდა მძევლებად გაეცა არშაკიდების გვარის უწარჩინებულეს პირები, რათა 1. მშვიდად ჩაეხშო ვარდანის აჯანყება; 2. ხელსაყრელ პირობებში მომზადებულიყო ომისათვის ან, შეიძლება, იმ მიზნით, რომ მეტოქეობაში ეჭვმიტანილნი თავიდან მოეშორებინა ვითარცა მძევალნი. მათ ჩაიბარებს უმიდიუსისგან გამოგზავნილი ცენტურიონი ინსტეიუსი, რომელიც საამისოდ პირველი მიდის მეფესთან.

როცა ეს კორბულონმა შეიტყო, უბრძანა კოჰორტის პრეფექტს, არიუს ვარუსს წასულიყო და მძევლები წაერთმია. ამ მიზეზით პრეფექტსა და ცენტურიონს შორის აღძრული დავა უფრო დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო გარეშეთა დასანახად, საქმის გადაწყვეტა მიენდოთ მძევლებსა და ელჩებს, რომლებსაც ისინი მიჰყავდათ, და მათ წინ დააყენეს კორბულონი, ახლად შემოსილი დიდებით, როგორღაც მტრებსაც რომ იზიდავდა. აქედან წარმოიშვა უთანხმოება სარდლებს შორის: ერთი მხრივ, უმიდიუსი ეძიებს წართმეულს, — იმას, რაც თავისი კეთილგონიერების წყალობით განუხორციელებია, მეორე მხრივ, კორბულონი ამტკიცებს, რომ მეფეს მანამდე არ უფიქრია მძევლების გაღება, სანამ თვით მხედართმთავრად არჩეულმა კორბულონმა იმედი ძრწოლად არ შეუცვალა. მოწინააღმდეგეთა დასაზავებლად ნერონმა ბრძანა გამოეცხადებინათ სახალხოდ, რომ კვადრატუსის და კორბულონის მიერ მოპოვებული გამარჯვებებისათვის საიმპერატორო ფასციებს დაფნაც ემატებოდა. ზავით ისარგებმა პართიის მეფემ და აჯანყება ადვილად ჩაახშო.
არმენიაზე ბატონობისათვის დუნედ დაწყებული და მანამდე გაჭიანურებული ომი პართელებსა და რომაელებს შორის 55 წლის დამდეგს გაცხარდა, რადგან, ერთი მხრივ, ვოლოგეზე ვერ დაუშვებდა, რომ მის ძმას — ტირიდატეს ან დაეკარგა თავად ვოლოგეზესგან მიღებული სამეფო, ან ჰქონოდა როგორც უცხო ხელისუფლების მიერ ბოძებული სამფლობელო, ხოლო, მეორე მხრივ, კორბულონს მიაჩნდა, რომ უნდა დაებრუნებინა ის, რაიც ოდესღაც ლუკულუსმა და პომპეუსმა მოიპოვეს მითრიდატე ევპატორთან III ომის დროს (ძვ. წ. 74-65 წლებში) — ასე მოითხოვდა რომაელი ხალხის სიდიადე და ღირსება. ამავე დროს უნდობლად განწყობილი არმენიელები ორივე ძალას უხმობდნენ, თანაც პართელებთან უფრო ახლოს მდგომნი ადგილმდებარეობით, ზნე-ჩვეულებათა მსგავსებით, მათთანვე აღრეულნი ქორწინებათა წყალობით, სწორედ პართელებისადმი დამონებისაკენ უფრო იხრებოდნენ თავისუფლების შეუცნობლად.
