воскресенье, 4 февраля 2018 г.

სტატიები საქართველოს ისტორიაში. ტომი II

სარჩევი
1. ვახუშტი და XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი. (გ. ჯაფარიძე)
2. XIV საუკუნის საქართველოს ეკონომიკური ისტორიიდან (. კაციტაძე).
3. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII საუკუნეში (. გაბაშვილი).
4. 
5. 
6. ათაბაგობის ინსტიტუტის საკითხისათვის (. სურგულაძე).
7. ჰენიოხების შესახებ (. ურუშაძე).
8. ბეგარა ძველ საქართველოში.
9. საეკლესიო მიწათმფლობელობა IV-VI საუკუნეების საქართველოში (. კოპალიანი).
10. ხონთქრის ფირმანი გივი ამილახვარისადმი სოფელ ცხინვალის გადაცემის შესახებ.
11. 
12. ოთხი თურქული დოკუმენტი სოლომონ II-ის შესახებ (. აბულაძე).
13. 
14. 
15. სულთან აჰმედ III-ის ფირმანი ქეთხუდა ფარსადანის გორის ციხის მართლსბაშად დანიშვნის თაობაზე.
16. დავით ძე ქართველთა მეფისა - კილიკიელი კონეტაბლი. (ვ. კეკელია)
17. 
18.
19. ორი ოსმალური XVIII ს-ის დოკუმენტი სოხუმის ციხის შესახებ (გ. ანჩაბაძე, გ. შენგელია)
20. სოციალური ჯგუფები ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით (ს. ჯანაშია)
21. ქართლის ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის საკითხი  IV-V საუკუნეებში. (ზ. აბაშიძე)
22. აქვს თუ არა კავშირი მარკო პოლოს თბილისში ქართულ-სომხურ უერთიერთობის საკითხთან (დ. ნინიძე)
23. 
24. რატომ არ იხსენიება ვახტანგ გოგრასალი ბოლნისის წარწერაში (ი. მერაბიშვილი)
25. 
26. შიომღვიმის მონასტრის სენიორალური კუთვნილების საკითხი შუა საუკუნეებში (ე. კაჭარავა)
27. ოსმალობის პერიოდის (1723-35) მცხეთის ორი დოკუმენტი (მ. სურგულაძე)
28. 
29. რამდენიმე დოკუმენტი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ (ე. ბუბულაშვილი)
30. მესხი დიდებულის - დოლენჯიშვილის ოჯახი (ა. ბოშიშვილი)
1. ვახუშტი და XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი




6. ათაბაგობის ინსტიტუტის საკითხისათვის (ი. სურგულაძე)

















7. ჰენიოხების შესახებ (ა. ურუშაძე)




8. ბეგარა ძველ საქართველოში














9. საეკლესიო მიწათმფლობველობა IV-VI საუკუნეების საქართველოში (ვ. კოპალიანი)


















10. ხონთქრის ფირმანი გივი ამილახვარისადმი სოფელ ცხინვალის გადაცემის შესახებ
 
 

12. ოთხი თურქული დოკუმენტი სოლომონ II-ის შესახებ (ც. აბულაძე)



















15. სულთან აჰმედ III-ის ფირმანი ქეთხუდა ფარსადანის გორის ციხის მართლსბაშად დანიშვნის თაობაზე.



16. დავით ძე ქართველთა მეფისა - კილიკიელი კონეტაბლი




19. ორი ოსმალური XVIII ს-ის დოკუმენტი სოხუმის ციხის შესახებ






20. სოციალური ჯგუფები ბექა-აღბუღას სამართლის მიხედვით

 
 

21. ქართლის ეკლესიის იერარქიული მდგომარეობის საკითხი  IV-V საუკუნეებში. (ზ. აბაშიძე)
 




 
22. აქვს თუ არა კავშირი მარკო პოლოს თბილისში ქართულ-სომხურ უერთიერთობის საკითხთან (დ. ნინიძე)




















24. რატომ არ იხსენიება ვახტანგ გოგრასალი ბოლნისის წარწერაში (ი. მერაბიშვილი)
 
 
 



 

26. შიომღვიმის მონასტრის სენიორალური კუთვნილების საკითხი შუა საუკუნეებში (ე. კაჭარავა)





 
 
27. ოსმალობის პერიოდის (1723-35) მცხეთის ორი დოკუმენტი (მ. სურგულაძე)
















29. რამდენიმე დოკუმენტი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ (ე. ბუბულაშვილი)




















