1. სუმბატ დავითის ძე - „ცხორება და უწყება ბაგრატონიანთაჲ“
2. „ცხორება მეფეთ-მეფისა დავითისი“
3. „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
4. ბასილი ეზოსმოძღუარი - „ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი“
5. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე
XI საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიული თხზულების დასაწყისი ნაწილი ემყარება ბიბლიას. სუმბატ დავითის ძეს ბაგრატიონები ებრაელთა მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის შთამომავლებად გამოყავს. მისი აზრით, ისინი პალესტინიდან საქართველოში VI საუკუნეში მოვიდნენ და ერთი მათგანი გუარამი - ქართლის ერისმთავარი გახდა. ნაშრომის ის ნაწილი, რომელშიც მოთხრობილია ამბები ამ გუარამიდან აშოტ I-მდე, ემყარება „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობება. აშოტ I-იდან ბაგრატ III-მდე პერიოდის შესახებ სუმბატ დავითის ძეს ხელთ ჰქონის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანეები. ეს ნაწილი შეიცავს უხვ და სარწმუნო ქრონოლოგიურ ცნობებს. ბაგრატ III-ის მეფობის ბოლო წლებიდან სუმბატ დავითის ძე აღწერს თავის თანადროულ მოვლენებს.
ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართველთა მეფეთასა, თუ სადათ მოიწივნეს ამას ქუეყანასა იგინი, ანუ რომლით ჟამითგან უპყრიეს მათ მეფობა ქართლისა, რომელი აღწერა სუმბატ, ძემან დავითისმან.
ადამ შვა სეით. სეით შვა ენოს. ენოს შვა კაინან. კაინან შვა მალელ. მალელ შვა იარედ. იარედ შვა ენოქ. ენოქ შვა მათუსალა. მათუსალა შვა ლამექ. ლამექ შვა ნოე. ნოე შვა სემ. სემ შვა არფაქსად. არფაქსად შვა კაინან. კაინან შვა სალა. სალა შვა ებერ. ებერ შვა ფალეგ. ფალეგ შვა რაგავ. რაგავ შვა სერუქ. სერუქ შვა ნაქორ. ნაქორ შვა თარა. თარა შვა აბრამ. აბრამ შვა ისაკ. ისაკ შვა იაკობ. იაკობ შვა იუდა. იუდა შვა ფარეზ. ფარეზ შვა ესრომ. ესრომ შვა არამ. არამ შვა ამინადაბ. ამინადაბ შვა ნაასონ. ნაასონ შვა სალმონ. სალმონ შვა ბოოს. ბოოს შვა იობედ. იობედ შვა იესე. იესე შვა დავით მეფე. დავით მეფემან შვა სოლომონ. სოლომონ შვა რობუამ. რობუამ შვა აბია. აბია შვა ასაფ. ასაფ შვა იოსაფატ. იოსაფატ შვა იორამ. იორამ შვა ოზია. ოზია შვა იოთამ. იოთამ შვა აქაზ. აქაზ შვა ეზეკია. ეზეკია შვა მანასე. მანასე შვა ამონ. ამონ შვა იოსია. იოსია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იექონია. იექონია შვა სალათაელ. სალათაელ შვა ზორაბაბელ. ზორაბაბელ შვა აბიუდ. აბიუდ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა აზორ. აზორ შვა სადუკ. სადუკ შვა აქიმ. აქიმ შვა ელიუდ. ელიუდ შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა მატათან. მატათან შვა იაკობ. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი და ძმა კლეოპასი. კლეოპა შვა ნაომ. ნაომ შვა სალა. სალა შვა რობუამ. რობუამ შვა მოხთარ. მოხთარ შვა ელიაკიმ. ელიაკიმ შვა ბენიამენ. ბენიამენ შვა იერობემ. იერობემ შვა მოსე. მოსე შვა იუდა. იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ. იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ შვა იერუბემ. იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სვიმონ. სვიმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ. ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შვიდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.
და ესენი, შვიდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით ფილისტიმით, ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს ეკლეცს, წინაშე რაქაელ დედოფლისა და მისგან ნათელ-იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და მუნ დღეინდელად დღედმდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.
და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს. ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ, განაჩინეს ერისთავად, და ესე არს ერისთავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი.
ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს, და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.
ხოლო ვინაითგან მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან.
მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სვიმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალა განდიდდებოდა. და სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.
მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ. და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ასამს და ვარაზვარდს, რომელნი-იგი ზემო ვახსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა რაქაელ დედოფალმან, ძმანი შვიდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი ქუეყანით ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ხელითა რაქაელ დედოფლისათა, რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა მუშელ და ერთსა – ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა – აბგავარ; ერთი შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.
ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვახსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად. და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა, რომელ არს მცხეთას.
ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს, და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა, ხოლო ასამ და ვარზავარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს, ერისთავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს. და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.
და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის ზე ტფილისისა მკვიდრთა ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა – ერთი ვინმე დედაკაცი. და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.
და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთავობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი. და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარისასა მცხეთას.
და ამის ზე წარვლო ერეკლე, მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა დამართებით ციხესა კალისასა. და ციხისთავმან ხმა-უყო ციხით გამოღმართ და ჰრქუა ერეკლე მეფესა: „რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაცბოტისა კისერი გათქს“. მაშინ, ვითარცა ესმა სიტყუა ესე ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთვის, და აღმოიკითხა წიგნისაგან დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: „აღმოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი“. და თქუა მეფემან: „უკუეთუ იყო ჩემდა სიტყუა ეგე კადნიერებისათვის ჩემისა, მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ“. და დაუტევა ტფილისს ჯიბღუ ერისთავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თვით წარემართა ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას, რომელსა ჰ[რ]ქვიან ხუზაშენი. და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი-იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა. და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთისმშობელისა ეკლესიისა და აღასრულა გუმბათი მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო და ციხისთავი იგი შეიპყრა და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთვის, რამეთუ თქუა სადიდებელი იგი მეფისა ჰერაკლესი. ხოლო კადრებისა მისთვის ტყავი გაჰხადა და მეფესა მისწია იგი გარდაბანს, ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს, და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო ბაღდადი და შეიპყრა ხუასრო მეფე და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა. და იწყო შენებად იერუსალემისა. და დასუა მოდისტოს პატრიაქად. და წარმოემართა აქათვე და მოვიდა წელსა მეშვიდესა. და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა, ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.
და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინნა, რათა ყოველნი ქრისტიანენი ეკლესიასა შევიდენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლისმსახურნი, რომელნიცაღა არა მოინათლნენ, მოისრნენ.
ხოლო მათ ნათლისღება არა ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახვილი. და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა სჯული ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდვე თვისად.
და მთავრობდა ქართლს იგივე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე ბართლომე.
მის ზედავე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან განასრულა ეკლესია ჯუარისა და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის ზე ქუეყანა ქართლისა აღწერეს და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს აგარის ნათესავთაო.
და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთავობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი. და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი ანთიპატოს-პატრიკიოსი, რომელმან გარდაბანელნი მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი – ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე. და ძენი მისნი – გურგენ ერისთავი, აშოტ კურაპალატი.
ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ გაძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად. და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი, ასაკითა ჩჩვილნი –უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა. და ერი თვისი მცირედ ჰყვა თანა, მკვიდრნი მისნი, დედაწულითურთ და შვილითურთ. მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა მის ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან და გარდაჰხდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ხევსა შავშეთისასა.
ხოლო ხევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოხრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ციხენი ყოველნი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი. და კუალად, შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი, და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკვიდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა და სიყუარულითა, და დაემკვიდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასითა და ზოგი ოხერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ხელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.
და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა – პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი. და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.
და იყო, ერთსა შინა ჟამსა განვიდა აშოტ, რათამცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათვის სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსამე და განავლინნა ლაშქრის მაწუეველნი. და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ხევსა ნიგალისასა და იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თვისი. და წარმოემართნეს მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა. ხოლო იგინი მოვიდეს კლვად მისსა. მაშინ, ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა, არა უწყოდა აშოტ ზაკუა მათი. და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინღა აგრძნა, რა-იგი ეგულვებოდა მათ. და არა ჰყვა მას ერი თვისი თვინიერ მცირედთასა, რომლითა ვერ წინა-აღუდგებოდა იგი მათ. ამისთვისცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად. და მოწყლეს იგი მახვილითა საკურთხეველსა ზედა, და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა, რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა. და სისხლი იგი მისი დათხეული დღესცა საჩინოდ სახილველ არს.
ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა, ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ხელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თვისისათა. დაეწივნეს მათ სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა არცა ერთი მათგანი. და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა შინა, ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა – პეტრესი და პავლესისა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ˜ჳ˜ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მ˜ვ, თუესა იანვარსა ოცდაცხრასა.
და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი თანა ჰყვეს მას, რაჟამს-იგი მოიწია შავშეთ-კლარჯეთად, ხოლო უმრწემესი გუარამ არტანუჯს მოსლვას[ა]ღა შინა დაებადა.
და შემდგომად აშოტის სიკუდილისა, მამისა მათისა, რომელ გარეთ ქუეყანა ჰქონდა ძეთა აშოტისთა, წაუღეს სარკინოზთა, რამეთუ იყვნეს იგინი უსრულ ჰასაკითა. ხოლო რაჟამს სრულ ჰასაკ იქმნნეს იგინი, კუალადცა მოსცა ღმერთმან მათვე ყოველივე იგი ნაქონები მამისა მათისა. და ვიდრე უსრულოღა იყვნეს იგინი ჰასაკითა, იზარდებოდეს ციხესა შინა არტანუჯისასა, და იყვნეს ხარკის მიმცემელ სარკინოზთა ყოველნივე ხევნი შავშეთ-კლარჯეთ-ნიგალისანი. ხოლო არტანუჯით გამოღმართ დაიპყრეს მათ ნაქონები იგი მამულები მამისა მათისა, დასუეს ბაგრატ კურაპალატად. და წარმართა ღმერთმან ხელმწიფება მათი.
და იყვნეს ძენი უხუცესისა მის ძმისა მათისა, აშოტის ძისა ადარნასესნი, სამნი: გურგენ, რომელ-იგი დღეთა სიბერისა მისისათა კურაპალატად დასუეს, და ძმანი მისნი: აშოტ კეკელა და სუმბატ არტანუჯელი, რომელი ხელმწიფობასა მისსა დასუეს ანთიპატოს-პატრიკად. და ძენი ბაგრატ კურაპალატისანი სამნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თვისისა დასუეს კურაპალატად, ადარნასე და აშოტ. და ძენი უმრწემესისა აშოტის ძისა გუარამისნი ორნი: ნასრა და აშოტ.
ხოლო აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, გარდაიცვალა ქრონიკონსა პ˜ზ, და დაუტევა გურგენ, რომელი შემდგომად კურაპალატად დასუეს, და სუმბატ არტანუჯელი ანტიპათოსპატრიკი.
გარდაიცვალა აშოტ, ძე მამფლისა გუარამისა, უწინარეს მამისა თვისისა ქრონიკონსა პ˜თ. არა დაუტევა ძე.
გარდაიცვალა ადარნასე, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ჟ˜დ, სიცოცხლესავე მამისა თვისისასა, და არა დაუტევა შვილი. და მამა მისი, ბაგრატ კურაპალატი, ძე აშოტ კურაპალატისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა ჟ˜ვ, და დაუტევნა ძენი: დავით, რომელი შემდგომად მისსა კურაპალატ ყვეს; და მოიკლა იგი ხელითა მამის ძმისწულისა თვისისა, ნასრა გუარამის ძისითა, სიცოცხლესავე შინა გუარამისსა, ქრონიკონსა რ˜ა, სუფევასა შინა გუარამისსა. ხოლო გუარამ მამფალი, მამის ძმა მისი, მამა ნასრესი, უბრალო იყო სისხლისაგან დავით კურაპალატისათა; და დაუტევა ამან დავით მოკლულმან ძე მცირე ადარნასე, მოუწიფებელი ჰასაკითა, ხოლო ნასრ მკლველი ივლტოდა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და იყო მუნ მრავალ წელ.
და ამისსა შემდგომად დასუეს გურგენ, ძე ადარნასესი, კურაპალატად, დიდისა აშოტ კურაპალატის ძისა.
გარდაიცვალა გუარამ მამფალი, ძე აშოტ დიდისა, მამა ნასრისა, ქრონიკონსა რ˜ბ.
და გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ კურაპალატისა, ქრონიკონსა რ˜ე.
და ამისსა შემდგომად გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე ბაგრატ, დისიძე ნასრისა, და შესწია მან, დიდითა ლაშქრითა, მეფემან აფხაზთამან, და მუნით გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეკრიბა სხუაცა ლაშქარი ურიცხვი. ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძოთა და სძლეს ნასრას, მეოტ ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას, ქრონიკონსა რ˜ჱ. და არა დაუშთა შვილი ნასრას, და აღიხოცა სახსენებელი მისი.
ადარნასე, ძე დავით კურაპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ [ნაცვლად] მის მოკლულისა. და ამან ადარნასე, ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი-იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ.
და მამფალი სუმბატ არტანუჯელი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ˜თ და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ მამფალი არტანუჯელი და დავით მამფალი.
და სიცოცხლესავე შინა სუმბატ არტანუჯელისასა მოისრა ნასრ; და ქუეყანა ნასრისი დაიპყრეს სხუათა ამათ მთავართა.
ხოლო გურგენ კურაპალატი წარვიდა ტაოთ, კალმახით, მამულით თვისით, ცხოვრებად შავშეთს და არტანს. და ამისსა შემდგომად შეიმტერნეს ურთიერთას და შეკრიბეს ლაშქარი ერთმანერთსა ზედა: ერთ კერძო გურგენ კურაპალატმან და ერთა მისთა, მეორე კერძო ადარნასე, ქართველთა მეფემან, და ბაგრატ არტანუჯელმან. მოვიდეს ესენი ხევსა არტანისასა, სოფელსა მგლინავსა, და ჰბრძოლეს ერთმანერთსა. და მეოტ იქმნა გურგენ კურაპალატი, წყლეს და შეიპყრეს. და მოკუდა წყლულებითა მით გურგენ კურაპალატი, ძე ადარნასესი, ძისა აშოტ დიდისა, ქრონიკონსა რ˜ი˜ა. და დაუტევნა ორნი ძენი: ადარნასე და აშოტ, რომელიცა შემდგომად ერისთავთერისთავად დასუეს.
შემდგომად გურგენ, მამისა თვისისა კურაპალატისა, გარდაიცვალა ადარნასე ქრონიკონსა რ˜ი˜ვ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერისთავთერისთავი და გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერისთავთერისთავი იყო.
და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი, ძე სუმბატისი, ქრონიკონსა რ˜კ˜თ, თუესა აპრილსა კ˜, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერისთავი, აშოტ და დავით.
გარდაიცვალა დავით ერისთავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ˜კ˜ჱ, და არა დაუტევა შვილი.
აშოტ ერისთავთერისთავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ˜ლ˜ჱ, და არა ესუა შვილი.
და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმისწული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერისთავთერისთავად.
გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ˜მ˜ბ, და დაუტევა ძე მუცელსა შინა ცოლისა თვისისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.
გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა რ˜მ˜გ, და დაუტევნა ძენი ოთხნი: დავით, რომელი შემდგომად მამისა თვისისა ქართველთა მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი და სუმბატ, რომელი ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.
გარდაიცვალა გურგენ ერისთავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ˜მ˜გ, მასვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თვისისასა, რომელსა ეწოდა გურგენვე, სახელი მამისა თვისისა.
გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა, ქრონიკონსა რ˜ნ˜ზ, და არა ესუა ძე.
გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ˜ნ˜თ, თუესა ივნისსა, და არა ესუა ძე.
გარდაიცვალა გურგენ, დიდი ერისთავთერისთავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი სიმხნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ˜ჲ˜ა, თუესა თებერვალსა ი˜დ. არა ესუა ძე.
გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ არტანუჯელისა, მონაზონობასა შინა, ქრონიკონსა რ˜ჲ˜გ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თვისი სუმბატ, რომელიცაიგი დასუეს ერისთავთერისთავად.
გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ˜ჲ˜ე, თუესა მარტსა, და დაუტევა ძე თვისი ადარნასე, რომელი შემდგომად მამისა თვისისა მაგისტროსი იქმნა და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა. მასვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი გარდაიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.
გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ˜ო˜დ, და არა ესუა შვილი. და ამასვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა, და არა ესუა ძე.
და შემდგომად აშოტ კურაპალატისა ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა რ˜ო˜ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერისთავთერისთავი, რომელი ქართველთა მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.
გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქრონიკონსა რ˜პ˜ა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩÂთა, და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერისთავთერისთავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ ერისთავთერისთავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ˜პ˜ვ, ხოლო ძმა მისი დავით კურაპალატი იქმნა დიდად.
გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქრონიკონსა რ˜პ˜ჱ.
გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა ს˜გ, და დაუტევა ძე დავით მცირე.
გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქრონიკონსა ს˜ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ.
გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს˜ი˜ბ, და არა ესუა შვილი.
გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერისთავთერისთავისა დიდებულისა, კაცისა მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი, ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს˜ი˜დ, და დაუტევა ძე თვისი უხუცესი გურგენ, რომელსა უწოდეს მეფეთამეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ, დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთვის გურგენს მეფეთმეფობა ეწოდა.
გარდაიცვალა დავით, დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა ს˜კ˜ა, და არა ესუა ძე.
და აოხრდა იმიერ-ტაო. და გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა. და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი – გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკვითა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა.
გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთმეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს˜კ˜ჱ, და დაუტევა ძე ესე თვისი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს, მამულსა თვისსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ხელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთა თვის მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თვისითა უფროს სახლეულთა თვისთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე.
და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ხელმწიფენი – სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თვისნი მამის დისწულნი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგვისასა. და მუნ ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს˜ლ˜ა. და ეგრეთვე მასვე ციხესა შინა გურგენცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა ს˜ლ˜ბ. ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე. და მათნივე შვილნი, კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.
ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თვისი: აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ხევთა ტაო სათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მასვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა ს˜ლ˜დ, თუესა მაისსა ზ˜, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თვისი გიორგი, და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი˜ჱ.
ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, განუდგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნნეს ერისთავნი. მათ ქუეყანათ[ა] კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.
და ამის გიორგის მეფობისა მეშვიდესა წელსა გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთავე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმანერთსა ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. [და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკ[უ]ანა მეფე ბერძენთა. და შეკრბეს რა უკანამავალნი გიორგისნი და წინამავალნი ბასილისნი ლაშქარნი, იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების შირიმთა. და მრავლად მოისრნეს ორკერძოვე. და მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და ვითარცა მოესმა ხმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფეცა სპითა დიდითა.
და შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს მუნ ბერძენნი, დიდნი და ფრიადნი. და წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა გიორგისნივე სულმოკლე იქმნნეს, რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი უკ[უ]ანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო. ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკ[უ]ანა ბასილი ჯავახეთით კერძო და მოაოხრა ყოველივე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა ბასილიცა თრიალეთადვე. და რა ეახლნეს ერთმანერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი, შეიქცა თრიალეთით და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა და კუალად უბოროტესად-რე მოაოხრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთავე ამათ მეფეთანი ზავისათვის ერთმანერთისა წინაშე და მშვიდობისა.
ხოლო იქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი, და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლით-კერძი ქუეყანა. ხოლო ღმერთმან ბასილის, დიდად შეშინებულსავე, პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფი წარვეზს, და ყოველნივე ერნი, მისად მიმდგომელნი, შეიცვეს ციხესა შინა, შეიპყრეს და ბასილის წინაშე წარმოგზავნეს. და მან ექსორია-ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე, ქართველი.
და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშვიდობასა. ხოლო გიორგი მეფემან განავლინა ზვიადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თვისსა. და დაილაშქრა ზვიადმანცა ამიერ, კიდესა ბასიანისასა, რეცა ზამთრის სახედ. ხოლო თვით გიორგი მეფე უკ[უ]ანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორკერძოვე მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა უნდოდა მშვიდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწვიეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი ზავად და მშვიდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: „იხილე, უფალო, წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან“.
და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა, და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: „უკ[უ]ეთუ მიმცე მე ხელთა მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე“. და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მასვე ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს; და გამოვიდეს მიერ კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთიცა პირველ მოსრულთა მათ თვინიერ მცირედთასა. რამეთუ თვით მეფე გიორგი და უძლიერესი ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლადვე, და მოიკლნეს მათგანნი მას დღესა შინა, რომელთაცა-იგი მშვიდობის ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნნეს ყოველნი. და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახვილისა თა და რომელნიმე მეოტ იქმნეს. წარიღეს ბერძენთა ავარი დიდძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.
და წარმოიძრა მცირედ ბასილი მეფე და მოუდგა უკ[უ]ანა. და კუალად იწყო ზავად და მშვიდობად პირველისაებრვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალადცა განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშვიდობა და დაიზავნეს.
და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თვისი ბაგრატ, სამისა წლისა, ყრმა ჩვილი, და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანანი, დავით კურაპალატისა ნაქონები: ტაოს, ბასიანს და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა ბერძენთა მეფე ბასილი და თანა წარიტანა ბაგრატ, ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინავე წარმოგზავნა აღუთქუა გიორგის ბაგრატისი.
გარდახდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ ტაოს და შემოვიდა თვისსა მამულსა ბანას თანამოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხვივნეს მას მანდატურნი წიგნითა, ესრეთა წერილითა, ვითარმედ: „მიიცვალა ბასილი მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმნა მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადაცაღა მოწევნულ იყოს სახელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით და წინაშე ჩუენსა მოგზავნე“. და ვითარცა აღმოიკითხა კატაბანმან ბრძანება მეფისა, მაშინ მსწრაფლ მოიქცა და დევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თვისსა მამულსა შემოსრულ იყო იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერღარა ეძლო კატაბანსა მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკვირველი მოწყალება ღმრთისა! ვითარღა განერა მართალი ხელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა ს˜მ˜ე.
და მოვიდა ბაგრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თვისისა გიორგი მეფისა და დედისა თვისისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს იგინი მშვიდობით, და მისცეს დიდება და მადლობა ღმერთსა მომადლებისათვის მათდა ესევითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა, რა გარდახდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების მყინვარნი, ქრონიკონსა ს˜მ˜ზ, თუესა აგვისტოსა ი˜ვ, და დამარხეს იგი ქუთათისს.
და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა[ნი], რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი. განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელ შემდგომად მისსა მეფე იყო.
და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თვისი მიუწდომელისა ძალითა, ლაშქრითა თვისითა და განძითა ურიცხვითა ყოვლად უძლიერესად ბასილი მეფისაცა. მოვლო და მოაოხრნა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოხრნეს ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტესცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს, ციხესა ქუეშე კლდეკართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძოლა ყვეს, გარნა არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი. ჩანჩახამან, ერისთავმან შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თვით წარვიდეს იგინი საბერძნეთს.
ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა, მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიასა და სახელ-სდვა მას სუეტი. და შეკრიბა მაშინ მან ერი თვისი და შევიდეს მას შინა თვით საბა, მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა, ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა.
ხოლო მოავლინა მუნ პარკიმანოსმან იოვანე ხარტულარი, სახელით ვალანგ, ლაშქრითა დიდძალითა, და თანა მოსცა მას ძე გურგენ კლარჯისა, დემეტრე, რეცა შესატყუენელად ქუეყანისა მკვიდრთა, რომელი-ესე იქმნა ესრეთ: რამეთუ მიიქცეს ერნი სოფლიონი, უგუნურუსუსურნი ცნობითა და გონებითა, და გამოადგინეს ლაშქარი სუეტსა მას ტბეთისასა, და ჰბრძოდეს ძლიერად მრავალღონედ. და ღმერთმან განაძლიერნა მყოფნი იგი სუეტსა მას შინა მადლითა და მეოხებითა წმიდათა მოციქულთათა და ლოცვითა წმიდათა ამათ მღდელთმოძღუართათა. და ვითარცა ერთგულნი და ჭეშმარიტნი მარტვილნი საღმრთონი თავთა თვისთა სიკუდილად განსწირვიდეს, და ხორციელთა უფალთათვის თავთა თვისთა განსწირვიდეს და სისხლთა დასთხევდეს სიტყვისაებრ მოციქულთასა, და განძლიერდებოდეს. ყოველთავე ეტყოდეს, ვითარმედ: „ნუმცა შეგვიტყუებენ ჩუენ ლიქნანი ესე და საფასენი მსწრაფლ წარმავალნი, არამედ მოვიგოთ მადლი ერთგულებისა და გვირგვინი ახოვნებისა“. რამეთუ მბრძოლნი იგი, გარემოდგომილნი მათდა, ლიქნიდეს აღთქმითა და ქადაგებითა კეთილითა და საფასეთათა.
ხოლო ესევითარად რა ღელვად აღტეხილად იგუემებოდა აღმოსავლეთი, მსწრაფლ ეწია რისხვა უმსჯავროსა მას მეფესა კოსტანტინეს, მსგავსადვე ივლიანეს უსჯულოსა უწყალოებისათვის ბაგრატ მეფისა ჩუენისა მოოხრებისათვის მამულისა მისისა. და მოსწრაფედ მოუწერა პარკიმანოსს, პროედროსსა თვისსა, რათა მსწრაფლ შეიქცეს იგი ლაშქრითურთ თვისით და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ. და წარვიდა იგი, ესმა რა ესე. და ვითარცა გარდაიცვალა ესე კოსტანტინე მეფე, დაუტევა შემდგომად მისსა მეფობა რომანოზს, ნათესავსა და მიმდგომსავე თვისსა.
ამისსა შემდგომად წელსა მესამესა სანატრელმან დედოფალმან მარიამ, დედამან ბაგრატ მეფისამან, შეიმოსა სიმხნე და ახოვანება, რამეთუ ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა, და წარვიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა ვედრებად მისა, რათა მშვიდობა ყოს აღმოსავლეთისათვის და რათა არღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რა თა მიუთხრეს პატივი ძესა თვისსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახლისა [მათისა].
დავით აღმაშენებლის ანონიმი ისტორიკოსი
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება დაწერილია დაახლოებით 1130-იან წლებში. თხზულებაში ასახულია 1080-1125 წლების პერიოდი.
„ცხორება მეფეთ-მეფისა დავითისი“
ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა, მოადგა სამშვილდეს და წარიღო; და იოვანე ძე ლიპარიტისი ტყუე-ყო, მოაოხრა სომხითი და წარვიდა. მასვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტნისათა, ჩამოდგა სამშვილდის ბარს; მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, და შეიბნეს ფარცხისს; სძლეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი; და დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან.
წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს და მოვიდა ბანას; მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორავარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი და კარნუ-ქალაქი და კარი, და დიდად იამხანაგ[ეს] და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა; ხოლო მეფემან დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა.
ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს და წარვიდეს, რომელნიცა აიხუნეს თურქთა და დაემკვიდრნეს მას შინა; და ვინაითგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა: რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოხრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ქრისტეანეთა.
რამეთუ მათ ჟამთა გიორგი მეფესა, ყუელს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აღეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტეანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხვი.
ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, [კარას]ეულნი, სასუმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი, – სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი, – აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხვივნეს ამირანი დიდნი, ის[ა ბარ]ი და ბუ-[იაყ]უბ და მათ თანა სიმრავლე ურიცხვი თურქთა – საბერძნეთს მიმავალნი; რომელთა, იხილეს რა ესეოდენი სიმრავლე ოქროსა და სიმდიდრისა, რომელი აქუნდა, და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმაცა მათგან, ვითარმედ: „რად წარხუალთ საბერძნეთს? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესევითარითა სიმდიდრითა“, და მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი.
და დღესა ივანობისასა ასისფორი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა; მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკვიდრი ყოველი. და მასვე [და] ერთსა დღესა დაწუნეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოს[ლვ]ადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყვიდეს, თუ სადამე ვინ დაშთომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ხურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი დიდი თურქობა (ქრონიკონი იყო ტ˜). ხოლო თუ ვინმე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადაღა ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხლითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგეცა მოისრა.
და განგრძელდა ესევითარი ჭირი ქრისტეანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათვე პირველთა საქმეთაებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა; მოოხრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა; ნაცვალად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მას შინა; და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესმე ყოფილთა [და] სმენილთა გარდასრულთა ოხრებათასა.
რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნნეს სახლად ჰუნეთა მათთა, ხოლო საკურთხეველნი ღმრთისანი – ადგილად არაწმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნიმე თვით შეწირვასავე შინა საღმრთო სამსხუერპლისასა მუნვე მახვილითა შეწირულ იქმნნეს და სისხლნი აღრივნეს თვისნი მეუფისათა თანა; და რომელნიმე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნნეს. მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნნეს, ხოლო ქალწულნი – გინებულ, ჭაბუკნი – დაკუეთებულ, ხოლო ჩვილნი – მიმოდატაცებულ; ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლისანი ნაცვალად წყლისა ნაკადულთა მრწყველნი ქუეყანისანი. და, რათა თვით მათ იერემიასთა ვიტყოდი, – რამეთუ მან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება, – ვითარმედ: „ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბორო|ტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათვის მათ ზედა მედღესასწაულეთასა; და ხელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თვისსა ჰყოფენ თვით მათ საყუარელთა თვისთა“. და ესენი ესრეთ და ფრიადცა უძვირეს.
ამათ საქმეთა ესრეთ რა ხედვიდა მეფე გიორგი, – და რამეთუ არასადათ იყო ღონე ხსნისა და შეწევნისა, არცა რა დამხსნელი ამათ ძვირთა, რომელ მოეცვა პირი ქუეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთაცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა, – ყო განზრახვა დიდებულთა თვისთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქშას წინაშე; და ესრეთ დადვა სული თვისი და სისხლნი ქრისტეანეთა ხსნისათვის. და მინდობითა ღმრთისათა და წარძღუანებითა ძელისა ცხორებისათა წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან, ვითარცა შვილი საყუარელი.
რამეთუ იყო კაცი იგი, ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისა თა შეუსწორებელ, ეგრეთვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანიცა ურიცხუნი საცნაურებანი: მართლმსაჯულებანი, მოწყალებანი, ქრისტეანეთა სიყუარულნი, და, – რათა არა განვაგრძოთ სიტყუა, – ყოვლად უბოროტო რამე გონება ყოვლით კერძო აქუნდა. ამისთვისცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტესცა სასოებისა; და სამეფო მისი თავისუფალ-ყო ზედა-მარბიელთაგან; და მოსცა კახეთიცა და ჰერეთიცა, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრეთ დიდებითა დიდითა გამოგზავნა სამეფოდ თვისად; და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშვიდობისა და რათა აართუან კახეთი.
და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთს და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა; ვიდრე ჰბრძოდესღა, მოვიდა თოვლი; ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არღარას ზრუნვიდა სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისა და კახეთისასა; არამედ ლაშქართა თურქთა რომელნი ჰყვეს, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირისა კუხეთი, რომელი მოოხრდა მოდღენდელად დღედმდე. ხოლო თვით გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად.
მათ ჟამთა აღსართანცა, კახთა მეფე, წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტეანობა და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა; და ამით ღონითა აღიღო სულტნისაგან კახეთი. ამათ ესევითართა ჟამთა არავე დამშვიდნა ქუეყანა, არცაღა იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთასა; რამეთუ ყოველმან ჰასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა; ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესეოდენ განარისხეს, ვიდრემდის თვისი მოიხადეს განჩინება რისხვისა, ქადებული უსჯულოთათვის ესაიას მიერ, მეტყუელისა ესრეთ: „ვაი ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს უსჯულოებითა კუალითგან ფერხთათ ვიდრე თავადმდე. არა არს მას შინა სიცოცხლე, არცა ბრძვილ, არცა შესახუეველ“ და შემდგომნი: „ამისთვის ქუეყანა თქუენი ოხერ, ქალაქნი ცეცხლითა მომწუარ, სოფელთა თქუენთა უცხო თესლნი მოსჭამენ, და მოოხრებულ და დაქცეულ არს ერისაგან უცხო ტომთასა“.
ესე ყოველი მოიწია და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ, და ფრიად უფროსი ამათ წარმოთქმულთასა: რამეთუ ვითარმცა ვინ მისცა თხრობასა ყოველი, რომელი იქმნა, [ანუ] ვითარმცა ვინ გამოთქუა თითოეულად, რომელი დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი? ამას ყოველსა ზედა არავე დასცხრა გულისწყრომა უფლისა ჩუენ ზედა, რამეთუ არა შევინანეთ, არცა გულისხმა-ვყავთ, არცა ჯეროვნად მოვაქციეთ გზათა მიმართ უფლისა ბრძანებათასა. ამისთვისცა ქუეყანით მომავალთა ბოროტთა ზედა სხუანიცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთივ-მოვლინებულნი გუემანი, მოიწივნეს ქუეყანასა ზედა, რათა არა თქუან მცოდველთა, ვითარმედ: „ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩუენთათვის იქმნნეს, არცა ღმრთისა მიერ მოიწივნეს, არამედ შეცვალებითა რათამე ჟამთათა და დამთხუევითა აღძრვისა საქმეთათა“.
ამისთვისცა დღესა აღვსებისა[სა], თვით მას აღდგომასა მეუფისასა, რომელსა შინა სიხარული და განსუენება საგონებელ იყო, მოხედნა რისხვით უფალმან ქუეყანასა და შეძრა საფუძველითურთ ესეოდენ სასტიკებითა, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, სახლნი დაინთქნეს და დაზულეს და იქმნნეს საფლავ მას შინა მკვიდრთა; რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ. და განგრძელდა ესევითარი იგი რყევა ქუეყანისა საშინელი ვიდრე განსრულებადმდე წელიწადისა, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე მძლე რიცხვისა.
მაშინ რისხვასა შინა მოიხსენა წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, რომელი უყუარს, [რომელი] მოაკუდინებს და აცხოვნებს, რომელი მზა არს უფროს მამისა მოწყალისა წყალობად, რამეთუ წერილისაებრ: „არა თუმცა უფალმან დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომ[ელ]ნიმცა შევიქმნენით და გომორელთამცა მივემსგავსენით“. რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხორებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭვირობად, ვინაითგან ათორმეტ წელ ამათ თვითო-სახეთა ჭირთა განგრძობილთა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან დავით ღმრთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათორმეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით.
მას ჟამსა, რომელსა იყო ჰასაკითა ათექუსმეტის წლის (ხოლო ქრონიკონი იყო ტ˜თ), ამას, მარტოდ-შობილსა გიორგისგან, თვით მამამან დაადგა გვირგგვინი მეფობისა; – უჭეშმარიტესი ითქუნ: თვით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თვისი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო; რამეთუ ხელი მისი შეეწია, და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი; წყალობა და ჭეშმარიტება შეჰმოსა მას; და უაღრეს-ყო უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, ვიდრემდის დადვა ზღუასა ზედა ხელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი; გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა და მრავალთა დღეთა შემდგომადღა იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად-ყოს.
რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოხრებულ იყო ქართლი; და თვინიერ ციხეთა სადამე არასადა იყო სოფელსა შინა კაცი, არცარა შენებულება. მათ ჟამთა შინა ჰქონდ[ი]ს თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი მათი ქუეყანა ლიპარიტს, და მეფ[ი]სა დავით[ი]ს წინაშე იყვის რეცა ერთგულად, ეგრეთვე ნიანია კახაბერის ძეცა. და სხუანიცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოკრბიან დაშთომილნი სადამე და სოფლებადცა დაიწყეს შთამოსლვად და დასხდომად.
და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა და სადგომი სამეფო წაღულის-თავი. და ოდესცა ნადირობა უნდის ქართლისა ჭალაკთა ანუ ნაჭარმაგევს, რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, არა პირველ შთავიდიან, ვიდრემდის ცხენ-კეთილთა მხედართა მიერ მოინახიან, და მაშინღა [შთა]ვიდიან ნადირობად ვაკესა.
ამა ვითარებასა შინა გარდახდა წელიწადი ოთხი; მოკუდა სულტანი მალიქშა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათვე მამულ-პაპურთა უგზოთა კუალთა სლვა, რამეთუ ზაკვიდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა; დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა; და ვინაითგან გულისხმისყოფა არა ინება კეთილისა, დადგა იგი ყოველსა გზასა არა-კეთილსა.
ამას რა ესევითარებასა ხედვიდა მეფე დავით, ინება განწურთა მისი; ამისთვისცა პყრობილ-ყო იგი ჟამ რაოდენმე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვისმე; და ესრეთ, მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთგულებისათვის ღმრთისა შუამდგომელად შემომღებელი, განუტევა იგი, და მითვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა; რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არცა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინაითგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არცა მეჭუელ.
ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწვირისასა; განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თვისსა. იხილა რა მშვიდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემარტების, არცა კირჩხიბი მართლიად ვალს, მეორესა წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ-ყო და საბერძნეთს გაგზავნა; და მუნ განეხუა ცხორებასა.
ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია. და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განიმრავლნა სპანი და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა. და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს; რამეთუ ვიდრე მოაქამდე ზამთრისავე მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღუამს და ჩაღმართ მტკურისა და იორისა პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.
კახეთს მეფობდა კვირიკე, კაცი მეფობასავე თანა მე[უ]ფე|-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტეანე. მოსცა ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კვირიკეს ციხე ზედა ზადენი. და წარემატებოდა დიდებითა და განმარჯუებულებითა, რომელთა თანა ესეცა იქმნა: მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორგული და ნანდვილვე ნაშობი იქედნეთა; და ესრეთ დასრულდა სახლი ბაღუაშთა, სახლი განმამწარებელთა, რამეთუ სუა უკუანასკნელი თხლე რისხვისა, სასუმელი ცოდვილთა ქუეყანისათა და არღარავინ დაშთა საყოფელთა მათთა მკვიდრი, რამეთუ აღიხსენა უსჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფემან.
შემდგომად წელიწადისა ერთისა მიიცვალა კვირიკე მეფე და დასუეს კახთა მეფედ ძმისწული კვირიკესი აღსართან, არარათა მქონებელი ნიშთა მეფობისათა, არამედ ცუნდრუკი რამე, უსჯულო და უმეც[ა]რად უსამართლო და ყოვლად წინაუკმო მამისძმისა მისისა.
მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თუალითა და კეთილად გულისხმა-ყო საქმე, რომლითა მოიმადლებოდ[ის] ღმერთი და სარგებელი დიდი იქმნებოდ[ის]; რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს; და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს, ვიდრე ღირსებით, დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, – არა კარით მწყემსებრ შესრულ[თა], არამედ ავაზაკებრ ერდოთ; და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი, ნაცვალად სჯულთა საღმრთოთა პყრობისა, უსჯულოებასა აწურთიდეს მათქუეშეთა. და თვით სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა უსჯულოება და ცოდვა, რომლითა თუალი ღმრთისა, მხედველი ყოველთა, ესეოდენ რისხვად აღძრულ იყო, ვითარცა ზემორე სიტყუამან განაცხადა. რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მხედრისა, არცა ერისა და მღდელთმთავრისა, არცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: „მონამან რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა განეკრძალოს, იგუემოს დიდად“.
ამათ უკუე დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა კრება ერ-მრავალი; რამეთუ სამეფოსა თვისისა კათალიკოსი, მღდელთმთავარნი, მეუდაბნოენი, მოძღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე თვისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა; და მრავალ დღე გამოწულილვითა ფრიადითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომილი განჰმართეს და კეთილწესიერება სათნო ღმრთისა ყოვლითურთ დაამტკიცეს; უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს და გარდამოსთხივნეს საყდართაგან, დაღათუ არა-ადვილ იყო ესე ნათესავთა მათთა ძლიერებითა; რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრა საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი და სათნონი ღმრთისანი მწყემსნი დაადგინნეს.
და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეუფოთა წარგზავნნეს თითოეული სახიდ თვისად. და ესეცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესა აღასრულა მეფემან დავით; რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რა განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან, უძილმან მცველმან ისრაელისამან.
რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ხსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბაჰრამ და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბა[ჰ]რამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ხმაგანსმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწი[ლ]ულითა ერითა დახოცნა სულტნისა იგი სპანი ურიცხუნი; ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა ქუეყანისა ერი, მტერთავე თანა გარე-|მოდგომილი ჩუენთა, ესეოდენ ადვილად და მოსწრაფედ ხელთ-უსხნა ღმერთმან საკვირველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ხელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წარექცივნეს ბევრნი, არამედ სა[მალავთათ] თვით მათითვე ტყეთა და მთხრებლთათ ტყუედ მოჰყვანდეს იგინი ყოველნი.
ხოლო თვით მეფე არა ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თვისთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი, არამედ უპირატეს ყოველთასა თვით წინა-უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ხმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მი-და-მოიქცეოდა, თვით გოლიათებრ მი[ჰ]მართებდა, და მკლავითა მტკიცითა დაამხობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა-დამთხუეულთა ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა ძუელსა ელიაზარს დ[უდეას]სა ხელი ხრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ხრმლით მისით უკმომდინარითა სისხლითა წიაღნი აღსავსედ ეტვირთნეს; რომელი შემდგომად ომისა გარდახდისა და მუცლისა სარტყლისა განხსნისა საცნაურ იქმნა, ქუეყანად რა დაითხია ესეოდენი მტკნარი სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისა თვით მისგან ვჰგონებდით გამოსრულად. და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ-ყო მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქვით.
ესრეთ რა თვითმპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზეებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკვიდრთა ქუეყანისათა. და ვინაითგან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა და მოსცემდა ჟამად-ჟამად ძლევათა საკვირველთა და უძღოდა ძალითი ძალად, არცა იგი უდებებდა განმრავლებად ტალანტთა – საქმეთა კეთილთა და სათნოთა ღმრთისათა, – არამედ სრულითა გულითა ჰმსახურებდა და მათ იქმოდა, რომელნი ნებისად ღმრთისად დაამტკიცნის და სათნო-ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარცა აწ ითქუას.
რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა, რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან, ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა დედისა ღმრთისა, რაბამ რამე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულობისა, რომელი ზეშთა ჰმატს შუენიერებასა ყოველთასა სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა და მოქმნულობისა შეუსწორებელობითა, რომელსა თანა-მოწამედ ჰქონან თუალნი მხედველთანი. და აღავსო სიწმიდეთა მიერ: პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, წმიდათა ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძვირად საპოვნებელთა.
ამათ თანა დასხნა მუნვე დიდთა და ხუასროვანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი, სასანთლები და საკიდელნი ფერად-ფერადნი, იავარად მოხუმულნი თვისნი; და კუალად გვირგვინნი და მანიაკნი, და ფიალნი და სასუმელნი, რომელნი მოუხუნა მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თვით იგინიცა ტყუედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა, სახსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკვირველისა.
და მუნვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხორებითა და შემკობილნი ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთა სამეფოთა ოდენ შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთა, სადათცა ესმის ვიეთიმე სიკეთე, სისრულე [და] სულიერითა და ხორციელითა სათნოებითა აღსავსეობა; იძივნა და კეთილად გამოიძივნა, მოიყვანნა და დაამკვიდრნა მას შინა.
და მამული ლიპარიტეთი, უმკვიდროდ დაშთომილი სრულიად, სხუათა მრავალთა და სამართლიანთა, უსარჩლელ-მიუხუეჭელთა სოფლებთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებელად წინაშე მისსა მდგომთათვის და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა; რომელიცა აწ წინამდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწაულად ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა, წესად და კანონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად.
და კუალად სხუა მოიგონა საქმე, შემსგავსებულად მოწყალისა და ტკბილისა, ღმრთის-სახისა კაცთმოყუარებისა თვისისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თვითო-სახითა სენითა განცდილნი; და მოუმზადა ყოველი სახმარი მათი უნაკლულოდ და უხუებით და განუჩინნა შესავალნი და საღუაწნი მათნი. ყოვლადვე თვით მივიდის, მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს-უყვის თითოეულსა, ჰფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ჰნატრიდის, განამხნის მოთმინებისა მიმართ, მონახის თვისითა ხელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი, პინაკი და ყოველი სახმარი მათი; მისცის თითოეულსა ოქრო კმა-საყოფი და განაკრძალნის ზედა-მდგომელნი მათნი და განაგის ყოველი საქმე მათი დიდადშუენიერად და ღმრთისმსახურებით.
ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი, სომხითი, ყოველი სამშვილდე, აგარანი თურქთა ჰქონდეს, ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს თევ|დორეს, ჭყონდიდელისა დისწულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ მეფე რა გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა; მას ჟამსა გარდავიდა მეფე [იმიერ]; შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცეს[ი]სა წინაშე თევდორე, აბულეთ და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე. მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოსათა. ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს და ღამე მეოტ იქმნნეს, ხოლო ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი.
რამეთუ ვიდრე მოაქამდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკურისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე და იორის პირთა, ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა და აქუს შეშა და წყალი უხუებით; და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თვითოფერი და საშუებელი ყოველი; ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა; ცხენისა, ჯორისა, ცხოვრისა და აქლემებისა მათისა არა იყო რიცხვი.
და აქუნდა ცხორება სანატრელი: ნადირობდიან, განისუენებდიან, იხარებდიან და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თვისთა ქალაქთა ვაჭრობდიან, ხოლო ჩუენთა ნაპირთა არბევდიან; და ტყვითა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა თანა იწყიან აღმართ სლვად, მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთვე ზაფხულისცა ჰქონდის შუება და განსუენება თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყუავილოვანთა ყოფითა. და ესეოდენ დიდ იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომელ სთქუმცა თუ: „ყოველი თურქობა ყოვლისა ქუეყანისა იქი არსო“. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდესცა მათი განსხმა, ანუ ვნება, არცა თუ თვით სულტნისაგან.
ოდეს სამშვილდე და ძერნა აღიღეს, მას წელსა მოვიდა ძალი სულტნისა და ყოველი თურქქმნილობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნულად სიმარჯვითა. ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მ[ისეული]თა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესეოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლა ძლიერი და ფიცხელი მას დღესა; და შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი მათი; და მიდრეკასა დღისასა მიდრკეს სივლტოლად ესეოდენ ზარგანხდილნი და მოსწრაფენი, ვიდრემდის არცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცეს ფერხთასა უფროს საქონლისა მათისა და ესრეთ განიბნივნეს თვისთა ქუეყანათა. ხოლო ესევითარსა საკვირველსა სივლტოლასა მათსა თვით მეფე და სპანი მისნი ესეოდენ ურწმუნო იქმნნეს, ვიდრემდის არავინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალის ომი ეგონა.
წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა; რომლისათვისცა დიდად წყენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა; რამეთუ მოიმსტურნის მეფემან, რომელთა მოსრვა ეგებოდის და უგრძნულად დაესხის და მოსწყვიდნის. და ესე არა ერთ, გინა ორ ანუ სამ, არამედ მრავალ გზის, ვითარცა აწ ერთი ითქუას. რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინაითგან ზამთრისა სიფიცხლესა და მთათა სიმაგრესა მიენდვნეს. ხოლო მეფემან მოიხელოვნა ესრეთ, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა და თვით ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელყვნა იგინი. და თთუესა ფებერვალსა აცნობა ქართველთა და მესხთა, რათა კლარჯეთს დახუდენ პაემანსა და თვით შიდითა სპითა ხუფათით ჭოროხის პირი წარვლო; შეკრბეს ერთად და უგრძნულად დაესხნეს მათ ზედა, უშიშად გულდებით [და] სასოებით მსხდომარეთა ბასიანადმდე და მთად კარნიფორისა; მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხვი და დაატყუევეს დედა-წული მათი; და აღიღეს ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფო მისი ყოვლითა კეთილითა.
და მასვე წელსა ასული თვისი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისა, რამეთუ პირველ ამისა პირმშო ასული თვისი თამარ გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარცა ორნი მნათობნი, – ერთი აღმოსავალს და ერთი დასავალს, – ცისკროვანჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.
და მეორესა წელსა დაიპყრნა გრიგოლის ძენი, ასათ და შოთა და აღიღო ციხე გიში; და გაგზავნა ძე თვისი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკვირველნი, რომლითა განაკვირვნა მხილველნი და მსმენელნი: გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-შემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თვისისა, სავსე ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა.
მეორესა წელსა ბზობად წარმოემართა მეფე ღანუხით წარსლვად რახსის პირსა და ზატიკი გარდაიხადა ნახიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისა; და ამისთვის უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად; და ყოვლად არა მოისმინა, არამედ დაესხა თურქთა, რახსის პირსა მდგომთა, მოსრა სიმრავლე მათი და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხვი.
ამასვე წელსა აღიღო სომხითს ციხე-ქალაქი ლორე და მაშინვე ივლისსა აღიხუნა აგარანი მეორესა დღესა ცისკარს. რამეთუ პირველცა ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპსა მისსა, გარნა სამ თუე ბრძოლითა. ამასვე აგვისტოსსა მოკუდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე და ვერ ცნ[ა] ერთმან ერთისა სიკუდილი.
