среда, 6 декабря 2023 г.

ნაპოლეონი: იმპერატორი (დ. ცისკარიშვილი)

კორონაცია
    1804  წლის  2  დეკემბერი  ხმაურიანი  გათენდა  პარიზში.  ხმაურს  ქუჩაში  ადრიდანვე  გამოფენილი  ხალხი  და  სასულე  ორკესტრები  ქმნიდნენ.  მალე  მათ  საეკლესიო  ზარებისა  და  ზარბაზნების  ხმაც  შეუერთდა, მაგრამ  ზარბაზნებისა  არავის  შეშინებია  იმ  დღეს  პარიზში  –  არტილერია  ხომ  ნაპოლეონ  ბონაპარტის  საიმპერატორო  ტახტზე  ასვლას  აძლევდა  სალუტს! 
    ციოდა  და  ქარი  ქროდა,  მაგრამ  დროშებითა  და  გირლიანდებით მორთული  დედაქალაქის  ქუჩებში  შეგროვილი  ხალხი  ამას  რას  დაგიდევდათ.  ყველა  საზეიმო  სანახაობის  მოლოდინში  იყო.  რამდენი  წელია  ასეთი  რამ  აღარ  ენახათ  პარიზში!  რამდენი  ხანია  მეფეც  და  მეფის  ინსტიტუტიც  სამუდამოდ  წარსულს  ჩაბარებული  ეგონათ.  ახლა  კი...  ახლა ტიუილრის  სასახლიდან,  სენის  სანაპიროს  გაყოლებით,  ღვთისმშობლის ტაძრისაკენ  საზეიმო  კორტეჟი  მიემართებოდა.  კორტეჟს  ნაპოლეონისა და  ჟოზეფინას  ოქროთი  მოვარაყებული  სარიტუალო  კარეტა  მიუძღოდა, რომელშიც  ოქროსავე  ფერის  რვა  ჯიშიანი  ცხენი  იყო  შებმული.  იმპერატორთა  წყვილს  უკან  უამრავი  სხვა  ეკიპაჟი  მიჰყვებოდა,  ასევე  საზეიმოდ მორთული  და  მოკაზმული.  ყველგან  აბრეშუმი  და  ხავერდი  მოჩანდა. ყველგან  ოქრო  და  თვალმარგალიტი  ელავდა...
    იმპერატორად  ნაპოლეონი  უფრო  ადრე,  1804  წლის  18  მაისს, გამოცხადდა,  როდესაც  სენატმა  სპეციალური  დადგენილება  მიიღო  აღნიშნულის  თაობაზე.  „რესპუბლიკის  დიდებისა  და  კეთილდღეობის  შემდგომი  განმტკიცების  მიზნით  ნაპოლეონ  ბონაპარტი  ყოველთა  ფრანგთა იმპერატორად  ცხადდება“  –  ნათქვამი  იყო  ამ  დადგენილებაში.  სენატის გადაწყვეტილებაზე  და  თვით  ნაპოლეონის  როლზე  ამ  საქმეში,  ჩვენ  ქვემოთ  შევჩერდებით,  აქ  კი  მხოლოდ  იმას  აღვნიშნავთ,  რომ  ბუონაპარტემ ერთობ  სწრაფად  შეიფერა  ახალი  ტიტული  და  თავი  ისე  დაიჭირა,  თითქოს  დაბადებიდანვე  მეფურ  ცხოვრებას  იყო  ჩვეული.  უნდა  ითქვას.  რომ ახლადგამომცხვარ  იმპერატორს  მეუღლემაც  მარჯვედ  აუბა  მხარი,  რომელმაც  მთელი  მონდომებით  მოჰკიდა  ხელი  საიმპერატორო  კარის  შექმნის  რთულ  და  „საპასუხისმგებლო“ საქმეს.  ამასთან  ერთად,  ცოლ-ქმარი სხვა,  არანაკლებ  მნიშვნელოვანი  საქმითაც  აღმოჩნდა  დაკავებული  – ოფიციალური  მიღებებით,  წვეულებებითა  და  მეჯლისებით,  რომელთაც თავადაც  ხშირად  მართავდნენ  და  მათი  ხელქვეითებიც  მით  უფრო. როცა  დღესასწაულის  პარიზული  ლიმიტი  ამოიწურა.  ზარ-ზეიმმა  დედაქალაქიდან  პროვინციაში  გადაინაცვლა  და  ახლა  იქ  გაიმართა შეხვედრები  და  იქ  ატყდა  ალიაქოთი.  მოკლედ,  ისე  წავიდა  მეფური ცხოვრება,  როგორც  მეფეთა  წესი  იყო,  მაგრამ  ახალ  მეფეს  მალე  მობეზრდა  ეს  წესი  და  ჩვეულ  საქმიანობასაც  მალე  დაუბრუნდა.  ხოლო  რაც შეეხებოდა  საზეიმო  მხარეს  –  გართობასა  და  დროსჯზარებას,  იგი  მან ამ  საქმეში  მასზე  ბევრად  უფრო  დაოსტატებულ  მეუღლეს  შეატოვა ხელში  და  თავისუფლად  ამოისუნთქა.
    ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორი  ჭკვიანი  და  პრაქტიკული  კაცი იყო.  იგი  მალე  მიხგდა,  რომ  მისთვის  ბეგრად  უკეთესი  იქნებოდა,  თუ იმპერატორად  გამოცხადების  ფარატინა  ქაღალდს  უკან  უფრო  რეალური და  დამაჯერებელი  რამ  დაუდგებოდა  –  მაგალითად,  ეკლესიის  ლოცვა-კურთხევა.  მართლაც,  რა  დიდებული  და,  რაც  მთავარია,  რა  დამაჯერებელი  იქნებოდა  გაოცებული  ევროპისათვის  ის  ფაქტი,  რომ  უგვარო  კაცის  სამეფო  ტახტზე  ასვლას  თვით  ვატიკანი  მიესალმებოდა  და  მხარს დაუჭერდა,  რომ  საერო  გზით  მოპოვებული  ტიტული  საეკლესიო  გზით განმტკიცდებოდა! 
    თავისი  აზრი  თავადვე  მოეწონა  ბუონაპარტეს.  მოეწონა  და  აენთო  კიდეც  მის  განსახორციელებლად.  აენთო  ისე,  როგორც  სხვა  დროს იცოდა  ხოლმე,  როცა  რაღაც  დიადსა  და  განსაცვიფრებელს  ჩაიფიქრებდა.  კორონაციის  მოწყობა  ხდებოდა  აუცილებელი,  საზეიმო  გვირგვინ-კურთხევისა!  იქვე,  პარიზში,  თავისი  იმპერიის  დედაქალაქში,  ნოტრდამის  დიდებულ  ტაძარში,  უცხო  სტუმრების  თანდასწრებით  –  თანდათან  ფრთებს  შლიდა  იმპერატორის  ფანტაზია  –  რომის  პაპის  ხელით, მხოლოდ  და  მხოლოდ  პაპის  ხელით!  ზუსტად  ისე,  როგორც  ათასი  წლის წინ,  კარლოს  დიდის  დროს!  მაგრამ  არა,  ზუსტად  ისე  არა,  „მცირე“ კორექტივით:  მეფე  კარლოსი  თავად  გაემგზავრა  რომს  გვირგვინის  მისაღებად,  პიუს  მეშვიდე  კი,  პირიქით,  „აქეთ“  ეახლება  პარიზში  ნაპოლეონს,  ეახლება  და  საზეიმო  ვითარებაში  პირადად  დაადგამს  გვირგვინს თავზე!  რა  თვალისმომჭრელი  სანახაობა  იქნება,  რა  დიდებული  ზეიმი! ასეც  უთხრა  სენატორებს,  ასეც  განუცხადა:  იმპერატორად  კურთხევის  ცერემონიალი  რაც  შეიძლება  საზეიმო  ვითარებაში  უნდა  ჩატარდეს  და  რაც  შეიძლება  დიდებული  სანახაობა  უნდა  იყოსო.  საზეიმო  და დიდებულ  სანახაობას  სამზადისიც  დიდი  უნდა  ჰქონოდა,  ამიტომ  სენატმა კორონაცია  რამდენიმე  თგით  გადადო  და  2  დეკემბრისთვის  დანიშნა. დეკემბრამდე  ბევრი  რამე  მოესწრებოდა,  დრო  დიდი  იყო.  მაგრამ ცერემონიალის  ორგანიზატორებს  იგი  მაინც  არ  ეყოთ.  მზადების  პროცესში  იმღენმა  პრობლემამ  წამოყო  თავი.  რომ  თუ  არა  თავგადაკლული მუშაობა,  ვადაში  ვერანაირაღ  ვერ  ჩაეტეოდნენ.
    ცერემონიის  მთავარ  განმგებლად  ცნობილი  მხატვარი  იხაბე  დაინიშნა,  ნაპოლეონმა  იზაბე  დანიშვნის  დღიდან  სულ  მალე  დაიბარა  თავისთან  და  მას  მერე  ყოველ  კვირა  ხვდებოდა  ხოლმე.  იმპერატორს  ყოველ  დეტალში  ჩაწვდომა  სურდა  და  ცერემონმაისტერს  ავგვალდებულებდა  ყოველგვარი  წვრილმანი  მასთან  შეეთანხმებინა.  ბოლოს  და  ბოლოს, მხატვარმა  სათამაშოების  ცნობილ  ოსტატებს  მომავალი  სპექტაკლის მთავარი  მონაწილეების  პაწაწინა  ფიგურები  დაამზადებინა  და ნაპოლეონს  მიართვა.  მიართვა,  აგრეთგე,  პარიზის  იმ  უბნების  გრანდიოზული მაკეტიც,  სადაც  დღესასწაული  გაიმართებოდა  –  ტიუილრის  სასახლიდან  დაწყებული.  ღვთისმშობლის  ტაძრით  დამთავრებული.  ნაპოლეონი იხაბესთან  ერთად  საათობით  ჩაჰკირკიტებდა  ამ  მაკეტს  და  მასზე  თო-ჯინების  გადაადგილების  საშუალებით  საზეიმო  მსვლელობის  ვარიანტებსა  და  მარშრუტებს  არჩევდა.  ერთობოდა  მისი  უდიდებულესობა... 
    უამრავ  სხვა  საქმესთან  ერთად იზაბეს ცერემონიის მონაწილეთათვის ტანსაცმლის  ესკიზების  დამზადებაც  დაევალა  –  ნაპოლეონს სურდა,  რომ  ტანსაცმელი  ლამაზი  და  მდიდრული  ყოფილიყო:  უეჭველად ვერცხლის  ძაფებით  მოსირმული  და  ოქრომკედით  დამშვენებული.  გარდა ამისა  ცერემონმაისტერს  იმისთვისაც  უნდა  მიექცია  ყურადღება,  თუ  როგორ  შეასწავლიდნენ  განთქმული  პარიზელი  მსახიობები  ამ  ტანსაცმლის მოხდენილად  ტარების  საიდუმლოებასა  და,  საერთოდ,  დახვეწილ  მანერებს  იმპერატორის  კარის  ახლადგამოჩეკილ  დიდებულებს... 
    საზეიმო  კორტეჟი  პარიზის  ღვთისმშობლის  ტამრისკენ  მიემართებოდა,  სადაც  მას  საპატიო  სტუმრები  და  სამღვდელოების  უმაღლესი  წარმომადგენლები  ელოდებოდნენ  თვით  რომის  პაპის  მეთაურობით.
    პიუს  VII  მაინცდამაინც  კარგ  გუნებაზე  ვერ  ბრძანდებოდა  იმ დღეს  და  ამის  მიზეხი  ნამდვილად  ჰქონდა.  პეტრე  მოციქულის  თანამოსაყდრე  იძულებით  გახლდათ  რომიდან  წამოყვანილი  და  კორონაციის ცერემონიალიც  იძულებით  უნდა  ჩაეტარებინა.  უგვარო  ბონაპარტის მეფედ  კურთხევა  პაპს  ვერაფერ  სასახელო  საქმედ  მიაჩნდა  და  თავიდან უარს  ამბობდა  პარიზში  წასვლაზე,  მაგრამ  კათოლიკეთა  შორის  უპირველესს  მაინც  მოუწია  არასასურველი  მოგზაურობა.  ეს  მას  შემდეგ მოხდა,  რაც  საფრანგეთის  ხელისუფალის  წარმომადგენელმა  ვატიკანში  ზრდილობიანად  შეახსენა  მას,  რომ  ფრანგთა  ჯარის  შენაერთები ისე  ახლოს  იმყოფებოდნენ  მარადიულ  ქალაქთან,  რომ  მათ  თავიანთი  იქ ყოფნა  სულ  ადვილად  შეეძლოთ  საქმით  დაემტკიცებინათ..  რაღა  უნდა ექნა  პაპს?  იგი  ხომ  მარტო  კათოლიკეთა  მღვდელმთავარი  არ  იყო?  იგი ვატიკანის  სახელმწიფოს  საერო  მეთაურიც  იყო,  ხოლო  ამ  სახელმწიფოს  ისეთი  რაოდენობისა  და  ისე  მდიდარი  მიწები  გააჩნდა  იტალიაში, რომ  მათ  ღასაკუთრებაზე  ბევრს  ვინმეს  ჰქონდა  მადა  აღძრული და, პირველს  მათ  შორის,  პაპის  მომავალ  მასპინძელს...  ამიტომ  იყო,  რომ დაემორჩილა  პაპი  განგების  (ბონაპარტის!?)  ნებას  და  ეახლა  მას მისსავე  საბრძანებელში.
    რომიდან  პარიზამდე  დიდი  გზა  იყო  გასავლელი  და  პიუს  მეშვიდემ  გზაში,  როგორღაც,  მოინელა  წყენა,  მაგრამ  იმან.  რაც  მერე მოხდა,  ისევ  საგონებელში  ჩააგდო  იგი  –  საფრანგეთის  ხელისუფალი აგრძელებდა  მისი  ყოვლადუწმინდესობის  დამცირებას.  აბა,  დამცირების მეტი  რა  ეთქმოდა  იმ  საქციელს.  რაც  ბონაპარტმა  პაპთან  პირველი.  შეხვედრის  დროს  მოიმოქმედა?  ჯერ  იყო  და:  იგი  მას  მხოლოდ  საკუთარ  დედაქალაქთან  სულ  ახლოს,  ფონტენბლოში  დახვდა.  მაგრამ,  ეს კიდევ  არაფერი!  დახვედრაც  იყო  და  დახვედრაც!  საფრანგეთის  ხელისუფალს  ვითარების შესაფერისად  საზეიმო  ტანსაცმელი  კი  არ  ჩაეცვა, არამედ  ისე  გამოწყობილიყო  მონადირის  სამოსში,  თითქოს  ყოველთა კათოლიკეთა  უპირველესთან  შეხვედრის  ნაცვლად  კურდღლებზე  ნადირობა  ელოდა  ახლომდებარე  ტყეებში... 
    „ახლაც,  კორონაციის  წინ,  ამ  კორსიკელმა  წინამასწარამ  პაპიცა  და  სხვა  უამრავი  სტუმარიც  საათზე  მეტი  ალოდინა  გაყინულ  ტაძარში,  სანამ  თვითონ  იკადრებდა  მობრძანებას.  ეს  ყველაფერი  კარგ  გუნებაზე  როდი  აყენებდა  პაპს,  მაგრამ  რა  უნდა  ექნა?  ისევ  უნდა  მოეთმინა  და  ისევ  ამ  საშინელი  პიროვნების  ნება-სურვილს  უნდა  დაჰყოლოდა. პარიზის  სხვა  ქუჩებისა  არ  იყოს,  ნოტრ-დამის  მიდამოებიც ხალხით  იყო  სავსე,  ოღონდ  იქ  მაინც  „სხვა“  ხალხს  მოეყარა  თავი, წარჩინებულსა  და  სხვათაგან  გამორჩეულს.  თვით  ტაძარში  კი  უკვე  სენატორები,  მინისტრები.  კარდინალები  და  უცხო  ქვეყნების  წარმომადგენლები  იმყოფებოდნენ. 
    როცა  კორტეჟი  ტაძრისწინა  მოედანზე  გაჩერდა  და  ნაპოლეონი კარეტიდან  გადმოვიდა,  საპარადო  მუნდირებში  გამოწყობილმა  გვარდიელებმა  ყიჟინა  დასცეს.  იმ  წამსვე  ზარბაზნების  გრიალიც  გაისმა,  რომელმაც  ეს  ყიჟინაცა  და  ხალხის  შეძახილებიც  ერთიანად  გადაფარა.  იმპერატორს  შავი  ხავერდის  ქუდი  ეხურა,  რომელზეც  უცხოდ  ელვარებდა  სილამაზით  განთქმული  ბრილიანტი  „რეგენტი“.  ნაპოლეონს  უკან მარშლები  მოჰყვებოდნენ,  რომელთაც  კარლოს  დიდის  სამეფო  გვირგვინი  და  აბსოლუტიზმის  აღმნიშვნელი  სხვა  ატრიბუტები  მოჰქონდათ. ჟოზეფინას  საზეიმო  შლეიფი  კი  იმპერატორის  ძმებს  –  ჟოზეფსა  და ლუის  ეკავათ  ხელში  (ვინ  იცის სიხარულის  რა  გრძნობა  უჩნდებოდა გულში  მარტინიკელ  კრეოლ  ქალს,  როდესაც  თავის  წუნია  მაზლებს ასეთ  მდგომარეობაში  მყოფთ  გადმოხედავდა  ხოლმე!). 
    როგორც  კი  ნაპოლეონი  ტაძარში  შევიდა  და  საკურთხეველს მიუახლოვდა,  პაპი  სავარძლიდან  წამოდგა,  მისკენ  გაეშურა  და  საზეიმო  ხმით  გამოაცხადა:  Veni  Victor!  შემდეგ  სადღესასწაულო  მესა დაიწყო,  რომელსაც  თავად  პაპი  წარმართავდა.  როგორც  თვითმხილველნი  აღნიშნავდნენ,  ნაპოლეონი  არ  უსმენდა  პაპს.  მართლაც,  ისე  ჩანდა, რომ  მთელი  ცერემონიალის  განმავლობაში  იგი  არავის  არ  უსმენდა  და არაფრის  მიმართ  ყურადღებას  არ  იჩენდა,  საკუთარ  ფიქრებში  ჩაფლულს უფრო  ჰგავდა,  აზრებით  სხვაგან  წასულს... 
    შემდეგ  მესა  დროებით  შეწყდა,  რადგან,  წესის  მიხედვით,  ნაპოლეონს  პაპის  ხელიდან  სამეფო  ძალაუფლების  ნიშნები  უნდა  მიეღო:  ბეჭედი,  ყარყუმის  მოსასხამი  და  გვირგვინი.  პიუს  მეშვიდემ  ჯერ  ბეჭედი გაუკეთა  ნაპოლეონს,  მერე  მოსასხამი  მოასხა  მხრებზე  და  ბოლოს კარლოს  დიდის  გვირგვინი  აიღო  ხელში,  რათა  თავზე  დაედგა  მისთვის. მაგრამ  მოხდა  მოულოდნელი  რამ:  ნაპოლეონმა  პაპს  გვირგვინი  გამოსტაცა  და  თვითონ,  თავისი  ხელით  ჩამოიფხატა  თავზე,  რათა  სცოდნოდა ყველას:  რომის  პაპსაც,  ტაძარში  შეკრებილ  დიდებულებსა  და  უცხოელ სტუმრებსაც,  განსაკუთრებით  კი,  მომავალ  თაობებს,  რომ  მან,  მხოლოდ თვითონ,  საკუთარი  თავისა  და  საკუთარი  ხმლის  საშუალებით  მიაღწია იმას,  რაც  ახლა  პარიზის  ღვთისმშობლის  ტაძარში  მოხდა.  მოხდა  კი მართლაც  დაუჯერებელი  რამ  –  ღარიბი  კორსიკელი  აზნაურიშვილი  ნაპოლეონე  ბუონაპარტე  „ყოველთა  ფრანგთა“  გვირგვინოსანი  და  შეუზღუდავი  საჭეთმპყრობელი  გახდა! 
    შემდეგ  ნაპოლეონმა  მეორე,  უფრო  მომცრო  გვირგვინი  აიღო  და მის  წინ  მუხლმოდრეკილ  ჟოზეფინას  დაადგა  თავზე.  როცა  დედოფალი წამოიმართა  და  გვერდში  დაუდგა  ქმარს,  იმპერატორმა  მას  ყურში  ჩასჩურჩულა:  ბრძოლა  მოგებულიაო,  ხმამაღლა  კი  მთელი  ამ  ხნის  განმავლობაში  მხოლოდ  ერთი  ფრაზა  წარმოთქვა,  როცა  უამრავი  სანთლის შუქით  გაბრწყინებულ  ტაძრის  კედლებს  გახედა,  როცა  დიღებულების, მინისტრების,  მარშლების  და  რომის  პაპის  საზეიმოდ  მორთულ  ფიგუებს  შეავლო  თვალი  და  ძმას  გადაულაპარაკა  –  ჟოზეფ,  მამას  რომ შეეძლოს  ამის  დანახვაო...
    ცერემონია  დასასრულს  მიუახლოვდა.  იმპერატორმა  ფიცი  დადო,  რომლის  შემდეგ  წინ  მაუწყებელი  გამოვიდა  და  დიდის  ამბით  გამოაცხადა: „სამგზის  დიდებული  და  სამგზის  უავგუსტოესი  იმპერატორი ნაპოლეონი  გვირგვინკურთხეულია  და  ტახტზე  ასული!  მრავალჟამიერ იმპერატორს!“ გაუმარჯოს  იმპერატორს!  გაისმა  პასუხად  ნოტრ-დამის ტაძარში  და  შეძახილი  ქუჩას  გადაეცა.  კვლავ  ხალხის  ყიჟინა.  კვლავ ზარბაზნების  გრიალი... 
    როცა  კორონაცია  დამთავრდა  და  საზეიმო  კორტეჟი  ტიუილრის სასახლეში  დაბრუნდა,  იმპერატორმა  ოჟეროს  ჰკითხა:  როგორ  მოგეწონა  დღევანდელი  ზეიმიო?  შესანიშნავი  იყო,  სირ,  უთხრა  მარშალმა,  იმდენად  შესანიშნავი,  რომ  გულიც  კი  გწყდება  იმ  ასეულ  ათასობით  ფრანგზე,  რომლებიც  გერ  მონაწილეობდნენ  მასში,  რადგან  თავი  იმისთვის დასდეს,  რათა  მსგავსი  ცერემონიები  მეტი  აღარ  გამართულიყოო...  შემცბარ  ნაპოლეონს  არაფერი  უპასუხია  ძველი  თანამებრძოლისათვის.  ან რა  უნდა  ეპასუხა,  იყო  კი  პასუხი  ამ  კითხვაზე?
    კორონაციის  საზეიმო  სანახაობით  ნაპოლეონმა  პარიზელებიც გააოცა  და  უცხოელი  სტუმრებიც.  მაგრამ  იმპერატორი  ამას  როდი სჯერდებოდა!  დღესასწაული  ჩაივლიდა  და  თვალისმომჭრელი  სანახაობა  თანდათან  დავიწყებას  მიეცემოდა.  ბუონაპარტეს  კი  სურდა  ეს  ღირსსახსოვარი  დღე  არ  დაკარგულიყო  და  ფერაღ  ტილოზე  სამარადჟამოდ აღბეჭდილიყო.  აღბეჭდილიყო  ისე  და  იმგვარად,  რომ  იგი  თავისი  მასშტაბითა  და  ბრწყინვალებით  იმაგე  დღის  სწორი  ყოფილიყო! 
    ვინ  იქნებოდა  ფუნჯის  ის  ოსტატი,  ვინც  ამ  უმძიმეს  საქმეს ითავებდა,  ვინც  იმპერატორის  მკაცრ  მოთხოვნებს  დააკმაყოფილებდა? რასაკვირველია,  დავიდი,  ჟაკ  ლუი  დავიდი,  საფრანგეთის  უპირველესი მხატვარი,  ერთ  დროს  მგზნებარე  რესპუბლიკელი,  ახლა  კი  ამ  რესპუბლიკის  არსებობის  უკანასკნელი  წუთების  „ტილოზე  გამოსახვისთვის შერჩეული  ხელოვანი... 
    დავიდის  სახელი  პირველად  თვითონ  იმპერატორმა  ახსენა.  ნაპოლეონს  იმ  დროს  უკვე  ბევრი  ხატავდა  საფრანგეთში,  ერთობ  ბევრი, ისე  რომ  არჩევანი  დიდი  იყო,  მაგრამ  თვით  „ხატვის  ობიექტს“  წამითაც არ  უფიქრია,  თუ  ვისთვის  უნდა  მიენდო  ეს  საქმე. 
    სურათში  დავიდს  ასი  ათას  ოქროს  ფრანკს  შეჰპირდნენ.  ეს  დიდი  თანხა  იყო,  მაგრამ  სურათიც  დიდი  უნდა  ყოფილიყო,  ხოლო  სამუშაო,  რომლის  შესრულებაც  მას  მოუწევდა,  კიდევ  მეტი.  ამიტომ  მხატვარმა  დაუყოვნებლივ  მოჰკიდა  საქმეს  ხელი.  იგი  ლამის  ყოველდღე  დადიოდა  ნოტრ-დამის  ტაძარში  და  კომპოზიციისთვის  საჭირო  დეტალების  ჩანახატებს  ასრულებდა.  გარდა  ამისა,  დავიდი  სახელოსნოშიც  მუშაობდა  –  მომავალი  კორონაციის  მონაწილეთა  პორტრეტების  ხატვას იგი  იმთავითვე  შეუდგა.  ცერემონიამდე  ბევრად  ადრე.  სამუშაო  იმდენი იყო,  რომ  დავიღი  სხვაგვარად  ვერც  მოიქცეოდა.  მხატვარს  თავის  ტილოზე  ასორმოცდაათამდე  მონაწილე  უნდა  გამოესახა    ყველა  მისი თანამედროვე  და  ცნობილი  პიროვნება.  ისინი  უნდა  გამოესახა  ეტიკეტით  მათთვის  გათვალისწინებულ  ადგილებხე  და  სადღესასწაულო  ტანსაცმელში  გამოწყობილნი.  ამასთან  ერთად,  ცერემონიის  ხანგრძლივი პროცესიდან  დავიდს  მთავარი  მომენტიც  უნდა  ამოერჩია  და  ის  გადაეტანა  ტილოზე,  მომენტი,  რომელიც  მთელი  ამ  ბრწყინვალე  დღესასწაულის  კულმინაცია  იქნებოდა. 
    დიდ  მხატვარს  არ  სურდა,  რომ  თავისი  ქმნილება  მარტო  ფერებით  აჭრელებული  ტილო  გამოსულიყო.  მას  სურდა,  თავის  ნახატში მოვლენის  სიდიადეც  გამოესახა  და  გარეგანი  ბრწყინვალების  მიღმა მიმალული  რთული  ხასიათების  შეჯახებაც  გადმოეცა.  გავუსწროთ მოვლენებს  წინ  და  ვთქვათ,  რომ  დავიდმა  შესანიშნავად  გაართვა  თავი ძნელ  საქმეს.  ეს  ლამაზი  ტილო,  რომელიც  ლუვრის  მუზეუმშია  გამოფენილი,  მნახველზე  დიდ  შთაბეჭდილებას  ახდენს.  იგი  სწორედ  მოვლენის  მნიშვნელობითა  და  თავისებური  შინაგანი  დრამატიზმითაა  აღსავსე. „კორონაცია“  –  ასე  ჰქვია  ამ  უზარმაზარ  ტილოს  –  დავიდმა სამი  წლის  შემდეგ  დაასრულა.  მხატეარი  ნელა  და  საფუძვლიანად  მუშაობდა.  მაგრამ  მარტო  ეს  არ  იყო  ხატვის  პროცესის  გახანგრძლივების მიზეზი.  მუშაობისას  დავიდს  იმდენი  წინააღმდეგობა  შეხედა  სურათის პერსონაჟების  მხრივ,  რომ  თუ  არა  იმპერატორის  პირადი  შეკვეთა, ალბათ  დაწყებულ  საქმეს  თავს  დაანებებდა. 
    დავიდი  თავიდან  მკაცრად  მისდევდა  ისტორიულ  სიმართლეს  და ყველა  პერსონაჟს  იმ  დროს  მის  მიერ  ტაძარში  დაკავებულ  ადგილზე გამოსახავდა.  მაგრამ  ბეგრნი  –  მინისტრები,  არმიის  უმაღლესი  წარმომადგენლები,  განსაკუთრებით  იმპერატორის  ნათესავები  –  აღარ  კმაყოფილდებოდნენ  ერთ  დროს  მათთვის  განკუთვნილი  ადგილით  და  ახლა სურათზე  წინა  პლანზე  „გადმოყვანას“  ითხოვდნენ,  მხატვარი  ერთ  ხანს წინააღმდეგობას  უწევდა  ცერემონიალის  უცერემონიო  მონაწილეთ, ბევრს  უარსაც  ეუბნებოდა,  მაგრამ  პრინციპულობა  ბოლომდე  ვერ შეინარჩუნა  და  კომპოზიციის  შეცვლის  ხარჯზე  სურათის  ზოგიერთი გმირის  მოთხოვნა  დააკმაყოფილა.  უნდა  ითქვას,  რომ  ამ  თვალსაზრისით  ყველას  თვით  მისმა  იმპერატორობითმა  უდიდებულესობამ  გადააჭარბა,  როცა  მხატვარს  სურათზე  თავისი  დედის,  ლეტიცია  ბონაპარტის  გამოსახვა  მოსთხოვა.  ჟოზეფინას  გადედოფლებითა  და,  განსაკუთრებით,  ლუსიენისა  და  ჟერომის  „დისკრიმინაციით“  გაგულისებული „ქალბატონი  დედა“  სწორედ  კორონაციის  წინა  დღეს  გაემგზავრა  პარიზიდან.  ისე  რომ  დღესასწაულზე  ლეტიცია  არ  ბრძანღებოდა,  ისევე, როგორც  მისი  განაწყენებული  ორი  ვაჟი.  ნაპოლეონს,  რომელიც  ყოველთვის  ავადმყოფურად  განიცდიდა  თავისი  სურვილიდან  სულ  მცირე გადახვევასაც  კი,  ეს,  ცხადია.  არაფრად  ესიამოვნა.  ლუსიენი  და  ჟერომი  კორონაციაში  ვერ  მონაწილეობდნენ  იმიტომ,  რომ  ნაპოლეონმა დასაჯა  ისინი  ურჩობისათვის  და  არ  მოიწვია  დღესასწაულზე.  აი,  დედა კი  აუცილებლად  უნდა  ყოფილიყო,  მაგრამ,  მან  ყური  არ  ათხოვა ძლევამოსილი  შვილის  თხოვნას  და,  როგორც  ვთქვით,  ქალაქი  დატოვა. პოლიტიკური  მოსაზრებების  გამო,  და  უფრო  „შთამომავლობისათვის“, ნაპოლეონმა  საჭიროდ  ჩათვალა,  რომ  მხატვარს  დედამისი  მაინც  გამოესახა  ცერემონიის  მონაწილეთა  შორის. 
    ის  პერიოდი,  რომლის  განმავლობაშიც  დავიდი  „კორონაციას“ ქმნიდა,  განსაკუთრებულად  მღელვარე  მოვლენებით  იყო  აღსავსე  საფრანგეთისა  და  ევროპის  ცხოვრებაში  (თუმცა  სხვა  რომელი  პერიოდი იყო  ნაკლებმღელვარე  იმპერატორის  მმართველობის  განმავლობაში?). მიუხედავად  განუწყვეტელი  ომებისა  და  ლაშქრად  ყოფნისა,  ბონაპარტმა  ერთი-ორჯერ  მაინც  მოახერხა  დავიდის  სახელოსნოს  მონახულება.
    ერთხელ,  როცა  სურათზე  მუშაობა  კარგა  გვარიანად  იყო  „წინ  წასული“,  იმპერატორმა  პაპის  გამოსახულებას  მიაქცია  ყურადღება.  დავიდს პაპი  სავარძელში  უძრავად  მჯდომი,  სახემოღრუბლული  და  მუხლებზე „უღონოდ  ხელებდაწყობილი  ჰყავდა  გამოყვანილი“,  ე.ი.  ისეთი,  როგორიც ის  იმ  დღეს  იყო.  ნაპოლეონს  ეს  არ  მოეწონა  და  მხატვარს  უსაყვედურა:  მე  ეგ  პარიზში  იმიტომ  კი  არ  ჩამოვიყვანე.  ტყუილად  რომ  მჯდარიყო  და  არაფერი  ეკეთებინა.  მიეცით  ·მაგას  საქმეო.  შეცბუნებული  დავიდი  იძულებული  გახდა  გადაეხატა  პაპის  ფიგურა.  მართალია,  მხატვარმა  პიუს  მეშვიდე  ისევ  უღონო  და  მოწყენილი  გამოიყვანა,  მაგრამ ახლა  მან  კათოლიკეთა  უპირველესს  მარჯვენა  ხელი  ააწევინა  მაღლა, ნიშნად  მის  წინ  მდგომი  იმპერატორისთვის  ლოცვა-კურთხევის მიგებისა... 
    სურათის  ცენტრალურ  მომენტად  დავიდმა  ის  შეარჩია,  როცა უკვე  გვირგვინკურთხეული  ნაპოლეონი  მის  წინ  მუხლმოდრეკილ  ჟოზეფინას  თვითონ  ადგამს  გვირგვინს  თავზე.  იმპერატორი  შემაღლებაზე დგას  და  ტანთ  ყარყუმის  ძვირფასი  სამოსი  აცვია.  დავიდს  ადრეც  არაერთხელ  დაუხატავს  ნაპოლეონი,  მაგრამ  „კორონაციაში“  სულ  სხვა ადამიანია  გამოსახული.  ეს  უკვე  ახალგაზრდა,  ენერგიული,  მგზნებარე გენერალი  ბონაპარტი  როდია,  –  ეს  თავისთავში  დაჯერებული,  ამაყი, დინჯი  და  ოდნავ  ფლეგმატური  პიროვნებაა.  სურათის  ნახვის  შემდეგ ერთმა  თანამედროვემ  მოსწრებულად  შენიშნა:  იმპერატორის  პროფილი აშკარად  ოქტავიანე  ავგუსტუსისას  ჰგავს  და  რომაული  მონეტიდან გადმოსულის  შთაბეჭდილებას  ტოვებსო. 
    „კორონაციის“  პრეზენტაცია  1807  წელს  გაიმართა.  იმპერატორი  ახლადდაბრუნებული  იყო  ლაშქრობიდან,  მაგრამ  ისე  ეშურებოდა სურათის  ნახვას,  რომ  წესიერ  დასვენებას  დილიდანვე  დავიდის  სახელოსნოში  წასვლა  ამჯობინა.  მხატვარს  სახელოსნო  კლიუნის  სამლოცველოში  ჰქონდა  გამართული  და  თავისი  ქმნილებაც  იქვე  გამოფინა.  ნაპოლეონს  თან  დედოფალი  და  სახელმწიფოს  უმაღლესი  ხელისუფალნი ახლდნენ.  სამლოცველოს  ვრცელი  დარბაზი  იმპერატორის  მხლებლებით  გაივსო.  ოფიციალურად  ისინიც  სურათის  სანახავად  იყვნენ  მისულნი,  მაგრამ  სურათზე  მეტად  ნაპოლეონს  შეჰყურებდნენ,  მისი  განწყობისა  და  მისი  რეაქციის  ამოცნობას  ლამობდნენ. 
    იმპერატორმა  მხატვარს  თავი  დაუკრა,  კედელთან  მივიდა  და სურათს  შეხედა.  იგი  დიდხანს  ათვალიერებდა  მეწამული  და  ოქროს  ფერით  სავსე  ვეებერთელა  ტილოს,  დიდხანს  სინჯავდა:  ხან  ახლოდან უყურებდა,  ხან  კი  უკან  დაიწევდა  და  შორიღან  აკვირდებოდა.  დარბაზში  სამარისებური  სიჩუმე  იღგა  –  ვერავინ  ბედავდა  კრინტის  დაძვრას. იმპერატორი  კი  კვლავ  სურათს  უტრიალებდა  და  კვლავ  არავითარ  რეაქციას  არ  ამჟღავნებდა.  მხოლოდ  კარგახნის  შემდეგ,  როცა  ლოდინი თითქმის  გაუსაძლისი  გახდა,  იგი  მკვეთრად  შემოტრიალდა,  სამკუთხა ქუდი  მოიხადა,  მაღლა  ასწია  და  მხატვარს  შესძახა:  „მე  მოგესალმებით,  დავიდ!“.  ღარბაზში  წამსვე  ხმაური  ატყდა.  ყველა  მხატვარს  შემოეხვია,  ყველამ  წარმატება  მიულოცა  ღა  მისი  ნახელავით  აღტაცება  გამოხატა.  ეს  ხომ  ახლა  ასე იოლი  იყო  –  იმპერატორის  შექებამ  გრძნობების  გამოხატვაში  გზა  გაუხსნა  ფერწერის  ამ  „ჭეშმარიტ  დამფასებლებს“... 
    ღვთისმშობლის  ტაძარში  ცერემონიის  ჩატარების  შემდეგ  რომის  პაპი  სამშობლოში  დასაბრუნებლად  გაემზადა.  გაემზადა,  მაგრამ... კათოლიკეთა  უპირველესმა  კიდევ  რამდენიმე  თვე  ვერ  დაძრა  ფეხი პარიზიდან,  ახლადკურთხეულმა  იმპერატორმა  პაპს  საფრანგეთის  დედაქალაქში  გამოზამთრება  ურჩია  და  ეს  უკანასკნელიც  ვერ  გადავიდა მის  ნებას.  ცოტა  ხანში  პიუს  მეშვიდე  გეღარ  ცნობდა  ბუონაპარტეს  – ახლა  მის  წინ  სულ  სხვა  ადამიანი  იდგა:  ზრდილობადქცეული  და  ყურადღებიანი,  შაქარივით  ღამტკბარი  გულუხვი  მასპინძელი! 
    ნაპოლეონის  განკარგულებით  რომის  პაპი  ტიუილრის  სასახლეში  დააბინავეს  –  თვით  იმპერატორის  რეზიდენციაში.  მე  ყოველდღე მსურს  თქვენთან  შეხვედრაო,  უთხრა  პიუს  მეშვიდეს  ნაპოლეონმა  და შეუსრულა  კიდეც  დანაპირები  –  იგი.  მართლაც.  ყოველ  საღამოს  ხვდებოდა  პაპს  და  ხანგრძლივადაც  საუბრობდა  მასთან.  ნაპოლეონის  ბრძანებით  პაპს  ხშირად  უმართავდნენ  წვეულებებს  და  განსაკუთრებული  პატივისცემით  ეპყრობოდნენ.  ასეთმა  ხაზგასმითმა  ყურადღებამ  და,  განსაკუთრებით,  იმპერატორის  კაბინეტში  გატარებულმა  ზამთრის  გრძელმა  საღამოებმა  „გული  მოულბეს“  ნაპოლეონზე  განაწყენებულ  პაპს.  თავისთვის  მოულოდნელად,  პიუს  მეშვიდემ  აღმოაჩინა,  რომ  „კორსიკელი ურჩხული“  თურმე  ძალზე  კარგი  მოსაუბრე  და  ფართო  ინტერესების მქონე  პიროვნება  ყოფილა,  პიროვნება,  რომელსაც  ყველაფერთან  ერთად კათოლიკური  ეკლესიის  გასაჭირიც  სცოღნია  და  გულთან  ახლოსაც მიუტანია... 
    რა  მოუვიდა  ბუონაპარტეს,  რამ  შეცვალა  ასე  სწრაფად?  ნუთუ ასე  უცბად  შეუყვარდა  მის  უდიდებულესობას  მისი  უწმინდესობა?  არა, რა  თქმა  უნდა,  არც  უცბად  და  არც  თანდათანობით,  ყოფილი  გრაფი  კიარამონტი  ნაპოლეონს  არ  შეჰყვარებია.  უბრალოდ,  პაპი  მას  კიდევ  სჭირდებოდა,  სჭირდებოდა  სწორედ  პარიზში,  სადაც  კათოლიკეთა  უპირველესს  კვლავ  მისთვის  უნდა  ემუშავა,  ოღონდ  უკვე  ოდნავ  შეცვლილ  ამპლუაში.  ახლა  პაპს,  ახლადკურთხეული  იმპერატორის  გვერდით  დგომით,  მასთან  ხანგრძლივი  სტუმრობით,  მთელი  კათოლიკური  სამყაროსთვის  უნდა  დაემტკიცებინა,  თუ  რა  ახლობელი  იყო  იგი  მისთვის  და  რა პატივს  სცემდა  ახალი  დინასტიის  დამაარსებელს.  სწორად  მიჰყავდა პარტია  ბუონაპარტეს,  უშეცდომოდ  თამაშობდა... 
    კორონაცია  ნოტრ-დამში  ერთადერთი  როდი  აღმოჩნდა  ბონაპარტის  ცხოვრებაში.  არ  გასულა  ექვსი  თვე  და  ნაპოლეონმა  მეორედ  დაიდგა  გვირგვინი  თავზე.  ამჯერაღ  მილანში  და  „უკვე“  იტალიის  მეფისა! როგორც  გვახსოვს,  საფრანგეთის  რესპუბლიკის  პირველი  კონსული 1802  წლიდან  იტალიის  (ყოფილი  ციზალპიური  რესპუბლიკის)  პრეზიდენტიც  გახლდათ,  ახლა,  როცა  მან  საფრანგეთში  მონარქია  აღადგინა და  იმპერატორად  ეკურთხა,  იგი  მეზობელ  (ქვეშეგრდომ)  ქვეყანაში რესპუბლიკურ  წყობილებას,  ცხადია,  ვერ  შეინარჩუნებდა.  ამიტომ, იტალია  სამეფოდ  გამოცხადდა,  ხოლო  მის  მეფედ  ნაპოლეონი  ეკურთხა (იტალიის  მეფობა,  თავიდან,  ნაპოლეონმა  უფროს  ძმას,  ჟოზეფს. შესთავაზა,  მაგრამ  უარი  მიიღო:  ჟოზეფს  სხვა  მიზანი  ჰქონდა  –  იგი ხომ  უშვილო  ნაპოლეონის  პირდაპირი  მემკვიდრე  იყო  საფრანგეთის ტახტზე.  იტალიაში  გამეფების  შემთხვევაში  კი  იგი,  რასაკვირველია, დაკარგავდა  ამ  უფლებას  და,  ღმერთმა  ნუ  ქნას,  მას  მომდევნო  ძმას, ლუის  გადაულოცავდა!  ასე  რომ,  ხვალინდელი  ქათმის  მოლოდინში  ჟოზეფმა  დღევანდელ  კვერცხზე  თქვა  უარი...)  დეკრეტი  იტალიის  სამეფოდ  გამოცხადების  შესახებ  ოფიციალურად  1805  წლის  17  მარტს  იქნა მიღებული  საიმპერატორო  საბჭოს  სხდომაზე,  რომელსაც  იტალიიდან მოწვეული  დეპუტატებიც  ესწრებოდნენ.  ნაპოლეონი  საბჭოზხე  სიტყვით გამოვიდა  და  განაცხადა:  „ჩვენ  გადავწყვიტეთ  თავზე  დავიდგათ  ძველი ლომბარდიელების  რკინის  გვირგვინი,  რათა  ისევ  ვაწრთოთ  და  გავამაგროთ  იგი,  ამასთანავე,  საზეიმოდ  ვაცხადებთ,  რომ  ამ  გვირგვინს  თავის დროზე  გადავცემთ  ჩვენს  ერთ-ერთ  შვილს  –  სისხლით  ნათესავს  ან შვილად  შერაცხულს  –  მაშინ,  როდესაც  არავითარი  საფრთხე  არ დაემუქრება  ხმელთაშუა  ზღვის  იმ  ქვეყნებს,  რომელთა  მფარველობაც ჩვენ  ვიკისრეთ“. 
    ცერემონია  მილანში  კიდევ  უფრო  დიდებული  გამოდგა,  ვიდრე ეს  პარიზში  იყო.  მეფედ  კურთხევა  26  მაისს,  მილანის  განთქმულ  საკათედრო  ტამარში  შედგა.  ეს  ტაძარი  მრავალი  საუკუნე  შენდებოდა  და იმ  დროისათვის  მთლად  დამთაგრებული  მაინც  არ  იყო.  ქალაქის  მესვეურებმა,  ნაპოლეონის  ბრძანებით.  ტაძარს  დიდძალი  მუშახელი  „დაასიეს“ და  მშენებლობაც  რამდენიმე  თვეში  დაასრულეს. კორონაციას  უამრავი  სტუმარი  დაესწრო  ევროპის  მრავალი ქვეყნიდან.  ცერემონიის  კულმინაციად  ნაპოლეონის  ლანგობარდების (ძველი  ლომბარდიელების)  14-საუკუნოვანი  რკინის  გვირგვინით კურთხევა  იქცა. ლანგობარდების  ლეგენდარული გვირგვინი, რომელიც იტალიელთათვის  ეროვნულ რელიქვიად ითვლებოდა, ნაპოლეონმა მონცის საგანძურიდან ამოაღებინა  და  ისევე,  როგორც  პარიზში  კარლოს  დიდის  გვირგვინი,  ესეც  თვითონ  დაიდგა  თავზე.  გვირგვინკურთხევისთანავე  იტალიის  ახლადმოვლენილმა  მეფემ  მრისხანე  სახით  წარმოთქვა  ძველებური  ფიცი:  „ეს  გვირგვინი  ღვთისგან  ბოძებულია  და  ვაი მას,  ვინც  გაბედავს  და  ხელს  შეახებს  მას!“  იქ  მყოფთაგან  ცოტას  თუ  ეპარებოდა  ეჭვი  ამ  სიტყვების  სისწორეში,  და  მაინც,  ვინმეს  რომ  ამაში სულ  იოტისოდენა  ეჭვი არ შეპაროდა,  ნაპოლეონმა  ბრძანა  მილანში ყოველდღე  სამხედრო  აღლუმები,  ხოლო  მილანსგარეთ –დარის მანევრები  მოეწყოთ.  სწორედ  ასეთი  ღონისძიებების  აპოგეა  იყო  მარენგოს ველზე წარმოდგენილი  სპექტაკლი.  იმ  დღეს  ხელახლა  იქნა  გათამაშებული  ეს  განთქმული  ბრძოლა,  რომელსაც  სპეციალურად  მისთვის აგებული  ტრიბუნიდან  აღევნებღა  თვალს  იტალიის  ახალი  მეფე.  ფრანგულ  შენაერთებს  კვლავ  ხუთი  წლის  წინ  გამართული  ბრძოლის მონაწილენი,  აწ  უკვე  იმპერიის  მარშლები:  ლანი,  მიურატი  და  ბესიერი ხელმძღვანელობდნენ.  არავის  უთქვამს,  მაგრამ  არავისთვის  დაფარული არ  იყო.  რომ  იმდღევანდელ  დღესასწაულს  შნოსა  და  ლაზათს  აკლებდა ბრძოლის  ჭეშმარიტი  გმირის  ლუი  დეზეს  არყოფნა,  დეზესი,  რომელიც იმ  გამარჯვებას  შეეწირა  და  აგერ  უკვე  ხუთი  წელი  იყო,  რაც  მიწაში იწვა... 
    ეს  მანევრები,  რომლებიც  საფრანგეთის  სამხედრო  ძალის  პირდაპირ  დემონსტრაციას  წარმოადგენდა.  მარტო  ამ  ქვეყნის  არაკეთილმოსურნეთა  თვალისმოსაჭრელად  კი  არ  იყო  განკუთვნილი!  –  მათი  მეშვეობით  ნაპოლეონს  იტალიელების  გამხნევება  და  სამხედრო  ყაიდაზე „მონათვლა“  სურდა.  ავსტრიელებისაგან  მარად  დაშინებულ  იტალიელებს  ასეთი  გამხნევება  დიახაც  რომ  სჭირდებოდათ.  მით  უფრო  ახლა, როცა  კვლავ  ფეხს  იდგამდა  ანტინაპოლეონური  კოალიცია  და  იტალია კვლავ  საომარი  მოქმედებების  ასპარეზი  ხდებოდა.  ნაპოლეონს  ამ  საქმეში  თავისი  გერის  ეჟენი  ბოჰარნეს  იმედი  ჰქონდა.  მილანში  კორონაციის  შემდეგ  ნაპოლეონმა  თავის  ნაცვალად  იტალიაში  სწორედ  ეჟენი ბოჰარნე  გამოაცხადა.  იტალიის  ვიცე-მეფეს  ამიერიდან  მძიმე  ტვირთი აწვებოდა  მხრებზე.  საფრანგეთის  იმპერატორი  იტალიაში  მეფობისათვის  ვერ  მოიცლიდა  და  ამ  ქვეყნის  მართვა,  არსებითად,  ვიცე-მეფეს მოუწევდა.  ასეც  მოხდა  და  მამაცმა  და  პატიოსანმა  ეჟენიმ,  ნაპოლეონის სხვა  ახლობლებისაგან  განსხვავებით,  ბოლომდე  ღირსეულად  ატარა  ეს ტვირთი  და  თავი  არსად  შეირცხვინა. მაგრამ,  მოდით,  ახლა  ვიკმაროთ  კორონაციებსა  და  მათთან  დაკავშირებულ  ცერემონიებზე  საუბარი  და  ამის  სანაცვლოდ  ერთი  ისეთი კითხვა  დავსვათ,  რომელზე  პასუხის  გაცემა  აუცილებელია  და  შორს  გადადება  აღარ  ივარგებს.
    რაში  დასჭირდა  საფრანგეთის  რესპუბლიკის  ყოვლისშემძლე მუდმივ  კონსულს  კარგა  ხნის  გაუქმებული  მონარქიის  აღდგენა  და ხელმწიფის  ტახტზე  ასვლა?  რა  აუცილებელი  იყო  ამ  ნაბიჯის  გადადგმა  იმისათვის,  ვისაც  ისედაც  ლამის  შეუზღუდავი  ძალაუფლება  ეპყრა ხელთ  და  თავისი  ძირითადი  მიზნების  განხორციელებაში  ხელის შემშლელი  აღარავინ  ჰყავდა?  ან.  თუ  მართლაც  აუცილებელი  იყო  ამ ერთობ  ძნელი  ნაბიჯის  გადადგმა.  მაშინ  რა  მოტივებით  სარგებლობდა იგი  და  იყო  თუ  არა  ეს  გადაწყვეტილება  მხოლოდ  მისი  ნება-სურვილის გამოხატულება? 
    ქვეყნის  სათავეში  მოსვლა  და  ძალაუფლების  ხელში  აღება  ნაპოლეონის  კარგა  ხნის  ოცნება  იყო.  ამ  ოცნებას  საფუძველი  ჯერ  კიდევ 1796  წელს  ჩაეყარა,  იტალიაში,  ლოდისთან  ღირსსახსოვარი  გამარჯვების  შემღეგ.  მართალია.  ეს  ოცნება  მაშინ  ჯერ  კიდევ  სუსტ  და არამყარ  საფუძველს  ეყრდნობოდა,  მაგრამ  მაინც  ოცნება  იყო  და  მისი განხორციელებისათვის  მომავალი  იმპერატორი  თავს  არ  ზოგავდა. 
    1799  წლის  ბრიუმერის  გადატრიალებამ  ამ  ოცნებას  ფრთები  შეასხა, როცა  ბუონაპარტე  საფრანგეთის  რესპუბლიკის  პირველი  კონსული გახდა.  შემდეგ,  1802  წელს,  საყოველთაო  პლებისციტისა  და  საკონსტიტუციო  მანიპულაციების  შედეგად,  პირველი  კონსული  მუდმივ  კონსულად  იქცა  და  საფრანგეთის  ერთპიროვნული  და  ლამის  შეუზღუდავი მმართველი  გახდა.  ნაპოლეონმა  მიზანს  მიაღწია  –  მუდმივი  კონსულის ტიტულის  მოპოვებით  მას  ისეთი  მდგომარეობა  შეექმნა,  რომ  მომავალში  არც  გადარჩევა  და  არც  კანონიერი  გზით  უმაღლესი  თანამდებობიდან გადაყენება  არ  ემუქრებოდა.  მაშ  რად  უნდოდა  მეფის  ტახტზე  ასვლა ბუონაპარტეს,  რაში  სჭირდებოდა?  რად  უნდოდა  რესპუბლიკური  წყობის  მონარქიულით  შეცვლა,  რაში  გამოადგებოდა?  გაგიმეოროთ  ეს კითხვები  და  ვცადოთ  მათზე  პასუხის  გაცემა.  სხვათაშორის,  პასუხი  ამ კითხვებს  მარტივადაც  შეიძლება  გაეცეს  –  ძალაუფლების  შემდგომი განმტკიცებისათვის.  მუდმივი  კონსულის  „ლამის  შეუზღუდავი“  ძალაუფლება  მოქალაქე  ბონაპარტს  აღარ  აკმაყოფილებდა  –  ახლა  მას აბსოლუტური  ძალაუფლების  მოპოვების  სურვილი  ჰქონდა.  ეს  არ  უნდა იყოს  გასაკვირი  –  მისი  ხასიათის,  მისი  თვისებებისა  და  მისი  მისწრაფებების  კაცი  ვერავის  და  გერანაირ  კონტროლს  ვერ  აიტანდა  და  ვერ შეეგუებოდა.  ვერ  შეეგუებოდა  იგი  „რაღაც“  სენატისა  თუ  საკანონმდებლო  საბჭოს  თუნდაც  მოჩვენებით  ჩარევას  მის  საქმეებში.  აბსოლუტური მონარქის,  ერთპიროვნული  თვითმპყრობელის  სავარძელი  კი  მას  ამ  მოჩვენებით  კონტროლსაც  ააცილებდა  თავიდან. 
    ეს  პასუხი  ზემოთ  დასმულ  კითხვებზე  გაცემული  სწორი  და მარტივი  პასუხია.  სწორი,  მაგრამ  ამომწურავი?  ჩვენის  აზრით,  არა! არა  იმიტომ,  რომ  იყო  სხვა  მიზეზებიც,  რომლებიც  „აიძულებდნენ“  ნაპოლეონს  ეს  რთული  და  სარისკო  ნაბიჯი  გადაედგა.  მართლაც,  იოლი ხომ  არ  იქნებოდა  ერთი  სახელმწიფო  წყობის  ასე  ერთბაშად  მეორე წყობით  შეცვლა?  როგორი  მზადება,  როგორი  ძალისხმევა,  როგორ რისკზე  წასვლა  იქნებოდა  ამისთვის  საჭირო!  და  „მხოლოდ“  იმიტომ, რომ  მუდმივ  კონსულს  ისედაც  უდიდესი  ძალაუფლება  კიდევ  რაღაცა ნიშნებით  რომ  განემტკიცებინა?  არა,  აქ  „რაღაც“  სხვაც  იყო...  ეს „სხვა“  ნაპოლეონის  მიერ  მოპოვებული  ძალაუფლების  მემკვიდრეობით გადაცემის  შესაძლებლობის  შექმნა  და  საფრანგეთის  ბატონობის  სხვა ქვეყნებზე  გავრცელების  იდეის  განხორციელება  იყო. 
    მუდმივი  კონსულის  სტატუსი  ძალაუფლებას  მხოლოდ  ნაპოლეონს  აძლევდა,  მონარქიული  რეჟიმის  დამყარების  შემთხვევაში  კი მმართველობის  უფლება  მემკვიდრეობითი  გახდებოდა  და  ნაპოლეონის შთამომავლობასაც  გადაეცემოდა.  ეს  მეტად  მნიშვნელოვანი  ფაქტორი იყო.  მუდმივი  კონსულის  თვალში  იგი  მის  პირად  ძალაუფლებასაც განამტკიცებდა  და  ამასთან  ერთად,  ლეგიტიმურობასაც  მიანიჭებდა უგვარო  ბუონაპარტეების  მმართველობას. 
    რაც  შეეხება  მეორე  საკითხს,  აქ  ასეთი  მდგომარეობა  იყო.  საფრანგეთის  რევოლუციის  მიზანი  მარტო  ქვეყნისშიდა  ცხოვრების  გარდაქმნა  კი  არა,  არამედ  ამ  რევოლუციის  (წაიკითხე  –  საფრანგეთის ბატონობის)  სხვა  ქვეყნებზე  გავრცელებაც  იყო.  იგი  მეზობელ  (და  არა მარტო  მეზობელ)  ქვეყნებში  მონარქიული  რეჟიმების  დამხობასა  და  იქ საფრანგეთზე  დამოკიდებული  „შვილობილი  რესპუბლიკების“  შექმნაში მდგომარეობდა.  ფრანგი  რევოლუციონერები  გულმოდგინედ  ცდილობდნენ  ამ  მიზნის  განხორციელებას.  პირდაპირი  სამხედრო  ჩარევის  მეშვეობით  ისინი  რევოლუციის  ექსპორტს  ეწეოდნენ  და  ყველგან,  სადაც კი  ხელი  მიუწვდებოდათ,  საფრანგეთზე  დამოკიდებული  რესპუბლიკების შექმნას  ლამობდნენ.  გარემოებათა  გამო  მათ  მხოლოდ  საქმის  დაწყება მოახერხეს  (მოასწრეს),  როდესაც  საფრანგეთის  სათავეში  ნაპოლეონი მივიდა  რესპუბლიკის  პირველი  კონსულის  სახით,  მან  გააგრძელა დაწყებული  საქმე  –  იგი  ხომ  თავად  იყო  „რევოლუციის  შვილი“.  თავისთავად  ცხადია,  რომ  მონარქიის  დამკვიდრების  შემდეგ  ნაპოლეონმა არსებითი  კორექტივი  შეიტანა  რევოლუციის  ექსპორტის  ზემოხსენებულ  მოდელში,  რის  გამოც  ევროპის  სხვა  ქვეყნებში  აბსოლუტისტურ-ფეოდალური  რეჟიმების  დამხობა  და  იქ  ახალი,  მოწინავე  ბურჟუაზიული  წყობილების  დამყარება  უკვე აბსოლუტური  მონარქის  ხელით ხდებოდა, თქმა  არ  უნდა,  რომ  ეს  რთული  და  სადაო  საკითხია,  რომ  ზემოთ-მოყვანილი  სქემაც  საკმაოდ  სწორხაზოვანია,  მაგრამ,  ვფიქრობთ,  რომ  იმპერატორის  მიერ  განხორციელებული  პოლიტიკის  ძირითადი  პრინციპი მაინც  ასეთი  იყო  (ამ  საკითხს  ქვემოთ,  თხრობის  პროცესში,  კვლავ  დავუბრუნდებით  და  შეძლებისდაგვარად  დაწვრილებით  განვიხილავთ). 
    ამავე  დროს  საინტერესოა  იმ  საკითხის  გარკვევაც,  თუ  როდის გადაწყვიტა  პირველმა  კონსულმა  რესპუბლიკური  წყობილების  მონარქიულით  შეცვლა.  ზუსტ  თარიღს,  ცხადია,  ვერავინ  დაასახელებს.  მართლაც,  ვის  შეუძლია  თქვას,  თუ  როდის  ჩაიდო  გულში  ბუონაპარტემ სამეფო  ტახტზე  ასვლა?  არავის.  და  მაინც  მომავალი  იმპერატორის ქმედებიდან,  მისი  ზოგიერთი  გამონათქვამიდან  იმის  გარკვევა  მაინც  შეიძლება,  თუ  როდის  შეუდგა  იგი  თავისი  განზრახვის  შესრულებას,  ანუ როდის  დაიწყო  იმ  ცვლილებების  განხორციელება,  რომლებიც,  მონარქიული რეჟიმის  დამყარებისათვის  იყო  განკუთვნილი.  როგორც  ირკვევა, დროის  ეს  მონაკვეთი  1802  წლის  მეორე  ნახევარზე  მოდის.  სწორედ მაშინ  დაიწყო  ის  (კვლილებები,  რომელთა  განხორციელება  აუცილებლად  სჭირდებოდა  ტახტის  მაძიებელს.  სჭირდებოდა  იმიტომ,  რომ  რევოლუციის  შედეგად  ქვეყანაში  მთლიანად  იყო  მოსპობილი  მონარქიული ინსტიტუტები.  მათ  გარეშე  კი  – რა  მონარქიაზე  შეიძლებოდა  ლაპარაკი? 
    საფრანგეთის  იმდროინდელი  მმართველი  ჭკვიანი  კაცი  იყო.  მან იცოდა,  რომ  უცებ,  ხელის  ერთი  მოსმით,  არც  მონარქიის  აღდგენის  გამოცხადება  შეიძლებოდა  და  არც  სამეფო  ტახტზე  ასვლა.  ქვეყანას  მომზადება  სჭირდებოდა,  რადგან  თუ  ფრთხილად  და  მოზომვით  არ  მოიქცეოდა,  მაშინ  მისი  განზრახვა,  უეჭველად  ჩაიფუშებოდა.  როცა  საჭიროდ მიაჩნდა,  ბუონაპარტე  ფრთხილიც  ხდებოდა  და  ზომიერიც.  სწორედ ასეთად  წარმოსდგა  იგი  1802-1804  წლებში,  როცა  მონარქიის  დამყარებისაკენ  მიისწრაფოდა.  იგი  ნელ-ნელა  და  მეტად  ფრთხილად  აჩვევდა ქვეყანას  მოსალოდნელ  ცვლილებებს  და  დროზე  ადრე  არ  ამჟღავნებდა თავის  ჭეშმარიტ  განზრახვას. 
    იმ  ცვლილებებს,  რომელთაც  ეშმაკურად  „აპარებდა“  ქვეყანას მუდმივი  კონსული,  ორი  ხასიათი  ჰქონდათ:  გარეგნული,  უპირატესად „დეკორატიული“  და  შინაგანი,  ღრმა.  როგორც  მერე  გამოირკვა,  ორივე სახის  ცვლილებები  ნაპოლეონის  მიერ  საგანგებოდ  იყო  მოფიქრებული და  ოსტატურად  შესრულებული.  ძირეული  ცვლილებები  უფრო  მოგვიანებით,  საკუთრივ  1804  წლის  დასაწყისში  დაიწყო,  გარეგნული  კი,  უკვე  1802  წლიდან,  ნაპოლეონის  მუდმივ  პირველ  კონსულად  გამოცხადების  დროიდან. 
    აი,  ზოგიერთი  ამ  ცვლილებათაგანი.  1802  წლიდან  მოსახლეობას  რევოლუციის  დროს  აკრძალული  პარიკებისა  და  მეფისდროინდელი ტანსაცმლის  ტარების  ნება  დაერთო.  ერთი  შეხედვით,  ეს  უწყინარი  გადაწყვეტილება  იყო  –  ძველებურ  პარიკს  ის  ატარებდა,  ვისაც  სურდა და  ძველებურ  სამოსს  ის  ჩაიცვამდა,  ვისაც  მოეწონებოდა.  რა  იყო  ამაში  ცუდი?  ასევე  უწყინარად  მოჩანდა  „რესპუბლიკური“  ტერმინის  „მოქალაქის“  პარალელურად  ძველებური  „მადამ“  და  „მესიე“-ს  აღორძინებაც.  იგივე  შეიძლება  ითქვას  სამხედრო  და  სამოქალაქო  ორდენების  ინსტიტუტის  აღდგენის  თაობაზე,  ემიგრანტ-არისტოკრატების  ამნისტირებისა  თუ  მათთვის  სახელმწიფო  სამსახურში  ჩადგომის  უფლების  მინიჭების  შესახებ  და  სხვა. 
    თუ  ამგვარი  სახის  „დეკორატიული“  ცვლილებები  რესპუბლიკის  მომხრეთა  თვალში  ღიდ  საშიშროებას  არ  წარმოადგენდა  და  იგი ქვეყანაში  მიმდინარე  ლიბერალიზაციური  პროცესების  მორიგ  გამოხატულებად  შეიძლება  აღქმულიყო,  სამაგიეროდ  ხელისუფლების  ისეთი ნაბიჯები,  როგორიც  იყო,  მაგალითად,  დადგენილება  მუდმივი  კონსულისთვის  არა  .„მოქალაქე  ბონაპარტი“,  არამედ,  „მხოლოდ",  ნაპოლეონ ბონაპარტი  ეწოდებინათ,  ან  შინაგან  საქმეთა  მინისტრის  ბრძანება  ნაპოლეონის  დაბადების  დღის  ეროვნულ  დღესასწაულად  გამოცხადების  შესახებ.  უკვე  შეშფოთების  საგანი  ხდებოდა. 
    მაგრამ,  აქვე  უნდა  ითქვას,  შეშფოთების  ეს  გრძნობა  იმ  დროისათვის  საფრანგეთში  ბევრს  აღარ  უჩნდებოდა.  ნაპოლეონის  მიერ  მარჯვედ  და  ეშმაკურად  წარმართულმა  პოლიტიკამ  თავისი  ნაყოფი  გამოიღო.  ეს  ორი  წელი  (1802-1804  წ.წ.)  მუდმივ  კონსულს  უქმად  არ  დაუკარგავს.  დროის  ამ  მონაკვეთში  მოსახლეობა  ისე  საფუძვლიანად  იქნა „დამუშავებული“.  რომ  მის  უმეტეს  ნაწილს  მონარქიის  აღდგენა  უკვე აუცილებელ  ღონისძიებად  მიაჩნდა  (აქ  უნდა  აღვნიშნოთ,  რომ  მოსახლეობის  სწორედ  ამ  უმეტეს  ნაწილს  მაინც  არ  ჰქონდა  ზუსტად  გააზრებული,  თუ  რა  სახის  მმართველობა  შეიქმნებოდა  რესპუბლიკურის  სანაცვლოდ.  ნაპოლეონი  და  მისი  ხელშემწყობნი  დიდხანს  არ  აცხადებდნენ მონარქიის  აღდგენის  სურვილს.  ისინი  ქვეყანაში  „მხოლოდ“  დინასტიური  ტიპის  მმართველობის  შემოღებაზე  ლაპარაკობდნენ.  ქვემოთ  ჩვენ დავინახავთ,  თუ  რა  მარჯვედ  შეუხამა  ახლადგამომცხვარმა  იმპერატორმა  რესპუბლიკისა  და  გვირგვინოსანის  ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები). 
    დინასტიური  მმართველობის  შემოღების  შესაძლებლობა,  რაზეც  ასე  ფართოდ  ლაპარაკობდნენ  მაშინ  საფრანგეთში,  სრულიად  არ უკავშირდებოდა  ბურბონების  დინასტიას.  ბურბონები  მაშინ  ცოტას  თუ ახსოვდა  საფრანგეთში  და  მომხრეებიც,  შესაბამისად,  ცოტა  ჰყავდათ. ერთადერთი  ადამიანი,  ვინც  ამ  დინასტიური  მმართველობის  სათავეში  წარმოედგინათ  მაშინდელ  საფრანგეთში,  ნაპოლეონ  ბონაპარტი იყო.  არავის  ჰქონდა  ისეთი  ავტორიტეტი,  როგორც  მუდმივ  კონსულს, არავის  შეეძლო  დაეკვეხნა  ისეთი  მიღწევებით,  როგორც  მუდმივ  კონსულს  და  ბოლოს,  არავის  ჰყავდა  იმდენი  მხარდამჭერი,  რამდენიც  იმავე  მუდმივ  კონსულს. 
    ვინ  იყვნენ  ეს  მხარდამჭერები?  ალბათ,  ესეც  უნდა  დავაზუსტოთ,  უნდა  დავაკონკრეტოთ,  თუ  ვინ  იდგა  დინასტიური  მმართველობის შემოღების  იდეის  მხარეზე.  პირველ  ადგილზე,  რასაკვირველია, ნაპოლეონის  ოჯახის  წევრები,  ბუონაპარტეების  კლანი  იდგა.  შემდეგ ნაპოლეონის  გარემოცვა,  ქვეყნის  მმართველი  წრეები,  არმია,  რომელიც ყოველთვის  და  ყველაფერში  უჭერდა  მხარს  თავის  ბელადს.  „აგრეთვე“, გლეხობა,  ახლადფეხადგმული  ბურჟუაზია.  რომ  შევაჯამოთ,  ძალიან დიდი  რიცხვი  გამოვა  –  „მარტო“  გლეხობა  მოსახლეობის  4/5-ს შეადგენდა! 
    ახლა  ისიც  დავაზუსტოთ,  თუ  რატომ  უჭერდნენ  ამ  იდეას მხარს  მუდმივი  კონსულის  მომხრეები  და  რა  სარგებელს  ელოდნენ  მისი განხორციელების  შემთხვევაში.  სრულიად  სხვადასხვა  მიზეზის  გამო. სურვილი  ყველას  ერთი  ჰქონდა,  მიზანი  კი  სხვადასხვა.  ამოვიცნოთ  ეს მიზნები. 
    ყველაზე  იოლი  ამოსაცნობი,  რა  თქმა  უნდა,  ოჯახის  წევრებისა იქნება.  მართლაც,  ვის  გაუხარდებოდა  ისე  ნაპოლეონის  ასვლა  იერარქიული  კიბის  უმაღლეს  საფეხურზე,  თუ  არა  მარად  მის  ხელებს  შემყურე  დებსა  და  ძმებს?  ეს  ხომ  ახალ  და  განუსაზღვრელ  შესაძლებლობებს შეუქმნიდა  მათ!  საქმე  ის  იყო,  რომ  ბუონაპარტეების  მრაგალრიცხოვანი ოჯახის  წევრებს  უკვე  აღარ  აკმაყოფილებდათ  მათი  უპირველესი  წარმომადგენლის  მიერ  მოხვეჭილი  დიდების  წილი  და  აღარ  სურდათ  მხოლოდ  მის  ჩრდილქვეშ  ყოფნა.  ქონებას  დახარბებულებს  ახლა  თვითონაც ისეთივე  პატივი  ღა  ძალაუფლება  მოუნდათ,  როგორსაც  მათი  ძმა ფლობდა.  გარდა  ამისა,  მშვენივრად  უწყოდნენ  რა,  თუ  რას  წარმოადგენდნენ  თავად  და  რა  შეეძლოთ  თავიანთი  ყოვლისშემძლე  ძმის  გარეშე, ბუონაპარტეებს  საკუთარი  კეთილდღეობისა  და  კეთილადყოფნის  მტკიცე  გარანტიები  სჭირდებოდათ.  მათი  მოუსვენარი  ძმა  ისე  ხშირად  იყო ომებში  და  ისე  არ  ზოგავდა  თავს,  რომ  სულ  იოლად  შეიძლებოდა  ერთ მშვენიერ  (უბედურ)  დღეს,  თავისი  მრავალრიცხოვანი  ოჯახი  ობლად დაეტოვებინა...  აი,  მაშინ  კი  მშვიდობით  ბუონაპარტეების  კლანის კეთილდღეობავ,  მშვიდობით  ტკბილო  და  უზრუნველო  ცხოვრებავ!  და სწორედ  იმიტომ,  რომ  მათთვის  ესოდენ  თავზარდამცემი  შემთხვევისას თავად  დაზღვეულნი  ყოფილიყვნენ,  ისინი  მთელის  „გულითა  და  სულით“  ემხრობოდნენ  ქვეყანაში  მემკვიდრეობითი  მონარქიის  შემოღებისა და  ბონაპარტების  დინასტიის  დამყარების  იდეას.  რა  იქნებოდა  მათთვის უფრო  უკეთესი?  არაფერი!  თუ  მათი  ძლევამოსილი  ძმა  მეფის  გვირგვინს  დაიდგამდა  თავზე,  მაშინ  მის  ძმებსა  და  დებს  ხომ  პრინცებად  და პრინცესებად  ქცევის  შესაძლებლობა  შეექმნებოდათ?  თანაც,  არა  მარტო  თვითონ,  არამედ  მათ  შთამომავლებსაც,  რადგან  ეს  ტიტული  მათ მემკვიდრეებზეც  გადავიდოდა.  აი,  ეს  კი  ნამდვილად  იქნებოდა  მათი კეთილდღეობის  გარანტია  და  საიმედოდ  დაიცავდა  მათ  ოჯახებს სახელოვანი  ძმის  „სიცოცხლესთან  უეცარი  განშორების  შემთხვევაში“... 
    ბუონაპარტეების  შემდეგ  მუდმივი  კონსულის  გარემოცვა  მოდიოდა,  ქვეყნის  მმართველი  ელიტა  –  მინისტრები,  სახელმწიფო  მოხელეები,  მაღალი  წოდების  სამხედროები,  რომელთაც  თავიანთი  პრივილეგიები  ბონაპარტის  ხელში  ჰქონდათ  მოპოვებული  და  მათი  შენარჩუნების  შესაძლებლობას  მისი  ძალაუფლების  განმტკიცებაში  ხედავდნენ. იგივე  ითქმის  წვრილი  და  მსხვილი  ბუჟუაზიის  წარმომადგენლების  შესახებ.  ქვეყნის  სტაბილურობა  მათი  საქმიანობისა  და  მათი  წარმატების გარანტია  იყო.  სტაბილურობის  შენარჩუნებას  კი  მემკვიდრეობითი  მონარქიის  დაფუძნება  შეუწყობდა  ხელს.  არავის  არ  სურდა  რისკზე  წასვლა.  მათ  არც  ბურბონების  დაბრუნება  აწყობდათ  და  არც  ახლო  წარსულის  რევოლუციური  კატაკლიზმების  გამეორება.  ნაპოლეონი  მათთვის მსგავსი  უკიდურესობებისაგან  თავის  დაცვის  შესანიშნავი  საშუალება იყო.  ამიტომ  მათთვისაც  ერთადერთ  რეალურ  გამოსავლად,  მაშინ,  მემკვიდრეობითი  დინასტიის  დაფუძნება  მოჩანდა. 
    რაც  შეეხება  „დანარჩენი“  მოსახლეობის  უმრავლესობას  (გლეხობას),  ისიც  აშკარად  ბონაპარტს  უჭერდა  მხარს.  ქვეყანაში  ბოლო წლებში  მიმდინარე  სასიკეთო  ძვრები  –  მშვიდობის  დამყარება,  წესრიგის  აღდგენა,  ეკონომიკური  წინსვლა  –  ყველაფერი,  რაც  უშუალოდ შეეხო  ხალხის  ფართო  მასებს,  ძირითადად,  ბონაპარტის  სახელს  უკავშირდებოდა  და  სავსებით  სამართლიანადაც.  ამიტომ  იყო,  რომ  როიალისტთა  შეთქმულებებმა  და  მათ  მიერ  ბონაპარტზე  თავდასხმის  ცდებმა ასე  შეაშფოთა  და  რისხვით  აღავსო  ფრანგთა  დიდი  უმრავლესობა.  პირველი  კონსულის  სიცოცხლის  ხელყოფა  მათთვის  ზემოაღნიშნული  მონაპოვრის  ლიკვიდაციის  ტოლფასი  იყო.  და  კიდევ,  ნაპოლეონ  ბონაპარტი  ფრანგებისათვის  კანონიერი  სიამაყის  ობიექტს  წარმოადგენდა  – იგი  ხომ  ის  გამარჯვებული  მხედართმთავარი  იყო,  რომელმაც  ევროპასთან  დაპირისპირებისას  ამდენი  დიდება  მოუტანა  მათ  ქვეყანას! ისე  რომ,  როგორც  დაგინახეთ,  ნაპოლეონის  ამ  გადაწყვეტილებას  ბევრი  მომხრე  გამოუჩნდა  მაშინდელ  საფრანგეთში.  ამასთან  ერთად,  ისიც  უნდა  ვთქვათ:  არსებობს  შეხედულება  იმის  თაობაზე,  რომ მომავალი  იმპერატორი  თავიდან  არც  ესწრაფვოდა  მონარქიის  დაფუძნებას,  რომ  ეს  ნაბიჯი  მას  ახლობლების  დაჟინებამ  და  ზეწოლამ  გადაადგმევინა.  შეიძლება  დასაწყისში  ასეც  იყო,  შეიძლება  იგი  მაშინ  განსაკუთრებულად  არც  მიილტვოდა  ტახტისაკენ,  მაგრამ  ეს  გარაუდი  მაინც ნაკლებდასაჯერებელი  ჩანს.  ნაპოლეონი  ხომ  იმ  ყაიდის  კაცი  არ  იყო, რომელიც  საკუთარი  ძალაუფლების  გაზრდისა  და  განვრცობის  იდეას სხვებზე  გვიან  გაიაზრებდა?. 
    ცხადია,  ამ  იდეას  მოწინააღმდეგეებიც  ჰყავდა.  მოწინააღმდეგეთა  შორის,  პირველ  რიგში,  ჭეშმარიტი  რესპუბლიკელები  და  ბურბონების  რესტაგრაციის  მომხრეები  –  როიალისტები  –  უნდა  დავასახელოთ. რესპუბლიკელებისათვის  მონარქიის  თვით  იდეა  იყო  მიუღებელი  და  ამიტომ  ისინი  ამ  ნაბიჯის  წინააღმდეგნი  იქნებოდნენ,  განურჩევლად  იმისა, თუ  ვინ  ჩაუდგებოდა  ახალ  მონარქიას  სათავეში.  ნაპოლეონს  მათი  შიში არ  ჰქონდა,  თუნდაც  იმიტომ,  რომ  იმ  დროისათვის  ბევრი  რესპუბლიკელი  უკვე  მის  მხარეზე  იყო  გადმოსული.  თანაც,  მომავალი  იმპერატორი ყოველ  თავის  ნაბიჯს..  რესპუბლიკის  განმტკიცების  ინტერესებით ხსნიდა  და  ლაზათიანად  ურევდა  მათ  გონებას.  რაც  შეეხებოდა  „უდრეკ“  რესპუბლიკელებს,  ისინი  უკვე  ცოტანი  იყვნენ  –  მათი  უმრავლესობა  ფრონტებზე  და  სამოქალაქო  დაპირისპირების  დროს  დაიღუპა,  ნაწილი  ჭაობიან-ციებიან  გვიანაში  ახლა  იღუპებოდა.  ცოცხლად  გადარჩენილები  ამინდს  ვერ  შექმნიდნენ  და  მოვლენათა  მსვლელობაზე  გავლენას  ვერ  მოახდენდნენ. 
    არც  როიალისტების  ეშინოდა  ბონაპარტს,  რადგან  რევოლუციის  დაწყებიდან  განვლილ  15  წელიწადში  ისინი  გვარიანად  მიივიწყეს საფრანგეთში  და,  ამდენად,  მათი  ზრუნვის  ობიექტებს  –  ბურბონებს  – ხალხში  გასავალი  თითქმის  არ  ექნებოდათ. 
    ბევრისთვის  მოულოდნელად  ნაპოლეონის  გამეფების  მოწინააღმდეგეთა  შორის  ნაპოლეონის  მეუღლე  აღმოჩნდა.  ჟოზეფინას  შეეშინდა, რომ  გვირგვინკურთხევის  წინ  ნაპოლეონის  ნათესავები  აიძულებდნენ  ამ უკანასკნელს  გაეშვა  უშვილო  ცოლი  და  სხვა  ქალი  აეყვანა  ტახტზე. უმემკვიდრო  მეფე  რა  დინასტიის  დამფუძნებელი  იქნებოდა?  იმ შემთხვევაში,  თუ  ნაპოლეონი  ხელს  აიღებდა  მონარქიის  შემოღებაზე  და კვლავაც  მუდმივ  კონსულად  დარჩებოდა,  ჟოზეფინას  ქმართან  გაცილების  საფრთხე  ნაკლებად  დაემუქრებოდა  –  კონსულს  მემკვიდრე  არ დასჭირდებოდა,  რადგან  იგი  მაინც  ვერ  გადასცემდა  მას  ძალაუფლებას. ამიტომ,  ტახტის  გარეშეც  მშვენივრად  გაძლებდა  ჟოზეფინა,  დედოფლობა  დიდად  არაფერში  დასჭირდებოდა.  კრეოლი  ქალი  ღელავდა, ქმარს  ურჩევდა  არ  გადაედგა  სარისკო  ნაბიჯი,  უარი  ეთქვა  სამეფო გვირგვინზე,  კონსულობას  „დასჯერებოდა“,  მაგრამ  არაფერი  გაუდიოდა  –  ნაპოლეონს  უკვე  გადაწყვეტილი  ჰქონდა  ეს  საქმე  და  ახლა  ვეღარავინ  შეაცვლევინებდა  ამ  გადაწყვეტილებას.  ბოლოს  და  ბოლოს  ცოლი თვით  ქმარმა  დაამშვიდა:  ნაპოლეონმა  აღუთქვა  ჟოზეფინას,  რომ  არავითარ  შემთხვევაში  არ  გასცილდებოდა  მას  და  აუცილებლად  აიყვანდა სამეფო  ტახტზე.  რაც  შეეხებოდა  მემკვიდრის  საკითხს,  მომავალი გვირგვინოსანი  მოგვიანებით  გადაწყვეტდა  მას  –  იგი  ან  იშვილებდა  თავის  რომელიმე  ძმისწულს,  ან  სხვა  გამოსავალს  მოძებნიდა.  ქმრის სიტყვებმა  ჟოზეფინა  დიდად  კი  გაახარეს,  მაგრამ  საბოლოოდ  მაინც ვერ  დაამშვიდეს.  აი,  თუ  მემკვიდრედ  ნაპოლეონის  ერთ-ერთი  ძმის  და მისი,  ჟოზეფინას,  ქალიშვილის  შვილი  გამოცხადდებოდა,  მაშინ  სხვა იქნებოდა.  მაშინ  დინასტიურ  კავშირში  მარტო  ბონაპარტების  კი  არა, ბოჰარნეს  გვარიც  გაერეოდა,  რაც  მართლა  განამტკიცებდა  ახალბედა დედოფლის  პოზიციას.  ჟოზეფინამ  თავისი  წინადადება  მაშინვე  გააცნო ქმარს  და,  მისდა  სასიხარულოდ,  თანხმობა  მიიღო.  დანარჩენი  „იოლი საქმე  გამოდგა  –  არც  ლუის  (მასზე  შეჩერდა  ნაპოლეონის  არჩევანი) და  არც  ჰორტენზიას  არავინ  ჰკითხა  უნდოდათ  მათ  ერთმანეთთან  ქორწინება  თუ  არა... 
    ჟოზეფინას  თითქოს  ენამ  უყივლა.  როგორც  კი  ნაპოლეონის  და-ძმებმა  გაიგეს,  რომ  მომავალი  გვირგვინოსანი  ტახტზე  ჟოზეფინას  აყვანას  აპირებდა,  ერთი  ალიაქოთი  შექმნეს.  ბუონაპარტეების  კლანს  ჟოზეფინა  ჭირის  დღესავით  ეჯავრებოდა  და  ვერც  წარმოედგინა  მისი  საფრანგეთის  ტახტზე  ასვლა.  ის  გარემოება,  რომ  კრეოლ  ქალს  ნაპოლეონთან  შვილი  არ  ეძლეოდა  და  ასაკის  გამო,  ცხადია,  არც  მიეცემოდა, ნაპოლეონის  და-ძმებს  იმის  იმედს  უსახავდა,  რომ  მათი  ძმა,  დინასტიის ინტერესებიდან  გამომდინარე,  ჟოზეფინას  უეჭველად  გაშორდებოდა. ჟოზეფინას  მოშორება  მათ  აუცილებლად  მიაჩნდათ,  რადგან  ამ  ქალს, მართალია,  ღმერთმა  ნაპოლეონთან  შვილი  არ  არგუნა,  მაგრამ  სხვასთან  ერთი  კი  არა,  ორი  მისცა.  თავისი  გერები  –  ეჟენი  და  ჰორტენზია –  ნაპოლეონს  ძალიან  უყვარდა,  შვილებივით  უყურებდა  და  დიდ  პატივშიც  ჰყავდა.  აი,  სწორედ  ეს  გახლდათ  ბონაპარტების  თავის  ტკივილის მიზეზი  და  სწორედ  ეს  აშინებდათ  მათ,  რადგან  მომავალში,  უშუალო მემკვიდრის  არყოლის  გამო,  საფრანგეთის  ტახტს  შეიძლება  „ბოჰარნეს ქვრივის“  ნაშიერი  დაპატრონებოდა.  სხვათაშორის,  ბონაპარტები  ჟოზეფინას,  კარგა  ხანს  მხოლოდ  „ბოჰარნეს  ქვრივის“  სახელით  მოიხსენიებდნენ.  ნაპოლეონს  ეს  სწყინდა,  გულიც  მოსდიოდა  და  საყვედურსაც ეუბნებოდა  სახლეურებს,  მაგრამ  შედეგი  ხანმოკლე  იყო  ხოლმე,  რადგან  ჟოზეფინას  წინააღმდეგ  მარტო  მის  და-ძმებს  კი  არ  ჰქონდათ  პირი შეკრული,  არამედ  დედამისსაც.  ლეტიციამ  (რომელსაც სუსტი ნებისყოფის ქალიშვილები ჰყავდა) თავიდანვე  აითვალწუნა რძალი.  „ბოჰარნეს  ქვრივს“  კი  არა,  პუტანასაც“  უწოდებდა. სახლეურების  ასეთმა  ერთობლივმა  შემოტევამ  ნაპოლეონს  ერთი  პირობა  კინაღამ  გუნება  შეუცვალა  და  განზრახვაზე  ხელი  ააღებინა. მაგრამ  ის  მალე  გამოერკვა  და  ნათესავების  წინადადება  უკუაგდო.  ჟოზეფინა  ჩემი  ცოლია,  გაიგეთ  ეს.  მოგწონთ  იგი  თუ  არა,  მაინც  საფრანგეთის  დედოფალი  გახდებაო  –  მიუგო  თავისიანებს  და  ეს  საქმე  ამით დაამთავრა.
    რატომ  არ  მოიშორა  ნაპოლეონმა  ჟოზეფინა!  ნუთუ  ისევ  ისე უყვარდა  ეს  „არც  თუ  მთლად“  მისი  ერთგული  ქალბატონი?  ან  უყვარდა კი  ოდესმე  ვინმე  ამ  ცივსა  და  უკარება  კაცს?  თურმე  უყვარდა.  უყვარდა დედა,  ლეტიცია,  უყვარდა  სიყრმის  მეგობარი  დიუროკი,  უყვარდა  მარშალი  ლანი...  ჟოზეფინაც  ამ  სიაში  და  ამ  სიის  თავში  იყო...  აპატია  ამიტომ  ცოლს  ღალატი  ბუონაპარტემ,  აპატია,  მაგრამ  არკი  დაუვიწყა.  მაინც  მიყვარდაო,  იტყვის  მერე  იმპერატორი,  ოღონდ  პატივისცემა  აღარ მქონდა  მისიო...
    მაგრამ,  ვითომ  მარტო  სიყვარულის  გამო  ვერ  მოიშორა  მაშინ „ბოჰარნეს  ქვრივი“  ნაპოლეონმა?  ალბათ,  მარტო  ამიტომ  არა.  ცრუმორწმუნე  კორსიკელს  ნიშნებისა  მუდამ  სჯეროდა  და  მუდამ  ეშინოდა, ჟოზეფინა  კი  მას  კარგად  ჰყავდა  „დაცდილი“.  ეს  ქალი  მისი  მფარველი ანგელოზი  იყო  თავიდანვე,  როცა  მხსნელად  და  გზის  გამკვალავად  მოევლინა  მიუსაფარ  პროვინციელს.  ყოველ  შემთხვევაში,  ასე  ეგონა  ამ „პროვინციელს“...  კიდევ  ამიტომ  ვერ  მოიშორა  ეს  ქალი,  ამიტომ  მოისვა გვერდში  (მერე  კი,  წლების  შემდეგ,  როცა  გაყოყოჩებულმა  და  ყოვლისშემძლეობის  გრძნობით  გაბრუებულმა  მაინც  გააკეთა  ის,  რისკენაც ასე  დაჟინებით  მოუწოდებდნენ  სახლეურები,  მაშინ,  ბედმა  თითქოს ზურგი  შეაქცია  მას  და  მისი  საქმეებიც  უკან  წავიდა...). 
    სახლეურების  აქტიურობამ,  მის  პირად  საქმეებში  აშკარა  და დაუფარავმა  ჩარევამ  ნაპოლეონი  გააცოფა.  როდის  იყო,  ვინმეს  ჭკუას რომ  ეკითხებოდა  გულზვიადი  იმპერატორი,  როდის  იყო,  ვინმეს  ნებაზე რომ  დადიოდა?  ვისთვის  უნდა  ეკითხა  ჭკუა,  ამ  უქნარა  და  მუქთახორა ძმებისა  თუ  ქარაფშუტა  დებისათვის?  რა  თქმა  უნდა,  არა.  ამიტომ  და ამის  გამო  ნაპოლეონმა  მალე  დაუდო  ზღვარი  და-ძმების  საეჭვო  აქტივობას  და  თითოეულ  მათგანს  სასწრაფოდ  მისთვის  განკუთვნილი  ადგილი  მიუჩინა,  ადგილის  მიჩენა  კარგად  ეხერხებოდა  ბუონაპარტეების წინამძღოლს.  ის  დღე  იყო  და  ყველას  –  ძმებსაც  და  დებსაც,  მათ  ცოლებსა  და  ქმრებსაც,  მხოლოდ  ის  უნდა  ეკეთებინათ,  რაც  იმპერატორს ნებავდა  და  მხოლოდ  ისე  უნდა  მოქცეულიყვნენ,  როგორც  იმპერატორი ბრძანებდა.  მათ  თავისუფლებასა  და  თვითმოქმედებას  ზღვარი  დაედო. შეზღუდვა  იმდენად  მკაცრი  იყო,  რომ  მათ  ოჯახურ  საქმეებზეც ვრცელდებოდა.  კერძოდ,  თუ  რომელიმე  მათგანი  ჯერ  დაქორწინებული არ  იყო,  იგი  იძულებული  ხდებოდა  მხოლოდ  ის  შეერთო,  ან  მხოლოდ მას  გაყოლოდა,  ვისაც  იმპერატორი  შეურჩევდა.  ხოლო  თუ  დაქორწინებული  იყო,  მაგრამ  მეუღლე  დინასტიის  დამაარსებლის  გემოვნებას ან მის  პოლიტიკურ  ინტერესებს  ვერ  აკმაყოფილებდა,  უნდა  გაშორებოდა და  ისე  მოქცეულიყო,  როგორც  ამას  ნაპოლეონი  უკარნახებდა.  თუკი რომელიმე  სახლეური  წინდაუხედაობას  გამოიჩენდა  და  მის  სურვილს წინ  აღუდგებოდა,  მაშინ  მას  იგივე  დაემართებოდა,  რაც  ლუსიენ  ბონაპარტს  დაემართა,  როცა  ამ  უკანასკნელმა  ყოვლისშემძლე  ძმის  ნება-სურვილი  ყურად  არ  იღო  და  დამოუკიდებლად  მოქმედება  დაიწყო.
    1804  წლის  გაზაფხულზე  ნაპოლეონმა  ჩათვალა,  რომ საზოგადოება  უკვე  საკმარისად  იყო  მომზადებული  იმისათვის,  რომ თავისი  ქვეყნის  მმართველი  თვისობრივად  სხვა  ამპლუაში  ეხილა.  ეს თავისი  „აღმოჩენა“  მან  მყისვე  ხელისუფლების  წარმომადგენელთ შეატყობინა,  რომელთაც,  რასაკვირველია,  არ  დააყოვნეს  და განზრახული  საქმის  პრაქტიკული  განხორციელება  დაიწყეს. 
    რესპუბლიკის  მეორე  კონსულმა  კამბასერესმა  სახელმწიფო  საბჭოში წინადადება  შეიტანა  „საფრანგეთის  ხელისუფლების  მემკვიდრეობითს ფორმაზე  გადასვლის“  შესახებ.  ხანმოკლე  განხილვის  შემდეგ  1804 წლის  3  მაისს  წინადადება  –  ქვეყანაში  მემკვიდრეობითი ხელისუფლების  დამყარების  და  ნაპოლეონის  იმპერატორად გამოცხადების  შესახებ  –  „მოწონებულ“  იქნა  და  დასამტკიცებლად სენატს  წარედგინა.  სენატმაც  უმოკლეს  ვადაში,  სულ  რაღაც  ორ კვირაში  სპეციალური  ბრძანებულება  გამოსცა  „რესპუბლიკის დიდების  და  კეთილდღეობის  შემდგომი  განმტკიცების  მიზნით ნაპოლეონ  ბონაპარტის  ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორად გამოცხადების  შესახებ“.  ეს  ბრძანებულება,  რომელიც  142  მუხლისგან შედგებოდა,  არსებითად  სრულად  მოიცავდა  ქვეყანაში  მონარქიული ინსტიტუტების  აღდგენის  ყველა  საკითხს  (იმპერატორის  გვირგვინის მემკვიდრეობით  გადაცემის  წესებსა  და  პროცედურას,  რეგენტის დანიშვნის  პირობებს,  საიმპერატორო  კარის  გარიგებას  და  ა.შ.). 
    ფაქტობრივად,  სენატის  ეს  ვრცელი  ბრძანებულება  „მინი-კონსტიტუცია“  იყო.  ამ  დოკუმენტის  მიხედვით  მუდმივი  პირველი  კონსულის  უდიდესი  უფლებები  კიდევ  უფრო  იზრდებოდა  და  იმპერატორის ხელში  განუსაზღვრელი  ხდებოდა.  მართალია,  საფრანგეთში  კვლავ რჩებოდა  ისეთი  ინსტიტუტები,  როგორიც  სენატი  და  სახელმწიფო  საბჭო  იყო,  რასაკვირველია,  ძალზე  შეკვეცილი  და  შეზღუდული  უფლებებით,  მაგრამ  იმპერატორი  მათ  ანგარიშს  არ  უწევდა  და  მხოლოდ  ფორმალურად  მონაწილეობდა  მათ  სხდომებში.  იგი  თავისით  ნიშნავდა  და ათავისუფლებდა  სენატორებს,  საბჭოს  წევრებს,  მინისტრებს,  ელჩებს და  მოხელეებს,  რომელთაც  არაარჩევითი  თანამდებობა  ეკავათ  და  ა.შ. მისი  პრეროგატივა  იყო  უმაღლესი  საიმპერიო  სასამართლოს  გადაწყვეტილებების  დამტკიცება  ან  უარყოფა.  სხვათაშორის,  თუ  აქამდე  (რესპუბლიკური  წყობილების  პერიოდში),  მართლმსაჯულების  ყოველი  აქტი  იწყებოდა  ისეთი  სიტყვებით,  როგორიც  იყო  „ფრანგი  ხალხის  სახელით“,  ახლა,  იმპერიის  გამოცხადების  შემდეგ,  იგივე  დოკუმენტების საწყისი  სიტყვები  უფრო  პროზაული  „იმპერატორის  სახელით“  შეიცვალა... 
    ზედმეტია,  ალბათ,  იმაზე  ლაპარაკი,  რომ  იმპერატორს  საკანონმდებლო  უფლებებიც  მიეცა.  ასე.  სენატისა  თუ  სახელმწიფო  საბჭოს ბრძანებულებები  თუ  დადგენილებები,  იმპერატორის  დეკრეტებით  შეიცვალა.  ეს  დეკრეტები  ხშირად  არაკონსტიტუციური  გადაწყვეტილებების  მისაღებადაც  გამოიყენებოდა,  მაგრამ  ვიღა  იყო  გამკითხავი.  საფრანგეთი  ერთი  კაცის  საკუთრება.  ხდებოდა... 
    აღნიშნული  დადგენილება  სენატმა  უდრტვინველად  მიიღო.  კენჭისყრა  თითქმის  ერთსულოვანი  იყო  –  წინააღმდეგ,  მხოლოდ  ერთი  სენატორი  წავიდა  –  ლაზარ  კარნო,  ერთ  დროს  მგზნებარე  რესპუბლიკელი  და  აწ  უკვე  შორეული  93  წლის  „გამარჯვებათა  ორგანიზატორი“. ნუთუ  იმის  გამო,  რომ  ამ  ადამიანმა  თავის  სამშობლოს  თავისუფლება და  კეთილდღეობა  მოუტანა,  ჯილდოს  სახით  აუცილებელია  ამ  თავისუფლების  მისთვისვე  მსხვერპლად  შეწირვაო?  მწარე  სინანულით  წამოუძახნია  კარნოს  სენატის  სხდომაზე.  მაგრამ  ეს  ხმა  არავინ  გაიგონა, იგი  ეული  აღმოჩნდა  და  მოვლენათა  მსვლელობაზე  გავლენა  ვეღარ  მოახდინა.  კარნომ  შემდეგ  წერილიც  მისწერა  ნაპოლეონს,  რომელიც  არანაკლებ  გულისშემძვრელ  სიტყვებს  შეიცავდა,  მაგრამ  ეს  სიტყვებიც მხოლოდ  სიტყვები  გამოდგა:  „თქვენ  პირველ  კონსულად  უნდა  დარჩენილიყავით,  რადგან  აქამდე  ერთადერთი  იყავით  ევროპაში.  ახლა  კი, შეხედეთ,  ვის  კომპანიაში  მოხვდით!“  საწყალი,  პატიოსანი  კარნო!  მას კიდევ  ეგონა,  რომ  რესპუბლიკას  გაახსენებდა  ყოფილ  რესპუბლიკელს, რაღაც  სინდისის  ქენჯნის  მსგავსს  გამოიწვევდა  მასში!  რა  იცოდა  მაშინ  კარნომ,  რომ  მისი  წერილის  ადრესატს  ახლა  სანკიულოტებთან  კი არა,  ჰაბსბურგებსა  და  ჰოჰენცოლერნებთან  ურთიერთობა  ეხატებოდა გულზე...
    კარნოზე  ადრე  ბონაპარტის  დიქტატურის  დამყარების  წინააღმდეგ  ლაფაიეტმა  გაილაშქრა,  საქვეყნოდ  ცნობილმა  ლაფაიეტმა,  ლიბერალური  დემოკრატიის  თვალსაჩინო  წარმომადგენელმა.  ჯერ  კიდევ 1802  წელს  (როცა  მონარქიის  აღდგენაზე  ჯერ  არც  იყო  ლაპარაკი)  მან ბონაპარტს,  სამუდამო  კონსულად  გახდომის  შემდეგ,  ასეთი  წერილი მისწერა:  „მე  ეჭვი  არ  მეპარება  იმაში,  რომ  თქვენ,  ერთი  ყველაზე  გამოჩენილი  ადამიანთაგანი,  რომელიც  კი  ოდესმე  წარმოუშვია  კაცობრიობას,  არად  ჩააგდებთ  რევოლუციის  მონაპოვარს,  ამდენ  მსხვერპლს, ხალხის  ტანჯვასა  და  მის  საოცარ  ძალისხმევას  და,  საბოლოო  ანგარიშში,  ხელისუფლების  თვითნებობას  დაამკვიდრებთ“.  რასაკვირველია, ლაფაიეტიც  მართალი  იყო  და  კარნოც,  მაგრამ.  როგორც  იტყვიან,  მოვლენათა  განვითარების  შეჩერება  უკვე  აღარც  მათ  და  აღარც  სხვებს  არ შეეძლოთ.  არ  შეეძლოთ  არც  მასთან  ბევრად  უფრო  დაახლოებულ პირთ,  თუნდაც  ისეთებს,  როგორიც  მარშალი  ლანი  იყო.  ლანის  პოზიცია  ყველაზე  გულსატკენი  იყო  ბონაპარტისათვის.  სხვებისგან  განსხვავებით,  ლანის  მისდამი  დამოკიდებულებაში  ნაპოლეონს  ეჭვის  შეტანა არ  შეეძლო.  ამ  კეთილშობილმა  და  ჭეშმარიტად  რაინდული  შემართების  ადამიანმა  არაერთხელ  დაუმტკიცა  მომავალ  იმპერატორს  მისდამი თავდადება.  იტალიაში  ორივე  ლაშქრობის  დროსაც,  ეგვიპტესა  და სირიაში  უძნელესი  ექსპედიციის  კრიტიკულ  დღეებშიც  და  ბრიუმერის ხიფათით  აღსავსე  ჟამსაც,  ლანი  ბონაპარტის  გვერდით  იდგა.  იდგა,  ამ სიტყვის  სრული  მნიშვნელობით.  ბონაპარტი  მისგან  სიცოცხლითაც  იყო დავალებული,  რადგან,  ერთხელ,  იტალიაში,  პირველი  ლაშქრობის დროს,  ლანი  ავსტრიელის  მიერ  ნაპოლეონისთვის  მოქნეულ  ხმალს  აეფარა  და  მთავარსარდალი  უეჭველი  სიკვდილისგან  იხსნა.  და  აი,  ახლა, ერთგული  ლანიც  ამ  წამოწყების  წინააღმდეგი  იყო!  მაგრამ,  არც  ლანს გამოუვიდა  რამე.  მონარქიის  გამოცხადება  ბუონაპარტეთა  უპირველესს უკვე  ყველაზე  სწორ  და  ყველაზე  მომგებიან  საქმედ  ესახებოდა  და განზრახულს  ვეღარავინ  გადაათქმევინებდა.
    ამავე  დროს  ნაპოლეონს,  ამ  ჭკვიანსა  და  გონიერ  კაცს,  კარგად ესმოდა,  რომ  მონარქია  რესპუბლიკურ  საფრანგეთში  სხვაგვარად  და სხვა  სახით  უნდა  აღმდგარიყო,  რომ  ამდენი  წელი  ბურბონების  წინააღ- მდეგ  თავგამოდებით  მებრძოლი  უამრავი  ფრანგისათვის  „სამეფოსა“  და „მეფის“  ტიტულის  გაგონება  ძნელად  აღსაქმელი  რამ  იქნებოდა,  და  ეს მიუხედავად  იმისა,  რომ  „მეფე“  საფრანგეთში  მონარქის  ისტორიულად ერთადერთი  განმსაზღვრელი  ტერმინი  იყო.  ტერმინი  ერთადერთი  კი იყო,  მაგრამ  მისი  მფლობელი  უკანასკნელი  მონარქების  კორუმპირებულმა,  უზნეო  და  უნიათო  რეჟიმებმა  იმდენად  შეაძულეს  ხალხს  თავი, რომ  სახელმწიფოს  სათავეში  კვლავ  მეფის  გამოჩენა  მეტად  წამგებიანი იქნებოდა  მომავალი  მირონცხებულისათვის. ამიტომ  იყო,  კორსიკელი  გაფაციცებით  რომ  ეძებდა  სხვა  ტერმინს  და  ყოველნაირად  ცდილობდა  თავისთვის  „მეფის“  სახელი  აეცდინა,  ხოლო  სახელმწიფოსათვის  –  „სამეფოსი“,  ხანმოკლე  ფიქრის  შემდეგ  მან  არჩევანი  „იმპერატორზე“  და  „იმპერიაზე“  შეაჩერა.
    უნდა  ითქვას,  რომ  ბონაპარტმა  ეს  გადაწყვეტილება  მარტო  ამ მოსაზრების  გამო  არ  მიიღო,  ნაპოლეონს  სხვა  მიზნებიც  ჰქონდა.  იგი ენერგიის  ისეთ  მოზღვავებას  გრძნობდა  და  ისე  იყო  დარწმუნებული  თავის  შესაძლებლობებში,  რომ  მარტო  საფრანგეთის  უმაღლეს  სიუზერენად  დარჩენით  არ  დაკმაყოფილდებოდა.  არ  დაკმაყოფილდებოდა  იგი არც  საფრანგეთის  იმჟამინდელი,  ისედაც  მნიშვნელოვნად  გაფართოებული  საზღვრებითაც.  ნაპოლეონს  თავი  უკვე  ფრანკთა  ლეგენდარული  იმპერატორის  კარლოს  დიდის  მემკვიდრედ  წარმოედგინა  და  ამიტომ  მისი უშველებელი  იმპერიის  საზღვრებს  თავისზე  „იზომებდა“.  კარლოს  დიდის  იმპერიიდან  კი  სულ  „ერთი  ნაბიჯი“  რჩებოდა  მისთვის  სათაყვანო რომის  უძლეველ  იმპერიამდე...  ასე  რომ,  ტერმინები  „მეფე“  და  „სამეფო“  არანაირად  არ  აძლევდა  ხელს  ბუონაპარტეს. სამაგიეროდ,  მისი  კაბინეტის  გავლენიან  წევრს,  საგარეო  საქმეთა  მინისტრ  შარლ  მორის  ტალეირანს  აძლევდა  ხელს  სამეფო  მმართველობის  აღდგენა.  უფრო  სწორი  იქნება  თუ  ვიტყვით,  რომ  ტალეირანს  ნაპოლეონის  იმპერატორად  გახდომა  არ  აძლევდა  ხელს.  ეს  ცოტა ჩახლართული  კვანძია  და  ვცადოთ  მისი  გახსნა. 
    ტალეირანი  თავისი  წარმოშობით,  აღზრდითა  და  მსოფლმხედველობით,  რასაკვირველია,  მონარქისტულ  რეჟიმთან  უფრო  ახლოს  იდგა, ვიდრე  რესპუბლიკურთან.  რევოლუცია  მისთვის  აუტანელი  იყო,  ხოლო რესპუბლიკის  სამსახურში  ყოფნა  –  იძულებითი.  მაგრამ  ამ  გაქნილი პოლიტიკოსისათვის  თავის  მსოფლმხედველობას  ხელი  არ  შეუშლია, როცა  საჭიროდ  ჩათვალა,  ბურბონებისათვის  ზურგი  შეექცია  და  რესპუბლიკელებთან  მოეთბო  ხელი.  მერე,  როცა  ვითარება  შეიცვალა  და საფრანგეთში  ბონაპარტის  ტახტზე  ასვლა  გარდაუვალი  გახდა,  ტალეირანმა,  როგორც  „ჭეშმარიტმა“  მონარქისტმა,  ამ  ნაბიჯს  მხარი  დაუჭირა.  ბონაპარტის  ალტერნატივა  ბურბონები  იყო,  ბურბონების  დაბრუნება  კი,  რომელთაც  ტალეირანმა,  რევოლუციის  წლებში,  თუნდაც  უხალისოდ,  მაგრამ  მაინც  საკმაო  წყენა  შეახვედრა,  მას  იმ  დროს,  რა  თქმა უნდა,  არაფრად  არ  აწყობდა.  ამის  გამო  საგარეო  საქმეთა  მინისტრს ბონაპარტების  გამეფების  საწინააღმდეგო  არაფერი  ჰქონდა.  არაფერი გარდა  იმისა,  რომ  ბონაპარტებს  და,  კერძოდ,  მათ  წინამძღოლს  „ზომაზე  მეტი“  ძალაუფლება  არ ეგდოთ  ხელთ,  ხოლო  მას,  შარლ  მორის  დე ტალეირანს,  თავისი  გავლენა  არ  დაეკარგა  მომავალ  ხელმწიფეზე  და მის  კარზე.  ტალეირანს  თავისი  შეხედულება  ჰქონდა  საფრანგეთის  საგარეო  პოლიტიკურ  კურსზე.  იგი  ხვდებოდა,  რომ  იმპერიული  საფრანგეთი  სულ  უფრო  ღა  უფრო  დაშორდებოდა  ახლანდელი  საგარეო  საქმეთა  მინისტრის  კურსს.  შეჯახება  იმპერატორთან  გარდაუვალი  იქნებოდა,  რასაც  გარდაუვალად  მოჰყვებოდა  ტალეირანის  გადადგომა.  გადადგომა  და  აქტიურ  მოღვაწეობაზე  უარის  თქმა  კი  ო,  როგორ  არ  უნდოდა ბენევენტოს  მომავალ  თავადს!  ესეც  არ  იყოს,  თვით  იმპერატორის სტატუსი  იმდენად  გაზრდიდა  ნაპოლეონის  ისედაც  სღვარგადასულ  ამბიციებს,  რომ  მისი  გაძლება  ძნელზე  ძნელი  იქნებოდა.  ამიტომ  არაფერში  სჭირდებოდა  ტალეირანს  ნაპოლეონის  იმპერატორობა.  ეს  არც  საფრანგეთს  სჭირდებაო,  ფიქრობდა  საგარეო  საქმეთა  მინისტრი  და  ყოველნაირად  ცდილობდა  „მეფის“  ტიტულზე  დაეყაბულებინა  ნაპოლეონი.
