среда, 18 февраля 2015 г.

სააბიტურიენტო ტესტები და პასუხები. V ნაწილი

ტესტი მეცხრე
1. ვინ ებრძოდნენ ერთმანეთს ძვ. წ. აღ-ის XIII საუკუნეში კადეშის ბრძოლაში? 
I. ბაბილონელები და ხეთები
 II. ხეთები და ეგვიპტელები 
III. ეგვიპტელები და ასურელები 
IV. ასურელები და ბაბილონელები 

2. რომელი სახელმწიფოების დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი? 

I. საღვთო რომის იმპერიის, ლათინთა იმპერიის, ოსმალეთის 
II. აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ლათინთა იმპერიის, ოსმალეთის 
III. აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ნიკეის იმპერიის, ოსმალეთის 
IV. აღმოსავლეთ რომის იმპერიის, ლათინთა იმპერიის, სელჩუკების 

3. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ევროპაში „ხალხთა დიდი გადასახლების“ დაწყება? 

I. სამხრეთის რეგიონებში მომთაბარე გოთების გამოჩენამ 
II. აღმოსავლეთიდან დაწყებულმა ჰუნების შემოსევებმა 
III. ჩრდილოეთის მხრიდან ვიკინგების თავდასხმებმა 
IV. დასავლეთიდან დაძრული ვანდალების აგრესიამ 

4. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია კონფლიქტი პაპ გრიგოლ VII-სა და იმპერატორ ჰენრიხ IV-ს შორის?

 I. წინააღმდეგობამ რეფორმაციასთან დაკავშირებით 
II. დაპირისპირებამ თავისუფალი ქალაქების დაუფლებისათვის
III. ბრძოლამ ინვესტიტურისათვის 
IV. უთანხმოებამ ლანდთაგების გამო 

5. რა მოვლენა გამოიწვია ასწლიანი ომის მიმდინარეობამ? 

I. რეკონკისტა 
II. ინკვიზიცია 
III. რეფორმაცია 
IV. ჟაკერია 

6. შექსპირის რომელი ნაწარმოების მოქმედება ვითარდება „ვარდების ომის“ დროს?
 I. „მეფე ლირი“ 
II. „ჰამლეტი“
III. „მაკბეტი“
 IV. „რიჩარდ მესამე“ 

7. რომელ სახელმწიფოების გაერთიანების შედეგად შეიქმნა რეჩ პოსპოლიტა? 

I. პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სამთავროს 
II. ლიტვის სამთავროსა და უკრაინის საჰეტმანოს
III. უკრაინის საჰეტმანოსა და რუმინეთის საჰერცოგოს
IV. რუმინეთის საჰერცოგოსა და პოლონეთის სამეფოს 

8. რომელი თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებობდა დიდი მოგოლების იმპერია? 

I. ინდოეთის 
II. ირანის 
III. ყაზახეთის 
IV. ჩინეთის 

9. კოლუმბამდელი ამერიკის რომელი ცივილიზაცია გამოირჩეოდა ადამიანთა მსხვერპლშეწირვის განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით? 

I. აცტეკების 
II. ინკების 
III. ტოლტეკების 
IV. ოლმეკების 

10. რომელმა ცნობილმა ზღვაოსანმა მიიღო მონაწილეობა „უძლეველი არმადის“ დამარცხებაში? 

I. ბართოლომეო დიაშმა 
II. ჰენრი მორგანმა 
III. ჟან-ფრანსუა ლაპერუზმა 
IV. ფრენსის დრეიკმა 

11. რა იგულისხმება ანრი IV-ის სიტყვებში „პარიზი მესად ღირს“? 

I. საფრანგეთის ტახტზე ასვლის სანაცვლოდ ღირდა კათოლიკობის მიღება 
II. მესის ჩატარება მხოლოდ პარიზში უნდა მომხდარიყო 
III. საფრანგეთში სახელმწიფო რელიგიად კათოლიკობა უნდა გამოცხადებულიყო 
IV. პარიზი უნდა გამხდარიყო რომის პაპის ერთ-ერთ რეზიდენციად 

12. რა მოიმოქმედეს ფერარა-ფლორენციის კრებაზე მყოფმა საქართველოს წარმომადგენლებმა? 

I. ბიზანტიელებთან ერთად ხელი მოაწერეს უნიას 
II. შეუერთდნენ ანტიოსმალურ კოალიციას
III. უნიაზე ხელმოუწერლად დატოვეს კრება 
IV. გაემიჯნენ რუსების პოზიციას 

13. რის სინონიმად იქცა „შადიმანობა“? 

I. თავდადების 
II. სიმხდალის 
III. ერთგულების 
IV. ღალატის 

14. რომელი ქვეყნის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ცნობილი პოეტი შანდორ პეტეფი? 

I. ჩეხეთის 
II. რუმინეთის 
III. უნგრეთის 
IV. ბულგარეთის 

15. ვის დაეხმარა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ლორდი ბაირონი? 