ხედვიდა რა მეფე დავით ესეოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისამიერ[თა] წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და განმარჯუებათა თვისთა და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა, ქუეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, – რამეთუ არა იყო ესეოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათამცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კუალად თვით მის თანა მყოფელად და მოლაშქრედმცა კმა იყვნეს დაუცხრომელ[სა] და სამარადისოსა მისსა მიმოსლვასა ზამთარ და ზაფხულ, გ[ი]ნაღა სადამე ლაშქრობასა, – ამისთვისცა შემოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით სულისა მიერ წმიდისა, აღიღო მაღლად თავი თვისი და მიმოავლო თუალი გონებისა თვისისა; და განიცადა კეთილად და განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელ არა კმა იყვნეს სამეფოსა მისისანი თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა. და მსგავსად ალექსანდრესა და ამანცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმის მისთვის, ვითარმედ ფილოსოფოსმან ვინმე ჰრქუა მას: „არიანო მრავალნი და ურიცხუნი საუფლონი, რომელთა არცა თუ სახელი ასმიეს შენი“; და მან სულთ-ითქუნა და თქუა: „უკუეთუ დამიშთეს ესენი, რა იყოს მპყრობელობა ჩემი?“.
ამისთვისცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, – რამეთუ სხუებრ არა იყო ღონე, და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და სიმხნე წყობათა შინა, სისუბუქე მიმოსლვისა, სიფიცხ[ლ]ე მიმართებისა, ადვილად დასამჭირველობა და ყოვლითურთ მომზავებელობა ნებისა თვისისა; და ამათ თანა და უადვილეს იყვნეს მოსლვად მახლობელობითაცა და უპოვარებითა; და რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა, ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თვისად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა – ამისთვისცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თვისსა. ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან.
ამისთვისცა [ი]იძულა მეფე წარსლვად ოვსეთს; და სიტყუასავე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გიორგი ჭყონდიდელი, მწიგნობართუხუცესი თვისი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთათა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი [პატრონთა], აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა და საქმეთა და ღუაწლთა მისთა.
შევიდეს ოვსეთს; და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა; და აღიხუნა მძევალნი ორგნითვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნივე ნათესავნი, და ყო შორის მათსა მშვიდობა და სიყუარული, ვითარცა ძმათა; აღიხუნა ციხენი დარიალისა და ყოველთა კართა ოვსეთისა და კავკასიისა მთისათანი, და შექმნა გზა მშვიდობისა ყივჩაყთათვის; და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი, სიმამრი და ცოლის ძმანი თვისნი. და არა ცუდად დაშურა, არცა უსაქმოდ იქმნა გამოყვანება მათი, არამედ მათითა ხელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და მათითა თანა-ყოლითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქუას წაღმართ.
მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, თავ[ს-მდები] სიყრმითგანთა პატრონის-მსახურებათა; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა, რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან უმეტესცა მამისა შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დახსნა გლოვა.
ხოლო ყივჩაყნი დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმეოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი, რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთ ათას კაც, ყოველნი ქრისტეანე-ქმნილნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმხნითა; და თვით ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტეანე იქმნებოდეს დღითი-დღე და სიმრავლე რიცხვისა მძლე შეეძინებოდა ქრისტესა.
ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა და დააწყუნა გუარად-გუარად, და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი; და ეგრეთვე თვისისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირ-შეუქცეველნი; და საშუალ მათსა, თვით იგი, უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძუელ ქაიხოსროსთვის მოთხრობილთა, წინა-უძღოდა.
და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშურებოდა, არცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად იყოვნებდა მათ, ჰმართებდა და განაგებდა მსგავსად მის[ი]სა დიდგონებობისა. და ვინღამცა იყო წინა-დამდგომ, ანუ მიმმართ ომისა ანუ ამამაღლებელ საჭურველისა წინაშე მისსა?
რამეთუ დაღათუ წერილმან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა მაკედონელი იგი სიფიცხლით მიმმართებელობისათვის და მსწრაფლ მიმოვლისა ქუეყანათა შინა და ჭრელად მრავალფერობისათვის ქცევათა და განზრახვათა მისთავისა, არამედ ჩუენი ესე გვირგვინოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ ჟამითა შემდგომ, არამედ არა საქმითა, არცა განზრახვითა, არცა სიმხნითა უმცირე; და თვით მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქუმის ალექსანდრე, არა უმდაბლე, არამედ მრავლითა უმაღლეს მგონიეს ესე; და რაოდენ საწუთოთა და ხორციელთა შინა იგი მისთა სწო|რთა და მოჟამეთა ყოველთა უმაღლეს და უზეშთაეს იყო, ეგეოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს-მცნებათა შინა ხორციელთავე თანა მისთა პირველ[სა] ჰმატდა. რამეთუ არა სცა ძილი თუალთა, არცა რული წამთა, არცა განსუენება ხორცთა თვისთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ, არცა ნებ[ი]სა ხორცთასა, არა საჭმელსასუმელთა, არცა სიმღერა-სიღოდათა და რაითურთით არარა[თა] ეშმაკ[ეულთა და] ხორციელთა, შემკრველთა გონებისათა და დასულებად და უდებებად დამზიდველთა ნებისათა, გარნა საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა.
და განიცადე[ნი]თღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა – მრავლისაგან მცირედთა – მეგულების თქუმად: აქუნდის ჩუეულებად ესე მეფესა, რამეთუ განგებულებით გარდავიდის აფხაზეთად და ჩამოიტყუვნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა მტკურის პირისათა, რამეთუ მათნიცა მსტოვარნი ზედა-ადგიან მეფესა და იკულევდიან გზათა მისთა. გარდავიდა მეფე გეგუთს და მიერ ხუფათს და ამით გულპყრობილ-ყვნა იგინი. ხოლო მათ ცნეს რა სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორას დიდნი ფრიად და დაიზამთრეს. და არა ჰრულოდა არცა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა ფებერვალსა ათოთხმეტსა და უცნაურად დაესხა მათ ზედა; და ძლით ვინმე შეესწრა ცხენსა და გარდაიხუეწა. აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხვი.
მოვიდა ღანუხს და მასვე შვიდეულსა პირმარხვასა აღიღო შარვანისა ქალაქი ყაბალა და აღავსო სამეფო თვისი ოქროთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა. წარმოვიდა ქართლს და მყის შეკრიბა სპა და ჩავიდა შარვანს, მაისსა შვიდსა, არბია ლიჟათა თ ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე და სავსე ალაფითა მოვიდეს ქართლს. მათვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ და მოსწყვიდნეს შარვანელნი; თუესა ნოენბერსა წარვიდა მეფე აშორნიას და დაესხა თურქმანთა; მოსრნა და იავარ-ყვნა და წარმოიღო ურიცხვი. ჩამოვლო მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს თურქმანთავე, და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა. ესე ერთისა წლისა.
მასვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭვინტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა. იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი; ესე რა ცნეს თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა. გარნა ლომსა მომხელოვანებელსა არა სცონოდა, არცა ჰრულოდა ომისათვის, ვერცა[ღ]ა დამხრწეველთაგანი რომელი დაიმჭირვიდა; წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით, თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მხარი სამი; დახუდა მზად სპა მისი, და პირველ ჰამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს. და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგთათ ბერდუჯამდე; და მოსრნეს პირითა მახვილისათა და არა დაუტევეს მიქცეული კ[ედლა]დ, რომელ არა დაუშთა მთხრობი ჰამბავისა. თუე იყო მარტი.
გაზაფხულ განდიდნა მტკუარი ფრიად, რომელ ნადინებსა ვერ დაეტია. ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს გულ-დებით; მაშინ მონახნა მეფემან იგინიცა და ალონს[ა] მტკუარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუჰა[მ]რავსა მას წყალსა და მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი, დაყო დღე ორი და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თუე იყო ივნისი. ამათ ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელდმანელნი წარვიდეს სულტნისა წინაშე; და ყოველსა სპარსეთსა შეეღებნეს შავად, რომელთამე პირნი, რომელთამე ხელები, და რომელ[თა]მე სრულიად. და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრეს წყალობად თვისა; და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა.
მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თვისი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე; და უბრძანა თურქმანობასა, სადაღაცა ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა მხედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა. შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს და შეიმტკიცნეს სიმრავლითა, ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანა და აგვისტოსსა [ა]თორმეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლის[ს] და დიდგორთა, და თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა.
ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინაგანაწყო სპა თვისი; და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად და უშფოთველად, გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო; და თუ ვითარ ზეგარდამოთა შეწევნითა პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და სივლტოლად მიდრიკნა იგინი; და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მბრძოლნი არაბეთისანი, ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა; და თუ ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებელად – ამათ ყოველთათვის არა ჩუენი, არამედ ვგონებ, ვითარმედ ყოველთა ბრძენთა სოფლისა და გამომეტყუელთა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედა-მიწევნით ყოველსავე [და] იმხილოს ჯეროვნად გამოწულილვით [თხრობასა ვერ-] მიცემ[ის]ად[ა].
რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო [ჰ]ფარვიდა მას; და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა.
ხოლო სპანი ჩუენნი და უფროსად ყოველი სამეფო თუ ვითარ-ესე აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა და სარაფარდებითა და სხვითა ურიცხვითა ჭურჭლებითა საბრძოლელი[ი]თა, თვითო-სახეთა ქოსთა [მიერ] და ფილაკავანთა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთა, საბანელთა და სამზარეულოთა, – რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! რამეთუ გლეხთა, – იხილემცა, ოდეს – არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ; და სხუათა გოლიათთათვის რადღა რამცა გვინდოდა თქუმად!.
ხოლო ამად რა თხრობად მოვიწივე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყუელნი, ვიტყვი უკუე უმიროსს და არისტოვლეს ელლინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა; რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორ, მერმეცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მხნე-კაცებანი და ძლევა-შემოსილობანი; ხოლო მესამემან ვესპასიანე-ტიტოსმიერნი მეტომეთა თვისთა ზედანი ჭირნი მისცნა აღწერასა. და ვინაითგან ამათ ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთვისცა ხელოვნებითა რიტორობისათა განავ|რცელეს, ვითარცა იტყვის თვით სადამე ალექსანდრე: „არა დიდ იყავ, აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა – უმიროსს“. რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერარა ღირსი ქებისა იქმნა, ხოლო მეფისა დავითისი ესეოდენთა მიმართ წინა-განწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგრომად. ჰქონებოდესმცა ამათ ბრძენთა ნივთად თხრობათა საქმენი დავითისნი და მათმცა აღწერნეს ჯეროვნად მათისაებრ რიტორობისა, და მაშინღამცა ღირს-ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა! და ესენი ესეოდენ.
მეორესა წელსა აღიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ.
მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აღიღო შამახია, მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე და ეყუედრა წიგნითა, ვითარმედ: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვეროდეს გამოხუალ ველთა; მე ესერა შარვანშა შევიპყარ და ხარაჯასა ჩემსა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამო|გზავნე და თქუენ[თა] სამალავთათ გამოსრულმან მნახე“. ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ხმა-უყო ყოველთა სპათა თვისთა და უმყის სიტყვისა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა; ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ და იპოვა შემბმელი კაცი ორმეოცდაათი ათასი.
ეუწყა რა სულტანსა ზედა-მისლვა, ძალი და სიმრავლე სპათა მისთა, განჰკრთა, აიყარა ველთათ, სადა დგა, და შეივლტოდა ქალაქად; და გარე-მოიზღუდა ერთ კერძო სხრტითა და ხანდაკებითა და სხვით კერძო ზღუდითა შამახიისათა. ესე რა ცნა მეფემან, არღარა ჯერ-უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ თაყუანისცემით მიწასა ზედა მადლობა შესწირა ღმრთისა საკვირველთმოქმედისა, სახიერისა და კაცთმოყუარისა და ადგილობანსა დადგა. მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებით[თ]ა ძღუენთა და მუდარითთა [და] შევრდომითთა შეთულილობათა [და] შემოხუეწით[თა] მოციქულობა[თ]ა, ვითარცა მონამან ჭირვეულმან [და] ყმამან დაღონებულმან, არღარა ძღუენნი, არცა ომნი ითხოვნა, არამედ გზა სამლტოლვარო, ფრიად რამე სიმდაბლით და თავ-ჩამოღებით, არა სასულტნოთა წესითა, შეიწრებულმან შიმშილითა [და] შეწუხებულმან წყურილითა მრავალ დღე.
მასვე დღესა სულტნისა თანა მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული ძალითა მრავლითა მოსრეს მონათა მეფისათა, – ვითარ ოთხ ათას კაც, – და იგი ოდენ მარტო მეოტი ძლით მივიდა სულტნისა წინაშე. იხილა რა ესე სულტანმან, მასვე ღამესა გაიპარა და სასდუნით მეოტი სხვით გზით წარვიდა სოფლად თვისად. ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისა შემოიქცა მეფე და მცირედთა დღეთა განისუენა [ამა თუესა?].
და მეორესა თუესა, – ესე იყო ივნისი, – კუალად წარვიდა შარვანს და აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლს, სთუელთა გარდავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი; და მარტსა გარდამოვიდა ქართლად და აღიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხნეს შაბურანს დარუბანდელსა და მოსწყვიდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აღიხუნეს შარვანისა ციხენი, ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქუეყანა.
და მყის აღმოისრბოლა ვითარცა არწივმან და მაისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერუნაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი; და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდინ და რაცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე-ყო. ჩამოვლო ბუღთა ყური და დაწუნა ოლთისნი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა განმარჯუებითა; და მცირედნი დაყვნა, და ლაშქარი განიყარა თვისად-თვისად.
და აგვისტოსსა კ˜ მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მყის წიგნები წუევისა მიმოდაისრბოლა და მესამესა დღესა სამეოცი ათასი მხედარი წინაშე უდგა. წარემართა და მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი.
და წარმოიყვანა ბულასვარ რვათა ძეთა მისთა თანა და მხევალთა და სძალთა და ჩაგზავნნა აფხაზეთს; ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წარმოვიდა ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუსუენა სპათა თვისთა. და მერმე წარემართა შარვანს და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულიად ყოველი შარვანი; დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. განმგებელად და ზედამხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართუხუცესი თვისი სვიმონ, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმგავსებული გიორგი დედის ძმისა თვისისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.
და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი; მოვლო ქართლი და ყივჩაყთა თვისთა უჩინა საზამთრო სადგური და საზრდელი და კაცნი ზედა-მდგომნი მათნი; და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა. და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინაითგან არავინ იყო წინა-აღმდგომ; და თვით სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა; და არცაღა თვისთა ძუელ მართებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ესვიდა თვისად ქონებად, არამედ რაოდენცა შორს იყვის, ეგრეცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღვიძარესა – სიკუდილი.
ამისთვისცა ზედაისზედა წარმოავლენდის მოციქულთა ძღუნითა მომშვიდებად პირსა მისსა, და წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალფერნი მფრინველნი და ნადირნი, უცხონი და ძვირად საპოვნებელნი, და ეძიებნ მშვიდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთაგან არა-რბევასა. ამისთვისცა არარას მიხედვიდის წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენმცა მუნ, თვით სადა იყვის, პოვის მშვიდობა და სიცოცხლე თავისა თვისისა. და ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპთაგან წარღებულნი ქუეყანანი, ტყუენი და სიმდიდრენი მრავალწილად უკუმოიზღუნა ამან მხნემან; დამშვიდნა ქუეყანა, აღივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განივსო და აღეშენა ყოველი ოხერ-ქმნილი; და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშვიდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩუენი, ნაცვალად გარდასრულთა ოხრებათასა.
ესევითარნი უკუე არიან მეფობრივთადა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღუაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და ახუმათა დიდთა მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი ჩუენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყვითა წარმოგვიჩენიან დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან; და ბრჭალთაგან ლომსა და ფესვისა მცირისა ყოვლისა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ-ყოფად ვმეცადინობთ, ვითარცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.
ხოლო ხორციელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისაგან უკუეთუ ვიეთმე ჰგონონ, ვითარმედ რადღამცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვადმცა და მოგონებად, არა თუ ქმნად, – ვინაითგან ფრიადცა კმა არიან ესენი ერთისა ხორცთა შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად; და თუ სადა პოვა სამეფო თვისი სიმდაბლედ შთასრული და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი, და ძლეულნი ვითარ მძლედ გამოაჩინნა, – ამათნი მგონებელნი ნუუკუე არა იბრალნენ! არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ უკუეთუ ამათ პირთათვის ვინმე გამოიძიოს და ზედა-მიწევნით ცნობა ინებოს, კნინღა და ესე ხორციელნი საქმენი, წარმოთქუმულნი ფრიად უნდოდ და არარად, პოვნეს, ვითარცა ნამდვილ მცირედნი და სასაწუთონი დადგრომადთა მათ თანა მტკიცეთა და საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფოეს აქუნდა; რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, ვითარცა სასუმელი ერთი მ[დინა]რისაგან, ჩუენცა მივსცნეთ თხრობასა.
იტყვის სოლომონ: „დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე“. ხოლო დავით, მამა ღმრთისა: „დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა“. ესე შიში უფლისა მოიგო სიყრმითგან თვისით დავით; რამეთუ ჰასაკსა მისსა თანა აღორძნდა და ჟამსა თვისსა ესევითარნი ნაყოფნი გამოიხუნა, რომლითა ორკერძო ცხორება თვისი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი თვისნი, რომლითა განაგნა ხორციელნი და წარმართნა სულიერნი.
ხოლო ისმენდი, თუ ვითარ გონიერად, – დედად სიბრძნისა რა პოვა შიში უფლისა, შიშისად ღმრთისა – საღმრთონი წერილნი, – და ესენი მდიდრად შეიკრიბნა, რაოდენნი პოვნა გარდამოღებულად ენასა ქართულსა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი, ვითარცა სხუამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სა[ხ]ოვან-ქმნილმან; და ესეოდენ შეიყუარნა და შეითვისნა, რომელ სთქუმცა, თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის. იგინი იყვნეს მისა საზრდელ ყოველთა გემოვან, და სასუმელ ტკბილ და საწადელ; იგინი შუება, განცხრომა, საწურთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტვირთის სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და სადა გარდახდის ჰუნესა, პირველ ყოვლისასა წიგნნი მოაქუნდიან ხელითა და არა დააცადის კითხვა, ვიდრე არა დაშურის. ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცვალად ძილისა ანუ სხვისა რასამე საქმისა, კუალად კითხვა წიგნთა; და რაჟამს თუალნი დაშურიან, სასმენელნი ანაცვალნის. და არა გარეწარად, არამედ ფრიადცა ფრთხილად ისმენნ წინაშე თვისსა მკითხველისასა; გამოეძიებნ, ჰკითხავნ, უფროსღა თვით განჰმარტებნ ძალსა და სიღრმესა მათსა.
და უსაკვირველეს ესე: უწყით ყოველთა, თუ ვითარ სასწრაფო არს ყოველთადა საქმე ნადირობისა, და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა თვისსა და წარტყუენულ-ჰყოფს და ნადირობასა შინა, არა რასა სხუასა, გარნა ხილვასა ნადირისასა და დევნასა, და თუ ვითარ ხელთ-იგდოს, მიმხედველ-ჰყოფს. გარნა მისი გულსმოდგინება ამასცა სძლევდა; რამეთუ თვით ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდიან ხელთა და, რაჟამს ჟამი იყვის, მისცნის ვისმე მსახურსა და ესრეთ დევნა-უყვის. და ნუუკუე ჰგონო, ვითარმედ ხელითა ცალიერითა მოიქცის, ანუ ცუდად დაშურის; რამეთუ ვინ ჰგვანდა ხორციელი, ანუ ვინ იხილა ნადირობასა შინა ესეოდენ განმარჯუებული? მოსიმახოს ვინმე ითქუმის ებრაელი მოისრობისა და კეთილ-მმართებლობისათვის ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევი – კენტავროსისგან განსწავლულად მოისრობისა ელლენთა შორის, ხოლო ბაჰრამჯური – სპარსთა შორის მოქმედად უცხოთა და საკვირველთა; გარნა ჭეშმარიტად ვერცა ერთი ამათგანი შეესწორებოდა ამას, ვითარცა გვიხილავს ჩუენ.
ვთქუა სხუაცა საქმე, საცნაურ-მყოფელი წიგნთა სიყუარულისა, რომელსა შინა არა რა იყოს ტყუვილი; ვინაითგან წარსწყმედს უფალი რომელნი იტყვიან სიცრუვესა. წინადაიდვ[ის] ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად; და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასვის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწდისასა მით ნიშნით აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა.
არიან უკუე სხუანიცა მრავალნი საცნაურებანი ამის პირისანი, გარნა მე ერთიღა შევსძინო სიტყუად ამათ თანა: ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებელ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტეანეთათა; რამეთუ ოდესმე ყვიან ღავღავი და თვინიერ მიზეზისაცა მოსრნიან რაოდენნი პოვნიან ქრისტეანენი; ხოლო ოდესმე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქმანთა ზედა განსცნიან შემომავალ-განმავალნი ქრისტეანენი და ტყუეობასა და სიკუდილსა მისცნიან; და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალ ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძვინებოდა სულსა დავითისსა.
შემოვიდა ოდესმე ქარავანი დიდი განძით და თანა-შემოჰყვეს თურქნი დიდნი. ცნა მეფემან და გაგზავნნა მონათაგანნი, ათხუთმეტნი ოდენ კაცნი რჩეულნი, რათა ლოჭინით კერძო მძოვარი ნახირი ქალაქისა წარმოიტაცონ, ნუუკუე იგი თურქნი გამოვიდენ დევნად, და მოსწყვიდნეს ამით ღონითა; ხოლო თვით სამასითა ოდენ მხედრითა დაიმალა ჰავჭალისა ღელეთაგანსა ერთსა შინა. და არავის მიენდო მხედ|ვარსა სხუასა, არამედ თვით მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურველო, ხრმლითა ოდენ. და თანა-წარიტანა წიგნი ღმრთისმეტყუელი და ამცნო სპათა არა-შეძრვად ყოვლად ვიდრე მისლვადმდე მისა მათ თანა; ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა და წარმოიღეს ნახირი. და მოეწივნეს თურქნი, ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარნეს მონანი და დაუხოცნეს ცხენნი, გარნა ქუეითნიცა [ჰ]ბრძოდეს ფიცხლად.
ხოლო მეფე ცხენსა რა გარდახდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა; შეექცა კითხვასა და ესეოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ ყოვლად და[ჰ]ვიწყდა წინამდებარე საქმე, ვიდრემდის ხმა რამე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნვე და ამხედრებული მიჰყვა მას ხმასა და ზედა-წარადგა მონათა თვისთა, ესევითარსა ღუაწლსა შინა მყოფთა. და, – რამეთუ აშორვიდა სპათა თვისთა და თუმცა მათდა ცნობებად წარსრულ იყო, მონათამცა დაუხოცდეს, – მყის შთაშრიალდა, ვითარცა არწივი, და დააბნივნა, ვითარცა კაკაბნი. და მსწრაფლ ესეოდენნი მოსწყვიდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყვნეს მათ მონათა; და აღმხედრებულთა ესეოდენნი მოსრნეს, რომელ მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად; ხოლო გზანი სავსე იყვნეს მძორითა მათითა, და ფრიადისა ცემისაგან ხრმალმანცა დაღულარჭნილმან უარ-ყო ქარქაში თვისი. მაშინღა მოვიდა სპათა თვისთა თანა, რომელნი ფრიად აბრალებდეს მას. განიცადეთღა ჩემდად, რომელ ესევითარსა საქმესა შინა და ესეოდენ უცალოსა წიგნნივე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ! და ესენი ესეოდენ.
ხოლო ვთქუა ესეცა, ვითარმედ უკუეთუმცა არა წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემეცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ-ძღუანებულთა ანუ ვერ-[რ]ასა წარმართებულთა შემთხუეულნი, წინა-განსაკრძალებელად და სახედ არა შემოეხუნეს და არა მოეხმარნეს, – ვითარცა იტყვის სოლომონ, ვითარმედ: „იცნის ქცეულებანი ჟამთანი, აღხსნანი იგავთანი და გარდასრულთა შესამსგავსნი მომავალნი“, – არა თუმცა ესენი ესრეთ, კუერთხი მეფობისა, ესეოდენ დამდაბლებული, ესეოდენ ძნელი და ნანდვილვე დიდ-განსაგებელი, რათა იპყრა ესრეთ მაღლად და ვითარ ვერვინ სხუამან? რამეთუ განბრძნდა უფროს ბესელიელისა და უმეტეს ეთა[ნ]ის ი[ზ]რაიტელისა, წერილისაებრ.
და ვითარ ვინ აღრაცხნეს, რაოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რაოდენნი მართებანი და განსაგებელნი? კიდეთა პყრობანი, ნაპირთა მჭირვანი, განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მხედართა განწესებანი, საერონი შიშნი, სახელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყვისნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი; და რაოდენნი ვინ აღმოწყუნეს სიტყვითა უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთასა, რომელთა შინა ვერვინ ძუელთა და ახალთა მეფეთაგანი ემსგავსა, ვითარცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თვისითა მან ქმნნა. რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თვისად, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარცა სახლეული თვისი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი; მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ხელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი და, – რა თა მოკლედ ვთქუა, – პირველ ყოფილნი მეფენი, მსაჯულნი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, მხნენი და ძლიერნი, და რათაცა საქმეთა ზედა სახელოვან-ქმნილნი, ყოველნივე ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა და ყოველსა სახლსა შინა.
ხოლო კუალად საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისმიერთა ვიეთი გონება მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვისმან ენამან მსახუროს თხრობითა? რამეთუ, ვითარცა ღმერთი, მართლ სჯიდა სამწყსოთა თვისთა თუალუხუამითა მით ბჭობითა თვისითა; და არასადათ მიდრკებოდა წამი სასწორისა მისისა, ვითარცა სოლომონისთვის გუესმის საბჭოთა შინა, და თვით მოსეს ღმრთისამიერნი გუაუწყებენ ბჭობანი თხრობილნი.
ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესეოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი; ნუ მეტყვი მისთა სიჭაბუკისათა რათამე, რომელნი არცა ღმერთმან მოიხსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გულითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სვინიდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, და რომლისა მოწამე არს სარწმუნო ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათვის რადღა სახმარ არს თქუმა, რომლისა [მ]აქმარ იგი ოდენ იყო! და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა განგებისა საეკლესიოსასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა. ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინებანი ღმრთისა საძულველნი და ყოველი უწესოება მოსპოლვილ-ყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას სიმრავლესა მრავალ-ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის.
კუალად წყალობა გლახაკთა ესეოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუა და ხმელი ქველის-მოქმედებამან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისისა ოდენ სამეფოსანი, არამედ საბერძნეთისანი, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა და პალესტინისანი აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი მეუფისა და მყოფნი იერუსალემისანი თვითოფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა. კუალად უშორესცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქრო მრავალათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი და წიგნები საეკლესიო სრულებით და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა.
და კუალად დღითიდღე[დ]თა წარსაგებელთა რომელთა თვისითა ხელითა მისცემდის ფარულად, ვინ აღრაცხნის თვინიერ მამისა ზეცათასა, რომელი მიაგებს ცხადად? რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე, რომელსა აღავსებდის რა დრაჰკნითა დღე სარწმუნო[დ] თვისითა ხელითა, სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა; და ოდესმე ნახევარი წარაგის მისი, და ოდესმე არავინ ეპოვნის და ეგრეთ სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულთქუმითა თქვის: „დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა“. და ამას იქმოდის არა თუ ხელოსანთა მორთმულისაგან, ანუ საჭურჭლით, არამედ ხელთა თვისთა ნადირებულთა, რომელთაგანი ოდესმე თვისსა მოძღუარსა იოვანეს მისცა დრაჰკანი, ვითარ ოცდახუთ ათასეული, რათა განუყოს გლახაკთა. და ესეცა მცირედი მრავლისაგან თქუმად შე[სა]ძლებელ.
ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნიცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ბეგრისა და ჭირისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა. და ამათ თანა რაოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვაფენილ-ყვნა, რაოდენნი ეკლესიანი, წარმართთა მიერ შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღმრთისადა, რაოდენნი ნათესავნი წარმართთანი მოიყვანნა შვილად წმიდისა ემბაზისად და შეაწყნარნა ქრისტესა! და დადვა ამისთ ს უმეტესი მოსწრაფება, რათამცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მოიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე და ვითარცა დიდმან კოსტანტინე.
სხუათავე კეთილთა თანა აქუნდა ესეცა, რამეთუ სლვათა შინა თვისთა სამეფოთასა სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირვებულნი და მიმძლავრებულნი; განაღა ვიეთგანმე, რომელთა საჭიროდ უხმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი, ნუუკუე და ვინმე აღვიდის ბორცუსა რასამე გზისა მახლობელსა ანუ კლდესა, გინა ხესა, ვითარცა ზაქე – უკუეთუ ოდენ ეპოვის ესევითარი რამე – და მიერ საცნაურ-ყვის ჭრტინვა თვისი. ამისთვის დაედგინნეს კაცნი მართლიად მცნობელნი და განმკითხველნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა.
მრავალ გზის გვიხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა მისთა ცრემლითა ხილვასა ზედა თვითო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვა[სა] საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ხორცთა, რომელთა ზრდის უმეტეს სხუათა ქუეყანა ქუთათისისა. ვინ აღრაცხნეს ტყუენი, რომელნი მან განათავისუფლნის და რომელნი უკუმოიხსნნის თვისთა ყივჩაყთაგან ფასითა, ვინ ჯეროვნად წარმოაჩინნ[ეს] პატივის-პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხუევანი და მოკითხვანი და სიყუარულით შეწყნარებანი მათნი, თითოეულისა ნიჭნი და სახმარნი, რომლითა უზრუნველ-ყვნის ყოველთა საჭიროთაგან?
აქუნდა ყოვლად ბრძენსა ამას მეფესა საქმედ ესეცა, რომლითა უმეტეს ყოვლისა საშიშ და საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკვირველი: არარა შორიელი, არცა სამეფოთა შინა მისთა, არცა ლაშქართა შინა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, საქმე ქმნილი, – კეთილი გინა ბოროტი, – [გინა] სიტყუა თქუმული, არარა დაეფარვოდა ყოვლადვე; არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნის ანუ ეთქვის, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანიცა და მოგონებანი ვიეთნიმე მიუთხრნის მათ, რომლითა ზარგანხდილ-ყვნის; და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე იცოდის ზომით, და მოთმინებისათვის აქებდის და ჰნატრიდის.
ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდ, თუ რა სარგებელი პოვის ამით; რამეთუ არა ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთადა, ანუ საკიცხელად ვიეთთათვისმე იქმოდის, – ნუ იყოფინ ესე, წარვედ[ინ]! – არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავლისა კეთილისა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა და ზაკუვასა და ღალატსა რასაცა ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადცა, არა თუ თქუმად ვისდა: არცა თუ ცხედრეულსა თვისსა თანა, ანუ მოყუასსა თვისსა, გინა ყრმათა თვისთა; ვინაითგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასავე თანა სიტყვისასა საცნაურ-ქმნილ არს უეჭუელად წინაშე მეფისა; და მრავალნი განპატიჟებულცა იყვნეს და მხილებულ ესევითართათვის. ამისთვის ვერცა ვინ შეითქუნეს ოდესცა, ვერცა ვინ განიზრახა რაითურთით ღალატი დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთა საკრძალავ და სარიდო.
და კუალად მღდელთმოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა ესევე საქმე ექმნა წესიერება და გზა ყოველთა სათნოებათა მიმართ; რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინაითგან უწყოდიან არარა სა დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა და ძაგება არა-ეგევითართა – არაწმიდათა და უწესოთა საქმეთა. რამეთუ ვერცა მსოფლიო ვინმე და ვერცა მოქალაქე, ვერ მხედარი და ვერ რომელი პატივი და ჰასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად; რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება; და თვით მათ მეძავთაცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშვიდობისათა.
ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარ ვერვინ ადვილ[ნ]ი. ამისთვისცა შიში დიდი და ზარი მისი განითქუა კიდეთა ქუეყანისათა, და განჰკრთეს ყოველნი მკვიდრნი ქუეყანისანი.
შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი, რომელნი ფრიად აზმნობდეს თავთა თვისთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოახსენეს, რათამცა ყო ბრძანებითა მისითა კრება, და ყვესმცა სიტყვის-გება და გამოძიება სჯულისა; და უკუეთუ იძლივნენ, იქმნენ თანა-ერთმა სჯულითა და თვისი შეაჩუენონ; ხოლო უკუეთუ სძლონ, ესე ოდენ მიემადლოს: „რათა არღარა გუხედვიდეთო მწვალებელად და არცა შეგუაჩუენებდეთ“, – და სხუასა არარას ამისსა უმეტესსა.
მოუწოდა მეფემანცა იოვანეს, კათალიკოსსა ქართლისასა და მისქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა. ყვეს უკუე სიტყვის-გება ურთიერთას ცისკრითგან ვიდრე ცხრა ჟამადმდე და ვერარას უძლეს დაბოლოებად, რამეთუ იყო ორკერძოვე ძლევის-მოყუარება ოდენ და ცუდსიტყუათა პაექრობა; რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა. შეეწყინა ესე მეფესა და ჰრქუა მათ: „თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადამე შესრულ ხართ და უცნაურთა ჰხედავთ, ვითარცა ფილოსოფოსნი. და ჩუენ ვერარას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლელნი; და ესე საცნაურ არს თქუენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებისა და მეცნიერებისაგან, ვითარცა მხედრობათა შინა აღზრდილი; ამისთვისცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა გეზრახო თქუენ“.
ესე რა თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქუმად, რომელთა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა: ესეოდენთა იგავთა და სახეთა და წინა-დადებათა, ახსნათა საკვირველთა მიერ წინა-დაუდგრომელთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა ვითარცა მეგვიპტელნი; და დაუყო პირი მათი და უპასუხო-ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარცა ოდესმე დიდმან ბასილი ათინას შინა ესენივე მწვალებელნი; ესეოდენ ზარგანხდილ-ყვნა და ყოვლად უღონო, რომელ აღიარეს ცხადად ძლეულება თვისი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: „ჩუენ მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუდარ არიან ეგე მოძღუარ-საგონებელნი თქუენნი“. და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხვილეულნი, არღარაოდეს მკადრებელნი ამისნი ოდესცა.
არიან ვინმე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთცა ესეოდენ მჭირსედ მოლაშქრეობისათვის და მხედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისა და ჭირვებისა, ვითარმედ: „არცა მშვილდი თავს-იდებსო მარადის გარდაცუმულობასა და არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ხმარებისა მათისასა თითოეული მათი უხმარ იპოვისო“. და ესევითართა უგიობელისა მისთვის და ყოვლად უმიზეზოსა იტყვიან!
გარნა ისმინე[დ] ესევითართა მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფო აფხაზეთისა ჰქონდა მოკლებული და შემცირებული ტყუეობათა და ზემოხსენებულთა ჭირთაგან; მცირე გუნდი მხედრობისა, და იგინიცა შეჯაბნებულნი მრავალ გზის მტერთაგან სივლტოლითა, უცხენონი და უსაჭურველონი და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი. უკუეთუმცა ესეოდენ უწყინოთა ლაშქრობითა და მცირედ-მცირედ ბრძოლითა, სწავლითა და გონიერად და ღონიერად წინა-ძღომითა და მრავალთა მიერ ძლევათა მოგუარებითა არა განეწუართნეს სპანი თვისნი და განეკადნიერნეს წყობათა მიმართ, მხნეთა ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხევით ძაგებითა არამცა მოეღონა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა ყოვლად არავინ იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, – რათამცა ექმნნეს ესეოდენნი ძლევანი, ანუ რათამცა აღეხუნეს ეზომნი დიდნი სამეფონი? ნუუკუე ძილითა ანუ ადგილთა მწუანვილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა? არა ესრეთ, არა, არამედ არცა ალექსანდრე ქმნა ესრეთ!
რამეთუ პირველ მამულისა თვისისანი შეკრიბნა და მით დაიპყრნა დასავალისანი ევროპი, იტალია, ჰრომი და აფრიკეთი; და მათითა თანა-წარტანებითა დაიპყრა ეგვიპტე, შესრულმან კარქედონით; და მიერ ეგვიპტით – პალესტინე და ფინიკე; და კილიკიასა თვისად შემქმნელი, წინა-განეწყო დარიოსს. და რაჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინღა ჰბრძო პუროს ჰინდოსა; და ეგრეთღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქუეყანა და ქმნა, რა-იგი ქმნა; თუ არა, ქართველთა ოდენ სპითა ვერცა რასა ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუმცა დავითს სპარსთამცა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი და სხუათა ქებულთანი!
ვთქუა მეორეცა მიზეზი ამის პირისა: ვინაითგან ნათესავი ქართველთა ორგულბუნება არს პირველითგან თვისთა უფალთა; რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და მშვიდობა პოონ და განსუენება, იწყონ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძუელი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან, უბრძნესმან ყოველთა კაცთამან, კეთილად სადამე უწყოდის; – ამისთვისცა არაოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად ერთად ქმნად რასამე ესევითარსა; არამედ საქმეთა რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნაცა მაღლად და შუენიერად. ნუუკუე და ლომსაცა აბრალონ ეგევითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს, არცა კუერნაულად ჰკრთების!
კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი. „შეიყუარნის ვინმეო და განადიდნის; მოიძულნის ვინმე და დაამც[რვნის]ო; ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის“. ეჰა უსამართლოებასა, ჰოი უგუნურებასა! ამისთვის აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა მიემსგავსა რომლითაცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნითგან, ჰოი კაცო? ამისთვის რად არა ღმერთსაცა აბრალებ, უგუნურო, ამასვე ესრეთ მოქმედსა? ანუ არა ხუთთა ქანქართა ათმყოფელსა მისცნაა ათნი ქანქარნი? ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგიცა და მისცა ათთა ზედა მეათერთმეტედ? ანუ რასათვის ქადებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათვის, და საშინელებანი გ[ეჰენია]სანი – ურჩთა და უღირსთათვის? უკუეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვ[ა]ლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნ[ეს]? ნუუკუე დუხჭირმანცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად აქუნ? უხმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თვისთა აბრალებდე[დ]!
უკუეთუ არა, ვინ იყო ესეოდენ მართლიად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცთასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ხელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხითისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისაებრ ნაბუქოდონოსორისა: „ვხედევდო“, – იტყვის, – „ხესა შორის ქუეყანისა სიმაღლედ ცისა მი[მწდომ]სა და რტოთა მისთა კიდედმდე ქუეყანისა. ფურცელნი მისნი შუენიერ და ნაყოფი მისი ფრიად, და საზრდელი ყოველთა მის შორის. ქუეშე კერძო მისა დაიმკვიდრეს მხეცთა ქუეყანისათა და შორის რტოთა მისთა მკვიდრობა-ყვეს მფრინველთა ცისათა, მისგან იზარდებოდა ყოველი ხორციელი“.
აჰა სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიადცა თანა-შეტყუებული ჩუენისა თვითმპყრობელისა და ყოვლად გამომსახველი სიტყვით საქმეთა თუალთა ჩუენთა ხილულთა; რამეთუ სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქუეყანისაით შემოკრბებოდეს წინაშე მისსა. ვინ იყო ესეოდენ ტკბილ შემთხუევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა? იგივე შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა; ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა; საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა; მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მ[ა]კრთო[ბ]ელობითა; ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა; მარტივ სახითა, მრავალსახე მართებითა; შემრისხველ ყუდროებითა, [ს]აქებელ განსწავლულებითა, და არცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა; მაღალ უმაღლესთათვის, მდაბალ უმდაბლესთათვის, და თვით მათ მტერთაგანცა საწადელ და საყუარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინ ესრეთ მიიღო ერთიცა სათნოებათაგანი, ვითარ მან შეიკრიბა ყოველი? ვინ ყოველთაგან ერთი, ვითარ მან სრულებით თითოეული, რომელთა ყოველთათვის შეუძლებელ არს დაკვირვება ოდენ, არა თუ მიბაძვება, რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველთა შინა?
ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტვირთთა სათნოებისათა და არღარა შემძლებელ წარსლვად ღადირთა, და აქუნდა ყოვლით კერძო მშვიდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა, მაშინ დიდმან მან წინა-განმგებელმან ცხორებისა ჩუენისამან და ყოვლისავე უმჯობესად შემცვალებელმან განგებითა მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩუენთა, ესრეთ განაგო, ვითარცა მუშაკმან კეთილმან რაჟამს იხილნის ხუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქუეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი; და ვითარცა მენავემან ბრძენმან განიცადის რა ნავი თვისი აღსავსედ მრავალფასითა ტვირთითა, მიისწრაფის ნავთსადგურად, რათა არარა ევნოს სოფლისა მის ზღვისა მრავალმღელვარობისაგან.
რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშვიდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგან სადამე ნაკიდურსა, არამედ საშუალ თვისთა სამეფოთა, ადგილსა, თვით მის მიერვე წინათ განჩინებულსა განსასუენებელად და მისაძინ[ებ]ელად, ვითარცა რულითა რათამე შუენიერითა, დაიძინა მამათა თვისთა თანა.
და თვით მებრ ესე კმა არს საცნაურ-მყოფელად საკუთრებისა მისისა ღმრთისა მიმართ; რამეთუ მრავალ გზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგანი მცირედი მივსცეთ თხრობასა: ნადირთა დევნასა შინა ოდესმე მუხნარს წარექცა ცხენი, და ესეოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულოდ მდებარე იყო უძრავად, სამშვინველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ[ისა] დღ[ისა] ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესევითარი მრავალ გზის შეემთხვია, და ღმერთმან იხსნა სიკუდილისაგან.
კუალად ციხესა რომელსამე ჰბრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თვისისასა დგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუადღე. და ციხით ვინმე შემოსტყორცა ისარი და ჰკრა ხატსა მთავარანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა ოქროსა მცირე, და ძალმან საღმრთომან განარინა მშვიდობით. რაოდენ გზის ყივჩაყთა თვისთა განიზრახეს ღალატი: განაჩინნეს კაცნი მხნენი, რომელნიმე ხრმლითა, რომელნიმე შუბითა, სხუანი ისრითა – და ესე არა ერთ ანუ ორ, გინა სამ, არამედ მრავალ გზის; და არაოდეს მიუშუა ღმერთმან კუერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა, არცაოდეს მისცა იგი ხელთა მეძიებელთა მისთასა. დაღათუ დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის მრავალ გზის, ანუ უსაჭურველო, გარნა ყოველსა შინა ხელი იგი ზეგარდამო ჰფარვიდის მდევართა მისთაგან; არამედ ყოვლადვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სვიან და მადლითა აღსავსე.
ეგრეთვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შეყუარებულსა თვისსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა; და არღარა მიუშუა მრავალ ჟამ სჯად და ჭირვებად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკვიდრობითა და ხორცთა ამათ ქუე-დამზიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნილსა, არცა განხრწნადითა გვირგვინითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა უ[ზრუნველ]ად მღერად; არამედ ნანდვილ ჭეშმარიტთა და მტკიცეთა, წარუდინებელთა და სამარადისოთა, სადა-იგი თვით ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, მუნ აღიყვანა მის თანა მეუფებად უხრწნელითა და ბრწყინვალითა გვირგვინითა და პორფირითა შემკული, სადა-იგი აწ მკვიდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთეებისასა. რამეთუ იყო მაშინ თუე იანვარი კ˜დ და დღე შაბათი (ოდეს ქრონიკონი იყო ტ˜მე); ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმეოცდაათსამმეტნი, ხოლო მეფობდა ოცდაათექუსმეტ წელ.
და ვითარცა პირველმან დავით სოლომონ, ამანცა თვისითა ხელითა დასუა საყდარსა თვისსა ძე თვისი დ[ე]მ[ე]ტრ[ე], სახელით ოდენ ცვალებული, ძე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა; და დაადგა თავსა შუენიერსა გვირგვინი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყვი უკუე სათნოებათა მამულთა, და შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი, ეჰა, რაბამ სვიანად ხმარებული! და შეჰმოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა; და დაულოცა ცხორება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერობით, თაყუანისცემად მისა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა.

და ესრეთ განცვალა ქუეყანისა მოქალაქობა ზენად სუფევად, რომლისა მკვიდრნი განხსნილ არიან შრომათაგან, ოფლთა და ზრუნვათა; და მუნ მეუფებს სიმდიდრეთა მათ ზედა, რომელნი წინა-წარგზავნნა, საუნჯეთა მათ მაღალთა და უშიშთა მპარავთაგან, დალევნისა და მოკლებისაგან; ქალაქსა მას, რომლისა შუენიერება არა უხილავს თუალსა სხეულეანსა და რომლისა ბრწყინვალება ვერ აღვალს გულსა ხორციელსა, ვერცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ ნამდვილ მუნ არს შუება, რომელსა არა აქუს მწუხარება; და სიმდიდრე, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკე, და სიხარული, რომელსა არა განჰკუეთს ურვა, და მეუფება, რომელსა არა აქუს აღსასრული; და მუნ არს ცხორება, რომელსა არა შეამრღუევს სიკუდილი.
თამარის პირველი ისტორიკოსი
თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის თხზულება დაწერილია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. თხზულების სრული ტექსტი შემონახულია „ქართლის ცხოვრების“ მარიამისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში და მცხეთური ნუსხის პირში. „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეულ რედაქციაში შერწყმულია თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებასთან. თხზულებაში აღწერილია გიორგი მესამისა და თამარის მოღვაწეობა.
„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“
რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე-ჰყვენ ყოველთა, ენაუტყვი მეტყუელ-ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწცა განმარტე ენა ბრგუნილი ისტორიათა და აზმათა მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა!
ვინათგან მოსე, მხილველი ღმრთისა და წინასწარმეცნი ყოფადთა, ეურჩა განმგზავნსა ისრაელთადმი, მათდა მომღები ენამძიმობისა, მიერიდა უძლურსა; ვითარ ყოფადთა დამსახი ვითარ ესევითარისა შემკადრე ვიქმნა ვერმეტყვი თქმათა აღმატებულებისათა? უკუეთუ იგი, სიტყუათა ცეცხლისათა გარდანაცი, კუერთხისა გუელადობითა და ხელის ფერთა ქცეულებითა მბრძოლთა ვერას ამცნობდა, ვითარ დავსცე სულამიტისა სახედ აღსაყვირსა „ქებასა ქებათასა“, რომელსა-იგი გალობს სიბრძნითა მეიგავე სოლომონ, რომლისაგან შთამოთესლოვნებისა ვერსაკმო არს შემსხმელად ულუმპიანობათა მათ გარდაცემისა, თამარისსა ვიტყვი, ხელმწიფეთა სახელისა და დიდებისა დავით მის პირველისა, არსთა დამწყისაცა ხელითქმნულებით მოქადულმყოფელისა ღმრთისა, რომელი სახუეველთაგან აღმსჭუალავს შორის სულსა, გულსა შინა, ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა, ერთისა ღმრთისა და კაცისა სრულისა მიერ სრულ კაცად აღმოჩენით აღმოჩენილსა და ამობრწყინვებულსა. ვინაცა ამან შეაყო თვისისა სულისა წ|ყარო ხედვათა პირველსა ამას წყაროსა – ქრისტესა, ნათელსა მამისასა, რომელმან მოიგონნა ხუთნი საგრძნონი: ხედვა, სმენა, შეხება, გემოს-ხილვა და განრჩევა. და დაამორჩილნა კლდესა მას, ქრისტესა, ასფოდელოდ-ქმნითა გონებისათა, არაარს მექმნი ნებისა თვისისა.
ესე შვილ იქმნა მშობელთა ძირ-რტოებითა შესატყვისთა და შეზავებულთა, ვითარ საცნაურ არს ხე ნაყოფისაგან და ნაყოფი ხისაგან, დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან. და პანკრატონიანთა სახელი უფროს მზისა იცნობებოდა და ყოვლისა ქვიშისა და მის მინადებისა, რომელმან ნებროთისა ჰასაკითა მოიგო ჰაოსის ძეთა სამთავრები, რომელთა შემსხმელად ხამს ომიროს, რაბამ-იგი იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ხელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა გარდმოზენებითა აღმონათდებიან ქუეყანის მფლობელნი, და მიიღებს თვითეული საქმისა შესატყვისსა აღმკულებასა სიტყვითა და საქმითა, და ვინმე საგმობნი აღძეგლნა ბოროტთა საქმეთა შინა!
აწ მე, რომელი გინა თუ მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მასმიან, გარდავსცე ისტორიასა და ვასილოღრაფსა, რომელ არს „მითხრობა მეფეთა“. ვინათგან ლუკა აღმავლობასა სიტყვისასა იქმს – „სეითისა, ადამისა და ღმრთისა“, მეცა ესრეთ ვიწყო ამის თამარისა, სამგზის სანატრელისა და სამებისაგან ოთხად თანააღზავებულისა, რომელი ეთეროან იქმნა ხელმწიფეთა შორის, რომლისა სახე და სახელი თვისსა ადგილსა სიტყუამან საცნაურ ყოს.
მამა იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა ესუა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღვართა დამდებლისა და ზღვით ზღუამდი მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმხნითა და გუარითა ცხორებასა აღმოაჩენს იოვანე ფილასოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა.
დიმიტრისა, მხნესა ხდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა, ორ ძე ებადა, რომელთა სახელი – დავით და გიორგი. მარჩეველი ძისა უმცროსისა მლარწველ-მკიცხველი იქმნა, ვითარ ისაკი იაკობისადმი. და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითი დღეთა შემცირებითა სრულყო პირველ მამისა. და მამამან ძითურთ ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა – მზე მნათობთა შორის, ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის, აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის, სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის, სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის.