    კორსიკელი  ყურადღებით  უსმენდა  ეშმაკი  დიპლომატის რჩევას.  იმდენად  ყურადღებით,  რომ  ამ  რჩევის  საწინააღმდეგოდ იქცეოდა.  ტალეირანს  ჩვეულებრივი,  წყნარი,  ძველებური  საფრანგეთის სამეფო  უნდოდა,  ნაპოლეონს  კი  –  სრულიად  ევროპული  იმპერია საფრანგეთით  სათავეში!  ამის  შემდეგ  როგორლა  მორიგდებოდნენ იმპერატორი  და  მისი  მინისტრი?  გერ  მორიგდებოდნენ  და  სწორედ  ეს ადარდებდა  ტალეირანს... 
    როგორც  ეტყობა,  ნაპოლეონმა  მალე  ამოიცნო  თავისი  მინისტრის  ზრახვები.  თუ  სავსებით  არა,  ყოველ  შემთხვევაში,  იმ  ნაწილში მაინც,  რომელიც  მეფისა  და  იმპერატორის  ძალაუფლებასა  და  შესაძლებლობებს  შეეხებოდა.  გარდა  იმისა,  რომ  კორსიკელი  სწორედ  ასეთ განუსაზღვრელ  ძალაუფლებას  მიელტვოდა  და  თუნდაც  მხოლოდ  ამიტომ  არ  იქნებოდა  მისთვის  ტალეირანის  გეგმა  მისაღები,  იგი  მშვენივრად  ატყობდა  იმასაც,  რომ  მეფის  ტიტული  მისთვის  სრულიად  უცხო იქნებოდა.  უცხო  და  მიუღებელი  იქნებოდა  იგი  საფრანგეთის  მოსახლეობისთვისაც.  მართლაც,  რა  საერთო  უნდა  ჰქონოდა  რევოლუციის წიაღიდან  გამოსულ  უგვარო  კორსიკელ  ოფიცერს  კაპეტინგების  მრავალსაუკუნოვან  სამეფო  დინასტიასთან?  როგორ  გახდებოდა  იგი  ამ დინასტიის  მემკვიდრე,  როცა  სულ  ახლახან,  სულ  რამდენიმე  თვის წინ,  მან  სიკვდილით  დასაჯა  ბურბონების  (კაპეტინგების  ძირითადი შტოს)  ერთ-ერთი  წარმომადგენელი? 
    ნაპოლეონს  სხვა  რამ  სჭირდებოდა.  მას  საფრანგეთისთვის  უნდა  ეჩვენებინა,  რომ  სცენაზე  სხვა  ძალა  გამოდიოდა,  ძალა,  რომელსაც არაფერი  საერთო  ძველ,  დრომოჭმულ  სამეფოსთან  არ  ექნებოდა  და ახალი  მიზნისაკენ  ახალი  გზით  ივლიდა!  თუ  რა  მიზანი  იყო  ეს,  ჩვენ უკვე  ვნახეთ,  როცა  კარლოს  დიდის  იმპერია  ვახსენეთ.  ხოლო  რაც შეეხება  გზას,  რომლითაც  „ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორი“  აპირებდა სვლას,  ისიც  ძნელი  „დასანახი“  არ  უნდა  იყოს. 
რაც  დრო  გადიოდა,  ნაპოლეონი  უფრო  და  უფრო  შედიოდა როლში.  სენატის  მიერ  მისი  იმპერატორად  გამოცხადების  ფაქტი  მან საკმარისად  არ  ჩათვალა.  რათა  უფრო  სარწმუნო  გაეხადა  თავისი  სახეცვლილება,  მან  სენატის  გადაწყვეტილების  საყოველთაო  პლებისციტით  განმტკიცება  მოინდომა.  რესპუბლიკის  კონსულიდან  შეუზღუდავი ძალაუფლების  მქონე  იმპერატორად  გარდასახვა  კორსიკელს  ხალხის ნებასურვილის  თანახმად  სურდა.  გარემოება  ხელს.  უწყობდა  ბონაპარტს  და  ამიტომ  პლებისციტი  იოლი  საქმე  გამოდგა.  1804  წლის ნოემბერში ხალხმა  ისევე  დაუჭირა  მხარი  ნაპოლეონის  იმპერატორად  გამოცხადებას,  როგორც  ადრე  მისი  ჯერ:  რესპუბლიკის  პირველ,  ხოლო შემდეგ  მუდმივ  კონსულად  არჩევას  უჭერდა  მხარს.
    7 მილიონი ამომრჩევლიდან 52.8 % არ მივიდა საარჩევნო ყუთებთან. ხმის მიმცემებიდან 99,93%-მა „დიახ“ შემოხაზა. მაგრამ საფრანგეთში  რესპუბლიკური  წყობილების  შენარჩუნების  მომხრე,  რა  თქმა  უნდა,  ბევრად  მეტი  იყო,  ვიდრე ის  2579  კაცი,  რომელმაც  ნაპოლეონის  იმპერატორად  გამოცხადების  წინააღმდეგ  მისცა  ხმა.  უბრალოდ  ქვეყანაში  უკვე  ისე  იყო  ავტორიტარიზმი  ფესვგადგმული,  რომ  მოწინააღმდეგეთაგან  „ზოგმა  ვერ გაბედა  თავისი  ჭეშმარიტი  ზრახვის  გამომჟღავნება,  ზოგმა  კი,  უბრალოდ,  ხელი  ჩაიქნია  და  მოვლენათა  საყოველთაო  დინებას  მიჰყვა.  მაშინ იყო,  ერთმა  პოპულარულმა  ჟურნალისტმა  (კარემ)  რომ  თქვა:  რა საშინელებაა,  კაცი  ბონაპარტი  იყო  და  იმპერატორი  გახდეო.  მაშინ იყო,  პარიზიდან  შორს,  ვენაში,  განმარტოებით  მცხოვრები  ბეთჰოვენის ბობოქარი  სული  რომ  აღაშფოთა  ამ  ამბავმა  და  ბონაპარტისადმი მიძღვნილ  თავის  განთქმულ  „გმირულ  სიმფონიას“  დიდი  ადამიანის ხსოვნასო  წააწერა. 
    ასეთ  რეაქციას  ნაპოლეონი,  რა  თქმა  უნდა,  ელოდა  და  ამიტომ იყო,  რომ  თავი...  რესპუბლიკის  იმპერატორად  გამოაცხადებინა!  ამიტომ იყო,  რომ  კიდევ  კარგა  ხანს,  ორი  თუ  სამი  წლის  განმავლობაში,  საფრანგეთს  დოკუმენტებში  ისევ  რესპუბლიკად  მოიხსენიებდნენ!  ასეთიეშმაკური  მანიპულაციებით  თავგზააბნეული  ფრანგები  კი,  მათი  იმპერატორის  ერთი  გამოთქმისა  არ  იყოს,  კვლავ  „ყველგან  მიჰყვებოდნენ“ თავიანთ  წინამძღოლს... 
    არ  შეიძლება  არ  ითქვას,  რომ  ნაპოლეონის  მაშინდელ,  1804 წლის,  გადაწყვეტილებაზე,  თავიდან  არ  მოეშორებინა  ჟოზეფინა,  თვით ამ  უკანასკნელის  ქცევამაც  იმოქმედა.  იმ  დროისათვის  ჟოზეფინა  სულ სხვა  ქალი  იყო  –  ქმრის  სიყვარულით  დამდნარი,  ქმრის  პატივისმცემელი  და მისი  ნება-სურვილის  უსიტყვო  შემსრულებელი.  ჟოზეფინა  ნაპოლეონის  იტალიაში  მეორე  ლაშქრობის  დროიდან  შეიცვალა.  იმ  დროიდან  შეუყვარდა  ქმარი,  იმ  დროიდან  ირწმუნა  მისი  სიდიადე  და  მაშინღა მოიხიბლა  მისით.
    ეს  ქალი  სხვამხრივაც  შეიცვალა.  არა,  ის  ფულის  ისეთივე მხარჯველი  და  მფანტველი  იყო,  როგორც  ადრე,  ის  ბევრს  ხარჯავდა ტანსაცმელსა  და  ძვირფასეულობებზე,  მაგრამ  ამასთან  ერთად  გულმოწყალე  და  ღარიბ-ღატაკთა  გამკითხავიც  გახდა.  ახლა  ის  ძალზე  ბევრს ხარჯავდა  ქველმოქმედებაზე.  ახლა  ის  ღარიბთა  და  უპოვართა  სახლებს  უგზავნიდა  ფულსაც  და  სურსათ-სანოვაგესაც.  ლამის  დღე  არ გავიდოდა,  უსახლკაროთა  თავშესაფრებში  რომ  არ  მისულიყო  და მხოლოდ  მისთვის  დამახასიათებელი  გრაციითა  და  გულითადობით  არ გაეკითხა  ბედისაგან  მიტოვებულნი  (მომდევნო  თაობებს  ჟოზეფინას რამდენიმე  ათეული  სურათი  შემორჩა,  მაგრამ  ამ  უცნაური  ბედის  მქონე ქალის  ბუნება,  სხვებზე  მეტად,  იზაბეს  ნახატში  უნდა  იყოს წარმოჩენილი.  ამ  ნაკლებად  ცნობილ  ტილოზე  ჟოზეფინა  პროფილშია გამოსახული.
    ოდნავ  მხრებში  მოხრილი,  ოდნავ  დაუდევარი  ვარცხნილობის, ეს  ნაღვლიანად  მზირალი  ქალი,  საფრანგეთის  დედოფალი  კი  არა,  ერთი  ალალი  პარიზელი  ლამაზმანი  გეგონება,  მსუბუქი,  ჰაეროვანი,  უეჭველად  კეთილი  და,  ამავე  დროს,  უეჭველად  მომხიბლავიც.  აი,  ისეთი, იმპრესიონისტების  ნახატებზე  რომ  გვინახავს  უთვალავჯერ. და  თუმცა  ჟან  ბატისტ  იზაბე  ვერ  მოესწრო  ფერწერის  ამ  ახალი  მიმართულების  აღმოცენებას,  ასე  მგონია,  მისი  „ჟოზეფინა“  სულაც არ  იგრძნობდა  თავს  უხერხულად  მანეს,  დეგას,  რენუარის  და  ძმათა მათთა  სურათების  გარემოცვაში.  თუ  ასეთი  ყოფილა  მარი-როზ  ჟოზეფინა  ტაშე  დე  ლა  პაჟერი,  მაშინ  რას  დაუდგებოდა  მას  წინ  ბუონაპარტე,  რას  დაუდგებოდა,  თუნდაც  მთელი  თავისი  არტილერია  ამ  ქალის პირისპირ  რომ  გაემწკრივებინა...).
    ახლა,  ალბათ,  ბუონაპარტეების  ოჯახშიც  უნდა  ჩავიხედოთ,  ნაპოლეონის  დებსა  და  ძმებს  უნდა  გავეცნოთ,  ვნახოთ,  თუ  რად  იქცნენ  და რას  წარმოადგენდნენ  იმ  დროს  იმპერატორის  სახლეურები.  მართალია, მთლაღ  უცნობნი  ისინი  ჩვენთვის  არ  ყოფილან,  მაგრამ  მაინც,  პირველ წიგნში  უფრო  მშობლებზე  გილაპარაკეთ,  შვილებს  კი  სიტყვები  დავაკელით,  თითქოს  დავინანეთ  მათთვის.  სინამდვილეში  კი,  რა  თქმა  უნდა, არც  დაგვიკლია  და  არც  დაგვნანებია  რამე,  უბრალოდ,  მათზე  იმ  დროს იმდენი  ვთქვით,  რამდენსაც  მაშინ  იმსახურებდნენ.  ისეთი  მოვლენები ვითარდებოდა  და  ისეთი  ამბები  ტრიალებდა  მათ  გარშემო  (მათ  გარეშეს),  რომ  ახლადწამოჩიტული  ბუონაპარტეები  იშვიათად  გვახსენდებოდნენ.  ისინი  ისე  ახალგაზრდები  იყვნენ  მაშინ  და  ისე  ცოტა  რამ  შეეძლოთ,  რომ  მათ  გარშემო  მიმდინარე  მოვლენებს  კი  არა,  ლამის  საკუთარ  გზასაც  ვერ  ამჩნევდნენ  კვალს  და,  რა  გასაკვირია,  დიდ-დიდი ამბების  თხრობისას,  ლამის  მხოლოდ  მათ  სახელგანთქმულ  ძმაზე  თუ ვლაპარაკობდით.  ახლა  კი  ვითარება  შეიცვალა,  ახალი  დრო  დადგა. მათთვის  ასე  სანუკვარი.  ბონაპარტები  წინა  პლანზე  გამოვიდნენ, ცხადია,  ისევ  იმ  ერთი  ძმის  წყალობით,  ქონება  და  წოდება  მოიპოვეს, დაფასებულები  გახდნენ  ღა  ახლა  ჩვენც  გერანაირად  ვერ  ავუვლით  მათ გვერდს.  გვერდს  აუვლით  კი  არა,  პირიქით,  გზადაგზა  ხშირ-ხშირად მოვიხსენიებთ  მათ  და  შეძლებისდაგვარად  დავახასიათებთ  კიდეც.  თუმცა,  იმთავითვე  უნდა  ვთქვათ,  რომ  ეს  დახასიათება  იმის  ტოლი  მაინც ვერ  იქნება,  თვით  მათმა  კეთილისმყოფელმა  ძმამ  რომ  მისცა:  უჩემოდ ეგენი  არაფერს  წარმოადგენდნენ.  თუ  რომელიმე  მათგანმა  რაიმეს მიაღწია,  მხოლოდ  ჩემის  წყალობით.  და  საერთოდაც,  ეგენი  მე შევქმენი.  საფრანგეთში  ათასობით  მოიძებნებიაინ  ადამიანები, რომელთაც  ბევრად  მეტი  სამსახური  გაუწიეს  ქვეყანას,  ვიდრე მაგათო...
    ვისზე  ხარჯავდა  ამ  სიტყვებს  იმპერატორი,  ვისზე  წუწუნებდა? ცუდი  განათლების,  ცუდი  მანერების,  სამშობლოდან  გადმოხვეწილ ხელმოკლე  პროვინციალებზე,  თუ...  ესპანეთისა  და  ჰოლანდიის,  ნეაპოლისა  და  ვესტფალიის  მეფე-დედოფლებზე?  ბერგის,  ტოსკანის,  პიომბინოსა  და  გვასტალის  პრინცესებზე?  სწორედ  რომ  მათზე!  მხოლოდ  და მხოლოდ  მათზე,  ვინაიდან  ეს  მეფეები  და  პრინცესები,  ეს  გვირგვინოსანი  პროვინციალები,  ზუსტად  ისეთივენი  დარჩნენ,  როგორიც  მანამდე იყვნენ  –  ხარბნი  და  შურიანნი,  მარად  ძმის  ხელში  შემყურენი  და,  ამასთან  ერთად,  მარად  მისი უმადურნი...
    გგონიათ  არ  იცოდა  ეს  მისმა  იმპერატორობითმა  უდიდებულესობამ,  გგონიათ  მხოლოდ  ცხოვრების  ბოლოსღა  მიხვდა  ყველაფერ ამას?  არამც  და  არამც!  იცოდა  კიდეც  და  ხმამაღლაც  ამბობდა  ამის  შესახებ,  სხვათაშორის,  და-ძმების  თანდასწრებითაც:  არა  მგონია  კიდევ ვინმე  მოიძებნებოდეს  ამქვეყნად.  ვისაც  ისე  არ  გაუმართლა  ნათესავებში, როგორც  მე!  ლუსიენმა  საოცარი  უმადურობით  მიპასუხა,  ჟოზეფი პირდაპირ  სარდანაპალივით  იქცევა,  ლუი  დადამბლავებულია,  ჟერომს ფულის  მეტი  არაფერი  აინტერესებს  და  მისი  ფლანგვის  მეტი  არაფერი შეუძლია,  ჩემმა  დებმა  კი,  ამ  მშვენიერმა  ქალბატონებმა.  თვითონაც შესანიშნავად  იციან,  ვინც  არიან  და  რაც  არიანო...
    მათი  ფასი,  ეტყობა,  ლეტიციამაც  კარგად  იცოდა,  მაგრამ  დედა იყო  და  მოვალეობად  მიაჩნდა  მათზე  ეზრუნა.  ეზრუნა  მაშინაც  კი,  როცა უმეტეს  მათგანს  თავზე  მეფისა  თუ  დედოფლის  გვირგვინი  ედგა. ამიტომ  იყო  თავის  ძლევამოსილ  შვილს  ნიადაგ  იმას  რომ  ჩასჩიჩინებდა: ბუონაპარტეებს  არაფერი  მოაკლო,  სხვებზე  მეტი  მაგათ  შეახვედრეო. თვითონ  ლეტიცია  თავიდანვე  ხელმომჯირნე  ქალი  იყო  და  მერეც  ასეთად დარჩა.  ზედმეტად  ხარბი  არასოდეს  ყოფილა,  რასაც  „იშოვიდა“,  იმით კმაყოფილდებოდა.  როცა  მისი  შვილები  თავიანთი  ძმის  წყალობით ფულითა  და  ქონებით  აივსნენ, რასაკვირველია,  ლეტიციაც  უყურადღებოდ  არ  დარჩენილა,  მასაც  გვარიანი  შემოსავალი  გაუჩნდა, მაგრამ  იგი მაინც  ხელმომჭირნე  დარჩა  და  ფულსა  და  ქონებას  სხვებივით  უაზროდ არ  ფლანგავდა  და  არ  ანიავებდა  –  შავი  დღისათვის  ინახავდა.  ჩემს შვილს  ახლა  შესანიშნავი  მდგომარეობა  აქვსო, ამბობდა  იგი  თავის  სათაყვანო  „პოლეონეზე“  (ვერა  და  ვერ  მოიშალა  ლეტიციამ  იმპერატორის  ბავშვობის  სახელით  მოხსენიება),  მაგრამ  ეს  ხომ  მარად  ასე  არ გაგრძელდება!  რა  ვიცი,  მომავალში  რა  მოხდება,  იქნებ  ერთ  მშვენიერ დღეს,  ჩემი  შვილები  –  ყველა  ეს  მეფე  და  დედოფალი  –  ისევ  მე  მომადგნენ  კარზე  პურის  პატარა  ნაჭრის  სათხოვნელადო.  თაგშენახული ქალი  გახლდათ  „ქალბატონი  დედა“...  (ნაპოლეონის  ტახტზე  ასვლის შემდეგ  სწორედ  ეს  ტიტული  მიანიჭეს  ლეტიციას  –  „ქალბატონი დედა“).
    დედის  პოზიცია  გასაგები  იყო,  მაგრამ  „პოლეონე“  რატომ იტყუებდა  თავს?  რატომ  იყო  თავის  და-ძმებზე  ასე  მწარედ  გადაგებული,  რატომ  უსრულებდა  თხოვნას  ამ  უმადურ  ხალხს  და  რატომ  აძლევდა  ბევრის  უფლებას?  იმიტომ  ხომ  არა,  თავისი  სამშობლოს  –  კორსიკის  –  ჭეშმარიტი  შვილი  რომ  იყო,  კორსიკისა,  სადაც  ახლობლებზე ზრუნვა  ლამის  უპირველეს  მოვალეობად  მიიჩნეოდა?  მართლაც,  რომელი  კორსიკელი  არ  იზრუნებდა  თავის  ნათესავგ-მეგობრებზე,  რომელი  არ გაუმართავდა  მათ  ხელს?  მით  უმეტეს,  თუ  ეს  კორსიკელი,  ნაპოლეონისა  არ  იყოს,  კარგა  მოხრდილი  კლანის  წინამძღოლი  იქნებოდა?  აკი სწერდა  კიდეც  1795  წელს  თავის  ძმას,  ჟოზეფს:  იცოდე,  ჩემო  ძვირფასო,  მთელი  ჩემი  ცხოვრების  უმთავრესი  მიზანი  ოჯახის  სამსახურიაო. და  იდგა  კიდეც  მთელი  ცხოვრება  თავისი  ოჯახის  სამსახურში  „პოლეონე“,  გგერდში  ედგა  და  ეხმარებოდა  თითოეულ  მის  წევრს.  ეხმარებოდა  15  წლის  ასაკიდან,  მაგრამ  დახმარებაც  იყო  და  გვერდში  ამოდგომაც!  თუ  მეფისა  და  დიდი  ჰერცოგების  ტიტულების  დარიგება  „დახმარებად“  ჩაითვლებოდა,  მაშინ  კარგა  გვარიანად  დახმარებია  კლანის ხელმძღვანელი  თავის  წევრებს!  თუმცა,  მარტო  „კორსიკელობის“  გამო არ  ეხმარებოდა  თავის  და-ძმებს  ნაპოლეონი,  მარტო  მოვალეობის გრძნობები  კი  არ  ამოძრავებდა,  არამედ  მას  სხვა,  უფრო  პროზაული  და პრაგმატული  მიზნებიც  ჰქონდა.
    მანამ,  სანამ  იმპერატორის  გვირგვინს  დაიდგამდა  თაგზე,  ნაპოლეონის  დამსახურება  ნათესავებისადმი  დიდი  იყო,  ძალიან  დიდი,  მაგრამ  მაინც  რაღაც  ფარგლებში  მოქცეული.  გვირგვინკურთხევის  დღიდან კი  ეს  დახმარება  უზომო  და  უცნაური  გახდა.  თუკი  აქამდე  „კლანის წევრებს  ფული,  თანამდებობები,  ადგილ-მამულები.  თითქოს  კალთას აბერტყავენო,  ისე  აცვივოდათ  თავზე,  ახლა  ესეც  საკმარისი  აღარ აღმოჩნდა  და  საჭიროებამ  მოითხოვა,  ისინიც  გვირგვინოსნები  გამხდარიყვნენ!
    რა  საჭიროება  იყო  ასეთი?  აი,  ის  ხომ  არა.  მის  დებსა  და  ძმებს რომ  ძალიან  უნდოდათ  –  რომელიმე  ევროპული  ქვეყნის  მეფის  გვირგვინი  რომ  დაედგათ  თავზე?  არა,  რა  თქმა  უნდა,  მარტო  ეს  არა.  უფრო მეტიც.  პირველ  რიგში  სწორედ  ეს  არა!  იმპერატორი  ბევრ  სურვილს უსრულებდა  თავის  სახლეურებს,  ბევრ  მათ  თხოვნა-მუდარას  აკმაყოფილებდა,  მაგრამ  ისეთი  მიამიტი  როდი  გახლდათ,  მარტო  მათ  ნება-სურვილზე  რომ  ევლო!  მაშ,  რა  იყო  ბუონაპარტეების  წინამძღოლის ასეთი  წრეგადასული  გულუხვობის  მიზეზი?  რა  და  ის,  რომ  იგი  ახლა გენერალი  ბონაპარტი  ან  მოქალაქე  პირველი  კონსული  კი  აღარ  იყო, არამედ  მისი  უდიდებულესობა  „ყოველთა  ფრანგთა“  ხელმწიფე  და  იმპერატორი!  ამ  იმპერატორმა  სამეფო  ტახტი  მემკვიდრეობით  კი  არ  მიიღო.  არამედ  საკუთარი  ხმლისა  და  გარემოებათა  ბედნიერი  თანხვდენის წყალობით  მოიპოვა.  ამიტომ  იყო,  რომ  არ  მიიღეს  იგი  „.თავიანთ  ბანაკში“  ევროპის  მმართველმა  წრეებმა.  ამიტომ  იყო,  რომ  უზურპატორს უწოდებღნენ.  უწოდებდნენ,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ლუი  XVI  მას  არ ჩამოუგდია  ტახტიდან  –  ეს  რევოლუციამ  გააკეთა.  მან  კი  თვითონ, უბრალო  კორსიკელმა  აზნაურიშვილმა,  თავისი  ძალისხმევით  ახალი სამეფო  ტახტი  დადგა  და  მასზე  თავისით  ავიდა!  აი,  სწორედ  ამას  ვერ ურიგდებოდნენ  ევროპის  დინასტიური  მმართველები  და  ამას  ვერ  პატიობდნენ  ბონაპარტს!  ვინ  ჰაბსბურგები,  ჰოჰენცოლერნები,  სტიუარტ-ჰანოვერები  ან  რომანოვები  და  ვინ  უგვარო  ბონაპარტი?  ესეც  არ  იყოს. რა  პრეცედენტს  უქმნიდა  მათი  სამფლობელოების  მკვიდრთ  ეს  კორსიკელი  წინამასწარა?  ძალიან  ცუდს!  მისი  შემყურე,  გამოდიოდა,  რომ მემკვიდრეობითობას  ძალა  და  ფასი  არ  ჰქონია?  არ  ჰქონია,  თუკი  ვეებერთელა  სამეფოს  დიდებულ  ტახტს  ეს  უგვარო  გენერალი  დაეპატრონა!  ამიტომ  იყო,  რომ  საფრანგეთის  ტახტის  ახლანდელი  მფლობელი ლამის  რევოლუციაზე  მეტად  საშიში  ხდებოდა  მათთვის... 
    იცოდა  ამის  შესახებ  ნაპოლეონმა?  რა  თქმა  უნდა.  იცოდა  და იცოდა  მშვენიგრადაც.  სწორედ  ამიტომ  იყო,  საწინააღმდეგო  ზომებს რომ  იღებდა  და  საწინააღმდეგო  ნაბიჯებს  რომ  დგამდა.  დგამდა  თავისებურად,  ისე,  როგორც  თავად  მიაჩნდა  სწორად.  ასეთ  ნაბიჯებს  შორის  უმთავრესად  მას  საფრანგეთში  ბონაპარტების  მემკვიდრეობითი დინასტიის  დაფუძნება  ესახებოდა.  ახლადგვირგვინკურთხეულ  იმპერატორს  ესმოდა.  რომ.  არასამეფო  წარმომავლობის  გამო,  თვითონ  არას. დროს  დინასტიური  მონარქი  არ  იქნებოდა.  ამასთანავე.  იმპერატორს ისიც  ესმოღა.  რომ  თუ  მოინღომებდა,  ამის  სამაგიეროდ.  იგი  ახალი  დინასტიის  დამაარსებელი  იქნებოღა.  თუ  ასე  მოიქცეოდა,  იგი  თავის  შთამომავლებს  მაინც  ააცღენდა  იმ  უხერხულობას,  რასაც  ახლა  თვითონ. უგვარო  გვირგვინოსანი  აწყდებოდა.  რას  იხამ,  კარნოს  გამოთქმისა  არ იყოს,  როცა  „ასეთ  კომპანიაში“  გაერევი.  მერე  ამ  კომპანიას  ანგარიშიც უნდა  გაუწიო  და  მისი  (კხოცრების  წესებითაც  უნდა  იცხოვრო. ეს  წესები  კი  ისეთი  იყო,  რომ  ახლა,  მისი  დებიც  და  ძმებიც  მირონცხებულები  უნდა  გამხდარიყვნენ...  არ  შეიძლებოდა  გვირგვინკურთხეული  ნაპოლეონ  პირველი  ბონაპარტთა  დინასტიის  ფუძემდებელი  და დასაყრდენი  ყოფილიყო,  ხოლო  მისი  დები  და  ძმები  კვლავ  „ჩვეულებრივ“  მოკვდავებად  დარჩენილიყვნენ.  რა  დაბალი  შეხედულებისაც  არ უნდა  ყოფილიყო  მისი  უდიდებულესობა  მის  სახლეურებზე,  იგი  მაინც იძულებული  იქნებოდა  ისინი  პრინცებად  და  პრინცესებად  „გადაექცია“. თუმცა  თავისი  და-ძმების  ეს  ტიტულები  იმპერატორისთვის  საკმარისი მაშინ  იქნებოდა,  თუ  იგი  თავისი  ზეობის  პერიოდში  მხოლოდ  საფრანგეთში  დარჩებოდა  და  მხოლოდ  ამ  ქვეყნის  მმართველობას  დასჯერდებოდა,  მაგრამ  ჩვენ  უკვე  ვიცით,  რომ  ეს  ასე  არ  მოხდებოდა!  ვიცით, რომ  იმპერატორი  საფრანგეთში  ვერ  დაეტეოდა  და  სულ  ახალ და  ახალ ტერიტორიებზე  განავრცობდა  თავის  მმართველობას.  ასეთ  ვითარებაში უეჭველად  წამოიჭრებოდა  საკითხი,  თუ  ვინ  ჩაუდგებოდა  ახლადშემოერთებულ  თუ  ახლადდაპყრობილ  ქვეყნებს  სათავეში.  ნაპოლეონს  ფორმალურად  არ  შეეძლო  ყგელა  ქვეყნის  მმართველი  თვითონ  გამხდარიყო. არ  შეიძლებოდა,  ერთი  კაცი  რამდენიმე  ქვეყნის  მონარქი  რომ  ყოფილიყო.  ამიტომ  მას  ჯერ  საზღვრებში  გვარიანად  გაფართოებული  საფრანგეთით  და  იტალიით  მოუწევდა  „დაკმაყოფილება“,  ხოლო  სხვა  ქვეყნებში  მის  სახლეურებს  უნდა  ემეფათ.  ემეფათ,  რასაკვირველია,  ფორმალურად.  ფაქტობრივად  კი  ყველგან  თვითონ  იქნებოდა  მმართველიცა  და მმართველობის  განმსაზღვრელიც...
    აი,  ამიტომ  სჭირდებოდა  ახლა  „პოლეონეს“  ბუონაპარტეების კლანი!  ახლა  უნდა  გამოეყენებინა  მისი  უპირველესი  წევრები  –  იმპერატორის  დები  და  ძმები:  დინასტიის  განსავრცობად  და,  როგორც  მას ეჩვენებოდა,  გასაძლიერებლად.  მოვლენათა  ასეთი  განვითარებისას  კი ეს  პრინცები  და  პრინცესები  ახალ  ქვეყნებში,  ცხადია,  მეფეებად  და  დეროფლებად  უნდა  ქცეულიყვნენ.  და  იქცნენ  კიდეც!  რაოდენ  საკვირველიც  არაა  –  სულ  მოკლე  ხანში  იქცნენ,  რაღაც  ორ-სამ  წელიწადში! როგორ?  როგორ  და  „კლანის“  მეთაურის  ჯადოსნერი  ჯოხის  სულ რამდენიმე  აქჩევით!  ჩვენ  ამას  კიდევ  დაგინახავთ.
    ჯადოსნური  ჯოხის  ასეთი  ნახელავით  თავადაც  განცვიფრებული  და  გაყოყოჩებული  იმპერატორი  ერთ  საბედისწერო  ფრახას  ამოიჩემებს  და  ერთთავად  წამოიძახებს  ხოლმე:  ევროპაში  ყველაზე  ძირძველი დინასტია  ბონაპარტებისა  იქნებაო..  ამ  ფრაზას  დიღი  გამოძახილი ექნება  და  დიდი  ამბები  მოჰყვება.  ამიტომ  ჩვენ  მას  არ  დავივიწყებთ  და თავის  დროზე  მოვუბრუნდებით.  მოვუბრუნდებით  და  მის  მიერ  მოხდენილ  ეფექტზე  ვილაპარაკებთ.  ჯერჯერობით  კი  ისევ  იმპერატორის დებსა  და  ძმებს  მიგხედოთ  და  მათზე  ვილაპარაკოთ. 
როგორც  გვახსოვს,  კარლო  და  ლეტიცია  ბუონაპარტეებს  ცამეტიდან  რვა  შვილი  შემორჩათ:  ჟოზეფი,  ნაპოლეონი,  ლუსიენი,  ელიზა, ლუი,  პოლინა,  კაროლინა  და  ჟერომი.  ნაპოლეონზე  რაღას  შევჩერდებით,  მას  მთელი  წიგნი  მივუძღვენით  და  ამიტომ  მის  შვიდ  და-ძმას  შევაწიოთ  „ორ-ორი“  სიტყვა.
    ჟოზეფი,  კორსიკაზე  მას  ჯუზეპე  ერქვა,  პოლიტიკით  მაინცა და  მაინც  დაინტერესებული  არასოდეს  ყოფილა,  თუმცა  თავის  დროზე ხუთასთა  საბჭოს  წეგრიც  იყო  და  რომში  საფრანგეთის  დიპლომატიური წარმომადგენელიც.  ერთადერთი,  რაც  მას  აინტერესებდა,  ეს  ფულის კეთება  იყო.  ფულს  იგი  ნაპოლეონის  სახელს  ამოფარებული  აკეთებდა. რომში  ყოფნისას  ვატიკანის  კუთვნილი  პროვინციებიდან  გვარიანი  რაოდენობის  ძვირფასეულობა  გამოზიდა,  პარიზში  მოღვაწეობისას  კი  საბირჟო  ოპერაციებში  მონაწილეობდა,  ხან  წარმატებას  აღწევღა  და  ხან კი,  უფრო  ხშირად.  წარუმატებლობას  განიცდიდა.  ასეთ  შემთხვევაში ზარალს  იგი  ან  მორიგი  საბირჟო  მაქინაციებით  ფარავდა,  ან  კი  ყოვლისშემძლე  ძმას  მიადგებოდა  ხოლმე,  რომელიც  კარგა  ხანს  უარს  არ ეუბნებოდა  დახმარებაზე.  როცა  ნაპოლეონი  სალაშქროდ  მიდიოდა, ოჯახის  (კლანის)  მეთაურობას  ჟოზეფი  იჩემებდა.  და,  თუმცა.  ოჯახის წევრები  ამ  „არამკითხე  მეთაურს“  ბევრს  არაფერს  ეკითხებოდნენ, მაინც  ბევრი  იყო  ქვეყნად  ისეთი,  ვისაც  მისი  დახმარება  და  მისი  ხელის გაწვდენა  სჭირდებოდა:  ყოვლისშემძლე  ძმის  წყალობით  ჟოზეფსაც  ფასი  ჰქონდა  დადებული  და  გვარიანი  გავლენითაც  სარგებლობდა  საზოგადოების  გარკვეულ  წრეებში.  ისიც  ასეთ  შესაძლებლობას  ხელიდან  არ უშვებდა  და  თავის  გავლენას  თავისი  ჯიბის  გასასქელებლად  იყენებდა. ჟოზეფს  (ისევე,  როგორც  ყველა  ბუონაპარტეს)  უძრავი  ქონების  დაგროვების  დაუოკებელი  სურვილი  კლაედა.  მან  ჯერ  პარიზში  იყიდა  შესანიშნავი  სახლი,  რომელიც  ძვირფასად  მოაწყო,  შემდეგ  კი  ქალაქგარეთ,  მორფონტენთან,  600  ჰექტარი  მამული  შეიძინა,  ცხადია,  თავისი სასახლითა  და  მარმარილოს  შადრევნებით..
    ეს  ყველაფერი  შედარებით  ადრე  ხდებოდა.  გასული.  XVIII  საუკუნის  მიწურულში.  შემდეგ  კი.  XIX  ასწლეულის  დასაწყისში,  თავისი  ძმის  ძლიერების  ზრდასთან  ერთად.  ჟოზეფის  ქონებაცა  და  შემოსავალიც  გაიზარდა.  მაგრამ.  ცოტა  ხანში,  თავისი  და-ძმებისა  არ  იყოს, მასაც  ეცოტავა  მარტო  ფული  და  ქონება  და  ახლა  ტიტულებიც  მოუნდა.  მისდა  საბედნიეროდ,  მისი  და  მისი  და-ძმების  სურვილი  ნაპოლეონის  გეგმებს  დაემთხვა  და  ტიტულმაც  არ  დააყოვნა:  ჯუხეპე  ბუონაპარტე  ნეაპოლის  მეფე  გახდა...
    მანამდე,  როგორც  ვიცით,  საფრანგეთის  იმპერატორმა  უფროს ძმას  იტალიის  მეფობა  შესთავაზა.  რაზეც  ამ  უკანასკნელმა  უარი  განაცხადა:  იგი  უშვილო  ნაპოლეონის  მემკვიდრედ  თვლიდა  თავს  საფრანგეთის  ტახტზე  და  იტალიაში  წასვლა  არ  ისურვა.  არ  ისურვა,  მაგრამ  მაინც  მოუწია.  ძმის  ბრძანებით  იგი  ჯერ  წყნარ  ნეაპოლში  გაემართა, სადაც  იქაური  მეფის  გვირგვინი  დაიდგა  თავზე  და  ჯუზეპე  პირველად ეკურთხა,  ხოლო  ცოტა  ხნის  შემდეგ,  როცა  იქაურობას  შეეჩვია  და ტკბილ  ცხოვრებას  მიჰყო  ხელი,  იმავე  ძმის  ბრძანებით  აიყარა  და თვალზე  ცრემლმომდგარი  ომის  ქარცეცხლში  გახვეულ  ესპანეთში  გაემგზავრა.  თუ  რა  დახვდა  ესპანეთში  და  რა  გადახდა  მის  კათოლიკურ უდიდებულესობა  ხოსე  პრიმეროს  (ახლა  ხოსედ  მოინათლა  ჟოზეფი), ამას  მერე  დავინახავთ...
    ნაპოლეონის  მომდევნო  ძმა  ლუსიენი  (ლუჩანო)  ჟოზეფისგან განსხვავებით  პოლიტიკით  ძალიან  იყო  დაინტერესებული  და  ცდილობდა  აქტიური  როლი  ეთამაშა  საფრანგეთის  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში.  მაგრამ  იმის  გამო  რომ  ჭირვეული  ხასიათი  ჰქონდა,  ძმას  ეურჩებოდა  და  „დამოუკიდებლობანას“  თამაშობდა,  მძიმე  შეცდომები  მოსდიოდა,  რის  გამოც,  ბევრს  აგებდა  და,  საბოლოო  ანგარიშში,  ბევრსაც  ვერაფერს  მიაღწია.  თავისი  დაუფიქრებელი  და,  რაც  მთავარია,  ნაპოლეონთან  შეუთანხმებელი  მოქმედებით,  მან  არაერთხელ  ჩაიგდო  თავი რთულ  მდგომარეობაში.  ლუსიენს  თავში  ჰქონდა  ავარდნილი  ის  დახმარება,  რომელიც  მან  19  ბრიუმერს  გაუწია  ნაპოლეონს.  თავის  ამ  დახმარებაზე  იგი  გაუთავებლად  ლაპარაკობდა  სადაც  ჯერ  არს  და  სადაც ჯერ  არ  არს...  ყოვლისშემძლე  პირველ  კონსულსა  და  „საიმპერატოროდ“  გამხადებულ  ნაპოლეონს  ძმის  ასეთი  მრავალსიტყვაობა,  ცხადია, არაფერში  სჭირდებოდა  და  გული  მოსდიოდა.  ლუსიენი  მაინც  არ  ეპუებოდა,  ნაპოლეონიც  არ  უთმობდა,  და  ბოლოს,  კონფლიქტი  გარდაუვალი გახდა.  ძმებს  შორის  ურთიერთობის  გაწყვეტის  საბაბად  ლუსიენის ქორწინება  იქცა.  ნაპოლეონს  უნდოდა,  რომ  ლუსიენი  ეტრურიის  ღაქვრივებულ  დედოფალზე  დაქორწინებულივო.  ამ  მიზნით  მან  მისი  ფლორენციაში  გაგზავნა  მოინდომა,  მაგრამ  ლუსიენმა  პირველ  კონსულს  უარი  სტკიცა  –  არც  იტალიაში  წავიდა  და  არც  ძმის  მიერ  შერჩეულ  საცოლეხე  დათანხმდა.  იმ  დროისათვის  ლუსიენს  უკვე  ჰყავდა  მეუღლე: გადასახადების  ამკრეფის,  ვინმე  ჟუბერტონის  ასული  ალექსანდრინა (მარტო  მეუღლე  კი  არა, ლუსიენს  ჩვილი  ბავშვიც  ჰყავდა  ამ  ქალისაგან).  ძმის  ურჩობა  ნაპოლეონის  გეგმების  ხელისშებლას  ნიშნავდა: „უგვარო“  ჟუბერტონის  შემოყვანა  მომავალ  სამეფო  ოჯახში ბონაპარტეების  კლანის  მეთაურს  გულზე  არ  ეხატებოდა.  ამრიგად,  უთანხმოების  საბაბი  ნაპოვნი  იყო  და  ძმებიც  გაიყარნენ  (საგულისხმოა,  რომ ნაპოლეონის  ტახტზე  ასვლის  შემდგომ  მზოლელ  ჟუენს  არ  მიენიჭა პრინცის  წოდება). 
    დებში  ყველაზე  უფროსი  მარი-ანნა  იყო.  იგი  შესახედაობით ბევრად  ჩამოუვარდებოდა  თავის  დებს,  მაგრამ  „სამაგიეროდ“  ჭკუით აღემატებოდა  მათ.  მარი-ანნას  საფრანგეთში  გადმობარგების  შემდეგ ისევე  როგორც  სხვებს,  სახელი  შეუცვალეს  და  ელიზა  (ელიზაბეტი) დაარქვეს.  მისი  თანამედროვენი  აღნეშნავენ,  რომ  ეიაიზა  და-ძმებში ყველაზე  მეტად  ჰგავდა  ნაპოლეონს,  როგორც  გარეგნობით,  ისე ხასიათითო.
    ლეტიციას  მარი-ანნასათვის  ჯერ  კიდევ  კორსიკაზე  ჰყავდა  საქმრო  შერჩეული.  იმ  დროისათვის  ელიზასა  და  ყველა  ბუონაპარტეს  კეთილისმყოფელი  ნაპოლეონი  ჯერ  ბევრს  არაფერს  წარმოადგენდა  და უფროს  ქალიშვილს  სხვა.  უკეთესი  საქმროს  გამოძებნის  იმედი  არ ჰქონდა.  ამიტომ  იყო,  რომ  იგი  დაეთანხმა  დედას  ცოლად  გაჰყოლოდა კორსიკული  წარმოშობის  ერთ  უღიმღამო  ოფიცერ  ფელიჩე  ბაჩიოკის. ელიზას  მკაცრი  ხასიათის  გამო  სენიორ  ფელიჩე  ისე  იყო  მისგან  დაშინებული  (ალბათ,  უფრო  მისი  ძმისაგან),  რომ  ცოლის  გარეშე  ნაბიჯის გადადგმასაც  ვერ  ბედავდა.  ლუკისა  და  პიომბინოს  პრინცესა  (ეს  სამფლობელოები  უბოძა  მას  ნაპოლეონმა),  ქმარს  მართლა  არაფრად  აგდებდა  და  თავის  ჭკუაზე  მართავდა  „მისდამი  კუთვნილ“  ტერიტორიებს. ელიზა  ხელოვნების  მოყვარული  გამოდგა  და  ყოველმხრივ  სწყალობდა მის  წარმომადგენელთ  (განსაკუთრებით,  ვირტუოზ  ვიოლინისტსა  და დიდ  კომპოზიტორ  ნიკოლო  პაგანინის,  რომლის  საყვარელიც  ის  იყო). ლუკისა  და  პიომბინოს  პრონცესამ  შემდგომში  ტოსკანის  საჰერცოგოც გამოსტყუა  ძმას  და  თავის  სამფლობელოებს  შეუერთა.  ამბობენ,  რომ ელიზა  ნაპოლეონს  დებს  შორის  ყველაზე  ნაკლებად  უყვარდაო.  შეიძლება  ასეც  იყო,  ყოველ  შემთხვევაში,  ნაპოლეონი  არასოდეს  ერიდებოდა  ხალხში  მისთვის  და  მისი  ბედოვლათი  ქმრისთვის  შენიშვნების მიცემას.  თუმცა,  ამ  მხრივ,  ნეტავ  ვის  ერიდებოდა  იმპერატორი...
    ელიზას  მომდევნო  ლუი  (კორსიკაზე  –  ლოდოვიკო),  შეიძლება ითქვას,  ნაპოლეონის  აღზრდილი  იყო.  იგი  მასთან  ცხოვრობდა  ოქსონშიცა  და  პარიზშიც.  იმ  დროს,  როცა  ნაპოლეონი  ჯერ  არტილერიის ჯიბეგამოხეული  ლეინტენანტი  იყო  და  შემდეგ  კი,  უმუშევრად  დარჩენილი  გენერალი.  უფროსი  ბუონაპარტე  უმცროსს  თავის  მწირ  ლუკმას უყოფდა  და  თან  მათემატიკასა  და  გეოგრაფიაში  ამეცადინებდა.  როცა ბიჭი  წამოიზარდა,  ნაპოლეონმა  მისი  სამხედრო  ყაიდაზე  გაწვრთნა მოინდომა.  საკუთარი  გაკვეთილების  პარალელურად  მან  იგი  შოლონის საარტილერიო  სასწავლებელშიც  განამწესა,  იმ  იმედით,  რომ  მისგან კარგი  მეთაური  დადგებოდა.  მაგრამ,  ნაპოლეონისთვის  სამწუხაროდ, სამხედრო  საქმეში  ლუიმ  თავი  ვერ  გამოიჩინა.  ძმისგან  მან  მხოლოდ პირადი  სიმამაცის  შეთვისება  შეძლო,  მეტზე  კი,  ეტყობა,  ხელი  აღარ მიუწვდა.  ისე,  თავისი  სიმამაცე  ლუიმ  რამდენჯერმე  დაამტკიცა,  თუნდაც  იტალიაში  ძმის  პირველი  ლაშქრობის  დროს.  არკოლეს  განთქმული  ბრძოლის  დღეს,  ლუი  ძმის  გვერდით  იდგა.  ერთ  მომენტში  გენერალმა  მას  მეტად  სახიფათო  დავალება  მისცა:  წაეღო  ბრძანება  ფრონტის  იმ  უბანზე,  სადაც  გაცხარებული  ბრძოლა  მიდიოდა.  იქითობისასაც და  უკან  დაბრუნების  დროსაც  ლუის  ავსტრიელთა  გამუდმებული  ცეცხლის  ქვეშ  გავლამ  მოუწია,  მაგრამ  ახალგაზრდა  ოფიცერმა  წარბიც  არ შეიხარა,  ისე  შეასრულა  დავალება.  მთავარსარდალთან  იგი  ოდნავი დაგვიანებით  დაბრუნდა.  დაბრუნდა  იმ  დროს,  როცა  ეს  უკანასკნელი დროშით  ხელში  არკოლეს  ხიდზე  აიჭრა  და  ჯარისკაცებიც  თან გაიყოლა.  ლუიმ  დაინახა,  რომ  უეცრად  გენერალს  ფეხი  დაუცდა  და  ხიდიდან  მდინარისპირა  ჭაობში  ჩავარდა.  ლუი  პირველი  იყო,  ვინც  მასთან მიიჭრა  და  განსაცდელს  გადაარჩინა.  როგორ,  შენ  ცოცხალი  ხარ?  წამოუძახნია  ნაპოლეონს,  მე  კი  მეგონა  მოგკლეს,  და  შეტევა  არხეინად გაუგრძელებია...
    ლუის  ბედი  შემდეგ  ასე  წარიმართა.  თავისი  ნების  საწინააღმდეგოდ  იგი  ჟოზეფინას  ქალიშვილზე,  ჰორტენზიაზე  დააქორწინეს. ლუის  სხვა  უყვარდა  და  სხვაზე  ფიქრობდა,  მაგრამ  ყოვლისშემძლე ძმის  ანგარიშებში  ეს  სიყკარული  არ  შედიოდა:  ნაპოლეონს  ეშურებოდა,  რომ  ლუისა  და  ჰორტენზიას  ვაჟი  გასჩენოდათ,  რათა  ეს  უკანასკნელი  თავის  მემკვიდრედ  გამოეცხადებინა.  მართლაც,  ისე  მოხდა,  რომ ახალ  ოჯახში  პირველივე  შვილი  ვაჟი  დაიბადა  –  მას  ნაპოლეონ-შარლი  დაარქვეს.  მაგრამ  უსიყვარულო  ოჯახში  გაჩენილი  ეს  ბავშვი უბედურ  ვარსკვლავზე  დაბადებული  აღმოჩნდა  დღა  დიდხანს  არ უცოცხლია,  სულ  ხუთი  წლისა  იგი  წუთისოფელს  გამოეთხოვა. იმ  დროისათვის  ლუი  უკვე  ჰოლანდიის  მეფე  იყო.  დიახ,  ასე ინება  მისმა  ძმამ  და  ლუიც,  უკვე  ლუდოვიკოს  სახელით,  ზღვისპირეთის ამ  სამეფოს  ედგა  სათავეში.  ამბობენ.  რომ  ფულის  ფლანგვისა  და სახელმწიფო  ხაზინაში  ხელის  ფათურის  გარდა  მას  ქვეყნის  მართვის გარკვეული  მონაცემებიც  აღმოაჩნდაო,  მაგრამ  ამ  უკანასკნელთა  განვითარებას  ხელი  მძიმე  აგადმყოფობამ  შეუშალა  –  ლუის  სახსრების  ანთება  დაემართა  და  მალე  ლოგინს  მიეჯაჭვა  (ლუის  თავის  თავზე  დიდი წარმოდგენა  ჰქონდა  და  ერთხელ  იმპერატორს  მისწერა:  ჰოლანდიელებს  ძალიან  ვუყვარვარო.  ნაპოლეონის  პასუხი  გამანადგურებელი იყო:  არ  გამოგსვლია  მეფობა,  ჩემო  ძმაო.  მმართველი,  რომელიც  ქვეშევრდომებს  უყვართ,  იცოდე  არაფრად  ვარგაო...). 
    ბუონაპარტეების  „ქალთა  ნაწილის“  ყველაზე  ლამაზი  და, შეიძლება  ითქვას,  ყველაზე  კოლორიტული  ფიგურა  შუათანა  და, პოლინა  იყო.  პაოლეტა,  ასე  ეძახდნენ  მას  კორსიკაზე,  სულ ახალგაზრდა  იყო,  როცა  საფრანგეთში  მოხვდა.  მოხვდა  კი  იგი ოჯახთან  ერთად,  ბუონაპარტეების  კორსიკიდან  ღირსსახსოვარი გაქცევის  შედეგად.  პირველი  სამი  წელი  მან  სამხრეთ  საფრანგეთში დედასთან  და  მასზე  უმცროს  და-ძმასთან  ერთად  გაატარა.
    განსაცვიფრებელი  სილამაზის,  მკვირცხლი  და  მხიარული  პაოლეტა სულ  მალე  „იქცა  ფრანგი  მამაკაცების  ლტოლვის  საგნად.  თავად  ადრე მომწიფებული  და  ერთობ  ჭარბი  სქესობრივი  მოთხოვნილების  გოგონაც მხარს  უბამდა  მათ  და  დედას  საგონებელში  აგდებდა.  საქმე.  იქამდე მივიდა,  რომ  ლეტიცია  ნაპოლეონთან  აბეზღებდა  ქალიშვილს  უწესო საქციელის  გამო.  ერთ  მშვენიერ  დღეს  კი,  თექვსმეტი  წლის  პოლინამ, უცებ  გამოაცხადა,  რომ  ცოლად  მიჰყვება  ორმოცი  წლის  ფრერონს, კონვენტის  ყოფილ  კომისარს  სამხრეთ  საფრანგეთში,  განთქმულს მაშინდელი  თავისი  სისასტიკით  „რესპუბლიკის  მტრების“  მიმართ. ნაპოლეონს  დის  ასეთი  ნაბიჯი  ჭკუაში  არ  დაუჯდა,  საქმეში  ჩაერია  და ქორწინება  ჩაშალა. 
იტალიაში  პირველი  ლაშქრობის  პერიოდში,  როცა  ნაპოლეონი მილანის  ახლოს,  თაგვის  მშგენიერ  მომბელოში  ცხოვრობდა,  პოლინა დედასა  და  და-ძმებთან  ერთად  მასთან  სტუმრობდა.  ერთხელ,  როდესაც გენერალი,  ჩვეულებრისამებრ,  თავის  კაბინეტში  მუშაობდა,  მას  შირმის უკან  რაღაც  საეჭვო  ხმაური  შემოესმა,  ნაპოლეონი  წამოხტა,  სწრაფად გადაჭრა  ვრცელი  ოთახი,  შირმა  გადასწია  და...  ახალგაზრდა  ოფიცერ ლეკლერკის  მკლავებში  მოქცეულ  შიშველ  პაოლეტას  წააწყდა. მთავარსარდალმა  დარცხვენილ  ოფიცერს  განუცხადა,  რომ  არანაირად არ  ღაუშვებდა  თავისი  დის „რეპუტაციის“  ასეთ  შელახვას  და  უბრძანა მას,  დაუყოვნებლივ  ცოლად  მოეყვანა  იგი.  ლეკლერკი,  რომელიც  ვერც უარს  გაბედავდა  და  ვერც  ცოლის  თხოვის  უკეთეს  ვარიანტს გამოძებნიდა.  სიხარულით  წამსვე  დაეთანხმა  ამ  წინადადებას. „საკომპენსაციოდ“  ნაპოლეონმა  სასიძოს  ბრიგადის  გენერლობა  მიანიჭა და  თავის  ხარჯზე  ნიშნობა  მოაწყო.  ოჯახის  ღირსება  გადარჩენილი იყო,  კორსიკელთა  კლანს  კი  სხვა  არაფერი  უნდოდა  (იმხანად  მაინც). ამიტომ  ქორწილი  შორს  აღარ  გაღაუღვიათ  და  მალეც  გადაიხადეს. ნეფე-პატარძალს  გენერალმა  ბონაპარტმა  40  ათასი  ფრანკი  აჩუქა  და მომავალში  ახალ  საჩუქრებს  დაჰპირდა. 
    1802  წელს  პირველმა  კონსულმა  საფრანგეთის  ზღვისგადაღმა სამფლობელო  სან-დომინგოში  ზანგთა  აჯანყების  ჩასახშობად  საექსპედიციო  კორპუსი  გაგზავნა,  რომელსაც  სათავეში  სწორედ  გენერალი ლეკლერკი  ჩაუყენა.  ქმართან  ერთად  შორეულ  და  სახიფათო  მოგზაურობაში  თვალცრემლიანი  პოლინაც  გაემგზავრა,  რომელსაც  ვერაფრით ვერ  გაეგო,  თუ  რატომ  უნდა  დაეტოვებინა  საფრანგეთი,  თავისი  კეთილმოწყობილი  სასახლე,  თავისი  მრავალრიცხოვანი  საყვარლები  და  ასე შორეულ  გზას  დასდგომოდა!  ექსპედიცია  წარუმატებელი  გამოდგა, თვითონ  ლეკლერკი  ყვითელი  ცხელებით  დაავადდა  და  მალევე  დაიღუპა,  ხოლო  დაქვრივებული  (განთავისუფლებული!)  პაოლეტა  სასწრაფოდ  საფრანგეთს  დაბრუნდა,  სადაც  თავისებური  ლაღი  ცხოვრება  გააგრძელა.  იმ  გარემოებას,  რომ  იგი  მალე  ხელახლა  გაათხოვეს,  ამჯერად  იტალიელ  თავად  კამილო  ბორგეზეზე,  პოლინასთვის  ხელი  არ  შეუშლია  კვლავ  ისეთივე  ცხოვრება  გაეგრძელებინა,  როგორიც  „ქვრივად ყოფნისას  ჰქონდა... 
    კარლოსა  და  ლეტიციას  უმცროსს  ქალიშვილს  კორსიკაზე მარი-ანუნციატა  ერქვა,  საფრანგეთში  გადმოსვლის  შემდეგ  კი  ნაპოლეონმა  მას  კაროლინა  დაარქვა  (როგორც  მაშინ  ამბობდნენ,  ყმაწვილკაცობისას  მის  მიერ  მოწონებული  ერთი  ვალენსიელი  ქალიშვილის  საპატივსაცემოდო).  ის  დღე  იყო  და  კაროლინამ  თავისი  ადრინდელი  სახელი შეიჯავრა  და  მისი  გაგონებაც  აღარ  ისურვა.  უმცროსი  ქალიშვილი  ლამაზი  იყო  და  ღედა  მის  სარფიანად  გათხოვებას  აპირებდა.  მაგრამ  ისე გამოვიდა,  რომ  კაროლინას  განთქმული  კავალერისტი  პოლკოენიკი  მიურატი  მოუგიდა  თვალში,  რომელსაც  იმხანად,  საკუთარი  სიმამაცისა  და ნაპოლეონის  კეთილგანწყობის  მეტი  არაფერი  გააჩნდა  (ეს  უკანასკნელი ცოტას  არ  ნიშნავდა,  რაც  მცირე  ხანში  გამოჩნდა  კიდეც). 
    მიურატს,  ამ  თაგზეხელაღებულ  გასკონელ  ცხენოსანს,  ისე  შეუყვარდა  მომავალი  მეუღლე,  რომ  ჭეშმარიტად  თავგზა  აებნა  და  არ იცოდა  როგორ  და  ვისი  მეშვეობით  მოეგვარებინა  ცოლისთხოვის  საქმე. ბოლოს,  ერთმა  გავლენიანმა  კაცმა  ურჩია,  ყველას  სჯობს  შენით  თხოვო  დის  ხელი  პირველ  კონსულსო.  პოლკოვნიკი  ასეც  მოიქცა.  ნაპოლეონმა  პირდაპირ  არაფერი  უპასუხა  მიურატს  და  ფიქრისათვის  დრო მოსთხოვა.  საქმე  ის  იყო,  რომ  კაროლინას  ხელს  მას  ლანიც  სთხოვდა. რამდენიმე  დღის  ფიქრის  შემდეგ  ბონაპარტთა  წინამძღოლმა  არჩევანი მიურატზე  შეაჩერა  (ნაპოლეონს  ლანი  ყველას  ერჩია,  მაგრამ  იგი ცოლს  ახლადგაშორებული  იყო  და  „წესრიგის“  მოყვარულ  პირველ კონსულს  არ  მოესურვა  სხვების  თვალში  „ცუღი  მაგალითის  მიმცემად გამოჩენილიყო). 
    ქორწინება  1800  წლის  18  იანვარს  შედგა.  იმ  დღისათვის  მიურატს  ნაპოლეონმა  გენერლობა  უბოძა,  ხოლო  კაროლინას  მზითვად  40 ათასი  ფრანკი  და  ქალაქგარე  სასახლე  გაატანა... საფრანგეთში  მონარქიის  შემოღების  შემდგომ  კაროლინაცა  და იოახიმიც  პრინცები  გახდნენ,  ხოლო  1806  წელს  გერმანული  პროვინციების  ბერგისა  და  კლევის  დიდი  ჰერცოგები.  მაგრამ,  ამით  არ  დამთავრებულა  მიურატთა  ოჯახის  აღმასვლა  იერარქიულ  კიბეზე.  სულ  ორიოდე წლის  შემდეგ  ისინი  ნეაპოლის  მეფე-დედოფლად  მოევლინენ  ქგეყანას (კაროლინა  ისე  უკმაყოფილო  იყო  ბერგისა  და  კლევის  „პატარა“  საჰერცოგოთი,  რომ  თვალცრემლიანი  ეხვეწებოდა  ძმას,  რაიმე  უფრო  დიდი და  პრესტიჟული  სამფლობელო  გამიხერხეო).  ნეაპოლის  სამეფო  და სამხრეთი  იტალია  ძალიან  მოეწონა  კაროლინას.  იგი  სრულიად  არ ჰგავდა  ჩრდილოეთის  ცივ  გერმანიას  –  აქ  ხალხიც  თბილად  ეგებებოდა ცოლ-ქმარ  მიურატს  და  ცხელი  მზეც  სხვაგვარად  ბანაობდა  ნეაპოლის ზურმუხტოვან  ყურეში... 
    ყველასათვის  მოულოდნელად,  ყოჩაღმა  გასკონელმა  ცხენოსანმა,  რომელიც  მეფე  იოახიმზე  უფრო  მარშალი  მიურატის  სახელით  იყო ცნობილი,  ახალ  სამფლობელოში  აღმაშენებლობისა  და  რეფორმების წარმოების  დიდი  სურვილი  გამოთქვა.  მეფის  სურვილი  და  საქმის დაწყება  ერთი  იყო,  მაგრამ  ამ  სურვილს  თურმე  აღსრულება  არ  ეწერა. პარიზიდან  სულ  მალე  გაისმა  მკვახე  შეძახილი,  რომელიც  „ახალბედა რეფორმატორს“  აფრთხილებდა,  ნაბიჯი  არ  გადაედგა  ისე,  თავის მბრძანებელთან  რომ  არ  შეეთანხმებინა.  ხოლო  ვინ  იყო  მისი  მბრძანებელი,  ამას  დიდი  ფიქრი  და  განსჯა  არ  სჭირდებოდა... 
    ნაპოლეონის  უმცროს  ძმას  ჟერომს  (ჯიროლამოს)  განსხვაგებით  სხვა  ძმებისაგან,  ახალგაზრდობაში  ბედმა  ზღვაზე  „ხეტიალი“  არგუნა:  ნაპოლეონის  ნება-სურვილის  თანახმად.  მან  მეზღვაურის  პროფესია  „აირჩია“  და  ფრანგულ  სამხედრო  გემზე  დაიწყო  სამსახური.  ისე მოხდა,  რომ  პირველივე  მოგზაურობა  ანტილის  კუნძულებზე  მოუწია, ვესტ-ინდოეთში.  როგორი  საზღვაო  ოფიცერი  დადგა  ჟერომი,  ძნელი სათქმელი  იყო,  მაგრამ  მოქეიფე  ღა  სასიყვარულო  ინტრიგების  ოსტატი რომ  გახდა,  ამას  წყალი  არ  გაუვიდოდა.  კარიბის  ზღვაში,  ალბათ, არცერთი  რიგიანი  პორტი  არ  იყო  დარჩენილი.  რომელშიც  ჟერომს  ამ დარგში  თავისი  მიღწევების  დემონსტრირება  არ  მოეხდინა.
    „ღუზა“  ჟერომმა  ბოლოს  შეერთებულ  შტატებში.  ბალტიმორში ჩაუშვა.  სადაც  ირლანდიელი  ბანკირის  ქალიშვილს  ბეტსი  პატერსონს გადაეყარა  და  მალე  იქორწინა  მასზე.  ბეტსი  ლამაზი  და.  ქმრისგან  განსხვავებით,  ჭკვიანი  ქალი  იყო.  იგი  პარიზში  ცხოვრებაზე  ოცნებობდა და  თავისი  ოცნების  განხორციელებას  ჟერომის  მეშვეობით  აპირებდა. მაგრამ  არ  ჯაუმართლა  ბეტსის!  არ  ახდა  მისი  ოჯცნება:  ჟერომის  ყოვლისშემძლე  ძმამ  სულ  ცოფი  ჰყარა,  როცა  გაიგო,  თუ  ვინ  შეერთო  ნაბოლარა  ბუონაპარტეს  და  დაუყოვნებლივ  მოითხოვა  ქორწინების  გაუქმება.  როცა  მისი  სურვილი  არ  შესრულა,  მან  სასტიკად  აუკრძალა  ჟერომს  ცოლის  საფრანგეთში  წამოყვანა.  ჟერომმა,  რომელსაც  ძალიან უყვარდა  ბეტსი,  თავიდან  შესაშური  სიჯიუტე  გამოიჩინა  და  ძმას  არ დაემორჩილა  –  ცოლსაც  არ  გასცილდა  და  ამერიკაში  ცხოვრებაც  გააგრძელა.
    ამასობაში  დრო  შეიცვალა,  ევროპაში  დიდი  ამბები  დატრიალდა.  პირველიი  კონსული  საფრანგეთის  იმპერატორი  გახდა.  ხოლო მისი  ძმები  და  დები  პრინცები  და  პრინცესები.  თავისთავად  ცხადია, ჟერომის  გამოკლებით...  ასეთი  გულისგამგმირავი  ცნობის  მიღების შემდეგ  ჟერომს,  რა  თქმა  უნდა,  ელიზაბეტ  პატერსონისადმი სიყვარული  უცებ  გაუნელდა,  ხოლო  სამშობლოში დაბრუნების სურვილი  უცებ  მოეძალა...  გამოთხოვებისას  მან  ბეტსი  ასეთი სიტყვებით  დაამშვიდა:  პარიზში  ჩავალ,  ნაპოლეონს  გულს  მოვულბობ  და  შენი  საფრანგეთში  დაბრუნების  უფლებას  გამოვტყუებო.  ჟერომი მართლა  ჩავიდა  პარიზში,  მართლა  სთხოვა  ძმას  ცოლის  „შეწყალება“, მაგრამ  ბეტსისთვის  სასურველ  შედეგს  ვერ  მიაღწია:  ძმას  გული  ვერ მოულბო.  ნდა  ითქეას  რომ  ნაბოლარა  ბუონაპარტეს  ამ წარუმატებლობის  გამო  დიდხანს  არ  უდარდია  –  იმპერატორი  მას პრინცის  წოდებას  შეჰპირდა,  თუ  იგი  ამერიკელ  ცოლზე  უარს  იტყოდა. ჟერომი  ასეც  მოიქცა  და  სულ  მალე,  ოკეანისგაღმიდან  დაბრუნების მეექვსე  თვეზე,  ჯერ  პრინცი  გახდა,  ხოლო  ერთი  წლის  შემდეგ  – ვესტფალიის  მეფე!  ქვეშეგრდომებთან  პირველი  წარდგენის  დროს ჟერომს  გვერდს  უკვე  ახალი  ცოლი,  ნაპოლეონის  მიერ  შერჩეული ეკატერინე  გიურტემბერგელი  უმშვენებდა  –  სამეფო  გვარის მატარებელი  ქალი!
    ვესტფალიის  მეფემ  სამეფო  კარი  მლიქვნელებითა  და  თავისი ნება-სურვილის  უსიტყვო  შემსრულებლებით  აავსო.  მართალია,  მას ერთი.  გამოკვეთილი  ფავორიტი  არ  გაუჩენია,  მაგრამ  „... ეს  ბეგრად უარესი  იყო,  რადგან  ფავორიტის  როლი  გაუთავებლად  გადადიოდა ერთი  ხელიდან  მეორეშიო“  –  მოსწრებულად  შენიშნავდა  ჟერომის თანამედროვე  ენათმეცნიერი  გრიმი.
    აი,  ამით  დავამთავროთ  ნაპოლეონის  სახლეურებზე  საუბარი. და  რადგან  მათ  ჩვენ  გზადაგზა  მაინც  არაერთხელ  შევხვდებით,  ისევ უშუალოდ  საფრანგეთის  ამბებს  ღავუბრუნდეთ  და  ვნახოთ,  თუ  რა ხდებოდა  1804  წელს  ამ  ქვეყანაში,  რითი  ცხოვრობდა  და  რითი სულდგმულობდა  იგი  მომავალი  დიდი  ამბების  მოლოდინში. გარეგნულად  განსაკუთრებული  თითქოს  არაფერი  ხდებოდა  – ცხოვრება  თავისი,  ადრე  გაკვალული  და  ჩვეული  გზით  მიდიოდა.  მართალია,  საფრანგეთი  იმ  დროს  ომში  იყო  ინგლისთან  ჩაბმული,  მაგრამ ეს  ომი  რაღაც  უცნაური  იყო,  სხვა  ომებისაგან  განსხვავებული.  იგი შორს,  ზღვებისა  და  ოკეანეების  სივრცეზე  მიდიოღა  და  ქვეყანასთან უშუალო  შეხება  არ  ჰქონდა.  რა  თქმა  უნდა,  იმას  ვერავინ  იტყოდა,  რომ ომი  თავს  არ  აგრძნობინებდა  მოსახლეობას  –  ამის  დასტური  გადასახადების  სრდაში,  ზღვისგაღმა  საქონლის  დეფიციტსა  და  ფასების  მატებაში  ჩანდა,  მაგრამ,  გავიმეორებთ,  იგი  მაინც  „სხვა“  ომი  იყო,  შორეული,  თვალით  დაუნახავი.  არ  იყო  სახმელეთო  ოპერაციები,  არ  იყო უცხო  ჯარების  ინტერვენცია,  არ  იყვნენ  ლტოლვილები  და  არ  იყო ნგრევა  და  სიკვდილი.  იყო  სიმშვიდე  ქვეყნის  შიგნით,  არ  იყო  ძარცვა  და ყაჩაღობა,  იყო  გზებზე  თავისუფალი  მიმოსვლა  და  თავისუფალი ვაჭრობა,  მეტ-ნაკლებად  გრძელდებოდა  ეკონომიკის  სტაბილიზაცია, ისე  რომ,  იმდროინდელ  საფრანგეთში  ცხოვრება  ნამდვილად  შეიძლებოდა.  განსაკუთრებით,  თუ  წინა  ომებისა  და  რევოლუციების  კოშმარს შეადარებდა  ვინმე.
    რამდენ  ხანს  გაგრძელდებოდა  ასე?  ალბათ  ბევრი  უსგამდა მაშინ  თავს  ამ  კითხვას.  მაგრამ  პასუხს  ვერ  პოულობდა.  ის,  ვისაც  ამ კითხვაზე  პასუხის  გაცემა  შეეძლო,  ჩუმად  იყო.  ჩუმად  იყო  და  ემზადებოდა.  ემზადებოდა  ინგლისთან  ნამდვილი  ომისათვის,  ინგლისში  დესანტის  გადასხმისა  და  საფრანგეთის  ამ  დაუძინებელი  მტრის  ერთხელ  და სამუდამოდ  დაჩოქებისათვის.  უკვე  ორი  წელი  იყო,  რაც  იგი  ემზადებოდა,  ბოლო  ხანებში  კი  ეს  სამხადისი  განსაკუთრებით  გააძლიერა  და  ატლანტის  სანაპიროს  პორტები  ჯარის  ნაწილებით  აავსო.  თითქოს  ყველაფერი  საიდუმლოდ  უნდა  გაკეთებულიყო,  მაგრამ  ასეთი  მასშტაბის ღონისძიების  სრულად  დაფარვა  შეუძლებელი  იყო,  და  აღარც  იყო დაფარული.
    იმპერატორი  იმხანად  მარტო  სამხეღრო  საკითხებით  არ  იყო დაკავებული,  იგი  სხვა  საქმეებსაც  დიდ  ღროს  უთმობდა,  წინანდებურად კვლავ.  ყველაფერში.  ერეოდა,  ყველაფერზე  თვალის  გადევნებას.  ცდილობდა.  ის  წლები,  1802-1504  წ.წ.  დიდად  ნაყოფიერი  იყო  ქვეყნისათვის.  ამის  თაობაზე  პირველ  წიგნში  საკმაოდ  ვილაპარაკეთ  და  აქ.  განმეორება  აღარ  დაგვჭირდება.  ერთს  კი  აღვნიშნავთ  მხოლოდ,  რომ  რაც დრო  გადიოდა,  სამხედრო  აღმშენებლობის  საქმე  მით  უფრო  მეტ  ადგილს  იკავებდა  პირველი  კონსულის  მოღვაწეობაში.  არმიის  რეფორმას, საექსპედიციო  კორპუსის  მომ'ხადებას  სულ  უფრო  მეტი  დრო  მიჰქონდა მის  ყოველდღიურ  საქმიანობაში, 1804  წელს,  როგორც  კი  სენატის  დადგენილება  გამოვიდა  ნაპოლეონის  საფრანგეთის  იმპერატორად  გამოცხადების  შესახებ,  ამ  უკანასკნელმა  რესპუბლიკის  გამოჩენილ  სამხედრო  მოღვაწეებს  მარშლის წოდება  მიანიჭა.  მასენა,  ოჟერო,  კელერმანი,  მიურატი,  ლანი,  დავუ, ნეი,  სულტი,  ბერტიე,  ბერნადოტი,  ჟურდანი  –  იმპერიის  მარშლები გახდნენ.  ოქრომკედით  მოსირმული,  ბრჭყვიალა  ეპოლეტებით დამშვენებული  მათი  მუნდირები  სხვა  მეთაურებში  წაბაძვის  სურვილს  ბადებდა და.  ამ  თვალსაზრისით,  კონკურენციას  უწყობდა  ხელს.  იმპერატორსაც მეტი  არ  უნდოდა.  ის  თავისმხრივაც  აძლევდა  სტიმულს  თავის  თანამებრძოლებს.  როცა  ამბობდა  –  ყოველი  ჩემი  ჯარისკაცის  აბგაში  მარშლის კვერთხი  ძევსო.  და  მართლაც,  მერე,  დროთა  განმავლობაში,  კიდევ არაერთმა  ღირსეულმა  მეომარმა  მოიპოვა  ეს  საპატიო  და  უმაღლესი სამხედრო  წოდება.
    ბუონაპარტე  კარგი  ფსიქოლოგი  იყო  და  იცოდა,  რომ  ჯარის მხოლოდ  ტექნიკური  და  ტაქტიკური  გადაიარაღება  ისეთ  დიდ  საქმეს, როგორიც  ინგლისში  დესანტის  გადასხმა  გახლდათ,  არ  ეყოფოდა.  საჭირო  იყო  ქვეყანაში  სათანადო  ფსიქოლოგიური  განწყობის  შექმნა  და  ამ ქვეყნის  სამხედრო  ყაიდაზე  მოქცევა.  ფრანგებს,  რომელთაც  მხედრული „სიქველე“  სისხლში  ჰქონდათ  გამჯდარი.  წესით  ეს  არ  უნდა  დასჭირებოდათ.  მაგრამ  იმპერატორი,  რომელიც  ომის  მზადების  პროცესში მხედველობიდან  არ  უშვებდა  არც  ერთ,  თუნდაც  უმნიშვნელო  დეტალსაც კი,  ახლა  ატყობდა,  რომ  ოთხი  წლის  მშვიდობიანი  ცხოვრებით დამტკბარ  და,  შესაბამისად.  მოდუნებულ  ფრანგებს  გვარიანი  ბიძგი დასჭირდებოდათ  ისევ  ომის  ბილიკს  რომ  დასდგომოდნენ.  და  ცდილობდა  კიდეც  ასეთი  ბიძგის  მიცემას  იმპერატორი,  ბიძგისა  კი  არა.  ბიძგების  მთელი  სერიისას.  მისი  განკარგულებით  სამხედრო  აღლუმები  და მანევრები,  აგრეთვე,  სამხედრო-პატრიოტული  თავყრილობები  ყველა დიდ  ქალაქსა  თუ  დასახლებულ  პუნქტში  იმართებოდა.  მათ  კულმინაციად  ყოველთვის  რაიმე  გრანღიოზული  სანახაობა  ხდებოდა,  რომელშიც თვით  იმპერატორი  იღებღა  მონაწილეობას  და  რომელსაც  თავად  უდგებოდა  სათავეში,  მრავალ  ასეთ  ღონისძიებათაგან  ერთზე  მაინც  შევაჩეროთ  ჩვენი  ყურადღება,  რათა  ვნახოთ,  თუ  რა  ოსტატურად  ახდენდა ჯარზე  და  მოსახლეობაზე  სასურველ  ზემოქმედებას  გამომგონებლობსა  და  ფსიქოლოგიური  ხრიკების  სწორუპოვარი  ოსტატი.
    ნაპოლეონმა  გადაწყვიტა.  როგ  მის  მიერ  ახლად  დაარსებული საპატიო  ლეგიონის  ორდენი  საჯაროდ  და  საზეიმო  ვითარებაში  გადავცა  წარსულ  ლაშქრობებში  წარჩინებული  ჯარისკაცებისათვის.  იმპერატორს  მრავალი  შესაძლებლობა  ჰქონდა  ჩანაფიქრის  აღსრულებისათვის,  მაგრამ  მან  ყველაზე  რთული  და  ყველაზე  მასშტაბური  აირჩია. მისმა  უდიდებულესობამ  გადაწყვიტა,  რომ  მასობრივი  სანახაობა  ჯარის რაც  შეიძლება  დიდი  შენაერთების  მონაწილეობით  მოეწყო  და  მასზე მოსახლეობის  რაც  შეიძლება  დიდი  რაოდენობა  დაესწრო,  ასეთ  ნაბიჯს ბუონაპარტე  აუცილებლად  თვლიდა.  მას  ხომ  ცალკეულ  ჯარისკაცზე. ან  თუნდაც,  ცალკეულ  სამხედრო  შენაერთხე  ზემოქმედება  არ  სურდა. იგი  საყოველთაო  და  ერთსულოვანი  ენთუზიაზმის  გამოწვევისათვის იღწვოდა!  ამასთან  ერთად,  ამ  დაუვიწყარ  სანახაობას  მარტო  ჯარისკაცებზე  კი  არ  უნდა  მოეხდინა  შესაფერისი  გავლენა,  არამედ  მათხეც,  ვისაც  ჯარისკაცის  სადა  ფარაჯის  ნაცვლად  ოქრომკედით  გაწყობილი  გენერლისა  თუ  მარშლის  ბრჭყვიალა  მუნდირი  და  დიდმოხელეთა  ძვირფასი  სამოსი  ეცვა.
    ცერემონიის  ჩატარების  ადგილად  ნაპოლეონმა  ბულონის  ბანაკი მოინიშნა.  ძნელი  მისახვედრი  არ  უნდა  იყოს,  თუ  რატომ.  გავიხსენოთ, რა  დროს  აწყობს,  თავის  ღონისძიებას  იმპერატორი:  1804  წლის ბოლოს,  როცა  საფრანგეთს  ომი  აქვს  ინგლისთან.  მაგრამ.  როგორც ზემოთ  ითქვა,  ეს  ომი  უფრო  ფორმალურ  ხასიათს  ატარებს,  ვიდრე  რეალურს:  მოწინააღმდეგეები  ვერ  ხვდებიან  ერთმანეთს  –  ზღვაზე  ინგლისელები  ბატონობენ  და  იქ  ფრანგები  ვერ  უპირისპირდებიან  მათ,  ხმელეთზე  კი  ფრანგებს  ვერავინ  უწევს  წინააღმდეგობას  და  ინგლისელები ვერ  ბედავენ  მათთან  შერკინებას.  მაგრამ  ასეთი  მდგომარეობა  დიდხანს ვერ  გაგრძელდება.  ყველაზე  უკეთ  ეს  თვითონ  იმპერატორმა  იცის.  იცის და  ამიტომ  ამზადებს  ლამანშის  ნაპირებთან  ვეებერთელა  სადესანტო არმიას.  საზეიმო  (ერემონიალიც  ამიტომ  ამ  არმიის  სადგომში  უნდა გაიმართოს,  იქ.  სადაც  საბრძოლო  განწყობილება  სუფევს,  სადაც შესაფერისი  შემართება  და  შესაფერისი  სულისკვეთებაა.  და  სწორედ იმისათვის,  რომ  ეს  სულისკვეთება  არ  ჩაქრეს,  ჩაქრეს  კი  არა,  პირიქით, უფრო  გაღვივდეს  და  მარტო  არმიას  კი  არა,  მთელ  ქვეყანას  მოედოს. საჭიროა  ეს  გრანდიოზული  ღღესასწაულიც  სწორედ  იქ.  მომავალი ფრონტის  წინა  ხაზზე  გაიმართოს!  იქ,  და  არა  პარიხის  რომელიმე მყუდრო  და  კოხტა  შოედანზე.  იცის  თავისი  ხალხის  ფსიქოლოგია ბუონაპარტემ.  კარგად  იცის...
    იმპერატორი  საგანგებოდ  ემზადება  –  ძველ  წიგნებში  იქექება, სპეციალურად  კითხულობს  რომის  კეისრებისა  ღა  ფრანგი  მეფეების  მიერ  გამართული  ზეიმების  აღწერილობებს,  ეძებს  და  თავისი  ჩანაფიქრის განხორციელებისათვის  გამოსადეგ  მასალას  აკვლევს.  ისეთი  სანახაობის  მოწყობა  სურს,  რომ  მტერს  თვალი  დაუბნელოს  და  მოყვარეს  გაუხაროს.  თან  ისე  უნდა  მოეწყოს  ყველაფერი,  რომ  თვითონ  იყოს  სანახაობის  ცენტრში  და  მის  შუაგულში!  ამიტომ  რაც  შეიძლება  მეტი  ოქრო უნდა  დაიხარჯოს  და  მეტი  ბრწყინვალება  გამოჩნდეს.  და  კიდევ  ხალხი უნდა  იყოს  ბევრი,  ბევრზე  ბევრი.  ესაა  მთავარი...
    სანახაობა  ბულონის  ყურესთან  გაიმართა.  ეს  ყურე  ბუნებრივ ამფითეატრს  წარმოადგენდა  და  ცერემონიალის  ყოველმხრივ  აღქმას უწყობდა  ხელს.  ამფითეატრის  „სცენის“  შუაგულში  უშველებელი ფიცარნაგი  იყო  აღმართული,  რომლის  ცენტრში  რკინის  ძველგოთური ტახტი  იდგა.  ტახტის  უკან  მტრის  ნაალაფარი  დროშები  ეკიდა,  გვერდით  კი,  ორივე  მხარეზე,  წარსულის  განთქმული  ფრანგი  მეომრების დიუ-გეკლენისა  და  ბაიარდის  გადმოპირქვავებული  მუზარადები  ეწყო, რომლებიც  საპატიო  ლეგიონის  ორდენებით  იყო  ავსებული.  დიუ-გეკლენმა  ასწლიანი  ომის  დროს  გაითქვა  სახელი  სწორედ  ინგლისელებთან ბრძოლებში,  ხოლო  პიერ  დე  ტიურრაილი,  რომელსაც  ბაიარდის სახელით  იცნობდა  ყველა,  XV-XVI  საუკუნეების  განთქმული  რაინდი იყო  –  „უშიშარი  ვითარცა  უხორცო“  (საყურადღებო  ფაქტია!  ბონაპარტი  ცდილობს  ყველაფერი  ისე  მოაწყოს,  რომ  ფრანგი  ჯარისკაცისათვის დაჯილდოების  პროცესს  რაც  შეიძლება  დიდი  ფსიქოლოგიური  დატვირთვა  ჰქონდეს.  მართლაც,  წარმოვიდგინოთ  ერთის  წუთით,  თუ  რა  ზეგავლენას  მოახდენდა  ჯარისკაცზე  ის  გარემოება,  რომ  მისთვის  განკუთვნილი  ჯილდო  უკავშირდებოდა,  ერთის  მხრივ,  წარსულის  ლეგენდარულ  გმირთა  სახელებს,  ხოლო,  მეორეს  მხრიგ,  ამ  ჯილდოს  იგი ცოცხალ  ლეგენდად  ქცეული  ახალი  დროის  გმირის  ხელიდან  იღებდა!).
    ცერემონიალში  80  ათასი  ჯარისკაცი  მონაწილეობდა.  მაყურებელთა  რიცხვი  კი  (რომელთა  შორის  პარიზიდან  და  სხვა  ქალაქებიდან ჩამოსული  უამრავი  სტუმარი  იმყოფებოდა),  200  ათასს  აჭარბებდა,  დილის  10  საათზე  იმპერატორმა  ცხენდაცხენ  ჩამოუარა  საზეიმოდ  გამწკრივებულ  ნარის  ნაწილებს  და  შემდეგ  ფიცარნაგზე  ავიდა,  დაჯილდოების  ცერემონიალს  ზარბაზნების  გარდა  800  მედოლისა  ღა  1200  მესაყვირის  ხმა  აძლევდა  ბანს.  გამორჩეულ  მეომრებს  სათითაოდ  იძახებდნენ  და  იმპერატორთან  მიჰყაგდათ,  რომელიც  პირადად  ჰკიდებდა  მუნდირზე  საპატიო  ლეგიონის  ჯვარს  იტალიის  კამპანიის,  ეგვიპტის  ლაშქრობისა  და  მარენგოს  ბრძოლის  გმირებს.  ემოციური  დატვირთვა იმდენად  დიდი  იყო,  რომ  რამდენიმე  ვაჟკაცს  მღელვარებისაგან  გული წაუვიდა.  დაჯილდოება  დიდხანს  გაგრძელდა,  მაგრამ  დაღლა  არავის უგრძვნია.  ერთ  მომენტში  იმპერატორმა  ხმამაღლა  დაიძახა:  ასეთი მეომრებით  მე  მთელი  მსოფლიოს  დამარცხება  ძალმიძსო,  რამაც  ჯარში ენით  აუწერელი  ენთუზიაზმი  გამოიწვია...
    თავის  დროზე,  როდესაც  პირველმა  კონსულმა  სენატს  საპატიო ლეგიონის  ორდენის  დაწესების  პროექტი  წარუდგინა  (ეს  1802  წელს მოხდა),  რომელიღაც  ოპოზიციონერ  სენატორს  სკეპტიკურად  შეუნიშნავს:  ნეტავ  რა  საჭიროა  მონარქიული  რეჟიმის  დროინდელი  ამ  სათამაშოების  ხელახალი  შემოღებაო,  ნაპოლეონს  უპასუხნია:  თუ  გსურთ, ჩათვალეთ  ეს  ჯვარი  სათამაშოდ,  ოღონდ  იცოდეთ,  ხალხის  მართვა  ასეთი  სათამაშოებით  უფრო  ადვილია,  ვიდრე  მათ  გარეშეო.  მართალი  იყო იმპერატორი.  სწორედ  ამ  „სათამაშოების“  გულისთვის  სწირავდნენ თავს  მისი  ჯარისკაცები  და  მისთვის  აკლავდნენ  სამუშაოს  თავს სამოქალაქო  სამსახურის  მუშაკები.  იცოდა  ბუონაპარტემ,  რასაც აკეთებდა...
    აი,  ამგვარად  მიდიოდა  ახლადგვირგვინკურთხეული  იმპერატორის  ცხოვრება  1804  წლის  მიწურულსა  და  1805  წლის  დასაწყისში. ერთი  შეხედვით,  დროის  ეს  მონაკვეთი  მან  სულ  ზარ-ზეიმსა  და  დღესასწაულებში  გაატარა.  სინამდვილეში  კი  ეს  ასე  არ  ყოფილა.  თქმა  არ უნდა,  დღესასწაულებიც  ბევრი  იყო  და  სანახაობებიც  არანაკლები.  მაგრამ,  ყველაზე  მეტი  შეუსვენებელი  და  მუხლჩაუხრელი  მუშაობა  იყო, მუშაობა  არმიის  გადახალისებისათვის,  მისი  ახალი  ტაქტიკით  აღჭურვისა  და,  საერთოდ,  ქვეყნის  სამხედრო  რელსებზე  გადაყვანისათვის. ხოლო  რაც  შეეხებოდა  დღესასწაულებს,  აღლუმებსა  და  საზეიმო  სანახაობებს,  რომლებიც,  როგორც  ვთქვით,  მართლაც  ბევრი  იყო  მაშინ, ისინი  მხოლოდ  თავისებურ  რეპეტიციებს  წარმოადგენდნენ  იმ  გრანდიოზული  სპექტაკლების  პრემიერის  წინ,  რომელთა  გამართვას  იმპერატორი  ევროპის  სცენაზე  აპირებდა.
გამარჯვება  მესამე  კოალიციაზე  –  აუსტერლიცი
    ახალმა,  1805-მა  წელმა  შვება  ვერ  მოუტანა  ინგლისს.  უფრო პირიქით  მოხდა  –  იმპერატორის  ტოგაში  გამოწყობილმა  ნაპოლეონმა გაორკეცებული  ენერგიით  გააგრძელა  ბრიტანეთში  ჯარის  გადასასხმელად  სამზადისი  და  ძილი  და  მოსვენება  დაუკარგა  მანამდე  მიუდგომლად  შერაცხული  კუნძულის  მესვეურებს.  ინგლისის  პრემიერი,  მოუღალავი  უილიამ  პიტი,  ძალ-ღონეს  არ  იშურებდა  ახალი  ანტიფრანგული კოალიციის  შესაქმნელად.  დიახ,  პიტი  ისევ  მიუბრუნდა  ადრე  უკვე  ორჯერ  ნაცად  ამ  ხერხს,  რადგან  სხვაგვარად  არაფერი  გამოუვიდა:  ამდენი  ძალისხმევის  მიუხედავად,  ინგლისელებმა  ვერც  ბურბონები  აღადგინეს  საფრანგეთის  ტახტზე  და  ვერც  „ცხენზე  შემჯდარი  რობესპიერის“ –  ნაპოლეონის  –  სიცოცხლის  ხელყოფა  მოახერხეს.  ინგლისს  ორადორი  გზა  დარჩა:  მას  ან  ისეთი  ძლიერი  სახმელეთო  არმია  უნდა  შეექმნა,  რომელიც  აქტიურ  წინააღმდეგობას  გაუწევდა  ფრანგთა  ჯარს  კონტინენტზე  და  მის  გამარჯვებათა  გზით  სვლას  შეაჩერებდა,  ან  ევროპული  სახელმწიფოებისგან  ახალი,  მძლავრი  ანტიფრანგული  კოალიცია ჩამოეყალიბებინა,  რომელიც  საკადრის  ადგილს  მიუჩენდა  ამდენი  ხნის „ლაგამაწყვეტილ“  მეზობელს.
    პირველი  გზა  უპერსპექტივო  ჩანდა:  ინგლისელები  ძალიან დიდხანს  ვერ  შეძლებდნენ  ისეთი  ჯარის  შექმნას,  რომელიც  სერიოზულ წინააღმდეგობას  გაუწევდა  ხმელეთზე  უძლეველად  მიჩნეულ  ნაპოლეონის  არმიას.  უკეთეს  შემთხვევაში,  ამას  იმდენი  ძალისხმევა  და  იმდენი დრო  დასჭირდებოდა,  რომ  იმპერატორი,  თუკი  მისი  გეგმები  განხორციელდებოდა,  ბარე  ორჯერ  მაინც  მოასწრებდა  ინგლისის  დალაშქვრას. ამიტომ  ამდენ  დროს  ინგლისი  ნაპოლეონს  ვერ  მისცემდა: „კორსიკელ ურჩხულს“  უკგე  თითქმის  ორასიათასიანი  არმია  ჰყავდა  ლამანშის  პირას  თავმოყრილი  და  მხოლოდ  ხელსაყრელ  მომენტს  ელოდებოდა  განზრახვის.  შესასრულებლად.
    რჩებოდა  მეორე.  და  ის  ერთადერთი  გზა,  რომელსაც  ინგლისი ტრადიციულად  ადგა  წინათ  და  ახლაც  მას  უნდა  დასდგომოდა:  შეექმნა ახალი,  რიგით  მესამე.  კოალიცია  და  ისევ  სხვისი  ხელით  (სხვისი  ჯარით)  ეცადა  ბედის  თავისკენ  შემოტრიალება.  უილიამ  პიტმაც  სწორედ აქეთკენ  მიმართა  თავისი  უშრეტი  ენერგია  და  თავისი  ქვეყნის  ოქროები. პრემიერი  იმედოვნებდა,  რომ  ამ  ახალ  წამოწყებას,  თუ  ძგელზე  უკეთესი  დასასრული  არ  ექნებოდა,  ყოველ  შემთხვევაში,  ის  მაინც  მოჰყვებოდა,  რომ  ინგლისს  ინტერვენციის  უშუალო  საფრთხე.  იმხანად,  მოსცილდებოდა.
    პიტის  სასახელოდ  უნდა  ითქვას,  რომ  მისი  ძალისხმევა  ფუჭი არ  გამოდგა.  უკვე  აპრილის  დასაწყისისთვის  მას  კმაყოფილებით  შეეძლო  აღენიშნა,  რომ  მოახერხა  ახალი  კოალიციის  საფუძვლის  ჩაყრა, რაც  მის  ქვეყანას  ცოტა  ხანში  თავისუფლად  ამოსუნთქვის  საშუალებას მისცემდა.  საქმე  ის  იყო,  რომ  თუ  ინგლისის  მოკავშირეები  ხმელეთიდან შეუტევღნენ  საფრანგეთს,  მაშინ  ბრიტანეთს  ზღვიდან  აღარ  დაემუქრებოდა  საფრთხე  –  ნაპოლეონი  იძულებული  გახდებოდა  ბულონის  ბანაკი აეშალა:  და  საჩქაროდ  ახალ  მოწინააღმდეგესთან  შესაბმელად  წასულიყო.  წასულიყო  ლამანშის  ნაპირებიდან  შორს,  შუაგულ  ევროპაში  და, როგორც  ინგლისელები  იმედოვნებდნენ,  იქნებ  მოუსავალშიც...
ინგლისი  რომ  სისხლხორცეულად  იყო  დაინტერესებული  ახალი  ანტიფრანგული  კოალიციის  შექმნით,  ეს  ცხადზე  უცხადესი  იყო, მაგრამ  რა  მიზანი  ამოძრავებდათ  სხვა  ქვეყნებს,  ან  რომელი  ქვეყნები იყვნენ,  საერთოდ.  ამ  კოალიციაში  ჩაბმულნი?  პირგელი,  ვინც  პიტის ბადეში  გაეხვია,  რუსეთი  იყო.  სწორედ  რუსეთთან  გააფორმა  საწყისი ხელშეკრულება  უილიამ  პიტმა.  ეს  1805  წლის  II  აპრილს  მოხდა,  როცა  ორ  ქვეყანას  შორის  სამოკავშირეო  კონვენცია  დაიდო.  კონვენციის მონაწილეთ  მიზნად  ჰქონდათ  დასახული  აეძულებინათ  ნაპოლეონი  „ნებით  ან  ძალით  დათანხმებულიყო  ევროპაში  მშვიდობისა  და  წონასწორობის  აღდგენაზე“.
    ის,  რომ  ინგლისს  პირველი  რუსეთი  ამოუდგა  მხარში,  სულაც არ  იყო  გასაკვირი.  ალექსანდრე  რომანოვი  თავისი  დიღი  წინამორბედების  –  პეტრე  პირველისა  და  ეკატერინე  მეორის  მსგავსად.  ძალ-ღონეს არ  იშურებდა,  რათა  ყველგან.  სადაც  კი  ხელი  მიუწვდებოდა,  და  მათ შორის,  რასაკვირველია,  ეგროპაშიც,  რუსეთის  გავლენა  განემტკიცებინა.  ამასთანავე,  ჭკვიანი  და  ეშმაკი  ალექსანდრე  მოხერხებულად  ნიღბავდა  მომავალ  ომში  რუსეთის  მონაწილეობის  ჭეშმარიტ  მიზანს.  მისი განცხადებით,  ამ  ომში  რუსეთს  ნაპოლეონის  მიერ  იტალიის,  შვეიცარიისა  და  ჰოლანდიის  დღამოუკიღებლობის  ხელყოფის  წინააღმდეგ  გამოსვლის  სურვილი  ამოძრავებდა.  ამასთან  ერთად.  იგი,  რა  თქმა  უნდა,  სოლიდარობას  უცხადებდა  ენგიენის  ჰერცოგის  სიკვდილით  დასჯით  შეძრწუნებულ  ბურბონებს  და  მათ  გვერდში  დგებოდა  (თავის  დროზე  ალექსანდრემ  სამგლოვიარო  ნიშანიც  კი  გაიკეთა,  როცა  ჰერცოგის  აღსასრულის  შესახებ  მიიღო  ცნობა).
    მეფის  უკანასკნელი  მტკიცება  ერთობ  არადამაჯერებლად ჟღერდა  და  იშვიათი  ცბიერების  ნიმუშს  წარმოადგენდა.  საქმე  ის  იყო, რომ  თუ  რუსეთის  მეფეს  ასე  ძალიან  სურდა  გვირგვინოსანთა  ოჯახის რომელიმე  წარმომადგენლის  მოკვდინების  ორგანიზატორების  დასჯა, მას  ევროპაში  წასვლა  სრულიად  არ  სჭირდებოდა,  რადგან  მამამისის, პავლე  პირველის,  მკვლელები,  იქვე  რუსეთში  ჰყავდა  და  უმეტესი  მათგანი  –  არც  თუ  შეჭირვებულ  მდგომარეობაში.  სწორედ  ასეთი  შინაარსის  პასუხი  გაუგზავნა  ბონაპარტმა  ტალეირანის  მეშვეობით  ალექსანდრეს  ამ  უკანასკნელის  პროტესტზე  ენგიენის  ჰერცოგის  სიკვდილით დასჯის  გამო.  ალექსანდრემ  ეს  საჯარო  და  საშინელი  მინიშნება  მამის მკვლელებთან  მისი  კავშირის  თაობაზე,  მაშინ  ,გგადაყლაპა“,  მაგრამ  სამომავლოდ  მწარედ  დაიხსომა  და  ნაპოლეონისათვის  სამაგიეროს  გადახდის  სურვილით  აღენთო.  და  აი,  ახლა,  უილიამ  პიტის  ხელშეწყობით, რუსეთის  იმპერატორს  ამ  სურვილის  აღსრულების  ჟამი  უდგებოდა.
    ეს  ყველაფერი  მართლაც  ასე  იყო,  მაგრამ  პირად  წყენასა  და პირად  შეურაცხყოფას პოლიტიკაში  გადაჭარბებულ  მნიშვნელობას  ნუ მივანიჭებთ.  პირადი  გრძნობები  მაინც  ერთი  რამაა, პოლიტიკა  და  სახელმწიფოს  ინტერესები  კი  –  მეორე  (სინამდვილეში  პირველი  და  უმთავრესი).  სახელმწიფო  პოლიტიკა  რუსეთისა  კი  ისეთივე  იყო,  როგორიც  მისი  მომავალი  მეტოქისა  და  მისი  მაშინდელი  მოკავშირეებისა  – გაუთავებელი  ექსპანსიისა  და  სხვათა  ტერიტორიების  მიტაცების  პოლიტიკა.  ამიტომ  არ  იქნება  სწორი,  თუ ვიფიქრებთ,  რომ  რუსეთი  მხოლოდ  1805  წლის  გაზაფხულიდან  შეუდგა  საფრანგეთთან  ომისთვის მზადებას  და  ისიც  მხოლოდ  ინგლისის  წაქეზებით.  ზუსტად  ერთი წლით  ადრე,  1804  წლის  მარტში,  მეფის  ბრძანებით  რუსეთმა  დიპლომატიური  ურთიერთობა  გაწყვიტა  საფრანგეთთან,  ხოლო  სახელმწიფო საბჭოს  17  აპრილის  სხდომაზე  საიდუმლო  გადაწყვეტილებაც  მიიღო საფრანგეთთან  მომავალი  ომისთვის  მზადების  თაობაზე  (ვიმეორებთ, ფორმალური  საბაბი  ენგიენის  ჰერცოგის  სიკვდილით  დასჯა  იყო,  რეალური  კი  –  საფრანგეთის  გაძლიერებისათვის  რუსეთის  ძალის  დაპირისპირება).  ისე  რომ,  ინგლისს  თავისი  ინტერესები  ჰქონდა,  ხოლო რუსეთს  –  თავისი.  პეტერბურგელი  ხელისუფალნი  სულაც  არ  გახლდნენ  ის  მიამიტი  პოლიტიკოსები,  რომლებიც  რაღაც  ალტრუისტული მოსაზრებების  გამო  ჩაებმებოდნენ  ამოდენა  ომში.
    გარდა  ზემოხსენებულისა,  რუსეთ-საფრანგეთის  ურთიერთობების  გაუარესებას  ხელი  შეუწყო  ორივე  ქვეყნის  მიერ  ხმელთაშუა  ზღვის აუზში  წარმოებულმა  პოლიტიკამაც.  რუსეთს  ამ  ზონაში  საკმაოდ ძლიერი  ესკადრა  ჰყავდა  და  გარნიზონების  სახით  ე.წ.  შვიდი  კუნძულის რესპუბლიკის  ტერიტორიაზე  ჯარიც  ეყენა  (ჯარი  ეყენა  ქალაქ  ნეაპოლშიც).  მეორე  კოალიციის  დამარცხების  შემღეგ,  პარიზის  კონვენციის  თანახმად  (1801  წლის  10  ოქტომბრის  ხელშეკრულება),  რუსეთს ჯარი  უნდა  გაეყვანა.  უნდა  გაეყვანა,  მაგრამ  არ  გაიყვანა,  როცა  ნაპოლეონმა  ილირიის  რეგიონისა  და  იონიის  კუნძულებისაკენ  მიმართა თავისი  „ყურადღება“,  რუსეთმა  სასწრაფოდ  გააძლიერა  ხმელთაშუა ზღვის  ესკადრა  და  ჯარის  დამატებითი  ნაწილებიც  გაგზავნა  კუნძულებზე  (ეს  მნიშვნელოვანი  სამზედრო  ძალა  იყო.  რუსების  ესკადრაში, რომელსაც  ცნობილი  ადმირალი  დ.სენიავინი  მეთაურობდა,  10  სახაზო გემი,  5  ფრეგატი,  6  კორვეტი,  6  ბრიგი  და  15  სხვა  ტიპის  ხომალდი შედიოდა.  რაც  შეეხება  გენერალ  ბ.ლასის  საექსპედიციო  კორპუსს, არც  ის  იყო  პატარა  და  13  ათასი  რჩეული  ჯარისკაცისგან  შედგებოდა). ყველა  ზემოაღნიშნულთან  ერთად  რუსებმა  ჩერნოგორიელთა  აქტიური შეიარაღებაც  დაიწყეს  და  მათგან  ანტიფრანგულად  განწყობილი  მებრძოლი  რაზმების  ჩამოყალიბებას  მიჰყვეს  ხელი.
    რუსეთის  ასეთი  მოქმედება  საფრანგეთის  ხელისუფალმა  უმალ პარიზის  კონვენციის  უხეშ  დარღვევად  მიიჩნია.  თავისთავად  ცხადია, რომ  საკუთარი  აქტიურობა  ამ  რეგიონში  მან  კონვენციის  დარღვევად  არ მიიჩნია  და  ამიტომ  მკაცრი  საპროტესტო  ნოტა  გაუგზავნა  პეტერბურგს.  მაგრამ  საფრანგეთის  ამ  ნაბიჯს  არავითარი  შედეგი  არ  მოჰყოლია  –  სადავო  ტერიტორიებიდან  რუსეთმა  ჯარი  არ  გაიყვანა.  ასეც მოხდებოდა  –  საპროტესტო  ნოტებს,  თუ  მათ  „რეალური  საქმე“  არ სდევდა  თან,  დროის  ფუჭი  დაკარგვის  მეტი  არაფერი  ეთქმოდა.  საფრანგეთს  კი  რეალური  საქმისათვის  იმ  დროს,  იმ  რეგიონში,  ხელი  არანაირად  არ  მიუწვდებოდა,  გინაიდან  მთელი  მისი ყურადღება ლამანშის ნაპირებისკენ  იყო  მიმართული.  ამიტომ  რუსეთმა  დაუსჯელად  გააგრძელა  ამ  გარემოებით  სარგებლობა  და  შემდგომი  ანტიფრანგული  ნაბიჯებიც  გადადგა.  კერძოდ,  მან  პრუსიასა  და  დანიასთან  დადო  ხელშეკრულება,  რომლის  მიხედვითაც  სამივე  ქვეყანა  პირობას  დებდა  ერთობლივად  დაეცვა  ჩრდილოეთი  გერმანია  და  ბალტიისპირეთი  საფრანგეთის ექსპანსიისაგან.  მას  შემდეგ,  რაც  ნაპოლეონმა  ჰანოვერი  –  ინგლისთან პირდაპირი  უნიით  დაკავშირებული  გერმანული  მიწა  –  დაიკავა,  ჩრდილოეთ  გერმანია  მართლაც  საჭიროებდა  მისგან  დაცვას,  მაგრამ  რამდენად  გამოდგებოდა  დამცველის  როლში  რომანოვების  რუსეთი,  ეს  უკვე სხვა  საკითხი  იყო...
    მოკლედ,  ომის  საბაბი  რუსეთს  საკმარისზე  მეტი  ჰქონდა,  მიზანი  კი  ერთი  და  ძირითადი  –  გავლენის  სფეროების  მაქსიმალური  გაფართოება  და  ამიტომ  იყო,  რომ  ხალისიანად  გადაეშვა  ევროპული  ომის მორევში.
    კოალიციის  მესამე  წევრი  ავსტრია  გახლდათ.  რაოდენ  საკვირველიც  არ  უნდა  იყოს,  მაგრამ  საფრანგეთისაგან  ყველაზე  უფრო  დაზარალებული  ავსტრია  ყველაზე  გვიან  შეუერთდა  კოალიციას.  ლიუნევილის  ზავით  ღაჩაგრული  ჰაბსბურგთა  სახელმწიფო  თითქოს  სხვაზე  მეტად  უნდა  ყოფილიყო  დაინტერესებული  რევანშის  აღებით,  მაგრამ  ისე იყო  წინა  წლებში  ნაპოლეონისგან  დაშინებული,  რომ  ინგლისისა  და რუსეთის  დიპლომატებს  დიდზე  დიდი  ძალისხმევა  დასჭირდათ,  სანამ ავსტრიას  ომში  მონაწილეობაზე  დაიყოლიებდნენ.  ვენის  მესვეურთა ყოყმანი  არ  იყო  გასაკვირი,  რადგან,  თუ  ღმერთი  გაწყრებოდა  და  კვლავ ნაპოლეონი  გაიმარჯვებდა,  ყველაზე  მეტად  ისევ  ავსტრია  დაზარალდებოდა  –  რუსეთი  ხომ  შორს  იყო  საფრანგეთიდან,  ინგლისი  კი  შორს  არ იყო,  მაგრამ  მაინც  ზღვას  იყო  ამოფარებული...  მაგრამ,  ასე  იყო  თუ ისე,  ვენის  ხელისუფალნი  ბოლოს  მაინც  გატყდნენ  და  კოალიციას  შეუერთდნენ.  შეუერთდნენ,  ისიც  მხოლოდ  მას  შემდეგ,  რაც  საფრანგეთის ტახტის  „კორსიკელმა  უზურპატორმა“  თავის  ქვეყანას  რიგრიგობით  მიუერთა  ჯერ  პარმა  და გენუა, მერე  კი  ლუკა.  ხოლო  მას  შემდეგ,  რაც მან  თავისი  თავი  იტალიის  მეფედ  გამოაცხადა  (იტალია კი ავსტრიელებს  თავის  „არჩივად“  მიაჩნდათ),  ვენაში  იფიქრეს,  ამ  კაცის  მადას ზღვარი  არ  უჩანსო  და  გადაწყვიტეს,  სანამ  ჯერ  კიდევ  დრო  იყო,  ინგლისთან  და  რუსეთთან  გაერთიანებულიყვნენ  და  ისევ  ბრძოლის  ველზე ეცადათ  ბედი.
    უილიამ  პიტი  კმაყოფილი  გახლდათ.  რუსეთისა  და  ავსტრიის ჯარი,  ბრიტანეთის  ფლოტი  და  ბრიტანეთისვე  ფული  უკვე  დიდი  ძალა იყო.  დიდი  ძალა  კი  იყო,  მაგრამ,  ეტყობა,  იმათთვის  მაინც  საკმარისი არა,  ვისაც  ისევ  თავის  თავზე  (და  თავის  ზურგზე)  უნდა  ეწვნია  საფრანგეთის  არმიის  დარტყმა.  ამიტომ  იყო,  რომ  რუსეთიცა  და  ავსტრიაც დაჟინებით  მოითხოვდნენ  ომში  პრუსიის  ჩაბმას:  სამი  დიდი  სახმელეთო ქვეყანა  უკვე  მართლა  გაუმკლაგდებოდა  საფრანგეთის  დაუდგრომელ მბრძანებელს.  რაც  შეეხებოდა  პატარა  ქვეყნებს  –  შვედეთსა  და  ნეაპოლის  სამეფოს,  რომლებიც.  ასევე  შეუერთდნენ  მესამე  კოალიციას,  ისინი ანგარიშში  ჩასაგდები  არ  იყვნენ.
    მაგრამ,  სრულიად  მოულოდნელად,  თავგადასავალთა  ახალ  მაძიებლებს  დაბრკოლება  პრუსიის  მხრივ  შეხვდათ.  საქმე  ის  იყო,  რომ  ამ ქვეყნის  ფრთხილ  მეფეს  ფრიდრიხ-ვილჰელმსა  და მის  კარს  „რატომღაც“  ისე  მოეჩვენათ,  რომ  თავს  ნეიტრალურ  მდგომარეობაში  ყოფნისას უფრო  მშვიდად  იგულვებდნენ,  ვიღრე  ნაპოლეონთან  ომის  პირობებში... 
    ესეც  არ  იყოს,  პრუსიელები  „მუქთად“  რატომ  უნდა  ჩაბმულიყევნენ  სახიფათო  ავანტიურაში? რაც  მეტს  გააჯანჯლებდა  ბერლინი  საქმეს, მით  მეტ  ფასს  დაიდებდა.  ამიტომ  აჯანჯლებდა  კიდეც  ფრიდრიხ-ვილჰელმი  პასუხის  მიცემას  და  მეტის  გამოტყუებას  აპირებდა  მოკავშირეთაგან.  ბოლოს  კი,  კარგა  ხნის  ვაჭრობის  შემდეგ,  პრუსიელებმა  როგორც  იქნა,  მისცეს  ბუნდოვანი  დაპირებები  კოალიციის  წევრ  ქვეყნებს. ამ  დაპირებების  თანახმად,  პეტერბურგში,  ლონდონსა  და  ვენაში  რატომღაც  წარმოიდგინეს,  რომ  პრუსია  ბოლო  მომენტში  აუცილებლად ამოუდგებოდა  მათ  მხარში (თუმცა,  თავად  პრუსიელები  ამაში  დარწმუნებულები  სულაც  არ  იყვნენ...). 