I. ბერძნებს 
II. იტალიელებს 
III. პოლონელებს 
IV. შოტლანდიელებს 

16. ვინ იყვნენ ბურები, რომლებსაც ნიკო ბაგრატიონი ინგლისელების წინააღმდეგ ომში ეხმარებოდა? 

I. სამხრეთ აფრიკაში საცხოვრებლად ჩასული ევროპელების შთამომავლები 
II. ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებში მოსახლე თეთრკანიანები 
III. ავსტრალიაში გადასახლებულთა შთამომავლები 
IV. ინდოეთში მცხოვრები ქრისტიანები 

17. რა იყო იმის მიზეზი, რომ სამხრეთ აფრიკის სპორტსმენებს XX საუკუნის 90-იან წლებამდე არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში? 

I. მათ მიერ დოპინგის მასობრივი გამოყენება 
II. მათ სახელმწიფოში არსებული აპარტეიდის რეჟიმი 
III. მათი ძალიან დაბალი სპორტული მომზადების დონე 
IV. მათი ქვეყნის მიერ გატარებული დეკოლონიზაციის საგარეო პოლიტიკა 

18. რა გახდა პაბლო პიკასოს ცნობილი ნახატის „გერნიკას“ შექმნის მიზეზი? 

I. გალისიის სოფელ გერნიკაში მოსახლეობის მასობრივი განადგურება 
II. არაგონში მდებარე გერნიკას სამონასტრო კომპლექსის დანგრევა 
III. გრანადაში არსებული გერნიკას მუზეუმის აფეთქება 
IV. ბასკეთის ქალაქ გერნიკას საჰაერო დაბომბვა

19. შეუსაბამეთ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს მათი მასპინძელი ქართველი მეფეები: 

1. არქანჯელო ლამბერტი                 ა. ვახტანგ V
2. ჟან შარდენი                                   ბ. თეიმურაზ I 
3. იაკობ რაინეგსი                             გ. გიორგი XI 
4. ლუდოვიკო ბოლონიელი             დ. ვახტანგ VI 
                                                           ე. ერეკლე II 
                                                           ვ. გიორგი VIII

20. დაალაგეთ ქრონოლოგიურად მხატვრული ნაწარმოებები მათში აღწერილი ისტორიული ეპოქების მიხედვით: 

1. ჰიუგოს „განკიცხულნი“ 
2. ჰემინგუეს „მშვიდობით, იარაღო“ 
3. სკოტის „აივენჰო“

 21. დაალაგეთ ქრონოლოგიურად მხატვრული ფილმები მათში ასახული ისტორიული ეპოქების მიხედვით: 

1. „არაჩვეულებრივი გამოფენა“ 
2. „მიმინო“ 
3. „დათა თუთაშხია“ 

22. დაალაგეთ ქრონოლოგიურად მუსიკალური ნაწარმოებები მათი შექმნის დროის მიხედვით: 

1. ვერდის „აიდა“ 
2. მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“ 
3. ფალიაშვილის „აბესლომ და ეთერი“ 

23. დაალაგეთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები ამ ჯილდოს მიღების თანმიმდევრობის მიხედვით: 

1. ალბერტ შვეიცერი 
2. ვუდრო ვილსონი 
3. ლეხ ვალენსა

24.  რომელი რელიგიის წმინდა წიგნია ავესტა? ?

ა. ბუდიზმის
ბ. ზოროასტრიზმის
გ. ინდუიზმის
დ. მითრაიზმის

25. რა იყო კარლოს დიდის მოღვაწეობის ერთ-ერთი შედეგი? 

ა. პუატიესთან გამარჯვებით არაბთა წინსვლის შეჩერება
ბ. ფრანკთა სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
გ. საქსებისა და ლანგობარდების დამორჩილება
დ. მეროვინგების დინასტიის მმართველობის შეწყვეტა

26.  რომელი თხზულების ავტორია არსენ დიდი საფარელი? 

ა. განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა
ბ. წამება დავითის და კონსტანტინესი არგვეთის მთავართა
გ. ქადაგება და მიმოსვლა ანდრია პირველწოდებულისა
დ. წამება წმიდისა გობრონისი

27.  რას ისახავდა მიზნად ბაგრატ IV კონსტანტინოპოლში ვიზიტის დროს?

ა. სამხრეთ კავკასიაში შემოჭრილი მუსლიმების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასა და ერთობლივი ბრძოლის დაგეგმვას
ბ. დასავლეთ საქართველოს ეპარქიების მცხეთის პატრიარქისადმი დაქვემდებარების შემდეგ წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას
გ. იმპერიაში მომხდარი გადატრიალების შედეგად ტახტზე ასული ახალი იმპერატორის კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობის მიღებას
დ. ბიზანტიის იმპერატორის ჩარევით ურჩ ფეოდალთან დაპირისპირების შეწყვეტას და სამეფოში შინაომის დასრულებას

28.  რა იყო ასწლიანი ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი? 