შეკრიბეს ჯარი გალატიასა და კაპადოკიაში, აგრეთვე გერმანიიდან გადასროლილ იქნა X ლეგიონი მეშველი ცხენოსანი და ქვეითი ჯარებითურთ. იგი სირიაში შეცვალეს მეზიიდან მოსული IV ლეგიონით. 57 წლის ბოლოს კორბულონმა იგრძნო რომ მისი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაემზავრა არმენიაში, სადაც ბანაკში გაატარა 57/58 წლების სასტიკი ზამთარი. მთელი ლაშქარი ტყავის კარვებში იდგა, თუმცა ისეთი მკაცრი ზამთარი იყო, რომ მიწაზე გადაკრული ყინულის აუყრელად ადგილი აღარსად ჩანდა კარვებისათვის. ყინვისაგან ბევრს დამზრალი ჰქონდა სხეული, ზოგიც სადარაჯოზე დგომისას დაიხოცა. როგორც გადმოგვცემენ, ერთ მეომარს, რომელსაც ფიჩხის კონა მიჰქონდა, ისე გაეთოშა ხელები, რომ მკლავთაგან დასწყდა და ტვირთთან ერთად დასცვივდა, ფიჩხზე დაკრული. ჯარისკაცებს ხელფეხი ეყინებოდათ. თავად კორბულონი, მსუბუქად ჩაცმული, თავშიშველი, მხედრებთან ერთად იყო ხშირად ომსა თუ შრომაში, თავგამოდებულთ ქებას ეტყოდა, უძლურთ ნუგეშს მისცემდა და ყველას მაგალითს უჩვენებდა. შემდეგ მრისხანება პოვა წამლად, რადგან ჰავისა და სამხედრო სამსახურის პირობათა სიმკაცრის გამო ბევრნი არ ემორჩილებოდნენ და გარბოდნენ. სხვა მხედართმთავართგან განსხვავებით, პირველად ჩადენილ შეცდომებსაც არ აპატიებდა ხოლმე (დეზერტირობის დროს, მესამე გაქცევისას იყო სიკვდილის დასჯა, კორბულონმა კი პირველივეზე გადმოიტანა; ბანაკიდან გაქცეული მეომარი მაშინვე თავით იხდიდა სასჯელს. ეს წესი სასარგებლო აღმოჩნდა და შემწყნარებლობაზე მეტად მოქმედებდა, რამდენადაც ამ სამხედრო ბანაკს უფრო ცოტანი ტოვებდნენ, ვიდრე იმ ბანაკებს, რომლებშიც მეომრებს ეპატიებოდათ.
მაგრამ კორბულონისათვის უფრო სამძიმო იყო მხედართა სულმოკლეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიდრე მტერთა ვერაგობის დაძლევა, რადგან სირიიდან გადაყვანილი ლეგიონები, მოდუნებულნი ხანგრძლივი ზავის შედეგად, მოვალეობას მეტად უხალისოდ ასრულებდნენ. ცნობილია, რომ იმ ლაშქარში საკმაოდ იყვნენ ვეტერანები, რომლებიც სადარაჯოზე არ მდგარან არც დღისით, არც ღამით; სანგარსა და თხრილს ისე უყურებდნენ, როგორც არნახულსა და საკვირველს: უმუზარადოდ, უაბჯროდ იხდიდნენ სამხედრო სამსახურს ქალაქებში, მოკოპწიავენი და ხარბები, კორბულონმა გაუშვა ისინი, რომლებიც სიბერის ან სნეულების გამო დაძაბუნებულიყვნენ და შევსება მოითხოვა.
არმენიის მეფეს ან ეჭვი ჰქონდა თვალთმაქცობაზე, რადგან ჯარი ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა მხარეს მიემართებოდა, ან იმ მიზნით წავიდა სწრაფად, რომ გზა გადაეკეტა ჩვენი სურსათისათვის, რომელსაც ვღებულობდით პონტოს ზღვით და ქალაქ ტრაპეზუნტიდან. მაგრამ ვერც სურსათის შესაწყვეტად იღონა რაიმე, რადგან ჩვენი ჯარების მიერ დაკავებულ მთებზე გადმოდიოდნენ და ისე მოჰქონდათ; კორბულონმა კი, რათა ფუჭი ომი აღარ გაეჭიანურებინა და არმენიელები იძულებულ გაეხადა თავდაცვაზე გადასულიყვნენ, ციხე-სიმაგრეთა განადგურება განიზრახა; თავად იმ პრეფექტურაში ყველაზე ძლიერ სიმაგრეს ირჩევს, ვოლანდუმად წოდებულს, ნაკლებად მნიშვნელოვან ციხეებს კი ანდობს ლეგატ კორნელიუს ფლაკუსს და ბანაკის პრეფექტს ინსტეიუს კაპიტონს. როცა ყოველმხრივ დაათვალიერებს სიმაგრეებს და წინასწარ აწონ-დაწონის ყველაფერს, რაც საჭიროა იერიშის მისატანად, მოუწოდებს მეომრებს განდევნონ ამ ადგილებიდან მტერი, რომელიც მერყევია და მოუმზადებელი როგორც ზავისთვის, ისე ბრძოლისათვის, ხოლო გაქცევით ააშკარავებს თავის მზაკვრობას და სულმოკლეობას, — ამასთან, ერთნაირად უნდა იზრუნონ დიდებისა და ნადავლისათვის.
