ბრძოლა წმინდა ადგილებისათვის
იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის ხელნაწერების მინაწერებში ყურადღებას იპყრობს კახეთის მეფის ავგიორგის (1511-1513) ყოფილი სახლთ უხუცესის, იერუსალიმში ჯვრის მამად მივლინებული ბეენა ჩოლოყაშვილის საქმიანობა.
ბეენა, როგორც თავად იუწყება ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში, იერუსალიმს ჩასულა 1512 წელს. (`ქ...აცხოვნე პატრონი მეფე მეფეთა გიორგი, და მაცხოვნე მე ც-ი იერუბახის ჩოლაყას შვილი ბეენა, – აქა იერუსალიმს მოვიწიე ქ-კს ს~ =1512 წ.). იერუსალიმის სხვა ხელნაწერების მინა წერებში ის აღნიშნავს:
`აქა, მე და სომეხნი დავისარჩლენით იაკობ წმინდისა საყდარზედა, და დიდი ჭირი და სარჯელი გარდამხდა ცოდვილსა ბეენასა ძმანო. ნებითა ღვთისათა აქა ფრანგთა გოლგოთა დავაგდებინე და მათი ყუელა გარეთ გამოუყარე და კანდელი და რაცა მათი იყო, მე ცოდვილმა ბეენ~. `ქ. ამა წიგნისა მეორედ შემკაზმავსა, ჩოლაყას შვილსა ბეენასა შეუნდნეს ღ~ნ. ქკ~სა სბ (1514 წ.) შეიკაზმა და ამა კუირასა, დღესა სამშაბათსა, მეორესა ჟამსა ღამისასა, შევაბი აღდგომის კარნი, ნებითა ღვთისათა. შენდობა ყავთ მადლსა ღვთისსა, ძმანო~.
პირველი მინაწერიდან ჩანს, რომ ბეენა ჩოლოყაშვილს, ერთდროულად, დავა ჰქონდა სომხებთან – იერუსალიმის სომხურ საპატრიარქოსთან და `ფრანგებ თან~ ანუ ფრანცისკელებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, წარმოადგენდნენ კათოლიკურ ევროპას წმინდა მიწაზე. დავა ქრისტიანულ თემებს შორის, იერუსალიმის წმინდა ადგილების მფლობელობაზე, არ იყო იშვიათი. ქართველები თავიანთ უფლება-მოვალეობებს იცავდნენ არა მარტო ადგილობრივი მუსლიმი გამგებლებისა და მუსლიმი კლერიკალების ძალმომრეობისგან, არამედ – სხვა ქრისტიანული თემებისგანაც.

ქრ. შარაშიძე, ზემომოტანილი მინაწერების მიხედვით, ასკვნიდა, რომ ბეენა ჩოლოყაშვილი `ენერგიულ, ძლიერ, მთლიან პიროვნებად გვეხატება~. მასთან `დასარჩლება~, ან პირისპირ შეტაკება სახიფათო საქმედ ჩანს. მან არ იცის მერყეობა-ყოყმანი. ფრანგებისგან მიტაცებულ გოლგოთას ის კვლავ ქართველთა სავანედ ხდის და ამ საქმის სისრულეში მოყვანის დროს ფრანგების ნამდვილ დარბევასაც არ ერიდება (`მათი ყუელა გარეთ გამოუყარე~). მისი გააფთრების მსხვერპლი, ამ შემთხვევაში, ფრანგების საეკლესიო ინვენტარიც გამხდარა (`კანდელი და რაც მათი იყო~), რასაც თვითონ `ცოდვილი ბეენა~ აღნიშნავს მინაწერში ოდნავი სინანულით... ბეენას მჩქეფარე ენერგია ყველაფერს სწვდება: იგი ართმევს მიმტაცებლებს ქართველთა მონასტრებს, ატარებს ქართული ხელნაწერების შეკაზმვარესტავრაციას; ამ საქმიანობაში მისთვის დღე და ღამე გაერთიანებულია. `აღდგომის~ ეკლესიის განახლებული კარის შებმის პროცედურას ბეენა ნაშუაღამევის მეორე საათზე ამთავრებს... ცხადია... დაცემისა და დაქსაქსულობის პერიოდში მხოლოდ მსგავს ენერგიულ ადამიანებს შეეძლოთ საქართველოს ძლიერების და პრესტიჟის შენარჩუნება შორეულ პალესტინაში~.1
ქართველების ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად შორეულ პალესტინაში მართლაც დიდ ენერგიასა და შემართებას მოითხოვდა, მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. წარმატებას ხშირად განაპირობებდა ქართული სამეფო-სამთავროების ინტენსიური მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოსთან, რომლის შემადგენლობაშიც იმ დროს შედიოდა პალესტინა, მათი ორმხრივი ინტერესები და საერთაშორისო ვითარება
– ის ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია წმინდა ადგილებში ქართველთა მოღვაწეობის შესწავლის დროს.
ე. მამისთვალიშვილი წერს, რომ `ქართლის სამეფო-ეგვიპტის ურთიერთობის ფონზე უნდა განვიხილოთ ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ გოლგოთადან ფრანცისკანელების გაძევება XVI საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში (უფრო ზუსტად დათარიღება ჭირს)~. ზოგადად ასეა და შეიძლება დავეთანხმოთ მკვლევარს, თუმცა ის ამ ფონს არ აჩვენებს და, ამასთან, ბეენა ჩოლოყაშვილი წარმოადგენდა კახეთის და არა ქართლის სამეფოს. ე. მამისთვალიშვილი აღნიშნავს აგრეთვე, რომ `ფრანცისკანელთა წინააღმდეგ ქართველთა, კერ ძოდ, ბეენა ჩოლოყაშვილის მოქმედება... მაშინ ეგვიპტესა და პალესტინაში შექმ ნილი ანტიფრანგული განწყობილებების კონტექსტში ჯდება~.

შენიშვნა
1. ეს შეფასება მეტ-ნაკლებად გამეორებულია სხვა მკვლევართა შრომებშიც. იხ. მაგალითად, ელენე მეტრეველის, ლევან მენაბდის.
სინამდვილეში იყო არა უბრალოდ `ანტიფრანგული~ განწყობილებები, არამედ ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებული ეგვიპტის უაღრესად მწვავე დაპირისპირება კათოლიკურ ევროპასთან. ეს დაპირისპირება მტკივნეულად შეეხო ფრანცისკელებს იერუსალიმში. რაც მთავარია, ამის შედეგად დაიკეტა ქრისტიანთა მთავარი ტაძარი იერუსალიმში – აღდგომის ეკლესია და შეწყდა პილიგრიმობა.
იერუსალიმში ჯვრის მამად წარგზავნილი ბეენა ჩოლოყაშვილი, რომელიც, როგორც ქვემოთ ირკვევა, იმავდროულად კახეთის მეფის ელჩიც იყო ეგვიპტის სულ თნის კარზე, XVI საუკუნის მეორე ათწლეულის დამდეგს შეეცადა ქართული სამონას ტრო თემის სასარგებლოდ გამოეყენებინა ეგვიპტისა და კათოლიკური ევრო პის
და პირისპირება. ქარ თული ისტორიოგრაფიისთვის უცნობი არაბული დოკუმენტური და ეპიგრაფიკული წყაროები,1 ასევე უცნობი, ან არასრულად შესწავლილი არაბული,2 ფრანგული3 და იტალიური4 ნარატიული წყაროები საშუალებას იძლევა, რომ საკმაოდ დაწვრილებით აღდგეს ბეენა ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის არაერთი მხარე ეგვიპტესა და წმინდა მიწაზე – იერუსალიმში.
2. არაბული წყაროებიდან უმნიშვნელოვანესია მამლუქთა ბატონობის დაცემისა და ოსმალთა ბატონობის პირველი წლების ეგვიპტელი ისტორიკოსის იბნ იასის (გარდ. დაახლ. 930/1524 წ.) მრავალტომიანი თხზულება `ბადა’ი‘აზ-ზუჰურფივაკა’ი‘ ად დუჰურ~/ `იშვიათი ყვავილები ეპოქათა ამბებში~.
3. ქართული პალესტინოლოგიისთვის დღემდე უცნობი დარჩა 1512 წელს კაიროში საფრანგეთისა და ვენეციის ელჩების ანდრე ლე როისა და დომენიკო ტრევიზანის ელჩობები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს იერუსალიმის აღდგომის ეკლესიაში პილიგრიმობის აღდგენა წარმოადგენდა.
4. ე. მამისთვალიშვილმა, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში შემოიტანა ვენეციელი ფრანცისკელის, 1512-1514 წლებში წმინდა მიწის მეურვის, ფრანჩესკო სურიანოს ტრაქტატი `წმინდა მიწის შესახებ~. იხ. მამისთვალიშვილი, ქართველები და ბიბლიური სამყარო, 195, 175; მისივე, საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.) (თბილისი, 2008), 32, 238; მაგრამ ინფორმაცია ამ თხზულებიდან, რომელშიც ფრანცისკელთა პოზიციებიდან არის განხილული ქართველთა ბრძოლა გოლგოთისათვის, არასრულია.
იერუსალიმში ჯვრის მამად წარგზავნილი ბეენა ჩოლოყაშვილი, რომელიც, როგორც ქვემოთ ირკვევა, იმავდროულად კახეთის მეფის ელჩიც იყო ეგვიპტის სულ თნის კარზე, XVI საუკუნის მეორე ათწლეულის დამდეგს შეეცადა ქართული სამონას ტრო თემის სასარგებლოდ გამოეყენებინა ეგვიპტისა და კათოლიკური ევრო პის
და პირისპირება. ქარ თული ისტორიოგრაფიისთვის უცნობი არაბული დოკუმენტური და ეპიგრაფიკული წყაროები,1 ასევე უცნობი, ან არასრულად შესწავლილი არაბული,2 ფრანგული3 და იტალიური4 ნარატიული წყაროები საშუალებას იძლევა, რომ საკმაოდ დაწვრილებით აღდგეს ბეენა ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის არაერთი მხარე ეგვიპტესა და წმინდა მიწაზე – იერუსალიმში.
შენიშვნები
1. მხედველობაში გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, იერუსალიმის წიგნთსაცავებში, კერძოდ, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოსა და იერუსალიმის ფრანცისკელთა არქივში დაცული მრავალრიცხოვანი არაბული დოკუმენტი, რომლებიც ძვირფასი წყაროა წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის მოღვაწეობის შესასწავლად.2. არაბული წყაროებიდან უმნიშვნელოვანესია მამლუქთა ბატონობის დაცემისა და ოსმალთა ბატონობის პირველი წლების ეგვიპტელი ისტორიკოსის იბნ იასის (გარდ. დაახლ. 930/1524 წ.) მრავალტომიანი თხზულება `ბადა’ი‘აზ-ზუჰურფივაკა’ი‘ ად დუჰურ~/ `იშვიათი ყვავილები ეპოქათა ამბებში~.
3. ქართული პალესტინოლოგიისთვის დღემდე უცნობი დარჩა 1512 წელს კაიროში საფრანგეთისა და ვენეციის ელჩების ანდრე ლე როისა და დომენიკო ტრევიზანის ელჩობები, რომელთა ერთ-ერთ მიზანს იერუსალიმის აღდგომის ეკლესიაში პილიგრიმობის აღდგენა წარმოადგენდა.
4. ე. მამისთვალიშვილმა, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში შემოიტანა ვენეციელი ფრანცისკელის, 1512-1514 წლებში წმინდა მიწის მეურვის, ფრანჩესკო სურიანოს ტრაქტატი `წმინდა მიწის შესახებ~. იხ. მამისთვალიშვილი, ქართველები და ბიბლიური სამყარო, 195, 175; მისივე, საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII სს.) (თბილისი, 2008), 32, 238; მაგრამ ინფორმაცია ამ თხზულებიდან, რომელშიც ფრანცისკელთა პოზიციებიდან არის განხილული ქართველთა ბრძოლა გოლგოთისათვის, არასრულია.
XVI საუკუნის პირველ ათწლეულში მამლუქთა ეგვიპტის პოზიციებს მეწამულ და ხმელთაშუა ზღვებზე მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნეს, ერთი მხრივ, პორტუგალიელებმა, რომლებიც დაემუქრნენ ეგვიპტის მონოპოლიურ ვაჭრობას ინდოეთთან და, მეორე მხრივ, ქრისტიანმა მეკობრეებმა, რომლებიც დაუსჯელად დათარეშობდნენ ხმელთაშუა ზღვაში და არბევდნენ ეგვიპტის დელტასა და მამლუქთა სახელმწიფოს სირიის სანაპიროს.
ინდოეთთან მონოპოლიური ვაჭრობა მამლუქთა შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენდა. ინდურ სანელებლებზე დასავლეთ ევრო პაში დიდი მოთხოვნა იყო. იაფად შეძენილი ინდური საქონელი მუსლიმ ვაჭრებს გემებით შეჰქონდათ, ერთი მხრივ, ადენისა და ჯიდას პორტების გავლით, ეგვიპტეში – სუეცისა და ალექსანდრიის პორტებში, ხოლო მეორე მხრივ, ჰორმუზიდან – ბასრაში და აქედან სახმელეთო გზით – ჰალაბში (სირია). სანელებლები, რომელთაც დიდი ბაჟი ედებოდათ,1 ეგვიპტისა და სირიის ქალაქებიდან ვენეციელებს გაჰქონდათ დასავლეთ ევროპაში.
შენიშვნა
1. ასე, მაგალითად, 1 კინტარი, ანუ 45 კგ წიწაკის ფასი, რომელიც ადგილზე, ინდოეთში 2,5-3 დუკატი (მის შესახებ იხ. შენ. 133) იყო, ალექსანდრიის ბაზრებზე, მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით, 80-120 დუკატამდე იზრდებოდა. ი. ჰორიი იძლევა განსხვავებულ მონაცემებს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მოგება იყო უზარმაზარი.
ინდოეთთან მონოპოლიური ვაჭრობა მამლუქთა შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენდა. ინდურ სანელებლებზე დასავლეთ ევრო პაში დიდი მოთხოვნა იყო. იაფად შეძენილი ინდური საქონელი მუსლიმ ვაჭრებს გემებით შეჰქონდათ, ერთი მხრივ, ადენისა და ჯიდას პორტების გავლით, ეგვიპტეში – სუეცისა და ალექსანდრიის პორტებში, ხოლო მეორე მხრივ, ჰორმუზიდან – ბასრაში და აქედან სახმელეთო გზით – ჰალაბში (სირია). სანელებლები, რომელთაც დიდი ბაჟი ედებოდათ,1 ეგვიპტისა და სირიის ქალაქებიდან ვენეციელებს გაჰქონდათ დასავლეთ ევროპაში.
შენიშვნა
ევროპის საზღვაო სახელმწიფოები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ დიდი ბაჟები და პირდაპირი კავშირი დაემყარებინათ ინდოეთთან. ამ მხრივ წარმატებას მიაღწიეს პორტუგალიელებმა. 1498 წელს ვასკო და გამამ შემოუარა აფრიკას და გაკვალა გზა ინდოეთისკენ. პორტუგალიელები პირველად გადასხდნენ დასავლეთი ინდოეთის სანაპიროებზე, სადაც 1500 წელს დააარსეს პირველი სავაჭრო კოლონია და დაიწყეს აფრიკის გარშემოვლით, კეთილი იმედის კონცხის გზით, ინდური სანელებლების გატანა ლისაბონში.
ინდოეთის წყლებში ერთმანეთს დაუპირისპირდა პორტუგალიისა და ეგვიპტის სავაჭრო ინტერესები, რაც მალე შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაიზარდა. პორტუგალიელები აკავებდნენ და ძირავდნენ ინდოეთიდან მომავალ სავაჭრო საქონლით დატვირთულ ეგვიპტელთა გემებს, მათ შორის, სულთან კანსავჰ ალ-ღავრის ხომალდებს; შეეცადნენ მოეხდინათ მეწამული ზღვის ბლოკირება და დაეკავებინათ ის სავაჭრო გემები, რომლებიც მიემართებოდნენ ჯიდაში, ხოლო აქედან – სუეცსა და ალექსანდრიაში. ამ ის შე დეგად, XVI საუკუნის პირველ ათწლეულში, ეგვიპტის პორტებში შემცირ და ინდო ეთიდან შემოსული სანელებლების რაოდენობა, რამაც დიდი ზარალი მია ყე ნა სულთნის ხაზინას. დანაკლისის ასანაზღაურებლად ეგვიპტის ხელისუფლება ბაჟების გაზრ დით აძვირებდა სანელებლებს, რაც, თავის მხრივ, საშუამავლო ვაჭრობაში ეგვიპტის მთავარ პარტნიორს – ვენეციას უძნელებდა ამ საქონლის შეძენასა და გატანას ევროპაში, სადაც უკვე ლისაბონი გახდა იაფი ბაზარი.
ეგვიპტის სულთანი კანსავჰ ალ-ღავრი (1501 _516) შეეცადა უომრად მოეგვარებინა კონფლიქტი პორტუგალიასთან. 1504 წელს მან გაგზავნა ელჩი რომის პაპთან, იულიუს II-სთან (1503_514). სულთანი იმუქრებოდა, თუ პორტუგალიის მეფე მანუილ I (1495_1521) არ შეწყვეტდა მუსლიმი ვაჭრების შევიწროებას ინდოეთში და თავდასხმებს ეგვიპტის გემებზე, მაშინ დაანგრევდა ქრისტიანთა წმინდა ადგილებს იერუსალიმში.
კანსავჰ ალ-ღავრის ელჩმა მიზანს ვერ მიაღწია. მეფე მანუილმა დაარწმუნა პაპი, რომ სულთანი მუქარას არ შეასრულებდა, ვინაიდან ის დაინტერესებული იყო ევროპელ პილიგრიმთაგან მიღებული დიდი შემოსავლით. მაშინ კანსავჰ ალღავრიმ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით აღეკვეთა პორტუგალიელთა აგრესია. 1505 წლის ნოემბერში მან გაგზავნა ფლოტი ამირა ჰუსაინ მუშრიფ ალ-ქურდის მეთაურობით, რომელსაც დაევალა ჯიდას გამაგრება და, გუჯარეთის მუსლიმ გამგებელთან ერთად, პორტუგალიელთა წინააღმდეგ ბრძოლა.
მოკავშირეებმა 1508 წლის იანვარში ინდოეთის პორტ ჩაულთან დაამარცხეს პორტუგალიელები, რომლებსაც პორტუგალიის ვიცე-მეფის ლორენცოს ვაჟი სარდლობდა და დაწვეს საადმირალო ხომალდი. სამაგიეროდ, 1509 წლის თებერვალში, დიუს ყურეში, ბომბეის მახლობლად, ლორენცომ რევანში აიღო და გაანადგურა ეგვიპტის ფლოტი. პორტუგალიელთა გამარჯვებას მოჰყვა მეწამული ზღვისკენ მიმავალი საზღვაო გზის სასტიკი ბლოკადა, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, გაწყდა კავშირი ჯიდასა და ინდოეთის პორტებს შორის.
ეგვიპტეს დიდ ზარალს აყენებდნენ კუნძულ როდოსზე გამაგრებული ჰოსპიტალიერთა ორდენის რაინდებიც, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაზე მეკობრეობდნენ. 1506 წელს კოსის მახლობლად მათ ხელთ იგდეს ეგვიპტის სამხედრო ხომალდები, რომლებიც მიემართებოდნენ როდოსის დასარბევად, ხოლო 1507 წელს კრეტასთან – დიდი სავაჭრო ხომალდი, რომელსაც, ჩვეულებრივ, გადაჰქონდა სავაჭრო საქონელი ალექსანდრიიდან თუნისში და ამარაგებდა მთელ მაღრიბს. ჰოსპიტალიერებს ხელთ ჩაუვარდათ ძვირფასი საქონელი: სანელებლები, ქსოვილები და ხალიჩები, აგრეთვე მუსლიმი მოგზაურები, რომელთა გამოხსნაც კანსავჰ ალ-ღავრის დიდი ფული დაუჯდა.
დიუსთან მარცხის შემდეგ ეგვიპტის სულთანი იძულებული გახდა აეგო ახალი ფლოტი, მაგრამ ეგვიპტეს არ გააჩნდა საჭირო ხე-ტყე. მის შესაძენად ვენეციასთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მაშინ კანსავჰ ალ-ღავ რიმ დახმარება სთხოვა ოსმალეთის სულთანს – ბაიაზეთ II-ს და მიიღო ის. Kანსავჰმა მორების გადასატვირთად გემები გაგზავნა ალექსანდრეტაში, რომელიც ოსმალებს ეჭირათ. ღოდოსის ჰოსპიტალიერთა ორდენის დიდმა მაგისტრმა, კარგი დაზვერვის წყალობით, ეს შეიტყო. მისმა სამხედრო ფლოტმა – 18 ხომალდმა 1510 წლის 12 აგვისტოს აიასის ყურეში (ალექსანდრეტა) გაანადგურა ეგვიპტის ფლოტი, რომელიც 25 გემისგან შედგებოდა და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. საზღვაო ბრძოლაში დაიღუპა სულთნის ძმისშვილი მუჰამედ ბეგი, ხოლო ეგვიპტის ახალი ფლოტის ასაგებად განკუთვნილმა ხე-ტყემ როდოსზე გადაინაცვლა.
ახალი მარცხი, რის შესახებაც კანსავჰ ალ-ღავრიმ შეიტყო 916 წლის 10 ჯუმადა II-ს/1510 წლის 14 სექტემბერს, მძიმე დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. სულთანი ორი დღე საჭმელს არ გაჰკარებია,15 მისი მოთმინების ფიალა აივსო და 916 წლის 13 ჯუმადა II-ს/1510 წლის 17 სექტემბერს ბრძანა, დაეპატიმრებინათ ფრანკი ვაჭრები ალექსანდრიაში, დამიეტასა და საზღვაო სანაპიროზე. რეპრესიები შეეხო ფრანცისკელთა თემსაც იერუსალიმში. სულთნის ბრძანებით, 916 წლის რაჯაბის თვეში, ე.ი. 1510 წლის 4 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე, კაიროში ჩაიყვანეს სიონის მონასტრისა და აღდგომის ეკლესიის ოცამდე ფრანცისკელი ბერი. მათ მოსთხოვეს, მიეწერათ ევროპის მეფეებისთვის, რომ მათ, თავის მხრივ, აეძულებინათ ჰოსპიტალიერები, დაებრუნებინათ ეგვიპტის ხომალდები და დატაცებული საქონელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულთანი იმუქრებოდა, რომ დაანგრევდა აღდგომის ეკლესიას და ჩამოახრჩობდა მის ბერებს. იმავე თვეში კანსავჰ ალ-ღავრიმ ამირახური აკა ბაი ატ-ტავილი წარგზავნა იერუსალიმს აღდგომის ეკლესიაში ევროპელთა ქო ნების კონფისკაციის მიზნით.19 სიონის მონასტრის წინამძღვარი იძულებული გახდა გადაეხადა მისთვის 4 ათასი დუკატი ნაღდი ფული და 5 ათასი დუკატის ღირებულების ძვირფასეულობა. 916 წლის 7 შავვალს/1511 წლის 7 იანვარს აკაბაი ატ-ტავილი, რომელმაც ეს ბრძანება შეასრულა, უკვე კაიროში იყო. ამ დროისთვის აღდგომის ეკლესია ფაქტობრივად დაიკეტა პილიგრიმთათვის.
გარდა დუისთან და აიასთან მარცხისა, სულთანს სხვა მიზეზიც ჰქონდა, რომ ევროპელების უკმაყოფილო ყოფილიყო. მას ადრე, 916 წლის ჯუმადა I-ის თვეში/ 1510 წლის აგვისტო-სექტემბერში, ხელთ ჩაუვარდა ირანის შაჰის ისმაილ I-ის (1501 _1524) საიდუმლო წერილი, რომელშიც სთხოვდა ევროპელ კონსულებს ეგვიპტისა და სირიის მთავარ ქალაქებში, მიეწერათ თავ-თავიანთი მეფეებისთვის, ზღვით დაელაშქრათ ეგვიპტე. თავად შაჰი მამლუქთა და ოსმალთა წინააღმდეგ ხმელეთით გალაშქრებას კისრულობდა. 916 წლის 23 ზუ ლკა‘დას/1511 წლის 21 თებერვალს სულთანმა კაიროში ჩამოაყვანინა ევროპელი კონსულები ეგვიპტიდან და სირიიდან, მათ შორის თომასო კონტარინი –ალექსანდრიიდან და პიეტრო ძენო – დამასკოდან,1 დაადანაშაულა ისინი სეფიანებთან კავშირში, დაემუქრა ჩამოხრჩობით და დააკავა საქმის შემდგომ გამოძიებამდე.