ა. საფრანგეთის მცდელობა, დაეკავებინა მარსელის პორტი
ბ. კაპეტინგების სამფლობელოში მიმდინარე რელიგიური ომები
გ. ბურგუნდიის ჰერცოგის შესვლა ინგლისის მეფის მფარველობაში
დ. პლანტაგენეტების პრეტენზია საფრანგეთის სამეფო ტახტზე

29.  რატომ იყო მნიშვნელოვანი ბიზანტიისათვის 1402  წლის ანგორის ბრძოლის შედეგი?

ა. დამარცხებულმა იოანე VII პალეოლოგმა დაკარგა ქალაქი ნიკეა და მცირე აზიაში არსებული სხვა ბიზანტიური სამფლობელოები
ბ. გამარჯვებულმა ევროპელმა რაინდებმა გაარღვიეს კონსტანტინოპოლის ალყა და დახმარება აღმოუჩინეს ქალაქის დამცველებს
გ. დამარცხებული ოსმალები იძულებული გახდნენ დროებით შეეჩერებინათ ბრძოლა კონსტანტინოპოლისათვის
დ. გამარჯვებულმა თემურ-ლენგმა შეძლო ბოსფორზე გადასვლა და „ოქროს რქის“ ყურის დაკავება

30.  ვისი ზეობისას გაემგზავრნენ საქართველოს წარმომადგენლები ფერარა- ფლორენციის საეკლესიო კრებაზე?

ა. გიორგი V-ის
ბ. ალექსანდრე I-ის
გ. თეიმურაზ I-ის
დ. ვახტანგ VI-ის

31.  რით გამოირჩეოდნენ მაიას ტომები კოლუმბამდელი ეპოქის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები სხვა ტომებისაგან? 

ა. მხოლოდ მათ ჰქონდათ დამწერლობა
ბ. ანდებში შექმნეს საირიგაციო სისტემა
გ. საფუძველი ჩაუყარეს რკინის მეტალურგიას
დ. პირველებმა მოიშინაურეს ცხენი

32.  რატომ ეწოდება „ქართლის ცხოვრების“  ერთ-ერთ ნუსხას „მარიამისეული“?

ა. ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სახლში
ბ. მარიამ ბარათაშვილმა შეწირა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
გ. თავის დროზე გადაიწერა მარიამ დედოფლის ბრძანებით
დ. ნაპოვნი იქნა წმიდა მარიამის სახელობის მონასტრის წიგნსაცავში

33. რა ფაქტი მიუთითებს XVIII  საუკუნის 40- - იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში ირანის გავლენის შესუსტებაზე?

ა. ქერიმ ხანის მიერ გადასახადების შემცირება
ბ. ერეკლე II-ის ქართლის მეფედ დამტკიცება
გ. შანშე ერისთავის წარმატებული აჯანყება
დ. თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევა სვეტიცხოველში

34.  რა გახდა მიზეზი საფრანგეთში მესამე რესპუბლიკის დროს დაწყებული საზოგადოებრივი მოძრაობისა,  რომლის ნაწილი იყო საგაზეთო სტატია - „ბრალს ვდებ“?

ა. „ემსის დეპეშა“
ბ. „დრეიფუსის საქმე“
გ. „ფაშოდის ინცინდენტი“
დ. „პანამის აფიორა“

35.  სხვა მიზეზებთან ერთად,  რამ განაპირობა,  რომ საქართველო ერთა ლიგაში არ მიიღეს?

ა. ქემალისტებსა და საბჭოთა რუსეთს შორის მოსკოვში დადებულმა ხელშეკრულებამ
ბ. ანტანტის ქვეყნების მიერ საბჭოთა რუსეთის მთავრობის ცნობამ
გ. საბჭოთა რუსეთის დელეგაციის მკვეთრად უარყოფითმა პოზიციამ
დ. საბჭოთა რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიამ

36. რომელი ხელშეკრულების შესახებ განაცხადა უინსტონ ჩერჩილმა -„თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის.  თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ახლა მიიღებთ ომსაც“?

ა. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის
ბ. ანტიკომინტერნული დეკლარაციის
გ. მიუნხენის შეთანხმების
დ. ვერსალის კომუნიკეს

37.  რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა საქართველოში 1991  წლის 31  მარტს?