ტირიდატეს მისმა ძმამ ვოლოგეზემაც დაუჭირა მხარი, იმათ გარდა, ვისაც თავად მფარველობდა ტირიდატე უკვე არა მალულად, არამედ აშკარად ესხმოდა თავს ვისაც კი იგულებდა ჩვენდამი ერთგულად და სპობდა, თუ ჯარები წარემართებოდნენ მის წინააღმდეგ, გაურბოდა შეყრას. ხან ერთი მხრიდან წამოუქროლებდა, ხან — მეორიდან და დარხეული ხმები უფრო თავზარდამცემი იყო, ვიდრე ბრძოლა, ასე რომ კორბულონი დიდხანს ცდილობდა პირისპირ შებმას, მაგრამ ამაოდ, ხოლო, როცა იძულებული შეიქნა ყველა მიმართულებით განევითარებინა საომარი მოქმედება, მტრების მაგალითისამებრ, — ძალები იმგვარად გაანაწილა, რომ ლეგატები და პრეფექტები ერთდროულად შეჭრილიყვნენ სხვადასხვა მხარეში; ამასთან, მეფე ანტიოქუსს კომაგენელს ჩააგონა ხელთ ეგდო ის პრეფექტურები, რომლებიც ახლოს იყვნენ მის სამფლობელოსთან. ფარასმანიც (მან გარკვეული ხნის წინ მოკლა ძე, რადამისტი, გამცემი ვითომ, — რათა ამით დაედასტურებინა ჩვენდამი ერთგულება;) რომელიც უფრო ამწვავებდა ძველითგან მომდინარე მტრობასა და სიძულვილს არმენიელების მიმართ. პირველად მაშინ გადმოიბირეს მოსხები — ხალხი, რომელიც სხვებზე უმალ ერთგულ მოკავშირეობას უწევს რომაელებს. მოსხები არმენიის უვალი მხარეებისაკენ გაეშურნენ. ასე რომ ტირიდატეს გეგმები ეფუშებოდა; წარავლინა მოციქულები, რომლებიც თავად მისი და პართელების სახელით მოითხოვდნენ ახსნას. რატომ უნდა წართმეოდა ვოლოგეზეს არმენიის ძველი სამფლობელო, როცა ცოტა ხნის წინათ გასცა მან მძევლები და განაახლეს მათ მეგობრობა, რომელიც თითქოს ასპარეზს გადაუშლიდა ახალ სასიკეთო საქმეებს. თავად ვოლოგეზეს აქამდე იმიტომ არ უმოქმედია, რომ მოლაპარაკება ერჩიათ ძალის გამოყენებას. ხოლო, თუ კორბულონი მაინც არ დაიშლიდა და ომში ჩაითრევდა, სიმამაცე ეყოფოდათ არშაკიდებს და ბედიც ნაცადი ჰქონდათ, რადგან უკვე მრავალგზის დაემარცხებინათ რომაელები. კორბულონმა კარგად იცის, რომ ვოლოგეზეს ჰირკანიის ჩამოშორება აკავებს (ჰირკანიაში აჯანყება რამდენიმე წელს გრძელდებოდა, რაც საბოლოოდ ამ მხარის პართიისგან გამოყოფით დასრულდა) და პასუხად ტირიდატეს არწმუნებს თხოვნით