ამას თვისსა მეფობასა შინა მოჰგუარა ცოლი მამამან, ასული მეფისა ხუდდანისი, სახელით ბურდუხან, ესე თვით ვითარი შესატყვისი ქმრისა პირმზისა, ტანლომისა, თვით მზე მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა, ვითარ ითქმის, ცოდვილთა და მართალთა ზედა, რომელი ჰყუარობდა მართალთა და სწყალობდა ბრალეულთა. რომლისათვის თუ ვთქუა სახეები გარეშეთა, გინათუ ვიეთმე სატრფიალოთა, თვით მისისავე ქრისტეშემოსილობისაგან მაქუს შიში და კდემა, რომელი ეკატერინესა და პენელოპისა, ირინე ქმნილსა, და თვით მარიამს, განმანათლებელსა ცისა და ქუეყანისასა, ესახების, თვინიერ ქმრისა მყოფლობისა, მადლითა, სიბრძნითა, შეწევნითა და მეოხებითა. ნუუკუე ზეშთა განზიდვითა დამრუმდეს თუალი გონებისა და ვიმთხრებლე ნეშთობად წყენა სახეობითა, რომელ უმარჯულო და უმარცხლო მავალი გზებისა გზისასა მაბრალებდეს გარდაქცეულებასა ესევითარსა.
აწ ვიწყო ძალისაებრ და ღონემიწდომისა ესე. შვილისა ნათელშემოსილისა მამა იგი გორგასლიანი, აღმასრულებელი ვახტანგისა ნეტარებათა, რომელი დავითის მამადობათა შინა ღმრთისა ქენებით აღთქმულსა „აღდგინებად ტომთაგან მისთა“ მისებრ მპყრობელი აღმოსავლეთისა, და ვითარ ამისთვისცა ესევითარად დალექსავს მლექსავი ვინმე და იტყვის:
შენ ვახტანგის სანატრელ ხარ, შენთვის ღმრთისა მქენებრისა,
ცნამცა შენი მტერთა ძლევა, თვითონ მზეებრ მშუენებრისა,
მუსლუმანთა ამწყუედლისა, ქრისტიანთა მშენებრისა.
და ვინ დაგბადა, მასვე ნებავს დაბადება შენებრისა.
ამან რა იპყრა შარავანდედი მეფობისა, შვიდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან ზენათა პორფირითა და გვირგვინითა, აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა: აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა. პირველად წყალობისა მიმფენმან იმერთა და ამერთა, ზემოთა და ქუემოთა, დიდებულთა და აზნაურთა, სპასალართა და სპასპეტთა, შინაურთა და გარეთა, ხელ-ყო შეყრად და გამართებად ქალაქსა ზედა კაღძევანსა და წარმოტყუენა ყოველი ხევნები კლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა.
და შემდგომად ამისსა კუალად შემყრელმან სპათა მისთამან მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულად, და აწ რომელ არს არარატისა ძირსა ზღვარი სომხითისა და ადარბედაჯანისა, მამული თრდატ გოლიათისა, რომელი ოდესმე ღორ იქმნა მიზეზითა გრიგოლ პართისათა. მდგომელმან წყობად და განმზადებულმან თვით წინამსრბოლობითა იხმია კუეთება, რომელნი მოაწყუდივნა ქალაქსა გარეთ. კუალად შემზახე|ბელმან სპათა მისთამან გამოიღო და წარმოტყუენა ქალაქი, რომლისა სიმრავლემან ტყუეთა და საუნჯეთამან დაფარა პირი ველთა და მთათა, ვინათგანცა აღივსო სამეფო ქალაქი ტფილისი, რომელ ტყუესა თვითო დრამად გინა ფუკად მომსყიდელნი გამომსყიდელობდეს. შემდგომად ამისსა მნადირებელი და მომნადირებელი მთათა და ბართა მოვლიდა, ვითარ იონათან მშვილდკაპარჭოსანი, ვითარ ჩუბინ, უცდენელა მსროლელი, მყის სისრამყოფი მტერთა და მხეცთა ზედა, და არტემისა სახედ, რომელი ითქმის „მთაფოლო“, რომელ არს ღმერთი მონადირე.
კუალადცა ინება შეყრად და გალაშქრებად და მიმართა დიდად ქალაქად ანისად, რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო, რომელსა შინა მოდღესამდე არს ათას და ერთი ეკლესია. და მირიდებითა ბერძენთათა და მიმოცვალებითა ჟამთათა დიდადგუარიანთა ვიეთმე შადადიანთა, გამგეთა დადგმულთა ამას ზედა, მყის მიმხდომმან, სამ დღე ყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა. სიტყვით და საქმით ბოლოდ დასტეხნეს, ვითარცა აკანაფიანმან, ამფხურელმან და მეხისტეხისმყოფელმან შორის ელვებსა, გარდახუეწასა შინა შადადიანისა ხელთ-იგდო ქალაქი ნებისაებრ თვისისა და არა დამბრუნებელმან და შემატყუებელმან დაიმჭირა სადგომად. ტახტისა მისისა შესანახავად და გასამაგრებლად დამგდებელმან ივანე ორბელისა, მანდატურთუხუცესისა და ამირსპასალარისა, თანაშემწეობითა სარგის მხარგრძელისათა და სხუათა თემისა დიდებულთა აზნაურთათა უურველქმნილმან მოჰმართა თვისთავე სანადიროთა, სათამაშოთა და გასახარებელთა.
რომლისა ჯავრისაგან აღიძრა ნავღელფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა. და შაჰრიარმან, სულტანად მწოდებელი თავისა, მწუეველ იქმნა ყოვლისა შამისა, ჯაზირისა და დიარბაგისა თურქთა თანა გარდმანისათა: არდოხის ძე, რომელი პაპისა მისისაგან დიდგუართა კუზის ძე იყო, რომლისა მამამან, ლაშქრობათა შინა სპამრებლად სახელგანთქმულმან, გამოჩენილი ივანე აბულეთის ძე ლტოლვილ ყო, სალდუხ სალჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსტომობდა სრულიად, მრავალთა დიდთა იმპერიათა და ფადაშაჰთა სპარსეთისათა თანა, მსგავსად მხეცთასა აღმლესველი კბილთა, დიდითა და მიუწდომელითა, უჰამრავითა ძალითა და ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა, ყოველთა დღეთა კართა ზედა მბრძოლი, მაბგერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა.
ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან ნაჭარმაგევს, სახლსა სათამაშოსა შინა, კაცმან მამადმან და ზესგამომდებელმან წყობათა შინა. იხმნა დასნი და დასნი და ზედადამრთველმან ერთმანერთთა ზენა-ქუენათა, ვითარ ყოველთა ხილულთა ზესთაობასა წინააღმდგომ ექმნა ჩრდილოსა და აღმოსავალსა. და ვითარ ითქმის, «გმირი სრბად გზასა, შეირტყა და წარემართა და სუფევდა», არღა დამხედველი მცირეთა და ყოვლადვე არღა მომლოდინე ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთიმერითა და ვიეთთამე ამერთაცა. მინდობილი წყალობათა ყოვლადშემძლისათა, ვითარ იტყვის ისტორია ისქანდარ მაკიდოვნელისა, ხადა ძალსა ძალთასა, რომელი მეუფებს ცასა ცათასა და არა თუალავს სიმრავლესა გარემომდგომთა მტერთასა, არცა განმლეობასა მტერთა მახვილთა ელვისასა, გარდამავალი მთათა შთავიდა შირაკად. რომელსა თანავაზირობდეს იოვანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ სვიმიონქმნილი, რომელი სხუათა საჭურთა თანა საქმითაცა აღჭურვილ იყო და მით მშლელ მისლვისა სიმცროსათვის სპათასა. არა დამორჩილდა მხნე მხნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღუაწლთა და გვირგვინისა: მან თუ ერთი ვეშაპი, ამან კულა ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთანი სძლივნა უძლეველმან მხედარმან, სეხნამან გიორგისმან, მართობთაცა შინა გონებისათა მიმართ. მხილველმან სარკინოზთა სპაებისამან, გარდასლვითა მლოცველმან და მავედრებელმან, თუალთა ზეცად აღმპყრობელმან აღისაჭურვლა მიმცემელმან იოვანეს ძელისა ცხორებისა მიძღუანვად. და ამხედრდეს გულითა განხურვებულითა და ურთიერთას განამხნობდეს და შვილნი ცხორებისანი სიკუდილსა არა რიდებდეს თავსა.
ხოლო მეფემან, მტკიცედ აზენებულმან ჰუნესა ზედა, ხმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და სწავლა გულსა მხედართასა, ვითარმედ: „კურთხეულნო ძმანო, ერთსულნო და ერთრჯულნო! უწყით, თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს სახიერებისათვის სიკუდილი, რომელსა სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თვით ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან. და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მხნებრივ სიკუდილი, ვიდრეღა სენითა განდნობითა განლეულებასა შინა? რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზა-გუყვების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს-ისხნეს საღმრთოთა სჯულთათვის ტომმან ებრაელთამან, არტაქსერქსის ზე – ელენთა, ოდეს-იგი იძღუანებოდეს თემისტოკლეოს მიერ, უცთომელისა სპასპეტისაგან, და სოფლისა მქონებელსა სძლეს არტაქსერქსის, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპათათვის, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩუენთვის განლახურულისათვის აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი და უგმირნეთ ურწმუნოთა ღმრთაებისა მისისათა!“
და წარმომთქმელმან უკანასკნელთა ლოცვათამან მოუწოდა ამირახორსა მისსა სუმბატის ძესა ლიპარიტს, ბექას სურამელსა, ქირქიშს აბულეთის ძესა და სამ ათასთა მათთანათა, მბრძანებელმან, მუნცა ღიმილითა და სიცილითა მლაღობელმან: „მოყმენო, იგიმცა ვსჯობთ, რომელმანცა უმსწრაფლეს უხეთქნეთ დროშის მქონესა და დაცემითა მისითა დავსცეთ ბანაკი, ნავალისი მასმიეს და კიდარისა შთამოთესულთა“.
ესრეთ სასოებით მოქადულმან განვლნა რაზმნი და სუმპერაზმანი, განწონნა კინენი მსგავსად აფროდისისა, მქონისა წყობისა მამტკიცებელისასა. და ვითარ იხილეს დროშა, დაცემული მკლავითა აქილიანითა, და მახვილი იქცევისი მკუეთრ მკუეთელად, იხმიეს სივლტოლა ძალისაებრ ჰუნეთასა, რომელსა შინა აღესრულა სიტყუა წარქცევად ერთისაგან ათასისა. ამირსპასალართა, დიდებულთა და ლაშქართა, ამათ აქათ და მათ მუნით ადინეს ღუარი სისხლისა. და თვით მეფე ალექსანდრეს სვითა და სიაოშის მოყმეობითა სდევდა მრავალგზის გამომცვლელი რემათა, სცემდა და იცემებოდა, სრვიდა და ისროლებოდა, და ბუმბერაზნი მისნი თანაშემწეობდეს, მხედველნი, ვითარცა ერნი ისრაელისანი, და მზეცა, ისუ-ნავეთებრ, მდეგი, ვეღარა მპყრობელი ეტლთა განგებითა მსრბოლობისათა, შთაეწურა დევნასა შინა მათსა.
და კუალად შემქცეველთა იხილეს სიმრავლე სრულისა და მოსრულისა ხელმწიფეთა და დიდებულთა აზნაურთა, ღულამთა და მონათა, სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალ|იტთა, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა და სოფლისა სიმდიდრეთა და მონაგებთა, აღსარიცხად გარდარეულთა. ცოცხალთა უამართა თანა იხილეს ოთხთა მკუდართა მიერ აპყრობა ხელისა, რომელი რქუა ათასისა და ათასთა ესრესახედ მგებარეთადა ქმნა, რომელთა იწყეს შეკრება ორმოთა ზედა.
იხილნა მეფემან კოსტანტინე საყუარელნი და საკუთარნი ვაზირნი, სპასალარნი, ხელისუფალნი და თავადნი, დიდებულნი და აზნაურნი, მონანი და მოყმენი. და შეხადეს მას ყოველმან ერმან და ერთსულ ჰრქუეს შემოსილსა ხელმწიფესა დაკოდილთა და ნაცემთაგანთაცა: „მშვიდობა შენდა“. რადცამცა სახედ დაისახოდა, თუ ვითარ მხიარულნი და მმადლობელნი ღმრთისანი და ღმრთისაგან მის სახედ ჩენილისა პატრონისანი იშუებდეს ფრიად, მპოვნელნი მამა ძისა და ძე მამისა, ძმა ძმისა და თვისი ნათესავისა, პატრონი ყმისა და ყმა პატრონისა. გამარჯუებულნი და აღვსილნი ყოვლითურთ სიხარულითა იღიმოდეს, ამბორს-უყოფდეს ურთიერთას.
და ამას ესევითარსა განსაცხრომელსა და სახარულევანსა მეფობასა შინა თვით მეფე მისით სპითურთ გარდამავალი თაყუანისმცემელ ექმნა ზენასა განგებასა. არა მკლავთა სიმტკიცესა, არცა მსხვილბარკალთა მამაკაცისათა, არამედ მას ზენასა ხუედრსა და ზეშთა წმიდასა განგებასა უგალობდა, დამხედ სიმდაბლითა დავარდა წინაშე უფლისა, ღმრთისა საბაოთისა ძალთასა და ცრემლთა მიერ გულსავსედ და სულდართულ დაჯდა განსუენებად და აღებად ბევრისა ბევრეულთაგან ნიჭთა მცირედ-მცირედისა.
და ეგრეცა აღვსილმან საჭურავთა და საჭურჭლეთა მიერ, აღმსხმელმან ხელმწიფეთა და დიდებულთამან, აზნაურთა და მონათამან, სამ დღე დამყოფელმან კართა ანისისთა და მაურვებელმან ქალაქისამან და მას შინა დამყენებელმან ამირისამან და ლაშქართა ამყრელმან პირითა მხიარულითა წარმოავლინა მახარობელი წინაშე ფილასოფოსთა და პატრიაქისა, რომლისა ლოცვა თანამწედ ჰქონდა. და თვით ნათლითა პირითა პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა, წინაშე თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაილტო პირი ცრემლითა სიხარულითა გარდარეულითა, და კუალად შეეყარა ცოლსა თვისსა ურცხუენელითა და ახოვნითა სახითა.
ამას ესევითარსა მისსა მორჭმულობასა და გაზეებასა და აღმატებულებასა რომელმან აღვლნა ყოვლითურთ საზღვარნი პაპთა და მამათანი, და გაესმა ამოწყუედა შამისა და ჯაზირისა, სომხითისა და არზრუმისა ლაშქართა, ხელმწიფეთა და დიდებულთა. მიესმა სულტანსა ხუარასნისა და ერაყისასა და ხალიფასა, მპყრობელსა დიდისა ბაბილოვნისასა და ცრუსჯულისმდებელსა სარკინოზობისასა, და ვარაზგ ათაბაგსა სპარსეთისასა. და მაწუევართა და შემკრებელთა ისლემობისათა მოიხსენეს და ძებნეს ცეცხლითა განლეულნი ძუალნი ზოროასტროსისნი, რომელი იყო პირველი მეფე და ვარსკულავთმრიცხუელი სპარსთა შორის, რომელთათვის ითქუა ესრეთ: „ვიდრემდის გაქუნდეს ესე, არა მოაკლდეს მეფობა სპარსთა“. და შეიყარნეს რანს და მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისასა და მოადგეს ციხესა გაგისასა, აიღეს იგი და მოაოხრნეს ყოველნი საზღვარნი.
ცნა ესე სახელგანთქმულმან, უძლეველმან მხედარმან და უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და ამერთამან, გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა და უამრავითა ლაშქრითა. რამეთუ იყვნეს აქათცა სიკეთე და სიდიდე დაუსრულებელი, და მომართეს და გავიდეს ადგილთა მათ ლაშქართასა.
და ვითარცა ცნეს ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს, ვითარმედ: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა ქუეყანათა ზედა, მივრიდოთ, თავი დავიფაროთ!“ დამყრელთა ყოვლისა სანოვაგისათა და უფროსღა გაგს შინა მყოფთა ლაშქართამან განვლეს წყალი ელეკეცისა, რომელსა შინა მსწრაფლმსრბოლობამან და ჯარმან შეაყენნეს. და ეწივნეს მწუერვალნი ლაშქართანი და დაუწყეს ჩამოყრა.
ესე ვინათგან ცნა ხელმწიფემან და სუეგანდიდებულმან, მკლავმან აქილიანმან და გულმან მაღნინტოანმან, მიეტევა სახედ მხეცისა. გარნა უქმ იქმნავე ესევითარი ძლევად განმზადებულება. ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი ვიდრე სადევეთაცა დაჭიდებადმდე, ხოლო უფროსღა ვარდან კოლონკელის ძე, რომელსა მას ჟამსა ერისთობაცა ეპყრა ჰერეთს, კაცი დღითა მომწვისებული და ბრძოლათა შინა ძლიერი და გამოცდილი. ნუუკუე შურმან და მტერობამან ყო ერთიერთისამან, რამეთუ კეთილისა და სრულისა ნაქმრისა დარღუევა ორთა ვნებათა მიერ: ანუ მოკლებისაგან ძალისა, ანუ შურისა. ხოლო ურჩეულეს ყოველთა ძალთა და ყოველთა ზესთა ძეს ღმერთი, ვითარ მბადი ყოველთა ძალთა და მოქმედებათა. და არავინ ეკუეთნეს მის მიერ ურჩეულესად დაბადებულსა მოკლებად ოდესმე ძალისა, რამეთუ მიზეზთა მიერ ზესთა ძალთასა აღეგო და კუალად თუ შურისა მიერ დასდევ იგი დასარღუეოდ, ვითარ ეგოს ურჩეულესი ყოველთა თვისსა ზემქონეობასა და ბუნებით კეთილობასა შორის? რამეთუ უცხო არს კეთილისაგან შური, ვითარ სახენიცა ცხად-ჰყოფენ. და არამიმშუებელთა რქუეს მეტყუელთა ამისთა: „ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზუავებულ მკადრებლობ ღმრთისა“. ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი, გარ|ნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად-ეგო, გამყრელი ლაშქართა, თვისსავე შუებასა, სიხარულსა და ნადირობასა.
შემდგომად ამისსა სულტანი და ათაბაგი ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა მათითა აღვიდეს გელაქუნად. მომტყუებელი ძალისა მოვიდა და მოადგა კართა ანისისათა და ზემოთ შაჰარმენი და ყოველი ხელმწიფე არაბეთისა. მას ჟამსა შინა ანისსა განამტკიცებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე, და განმზადნა საბრძოლელნი და მანქანანი მრღუეველმან და მარბიელმან და ამაოხრებელმან გარეთთა ქუეყანათამან.
ესე ამბავი ვითარ მოისმა ქუეყანასა ამას და მიიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა მონადირე და მხიარული დგა შორის მთათა ლორისა და დმანისისათა, რომელსა წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგვი და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა. ვითარ ითქმის ინდოთა აღწერილსა „ქილილა-დამანასა“ შინა იგავი ბუთა და ყუავთა, ეგრეთვე ამან, სახედ ყუავისა გამომცდელმან ლაშქართამან, მოისხნა ფრთენი და აფრინდა და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა და მეტყუელმან ესრეთ თქუა: „აჰა, ჟამი კუალადგებისა ჩუენისა. უკუეთუ აწ არა მიხუდეთ, სხუა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ!“
ვინათგან იხილა მცირედითა მდგომი, და განლაღებული ამას ზედა ძალითა შემმართებელითა მკლავმაგრისა, სუეამაღლებულისა მეფისა, წამრთველნი ღამისანი, ჟამსა განთიადისასა მძინარეთა ზედა დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ ძლით იხუმია სწრობა შეჭურვისა და ამხედრებისა. ამას ზედა ივანე ამირსპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყვანეს და გამომართეს მეტყუელთა ამისთა: „ნუ, მეფეო! ოდესმე ალექსანდრეოსცა იძლივა დედაკაცისა მიერ და ეგრეთვე სამბსონ – დალილასაგან და სოლომონ – სიბილასაგან“. და სხუანი სახენი ხელმწიფეთა ძლეულებისანი წინაუყვნეს. „ნუუკუე რათამე განვარისხეთ ზემეპყრი შარავანდედობისა შენისა და საწუთოდ იმამებრივა მამამან ძისა სწორად აღზეებულსა ძესა დავითიანსა ზედა. ვინათგან იგი საულისაგან იდევნებოდა, მეფე და წინასწარმეტყუელი, უფროსღა მამად ძისა ღმრთისა განჩინებული. აწ ჩუენცა, თავსმდებელთა, ვიხმიოთ სივლტოლა და კუალად შემძლემან ძლევათამან ჩუეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა“.
იძულებითა წარმოყვანილი და გამომართებული მრავალგზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსავე შინა იპოვნეს, გარეუკუნმქცეველნი და დამხოცელნი სპათა მისთანი, რომელთა ესევითარი სიმხნე – უცხო და განსაკრთომელი საქმე! არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქართა შინა, თვინიერ ერთისა ჯუარისმტვირთველისა და ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყვანებულ იქმნა მშვიდობით.
ჰოი, განსაკრთომელი სიმხნე და სიქველე და ხელი საუფლო! ვითარ რომელთა წყობათა შინა სმენილ არს, გინა ძუელთა, გინა ახალთა. ესრეთ უვნებელობა უგრძნულად დამსხმელობასა შინა! შემდგომად ამისად და ვინაცა იხილეს ისლემთა განფრთხობილი ხელთა მათთაგან, მეტყუელთა ესრე განიზრახეს: „ვინათგან უგრძნულად დამსხმელთა ვერ ხელთ-ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა არს აჩრდილთა დევნა და წიაღთა პყრობა ქართა. აწ უკუნვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან, ამისნი მმადლობელნი!“
ხოლო ესე ესრესახედ იპყრა ყოველმან მცნობელმან და წარმკითხველმან ამისმან: „საზღვარი დასდევ და არა გარდახდეს“. და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარიისა ბუნებითმეტყუელობასა შინა არსთა ქმნილებისასა, „ექუსთა დღეთასა“, იტყვის, ვითარ: „ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღვისასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა; ოხრანი და ღელვატეხილობანი ზღვისანი ვერ გარდახდებიან ბრძანებასა ღმრთისასა და მცველ ექმნებიან თესლოვნებასაცა ალკუნისასა“. აწ უკუეთუმცა მიეშუა ზენასა განგებასა და არა წინააღმდგომ ჰქმნოდა გაქცევასა სულტნისასა, და-მცა-ქცეულ იყვნეს ყოველნი მაღნარნი სარკინოზობისანი. და ეგრეთვე არა თუმცა უკუნექცივნეს შიშსა და სიმხნესა მეფისასა და სპათა მისთასა, წარტყუენილ იყვნესმცა უმანკონი არენი და ადგილნი.
შემდგომად ამისა უბოძა ანისი თვისსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თვისისა ყმად. და თვით შემოეხუეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და ქართველთა და ითხოვა ზავი. აქათ დედოფალი რუსუდან, და მათი, სულტნის ცოლყოფილი, ჩამოდგა და შეიქმნა მშვიდობა და ზავი ჟამ რაოდენმე.
თვით მეფე დაჯდა სიხარულად და განსუენებად და ნადირობად. ოდესმე ჟამსა ზამთრისასა გარდავიდის ლიხთ-იმერეთს და მიუწიის ზღუად პონტოსა, მოიწიის და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი, ოდესმე გურგენისა ზღუადმდე. და ამას შინა სუფევდა სუფევითა ულუმპიანითა და ვინათგან უღონო იქმნნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფოსანი, მკადრებელნი ეტყოდეს ესრეთ: „არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა“. და მომსმენელმან მეფემან წარსცნა ზავნი და ფიცნი შინა და ესრე სახედ ილაშქრა: ლიხთ-იქით ყოფასა შინა დამსკუნელმან ლაშქრობისამან და ერთსა დღესა პაემანშემქმნელმან: უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისისა და ბანისა, მესხთა და თორელთა – კარისა და აშორნისა, და ამირსპასალარსა და სომხითართა – მტკუარს აქათ ვიდრე განძამდის. თვით ხასაგიანთა ლიხთ-იმერთა და ქართველთა – განძას დამართებით მტკურის პირი იმიერ და ამიერ ხლათამდის, ჰერთა და კახთა – ალაზნის შესართავით ვიდრე შარვანამდის. იქმნა ესევითარი უცხო ლაშქრობა, რომლისა სახე აროდეს ვის ეხილვა.
მხნედ და მსწრაფლ მავლობისა მისისა რომელთამე ვინღა თქვის? ნუუკუე და უმსწრაფლეს ამბაკომისა, დანიელისა ანუ თუ ილიასი, სინასა შინა წვიმისა ერთითა ღრუბლითა შემკრებელისა, ანუ თუ ელვისა ეტლითა აღმავალისა? ნუუკუე დანიელისა მსგავსი მაღლისა? ფერხითა წყალ-მდინარითა, მსგავსი ვეფხისა მის ფრთოვანისა, წამსა შინა მლაშქრველი და აღვსებული აურაცხელითა და მიუწდომელითა საუნჯითა გარდმფრინველობისა ნავროზობითა გეგუთსვე ეგო, რომელ მუნ მყოფთა ძლით სამე ირწმუნეს ყოფა ამისი.
აწ ესე ვითარ რომელმანმე ენამან ანუ რომელმანმე გონებამან თვითოეულად ხელ-ყოს მოთხრობად, საწყენ სამე იქმნას აღწერილი განგრძობითა სათქმელთათა. ვინათგან დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგუარობდა ცხებულსა ღმრთისასა, ამასცა სოლომონიანებრ ჰმონებდეს ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.
მოვიდა ოდესმე ანდრონიკე კომნიანოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოველ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა. და ვითარ მართებდა, ეგრეთ მმადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყვისი სახლისშვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგნა საჯდომნი სიახლესა საყდრისა თვისისასა, პირისპირ მამის დისწულისა მისისა აღსართანისა, რომელი მეფე იყო შარვანისა და ზღვისპირისა დარუბანდით ხირხალამდის, რომელი მეფესა უჩნდა ვითარცა შვილი და ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი. ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე, დაჭირვებული დარუბანდელთა ხაზართაგან. მაშინ შეყარნა ლაშქარნი იმიერით და ამიერით, თვით ძმა ბერძენთა მეფისა ანდრონიკე წარიყვანა წინაშე და მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა. მოაოხრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა და აიღო ქალაქი შაბურანი, რომლისა კართა მჭურეტელობასა შინა მეფისასა მოსაწონელ იქმნა ანდრონიკე თვით მისგან და ყოველთა სპათა მისთაგან. და უბოძა ქალაქი მამის დისწულსა მისსა შარვანშას, და მუნიდაღმან მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით, გამარჯუებული იშუებდა და იმოთხვიდა საყოფელთა მისთა, ოდესმე გამგზავნელი სპათა და სპასალართა მისთა.
ოდესმე მიუწიის ნახჩევნის კარამდის, ოდესმე – მასისამდის და ღაღუამდის, ოდესმე – ბარდავამდის და ბელყუნამდის. ამას ესევითარსა მარჯუებასა და ზეობასა განამრავლნა საჭურჭლენიცა და დადვა თვით მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმოსასა, რომელი აგებულ იყო ვახტანგ გორგასლისაგან, რომელსა შინა თვით აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა. სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არაოდეს ვისგან ქმნილა, არცა წიაღმართ ყოფად არს.
ამას ესევითარსა და სრულყოფასა ყოვლისა სოფლისასა და საწუთროთა გემოთა საწადელთასა მოიწიფა ძმისწული მისი, ძე დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე, სახეკეთილი და ყოვლითა ხელითა მარჯუე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა. გარნა რომელი ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა, სახეუკლებობათა და ჭაბუკებათა, იგი ექმნა მკლველ და შემმწარებელ ჟამთა ცხორებისა მისისათა: უშიშობა ღმრთისა და გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს მცნებათასა, ვითარ თანაშთამომავლობა და გუართა უბადობა ამის სამეფოსა კაცთათვის. ვინათგან დავითცა, მამამან მისმან, ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მისისა დემეტრესსა ამოსწყვიდნა ამის სამეფოსა დიდებულნი, რომელნიმე ექსორიაქმნითა, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე გაპატიჟებითა. აქაცა მსგავსად მისა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა: სამცხეთართა, ჰერთა, კახთა და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. იქმნა გადგომა, ბრძოლანი, კლვანი, სისხლნი და რბევანი. და არა მიმშუებელმან ღმერთმან, მოქმედმან სამართალთამან, რომელ დავითის ზე აბესალომს არა მისცა უფლება, რომლისათვის ითქმის წმიდასა შინა სახარებასა: «უკუეთუ ჰრქუას მშობელსა შვილმან „კორბან“ – ნიჭი, ჩემგან სარგებელ ყოფად არს, სიკუდილითა მოკუედინ!». ამისთვისცა მისცა გიორგისვე ძლევა, მძლეთა მძლესა.
და შემყრელმან ლაშქართამან ტფილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა მყოფობასა შინა, იოტნა, გააქცივნა, შეხუეწნა ციხესა ლორისასა და მოუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი. ვინაცა წამოუვიდა დემეტრეს სარგის მხარგრძელი შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთა. ესე შეიყუარა და შეიტკბო მეფემან და მისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა. და მომრბეველმან ტაშირისა და ლორისკართამან დაიბანაკა აგარათა. და გაგზავნნა ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულად მისად, და სხუანი: თემისა და თემისა მესხნი, თორელნი, ქართლელნი, სომხითარნი და თვით გაზრდილი მისი მეჯინიბეთუხუცესი ჭიაბერი, და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა. და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი და ყოველნი ჰერნი სრულითა ლეკითა და კავკასითა. შეიქმნნეს ომნი ფიცხელნი და მკუეთრ კუეთებანი, რამეთუ იყვნესცა გამოცდილნი და ლომნი ჭაბუკნი. ამას შინა სძლო მსჯავრისა და სიმართლისა მქონებელმან, და გააქცივნეს ჰერნი, დიდებულნი აზნაურნი და ლეკნი შეიპყრნეს. და გრიგოლ ასათის ძე ფიცხლა დაიკარგა ომსა შინა თვით ხრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა ცხენისათა. შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრელად მთხრებლისად, თანა შოთაცა, ძე ართავაჩოს ძისა. ესენი, ვითარცა შინათგამცემელნი განზრახ განგებითა, ხელთიპყრნეს, წამოსრულთა მოასხნეს წინაშე მეფისა, მარჯუებააღმატებულისა. და გაიხარნეს სიხარულითა დიდითა და ფრიადითა. ვინათგან ხედვიდა მარჯუებისა მომცემსა ღმერთსა, აღარას დამყოფელი აღვიდა და მოადგა ლორესა. მუნიდაღმან წარსრულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნი-ესე გიორგისგანვე იყვნეს ხელისუფალნი, და ანანია დვინელი, ზოგნი შაჰარმენისა, ზოგნი ელდაგუზის ძეთა თანა. დაღაცათუ უშუელეს და მოჰყვეს, ეგრეთვე უქმადვე უკუნაქცია მართლმსაჯულებამან ქრისტესმან. ამას შინა დაუღონოვდეს ლორეს შინა მდგომნი. დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოხდა ციხისაგან და მომართა თავისსავე ბიძასა. და ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს, გამოასხნეს მსგავსად სვისა და ეტლისა მათისა. აიღო ლორე და დაიჭირა თავისა თვისისათვის. ხოლო მას ჟამსა თვით მორჭმული და ზეამაღლებული წარმოვიდა ურჩთა და მტერთა მისთა ზედა და შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. თვით მოვიდა ნაჭარმაგევს, იშუებდა და იხარებდა შემრისხველი მტერთა მისთა.
შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლითა სამეფოთა მისითა შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევს. შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწვია დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სვიანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა და მანიაკი ყოველთა მეფეთა და გვირგვინი ყოველთა ხელმწიფეთა.
განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთათა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა და დაისუა მარჯუენით მისსა მეფე და დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა, რომელსა ხადა მთად ღმრთისა, მთად პოხილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გვირგვინი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სამარაგდოთა მიერ. და მდიდარნი ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა. და თვით მეფე, მაფიცებელი ერთგულობისა და ერთსულობისა მისისათვის და ცრემლით მლტოლველი და შემვედრებელი ღმრთისა, მაკურთხეველ ექმნა აბრამიანთა ისაკისადმდე, და ისაკიანთა იაკობისადმდე, და იაკობიანთა ვიდრე იოსებიანთადმდე, რომელი ჩანს, ვითარ მზე უღრუბლო ჰაერსა მიდღევანდლად დღედმდე, კურთხევა მამისა შვილსა საყუარელსა, ნანარსა და მშვიდსა დავითიანებრსა ზედა, რომელი მსგავსად ლოდისა მის გამოვიდა მთისა მის, დანიელისაგან ხილულისა. იმატა, იმატა და მერმეცა იმატა, ვიდრემდის იქმნა მთა დიდ, ლოდ საკიდურ და არა ლოდ შებრკოლებისა. და შემუსრა ყოველი ხატი და ყოველი კერპოვნება ოქროსა და ვეცხლისა, რკინისა, რვალისა და კეცისა, რომელიმე უხილავთა ძალთა ძეგლები და ანდრიანტები, რომელიმე ხილულთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა.
შემდგომად ამისა დღეკეთილობასა და სუესრულობასა შინა მოიწია თანანადები სოფელსა ამას შინა არედ მოსრულთა, გარნა უჟამო და შეუსწორებელი შემცირებითა განწესებულთა მოქცევათათა. და მიიცვალა დედოფალი, დედა თამარისი, სწორი ძისა ღმრთისა დედისა. და თუ ვითარ ვამთა და ვაებათა სიმრავლენი იქმნნეს, შესატყვიისნი მოსაწევარისანი, რომელმანმცა ენამან გამოთქუა? გარნა ესე ოდენ ვთქუათ პატივად და სიმტკიცედ მოსაწევართა.
მეფესა, გეგუთს მყოფსა, უთხრეს ესეოდენ ზარგანხდილობა. თმათა და წუერთა მფხურელმან, მსგავსთა მათ აბესალომ ოქროთმოსნისათა, და ცრემლთა ნაკადდენითა ათასეულთა და ბევრეულთა, მცემელმან მკერდსა, თავისა მკლველმან, უღონოქმნილმან აღიკუეცნა თმანიცა თავისა მისისანი, სოფლისანი, და ესევითარითა შემუსრვილითა გულითა შეეყარა საყუარელისა და ტკბილისა დედისაგან უსამშობლოქმნილსა, რომელსა ნათელ-ცისკროვნება ჰაერისა მისისა სიმრუმედ გარდექცეოდა. და ნაკადნი ცრემლთანი ოთხთავე თუალთაგან, მოხუევასა შინა ურთიერთას, მსგავსად სამოთხისა მომცენარობდეს სახედ გეონისა. ვინათგანცა ესრე იქმნა ქუეყანა ქართლისა, კუალად ნუგეშინისმცემელი და შემტკბობელი შვილისა საყუარელისა და სატურფოსა უმეტეს ზომისა იმედისმდებელ ექმნა ორკერძოვე სიყუარულისა მინიჭებითა და ვამისა უქმნელობითა. დააგდო ქართლი და მიჰმართა ჩაღმართ. ვითარცა წესი იყო, რა გარდახდა ჟამი ამის ვამისა და მოსაწევრისა მოქცევისა, კუალად იშუებდა მონადირე მთათა და ბართა, ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და ჩრდილოსა. სძღუნობდეს და სძმობდეს მეფენი ბერძენთანი, იერუსალიმს ალამანთა და ჰრომთანი და ჰინდოთანი და ხონელნი, და ეგრეთვე სულტანნი ხუარასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგვიპტისა და იკონიისანი ჰმონებდეს, და შემდგომნი ამათნი: სკვითნი, ხაზარნი, ალანნი, ხუარაშოანი ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი, და ყოვლნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე.
ამას ესევითარსა სისრულესა სოფლისა მონაგებთა და დიდებათასა, აჰა, მოიწია ჟამი ევას წყევისა და ადამის ცთომათაგან დანასაჯი აბელ მართლისათ ვიდრე ზაქარიას და ძმისა მისისა იოვანესამდის, აღმსარებელთა მართლისათა, ჯოჯოხეთად ტვირთვად სამოელ მკლველისა ჩუენისა და თვით თავისა მკლველისა, ცით ცათათ უფსკრულად ქუესკნელსა შთასრულისა, ანგელოზობისა და ნათელმოსილობისა სიბნელედ მყვისა და ეშმაკად გარდაქცეულისა, რომლისა ხელთა შინა იპყრობოდეს მყუარებელნი და ყუარებულნი ღმრთისანი. ამისგან ხსნად მნებებელმან ღმერთმან კაცთა ცთომილთა კაცობრივითა სახითა იმოქმედა, არა ძლიერებისა მომმძლავრებელმან, ვინათგან ოცდაათცამეტთა წელთა ქმნნა ნიშნი და სასწაულნი და იმეუფა ქუეყანასა ზედა მეუფემან და მექმემან ცისა და ქუეყანისამან. ამისა შემდგომად თავისდა ამხმელმან ცოდვათა და ცთომათა მედინისა ამის და ხრწნადისა სოფლისათამან მიიღო სიკუდილიცა უკუდავმან, გარნა ხორცთა ჩუენისაგან თბისა ჩუენისა და ხსნისათვის ჩუენისა მიმხმელმან. და ვინათგან ღმერთმან და ძემან, უწინარეს საუკუნეთა უკუდავმან, არცაღა მისგან მოსილნი ხორცნი უკუდავ-ყვნა, სხუა რამცა სახე დავისახე, სხუა რაცა ნუგეშინისმცემელი ოთხთა სტვიქოთაგან დამჭირვად სული სხეულსა შინა მსმენელმან ამისმან? თუმცა პირველ იგი მზე მზეთა და შარავანდი ხელმწიფობისა, ახალი ნებროთ, ალექსანდრე და აქილევ, ქუეყანით ცად მიიმართა, და ამანცა მასვე მსგეფსსა მის ვნებისასა ივნო; ესრეთ «ვითარცა იგი ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა»: ვინათგან მან ხორცითა, სიგლახაკითა და სიმდაბლითა წარვლნა ჟამნი ოცდაათცამეტისა მოქცევისანი, ხოლო ამან არა ესრეთ, გარნა ვითარცა სახედჩენილმან ღმრთისამან.
ესერა ესევითარი საგოდი და მოსაწევარი მოსაწევართა, განსახეთქელი კლდეთა და განსაპობელი კართა საბლისა, და საშინელება, შთამოსაცვივარი მანანათა და ვარსკულავთა, ესმა სამმნათობიერსა, მეფეთმეფისაგან მეფედ ქმნულსა თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს, ყოვლითურთ სამოთხის მსგავსი საყოფი იქმნა მსგავს ჯოჯოხეთისა, და შუებათა წილ და სიმღერისა აჰხდეს ხმანი ვაებისა და ტყებისანი, და ნათელთა წილ მიუაჩრდილებელთა შეიმუსრნეს არსნი და საგონებელარსნი. და თამარი, პირი იგი ეთეროვანი და უკიმირო ჰაერი და უმრუმო ნათელი, შეიზღუდა ბნელითა, და მფხურელსა თმათასა უსწრობდა წყარო სისხლისა წყაროსა ცრემლთასა.
და წარსრულმან პატრიაქმან და დიდებულთა კმასაყოფელთა წარმოიყვანეს სამშვილდით, მთხრობელთა საზაროთა და საშინელისა და მიუწდომელისა სათქმელისათა, და მეფისა, დედოფალი რუსუდან, თანა გაზრდილისა მისისა, რომელთადა შემყრელნი იყვნეს. მომხუეველნი ურთიერთისანი, მლტობელნი სისხლრეულითა ცრემლითა, შევიდეს ტაძარსა სამეუფოსა. აღმხილველთა თუალთა მათთა, მხილველთა საყდრისა ცამდი ამაღლებულისათა, ნათელმზეგაბაონიანისა და შუქისა ჰალონიანისა საჯდომისა, მარმენიოთა და სუეთაგან პოვეს დაცლილად. მიმოიხილეს გარემოს და იხილეს მიქაელ პატრიაქი, ყოველთა ებისკოპოზთა თანა მდგომი, და ვაზირი ანტონი და ამირსპასალარი ყუბასარ და სხუანი ხელისუფალნი: ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთუხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთუხუცესი, აფრიდონ მსახურთუხუცესი, ივანე (...), და დიდებულნი, აზნაურნი, მონანი და მოყმენი, თანა პორფირი და გვირგვინი სკიპტრითა და საჭურველითა სვიანად ხმარებულითა. და კუალად ამხილველთა იხილეს კედლებიცა სრისა სავსე მეომართა, რაზმები, სპები, მონასპები, ქალაქები და ციხები აწყუედილი და ოხერქმნილი. და თვით იხილეს ტანითა გორგასლიანითა და მკლავითა აქილიანითა და პირითა მნათობიერითა კაცი იროდ საგონებელი. რომელმანმცა ენამან გამოთქუა ანუ რომელიმცა შემოვიდა სახე უსახოსა მის დღისა? რანი გლოვანი, რანი ტყებანი, რანი ვაებანი, რანი სისხლრეულთა ცრემლთა ნაკადნი ათასკეცნი, რანი მოთქმანი და მოხსენებანი ადამისნი აბელის მართლისადმდე, დავითისნი იონათანისადმდე და იაკობისნი იოსებისადმდე!
ამას ესევითარსა უნუგეშინისცემულებასა, უჭურო-ქმნასა სხეულებისასა, შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა, კიდემქმნელობასა ყოვლისა სანოვაგისასა… ესენი ესთამდის. ხოლო ამიერითგან ვიწყო წყობად, ბრძოლად გონებისად მიმზიდავმან, და მკუეთებელმან მსგავსად ქვისა და რკინისამან აღმოვშობო ცეცხლი სიყუარულისა და ქებისა და სურვილისა, აღვატყინო და აღვამაღლო სახმილი ცამდინ, მუნ შიგან აღმოვაჩინო ეთერიცა ცეცხლისა და ქუეყანა ცეცხლთაგან მლეველი ურჩთა და ცეცხლებრ ღონე და მომხმარებელი მეგობართა და მოყუარეთა! თუ მაშინ ნაბუქოდონოსორ სამთა ყრმათა თანა ოთხებად იხილა ერთი სამებისაგანი, აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული.
ხოლო შეყრილთა შვიდთავე ამის სამეფოსა მეთქუ-მეტყუთა ჰკადრეს და მოახსენეს დედოფალსა რუსუდანს: «დღეს შენ სჩან მშობლად ამათთა, და ვინათგან ვხედავთ ყრმასა თამარს გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა, მომსმენელად პატივისმცემელად შენდა, ხუედრთაებრ ჩუეულებათა, და უჩინოდ ეს სახედ მშობელთა, რქუა მთქმელმან-მბრძანებელმან და მომ ხსენებელმან შეცვალება ამის ესევითარისა შეითისაგან და, სადა ძმასა თქუენსა და მამასა მათსა დაუსუამს ზეობასა და სიმხნესა შინა მათსა, მუნ ხელ-ყოს განბრწყინვება და აღმოჩენა ხელმწიფობისა და შარავანდედობისა ტომის-გუარისა თქუენისა. უკუეთუმცა არა შემეცნებულ იყო სისრულესა და პყრობასა ულუმპიანობისა და, ზეშთა სთქუათ, ამთავრებისასა მანიაკი იგი გვირგვინი მეფობისა, არმცა მრწმუნებელ ქმნილ იყო საყდარსა დავითისსა და ბეჭედსა სოლომონისსა. აწ ვინათგან მან ხელ-ყოს ხელითა მეფობასა და კურთხევითა გვირგვინოსან-ყოფად, აღვიდეს, ამაღლდეს და დაჯდეს საყდარსა თვისთა მამათასა აღპყრობითა და აღძღუანებითა ძელისა ცხორებისათა და კურთხევითა მელქიზედეკისათა, რომელი ყო აბრაჰამის მიმართ, და მან დაიპყრნეს კიდენი ქუეყანისანი და მეფობდეს იგი ზღვითი ზღუადმდე».
ამისმან მსმენელმან, მომწონებელმან და დამჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოახსენა თამარსა, მეფესა და დედოფალსა. და მორჩილებდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შვიდთავე სამეფოთასა და, მსმენელი ჰაჯისა, ძალითა სამე დამორჩილებულ იქმნა.
აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გვირგვინი, და აღიღეს ხმა მგალობელთა და ძლევით გვირგვინოსნობისა და მძლედ მფლობელობისა, და მოახხსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი გამოჩენილი კოსტანტინესთვის. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთიმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინსა თავსა სამეუფოსა, აწვიეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარებისკოპოზი ქუთათელი ანტონი საღირის ძე მიღებად გვირგვინსა, და ცალკერძ კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა, და სრულყვეს მოხელეთა სვიანთა და დიდებულთა ვარდანის ძეთა, საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მოღება და დადება ხრმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედოქმნილთა. თაყუანისსცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შვიდისავე სამეფოსათა. დაიპყრა ჟამიერად თვითოეულმან თვისი ადგილი. თამარ შვიდმნათობიერი იდიდა მისგან, რომელმან წარმოაჩინნა და აღმოაჩინნა ექუსთა შინა დღეთა ყოველნი არსსაჩენნი და განსუენებად სცა მეშვიდესა.
ესე თამარ არს, რომლისათვის თქუა განსუენებად სულსა შინა მშვიდსა და წრფელსა და მოქადულ იქმნა მოქმედი აღზელისა აღთბებისა. და აწ მხილველმან იხილა და იყო ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა, «და იყო კეთილი და უწოდა ნათელსა მას დღე», ამას უწოდა ნათელი ულუმპიანთა შორის დიდსუეობისა და დიდბედობისა. და ამან, განმმზადებელმან სიბრძნისა შვიდთა სუეტთამან, აღაშენა მათ ზედა ტაძარი და სადგური შვიდთა მადლთა შვიდთავე სამპყრობელოთა განმანათლებელად. და შვიდგზის დღესა შინა მადიდებელმან ღმრთისამან შვიდწილ განწმედილ-ყვნა სიტყუანი სახედ მოაბადისა და მეფისა, ვითარ იტყვის რომელსამე ესაია და რომელსამე დავით. «და პატივისმცემელი შვიდთა უფროსღა ნაწილ-ჰყოფს და მერვისა მისთვის», სიტყვისაებრ სოლომონისა, განმაბრწყინვებელი შვიდისა არვისა ერთად; კუალად შვიდცა და სამეოცდაათ შვიდცა ყვის შვიდეულსა თვითოეულსა შინა შემნდობლობა ბრალეულთა. და შვიდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსათა, რომელ არიან: კრონოს, ზევს და აფროდიტე, ერმი, აპოლონ და არეა – ამათ შეასახა სფერო მიწიერი ხუთთა მათ საგრძნოთა ცნობისათა შვიდმყოფელად თანადართვითა სულისა და გონებისათა, და ოდესმე რომელიმე აღებაძვის ზენასა მნათსა ქუენა მნათი, გინათუ შუენებითა უცხოთა და უსახოთა, გინათუ სიბრძნისმპყრობელობითა, გინათუ მზეებრ უხუებითა და მომფენობითა სწორებითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა, გინათუ მძეველობითა სძლევდა საჭიროთა მიმართ.
ამათ და ესევითართა მნათთა და ზოდთა თუ ვინ ეძიებს, თვისთა ძალთა თვითებასა აღაორძინებს თანა ჰასაკისასა უმეტეს და უმეტეს. გარდაითავისა მონაბერმან ზენათა სუეთამან ავღუსტიანმან, ვითარცა დასხმული სამოთხე ხელითა ღმრთისათა და სულნელებითა მით მადედლებელითა საყნოსელთათა და შეუკრებიან შორის მისსა ძალნი გონებათანი და სულთანი, გრძნობათანი და ნერგოვნებათანი; და გონება ღმერთ-უქმნია და სული მხედ მხედავისა არსთასა, და მუნ შინა ჰგიეს, ულიქნავი სატანას და გუელისა მიერ. აჰა, იხილვებისცა, ვითარ სოლინარი, მცენსა თანა მედინთა ნაკადისათა და ვითარ პითოდორა და კრიტია ბუნებითთა ხედვათაგან განსაცადნი. და ხელ-ყო ქაიხოსროს მსგავსმან ხელმწიფემან წყალობად და შეწყალებად, განცემად და მინიჭებად. განხსნილითა მით თუალითა განხსნა საჭურჭლენი, მონაგებნი პაპთა და მამათა მისთანი. პირველ ესოდენი ნაწილი დაუდვა პირველსა მას და კუალადსა, და პირველისა მის ზეცისათვის და კუალადისა ქუეყანისა ჩუენისათვის, რომლისა მცნებანი იპყრნა, მაღლისა და განურყუნელისანი, განრყუნად შეუხებელსა ადგილსა დამდებელმან; და ესოდენისა დღეინდლადმდე წარმომდგინებელ იქმნა დარსა წარგებად მშობელთადმდე, რომლისა რიცხვი ურიცხო არს და ჰამარი უჰამრავი. და იხსნნა მოვალენი ვალთაგან და მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ხელმწიფება განქორწინებად, და ღონიერ-ყვნა გლახაკნი და მდიდარ – ღონიერნი. და თვით დედოფალი რუსუდან სწორად აღსრულებულ იყო თვით მისთვის და გაზრდილისა მისისათვის მიცემითა ქალაქთა, ხევთა, სოფელთაცა სამსჭუალთათა.
ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა შვიდთავე თემთასა იწყეს რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომელობისა საქმე და დიდებულთა ვიეთმე ხელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ, ვითარმედ: „აღარ ვეგებით ძუელთა ხელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ, და გუარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ უგუაროთა და უხამურთაგან“.