1. თომასო კონტარინი ვენეციის წარჩინებულ საგვარეულოს ეკუთვნოდა, საიდანაც არაერთი დოჟი გამოვიდა. ამ საგვარეულოდან იყო ამბროზიო კონტარინი, ვენეციის ელჩი უზუნ ჰასანთან, რომელმაც იმოგზაურა საქართველოშიც და დაგვიტოვა ცნობები მის შესახებ.
ამრიგად, 1510-1511 წლებში ეგვიპტის ურთიერთობა კათოლიკურ ევროპასთან უაღრესად გამწვავდა და ასე გაგრძელდა 1512 წელსაც. Kანსავჰ ალ-ღავრის რისხვა წმინდა მიწაზე დაემუქრა ქრისტიანული სამყაროს მთავარ სალოცავს – აღდგომის ეკლესიას, რომლის კომპლექსშიც შედიოდა ქრისტეს საფლავის სამლოცველო და გოლგოთა. ის დაიკეტა ქრისტიანი პილიგრიმებისთვის. დაარბიეს და დააპატიმრეს ფრანცისკელი ბერები, რომლებიც იერუსალიმში წარმოადგენდნენ კათოლიკურ ევროპას.
ასეთ ვითარებაში, 917 წლის 19 ჯუმადა I-ს/1511 წლის 14 აგვისტოს, ხუთშაბათს, მამლუქთა სატახტო ქალაქს ეწვია ქართველთა ელჩი. XVI საუკუნის ეგვიპტელი ისტორიკოსი იბნ იასი მოკლედ მოგვითხრობს, რომ ის კარგად მიიღო კანსავჰ ალ-ღავრიმ, პატივი მიაგო მას და წაიკითხა მის მიერ გადაცემული წერილი, მაგრამ არ იუწყება, თუ რამდენი ხანი დაჰყო მან კაიროში და რა დავალება ჰქონდა მას. არც ის ჩანს, თუ რომელი ქართველი მეფისგან იყო იგი წარმოგზავნილი. სამწუხაროდ, ამის თაობაზე ქართული წყაროებიც დუმს.
ა. დარაჯი დაუსაბუთებლად წერს, რომ ელჩი კაიროში დარჩა ერთი წელი; რომ ქართველთა მეფემ ის სულთანთან გამოგზავნა თხოვნით, გაეუქმებინა 1493 წლის იერუსალიმის სასამართლოს დადგენილება, რომელიც უფლებას აძლევდა ფრანცისკელებს მხოლოდ ისინი ყოფილიყვნენ გოლგოთაზე.1 მაგრამ თხოვნა, რომ მხოლოდ ქართველი ბერები ყოფილიყვნენ იქ, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან უფრო წარმატებული აღმოჩნდა ვენეციის ელჩი. შემდეგ, ამის თაობაზე, არაბი მკვლევარი იხსენიებს სასამართლოს 918 წლის რაბი’ I-ში/1512
წლის ივნისში, რომელიც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, აგვისტოში ჩატარდა და ის უკვე სხვა ქართველი ელჩის დროს მოხდა.