    ასე  იყო  თუ  ისე,  ანტიფრანგული  ალიანსის  ძველმა  და  ახალმა წევრებმა  ზაფხულის  დასაწყისისათვის  დაასრულეს  წინასწარი  მოლაპარაკებები  და  ომის  დაწყების  აუცილებლობაში  ერთმანეთთან  სრულ თანხმობას  მიაღწიეს.
    ახლა,  როცა  მესამე  კოალიციის  შედგენის  თაობაზე  შეთანხმება მიღწეული  იყო,  ხოლო  ამ  შეთანხმების  დამადასტურებელი  დოკუმენტები  ხელმოწერილი,  მოკავშირეებს  ორი  საკითხიღა  დარჩათ  მოსაგვარებელი:  ომის  მიზნების  საქვეყნოდ  გამოცხადება  და.  საომარი  გეგმების შემუშავება.  მართალია,  მათ  კიდევ  დარჩათ  გასაკეთებელი  ერთი  „მცირე“  რამ,  კერძოდ,  თავიანთი  გადაწყვეტილებების  განხორციელება,  მაგრამ  მოკავშირეები  ისეთი  ძალის  გამოყვანას  აპირებდნენ  ფრანგების წინააღმდეგ,  რომ  ამ  მიზნის  მიღწევა  უკვე  განსაკუთრებულად  ძნელი აღარც  ეჩვენებოდათ.
    ზემოჩამოთვლილ  მოსაგვარებელ  საკითხთა  შორის  ყველაზე იოლი  ომის  გამოცხადება  გახლდათ  და  ალიანსის  წევრებმაც  პირველად სწორედ  ეს  გააკეთეს.  შესაბამისი  დიპლომატიური  არხების  საშუალებით  მათ  საფრანგეთს  შეუთვალეს,  თუ  რა  პირობების  დაკმაყოფილება იქნებოდა  საჭირო  იმისათვის,  რომ  ამ  ქვეყანას  კოალიციასთან  ომი აეცილებინა  თავიდან.  რასაკვირველია,  ალიანსის  წევრებმა  შესანიშნავად  იცოდნენ,  რომ  საფრანგეთის  ხელისუფლება  არათუ  არ დააკმაყოფილებდა  მათ  ფაქტობრივ  ულტიმატუმს,  არამედ,  ალბათ,  არც  განიხილავდა  მას.  მაგრამ  წესი  წესი  იყო  და  მოკავშირეებმაც  „ზრდილობისათვის“  ამ  წესს  ხარკი  გადაუხადეს.
    რა  პირობები  იყო  ეს?  უპირველესად ყოვლისა,  საფრანგეთს  დაუყოვნებლივ  უნდა  დაეტოვებინა  მის  მიერ  ბოლო  წლებში  დაკავებული ტერიტორიები  და  ძველ  საზღგრებამდე  დაეხია.  შემდეგ,  არსებული  ხელისუფლება  უნდა  გადამდგარიყო  და  ქვეყნის  მმართველობა  ბურბონებისთვის  გადაეცა,  ე.ი.  წყალში  ჩაეყარა  1789  წლის  ყველა  მონაპოვარი და  საფრანგეთში  ფეოდალური  წყობა  აღედგინა.  ეს  იყო  და  ეს!  მოკავშირეებს  მეტი  არაფერი  უნდოდათ.  თუ  ფრანგები  ნებით  შეასრულებდნენ ამ  პირობებს,  ხომ  კარგი  მათთვის,  თუ  არა  და  მით  უარესი  ისევ  მათთვის,  რადგან  ალიანსის  წევრები  ძალით  გააკეთებინებდნენ  იგივეს.
    უფრო  ძნელი  სამხედრო  გეგმების  შემუშავება  აღმოჩნდა.  მოკავშირეები  (ლაპარაკია  ძირითად  მოკავშირე  ქვეყნებზე  –  ინგლისზე, რუსეთსა  და  ავსტრიაზე)  ომში  სხვადასხვა  მიზნებით  ჩაებნენ.  ინგლისს თავის  გადარჩენა  და  საფრანგეთის,  თავისი  ისტორიული  მეტოქისა  და კონკურენტის,  დასუსტება  სურდა,  რუსეთს  ეგროპაში  საკუთარი  გავლენის  გაძლიერება  ჰქონდა  მიზნად  დასახული,  ავსტრიას  კი  საფრანგეთის დასუსტებასთან  ერთად,  ან  შეიძლება  მასზე  უფრო  მეტად,  „თავისი“  დაკარგული  სამფლობელოების  დაბრუნება  სურდა  იტალიაში.
    ასეთი  განსხვავებული  მიზნების  არსებობის  პირობებში  მოკავშირეებმა,  სინამდვილეში,  ვერ  შეძლეს  ვერც  ერთიანი  სტრატეგიული გეგმის  შემუშაგება  და  ვერც  საერთო  მთავარსარდლის  შერჩევა.  წინასწარი  მოლაპარაკების  საფუძველზე  მათ  თავიანთი  ქმედება  ააგეს  ავსტრიის  ჰოფკრიგსრატის  (უმაღლესი  სამხედრო  საბჭოს)  გეგმის  შესაბამისად,  რომელიც  საომარი  მოქმედების  დაწყებას  სამ  ფრონტზე  აპირებდა  და  ისიც  არა  ერთსა  და  იმავე  დროს,  არამედ  ცალ-ცალკე,  იმისდა  მიხედვით,  თუ  მოკავშირეთაგან  რომლის  არმია  უფრო  ადრე  მივიდოდა  ბრძოლის  ასპარეზზე.  კოალიციის  მონაწილეთა  მიერ  მიღებული გეგმის  ზემოაღნიშნულ  თვალშისაცემ  ნაკლს  ისიც  ემატებოდა,  რომ  მათ ვერ  მოახერხეს  სწორად  ამოეცნოთ  მომავალი  საომარი  მოქმედების მთავარი  ასპარეზიც...
    მაინც  როგორი  იყო  ჰოფკრიგსრატის  გეგმა?  იმის  გამო,  რომ ავსტრიელები  აუცილებლად  აპირებდნენ  ფრანგების  მიერ  წართმეული ჩრდილოეთ  იტალიის  უკან  დაბრუნებას,  მათი  მთავარი  ძალისხმევა  ალპებს  იქით  უნდა  ყოფილიყო  მიმართული.  ამ  მიზნის  შესასრულებლად თავისი  საუკეთესო  არმია  ერცჰერცოგ  კარლის  მეთაურობით  (140  ათასი  ჯარისკაცი)  ჰოფკრიგსრატმა  სწორედ  ჩრდილოეთ  იტალიაში  გააგზავნა,  ვენელი  სტრატეგები  ვარაუდობდნენ,  რომ  სანამ  ნაპოლეონი  თავისი  ჯარის  ლამანშის  ნაპირებიდან  ცენტრალურ  ევროპაში  გადმოსროლას  მოახერხებდა,  მანამ  ისინი  თავისუფლად  მოასწრებდნენ  ჩრდილოეთ  იტალიის  გაწმენდას  ფრანგთა  არც  თუ  მრავალრიცხოვანი  არმიისაგან  (ფრანგთა  ჯარი  ჩრდილოეთ  იტალიაში  ნაპოლეონმა  სახელოვან  მასენას  ჩააბარა,  რომელიც  იქაურ  საომარ  ასპარეზსაც  შესანიშნავად  იცნობდა  და  ავსტრიელებთან  ბრძოლის  სპეციფიკასაც). ავსტრიელთა  მეორე  არმია  ერცჰერცოგ  ფერდინანდისა  (80  ათასი  ჯარისკაცი)  დუნაის  უნდა  აჰყოლოღა,  შეჭრილიყო  ბავარიაში  და მდინარე  ლეჰთან  დალოდებოდა  რუსთა  100-ათასიან  არმიას,  შემდეგ ორივე  მოკავშირის  გაერთიანებული  ლაშქარი  საფრანგეთისკენ  მიმავალ გზას  დაადგებოდა.
    ავსტრიელების  მესამე  არმიას  ერცჰერცოგ  იოჰანის  მეთაურობით  (40  ათასი  ჯარისკაცი)  ორ  ზემოხსენებულ  არმიებს  შორის  „შუალედური“  მდგომარეობა  უნდა  დაეკავებინა  (იგი  ტიროლში  იმყოფებოდა და,  ჩანაფიქრის  მიხედვით,  იმ  არმიას  უნდა  დახმარებოდა,  რომელსაც უფრო  გამოადგებოდა  შექმნილი  ვითარებისდა  მიხედვით). ჰოფკრიგსრატის  გეგმის  თანახმად,  მოკავშირეებს  მესამე  ფრონტიც  უნდა  გაეხსნათ  ჩრდილოეთ  გერმანიაში,  ჰანოვერის  მიწაზე,  იქ  ინგლისელთა,  რუსთა  და  შვედთა  40-ათასიან  არმიას  უნდა  ემოქმედნა  და იქიდან  შეჭრილიყო  საფრანგეთში.
    როგორც  დავინახეთ,  მომავალ  ომში  მოკავშირეთაგან  ყველაზე მეტი  ჯარი  ავსტრიელებს  გამოჰყავდათ.  გარდა  ამისა,  საომარი  მოქმედებები  ავსტრიის  სამფლობელოების  შორიახლო  გაიშლებოდა  და  ამიტომ  გასაკვირი  სულაც  არ  იყო,  თუ  სტრატეგიული  გეგმა  მათმა  უმაღლესმა  სამხედრო  საბჭომ  შეადგინა.  გასაკვირი  ის  იყო,  რომ  ავსტრიელთა  სარდლობა  თავის  ყველაზე  მრავალრიცხოვან  და  ბრძოლისუნარიან  არმიას  შუა  ევროპიდან  სამხრეთში,  ალპების  გადაღმა,  აგზავნიდა. ეჭვი  არ  არის,  რომ  ავსტრიელებს  არ  ეგონათ,  უფრო  მეტიც,  ვერ  წარმოედგინათ,  რომ  ნაპოლეონი  მოკლე  დროში  შეძლებდა  ატლანტის  სანაპიროდან  შუაგულ  ევროპაში  თავისი  ჯარის  გადმოსროლას.  მით  უფრო ვერ  წარმოედგინათ  მათ,  რომ  ეს  ჯარი  არა  საფრანგეთის  შეიარაღებული  ძალების  რომელიმე  შენაერთი,  არამედ  მთლიანად  დიდი  არმია  იქნებოდა.  გარდა  ამისა,  ავსტრიელებს  ეგონათ  (1796-97  და  1800  წლების გამოცდილების  გათვალისწინებით),  რომ  ძირითად  საომარ  ასპარეზად ნაპოლეონი  კვლავ  იტალიას  აირჩევდა. როგორც  შემდგომმა  მოვლენებმა  ცხადყო,  არცერთი  ამ  ვარაუდთაგანი  არ  გამართლდა.  ერთ  შეცდომას (შეცდომათა  ჯაჭვს)  მეორე  მოჰყვა.  აგსტრიელებმა  არ  დაუცადეს  მათ დასახმარებლად  ზანტად  მომავალ  რუსის  ჯარს  და  მარტო  დაიწყეს საომარი  მოქმედება  დუნაისპირეთში.
    რუსეთიდან  ავსტრიელთა  დასახმარებლად  ორი  არმია  მოდიოდა.  წინასწარი  მოლაპარაკების  თანახმად,  თითოეულში  50-50  ათასი ჯარისკაცი  უნდა  ყოფილიყო.  პირველ  არმიას,  რომელსაც  გენერალი კუტუზოვი  მეთაურობდა,  ჯერ  კიდევ  25  აგვისტოს  უნდა  გადაელახა ავსტრიის  საზღვარი  გალიციაში  და  სამხრეთ  გერმანიაში,  ბავარიაში, უნდა  გასულიყო.  მეორე  არმიას  (სარდალი  გენერალი  ბუკსგევდენი) უფრო: შრდილოეთით  –  ბოჰემიაში  –  უნდა  ემოძრავა  და  იქიდან  შეჭრილიყო  გერმანიაში.  მაგრამ  ეს  გეგმა  თაგიდანვე  დაირღვა.  რუსებმა,ნრომლებიც  ტრადიციულად  დიდხანს  უნდებოდნენ  მობილიზაციას  და  ნელა  უყრიდნენ  ჯარს  თავს.  ავსტრიის  საზღვარი  20  დღის  დაგვიანებით გადაკვეთეს.
    ავსტრიელებმა  შეტევა  1805  წლის  8  სექტემბერს  დაიწყეს.  დაიწყეს  ბავარიაში.  მათ  სწრაფად  აიღეს  მიუნხენი,  შემდეგ  აუყვნენ  დუნაის,  დაიკავეს  სტრატეგიული  მნიშვნელობის  ქალაქი  ულმი და  იქ  დაბინავდნენ.  როგორც  ითქვა,  აკსტრიელთა  „დუნაის  არმიას“  ერცპერცოგი ფერდინანდი  მეთაურობდა.  მაგრამ  19  წლის  ფერდინანდ  პჰაბსბურგი მხოლოდ  ნომინალური  მთავარსარდალი  იყო  და  არმიას,  სინამდვილეში, მისი  შტაბის  უფროსი  –  გენერალი  კარლ  მაკი  ხელმძღვანელობდა. მაკი  თეორეტიკოსი  უფრო  იყო,  ვიდრე  პრაქტიკოსი  სარდალი, თანაც  ხაზოვან  ტაქტიკაზე  აღზრდილი  თეორეტიკოსი.  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  დამოუკიდებლად  და,  მით  უმეტეს,  ენერგიულად  მოქმედება  მას  ნაკლებად  ეხერხებოდა.  ამიტომ  იგი  სრულებით  არ  იყო  მზად ისეთ  მოწინააღმდეგესთან  საბრძოლველად,  როგორიც  ფრანგთა  მთავარსარდალი  გახლდათ.
    ფრანგთა  მთავარსარდალი  კი  ამ  შფოთიან  დროს  ატლანტის  სანაპიროზე  იმყოფებოდა  და  ჯარს  ინგლისში  გადასასხმელად  ამზადებდა.  სამზადისი  კარგა  ხანია  დასასრულს  იყო  მიახლოებული  და  იმპერატორი  უკანასკნელი  ნახტომისთვის  ემზადებოდა.  ამ  სამზადისში  ლომის წილი  ისევ  და  ისევ  ჯარისკაცთა  წვრთნას  ეთმობოდა  და  ნაპოლეონიც თავით  ფეხებამდე  იყო  მასში  ჩაფლული. მისი  ბრძანებით  არმიაში  შეჯიბრი  იყო  გამოცხადებული,  თუ  ვისი  შენაერთები  ჩასხდებოდნენ  სადესანტო  გემებში  ყველაზე  სწრაფად და  ვინ  ჩატვირთავდა  ყველაზე  მარჯვედ  საჭირო  აღჭურვილობას.  გამუდმებული  ვარჯიშის  წყალობით  ფრანგი  ჯარისკაცები  ისე  დახელოვნდნენ  ამ  საქმეში,  რომ  ჭეშმარიტად  რეკორდების  დამყარება  დაიწყეს. „ჩემპიონობა“  დავუს  კორპუსმა  მოიპოვა,  რომელმაც  მთელი  პირადი  შემადგენლობის,  აღჭურვილობისა  და  საჭირო  რაოდენობის  ცხენების  გემებში  ჩასმა-ჩატვირთვას  რაღაც  საათი  და  თხუთმეტი  წუთი  მოანდომა! მაგრამ  არც  სხვა  კორპუსები  ხარჯავდნენ  ბევრად  მეტ  დროს  და  ეს ახარებდა  იმპერატორს.  თუმცა  ამ  სიხარულს  ერთი  ხინჯი  მაინც  ახლდა:  ეს  გაწაფული  ჯარისკაცები  „სახმელეთო“  მებრძოლები  იყვნენ, რომელთა  იმედი  ნაპოლეონს  მუდამ  ჰქონდა.  ისინი  თავს  ინგლისის მიწაზე  გამოიჩენდნენ.
    მაგრამ  ინგლისამდე  ჯერ  მისვლა  იყო  საჭირო,  ლამანშის  გადალახვა.  ზღვაზე  გადასვლა  უკვე  მეზღვაურების  საქმე  იყო,  მეზღგაურები  კი  ვერ  უმართლებდნენ  იმედს  ბონაპარტს.  ეს  გარემოება  ძალზე  აღიზიანებდა  და  მოთმინებას  უკარგავდა  მას.  საქმეს  ისიც  ართულებდა, რომ  მის  გარშემო  მოავანტიურისტო  ელემენტებმა  და  ძნელ  საქმეზე იოლად  ხელის  მოთბობის  მოსურნეებმაც  საკმაოდ  მოიყარეს  თავი.  ისინი  გაუთავებლად  სთავაზობდნენ  კორსიკელს  ჯარის  ზღვაზე  გადაყვანის საეჭვო  და  პირდაპირ  უაზრო  პროექტებს.  მაგრამ  ამ  პროექტებს  მაინც განხილვა  სჭირდებოდა.  აწონ-დაწონვა,  ტყუილის  მართლისგან  გარჩევა.  ამაზე  დრო  და  ნერვები  იხარჯებოდა,  წერვები  კი  დაძაბულობისგან მოთმინებადაკარგულ  იმპერატორს  ყოველთვის  აღარ  ემორჩილებოდა, უკეთ  რომ  წარმოვიდგინოთ,  თუ  რა  ჯურის  ხალხთან  ჰქონდა  ხშირად საქმე  ნაპოლეონს  და  რა  სახის  იყო  მათ  მიერ  წარმოდგენილი  პროექტები,  ერთ-ორ  მათგანზე  მაინც  შევაჩეროთ  ყურადღება.
    ერთმა  ინჟინერმა  ფრანგთა  ხომალდების  ინგლისელთა  არტილერიისგან  დასაცავად  ნაპოლეონს  გემის  კედლების  გარედან  სქელი  ლეიბებით  შემოსვა  ურჩია,  რომლებიც  „თურმე“  მოწინააღმდეგის  ყუმბარებს აისხლეტდნენ...  მეორე  „გამომგონებელი“  დიდი  წყალქვეშა  კიდობნების აგებას  და  მათ  გემებზე  გამობმას  სთავაზობდა  იმპერატორს,  რათა  ამ კიდობნებით,  ინგლისელთაგან  დაფარულად,  ჯარი  გადაეყვანათ...
    ყველაზე  შორს  მაინც  ვინმე  დიჟონვალი  წავიდა,  რომელმაც მარშალ  დავუს  იმპერატორისთვის  გადასაცემად  სქელი  პაკეტი  მიართვა  და  აუხსნა,  რომ  მასში  ზღვაზე  ჯარის  გადაყვანის  უნიკალური ხერხის  აღწერილობა  იყო.  არავინ  იცის,  რა  უთხრა  პირად  საუბარში დიჟონვალმა  მარშალს  და  რაში  დაარწმუნა  იგი,  მაგრამ  ფაქტია,  რომ ჭკვიანი  და  საზრიანი  დავუ  ანკესზე  წამოეგო:  მან  პირადად  წარუდგინა პროექტის  ავტორი  იმპერატორს  და  მას  გადააცემინა  პაკეტი  –  ხელიდან  ხელში.  როცა  საღამოს,  პარიზიდან  მოსული  ქაღალდების  განხილვის  შემდეგ,  ნაპოლეონმა  დიჟონვალის  პროექტს  მოჰკიდა  ხელი,  პირველივე  გვერდის  წაკითხვის  შემდეგ  წამოიძახა:  „ოჰო!  ეს  რაღაც  სიახლეა“  და  ახლოს  მიიწია  სანთლები.  „თუ  ადამიანმა  შეძლო  ისეთი  ცხოველების  მოშინაურება,  როგორიცაა  ცხენი,  აქლემი,  ვირი  და  ა.შ.  რატომ  არ  შეიძლება  თევზების  მოშინაურება?"  წერდა  დიჟონვალი  და დელფინების  გაწვრთნას  სთავაზობდა  იმპერატორს.  მისი  პროექტით, საგანგებოდ  გაწვრთნილ  ცხოველებზე  ჯარისკაცები  უნდა  შემომსხდარიყვნენ  და...  ჰერი  ინგლისისაკენ!  საზღვაო  კავალერიის  შექმნის  ეს პროექტი  ოცდაათ  გვერდზე  იყო  შესრულებული  და  დელფინებზე  აღვირის  ამოდების,  დეზებისა  და  უნაგირის  დამაგრების  და  სხვა  ასეთი „წვრილმანის“  აღწერილობას  შეიცავდა.  ნაპოლეონმა  კითხვა  შეწყვიტა.  ერთი  პირობა  გაბრაზდა  და  ის  იყო  მკაცრი  ზომების  მისაღებად მორიგე  ოფიცრის  გამოძახება  დააპირა,  რომ  უცებ  გაიცინა.  ხელნაწერი ბუხარში  შეაგდო  და  წამოიძახა:  „საწყალი,  ეს  ხომ  ჭკუაზე  შეშლილი ყოფილა!  როგორ  შეიძლება  მასზე  გაბრაზება?“,  მეორე  დილით  საპორტო  სამუშაოების  დათვალიერების  შემდეგ,  იმპერატორმა  დავუ  და  რამდენიმე  სხვა  მაღალი  ჩინის  სამხედრო  პირი  საუზმეზე  მიიპატიჟა  და, ვითომ  დიდის  საიდუმლოებით,  ამცნო  მათ  თავისი  ახალი  განზრახვა დელფინების  პოლკის  შექმნის  თაობაზე  ჯარის  ზღვაზე  გადასაყვანად.
    დავუ  ჭარხალივით  გაწითლდა  და  თავი  ჩაღუნა.  არტილერიის  უფროსმა,  გენერალმა  ფოტრიემ  კი,  რომელმაც  არაფერი  იცოდა  ამ  „ისტორიის“  შესახებ,  ვერ  მოითმინა  და  წამოიძახა:  როგორ  შეიძლება,  სირ!  – ვინ  გაბედა  და  ასე  მწარედ  ვინ  შეგაცდინათ?  ამ  პროექტის  ავტორი  ახლავე  ჟანდარმებს  უნდა  გადასცეთ  და...  –  და  საპატიმროში  ჩავსვა  არა? –  შეაწყვეტინა  ნაპოლეონმა.  –  მე  რომ  ყველა  ოთხ  კედელში  გამოვკეტო.  ვინც  ამგვარ  პროექტებს  მთავაზობს,  მაშინ  ვენსენის სიმაგრისათვის  ერთი  მოზრდილი  ფლიგელის  მიშენება  დამჭირდებოდა! ამ  ღიმილისმომგვრელ  ეპიზოდზე  სპეციალურად  შევჩერდით. საქმე  ის  არის,  რომ  უამრავ  უხეირო  პროექტს  შორის  ზოგიერთი  საქმიანიც  გამოერეოდა  ხოლმე.  ასე  მოხდა  ამერიკელი  ინჟინრის  ფულტონის  შემთხვევაში,  რომელმაც  ნაპოლეონს  (ამ  ამბებამდე  ცოტა  ადრე) ორთქლისძრავიანი  გემის  პროექტი  შესთავაზა.  სხვა  უაზრო  წინადადებებით  თავგაბეზრებულმა  ბონაპარტმა  ვერ  შეაფასა  ფულტონის  შესანიშნავი  იდეა  და  იგი  მაშინ  განუხორციელებელი  დარჩა  (გავგრცელებულია  აზრი,  რომ  ნაპოლეონი  მაშინვე  რომ  დათანხმებოდა  ამერიკელს  და მისთვის  ორთქლისძრავიანი  ფლოტის  შენების  ნება  მიეცა,  იგი  ალბათ მალე  გადაწყვეტდა  ინგლისელთა  ბედსო.  ვეჭვობთ,  რომ  ასე  ყოფილიყო.  არასრულყოფილ  ორთქლისძრავიან  ხომალდებს  კიდევ  დიდი  დრო დასჭირდათ  იმისათვის,  რომ  სერიოზული  კონკურენცია  გაეწიათ  იალქნიანი  ფლოტისათვის.  მერე  და  ჰქონდა  კი  ამდენი  დრო  განგებას  ბონაპარტისთვის  გამოყოფილი?)
    ზემომოყვანილი  ეპიზოდები  მაინც  ცალკეული  შემთხვევები  იყო ინგლისში  დესანტის  გადასხმისთვის  მზადების  პროცესში  და  მათ  იმპერატორის  მხოლოდ  ხანმოკლე  გაღიზიანება  ან,  დიდი-დიდი,  დროებითი გულისმოსვლა  თუ  შეეძლოთ  გამოეწვიათ.  გულისმოსასვლელი  და  დამაფიქრებელი  სხვა,  ბევრად  უფრო  სერიოზული  მიზეზი  ჰქონდა  იმპერატორს.  განსხვავებით  შესანიშნავად  გაწვრთნილი  და  მომზადებული სახმელეთო  ჯარისაგან,  მისი  სამხედრო-საზღვაო  ძალები  ვერა  და  ვერ ავიდნენ  იმ  დონემდე,  რომ  ინგლისელებისათვის  გაეწიათ  კონკურენცია. ხმელეთზე  ბრძოლაში  ფრანგ  ჯარისკაცებს  ვერავინ  ჯობდა,  ჩანდა, რომ  მხედრული  სიქველე  მათ  „სისხლში  ჰქონდათ“,  საუკუნეების  მანძილზე  გაუთავებელ  ომებში  შეთვისებული.  ზღვაზე  კი  პირიქით  იყო  – ეს  ინგლისელები  იყვნენ  დაბადებით  მეზღვაურები  და  მათთან  ჭიდილი მაშინ  არავის  შეეძლო.  ამიტომ  იყო,  რომ  ფრანგი  ადმირალები  თავის თავზე  ვერ  იღებდნენ  და  აჭიანურებდნენ  ისეთი  რთული  და  სახიფათო ოპერაციის:  ჩატარებას,  როგორიც  ლამანშის  გადალახვა  და  ბრიტანეთის  კუნძულებზე  უზარმაზარი  დესანტის  გადასხმა  იყო.  საქმე  მარტო იმ  „სამ  წყნარ  დღეში“  კი  არ  იყო,  რომელსაც  ნაპოლეონი  ღმერთს  შესთხოვდა  ოპერაციის  წარმატებით  ჩატარებისათვის,  საქმე  ის  იყო,  რომ საფრანგეთის  ფლოტი  საბრძოლო  თვისებებით  ბრიტანულს  დიდად  ჩამორჩებოდა.  ნაპოლეონმა  ეს  იცოდა,  თუმცა  კარგა  ხანს  არ  უნდოდა ამის  დაჯერება.  მაგრამ  შემდეგ,  როცა  ეს  დაიჯერა,  გადაწყვიტა,  თუ ხარისხით  არა,  რაოდენობით  მაინც  ეჯობნა  ინგლისელებისათვის.  აი, რაოდენობის  საკითხს  კი  ნამდვილად  მოაბა  თავი  იმპერატორმა  –  ოთხწლიანი  თავგადაკლული  მუშაობის  შედეგად  მისმა  გემთმშენებლებმა  66 სამხედრო  ხომალდის  აგება  მოახერხეს.  ეს  ძალიან  დიდი  ძალა  იყო. უფრო  სწორად  –  დიდი  ძალა  იქნებოდა,  ერთი  გარემოება  რომ  არა:  გემების  აგება  ბევრად  იოლი  საქმე  აღმოჩნდა,  ვიდრე  ზღვაოსნობის  შეს-წავლა  და  ამიტომ  ნაპოლეონის  მეზღვაურები,  ტრადიციული  „ფრანგული“  სიმამაცის  მიუხედავად,  მაინც  ახალბედებივით  გამოიყურებოდნენ ინგლისელებთან  შედარებით.
    სადესანტო  ოპერაციის  მზადებას  ნაპოლეონისთვის  თავიდანვე „ცუდი  ბედი“  დაჰყვა.  ფლოტის  მთავარსარდალი,  მამაცი  და  ენერგიული  ადმირალი  ლატუშ-ტრევილი,  ისე  გადაიღალა  მუშაობით,  რომ გულმა  უღალატა  და  1805  წლის  დასაწყისში  გარდაიცვალა.  მის  მაგივრად  ნაპოლეონმა  ვიცე-ადმირალი  ვილნიოვი  დანიშნა,  პირადად  მამაცი, მაგრამ  საქმეში  ერთობ  გაუბედავი  კაცი.  შეატყო  რა  ეს  ნაკლი  ახალ მთავარსარდალს,  იმპერატორმა  თვითონ  დაუსახა  მას  სამოქმედო  გეგმა.  ეს  გეგმა  იმდენად  ორიგინალური  იყო,  რამდენადაც  რთული.  მის შესრულებას  მონდომების  და  საზღვაო  გაწვრთნის  გარდა  იღბალიც  უნდოდა.  და  როცა  კი  იღბალზე  მიდგებოდა  საქმე,  მაშინ  იგი  ან  გამოვიდოდა  ან  არა.  ვილნიოვს  არ  გამოუვიდა... 
    ნაპოლეონმა  ადმირალს უბრძანა.  როგორმე  მოეტყუებინა  ნელსონი,  დასხლტომოდა  მას  ტულონის  ნავსაყუდლიდან,  გასულიყო  გიბრალტარის  სრუტით  ოკეანეში,  მერე,  გზად,  კადისში  ესპანეთის  ფლოტი  შეეერთებინა  და  წასულიყო...  ამერიკაში,  ანტილის  კუნძულებისაკენ! ნაპოლეონის  გეგმა  ერთობ  ეშმაკური  იყო.  მას  სურდა  როგორმე  ინგლისელთა  მთავარი  დამრტყმელი  ძალა  –  ნელსონის  ესკადრა  –  ევროპული  წყლებიდან  მოეცილებინა.  ანტილის  კუნძულებთან  ახლოს  ფრანგთა ერთი  ესკადრა  უკვე  იმყოფებოდა  ადმირალ  მისიესის  მეთაურობით.  როცა  ვილჩიოვი ინგლისელთა კუთვნილი  კუნძულების  აოხრებას  შეუდგებოდა.  ნელსონიც  წამსვე  იქით  გაეშურებოდა.  მით უფრო,  რომ  მას  უკვე ექნებოდა  ცნობები  ფრანგთა  დიდი  საზღვაო  ძალების  იქ  თავმოყრის  შესახებ.  აი,  როცა  ინგლისელთა  ესკადრა  ამერიკის  წყლებში  შევიდოდა, ფრანგთა  გაერთიანებული  ფლოტი  აფრებს  აუშვებდა  და  მთელი  სისწრაფიო  უკან,  ლამანშისაკენ  გამოსწევდა,  სადაც  ინგლისელთა  შედარებით  შეთხელებულ  ესკადრას  (ადმირალ  კორნუელსის  მეთაურობით) წარმატებით  შეებრძოლებოდა  და  ფრანგთა  სადესანტო  გემებს  გზას „გაუწმენდდა“.
    ვილნიოვმა  ამ  რთული  გეგმის  დიდი  ნაწილი  შეასრულა.  მან მოახერხა  ნელსონის  სიფხიზლის  მოდუნება  და  დაუსხლტა  მას  ტულონიდან,  გაიარა  გიბრალტარი,  შევიდა  კადისში,  შეიერთა  იქ  ესპანელთა ხომალდები  და  ანტილის  კუნძულებსაც  მიაღწია.  მაგრამ  იგი  ისე  ნელა გაისარჯა  ამ  საქმეში.  რომ  დანიშნულების  ადგილზე  დაგვიანებით  მივიდა  –  მისიესი  იქიდან  წამოსული  დახვდა.  რა  უნდა  ექნა  ვილნიოვს?  რა თქმა  უნდა,  უკან  უნდა  დაბრუნებულიყო:  და  ისიც  დაბრუნდა,  მაგრამ არა  ბრესტში,  სადაც  მას  ნაპოლეონი  ელოდა,  არამედ  კადისში.  ესპანეთში.  ლამანშში  შესვლა ვილნიოვმა  გერ  გაბედა  –  ინგლისის  ახლო მისადგომებს  კორნუელის  ესკადრა  იცავდა,  ვილნიოვს  კი  თავისი  ხომალდების  იმედი  არა  ჰქონდა  და  დიდ  ბრძოლას  მოერიდა.  ამასობაში ნელსონმაც  მოიარა  ამერიკის  წყლები  და  ისიც...  კადისისკენ  გაეშურა! დიდი  მეზღვაური  გუმანით  მიხვდა,  სად  იქნებოდა  ვილნჩიოვის  ესკადრა და  არც  მოტყუებულა  ანგარიშში.  სწორედ  იქ  მოახდინა  მან  ფრანგების ბლოკირება. 
    ნაპოლეონი  ყოველდღე  გადიოდა  ბრესტის  ნავსადგურის  სათვალთვალო  კოშკზე  და  სამხრეთ-დასავლეთისკენ  იყურებოდა;  იმპერატორი  გილნიოვს  ელოდებოდა,  მაგრამ  აგვისტო  ისე  მიიწურა,  საფრანგეთის  ხმელთაშუა  ზღვის  ფლოტი  არა  და  არ  გამოჩნდა.  მარტო  ატლანტიკის  ფლოტის  იმედად  კი  ინგლისში  დესანტის  გადასხმის  მცდელობა  უაზრობა  იქნებოდა,  ამიტომ  ნაპოლეონი  იცდიდა,  იცდიდა  და უკანასკნელი  სიტყვებით  ლანძღაგდა  ვილნიოვს  და  მის  უნიათობას.  მაგრამ  ლანძღვა  საქმეს  ვერ  შველოდა.  ვილნიოვი  კადისიდან  ვერ  გამოდიოდა  –  მას  შორიახლო  ნელსონი  დარაჯობდა.  დრო  კი  მიდიოდა,  ზაფხულის  წყნარი  დღეები  ილეოდა  და,  შესაბამისად,  იმპერატორს  მოთმინებაც  ელეოდა.  მაგრამ  რას  იზამღა?  თავს  ზეგით  ძალა  არ  იყო,  უნდა მოეთმინა.  ორ  ცეცხლს  შუა  ჩავარდნილი  ვილნიოვი  კი  კადისიდან  ასეთ წერილს  სწერდა  საზღვაო  მინისტრს:  „ზღვაში  კი  გავდიგარ.  მაგრამ თვითონაც  არ  ვიცი,  რისთვის.  მე  29  ხომალდი  მყავს,  მაგრამ  მოწინააღმდეგის  20-საც  ვერ  შევებმები.  ჩვენი  საზღვაო  ტაქტიკა  მოძველდა. ჩვენ  მარტო  ხაზზე  მოწყობა  შეგვიძლია.  მოწინააღმდეგე  კი  მხოლოდ ამას  ელოდება.  მე  არც  დრო  მაქვს  და  არც  შესაძლებლობა  ახალი  ტაქტიკით  აღვჭურვო  ჩემი  ხომალდების  მეთაურები.  როცა  მოკაგშირე  ესპანელების  ფლოტი  დავინახე.  გული  კიდევ  უფრო  მომიკვდა,  ისინი მთლად  უვარგისნი  ყოფილან...“.  იმის  გამხელას,  რასაც  ვილნიოვი  მინისტრს  სწერდა,  იმპერატორს  ვერ  უბედავდა  და  ამიტომ  ეს  უკანასკნელი  ჯავრს  თავის  ადმირალზე  იყრიდა.  ხმელეთზე  უძლეველი  ფრანგები ზღვაზე  მოიკოჭლებდნენ,  ყოველ  შემთხვევაში  ისეთ  მოწინააღმდეგესთან  შედარებით,  როგორიც  ინგლისელები  იყვნენ.  თანაც,  თუ  მათ  სათავეში  ნელსონი  ეყოლებოდათ.  საერთოდ,  ნელსონის  სახელი  მომნუსხავად  მოქმედებდა  ფრანგ  ადმირალებზე,  განსაკუთრებით  ვილნიოვზე. რომელსაც  კარგად  ახსოვდა  აბუკირი...
    როგორ  განსხვავდებოდა  დათრგუნული  და  დამარცხებასთან  წინასწარ  შეგუებული  ვილნიოვის  ეს  სიტყვები  იმათგან,  რომელთაც  ნელსონი,  დაახლოებით  იმავე  პერიოდში,  ერთ  თავის  მეგობარს  სწერდა: „მე  იმისთვის  მივდივარ,  რომ  ეს  სწორია  და  აუცილებელი.  ამიტომაა, რომ  მე  უეჭველად  გავუწევ  კარგ  სამსახურს  ჩემს  ქვეყანას“.  ცხადია, როცა  ასეთი  შემართებაა  ღა  ასეთი  რწმენა,  იქ  გამარჯვებაც  არ  დააყოვნებს  მოსვლას. 
    აგვისტოს  ბოლოს  ნაპოლეონს  ხმელთაშუა  ზღვის  ფლოტის ნაცვლად  საიდუმლო სამსახურის ცნობა  მოუვიდა.  ცნობიდან  ირკვეოდა,  რომ  თურმე  ავსტრიელებს  დაუმთავრებიათ  ომისთვის მზადება  და საკმაო  რაოდენობის  ჯარისთვის  მოუყრიათ  თავი  ბავარიაში  შესაჭრელად.  „ამავე  დროს  მათ  დიდი  ძალები  გაუგზავნიათ  ჩრდილოეთ  იტალიაში  და  ეტყობა,  საომარ  მოქმედებებსაც  მალე  დაიწყებდნენ.  უსიამოვნო ამბების  ნუსხა  ამით  არ  ამოიწურებოდა:  იმავე  ცნობაში  ნათქვამი  იყო, რომ  რუსებსაც  თავი  მოუყრიათ  საექსპედიციო  არმიისათვის  და  დღე-დღეზე  დაიძვრებოდნენ  ავსტრიელთა  დასახმარებლად.
    ეს  მოვლენების  სრულიად  ახალი  განვითარება  იყო,  მაგრამ, როგორც  გამოირკვა.  ნაპოლეონისთვის  მოულოდნელი  არა,  იმპერატორი  სრულ  მზადყოფნაში  შეხვდა  ახალ  განსაცდელს.  ივარაუდა  რა  მოვლენების  ასეთი  განვითარებაც.  მან  თურმე  წინასწარ  მიიღო  საჭირო ზომები!  კერძოდ,  ჯერ  კიღევ  13  აგვისტოს  (ცნობა  ავსტრიელებისა  და რუსების  მოძრაობის  შესახებ  27  აგვისტოს  მოვიდა)  იმპერატორმა უთენია  თავისთან  გამოიძახა  არმიის  მთავარი  ინტენდანტი  პიერ-ანტუან დარიუ  და  მომავალი  სახმელეთო  ოპერაციების  გეგმა  უკარნახა.  გეგმა იმდენად  ღრმა  და  ყოვლისმომცველი  იყო,  რომ  დარიუ  მუშაობის  პროცესშივე  ვერ  ფარავდა  აღტაცებას.  გეგმაში  დაწვრილებით  იყო  მოცემული  არმიის  მოძრაობის  მარშრუტები,  კოლონების  გადაადგილების  მიმართულება  და  თანმიმდევრობა,  მათი  დროებითი  დისლოკაციის  ადგილები,  დუნაიზე  გასვლის  ვადები  და.  ასე  განსაჯეთ,  მიუნხენსა  და  ვენაში  ფრანგთა  ჯარის  შესვლის  თარიღებიც!
    მაგრამ  მარტო  დარიუ  არ  მოუყვანია  აღტაცებაში  ამ  გეგმას... ბევრი  სამხედრო  სპეციალისტის  აზრით,  იგი  დღესაც  ნიმუშს  წარმოადგენს  იმისას,  თუ  როგორ  უნდა  გათვალოს  და  გაიაზროს  მხედართმთავარმა  მომავალი  საომარი  ოპერაციები,  როგორ  მოემზადოს  მათთვის  და რა  ამოცანები  დაუსახოს  მათ  შემსრულებლებს.  ეხებოდა  რა  ამ  გეგმას, ნაპოლეონის  ლაშქრობების  უცვლელი  მონაწილე  სეგიური  შემდეგ  აღნიშნავდა:  „ორი  თვე,  სამასი  მილი  და  მოწინააღმდეგის  200  ათასი  ჯარისკაცი  აშორებდა  ამ  ჩანაფიქრს  განხორციელებისაგან,  მაგრამ  იმპერატორის  გენიამ  ყველაფერი  გადალახა:  დროც,  სივრცეც,  წინააღმდეგობებიც  და  გაითვალისწინა  ყველაფერი  ის,  რაც  შემდეგ  მოხდა.  გააჩნდა  რა  ისეთივე  გასაოცარი  წინასწარგანჭვრეტის  უნარი,  როგორიც მეხსიერება,  მან  ისე  უშეცდომოდ  იწინასწარმეტყველა  მომავალი  ომის მთავარი  მოვლენები,  მათი  აღსრულების  დრო  და  შედეგები,  თითქოს  ეს გეგმა  მას  წინასწარ  კი  არა,  მომხდარის  შემდეგ  შეედგინოს“.
    ბუნებრივია,  ნაპოლეონი  მარტო  გეგმის  შედგენით  არ  დაკმაყოფილებულა.  იგი  გენერალური  შტაბის  უფროსის  ბერტიეს  მეშვეობით მის  განხორციელებასაც  შეუდგა.  როგორც  ვიცით,  იმპერატორი  მაშინ ბულონის  ბანაკში  იმყოფებოდა,  საიდანაც  ინგლისში  ექსპედიციის  ხელმძღვანელობას  აპირებდა,  მაგრამ  მას  შემდეგ,  რაც  დაზვერვისგან  ზემოაღნიშნული  ცნობები  მოუვიდა,  ცხადია,  სადესანტო  ოპერაციაზე ფიქრს თავი  დაანება  და  ახალი  ლაშქრობის  მზადებაზე  გადაერთო.  „რა გაეწყობა  –  თქვა  მან  –  რახან  მე  ორი  კვირის  შემდეგ  ლონდონში  ვერ ვიქნები,  მაშინ  ნოემბრის  შუა  რიცხვებში  ვენაში  უნდა  გიყო“.  ამის  თქმა და  ბულონის  ბანაკის  აყრა  ერთი  იყო.  იმპერატორმა  გადაწყვიტა  ინგლისში  სადესანტოდ  გამზადებული  არმია  ერთბაშად  და  მთლიანად  გადაესროლა  დუნაისპირეთში. 
    იმ  დროისათვის  თავის  არმიას  ნაპოლეონმა  ახალი  სახელი  დაანათლა.  „დიდი  არმია“  –  ასე  ეწოდა  ამიერიდან  მას.  ეს  არმია  საფრანგეთის  შეიარაღებული  ძალების  ბირთვი  გახდა.  შემდგომში  მის  გარდა ნაპოლეონს,  ცხადია,  კიდევ  ჰყავდა  შენაერთები,  რომლებიც  სხვადასხვა დროს  სხვადასხვა  ფრონტზე  და  სხვადასხვა  ქვეყანაში  იბრძოდნენ,  მაგრამ  დიდი  არმია  ერთი  იყო  და  იგი  ეწოდებოდა  ჩვეულებრივ  იმას,  რომელსაც  თვით  იმპერატორი  ხელმძღვანელობდა,  დიდი  არმია  მან  კორპუსებად  დაჰყო.  1805  წელში  ამ  არმიაში  7  კორპუსი  შედიოდა.  ნაპოლეონს  სურდა,  რომ  ეს  კორპუსები  დამოუკიდებელი  შენაერთები  ყოფილიყვნენ,  და  თუ  საჭიროება  მოითხოვდა,  მათ  პატარა  არმიების  როლის შესრულება  უნდა  შესძლებოდათ.  ამიტომ  ამ  კორპუსებს  თავთავისი კავალერია,  არტილერია  და,  ცხადია,  ქვეითი  ჯარი  ჰყავდა.  კორპუსებს სათავეში  ბრძოლებში  გამოწრთობილი,  იმ  დროისათვის  ყველაზე  თვალსაჩინო  მეთაურები  ედგნენ  (დავუ,  ლანი,  ოჟერო,  ნეი,  ბერნადოტი, სულტი,  მარმონი).  ცალკე  იყო  გამოყოფილი  დიდი  კავალერიული  შენაერთი,  რომელსაც  მარშალი  მიურატი  მეთაურობდა.  ცალკე  იყო  იმპერატორის  გვარდიაც.  გვარდია  მუდამ  ნაპოლეონს  ახლდა  თან  და  ბრძოლებში  მხოლოდ  განსაკუთრებულ  შემთხვევებში  ებმებოდა.  დიდი  არმიის  საერთო  რიცხვი  იმ  წელს  200  ათასს  აღემატებოდა.  და  აი,  ჯარისკაცთა  ეს  უშველებელი  მასა  სამ  კვირაზე ნაკლებ  დროში  ლამანშის  ნაპირებიდან  სამხრეთ  გერმანიაში  იქნა  გადასროლილი!  ეს  სარეკორდო მიღწევა  იყო,  თანაც,  არა  მარტო  იმ  დროისათვის.  კორპუსები  წინასწარ  შერჩეული  გზებით  მიიჩქაროდნენ  ისე,  რომ  ერთმანეთს  ხელს  არ უშლიდნენ.  არმიის  მთელი  მარშის  განმავლობაში  ნაპოლეონი  ფარგლით  ხელში  პირადად  ადევნებდა  რუკაზე  თვალს  თითოეული  კორპუსის  გადაადგილებას  და  მათ  მიერ  განგლილ  გზას  აღნიშნავდა.
    ფრანგთა  ჯარი  მიდიოდა  სწრაფად  და,  რაც  „მთავარია,  ფარულად,  მარშრუტის  საბოლოო  პუნქტების  გამოუცხადებლად.  „გაზეთებს აუკრძალეთ  არმიაზე  წერა,  ვითომც  ის  სულაც  არ  არსებობს“, უბრძანა  ნაპოლეონმა  პოლიციის  მინისტრს  და  იმპერატორის  ეს  ბრძანება შესრულდა  უსიტყვოდ.  თვითონ  ნაპოლეონი  სპეციალურად  რამდენიმე დღეს  კიდევ  დარჩა  ბულონში,  რათა  მოწინააღმდეგის  ჯაშუშებისათვის თავგზა  აებნია.  იმავე  მოსაზრებით  იგი,  თავიდან,  არმიას  კი  არ  გაჰყვა, არამედ  პარიზში  დაბრუნდა,  სადაც  განზრახ  დაიწყო  საზეიმო  წვეულებების  გამართვა.  იმ  დროს  იგი  ისე  იქცეოდა,  ვითომ  არაფერი  გაეგებოდა  და  მის  გარშემოც  ახალი  არაფერი  ხდებოდა.  სინამდვილეში  კი იმპერატორი  მთლიანად  ომის  სამზადისში  იყო  ჩაფლული  და  დღესა  და ღამეს  ასწორებდა  კონკრეტული  საკითხების  გადასაწყვეტად.
    ნაპოლეონმა  თავისი  წესისამებრ  ახლაც  მოწინააღმდეგეთა ცალ-ცალკე  განადგურება  გადაწყვიტა.  მან  ომის  მთავარ  ასპარეზად სამხრეთი  გერმანია,  დუნაისპირეთი  აირჩია.  იმპერატორმა  იცოდა,  რომ ავსტრიელებმა  ძირითადი  ძალები  ჩრდილოეთ  იტალიაში  გააგზავნეს. იცოდა  ისიც,  რომ  თუ  იგი  აჰყვებოდა  ამ  ცდუნებას  და  თვითონაც  იტალიაში  გაილაშქრებდა,  მაშინ  რუსების,  ავსტრიელებისა  და,  შესაძლებელია,  მათთან  მიმხრობილი  პრუსიელების  გაერთიანებული  არმია  საფრანგეთს  შეესეოდა.  ბონაპარტი  არასოდეს  აკეთებდა  იმას.  რაც  მოწინააღმდეგეს  მასთან  ბრძოლას  გაუაღვილებდა.  ამიტომაც  მან  ომის  მთავარ ასპარეზად  გერმანია  აირჩია.  გერმანიაში  მოქმედება  მას  რიგ  უპირატესობას  ანიჭებდა:  ჯერ  ერთი,  იგი  თავის  ძირითად  დასაყრდენს  –  საფრანგეთს  –  დიდად  არ  დაშორდებოდა,  მეორე,  საშუალება  ექნებოდა უშუალოდ  აღდგომოდა  წინ  რუსთა  საექსპედიციო  არმიას  და,  მესამე, თუ  პრუსია  ომში  ჩაებმებოდა,  მის  არმიასთანაც  ექნებოდა  „შეხების წერტილი“.
    ჩანაფიქრს,  უდავოდ,  წუნი  არ  ჰქონდა.  მაგრამ  მას  შესრულება ესაჭიროებოდა,  შესრულება  კი  მხოლოდ  და  მხოლოდ  სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული.  ავსტრიელთა  არმია  უნდა  განადგურებულიყო  მანამ, სანამ  მათ  რუსები  შეუერთდებოდნენ.  როცა  მაკის  დაჯგუფება  წყობიდან  გამოვიდოდა,  ნაპოლეონს  პირისპირ  მხოლოდ  რუსები  შერჩებოდნენ.  მარტო  დარჩენილ  რუსთა  არმიას  კი  იგი  თავისებურად  გაუსწორდებოდა.  ნაპოლეონს  ეჭვი  არ  ეპარებოდა,  რომ  ისა  და  მისი  არმია  ღირსეულად  ჩააბარებდნენ  ძნელ  გამოცდას.
    რაც  შეეხება  ომის  ჩრდილო-იტალიურ  ასპარეზს,  სადაც  ავსტრიელთა  დიდ  არმიასთან  გამკლავება  ანდრე  მასენას  მოუწევდა,  იმპერატორი  მშვიდად  იყო  –  საუკეთესო  მხედართმთავარი  მის  მარშლებს შორის  თავს  არ  შეირცხვენდა  და  იმდენ  ხანს  მიაჯაჭვავდა  თავისთან მტრის  დაჯგუფებას,  რამდენ  ხანსაც  საჭირო  იყო.  აქვე  ვიტყვით,  რომ მასენამ  ამჯერადაც  ბრწყინვალედ  გაართვა  თავი  ურთულეს  ამოცანას, ჩაუშალა  რა  ავსტრიელებს  ასე  საგანგებოდ  დაწყობილი  გეგმები.  მან დაამარცხა  და  ჩრდილოეთ  იტალიიდან  კარინტიაში  უკუაგდო  ერცჰერცოგი  კარლი  –  ავსტრიელთა  საუკეთესო  მხედართმთავარი,  ასე  რომ, სამხრეთის  ფრონტზე  ნაპოლეონს  საქმეები  კარგად  წაუვიდა.  ახლა  ჯერი  დუნაისპირეთზე  მიდგა. 
    როდესაც  ავსტრიელები  ბავარიაში  შეჭრის  გეგმებს  ადგენდნენ, ისინი  იქაური  ხელისუფლების  მხარდაჭერასაც  გულისხმობდნენ.  ჰოფკრიგსრატში  „გერმანელი  ძმების“  იმედი  ჰქონდათ  და  ფიქრობდნენ,  რომ, როგორც  კი  მათი  ჯარი  ბავარიაში  შევიდოდა,  იქაური  კურფიურსტი  და მისი  ქვეშევრდომები  წამსვე  ფრანგების  წინააღმდეგ  დაირაზმებოდნენ. მაგრამ  სინამდვილეში  ასე  არ  მოხდა,  ვენელი  სტრატეგები  ანგარიშში მოტყუვდნენ.  უფრო  მართებული  იქნება,  თუ  ვიტყვით,  რომ  ისინი ნაპოლეონმა  მოატყუა.  წინდახედღულმა  კორსიკელმა  წინასწარ  შეიპირა ბავარიის  ხელისუფალნი,  რათა  ისინი  ავგსტრიელთა  კი  არა...  ფრანგების მხარეზე  გამოსულიყვნენ.  ნაპოლეონმა  დაპირებები  არ  დაიშურა  მათთვის.  ეს  დაპირებები,  ჯერ  ერთი,  ბავარიის  ტერიტორიის  ზრდას  გულისხმობდა  (ავსტრიელთა  ხარჯზე,  რასაკვირველია)  და  მეორეც,  ადგილობრივ  კურფიურსტს  ერთგულებისათვის  მეფის  ტიტულის  მოცემასაც უქადდა...  ცხადია,  ასეთ  ცდუნებას  ვერც  ბავარიის  მომავალი  მეფე  და ვერც  მისი  მინისტრები  აღუდგებოდნენ  წინ  და  ამიტომ,  ისინი  ხალისით დაეთანხმნენ  ფრანგთა  იმპერატორის  წინადადებას. როგორც  ვთქვით,  საომარი  მოქმედებები  8  სექტემბერს  დაიწყო, როცა  ავსტრიელთა  არმიამ  მდინარე  ინი  გადალახა  და  ბავარიაში  შეიჭრა.  ნაპოლეონის  ახალმა  მოკავშირემ,  ბავარიის  კურფიურსტმა,  მოწინააღმდეგის  დიდ  არმიასთან  შებმა  ვერ  გაბედა  და  თავისი  ჯარით  ჩრდილოეთისაკენ,  ქალაქ  ბამბერგისაკენ,  დაიხია. 
    ავსტრიელებმა  ჯერ  ბავარიის  დედაქალაქი  მიუნხენი  დაიკავეს, ხოლო  შემდეგ  დუნაის  აუყვნენ  და  სტრატეგიული  მნიშვნელობის  ქალაქ ულმში  შევიდნენ.  ჰოფკრიგსრატის  გეგმის  პირველი  ნაწილი  შესრულებული  იყო.  ახლა  მაკსა  და  მის  არმიას  რუსებისათვის  უნდა  დაეცადა, რათა  მათთან  გაერთიანების  შემდეგ  ერთობლივად  გაელაშქრათ  საფრანგეთში  შესაჭრელად.  მაგრამ  ავსტრიელების  მოკავშირე  რუსები  იგგვიანებდნენ,  ხოლო  მათი  მოწინააღმდეგე  ფრანგები  მთელი  სისწრაფით მიემართებოდნენ  მომავალი  საომარი  ასპარეზისაკენ.
    ფრანგები  გაშლილი  ფრონტით  მიდიოდნენ,  ცალ-ცალკე  კორპუსებად  დაყოფილნი.  კორპუსები  დამოუკიდებლად  მოქმედებდნენ  და,  ნაპოლეონის  ბრძანებით,  თანდათან  კრავდნენ  წრეს. უახლოვდებოდნენ  რა სხვადასხვა  მხრიდან  ავსტრიელთა  დაჯგუფებას.  25  სექტემბრისთვის დიდი  არმიის  ექვსი  კორპუსი  უკვე  რაინსა  და  მაინზე  გავიდა,  მეშვიდე კი,  მარშალ  ოჟეროს  მეთაურობით,  ჯერ  კიდევ  გზაში  იყო  და  რეზერვის როლს  ასრულებდა.
    ასეთი  დიდი  წრე  ნაპოლეონმა  განზრახ  მოხაზა.  იგი  შიშობდა, რომ  გენერალი  მაკი,  როგორც  კი  ფრანგების  მოძრაობის  შესახებ  შეიტყობდა,  უკან  დაიხევდა  და  ხელიდან  დაუსხლტებოდა.  როგორც  ყოველთვის,  ბონაპარტი  ახლაც  მოწინააღმდეგის  ყველაზე  საუკეთესო სვლებს  ვარაუდობდა  და  ამიტომ  დროულად  იჭერდა  თადარიგს.  ამავე დროს,  მაკს  რომ  არ  ამოეცნო  მისი  ჩანაფიქრი,  ნაპოლეონმა  ლანსა  და მიურატს  უბრძანა  თავიანთი  კორპუსებით  სამხრეთისკენ  წასულიყვნენ, გაევლოთ  შვარცვალდის  მთები  და  ავსტრიელებისთვის  ილუზია  შეექმნათ,  თითქოს  ფრანგების  მთელი  არმია  დასავლეთიდან,  ფრონტალურად უტევდა  მათ.  მაკს  მართლა  ასეთი  ილუზია  შეექმნა,  მით  უმეტეს,  რომ იგი  სწორედ  ასეთ  სწორხაზოვან  მოქმედებას  იყო  მიჩვეული  და  ამასვე მოელოდა  მოწინააღმდეგისაგან  ამიტომ  იყო,  რომ  იგი  ულმის მიდამოებში  მაგრდებოდა.  მართალია,  ორიოდე  დღით  ადრე  მაკსა  და  მის შტაბს  დაზვერვამ  შეატყობინა  ფრანგთა  ნაწილების  ვიურცბურგის მიდამოებში  გამოჩენის  შესახებ,  მაგრამ  ავსტრიელ  გენერლებს  ეს  ცნობა  სერიოზულად  არ  აღუქვამთ.  მათ  ეს  მანევრი  პრუსიის  შესაძლო  გამოსვლის  საწინააღმდეგო  პროფილაქტიკურ  ღონისძიებად  ჩაუთვალეს ნაპოლეონს.  მაკს  რომ  კიდევ  უფრო  დაეჯერებინა  მისთვის,  იმპერატორმა  ხმები  დაყარა,  თითქოს  პარიზში  მთავრობის  საწინააღმდეგო  გამოსვლები  დაიწყო,  და  ამიტომ  იგი  იძულებული  ხდებოდა  თავისი  ჯარით  უკან  გაბრუნებულიყო.  ასეთი  ცნობები  გენერალ  მაკს  და  მის  შტაბს ფრანგულ  გაზეთებშიც  შეეძლოთ  წაეკითხათ.  საქმე  ის  იყო,  რომ ნაპოლეონმა  საველე  ტიპოგრაფიაში  ყალბი  პარიზული  გაზეთები დააბეჭდვინა,  რომლებშიც  ბლომად  იყო  „მასალები“  საფრანგეთში ანტიბონაპარტისტული  ამბოხების  შესახებ.  ეს  გაზეთები  მაკს  ნაპოლეონის  ფარულმა  აგენტმა  კარლ  შულმეისტერმა  მიაწოდა.  შულმეისტერი კარგა  ხანია  საფრანგეთის  ხელისუფლების  დავალებებს  ასრულებდა მტრის  ზურგში  და  დიდი  წარმატებითაც.  მან  ვენის  მესვეურთ  თავი საფრანგეთის  რევოლუციით  დაზარალებულ  უნგრელ  არისტოკრატად გააცნო  და  აგრძნობინა,  რომ  თუ  სამსახურს  სათანადოდ  დაუფასებდნენ, საფრანგეთის  საშინაო  საქმეებისა  და  საფრანგეთის  არმიის  შესახებ ძვირფას  ცნობებს  არ  მოაკლებდა.  ასეთ  ცნობებზე  დახარბებული  ავსტრიელები  იოლად  წამოეგნენ  ანკესზე  და  შულმეისტერი  თავიანთ  სადაზვერვო  სამსახურში  ჩარიცხეს.  ახალმა  თანამშრომელმა  მართლაც ბევრი  და  ძვირფასი  ცნობა  მიაწოდა  ავსტრიელებს  (ვენაში  გამგზავრების  წინ  ნაპოლეონმა  და  მისმა  საიდუმლო  სამსახურმა  კარგად  მოამარაგეს  იგი  ასეთი  ცნობებით.  ცნობები  ჭეშმარიტი  იყო  და  ავსტრიელების მიერ  სხვა  გზებით  მოპოვებულ  მონაცემებს  ეთანხმებოდა,  მაგრამ,  რა იცოდნენ  ავსტრიელებმა,  რომ  ამ  ჭეშმარიტ  ცნობათაგან  უმეტესი  უკვე მოძველებული  იყო  და  არავითარ  ღირებულებას  არ  წარმოადგენდა!).
    სანამ  სიყალბე  გამოაშკარავდებოდა,  მზვერავმა  ბევრი  უსიამოგნება  მიაყენა  აგსტრიელებს,  უპირველესი  მათ  შორის  მაკის  გაცურება  იყო.  მაკმა  დაუჯერა  ,პარიზულ”  გაზეთებს  და  კარგა  ხანს  ფეხი  არ  მოიცვალა ულმიდან.  იგი  იქ  რუსებსაც  ელოდებოდა  და  „ანტინაპოლეონური  ამბოხების“  წარმატებასაც... ამასობაში  ფრანგთა  კორპუსებმა  ავისმომასწავებლად  გაშალეს ფრთები  აგსტრიელთა  დაჯგუფების  ჯერ  კიდევ  შორეულ  მისადგომებთან.  მაკს  რომ  სცოდნოდა,  საიდან  უვლიდა  გარს მოწინააღმღეგე...
    ნაპოლეონმა  ლამის  ერთთვიანი  შეუჩერებელი  მარშის  შემდეგ პირველად  რაინზე  და  მაინზე  მისცა  ნება  თავის  ჯარისკაცებს  ორიოდე დღით  შეესვენათ.  ამ  ხანმოკლე  შესვენებისას  მან  არმია  ხელახლა  შემოსა,  ტყვია-წამლითა  და  სურსათ-სანოვაგით  მოამარაგა  და  მერე  ისევ გზას  გაუყენა,  –  იმპერატორს  სურდა,  რაც  შეიძლება  შორიდან  შემოევლო  მტრისთვის,  რათა  მას  უკან  დახევა  ვერ  მოესწრო.  ამ  მიზნით  ნაპოლეონმა  თავისი  სამი  კორპუსი  (ბერნადოტის,  მარმონისა  და  დავუსი) რეგენსბურგსა  და  დონაუგერტს  შუა  გაატარა,  ზურგიდან  შემოუარა მაკს  და  ბოჰემიაში  დასახევი  გზა  მოუჭრა.  სულტის  კორპუსმა  და  მიურატის  კავალერიის  ნაწილმა  კი,  ამ  დროს,  დიდი  სისწრაფით  გააგრძელეს  შეტევა,  რათა  უკვე  ვენისა  და  ტიროლისკენ  უკანდასახევი  გზებიც გადაეკეტათ  მტრისათვის. მოწინააღმდეგის  გარშემოვლითი  მანევრის  შესახებ  ავსტრიელების  შტაბში  მხოლოდ  5  ოქტომბერს  შეიტყვეს,  როცა  მათ  აცნობეს, რომ  ფრანგთა  ნაწილები  გმიუნდსა  და  ელინგენში  შევიდნენ. მაგრამ  მაკი  არც  ახლა  დაძრულა  ადგილიდან.  მასა  და,  მის შტაბს  ვერაფრით  წარმოედგინათ,  რომ  გარსშემოვლას  აწარმოებდნენ ნაპოლეონის  არა  მეორეხარისხოვანი,  დამხმარე  ძალები,  არამედ  დიდი არმიის  მთავარი  შენაერთები!
    როცა  ნაპოლეონი  დარწმუნდა,  რომ  შეცდომაში  შეყვანილი  მაკი ულმის  ხაფანგიდან  არსად  წასვლას  არ  აპირებდა,  მან  მაშინვე  შეავიწროვა  გარსშემომვლელი  წრე  და  მარშლებს  უბრძანა  თავიანთი  კორპუსები  უკვე  კონცენტრულად  მიემართათ  ავსტრიელთა  მთავარი  დაჯგუფების  წინააღმდეგ.  ამით  იმპერატორმა  მკვეთრად  შეამოკლა  თავისი არმიის  სტრატეგიული  ფრონტი.  ამასთან  ერთად  მან  თავის  ხელთ არსებული  ძალების  ერთი  მნიშვნელოვანი  ნაწილი  უშუალოდ  ულმისკენ მიმართა  მოწინააღმდეგის  დაჯგუფების  გასანადგურებლად,  ხოლო მეორე  (დავუსა  და  ბერნადოტის  კორპუსები  მოკავშირე  ბავარიელების თანხლებით),  მიუნხენისკენ  გაგზავნა  და  ფრონტით  აღმოსავლეთისკენ შეაბრუნა  (ნაპოლეონს  უკვე  მოსდიოდა  ცნობები  რუსების  მოახლოების შესახებ  და  ამიტომ  სრულ  მზადყოფნაში  ხვდებოდა  მათ).  თვითონ იმპერატორიც  იმ  დროს  იქ  იმყოფებოდა,  მიუნხენში,  საიდანაც  მომავალ საომარ  ოპერაციებს  უწევდა  ორგანიზაციას  (იმპერატორს  მაკი  უკვე „ჩამოწერილი“  ჰყავდა  და  ახლა  სხვა  მოწინააღმდეგეზე  ფიქრობდა).
    არ  შეიძლება  ითქვას,  რომ  მაკი,  როცა  მან  შექმნილი გითარების  არსი  გაიაზრა,  კვლავ  გულხელდაკრეფილი  იჯდა.  მან რამდენჯერმე  და  რამდენიმე  მიმართულებით  სცადა  ალყიდან  თავის დაღწევა,  მაგრამ  ყოველთვის  უშედეგოდ.  და  ეს  მიუხედავად  იმისა, შეტაკებაში  ავსტრიელები  რიცხობრივად  სჭარბობდნენ  ფრანგებს.  ულმის  გარშემო  ბრძოლებში  თავი  გამოიჩინეს  ლანმა,  სულტმა  და  განსაკუთრებით  ნეიმ,  რომლის  წინდახედულებამ  და  ვაჟკაცობამ  დიდად  შეუწყო  ხელი  ოპერაციის  წარმატებას.  ბოლოს  და  ბოლოს  მაკმა  შეწყვიტა ალყის  გარღვევის  ცდები  და  ულმის  სიმაგრეში  შეიკეტა.  ნაპოლეონი  ამ დროს  მიუნხენიდან  მიურატს  სწერდა  (მიურატი  მან  დროებით  თავის ნაცვლად  დატოვა  ულმის  მიდამოებში):  „საქმე  ის  კი  არაა,  რომ  მოწინააღმდეგეს  ვურტყათ,  საქმე  ისაა,  რომ  იგი  ვერ  გაგვექცეს  ხაფანგიდან...  მე  მიმაჩნია,  რომ  აუცილებელია  ყველაფერი  გაკეთდეს  იმისთვის, რათა  ჩვენი  გამარჯვება  იყოს  სრული  და  აბსოლუტური.  ეს  დღე  მარენგოზე  ათგზის  უფრო  დიდებული  უნდა  იყოს!  არ  უნდა  დარჩეს  მოწინააღმდეგის  არც  ერთი  ჯარისკაცი,  რომელიც  ამ  ბრძოლის  ამბავს  ვენაში ჩაიტანს“.
    ლამის  მართლა  ასე  მოხდა.  17  ოქტომბერს  ყოველმხრივ  გარშემორტყმული  მაკი  პირადად  გამოცხადდა  ფრანგთა  ბანაკში  და  ნაპოლეონს  თავისი  კაპიტულაციის  შესახებ  ამცნო.  ფრანგებს  დანებდა 33  ათასი  ჯარისკაცი.  სხვები  სხვადასხვა  ბრძოლებში  დაიღუპნენ,  უფრო  მეტნი  კი  გაიქცნენ  და  გაიფანტნენ.
    ულმის  ოპერაცია  ერთ-ერთი  ყველაზე  ღირშესანიშნავია  ნაპოლეონის  მხედართმთავრულ  პრაქტიკაში.  ამ  ოპერაციის  განხილვისას, უპირველეს  ყოვლისა,  საყურადღებოა  გრანდიოზული  მარშ-მანევრი, რომელსაც  შედეგად  მოწინააღმდეგის  მთელი  არმიის  ალყაში  მოქცევა და  დატყვევება  მოჰყვა.  ეს  ოპერაცია  ძალიან  წააგავს  1800  წელს  იტალიაში  ლაშქრობისას  განხორციელებულ  ოპერაციას.  ამაში  იოლად დავრწმუნდებით.  თუ  ორივე  კამპანიის  სქემებს  დაგხედავთ.  იტალიაში ლაშქრობის  დროს  ფრანგული  შენაერთები  მოწინააღმდეგის  ზურგში ალპების  მხრიდან  გავიდნენ.  პირველი  წიგნის  მე-12  სქემაზე  კარგად ჩანს,  თუ  როგორ  გამწკრივებულან  ალპიურ  გადასასვლელებზე  ეს  შენაერთები  და  როგორ  მოუქცევიათ  მათ  ნახევარრკალში  მელასის  არმია. თითქმის  იგივე  სურათს  ვხედავთ  ულმის  ოპერაციის  ამსახველ  სქემაზე. მხოლოდ  ამჯერად  ნაპოლეონის  კორპუსები  რაინსა  და  მაინზე  არიან  და იქიდან  აქცევენ  ალყაში  მაკის  დაჯგუფებას.  მაგრამ  არის  განსხვავებაც –  კერძოდ  ის,  რომ  ახლა,  1805-ში,  ოპერაციის  მასშტაბები  გაცილებით მეტია  და  მასში  ბევრად  მეტი  ძალები  მონაწილეობენ.
    რაც  შეეხება  ბონაპარტის  მეორე  მიღწევას  –  ამ  ძალების  საჭირო  ადგილას  ასე  სწრაფად  და  ასე  ერთბაშად  თავმოყრას  –  ეს  გასაკვირიც  არაა  –  მას  ხომ  ამაში  ბადალი  არ  ჰყავდა. რას  აკეთებდნენ  ამ  დროს  რუსები?  სანამ  ულმის  კაპიტულაციის  ამბავს  შეიტყობდნენ,  ისინი  სწრაფად  მიემართებოდნენ  დასავლეთისაკენ,  მაგრამ  როგორც  კი  მომხდარი  უბედურების  ამბავი  შეიტყვეს, წამსვე  პირი  იბრუნეს  და  ერთხელ  უკვე  გატკეპნილი  გზით  ახლა  აღმოსავლეთისკენ  გაეშურნენ.  უნდა  ითქვას,  რომ  როცა  სექტემბრის  შუა რიცხვებში  ვენელმა  ხელისუფლებმა  ნაპოლეონის  დიდი  არმიის  დუნაისპირეთისკენ  მოძრაობის  შესახებ  შეიტყვეს,  მათ  რუსებს  მოსთხოვეს აეჩქარებინათ  ზანტი  სვლა  და  რაც  შეიძლება  სწრაფად  წასულიყვნენ მაკის  არმიასთან  შესაერთებლად.  რუსთა  არმიის  გადაადგილების  დასაჩქარებლად  ავსტრიის  მთავრობამ  მათ  ორი  ათასი  საზიდარი  გადასცა, რამაც  რუსებს  ფორსირებული  მარშის  საშუალება  მისცა  (ასეთი  მარშის  ძირითადი  პრინციპი  ჯარისკაცთა  საზიდრებით  მონაცვლეობითი  გადაადგილება  იყო.  10-12  ჯარისკაცი  საზიდარზე  ჯდებოდა  და  თან თავისი  ამუნიციაც  მიჰქონდა.  ტრანსპორტის  საშუალებით  ისინი  10-12 ვერსს  გაივლიდნენ,  შემდეგ  ჩამოქვეითდებოდნენ  და  მათ  ადგილს  სხვა, მანამდე  ქვეითად  მიმავალი  ჯარისკაცები  იკავებდნენ,  გარკვეული  ხნისა და  გარკვეული  მანძილის  გავლის  შემდეგ  იგივე  მეორდებოდა  და  ა.შ.).
    ფორსირებულმა  მარშმა  დღე-ღამეში  რუსთა  მიერ  გავლილი,  მანძილი 20-25-დან  60-70  კილომეტრამდე  გაზარდა.  სწრაფმა  გადაადგილებამ მათი  ტყვია-წამლითა  და  სურსათ-სანოვაგით  მომარაგების  საქმე  შეაფერხა,  რისი  გამოსწორებაც  მხოლოდ  ავსტრიელ  ხელისუფალთ  შეეძლოთ.  მაგრამ  მათ,  ეტყობა,  თავისი  თავის  (თავისი  ჯარის)  დარდი  უფრო  ჰქონდათ,  ვიდრე  რუსებისა  და  ამიტომ  მოკავშირისათვის  ხელის  გამართვაზე  დიდად  არ  იკლავდნენ  თავს.  ისე  რომ,  კუტუზოვს  იმპერატორ  ფრანცთან  შესახვედრად  წასვლამ  მოუწია.  შეხვედრა  ვენასთან ახლომდებარე  ჰეტცენდორფის  სასახლეში  მოხდა  და  საქმის  მოსაგვარებლად  რუს  გენერალს  სპეციალური  თხოვნა  დასჭირდა.  ფრანცი  დაჰპირდა  მთავარსარდალს  თხოვნის  შესრულებას  და  ნაწილობრივ  მართლაც  შეუსრულა  დანაპირები,  მაგრამ  ამ  დროისათვის  ნაპოლეონმა  მოასწრო  მაკის  არმიის  განადგურება  და  რუსის  ჯარს  დახმარების  გასაწევი  არავინ  დარჩა... 
    ულმის  კატასტროფა  მოკავშირეებმა  მწარედ  განიცადეს.  მათთვის  მოულოდნელად  ომი  სულ  სხვაგვარად  დაიწყო,  არა  ისე,  როგორც ისინი  ვარაუდობდნენ  და  არა  იქ,  სადაც  ისინი  მოელოდნენ.  შექმნილი მძიმე  მდგომარეობიდან  გამოსავალის  ძებნაში  მოკავშირეები  კვლავ პრუსიას  მიადგნენ.  პრუსიის  სამეფოს  თავის  მხარეზე  გადმობირება მესამე კოალიციის  მესვეურებს  ადრევე  ჰქონდათ  განზრახული,  მაგრამ, ეტყობა,  მათ  ან  საკმარისი  ენერგია  არ  დახარჯეს  ამ  მხრივ,  ან,  რაცუფრო  სიმართლესთან  ახლოსაა,  საკმარისს  ვერ  დაჰპირდნენ  ამ  ქვეყნის ხელისუფალთ.  პრუსიის  ომში  ჩაბმა  თავიდან  განსაკუთრებით  რუსეთს სურდა,  ალექსანდრე  პირველი,  ცხადია,  არად  დაგიდევდათ  პრუსიელი ჯარისკაცების  სიცოცხლეს  და  ამიტომ  ყოველნაირად  ცდილობდა  ომის ცეცხლში  ისინიც  გაეგზავნა.  იგივე  აზრისა  იყო  ინგლისიც,  რომელიც მზად  იყო  ნებისმიერი  ქვეყნისთვის  გადაეხადა  ფული,  ოღონდ  ის  საფრანგეთის  წინააღმდეგ  ბრძოლაში  ჩაბმულიყო.  ინგლისი  1805  წელს ისეთი  საფრთხის  წინაშე  იდგა,  რომ  მას  არათუ  ფული,  არამედ  მარცხენა  რაინისპირეთი  და  თვით  ბელგიაც  კი  „არ  ენანებოდა“  პრუსიისათვის,  თუ  ის  თავისი  ჯარით  მოკავშირეების  მხარეზე  დადგებოდა.  ავსტრია,  რომელიც  ყველაზე  მეტად  იყო  დაზარალებული  ნაპოლეონისეული  საფრანგეთისაგან,  მით  უფრო  სიხარულით  შეხვდებოდა  თავისი „გერმანელი  ძმის“  ომში  მონაწილეობას.  რაც  შეეხება  რუსეთს,  თუმცა ადრე  იგი  ფიქრობდა,  რომ  პრუსიისთვის  ჯილდოს  სახით  მარტო  რაინისპირეთიც საკმარისი  იქნებოდა,  ახლა  თვლიდა,  რომ  ისეთ  მრისხანე მოწინააღმდეგესთან  ბრძოლის  დროს,  როგორიც  ნაპოლეონი  იყო,  დამატებითი  ძალების  გამოყენებისთვის  ნებისმიერი  საფასურის  გადახდა  შეიძლებოდა.  თავის  მხრივ,  ცხადია,  ფრანგული  დიპლომატიაც  აქტიურობდა.  ტალეირანი  თავის  იმპერატორს  ბულონის  ბანაკში  ატყობინებდა,  რომ  ავსტრია  სახიფათოდ  ძლიერდება  და  ასეთ  პირობებში  პრუსიის პოზიცია  საეჭვოდ  გამოიყურებაო.  ნაპოლეონმა  დაუყოვნებლივ  გააგზავნა  სპეციალური  მისიით  ბერლინს  თავისი  ერთგული  თანამებრძოლი  დიუროკი.  იმპერატორმა  დიუროკს  დაავალა,  რაც  შეიძლება  სწრაფად  ევლო  და,  დროის  მოგების  მიზნით,  გვერდი  აექცია  პარიზისათვის,  რათა პირდაპირ  პოტსდამში  გამოსცხადებოდა  ფრიდრიხ-ვილჰელმს.  გადაეცით,  რომ  მე  მას  ჰანოვერს  ვპირდები,  ვრცელ  ტერიტორიას,  მთელ სახელმწიფოს,  თავისი  40  ათასი  ჯარისკაცითურთ.  ორი  კვირის  შემდეგ კი  უფრი  ნაკლებს  შევთავაზებ.  პრუსიამ  თავისი  ჯარი  ავსტრიისაკენ უნდა  დაძრას  და ბოჰემიის  საზღვარზე  განალაგოს.  ამით  მან  ავსტრია უნდა  შეაკავოს,  მაგრამ  თუ  მე  მაიძულეს  ოკეანე  მიგატოვო,  მაშინ თვითონ  გავუსწორდები  ავსტრიას,  ხოლო  პრუსია  გვერდზე  დარჩება  და ვეღარაფერს  მიიღებს“.  ეშმაკი  კორსიკელი  ორი  კურდღლის  მოკვლას აპირებდა.  ჰანოვერი  ინგლისის  სამეფო  გვარის  კუთვნილი  ტერიტორია იყო  და  საფრანგეთის  ხელისუფლის  მიერ  მისი  პრუსიისთვის  გადაცემა აუცილებლად  წაჰკიდებდა  ერთმანეთს  ამ  ორ  ქვეყანას.  ნაპოლეონისთვის  კი  ამაზე  უკეთესი  რა  იქნებოდა?  ჰანოვერს  დახარბებული  ჰოჰენცოლერნები  დაეთანხმნენ  ბონაპარტს  და  „დასაწყისისათვის“  წეიტრალიტეტი  გამოაცხადეს  (როგორც  მერე  გამოირკვა,  საქმე  მარტო  ჰანოვერში  კი  არ  იყო,  არამედ  იმაშიც.  რომ  ნაპოლეონი  პრუსიის  მეფეს  იმპერატორის  წოდების  მიღებაში  დახმარებას  შეჰპირდა,  ხოლო  იმპერატორობა  პატივმოყვარე  ფრიდრიხ-ვილჰელმისთვის  ოცნების  მწვერვალს წარმოადგენდა). 
    მოკავშირეებს  თითქოს  კოვზი  ნაცარში  ჩაუვარდათ.  ომის  დასაწყისშივე  მათ  ერთი  ბრძოლა  უკვე  წააგეს  –  ვერ  შეძლეს  პრუსიის  თავის  მხარეზე  გადმობირება.  ამ  ამბით  გაღიზიანებულმა  ალექსანდრე  რომანოვმა  ძალის  პოზიციიდან  გადაწყვიტა  ემოქმედნა.  მან  ფიდრიხ-ვილჰელმთან  თავისი  ფავორიტი,  გენერალი  დოლგორუკოვი  გააგზავნა.  თავად  პეტრე  დოლგორუკოვს  დიპლომატიისა  არაფერი  გაეგებოდა  (ბოროტი  ენები  ამბობდნენ,  არც  სხვა  რამისაო),  მაგრამ  ალექსანდრე  თავიდან  არც  ფიქრობდა  დიპლომატიური  არხებით  მოქმედებას.  მას  პრუსიელების  დაშინება  სურდა  და  თვლიდა,  რომ  ახალგაზრდა  თავადი  ზედგამოჭრილი  იქნებოდა  ასეთი  მისიის  შესასრულებლად.  თავხედმა  და  თავის  თავში  ღრმად  დარწმუნებულმა  თავადმა  ბერლინში  იმდენი  „მოახერხა“,  რომ  ანტინაპოლეონური  კოალიციისადმი  კეთილად  განწყობილი  პრუსიელებიც  კი  რუსეთისა  და  რუსთ  ხელმწიფის  წინააღმდეგ  აამხედრა.  ცეცხლზე  ნავთი  მეფე  ალექსანდრეს  წერილმაც  დაასხა.  მოკლე ბარათში,  რომელსაც,  შეიძლება,  წერილიც  კი  არ  ეთქმოდა,  რუსეთის თვითმპყრობელი  პრუსიის  მეფეს,  თითქოს  სხვათაშორის.  ატყობინებდა, რომ  რუსეთის  ასი  ათასიანი  არმია,  რომელიც  ნაპოლეონის  წინააღმდეგ საბრძოლველად  მიემართებოდა,  გზად  სამხრეთ  პრუსიასა  და  სილეზიას გაივლიდა...  ამ  წერილმა  და  თავად  დოლგორუკოვის  ქედმაღლურმა ქცევამ  დიდი  აღშფოთება  გამოიწვია  ბერლინში.  როგორ,  კითხულობდნენ  პრუსიის  დედაქალაქში,  განა  ევროპის  ერთ-ერთი  უძლიერესი  სახელმწიფო  იმის  ღირსია,  რომ  მას  მხოლოდ  გაკვრით,  სხვათაშორის შეატყობინონ  ისეთი  მნიშვნელოვანი  მოვლენის  შესახებ,  როგორიც  მის ტერიტორიაზე  მეზობელი  ქვეყნის  დიდი  არმიის  გადაადგილებაა?  განა რუსებს  ჯერ  ამის  ნებართვა  არ  უნდა  აეღოთ?  მერედა,  ვინ  მისცემდა მათ  ამ  ნებართვას,  პრუსიამ  ხომ  ნეიტრალიტეტი  გამოაცხადა?  და  იმისათვის,  რომ  თავიანთი  ნეიტრალიტეტი  უფრო  მყარი  გამოჩენილიყო, პრუსიის  მთავრობამ  ჯარის  მობილიზაცია  გამოაცხადა.  ამას  კი  აღარ ელოდა  ალექსანდრე  პაგლეს  ძე.  რუსეთის  მეფე  მიხვდა,  რომ  გადააჭარბა.  საფრანგეთთან  უმძიმესი  ომის  წინ  მან  პრუსია  გაანაწყენა  და ვინ  იცის,  ახლა  გვერდში  ამოყენების  ნაცვლად,  მას  მოწინააღმდეგის ბანაკში  გადასვლისკენ  უბიძგა?  ასეთი  პერსპექტივით  შეშფოთებულმა რომანოვმა, ცხადია,  წამსვე  გაიწვია  ბერლინიდან  თავისი  ბედოვლათი წარმომადგენელი.  პეტრე  დოლგორუკოვი  ხელმოცარული  დაბრუნდა სამშობლოში  (ახალგაზრდა  თავადს  ჩვენ  ისევ  შევხვდებით,  უფრო მნიშვნელოვანი  მისიის  შესრულების  დროს  და  დავინახავთ,  თუ  რა როლი  ითამაშა  მან  მოწინააღმდეგეთა  დაპირისპირების  კულმინაციის მომენტში). 
    მეფემ  ახალი  წერილი  აფრინა  ბერლინს,  რომელშიც  უკვე  თაფლად  დაიღვარა  პრუსიის  მიმართ  და  ახლო  მომავალში  ამ  ქვეყნის  დედაქალაქში  სტუმრად  ჩასვლის  ნება  ითხოვა.  ეს  უკვე  სულ  სხვა  ლაპარაკი  და  საქმისადმი  სხვა  მიდგომა  იყო.  გულაჩუყებულმა  პრუსიელებმა რუსეთის  ზრდილობიანი  ბოდიშით  გაიხარეს  და  მეფეს  საუცხოო  შეხვედრას  შეჰპირდნენ,  თუმცა  აგრძნობინეს,  რომ  ნეიტრალიტეტის  პოლიტიკაზე  ხელის  აღებას  არ  აპირებდნენ,  ყოველ  შემთხვევაში,  „ასე იოლად“. 
    პრუსიის  დედაქალაქში,  უფრო  მართებული  იქნება  თუ  ვიტყვით, ამ  ქვეყნის  მმართველ  წრეებში,  იმხანად  ორი  დაპირისპირებული  აზრი არსებობდა  მიმდინარე  მომენტის  შესახებ.  ხელისუფალთა  ერთი  ნაწილი  თვლიდა,  რომ  პრუსიას  სწორი  გეზი  აქვს  აღებული  და  უნდა  მიჰყვეს  ნეიტრალიტეტის  პოლიტიკას.  მეორენი,  პირიქით,  თვლიდნენ,  რომ სწორედ  ახლა  შეექმნა  პრუსიას  კარგი  შესაძლებლობა  გვარიანად  გაიფართოვოს  თავისი  ტერიტორია  და,  საერთოდ,  უფრო  აქტიური  როლი ითამაშოს  ევროპულ  პოლიტიკაში,  ის  როლი,  რომელიც  მას  ნამდვილად  ეკუთვნის,  მაგრამ  რატომღაც  მას  არ  თამაშობს.  აქტიური  პოლიტიკა  მესამე  კოალიციაში  ჩაბმას  გულისხმობდა  და  საფრანგეთთან  ომში  მონაწილეობას  ნიშნავდა.  ასეთი  დაპირისპირებული  აზრების  არსებობის  პირობებში  მოქმედების  სწორი  გეგმის  ამორჩევა  ქვეყნის  უმალღლეს  ხელისუფალზე  იყო  დამოკიდებული.  მაგრამ  უინიციატივო  ფრიდრიხ-ვილჰელმ  მესამემ  აქაც  თავი  აარიდა  საპასუხისმგებლო  გადაწყვეტილების  მიღებას  და  მოვლენების  ბუნებრივ  მსვლელობას  დაელოდა. მეფე  კი  ელოდებოდა  მოვლენების  ბუნებრივ  მსვლელობას,  მაგრამ  თვით მოვლენებმა  აღარ  ისურვეს  მეტი  ლოდინი.  ცოტა  ხანში  ბერლინში  შეტყობინება  მოვიდა,  რომ  საფრანგეთის  არმიის  ერთმა  შენაერთმა  (მარშალ  ბერნადოტის  კორპუსმა)  დაარღვია  პრუსიის  სახელმწიფო  საზღვარი  და  მისდამი  კუთვნილ  ანსბახის  ტერიტორიაზე  გაიარა...  ქვეყნის სუვერენიტეტის  ასეთმა  უხეშმა  დარღვევამ  ბერლინში  მღელვარების ტალღის  აზვირთება  გამოიწვია.  რუსებმა,  როცა  პრუსიის  საზღვრების დარღვევა  დააპირეს,  ქვეყნის  ხელისუფალთ  აცნობეს  მაინც  თავიანთი განზრახვის  შესახებ,  ფრანგებმა  კი  აცნობეს  კი  არა,  სულ  აბუჩად  აიგდეს  პრუსია,  ბერლინმა  თუ  რუსების  წინააღმდეგ  ჯარების  მობილიზაცია  დაიწყო  და  უკან  დაახევინა  პეტერბურგს,  მაშინ  იგი  არც  ფრანგების  წინააღმდეგ  მოერიდებოდა  ანალოგიური  ნაბიჯის  გადადგმას  და  პარიზსაც  ბოდიშს  მოახდევინებდა  თავისი  საქციელისათვის! აი,  ასეთი  განწყობა  სუფევდა  მაშინ  პრუსიის  დედაქალაქში. 
    ანტიფრანგულად  განწყობილმა  წრეებმა  მოხერხებულად  გამოიყენეს ხელსაყრელი  მომენტი  და  კოალიციასთან  მიმხრობა  მოითხოვეს.  მაგრამ მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  ასეთი  ნაბიჯი  ნაადრევად  ჩათვალა,  თუმცა მკაცრ  ტონში  შედგენილი  ნოტა  კი  გაუგზავნა  პარიზს. ნაპოლეონს  იმ  დროს,  ცხადია,  არც  სურდა  და  არც  აწყობდა პრუსიასთან  მდგომარეობის  გამწვავება  და  ამიტომ  შებღალული  სუვერენიტეტის  საკომპენსაციოდ  ბერლინს  66  ათასი,  გულდენი  გაუგზავნა. რატომ  დაარღვია  ნაპოლეონმა  პრუსიის  საზღვარი?  სხვა  დროს ასეთი  კითხვა  შეიძლება  სასაცილოდაც  მოგვჩვენებოდა.  როდის  იყო, რომ  დაუდგრომელი  კორსიკელი  მეზობლების  (და  არა  მარტო  მეზობლების!)  საზღვრების  ხელშეუხებლობას  პატივს  სცემდა  და  რამედ  აგდებდა?  მაგრამ  ახლა,  მესამე  კოალიციასთან  უკგე  დაწყებული  ომის  პირობებში  რაღატომ  გააკეთა  ეს?  ალბათ  წმინდა  სამხედრო  მოსაზრებით. ალბათ  კი  არა,  ნამდვილად  მხოლოდ  სამხედრო  მოსაზრებით.  ბერნადოტის  კორპუსი  ანსბახის  გავლით  ბევრად  უფრო  სწრაფად  მივიდოდა მისთვის  განკუთვნილ  პუნქტში,  ვიდრე  სხვა  გზით  და  ნაპოლეონმაც  არ დააყოვნა  შესაბამისი  ბრძანების  გაცემა.  ანსბახზე  უფრო  სწრაფად გაივლის  ჯარი?  მაშ  ანსბახი  იყოს!  აი  მისი  გადაწყვეტილების  ახსნა. სისწრაფე  ხომ  იმპერატორს  წარმატების  ერთ  უმთავრეს  პირობად  მიაჩნდა  ომში,  ხოლო  რაც  შეეხებოდა  პრუსიის  სუვერენიტეტის  დარღვევის საკითხს,  ამას,  ჯერჯერობით,  ერთი  საბოდიშო  წერილი  და  66  ათასი გულდენი  ეყოფოდა... 
    ორივე  მხარის  ასეთმა  აგდებულმა  დამოკიდებულებამ  პრუსიის სუვერენიტეტისადმი  და,  რაც  არანაკლებ  მნიშვნელოვანი  იყო,  პრუსიელთა  თავმოყვარეობის  მიმართ,  საბოლოო  ანგარიშში  მაინც  ნაპოლეონის  სასარგებლოდ  იმუშავა.  მართალია,  შემდგომში  პრუსიელები  კოალიციასთან  აშკარა  კავშირისკენ  გადაიხარნენ,  მაგრამ  მათი  ეს  გადაწყვეტილება  დეკლარაციული  უფრო  გამოდგა,  ვიდრე  რეალური.  ბერლინი არცერთ  მხარეს  არ  ენდობოდა  და  არცერთის  გაძლიერება  არ  უხაროდა.  ამიტომ  იგი  ისევ  ორმაგ  თამაშს  თამაშობდა  და  ისევ  მოვლენების განვითარებას  ელოდებოდა.  ეს  კი  იყო,  რომ  მოვლენები  ისევ  არ  ელოდებოდნენ  პრუსიელებს  და  მათაც,  მათდაუნებურად,  მაინც  უხდებოდათ აქტიურ  პოლიტიკაში  ჩართვა.
    პრუსიელთა  გადმობირების  მიზნით  ალექსანდრე  რომანოვი  პირადად  ეწვია  ბერლინს.  რუსეთის  იმპერატორი  კარგი  დიპლომატი იყო და  მან  „რაღაც“  ერთ  კვირაში  პრუსიის  ხელისუფლებაში  საომარი  განწყობილების  შექმნა  მოახერხა  (ყოველ  შემთხვევაში,  იმ  დროს  ასე  ჩანდა).  ალექსანდრემ  განსაკუთრებით  დედოფალ  ლუიზა-ამალიას  გული მოინადირა,  რომელიც  ამიერიდან  ანტიფრანგული  პარტიის  მეთაური გახდა  ბერლინში.  ორი  ქვეყნის  მონარქების  მოლაპარაკების  შედეგად იშვა  პოტსდამის  ცნობილი  ხელშეკრულება,  რომლის  მიხედვითაც  პრუსია  ვალდებულებას  იღებდა  ორივე  მეომარ  მხარეს  შორის  შეიარაღებული  შუამავლობა  ეკისრა.  ეს  „უშუამავლობა“  ერთობ  თავისებური  იყო  და მხოლოდ  ფრანგების  მხრივ  დათმობებზე  წასვლას  გულისხმობდა.  მაგრამ  დათმობებიც  იყო  და  დათმობებიც!  ერთი  თვის  მანძილზე  ფრანგებს უნდა  ეცნოთ  ჰოლანდიისა  და  შვეიცარიის  დამოუკიდებლობა,  უარი  ეთქვათ  ყოველგვარ  ჩარევებზე  გერმანიის  საქმეებში  და  ხელი  აეღოთ  იტალიის  სამეფოზე  (გავიხსენოთ,  იტალიის  მეფედ,  ცოტა  ხნის  წინ,  თვით ნაპოლეონი  ეკურთხა...),  თუ  ერთი  თვის  განმავლობაში  პარიზი  არ  დააკმაყოფილებდა  „შუამავლის“  მოთხოვნებს,  მაშინ  ეს  უკანასკნელი  შუამავლიდან  კოალიციის  მონაწილედ  გადაიქცეოდა  და  ფრანგებს  შეუტევდა.  პოტსდამის  ხელშეკრულება  1805  წლის  3  ნოემბერს  იქნა  ხელმოწერილი,  და  შემდეგ,  ერთობ  ორიგინალურად  განმტკიცებული.  შუაღამისას  იმპერატორი  ალექსანდრე,  მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმი  და  დედოფალი  ლუიზა-ამალია  ფრიდრიხ  დიდის  აკლდამაში  ჩავიდნენ.  ცივ  აკლდამაში,  სანთლების  მოლაციცე  შუქზე  მათ  ერთგულებისა  და  ურთიერთდახმარების  ფიცი  დადეს  ფრიდრიხის  საფლავზე. პრუსიის  იმჟამინდელი  მეფისთვის,  სუსტი  ნებისყოფისა  და  შეზღუდული  ჰორიზონტის მქონე  კაცისათვის  ფრიდრიხ  II,  გამოჩენილი  მხედართმთავარი  და  ძლიერი  მმართველი,  რა  თქმა  უნდა,  სიამაყისა  და  მიბაძვის  ობიექტი  იყო, მაგრამ  რა  ესაქმებოდა  მის  საფლავზე  ალექსანდრე  რომანოვს,  რომლის ქვეყანასთან  ხანგრძლივ  და  სისხლისმღვრელ  ბრძოლას  ეწეოდა  სწორედ  ეს  ფრიდრიხი?  ამის  გამო  დიდი  მითქმა-მოთქმა  ატყდა  მაშინ  ევროპაში.  მეფის  მიერ  გათამაშებული  ღამის  ეს  სცენა  უაზრო  და  უხეირო წარმოდგენად  ჩაითვალა.  შეიძლება  ასეც  იყო.  შეიძლება  ეს  მართლაც სენტიმენტებს  აყოლილი  ალექსანდრეს  წუთიერი  სისუსტე  და  იმპულსური  ნაბიჯი  იყო,  მაგრამ  შეიძლება  ეს  შორსგათვლილი  სვლაც  გახლდათ.  ვფიქრობთ,  ეს  უკანასკნელი  უფრო  იყო.  რუსთ  ხელმწიფეს  ხომ ყველაფერი  უნდა  გაეკეთებინა  პრუსიის  თავისკენ  გადმობირების  მიზნით?  ჰოდა,  ისიც  ყველაფერს  აკეთებდა  ამისათვის.  აკეთებდა,  როგორც შეეძლო  და  როგორც  საჭიროდ  თვლიდა.  ბოლოს  და  ბოლოს,  ფრიდრიხ დიდი  ფრანგებსაც  ხომ  ეომებოდა  და  თანაც  წარმატებით!
    არავისთვის  ევროპაში,  და  პირველ  რიგში  თვით  პოტსდამის შეხვედრის  მონაწილეებისათვის,  საეჭვო  არ  იყო.  რომ  ნაპოლეონი  ასეთ „შუამავლობაზე”  უარს  იტყოდა.  პირობებს,  რომლებსაც  პრუსია  უყენებდა  საფრანგეთს,  ნაპოლეონზე  ნაკლებ  ამაყი  და  შემართული  პიროვნებაც  უარყოფდა. ფაქტობრივად  ეს  ულტიმატუმი  იყო,  რომელიც ძველ,  1794  წლის  საზღვრებში  აბრუნებდა  საფრანგეთს.  ცხადია,  არც ნაპოლეონი  და  არც  სხვა  ვინმე  საფრანგეთში  ამ  წინადადების  მიღებაზე  არ  წავიდოდა.  კაცმა  რომ  თქვას,  ეს  ულტიმატუმი  სულაც  არ  იყო საჭირო  მოკავშირეებისათვის.  ომი  ისედაც  მიდიოდა  და  „საფრანგეთის საზღვრების  ბედი“  ბრძოლის  ველზე  გადაწყდებოდა.  ულტიმატუმი მხოლოდ  ფანდი  იყო,  იმ  დროის  მოსაგები  ფანდი,  რომელიც  პრუსიას სჭირდებოდა,  რათა  მას  თავისი  ჯარების  საომრად  გამზადება  მოესწრო (ერთი  თვის  ვადა  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგმა  ითხოვა,  პრუსიის  ჯარების მთავარსარდალმა).
    მიღწეულით  კმაყოფილი  ალექსანდრე  თავისი  არმიისკენ  გაემგზავრა.  ხოლო  პრუსიელებმა  ახლაღა  იტაცეს  თავზე  ხელი  და  ახლა დაიწყეს  სერიოზული  ფიქრი  იმის  შესახებ,  მართლაც  აჰყოლოდნენ  მოკავშირეებს  და  ომი  დაეწყოთ  ნაპოლეონთან,  თუ  ისევ  თავიანთი  ორმაგი თამაში  გაეგრძელებინათ  და  მოგლენების  მსვლელობისათვის  დაეცადათ?  პოტსდამის  შეთანხმების  მიხედვით  პრუსიის  წარმომადგენელი დაუყოვნებლივ  უნდა  გამგზავრებულიყო  ნაპოლეონთან  ულტიმატუმის წარსადგენად.  მაგრამ  მას  შემდეგ,  რაც  შვირფასი  სტუმარი  გააცილეს, მეფემ  და  მისმა  უახლოესმა  მრჩეველებმა. გადაწყვიტეს,  რომ  განსაკუთრებით  საჩქარო  არაფერი  იყო  და  ულტიმატუმის  გადაცემა  ყოველთვის მოესწრებოდა.  მთავარი  ისევ  მოვლენების  შემდგომი  განვითარება  იყო. ამიტომ,  თავადი  ჰაუგვიცი  (პრუსიელთა  წარმომადგენელი).  მხოლოდ 14  ნოემბერს  გაემგზავრა  ბერლინიდან  და  იმდენი  მოახერხა,  რომ  არცთუ  შორეულ  გზას  (იგი  ფრანგების  მთავარ  ბანაკში  მიდიოდა)  ათი დღე  მოანდომა.  როცა  ის  ნაპოლეონს  შეხვდა  ბრიუნში,  უკვე  24  ნოემბერი  იყო.  ამ  დროისათვის  ულმის  კაპიტულაციიდან  ერთ  თვეზე  ცოტა  მეტი  გასულიყო,  ხოლო  აუსტერლიცამდე  ათ  დღეზე  ცოტა  ნაკლები  დარჩენილიყო...  ჰოდა.  რაზედ  უნდა  ეჩქარა  ჰაუგვიცს?  იგი  მოიცდიდა  კიდევ  ცოტა  ხანს  და  როგორი  შედეგიც  ექნებოდა  გენერალურ  ბრძოლას ნაპოლეონსა  და  მოკაგშირეებს  შორის,  იმისდა  მიხედვით  მოიქცეოდა! თავადმა  პატიოსნად  შეასრულა  თავისი  მონარქის  საიდუმლო  დანაბარები  და  ფრანგთა  იმპერატორს  ულტიმატუმის  შესახებ  არაფერი  უთხრა. ნაპოლეონმა,  რომელსაც,  ცხადია,  ზუსტი  ინფორმაცია  ჰქონდა პოტსდამის  შესახებ,  მაგრამ  მხოლოდ  ეჭვი  შეიძლება  ჰქონოდა  პრუსიელთა  შესაძლო  მოქმედების  შესახებ,  არჩია,  რაც  შეიძლება  მეტი  ხნით დაეყოვნებინა  ჰაუგვიცი  ფრანგებთან  და  ამიტომ  მას  ვენაში  წასვლა  და საგარეო  საქმეთა  მინისტრ  ტალეირანთან  მოლაპარაკების  გაგრძელება ურჩია.  გასამართლებელი  საბუთი  იმპერატორს  ცხადზე  უცხადესი ჰქონდა:  დღე-დღეზე  დიდი  ბრძოლა  იყო  მოსალოდნელი  და  ამიტომ  სად ეცლებოდა  ფრანგების  მთავარსარდალს  პრუსიელებთან  მოლაპარაკების საწარმოებლად?  ჰაუგვიცსაც  ეს  უნდოდა.  მან  საჩქაროდ  კიდევ  უფრო შორს  გადამალა  ულტიმატუმის  ტექსტი  და  ვენას  გაემგზავრა.  სწორედ ვენაში,  ტალეირანთან  მოლაპარაკებებში  ჩართულს,  მოუსწრო  მას  აუსტერლიცის  ბრძოლის  ამბავმა.  ღმერთო  დიდებულო,  წამოუძახნია  ჰაუგვიცს  –  პრუსია  გადარჩაო!  მინისტრი  სწორს  ამბობდა.  პრუსია  გადარჩენით  მართლა  კი  გადარჩა,  მაგრამ  სულ  რაღაც  ათიოდე  თვით... „პრუსიის  ამბების“  თხრობისას  ჩვენ  ცოტათი  გავუსწარით  მოვლენებს  და  ამიტომ  ახლა  ოდნავ  უკან  უნდა  დავიხიოთ  და  ვნახოთ,  თუ რა  ხდებოდა  ამ  დროს  სხვაგან.
    ულმის  გამარჯვებით  გახარებული  ნაპოლეონისთვის  მოწმენდილ  ცაზე  მეხის  გავარდნასავით  გაისმა  ამბავი  ტრაფალგარის  კონცხთან  გამართულ  დიდ  საზღვაო  ბრძოლაში,  ფრანგული  ფლოტის  განადგურების  შესახებ.  ეს  ბრძოლა  ესპანეთის  სამხრეთ-დასავლეთ  სანაპიროსთან  მოხდა.  იგი  უდიდესი  იყო  იმდროინდელ  საზღვაო  ბრძოლებს შორის.  მასში,  ერთის  მხრივ,  38  ფრანგული  და  ესპანური  ხომალდი  მონაწილეობდა,  ხოლო,  მეორეს  მხრივ  –  27  ინგლისური.  ნელსონმა  „დანაპირები“  შეუსრულა  ფრანგებს  და  ისევე,  როგორც  რამდენიმე  წლის წინ  აბუკირთან,  ახლაც,  1805  წლის  21  ოქტომბერს  ტრაფალგართან, თითქმის.  მთლიანად  მოსპო  მათი  საბრძოლო  ხომალდები.  ტრაფალგარის  მარცხი  იმას  ნიშნავდა,  რომ  საფრანგეთს  ამიერიდან  საზღვაო ფლოტი  კარგახანს  არ  ეყოლებოდა.  ამასთან  ერთად,  იგი  იმასაც  ნიშნავდა,  რომ  ბოლო  ეღებოდა  ნაპოლეონის  ოცნებას  –  ფრანგული დესანტის  ინგლისში  გადასხმის  თაობაზე.  ამ  თვალსაზრისით  ტრაფალგარი არა  მარტო  მასშტაბებით,  არამედ  შედეგებითაც  აღემატებოდა  აბუკირს, ამ  საშინელი  დარტყმის  შემდეგ  ერთადერთ  ნუგეშად  ნაპოლეონს  მხოლოდ  ის  შეიძლება  ჰქონოდა,  რომ  მისი  დაუძინებელი  მტერი  ჰორაციო ნელსონი  ამ  ბრძოლის  მსხვერპლი  შეიქნა.  მაგრამ  ეს  მაინც  სუსტი ნუგეში  იყო  –  იმპერატორს  ფლოტი  აღარ  ჰყავდა  და  ამიერიდან  დიდი მეზღვაური  ისედაც  ვერაფერში  შეუშლიდა  ხელს...
    ნელსონი  ბრძოლის  კულმინაციის  მომენტში  დაიღუპა.  როგორც მუდამ  იცოდა  ხოლმე,  საპარადო  მუნდირში  გამოწყობილი,  ყველა  ორდენით  მკერდდამშვენებული  იგი  გემბანზე  იდგა  და  უშუალოდ  ხელმძღვანელობდა  ბრძოლას.  როცა  ორმხრივი  ცეცხლი  გაძლიერდა  და  ინგლისელთა  ხომალდებმა  ფრანგთა  გარშემორტყმის  მანევრი  წამოიწყეს, ადმირალს  თანამებრძოლისთვის  დაუძახნია:  საქმე  ისე  გახურდა,  რომ დიდხანს  აღარც  გაგრძელდებაო.  ამის  თქმა  და  ფრანგი  სნაიპერის ტყვიის  მოხვედრა  ერთი  იყო.  ნელსონს  მკერდში  ჰქონდა  ჭრილობა  მიღებული.  ამის  შემდეგ  მან  ცოტა  ხანს  კიდევ  იცოცხლა,  ყოველ  შემთხვევაში  იმდენ  ხანს  მაინც,  რომ  თავისი  და  ბრიტანეთის  ფლოტის ისტორიაში  ყველაზე  დიდი  გამარჯვების  ამბავი  შეეტყო.
    ნელსონი  ინგლისელთა  ეროვნული  გმირი  გახდა,  ხოლო  მისი ბრძოლისწინა  მოკლე  მიმართვა  მებრძოლებისადმი:  „ინგლისს  სჯერა, რომ  ყოველი  თქვენგანი  ღირსეულად  მოიხდის  ვალს  მის  წინაშე“  – წმინდა  სიტყვებად  იქცა  (ნელსონის  დაღუპვის  გამო  ბრიტანეთის  საადმირალომ  ბრძანება  გასცა  მეზღვაურებს  თავიანთ  ქუდებში  ორ-ორი  შავი ლენტი  ჩაეკერებინათ.  ეს  დროებითი  ამბავი  უნდა  ყოფილიყო  და  გლოვის  დღეების  ჩათავების  შემდეგ  ლენტები  უნდა  მოეხსნათ,  მაგრამ  ეს არავის  გაუკეთებია  და  ისინი  დღემდე  დარჩნენ  ბრიტანელ  მეზღვაურთა სამხედრო  ქუდებში,  როგორც  სიმბოლო  იმისა,  რომ  ინგლისი  მარად იგლოვებდა  თავისი  დიდი  შვილის  დაღუპვას).
    ულმის  კატასტროფით  შეძრწუნებულ  მოკავშირეებს  ტრაფალგარის  ბრძოლის  ამბავმა  სულზე  მოუსწრო.  ზღვაზე  წარმატებამ  მათ ხმელეთზე  წარმატების  იმედი  შთაბერა  და  წინააღმდეგობის  სურვილი გაუძლიერა.  ბონაპარტს  კი,  რომელსაც  ზღვაზე  ისევ,  და  ამჯერად უკვე  საბოლოოდ,  მოეცარა  ხელი,  ისღა  დარჩენოდა,  ისევ  ხმელეთზე ემარჯვა  და  რევანში  აქ  აეღო.