დაღაცათუ ერთგული და კარგი მოყმე და ჭაბუკი იყო ყუბასარ, გაზრდილი პატრონთაგან, და იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, გარნა სენისა მიერ ფილენჯად წოდებულისა მოეღებოდა ენა, ხელი და ფერხი. და აწვიეს მეფესა თამარს მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა, გარნა უქმ იქმნა განზრახვა მათი, ვინათგან თამარი სახიერ იყო და მოწყალე, მოიხსენა სიყუარული, სამსახური და ზრდილობა მისი, თვინიერ ხელისუფლობისა და ლორისაგან კიდე არა დააკლო და ეგრეცა სიყუარულითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდი მიცვალებისა. კუალად აფრიდონ, აზნაურისა ყმობისაგან ღმრთისმობაძავისა მოწყალებით კაცქმნილი, მიიწია მსახურთუხუცესობამდის, თმოგვისა და სხუათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის აღზეებული, მოიშალა და დაიმხო ნებითა და თნებითა ლაშქართათა. და ბრძოლამყოფთა ხელისუფლობისა და დიდებისათვის ურთიერთს დაუწყეს ზიდვა.
და ესეცა უცხო მოსაგონებელი: ყუთლუ-არსლან, ცხოვარმან ჯორის სახედ ორბუნებისა მყოფელმან, ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება, მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა განაგისსა, ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებელისსა: „დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მუნღა სრულ-იქმნებოდეს განგებული ჩუენი“.
ესე ვითა საწყენელ იყო, – დასასრული ხელმწიფობისა და პატრონისა მიმცემელი, – ესრეთ იწყინა და გაიკვირვა და გაიგონა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან. და მოიღონა ხელთ-გდება თავისა მის მოქმედთასა და, თანამზრახველმყოფელმან ერთგულთა და საკუთართა მისთამან, შეიპყრა ყუთლუ-არსლან, მეჭურჭლეთუხუცესი და აწ თავისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა, ლორეს, დაჯდომად განმზადებული.
და ვითარცა ცნეს ესე ლაშქართა თანაშეფიცულთა და თანაშემწეთა მისისა მის გზადგამყოლობისა და უკეთურებისათა, შეიყარნეს და უკუადგეს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშუებულობისა და, არამიშუებისა ვნებად მისსა მეტყუელნი, განემზადნეს ისანისაცა შემობმად. გარნა ვინათგან ხელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლ ექმნებოდა მბრძოლთა მათ მისთა, და მის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამხობად წინააღმდგომთა მისთა, ცუდ სამე იქმნა განზრახვა მათი, ვითარ განზრახვა აბიათარ მღდელისა და იოაბ სპასპეტისა, რომელნი ეთანებოდეს ორნიას, ძმასა სოლომონისსა. და ამას შინა თამარ, წარმგზავნელმან ორთა საბატიოთა დიოფალთამან, რომელი იყო ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთერისთავისა რატისი, და ერთი კრავაი, ჯაყელთა დედა, აწ მყოფთა სამძივართა, უბრძანა ფიცით მონდობა და სხვისა არავისი ბრალობა. და მოჰყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა და, წინაშე მოსრულთა, დავრდომით თაყუანისმცემელთა, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულობისა და ნებისმყოფლობისა მათისა.
კუალად დაჯდა ცხებული ღმრთისა საყდართა მათ ცამდი აღმართებულთა შუენებითა მით აფროდიტიანითა და სიუხვითა მით მზეებრითა აპოლონიანითა, სატურფო საჭურეტი დაბნედამდის და გაჭრამდის ყოველთა გამცდელ-მხედთა და შეპყრობამდის წყალ-ჯავარითა მით უმსგავსოთა სახითა მით ღმრთივქმნულითა. და ურვითა იურვოდა ურვა-ქმნისათვის ყოველთა შეურვებულთათვის. პირველად გარდაცვალებასა და გამორჩევასა შინა ორთა ვაზირთა და სპასპეტთასა, თანადგომითა და ერთნებობითა შვიდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად, მწიგნობართუხუცესად და ვაზირად ანტონი, გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათვის სვიანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა. და განაჩინა ამირსპასალარად სარგის მხარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა, და უბოძა ლორე, სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა-ყო ძისაცა მისისა ზაქარიას დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე. და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთუხუცესობა და მისცა არგანი ოქროსა ხელთა მისთა, და შთააცუეს სკარამანგი ტანსა მისსა, და დასუეს სელებითა ოქროჭედილითა, რომელიმე – მარჯუენით მისსა და რომელიმე – მარცხენით. და კუალად უბოძა მეჭურჭლეთუხუცესობა დიდსა და გუარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანის ძესა, და მსახურთუხუცესობა – ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარხობა – მარუშიანსა, ძესა ჩუხჩარხისასა, ვინაცა მათ ორთავე მამანი მომყისებულ ქმნულ იყვნეს, და დასდვა პატივი მამისა მათისა და დასხნა სასთაულითა. და უბოძა ამილახორობა გამრეკელსა თორელსა, რომელი ამირსპასალარიცა იქმნა შემდგომად სარგის მხარგრძელისა.
და ერისთავნი მის ჟამისანი ესენი იყვნეს: ბარამ ვარდანის ძე – სუანთა ერისთავი, კახაბერი – რაჭისა და თაკუერისა ერისთავად, და ოთაღო შარვაშეს ძე – ცხუმის ერისთავად, ამანელის ძე – არგუეთის ერისთავად, და ოდიშის ერისთავად – ბედიანი. და ლიხთამერით: ქართლის ერისთავად – რატი სურამელი, და კახეთის ერისთავად – ბაკურყმა ძაგანის ძე, და ჰერეთის ერისთავად – გრიგოლის ძე ასათ, რომელმან მისტაცა მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელის ძესა და მცირედ ჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის ადგილსა დაჯდომა სასთაულითა, და ხელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთაობა; და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი. და სხუანი ხელისუფალნი ტაძრისა და საყდრისა სამეუფოსა წინაშემდგომელნი განაჩინნეს წესისაებრ სახლისა.
ამას შინა აღავსნა ებისკოპოზნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ-ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან; გააზნაურდეს ქუეყანისმოქმედნი, და გადიდებულდეს აზნაურნი და გახელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა, რომელი აწ ჩანს დაწერასა შინა ამისსა. ათორმეტთა მოქცევათა ჟამთა თამარ სამგზის სანატრელისათა, რომელმან სიმშვიდითა და თმენითა, სიბრძნითა სოლომონისითა, სიმხნითა და საურავისა დღესისა ხვალისა არმიგდებითა ალექსანდრიანითა, იპყრნა ზღვით პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკვითთამდის, მიმხმელ იქმნა ცხორებითა და ნეტარებითა აღმასრულებელ ათთა მცნებათა, რომელმან ესევითარი იხმია ფრიადება ცნობიერებისა და სიმშვიდე გონებისა, ვიდრემდის ამისსა განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადამე კრვად. კიდემქონებელი ყოვლისა მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა მოღებისა, ნებააღსრულებული, შიშისა და ზარისა დამდებელი, მშვიდი და მშვიდობისმყოფელი იშუებს და სუფევს სამეუფოთა და სამფლობელოთა შინა მისთა, რომელი არა სადა ვის უხილავს, თვინიერ ამისსა, ესევითარსა კაცისა უვნებელობასა შინა უვნებელად და მშვიდობით დაჭირვა და მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩებისა.
ხოლო სხუანი ზნენი: გამარჯუებულობანი, აღვლანი საზღვართა მიმართ, მამადობანი მამათა და ტომთა მისთანი, ოდესმე რაინდობანი და მკვირცხლმოქმედობანი და მხედრობანი მხედართანი, ირაკლიდ საგონებლობანი, ოდესმე ნარნარად და წყნარ-მშვიდად მეპასუხობანი, თუ რანი და რაოდენ იქმნნეს, წინამდებარისაგან ეუწყნენ მსმენელთა. რათა სრულ-იქმნას წყალობა და წადილი პატრონისა ტკბილისა და სახიერისა ლაშქართა და სპათა მისთა ზედა, შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა-ყვეს ძებნა წაღმართისა და მოყვანა ქმრისა, რომლისათვის ხმდა, თუმცა ყოფილ იყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშედ წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფქმნილთანი: ვითარ თამთა თუმიანისთვის, ვითარ ამირან ხუარაშანისთვის, ვითარ ხოსრო-შანშა ბანუისთვის, ვითარ მზეჭაბუკ მზისათვის ხაზართასა, ვითარ იაკობ რაქელისთვის და იოსებ ასანეთისთვის, დავით ბერსაბესთვის და აბისაკისთვის, ვითარ პელოპი მხნედ მბრძოლი იპოდამისთვის, ონომაოს ასულისა, ვითარ პლუტონ პერსეფონისთვის, ვითარ რამინ ვისისთვის, ვითარ ფრიდონ შაჰრინოს-არნავაზისთვის, ვითარ შადბერ აინლიეთისთვის. და უჩნდა სახამსოდ, თუმცა გამოჩენილ იყვნეს ვინმე ანუ გმირნი სახენი გმირთანი, ანუ მამანი სახენი მამამთავართა შუენიერთა და კეთილად მბრძოლთანი, ანუ მსგავსნი გარეშეთანი, სისხლდამთხეველნი შეყუარებულთათვის, ანუ მიჯნურნი ლომნი მზენი, მხეცებრ გაჭრილნი ამის მზისა და უმეტეს მზისა და თვით მათ მითხრობილთა მზედ და მნათობლად საგონებელთა უბრწყინვალესისა და უნათლესისათვის.
გარნა ვინათგან ცუდსაგონებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს, თუ დაბადებად არს, გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი მკვიდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთმეფისაგან წყალობახელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა სახელითა აბულასან, და მეტყუელმან თქუა: „მე ვიცი შვილი ხელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი. და იგი, მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია-ქმნით დევნილი გარდამოიხუეწა ბიძისა, სავალათად სახელწოდებულისაგან, და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა ქალაქსა“.
მაშინ მომსმენართა მისთა უხმეს ერთი მკვიდრთაგანი დიდვაჭარი, სახელით ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰუნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნისა მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად. ამისთა მნახველთა და გამცდელთა – პატრიაქმან, დიდებულთა, ვაზირთა და სპათა – მოახსენეს თამარს და მათგან ნებადაურთავი განმზადეს ქორწილი. რამეთუ თამარ ჭეშმარიტი იყო და მტკიცე სჯულთა ზედა, და ვიეთნიმე დაღონებულ|ობით აწუევდეს ალექსის მოყვანასა ქმრად, რომელი ახლოს სთვისობდა და მამულად მამის ძმისწული იყო ბერძენთა მეფისა, – ესე მას ჟამსა აქა მყოფ იყო, – და შიშითა ამისის ქმნისათა ყოვლად უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ხსნა ქმროსნობისაგან. ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად და, ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახედაუდებელი და იგავმიუწდომელი. სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროთა ჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერულთანი, მსგეფსამდი სიხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი.
ხოლო მე ესეცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახეკეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოველნი, ღირსნი და მინდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: „ღირს რამცა ვყავით მოწონებად და მიხუდომად ბედსა ამას საზესთაოსა!“ და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი, წარსრულთა თვისად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხვია მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი, რომლისათვის ვერგამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდისა რაჟდენისსა, რომელი მუნვე დაკრძალეს.
შემდგომად ამისსა ხელ-ყვეს გალაშქრებად და გავიდა ტფილისით მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა, და ააბეს დროშა სვიანად ხმარებული, და წარიძღუანეს ძელი ცხორებისა, მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა. პირველ ილაშქრეს ქუეყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივგანათლებულსა, და აღივსნეს სიყუარულითა და სიხარულითა.
ამისგან უწინარეს მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუეყანასა პალაკაციოს და ძაღლისხევად წოდებულსა. და მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუხდა; და სვისაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეს. გააქცივნეს, ამოსწყვიდნეს და მოიღეს არმაღანი წინაშე თვითმპყრობელისა.
და მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმიანისანი, ცხენოსანნი და ქუეითნი, და აივსო შავშეთისა და კლარჯეთისა ქუეყანა. აქათ შეიყარნეს გუზან აბულასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნეს მესხნი და მარბიელგაშუებულთა შეებნეს მუნვე. ბედმან და სუემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დახოცნეს. და მუნითცა მოიღეს ურიცხვი კაცი და ცხენი წინაშე მეფისა ღმრთივგვირგვინოსნისა და დღითიდღე აღმატებულისა და წარმართებულისა. ამას შინა იხარებდეს, იშუებდეს, ნადირობდეს, მხიარულობდეს.
ამისსა შემდგომად წავიდეს მხარგრძელნი, ძენი სარგისისნი და ვარამისნი, მოყმენი პირწაღმართნი, უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცვილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი, და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა. და გამარჯუებულთა და ალაფაღებულთა მოეწივნეს ლაშქარნი დვინელნი, და კმა იყო ლომისა სიფიცხედ, ვინაცა ბოლოდ გააქცივნეს. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე მეფეთა. და მათ წყალობისმყოფელთა გარდაიხადეს მადლი.
შემდგომად ამისსა, გამოსლვასა ხანისასა, ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ და ზემონი – ზემოთ და შუანი – შუათ, და ყოველგან ძლევაშემოსით და გამარჯუებით.
და კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართა და მოაოხრა ქუეყანა პართთა და წარმომღებელი და გამომღებელი ქალაქისა და მუნ შინა მყოფთა საუნჯეთა და ტყუეთა, მოვიდა თამარ სუესრულისა და ნათელბრწყინვალისა წინაშე, რომლისა თუალი უღამო და დღე უუკუნო და საწადელ და საშუებელ სულისა და ხორცთა. ამას შინა ოდესმე მოისუენიან ლაშქრობათაგან და მშუებელნი გარდავიდიან იმერთა ქუეყანათა წესისაებრ, და ჟამსა ოდესმე ჩავიდიან შარვანის ზღვრამდე, და მოვიდის შარვანშა დიდითა ნიჭითა და ძღუნითა და, ერთგან მომნადირებელნი მინდორთანი და მხიარულნი, კუალად გაიყარნიან და უბოძის საბოძვართა სიმრავლე და წარგზავნის პატივითა ძმებრივითა, და მონებდა და მსახურებდა იგი მონებითა ყმებრივითა.
შემდგომად ამისსა შეიყარა დიდძალითა ლაშქრითა და მომართა გელაქუნად, რომელი ძნელ იყო შესამართებლად ზღვის ქვიშასახეობითა თურქმანთათა. დაესხნეს, ამოსწყვიდეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი. გამომართულთა მოეწია ყოველი თურქმანობა გელაქუნისა წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და იალღუზ-ალფესისითა, რომელნი მას შინა დაემჭირნეს ყიზილ-არსლანს ათაბაგსა. და ვითარ წყობა და რაზმი ერთმანერთსა განეწყვნეს, იმათებურეს მოყმეთა თამარისთა და უსწრობდა ბერი ყმასა და ყმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა, გააქცივნეს და ამოსწყვიდნეს და დახოცნეს. და მოვიდეს თვისადვე სამეფოდ წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა და სამხრისა.
შემდგომად ამისსა წუევითა ასათ გრიგოლის ძისათა დიდი და სასახელო ილაშქრეს განძას ქუემოთ ბაილაყანამდის, შემდგომად ზემოკერძო რახსისა პირი მასისამდე. მუნცა დიდთა ლაშქართა მოწევნასა შინა ისახელეს თავი ბუმბერაზთა ამის სამეფოსათა, თვით მეფისა მჭურეტელობასა შინა, ვარდან დადიანმან მსახურთუხუცესმან, ოთხთავე მხარგრძელთა და სხუათა დიდებულთა და აზნაურთა დიდი დაჭირებული ომი გარდაიხადეს და გააქცივნეს და შემოიქცეს მუნითცა გამარჯუებულნი და აღვსებულნი სიხარულითა.
ამას ესევითარსა მშვიდობასა, მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან: შევიდა სატანა გულსა სუეუბედურისა რუსისასა, სკვით რამე სახელდებულისასა, და სიტყვით აღიძრა წყენად თამარისა, ხელმწიფეთა მზისა და მეფეთა ელვაცისკროვნებისა, და იუდამყოფელმან თავისა მისისამან აღარ იცოდა, რამცა ექმნა. ძლეულმან და ტაძარქმნილმან შვიდთა სულთა უბოროტესთა პირველისათამან სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწყმედულმან. ამას ესევითარისა უცხოა და ურიგოსა საქმისა შემოსლვასა შინა ითმენდა თამარ წყნარი და ნარნარი, ცნობიერი და გონიერი, და ორ წლამდის, გინა უმეტეს, იყო განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა.
და ვითარცა უგრძნეს ვაზირთა და დიდებულთა, განკვირვებულთა ერთხმობით ხმა-ყვეს მცნობელთა ამისთა, ვითარმედ ესე მისვე ძუელისა მტერისა არს, რომელმან მოაკლვევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი და ექსორია-ქმნა პირველი იგი კაცი სამოთხით, ვითარ ესე აწ ხილულისა ამის სამოთხისა და უბრწყინვალეს ედემისათ შეუმზადებია ექსორია-ქმნა. მისვე ძუელისა ხაკან სკვითისა შემსგავსებულად მოსდგომია აქაცა. მუნ თუ იგი მოადგა დედოფალსა ქალაქთასა, აქა ესე – დედოფალსა დედოფალთასა და მეფესა მეფეთასა.
ბოლოდ რაღა თვინიერ ამისსა?! ვეღარა მინდობილთა ორღანოქმნილისა მის ეშმათა ბომონისათა ხელ-ყვეს ცრემლმდინარეობასა შინა თამარისსა, ჯერეთცა მოწყალისა და გაურისხებელისასა, და წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა, არავის მისცა სასიკუდინოდ, იგივე სიუხვითა მზეებრითა არა მიეშუა გაძრცუასა, და ვინაცა ჩასმული ნავითა ზღუად, მიიწია კოსტანტიპოლედ და იყოფოდა ჟამთა რაოდენთამე მუნ.
ამისსა შემდგომად უფროს და უფროს, უკეთ და უკეთ მთავრობასა და ხელმწიფებასა ათქმევს ყოველსა მწირსა ხელი საუფლო და მკლავი მაღალი, თანაშემწე და თანამძლე ბრძოლათა შინა, და არამსგავსებული ბედი და სუე პაპთა და მამათა მისთა, ნუუკუე არცა ბედისა ოდენ მინდობილთა წარმართთა.
რამეთუ ამას სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი, ამისთვის ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი. რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებითა, არათუმცა ანდრონიკეს, ჟამსა მისისა მეფობისასა და მისგან ბერძენთა ამოწყუედისასა, შეეპყრა და განეპატიჟა იგი მოყმე პოლიკარპოს. მსგავსი ასურასტანისა და შუამდინარისა ანტიოქელისა მეფისა შვილი იყო: უკუეთუმცა ჰქონებოდა გზა მრავალგუართა ბარბაროზთა შუაყოფისაგან, წამსაცა შინა აქა პოვნილ იყო. კუალად სულტნისა ყიზილ-არსლანის შვილთაგანი ერთი, ამბვისა სმენითა ხელქმნილი, ძლითღა სამე დაიმჭირა მამამან სჯულისა დაგდებისა შიშითა.
ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თვისთა თვისობისა გავლენა. ვინაცა სახედ მზისა შარავანდნი ცისაგან იშუქებდეს მიწიერთა საჭურეტლად, ეგრეთვე ქუეყანისაგან თამარის ხელმწიფობისა შარავანდთა ნათელთა ბრწყინვალებანი ეფინებიან იატაკსა ამას ზედა ცისასა.
მცნობელმან ამისმან სალდუხის ძის ძემან, სახელით მუტაფრადინ, აღარ დამხედმან მშობელთა არნებობისამან და დამგდებელმან მუჰამედისმან, სჯულისა ტკბილისამან, რომელმან მოზიდვითა კაცთათა უმოძღურა კაცთა საწუთო ესე ნებასა ზედა თვისსა, სურვილითა და სმენასატურფოთა სახეთაგან ძლეული მოვიდა წინაშე თვითმფლობელისა, ყოველთა მეფეთა უზეშთაესისა ამის თამარისა სამფლობელოთ თვისით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა, ხოჯებითა და საჭურისითა, მონებითა და მხევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, სახელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა. და წესისაებრ სახლისა სახელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყუარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპი სალდუხ ეზდინი პაპსა ამათსა დემეტრეს, ხელმწიფესა დიდსა და ხელმწიფესა სახელგანთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ხელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყვითა, და ნუუკუე არცაღა სიტყვისა ღირსებითა, მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე. ნელიად და წყნარად და დაყოვნებით-რე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადმრავლობა. დასუა პატივითა ტახტსა თანა სელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა და მოყმეთა უკლებლობასა მრავალგუართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძვართა და შემოსათა ვინმცა იქმნა მჰამრავ? ამას ესრეთსა სიყუარულ-პატივსა და ბოძებასა შინა დაყო ჟამი ზამთრისა სომხითს და ტფილისს მომწონებელმან სანადიროთა ქუეყანათა და მოყმეთამან და თვით თავადის პატრონისამან, რომლისა სრულობა, ვითარ ღმრთისა, უსრულეს არს. და ჟამსა ღანუყობისასა თანაწარმტანელთა აჩუენნეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი, მოედანნი და ქუემონი კახეთისანი და რანისანი. და რანისა დიდებულნი მოყმენი და ლაშქარნი, განაღამცა მომწონებელნი და მაქებელნი, იშუებდეს და იხარებდეს და ადიდებდეს მომლოდენი ჟამისა მის პატრონისა მათისა უკუდავქმნილისანი.
გარნა ვინათგან თამარ ამაყი და ლაღი, უჯერო შესატყვისობისა, აზეებდა ფრთოვანებასა გონებისა მისისასა, შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამხუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა, და წინაუკმო საულისა იპოვა შვილი სელჩუკიანი: მან, მძებნელმან კარაულებსა მამისასა, პოვა მეფობა, ამან, მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან, პოვა, რომელი საულისა დანაკარგთ კმა იყო.
ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა, და ვინაცა მთქმელთა არა უქმსაგონებლობისათა, უფროსღა უქმმყოფელთა და დამასკუნელთა ქორწილისათა შერთეს და გარდაიხადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა, და წარგზავნეს თვისად საყოფლად არზრუმად, გარნა თუ ვითარითა ცრემლითა და ვითარითა გლოვითა, გამოუთქმელ არს კაცთა ენისაგან.
ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიხდილ იყო ცნობათაგან სიყუარულისაგან და, სჯულისაებრ ძუელისა და თვით დღესისთა ისლიმთასა, გუარისაგან განვლენილი, თვისობისა, სჯულისა დაგდებად განმზადებული, მოქენე იქმნა ყოველთა საქმისმოქმედთა, მოძღურისა და კათალიკოსისა, მიუწდომელისა ქრთამისა მძებნელი. გარნა უქმ სადმე და ცუდ იქმნებოდეს ზაკუანი ეშმაკისანი, ვინათგან აქუნდა თამარს სული მყოვარე და შეყუარებული ზენარისა მის ხუედრისა, და გონება, მშობელი სიტყვისა, გონებისა მის დიდისა მიმართ აღემსჭუალა, და სეფეგუარ-ჰყოფდა ტაძარსა შვიდწილ განწმედილსა ღმრთისა სიტყვისასა. და ყოველთა მამონისაგან ძლეულთა და ქმნად მაწუეველთა სირცხვილეულ-ჰყოფდა, მომსმენელთა სატანას ზაკუათა. წარმავლინებელმან წესისაებრ პატივითა და სიყუარულითა ნიჭმრავლობასა შინა მისცა მცნება კუალად აღარა შეძენად ესევითართა თქმად.
თამარ სუესვიანისა ხელმწიფისა იმატებენ ზარნი, ლაშქრობენ მოყმენი, არს მარჯუება, სიხარული, სიყუარული, შუება და ნადირობა მთათა და ბართა, გარნა წუხდეს და იურვოდეს შემჭირნენი უწაღმართობისა და შვილისუსმელობისანი. და ვითარ მოეცვა შვიდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა, პოვეს ღონე განგებითა ღმრთისათა, რომელი აღამაღლებს მდაბალთა და შემუსრავს ლაღთა, რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: «არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა რომელნი მე გამოვირჩივნე». და ვითარ იტყვის დავით, რომელსა აწ სათნო-ეყო გამოჩინებად: «უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწამეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა» და შემდგომი.
იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა. ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინათგან თვის ეყოდა მამისდისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა, მოეყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა. და იხილეს მუნ მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან სახელმწიფო.
ჰკადრეს და მოახსენეს დედოფალსა რუსუდანს მკვიდრთა ამის სამეფოსათა, იგი განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომხსენებელ და მოაჯე ექმნნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: „უკუეთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი, შვილნი ხელმწიფეთანი: ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკვითთანი, სპარსთა და ოვსთანი, მცდელნი, სამართალთაებრ უკუნარღვივნა არშემძლეობამან თვინიერ ბრძანებისა საუფლოსა“.
მაშინ თამარ, მინდობილმან მამისდისა მისისამან მშობლისა სახედ და მისგან დიდად წყალობიანთა ლაშქართა და სპათამან, ესრეთ თქუა მბრძანებელმან: „მოწამე არს ჩემდა ღმერთი, აროდეს ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნობისა, არცა პირველ, არცა აწე, თუმცა არა მოსლვოდა უწაღმართობა ჩემი საყდარსა, რომელი რწმუნებულ არს ჩემდა პირველ ღმრთისაგან და შემდგომად მშობელთა ჩემთაგან, აწცა ამისი ვარ მოაჯე“.
მაშინ არმომშუებელთა ჰკადრეს დედოფალსა. და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა მიერ, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა. და მუნ ქმნეს ქორწილი, შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა. ვინათგან დედოფალი ყოვლითა სიბრძნითა სავსე მოქმედებდა: აქათ ბაგრატოანი, ბაგრატოანთა გუარზეობითა აწყობდა რიგთა სახლისათა, და ქუემოთ, ხუარასნისა და ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, მუნებურითა სახეობითა და შუენებითა მოქმედებდა. მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განმდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელი იყო რაზმთა სიმრავლე სრულ-ქმნასა ამისსა შინა. მითხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარ ბედნიერობასა, სვიანობასა დღეკეთილობა თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანებრისა, თანა ბედნიერ და განმარჯუებულ იქმნა. და წაღმართ-წაღმართითა მით მითხრობითა წინამდებარითა ესე.
დავით წელიწდის მოქცევამდე ესრე წაეჯობინა ყოველსა მშვილდოსანსა, ცხენოსანსა და მცურავსა, მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ხელთა სიკეთითა, ვითა დღეს ჩანს, რომელ შინათ ვინ ყოფილა მისი მსწავლებელი და თანამოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი.
შემდგომად ამისსა, მშვიდობისა და მტერთა მძლეობისა ამათისა, ოდესმე მოესმა, ვითარმედ რუსი იგი ძნელბედი და სუეუსუეო წამოსრულა კოსტანტიპოლით და მოსრულა ქუეყანად ეზინკისად, კარნუ-ქალაქისად.
და მას ჟამსა ნაცვალი მეჭურჭლეთუხუცესისა, სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი, კეთილთა და ჰამოთა პატრონთაგან სრულწყლიანი, საქმის მოციქულად წარივლინა საქმისა რასათვისმე, და მისსა კარნუ-ქალაქსა მისლვასა შინა შეიყარნეს რუსი და იგი. ერთად დგეს იმიერნი, რომელთა სახლსა შინა შეხუეწილ იყო. მისისა სარგებლისა მოწადინენი შეეხუეწნეს ამას დიდსა, რომელი აქათ მისრულ იყო. მაშინ ცნეს ამის სამეფოსა კაცთა და უფროსღა ეშმაკმან, რომელი მარადის მბრძოლ არს, ვითარ «განკვირვებასა დავითისსა სიცრუე კაცთა გულებისა», და რომელნი თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და უგულსავსედ წყალობითა იყვნეს, მათცა ქმნეს საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი. უკუეთუ ამას სამეფოსა განდგომად პატრონთა უნებელ ქმნილა რომელი, დაწყებითგან სოფლისათ არავის ოდეს სადა უნახავს წარმართებული და გამარჯუებული, გარნა ეგრეცა თვისთა და ნატამალთა, შვილთა და ძმათა ამის სახლისათა მიზეზითა ქმნილა. გარნა ესე ვინა ანუ სით?
პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქათ ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხვითა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თვინიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თვისით მოკიდულითურთ, ვითარ გუარ-ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშს ზედა უერთგულა ბაგრატს. ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, ლიხთაქათ პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთიქით ნიკოფსამდის უცილობელად ქონებისა, და თვით ქუეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასამე საქმისათვის წარვიდა და მივიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა. შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი. მომრთველმან სანიგთა და ქაშაგთამან აფიცნა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათვის დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყანისანი.
გაგზავნნა ლაშქარნი ქუეყანისანი და მივიდეს გუზანისა. და მუნით წამოვიდა რუსი და შეყრილთა მიჰმართეს სამცხესა. და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო. და გარდამვლელნი მთისანი მივიდეს გეგუთს და დასუეს ტახტსა ზედა სამეფოსა. ჰოი, ღაღადი დიდი და განსაკვირვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დავითიანსა?
მაშინ თამარ, ქალაქსა მყოფი, უსახურისა და უაზრავისა საქმისა განკვირვებული, პირველად მომხადელი ჩუეულებისაებრ ზენათა წყალობათა, მბრძანებელ ექმნა ყოველთა ერთგულთა მისთა, ვინაცა შემოკრბეს სპასალარნი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითითურთ, და სამცხით. მკვირნეთა საქმითა ჰკადრეს ფიცითა არა მათგან ნებადართულობა საქმისა, და ვითა შეაჯერეს უმათოდ ქმნილობა, მხეცებრ განხდა გული მათი ერთგულობისათვის და თავისა საწამებელად დადებისათვის. და თვით თამარ ხელითა საუფლოთა და სიტყვითა ოქრონექტარითა მართალი მართლად იკითხვიდა მიზეზსა მკვიდრთა მისთაგან. ოდესმე თევდორე პატრიაქსა და ანტონი ქუთათელსა, რომელი-იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთიმერით სისხლთა დათხევამდის, და სხუათა ებისკოპოზთა გზავნიდის, ოდესმე – შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა, და მათგან ვერას პირის მპოვნელი.
მაშინ შეკრბა კრებული ღმრთისმბრძოლი, აღიღეს მახვილები და წათები, წარმოემართნეს პატრონსა ღმერთშემოსილსა ზედა. ნახევარნი მათითა მეფითა გარდამოვიდეს მთითა ლიხისათა. ამწყუედელნი და ამაოხრებელნი ქართლისანი მოვიდეს ნაჭარმაგევამდის და გორამდის. ნახევართა დადიანთა წინაძღომითა გარდაიარეს რკინისჯუარი და ჩავიდეს ციხისჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრხე. მუნ შეიყარნეს ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი. და გამგებელთა ესევითარისა საქმისათა, ღმრთისა უკითხავად, შვილთა მზეგრძელ უხმეს, რამეთუ გააგეს პირველად აღება ჯავახეთისა, თმოგვისა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა, ვინათგან ქურდვაჭრისა იქით გასდგომოდავე ყოველი სომხითი: ივანე ვარდანის ძე, პატრონი გაგისა; მაყა, პატრონი კაიწონისა, – კაენი თვით ვარდანისი იყო, – სხუანი მის ქუეყანისა აზნაურისშვილნი, თვინიერ ზაქარია ვარამის ძისა; იგი კაცი ერთგული იყო და ჭაბუკი გამოცდილი. ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მუნიდაღმა მათ და ზემოქართლს მყოფთა – კართა ქალაქისათა მოსლვა, სადა-იგი იყო მზე მზეთა, ნათელი ნათელთა, ტარიგი უმანკო, მსგავსი ქრისტესი, მშვიდითა მით დავითიანებრითა გონებითა მინდობილი ზენასა მის განგებასა, იმედისა მდებელი წყალობათა მისთა გულმოწყალეთა.
მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მხარგრძელთა და სხუათა თორელთა, ზემოთა და ქუემოთა, წასლვა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა და მუნვე ცნობა ძალისა მათისა, უფროსღა ცნობა ძლიერებისა მართლმსაჯულობისა ღმრთისასა. და მივიდეს მტკუარსა ზედა, ვინათგან იგინიცა მუნვე მოსრულ იყვნეს. და მიერთნეს მესხნიცა, ერთგულად დარჩომილნი. და აქათ ესენი მისრულნი მტკუარსა ზედა, და იგინი მუნით ხიდსა ზედა შეიბნეს.
და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა ყოფამან გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიყარნეს და ზრახვა-ყვეს, ვითარმედ: „ვხედავთ მხეც-ქმნილობასა ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა“.
სიქველისა მომნიჭებელმან თამარისკერძთა ლაშქართა ამცნო გულუყოვნელ-ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა, და გამვლელთა ხიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად სახელდებულსა ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა. თმოგუსა და ერუშეთს შუა შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, ფეთებანი ხრმალთანი და მხეთქელობანი ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა თამარისთა და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დახოცნეს და ტყუე-ყვნეს. ამათ არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თვინიერ რომელ ივანე სარგისის ძე დაკოდეს.
შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არადაკლებისათვის. და მოვიდეს წინაშე ღმრთივგვირგვინოსნისა მეფისა და მეფეთმეფისა. მიმცემელმან ღმრთისა მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა, თუალითა ტკბილითა და გულითა დაჯერებულითა. ვინაცა ცნეს ესე პირველ მახარობლისა მოსლვითა, სარგის ვარამის ძისათა, ზრახვა-ყვეს, რომელნი მყოფ იყვნეს მის წინაშე: თვით ჭიაბერი მანდატურთუხუცესი, ჰერნი და კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა სვიანისათა, დასხმა-ყვეს ქართლს მყოფთა, რომელთა მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა.
და ვითარ აგრძნეს მათ ამოწყუედა და გაქცევა ზემოთა ლაშქართა, მსწაფლ იხმიეს გარდავლა. და შემოქცეულთა და მოსრულთა წინაშე თვით თამარისა ჰკადრეს გასლვა სომხითით და მიმართება ურჩთა და განდგომილთა მეფობისა მისისათა. დაჰმორჩილდა ქრისტეშემოსილი ხელმწიფე, შემეცნებული ღმრთისა წყალობააურაცხელობითა.
ვინა ესეცა უწყოდეთ, რომელ წურთათა ღმრთისათა სივრცე დიდ ფრიად არს, რამეთუ კეთილთა და კეთილგამგონეთა ნიშთა აღჩენითა სწურთის კეთილად დართვითა, ძლევამინიჭებითა. რამეთუ კეთილისა სულისათვის ღმრთისმოყუარე და თვისად მისი არს, ვითარ იტყვისცა დღე ბრძენთა ხედვისა პლატონ: «კეთილი კეთილთათვის არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთავიის _ ბოროტ». ხოლო აწ ხამს და უფროსღა გაგონება ნათქუამთა მათ დაუვიწყებელად და ხედვა ზენათა წყალობათა, რათა დავჰყოთ თუალი იგი ამათ ესევითართა წყალობათა განგრძობითა.
ხოლო ვინაცა ცნეს განდგომილთა შერისხვა ღმრთისა მათთანათა თვის-თვისთა, რომელნიმე დამგდებელნი იქმნნეს აწ ციხეთა და სიმაგრეთა და უწინარეს სჯულისანიცა, ვინათგან თამარსა ზედა ესევითარი უსახური საქმე იკადრეს; რომელნიმე მოვიდეს ყელსაბელმობმით; რომელნიმე მკლველ-ექმნნეს თავისა ბიძასა და ეგრე მოვიდეს. და მუნცა იქმნნეს ჩუეულებითნი გამარჯუებანი. შემოქცეული დადგა ჭალასა აგარათასა, მონადირე და მონადიმე, მხიარული და შემწყალებელი ერთგულთა და საკუთართა მისთა.
შეიწყალა ზაქარია ვარამის ძე და უბოძა გაგი ქურდვაჭრითა განძამდის მრავლითა საკუთარითა და მრავლითა სანახევროთა ქალაქებითა, ციხებითა და სოფლებითა. შეიწყალეს და უბოძეს სარგისის ძესა ივანეს პირველად მსახურთუხუცესობა, ხელი შინაური და საპატიო, და კაენი და კაიწონი გელაქუნით და სხვითა მრავლითა სახარაჯოთა ქალაქითა და ციხითა. შეიწყალნეს და დალოცნეს სხუანიცა დიდებულნი მრავალნი. და შექცეულთა მიმართეს სახლთა მათ და ნატამალთა ნაჭარმაგევსა.
და ლიხთიმერთა დიდებულთა, შემნანებელთა შეცოდებისათა და მოაჯეთა შენდობისათა, ითხოვნეს ცხოველნი ხატნი და თვით დედოფალი რუსუდან მათ წინაშე საყოფელად, კათალიკოზი, მანდატურთუხუცესი და სხუანი ებისკოპოზნი შინაურითურთ სახელდებულითა. ვინაცა გარდამოვიდეს სვიანნი დიდებულნი და მოხელენი და გარდამოიტანეს რუსი, მეფეყოფილი, და მისცა დედოფალმან სიმტკიცე პირველად რუსის უვნებელად გაშუებისათვის და მერმე – მის ჟამისა შეცოდებისათვის არას შენანებისა. და წარმოძღუანებითა დედოფლისათა მოვიდეს ნაჭარმაგევად და რუსი, ივანეს მისანდობელად მთხოველი, წარვიდა, მასვე მისსა სუეუბედურსა გზასა გაემართა. და შეიქმნა მშვიდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და «ერთბამად ძოვდეს ლომი და ხარი და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა და მგელი ცხუართა თანა». განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუეალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა შეწევნითა ზეგარდამოთა.
და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი და თმოგვისაგან კიდე არა დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მხარგრძელსა, ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა. მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთუხუცესსა მოუმატეს და უბოძეს ჟინოანი, ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა. და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგვი, და ქუემოთ წირქუალელნი. ზარტიბის ძენი, გრიგოლის ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი და თავნი კახეთისანი – თორღას ძენი – შეიწყალნეს თვითოეულნი თვისითა წესითა: რომელნიმე – ახლად დალოცვითა, რომელნიმე – მომატებითა. ეგრეთვე – ქართველნი, სომხითარნი, თორელნი, მესხნი და ტაოელნი.
ვინაცა გუზან, პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა, ვაშლოვნისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა. და სამძივარი სხვითა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღვინეთუხუცესიცა სეფეშვილად კლარჯეთისა და შავშეთისა. და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს წინა ზაქარია ფანასკერტელი და ძინელნი, კალმახელნი, ყმანი კარგნი და პატრონისაგან შეწყალებულნი. და შეყრასავე ცნეს გუზანის შვილისა შაჰარმენის ლაშქრითა მოსლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა შეყენებად. დაღაცათუ ლაშქარნი დიდნი იყვნეს და პატრონნი თორმეტისა დროშისანი და ესენი _ მცირენი, მხსენებელთა ქრისტეს სჯულისათა და თამარის ბედისა და სიმართლისათა შებმა-უყვეს და სიდიდითა მათითა და სიკეთითა დიდად დაჭირვებული ომი გარდაიხადეს. ბოლოდ, მათთა გამქცეველთა და ამომწყუედელთა, ხელთმყრელთა გუზანის ცოლ-შვილთა, თანაშემოქცეულთა აიხუნეს ციხები და სიმაგრენი. და კუალადმგებელნი ქუეყანისანი მოიწივნეს წინაშე თამარისა, რომელმან მიჰფინა ნათელი წყალობისა და გარდაიხადა მადლი მოჭირვებისა და სიმხნისა მათისათვის. და დარჩეს ყმანი სახელოანნი და პატრონი სარგებლიანი.
და ამას ესევითარსა წყალობასა შინა ღმრთისასა ორნიღა მკლებიან წაღმართისა გამოჩენილობანი. ილოცვიდეს მოქენენი, ღმრთისა და წმიდათა ხატთა მომხსენენი პირმშოთა ძლიერებათანი. ხოლო ვინათგან ჰყოფს წყალობათა დამრეკელთა განმღებისასა და მთხოველთა ნიჭებისასა და მეძიებელთა პოვნისათა, ვითარ იქმნა სარას ზე, გინა თუ რაქაელისსა, ანუ თუ ელისაბედისსა და უფროსღა ანნასსა და, ვიკადრო, მარიამისსა, მიუდგა თამარი განწმედილითა გონებითა და ტაძრისა ღმრთისა აღმსჭუალულისა სანთლითა სხეულისათა, მხურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბახმელისა ბეთლემმყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა, და უწოდა სახელი ახოვნისა მის მამისა თვისისა გიორგი, რომლისათვისცა ყუავილი უკუდავთა ნაწილისა აღმოგუეყუავილა.
ამას ესევითარსა მოხედვასა ღმრთისა, სამებითა სრულისასა, პირველ დარჩომასა თამარისსა და აღმოშობასა ძისა გორგასლიანისასა რამცა თქმად მიეგებოდა სახე სიხარულისა ანუ მადლობისა ღმრთისა? იხარებდეს, იშუებდეს, იმოთხვიდეს სამოთხესა შინა ამის საწუთოსასა, განმათავისუფლებელნი ტყუეთანი, შემწირველნი ეკლესიათანი, მწირვებელნი მღდელთანი და მიმცემელნი მონაზონთანი, მოწყალენი გლახაკთანი, ერთბამად მადიდებელნი ღმრთისანი, მწყალობელნი ებისკოპოზთანი და შვიდისავე სამეფოსა სპათანი. და თვით დედოფალმან რუსუდან და გაზრდილმან მისმან მეფემან დავით და დამან თამარისმან და ყოველთა მყოფთა ამის სამეფოსათა, მსგავსად მოგუთასა, ხელ-ყვეს ძღუნებად და მინიჭე|ბად. მცნობთა გარეთ ბერძენთა მეფეთა, სულტანთა, ათაბაგთა და ამირათა სპარსეთისათა წარმოავლინნეს ნიჭნი და განძნი კმასაყოფელნი.
და ესევითარსა ამას დღეკეთილობასა შინა იხილეს ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა განწესებული ძედ მეფისა, მეფედ, შვილად ცხებულად დავითიანად. რამეთუ ოდეს დახატული ბუნებისაგან იშვა და წარმოიჩინა, მოაქუნდეს თვის შორის ხატნი და სახენი თვისთა დამსახთა მშობელთანი და მნათობნი სცვიდეს მას და ენთებოდა სული ზენისა სფეროისა და მეტბედი ბედსა ზედა და სვიანობა სუესა ზედა, მარჯუებანი უმეტესნი წარემატებოდეს შარავანდთაგან მამრჩობლებითა. ესევითარი იქმნა გალაშქრება, რომელი არაოდეს ვისგან ქმნილ იყო ბაგრატოანისა.
პირველად შემკრებელთა ბედსა და სუესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმანა, მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძუელად ქალაქად. ამომწყუედელთა არანისათა გამოიღეს დიდძალთა ომთა პირველ ნებროთისა ჰაოსის ძმისა ბარდოსის მამული და შენებული. ავსილთა სიმრავლითა ტყუეთა და საუნჯეთა აურაცხელთათა ათავისუფლეს სამბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათვის თამარისა და ძისა მისისა.
მუნით გამომგზავრებულთა, არცა თუ თვისა ერთისა გამომსუენებელთა, მსწრაფლ წარსრულთა ილაშქრეს აზრუმს, კარსა კარნუ-ქალაქისასა. და მუნ იყო სიმრავლე ომთა, წყობა ჰუნეთა და ხეთქება აბჯართა. რომლისა მეშუელად იყვნეს სურმანელი, კარელი, სპერელი და შიგნით სალდუხის ძე ნასრადინ და ორნი ძენი მისნი ლაშქრისა სიმრავლითა, ქუეითისა და ცხენოსნისათა, უამრავითა. და ცისკრისა ბინდსა მისრულთა და დამწყებელთა ომისათა ღამისა ბინდმან ულხინა გაყრად. და ვითარ გამოხდა ღამე იგი, და მოვიდეს ლაშქარნი უთუალავითა და მიუწდომელითა ალაფითა. და შიგნით მყოფნი, ვითარცა მხეცნი, იღრჭენდეს კბილსა მათსა და წუერსა იფხურიდეს, მხილველნი ვინმე ცოლთა დატყუებულთანი და ვინმე შვილთა და ვინმე სიმრავლესა ჯოგისასა და რემისასა. და მთქმელნი ესრე ტიროდეს: „ვინა ჩემდა ესევითარი შერისხვა, ვინათგან არაოდეს გვიხილავს ტომი ქრისტიანეთა სანახებსა საყოფელთა ჩუენთასა!“
და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა და შეიქმნა ზმა ქალაქსა შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა, გააწყვეს აზმი ქუეითისა და ცხენოსნისა. წამოდგეს ბანსა ზედა და შუკათა შინა ისრისმსროლელნი და ქვისმტყორცელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და სპათა მისთა გულმყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რემათა ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს სახედ მეხისტეხისა, აღიხუნეს და ჰკრეს. და დაჯერებულნი თავისა კაცობასა შეიხუეწნეს ჯარითა ამწყუედელნი ერთმანერთისანი. და რცხუენილნი ცოლთაგან საკიცხელ და სანერწყუავ იქმნნეს ბუნებით ელამთა ხადუმთაგან, მკლენი და მგინობარნი მუჰმედის სჯულისმდებლობისანი. და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე თვისად, მუნით ძლევაშემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისათ აღმობრწყინვებულისა იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი, იზმნა ნათელი.
ხოლო მე, მორიდეს განგრძობასა წყინობისასა, მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელ არს ენა, მეტყუელი და წარმომეტყუელი მოთხრობათა ესევითართა.
ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად და ჩაიარეს ხაჩიანი და ჩავიდეს ქუეყანასა ყარყარისასა და მიუწიეს ბაილაყნამდის და მოარბიეს ყოველი არანი და ამოიარეს კარი განძისა. და შეიქმნა კართა ზედა დიდი შუღლი და განაღამცა გააქცივნეს და შეხუეწნეს ქალაქად. ყარყრით შანქორამდის ექუსი დღე იარეს. და რომელი დღე გარდასრულა, თუმცა არა მოწეულ იყვნეს ლაშქარნი და არა შემობმოდეს? და ყოველგან ძლევაშემოსილნი და მძლენი შემოიქცეს და მოვიდეს სიხარულითა წინაშე სიხარულსა ყოვლისა სოფლისასა.
და კუალად ლორიდაღმა წარვიდეს ორნი ძმანი, სარგისის ძენი – ზაქარია ამირსპასალარი და მსახურთუხუცესი ივანე, მორბევად რახსის პირისა. და მუნით წამოსრულ იყვნეს ლაშქარნი დვინელნი, ბიჯნელნი და ამბერდელნი მეკობრობად და მზერად ქარავნისა. ვითარ ცნეს ამათ, შეიყარნეს საშუალობასა გზისასა და ეკუეთნეს ურთიერთას. და უფროს ომისა და მხნედ ბრძოლისა საქებელ იყო წამღებელი სულისა სიფიცხე. და ქველობისა მათისაგან ავსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე დავით სუეამაღლებულისა და თამარ ღმრთივდამყარებულისა.
შემდგომად ამისსა ჰკადრა კაენისა პატრონმან ივანე მსახურთუხუცესმან დავითს და აწვია ლაშქრობისა ძალითა შესამართებელად დიდსა და სასახელოსა: მოსარბეველად დიდისა გელაქუნისა, სპარსი-ბაზრისა და გორალაუქისა. მაშინ გაჰყვა მოყმე დღითიდღე მატებული, წაღმართებული და წაკუეთებული ომთა და ლაშქრობათა. დამსხმელთა აღიღეს ტყვისა, ჯოგისა, აქლემისა, ზროხისა და ცხურისა სიმრავლე, შემსგავსებული ქვიშათა. და სადაცა ვინ ლაშქარნი და მეშუელნი თავისა დედა-წულთანი გარდეკიდნეს, გააქცივნეს, ამოსწყვიდნეს და დახოცნეს. ვინაცა იავარმქმნელთა სპარსი-ბაზრისა სულტნისა მოედანსა შინა ხელ-ყვეს სიხარულად და ასპარეზობად, რომ|ელი-ესეცა აროდეს ვისგან ქმნილ იყო.
ვინათგან ოდესმე იგივე რუსი, ამის სამოთხისაგან ექსორიაქმნილი, კაენისებრ მკლველი არა ძმისა, არამედ თავისა თვისისა, ვერცა ნადისა ღირს იქმნა და მოიშალა სამოთხესა, სამეუფოსა ქალაქსა კოსტანტიპოლეს, ყოფისაგან. ყოვლგნით არა მტერაწყუედილი მეფე, არამედ სამბერველაწყუედილი, მივიდა ათაბაგისა და მისგან აიღო არანის ქუეყანასა საყოფი, შემსგავსებული სვისა მისისა. მუნიდაღმან შემყრელი ლაშქართა განძისა და არანისათა მოვიდა ქუეყანასა კამბეჩისასა და შიგნით მინდორი მოარბია და აიღო სიმრავლე ტყვისა და ნატყუენავისა.
მაშინ ხორნაბუჯისა პატრონმან საღირ მახატლის ძემან ცნა და შეიყარა მცირედითა ლაშქრითა და მიეწია სამითა შვილითა წამებად თავისა. არა თუ ორნი ერთისათვის ლაშქრობდეს და ათნი ერთისათვის და ოცნი ორთათვის. გარნა მანვე სუემან და სიმართლემან თამარისმან დასცა რისხვა ღმრთისა უხილავი და, ვითარცა გედეონისგან გასმიეს, მცირედნი მიეწივნეს და გააქცივნეს, ჩამოყარნეს და დახოცნეს, ვინა რუსი ძლით სამე გარდაიხუეწა.