მიმართოს კეისარს: მას შეუძლია სამეფო ძალაუფლება მტკიცედ შეინარჩუნოს და სისხლის ღვრის გარეშე მოაგვაროს საქმე, თუ დათმობს შორეულ იმედს, რომელიც გვიანღა გაუმართლდება, და ეძიებს ნამდვილს, თანაც უმჯობესს. ამის შემდეგ, რაკი მოციქულების მისვლა-მოსვლით ზავის დადება არ ხერხდებოდა, გადაწყდა დაენიშნათ დრო და ადგილი, რათა თავად მათ მოელაპარაკათ. ტირიდატე აცხადებდა რომ ათას ცხენოსანს იახლებდა მცველად; რამდენი მეომარი უნდა ჰხლებოდა კორბულონს და რომელი ჯარიდან, არ განუსაზღვრავს, ოღონდ ზავის ნიშნად და დასტურად მუზარადმოხდილნი უაბჯროდ უნდა მოსულიყვნენ. ყოველი მოკვდავი, მით უმეტეს გამოცდილი და წინდახედული სარდალი, ვერაგობას ადვილად მიუხვდებოდა ბარბაროსებს; ვერაგობის მიზეზით იყო, რომ მეომართა რიცხვი ერთი მხარისათვის მკაცრად ისაზღვრებოდა, ხოლო მეორეს ნება ეძლეოდა მეტი მეომარი წაეყვანა, რათა მახე დაჰგებოდათ. თუ ისრის ტყორცნაში ნაცად მხედრებს წინ დაუდგებიან უიარაღო ჯარისკაცები, სიმრავლე მათ ვეღარას უშველის. კორბულონმა მაინც არ შეიმჩნია გულისხმაში ჩავარდნა და უპასუხა, რომ უფრო სწორი იქნებოდა მთელი ჯარების თანდასწრებით განეხილათ ის, რაზედაც უნდა ემსჯელათ ვითარცა სახელმწიფო საქმეზე. შეარჩია ადგილი, რომლის ერთ მხარესაც აღმართულიყვნენ ბორცვები, კარგად დაფერდებულნი, ისე რომ ქვეითი ჯარი მოხერხებულად განლაგდებოდა, მეორე მხარეს კი ივაკებდა, ამდენად ეს ადგილი ხელსაყრელი იყო ცხენოსანი რაზმების გასაშლელად. დათქმულ დღეს კორბულონმა პირველმა დააწყო იქ ჯარები: ფრთებზე განალაგა მოკავშირეთა კოჰორტები და მეფეების მაშველი ძალები, შუაში — მეექვსე ლეგიონი, რომელსაც შეუერთა ღამით სხვა ბანაკიდან გამოწვეული სამი ათასი ჯარისკაცი მესამე ლეგიონისა, თანაც ერთი არწივით წარმოადგინა, თითქოს ერთი და იგივე ლეგიონი ყოფილიყოს. როცა უკვე საღამოვდებოდა, მოვიდა ტირიდატე და იმ სიშორეზე გაჩერდა, რომ მისი დანახვა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე მოსმენა. ამრიგად, რომაელი სარდალი ტირიდატეს არ შეხვედრია, ისე უბრძანა ჯარებს უკან დაბრუნებულიყვნენ თავ-თავიანთ ბანაკებში.