1. დარრაჯ, ალ-მამალიქ ვა ლ-ფარანჯ, 153. აქვე დარრაჯი გოლგოთას ურევს „ჯაბალ ასსუ‘უდში“, რაც ნიშნავს „ამაღლების მთას“ – ელეონს.
ვფიქრობ, ქართველი ელჩი კაიროში მცირე ხნით დარჩა. ეს მცირე დროც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ შეეტყო ეგვიპტის მამლუქთა და კათოლიკური ევროპის გამწვავებული ურთიერთობის ამბავი და, რა თქმა უნდა, წმინდა მიწაზე შექმნილი ვითარებაც. შეიტყობდა ფრანცისკელ თა ორდენის ბერების – იმ დროს წმინდა მიწაზე ქართველთა მთავარი მეტოქე ების – დარბევა-დაპატიმრებისა და, რაც მთავარია, აღდგომის ეკლესიის და ხურვის ამბავსაც, რაც საშუალებას აღარ აძლევდა ქართველ პილიგრიმებს, იქ მო ელოცათ. აღდგომის ტაძრის დახურვა მტკივნეული იყო იმიტომაც, რომ იქ მდე ბარეობდა ქრისტიანთა უმთავრესი სიწმინდე – გოლგოთა, რომელზედაც ქარ თველებს ჰქონდათ პრეტენზია. საქართველოში ამ შემაშფოთებელ ინ ფორმაციას სწორედ ეს ელჩი ჩაიტანდა და გაავრცელებდა.
10 თვის შემდეგ, 1512 წლის ივნისში, კაიროს კვლავ ეწვია ქართველთა მეფის ელჩი, რომლის მიღებაც სულთნის კარზე, უეჭველად მიუთითებს იმაზე, რომ ის სულ სხვა პიროვნება იყო. ამჯერად ქართველი ელჩის მიზანს წარმოადგენდა შექმნილ ვითარებაში ქართული სამონასტრო თემის პოზიციების გაძლიერებაგანმტკიცება წმინდა ადგილებში. მაგრამ, მანამდე, წმინდა ადგილების დასახსნელად სრული ძალით ამოქმედდა ევროპული დიპლომატია.
ჟ. თენოს თანახმად, 29 თებერვალს ანდრე ლე როი ალექსანდრიაში იყო, 25 მარტს – კაიროში 50 მხლებელთან ერთად, ხოლო 28 მარტს, ორშაბათს1 იგი პირ ველად მიიღო სულთანმა. კანსავჰ ალ-ღავრიმ ანდრე ლე როის დაავალა როდოსზე გამგზავრება ეგვიპტელთა გემებისა და ტყვეების დასაბრუნებლად, მაგრამ ელჩი უკან უშედეგოდ დაბრუნდა. ამის გამო სულთანს იმედები გაუცრუვდა ლუი XII-ის მიმართ. მიუხედავად ამისა, სულთანი მაინც კარგად ეპყრობოდა საფრანგეთის ელჩს, რომელმაც კონსულ ფილიპ დე პერეტზის დახმარებით შეძლო განეახლებინა ზოგიერთი სავაჭრო და საეკლესიო გარანტიები და პრივილეგიები, რომლებიც კანსავჰ ალ-ღავრიმ უბოძა ფრანგებსა და კატალონელებს 1507 წლის 23 აგვისტოს. ლუი XII-ს სურდა ესარგებლა ანდრე ლე როის კაიროში ყოფნით და თენო იერუსალიმში გაეგზავნა წმინდა ადგილების მოსანახულებლად. მართლაც, ივლისის მიწურულს თენო გაემგზავრა იერუსალიმს და შევიდა წმინდა ქალაქში აგვისტოს მესამე მდეკადის დამდეგს. ანგულემის ჰერცოგს, თავის მხრივ, უნდოდა, რომ თენო წასულიყო სპარსეთში, რათა შეეგროვებინა ზუსტი ინფორმაცია სეფიანთა შესახებ. საერთოდ, სპარსელთა დაპყრობითი ომები ქრისტიანი მონარქების ყურადღებას იქცევდა და ისინი სპარსელებში ხედავდნენ ოსმალთა მეტოქეს. თენოს სპარსეთიდან ინდოეთში გამგზავრებაც ევალებოდა, მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს ვეღარ მოახერხა.
როდესაც ცნობილი გახდა ვენეციელი კონსულებისა და ვაჭრების დაპატიმრების ამბავი, ვენეციის დოჟმა და სენატმა 1511 წლის 20 ივნისს პროტესტის წერილი გაუგზავნეს ეგვიპტის სულთანს, ხოლო 17 ნოემბერს ეგვიპტეში გასაგზავნად შეარჩიეს ელჩი დომენიკო ტრევიზანი, სენატორი, რომელმაც თავი გამოიჩინა პოლიტიკური მოქნილობით და ვენეციის რესპუბლიკის მიერ ადრე დაკისრებული დავალებების წარმატებით შესრულებით. ამასთან, ვენეციელებმა თავიანთი აგენტების მეშვეობით შეიტყვეს ეგვიპტე-საფრანგეთის კონტაქტების შესახებ. გაჩნდა საფრთხე, რომ ისინი დაკარგავდნენ თავიანთ უფლებებს და პრივილეგიებს მამლუქთა სასულთნოსთან ვაჭრობაში და ამიტომ დააჩქარეს დომენიკო ტრევიზანის გამგზავრება ეგვიპტეში 1512 წლის 22 იანვარს. ზაკარია პაგანიმ ბელუნოდან, ტრევიზანის დელეგაციის წევრმა, აღწერა ტრევიზანის მოგზაურობა, რომლის ფრანგული თარგმანი, თენოს ნაშრომთან ერთად, ასევე ჩ. შეფერმა გამოსცა.
დომენიკო ტრევიზანმა ალექსანდრიას მიაღწია 17 აპრილს, 7 მაისს შევიდა კაიროში ვენეციელ ვაჭართა და საკუთარი ამალის – 50 მხედრის თანხლებით და დაბინავდა საუკეთესო უბანში, კაიროს ციტადელის (სადაც იყო სულთნის რეზიდენცია) მახლობლად. პირველ შეხვედრამდე, რომელიც ორშაბათს, 10 მაისს მოხდა, სულთანმა ტრევიზანს გაუგზავნა საკვები პროდუქტები და თავადაც მიიღო მისგან ძვირფასი ძღვენი.
იბნ იასის თანახმად, ხმა გავრცელდა, რომ ტრევიზანი კანსავჰ ალ-ღავრისთან მივიდა თხოვნით, რათა სულთანს გაეხსნა იერუსალიმის აღდგომის ეკლესია (კუმამა),1 რომელიც მან დააკეტვინა და რომლის მონახულებაც აუკრძალა ფრანკებს. მაგრამ ვენეციის ელჩის მისია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. მას ევალებოდა, აღედგინა ვენეცია-ეგვიპტის გაციებული ურთიერთობები, დაედო სავაჭრო ხელშეკრულება, გაებათილებინა ბრალ დება შაჰ ისმაილთან ვენეციის კავშირის თაობაზე და ეთხოვა სულთნისთვის, დაებრუნებინა ფრანცისკელი ბერები თავიანთ მონასტერში.
ტრევიზანს საიდუმლო დავალებაც ჰქონდა, მას სულთანთან უნდა განეხილა ვენეციის სურვილი, აღეკვეთა პორტუგალიელთა ნაოსნობა ინდოეთისკენ, რაც ზიანს აყენებდა ორივე მხარის საერთო ინტერესებს; იმ შემთხვევაში, თუ მამლუქთა სულთანი მოითხოვდა არტილერიის ხელოსნებს, ხომალდებს, ნიჩბებსა და სხვ., ვენეცია განიხილავდა ამ თხოვნას. მას უნდა დაერწმუნებინა ალ-ღავრი, მიეღო ოსმალთაგან დახმარება: არტილერია, ხე-ტყე, გემები და ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პორტუგალიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად და აეხსნა სულთნისთვის, რომ ვენეცია მხარს არ უჭერდა როდოსელთა მეკობრეობას.
ტრევიზანმა, რომელიც შვიდჯერ შეხვდა სულთანს, წარმატებით შეასრულა დაკისრებული მოვალეობები. მან დაარწმუნა სულთანი, რომ ვენეციას არ ჰქონდა კავშირი შაჰ-ისმაილთან და რომ შეუძლებელი იყო დაებრუნებინა გემები და ტყვეები ჰოსპიტალიერთაგან. კანსავჰ ალ-ღავრიმ მიიღო ეს რეალობა და დაკმაყოფილდა ვენეციელი ვაჭრების დაბრუნებით ეგვიპტის ბაზრებზე. სავაჭრო ურთიერთობები ვენეციასთან აღდგა, რითაც სულთანი, რომელსაც ესაჭიროებოდა ფული, კმაყოფილი დარჩა. დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, ვენეციამ შეინარჩუნა ყველა თავისი ადრინდელი პრივილეგია ეგვიპტესთან ვაჭრობაში და იკისრა, გამოეყო რამდენიმე გემი, რათა მეკობრეთაგან გაეწმინდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი წყლები.
ტრევიზანმა ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კანსავჰ ალ ღავრიზე, რომელთანაც გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საოცრად თბილი იყო. სულთანმა მას ხელი გაუწოდა, რაც, საერთოდ, უჩვეულო იყო და გადასცა ვენეციის დაპატიმრებული კონსული დამასკოდან პიეტრო ზენო. ტრევიზანის ემოცია იყო იმდენად დიდი, რომ ის მუხლებში ჩაუვარდა სულთანს და ემთხვია მის ხალათს.
ტრევიზანის ელჩობის შედეგებში მნიშვნელოვანია წმინდა ადგილების საკითხი. სულთანმა ნება მისცა იერუსალიმის ფრანცისკელ ბე რებს, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მონასტრებში, რაც მათ სწრაფად შეასრულეს. ვენეციელთა პილიგრიმების გალერებს ახლა უკვე შეეძლოთ განეახლებინათ თავიანთი მოგზაურობა წმინდა მიწაზე, და ხელახლა უნდა გახსნილიყო წმინდა საფლავის (აღდგომის) ეკლესია, რაზედაც სულთანმა საფრანგეთის ელჩს ადრე უარი უთხრა.
დომენიკო ტრევიზანმა 2 აგვისტოს დატოვა ეგვიპტე და, დამიეტას გავლით, 4 სექტემბერს მიაღწია კანდიას. ფრანცისკელებმა, ჩანს, იერუსალიმში დაბრუნების ნებართვა მიიღეს, არა უადრეს, ივლისის მიწურულისა და, არა უგვიანეს, აგვისტოს დამდეგისა. 15 აგვისტოს ფრანცისკელთა თემი უკვე მონაწილეობდა შარიათის სასამართლოს იმ დავაში, რომელიც ქართველებთან გოლგოთის გამო გაიმართა.
სეფიანთა ელჩობას წინ უსწრებდა მწვავე უთანხმოება მამლუქებსა და სეფიანებს შორის. მან კულმინაციას მიაღწია 1512 წლის ივნისის დამდეგს. 3 ივნისს სისის მამლუქმა გამგებელმა ეგვიპტის სულთანს გაუგზავნა 10 წითელდოლბანდიანი სეფიანი მეომრის თავი, რომლებიც აოხრებდნენ მის სამფლობელოს. კანსავჰ ალ-ღავრიმ ბრძანა, რომ თავები შუბებზე ჩამოეცვათ და გამოეფინათ კაიროს ქუჩებში, შემდეგ კი ისინი ჩამოკიდა კაიროს კარიბჭეებზე: ბაბ ალ-ფუთუჰზე და ბაბ ან-ნასრზე. ეს ამბავი არასასიამოვნო იყო შაჰ ისმაილისთვის. მან ეგვიპტეში გაგზავნა 100-კაციანი დელეგაცია, რომელსაც გააყოლა თავრიზში ორი წლის მანძილზე დაკავებული კანსავჰ ალ-ღავრის ელჩი, მამლუქი ამირა თამურ-ბეი.
სეფიანთა და ქართველთა მეფის ელჩები, ჩანს, გზად შეხვდნენ ერთმანეთს და ერთდროულად შევიდნენ კაიროში.1 მათი შეხვედრა, დაბინავება და თანხლება კანსავჰ ალ-ღავრიმ დაავალა მუჰთასიბ ზაინ ად-დინ ბარაქათ ბ. მუსას.
ზ. პაგანი2, რომელიც დომენიკო ტრევიზანს ახლდა კაიროში, მოგვითხრობს, რომ 25 ივნისს კაიროში შევიდა Gეორგიან-ად წოდებული ქრისტიანი ხალხის მეფის ელჩი 20-მდე მხედრის თანხლებით. ელჩს ეცვა მოოქროვილი ფარჩის ტანსაცმელი და ეხურა პატარა ქუდი, რომელიც გარეშემო სიასამურის ბეწვით იყო გაწყობილი.
2. ზ. პაგანის საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე. ის წერს, რომ `ქართველთა მეფის ელჩი და მისი მხლებლები მოვიდნენ შორეული ქვეყნიდან, რომელიც მდებარეობს სუფიების (სეფიანთა) სახელმწიფოს გადაღმა, ინდოეთის მხარეს, სამოცი დღის სავალზე~.
918 წლის 14 რაბი‘ II-ს/1512 წლის 29 ივნისს კანსავჰ ალ-ღავრიმ ჯერ მიიღო სპარსეთის მეფის ელჩი, რომელმაც სულთანს გადასცა შაჰის შეურაცხმყოფელი და უხეში წერილი, რამაც ის გააცოფა. ჰ. რაბის თანახმად, შაჰი კიცხავდა სულთანს სეფიანი მეომრების თავების კაიროს ქუჩებში გამოფენის გამო და დასცინოდა კიდეც იმის გამო, რომ არ შეეძლო შებრძოლებოდა მას. სეფიან თა ელჩობა კაიროში ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გაჩერდა და უკან დაბრუნდა კანსავჰ ალ-ღავრის ასევე შეურაცხმყოფელი პასუხით.
როგორც იბნ იასი, ისე ზ. პაგანი აღნიშნავენ, რომ 29 ივნისს, სწორედ იმავე დღეს, როცა სულთანი შეხვდა სპარსეთის ელჩს, მან მიიღო ქართველთა მეფის ელჩიც. იბნ იასი წერს, რომ ელჩმა სულთანს მიართვა „დიდძალი საჩუქარი, მათ შორის სიასამურის, ფოცხვერისა და ციყვის ბეწვები, შალის ქსოვილი და ამის გარდა, სხვა დიდძალი რამ“.
მამლუქებს განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდათ ბეწვეულისკენ. ზამთრის თვეებში ისინი იცვამდნენ სიასამურის, ყარყუმის, კვერნის, თახვისა და ნაცრისფერი ციყვის ბეწვებით გაწყობილ ტანსაცმელს. ბეწვით იყო დაფარული ის საპატიო ხალათები, რომლებითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ასაჩუქრებდნენ ხოლმე სხვადასხვა პირს; ციყვისა და თახვის ბეწვებით გაწყობილ მოსასხამებს ატარებდნენ მამლუქთა სასულთნოს თეოლოგებიც.1
ჩანს, ქართველმა ელჩმა კარგად იცოდა მამლუქთა სულთნის კარზე ბეწვეულზე დიდი მოთხოვნილება. ძვირფასი საჩუქარი სულთნის კეთილგანწყობის მოპოვების ხერხი იყო, თუმცა, მის მიერ მირთმეული ძღვენი ვერ შეედრებოდა ფინანსურად შეუდარებლად ძლიერი საფრანგეთისა და ვენეციის ელჩების ანდრე ლე როისა და, განსაკუთრებით, დომენიკო ტრევიზა ნის საჩუქრებს.2 ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ იბნ იასის ცნობა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ გვიჩვენებს, თუ როგორი ხელდამშვენებუ ლები მიდიოდნენ ქართველი ელჩები ეგვიპტის სულთნების კარზე.
2. ანდრე ლე როიმ სულთანს მიართვა ხელმწიფის შესაფერისი დიდძალი (ჰაფილა) საჩუქარი: მოოქროვილი მთის ბროლის ჭურჭელი, მაუდისა და ხავერდის ქსოვილი, ოქროქსოვილი აბრეშუმი, ოქროს მონეტები და სხვ. დომენიკო ტრევიზანის დიდძალი ძვირფასი საჩუქარი, რომელიც მიჰქონდა 100-მდე მტვირთავს, იყო: მთის ბროლის ჭურჭელი, 8 ოქროქსოვილის, 14 ხავერდისა და 26 ატლასის სამოსი, ორი დამასკური, აგრეთვე სხვა მრავალი აბრეშუმის ოქროქსოვილი, ალისფერი და მეწამული ქსოვილები, აგრეთვე სიასამურის, ყარყუმის და მრავალი ციყვის ბეწვი და 50 თავი პიაჩენცას ყველიც (მილანიდან 67 კმ-ზე მდებარე პიაჩენცაში დამზადებული ყველი დღესაც არის ამ ქალაქის სამზარეულოს ღირსშესანიშნაობა. ძღვენი სულთანმა სათითაოდ დაათვალიერა და გამოხატა თავისი სიამოვნება და კმაყოფილება სენიორიის (ვენეციის მთავრობის უმაღლესი ორგანოს) საჩუქრით.
იბნ იასი მოგვითხრობს, რომ 26 რაბი‘I-ს/11 ივლისს სულთანმა საპატიო ხალათი უბოძა საფრანგეთის მეფის ელჩს და გამგზავრების ნება დართო. იმავე დღეს მან წვეულება გამართა ქართველთა მეფის ელჩის პატივსაცემად, ციტადელის ძირში იპოდრომის წყალსაცავთან,1 მასაც უბოძა საპატიო ხალათი და ასევე ნება დართო გამგზავრებისა. მაგრამ სულთნის მასპინძლობა კაიროში ამით არ დასრულებულა. ის კიდევ ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. არაბი მემატიანის თანახმად, რაბი‘ II-ის თვის (16 ივნისი – 14 ივლისი) საოცარი ამბავი იყო ის, რომ კანსავჰ ალ-ღავრისთან შეიკრიბნენ 14-მდე ქვეყნის – მათ შორის ქართველთა – მეფის ელჩები და თითოეულს პირის პირ ჰქონდა შეხვედრა სულთანთან. 29 რაბი‘ II-ს/14 ივლისს, სამშაბათს, ელჩების პატივსაცემად, სულთანმა იპოდრომზე გამართა ცხენბურ თი, რომელსაც ესწრებოდა ყველა ელჩი.2 მისი დასრულების შემდეგ სულთა ნი ავიდა სასახლის ეზოში და დაესწრო ხარებისა და ყოჩების შერკინებას. მერე მან გამართა დიდებული ნადიმი, რომელსაც ესწრებოდნენ ხელმძღვანე ლი ამირები და ელჩები. შუადღის ლოცვის შემდეგ კი საღამომდე მამლუქებმა მოაწყვეს შეჯიბრი შუბებით ვარჯიშში (რაც შედიოდა ფურუსიას – სამხედრო და ფიზიკური მომზადების კომპლექსში), რითაც გაოცდნენ ელჩები.3 არაბი მემატიანე წერს, რომ „სასახლის ეზოში ეს იყო ღირსშესანიშნავი დღე“.
2. ჯერ კიდევ სულთანმა ან-ნასირ მუჰამედმა (1294-1295, 1299-1309, 1309-1340) დაამკვიდრა მამლუქთა კარის სავალდებულო რიტუალად ცხენბურთი, რომელიც ეწყობოდა კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს. მაგრამ კანსავჰ ალ-ღავრის დროს, ეს წესი ირღვეოდა და ცხენბურთი ეწყობოდა კვირაობითაც.
3. იბნ იასის ცნობები უაღრესად საინტერესოა მამლუქთა ეპოქის დიპლომატიური ეტიკეტის შესასწავლად. როგორც ვნახეთ, ეტიკეტი ითვალისწინებდა ელჩების მიღება-დაბინავებას, რასაც სულთნის ბრძანებით, მის მიერ დანიშნული მოხელე უზრუნველყოფდა. ასეთი
მოხელე დაინიშნა სპარსეთის და კახეთის ელჩების მიღების დროს. მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა ელჩი. დომენიკო ტრევიზანი და მისი ამალა განათავსეს საუკეთესო უბანში, ციტადელის (სადაც იყო სულთნის რეზიდენცია) ახლოს, ხოლო ანდრე ლე როი – მისგან 2 მილზე – ბევრად უარეს სახლში, საიდანაც გამოსვლა ერიდებოდა და ბევრი მისი თანმხლები დაბრუნდა ალექსანდრიაში. 1511 წელს სეფიანთა ელჩი კაიროში, ფაქტობრივად, იზოლირებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან. სად დააბინავეს ბეენა ჩოლოყაშვილი, უცნობია. სულთნის სამსახური უზრუნველყოფდა ელჩებს საკვები პროდუქტებით. სულთანი ღებულობდა ელჩებს ციტადელში, ზოგჯერ სასახლის ეზოში, სადაც შეხვდა ქართველთა ელჩს 1511 წელს. ელჩი სულთანს გადასცემდა თავისი ხელმწიფის წერილს და ზეპირ ინფორმაციას, როგორც წესი, მიართმევდა სულთანს საჩუქრებს და სულთანიც მას, იშვიათად, მის ზოგიერთ მხლებელსაც, ასაჩუქრებდა ძვირფასი საპატიო ხალათით. ხალათი ორჯერ მიიღო ბეენა ჩოლოყაშვილმა. ეტიკეტში შედიოდა, შესაძლოა, არა ყოველთვის, სულთნის ხალათის, ანდა მის წინაშე მიწის ან იატაკის კოცნა. ასე მოიქცნენ ანდრე ლე როი და მისი მხლებლები კანსავჰ ალ-ღავრისთან პირველ შეხვედრაზე და დომენიკო ტრევიზანი – კანსავჰ ალ-ღავრისთან ბოლო შეხვედრის დროს. სეფიანთა ელჩმა, რომელმაც 1512 წლის ივნისში სულთანს გადასცა შაჰის ცუდ ტონში დაწერილი წერილი, ამავე დროს მიართვა მას დიდძალი საჩუქარი და აკოცა მიწას მის წინაშე. ელჩების (მათ შორის ბეენა ჩოლოყაშვილის) პატივსაცემად იმართებოდა ნადიმი, ცხენბურთი და მამლუქთა სხვადასხვა სახის შეჯიბრი-ვარჯიში, რაც ფურუსიას შემადგენელ ნაწილი იყო. სულთანი უფლებას აძლევდა ელჩებს, გამგზავრებულიყვნენ სამშობლოში, ხოლო ქრისტიანებს, სურვილის შემთხვევაში, მოენახულებინათ თავიანთი სიწმინდეები სინას მთაზე და იერუსალიმში.
იბნ იასი, რომელიც აღწერს ქართველთა მეფის ელჩის მიღების დეტალებს, არაფერს ამბობს მის მიზნებზე. სამაგიეროდ, ზ. პაგანიმ დააფიქსირა კაიროში გავრცელებული ხმები: `ამტკიცებენ, რომ ისინი (ქართველები) მოვიდნენ, რათა ეთხოვათ გახსნა წმინდა საფლავის ეკლესიისა, რომელიც ორი წელი დახურული იყო და რომლის დროსაც მასში შესვლა არ შეეძლო არცერთ ქრისტიანს~.
თუ კაიროში გავრცელებული ხმები მართალი იყო, ქართველთა მეფის ელჩს, დომინიკო ტრევიზანის მსგავსად, საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა. ზემოთ აღინიშნა, რომ იბნ იასის ცნობით, აღდგომის ეკლესია დაიკეტა მხოლოდ ფრანკებისთვის, ზ. პაგანის თანახმად კი – ყველა ქრისტიანისთვის. ამ ქრისტიანთა შორის ქართველებიც იყვნენ და ქვემოთ ვნახავთ, რომ ქართველების, ისევე როგორც აღმოსავლეთის ქრისტიანების პილიგრიმობა აღდგომის ეკლესიაში, სულთნის ბრძანებით, 8 თვის შემდეგ აღდგა.
ზ. პაგანის ინფორმაცია ძვირფასია, მაგრამ – არასრული. ქართველ ელჩს კიდევ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი სათხოვარი ჰქონდა სულთანთან. Aმას იუწყება ჰიჯრის 918 წლის 1 ჯუმადა I-ს/1512 წლის 15 ივლისს გაცემული სულთნის ბრძანებულება, რომელიც ქართველი ელჩის შესახებ მოგვითხრობს. ა. ცელიკა მას ათარიღებს 710/1310 წლით, რაც გამორიცხულია, ვინაიდან მასში მოხსენიებულია სულთან კაით-ბეის (1468-1496) ბრძანებულებები და, რაც მთავარია, ელჩის სახელი – ბინა ბიქ (ბეგი) (სტრ. 19). 1512-1514 წლების სხვა არაბულ დოკუმენტებში, რომლებიც ქვემოთაა მოტანილი, ქართველი ელჩის სახელი უფრო სრულადაა: ბიინა ბიქ და ბიინა ბიქ იბნ შულუკა, ან შულაკა ბიქ.1 სახელი ბიინა იგივე ბეენაა, ხოლო იბნ შულუკა/შულაკა შეესაბამება ჩოლაყასშვილს (ასე ასახელებს ბეენა თავის გვარს). ამრიგად, ქართველთა მეფის ელჩია ბეენა ჩოლოყაშვილი, კახეთის მეფის ავგიორგის სახლთუხუცესი, რომელიც ჯვრის მამად გაიგზავნა იერუსალიმში და რომლის შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.2
ვფიქრობ, ქართველი ელჩი კაიროში მცირე ხნით დარჩა. ეს მცირე დროც კი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ შეეტყო ეგვიპტის მამლუქთა და კათოლიკური ევროპის გამწვავებული ურთიერთობის ამბავი და, რა თქმა უნდა, წმინდა მიწაზე შექმნილი ვითარებაც. შეიტყობდა ფრანცისკელ თა ორდენის ბერების – იმ დროს წმინდა მიწაზე ქართველთა მთავარი მეტოქე ების – დარბევა-დაპატიმრებისა და, რაც მთავარია, აღდგომის ეკლესიის და ხურვის ამბავსაც, რაც საშუალებას აღარ აძლევდა ქართველ პილიგრიმებს, იქ მო ელოცათ. აღდგომის ტაძრის დახურვა მტკივნეული იყო იმიტომაც, რომ იქ მდე ბარეობდა ქრისტიანთა უმთავრესი სიწმინდე – გოლგოთა, რომელზედაც ქარ თველებს ჰქონდათ პრეტენზია. საქართველოში ამ შემაშფოთებელ ინ ფორმაციას სწორედ ეს ელჩი ჩაიტანდა და გაავრცელებდა.
10 თვის შემდეგ, 1512 წლის ივნისში, კაიროს კვლავ ეწვია ქართველთა მეფის ელჩი, რომლის მიღებაც სულთნის კარზე, უეჭველად მიუთითებს იმაზე, რომ ის სულ სხვა პიროვნება იყო. ამჯერად ქართველი ელჩის მიზანს წარმოადგენდა შექმნილ ვითარებაში ქართული სამონასტრო თემის პოზიციების გაძლიერებაგანმტკიცება წმინდა ადგილებში. მაგრამ, მანამდე, წმინდა ადგილების დასახსნელად სრული ძალით ამოქმედდა ევროპული დიპლომატია.
* * *
კატალანის და საფრანგეთის კონსულმა ალექსანდრიაში ფილიპ დე პერეტზმა (Pჰილიპპე დე Pერეტზ), რომელმაც კარგად იცოდა არაბული და თურქული და თარჯიმნის გარეშე პირისპირ ხვდებოდა ხოლმე კანსავჰ ალ-ღავრის, დაარწმუნა სულთანი, რომ ერთადერთი მონარქი ევროპაში, რომელსაც შეეძლო დახმარება აღმოეჩინა მისთვის, იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII (1498-1515).1 კანსავჰ ალ-ღავრიმ ელჩი გაგზავნა საფრანგეთის მეფესთან, რათა მას ეშუამავლა როდოსის ჰოსპიტალიერებთან და სანაცვლოდ შესთავაზა ეგვიპტისა და სირიის პორტებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საფრანგეთის ვაჭრებისთვის, აღდგომის ეკლესიის გახსნა და წმინდა მიწის მონახულების ნებართვა დასავლეთის პილიგრიმთათვის. ლუი XII-მ ეგვიპტის სულთნის წინადადებაში დაინახა იმის შესაძლებლობა, რომ დაებრუნებინა უწინდელი რელიგიური როლი, რომელსაც საფრანგეთი თამაშობდა ჯვაროსნული ომების დროს წმინდა მიწაზე და ჩამოერთმია ვენეციისა და გენუისათვის დასავლეთის ქრისტიანთა დაცვის უფლება. სულთნის წინა დადებების განსახილველად ლუი XII-მ კანსავჰ ალ-ღავრისთან ელჩად გაგზავნა თავისი ყოფილი მდივანი ანდრე ლე როი, რომელსაც თან ახლდა ჟან თენო – ანგულემის (დასავლეთი საფრანგეთი) ფრანცისკელთა მონასტრის მცველი, ანგულემის ჰერცოგის – შარლ დე ვალუას მეუღლის, ლუიზა სავოიელისა და მისი ვაჟის, ჰერცოგ ფრანსუა ანგულემელის, შემდეგში საფრანგეთის მეფის – ფრანსუა I-ის (1515-1547) პროტეჟე. სწორედ თენომ დაგვიტოვა ნაშრომი ეგვიპტეში, სინასა და პალესტინაში მოგზაურობის შესახებ, რომელიც გამოიცა პარიზში 1525-1530 წლებში. მისი მეცნიერული გამოცემა განახორციელა ჩ. შეფერმა 1884 წელს.
შენიშვნა
1. ამას, საფრანგეთის სიძლიერის გარდა, განაპირობებდა ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ საფრანგეთის კარდინალი, მინისტრი და პირველი მრჩეველი ჟორჟ დ’ამბუაზი (გარდ. 25.V.1510) იყო ჰოსპიტალიერთა ორდენის დიდი მაგისტრის – ემერი დ’ამბუაზის (1503-1512) ძმა. მეფეს შეეძლო გავლენა მოეხდინა ჰოსპიტალიერებზე, რათა მათ დაებრუნებინათ აიასის ყურეში დაკავებული ეგვიპტური გემები და შეეწყვიტათ მეკობრეობა ზღვაზე მამლუქთა წინააღმდეგ.ჟ. თენოს თანახმად, 29 თებერვალს ანდრე ლე როი ალექსანდრიაში იყო, 25 მარტს – კაიროში 50 მხლებელთან ერთად, ხოლო 28 მარტს, ორშაბათს1 იგი პირ ველად მიიღო სულთანმა. კანსავჰ ალ-ღავრიმ ანდრე ლე როის დაავალა როდოსზე გამგზავრება ეგვიპტელთა გემებისა და ტყვეების დასაბრუნებლად, მაგრამ ელჩი უკან უშედეგოდ დაბრუნდა. ამის გამო სულთანს იმედები გაუცრუვდა ლუი XII-ის მიმართ. მიუხედავად ამისა, სულთანი მაინც კარგად ეპყრობოდა საფრანგეთის ელჩს, რომელმაც კონსულ ფილიპ დე პერეტზის დახმარებით შეძლო განეახლებინა ზოგიერთი სავაჭრო და საეკლესიო გარანტიები და პრივილეგიები, რომლებიც კანსავჰ ალ-ღავრიმ უბოძა ფრანგებსა და კატალონელებს 1507 წლის 23 აგვისტოს. ლუი XII-ს სურდა ესარგებლა ანდრე ლე როის კაიროში ყოფნით და თენო იერუსალიმში გაეგზავნა წმინდა ადგილების მოსანახულებლად. მართლაც, ივლისის მიწურულს თენო გაემგზავრა იერუსალიმს და შევიდა წმინდა ქალაქში აგვისტოს მესამე მდეკადის დამდეგს. ანგულემის ჰერცოგს, თავის მხრივ, უნდოდა, რომ თენო წასულიყო სპარსეთში, რათა შეეგროვებინა ზუსტი ინფორმაცია სეფიანთა შესახებ. საერთოდ, სპარსელთა დაპყრობითი ომები ქრისტიანი მონარქების ყურადღებას იქცევდა და ისინი სპარსელებში ხედავდნენ ოსმალთა მეტოქეს. თენოს სპარსეთიდან ინდოეთში გამგზავრებაც ევალებოდა, მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს ვეღარ მოახერხა.
შენიშვნა
1. სინამდვილეში ორშაბათი იყო 29 მარტი და ამ თარიღს ასახელებს იბნ იასი.როდესაც ცნობილი გახდა ვენეციელი კონსულებისა და ვაჭრების დაპატიმრების ამბავი, ვენეციის დოჟმა და სენატმა 1511 წლის 20 ივნისს პროტესტის წერილი გაუგზავნეს ეგვიპტის სულთანს, ხოლო 17 ნოემბერს ეგვიპტეში გასაგზავნად შეარჩიეს ელჩი დომენიკო ტრევიზანი, სენატორი, რომელმაც თავი გამოიჩინა პოლიტიკური მოქნილობით და ვენეციის რესპუბლიკის მიერ ადრე დაკისრებული დავალებების წარმატებით შესრულებით. ამასთან, ვენეციელებმა თავიანთი აგენტების მეშვეობით შეიტყვეს ეგვიპტე-საფრანგეთის კონტაქტების შესახებ. გაჩნდა საფრთხე, რომ ისინი დაკარგავდნენ თავიანთ უფლებებს და პრივილეგიებს მამლუქთა სასულთნოსთან ვაჭრობაში და ამიტომ დააჩქარეს დომენიკო ტრევიზანის გამგზავრება ეგვიპტეში 1512 წლის 22 იანვარს. ზაკარია პაგანიმ ბელუნოდან, ტრევიზანის დელეგაციის წევრმა, აღწერა ტრევიზანის მოგზაურობა, რომლის ფრანგული თარგმანი, თენოს ნაშრომთან ერთად, ასევე ჩ. შეფერმა გამოსცა.
დომენიკო ტრევიზანმა ალექსანდრიას მიაღწია 17 აპრილს, 7 მაისს შევიდა კაიროში ვენეციელ ვაჭართა და საკუთარი ამალის – 50 მხედრის თანხლებით და დაბინავდა საუკეთესო უბანში, კაიროს ციტადელის (სადაც იყო სულთნის რეზიდენცია) მახლობლად. პირველ შეხვედრამდე, რომელიც ორშაბათს, 10 მაისს მოხდა, სულთანმა ტრევიზანს გაუგზავნა საკვები პროდუქტები და თავადაც მიიღო მისგან ძვირფასი ძღვენი.
იბნ იასის თანახმად, ხმა გავრცელდა, რომ ტრევიზანი კანსავჰ ალ-ღავრისთან მივიდა თხოვნით, რათა სულთანს გაეხსნა იერუსალიმის აღდგომის ეკლესია (კუმამა),1 რომელიც მან დააკეტვინა და რომლის მონახულებაც აუკრძალა ფრანკებს. მაგრამ ვენეციის ელჩის მისია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა. მას ევალებოდა, აღედგინა ვენეცია-ეგვიპტის გაციებული ურთიერთობები, დაედო სავაჭრო ხელშეკრულება, გაებათილებინა ბრალ დება შაჰ ისმაილთან ვენეციის კავშირის თაობაზე და ეთხოვა სულთნისთვის, დაებრუნებინა ფრანცისკელი ბერები თავიანთ მონასტერში.
შენიშვნა
1. აღდგომა არაბულად არის კიამა. მაგრამ არაბები და, სერთოდ, მუსლიმები, აღდგომის ეკლესიას დამამცირებელ სახელს – კუმამას („ნაგავი“) უწოდებდნენ.ტრევიზანს საიდუმლო დავალებაც ჰქონდა, მას სულთანთან უნდა განეხილა ვენეციის სურვილი, აღეკვეთა პორტუგალიელთა ნაოსნობა ინდოეთისკენ, რაც ზიანს აყენებდა ორივე მხარის საერთო ინტერესებს; იმ შემთხვევაში, თუ მამლუქთა სულთანი მოითხოვდა არტილერიის ხელოსნებს, ხომალდებს, ნიჩბებსა და სხვ., ვენეცია განიხილავდა ამ თხოვნას. მას უნდა დაერწმუნებინა ალ-ღავრი, მიეღო ოსმალთაგან დახმარება: არტილერია, ხე-ტყე, გემები და ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო პორტუგალიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად და აეხსნა სულთნისთვის, რომ ვენეცია მხარს არ უჭერდა როდოსელთა მეკობრეობას.
ტრევიზანმა, რომელიც შვიდჯერ შეხვდა სულთანს, წარმატებით შეასრულა დაკისრებული მოვალეობები. მან დაარწმუნა სულთანი, რომ ვენეციას არ ჰქონდა კავშირი შაჰ-ისმაილთან და რომ შეუძლებელი იყო დაებრუნებინა გემები და ტყვეები ჰოსპიტალიერთაგან. კანსავჰ ალ-ღავრიმ მიიღო ეს რეალობა და დაკმაყოფილდა ვენეციელი ვაჭრების დაბრუნებით ეგვიპტის ბაზრებზე. სავაჭრო ურთიერთობები ვენეციასთან აღდგა, რითაც სულთანი, რომელსაც ესაჭიროებოდა ფული, კმაყოფილი დარჩა. დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც, ვენეციამ შეინარჩუნა ყველა თავისი ადრინდელი პრივილეგია ეგვიპტესთან ვაჭრობაში და იკისრა, გამოეყო რამდენიმე გემი, რათა მეკობრეთაგან გაეწმინდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი წყლები.
ტრევიზანმა ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კანსავჰ ალ ღავრიზე, რომელთანაც გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საოცრად თბილი იყო. სულთანმა მას ხელი გაუწოდა, რაც, საერთოდ, უჩვეულო იყო და გადასცა ვენეციის დაპატიმრებული კონსული დამასკოდან პიეტრო ზენო. ტრევიზანის ემოცია იყო იმდენად დიდი, რომ ის მუხლებში ჩაუვარდა სულთანს და ემთხვია მის ხალათს.
ტრევიზანის ელჩობის შედეგებში მნიშვნელოვანია წმინდა ადგილების საკითხი. სულთანმა ნება მისცა იერუსალიმის ფრანცისკელ ბე რებს, დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მონასტრებში, რაც მათ სწრაფად შეასრულეს. ვენეციელთა პილიგრიმების გალერებს ახლა უკვე შეეძლოთ განეახლებინათ თავიანთი მოგზაურობა წმინდა მიწაზე, და ხელახლა უნდა გახსნილიყო წმინდა საფლავის (აღდგომის) ეკლესია, რაზედაც სულთანმა საფრანგეთის ელჩს ადრე უარი უთხრა.
დომენიკო ტრევიზანმა 2 აგვისტოს დატოვა ეგვიპტე და, დამიეტას გავლით, 4 სექტემბერს მიაღწია კანდიას. ფრანცისკელებმა, ჩანს, იერუსალიმში დაბრუნების ნებართვა მიიღეს, არა უადრეს, ივლისის მიწურულისა და, არა უგვიანეს, აგვისტოს დამდეგისა. 15 აგვისტოს ფრანცისკელთა თემი უკვე მონაწილეობდა შარიათის სასამართლოს იმ დავაში, რომელიც ქართველებთან გოლგოთის გამო გაიმართა.
* * *
1512 წლის ივნისის თვეში, იმ დროს, როდესაც კაიროში იმყოფებოდნენ საფრანგეთისა და ვენეციის ელჩები, სულთანს აცნობეს, რომ მის კარზე მოდიოდნენ სეფიანთა და ქართველთა მეფის (მალიქ) ელჩები.სეფიანთა ელჩობას წინ უსწრებდა მწვავე უთანხმოება მამლუქებსა და სეფიანებს შორის. მან კულმინაციას მიაღწია 1512 წლის ივნისის დამდეგს. 3 ივნისს სისის მამლუქმა გამგებელმა ეგვიპტის სულთანს გაუგზავნა 10 წითელდოლბანდიანი სეფიანი მეომრის თავი, რომლებიც აოხრებდნენ მის სამფლობელოს. კანსავჰ ალ-ღავრიმ ბრძანა, რომ თავები შუბებზე ჩამოეცვათ და გამოეფინათ კაიროს ქუჩებში, შემდეგ კი ისინი ჩამოკიდა კაიროს კარიბჭეებზე: ბაბ ალ-ფუთუჰზე და ბაბ ან-ნასრზე. ეს ამბავი არასასიამოვნო იყო შაჰ ისმაილისთვის. მან ეგვიპტეში გაგზავნა 100-კაციანი დელეგაცია, რომელსაც გააყოლა თავრიზში ორი წლის მანძილზე დაკავებული კანსავჰ ალ-ღავრის ელჩი, მამლუქი ამირა თამურ-ბეი.
სეფიანთა და ქართველთა მეფის ელჩები, ჩანს, გზად შეხვდნენ ერთმანეთს და ერთდროულად შევიდნენ კაიროში.1 მათი შეხვედრა, დაბინავება და თანხლება კანსავჰ ალ-ღავრიმ დაავალა მუჰთასიბ ზაინ ად-დინ ბარაქათ ბ. მუსას.
ზ. პაგანი2, რომელიც დომენიკო ტრევიზანს ახლდა კაიროში, მოგვითხრობს, რომ 25 ივნისს კაიროში შევიდა Gეორგიან-ად წოდებული ქრისტიანი ხალხის მეფის ელჩი 20-მდე მხედრის თანხლებით. ელჩს ეცვა მოოქროვილი ფარჩის ტანსაცმელი და ეხურა პატარა ქუდი, რომელიც გარეშემო სიასამურის ბეწვით იყო გაწყობილი.
შენიშვნები
1. დ. გოჩოლეიშვილი წერს: „სათანადო კონტექსტიდან ჩანს, რომ „საქართველოს მეფის“ ელჩი მივლინებული იყო სეფიანთა ირანის შაჰთან, იქიდან კი, შაჰის ელჩთან ერთად, მამლუქ სულტანს წარუდგა“. შემდეგ ის აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, იბნ იასის ცნობაში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტული დავალებით იყო წარგზავნილი ეს ელჩი ეგვიპტეში, თუმცა ზოგადად ცხადია, რომ მისი იქ ყოფნა მახლობელი აღმოსავლეთის არსებული იმჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იყო განპირობებული. ამასთანავე ნათელია, რომ ამ ცნობით კონკრეტულად ფიქსირდება და დასტურდება გარკვეული კავშირი საქართველოს, სეფიანთა ირანსა და მამლუქთა ეგვიპტეს შორის“. ეს მაშინ, როცა არაბი მემატიანის თხზულება არ იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ ამ ორ ელჩობას შორის რაიმე კავშირი არსებობდა. და ბოლოს, მკვლევარი ფიქრობს, რომ ქართველთა მალიქში იგულისხმება სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი მზეჭაბუკი (გვ. 56), რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. არაბული ტექსტის თარგმანში არის სხვა, არაერთი უზუსტობაც, რომლებზეც ყურადღებას აღარ გავამახვილებ.2. ზ. პაგანის საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე. ის წერს, რომ `ქართველთა მეფის ელჩი და მისი მხლებლები მოვიდნენ შორეული ქვეყნიდან, რომელიც მდებარეობს სუფიების (სეფიანთა) სახელმწიფოს გადაღმა, ინდოეთის მხარეს, სამოცი დღის სავალზე~.
918 წლის 14 რაბი‘ II-ს/1512 წლის 29 ივნისს კანსავჰ ალ-ღავრიმ ჯერ მიიღო სპარსეთის მეფის ელჩი, რომელმაც სულთანს გადასცა შაჰის შეურაცხმყოფელი და უხეში წერილი, რამაც ის გააცოფა. ჰ. რაბის თანახმად, შაჰი კიცხავდა სულთანს სეფიანი მეომრების თავების კაიროს ქუჩებში გამოფენის გამო და დასცინოდა კიდეც იმის გამო, რომ არ შეეძლო შებრძოლებოდა მას. სეფიან თა ელჩობა კაიროში ერთ თვეზე ნაკლებ ხანს გაჩერდა და უკან დაბრუნდა კანსავჰ ალ-ღავრის ასევე შეურაცხმყოფელი პასუხით.
როგორც იბნ იასი, ისე ზ. პაგანი აღნიშნავენ, რომ 29 ივნისს, სწორედ იმავე დღეს, როცა სულთანი შეხვდა სპარსეთის ელჩს, მან მიიღო ქართველთა მეფის ელჩიც. იბნ იასი წერს, რომ ელჩმა სულთანს მიართვა „დიდძალი საჩუქარი, მათ შორის სიასამურის, ფოცხვერისა და ციყვის ბეწვები, შალის ქსოვილი და ამის გარდა, სხვა დიდძალი რამ“.
მამლუქებს განსაკუთრებული მიდრეკილება ჰქონდათ ბეწვეულისკენ. ზამთრის თვეებში ისინი იცვამდნენ სიასამურის, ყარყუმის, კვერნის, თახვისა და ნაცრისფერი ციყვის ბეწვებით გაწყობილ ტანსაცმელს. ბეწვით იყო დაფარული ის საპატიო ხალათები, რომლებითაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ასაჩუქრებდნენ ხოლმე სხვადასხვა პირს; ციყვისა და თახვის ბეწვებით გაწყობილ მოსასხამებს ატარებდნენ მამლუქთა სასულთნოს თეოლოგებიც.1
ჩანს, ქართველმა ელჩმა კარგად იცოდა მამლუქთა სულთნის კარზე ბეწვეულზე დიდი მოთხოვნილება. ძვირფასი საჩუქარი სულთნის კეთილგანწყობის მოპოვების ხერხი იყო, თუმცა, მის მიერ მირთმეული ძღვენი ვერ შეედრებოდა ფინანსურად შეუდარებლად ძლიერი საფრანგეთისა და ვენეციის ელჩების ანდრე ლე როისა და, განსაკუთრებით, დომენიკო ტრევიზა ნის საჩუქრებს.2 ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ იბნ იასის ცნობა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ გვიჩვენებს, თუ როგორი ხელდამშვენებუ ლები მიდიოდნენ ქართველი ელჩები ეგვიპტის სულთნების კარზე.
შენიშვნები
1. ე. აშტორი წერს, რომ მამლუქი გამგებლები, რომლებიც დიდად იყვნენ დაინტერესებულნი ბეწვეულით, დაბალი ბაჟების დაწესებით ხელს უწყობდნენ მის იმპორტს. ის აღნიშნავს, რომ მამლუქები, თვით სულთანიც კი, ხშირად ძალით, უფულოდ ართმევდნენ იტალიელ ვაჭრებს ბეწვეულს.2. ანდრე ლე როიმ სულთანს მიართვა ხელმწიფის შესაფერისი დიდძალი (ჰაფილა) საჩუქარი: მოოქროვილი მთის ბროლის ჭურჭელი, მაუდისა და ხავერდის ქსოვილი, ოქროქსოვილი აბრეშუმი, ოქროს მონეტები და სხვ. დომენიკო ტრევიზანის დიდძალი ძვირფასი საჩუქარი, რომელიც მიჰქონდა 100-მდე მტვირთავს, იყო: მთის ბროლის ჭურჭელი, 8 ოქროქსოვილის, 14 ხავერდისა და 26 ატლასის სამოსი, ორი დამასკური, აგრეთვე სხვა მრავალი აბრეშუმის ოქროქსოვილი, ალისფერი და მეწამული ქსოვილები, აგრეთვე სიასამურის, ყარყუმის და მრავალი ციყვის ბეწვი და 50 თავი პიაჩენცას ყველიც (მილანიდან 67 კმ-ზე მდებარე პიაჩენცაში დამზადებული ყველი დღესაც არის ამ ქალაქის სამზარეულოს ღირსშესანიშნაობა. ძღვენი სულთანმა სათითაოდ დაათვალიერა და გამოხატა თავისი სიამოვნება და კმაყოფილება სენიორიის (ვენეციის მთავრობის უმაღლესი ორგანოს) საჩუქრით.
იბნ იასი მოგვითხრობს, რომ 26 რაბი‘I-ს/11 ივლისს სულთანმა საპატიო ხალათი უბოძა საფრანგეთის მეფის ელჩს და გამგზავრების ნება დართო. იმავე დღეს მან წვეულება გამართა ქართველთა მეფის ელჩის პატივსაცემად, ციტადელის ძირში იპოდრომის წყალსაცავთან,1 მასაც უბოძა საპატიო ხალათი და ასევე ნება დართო გამგზავრებისა. მაგრამ სულთნის მასპინძლობა კაიროში ამით არ დასრულებულა. ის კიდევ ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. არაბი მემატიანის თანახმად, რაბი‘ II-ის თვის (16 ივნისი – 14 ივლისი) საოცარი ამბავი იყო ის, რომ კანსავჰ ალ-ღავრისთან შეიკრიბნენ 14-მდე ქვეყნის – მათ შორის ქართველთა – მეფის ელჩები და თითოეულს პირის პირ ჰქონდა შეხვედრა სულთანთან. 29 რაბი‘ II-ს/14 ივლისს, სამშაბათს, ელჩების პატივსაცემად, სულთანმა იპოდრომზე გამართა ცხენბურ თი, რომელსაც ესწრებოდა ყველა ელჩი.2 მისი დასრულების შემდეგ სულთა ნი ავიდა სასახლის ეზოში და დაესწრო ხარებისა და ყოჩების შერკინებას. მერე მან გამართა დიდებული ნადიმი, რომელსაც ესწრებოდნენ ხელმძღვანე ლი ამირები და ელჩები. შუადღის ლოცვის შემდეგ კი საღამომდე მამლუქებმა მოაწყვეს შეჯიბრი შუბებით ვარჯიშში (რაც შედიოდა ფურუსიას – სამხედრო და ფიზიკური მომზადების კომპლექსში), რითაც გაოცდნენ ელჩები.3 არაბი მემატიანე წერს, რომ „სასახლის ეზოში ეს იყო ღირსშესანიშნავი დღე“.
შენიშვნები
1. ჩერქეზული წარმოშობის მამლუქი სულთნებიდან კანსავჰ ალ-ღავრი იყო პირველი, ვინც ააგო იპოდრომი ციტადელის ძირში. ის გარშემორტყმული იყო მაღალი კედლით. მის მარცხენა მხარეზე იყო დიდებული სასახლე, ტერასა (მანზარა) და წყალსაცავი (ბაჰრა).2. ჯერ კიდევ სულთანმა ან-ნასირ მუჰამედმა (1294-1295, 1299-1309, 1309-1340) დაამკვიდრა მამლუქთა კარის სავალდებულო რიტუალად ცხენბურთი, რომელიც ეწყობოდა კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს. მაგრამ კანსავჰ ალ-ღავრის დროს, ეს წესი ირღვეოდა და ცხენბურთი ეწყობოდა კვირაობითაც.
3. იბნ იასის ცნობები უაღრესად საინტერესოა მამლუქთა ეპოქის დიპლომატიური ეტიკეტის შესასწავლად. როგორც ვნახეთ, ეტიკეტი ითვალისწინებდა ელჩების მიღება-დაბინავებას, რასაც სულთნის ბრძანებით, მის მიერ დანიშნული მოხელე უზრუნველყოფდა. ასეთი
მოხელე დაინიშნა სპარსეთის და კახეთის ელჩების მიღების დროს. მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა ელჩი. დომენიკო ტრევიზანი და მისი ამალა განათავსეს საუკეთესო უბანში, ციტადელის (სადაც იყო სულთნის რეზიდენცია) ახლოს, ხოლო ანდრე ლე როი – მისგან 2 მილზე – ბევრად უარეს სახლში, საიდანაც გამოსვლა ერიდებოდა და ბევრი მისი თანმხლები დაბრუნდა ალექსანდრიაში. 1511 წელს სეფიანთა ელჩი კაიროში, ფაქტობრივად, იზოლირებული იყო ადგილობრივი მოსახლეობისგან. სად დააბინავეს ბეენა ჩოლოყაშვილი, უცნობია. სულთნის სამსახური უზრუნველყოფდა ელჩებს საკვები პროდუქტებით. სულთანი ღებულობდა ელჩებს ციტადელში, ზოგჯერ სასახლის ეზოში, სადაც შეხვდა ქართველთა ელჩს 1511 წელს. ელჩი სულთანს გადასცემდა თავისი ხელმწიფის წერილს და ზეპირ ინფორმაციას, როგორც წესი, მიართმევდა სულთანს საჩუქრებს და სულთანიც მას, იშვიათად, მის ზოგიერთ მხლებელსაც, ასაჩუქრებდა ძვირფასი საპატიო ხალათით. ხალათი ორჯერ მიიღო ბეენა ჩოლოყაშვილმა. ეტიკეტში შედიოდა, შესაძლოა, არა ყოველთვის, სულთნის ხალათის, ანდა მის წინაშე მიწის ან იატაკის კოცნა. ასე მოიქცნენ ანდრე ლე როი და მისი მხლებლები კანსავჰ ალ-ღავრისთან პირველ შეხვედრაზე და დომენიკო ტრევიზანი – კანსავჰ ალ-ღავრისთან ბოლო შეხვედრის დროს. სეფიანთა ელჩმა, რომელმაც 1512 წლის ივნისში სულთანს გადასცა შაჰის ცუდ ტონში დაწერილი წერილი, ამავე დროს მიართვა მას დიდძალი საჩუქარი და აკოცა მიწას მის წინაშე. ელჩების (მათ შორის ბეენა ჩოლოყაშვილის) პატივსაცემად იმართებოდა ნადიმი, ცხენბურთი და მამლუქთა სხვადასხვა სახის შეჯიბრი-ვარჯიში, რაც ფურუსიას შემადგენელ ნაწილი იყო. სულთანი უფლებას აძლევდა ელჩებს, გამგზავრებულიყვნენ სამშობლოში, ხოლო ქრისტიანებს, სურვილის შემთხვევაში, მოენახულებინათ თავიანთი სიწმინდეები სინას მთაზე და იერუსალიმში.
იბნ იასი, რომელიც აღწერს ქართველთა მეფის ელჩის მიღების დეტალებს, არაფერს ამბობს მის მიზნებზე. სამაგიეროდ, ზ. პაგანიმ დააფიქსირა კაიროში გავრცელებული ხმები: `ამტკიცებენ, რომ ისინი (ქართველები) მოვიდნენ, რათა ეთხოვათ გახსნა წმინდა საფლავის ეკლესიისა, რომელიც ორი წელი დახურული იყო და რომლის დროსაც მასში შესვლა არ შეეძლო არცერთ ქრისტიანს~.
თუ კაიროში გავრცელებული ხმები მართალი იყო, ქართველთა მეფის ელჩს, დომინიკო ტრევიზანის მსგავსად, საკმაოდ მნიშვნელოვანი დავალება ჰქონდა. ზემოთ აღინიშნა, რომ იბნ იასის ცნობით, აღდგომის ეკლესია დაიკეტა მხოლოდ ფრანკებისთვის, ზ. პაგანის თანახმად კი – ყველა ქრისტიანისთვის. ამ ქრისტიანთა შორის ქართველებიც იყვნენ და ქვემოთ ვნახავთ, რომ ქართველების, ისევე როგორც აღმოსავლეთის ქრისტიანების პილიგრიმობა აღდგომის ეკლესიაში, სულთნის ბრძანებით, 8 თვის შემდეგ აღდგა.
ზ. პაგანის ინფორმაცია ძვირფასია, მაგრამ – არასრული. ქართველ ელჩს კიდევ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი სათხოვარი ჰქონდა სულთანთან. Aმას იუწყება ჰიჯრის 918 წლის 1 ჯუმადა I-ს/1512 წლის 15 ივლისს გაცემული სულთნის ბრძანებულება, რომელიც ქართველი ელჩის შესახებ მოგვითხრობს. ა. ცელიკა მას ათარიღებს 710/1310 წლით, რაც გამორიცხულია, ვინაიდან მასში მოხსენიებულია სულთან კაით-ბეის (1468-1496) ბრძანებულებები და, რაც მთავარია, ელჩის სახელი – ბინა ბიქ (ბეგი) (სტრ. 19). 1512-1514 წლების სხვა არაბულ დოკუმენტებში, რომლებიც ქვემოთაა მოტანილი, ქართველი ელჩის სახელი უფრო სრულადაა: ბიინა ბიქ და ბიინა ბიქ იბნ შულუკა, ან შულაკა ბიქ.1 სახელი ბიინა იგივე ბეენაა, ხოლო იბნ შულუკა/შულაკა შეესაბამება ჩოლაყასშვილს (ასე ასახელებს ბეენა თავის გვარს). ამრიგად, ქართველთა მეფის ელჩია ბეენა ჩოლოყაშვილი, კახეთის მეფის ავგიორგის სახლთუხუცესი, რომელიც ჯვრის მამად გაიგზავნა იერუსალიმში და რომლის შესახებაც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი.2
შენიშვნები
1. ვინაიდან არაბულ ტექსტში დიაკრიტული ნიშნები არ არის, შესაძლებელია ორივე წაკითხვა. ქართულ „ჩინ“-ს, რომელიც არაბულში არ არის, ცვლის „შინ“.
2. ბეენა ჩოლოყაშვილი თავად წერს (იხ. შენ. 1), თუ როდის მიაღწია იერუსალიმს. ეს მოხდა 1512 წელს, სადაც ჩავიდა კაიროდან. ამდენად, წმინდა მიწაზე მისი მოღვაწეობა დაიწყო 1512 და არა 1511 წელს, როგორც ეს ზოგჯერ გვხვდება ქართველ მკვლევართა შრომებში.
1512 წლის 15 ივლისის ბრძანებულება არასრულია (სულ 53 სტრიქონი), აკლია საწყისი სტრიქონები. ნაკლული შესავალი ნაწილიდან მოულოდნელად ირკვევა, რომ ეგვიპტის სულთანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართველთა მეფესთან, რომლის ვინაობა არ იხსენიება და იგულისხმება კახეთის მეფე ავგიორგი. მეფეს სულთნისთვის თავისი ელჩის ბეენა ჩოლოყაშვილის (ბიინა ბიქ) ხელით გაუგზავნია წერილი, რომელშიც ახსენებდა მას, რომ – თანახმად წინამორბედი მამლუქი სულთნებისგან მიღებული სამეფო ბრძანებულებებისა, არ ყოფილა წესად, ვინმეს შეეწუხებინა ქართველთა მონასტერი (რომელშიც, უეჭველია, იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი იგულისხმება), მისი კუთვნილი ეკლესიები, მათი მიწები და ბაღები (სტრ. 2-3). – ხსენებული მონასტრის გამო, მეფის ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს არავინ აწუხებდა მეჩეთებში, სადაც ისინი ლოცულობდნენ და თაყვანს სცემდნენ ღმერთს (სტრ. 7), ხოლო მუსლიმთათვის დაიწერა ბრძანებულება, რომ არვის აეღო მათგან რაიმე უკანონოდ, არ შეეწუხებინათ ისინი და მთლიანად გაეთავისუფლებინათ გამოსაღებებისგან (სტრ. 8-10).
მიუხედავად ამისა, ატყობინებდა მეფე სულთანს, მაცნობეს, რომ წმინდა იერუსალიმში ამ მონასტრისა და მისი კუთვნილი ეკლესიების მცხოვრებთ აწუხებენო. ამის გამო ის სთხოვდა სულთანს, გამოეცა ბრძანება, რომ – ეზრუნათ მათზე, ვინც ცხოვრობდა მონასტერსა და მის კუთვნილ ეკლესიებში. – არავის შეეწუხებინა ისინი მათი მიწების, ბაღებისა და სამონასტრო ქონების (ავკაფ)1 გამო – შესაბამისად სულთნის ძველი ბრძანებულებისა, რომელიც მეფემ გამოატანა თავის ელჩს (სტრ. 14-17).