ხოლო ესეცა უწყოდით თქუენ, მსმენელთა, დაღაცათუ სამისოდ გაჭრითა მხეცქმნილთა მხეცებრ აჩუენის ულმობელობითა უწყალო-ქმნა, გარნა იხილეთ, თუ ვითარ სატურფო და ანდამატებრივი მომზიდობა აქუნდა მხეცთა გულებისა. ოდესმე შარვანშას ლომისა ბოკუერი გამოეგზავნა, მათ გაზარდეს და ესრეთ დიდი და საზარელი შეიქმნა, რომე არცა ველური, არცა შინაური გაზრდილი არცა ვის უნახავს მისი არაკი. რაჟამსცა დარბაზს მოიყვანიან, ესრეთ აქუნდა ტრფიალი, სურვილი და სიყუარული თამარ ღმრთივგანმანათლებელისა, რომელ მრჩობლთა ჯაჭუთა მი და მო ქცეულებამან კაცთა კიდებისაგან ვერ დაიჭირის, ვირე თავი უბეთა არ ჩაუდვის და ლოშნიდის, ვითარცა ძუელ ოდესმე მოწამეთა მეტაფრასები მოგვითხრობს. და ოდეს დაიჭირიან და დამაგრდიან, წყაროსა მსგავსნი ცრემლნი გარდამოსთხივნის თუალთაგან, რომელნი დაალტობდეს მიწასა.
ამას ესევითარსა მძლეველობასა მტერთა და მხეცთასა, წინააღმდგომთა და ურჩთა დამხობასა შინათა და გარეთასა, გავიდა შიში და ზარი, სახელი ოთხბუნებათა და ოთხკუთხებათა სულისა ანაგებობისათა აღმოსავლეთით დასავლეთამდე, ჩრდილოეთით სამხრამდის.
ამას ჟამსა შინა მოიკლა ყიზილ-არსლან, ათაბაგი და აწ გასულტნებული, მუჰლიდთა მიერ. დარჩეს სამნი შვილნი ფალავანდისანი მპყრობელად ყოვლისა სპარსეთისა, რომელთა მამისა და ბიძისაგან გაჰყოფოდეს ქუეყანანი ესრეთ: უფროსსა – ხუტლუ-ინანჩის – ერაყით ხუარასნამდის და ბაბილოვნამდის; და შედეგსა – ამირ-ბუბაქარს – ადარბადაგანი სომხითამდის; და უმცროსსა – ამირ-მირმანს – არანი გურგანის ზღვით გელაქუნის ზღუამდის.
ამას შინა, ვითარ წესი მრავალმთავრობისა, შეიქმნა შური და ხდომა, და სძლია ამირბუბაქარ და პირველად იპოვა, იოტა უფროსი ძმა და დაჯდა ათაბაგად. და უმცროსი ძმა არანიდაღმან, ამირ-მირმან, შეესიძა შარვანშას. და თვით შარვანშას და მას ბელაყნის კარსა ზედა დაესხა და გააქცივნა და თვით დარჩა გალაღებული და გადიდებული ჟამადმდე. ხოლო ვინათგან უღონო-იქმნნეს შარვანშა და ამირ-მირმან, რამეთუ მას ჟამსა შერისხვაცა მოიწია სახლსა ზედა შარვანისასა, რომელი შეაძრწუნებს ქუეყანასა, შეახებს მთათა და აღაკუმოლებს. შერყევით შეარყივნა და დასცნა ზღუდენი და ციხენი შამახისანი. უჩინო-იქმნნეს ყოველნი მას შინა მყოფნი, რომელსა შინა წარწყმდეს შარვანშას ცოლი და შვილნი.
და მსმენელთა ამისთა, მტყებელთა თავისათა, დამსხმელთა თავთა ნაცრისათა, აღიხილნეს თუალნი მათნი და არავინ იხილეს მხსნელი და მაცხოვარი მათი, გარნა ღმერთი მხოლო და ღმრთისაგან ღმერთქმნილნი დავით და თამარ. წარმოავლინნეს მოციქულნი შემოსახუეწელად ძღუნითა ურიცხვითა, თუალთა და მარგალიტთა ფასდაუდებელთა წარმომგზავნელთა და მოაჯეთა და მოქენეთაცა ამისთა: „ვინათგან ძალ აქუს ძალსა თქუენსა და ბრძნივგამორჩეულებასა და სუესა ალექსანდრიანსა თქუენ თამარისსა, სიმხნესა და სიქველესა თქუენ დავით დავითიანისასა, უებრობასა ლაშქართა თქუენთასა აღება ყოვლისა სპარსეთისა, მაშინ დასვით ასული თქუენი, ნათელშესატყვისი ნაყოფი საამო მეცნიერებისა და ბრწყინვალება შარავანდთმკრთომელობისა თქუენისა, პატრონად ყოვლისა სპარსეთისა!“
და მაშინ არამაღირსმან სიძობისამან უბრძანეს იმედი შუელისა და ხელისაპყრობისა. და განსცა ბრძანება და წარავლინნა შიკრიკნი და მალემსრბოლნი წუევად ლაშქრისა იმერით და ამერით. რამეთუ მას ჟამსა ძმა ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა სავალათი აქა იყო სამსახურად. დიდთა ლაშქართა შემყრელნი დადგეს დასოთა შინა, რომლისა სიმაგრითა და სიმრავლითა აღივსნეს მტკურის პირი, ალგეთის პირი, კციის პირი და ქურდვაჭრის პირი, – ესე ოთხნივე მდინარენი ტფილისით ყარაღაჩამდის.
მაშინ მოვიდეს ამირ-მირან ფალავანდის შვილი და აღსართან შარვანშა ყოვლითა არანისა დიდებულითა და ღულამითა. დადგეს ხელმწიფენი, სუესრულნი და ღმრთივაღმობრწყინვებულნი, ჭალასა აგარათასა და პატივისმცემელთა ნებისმყოფლობისა მათისათა აწვიეს დიდითა ზარითა და პატივითა დედოფალი რუსუდან. აქა რომელმანმცა სახემან, ვისმანმცა გონებამან და ენამან აღმოთქუნეს ქებანი ზართა დიდებისათა, კარავთა და სარაფარდათა, კოშკთა და ფილოპატთანი, მოკაზმულობანი და შემკობილობანი ბესელიელებრნი გინა სოლომონიანნი ტაძრისა ღმრთისანი, რომელსა შინა იქცეოდა ღმრთისაგან ღმერთქმნილად შორის ღმერთთა გამკითხველად ღმრთისა სახეობად, რომელსა მოესთლო სურნელება და შუება სამოთხისა, მოეფუტკრა ვარდბუტკობა, ყუავილმცენარობა, ასფოდელ-ნარგისობა ილვისიოს ველის ნამორჩებთა! ვისმცა ქება მიხუდომოდა დავითის მოყმისა, ბაყათარისა და თარხნისა მსგავსისა, ეფრემიანისა, და დიდებულთა ბუმბერაზთა და მოყმეთა, მსგავსთა როსტომისთა და გივებრთა!
და შეიყარნეს ზარითა მით გონებისა ზარგანმხდელითა და შეიქმნა დარბაზობა და დასხდეს ტახტსა ზედა ოქროჭედილსა თვით თამარ, დავით და ძე მათი გიორგი, მადიდებელნი და მასახელებელნი ყოვლისა ულუმპიანობისა და შარავანდთმპყრობელობისა გუარფესუობისანი და რომელთათვის მოქალაქობისა მოქმედნი. ვითარ თქუა სიტყუამან: «შევინანნე კაცნი ესე». კაცთზეშთამან კაცთმოყურებამან კაცნი საყუარნი, მბაძნი დასაბამისა ღმრთისგამგებლობისანი კაცთქმნილობით კაცთა ხსნისათვის, შეწევნითა და ძალითა მის ზენასა მკლავისათა იხსნნესცა სიკუდილისა და ექსორიობისაგან მვედრნი და შემხუეწნი ფერხთა მათთანი.
პირველად, რა გამოვიდეს ტფილისით ქალაქით, მიეგებნეს წინა ოვსნი და ყივჩაყნი ახალნი და შემდგომად ამისა – ჰერნი და კახნი; შემდგომად – ქართველნი; და შემდგომად – მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი; შემდგომად – სომხითარნი; შემდგომად – აფხაზნი და სუან-მეგრელ-გურიელნი თანა რაჭა-თაკუერ-მარგუელითურთ. და თვით კარვის კარსა ხელისუფალნი და შინაურნი.
ხოლო ვინათგან შინაური და თვისი იყო შარვანშა, პირველად შემოვიდა იგი და, თაყუანისმცემელი მოიკითხეს წესისაებრ და დასუეს თვისსა ადგილსა. და შემდგომად ამისსა მოვიდა ამირ-მირმან, მამულად ძმისწული სულტნისა, შვილი ფალავანდისა, და დედა მისი იყო ასული ინანჯანისი, ხუარასნისა მემამულისა, რომელი აწ ცოლი იყო ტუღრილ სულტნისა. და მოიყვანეს პატივითა და ზარითა, მომკითხველთა დასუეს პატივითა და შეიტკბეს, ვითარცა შვილი, მოყმე კარგი შესახედავ-საყუარელი. და მოასხნეს დიდებულნი, ზოგნი – ელდიგუზისნი, ზოგნი – შვილთა მისთანი, ათაყუანნეს და მოიკითხნეს შესატყვისითა პატივითა.
და შეექმნა სიხარული გულსა მათსა მიუთხრობელი და მათ მთქმელთა ფიცითა დაამტკიცეს: „არა ნახულა კაცთა თუალთაგან, არცა წაგვიკითხავს ძუელთა წერილთა შინა, გინა ახალთა, სახე თამარისი და მსგავსი ქცევითა ყოფისა მისისა!“ და მოეწონა თვით მეფე დავით და დიდებულნი და მოყმენი მათნი და თქუეს მხიარულთა და იმედოანთა: „გავიმაგრნეთ გულნი ჩუენნი და აღვიძარცოთ კუმაში შეჭირვებისა თუალთაგან ჩუენთა! ჭეშმარიტად ძალ-უც ხსნა ჩუენი და კუალადგება მამულადვე ჩუენდა!“
მაშინ ითხოვეს პური და შემდგომად პურობისა დაიდვეს ნადიმი, სიკეთე, სიტურფეგამოუთქმელი. იყო სიხარული და ზმა მგოსანთა და მოშაითთა. იგინიცა დამოსნა ძვირფასისა შესამოსლებითა – იგი ორნივე და ლაშქარნი მათნი. დამყოფელთა მსგეფსისა ერთისათა ჰქონდა ყოველთა დღეთა სიხარული: მათგან ძღუნობა, ამათგან ბრძანება, ნადირობა და ბურთობა. რომლისათვისცა ისმოდა ქება თვით ამირ-მირანისი და დიდებულთა და ღულამთა მისთა, ვითა: „ერაყსა, ადარბადაგანსა და ერანს ამათებრნი მობურთალნი არ დარჩომილან“.
უბრძანა მეფემან ამირსპასალარსა მისსა ზაქარიას და მსახურთუხუცესსა ივანეს, ჰერეთისა ერისთავსა გრიგოლს და სხუათა მოყმეთა და ჩავიდეს მოედანს. და მუნით ჩამოვიდა ამირ-მირან მისითა დიდებულითა და მონითა, და თვით თამარ საჭურეტლად პირითა მით ბრწყინვალითა და ნათელთა მფენითა. ისლიმნი, დაჯერებულნი მეცნიერობისანი და მძლე მბრძოლნი, მსწრაფლ იძლივნეს დავით მეფისა და მისთა მოყმეთაგან და შეიქცეს ძლეულნი და მჭმუნვებელნი.
ამა სიხარულსა და შუებასა შინა ეკაზმოდეს და ემზადებოდეს დამსკუნელნი შუელისანი. და მოვიდეს და აცნობეს ათაბაგისა, ყოვლისა სპარსე|თისა შეყრითა მყოლისა, ნახჭევნიდაღმან არანსა მოსლვა, რომლისადა წარმოეგზავნა ხალიფას დროშა მისი და ლაშქარნი, რომლისა თავსა ზედა იყო ოქრო ათასისა ხალიფურისა.
მაშინ შეკრბეს თამარს წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი და თვით შარვანშა. დამასკუნელთა მიმართებისათა უყოვნელ-ყვნეს დღენი ყოველთავე თვითეულად თემთა. და თვით შარვანშა და ამირ-მირან წინაშე ითხოვეს სიტყუა მდაბლისა და გამარჯუებულისა, მძლევისა და წარმართებულისა პირისა მისგან სვიანისა.
და წარემართა დავით, წარმძღუანელი ძელისა ცხორებისა და შემყრელი დროშისა, სვიანად მოხმარებულისა, ბაგრატოანურისა და უფროსღა გორგასლიანურისა. წარსრულთა დაიბანაკეს წყალსა ზედა ელეკეცისასა. და მუნით აყრილნი მოვიდეს სიახლესა შანქორისასა, თუესა ივნისსა ა˜, დღესა ხუთშაბათსა, რომელი განთენდებოდა პარასკევად, რომელსა შინა ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, შემუსრა ძლიერება მხდომისა და დათრგუნა ორთავი იგი ვეშაპი.
და ვითარცა ცნა მეფემან და სპათა მისთა, შარვანშა და ამირ-მირან და ლაშქართა მათთა, პირველად მხიარულთა და მმადლობელთა ღმრთისათა ახლოს პოვნისათვის მტერისა მათისა, დაეცა განკვირვება, თუ ვითარ დამგდებთა განძისა და არანისა ჭალათა და მთათა მაგართასა აჰხდია საფარველი და მკვირცხლ შეუმართებია ომად მოგებვად წინა. გარნა ესე სამე გამორჩევითა და განზრახვითა მოსრულ იყვნეს ადგილსა მას: პირველად იმედითა სიმრავლეაურაცხელებისათა, მერმე ხევისა და სიმაგრისა შეზღუდვილობისათა.
მაშინ აღიჭურა და შეიჭურა მეფე, შეჯდა ზერდაგსა, რომელი სახელგანთქმულობისათვის ეყიდა ვახტანგ ხაჩენელისაგან, მბოძებელსა ციხისა და სოფლისასა, რომელ არიან ჭარმანი. ამირ-მირან მოყმემან, ამღებელმან ჰოროლთამან, შეირტყა მშვილდ-კაპარჭი, მოსიმახოს, უცთომელმან მსროლელ|მან, და ვითარ განსწავლილმან კენტავროსისაგან.
და მას ჟამსა მწიგნობართუხუცესი ანტონიცა წინაშევე იყო, კაცი შესახედავითაცა ჭაბუკი და გუარ-ტომადცა. მას უბრძანა წარძღუანვა ძელისა ცხორებისა, რომელ არს სკიპტრა და ჯაჭუ-ჭურ მეფეთა. განმამხნობელნი ურთიერთარსისანი, მომგონებელნი ქრისტეს მათთვის ვნებათანი, აღმხილველნი ღმრთისა და მითუალულნი მისდა, შევრდომით თაყუანისმცემელნი, შემვედრნი სულთა და სხეულთანი, მოახსენებდეს ერთიერთისა სიმხნესა, მარჯუებულობასა პაპთა და მამათასა, თუ ვითარ ძუელ ოდესმე წინაშე დავითისა ოცდაათშვიდმეტნი გმირნი მბრძოლობდეს და მძლეობდეს უცხოთესლთა და ვითარ სპანი ვახტანგისნი – წინაშე ვახტანგისა; და ვითარ ახლისა დავითისნი წყობასა დავითისთა იერუსალემს ერთობდეს, აწ – შვილისა მისისა თამარისნი, რომელი დავით წინასწარმეტყუელითგან ოთხმეოცსა ერთობს შვილად ცხებულად.
და მეტყუელნი სპასპეტნი სპათანი, თუ: „იგი ვინმე მაშინ მძებარნი სახელთანი და დამდებნი თავისანი – ისტორიასა და ქებასა შესხმათასა. აწ ჩუენცა უსწროთ და გარდავსტაცოთ ქება მაქებელთა და შემსხმელთა, დავაძველნეთ და დავარცხვინოთ ომთა მათთა და მოვიგონნეთ ვიეთნიმე სჯულისა და ქრისტეს კუალთა შედგომილებისათვის თავისმსხმელნი ლანძუთა და ტაფათა და კატაპელტთანი და ვინმე გმირნი გოლიათნი, სახელისა მძებრობისათვის არამრიდნი სიკუდილისანი და ვინმე მიჯნურნი, მნათობთა მათთა მოგონებითა ყოვლად უწყალომქმნელნი ხორცთა და სულისანი! აჰა, ჩუენცა ხელნი ხრმლად და სულნი ღმრთად!“
მაშინ ჰკრეს სპერმურთა, დასცეს ზარი, დააწყვეს რაზმი წესისაებრ. მიუწია წუერმან რაზმისამან მარჯუენითმან მთად და მარცხენითმან მტკურად. და წარემართნეს და წავიდეს. სიახლესა შანქორისასა გარდაეცნეს ზედა. და განყო რაზმი მიმახლებელმან ქალაქისამან და ომთამან. თვით მეფე, რაზმითა დამგდებელი მარჯუენით შანქორისა, მოსწრაფე იქმნა განსლვად წყალსა შანქორისა კერძოსა. და უმცირესსა რაზმსა კართა ზედა და ხიდთა შეექმნა ომი და სროლა. ძნელსა და საჭიროსა გზასა სიმხნითა ხელ-ყვეს ხსნა და გავიდეს პირსა ისლემთა რაზმისასა, რომლისა ჰაზრი უჰაზრო, ჰამარი უჰამარო გაგონებისაგან და თუალთა მხედველობისაგან. შეიქმნა ომი და კუეთება, არათუ სრულობითა წარმოღურითა რაზმისათა, გარნა წინამსრბოლთაგან, რომელთა ყივჩაყთა ენითა „ჭალაშ“ და „დასნაჭტდა“ ეწოდების.
და გაგრძელდა ომი გზისა სიგრძისაგან, ვინათგან მეფე და რაზმნი მისნი მიზეზითა ბეღთა და კაპანთათა დაყოვნებულ იყვნეს. და მოუკლეს ცხენი ზაქარიას, ვარამის ძესა, და დაუკოდნეს სხუათა მრავალთა დიდებულთა. მაშინ ცნეს მხარგრძელთა, ძეთა სარგისისთა, ზაქარია ამირსპასალარმან და ივანე მსახურთუხუცესმან, წარმოიმალეს, ვითარცა ვეფხთა ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინღა დაჭირებისაგან უკურიდებულთა. და მომხედველთა იხილეს: მიახლებოდეს მეფე და მისი რაზმი, დროშა იგი გორგასლიანი, რომელი სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ ექმნებოდა ზენა იგი განგება. და მათ პირველ მოსრულთა წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.
და რაჟამს იხილეს მეფე, დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ხრმლები და ჰორლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. აჰა, მისრულთა მათ აოტეს და გააქციეს, ათრვნეს ისარნი სისხლითა და ხრმალნი ჭამდეს ხორცთა მტერთა მათთასა. და მეფე იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი, ერთკერძომან – მთამდი გელაქუნისა. არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთიერთად – ბევრთა ტყუემქმნელად ხელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა. გარნა ათაბაგი მხოლო განერა ერთითა მონითა. დაიპყრნეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა ლაშქართა შიგან ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი – ათაბაგისა, ერთი – ათაბაგისა ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი – სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხვისა სახელი სპარსეთს ასეთი ითქმოდა: „ჰათემ თაელისა“.
და წარუღეს დროშაცა, ხალიფასაგან ღაზოდ წარმოგზავნილი. მადლიანითა და ჭეშმარიტითა პირითა კურთხეული ესევითარი აჩუენეს აწ საქმისა გამარჯუებულება. მიმხედრობითაღა სამე დევნისა შემოიქცა მეფე და მიეგება წინა ანტონი ვაზირი, ხელგაპყრობით მადიდებელი ღმრთისა და თვით ავსილი ლარითა და საჭურჭლითა ათაბაგისათა, რომელმან რიდობითა მონაზონობისათა არა იხადა მახვილი და, მისრულმან ორითა ყმითა, შემოაქცია სამასი ჯორი და აქლემი.
მაშინ მოვიდეს მადიდებელნი სპანი და სპასალარნი და სპასპეტნი, თვით შარვანშა და ამირ-მირან, პირითა მხიარულითა გარდამოხდეს, თაყუანის-სცეს, დალოცეს და ქება შეასხეს ბუმბერაზთა მისთა. და მას ღამესა დაიბანაკეს სადგომსა მათსა, რომელი გუშინ მნახველთაგან აღარ იცნობებოდა. მადრასათა წილ აღმართნეს ეკლესიანი და მყივანთა წილ ჰკრეს ძელსა, და ნაცვლად მუყრთა იხილვებოდა ღაღადება მღდელთა ადონაისადმი: „უფალო საბაოთ ძალთასა“.
ვითარცა განთენდა, მოვიდეს შანქორელნი და მოართუნეს კლიტენი. და ამღებელმან ქალაქისამან, ყოველთა მისთა მიმდგომთა ქალაქთა და ციხეთამან, ითაყუანა ამირ-მირან და უბრძანა მას. თვით გაემართა განძას და მივიდა სიახლესა ქალაქისასა. გამოეგებნეს დიდებულნი და დიდვაჭარნი, ყადი და მულიმნი. დავრდომით მიწაქმნით თაყუანისმცემელთა შეასხეს ქება და შესხმა დავით მეფესა და ცრემლით მოქენეთა შევედრნეს თავნი და შვილნი. გაახუნეს კარნი ქალაქისანი და მიუფენდეს სტავრასა კართათ სრამდი სულტნისა და გარდაასხმიდეს თავსა ოქროსა და ვერცხლსა, დრამასა და დრაჰკანსა. და ვითარცა შევიდა სრად, აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტნისასა.
შეიქმნა დარბაზობა და დასხნეს ამირ-მირან და შარვანშა, თვითეული თვისსა ადგილსა. ეგრეთვე ვაზირნი – მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელიცა აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისა, დასუეს. მაშინდელი ზარი და ზეიმი ვისმანმცა ენამან გამოთქუა, ანუმცა ვისი გონება მისწუთა მეფობისა და სულტნობისა ერთად მქმნელობასა, ათაბაგის ძისა და შარვანშას ყმად ყოლასა, ყოვლისა მუსლუმანობისა ტყუე-ქმნასა შინა და რომელნი დარჩომილ იყვნეს მოსლვასა და სამიწოდ თაყუანებასა შინა? შეიქმნა პურობა-ნადიმობა, შესატყვისი ჟამთა და მის დღისა.
წარმოგზავნეს მახარობლად მანდატურთუხუცესი ჭიაბერი და მოვიდა ტაბახმელას და ჰკადრა თამარს საქმე, აღსავსე სიხარულითა გამოუთქმელითა. ხოლო აღუზუავებელითა და წყნარითა, ტკბილითა სულითა და ლმობიერითა გულითა შეწირეს ღმრთისა მიმართ მადლი და ქება ჯეროვანი.
და ქალაქს სლვისა გამომრჩეველნი მივიდეს სრასა და მოვიდა მეფე და მის წინაშე ლაშქარნი, სავსენი წყალობითა ღმრთისათა, სახელითა მიუწდომელითა და სარგებელითა გამოუთქმელითა. მოიღეს ნიჭი, არმაღანი და განძი აურაცხელი: კაცი ხელმწიფე-აზნაურთათ მონამდის – თორმეტი ათასი, ავაზა – ორმოცი, ცხენი – ოცი ათასი, ჯორი – შუიდი ათასი, აქლემი – თხუთმეტი ათასი. დროშათა, სხუათა სიმრავლეთა საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა ქმნა ჰამარისა შეწყობა? რომლისათვის დროშა იგი ხალიფასა, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა. მაშინ მას წარეგზავნა მოძრცვილი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა, მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძვირფასისათა. მიზეზად ძღუნისა შემწირველობისა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა:
ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.
სულმან მან ღმერთმან სრულ-ყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოსა კაცისა.
შენ მიერ მისთვის დრკუსა მის განმგებელი
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
ივნო და ვნება პირველი უვნებელ-ყო.
შენგან შობილმან ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად
ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.
შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით
როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად.
მე, თამარ, მიწა შენი და მიერივე,
ცხებულობასა ღირს-მყავ და თვისობასა.
ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით.
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუსჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
მოირთხნა, მოსრნა ს|ულტნითა ათაბაგი.
ერანს ებრძოდეს ჩემ მიერ მისთა სპათა
ჩუენნი მხედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;
მოწყლნეს, მოსწყვიდნეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას
შენდა შევსწირავ, მიოხე ძეებრ, ღმერთო!
და ვინათგან თამარ მზეებრ უხუ იყო და ყოვლად უჭნოთა მათ ნიჭთა ამღებელი იქმნებოდა, ამისგან თვითოსა დამჯერებელმან აიღო საპატრონო პატრონმან ხმელთა და ზღვისამან. და მადლისა და წყალობისა გარდამხდელმან გაყარნა ლაშქარნი. ხოლო მწყემსნი ოდენ ეკმაებოდეს ტყუესა და ნატყუენავსა, და თვით იშუებდეს, იხარებდეს, ნადირობდეს და სუფევდეს ულუმპიანად და შუენიერად ბედიანნი და სვიანნი თამარ და დავით ორთა შვილთა თანა, ნათელმოსილთა და მბრწყინვალეთა.
აწ თქუას სიტყუამან ესეცა, საძნაური და საბრალო. ვინათგან სიბრძნედ და მეცნიერობად ნათესავსა აგარიანთასა აქუს საქმე გრძნებისა და მოგობისა, განსწავლილთა იუნიტანისაგან, რომელ ნებროთ იხილა კიდესა ზღვისასა კვიროისა ზე და დარიოსისა. შემდგომითი შემდგომად არიან მჩხიბავნი, მწამლველნი, უარისმყოფელნი ღმრთისანი. აქაცა არწმუნა ვისმე დიდძალისა ოქროსა ქადებითა ბუბქარ ათაბაგყოფილმან და ნახჭევანს გარდახუეწილმან მოწამლვა და სიკუდილი ძმისა მისისა ამირ მირანისი. და მისცეს წამალი სასიკუდინე და დასნეულდა. და გაგზავნეს კაცი მაცნობებელი. და მუნით დიდითა ში|შითა და ზარითა, ასპიტისაგან კბილნი მთართახნი, ძლივ სადმე მოვიდა მთასა კაპისსა, სანახებსა განძისასა. და ცნეს დასტური სიკუდილი; მოვიდა განძას. გავიდეს და შეიბნეს ყმანი ამირმირანისეულნი. და ზოგნი დახოცნეს და ზოგნი გარდეხუეწნეს. თვით მოიფიცა განძა და გამაგრდა შიშითა.
მაშინ დავით, არადამყოვნელი ხანისა, გავიდა, ჯერთ უმეცარი ამირ მირანისა სიკუდილისა, არადამხედავი მცირეთა ყოლისა, გაემართა და მივიდა შანქორამდი. და მუნღა მოეგებნეს დიდებულნი არანისანი, მტირალნი და დამსხმელნი თავსა ნაცრისანი, და ჰკადრეს: „ჟამად აღარა იქმნებისო, სიმაგრეთა ვერ წაუხუამთ და ბუბქარს აღარსად დაუდგნენ ამას ქუეყანასა!“
მაშინ შემოიქცა მეფე დიდებულითურთ, მოვიდა წინაშე თამარისა და, მსგავსად ალექსანდრესა, ვით დასდვა პატივი დიდი პორეს ლუსკუმასა შინა ჯდომითა, ეგრეთვე შავითა შეიმოსა ნათელი იგი, პირველისა ნათლისაცა უბრწყინვალესი, და დიდითა ცრემლითა მოიტირნა დიდებულნი ხასაგიანნი და მონანი ამირმირანისეულნი დიდითა პატივითა და სიყუარულითა დაიჭირნეს.
ხოლო ივანე მხარგრძელი მხნე და ბრძენი იყო ომთა და ლაშქრობისა საქმესა შინა. მოჰმართა და გავიდა გელაქუნად მცირედითა ლაშქრითა და დადარნა, ვითარცა დათუმან, მომზირალმან ბრჭალსა მტერისასა, ვით ლეკუმან ლომისამან და ძეთა ისრაელისათა ძეთათვის ბენიამენისთა, და არავინ იახლა თანა ყმა ფიცხელი.
ამას შინა თვით ივანე, მდგომმან მსახურობასა შინა, იხილნა ლაშქარნი შორს, ჯეკმად ათკეცად უფროს ლაშქართა მისთასა, მომავალნი განძით და მიმავალნი ქუეყანასა დვინისასა სურმანს, მასისის გვირაბისა და შურისასა. თვით ბალშან, გაზრდილი ელდიგუზ ათაბაგისა, ლომი ჭაბუკი, პატრონი დვინისა და სომხითისა, ძმა სურმანელისა, სურმანელითა ლაშქრითა; ალი შურიშამი, დიდად მყოფი, კაცი მმარჯუე, ეგრეთვე დროშის პატრონი. ვინათგან კაცი გულმხეცი იყო, არ დახედნა სიმცროსა მათსა და უფროსობასა მტერთა მათთასა და გამომხდომმან დაფანჩნა და დაპანტნა, ვითა წერონი ტუღრილმან, და, ვითა ჯოგი კანჯრისა ლომმან, დახოცნა, ამოსწყვიდნა და რისხვა ღმრთისა მოავლინა თავსა მათსა ზედა. თვით ბალშან, ლაშქარნი და დროშანი, მკუდრისაგან კიდე კაცი ცოცხალი ოთხი მოიღო. თვითმპყრობელთა განაღამცა გაიხარნეს დიდად, წყალობათა მიმცემელთა, და ღმერთსა შესწირვიდეს მადლობასა ჯეროვანსა.
შეიყარა მეფე სპითა იმიერთა და ამიერთათა ქუეყანასა განძისასა და თამარ ჩავიდა დვინამდი. წინაშე მოვიდა შარვანშა სამსახურად. და გაგზავნა ლაშქარი, შემოქცეული დადგა აგარათა მორჭმითა და სუფევითა და მოვიდეს კარსა განძისასა. ამწყუედელთა და მთხრელთა არანისათა დაყვეს კარსა ქალაქისასა დღე ოცდახუთი. ცალკე ივანე მსახურთუხუცესმან, დიდთა ლაშქართა და ურიცხვისა ალაფისა შინა გამომგზავნელმან, ხაჩინელნი დიდებულნი მოიტანნა წინაშე მეფისა. რამეთუ განმაქარვებელნი არანისანი და განძისა სხუათა ქალაქთაგან ხარაჯაძლეულნი შემოიქცეს სამეფოდ ძლევაშემოსილნი, შარვანშას თანამომტანელნი. მაშინ უბოძა საბოძვარი და შემოსეს მრავალ-მრავალჯერ, გაგზავნეს შინა პატივითა და წარვიდეს.
ლიხთ-იმერეთს შთასრულთა ზღუა პონტოსა მოიურვეს და მოირჭუნეს დიდად და კარგად, ვინათგან ქუეყანა არტანისა, ძაღინის ხევისა, პალაკაციო წაეღო თურქთა. და მიუწია მარბიელმან ბასიანამდის და ყურაბებამდი. ავსილთა დაიბანაკეს «სისხლის მუცელსა». აწცა იხილვებოდა, მსგავსადვე ძუელ ოდესმე თქმულისა და მქონელისა, ქუეყანა და საყოფელი მათი, ვითარცა «სისხლის მუცელი».
ამა ძლევითა და გამარჯუებითა იყო თვით მეფე-მეფეთა. არცა იგი უმადლოდ იპოებოდა გამმარჯუებელისა მისისა, არამედ დიდბუნება იყო სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესი ესე თამარ, გონებითა და განზრახვითა ბრძენი, და არ ავიწყდებოდა მას ყაბოს მკულეველი კეკოს.
ამისთვისცა უდიდესთა ხელ-ყო საქმეთა, რომელთა მთხრობელად მოწევნული მყის თავსა შორის ჩემსა უხმოსა და უგუნებოსა მსგავსი იპოებოდი უმეცრებით ლექსთა მეტყუელებად. და კუალად საქმეთა დიდთა და კეთილთა დავიწყებ თქმად, – არა ჯერ-ვიჩინე დადუმებად, – რომელნი ზესთა ძალისა არიან არა ჩემთვის ოდენ, არამედ, ვჰგონებ, პირველთა სიტყვისმოქმედთა. ვინა უტყუელი პირი იტყვის: «ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ». და ამისმან მსმენელმან და კეთილად გულისხმისმყოფელმან აღიხილნა თუალნი მაღლისა მიმართ და აღამაღლა გონება ყოვლად რამე ბრძენი და კეთილად ცნობაგონიერი, რომელი ყოვლითურთ შეეყო მაღალსა მას, ყოველთა ზედა მხედველსა, და შემსჭუალა თუალი, უმრუმედ მხედველი, რათა მეცნიერ ყოს და მას მხოლოსა ხედვიდეს.
ვერ შეიტყუა საშუებელმან ამის საწუთოსამან, არცა მეფობამან გვირგვინისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხუად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმხნემან, რომელი სიტყუამან ცხად ყოს. არა მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან, ვითარ ძუელ ოდესმე მეფენი მრავალნი და უმეტეს ამის სანატრელისა მამა, ყოველთა ბრძენთა უპირატესი და უმეტესი სოლომონ. ესრე უბრძნე იქმნა ბრძენისა მის, რომელ ესოდენ შეიყუარა ღმერთი. იგი უცხო ექმნა, ამან ისმინა ხმა იგი უტყუელისა პირისა და შეიტკბო იგი, რამეთუ ღამე ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთდრეკა და ცრემლით ვედრება ღმრთისა ზემდგომრობითა განსაკვირვებელ აქუნდა, და ღამე ყო ხელსაქმარი, რომელი გლახაკთა მიეცემოდა. ერთი ოდენ ვახსენოთ.
ლოცვისა და ხელსაქმარისა მიერ მაშურალმან მცირედ მიიძინის ბუნებითისა წესისაებრ. ამას მცირედ მირულებასა შინა იხილა ჩუენებით რაცა საყოფელი, სახილავად ტურფა და სიკეთეაღმატებული ადგილი, ყუავილთა, მწუანვილთა და ნერგთა მიერ განშუენებული, რომელ საწადელ იყო მხილველთათვის და სიკეთესა და შუენიერე|ბასა მის სამოთხისასა მითხრობა შეუძლებელ. ამას შინა იყო შესწორებული საყდრები და ტახტები და სკამები, პატიოსნად შემკული ოქროთა, რომელიმე ვეცხლითა, თვითოფერად განშუენებული საჯდომი თვითეულისა კაცისა, არძანგისაებრ საქმეთა, ნაქმართა მისთასა. ხოლო ზენაკერძო იყო ტახტი, უპატიოსნესი ყოველთა დასაჯდომელთა ოქროსა, შემკული თუალითა და მარგალიტითა პატიოსნითა. ამას სამოთხესა შინა შეიყვანეს ჭეშმარიტად ღირსი მას შინა ყოფისა მეფე თამარ. იხილა საჯდომები და განიზრახა გულსა შინა თვისსა, ვითარმედ: „მეფე ვარ მპყრობელი და ჩემი არს უზენაესი და უპატიოსნესი ესე საჯდომი“. და მყის მიმართა მუნ დაჯდომად. ხოლო წარმოუდგა კაცი ვინმე ნათლითა მოსილი და უპყრა ხელი, მოხედნა და თქუა: „შენი არა არს საჯდომი ისი, რამეთუ შენ ვერ შემძლებელ ხარ დაპყრობად იმისსა“. და მეფე იტყოდა: „ვინ უპატიოსნეს არს ჩემსა, რომელმან დაიპყრას უპატიოსნესი ესე საჯდომი?“ მან რქუა: „საყდარი ისი შენისა დიასახლისისა არს, ამისთვის რომელ ათორმეტთა მღდელთა მისთა ხელთა შესთული ჰმოსიეს, რაჟამს წარდგენ შესაძრწუნებელსა და საშინელსა ტრაპეზსა შეწირვად უსისხლოსა და პატიოსნისა მსხუერპლისა. ამისთვის იგი უზეშთაეს შენსა არს. დაღაცათუ შენ მეფე ხარ, კმა არს შენდა დიდება ესე, დაღათუ საყოფი შენი აქავე არს“. და უჩუენა უდარესი და უუნდოესი საჯდომი.
ვითარ განიღვიძა, წინაშე მოყვანებად სცა დიასახლისი იგი, რომელმან აღიარა თორმეტისა მღდელისათვის უფროსად სრულისა კუართ-ფილონისა შესთვა და მღდელთა მიძღუანვა. მიერითგან იწყო ამანცა ალექსანდრიით ვაჭართა მოღებულისა მატყლისაგან სთვად და ქმნად შესამოსლისა, ვიდრემდის ათორმეტად სრულ-ყოს.
თქმულ არს ესეცა, დაღათუ მოუწყობელ არს სიტყუა, ვითარმედ: თვისითა ვიელითა ამასცა შურებოდა, რომელ მის დღისა საჭამადი მისი დააფასის და რაოდენი დღივ შეჭამის, ხელსაქმარი მისი განყიდის და ეგოდენი ფასი გლახაკთა ახელსაქმარის და მისცის არა სამეფოთა შემოსავალთაგან. საეკლესიო ლოცვა და წესი ლოცვისა დაუკლებელად აღესრულებოდის, ვითარცა ტიბიკონი მოასწავებდა და განწესება პალესტინისა მონასტრისა მოგვითხრობს, ყოველი სრულიად. დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერვინ დააკლდებოდა მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს.
გარნა სამართალთათვის რადღა მიხმს თქმა? ჟამთა მისთა არა იყო მიმმძლავრებელი და მძლავრებული, არცა მტაცებელი, არცა მეკობრე და მპარავი. იტყოდა, ვითარმედ: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“. მოწყალებისათვის კმა გეყავნ დადიანი ვარდან, გუზან, რომელი თუალმრუმე ოდენ ყვეს, ბოცოს ძე ბოცო და ამათნი მიმდგომნი დიდებულნი და აზნაურნი, რომელნი ჩანან შეწყალებულნი.
ვინათგან უდიდესნი საქმენი წინა-მდებობენ, ვითა თქმულ არს, «ვინმცა მცნა მე ფრთენი ტრედისანი», ვინმცა მცნა მე, ისტორიათაღმწერელსა? იქმნა ღმრთისმოყუარესა თამარს წინაშე სასწაული განსაკრთომელი და ყოველთა ქართველთა და მართლმადიდებელთა აღმატებულითა სიხარულითა ამმაღლებელი.
მოვიდეს ძმანი ორნი მეფეს წინაშე მსახურებად, ძენი სარგის ამირსპასალარისანი, რომელნი მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნეს მეფისა მიერ – ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი. ყოველნი მკვიდრნი მეფის წინაშე იყვნეს: სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე, და მცირენი ებისკოპოზნი. სხუანიცა საქართველოს წარჩინებულნი შეკრებულ იყვნეს. ვითარ კათალიკოზი იოვანე უსისხლოსა მსხუერპლსა მღდელმოქმედებდა, მოიღო და შესწირა მან ჟამი. აღსრულებისა ყოველნი ღირსნი მოუხდებოდეს ჭამად სეფისკუერისა. ინება ზაქარია ამირსპასალარმან შეხებად და აღ|ებად სეფისკუერისა. ხოლო მღდელთა არა მისცეს, რამეთუ იყო სარწმუნოებით სომეხი, შეჩუენებულთაგანი. და სირცხვილითა იკადრა ზაქარია აღტაცებად სეფისკუერისა და შეჭმად, რომლისათვის კათალიკოზი, ცეცხლებრ აღტყინებული, ძლიერად ამხილებდა: „ნეფსით არავინ მართლმადიდებელთაგანი იკადრებს მღდელმოქმედებასა სეფისკუერსა თქუენ, შვიდგზის წყეულთა სომეხთა, მოცემად, მომტაცებელი ძაღლიცა თუ იპოოს“. რომლისათვისცა სირცხვილეული წარვიდა კარვად თვისად.
და დარბაზს მასერებელი ზაქარია ამირსპასალარი მცირედ რასმე სიტყუასა ჰყოფდა ურწმუნოსა, რამეთუ სიტყვითა ჰგმობდა სარწმუნოებასა ჩუენსა. ვითარ სულმობერული მიუგებდა და აუხსნიდა, წინააღდგომად ვერშემძლებელი ზაქარია ეტყოდა: „მე, მელაშქრე, ვერ კეთილად მეცნიერ ვარ სიტყვისგებად შენდა. არამედ მოუწოდო მოძღუართა სარწმუნოებისა ჩუენისათა, რომელთა ჩემ წილ სირცხვილეულ გყონ“. კათალიკოზი იოვანე მიუგებდა: „იყავნ ნება ქრისტესი და მარადის ქალწულისა ღმრთისმშობელისა, რომელმან სირცხვილეულ ყვნეს უარისმყოფელნი თვისნი!“
ეგრეთ ამისმან მსმენელმან ზაქარია წარავლინა კაცი კათალიკოზისა მიმართ მათისა და ებისკოპოზთა, ყოველთა ვართაპეტთა და მეცნიერთა. ხოლო ივანე წარუდგებოდა და ეტყოდა: „განიყენე მაგისა ქმნად, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭეშმარიტი სარწმუნოება ესე არს!“ გარნა ხოლო არა ისმინა ზაქარია.
და მოვიდა კათალიკოზი ვანისა და ყოველნი ვართაპეტნი და დაიდგა სამსჯავრო. და დაჯდა დედოფალი, დედოფლისა მოსავი დავით მეფე და წარჩინებულნი საქართველოსანი ერთკერძო, მხარგრძელნი ზაქარია და ივანე – ერთკერძო. მოუწოდეს კათალიკოზსა. შევიდა და იტყოდა ფსალმუნსა ამას: „აღდეგ, ღმერთო, საჯე სჯა შენი, მოიხსენე ყუედრება შენი, რომელ არს უგუნურთაგან“. ვითარ შევიდა, აღდგეს მეფენი და პატივითა თანა-დაისუეს. ეგრეთვე მარღასთა და ვართაპეტთა სომეხთა, მათცა პატივი უყვეს წესისაებრ.
ვითარ მოკითხვამან ჟამი მოიღო, დადუმნეს ყოველნი და იწყეს სომეხთა სარწმუნოებისა მათისა თქმად სიტყუამჭევრად და ვრცელსიტყუად, ვინაცა კეთილად მოხსენებულ იყვნეს. კათალიკოზი, ზეგარდამოთა ნიჭითა აღსავსე, გონიერებით აღუხსნიდა და ბრძნად მიუგებდა უკუმრღუეველად თქმულისა მათისა, ხოლო თვისისა დამამტკიცებელად. და გაგრძელდა სიტყვისგება მიმწუხრამდე.
მოშიშმან ისტორიისა სიგრძისამან კმა ვიყო თქმად. ვითარ უწყით სომეხთა სიტყუამისვეობისა, ძლიერი ღაღადი აღუტევეს. ცილობისა სწორი ძლევა იქმნებოდა. ამისმან მსმენელმან კათალიკოზმან იოვანე, ღმრთისმეტყუელისა მოსახელემან, ნუუკუე ზენათ სულის წმიდის მიერ აღვსებულმან, ანუ თუ მართლისა სარწმუნოებისამან მინდობილმან, არა უწყი, აღაღო პირი ბრძნად მეტყუელი შეუვალთა სიტყუათა. ოდესმე დიდი ელია მსხუერპლსა ზედა მოხედვიდა ცეცხლითა ღმრთისა მიერ მლოცველი; იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსახდელ არს უსისხლო მსხუერპლი – ხორცი და სისხლი ღმრთისა კაცქმნულისა – მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსამწერებელად იყო. ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ, სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოზისათა, რამეთუ თქუა: „სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძვინად და მტერად მართლისა სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა და არამეცნიერნი და დამტევებელნი ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი, არა უგულებელსმყოფელი დაბადებულთა თვისთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი. უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა აღძრული, ზეცით გარდამოხდა ერთი სამებისაგანი, ძე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან ხორცნი შეისხნა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა მიიხუნა ხორცნი კაცობრივნი და სული სიტყვიერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნეფსით ჯუარცმა ეგულებოდა, ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი. ვითარ სრულ იქმნა, იწყო ახალსა ამას ღმერთმყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა მოწაფეთა: «მიიღეთ და ჭამეთ! ესე არს ხორცი ჩემი მისატევებელად ცოდვათა». ეგრეთვე სასმელიცა: «სუთ ამისგან! ესე სისხლი ჩემი არს». და პირველ იტყოდა: «უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა». და კუალად იტყოდავე: «ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არს». და მრავალ სადმე არიან ესევითარნი სიტყუანი. აწ უკუე მომიგეთ: გრწმენა ესევითარნი ხმანი მახარობელთანი?“ ხოლო მათ მიუგეს: „უცილობელ არს ეგე: მოგუცა ხორცი და სისხლი მისი, რათა უკუდავებად ვჭამდეთ და ვსმიდეთ. ესე არს ნიჭი დიდი ჩუენდა მომართ, რათა ქრისტეს ღმრთად აღმსარებელნი ვჭამდეთ ხორცსა მისსა და ვსმიდეთ სისხლსა მისსა“.
და კუალად კათალიკოზმან ხმა-ყო ბრწყინვალედ: „კეთილ, შვილნო, ვინათგან აღიარეთ, აწ უკუე ესეცა გრწამსვე, ახალი სჯული და ახალი პასექი იყო სერობა იგი, და ყოველნი, ქრისტეს ღმრთად და კაცად აღმსარებელნი, მღდელვმოქმედებთ ქრისტეს ვნებათა მომხსენებელნი, ვჭამთ ხორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა; იგი არს სჯული ჩუენი და მცნება ახალი“. სომეხთა მიუგეს: „აგრე, ამას არავინ უმეცარ არს“.
კათალიკოზმან თქუა: „აწ უწყოდეთ, უკუეთუ სარწმუნოება თქუენი უმჯობეს სადამე არს, თქუენ მიერ შეიცვალების პური ხორცად უფლისა; თუ ჩუენი უმჯობეს არს, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული შეიცვალების ხორცად უფლისა“. მათ თქუეს: „ეგრეთ არს“. კათალიკოზმან თქუა საშინელი სასმენელად სიტყუა: „საქმითა გამოვაჩინოთ, არა სიტყვითა!“ მათ თქუეს: „რომელსა ჰყოფ, ყავ!“
კათალიკოზი ეტყოდა: „მოგცემ ძაღლსა ერთსა და დრო-გიყოფ სამთა დღეთა, რომე ღამე განათიოთ ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა სამ დღე და ძაღლი უჭმელად დამარხეთ. და ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღე უჭმელად დავმარხო, ღამე განვათენო ლიტანიითა და ღმრთისა ვედრებითა, და გამოჩნდეს მართალი სარწმუნოება. მესამესა დღესა აღვასრულებ უსისხლოსა მსხუერპლსა და მოვიღებ სეფისკუერსა ხელითა ჩემითა. დაღათუ არა საკადრებელ არს, დაუგებ ძაღლსა წინა, რომელი თქუენ გყავს, და ეგრეთვე თქუენ სეფისკუერი მოიღეთ და დაუგეთ ძაღლსა მას, რომელი მე მყავს. რომლისაცა შეჭამოს, მისი რწმუნება არა არს. თქუენი შეჭამოს, თქუენ გრცხუენეს; თუ ჩუენი შეჭამოს, ჩუენ გურცხუენეს“.
ესმა ესე მეფეთა და ერსა, განკვირდეს და უღონოებამან მოიცუნა. ვითარ გონებად მოვიდეს, რქუეს კათალიკოზსა: „რა-ესე სთქვი, სასმენელადცა ზარია!“ კათალიკოზი უმეტეს დაამტკიცებდა, გარნა სომეხთა დაღათუ არა ენება, მისცნეს ძაღლნი ურთიერთას და წარვიდეს კარავთა მიმართ.
ხოლო მეფე, ძლიერად მბრძოლი, ეტყოდა კათალიკოზსა: „რა სთქუ, ვინ შემძლებელ არს ამისდა ქმნად? მოგონებად და სმენად განსაკვირვებელ არს!“ კათალიკოზი წყნარითა გონებითა მიუგებდა: „საქმე ესე არა მინდობითა თავისა ჩემისათა ვყო; ვჰყოფ ამას სასოებითა ქრისტეს ღმრთისათა, რათა აჩუენოს მორწმუნეთა, მართალი მორწმუნეობა თუ ვისი არს, და ვინ არიან მართლაღმსარებელნი, და ვისითა მღდელმოქმედებითა შეიწირავს უსისხლოსა მსხუერპლსა, ვისთა ხელთა მისცემს ტარიგი ღმრთისა დაკლვად თავსა თვისსა, ანუ ვინ ვჭამთ ხორცსა მისსა და ვსუამთ სისხლსა მისსა. მინდობითა მართლმადიდებლობისათა ცხად ვჰყოფთ ჭეშმარიტებასა. მე|ფეო, შემეწიე შენ და ყოველნი ქართველნი, დიდი და მცირე!“ განჰკვირდა მეფე და ყოველი ერი, ისმინეს ბრძანება კათალიკოზისა და წარვიდეს თვისა.
იყო დღე იგი პარასკევი. იწყეს ლიტანიობად ერთკენ მეფემან და კათალიკოზმან და ყოველმან სამღდელომან კრებულმან (მცირედნი იყვნეს მუნ ეპისკოპოზნი, რამეთუ არა კრება ეყო მეფესა,) და ერთკერძო სომეხნი და მხარგრძელნი – ზაქარია და ივანე. ღამე იგი ორთავე გაათენეს, შაბათსა კუალად იწყეს ლიტანიობად და მწუხრი ერთშაბათი გაათენეს. და აღმოხდა მზე და ყოველნი წარემართნეს ეკლესიად, ცრემლით მვედრებელნი ღმრთისანი. განმზადეს წმიდა ტრაპეზი ორგნითვე, იყო ტირილი ორისავე კრებულისაგან. და სრულ-ყო უსისხლოსა მსხუერპლისა შეწირვა. და აღიქუა ფეშხუმითა შესაძრწუნებელი იგი ხორცი ჩუენთვის კაცქმნულისა ქრისტეს ღმრთისა, წარმოვიდა კრებულისა მიმართ მგზავრ მეტყუელი: „წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყა|ნა დიდებითა მისითა“.