კორბულონმა იმ ადგილას გაშალა ბანაკი, თან ფიქრობდა, ღამით ხომ არ წაეყვანა საბრძოლოდ მომზადებული ლეგიონები არტაქსატაზე და ალყაში ხომ არ მოექცია. რაკი, მისი აზრით, ტირიდატე იქით წავიდა. შემდეგ, როცა მზვერავებმა აცნობეს მეფის შორეული ლაშქრობის ამბავი, ხოლო მედიელებს ემუქრებოდა იგი თუ ალბანელებს, გაურკვეველი იყო, კორბულონი გათენებას დაელოდა, მერე კი წინასწარ გაგზავნა მსუბუქად შეიარაღებული ჯარი, რომელიც კედლებს გარს შემოევლებოდა და შორიდან დაიწყებდა იერიშს. მაგრამ მოქალაქეებმა ჭიშკარი ნებით გაუღეს, თავად ჩაბარდნენ რომაელებს და თავიანთი ქონებაც მათვე გადასცეს, — ამან იხსნა ქალაქის მცხოვრებნი. ტირიდატე პართიასი გაქცა. რომაელებმა არტაქსატა ცეცხლს მისცეს, მისი კედლები კი დაანგრიეს. რადგან ძლიერი ჯარის ჩაუყენებლად, მაშინ როდესაც სიმაგრეებს დიდი ადგილი ეკავათ. შეუძლებელი იყო ქალაქის შენარჩუნება, ხოლო რომაელებს ძალები არ ყოფნიდათ საიმისოდ, რომ გაენაწილებინათ დაცვის გასამაგრებლად და ომის საწარმოებლად, — თუ კიდევ მეციხოვნეთა გარეშე ხელუხლებლად დატოვებდნენ არტაქსატას, ვერავითარ სარგებლობას ვერ ნახავდნენ და ვერც დიდებას მოიხვეჭდნენ იმით, რომ ხელთ იგდეს ქალაქი. ამას ზედ დაერთო თითქოს ღმერთების ნებით მოვლენილი სასწაული: არტაქსატის კედლებს გარეთ ყველაფერი განათებული იყო მზით, ხოლო ზღუდეშემოვლებული ადგილი უეცრად ისე დაიფარა ღრუბლით და გამოეყო აელვარებულ სივრცეს, რომ იწამეს, თითქოს ღმერთების მტრული განწყობის გამო ქალაქი დასაღუპად იყო განწირული. ყოველივე ამის წყალობით აღიარებულ იქნა იმპერატორი ნერონი, რომელსაც მიესალმა ჯარი; სენატის დადგენილებით, სუპლიკაციები მოეწყო, აღმართეს ქანდაკებანი და თაღი, პრინცეპსს კონსულობა ელოდა, დღესასწაულად უნდა შეერაცხათ ის დღე, როცა გამარჯვება მოიპოვეს, აგრეთვე — რა დღითაც ამცნეს და რა დღითაც გამოცხადდა მის შესახებ; სხვა ამგვარი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული და ისინი იმდენად სცილდებოდნენ ზომიერების ფარგლებს, რომ გაიუს კასიუსმა, რომელიც დანარჩენ პატივთა მიზღვაზე თანახმა იყო, აღნიშნა, თუ ბედის წყალობისათვის ღმერთებს შესწირავდნენ მადლს, მთელი წელიწადიც კი არ ეყოფოდათ სუპლიკაციებისათვის, რის გამოც უნდა განესხვავებინათ საუქმო და სადაგი დღეები, როცა ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ადამიანურ საქმეებშიც ხელი არ შეეშლებოდათ.
კორბულონი უძლიერეს ციხე ვოლანდს მიადგა და ერთ დღეში აიღო. თავიდან მან ლაშქარი ოთხად გაჰყო, მეომართა კუსებრი წყობით მიჯრილი რიგები სანგრების გადასათხრელად წარმართა, ზოგს კედლებთან კიბეების მიზიდვა უბრძანა. დიდ ნაწილს კი დაავალა მუგუზლები და შუბები დააყარონ მტერს სატყორცნი იარაღების საშუალებით. ადგილი მიუჩინა ქვისმსროლელთ და მეშურდულეებს, რომ შორით ეწარმოებინათ სროლა, რათა