    ამ  დროისათვის  რუსეთის  პირველმა  არმიამ,  რომელსაც გენერალ-ანშეფი  კუტუზოვი  მეთაურობდა  და  ავსტრიელების  დასახმარებლად  მიემართებოდა,  როგორც  იქნა  მდინარე  ინამდე  მიაღწია.  მაგრამ  მას  შემდეგ,  რაც  ულმის  კატასტროფის  შედეგად  ავსტრიელების დუნაის  არმიამ  თავისი  არსებობა  შეწყვიტა,  კუტუზოვს  უკვე  მოკავშირეზე  კი  არა,  საკუთარ  არმიაზე  უნდა  ეფიქრა  და  მის  გადარჩენაზე  ეზრუნა.  საქმე  ის  იყო,  რომ  რუსების  50-ათასიანი  არმია  მასზე  სამჯერ უფრო  მრავალრიცხოვანი  და  გამარჯვებით  გალაღებული  მოწინააღმდეგის  პირისპირ  აღმოჩნდა.  ერთადერთი,  რაც  ასეთ  ვითარებაში  უნდა გაეკეთებინა  კუტუზოგს,  ეს  სწრაფი  უკანდახევა  იყო.  იგი  ასეც  მოიქცა. უკანდახევისას  მას  ულმის  ხაფანგიდან  გადარჩენილი  ავსტრიული ნაწილებიც  შეუერთდა.  უკანდახევა  ძალიან  მძიმე  პირობებში  მიდიოდა და  ღიდი  მსხვერპლის  ფასად  უჯდებოდა  რუს  მთავარსარდალს.  ნაპოლეონის  მარშლები  სხვადასხვა  გზებით  მიჰყვებოდნენ  მის  არმიას  და ყველა  საშუალებით  ცდილობტდნენ  გზა  მოეჭრათ  მისთვის.  უნდა  ითქვას, რომ  უკანდახევა  კუტუზოვმა  წარმატებით  განახორციელა.  ამ  სწრაფი და  მომქანცველი  უკანდახევის  დროს  რუსების  არიერგარდს  არაერთხელ  მოუწია  ფრანგების  ავანგარდთან  შეტაკება.  პირველი  „შეხება“ ორ  არმიას  შორის  ამშტეტტენთან  მოხდა,  სადაც  მიურატსა  და  უდინოს დიდი  ძალისხმევა  დასჭირდათ,  რათა  გააფთრებით  მებრძოლი  რუსების წინააღმდეგობა  დაეძლიათ.  ამიერიდან  ყოველთვის  ისე  იყო,  როგორც ამშტეტტენთან  –  რუსები  ყოველთვის  შეუპოვრად  და  მამაცურად  იბრძოდნენ  და  ნაპოლეონის  ბევრისმნახველი  მარშლების  პატივისცემას იმსახურებდნენ.  მაგრამ  სიმამაცე  საქმეს  ვერ  შველოდა  –  რუსებს კვლავ  და  კვლავ  უკანდახევა  უწევდათ,  უკანდახევა,  რომელიც  ერთადერთი  ხსნა.  იყო  მათთვის.
    რაც  შეეხება  ფრანგ  ჯარისკაცებს,  მათი  სიმამაცე  და  საბრძოლო  გაწვრთნა  კარგა  ხანია  ცნობილი  იყო  და  აღარც  არავის  უკვირდა, იქნებ  თვითონ...  ფრანგების გარდა:  „გაუვალი  ხეობები,  ჩანგრეული  ხიდები,  გადათხრილი  გზები,  დუნაის  შენაკადები,  მომქანცველი  ყოველდღიური  ათ-თხუთმეტმილიანი  მარშები  –  ვერ  აბრკოლებდნენ  ჩვენი კოლონების  შეუჩერებელ  წინსვლას.  შტეიერში  დავუს  კარაბინერები ენსზე  გადებული  ერთადერთი  მორის  მეშვეობით  გადავიდნენ  მდინარის მეორე  ნაპირზე  მოწინააღმდეგის  ტყვიებისა  და  ყუმბარების  წვიმაში. მათ  ერთის  დარტყმით  ამოაგდეს  მტერი  პოზიციიდან  და  უფრო  მეტი ტყვე  იგდეს  ხელთ,  ვიდრე  თვითონ  იყვნენ!“  –  გაოცებული  სწერდა  თავის  დღიურში  პოლ-ფილიპ  სეგიური.
    ნაპოლეონმა,  რომელსაც  რუსების  სწრაფი  უკანდახევა  მაინცა და  მაინც  ჭკუაში  არ  უჯდებოდა,  მოვლენათა  ყველა  შესაძლო  ვარიანტი გაითვალისწინა  და  წინასწარ  შუალედური  ბაზები  შექმნა  აუგსბურგში, ბრაუნაუსა  და  პასაუში.  მისი  ბრძანებით,  ახალ  საყრდენ  პუნქტებში დიდძალი  სურსათ-სანოვაგე,  იარაღი  და  საჭურველი  შეიტანეს.  ყველაფერთან  ერთად  იმპერატორმა  დუნაიზე  150  გემიან  ფლოტილიას  მოუყარა  თავი  და  ახლა  მისი  საშუალებით  გადაჰყავდა  ჯარისკაცები  და  გადაჰქონდა  საჭირო  ტვირთი.  ასეთ  წინდახედულობას  ნაპოლეონი  იმიტომ  იჩენდა,  რომ  იგი  ითვალისწინებდა  ომის  გაჭიანურებისა  და  მოკავშირეთა  რიგებში  პრუსიის  ჯარის  გამოჩენის  შესაძლებლობას.  ვითარების  ყოველგვარ  შეცვლას  იგი  მზადყოფნაში  ხვდებოდა. მიუხედავად  ენერგიული  დევნისა,  ფრანგებმა  კუტუზოვის  გარ- შემორტყმა  ვერ  მოახერხეს,  რუსმა  მთავარსარდალმა  სწრაფად  გადალახა  კრემსთან  დუნაი  და  მერე  მდინარეზე  გადასასვლელი  ხიდი  დაწვა.  რუსების  არმია  მარცხენა  დუნაისპირეთში  დარჩა,  ფრანგებისა  – მარჯვენაში,  ამ  ეტაპზე  ეს  მაინცა  და  მაინც  ცუდი  არ  იყო  ფრანგებისთვის:  ნაპოლეონი  ისედაც  ვენისკენ  მიისწრაფოდა.     ვენა  კი  მაშინ  დუნაის  მხოლოდ  მარჯვენა  მხარეზე  იყო  განლაგებული.
    ავსტრიის  დედაქალაქი  13  ნოემბერს  დაეცა.  დაეცა  ისე.  რომ ქალაქისთვის  ბრძოლა  არ  გამართულა.  ფრანგები  მიუახლოვდნენ  თუ არა  „დუნაის  მარგალიტს”.  ქალაქის  მესვეურებმა  წამსვე  დეპუტაცია გაგზავნეს  იმპერატორთან  და  ვენის  უბრძოლველად  დათმობა  ამცნეს. ქალაქში  პირველი  ლანისა  და  მიურატის  ნაწილები  შევიდნენ.  რაოდენ საოცარიც  არ  უნდა  იყოს.  ვენელების  ნაწილი  ტაშითა  და  ყვავილებით შეხვდა  ფრანგებს.  როცა  მარშლებმა  მდინარეს  გახედეს,  თვალებს არ  დაუჯერეს:  ავსტრიელები  ისე  წასულან,  რომ  მდინარეზე  გადებული ხიდი  არ  აუფეთქებიათ!  (მერე  გამოირკვა,  რომ  ხიდი  დანაღმული  იყო და  მას  ავსტრიელთა  მოზრდილი  რაზმი  დარაჯობდა).
    ხელუხლებელი  ხიდის  დანახვამ  მიურატი  და  ლანი  ისე  გაახარა,  რომ  ისინი  წამსვე  მდინარისკენ  გაექანენ  და  თან  გრენადერთა  რამდენიმე  ასეულიც  წაიყვანეს.  გზაში  მათ  სწორედ  ის  ამბავი  შეიტყეს, რომ  ხიდი  დანაღმული  იყო  და  ყოველგვარი  გაუფრთხილებელი  მოქმედების  შემთხვევაში  მისი  ავსტრიელი  დარაჯები  დაუყოვნებლივ  მოუკიდებდნენ  პატრუქს  ცეცხლს.  მარშლებმა  იქვე  შეიმუშავეს  ხიდის  უვნებლად  ხელში  ჩაგდების  გეგმა.  ეს  თავხედღობამდე  მისული  მამაცური  გეგმა  იყო,  მაგრამ  ლანსა  და.  მიურატს  მამაცობაში  ვინ  გაეჯიბრებოდა? მარშლებმა  გრენადერები  მდინარის  ახლომახლო  დამალეს,  თვითონ  კი ორიოდე  ოფიცრის  თანხლებით  პირდაპირ  ხიდისკენ  წავიდნენ.  გაკვირვებულ  ავსტრიელ  დარაჯებს  მათ  აცნობეს,  ვინც  იყვნენ  და  მათი  რაზმის  უფროსთან  შეხვედრა  მოსთხოვეს.  სანამ  ავსტრიელთა  მეთაური გენერალი  აუერსპრეგი  მეორე  ნაპირიდან  მოდიოდა.  მარშლები  ხიდზე ავიდნენ  და  არხეინი  საუბრით  მასთან  შესახვედრად  გაემართნენ,  როცა აუერსპრეგი  ფრანგ  მარშლებს  შეეგება,  ამ  უკანასკნელებმა  მას  ამცნეს, რომ  საომარი  მოქმედებები  შეწყდა,  რადგან  მიღწეულია  შეთანხმება  დაზავების  შესახებ  და  ხიდის  აფეთქება  საჭირო  აღარ  არის.  სანამ  გაოცებული  ავსტრიელი  პასუხს  მოიფიქრებდა,  ფრანგებმა  თავისიანებს  ნიშანი  მისცეს  და  მათი  გრენადერები  ხიდზე  აიჭრნენ.  დაბნეული  ავსტრიელი  გუშაგების  განიარაღება  გრენადერებს  ისევე  არ  გასჭირვებიათ,  როგორც  ლანსა  და  მიურატს,  თავიანთი  თანმხლები  ოფიცრებით,  ავსტრიელი  გენერლისა  და  მისი  მხლებლებისა...  ასე  იოლად,  მაგრამ  ასე  სარისკო  მოქმედებით  ჩაიგდეს  ხელში  ხიდი  ფრანგებმა.
    მოულოდნელი  საჩუქრით  გახარებულმა  ნაპოლეონმა.  წამსვე დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გადაიყვანა  თავისი  ჯარი  და  ისევ  კუტუზოვს დაედევნა.  ისეთი  მდგომარეობა  შეიქმნა,  თითქოს  რუსების  ჯარს ამჯერად  ვერაფერი  იხსნიდა.  როცა  კუტუზოვმა  ვენის  ხიდის  ფრანგების  ხელში  გადასვლის  შესახებ  შეიტყო.  მიხვდა,  რომ  მისი  და  მისი არმიის  ხსნა  მხოლოდ  უსწრაფეს  უკანღახევას  შეეძლო.  კუტუზოვი ასეც  მოიქცა.  თავისი  არმიით  მან  დაუყოვნებლივ  ჩრდილოეთისკენ  გაუტია,  არიერგარდში  კი.  არმიის  უკანდახევის  დასაფარად.  ბაგრატიონის ექვსიათასიანი  რაზმი  დატოვა.  ბაგრატიონს  წინ  მიურატი  ედგა  50  ათასი  ჯარისკაცით.  ასეთ  მდგომარეობაში  ჩავარდნილი  არიერგარდი,  ჩვეულებრივ,  იღუპება.  ამისთვის  ტოვებენ  მას  და  კუტუზოვმაც  ამისთვის დატოვა  იგი  (რუსთა  მთავარსარდალი.  ამართლებდა  რა  თავის  მოქმედებას,  მეფეს  სწერდა:  „მართალია,  მე  ვხედავდი,  რომ  თავად  ბაგრატიონის  კორპუსი  უეჭველად  დაიღუპებოდა,  მაგრამ  სხვა  გამოსავალი  არ მქონდა,  ამიტომ  არმიის  გადასარჩენად,  ამ  კორპუსის  დაღუპვა  ვარჩიე“).  არიერგარდის  მეთაურად  პეტრე  ბაგრატიონი  შემთხვევით  არ აურჩევია  რუს  მთავარსარდალს.  ბაგრატიონი  სწორედ  ის  კაცი  იყო. ვინც  მოკვდებოდა  და  დროხე  ადრე  ფეხს  არ  მოიცვლიდა  ბრძოლის  ველიდან.  მაგრამ  განგებას  ბაგრატიონისათვის  თურმე  სიკვდილი  ჯერ  არ ემეტებოდა.  მან  და  მისმა  ჯარისკაცებმა  შენგრაბენთან  ბრძოლის  დროს დიდი  ვაჟკაცობა  და  თავგანწირვა  გამოიჩინეს,  ორი  დღით  შეაჩერეს მტერი  და  ამით  საკუთარი  არმია  იხსნეს.  მაგრამ  თვითონ  ბაგრატიონს და  მის  არიერგარდს,  რასაკვირველია,  მარტო  ვაჟკაცობა  ვერ  იხსნიდა, ქართველ  მეფეთა  შთამომავალს  დიდი  მოხერხებულობა  რომ  არ  გამოეჩინა.  ბაგრატიონმა  მიურატს  მაცნე  გაუგზავნა,  ვითომ,  ნაპოლეონსა  და მოკავშირეებს  შორის  დაზავება  მომხდარიყო  და  საბრძოლო  ოპერაციებიც  შეწყვეტილიყო.  საოცარია,  მაგრამ  მიურატმა  დაუჯერა  მოწინააღმდეგეს.  ბაგრატიონმა  კი  ამით  დროც  მოიგო  და  ფრანგებს  სამაგიეროც გადაუხადა  ვენის  ხიდთან  გამოჩენილი  ეშმაკობისთვის.  ყველაზე  საოცარი  მაინც  ის  იყო.  რომ  მიურატმა  კუტუზოვთან  „გადაამოწმა“  ეს  ცნობა და,  ცხადია,  მისგან  ღადებითი  პასუხი  მიიღო  (პასუხი  რუსთა  მთავარსარდლის  მიერ  გაგზავნილმა  პარლამენტიორებმა  ჩაუტანეს  მიურატს, რომელმაც  სხვა  ვერაფერი  მოიფიქრა  იმის  მეტი,  რომ  მათთან  საკუთარი  ინიციატივით  გაემართა  ხანგრძლივი  მოლაპარაკება.  რუსებმა  დრო მოიგეს,  კუტუზოვი  შორს  წავიდა,  ხოლო  როცა  ლანმა  მიურატს  მისი შეცდომის  შესახებ  ამცნო,  უკვე  გვიან  იყო).  როდესაც  ნაპოლეონმა მიურატის  დოყლაპიობის  შესახებ  შეიტყო,  მის  მრისხანებას  საზღვარი არ  ჰქონდა:  თქვენ  მე  ორი  დღე  დამაკარგინეთ,  –  სწერდა  ის  თავის  სიძეს,  –  იმის  მაგივრად,  რომ  შეუჩერებლივ  მიჰყოლოდით  მოწინააღმდეგეს,  მათთან  მოლაპარაკებები  გააბით  საკუთარი  პერსონის  წარმოჩინების  მიხნით,  მაგრამ  იცოდეთ,  იქ.  სადაც  კაცს  ხიფათი  არ  ელოდება, არც  დიდების  მოპოვება  შეიძლებაო.
    კამპანია  ჭიანურდებოდა.  ნაპოლეონი  კვლავ  უნდა  გამოდევნებოდა  რუსებს  და  დაშორებოდა  თავის  ბაზებს.  მაგრამ  ერთი  კი  იყო,  ვენის  აღებითა  და  მარჯვენა  დუნაისპირეთში  გამაგრებით  მან  კუტუზოვის ავსტრიელთა  დამხმარე  ძალებისაგან  მოწყვეტა  შეძლო.  ეს  ძალები ერცჰერცოგ  კარლისა  იყო,  რომელიც  იტალიიდან  იხევდა  დუნაისპირეთში  და  რუსებთან  შეერთებას  ვარაუდობდა.  ვენის  დაცემის  შემდეგ კი  ასეთი  შეხვედრა  აღარ  შედგებოდა.  ამის  გამო,  კუტუზოვი  იძულებული  ხდებოდა  სწრაფად  წასულიყო  ოლმიუცისაკენ  და  რუსეთის  მეორე არმიას  იქ  შეხვედროდა.  ის,  რომ  რუსები  ავსტრიელებს  შორდებოდნენ, ნაპოლეონისთვის,  რასაკვირველია,  კარგი  იყო,  მაგრამ  ის,  რომ  რუსები თავისიანებს  უახლოვდებოდნენ,  კარგი  უკვე  აღარ  იყო.  ამიტომ  იმპერატორს  საჩქაროდ  რაღაც  უნდა  ეღონა.  რაღაც  უნდა  ეღონა  მითუმეტეს იმიტომ,  რომ  პრუსიელებს  შეიძლება  შეეწყვიტათ  ორმაგი  თამაში  და საფრანგეთის  წინააღმდეგ  გამოსულიყვნენ.
    ნაპოლეონი  ატყობდა,  რომ  საქმე  უარესდებოდა.  რაც  უფრო შორს  გაჰყვებოდა  იგი  კუტუზოვს.  მით  უფრო  გაიწელებოდა  ფრანგების საკომუნიკაციო  ხაზები  მტრულ  ქვეყანაში  ღა,  ცხადია,  უფრო  მოწყვლადიც  გახდებოდა.  ამიტომ  იმპერატორს  ორიგინალური  რამ  უნდა მოეფიქრა.  ხანგრძლივი  ფიქრის  დრო  კი  არ  იყო.  ამიტომ  ბონაპარტმა ისევ  თავის  ნაცად  იარაღს  –  მოწინააღმდეგეზე  ფსიქოლოგიური  ზემოქმედების  ხერხს  –  მიმართა,  ვნახოთ,  რა  მოიმოქმედა  მან.
    კუტუზოვის  სწრაფი  უკანდახევა  მის  შტაბში  ყველას  როდი უჯდებოდა  ჭკუაში.  ასეთი,  აშკარად  გაქცევას  დამსგავსებული  უკანდახევა  ბევრს  სამარცხვინოდ  მიაჩნდა  და  მოწინააღმდეგისათვის  აქტიური წინააღმდეგობის  გაწევას  მოითხოვდა.  მით  უფრო,  რომ  სამშობლოდან დამხმარე  ძალა  მოდიოდა  და  დღე-დღეზე  შეუერთდებოდა  მათ.  არმიასთან  შესახვედრად  მოემართებოდა  რუსეთის  იმპერატორი  ალექსანდრე რომანოვიც.  ალექსანდრეს  ძმაც  ახლდა  თან,  დიდი  მთავარი  კონსტანტინე,  რომელსაც,  ესაო  და  სუვოროვს  ვახლდი  შვეიცარიის  ლაშქრობაშიო,  თავი  სამხედრო  საქმის  მცოდნედ  მიაჩნდა.  მხედართმთავრობის სურვილი  არ  ასვენებდა  თვითონ  ალექსანდრესაც.  სულ  მალე,  მათ  კიდევ  ერთი  მირონცხებული,  ვენიდან  გამოქცეული  იმპერატორი  ფრანციც  შეუერთდა.  რომანოვებისგან  განსხვავებით,  ავსტრიის  იმპერატორს მხედართმთავრული  მისწრაფებები  არ  ჰქონდა  და  თავის  შესაძლებლობებს  ამ  საქმეში  რეალურად,  ე.ი.  მინიმალურად,  აფასებდა. მოკავშირეთა  მთავარ  ბანაკში  ორი  იმპერატორის  და  მათი  მრავალრიცხოვანი  ამალის  გამოჩენამ  კუტუზოვის  მოწინააღმდეგე  დაჯგუფებას  ფრთები  შეასხა.  ზურგიდან  ჩამოსული  ხალხი  ვეტერანებზე  უფრო  აქტიურად  იყო  განწყობილი  და  ბუონაპარტესთან  დაუყოვნებელი შებმისკენ  მოუწოდებდა  მთავარსარდალს.  დროული  გენერალი  კი ფრთხილობდა  და  ახლა  ერცჰერცოგ  კარლის  შენაერთების  მოსვლაზე ლაპარაკობდა.  მოკლედ,  მოკაგშირეთა  სარდლობაში  სერიოზულმა  განხეთქილებამ  იჩინა  თავი.
    მოწინააღმდეგის  რიგებში  წარმოქმნილი  უთანხმოების  შესახებ ნაპოლეონმაც  შეიტყო  (ასეთი  ამბებისთვის  საჭირო  ხალხი  არასოდეს აკლდა  მას).  ეშმაკმა  კორსიკელმა  დაუყოვნებლივ  სცადა  სწორედ  ამ უთანხმოებაზე  ეთამაშა.  მოკავშირეების  შეცღომაში  შეყვანის  მიზნით, მან  რამდენიმეაქტიანი  სპექტაკლის  გათამაშება  გადაწყვიტა.  ამავე დროს,  მთავარმა  რეჟისორმა  წამყვანი  მსახიობის  როლიც  „შეითავსა“. სცენარი  ასეთი  გახლდათ.  მოკავშირეთა.  შეცდომაში  შეყვანის  მიზნით საჭირო  იყო  მათს  სარდლობას  ხელთ  ჩავარდნოდა  ცნობები  ფრანგების არმიაში  შექმნილი  „სიძნელეების“  შესახებ;  იმის  შესახებ,  რომ  ფრანგი ჯარისკაცები  დაიღალნენ,  დიდი  დანაკარგი  მოუვიდათ,  რომ  ნაპოლეონი იძულებული  გახდა  დაეფანტა  თაგისი  ძალები,  და  რომ  ახლა,  როცა  მოკავშირეებს  შევსება  მოუვიდათ,  იგი  რიცხობრივად  მნიშვნელოვნად  ჩამორჩებოდა  მათ.  ამ  ჩანაფიქრის  განხორციელების  გზაზე  პირველი,  რაც იმპერატორმა  გააკეთა,  იყო  თავისი  არმიის  წინსვლის  მოულოდნელი შეჩერება:  ფრანგებმა  უეცრად  შეწყვიტეს  მოწინააღმდეგის  დევნა  და ბრიუნის  მიდამოებში  დაბანაკდნენ.  შეჩერდნენ  გაოცებული  მოკავშირეებიც.  ფრანგებთან  დაუყოვნებლივი  შეტაკების  მომხრეებმა  ყურები  ცქვიტეს!  პაუზა  რამდენიმე  დღეს  გაგრძელდა.  ამასობაში  რუსებს  ახალი მაშველი  ძალა  მოუვიდათ  –  გვარდია  და  სხვა  არმიული  ნაწილები. ახალმა  ძალებმა  ახალი  სული  შთაბერეს  ნაპოლეონთან  გადამწყვეტი შერკინების  აქტიურ  მომხრეებს.  რათა  მაქსიმალურად  „განემტკიცებინა“  მათი  პოზიცია,  ნაპოლეონმა  ზოგიერთი  თავისი  ნაწილი  უკან  გააბრუნა,  ვითომდა  დარღვეული  საკომუნიკაციო  ხაზების  აღსადგენად. ფრანგთა  ჯარის  ასეთი  დასუსტების  შესახებ,  ცხადია,  მაშინვე  „შეიტყვეს“  მოკავშირეთა  შტაბში  (არც  ამისთვის  აკლდა  ხალხი  ნაპოლეონს). ფრანგთა  იმპერატორი  არც  ამ  ნაბიჯით  დაკმაყოფილდა  და  რუსების ბანაკში  თავისი  წარმომადგენელი  გენერალი  სავარი  გააგზავნა  მეფე ალექსანღრესთან  შესახვედრად.  შეხვედრის  მიზანი  არ  იმალებოდა: ნაპოლეონი  დაზავებას  სთხოვდა  მოკავშირეებს.მოკავშირეთა  ბანაკში  აურზაური  ატყდა:  ბუონაპარტეს  მოულოდნელი  წინადადება  აშკარად  მის  სისუსტეზე  მეტყველებდა  და.  გადამწყვეტი  შებრძოლების  მომხრეებს  „ხმაურის  ატეხვისთვის“  სტიმულს  აძლევდა.
    მოკლე  ხანში  გენერალი  სავარი  ოლმიუცში  ჩავიდა  და  იმპერატორ  ალექსანდრეს  წარუდგა.  გენერალს,  გარდა  დაზავების  წინაღადებისა,  ნაპოლეონისაგან  დავალებული  ჰქონდა  როგორმე  მისი  და  ალექსანდრეს  შეხვედრის  ორგანიზებაც.  ალექსანდრემ  სავარი  მეტად  თავაზიანად  მიიღო  და  არც  მისდამი  და  არც  ნაპოლეონისადმი  ქათინაურები არ  დაიშურა.  მაგრამ...  ვითომდა  ძალზედ  შეწუხებულმა  რომანოვმა  სავარის  ორივე  თხოვნაზე  ზრდილობიანი  უარი  უთხრა.  მაშინ  სავარიმ  თავისი  იმპერატორის  კიდევ  ერთი  დავალება  „გაიხსენა“  და  ალექსანდრეს სთხოვა  თავისი  წარმომადგენელი  მაინც  გაეგზავნა  ფრანგთა  იმპერატორთან  მოსალაპარაკებლად.  ამ  თხოვნის  უარყოფა,  ცხადია,  ძნელი იყო  და  ალექსანდრეც  დასთანხმდა  მასზე.  მით  უფრო,  რომ  მის  წარმომადგენელს  საშუალება  ეძლეოდა  საკუთარი  თვალით  ეხილა,  თუ  რა ხდებოდა  იმ  დროს  მოწინააღმდეგის  ბანაკში.
    ნაპოლეონთან  მოსალაპარაკებლად  ალექსანდრემ  ფრანგებთან გადამწყვეტი  ბრძოლის  გამართვის  თავგამოდებული  მომხრე,  გენერალ-ადიუტანტი  თავადი  პეტრე  დოლგორუკოვი  გააგზავნა. ალექსანდრე  I-ისა  და  პეტერბურგელი  ლამაზმანების  ფავორიტი 28  წლის  პეტია  დოლგორუკოვი  „ბუონაპარტესთან“  შესახვედრად  სიხარულით  გაემართა.  ხუმრობა  ხომ  არ  იყო,  ახალგაზრდა  თავადს  შესაძლებლობა  უჩნდებოდა  ისტორიაში  შესულიყო  და  დღემდე  უძლეველი,  მაგრამ  იმჟამად  გვარიანად  „დასუსტებული“  მხედართმთავრისთვის მკაცრი  ულტიმატუმი  წაეყენებინა.
    დოლგორუკოვი  ასეც  მოიქცა.  ნაპოლეონი  მერე  დიდხანს  იცინოდა  რუსი  თავადიშვილის  საქციელზე:  „ის  ისე  მელაპარაკებოდა,  როგორც  რუსთ  ხელმწიფე  საციმბიროდ  გამზადებულ  შერისხულ  ბოიარსო“.  ამ  შეხვედრამ  მნიშვნელოვანი  როლი  ითამაშა  მოვლენათა  შემდგომ  მსვლელობაზე  და  ამიტომ  ჩვენც  მეტი  ყურადღება  დავუთმოთ  მას. როდესაც  პეტრე  დოლგორუკოვი  ფრანგთა  არმიის  ავანპოსტებს მიუახლოვდა,  მან  თვალებს  არ  დაუჯერა:  მის  შესახვედრად,  ასე  შორს, ფრონტის  წინა  ხაზზე...  იმპერატორი  ნაპოლეონი  გამოსულიყო!  დიახ, ფრანგთა  ძლევამოსილი  ხელისუფალი  ყველა  წესისა  და  ყველა  რიგის დარღვევით  მოწინააღმდეგის  დესპანის  შესახვედრად  მოსულიყო  და მოთმინებით  ელოდა,  როდის  ინებებდა  იგი  მოლაპარაკების  დაწყებას!
    ნაპოლეონი  გულთბილად  შეხვდა  რუსი  ხელმწიფის  ემისარს  და ყოველგვარი  ეჭვების  გასაფანტავად  მაშინვე  უთხრა:  ისე  გულით მსურს  ომის  შეწყვეტა  და  სამშვიდობო  მოლაპარაკების დაწყება,  რომ დროის  დაკარგვა  დანაშაულად  მიმაჩნია  და  აღარ  მინდა  მისი  გაჭიანურებაო.  პეტრე  დოლგორუკოვს  კინაღამ  გაეცინა.  ის  კარგად  „ხვდებოდა“,  რატომ  აეშალა  სამშვიდობო  საღერღელი  ბუონაპარტეს  და  რამ  აიძულა  იგი  ომის  შეწყვეტაზე  ელაპარაკნა.  კარგი  დასაწყისია!  იფიქრა მეფის  დესპანმა  და  კიდევ  უფრო  განიმსჭვალა  მოკავშირეთა  პოზიციის ღირსეულად  წარმოჩენის  სურვილით.
    დოლგორუკოვს  თავისი  ხელმწიფისგან  დავალებული  ჰქონდა შეემოწმებინა  ნაპოლეონის  ჭეშმარიტი  მდგომარეობა  და  შეძლებისდაგგვარად  გამოერკვია.  მართლა  ასე  გაჭირვებულ  მდგომარეობაში  იყო  იგი ჩავარდნილი,  თუ  მორიგ  თვალთმაქცობას  ეწეოდა?  ამ  ამოცანის  შესრულებას  დოლგორუკოვი პირდაპირ,  ყოველგვარი  მიკიბ-მოკიბვის  გარეშე შეუდგა.  ჯერ  მან  აგდებულად  გაიმეორა  ალექსანდრეს  უარი  დაუყოვნებლივ  დაზავების  თაობაზე,  ხოლო  შემდეგ,  როცა  ნაპოლეონმა  დაჟინებით  მოითხოვა  თავისი  წინადადების  განხილვა,  კიდევ  უფრო  აგდებული და  შედიდური  ტონით  დაზავების  პირობად  საფრანგეთის  ძველ  საზღვრებში  დაბრუნება  წამოაყენა.  ჯერჯერობით  ყველაფერი  ისე  მიდიოდა, როგორც  ნაპოლეონმა  მოიფიქრა.  დოლგორუკოვი  მიუღებელ  წინადადებებს  აყენებდა,  ფრანგთა  ამაყი  იმპერატორი  კი  გულის  მოსვლის  ნაცვლად  დაყვავებითა  და  თხოვნის  შემცველი  სიტყვებით  ცდილობდა  საუბარი  კიდევ  დაუყოვნებლივ  და'ხავებისკენ  მიემართა.  მაგრამ,  ბუონაპარტეს  „არაფერი  გამოუდიოდა“.  მოწინააღმდეგის  სისუსტეში  დარწმუნებული  რუსი  თავადი  განაგრძობდა  ულტიმატუმის  ენით  ლაპარაკს.  ნაპოლეონმა  მიზანს  მიაღწია.  მან  მშვენივრად  გაიაზრა.  თუ  რა  ინფორმაციას  ჩაუტანდა  რუსთ  ხელმწიფეს  მისი  დესპანი.  ამიტომ,  თამაში  (ყოველ  შემთხვევაში  თამაშის  ეს  ეტაპი)  დამთავრებულად  ჩათვალა  და  თუ ევგენი  ტარლეს  მოხდენილ  გამოთქმას  მოვიშველიებთ.  სამართლიანად გაითვალისწინა,  რომ  ,ყველაფერს  ამ  ქვეყნად  თავისი  ზღვარი  აქვს  და მათ  შორის  თავად  დოლგორუკოვის  სიბრიყვესაც“.  ამიტომ,  კორსიკელმა  თამაშში  აღარ  გადააჭარბა  და  მოკავშირეთა  ულტიმატუმი  უარყო.
    ეს  ასე  მოხდა.  როცა  საუბრის  დასასრულს  დოლგორუკოვმა უკანასკნელად  გაიმეორა  თაგისი  მოთხოვნები  იტალიიდან,  რაინისპირეთიდან  და  ბელგიიდან  ფრანგების  წასვლის  თაობაზე.  „შეწუხებულმა“ ნაპოლეონმა  წამოიძახა:  როგორ,  ნუოუ  ბრიუსელიც  უნდა  დავტოვო? აუცილებლად,  უპასუხა  რუსმა  გენერალმა.  კი  მაგრამ,  ჩვენ  ხომ  ახლა მორავიაში  ვართ.  ხოლო  ბრიუსელის  მოთხოვნა  მაშინ  შეგეძლებოდათ. თქვენი  ჯარი  მონმარტრზე  რომ  იდგეს!  ჩუმად.  და  რაღაც  საწყლად წარმოთქვა  ნაპოლეოსმა,  შემდეგ  წამოდგა,  ხელები  გაშალა,  „რა  გაეწყობაო“  და...  ვიზიტიც  დამთავრდა.  მხარეები  გვერ  შეთანხმდნენ.  შეხვედრიდან  არაფერი  გამოვიდა.  სინამდვილეში  კი  ნაპოლეონისათვის სწორედ  რომ  ყველაფერი  გამოვიდა.  მან  მთავარს  მიაღწია,  მოწინააღმდეგე  დაარწმუნა  იმაში,  რომ  ფრანგებს  საკმარისი  ძალები  აღარა ჰყავთ  და  ამიტომ,  მას,  ნაპოლეონს,  გენერალური  ბრძოლის  გამართვისა ეშინია  (აქ  უნდა  აღინიშნოს  ისიც,  რომ  უკანასკნელ  დღეებში  ნაპოლეონმა,  ერთი-ორი  უმნიშვნელო  შეტაკების  დროს,  თავის  ნაწილებს უბრძანა  განზრახ  უკან  დაეხიათ,  რათა  მტერს  ფრანგთა  სისუსტეზე  კიდევ  უფრო  „ნათელი“  წარმოდგენა  შექმნოდა).
    პეტრე  დოლგორუკოვი  ბრიუნიდან  ოლმიუცში  კი  არ  მიდიოდა, მიფრინაგდა.  მას  ისეთი  სასიხარულო  ამბავი  უნდა  ჩაეტანა  თავისი ხელმწიფისათვის,  რომ  წუთით  დაგვიანებაც  დანაშაულად  მიაჩნდა.  ჩასვლისთანავე  იგი  ალექსანდრეს  ეახლა  და  ყველაფერი  დაწვრილებით უამბო.  გახარებულმა  მეფემ  აღარ  დააყოვნა  და  თავისი  ემისრის  მონაყოლი  მაშინვე  იმპერატორ  ფრანცს  გაანდო.  ბუონაპარტე  ხაფანგშია! ფრანგთა  წინამძღოლს  ბრძოლის  ეშინია,  ამიტომ  დაყოვნება  დაუშვებელია,  მოკავშირენი  რაც  შეიძლება  სწრაფად  უნდა  შეებრძოლონ  მას! დაასკვნეს  პარტნიორებმა.
    უავგუსტოესმა  მონარქებმა  სახელდახელოდ  შეკრიბეს  სამხედრო  საბჭო  და  ორივე  არმიის  სარდლებს  შექმნილი  ვითარება  გააცნეს. რუსი  და  ავსტრიელი  გენერლები  აღტაცებაში  მოვიდნენ.  ოღონდაც! მათ,  როგორც  იქნა,  ხაფანგში  მოამწყვდიეს  მრისხანე  მოწინააღმდეგე და  ახლა  მისი  მწარედ  დასჯის  მომენტი  დაუდგათ. ერთადერთი,  ვინც  მომავალი  შეტაკების  წინააღმდეგ  გაილაშქრა,  მთავარსარდალი  კუტუზოვი  იყო.  სამართლიანობა  მოითხოვს  აღინიშნოს,  რომ  კუტუზოვმა  ეჭვი  შეიტანა  მოწინააღმდეგის  სისუსტეში და  არც  ნაპოლეონის  შეშინებისა  დაიჯერა.  იგი  ომის  გახანგრძლივებას,  უკანდახევას,  მტრის  ღრმად  შეტყუებას  და  დამატებითი  ძალების მოსვლამდე  მოცდას  მოითხოვდა.  მაგრამ  ალექსანდრემ  ყურიც  არ ათხოვა  დროული  გენერლის  რჩევას.  აქამდე  იგი,  ასე  თუ  ისე,  რაღაც ანგარიშს  მაინც  უწევდა  მთავარსარდლის  აზრს,  ახლა  კი,  დოლგორუკოვის  მიერ  მოტანილი  „უტყუარი“  ცნობების  მიღების  შემდეგ,  მთლად შეუვალი  გახდა.  ის  კი  არა,  მან  ცოტათი  დატუქსა  კიდეც  ზედმეტი სიფრთხილისა  და,  პასიურობისათვის.  აქტიურები  სხვები  და  ბევრი ჰყავდა  ალექსანდრე  რომანოვს.  გამბედავთა  ამ  დიდ  გუნდს  მისი  ძმა  დდი  მთავარი  კონსტანტინე  მეთაურობდა,  რომელიც  თვლიდა,  რომ  უკანდახევა  მაშინ,  როცა  მოწინააღმდეგეზე  მეტი  ძალები  გყავს  და  ეს  მოწინააღმდეგე  დემორალიზებული  და  შეშინებულიც  კია  –  სამარცხვინოა. იგივე  აზრს  იზიარებდა  იმპერატორი  ფრანცი  და  მისი  გენერალიტეტი –  ავსტრიელებს  რაში  აწყობდათ  მათ  მიწა-წყალზე  მოწინააღმდეგის თარეშის  გახანგრძლივება?
კუტუზოვს  მეტი  აღარაფერი  უთქვამს,  როგორც  დამჯერე ქვეშევრდომს  შეეფერება,  იგი  აღარ  შეწინააღმდეგებია  თავის  ხელმწიფეს  და  აღარც  ბრძოლის  გეგმის  შედგენაში  მიუღია  მონაწილეობა. ბრძოლის  გეგმის  შედგენა  კი  მოკავშირეთა  არმიის  შტაბის  უფროსს  ავსტრიელ  გენერალ  ვეიროტერს  დაევალა.  ვეიროტერი  ფელდმარშალ  ლასის  კორდონული  სისტემის  მიმდევარი  იყო  და  გეოგრაფიულ  პუნქტებს  მეტ  მნიშვნელობას  ანიჭებდა,  ვიდრე  მოწინააღმდეგის არმიას.  მის  მიერ  შედგენილი გეგმა  ძალიან  ვრცელი,  რთული  და,  აქედან  გამომდინარე,  ძნელად  შესასრულებელი  იყო.  ამ გეგმას  ქვემოთ  კიდევ  მივუბრუნდებით,  აქ  კი  აღვნიშნავთ,  რომ  მოკავშირეებმა,  რომელთაც  სწორი წარმოდგენა  არ  ჰქონდათ  არც  ნაპოლეონის  არმიის  ჭეშმარიტ  რაოდენობაზე  და  არც  მის  რეალურ განლაგებაზე,  მოწინააღმდეგისკენ  მოძრაობა  27  ნოემბერს  დაიწყეს.  ჯარს,  რომელიც  6  კოლონით მოძრაობდა,  მკაცრი  მითითება  მიეცა  ფეხაწყობით  ევლო  და  ზუსტად დაეცვა  დისტანცია  კოლონებსა  და,  საერთოდ,  შენაერთებს  შორის.  ნეტავ,  რა  მნიშვნელობა  ჰქონდა  წვიმებისაგან  ატალახებულ  შარაგზებზე მწყობრი  ნაბიჯით  ივლიდნენ  რუსი  და  ავსტრიელი  ჯარისკაცები,  თუ ხანდახან  მაინც  აურევდნენ  ფეხს?  მნიშვნელობა  იმას  ექნებოდა,  თუ  მოკავშირეები  სწრაფად  გაივლიდნენ  არცთუ  შორ  მანძილს  ოლმიუციდან ფრანგთა  პოზიციებამდე  და  ოთხ  დღეს  არ  დაკარგავდნენ  გზაში.  ასეა თუ  ისე,  რუსებისა  და  ავსტრიელების  გაერთიანებულმა  არმიამ  მხოლოდ  პირველი  დეკემბრის  საღამოსთვის  მიაღწია  აუსტერლიცის  მიდამოებს  და  ფრანგების  პოზიციებიდან  სულ  რაღაც  ოთხიოდე  კილომეტრში  დაიდო  ბინა.
    მოკავშირეთა  სარდლობა,  რომელიც  დარწმუნებული  იყო  ნაპოლეონის  არმიის  სისუსტეში,  აქტიური  საბრძოლო  ოპერაციების  წარმოებას  აპირებდა.  ვეიროტერის  გეგმის  მიხედვით,  რუსებისა  და  ავსტრიელების  გაერთიანებული  არმია  სადემონსტრაციო  შეტევას  დაიწყებდა ცენტრში  –  აუსტერლიც-პრაცეს  მიდამოებში,  სადაც  შეტევას  ფრონტალური  ხასიათი  ექნებოდა  (მომავალი  შეტაკების  ეს  ადგილი  ძირითადად  ოღროჩოღრო  დაბლობს  წარმოადგენდა,  რომლის  შუაში  პრაცეს შემაღლება  –  ბოჰემია-მორავიის  ქედის  განშტოების  დაბოლოება  იყო აღმართული).
    მაგრამ  ცენტრში  შეტევა  არ  იყო  მოკავშირეთა  სარდლობის მთავარი  მიზანი.  მთავარი  მოწინააღმდეგის  მარჯვენა  ფლანგის  ღრმად გარშემოვლა და  მის  ზურგში  გასვლა  იყო,  რაც.  ერთის მხრივ.  აიძულებდა  ნაპოლეონს  გადაბრუნებული  ფრონტით  ებრძოლა, ხოლო,  მეორეს  მხრივ,  სრულიად  მოწყვეტდა  მას  დუნაისა  და  ვენისაგან,  ე.ი.  მისი  მთავარი  დასაყრდენი  პუნქტებიდან.  გეგმის  განხორციელების  შემთხვევაში  დამარცხებული  ფრანგების  არმია  იძულებული  გახდებოდა  ბოჰემიის  მთებისკენ  წასულიყო,  რადგან  იტალიიდან  წამოსული  ერცჰერცოგი  კარლი  ცოტა  ხანში  სამხრეთიდან  მიადგებოდა  საომარ  ასპარეზს,  ხოლო  იმ  დროისათვის  ომში  ახლად  ჩაბმული  პრუსია თავისი  ჯარით  ჩრდილოეთისკენ  გასასვლელს  ჩაუკეტავდა  მას.  განმეორდებოდა  იგივე.  რაც  ულმთან  მოხდა.  მხოლოდ  იმ  განსხვავებით,  რომ ახლა  მაკი  კი  არ  დანებდებოდა  ფრანგებს,  არამედ  ნაპოლეონი  ჩაბარდებოდა  მოკავშირეებს.
    ქაღალდზე  ეს  გეგმა  შესანიშნავი  იყო.  ვეიროტერს  მასში  ყველაფერი  გაეთვალისწინებინა  –  როდის,  როგორი  რიგითა  და  როგორი ინტერვალებით  დაიწყებდნენ  კოლონები  მოძრაობას,  რომელ  გეოგრაფიულ  პუნქტებს  დაიკავებდნენ  შეტევისას  მოკავშირეთა  შენაერთები  და რა  თანამიმდევრობით  შეასრულებდნენ  ამას.  ჯარის  რა  რაოდენობა  ეყოლებოდათ  კოლონებში  და  ასე  შემდეგ  და  ასე  ამგვარად.  მოკლედ,  ამ გეგმაში  ყველაფერი  იყო  გათვალისწინებული  და  გათვლილი  ერთი „მცირე“  გამონაკლისის  გარდა:  რას  მოიმოქმედებდა  მოწინააღმდეგე  და როგორ  უპასუხებდა  იგი  მოკავშირეთა  მოქმედებას...
    გეგმა,  რომელიც  ვეიროტერმა  შეადგინა  და  რუსებისა.  და ავსტრიელების  უმაღლესმა  სარდლობამ  დაამტკიცა,  მოკავშირეთა  დიდ ოპტიმიზმზე  მეტყველებდა.  რაზე  იყო  დამყარებული  ეს  ოპტიმიზმი? უპირველესად  ყოვლისა  საკუთარ  რიცხობრივ  უპირატესობაზე,  შემდეგ, ფრანგთა  ჯარის  იმჟამინდელ  სისუსტესა  და,  ბოლოს,  მისი  მთავარსარდლის  უჩვეულო  ორჭოფობასა  და  დაბნეულობაზე.  თუ  როგორ  შეესაბამებოდა  სინამდვილეს  მოკავშირეთა  ეს  ვარაუდი  თუ  რწმენა,  ზემოთ  დავინახეთ.  ერთადერთი.  რაც  ჭეშმარიტებას  წარმოადგენდა,  ეს  მოკავშირეთა  რიცხობრივი  უპირატესობა  იყო,  ფრანგები,  მართლაც,  15-20  ათასი  ჯარისკაცით  ჩამორჩებოდნენ  იმ  დროს  რუსებსა  და  ავსტრიელებს. მაგრამ,  სამაგიეროდ,  ისინი  საბრძოლო  გაწვრთნითა  და  გამოცდილებით აღემატებოდნენ  მათ.  რაც  შეეხებოდა  ჯარების  ხელმძღვანელობას,  აქ, როგორც  იტყვიან,  შესადარებელიც  არაფერი  იყო,  იმდენად  მაღლა  იდგა  ფრანგული  მხარე.  ასე  რომ.  მოკავშირეთა  ოპტიმიზმს,  რბილად  რომ ითქვას,  საფუძველი  არცთუ  ისე  მყარი  ჰქონდა...
    მოკავშირეთა  ეს  შეცდომები,  რასაკვირველია,  ფრანგების  წისქვილზე  ასხამდა  წყალს  და  ამიტომ,  თუ  რუსეთისა  და  ავსტრიის  იმპერატორები  და  მათი  შტაბები  ასე  აპირებდნენ  საკუთარი  არმიის  დაღუპვას,  ნაპოლეონი  უკანასკნელი  იქნებოდა,  ვინც  ხელს  შეუშლიდა  მათ  ამ საქმეში.  სწორედ  პირიქით  –  ნაპოლეონი  ის  კაცი  იყო,  რომელმაც  თავად  მოაწყო  საქმე  იმგვარად.  რომ  მოწინააღმდეგემ  დროზე  ადრე  დაიწყო  საბრძოლო  მოქმედება,  დაიწყო  არა  იქ,  სადაც  უკეთესი  იყო  მისთვის  და  ბრძოლის  ისეთი  გეგმა  აირჩია,  რომელიც  კარგს  არაფერს უქადდა  მას.  მაგრამ  ნაპოლეონს  ეს  უკვე  აღარ  ადარდებდა:  საქმის მნიშვნელოვანი  ნაწილი  გაკეთებული  იყო  –  მოწინააღმდეგე  მას  ანკესზე  ჰყავდა  წამოგებული  და  ახლა  მთავარი  იყო  მომაკვდინებელი  დარტყმა  მიეყენებინა  მისთვის.
    ბრძოლის  წინა  კვირა  ნაპოლეონმა  ველზე  გაატარა.  მან  ხან ცხენით,  ხან  კი  ფეხით  სრულად  შემოიარა  მომავალი  შერკინების  მიდამოები.  იმპერატორს  არ  დაუტოვებია  არც  ერთი  გორაკი,  მასზედ  რომ არ  ასულიყო  და.  არც  ერთი  ღარტაფი,  მასში  რომ  არ: ჩასულიყო! ნოემბრის  ნისლიანი  და  წვიმიანი  ამინდის  მიუხედავად  კორსიკელი  არც თავს  ზოგავდა  და  არც  თავის  შტაბს  (ბრძოლის  მეორე  დღეს  იგი  ძმას. ჟოზეფს,  სწერდა:  „თუმცა  ბოლო  რვა  დღე  ღია  ცისქვეშ  გავატარე, თავს  კარგად  გგრძნობ  და  ავად  არ  გავმხდარვარ.  საწოლში  კი  მარტო წუხელ  ჩავწექი  –  ბარონ  კოუნიცის  მშვენიერ  „სასახლეში აუსტერლიცის  მახლობლად“).  სწორედ  ამ  რვადღიანი  შეუსვენებელი დაკვირვების  შედეგად  შეიმუშავა  მან  გადამწყვეტი  ბრძოლის  ის განთქმული  გეგმა,  რომელმაც  ასეთი  დიდებით  შემოსა  იგი  და  ასეთი უბედურება  მოუტანა  მოკავშირეთა  არმიას.
    ეს  გეგმა  მარტივი,  მაგრამ  ძალიან  გაბედული  იყო  და  მოწინააღმდეგის  სარდლობის  ფსიქოლოგიურ  განწყობაზე  იყო  დაფუძნებული. როგორც  გვახსოვს,  გადამწყვეტ  ბრძოლაზე  მოკავშირეთა  გამოწვევის მიზნით  ნაპოლეონმა  განზრახ  დაასუსტა  თავისი  არმია:  ზოგიერთი კორპუსის  მოძრაობა  მოსალოდნელი  ბრძოლის  ველისკენ  მან  ხელოვნურად  შეანელა,  ზოგიერთი  ნაწილი  კი,  უბრალოდ,  უკან  გააბრუნა.  ასე რომ  ნოემბრის  ბოლოსათვის  მას  ხელთ  მხოლოდ  50  ათასი  ჯარისკაცი დარჩა,  მაშინ,  როცა  მოწინააღმდეგეს  სულ  ცოტა  90  ათასი  ჰყავდა.  ეს დიდი  სხვაობა  იყო,  იმდენად  დიდი,  რომ  საფრთხეს  უქმნიდა  ნაპოლეონისავე  მიერ  ჩაფიქრებულ  გეგმას.  ამიტომ,  პირველ  დეკემბერს,  მან სპეციალურად  უკან  დახია  თავისი  ჯარი,  დატოვა  პოზიციის  ყველაზე ძლიერი  პუნქტი  –  პრაცეს  შემაღლება  და  მდინარეების  –  გოლდბახისა და  ბოზენიცას  გაყოლებაზე  გამაგრდა.  იმპერატორმა  ეს  იმიტომ  გააკეთა,  რომ  მოწინააღმდეგეს  ბრძოლის  დაწყება  პირველ  დეკემბერს  ვერ მოესწრო.  ორში  კი  ბრძოლის  ველზე  გამოცხადდებოდნენ  დავუსა  და ბერნადოტის  კორპუსები  რომელთა  მოსვლით  ნაპოლეონის  ჯარი 70  ათას  ჯარისკაცამდე  გაიზრდებოდა.  მაგრამ  მარტო  ამ  მიზნით  არ დაუტოვებია  ეშმაკ  კორსიკელს  პრაცეს  სიმაღლეები.  მან  ივარაუდა, რომ  მოწინააღმდეგე  ხელიდან  არ  გაუშვებდა  ასეთ  ხელსაყრელ  შესაძლებლობას  და  თვითონ  დაიკავებდა  ამ  უნმიშვნელოვანეს  პუნქტს.  მაგრამ  პრაცეს  სიმაღლეებს  ფასი  თავდაცვითი ბრძოლის  დროს  ექნებოდა, მოკავშირეები  კი  შეტევას.  აპირებდნენ.  ასე  რომ,  მათ  ძალაუნებურად მაინც  მოუწევდათ  ამ  შემაღლების  დატოვება...  ნაპოლეონმა  ძირითადი ძალები  უპირატესად  ასპარეზის  ჩრდილოეთ  ნაწილში,  თავის  მარცხენა ფლანგზე”  და  ცენტრში  განალაგა,  ხოლო  მარჯვენა  ფლანგი  განზრახ ნაკლებად  დაცული  დატოვა  და  იქ  მხოლოდ  ერთი  დივიზია  დააყენა.  თანაც,  ეს  პოზიცია,  სოფლებს  –  სოკოლნიცსა  და  ტელნიცს  –  შორის, გენერალ  ლეგრანის  დივიზიამ  ღამით,  უშუალოდ  ბრძოლის  დაწყების წინ  დაიკავა.  ამ  დივიზიის  უკან,  რამდენიმე  კილომეტრში  განლაგდა დავუს  მთელი  კორპუსი,  რომელიც  გარკვეულ  დრომდე  ბრძოლის  ველზე  არ  უნდა  გამოჩენილიყო.
    მოკავშირეთა  დაზვერვამ,  რომელმაც  ვეღარ  მოასწრო  ლეგრანის  დივიზიის  გადაადგილების  დაფიქსირება  (რომ  აღარაფერი  ვთქვათ დავუს  კორპუსზე),  თავის  სარდლობას  მოახსენა:  ფრანგების  მარჯვენა ფლანგი  სრულიად  დაუცველია  და  იქ  მათი  ჯარი  არ  იმყოფებაო,  მოკავშირეებს,  რომელთაც,  როგორც  აღვნიშნეთ,  ნაპოლეონის  ჯარის  რაოდენობა  იმ  დროს  40  ათასის  ფარგლებში  წარმოედგინათ,  ეს  არც  გაჰკვირვებიათ.  ისინი  ხომ  ისედაც  დარწმუნებულნი,  იყვნენ;  რომ  ფრანგ იმპერატორს  ძალები  არ  ჰყოფნიდა  მთელი  ფრონტის  გასამაგრებლად. დაზვერვის  მონაცემებმა  კი  დაადასტურეს  ის,  რაც  ადრე  მოკავშირეთა შტაბში  დაასკვნეს:  რომ  სრულიად  სწორია  გეიროტერის  წინადადება, რომლის  მიხედვითაც,  რუსეთ-ავსტრიის  ჯარის  მთავარ  კოლონას  სამხრეთიდან,  ტელნიც-სოკოლნიცის  მხრიდან  უნდა  შემოევლო  ფრანგთა პოზიციისათვის  და  მის  ზურგში  გასულიყო.  ნაპოლეონსაც  ეს  უნდოდა. მან  გასაოცარი  სიზუსტით  ამოიცნო  მოწინააღმდეგის  სარდლობის  ჩანაფიქრი  და  საშინელი  სიურპრიზი  მოუმზადა  მას.  იმისათვის,  რომ  ძირითადი  გარსშემომვლელი  კოლონა  გაეძლიერებინათ.  მოკავშირეებს  მოუწევდათ  პრაცეს  შემაღლების  დატოვება  და  ვაკეში,  მდინარე  გოლდბახის  ველზე  ჩასვლა.  აი,  ამის  შემდეგ  (და  არც  ერთი  წუთით  ადრე  ან გვიან)  პრაცეს  შემაღლებას  ფრანგები  დაიკავებდნენ  და  როცა  მოკავშირეთა  გარსშემომვლელი  შენაერთები  კარგა  ღრმად  წაიწევდნენ  სამხრეთ-დასავლეთის  მიმართულებით.  სწორედ  იქედან  დაარტყამდნენ  მათ ფლანგში.  მერე  რა  მოხდებოდა.  ამის  წარმოდგენა  ძნელი  არ  უნდა  ყოფილიყო.  ამას  ქვემოთ  ჩვენც  დავინახავთ.
    ფრონტის  სხვა  უბნებზე  ფრანგებს  გარკვეულ  დრომდე  აქტიური  დაცვა  უნდა  ეწარმოებინათ.  შემდეგ  კი,  როცა  მარჯვენა  ფლანგზე მოწინააღმდეგე  საკმარისად  ღრმად  „შეტოპავდა“,  ისინი  კონტრიერიშზე  გადავიდოდნენ  და  იმპერატორის  მიერ  დასახულ  ამოცანას  შეასრულებდნენ  (ამ  ამოცანაში  მთავარი  ის  იყო,  რომ  ფრანგებს  მოკავშირეთა ძალები  რაც  შეიძლება  დიდხანს  უნდა  შეეკავებინათ  ცენტრში  და  მარცხენა  ფლანგზე,  რათა  ამით  ბუკსგევდენის  დაჯგუფება  მთლიანად  მოეწყვიტათ  თავისი  არმიის  დანარჩენი  შენაერთებისაგან).
    დაპირისპირებული  არმიები  ბრძოლის  წინ  ასე  იყვნენ  განლაგებულნი:  მოკავშირეთა  მარჯვენა  ფლანგზე  ბაგრატიონისა  და  ლიხტენშტეინის  შენაერთები  იდგნენ.  ცენტრს  შეადგენდა  კოლოვრატის  კოლონა  და  დიდი  მთავრის  კონსტანტინე  რომანოვის  რეზერვი.  მარცხენა ფლანგს,  რომელსაც  ბუკსგევდენი  მეთაურობდა  და  მთავარი  ძალა  იყო მოკავშირეთა  არმიაში,  პრჟიბიშევსკის,  ლანჟერონის,  დოხტუროვისა და  კინმაიერის  კოლონები  შეადგენდნენ.
ფრანგების  უკიდურესად  მარცხენა  ფლანგზე  ლანისა  და  მიურატის  კორპუსები  იდგნენ,  ცენტრში  სულტისა,  რომელსაც  ზურგს  ბერნადოტი  უმაგრებდა.  იქვე  იყო  გვარდია  და  უდინოს  კორპუსი,  რომლებიც რეზერვს  წარმოადგენდნენ.  მარჯვენა  ფლანგი  კი,  როგორც  ვნახეთ,  ერთობ  სუსტად  იყო  დაცული  და  მხოლოდ  ლეგრანის  დივიზიით  იყო  წარმოდგენილი.  მაგრამ  ამ  დივიზიას  უკან,  სულ  რამდენიმე  კილომეტრში, დავუს  კორპუსი  ედგა,  რომელიც  საჭირო  მომენტში  მიეშველებოდა მას.  ასე  რომ,  ფრანგების  პოზიციის  უკიდურესი  მარჯვენა  მხარე  ზაჩანის  ტბამდე  აღწევდა.  ტბა  თხელი  ყინულით  იყო  დაფარული,  რადგან დეკემბრის  დასაწყისი  იყო  და  ყინვებს  ჯერ  რიგიანად  ვერ  ემძლავრათ.
    პირველი  დეკემბრის  საღამოს  ნაპოლეონმა  კორპუსების  მეთაურებს  უხმო  და  მომავალი  ბრძოლის  გეგმა  გააცნო.  მან  დაწვრილებით აუხსნა  თითოეულ  მათგანს  ის  ამოცანა,  რომლის  შესრულებაც ევალებოდათ  და  თან  დიდი  გამარჯვების  პერსპექტივა  გადაუშალა  თვალწინ. ბრძოლის  გეგმით  აღტაცებული  მარშლები  მომავალ  გამარჯვებაში დარწმუნებულნი  გაეშურნენ  თაგიანთი  კორპუსებისაკენ.  უკვე  ღამე  იყო, მაგრამ  პოზიციებისაკენ  გაეშურა  ნაპოლეონიც.  დიდი  ბრძოლის  წინ კორსიკელი  ყოველთვის  მიდიოდა  თავის  ჯარისკაცებთან,  ამხნევებდა მათ  და  გამარჯვების  რწმენას  უნერგავდა.  ახლა  მით  უფრო  საჭირო იყო  ეს.  ამიტომ  იმპერატორმა  კარგა  ხანს  დაჰყო  პოზიციებზე.  იგი  ერთი  შენაერთიდან  მეორეში  გადადიოდა,  მეომრებს  ესალმებოდა.  მათ  კოცონებთან  ჯდებოდა,  ვეტერანებს  სცნობდა,  ეხუმრებოდა,  წინა  გამარჯვებებს  ახსენებდა  და  სათვალავში  ხვალინდელსაც  მიათვლიდა.  თავიანთი  სათაყვანებელი  „პატარა  კაპრალის“  მათ  შორის  ყოფნით  დაიმედებული  ფრანგი  ჯარისკაცები  ყიჟინითა  და  ვაშას  ძახილით  გამოხატავდნენ  აღტაცებას.  აქ  ერთი  საინტერესო  დეტალი  უნდა  მოგიხსენიოთ. საფრანგეთის  არმიის  ვეტერანები,  რომელთაც  კარგად  ახსოვდათ  თავიანთი  მთავარსარდლის  ბრძოლებში  თავდაუზოგაობის  ამბები,  ამჯერად მხურვალედ  სთხოვდნენ  მას,  ხვალინდელ  ბრძოლაში  რისკი  არ  გაეწია და  ცეცხლის  ხაზზე  არ  გასულიყო.  როცა  თხოვნა  ლამის  საყოველთაო გახდა,  ნაპოლეონმა  აღუთქვა  მათ,  რომ  შეუსრულებდა  სურვილს  (იმპერატორმა  დანაპირები  შეასრულა  –  2  დეკემბრის  შერკინების  განმავლობაში  იგი  ფრონტის  სახიფათო  უბნებზე  არ  გამოჩენილა  და „შორიდან“  ხელმძღვანელობდა  ბრძოლას).
    მოკავშირეთა  ჯარის  ნაწილებში  ესმოდათ  რაღაც  გაურკვეველი  და  გაუთავებელი  ყიჟინა  მოწინააღმდეგის  მხრიდან.  ღამის  წყვდიადიდან  მოსული  ეს  უცნობი  ხმები  უსიამოვნი  გრძნობებს  აღძრავდა  მათში.  მეთაურებმა  წამსგე  მზვერავები  გაგზავნეს  მტრისკენ  და  ამ  უკანასკნელებმაც  მალე  მოიტანეს  ამბავი,  თუ  რა  ყიჟინა  ყოფილა  ეს  –  თურმე ფრანგი  ჯარისკაცები  ნაპოლეონს  ესალმებოდნენ  და  „გაუმარჯოს  იმპერატორსო“  ყვიროდნენ...
    თუ  მოკავშირეთა  ჯარისკაცებს  და  საველე  მეთაურებს  მოწინააღმდეგის  მხრიდან  მოსული  ხმები  უსიამოვნო  გრძნობებს  აღუძრავდა, ამის  თქმა  მათ  უმაღლეს  სარდლობაზე  არ  შეიძლება.  წინა  ხაზს  საკმაოდ  მოცილებულ  რუსებისა  და  ავსტრიელების  მთავარ  შტაბში  სრული სიმშვიდე  სუფევდა.  იოლ  გამარჯვებაში  დარწმუნებულ  მოკავშირეთა სარდლობას  შეშფოთების  საბაბი  „არ  ჰქონდა“  და  ამიტომ  მშვიდად ხვდებოდა  ხვალინდელ  დღეს.
    ხვალინდელ  დღეს  მშვიდად  ხვღებოდა  ნაპოლეონიც.  არც  იმპერატორს  ეპარებოდა  გამარჯვებაში  ეჭვი,  მაგრამ  ასჯერ  გაზომილსა  და აწონილს  ხელახლა  ზომავდა  და  წონიდა.  იმიტომ  როქ,  გამარჯვებაც იყო  და  გამარჯვებაც!  ხვალინდელი,  2  დეკემბრის  გამარჯვება  განსაკუთრებული  უნდა  ყოფილიყო  მისთვის,  სრულიად  განსაკუთრებული.  2 დეკემბერს  მისი  კორონაციის  ერთი  წლისთავი  სრულდებოდა.  ეს  ღღე. ისედაც  ღირშესანიშნავი,  მომავალ  დიდ  გამარჯვებას  კიდევ  უფრო  დიღებული  უნდა  გაეხაღა.  მით  უფრო,  რომ  მის  წინ  ახლა  მოწიხააღმდეგეც  განსაკუთრებული  იდგა.  რუსეთისა  და  ავსტრიის  ჯარები  ორი  იმპერატორის  –  ალექსანდრესა  და  ფრანცის  -  მეთაურობით  სწორედ განსაკუთრებულ  სამიზნეს  წარმოადგენდა  მისთვის.  ეს  მემკვიდრეობითი მონარქები  –  რომანოვი  და  ჰაბსბურგი  –  ძველი  და  ბრწყინვალე  დინასტიების  თავმომწონე  წარმომადგენლები,  აქამდე  თავს  არ  უყადრებდნენ მას,  საფრანგეთის  ხელისუფალს,  თავის  სწორად  არ  თვლიდნენ,  უგვაროდ  და  უჩინოდ  მიიჩნევდნენ,  საზოგადოებაში  იმპერატორს  კი  არა, ბონაპარტსაც  არ  უწოდებდნენ,  ხაზგასმით  ბუონაპარტედ  მოიხსენიებდნენ,  რათა  ამით  მის  სამშობლოზე,  პატარა  და  ღარიბ  კორსიკაზე  მიენიშნებინათ.  ასე,  რომ  ნაპოლეონს  პირადი  ანგარიშიც  ჰქონდა  გასასწორებელი  გვირგვინოსან  მეტოქეებთან.  და  ამ  ანგარიშის  გასწორებას  იგი სწორედ  ხვალინდელ  ბრძოლაში  აპირებდა.  ხვალამდე  კი  როგორმე  უნდა  მოეცადა  ბუონაპარტეს,  მოეცადა,  რათა  მერე  ეჩვენებინა  მათთვის, თუ  რომელს  უფრო  მეტი  ფასი  ედო  –  მის  მახვილსა  თუ  მათ  დიდებულ წარმომავლობას.  ასე,  რომ  ხვალ  დიდი  დღე  უნდა  ყოფილიყო.  თუმცა რაღა  ხვალ,  აგერ  გათენებულა  კიდეც... 
    ბრძოლა  7  საათზე  დაიწყო,  როგორც  კი  დილის  ბურუსი  გაიფანტა.  და  დაიწყო  იგი  მოკავშირეთა  მარცხენა  ფლანგის  შეტევით,  ისე, როგორც  ეს  დისპოზიციით  იყო  გათვალისწინებული.  ამ  უკანასკნელის თანახმად,  ბუკსგევდენის  დაჯგუფებამ  დატოვა  პრაცეს  სიმაღლეები  და დაბლობში  ჩავიდა.  თავდაპირველად  ეს  დაჯგუფება  არც  თუ  ნელა  მოძრაობდა,  მაგრამ  შემდეგ  მისი  წინსვლა  სოკოლნიცისა  და  ტელნიცის  მიდამოებში  შეფერხდა  –  რუსებს  აქ  ლეგრანის  დივიზია  დახვდა,  რომელმაც  ძლიერი  ცეცხლი  გაუხსნა  არხეინად  მომავალ  მოწინააღმდეგეს.  ეს სრული  სიურპრიზი  იყო  ბუკსგევდენისა  და  მისი  შტაბისათვის.  დისპოზიციაში  ხომ  ასეთი  რამ  არ  ეწერა  –  იქ  ეწერა,  რომ  მოკავშირეთა  გარშემომვლელ  კოლონას  კარგა  ხანს,  ლამის  მანამ,  სანამ  იგი  ფრანგთა პოზიციის  ზურგში  არ  გავიდოდა,  მტერთან  შებრძოლება  არ  მოუწევდა! დისპოზიციის  საპირისპიროდ  კი  ბუკსგევდენის  დაჯგუფება  მოწინაალ- მდეგეს  თავისი  მოძრაობის  უკვე  ადრეულ  ეტაპზე  წააწყდა!  ამან  დააბნია  და  წონასწორობიდან  გამოიყვანა  მოკავშირეთა  მეთაურები  და  პირველ  რიგში  თვით  ბუკსგევდენი.  შაბლონურ  მოქმედებას  მიჩვეული  გენერალი,  რომელიც,  მისი  კოლეგების  მსგავსად,  მოკლებული  იყო  იმპროვიზაციის  უნარს,  სიტუაციაში  ვერ  გაერკვა  და,  როგორც  ქვემოთ  დავინახავთ,  ვერც  შორეული  გარსშემოვლა  განახორციელა  და  ვერც  ბრძოლის  სხვა  პუნქტებში  მიმდინარე  შეტაკებებში  მიიღო  მონაწილეობა.
    ლეგრანის  დივიზია  მედგრად  დაუდგა  რიცხობრივად  ბევრად ჭარბ  მტერს  და  დავუს  კორპუსიდან  მოსაშველებლად  მოსულ  ნაწილებთან  ერთად  9  საათამდე  შეინარჩუნა  პოზიცია.  შემდეგ  კი,  იმპერატორის  გეგმის  თანახმად,  დავუმ  ნელ-ნელა  უკანდახევა  დაიწყო,  რათა  რაც შეიძლება  შორს  გაეტყუებინა  მოკავშირეთა  მარცხენა  ფლანგი.  შედეგად  II  საათისათვის  ლანჟერონის  კოლონამ  სოკოლნიცი  დაიკავა,  ხოლო  პრჟიბიშევსკიმ  მის  ჩრდილოეთით  მდებარე  პატარა  ციხე-სიმაგრე“ ეს  იყო  და  ეს.  მეტი  „წარმატებისათვის“  ბუკსგევღენის  42-ათასიან დაჯგუფებას  აღარ  მიუღწევია.  აღარ  მიუღწევია  მიუხედავად  იმისა. რომ  იგი  რიცხობრივად  ბევრად  აღემატებოდა  არა  მარტო  ლეგრანის დივიზიას,  არამედ  დაგუს  მთელ  კორპუსსაც.  დავუმ  ზუსტად  შეასრულა ნაპოლეონის  დავალება  –  მან  მოწინააღმდეგის  ოთხი  კოლონიდაჩ  სამი ფრონტის  თავის  უბანს  მიაჯაჭვა. 
    პრაცეს  შემაღლებაზე  კი  მოკავშირეთა  მხოლოდ  ერთი,  კოლოვრატის  კოლონა  დარჩა.  „რუსებმა  თუ  პრაცეს  შემაღლება  დატოვეს,  მაშინ  მათ  ვეღარაფერი  იხსნის“  –  უთხრა  მარშლებს  ნაპოლეონმა,  რომელიც  შლაპანიცას  გორაკიდან  აკვირდებოდა  რუსთა  გადაადგილებას. კუტუზოვს  ესმოდა,  რომ  პრაცეს  სიმაღლის  გაშიშვლება  სახიფათო იქნებოდა  და  ამიტომ,  როგორც  შეეძლო  ისე  აყოვნებდა  კოლოვრატის კოლონის  წინსვლას.  ამ  დაყოვნებით  უკმაყოფილო  მეფე  ალექსანდრემ პირადად  მიაკითხა  კუტუზოვს  პრაცეს  სიმაღლეზე  და  დატუქსა  იგი ზანტი  მოქმედებისათვის.  მან  მთავარსარდალს  უბრძანა,  დაუყოვნებლივ დაეტოვებინა  სიმაღლე  და  ბუკსგევდენის  კოლონებთან  შესაერთებლად წასულიყო.
    მოკავშირეთა  სარდლობამ  დილით,  უკვე  შეტევის  განვითარების პროცესში,  კორექტივი  შეიტანა  გეიროტერის  დისპოზიციაში.  –  ღრმა და  შორი  გარსშემოვლის  ნაცვლად  გადაწყვეტილება  მიიღო  ფრანგთა მარჯვენა  ფრთისათვის  უახლოესი  ფლანგური  მოძრაობით  შემოევლო. ეს  გარემოება,  ცხადია,  კიდევ  უფრო  აჩქარებდა  მათ  დაღუპვას  –  ფრანგების  ზამბარასავით  შეკუმშული  ცენტრი  იმპერატორის  ბრძანებასღა ელოდა,  რათა  სწრაფად  გაშლილიყო  და  მთელი  ძალით  დაერტყა  დაბლობში  ჩასული  მოწინააღმდეგისათვის  (ჩვენის  მხრივ  დავამატებთ,  რომ დისპოზიციის  ეს  შეცვლაც  რომ  არ  მოეხდინათ  მოკავშირეებს,  იმდღეგანდელ  ბრძოლაში  მარცხი  მაინც  არ  ასცდებოდათ.  საქმე  ის  იყო,  რომ ცენტრალურ  უბანს  კიდევ  უფრო  მოშორებული  ბუკსგევდენის  დაჯგუფება  საერთოდ  ვერავითარ  მონაწილეობას  ვერ  მიიღებდა  ბრძოლაში  და ფრანგები  მთლიანად  გაანადგურებდნენ  ჯერ  მოკავშირეთა  ცენტრს, ხოლო  შემდეგ  მთელი  ძალებით  გარსშემოერტყმებოდნენ  ბუკსგევდენის იზოლირებულ  დაჯგუფებას  და  ან  გაანადგურებდნენ,  ან  მთლიანად დაატყვევებდნენ  მას.).
    სულტი,  ბერნადოტი  და  ჩრდილოეთიდან  უკვე  აქეთ  გადმონაცვლებული  მიურატი  მოუთმენლად  ელოდნენ  იმპერატორის  ბრძანებას. განსაკუთრებით  სულტი  ვერ  ისვენებდა  და  ნაპოლეონს  აჩქარებდა  – დარტყმის  მომენტი  არ  გავუშვათ  ხელიდანო.  –  ნუ  ჩქარობთ,  ბაჯტონე·ბო.  –  უთხრა  მარშლებს  იმპერატორმა,  როცა  მოწინააღმდეგე  შეცდომას  უშვებს,  ხელი  როდი  უნდა  შეუშალო  მას.  ამიტომ  ცოტაც  კიდევ მოვიცადოთ. რამდენი“  ხანი  დაგჭირდებათ  პრაცეს  შემაღლების  დასაკავებლად?  –  ჰკითხა  მან  სულტს.  –  20  წუთი!  –  იყო  პასუხი.  ნაპოლეონმა  საათი  ამოიღო,  დახედა  და  თქვა:  თუ  ასეა,  15  წუთი  კიდევ  მოვიცადოთო.  იმპერატორს  ზუსტად  ჰქონდა  გათვლილი  დრო.  მართლაც  15 წუთის  შემდეგ  სულტის  კორპუსი  პრაცეს  სიმაღლეზე  ავიდა  და  დაიკავა  კიდეც  იგი.  როგორც  კი  სულტი  სიმაღლეზე  აღმოჩნდა,  ნაპოლეონმა მყისვე  უბრძანა  მას  კოლოვრატის  კოლონაზე  მიეტანა  იერიში.  კუტუსოვმა,  მილორადოვიჩმა  და  თვით  კოლოვრატმა  გაჭირვებით,  მაგრამ მაინც  მოახერხეს  საბრძოლო  ხაზის  მოწყობა  და  ლიხტენშტეინის მადიარი  ცხენოსნების  დახმარებით  მედგარი  წინააღმდეგობა  გაუწიეს სულტს.  მაგრამ  ძალები  უთანასწორო  იყო.  ნაპოლეონს  თითქმის  მთელი თავისი  არმიით  მანევრირება  შეეძლო  მაშინ,  როდესაც  მოკავშირეთა  ძირითადი  ძალები  ცენტრიდან  შორს  იმყოფებოდნენ.  მძიმე  დღეში  ჩავარდნილი  კუტუზოვის  დახმარება  ერთი  პირობა  ბაგრატიონმა  სცადა,  მაგრამ  ამაოდ.  მამაცი  თავადი  დილიდანვე  ლანის  კორპუსთან  ბრძოლაში იყო  ჩაბმული.  ლანი  იმპერატორის  მითითებას  ასრულებდა  და  ბაგრატიონს  განგებ  პასიურ  წინააღმდეგობას  უწევდა,  რათა  რაც  შეიძლება  მეტხანს  შეეჩერებინა  იგი  თავის  უბანზე.  მაგრამ  როგორც  კი  პრაცეს  შემაღლებაზე  ფრანგების  წარმატების  სურათი  გამოიკვეთა,  ნაპოლეონმა მყისვე  კონტრშეტევაზე  გადასვლა  უბრძანა  ლანს  და  მის  სამხრეთით მდგომ  მიურატსაც.  მარშლებმა  ორი  მხრიდან  დაარტყეს  ბაგრატიონს და  ამ  უკანასკნელმაც,  რათა  ალყაში  არ  მოქცეულიყო,  ბრძოლით  დაიხია  რაუსნიცისაკენ  (სხვათა  შორის,  ბაგრატიონი  იმ  დღეს  ერთადერთი იყო  მოკავშირეთა  შორის,  ვინც  წესრიგით  შეძლო  უკან  დახევა.  მაგრამ ამ  ამბების  შემდეგ  კუტუზოვისთვის  დახმარების  გაწევა,  ცხადია,  ვეღარ  შეძლო).
    პრაცეს  შემაღლების  დაკავების  შემდეგ  ფრანგებმა  ბრძოლის სიმძაფრე  მისგან  აღმოსაგკლეთით,  აუსტერლიცისკენ  გადაიტანეს, სადაც  დიდი  შეტაკება  გაიმართა  მარშალ  ბერნადოტის  კორპუსსა  და კონსტანტინე  რომანოვის  შენაერთს  შორის.  ბერნადოტმა,  რომელმაც ჩრდილოეთიდან  შემოუარა  პრაცეს  სიმაღლეებს  და  ბლაზოგიცთან  გაივაკა,  ენერგიულად  შეუტია  რუსებს.  მაგრამ,  დასაწყისში,  რუსებმა  შეაჩერეს  მისი  წინსვლა  და  მეფის  კავალერგარდებისა  და ლიხტენშტეინის ცხენოსნების  დახმარებით  შეავიწროვეს  იგი.  მხოლოდ  მას  შემდეგ,  რაც საქმეში  ნაპოლეონის  გვარდიის  კავალერია  ჩაერია,  რომელმაც  ფრონტალურად  შეუტია  რუსებს,  ხოლო  ჩრდილოეთიდან  მას  მხარი  მიურატის  ცხენოსნებმა  აუბეს.  დიდი  მთაგრის  მდგომარეობა  კრიტიკული  გახდა.  მიურატი,  რომელიც  ბაგრატიონის  უკანდახევის  შემდეგ  თავისუფალი  იყო,  პირადად  ეკვეთა  მტერს.  ასეთ  მძლავრ  ორმხრივ  დარტყმას ვერ  გაუძლეს  ვერც  მამაცმა  ლიხტენშტეინმა  თავისი  მადიარი  ცხენოსნებით  და  ვერც  დიდმა  მთავარმა  კონსტანტინემ  თავისი  რჩეული  კავალერგარდებით.  განსაკუთრებით  მძიმე  დანაკარგი  განიცადეს  ამ  უკანასკნელებმა  –  მიურატმა  და  გვარდიის  კავალერიამ  თითქმის  მთლიანად გაანადგურეს  თავგანწირვით  მებრძოლი  რუსი  ცხენოსნები.  „გაგიხარიათ  ცრემლს  ვადენთ პეტერბურგელ  ლამაზმანებსო“  –  გაცხარებული ბრძოლის  დროს  წამოიძახა  მარშალმა  ბესიერმა,  ნაპოლეონის  გვარდიის  კავალერიის  უფროსმა.
    მოკავშირეთა  ცენტრი  განადგურებული  იყო.  მათ  მარცხენა ფლანგზე  კი,  სადაც  რუსებისა  და  აგსტრიელების  მთავარი  დამრტყმელი  ძალა  იმყოფებოდა,  კარგა  ხანს  მნიშვნელოვანი  არაფერი  ხდებოდა. ბუკსგევდენი  კვლავ  ნელ-ნელა  მიჰყვებოდა  უკანდახეულ  დაგუს,  რომელიც  ჩვეული  ოსტატობით  თან  კონტრშეტევაზე  გადასვლისათვის  ამზადებდა  თავის  კორპუსს.  მართლაც,  როგორც  კი  ცენტრში  საქმე  დასასრულს  მიუახლოვდა,  ნაპოლეონმა  სულტს  უბრძანა  ბუკსგევდენის  ჯგუფის  მარჯვენა  ფლანგისთვის  შეეტია,  ხოლო  დავუს  –  კონტრიერიშზე გადასულიყო  და  ფრონტიდან  დაერტყა  მისთვის.  ორივე  მარშალმა ბრწყინვალედ  გაართვა  თავი  დასახულ  ამოცანას.  ბუკსგევდენის  ჯგუფის  დიდი  ნაწილი  მათ  ალყაში  მოაქციეს  და  ტყვედ  აიყვანეს,  ხოლო  ნაწილი,  რომელიც  ტყვეობას  ასცდა,  სამხრეთით,  ზაჩანის  ტბისკენ  გაიქცა.  გაქცეულები  ტბის  ახლადგაყინულ  ზედაპირზე  შეცვივდნენ,  ყინულმა  კი  გერ  გაუძლო,  ჩატყდა  და...  შემდეგ  იქ  რა  მოხდა,  ალბათ  ძნელი მისახვედრი  არაა.  მით  უფრო,  რომ  ნაპოლეონმა,  რომელმაც იმ დროისათვის სოკოლნიცისკენ გადმოინაცვლა, თავის არტილერისტებს უბრძანა  ყუმბარები არა მარტო ტბასთან გასასვლელ ერთადერთ კაშხალთან შექუჩული მოწინააღმღეგისათვის  დაეშინათ, არამედ  თვით  ტბის თხელი  ყინულისთვისაც...
    ალექსანდრე  და  ფრანცი  ამ  ტრაგედიაზე  ადრე,  ჯერ  კიდევ ბრძოლის  შუა  პერიოდში  გაიქცნენ,  როცა  მათთვისაც  გასაგები  გახდა, თუ  რა  მოხდებოდა  იმ  დღეს.  თვითმხილველები  აღნიშნაგდნენ,  რომ მიტკალივით  გათეთრებული  რუსი  იმპერატორი  ციებიანივით  კანკალებდა  და  თვალთაგან  ცრემლი  ჩამოსდიოდა.  უკეთეს  დღეში  არც  ავსტრიის იმპერატორი  გახლდათ.  დაჭრილი  მთავარსარდალი  კუტუზოვი  და  დიდი მთავარი  კონსტანტინე  რომანოვი  ძლივს  გადაურჩნენ  ტყვეობას.  ჯერ შებინდებულიც  არ  იყო,  რომ  ყველაფერი  დამთავრდა. მოკავშირეებმა  იმ  დღეს  დაჭრილის და მოკლულის სქხით 36  ათასი  კაცი  დაკარგეს.  ფრანგებმა –  8852.  მაგრამ  რუსებისა  და  ავსტრიელების  ზარალი  სინამდვილეში  მეტი  იყო  –  მათი  ჯარისკაცების  დიდი  ნაწილი  დაიფანტა  და  ამიტომ  მოკავშირეთა  თუნდაც  დამარცხებულ,  მაგრამ  რაღაც  ერთიან  არმიაზე  ლაპარაკი  უკვე  აღარ  შეიძლებოდა. 
    არსებობს  ვერსია  იმის  თაობაზე,  რომ  ნაპოლეონმა  განზრახ აღარ  მისდია  დამარცხებულ  მტერს  და  ალექსანდრესა  და  ფრანცს  შესაძლებლობა  მისცა  ტყვეობას  გადარჩენოდნენ.  თუ  ეს  ვერსია  სწორია, მაშინ  კორსიკელის  განზრახვას  მხოლოდ  ასეთი  ახსნა  შეიძლება  ექნეს: იგი  შეეცადა,  ისე  არ  დაემცირებინა  თავისი  მოწინააღმდეგენი,  რომ  მათ მერე,  თავთავიანთ  ქვეყანაში,  ნაპოლეონთან  ზავის  დადებაზე  კრინტი ვეღარ  დაეძრათ.  ერთის  მხრივ,  მართლაც  ძნელი  წარმოსადგენია,  რომ სასტიკად  დამარცხებულ  და  თანაც  ტყვეობით  „თავმოჭრილ“  ჰაბსბურგსა  თუ  რომანოვს  რაიმე  სერიოზული  მხარდაჭერა  მოეპოვებინათ საკუთარი  ქვეყნების  მმართველ  წრეებში  მათ  დამმარცხებელთან  და  შემარცხვენელთან  სამშვიდობო  ხელშეკრულების  გაფორმების  თაობაზე. მოხდებოდა  პირიქით,  ძალას  მოიკრეფდნენ  და  წინა  პლანზე  გამოვიდოდნენ  ის  წრეები,  რომლებიც  რევანშის  აღებისა  დღა  ომის  გაგრძელების  მომხრენი  იქნებოდნენ  (ასეთი  ვარიანტი  ფრონტის  ხაზს  მოშორებულ  რუსებს  უფრო  შეეფერებოდათ).  მოვლენების  ასეთი  განვითარება კი  არ  უნდა  ყოფილიყო  ნაპოლეონისათვის  სასურველი.  საფრანგეთის იმპერატორის  მთავარი  მიზანი  –  მესამე  კოალიციის  დამარცხება  და საკუთარი  ქვეყნისათვის  მოწინააღმდეგის  ინტერვენციის  საფრთხის მოხსნა  –  შესრულებული  იყო.  ამდენად,  ომის  გაგრძელება  ნაპოლეონისთვის  იმ  დროს  არც  საჭირო  იყო  და  არც  სასურველი:  იმპერატორს „სხვა  საქმეების“  მოსაგვარებლად  ცოტა  ხნით  „შესვენება“  სჭირდებოდა.  სხვათაშორის,  ასე  მოქცევას  ურჩევდა  ნაპოლეონს  ტალეირანი,  ეს გაქნილი  და  ეშმაკი  დიპლომატი  უფრო  მეტზეც  მიდიოდა  და  აუსტერლიცის  წინ  თავის  იმპერატორს  სთხოვდა,  მწარედ  არ  დაესაჯა  მოწინააღმდეგენი,  განსაკუთრებით  ავსტრია.  დამარცხებული,  მაგრამ  გაბოროტებისაგან  გამწარებული  მოწინააღმდეგე  საფრანგეთს  დაუძინებელ მტრად  გაუხდებოდა,  ხოლო  ზომიერად  დატუქსული  და  თავის  ადგილს მიჩენილი  კი  –  პოტენციურ  მოკავშირედო,  ეუბნებოდა  ტალეირანი  ნაპოლეონს.  ტალეირანის  ამ  კონცეფციას  შემდეგ  ჩვენ  კიდევ  დავუბრუნდებით  და  მას  დაწვრილებით  და  საკმაოდ  კრიტიკულად  შევაფასებთ. 
    ახლა  კი  კვლავ  შევნიშნავთ,  რომ  თუ  ეს  ვარაუდი  სწორია,  მაშინ  ნაპოლეონმა  სანახევროდ  გააკეთა  საქმე  –  მოწინააღმდეგე  სასტიკად  კი დაამარცხა,  მაგრამ  საბოლოო  განადგურებას  გადაარჩინა  (ორი  წლის  შემდეგ,  როცა  იმპერატორმა  კვლავ  მძიმედ  დაამარცხა  რუსები,  ამჯერად ფრიდლანდთან,  მან  ისევ  არ  მისდია  გაქცეულ  მტერს  და  ნემანზე  გადასვლის  შესაძლებლობა  დაუტოვა  მას.  იმპერატორის  ასეთ  ნაბიჯს სრული  გაგება  და  „მადლიერების“  გრძნობის  აღძვრა  მოჰყვა  მეფე ალექსანდრეს  მხრიდან,  რომელიც  დაუყოვნებლივ  შეხვდა  ნაპოლეონს და  საქვეყნოდ  ცნობილი  ტილზიტის  ხელშეკრულება  გააფორმა  მასთან. ტილზიტის  ხელშეკრულების  პუნქტები  საფრანგეთისთვის  ერთობ  ხელსაყრელი  იყო,  მაგრამ  საქმე  ის  გახლდათ,  რომ  ამ  პუნქტებმა  და,  საერთოდ  ამ  შეთანხმებამ,  შემდგომში  „არ  იმუშავა“  და  ორ  ქვეყანას  შორის კავშირისა  და  მეგობრობის  დამყარება  არ  მოხერხდა.  ისე  რომ,  ალბათ, მართალი  იყო  ანრი  მარი  ბეილი  (სტენდალი),  როცა  „ნაპოლეონის ცხოვრებაში“  იმპერატორს  საყვედურობდა,  რომ  მან  ტყუილად  დაინდო დამარცხებული  მოწინააღმდეგის  მონარქი... მაგრამ,  ახლა  ვერსიებს  თავი  დავანებოთ  და  აწ  უკვე  დასრულებული  ბრძოლის  ველს  დავუბრუნდეთ.
    გვარდიის  ოფიცრების  დიდი  ამალით  გარშემორტყმული  ნაპოლეონი  დინჯად  მიუყვებოდა  აუსტერლიცის ველს და ახლადდამთავრებული გრანდიოზული  შერკინების  ადგილს  ათვალიერებდა.  ჯარისკაცები  შორიდანვე  ცნობდნენ  თავიანთ  იმპერატორს  და  ვაშას  ძახილით  მორბოდნენ  მისკენ.  მისკენ  მოაჭენებდნენ  ცხენებს  მისი  მარშლებიც  –  დავუ,  სულტი,  ლანი,  მიურატი,  ბერნადოტი,  ბესიერი  –  მამაცი  მეომრები და  შესანიშნავი  მხედართუფროსები.  თავიანთ  ჯარისკაცებთან  ერთად მათაც  თავი  არ  დაზოგეს  ამ  დღეს  და  ღირსეული  წვლილი  შეიტანეს დიდებულ  გამარჯვებაში.
    იწურებოდა  ზამთრის  მოკლე  დღე  და  მზე,  რომელიც  მთელი ბრძოლის  განმავლობაში  თითქმის  სულ  არ  მოფარებია  ღრუბლებს,  ახლა  ჩასვლას  ესწრაფვოდა,  მაგრამ  ეს  მზე  ასე  მალე  არ  ჩავა.  იგი  კვლავ დიდხანს  იდგება  ზენიტში  და  კიდევ  დიდხანს  გაუნათებს  ნაპოლეონს. ზამთრის  ეს  ცივი  და  სუსტი  მზე,  რომელსაც  ამიერიდან  და  სამარადჟამოდ  მისი  –  „საუსტერლიცის  მზე“  დაერქმევა... ის  ღამე  ფრანგებმა  ბრძოლის  ველზე  გაატარეს.  მოწინააღმდეგეს  არავინ  გაჰკიდებია  –  იგი  ისე  სწრაფად  იხევდა  უკან,  რომ  დევნას აზრიც  აღარ  ჰქონდა.
    მეორე  დღეს  გამარჯვებულ  არმიას  იმპერატორის  ბიულეტენს უკითხავდნენ:  „ჯარისკაცებო!  მე  თქვენით  კმაყოფილი  ვარ  –  აუსტერლიცის  დიად  დღეს  თქვენ  გააკეთეთ  ყველაფერი,  რასაც  თქვენი  სიმამაცისგან  ველოდი.  მოწინააღმდეგის  ასიათასიანი  არმია  რუსეთისა  და  ავსტრიის  იმპერატორებით  სათავეში,  თქვენ  რაღაც  ოთხ  საათში  გაფანტეთ  და  გაანადგურეთ...  მალე  მე  თქვენ  საფრანგეთში  დაგაბრუნებთ.  სადაც  ხალხი  აღფრთოვანებით  შეგეგებებათ  და  როგორც  კი  იტყვით:  „მე აუსტერლიცთან  ვიბრძოდიო“.  პასუხად  გაიგონებთ  –  აი  მამაცი!“
    აუსტერლიცი  ნაპოლეონის  სამხედრო  შემოქმედების  მწვერვალად  ითვლება.  რა  თქმა  უნდა,  ამ  სიტყვებში  მარტო  ეს  ერთი.  თუნდაც ასეთი  დიდი  ოსტატობით  ჩატარებული  ბრძოლა  არ  იგულისხმება.  იგულისხმება  მთელი  1805  წლის  კამპანია;  ატლანტის  სანაპიროდან  დუნაისპირეთში  უზარმაზარი  არმიის  უსწრაფესი  გადასროლა,  ულმის  ოპერაცია,  რომელიც  მსოფლიოს  ყველა  სამხედრო  აკადემიებში  შეისწავლება,  როგორც  ბრწყინვალე  ნიმუში  მოწინააღმდეგის  მთელი  არმიის გარშემორტყმისა  და  დატყვევებისა,  სწრაფი  მარში  დუნაის  პარალელურად  რუსეთისა  და  ავსტრიის  გაერთიანებული  არმიის  კვალდაკვალ,  შესანიშნავი  სტრატეგიული  პაუზა  ბრიუნში,  ვირტუოზულად  გათამაშებული  ფსიქოლოგიური  სპექტაკლი  მოწინააღმდეგის  ნაადრევად  ბრძოლაში  ჩაბმის  მიზნით,  და  ბოლოს,  თვით  აუსტერლიცის  გენერალური ბრძოლა,  ჩატარებული  მის  მიერ  შემუშავებული  გეგმის  მიხედვით,  გეგმისა,  რომელიც  დამყარებული  იყო  მოწინააღმდეგის  სარდლობის  სავარაუდო  მოქმედების  გასაოცრად  სწორ  განჭვრეტაზე.
    ამ  საშინელი  კატასტროფის  შემდეგ  მოკავშირეთათვგის  მოვლენები  ასე  განვითარდა.  ავსტრიის  იმპერატორმა  ალექსანდრეს  განუცხადა,  რომ  „ომის  გაგრძელების  აღარც  შესაძლებლობა  ჰქონდა  და  აღარც სურვილი“.  ამიტომ,  და  ამიერიდან,  იგი  ანტიფრანგული  კოალიციიდან გამოდიოდა  და  გამარჯვებულ  მოწინააღმდეგესთან  პარლამენტიორს  აგზავნიდა  ზავის  დადების  წინადადებით.  ალექსანდრე  რომანოვი,  რომელიც  ფრანც  ჰაბსბურგზე  უფრო  უარეს,  თორემ  უკეთეს  დღეში  არ  იყო, მაშინვე  დაეთანხმა  აწ  უკვე  ყოფილ  მოკავშირეს  და  სასწრაფოდ  პირი რუსეთისკენ  იბრუნა.
            ნაპოლეონისა  და  ფრანცის  შეხვედრა  შეღგა  აუსტერლიცის  მიდამოებში,  ფრანგთა  სამხედრო  ბანაკში.  ეს  ორი  იმპერატორის  პირველი  შეხვედრა  იყო.  ნეტა  რას  ფიქრობდა  ზვიადი  ჰაბსბურგი,  როდესაც გამარჯვებულ  ფრანგ  ჯარისკაცთა  მწკრივებს  შორის  მიდიოდა  „უგვარო  კორსიკელთან“  ქედის  მოსახრელად?
    ნაპოლეონმა  ფრანცი  გულთბილად  მიიღო,  მიუსამძიმრა  დამარცხება  და  აღნიშნა,  რომ  ეს  ომი  არ  დაიწყებოდა,  ავსტრია  ინგლისისა და  რუსეთის,  ინტრიგებს  რომ  არ  აჰყოლოდაო.  ზავის  პირობად მან, ავსტრიის  ტერიტორიიდან  რუსის  ჯარის  დაუყოვნებელი  და  სრული  გაყვანა  წამოაყენა  და  თანაც  პირადად  განსაზღვრა  მისი  ევაკუაციის  განრიგიცა  და  მარშრუტიც.  დაფანტული  რუსის  ჯარის  ნარჩენები  ისედაც სამშობლოსკენ  მიიჩქაროდნენ  და,  ამდენად,  მათი  ხელმძღვანელების თანხმობა  მოლაპარაკების  მონაწილეებს  აღარც  სჭირღებოდათ. პრუსიის  მეფის  სპეციალური  დესპანი  მინისტრი  ჰაუგვიცი,  რომელიც  ისევ  ვენაში  იმყოფებოდა  ღა  ტალეირანთან  აწარმოებდა  მოლაპარაკებას,  ნაპოლეონმა  მხოლოდ  9  დეკემბერს  მიიღო,  აუსტერლიცის ბრძოლის  კვირის  თავზე.  ჰაუგვიცს,  რომელსაც  სამი  კვირის  წინ  ბერლინიდან  ულტიმატუმი  გამოატანეს  ფრანგთა  იმპერატორთან,  ცხადია, ახლა  აღარც  გახსენებია  თავისი  მისია  და  მხოლოდ  გამარჯვების  მისალოცი  სიტყვებით  დაიხარჯა.  „განგებამ  მისამართი  შეუცვალა  თქვენს მილოცვებსო“,  –  მკვახედ  შეაწყვეტინა  ცბიერ  პრუსიელს  ნაპოლეონმა და  ზურგი  შეაქცია.
    ასე  დასრულდა  ეს  გრანდიოზული  ეპოპეა,  რომელმაც  მორავიის  ველებზე  მოუღო  ბოლო  ცალკერძ  მესამე  კოალიციას,  ცალკერძ  კი მრავალსაუკუნოვან  „გერმანელი  ერის  რომის  საღვთო  იმპერიას“. კოალიციის  სულისჩამდგმელმა  ინგლისის  პრემიერმა  უილიამ პიტმა  აუსტერლიცის  კატასტროფა  ვერ  გადაიტანა,  ლოგინად  ჩავარდა და  მალე  სულიც  განუტევა.  ოთახში,  რომელშიც  პიტი  იწვა,  ევროპის დიდი  რუკა  ეკიდა.  ავადმყოფის  სანახავად  მოსულ  მინისტრებს  პრემიერმა  თურმე  ნაღვლიანად  უთხრა:  ჩამოხსენით  ეს  რუკა.  ათი  წელი იგი  აღარ  დაგჭირდებათო... 
პრუსიის  განადგურება  –  იენა  ღა  აუერშრედტი. „კონტინენტური“  სისტემა 
    ვენაში  ნაპოლეონი  იმპერატორ  ფრანცთან  შეხვედრის  მესამე დღეს  დაბრუნდა.  სასაცილო  იყო  პირდაპირ  –  მოლაპარაკების  შემდეგ ფრანც  ჰაბსბურგი  თავის  დედაქალაქში  კი  ვერ  გაემგზავრა,  არამედ მისგან  მოშორებით  მდებარე  ერთი  პატარა  ქალაქის  ციხე-დარბაზს  მიაშურა.  „მის  ნაცვლად“  ვენაში  მისი  დამმარცხებელი  ჩავიდა.  რას  იზამ, ხდება  ხოლმე  ასე  ცხოვრებაში.  როცა  სვლებს  სწორად  ვერ  გათვლი  და წაგებული  აღმოჩნდები,  მერე  გამარჯვებულის  ნება-სურვილს  უნდა დაჰყვე  და  მის  ჭკუაზე  უნდა  იარო.  ფრანც  II  ჰაბსბურგი  არც  პირველი იყო  და  არც  უკანასკნელი. ფრანგთა  იმპერატორს  საქმე  ბევრი  ჰქონდა  და  ავსტრიის  დედაქალაქში  ჩასვლისთანავე  შენბრუნს  მიაშურა.
    საკვირველი  კი  იყო,  მაგრამ  ვენა  არ  მოსწონდა  ნაპოლეონს. ქუჩები  ტალახიანია  და  ნახევრად  ჩაბნელებულიო,  ამბობდა,  ამ  ქალაქში  ფარნებზე  მეტი  საეჭვო  დანიშნულების  სამიკიტნოებიაო.  შეიძლება ასეც  იყო,  მაგრამ  მაინც  ტყუილად  წუწუნებდა  მისი  უდიდებულესობა  – დროსტარებაზე  გადაგებული  ვენელებისაგან  განსხვავებით  მას  არც  ტალახიან  ქუჩებში  მოუწევდა  სიარული  და,  მით  უმეტეს,  არც  საეჭვო  რეპუტაციის  სამიკიტნოებში.  მისი  ადგილსამყოფელი  ჰაბსბურგების  კუთვნილი  შენბრუნის  სასახლე  იყო,  რომლის  პრიალა  პარკეტზე  სიარულისას  ტალახში:  ამოგანგლვა  ფრანგთა  იმპერატორს  ნამდვილად  არ  ემუქრებოდა.
    აი,  შენბრუნი  კი,  საკუთრივ  ვენისგან  განსხვავებით,  ძალიანაც მოსწონდა  ბუონაპარტეს:  სასახლეცა  და  მის  გარშემო  გაშენებული ფურცელი  ტყე-პარკიც.  ეს  დიდებული  კომპლექსი  მაშინ  ვენის  გარეუბანში  მდებარეობდა.  იგი  ბაროკოს  სტილით  იყო  ნაგები  და  XVIII  საუკუნის  დასაწყისის  საყურადღებო  არქიტექტურულ  ძეგლს  წარმოადგენდა. მაშინდელი  წესის  მიხედვით  სასახლეში  ხელოვნების  ნაწარმოებთა  დიდი  კოლექცია  იყო  თავმოყრილი,  რომელიც  მნახველთა  მუდმივი  აღტაცების  საგანს  წარმოადგენდა.  ნაპოლეონი  საათობით  დადიოდა  შენბრუნის  დარბაზებში  და  წარსულის  განთქმული  ოსტატების  ნახელავს  ათვალიერებდა.  თან  ოქროთი  მოვარაყებულ  კედელ-კარსა  და  ავეჯსაც  უკვირდებოდა,  ახლოს  მიდიოდა,  ხელს  ავლებდა  და  ისე  სინჯავგდა,  თითქოს  ამოწმებდა,  მართლა  ოქროსია  თუ  არაო.  უკვირდა,  ალბათ,  ღარიბი კორსიკელი  აზნაურის  ჩამომავალს,  არა,  ოქრო  და  ძვირფასი  თვლები კი  არა,  ის  უკვირდა,  იქ  რომ  იყო,  შენბრუნში,  ჰაბსბურგების  საბრძანებელში  და  სტუმრად  კი  არ  გრძნობდა  თავს  მათ  სასახლეში,  არამედ მასპინძლად,  და  თანაც  როგორ  მასპინძლად!  თუმცა,  ამ  კაცის  ამბავი რომ  ვიცით,  ამასაც  არ  გაიკვირვებდა,  ალბათ,  ამასაც  ჯეროვან  და  მისთვის  ჩვეულებრივ  ამბად  აღიქვამდა...  და  მაინც,  ვენაში  დაბრუნებას  ნაპოლეონი  შენბრუნის  სასახლის  ძვირფასი  კოლექციისთვის  კიდევ  ერთხელ  თვალის  შესავლებად  კი  არ  ეშურებოდა  – მას  იქ  იმდენი  და  ისეთი  მნიშვნელობის  საქმეები  ელოდებოდა,  რომელთა  მსგავსი  ცოტა  ვისმეს  თუ  რგებია მოსაგვარებლად.
    ასზე  მეტი  წლის  შემდეგ  სერ  უინსტონ  ჩერჩილი  იტყვის: პრობლემები,  რომლებიც  გამარჯვების  შემდეგ  შეგექმნება,  რა  თქმა  უნდა,  უფრო  სასიამოვნოა,  ვიდრე  ისინი,  რომლებიც  მარცხის  დროს  წამოყოფენ  თავს,  მაგრამ  ამის  გამო  ეს  პრობლემები  იოლად  გადასაწყვეტნი  კი  არ  ხდებიანო.  ბონაპარტის  შემთხვევაშიც  ზუსტად  ასე  იყო.  ის პრობლემები,  რომლებიც  მას  აუსტერლიცის  შემდეგ  დაატყდა  თავს, ძნელი  და  რთული  გადასაწყვეტი  იყო,  მაგრამ  გამარჯვებული  იმპერატორი  ისე  ლაღად  და  ყოვლისშემძლედ  გრძნობდა  თავს,  რომ  მათ  მოგგარებას  სწორედ  რომ  სწრაფად  და  იოლად  აპირებდა.
    პირველ  რიგში  მან  თავისი  მომხრეებისა  და  მოკაგშირეების  დასაჩუქრება  გადაწყვიტა  –  სხვების  დასანახად  და  მაგალითის  მისაცემად.  სულ  „უბრალო“  რესკრიპტი  გახდა  საკმარისი  იმისათვის,  რომ  ბავარიის  საკურფიუსტრო  სამეფოდ  ქცეულიყო,  ხოლო  ბავარიის  კურფიუსტრი  –  მეფედ.  ეს  1805  წლის  10  დეკემბერს  მოხდა.  მეორე  დღეს, 11  დეკემბერს,  ევროპას  კიდევ  ერთი  სამეფო  მოევლინა  –  ვიურტემბერგისა,  ხოლო  მესამე  დღეს,  12  დეკემბერს,  დიდი  საჰერცოგოც:  ბადენის საკურფიუსტრო  იმ  დღიდან  დიდი  საჰერცოგო  გახდა.  ადვილი  წარმოსადგენია  ამ  ახალი  სახელმწიფოების  მეთაურების  სიხარული  და  ფრანგთა  ყოვლისშემძლე  მბრძანებლისადმი  მადლიერების  გრძნობა.  მაგრამ, იმპერატორი  ამას  არ  დასჯერდა.  იგი  ახლადგამომცხვარ  მონარქებს გაწეული  სამსახურისთვის  ტერიტორიულ  ანაზღაურებასაც  შეჰპირდა. რასაკვირველია,  დამარცხებული  ავსტრიის  ხარჯზე.  მოკავშირეები ბედნიერების  მორევში  ცურავდნენ.  მართალია,  ამიერიდან  მათ  არც საკუთარი  პოლიტიკა,  და  ლამის,  არც  საკუთარი აზრი  ექნებოდათ, მაგრამ  ამას  მათთვის  რა  მნიშვნელობა  ჰქონდა?  მნიშვნელობა  მათთვის იმას  ჰქონდა.  რომ  არჩევანმა  გაუმართლათ,  ღმერთი  არ  გაუწყრათ  და კოალიციის  წევრ  ქვეყნებს  არ  მიემხრნენ.  ეს  რომ  გაეკეთებინათ,  მაშინ ექნებოდათ  მათ  თავში  ხელი  საცემი!  მაშინ  ისინი  ჯილდოს  კი  არ  მიიღებდნენ,  არამედ  იმას,  რაც  ნეაპოლის  მეფე-დედოფალმა  მიიღო.
    ბურბონთა  ამ  უავგუსტოესმა  წყვილმა  ჩრდილში  მიმალვას  ნაპოლეონის წინააღმდეგ  ამხედრება  არჩია.  არჩია  და  ღვთივკურთხეული  ტახტიც გვერდზე  დარჩა  და  თვალწარმტაცი  ნეაპოლიც.  ნეაპოლის  დედოფალი მარი-კაროლინა  საფრანგეთის  უბედური  დედოფლის  მარი-ანტუანეტას ღვიძლი  და  იყო.  ამიტომ  ძალიან  საეჭვო  იყო,  რომ  ნაპოლეონს  იგი  და მისი  ქმარი  დიდხანს  გაეჩერებინა  ნეაპოლის  ტახტზე.  ხოლო  მათი  სამეფოს  ანტიფრანგულ  კოალიციაში  ჩაბმამ  ასეთი  ფინალი  დააჩქარა.  იმპერატორმა  განაჩენი  ცოლ-ქმარს  ვენაში  გამოუტანა.  ბურბონებმა შეწყვიტონ  მეფობა  ნეაპოლშიო  –  ეს  ბრძანა  მხოლოდ  და  ამ  ბრძანების საქმედ  ქცევა  მასენასა  და  გუვიონ  სენ-სირს  დაავალა.  ამ  უკანასკნელებმაც,  თავ-თავიანთი  კორპუსებით,  სულ  იოლად  და  სულ  ცოტა  ხანში შეაწყვეტინეს  მეფობა  ნეაპოლელ  ბურბონებს.
    მეორე  მოსაგვარებელი  საკითხი,  რასაკვირველია  რიგით  და არა  მნიშვნელობით,  ავსტრიის  საკითხი  იყო.  ავსტრიაზე  გულმოსულ და  გამარჯვებით  გალაღებულ  იმპერატორს  ამ  ქვეყნის  სამაგალითოდ დასჯა  ჰქონლა  გადაწყვეტილი.  ჰაბსბურგთა  იმპერიას  ამიერიდან თავისი  აღგილი  უნდა  სცოდნოდა  და  ისე  მოქცევა,  როგორც  1805 წელში  მოიქცა,  ვეღარ  უნდა  გაებედნა.
    სამშვიდობო  მოლაპარაკება  პრესბურგში,  დღევანდელ  ბრატისლავაში  მიმდინარეობდა.  ფრანგთა  დელეგაციას  ტალეირანი  მეთაურობდა,  ავსტრიელებისას  –  გენერალი  გიულაი  და  თავადი  ლიხტენშტაინი. „მოლაპარაკება“  დიდხანს  არ  გაგრძელებულა  –  დამარცხებულ,  და ფაქტობრივად  განიარაღებულ  ავსტრიას,  ცხადია,  აღარც  დიპლომატიურ  ფრონტზე  შესწევდა  წინააღმდეგობის  გაწევის  უნარი,  და  ამიტომ სწრაფად  გამოჰკიდა  თეთრი  ბაირაღი.  პრესბურგი  ვენას  სულ  სამოციოდე  კილომეტრით  იყო  დაშორებული  და  ტალეირანი  ცნობებს  მოლაპარაკების  მიმდინარეობის  შესახებ  ყოველდღიურად  აწვდიდა  თავის მბრძანებელს.
    ხელშეკრულებას  1805 წლის 26  დეკემბერს  მოეწერა  ხელი  საზეიმო  ვითარებაში ბურგრაფის  სასახლის  სარკეებიან  დარბაზში.  ავსტრიელებს სწორედ  რომ  „საზეიმოდ“  ჰქონდათ  საქმე,  რადგან  ფრანგთა  იმპერატორმა დააიმედა  ისინი,  რომ  მათ  განმგებლობაში  დარჩენილ  ტერიტორიებს  მომავალში  ხელს  აღარ  ახლებდა.  რაც  შეეხებოდა  იმ  ტერიტორიებს,  რომლებიც  ავსტრიელთა  განმგებლობაში  დარჩენილი  აღარ  იყო, მათ  არაფერი  ეშველებოდათ  და  ამიტომ  ყოფილი  მფლობელები  უნდა გამოსთხოვებოდნენ...  ცხადია,  ამის  გამო,  ზეიმი  კი  არა,  ტირილი  მართებდათ  ავსტრიელებს,  მაგრამ  რომ  ვერ  ბედავდნენ  ტირილს?