მოუწოდა სომეხთა ეპისკოპოზთა და მხარგრძელთა და ყოველთავე სარწმუნოებისა მათისა ზიართა და ეტყოდა: „ისმინეთ აწ, სახლო თარგამოსისო! უწყით, რამეთუ ღმერთმან, ჩუენთვის კაცქმნულმან, მოგუცა ხორცი თვისი საჭმელად, მეტყუელმან: «უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ჩემი, არა გაქუნდეს ცხორება, ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა!» და მოციქულიცა იტყვის: «პურსა ამას, რომელსა განვ|სტეხთ, არა-მე ზიარება ხორცთა ქრისტესთა არს?» პური ესე წმიდა ხორცი ქრისტესი იქმნების; უკუეთუ ჩუენი სარწმუნოება სთნავს, ჩუენ მიერ კურთხეულ იქმნების ხორცად უფლისა ყოვლადვე. ნუ იყოფინ, რომელ იკადროს ძაღლმანცა! აწ მოიყვანეთ ძაღლი, რომელი მე მოგეც; დაღაცათუ არა საკადრებელ არს, წინა-დაუგებ პურსა ამას წმიდასა; უკუეთუ შეეხოს ძაღლი და იკადროს, არა სადამე არს სარწმუნოება ჩუენი. მოყვანებად ვცეთ ძაღლი თქუენი, დაუდვათ პური, თქუენ მიერ კურთხეული, და იხილეთ, რა-ძი იქმნას, და მას ზედა გამოჩნდეს, ვისი სარწმუნოება სთნავს ქრისტესა“.
ხოლო სომეხთა დაღათუ არა ენება, გარნა არა იყო პასუხი სამართლისა. ეტყოდეს კათალიკოზსა: „შენ მიერ განჩინებულსა ამას საქმესა შენ გიღირს ქმნად“. ხოლო იყო ერისა ზედაშემოსლვა და ჯარი, რა-ძი იქმნას. და ამისმან მსმენელმან კათალიკოზმან თქუა: „მე ვყო“. და ბრძანა ერისა შორად განყენება და მრგულივ გარემოდგომა, რათა ყოველთა მიერ სახილველ იქმნას დიდებულება ღმრთისა. და განდგა ერი შორად-რე.
წარმოდგა კათალიკოზი იოვანე შემოსილი და ხელთა ეტვირთა ზარისასახდელი იგი საიდუმლო ხორცქმნილი, მღდელმოქმედებული. მეფე და ყოველი ერი ხედვიდეს განცვიფრებულნი და შეძრწუნებულნი. და კათალიკოზი დგა, ვითარცა გოდოლი შეურყეველი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკიცედ დგა განშუენებულითა პირითა. მაშინ მოყვანება ბრძანა სამ დღე უჭმელისა ძაღლისა; და მოიყვანეს ძაღლი იგი შიმშილითა განლიგებული. და წარდგა იოვანე კათალიკოზი და აღმოუტევა ხმა ბრწყინვალე: „ქრისტე მეუფეო, ხსნისათვის კაცთასა განკაცებულო, ჯუარცმულო ჩუენთვის და დაფლულო და აღდგომილო და ზეცად მამისა ამაღლებულო, რომელმან მოგუეც ხორცი შენი, რათა მოსახსენებელად შენდა ვჰყოფდეთ; შენ, მეუფეო, გთნავს სარწმუნოება ქართველთა, გთნავს სარწმუნოება ესე ჩუენი, შეუხებელად და მიუახლებელად დაიცეევ ზარისასახდელი ხორცი ესე შენი, ჩუენ მიერ მღდელმოქმედებული. შენ უკუე შეიწირე შეუძრველი ეგე და აჩუენე ერსა ამას გზა ჭეშმარიტი და მოხედენ მსხუერპლსა ამას და სირცხვილეულ ყვენ წინააღმდგომნი ესე ჩუენნი!“
და რაჟამს ესე ითხოვა, დააგო შესაძრწუნებელი იგი უსისხლოსა მსხუერპლისა აღმონაკუეთი მომყმარისა მის ძაღლისა წინა. ხოლო მხილველი პურისა ვითარ მიეტევა და მიეახლა მიუახლებელსა მას, მყის ძლიერად იყვირნა ძაღლმან და ვერ შეეხო წმიდასა მას წმიდათასა. და იხილეს განსაკრთომელი ესე სასწაული, განკრთეს მეფე და ყოველი ერი. მაღლითა ცმითა ცმა-ყო კათალიკოზმან და ყოველმან სიმრავლემან ერისამან: `დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ და აღუტევეს ცმა სიხარულითა მადიდებელად ღმრთისა ყოველთა ცრემლითა სიხარულისათა. ხოლო სომეხნი, უღონოებასა მიცემულნი, განკვირვებულნი დგეს და უკვირდა.
მაშინ ევედრა კათალიკოზი მეფესა, რათა დაადუმოს ერი იგი. და ვითარ დასწყნარდეს ხმანი იგი, რქუა ნათელმოფენილითა პირითა მარღასთა სომხითისათა და მხარგრძელთა: „ისმინეთ და უწყოდით: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და შეუხებელი ბოროტისა რომლისაგანვე, უბოროტო არს და მან თავადმან ბრძანა პურისა ამის წმიდისა ხორცქმნად. ნუ გიკვირს, რამეთუ მანვე თქუა: «იყავნ ნათელი», და კუალად გამოჩნდა ნათელი, «ხმელ» და გამოჩნდა. მანვე სიტყუამან არარასაგან ქმნა ხმელი. არა თუ სახისმეტყუელებრ არს, არამედ ჭეშმარიტად ხორცი მისი. ამას რა შეეხებოდა? ხორცი მისი და პური ანუ ორივე ერთ არს, ანუ უმჯობეს რომელიმე“.
ხოლო სომეხთა ართუ ენება, უნებლიეთ თანა-ედვა ამისი ქმნა. ვითარ მღდელნი დგეს და მოიყვანეს ძაღლი, რომელი ჰყვა კათალიკოზსა, და მოუგდეს მსხუერპლი მათი და მყის აღიტაცა. და ქართველთა იწყეს მადლობად ღმრთისა ხმითა სიხარულისათა, იქით და აქათ ხლდომითა მასვე იტყოდეს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ და კათალიკოზი შესუეს შემოსილი ჰუნესა თვისსა, და ხელთა ეტვირთა ტაბაკითა სეფისკუერი და თანა-ჰყვებოდეს ყოველნი წარჩინებულნი და ლაშქართა შინა ვიდოდეს, მეტყუელნი ესრეთ ფსალმუნსა ასოცდამერვესა: «მრავალგზის მებრძოდეს მე მტერნი ჩემნი სიყრმით ჩემითგან და მე ვერ მერეოდეს. ბეჭთა ჩემთა მცემდეს მე ცოდვილნი და განაგრძვეს უსჯულოება მათი. უფალმან შემუსრნეს ქედნი ცოდვილთანი. ჰრცხუენოდენ და მართლუკუნ-იქცენ ყოველნი მოძულენი სიონისანი. უფალსა უგალობდით, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. უფალმან შემუსრნა მბრძოლნი, უფალ არს სახელი მისი».
ესრეთ მხიარულითა პირითა მოვლეს ყოველი ბანაკი. სომეხნი, ვითარ მყუარი უტბო, ეგრეთ დგეს უხმოდ ქუეყანად მხედველნი, ვითარ ძუელ ოდესმე მღდელნი ასტარტესნი. ხოლო თუ ვითარი სიხარული, სასოება და მადლობა ღმრთისა მოიწია ქართველთა ზედა, თხრობა შეუძლებელ არს. და შე-რა-ვიდეს, დიდი სერი შემზადეს მეფემან და კათალიკოზმან.
ხოლო სომეხნი სირცხვილეულნი წარვიდეს მხარგრძელთა კარვად. ივანე მსახურთუხუცესი ეტყოდა ძმასა თვისსა, ამირსპასალარსა ზაქარიას, ვითა: „მე არა მენება ცილობა. ქართველთა მართალი სარწმუნოება უპყრიეს. რაღა არს მყენებელ ჩუენდა, რომე მართალი სარწმუნოება არა შევიწყნაროთ და არა ნათელ-ვიღოთ ქართველისა კათალიკოზისა მიერ?“ ხოლო იგი მიუგებდა: „უწყი, ძმაო, მართალი სჯული არს ქართველთა, მაგრა რომელი განიკითხვის დღესა მას, ჰკითხონ. მე არა შევერთვი ქართველთა!“ და ესმა ივანეს და თქუა: „მიკვირს სიბრძნისა შენისაგან, რომე უმჯობეს არა არჩევ. მე არა შევერთვი განზრახვასა შენსა, ნათელ-ვიღებ სარწმუნოებასა ქართველთასა“.
რადღა სახმარ არს სიტყუა? მოვიდა და ნათელ-იღო სარწმუნოებასა ზედა ჩუენსა იოვანეს მიერ კათალიკოზისა. და მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად და იქმნა სიხარული. და ზაქარია ეგოვე ურწმუნოებასა ზედა.
ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარსა, გარნა არცა ის უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთვის ხელ-ყო აღშენებად საყოფელსა, გამმარჯუებელსა მისსა ზეშთაკურთხეულსა ვარძიისა ღმრთისმშობელსა, ზემო ვარძიისა ქუემო ვარძიითა მიცვალებითა, რომელი კლდისაგან გამოეკუეთა, თვით პატიოსანი ეკლესია და მონაზონთ საყოფი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუვალ და უბრძოლველ ყო. ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ-ექმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ, და შესწირნა მრავალნი და დიდროანი სოფლები და შეჰკაზმნა ტრაპეზისა შემოსავალნი, დიდნი და პატიოსანნი, რომელი ყოვლისაგანცა მოთხრობა ძნელ არს. თუ ვისმე ნებავს ამისგანცა, იხილენ ვარძია და საქმენი მისნი ქმნულნი და ნაშენები ქუაბქმნილი. ვინა მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელისა სასწაულთმოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა, ამისთვის უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მისი.
ხოლო სხუანი საქმენი, აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი, ისმინენით. არა ოდენ საქართველოსა მონასტერნი ააშენნა, არამედ პალესტინეს, იერუსალემს, ააშენა პირველად მონასტერი; და კუალად კვიპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტიპოლის აღაშენა მეტოქი მათი. და გრძელ სადმე არს ყოვლისა მთხრობელობა, რომელ საბერძნეთსა და ყოველსა ელადას შინანი მონასტრისანი უხუად წყალობამიფენილ ყვნა და საქართველოსა მცირითგან მონასტერ-საყდარ-ეკლესიად არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო.
ესრეთ კეთილად აღეპყრა საუკუნოსა გონებასა, და მომნიჭებელი წარმოუმართებდა საქმესა დღეკეთილობასა შინა. ყოველნი გარემოს მყოფნი მეფენი, ქალაქნი და ამირანი ძღუნითა და ხარკისმოღებითა მოამშვიდებდეს პირსა მხნეთა სპათა მისთასა და არბევდიან ურჩთა.
აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა. წარავლინნა ლაშქარნი გარედგომად. და ცნეს თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აიღო და მიითუალა კარი და დაუტევა კარის მცველად ახალციხელი ივანე და აჩინა მონაპირედ და უბოძა ათაბაგობა და ამირთამირობა, რომლისათვისცა დიდი წყენა შეექმნა თურქთა და დიდად ავნებდა, რომელ წაუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა. და წარმოგზავნა მახარობელი მეფეს წინაშე და დაიმადლა. ივანესვე უბოძა კარული და მისი ქუეყანა. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და შეემატებოდა დღითი დღე. შიში და ზარი მეფისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა.
უდიდესნი საქმენი აღმომიჩნდეს და გონება ვიწყე უღონობად თხრობისა სიდიდითა საქმეთათა. დაღათუ არა შესატყვისი არს ჩემდა ამათი მოთხრობა, არამედ დიდთა სიტყვისმოქმედთა პირველთა არს.
ესე ესმა მაღალსა სულტანსა სელჩუქიანსა, სახელით ნუქრადინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა და შეკრბა კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი. და წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსცა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი: „ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრობელისა! ყოველი დიაცი რეგუენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათვის აღებად ხრმალი მუსლუმანთა ხოცად. ესერა ხრმალი, რომელი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა, მისისა ერისა თავისა, ბოძებულია! აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი და აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქუეყანისა. და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა-მომეგებოს, თაყუანის-სცეს ჩათრსა ჩემსა, სასოება იგი თქუენი – ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმედი აღიაროს“.
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა – თამარისა წინაშე, წიგნი მისცა და წარდგა, იწყო არასა|კადრებელთა სიტყუათა თქმად: „მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული და იპყრას სულტანმან ცოლად; და უკუეთ|უ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა!“ ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქნა ხელითა პირსა და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა – თავისა, კადნიერად კადრებისათვის. აწ არა არს სიტყუა!“ ესე წიგნი მიართუა ნუქრადინს და რქუა: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა იყავნ!“
ნაცვალი სიტყუა მეფისა ნუქრადინისამი: „ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცნენ სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა და მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე – არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარსა წმიდასა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი, სამართალი მისი, ნუ შენი!“ მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარგზავნეს პასუხითა მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა ვარძიას ვარძიისა ღმრთისმშობელისა წინაშე და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი. და დროშა მისი, სვიანი და ბედნიერად მყოფი, გაგზავნა ვარძიით. ლაშქარნი წარემართნეს. წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი – შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანისა კერძოსა. და მეფე თამარ მოვიდა ოძრხეს და ეახლნეს: შავთელი, კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული, და ევლოგი, სალოსად წოდებული და წინასწარმცნობელობისა ღირსქმნილი. ამათ თანა იყვის მეფე დღისი და ღამე ლოცვითა, ფსალმუნებითა, ღამისთევითა დაუძინებელად და ყოველთა ღამეთა და დღეთა ლიტანიობდა და არა დასცხრებოდა. და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.
ხოლო მეფემან დავით ქმნა, უნდოდა, რათამცა ზედა მიმართა, სადა დაბანაკებულ იყო ბასიანისა ადგილსა, ბოლოსტიკედ წოდებულსა. და ეახლნეს ბანაკსა სულტნისასა, რომელ არა იყო რიცხუი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდებისა. მინდორი იგი ძლივ იტევდა კარვებსა მათსა და მდგომსა მისსა, უმეტესსა ქა|რთველთასა. ესრეთ წყნარად და უკადრად მდგომარე იყო. და ეახლა დავით და ქართველნი. დააწყვეს რაზმი, სადა-იგი წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე და სხუანი თორელნი, და ერთკერძო აფხაზნი და იმერე|ლნი, ერთკერძო ამერელნი. ესრეთ წყნარად ვიდოდეს. დარაჯნი არა უდგეს სულტანსა, არამედ იხილა კაცმან სულტნისამან: მოვიდა სპა ურიცხვი, ქაფარი, სასოება მეფისა მათისა. ხოლო იგინი განკრთეს და მოიღეს ჯოგი, აღიჭურნეს და აღსხდეს ჰუნეთა, ბარგი და კარვები დაუტევეს. რა მოვლეს კარავთაგან, წინა-განეწყვნეს და ეახლნეს წინამბრძოლნი ორთავე. და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ ოდესმე ქმნილ იყო მხნეთაგან ეგევითარი ომი.
და განგრძელდა მყოვარ ჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე. ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი. და მოუკლეს ცხენი ივანეს მსახურთუხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და ივანეს, თაყაიადინ თმოგუელსა, კაცსა მხნესა, და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მოდრიკნეს. და ქუეითად დარჩეს რაზმსა შინა მხნენი საქართველოსანი. და იხილნეს ლაშქართა თვის-თვისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად და ჩამოხდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერცა დაუდგეს – ქუეითნი ქუეითთა. და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქმნა.
და ვითარ იხილა დავით მხნემან, ამანცა მხნემან მორიდა ერთკერძომან, და მარჯუენასა მხარსა მორიდა ზაქარია მხარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა კერძ და ვითარ ნადირისათვის მოსწრაფე იქმნეს მონადირე, ეგრეთ მსწრაფლ მოეტევნეს ერთ კერძო სოსლან დავით და ერთ კერძო ზაქარია. გარნა ვინ უმახლობელეს იყო, უწინარეს მივიდა. მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი მივიდა და, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუსა მას სპასა შინა სულტნისასა. პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ხრმალთასა მოხედნა წყალობააურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსქდა, იძლია, დაიპანტა. და ამას ჰგვანდა, თუალგარდაუწთომელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და დაზულეულ და ღირს სადმე ყოფილ იყო. სადგან თუალი მხილველობდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი.
ხოლო მხნენი ქართველნი, რომელნი-ესე ზემო ქუეითად მყოფნი ვახსენნით, აღსხდეს ჰუნეთა, ვიდრე ღამედმდე დევნა უყვეს, დახოცეს და ჩამოჰყრიდეს და იპყრობდეს. და თვით მათითავე ჯარითა ვერ ივლტოდეს და ურთიერთას დასთრგუნვიდეს.
ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკვირვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედნა სამკვიდრებელსა თვისსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან, ვითარ უვნებელად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებელად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნეს? ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი. რამეთუ ესოდენ ზარგანხდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თვითოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა განუტევებდეს.
ესრეთ ძლევაშემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე, იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი წყაროთა სავსე. მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის და შაქრითა გატენის და წყლითა აღავსის და სმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა მზეთა მისთა მიმართ.
ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა ეახლნეს შავთელი იოვანე და ევლოგი, და იყო ვედრება ღმრთისა და ღამეთა გათევა ლაშქართა გამარჯუებისათვის. დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფეს წინაშე სხდეს. და ანაზდათ განკვირვება დაეცა ევლოგის, იწყო აღმართ ხედვად. ვითარ ხედვიდა, ანასდა ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ – და ვითარ აჰა ესერა – სამგზის, და მეყსეულად ახლტა და ხმა-ყო: „აჰა წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია!“ და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქვიან არაგანნი. მაშინ შავთ|ელმან რქუა: „უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვჰგონებ“. ამისთვის დაწერეს დღე და ღამე და ჟამი იგი.
მოწყალემან ღმერთმან პირველ შესახა ესე ყოველი ნივთთა აგება უკუანასკნელისა ხსნისა ჩუენისათვის. და მოწყალემან მასვე დღესა შესახა ხსნა ჩუენი აღდგომითა თვისითა. და ესრეთ მხიარულითა პირითა სახელგანთქმულნი მოვიდეს ვარძიას, თვით თამარიცა მივიდა, და ჯეროვანი მადლობა შეწირეს.
ამათ დღითიდღე წარმართებათა და გადიდებათა შინა იყო სკიპტრისმპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მოფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფოსა. ჟამ გარდვიდიან აფხაზეთს, განაგიან საქმენი მანდაურნი და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო – გეგუთი და აჯამეთი. გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს და დადგიან დურს. მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართქალაქელნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა. და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსთა ქალაქთა.
ესრეთ სიხარულსა შეუთქს მწუხარება. ამისთვის მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავითა განშუენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გულოვანთაგანი, უხვი და მდაბალი, და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკვიდროვანსა.
მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშვიდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა მარხვა. მხარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტიანეთა ზედა და მოუწოდა სპათა მისთა და წარმოემართა და მოაოხრა ანისი, რამეთუ უწყოდა მხარგრძელთა შინა უყოფობა. წარმოვიდა და აღვლო რახსის პირი და უგრძნობლად მოვიდა ანისა. გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალაქისასა, შეუტევეს ცხენი და ვერ მოასწრნეს კარნი და შეუვიდეს ქალაქად. იწყეს ხოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრიტიანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარანოანთა და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბოანსა, რომელსა ქარტუნობით უხმობენ. და არა განერა, ვინ ანუ ციხესა, ანუ ქარტუნსა შინა არა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდია|ნი და ქვებიანი.
ესრეთ ხელთ იგდეს ქალაქი. ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა შინა, ვითარ ცხუარი, დაკლეს, თვინიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა. ესეოდენ მძვინვარედ მოაოხრეს ანისი და სავსენი ტყვითა და ალაფითა მიიწივნეს შინა.
ესე ანისისა მოოხრებისა ამბავი გეგუთს ახალკვირიაკედ აცნობეს მეფესა თამარს, ამირსპასალარსა ზაქარიას და მსახურთუხუცესსა ივანეს. ესმა და დიდად დამძიმდეს და მწუხარებამან მოიცვნა და, რამცა ყვეს, არა უწყოდეს. გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა. მეფე და ყოველნი სპანი მისნი, მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი, სპარსთა მიმართ ბრძოლის-ყოფად აღემზადნეს.
მაშინ მხარგრძელთა ჰრქუეს მეფესა: „მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასლვითა მცნებათა ღმრთისათა: უბოროტესად ესოდენი სული ქრისტიანე მოიკლა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათვის. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა – პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა სარკინოზთა მიერ. არამედ შურ-ვაგოთ, ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ და სიცრუვე მათი მათვე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა, მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა. წარვიდეთ ანისს და ვინ სადა მოვინადიროთ, გარნა მცირენი, რამეთუ, თუ დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ. მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა მოვიდეს, მზამცა არიან, რომელ ჩუენ მოგახსენოთ“. სთნდა მეფესა თქმული მათი და უბრძანა მეფემან, რათა მზა იყვნენ სპანი მისნი.
და მხარგრძელნი წამოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწი სჯულისა მათისა მარხვა. წარმოავლინეს მეფეს წინაშე კაცი ლაშქრის მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა, თორელთა, თმოგუელთა, ჰერ-კახთა, სომხითართა. ქართველნი არა წარიტანნეს, რათა არა აგრძნან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანისს, წარემართნეს არდაველს, გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ხიდსა და მიმართეს არდაველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე-მოადგეს არდაველს.
ვითარ ხმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გახშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტევეს მხარგრძელთა, შეუხდეს და უომრადხელთ იგდეს ქალაქი, თვით სულტანი, ცოლი და შვილი მისი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისათა, რომელ მოთხრობა ძნელ სადმე არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თვით მათთავე სახედართა ძლით აჰკიდეს და წარმოემართნეს.
ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუედ წამოასხნეს; ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითათა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიათა შინა. სხუა უმრავლესი ერი მოსწყვიდეს და სხუა ტყუე ყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ესრეთ ძლევაშემოსილნი მოვიდეს ანისს, დიდად ნუგეშინისმცემელნი. მოვიდეს მეფეთმეფისა და მზეთამზისა, დედოფალთდედოფლისა. მოიღეს ძღუენი და არმაღანი, აღავსეს ყოველი მთავარი, თვით მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი, მას ჟამსა კოლას დგა მეფე. აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისა მიერ დიდად მადლიერმან მეფემან უბოძნა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი. ესრე მადიდებელი ღმრთისა იშუებდა, ნებიერად იყოფოდა და მოუდიოდა გარეშემოთადაღმან ხარაჯა და ძღუენი ურიცხვი.
არამედ სხუანი უდიდესნი საქმენი აღმოუჩნდეს. მოვიდეს მხარგრძელნი – ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი მეფეს წინაშე და მოახსენეს: „ძლიერო ხელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო, იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმხნე და სიქველე სპათა შენთა. გულისხმა ყო, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მხნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი. აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან, რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცეს სადამე სიმხნე სპათა შენთა, არამედ აღვამხედროთ ერაყს, რომგურს ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთით ძალი და სიმხნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!“
და ვითარ ესმნეს თქმულნი მხარგრძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა ლაშქრად წუევა მხარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმა.
მოიწია არე სთულისა. მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯრითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწონა აბჯარი და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმხნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღ|სავსეობა. და მოიღო დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შევედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელსა. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა და წარემართნეს სპარსეთად.
ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რახსსა და შევლეს იწრო იგი ხევი დარდუზისა და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი, შეივლტოდეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი. ეგონა მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთვის დაარჩიეს ხუთასი მხედარი რჩეული დიდებული და აზნაური, უჩინეს მხედართმთავრად თაყაიადინ თმოგუელი. წარემართნეს, აღვლეს აღმართი მარანდისა, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: არავის ჰბრძოლონ მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულად ლაშქარი მთასა მას ზედა; თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას; რაცა რქუას, ყონ.
და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შევლტოლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედაკერძო თავსა მთისა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურნეს, მოუხდეს ზარითა და ამბოხებითა მარანდელნი, რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროსათვის. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს, რომელ მცირედნი განერნეს. და უმრავლესი მოკლეს და დევნა-უყვეს გრძლად.
მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებოდა. ესოდენი ძლევა მოეცა ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და განკვირდეს, კაცისა ქართველისა ვერპოვნა უკვირდა. ამისთვის უღონოქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს. გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა, და დიდად მადლობდეს ღმერთსა. არცა ერთი კაცი მომკუდარ იყო ქართველი და ესეთი ძლევა მისცემოდა, რომე ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათვის შეეცა და ხუთასსა ზედა დასობილი იხილეს. დაღათუ ესრეთ და ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინს, და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბვის უცნობებლად შებმისათვის.
ესრეთ გამხიარულებულნი, მადიდებლნი ღმრთისანი გამარჯუებისათვის წარმოემართნეს და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა, დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისლვა ქართველთა ლაშქრისა, განჰკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკვიდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟის ქალაქისანი განიზრახვიდეს, რათა ხარკის მიცემითა, ძღუენითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნითა დაამშÂდნენ ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშვიდობა, არამოოხრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი: ოქრო და ვეცხლი, სხუა მრავალი თუალი პატიოსანი, მარგალიტნი ძვირფასისანი. განკვირდეს ყოველნი წარჩინებულნი, ზაქარიაცა და ივანე მხარგრძელნი, აღუთქუეს მშვიდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოამტკიცეს ფიცისა მიერ. მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი, ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვეცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმასაყოფი ლაშქართათვის. აღივსნეს დიდნი და მცირენი.
მისცნეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს, განვლეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისლვა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა მანცა მშუიდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხუი საქონელი, რომელ უსმინა ზაქარია, მოიყვანა მშუიდობის-ყოფად და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლი და ქვანი ძუირფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს მშუიდობით დამტევნელნი მიანისანი.
მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლა ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი, განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა. უწინარეს მარჯუენასა მხარსა მესხთა შეხურიტეს ზღუდე – ალიზით იყო – და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა. იწყეს ხოცად და სრვად, ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს მესხნი საქონლითა. შემოხურიტეს ყოვლგნით და შემოვიდეს, მოატყუეს, აღივსნეს საქონლითა. დადგეს და მცირედ განისუენეს და მიერ აღმხედრნეს და წარემარღნეს ხუარასნით და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა მუსულმანსა, რომელი მოაოხრეს, და განისუენეს სადამე.
მერმე წარემართნეს ქალაქსა ხუარასნისასა და ყაზმინს მიიწივნეს, მახლობელად აჰვრისა. და ვერ წინააღუდგეს. მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა, აჰკიდეს საქონელი მათი მათსავე სახედარსა. კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირეთა ვაჟთა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესწრნეს და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანესისა რომგურისა მიმართეს, რომელ არს ხუარასანი.
და რაღა გრძელ სიტყუა სახმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისა ქალაქად და მოაოხრეს ქუეყანა. ვერ ძალედვა წიაღმისლვად ალაფისაგან. შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევაშემოსილნი. ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა სპარსეთს შესრულთა, ვერ ხუარასნის სულტ|ანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი. ესრეთ უზომოთა და ურიცხვითა სიმდიდრითა შემოქცეულნი მივიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანისა ქუეყანასა ამბავი ქართველთა უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა, ერაყის სულტნის მოსრვა, კაცი ვინმე მოსრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუვილი სიტყუა ეთქუა, ვითარ: „მოვიდა თვით დიდი სულტანი და გილანელნი, სულტანი ხუარასნისა და ერაყის სულტანი, ყოვლგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს და მოსწყვიდნეს, რომელ არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობელი მივა საქართველოთა“.
ესმა მელიქს მიანისასა და მიანელთა და განიხარნეს, ქართველთაგან დატევებულნი მცველნი მიანისანი დახოცნეს და ძელსა ზედა ჩამოჰკიდნეს, გარნა ერთი კაცი დაიმალა მცველთათანა ქალაქსა შინა. და მოვიდეს ქართველნი გამარჯუებულნი მიანას. წინაგაეგება მიანისა სულტანი ძღუნითა, ნაქმარისა მათისა დაფარვა ეგონა. და იხილა ზაქარია, იკითხნა მცველნი მისგან დატევებულნი. ჰრქუეს მათ: „თავრეჟს წარვიდეს მუნ დატევებულთა მცვე|ლთა თანა“. მოვიდა დამალული იგი კაცი მცველთათანა, აუწყა ნაქმარი მიანელთა და მცველთა მოწყუედა, ტყავისა ძელსა ზედა დამოკიდება, და შესწამა მელიქს პირისპირ, და იგინი დგეს უსიტყუელ.
და ვითარ ესმა ზაქარიას და ივანეს, ძლიერად გამწარდეს და ბოროტად აღუჩნდა. და შეიპყრეს მელიქი, თვისნი მისნი და ყოველნი სიკუდილად დასაჯნეს. და მოაკუდინეს თვით იგი და შვილნი მისნი, და განჰხადეს ტყავები და საყივარსა, რომელსა მენარა უწოდეს, ზედაჩამოკიდეს. და ქალაქი მოაოხრეს, მოწუეს, ტყუე-ყვეს, ხოლო სიმდიდრე, რომელ წამოიღეს, შეუძლებელ სადამე არს აღრიცხუა მათი.
და ესრეთ მოჰმართეს გზასა, რომელ აღმოევლო ადარბადაგანით, და მოვიდეს და მოეგებნეს პირველად უჟენით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა ურიცხვითა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აივსო სრულიად სამეფო. თუით მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათვის წარმოგზავნნეს თუალნი დიდფასისანი, ძვირად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. დაუტევნეს მშვიდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და გამოვლეს რახსი და შემოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთმეფე, მმადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზეიმითა და დიდებითა.
იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა, რომელი არცა ძუელ ოდესმე ქმნულ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.
შევიდეს ისანთა, დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა, შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხუი და დადვეს მეფეს წინაშე. განუკვირდა: არავის ქართველისაგანსა ენახნეს ეზომნი სიმდიდრენი და აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფეცა თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ, აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა, მრავალი გასცა ობოლთა და გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი, აღვსებულნი კუალად აღავსნა. იყო მადლობა ესევითარისა გამარჯუებისათვის ღმრთისა.
ვინათგან მოიწია მწუხარება და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯუებული, მხნე და ძლიერად მბრძოლი მხედართა, მთავარი თემისა ლორისა, რომელი მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მხნედ გამოჩენილ იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსი მხარგრძელისა. და იყო სარწმუნოებითა სომეხი, ყოველნი სათნოებანი, საღმრთონი და საკაცობონი, აქუნდეს. და ესრეთ მხნე მამა, დამტევებელი შვილისა ერთისა, რომელსა შ˜ა ეწოდებოდა.
მაშინ მოუწოდა ძმასა ზაქარიასსა ივანე მსახურთუხუცესსა და ინება პატივსა ძმისა მისისასა აღყვანება და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი. ხოლო ივანე საქმეთა შინა განკვირვებულ იყო და საკვირველი ესე რქუა მეფესა: „პატივი ესე, რომლითა პატივგიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ. ესრეთ შემიწყალე: ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა ახსენებდენ, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისა დგომად, არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც. საქართველოსა არა არს წესად და ხელად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატი|ვსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო, რომელ სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი. ამით განადიდე წყალობა შენი უწინარეს ჩემთა პირველთა“. ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილ იყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ჰბოძებოდა. მსახურთუხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მეფეს წინაშე.
ხოლო მეფე თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის – კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.
მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთუართა და უხარშავსა ჭამენ და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად, რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანისსცემენ და ზოგნი – უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტეანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ხოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.
მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა. მისცნა ივანეს ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთკერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკერძო – დიდოეთი და ფხოეთი.
ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს გუერცა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად და რბევად და კლვად და ტყუეობად და დაწუად. მოსწყვიდეს ურიცხვი კაცი დიდოი და ფხოვი. და დაყვნეს სამნი თუენი: ივნისი,ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურება და ხარაჯა და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წამოასხა მძევლები, იქმნნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო, იქმნა ბრძანება შენი, მოვაოხრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი“. ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.
და იყო ყოველგან მშვიდობა, წარმატება, დღითიდღე შემატება სამეფოთა, ღმრთივდაცული მეფობა თამარისი. ხოლო სპანი მისნი განსუენებასა, ნადირობასა და ბურთობასა, თვით თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან და აღივსებოდიან საბოძვრითა მეფისა მიერ მათისა.
ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათვის წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათვის ივბიმიანოსისა: „რასა დააკლო ღმერთმან ქრისტეანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გვირგვინი სახილველად ყოველთა?“ და ეტყოდა: „რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს, დასცხერ ბოროტისაგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკუეთუ ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა, არა თუმცა საბერძნეთი ოდენ“. ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა – არათუმცა საქართველო ოდენ – ამისსა მეფობასა.
ამისთვისცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკვიდრებელსა თვისსა, და მიიცვალა მეფე თამარ ხმელსა დგომასა შინა. მოიწია მწუხარება დიდი და მიუთხრობელი მკვიდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი. და იქმნა ტყება, მსგავსი კალოთა ატადესთა, და გოდებანი, მსგავსნი მოოხრებისა იერუსალემისანი იერემიას მიერ მგოდებელისა. და ჯერცა ეგრე იყო. და ყოველთა ადგილთა მსხდომარეთა გოდებათა და ტყებათა შეიწუებოდეს მკვიდრნი სამეფოსანი და იტყოდიან მიუთხრობელთა სიკეთეთა მისთა, გამარჯუებათა და მოწყალეობათა, მოსამართლეობათა, სიუხუეთა, სიმდაბლეთა. და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თვისსა ლაშას.
არსენი იტყვის იყალთოელი:
მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი;
ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო;
აღვირი კიცუთა, თუალნი და ისრაელი,
გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა,
მეგვიპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.
იოანე იტყვის ჭიმჭიმელი:
თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი,
მან ისტრულაბსა დასცა და მიდგნა დაყიყა ჯამსისი,
დავით, – ვთქუა, – ზესთა განდიდნეს, მით ხრმალი ხორცსა ჭამს მისი*
და აქილევისებრ ძალითა მპყრობ ელადეთსა ხამს ისი.
დიდება ღმერთსა!
ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა გამარჯუებისა.

ბასილი ეზოსმოძღვარი
თამარ მეფის მეორე ისტორიკოსის თხზულება დაწერილია XIII საუკუნის I მესამედში. თხზულებაში აღწერილია XII საუკუნის 80-იანი წლებისა და XIII საუკუნის I ათეულის საქართველოს ისტორია. თხზულების ტექსტი არასრული სახით (ბასიანის ბრძოლის დაწყებამდე) შემონახულია „ქართლის ცხოვრების“ ჭალაშვილისეული ნუსხის ძველ ნაწილში, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით XVI საუკუნით თარიღდება. „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქციის ტექსტით (აქ თამარის ცხოვრება წარმოდგენილია თხზულებით, რომელიც თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსების ნაწარმოებების შერწყმით და ზოგიერთი მასალის დამატებით არის შედგენილი), ივანე ჯავახიშვილმა გამოკლების წესით პირობითად აღადგინა ნაშრომის ტექსტის მეორე ნაწილი. ტექსტში წითლად მოცემულია ი. ჯავახიშვილის, ს. ყაუხჩიშვილის და სხვა მკვლევართა აზრით თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ტექსტიდან ვახტანგის კომისიის მიერ შემოტანილი ნაწილები.
ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი
დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და [ჰ]მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ებისკოპოსთა [წყალობასა]. ამას შვილი არა ესუა და მისთვის მწუხარე იყო უშვილოებისათვის. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილკეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყვისი. ამას დაარქუა სახელი თამარ.
ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი, მოითმენდა მხნე თამარ უკეთურებათა რუსისათა, გარნა სხუა ვერღარავინ მოითმენდა. და იწყეს ჭრტინვად, არამედ ცილობათა მათთვის პირველთა [ჰ]რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.
გარდახდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და [ე]ქმნა გლოვა და მწუხარება უზომო [ყოველთა], უფროსღა დასა თვისსა რუსუდანს.
ესე იყო სძალყოფილი დიდთა სულტანთა შამირამე[ლთა] და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი, სიქურივისათვის თვისადვე მამულად მოყვანებული, დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თვისისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თვისსა მამიდასა თანა, – დითურთ თვისით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად, – რომლისათვის აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თა[გ]დგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა, ვიკადროთ რამე; რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღე[თა]მან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.
და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდვილვე ღირს, არამედ არა თავს-იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყვირსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთვის, და დადგეს სვიანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღვითი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა.აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთხმაქმნილთა აწვიეს თამარს ხრმალი მამული, თანა საყდრითურთ მამისა მინიჭებული.
ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამან? არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გვირგვინმან და მეფობამან? ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თვისად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიხმაროთ: ბრმა[დ]შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხვი ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა, რომლისათვის არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იქო დავითის მიერ თქმითა: რათა ლიტანიობით თაყუანის-სცემდენ მეფე[ნი] და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.
ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ხელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გვირგვინოსანი, ქება შეასხეს ძალითა, საქებელსა ხმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისა[ს]ა. და ესე უსაკვირველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მხედარი არაოდეს [ე]ხილა მისჟამისათა მა[თ]ებრ მეფედ. და ყოველნი, ვითარ გამოცდილნი სასოებითა, წინასწრობითა უძღოდ[ეს] ერთი ერთსა; და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.
დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსი ათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთმეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისა, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხვითა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა. სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა, და შემდგომითი-შემდგომად აქონ.
ამიერითგან რა ჯერ არს თამარის[თვის] თქუმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა სამეფოსა და ერისათვის? რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მია[პყრ]ა [არაარსისაგან არსად მო]მყვანებელსა თვისსა ხედვა და იწყო განგებად, ვითარ-იგი მობერვიდა სული: მიმოიხილა სიმახვილითა ცნობისათა თვისსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა [და] დრკუთა, გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა, და სიბრძნითა [და] განგებითა პირველად ყოველთა ზედა დასხა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობდენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ მიგებისათვის სამართლისა.
ხოლო სჯულთათვის სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგ[უა]როვნებდა დაწყებასა საღმრთო[თ]ა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახვილსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება, რათა იქ[მ]ნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.
პირველ აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერის-ძესა, რომელსა სიმდაბლისა ძლით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყო[ვ]ელნი სამეფოსა თვისისა მღდელთმოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი, კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი; და მოსწრაფე იყო, რათა მართლმადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თვისისა, რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.
ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ებისკოპოსნი, რომელთა პირ[ველ]ად აქუნდა ზემო მოხსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თვისისა, და ანტონი ქუთათელი საღირისძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით, მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა. შეკრიბნა ყო[ვ]ელნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თვით დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ ეუბნებოდა: „ჰოი წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანა-გაც სიტყვის მიცემა სულთათვის ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთისმბრძოლობისა. ნუ თუალ და ახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის. თქუენ სიტყვით, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწა|ვლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე, ვითარცა მეფე; თქუენ, ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური“.
ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, [ჰ]მადლობდეს ღმერთსა და თანად მეფესა ღმრთივგანბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ ჟამ შორის მათსა, მერმე მოიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თვისად.
ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი, ვითარ პირმეტყუელნი მთიებნი, უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე [ე]წყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართუხუცესობა მოევერაგა ჟამისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღუაწეს, რომელი ადრე თვით განაყენა სასჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე ებისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს; და სხუანი საეკლესიონი წესნი განმართნეს, უდებთა მიერ დახსნილნი.
ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყო[ვ]ელნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოახსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთვის, რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისათვის მათ ნათესავთასა; და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა-იგი მოიყვანებდეს.
შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯვი, რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩუეულებისათვის მისისა.
შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი; და აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის პირისათვის.
არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: „კაცნო, ვითარ ღირს შეუტყუებელი ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა საქმე: არა მხედრობისა, არცა ბუნებისა და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი“.
ხოლო იგინი წინა-აღუდგებოდეს, უშვილოებასა მოახსენებდეს სახლისა მისისასა [და] უნაყოფოებასა; დრტვინვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა; და ირემსა ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.
რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] შემდგომად მრავლისა ცილობისა თვინიერ ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ ჟამ იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა. არამრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან, და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკვითურნი, ვითარ ნაღებ[ნი] ბუნებითნი. და სიმთრვალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათვის ნამეტნავ არს წერად, რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.
ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბრძანა სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალ გზის, დაღათუ ყო[ვ]ლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთვისცა თვით პირისპირ იწყო მხილებად მისდა; არამედ უფროს განძვინდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველმოძურცილი, ვითარ იტყვის წერილი: ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა. არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძვირესთა მიმართ იწყო; და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.
შეუძნდა ესე ყო[ვ]ელი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: „დაღათუ საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე არა განშორებად პირველსა საწოლსა, არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თვისი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად; და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერ“.
ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობელად განაძეს იგი; და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამხობითა, რაოდენ შუენიერებისაგან თამარისა დაკლებითა.
კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკვიდრად სახლისა თვსისა.
იყო უკუე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა; სხვითა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი, მხნე და მხედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო, მშვილდოსნობითა შემმართებელი, ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა. ამისი ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს. თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა მეცნიერებისათვის ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.
შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხორებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი ზემოთ და ქუემოთ, და არასადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომი.
მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა; და არავინ შეწუხნა მისთვის, არცა დიდი, არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.
მოკუდა ამი[რ]სპასალარი გამრეკელი და ესე ყო[ვ]ელთა იგლოეს.
ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ-სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივნეს, და წავიდეს სირცხვილეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთვის მოურნეობდა.
ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდოს დავით და სპა თვისი და განსაგებელი სახლისა თვისისა, რომლისათვისცა არა არცხვინა ღმერთმან, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თვისისა მთავართა, და განიცადა თუალითა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე. მოიყვანა ანტონი გლონისთავისძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო; და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა მოძმაცვით ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდვილვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ; ეკლესიათა და მონასტერთათვის რადღა სახმარ არს თქუმად? თვით წამებენ ქმნილნი მისნი ყოველგან, ვითარცა მღვიმესა და კლარჯეთს თვით მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად, მისცეს ჭყონდიდი, სამთავისი, კისისხევი და მწიგნობართუხუცესობა, რამეთუ მართალსა უკუეთუ უბრკუმეს, არავე დაეცეს.
იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათვის და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს სარგის ამი[რ]სპასალარისა მხარგრძელისა ორნი ძენი: ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მხნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთვის დიდად შეყუარებულნი თვით თამარის პაპთა და მამათაგანცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამი[რ]სპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთუხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართ[ლ]მადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათვისცა გულისხმა-ყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ-იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.
და შემდგომად ამისა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს მანდატურთუხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათვის.
ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი თამარის საქმეთანი; რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თვითეულად ვერავინ აღრიცხუნეს, ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს; და რომელთაცა ოდენ შეუძლო[ნ], საეჭუელ მიჩნს მომავალთაგან შემდგომად დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს, და თამარ – საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი; მზღუარნი, რომელნი მას დახუდეს, გარეთ მისსა სამეფოსა ორად განფართებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან; მერმე ცნას ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის; და თვით იგი ხალიფა, შეშინებული და მოაჯე, კმა არს ქუე-ჯდომით მოქმედისაგან.
ითქუმოდენ წერილისა: მოაკლდ[ა] ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ე[რმონ]ისა, განქარდა კუამლი სუბაკთა და განძლიერდეს ბჭენი სი[ონ]ისანი.
ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშუებდა ერი ქრისტიანეთა, გარნა წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათვის თამარისა. არამედ ღმერთმან, რომელმან მოხედნა პირველ მანოეს და აბრამს, და მდედრთაცა – ანნას და ელისაბედს, არა ყოვნა არცა აქა; რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე ყოველთა, იწყეს ლიტანიობით ღმრთისა ვედრება მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული; რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი, ყოვლითურთ მსგავსი პაპისა; და დაარქუეს სახელი გიორგი, და განიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა. და შემდგომად წელიწდისა კუალად დაორსულდა და შვა ასული, თვისი შემსგავსებული, რუსუდან, რომლისათვის კუალად უფროსი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.
და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქუეყანა ყოვლითა კეთილითა და განმარჯუებითა ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა; და იქმნებოდეს განმარჯუებანი საკვირველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებითა ოდენ დასცლიდეს, ტყვისა და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი, ვითარცა მელნი, იმალვოდეს და, ვითარცა მთხუნველნი, ძურებოდეს მიწათა შინა.
შეიწრდეს ყოვლით კერძონი სპარსნი და უღონოებამან მოიცვნა; და მხოლოდ ერთიღა სასოება ცხორებისა მოიპოეს, ესე იგი არს, სიკუდილითა ხსნა თავისა. ამისთვისცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი და მივიდეს წინაშე ხალიფასა, აუწყეს თვისი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა; რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისცა ოქრო აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით კერძოთ ლაშქარი ურიცხვი და მისცა ბრძანება, რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თვით მათ ზედა მისლვითა იავარ-ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომგვიროს და ინდოეთისა და ქუემოთ სამარყანამდი [და] დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენ[ი], ვიდრემდის არცა რიცხვი იცოდეს და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს წაკიდება თვისი.
ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თვისთა და შეიქ[მ]ნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყვითა, არამედ ესრეთ: „ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მხედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა, და წარგზავნეთ ფრიადი საფასე და სახმარი გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუსადა თქუან წარმართთა: „სადა არს ღმერთი იგი მათი?“
ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო; და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა, მოფრინდა ყო[ვ]ელი მხედარი, ყოვლით კერძო, სავსენი სიხარულითა, რომელნი ძლით იპყრობოდეს თავთა შინა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ, იხილნა; დაყვეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათვის, მერმე რქუა მათ: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთვის სამასნი და სიმრავლე ურიცხვი მადიამელთა, მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა ბანაკი ლოცვითა ეზეკიასითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემული? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათად შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და ძალითა უძლეველითა ჯუარისათა წარემართენით“.
ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხორებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი. ხოლო თვით წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი, და ფერხივ შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ-ყო ღმერთმან სათხოელი მისი.
რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მხარგრძელი თმოგუელი და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითურთ უნაკლულოება მხედრებისა.
არამედ აწ ჯერ-არს მოხსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა: შევიდეს უკუე ქუეყანად მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლით უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი. მყის გარდავიდეს ცხენთაგან ყოველნი, თაყუანის-სცეს ღმერთსა და წმიდასა ჯუარსა ევედრნეს ცრემლითა; და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხნი ეკუეთნეს. და პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დახსნეს და შესდვეს მახხლი მათი და ძალი ღმრთისა; და ვითარცა თაგუთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა: ბაღდადელთა და მუსულელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხუათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯ[ა]დად ჰყვეს, – ვითარ ვთქუა, ინდოეთითგან მზარეულნი – წუერთა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფისა. და იხილვებოდა დიდი საკვირველი და გარდამატებული შეწევნა ღმრთისა, რამეთუ თვით მოიღებდეს საქონელთა მათთა და თვით მოასხმიდეს აქლემთა და ჯორთა კიდებულთა, და თვით იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყუენავისა.
ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თვისი ონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან ხნარცუსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თვისი.
ესრეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა აღვსებულნი მიიწივნეს განძად; და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თვისთა მშვიდობა ითხოეს და ქალაქი ნებსით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასუეს, ფანჯანობათსა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ხორცითა დიდად ძალი პურობა გარდაიხადეს. ყოველთა მის წინაშე განძელთა დიდი ძღუენი და ხარაჯა შესწირეს, გახსნეს საჭურჭლენი მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუნები სხვისა თანა განძისა მრავლისა წარმოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს ათაბაგსა და ვერა პოეს. ეგრეთვე შამქორელთა ითხოეს მშვიდობა და მონება.
აქა ვერა კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესე ოდენ იქმნა დაკლება ამას განმარჯუებასა შინა: იყო ვინმე კაცი სპარსი, შარვანშეთ სიძე, სახელით მირმირან. ესე შემოხუეწით იყო წინაშე თამარისა სათხოელისა რომლისათვისმე და მაშინ დავითს წინაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოა განძა ცნობადმდე თამარისა და მისცეს შესანახავად.
რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩუენთა ლაშქართა შინა მოსვლა, გამოჩნდა; და განძელთა ქალაქი მასვე მისცეს, თუცა მირმირან შიშითა ცოცხალი გამოუშუეს, ვითარცა ვთქუ.
მცირენი რა დღენი გარდახდეს, წარმოემართნეს ლაშქარნი დიდად მოხარულნი ულიმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.
ვითარცა მიეახლნეს, მოეგებოდა მათ თამარცა, რამეთუ მისრულ იყო სარგის თმოგუელი მახ[არ]ობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თვითეულსა, ვითარცა შვილთა, და იშუებდეს იგინი ხილვითა მისითა.
აღივსნეს ყო[ვ]ელნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყუეთა, ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი მოწამე თვით იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე და ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა ჟამთა.