30. მესხი დიდებულის - დოლენჯიშვილის ოჯახი (ა. ბოშიშვილი)
XVI საუკუნიდან ქართულ და ოსმალურ წყაროებში მოიხსენიება ყანდურალი. ამ სახელის დიდებულები ჩანან ძირითადად დღევანდელი არტაანის და არზრუმის პროვინციებში სხვადასხვა მამულის მფლობელებად. სავარაუდოდ, ერთი საგვარეულოს, დოლენჯიშვილების, წარმომადგენელ სხვადასხვა პირთან უნდა გვქონდეს საქმე.
ყანდურალი პირველად XVI საუკუნის 20-იან წლებში შედგენილ ერთი ოსმალურ დოკუმენტში მოიხსენიება. დოკუმენტში საქართველოზე გამავალი სამხედრო გზაა აღწერილი. სამარშრუტო ცენტრებს, მიმდებარე ციხეებსა და დასახლებებს შორის ყანდურალის მამულიც არის დასახელებული.
`გზა საქართველოს ქვეყნისკენ ბინგიოლის სახელით ცნობილი იალაღიდან გადის ბასიანის დაბლობზე... როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს დაადგამ, მარჯვენა მხარეს საზღვარი გასდევს უსჯულო ყვარყვარეს (III 1516-1535) აზნაურთაგან ყანდურალად წოდებულის მამულს. ის ადგილები მისი მამულია. 200 სოფელია ქუფის ციხიდან ვიდრე საფნიქის სახელით ცნობილი ადგილის გასწვრივ მიაღწევდე. ის ქუფი პატარა ციხეა. (Küბნüკ -არზრუმის აღმოსავლეთით) აქვს რამდენიმე ციცაბო საბრძოლო ადგილი, მაგრამ ძლიერი დარტყმის გადამტანი კი არ არის. აქ მდებარე სოფლების კი აზონის (ძვ.წ. IV ს) შვილებად ცნობილი აზნაურებისაა. ზოგიერთი კი ყვარყვარეს სახასოა. ყანდურალიც მხოლოდშობილი როდია. მას რამდენიმე ძმა უნდა ჰყავდეს. არზრუმის 1539 წლის იჯმალ (მოკლე) დავთარში რეგისტრირებული ყოფილა ზიმი (ქრისტიანი) ყანდურალი, სოფ. მაწალახეთში (ზივინის ნაჰიე, მდებარეობს სარიყამიშის ჩრდ. ნაწილში, ბარდუსის ხეობაში). ამრიგად, დოკუმენტიდან კარგად ჩანს, რომ ყანდურალი მნიშვნელოვანი მამულების მფლობელია, მას და მის დიდ ოჯახს ქუფის ციხე და მიმდებარე სოფლები ჰქონიათ.
XVI საუკუნის 60-იან წლებში კი ოლთისის მკვიდრი ზიმი ყანდურალი საქართველოსა და ირანის ამბებს სულთანს ატყობინებდა და ამგვარი სამსახურის სანაცვლოდ მას 300 ახჩა შემოსავლიანი მიწა უბოძეს.
1595 წელს შედგენილ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში იხსენიება აზნაური ყანდურალი, იგი ფანაკისა და ფანასკერტის რაიონში ფლობს საყანე, საიონჯე, საბამბე მიწას, ვენახსა და წისქვილს.
XVI საუკუნეში მესხეთში დიდი არეულობა დაიწყო. ადგილობრივი დიდებულები და მესხეთის მთავრები, ჯაყელები, ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ამასთან ერთად, მესხეთს დაპყრობით ემუქრებოდა ოსმალეთიც. შამცხის ათაბაგ ქაიხოსრო II-ის (1545-1574 წწ.) გარდაცვალების შემდეგ მთავარი მისი შვილი ყვარყვარე IV (1574-1581 წწ.) გახდა, მაგრამ, როგორც ცნობილია სამ- თავროს, ფაქტობრივად, დედამისი, მუხრანბატონის ასული დედისიმედი განაგებდა. ჯაყელების შემდეგ პირველები შალიკაშვილები იყვნენ, დედისიმედი შალიკაშვილების ძლიერებას ვერ ურიგდებოდა, ამიტომ 1574 წელს ვარაზა ოთარის ძე შალიკაშვილი მოაკვლევინა, რამაც ჯაყელებსა და შალიკაშვილებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მალე ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებამაც იჩინა თავი, შეთქმულები 1576 წლის ივნისში აჯანყდნენ.