1. არაბ. ვაკფ, მრ. ავკაფ, მუსლიმური სამართლით, არის ქონება, რომელზედაც სახელმწიფო, ან კერძო პირი ამბობს უარს და გასცემს რელიგიური ანდა საქველმოქმედო მიზნებისთვის. ვაკფის გასხვისება არ შეიძლება. აქ და ქვემოთ ამ სიტყვას მე ვთარგმნი სამონასტრო ქონებად. შეწირულობები ეკლესია-მონასტრებისადმი იყო ის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა იერუსალიმში ბიზანტიელთა ბატონობის დროიდან. ქართველთა ეკლესია-მონასტრებისთვის ასეთი ქონება შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფოს და კერძო პირების შემოწირულობებიც. ვაკფის ერთი ადრეული მთავარი მუსლიმური სახელმძღვანელო დასაშვებად მიიჩნევს ქრისტიანის მიერ თავისი სახლის ან მიწის ვაკფად შეწირვას, თუ შემოსავალი მისგან გამოიყენებოდა იერუსალიმში რემონტისთვის, ლამპრებისთვის ზეთის საყიდლად და სხვ. ვაკუფებიდან მიღებულ შემოსავალს ქართული სამონასტრო თემის ხელმძღვანელობა იყენებდა ქართული სავანეების, ბერ-მონაზვნებისა და პილიგრიმების საჭიროებებისათვის.
მეფეს იმედი ჰქონდა და, როგორც ქვემოთ ვნახავთ, არცთუ უსაფუძვლოდ, რომ მის თხოვნას შეისმენდნენ და დააკმაყოფილებდნენ. მართლაც, კანსავჰ ალ-ღავრიმ ბრძანა, რომ იერუსალიმის მოსამართლეებისა და ისლამის საქმეთა გამგეთათვის გაეგზავნათ სულთნის ბრძანებულება (ალ-მარსუმ აშ-შარიფ), რათა მათ – ეზრუნათ ხსენებულ მონასტერზე და ქართველთა რელიგიური თემის კუთვნილ ეკლესიებზე, იქ მათ წარმომადგენლებზე და მათ სამონასტრო ქონებაზე (ავკაფ). პატივი ეცათ მათთვის და გაეწიათ მფარველობა (სტრ. 23-25); – ბადრაგებს (ალ-ხუფარა’) და უდაბნოთა მეთვალყურეებს (არბაბ ალიდრაქ) არ შეეწუხებინათ ქართველთა რელიგიური ჯგუფები და წმინდა მიწა ზე მოსული პილიგრიმები გზებზე, არ მიეყენებინათ მათთვის ვნება და ზიანი, არ შეექმნათ სიძნელეები და ძველი წესის თანახმად, არ დაეკისრებინათ მათთვის ერთი ზედმეტი დირჰამიც კი (სტრ. 27-30); – მოპყრობოდნენ მათ პატივისცემით და გაეწიათ მფარველობა, რომ არავის, მოსამართლეებსა და დანარჩენ ხალხს (ალ-ჯუნუს), არ შეეწუხებინა ქართველთა კუთვნილი ადგილები, მათი მონასტრები (სტრ. 31-32); – მოჰქცეოდნენ ყველაფერში, რაც უკავშირდებოდა მათ, იქნებოდა ეს წყალი და სხვა რამ, შესაბამისად არსებული წესისა, როგორც ეს იყო სულთან აშრაფ კაითბაის და წინამორბედ მეფეთა დროიდან – უკანასკნელ დღეებამდე (სტრ. 33-34).
ელჩს ებრძანა თავის მეფესთან დაბრუნება. სულთანი გამოთქვამდა სურვილს, რომ ქართველთა მეფეს გაეგრძელებინა მასთან სიყვარული და გულწრფელი მეგობრობა, ეცნობებინა თავისი ამბები, სიახლეები და მიზნები. წერილობითი პასუხი მეფესთან მან გაატანა ელჩს (სტრ. 43-45), რომელსაც აგრეთვე ნება დაერთო, იერუსალიმს მოსალოცად გამგზავრებულიყო. სულთანი ბრძანებდა, რომ ქართველთა ელჩს, რომელიც დახასიათებულია როგორც უაღრესად მორიდებული და ღირსეული ადამიანი (სტრ. 39), მოპყრობოდნენ შესაფერისი პატივისცემით (სტრ. 21).
მიუხედავად იმისა, რომ ბეენა ჩოლოყაშვილმა გამგზავრების ნებართვა მიიღო, ის ერთხანს კიდევ დარჩა კაიროში. 10 ჯუმადა I-ს, შაბათს/24 ივლისს სულთანმა მას კვლავ უბოძა საპატიო ხალათი და ხელახლა დართო ნება თავის ქვეყანაში გამგზავრებისა. მაგრამ სამშობლომდე წინ ჯერ იერუსალიმი იყო. ბეენა ჩოლოყაშვილმა თავისი დავალების ნაწილი წარმატებით გადაჭრა, მაგრამ ავგიორგის წერილი შეიცავდა სხვა თხოვნებსაც, რომლებიც ზემოგანხილულ ნაკლულ ბრძანებულებაში არ აისახა. იერუსალიმში მოსაგვარებელი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. ამას სხვა არაბული დოკუმენტი იუწყება. 11 ჯუმადა I-ს/1512 წლის 25 ივლისს სულთანმა გამოსცა ახალი ბრძანებულება, რომელიც გაეგზავნა იერუსალიმში მის ნა’იბს (ნაცვალს), ორი წმინდა ადგილის (კლდის გუმბათის, ანუ ას-სახრას და ალ-აკსას მეჩეთების) ზედამხედველს, ხებრონისა (არაბ. ალ-ხალილ) და ქრაქის გამგებელს – ამირა საიფ ად-დინ იუსუფ ალ-აშრაფის. შინაარსი ამ ბრძანებულებისა, რომელიც ცალკე ვერ მოვიპოვე, შეტანილია იერუსალიმის ფრანცისკელთა არქივში დაცულ 918 წლის 2 ჯუმადა II-ის/ ე.ი 1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტში (სულ 66 სტრიქონი).1 მასში შედის პრეამბულა (2-24) და სულთნის ბრძანებით ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე დაწერილი შარიათის სასამართლოს ოქმი (სტრ. 25-66).