    პრესბურგის  ხელშეკრულების  თანახმად,  ავსტრია  აღიარებდა იტალიის  სამეფოს  შექმნას  და  მის  მეფედ  ნაპოლეონ  პირველს  სცნობდა.  ამასთანავე,  ავსტრიის  ხელისუფალნი  ვალდებულებას  კისრულობდნენ  სხვა  ევროპულ  სახელმწიფოებზე  მოეხდინათ  ზეგავლენა,  რათა მათაც  ეცნოთ  და  ეღიარებინათ  იტალიის  სამეფო  და  ნაპოლეონის  ახალი  ტიტული.  ხელშეკრულების  თანახმად,  ავსტრია  საფრანგეთს  უთმობდა  პიემონტს,  გენუას,  პარმას,  პიაჩენცას.  ვენეციის  ოლქს,  ისტრიასა  და  დალმაციას  გადასცემდა  იტალიის  ახლადშექმნილ  სამეფოს.  ბავარიას  „აძლევდა“  ტიროლსა  და  რამდენიმე  სხვა  სამთავროს,  ვიურტემბერგსა  და  ბადენს  კი  –  ტრიენტს,  პასაუს,  აუგსბურგს,  შვაბიას, კონსტანცას,  ორტენაუს...  ნაპოლეონის  ასეთი  გულუხვი  საჩუქრების შედეგად  მისი  მოკავშირეების  ტერიტორიები  თითქმის  ორმაგდებოდა, ავსტრიისა  კი  –  შესაბამისად,  მცირდებოდა.
    პრესბურგის  ზავის  პირობები  ავსტრიისათვის  საშინელი  იყო. ომში  დამარცხებულ  და  ოკუპირებულ  ქვეყანას  მაშინ  არ  შეეძლო გამარჯვებულის  ნებას  აღდგომოდა  წინ,  მაგრამ  ასეთ  დამცირებასა  და ტერიტორიულ  დანაკარგს  იგი  უთუოდ  არ  შეურიგდებოდა  და  სამომავლოდ  რევანშისათვის  მოემზადებოდა...
    მალე  გამოირკვა,  რომ  პრესბურგის  ხელშეკრულების  მძიმე  პირობები  სულაც  არ  იყო  ჰაბსბურგთა  უკანასკნელი  უბედურება:  შემდეგ სამიზნედ  ნაპოლეონმა  ათასწლოვანი  „გერმანელი  ხალხის  რომის  საღვთო  იმპერია“  ამოიღო.  ეს  იმპერია  დიდი  ხანია  ჰაბსბურგების  სამემკვიდრეო  სამფლობელოს  წარმოადგენდა  და  ეს  უკანასკნელნიც  ერთობ ამაყობდნენ  ამით.  ნაპოლეონს  თავად  სურდა  დიდი,  სრულიად  ევროპული  სახელმწიფოს  შექმნა,  კარლოს  დიდის  იმპერიის  რაღაც  მსგავსისა. ამ  პატივმოყვარული  და  უაღრესად  ძნელი  განზრახვის  განხორციელების  გზაზე  ჰაბსბურგთა  საღვთო  იმპერია  ნაპოლეონისთვის  მხოლოდ  ხელისშემშლელ  ფაქტორს  წარმოადგენდა.  ახლა,  როცა  ბუონაპარტე  ჰაბსბურგების  სატახტო  ქალაქში  იჯდა  თავის  გამარჯვებულ  არმიასთან ერთად,  ამ  იმპერიის  დაშლაზე  თუ  გაუქმებაზე  ადვილი  არაფერი  იყო. კორსიკელმაც  დაუყოვნებლივ  ისარგებლა  მომენტით  და  თავისი  განზრახვა  საქმედ  აქცია.
    მას  ჯერ  ავსტრიასთან  არ  ჰქონდა  საბოლოოდ  ანგარიში  გასწორებული,  რომ  უკვე  საკუთრივ  გერმანიის  რეორგანიზაციის  საქმეს  მოჰკიდა  ხელი.  ბევრისთვის  მოულოდნელად  1806 წლის 12 ივლისს პარიზში მან გამოაცხადა,  რომ  ახალ  გერმანულ  კონფედერაციას  –  ე.წ.  „რაინის კავშირს“  ქმნიდა,  რომელშიც  16  გერმანული  სამეფო  თუ  სამთავრო  ერთიანდებოდა  (მათ  შორის,  ცხადია,  ბავარია,  ვიურტემბერგი  და  ბადენი). ამასთანავე,  ვენაში  შეკრებილ  თავის  მრავალრიცხოვან  მტერსა  თუ  მოყვარეს  იმპერატორმა  ისიც  აცნობა,  რომ  მან  „უარი  ვერ  უთხრა“  ახალ კონფედერაციაში  შემავალი  ქვეყნების  მეთაურებს  დაჟინებულ  მოთხოვნაზე,  რათა  იგი,  ნაპოლეონ  ბონაპარტი,  სათავეში  ჩასდგომოდა  ამ  კავშირს,  და  ამიტომ  „იძულებული  გახდა“  დაჰყოლოდა  მათ  ნებას.  ასე  მიუმატა  ბუონაპარტემ  საფრანგეთის  იმპერატორისა  და  იტალიის  მეფის ტიტულს  „რაინის  კავშირის“  პროტექტორის  ტიტულიც...
    1 აგვისტოს „რაინის კავშირის წევრები ოფიციალურად გავიდნენ საღვთო რომის იმპერიიდან. ნაპოლეონის ულტიმატუმის შემდეგ 1806 წლის 6 აგვისტოს „გერმანელი  ერის  რომის  საღვთო იმპერიის“  იმპერატორმა  ფრანც  II  ჰაბსბურგმა  საზეიმოდ  გამოაცხადა, რომ  იგი  ნებაყოფლობით  იხსნიდა  თავის  ტიტულს  და  მხოლოდ  ავსტრიის  იმპერატორის  ტიტულით  კმაყოფილდებოდა.  ასე  იქცა.  ნაპოლეონის ნებით,  გერმანიის  იმპერატორი  ფრანც  მეორე  ავსტრიის  იმპერატორ ფრანც  პირველად.  თავისთავად  ცხადია,  რომ  თვით  საღვთო  იმპერიამაც იმდღიდანვე  შეწყვიტა  თავისი  მრავალსაუკუნოვანი  არსებობა...
    „სრულიადევროპული  სპექტაკლი“  კი  კვლავ  გრძელდებოდა. არ  გასულა  რამდენიმე  დღე  და  ნაპოლეონი  პრუსიას  მიუბრუნდა.  ამ ქვეყანას  იმპერატორის  გეგმებში  მნიშვნელოვანი  ადგილი  ეჭირა  და მასთან  ურთიერთობის  აგებას  იგი  ერთობ  თავისებურად  აპირებდა.  დასაწყისისათვის  მან  პრუსიის  მეფის  დესპანი  გრაფი  ჰაუგვიცი  დაიბარა შენბრუნში.  იმპერატორმა  ჯერ  კარგა  გვარიანად  გამოლანძღა  დესპანი და  მისი  ქვეყანა  ახლადდამთავრებულ  ომში  გამოჩენილი  ორპირობისათვის,  ხოლო  შემდეგ,  მოულოდნელად,  მან  საფრანგეთსა  და  პრუსიას შორის  „თავდაცვითი  და  შეტევითი“  ხელშეკრულების  დადება  შესთავაზა.  ასეთი  ხელშეკრულების  შედეგად  პრუსია  საფრანგეთს  დაუთმობდა ტერიტორიებს,  რომლებიც  ან  რაინის  კავშირს  გადაეცემოდა,  ან  უშუალოდ  საფრანგეთის  დაქვემდებარებაში  გადავიდოდა  (მაგალითად,  ვეზელი  და  ნეგშატელი).  ერთობ  საინტერესო  იყო  წინადადება  სამხედრო თანამშრომლობის  შესახებ  –  თუ  ხელშეკრულების  დამდებ  ერთ-ერთ ქვეყანას  გარეშე  ძალა  დაემუქრებოდა,  მაშინ  მეორე  მას  დაუყოვნებლივ გაუწევდა  დახმარებას  მთელი  შესაძლო  ძალებით.
    ართმევდა  რა  ტერიტორიის  გარკვეულ  ნაწილს,  ნაპოლეონი „საკომპენსაციოდ“  პრუსიას  საკმაოდ  ვრცელ  და  სტრატეგიულად  მნიშვნელოვან  მხარეს  –  ჰანოვერს  სთავაზობდა.  ეს  მოწამლული  საჩუქარი იყო.  ჰანოვერი,  ჯერ  კიდევ  დიდი  ხნის  წინ  გაფორმებული  დოკუმენტების  თანახმად,  ბრიტანეთის  სამეფო  საგვარეულოს  კუთვნილებას  წარმოადგენდა  და  მისი  პრუსიისთვის  გადაცემა  აუცილებლად  გამოიწვევდა აღშფოთებას  თემზის  ნაპირებზე.  ნაპოლეონსაც  ეს  უნდოდა.  –  პრუსია ინგლისს  წაეჩხუბებოდა  და  მისი  გავლენის  სფეროდან  გამოვიდოდა  (იმპერატორის  ეს  ვარაუდი  გამართლდა  –  „საჩუქარს“  დახარბებულმა  ჰოჰენცოლერნებმა  წამსვე  სტაცეს  ხელი  ჰანოვერს,  ხოლო  გაგულისებულმა  ინგლისმა  ომი  გამოუცხადა  პრუსიას).
    შეთანხმება,  რომელსაც  ნაპოლეონმა  და  ჰაუგვიცმა  ვენაში  „მიაღწიეს“,  შენბრუნის  შეთანხმების  სახელითაა  ცნობილი.  წესით  და  რიგით,  პრუსიელ  მინისტრს  იგი  ჯერ  თავის  მეფესთან  და  თავის  მთავრობასთან  უნდა  შეეთანხმებინა.  მაგრამ  ამის  დრო  არ  იყო  –  ნაპოლეონი ჩქარობდა,  არ  იცდიდა,  ბრაზობდა,  ჰაუგვიცს  კი  ყველაზე  მეტად  სწორედ  ნაპოლეონის  რისხვისა  ეშინოდა.  ამიტომ  სწრაფად  მოაწერა  ხელი დოკუმენტს.  არ  უნდა  დაგვავიწყდეს,  თუ  როდის  ხდებოდა  ეს  ამბები შენბრუნში  –  1805  წლის  დეკემბრის  ბოლოს,  ე.ი.  სწორედ  იმ  დეკემბრისა,  რომლის  დასაწყისში  აუსტერლიცის  დრამა  გათამაშდა  და  რომლის  მომსწრე  და  ლამის  „მონაწილე“  ფონ  ჰაუგვიციც  გახლდათ.  ასე რომ,  პრუსიელი  მინისტრის  შიში  მთლად  უსაფუძვლო  როდი  იყო. როცა  ჰაუგვიცი  ბერლინში  დაბრუნდა  და  მის  მიერ  შენბრუნში დადებული  ხელშეკრულება  თავის  მეფესა  და  სამეფო  კარს  გააცნო,  იგი მას,  ძირითადად,  მოუწონეს,  მხოლოდ  მოსთხოვეს,  რომ  მასში  გარკვეული  შესწორებები  შეეტანა.  ამისთვისაც,  „ცხადია,  საფრანგეთის  თანხმობა  იქნებოდა  საჭირო.  ეს  კი  იმას  ნიშნავდა,  რომ  ჰაუგვიცი  ახლა პარიზს  უნდა  გამგზავრებულიყო  (ნაპოლეონი  უკვე  თაგის  დედაქალაქში იმყოფებოდა)  და  იქ  ეცადა  შეთანხმების  ტექსტში  შესწორებები  შეეტანა.  მინისტრს  ბარემ  არ  უნდოდა  „კორსიკელ  ურჩხულთან“  ხელახალი შეხვედრა,  მაგრამ  რას  გააწყობდა  –  მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმის  დავალება  ხომ  ბრძანება  იყო  მისთვის.
    ჰაუგვიცის  დანახვაზე  ნაპოლეონმა  კვლავ  ყვირილი  ატეხა,  ხოლო  როცა  გაიგო,  რომ  იგი  შენბრუნის  შეთანხმების  ტექსტში  შესწორებების  შესატანად  იყო  ჩამოსული,  მთლად  გადაირია.  პრუსია  ისეთივე სულელია,  როგორი  ვერაგიცო,  გაიძახოდა  იმპერატორი.  მერე,  როცა ცოტათი  დაწყნარდა,  განაცხადა:  თანახმა  ვარ  ტექსტში  გარკვეული ცვლილებები  შევიტანოო.  მართლაც  ტექსტში  ცვლილებები  უმალ  იქნა შეტანილი,  ოღონდ...  ისეთი,  როგორიც  ნაპოლეონს  აწყობდა!  კერძოდ, პრუსია  დამატებით  ვალდებულებას  იღებდა  ჩაეკეტა  მდინარეების:  ელბისა  და  ვეზერის  შესართავები,  რათა  იქ  ინგლისელთა  ხომალდებს  არ შეეღწიათ.  ჰანოვერის  პრუსიისთვის  გადაცემასთან  ერთად,  ეს  უკანასკნელი  გადაწყვეტილება  კიდევ  უფრო  უწყობდა  ხელს  ლონდონსა  და ბერლინს  შორის  დაძაბულობის  მატებას,  რაც  სწორედ  საფრანგეთის იმპერატორის  ინტერესებში  შედიოდა.  „იოლად“  გადარჩენილი  ჰაუგვიცი  კი  გახარებული  გაეშურა  სამშობლოსკენ  –  ნაპოლეონთან  გაფორმებული  ახალი  ხელშეკრულება  ხომ  მშვიდობის  საიმედო  გარანტია  იყო პრუსიისათვის...
    პარიზის  ამ  შეთანხმებას  ხელი  13  თებერვალს  მოეწერა.  ნაპოლეონი  კი  საფრანგეთის  დედაქალაქში  იანვრის  მიწურულს  დაბრუნდა. შეხვედრა,  როგორიც  მას  პარიზში  მოუწყეს,  ყოველგვარ  მოლოდინს აჭარბებდა.  გრანდიოზული  გამარჯვებით  აღფრთოვანებული  ურიცხვი პარიზელი  ქუჩაში  გამოვიდა  და  ენით  აუწერელი  ენთუზიაზმით  შეეგება თავის  კერპს.
1805  წლის  მეორე  ნახევარი  ტრიუმფული  გამოდგა  ბუონაპარტესათვის.  ის,  რასაც  მან  ოქტომბრიდან  იანვრამდე  მიაღწია,  სიზმარში ნანახს  უფრო  ჰგავდა,  ვიდრე  ცხადში  ასრულებულს.  ორი  დიდი  ევროპული  ქვეყანა  –  ავსტრიის  იმპერია  და  რუსეთი  მან  ბრძოლის  ველზე, მოკლე  დროში  დაამარცხა,  მესამე  –  პრუსია,  აქტიური  თამაშიდან  გამოთიშა,  ხოლო  ინგლისი,  მისი  მუდმივი  და  მოუხელთებელი  მოწინააღმდეგე,  მოკავშირეების  გარეშე  დატოვა.  მოკავშირეების  გარეშე  კი  არა, ერთ-ერთ  მათგანს,  პრუსიას,  დაუპირისპირა  და...  მასთან  ომში  ჩააბა! დაუდეგარმა  კორსიკელმა  არც  ეს  იკმარა  და  ბრძოლის  ველზე მოპოვებული  წარმატებები  სამშვიდობო  მოლაპარაკების  მაგიდასთან  განიმტკიცა.  მან  ავსტრია  აიძულა,  დაეთმო  მისთვის  ვრცელი  ტერიტორიები  და  ხელი  აეღო  ათასწლოვან  „რომის  საღვთო  იმპერიაზე“.  ამის  „სანაცვლოდ“  და  ავსტრიისა  და  პრუსიის  საპირისპიროდ,  მან  თავისადმი ვასალური  „რაინის  კავშირი“  შექმნა  და  იგი  ფარად  აღმართა  საფრანგეთის  საზღვრებთან  აღმოსავლეთიდან  მოსალოდნელი  საფრთხის  საწინააღმდეგოდ.
    მაგრამ,  იმპერატორის  ეს  გაუგონარი  და  თავისი  ბრწყინვალებით  თვალისმომჭრელი  წარმატებები  ყველას  როდი  ახარებდა  თუნდაც მის  ბანაკში.  ერთ-ერთი  პირველი,  ვინც  ეჭვის  თვალით  შეხედა  ამ  მიღწევებს  და  კრიტიკულად  მიუდგა  მათ,  საგარეო  საქმეთა  მინისტრი  ტალეირანი  იყო.  მესიე  დე  ტალეირანს  საგონებელში  აგდებდა  მოვლენათა ამგვარი  განვითარება.  მას  აფიქრებდა  და  აშინებდა  მისი  მბრძანებლის ყოველგვარ  ზღვარს  გადასული  „მადა“.  ჯერ  კიდეგ  ულმის  შემდეგ  და აუსტერლიცის  წინ,  ტალეირანი  ძალზე  ფრთხილად,  მაგრამ  აშკარად მიანიშნებდა  იმპერატორს,  რომ  არ  ივარგებდა  აგსტრიის  მძიმედ დაზარალება  ბრძოლის  ველზე,  რომ  გაცილებით  უკეთესი  იქნებოდა,  თუ  მასთან  მორიგება  სამშვიდობო  მოლაპარაკების  შედეგად  მოხდებოდა.  იმპერატორმა  ყური  არ  ათხოვა  ქტალეირანის  რჩევას.  კაცმა  რომ  თქვას, არც  უნდა  ეთხოვებინა.  მესიე  დე  ტალეირანს  სამხედრო  საქმეზე  წარმოდგენა  არ  ჰქონდა  და  ის  ვერასოდეს  ვერ  ჩასწვდებოდა  ომის  სპეცი-ფიკას:  რუსი  მოკავშირის  საომარ  ასპარეზზე  გამოჩენით  დაიმედებული ჰაბსბურგები  არაფრის  დიდებით  არ  დათანხმდებოდნენ  ნაპოლეონთან ზავზე.  არ  დათანხმდებოდნენ  კიდევ  იმიტომ,  რომ  დღე-დღეზე  ელოდნენ ბრძოლის  ველზე  ახალი  მოკავშირის  –  პრუსიის  გამოჩენას.  ასეთ  ვითარებაში  ერთადერთი,  რაც  ნაპოლეონს  რჩებოდა,  მოწინააღმდეგის სწრაფი  განადგურება  იყო,  და  ეს  ასე  ოსტატურად  მოახერხა  კიდეც.
    პრესბურგის  საზავო  მოლაპარაკების  წინ  ტალეირანმა  განაახლა  იმპერატორზე  „შეტევა“.  მან  კვლავ  სთხოვა  ნაპოლეონს  დაენდო დამარცხებული  ავსტრია  და  ზომაზე  მეტი  არ  წაერთმია  მისთვის.  თქვენი  დიდსულოევნებით  ჩვენ  ამ  ქვეყანას  საბოლოოდ  არ  მოვიკიდებთ  მტრადო,  ეუბნებოდა  მინისტრი  იმპერატორს.  მაგრამ,  არც  ახლა  გამოუვიდა რამე  ტალეირანს  –  ბუონაპარტემ  კვლავ  არ  დაუჯერა  თავის  მინისტრს.  მაშინ  ტალეირანმა  ჰანგი  შეცვალა  და  სხვა  მხრიდან  სცადა იმპერატორთან  მიდგომა.  თუ  მაინცადამაინც  აუცილებელია  ავსტრიის მწარედ  დასჯა,  ეუბნებოდა  იგი  ნაპოლეონს,  ისე  მაინც  გააკეთეთ,  რომ დაკარგული  ტერიტორიების  საკომპენსაციოდ  ამ  ქვეყანას  ვლახეთში, მოლდავეთსა  და  ბესარაბიაში  მიეცეს  თავისუფალი  მოქმედების  საშუალებაო.  არც  ეს  მოისურვა  ბუონაპარტემ.  ავსტრიის  თაგისუფალი  მოქმედება  დუნაის  შესართავთან  რუსეთის  რისხვას  გამოიწვევდა  და  თანაც არა  იმდენად  ავსტრიის,  რამდენადაც  საფრანგეთის  წინააღმდეგ.  ნაპოლეონს  კი,  იმხანად,  რუსეთთან  შერიგება  და  დაახლოება  სურდა  და არა  კონფლიქტის  ახალი  კერის  შექმნა.  ამიტომ  ნაპოლეონი  ასეთ  გამომწვევ  ნაბიჯს  იმხანად  არ  გადადგამდა  და  რუსეთთან  დაახლოების პერსპექტივას  არ  ჩაშლიდა.
    ურთიერთობა  ნაპოლეონსა  და  ტალეირანს  შორის  გამწვავდა  და თანდათან  განხეთქილებამდე  მივიდა.  რასაკვირველია,  ტალეირანი  ვერ ბედავდა  აშკარად  გამოეთქვა  იმპერატორისთვის  ის  კრიტიკული შენიშვნები,  რომლებიც  მას  ბოლო  ხანებში  უგროვდებოდა,  მაგრამ  იმას კი  ვეღარ  ფარავდა,  რომ  იმპერატორისგან  განსხვავებით  სხვაგვარად უყურებდა  ევროპის  მოწყობის  საქმეს.  ტალეირანს  ევროპაში  ძალთა წონასწორობის  დაცვა  საფრანგეთ-ავსტრიის  კავშირის  მეშვეობით  სურდა,  ნაპოლეონს  კი  ასეთი  წონასწორობის  დაცვა  საერთოდ  არ  სურდა! მას  თავგის  მინისტრზე  გაცილებით  ფართო  და  შორსმიმავალი  გეგმები ჰქონდა.  იგი  სრულიადევროპული  იმპერიის  შექმნას  მიელტვოდა,  რასაკვირველია,  საფრანგეთის  ჰეგემონიის  ქვეშ.  რომელ  წონასწორობაზე შეიძლებოდა  ლაპარაკი  ასეთ  პირობებში?  ავსტრიასთან,  ანუ  ომამდელ რომის  საღვთო  იმპერიასთან  რომელ  პარტნიორობაზე  შეიძლებოდა ფიქრი,  როცა  ბუონაპარტეს  ამ  იმპერიის  თვით  არსებობა  უშლიდა ხელს?  იგი  კარგა  ხანია  ამ  იმპერიის  ტერიტორიებს  უთვალთვალებდა და  როცა  შესაძლებლობა  მიეცა  და  ბრძოლის  ველზე  დაამარცხა  იგი, შემდეგ,  დიპლომატიურ  მაგიდასთან,  სულაც  არ  აპირებდა  ბრძოლით მოპოვებულის  დათმობას.
    ტალეირანისთვის  უცხო  იყო  ყველაფერი  ის,  რასაც  ნაპოლეონი აკეთებდა.  უცხო  იყო  პოლიტიკა,  რომელსაც  იმპერატორი  აწარმოებდა, უცხო  იყო  მეთოდი,  რომლითაც  იგი  ამ  პოლიტიკას  ახორციელებდა. ასეთი  უკომპრომისო  და  ზეაქტიური  პოლიტიკა  პირდაპირ  ეწინააღმდეგებოდა  მრავალნაცადი  და  მრავლისმნახველი  მინისტრის  შეხედულებებს,  მის  პიროვნულ  თვისებებს,  მის „გემოვნებას“,  ბოლოს  და  ბოლოს. შარლ  მორის  დე  ტალეირან  პერიგორი  მუდამ  ფრთხილი  და მოზომილი  პოლიტიკის  მომხრე  იყო,  „კაბინეტური  დიპლომატიის“ მოსურნე.  მისთვის  წარმოუდგენელი  იყო  გლობალური  საკითხებისადმი ისეთი  მიდგომა,  როგორც  მათ  იმპერატორი  უდგებოდა,  როგორც  იგი  ამ საკითხებს  ერთბაშად,  ხელის  ერთი  მოსმით  წყვეტდა  ხოლმე.
    გარდა  იმისა,  რომ  იმპერატორის  ასეთი  ზეგაბედული  ქცევა  ტალეირანს  უპერსპექტივოდ  და  სარისკოდ  მიაჩნდა,  იგი  მის  თავმოყვარეობასაც  ლახავდა  და  ერთობ  უხერხულ  მდგომარეობაში  აყენებდა.  ამ კაცს,  შესანიშნავ  დიპლომატს  და  გაქნილ  პოლიტიკოსს,  პროფესიული თავმოყვარეობის  გრძნობაც  გააჩნდა.  და  თუმცა  იგი  უსიტყვოდ  აღიარებდა  საოცარი  კორსიკელის  ზეგარდმო  ნიჭის  (ამის  მაგალითად  თუნდაც  ასეთი  ფაქტი  გამოდგება:  შემდეგ,  უკვე  იმ  დროს,  როცა  იმპერატორი  კარგა  ხანია  წმინდა  ელენეს  კუნძულის  ქვიან  სამარეში  იწვა,  მესიე  დე  ტალეირანი  ლონდონში  ელჩად  ყოფნისას  თავის  კოლეგებს  ეუბნებოდა:  თქვენ  რა  იცით,  რა  არის  ჭეშმარიტი  მუშაობა,  მუშაობა  დიდი იმპერატორისა  უნდა  გენახათ,  რომელთან  ერთად  მოღვაწეობის  პატივიც  მე  მხვდაო),  მაინც  გულდაწყვეტილად  და  შეურაცხყოფილად გრძნობდა  თავს,  რადგან  ეს  დიდი  იმპერატორი  მასთან  შეუთანხმებლად და  მხოლოდ  თავის  ნებაზე  წყვეტდა  ყველა  დიდსა  თუ  პატარა  საკითხს. ტალეირანს  კი  სჯეროდა  და  მიაჩნდა,  რომ  იგი  ამ  წარღვნასავით  მოვარდნილი  დაუოკებელი  ადამიანის  ნება-სურვილის  ბრმა  აღმსრულებელი  კი  არ  უნდა  ყოფილიყო,  არამედ  მისი  პოლიტიკის  თანაშემოქმედი, და  ხშირად  განმსაზღვრელიც.  ტალეირანს  თავი  უფრო  მეტი  გაქანების კაცად  მიაჩნდა,  ვიდრე  ეს  იმპერატორის  ხელქვეითად  ყოფნისას  ჩანდა. იმპერატორს  პატივი  და  დიდება  არ  დაუკლია  მისთვის.  სწორედ მისგან  მინიჭებული  ამ  პატივისა  და  დიდების  შედეგი  იყო  ის  მრავალმილიონიანი  ქონება,  რომელიც  მან  წლების  განმავლობაში  უცხო  ქვეყნების  წარმომადგენელთაგან  დააგროვა  –  ზოგი  მათი  გაცურებისა  და  მოტყუების,  ზოგიც  კი  ჭეშმარიტი  დახმარების  საფასურად  აღებული ქრთამის  სახით.  მაგრამ,  ეტყობა,  ეს  არ  აკმაყოფილებდა  ბენევენტოს თავადს  (ეს  ტიტულიც  უბოძა  იმპერატორმა),  ეტყობა,  მეტი  სურდა, სურდა  პოლიტიკის  შემქმნელი  და  წარმმართველი  ყოფილიყო.  საერთოდ,  წინა  პლანზე  ყოფნა  სურდა,  ავანსცენაზე  გამოსვლა.  როგორც  მერე,  ნაპოლეონის  ეპოპეის  დასასრულს  გამოირკვა,  მას  პატივმოყვარეობის  უძღები  ჭიაც  ღრღნიდა  და  თუ  ქვეყნის  არა,  მთავრობის  სათავეში ჩადგომა  მაინც  უნდოდა.
    ბევრისთვის  მოულოდნელად  ამ  კაცმა  ბევრს  მიაღწია  ცხოვრებაში.  თავიდან  კი  თითქოს  ასე  არ  უნდა  ყოფილიყო.  არისტოკრატთა ოჯახიდან  გამოსულს  რევოლუციამ  მოუსწრო  და  „წესით“  საქმე  უკან უნდა  წასვლოდა.  მან  კი  განსაცვიფრებელი  მოხერხებისა  და  ეშმაკობის წყალობით  თავი  რევოლუციის  მომხრედ  გაასაღა  და  იმდენს  მიაღწია, რომ  რესპუბლიკის  საგარეო  უწყების  მეთაური  გახდა.  მერე,  როცა  რესპუბლიკა  ერთი  კაცის  დიქტატურით  შეიცვალა,  მან  ამ  კაცსაც  მარჯვედ აუწყო  ფეხი  და  კვლავ  დიდხანს  შეინარჩუნა  მინისტრის  პოსტიცა  და გავლენაც  მის  კარზე.  ბოლოს  კი,  როცა  ნაპოლეონს  დრომ  უწია  და  პოლიტიკური  ასპარეზიდან  გაქრა,  ტალეირანმა  ბურბონებთანაც  იოლად გამონახა  საერთო  ენა  და  ახლა  მათ  სამსახურში  ჩადგა. თავისი  ზღვარდაუდებელი  ეშმაკობის  წყალობით  მესიე  დე  ტალეირანი  არასოდეს  იძირებოდა  და  მუდამ  წყლის  ზედაპირზე  ტივტივებდა.  თანამედროვეთ  ისეთი  შთაბეჭდილება  ექმნებოდათ,  რომ  ამ  ადამიანს  ბედი  არ  სტოვებდა.  კოჭლი  და  გარეგნულად  შეუხედავი  კაცი ენაწყლიანობისა  და  კიდევ  რაღაც  უცნობი  ღირსებების  წყალობით  ქალებთანაც  იოლად  პოულობდა  საერთო  ენას  და  გვარიანადაც  სარგებლობდა  ამით.  მოკლედ,  ცუდად  არ  მიუდიოდა  საქმე  ბენევენტოს  თავადს,  მაგრამ  მაინც  მეტი  სურდა  და  მეტის  მოლოდინში  იყო.  ოღონდ, ეს  „მეტი“  მესიე  დე  ტალეირანს  მშვიდად  და  უშფოთველად  უნდოდა  მიეღო.  არეულობასა  და  კატაკლიზმებს  ვერ  იტანდა  და  არც  სჭირდებოდა,  ყოველ  შემთხვევაში  ისეთი,  რომლებშიც  თავად  მოუწევდა  მონაწილეობა.  ამ  „გადარეული“  კორსიკელის  შემყურეს  კი  არც  კატაკლიზმები  მოაკლდებოდა  და  არც  მშვიდი  ცხოვრება  ექნებოდა.  მის  ხელში  საქმე  ისე  წაუვიდოდა,  რომ  მშვიდი  ცხოვრება  კი  არა,  მანამდე  მოპოვებულისა  და  მოხვეჭილის  დაკარგვის  საშიშროებაც  გაუჩნდებოდა.  ეს  აუცილებლად  ასე  მოხდებოდა,  რადგან  გაერთიანებული  არისტოკრატიულ-ფეოდალური  ეგროპა  ადრე  თუ  გვიან  ბოლოს  მოუღებდა  ამ  გენიალურ  წინამასწარას,  ასე  რომ  აურ-დაურია  აწყობილი  და  დალაგებული საქმე.  აი.  მაშინ  კი  აღარ  გაითვალისწინებდნენ  იმპერატორის  მტრები იმ  ფაქტს.  რომ  ოტენის  ყოფილი  ეპისკოპოსი  მათი  წრისა  და  გულში მუდამ  მათი  თანამდგომი  იყო...  გადაჰყვებოდა  ტყუილ-უბრალოდ  „ამ საქმეს“  მესიე  დე  ტალეირანი,  წააგებდა  თავს  და  თაგვის  მილიონებსაც ზედ  გადააყოლებდა!  ამიტომ  ცდილობდა,  როგორმე  გავლენა  მოეხდინა იმპერატორზე  და  ხელი  აეღებინებინა  შეუჩერებელი  ექსპანსიის  პოლიტიკიდან.  მერე  კი.  როცა  ბენევენტოს  თავადმა  დაინახა,  რომ  ამ  ცდიდან მაინც  არაფერი  გამოვიდოდა,  სხვა  გზას  დაადგა.  უღალატა  თავის  კეთილისმყოფელს,  მისი  მოწინააღმდეგეების  დაქირავებული  აგენტი  შეიქნა  და  გასცა  მისი  საიდუმლოებები,  გაყიდა  ისინი  შეძლებისდაგვარად ძვირად  და  იმ  დროიდან  მთელი  თავისი  ძალისხმევა,  ნიჭი  და  მონდომება  ამ  კაცის  დამხობასა  ღა  დაქცევას  მოახმარა  (რა  ძალა  და  რა  შესაძლებლობები  უნდა  ჰქონოდა  „ამ  კაცს“,  რომ  შიგნით  ასეთი  მტერი ჰყოლოდა,  გარეთ  კი  გაერთიანებული  ევროპა  და  მაინც  ამდენი  წელიწადი  თავის  დაკრულ  მუსიკაზე  ეცეკვებინა  ისინი!).
    იმპერატორის  წინააღმდეგ  ფარული  ბრძოლის  ფაქტს  შემდეგში მაინცადამაინც  არც  უარყოფდა  მესიე  დე  ტალეირანი  (რა  თქმა  უნდა, ფულის  აღების  გამოკლებით).  მაგრამ  ცხოვრების  ბოლოს,  „ისტორიის სამსჯავროზე“  'წარსდგომის  წინ,  იგი  თავის  მემუარებშიც  ღა  კერძო საუბრებშიც,  ყოველთვის  ერთ  გარემოებას  უსვამდა  ხაზს  –  არასოდეს მიღალატნია  საფრანგეთისთვისო.  ეს  სიტყვები  „პროფესიონალი  მოღალატის“  მორიგი  თვალთმაქცობა  არ  გახლდათ:  რაოდენ  საოცარიც  არ უნდა  იყოს,  ეს,  გარკვეულწილად,  ასე  იყო,  ბენევენტოს  თავადს  თავისი წარმოდგენა  ჰქონდა  თავისი  ქვეყნის  აწმყოსა  და  მომაგალზე  და  თავისებურად  ცდილობდა  მისთვის  სიკეთის  მოტანას.  ამიტომ  ტალეირანისა და  ნაპოლეონის  დაპირისპირება  მარტო  ორი,  თუნდაც  ძალზედ  განსხვავებული  პიროვნების  დაპირისპირება  როდი  იყო.  ეს  იყო  ორი  პოლიტიკის,  ორი  სამყაროს  წინადგომა;  ერთის  მხრივ,  ძველი,  ფეოდალურ-არისტოკრატიული  წყობისა  და,  მეორეს  მხრივ,  ახალი,  უფრო  პროგრესული,  კაპიტალისტური  წყობისა.  ნაპოლეონი  ამ  უკანასკნელის  წარმომადგენელი  იყო,  მაგრამ  „რიგითი“  წარმომადგენელი  კი  არა.  იგი  უეცრად  მოვარდნილ  ზვავს  ჰგავდა  და  ამიტომ  იყო,  პოლიტიკაც  რომ  ზვავივით  გამანადგურებელი  ჰქონდა.
    პერსპექტივაში  ნაპოლეონი  უფრო  სწორი  იყო.  ტალეირანის ეპოქა  წარსულისა  იყო,  გუშინდელი.  ნაპოლეონისა  –  მომავლის,  ხვალინდელი.  ეს  ასე  იყო,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ნაპოლეონის  მოღვაწეობის  დასასრულს  ისე  გამოვიდა,  გამარჯვება  ტალეირანის  თანამოაზრეებმა  იზეიმეს.  მაგრამ  ეს  პიროსის  გამარჯვება  იყო,  ფეოდალური  ევროპის  რის  ვაი-ვაგლახით  მოპოვებული  გამარჯვება  ერთ  „ჯიუტ  და თავნება“  კაცზე.  ასეთი  გამარჯვება  ისტორიული  ასპექტით  ხანგრძლივი  წარმატების  საწინდარი  ვერ  გახდებოდა  და  აკი  ვერც  გახდა. ნაპოლეონისადმი  მიძღვნილ  არაერთ  გამოკვლევაში  გვხვდება აზრი  იმის  თაობაზე,  თითქოს  მაშინ,  1805-1806  წლებში,  იმპერატორს ომი  აღარ  სურდა  და  იგი  სრულიადევროპული  მშვიდობისკენ  მიისწრაფოდა.  რბილად  რომ  ითქვას,  ეს  ერთობ  თამამი  აზრია.  და  არა  მარტო იმიტომ,  რომ  ცოტა  ძნელი  დასაჯერებელია,  ამ  „ომის  კაცს“  ომი  სულ აღარ  ნდომოდა.  მაგრამ,  ასეც  რომ  ყოფილიყო,  როგორი  მშვიდობა  იქნებოდა  ის  მშვიდობა,  რომლისკენაც  იმპერატორი  თურმე  „მიიბრძოდა“? მხოლოდ  და  მხოლოდ  ისეთი,  როგორიც  საფრანგეთის  ეგიდის  ქვეშ მყოფ  დამჯერე  და  მორჩილ  ევროპაში  იქნებოდა.  რა  გზით  მივიდოდა მერე  საფრანგეთი  და  მისი  მბრძანებელი  ასეთ  ევროპამდე?  მოლაპარაკების  გზით?  ძალიან  საეჭვოა.  ასეთი  ევროპის  შექმნას,  თუკი  იგი  საერთოდ  შეიქმნებოდა,  წინ  დიდი  სისხლისღვრა  გაუსწრებდა.  მსგავსი  კონგლომერატები  მაშინ  კი  არა,  XX  საუკუნეშიც  უსისხლოდ  არ  იქმნებოდა  და  XIX  საუკუნის  დასაწყისში  რაღა  მოხდებოდა?  ამიტომ  იმ  პერიოდში,  ნაპოლეონისდროინდელ  ეპოქაში,  მხოლოდ  დროებითს  ზავზე  თუ შეიძლებოდა  ლაპარაკი,  ომის  მხოლოდ  ტაქტიკური  მოსაზრების  გამო შეწყვეტაზე  ფიქრი  თუ  იქნებოდა  შესაძლებელი,  რადგან  სტრატეგიული  მიზანი  ნაპოლეონს  კარგა  ხანია  განსაზღვრული  ჰქონდა  და  იგი ომის  თავიდან  აცილებას  სრულიადაც  არ  გულისხმობდა.  ამის  დასტურია  საფრანგეთის  სამხედრო  ყაიდაზე  გარდაქმნა,  უძლიერესი  არმიის შექმნა,  ბულონის  ბანაკის  მოწყობა  ბრიტანეთში  შესაჭრელად  და  ა.შ. ევროპაში  მაშინ  ისეთი  ვითარება  იყო  შექმნილი  (ლაპარაკია სწორედ  1805-1806  წლებზე),  რომ  მშვიდობის  მისაღწევად  ნაპოლეონს ყველა  იმ  ტერიტორიულ  მონაპოვარზე  უნდა  ეთქვა  უარი,  რომელიც საფრანგეთს  მარტო  მარენგოს  შემდგომ  კი  არა,  ჯერ  კიდევ  დირექტორიის  და,  საერთოდ,  რევოლუციის  პირველივე  წლებიდან  უგროვდებოდა.  გამოდიოდა,  რომ  მას  უნდა  დაეცალა  მთელი  ჩრდილოეთ  იტალია, ბელგია  და  ჰოლანდია  და  რაინს  იქით  გადაეყვანა  თავისი  არმია.  წავიდოდა  ასეთ  ნაბიჯზე  ნაპოლეონი?  რა  თქმა  უნდა,  არა.  არც  წავიდოდა და  ვერც  წავიდოდა.  საერთოდ,  ვერცერთი  ფრანგი  სახელმწიფო  მოღვაწე  მაშინ  ასეთ  ნაბიჯს  ვერ  გადადგამდა.  საფრანგეთს  ხომ  სულ  ცოტა ხნის  წინ  ჰქონდა  გრანდიოზული  გამარჯვება  მოპოვებული!  (ასეთი  პოლიტიკოსი,  როგორც  გამონაკლისი,  შეიძლება  ტალეირანი  ყოფილიყო, მაგრამ  ეს  ვარიანტი  „ხუმრობით“  განსახილიც  კი  არ  არის  –  ტალეირანის  „პირველობის“  პერიოდში  საფრანგეთს  არცერთი  ზემოჩამოთვლილი  მონაპოვარი  არ  ექნებოდა).
    ნაპოლეონს  ასეთი  ნაბიჯი  რომც  გადაედგა,  ძალიან  საეჭვოა, რომ  იგი  დააკმაყოფილებდა  ფეოდალურ  ევროპას.  ასეთ  შემთხვევაში მას  მეტი  მოუნდებოდა.  იგი  მოითხოვდა,  რომ  საფრანგეთს  უარი  ეთქვა რევოლუციის  შედეგად  მოპოვებულ  შიდასახელმწიფოებრივ  მიღწევებზეც.  რომ  იგი  დაბრუნებოდა  ფეოდალურ-აბსოლუტისტურ  წყობას,  რომ აღმდგარიყო  ბურბონების  მმართველობა,  და  ასე  შემდეგ.  და  ასე  ამგვარად.  მაგრამ  ასეთი  რამ,  ჩვეულებრივ,  ნებაყოფლობით  ხომ  არ  ხდება ხოლმე.  ასეთ  „გამოსავალს“  მაშინ  არც  ფრანგები  დაეთანხმებოდჩენ  და არც  ფრანგების  წინამძღოლი.  ისეთი  ჯადოსნური  წრე  იყო  შეკრული, რომ  საფრანგეთს,  გარდა  ზეაქტიური  პოლიტიკის  გატარებისა,  სხვა გამოსავალი  არ  ჰქონდა.  ეს  მარტო  ბონაპარტის  „ბრალი“  არ  იყო.  ეს რევოლუციის  პერიოდიდან  მოდიოდა.  ვერც  რევოლუციური  საფრანგეთი  ჰგუობდა  ფეოდალურ-აბსოლუტისტურ  ეგროპას  და  ვერც  ეს  ევროპა –  რევოლუციურ  საფრანგეთს.
    ბონაპარტის  ხელში  საფრანგეთი  გარეგნული  ნიშნებით  აღარ იყო  რევოლუციური,  თორემ  ევროპაში  ჰეგემონიის  მოპოვების  სურვილით  (და  მცდელობით!)  იგი  თავისი  წარმომშობი  რევოლუციისგან  ცოტათი  თუ  განსხვავდებოდა.  ამიტომ  მასა  და  ფეოდალურ  ევროპას  შორის  შერიგება  ნებაყოფლობით  არ  მოხდებოდა.  მოხდებოდა  მხოლოდ დროებითი  გარიგება,  ისიც  მარტო  იმ  შემთხვევაში,  თუ  ნაპოლეონი  ძალის  გამოყენების  შედეგად  აიძულებდა  თავის  მოწინააღმდეგეებს  მასთან  პირდაპირ  ბრძოლაზე  ხელი  აეღოთ.  სწორედ  ასეთ  „ძალის  პოლიტიკას“  მიმართავდა  იგი  საფრანგეთის  სათავეში  მოსვლის  დღიდან  და შემდგომშიც  არ  იშურებდა  ძალას  მისი  განხორციელებისათვის.
    თავის  ჭეშმარიტ  მიზნებს  ნაპოლეონი  გარკვეულ  დრომდე  მოხერხებულად  ფარავდა:  განსაკუთრებით  თავისი  სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის  პირველ  პერიოდში.  იმ  დროს  მისი  ძალისხმევა  იქითკენ იყო  მიმართული,  თუ  როგორ  მოეწყო  საქმე  ისე,  რომ  მის  აგრესიულ პოლიტიკას,  მის  ექსპანსიურ  ნაბიჯებს  მშვიდობის  დამყარებისკენ სწრაფვა  დარქმეოდა.  ეს  ძნელი  საქმე  იყო,  და  ამიტომ  თვით  ისეთ ბრწყინვალე  დიპლომატსაც,  როგორიც  ბონაპარტი  გახლდათ,  ყოველთვის  არ  უსრულდებოდა  ჩანაფიქრი.  ასეთ  შემთხვევაში  იგი  თავის მთავარ  იარაღს  –  „დიდ  ბატალიონებს“  ჩართავდა  ხოლმე  საქმეში  და უკვე  მათი  მეშვეობით  აღწევდა  სასურველ  შედეგს.  ასე  ემატებოდა  საფრანგეთს  ახალ-ახალი  ტერიტორიები  და  ასე  აკლდებოდა  ისინი  ფეოდალურ ევროპას.  დროთა  განმავლობაში,  საკუთარი  ძალის  ზრდისა  და მიღწეული  წარმატებების  პარალელურად,  ნაპოლეონის  მოღვაწეობაში დიპლომატიური  ჭიდილი  სულ  უფრო  ხშირად  უთმობდა  ადგილს  საკითხის  ძალისმიერი  გზით „მოგვარების“  მცდელობებს.  საწყისი  ასეთ დისბალანსს  სწორედ  აუსტერლიცის  შემდეგ  მიეცა.  არცთუ  შორეულ მომავალში,  3-4  წელიწადში,  ასეთ  ცალმხრივ  ქმედებას  ლომის  წილი დაეთმობა  ნაპოლეონის  მოღვაწეობაში.  მაშინ  კი,  აუსტერლიცის  შემდგომ  უახლოეს  პერიოდში,  იგი  ჯერ  ასე  მკაფიოდ  გამოხატული  არ იყო  და  იმპერატორი  კვლავ  მარჯვედ  იყენებდა  კვერისა  და  მათრახის პოლიტიკას.
    ერთადერთი,  რაც  მაშინ,  1806  წელში  იმპერატორს  აღელვებდა,  რუსეთთან  დამოკიდებულება  იყო.  აუსტერლიცთან  მარცხის  შემდეგ რუსები  შუა  ევროპას  გაეცალნენ  და  საკუთარ  საზღვრებს  ამოეფარნენ. ამოეფარნენ  დროებით,  უკეთესის  მოლოდინში.  როგორც  კი  ეს  „უკეთესი“  გამოჩნდებოდა,  ისინი  კვლავ  დაიძვრებოდნენ  და  კვლავ  ევროპაში გამოჩნდებოდნენ.  ნაპოლეონს  არაფერში  სჭირდებოდა  ჩრდილოეთის  გიგანტთან  დაპირისპირება.  წესით,  არც  ამ  უკანასკნელს  უნდა  დასჭირვებოდა  ევროპის  საქმეებში  ჩარევა.  მას  ხომ  თავისი  გავლენის  სფერო  გააჩნდა  და  სამოქმედო  ასპარეზიც  თვალგაუწვდენი  ჰქონდა.  რუსეთს  თავისი  ინტერესები  შვედეთთან  და  ოსმალეთთან  დავაში  უნდა  დაეცვა, ფინეთისა  და  დუნაის  ქვემო  წელის  ხელში  ჩაგდებაზე  უნდა  ეზრუნა, ევროპისთვის  კი  თავი  უნდა  გაენებებინა.  ეს  სურდა  ჩაეგონებინა  მათთვის  იმპერატორს,  ეს  უნდა  მოეხერხებინა  როგორმე.  თუ  რუსეთთან საზავო  ხელშეკრულება  დაიდებოდა,  მერე  უფრო  მეტზეც  შეიძლებოდა ფიქრი.  იქნებ  კავშირის  დამყარებაც  მოხერხებულიყო.  ხომ  დაიდო  ასეთი  კავშირი  1800  წელში,  როცა  გენერალმა  ბონაპარტმა  ოსტატურად გაახვია  თავის  ბადეში  პავლე  რომანოვი  და  თავისკენ  გადმოიბირა.  ვინძლო  იმპერატორმა  ნაპოლეონმა  პაგლეს  შვილი,  ალექსანდრე  პირველიც  გადმოიბიროს  და  თავისკენ  შემოატრიალოს!  ეს  უდიდესი  საქმე იქნებოდა.  თუ  რუსეთი  ინგლისს  მოსწყდებოდა,  თუ  რუსეთი  საფრანგეთს  მხარში  ამოუდგებოდა,  მაშინ..  ამიტომ  პირველი  ნაბიჯი  ისევ ფრანგთა  იმპერატორს  უნდა  გადაედგა.  აკი  გადადგა  კიდეც:  აღარ  გამოედევნა  დამარცხებულ  და  დემორალიზებულ  რუსის  ჯარს  აუსტერლიცის  შემდეგ  და  მშვიდად  გაუშვა  სამშობლოსაკენ.  აკი  ტყვეებიც  გაუნთავისუფლა  რუსებს,  ისევე,  როგორც  1800  წელში.  დაუფასებენ  ამას რომანოვების  კარზე?  დაუფასებენ.  არ  შეიძლება  არ  დაუფასონ  ასეთი დიდსულოვნება,  ამიტომ  ასე  აჯობებს.  სხვა  საქმე  აქვს  ახლა  საკეთებელი  ბუონაპარტეს  და  რუსეთთან  დაპირისპირება  საჭირო  არაა...
    1805  წლის  მართლაც  რომ  განსაცვიფრებელი  სამხედრო-პოლიტიკური  წარმატებების  ფონზე  თავი  იჩინა  ერთმა  ახალმა  და  ბევრისთვის  სრულიად  მოულოდნელმა  მოვლენამ.  ახლადშემოერთებულ  და  ახლადშექმნილ  სამთაგროებსა  თუ  სამეფოებს  იმპერატორმა  სათავეში... თავისი  ნათესავები  და  თავისი  თანამებრძოლები  ჩაუყენა.  ეს  რომ  ერთეული  შემთხვევა  ყოფილიყო,  შეიძლება  მისთვის  დიდი  ყურადღება  არავის  მიექცია  –  გამარჯვებული  იმპერატორი  განსაკუთრებულად  გამორჩეულ  თავის  თანამებრძოლებს  ჯილდოს  ნიშნად  ასაჩუქრებდა  და  მამულებს  ურიგებდა.  გასაკვირი  ამაში  არაფერი  უნდა  ყოფილიყო,  რადგან ასეთი  რამ  უხსოვარი  დროიდან  მოდიოდა  და  სხვადასხვა  ქვეყნის  სუვერენები  მუდმივად  იყენებდნენ  დაჯილდოების  ამ  მეთოდს.  მაგრამ  ის, რასაც  ფრანგთა  იმპერატორი  სჩადიოდა,  ყოველგვარ  სახღვრებს  აჭარბებდა  და  რეალობის  ფარგლებში  არ  ეტეოდა.  გაოცებული  და  შიშით ხმაგაკმენდილი  ევროპის  თვალწინ  ყოვლად  უცნაური  და,  როგორც  არც თუ  შორეულ  მომავალში  გამოირკვა,  ერთობ  მანკიერი  პოლიტიკა  იბადებოდა.  იმპერატორის  ერთი  ბრძანებით,  ხელის  ერთი  მოსმით  მისი  ახლო  ნათესავები,  ძირითადად  და-ძმები  და  აგრეთვე  მისი  თანამებრძოლები,  ვეებერთელა  სამფლობელოებსა  და,  შესაბამისად,  ამ  სამფლობელოების  მმართველების  ტიტულებს  იღებდნენ.  ასე  გახდა  ნაპოლეონის ერთი  ძმა,  ჟოზეფი,  ნეაპოლის  მეფე,  მეორე,  ლუი  –  ჰოლანდიისა,  ხოლო  მესამე,  ჟერომი  –  მისთვის  სპეციალურად  შექმნილი  ვესტფალიის სამეფოსი.  ნაპოლეონის  უფროსმა  დამ,  ელიზამ  ლუკისა  და  პიომბინოს სამთავროები  მიიღო,  მეორე  დამ,  პოლინამ  –  გვასტალისა,  ხოლო  მესამემ,  კაროლინამ  და  მისმა  მეუღლემ,  მარშალმა  მიურატმა – ბერგისა და  კლევის  საჰერცოგო.  ნაპოლეონის  გერს  ეჟენი  ბოჰარნეს  ცოლად  ბავარიის  პრინცესა  შერთეს,  ჟოზეფინას  დისშვილი  ბადენის  დიდი  ჰერცოგის  მემკვიდრეს  გააყოლეს  და  ასე,  ასეთი  „თანამიმდევრობით“...
    ნაპოლეონის  ბანაკში  და  ნაპოლეონის  გავლენის  სფეროში  მოხვედრილ  ქვეყნებში  ხმამაღლა  ვინ  რას  იტყოდა,  მაგრამ  ევროპის  მისგან ჯერჯერობით  დამოუკიდებელ  ნაწილში  კი  ყურები  ცქვიტეს.  იმჰერატორის  ასეთ  ქცევას,  ცოტა  ხანში  ამ  ქცევაზე  არანაკლებ  გამომწვევი მისი  განცხადებაც  დაერთო:  სულ  მალე  ევროპის  ყველაზე  ძველი  დინასტია  ბონაპარტებისა  იქნებაო.  რას  ნიშნაგდა  ეს  სიტყვები?  მხოლოდ და  მხოლოდ  იმას,  რომ  ევროპის  არცერთ,  თუნდაც  ყველაზე  ძირძველ სამეფო  გვარს  იმჟამიდან  მშვიდად  ყოფნის  იმედი  აღარ  უნდა  ჰქონოდა. და  ამის  შემდეგ  განა  გასაკვირი  იქნებოდა  ის,  რომ  რევოლუციური  ქარტეხილებით  დაშინებული  ეს  ძველი  დინასტიები  მაქსიმალური  სისწრაფით  შეეცდებოდნენ  პირის  შეკვრას  და  მათი  მყუდროების  ახალი  და საძულველი  დამრღვევის  წინააღმდეგ  ერთიანი  ფრონტით  გამოვიდოდნენ?  რა თქმა  უნდა,  არა.  ისევ  იქუფრებოდა  ცა  ევროპის  თავზე,  ისევ იშლებოდნენ  ომის  ღრუბლები...
    აუსტერლიცის  შემდეგ  მჟოთხე  კოალიციას  ერთადერთ  აქტიურ  წევრად რუსეთი  შემორჩა,  მაგრამ  იგი  ისე  იყო  ამ  ბრძოლის  შემდეგ  დაუძლურებული,  რომ  საეჭვო  იყო  საომარი  მოქმედებები  მალე  განეახლებინა.  ამიტომ  1806  წლის  დასაწყისისათვის  შეიქმნა  ე.წ.  „არც  ომი  არც ზავის“  პერიოდი.  ამ  პერიოდის  განმავლობაში  ევროპულ  დედაქალაქებში  გაცხოველებული  კულისებს მიღმა  ბრძოლა  მიდიოდა  ახლადშექმნილ ვითარებაში  გასარკვევად  და  საკუთარი  ინტერესების  რაც  შეიძლება უკეთ  დასაცავად.  საფრანგეთის  პოზიციის  შესახებ  ჩვენ  უკვე  ვილაპარაკეთ  და  მას  ნუღარ  დავუბრუნდებით  –  სხვა  ქვეყნების  პოზიცია  გავარკვიოთ.
ავსტრიას  „მოკრძალებული“  მიზნები  ჰქონდა  –  მას  უნდოდა, როგორმე,  პრესბურგის  უმძიმესი  ზავის  პირობების  შემსუბუქებისათვის მიეღწია.  ვინაიდან  ამ  პრობლემის  გასაღები  პარიზში  იდო,  ვენამ  რთული  მისიის  შესრულება  საფრანგეთში  თავის  ახალ  ელჩს  –  კლემენს  მეტერნიხს  მიანდო.  მეტერნიხი  მანამდე  პრუსიაში  იყო  ელჩად  და  შემდგომ  ეტაპზე  მას  პეტერბურგში  უპირებდნენ  განმწესებას.  მაგრამ,  ვითარების  მკვეთრი  გაუარესების  გამო,  ავსტრიის  დიპლომატიის  ამომავალ  ვარსკვლავს  სასწრაფოდ  შეუცვალეს  დანიშნულების  ადგილი  და პარიზს  აფრინეს.
    როგორც  წესი  და  რიგია,  ახალმა  ელჩმა  პირველი  ვიზიტი  საგარეო  საქმეთა  მინისტრს  გაუკეთა.  ტალეირანმა  ხელიდან  არ  გაუშვა შემთხვევა  და  ავსტრიის  ელჩს  „წვრილად“  მოახსენა,  თუ  როგორ  ცდილობდა  იგი  ავსტრიის  ხვედრის  შემსუბუქებას  პრესბურგის  ზავის  დადების  წინ,  მაგრამ  როგორ  მოეცარა  ამაში  ხელი.  ყოფილი  მოწინააღმდეგის  ასეთი  მზრუნველობით  გულაჩუყებულმა  მეტერნიხმა  თავისი და თავისი  ქვეყნის  სახელით  მადლი  უბოძა  ბატონ  მინისტრს  და  დააიმედა, რომ  მომავალშიც,  ალბათ,  ასე  იქნებაო.  თანაც  დაუმატა:  რა  თქმა  „უნდა, არა  მხოლოდ  ბატონი  დე  ტალეირანის  მხრიდანო“...
    მეორე  დღეს  ელჩს  საფრანგეთის  იმპერატორთან  ჰქონდა  აუდიენცია.  ოფიციალური  ნაწილის  შემდეგ  ნაპოლეონმა  იგი  ცალკე  გაიყვანა  და  კარგახანს  ესაუბრა.  ამბობენ,  ამ  საუბრის  განმავლობაში  მეტერნიხი  ისეთი  მონდომებით  უმტკიცებდა  ფრანგთა  იმპერატორს  ავსტრიის მისდამი  ერთგულებასა  და  ლამის  სიყვარულს,  რომ  შეხვედრის  შემდეგ ნაპოლეონს  უთქვამს:  ეს  ახალგაზრდა  ისეთი  გაიძვერაა,  უეჭველად კარგი  დიპლომატი  იქნებაო.  თუ  ეს  სიტყვები  სიმართლეს  შეეფერება, მაშინ  ნაპოლეონის  ორივგე  წინასწარმეტყველება  სრულად  ახდენილა...
    მესამე  კოალიციის  კრახმა  ინგლისის  პოლიტიკურ  წრეებში  დიდი  შეშფოთება  გამოიწვია.  თემზის  ნაპირებზე  მარტო  ქარს  გატანებულ მილიონებს  კი  არ  დასტიროდნენ,  არამედ  იმასაც,  რომ  მიუხედავად  ამდენი  ჯაფისა  და  გარჯისა.  საფრანგეთის  დასუსტება  არათუ  არ  მოხერხდა.  არამედ  მრისხანე  მოწინააღმდეგე  ომიდან  ბევრად  უფრო  გაძლიერებული  და  უფრო  „მადააღძრული”  გამოვიდა.  ასეთი  ვითარებით  მარჯვედ  ისარგებლეს  საფრანგეთთან  ომის  შეწყვეტის  მომხრეებმა  ბრიტანეთში  და  ერთი  პირობა  ხელისუფლების  სათავეში  მოვიდნენ.  მათი  ლიდერი  და  სულისჩამდგმელი  ჩარლზ-ჯემს  ფოქსი  იყო.  სწორედ  მან  დაიკავა  ახლადგარდაცვლილი  უილიამ  პიტის  ადგილი  და  სწორედ  მან  გადადგა  პირველი  სამშვიდობო  ნაბიჯი  საფრანგეთისაკენ  –  სერ  ჩარლზ ფოქსმა  მთავრობის  სათავეში  მოსვლისთანავე  თავისი  წარმომადგენელი პარიზს  გაგზავნა.
    ბრიტანელთა  ემისარი,  ლორდი  იარმუთი  ნაპოლეონმა  თბილად მიიღო.  მან  პირველივე  შეხვედრისას  განუცხადა  სტუმარს,  რომ  თუ  ინგლისი  საფრანგეთისათვის  ხელსაყრელ  პირობებზე  დათანხმდებოდა,  მაშინ  იგი,  ნაპოლეონ  ბონაპარტი,  ისევე  იოლად  წაართმევდა  ჰანოვერს პრუსიას  და  ინგლისს  დაუბრუნებდა,  როგორ  იოლადაც  ეს  „ოპერაცია“ მან  მანამდე  პირუკუ  გააკეთა...  მოლაპარაკება  შემდგომ  უკვე  ტალეირანსა  და  იარმუთს  შორის  გაგრძელდა  და  მხარეთა  პოზიციები  ძნელად და  ცოტათი,  მაგრამ  მაინც  ერთმანეთს  დაუახლოვდა.
    ნაპოლეონის  „ვერაგობის“  ამბავი  მალე  შეიტყვეს  ბერლინში.  ეს ასე  მოხდა.  ლორდმა  იარმუთმა  ერთ-ერთი  წვეულებისას  პრუსიის  ელჩს პარიზში  ლუკეზინის,  ვითომ  შემთხვევით,  იმპერატორის  განზრახვის შესახებ  ამცნო.  ამ  უკანასკნელმა  კი  ეს  ცნობა  დაუყოვნებლივ  ბერლინს აუწყა. პრუსიის  დედაქალაქში  ერთი  ალიაქოთი  ატყდა.  პოლიტიკური ელიტის  რისხვა  გრაფ  ქრისტიან  ჰაუგვიცს  დაატყდა  თავს  –  ეს  ხომ მისი  ინიციატივით  მოეწერა  ხელი  შენბრუნისა  და  პარიზის  შეთანხმებებს,  ეს  ხომ  მისი  პოლიტიკის  წყალობით  იყო,  რომ  პრუსია  საფრანგეთს  დაუახლოვდა!  რა  მოიგო  პრუსიამ  ამით?  ვერაფერი!  უფრო  პირიქით,  წააგო!  გამოირკვა,  რომ  ნაპოლეონმა  პრუსია  ინგლისთან  ომში  ჩააბა,  ხოლო  თვითონ  მასთან  სამშვიდობო  მოლაპარაკება  გამართა.  გამოირკვა,  რომ  პრუსია  საფრანგეთისა  და  მისი  მოკავშირეებისათვის  გადაცემული  მიწების  სანაცვლოდ  მიღებულ  ჰანოვერსაც  კი  ვერ  ინარჩუნებდა!  პატრიოტები  ჰაუგვიცს  ობსტრუქციას  უწყობდნენ,  ემუქრებოდნენ და  საჯაროდ  ლანძღავდნენ  (ერთხელ,  თეატრში,  საქმე  ლამის  ფიზიკურ  შეურაცხყოფამდე  მივიდა).
    პრუსია  მარტო  დარჩა,  გაჰყვიროდნენ  საფრანგეთთან  კავშირის მოწინააღმდეგენი,  რუსეთი  რომ  რუსეთია,  ისიც  კი  ჩვენს  მხარეს  აღრაა,  რუსეთის  წარმომადგენელი  პარიზშია  და  ფრანგებთან  მოლაპარაკებას  მართავს!  ეს  ნამდვილად  ასე  იყო.  მეფე  ალექსანდრეს  წარგზავნილი  პეტრე  უბრი  მოლაპარაკებას  აწარმოებდა  ნაპოლეონის  რწმუნებულ გენერალ  კლარკთან.  მოლაპარაკების  დაწყების  საბაბი  უმნიშვნელო იყო,  მაგრამ  იგი  უფრო  სერიოზული  საკითხების  განხილვის  საშუალებას  იძლეოდა.  ნაპოლეონმა  მოლაპარაკებაში  ტალეირანიც  ჩართო,  რათა  ამ  უკანასკნელს  ოსტატური  მანევრებით  იმისთვის  მიეღწია,  რომ დადებულიყო  საფრანგეთ-რუსეთის  წინასწარი  სამშვიდობო  ხელშეკრულება.
    1806  წლის  20  ივლისს  ასეთი  ხელშეკრულება  ხელმოწერილ იქნა.  ნაპოლეონი  გახარებული  იყო,  ახლა  შესაძლებლობა  იქმნებოდა რუსეთი  დროებით  მაინც  გამოთიშულიყო  თამაშიდან.  რა  თქმა  უნდა,  თუ მეფე  ალექსანდრე  ამ  ხელშეკრულებას  დაამტკიცებდა. „გარედან“  ისე  ჩანდა,  რომ  ევროპაში  საყოველთაო  მშვიდობის დამყარების  რეალური  საფუძველი  ჩნდებოდა.  თითქოს  კიდევ  ცოტა  ძალისხმევა  იყო  საჭირო  დაპირისპირებულ  მხარეთაგან,  ცოტა  მეტი  კეთილი  ნების  გამოვლენა  და...  მშვიდობის  საქმე  იზეიმებდა!  მაგრამ  არ მოხდა  ასე.  არ  მოხდა  იმიტომ,  რომ  არ  უნდოდათ  მშვიდობა  დაპირისპირებულ  მხარეებს.  არც  ინგლისს,  არც  რუსეთს,  არც  საფრანგეთს  და არც  პრუსიას.
    თითქოს  განგებო,  ინგლისის  „მშვიდობის  პარტიის“  მეთაური ჩარლზ  ფოქსი  სწორედ  იმ  დროს  გარდაიცვალა,  როცა  მოლაპარაკებებ- ში  გარდატეხა  გამოისახა.  მისი  სიკვდილით  მის  სამშვიდობო  პოლიტიკასაც  წირვა  გამოუვიდა.  უბრისა  და  კლარკის  ხელმოწერილი  შეთანხმება  რუსეთსა  და  საფრანგეთს  შორის  მშვიდობის  დამყარების  თაობაზე  მეფე  ალექსანდრემ  არ  დაამტკიცა  –  მის  ქვეყანაში  რევანშის  მოსურნე  ძალებმა  იმარჯვეს  და  მეფეც  აიყოლიეს.  პრუსიამ  მტერი  ინგლისში  კი  არა,  საფრანგეთში  დაინახა  და  რუსეთთან  საიდუმლო  მოლაპარაკება  გააბა  ნაპოლეონის  წინააღმდეგ  ერთობლივი  საომარი  მოქმედების  დაწყების  თაობაზე.  თვითონ  ნაპოლეონი  ომზე  უარს  როდის  ამბობდა,  მაშინ  რომ  ეთქვა...  ასე,  რა  თქმა  უნდა,  არაფერი  გამოვიდოდა. არაფერი,  გარდა  იმისა,  რომ  დაიკარგებოდა  მშვიდობის  დამყარების  კიდევ  ერთი  შანსი.  და  დაიკარგა  კიდეც,  თანაც,  ძალიან  იოლად...
    ომის  მოახლოებას  ნაპოლეონი  „ყნოსვით“  გრძნობდა  ხოლმე. 1806  წლის  ზაფხულშიც  ასე  იყო  –  საყოველთაო  „სამშვიდობო“  ციებცხელების  ფონზეც  კი  იგი  უტყუარად  ამჩნევდა,  თუ  როგორ  იყრიდნენ თავს  საომარი  ღრუბლები  მის  გარშემო.  საიდან  მოდიოდნენ  ისინი?  – აი,  ეს  უნდა  ამოეცნო  იმპერატორს.  „ნისლიანი  ალბიონის“  მხრიდან? რა  თქმა  უნდა.  მაგრამ  ეს  ხომ  ახალი  ამბავი  არ  იყო!  ომი  ინგლისთან სულ  მიმდინარეობდა.  თავისი  პირველი  საბრძოლო  ნათლობაც  ხომ  ინგლისელებთან  მიიღო  ბუონაპარტემ,  ტულონში,  ცამეტი  წლის წინ.  ისე რომ  ინგლისელები  ლამის  არც  იყვნენ  ანგარიშში  ჩასაგდებნი  ისევე, როგორც  ავსტრიელები.  ულმისა  და  აუსტერლიცის  შემდეგ  ჰაბსბურგები  კიდევ  კარგა  ხანს  ვეღარ  აღმართავდნენ  იარაღს  მის  წინააღმდეგ. რჩებოდნენ  რუსები  და  პრუსიელები.  რუსებმა  განვლილ  ომში  დიდი  ზარალი  ნახეს  და,  ალბათ,  ასე  უცებ  ახალი  ფათერაკების  საძიებლად  ვეღარ  გამოეშურებოდნენ.  აი,  პრუსიელები  კი...  თუ  პრუსიელები  გაბედავდნენ  და  ომის  ბილიკს  დაადგებოდნენ,  მაშინ  იმპერატორის  ბედს ძაღლი  არ  დაჰყეფდა  –  ადრე  თუ  გვიან  მათთან  მას  ანგარიში  მაინც  გასასწორებელი  ჰქონდა  და  რაც  ადრე  მოხდებოდა  ეს,  მით  უკეთესი  იქნებოდა  მისთვის,  მაგრამ  პრუსია,  ალბათ,  მარტო  ვერ  გაბედავდა  გამოსვლას,  იგი  მოკავშირეებს  დაუწყებდა  ძებნას.  მოკავშირეებად  მას  ისევ ინგლისი  და,  შეიძლება,  რუსეთი  დასდგომოდნენ.  ინგლისს  ფული  ჰქონდა  და  ფულს  დახარჯავდა,  ჯარით  იგი  ბერლინს  ვერ  დაეხმარებოდა. რუსებს  ჯარი  ჰყავდათ,  თანაც  ბევრი,  მაგრამ  მისი  თავმოყრისა  და  ევროპაში  გადმოსროლისათვის  დრო  დასჭირდებოდათ.  სწორედ  ის  დრო, რომელიც  ნაპოლეონს  არ  უნდა  მიეცა  მათთვის  –  პრუსიის  საკითხი  მას მანამდე  უნდა  გადაეწყვიტა,  სანამ  ამ  ქვეყანას  ვინმე  ქმედითს  დახმარებას  აღმოუჩენდა.
    ახალი  ომისთვის  სამზადისს  ნაპოლეონი  უკვე  ივნისიდან  შეუდგა.  კაცმა  რომ  თქვას,  დიდი  მზადება  მას  არც  სჭირდებოდა:  საფრანგეთი  უკვე  ისე  იყო  სამხედრო  ყაიდაზე  მოქცეული,  რომ  იმპერატორის ერთი  შემახებაც  კმაროდა  ქუდზე  კაცის  გამოსაყვანად.  ესეც  არ  იყოს, რაინის  კავშირი  რისთვისღა  შექმნა  ფრანგთა  წინამძღოლმა?  იმისთვის, რომ  იქ  ჯარი  ჰყოლოდა  დაბანაკებული  და  მუდმივი  პლაცდარმი  ჰქონოდა  დაგულვებული.  და  ჰყავდა  კიდეც  იქ  ჯარი  იმპერატორს  დაბანაკებული  და  პლაცდარმიც  ჰქონდა  მოწყობილი.  ახლა  მხოლოდ  ახალ-ახალი  შენაერთებით  ავსებდა  მას,  იარაღითა  და  სურსათ-სანოვაგით  ამარაგებდა.  თანაც  ღიად,  დაუფარავად.  დაუფარავად  კი  არა,  გამომწვევად, გამაღიზიანებლად.  მისთვის  ახლა  მთავარი  ხომ  პრუსიელების  გამოწვევა  იყო,  მათი  ანკესზე  წამოგება,  რადგან  ომისკენ  პირველი  ნაბიჯი  მათ უნდა  გადაედგათ, თანაც,  რაც  შეიძლება  სწრაფად...
    ბერლინში  სწრაფად  დარწმუნდნენ,  რომ  „ჰანოვერის  ინციდენტი“  ნაპოლეონის  მიერ  გამოჩენილი  ვერაგობის  ერთადერთი  მაგალითი არ  იყო.  1806  წლის  ზაფხული  ფრანგთა  იმპერატორმა  პრუსიელთა დამცირებასა  და  აბუჩად  აგდებაში  გაატარა.  ისეთი  შთაბეჭდილება  იქმნებოდა,  რომ  ბუონაპარტეს  იმ  პერიოდში  სხვა  საქმე  არ  ჰქონდა,  გარდა  პრუსიისა  და  პრუსიელების  ლანძღვა-გინებისა,  ჩვენ  უკვე  ვიცით, თუ  რატომ  იქცეოდა  ასე  იმპერატორი  –  მას  პრუსიის  გამოწვევა  სურდა.  მაგრამ  არ  ვიცით,  რომ  მას  ასეთი  ქცევის  საბაბიც  ჰქონდა.  პრუსია თავად  არღვევდა  შენბრუნისა  და  პარიზის  ხელშეკრულებებს,  როცა  იგი სიტყვით  ერთგულებას  ეფიცებოდა  ფრანგთა  იმპერატორს,  ხოლო  საქმით  სხვაგვარად  იქცეოდა  და  მის  საწინააღმდეგო  კავშირს  დებდა  რუსთა  ხელმწიფესთან.  რად  ღირს  თუნდაც  ის  ფაქტი,  რომ  იმავე  დღეს,  რა დღესაც  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  საფრანგეთ-პრუსიის  სამოკავშირეო ხელშეკრულებას  მოაწერა  ხელი,  საიდუმლო  წერილი  აფრინა  პეტერბურგს  და  რუსეთს  მოუწოდა  ანალოგიური  კავშირის  დადებისკენ  (ასეთი  კავშირი  სულ  მალე,  20  მარტს,  დაიდო).  შემდგომში  მხარეებმა  ეს ხელშეკრულება  გააღრმავეს  და  იმავე  1806  წლის  1  ივლისს  უკვე  აშკარა  ანტიფრანგული  ხელშეკრულება  გააფორმეს  (ცხადია,  საიდუმლო).
ასეთი  ამბები  ნაპოლეონის  ყურამდე  მაინც  მიდიოდა.  მთლიანობაში  თუ  არა,  ნაწილობრივ  მაინც  მიდიოდა  და  მისი  პრუსიისადმი  კეთილად  განწყობას  ხელს  როდი  უწყობდა.  თვით  პრუსიაში  კი  იმ  დროს  საინტერესო  მოვლენები  ვითარდებოდა.  ხელისუფლებაც  და  საზოგადოებაც  ამ  ქვეყანაში  ორად  იყო  გაყოფილი.  ერთნი  საფრანგეთთან  კავშირს ემხრობოდნენ  და,  ამდენად,  ამ  ქვეყნისგან  მიყენებულ  ამა  თუ  იმ  „წყენაზე“  თვალს  ხუჭავდნენ.  ხელისუფლების  ერთი  ნაწილი,  თვით  მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმის  მეთაურობით,  სწორედ  ასეთ  ხაზს  ატარებდა  მოუსვენარი  მეზობლის  მიმართ.  საზოგადოების  მეორე  ნაწილი  კი  სრულიად  საწინააღმდეგოდ  იყო  განწყობილი  და  საფრანგეთსა  და  მის  ხელმძღვანელს  თვალისდასანახავად  ვერ  იტანდა.  ამ  ნაწილს  ხელისუფლებაშიც  ჰყავდა  გავლენიანი  მომზრეები  დედოფალ  ლუიზასა  და  პრინც ლუდვიგ-ფერდინანდის  სახით.
    დროთა  განმავლობაში,  მოვლენათა  განვითარებისდა  მიხედვით, ამ  „დაჯგუფებებში“,  ძალთა  სერიოზული  გადანაწილება  მოხდა.  ნაპოლეონის  გააქტიურებისა  დღა  რუსეთის  მიერ  პრუსიის  მხარდაჭერის  აღთქმის  პარალელურად  შესამჩნევად  გაძლიერდა  პატრიოტული  ფრთა, რომელიც  უკვე  დაუფარავად  მოითხოვდა  შესაბამისი  მკაცრი  ზომების მიღებას  საფრანგეთისა  და  მისი  თავგასული  იმპერატორის  მიმართ. დასაწყისში  მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმი,  ასე  თუ  ისე,  მაინც ახერხებდა  პატრიოტული  გრძნობებით  ზომაზე  მეტად  აღტკინებული თავისი  თანამეცხედრისა  და  მისი  თანამოაზრეების  „გაუვნებელყოფას“. მეფეს  ყველაფერს  ნეიტრალურ  მდგომარეობაში  ყოფნა  ერჩია.  ასევე ფიქრობდა  არისტოკრატთა  მნიშვნელოვანი  ნაწილიც.  მათ  არც  საფრანგეთთან  ომი  სურდათ  და  არც  ის,  რაც  შეიძლებოდა  ამ  ომს  (თუნდაც წარმატებულს)  მოჰყოლოდა:  საზოგადოების  გამოცოცხლება  და  გააქტიურება,  აზრთა  სხვადასხვაობის  წარმოშობა  და  ა.შ.  მოკლედ,  არსებული  მშვიდი  და  წყნარი  ცხოვრების  აშლა  და  არევა.  სანამ  შესაძლებელი  იყო,  პრუსიის  მეფე  და  მისი  უახლოესი  მრჩეველები  თვალებს  ხუჭავდნენ  და  ყურებს  იხშობდნენ  საფრანგეთის  მხრიდან  მოსალოდნელი საფრთხის  წინაშე.  მაგრამ,  ბოლოს  და  ბოლოს,  მათაც  შეიგნეს,  რომ თუ  ასე  გაგრძელდებოდა,  ისინი  ვეღარ  შეძლებდნენ  „ომის  პარტიის“ შემდგომ  მოთოკვას  და  საქმე  მათთვის  (მეფისა  და  მისი  მხარდამჭერებისათვის)  ცუდად  დამთავრდებოდა. 
    მეფემ  ყოყმანი  დაიწყო.  ამით  კარგად  ისარგებლეს  პატრიოტებმა  და  ქვეყანაში  ანტიფრანგული  კამპანია  გააჩაღეს. დღე  ისე  არ  გავიდოდა,  რომ  ბერლინში  ან  პოტსდამში  ხმაურიანი  დემონსტრაცია  არ  გამართულიყო  ფრანგებისა  და  მათი  იმპერატორის  წინააღმდეგ.  განსაკუთრებულ  აქტივობას  სამხედროები  იჩენდნენ. გვარდიელმა  ჰუსარებმა  წესად  დაიდეს  საფრანგეთის  საელჩოს  წინ შეკრება  და  მის  ქვის  კიბეებზე  თავიანთი  ხმლების  ლესვა  და  მოპირვა. ცხენზე  ამხედრებული  დედოფალი  ლუიზა  კი  (სიტყვამ  მოიტანა  და,  ერთობ  ლამაზი  და  შნოიანი  ქალი)  ჯარების  დათვალიერებაში  იღებდა  მონაწილეობას  და  პატრიოტული  შეძახილებით  ამხნევებდა  მეომრებს.  ჯარისკაცთა  მწყობრი  კოლონების  დანახვა  დედოფალს  ცეცხლს  უკიდებდა და  ისიც,  თავის  მხრივ,  ყოველნაირად  ცდილობდა  თავისი  გრძნობები თავისი  ჯარისკაცებისთვის  გადაეცა  (რაც  მართალია,  მართალია,  პრუსიის  არმიას  პარადზე  ბადალი  არ  ჰყავდა  და  „პრუსიული  ნაბიჯით“  მავალი  კოლონების  უზუსტესი  მანევრები  მაყურებელს  გულგრილს  ვერ ტოვებდა).
    პრუსია  თანდათანობით  ეიფორიაში  ვარდებოდა,  რა  თქმა  უნდა, ეს  ძირითადად  ქალაქების,  ისიც,  უპირველესად,  ბერლინის  მოსახლეობაზე  ითქმოდა,  რომლებზეც  შეიძლებოდა  პატრიოტული  ლოზუნგებით ზემოქმედება.  რაც  შეეხებოდა  სოფლის  რეგიონებს,  იქ  საქმე  ცოტა სხვაგვარად  იყო.  ტრადიციულად  ფრთხილი  და  საკუთარი  ნაბიჯის აწონვას  შეჩვეული  პრუსიელი  გლეხი  იოლად  არ  მისდევდა  აგიტატორების  მოწოდებას.  ამიტომ  იყო,  რომ  ხალხის  საომრად  აღტკინება 1806  წელში ვერ  მოხერხდა.  როგორც  კარლ  კლაუზევიცი  აღნიშნავს, ეს  აღტკინება  თვით  ომის  პროცესში  დაიწყო,  მაგრამ  ომი  ისე  მოკლე ხანს  გაგრძელდა,  რომ  მან  განგითარება  ვეღარ  მოასწრო.  ათი  მილიონი ადამიანის  ერთ  აზრზე  დაყენებას  მეტი  დრო  სჭირდება,  ვიდრე  ერთი  კაცისასო,  დასძენს  განთქმული  სამხედრო  სპეციალისტი. რა  თქმა  უნდა,  ასე  იყო  და  ასეც  იქნებოდა.  შეუძლებელია  დიდი  ხნის უომარ  ჯარს  მოსთხოვო  ბრძოლებში  გამობრძმედილ,  ყველა  სამხედრო საიდუმლოებას  ზედმიწევნით  დაუფლებულ  მოწინააღმდეგეს  შეებრძოლე  და  აჯობეო.  შეუძლებელია  ფსიქოლოგიურად  მოუმზადებელ მოსახლეობას  ომში  თავდადება  მოსთხოვო.  ამის  მოთხოვნის  უფლება ხელისუფლებას  მაშინ  ექნებოდა,  თუ  იგი  თავის  დროზე  სათანადოდ  მოამზადებდა  ჯარსაც  და  მოსახლეობასაც.  თუ  ამ  უკანასკნელს  სათანადოდ  აღზრდიდა  და  სამხედრო  ყაიდაზე  მოაქცევდა.  პრუსიელ  ხელისუფალთ  არაფერი  ამგვარი  არ  გაუკეთებიათ.  ამიტომ  იყო,  რომ  როცა  დრო მოვიდა  და  საჭირო  გახდა  ქვეყნის  ერთ  მუშტად  შეკვრა,  მათ  ეს  ვერ მოახერხეს  და  მარცხი  განიცადეს.  წლობით  საკეთებელი  საქმის  ერთ კვირასა  და  ერთ  თვეში  გაკეთება  მოინდომეს  და  ამიტომაც  მოეცარათ ხელი.  გულდაარხეინებული,  სალონურ  დიპლომატებს  მინდობილი  საზოგადოება  ისევე,  როგორც  მთელი  ქვეყანა,  ომს  მოუმზადებელი  შეხვდა.  მოუმზადებელი,  პირველ  რიგში,  ფსიქოლოგიური  თვალსაზრისით, თორემ  არმია,  რიცხობრივად,  პრუსიელებს  ფრანგებზე  ბევრად  მცირე როდი  ჰყავდათ.  მაგრამ  ეს  არმია  პარადების  არმია  იყო.  ფრიდრიხ  დიდის  აჩრდილს  ამოფარებულ  ამ  არმიას  ლამის  40  წელი  არ  ეომა.  რევოლუციური  და  ნაპოლეონისდროინდელი  საფრანგეთის  მიღწევები  სამხედრო  ხელოვნების  დარგში  მისი  ყურადღების  მიღმა  დარჩა.  იგი  ისევ სახაზო  ტაქტიკის  მიმდევარი,  მორჩილი  და  უინიციატივო  ჯარისკაცების  მასა  იყო,  რომელსაც  მისი  მეთაურები  საითაც  უნდოდათ,  იქით  კი მარჯვედ  მოაბრუნებდნენ,  მაგრამ  სწორად  ბრძოლასა  და  სწორად  მოქმედებას  ვერ  მოსთხოვდნენ.  ვერ  მოსთხოვდნენ,  უპირველესად  ყოვლისა,  იმიტომ,  რომ  თავად  არ  შეეძლოთ  ასე  ბრძოლა  და  ასე  მოქმედება. მათი  უბედურება  კიდევ  ის  იყო,  რომ  მათ  ეს  არ  იცოდნენ.  პატრიოტული  იდეებით  გულანთებულ  ოფიცრობას  თავისი არმია  მსოფლიოში  საუკეთესო  ეგონა.  სინამდვილეში  კი,  ერთობ  მამაც  პრუუსიელებს  (გერმანელებს!)  თანამედროვე  სამხედრო  თვალთახედვა  არ  ჰქონდათ.  მათი  მეთაურები  ან  გადაბერებული,  ჯერ  კიდევ  ფრიდრიხის  დროის  მეომრები  იყვნენ,  ან  ომის უნახავი,  პარადებსა  და  ცერემონიებზე  გავარჯიშებული ყოყლოჩინა  არისტოკრატები.  ასეთ  არმიას  არ  შეეძლო  ნაპოლეონთან ბრძოლა,  მაგრამ,  ვიმეორებთ,  ეს  ხომ  ამ  არმიამ  ჯერ  არ  იცოდა... სამაგიეროდ,  ნჯპოლეონმა  იცოდა  ეს.  იცოდა  და  ამიტომ  ერთი წუთითაც  არ  ეპარებოდა  ეჭვი  მომავალ  გამარჯვებაში.
    ფრიდრიხ-ვილჰელმი  საგონებელში  იყო  ჩავარდნილი.  ერთის მხრივ,  მას  ნაპოლეონთან  პირდაპირი  შეტაკება  აშინებდა,  მეორეს მხრივ  კი  –  საკუთარ  პატრიოტებთან  დაპირისპირება.  ამ  პატრიოტებმა თანდათან  მეფის  სასახლისკენაც  იწყეს  დინება.  დემონსტრაციები  უკვე მარტო  საფრანგეთის  საელჩოსთან  კი  არ  იმართებოდა  და  ომახიანი  შეძახილები „HOCH“ მარტო  იქ  კი  არ  გაისმოდა...
    ასეთ  პირობებში.  რუსეთის  მხარღაჭერით  გულმოცემულმა პრუსიის  მეფემ  ერთი  პირობა  საფრანგეთისადმი  მკაცრი  პოლიტიკის გატარება  მოსინჯა.  ამ  ქვეყნის  ელჩს  მან  რამდენჯერმე  სთხოვა,  რომ ფრანგთა  იმპერატორს  შეეწყვიტა  ანტიპრუსიული  საქმიანობა  და  უარი ეთქვა  ტერიტორიულ  ექსპანსიაზე.  თავისთავად  ცხადია,  რომ  პრუსიის მეფის  ასეთ  ნაბიჯებს  ნაპოლეონის  მხრივ  არავითარი  რეაქცია  არ  მოჰყოლია.  მეფის  სამშვიდობო  დიპლომატიის  მარცხმა  კიდევ  უფრო  გააგულისა  რადიკალური  ძალები.  ახლა  ისინი  პირდაპირ  ზეწოლაზე  გადავიდნენ  და  ფრიდრიხ-ვილჰელმისგანაც  რადიკალური  ნაბიჯების  გადადგმას  მოითხოვდნენ.  მეფე  აყოვნებდა,  თითქოს  რაღაცას  ელოდებოდა, ალბათ  პოლიტიკური  მდგომარეობის  შეცვლას.  მართლაც,  1806  წლის შუა  ზაფხულისათვის  პოლიტიკური  ვითარება  შედარებით  გამოიკვეთა. ანტიფრანგული  პოზიცია  დაიკავა  შვედეთმა.  რუსეთის  მეშვეობით  გაუმჯობესდა  პრუსიისა  და  ინგლისის  ურთიერთდამოკიდებულება.  ის  კი არა.  ბრიტანეთმა  ბერლინს  ამცნო,  რომ.  თუ  იგი  ფრანგების წინააღმდეგ  გალაშქრებას  გადაწყვეტდა,  ინგლისი  მას  მყისვე  გვერდში ამოუდგებოდა.  რასაკვირველია,  ჯერ  თავისი  მილიონებით.  და  ასე, თანდათანობით,  1806  წლის  ზაფხულში  მეოთხე  ანტიფრანგული კოალიციის  კონტურებიც  გამოიკვეთა...
    პოლიტიკური  ვითარების  გაუმჯობესებამ  (პრუსია  იზოლირებული  აღარ  ჩანდა)  და  ოპოზიციის  მკვეთრმა  გააქტიურებამ,  ფრიდრიხ-ვილჰელმსაც  აქტიურობისკენ  უბიძგა.  9  აგვისტოს  მან  არმიის  მობილიზაციის  ბრძანებას  მოაწერა  ხელი.  ნაპოლეონის  რეაქცია  მყისიერი  იყო: პრუსია  დაუყოვნებლივ  უნდა  განიარაღდესო,  განუცხადა  მან  ამ  ქვეყნის ელჩს.  ეშმაკმა  კორსიკელმა  მშვენივრად  იცოდა,  რომ  იმ  ვითარებაში  ეს შეუძლებელი  იქნებოდა  –  პატრიოტული  აღტკინებით  მოცული  ძალები მეფეს  უკანდახევის  საშუალებას  არ  მისცემდნენ.  თანაც,  თვით  ფრიდრიხ-ვილჰელმიც  მოერიდებოდა  ასეთი  ნაბიჯის  გადადგმას  –  იგი  ხომ თვითმკვლელობის  ტოლფასი  იქნებოდა  მისთვის, ნაპოლეონის  მოთხოვნამ  პრუსიის  მეფე  დააფრთხო.  იგი  ცხადია,  დემობილიზაციის  გამოცხადებაზე  ვერ  წავიდა,  მაგრამ  „სამაგიეროდ“  პირადი  წერილი  მისწერა  ფრანგთა  იმპერატორს,  რომელშიც კვლავ  ერთგულებას  უმტკიცებდა  მას  და  სთხოვდა  ზედმეტი  ყურადღება 9  აგვისტოს  აქტისათვის  არ  მიენიჭებინა.  პრუსია  მხოლოდ  თავდაცვითს  ზომებს  იღებსო,  სწერდა  მეფე  იმპერატორს.  პარიზიდან  პასუხი არ  მოსულა.  კიდევ  უფრო  შეშფოთებულმა  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  მეორე წერილი  გაგზავნა  პარიზს.  კვლავ  სრული  დუმილი  –  პასუხი  არც  ახლა  მოსულა.  ცოტა  ხანში  „პასუხი“  ნაპოლეონმა  ტიუილრის  სასახლე-ში  შეკრებილ  საზოგადოებას  ამცნო  –  პრუსიის  ბედი  ამ  შემოდგომაზე გადაწყდებაო...
    თავგზააბნეულმა  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  ახალი,  ამჯერად  საბედისწერო,  შეცდომა  დაუშვა.  მან  ულტიმატუმით  მიმართა  ფრანგთა  იმპერატორს:  დაშალეთ  რაინის  კავშირი  და  ჯარიც  რაინის  მიღმა  გადაიყვანეთო.  ეს  ულტიმატუმი  2  ოქტომბერს  ჩააბარეს  ნაპოლეონს.  მისი  ვადა  კი..  8  ოქტომბერს  იწურებოდა!  ქედმაღალი  და  მაღალფარდოვანი სიტყვებით  აღსავსე  ეს  ვრცელი  ულტიმატუმი  იმპერატორს  ბოლომდე არც  ჩაუკითხავს  –  ასეთი  დოკუმენტების  კითხვა  ჯერ  კიდევ  გენერალ ბონაპარტს  არ  შეეძლო  გულგრილად  და  იმპერატორი  ნაპოლეონი  როგორ  წაიკითხავდა?  ნაპოლეონმა  სხვა  დოკუმენტი  შეადგინა  –  მან  თავისი  შტაბის  უფროს  ბერტიეს  მისწერა:  8  ოქტომბრისათვის  ჩვენ  ბარიერთან  გვიწვევენ  და  ასეთ  მოპატიჟებაზე  უარს  როგორ  ვიტყვით,  ამიტომ  გადალახეთ  პრუსიის  საზღვარიო...
7  ოქტომბერს  ნაპოლეონი  უკვე  ბამბერგში  იყო  –  შუაგულ  გერმანიაში  და  თავისი  ჯარისკაცებისადმი  მიმართვას  ადგენდა:  „მათ  უნდათ,  რომ  ჩვენ  მარტო  მათი  არმიის  დანახვაზე  დავტოვოთ  გერმანია. უგნურები!  საფრანგეთში  ჩვენ  მხოლოდ  ტრიუმფალური  თაღის  გავლით დავბრუნდებით!“  ასეთი  სიტყვებიც  იყო  ამ  მიმართვაში. პანიკით  მოცულმა  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  კიდევ  ერთი  წერილი გაუგზავნა  უკვე  მის  ტერიტორიაზე  მყოფ  ნაპოლეონს.  ძნელი  მისახვედრი  არაა,  რას  მისწერდა  ომში  ძალით  ჩათრეული  საბრალო  მონარქი. აი,  ამ  წერილს  კი  უპასუხა  ნაპოლეონმა,  მაგრამ  ვაი  ამ  პასუხს.  იგი ასეთი  ფრაზით  მთავრდებოდა:  ხელმწიფეო,  თქვენ  განადგურებული იქნებით...
    პრუსიელთა  მთავარ  ბანაკში  გაუთავებელი  თათბირი  მიმდინარეობდა  იმის  თაობაზე,  თუ...  ომის  წარმოების  როგორი  სტრატეგია  აერჩია  ამ  ქვეყანას  –  შეტევითი  თუ  თავდაცვითი.  ის  გარემოება,  რომ  პრუსიის  ხელმძღვანელობა  მხოლოდ  ახლა,  არსებითად  უკვე  დაწყებული ომის  პროცესში,  არკვევდა  თავისი  შესაძლო  მოქმედების  ვარიანტებს, შათლად  მეტყველებდა  მის  უსუსურობასა  და  არაკომპეტენტურობაზე. ფრანგებს  თავისი  არმიის  ნახევარი  (80-100  ათასი  ჯარისკაცი)  უკვე ჰყავდათ  გერმანიაში  –  რაინის  კავშირის  ტერიტორიაზე  და  ახალ-ახალ შენაერთებს  უმატებდნენ  მას.  იქიდან  პრუსიამდე  სულ  ერთი  ხელის გაწვდენა  იყო.  აქედან  გამომდინარე,  პრუსიელთა  სარდლობამ  ბოლოს, როგორც  იქნა,  მიიღო  გადაწყვეტილება  შეტევითი  ომი  ეწარმოებინა  და მარშზე  დაერტყა  ფრანგებისათვის  –  როგორც  კი  ისინი  საქსონიისკენ დაიძვრებოდნენ.
    ამ  გეგმას  შეტევითი  ერქვა,  თორემ  სინამდვილეში  იგი  უფრო თავდაცგითი  და  შეტევითი  გეგმის  რაღაც  ნაზავი  იყო.  საქმე  ისაა,  რომ თუ  პრუსიელები  აქტიური  ოპერაციების  წარმოებას  აპირებდნენ,  მაშინ მათ  სწრაფად  უნდა  მოეყარათ  თავი  მათ  ხელთ  არსებული  ყველა  ძალისათვის  და  ასევე  სწრაფად  დაერტყათ  სამხრეთ  გერმანიაში  განლაგებული  ფრანგთა  ჯარისათვის  მანამ,  სანამ  მას  დამხმარე  ძალა  მოუვიდოდა.  ომი  მაინც  გარდუვალი  იყო  და  ასეთი  პრევენტული  მოქმედება  საქმეს  დიდად  წაადგებოდა.  ის  გეგმა  კი,  რომელიც  პრუსიელთა  ხელმძღვანელობამ  აირჩია,  ისიც  დიდის  დაგვიანებით,  მოწინააღმდეგეს  ძალების  თავმოყრისა  და  შეტევაზე  გადასვლის  შესაძლებლობას  აძლევდა (ერთი  კია  გასათვალისწინებელი,  სანამ  პრუსიელთა  სარდლობას  აქტიურ  მოქმედებაზე  უარის  თქმას  ვუსაყვედურებთ,  შეეძლო  კი  იმ  პრუსიულ  არმიას  ასეთი  აქტივობის  გამოჩენა?  იყო  კი  იგი  მზად  სწრაფი  მარშებისა  და,  საერთოდ,  ეგზომ  მრისხანე  მეტოქესთან  ღია  ბრძოლაში ჩაბმისათვის?  ცხადია.  არა.  მაშ  რას  ვთხოვთ  მას?  არც  არაფერს.  უბრალოდ,  აღვნიშნავთ,  როგორი  მოქმედება  იქნებოდა  სწორი...).
    პრუსიას  იმ  დროს  თოფქვეშ  180  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა.  ამ ჯარის  უდიდესი  ნაწილი  ქვეყნის  სამხრეთ-დასავლეთში  იყო  განლაგებული,  „შუაგულ  გერმანიაში“.  ჯარი  ოთხ  ნაწილად  –  ოთხ  კორპუსად იყო  გაყოფილი.  პირველი,  ანუ  „მთავარი  კორპუსი“  60  ათას  ჯარისკაცს  შეიცავდა  და  მას  უშუალოდ  მთავარსარდალი  –  ბრაუნშვაიგის ჰერცოგი  კარლი  მეთაურობდა.  ეს  კორპუსი  მერზებურგისა  და  დორნბურგის  მიდამოებში  იყო  განლაგებული. მეორე  კორპუსი  43  ათასი  პრუსიელი  და  20  ათასი  საქსონელი ჯარისკაცისაგან  შედგებოდა.  მას  თავადი  ფრიღრიხ  ჰოჰენლოე  სარდლობდა.  იგი  ჰემნიცის  მახლობლად  იყო  დაბანაკებული. მესამე  კორპუსს  გენერალი  ერნსტ  რიუხელი  მეთაურობდა.  ამ 27-ათასიან  კორპუსს  ყველაზე  დასავლეთის  მიმართულება  ეკავა  –  იგი აიზენახ-ერფურტის  შორიახლო  იყო  განლაგებული. მეოთხე  კორპუსი  კი  30  ათასი  ჯარისკაცის  შემადგენლობით ქვეყნის  აღმოსავლეთს  დარაჯობდა  და  პოლონეთისა  და  სილეზიის  ტერიტორიაზე  იყო  გაშლილი.  ამ  დაჯგუფებას  სათავეში  ვიურტემბერგის პრინცი  ედგა.
    პრუსიის  არმიის  უმაღლესი  მთავარსარდლის  პოსტი  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგ  კარლ  II-ს  ეკავა.  71  წლის  ფელდმარშალი  კარლი  ჯერ კიდევ  შვიდწლიანი  ომის  მონაწილე  იყო.  იგი  ფრიდრიხ  დიდის  ბიძაშვილი  გახლდათ  და  ითვლებოდა,  რომ  სამხედრო  საქმე  მისგან  ჰქონდა შესწავლილი.  თუ  რამდენად  კარგად  ჰქონდა  ჰერცოგს  თავისი  განთქმული  ბიძისაგან  ეს  საქმე  ათვისებული,  ჯერ  კიდევ  1792  წელს  გამოჩნდა, როცა  იგი  პრუსიელთა  არმიას  სარდლობდა  რესპუბლიკურ  საფრანგეთზე  გალაშქრების  დროს.  ამ  ლაშქრობის  მარცხის  შემდეგ  ჰერცოგი  მთავარსარდლობიდან  გადადგა  –  იგი  უკმაყოფილო  იყო  მოკავშირე  ავსტრიელების  პასიურობით.  ფელდმარშალი  ხაზოვანი  ტაქტიკისა  და  არმიის  მაღაზიური  სისტემით  მომარაგების  თავგამოდებული  მომხრე  იყო. მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმ  III-ის  გადაწყვეტილება  მთავარსარდლის  პოსტზე  მისი  დაბრუნების  თაობაზე  მაშინ  ბევრს  არ  გაჰკვირვებია  –  პრუსია  მხედართმთავრების  დეფიციტს  განიცდიდა  და  მეფეს  დიდი  არჩევანის  საშუალება  არ  ჰქონდა.  ჯარების  საერთო  ხელმძღვანელობასთან ერთად  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგი  არმიის  ,მთავარი  კორპუსის“  სარდლობასაც  ითავსებდა.
    მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმს  პირადად  სურდა  არმიაში  ყოფნა,  რათა  სულიერად  გაემხნევებინა  იგი  (ასეთივე  სურვილი  ჰქონდა  დედოფალ ლუიზასაც,  მაგრამ  მას  დიდის  გაჭირვებით  ხელი  ააღებინეს  ამ,  რბილად  რომ  ითქვას,  უცნაურ  განზრახვაზე).  მეფემ  თავის  სამყოფელად მთავარსარდლის  შტაბი  აირჩია.  ეს,  გარკვეულად  გასაგები  იყო  – ქვეყნის  მეთაური  თავისი  ჯარების  მეთაურის  გვერდით  იქნებოდა.  მაგრამ სასარგებლო  იქნებოდა  ასეთი  რამ  საერთო  საქმისათვის?  ხომ  არ  შეუკრავდა  ხელებს  მთავარსარდალს  მონარქის  გვერდით  ყოფნა?  ცხადია, ასე  იქნებოდა,  მაგრამ  საქმეც  ის  იყო,  რომ  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგს უხაროდა  მეფის  მის  შტაბში  ყოფნა!  ჰერცოგს  ნაპოლეონთან  შებრძოლების  შიში  ჰქონდა,  ნერვიულობდა  და  საქმეს  თაგს  ვერ  აბამდა.  მეფისა  და  მისი  მრჩევლების  შტაბში  ყოფნა  კი  მას  ტვირთს  უმსუბუქებდა და  პასუხისმგებლობასაც  უმცირებდა.  მთავარსარდალი,  რომელიც  ასეთი  განწყობით  ებმებოდა  ომში,  ციდან,  ალბათ,  ვარსკვლავებს  ვერ მოწყვეტდა...
    მეფემ  თან  მრჩეველთა  მთელი  ამალა  წაიყვანა.  ვინ  არ  იყო  იქ! 82  წლის  ფელდმარშალი  მელენდორფი,  გენერალური  შტაბის  წევრი  და მეფის  პირადი  მრჩეველი  ფული,  მეფისავე  მრჩეველი  გენერალი  ცასტროვი,  გენერალ-ადიუტანტი  კლაისტი,  უფრო  დაბალი  რანგის  ოფიცრები.  იქვე  იყვნენ  „განთქმული  დიპლომატები“  ქრისტიან  ჰაუგვიცი  და ჯიროლამო  ლუკეზინი. ამ  უკანასკნელთ  ბრძოლის  ველზე  რა  ესაქმებოდათ,  ალბათ,  ცოტა  ვინმე  თუ  იტყოდა,  მაგრამ  საცა  სამართალია,  იქ  მეფეს  ამის  გამო  საყვედური  არ  ეთქმოდა.  როგორ  ეთქმოდა,  როცა  მის მთავარსარდალს  თან  საყვარელი  ქალი  ჰყავდა  წამოყვანილი.  ხოლო  მაღალი  თანამდებობის  მქონე  ერთ  გენერალს,  სუფრა  რომ  სავსე  ჰქონოდა...  –  ინდაურების  გუნდი!
    პრუსიელთა  150  ათას  ჯარისკაცს  ნაპოლეონმა  თავისი  170 ათასი  დაუპირისპირა.  ჯარის  ეს  რაოდენობა  იმპერატორმა  საკმარისად ჩათვალა.  ყოველ  შემთხვევაში  ომის  საწყის  ეტაპზე.  მან  ხომ  კარგად იცოდა  მოწინააღმდეგის  არმიის  შემადგენლობაცა  და  განლაგებაც.  თუ საქმე  გაჭირდებოდა,  რისი  ფიქრი  სრულიადაც  არ  ჰქონდა  იმპერატორს,  მაშინ  ბრძოლაში  ფრანგთა  მეორე  ეშელონი  ჩაერთვებოდა,  რომელიც,  თავის  მხრივ,  რამდენიმე  ათეულ  ათას  მეომარს  მოითვლიდა  და რაინისპირეთში  იყო  განთავსებული.
    ომის  გეგმა,  რომელიც  ნაპოლეონმა  შეადგინა,  ჩვეულებისამებრ მარტივი  და  ამავე  დროს  გრანდიოზული  იყო.  გააჩნდა  რა  ცნობები  მოწინააღმდეგის  არმიის  ადგილმდებარეობის  შესახებ,  იმპერატორმა  გადაწყვიტა  პირველ  ეტაპზე  საომარი  მოქმედება  ფრანკონიასა  და  ტიურინგიაში  გაეშალა.  იგი  სამხრეთიდან  აპირებდა  პრუსიელთა  არმიის გარსშემოვლას  და  მის  საკომუნიკაციო  ხაზებზე  გასვლას,  რაც  ამ  უკანასკნელს  აიძულებდა  შემოტრიალებულიყო  და  გადაბრუნებული  ფრონტით  მიეღო  ბრძოლა.  ბუონაპარტე  შესანიშნავად  უწყოდა,  თუ  რას  ნიშნავდა  მოუქნელი  და  მრავალ  კილომეტრზე  გაჭიმული  პრუსიული  არმიისთვის  ფრონტის  შემობრუნება  –  სანამ  ეს  არმია  ამ  რთულ  მანევრს განახორციელებდა,  ფრანგები  ყველა  თავისი  სურვილის  შესრულებას მოასწრებდნენ.  ნაპოლეონმა  ისიც  კარგად  იცოდა.  თუ  რა  ხდებოდა  მოწინააღმდეგის  ბანაკში  და  ამიტომ...  თამამად  მიისწრაფოდა  ბრძოლის ველისაკენ.  „ჩვენს  ხელში  ჩავარდნილი  წერილების  უმრავლესობა  იმაზე  მეტყველებს,  რომ  მტერს  თავგზა  აქვს  აბნეული.  მისი  მეთაურები დღედაღამ  თათბირობენ,  მაგრამ  სახეირო  გადაწყვეტილებას  ვერ  იღებენ“  –  სწერდა  იმპერატორი  ბერტიეს.
    თავისი  ჯარი  ნაპოლეონმა  სამ  ნაწილად  გაყო.  მარჯვენა ფრთას  (კოლონას)  სულტისა  და  ნეის  კორპუსები  და  ფრანგთა  მოკავშირე  ბავარიელების  ერთი  დივიზია  შეადგენდა,  მარცხენა  ფრთას  – ლანისა  და  ოჟეროს  კორპუსები.  შუამდებარე,  მთავარ  კოლონაში  დავუსა  და ბერნადოტის  შენაერთები,  მიურატის  კავალერია  და  იმპერატორის გვარდია  შედიოდნენ.  ამ  კოლონას  უშუალოდ  ნაპოლეონი  სარდლობდა. იმპერატორმა  თავის  თანამებრძოლებს  ასეთი  ამოცანა დაუსახა, სულტი,  ნეი  და  გრედე  (ბავარიელთა  სარდალი),  სამ.  ეშელონად  მოწყობილნი  ბაიერეიტის  გავლით  ჰოფისკენ  წავიდოღნენ.  მათ  თავიანთ  განკარგულებაში  60  ათასი  ჯარისკაცი  ეგულებოდათ.  ლანისა  და  ოჟეროს 40-ათასიანი  დაჯგუფება  ზაალფელდის  მიმართულებით  დაიძვრებოდა, ხოლო  ცენტრალური  დაჯგუფება  შლეიცისაკენ  გაემართებოდა.  ამ  უკანასკნელში  70  ათასი  მეიმარი  ირიცხებოდა.
    პრუსიელები  მტერს  უფრო  ჩრდილოეთით,  აიზენახის  მიდამოებში  მოელოდნენ  (საომარი  მოქმედებების  დაწყების  წინ  ნაპოლეონმა,  მოწინააღმდეგის  შეცდომაში  შეყვანის  მიზნით,  ყალბი  აქტივობა  ჩრდილოეთის  უბანზე  გააჩაღა).