რომელიმე ნაწილს დახმარება ვეღარ გაეწია გაჭირვებაში მყოფთათვის, რაკი რომაელები ერთნაირად იმოქმედებდნენ ყოველი მხრიდან. მოლაშქრენი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, იმდენად იყვნენ აღგზნებული, რომ მესამედი დღის განმავლობაში კედლები გაწმენდილ იქნა მცველთაგან, ჭიშკრებიდან გამოსასვლელი გზები დაუხშეს, მოახერხეს ასვლა და ხელთ იგდეს სიმაგრენი; მოწიფული — ყველა დახოცეს, თავად არც ერთი მეომარი არ დაუკარგავთ, რამდენიმე დაიჭრა მხოლოდ. ვისაც ომში ვერ გამოიყენებდნენ, მონებად გაყიდეს, დანარჩენი ნადავლი გამარჯვებულებს ხვდათ. ასევე წარმატებით სარგებლობდნენ ლეგატი და პრეფექტი; მას შემდეგ, რაც ერთ დღეში სამი ციხე-სიმაგრე აიღეს, სხვები უკეე დათმობაზე მიდიოდნენ, რადგან მცხოვრებლებს ეშინოდათ, დანარჩენი ციხე-სიმაგრენიც ხალხის სურვილის თანახმად ჰნებდებოდნენ. აქედან დაიბადა გაბედული ზრახვა ამ ქვეყნის დედაქალაქ არტაქსატაზე წასვლისა. უმოკლესი გზით მაინც არ წაუყვანია სარდალს ლეგიონები; ხიდით რომ გადაეყვანა მდინარე არაქსზე, რომელიც ქალაქის კედლებს რეცხავდა, მტრის დარტყმას მიიღებდნენ; ამიტომ შორს გავიდნენ და, სადაც მდინარე უფრო ფართო იყო, ფონით გადალახეს იგი. ტირიდატეს სირცხვილი აწუხებდა და ეშინოდა, რომ, თუ მტრისაგან ალყის შემორტყმას დაუშვებდა, თავისი უძლურება არ ეჩვენებინა, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, თავად ცხენოსანი ჯარითურთ გაუვალ ადგილებში არ გახლართულიყო; ბოლოს გადაწყვიტა ლაშქარი გამოეყვანა და დანიშნულ დღეს ბრძოლა დაეწყო ან, ვითომ ლტოლვილს, დრო ეხელთა მტრის ხიფათში გასაბმელად. და ასე უეცრად გარს შემოერტყა რომაელთა ჯარს, თუმცა მოუმზადებელი არ დაჰხვედრია კორბულონი, რომელსაც სამგზავროდ და ამავე დროს ბრძოლისათვის დაეწყო ლაშქარი. მარჯვენა მხარეს მესამე ლეგიონი მიდიოდა, მარცხნივ — მეექვსე, შუაში — მეათე ლეგიონის რჩეული ჯარისკაცი; მოლაშქრეთა რიგებს აღალს ჰქონდა გზა მიცემული, ზურგს კი ათასი ცხენოსანი იფარავდა, რომლებსაც ებრძანათ მომხვდურთათვის ხელჩართული ბრძოლა გაემართათ, მაგრამ გაქცეულებს არ დასდევნებოდნენ. ფრთებზე განლაგებული იყვნენ ქვეითად მავალი მშვილდოსნები და ცხენოსანთა დანარჩენი რაზმები; მარცხენა ფრთა უფრო შორამდე იშლებოდა ბორცვების ძირას, რომ მტრის კვეთების შემთხვევაში ერთდროულად შეეტიათ წინიდანაც და გვერდიდანაც. ტირიდატე მიუხდებოდა ხოლმე მოწინააღმდეგეს, მხოლოდ იმდენად უახლოვდებოდა, რომ ნატყორცნი ისარი იქამდე ვერ მიაღწევდა, მაგრამ ხან ემუქრებოდა, ხან თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ეშინოდა, რათა შესაძლებლობა მისცემოდა დაერღვია რომაელთა რიგები და ნაწილ-ნაწილ ეოტებინა. როცა უკვე მწუხრი ახლოვდებოდა, ტირიდატე წავიდა, რადგან რომაელები წინდაუხედავობით არ მოდუნებულან და არც გაფანტულან; ცხენოსანთა