1. აქ დოკუმენტის თარიღი არასწორადაა განსაზღვრული: არის 919 წლის 15 ჯუმადა II/1513 წლის 18 აგვისტო, 918 წლის 2 ჯუმადა II-ის/1512 წლის 15 აგვისტოს ნაცვლად.
მოკვლევა შედგა მას შემდეგ, რაც ბეენა ჩოლოყაშვილი იერუსალიმში ჩავიდა. დოკუმენტის პრეამბულაში წერია, რომ სულთნის კარზე მოვიდა `მისი უმაღლესობა, პატივცემული, საპატიო, პატივსაცემი, თავმდაბალი~ ქართველთა მეფის ელჩი. მან სულთანს გადასცა მეფის წერილი, რომელშიც იყო რამდენიმე თხოვნა, დასახელებული წინა დოკუმენტში – 1512 წლის 15 ივლისის ბრძანებულებაში. ფრანცისკელთა დოკუმენტში უკვე პირდაპირ აღნიშნულია, რომ ქართველთა ელჩის მიერ გადაცემულ წერილში იყო თხოვნა, რომ სულთანს გამოეცა `სამეფო ბრძანებულება ჯვრის მონასტერზე და მასში მცხოვრებ ჯამაათსა და მათ ეკლესიებზე ზრუნვის თაობაზე~ (სტრ. 7). დამატებით არის თხოვნა, რომ ქართველებს შეეკეთებინათ და აღედგინათ დანგრეული ეკლესია (სტრ. 8), რომლის სახელი არ იხსენიება. სულთანი უბრძანებდა თავის ნა’იბს (ნაცვალს), რომ – გამოეჩინა `სრული ზრუნვა ქართველთა ელჩზე~, მის ჯამაათზე და ამალა ზე, პატივი ეცა და მფარველობა გაეწია მათთვის, აღმოეფხვრა ის მიზეზები, რომელთაც მოჰქონდათ ვნება და ზიანი მათთვის, მათი მონასტრის, მისი ვაკუფების (სამონასტრო ქონების), მისი პილიგრიმებისა და ზვრებისთვის (სტრ. 19-20); – არავის ჰქონდა უფლება, შეეწუხებინა ისინი და მათ უნდა მოჰქცეოდნენ არსებული წესის თანახმად; ეკრძალებოდა ნებისმიერს მათი შეწუხება, მათთვის ვნების ან ზიანის მიყენება და სიძნელეების შექმნა, რაიმე სიახლის შემოტანა და შევიწროების განახლება (სტრ. 20-21). სულთანი თავის ნა’იბს ახსენებდა, რომ – ჭეშმარიტად, ჩვენს სამეფო სადგომსა და ხსენებულ ქართველთა მეფეს შორის არის სიყვარული და მიმოწერა, ხოლო მის ქვეყანაში მცხოვრები მუსლიმები სარგებლობენ უაღრესი პატივისცემით (სტრ. 21-22); – ამის გამო ჩვენც პატივს მივაგებთ ქართველებს. ისე, რომ ხსენებული მონასტერი, მისი სამონასტრო ქონება, ზვრები და რაც მას ეკუთვნის, უაღრესად დაცულია და იმყოფება ჩემი მფარველობის ქვეშ (სტრ. 22-23); – ჯამაათი, რომელიც მონასტერში ცხოვრობს, იქ მომსვლელები და მისი პილიგრიმები, ასევე არიან პატივგებულნი, მფარველობის ქვეშ; `მათ ექცევიან სრული კეთილგანწყობით. ისინი არიან ჩვენი სამეფო უდიდებულესობის მფარველობის ქვეშ~ (სტრ. 23). უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ეგვიპტის სულთანი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მუსლიმთა კარგ მდგომარეობას ქართველი მეფის სამფლობელოში, რაც შემთხვევითი არ იყო.
მიუხედავად ისლამურ აღმოსავლეთთან უწყვეტი სავაჭრო ურთიერთობებისა, იმდროინდელ კათოლიკურ ევროპაში ისლამისა და მუსლიმთა მიმართ მტრული განწყობა სუფევდა. ესპანეთში მუსლიმთა უკანასკნელი საყრდენის – გრენადას დაცემის (1492 წ.) შემდეგ, რელიგიური რჯულშემწყნარებლობა მალე შეცვალა მუსლიმთა დევნა-შევიწროებამ. 1502 წელს გრენადის მუსლიმებს შესთავაზეს მონათვლა ან გასახლება. მუსლიმთა განსხვავე ბული მდგომარეობა კახეთის სამეფოში იყო იმის საფუძველი, რომ მსგავსი პატივი მიეგოთ ქართველებისთვის პალესტინაში. ნაცვალგების პრინციპი უბიძგებდა სულთანს, შეესრულებინა ქართველი მეფის თხოვნა, რომლის განხორციელებაც სავალდებულო იყო სულთნის ქვეშევრდომთათვის: დაეცვა ქართველთა მონასტრები, მათი ქონება, მრევლი და პილიგრიმები. ბუტრუს აბუ მანე, ხაიფელი (ისრაელი) მკვლევარი, წერდა: `ეგვიპტის სულთანი, ისევე როგორც მისი წინამორბედები, პრეტენზიას აცხადებდნენ განსაკუთრებულ სტატუსზე მუსლიმ გამგებელთა შორის იმის გამო, რომ ისინი კონტროლს უწევდნენ მუსლიმთა ყველაზე წმინდა ადგილებს – მექასა და მედინას, პრაქტიკულად გამოდიოდნენ ყველა მუსლიმის მფარველად და ამდენად, დაინტერესებულნი უნდა ყოფილიყვნენ ქრისტიანულ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა ბედითაც. ქართველებმა, რომლებსაც კარგად ესმოდათ ეს და რომლებიც, თავის მხრივ, ატარებდნენ მუს ლიმთა მიმართ რჯულშემწყნარებლურ პოლიტიკას თავიანთ ქვეყანაში, გადაწყვიტეს ესარგებლათ ამით, რათა დაეცვათ საკუთარი თემი იერუსალიმ სა და პალესტინაში და გაეფართოებინათ მათი იმუნიტეტი~. რჯულშემწყნარებლური პოლიტიკა მუსლიმთა მიმართ, რომელიც დაამკვიდრა დავით IV აღმაშენებლმა 1122 წელს, მოქმედებდა მეფის მემკვიდრეების დროსაც. მისი შენარჩუნება, ჩანს, წარმოადგენდა აუცილებელ პირობას საქართველოს ყველა ქართველი მეფე-მთავრისთვის, რომლებიც დაინტერესე ბულნი იყვნენ ქართული სიწმინდეების მოვლა-პატრონობით წმინდა მიწაზე. საამისო მაგალითები საკმარისად გვაქვს. იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის მუსლიმთა ტყვეობიდან დახსნის ერთ-ერთი პირობა, რომელიც ეგვიპტის სულთანმა ან-ნასირ მუჰამედმა წაუყენა კონსტანტინე დავითის ძეს 1310 წელს, იყო ის, რომ `ეზრუნა მისი სამეფოს მიწებზე მცხოვრებ მუსლიმებზე, მფარველობა გაეწია მათთვის, დაეცვა ისინი ზიანისგან და დახმარებოდა მათ, შეესრულებინათ თავიანთი რელიგიური მოვალეობები~.
სულთანი ჯაკმაკი ქართველი მეფისადმი 844 წლის 1 რაბი’ II-ს/1440 წლის 30 აგვისტოს გაგზავნილ წერილში კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ `მუსლიმებს მის ქვეყანაში ჩვენი სამეფო მართლმსაჯულების [პატივისცემისა] და მისი [მეფის] ზრუნვის გამო, კარგად ეპყრობიან. მან აღმართა მინარეთები ისლამისა მათ საკრებულო მეჩეთებში, მეჩეთებსა და სამლოცველოებში~ (სტრ. 15-17). ბ. აბუ მანეს თანახმად, ეს მეფე, შესაძლოა, არის ალექსანდრე (1412-1443) და მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით, ჯაკმაკის წერილის არაბული ტექსტის გაცნობამ მიჩვენა, რომ ადრესატი, `ქურჯთა მეფე~, არის სამცხის ათაბაგი ივანე (სტრ. 4). კიდევ ერთ დოკუმენტში – ბრძანებულებაში, რომელიც სულთანმა ჯაკმაკმა 846 წლის 7 რაბი’ I-ს/1442 წლის 16 ივლისს გაუგზავნა ახალციხის ყველა მუსლიმს, ნათქვამია, რომ ახალციხის გამგებელი ივანე `დიდი პატივისცემით ეპყრობა მუსლიმებს, პატივს სცემს მათ მეჩეთებს და დიდ ყურადღებას აქცევს მათი რელიგიური წესების შესრულებას~ (სტრ.12-13). მუსლიმთა მიმართ რჯულშემწყნარებლური პოლიტიკა, ზემომოტანილი დოკუმენტებით, კახეთშიც დასტურდება.
1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტში მოხსენიებულ ბრძანებულებაში უაღრესად მნიშვნელოვანია სხვა საკითხებიც. მასში აღნიშნულია, რომ სომხებმა დაისაკუთრეს წმინდა იაკობის მონასტერი, რომელიც ძველი დროიდან ქართველებს ეკუთვნოდა (სტრ. 9-10); გარდა ამისა, ფრანკებმა (ფრანცისკელებმა) კუმამაში (აღდგომის ეკლესია), გოლგოთაზე, ქართველთა სამლოცველოში, განაახლეს საკურთხეველი, სადაც ასრულებენ ღვთისმსახურებას. ნათქვამია, რომ ქართველთა მეფე ითხოვდა, ერთი მხრივ, სომხებს ხელი აეღოთ ხსენებულ წმ. იაკობის მონასტერზე და ის, ძველი წესისამებრ, დაბრუნებოდა ქართველებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოშლილიყო ფრანკების მიერ განახლებული საკურთხეველი ქართველთა სამლოცველოში, გოლგოთაზე (სტრ. 10-12).
სულთანი ბრძანებდა, რომ პირადად მის ნა’იბს, იერუსალიმის ყადიების (მოსამართლეების), შეიხების, წარჩინებულებისა და უხუცესების თანდასწრებით, გამოეკვლია ეს საკითხები ანგარების გარეშე და ქართველთა პრეტენზიები, თუ ისინი მართებული იყო, დაეკმაყოფილებინა (სტრ. 12-15). მოკვლევის საფუძველზე უნდა დაეწერათ შარიათის ოქმი – ნა’იბის, ყადიებისა და სასამართლოს სხდომის დამსწრეთა ხელმოწერით და გაეგზავნათ სულთანთან, ხოლო ქართ ველთა ელჩისთვის ნება უნდა დაერთოთ, აღედგინა ის, რაც დაინგრა მათი მონასტრიდან, რაიმე სიახლის შეტანის გარეშე (სტრ. 15-17).
სულთანი ატყობინებდა თავის ნა’იბს, რომ ელჩი გაემგზავრა იერუსალიმს ამ მიზნით და მოსალოცად მას შემდეგ, რაც შემოსეს ძვირფასი ხალათით და კიდევ ერთხელ ბრძანებდა, გამოეჩინათ ზრუნვა ელჩის, მისი ამალისა და მისი თემის მიმართ; მოითხოვდა, რომ აღმოეფხვრათ მიზეზები, რომელთაც ვნება და ზიანი მოჰქონდათ ქართველთა მონასტრის, სამონასტრო ქონების, პილიგრიმებისა და ზვრებისთვის; ქართველების შეწუხება-შევიწროება ყველას ეკრძალებოდა (სტრ. 17-20). სულთნის ბრძანებულება, უეჭველია, იმედს უნერგავდა ბეენა ჩოლოყაშვილს, რომ წარმატებით გადაჭრიდა თავის პრობლემებს. მაგრამ საამისოდ ის უნდა დაპირისპირებოდა სომხურ საპატრიარქოს, რომელმაც მანამდე, სულთნის დადგენილებით, ქართველებს დაუბრუნა გოლგოთა (იხ. ქვემოთ) და ფრანცისკელებს, რომლებიც სიონის მთიდან მეთოდურად იმაგრებდნენ თავიანთ პოზიციებს იერუსალიმსა (აღდგომის ეკლესიაში) და პალესტინის სხვა წმინდა ადგილებში. იმ დროისთვის ისინი უკვე ფლობდნენ გოლგოთის ნაწილსაც. ძნელი სათქმელია, იცოდა თუ არა ბეენა ჩოლოყაშვილმა ის, რომ ბრძანებულების გაცემის დროს – 25 ივლისს, დომენიკო ტრევიზანის მოლაპარაკებები სულთანთან წარმატებით მიმდინარეობდა და ასევე წარმატებით დასრულდა. ღოგორც ზემოთ ითქვა, დაკავებულ ფრანცისკელთა საკითხიც მათთვის სასარგებლოდ გადაიჭრა და ისინი გაათავისუფლეს არაუადრეს ივლისის მიწურულისა, ანდა არაუგვიანეს აგვისტოს დამდეგისა. ფრანცისკელთა არქივის ამ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სულთნის ბრძანებულება მისმა ნაცვალმა ამირების მეფემ (მალიქ ალ-უმარა’) საიფ ადდინმა მიიღო `სმენით და მორჩილებით~, აკოცა მას და შეუდგა მის განხორციელებას. მან შეკრიბა ის პირები, იერუსალიმის ყადიები და შეიხები, რომლებსაც ხელი უნდა მოეწერათ ოქმისთვის, მოვიდა დიდებულთა კრებული და მდაბიოთა ჯგუფიც. ისინი გაემართნენ სომეხთა წმ. იაკობის ეკლესიისკენ, სადაც შეიყარა სომეხ და ქართველ ქრისტიანთა კრებული, ქართველთა მეფის ელჩის – ბეენა ჩოლოყაშვილის თანდასწრებით (სტრ. 25-26) და დაიწყო მოკვლევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომეხთა მონასტრად ცნობილი წმ. იაკობის მონასტერი მდებარეობდა იერუსალიმის გარეთ (ზაჰირ ალ-კუდს) (სტრ. 26-27). მე მიმაჩნია, რომ საქმე ეხება იერუსალიმის ცენტრიდან (აღდგომის ეკლესიიდან) მოშორებით მდებარე წმ. იაკობ ზებედეს ძის მონასტერს, დღეს სომხურ საკათედრო ტაძარს, შუა საუკუნეების სიონის მთის, ამჟამად სომხეთის საპატრიარქოს ქუჩაზე, დაახლოებით შუა გზაზე ციტადელიდან – ქალაქის სამხრეთი კედლისაკენ. ეს არ არის მთლად იერუსალიმის, ანუ მისი გალავნის გარეთ, მაგრამ ნამდვილად არ იგულისხმება მონასტერი აღდგომის ეკლესიის ეზოში.
ლიტერატურაში, მათ შორის, სომეხი ავტორების (ა. კ. სანჯიანი, ვ. აზარია) შრომებშიც, ხშირად შევხვდებით მითითებას, რომ წმ. იაკობის ეს მონასტერი, თავდაპირველად, ეკუთვნოდათ ქართველებს. წმ. იოანე ოქროპირის `მარგალიტის~ XI-XII საუკუნეების ხელნაწერის არაბულ მინაწერში აღნიშნულია, თუ როგორ გააკეთებინა ქართველმა მეფემ (ალ-მალიქ ალ-ჯურჯ) ქართული ოთხთავის ორი ნუსხა, ერთი თავისთვის და მეორე იერუსალიმის წმ. იაკობის მონასტრისთვის შესაწირად. ეს წარწერა, რომელიც პირველად წაიკითხა აკად. დორნმა, ხელახლა მოამზადა გამოსაცემად ს. ფრანცუზოვმა. შომხების ხელთ ის გადავიდა ამავე პერიოდში, XI ან XII ს-ში. დ. პრინგლი აღნიშნავს, რომ თავდაპირველი ეკლესიიდან აღარაფერია შემორჩენილი, მაგრამ მისი მიძღვნა წმ. იაკობისადმი, შემოინახა წმ. მინას სამლოცველოს სახით, რომელიც, ჩანს, ააშენეს ქართველებმა 1072-1082 წლებში და ეკვრის წმ. იაკობის XII საუკუნის ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს. სომეხი მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ქართველებისა და სომხების დავა წმ. იაკობ ზებედეს ძის მონასტრის გამო XIV საუკუნის მეორე ათწლეულიდან დაიწყო. ჩვეულებრივ იმოწმებენ ა. ტერ-ჰოვანესიანცის ნაშრომს იერუ სალიმის ქრონოლოგიური ისტორიის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ სომხური საპატრიარქოს კოლექციაში ინახება ამ დავის ამსახველი საბუთები. მაგრამ ტერჰოვანესიანცის მიერ შესრულებულ აღნიშნული საბუთების სომხურ თარგმნებში უხეში შეცდომები და ქრონოლოგიური უზუსტობებია, რის გამოც, მათი გამოყენების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთან, ჩანს, ასეთი საბუთები არსებობს90 და მათ მოპოვებას, სწორ წაკითხვას და სათანადო ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს წმ. იაკობის მონასტრისთვის იერუსალიმის ორი ქრისტიანული თემის ბრძოლის ეტაპების დასადგენად. ამ საკითხს საგანგებოდ სხვაგან შევეხები, ახლა კი დავუბრუნდები მოკვლევის დოკუმენტს.
მუსლიმთა მხარემ თავდაპირველად გამოჰკითხა სომეხთა თემი წმინდა იაკობის მონასტერზე ქართველთა უფლების შესახებ. სომხებმა უპასუხეს, რომ ხსენებული მონასტერი სომეხთა რელიგიურ თემს ძველი დროიდან ეკუთვნოდა და მათ გარდა სხვა მფლობელი უცნობი იყო. საამისოდ წარმოადგინეს წინამორბედ მეფეთა ბრძანებულებები და შარიათის დოკუმენტები მონასტრის მფლობელობაზე, რომელთა თარიღი ას წელს აღემატებოდა (სტრ. 28-31). ეს დოკუმენტები ადასტურებდა, რომ წმ. იაკობის მონასტერი ეკუთვნოდა სომეხთა რელიგიურ თემს. ქართულმა მხარემ, რომელიც აშკარად მოუმზადებელი იყო, ასეთი დოკუმენტები – სათანადო მტკიცებულებანი იმის თაობაზე, რომ ადრე წმ. იაკობის მონასტე რი მას ეკუთვნოდა, ვერ წარმოადგინა (სტრ. 31-32). ვფიქრობ, საამისო საბუთები უნდა განადგურებულიყო ჯვრის მონასტრის ძნელბედობის ჟამს (დარბევა ხვარაზმელთა მიერ 1244 წელს, ჯვრის მონასტრის გადაკეთება მეჩეთად XIII საუკუნის 70-იანი წლებიდან – 1310 წლამდე). მტკიცებულების უქონლობა გახდა იმის მიზეზი, რომ ბეენა ჩოლოყაშვილის `დასარჩლება~ სომხებთან, რის შედეგსაც თავის ლაკონურ ცნობაში ის არ იუწყება, მიუხედავად სულთნის კეთილგანწყობისა, წარუმატებლად დასრულდა.
მომდევნო ხანებში, ჩვენ ხელთ არსებული ცნობებით, ქართველებს სომხებთან წმ. იაკობის მონასტრის მფლობელობის გამო აღარ უდავიათ. სამაგიეროდ, ოსმალთა გაბატონების (1517 წ.) შემდეგ, წმ. იაკობის `ქართველთა მონასტერზე~ (ჩვეულებრივ, ასე ეწოდება მას ოსმალო სულთნების ფირმანებში) პრეტენზია ჰქონდა ბერძნულ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს. დავა მონასტრის გარშემო დიდხანს გაგრძელდა და საბოლოოდ სომხების სასარგებლოდ დასრულდა. ის დღეს სომხური საპატრიარქოს საკათედრო ეკლესია-მონასტერია.
როცა წმ. იაკობის მონასტრის გარშემო მოკვლევა დასრულდა, სულთნის ნა’იბი და მისი თანმხლები პირები გაემართნენ გოლგოთისკენ – აღდგომის ეკლესიაში. გოლგოთა (კალვარი), ლათინთა ბატონობის დროს ჩატარებული რეკონსტრუქციის შემდეგ, ორდონიანი ნაგებობა იყო სამი თაღიანი სამლოცველოთი. ქვედა დონე ეკავა ადამის სამლოცველოს, სადაც, გადმოცემით, დაკრძალეს ადამიანთა მოდგმის მამამთავარი ადამი, ხოლო ზედა დონე – ორ სამლოცველოს. ერთია ქრისტეს განმსჭვალვისა – მის სამხრეთ (მარჯვენა) ნაწილში, სადაც ჯვარზე მიამსჭვალეს ქრისტე, ხოლო მეორე – ჯვრის აღმართვისა – მის ჩრდილოეთ (მარცხენა) ნაწილში. ცნობილია, რომ სულთან ნასირ ად-დინ მუჰამედის 1308 წლის 5 აპრილის ბრძანებულებით, გოლგოთა, ყველა ქრისტიანისთვის უწმინდესი ადგილი, გადაეცა ქართველებს. ისინი იყვნენ პირველი ქრისტიანები, რომლებსაც, იერუსალიმიდან ლათინთა საბოლოო განდევნის (1244 წ.) შემდეგ, მფლობელობაში მიეცათ გოლგოთა. უეჭველია, ქართული სამონასტრო თემი თვლიდა, რომ მას ჰქონდა უპირატესი უფლება ამ წმინდა ადგილზე, სხვა ქრისტიანულ თემებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, გოლგოთის დასაკუთრებას ცდილობდნენ და არცთუ წარუმატებლად, ფრანცისკელები1 და სომხები (იხ. ქვემოთ). ფრანცისკელთა ზურგს უკან იდგა ნეაპოლის სამეფო, რომელიც 1332-33 წლებში წმინდა ადგილების დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა სულთან ნასირ ად-დინ მუჰამედთან. საბინო დე სანდოლის თანახმად, ამის შედეგად ფრანცისკელებმა მიიღეს გოლგოთის სამხრეთი ნაწილი,2 მაგრამ შეთანხმება მოგვიანებით შედგა.
პირველი დაპირისპირება გოლგოთაზე ქართველებსა და ფრანცისკელებს შორის აღნიშნულია სულთან ბარკუკის 798 წლის 27 ზულ-კა’დას/1396 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულებაში. სულთანმა ფრანცისკელების მხარე დაიჭირა და აკრძალა მათი შევიწროება. ამის შემდეგ, ჩემს ხელთ არსებული მასალებით, გოლგოთა 1512 წლამდე ორჯერ გახდა დავის საგანი ქართველებსა და ფრანცისკელებს შორის. ამ საკითხს, სათანადო დოკუმენტების საფუძველზე, ვრცლად სხვაგან გავარჩევ. ახლა კი მოკლედ აღვნიშნავ, რომ პირველად ეს იყო 896 წლის 17 ზუ ლ-კა‘დას/1491 წლის 21 სექტემბერს3 და მეორედ – ორი წლის შემდეგ, 899 წლის 2 მუჰარრამს/1493 წლის 13 ოქტომბერს.

1. ფრანცისკელთა, ანუ `მინორიტ ძმათა ორდენი~ (აბრევიატურა) 1209 წელს დააარსა ფრანცისკ ასიზელმა (1182-1226).
2. სამწუხაროდ, ავტორი ხშირად არ ასახელებს სათანადო წყაროებს და კათოლიკეების პოზიციიდან განიხილავს ფრანცისკელთა მოღვაწეობას წმინდა მიწაზე.
3. ამ დავის შესახებ, ჩვეულებრივ, იმოწმებენ რ. ჟანენს, რომელსაც თარიღში ერთწლიანი შეცდომა აქვს, 1492 წელი, ნაცვლად 1491 წლისა. გადამოწმებამ გვიჩვენა, რომ შეცდომის წყაროა მის მიერ დამოწმებული Aριοκλους-ის ნაშრომი: თეოდოროს არისტოკლეუს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის კონსტანტინე I-ის ბიოგრაფია, საეკლესიო და ფილოლოგიური ხასიათის ნარკვევები და ეპისტოლეები, სადაც 896 წლის 17 ზულ-კა‘დას შესაბამისად შეცდომით დასახელებულია 1492 წელი. რ. ჟანენი აგრეთვე აღნიშნავს, რომ 1475 წელს დასავლეთის სამღვდელოებას გოლგოთის სრულად დასაკუთრება სურდა, მაგრამ არ დაასახელა თავისი წყარო.

თავდაპირველად, 1491 წელს, ქართველები მოითხოვდნენ მთლიანად გოლგოთას, მაგრამ არსებული ვითარება უცვლელი დარჩა. სასამართლომ მათ დაუტოვა ადამის სამლოცველო და გოლგოთის ზემო დონის ჩრდილოეთი მხარე – ჯვრის აღმართვის სამლოცველო,1 ხოლო ფრანცისკელებს – სამხრეთი მხარე, ქრისტეს განმსჭვალვის სამლოცველო.2 სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 1493 წელს ქართველებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო მტკიცებულებები და გოლგოთა მთლიანად გადაეცა ფრანკებს, ე.ი. ფრანცისკელებს. მიუხედავად ამისა, 1512 წლის მოკვლევის დროს, ქართველები ინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციებს გოლგოთაზე. მაგრამ დაპირისპირება ფრანცისკელებთან საკმაოდ მწვავე იყო. არ იყო იმის გარანტია, რომ ისინი არ მოინდომებდნენ 1493 წლის სასამართლოს დადგენილების რეალიზებას და გოლგოთის ზემო დონის მთელი ჩრდი ლოეთი ნაწილის დაუფლებასაც. Eს საშიშროება უბიძგებდა ბეენა ჩოლოყაშვილს, ხელსაყრელ საერთაშორისო პირობებში და სულთნის კეთილგანწყობის საფუძველზე, მთელი გოლგოთის საკითხი ქართველების სასარგებლოდ, ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა. 1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტის მოკვლევის ტექსტში ნათქვამია, რომ გოლგოთა (არაბ. ჯალჯალა) შეიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ თაღს, გადაჭიმულს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მათ შორის არ არის ზღუდე, მაგრამ არის სივრცე თაღებს შორის – სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. თითოეულ ნაწილში საკურთხეველია. თაღი, რომელიც ეკვრის სამხრეთის მხარეს, ფრანკების თემისაა, ხოლო რომელიც ეკვრის ჩრდილოეთის მხარეს – ქართველთა ხელთაა. მათ გამო ორ მხარეს დავა ჰქონდა (სტრ. 33-36). მოკვლევის დროს ქართველებმა მთელი გოლგოთის მფლობელობის დამადასტურებლად წარმოადგინეს 3 დოკუმენტი:
1. სულთან ალ-მალიქ ალ-აშრაფ ბარსბეის (1422-1438) წერილი ქართველთა მეფისადმი. ის იუწყებოდა, რომ სულთანმა მიიღო მეფის წერილი, რომელიც ითხოვდა მისგან `სამეფო წყალობებს, რათა წმინდა იერუსალიმში მცხოვრებ ქართველთა თემს მფლობელობაში მიეღო კუმამას (აღდგომის ტაძრის) საკურთხეველი; სომხებს და ქრისტიანთა [სხვა] თემებს ხელი აეღოთ ხსენებულ საკურთხეველზე და სულთანს ეზრუნა ქართველებზე~ (სტრ. 36-40). კონტექსტიდან გამომდინარე, კუმამას საკურთხეველში გოლგოთის საკურთხეველი იგულისხმება.

1. აქედან კიბით შეიძლება ჩასვლა ადამის სამლოცველოში.
2. იქ ასვლა შეიძლება ეკლესიის კარიბჭის ხელმარჯვნივ მდებარე კიბით.

ფრანცისკელთა არქივის 1512 წლის 15 აგვისტოს დოკუმენტში ნათქვამია, რომ სულთანმა ბარსბეიმ დააკმაყოფილა ქართველთა მეფის თხოვნა, `გადასცა ქართველთა რელიგიურ თემს ეს საკურთხეველი და ალაგმა სომეხთა და სხვა ქრისტიანთა ხელები მისგან~ (სტრ. 40-41). ამ გადაწყვეტილების თაობაზე, სულთანმა მისწერა თავის ნა’იბს იერუსალიმში 836 წლის 13 შავვალს/1433 წლის 3 ივნისს (სტრ. 41-42). სამწუხაროდ, ქართველთა მეფის წერილი ბარსბეისადმი და ამ სულთნის ხსენებული ბრძანებულება, თუ ცელიკას მიერ შედგენილი კატალოგით ვიმსჯელებთ, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში არ ჩანს. კასტელანის კატალოგით, ის არ არის ფრანცისკელთა არქივშიც, მაგრამ იმ ამბავს, რომ ბარსბეის დროს გოლგოთა ქართველებს გადაეცა სამცხის ათაბეგის ივანეს (1391_1444) ძალისხმევით, იუწყება სომხური ჰიშტაკარანი. ზუსტი თარიღი დასახელებული არ არის, მაგრამ იგულისხმება XV საუკუნის 30-იანი წლები. მკვლევრები სავარაუდო თარიღად მიიჩნევენ 1422 და 1430 წლებს (ტ. სავალანიანცი,1 ა. აბდალაძე, მ. სტეფნაძე), ან 1426 წელს (კ. ჰინტლიანი2). 1512 წლის 15 აგვიტოს დოკუმენტში დასახელებული ბარსბეის საბუთით შეიძლება ითქვას, რომ მან გოლგოთა ქართველებს გადასცა, დაახლოებით, 1433 წლის ივნისში.
2. სულთან ჯაკმაკის 843 წ. 18 მუჰარრამის/1439 წლის 1 ივლისის სამეფო ცირკულარული ბრძანებულება იერუსალიმისა და ღაზას ყველა მოსამართლისადმი, რომელიც ქართველთა მეფის ბერებს აძლევდა არა მარტო უფლებას გოლგოთის ეკლესიაზე – იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, არამედ უფლებასაც, გაეხსნათ იქ სამხრეთის კარები. ბრძანებულება უკრძალავდა სომეხთა რელიგიურ თემსა და ფრანკებს (ე.ი. ფრანცისკელებს) შეეწუხები ნათ ისინი ამასთან დაკავშირებით (სტრ. 47-50). დოკუმენტი დაცული უნდა იყოს იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, მაგრამ მისი მიკვლევა ა. ჩელიკას კატალოგის მიხედვით, არ მოხერხდა. საბუთი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ადასტურებს სომხური ჰიშტაკარანის ცნობას, რომ გოლგოთა სულთან ჯაკმაკის დროს საბოლოოდ ჩამოართვეს სომხებს და გადასცეს ქართველებს.3
ჰიშტაკარანში აღნიშნულია, რომ სომეხმა არქიეპისკოპოსმა მარტიროსმა ქართველებთან დაპირისპირების დროს რამდენჯერმე დაიბრუნა და დაკარგა გოლგოთა. ჩანს, ბოლოს ეს მოხდა სულთან ჯაკმაკის ბრძანებით, სწორედ 1439 წლის ივლისში.3 ქართველების შეწუხება გოლგოთის გამო აეკრძალათ არა მარტო სომხებს, არამედ ფრანცისკელებსაც.

1. ტ. სავალანიანცი თავის `იერუსალიმის ისტორიაში~ ასახელებს როგორც 1422, ისე 1430 წელსაც. ა. აბდალაძე, ჰიშატაკარანის ქრონოლოგიის გათვალისწინებით, თვლის, რომ მეორე თარიღი – 1430 წელი უფრო მისაღები ჩანს.
2. კ. ჰინტლიანის თანახმად, გოლგოთა სომეხთა ხელთ იყო სალადინის დროიდან მოყოლებული 1426 წლამდე, როცა ქართველებმა, რომელთაც ოჯახური კავშირები ჰქონდათ მამლუქებთან, ქრთამებით მოახერხეს კონტროლის დაწესება მასზე. ჰინტლიანი, რომლის პუბლიკაციებიც ხშირად გვხვდება წმინდა მიწის შესახებ კრებულებში, თითქოსდა სერიოზული მკვლევარია. მით უმეტეს გასაოცარია, რომ ის მსჯელობს მამლუქებთან ქართველების არარსებულ, ყოველ შემთხვევაში, სამეცნიერო ლიტერატურაში შეუსწავლელ, რაღაც ოჯახურ კავშირებზე.
3. ამავე წელს სომხებმა, რომლებმაც იმედი დაკარგეს დაებრუნებინათ გოლგოთა, სულთნის ნებართვით, `უფლის წმ. საფლავისა და წმ. გოლგოთის პირდაპირ~ ცარიელ ადგილზე
ააშენეს ეკლესია, რომელსაც მეორე გოლგოთა უწოდეს. 1439 წელს გოლგოთის დაკარგვით დამწუხრებული ა. სანჯიანი, ცდილობს დაამციროს ქართველთა წარმატება: `ქართველების გამარჯვება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მალე, 1440 წელს მათი სამეფოს დაცემის შემდეგ, მათი მონასტრები და სიწმინდეები წმინდა ქალაქში, გოლგოთის ჩათვლით, მათი ერთმორწმუნე ბერძნების კონტროლის ქვეშ გადავიდა~. 1440 წელს ქართველთა სამეფო არ დაცემულა და შეუძლებელია, სანჯიანმა არ იცოდეს ისიც, რომ სინამდვილეში, ქართველები იერუსალიმში თავიანთ ეკლესია-მონასტრებს და სხვა სიწმინდეებს, მათ შორის გოლგოთას, კიდევ ორ საუკუნეზე მეტხანს ინარჩუნებდნენ. უბრალოდ, მას ობიექტურობა ღალატობს.