მესხი დიდებულები ორად დაჯგუფდნენ, ნაწილი შალიკაშვილებს მიემხრო, ნაწილი – ჯაყელებს. ჯაყელების მხარეს იყვნენ ჩვენთვის საინტერესო დოლენჯიშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები, ყანდურალი დოლენჯიშვილმა ჯაყელებს ამ დაპირისპირების დროს მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, მთავარი დახმარებაც გაუწია. ერთხელ აჯანყებულმა დიასამიძეებმა, ამატაკისშვილებმა, ბედანისშვილებმა და იობიძეებმა განიზრახეს ჯაყელებს დასცემოდნენ და ერთიანად ამოეწყვეტათ. მათი ამ განზრახვის შესახებ ფანასკერტელმა შეიტყო და უგუბოში მყოფ ყანდურალი დოლენჯიშვილს შეატყობინა. `...იარა და აცნობა უგუბოს დოლენჯის-შვილს ყანდურალის...~, ხოლო `ყანდურალი წარმოვიდა და აცნობა ბატონებსა~, ჯაყელებმა თავდამსხმელებს გაასწრეს.
აკად. ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობდა, რომ უგუბო დოლენჯიშვილის საკუთარი სახელი უნდა ყოფილიყო. თაყაიშვილი ამ ვარაუდისას მარი ბროსეს ეყრდნობოდა, რომელმაც ფრანგულად პარიზის ქრონიკის ეს მონაკვეთი თარგმნა, როგორც „II პარტირ ეტ ფიტ დირე ა Qუანდოურ-Aლი, ფილს დ`Oუგოუბო Dოლენდჯი“ (`...წამოვიდა და უთხრა ყანდურ-ალის უგუბო დოლენჯის შვილს~). Mაგრამ შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ უგუბო ადგილია და იგი უნდა გაიგივდეს სხვა წყაროებში მოხსენიებულ გუგუბოსთან. ამ საკითხს ყურადღება პირველად პროფ. სერგი ჯიქიამ მიაქცია, მისი ვარაუდით, ქართულ წყაროებში დასახელებული უგუბო და გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მოხსენიებული გუგუბო ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო, გუგუბო აღნიშნული იყო გვიანდელ რუკებზეც. მისი ეს მოსაზრება მოგვიანებით სხვა მეცნიერებმაც გაიზიარეს და ჩვენც ვეთანხმებით ავტორის ამ დასკვნას.
უგუბო, იგივე გუგუბო მდებარეობს არდაგანის პროვინციაში. სოფლის დღევანდელი სახელწოდებაა ბინბაშაქი (Bინბასაკ) აქ შემორჩენილი X საუკუნის ეკლესია, 1902 წელს, პირველად სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა. ექვთიმემ სარკმელის თავზე აღმოჩენილი წარწერის ფრაგმენტის `გ-ი~-ს გამო, შეცდომით სოფლის მაშინდელი სახელწოდება გუგუბო გიორგობას დაუკავშირა და ეკლესიაც წმ. გიორგის სახელზე აშენებულად მიიჩნია.
უგუბო, სავარაუდოდ, დოლენჯიშვილის მამული იყო. ყანდურალი ამ ადგილებში მემამულედ, ზემოთ ნახსენებ, XVI საუკუნის დოკუმენტიდანაც ჩანს.
1576 წელს დაწყებული აჯანყება თითქმის ოც თვეს გაგრძელდა. ათაბაგებსა და აჯანყებულებს შორის წარმოებულმა ომმა დიდი ზიანი მიაყენა მესხეთს, ამას ისიც დაემატა, რომ სამცხის მნიშვნელოვანი ნაწილი ოსმალეთმა დაიპყრო, 1579 წელს ახალციხის (ახისხის, ჩილდირის) საფაშო დაარსდა. ადგილობრივი დიდებულების ნაწილი (ზოგი ოსმალების, ზოგიც ჯაყელების წინააღმდეგ მებრძოლნი) იძულებულნი გახდნენ, სამცხე-საათაბაგო დაეტოვებინათ და აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსულიყვნენ, სადაც ახალი საგვარეულოები და სათავადოები დააარსეს. ქართული ფეოდალური ტრადიციის მიხედვით, თუ თავადი სხვა ქართულ სამეფოში, ან სამთავროში გადავიდოდა, ერთი რანგით დაბლა აღმოჩნდებოდა. როგორც ჩანს, მესხეთიდან გადმოსული თავადები (შალიკაშვილები, დიასამიძეები, დოლენჯიშვილები და სხვ.) ამ კანონის `მსხვერპლნიც~ გახდნენ.