ა. ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ
ბ. უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
გ. ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი საპრეზიდენტო არჩევნები
დ. პირველი მოწვევის პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია

38.  ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები მათი მოღვაწეობის დაწყების დროის მიხედვით:

1. პლატონი
2. სოკრატე
3. არისტოტელე

39.  ქრონოლოგიურად დაალაგეთ ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქის ისტორიული პიროვნებები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით:

1. ენრიკო დანდოლო
2. გოტფრიდ ბულონელი
3. ფრიდრიხ ბარბაროსა

40.  ქრონოლოგიურად დაალაგეთ საფრანგეთის ისტორიაში მომხდარი მოვლენები:

1. ბართლომეს ღამე
2. ფრონდა
3. ჟაკერია

41.  ქრონოლოგიურად დაალაგეთ ევროპაში მომხდარი ისტორიული მოვლენები: 

1. ყირიმის ომი
2. ადრიანოპოლის ზავი
3. ბერლინის კონგრესი

42. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ხუროთმოძღვრული ძეგლები მათი აგების დროის მიხედვით: 

1. ახალი შუამთა
2. ბედია
3. ბარაკონი

43.  რომელმა ისტორიკოსმა გამოთქვა მოსაზრება კოლხებისა და ძველი ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ?
ა. ჰეროდოტემ
ბ. თუკიდიდემ
გ. სტრაბონმა
დ. იოსებ ფლავიუსმა

44.  რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგ გორგასლის მიერ დარიალის კარის გამაგრებას? 

ა. გამაგრდა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი
ბ. განმტკიცდა ირანთან კავშირი
გ. მომზადდა ნიადაგი ჰერეთის შემოერთებისათვის
დ. გაფართოვდა ქართლის აღმოსავლეთი საზღვარი

45. რა იყო ერწუხის ბრძოლის უმთავრესი ისტორიული შედეგი საქართველოსათვის? 

ა. თურქ-სელჩუკთა განდევნა ქართლიდან
ბ. ურჩი ფეოდალების თვითნებობის ალაგმვა
გ. კახეთ-ჰერეთის შემოერთება
დ. განძის შემოერთება

46.  რატომ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება ქართლ-კახეთის მიმართ XVIII  საუკუნის 80-იან წლებში? 

ა. გაძლიერდა რუსეთის ინტერესი ამიერკავკასიის მიმართ
ბ. რუსეთის კარზე მმართველი შეიცვალა
გ. ქართლ-კახეთი რუსეთის წინააღმდეგ ირანთან კავშირს აპირებდა
დ. რუსეთს ქართლ-კახეთი ლეკებთან საბრძოლველად სჭირდებოდა

47.  რით განსხვავდებოდა თერგდალეულთა მოღვაწეობა წინა თაობების ეროვნულ-
გამათავისუფლებელი მოძრაობებისგან? 
ა. თერგდალეულები აჯანყებას მიიჩნევდნენ ეროვნული მოძრაობის წარმატების პირობად
ბ. თერგდალეულები რუსეთთან კულტურულ სიახლოვეს მიიჩნევდნენ ეროვნული სახელმწიფოს წარმატების პირობად
გ. თერგდალეულები მშვიდობიანი და კულტურულ-საგანმანათლებლო გზით ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენას თვლიდნენ მთავარ მიზნად
დ. თერგდალეულები ოსმალებისა და ირანელების ძალის გამოყენებას გეგმავდნენ რუსეთის წინააღმდეგ

48.რომელი წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო შეიქმნა საფრანგეთში?

1.კორტესი
2.პარლამენტი
3.გენერალური შტატები
4.ლანდთაგი

49. რა ერქვა კოლხეთის სამეფი ქალაქს რომელიც დაიპყრო ურარტუს მეფემ სარდურ II-მ?

1.ოროველა
2.ნაირი
3.ბაბილონი
4.ილდამუშა

50. ჩამოთვლილი სარდლებიდან რომელმა მოიწამლა თავი რომ მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდა?

1.ატილამ
2.სალადინმა
3.ჰანიბალმა
4.პომპეუსმა


ტესტი მეცხრეს პასუხები

1 – II 
2 – II 
3 – II 
4 – III 
5 – IV 
6 – IV 
7 – I 
8 – I 
9 – I 
10 – IV 
11 – I 
12 – III 
13 – IV 
14 – III 
15 – I 
16 – I 
17 – II 
18 – IV 
19 – 1-ბ; 2-ა; 3-ე; 4-ვ
20. 3 1 2 
21. 3 1 2 
22. 2 1 3 
23. 2 1 3 
24. ბ
25. გ
26. ა
27. დ
28. დ
29. გ
30. ბ
31. ა
32. გ
33. დ
34. ბ
35. დ
36. გ
37. ა
38. 2 1 3
39. 2 3 1
40. 3 1 2
41. 2 1 3
42. 2 1 3
43. ა
44. ა
45. გ
46. ა
47. გ
48. 3
49. 3
50. 4


ტესტი მეათე

1. რას ნიშნავს გამოთქმა - „პიროსის გამარჯვება“
I. მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას
II. ილუზორული გამარჯვების მოპოვებას
III. სუსტი მოწინააღმდეგის დამარცხებას
IV. დიდი მსხვერპლის ფასად მოპოვებულ წარმატებას

2. პროკოპი კესარიელის მიხედვით, რამ აიძულა ქართლის მეფე გურგენი დაეწყო აჯანყება?