3. სულთან ჯაკმაკის 844 წლის 1 რაბი‘ II-ს/1440 წლის 30 აგვისტოს წერილი ქართველთა მეფისადმი. ის იუწყებოდა, რომ სულთანმა მიიღო ქართველთა მეფის წერილი, რომელიც ითხოვდა მისგან, ეზრუნა ისლამის ქვეყნებში მცხოვრებ ქრისტიანთა თემზე, ქართველებსა და მათ ბერებზე. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ გოლგოთის ეკლესიას/სამლოცველოს ჰქონდა `მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქართველი ბერები გამუდმებით ამუშავებდნენ~ (სტრ. 42-46). სულთანმა გამოსცა ბრძანებულებები, რათა პატივი მიეგოთ მეფის ელჩებისადმი სამეფო კარზე მათი ყოფნის მანძილზე, ხოლო ქრისტიანებს, ქართველებს და მათ ბერებს მოქცეოდნენ ისე, როგორც შეეფერებოდა სამეფო (ე. ი. სულთნის) მართლმსაჯულებას და გაგრძელებულიყო მათზე სამეფო წყალობები (სტრ. 45). მოკვლევის თანახმად, ჯაკმაკის ეს დოკუმენტი, რომელიც დაცულია იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში (#VII.B.1.7), პირდაპირ არ უჩვენებს, რომ გოლგოთას ქართველები ფლობდნენ. მაგრამ ის გარემოება, რომ ქართველები ამუშავებდნენ მიწის ნაკვეთს, რომელიც გოლგოთის სამლოცველოს ეკუთვნოდა, ჩანს, აძლევდა მათ უფლებას, ემტკიცებინათ, რომ თავად გოლგოთის სამლოცველოც მათი იყო. მაგრამ, როგორც ქვევით ირკვევა, გოლგოთის გარშემო შარიათის სასამართლოს დადგენილებები და სულთნის ბრძანებულებებიც, არცთუ იშვიათად, ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და ამიტომ ფრანცისკელებსაც ჰქონდათ თავიანთი საბუთები და მტკიცებულებები.
ქართველებისგან განსხვავებით, ფრანცისკელთა რელიგიური თემი ამტკიცებდა, რომ გოლგოთის სამხრეთის საკურთხეველი და იქვე სარკმელიც (რავზანა) (იგულისხმება ქრისტეს ტანჯვის გზის მე-11 სადგური), ძველი დროიდან ეკუთვნოდა სიონის მთაზე მცხოვრებ ფრანკებს, რომლებიც ამ ადგილებზე ასრულებდნენ ღვთისმსახურებას `თაობიდან – თაობამდე~. ამის დასადასტურებლად მათ წარმოადგინეს 886 წლის 11 ზულ-ჰიჯჯას/1482 წლის 31 დეკემბრის შარიათის ოქმი, რეგისტრირებული მთავარი ყადის, იერუსალიმის მოსამართლის – შამს ად-დინ ‘აბდ ალლაჰ იბნ მუჰამმად ად-დაირი ალ-ჰანაფისა და დამოწმებული – მუსლიმთა ჯგუფის მიერ (სტრ. 59-60).1 მიუხედავად იმისა, რომ ფრანცისკელებს, მათივე განცხადებით, ჰქონდათ სხვა დამადასტურებელი დოკუმენტებიც ამ საკურთხევლის მფლობელობაზე, ძველი დროიდან – ამ (ე. ი. მოკვლევის) თარიღამდე, ვერ წარმოადგინეს ისინი, რადგანაც იმჟამად მათზე ხელი არ მიუწვდებოდათ `გადატანილი გაჭირვების გამო~. იგულისხმებოდა ის რეპრესიები, რომლებიც კანსავჰ ალ-ღავრიმ ჩაატარა ფრანცისკელთა წინააღმდეგ. მათი განცხადება არ იყო უსაფუძვლო, რადგანაც ვერ წარმოადგინეს 899 წლის 2 მუჰარრამის/1493 წლის 13 ოქტომბრის შარიათის სასამართლოს ოქმი, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებდა.
მოკვლევა, სავარაუდოა, აგვისტოს პირველ დეკადაში ჩატარდა. მის საფუძველზე 918 წლის ჯუმადა II-ის 2-ში/1512 წლის 15 აგვისტოს დაიწერა შარიათის ოქმი და გაიგზავნა კანსავჰ ალ-ღავრისთან, როგორც განმარტება, მის მოთხოვნაზე, სულთნის მიერ შემდგომი დადგენილების გამოსატანად. მაგრამ, დადგენილების მიღებამდე, ბეენა ჩოლოყაშვილმა იმარჯვა და დაამსხვრევინა ფრანცისკელთა საკურთხეველი ქრისტეს განმსჭვალვის სამლოცველოში. Eს ჩანს ჟან თენოს ინფორმაციიდან. თენომ, როგორც ზემოთ ითქვა, 1512 წლის ივლისის ბოლო დღეს დატოვა კაირო და იერუსალიმს მიაღწია აგვისტოს მესამე დეკადის პირველ რიცხვებში, იმ დროს, როცა გოლგოთის გარშემო საქმის გარჩევა, იერუსალიმში სულთნის ნაცვლის ხელმძღვანელობით, დასრულებული იყო. როდესაც უფლის საფლავის (აღდგომის) ეკლესიას აღწერს, თენო აღნიშნავს, რომ კალვარის მთაზე (ანუ გოლგოთაზე) სამი სამლოცველოდან ერთს ფლობენ ლათინები. ქართველებს სურდათ დაემტვრიათ ის და შეცდომაში შეიყვანეს სულთანი, თითქოსდა, უკანასკნელი სამლოცველო მათ ეკუთვნოდათ. უფრო მეტიც, საფრანგეთის ელჩი წერს, რომ იერუსალიმიდან ცოტა მოშორებით, წმინდა ჯვრის მონასტერში, შეხვდა ქართველთა ელჩს (ე.ი. ბეენა ჩოლოყაშვილს), რომელსაც სურდა წაერთმია სომხებისათვის წმ. იაკობის ეკლესია და რომელმაც ბრძანა, დაემტვრიათ ლათინთა საკურთხე ველი კალვარის (გოლგოთის) მთაზე. საფიქრებელია, რომ ფრანცისკელთა საკურთხეველი ბეენა ჩოლოყაშვილმა იერუსალიმში თენოს ჩასვლამდე, აგვისტოს შუა რიცხვებშივე დაამტვრევინა. ფრანცისკელთა საკურთხევლის დამტვრევის ამბავი, ზუსტი თარიღის დაუსახელებლად, მოთხრობილი აქვს აგრეთვე ვენეციელ ფრანჩესკო სურიანოს, რომელიც ფრანცისკელებმა 1481-1484 წლებში პირველად აირჩიეს იერუსალიმში წმინდა მიწის მეურვედ. 1510 წლის ოქტომბერში სურიანო სხვა ფრანცისკელებთან ერთად, კანსავჰ ალ-ღავრის ბრძანებით, კაიროში ჩაიყვანეს და დააპატიმრეს. 1512 წელს, არაუადრეს ივლისის მიწურულისა, ტრევიზანის დიპლომატიის წყალობით, სულთანმა ის გაათავისუფლა, რის შემდეგაც სურიანო იერუსალიმში დაბრუნდა. ფრანცისკელთა არქივის ზემოგანხილულ დოკუმენტში ფრანჩესკო სურიანო არ იხსენიება ქართველებისა და ფრანცისკელების დავის მონაწილედ, მაგრამ მალე, 1512-1514 წლებში ის ხელახლა აირჩიეს წმინდა მიწის მეურვედ და აქტიურად ჩაება გოლგოთისათვის ქართველებთან დაპირისპირებაში. თავის `ტრაქტატში წმინდა მიწის შესახებ~2 სურიანო აღწერს აღდგომის ეკლესიას და გოლგოთასთან დაკავშირებით ეხება ქართველებთან სადავო სამლოცველოსაც: `ქართველებმა, რომლებიც არიან კათოლიკეთა მთავარი მტრები, 1510 წელს, როცა ჩემი წინამორბედი, ძმა ბერნარდინო სიენელი,114 იყო წმ. სიონის მთის მეურვე, ძალმომრეობით წაგვართვეს ის, ჩვენთვის დიდად სასირცხვილოდ, საზიანოდ და სათაკილოდ. მათ დაამსხვრიეს საკურთხეველი და კანდელები, ხოლო [ფრანცისკელ] ძმებს უფლება წაართვეს, ევლოთ იქ~.

1. კასტელანის მიერ შედგენილი კატალოგის მიხედვით ფრანცისკელთა არქივში ეს დოკუმენტი არ ჩანს.
2. ამ ტრაქტატის შედგენა სურიანომ 1484 წელს დაიწყო და შემდეგ არაერთხელ შეავსო.

ფრანჩესკო სურიანო ამ ამბავს 1510 წლით ათარიღებს, რაც შეცდომაა. უნდა იყოს 1512 წელი. შეცდომა ალბათ განაპირობა იმან, რომ სურიანომ ეს ამბავი მოგვიანებით შეიტანა თავისი ტრაქტატის 1514 წლის ნუსხაში, როცა მომზადდა მისი გამოცემა ფ. ბინდონის მიერ1524 წელს. ბეენა ჩოლოყაშვილმა გოლგოთაზე სამხრეთი საკურთხევლის თაობაზე დავის პირველი რაუნდი მოიგო. ირკვევა, რომ ფრანცისკელებს არა მარტო საკურთხეველი დაუმსხვრია გოლგოთის სამხრეთ ნაწილში და კანდელები გამოუყარა გარეთ, არამედ იქ სიარულიც კი აუკრძალა.
ძლიერი საფრანგეთის წარმომადგენლისთვის – ჟან თენოსთვის ქართველების ქმედება საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. ის გაოცებული იყო ქართველებისადმი სულთნის მხარდაჭერით: `სულთანი ეხმარება მათ [ქართველებს] უფრო მეტად, ვიდრე სხვა ხალხს. ისინი შედიან წმინდა საფლავის ეკლესიაში გადასახადის გადახდის გარეშე~. თენოს ვერ გაეგო, რით დაიმსახურეს ქართველებმა და მათი სამონასტრო თემის მეთაურმა ასეთი პატივი. მისთვის უცნობი დარჩა ის ფაქტი, რომ სულთანი მადლიერი იყო მუსლიმებისადმი ქართველების ტოლერანტული პოლიტიკით და ქართველებისადმი მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გასამართლებლად სრულიად ფანტასტიკური მიზეზი მონახა: `მიზეზი მათდამი დახმარებისა არის ის, რომ ამ ქვეყანაში ისინი შვეიცარიელების (შოუიცეს) მსგავსნი არიან და მიუძღვნიან გამარჯვებას იმათ, ვინც მოეწონებათ. შეუძლიათ დაამარცხონ ყველა, ვინც უნდათ~. შვეიცარიელი მოქირავნეების სამხედრო პოტენციალი ცნობილი იყო ევროპაში. მაგრამ გაუგებარია მათი შედარება ქართველებთან, რომლებიც იმ დროს არ წარმოადგენდნენ რაიმე სერიოზულ სამხედრო ძალას (მამლუქთა სახით) ეგვიპტეში. საერთოდ, ევროპელ პილიგრიმთა მიერ ქართველთა სამხედრო ძალის მაღალი შეფასება უცხო არ იყო. ამ შემთხვევაში ეს შეფასება, ცხადია, აღარ შეეფერებოდა სინამდვილეს. მაგრამ გაცილებით საინტერესოა თენოს სხვა ცნობა, სულთნის კეთილგანწყობის ასახსნელად: ქართველებს `ძალუძთ ნებისმიერ დროს დაბრკოლება შეუქმნან სპარსელებისა და თურქების შეჭრას სულთნის მიწებში და ასევე შეუძლიათ აცნობონ მას მისი მტრების განზრახვის შესახებ~.
იმის წარმოდგენა, რომ ქართველთა რომელიმე მეფეს, მათ შორის ავგიორგის, შეეძლო ხელი შეეშალა ოსმალებისთვის, ანდა სეფიანებისთვის, ელაშქრათ მამლუქებზე, არარეალურია. მაგრამ სავსებით რეალურია ის, რომ მიეწოდებინა ეგვიპტის სულთნისთვის დაზვერვითი ხასიათის ინფორმაცია, თუნდაც სეფიანთა სამხედრო პოტენციალის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ურთიერთობა მამლუქებსა და სეფიანთა სახელმწიფოს შორის უაღრესად გამწვავდა და დაიძაბა. სხვა ფაქტორებთან (რჯულშემწყნარებლური პოლიტიკა მუსლიმი ქვეშევრდომების მიმართ) ერთად, ეს გარემოებაც განაპირობებდა ქართველებისადმი მამლუქი სულთნების იმ კეთილგანწყობას, რომლის ახსნასაც, გაუმართლებლად, ზოგჯერ, ამ პერიოდის მამლუქთა არმიის რიგებში ქართველთა ყოფნით და მამლუქთა ქართული წარმომავლობით ცდილობენ. გოლგოთის სრულ დაკარგვას კათოლიკეები ვერ შეურიგდებოდნენ. ჟან თენოს ისღა დარჩენოდა, რომ კონტრზომები განეხორციელებინა ბეენა ჩოლოყაშვილის წინააღმდეგ. მან იერუსალიმი დატოვა სექტემბრის მესამე დეკადაში და კაიროში ჩავიდა. თენომ ლათინთა საკურთხევლის დამსხვრევის ამბავი შეატყობინა საფრანგეთის ელჩს – ანდრე ლე როის (რომელიც ჯერ კიდევ რჩებოდა ეგვიპტეში), საფრანგეთის კონსულს და თარჯიმანს, რათა დაუსჯელად არ დაეტოვებინათ ის შეურაცხყოფა, რაც ქართველებმა მიაყენეს ფრანცისკელებს იერუსალიმში. თენო წერს, რომ ბოლოს, მათ მიაღწიეს სულთნისგან იმას, რომ მათი საკურთხეველი – დანგრეული ქართველების მიერ – კვლავ იქნებოდა აღდგენილი.1 ის, რომ ანდრე ლე როიმ ეს შეძლო, იუწყება ფრანცისკელთა არქივში დაცული კანსავჰ ალ-ღავრის 918 წლის 1 შა‘ბანის/1512 წ. 12 ოქტომბრის ბრძანებულება (სულ 31 სტრიქონი)123 გაგზავნილი იერუსალიმში თავისი ნაცვლისადმი – ზემოხსენებულ საიფ ად-დინისადმი. სულთანმა შეახსენა საიფ ად-დინს ადრე გაგზავნილი თავისი ბრძანებულება, რომელიც ეხებოდა მის კარზე ქართველთა ელჩის მოსვლას გოლგოთასთან დაკავშირებით. ახლა კი, სულთანი ბრძანებულების პრეამბულაში იუწყებოდა, რომ მას ეახლა `საპატიო, დიდებული, ლომი მეფის, საფრანგეთის მფლობელის, პატივცემული და პატივსაცემი ელჩი ანდრე ლე როი~ (სტრ.10-11), რომელმაც უჩივლა ბეენა ჩოლოყაშვილს იმის გამო, რომ მან ჩაიდინა უსამართლობა, ფრანკებს დაუმტვრია მათი სათაყვანებელი ადგილი (საკურთხეველი), რომელიც `არ ყოფილა არც ახალი და არც განახლებული~ (სტრ. 21). საფრანგეთის ელჩი არწმუნებდა სულთანს, რომ გოლგოთა საზიაროა ქართველებსა და მათ შორის და `ეს წესადაა, ძველი დროიდან აქამდე~, რაც ხსენებულმა ქართველთა ელჩმა არ იცოდა. გარდა ამისა, მას სურდა ჩაეკეტა გოლგოთაში შემავალი ძველი კარები, გაეხსნა ახალი კარები, რითაც სხვებს იქ შესვლას აუკრძალავდა (სტრ.12-18) და ამ გზით დაისაკუთრებდა გოლგოთას. ანდრე ლე როის თანახმად, `ეს არ ყოფილა წესად. ხსენებული ადგილი არ ეკუთვნის ცალკე ვინმეს და პილიგრიმები იღებენ კურთხევას ხსენებულ ადგილზე. ეს შეწყდება ძველი კარების გაუქმებით და ახალი კარების გაკეთებით~ (სტრ. 19-21).

1. თენო დაჟინებით სთხოვდა ანდრე ლე როის, გამგზავრებულიყო იერუსალიმში და აღედგინა ზემოხსენებული საკურთხეველი.
რომელ შესასვლელს უკეთებდა ახალ კარებს ბეენა ჩოლოყაშვილი? შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ საქმე ეხებოდა შესასვლელს სამხრეთიდან, რომლის შესახებ საუბარია ჯერ კიდევ სულთან ჯაკმაკის 843 წ. 18 მუჰარრამის/1439 წლის 1 ივლისის სამეფო ცირკულარულ ბრძანებულებაში (იხ. ზემოთ). ის მიემართებოდა საკურთხეველთან, რომელიც ბეენამ დაამტვრევინა. ბეენა ადვილად დააბრკოლებდა ფრანცისკელთა ასვლას ჩრდილოეთის კარიდან (ადამის სამლოცველოდან) და აღარ შეუშვებდა მათ სამხრეთის კარიდანაც. მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საქმე ეხებოდა შესასვლელს ჩრდილოეთიდან, ადამის სამლოცველოდან, იქ, სადაც იყო ლათინი მეფეების საფლავები.
საფრანგეთის ელჩის ჩივილის საფუძველზე სულთანმა უბრძანა თავის ნა’იბს იერუსალიმში, შეესწავლა ეს საკითხი, შეენარჩუნებინა გოლგოთის ხსენებული ძველი კარები, თანახმად არსებული წესისა, რომელიც მოქმედებდა სულთან ალ-აშრაფ კაითბეის უკანასკნელ დღეებამდე, რაიმე სიახლის შემოტანის გარეშე, აღედგინა `ფრანკების სათაყვანებელი ადგილი, რომელიც დაანგრია ელჩმა ისე, როგორც იყო ძველი დროიდან – ამ თარიღამდე~ და გაეგრძელებინა ყველა საქმე, ორივე მხარის უფლების და პატივისცემის დაცვით, `რომელიმე
მხარისთვის ვნების მიყენებისა და სიძნელის შექმნის გარეშე~ (სტრ. 24-29).
ვენეციელები და ფრანგები ეგვიპტეში კონკურენტები იყვნენ. მაგრამ გოლგოთაზე ფრანცისკელთა საკურთხეველთან დაკავშირებით მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. სულთნის ბრძანებულება თავისი ნაცვლისადმი, ერთი მხრივ, აკმაყოფილებდა საფრანგეთის ელჩის თხოვნას და, მეორე მხრივ, ადეკვატურად ასახავდა ვენეციასთან გაუმჯობესებულ ურთიერთობას. იერუსალიმში სულთნის ნაცვალი ვალდებული იყო სულთნის ბრძანება შეესრულებინა. ეჭვი არ არის, რომ სულთნის ბრძანებულების შედეგად ფრანცისკელთა საკურთხეველი აღდგებოდა, ხოლო გოლგოთაზე ასასვლელად ახალი კარების გახსნა ბეენა ჩოლოყაშვილს აეკრძალებოდა.გოლგოთისთვის ბრძოლის მეორე რაუნდი ბეენა ჩოლოყაშვილმა წააგო. ქვემოთ ვნახავთ, რომ გოლგოთის ზედა ნაწილზე ადამის სამლოცველოდან შესვლის საკითხმაც ახალი, ფრანცისკელებისთვის სასარგებლო, გაგრძელება ჰპოვა. ჟან თენომ, რომელმაც 14 ოქტომბერს დატოვა კაირო და სამშობლოში გაემგზავრა,1 თავის მიზანს მიაღწია.

1. აღსანიშნავია, რომ ჟან თენომ, რომელსაც დავალებული ჰქონდა სპარსეთსა და ინდოეთში წასულიყო, ეს ვერ შეძლო. ის წერს, რომ მის გამგზავრებას ქართველი ელჩის (ე. ი. ბეენა ჩოლოყაშვილის) `ბოროტი ზრახვების შედეგად დაბრკოლება შეექმნა~. რაში გამოიხატებოდა, კონკრეტულად, ქართველი ელჩის დანაშაული, თენო არაფერს ამბობს.
მიუხედავად წარუმატებლობისა, ბეენა ჩოლოყაშვილი ბედს არ შეეგუა. ახლა მან პრეტენზია განაცხადა მთელ სივრცეზე გოლგოთის სამლოცველოს სამხრეთისა და ჩრდილოეთის თაღების სვეტების საფუძვლებს შორის. ეს საკითხი ქართველების სასარგებლოდ გადაწყდა ფრანცისკელებთან პირველი დავის დროს 896 წლის 17 ზუ ლ-კა‘დას/1491 წლის 21 სექტემბერს, მაგრამ მომდევნო სასამართლო პროცესის დროს, 899 წლის 2 მუჰარრამს/1493 წლის 13 ოქტომბერს, დავაში საერთოდ ფრანცისკელებმა გაიმარჯვეს. ამ საკითხზე ბეენა ჩოლოყაშვილმა, საფიქრებელია, თხოვნით მიმართა სულთანს ჯერ კიდევ კაიროში ყოფნის დროს და ხელახლა მიაწვდინა მას ხმა იერუსალიმიდან. ასე ჩანს კანსავჰ ალ-ღავრის მორიგ ბრძანებულებაში (სულ 25 სტრიქონი), რომელიც მან 918 წ. 15 რამადანს/1512 წ. 24 ნოემბერს გაუგზავნა იერუსალიმში ზემოხსენებულ ამირა საიფ ად-დინს. სულთანი ახსენებს ამირას, რომ მან უკვე ბრძანა, გამოეკვლიათ სადავო საკურთხევლის საკითხი, რის თაობაზეც ჩიოდა ქართველთა მეფის ელჩი ბიინა ბეგი; გარდა ამისა, წერს სულთანი, ელჩმა ითხოვა თაღების სვეტებს შორის სივრცეც, რათა ის ყოფილიყო მხოლოდ ქართველების საკუთრება, ფრანკების გარეშე, იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ განცალკევებით, აეკრძალათ ფრანკებისა და სხვებისთვის ამ სივრცის გამო მათთან შედავება. შედგა თუ არა სასამართლო სულთნის მითითების თანახმად, ამის თაობაზე რაიმე პირდაპირი დოკუმენტი არ ჩანს. უფრო მოსალოდნელია, რომ შარიათის სასამართლო არ შედგა. მაგრამ ფრანცისკელებმა სხვა გზით შეძლეს დაერწმუნებინათ კანსავჰ ალ-ღავრი თავიანთ `სიმართლეში~. ამის საფუძველს გვაძლევს 919 წლის 25 ჯუმადა I-ის/1513 წლის 29 ივლისის სასამართლო ოქმი,1 რომელიც დაიწერა სულთნის ახალი ბრძანებულების საფუძველზე.
დოკუმენტის (ღეცტო: ძირითადი ტექსტი, მოწმეთა დამოწმებების გარეშე, სულ 67 სტრიქონი) პრეამბულიდან ირკვევა, რომ ბეენა ჩოლოყაშვილმა სულთანთან წარგზავნა თავისი მოციქული ჯვრის მონასტრის მეჭურჭლე აბრაამ ილიასის ძე (სტრ. 29-30). მან აცნობა სულთანს, რომ ფრანკმა ბერებმა იერუსალიმში მოიტანეს სულთნის ბრძანებულება, რომლის ძალითაც წარიღეს გოლგოთაზე ქართველთა საკურთხეველი (მასტაბა), და აგრეთვე წარიღეს როგორც ქვედა თაღი (ალ-კაბვ ათ-თაჰთანი), ისე ზედა (ალ-‘ილვ) თაღი და გოლგოთაზე მათ ხელთ აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე ადრე ეკუთვნოდათ (სტრ. 5-6). გოლგოთის ქვედა თაღი ადამის სამლოცველოს მოიცავდა. ზედა თაღი ვრცელდებოდა სამხრეთის (ფრანცისკელთა) და ჩრდილოეთის (ქართველთა) საკურთხევლებს შორის ეს მოხდა (დაახლოებით 1513 წლის პირველ ნახევარში) იმის საფუძველზე, რომ ფრანცისკელებმა მიაწოდეს სულთანს `შარიათის ოქმი~ (სტრ. 7-8), ჩემი აზრით, 1493 წლის სასამართლოს ოქმი, რომელიც ფრანცისკელებს აკუთვ ნებდა მთელ გოლგოთას. მისი შესაბამისი იყო სულთნის ბრძანებულებაც, რომლის ძალითაც ფრანცისკელებმა ან მთლიანად მიიღეს გოლგოთის ზედა ნაწილი, ან უფრო მოსალოდნელია, დაიბრუნეს სამხრეთის სამლოცველო, ის ნაწილი, რომელზედაც პრეტენზია ჰქონდათ ქართველებს. ცხადია, ბეენამ ვერ მიიღო გოლგოთის ზედა ნაწილში თაღების სვეტებს შორის სივრცეც. ყოველივე ეს, აღნიშნული დოკუმენტის პრეამბულის თანახმად, ბეენა ჩოლოყაშვილმა თავის მოციქულის მეშვეობით აცნობა კანსავჰ ალ-ღავრის. 1513 წლის 29 ივლისის სასამართლო ოქმის მიხედვით, ბეენა ჩოლოყაშვილის მოციქულის ინფორმაციის პასუხად, 919 წლის 4 ჯუმადა I-ს/1513 წლის 8 ივლისს, კანსავჰ ალ-ღავრიმ, თავისი მოხელის – ზაინ ად-დინ კასიმ ატ-ტაშდარის ხელით, იერუსალიმს გაგზავნა ახალი ბრძანებულება (სტრ.19). პრეამბულაში ის წერდა თავის ნა’იბს – საიფ ად-დინ იუსუფ ალ-აშრაფის: საიდუმლოება არ არის, რომ თითოეულ მოდავე მხარეს აქვს წინამორბედ მეფეთა ბრძანებულებებიც და შარიათის დოკუმენტებიც მფლობელობაზე. ამ თარიღის წინ ფრანკები მოვიდნენ შარიათის ოქმით და მის საფუძველზე დაიწერა სამეფო ბრძანებულება. ახლა ქართველებმა მოგვახსენეს, რომ ოქმი უსაფუძვლოდ დაიწერა და ამის გამო გავოცდით. ვეღარ გავიგე, ვის მხარეზეა სიმართლე. ფრანკები წარმოადგენენ ხოლმე მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს მფლობელობაზე, ჩვენს ბრძანებულებებს და მათ საფუძ ველზე იღებენ ჩვენს სამეფო ბრძანებულებას. შემდეგ ქართველებს მოაქვთ მათ ხელთ არსებული სამეფო ბრძანებულებები, რომელთა საფუძველზე მათთვის იწერება ახალი ბრძანებულება. ყველას, ვინც მოვიდა, ხელთ ჰქონდა დოკუმენტები მფლობელობაზე და ოქმი, რომელთა საფუძველზე იწერება სამეფო ბრძანებულებები. ახლა, როცა მოიტანს ვინმე ოქმს, აღარ ვიცი, დაწერილია ის მიკერძოებით თუ სამართლიანად (სტრ. 6-12 ). სულთნისთვის არ იყო იოლი გადაწყვეტილების მიღება იმ პირობებში, როცა გოლგოთის მფლობელობაზე ორივე მხარეს ჰქონდა სათანადო დოკუმენტები. ფრანჩესკო სურიანო წერს, რომ ქართველებთან `ამ ვერაგ ხალხთან, ჩვენ (ფრანცისკელებს) გვქონდა თავის დროზე დიდი სიძნელეები და საკითხები კალვარის (გოლგოთის) მთის გამო. ჩვენ წარვუდგინეთ ბევრი საჩივარი სულთანს, მაგრამ სულთანმა უარი თქვა გადაეჭრა უთანხმოებები, რათა არ მიეყენებინა წყენა არც მათთვის და არც ჩვენთვის~.