როგორც აღინიშნა, ყანდურალი დოლენჯიშვილების საგვარეულო სახელი უნდა იყოს. პროფ. ცისანა აბულაძე ვარაუდობს, რომ `იმ ფეოდალური სახლის შვილთაგან, რომლის საგვარეულო სახელი ყანდურალი იყო, ნაწილი ოსმალთა სამსახურში ჩამდგარა, ნაწილი კი გადასახლებულა ქართლში. სწორედ ამით იხსნება ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ – `დოლენჯიშვილი აწ ჩამოსულნი მესხიდამ~.
იოანე ბატონიშვილი დოლენჯიშვილების შესახებ, მოგვითხრობს, რომ – `ესენიც არიან ძირით სომხითის (გულისხმობს ქვემო ქართლს.) თავადნი და მიიღეს გვარად სახელისა გამო დოლენჯისა მეფობასა ვახტანგისასა ქრისტეს აქეთ 1703 წელს და მუნიდგან იწოდებიან დოლენჯის შვილებად. ამათნი წინაპარნი ცნობილნი იყვნენ დროსა მეფისა სვიმონისასა (სვიმონ ხანი) წელსა ქრისტეს აქეთ 1624 და მათი გვარნი, რომელნიმე არიან ახალციხის ნაწილთა შინა~.
იოანე ბატონიშვილის ცნობა, დოლენჯიშვილების ქართლში XVII საუკუნის 20-იან წლებში, სიმონ II-ის მეფობის (1619-1630 წწ.) დროს, გამოჩენას თან დაკავშირებით, სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან ეს დრო მესხეთიდან ათაბაგ მანუჩარ III-ის (1607-1626 წწ.) ქართლში გადმოსვლას ემთხვევა. როგორც ცნობილია, 1624 წელს არზრუმის ფაშამ ურჩი მანუჩარის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო, ათაბაგი იძულებული გახდა, მცირერიცხოვანი ამალით ქართლში გადმოსულიყო. მან სპარსელების წინააღმდეგ მარაბდის ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, როდესაც მანუჩარ III-მ მესხეთი დატოვა და თავისი მცირე რაზმით 1624 წელს ქართლში გადმოვიდა, თანმხლებ მესხ დიდებულებს შორის იყო დოლენჯიშვილიც. სწორედ ამიტომ ასახელებს იოანე ბატონიშვილი დოლენჯიშვილების ქართლში პირველად გამოჩენის თარიღად 1624 წელს.
საბოლოოდ დოლენჯიშვილები ქართლში ვახტანგ VI-ის ჯანიშინობის დროს (1703-1712 წწ.) გადმოსულან და 1703 წელს თავადობა მიუღიათ, ხოლო მანამდე მათი დაწინაურება და მამულების სამკვიდროდ მიღება 1645 წელს როსტომ ხანის (1633-1658 წწ.) დროს, მომხდარა. ეს ჩანს იოანე დოლენჯიშვილის 1778 წლის ერთი არზიდან, რომელშიც იოანე აღნიშნავს, რომ დოლენჯიშვილებს ქვემო ქართლში მამულები უკვე `ასოცდაცამეტი (ანუ 1778-133=1645) წელიწადია, მამით და პაპით მკვიდრად და მამულად გვიჭირავსო~, იქვე აღნიშნავს, რომ – მამულები `ჩვენთვის როსტომ მეფეს უბოძებია და შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან დამტკიცებული გვაქვსო~. ქართულ ისტორიულ საბუთებში დოლენჯიშვილები, აქტიურად XVII საუკუნიდან ჩნდებიან და უფრო მეტად, XVIII საუკუნის დოკუმენტებში აქტიურობენ. დოლენჯიშვილებს XVII საუკუნეში უკვე სამამულე დავები ჰქონდათ მოსაზღვრე იოთამიშვილებთან. მოიხსენიებიან ყაფლანიშვილ-ორბელიანების ნასყიდობის სიგელებში.