დეკურიონის მეტს არავის წაუწევია წინ, ის კი, მეტად უშიშარი, ისრებით იქნა განგმირული და თავისი მაგალითით სხვებს მორჩილება განუმტკიცა. მას შემდეგ, რაც არტაქსატა განადგურებულ იქნა კორბულონმა გადაწყვიტა ესარგებლა შიშის ზარით, რომელმაც ახლად მოიცვა მოწინააღმდეგე, და დაეპყრო ტიგრანოკერტი: მისი მოსრვითა და განადგურებით მტრებს კიდევ უფრო შეაძრწუნებდა ან, დანდობის შემთხვევაში, გულმოწყალე მბრძანებლის სახელს განიგდებდა. 59 წლის გაზაფხულზე კორბულონი სამხრეთით გაემართა, გაიარა მარდების ქვეყნის საზღვრები და ტავრაბნიტების ქვეყნის გავლით მივიდა ტიგრანაკეტთან. ის მიიწევდა ისე, რომ თავდასხმებს არ აწყობდა, რათა შეწყნარების იმედი არ წაერთვა, მაგრამ არც სიფხიზლეს კარგავდა, რადგან იცნობდა ამ ხალხს, რომელსაც ორპირობა სჩვევია და იმდენადვე მძიმეა საფრთხეში, რამდენადაც გაუტანელი — ბედკეთილობის ჟამს. ბარბაროსთაგან, თავ-თავიანთი ხასიათის და ზნე-ჩვეულებების შესაბამისად, ზოგნი ვედრებით მიმართავენ, ზოგნიც ტოვებენ სოფლებს და უდაბური ადგილებისაკენ მიილტვიან; იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უძვირფასესი ნივთები თან წაიღეს და გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ამდენად, რომაელი სარდალიც სხვადასხვა ხერხს ხმარობდა: შემწყნარებელი იყო მავედრებელთა მიმართ, სწრაფად აოტებდა დევნილთ, ულმობლად უსწორდებოდა მათ, ვინც თავშესაფრებში ჩაიკეტებოდნენ: გამოქვაბულთა შესასვლელ-გასასვლელს ფიჩხით ამოავსებდა ხოლმე და ცეცხლში დანთქამდა. ხოლო მარდთა საზღვრების ახლოს რომ მიემართებოდა, მას თავს დაესხნენ თარეშსა და რბევაში გაწვრთნილი მარდები, რომლებსაც მთები იცავდნენ შემოსევისაგან: კორბულონმა იბერები მიუშვა მათ წინააღმდეგ, გააცამტვერა მტერი და მის სითამამეზე უცხო სისხლით იძია შური.
59 წელსვე ტირიდატე მედების (მიდია ატროპატენადან) მიწაწყლის გავლით არმენიის მოსაზღვრე მხარეებში შეიჭრა, წინასწარ გაგზავნილ იქნა ლეგატი ვერულანუსი მაშველ ჯარებთან ერთად, თავად კორბულონიც გაეშურა ლეგიონებითურთ და აიძულა ტირიდატე შორს გასცლოდა, ომის იმედგადაწყვეტილი. ვისზედაც კი შეიტყო, როგმ მტრულად იყო განწყობილი ჩვენდამი, კორბულონმა ყველანი ცეცხლითა და მახვილით აღგავა პირისაგან მიწისა და არმენიის სამფლობელო ხელთ ეპყრა, როცა მოვიდა ტიგრანი, ნერონისაგან გამორჩეული ძალაუფლების დასაპყრობად, კაპადოკიელ წარჩინებულთაგანი, მეფე არქელაუსის შთამომავალი (არმენიის მეფედ დასმული ტიგრან VI ალექსანდრეს ძე ჰეროდიანი პრინცი და არმენიის მეფე ტიგრან V-ის ძმისშვილი იყო. ალექსანდრესა და ტიგრან V-ის მამა ასევე ალექსანდრე დაქორწინებული იყო კაპადოკიის უკანასკნელი მეფის - არქელაოსის ასულ გლაფირაზე. ტიგრან VI კაპადოკიაში აღიზარდა), მაგრამ დიდხანს მძევლად ნამყოფი რომში და ამის გამო დამდაბლებული მონურ ქედმოხრილობამდე.