1. კასტელანის კატალოგში ამ დოკუმენტის თარიღი არასწორადაა დასახელებული: 915 წლის 15 ჯუმადა I/1509 წლის 31 აგვისტო.
კანსავჰ ალ-ღავრიმ უბრძანა თავის ნა’იბს იერუსალიმში, რომ სუნიტური ისლამის ოთხი მაზჰაბის, ე.ი. საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის: ჰანაფიტების, შაფიიტების, ჰანბალიტებისა და მალიქიტების ყადიების (მოსამართლეების), ორი მხარის უხუცესებისა და მოწმეთა თანდასწრებით გასცნობოდა თითოეული მხარის (ქართველებისა და ფრანცისკელების) ინფორმაციას, განეხილა მათ ხელთ არსებული დოკუმენტები მფლობელობაზე და შარიათის ოქმები. ვისი სიმართლეც დადასტურდებოდა, ის დაიმსახურებდა მფლობელობას და სადავო ადგილი კანონიერი გზით, მიუკერძოებლად დაუმტკიცდებოდა.
სხვას კი ჩამოერთმეოდა და კანონიერი მფლობელების წინააღმდეგ ძალადობა აეკრძალებოდა. ხოლო, როცა მომზადდებოდა ოქმი, არ უნდა ყოფილიყო აცილება და უარყოფა იმისა, რაც დაიწერა და ექნებოდა თითოეულ მხარეს ის, რისი უფლებაც ჰქონდა (სტრ. 12-19). ამრიგად, ალ-ღავრიმ საკითხის საბოლოოდ გადაჭრა იერუსალიმში ისევ თავის ნაცვალს – იუსუფ ალ-აშრაფის მიანდო და როგორც ქვემოთ ჩანს, საქმეში ჩაერია ფრანცისკელთა ფული. იუსუფ ალ-აშრაფიმ, როგორც ეს წესი იყო, ბრძანებულება ისევ `მიიღო სმენით და მორჩილებით~, შეხვდა იერუსალიმსა და მის ოლქში შარიათის განაჩენთა ზედამხედველს, მუსლიმთა მუფთის – აბუ აბდ ალლაჰ მუჰამმად ატტულკი ალ-მალიქის და ‘ალიმების, მოწმეების, ღვთისმოსავების და სხვათა თანხლებით გაემართა გოლგოთისკენ. აქ მათ შეუერთდნენ ქართველები: ბეენა ჩოლოყაშვილი, ჯვრის მონასტრის მეჭურჭლე, ბეენა ჩოლოყაშვილის მოციქული სულთანთან – აბრაამ ილიასის ძე, ბერი საბა იოსების ძე, ქართველთა ქრისტიანული თემის თარჯიმანი იერუსალიმში ნიკოლოზ გიორგის ძე, დაქუჯას(?) ვაჟი.1 ფრანცისკელთა ქრისტიანულ თემს წარმოადგენდნენ: სიონის მონასტრის წინამძღვარი ფრანსის იაკობის ძე, გარდიანი (წმინდა მიწის მეურვე) – იგივე ფრანჩესკო სურიანო, მონასტრის ვიკარი – ბერი ჯოვანი, ფრანცისკელთა თარჯიმანი – ჯირჯის კუზმას ძე და სხვ. (სტრ. 20-33). საქმის გარჩევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დაიწყო დავა, როცა მხარეები თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ სიმართლეს იმ სამეფო ბრძანებულებების მიხედვით, რომლებიც დაიწერა თითოეული რელიგიური თემის ინფორმაციის საფუძველზე. იმის გამო, რომ ერთი რომელიმე მხარის უპირატესობის გამოვლენა გაძნელდა, სულთნის ნა’იბი და ოთხი მაზჰაბის ყადიები იძულებული იყვნენ ჩარეულიყვნენ დავაში და მოუწოდებდნენ მოდავეებს, დაეახლოებინათ თავიანთი პოზიციები (სტრ. 34-38-ე). საბოლოოდ, მოდავე მხარეებმა, ბეენა ჩოლოყაშვილისა და ფრანჩესკო სურიანოს ხელმძღვანელობით, დავას და ჩხუბს, შერიგება არჩიეს. გადაწყდა, რომ ქართველებს – გოლგოთის ჩრდილოეთი მხარის, ხოლო ფრანცისკელებს სამხრეთის სამლოცველოები დარჩებოდათ. თაღების სვეტებს შორის მთელ სივრცეზე თითოეული თემის ფულით გაკეთდებოდა ხის გამყოფი მოაჯირი.2 თითოეული რელიგიური თემი დამოუკიდებლად გაანათებდა, გააწყობდა და მორთავდა თავის მხარეს (სტრ. 41-45). გოლგოთის ქვედა დონეზე (ადამის სამლოცველოში) ორივე თემის ფულით გაკეთდებოდა კარები, ურდულითა და ორი გასაღებით თითოეული თემისთვის. აქედან ისინი ქვის კიბით ავიდოდნენ გოლგოთის ზედა დონეზე. ფრანკებისთვის ეს მხოლოდ ქართველების მხრიდან იყო შესაძლებელი (სტრ. 45-52). ქვემოთ არ დაიდებოდა რაიმე ნივთი, ან მორთულობა, მხოლოდ ქართველები დაკიდებდნენ იქ კანდელს. (სტრ. 46, 48). ოქმში ნათქვამია, რომ ეს შეთანხმება თითოეული თემიდან `კანონიერი ჩვენებით~, მოსამართლის წინაშე დაამოწმეს ზემოხსენებულებმა ბიინა ბეგმა, ე.ი. ბეენა ჩოლოყაშვილმა და ფრანსისმა, ე.ი. ფრანჩესკო სურიანომ და დაადასტურეს მოწმეებმა. გადაწყდა, რომ მას, ვინც მომავალში სადავოს გახდიდა ამ გადაწყვეტილებას, დაეკისრებოდა იმ თარიღში მიმოქცევაში არსებული 1000 აშრაფის ოქროს დინარის3 გადახდა (სტრ. 54-56-ე).

1. ბეენა ჩოლოყაშვილის გარდა, დავაში მონაწილე დანარჩენი ქართველები სხვა წყაროებში მე არ შემხვედრია.
2. ეს მოაჯირი დასტურდება XVI საუკუნის ოსმალთა ხანის იმ არაბულ დოკუმენტებში, რომლებიც ეხება ფრანცისკელებისა და ქართველების დავას გოლგოთის გარშემო.
3. იგულისხმება სულთან ალ-აშრაფ ბარსბეის მიერ 1425 წელს მოჭრილი მაღალხარისხოვანი ოქროს მონეტა (3.4 გ), რომელსაც უნდა შეეცვალა დუკატი. ის საუკუნის განმავლობაში იყო მიმოქცევაში და უპირატესობა ენიჭებოდა ვაჭრობაში.

გოლგოთისათვის ბრძოლის მესამე რაუნდი კომპრომისით დასრულდა. მის ზედა ნაწილში აღდგა სტატუს-კვო, ის ვითარება, რომელიც 1491 წლის შარიათის სასამართლომ დაადგინა. მაგრამ 1513 წელს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იქნებოდნენ როგორც ბეენა ჩოლოყაშვილი, ისე – ფრანჩესკო სურიანო. ამ უკანასკნელმა, რომელიც ვერ იტანდა ქართველებს, თავის ტრაქტატში დაწერა: `ქართველების უუნარობის გამო, იმედი მაქვს, [ფრანცისკელი] ძმები მალე მიიღებენ იმას, რაც სურთ, არცთუ უსაფუძვლოდ~.
ფრანცისკელებს და მათ მეთაურს ფრანჩესკო სურიანოს მართლაც ჰქონდათ საფუძველი, ეფიქრათ, რომ მიიღებდნენ, რაც სურდათ. ეს იყო მთელი გოლგოთა. მაგრამ ამას სრულიადაც არ განაპირობებდა უუნარობა ქართველებისა, რომ ლებიც მინიმალური შესაძლებლობებით მაქსიმუმს აღწევდნენ და კიდევ დიდხანს ინარჩუნებდნენ ჯვრის აღმართვის სამლოცველოს გოლგოთის ჩრდილოეთ ნაწილში. ფრანცისკელთა ზურგს უკან იდგნენ ვენეციის რესპუბლიკა და საფრანგეთი, რომელთაც ანგარიშს უწევდა სულთანი.
ამასთან, იერუსალიმში სასამართლო დავაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ფული. ფრანჩესკო სურიანო, რომელიც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ფრანცისკელებს წაართვეს უფლება ევლოთ თავიანთ სამლოცველოში გოლგოთაზე, დაამტვრიეს იქ მათი საკურთხეველი და კანდელები, დაუფარავად წერს, `მე ქართველებს მთელი წელი ვედავებოდი და თუმცა ბევრი ფული დაიხარჯა, უფლის წყალობით, ჩვენ არა მარტო დავიბრუნეთ ის (სამლოცველო), არამედ მე წავართვი ის ეკლესიაც, რომელსაც ვფლობდით ხსენებული [კალვარის] მთის ძირში, სადაც არის საფლავები მეფე ბალდუინისა და მისი შვილისა,1 რომელმაც დაიპყრო წმინ და მიწა, უფლისა და კათოლიკე ერების საქებრად და სადიდებლად~. ფული, რომელიც უხვად ჰქონდათ კათოლიკე ფრანცისკელებს, სამწუხაროდ, უჭირდათ ქართველებს. ფრანჩესკო სურიანო წერს, რომ ქარ თველებს ვალად დაედოთ 1500 დუკატი,2 რომელიც სარგებლით აიღეს. ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო.3 რომ არა სურიანოს აღიარება, გარეგნულად ობიექტური შარიათის სასამართლო პროცესის ოქმიდან ვერასდროს გავიგებდით, ვერც სურიანოს მიერ დახარჯული `ბევრი ფულის შესახებ~ (რაც უეჭველად მოწმეთა და მოსამართლეთა მოსყიდვა-მოქრთამვისთვის იყო გამიზნული),4 და ვერც ქართველთა სამონასტრო თემის ვალზე. მაგრამ ფრანჩესკო სურიანომ სასამართლოსგან მხოლოდ ნაწილობრივ მიიღო სასურველი გადაწყვეტილება. მან აღადგინა სტატუს-კვო გოლგოთის ზემო ნაწილში, მაგრამ სინამდვილეს არ შეეფერება ის, რომ დაიბრუნა ეკლესია კალვარის მთის ძირში, ესე იგი ადამის სამლოცველო, სადაც იყო ლათინი მეფეების საფლავები. სამლოცველო/ეკლესია გოლგოთის ძირში, როგორც ზემოთ ჩანს, არ გადასულა ფრანცისკელთა ხელში. ეს უფრო სურვილი იყო ფრანცისკელთა თემის ხელმძღვანელისა, ვიდრე რეალობა. მათ, ქართველების მსგავსად, მიიღეს ურდულის გასაღები და ქვის კიბით ზედა ნაწილში ასვლის უფლება. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველებმა ეს აღიქვეს როგორც გოლგოთის წართმევა. ასეა ჯვრის მონასტრის ერთ აღაპში, რომელიც იუწყება, რომ სამცხე-საათაბაგოდან იერუსალიმს ჩასულმა ზაქარია კუმურდოელმა `ფრანგთაგან~ წართმეული გოლგოთა ოთხას ფლურად5 დაიხსნა და ამით `დიდი საქმე ქნა~.6 უეჭველია საქმე ეხება ადამის სამლოცველოს, გოლგოთის ქვედა დონეზე, ვინაიდან, 500 ფლურით, საეჭვოა მთელი გოლგოთის საკითხი მოგვარებულიყო.
ზუსტი თარიღი არა გვაქვს, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც 1514 წელს იერუსალიმი დატოვა ბეენა ჩოლოყაშვილმა, მანამდე, ვიდრე 1516 წლის ზაფხულში დაიწყებოდა ოსმალთა ექსპანსია მამლუქთა წინააღმდეგ. გ. ფერაძემ აჩვენა, რომ გოლგოთის ძირში სხვადასხვა სახელით მოხსენიებული სამლოცველო (ჩჰაპელ) უპირატესად ქართველთა ხელთ იყო. ის იხსენიება სხვადასხვა სახელით: სამლოცველო გოლგოთის ან კალვარის მთის ძირში, სამლოცველო, სადაც დაიკრძალა ადამი, სამლოცველო, სადაც, დაკრძალულნი არიან ლათინთა მეფეები, წმ. ღვთისმშობლისა და წმ. იოანე მახარებლების სამლოცველოები, წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო და სხვ. ერთი საუკუნის შემდეგაც კი, 1615 წელს, თანადროულ წყაროში აღნიშნულია, რომ `პალესტინის დასავლეთელი მეფეების გოტფრიდ ბულონელის და მისი ძმის ბალდუინის საფლავები წმ. იოანე მახარებლის ქართულ სამლოცველოშია~.

1. ადამის სამლოცველოში დასაფლავებული იყო იერუსალიმის სამეფოს პირველი გამგებელი გოდფრეი ბულონელი (1199-1110), ბალდუინ II (1118-1131) და იერუსალიმის სხვა მეფეები. ეს საფლავები დაიკარგა 1810 წელს ჩატარებული რესტავრაციის დროს.
2. დუკატი ვენეციური ოქროს ფულია (წონა – 3.5 გ, სინჯადობა – 23,5 კარატი). წერილობითი წყაროებით, დუკატი ფართოდ გამოიყენებოდა ეგვიპტის ფულის მიმოქცევაში 1399 წლიდან.
3. აღსანიშნავია, რომ ვენეციის სენატმა დომენიკო ტრევიზანს, როგორც ელჩს, პირველი 6 თვის მანძილზე თვიურ სარგოდ დაუნიშნა 300 დუკატი, ხოლო ყოველ მომდევნო თვეში – 150 დუკატი.
4. რენე ჟანენი, თავად კათოლიკე, არ მალავს, რომ ფრანჩესკო სურიანომ ქრთამი არ დაიშურა: `მან სრული ერთი წელიწადი დავას მოანდომა კათოლიკეების უფლებათა დაცვა-აღდგენისათვის ადგილობრივი მმართველობის წინაშე, რომლის მოხელეებს ამისთვის
ხშირად დიდძალ საჩუქრებს აძლევდა... სურიანომ ქრთამის წყალობით ადამის სახელწოდების პატარა ეკლესიაც ჩამოართვა ქართველებს~.
5. ფლურს ქართველები უწოდებდნენ ფლორინს (ლათ. ფლ ორენუს), მაღალხარისხოვან ოქროს მონეტას (წონა – 3,537 გ), რომლის მოჭრაც თავდაპირველად ფლორენციაში დაიწყეს 1252 წელს.
6. ზოსიმე კუმურდოელმა თან ჩამოიტანა ყვარყვარე ათაბაგის (1416-1498) შვილიშვილის ქეთეონყოფილი ქრისტინეს საქონელი, რითაც დაიხსნა გოლგოთა. ქრ. შარაშიძის აზრით, ქეთეონ-ქრისტინე გარდაიცვალა, არაუადრეს, 1511 წლისა, საფიქრებელია, 1514 წლის მიწურულში ან 1515 წლის 5 ივნისამდე.

1513 წლის სასამართლო დავამ დროებით დააშოშმინა ფრანცისკელთა და ქართველთა პრეტენზიები, მაგრამ ის განახლდა ოსმალთა ბატონობის დროს, XVI საუკუნის 40-იან წლებში, რაც ცალკე განხილვას საჭიროებს.2
შენიშვნები
1. ფრანჩესკო სურიანოსგან განსხვავებით, არსებობს ქართველთა შესანიშნავი შეფასებები ევროპელთა მიერ, რომლებსაც თავი მოუყარა გრიგოლ ფერაძემ.
2. იმდროინდელი ევროპის მოწინავე სახელმწიფოს – ვენეციის რესპუბლიკის წარმომადგენელს (და არა მარტო მას) ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე: `ეს ქართველები ცხოვრობენ მთებში, ხოლო მათი ქვეყანა მდებარეობს ტრაპიზონის მახლობლად – დიდ ზღვაზე. ფილოსოფოსი ამბობს, რომ ყველა ხალხი, რომელიც ცხოვრობს კლდოვან მთებში, არის ჯიუტი, და ცუდი ჩვევების მქონე და ბრძოლის მოყვარული~. ის იძლევა სხვა ცნობებსაც, ხშირად მცდარს, რომლებითაც ასაზრდოებდა თანამედროვეებს: `ქართველები იყენებენ ბერძნულ ასოებს, თუმცა აქვთ საკუთარი, და ასევე ბერძენთა ყველა წეს-ჩვეულებას. ყველა მათგანს აქვს ტონზურა – ღვთისმსახურთ მრგვალი, ერისკაცებს კი – კვადრატული~.

აღდგომის ეკლესიის გახსნა და პილიგრიმობის განახლება ერთნაირად შედიოდა საფრანგეთის, ვენეციის რესპუბლიკისა და ქართველების ინტერესებში. იბნ იასის ცნობით, როგორც აღინიშნა, აღდგომის ეკლესია დაიკეტა მხოლოდ ფრანკებისთვის, ზ. პაგანის თანახმად კი – ყველა ქრისტიანისთვის. Dომენიკო ტრევიზანის ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი იყო ევროპელთა პილიგრიმობის განახლება წმინდა მიწაზე. ეს იყო ვენეციური დიპლომატიის გამარჯვება, თუმცა, ევროპელთა პილიგრიმობა, რომელსაც სულთნის ხაზინისთვის შემოსავალი მოჰქონდა, ეგვიპტის მხარესაც აინტერესებდა. აღმოსავლეთის ქრისტიანებით და მათ შორის ქართველებით, კათოლიკეთა თვალსაზრისით – მწვალებლებით, რომლებისთვისაც ასევე დაიკეტა აღდგომის ეკლესია, ვენეციის დიპლომატია, საეჭვოა, დაინტერესებულიყო. ზემოთ მე მოვიტანე ზ. პაგანის ცნობა იმის თაობაზე, რომ კაიროში გავრცელებული ხმებით, 1512 წლის ივნისში ქართველები (იგულისხმება ბეენა ჩოლოყაშვილის ელჩობა) კაიროში მოვიდნენ აღდგომის ეკლესიის გახსნის სათხოვნელად. მართალია, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტურ და ნარატიულ წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ ამ ხმებს რეალური საფუძველი ჰქონდა. საბოლოოდ, ქართველებისა და აღმოსავლეთის ქრისტიანების ძალისხმევა წარმატებით დასრულდა და მათ ხელახლა დაერთოთ ნება, გადასახადების გარეშე გაევლოთ პალესტინის პორტები და მოელოცათ აღდგომის ეკლესიაში. ამას გვიჩვენებს ქვემოთ მოტანილი ეპიგრაფიკული მასალა, რომელიც დიდი ხანია გამოქვეყნებულია და რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე უცნობი რჩებოდა ქართულ პალესტინოლოგიაში.
1894 წელს განადგურდა იერუსალიმის აღდგომის ეკლესიის კარების ხელმარცხნივ, კონტრფორსის თავზე ჩატანებული მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი სულთან კანსავჰ ალ-ღავრის 919 წლის 9 მუჰარრამის/1513 წლის 17 მარტის 10-სტრიქონიანი ბრძანებულება, შესრულებული მამლუქთა გვიანდელი ნასხით. საბედნიეროდ, შემორჩა მისი ანაბეჭდი (ზომა: 1 კვ.მ), რომელიც 1914 წელს მოიძია და 1922 წელს ფრანგული თარგმანითურთ გამოსცა არაბული ეპიგრაფიკის ცნობილმა სპეციალისტმა მაქს ვან ბერშემმა.1

1. მ. ვან ბერშემს დახმარება აღმოუჩინა პროფ. ჟაუსსენ-მა და მართლმადიდებელმა მღვდელმა, პროფ. ანანიამ. ანაბეჭდი წარწერის განადგურებამდე შეასრულა პროფ. ანანიას მამამ.
კანსავჰ ალ-ღავრი წინამორბედი სამეფო ბრძანებულებებისა და ალ-მალიქ ალ-აშრაფის (კაით-ბაის) სამეფო დადგენილების საფუძველზე ადგენს, რომ `არ დაეკისროთ ქრისტიანი მელქიტი და იაკობიტი ბერებისა და მონაზვნების თემს არც მუჯიბი, არც ხაფარი და არ შეავიწროონ ისინი წმინდა იერუსალიმის კუმამაში შესვლისას, ისევე როგორც ქართველ და ეთიოპელ ბერებს, არც იაფას ნავსადგურში მათი შესვლისა და იაფადან მათი გამოსვლის დროს, არც ქალაქ ღაზასა და რამლას ლუდში ხმელეთით, ზღვით და ყოველი მხრიდან, იერუსალიმში საპილიგრიმოდ მოსულ ხსენე ბულ ბერებს და მონაზვნებს. ამ ბრძანებულების იურისდიქცია ვრცელდება წინა წლებიდან ყველა დროზე, მასში სიახლეების შეტანის გარეშე~.
ვან ბერშემის თანახმად, არაბ. მუჯიბ, რომელიც ითარგმნება, როგორც გადასახადი, მოსაკრებელი, ბაჟი, იყო ის `სულთნის გადასახადი~, რომელსაც პილიგრიმები წინასწარ იხდიდნენ თავიანთი მარშრუტის სხვადასხვა პუნქტში, განსაკუთრებით, აღდგომის ეკლესიის პირველი მონახულების დროს. სანაცვლოდ, ისინი იღებდნენ ხელწერილს, რომელსაც შემდეგ იყენებდნენ საშვის სახით. მუჯიბიდან შემოსული თანხა შედიოდა სულთნის ხაზინაში. არაბ. ხაფარ ნიშნავს მცველს, დაცვას, ესკორტს, ბადრაგს. ხიფარა იყო მოგზაურებისა და ბინადარი მოსახლეობის დაცვა ბედუინთა ძარცვისგან და გარდა ამისა, გადასახადიც.
ბრძანებულება აუქმებდა ამ ორ გადასახადს ხსენებულ პილიგრიმებზე, მათ შორის ქართველებზე და კრძალავდა ძალადობრივი უკანონო ზომების გამოყენებას მათ მიმართ. უკანონობას პილიგრიმები განიცდიდნენ აღდგომის ტაძარში შესვლისას, იაფაში მოსვლა-წასვლისას და ბოლოს ღაზასა და რამლაში, რომელთა გავლით პილიგრიმები მიდიოდნენ იერუსალიმს. სწორედ ამ ქალაქებში ხდებოდა გადასახადების ოდენობის ზრდა, რაც ღრმავდებოდა შანტაჟითა და
ყველანაირი შევიწროებით.1
1513 წლის 17 მარტის ამ ბრძანებულების მსგავსია კანსავჰ ალ-ღავრის უფრო ადრე გაცემული 912 წლის 16 მუჰარრამის/1506 წლის 16 ივნისის და 914 წლის 9 მუჰარრამის/1508 წლის 10 მაისის ბრძანებულებები (და) სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის არაბული დოკუმენტების კოლექციიდან, რომლებიც 1960 წელს გამოაქვეყნა ჰ. ერნსტმა.
კიდევ ერთი, კანსავჰ ალ-ღავრის ძმისშვილის ტუმან ბეის 911 წლის 16 მუჰარრამის/1505 წლის 15 ივნისის მსგავსი უცნობი ბრძანებულება მე იმავე კოლექციაში მოვიძიე.2 მ. ვან ბერშემის მიერ გამოცემული წარწერა ხშირად, თით ქმის სიტყვასიტყვით, (გადასახადებთან დაკავშირებით) იმეორებს სულთან კანსავჰ ალ-ღავრის ხსენებულ 914 წლის 9 მუჰარრამის /1508 წლის 10 მაისის B ბრძანებულებას. მაგრამ, მისგან განსხვავებით, ის შექმნილია ახალ კონფესიურ ვითარებაში, როცა დაიკეტა აღდგომის ეკლესია და ქრისტიანული სამყარო დიდ ძალისხმევას მიმართავდა მის გასახსნელად და პილიგრიმობის აღსადგენად.
ჰ. ერნსტის მიერ გამოქვეყნებული 912 წლის 16 მუჰარრამის/1506 წლის 16 ივნისის სულთნის ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ის დაიწერა სინას მთის ბერების: მელქიტების და იაკობიტების თხოვნის საფუძველზე. მ. ვან ბერშემის პუბლიკაციიდან ჩანს, რომ 6 ქრისტიანული თემის: მელქიტების, იაკობიტების, კოპტების, ბერძნების, ქართველებისა და ეთიოპელი ბერ-მონაზვნების პეტიცია შეადგინა და სულთნის კარზე წარადგინა მელქიტმა ბერმა სოფრონიუსმა და სულთანმა ის დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა თხოვნაც, რომ ბრძანებულება, რომელიც მათ პეტიციას პასუხობდა, ამოიკვეთა მარმარილოს ფილაზე და დამაგრდა აღდგომის ეკლესიის კარებთან. ყველა ქრისტიანი, რომელიც მაქს ვან ბერშემის მიერ გამოცემული კანსავჰ ალ-ღავრის ბრძანებულების იურისდიქციაში მოექცა, იყო აღმოსავლეთის ქრისტიანი. ბრძანებულებაში არ იგულისხმება განურჩევლად აღმოსავლეთის ყველა ხალხი. დასახელებულია მხოლოდ ექვსი, მაგრამ არც ეს ექვსი ხალხი იყო ჩაყენებული თანაბარ მდგომარეობაში. მუჯიბისა და ხაფარისგან თავისუფლდებოდნენ მელქიტი და იაკობიტი ღვთისმსახურნი.
მონოფიზიტ იაკობიტებისგან განსხვავებით, მელქიტი ქრისტიანები, რომლებიც არაბულად ლაპარაკობდნენ, იყვნენ ქალკედონიტი-ქრისტიანები. მათი სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან `მალიქ~, რაც მეფეს ნიშნავს. `მალიქი~, ანუ `სამეფო~ იგივე მელქიტი, მეფის, ბიზანტიის იმპერატორის მიმდევარია. მელქიტებმა შეინარჩუნეს ბიზანტიური რელიგიური წეს-ჩვეულებები. მამლუქთა ბატონობის დროს, ორგანიზაციულად ისინი ემორჩილებოდნენ იერუსალიმის მელქიტ პატრიარქს. კანსავჰ ალ-ღავრის ამ ბრძანებულების გაცემის დროს, მელქიტთა პატრიარქი იყო დოროთეოს II (დაახლ. 1505-1537).