    ფრანგთა  სამივე  კოლონა  სწრაფად  მიიწევდა  წინ  –  მეთაურებმა  იცოდნენ  მოწინააღმდეგის  განლაგების  შესახებ  და  ამიტომ  არ უფრთხოდნენ  მოულოდნელ  თავდასხმას,  პირველი  შეტაკება  ქალაქ შლეიცთან  გაიმართა,  9  ოქტომბერს,  სადაც  მიურატის  ავანგარდმა  საქსონელი  ტაუენცინის  დივიზიის  ცხენოსნები  უკუაქცია.  გაცილებით  უფრო  სერიოზული  შეჯახება  10  ოქტომბერს  გაიმართა  ქალაქ  ზაალფელდთან,  სადაც  ლანის  კორპუსის  ავანგარდს  პრინც  ლუდვიგ-ფერდინანდის  შენაერთმა  შეუტია.  პრინცი  მამაცი  და  ფიცხი  კაცი  იყო.  დედოფალ ლუიზასთან  ერთად  იგი  ნაპოლეონთან  დაპირისპირების  ერთ-ერთი  მთავარი  მოთავე  იყო.  მისთვის  ფრანგთა  ჯარის  დანახვა  დამატებითი  გამაღიზიანებელი  ფაქტორი  გახდა.  პრინცს  თან  9  ათასი  მეომარი  ახლდა მაშინ,  როდესაც  ლანს  იმ  მომენტში  12  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა.  ნაცვლად  იმისა,  რომ  თავდაცვითი  პოზიცია  დაეკავებინა  და  არტილერიაში თავისი  უპირატესობით  ესარგებლა  (ლუდვიგ-ფერდინანდს  44  ზარბაზანი  ჰქონდა  ლანის  14-ის  საპირისპიროდ),  პრინცმა  ჯიქურ  შეუტია  საბრძოლო  მწყობრში  მდგარ  ფრანგებს.  ლანმა  მაშინვე  გაგზავნა  გენერალი  სიუშე  ერთი  დივიზიით  პრუსიელთა  მარჯვენა  ფლანგის  გარსშემოსავლელად,  ხოლო  მეორესთან  ერთად  თავად  დადგა  ცენტრში  და  იქ დაელოდა  მტერს.  მტერმაც  არ  დააყოვნა  და,  როგორც  ვთქვით,  პირდაპირ  შეუტია  მას.  სროლაში  გაწაფულ  ფრანგებს  არ  გასჭირვებიათ  ხაზოვანი  წყობით  მომავალი  მოწინააღმდეგის  მიზანში  ამოღება.  პრუსიელები  ერთხანს  მედგრად  უძლებდნენ  ფრანგების  ცეცხლს,  მაგრამ  შემდეგ,  როცა  ეს  ცეცხლი  გაუსაძლისი  გახდა  და  თანაც  მათ  მარჯვენა ფლანგს  სიუშეს  დივიზიამაც  შემოუარა,  შედრკნენ  და  გაიქცნენ.  პრინცი  ლუდვიგი  ბევრს  ეცადა  გაქცეულების  შეჩერებას,  მაგრამ  ვერაფერი მოახერხა.  ბოლოს  კი,  ისე  გამოვიდა,  რომ  თვითონ  დააგვიანა  ბრძოლის ველს  გასცლოდა  და  ფრანგი  კავალერისტების  მსხვერპლი  შეიქნა. ლანის  გამარჯვება  სრული  იყო.  მამაცმა  მარშალმა  მოწინააღმდეგეს 1800  მეომარი  მოუსპო  და  ყველა  44  ზარბაზანი  წაართვა  (სინამდვილეში,  პრუსიელთა  ზარალი  კიდევ  მეტი  იყო,  რადგან  მოკლულებისა  და დაჭრილების  რიცხვს  გაქცეულ-გაფანტულებისაც  ემატებოდა).
    ზაალფელდთან  მარცხმა  პრუსიელთა  ბანაკში  საშინელი  პანიკა გამოიწვია.  საკვირველი  იყო  პირდაპირ,  ამ  არცთუ  დიდი  მასშტაბის  შეტაკებაში  წარუმატებლობამ  ასე  უცებ  როგორ  შეცვალა  პრუსიელთა გუნება-განწყობილება!  საღღა  იყო  ის  ყოყლოჩინა  წამოძახილები,  რომლითაც  ომის  წინ  თავს  იწონებდნენ  პრუსიელი  ჰუსარები?  ერთი  გენერალი  გამუდმებით  იმას  ამბობდა,  ფრანგებთან  ბრძოლის  დროს  არც  თოფი და  არც  ხმალი  არ  დაგვჭირდება,  მათ  გასარეკად  კომბალიც  საკმარისი იქნებაო...  ახლა  კი,  მოულოდნელი  შედეგით  თავგხააბნეულ  პრუსიელებს  არათუ  კომბლის,  ზარბაზნების  იმედიც  აღარ  ჰქონდათ  და  მხოლოდ  უკანდახევაღა  ახსოვდათ.
    პრუსიელთა  მთავარბანაკმა  გადაწყვიტა  თავისი  ორივე  მთავარი დაჯგუფება  უკან,  გაიმარისა  და  იენისაკენ  დაეწია. პირველივე  წარუმატებლობისაგან  დემორალიზებული  პრუსიის უმაღლესი  სარდლობა  დღეში  რამდენიმე  თათბირს  იწვევდა.  ამ  თათბირებზე  აზრთა  ისეთი  სხვადასხვაობა  იჩენდა  ხოლმე  თავს,  რომ  მტყუანისა  და  მართალის  გარკვევა  ძნელი  ხდებოდა.  თუმცა,  ზოგჯერ  ამ  თათბირებზეც  გაისმოდა  ხოლმე  რაღაც  საღი  აზრის  მსგაგსი.  ასე  მაგალითად,  გენერალმა  იულიუს  გრავერტმა,  რომელსაც  იმ  დროს  ჰოჰენლოეს დაჯგუფებაში  დივიზიის  მეთაურის  პოსტი  ეკავა,  გამოთქვა  აზრი,  რომ უახლოეს  დღეებში  ნაპოლეონი,  ალბათ,  ჩვენი  მარცხენა  ფრთის  გარსშემოვლის  მანევრს  წამოიწყებს,  რათა  მდინარე  ელბასა  და  მომარაგების  სხვა  წყაროებისაგან  მოგვწყვიტოსო.  გრავერტი  სწორი  იყო  თავის ვარაუდებში,  მაგრამ  მხოლოდ  ნაწილობრივ.  საქმე  ის იყო,  რომ  ფრანგთა  იმპერატორი  კი  არ  აპირებდა,  არამედ-უკვე  ახორციელებდა  პრუსიელთა  მარცხენა  ფლანგის  გარსშემოვლას,  და  თანაც  არა  მათი  მომარაგების  წყაროების  გადასაჭრელად  –  პრუსიის  არმიის  უკანდასახევი გზების  ხელში  ჩასაგდებად  და  ამ  არმიის  დასატყვევებლად!  გავუსწროთ  მოვლენებს  წინ  და  აღვნიშნოთ,  რომ  გარსშემოვლა  იმდენად  მასშტაბური  და  იმდენად  ეფექტური  გამოვიდა,  რომ  პრუჯიელებს  იენასა და  აუერშტედტთან  მართლაც  გადაბრუნებული  ფროზტით  მოუწიათ ბრძოლა.  ამ  ბრძოლის  დროს  ისინი  პირით  ბერლინისკენ  იდგნენ,  ხოლო ნაპოლეონი...  ზურგით!  ნაპოლეონისთვის  ეს,  რა  თქმა  უნდა,  ძალზე  სარისკო  მანევრი იყო,  მაგრამ  იგი  ისე  ენდობოდა  საკუთარ  ჯარს და საკუთარ  თავს,  რომ  ყოველგვარი  ყოყმანის  გარეშე  წავიდა  ასეთ  რისკზე.
    გენერალ  გრავერტის  სიტყვები  დაუჯდათ  ჭკუაში  თუ  საკუთრივ  მივიღნენ  ასეთ დასკვნამდე,  ახლა  ძნელი  სათქმელია,  მაგრამ  მეფე ფრიდრიხ-ეილჰელმმა  და  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგმა  გადაწყვიტეს  დაუყოვნებლივ  დაეხიათ  უკან.  დაეხიათ  ფრონტის  ხაზიდან  შორს,  ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ  და  თავდაცვის  ზღუდე  ქალაქ  მაგდებურგთან მოეწყოთ.  მაგდებურგთანვე  დაიბარეს  მათ  აღმოსავლეთის  დაჯგუფების სარდალი  ვიურტემბერგის  პრინცი,  ცხადია,  თავისი  დაჯგუფებითურთ. მთავარი  კორპუსის  ეგზომ  შორეულ  „მოგზაურობას“ ზურგიდან დაცვა  დასჭირდებოდა.  ამიტომ  მოწინააღმდეგის  მადევარი  ძალების  შეჩერება  გენერალ  ჰოჰენლოეს მეორე  კორპუსს  დაევალა.  ამ  მიზნით  გენერალი  ქალაქ  იენასთან,  მდინარე  ზაალეს  ნაპირზე  უნდა გამაგრებულიყო.  საომარ  ასპარეზზე  უნდა  დარჩენილიყო  გენერალ  რიუხელის კორპუსიც,  რომელიც  ვაიმარში  გადაინაცვლებდა  და  ჰოჰენლოეს  მარჯვენა  ფლანგის  დაცვას  მოემსახურებოდა.  აი,  რიუხელისა  და  თვით ჰოჰენლოეს  შენარეთებს  ვინღა  დაიცავდა  მოწინააღმდეგის  მთელი  არმიისაგან,  ამის  შესახებ  მთავარბანაკიდან  არაფერს  იტყობინებოდნენ...
შექმნილი  ვითარებისდამიხედვით  ნაპოლეონმა  სწრაფად  გადააჯგუფა  ძალები  და  თვითონაც  ორ  კოლონად  მოაწყო  ისინი.  პირველი, მთავარი  კოლონა,  რომელსაც  თავად  ჩაუდგა  სათავეში,  იენისკენ  გაეშურა,  სადაც,  მისი  ვარაუდით,  პრუსიელთა  ძირითადი  ძალები  იყრიდნენ თავს,  ხოლო  მეორე,  რომელსაც  დავუს,  ბერნადოტისა  და  მიურატის კორპუსები  შეადგენდნენ,  იენიდან  ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარე ციხე-ქალაქ  ნაუმბურგისკენ  გაგზავნა,  რათა  იენიდან  უკუქცეული  პრუსიელებისათვის  გზა  გადაეჭრა.
    რადგან  პრუსიელთა  უმაღლესმა  სარდლობამ  გადაწყვიტა ფრონტის  ხაზს  გასცლოდა  და  უკან  დაეხია,  მას  თავისი  გადაწყვეტილება  რაც  შეიძლება  სწრაფად  უნდა  მოეყვანა  სისრულეში.  მაგრამ პრუსიის  არმიისთვის  დამახასიათებელმა  მოუქნელობამ,  ორგანიზაციულმა  ხარვეზებმა  და,  საერთოდ,  საყოველთაო  უთავბოლობამ  ის  გამოიწვია,  რომ  დრო  დაიკარგა,  არმია  გვიან  აიბარგა  და  გვიან  გაეშურა  დანიშნულების  პუნქტისაკენ.  პრუსიელების  მთავარი  კორპუსი  მხოლოდ 13  ოქტომბრის  შუადღისას  დაიძრა  ჩრდილოეთისაკენ,  ე.ი.  მაშინ,  როცა  ნაპოლეონი  უკვე  მიემართებოდა  იენისაკენ  (იმპერატორს  მრავალდღიანი  მარშით  დაღლილი  თავისი  ჯარისკაცებისათვის  13  ოქტომბერი დასვენების  დღედ  სურდა  გამოეცხადებინა,  მაგრამ,  როგორც  კი  მოუვიდა  ცნობა  პრუსიელთა  უკანდახევის  შესახებ,  წამსვე  აშალა  ბანაკი  და მოწინააღმდეგეს  გამოედევნა).
    13  ოქტომბრის  საღამოს  ნაპოლეონი  უკვე  იენაში  იყო.  იმპერატორს  იქ  მოწინააღმდეგე  არ  დახვედრია  –  თავადმა  ჰოჰენლოემ  ჩრდილო-დასავლეთის  მიმართულებით  დაიხია  და  კაპელენდორფში  დაიდო ბინა,  ნაპოლეონს  წუთიც  არ  დაუკარგავს.  როგორც  კი  იენაში  შევიდა და  ქალაქის  ჩრდილოეთით  მდებარე  ლანდგრაფენბერგის  შემაღლებას მოჰკრა  თვალი,  მან  მაშინვე  იქით  გაგზავნა  მეწინავე  რაზმი  და  თვითონაც  იმავე  მიმართულებით  გაემართა.  მოახლოებულ  ბინდში  იმპერატორმა  ჭოგრიტით  მაინც  მოახერხა  პრუსიელთა  პოზიციების  დათვალიერება  და  ბრძანა,  ღამით  სწორედ  ამ  შემაღლებაზე  აეტანათ  არტილერია  და  იქ  განელაგებინათ  ჯარის  ერთ-ერთი  მძლავრი  დაჯგუფებაც. იმპერატორს,  რომელსაც  ბრძოლა  სწყუროდა,  გულმა  არ  მოუთმინა,  კვლავ  ლანდგრაფენბერგისკენ  გაეშურა  და  ჩირაღდნით  ხელში თავის  არტილერისტებთან  დადგა,  რათა  გზა  გაენათებინა  მათთვის  (არტილერისტებს  ზარბაზნები  აჰქონდათ  მთის  ფერდობხე,  იმპერატორი  კი ეხუმრებოდა  მათ,  აგულიანებდა  და  ჰპირდებოდა,  რომ  დილიდანვე  კუდით  ქვას  ასროლინებდა  პრუსიელებს).  ცოტა  ხანში,  როცა  ზარბაზნები სათანადო  ადგილას  დაიგულვა,  ნაპოლეონმა  მარშლებს  უხმო  და  ბრძოლის  გეგმა  გააცნო. 
    იმპერატორის  გეგმის  მთავარი  არსი  პრუსიელთა  დაჯგუფების ღრმა  გარსშემოვლაში  მდგომარეობდა.  დილით,  ადრიდანვე,  შეტევას ლანის  კორპუსი  დაიწყებდა.  მონტებელოს  ჰერცოგს  იერიში  პირდაპირ, ფრონტიდან  უნდა  მიეტანა  და  პრუსიელთა  ძალების  საგრძნობი  ნაწილი შეებოჭა.  ამასობაში  გარსშემოვლითს  მანევრს  დაიწყებდა  სულტის კორპუსი.  სულტი  ჯერ  ჩრდილოეთის  მიმართულებით  წავიდოდა,  დაიკავებდა  დასახლებულ  პუნქტ  რიოდინგენს  და  შემდეგ  მარცხნივ,  დასავლეთისკენ  მოუხვევდა,  რათა  პრუსიელთა  ჯარის  ზურგში  გასულიყო. ნეი  დაელოდებოდა  სულტის  მოძრაობას,  გარკვეულ  მომენტში  ლანის პარალელურად  შეუტევდა  მოწინააღმდეგის  ცენტრს,  გაარღვევდა  მას და  დაიკავებდა  საკვანძო  პუნქტ  კოპელენდორფს.  ოჟერო  კი,  რომელსაც უკიდურესად  მარცხენა  ფლანგზე  უხდებოდა  მოქმედება,  იენა-ვაიმარის გზას  გაუყვებოდა  რიუხელის  კორპუსის  აქტივობის  გასანეიტრალებლად.  იმპერატორი  დარწმუნებული  იყო,  რომ  იენის  მიდამოებში  პრუსიელთა  მთავარი  ძალები  იყო  თავმოყრილი,  ამიტომ  მან  ბერნადოტსა  და მიურატს  უბრძანა  დორნბურგიდან  დასავლეთით  წასულიყვნენ  და  კიდევ უფრო  შორიდან  შემოევლოთ  მოწინააღმდეგისათვის.  დავუ  კი,  რომელიც  უკვე  ნაუმბურგში  იმყოფებოდა,  სამხრეთ-დასავლეთით  უნდა  წასულიყო  და  აუერშტედტის  გავლით  აპოლდაში  მისულიყო,  საიდანაც ბრძოლის  განვითარებისთვის  უნდა  ედევნებინა  თვალი  და  ვითარებისდამიხედვით  ემოქმედნა.
ბრძოლა  დილის  6  საათზე  დაიწყო,  სქელ  ნისლში.  ლანმა,  ჩვეულებისამებრ,  ენერგიულად  შეუტია  მოწინააღმდეგეს  (ეს  საქსონელთა კორპუსი  იყო)  და  უკუაგდო  იგი.  ამ  დროს  სულტი,  ნეი  და  ოჟერო  შესაბამის  უბნებში  მდინარე  ზაალეზე  გადადიოდნენ  და  იმპერატორის  მიერ  დასახული  ამოცანის  შესრულებაზე  ზრუნავდნენ. ჰოჰენლოეს  ბანაკში  კი  სრული  სიმშვიდე  იყო.  წინა  საღამოს თავადმა  ლანდგრაფენბერგის  სიმაღლეებზე  თვალი  მოჰკრა  მოწინააღმდეგეს,  მაგრამ...  ამას  ყურადღება  არ  მიაქცია  –  იგი  ფრანგთა  მეორეხარისხოვან  და  მცირერიცხოვან  რაზმად  მიიჩნია.  თავის  „მიხვედრილობაში“  დარწმუნებულმა  სარდალმა,  ცხადია,  გორაკზე  არც  მზვერავები გააგზავნა.  შედეგად,  ღამე  მან  და  მისმა  შტაბმა  უშფოთველად  გაატარეს.  დილაც  ასეთივე  გათენდა:  საღელვი  და  საფიქრალი  მეორე  კორპუსის  სარდლობისთვის  არაფერი  ჩანდა.  მართალია,  იქ,  იენის  მახლობლად,  სროლის  ხმა  გაისმოდა,  მაგრამ  ამას  რა  მნიშვნელობა  ჰქონდა  – ომი  იყო  და  აქა-იქ  სროლა  ატყდებოდა,  აბა  რა  იქნებოდა... მაშინაც  კი,  როცა  ლანი  ტაუენცინს  ეკვეთა  და  ფიცხელი  ბრძოლა  გაუმართა,  ჰოჰენლოეს  შტაბში  არავინ  აღელვებულა  –  არავის ეგონა,  თუ  მოწინააღმდეგის  მთავარი  ძალები  მათთან  სულ  ახლოს  იქნებოდნენ!
    თავადი  ჰოჰენლოე  მეფისადმი  გასაგზავნ  მოხსენებითს  ბარათს ადგენდა,  როცა  ტაუენცინის  დივიზიის  მარცხის  ამბავი  აუწყეს  და  მოახსენეს,  რომ  მოწინააღმდეგე  შეტევას  აგრძელებსო.  გაოცებულმა  ჰოჰენლოემ  წერილი  გვერდზე  გადადო  და  ვითარებაში  გარკვევა  სცადა. დიდხანს  ლოდინი  თავადს  არ  დასჭირვებია.  შექმნილი  ვითარების  შესახებ  მან  „პირველი  ხელიდან“  შეიტყო  –  იმ  დროისათვის  ტაუენცინის დივიზიის  ნარჩენებმა  უკვე  მიაღწიეს  კოპელენდორფს,  ჰოჰენლოეს  სადგომს...
    ახლა  კი  აღელდა  თავადი  და  წამსვე  ვაიმარს  აფრინა  მაცნე  გენერალ  რიუხელთან.  რათა  ეს  უკანასკნელი  დაუყოვნებლივ  წამოსულიყო  მის  დასახმარებლად.  პრუსიელთა  მეორე  კორპუსის  სარდალმა  კიდევ  არ  იცოდა,  რომ  მის  საპირისპიროდ  საფრანგეთის  არმიის  მთავარი ძალები  იდგნენ... 
    ჰოჰენლოე  მამაცი  კაცი  იყო  და  გადაწყვეტილებაც  მამაცური მიიღო  –  მან  მის  ხელთ  არსებულ  ძალებს  თავი  მოუყარა  და  მოწინააღმდეგისკენ  გაეშურა.  გაეშურა  ძველებური,  ფრიდრიხის დროინდელი  ხაზოვანი  წყობით.  ფრანგებსაც  ეს  უნდოდათ.  ლანს  ნეი  წამოეშველა,  რომელმაც  ცენტრში  დაარტყა  მოწინააღმდეგეს,  სულტმა  მტერს  შემოუარა  და  ზურგიდან  შეუტია  მას,  ხოლო  ლანდგრაფენბერგის  გორაკებზე განლაგებულმა  არტილერიამ  პირდაპირ  მუსრი  გაავლო  პრუსიელებს. ჰოჰენლოემ  უკან  დაიხია,  უკანდახევა  მალე  გაქცევად  იქცა  და  პანიკით მოცული,  სარდლობადაკარგული  და  სარდლობას  დაუმორჩილებელი ჯარისკაცების  მასა  უწესრიგოდ  გაიფანტა  ბრძოლის  ველზე.  მაგრამ შორს  წასვლა  მათ  ვერ  მოახერხეს  –  გზააბნეულ  პრუსიელებსა  და  საქსონელებს  თავს  მიურატის  ცხენოსნები  დააცხრნენ  (ეს  უკანასკნელნი საღამოს  გამოიძახა  იმპერატორმა  და  შერკინების  ბოლო,  დამაგვირგვინებელ  ეტაპზე  ჩაებნენ  ბრძოლაში). 
    არანაკლებ  სავალალო  იყო  რიუხელისა  და  მისი  კორპუსის  ბედიც.  ვაიმარიდან  წამოსული  რიუხელი  ბრძოლის  ველს  16  საათისთვის მიუახლოვდა,  მაშინ,  როცა  ყველაფერი  უკვე  დამთავრებული  იყო  –  ჰოჰენლოეს  შენაერთმა  15  საათისთვის  შეწყვიტა  არსებობა.  ასე  დარჩა რიუხელი  თავისი  20  ათასი  ჯარისკაცითურთ  ფრანგთა  მთელი  არმიის წინ  მარტო.  გენერალი  მამაცურად  შეება  ჭარბ  მტერს,  მაგრამ  როცა ფრონტიდან  მომაკვდინებელი  ცეცხლი  გაუხსნეს,  ხოლო  ფლანგებიდან ქვეითმა  და  ცხენოსანთა  შენაერთებმა  შემოუტიეს,  გატყდა  და  წინაალმდეგობა  ვეღარ  გასწია.  ისევე,  როგორც  ჰოჰენლოესი,  რიუხელის  კორპუსიც  განადგურდა,  თვით  მისი  სარდალი  კი  მძიმედ  დაიჭრა  და  ბრძოლის  ველს  გაჭირვებით  განარიდეს.
    რა  ხდებოდა  ამ  დროს  იენიდან  ჩრდილოეთით,  სადაც,  ერთის მხრივ,  პრუსიელთა  მთავარი  კოლონა  მოძრაობდა  და,  მეორეს  მხრივ  – მარშალ  დავუს  კორპუსი?  მეფე  და  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგი  მთელი  13 ოქტომბრის  განმავლობაში  ჩრდილოეთისკენ  მიუძღოდნენ  თავიანთ ჯარს.  უკანდახევით  შეშფოთებულ  ჯარისკაცებს  არც  საჭმელ-სასმელი ჰქონდათ  თან  და  არც  შეშა,  ცეცხლი  რომ  გაეჩაღებინათ.  ამაზე  არავის უზრუნია,  ამიტომ,  როცა  ისინი  ღამის  გასათევად  აუერშტედტის  მიდამოებში  შეაჩერეს,  მათ  დისციპლინაც  დაივიწყეს  და  საკუთარი  მოსახლეობის  ინტერესებიც  –  მშიერ-მწყურვალნი  მაშინვე  შეესივჩენ  ამ  პატარა  ქალაქს  და  პირწმინდად  გაძარცვეს  იგი.  თუ  რამ  სასუსნავი  მოიხელთეს,  ხომ  წაართვეს  მის  მცხოვრებლებს,  თუ  ვერა  და,  რასაც  ცეცხლი  ეკიდებოდა,  ის  წაიღეს  ოქტომბრის  ცივ  ღამეში  კოცონების  დასანთებად.
    14  ოქტომბრის  დილას  მთელი  დღის  მარშით  დაღლილ-დაქანცული  ჯარი  უთენია  წამოყარეს  და  კვლავ  ჩრდილოეთის  გზას  გაუყენეს.  მათ  საპირისპიროდ,  სამხრეთისკენ  დავუს  კორპუსი  მოდიოდა.  აუერშტედტის  მომავალი  ჰერცოგი,  იმპერატორის  დავალების  თანახმად, ამ  ქალაქზე  გავლით  აპოლდისკენ  მიდიოდა.  პრუსიელები  ყველაფერს ელოდნენ,  გარდა  მოწინააღმდეგის  იმ  მიდამოებში  გამოჩენისა. პირველი  შეტაკება  დასახლებულ  პუნქტ  პოპელთან  გაიმართა, სადაც  პრუსიელთა  ავანგარდი  (გენერალ  შმეტაუს  დივიზია)  დავუს ცხენოსან  მზვერავთა  რაზმს  შეეჯახა.  შეჯახება  ხანმოკლე  აღმოჩნდა. ფრანგებმა  სწრაფად  დაიხიეს  უკან  და  თავიანთ  სარდალს  პრუსიელთა გამოჩენის  შესახებ  აუწყეს.  დავუმ  ფეხს  აუჩქარა  და  სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  პუნქტი  –  ჰასენჰაუზენი  დაიკავა.  შმეტაუს  დივიხია დილის  ბურუსში  სწორედ  ამ  სოფელთან  წააწყდა  დავუს  საფარს.  ფრანგებმა  სულ  ახლოს  მოუშვეს  მტერი  და  რამდენიმე  ათეული  მეტრიდან გაუხსნეს  მიჯრით  ცეცხლი.  ფინდიხმა  და  მუშკეტების  ტყვიებმა დაუნდობლად  მოცელეს  არხეინად  მომავალი  პრუსიელები.  შმეტაუს  არეულ-დარეული  ნაწილები  წამსვე  უკუიქცნენ.
    როცა  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგმა  შეიტყო,  რომ  გზას  მას  მხოლოდ  ერთი  კორპუსი  უღობავდა,  გადაწყვიტა  ბრძოლა  გაემართა  მისთვის,  უკუექცია  და  გაეხსნა  ჩრდილოეთისკენ  გასასვლელი.  პრუსიელებმა  ჰასენჰაუზენის  მიდამოებში  იწყეს  ძალების  თავმოყრა.  ფიცხმა ბლიუხერმა  არ  ისურვა  მოცდა  და  ფრანგთა  მარჯვენა  ფლანგის  გარსშემოვლა  მოინდომა.  ძალა  მას  საკმარისი  გააჩნდა  –  მეფის  პირადი განკარგულებით  მამაც  ჰუსარს  ცხენოსანთა  25  ესკადრონი  გადასცეს და  გზა  დაულოცეს.  ბლიუხერიც  სოფელ  შპილბერგზე  გავლით  უშიშრად  გაეშურა  ფრანგთა  ზურგისაკენ.  მაგრამ  ფხიზლად  მყოფ  დავუს  არ გამოეპარა  მოწინააღმდეგის  ეს  მანეგრი  და  მის  შესახვედრად  წამსვე ფრიანის  დივიზია  გაგზავნა.  ფრანგთა  ჭადრაკულად  მოწყობილი  კარეები  ისეთი  მომაკვდინებელი  „ცეცხლით  შეხვდნენ  ბლიუხერის  ცხენოსნებს,  რომ  ამ  უკანასკნელებმა  ხეირიანი  შეტევის  განხორციელებაც  ვერ მოასწრეს,  ისე  უკუიქცნენ.  ბლიუხერმა  ვერა  თუ  ვერ  შეძლო  ფრანგების  ზურგში  გასვლა,  არამედ  უამრავი  მეომარი  დაკარგა  და  თავისი კუთვნილი  არტილერიაც  მტერს  დაუტოვა.
    დავუს  სულ  სამი  დივიზია  ჰყავდა.  სამივე  რჩეული  ჯარისკაცებისგან  შედგებოდა  და  მეთაურებიც  შესაფერისი  ჰყავდათ:  ფრიანი, გიუდენი  და  მორანი.  ეს  გენერლები  მრავალ  წელს  იბრძოდნენ  დავუს ხელმძღვანელობით  და  მთელი  არმიისთვის  თითით  საჩვენებელნი იყვნენ,  აუერშტედტთან  უთანასწორო  ბრძოლის  მძიმე  დღეს,  როცა დავუს  27  ათასი  მებრძოლი  50  ათასზე  მეტ  პრუსიელს  დაუპირისპირდა,  ფრანგებმა,  რიგითი  ჯარისკაციდან  დაწყებული  კორპუსის  მეთაურით  დამთაგრებული,  უდიდესი  ვაჟკაცობა  და  ბრძოლის  შესანიშნავი უნარი  გამოავლინეს.
    ბრაუნშვაიგის  ჰერცოგმა  ნაცვლად  იმისა,  რომ  ერთბაშად  ჩაება ბრძოლაში  დიდი  ძალები  და  შედარებით  მცირერიცხოვანი  მტრის  გარსშემოვლის  მანევრი  განეხორციელებინა,  გადაწყვიტა  თავისი  5  დივიზია  რიგრიგობით,  და  ისიც  ერთმანეთის  მიყოლებით,  გამოეყენებინა.  დავუმ  შესანიშნავად  ისარგებლა  მტრის  შეცღომით  და  ბრძოლის  ასპარეზზე  რიგრიგობით  გამომავალ  პრუსიელთა  თითოეულ  დივიზიას  თავის ორს  უპირისპირებდა  (აქ  მხედველობაშია  მისაღები  ის  გარემოებაც, რომ  ერთი  ფრანგული  დივიზია  ერთ  პრუსიულს  ისედაც  აღემატებოდა. აღემატებოდა  არა  რიცხობრივად,  არამედ  საბრძოლო  გაწვრთნითა  და ბრძოლის  წარმოების  უნარით.  ეს  პროფესიონალი  მეომრები,  ათას  ომსა და  დავიდარაბას  გამოვლილნი,  ჯერ  არსად  დამარცხებულიყვნენ  და, როგორც  1806  წლის  14  ოქტომბერს  ეტყობოდათ,  არც  მომავალში  აპირებდნენ  დამარცხებას).
    პრუსიელებს  უდიდესი  ზარალი  მოსდიოდათ  –  ფრანგი  არტილერისტები  და  ქვეითი  მსროლელები  მიზანს  არ  აცდენდნენ.  აი,  დაიღუპა  პრუსიელთა  ერთ-ერთი  აქტიური  მეთაური  გენერალი  შმეტაუ,  აი, მალე  მისი  ბედი  გაიზიარა  მთავარსარდალმა  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგმაც, რომელმაც  თავის  არეში  მიიღო  სასიკვდილო  ჭრილობა  და  ჯერ  მხედველობა  დაკარგა,  ხოლო  შემდეგ  –  გონება...  თავგზააბნეულმა  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  მის  ნაცვლად  მთავარსარდლობა  82  წლის  მოხუც  ფელდმარშალ  მელენდორფს  ჩააბარა,  მაგრამ  არცთუ  დიდი  ხნის  შემდეგ ისიც  დაიჭრა  და  ბრძოლას  გამოეთიშა.
    დავუს  თითქოს  ფრთები  გამოესხა.  ახლა  იგი  მარტო  თავდაცვას აღარ  სჯერდებოდა  და  შეტევაზე  ფიქრობდა.  კულმინაციურ  მომენტში სახელოვანმა  მარშალმა  თავისი  სამივე  დივიზია  ერთდროულად  ჩააბა ბრძოლაში  –  გიუდენმა  ცენტრს  შეუტია,  მორანმა  მარჯვენა  ფლანგს, ხოლო  ფრიანმა  მარცხნიდან  დაიწყო  მოწინააღმდეგის  გარსშემოვლა. პრუსიელთა  ბანაკში  ენით  აუწერელი  პანიკა  სუფევდა.  მთავარსარდლობა  ახლა  მეფეს  „ერგო“,  მაგრამ  ეს  უკანასკნელი  სრულიად ვერ  ერკვეოდა  სამხედრო  საქმეში.  ერთადერთი,  რაშიც  ის  ერკვეოდა, ეს  სასწრაფოდ  უკანდახევის  საჭიროება  იყო.  ასეც  მოიქცა  და  უკანდახევის  ბრძანება  გასცა.  მაგრამ  მისი  შესრულება  ადვილი  საქმე  არ  აღმოჩნდა.  გამარჯვებით  აღფრთოვანებული  ფრანგები  ყოველი  მხრიდან უვლიდნენ  პრუსიელებს  და  მათი  უკანდასახევი  გზის  გადაჭრას  ლამობდნენ.  განსაკუთრებით  სახიფათო  ვითარება  შეიქმნა  ჩრდილოეთის  უბანზე,  სადაც  ფრიანმა  გაარღვია  მოწინააღმდეგის  ხაზი  და  ქალაქ  ეკარსბერგთან  გავიდა.  პრუსიელთა  გენერალური  შტაბის  უფროსი  შარნჰორსტი,  იქნებ  ერთადერთი  მათ  შორის,  ვისაც  მაშინ  ჭკუა  და  გონება შერჩენოდა,  ლამის  უსაქმოდ  იყო  –  მას  არავინ  არაფერს  ეკითხებოდა არც  ადრე  და  არც  ახლა  –  კატასტროფის  ჟამს  (მთავარსარდალი  რამდენიმე  დღის  წინ  წაეჩხუბა  შტაბის  უფროსს  და...  აღარ  ელაპარაკებოდა  მას).  გენერალმა  უკანასკნელმა  დატოვა  ბრძოლის  ველი.  დაჭრილი, დამარცხებით  გულმოკლული,  იგი  ფეხით  მიუყვებოდა  ვაიმარის  გზას და  თავისი  გაჩენის  დღეს  სწყევლიდა.  იმავე  გრძნობებით  იყო  შეპყრობილი  გნეიზენაუც,  კიდევ  ერთი  გამჭრიახი  პრუსიელი  სამხედრო  მოღვაწე,  რომელიც  ასევე  მეორეხარისხოვან  როლს  ასრულებდა  ამ  ომში: „სჯობს  ასჯერ  მოკვდეს  კაცი,  ვიდრე  კიდევ  ოდესმე  გადაიტანოს მსგავსი  სირცხვილიო“  –  უთქვამს  მას  მაშინ.
    ყველაფერი  დამთავრდა,  პრუსიელთა  არეულ-დარეულმა  ნაწილებმა  ვაიმარისკენ  „გაუტიეს“.  ვაიმარში  კი  უკვე  ნაპოლეონი  იყო... დავუმ  იმდენი  მოახერხა,  რომ  მისგან  ოტებული  მოწინააღმდეგე  იენიდან  გამოქცეულებს  ბუტელშტედტთან,  სადღაც  შუა  გზაზე  „შეახვედრა“...
    რა  მოხდა?  როგორ  მოხდა,  რომ  ევროპის  ერთ-ერთი  უდიდესი სახელმწიფო,  მდიდარი  სამხედრო  ტრადიციების  მქონე  ქვეყანა  ომის დაწყებიდან  მეექვსე დღეს  არმიის  გარეშე  დარჩა?  რა  ღვთის  წყრომა იყო  ასეთი,  რომ  ფრიდრიხ  დიდის  მაგალითზე  აღზრდილი  არმია  ასე  სამარცხვინოდ  დამარცხდა  და  ასე  უსახელოდ  მოისპო?  მარტო  ნაპოლეონის  გენიაში  იყო  საქმე,  მარტო  ფრანგი  ჯარისკაცების  სიმამაცესა  და საბრძოლო  შემართებაში?  პრუსიელებიც  ხომ  მამაცები  იყვნენ,  როგორ შეიძლებოდა  გერმანელები  მამაცები  არ  ყოფილიყვნენ!  ეს  ხომ  ის  პრუსიელები  იყვნენ,  ორმოცდაათი  წლის  წინ  ლამის  მარტონი  რომ  ეომებოდნენ  შვიდწლიან  ომში  ევროპულ  კოალიციას?  მაგრამ  არა,  ეს  „ის“ პრუსიელები  აღარ  იყვნენ.  მათ  აღარც  ფრიდრიხი  ჰყავდათ  და  აღარც ის  სამხედრო  შემართება  ჰქონდათ,  რომელსაც  მათ  „პატარა  ფრიცი“ უნერგავდა.  დიდი  გამბედაობა  არ  იქნება,  თუ  ვიტყვით,  რომ  ფრიდრიხიც  ვეღარ  უშველიდა  1806  წელში  პრუსიელებს.  მათი  ბედი  გადაწყვეტილი  იყო.  ისინი  ჩამორჩნენ  ისტორიის  მსვლელობას.  მათ  ვერ  აუბეს დროს  ფეხი.  ისინი  ისევ  XVIII  საუკუნის  შუა  პერიოდში  „დარჩნენ“. ფეოდალურ-აბსოლუტისტური  პრუსია  ვეღარ  გაუძლებდა  დიდი  რევოლუციის  მიერ  ნაშობი  ახალი  ძალის  შემოტევას,  ძალისა,  რომელიც ყველაფერს  ძველსა  და  დრომოჭმულს  სპობდა  თავის  გზაზე.  ტყუილად იკლაგდა  თაგვს  შარნჰორსტი,  ტყუილად  განიცდიდა  გნეიზენაუ,  და ბოლოს,  ტყუილად  ცდილობდა  თავის  ნაწერებში  კამპანიის  უკეთესად წარმართვის  ვარიანტების  პოვნას  სახელგანთქმული  კლაუზევიცი.  1806 წელს  არაფერი  ეშველებოდა,  სამივე  ზემოდასახელებული  ღირსეული პიროვნება  გერმანელი  იყო  და  პრუსიის  გაუგონარ  მარცხს  გერმანიის მარცხად  და  ტკივილად  აღიქვამდა.  სხვაგვარად  არც  შეიძლება  ყოფილიყო.  მაგრამ,  ჯერ  უნდა  მოეცადათ  გერმანელ  პატრიოტებს,  კიდევ კარგა  ხანს  უნდა  მოეცადპთ,  მანამ,  სანამ  მათთვისაც  არ  გამოანათებდა მზე.  მანამდე  კი...  მანამდე ბოლომდე  უნდა  შეესვათ  ბოღმის  ბალღამი და...  უნდა  ემუშავათ,  თავგადადებულად  ემუშავათ  არმიის,  ქვეყნის, ხალხის  სულის  ასაღორძინებლად.  თავისით  არაფერი  მოვიდოდა... სიმამაცე  არ  აკლდათ  პრუსიელებს.  ამაზე,  თავის  მოგონებებში, თვითონ  იმპერატორიც  მიუთითებდა:  პრუსიელები  მამაცურად  მიდიოდნენ  წინ,  მაგრამ  ისინი  დიდ  დროს  უთმობდნენ  ხაზების  სწორებას  და მათ  შორის  ღისტანციის  დაცვას  ისე,  როგორც  ეს  პარადზე  ხდება ხოლმეო.  ჩვენი  ჯარისკაცები  კი  მოხერხებულად  იყენებდნენ  შენობებს, არხებს,  ხეებს  და  იქიდან  ცელავდნენ  მოწინააღმდეგეს.  მათი  ბატალიონები  შედრკნენ.  აირივნენ,  მაგრამ  კარგა  ხანს  მაინც  არ  გაიქცნენ.  პრინცმა  ვილჰელმმა  თავისი  ცხენოსნებით  ვაჟკაცურად  მიიტანა  რამდენიმე იერიში  მორანის  კარეებზე.  პრინცის  თავგანწირულობამდე  მისული  სიჯიუტე  ჩვენი  მამაცი  ქვეითი  ჯარის  სიმტკიცეზე  იმსხვრეოდა...  ის, რომ  ბრძოლაში  დაიჭრნენ,  ან  დაიღუპნენ  ფელდმარშლები:  ბრაუნშვაიგის  ჰერცოგი  და  მელენდორფი,  პრინცი  ვილჰელმი,  გენერლები:  შმეტაუ  და  ვარტენსლებენი,  იმაზე  მიუთითებს,  რომ,  მართალია,  ისინი ცუდად  აწარმოებდნენ  მანევრირებას,  მაგრამ,  სამაგიეროდ  გმირულად იბრძოდნენ.  ამიტომ  პრუსიის  მეფეს  შეეძლო  ფრანცისკ  პირველის სიტყვები  გაემეორებინა:  დაიკარგა  ყველაფერი,  ღირსების  გარდაო,  – დასძენს  იმპერატორი.  არ  იყო  ასე.  პირველ  რიგში  სწორედ  ღირსება დაიკარგა  1806  წელში.  იმპერატორის  სიტყვები  კი  გამარჯვებული მხედართმთავრის  დიდსულოვანი  ქათინაურია  უბედური  მოწინააღმდეგის  მიმართ.  იქნები  დიდსულოვანი  ასეთი  გამარჯვების  შემდეგ,  როგორ არ  იქნები...
    ფრანგებმა  გულით  გაიხარეს  საარაკო  გამარჯვებით  და  იგი  საგანგებო  ზეიმით  აღნიშნეს  (ნეტავ  მერამდენე  გამარჯვება  იყო?).  ვერც იმპერატორი  ფარავდა  სიხარულს.  ოღონდაც,  მას  ხომ  ყველაფერმა გაუმართლა!  მისი  ვარაუდიც  სწორი  გამოდგა,  მისი  გეგმაც  უნაკლოდ შესრულდა  და  მისმა  მეომრებმაც  თავი  არ  შეირცხვინეს...  მეტი  რა უნდოდა  ბუონაპარტეს?  აგერ  დამარცხებული  ფრიდრიხ-ვილჰელმისგან წერილი  მოვიდა  –  მეფე  სასწრაფოდ  ზავის  ღადებას  სთხოვდა  გამარჯვებულს.  მაგრამ  არა,  ახლა  ზავის  დრო  არ  არის.  ფრანგების  არმია ჯერ  მხოლოდ  ტიურინგიასა  და  სამხრეთ-დასავლეთ  საქსონიაში  დგას, არადა,  მთელ  პრუსიაში  უნდა  იდგეს!  და  იდგება  კიდეც!  ამიტომ  ფრიდრიხ-ვილჰელმს  მოკლე  პასუხი  ეყოფა:  „ზავს  ბერლინში  მოვაწერთ ხელს!“  არა  და  არ  უმართლებდა  ნაპოლეონთან  მიმოწერაში  პრუსიის მეფეს,  მარტო  წერილებში  რომ  არ  გამართლებოდა,  კიდევ  რა  უჭირდა...
ანალოგი  იმისა,  რაც  იენისა  და  აუერშტედტის  ბრძოლის  შემდეგ  მოხდა  (ამ  ორ  ბრძოლას  სამხედრო  ისტორიკოსების  უმრავლესობა ერთ,  იენა-აუერშტედტის  ოპერაციად  განიხილავს),  მსოფლიო  ისტორიაში  ძნელად  თუ  მოიძებნება.  ბრძოლის  შემდეგ  ნაპოლეონმა  სულისმოთქმის  საშუალება  არ  მისცა...  თავის  არმიას!  მან  იგი  ბრძოლის  მეორე დღიდანვე  გზას  გაუყენა  პრუსიის  არმიის  ნარჩენების  გასანადგურებლაღ  და  პრუსიის  ტერიტორიის  დასაკავებლად.  ფრანგები  უტევდნენ გაშლილად,  ფართო  ფრონტით.  1806  წლის  ოქტომბრის  მეორე  ნახევრის  საომარი  მოქმედებების  რუკას  რომ  დავხედოთ,  თვალში  მხოლოდ მარაოსავით  გაშლილი  „ფრანგული“  ისრები  გვეცემა.  არსებითად  ეს  საომარი  მოქმედებებიც  არ  იყო,  იყო  მხოლოდ  დემორალიზებული  არმიის არაორგანიზებული  შენაერთების  დევნა  ყოველი  მიმართულებით!
    16  ოქტომბერს  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  არმია  დატოვა  და  ბერლინს  გაემგზავრა,  მთავარსარდლობა  კი  თავად  ჰოჰენლოეს  გადააბარა, თავადი  მაგდებურგისკენ  იხევდა  და  გზად  გაქცეულ-გაფანტული  ჯარისკაცების  შეგროვებას  ცდილობდა.  ფრანგი  მარშლები  კი  არ  ანელებდნენ  შეტევის  ტემპს  და  ქალაქს  ქალაქზე  იღებდნენ.  ჰოჰენლოეს  მაგდებურგიდან  ბერლინისკენ  სურდა  წასვლა,  მაგრამ  მალე  ეს  შეუძლებელი  გახდა,  რადგან  გაირკვა,  რომ  დედაქალაქში  ფრანგები  უფრო  ადრე შევიდოდნენ,  ვიდრე  პრუსიის  არმიის  ნარჩენები.  საქმე  ის  იყო,  რო ორად  გაყოფილი  ფრანგთა  არმია,  ერთის  მხრივ,  ჰოჰენლოეს  მისდევდა (ნეის,  მიურატისა  და  სულტის  კორპუსებით),  ხოლო,  მეორეს.  მხრივ (დავუ,  ოჟერო,  ლანი),  დიდ  წრეს  კრავდა  და  პრუსიელების  ალყაში მოქცევას  ლამობდა.  შექმნილი  ვითარების  გამო  ჰოჰენლოემ  გადაწყვიტა  კვლავ  ჩრდილოეთის  გეზი  შეენარჩუნებინა  და  როგორმე  შტეტინთან გასულიყო. ერთი  შეხედვით  ეს  იოლი  საქმე  უნდა  ყოფილიყო,  მაგრამ სინამდვილეში  შეუძლებელი  შეიქნა.  ფრანგები  ისე  სწრაფად  მოძრაობდნენ  და  ისეთ  გარშემოვლითს  მანევრებს  აწარმოებდნენ,  რომ  მათი  მარწუხებიდან  დასხლტომა  სულ  უფრო  და  უფრო  ძნელი  ხდებოდა.
    25  ოქტომბერს  დაეცა  ძლიერი  ციხე-სიმაგრე  შპანდაუ.  ეს  გამაგრებული  პუნქტი  ლანმა  დაიკავა  –  არსებითად  წინააღმდეგობის  გარეშე  (ციხე-სიმაგრეები  „პანტაპუნტით“  ნებდებოდნენ  ფრანგებს.  უდიდეს  უმრავლეს  შემთხვევაში  ყოველგვარი  წინააღმდეგობის  გარეშე.  დემორალიზაცია  სრული  იყო).
    28  ოქტომბერს  ქალაქ  პრენცლაუსთან  ყოველმხრივ  ალყაშემორტყმული  ჰოჰენლოე  10  ათასი  ჯარისკაცითურთ  მიურატს  დანებდა. დანარჩენი  კომედიას  უფრო  ჰგავდა,  ვიდრე  ტრაგედიას.  პრუსიის  ციხე-ქალაქები,  თითქოს  ერთმანეთს  ეჯიბრებიან,  რომელი  უფრო ადრე  და  იოლად  ჩაბარდება  მტერსო,  მიყოლებით  აფრიალებდნენ  თეთრ ბაირაღებს.  დაეცა  კიუსტრინი,  პირველხარისხოვანი  სიმაგრე  ოდერზე. იგი  კარგად  შეიარაღებულ  მრავალათასიან  გარნიზონს  ითვლიდა  და ხანგრძლივი  წინააღმდეგობის  გაწევა  შეეძლო.  შეეძლო,  მაგრამ  არ გასწია  და  რამდენიმე  ასეულ  ფრანგ  ჯარისკაცს  დანებდა.  ციხე-ქალაქი შტეტინი,  რომლისკენაც  ასე  მიისწრაფოდა  თავადი  ჰოჰენლოე,  კავალერიის  ერთ  პოლკს  ჩაბარღა.  ამ  ამბით  აღფრთოვანებული  მიურატი  იმპერატორს  სწერდა:  თქვენი  უღიდებულესობის  ჰუსარები  შტეტინში  ქალაქის  კარიბჭიდან  შევიდნენო,  ე.ი.  ისე,  თითქოს  საკუთარი  ქალაქი იყო...  მაგდებურგი,  მძლავრი  ციხე-ქალაქი  ოცდაოთხათასიანი  გარნიზონით,  ნეის  დანებდა.  ნეი  ისე  ჩქარობდა,  რომ  საალყო  არტილერიაც  კი არ  წაიღო  სიმაგრის  გარემოცვისათვის.  მაგრამ  არტილერია  არ  დასჭირვებია  თავზეხელაღებულ  მარშალს.  ორი  მორტირიდან  რამდენიმე გასროლა  სრულიად  საკმარისი  გახდა  იმისათვის,  მაგდებურგის  ციხიონს  რომ  ხელები  აეწია.  როცა  მტერი  ქალაქის  მთავარ  პლაცზე  გამწკრივდა,  ნეიმ  თანამებრძოლებს  გადაულაპარაკა:  არიქა,  სწრაფად  ჩამოართვით  იარაღი,  ხომ  ხედავთ,  ჩვენზე  ორჯერ  მეტნი  არიანო.
    ზემოთ  ჩვენ  კიუსტრინის  აღება  ვახსენეთ.  ეს  შემთხვევა  პირდაპირ  ანეგდოტს  ჰგავდა.  ოდერის  პირას  გაშენებული  ეს  ქალაქი  მოწინააღმდეგისთვის  იოლად  მისადგომი  არასდროს  არ  ყოფილა.  ასე  იყო  მაშინაც,  როცა  ფრანგთა  ერთი  მომცრო  შენაერთი  ოდერს  მიადგა.  გამოირკვა,  რომ  მას  არათუ  საპონტონე  მოწყობილობა,  უბრალო  ნავებიც  კი არ  გააჩნდა  მდინარეზე  გადასასვლელად.  ამის  დანახვა  და  სიმაგრის კომენდანტის  ამოქმედება  ერთი  იყო.  მან  წამსვე  გაუგზავნა  მტერს  ნავები  და  თავაზიანად  სთხოვა  გამოეყენებინა  ისინი  მდინარის  გადასალახად...  ასეთი  სურათი  იყო  ყველგან.  ყველა  ქალაქსა  თუ  ციხე-სიმაგრესთან.  პრუსიელთაგან  ბრძოლა  არავის  არ  უნდოდა.  ამიტომ  იყო,  ნოემბრის  დასაწყისში  რომ  სწერდა  იმპერატორს  მიურატი:  მოწინააღმდეგე აღარ  არის,  ომი  დამთავგრებულიაო.
პრუსიის  დედაქალაქში  ფრანგები  27  ოქტომბერს  შევიდნენ, ომის  მეცხრამეტე  დღეს.  ნაპოლეონმა  ბერლინში  შესვლის  პატივი  დავუს  კორპუსს  დაუთმო  –  იმპერატორი  აუერშტედტთან  გამოჩენილი გმირობისათვის  ღირსეულს  მიაგებდა  ამ  შენაერთსა  და  მის  მეთაურს, რომელსაც  „არასოდეს  არაფერი  ავიწყდებოდა  და  ყოველთვის  ყველაფერს  დროულად  აკეთებდა“.
ფრანგ  მეომრებს  უკან,  როგორც  ძველ  რომში  ტრიუმფებისას იცოდნენ  ხოლმე,  დამარცხებული  მოწინააღმდეგის  ტყვეები  მიჰყვებოდნენ.  ამ  შემთხვევაში  ეს  იარაღაყრილი  კავალერგარდები  იყვნენ,  სწორედ  ის  ყოყლოჩინა  კავალერგარდები,  რომლებიც  სულ  სამი  კვირის წინ  ხმლებს ლესავდნენ  საფრანგეთის  საელჩოს  კიბეებზე  ღა  მუქარითა და  ლანძღვა-გინებით  იკლებდნენ  მის  ბინადართ.  რა  იცოდნენ  იმ  წერასატანილმა  ყმაწვილებმა.  თუ  ცოტა  ხანში  რა  ყოფაში  მოუწევდათ  თავიანთი  დედაქალაქის  ქუჩებში  გავლა...  ამ  პროცესიას  აშკარად  აკლდა  ანტინაპოლეონური  ისტერიის  სულისჩამდგმელი  და  იდეური  ხელმძღვანელი  ღედოფალი  ლუიზა.  თავის  გვირგვინოსან  მეუღლესთან  ერთად  იგი შორს,  პრუსიის  სამეფოს  უკიდურესად  აღმოსავლეთ  წერტილში,  საპორტო  ქალაქ  მემელში  (დღევანდელ  კლაიპედაში)  იმყოფებოდა  და  იქ დასტიროდა  ცხარე  ცრემლით  თავის  უბედურებასა  და,  იქნებ,  თავის წინდაუხედაობასაც.
    პრუსიელთაგან  ერთადერთი,  ვინც  ჯერ  კიდევ  არ  გამოჰკიდა კაპიტულაციის  მაუწყებელი  თეთრი  ბაირაღი,  გენერალი  გებჰარდ  ბლიუხერი  იყო.  ეს  თავდაუზოგავი  ჰუსარი  არმიის  ნარჩენებით  დანიაში  გადასვლას,  ან  ლიუბეკამდე  მიღწევას  ცდილობდა,  რათა  იქ  ინგლისელთა ხომალდების  საშუალებით  უეჭველი  ტყვეობისგან  ეხსნა  თავი.  ბლიუხერმა ვერ  შეისრულა  ჩანაფიქრი.  სულტისა  და  ბერნადოტის  კორპუსები  ისე  სწრაფად  მიჰყვებოდნენ  კუდში,  რომ  ყოველ  წუთს  უქმნიდნენ მის  შენაერთს  ალყაში  მოქცევის  საფრთხეს.  ეს  წუთიც  მალე  დადგა  – 6  ნოემბერს  ფრანგმა  მარშლებმა  ბლიუხერი  და  მისი  რაზმი  (20  ათასამდე  მეომარი)  ლიუბეკთან  „გამოიჭირეს“.  სულტსა  და  ბერნადოტს  ბევრი არ  უფიქრიათ,  თუ  რა  უნდა  მოემოქმედათ.  მათ  ორი  მხრიდან  პირდაპირი  იერიში  მიიტანეს  ქალაქზე  და  მიუხედავად  ძლიერი  წინააღმდეგობისა,  სწრაფად  დაიკავეს  იგი.  ამასთანავე,  დაუნდობლად  გაუსწორდნენ ქალაქის  კედლებში  გამომწყვდეულ  მტერს,  რომლის  დიდი  ნაწილი ქუჩის  ბრძოლაში  დაიღუპა.  ბლიუხერის  მთელი  შტაბი  ტყვედ  ჩავარდა, მათმა  მეთაურმა  კი  გაქცევა  მოახერხა,  თუმცა  დროებით.  იგი  მეორე დღეს,  10  ათას  თავის  თანამებრმოლთან  ერთად  რატენაუში  შეიპყრეს და  ამით  მისი  წვალებაც  დაასრულეს  და  მისი  ქანცგაწყვეტილი  ხელქვეითებისაც.
    ომის  დაწყებიდან  ერთი  თვეც  არ  იყო  გასული  და  პრუსია  უკვე ნაპოლეონის  ფერხთით  იყო.  1805  წლის  შემოდგომაზე  დაწყებული „მშვენიერი  სიზმარი“  თავის  არსებობას  აგრძელებდა.  გასული  წლის ნოემბერში  იმპერატორი  ვენის  ბურგომისტრისგან  ავსტრიის  დედაქალაქის  გასაღებს  იბარებდა,  თერთმეტი  თვის  შემდეგ  კი  ევროპის  უკვე მეორე  დიდი  სახელმწიფოს  დედაქალაქში  შედიოდა,  კვლავ,  როგორც გამარჯვებული  და  კვლავ,  როგორც  მისი  ბედის  განმგებელი. „ნაპოლეონმა  სული  შეუბერა  და  პრუსია  გაქრა“  –  ეს  ლიტონი სიტყვები  არ  გახლდათ.  ნაპოლეონს  მართლა  შეეძლო  პრუსიის  გაქრობა და  მაშინ,  1806  წლის  ნოემბერში,  ასეთი  სურვილი  თურმე  გასჩენია  კიდეც,  მაგრამ  მერე  ცდუნებისთვის  უჯობნია  და  თავი  შეუკავებია  (იქნებ ტყუილადაც...  ყოველ  შემთხვევაში  შემდეგ  თვითონ  ასე  თვლიდა).
    ერთი  წლის  წინ  ღარიბი  კორსიკელი  აზნაურიშვილი  ჰაბსბურგთა  საგვარეულო  სასახლის  შენბრუნის  ბატონ-პატრონი  შეიქნა.  ერთი წლის  შემდეგ  კი  მან  სან-სუსი,  ჰოჰენცოლერნების  კუთვნილი  პოტსდამის  კოხტა  სამყოფელი  დაისაკუთრა.  მზე  ბუონაპარტესათვის  ანათებდა...
რკინის  ნერვები  უნდა  ჰქონოდა  კაცს,  ასეთ  სიმაღლეზე  მეტეორივით  მქროლავს,  თავბრუ  რომ  არ  დახვეოდა.  თავბრუს  დახვევისას ვერაფერს  ვიტყვით,  მაგრამ  სან-სუსის  კიბეებზე  ასვლისას  უცნაური გრძნობა  რომ  მაინც  გასჩენია  ამ  მართლაც  რკინის  კაცს,  ამას  თავადაც ადასტურებს  თავის  მოგონებებში:  „ავდიოდი  რა  ფრიდრიხის  სასახლის კიბეებზე  და  შევცქეროდი  ყველაფერ  იმას,  რასაც  უკვდავება  მოუტანა ამ  დიდმა  მეფემ,  თავიდან  ვერ  ვიშორებდი  ძნელად  გადმოსაცემ,  რაღაც უცნაურ  გრძნობას,  რომელიც  მაშინ  მეუფლებოდა.  შვიდ  წელს  ებრძოდა  ნახევარ  ევროპას  ეს  ადამიანი,  მისი  მონარქია  კი  15  დღეში  დაემხო ჩემი  არწივების  წინაშე!  ასეთია  მოვლენათა  მსვლელობა,  იმისდა  მიხედვით,  თუ  რა  ვითარება  შეიქმნება  ქვეყნად  და  რა  ადამიანებს  მოუწევთ  ხალხთა  ბედ-იღბლის  განსაზღვრა.  ...მე  ძალზედ  გავვოცდი,  როცა  მეფის  ოთახში  დაშნა,  საბრძოლო  ჩანთა  და  მისი  ორდენებით  სავსე დიდი  ლენტი  დავინახე.  ასეთი  ნადავლი  100  დროშის  ტოლფასია,  და ის,  რომ  მათ  საიმედო  შენახვაზე  ახლა  არავის  უზრუნვია,  სწორედ  იმ ქაოსისა  და  საყოველთაო  გამოყეყეჩების  მაჩვენებელი  იყო,  რომელმაც მთელი  პრუსია  მოიცვა  მაშინ.  ეს  რელიქვიები  მე  წამსვე  პარიზში  გავგზავნე  ინვალიდების  სასახლისთვის  გადასაცემად.  იქ  მცხოვრები  ბევრი მოხუცი  მეომარი  როსბახთან  სამარცხვინო  დამარცხების  თანამედროვე იყო  და  მე  მეამაყებოდა,  რომ  მათ  ჩემს  მიერ  ბრწყინვალედ  გადახდილი სამაგიეროს  დამამტკიცებელ  საბუთს  ვუგზავნიდი“.
    ნაპოლეონი  ბერლინში  28  ოქტომბერს  შევიდა.  „იმ  დროისათვის მე  უკვე  ვიყავი  ტრიუმფატორად  მილანში,  კაიროსა  და  ვენაში,  მაგრამ უნდა  ვაღიარო,  რომ  არსად  ისეთი  მხურვალე  მიღება  არ  მქონია,  როგორც  ბერლინში,  სწორედ  იმ  პრუსიელთაგან,  რომლებიც  ცოტა  ხნის წინ  ასევე  მხურვალედ  ილაშქრებდნენ  ჩემს  წინააღმდეგ“,  წერს  იმპერატორი  და  იქვე  მახვილგონივრული  დასკვნა  გამოაქვს  –  მე  ბურჟუაზია მესალმებოდა,  რომელიც  იქ  მრავლად  იყო  და  რომელიც,  როგორც  განმათავისუფლებელს,  ისე  მიყურებდა.  მათ  ხომ  არავითარი  მონაწილეობა არ  მიუღიათ  თავადაზნაურთა  იმ  ავანტიურებში,  რომლებმაც  საქმე ომამდე  მიიყვანესო.
    ბერლინში  ხანმოკლე  „ექსკურსიის“  შემდეგ  იმპერატორი  პოტსდამს  დაბრუნდა,  მან  იქ  დაიდო  ბინა  –  სამეფო  სასახლეთა  მშვენიერ კომპლექსში.  გამოცოცხლდა  კარგა  ხნის  წინ  მიძინებული  დიდებული ტყე-პარკი.  მის  ბილიკებსა  თუ  მოკირწყლულ  გზებზე,  დღე  იყო  თუ  ღამე,  მალემსრბოლელები  მიმოჰქროდნენ  და  პრუსიის,  რაინის  კავშირის, საფრანგეთისა  და,  საერთოდ,  უკვე  ლამის  მთელი  ევროპის  სხვადასხვა მისამართზე  იმპერატორის  ბრძანებებს,  განკარგულებებს,  წინადადებებსა  თუ,  უბრალოდ,  წერილებს  დაატარებდნენ.  ახლა  პოტსდამიდან  განაგებდა  დიდზე  დიდად  განგრცობილ  თავის  იმპერიას  ფრანგთა  იმპერაორი...
სამუშაო  კვლავ  თაგზესაყრელი  ჰქონდა.  პირველ  რიგში  პრუსიის  საკითხი  უნდა  მოეგვარებინა.  პრუსიისა,  რომლის  მეფე  მემელიდან უგზავნიდა  მოკითხვას  თავისი  სამშობლოს  დამპყრობს  და  მონური  ქედმოხრით  ინტერესდებოდა,  თუ  როგორ  ატარებდა  დროს  პოტსდამში  იმპერატორი  ნაპოლეონი.  კითხულობდა,  კმაყოფილი  თუ  იყო  მისი  უდიდებულესობა  მისი,  ფრიდრიხ-ვილჰელმის  სასახლეში  ცხოვრებით.  ასეთ ფლიდსა  და  ლაჩარ  ხალხს  ვერ  იტანდა  ბუონაპარტე,  არარაობად  მიაჩნდა  ისინი  და  პასუხის  ღირსადაც  არ  აგდებდა.  ან  რა  უნდა  მიეწერა ქვეყანადაკარგული  პრუსიის  მეფისათვის  ახალი  დროის  კეისარს?  მშვენიერი  სასახლე  გქონიათ  და თქვენს  მშვენიერ  საწოლში  თავსაც  მშვენივრად  გგრძნობო?  არ  მისწერდა  ასეთ  წერილს  ფრიდრიხ-ვილჰელმს ნაპოლეონი,  არ  უპასუხებდა  ამ  ქლესა  და  გაიძვერა  ადამიანს.  უსარგებლო  საქმეს  არასოდეს  გაკეთებო,  უყვარდა  ხოლმე  თქმა  იმპერატორს. ჰოდა,  გაქცეულ  ჰოჰენცოლერნთან  მიწერ-მოწერის  გაჩაღებაზე  უსარგებლო  საქმე  რა  იქნებოდა  მაშინ?  საქმე,  რასაც  იმპერატორი  იწყებდა, ის  იქნებოდა  ყველა  საქმეზე  მეტი  საქმე...
    პრუსიას  უზარმაზარი  კონტრიბუცია  დაადო  გამარჯვებულმა  – ამ  ქვეყანას  სრულად  უნდა  ეწვნია  საკუთარი  უგნურებისა  და  უმწეობის მწარე  ნაყოფი.  კონტრიბუციის  გარდა,  პრუსიას  ფრანგთა  საოკუპაციო ჯარიც  თავისი  ხარჯით  უნდა  შეენახა,  იმპერატორმა  ესეც  არ  აკმარა დამარცხებულ  მოწინააღმდეგეს  და  ყოველ  მოზრდილ  ქალაქში  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელად  ფრანგი  აუდიტორი  დაუნიშნა.  ეს  უკანასკნელნი  ადგილობრივ  ხელისუფალთ  არაფერს  ეკითხებოდნენ  და  ყველაფერს  თავის,  ე.ი.  ნაპოლეონის,  ჭკუაზე  წყვეტდნენ.  უარეს  დღეში  ძნელად  თუ  რომელიმე  ქვეყანა  ჩავარდნილა,  ალბათ,  გარდა  პრუსიის  მოკავშირე  გერმანული  სამთაგროებისა  თუ  საჰერცოგოებისა.  მათი  ხელისუფლები  ფრანგთა  ხელმწიფემ  ტახტიდან  ჩამოყარა  და  ქვეყნის  ფარგლებს  გარეთ  გააძევა.  არადა  ყველანი  „ძველი  და  ღირსეული“  გვარისანი  იყვნენ:  ნასაუსა  თუ  ორანის  პრინცები,  ბრაუნშვაიგისა  თუ  ჰესენ-კასელის  ჰერცოგები  და  ა.შ.  თუმცა  გვარებსა  ღა  წარმომავლობას  რას დაგიდევდათ  ბუონაპარტე,  ყოველი  მათგანის  ადგილზე  ხომ  თავისი  კან- დიდატურა  ჰყავდა  უკვე  გამზადებული.
    პრუსია,  რაინის  კავშირის  მსგავსად,  ლამის  საფრანგეთის  პროტექტორატად  იქცა.  მარტო  დარჩენილი,  ომში  უგნურად  ჩაბმული  ეს ქვეყანა  უცბად  განადგურდა  და  მისი  ბედი  ახლა  მხოლოდ  გამარჯვებულის  ნება-სურვილზე  იყო  დამოკიდებული.  გამარჯვებული  კი  მას  შემდეგ,  რაც  იქ  საოკუპაციო  რეჟიმი  დამყარდა,  პრუსიას  აღარც  იხსენებდა  და  სრულიად  ახალი,  მისი  მასშტაბებისთვისაც  უჩვეულო  ნაბიჯის გადადგმისთვის  ემზადებოდა.
    მეხი  1806  წლის  21  ნოემბერს  გავარდა,  როცა  იმპერატორმა თავისი,  იმ  დღიდან  საქვეყნოდ  ცნობილი  დეკრეტი  გამოაქვეყნა  კონტინენტური  სისტემის  შექმნის  თაობაზე.  კონტინენტურმა  სისტემამ,  ანუ როგორც  მას  უფრო  ხშირად  უწოდებენ,  კონტინენტურმა  ბლოკადამ, უდიდესი  როლი  ითამაშა  ევროპის,  საფრანგეთის  და  თვით  ნაპოლეონის ცხოვრებაში.
    ბერლინის  დეკრეტი  მიმართული  იყო  საფრანგეთის  ყველაზე შეუპოვარი,  ყველაზე  თანამიმდევრული  და  ყველაზე  შეურიგებელი მტრის  –  ინგლისის  წინააღმდეგ.  დაპირისპირება  ამ  ორ  ქვეყანას  შორის  არც  ნაპოლეონის  დროს  დაწყებულა  და  არც  საფრანგეთში  რევოლუციური  მმართველობის  დამყარების  შემდეგ.  წინააღმდეგობებს  ორ, მეზობელს  შორის  უფრო  შორეული  ფესვები  ჰქონდა.
    ინგლისი  ევროპაში  ყველაზე  ადრე,  ლამის  ასი  წლით  უფრო ადრე,  დაადგა  განვითარების  ახალ,  კაპიტალისტურ  გზას.  „დანარჩენ ევროპას“  ამ  პროცესის  დაწყება  დაუგვიანდა.  ინგლისმა  XVII  საუკუნეში „მოილია  თავისი  რევოლუციებიცა  და  თავისი  მონარქის  სიკვდილით დასჯის  სავალდებულო  სახადი“.  შედეგად,  იგი  მსოფლიოს  წინაშე წარსდგა  ახალი,  მხოლოდ  მისთვის  დამახასიათებელი  სისტემით  –  კაპიტალისტური  და  ფეოდალურ-არისტოკრატიული  ელემენტების  ორიგინალური  ნარევით.  ეს  უკანასკნელი,  დროთა  განმავლობაში,  უფრო დეკორაციად,  შენობის  გარეგან  ფასადად  იქცა,  ხოლო  მის  საფუძველს განვითარების  კაპიტალისტური  წესი  წარმოადგენდა.  ინგლისმა.  შორს გაუსწრო  თავის  მეზობელს.  საერთოდ,  ყველას  გაუსწრო.  ძლიერი ფლოტი,  კოლონიები,  შეუპოვარი  შრომა  და  გარჯა  და,  რაც  მთავარია, ცხოვრების,  წარმოების,  განვითარების  პროგრესული  სისტემა,  ეკონომიკური  უპირატესობის  მიზეზი  გახდა.  ეს  უპირატესობა  ინგლისმა  შეიფერა,  შეისისხლხორცა  და  თანდათან  „ხელშეუხებელ“  მონოპოლიად მიიჩნია.  როცა  დრო  მოვიდა  და  განვითარების  ახალ  გზას  სხვებიც  დაადგნენ,  ამ  სხვებთაგან  კი  პირველი  საფრანგეთი  იყო,  ინგლისს  ეს  არ მოეწონა  და  ყველა  ღონე  იხმარა  სახიფათო  კონკურენტების  გზიდან  ჩამოსაცილებლად.  დაპირისპირება  დიდი  ხნის  ამბავი  იყო,  მაგრამ  როდესაც  საფრანგეთის  რევოლუციის  შედეგად  ეს  პროცესი  დაჩქარდა  და გაძლიერდა,  ინგლისი  რევოლუციით  დაშინებულ  ფეოდალურ-აბსოლუტისტურ  ევროპას  დაუკავშირდა  და  მასთან  ერთად  საფრანგეთის  წინააღმდეგ  „ჯვაროსნული  ლაშქრობები“  წამოიწყო.  მაგრამ,  ჯერ  რევოლუციური  იდეებით  გატაცებულმა,  ხოლო  შემდეგ  ბონაპარტის  გამარჯვებებით  გულმოცემულმა  ფრანგებმა  ევროპის  ოთხი  ასეთი  გამოლაშქრება  მოიგერიეს  და  არა  მარტო  მოიგერიეს,  არამედ,  იმავე  ბონაპარტის  მეთაურობით,  ამ  ფეოდალური  ევროპის  დედაქალაქებშიც  იწყეს „სტუმრობა“.  ოთხჯერ  გაწბილებული  ალბიონი  არ  შეეგუა  რეალობას და  შესაშური  ენერგიით  განაგრძო  საფრანგეთის  წინააღმდეგ  ბრძოლა. განაგრძო  მის  ხელთ  არსებული  ყველა  შესაძლო  თუ  შეუძლო  ხერხით, დაუნდობლად  და  შეუსვენებლად.  რაც  მართალია,  მართალია:  ინგლისელებს  თავისი  უნდა  მიეზღოთ  ამ  თავგანწირულობამდე  მისული  შეუპოვრობისა  და  უკომპრომისობისათვის.
    ნაპოლეონს  ინგლისელთაგან  სრულიად  საპირისპირო  მიზნები ამოძრავებდა.  მას  მსოფლიო  ჰეგემონად  საფრანგეთი  სურდა  ეხილა.  იმპერატორი  დიდი  ხნის  წინ  გადაჭრიდა  „ვერაგი  ალბიონის“  პრობლემას, ერთი  გარემოება  რომ  არა  –  ბონაპარტისაგან  ინგლისს  ზღვა  იფარავდა,  ხოლო  ზღვაზე  სიარული  მის  ყოვლისშემძლე  „დიდ  ბატალიონებს“ არ  შეეძლოთ.  ამაში  იმპერატორი  არაერთხელ  დარწმუნდა,  ყველაზე  მეტად  კი  ტრაფალგარის  შემდეგ.  ჩანდა,  რომ  ამ  გზით  ინგლისს  ვერაფერი  მოუხერხდებოდა.  ამიტომ  სხვა  გზა  იყო  საძებნი  და  საპოვნი,  სულ სხვა...  იპოვნა  ბოლოს  ეს  გზა  მისმა  უდიდებულესობამ,  ხანგრძლივი  ძიების  შემდეგ  იპოვნა.  ინგლისის  საზღვაო  ძლიერება  სახმელეთო  ბლოკადით  უნდა  გაექარწყლებინა!  აი,  რაში  იყო  მისი  აღმოჩენის  არსი. ზღვა  მე  დედამიწის  ძლიერების  მეშვეობით  უნდა  დავიმორჩილო,  ანტიკური  მითებიდან  გადმოსული  პერსონაჟივით  მიმართა  განცვიფრებულ თანამებრძოლებს  იმპერატორმა.  განცვიფრებულებსა  და  შეშფოთებულებს  იმ  მძიმე  და  სახიფათო  პერსპექტივით,  რომელიც  იმპერატორის დეკრეტით  მარტო  ინგლისის  კი  არა,  საფრანგეთის  წინაშეც  ისახებოდა. 
    „ბრიტანეთის  კუნძულები  ბლოკირებულია.  ყოველგვარი  ვაჭრობა  და  ურთიერთობა  ამ  კუნძულებთან  აკრძალულია“  –  ასე  იწყებოდა  ეს განთქმული  დეკრეტი.  კონტინენტური  ბლოკადით  იმპერატორი  შეუ- ზოუდაი  ეკონომიკურ  ომს  უცხადებდა  ინგლისს. იმ  დღიდან,  1806  წლის  21  ნოემბრიდან,  საფრანგეთსა  და  საფრანგეთის  მოკავშირე  თუ  ვასალურ  სახელმწიფოებს  ვალდებულება უნდა  აეღოთ  იმის  თაობაზე,  რომ  დააპატიმრებდნენ  ყოველ  ინგლისელს, რომელიც  მათ  ტერიტორიაზე  გამოჩნდებოდა,  დააკავებდნენ  ყოველ  ინგლისურ  ხომალდს,  რომელიც  მათ  ტერიტორიულ  წყლებში  შევიდოდა, აღკვეთდნენ  ინგლისური  საქონლით  კონტრაბანდას  ყოველგვარი  საშუალებით,  გაწყვეტდნენ  დიპლომატიურ  ურთიერთობას  ინგლისთან,  შეწყვეტდნენ  ყოველგვარ,  მათ  შორის  საფოსტო  კავშირსაც  კი  ამ  ქვეყანასთან,  და  ბოლოს  –  ომში  ჩაებმებოდნენ  მასთან.
    კონტინენტური  ბლოკადის  გამოცხადება  ახალი  ეტაპი  იყო  ნაპოლეონის  საგარეო  პოლიტიკაში  (არსებითად  მთელ  მის  პოლიტიკაში, რადგან  იგი  მარტო  საგარეო  კი  არა  საშინაო,  სავაჭრო,  საფინანსო  და სხვა  მხარეებსაც  ფართოდ  ეხებოდა).  იგი  იმის  მაჩვენებელი  იყო,  რომ იმ  პერიოდიდან  მოყოლებული,  საფრანგეთი  სრულიად  ევროპული  და მსოფლიო  მასშტაბის  ექსპანსიაზე  გადადიოდა  და  პირდაპირ  აცხადებდა პრეტენზიას  საყოველთაო  პოლიტიკურ-ეკონომიკურ  ჰეგემონიაზე.  ნაპოლეონი  შეგნებულად  მიდიოდა  ამ  უმძიმეს  ნაბიჯზე.  მას  კარგად  ესმოდა,  რომ  მარტო  საფრანგეთისა  და  მისი  ვასალური  ქვეყნების  ძალისხმევა  საკმარისი  არ  იქნებოდა  საზღვაო  გიგანტის  დასაჩოქებლად.  ამისთვის  საჭირო  იქნებოდა  ევროპის  უკლებლივ  ყველა  სახელმწიფოს  ჩართვა  კონტიტენტურ  სისტემაში,  განურჩევლად  იმისა,  უნდოდა  და აწყობდა  ამ  სახელმწიფოებს  ინგლისთან  დაპირისპირება  თუ  არა.  კონტინენტური  სისტემის  შექმნით  ნაპოლეონმა,  არსებითად,  პირდაპირ უჩვენა  ჯერ  კიდევ  მისი  გავლენის  სფეროს  მიღმა  დარჩენილ  ქვეყნებს, თუ  რისი  მოლოდინი  უნდა  ჰქონოდათ  მათ  და  რა  მოხდებოდა  ახლო მომავალში.
    კონტინენტური  სისტემის  შემოღება  არა  მარტო  ინგლისისთვის იქნებოდა  მძიმე  დარტყმა,  არამედ  იმ  სახელმწიფოებისთვისაც,  რომლებიც  ამ  სისტემაში  ჩაერთვებოდნენ,  ცხადია,  საფრანგეთის  ჩათვლით. საქმე  ის  იყო,  რომ  იმ  დროს  „ზღვათა  მფლობელი“  ბრიტანეთი  ლამის მონოპოლიურად  განაგებდა  ზღვისმიღმა  ვაჭრობას:  კოლონიური  საქონლის  უდიდესი  ნაწილი  ევროპამდე  ინგლისის  ფლოტის  საშუალებით  მოდიოდა.  ამ  საქონელში  შაქარი,  ყავა,  ჩაი,  კაკაო,  ბამბა,  სანელებლები და  კიდევ  სხვა  მრავალი  რამ  შედიოდა.  გარდა  იმისა,  რომ  ზემოჩამოთვლილი  საქონელი,  ძირითადად,  ინგლისის  კოლონიებიდან  ინგლისური ხომალდებით  მოდიოდა,  მათი  ნაწილი  ინგლისში  გადამუშავდებოდა  და მზა  სახით  (შოკოლადი,  ნატეხი  და  დაფხვნილი  შაქარი,  ბამბის  ნაწარმი,  აბრეშუმი,  ქსოვილების  საღებავები  და  ა.შ.)  სხვა  ქვეყნებში  „ნაწილდებოდა“,  ინგლისს  ყველბზე  უკეთესი  ინდუსტრია  ჰქონდა  და  მისი მანუფაქტურაც  ყველაზე  მეტად  ფასობდა.
    თავის  მხრივ,  ბრიტანეთი  სრულად  იყო  დამოკიდებული  უცხო ქვეყნების  ნედლეულზე  და  ყოველ  ღონეს  ხმარობდა,  რომ  რაიმე  შეფერხება  ამ  მხრივ  მას  არ  ჰქონოდა.  ასეთი  „ურთიერთგაწონასწორებული“ სავაჭრო  პოლიტიკა  მრავალი  და  მრავალი  ათეული  წლის  წინ  ჩამოყალიბდა  და  მასთან  ,ევროპაში  ასე  თუ  ისე,  შეგუებულნი  და  შერიგებულნი:  იყვნენ.  იყვნენ,  მაგრამ  მანამდე,  სანამ  ერთ-ერთმა  კონტინენტურმა ქვეყანამ  (საფრანგეთმა)  თავად  არ  დაიწყო  კოლონიებში  „ხელების ფათური“  და  ამ  ჩამოყალიბებული  სისტემიდან  თავის  დაღწევის  ცდები. ბრიტანეთმა,  ცხადია,  ასეთი  ცდების  აღკვეთა  მოისურვა.  წარმოიშვა დაპირისპირება,  რომელმაც  აპოგეას  რევოლუციისა  და  ნაპოლეონის ეპოქაში  მოაღწია. 
ინგლისის  პასუხი  საფრანგეთის  ამ  „ცდებზე“  ჩვენ  ვიცით  – კოალიციური  ომები  ამ  ქვეყნის  წინააღმდეგ,  რაც  თავისთავად,  („ვხადია, საფრანგეთის  საზღვაო  ბლოკადასაც  გულისხმობდა.  ასე  რომ,  კონტინენტური  ბლოკადის  გამოცხადება  საფრანგეთის  მმართველის  მიერ 1806  წელში,  გარკვეულად,  კონტრბლოკადა  იყო.  რასაკვირველია,  უფრო  დიდი  და  ყოვლისმომცველი  მასშტაბით. 
    ინგლისის  ბლოკადის  რღვევას  საფრანგეთი  საკმაოდ  ადვილად  აღწევდა  –  სხვა  ქვეყნების  მეშვეობით,  იმ  ქვეყნებისა,  რომლებიც ან  არ  ერეოდნენ  მისი  და  ინგლისის  დავაში,  ან  ორმაგ  თამაშს  თამაშობდნენ  და  ორმხრივ  ითბობდნენ  ხელს.  სხვა  ენაზე  ამას  კონტრაბანდა ეწოდება.  კონტრაბანდამ  საზღვრები  და  პოლიტიკა  არ  იცის  –  იგი  იოლად  გადადის  ამ  საზღვრებს.  ამიტომ  იყო,  რომ  კონტრაბანდულ  საქმიანობაში  ერთ-ერთ  მთაგარ  როლს  თვით...  ინგლისელები  ასრულებდნენ. კონტინენტური  სისტემის  შემოღებით  ნაპოლეონი  საფრანგეთს და  მთელ  ევროპას  (!)  ინგლისური  საქონლის  გარეშე  სტოვებდა.  რა მოჰყვებოდა  ამას,  იმპერატორს  მშვენივრად  ესმოდა:  ბლოკადის  რეჟიმის  დარღვევა,  ინგლისური  საქონლის  ნეიტრალური  გემებით  გადაზიდვა,  კონტრაბანდის  აღზევება.  იმპერატორს  ისიც  ესმოდა,  რომ  ინგლისთან  ვაჭრობის  სრული  აღკვეთა  დიდ  უკმაყოფილებას  გამოიწვევდა  ევროპულ  ქვეყნებში,  და  მათ  შორის,  თვით  საფრანგეთის  სავაჭრო  წრეებში,  ნაბიჯს,  რომელსაც  ნაპოლეონი  დგამდა,  მხოლოდ  მძიმე  და  სარისკო  არ  ეთქმოდა.  ეს  ნაბიჯი,  თავისი  მასშტაბებით  გრანდიოზული  იყო, იმდენად  გრანდიოზული,  რომ  მას  ანალოგი  არ  მოეძებნებოდა. 
    ბლოკადის  განხორციელება  უდიდეს  სიძნელეებთან  იქნებოდა და კავშირებული.  საფრანგეთს  უმკაცრესი  კონტროლი  უნდა  დაეწესებინა  მთელ  ევროპულ  სანაპიროზე  –  პორტუგალიის  სამხრეთიდან  დაწყებული  რუსეთის  ჩრდილოეთით  დამთავრებული.  ყოველი  გემი,  ყოველგვარი  ტვირთი,  რომელიც  ევროპის  პორტებში  შევიდოდა,  ფრანგი  ჟანდარმებისა  და  ფრანგი  მებაჟეების  თვალს  არ  უნდა  გამოპაროდა.  მაგრამ, როგორ  მოხერხდებოდა  ეს?  განა  ვინმე  ნებით  მოიწვევდა  ფრანგ მოხელეებს  თავის  ქვეყანაში  თავისი  ვაჭრობის  მოსაშლელად?  ცხადია. არა.  მაშ  რა  გამოდიოდა?  ის,  რომ  ფრანგები  ძალით  მივიდოდნენ  იქ  და ძალით  გააკეთებინებღნენ  ამ  ქვეყნის  (ქვეყნების)  ხელისუფალთ  იმას, აც  მათი  მბრძანებელი  მოისურვებდა. 
    რა  თქმა  უნდა,  ნაპოლეონს  ყველა  ქვეყანაზე  იმ  დროს  ხელი  არ მიუწვდებოდა.  მაგალითად,  რუსეთსა  და  შვედეთზე.  ერთი  შორს  იყო, ძლიერი  იყო  და  კონტროლს  არ  ექვემდებარებოდა,  მეორეს  კი  ზღვა ჰყოფდა  საფრანგეთისგან.  ამიტომ  ასეთ  ქვეყნებთან  ნაპოლეონი  ძალის კი  არა,  მოლაპარაკების  და  დაინტერესების  პოლიტიკას  არჩევდა.  შვედეთს  რუსეთს  მიუსევდა,  რუსეთს  კი  ახალი  ტერიტორიული  შენაძენით დააინტერესებდა,  მის  გულს  მოინადირებდა  და  მოკავშირედ  გაიხდიდა. სხვა  ქვეყნებს  კი...  სხვა  ქვეყნებს,  თუ  ისინი  იმპერატორის  ნება-სურვილს  არ  აჰყვებოდნენ,  პრუსიის  ბედი  ელოდათ... 
    როდის  გაუჩნდა  ეს  სატანური  აზრი  იმპერატორს,  როდის  მოუგიდა  იგი  თავში?  ცხადია,  ტრაფალგარის  შემღეგ,  როცა  ზღვაზე  მოეცარა  ხელი.  მაგრამ  აზრის  გაჩენიდან  მისი  განხორციელების  დაწყებამდე  ჯერ  ბევრი  რამ  უნდა  მომხდარიყო.  ჯერ  მესამე  კოალიცია  უნდა  განადგურებულიყო,  მერე  რუსეთს  უნდა  დაახლოვებოდა.  მესამე  კოალიციამ  აუსტერლიცთან  განუტევა  სული  –  ერთი  თითი  შეეძლო  მოეკეცა იმპერატორს.  რუსეთთან  დაახლოება  კი  ვერ  მოხერხდა.  საფრანგეთს დაუახლოედა  კი  არა,  იმავე  ინგლისის  წაქეზებით,  იგი  პრუსიასთან  ერთად  მეოთხე  კოალიციაში  ჩაება.  პრუსია  სწრაფად  გამოეთიშა  თამაშს –  ბუონაპარტეს  მეორე  თითიც  შეეძლო  მოეკეცა.  ახლა  ისევ  უნდა  ეცადა  რუსეთთან  დაახლოება.  თუ  ჩრდილოეთის  გიგანტი  უარს  იტყოდა ზავზე,  რა  გაეწყობოდა,  მაშინ  აღმოსავლეთ  პრუსიისა  და  პოლონეთის ველებზე  მოუწევდა  მასთან  ანგარიშის  გასწორება  და...  მეოთხე  კოალიციას  პირველი  სამის  ბედი  ეწეოდა.  ამის  შემდეგ  მესამე  თითსაც  ჩაკეცავდა  იმპერატორი,  თითები  ხომ  ყველა  ჰქონდა  ხელზე,  კიდევ  ეყოფოდა.  აი,  მერე  კი  მართლა  დაუახლოვდებოდა  რუსეთს,  გამოგლეჯდა  მას ბრიტანული  ლომის  კლანჭებს.  გამოგლეჯდა  და...  ერთად  დაუპირისპირდებოდნენ  ორივენი  ამ  ლომს.  ასე  აჯობებდა,  სხვა  გზა  ჯერ  არ  ჩანდა.  გორდიას  კვანძის  ერთის  დაკვრით  გადაჭრა  არ  ხერხდებოდა  – ინგლისის  პრობლემის  მოგვარებას  დრო  და  შემოვლითი  გზით  მიდგომა სჭირდებოდა.  რა  ვუყოთ,  დრო  ბევრი  ჰქონდა  იმპერატორს,  საქმე  – უფრო  მეტი,  ამიტომ  ცოტას  მოიცდიდა  კიდევ:  გორდიას  კვანძის  თოკები  ძალიან  გამოადგებოდა  მის  უდიდებულესობას  ინგლისისათვის  ყელზე  შემოსაჭერად... 
იმპერატორი  დიდების  ზენიტში
    პრუსიის  ასე  სწრაფმა  და  გაუგონარმა  განადგურებამ  რუსეთი საგონებელში  ჩააგდო.  15  სექტემბრის  შეთანხმების  მიხედვით,  მას  დახმარება  უნდა  გაეწია  პრუსიისათვის  და  ამ  ქვეყანას  ჯარით  ამოსდგომოდა  მხარში.  რუსეთი  ასეც  მოიქცა.  მან  ჯარსაც  მოუყარა  თავი  და  აღმოსავლეთ  პრუსიის  საზღვართან  ახლოსაც  განალაგა  იგი.  სამი  მძლავრი კორპუსი  ბენიგსგენის,  ბუკსგევდენისა  და  ესენის  მეთაურობით  გროდ- ნოს  მიდამოებში  იყო  დაბანაკებული  და  ლაშქრობის  დასაწყებად  შესაბამის  ბრძანებასღა  ელოდებოდა.  ასეთი  ბრძანება  რუსთა  სარდლობამ  ოქტომბრის  შუა  რიცხვებში  მიიღო  –  როდესაც  საფრანგეთსა  და  პრუსიას შორის  ომი  დაიწყო,  რუსებმა  წამსვე  გადალახეს  ნემანი  და  პრუსიელთა დასახმარებლად  გასწიეს.
    ომის  გეგმა  მოკავშირეთა  არმიების  ერთობლივ  მოქმედებას  ისახავდა  გერმანიის  ტერიტორიაზე.  ვინაიდან,  საომარ  ასპარეზამდე  რუსებს  საკმაოდ  შორი  მანძილი  ჰქონდათ  გასავლელი,  ისინი  უჩვეულოდ ჩქარობდნენ.  მაგრამ,  როგორც  მალე  გამოირკვა,  ამ  მანმილის  გავლა მათ  აღარ  დასჭირდათ  –  ფრანგებმა  ორ  კვირაში  მოუთავეს  საქმე  პრუსიელებს  და  ახლა აღმოსავლეთიდან  მოახლოებული  ახალი  მოწინააღმდეგისაკენ  გაიხედეს.  გაიხედეს,  მაგრამ  შერკინება  იმ  დროს  არ  შედგა –  რუსებმა  უკან  დაიხიეს.  მოკავშირე,  რომელთან  ერთადაც  მათ  უნდა ემოქმედნათ,  აღარ  არსებობდა,  ხოლო  მარტო,  დამოუკიდებლად,  საფრანგეთის  მთელ  არმიასთან  შებმა  არსებული  ძალებით  არ  შეეძლოთ. ამიტომ,  რუსთა  სარდლობამ  საბრძოლო  ასპარეზს  დროებით  გაცლა  და არმიის  ახალი  შენაერთებით  შევსება  ამჯობინა.
    რუსის  ჯარის  ამ  ხანმოკლე  „ექსკურსიამ“,  თაგვის  მხრივ,  ნაპოლეონსაც  საფიქრელი  გაუჩინა.  კონტინენტური  ბლოკადის  გამოცხადების  წინ  იმპერატორს  სულაც  არ  სურდა  ახალ  ომში  ჩაბმა.  მითუმეტეს არ  სურდა  ამის  გაკეთება  რუსეთთან,  რომელთანაც  იგი,  იმხანად,  ომს კი  არა,  სამშვიდობო  ხელშეკრულების  დადებასა  და  მომავალში,  თუ მოხერხდებოდა,  მოკავშირეობას  აპირებდა,  რუსეთის  აგრესიულობამ ბუონაპარტე  საგონებელში  ჩააგდო.  გასარკვევი  იყო,  თუ  რას  აპირებდნენ  რუსები,  რას  მოიმოქმედებდნენ  ისინი  შექმნილ  ვითარებაში.  ნუთუ განაახლებდნენ  1805  წელს  შეწყვეტილ  საომარ  მოქმეღებებს?  ნუთუ ახლა,  როდესაც  მათი  მოკავშირე  განადგურებული  იყო,  რუსები  კვლავ მარტონი  შეებმებოდნენ  ფრანგებს?  მერე  ვისი  გულისთვის,  პრუსიისთვის?  იმ  ქვეყნისთვის,  რომელიც  ფაქტობრივად  უკვე  „აღარც  არსებობდა“?  იქნებ  სხვა  მიზეზი  იყო?  ვთქვათ,  შიში  პოლონეთის  აღორძინების წინაშე,  რისთვისაც  ფრანგებს,  წესით,  ყოველმხრივ  უნდა  შეეწყოთ ხელი,  ან  იქნებ,  „უბრალოდ“,  საფრანგეთის  ასეთი  გაძლიერების  ფიქრი ჰქონდათ  პეტერბურგელ  მმართველებს?  შეიძლება,  ყველაფერი  შეიძლება  ყოფილიყო.  ასეთ  კითხვებს  რა  გამოლევდა.  კითხვები  უამრავი  იყო, მაგრამ  პასუხი  ამ  კითხვებზე  ერთი  გახლდათ  –  რუსების  აქტივობას, სურდა  ეს  ფრანგთა  იმპერატორს  მაშინ  თუ  არა,  მისი  მხრიდან  შესაბამისი  რეაქცია  უნდა  მოჰყოლოდა.  თუ  საომარი  მოქმედება  განახლდებოდა,  ხოლო  საქმეს  ისეთი  პირი  უჩანდა,  რომ  განახლდებოდა,  მაშინ ფრანგებს  სტრატეგიულად  უკეთესი  პოზიციები  უნდა  დაეკავებინათ.  ეს აუცილებელი  იყო  და  ამ  საქმის  გადადება  არ  შეიძლებოდა.  ასეთი. სტრატეგიულად  მომგებიანი  პოზიციები  ვისლაზე  მოიძებნებოდა.  ამიტომ  იმპერატორს  დრო  არ  უნდა  დაეკარგა  და  ვისლაზე  უნდა  გასულიყო,  შუაგულ  პოლონეთში,  რუსების  სახელმწიფოებრივი  ინტერესების ცენტრში!  ეს  ძნელად  გადასადგმელი  ნაბიჯი  იყო,  განსაკუთრებით  იმპერატორის  ახალი  პოლიტიკის  კონტექსტში,  მაგრამ  ნაპოლეონს  არჩევანის  საშუალება  აღარ  ჰქონდა.  ამიტომ  საომარი  მოქმედების  განახლების  მოლოდინში  მან,  ვისაც  დაყოვნება  და  დროის  დაკარგვა  არასოდეს სჩვეოდა,  უყოყმანოდ  გადადგა  პოლიტიკურად  სარისკო  ნაბიჯი  და  მიურატს  უბრძანა,  მის  ხელთ  არსებული  კავალერიული  შენაერთებით სწრაფად  გაევლო  პოლონეთის  ტერიტორია,  დაეკავებინა  ვარშავა  და მდინარე  ვისლის  გაყოლებაზე  დამდგარიყო.  ეს  პირველი  და  აუცილებელი  ნაბიჯი  იყო.  დანარჩენს  დრო  აჩვენებდა.  თუ  რუსები  „გამოფხიზლდებოდნენ“  და  გონიერებას  მოუხმობდნენ,  მაშინ  მშვიდობას  წინ  არაფერი  დაუდგებოდა.  ხოლო  თუ  ასე  არ  მოხდებოდა  და  ისინი  ომის  გზას აირჩევდნენ,  მაშინ  დავას  იარაღის  ძალა  გადაწყვეტდა. 
    მიურატმა  ჩინებულად  შეასრულა  იმპერატორის  დავალება  – მან  „ერთი  ამოსუნთქვით“  გაიარა  გზა  ვარშავამდე,  28  ნოემბერს  დაიკავა  იგი  და  მომდევნო  დღეებში  ძლიერი  გარნიზონები  ჩააყენა  ვისლისპირა  სიმაგრეებში.
    თვით  ნაპოლეონი  ვარშავაში  19  ნოემბერს  ჩავიდა.  პოლონელები აღფრთოვანებით  შეეგებნენ ევროპის  მბრძანებელს.  იმათ  თვალში  იგი ომის  გმირი  იყო.  რომელიც  თითქოს  განგებამ მოუვლინა მათ  ქვეყანას.  რათა  გაეთავისუფლებინა  საძულველი  დამპყრობლებისგან  და  ხელახლა აეღორძინებინა  იგი. 
    ის,  რაც  1805-1806  წლებში  მოხდა,  პოლონელ  პატრიოტებს სამშობლოს  დამოუკიდღებლობის  აღდგენის  რეალურ  შესაძლებლობას აძლევდა.  XVIII  საუკუნის  მეორე  ნახევარში  ავსტრიამ,  პრუსიამ  და რუსეთმა  სამჯერ  დაჰყვეს  და  დაინაწილეს  პოლონეთი  –  აღმოსავლეთ ევროპის  ერთ  დროს  მძლავრი  და  ვრცელი  სახელმწიფო.  მართალია,  მამაცი  პოლონელები  ბედს  არ  შერიგებიან  და  არაერთხელ  აუფრიალებიათ  ამბოხების  დროშა,  მაგრამ  ძალთა  უთანაბრობის  გამო  ეს  ცდები  წარუმატებლად  მთავრდებოდა  და  მოძალადეები  სისხლში  ახრჩობდნენ მათ  მოძრაობას.  მიუხედავად  ამისა,  ერს  გული  არ  გაუტეხავს  და  უკეთეს  მომავალს  ელოდებოდა.  1806  წლის  ბოლოსათვის  თითქოს  ეს სანატრელი  მომენტიც  დადგა:  საფრანგეთიდან  მხსნელად  მოვარდნილმა გრიგალმა  ჯერ  ერთი  მათი  მჩაგვრელი  –  ავსტრია  –  წალეკა,  შემდეგ კი  მეორე  –  პრუსია.  სადაც  „წესი  და  კანონი  იყო“,  ჯერი  რუსეთზე  უნდა  მიმდგარიყო.  ყოველ  შემთხვევაში  ასე  სურდათ  და  ამაზე  ოცნებობდნენ  პოლონელები.  მათ  ერთი  წუთითაც  არ  ეპარებოდათ  ეჭვი,  რომ ფრანგთა  უძლეველი  იმპერატორი  მესამე  მოძალადესაც  გაუსწორდებოდა  და  მათთვის  სანუკვარ  „რეჩ  პოსპოლიტას“  მკვდრეთით  აღადგენდა. ეს  რთული  საკითხი  ნაპოლეონს  ვარშავაში  ჩასვლისთანავე  დაუდგა  წინ.  პოლონური  საზოგადოების  სხვადასხვა  ფენის  წარმომადგენლები  მაშინვე  ეწვივნენ  იმპერატორს  და  ერთხმად  სთხოვეს  მას  პოლონეთის  აღორძინებისათვის  მოეკიდა  ხელი. 
    იმპერატორმა  წამსვე  შეაფასა  ის  სარგებელი,  რომელიც  მას პოლონელთა  დამოუკიდებლობისაკენ  სწრაფვისაგან  შეეძლო  მიეღო.  ეს სარგებელი  ორგვარი  იყო  –  სამხედრო  და  პოლიტიკური.  იმპერატორს, ცხადია,  ერთდროულად  ორივე  სწადდა,  მაგრამ  რეალობა  იმ  დროს ისეთი  იყო,  რომ  მას  უპირატესობა  ერთ-ერთისთვის  უნდა  მიენიჭებინა. რომლისთვის?  აი,  ეს  საკითხი  იდგა  მაშინ  მის  წინაშე  და  სწრაფ  არჩევანს  მოითხოვდა. 
    საფრანგეთის  ერთგული  და  საფრანგეთზე  ყოველმხრივ  დამოკიდებული  მძლავრი  პოლონური  სახელმწიფო  რუსეთის  დასაგლეთისკენ ექსპანსიის  გზაზე  შესანიშნავი  წინაღობა  იქნებოდა.  იქნებოდა,  მაგრამ ასეთი  სახელმწიფოს  შექმნა  იმხანად  არ  შედიოდა  ნაპოლეონის  ინტერესებში.  არ  შედიოდა  იმისდა  მიუხედავად,  რომ  გავლენიან  პოლონელთა  საკმაოდ  დიდი  ნაწილი  მას  აღორძინებული  პოლონეთის  სამეფოს ტახტსაც  კი  სთავაზობდა.  საფრანგეთის  იმპერატორს,  იტალიის  მეფეს, რაინის  კავშირის  პროტექტორს  ვინძლო  პოლონეთის  მეფის  გვირგვინიც  არ  დაამძიმებდა,  მაგრამ,  ყველაფრის  მიუხედავად,  ნაპოლეონმა  ეს წინადადება  უარყო. 
    ალბათ  ძნელი  მისახვედრი  არ  იქნება თუ  რატომ.  პოლონეთის სახელმწიფოს  აღდგენა  სამუდამოდ  გადაჰკიღებდა  მას  რუსეთს,  რომელიც  არასოდეს  შეურიგდებოდა  მისი  ძველი  სლავი  მეტოქის  ევროპულ ასპარეზზე  ხელახალ  გამოჩენას.  ნაპოლეონი  რუსეთთან  ზავს  ესწრაფოდა.  უფრო  მეტიც,  მას  ზავი  კი  არა,  რუსეთთან  ხანგრძლივი  კავშირი სურდა.  ნაპოლეონის  ძირითადი  და  მუდმივი  მტერი  ინგლისი  იყო  – ზღვას  ამოფარებული  და  ზღვაზე  გაბატონებული  მძლაგრი  და  მდიდარი სახელმწიფო,  რომელიც  მრავალი  საუკუნე  იყო,  რაც  უპირისპირდებოდა  იმ  ქვეყანას,  რომლის  სათავეში  ახლა  ნაპოლეონი  იდგა.  თუ  ეს  ეკონომიკურად  უძლიერესი  ზღვათა  მბრძანებელი  „ნაპოლეონისეული  ევროპის“  წინაშე  არ  დაიჩოქებდა,  მაშინ  იმპერატორის  მთელი  პოლიტიკა აზრს  დაკარგავდა  და  იგი  წარუმატებლობისთვის  იქნებოდა  განწირული.  სწორედ  ინგლისის  ეკონომიკურად  მოხრჩობისათვის  შეიმუშავა  მან კონტინენტური  სისტემა  და  სწორედ  მის  დასაჩოქებლად  გადადგა  ეგზომ  სარისკო  ნაბიჯები.  მაგრამ  იმისთვის,  რომ  კონტინენტურ  სისტემას  ემუშავა,  მასში  კონტინენტის  ყველა  ქვეყანა  უნდა  გაერთიანებულიყო.  ნებით  ან  ძალით.  როგორც  დავინახავთ,  ვითარებისდა  მიხედვით, იმპერატორი  ორივე  მეთოდს  გამოწყენებს.  რუსეთთან  მიმართებაში  იგი თავიდან  ძალის  პოლიტიკას  უარყოფდა:  ჩრდილოეთის  დათვი  დიდი  იყო და  შორსაც  იყო.  ძალით  მის  დაყაბულებას  ისეთი  ძალისხმევა  დასჭირდებოდა,  როგორიც,  იქნებ,  საბოლოო  მიზანსაც  ზედ  გადააყოლებდა. ყოველ  შემთხვევაში,  იმ  დროს.  ამიტომ  ნაპოლეონს  რუსეთის  საბოლოოდ  გადაკიდება  და  მისი  მოსისხლე  მტრად  გახდომა  არ  სურდა.  პატრიოტული  გრძნობებით  დამუხტულ  პოლონელებს  იგი  ამას  პირდაპირ  ვერ ეუბნებოდა.  თანაც,  მარტო  იმიტომ  კი  არა,  რომ  ეს  მართლაც  ძნელი სათქმელი  იყო,  არამედ  კიდევ  იმიტომ,  რომ  ნაპოლეონს  არც  პოლონელების  –  ამ  მამაცი  და  მასზე  დაიმედებული  ხალხის  –  საბოლოოდ  ჩამოშორება  სურდა.  ამიტომ  იყო,  რომ  იმპერატორმა  ფრთხილი  პოლიტიკის  გატარება  გადაწყვიტა.  მან  პოლონელებს  მიანიშნა,  რომ  მომავალში  იგი  არ  იქნებოდა  მათი  სახელმწიფოს  აღდგენის  წინააღმდეგი.  ის  კი არა,  იგი  იმ  დროსაც  იზიარებდა  მათ  იდეებს,  მაგრამ,  ამ  იდეების  განხორციელებას,  ე.ი.  დამოუკიდებლობის  მოპოვებას,  დრო  და...  დამსახურება  სჭირდებოდა.
    ისევ  რთულ  თამაშს  ეწეოდა  ფრანგთა  იმპერატორი.  მას  რუსეთთან  საქმის  საბოლოოდ  გაფუჭებაც  არ  უნდოდა  და  არც  პოლონელების,  ამ  შესანიშნავი  მეომრების,  საბოლოოდ  დაკარგვა:  ვინ  იცოდა,  მომავალში  როგორ  წავიდოდა  საქმე?  მაგრამ,  მომავალი  მაინც  მომავალი იყო,  აწმყოს  დაშორებული.  იმპერატორს  კი  იმ  დროს  აწმყოზე  უნდა ეფიქრა,  იმ  აწმყოზე,  რომელიც  მაინცადამაინც  უღრუბლო  არ  ჩანდა. რუსეთი,  მიუხედავად  იმისა.  რომ  ნაპოლეონის  პირისპირ მარტო  დარჩა,  დაზავებას  არ  აპირებდა  და  საღი  აზრის  გაუთვალისწინებლად,  საომარი  მოქმედების  განახლებისათვის  ემზადებოდა.  ამიტომ  იმპერატორს „პოლიტიკა“  დროებით  გვერდზე  უნღა  გადაედო  და  წმინდა  სამხედრო საკითხებს  მიბრუნებოდა.
    ბონაპარტი  რისი  ბონაპარტი  იქნებოდა,  ასეთი  ვარიანტიც  რომ არ  გაეთვალისწინებინა.  ამიტომ  იყო.  იგი  პოლონეთსა  და  აღმოსავლეთ პრუსიაში  რომ  შევიდა  და  ამიტომ  იყო,  რუსეთის  საზღვრებს  რომ  დაუახლოვდა.  ცხადია,  ესეც  პოლიტიკა  იყო,  რუსეთზე  ზემოქმედების  ცდის პოლიტიკა.  ამ  დემონსტრაციულ  ნაბიჯს  ორმაგი  დატვირთვა  ჰქონდა  – ერთი  ის,  რომ  ფრანგთა  ჯარი,  სრულ  მზადყოფნაში  მყოფი  და  რუსეთის საზღვრებთან  მდგომი,  ამ  ქვეყნის  ხელმძღვანელებისათვის  გამაფრთხილებელი  ნიშანი  უნდა  გამხდარიყო  იმის  თაობაზე,  თუ  რა  შეიძლებოდა მოჰყოლოდა  მათს  განმეორებითს  „ექსკურსიას“  დასავლეთისკენ.  მეორე კიდევ  ის,  რომ  ვარშავაში  ყოფნით  ფრანგთა  იმპერატორი  პოლონეთის აღორძინების  შესაძლებლობაზე  მიანიშნებდა  იმავე  რუს  ხელმძღვანელებს,  თუკი  ისინი  საფრანგეთთან  დაპირისპირებას  გააგრძელებდნენ. ასეთ  პოლიტიკას  თითქოს  სასურველი  შედეგი  უნდა  მოეტანა,  მაგრამ, ნაპოლეონისდა  გასაოცრად,  ზემოაღნიშნულმა  ზომებმა  არ  გასჭრეს. რუსეთის  ზელისუფლებამ  არად  ჩააგდო  არც  ნაპოლეონის  სამშვიდობო წინადადებები  და  არც  მისი  გამაფრთხილებელი  სიგნალები.  იგი  ისე იყო  ატეხილი  და  ომს  მოწყურებული,  რომ  მაშინ  მას  ვერაფერი  გააჩერებდა.  ამდენად,  ომის  განახლება  გარდუვალი  გახდა  და  ნაპოლეონიც შეურიგდა  ამ  აზრს. 
    საბრძოლო  მოქმედება  პოლონეთის  ჩრდილოეთ  რეგიონსა  და აღმოსავლეთ  პრუსიაში  უნდა  გაშლილიყო  –  ტბებითა  და  ჭაობებით  დაფარულ  ნაკლებდასახლებულ  ტერიტორიაზე,  სუსხიანი  ზამთრის  პირობებში,  ფრანგთა  ჯარს,  რომელმაც  სულ  ცოტა  ხნის  წინ  დაასრულა ძლევამოსილი  ომი  პრუსიასთან,  თავის  ბაზებს  მოშორება  და  არახელსაყრელ  გეოგრაფიულ  გარემოში  მოქმედება  მოუხდებოდა.  ასეთ  ვითარებაში  ნაპოლეონისთვის  აუცილებელი  იქნებოდა  პოლონელების  მხრი-დან  დახმარება  –  სურსათ-სანოვაგით,  ფურაჟით,  თბილი  ტანსაცმლით და,  ბოლოს,  სახელდახელოდ  შექმნილი  ცხენოსანთა  რაზმებით  – ე.წ. „პოლონელი  კაზაკებით“.
    პოლონელებმა  კარგად  გაიგეს,  თუ  რას  ნიშნავდა  ნაპოლეონის სიტყვები  –  დამოუკიდებლობის  მიღწევას  დამსახურება  სჭირდებაო. დამსახურება  პოლონელ  პატრიოტებს  ფრანგი  იმპერატორის  წინაშე სჭირდებოდათ  და  ამიტომაც  იყო,  რომ  მათ  ჯიბეზეც  გაიკრეს  ხელი  და ხმალზეც  (კაცმა  რომ  თქვას,  ეს  უკანასკნელი  უფრო  ეხერხებოდათ  მამაც  და  მოუსვენარ  პოლონელებს  და  ჯარში  უფრო  მეტი  ხალისით  მიდიოდნენ,  ვიდრე  ფულის  ქისას  უხსნიდნენ  პირს).
    რუსთა  არმიას  იმ  დროს  ფელდმარშალი  მიხეილ  კამენსკი  მეთაურობდა.  ეს  გვარიანად  მობერებული  მხედართუფროსი  თავიდან  ერთობ  ოპტიმისტურად  იყო  განწყობილი  და  ფრანგების  ვისლის  ხაზიდან უკუგდებას  აპირებღა.  ამ  ამოცანის  შესასრულებლად  მან  თავისი  სამივე დამკვრელი  კორპუსის  გამოყენება  გაღაწყვიტა:  შეტევა  ბენიგსენს  პულტუსკიღან  უნდა  დაეწყო.  ბუკსგევდენს  –  ოსტროლენკიდან,  ხოლო ესენს  –  ბრესტიდან.  სამივე  კორპუსს  მდინარე  ვკრას  მიდამოებისკენ უნდა  აეღო  გეზი,  სადაც  რიცხვით  ნაკლები  ფრანგთა  შენაერთები  იყო განლაგებული  სულტის,  ოჟეროსა  და  დაგუს  მეთაურობით.