I. ირანის შაჰის მიერ მაზდეანობის მიღების მოთხოვნამ
II. არაბთა ხალიფას მიერ ქართველთა გამაჰმადიანების მოთხოვნამ
III. ხაზართა ხაკანის მიერ კერპთაყვანისმცემლობის აღდგენის მოთხოვნამ
IV. ბიზანტიის იმპერატორის მიერ მონოფიზიტობის მხარდაჭერის მოთხოვნამ

3. რა სახელით არიან ცნობილი ისტორიაში მეროვინგთა დინასტიის უკანასკნელი მეფეები?

I. დაწყევლილი მეფეები
II. კეთილი მეფეები
III. დიადი მეფეები
IV. ზარმაცი მეფეები

4. ვის დაუკავშირდა გიორგი I ბიზანტიის წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად?

I. ანისის მეფე სუმბატ I-ს
II. ბულგარეთის მეფე მიხაი I-ს
III. ეგვიპტის სულთან ალ-ჰაქიმს
IV. თურქ-სელჩუკთა სულთან თოღრულ-ბეგს

5. რა იყო „მონასპა“?

I. მეფის პირადი გვარდია
II. საგანგებოდ გაწვრთვნილი მონების რაზმი
III. დაქირავებული უცხოელების ლაშქარი
IV. ჯვაროსანთა ასეული

6. რომელი ევროპელი მონარქი არ მონაწილეობდა III ჯვაროსნულ ლაშქრობაში?

I. ფილიპე ოგიუსტი
II. რიჩარდ ლომგული
III. ალფრედ დიდი
IV. ფრიდრიხ ბარბაროსა

7. ამერიკის კონტინენტზე კოლუმბამდელი ცივილიზაციებიდან რომელია უძველესი?

I. აცტეკების
II. ინკების
III. მაიას
IV. ოლმეკების

8. რას წარმოადგენდა „დასტურლამალი“?

I. საკანონმდებლო ძეგლს, რომელიც აწესრიგებდა მართვა-გამგეობის სისტემასა და მოხელეთა უფლება-მოვალეობებს
II. კანონთა კრებულს, რომელიც აწესრიგებდა მართვა-გამგეობის სისტემას და განსაზღვრავდა „სავაზიროს“ ფუნქციას
III. საკანონმდებლო ძეგლს, რომელიც განსაზღვრავდა „სავაზიროსა“ და „დარბაზის“ უფლება-მოვალეობებსა და სასახლის ეტიკეტს
IV. კანონთა კრებულს, რომელიც განსაზღვრავდა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოების მოხელეთა უფლება-მოვალეობებს

9. რა იყო ევროპაში მიმდინარე „ოცდაათწლიანი ომის“ ერთ-ერთი მიზეზი?

I. ბრძოლა ინვესტიტურისათვის
II. წინააღმდეგობა ჰაბსბურგებსა და კაროლინგებს შორის
III. ნიდერლანდებში დაწყებული რევოლუცია
IV. დაპირისპირება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის

10. ვინ იყვნენ სიფაიები?

I. ინდოეთში ევროპელთა მიერ მეომრებად დაქირავებული ადგილობრივები
II. აფრიკაში ევროპელების წინააღმდეგ მიმდინარე აჯანყებების მონაწილეები
III. სამხრეთ ამერიკაში ევროპელთა სამსახურში ჩამდგარი ინდიელები
IV. ავსტრალიაში ევროპელთა მიერ განადგურებული აბორიგენები

11. რამ აიძულა ამიერკავკასიის პოლიტიკური მოღვაწეები სეიმი მოეწვიათ?

I. იმპერატორი ნიკოლოზ II-ის გადადგომის შემდეგ დროებითი მთავრობის შექმნამ და პირველი მსოფლიო ომის გაგრძელებამ
II. ნიკოლოზ II-ის ბრძანებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გარეკვამ და რუსეთში ერთპიროვნული მმართველობის აღდგენამ
III. ბოლშევიკების მიერ რუსეთის დამფუძნებელი კრების გარეკვამ, რამაც ცხადი გახდა, რომ ისინი ხელისუფლებას არავის დაუთმობდნენ
IV. რუსეთის დამფუძნებელი კრების მიერ დროებითი მთავრობის გადაყენებამ და ერთიანი რუსეთის იმპერიის შენარჩუნების მცდელობამ

12. ქრონოლოგიურად დაალაგეთ მსოფლიოს 7 საოცრებათაგან ქვემოთ მოცემულები მათი შექმნის დროის მიხედვით:

1. არტემიდას ტაძარი 2. ხეოფსის პირამიდა 3. როდოსის კოლოსი

13. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ინგლისის ისტორიაში მომხდარი მოვლენები:

1. „ხანგრძლივი პარლამენტის“ მოწვევა
2. სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია
3. კრომველის პროტექტორატის დამყარება

14. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ნაპოლეონის მოღვაწეობის პერიოდში მომხდარი მოვლენები:

1. ტილზიტის ზავი
2. ტულონის ალყა
3. ულმთან ბრძოლა

15. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XIX საუკუნეში საქართველოში მომხდარი მოვლენები:

1. სათავადაზნაურო ბანკის შექმნა
2. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება
3. ჟურნალ „ცისკრის“ დაარსება

16. შეუსაბამეთ ერთმანეთს ძველი დროის სარდლები მათ მიერ გადახდილ ბრძოლას: 

ა. ჰანიბალი                             1. სალამინი
ბ.. ალექსანდრე მაკ               2. მაგნეზია
გ. მილტიადესი                     3. ზამა
დ. თემისტოკლე                   4. მარათონი
5. გრანიკოსი
6. თერმოპილე

17. შეუსაბამეთ ერთმანეთს ფეოდალურ საქართველოში არსებული თანამდებობების სახელწოდებები იმ ენებს, საიდანაც ეს სახელწოდებები წარმოსდგა:

ა. ათაბაგი                                 1. სპარსული
ბ. მანდატური                          2. ლათინური
გ. ბაზიერი                               3. არაბული
დ. ამირა                                   4. ბერძნული
5. მონღოლური
6. თურქული

18. დაადგინეთ შესაბამისობა ნაგებობასა და იმ სახელმწიფოს შორის, რომლის ტერიტორიაზეც ის ამჟამად მდებარეობს:


ა. ადრიანეს კედელი               1. ესპანეთი

ბ. გოდების კედელი                 2. თურქეთი
გ. თეოდოსიუსის კედელი      3. ინგლისი
დ. კელასურის კედელი           4. ისრაელი
5. იტალია
6. საქართველო

19. ვის ეკუთვნის სიტყვები „veni, vidi, vici ''?

1. გნეუს პომპეუსს
2. იულიუს კეისარს
3. მარკუს ავრელიუსს
4. სულას

20. რომელ წელს დაარსდა ქალაქი რომი?
1. ძვ. წ. 753 წელს.
2. ძვ.წ. 811 წელს.
3. ძვ.წ. 853 წელს
4. ძვ.წ. 553 წელს

21. ჩამოთვლილთაგან, რომელმა მოლაშქრემ გადაწვა თბილისი?
1. აბულ-კასიმი
2. მურვან-ყრუ
3. ბუღა-თურქი
4. პომპეუსი

22. რა იყო კატაკომბები?
1. დილეგი, სადაც მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ათავსებდნენ დამნაშავეებს.
2. ქრისტიანთა ფარული შესაკრებელი ღვთისმსახურებისათვის.
3. პირველი ქრისტიანული ტაძრები.
4. წარმართების შესაკრებელი ძველ რომში.

23. ვინ იყო რომის იმპერატორი, როდესაც მიიღეს მილანის ედიქტი 313 წელს?
1. კონსტანტინე დიდი
2. თეოდოსიუს დიდი
3. ალექსანდრე დიდი
4. იუსტინიანე დიდი

24. როდის დაეცა ქალაქი კონსტანტინოპოლი?
1. 1490 წელს 20 აპრილს
2. 1553 წლის 20 მაისს
3. 1453 წლის 29 მაისს
4. 1467 წლის 14 მაისს

25. ჩამოთვლილთაგან, რომელმა მეფემ იკისრა ხარკის გადახდა თურქ-სელჩუკებთან?
1. გიორგი I
2. ბაგრატ IV
3. გიორგი II
4. დავით IV

26. ჩამოთვლილთაგან, რომელი პიროვნება არ მოღვაწეობდა თამარის მეფობის დროს?
1. კრავაი ჯაყელი
2. ბექა ჯაყელი
3. ყურთლუ-არსლანი
4. ზანქან ზორაბაბელი

27. რომელ საუკუნეში დაეცა დასავლეთ რომის იმპერია?
1. III საუკუნეში
2. IV საუკუნეში
3. V საუკუნეში
4. VI საუკუნეში

28. რომელ ომში და ვის მიერ იქნა გამოყენებული პირველად მომწამლავი გაზი?
1. I მსოფლიო ომში, გერმანელების მიერ
2. II მსოფლიო ომში ბრიტანელების მიერ
3. აშშ. სამოქალაქო ომში, ფედერატების მიერ
4. II მსოფლიო ომში აშშ- ის მიერ

29. ერთიანი საქართველოს მეფეთა რომელი თანმიმდევრობაა სწორი?
1. გიორგი II - ბაგრატ IV- გიორგი III- თამარი
2. გიორგი I - ბაგრატ IV - გიორგი II - დავით IV
3. ბაგრატ III -გიორგი II გიორგი- III- ბაგრატ IV
4. თამარი - რუსუდანი- ლაშა- გიორგი- დემეტრე II

30. რა ეწოდება ადამიანთა დაყოფას რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით?
1. პაციფიზმი
2. კონფრონტაცია
3. სეგრეგაცია
4. ქსენოფობია