1. ჰ. ერნსტს ხსენებული დოკუმენტების გერმანულ თარგმანში დაშვებული აქვს უხეში შეცდომა. ის `ქურჯს~/ ქართველს ცვლის `ქურდ~-ით/ქურთით. ამის თაობაზე 1966 წელს მიუთითა ს. შტერნმა, ხოლო ქართულ ისტორიოგრაფიაში – ცისანა აბულაძემ.
2. 911 წლის 16 მუჰარრამის ბრძანებულება გაცემულია კანსავჰ ალ-ღავრის ძმისშვილის – ტუმან ბეის მიერ. დეტალები ამ ბრძანებულების შესახებ იხ. ჯაფარიძე, ბუაჩიძე, `წმინდა მიწაზე ქართული ეკლესიის ისტორიის არაბული დოკუმენტური წყაროები~.

კანსავჰ ალ-ღავრის ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ქართველი და ეთიოპელი მღვდლები მელქიტებისა და იაკობიტების მსგავს შეღავათს იღებდნენ იაფაში შესვლა-გამოსვლისას, როდესაც გაივლიდნენ ღაზას და რამლას და შედიოდნენ იერუსალიმში, აღდგომის ეკლესიაში. მ. ვან ბერშემი თვლის, რომ შენიშვნა ეხება, უმთავრესად, ქართველებსა და ეთიოპელებს, ვინაიდან მელქიტთა და იაკობიტთა დიდი ნაწილი იერუსალიმში, ანდა ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა და იმისთვის, რათა მოხვედრილიყვნენ აღდგომის ტაძარში, მათთვის არ იყო საჭირო, წასულიყვნენ იერუსალიმში იაფას, ღაზას და რამლას გავლით. ეთიოპელები და ქართველები კი, პირიქით, დიდი რაოდენობით მოდიოდნენ საზღვარგარეთიდან. პირველები – საზღვაო გზით იაფას და რამლას გავლით, მეორენი იმეორებდნენ პირველთა მარშრუტს, ან მოდიოდნენ ეგვიპტიდან და გზად შედიოდნენ ღაზაში. მაშასადამე, ყველაზე მეტად ისინი საჭიროებდნენ მთელი ორი მარშრუტის მანძილზე გადასახადებისგან გათავისუფლებას, რასაც ითვალისწინებდა ბრძანებულება. გარდა ამისა, წერს მაქს ვან ბერშემი, ეს ხალხები (ეთიოპელები და ქართველები) სარგებლობდნენ ავტორიტეტით, რაც დასტურდება მრავალ დოკუმენტში. და თუ ბრძანებულებაში პირველ რიგში დასახელებული არიან მელქიტები, ეს იმიტომ, რომ მელქიტი იყო მღვდელი სოფრონიუსი, უკმაყოფილო ხალხების წარმომადგენელი.1 ის, რომ ქართველები არ იხდიდნენ გადასახადებს აღდგომის ეკლესიაში შესვლისას, თანამედროვეთაგან აღნიშნული აქვს ჟან თენოს.2 თენოს ეგვიპტეში ყოფნის დროს ქართველთა ეს პრივილეგია შეჩერებული იყო და აღდგა მოგვიანებით, 1513 წლის მარტში. საფიქრებელია, რომ თენომ გაითვალისწინა ის ვითარება, რომელიც არსებობდა 1510 წლის ჩათვლით და ეს ცნობა ჩართო თავის წიგნში, რომელიც მოგვიანებით დაიბეჭდა (იხ. ზემოთ). ყველაზე ადრეული მითითება იმის შესახებ, რომ ქართველები იერუსალიმში შესვლისას არ იხდიდნენ გადასახადებს, ეკუთვნის აკრას ლათინ ეპისკოპოსს (1217 წ.) ჟაკ დე ვიტრის. ქართველების დახასიათებისას ის წერს: `ისინი შემოდიან წმინდა ქალაქში გაშლილი დროშებით და არავის უხდიან ხარკს~. Eს პრივილეგია, ჩანს, დაკავშირებული იყო საქართველოსა და აიუბიანთა სახელმწიფოს შორის დადებულ 1210 წლის ხლათის საზავო ხელშეკრულებასთან.2 ამასთან, გასათვალისწინებელია ე. წ. ომარის პაქტი3 და მამლუქთა ხანის სხვა დოკუმენტური წყაროები, რის გამოც ვამჯობინებ ამ საკითხის უფრო დაწვრილებითი განხილვა მომავლისთვის გადავდო.
კანსავჰ ალ-ღავრის 1513 წლის 17 მარტის ბრძანებულებაში, ბეენა ჩოლოყაშვილი არ იხსენიება. მაგრამ უეჭველია, ქართული ქრისტიანული თემი ვერ შეუერთდებოდა სხვა ქრისტიანთა პეტიციას, ჯვრის მამის – ბეენა ჩოლოყაშვილის თანხმობის გარეშე. კოლექტიური პეტიცია კი, როგორც ითქვა, წარადგინა მელქიტმა ბერმა სოფრონიუსმა.

1. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღდგომის ეკლესია 1510 წლის შემოდგომიდან 2 წლით დაიხურა, ეს ცნობა რეტროსპექტიულად ასახავდა წინა პერიოდის ვითარებას.
2. თამაზ ნატროშვილი, გოჩა ჯაფარიძე, `ცდა ერთი თარიღის დადგენისა~, მაცნე, ენის და ლიტერატურის სერია, 2 (1974), 179.
3. ომარის (634-644) პაქტი (‘ აჰდ ‘უმარ, ან შურუტ ალ-‘უმარიÁა, `ომარის პირობები~), ხელშეკრულება, რომელიც მან 638 წელს დაუდო იერუსალიმის პატრიარქ სოფრონიუსს ქალაქის უბრძოლველად დაკავების დროს, ეს არის პირობები დამპყრობელ არაბ მუსლიმებსა და დაქვემდებარებულ იერუსალიმის ქრისტიანულ მოსახლეობას შორის.
საუკუნეების მანძილზე ომარის პაქტის ტექსტი ახალი დეტალებით ივსებოდა. არსებობს ამ პაქტის ვერსიები არაბ ავტორებთან, სადაც ქართველები არ იხსენიებიან. Aმავე დროს, ცნობილია პაქტის სხვა ვერსია, რომლის თითქოსდა არაბული ორიგინალი ამჟამად დაცულია სტამბოლის ფანარის უბანში, ბერძნულ მათლმადიდებლურ ბიბლიოთეკაში, ასლი კი – იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში. ხელშეკრულების ეს ტექსტი იერუსალიმის ქრისტიანებს და პილიგრიმებს უქვემდებარებს ბერძენ პატრიარქს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საგადასახადო შეუვალობა ეძლეოდა იერუსალიმის ქრისტიანებს, მათ სალოცავებს და იქ მყოფ სხვა დანარჩენ ქრისტიანთა ჯგუფებს, მათ შორის, ქართველებს და ეთიოპელებს. ომარის პაქტის ამ ვერსიის არსებობის შესახებ ინფორმაცია არის უკვე მამლუქთა ეპოქაში და შემდეგ მას საპატრიარქო ხშირად იყენებდა თავისი უფლებების განსამტკიცებლად წმინდა მიწაზე და არაერთხელ იხსენიება ოსმალო სულთნების ბრძანებულებებში.

წყაროებსა და სპეციალურ ლიტერატურაში მე არ შემხვედრია რაიმე ცნობა იმის თაობაზე, რომ ქართველებს ოდესმე მონაწილეობა მიეღოთ ქრისტიანთა მთავარი ტაძრის – აღდგომის ეკლესიის კარების გაკეთებაში. დღემდე ერთადერთი იყო ლაკონიური ცნობა თავად ბეენა ჩოლოყაშვილისა, რომელიც თავის დამსახურებად თვლიდა იმას, რომ `კარნი~ შეაბა `აღდგომას~. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს მომხდარა 1514 წელს, სამშაბათ დღეს, `მეორეს ჟამსა ღამისასა~, თვისა და რიცხვის დასახელების გარშე. ე. მამისთვალიშვილი, რომელიც უეჭველად მიიჩნევს ფრანჩესკო სურიანოს ცნობას, რომ ფრანცისკელებს ჯვარცმის ეკლესია წაართვეს, დაამტვრიეს მათი საკურთხეველი და ლამპრები 1510 წელს, სწორედ ამ ამბავს უკავშირებს აღდგომის ეკლესიისთვის კარების შებმასაც და ბეენას სიჩქარეს შუაღამისას ხსნის ფრანგებთან შეხლა-შემოხლით. მკვლევარი რატომღაც არ ითვალისწინებს ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ დასახელებულ თარიღს – 1514 წელს. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ბეენამ კარები შეაბა აღდგომის ტაძარში გოლგოთის ქვედა ნაწილის შესასვლელს, საიდანაც კიბე მიემართებოდა ზევით, ფრანცისკელთა სამლოცველოსკენ, რათა დაებრკოლებინა ფრანცისკელთა მოძრაობა. მაგრამ შემდეგ გამოვლინდა სულთან კანსავჰ ალ-ღავრის 919 წ. 26 ზულკა‘დას/1514 წ 23 იანვრის ბრძანებულება (სულ 27 სტრიქონი), საიდანაც ჩანს, რომ საქმე სწორედ აღდგომის ეკლესიის კარებს ეხება.
ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ იერუსალიმის გამგებელს სულთნისთვის გადაუგზავნია ქართული სამონასტრო თემის თხოვნა, განეახლებინათ აღდგომის ეკლესიის (კუმამა) ხის დაღრღნილ-დამტვრეული კარები, რომლითაც ქრისტიანები ტაძარში თავისუფლად შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მაშინ, როცა იქ არსებული ნივთები დაუცველი იყო (სტრ.11-13). ბეენა დასახელებული არ არის, მაგრამ, როგორც ჯვრის მამა და იმ დროს ქართველთა სამონასტრო თემის მეთაური, უეჭველია, თხოვნის ინიციატორი სწორედ ის იყო.
იმ პერიოდში, ისევე როგორც დღეს, აღდგომის ეკლესიას ჰქონდა ერთი კარიბჭე – გაჭრილი სამხრეთის ფასადში, რომლის მარჯვენა ნაწილი XII საუკუნის მიწურულს ამოქოლეს. სწორედ სამხრეთის ფასადიდან სურდა კარების შებმა აღდგომის ტაძრისთვის ბეენა ჩოლოყაშვილს. სულთანმა კანსავჰ ალ-ღავრიმ უბრძანა თავის ნა’იბს იერუსალიმში, რომ გამოეცა კურთხეული ბრძანება, მოეწვია მთავარი ყადი და ისლამის შეიხები, განეხილა ქართული თემის თხოვნა და მიეცა მათთვის უფლება აღდგომის კარების შეკეთებისა (სტრ.14-15). სულთანი მოითხოვდა, რომ ნა’იბს წაეყვანა `მფარველობის ქვეშ მყოფი ხალხი~, ე.ი. ქრისტიანები, მათ შორის ქართველები, რომლებიც წამოიღებდნენ საჭირო სიგრძე-სიგანის და სისქის ხის ფიცრებს. საჭირო იყო დასწრება მუსლიმი მოსამართლეების – ყადიების წარმომადგენლისა და მუსლიმი ხუროთმოძღვრისა, რომელიც შეასრულებდა ამ საქმეს (სტრ.16-18, 20-21). ამ შემთხვევაში მოქმედებდა ისლამური სამართლის ის ნორმა, რომელიც არ უშვებდა რაიმე სიახლის შეტანას საკულტო ნაგებობების განახლების დროს. ახალი კარები ძველის ანალოგიური უნდა ყოფილიყო, `მორთულობის გარეშე~ (სტრ.17). სწორედ ამისთვის იყო აუცილებელი ხუროთმოძღვრის ყოფნა.
სულთანი ითხოვდა, რომ კარების დაკიდების შემდეგ, ზემოდასახელებულ პირთა თანდასწრებით დაწერილიყო ოქმი, რომელიც გადაიგზავნებოდა მის კარზე და `ეცნობებოდა მის სამეფო ცოდნას~ (სტრ.39).
1514 წლის 23 იანვარი იყო ორშაბათი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კაიროდან იერუსალიმში კურიერის ჩასვლას და ბრძანების შესრულებას დრო უნდოდა, სავარაუდოდ, აღდგომის კარების შეცვლა მოხდა, არა უადრეს 1514 წლის თებერვლისა – ამ თვის რომელიმე სამშაბათს.
ზუსტი ახსნა იმისა, თუ რატომ შეაბეს აღდგომის ეკლესიას კარები მაინცდამაინც შუაღამეს, ძნელია. კონფლიქტურ სიტუაციაზე საუბარი ზედმეტია, რადგანაც საქმე ეხებოდა აღდგომის ეკლესიის მთავარ შესასვლელს და კარების შებმის საკითხი სანქცირებული იყო თავად სულთან კანსავჰ ალ-ღავრის მიერ. ისღა დამრჩენია ვიფიქრო, რომ საჭირო სამუშაოები დღისით ხელს შეუშლიდა ეკლესიაში მლოცველთა შესვლას და, ამ მხრივ, შუაღამე უფრო მოსახერხებელი დრო იყო.
აქვე მინდა შევეხო ერთ ცნობას, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდება აღდგომის ეკლესიისთვის ახალი კარების შებმას. იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ერთი ქართული ხელნაწერის (ჟერ. #36) მინაწერი 314-ე გვერდზე, რომელიც 1806 წელს შეუსრულებია ჯვრის მონასტრის მღვდელს, ოკრიბელ ლავრენტი გოგელაძეს, გვამცნობს, რომ `იერუსალიმს ხის კარები აბია კვიპაროზის, და ზედ ქართველი გიორგი მეფე სწერია, სცანთ და იძიენით~.
ამ ცნობაში იგულისხმება იერუსალიმის აღდგომის ეკლესიის მთავარი კარები, რომელიც ძვირფასი საამშენებლო ხისგან, კვიპაროსისგან იყო დამზადებული. მაგრამ ღიად რჩება `ქართველი გიორგი მეფის~ ვინაობა. გრიგოლ ფერაძის სიტყვები რომ გავიმეორო, `სამწუხაროდ, ლავრენტიმ დაწვრილებით არ გამოიკვლია ეს საკითხი~. სამაგიეროდ, მან სხვებს მოუწოდა, `სცანთ და იძიენით~-ო, მაგრამ, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, 1808 წლის დიდმა ხანძარმა აღდგომის ეკლესიაში ტაძრის კარები წარწერითურთ გაანადგურა და მეფის იდენტიფიკაციის საკითხი ღიად დარჩა. ამჟამად შეიძლება ვივარა უდო, რომ იმ დროს, როდესაც ბეენამ აღდგომის ტაძარს `კარნი~ შეაბა, ეს წარწერაც მან გააკეთებინა და ხსენებული `გიორგი მეფე~ – მისი პატრონი კახეთის მეფე ავგიორგია, რომლის ცოდვების შენდობასაც, იერუსალიმის სხვადასხვა ხელნაწერის მინაწერში, უფალს შესთხოვდა ბეენა ჩოლოყაშვილი.

ეგვიპტის სულთნის ბრძანებულებებში არაერთხელ მეორდება სულთნის მოთხოვნა, რომ არ განახლებულიყო ქართველების შევიწროება, მოქცეოდნენ მათ სამართლიანად და მოწყალებით, დაეცვათ მათი ბაღები და ზვრები, მიეცათ მათთვის შესაძლებლობა, აღედგინათ თავიანთი მონასტრები – ახლის აშენების გარეშე (სტრ. 13-20). ასეთი მოთხოვნა განპირობებული იყო იმით, რომ იერუსალიმის ადგილობრივი ხელისუფლება და კერძო პირებიც დროდადრო არღვევდნენ ქართული სამონასტრო თემის უფლებებს. ამის თაობაზე მე მომეპოვება მამლუქთა ხანის დოკუმენტები. სულთნის ბრძანებულებები საშუალებას აძლევდა ბეენა ჩოლოყაშვილს, დროებით მაინც, აღეკვეთა ძალმომრეობის შესაძლებელი აქტები ქართველი პილიგრიმების, ქართული სამონასტრო თემის ქონებისა და მეურნეობის მიმართ, გარდა ამისა, შეეკეთებინა ქართველების კუთვნილი ეკლესია-მონასტრებიც. ვფიქრობ, რომ პირველ ყოვლისა, ეს ეხებოდა იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერს, თუმცა სხვა ცნობა ამის თაობაზე არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის #132 ნუსხის ანდერძი იუწყება, რომ ბეენა ჩოლოყაშვილს განუახლებია წმ. თევდორეს ეკლესია-მონასტერი და მონასტრის ბიბლიოთეკის შევსებაზეც უზრუნია.
კიდევ ერთი მხარე ბეენა ჩოლოყაშვილის მოღვაწეობისა იყო რთული და მძიმე საქმე, იერუსალიმის ქართული ხელნაწერების `შეკაზმვა~, ანუ ყდაში ჩასმა. დ. კლდიაშვილის თანახმად, გამორიცხული არ არის, რომ ბეენას ჯვრის მამობის დროს შეიკაზმა წმ. თეკლას მონასტრის კუთვნილი ოთხთავი, რასაც ადასტურებს მისი ანდერძი ოთხთავის ხელნაწერზე.

ბეენა ჩოლოყაშვილი, როგორც კახეთის სამეფოს ელჩი და ჯვრის მამა, ეგვიპტესა და იერუსალიმში იმყოფებოდა 1512-1514 წლებში. მას ჰქონდა დაპირისპირება სომხურ საპატრიარქოსთან წმ. იაკობის ეკლესიის გამო. ბეენა ჩოლოყაშვილი ლაკონიურად წერს იმ სიძნელეებზე, რომლებიც ამ დროს შეხვდა: `დიდი ჭირი და სარჯელი გარდამხდა ცოდვილსა ბეენასა ძმანო~, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე და პრინციპული იყო დავა ფრანცისკელებთან გოლგოთის მფლობელობაზე.
ბეენა ჩოლოყაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეცვა და განემტკიცებინა ქართული სამონასტრო თემის ინტერესები. ის დაუპირისპირდა ფრანცისკელებს, რომლებსაც ზურგს უმაგრებდნენ პოლიტიკურად და ფინანსურად შეუდარებლად მძლავრი ვენეცია და საფრანგეთი. ძალები არათანაბარი იყო. ბეენა ჩოლოყაშვილს ნამდვილად არ ექნებოდა ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, რითაც შთაბეჭდილებას მოახდენდა იერუსალიმში სულთნის ნა’იბსა და შარიათის სასამართლოზე. ხოლო კათოლიკურ ევროპასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, მიუხედავად ქართველებისადმი კეთილგანწყობისა, ეგვიპტის სულ თნისთვის პრიორიტეტული იყო.
ერთი მხრივ, კათოლიკე ფრანცისკელთა დიდმა ფულმა და ქრთამმა, ხოლო მეორე მხრივ, ეგვიპტის მამლუქთა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა, საშუალება არ მისცა ბეენა ჩოლოყაშვილს ქართველების სასარგებლოდ საბოლოოდ გადაეჭრა გოლგოთის საკითხი, თუმცა მან შეინარჩუნა სტატუსკვო ამ წმინდა ადგილის ნაწილში და პერსპექტივაში შეუნარჩუნა ის მართლმადიდებელ ქრისტიანებსაც.
შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ადგილებისთვის ბრძოლაში ქართველებს პრაქტიკულად მოკავშირე არ ჰყავდათ. სომხები, ფრანჩესკო სურიანოს ცნობით, იყვნენ ბერძნებისა და ქართველების მოსისხლე მტრები. რაც შეეხება ბერძნებს, ისევ სურიანოს თანახმად, ყველა სხვა ქრისტიანი ხალხი გამოდიოდა ამ `ვერაგი მწვალებლების~ წინააღმდეგ, ქართველების გარდა. მიუხედავად ამისა, გოლგოთისთვის ფრანცისკელებთან დავის დროს, არ ჩანს იერუსალიმის მართლმადიდებლური (მელქიტთა) საპატრიარქოს მხარდაჭერა ქართული სამონასტრო თემისადმი. ის გარეგნულად გულგრილი რჩებოდა გოლგოთის მიმართ, შორიდან ადევნებდა თვალყურს ქართველების უთანასწორო ბრძოლას და ელოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა კათოლიკეებთან დაპირისპირება. ეს მოგვიანებით აღასრულა ბერძნულმა მართლმადიდებლურმა საპატრიარქომ. მართალია, ქართულმა სამონასტრო თემმა მელქიტებთან და აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანულ ჯგუფებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედა აღდგომის ეკლესიაში პილიგრიმობის განახლებისათვის და პილიგრიმთა პრივილეგიების აღსადგენად, მაგრამ ეს იყო იშვიათი შემთხვევა, რასაც საერთო ინტერესები განაპირობებდა.

ბრძოლა გოლგოთის დასაუფლებლად, უკიდურეს შემთხვევაში იქ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად, ქართული სამონასტრო თემის უკანასკნელი მცდელობა იყო მამლუქთა ბატონობის მიწურულს. მამლუქთა სასულთნო, რომელთანაც ქართველ მეფე-მთავრებს დიდი ხნის მანძილზე საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდათ, არსებობის უკანასკნელ წლებს ითვლიდა. 1517 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ეგვიპტე და ბოლო მოუღეს მამლუქთა დამოუკიდებელი სასულთნოს არსებობას. წმინდა მიწა შევიდა ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში. ამიერიდან ქართველებს თავიანთი ინტერესების დაცვა უწევდათ ოსმალო სულთნების კარზე და ადგილობრივ ოსმალო მოხელეებთან. ამავე დროს გაძლიერდა ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქო, რომელიც სულ უფრო დიდ პრეტენზიას აცხადებდა ყოფილიყო დომინანტი არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მონოფიზიტურ სამონასტრო თემებშიც. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ის გაცილებით საშიში აღმოჩნდა ქართული სამონასტრო თემისთვის წმინდა მიწაზე, ვიდრე მუსლიმი კლერიკალები, კათოლიკე ფრანცისკელები თუ სომეხი მონოფიზიტები.
Комментариев нет:
Отправить комментарий