    საწყისი  ბრძოლები  უშუალოდ  მდინარე  ვკრას  მიდამოებში  და დასახლებულ  პუნქტ  ჩარნოვოსთან  გაიმართა.  რუსებმა  თავიდან  მედგრად  შეუტიეს,  მაგრამ  ფრანგების  ხაზის  გარღვევა  ვერ  შეძლეს. თავის  მხრივ  კონტრიერიშზე  გადასულმა  სულტმა  და  ოჟერომაც  დიდი დრო  დაკარგეს  მანამ,  სანამ  მოწინააღმდეგეს  უკან  დაახევინებდნენ. მეტი  წარმატება  ჰქონდა  დავუს,  რომელმაც  მამაცურად  მებრძოლი  ოსტერმანის  ნაწილები  უკუაგდო  სოფელ  ჩარნოვოსთან, საომარი  მოქმედების  დაწყებისთანავე  ნაპოლეონმა  ვარშავა  დატოვა  და  არმიისკენ  გაეშურა.  მან  გადაწყვიტა  ჯერ  ბენიგსენის  კორპუსისთვის  შემოერტყა  ალყა,  პულტუსკის  მიდამოებში,  და  იქ  გაენადგურებინა  იგი,  ხოლო  შემდეგ  მოწინააღმდეგის  სხვა  ნაწილებისთვის  „მიეხედა“.  ფელდმარშალმა  კამენსკიმ  უფრო  მეტი  წარმატების  შესაძლებლობა  მისცა  ნაპოლეონს  –  მან  ბუკსგევდენის  კორპუსიც  პულტუსკთან დაიბარა,  სადაც  გენერალური  ბრძოლის  გამართვას  უპირებდა  ფრანგებს. 
    რუსთა  ძალების  თავმოყრისთანავე  ნაპოლეონმა  ვკრასა  და  ჩარევზე  გადაიყვანა  თაგისი  შენაერთები  და  აქტიურად  შეუდგა  მოწინააღმდეგის  განადგურების  გეგმის  შესრულებას.  ფრანგებს,  პირველ  რიგში, პულტუსკი  უნდა  აეღოთ.  ეს  მძიმე  მისია  იმპერატორმა  ლანს  დააკისრა. შემდეგი  ამოცანა  რუსთა  მარცხენა  ფრთის  გარსშემოვლა  და  მათი  არმიისთვის  უკანდასახევი  გზის  მოჭრა  იყო.  ამ  მიხნის  მისაღწევად  ნაპოლეონმა  დავუს,  სულტისა  და  ოჟეროს კორპუსები  გამოიყენა.  ბენიგსენის  არიერგარდს  პირველი  დავუ  შეება,  დაამარცხა  იგი  და  პულტუსკისკენ  უკუაგდო.  სულტმა  და  ოჟერომ  კი  სწორედ  ის  გარსშემოვლითი მანევრი  წამოიწყეს,  რომელზეც  მთავარ  იმედს  ამყარებდა  იმპერატორი. მაგრამ  ბრძოლა  არ  შედგა  –  გოლიმინთან  მარცხითა  და,  რაც  მთავარია,  მოწინააღმღეგის  ფართო  გარსშემოვლითი  მანევრით  შეშფოთებულმა  კამენსკიმ  თავი  დაანება  გენერალურ  ბრძოლაზე  ფიქრს  და  ჯარს უკან,  რუსეთში  დაბრუნება  უბრძანა,  გენერალმა  ესენმა  მაშინვე  იბრუნა პირი,  ბუკსგევდენმა  ყოყმანი  დაიწყო,  ხოლო  ბენიგსენმა  არ  შეასრულა მთავარსარდლის  ბრძანება  და  გადაწყვიტა.  მარტო  შებმოდა  მტერს (ლეონტი  ბენიგსენი  გაბედული  და  შეუპოვარი  კაცი  იყო.  თავისი  ეს თვისებები  პირველად  მან  180!  წლის  მარტში  გამოავლინა,  როდესაც სხვა  შეთქმულებთან  ერთად  მეფე  პავლეს  აღრჩობდა  მიხეილის  სასახში...) 
    1806  წლის  26  დეკემბრის  დილისათვის  ბენიგსენი  თავისი 50  ათასი  ჯარისკაცითურთ  ქალაქ  პულტუსკის  შემოგარენში  გამაგრდა.  სულ  მალე  მას  ლანის  კორპუსი  მიუახლოვდა.  ლანს  თან  მხოლოდ 16  ათასი  ჯარისკაცი  ახლდა.  მაგრამ  თავზეხელაღებულ  მარშალს  ბენიგსენის  50  ათასი  მეომარი  კი  არა.  50  ათასი  ქაჯიც  ვერ  გააჩერებდა –  მან  დაუყოვნებლივ  შეუტია  მტერს  და  თან  იმპერატორს  აცნობა,  მოწინააღმდეგის  მთავარ  ძალებთან  ბრძოლაში  ჩავები  და  აქეთ  გამოეშურეთო. 
    ბრძოლა  ძალზედ  სისხლისმღვრელი  გამოდგა  და  ორივე  მხარე დიდ  ზარალს  განიცდიდა.  შერკინებამ  საღამომდე  გასტანა.  ლანს  არა და  არ  ეღირსა  დამხმარე  ძალების  მოსვლა,  ხოლო  ბენიგსენს  –  მასზე მცირერიცხოვან  ფრანგთა  დამარცხება.  მოწინააღმდეგის  ასეთი  შეუპოვრობით  შეფიქრიანებულმა  რუსმა  გენერალმა  ღამით  დატოვა  ბრძოლის ველი  და  უკან  დაიხია  (როდესაც  ლანის  სიმამაცით  აღტაცებულმა  თანამებრძოლებმა  განცვიფრება  ვერ  დაფარეს  მისი  იმდღევანდელი  ვაჟკაცობის  გამო,  სახელოვან  მარშალს  ხელი  ჩაუქნევია  და  რაღაც  სევდიანად ჩაულაპარაკნია  –  ჰუსართა  ოფიცერი,  რომელიც  30  წლისა  კიდევ ცოცხალია,  რა  ჰუსარიაო.  იმ  დროს  იგი  37  წლისა  იყო...) რუსები  უკუგდებულნი  იყვნენ,  მაგრამ  არა  განადგურებულნი. მათ  გასანადგურებლად:  ფრანგებს  დიდი  ძალისხმევა  და  საკუთარი  საყრდენი  ბაზებიდან  მოშორება  დასჭირდებოდათ.  წინ  კი  ცივი  დღა  გრძელი ზამთარი  იყო,  ამინდიც,  თითქოს  შეკგვეთითო,  სწორედ  იმ  დღეებში  – დეკემბრის  ბოლოს  –  გაფუჭდა:  თოვლი  წამოვიდა  და  სუსხიანმა  ქარმა დაუბერა.  განა  დროც  არ  იყო?  ასეთ  პირობებში  ომის  გაგრძელება  აზრს კარგავდა. ფრანგთა  არმია,  რომელმაც  შემოდგომით  დიდებული  კამპანია  ჩაატარა  პრუსიაში,  ახლა  დაღლილი  და,  არსებითად,  ზამთრის ომისთვის  მოუმზადებელი  იყო.  თუ  ფრანგები  შეტევაზე  გადავიდოდნენ, რუსები  უკან,  თავიანთი  ძირითადი  ბაზებისკენ  დაიხევდნენ,  ეს  კი  უპირატესობას  მისცემდა  მათ,  ამიტომ  1806  წელი  სჯობს  ასე  დასრულდესო,  დაასკვნა  ნაპოლეონმა.  მეორე  წლის  გაზაფხულისთვის  კი  მდგომარეობა  შეიცვლება  –  ჯარიც  დაისვენებს  და  ამინდიც  უკეთესი  იქნება. ახლა  კი,  თოვლსა  და  ტალახში,  ომი  შეუძლებელია.  რას  იზამ,  პოლონეთისთვის  გამჩენს  მეხუთე  სტიქია  დაუწესებია  –  ტალახი,  და  ამას არაფერი  ეშველება,  ამბობდა  იმპერატორი,  ამიტომ  საომარი  მოქმედებები  უნდა  შეწყდესო.  და  შეწყდა  კიღეც.  თითქოს  შეთანხმება  დაუდვიათო,  ორივე  მხარე  უეცრად  შეჩერდა  და  უკეთეს  მომაგალს  დაელოდა.
    ნაპოლეონი  იანვრის  დასაწყისში  დაბრუნდა  ვარშავაში.  დაბრუნდა  ჯარის  მნიშვნელოვან  ნაწილსა  და  უმაღლეს  მხედართუფროსებთან  ერთად.  ისინი  კი.  ვისაც  აღმოსავლეთის  მიმართულებისთვის  უნდა ედევნებინა  თვალი,  აღმოსავლეთში  დარჩნენ  –  სწორედ  იმ  თოვლსა  და ტალახში,  იმ  უღრან  ტყეებში  ჩაკარგულ  ხუტორებსა  და  ერთმანეთს დაშორებულ  პატარა  და  მოუწყობელ  ქალაქებში,  რომელთაც  მათზე უფრო  იღბლიანმა  თანამებრძოლებმა,  იმპერატორის  განკარგულების თანახმად,  ასე  დროულად  დააღწიეს  თავი...
    ვარშავა  ისევ  აღფრთოვანებით  შეეგება  თავის  გმირს  –  იმ დროს  პოლონელებს  ნაპოლეონზე  საფიცარი  გმირი  ხომ  არავინ  ჰყავდათ!  ასეთივე  თბილი  შეხვედრა  ელოდათ  მის  მეომრებსაც  –  მხსნელად და  ყველა  გასაჭირის  გამზიარებლად  რომ  მოვლენოდნენ  უბედურ  ქვეყანას. და  დატრიალდა  კარუსელი  ვარშავაში!  კარუსელი  ქეიფისა  და დროსტარებისა,  მხიარულებისა  და  სიყვარულისა,  საერთოდ, სიცოცხლისა.  ომი  და  სიკვდილი  სადღაც  შორს  დარჩა,  თოვლსა  და  ქარბუქში, ტყესა  და  ღრეში,  გაუხსენებელში...
    იმპერატორი  თავადაც  ხალისით  ჩაერთო  საერთო  მხიარულებაში.  იგი  უკვე  აღარც  წვეულებებს  გაურბოდა  და  აღარც  მეჯლისებს,  სადაც  მისი  გამოჩენა  ყოველთვის  აუწერელ  ენთუზიაზმსა,  და.  რაც  ასე სასიამოვნო  იყო,  ჭეშმარიტ  სიხარულს  იწვევდა.
    ერთ-ერთ  ასეთ  მეჯლისზე,  რაძივილების  სასახლეში  რომ  მართავდა  ტალეირანი,  იმპერატორმა  ერთ  ნაცნობ  სახეს  მოჰკრა  თვალი. ნაცნობებს  რა  გამოულევდა  ევროპის  მბრძანებელს,  მაგრამ  ეს  რაღაც სხვა  ,ნაცნობი“  იყო,  სხვაგვარ  დაკვირვებას  რომ  მოითხოვდა,  ისეთი. ეს  არსება  ბუონაპარტემ  პირველად  რამდენიმე  დღის  წინ  იხილა  ერთ-ერთ  საფოსტო  სადგურში,  სადაც  მის  ეკიპაჟს  ცხენებს  უცვლიდნენ.  ქალიშვილი  იმპერატორისთვის  თვალის  მოსაკრავად  შეგროვილ  ხალხს  გამოეყო  და  კარეტას  მიუახლოვდა.  კეთილი  იყოს  თქვენი მობრძანება  პოლონეთის  მიწაზე,  ჩემი  უბედური  სამშობლო  თქვენზე  ამყარებს  იმედსო,  მორცხვად  ჩაილაპარაკა  მშვენიერმა  უცნობმა  და  იმპერატორს  შეხედა.  ნაპოლეონს  მაშინვე  მოეწონა  ეს  ლამაზი  პოლონელი, მაგრამ  იქ,  სახელდახელო  ვითარებაში,  თბილ  ქუდსა  და  ქურქში  გამოწყობილი  ქალის  სრულად  აღქმა  ვერ  მოახერხა.  აქ  კი.  მეჯლისზე,  ამ ოქროსფერდალალებიანმა  და  იისფერთვალება  არსებამ  უცბად  მოხიბლა და  უცბადვე  დაიპყრო  მისი  გული.  იმპერატორმა  უკვე  იცოდა  ვინ  იყო მარია  –  ერთ  დროს  ძლიერი,  მაგრამ  ახლა  გაღატაკებული  თავადების –  ლეშჩინსკების  –  შთამომავალი.  იცოდა,  რომ  იგი  ახლა  ვალევსკის გვარს  ატარებდა,  თავისი  სამოცდაათი  წლის  მეუღლის  გრაფ  ანასტასი კოლონა  ვალევსკის  გვარს.  რომლის  შვილიშვილზე  ათი  წლით  იყო  უმცროსი  და  რომლის  მესამე  ცოლიც  თავად  გამხდარიყო...
    იმპერატორმა  დარბაზი  გადაკვეთა  და  ახალგაზრდა  ქალთან მივიდა.  მარიამ  აღტაცებული  მხერა  შეაგება  პოლონელთა  იმედს.  ამ უკანასკნელმა  კი,  როგორც  იცოდა  ხოლმე,  ერთბაშად  უამრავი  კითხვა დააყარა  „უზენაესი  ყურადღებისგან“  გაოგნებულ  ქალს  და  თან  ერთი შენიშვნაც  დაუმატა  –  თეთრი  ატლასის  კაბაზე  თეთრი  ფერისვე ტიულის  ქსოვილი  არც  გამოდგება  და  არც  გიხდებათო.
    მარია  მალე  მოეგო  გონს.  ქალის  უტყუარი  ალღოთი  იგი  მიხ- ვდა,  რომ  იმპერატორის  მისით  დაინტერესება  უბრალო  ცნობისმოყვარეობის  შედეგი  არ  იყო.  ამიტომ  ქალი  მშვიდად  აძლევდა  პასუხს  მის  არც თუ  დელიკატურ  კითხვებზე:  რამდენი  წლისა  ხართ,  რამდენი  წლისაა თქვენი  ქმარი,  ბედნიერი  თუ  ხართ  მასთან  ცხოვრებით  და  ასე  ამგვარზე...  მარია  ვალევსკამ  ასევე  მშვიდად  მოისმინა  მისი  შენიშვნა  ჩაცმულობის  თაობაზე  და  ღიმილით  დასძინა  –  თქვენს  აზრს  უეჭველად  გავითვალისწინებო.  უნდა  ითქვას,  რომ  ბუონაპარტე  თავს  ქალის  ტანსაცმლისა  და  მაკიაჟის  ექსპერტად  თვლიდა  და  ამით  ძალზედ  ამაყობდა, აქედან  გამომდინარე,  იგი  მომენტს  არ  უშვებდა  ხელიდან  შეექო  ან  დაეწუნებინა  ამა  თუ  იმ  ქალბატონის  სამოსი  ან,  ვთქვათ,  თმის  ვარცხნილობა.  თანაც  მისთვის,  რასაკვირველია,  არავითარი  მნიშვნელობა  არ  ჰქონდა  იმ  გარემოებას,  თუ  სად  და  რა  დროს  კეთდებოდა  ეს  შენიშვნები: ხალხში,  საჯაროდ  თუ  ცალკე,  ინტიმურ  ვითარებაში,  ისევე  როგორც იმ  საკითხს,  თუ  შენიშვნის  ობიექტს  რა  დღეში  აგდებდა  იმპერატორის ეს  უტაქტო  „გამოსვლები“.  იმ  დღესაც  ასე  იყო  –  ბუონაპარტე  თავის სტიქიაში  გახლდათ:  თაგსაც  აწონებდა  მოსაუბრეს  და  მის  მოთოკვასაც ცდილობდა.  ასე  კი  იყო,  მაგრამ...  როგორც  ირკვეოდა,  მთლად  ასეც  არ იყო...  პირველად  ამდენი  ხნის  შემდეგ,  თაგისდა  გასაოცრად,  ბუონაპარტე  ატყობდა,  რომ  ქალის  გავლენის  ქვეშ  ექცეოდა,  რომ  ეუფლებოდა სიხარულისა  და  აღტაცების  სწორედ  ისეთი  გრძნობა,  ადრე,  ჟოზეფინასთან  ნაცნობობის  პირველ  პერიოდში  რომ  ჰქონდა...
    საუბარი  დიდხანს  არ  გაგრძელებულა  –  ცოტა  ხანში  ცეკვები დაიწყო  და  იმპერატორმა  მარია  კადრილზე  მიიწვია.  მისი  უდიდებულესობა  ვერაფერი  მოცეკვაგე  გახლდათ  და  ამიტომ  მხოლოდ  ერთი  ცეკვით დაკმაყოფილდა.  უარის  მიზეზიც  საუცხოო  ჰქონდა  –  დარბაზში  პოლონელი  დიდმოხელეებისა  და  ფრანგი  მინისტრების  გუნდი  გამოჩნდა,  რომელიც  მოკრძალებით  ელოდებოდა  იმპერატორს  თავიანთი  გაუთავებელი  თხოვნებისა  თუ  წინადადებების  გადასაცემად.
    იმპერატორი  რაღაც  უცნაურ  აღტკინებას  განიცდიდა.  იგი  თან უსმენდა  მინისტრებს  და  არც  უსმენდა.  მისი  ფიქრები  მარია  ვალევსკას დასტრიალებდა,  მის  გვერდითა  და  მის  გარშემო  იყო.  მეორე  დღემ შვება  ვერ  მოუტანა  ბუონაპარტეს.  იგი  ისე  იყო  აგზნებული  და  ისე  იყო სიყვარულის  ცეცხლით  ალმოდებული,  რომ  საქმეს  გულს  ვერ  უდებდა და  წამდაუწუმ  მარიას  სახელს  ახსენებდა.
    იმპერატორის  შფოთვამ  შუადღემდე  გასტანა.  მერე  კი  ვეღარ გაძლო,  მაგიდას  მიუჯდა  და  ქალს  წერილი  მისწერა:  მეჯლისზე  მე მარტო  თქვენ  გზედავდით,  თქვენით  ვტკბებოდი  და  მხოლოდ  თქვენ მინდოდით.  ახლა  კი  პასუხს  ველი  თქვენგან,  ისეთ  პასუხს,  რომელიც ჩემს  ცეცხლმოკიდებულ  გულს  დაამშვიდებსო.  წერილი  დიუროკმა  წაიღო,  ნაპოლეონის  ერთგულმა  მეგობარმა  და  „ასეთ  საქმეებში“  დახელოვნებულმა  კაცმა.  მარია  ვალევსკამ  წერილი  წაიკითხა,  გვერდზე გადასდო  და  ისე,  აღშფოთებას  რომ  ძლივს  ფარავდა,  დიუროკს  მიუგო: „პასუხი  არ  იქნება“,  ჰოფმარშალს  მეტი  არაფერი  შეეძლო  –  შეურაცხყოფილ  ქალს  ის  ხვეწნას  ვერ  დაუწყებდა. ნაპოლეონს  ელდა  ეცა.  ეს  პირველი  შემთხვევა  იყო,  როცა  ქალი  მას  უარს  ეუბნებოდა.  უარს  ეუბნებოდა  კი  არა,  პასუხის  ღირსადაც არ  აგდებდა!  მაგრამ  გულზვიად  იმპერატორს  გული  არ  მოსელია.  პირიქით,  იგი  უფრო  აენთო  სიყვარულით  იმ  ქალისადმი,  რომელიც  თურმთავისი  ოჯახის  ასეთი  ერთგული  ყოფილა  და  საკუთარი  ღირსების  ასეთი  გრძნობა  ჰქონია!
    ბუონაპარტემ  კიდევ  მიმართა  წერილით  მარიას.  ამჯერად  წერილს  თან  სიტყვიერი  შეტევაც  მიაყოლა  –  იგი  ყველას,  ვინც  იმ  ქალს იცნობდა  და  მასთან  რაიმე  ურთიერთობა  ჰქონდა  „თავის  გასაჭირზე“ ელაპარაკებოდა.  ამბავი  გახმაურდა,  იგი  ახლა  მარტო  იმპერატორის ახლობლების  სალაპარაკო  თემა  კი  არა,  პოლონელ  არისტოკრატთა გარჩევის  საგანიც  გახდა. პოლონელმა  პატრიოტებმა  ერთხმად  „დაადგინეს“  –  მარია  ვალევსკას  თავისი  პატრიოტული  ვალი  ფრანგთა  იმპერატორის  სურვილის  აღსრულებით  უნდა  მოეხადა.  ქალი  აღშფოთდა,  სასტიკ  უარზე დადგა,  დღედაღამ  ტიროდა,  თანამემამულეებზე  გული  მოსდიოდა  და მათ  წარმომადგენლებს  უარით  ისტუმრებდა.  პატრიოტებმა  საქმეში „მძიმე  არტილერია“  ჩართეს  – მარიას  მისი  ძმა,  თავადი  ლეშჩინსკი  მიუგზავნეს,  რომელიც  დიდხანს  ესაუბრებოდა  დას  და  სამშობლოსათვის სავალდებულო  მსხვერპლშეწირვას  სთავაზობდა.  ლეშჩინსკის  სტუმრობას  ნაპოლეონის  ახალი  წერილი  მოჰყვა.  „მოდით  ჩემთან  და  თქვენი ყველა  სურვილი  დაკმაყოფილებული  იქნება.  თქვენი  სამშობლო  ჩემთვის უფრო  ძვირფასი  გახდება,  თუ  ჩემს  საბრალო  გულს  შეიბრალებთ“  – სწერდა  ქალს  იმპერატორი.
    მარია  გატყდა.  დიდი  წვალებით,  დიდი  ვაებით.  მაგრამ  ბოლოს დათანხმდა  იმპერატორთან  სტუმრობაზე. ნაპოლეონი  ძალიან  ღელავდა  ამ  შეხვედრის  წინ.  ღელავდა,  და ალბათ  თავსაც  კიცხავდა  ასეთი  „ამჩატებისათვის“.  როდის  იყო,  რომ ჯერ  გენერალი  ბონაპარტი,  შემდეგ  კი  „ყოველთა  ფრანგთა“  იმპერატორი  ქალის  სტუმრობის  წინ  აღელვებულიყო?  არც  როდის.  პირიქით,  აღელვებული  კი  არა,  ხშირად  ქალს  წესიერად  არც  შეხედავდა, ისე  მიუთითებდა  საწოლისკენ.  კონსტანი,  მისი  კამერგერი,  ღიუროკი, მისი  ჰოფმარშალი,  რუსტამი,  მისი  პირადი  მცველი  უამრავ  ასეთ  მაგალითს  გაიხსენებდნენ.  ყოფილა  შემთხვევა,  რომ  იმპერატორს  მის მოწონებულ  და  მასთან  გამოცხადებულ  ქალბატონთან  ისე  მოუმთავრებია  საქმე,  დაშნაც  კი  არ  შეუხსნია  წელიდან...  მაშ,  ახლა  რაღა მოუვიდა  მის  უდიდებულესობას,  რა  ისეთი  ცეცხლი  წაეკიდღა,  რომ  ნიადაგ  ამ  ოქროსფერთმიან  პოლონელ  ქალზე  ფიქრობს  და  ეს  ფიქრი  თავიდან  ვერ  მოუშორებია?
    პირველი  შეხვედრისას  ქალი  ცრემლად  იღვრებოდა,  ნაპოლეონი  კი  უყვაგებდა  და  ეფერებოდა,  თან  თავისებურად  ენამჭევრობდა,  რაზე  არ  ელაპარაკებოდა,  რას  არ  უყვებოდა,  მის  დამშვიდებასა  და  მოთვინიერებას  ცდილობდა.  ეტყობა  მან  ამ  ფრონტზე  რაღაც  წარმატებას მაინც  მიაღწია,  რადგან  მეორე  შეხვედრა  უფრო  მშვიდად  წარიმართა. ქალი  აღარც  ტიროდა  და  აღარც  ეურჩებოდა  „მოძალადეს“.  მერე  და მერე  საქმე  უფრო  გაიოლდა,  მარია  შეეჩვია  ნაპოლეონს,  შეეჩვია  და შეიყვარა.  შეიყვარა  იგი  არა  როგორც  ევროპის  მბრძანებელი  და  ყოვლისშემძლე  იმპერატორი,  არამედ  როგორც  ადამიანი,  საოცარი  და საკვირველი  ნიჭისა  და  შესაძლებლობების  ადამიანი,  რომელიც  სიკეთეს  მოუტანდა  მის  სამშობლოს.  ბუონაპარტესაც  ეს  ხიბლავდა  და  ეს ახარებდა.  ახარებდა,  რომ  იგი,  როგორც  ადამიანი,  როგორც  კაცი  მოსწონდათ  და  არა  მარტო  და  არა  იმდენად,  როგორც  ყოვლისშემძლე მბრძანებელი. 
    ეს  რომანი  კარგახანს  გაგრძელდა,  ორ  წელზე  მეტი.  ბუონაპარტესთვის  ეს  ძალიან  დიდი  დრო  იყო.  ამ  ხნის  განმავლობაში  მარია  ვალევსკამ  მას  ვაჟიშვილი  აჩუქა,  ალექსანდრე.  იმპერატორი  ხშირად ხვდებოდა  ქალს,  რომელსაც  იმპერატორის  „პოლონელ  მეუღლეს უწოდებდნენ.  იგი  პარიზშიც  სტუმრობდა  ნაპოლეონს,  ტიუილრის  სასახლეშიც  მიდიოდა  მასთან  და  თავის  კერძო  აპარტამენტებშიც  „იბარებდა“.  ეს  ყველაფერი,  ცხადია,  ფარულად  კეთდებოდა,  იმავე  კონსტანისა  და  დიუროკის  მეშვეობით,  რათა  ღმერთი  არ  გამწყრალიყო  და ჟოზეფინას  არაფერი  შეეტყო.  ჟოზეფინამ  კი  უკვე  ბევრი  რამ  იცოდა. ყოველ  შემთხვევაში  იმაზე  მეტი,  რაც  მის  მეუღლეს  ეგონა  რომ  იცოდა. დედოფალი  ერთხანს  ეჭვიანობდა  და  განიცდიდა  მომხდარს,  მაგრამ  შემდეგ  დამშვიდდა  და  ბედს  შეურიგდა.  ეჭვიანობა  ერთი  იყო  და  ტიუილრის  სასახლეში  ჭეშმარიტი  მეტოქის  გამოჩენის  შიში  --  მეორე.  მარია ვალევსკა  ასეთ  შიშს  არ  უნერგავდა  ჟოზეფინას.  მან  კარგად  იცოდა, რომ  ეს  ოქროსფერდალალებიანი  ლამაზი  ქალი  საფრანგეთის  დედოფალს  ტახტს  ვერ  შეეცილებოდა.  ეს  ცხადზე  უცხადესი  იყო  და  ამიტომ აღარც  ღელავდა  კრეოლი  ქალი.
    გავა  წლები,  ჟოზეფინა  დედოფალი  აღარ  იქნება  და  მალმეზონში  მისთვის  უჩვეულო  წყნარ  ცხოვრებას  შეუდგება.  მერე  ისე  მოხდება, რომ  იგი  პოლონელ  ქალს  შეხვდება,  გაეცნობა  და  დაუახლოვდება  კიდეც.  მის  ბავშვს  შეიყვარებს  და  მისდამი  განსაკუთრებულ  გულისხმიერებას  გამოიჩენს.  მაგრამ  ეს  ურთიერთობა  დიდხანს  არ  გაგრძელდება –  ჟოზეფინა  მალე  გამოეთხოვება  წუთისოფელს  და  ამქვეყნიური  ყოფის ჭირ-ვარამს  თან  გაიყოლებს.  ნაპოლეონიც  ჩამოშორდება  მარიას  –  ყოველთა  ფრანგთა  მბრძანებელი  და  ევროპის  მპყრობელი  სიყვარულისთვის  ვეღარ  მოიცლის.  იგი  მხოლოღ  „პოლიტიკურ“  ქორწინებაზე იფიქრებს  და  სხვა  ქალზე  დაქორწინდება  –  მრავალსაუკუნოვანი  საიმპერატორო  გვარის  უპირველეს  წარმომადგენელზე.  ასეთ  საქმეში  გაღარიბებული  პოლონელი  თავადის  ასული  მას  არ  გამოადგებოდა...
    აი,  ასეთი  იყო  ნაპოლეონ  ბონაპარტის  გახმაურებული  „პოლონური  რომანი“.  ეს  რომანი  ერთობ  სერიოზული  გახლდათ  და  არა  ჩვეულებრივი,  თუნდაც  ხანგრძლივი  გატაცება.  ნაპოლეონს  ჭეშმარიტად  უყვარდა  ეს  ქალი  და  მისდამი  თბილი  გრძნობები  ბოლომდე  არ  განელებია. მიზეზთა  და  გარემოებათა  გამო  იგი  ვერ  აჰყვა  გულისთქმას  და  პირადი ბედნიერების  სანაცვლოდ  სხვა,  ისეთი  ცხოვრების  გაგრძელება  არჩია, უფრო  მნიშვნელოვნად  რომ  ეჩვენებოდამარია  კი  მაინც  მისი  ერთგული  დარჩა.  ჩვენ  აქ  საბოლოოდ  არ გამოვეთხოვებით  ამ  ქალს,  რადგან  კიდევ  შევხვდებით  მას  ავბედით 1814  და  1815  წლებში.  შევხვღებით  და  დავრწმუნდებით  მის  კეთილშობილებასა  და  ნაპოლეონისადმი.  ალალ  სიყვარულში.
    სანამ  იმპერატორის  „ვარშავური  არდადეგები“  გრძელდებოდა, რუსებმა  აღმოსავლეთ  პრუსიაში  განლაგებული  თავიანთი  ძალები  გადააჯგუფეს,  შეავსეს  და  ზამთრის  მიუხედავად,  აქტიური  მოქმედებისთვის გაამზადეს.  რუსთა  მთავარსარდალი  იმ  დროს  უკვე  ბენიგსენი  იყო  – მამაცი  და  დაუდეგარი  კაცი,  რომელმაც  გაუწონასწორებელი  კამენსკი შეცვალა.  ახალმა  მთავარსარდალმა  გადაწყვიტა  მოულოდნელი  მოძრაობით  ტორნსა  და  დანციგს  შორის,  ნეისა  და  ბერნადოტის  კორპუსებს შუა  გასულიყო,  ალყა  შემოერტყა  ამ  უკანასკნელთათვის  და  გაენადგურებინა,  ან  ზღვისკენ  უკუეგდო  ისინი.  გეგმა  გაბედული,  მაგრამ  სარისკო  იყო  –  ბენიგსენი  ფრანგთა  ორ  კორპუსს  კი  უქმნიდა  საშიშროებას, მაგრამ  თავის  მხრივ  საკუთარ  მარცხენა  ფრთას  ტოვებდა  მოწინააღმდეგის  ძირითადი  ძალების  დარტყმის  საფრთხის  ქვეშ. 
    ნაპოლეონმა  უმალ  შეაფასა  შექმნილი  ვითარება  და  გადაწყვიტა რუსთა  სწორედ  ამ  ფლანგისთვის  შემოევლო,  მოეჭრა  მისთვის  უკანდასახევი  გზები  და  ერთიანად  გაენადგურებინა  იგი.  ეს  გეგმა  მხოლოდ ერთი  მიზეზის  გამო  არ  შესრულდა  –  რუსებს  იმპერატორის  მიერ  ბერნადოტისადმი  გაგზავნილი  წერილი  ხელში  ჩაუვარდათ,  რომლის  მეშვეობითაც  გაიგეს,  თუ  რა  სიურპრიზს  უმზადებდა  მათ  მტერი.  ბენიგსენმა, ცხადია,  მაშინვე  დაივიწყა  შეტევითი  ოპერაციის  თავისი  გეგმა  და  სასწრაფოდ  უკან.  კენიგსბერგისაკენ  დაიხია,  ნაპოლეონმა  თავი  მოუყარა დავუს,  სულტის,  ოჟეროსა  და  მიურატის  კორპუსებს,  შემდეგ  კი  ალენშტაინთან  ნეიც  შეიერთა  და  მტერს  გაეკიდა.  იგი  მას  ეილაუსთან  (პრაისიშ-ეილაუსთან)  წამოეწია.  რუსებმა  გზად  ორი  არიერგარდული ბრძოლა  გაუმართეს  ფრანგთა  მეწინავე  რახმებს.  ამ  შეტაკებებში  განსაკუთრებით  გამოიჩინეს  თავი  ბაგრატიონმა  და  ბარკლაი  დე  ტოლიმ. მთავარი  ბრძოლა  7  თებერვალს  გაიმართა,  ეილაუსთან,  ცივ  და ქარბუქიან  დღეს.  ნაპოლეონი  შერკინებას  სწორედ  ამ  დღისთვის  გეგმავდა.  როცა  ყველა  კორპუსი  მოუვიდოდა,  მაგრამ  რუსებმა,  მოულოდნელად,  დაბა  ეილაუში  განლაგებულ  სულტის  ავანგარდს  7-ში  შეუტიეს.  მარშალმა  შეტაკებაში  მთელი  თავისი  კორპუსი  ჩააბა.  ერთ  კორპუსს  მეორე  მიჰყვა,  რუსებმაც,  თავის  მხრივ,  იმავეთი  უპასუხეს  და მეორე  დღეს  საქმე  დიდ  და  სისხლისმღვრელ  ბრძოლამდე  მივიდა.  საინტერესოა,  რომ  ბრძოლა  მიმდინარეობდა  ყინულითა  და  თოვლით  დაფარულ  ტბებზე,  მაგრამ  ყინული  ისე  სქელი  იყო,  რომ  არ  ჩატეხილა  და ტბების  არსებობის  შესახებ  მოწინააღმდეგეებმა  მერეღა  შეიტყვეს. ფრანგებს  65  ათასი  მეომარი  ჰყავდათ,  რუსებს  76  ათასი  (პრუსიელი  გენერლის  ლესტოკის  კორპუსის  ჩათვლით). 
    ბენიგსენმა  თავისი  ჯარი  მოხერხებულად  განალაგა  ეილაუს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე  გორაკებზე.  მისი  ფრონტის  ხაზი 3.5  კმ-ს  უდრიდა.  რუსებს  ბევრი  ზარბაზანი  ჰქონდათ  და  ბენიგსენმაც მარჯვედ  გამოიყენა  ეს  უპირატესობა  –  მან  მთელი  თავისი  საბრძოლო ხაზის  გაყოლებაზე  განალ»გა  ისინი  და  ძლიერი  ცეცხლის  ქვეშ  მოაქცია ფრანგთა  შემტევი  კორპუსები.
    ნაპოლეონის  გეგმა  ასეთი  იყო.  მთავარი  დარტყმა  რუსთა  მარცხენა  ფლანგზე  უნდა  განხორციელებულიყო.  ამისათვის  დავუს  გაძლიერებულ  კორპუსს,  ოჟეროს  შენაერთსა  და  მიურატის  კავალერიას  ზერპალენისა  და  ზაუსგარტენის  მიმართულებით  უნდა  განეხორციელებინა შეტევა,  გაერღვია  რუსების  თავდაცვის  ხაზი  და  გასულიყო  მათ  ზურგში.  ამავე  ღროს,  საწინააღმდეგო  ფლანგზე  ნეის  უნდა  შეეტია  ალტჰოფისა  და  შლოდიტენის  მიმართულებით  და  ხელი  შეეშალა  ლესტოკის პრუსიული  კორპუსისთვის  რუსთა  ძალებთან  შეერთებაში. ბრძოლა  8  თებერვალს,  გამთენიისას  დაიწყო.  თავისი  ჩვეულებისამებრ,  ფრანგთა  იმპერატორმა  ჯერ  სადემონსტრაციო  მოქმედება წამოიწყო  (რუსთა  მარჯვენა  ფლანგზე).  იქ  მარშალ  სულტის  კორპუსი იმყოფებოდა,  რომელმაც  შეტევა  იმ  მიზნით  დაიწყო.  რათა  რუსების  ყურადღება  მარცხენა  ფლანგისთვის  ჩამოეშორებინა.  ამასობაში  დაგუმ  და ოჟერომ  გეგმის  ძირითადი  ნაწილის  განხორციელება  დაიწყეს.  ოჟერო უფრო  ცენტრს  უტევდა,  დავუ  კი  –  უშუალოდ  მარცხენა  ფლანგს.  ოჟეროს  კორპუსის  შეტევის  დროს  ძლიერი  თოვა  დაიწყო  და  ქარბუქიც ამოვარდა.  გარშემო  ლამის  აღარაფერი  ჩანდა.  რუსმა  არტილერისტებმა,  რომლებმაც  მოასწრეს  ფრანგთა  მჭიდროდ  მოწყობილი  კოლონების მიზანში  ამოღება,  ძლიერი  ცეცხლი  გახსნეს  და,  მიუხედავად  იმისა, რომ  თითქმის  ბრმად  ისროდნენ,  დიდაღ  აზარალებდნენ  მათ.  ოჟეროს უბედურებას  ისიც  დაერთო,  რომ  ცეცხლისგან  თავდასაცავად  მისი  ჯარისკაცები  გაიფანტნენ  და  ქარბუქით  ორიენტაციადაკარგულნი  ესენის, დოხტუროვისა  და  გოლიცინის  შენაერთებს  შორის  აღმოჩნდნენ.  შედეგად,  ამ  კორპუსის  ორი  დივიზია  თითქმის  სრულიად  განადგურდა. უკუქცეულ  ფრანგებს  გოლიცინის  ცხენოსნები  მიჰყვნენ  და  ისე  შორს გაიჭრნენ  მოწინააღმდეგისაკენ,  რომ  ზედ  ეილაუს  სასაფლაოზე  მიაგდეს  ცხენები  –  იქ,  სადაც  ნაპოლეონის  სადგომი  იყო.  რუსებმა  ფრანგთა  შორის  შექმნილი  არეულობით  ისარგებლეს  და  თავიანთი  არტილერიაც  წინ  გადმოანაცვლეს.  გამანადგურებელი  ცეცხლი  უკვე  ნაპოლეონის  სადგომს  სწვდებოდა  და  იმპერატორს  ყოველ  წამს  სიკვდილით ემუქრებოდა. 
იმ  მძიმე  წუთებში  ნაპოლეონი  წარბშეუხრელად  იდგა  სამეთაურო  პუნქტზე  და  მის  გარშემო  დატრიალებულ  საშინელებას  ყურადღებას  არ  აქცევდა.  იმპერატორს  ესმოდა,  რომ  იმ  ჯოჯოხეთში  ფრანგ  ჯარისკაცებს  მხოლოდ  მისი  იქ  ყოფნა  და  მისი  თავგანწირვა  აჩერებდათ, რომ  საკმარისი  იყო,  მთავარსარდალი  გარიდებოდა  ბრძოლის  ველს,  ღა წამსვე  პანიკა  ატყდებოდა,  რასაც,  არავინ  იცის,  თუ  რა  უბედურება მოჰყვებოდა.
    იმპერატორი  ტყუილად  არ  იდგა  მოწინააღმდეგის  ყუმბარების წვიმაში  –  მას  დრო  სურდა  მოეგო.  დრო,  რომელიც  გაერთიანებული კავალერიული  შენაერთის  ჩამოყალიბებას  სჭირდებოდა.  ეს  შენაერთი იქვე,  ეილაუს  უკან  იკრიბებოდა  და  ცოტა  ხანში  უმძლავრეს  დამრტყმელ  ძალად  იქცეოდა.  მანამ  კი,  სანამ  ეს  90-ესკადრონიანი  რკინის მასა  მოქმედებას  დაიწყებდა,  გაძლება  იყო  საჭირო.  და  იმპერატორიც უძლებდა.  მის  გარშემო  დაჭრილ-დახოცილები  ეყარნენ,  მათი  რიცხვი თანდათან  მატულობდა,  იგი  კი  კვლავ  მშვიდად  იდგა  და  კვლავ  ბრძანებებს  იძლეოდა.  და  აი,  ბოლოს  და  ბოლოს,  როგორც  იქნა,  დამრტყმელი მუშტის  ჩამოყალიბებას  საშველი  დაადგა  და  მიურატმა  იგი  მტრის  პოზიციებისაკენ  გააქანა.  კავალერიის  იერიშის  დიდოსტატმა  ქუდი  ხმალზე  წამოაგო,  ზეასწია,  თავის  ცხენოსნებს  დაანახა  და  პირველი  გაიჭრა მტრის  პოზიციებისაკენ.  მიურატის  ცხენოსნებმა  ჯერ  მათ  გზაზე  მყოფი რუსთა  „წვრილ-წვრილი“  შენაერთები  გადათელეს,  შემდეგ  კი  პირდაპირ  მთავარ  ხაზს  ეკვეთნენ,  დარტყმის  ძალა  იმდენად  ძლიერი  იყო, რომ  ფრანგთა  კავალერიამ  მოწინააღმდეგის  სამივე  ხაზი  გაარღვია  და გავიდა  მის  ზურგში.  შემდეგ  კი,  უკანა  გზაზე.  მან  კვლავ  გააპო  ეს  სამი ხაზი  და  საკუთარი  არმიის  რიგებს  დაუბრუნდა, მიურატის  ამ  არნახულმა  რეიდმა  მდგომარეობა  გამოასწორა, მაგრამ  ნაპოლეონს  მეტი  სურდა  –  მას  მოწინააღმდეგის  განადგურება სურდა.  ეს  კი  ძალიან  ძნელი  აღმოჩნდა.  რუსები  ისეთი  შემართებით იბრძოდნენ,  ისე  არად  აგდებდნენ  მტრის  ტყვიასა  და  ყუმბარას,  რომ მერე,  ამ  ბრძოლის  აღწერისას,  გენერალი  მარბო  აღნიშნავდა:  ისეთი შთაბეჭდილება  გვქონდა,  თითქოს  ადამიანებს  კი  არა  მოჩვენებებს გებრძოდითო. 
    და  მაინც,  დავუმ  წინასწარ  დაგეგმილი  შეტევა  რუსთა  მარცხენა  ფლანგზე  წარმატებით  განავითარა.  მისმა  ავანგარდმა  ჯერ  ბარკლაი უკუაქცია  ზერპალენიდან  და  აიღო  ეს  სოფელი,  შემდეგ  კი.  უკვე  მთელმა  მისმა  კორპუსმა  გაშალა  შეტევა  და  ერთმანეთის  მიყოლებით,  ხელჩართულ  ბრძოლაში,  დაიკავა  ზაუსგარტენი,  აუკლაპენი  და  მოწინააღმდეგის  ზურგში  ღრმად.  კუჩიტენთან  გავიდა.  დავუს  ამ  გარღვევამ  ბენიგსენი  აიძულა  შეებრუნებინა  ფრონტი  და  ფრანგთა  მთავარი  ძალების პერპენდიკულარულად  დამდგარიყო.  პრუსიელთა  კორპუსის  დახმარებით  რუსები  კუჩიტენთან  კონტრშეტევაზე  გადავიდნენ  და  დავუს  დივიზიებს  სისხლისმღვრელი  ბრძოლა  გაუმართეს.  მოახლოებული  ბინდისა და  მოწინააღმდეგის  შეუპოვრობის  გამო  დავუმ  გადაწყვიტა  ზაუსგარტენამდე  დაეხია  და  მის  გარშემო  მდებარე  გორაკებზე  გამაგრებულიყო.
    ამასობაში  რუსთა  მარჯვენა  ფლანგს  (ალბათ,  მას  უკვე  ზურგი  უნდა ეწოდოს,  ვინაიდან  ბენიგსენმა  ფრონტი  შეატრიალა)  ნეის  კორპუსი  მიადგა  და  ცეცხლი  გაუხსნა.  შორეული  მარშით  დაღლილი  ნეის  ჯარისკაცები,  ალბათ,  დიდ  წარმატებას  ვერ  მიაღწევდნენ,  მაგრამ  მათმა  გამოჩენამ  მაინც  ითამაშა  გარკვეული  როლი  –  ბენიგსენმა  უკანდახევა გადაწყვიტა  და  დატოვა  კიდეც  ბრძოლის  ველი.
    უკვე  ღამე  იყო,  როდესაც  ეს  მოხდა.  ზამთარში  ადრე ღამდება, და  ნაპოლეონს  უკვე  შეეძლო  განვლილი  ბრძოლის  პირველი  შედეგები შეეჯამებინა.  იმპერატორისთვის  მაინცდამაინც  არცთუ  გასახარად,  ეს შედეგები  შორს  იყვნენ  იმისაგან,  რასაც  იგი  ისახავდა  და  მოელოდა. ყოველ  შემთხვევაში,  ეილაუ  ის  თავბრუდამხვევი  გამარჯვება  სულაც არ  იყო,  რომელსაც  დამარცხებული  მოწინააღმდეგე  დაუყოვნებლივ  ზავის  თხოვნას  მოაყოლებს  ხოლმე,  რუსებმა  უამრავი  მეომარი  დაკარგეს, უკანაც  დაიხიეს,  მაგრამ  განადგურება  თავიდან  აიცილეს  და  მომაგალი შერკინებისათვის  საბრძოლო  სულიც  შეინარჩუნეს  და,  ასე  გასინჯეთ, ძალაც. 
    ნაპოლეონი  სხვებზე  უკეთ  ატყობდა  ამას.  ეილაუ  პირველი  დიდი  ბრძოლა  იყო  მის  კარიერაში,  რომელიც  მოწინააღმდეგის  განადგურებით  არ  დასრულდა  (კვიმატი  ენის  პატრონი  ტალეირანი  ეილაუს ფრანგების  „ცოტაოდენ  გამარჯვებას“  უწოდებდა).  ასე  იყო  თუ  ისე, 1807  წლის  8  თებერვლის  სისხლიანი  შერკინებისათვის  სხვა  სახელის დარქმევა,  მართლაც,  ძნელი  იყო.  როგორც  ყველა  ერთპიროვნულ  მმართველსა  და  დიქტატორს  სჩვევია  ხოლმე,  ნაპოლეონიც  პრესტიჟის  საკითხს  ყველაზე  წინ  აყენებდა  და  იმაზე  ზრუნავდა,  რომ  მისი,  როგორც მარად  გამარჯვების  მომტანი  მხედართმთავრის  სახელი  ოდნავადაც  არ შებღალულიყო.  ასეთი  „პოლიტიკური“  მოსაზრებების  გამო  მან  მთელი 9  დღე  გაატარა  თავის  არმიასთან  ერთად  ეილაუს  გველზე  –  აქაოდა რუსები  გაიქცნენ  და  ბრძოლის  ველი  მე  დამრჩაო:  შიშისაგან  გატრუნულ  ეგროპას  ისეთი  ცნობები  უნდა  მიეღო,  როგორსაც  აქამდე  იღებდა და  როგორსაც  შეჩვეული  იყო.
    ბენიგსენი,  რომელიც  იმის  გამო,  რომ  ეილაუსთან  განადგურებას  ასცდა,  თავს  გმირად  თვლიდა  და  მომავალი  ბრძოლების  მოლოდინში  იყო.  მან  თავისი  ბაზებისაკენ  დაიხია,  უზარმაზარი  ზარალის  შევსება  გადაწყვიტა  (რუსებმა  ეილაუში  30  ათასამდე  მეომარი  დაკარგეს!) და  მოსახერხებ  მომენტში  საომარი  მოქმედების  განახლებას  ვარაუდობდა.  მისგან  განსხვავებით  ნაპოლეონს  იმ  დროს  საომარი  მოქმედების განახლება  არც  სურდა  და  არც  აწყობდა.  საით  უნღა  გაჰყოლოდა  იგი ბენიგსენს  –  თოვლიან  და  ტყიან  მხარეში?  ამით  ხომ  კიდევ  უფრო  დაშორდებოდა  საკუთარ  ბაზებს?  მერედა  ვინ  წაეყვანა  თან,  დაღლილ-დაქანცული  და  გვარიანად  შეთხელებული  არმია?  არ  ივარგებდა  ასე,  ფიქრობდა  იმპერატორი,  ევროპის  ეს  ნაწილი  სულაც  არ  იყო  ზამთრის  კამპანიისთვის  მოსახერხებელი,  ამიტომ  მოცდა  იყო  საჭირო,  დროის  მოგება,  ძალთა  გადაჯგუფება.  ამიტომ  საომარი  ოპერაციები  უნდა  შეწყვეტილიყო,  ასკვნიდა  იგი.  ერთი  თვის  წინ,  ზამთრის  პირველ  თვეს,  პულტუსკის  ბრძოლის  შემდეგაც  ასე  ასკვნიდა  იმპერატორი,  მაგრამ  ომში მარტო  ერთი  მხარის  გადაწყვეტილება  ყველაფერს  როდი  ნიშნავს.  რუსებმა  არც  ზამთარს  მოხედეს  და  არც  ტყეებსა  და  ღრეებს  –  იანვრის ბოლოს  მათ  უეცარი  შეტევა  წამოიწყეს  ტორნისა  და  დანციგის  მიმართულებით.  ამ  გამოწვევაზე  უარის  თქმა  ნაპოლეონს  არ  შეეძლო  –  როცა  მოწინააღმდეგე  გიტევს,  მაშინ  ამინდსა  და  წელიწადის  დროს  ყურადღებას  ვეღარ  მიაქცევ.  გამოწვევის  მიღებას  ეილაუს  ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა.  ამ  ხოცვა-ჟლეტამ  რუსებს,  მართალია,  ჩანაფიქრი  ვერ  შეუსრულა,  მათ  უკანაც  დაიხიეს  და  უამრავი  ხალხიც  დაკარგეს,  მაგრამ  ნაპოლეონიც  ვერ  გაექცეოდა  სინამდვილეს:  ფრანგების  მიერ  მოპოვებულ გამარჯვებას  დიდად  შთამბეჭდავი  აშკარად  არ  ეთქმოდა.  ამიტომ, ფრანგთა  იმპერატორს  ახლა  ისევ  დროის  მოგება  სჭირდებოდა  –  ჯარის შესავსებად,  სურსათ-სანოვაგის  მოსამარაგებლად  და,  საერთოდ, გამოსაზამთრებლად.  შექმნილ  ვითარებაში  დროის  მოგება  ყველაზე უკეთ  დიპლომატიური  გააქტიურებით  შეიძლებოდა.
    საით  უნდა  მიემართა  თავისი  ძალისხმევა  ნაპოლეონს?  „მოვსინჯოთ“  ვარიანტები.  რუსები  შერიგების  სურვილს  არ  გამოხატავდნენ  – ეილაუსთან  შეუპოვარი  ბრძოლის  შემდეგ  მათ  სარდლობას  უკეთესი  მომავლის  იმედი  ჩაესახა,  და  ამიტომ  ეს  ქვეყანა  ზავზე  არ  მიდიოდა.  ამასთან  ერთად  ნაპოლეონმა  იცოდა,  რომ  საომარი  მოქმედების  წარმოების პარალელურად  რუსები  მოკავშირეებსაც  გამალებით  ეძებდნენ  და  რომ მათი  ძალისხმევა  უპირატესად  ავსტრიისკენ  იყო  მიმართული. ნაპოლეონისაგან  მძიმედ  დაზარალებული  ჰაბსბურგთა  იმპერია, თუ  მის  წინააღმდეგ  წარმატებული  ბრძოლის  რაიმე  შანსს  დაინახავდა, რასაკვირველია,  უკან  არ  დაიხევდა  და  რუსებს  გვერდში  ამოუდგებოდა. პრუსია  გაცილებით  უარეს  დღეში  იყო  და  ისიც  მოხარული  იქნებოდა საძულველ  მტერს  დაპირისპირებოდა,  მაგრამ  იმდენად  იყო  1806  წელს განადგურებული,  რომ  ჯერ  ამას,  ალბათ,  ვერ  შეძლებდა.  რაც  შეეხებოდა ინგლისელებს,  ისინი,  რა  თქმა  უნდა,  ნაპოლეონის  მოწინააღმდეგის მხარეს  დაიჭერდნენ,  მაგრამ  ვინაიდან,  რუსთა  ცალმხრივი  ძალისხმევის იმედი  არ  ჰქონდათ,  იმხანად  თავს  დიდად  არ  გამოიდებდნენ.  ამიტომ  მოსალოდნელი  იყო,  რომ  მოწინააღმდეგეებს  შორის  ძირითადი  დიპლომატიური  ბრძოლა  ავსტრიის  გადაბირებისთვის  გაშლილიყო.
    პირველი  ნაბიჯი  ნაპოლეონმა  გადადგა.  მან  ავსტრიას  ანტირუსული  კავშირი  შესთავაზა.  თუ  ჰაბსბურგების  იმპერია  მიმდინარე  ომში საფრანგეთის  მხარეზე  გამოვიდოდა,  ამცნობდა  ნაპოლეონი  ავსტრიის იმპერატორს.  მაშინ  მას  მდიდარი  ანაზღაურება  ელოდა  აღმოსავლეთში –  დუნაის  ქვემო  წელსა  და  მის  შესართავში.  ასეთ  შემთხვევაში  საფრანგეთი  ყველაფერს  გააკეთებდა  იმისათვის,  რომ  ვენას  რუსების  დიდი ხნის  სამიზნე  –  ვლახეთი  და  ბესარაბია  თავად  დაესაკუთრებინა.
    ფრანგთა  იმპერატორის  წინადადება  ვენისათვის  მოულოდნელი აღმოჩნდა.  რას  მისცემდა  ამ  ქვეყანას  თავისი  დაუძინებელი  მტრის  მხარეზე  მოულოდნელი  გამოსვლა?  დააკმაყოფილებდა  კი  „ვერაგი  კორსიკელი“  რუსებზე  გამარჯვების  შემთხვევაში  აგსტრიელთა  მოთხოვნებს? დაუბრუნებდა  კი  ადრე  წართმეულ  ტერიტორიებს?  ძალიან  საეჭვო  იყო. დუნაისპირა  სამთავროების  მისაკუთრებით  კი  ავსტრია  დიდი  ხნით  გადაიკიდებდა  თავის  ყოფილ  მოკავშირე  რუსეთს  და  მასთან  ერთად  თურქეთსა  და  ინგლისს.  ღირდა  ასეთ  რისკზე  წასვლა?  არა  –  გადაწყვიტეს ვენაში  და  ნაპოლეონს  ერთობ  ბუნდოვანი  და  არაფრისმთქმელი  პასუხი გაუგზავნეს.  ფრანგთა  იმპერატორი  მიხვდა,  რომ  ვენას  მისი  დაპირებების  არ  სჯეროდა,  მაგრამ  ამის  თქმას  აშკარად  ვერ  ბედავდა.
    ანალოგიური  წინადადებით,  მხოლოდ  სხვა  ხასიათის  დაპირებებით,  აგსტრიელებს  რუსებმაც  მიმართეს.  აი,  ფრანგების  წინადადებებისაგან  განსხვავებით,  ავსტრიელები  რუსებისას  დიდი  გაგებით  მოეკიდნენ,  მაგრამ...  მათს  მხარეზე  გამოსვლისგანაც  თავი  შეიკავეს.  მე  იმდენი  რამ  დავკარგე  ფრანგებთან  ომებში,  ეუბნებოდა  რუსეთის  ელჩს ფრანც  ჰაბსბურგი,  რომ  კიდევ  ერთი  წარუმატებელი  ომი  კატასტროფის  მომტანი  იქნება.  მე  აუცილებლად  ვიომებ  ნაპოლეონის  წინააღმდეგ,  მაგრამ  ჯერ  არა,  მხოლოდ  მას  შემდეგ,  როცა  ძალას  მოვიკრებო. ამრიგად,  დაპირისპირებული  მხარეების  დიპლომატიური  აქტიურობა  „ავსტრიის  ფრონტზე“  უშედეგოდ  დასრულდა.  ამ  ქვეყანამ  მიმდინარე  ომში  მონაწილეობას  თავი  აარიდა.
    ნაპოლეონი  ახლა  პრუსიას  მიუბრუნდა.  მან  ამ  ქვეყნის  მეფეს ამცნო,  რომ  თუ  ამ  უკანასკნელს  სურდა  დაებრუნებინა  დაკარგული ტერიტორიების  ნაწილი  და  ღირსება,  მაშინ  რუსეთთან  უნდა  გაეწყვიტა კავშირი  და  საფრანგეთს  ამოსდგომოდა  მხარში.  ნაპოლეონისდა  გასაოცრად,  პრუსიამ  უარი  თქვა.  ევროპის  რუკიდან  ლამის  გამქრალი  პრუსია,  ერთდროს  პირველხარისხოვანი  სახელმწიფო,  ახლა  მხოლოდ  ერთი  ქალაქის,  მიტავის,  ამარა  რომ  დარჩენილიყო,  ნაპოლეონს  კავშირზე უარს  ეუბნებოდა!  ეუბნებოდა  იმიტომ,  რომ  დასაკარგი  მას  აღარაფერი ჰქონდა.  იგი  ვერ  დაუპირისპირდებოდა  რუსეთს  –  მის  ერთადერთ იმედს,  რომელიც  ტერიტორიების  დაბრუნებაშიც  დაეხმარებოდა  პრუსიას  და  ძველი  ძლიერების  აღდგენაშიც.  ნაპოლეონისაგან  კი  ასეთი  საქციელი  ძალიან  საეჭვო  იქნებოდა.
    ასე  და  ამგვარად,  ნაპოლეონის  სახელდახელო  დიპლომატიურ შეტევას  შედეგი  არ  მოუტანია  –  არც  ავსტრიამ  და  არც  პრუსიამ  მის გვერდით  დგომა  არ  ისურვეს.  იბადება  კითხვა:  მაინც  რაში  დასჭირდა ფრანგთა  იმპერატორს  ეს  უეცარი  დიპლომატიური  გააქტიურება?  დროის  მოსაგებად,  იქნება  პასუხი.  ამის  შესახებ  ხომ  ზემოთ  ვილაპარაკეთ. მაგრამ  მარტო  დროის  მოსაგებად?  განა  იმპერატორმა  არ  იცოდა,  რომ რუსებს  ისეთი  დიდი  ზარალი  მოუვიდათ  დეკემბერ-იანვარ-თებერვლის ბრძოლებში,  რომ  გვიან  გაზაფხულამდე  მაინც  ვერ  მოახერხებდნენ  საომარი  მოქმედების  განახლებას?  რასაკვირველია,  იცოდა  და  იგი  არც მოელოდა,  რომ  საომარი  მოქმედება  დაუყოვნებლივ  განახლდებოდა.  ასე რომ,  დრო  თავისთავად  იქნებოდა  მოგებული. მაგრამ  ეს  „შესვენებაც“ რომ  დროებითი  იქნებოდა!  როგორც  კი  მხარეები  ძალას  მოიკრებდნენ, ომი ხომ  განახლდებოდა!  ნაპოლეონს  კი  არ  უნდოდა  ომი  რუსეთთან. ავსტრიისა  და  (ან)  პრუსიის  საქმეში  ჩართვა  საფრანგეთის  იმპერატორს  იმიტომ  სურდა,  რომ  რუსეთზე  ფსიქოლოგიური  ზეგავლენა  მოეხდინა.  ის,  რომ  ნაპოლეონს  რუსეთთან  ომი  არ  სურდა  და  არ  აწყობდა (ყოველ  შემთხვევაში  მაშინ),  უამრავი  საბუთით  დასტურდება.  მართლაც,  რაში  უნდა  დასჭირებოდა  იმ  დროს,  კონტინენტური  სისტემის ამუშავების  დასაწყისშივე,  იმპერატორს  რუსეთთან  დაპირისპირება?
    საფრანგეთის  ჭეშმარიტი  მტერი  ინგლისი  იყო.  სწორედ  ინგლისის  წინააღმდეგ  შემოიღო  ნაპოლეონმა  კონტიტენტური  სისტემა. კონტიტენტურ  სისტემაში  მთელი  კონტინენტი  უნდა  ჩართულიყო  და პირველ  რიგში  რუსეთი.  ასეთ  პირობებში  რისთვის  დასჭირდებოდა  ნაპოლეონს  ამ  ვეებერთელა  ქვეყანასთან  სარისკო  ომის  გაგრძელება? არაფერში.  უკეთესი  არ  იქნებოდა,  თუ  ყველაფერი  უომრად,  მოლაპარაკების  მაგიდასთან  გადაწყდებოდა?  რასაკვირველია,  უკეთესი  იქნებოდა. მაგრამ,  რომ  არ  სურდა  რუსეთს  მოლაპარაკება?  ამიტომ,  თუ  ნებით  არ სურდა,  იგი  იძულებული  უნდა  გამხდარიყო,  რომ  მოესურვებინა  ასეთი მოლაპარაკება.  ამისათვის  ორად-ორი  გზა  არსებობდა:  ერთი  –  ომისა და  მეორე  –  მასზე  ფსიქოლოგიური  ზემოქმედებისა.  იმპერატორმა  მეორე  გზა  აირჩია,  მაგრამ  ომისთვის  მაინც  ემზადებოდა  –  ვინ  ვინ  და  მან მაინც  იცოდა  ომისთვის  მზადყოფნის  ფასი.
    თუ  ავსტრია,  ან  თუნდაც  პრუსია,  საფრანგეთის  მხარეზე  გამოვიდოდნენ,  მაშინ  მარტოდ  დარჩენილი  რუსეთი  ხელს  აიღებდა  შეიარაღებულ  წინააღმდეგობაზე  და  მოლაპარაკების  მაგიდას  მიუჯდებოდა. იმპერატორსაც  იმ  დროს  სხვა  არაფერი  უნდოდა.  ეს  იქიდანაც  ჩანს, რომ  ნაპოლეონმა,  ლამის  ლეგენდად  ქცეული  თავისი  სიამაყე  დროებით დაივიწყა  და  ავსტრიას.  კიდევ  ერთხელ  შესთავაზა  მოკავშირეობა! მართალია.  ეს  ცოტა  გვიან  მოხდა,  არა  თებერვალში.  ეილაუს  ბრძოლის  დამთავრებისთანავე,  არამედ  აპრილის  ბოლოს,  როცა  მას  გაზაფხულის  კამპანიისათვის  ჯარი  უკვე  გამზადებული  და  გადაჯგუფებული ჰყავდა,  მაგრამ  იმპერატორმა  ამით  კიდევ  ერთხელ  სცადა  რუსეთზე ფსიქოლოგიური  ზეწოლის  მოხდენა.  ავსტრიელებისთვის  უკანასკნელი მოთხოვნის  წაყენება  ნაპოლეონმა  ტალეირანს  დაავალა.  კორსიკელი, ეტყობა,  ბოლომდე  მაინც  ვერ  მოერია  თავის  სიამაყეს  და  მინისტრს ხაზგასმით  უთხრა:  იმპერატორ  ფრანცს  გადაეცით,  რომ  ან  დადოს  კავშირი  საფრანგეთთან,  ან  არა  და  მე  სხვა  გამოსავალს  მოვნახავ  და  მოკავშირეს  სხვაგან  ვიპოვიო.
    შეშფოთებულმა  ავსტრიელებმა  თავად  მონახეს  „გამოსავალი“. მათ  თავიანთი  ტრადიციული  დიპლომატიური  ხერხი  იხმარეს  და  შუამავლობა  შესთავაზეს  დაპირისპირებულ  მხარეებს.  ვენამ  საგანგებო კონგრესის  მოწყობა  აიღო  თავის  თავზე,  სხვათაშორის,  ინგლისის მონაწილეობით.  ვენის  ასეთი  ნაბიჯი  სიტუაციას  ცვლიდა.  ნაპოლეონს სრულებით  არ  აწყობდა  ასეთ  ფართომასშტაბიან  სამშვიდობო  კონგრესში  მონაწილეობა.  არათუ  მონაწილეობა,  ნაპოლეონს  თვით  ასეთი  კონგრესის  გამართვის  ფაქტიც  კი  არ  აწყობდა.  იქ  ხომ  მისი  მოწინააღმდეგენი  ერთად  მოიყრიდნენ  თავს  და...  ხელადაც  გამონახავდნენ  ერთმანეთთან  საერთო  ენას!  რა  თქმა  უნდა,  ნაპოლეონის  წინააღმდეგ.
    კონგრესისადმი  აშკარად  უარყოფითი დამოკიდებულების  მიუხედავად,  ნაპოლეონმა  თანხმობა  განაცხადა  ავსტრიელთა  წინადადებაზე.  თანხმობა  კი  განაცხადა,  მაგრამ  თავის  საგარეო  საქმეთა  მინისტრს ფარულად  დაავალა,  რომ  ყოველმხრივ  გაეჭიანურებინა  კონგრესისწინა მოსამზადებელი:  პერიოდი,  იმპერატორი  სხვა  დიპლომატიურ  სვლას  ამზადებდა  და  აგსტრიელების  მიერ  მოწყობილ  შეხვედრაში  მონაწილეობა არაფერში  სჭირდებოდა.  თუ  რა  სვლა  იყო  ეს,  მაშინ  გამოჩნდა,  როდესაც  ნაპოლეონმა  დაზავების  წინადადება  უშუალოდ  რუსთა  მთავარსარდალ  ლეონტი  ბენიგსენს  გაუგზავნა.  ბენიგსენის  პასუხი  მოკლე  იყო  – ჩემმა  ხელმწიფემ  მე  აქ  მოსალაპარაკებლად  კი  არა,  საომრად  გამომგზავნაო.  წრე  შეიკრა  –  ნაპოლეონმა  თავის  მხრივ  ყველაფერი  იღონა დაზავების  მისაღწევად,  მაგრამ  არაფერი  გამოუვიდა,  ყველაფერი  რუსეთზე  ტყდებოდა  –  ამ  ქვეყანას  ომი  უნდოდა.  როგორც  ჩანდა,  საქმე უსისხლოდ  არ  გათავდებოდა.  ბენიგსენი  ისე  აგულიანებდა  თავის  ხელმწიფეს,  რომ  ამ  უკანასკნელმა  დაიჯერა  მოსალოდნელი  წარმატების გარდუვალობა  და  მომავალს  სრულიად  დაიმედებული  შეჰყურებდა.  რა იცოდნენ  ალექსანდრე  პავლეს  ძემ  და  ლეონტი  ბენიგსენმა,  თუ  როგორ ინანებდნენ  ცოტა  ხანში  თავიანთ  წინდაუხედაობას.
    ცოტა  ხანში  რუსებს  ომის  გაგრძელების  ახალი  სტიმული  მიეცათ:  1807  წლის  25  აპრილს  მათმა  ხელმწიფემ  და  პრუსიის  მეფემ  ბარტენშტაინში  ახალი  სამოკავშირეო  ხელშეკრულება  გააფორმეს,  რომლის  თანახმადაც,  მხარეები  ვალდებულებას  იღებდნენ.  არ  დაედოთ  ზავი  ნაპოლეონთან  მანამდე,  სანამ  ეს  უკანასკნელი  რაინს  იქით  არ  დაიხევდა!  ამავე  დროს,  უავგუსტოესმა  მონარქებმა  თავიანთ  სხვა  ევროპელ თანამოძმეებსაც  მოუწოდეს  შეერთებოდნენ  მათს  კავშირს  და  ერთობლივად  გაელაშქრათ  მოძალადის  წინააღმდეგ.
    ეს  მოწოდება  ეულად  გაისმა  –  მას,  იმ  დროს,  მომხრეები  არ გამოუჩნდა.  მართლაც,  1807  წელს,  ნაპოლეონის  ძლიერების  ზენიტში, ვინ  წავიდოდა  ისეთ  რისკზე,  რომ  აშკარად  აღემართა  ხელი  „ევროპის მომტაცებელზე“?  ავსტრია  1805  წლის  კატასტროფის  შემდეგ  ჯერაც არ  იყო  გონს  მოსული,  შვედეთი  სუსტი  იყო  და  არაფერი  შეეძლო,  პრუსია,  ბარტენშტაინის  შეთანხმების  ერთ-ერთი  მონაწილე,  გეოგრაფიულ რუკაზე  აღარც  არსებობდა  –  იგი  მასზე  მხოლოს  ერთი  ქალაქით  იყო წარმოდგენილი...  რჩებოდა  მხოლოდ  რუსეთი,  რომელსაც  მარტოს  უნდა  ეზიდა  ნაპოლეონთან  ომის  მძიმე  ტვირთი.  ეტყობა  მოვლენების  ასეთი  განვითარება  იმდენად,  უპერსპექტივო  ჩანდა,  რომ  თვით  ინგლისმაც კი  თავი  შეიკავა  რუსთა  ჩანაფიქრის  ფინანსირებისაგან  –  მან  რუსეთს უარი  უთხრა  150-მილიონიან  სესხზე.  ლონდონელ  ბანკირებს  ფული ზღვისა  და  წყლის  გავლით  კი  მოსდიოდათ,  მაგრამ  მათი  წყალში  ჩაყრა როდი  ეხალისებოდათ.
    ასეთი  დიპლომატიური  წარუმატებლობის  მიუხედავად  მეფე ალექსანდრემ  ფარ-ხმალი  არ  დაყარა  და  მარტომ  ჯიუტად  გააგრძელა ბედის  ძიება  ნაპოლეონთან  პაექრობაში. მეფის  გასაჭირს  ნაპოლეონმა,  თავის  მხრივ,  კიდევ  სხვა  დაუმატა.  იმპერატორი  იმ  დროს  ვარშავაში  კი  არა,  აღმოსავლეთ  პრუსიის საზღვარზე,  თავისი  ჯარის  ბანაკში,  ქალაქ  ოსტეროდესთან  იმყოფებოდა  და  პირდაპირ  „ცხელი  წერტილიდან“  ხელმძღვანელობდა  ახალ  დიპლომატიურ  შეტევას  რუსეთზე.  ბუონაპარტემ  გენერალ  სებასტიანის მისია  გაგზავნა  სტამბოლს  სულთან  სელიმ  მესამესთან.  გენერალმა  სელიმს  ფრანგთა  იმპერატორის  წერილი  მიართვა  და  სიტყვიერი  დანაბარებიც  გადასცა.  ნაპოლეონი  ოქროს  მთებს  ჰპირდებოდა  სულთანს,  თუ იგი  რუსეთთან  ომში  ჩაებმებოდა.  ეს  წერილი  სელიმს  პარიზიდან  რომ მიეღო,  იქნებ  არც  დაეგდო  ყური  ნაპოლეონის  რჩევისათვის.  მაგრამ,  ვინაიდან,  ეეროპის  მბრძანებელი  რუსეთის  საზღვრის  სიახლოვიდან  უგზავნიდა  მას  ასეთ  წერილს,  თანაც  თავისი  მძლეთამძლე  არმიით  გარშემორტყმული,  ძნელი  იყო  ცდუნებისთვის  გაეძლო  და  ფეხი  არ  აეწყო იდეის  ავტორისთვის.  მართლაც,  სულ  მალე,  სელიმმა  შეუსრულა  ნაპოლეონს  „თხოვნა“  და  ომი  გამოუცხადა  რუსეთს.  ასე  გაუხსნა  ეშმაკმა კორსიკელმა  ახალი  ფრონტი  თავის  ჩრდილოელ  მოწინააღმდეგეს.
    ნაპოლეონი  მიღწეულით  არ  დაკმაყოფილდა  –  მისი  ღიპლომატიური  შეტევა  რუსეთის  სამხრეთის  საზღვრების  მიმართულებით  გაგრძელდა.  კერძოდ,  სებასტიანის  მისიას  ოსმალეთში  მან  ანალოგიური დანიშნულების  ელჩობა  მოაყოლა  სპარსეთში,  მისიას  თეირანში  გენერალი  გარდანი  ედგა  სათავეში.  მის  მთავარ  ამოცანას  რუსეთსა  და  სპარსეთს  შორის  არსებული  დამაბულობის  შემდგომი  გაღვივება  წარმოადგენდა.  უკეთეს  შემთხვევაში  გარდანს  რუსეთ-სპარსეთის  ომის  პროვოცირება  უნდა  მოეხდინა.  ისევე,  როგორც  ოსმალეთის  სულთანს,  ნაპოლეონმა  შაჰსაც  აახლა  წერილი.  იგი  სპარსეთის  მბრძანებელს  ჯერ  თავისი  გამარჯვებების  ამბებს  აუწყებდა,  შემდეგ  კი  რუსეთის  წინააღმდეგ გალაშქრებას  სთხოვდა.  თხოვნას  იგი  ფულისა  და  იარაღის  მიწოდების დაპირებით  უმაგრებდა  ზურგს.  სპარსეთის  ხელისუფალნი  სიხარულით დაეთანხმნენ  ფრანგთა იმპერატორის  წინადადებას  და  რუსეთის წინააღმდეგ  ომისათვის  დაიწყეს  მზადება.
    ომისათვის  თვითონ  ნაპოლეონიც  ემზადებოდა  და  ემზადებოდა გაცხოველებით.  მისი  ბრძანებით  პოლონეთისა  და  აღმოსავლეთ  პრუსიისაკენ  ფრანგთა  ახალ-ახალი  საჯარისო  შენაერთები  მიემართებოდნენ. იქითკენ  მიდიოდა  ტრანსპორტიც  –  იარაღით,  აღჭურვილობითა  და სურსათ-სანოვაგით  დატვირთული.  მოკლედ,  იმპერატორი  ისე  ემზადებოდა,  როგორც  ყოველთვის  –  ითვალისწინებდა  ყოველ  წვრილმანს, ყოველ  დეტალს,  და  ნელ-ნელა,  მაგრამ  საიმედოდ  ქსოვდა იმ  ბადეს, რომელშიც  რუსთა  არმია  უნდა  გაეხვია.
    ზაფხულის  კამპანიის  დაწყების  წინ  ნაპოლეონმა  პირველი  რიგის  ამოცანად  ზურგის  გამაგრება  დაისახა.  ამ  მიზნით  მან  ბალტიისპირა  ძლიერ  ციხე-ქალაქ  დანციგს  ალყა  შემოარტყა.  ქალაქს  პრუსიელთა და  რუსთა  შენაერთები  იცავდნენ.  იგი  ზურგში  მოღერებული  ხანჯალივით  ექნებოდა  ფრანგულ  ჯარს  აღმოსავლეთში  განახლებული  საომარი მოქმედების  დაწყების  შემთხვევაში.  ამიტომ  ამ  ქალაქის  აღებას  დიდი მნიშვნელობა  ჰქონდა.
დანციგის  ალყას  მარშალი  ლეფევრი  მეთაურობდა  –  ნაპოლეონის  ძველი  თანამებრძოლი.  ერთობ  მამაცი,  მაგრამ  მხედართმთაგრული ნიჭით  არცთუ  უხვად  დაჯილდოებული  მეომარი,  მხოლოდ  ეს  იყო  მიზეხი,  თუ  კიდევ  ის,  რომ  ლეფევრის  არმიის  დიდ  ნაწილს  რაინის  კავშირის  გერმანული  შენაერთები  შეადგენდნენ,  რომელთაც  დიდად  არ  ეხალისებოდათ  თავიანთ  პრუსიელ  ძმებთან  შებრძოლება,  დანამდვილებით ვერ  ვიტყვით,  მაგრამ  ის,  რომ  ალყა  გაჭიანურდა.  ფაქტი  იყო.  საქმის ასეთი  შემოტრიალებით  უკმაყოფილო  ნაპოლეონმა  ისარგებლა  დროები-თი  შესვენებით  ბრძოლის  მთავარ  ასპარეზზე  და  ლეფევრს  მორტიესა და  ლანის  „წმინდა  ფრანგული“  კორპუსები  მიაშველა.  შედეგმაც  არ  დააყოვნა  –  24  მაისისათვის  დანციგი  უკვე  მის  ხელთ  იყო  (იმპერატორმა მაინც  არ  დასწყვიტა  გული  ლეფევრს  და  ძველ  მეგობარს  დანციგის ჰერცოგის  ტიტული  უბოძა).
    საომარი  მოქმედების  განახლებისათვის  ბენიგსენიც  გამალებით ემზადებოდა.  დასაწყისისათვის  მან  ჯარი  დამატებითი  შენაერთებით  შეავსო,  შემდეგ  კი  ჰეილსბერგის  შემაღლებაზე  ძლიერი  სამხედრო  ბანაკი მოაწყო,  რომელიც  მისი  შემდგომი  ოპერაციების  ცენტრი  უნდა  გამხდარიყო. 
    საომარი  მოქმედება  4  ივნისს  განახლდა.  განახლდა  რუსების შეტევით,  მაგრამ  მათ  ცუდად  შეარჩიეს  მომენტი:  შეტევაზე  ისინი  მაშინ  გადავიდნენ,  როცა  დანციგი  უკვე  ფრანგების  ხელში  იყო  და  იქიდან გამოთავისუფლებული  ჯარი  ფრონტის  ძირითად  უბანზე  იმყოფებოდა. და  მაინც,  დასაწყისში,  რუსებმა  წინ  წაიწიეს.  მათ  მოახერხეს  სულტისა  და  ნეის  კორპუსების  იზოლირება  და  შემდეგ  დიდი  ძალების  ამ  უკანასკნელის  წინააღმდეგ  კონცენტრირება.
    ლამის  ალყაში  მოქცეულ  ნეის  ჯერ  ბაგრატიონის  ავანგარდმა შეუტია, შემდეგ  კი  რუსთა  ძირითადმა  ძალებმა.  ამ  მძიმე  ვითარებაში ნეიმ  ჭეშმარიტი  გმირობა  და  მხერადთმთავრული  ოსტატობა  გამოავლინა:  სისხლისმღგრელ  ბრძოლებში  მან  კარგა  ხანს  გაუძლო  დიდად  აღმატებულ  მტერს  და  უკან  მხოლოდ  მაშინ  დაიხია,  როცა  თავდაცვის ყველა  შესაძლებლობა  ამოწურა.  ორი  დიდებული  მეომრის  –  ნეისა  და ბაგრატიონის  ეს  შეუპოვარი  შერკინება  თითქოს  ამ  უკანასკნელის  სასარგებლოდ  დასრულდა  –  ნეიმ  უკან  დაიხია.  მაგრამ,  როგორც  მალე გამოირკვა,  ეს  „ადგილობრივი  მნიშვნელობის“  წარმატება  ყოფილა. საქმე  ის  იყო,  რომ  თავგანწირული  წინააღმდეგობის  გაწევით  ნეიმ  და მისმა  კორპუსმა  თითქმის  მთელი  რუსის  ჯარი  შეიჩერეს  ფრონტის  იმ უბანზე  და  იმპერატორს  დროის  მოგების  საშუალება  მისცეს:  ნაპოლეონმა  სწრაფად  მოუყარა  თავი  ძირითად  ძალებს  და  მოწინააღმდეგისაკენ გაეშურა. 
    ნეის  კორპუსის  გააფთრებულმა  წინააღმდეგობამ  ბენიგსენს  განზრახვა  ჩაუშალა.  იგი  ვარაუდობდა,  როზ  მოასწრებდა  ფრანგების  იზოლირებული  კორპუსების  განადგურებას  მანამ,  სანამ  ფრანგთა  ძირითადი  ძალები  მოვიდოდნენ.  ახლა  კი,  როცა  ეს  ძალები  მოვიდნენ,  რუსთა მთავარსარდალმა  უკანდახევა  და  ჰეილსბერგის  გამაგრებებს  ამოფარება არჩია. 
    10  და  11  ივნისს  ჰეილსბერგთან  მძაფრი  ბრძოლა  გაიმართა.  ნაპოლეონი  მოწინააღმდეგის  გამაგრებული  პოზიციიდან  გამოდევნას  ცდილობდა,  რათა  იგი  ფრიდლანდისკენ  უკუეგდო.  იქ  რუსებს  გაშლილ  ადგილმდებარეობაზე  მოუწევდათ  ბრძოლა,  რაც,  ცხადია,  მათ  თავდაცვას გაუძნელებდათ.  მაგრამ,  ჰეილსბერგთან  რუსებმა  შეუპოვარი  წინააღმდეგობა  გაუწიეს  ფრანგებს  და  კარგა  ხანს  არ  მისცეს  შესაძლებლობა მათი  გამაგრებული  ხაზი  დაეკავებინათ.  ამ  ბრძოლებში  კვლავ  გამოიჩინა  თავი  პეტრე  ბაგრატიონმა,  რომელიც  თავდაცვის  ძირითად  უბანს  მეთაურობდა. 
    ბრძოლაში  გარდატეხა  მაშინ  მოხდა,  როცა  ნაპოლეონმა  დავუს გაძლიერებული  კორპუსი  ეილაუს  მიმართულებით  გაგზავნა  და  რუსებს გარსშემოვლის  საფრთხე  შეუქმნა.  ასეთი  პერსპექტივით  შეშფოთებულმა  ბენიგსენმა  უკანდახევა  ბრძანა  და  რუსთა  ჯარმაც  მიატოვა  ასეთი წვალებით  აგებული  თავდაცვის  ზღუდე. ბენიგსენი  ცუდ  დღეში  ჩავარდა.  ოპერატიული  ვითარება  ისეთი იყო,  რომ  მას  უკან,  აღმოსავლეთისაკენ  უნდა  დაეხია,  გუმბინენისა  და სულაც  კოვნოს  მიმართულებით.  მაგრამ  მაშინ  სრულიად  დაუცველი დარჩებოდა  აღმოსავლეთ  პრუსიის  მთავარი  ქალაქი  კენიგსბერგი.  ეს უკანასკნელი  პრუსიის  მეფის  ბოლო  დასაყრდენი  პუნქტი  იყო  და  მისი ბედის  ანაბარად  მიტოვება  მძიმე  პოლიტიკურ  შედეგს  მოიტანდა.  ამიტომ  რუსთა  მთავარსარდალმა  ერთი  პირობა  კენიგსბერგისკენ  გასვლა სცადა  (იქ  უამრავი  სურსათ-სანოვაგე  და  ტყვია-წამალიც  ინახებოდა), მაგრამ  როცა  შეატყო,  რომ  ფრანგებს  კენიგსბერგის  გზა  უკვე  გადაჭრილი  ჰქონდათ,  მარში  შეწყვიტა  და  ფრიდლანდისაკენ  გაემართა.  „გამოეხმაურა“  რა  ბენიგსენის  მოძრაობას  კენიგსბერგისაკენ,  ნაპოლეონმა ამ  ქალაქის  მიმართულებით  დაგუს,  სულტისა  და  მიურატის  კორპუსები გაგზავნა,  ფრიდლანდთან  კი,  არმიის  მარჯვენა  ფლანგზე,  მან  ლანის შენაერთი  დატოვა.  ვინკიდან  ბენიგსენმა  „გზაში  შეცვალა“  თავისი  გადაწყვეტილება  და  უკან,  ფრიდლანდისკენ  წაგიდა,  ნაპოლეონი  „ასცდა“ ბენიგსენს  და  ამ  უკანასკნელს  ფრიდლანდთან  მხოლოდ  ლანის  კორპუსი დახვდა.  ასე  აღმოჩნდა  მონტებელოს  ჰერცოგი  თავისი  26  ათასი  ჯარისკაცითურთ  რუსების  მთელი  არმიის  პირისპირ  (ამ  არმიაში  იმ  დროს 70  ათასი  მეომარი  იყო).
    ლანმა  წამსვე  აფრინა  იმპერატორთან  მაცნე  და  შეატყობინა, რომ  რუსთა  არმია  ფრიდლანდთან  იმყოფებოდა,  თვითონ  კი  საბრძოლველად  გაემზადა.  ლანმა  მარჯვედ  შეარჩია  პოზიცია  მდინარე  ალეს  მარცხენა  ნაპირზე.  მან  მოხერხებულად  გამოიყენა  ტყითა  და  ტბებით  დაფარული  ადგილები  და  მტერს  კარგად  დაცულ  პოზიციაზე  შეეგება. ბრძოლა  დილაუთენია  დაიწყო.  ბენიგსენმა  ალეს  მარცხენა ნაპირზე  გადაიყვანა  ძირითადი  ძალები  და  ლანს  შეუტია.  ლანი  ჩვეული ოსტატობით  იცავდა  თაგს  და  მოწინააღმდეგეს  სიმრავლის  გამოყენების შესაძლებლობას  არ  აძლევდა.  გაგულისებული  ბენიგსენი  ბრძოლაში ახალ  და  ახალ  შენაერთებს  აბამდა,  მაგრამ  გმირულად  მებრძოლ  მარშალს  ვერაფერს  უხერხებდა,  ბოლოს,  როცა  ბენიგსენმა  რუსთა  მთელი არმია  ალეს  მარცხენა  ნაპირზე  გადაიყვანა,  ნაპოლეონიც  გამოჩნდა.  მას თან  გვარდია  ახლდა,  ხოლო  უკან  ნეის,  ვიქტორისა  და  მორტიეს  კორპუსები  მოჰყვებოდნენ.
    იმპერატორს  ლანის  პატაკი  და  პოზიციებზე  თვალის  ერთი  შევლება  ეყო,  რომ  ვითარებაში  გარკვეულიყო,  მან  მაშინვე  შეამჩნია  რუსთა  პოზიციის  სისუსტე  –  მათი  არმიის  ზურგში  წყალუხვი  ალე  მოედინებოდა. 
    ნაპოლეონმა  გადაწყვიტა,  დაუყოვნებლივ  შეეტია  რუსთა  მარცხენა  ფრთისათვის,  იქ  გაერღვია  მათი  თავდაცვითი  ხაზი,  აეღო  ქალაქფრიდლანდი  და  იზოლაციაში  მოექცია  მოწინააღმდეგის  მარჯვენა ფლანგი  (ალეზე  გადასასვლელი  ხიდები  მხოლოდ  ფრიდლანდში  იყო). მარშლებმა,  ერთი  პირობა,  სცადეს  გადაეთქმევინებინათ  იმპერატორისთვის  მისი  განზრახვა.  საღამოვდება,  ამბობდნენ  ისინი,  უკვე  17  საათია, უკეთესი  არ  იქნება,  თუ  ბრძოლას  დილისთვის  გადავდებთო?  არაო,  მიუგო  ნაპოლეონმა,  მოწინააღმდეგეს  ორჯერ  ერთსა  და  იმავე  შეცდომაზე  ვერ  დაიჭერ,  ამიტომ  დრო  არ  უნდა  დავკარგოთ  და  დაუყოვნებლივ უნდა  შევუტიოთ.  თანაც,  ნუ  გავიწყდებათ,  რომ  დღეს  14  ივნისია,  მარენგოსთან  ღირსსახსოვარი  გამარჯვების  დღე,  რაც  ჩვენს  ჯარისკაცებს  მხნეობას  შემატებსო.
    მთავარი  დარტყმა  ნეის  უნდა  განეხორციელებინა  –  იგი  ფრანგების  მარჯვენა  ფრთას  მეთაურობდა.  მის  წინ  ბაგრატიონი  იდგა  – რუსთა  მარცხენა  ფლანგის  სარდალი.  ნეის  მეტად  რთული  და  სახიფათო  ამოცანა  ჰქონდა  შესასრულებელი  –  მას  პირდაპირი  იერიში  უნდა მიეტანა  მოწინააღმდეგის  ძლიერ  შენაერთზე,  უკუექცია  იგი,  აეღო ფრიდლანდი  და  ხელში  ჩაეგდო  მდინარეზე  გადებული  ხიდები.  „მამაცთა  შორის  უმამაცესმა“  დიდი  წარმატებით  გადაჭრა  ეს  ამოცანა.  მან სორტლაკის  ტყიდან  შეუტია  მოწინააღმდეგეს,  მისი  ძლიერი  ცეცხლის მიუხედავად  აიღო  იმავე  დასახელების  სოფელი,  გავიდა  მდინარე  ალეზე  და  ზურგში  მოექცა  ბაგრატიონს.  თავადმა  პეტრემ  სცადა  გენერალ კოლოგრივოვის  ცხენოსანთა  დივიზიით  კონტრშეტევა.  მაგრამ  იგი წარმატებული  არ  გამოდგა.  მით  უფრო,  რომ  ნაპოლეონმა  ნეის  გვარდიის  კავალერია  და  დიუპონის  გრენადერები  მიაშველა.  საერთო  ძალებით რუსთა  თავდაცვითი  ხაზი  გარღვეულ  იქნა.
    ბაგრატიონი  უკან  იხევდა  და  ცდილობდა როგორმე  წესრიგი შეენარჩუნებინა  თავის  შენაერთებში,  მაგრამ  ეს  ძნელად  ხერხდებოდა –  მოწინააღმდეგის  ცეცხლი  ძალიან  ძლიერი  იყო  და  რუსებს  შორის უზარმაზარ  მსხვერპლს  იწვევდა.  განსაკუთრებით  აქტიურობდა  გენერალ  სენარმონის  არტილერიული  შენაერთი.  გენერალმა  36  მძიმე  ზარბაზანი  ერთ  ბატარეაში  გააერთიანა  და  რუსთა  უკუქცეულ  ნაწილებს ჯერ  300,  ხოლო  შემდეგ  150  მეტრის  სიახლოვიდან  გაუხსნა მომაკვდინებელი  ცეცხლი.  ბაგრატიონმა  დიდი  დანაკარგებით,  როგორც იქნა,  მოახერხა  ფრიდლანდამდე  მიღწევა  და  თავისი  ჯარის  ნარჩენების მდინარის  მარჯვენა  ნაპირზე  გადაყვანა.  ვინაიდან  მას  ფეხდაფეხ  ნეის მეომრები  მისდევდნენ,  თავადმა  ხიდებს  ცეცხლი  გაუჩინა  და  დაწვა. უკეთეს  დღეში  არც  რუსთა  მარჯვენა  ფრთა  იყო.  გენერალი გორჩაკოვი  (ამ  ფრთის  სარდალი)  თავიდან  კენიგსბერგის  გზაზე  გასვლასა  და  ჰაინრიხსდორფისკენ  გაჭრას  ლამობდა.  მაგრამ  მორტიესა  და გრუშის  ერთდროულ  დარტყმას  ვერ  გაუძლო  და  უკუიქცა.  სულ  მალე მას  ცენტრიდან  ლანმაც  შეუტია,  რის  შემდეგ  გორჩაკოვის  მდგომარეობა  კრიტიკული  გახდა.  გენერალს  უკანდახევა  მხოლოდ  ფრიდლანდზე გავლით  შეეძლო  –  ალეზე  გადასასვლელი  ხიდები  ხომ  მხოლოდ  ამ  ქალაქში  იყო.  მაგრამ  იმ  დროისათვის  ფრიდლანდს  უკვე  ფრანგები ფლობდნენ!  უკანდახევა  გორჩაკოვს  უმძიმეს  პირობებში  უხდებოდა  – მოწინააღმდეგე  მას  სამი  მხრიდან  უტევდა,  ხოლო  მეოთხე  –  უკანა  – მხარეს  მდინარე  ალე  მოედინებოდა.
უეჭველ  ტყვეობას  თავადმა გორჩაკოვმა  ისევ  მდინარისთვის  თავის  მოცემა  არჩია.  რუსთა  მარჯვენა ფრთის  სარდალი  და  მისი  ჯარისკაცები  ალეში  პირდაპირ,  უფონოდ გადაეშვნენ,  მოწინააღმდეგის  შეუჩერებელი  ცეცხლის  ქვეშ.  რამდენი გააღწევდა  მათგან  მეორე  ნაპირს,  ძნელი  წარმოსადგენი  არ  იქნება. დაღამდა  და  ფრანგები  უკან  აღარ  მიჰყვნენ  უკუქცეულ რუსებს. მათ  მხოლოდ  არტილერია  გაამწკრივეს  ალეს  გაყოლებაზე  და  მანამ  ესროდნენ  მოწინააღმდეგის  უკუქცეულ  შენაერთებს,  სანამ  ჭურვებს  მიაწვდენდნენ. 
კრახი  სრული  და  საშინელი  იყო.  ფრიდლანდთან  რუსეამა  ისეთივე  მარცხი  განიცადეს,  როგორც  წლინახევრის  წინ  აუსტერლიცთან. მათი  ზარალი  25  ათასს  აღემატებოდა.  დემორალიზებული  რუსი  ჯარისკაცები  აღარ  ემორჩილებოდნენ  მეთაურებს  და  აღმოსავლეთისკენ გარბოდნენ.  ბენიგსენმა  ვერც  მდინარე  პრეიგელზე  შეძლო  თავდაცვითი ზღუდის  აგება  და  ვერც  ნემანზე.  ნაპოლეონმა  პრეიგელი  გადალახა,  აიღო  ტილზიტი  და  ნემანზე  გავიდა.  წინ  რუსეთი  იყო.
ლიტერატურაში  ერთხმად  მიუთითებენ  ბენიგსენის  საბედისწერო  შეცდომაზე,  რომელიც  რუსთა  ასეთი  უმოწყალო  განადგურების  მიზეზი  გახდა.  თქმა  არ  უნდა,  ფრიდლანდთან  ბენიგსენს  ერთობ  ცუდი პოზიცია  ეკავა  –  მის  უკან  წყალუხვი  ალე  მოედინებოდა.  მაგრამ  ამ ბრძოლის  პერიპეტიების  აღმწერნი  ხშირად  ივიწყებენ.  რომ  რუს  მთავარსარდალს  ალეზე  ჯარი  ფრანგთა  ძირითად  ძალებთან  საბრძოლველად  კი  არ  გადაუყვანია  (ეს  ძალები  შორს  იყვნენ  და ბენიგსენი  არც ელოდა  მათ  ფრიდლანდთან),  არამედ  მხოლოდ  ერთი  კორპუსის  გასანადგურებლად.  თუ  იგი  მოახერხებდა  ამ  ამოცანის  შესრულებას,  რაც სავსებით  შესაძლებელი  იყო,  იგი,  რასაკვირველია,  კვლავ  უკან  გადაიყვანდა  თავის  ჯარს  და  უკეთეს  პოზიციაზე  შეხვდებოდა  მტერს.  მაგრამ ასე  არ  მოხდა.  და  არ  მოხდა  იმიტომ,  რომ  ბენიგსენის  გეგმა  ლანმა  ჩაშალა.  დიდებულმა  მეომარმა  მთელი  13  (1)  საათის  განმავლობაში  გაუძლო  სამჯერ  მეტი  მოწინააღმდეგის  შემოტევას,  შეაჩერა  იგი  იმ  დრომდე,  სანამ  იმპერატორი  მოვიდოდა,  და  შემდეგ  თავის  მთავარ  ძალებს ჩაუგდო  ხახაში. 
გვიან  ღამით  სასოწარკვეთილი  ბენიგსენი  მეფესთან  გასაგზავნ წერილს  ჩაუჯდა,  მაგრამ  კარგა  ხანს  კალამი  ვერ  აიღო  ხელში.  არ იცოდა  დროულმა  გენერალმა,  რა  მიეწერა  და  როგორ  აეხსნა  მეფისათვის,  თუ  რა  მოხდა  14  ივნისს  და  რა  მოუვიდა  მის  ასე  საუცხოოდ  მომზადებულ  ჯარს.  მიეწერა,  რომ  ეს  ჯარი  ახლა  აღარ  არსებობდა?  რომ პანიკით  მოცულმა  ჯარისკაცებმა  ყველა  და  ყველაფერი  მიატოვეს  და ნემანისკენ  იშვირეს  ფეხი?  რომ  ეს  ჯარისკაცები,  მუდამ  ასე  მორჩილნი და  უენონი,  ახლა  მეთაურებს  უღრენდნენ  და  მათ  ბრძანებებს  აღარ  ასრულებდნენ?  ვერ  მისწერდა  ამას  ლეონტი  ლეონტის  ძე  გვირგვინოსან მბრძანებელს:  უცბად,  ცხელ  გულზე  მაინც  ვერ  მისწერდა.  მაგრამ  იმას, რომ  ბრძოლა  წააგო  და  საჭირო  იყო  მოლაპარაკების  დაწყება  საომარი მოქმედების  შესაჩერებლად,  ამას  მისწერდა.  და  მისწერა  კიდეც. მისწერა  და  დაუმატა  –  საომარი  მოქმედება  რაც  შეიძლება  სწრაფად უნდა  შეწყდესო. 
სრული  სიმართლე  მეფისთვის  მის  ძმას  –  დიდ  მთავარ  კონსტანტინეს  უნდა  ეთქვა,  რომლისგანაც  არაფერი  ჰქონდა  დასამალი ლეონტი  ბენიგსენს:  კონსტანტინემ  თავისი  თვალით  იხილა  ყველაფერი. ღვთის  გულისათვის,  აუხსენით  მეფეს  ვითარება,  გააგებინეთ  მას,  რომ ეს  ომი  კი  არა,  უკვე  სასაკლაოა!  მხოლოდ  სასწრაფო  ხავის  დადება  თუ გვიხსნის  საბოლოო  განადგურებისგანო,  ეუბნებოდა  დამარცხებული მთავარსარდალი  მეფის  ძმას.  კონსტანტინე  პავლეს  ძეს  არ  სჭირდებოდა  ვინმეს  შეგულიანება.  ის  სხვებზე  ნაკლებად  არ  იყო  თავზარდაცემული.  ნაკლებად  კი  არა,  სწორედ,  სხვებზე  მეტად  იყო  წონასწორობიდან გამოსული.  პირველად  ხომ  არ  ემართებოდა  ეს  დიდ  მთავარს?  მაინც  რა ბედი  დაჰყოლია  კონსტანტინე  პავლეს  ძეს?  სადაც  შეხვდა  ფრანგებს, ყველგან  ზურგის  ჩვენებამ  მოუწია.  ჯერ  იყო  და  შვეიცარიიდან  ძლივს გამოასწრო  მასენას,  მერე,  ხუთი  წლის  შემდეგ,  აუსტერლიცის  საშინელების  მომსწრე  და  მონაწილე  გახდა,  ახლა  კი  ისევ  მოუწია  გამოქცევამ,  ოღონდ  უკვე  ფრიდლანდიდან.  არა,  ასე  გაგრძელება  აღარ  შეიძლება.  უნდა  ეთქვას  სრული  სიმართლე  მეფეს.  ძმაზე  უკეთ  ვინ  გააკეთებს ამას... 
დიდი  მთავარი  მაშინვე  გადავიდა  ნემანს  და  მეფის  სამყოფელისაკენ  გაეშურა.  მეფე  დაბნეული  დაუხვდა დიდ  მთავარს.  ალექსანდრემ უკვე  იცოდა  მომხდარის  შესახებ,  მაგრამ  არაფრით  არ  უნდოდა  დაეჯერებინა,  რომ  ახალ  ჯარს  ისეთივე  ბედი  ეწია,  როგორც  მის  წინამორბედს  წლინახევრის  წინ  აუსტერლიცთან.  საშინელი  ზარალი  ენახეთ, ეუბნებოდნენ  მეფეს  ბრძოლის  მონაწილენი,  პოლკი  არ  არის.  თავისი შემადგენლობის  2/3  რომ  არ  დაეკარგოს.  უნდა  შევწყვიტოთ  წინააღმდეგობა!  ალექსანდრე  ყოყმანობდა,  ფეხს  ითრევდა,  ყველას  რჩევას ეკითხებოდა.  რჩევას  კი  ყველანი,  გენერლებიც,  დიდმოხელენიც,  მისი ახლობლებიც,  ერთნაირს  აძლევდნენ:  ყველანი  ზავზე  წასვლას  უკიჟინებდნენ.  სხვებზე  მეტად  კონსტანტინე  პავლეს  ძე  ბობოქრობდა:  „ხელმწიფეო!  თუ  თქვენ/არ  აპირებთ  ფრანგებთან  ზავის  დადებას,  მაშინ  მიეცით  ყოველ  თქვენს  ჯარისკაცს  თითო  გატენილი  დამბაჩა  და  უბრძანეთ ტყვია  იკრან  შუბლში.  მერწმუნეთ,  შედეგი  ისეთივე  იქნება,  როგორსაც ახალი  ბრძოლა  მოგვიტანს.  ასე  კი  ბრძოლებში  გამობრძმედილ  და  უძლეველ  ფრანგულ  ჯარს  ჩვენ  რუსეთის  ჭიშკარს  გავუღებთ!“ მეფეს  ბოღმა  აღრჩობდა.  არა  და  არ  უნდოდა  ზავის  თხოვნა ბუონაპარტესათვის,  მაგრამ,  როგორც  ეტყობოდა,  სხვა  გამოსაგალი  არ იყო.  თქვენ  გესმით  რად  მიღირს  მე  ამ  გადაწყვეტილების  მიღება? სწერდა  საპასუხო  წერილში  გაგულისებული  მეფე  ბენიგსენს.  მე  თქვენ საუკეთესო  არმია  ჩაგაბარეთ,  ყველაზე  საუკეთესო,  როგორიც  კი შეიძლება  ყოფილიყო.  შედეგად  კი  რა  მივიღე?  სასტიკი  მარცხი  და დამცირება. 
დამცირება,  რომელიც  მას  ელოდა,  ყველაზე  მეტად  აღელვებდა ალექსანდრეს.  ვერ  წარმოედგინა,  როგორ  უნდა  ეთქვა  გალაღებული მოწინააღმდეგისათვის,  ბრძოლა  აღარ  შემიძლია  და  გთხოვ  საომარი მოქმედება  შეწყვიტეო.  ეს,  რა  თქმა  უნდა,  ასე  იყო,  მაგრამ  ცოტას  მაინც  აჭარბებდა  ალექსანდრე  პავლეს  ძე.  ახვეწნინებდა  ქვეშევრდომებს ზავზე  წასვლას.  თამაშობდა  ისტორიისათვის.  ესაოდა,  პირმოწმენდილი ვიყო  შთამომავლობის  წინაშე  –  ნახეთ,  არ  მინდოდა  ომის  შეწყვეტა  და სხვებმა  მაიძულესო.  ეშმაკი  კაცი  იყო  რუსთა  ხელმწიფე,  ეშმაკი  და ფრთხილი,  ამავე  დროს.  თავის  დაზღვევისათვის  აკეთებდა  ამას,  ყოველი  შემთხვევისათვის.  ვინ  იცოდა,  მომავალში  რა  მოხდებოდა?  აგერ, ხომ  „გაახსენა“  მამის  ბედი  კონსტანტინემ!  ტყუილად  კი  არა...  დაე, ისე  გამოჩნდეს,  რომ  სხვებმა  აიმულეს  მეფე  ეს  ნაბიჯი  გადაედგა.  თორემ  ისე,  შესანიშნავად  იცის  ალექსანდრე  პავლეს  ძემ,  რომ  აღარც  ჯარი  ჰყავს  და  აღარც  ომი  შეუძლია.
ერთი  იყო  მხოლოდ,  პრუსიის  მეფესთან  ვარდებოდა  უხერხულობაში  ალექსანდრე  რომანოვი.  სულ  სამი  კვირის  წინ  იყო,  ერთგულებას  რომ  ეფიცებოდა  და  ეუბნებოდა  ,კორსიკელ  ურჩხულთან“  ზავს  გამარჯვებამდე  არ  დავდებო.  მით  უფრო,  პრუსიის  გარეშეო.  ეუბნებოდა კი  არა,  საგანგებო  დოკუმენტზეც  უწერდა  ხელს  ამის  თაობაზე.  ახლა? ახლა  ზავსაც  სთხოვდა  ურჩხულს  და  პრუსიაც  არ  ახსენდებოდა.  რა გაეწყობოდა,  გადაიტანდა  როგორმე  ამ  წყენას  პრუსიის  მეფე,  გაუგებდა  უავგუსტოეს  „ძმას“.  არსებობს  სიტუაციები.  როდესაც  მარტო საკუთარი  თავის  გადარჩენაზე  უნდა  იფიქროო,  ეს  უთქვამს  მხოლოდ ალექსანდრე  პავლეს  ძეს.  როცა  ზავზე  თანხმობის  ნებას  რთავდა  ბენიგსენს.  ამ  უკანასკნელმა  მეფის  ნებართვის  მიღებისთანავე  მაცნე  აფრინა ფრანგების  ბანაკში,  არიქათ,  შევწყვიტოთ  საომარი  მოქმედებაო.  ფრანგები  უმალ  გამოეხმაურნენ  გენერლის  მოწოდებას  და  მასთან  მოსალაპარაკებლად  ლუი  პერიგორი  გაგზავნეს,  მარშალ  ბერტიეს  ადიუტანტი. ამ  ახალგაზრდა  ოფიცერს  (სხვათაშორის,  ტალეირანის  ნათესავს)  რუსთა  ბანაკში  თავი  ერთობ  ქედმაღლურად  ეჭირა  და  მთელი  სტუმრობის განმავლობაში,  მათ  შორის  მის  საპატივცემულოდ  გამართულ  სადილზეც  კი,  ქუდი  არ  მოუხდია.  გენერლები  მორჩილად  იტანდნენ  ასეთ  გამომწვევ  ქცევას.  აღნიშნავდა  შემდეგ  ამ  ამბის  მომსწრე  დენის  დავიდოვი.  ჩვენ  კი,  ახალგაზრდა  ოფიცრებს,  ბრაზისა  და  სირცხვილისაგან  სახეზე  ალმური  აგვდიოდაო.  გულში  რა  ექნებოდათ  ამ  გენერლებს,  ადვილი  ამოსაცნობია,  მაგრამ  ის,  რომ  პერიგორის  ქცევა  მათთვის  მაშინ მთავარი  არ  იყო,  უეჭველია,  მთავარი  ის  იყო,  თუ  რა  პასუხი  მოუტანა მათ  ფრანგთა  წარგზავნილმა.  პასუხი  კი,  როგორც  გამოირკვა,  საიმედო იყო:  ნაპოლეონი  ზავზე  თანხმობას  აცხადებდა.  იმ  დროს  ბენიგსენსა  და მის  კოლეგებს  მეტი  არაფერი  სურდათ.
დაზავების  პირობების  შესამუშავებლად  ტილზიტში  (ნაპოლეონის  იმდროინდელ  ადგილსამყოფელში)  თავადი  ლობანოვ-როსტოვსკი გაემართა.  მეფის  წარგზავნილი  დიდის  ამბით  მიიღეს  ფრანგებმა  –  არც პატივი  მოუკლიათ  მისთვის  და  არც  თბილი  სიტყვები  დაუშურებიათ. ბოლოს  კი  მას  თვით  იმპერატორთან  მოუწყვეს  აუდიენცია.
ბუონაპარტე  კეთილგანწყობით  შეხვდა  მოწინააღმდეგის  ემისარს.  დიდხანს  ესაუბრა  მას  და  ბოლოს  სადილზეც  მიიპატიჟა,  რომლის  განმავლობაში  საქებარი  სიტყვებით  დაიხარჯა  რუსი  ჯარისკაცების  მიმართ.  გამარჯვებული  მოწინააღმდეგისგან  ასეთი  ქება  სასიამოვნო  მოსასმენიც  იყო  თავადისათვის  და  ნაღველის  მომგვრელიც:  ბარემ აჯობებდა  პირიქით  რომ  ყოფილიყო,  მაგრამ  რა  გაეწყობოდა...
ფრანგთა  იმპერატორი  ერთთვიან  დაზავებაზე  დათანხმდა.  შეთანხმებას  ხელი  22  ივნისს  მოეწერა.  მაგრამ  ეს  მაინც  პირველი  ნაბიჯი იყო,  ომის  მხოლოდ  ერთი  თვით  შეწყვეტა.  შემდგომში  საჭირო  იქნებოდა  დაზავების  სამშვიდობო  ხელშეკრულებით  განმტკიცება.  ეს  კი  იმპერატორების  პირადი  შეხვედრისას  თუ  მოხდებოდა.  ნაპოლეონს  ასეთი შეხვედრა  დიახაც  რომ  გულით  სურდა  –  მისი  მიზანი  ხომ  რუსეთთან დაახლოება  იყო.  რუსეთთან  დაახლოება  კი  რუსეთის  მეფესთან დაახლოებით  უნდა  დაწყებულიყო.  მაგრამ,  ბუონაპარტემ  თავად  არ  გააკეთა პირველი  სვლა  –  იგი  ალექსანდრეს  დაუთმო.  ლობანოვ-როსტოვსკისთან  შეხვედრისას.  იმპერატორს  ხმა  არ  ამოუღია  რუსთა  ხელმწიფესთან შეხვედრის  თაობაზე.  სამაგიეროდ,  ალექსანდრემ  ამოიღო  ხმა.  რომანოვი  ისეთ  დღეში  იყო,  რომ  კუდაბზიკობის  დრო  და  თაგი  აღარ  ჰქონდა და  მეტოქეს  წერილი  გაუგზავნა. რუსეთსა  და  საფრანგეთს  შორის  კავშირი  მუდამ  ჩემი  ოცნება იყოო,  სწერდა  იგი  ნაპოლეონს.  თუ  პირისპირ  შევხვდებით,  შუამავლების  გარეშე,  მაშინ  იოლად  მივაღწევთ  შეთანხმებასო.  ალბათ,  ეცინებოდა  ბუონაპარტეს,  როცა  ამ  წერილს  კითხულობდა,  აუსტერლიცის  წინა დღეები  თუ  ახსენდებოდა,  ალექსანდრე  პირად  შეხვედრაზე  უარს  რომ ეუბნებოდა... 