31. როდის ჩატარდა საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები?
1. 1990 წლის 28 ოქტომბერს
2. 1991 წლის 31 მარტს
3. 1992 წლის 11 ოქტომბერს
4. 1989 წლის 29 აპრილს

32. რომელი კონფლიქტით დასრულდა საბოლოოდ „ცივი ომი“?
1. ვიეტნამის ომით
2. კარიბის კრიზისით
3. ავღანეთის ომით
4. კორეის ომით

33. ვინ იყვნენ მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომის დროს? 
1. ჰიტლერი, სტალინი და მუსოლინი
2. რუზველტი, სტალინი და ჩერჩილი
3. ბეიკერი, ჩერჩილი და სტალინი
4. კასტრო, სტალინი და ფრ.ფრანკო

34. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა, რომ პტოლემაიოსების ეგვიპტეში ოფიციალური დოკუმენტაცია იმთავითვე ბერძნულ ენაზე იქმნებოდა? 

ა. რომის იმპერიის აღმოსავლურ პროვინციებში ბერძნულის დომინირებამ 
ბ. ბერძნული სავაჭრო კოლონიების სიმრავლემ 
გ. ქრისტიანული ღვთისმსახურების ბერძნულად აღსრულებამ 
დ. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შედეგად ეგვიპტის ელინიზაციამ 

35. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია პირველი ტრიუმვირატის დაშლა? 

ა. მონათა აჯანყებამ სპარტაკის მეთაურობით 
ბ. პართელებთან ომში კრასუსის დაღუპვამ 
გ. პომპეუსის მიერ სერტორიუსის დამარცხებამ 
დ. გალიის კონსულად კეისრის დანიშვნამ 

36. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გაუადვილა სასანიან შაჰს ქართლში მეფობის გაუქმება? 

ა. ხატმებრძოლეობის გამო ბიზანტიისა და ქართლის დაპირისპირებამ 
ბ. ქართულ-სომხური საეკლესიო ერთობის რღვევამ 
გ. ეგრისში სპარსელთა გაბატონებამ 
დ. შაჰის მიერ ქართველი დიდებულების ნაწილის გადაბირებამ 

37. რამ განაპირობა დავით კურაპალატის გადასვლა აჯანყებული ბარდა ფოკას მხარეზე? 

ა. თავის დროზე ბარდა ფოკა დავითს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა 
ბ. ფოკა დავითს საიმპერატორო კარის მიერ ბოძებული მიწების სამუდამო მფლობელობაში გადაცემას შეჰპირდა 
გ. ბარდა ფოკა დავითს თბილისიდან არაბთა განდევნის შემდეგ ქალაქის გადაცემას აღუთქვამდა 
დ. იმპერატორად გახდომის შემთხვევაში ფოკა დავითს საქართველოს გაერთიანებაში დაეხმარებოდა

 38. რით არის ისტორიაში ცნობილი კანოსას ციხე-სიმაგრე? 

ა. აქ რომაელები დამარცხდნენ ჰანიბალის ლაშქართან 
ბ. აქ შეხვდნენ ერთმანეთს რომის პაპი ლეო I და ატილა 
გ. აქ მიიღო პაპმა გრიგოლ VII-მ იმპერატორი ჰაინრიხ IV 
დ. აქ დაუზავდა ფრიდრიხ ბარბაროსა ლომბარდიულ ლიგას 

39. რამ განაპირობა ლათინთა იმპერიის შექმნა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე?

ა. რომაელთა მიერ საბერძნეთის დაპყრობამ 
ბ. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ 
გ. რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფამ დ. ჯვაროსანთა მიერ სელჩუკთა განადგურებამ 

40. რა პერიოდს მოიცავს ჟამთააღმწერლის თხზულება? 

ა. გიორგი IV-ის გამეფებიდან გიორგი V-ის გამეფებამდე 
ბ. თამარ მეფის გამეფებიდან გიორგი V-ის გამეფებამდე 
გ. გიორგი IV-ის გამეფებიდან დავით VIII-ის გამეფებამდე 
დ. თამარ მეფის გამეფებიდან ვახტანგ III-ის გამეფებამდე 

41. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა, რომ V ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა საომარი ოპერაციები ეგვიპტეში დაიწყეს? 

ა. ფატიმიდების წინააღმდეგ ბრძოლაში მამელუქების დახმარების იმედმა 
ბ. ალექსანდრიის პატრიარქის თხოვნამ დახმარებისა და შველის შესახებ 
გ. ვენეციამ მათი ხელით მთავარი სავაჭრო კონკურენტის დამარცხება სცადა 
დ. იერუსალიმი მაშინ ეგვიპტის სასულთნოს შემადგენლობაში შედიოდა 

42. რას ისახავდა მიზნად გიორგი V, როდესაც „ძეგლის დადება“ შექმნა? 