თუმცა თავად მას და ლაშქარს არავითარი ზიანი არ განუცდიათ ბრძოლისაგან, მაინც ილაჯი გაუწყდათ გაჭირვებისა და დიდი სიძნელეების გამო იძულებულნი იყვნენ მარტოოდენ ხორცით მოეკლათ შიმშილი; ამასთან უწყლობა, ზაფხულის ხვატი, შორი გზების გადალახვა — უმსუბუქდებოდათ მხოლოდ სარდლის მოთმინების წყალობით, — სარდლისა, რომელიც უბრალო ჯარისკაცის გასაჭირს და კიდევ მეტსაც ითმენდა. შემდეგ დასახლებულ მხარეს მიადგნენ და მოსავალი აიღეს. ორი ციხე-სიმაგრიდან, სადაც არმენიელებს შეეფარებინათ თავი, ერთზე იერიში მიიტანეს და ხელთ იგდეს; ისინი, რომლებმაც პირველი შეტევა მოიგერიეს, ალყაში იქნენ მომწყვდეულნი. აქედან ტავრანიტების ქვეყანაში გადასული კორბულონი მოულოდნელ საფრთხეს გადაურჩა: მისი კარვის ახლოს ნახეს შუბოსანი ბარბაროსი, წარჩინებული გვარისა, და წამებით გაამჟღავნებინეს ბარბაროსების მიერ მოწყობილი მზაკვრობა, მან იკისრა შეთქმულების მოთავეობა და მოკავშირეებიც გასცა. მხილებულ იქნენ და დაისაჯნენ მახის დამგებნი, რომლებსაც მეგობრობის ნიღაბი ჰქონდათ აფარებული. მცირე ხნის შემდეგ ტიგრანოკერტიდან გამოგზავნილი ელჩები აუწყებენ, რომ ციხე-ქალაქის კარები გახსნილია და მოქალაქენი მზად არიან ბრძანებათა შესასრულებლად. ამასთან, ელჩებმა ოქროს გვირგვინი მოართვეს ვითარცა სამასპინძლო ძღვენი. ამის მიუხედავად, როდესაც რომაელები მიადგნენ ქალაქს, მისი კარი დაკეტილი დახვდა. მაშინ კორბულონმა მასთან ტყვედ მყოფ გავლენიან არმენიელს მოკვეთა თავი და იგი ჩააგდო ქალაქში. ამან შეაშინა ქალაქის მცველები და მალევე გაუღეს კარი რომაელებს. კორბულონი პატივისცემით მოექცა ტიგრანაკერტის მოსახლეობას, არც რაიმე ზიანი მიუყენებია ქალაქისათვის, რათა უვნებლად დაცულ მოქალაქეებს მით უფრო ერთგულად შეენახათ მორჩილების გრძნობა. ლეგერდის ციხე-სიმაგრე, რომელშიც ჩაიკეტა შეუპოვარი ახალგაზრდობა, უბრძოლველად არ აუღიათ; მეციხოვნეებმა ციხის კედლების წინ შებმაც გაუბედეს და, სიმაგრეში უკუქცეულთ, მაშინღა დაყარეს იარაღი, როცა მოლაშქრენი შიგ შეიჭრნენ და შეუტიეს; ეს კი შედარებით ადვილად მოხერხდა იმის გამო, რომ პართელები ჰირკანებთან ომში იყვნენ ჩაბმულნი. ჰირკანებმა მოციქულები გაუგზავნეს რომაელ სარდალს (შეხვდნენ მელიტენასთან) მოკავშირეობის სათხოვნელად, თან უთითებდნენ, რომ თავად ისინი მეგობრობის საწინდრად აკავებდნენ ვოლოგეზეს. უკან მიმავალ მოციქულებს კორბულონმა მცველები აახლა, რომლებმაც წითელი ზღვის ნაპირებამდე ჩაიყვანეს, რათა ევფრატის გადალახვის შემდეგ მტრის მოდარაჯე რაზმებს არ შეეპყროთ. მერე კი, თავი დააღწიეს რა პართელთა საზღვრებს, მშობლიურ ადგილსამყოფელს დაუბრუნდნენ.

























ძვ. წ. 89 წელი


















                        არმენიელთა მეფეები