ნამდვილვე ერმიონთასა უსახელოვანესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს ფანჯიაქი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდე აქლემი ყუელა ტვირთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული, ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თვის-თვისითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა, შემდგომი – შემდგომად; გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ხევამდე გლდანისა ტყუე ყოველი. განიყვანეს თამარ და შესწირეს, და ათაყუანნეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თვითცა თაყუანის-სცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისამიერი.
ამისსა შემდგომად შევიდეს ქალაქად, და თვითეულმან იწყო ძღუენთა მოღებად: ოქროსა და სამკაულისა და ჭურჭელთა მისთა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტთა უსასყიდლოთა, ჯაჭუთა, მუზარადთა, ხრმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერად-ფერადთა, ოქროქსოვილთა და შესამოსელთა მრავალსასყიდლოანთა, ცხენთა და ჯორთა; მანიაკთა ოქროსათა თუალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა და ალვისა ხეთა ს[აპალნ]ებითა ტვირთულად იწყე[ს] ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აღივსნეს ტყვითა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი ოქროთა, ვითარცა მიწ[ი]თა, და ინდოურთა ქვათა და პატიოსანთა მარგალიტთა მიერ ურიცხუთა.
გარნა ამას ყოველსა ზედა აღზუავნა გული თამარისი, განლაღნა ერთგზისცა წარბ[თ]ა აღებითა? არა, ნუ იყოფინ! არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მმადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აღავსებდა ხელსა მოქენეთასა და წიაღებსა გლახა[კ]თასა, განამდიდრებდა სამზრუნველოთა, ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა ზოგად ყოველთა ზედა ღმრთისა ხელობად მიუპყრობდა მასვე ძღუნად, რომელმან არწმუნა განგებად და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან და მოუკლებელთა წიაღთა. ძუელთა აუმსგავსოებდა თვისთა საქმეთა ზედა, ახალთა წარხდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი. ვინა ზემოვე თქუა, არამედ ჩუენ ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქუეყანასა ჩუენსა და მშვიდობა თავსა მთათასა.
არა ოდენ ქუეყანა[სა] იავარსა განადიდებდა თამარ; არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვანი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თვით პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.
ყოველნი თვის-თვის იღუწიდეს, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი რომელნი იყვნეს, ღამეთა დღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებელად; და რომელნი შიგნით იყვნეს, იგინი სანაპიროთა იაჯდეს. და ესევითარმან გულსმოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა მიაწია სამეფო.
რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპიროი გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას მხარგრძელსავე, ვარამის მამასა; და ესენი მუნ მონაპირობდეს, კაცნი მÃნენი, ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი და შიშითა ღმრთისათა და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქებელნი.
ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ და ქუემოთ და ყოველსა ადგი|ლსა, და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მხარგრძელივე თმოგუელი და შალვა თორელი მონაპირობდეს.
ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარა, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.
შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანისძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხვინა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა [თავსა] თვისსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.
ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის ძენი, და უფროსღა ტბელი, და მახატლის ძენი მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარ|დავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა აწყენდეს.
ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თვინიერ თამარისა რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან სა[დ]მე ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ ქუეყანა მოსარბეველი, მოახსენიან თამარს, და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის; უკუეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და შეყარნიან ლაშქარნი; თვით დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად. უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისერნი თვისნი და ვითარ შავარდენთა მოისაქმიან. თუ თვით იყვის, ანუ მინდორ[თა] ნადირობასა შინა, ანუ შინა მყოფსა ესმის რამე, და შესხნის მუნ ღირსნი მისნი. ვითარ არწივთა კაკაბნი, ეგრეთ და[აბნი]ნიან ყოველნი წინააღმდგომნი.
არცა თვით უქმობდა და არცა თვისთა ყმათა აუქმებდა, ვითარ-იგი იტყვის ვინმე ჟამთააღმწერელი ალექსანდრესთვის. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე: რამეთუ დიდად სახელგანთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის ერთსა და მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან, და სხუაცა მახარობელი წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა; და ერთსა შინა დღესა მოიწიის მრავალი ამბავი და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ აღწერა; ესე ღმერთმან უწყის თვით.
ამას ყოველსა დაუშრომელად რა მოქმედებდა, არა თვისისა ქონებისა მოქენე იყო და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თვით მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა – თვისთა ლაშქართა; ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღო სპარსთა შანშეობისა თანა მრავალ ჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა – სახლი სახელოვანი დვინი. და ამათ ორთა პირთათვის იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათვის თვისისა; და მეორედ, რათა მოუკუეთოს ყოველი მიზეზი, რომელი დახსნის ერთგულობასა.
და კუალად ამისთვის არა უდებებდა, რათა არა მოცლილთა განსუენება[დ და] სიჩუკნედ განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა, ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდე[ნ] და ბრძოლად, ვითარ ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა, შვილთა კახაბერ[ის]თა; რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თვისთა, რომელთა არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს; არამედ ძუელად მათთვის დაწერილ[ნ]ი კუალად განახლდეს, და კუდსა ძაღლისასა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი დახოცნეს, და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თვისთა ზედა ღმერთი და თამარ; რამეთუ ჭალასა მდგომმან მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა თვისითა შეიპყრნა და თვითო თვითოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს; არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთვის ექსორია-ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.
ამისთვის არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის და საბოძვართა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის; ანუ თვით წარუძღვის, იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის, ანუ ნახიან, ყო[ვ]ლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძლით, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა-რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.
ხოლო ესევითარი ნიჭი და პატივი მიმადლა მის მიერ შეყუარებულმან ღმერთმან თამარს, გარნა არცა ესე უდებ იქმნა მოქმედებად საქმეთა სათნოთა ღმრთისათა. ამისთვის ხელ-ყო აღშენებად საყოფელსა განმამარჯუებელისა თვისისა ზეშთა კურთხეულისა ვარძიისა ღმრთისმშობელისასა ზემო ვარძიი[სა] ქუემო ვარძიით მიცვალებითა, რომელიცა კლდისაგან გამოეკუეთა თვით პატიოსანი ეკლესია და მონაზონთა საყოფელი სენაკები, რომელი მტერთაგანცა შეუალ და უბრძოლელ ყო. ხოლო ესე ვარძია პირველად დაეწყო სანატრელსა მამასა მისსა გიორგის, გარნა ვერ სრულ ექმნა და დაეტევა, რომელ დიდმან ამან აღასრულა და შეამკო ყოვლითურთ. და შესწირნა მრავალნი და დიდროანნი სოფლებნი და შეუმზადა ტრაპეზისა შემოსავალნი და სხუანი შემკობილებანი, რომელ ყოვლისავე მითხრობა ძნელ არს. და თუ ვისმე ნებავს, იხილენ ვარძია და საქმენი მისნი, ნაშენებნი და ქუაბნი გამოკუეთილნი, ვითარ მეფემან თამარ გულს-იდგინა მსახურებად უბიწოსა და განსაკრთომელ[თა] სასწაულთა მოქმედისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა. ამისთვის უმეტეს იდიდა მეფობა მისი.
ხოლო სხუანი საქმენი ამის მეფისა თამარისნი, – აღშენებანი და შეწირვანი მონასტერთანი ისმინენით. არა ხოლო თუ ოდენ საქართველოსა მონასტერნი აღაშენნა და შეამკო, არამედ პალესტინეს, იერუსალიმს აღაშენა პირველად მონასტერი; კუალად კვიპრეს ღალია შეამკო და უყიდნა შესავალნი და აღაშენა მონასტერი და შეამკო ყოვლითა წესითა პატიოსნისა მონასტრისათა. და კუალად კოსტანტინეპოლის აღუშენნა მეტოქნი მათნი. გრძელ სადმე არს ყოვლისა მოთხრობილობა, რომელნი საბერძნეთს და ყოველსა ელადასშინანი მონასტერნი უხუად წყალობამიფენილ-ყვნა; და საქართველოსანი მცირითგან მონასტერით საყდარ-ეკლესიანი არა დაუტევა, რომელ არა წყალობითა აღავსო; ესრეთ კეთილად აღეპყრა გონება საუკუნეთა მიმართ კეთილთა. ხოლო მომნიჭებელი წყალობათა წარუმართებდა საქმესა დღეკეთილობასა შინა, და ყოველნი გარემოს მყოფნი ქალაქნი და ამირანი ძღუნითა და ხარკის მოღებითა მოამშვიდებდეს პირსა მხნეთა სპათა მისთასა და არბევდიან ყოველთა ურჩთა მათთასა.
ხოლო აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა; და წარავლინნა ლაშქარნი გარემოდგომად. ხოლო სცნეს რა თურქთა, მყის დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აღიღო კარი და დაუტევა კარს მცველად ახალციხელი ივანე და აჩინა მონაპირედ და უბოძა ათაბაგობა და ამირთამირობა, რომლისათვისცა დიდი წყენა შეექმნა თურქთა, რამეთუ დიდად ავნებდა. და წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აღიხუნა და მიითუალნა და წარმოგზავნა მახარობელი მეფის წინაშე და დიდად დაიმადლა; და ივანესვე უბოძა კარული და მისი მიმდგომი ქუეყანანი. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და დღითიდღე შეემატებოდა, და შიში და ზარი დიდი იყო ყოველთა სულტანთა ზედა.
და კუალად მიირთნა, თვინიერ ნებისა მათისა, შიშით: ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი, სალდუხის ძე, რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი და თვისი ძმა დასუა მუნ.
ვითარცა იტყვიან გძღარბისათვის ხმელისასა, შვილმრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თვისნი მრავალად, გამოვალს ბუდით თვისით მართუებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელი ზეშთა იყო რიცხვისა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმრთისა ზედა; არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუვართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინაუკუმო განმზადა თავი თვისი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა, წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი: „მე ნუქარდინ, სულტანი ყოვლისა ცასაქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს: ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველთად[ა] აღებად ხრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დახოცად, მუსულმანთა და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსვლისა ჩემისა თაყუანის-მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა და უარ-ყოს სჯული შენი და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება; და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხვიე სპარსთა“.
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს თამარის წინაშე და წიგნიცა მისცა, წარდგა და იწყო უკადრებელთა სიტყუათა თქმად ესრეთ: „უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ხოლო ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ზელითა პირსა; დაეცა და ვითარცა მკუდარი დაედვა. ვითარ აზიდეს და აღმართეს და ცნობად მოვიდა, ჰრქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო სამართალი შენი და მერმეღა თავისა კადნიერად კადრებისათვის. აწ, რა არს სიტყუა!“
ესე წიგნი ვითარცა მიართუეს და იხილა თამარ, ყოვლად არა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა. და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა; და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათვის არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.
მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე და ბრძანება და წიგნები ქროდა მალემსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოკრბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასით და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და შეკრბეს ჯავახეთს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა ბედნიერად ხმარებული. და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი, რომელთა თვით თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერხითა, და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თვისთა. [და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.]
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგ[რ]ძელი ამირსპასალარი, და ახალციხელ[ნ]ი შალვა და ივანე და სხუანი თორელნი. და ერთ კერძო აფხაზნი და იმერნი, და ერთ კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი, ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი მათი და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსვლად, არამედ გარე-მოიცვნეს.
ხოლო ვთქუათ ესეცა, რამეთუ [ესე ესმოდა] ყოვლისა საბერძნეთისა სულტანსა, მაღლის ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაპადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ესე იჩემებდა ზაკვით სიყუარულსა, და გზავნიდა მოციქულთა მშვიდობისათვის მრავალ ჟამ და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა. ეგრეთვე თამარ [ჰ]ყოფდა, ნაცვალ სახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუნითა. გარნა იგი ზაკუასა ფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა.
ხოლო ამან მოუწოდა ყოველს სიმრავლესა სპათა მისთასა და შეკრიბა კაცი ოთხმეოცი ბევრი, რომელ არს [რვაასი] ათასი, განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო[ნი] აურაცხელნი, და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა საზღვართა თვისთა, და იწყო მესოპოტამიას, კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკვირიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითინიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრნა.
ხოლო თვით ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა, რომელ არიან მხნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო[ნი] მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მხედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.

და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა და წარატანა თანა მოციქულიცა თვისი და მიუწერა ნაცვალი წიგნის ესრეთ: „ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულის მარიამის მვედრებელმან და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განსარისხებელი წიგნი შენი, ჰოი ნუქარდინ, და ვსცან სიცრუენი შენნი, რათა ბჭე ღმერთი იყოს! არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიხოცოს? შენ ოქროსა შეკრებულ[ისად და] მ[ხედარ]თა სიმრავლისა მინდობილ ხარ, უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა, ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლ[ე]სა, არცა არას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისამპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა, რომელსა შენ [ჰ]გმობ. ესე რა შემოგეთუალა, წარმომივლენიან მხედრობა ქრისტეს მოსახელე არა შენდა თაყუანისცემად, არამედ დამხობად ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი, სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დახსნილობა მსახურთა შენთა. ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერხნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“. მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი, და წარავლინა მოციქული სულტნისა.
ხოლო თვით უბ[რ]ძანა თვისთა სპათა ყოველთა შესხდომა, და თვით განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუხლთა თვისთა ზედა დიდხან და ტიროდა წინაშე ღმრთისა.
მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა. მერმე მოიყვანნა წინაშე თვისსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თვითეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანისცემდენ და შეემთხუეოდიან. და იწყეს მოსვლად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ხელსა თამარისასა, და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და [ა]სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ხელითა თვით მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა – ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარისმტვირთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თვით მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ხელითა თვისითა, და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამ გზის, და ულოცა; და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.
ხოლო წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგ[რ]ძელი ამირსპასალარი და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელ[ნ]ი: შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.
და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს და მოვიდა ოძრხეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოზი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოზნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი, რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი; და ევლოგი – ქრისტესთვის სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა. იყვნეს მიმდემნი ღამისთევანი და ლიტანიობანი.
ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ყოველ ლოცვითა და ფსალმუნებითა დაუძინებელად განათიის; და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.
აწ ჯერ-არს მოხსენებად, ვითარ-იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თვისსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა. ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული ადგილსა, ბოლოსტიკედ წოდებულსა, და [ე]ახლნეს რა ბანაკსა სულტნისასა, არა იყო რიცხვი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდებისა მათისა. მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.

და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ ჟამ, და მოსწყდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისროდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთუხუცეს[ს]ა, ზაქარიას გ[აგე]ლს და ახალციხელთ შალვას და ივანეს და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და ქუეითად დარჩეს რაზმსა შინა მხნენი ქართველნი.
მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თვის-თვისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოხდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს – ქუეითნი ქუეითთა, და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნა. და ვითარ იხილნა დავით მხნემან, მორიდა ერთ კერძო, და მარჯუენისა მხარსა მორიდა ზაქარია მხარგ[რ]ძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნ[ნენ] ქუეითნი ქართველნი და მიმა|რთეს სპარსთა კერძო, მსწრაფლ მიეტევნეს ერთ კერძო სოსლან დავით და ერთ კერძო ზაქარია; და ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტნისათა.
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ხ[რ]მალთასა მოხედნა წყალობააურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან; და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა, იძლია და დაიფანტა; და ამას გვანდა, თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი, მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ; და სადეთცა თუალი მისწუდებოდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.
ხოლო ჯერ-არს ამისიცა მოხსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა, იყვნეს რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი, დღესა ერთსა, აღესრულა რა საღმრთო ჟამის წირვა ზემოხსენებულისა ევლოგის მიერ, განკვირვება დაეცა ევლოგის და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად და იწყო აღმართ ხედვად; და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ხმა-ყო ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ხელნი; „აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს! ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინის; განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით“. ცნეს ყოველთა, რამეთუ წინასწარმეტყუელებით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თვინიერ იოანე შავთელისა, რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ხელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.
[მაშინ შავთელმან ჰრქუა: უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვგონებ. ამისთვის დაწერეს დღე და ჟამი იგი].
ხოლო ქართველთა იხილნეს რა განქცეულნი წინაშე მათსა მტერნი თვისნი, აღსხდეს ჰუნეთა მათთა და დევნა უყვეს; ხოცდეს, ჩამოყრიდეს და იპყრობდეს; და სიმრავლისაგან ვერ ივლტოდეს, არამედ ურთიერთას დასთრგუნვიდეს. ხოლო ერი ქართველთა უვნებელად დაიცვნა ღმერთმან, რომელ არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავებული კაცი მოკუდა, არამედ ეგეოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა; და სპანი თამარისნი უვნებელად დაიცვნა მოწყალებამან ღმრთისამან.
რამეთუ მისცნა ღმერთმან ხელთა მათთა; და იხილვებოდა საქმე საკვირველი, რამეთუ თვით იყვნეს მსახურ თვისისა შეკრვისა; რომელნი განერნეს პირსა მახვილისასა, უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თვისისა, და უწარჩინებულესი მათი მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა; და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკუროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა; ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი და გაქცეულთა ხოცდეს, ხოლო ნეშტთა, ვითარცა მართუეთა ქათამთასა, მოჰკრეფდეს; და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა, რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ძლით მიხუდებოდა წარმომყვანელად.
ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი მასვე ჟამსა შინა ქმნითა, რომელსა შინა იხილა ჩუენება იგი.
ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისათა. ხოლო ესე ყოველი რა ესრეთ იქმნა, მოუხდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცხვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა; ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი, თუალმარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები ლაგვინებისა და ქუაბებისა თანა, ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა ურიცხუება, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნეს? რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.
ესრეთ ძლევაშემოსილნი და მადიდებელნი ღმრთისანი შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა.
ამისა შემდგომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი; და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედთ მიფენითა; და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თვისსა. თამარ ყოველთა ნუგეშინი-სცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყვისად, და წარგზავნნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თვინიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა ტფილისს პატიმარად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო უკანასკნელ ეგეოდენ სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა; რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თვისისა და დიდებად, რომელი-ესე არაოდეს ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან, ესე ყო დიდებად და სახსენებელად თვისა.

აღივსებოდა ნილოსი და იეფობდა ეგვიპტე. მოაკლდებოდა ისმაელს, განიქი[ქ]ნებოდა აგარ, იკურთხებოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხვისათვის თქუა, და მე აქა ამისთვის წინასიტყუა-ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა და მცემელიცა – ებანსა; რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ხმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ წყალობისმოყუარე თამარ. ამისთვის კუალად წარვიდეს ხალიფასა, არღარა პირველებრ, არამედ ფრიად შეცვალებით, და შესახუეწელთა სიტყუათა მოახსენებდეს, რათა ევედროს თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახვილი მსრველი დააყენო[ს] და ჯაჭვი შემკრველი; რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათვის, და დიდნი და მრავალფერნი სამეფონი ძღუენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა სიმდაბლითა შემოეხუეწა თამარს, რათა აღიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა თამარ ამისი ვედრება და ესრეთ მისცა პასუხი: „აღმისრულებიეს თხოვა შენი. და რომელთაცა ინებონ მშვიდობა თავთა თვისთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათვის შენისა“, რომელი-ესე ესრეთ იქმნა.
ხოლო ვთქუათ ესეცა, რამეთუ [ესე ესმოდა] ყოვლისა საბერძნეთისა სულტანსა, მაღლის ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაპადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ესე იჩემებდა ზაკვით სიყუარულსა, და გზავნიდა მოციქულთა მშვიდობისათვის მრავალ ჟამ და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა. ეგრეთვე თამარ [ჰ]ყოფდა, ნაცვალ სახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუნითა. გარნა იგი ზაკუასა ფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა.
ხოლო ამან მოუწოდა ყოველს სიმრავლესა სპათა მისთასა და შეკრიბა კაცი ოთხმეოცი ბევრი, რომელ არს [რვაასი] ათასი, განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო[ნი] აურაცხელნი, და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა საზღვართა თვისთა, და იწყო მესოპოტამიას, კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკვირიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითინიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრნა.
ხოლო თვით ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა, რომელ არიან მხნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო[ნი] მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მხედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.და კუალად მიირთნა, თვინიერ ნებისა მათისა, შიშით: ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი, სალდუხის ძე, რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი და თვისი ძმა დასუა მუნ.
ვითარცა იტყვიან გძღარბისათვის ხმელისასა, შვილმრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თვისნი მრავალად, გამოვალს ბუდით თვისით მართუებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელი ზეშთა იყო რიცხვისა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმრთისა ზედა; არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუვართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინაუკუმო განმზადა თავი თვისი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა, წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი: „მე ნუქარდინ, სულტანი ყოვლისა ცასაქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს: ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველთად[ა] აღებად ხრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დახოცად, მუსულმანთა და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსვლისა ჩემისა თაყუანის-მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა და უარ-ყოს სჯული შენი და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება; და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხვიე სპარსთა“.
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს თამარის წინაშე და წიგნიცა მისცა, წარდგა და იწყო უკადრებელთა სიტყუათა თქმად ესრეთ: „უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ხოლო ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ზელითა პირსა; დაეცა და ვითარცა მკუდარი დაედვა. ვითარ აზიდეს და აღმართეს და ცნობად მოვიდა, ჰრქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო სამართალი შენი და მერმეღა თავისა კადნიერად კადრებისათვის. აწ, რა არს სიტყუა!“
ესე წიგნი ვითარცა მიართუეს და იხილა თამარ, ყოვლად არა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა. და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა; და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათვის არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.
მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე და ბრძანება და წიგნები ქროდა მალემსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოკრბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასით და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და შეკრბეს ჯავახეთს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა ბედნიერად ხმარებული. და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი, რომელთა თვით თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერხითა, და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თვისთა. [და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.]
და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა და წარატანა თანა მოციქულიცა თვისი და მიუწერა ნაცვალი წიგნის ესრეთ: „ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულის მარიამის მვედრებელმან და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განსარისხებელი წიგნი შენი, ჰოი ნუქარდინ, და ვსცან სიცრუენი შენნი, რათა ბჭე ღმერთი იყოს! არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიხოცოს? შენ ოქროსა შეკრებულ[ისად და] მ[ხედარ]თა სიმრავლისა მინდობილ ხარ, უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა, ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლ[ე]სა, არცა არას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისამპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა, რომელსა შენ [ჰ]გმობ. ესე რა შემოგეთუალა, წარმომივლენიან მხედრობა ქრისტეს მოსახელე არა შენდა თაყუანისცემად, არამედ დამხობად ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი, სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დახსნილობა მსახურთა შენთა. ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერხნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“. მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი, და წარავლინა მოციქული სულტნისა.
ხოლო თვით უბ[რ]ძანა თვისთა სპათა ყოველთა შესხდომა, და თვით განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუხლთა თვისთა ზედა დიდხან და ტიროდა წინაშე ღმრთისა.
მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა. მერმე მოიყვანნა წინაშე თვისსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თვითეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანისცემდენ და შეემთხუეოდიან. და იწყეს მოსვლად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ხელსა თამარისასა, და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და [ა]სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ხელითა თვით მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა – ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარისმტვირთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თვით მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ხელითა თვისითა, და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამ გზის, და ულოცა; და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.
ხოლო წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგ[რ]ძელი ამირსპასალარი და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელ[ნ]ი: შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.
და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს და მოვიდა ოძრხეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოზი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოზნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი, რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი; და ევლოგი – ქრისტესთვის სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა. იყვნეს მიმდემნი ღამისთევანი და ლიტანიობანი.
ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ყოველ ლოცვითა და ფსალმუნებითა დაუძინებელად განათიის; და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.
აწ ჯერ-არს მოხსენებად, ვითარ-იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თვისსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა. ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული ადგილსა, ბოლოსტიკედ წოდებულსა, და [ე]ახლნეს რა ბანაკსა სულტნისასა, არა იყო რიცხვი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდებისა მათისა. მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგ[რ]ძელი ამირსპასალარი, და ახალციხელ[ნ]ი შალვა და ივანე და სხუანი თორელნი. და ერთ კერძო აფხაზნი და იმერნი, და ერთ კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი, ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი მათი და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსვლად, არამედ გარე-მოიცვნეს.
ხოლო ვთქუათ ესეცა, რამეთუ [ესე ესმოდა] ყოვლისა საბერძნეთისა სულტანსა, მაღლის ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაპადუკიასა, ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ესე იჩემებდა ზაკვით სიყუარულსა, და გზავნიდა მოციქულთა მშვიდობისათვის მრავალ ჟამ და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა. ეგრეთვე თამარ [ჰ]ყოფდა, ნაცვალ სახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუნითა. გარნა იგი ზაკუასა ფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა.
ხოლო ამან მოუწოდა ყოველს სიმრავლესა სპათა მისთასა და შეკრიბა კაცი ოთხმეოცი ბევრი, რომელ არს [რვაასი] ათასი, განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო[ნი] აურაცხელნი, და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათვის მხედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა საზღვართა თვისთა, და იწყო მესოპოტამიას, კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკვირიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითინიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თვინიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამხედრნა.
ხოლო თვით ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა, რომელ არიან მხნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო[ნი] მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მხედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.
და კუალად მიირთნა, თვინიერ ნებისა მათისა, შიშით: ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი, სალდუხის ძე, რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი და თვისი ძმა დასუა მუნ.
ვითარცა იტყვიან გძღარბისათვის ხმელისასა, შვილმრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თვისნი მრავალად, გამოვალს ბუდით თვისით მართუებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელი ზეშთა იყო რიცხვისა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმრთისა ზედა; არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუვართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინაუკუმო განმზადა თავი თვისი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა, წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი: „მე ნუქარდინ, სულტანი ყოვლისა ცასაქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს: ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველთად[ა] აღებად ხრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დახოცად, მუსულმანთა და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ხრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსვლისა ჩემისა თაყუანის-მცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა და უარ-ყოს სჯული შენი და ხელითა თვისითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება; და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხვიე სპარსთა“.
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს თამარის წინაშე და წიგნიცა მისცა, წარდგა და იწყო უკადრებელთა სიტყუათა თქმად ესრეთ: „უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ხოლო ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ზელითა პირსა; დაეცა და ვითარცა მკუდარი დაედვა. ვითარ აზიდეს და აღმართეს და ცნობად მოვიდა, ჰრქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო სამართალი შენი და მერმეღა თავისა კადნიერად კადრებისათვის. აწ, რა არს სიტყუა!“
ესე წიგნი ვითარცა მიართუეს და იხილა თამარ, ყოვლად არა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა. და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა; და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათვის არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.
მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა ნიკოფსით ვიდრე დარუბანდამდე და ბრძანება და წიგნები ქროდა მალემსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოკრბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასით და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და შეკრბეს ჯავახეთს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა ბედნიერად ხმარებული. და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი, რომელთა თვით თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერხითა, და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თვისთა. [და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.]
და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა და წარატანა თანა მოციქულიცა თვისი და მიუწერა ნაცვალი წიგნის ესრეთ: „ძალსა ღმრთისასა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან და მარადის ქალწულის მარიამის მვედრებელმან და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განსარისხებელი წიგნი შენი, ჰოი ნუქარდინ, და ვსცან სიცრუენი შენნი, რათა ბჭე ღმერთი იყოს! არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიხოცოს? შენ ოქროსა შეკრებულ[ისად და] მ[ხედარ]თა სიმრავლისა მინდობილ ხარ, უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა, ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლ[ე]სა, არცა არას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისამპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა, რომელსა შენ [ჰ]გმობ. ესე რა შემოგეთუალა, წარმომივლენიან მხედრობა ქრისტეს მოსახელე არა შენდა თაყუანისცემად, არამედ დამხობად ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი, სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დახსნილობა მსახურთა შენთა. ამისთვის წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერხნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“. მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი, და წარავლინა მოციქული სულტნისა.
ხოლო თვით უბ[რ]ძანა თვისთა სპათა ყოველთა შესხდომა, და თვით განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუხლთა თვისთა ზედა დიდხან და ტიროდა წინაშე ღმრთისა.
მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა. მერმე მოიყვანნა წინაშე თვისსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თვითეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანისცემდენ და შეემთხუეოდიან. და იწყეს მოსვლად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ხელსა თამარისასა, და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და [ა]სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ხელითა თვით მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა – ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარისმტვირთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თვით მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ხელითა თვისითა, და ამხედრებულთა ზედა ყოველსა მხარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამ გზის, და ულოცა; და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.
ხოლო წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგ[რ]ძელი ამირსპასალარი და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელ[ნ]ი: შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.
და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს და მოვიდა ოძრხეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოზი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოზნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი, რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკვირველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი; და ევლოგი – ქრისტესთვის სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა. იყვნეს მიმდემნი ღამისთევანი და ლიტანიობანი.
ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ყოველ ლოცვითა და ფსალმუნებითა დაუძინებელად განათიის; და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.
აწ ჯერ-არს მოხსენებად, ვითარ-იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თვისსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯუარისათა. ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული ადგილსა, ბოლოსტიკედ წოდებულსა, და [ე]ახლნეს რა ბანაკსა სულტნისასა, არა იყო რიცხვი ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდებისა მათისა. მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მხარგ[რ]ძელი ამირსპასალარი, და ახალციხელ[ნ]ი შალვა და ივანე და სხუანი თორელნი. და ერთ კერძო აფხაზნი და იმერნი, და ერთ კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი, ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი მათი და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსვლად, არამედ გარე-მოიცვნეს.
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ ჟამ, და მოსწყდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისროდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთუხუცეს[ს]ა, ზაქარიას გ[აგე]ლს და ახალციხელთ შალვას და ივანეს და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და ქუეითად დარჩეს რაზმსა შინა მხნენი ქართველნი.
მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თვის-თვისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოხდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს – ქუეითნი ქუეითთა, და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნა. და ვითარ იხილნა დავით მხნემან, მორიდა ერთ კერძო, და მარჯუენისა მხარსა მორიდა ზაქარია მხარგ[რ]ძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნ[ნენ] ქუეითნი ქართველნი და მიმა|რთეს სპარსთა კერძო, მსწრაფლ მიეტევნეს ერთ კერძო სოსლან დავით და ერთ კერძო ზაქარია; და ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტნისათა.
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ხ[რ]მალთასა მოხედნა წყალობააურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან; და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა, იძლია და დაიფანტა; და ამას გვანდა, თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი, მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ; და სადეთცა თუალი მისწუდებოდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.
ხოლო ჯერ-არს ამისიცა მოხსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა, იყვნეს რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი, დღესა ერთსა, აღესრულა რა საღმრთო ჟამის წირვა ზემოხსენებულისა ევლოგის მიერ, განკვირვება დაეცა ევლოგის და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად და იწყო აღმართ ხედვად; და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ხმა-ყო ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ხელნი; „აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს! ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინის; განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით“. ცნეს ყოველთა, რამეთუ წინასწარმეტყუელებით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თვინიერ იოანე შავთელისა, რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ხელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.
[მაშინ შავთელმან ჰრქუა: უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელსაგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვგონებ. ამისთვის დაწერეს დღე და ჟამი იგი].
ხოლო ქართველთა იხილნეს რა განქცეულნი წინაშე მათსა მტერნი თვისნი, აღსხდეს ჰუნეთა მათთა და დევნა უყვეს; ხოცდეს, ჩამოყრიდეს და იპყრობდეს; და სიმრავლისაგან ვერ ივლტოდეს, არამედ ურთიერთას დასთრგუნვიდეს. ხოლო ერი ქართველთა უვნებელად დაიცვნა ღმერთმან, რომელ არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავებული კაცი მოკუდა, არამედ ეგეოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა; და სპანი თამარისნი უვნებელად დაიცვნა მოწყალებამან ღმრთისამან.
რამეთუ მისცნა ღმერთმან ხელთა მათთა; და იხილვებოდა საქმე საკვირველი, რამეთუ თვით იყვნეს მსახურ თვისისა შეკრვისა; რომელნი განერნეს პირსა მახვილისასა, უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თვისისა, და უწარჩინებულესი მათი მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა; და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკუროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა; ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი და გაქცეულთა ხოცდეს, ხოლო ნეშტთა, ვითარცა მართუეთა ქათამთასა, მოჰკრეფდეს; და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა, რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ძლით მიხუდებოდა წარმომყვანელად.
ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი მასვე ჟამსა შინა ქმნითა, რომელსა შინა იხილა ჩუენება იგი.
ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისათა. ხოლო ესე ყოველი რა ესრეთ იქმნა, მოუხდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცხვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა; ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი, თუალმარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები ლაგვინებისა და ქუაბებისა თანა, ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა ურიცხუება, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნეს? რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.
ესრეთ ძლევაშემოსილნი და მადიდებელნი ღმრთისანი შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა.
ამისა შემდგომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი; და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედთ მიფენითა; და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თვისსა. თამარ ყოველთა ნუგეშინი-სცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყვისად, და წარგზავნნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თვინიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა ტფილისს პატიმარად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო უკანასკნელ ეგეოდენ სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა; რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თვისისა და დიდებად, რომელი-ესე არაოდეს ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან, ესე ყო დიდებად და სახსენებელად თვისა.
აწ კუალად აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თუალსა და მარგალიტსა წყვით დასდებდეს, ხოლო ოქროქსოვილთა ბერძულთა და სხუათა ნაქსოვთა ძვირად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხუთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდეთა საიდუმლოთასა; და აღავსნა ყოველნი ხელნი მთხოველთანი და განაძღნა ყოველნი გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით.
ესრეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თვისთა, ესრეთ აღამაღლებს წინაშე თვისსა მდაბალთა, ესრეთ შემწე არს მოსავთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა თვისთა, რამეთუ არარა სხუა დაიდვა თამარ გულსა თვისსა, ვითარ „დასაბამი იგი სიბრძნისა შიში ღმრთისა“, და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.
იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა, განეფინა მადლი ბაგეთა მისთა. ამისთვის აკურთხა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგა თავსა მისსა გვირგვინი პატიოსნებისა, და დასდვა წელთა მისთა მახვილი ძლიერებისა, და წარემართა სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათვის, სიმშვიდისა და სიმართლისა.
ჯერ-არს ამისთვისცა თქმად, ვითარმედ ქმნნეს მრავალთა დედათა ძლიერება, არამედ არა ესრეთ, ვითარ ამან: არა ვერაგობისა ღონითა აცხოვნებდა ერსა თვისსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა და სამართალითა და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშვიდითა იაკობის მსგავსითა, სიუხვითა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს ღმრთისა მსგავსითა, და სამართალი[ს]ა მისისა მობაძვითა.
დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა ვინ დასჯილი, თვინიერ ძუელისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა – ძელსა ზედა ჩამორჩობა. თვით არცა ვის ღირსსა სიკუდილისა და არცა პატიჟისასა მიეხადა თანანადები, არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკუეთილ იქმნა და არცა სიბრმითა დაისაჯა, თვინიერ გუზან, ღირსი სიკუდილისა, რომელი ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალ[ვ]ით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს; ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისა, ამისთვის მისსა შეკითხვამდის თუალნი დასწუნა ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრისტიანეთასა.
არა ოდე[ნ] თვისსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათვის; და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყუარულითა მისითა.
წარავლენდის სარწმუნოთა თვისთა და დავედრის ესრეთ: „იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისა“, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მოიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათვის რადღა სახმარ არს თქმად? რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათვის ოქროთა აურაცხელთა.
ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თვით უკუნსცის, და ყოველი ჭირი და ჭირებული აღიღის მათგან.
კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კუალად ისავრიას, კურუსეთს და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კვიპრისათა, – ესე ყოველნი აღავსნა ქველისსაქმითა, რომლისათვის ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:
მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველისმოქმედებათათვის ამისთა მონაზონნი შავისა მთისა[ნი], ანტიოქიით და კვიპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ.
შეიწყნარნა თამარ ჩუეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა: მერმე მისცა ყოველთა დიადი და აღავსნა ყოვლითა სახმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თვით მათთვის და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდეს მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კოსტანტინეპოლ|ედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის ანგ[ელ]სა, რომელმან ძმასა თვისსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათვის საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს, და წარუღო მათ მონაზონთა.
ცნა რა ესე თამარ მეფემან, ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ და ამით უმეტეს არცხვინა ეშმაკი; ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთიქითნი; და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი; და მისცა ნათესავსა თვისსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თვით წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.
ხოლო ესმა ესე ფრანგთა, რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი მეფობისა თანა; და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თვისისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა და დაუფინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და ჰრქუა ესრეთ: „აჰა, ალექსი, გულისსათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე თვინიერ სხვისა რომლისამე საზრდელისა და წყლისა წილ; რამეთუ ამისთვის წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა და დახსენ თვითმპყრობელობა ბერძენთა“. და ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.
ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კუალად ესეოდენ ტკბილ და ძვირუხსენებელ, ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთვის ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებითა აქუნდეს, არა იპყრობს დიდხან, გარნა თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.
ესრეთ დღითი-დღე წარმატებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრისმპყრობელთა ყოველთა შორის უბრწყინვალესი თამარ, ხოლო უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მიფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფონი მისნი; ჟამ გარდავიდიან აფხაზეთს და განაგნიან საქმენი მანდაურნი და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო – გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, მერმე დადგიან დვინს. მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა და წარვიდიან კოლას თავსა არტანისასა და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ ქალაქით და ეზინკით და სხვათა გარემოსთა ქალაქთა.
ხოლო წარმოვთქუათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინათუ მეოთხედ აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა. რამეთუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარა ღონე ქნეს აღებისა, რამეთუ ზამთრის მკსინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მოდგომად. ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან გაყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად; გარე-შემოუხუნეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლო მარტო ჰქონდათ სპარსთა. ამისთვის განიზრახა კეთილი[თ]ა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა; წაატანა ზაქარია და ივანე და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თვით თამარ დადგა ჯავახეთს და მუნ მოელოდა ამბავსა მათსა.
ხოლო იგინი მივიდეს და ებრძოლნეს უკუე შეკრულსა მას ღობესა წყლისათვის; და მრავალთა შინა დღეთა განტეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დაშთომილთა მათ ითხოეს დავითისგან, რათა თვით თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ; რამეთუ ეშინოდათ სიტყუათა მათთვის გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდეს პირველ.
მაშინ მოახსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა; და მოიხუნეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და ითხოვდეს მშვიდობასა და ფიცსა, რათა არა განსცეს კარი, ვითარ ანისი და დვინი, არამედ სამეფოდ დაიმჭიროს. ამისთვის მისცა სიტყუა მტკიცე და უბრძანა ძესა თვისსა გიორგის, რათა შევიდეს და თვით მოითუალოს ქალაქი და ციხე, რომელი-ესე ესრეთ იქმნა. და ესე [ერთი] ქალაქი და ციხე თვისად დაიმჭირა მათ ყოველთაგან, რომელნი აიხუნა ზორაკერტით რახსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით სპერამდის.
და ვისცა ათჩვიდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან გემცრებიან და მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ გარეთა, აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნი ჰქონან ციხენი მხარგ[რ]ძელთა ოდენ სახლთა, ზემოთ და ქუემოთ.
ხოლო ამა სიხარულსა შეუდგა მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა კეთილითა, და სხვითა ყოვლითა საღმრთოთა და საკაცობოთა შესახედავითა განშუენებული, ხოლო წყობათა და ომსა შინა მხნე, უხვი და მდაბალი და სიკეთეაღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკვიდროვანსა.
მათ უკუე ჟამთა, არა მცირედსა ჟამსა, მშვიდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდანი მარხვანი; მხარგ[რ]ძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტიანეთა ზედა, მოუწოდა სპათა თვისთა და წარმოემართა; უწყოდა მხარგ[რ]ძელთა შინა-უყოფლობა; წარმოვიდა და აღმოვლო რახსის პირი, გზა-გზა არავის ავნო და უგრძნობელად მოვიდა და მოიწია ანისის ქალაქის სიახლესა; და დიდსა შაბათსა მწუხრი მო-რე-ეახლა ქალაქსა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალაქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერღარა მოასწრეს კარნი, და შევიდეს ქალაქად. იწყეს ხოცად და კლვად და ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე შეივლტოდა დარანოა[ნ]თა შინა და მუნ გამაგრდიან, და რომელნიმე ქუაბოანთა შინა, რომელსა ქარტუნობით უწოდდეს. არამედ არა განერა, ანუ ციხესა ანუ ქარტუნსა შინა, რომელსა შინა არა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდოვანი და ქუაბოვანი.
ესრეთ ხელთ იგდეს რა ქალაქი ყოველი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა შინა, ვითარცა ცხოვარი, დაკლეს, თვინიერ მისი, რომელი უბანთა და ფოლორცთა შინა მოიკლა. ესოდენ მძვინვარედ მოაოხრეს ანისი, და სავსენი ტყვითა და ალაფითა ურიცხვითა წარვიდეს და მიიწივნეს სახლად თვისად.
ხოლო ესე ანისის მოოხრების ამბავი ახალკვირიაკესა დღესა აცნობეს მეფესა თამარს გეგუთს. სცნეს რა ამირსპასალარმან ზაქარიამ და მსახურთუხუცესმან ივანემ, დიდად დამძიმდენ და მწუხარებამან მოიცვნა; და გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა და რამცა ყვეს, არა უწყოდეს; ხოლო მეფე და ყოველნი სპანი მისნი, მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი, სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად აღეგზნეს.
მაშინ მხარგ[რ]ძელთა ჰრქუეს მეფესა: „მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასვლითა მცნებათა ღმრთისათა; რომელ ესეოდენი სული ქრისტიანე მოისრა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათვის. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა და პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა, არამედ ჩუენცა შური-ვაგოთ და ნაცვლისა ქმნად განვემზადნეთ, და სიცრუე მათი მათდავე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა, რათა მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა წარსვლად; პირველად წარვიდეთ ანისს და, ვინ სადა ვპოოთ სპარსთაგანი, მოვინადიროთ. და რათა არა ცნან, მცირედითა ლაშქრითა წარვიდეთ. უკეთუ დიდნი წარვალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ; არამედ მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა შევიდეს, მზამცა არიან, რაჟამს ჩუენ მოგახსენოთ“. ხოლო სთნდა მეფესა თქმული მათი. და უბ[რ]ძანა სპათა თვივისთა, რათა მზა იყვნენ.
და მხარგ[რ]ძელნი წარმოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწისა სჯულისა მათისა მარხვა; წარმოავლინეს წინაშე მეფისა კაცი ლაშქრისა მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა, თორელთა, თმოგუელთა, ჰერ-კახთა, სომხითართა; ხოლო ქართველნი არა წარატანა, რათა არა აგრძნან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანის[ს] და წარემართნეს არდაველს. გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუდაფრინის ხიდსა და მიმართეს არდაველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, – რომელ არს აღვსება მათი, – და მას ღამესა გარე-მოადგეს არდაველს. ხოლო ვითარ ხმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გახშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტევეს მხარგ[რ]ძელთა; და უომრად ხელთ იგდეს სრულობით ქალაქი იგი და სულტანი და ცოლნი და შვილნი მისნი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა და ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა, მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა და საფენლითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრობა შეუძლებელ არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა და აქლემითა, და საქონელი მათი თვით მათთავე სახედართა აღკიდეს და ესრეთ წარმოემართნეს. ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, და ცოლნი და შვილნი მისნი ტყუედ წარმოიყვანეს; და ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მათთა დაკლეს, ვითარ-იგი მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოკლეს და სხუა ტყუე-ყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ესეთი ძლევაშემოსილნი მიიწივნეს ანისს და დიდად ნუგეშინის-იცეს. და ესრეთ მოიწივნეს წინაშე მეფეთ-მეფისა და დედოფალთ-დედოფლისა თამარისა; მოიღეს ძღუენი და არმაღანი, აღავსნეს მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი. ჟამსა მას კოლას დგა მეფე; აღივს[ნეს] ყოველნი სამეფონი ამისნი სიმდიდრითა აურაცხელითა, ოქროთა, ვეცხლითა და სხვითა ყოვლითა სიმდიდრითა, რომელიცა მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისათვისცა დიდად მადრიელმან მეფემან უბოძა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი. ესრეთ მადიდებელნი ღმრთისანი იშუებდეს და იხარებდეს და ნებიერად იყოფოდეს; და მოუდიოდა გარეშემოთა მყოფთა მეფეთაგან ხარაჯა და ძღუენი ურიცხვი.
ხოლო სხუასა ჟამსა მოვიდეს მეფის წინაშე მხარგ[რ]ძელნი, ზაქარია სპასალარი და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, და მოახსენეს: „ძლიერო ხელმწიფეო და შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო! იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და სცან სიმხნე და სიქველე სპათა შენთა; გულისხმა-ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მხნენი და ქველნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არავინ არს წინააღმდგომი მათი. აწ ბ[რ]ძანოს მეფობამა თქუენმან, რათა არა ცუდათ ვაუქმოთ სპანი თქუენნი და დავიწყებასა მიეცეს სიმხნე მათი, არამედ აღვამხედროთ ერაყს, რომგუარსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, რათა ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი. აწ უბ[რ]ძანე სპათა საქართველოსათა, რათა მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს მუნ ხუარასანს და ერაყს, არამედ ბ[რ]ძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდის აღიჭურონ და მზა იყვნენ!“
და ვითარ ესმნეს თქმულნი ესე მხარგ[რ]ძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, ამერთა და იმერთა, აუწყა თქმული მათი. ხოლო ვითარ ესმა ლაშქრად წუევა მხარგ[რ]ძელთაგან, სთნდა ყოველთა მათ და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმად.
და ვითარცა მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილის[ს] მეფისა წინაშე. და განიხილნა რა სპანი თვისნი, მ[ო]ეწონა აბჯართა განწყობილება და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმხნე სპათა მისთა და შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სვიანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შევედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელსა, დროშა და ლაშქარი დაულოცა და წარავლინა სპარსეთს. მისცა დროშა ამირსპასალარს ზაქარიას, და წარემართნეს სპარსეთად.
ჩავლეს პირი ნახჭევნისა და განვიდეს ჯუღას და რახსისა პირსა და შევლეს იწრო იგი ხევი დარადუზისა და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისი მცნობელ[ნ]ი, შეივლტოდეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოეს კაცი, ეგონა მთასა მარანდისასა ყოფა სპათა ადარბადაგანისათა. ამისთვის და[ა]რჩიეს ხუთასი რჩეული მხედარი დიდებული და აზნაური, აჩინეს მხედართმთავრად თაყიადინ თმოგუელი. წარემართნეს და აღვლეს აღმართნი მარანდისანი და აღვიდეს
ვაკესა, თავსა მას მარანდისასა და დადგეს მთასა მას ზედა; რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას; რათა არავის ებრძოლონ მიღმართ, ვიდრემდის არა მივიდეს იგი. და თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას და რაცა რქუას, მათ ყონ იგი.
და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. ხოლო ვითარცა იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შელტოლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა შინა მაღალთა, რომელ არს ზედა კერძო მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა, იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურნეს. მოუხდეს ზარითა და ამბოხებითა მარანდელნი, რამეთუ საწუნელ უჩნდეს ქართველნი სიმცროთა მათთათვის. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერად და აოტეს, რომელ მცირედნი განერნეს; და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა-უყვეს გრძლად.
მაშინ აღვიდეს უმრავლესიცა იგი ლაშქარი ქართველთა და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე; და ქართველი კაცი არცა ერთი იპოებოდა, და ესეოდენი ძლევა მისცემოდათ ღმრთისაგან, რომელ ხუთასი შუბი ხუთასს კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. ხოლო ესე რა იხილეს, განკვირდეს და ქართველისა კაცისა ვერ-პოვნა უკვირდათ. ამისთვის უღონოქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. ვითარცა მცირედი ხანი დაეყოვნათ, გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. იხილა რა ზაქარია, დიდად გამხიარულდა და მადლობა შეწირა ღმრთისა, რომელ არცა ერთი კაცი ქართველი მომკუდარ იყო; და ესეთი ძლევა მისცემოდათ ღმრთისაგან.
ხოლო დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდათ, გარნა ყოვლადვე აბრალებდეს თაყიადინს და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა ამბის უცნობელად შებმისათვის.