ა. მონღოლთა ბატონობის შედეგად მოშლილი საგადასახადო სისტემის მოწესრიგებას 
ბ. სახელმწიფო მოხელეთა უფლება-მოვალეობებისა და სამეფო კარის ეტიკეტის განსაზღვრას 
გ. საქართველოს სამეფოს ერთ-ერთ კუთხეში წესრიგისა და კანონიერების აღდგენას დ. წინამორბედების მიერ ფეოდალთათვის ბოძებული პრივილეგიების ჩამორთმევას 

43. რას ისახავდა მიზნად ანრი IV, როდესაც ნანტის ედიქტი გამოსცა? 

ა. თავისუფალი ვაჭრობის შემოღებას 
ბ. რელიგიური ომების დასრულებას 
გ. ქალაქების მოსახლეობის დაცვას 
დ. მანუფაქტურული წარმოების ხელშეწყობას 

44. რა იყო ოცდაათწლიანი ომის ერთ-ერთი მიზეზი? 

ა. დაპირისპირება საფრანგეთსა და ჰაბსბურგებს შორის 
ბ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ავსტრია-უნგრეთში 
გ. ჰუსიტური მოძრაობის გაძლიერება ბოჰემიასა და მორავიაში 
დ. წინააღმდეგობა რომის პაპებსა და გერმანიის იმპერატორებს შორის 

45. რამ განაპირობა „ხანგრძლივი პარლამენტის“ გარეკვა? 

ა. ანგლიკანურ ეკლესიასთან წინააღმდეგობამ 
ბ. თემთა და ლორდთა პალატებს შორის დაპირისპირებამ 
გ. ოლივერ კრომველთან წინააღმდეგობამ 
დ. ჩარლზ I-თან დაპირისპირებამ 

46. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა, რომ რუსეთის სამეფო კარი არ დაინტერესდა თეიმურაზ II-ის გეგმით ირანში ერთობლივი ლაშქრობის შესახებ? 

ა. რუსეთში ამ დროს ემელიანე პუგაჩოვის აჯანყება მიმდინარეობდა 
ბ. რუსეთი ევროპაში მიმდინარე შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული 
გ. რუსეთ-საფრანგეთის შეთანხმებით, ირანი საფრანგეთის გავლენის სფერო იყო 
დ. რუსეთს არ სურდა ირანთან დადებული სან-სტეფანოს ზავის დარღვევა 

47. რა შეიძლება მომხდარიყო, ტრაფალგარის ბრძოლა საპირისპირო შედეგით რომ დამთავრებულიყო? 

ა. სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა ესპანეთის ბატონობას ზღვაზე და მის გავლენას ჩრდილოეთ ამერიკაში 
ბ. პორტუგალია კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას მოიპოვებდა და გზა გაეხსნებოდა ცენტრალური ამერიკის კოლონიზაციისკენ 
გ. შეფერხდებოდა გერმანული სახელმწიფოების გაერთიანება და გერმანიის ერთიანი იმპერიის შექმნა 
დ. საკმაოდ რეალური გახდებოდა საფრანგეთის ჯარის გადასვლა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე 

48. რას შეუწყო ხელი 1866 წლის პრუსია-ავსტრიის ომმა? 

ა. პოლონელების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას 
ბ. იტალიის გაერთიანებას 
გ. ბულგარეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას 
დ. ჰანზის კავშირის დაშლას 

49. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი? 

ა. პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 
ბ. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გერმანიის იმპერიაში 
გ. პოლონეთის გაყოფის შემდეგ შექმნილმა წინააღმდეგობამ 
დ. რევოლუციურმა სიტუაციამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 

50. რამ განაპირობა „ნაციონალ-უკლონისტების“ დაპირისპირება კომუნისტური პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან? 

ა. სახელმწიფოში კერძო საკუთრების დაშვება-არდაშვების საკითხმა 
ბ. საქართველოში ინდუსტრიალიზაციის განხორციელების პროცესმა 
გ. კოლექტივიზაციის დროს გამოყენებულმა მეთოდებმა 
დ. საქართველოს სტატუსის საკითხმა სსრკ-ის შემადგენლობაში 


ტესტი მეათეს პასუხები

1. IV 
2. I 
3. IV 
4. III 
5. I 
6. III 
7. IV 
8. I 
9. IV 
10. I 
11. III 
12. 2 1 3 
13. 1 3 2 
14. 2 3 1 
15. 3 1 2 
16. ა 3;  ბ 5;  გ 4;  დ1 
17. ა 6;  ბ 2;  გ 1;  დ 3
18. ა 3;  ბ 4;  გ 2;  დ 6
19. 2
20. 1
21. 1
22. 2
23. 1
24. 3
25. 3
26. 2
27. 3
28. 1
29. 2
30. 3
31. 1
32. 3
33. 2
34.-დ 
35-ბ 
36-დ 
37-ბ 
38-გ 
39-ბ 
40-ა 
41-დ 
42-გ 
43-ბ 
44-ა 
45-გ 
46-ბ 
47-დ 
48-ბ 
49-ა 
50-დ