ქართლში დამკვიდრებული ყანდურალი დოლენჯიშვილის შტამომავლები მცირე თავადის რანგში იყვნენ, მათი ძირითადი სამფლობელოები დმანისის ხეობაში იყო თავმოყრილი. 1721 წლის მეწინავე სადროშოს აღწერის მიხედვით, მებატონეებად ზაალ და იოთამ დოლენჯიშვილები ჩანან. ზაალ დოლენჯიშვილს ყმები ჰყავდა: სამღერეთსა და აკაურთაში, სულ 14 კომლი, ორი ბოგანო და ერთი აზნაური. იოთამ დოლენჯიშვილს ყმები ჰყავდა: სამღერეთში, ახალშენსა და აბულმაგში, სულ 6 კომლი და ერთი ბოგანო. მთლიანობაში, ოთხ სოფელში (აბულმაგში, აკაურთაში, ახალშენსა და სამღერეთში) დოლენჯიშვილებს 20 კომლი გლეხი, 3 ბოგანო, 1 მოლაშქრე და 1 აზნაური ჰყავდათ. მეწინავე სადროშოს აღწერაში შეცდომა ნაკლებად სავარაუდოა, არადა ასეთი მცირე რაოდენობით ყმები სათავადოსთვის საეჭვო ჩანს. შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ დოლენჯიშვილებს მამულები და ყმების ნაწილი ყაიყულშიც ჰყოლოდათ. დასტურლამალის მიხედვით, ცნობილია, რომ იგი `დაუწერელი~ ყოფილა, 34 ანუ აღწერებს არ ექვემდებარებოდა. ყაიყული თუმცა მეფის სახასო იყო და ქართლში ყველაზე ნაკლებად დასახლებულ მხარეს წარმოადგენდა, მაგრამ ქვემოთ დავინახავთ, რომ დოლენჯიშვილებს გარკვეული უფლებები ჰქონდათ ამ მხარეში.
ქართლის სამეფო კარზე დოლენჯიშვილები მცირე სახელოებს ფლობდნენ. 1686 წელს მეფე გიორგი XI-მ (1675-1688; 1703-1709 წწ.) ზაალ დოლენჯიშვილს ყაიყულის მებალახეობა უბოძა – `შეგიწყალეთ და გიბოძეთ ამასალათ ყაიყულის საბალახოს მკრეფელობა~.
ყაიყული ქართლის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთ და ახალციხის საფაშოსთან მოსაზღვრე პროვინციას წარმოადგენდა. იგი ქვემო ქართლის ერთ-ერთი მხარეა, ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, ყაიყული შეესაბამება აბოცს, რომელსაც ძველად პალაკაციოსაც ეძახდენ. იგი `გამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა~. აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან, ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული.
ყაიყულის დასავლეთით უკვე ახალციხის საფაშოს ის რაიონები მდებარეობდა, რომლებიც დოლენჯიშვილების მესხეთში ყოფნის დროს მათი სამკვიდრო მამული იყო. შესაძლოა სწორედ ამიტომ, თავის ძველ მამულთან ახლოს იღებდნენ სამოხელეო ტერიტორიებს. სწორედ დოლენჯიშვილების ხელში იყო ყაიყულის მხარეში გადასახადების აკრეფასა და მოსავლის აღებაზე პასუხისმგებლობა.
მოგვიანებით, ერეკლე I-მა ანუ ნაზარალი ხანმა (1688-1703 წწ.) დოლენჯიშვილს ყაიყულის მოურავობა ჩამოართვა და ქაიხოსრო საგინაშვილს გადასცა. თუმცა მალე საგინაშვილმაც დაკარგა ეს სახელო და ბარათაშვილებს გადაეცათ. ნაზარალი ხანმა დოლენჯიშვილები ამ მხარეს მთლიანად ვერ ჩამოაშორა და 1692 წელს ყაიყულში ერთი სოფლის, ბეთლემის მოურავობა იასე დოლენჯიშვილს უბოძა. არსენ დოლენჯიშვილი გიორგი XI-ის ავღანეთში თანმხლები ყოფილა. იგი მოგვიანებით მანგლისის ეპისკოპოსი იყო.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დოლენჯიშვილების საგვარეულოს სათავეში იოანე იდგა, იგი იოთამ დოლენჯიშვილის ძე იყო და მოლარეთუხუცესის თანამდებობა ეკავა. მისი გარდაცვალების (XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი) შემდეგ ქართლში დოლენჯიშვილების სათავადო, ფაქტობრივად, გაუქმდა, სათავადო მამულები და შემოსავალი საგინაშვილმა მიიღო, ნაწილი სიძეს – ნინია ამილახვარს დარჩა.

Комментариев нет:

Отправить комментарий