და ესრეთ განმხიარულებულნი და მმადლობელნი ღმრთისანი გამარჯუებისათვის წარმოემართნეს და მომართეს ქალაქსა თავრეჟისასა და გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქართა, ამისთვის განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკვიდრნი თავრეჟისანი, ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟს ქალაქისანი. მაშინ განიზრახეს, რათა ზავისა მიცემითა და ძღუნითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნითა დაამშვიდონ პირნი ქართველთა სპათანი. წარმოავლინეს მოციქული და ითხოვეს მშვიდობა, არა-მოოხრებად ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი ურიცხვი: ოქრო, ვეცხლი, თუალნი პატიოსანნი და მარგალიტნი ძვირფასისანი. განკვირდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარია და ივანე მხარგ[რ]ძელნი; აღუთქუეს მშვიდობა და უვნებელად განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ. და მოვიდეს ყადნი, ხოჯანი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი და მოიღეს ოქრო, ვეცხლი, ლარი, თუალი მარგალიტი, შესამოსელნი, ცხენი, ჯორი და აქლემი და საზრდელი კმა-საყოფელი ლაშქართათვის. აღავსნეს დიდნი და მცირენი და დაუდგინნეს ქალაქსა მცველნი. და წარვიდეს მუნით და განვლეს ადარბადაგანი და მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისვლა ქართველთა და ვითარცა თავრეჟელთა ქმნეს, მანცა ითხოვა მშვიდობა; და აღუთქუეს მიცემად ურიცხვი საქონელი. უსმინა ზაქარიამ და მოიყვანეს მშვიდობის-ყოფად; და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლნი და ქვანი ძვირფასისანი. და აღივსნეს მუნცა ყოვლითა სიმდიდრითა. და დაუტევეს მცველნი და წარვიდეს მშვიდობით და მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს, და იყო ალიზის ზღუდით განმაგრებული. ხოლო ქალაქი ძლიერად განამაგრეს და იწყეს ფიცხლად ბრძოლად. ვითარ განგრძელდა ომი, განიყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. მაშინ იწყეს თხრად ზღუდეთა: პირველად მარჯუენესა მხარსა მესხთა შეხურიტეს და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა, და რომელნიცა დახუდეს შიგნით მეომარნი, იწყეს ხოცად და სრვად. აღივსნეს მესხნი ურიცხვითა საქონლითა; და მერმე შემოუხურიტნეს ყოველგნით, წარმოტყუენეს და აღივსნეს საქონლითა; და მცირედ განისუენეს და მერმე ამხედრდეს და წარემართნეს ხუარასნით და მწუხრსა მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა მუსულმანსა, იგიცა მოტყუენეს და მცირედ განისუენეს.
და მერმე წარვიდეს ქალაქსა ხორასნისასა; და ყაზმინს რა მიიწივნეს, აიყარნეს და ვერ წინააღუდგეს ყაზმინელნი და ივლტოდეს მთად. მოარბიეს იგიცა და აღივსნეს საქონლითა. და აღკიდეს საქონელი მათი მათსავე სახედართა. კაცთა არა ავნებდეს, არამედ ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირეთა ვაჟთა. და წარემართნეს მთად ლტოლვილთა მიმართ და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა და ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანეს რომგუარსა მიმართ მიიწინეს, რომელ არს ხორასანი.
რაღა გრძელ სიტყუა! ვითარ მიიწინეს ვიდრე ქალაქად გურგანისად და მოაოხრეს ქუეყანა იგი და ვერღარა ძალ-ედვა წიაღსვლა ალაფისაგან, შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევაშემოსილნი ქართველნი. რამეთუ აქამომდე არავინ ქართველთა ნათესავი მიწევნულ იყო ლაშქრად, არა მეფე, არცა მთავარი, და ვერვინ წინა-აღუდგა სპარსეთს შესვლასა მათსა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერცა ერაყისა და ვერ რომელი თემი სხუა.
ესრეთ უზომოთა და ურიცხვითა სიმდიდრითა აღვსებულნი და განმდიდრებულნი შემოიქცეს და მოვიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანის ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნილი, უცნაურქმნილ იყო ყოველთა მიერ და ერაყის სულტნის მოსრვა, კაცი ვინმე მისრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუილი ეთქუა, ვითარმედ: „მოვიდა თვით დიდი სულტანი და გილანელ[ნ]ი, სულტანი ხუარასნისა და ერაყის სულტანი, და გილანელთ ყოვლგნით გზა შეუკრესო ქართველთა და მოსრნეს, რომელ არცა ერთი კაცი ქართველთაგანი განერაო ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობ[ე]ლი მივა საქართველოსაო“.
ხოლო ესე რა ესმა მელიქსა მიანისასა და მიანელთა, დიდათ განიხარეს; და ქართველთაგან დატევებულნი მცველნი ქალაქისანი დახოცნეს და ძელსა ზედა ჩამოჰკიდნეს. გარნა ერთი კაცი ქართველი დაიმალა მცველთა მათგან ქალაქსა შინა. და ვითარცა მოვიდეს ქართველნი ძლევაშემოსილნი და განმდიდრებულნი მიანას, წინა-გაეგება სულტანი მიანისა დიდითა ძღუნითა, ხოლო ეგონა დაფარვა ნაქმრისა მათისა. იხილნა რა ზაქარია, იკითხ[ნ]ა მცველნი მათგან დატევებულნი; ხოლო მათ რქუეს, ვითარმედ: „თავრეჟს წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა“. მაშინ მოვიდა დამალული იგი კაცი და აუწყა ნაქმარი მიანელთა: მცველთა მოწყუედა, ტყავის გახდა და ძელსა ზედა დაკიდება; და შესწამა პირის-პირ მელიქსა, და იგინი იდგეს უსიტყუ[ე]ლნი.
და ვითარ ესმა ესე ზაქარიას და ივანეს, დიდად განმწარდეს და ძნელად აღუჩნდ[ა] ესე. შეიპყრეს მელიქი და ყოველნი სახლეულნი და თვისნი მისნი, და ყოველნი სიკუდიდ დასაჯნეს თვით იგი და შვილნი მისნი, ტყავები დახადეს და ძელსა ზედა ჩამოკიდნეს; და ქალაქი მოაოხრეს, მოწუეს, და ტყუე ყვეს; ხოლო სიმდიდრე რომელ წარმოიღეს, შეუძლებელ არს აღრიცხვა მათი.
ესრეთ მომართეს გზასა, რომელ აღმოევლოთ ადარბადაგნით, მოვიდეს და მოეგებნეს პირველად უჟანით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აღივსნეს სრულიად სამეფონი, და თვით მეფეთ-მეფისა თამარისთვის წარმოგზავნეს თუალნი დიდფასისანი, ძვირად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. და დაუტევნეს მშვიდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და გამოვლეს რახსი, და ამოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფისა წინაშე. მხიარულ იქმნა მეფე, მმადლობელი ღმრთისა და მხიარულითა პირითა გაეგება, ზეიმითა და დიდებითა. იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა, რომელ არცა ძუელ ოდესმე ქმნილ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.
შევიდეს ისანთა და დაჯდა მეფე ტახტსა ზედა სამეუფოსა. შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხვი და დადვეს მეფისა წინაშე. განკვირდა მეფე, რომელ არავის ქართველთაგანსა ენახნეს ეზომნი სიმდიდრენი, აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფე თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ; აღასრულებდა ლიტანიობათა და ღამისთევათა, მრავალი განსცა ობოლთა და ქურივთა ზედა, და ეკლესიანი აღავს[ნა] სიმდიდრითა და ლაშქართა ზედა განყო საჭურჭლე დიდი. იყო მადლობა ღმრთისა [მიმართ დაუცადებელი] ესევითარისა გამარჯუებისათვის [და] ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა.
მაშინ მოიწია მწუხარება დიდი, რამეთუ მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გადიდებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, რომელიცა იგლოვა მეფემან და ყოველმან კაცმან საქართველოსამან. რამეთუ არავინ მხნედ გამოჩენილ იყო მთავართა შორის ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა: რომელი იყო ნათესავი არტაქსე[რ]ქსი ხელგ[რ]ძელისა. და იყო სარწმუნოებით სომეხი, არამედ ყოველნი სათნოებანი სა[ღმრთო]ნი და საკაცობონი აქუნდეს. და დაუტევა შვილი ერთი. მაშინ მოუწოდა მეფემან ივანეს მსახურთუხუცესსა, ძმასა ამის ზაქარიასსა, და ინება აღყვანება პატივსა ძმისა მისისასა, და უბოძა ამირსპასალარობა. ხოლო ივანე, საქმისა ამისთვის განკვირვებული, ეტყოდა მეფესა: „პატივი ესე, რომლითა პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდებულ არს და მე უღირს ვარ. არამედ ამას გევედრები, რათა ძმისა ჩემისა სახელსა არა ახსენებდე[ნ] ჩემ ზედა, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისსა დგომად; არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც; რამეთუ საქართველოსა შინა არა არს ესე წესად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რათა ახალსა უაღრესსა პატივსა ღირს-მყო და ათაბაგობა მიბოძო, ვითარცა წესი არს სულტანთა, რომელ მეფეთა გამზრდელთა და სულტანთა ათაბაგობით უხმობენ; ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა“. მაშინ მეფემან უსმინა ვედრება მისი და უბოძა ათაბაგობა, რომელ არა ყოფილ იყო ქართველთა მეფეთა წინაშე და არცა ვის ბოძებოდა. მსახურთუხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მარადის მეფისა წინაშე.
ხოლო მეფე თამარ ზამთარ დუინს იყვის და ზაფხულ კოლას და ცელის ტბას, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთსა და ცხუმს.
ხოლო მათ უკუე ჟამთა შინა იწყეს კაცთა მთეულთა განდგომად, ფხოელთა და დიდოთა. რამეთუ დიდონი მშთვარსა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; და რომელნიმე უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანი-სცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ესევითარსა ყოფენ. ხოლო ფხოელნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად, ხოცად და ტყუეობად, ცხადად და ღამით.
მაშინ მეფემან თამარ მოუწოდა ათაბაგსა ივანეს და ყოველთა მთიულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, და ერწო-თიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინნა მათ ზედა. ხოლო ივანემ გონიერად ყო: აღვიდა მთასა ხადისასა და წარვლო წუერი მთისა და წარდგა მთასა ფხოელთასა და დიდოთასა, რომელი-ესე არავის ექმნა, არცა პირველ და არცა შემდგომად; ერთ კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთ კერძო დიდოეთი და ფხოეთი.
ცნეს რა მისვლა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცნეს ლაშქარ[ნ]ი და დაუდგეს გუერდს. და იწყეს ზეიდამ ბრძოლა, რბევა და კლვა და ტყუეობა და დაწუვა; და მოსწყვიტეს ურიცხვი კაცი დიდო და ფხოელი, და დაყვ[ნ]ეს სამნი თუენი: ივნისი, ივლისი და აგვისტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისაგან მოსცეს მძევლები, აღუთქუეს მსახურება და ხარაჯა, და მისცეს პირი სიმტკიცისა, ქმნეს ზავნი. და წარმოასხა მძევლები, და ესრეთ გამარჯუებულნი მოვიდეს წინაშე მეფისა [და] რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, და მოვაოხრენ ურჩნი მეფობისა შენისანი დიდოეთი და ფხოე[თ]ი“. ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.
და იყო ყოველგან მშვიდობა და წარმატება, და დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა მეფისა თამარისათა; ხოლო სპანი მისნი განისუენებდენ ნადირობითა და ბურთაობითა. და თვით თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფესა წინაშე იყვნიან; იხარებდეს და აღივსებოდეს ნიჭითა და საბოძვრითა მეფისა მიერ მათისა.
მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის, რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა.
რამეთუ ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათვის წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე, რომელი იგლოვდა სიკუდილისათვის ივბიმიანოსისა, ვითარმედ: „რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გვირგვინი სახილველად ყოველთა?“ და ეტყოდა ანგელოზი: „რა არს, ბერო, რასა გამოეძიებ შენ მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს: დასცხერ გამოძიებისაგან მაგის ბოროტისა! არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდე, უკეთუ მართლმადიდებელი იყოს, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისა, არა თუმცა საბერძნეთი ოდენ!“ ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა თუ ოდენ საქართველო, არამედ არცა თუ ოდენ ყოველი ქუეყანა ღირს იყო მეფობასა თამარისასა.
ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი დიდებულნი და წარჩინებულნი. დაიურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თვისისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოხრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა; და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. გარნა ურგებელ იქმნა რა ჭირი არა-მიმთუალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მხედრობათა არა თავსიდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.
და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს-ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წარმოიყვანეს კუბოთა ტფილის[ს], და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდენ; ისწრაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო, და კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხესა.
და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ხელოვნებისა. ამისთვისცა იყვნეს თვით მუნ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი; და ცრემლთა დინებანი იხილვებოდეს მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. გარნა განჩინება წინააღუდგომელი იყო, და დღემან იწყო მ[ი]დრეკად და მზემან დასვლად და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა; და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თუალთა მათ, ტბაებრ მზისა შემცხრომელთა, სიმრუმედ მიმართეს. ხელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილთა, იწყეს მოუძლურებად; და ფერხთა მათ, მარადის ღმრთისათვის მაშურალთა, იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხუად და სხუად ფერად იხილვებოდეს.
ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თვისთა და შვილთა თვისთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკუდილსა: „რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ“, – ამას ხმობდეს. და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა ჩუენისა; და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა შემოსვლად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა! გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.
ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა სამეფოსა თვისისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თვისი, და მხნედ მჯდომარე ესრეთ ეტყოდა: „ძმანო ჩემნო და შვილნო! მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თვით მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თვითოეულისაებრ არზანგისა, ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკვირველითა.
გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ მახსენებელ ჩემდა. აჰა ესერა, მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით ჩემ წილ და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი“. შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა. და მერმე უკანასკნელ ხმა აღმოუტევა, და ყოველთა მშვიდობა მისცა ესრეთ მეტყუელმან: „ქრისტე, ღმერთო [ჩემო] მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“.
მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა ინვარსა ი˜ჱ. და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თვისად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.
აქა რაღა ჯერ-არს თქუმა, გარნა ბავთის ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო? რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათვის? სატუხელ იქმნა პირი ქუეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა თმანი მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა. ხმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს, ყოველნი ფლასითა [შეიმოსნეს]. ესრეთ გუანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვს ცა და ყოველი სოფელი.
მაშინ უკუე აღმოიყვანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებელთა პაპთა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.
იცვალა** ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი, რომელთა პირსა შინა პირველ სხუა არარა მოაქუნდა, ვითარ „თამარ“. რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს, ბეჭედთა და დანათა და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს. და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან: ყრმანი მემროწლენი განპებასა შინა ორნატთასა თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მყოფნი მენავენი ნიავკეთილობათა შინ[ა] თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მისმიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს.
ხოლო საქმეთა მისთათვის რადღა სახმარ არს თქმად? რამეთუ კიდით კიდედმდე განისმნეს, ვითარცა თვით მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული.
სიტყვისაებრ ბრძნისა, არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზეშთაესსა მეცადინობა; რამეთუ დაწყება და აღსასრული ამის ხელყოფისა სრულებით [ესრეთ] ჩანს, [ვითარცა] სიმძიმესა და პატიოსნებასა თანა ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქუას ღირსი ამისთვის, გინა რა ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ? სიმდაბლე უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშვიდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე, მოწყალება თანალმობილი, უმანკოება უზაკუელი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგადი, სიუხუე აღუზუავებელი და – თავი ყოვლისა კეთილისა – შიში ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი; რომელი-ესე ყოველი ამან ესრეთ მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხუამან ვერვინ. და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუნ სცა სამეფო თვისი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდ თვისად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშე[ლთა] და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა.
ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესრეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით თავისა მომდრეკელ, რამეთუ თევდოსი დიდსაცა აღემატებოდა! ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭუელ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა; ხოლო მარხვისათვის რაღა ვთქუა? რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ უდებთა ერი პალატისა.
ეგრეთვე სიყუარულისათვის ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქუმად, რამეთუ წესიერად ცხორებულნი კაცნი მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად სასუენებელისა მისცის მათ საყოფელი, და თვით ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა სახმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყვის უძლურ, თვით მივალნ მოხილვად და ნუგეშინისცემად, და თვით განუმზადებნ ცხედარსა და სარეცელსა.
ხოლო გლახაკთათვის განეჩინნეს სარწმუნონი ზედამდგომელნი; და ყოვლისა სამეფოსა მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა. და ამას ყოვლადვე არა [ჰ]გონებდა ქველისსაქმედ, მითუალულად წინაშე ღმრთისა; რამეთუ, რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თვისთა ხელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თვისითა ხელითა.
ესრეთ წესითა, განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა, არა დაწყებისასა მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა; და, ვითარცა მზე, სწორპატიობით ყოველთა ზედა განუტეობდა ნათელსა თვისთა შარავანდედთასა; ესრეთ წყალობითა ყოველთათა მოიზიდვიდა წყალობად ღმერთსა, ესრეთ გამოიფრდიდა ჟამთაგან, ესრეთ განაძლიერებდა მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და უსამართლოთა.
არაოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათვის, არაოდეს აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათვის, არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა დამზიდველი რამე ჩუკენებრივი; არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა, არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო-ყო, არცა საშინელება შეურაცხ-ყო; ყოველი განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თვისსა.
უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა დუღილსა შინა, არცა მოაკლდ[ეს] შთაზიდვასა შინა საბლისასა; არამედ მეტად დამდაბლებულმან გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თვისი მარტიობით იხილვოს გუარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო, იწადებდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, [ჰ]ნატრიდეს და სანატრელ იყო; და არარა იყო სხუა კეთილი, რაცა-იგი არა იყო მის შორის.
ურჩნი თვისნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა. არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თვისი მამული ძუელი კმა-იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭულად, ვინადგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ[ჰ]ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერმაძღრისობა, ვინ არა გესლოვან [ყო] ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.
ბჭედ ჯდა შორის თავისა თვისისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თვისსა მისცემდა; და ამისთვის მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა ერთი საბელი აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი, რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა დიდთა მეფეთა ცუდად შერაცხეს თვისი ბედკეთილობა ვერ-ხილვისათვის მისისა. კნინღა და ყოველსა ზღუასა აღმოიწრედდა თვისად, ვითარცა ღრუბელი, ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წვიმათა.
განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძუელთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყვისაებრ პირველთასა; სახარულ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობითა, შემხებელ ლბილობით და განმწურთელ სიტკბოებით, მგუემელ მოწყალეობით და შემრისხველ თანალმობით, რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩუენოს თვისება ღმრთისა. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველ[თა] განმანათლებელ და მეორეთა დამწუელ; აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ უდებთათვის; კანონი სირცხვილისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათვის; კეთილმავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თუალუხუა[მა]დ მგუემელ.
მღდელთმოძღუართა შეიმოსეს შიში; მღდელთა დაიცვეს წესი თვისი; მონაზონთა მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლნეს სიწმიდითა ცხოვრებად და სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულებით უფალთა თვისთა; ყრმანი განიწუართნეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამ ვერცა თუ კუალი პოვა დღეთა თამარისთა. ვინა და თვით გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.
ესრეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათა მოიგო წყალობა ღმრთისა, და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი და განამრავლა ნაყოფი მისი და თავწარსხმულ-ყო მსგავსად წერილისა: ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა განთიადისა თანა, და მეუღლე მისი – სიხარული შუადღე და მწუხრი – მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თვისსა. შეამკუნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი მშვიდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი ამისთვის, რამეთუ არაოდეს გარე-მიაქცია ხელი სათხოველისაგან ქურივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა. წარვლნა დღენი მისნი სიხარულსა შინა ამისთვის, რამეთუ მარადღე ახარებდა ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და უკანასკნელ წარვიდა მამათა თვისთა თანა, და შეეძინა; და დაუტევნა ორნი შვილნი, გიორგი და რუსუდან, შუენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი, სიბრძნით შემკობილნი და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყუდია ყოველი გუარი კეთილმეფობისა.
აქა დავხში სიტყვისა წყობა, მომავალთათვის ყოველთაგან აწინდელთა სხუათა ძლევისა მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყვის შესაძლებელად სახისმეტყუელებასა უაღრესისა [სიტყვისასა] პოვნით, და ამისთვის ჩუენ მიერ დუმილით პატივ-ცემით დავიდუმოთ.
დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა მისათხრობელად ბრძენთა ქებისმოყუარეთათვის. იტყვის სოლომონცა მეფე: „ჟამნი არიან მშვიდობისანი, სარწმუნოება მეფეთა“. პირველად მოშიში იყო ღმრთისა, სვიანი და გამარჯუებული და სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი და გლახაკთმოწყალე, ობოლთა და ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა, მღდელთა და მონაზონთა კეთილისმყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა, დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად მოუბარი, უხვი და მბოძებელი, ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი.
ოდეს დიდმან დავით ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო. ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არასადა იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქუენარტანი და არტანი ამათსა მეფობასა შინა აშენდა და ტაოს ნაპირნიცა.
ოდეს ჯერ არა მეფე იყო, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე. და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკვირვნა. და აიღო ციხე ქუელაძორი და აღივსო ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა, გააქცივნა სუქმეთნი. ოდეს სუქმეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამასორმეოცდაათი, თავნი ყოვლისა სპარსეთობისა დახოცნა და ამოსწყვიდნა და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.
ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი, ვინათგან არა სწორი არს ცოდვა მღდელისა და მხედრისა და არცა ერისა და მღდელთმთავრისა. რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა, და არა ყოს, იგუემოს ფრიად. ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა, ღმრთივ დანერგულსა და ცხებულიანსა. წარვლო ცხორება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა.
დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა.
შემდგომად მისა დაჯდა ძე მისივე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა.
ამასვე წელსა მოკუდა დემეტრე მეფე. და და დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმაშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა. და და მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.
ამის დავითის შვილი და გიორგის ძმისწული დემეტრე დარჩა. და ოდეს ორბელნი უკუადგეს გიორგი მეფესა, იგი თანა უკუ-იტანეს, ლო|რეს შედგეს. მუნით გამოასხნეს ორბელნი, მეფემან დაიპყრნა და დახოცნა. დემეტრე კლდეკართა დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს, მოკუდა და მცხეთას დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს, მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას სამოცდათოთხმეტი.
დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მო[ჰ]კუეთა ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობასა მისსა და მე|ტეხთა დადვა ფიცის არგატეხისათვის.
აიღო ანისი, ადრითგან წანაღები თურქთა, ქრონიკონსა სამას ოთხმოცსა, შეიპყრა სალდუხი, ამოსწყვიტა ყოველი ძალი მისი, მოაღებინა ძღუენი და საჭურჭლენი, რომელი არა აითუალვოდა, და აღივსნეს სამეფო და ლაშქარნი მისნი, უშიშად ჰქონდეს. განძას სულტანი და ხლათის სულტანი გააქცივნა და ავიოცნა. და მოვიდა ილდღუზი დიდითა სპარსეთითა დიდითა ლაშქრითა, დაარბია შავშეთი, კლარჯეთი. და გავალისჯარს ესრე დახოცნეს, რომელ მოამბე ერთიცა ვერ წავიდა.
ოდეს ორბელნი გადგეს, ქრონიკონი იყო სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი. აქა ორბელნი გადგეს და აფხაზეთი, სუანეთი და ყოველი სამოქალაქო აქუნდა დაწყნარებით. და ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი უბრძანის, მოვიდიან, ეგრეთვე შარვანის სახლი.
და მოსცა ღმერთმან შვილი გვირგვინის ცოლსთან, ბურდუხანს, მსგავსად აღთქმით შობილისა, ვითარ ანნას სამოელი. რომლისა მიერ გამობრწყინდა სიმართლე და მრავალი მშვიდობა დღეთა მისთა. და იმეფა ოცდარვა წელი და მიიცვალა სტაგირს კახეთისასა თუესა მარტსა ოცდაშვიდსა, სამშაბათსა ვნებისასა, დამარხეს მცხეთას ჟამის სიძნელისაგან და მასვე წელსა გელათს წაიყვანეს.
და თვით ხელთაგან მისთა სთულისა სამსხუერპლოდ ღმრთისა და სიწმიდისა სამსახურად აკერვინებდა, და ეგრე დასდებდეს ეკლესიათადა აქა, აღმოსავლეთისათაცა შინა.
ლოცვისა მოყუარე იყო დაუცადებელი, ვითარ მოწესემან უწინარეს ძილისა ლოცვა და ფსალმუნება გარდაიხადა.
ვაზირთა მისთა და ლაშქართა განურისხებელი, ღირსთათვის მშობლურთა წყალობათა მიმფენელი, და ეგზომ, რომელ მისსა სამეფოსა შინა ერთიცა მსახური არ გაპატიჟებულა თვინიერ გუზან ტაოსკარელისაგან კიდე. მას თუალნი დასწუნეს. გაღმა გასული, სპარსეთს, ზაქარია ასპანის ძემან შეიპყრა და დარბაზს მოჰგუარეს.
და რომელ მისსა მეფობასა შინა სულტანი გააქცივეს, ქალაქნი და ციხენი აიხუნეს, ესე არს: ათაბაგი განძისა გააქციეს, ქრონიკონი იყო [ოთხ]ას [და რვა]. აღივსო ტყვითა და ალაფითა სამეფო მათი. მხარგრძელმან ზაქარია, მანდატურთუხუცესმან და სპასალარმან, მისმან ძმამან, ივანე ათაბაგმან, აიღეს დვინი მეცხრესა წელსა მე|ფობისა მისისასა. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას და ცამეტი.
მათვე აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი, ზემოთ ანისთ და ვიდრე ხუაფრიდისა ხიდამდის. არა ვის ასმია, არცა ყოფილა სხუა ხელმწიფისა ყმა, ვითარ ესენი, ერთგულად მსახურებითა სვიანნი და გამარჯუებულნი.
მოვიდა რუქნადინი და თანა ჰყვა ლაშქარი დიმუშკით და ალაბით ამოღმა წაღებად ამის სამეფოსა. მიეგებნეს ბასიანის ქუეყანასა, გაიქციეს, ხოცეს და ამოსწყვიდეს. მოასხნეს სულტანნი და ამირანი ტყუედ: ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი. საჭურჭლისა ზანდუკთა, ოქროთა და მარგალიტითა სავსეთა, და დროშათა სასულტანოთა, მრავალთა კარავთა, ვეცხლის ჭურჭელთა და ოქროსასა სადა იყო სიმრავლე. აქლემითა, ჯორითა და ცხენითა აღავსეს მინდორნი და ველნი. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდათხუთმეტი.
ამისსა შემდგომად აიღეს კარი და ციხენი კარნიფორისა და ვანანდისნი და რახსის პირის ციხენი და წინა ამისსა ხახული, ოშკი და ბანა წაეღო.
ამათ ესდენთა ღმრთისა წყალობათა უფროსიცა ღმრთისმოშიშება მოემატებოდა. საყდართა და მონასტერთა დალეწასა ვერვინ იკადრებდა, ქარავანსა ვერვინ ძარცვიდა. ამერი და იმერი, ძუელი სამეფო მათი აფხაზეთისა დაწყნარებით ჰქონდა, რომელ ერთიცა ქათამი არსად მოიკლვოდა. მპარავი, ავის მოქმედი აღარ იყო. თუ ნაპარევი ვინმე პოვის, კარსა ზედა მიიღის, დროშათა ქუეშე დადვის. ოვსმან, მთიულმა[ნ] და ყივჩაყმან და სუანმან ვერ იკადრიან პარვა. და იყო მდიდრად ესე სამეფო, რომელ აზნაურის ყმანი მათთა პატრონთა სწორად იმოსებოდეს.
თამარის ქმარი დავით იყო ოვსთ მეფე, ტომი ბაგრატიონთა, ჭაბუკი და ლომი და მისათხრობელი. ამათ ყოველთა განმარჯუებათა და ნაქმართა თანადამხუდარი და თვითმქონელი, შემმართებელი, მოლაშქრე მკვირცხლი. დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყვიდეს და ერანის ქუეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა.
ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან.
ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი, ესრე ჩნდა ბედნიერობა ამისი.
და თამარ მეფისა და ასუ|ლი მამის[ა] მისისა გიორგისი, რუსუდან დედოფალი, იყო ტკბილი და მოწყალე, ნუგეშინისმცემელი და შემხუეწელი დაჭირვებულთა და მზრდელი ჩვილთა და ობოლთა, რომელ ღირსნი მათგან ზრდისანი ნაშობთა მათთა წინაშე მიუსხმიდიან. ხელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა.
მოახლენი მათნი სულტანნი მოხარკედ დასხნა და სამეფო განუხეთქელად დაიცვა. ყოველნივე შეიტკბნა და მშვიდობა ყო ყოველთათვის. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა-იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყუელნი და მამათმთავარნი და მეფენი, თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა სომხითისათა, ქრონიკონსა ოთხასოცდაშვიდსა. დამარხეს ახალსა მონასტერსა, გელათს.
ვაი იყო ჟამისა მისთვის რასდენ ულხინებელი: გლოვა, ტყება და თმათა ფხურა. იქმნებოდა: ლმობიერებანი, სიტკბოებანი, ღირსთათვის მშობლურნი ზრდანი და ბოძებანი. სახმარ იყო გულისხმისყოფა მეცნიერთაგან, მოთქმა ნუგეშინისმცემელთაგან.
იგლოვა ყოველმან ამან სამეფომან ჟამსა ჯეროვანსა. დასუეს გიორგი, ძე მისი, მეფედ მასვე წელიწადსა, რომლისა წელნიცა მრავალჟამეულ არიან და ცხორება მათი კეთილად წარმართებულ აქა – ცვალებადსა თანა, მერმესაცა – დაუსრულებელსა.
შემდგომად გარდაცვალებისა თამარ მეფეთმეფისა წარიწირა სასოება ყოველმან ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გვიანმან მრისხანებისათვის და მოსწრაფემან მოწყალებისათვის, მოსცა მშობელისავე მსგავსი მისგანვე შობისა – ლაშა.
[იყო] ათორმეტისა წლისა, ოდეს მეფედ დაჯდა, ნერგი კეთილმოზარდი და ყუავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა: დიდთა და მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღდელთა მათით[ა] პატივითა; მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა სამეფოთა მეფე, მონისაცა ერთისა მათრახისა არა მკრველი, მშვილდოსანი და ცხენოსანი, გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადნა სიმცროსავე შინა სწორნი დავით პაპისპაპისა მისისანი; ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათვის, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე, დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა.
და იყო სამეფო მისი დიდსა დაწყნარებასა შინა. და იყუნეს გამგედ და განმზრახად ყოველთა საქმეთა მისთა მისისავე მშობლისობითაგან მხხარგრძელი ზაქარია, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი, და ივანე ათაბაგი. პირველსა ზედა მშობელმან მათმან, დიდმან თამარ მეფეთმეფემან, გაალაშქრებინა მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი. შემდგომად გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსა სპარსეთს, გატეხა არდაველი, დალეწნა ციხე-ქალაქნი და აღავსო სიმეფო ალაფითა. ამისსა შემდგომად მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი და ძლევაშემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან შეუცოდებელობასა შინა წყალობისანი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთგულად სახლისა მისისა. ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი შალვა თორელმან მისითა ხრმლითა და ომითა მისათხრობელითა, რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი.
მეფემან აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას კართამდის, აიღო შანქორი.
და შემოვიდეს უცხოთესლნი ვინმე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს ევნო რამე მცირედი მათგანცა. შექცეულთა მიეწია ბალისწყალთა ზედა, და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყვიდნეს გაქცეულნი. მეორესა წელიწადსა კულაცა მომართეს. დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა. და ვიდრე ზედამისლვადმდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს, განვლე|ს დარუბანდისა გზა. და ვიტყოდეთ ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გურცხუენოდის. ვითარ იტყვის დავით, მამა ღმრთისა: „იქმნნეს მშვილდ რვალისა მკლავნი მისნი და ექმნა შემწედ მაცხოვარება მისი“.
ესრეთ წარმართებასა და ბედნიერობასა შინა მათსა და მათი რუსუდან ითხოვეს ხლათსა დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგვიპტით ვიდრე ხლათამდის სპარსეთი ჰქონდა. და დაშალა მოწყალებამან ღმრთისამან და არა ყო ესრე.
შემდგომად ამისსა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვან-შაჰმან, უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნა შარვანს ქართლისა ერისთავი და თვით გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა. და ათ დღე დრო იყო წასლვისა მისისა. ხოლო ღმერთმან, რომელი მდიდარ არს მოწყალებითა და მიუწდომელ ძლიერებითა, მოხედნა და არა გაწირა ესე სამეფო, რისხვასა შინა წყალობით მოიხსენა. მოგუაგო ღმერთმან პატიჟად ცოდვათა ჩუენთა: მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა, ქრონიკონი იყო ოთხასორმოცდაორი.
და იქმნეს საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულითა სისხლის დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისა თანააღზრდილთა და მომხსენებელთა კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილნი და ნაცრისა თავსა სხმანი ვაზირთა და დიდებულთა და ყოვლისა სამეფოსაგან და თვით მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისგან.
ესრე ღმრთისა ნებითა დარჩომილი ამასვე სამეფოსა შინა რუსუდან დასუეს მეფედ მასვე წელიწადსა, უკეთუმცა ღმერთსა წარწყმედისაგან არა დავეცვენით, აღარ საგონი სიცოცხლისა ტკივილისაგან ძმისა მისისა.
წაიყვანეს მაშინვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისასა. და არა დარჩა ცოლსა თანა გვირგვინისა შვილი.
ხოლო ღმერთმან ყოვლისა სახიერებისამან, რომელი არა განსწირავს მოშიშთა მისთა, დაიცავნ სამეფო ესე და მეფე ჩუენი – ღმრთივ გვირგვინოსანი რუსუდან, და ყავნ ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებელად თესლითი-თესლადმდე, და მიეცინ სიმრავლე წელიწადთა შემდგომად უწინარესი და სასუფეველი ცათა.

ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე
ანასეულ „ქართლის ცხოვრებაში“ შესული ისტორიული ნაშრომი დაწერილია უცნობი ქართველი ავტორის მიერ 1222-1223 წლებში. მატიანე იწყება 1125 (დავით IV აღმაშენებლის გარდაცვალება და დემეტრე I-ის გამეფება) და მთავრდება 1222-1223 წლების ამბებით (ლაშა გიორგის გარდაცვალება და რუსუდანის გამეფება). შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: „ცხოვრება დემეტრე მეფისა“ (დემეტრე I), „ცხოვრება გიორგი მეფისა“ (გიორგი III), „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ და „ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა“ (გიორგი IV ლაშა). ეს მცირე მოცულობის თხზულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში დაცული უხვი და ზუსტი ქრონოლოგიური ცნობებით.
ცხორება დემეტრე მეფისა
სრულ-ყო რა დავით სრბა მეფობრივი, ქრონიკონსა სამასორმოცდახუთსა მივიდა დაუსრულებელსა სუფევასა. და სიცოცხლესავე შინა მისსა დასუა მეფედ ძე მისი დემეტრე და დაადგა გვირგვინი თვით მისითა ხელითა.დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა მისათხრობელად ბრძენთა ქებისმოყუარეთათვის. იტყვის სოლომონცა მეფე: „ჟამნი არიან მშვიდობისანი, სარწმუნოება მეფეთა“. პირველად მოშიში იყო ღმრთისა, სვიანი და გამარჯუებული და სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი და გლახაკთმოწყალე, ობოლთა და ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა, მღდელთა და მონაზონთა კეთილისმყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა, დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად მოუბარი, უხვი და მბოძებელი, ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი.
ოდეს დიდმან დავით ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო. ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არასადა იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქუენარტანი და არტანი ამათსა მეფობასა შინა აშენდა და ტაოს ნაპირნიცა.
ოდეს ჯერ არა მეფე იყო, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე. და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკვირვნა. და აიღო ციხე ქუელაძორი და აღივსო ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა, გააქცივნა სუქმეთნი. ოდეს სუქმეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამასორმეოცდაათი, თავნი ყოვლისა სპარსეთობისა დახოცნა და ამოსწყვიდნა და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.
ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი, ვინათგან არა სწორი არს ცოდვა მღდელისა და მხედრისა და არცა ერისა და მღდელთმთავრისა. რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა, და არა ყოს, იგუემოს ფრიად. ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა, ღმრთივ დანერგულსა და ცხებულიანსა. წარვლო ცხორება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა.
დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა.
შემდგომად მისა დაჯდა ძე მისივე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა.
ამასვე წელსა მოკუდა დემეტრე მეფე. და და დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმაშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა. და და მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.
ამის დავითის შვილი და გიორგის ძმისწული დემეტრე დარჩა. და ოდეს ორბელნი უკუადგეს გიორგი მეფესა, იგი თანა უკუ-იტანეს, ლო|რეს შედგეს. მუნით გამოასხნეს ორბელნი, მეფემან დაიპყრნა და დახოცნა. დემეტრე კლდეკართა დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს, მოკუდა და მცხეთას დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს, მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას სამოცდათოთხმეტი.
დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მო[ჰ]კუეთა ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობასა მისსა და მე|ტეხთა დადვა ფიცის არგატეხისათვის.
ცხორე[ბა გიორგი] მეფისა
დაჯდა მეფედ გიორგი, უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და მორჭმული მტერთა და შეცოდებულთათვის, კეთილად მსახური ღმრთისა. საყდართა, ებისკოპოზთა, მეუდაბნოვეთა, მღდელთათვის კეთილისმყოფელი იყო და უკადრი შეცოდებისა დიდთა და ცოტათაგან; გლახაკთა და ქურივთათვის მოწყალე იყო და ერთგულთათვის უხვი და მბოძებელი იყო. სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს.აიღო ანისი, ადრითგან წანაღები თურქთა, ქრონიკონსა სამას ოთხმოცსა, შეიპყრა სალდუხი, ამოსწყვიტა ყოველი ძალი მისი, მოაღებინა ძღუენი და საჭურჭლენი, რომელი არა აითუალვოდა, და აღივსნეს სამეფო და ლაშქარნი მისნი, უშიშად ჰქონდეს. განძას სულტანი და ხლათის სულტანი გააქცივნა და ავიოცნა. და მოვიდა ილდღუზი დიდითა სპარსეთითა დიდითა ლაშქრითა, დაარბია შავშეთი, კლარჯეთი. და გავალისჯარს ესრე დახოცნეს, რომელ მოამბე ერთიცა ვერ წავიდა.
ოდეს ორბელნი გადგეს, ქრონიკონი იყო სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი. აქა ორბელნი გადგეს და აფხაზეთი, სუანეთი და ყოველი სამოქალაქო აქუნდა დაწყნარებით. და ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი უბრძანის, მოვიდიან, ეგრეთვე შარვანის სახლი.
და მოსცა ღმერთმან შვილი გვირგვინის ცოლსთან, ბურდუხანს, მსგავსად აღთქმით შობილისა, ვითარ ანნას სამოელი. რომლისა მიერ გამობრწყინდა სიმართლე და მრავალი მშვიდობა დღეთა მისთა. და იმეფა ოცდარვა წელი და მიიცვალა სტაგირს კახეთისასა თუესა მარტსა ოცდაშვიდსა, სამშაბათსა ვნებისასა, დამარხეს მცხეთას ჟამის სიძნელისაგან და მასვე წელსა გელათს წაიყვანეს.
ცხორება დიდისა მეფეთმეფისა თამარისი
იქმნა ყოველთა მეფეთა შორის უდიდეს, სვიანი და ბედნიერი, ღმრთის მოშიში, ტკბილი, სახიერი და (თავი ყოველთა კეთილთა არს ღმრთისმოშიშება და სიმდაბლე) ეკლესიათა და მონაზონთ მოყუარე, გლახაკთა და მოჩივართ განმკითხველი. საბერძნეთისა მთაწმიდისა, იერუსალემისა, და შავისა მთისა საყდარნი და ეკლესიანი, რომელნიმე დარღუეულნი, აღაშენნა მათითა საფასოთა და იხსნნა ხარკისაგან უცხოთესლთასა.და თვით ხელთაგან მისთა სთულისა სამსხუერპლოდ ღმრთისა და სიწმიდისა სამსახურად აკერვინებდა, და ეგრე დასდებდეს ეკლესიათადა აქა, აღმოსავლეთისათაცა შინა.
ლოცვისა მოყუარე იყო დაუცადებელი, ვითარ მოწესემან უწინარეს ძილისა ლოცვა და ფსალმუნება გარდაიხადა.
ვაზირთა მისთა და ლაშქართა განურისხებელი, ღირსთათვის მშობლურთა წყალობათა მიმფენელი, და ეგზომ, რომელ მისსა სამეფოსა შინა ერთიცა მსახური არ გაპატიჟებულა თვინიერ გუზან ტაოსკარელისაგან კიდე. მას თუალნი დასწუნეს. გაღმა გასული, სპარსეთს, ზაქარია ასპანის ძემან შეიპყრა და დარბაზს მოჰგუარეს.
და რომელ მისსა მეფობასა შინა სულტანი გააქცივეს, ქალაქნი და ციხენი აიხუნეს, ესე არს: ათაბაგი განძისა გააქციეს, ქრონიკონი იყო [ოთხ]ას [და რვა]. აღივსო ტყვითა და ალაფითა სამეფო მათი. მხარგრძელმან ზაქარია, მანდატურთუხუცესმან და სპასალარმან, მისმან ძმამან, ივანე ათაბაგმან, აიღეს დვინი მეცხრესა წელსა მე|ფობისა მისისასა. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას და ცამეტი.
მათვე აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი, ზემოთ ანისთ და ვიდრე ხუაფრიდისა ხიდამდის. არა ვის ასმია, არცა ყოფილა სხუა ხელმწიფისა ყმა, ვითარ ესენი, ერთგულად მსახურებითა სვიანნი და გამარჯუებულნი.
მოვიდა რუქნადინი და თანა ჰყვა ლაშქარი დიმუშკით და ალაბით ამოღმა წაღებად ამის სამეფოსა. მიეგებნეს ბასიანის ქუეყანასა, გაიქციეს, ხოცეს და ამოსწყვიდეს. მოასხნეს სულტანნი და ამირანი ტყუედ: ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი. საჭურჭლისა ზანდუკთა, ოქროთა და მარგალიტითა სავსეთა, და დროშათა სასულტანოთა, მრავალთა კარავთა, ვეცხლის ჭურჭელთა და ოქროსასა სადა იყო სიმრავლე. აქლემითა, ჯორითა და ცხენითა აღავსეს მინდორნი და ველნი. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდათხუთმეტი.
ამისსა შემდგომად აიღეს კარი და ციხენი კარნიფორისა და ვანანდისნი და რახსის პირის ციხენი და წინა ამისსა ხახული, ოშკი და ბანა წაეღო.
ამათ ესდენთა ღმრთისა წყალობათა უფროსიცა ღმრთისმოშიშება მოემატებოდა. საყდართა და მონასტერთა დალეწასა ვერვინ იკადრებდა, ქარავანსა ვერვინ ძარცვიდა. ამერი და იმერი, ძუელი სამეფო მათი აფხაზეთისა დაწყნარებით ჰქონდა, რომელ ერთიცა ქათამი არსად მოიკლვოდა. მპარავი, ავის მოქმედი აღარ იყო. თუ ნაპარევი ვინმე პოვის, კარსა ზედა მიიღის, დროშათა ქუეშე დადვის. ოვსმან, მთიულმა[ნ] და ყივჩაყმან და სუანმან ვერ იკადრიან პარვა. და იყო მდიდრად ესე სამეფო, რომელ აზნაურის ყმანი მათთა პატრონთა სწორად იმოსებოდეს.
თამარის ქმარი დავით იყო ოვსთ მეფე, ტომი ბაგრატიონთა, ჭაბუკი და ლომი და მისათხრობელი. ამათ ყოველთა განმარჯუებათა და ნაქმართა თანადამხუდარი და თვითმქონელი, შემმართებელი, მოლაშქრე მკვირცხლი. დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყვიდეს და ერანის ქუეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა.
ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან.
ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი, ესრე ჩნდა ბედნიერობა ამისი.
და თამარ მეფისა და ასუ|ლი მამის[ა] მისისა გიორგისი, რუსუდან დედოფალი, იყო ტკბილი და მოწყალე, ნუგეშინისმცემელი და შემხუეწელი დაჭირვებულთა და მზრდელი ჩვილთა და ობოლთა, რომელ ღირსნი მათგან ზრდისანი ნაშობთა მათთა წინაშე მიუსხმიდიან. ხელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა.
მოახლენი მათნი სულტანნი მოხარკედ დასხნა და სამეფო განუხეთქელად დაიცვა. ყოველნივე შეიტკბნა და მშვიდობა ყო ყოველთათვის. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა-იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყუელნი და მამათმთავარნი და მეფენი, თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა სომხითისათა, ქრონიკონსა ოთხასოცდაშვიდსა. დამარხეს ახალსა მონასტერსა, გელათს.
ვაი იყო ჟამისა მისთვის რასდენ ულხინებელი: გლოვა, ტყება და თმათა ფხურა. იქმნებოდა: ლმობიერებანი, სიტკბოებანი, ღირსთათვის მშობლურნი ზრდანი და ბოძებანი. სახმარ იყო გულისხმისყოფა მეცნიერთაგან, მოთქმა ნუგეშინისმცემელთაგან.
იგლოვა ყოველმან ამან სამეფომან ჟამსა ჯეროვანსა. დასუეს გიორგი, ძე მისი, მეფედ მასვე წელიწადსა, რომლისა წელნიცა მრავალჟამეულ არიან და ცხორება მათი კეთილად წარმართებულ აქა – ცვალებადსა თანა, მერმესაცა – დაუსრულებელსა.
ცხორება გიორგი მეფისა, თამარის ძისა
ოდეს დაიბადა, ქრონიკონი იყო ოთხას და ცამეტი. „მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, – იტყვის წინასწარმეტყუელი, – და ყოვლისავე ბოროტისაგან იხსნნეს მოშიშნი მისნი“. და კუალად მოციქული: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა ღმრთისა! ვითარ გამოუკულეველ არიან გზანი მისნი“. „ვინ ცნა გონება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“შემდგომად გარდაცვალებისა თამარ მეფეთმეფისა წარიწირა სასოება ყოველმან ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გვიანმან მრისხანებისათვის და მოსწრაფემან მოწყალებისათვის, მოსცა მშობელისავე მსგავსი მისგანვე შობისა – ლაშა.
[იყო] ათორმეტისა წლისა, ოდეს მეფედ დაჯდა, ნერგი კეთილმოზარდი და ყუავილი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა: დიდთა და მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღდელთა მათით[ა] პატივითა; მშვიდი და განურისხებელი ბუნებითა, შვიდთა სამეფოთა მეფე, მონისაცა ერთისა მათრახისა არა მკრველი, მშვილდოსანი და ცხენოსანი, გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადნა სიმცროსავე შინა სწორნი დავით პაპისპაპისა მისისანი; ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათვის, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე, დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა.
და იყო სამეფო მისი დიდსა დაწყნარებასა შინა. და იყუნეს გამგედ და განმზრახად ყოველთა საქმეთა მისთა მისისავე მშობლისობითაგან მხხარგრძელი ზაქარია, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი, და ივანე ათაბაგი. პირველსა ზედა მშობელმან მათმან, დიდმან თამარ მეფეთმეფემან, გაალაშქრებინა მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი. შემდგომად გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსა სპარსეთს, გატეხა არდაველი, დალეწნა ციხე-ქალაქნი და აღავსო სიმეფო ალაფითა. ამისსა შემდგომად მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი და ძლევაშემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან შეუცოდებელობასა შინა წყალობისანი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთგულად სახლისა მისისა. ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი შალვა თორელმან მისითა ხრმლითა და ომითა მისათხრობელითა, რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი.
მეფემან აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას კართამდის, აიღო შანქორი.
და შემოვიდეს უცხოთესლნი ვინმე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს ევნო რამე მცირედი მათგანცა. შექცეულთა მიეწია ბალისწყალთა ზედა, და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყვიდნეს გაქცეულნი. მეორესა წელიწადსა კულაცა მომართეს. დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა. და ვიდრე ზედამისლვადმდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს, განვლე|ს დარუბანდისა გზა. და ვიტყოდეთ ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არცა გურცხუენოდის. ვითარ იტყვის დავით, მამა ღმრთისა: „იქმნნეს მშვილდ რვალისა მკლავნი მისნი და ექმნა შემწედ მაცხოვარება მისი“.
ესრეთ წარმართებასა და ბედნიერობასა შინა მათსა და მათი რუსუდან ითხოვეს ხლათსა დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგვიპტით ვიდრე ხლათამდის სპარსეთი ჰქონდა. და დაშალა მოწყალებამან ღმრთისამან და არა ყო ესრე.
შემდგომად ამისსა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვან-შაჰმან, უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნა შარვანს ქართლისა ერისთავი და თვით გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა. და ათ დღე დრო იყო წასლვისა მისისა. ხოლო ღმერთმან, რომელი მდიდარ არს მოწყალებითა და მიუწდომელ ძლიერებითა, მოხედნა და არა გაწირა ესე სამეფო, რისხვასა შინა წყალობით მოიხსენა. მოგუაგო ღმერთმან პატიჟად ცოდვათა ჩუენთა: მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა, ქრონიკონი იყო ოთხასორმოცდაორი.
და იქმნეს საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულითა სისხლის დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისა თანააღზრდილთა და მომხსენებელთა კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილნი და ნაცრისა თავსა სხმანი ვაზირთა და დიდებულთა და ყოვლისა სამეფოსაგან და თვით მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისგან.
ესრე ღმრთისა ნებითა დარჩომილი ამასვე სამეფოსა შინა რუსუდან დასუეს მეფედ მასვე წელიწადსა, უკეთუმცა ღმერთსა წარწყმედისაგან არა დავეცვენით, აღარ საგონი სიცოცხლისა ტკივილისაგან ძმისა მისისა.
წაიყვანეს მაშინვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისასა. და არა დარჩა ცოლსა თანა გვირგვინისა შვილი.
ხოლო ღმერთმან ყოვლისა სახიერებისამან, რომელი არა განსწირავს მოშიშთა მისთა, დაიცავნ სამეფო ესე და მეფე ჩუენი – ღმრთივ გვირგვინოსანი რუსუდან, და ყავნ ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებელად თესლითი-თესლადმდე, და მიეცინ სიმრავლე წელიწადთა შემდგომად უწინარესი და სასუფეველი ცათა.
Комментариев нет:
Отправить комментарий