ნაპოლეონს  „სამაგიერო“  არ  გადაუხდია  და  უარი  არ  უთქვამს მეფესთან  შეხვედრაზე.  პირიქით,  მიესალმა  მის  განზრახვას  და  ორიგინალური  წინადადებაც  შესთავაზა  –  თქვენ  რომ  „ჩემს“  ნაპირზე  გადმოსვლა  არ  დაგჭირდეთ  (დამარცხებულის  გამარჯვებულთან  გამოცხადება),  ხოლო  მე  თქვენს  ნაპირზე,  ამიტომ  ნემანის  შუაგულში  ტივს ავაგებინებ  და  ნეიტრალურ  ტერიტორიაზე  შევხვდეთო.  ეს  დიდსულოვანი  ნაბიჯი  იყო  გამარჯვებულის  მხრიდან  და  ალექსანდრემაც  უმალ ასე  შეაფასა  იგი.
ნემანზე  შეხვედრა  ისტორიული  იყო.  არა  მხოლოდ  და  არა  იმდენად  იმის  გამო,  რომ  იგი  პირველი  იყო  ორ  იმპერატორს  შორის,  არამედ  იმიტომ.  რომ  მას  ისტორიული  მნიშვნელობის  შეთანხმება  მოჰყვა. დასავლეთის  მბრძანებელი  აღმოსავლეთისას  შეხვდა  და  ამ  შეხვედრის შედეგად  ევროპაში  ახალი  ვითარება  შეიქმნა.  მაგრამ,  მოდით,  ყველაფერს  თანდათანობით  მივყვეთ.
იმპერატორები  ერთმანეთს  1807  წლის  25  ივნისს  შეხვდნენ.  ეს კარგად  ორგანიზებული  სპექტაკლი  იყო,  სწორედ  ისეთი,  როგორსაც ბუონაპარტე  მართავდა  ხოლმე.  წყალუხვი  ნემანის  შუაში  მოზრდილი ტივი  დააყენეს  და  საგანგებოდ  დაამაგრეს.  მასზე  ორი  პავილიონი  ააგეს:  ერთი,  დიდი  და  მდიდრული,  იმპერატორებისთვის,  მეორე  კი,  მომცრო,  მათი  თანმხლები  პირებისათვის.  ნაპოლეონის  მიერ  ჩაფიქრებული სცენარის  მიხედვით  მდინარის  მარცხენა  („ფრანგული“)  და  მარჯვენა („რუსული“)  ნაპირებიდან  11  საათზე  ორი  ორჩხომელი  უნდა  დაძრულიყო,  რომლებშიც  იმპერატორები  და  მათი  ამალის  წევრები  იქნებოდნენ. ნავები  ერთდროულად  უნდა  მისდგომოდნენ  ტივს  და  გვირგვინოსნებიც ერთდროულად  უნდა  ასულიყვნენ  მასზე,  რათა  ტივის  შუაში  შეხვედროდნენ  ერთმანეთს.
ცერემონია,  ძირითადად,  სცენარის  მიხედვით  წარიმართა,  ერთი მცირე  „გადახვევის“  გარდა:  ნაპოლეონის  ნავი  უფრო  ადრე  მიადგა ტივს  და  ფრანგთა  იმპერატორიც  ალექსანდრეზე  ადრე  ავიდა  მასზე.  ნაპოლეონმა  ტივი  გადაკვეთა  და  რუსთა  ხელმწიფეს  ამოსვლისას  მიეგება,  ყოფილმა  მოწინააღმდეგეებმა  ხელი  ჩამოართვეს  ერთმანეთს  და  შემდეგ,  უცბად,  გრძნობებს  აყოლილნი,  გადაეხვივნენ  კიდეც.  უავგუსტოე-სი  მონარქები  თანმხლებმა  პირებმა  დიდ  პავილიონამდე  მიაცილეს  და მარტო  დატოვეს. 
„მე  თქვენი  მდივანი  ვიქნები,  თქვენ  კი  –  ჩემი,  სხვა  არავინ დაგვჭირდება“  –  თქვა  ნაპოლეონმა.  ალექსანდრემ  თავი  დაუქნია.  „ნე-ტავ  რისთვის  ვომობთ?“  –  იკითხა  ფრანგთა  იმპერატორმა.  ალექსანდრემ  ჯერ  მხრები  აიჩეჩა,  შემდეგ  კი  მხურვალედ  წამოიძახა:  „არ  ვიცი.  მე  ისევე  მეჯავრებიან  ინგლისელები,  როგორც  თქვენ“.  „თუკი ასეა,  მაშინ  შეთანხმება  მიღწეულია“  –  გაეცინა  ნაპოლეონს.  შეხგედრა დაიწყო. 
მცირე  პავილიონში  იმპერატორთა  თანმხლებმა  პირებმა  მოიყარეს  თავი.  ფრანგების  მხრივ  იქ  იყვნენ  მიურატი,  ბერტიე,  ბესიერი,  დიუროკი  და  კოლენკური.  რუსთაგან  –  კონსტანტინე  რომანოვი,  ბენიგსენი,  თავადი  ლობანოვ-როსტოვსკი,  გრაფი  ლივენი,  გენერალი  უვაროვი და  მინისტრი  ბუდბერგი.  მდინარის  ორივე  ნაპირზე  ჯარის  ნაწილები იყო  ჩამწკრივებული.  ფრანგთაგან  ნაპოლეონის  მთელ  გვარდიას  მოეყარა  თავი,  რუსთაგან  კი  ცხენოსანთა  ორი  ასეულიც  არ  იქნებოდა.ტილზიტის  პაემანის  პირველ  მღელვარე  დღეს  მოხდენილად აღწერს  დენის  დავიდოვი  (მისმა  მოგონებებმა  ალექსანდრე  პუშკინის ქება  დაიმსახურეს  –  ეს  წიგნი  შესანიშნავადაა  დაწერილიო,  უთქვამს დიდ  პოეტს). 
დილის  11  საათი  იქნებოდა,  როცა  ხელმწიფე,  პრუსიის  მეფე,  დიდი  მთავარი  კონსტანტინე  პაგლეს  ძე  და  კიდევ  რამდენიმე  გენერალი,  რომლებიც  ხელმწიფესთან  ერთად  უნდა  ჩამსხდარიყვნენ  ორჩხომელში,  ეტლებით  გაემართნენ  ნემანის  ნაპირისკენ,  ზუსტად  ტილზიტის  მოპირდაპირე  მხარეს.  სხვა  გენერლები  და  მათი  ადიუტანტები ცხენდაცხენ  მიჰყვნენ  კორტეჟს.  პროცესია  ნაპირთან  შეჩერდა  და  ყველანი  გლეხის  ერთი  მოზრდილი  სახლის  დიდ  ოთახში  მოგროვდნენ. ხელმწიფე  ფანჯრის  სიახლოვეს  დაჯდა,  პირით  შემოსასვლელისაკენ. მან  ქუდი  მოიხადა,  ხელთათმანები  წაიძრო  და  იქვე,  მაგიდაზე  დააწყო. «მე  თვალს  არ  ვაშორებდი  ხელმწიფეს.  მეჩვენებოდა,  რომ  ის  ნაძალადევი  ღიმილით  ცდილობდა  შემოწოლილი  გრძნობების  დაფარვას.  სხვაგვარად  როგორ  შეიძლება  ყოფილიყო?  იგი  ხომ  პირისპირ  უნდა  შეხვედროდა  უდიდეს  მხედართმთავარს,  პოლიტიკოსს,  კანონშემოქმედსა და  ადმინისტრატორს,  რომლის  საოცარი,  თითქმის  საარაკო  ცხოვრება მისივე  შარავანდედის  თვალისმომჭრელი  სხივებით  იყო  გაცისკროვნებული.  ადამიანს,  რომელმაც  ორ  წელიწადში  სრულად  დაიპყრო  ევროპა,  ორჯერ  დაამარცხა  ჩვენი  არმია  და  ახლა  რუსეთის  საზღვარს  მოადგა. ნახევარი  საათიც  არ  იქნებოდა  გასული,  რომ  ოთახში  ვიღაც შემოვარდა  და  დაიძახა:  მოდის,  თქვენო  უდიდებულესობავ,  მოდის! ხელმწიფე  წამოდგა  და  ყოველგვარი  ფაციფუცის  გარეშე  აიღო  თავისი ქუდი,  აიღო  ხელთათმანები  და  დინჯი  ნაბიჯით  ოთახიდან  გავიდა. ჩვენ,  მისი  გარემომცველნი,  სახლში  არსებულ  ყველა  გასასვლელს  ვეცით,  ნაპირისკენ  გავიქეცით  და  დავინახეთ  ნაპოლეონი,  რომელიც მკვირცხლად  მოაჭენებდა  ცხენს  ძველი  გვარდიის  რიგებს  შუა.  მის გარშემო  აღფრთოვანებული  შეძახილებისა  და  მისალმებების  ისეთი  გუგუნი  იდგა,  რომ  ჩვენც  კი,  მდინარის  აქეთა  ნაპირზე  მდგომთ,  ყურებს გვიყრუებდა.  ...მაგრამ,  აი,  იმპერატორთა  ორჩხომელები  ნაპირს  მოსცილდნენ  და  მდინარის  შუაგულისაკენ  გაეშურნენ.  იმ  წუთიდან  ყველამ მზერა  საპირისპირო  ნაპირს  მიაპყრო,  იმ  ნავს,  რომელსაც  ეს  საოცარი ადამიანი  მოჰყავდა,  არნახული  და  არგაგონილი  მხედართმთავარი  ალექსანდრე  დიდისა  და  იულიუს  კეისრის  დროიდან  და  რომელთაც  იგი  ეგზომ  აღემატებოდა  ნიჭის  მრავალფეროვნებითა  და  ამდენი  განათლებული  ხალხის  დამორჩილებით  მოპოვებული  დიდებით“.
ნაპოლეონის  ნახვის  სურვილი  იმდენად  დიდი  იყო,  რომ  ნემანის რუსულ  მხარეზე  თავმოყრილი  საზოგადოება  ათასგვარ  ეშმაკობაზე  მიდიოდა,  როგორმე  რომ  თვალი  მოეკრათ  ცოცხალ  ლეგენდად  ქცეული კორსიკელისთვის.  ასე  მაგალითად.  თავადები  ვოლკონსკი  და  ლოპუხინი  პრუსიელი  გლეხების  ტანსაცმელში  გამოეწყვნენ  და  ვითომც  ნამცხვრის  გამყიდველები  იყვნენ,  ტილზიტის  ცენტრალურ  ქუჩაზე.  დადგნენ  „სავაჭროდ“,  რათა  ნაპოლეონი  დაენახათ  (რუსულმა  ბიუროკრატიულმა  მანქანამ.  რომელიც  მაშინაც  „მაღალი  ბრუნით”  მუშაობდა,  თავის  მოქალაქეებს  არ  მისცა  უფლება  მდინარის  „ფრანგთა“  მხარეს  გადასულიყვნენ,  მაშინ  როდესაც  ფრანგები  ასეთი  უფლებით  დაუბრკოლებლად  სარგებლობდნენ).  სულ  სხვა  მოსაზრებით,  მაგრამ  მსგავსი მასკარადის  ჩატარება  ინგლისის  წარმომადგენელს  რუსეთის  არმიის შტაბში  პოლკოვნიკ  რობერტ  ვილსონსაც  მოუხდა.  ამ  უკანასკნელმა კაზაკი  ოფიცრის  მუნდირი  ჩაიცვა  და  ატამან  პლატოვის  ამალაში  გაერია,  რითაც  საშუალება  მიეცა  სულ  ახლოდან  ეხილა  ბრიტანეთის  ეს მრისხანე  მოწინააღმდეგე.
ტილზიტის  პაემანის  ორკვირიანი  ციკლის  განმავლობაში  ნაპოლეონს  სისტემატიურად  დაჰყავდა  ალექსანდრე  ფრანგული  არმიის  შენაერთებში  და  მათ  ვარჯიშებსა  და  მისთვის  საგანგებოდ  მოწყობილ  აღლუმებზე  ასწრებდა.  საღამოობით  კი  მიღებები  იმართებოდა,  თუმცა  ამ უკანასკნელთ  დიდი  გასაქანი  ვერ  ეძლეოდათ,  რადგან  ადგილი,  სადაც ტილზიტი  მდებარეობდა,  ლიტვის  ერთი  მიყრუებული  და  დიდ  ქალაქებს დაშორებული  კუთხე  იყო  და  გასართობი  ადგილები  იქ  ძნელად მოიძებნებოდა. არც  ეს  აღლუმები,  არც  „მასკარადები“  და  არც  დელეგაციათა გაცვლა-გამოცვლები,  რა  თქმა  უნდა,  მთავარი  არ  იყო  იმ  ორი  კვირის განმავლობაში.  მთავარი  ის  მოლაპარაკებები  იყო,  რომელთაც  იმპერატორები  ერთმანეთთან  აწარმოებდნენ  და  რომელთაც  სახე  უნდა  ეცვალათ  ევროპისათვის.
მოლაპარაკება  კარგად  დაიწყო.  ორივე  პარტნიორი  საქმისადმი კონსტრუქციულ  მიდგომას  ამჟღავნებდა,  რაც  მომავალი  წარმატების საწინდარი  უნდა  გამხდარიყო.  მართალია,  ნაპოლეონმა  ყური  არ  ათხოვა  ალექსანდრეს  თხოვნას,  მოლაპარაკებაში  პრუსიის  მეფეც  ჩავრთოთო,  მაგრამ  რუსთა  იმპერატორს  ეს  ძალიან  არ  განუცდია  –  დრო  ბევრი  იყო  და  იგი  იმედოვნებდა,  რომ  მოლაპარაკების  მსვლელობაში  მოახერხებდა  მრისხანე  კორსიკელის  გულის  მოლბობას.  სხვაფრივ,  როგორც  ვთქვით,  ყველაფერი  რიგზე  იყო.  პარტნიორები  ერთმანეთის  კმაყოფილნი  იყვნენ  და,  რომ  იტყვიან,  თაფლად  იღვრებოდნენ.  ამასთან  ერთად,  აკვირდებოდნენ  და  სწავლობდნენ  კიდეც  ერთმანეთს  და  აზრების თუ  ვერა,  ხასიათის  ამოცნობას  მაინც  (ცდილობდნენ.
ნაპოლეონს  მაშინვე  მოეწონა  ალექსანდრე  –  ეს  დახვეწილი  მანერების  მქონე,  უაღრესად  ზრდილობიანი  და  განათლებული  კაცი.  რუსთა  მეფეს  თავი  უბრალოდ  ეჭირა,  უხერხულობას  არ  გრძნობდა  და  მის ქცევაში  ღირსება  იკითხებოღა.  სხვათაშორის,  ნაპოლეონმაც  შეუწყო ხელი  ალექსანდრეს  ყოველმხრივ  წარმოჩენას  –  მან  ისეთი  „კომფორტი“  შეუქმნა  რუსეთის  თვითმპყრობელს,  როგორსაც  ბევრი  დამარცხებული  ვერ  ინატრებდა.  ფრანგთა  იმპერატორი  ისე  იქცეოდა,  თითქოს ახლახან  მინავლებულ  ომში  თვითონ  გამარჯვებული  არ  გამოსულიყო. და  საერთოდ,  ისეთ  შთაბეჭდილებას  ქმნიდა,  თითქოს  მის  ქვეყანასა  და რუსეთს  შორის  ეს  ორწლიანი  ომი  სულაც  არ  ყოფილიყო.
ბუონაპარტე  დიდებული  მსახიობი  იყო.  იგი  მთელი  ცხოვრება სცენაზე  იმყოფებოდა  და  გარემოებისდა  მიხედვით  სხვადასხვა  ხასიათის  როლს  ასრულებდა.  იმჟამად  მას  ალექსანდრეს  მოჯადოება  სჭირდებოდა,  თავისი  ხიბლით  მონუსხვა,  რათა  შემდგომ  იოლად  გადაეყვანა იგი  თავის  მხარეზე,  დაერწმუნებინა  „დიდი  და  თეთრი  რუსეთის“  ხელმწიფე  იმაში,  რომ  მისთგის  და  მისი  ქვეყნისათვის  საფრანგეთთან  კავშირი  ბევრად  მომგებიანი  იქნებოდა,  ვიდრე  „იმ“  ზღვას  ამოფარებულ  ბრიტანეთთან... 
ახალი  როლის  შესრულებას  ნაპოლეონმა  მთელი  სერიოზულობით  მოჰკიდა  ხელი.  მან  მთელი  თავისი  არტისტული  უნარი  და  შესაძლებლობები  ჩააქსოვა  მასში.  ბუონაპარტე  თავს  აწონებდა  რუსთა  მეფეს,  კანში  ძვრებოდა  ამისათვის,  ცდილობდა  მოეხიბლა  და  თავისი  პიროვნული  ღირსებებით  გაეოგნებინა  იგი,  ფსიქოლოგიურად  დაეთრგუნა და  მისი  ნების  დამყოლ  და  დამჯერე  პარტნიორად  ექცია.  ამიტომ  იყო. საათობით  რომ  უყვებოდა  თავისი  ლაშქრობების  ამბებს  და  თავის საოცარ  თავგადასავალს,  ათას  ერთი  ღამის  ზღაპრებს  რომ  აჭარბებდა ასგზის.  ამიტომ  ცდილობდა  გაეოცებინა  თავისი  მრავალმხრივი  ნიჭითა და  განსწავლულობით,  გაეკვირვებინა  თავისი  უშრეტი  ფანტაზიით, ყოველ  წუთსა  და  ყოველ  წამს  ახალ-ახალ  გამოვლინებას  რომ  პოვებდა ალექსანდრე  აღტაცებული  უსმენდა  სიტყვათა  ამ  უწყვეტ  ჩანჩქერს.  უსმენდა  ყურადღებით,  მთელის  მონდომებით,  უსმენდა  და  პირს არ  აღებდა,  მხოლოდ  მოკრძალებული  ღიმილით  უკრავდა  ლამაზ  თავს და  გაოცების  ნიშნად  ხანდახან  ხელებს  შლიდა.  ნაპოლეონი  არ  ჩერდებოდა  –  რა  გააჩერებდა,  თავის  სტიქიაში  იყო  –  ახალ  და  ახალ  პროექტებს  სთავაზობდა,  ერთად  მოქმედების  გეგმებს  უსახავდა  და  მათი  აღსრულებით  მიღებულ  სარგებელზე  ელაპარაკებოდა, ალექსანდრე  ვერ  ფარავდა,  რომ  მოსწონდა  ეს  კაცი.  მოსწონდ და  ანცვიფრებდა  მისი  ჭკუა,  მისი  ენერგია,  შორსგანჭვრეტის  მისი  უნარი,  საერთოდ,  მისი  ორიგინალურობა  და  განუმეორებლობა...
რამდენიმე  დღის  შემდეგ  ბუონაპარტემ  გადაწყვიტა,  რომ „ნაყოფი  მწიფე“  იყო  და  მისი  მოწყვეტა  უკვე  შეიძლებოდა.  ამიტომ  იგი პირდაპირ  საქმეზე  გადავიდა.  საფრანგეთი  და  რუსეთი მოკავშირეები უნდა  იყვნენ,  ეუბნებოდა  იგი  ალექსანდრეს,  მოკავშირეები  ინგლისის წინააღმდეგ.  ამ  ორმა  ქვეყანამ  ბოლო  უნდა  მოუღოს  კუნძულელთა  უსამართლო  ბატონობას  ზღვებსა  და  ოკეანეებზე,  ნულამდე  უნდა  დაიყვანოს  მისი  პირველობა  ვაჭრობასა  და,  საერთოდ,  ეკონომიკაში.  საფრანგეთმა  და  რუსეთმა  უნდა  გაიყონ  გავლენის  სფეროები  –  დასავლეთში საფრანგეთმა  უნდა  შექმნას  ამინდი,  აღმოსავლეთში  –  რუსეთმა.  ეს  არ იქნება  იოლი  საქმე.  ეს  სამკვდრო-სასიცოცხლო  ბრძოლა  იქნება,  მაგრამ  ბრძოლა,  რომელიც  ახალ  მოკაგშირეთა  გამარჯვებით  დასრულდება.  უპირველეს  ყოვლისა  რუსეთი  კონტინენტურ  სისტემას  უნდა  შეუერთდეს.  რუსეთმა  ყოველგვარი  კავშირი  უნდა  გაწყვიტოს  ინგლისთან, მათ  შორის  სავაჭროც.  არცერთი  ინგლისური  გემი,  ან  ნეიტრალური ქვეყნის  ის  გემი,  რომელიც  ინგლისურ  საქონელს  ეზიდება,  რუსეთის პორტებში  არ  უნდა  შევიდეს.  შევიდეს  კი  არა,  სანაპირო  ბატარეების ცეცხლით  უნდა  იქნას  ზღვაში  უკუგდებული.  ყველგან,  სადაც  კი  ინ- გლისური  საქონლის  მოხელთება  მოხერხდება,  კოცონი  უნდა  აგიზგიზდეს:  არავითარი  დანდობა  ბრიტანულ  საქონელს!  დაუნდობელი ბრძოლა  უნდა  გამოეცხადოს  კონტრაბანდისტებსაც  –  ისინი  სასტიკად და  სამაგალითოდ  უნდა  დაისაჯონ.  ეკონომიკური  ბლოკადა  საყოველთაო  უნდა  იყოს.  რუსეთმა  თავის  სანაპირო  ზოლს  უნდა  მოუაროს,  დანარჩენზე  ფიქრი  ნუ  ექნება,  დანარჩენს  საფრანგეთი  მოუვლის.  არსებითად,  ევროპა  ახალი  ბულონის  ბანაკი  იქნება,  ოღონდ  ვეებერთელა, გლობალური  მასშტაბის  ბანაკი!
ეკონომიკურ  ღონისძიებებს  სამხედრო  უნდა  მოჰყვეს,  არ  ცხრებოდა  ბუონაპარტე.  ორ-სამ  წელიწადში  ახალი  დიდი  ფლოტი  უნდა  აიგოს,  პირდაპირ  ინგლისზე  გასალაშქრებლად.  ეს  ფლოტი  ფრანგული, რუსული  და  დანიური  ხომალდებისგან  უნდა  შედგებოდეს.  სამი  ქვეყნის გაერთიანებული  საზღვაო  ძალები  შეძლებენ  ისეთი  რთული  ამოცანის გადაჭრას,  როგორიც  ინგლისის  დალაშქვრა  იქნება.
ნაპოლეონმა  მკლავი  გამოსდო  რუსთა  ხელმწიფეს  და  კარვიდან გამოიყვანა,  ნემანს  გაღმა  და  გამოღმა  გაახედა,  ხელები  გაშალა  და წამოიძახა:  „,რა  არის  ევროპა?  ევროპა  ჩვენა  ვართ!“ ალექსანდრე  განცვიფრებული  შესცქეროდა  ნაპოლეონს  და  აღტაცებასთან  ერთად,  თანდათან,  რაღაც  ყრუ,  უსიამო,  შემაშფოთებელი გრძნობაც  ეუფლებოდა.  ვინ  არის  ეს  კაცი,  რა  სურს  ბოლოს  და  ბოლოს მას?  კიდევ  რას  მიელტვის?  ვინ  გასცემს  ამაზე  პასუხს?  (ტილზიტის შეხვედრიდან  რამდენიმე  თვის  შემდეგ  ნაპოლეონი  რუსთა  ხელმწიფეს საიდუმლო  წერილს  მისწერს.  მისწერს,  რომ  საზღვაო  ოპერაციებს  ინგლისის  წინააღმდეგ  სახმელეთომ  უნდა  გაუსწროს.  რომ  ეს  ოპერაციები  აღმოსავლეთის,  უფრო  სწორად,  სამხრეთ-აღმოსავლეთის  მიმართულებით  უნდა  განვითარდეს,  რომ  მათში  საფრანგეთის,  რუსეთისა  და  შესაძლებელია,  ავსტრიის  ჯარებმაც  მიიღონ.  მონაწილეობა.  ოსმალეთისა და  სპარსეთის  გავლით  გაერთიანებულმა  ჯარმა  ინდოეთს  უნდა  მიაღწიოს  და  ინგლისის  ამ  უმდიდრეს  და  უძვირფასეს  კოლონიას  დაეუფლოს. ეს  ინგლისისათვის  გულში  თუ  არა,  ზურგში  ჩაცემული  მახვილი  იქნება და  ძალზე  შეასუსტებს  მის  ძლიერებას.  ლაშქრობა  მძიმე  იქნება,  აგრძელებდა  ბუონაპარტე,  მაგრამ  თუ  ხელს  გამოვიღებთ,  ჩვენ  იმას  მივაღწევთ,  რისი  მიღწევაც  ალექსანდრე  მაკედონელმა  და  თემურლენგმა ვერ  შეძლეს.  მათი  წარუმატებლობა  იმას  კი  არ  ნიშნავს,  რომ  ასეთი განზრახვის  შესრულება  შეუძლებელია,  არამედ  მხოლოდ  იმას,  რომ ყველაფერი  მათზე  უკეთ  უნდა  გაკეთდეს!  ასეთმა  წერილმა  ალექსანდრე კიდეც  გაახარა  და  კიდეც  შეაშფოთა.  გაახარა  იმის  გამო,  რომ  მომავალი  ლაშქრობა  რუსეთის  ისტორიული  მტრის  –  ოსმალეთის  ძლიერებას  მოუღებდა  ბოლოს  და  ამ  ქვეყნის  სრულ  დაშლა-დანაწევრებას  თუ არა,  საზღვრებში  მის  გვარიანად  დაპატარავებას  კი  გამოიწვევდა.  „გამოთავისუფლებული“  მიწების  უმეტესობას,  ალბათ,  რუსეთი  დაეუფლებოდა,  რასაკვირველია,  კონსტანტინოპოლისა  და  სრუტეების  ჩათვლით.  მაგრამ  ფრანგთა  ძლევამოსილი  იმპერატორის  წერილი  ამ  სანუკვარი  ამბებით  გამოწვეული  სიხარულის  გრძნობასთან  ერთად  ისევ  იმ უსიამო  და  ლამის  განგაშის  გრძნობასაც  იწვევდა,  რომელიც  ალექსანდრეს  მაშინ,  ტილზიტში,  ბორანზე  ყოფნისას  გაუჩნდა...  მართლაც  რას ნიშნავდა  ყველაფერი  ეს?  ფრანგთა  იმპერატორის  ეს  გრანდიოზული გეგმა,  საბოლოო  ანგარიშში,  ვითომ  ასე  სასარგებლო  იქნებოდა  რუსეთისათვის?  იქნებ  იგი  მარტო  ინგლისისათვის  კი  არ  იყო  საშიში,  არამედ  იმ  ქვეყნისთვისაც,  რომლის  სათავეშიც  ალექსანდრე  რომანოვი  იდგა?  რუსეთს  უზარმაზარი  ტერიტორია აქვს. თვალშეუვლები.  თვალშეუვლები,  მაგრამ  ხელშეუხები  კი  არა...  თანაც,  ეს  ტერიტორია  ყველგან ერთნაირად  დაცული  როდია.  სწორედ  მისი  სამხრეთი  ნაწილია  თითქმის  დაუცველი  –  რუსეთისადმი  მტრულად  განწყობილი  ქვეყნების  – ოსმალეთის  და  სპარსეთის  წყალობით.  ახლა  მათზე  საფრანგეთის  ჯარი გაივლის.  გაივლის  და  მარტო  კვალს  კი  არ  დატოვებს  იქ,  იქ  თავის გარნიზონებსაც  ჩააყენებს...  თავისი  ახალი  მოკავშირის  –  რუსეთის სიმშვიდისა  და  სიმყუდროვის  დასაცავადო  იტყვის,  ალბათ,  მათი  იმპერატორი.  ეს  ჯარი  შემდეგ  ინდოეთში  გადავა  და  იქაც  გარნიზონებად დადგება.  ნეტავ.  ისევ  რუსეთის  სამხრეთის  საზღვრების  კიდევ  უფრო სამხრეთიდან  დასაცავად?  ეს  რა  ესმის  ალექსანდრე  ჰავლეს  ძეს?  სამხრეთიდან  ხომ  არ  უვლის  გარს  ახალი  მოკავშირე?  ან  რა  გასაკვირი იქნება,  დასავლეთიდან  ხომ  მოაღგა  მის  ქვეყანას  –  საზღვარი  ნემანზე გაუტარა  –  ახლა  სამხრეთიდან  უპირებს  მიახლოებას.  ამიტომ  ფრთხილად  უნდა  იყოს  რუსთა  ხელმწიფე.  ძალიან  ფრთხილად...)  აი,  ასეთი ახრებიც  მოუდიუდა  თავში  ალექსანდრე  პავლეს  ძეს  ნაპოლეონის  წერილის  კითხვისას. 
ჩვენ  რამდენიმე  თვით  გავუსწარით  მოვლენებს  წინ  და  ივნისის ბოლოდან  ნოემბრის  დასაწყისში  გადავინაცვლეთ.  ახლა  კი  კვლავ  ტილზიტში  დავბრუნდეთ,  ნემანის  არცთუ  მღელვარე  ტალღებზე  მოქანავე ტივზე.  სადაც  დასავლეთისა  და  აღმოსავლეთის  მბრძანებლები  დგანან და  ევროპის  ბედ-იღბალს  წყვეტენ. ნაპოლეონი  კვლავ  თავისას  გაიძახოდა,  თავისას  მიერეკებოდა. ალექსანდრეც  კვლავ  თავაზიანად  იღიმებოდა  და  პირს  კვლავ  არ  აღებდა:  იცოდა,  მოკუმულ  პირში  ბუზი  არ  შეუფრინდებოდა.
ალექსანდრე  პავლეს  ძემ  რამდენიმე  დღის  შემდეგ  ამოიღო  ხმა, როცა  „ყველაფერი“  ათქმევინა  ბუონაპარტეს.  როცა  შეეჩვია  მის  ლაპარაკს  და  მასაც  თვითონ.  მომავლის  სარისკო  გეგმების  ნაცვლად  რუსეთის  მეფე  პრუსიაზე  ალაპარაკდა.  ნაპოლეონის  მიერ  წლინახევრის  წინ განადგურებულ  და  იმჟამად  ოკუპირებულ  პრუსიაზე.  ამ  ქვეყნიდან  საფრანგეთის  ჯარის  გაყვანის  შესაძლებლობა  იკითხა,  რასაკვირველია,  მეტად  თავაზიანად.  იკითხა,  პრუსიისათვის  რომელი  ტერიტორიების  დატოვებას  აპირებდა  იმპერატორი.  და  ბოლოს  ისიც  იკითხა,  პრუსიის  მეფეს  ჩვენი  მოლაპარაკების  სრულუფლებიან  წევრად  როდის  გავხდითო. ნაპოლეონი  შეცბა.  აი.  თურმე  როგორი  ყოფილა  ეს  მუდამ  მოღიმარი  და  ალერსიანი  ხელმწიფე,  როგორ  სცოდნია  საკუთარი  ინტერესების  წარმოჩენა!  მას  პრუსია  ბარიერად  სჭირდება  რუსეთსა  და  საფრანგეთს  შუა. 
ნაპოლეონმა  ტაქტიკა  შეცვალა.  არა,  პრუსიის  „შეწყალებაზე“, რა  თქმა  უნდა,  უარი,  უთხრა  ალექსანდრეს  და  არც  ფრიდრიხ-ვილჰელმის  „უფლებების“  გაზრდაზე  მისცა  თანხმობა,  მაგრამ  სხვა  ხერხი  კი იხმარა:  რუსეთს  მეგობრობის  საწინდრად  ფინეთი  შესთავაზა.  ეს  ეშმაკური  სვლა  იყო:  ფინეთი  შვედეთს  ეკუთვნოდა,  შვედეთს  კი  ინგლისის მხარე  ეჭირა.  თუ  რუსეთი  ფინეთზე  (შვედეთზე)  გაილაშქრებდა,  ამით ინგლისს  დაუპირისპირდებოდა  და  სხვა  საქმეებისთვის  ვეღარ  მოიციდა... 
ალექსანდრემ  სიამოვნებით  მიიღო  პარტნიორის  საჩუქარი,  მაგრამ  აღნიშნა.  რომ  რუსეთისთვის  გაცილებით  უკეთესი  იქნებოდა,  თუ მეგობრობის  აღსანიშნავად  დუნაის  შესართავის  ვრცელ  რეგიონს  და... კონსტანტინოპოლს  მიიღებდა.  ფინეთთან  ერთად.  რასაკვირველია. ნაპოლეონს  გული  მოუვიდა.  ზედმეტი  ხომ  არ  მოსღიოდა  რუსთა  იმპერატორს?  რუსეთს  ომი  ჰქონღა  თურქეთთან  (ის  სულ  ომობდა  ამ ქვეყანასთან),  ომი  ჭიანურდებოდა.  სრულ  გამარჯვებას  ვერცერთი  მხარე  ვერ  აღწევდა.  რუსეთს  კი  კონსტანტინოპოლი  უნდოდა,  ბოსფორისა და  დარდანელის  ხელში  ჩაგდება,  ხმელთაშუა  ზღვისკენ  გაჭრა.  იქ სურდა  ხელის  მოთბობა.  მაგრამ  კონსტანტინოპოლს  არავინ  მისცემდა მათ.  არც  ავსტრია  და  არც  მისი  ცოტახნისწინანდელი  „კეთილისმყოფელი”  ინგლისი.  თანაც,  ეს  უკანასკნელი  პირველ  რიგში.  ამიტომ  რუსთა მეფემ  ახლა  საფრანგეთის  დახმარებით  მოინდომა  სრუტეების  ხელში ჩაგდება.  ამაზე  კი,  ნურას  უკაცრავად,  ნაპოლეონი  ასეთ  რასმეს  არ  გააკეთებს.  არ  შეიძლება  რუსეთს  შავი  ზღვიდან  გასასვლელი  მიეცეს.  ეს ქვეყანა  არ  დაკმაყოფილდება  მიღწეულით,  მერე  ბალკანეთის  ნახევარკუნძულს  დაადგამს  თვალს,  სადაც  სლავები  ჭარბობენ  და  ერთმორწმუნე  რუსებისკენ  უჭირავთ  თვალი.  ამიტომ  დაპირებით  კი  დაჰპირდება ბუონაპარტე  რუსებს  კონსტანტინოპოლს,  იმედს  ჩაუსახავს,  მაგრამ შესრულებით  არ  შეუსრულებს.  არ  ჩაუგდებს  მათ  ამ  ქალაქს  ხელში  და არც  სრუტეებს  მისცემს.
ალექსანდრე  გაჯიუტდა  და  ნათქვამს  აღარ  გადავიდა.  თუ  მოკავშირეობა  და  მეგობრობაა,  ასე  უნდა  იყოსო,  ეუბნებოდა  იგი  ფრანგთა იმპერატორს.  რუსეთი  ყოველმხრივ  დაგიჭერთ  მხარს  კონტინენტური სისტემის  ამოქმედებაში,  წავა  საკუთარი  ეკონომიკის  დაზარალებაზე, მაგრამ  სამაგიეროდ  თავადაც  ხომ  უნდა  მიიღოს  რიგიანი  კომპენსაცია, მარტო  ფინეთი  ცოტა  არ  იქნებაო?
მომდევნო  დღეები  ამ  საკითხზე  ვაჭრობაში  გაილია. იმ  დროისათვის  ალექსანდრე  უკვე  შეეჩვია  ნაპოლეონს,  მის ქცევასა  და  მოქმედების  თავისებურებას.  ალღო  აუღო,  თუ  როგორ  უნდა ელაპარაკნა  ევროპის  მბრძანებელთან.
რუსეთის  მეფე  მოწიწებით  ეპყრობოდა  ბუონაპარტეს,  აქებდა და  ადიდებდა  მის  ნამოქმედარს,  მოლაპარაკების  რთული  პროცესის დროს  უცებ  „შესვენებას  იღებდა“,  საუბარი  მოხერხებულად  გადაჰყავდა მის  საგმირო  თავგადასავლებზე  და  სთხოვდა,  კიდევ  გაეხსენებინა  რამე და  კიდევ  ეამბნა  მისთვის.  ეამბნა  ყველაფერი,  უკლებრივ.  არ  გამოეტოვებინა  არც  ერთი  დეტალი.  სთხოვდა,  აეხსნა  მისი  სამხედრო  ოსტატობის  საიდუმლოება,  ეკითხებოდა,  თუა  შესაძლებელი  მეც  რომ  შევითვისო  თუნდაც  ცოტა  რამ  თქვენგან,  ისედაც  ხომ  ბევრ  რასმეს  ვსწავლობ. ვინძლო  ამ  საქმის  ანბანიც  შევისწავლოო.
ნაპოლეონს  უხაროდა,  რომ  ასე  მოხიბლა  რუსთა  ხელმწიფე  და „ხელში  აიყვანა”  იგი.  საერთოდაც,  მუდამ  უხაროდა  ხოლმე,  როცა  მის ლაშქრობებზე  ჩამოაგდებდნენ  ლაპარაკს  და  მის  ჯარისკაცებს  აქებდნენ.  რა  გასაკვირი  იყო.  ბოლოს  და  ბოლოს  ხომ  ეს  იყო  მისი  ცხოვრება.  ასეთ  დროს  იოლად  წამოეგებოდა  ხოლმე  ანკესზე,  გული  გაუთბებოდა  და  ხასიათიც  ეცვლებოდა,  თითქოს  უფრო  დამყოლიც  ხდებოდა.  მიხვდა  ალექსანდრე  პავლეს  ძე,  როგორ  უნდა  ელაპარაკნა  მასთან,  შეატყო,  რომ  რაც  მას  ესიამოვნებოდა,  ის  უნდა  ეკითხა  და  ის  ეამბებინა. ასეთ  დროს  წყენა  თითქოს  ავიწყდებოდა  ბუონაპარტეს  და  დათმობებზეც  უფრო  იოლად  მიდიოდა...
ალექსანდრეს  რამდენიმე  მიზანი  ჰქონდა  დასახული.  საფრანგეთთან  დაძმობილების  საფასურად  მას  პრუსიის  სახელმწიფოს  აღდგენა  სურდა  (როგორც  ბუფერისა  მასა  და  ახალ  „ძმობილს“  შორის).  საპირისპიროდ,  რა  თქმა  უნდა,  არ  სურდა  პოლონეთის  სახელმწიფოს აღდგენა  –  იგი  მას  რუსეთის  არჩივად  მიაჩნდა  და  ამ  მხრივ  არავითარ დათმობაზე  არ  წავიდოდა.  სურდა  რუმინული  სამთავროების  –  მოლდავეთისა  დღა  ვლახეთის  –  რუსეთისათვის  მიერთება,  სურდა  აღესრულებინა  თავისი  წინამორბედების  სანუკვარი  ოცნება  და  ხელში  ჩაეგდო კონსტანტინოპოლი  –  ცარგრადი,  როგორც  მას  რუსები  უწოდებდნენ  – თავისი  ბოსფორითა  და  დარდანელით.  და  ბოლოს,  რა  თქმა  უნდა,  უარს არ  იტყოდა  ფინეთზეც.  მისი  დასაკუთრებისათვის  ალექსანდრე  პავლეს ძე  წავიდოდა  შვედეთთან  ომზე,  წავიდოდა,  მაგრამ  მოგვიანებით,  ზემოჩამოთვლილი  მიზნების  შესრულების  შემდეგ.
ნაპოლეონს,  (ცხადია,  არ  მოსწონდა  რუსთა  ხელმწიფის  ასეთი მადა  და  არც  ფიქრობდა  ხელის  შეწყობას  მისი  დაკმაყოფილებისათვის. მაგრამ  პირდაპირ  უარის  თქმა  არ  შეიძლებოდა.  არ  შეიძლებოდა  რუსეთთან  დაგეგმილი  კავშირის  ეჭვის  ქვეშ  დაყენებაც  კი  –  ტილზიტის შეხვედრას  აუცილებლად  უნდა  მოჰყოლოდა  დადებითი  შედეგი:  ორ ქვეყანას  მჭიდრო  სამხედრო  და  პოლიტიკური  კავშირი  უნდა  დაემყარებინა  ერთმანეთთან.  ამიტომ  ნაპოლეონმა  არ  წამოჭრა  პოლონეთის აღორძინების  საკითხი.  საერთოდ,  პოლონეთის  საკითხი  ტილზიტის შეხვედრის  უხილავ,  მაგრამ  ერთობ  მნიშვნელოვან  საკითხად  იქცა.  იქცა,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ღიად  ამ  საკითხს  არცერთი  მხარე  არ  შეხებია  და  თვით  სიტყვა  „პოლონეთიც“  კი  არავის  უხსენებია!  არადა,  პოლონეთის  შესაძლო  აღორძინების  საშიშროება  მოსვენებას  უკარგაგდა მეფე  ალექსანდრეს.  ფრანგთა  იმპერატორს  კარგად  ესმოდა,  თუ  რა არასასურველი  იქნებოდა  რუსეთისათვის  მისი  ძველი  მეტოქისა  და მაწყენარის  –  „რეჩ  პოსპოლიტას“  ხელახალი  გამოჩენა  საკუთარი საზღვრის  გაყოლებაზე.  ნაპოლეონი  ხვდებოდა,  რომ  პოლონელთა  გულისთქმას  აყოლა  და  მათთვის  დამოუკიდებელი  სახელმწიფოს  აღდგენა არათუ  შეუძლებელს  გახდიდა  შეთანხმების  მიღწევას  ტილზიტში,  არამედ  რუსეთს  საფრანგეთის  დაუძინებელ  მტრად  აქცევდა  და  მას  „საიმედოდ“  ჩაუგდებდა  ხელში  ინგლისს.  კორსიკელი  ეშმაკი  კაცი  იყო.  იგი განზრახ  ერიდებოდა  სიტყვა  „პოლონეთის“  ხსენებას  ალექსანდრესთან მოლაპარაკების  წარმოებისას,  რათა  მეფე  არ  გაეღიზიანებინა,  მაგრამ, იმავე  დროს,  პრუსიის  მიერ  ანექსირებულ  პოლონეთის  ნაწილში  „ვარშავის  დიდ  საჰერცოგოს“  ქმნიდა.  რა  თქმა  უნდა,  ალექსანდრე  რომანოვს  არც  ეს  სახელწოდება  და,  მითუმეტეს,  არც  ეს  წარმონაქმნი  ეხატებოდა  გულზე,  მაგრამ  იძულებული  იყო,  თუნდაც  ამ  კომპრომისზე წასულიყო,  რათა  უფრო  უარესი  აეცილებინა  თავიდან. 
ვარშავის  საჰერცოგოს  ნაპოლეონმა  საკუთარი  კონსტიტუცია და  საკუთარი  სამოქალაქო  კოდექსი  შეუქმნა.  ამასთან  ერთად,  მან  პოლონელთა  მომავალი  სახელმწიფოს  ამ  კერას  არმიის  ჩამოყალიბების ნებაც  მისცა.  დასაწყისისათვის  ეს  არმია  პატარა  არ  იყო  –  იგი  30 ათას  მეომარს  შეიცავდა  და  მომავალი  დიდი  პოლონური  არმიის  სამჭედლო  შეიძლება  გამხდარიყო.  იარაღისმოყვარული  და  მარად  შფოთისთავი  პოლონელები  სიხარულით  ეწერებოდნენ  ეროვნულ  არმიაში და  სიხარულითვე  ელოდებოდნენ  ნამდვილ  საქმეში  თავის  გამოჩენის შესაძლებლობას. 
ვარშავის  დიდი  საჰერცოგო  ნაპოლეონმა  ცალკე  სახელმწიფოდ არ  აქცია.  იგი  ფორმალურად  მან  თავის  ვასალ  და  „მოკავშირე“  საქსონიას  დაუქვემდებარა.  დაქვემდებარება  ნომინალური  იყო,  რადგან  საჰერცოგოში  გადამწყვეტი  სიტყვა  საქსონიის  მეფეს  კი  არა,  საფრანგეთის  იმპერატორს  ეკუთვნოდა.  ასეთი,  ერთი  შეხედვით  უცნაური,  ნაბიჯი  კიდევ  ერთხელ  მეტყველებს  ნაპოლეონის  დიპლომატიურ  გამომგონებლობაზე.  მართლაც,  რა  უკმაყოფილება  შეეძლო  გამოეთქვა  რუსთა ხელმწიფეს  საჰერცოგოს  შექმნის  თაობაზე,  როდესაც  ერთი  გერმანული სახელმწიფოს  –  პრუსიის  – განმგებლობაში  მყოფი  ტერიტორია, მეორე  გერმანული  სახელმწიფოს  –  საქსონიის  –  განმგებლობაში გადადიოდა?
ტილზიტის  ისტორიული  შეხვედრის  წარმატებით  დასრულების მიზნით  ნაპოლეონმა  მთლიანად  არ  „გადაყლაპა“  პრუსია,  არ  აღადგინა პოლონეთის  სამეფო  და  რუსეთს  დახმარებას  შეჰპირდა  მისი  თურქეთის ხარჯზე  გაფართოების  საქმეში.  პრაქტიკული  საკითხების  მოსაგვარებლად  მხარეები  შეთანხმდნენ,  რომ  მოლაპარაკებას  მათი  მინისტრები  და ელჩები  გააგრძელებდნენ. 
ნაპოლეონის  რუსეთისადმი  ასეთი  კეთილგანწყობით  კმაყოფილმა  ალექსანდრემ  საჯაროდ  განაცხადა,  რომ  მისი  ქვეყანა  უერთდებოდა კონტინენტურ  სისტემას,  ცნობდა  საფრანგეთის  იმპერიის  ყველა  ტერიტორიულ  შენაძენს  ღა  აღიარებდა  ნაპოლეონის  მიერ  ახლადშექმნილ სამეფოებსა  თუ  საჰერცოგოებს.
ალექსანდრე  უკვე  მშვიდად  იყო.  მან  საკმაოღ  ბევრი  მიიღო ტილზიტში.  მართალია,  უმეტესი  რამ  ჯერ  მხოლოდ  დაპირებები  იყო, მაგრამ,  როგორც  ჩანდა,  ისეთი  დაპირებები,  რომლებიც  შესრულდებოდა.  ყველაზე  რეალური  ფინეთისა  და  დუნაისპირა  სამთავროების  ხელში  ჩაგდება  იყო.  კონსტანტინოპოლის  საკითხი,  ალბათ,  გართულდებოდა,  მაგრამ  ბოლოს  მაინც  მის  სასარგებლოდ  გადაიჭრებოდა.  მხოლოდ ამის  შემდეგ  დაიწყებოდა  ის  ყბადაღებული  სამხრეთის  ლაშქრობა  ინდოეთისკენ,  რომელზეც  ამდენს  ლაპარაკობდა  ფრანგთა  იმპერატორი. ყოველ  შემთხვევაში,  ალექსანდრე  მანამ  არ  მიიღებდა  მასში  მონაწილეობას,  სანამ  ოსმალეთის  დაყოფის  საკითხი  არ  გადაწყდებოდა.  ისე  რომ, ბევრი  წყალი  ჩაივლიდა  ამ  ლაშქრობის  დაწყებამდე...
შეხვედრაზე  დიდი  ადგილი  დაიკავა  პრუსიის  საკითხმა.  თავიდან  ნაპოლეონს  გაგონებაც  არ  უნდოდა  ფრიდრიხ-ვილჰელმის ტილზიტში  მოწვევაზე,  მაგრამ  ალექსანდრემ  მოახერხა  იმპერატორის დაყაბულება.  ნაპოლეონი  ცივად  შეხვდა  პრუსიის  მეფეს  –  იგი  იმთავითვე  უსიმპათიოდ  განეწყო  ამ  ღრჯუ  და  მოუქნელი  გვირგვინოსნისადმი.  მიუხედავად  ალექსანდრეს  გმირული  მცდელობისა,  პრუსიის  სახელმწიფოს  სრული  აღდგენა  ვერ  მოხერხდა  –  ნაპოლეონმა  მას  ვრცელი  ტერიტორიები  ჩამოაჭრა  და  თავის  ჭკუაზე  გადაანაწილა.
როგორც  ითქვა,  პრუსიის  მიერ  თავის  დროზე  მიტაცებული პოლონური  პროვინციებიდან  იმპერატორმა  ვარშავის  დიდი  საჰერცოგო შექმნა,  რომელიც  თავის  ახალ  მოკავშირეს  –  საქსონიას  გადასცა. ქალაქი  დანციგი,  უმნიშვნელოვანესი  პორტი  ბალტიის  ზღვაზე,  მან ფორმალურად  თავისუფალ  ქალაქად  გამოაცხადა,  ფაქტობრივად  კი  იქ ფრანგების  ჯარი  ჩააყენა  და  სანაპირო  ზოლს  დაუწესა  კონტროლი. პრუსიის  დასავლეთის  მიწები,  მაგდებურგის  ჩათვლით,  ჰესენ-კასელს, ბრაუნშვაიგსა  და  ჰანოვერს  შეუერთა  და  ახალი  –  ვესტფალიის  სამეფო  შექმნა.  ალექსანდრეს  დაჟინებული  თხოვნის  პასუხად  ნაპოლეონმა „დაუთმო“  პრუსიას  სილეზია,  პომერანია  და  ბრანდენბურგი,  მაგრამ უარი  თქვა  მაგდებურგის  დაბრუნებაზე.  როცა  ორმა  მეფემ  –  ალექსანდრემ  და  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  –  ამ  მხრივ  ვერაფერი  გაახერხეს,  საქმეში  დედოფალი  ჩაერია.  დიახ,  სწორედ  ის  პირმშვენიერი  პრუსიელი დედოფალი  ლუიზა,  რომელიც  1806  წლის  ომის  წინ  ამაზონი  ქალივით დააჭენებდა  ცხენს  პრუსიელ  ჰუსართა  შორის  და  მათ  ნაპოლეონთან ომისკენ  მოუწოდებდა.  დედოფალი  ლუიზა  ახლაც  მოუწოდებდა,  მაგრამ უკვე  არა  პრუსიელ  ჰუსარებს,  არამედ  ფრანგთა  იმპერატორს,  და  არა ომისკენ,  არამედ  გულმოწყალებისკენ.  ისეთი  გულმოწყალებისკენ. რომელსაც  პრუსიისთვის  მაგდებურგი  უნდა  დაებრ-ენებინა.  დედოფალი თვალცრემლიანი  ევედრებოდა  ნაპოლეონს,  ხელებს  იშვერდა  მისკენ  და პათეტიურად  გაიძახოდა:  „მაგდებურგი,  თქვენო  უდიდებულესობავ, მაგდებურგი,  იყავით  სამართლიანი!“  ნაპოლეონი  იცინოდა,  ეხუმრებოდა მომხიბლავ  დედოფალს,  ქათინაურს  ქათინაურზე  ეუბნებოდა  და...  შეუვალი  რჩებოდა.  პრუსიის  დედოფალი  ისე  ენერგიულად  გადმოდიოდა შეტევაზე,  ისე  ენერგიულად  ცდილობდა  თავი  მოეწონებინა  ჩემთვის, რომ  ერთი  პირობა  კინაღამ  დავუბრუნე  მაგდებურგიო,  სიცილით  იხსენებდა  ამ  ისტორიას  შემდგომში  ნაპოლეონი.  დედოფლის  მისია  მარცხით  დამთავრდა  და  იგი  თვალცრემლიანი  გამოეთხოვა  ტილზიტს.  რას იზამ,  როცა  კეისარი  იცინის,  პომპეუსი  ტირის...
მოლაპარაკება  წარმატებით  დასრულდა.  ორივე  მხარე  ერთობ კმაყოფილი  დარჩა  (დიახ,  ორივე  მხარე.  მართალია,  მოლაპარაკებათა დასკვნითს  ეტაპზე  მასში  მესამე  –  პრუსიის  –  მხარეც  ჩაერთო,  მაგრამ  ეს  უფრო  ფორმალობა  იყო.  პრუსიის  მეფეს  ნაპოლეონი  ანგარიშს არ  უწევდა  და,  არსებითად.  არაფერს  ეკითხებოდა),  საფრანგეთისა  და რუსეთის  იმპერატორები  მეგობრებად  დაშორდნენ  ერთმანეთს.  გამოთხოვების  პროცესის  თვითმხილველებს  ისეთი  შთაბეჭდილება  შეექმნათ, რომ  უავგუსტოეს  მონარქებს  გულიც  კი  სწყდებოდათ,  გაყრა  რომ  უწევდათ.  მაგრამ  ეს  გაყრა,  წესით,  დიდი  ხნისა  არ  უნდა  ყოფილიყო.  იმპერატორებმა  დაადგინეს,  რომ  პირველივე  შესაძლებლობის  შემთხვევაში ისინი  კვლავ  შეხვდებოდნენ  ერთმანეთს  და  კვლავ  გააგრძელებდნენ  მეგობრულ  საუბრებს. 
ტილზიტი  ნაპოლეონის  დიპლომატიური  მოღვაწეობის  მწვერვალად  ითვლება.  ამას  მისი  ბევრი  კეთილისმსურველი  და  ბევრი  მოწინააღმდეგე  აღიარებდა.  ზოგიერთი  მათგანის  აზრით,  ეს  დიპლომატიურ მაგიდასთან  მიღწეული  წარმატება  ლამის  აუსტერლიცის  ველზე  მოპოვებულ  გამარჯვებას  არ  ჩამოუვარდებოდა,  მართლაც,  შეოთხე  კოალიციის  დამარცხების  შემდეგ,  ნაპოლეონმა  ერთობ  მომგებიანი  ზავი  დასდო  ყოფილ  მოწინააღმდეგეებთან  –  მან  ისინი  არა  მარტო  „ამოშალა“ მტრების  სიიდან,  არამედ  მოკავშირეებად  გაიხადა  და  თავისი  პოლიტიკის  მხარდამჭერებად  აქცია.  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  იმ  ფაქტს ჰქონდა,  რომ  მის  მოწინააღმდეგეთაგან  ყველაზე  დიდი  და  მძლავრი  სახელმწიფო  –  რუსეთი,  კონტინენტურ  სისტემას  შეუერთდა  და  ინგლისს,  ნაპოლეონის  ამ  მარადიულ  მტერს  დაუპირისპირდა. ის  მიზანი,  რომელიც  ნაპოლეონმა  1805  წელში  დაისახამიღწეული  იყო.  ყველა,  ერთის  გარდა  –  დაუსჯელი  რჩებოდა  ინგლისი,  მაგრამ  იმპერატორის  აზრით,  უკანასკნელი  დიპლომატიური  მიღწევა  იმის  საწინდარი  იყო.  რომ  კონტინენტური  სისტემა  იმუშავებდა  და მის  მოუხელთებელ  მოწინააღმდეგეს  მალე  კარგი  დღეები  არ  დაუდგებოდა.
თუ  ტილზიტის  ზავი  საფრანგეთისთვის  ერთმნიშვნელოვნად  დადებითად  შეფასდა,  ამის  თქმა  მისი  ახალი  მოკავშირეების  მიმართ  არ შეიძლებოდა.  პრუსიის  პატრიოტულმა  ძალებმა  ეს  ზავი  შეაფასეს,  როგორც  ნამდვილი  უბედურება  თავისი  ქვეყნისათვის  და  ტერიტორიული დანაკარგების  დაკანონება  საჯაროდ  სილის  გაწნას  გაუტოლეს. პრუსიისგან  განსხგავებით,  რუსეთში  არ  იყო  ასეთი  ერთსულოვანი  აზრი.  მეფე  ალექსანდრეს  უშუალო  გარემოცვა  და  მაღალი  რანგის მოხელეთა  ერთი  ნაწილი  ამ  ზავს  განიხილავდა,  როგორც  რუსეთის წარმატებას  შექმნილ  ვითარებაში.  მართლაც,  თუკი  ტილზიტში  ხელმოწერილი  დოკუმენტები  საქმედ  იქცეოდა,  რუსეთს,  ომში  დამარცხებულ  ქვეყანას,  ისეთი  მნიშვნელოვანი  ტერიტორიული შენაძენი. ექნებოდა.  რომლის  საფასურად  ძველი  მოკავშირისათვის  ზურგის  შექცევა  და „კორსიკელ  ურჩხულთან“  დამეგობრება  სათაკილო  ნამდვილად  არ  იქნებოდა, მაგრამ,  მათ  გარდა,  რუსეთში  არსებობდა  სხვა,  ერთობ  მრავალრიცხოვანი  და  ერთობ  გავლენიანი  ძალა,  რომელსაც  სრულიად  საწინააღმდეგო  მოსაზრება  გააჩნდა  იმის  თაობაზე,  თუ  რა  მოხდა  ტილზიტში. 
ქვეყნის  სავაჭრო-ეკონომიკური  წრეები,  სამხედრო  ელიტის წარმომადგენლები  და,  საერთოდ,  პატრიოტულად  განწყობილი  საზოგადოების  მნიშვნელოვანი  ნაწილი,  უარყოფითად  შეხვდა  მეფის  ამ  ნაბიჯს და  იგი  ქვეყნისათვის  საზიანოდ  მიიჩნია.  ეს  ზავი  სამარცხვინოა,  ამბობდნენ  პატრიოტები,  ჩვენ  გამარჯვებულ  მოწინააღმდეგეს  ფეხქვეშ  გავეგეთ  და  დავამცირეთ  ჩვენი  ქვეყანა,  დავაკმაყოფილეთ  უზურპატორის ყველა  მოთხოვნა,  სამაგიეროდ  კი  ბევრი  ვერაფერი  მივიღეთ.  მოლდავეთისა  და  ვლახეთის  შემოერთება  ისედაც  შეგვეძლო,  იარაღის  ძალით, კონსტანტინოპოლი  კი  ჯერ  არავის  მოუცია  ჩვენთვის,  ეს  მხოლოდ  დაპირებაა.  რაც  შეეხება  ფინეთს,  იგი  ომითაა  მოსაპოვებელი,  ომით  შვედეთის  წინააღმდეგ,  რაც  კიდევ  უფრო  დაგვაპირისპირებს  ინგლისთან. ეკონომიკა  და  ვაჭრობა  ხომ  საკითხავიც  არ  არის  –  კონტინენტურ  სისტემაში  ჩართვა  რუსეთის  გაჩანაგებას  გამოიწვეგს. მეფეს,  ცხადია,  პირში  ასე  არ  ელაპარაკებოდნენ.  მაგრამ  საერთო  განწყობილების  მიხედვით  ალექსანდრე  პავლეს  ძეს  იოლად  შეეძლო ამოეცნო,  თუ  რა  ძლიერი  ოპოზიცია  შეიძინა  მან  „ტილზიტის  ამბების“ შედეგად. 
რომელი  მხარე  იყო  სწორი?  ალბათ,  ორივე.  ასე  ხშირად  ხდება ხოლმე  ცხოვრებაში  –  სიმართლის  ელემენტები  ორივე  მოსაზრებაში მოიძებნება  ხოლმე.  მაგრამ  პოლიტიკაში  ამ  ორი  მიმართულების  შერწყმა,  ჩვეულებრივ,  ძნელად  ხორციელდება  –  ეს  რომ  მოახერხო,  სულ ცოტა,  გამარჯვებული  „მაინც“  უნდა  იყო.  რუსეთი  კი,  როგორც  დავინახეთ,  1805-1807  წლების  ომებიდან  მძიმედ  დამარცხებული  გამოვიდა. პატრიოტების  გულისწყრომა  გასაგებია  –  XVIII  საუკუნის  სამხედრო წარმატებებით  თავბრუდახვეულებს  ვერაფრით  აეხსნათ  და  ვერავისთვის  ეპატიებინათ  ასეთი  მარცხი.  მათ  შეურაცხყოფდათ  თვით  ფაქტი მოლაპარაკების  მაგიდასთან  დამარცხებულის  როლში  გამოცხადებისა. ეს  მეფე  ალექსანდრესაც  კარგად  ესმოდა  –  იგი  მათზე  ნაკლები  პატრიოტი  როდი  იყო.  მაგრამ  მათგან  განსხვავებით,  მას  მარტო  კი  არ  უნდა ელაპარაკნა,  არამედ  ქვეყანაც  უნდა  ემართა  და  სწორი  პოლიტიკაც  უნდა  შეერჩია  მისთვის.  იმ  პირობებში  ტილზიტის  ზავზე  წასვლა  სწორი ნაბიჯი  იყო.  სწორი  იყო  სამხედრო-პოლიტიკური  ვითარებიდან  გამომდინარე.  რუსეთს,  მაშინ  მოკავშირეები  ფაქტობრივად  აღარ  ჰყავდა: ავსტრია  1805  წელში  განადგურდა,  პრუსია  –  1806-ში,  თავად  რუსეთი კი  1805-შიც  დამარცხდა  და  1807-შიც.  ინგლისი  შორს  იყო,  ცხრა  მთას (ზღვას)  გადაღმა  და  რეალურად  ვერაფერში  დაეხმარებოდა  რუსეთს.  ან რა  შეეძლო  ხმელეთზე  ინგლისს?  ასეთ  პირობებში  რა  უნდა  გაეკეთებინა  მარტოდ  დარჩენილ  ალექსანდრე  პავლეს  ძეს?  მაინც  გაეგრძელებინა ომი?  მერეღა  რითი,  რა  საშუალებებით?  ცარიელი  ხელებით?  არმიას ხომ  აღდგენა  სჭირდებოდა,  აღდგენას  კი  დრო.  სხვაფრივ  როგორ  უნდა მოეგო  დრო  რუსთა  ხელმწიფეს,  თუ  არა  საზავო  ხელშეკრულებით? ესეც  არ  იყოს,  ნაპოლეონმა,  სრულიად  მოულოდნელად, რუსეთისათვის ისეთი ხელსაყრელი პირობები წამოაყენა, ისეთი  მშვიდობისმოყვარეობა გამოამჟღავნა,  რომ  მათზე  უარის  თქმა ცოდვა  იქნებოდა  და,  იქნებ, ცოდვაზე  მეტიც.  იგი  არათუ  ტერიტორიულ  პრეტენზიებს  არ  უცხადებდა  დამარცხებულ  მოწინააღმდეგეს,  არამედ,  პირიქით,  იქით  სთავაზობდა  დახმარებას  ახალი  მიწების  შეძენაში.  სამაგიეროდ  კი  იგი  მხოლოდ კონტინენტურ  სისტემასთან  შეერთებას  მოითხოვდა  რუსეთისგან.  მერე რა,  შეუერთდებოდა  რუსეთი  ამ  სისტემას,  დაუპირისპირდებოდა  ორპირა  ალბიონს,  მაინცადამაინც  რომ  არ  გაუნძრევია  ხელი  მის  დასახმარებლად  1807-ში,  და  ეგ  იქნებოდა!  თუ  იმუშავებდა  ტილზიტის  ხელშეკრულება.  ხომ  კარგი.  რუსეთი  ბევრს  მიაღწევდა  მაშინ,  თუ  არა  და არც  ეს  იქნებოდა  უსაშველო.  დროს  მაინც  მოიგებდა  ქვეყანა,  ძალას მოიკრეფდა,  არმიას  აღადგენდა  და  მერე.  მერე  აქეთ-იქით  „მიიხედ-მოიხედავდა“,  ხელახლა  აწონიდა  შექმნილ  ვითარებას  და  თუ  არ  დააკმაყოფილებდა  ტილზიტის  ხელშეკრულება  –  ღაარღვევდა  მას.  დარღვევას რა  დაუდგებოდა  წინ?  განა  ეს  ხელშეკრულებები,  ბოლოს  და  ბოლოს, იმისთვის  არ  იდება.  რომ  შემდგომში,  ერთ  მშვენიერ  დღეს,  დარღვეულ იქნან?  ამიტომ  ტყუილად  საყვედურობდნენ  პეტერბურგში  ალექსანდრე პავლეს  ძეს,  სულ  ტყუილად.  იმ  დროს,  1807-ში,  რუსეთისთვის  ისე სჯობდა,  როგორც  მან  გადაწყვიტა.
ტილზიტში  მიღწეული  წარმატებით  ფრთაშესხმული  ნაპოლეონი  გაორკეცებული  ენერგიით  შეუდგა  კონტინენტური  სისტემის  დახვეწის  საქმეს.  საქმე  უამრავი  იყო.  თუ  საკუთრივ  საფრანგეთის,  ბელგია-ჰოლანდიისა  და  პრუსიის  სანაპირო  ზოლი  მკაცრად  კონტროლდებოდა ფრანგული  საჯარისო  შენაერთების  მიერ,  ამის  თქმა  დანიაზე  და,  მით უმეტეს,  შვედეთზე  არ  შეიძლებოდა.
დანია  ნეიტრალური  ქვეყანა  იყო.  იგი,  მართალია,  თანაუგრძნობდა  საფრანგეთს  და  მისდამი  კეთილგანწყობით  გამოირჩეოდა, მაგრამ  სრულიადევროპულ  კონფლიქტში  ჩარევას  არ  აპირებდა  და  განზე  დგომას  არჩევდა.  ნაპოლეონს  ეს,  ცხადია,  არ  აწყობდა.  იუტლანდიის  ნახევარკუნძული  და  კუნძული  ზელანდია,  რომლებზეც  დანიის  სამეფო  იყო  განლაგებული,  ერთის  მხრივ,  ბალტიის  ზღვაზე  გადიოდა,  ხოლო,  მეორეს  მხრივ  –  გერმანიის  (ჩრდილოეთის)  ზღვაზე.  ეს  იმას  ნიშნავდა,  რომ  დანიას  უმნიშვნელოვანესი  სტრატეგიული  საზღვაო  პოზიცია  ეკავა.  ამ  ქვეყნის  სანაპირო  ზოლის  დაკავების  გარეშე  ინგლისისათვის  ევროპული  ბლოკადის  გამოცხადება  წმინდა  წყლის  ფარსად  იქცეოდა.  რადაც  არ  უნდა  დასჯდომოდა,  ნაპოლეონს  უნდა  გაეკონტროლებინა  დანიის  სანაპირო.  ეს  ძნელი  საქმე  არ  ჩანდა,  განსაკუთრებით სამხედრო  თვალსაზრისით,  მაგრამ  კეთილგანწყობილი  ქვეყნის,  თანაც ახალი  მოკავშირის  –  რუსეთის  –  პროტეჟე  ქვეყნის  ძალით  დამორჩილება  იმპერატორს  არ  უნდოდა.  საკითხი  მან  „უბრალოდ“  გადაწყვიტა. დანიის  ხელისუფალთ  საფრანგეთის  იმპერატორმა  „ურჩია“,  რომ  ამ ქვეყნისათვის  ბევრად  უკეთესი  იქნებოდა,  თუ  იგი  ნეიტრალიტეტზე ხელს  აიღებდა  და  მიმდინარე  შერკინებაში  საფრანგეთის  მხარეზე  გამოვიდოდა.  მცირეოდენი  ყოყმანის  შემდეგ  დანიის  მთავრობამ  ნაპოლეონს აცნობა,  რომ  ახლო  მომავალში  კეთილგანწყობით  განიხილავდა  იმპერატორის  წინადადებას  („რჩევას“).  ასეთი  პასუხით  კმაყოფილმა  ნაპოლეონმა  რჩევას  წამსვე  თხოვნაც  მიაყოლა.  დანია  ძლიერი  საზღვაო  ქვეყანა  იყო  და  ძლიერი  ფლოტიც  ჰყავდა.  ყოველ  შემთხვევაში,  ის  20  სახაზო  ხომალდი,  რომელიც  მას  ერესუნტში  (ზუნდის  სრუტეში)  „უსაქმოდ“  ედგა,  ამის  მტკიცების  საფუძველს  იძლეოდა.  აქედან  გამომდინარე,  ნაპოლეონმა  დანიის  მმართველთ  სთხოვა,  რომ  ეს  ხომალდები  მათ საფრანგეთისთვის  გადაეცათ,  რათა  ამ  უკანასკნელს  მათთვის  „საქმე  გამოენახა“. 
თუ  დანიელებს  კარგი  ფლოტი  ჰყავდათ,  ინგლისელებს  ფლოტიც  კარგი  ჰყავდათ  და  დაზვერვის  სამსახურიც.  მათ  დროზე  შეიტყეს საფრანგეთ-დანიის  მომავალი  გარიგების  შესახებ  და  ერესუნტში  ძლიერი  ესკადრა  გაგზავნეს.  დანიელები  აინუნშიც  არ  იყვნენ,  როდესაც  ადმირალ  ჰემბერის  ესკადრა  წაადგათ  თავზე...  ინგლისელებმა  ჯენტლმენურად  შესთავაზეს  დანიელებს:  საზღვაო  სიმაგრე  კრონენბორგი,  კოპენჰაგენის  ნავთსაყუდელი  და  ოცივე  სახაზო  ხომალდი  ჩვენ  გადმოგვეცითო.  სამაგიეროდ,  უთვლიდნენ  ბრიტანელები  დანიელებს,  ჩვენი  დესანტი  ნაპირზე  წესიერად  მოიქცევა  და  რასაც  მანდ  დახარჯავს,  იმის ფულს  წესიერად  გადაგიხდითო.  ამ  წინადადებას  დანიელებმა  კითხვით უპასუხეს:  ჩვენი  ღირსების  შელახვისთვის  რას  გადაგვიხდითო?  ეტყობა ასეთი  საფასურის  გადახდა  ინგლისელებს  ან  არ  შეეძლოთ,  ან  არ  უნდოდათ  და...  ქალაქს  ცეცხლი  გაუხსნეს.  კოპენჰაგენის  ეს  ცნობილი  დაბომბვა  ხუთ  დღე-ღამეს  გაგრძელდა.  ქალაქი  დაინგრა,  დაიწვა,  ხალხი დაიხოცა,  რის  შემდეგაც  მომხდურებმა  ნაპირზე  დესანტი  გადასხეს, სასურველ  გემებს  დაეუფლნენ  და  არხეინად  უკან  გაცურეს...
ინგლისელთა  ამ  უმსგავსო  საქციელს  ევროპაში  დიდი  გამოხმაურება  ჰქონდა.  ყველა  აღშფოთებული  იყო.  თუ  ნეიტრალურ  ქვეყანას ასე  ექცევიან,  სხვას  რას  დამართებენო,  სვამდნენ  კითხვას.  ინგლისელებს  კი  ასეთი  კითხვები  არ  ადარდებდათ: მათ  თავიანთი საქმე გააკეთეს  –  ოცი  საღ-სალამათი  სახაზო  გემი  ხელთ  იგდეს  და  ამ  გემების იმედზე  მყოფი  მოწინააღმდეგე  პირში  ჩალაგამოვლებული  დატოვეს.
ნაპოლეონი  იმდენად  კოპენჰაგენის  დანგრევას  არ  აღუშფოთებია,  რამდენადაც  ლამის  უკვე  თავის  ანგარიშში  მითვლილი  ხომალდების  დაკარგვას.  მაგრამ,  ამ  მისთვის  სამწუხარო  ფაქტს  ერთი  დადებითი მხარე  მაინც  ჰქონდა  –  ინგლისელების  მუხანათობით  შეძრწუნებული მეფე  ალექსანდრე  სიტყვიდან  საქმეზე  გადავიდა  და  ინგლისთან  დიპლომატიური  ურთიერთობა  გაწყვიტა.  რაც  შეეხებოდა  დანიის  ნეიტრალიტეტს.  კოპენჰაგენის  დაბომბვის  შემდეგ,  ცხადია,  ამაზე  ლაპარაკიც აღარ  შეიძლებოდა  –  დანიის.  ხელისუფლები  უკვე  იქით  ეხვეწებოდნენ ნაპოლეონს  თავისი  მფარველობის  ქვეშ  აეყვანა  მათი  ქვეყანა.  დანიის სანაპირო  ზოლის  გაკონტროლების  საკითხი  მოგვარებული  იყო.
შვედეთთან  საქმე  ასე  იოლად  ვერ  გამოვიდოდა.  ამ  ქვეყანასაც მნიშვნელოვანი  სტრატეგიული  მდებარეობა  ჰქონდა  და  იგი  „ნახევარ“ ბალტიის  ზღვასა  და  მისკენ  გასასვლელ  სრუტეებს  –  კატეგატსა  და ზუნდს  აკონტროლებდა.  შვედეთს,  დანიისგან  განსხვავებით,  მკვეთრად ანტიფრანგული  პოზიცია  ეკავა.  ამ  ქვეყნის  მმართველმა  მეფე  გუსტავ-ადოლფ  IV  -მ  ჯერ  კიდევ  რევოლუციის  დაწყების  დღიდან  შეიძულა  საფრანგეთი  და  მას  შფოთისა  და  უწესობის  ბუდედ  მიიჩნევდა.  ამიტომ  შვედეთი  ინგლისს  ემხრობოდა  და,  შეძლებისდაგვარად,  ანტიფრანგულ  კოალიციებშიც  მონაწილეობდა.  ნაპოლეონს  არ  შეეძლო  უშუალო  ზემოქმედება  მოეხდინა  ჩრდილოეთის  ამ  ჭირვეულ  სამეფოზე  –  მის  იმპერიასა  და  შვედეთს  შორის  ზღვა  იყო,  ზღვაზე  კი...  ინგლისელები.  ჩრდილოეთ  გერმანიის  ტერიტორიის  ის  ნაწილი,  რომელიც  იმ  დროს  შვედეთის  ხელში  იყო  (შტრალზუნდი)  ნაპოლეონმა,  ცხადია,  მაშინვე  მიითვისა,  1807  წელშივე,  რისთვისაც  მარშალ  ბრიუნის  ერთი  კორპუსიც  სავსებით  საკმარისი  აღმოჩნდა,  მაგრამ  თვით  შვედეთს  იგი  „ვერ  სწვდებოდა“  და  ამიტომ  მის  წინააღმდეგ  რუსეთის  გამოყენებას  აპირებდა.  მართლაც,  ფინეთის „სატყუარას“  დახარბებული  რუსები  სულ  მალე  ჩაებნენ  შვედეთთან  ომში,  რითაც,  ფრანგთა  იმპერატორის  სასიხარულოდ, კიდევ  ერთი  ნაბიჯი  გადადგეს  ინგლისელებთან  დასაპირისპირებლად. ყველა  ზემოაღნიშნულით  იმპერატორი  ერთობ  კმაყოფილი დარჩა:  დანიაც  მისი  მოკავშირე  გახდა  და  რუსეთიც  დაუპირისპირდა ინგლისს.  მართალია,  დიპლომატიური  ურთიერთობის  გაწყვეტა  ჯერ კიდევ  ომის  გამოცხადება  არ  იყო,  მაგრამ  ეს  მაინც  უზარმაზარ  წინწადგმულ  ნაბიჯს  წარმოადგენდა,  და  თანაც  ასე  მოკლე  დროში.  ახლა რუსეთის  მმართველი  ელიტის  გულის  მოგება.იყო  საჭირო,  რათა  ამ უკანასკნელს  მეფისთვის  ხელი  არ  შეეშალა  კონტინენტურ  სისტემაში მონაწილეობის  საქმეში.  ამ  მიზნით  ნაპოლეონმა  რუსეთში  სპეციალური წარმომადგენელი  გაგზავნა,  რომელიც  პეტერბურგში  იტრიალებდა  და მეფესთანაც  დაამყარებდა  კავშირს  და  რუსეთის  დედაქალაქის  უმაღლეს წრეებთანაც. 
რუსეთის  საზოგადოებრივ  აზრზე  ზემოქმედების  იდეა  თავისთავად  ცუდი  არ  იყო,  მაგრამ  კანდიდატურა,  რომელიც  იმპერატორმა  პეტერბურგში  გასაგზავნად  შეარჩია,  ამ  მისიისთვის  ყოვლად  შეუფერებელი  აღმოჩნდა.  ეს  კანდიდატურა  სავარისა  გახლდათ,  სწორედ  იმ  გენერალ  რენე  სავარისა,  რომელიც  მომავალში  როვიგოს  ჰერცოგი  და  შინაგან  საქმეთა  მინისტრის  პოსტზე  ჟოზეფ.  ფუშეს  შემცვლელი  გახდა. ამას,  რომ  იტყვიან,  არაფერი  უშავდა,  რუსებს  სავარის  კარიერის  დარდი  არ  ექნებოდათ,  მაგრამ  ის  გარემოება,  რომ  იგი,  „თავის  დროზე“,  აქტიურად  მონაწილეობდა  ბურბონთა  გვარის  წარმომადგენლის  –  ენგიენის  ჰერცოგის  სიკვდილით  დასჯაში,  მის  პერსონას  ყოვლად  მიუღებელს  ხდიდა  პეტერბურგის  მაღალი  წრეებისათვის. 
იმპერატორის  საგანგებო  დესპანმა  ეს  პეტერბურგში  ჩასვლისთანავე  იგრძნო.  თავის  მემუარებში  სავარი  ამ  ფაქტს  დიდი  გაკვირვებითა  და  გულისტკივილით  მოიხსენიებს.  იგი  აღნიშნავს,  რომ  რუსეთის დედაქალაქში  არ  მოინახა  არავინ,  მეფე  ალექსანდრეს  მეტი,  რომელიც ორიოდ  თბილ  სიტყვას  მაინც  გაიმეტებდა  მისთვის  ან  მისი  ქვეყნისათვის,  და  თუ  საკუთარ  გულს  არა,  საკუთარი  სახლის  კარს  მაინც  გაუღებდა  სტუმარს.  ეს  მართლაც  ასე  იყო,  დასაწყისში  მაინც.  თვით  „დიდმა  დედოფალმა“  მარია  ფიოდორის  ასულმა  მხოლოდ  შვილის,  მეფე ალექსანდრეს  დაჟინებული  თხოვნის  შემდეგ  მიიღო  საფრანგეთის  იმპერატორის  პირადი  წარმომადგენელი  და  ისიც  ცივად  და  ისიც  მხოლოდ ორი  წუთით.  „დიდ  დედოფალს“  ვინ  ჩიოდა,  ფრანგულ  ყაიდაზე  აღზრდილი,  ფრანგულ  ტანსაცმელში  გამოწყობილი  და  ფრანგულად  მოჭიკჭიკე  პეტერბურგელი  ლამაზმანებიც  კი  ვერ  იტანდნენ  „უზურპატორის“  წარმომადგენელს. 
რა  თქმა  უნდა,  აქ  საქმე  მარტო  სავარის  პიროვნებაში,  ან  თუნდაც,  ენგიენის  ჰერცოგის  ბედში  არ  იყო.  ასეთ  დამოკიდებულებას  საფუძვლად  სხვა,  უფრო  ღრმა  ფესვები  ედო.  რუსებს  (ლაპარაკია  არისტოკრატიულ  წრეებზე)  ძველი  საფრანგეთი  მოსწონდათ,  ლუი  XV-ისა და  ლუი  XVI-ის  დროისა.  რევოლუციისდროინდელ  და  რევოლუციის შემდგომ  საფრანგეთს  ისინი  არ  სცნობდნენ.  სავარი  და  მისი  მბრძანებელი  მათთვის  იმ  „ძველი  და  საყვარელი“  საფრანგეთის  მესაფლავის  – რეგოლუციის  –  შვილები  იყვნენ.  რომელ  სიმპათიაზე  და  თანაგრძნობაზე  შეიძლებოდა  ამის  შემდეგ  ლაპარაკი?  ესეც  არ  იყოს,  პეტერბურგში და,  საერთოდ,  მთელ  რუსეთში  პატრიოტებს  ბოღმა  აღრჩობდათ,  რომ იძულებულნი  იყვნენ  მათი  ორჯერ  დამმარცხებლის  ნება-სურვილს  აჰყოლოდნენ  და  ისეთი  პოლიტიკა  ეწარმოებინათ,  რომელიც  მათს  კი  არა, სხვის,  აწ  უკვე  „მეგობრად“  ქცეული  მტრის  წისქვილზე  დაასხამდა წყალს. 
გაწბილებული  სავარი  წერილს  წერილზე  უგზავნიდა  იმპერატორს  და  თავის  ყველა  გასაჭირს  დაუფარავად  ამცნობდა.  შეურაცხყოფილ  გენერალს  აღარაფერი  მოსწონდა  რუსეთში.  იგი  მის  თვალში  ბიუროკრატიის,  ბოროტებისა  და  სიძულვილის  ქვეყანას  წარმოადგენდა.  ან რა  გასაკვირი  იყო,  რომ  ასე  მოსჩვენებოდა?  ვინ  ან  რა  გაუხარებდა გულს?  ვის  დაჰკარგოდა  რუსეთში  სავარი,  ვის  სჭირდებოდა  იგი  იქ?
ამ  წერილებმა  ნაპოლეონს  თვალი  აუხილეს.  იგი  მიხვდა,  რომ საქმეს  ცუდი  პირი  უჩანდა,  რომ  მის  წარგზავნილს  ვერაფერი  უშველიდა,  თვით  მეფე  ალექსანდრეს  დახმარებაც  კი  (მეფე  ძალიან  ცდილობდა სავარის  დახმარებას.  მან  სპეციალური  მითითებაც  კი  მისცა  კარის  დიდებულებს,  რათა  რიგრიგობით  დაეპატიჟნათ  ფრანგი  გენერალი  და  მისდამი  კეთილი  განწყობა  გამოემჟღავნებინათ).  მაინც  არაფერი  გამოდიოდა.  როგორც  ჩანდა,  პეტერბურგში  სხვა  კაცის  გაგზავნა  იყო  საჭირო. სავარი  იმპერატორის  სპეციალური  ემისარი  იყო  რუსეთის  კარზე,  იგი ელჩი  არ  ყოფილა.  ნაპოლეონმა  ეს  საბაბი  გამოიყენა  და  სავარი  უკან გაიწვია.  რუსეთში  ელჩად  მან  ობერ-შტალმაისტერი  არმან  ოგიუსტენ დე  კოლენკური  დანიშნა,  დიპლომატიური  ნიჭით  დაჯილდოებული  და დახვეწილი  მანერების  მქონე  კაცი.
და  მაინც,  სავარის  პეტერბურგული  „ეპოპეა“  მთლად  უშედეგო არ  ყოფილა.  ამ  გენერალს  გარდა  დიპლომატიური  საქმიანობისა,  რუსეთში  სხვა  სამუშაოც  უნდა  შეესრულებინა.  კერძოდ,  მას  გარკვეული სადაზვერვო  მონაცემები  უნდა  შეეგროვებინა  რუსეთის  ეკონომიკის,  რესურსების  და,  რა  თქმა  უნდა,  არმიის  მდგომარეობის  შესახებ.  ეს  „მაღალი  რანგის  მზვერავი“  რუსეთში  წასვლის  წინ  ტალეირანსაც  დაუმოძღვრავს:  ეცადეთ  ცოტა  გამოიკითხოთ  და  ბევრი  კი  შეიტყოთო.  ცოტა  გამოიკითხა  თუ  ბევრი  გენერალმა  სავარიმ,  ძნელი  სათქმელია,  მაგრამ  თავის  იმპერატორს  რაღაც  მასალა  რომ  ჩაუტანა  –  უტყუარია.
თავისი  ახალი  წარმომადგენელი  რუსეთში  (ელჩი  კოლენკური) ნაპოლეონმა  ინსტრუქციებითაც  აავსო  და  ფულითაც.  ფული  არ  დაინანოთ,  ეუბნებოდა  იგი  ელჩს,  წვეულებები  გამართეთ,  მეჯლისები  მოაწყეთ,  საჩუქრები  გაუკეთეთ  მაღალი  წრის  წარმომადგენლებს,  განსაკუთრებით  ქალები  ამოიღეთ  მიზანში,  ეცადეთ  მათი  მეშვეობით  მთელ საზოგადოებაზე  მოახდინოთ  გავლენაო.  ამ  მხრივ  კოლენკურს,  რა  თქმა უნდა,  სავარიზე  მეტი  შანსი  ექნებოდა  პეტერბურგში  –  სად  პოლიციის გენერალი  და  სად  რაფინირებული  არისტოკრატი!
ნაპოლეონის  ელჩს  დიდებული  შეხვედრა  მოუწყეს  ჩრდილოეთის  დედაქალაქში.  ყველაფრის  თავი  და  თავი  ისევ  მეფე  ალექსანდრე იყო,  რომელიც  ლამის  ყოველ  მეორე  დღეს  იწვევდა  სადილზე  „ძვირფასი  ძმის“  წარმომადგენელს  და  განსაკუთრებულ  ყურადღებას  იჩენდა მისდამი.  მეფის  შემხედვარე  პეტერბურგის  დიდღკაცობაც  მოლბა  და მანაც  იწყო  საფრანგეთის  ელჩთან  დაახლოება,  კონტაქტების  გამოძებნა მასთან.  კოლენკურს,  განსხვავებით  საგარისგან,  უკვე  ბევრგან  პატიჟებდნენ,  აღარ  გაურბოდნენ  მასთან  ურთიერთობებს  და  ხშირად  საათობით იქცევდნენ  თავს  მასთან  მასლაათით,  სხვათაშორის,  დედაქალაქშიც,  და ქალაქგარე  აგარაკებზეც,  სადაც  იგი  უკვე  ხშირი  სტუმარი  ხდებოდა, ამოდ  მოლაპარაკე  კოლენკური  მთლად  ენად  გაიკრიფა  –  საუბრებში  იგი  სულ  რუსეთისა  და  საფრანგეთის  ერთობას  უტრიალებდა გარშემო  და  სულ  იმ  სარგებელს  ახსენებდა,  რომელიც  ამ  ერთობას მოჰყვებოდა  თან.  პეტერბურგელები  უღიმოდნენ  საფრანგეთის  ელჩს, თავს  უქნევდნენ,  თითქოს  ეთანხმებოდნენ  და...  რა  თქმა  უნდა,  არაფერს უჯერებდნენ. 
ცოტა  ხნის  შემდეგ  ლამის  უკვე  მეფე  ალექსანდრეც  აღარ  უჯერებდა  კოლენკურის  მრავალსიტყვაობას.  ის,  რასაც  საფრანგეთის  ელჩი ამბობდა,  მეფეს  ბევრჯერ  ჰქონდა  მოსმენილი  სავარისგანაც  და  ახლა უკვე  თვით  ამ  ელჩისგანაც.  ალექსანდრე  პავლეს  ძეს  ლაპარაკი  კი  არა, საქმე  უნდოდა,  ხელმოსაკიდი  და  რეალური  საქმე,  ისეთი,  რომელიც თანამემამულეებში  მის  ავტორიტეტს  აამაღლებდა.  დუნაისპირა  სამთავროები  სურდა  მეფეს,  მოლდავეთი  და  ვლახეთი,  კონსტანტინოპოლი  ნებავდა  თავისი  ბოსფორითა  და  დარდანელით.  ცარიელ  ლაპარაკს  რა  თავში  იხლიდა?  ტილზიტში  დაპირებულს  თხოულობდა  რუსთა  ხელმწიფე, თამასუქების  განაღდებას. 
ვიჩენცოს  მომავალი  ჰერცოგი  პატიოსანი  და  მამაცი  კაცი  იყო. იგი  ერთგულად  ემსახურებოდა  ნაპოლეონს  და  მისი  საოცარი  ნიჭის თაყვანისმცემელი  იყო.  მაგრამ,  ამასთან  ერთად,  კოლენკური  პირდაპირი  კაციც  იყო  და  თუ  იმპერატორის  რაიმე  განზრახვა  არ  მოეწონებოდა, მისი  სხვა  თანამებრძოლებისგან  განსხვავებით,  ხშირად  ამას  არ  უმალავდა.  ასეთი  პირდაპირობა  ნაპოლეონს  მოსწონდა,  მაგრამ...  მხოლოდ გარკვეულ  დრომდე  და  გარკვეულ  ფარგლებში.  ბუონაპარტეს  არასოდეს  არ  უყვარდა,  როცა  მის  აზრს  ვინმე  შეეწინააღმდეგებოდა.  ეს  თავიდანვე  ასე  იყო.  ჯერ  კიდევ  კორსიკაზე,  ახალგაზრდა  ლეინტენანტი სახლეურებს  მათ  ჭკუაზე  მოქცევის  საშუალებას  არ  აძლევდა  და  მოითხოვდა,  რომ  მხოლოდ  მის  ნება-სურვილს  დამორჩილებოდნენ.  მერე  და მერე,  რაც  უფრო  მაღლა  ადიოდა  იერარქიული  კიბის  საფეხურებზე, იგი  მთლად  თავნება  და  თავგასული  ხდებოდა.  მისი  ხასიათის  ეს  თვისებები  გაუთავებელი  გამარჯვებების  გზით  სიარულის  პარალელურად იჩენდნენ  თავს.  ბოლოს  კი  საქმე  იქამდე  მივიდა,  რომ  იგი  მხოლოდ  თავის  აზრს  უწევდა  ანგარიშს  და  სხვისას  არაფრად  აგდებდა.  მდგომარეობას  ქლესა  კარისკაცებისა  და  მლიქვნელთა  უზარმაზარი  არმიაც  ამძიმებდა,  რომელიც  დილიდან  დაღამებამდე  მხოლოდ  იმით  იყო  დაკავებული,  რომ  იმპერატორს  ყველაფერზე  კვერს  უკრავდა  და  ყველაფერზე თავს  უქნევდა... 
თავისი  პირდაპირობისათვის  კოლენკურს  არა  ერთხელ  მოხვედრია  იმპერატორისაგან.  იგი  არაერთხელ  იყო  ამისთვის  შერისხული. მაგრამ  მისი  მბრძანებელი  საბოლოოდ  მაინც  არ  იყრიდა გულს  მასზე, არ  იმეტებდა  და  ხანდახან,  ასე  გასინჯეთ,  მის  რჩევებს  ყურსაც  უგდებდა.  კოლენკური  საფრანგეთ-რუსეთის  კავშირის  გულწრფელი  მომხრე იყო.  ტილზიტში  მიღწეული  შეთანხმება  მას  ბედის  წყალობად  მიაჩნდა და  თავის  მხრიგ  ყველანაირად  ცდილობდა  ამ  ორ  ქვეყანას  შორის  ჩასახულ  კავშირს  რაიმე  ჩრდილი  არ  მისდგომოდა.  მაგრამ  საფრანგეთის ელჩი  გულისტკივილით  ამჩნევდა,  რომ  მისთვის  სანუკვარ  ამ  კავშირს მომავალში  დიდი  გამოცდა  შეხვდებოდა.  შეხვდებოდა  ორივე  მხრიდან. კოლენკურს  სჯეროდა  მეფე  ალექსანდრესი,  მაგრამ  არ  სჯეროდა ალექსანდრეს  გავლენიანი  გარემოცვისა.  ჭკვიანმა  და  გამჭრიახმა  ელჩმა  მალე  ამოიცნო  ის  წინააღმდეგობები,  რომელთაც  რუსეთის  ხელმწიფე  რუსეთის  უმაღლესი  წრეებისგან  აწყდებოდა.  კოლენკური  ხედავდა, რომ  მეფესა  და  მის  დიდებულებს  შორის  ფარული  ბრძოლა  მიდიოდა.
კოლენკური  იმასაც  ხედავდა,  რომ  მეფეს  ამ  ბრძოლაში  დახმარება სჭირდებოდა.  რუსეთის  თვითმპყრობელს  დიდი  ძალა  ჰქონდა,  მაგრამ  ამ ძალასა  და  მის  ძალაუფლებას  მისი  სიცოცხლის  დაცვის  გარანტია  კი არ  შეეძლო.  დახმარებას  მეფე  ვერც  დედამისის,  ყველაზე  და  ყველაფერზე  განაწყენებული  „დიდი  დედოფლისგან“  მიიღებდა,  და  ვერც  მისი ჭკვიანი  და  ამბიციური  დისგან  –  დიდ  მთავარ  ეკატერინესგან.  ვერ  მიიღებდა,  იმიტომ  რომ  ორივენი  რუსეთის  მმართველი  კლასის  იმ  წრეების სათავეში  იდგნენ,  რომლებიც  დაუფარავად  ეწინააღმდეგებოდნენ  ტილზიტის  შეთანხმებას  და  მეფის  პოლიტიკას  უპირისპირდებოდნენ. ალექსანდრეს  დახმარება  მარტო  ერთ  ადამიანს  შეეძლო.  ეს ადამიანი  მესიე  დე  კოლენკურის  მბრძანებელი  გახლდათ.  დიახ,  თუ იმპერატორი  ნაპოლეონი  დროულად  შეუსრულებდა  მეფეს  დანაპირებს, თუ  ზემოაღნიშნული  ტერიტორიების  შეძენაში  დაეხმარებოდა,  მაშინ რუსეთის  თვითმპყრობელს  შეეძლო  მარტო  თვალი  კი  არა,  ანგარიშიც გაესწორებინა  თავისი  მოწინააღმდეგეებისათვის!
კოლენკურს  ეს  კარგად  ესმოდა  და  ამიტომ  იყო,  თაგის  იმპერატორს  დანაპირების  შესრულებისკენ  რომ  მოუწოდებდა.  რასაკვირველია,  ელჩს  არ  შეეძლო  პირდაპირ  მიეთითებინა  თავისი  მბრძანებლისთვის,  თუ  როგორ  უნდა  მოქცეულიყო  იგი  და  რა  პოლიტიკა  უნდა  ეწარმოებინა  საფრანგეთის  ახალი  მოკავშირის  მიმართ,  მაგრამ  ამის  მინიშნება  მას  შეეძლო  და  სარგებლობდა  კიდეც  ამ  შესაძლებლობით.  ელჩის მცდელობებს  რაღაც  ნაყოფი  მაინც  გამოჰქონდა.  ეს  მისი  დამსახურებაც იყო,  რომ  ნაპოლეონი  ხშირად  უგზავნიდა  წერილებს  რუსთა  ხელმწიფეს  და  შის  დამშვიდებას  ცდილობდა.  კორსიკელი  ძმობასა  და  მეგობრობას  ეფიცებოდა  ალექსანდრეს,  აღუთქვამდა,  რომ  მალე  მოიცლიდა „აღმოსავლეთის  საქმეების“  განსახილველად  და  აღუთქვამდა,  რომ  ყველაფერს  ისე  გადაწყვეტღა,  როგორც  ეს  ტილზიტში  იყო  დათქმული  და როგორც  ეს  ალექსანდრეს  სურდა,  წერილები,  ცხადია,  ახარებდა ალექსანდრეს,  მაგრამ  ის,  რომ  ამ  წერილებში  კვლავ  მხოლოდ  დაპირებები  იყო,  ოპტიმიზმის  სულ  უფრო  და  უფრო  ნაკლებ  საფუძველს  უტოვებდა  მას. 
საფრანგეთი  კი  ამ  დროს  ზეიმობდა.  ისეთი  შეხვედრა,  როგორიც  მოუწყვეს  ტილზიტიდან  დაბრუნებულ  ნაპოლეონს,  მასაც  კი,  ამდენ  ტრიუმფალურ  შეხვედრას  შეჩვეულს,  სიზმრადაც  არ  ენახა.  ხალხის  აღტკინება  და  აღფრთოვანება  ისეთი  იყო,  რომ  ზოგიერთი  ჭკუადამჯდარი  კაცის  დაკვირვებით,  ჭეშმარიტ  კერპთაყვანისმცემლობამდე მიდიოდა. 
ხალხი  მშვიდობის  მოსვლას  ზეიმობდა  –  მარტო  საფრანგეთის მიწაზე  კი  არა,  სრულიადევროპული  მასშტაბის  მშვიდობის  დადგომას ზეიმობდა.  იმპერიის  ქალაქები  სადღესასწაულოდ  მორთული  ხალხით იყო  სავსე  –  სახეზე  ყველას  სიხარული  და  კმაყოფილება  ეწერა.  ხუმრობა  ხომ  არ  იყო,  ორ  წელიწადში  სამი  ძლევამოსილი  ომი,  საჩუქრად ლამის  მთელი  ევროპა  და,  ბოლოს,  ეგზომ  ნანატრი  ზავი  და  მშვიდობა! რაღა  უნდოდათ  მეტი  ფრანგებს?  არც  არაფერი.  ასე  რომ  გაგრძელებულიყო,  ის  უნდოდათ  მხოლოდ...
ნუთუ  მართლა  ასე  იყო,  ნუთუ  ყველა  ასე  კმაყოფილი  იყო  საფრანგეთში?  არა,  რა  თქმა  უნდა,  ყველა  საიდან?  რამდენს  ახლობელი  დააკლდა,  რამდენს  იმედები  დაემსხვრა,  მაგრამ  საერთო  ჯამში,  მაშინ, 1807  წელში,  ფრანგები  ბედნიერები  ჩანდნენ.  არა  მარტო  იმით,  რომ მშვიდობიანი  აღმშენებლობის  პერიოდი  დაუდგათ.  არც  იმით,  რომ  ეკონომიურად  გაძლიერდნენ,  რომ  მათ  ფასიან  ქაღალდებს  მართლა  მეტი ფასი  დაედოთ.  ასე  ხომ  ადრეც  იყო.  1802  წელში,  ამიენის  ზავის  პერიოდში.  ახლა  ამ  გრძნობებს  ერთი  სხვაც  დაემატა,  უცხო  და  სასიამოვნო –  სიამაყისა  და  თავმოწონების  გრძნობა,  არნახული  სიამაყისა  და  არნახული  თავმოწონებისა,  აი.  ყოყოჩობამდე  და  თაგგასულობამდე  რომ  აღარაფერი  უკლია,  ის  გრძნობა...
იმპერატორიც  ბედნიერი  იყო.  თავისებურად,  რასაკვირველია. ბედნიერი  იყო  და  არც  ფარავდა  ამას  –  არც  მაშინ.  1807-ში  და  არც  მერე,  ცხოვრების  ბოლოს,  როცა  კარგახნის  წინ  გარდასულ  ამბებს  იხსენებდა.  წმინდა  ელენეს  კუნძულზე,  ერთი  თანმხლები  ოფიცრის  მორიდებულ  შეკითხვაზე,  მაინც  როდის  იყავით  ყველახე  ბედნიერი  თქვენი  საოცარი  ცხოვრების  მანძილზეო,  ტილზიტის  შემდეგო,  უპასუხა...  ალბათ, ასეც  იყო.  ტილზიტის  ხელშეკრულება  ხომ  მისი  ტიტანური  ძალისხმევის  დამაგვირგვინებელი  იყო,  ყველა  მისი  გამარჯვების  „დამაკანონებელი“.  ტილზიტში  იგი  დასავლეთის  მბრძანებლად  აღიარეს.  აღიარეს ოფიციალურად.  ევროპის  უპირველესმა  გვირგვინოსნებმა.  თანაც  ეს „დასავლეთის  მბრძანებლობა“  მაშინვე  ისეთი  იყო,  რომ  აღმოსავლეთის ტერიტორიებსა  და  აღმოსავლეთის  საქმეებსაც  გვარიანად  სწვდებოდა. პერსპექტივაში  კი...  თუმცა  ამ  პერსპექტივის  შესახებ  ჯერ  არავინ  არაფერი  იცოდა,  არავინ,  ერთი  ადამიანის  მეტმა.  ის  ერთი  ადამიანი  კი  ჩუმად  იყო.  ჯერჯერობით  იყო  ჩუმად.
ტილზიტმა  მშვიდობა  მოუტანა  ევროპას  –  ბევრწი  ასე  ფიქრობდნენ  საფრანგეთში.  ყოველ  შემთხვევაში,  ბევრს  უნდოდა,  რომ  ასე  ყოფილიყო.  მაგრამ  ასე  ფიქრობდა  ამ  მშვიდობის  მომტანი?  მასაც  მიაჩნდა.  რომ  მშვიდობა  დიდი  ხნით  დამკვიდრდებოდა  ევროპაში?  საეჭვოა, რომ  ასე  ეფიქრა.  ის  მშვიდობა,  რომელიც  მას  უნდოდა,  ჯერ  არ  მოვიდოდა.  ჯერ  ინგლისის  საკითხი  იყო  მოსაგვარებელი  –  იგი  ხომ  დაუმარცხებელი  რჩებოდა!  ეს  ქვეყანა  არ  შეურიგდებოდა  ტილზიტის  შეთანხმების  საფუძველზე  გადაკეთებულ  ევროპას.  ამიტომ  დაიგვიანებდა მშვიდობა  ევროპაში,  ასე  უცბათ  არ  მოვიდოდა...
და  მაინც,  ნაპოლეონი  ბედნიერი  იყო.  ბედნიერი  იყო  არა  სრულიადევროპული  „მშვიდობის  დამყარებით“,  ასეთი  მშვიდობა  არცთუ  ახლო  მომავლის  საქმე  იყო,  ნაპოლეონი  თავისი  უშუალო  მოწინააღმდეგეების  თამაშიდან  გამოყგანით,  ინგლისის  ფაქტობრივი  იზოლაციის  მიღწევით,  კონტინენტური  სისტემის  ამოქმედებითა  და  ამ  სისტემაში  უკიდეგანო  რუსეთის  ჩართვით  იყო  ბედნიერი.  ტილზიტი  ხომ  მისი  გასავლელი  გზის...  ნახევარი  (7)  იყო.  ყოველ  შემთხვევაში,  იგი  იმის  დასტური  იყო,  რომ  კორსიკელი  „სწორ“  გზაზე  იდგა  და  ამ  გზის  დარჩენილ ნაწილსაც  ასეთივე  ტრიუმფით  გაივლიდა.
ისე,  საერთოდ,  უნდოდა  კი  ამ  კაცს  მშვიდობა,  ესწრაფოდა  კი იგი  საყოველთაო  სტაბილურობას?  რა  თქმა  უნდა,  უნდოდა,  რა  თქმა უნდა,  ესწრაფოდა,  მაგრამ  მხოლოდ  მას  შემდეგ,  რაც  მთელი  თუ  არა, მთელის  ნახევარი  მსოფლიო  მაინც  მისი  იქნებოდა.  ხუთი  წელიც  და  მე მსოფლიოს  მბრძანებელი  ვიქნებიო.  ვისი  სიტყვები  იყო  ეს? როდემდე  გაგრძელდებოდა  ასე?  ცოტა  გინმე  თუ  უფიქრდებოდა საფრანგეთში  ამ  საკითხს.  არც  იმას  უფიქრდებოდა  დიდად  ვინმე,  რომ მიღწეული  მშვიდობა,  ასე  რომ  ესალბუნებოდა  ფრანგების  გულს,  სულაც  არ  იწვევდა  იმავე გრძნობებს  საფრანგეთის  მიერ  დამორჩილებულ ევროპაში. 
ასე  –  გაუთავებელი  გამარჯვებებით  თავბრუდახვეულებს  ემართებათ  ხოლმე  და  ამ  მხრივ  არც  ფრანგები  აღმოჩნდნენ  გამონაკლისნი. რა  სათქმელია  და  გამარჯვებებით  თუ  ვისმეს  ეხვეოდა  თავბრუ,  ეს  პირველ  რიგში  ამ  გამარჯვებების  შემოქმედს.  მიღწეულმა  წარმატებებმა ისე  გაადიდგულეს  ფრანგთა  იმპერატორი,  რომ  სიამაყის  ის  კანონიერი გრძნობა,  რომელიც  ასეთ  დროს  მას  უნდა  ჰქონოდა,  მალე  სრულ  უცდომლობასა  და  ყოვლისშემძლეობაში  გადაეზარდა.  სხვაგვარად,  ალბათ,  არც  იქნებოდა.  ნურავინ  იკითხავს,  რატომ  ემართებოდა  ეს  ეგზომ ჭკვიანსა  და  წინდახედულ  კაცსო.  ცხოვრების  ასეთ  გამოცდას,  ისიც ასეთი  ფანტასტიკური  შედეგებით,  ცოტა  ვინმე  თუ  ჩააბარებდა,  თვით ამ  რკინის  კაცის  ჩათვლით.  რატომ?  აი,  კაცი  რომ  იყო,  იმიტომ.  იმიტომ  მოსდიოდა  ასეთი  რამ,  იმიტომ  ვერ  ერეოდა  თავს  და  გონების  ნაცვლად  გულს  მიჰყვებოდა  ზოგჯერ.  როგორ  ამბობდა  შამფორი  –  მარად წინდახედულები  უღიმღამოდ  ცხოვრობენ,  ნამდვილ  ცხოვრებას  კი  მხოლოდ  დიდი  გრძნობების  ადამიანები  ეწევიანო?  მერე  ვის  ჰქონდა  მასზე დიდი  გრძნობები  და  ვისთვის  იყო  ნამდვილი  (ცხოვრება  ეს  მუდმივი ორომტრიალი,  თუ  არა  მისთვის?  ეს  მის  თანამემამულეებს  ეგონათ,  რომ ამით.  დასრულდებოდა  ყველაფერი  და  იმპერატორი,  თავისი  დიდების ზენიტში  მყოფი,  მშვიდობას  დაამკვიდრებდა  მათ  გარშემო.  არ  იქნებოდა  ასე.  არც  ბუონაპარტე  მოისვენებდა  და  არც  მას  მოასვენებდა  ვინმე. ერთხელ  დატრიალებული  ბორბალი  ბოლომდე  იტრიალებდა,  ლოგიკურ დასასრულამდე... 
მაგრამ  დასასრულამდე  ჯერ  ადრეა,  შორსაა  და  ნუ  გავგუსწრებთ  მოვლენებს  წინ.  ჯერ  ღირსსახსოვარი  1807  წელი  დგას  –  იმპერატორის  დიდების  ზენიტის  წელი.  ერთი  ღრუბელიც  არ  მოჩანს  ცაზე. საფრანგეთის  საზღვრები  შორსაა  გადაწეული  და  ამ  საზღვრებს  დამცველ  ზღუდესავით  მოკავშირე  თუ  ვასალური  ქვეყნების  რკალი  შემოკვრია,  ამიტომ  არიან  მშვიდად  ფრანგები.  რამ  უნდა  შეაშფოთოთ?  მათი იმპერატორიც  მშვიდად  არის  და  როგორც  დროსა  და  მომენტს  შეეფერება,  მშვიდობიან  საქმეს  ჰკიდებს  ხელს.  თითქოს  ისევ  1801  წელი  დაბრუნებულაო,  იგი  თავის  „მეორე  პროფესიას“  იხსენებს  –  მშვიდობიანი აღმშენებლობის  საქმეს.  აღმშენებლობის  ჟინი  მთელ  საფრანგეთს  ეუფლება.  იმპერატორი  სათავეში  უდგება  ამ  აღტკინებას.  იგი  ხან  მაგისტრალური  გზების  მშენებლობის  პროექტებს  იხილავს,  ხან  დიდი  არხების  გაყვანაზე  ზრუნავს,  ხან  მრეწველობის  მოწინაგე  დარგებს  აფინანსებს,  ხან  კი  მუნიციპალურ  თუ  კერძო  მშენებლობებს  უწყობს  ხელს... ბირჟაც  მაშინვე  სათანადო  რეაგირებას  ახდენს  ვითარების  ასეთ შეცვლაზე  –  ფრანგული  ვალუტის  კურსი  ერთბაშად  მყარდება  და  სარეკორდო  ციფრებიდან  აღარ  ჩამოდის  –  სხვა  რომელი  ვალუტა  გაეჯიბრება  ახლა  ფრანკს? 
ეს  ყველაფერი  ერთბაშად  და  სწრაფად  ხდება.  იმდენად  სწრაფად, რომ  1807  წლის  სულ  რამდენიმე  თვეს  იკავებს  –  ზაფხულისა  და შემოდგომის  თვეებს.  ჩქარობს  რატომღაც  იმპერატორი,  ძალიან  ჩქარობს.  ისეთი  შთაბეჭდილება  იქმნება,  თითქოს  რაღაც  სურს  რომ  მოასწროს,  თითქოს  რაღაცას  უნდა  რომ  გაუსწროს.  მაგრამ  ამას  ბევრი  ვერ ატყობს.  ვერ  ატყობს,  რომ  სულ  მალე,  იმავე  1807  წლის  ზამთრის  პირიდან  მოყოლებული,  იმპერატორი  მოსვენებას  კარგავს,  ადგილს  ვერ პოულობს  და  რაღაცაზე  ჩაფიქრებულს,  ხანდახან  უცნაური  ელვა გაუნათებს  თვალებს.  ერთი  ხანია,  თურმე  ფიქრი  გასჩენია  იმპერატორს, სადარდებელი.  მისი  ნაზარდი  და  ნაფერები  კონტინენტური  სისტემა სრულყოფისგან  შორს  ყოფილა.  ტილზიტის  შემდეგ  რომ  ეგონა,  ევროპის  ყველა  კარი  საიმედოდ  მაქვს  ბრიტანეთისთვის  ჩარაზულიო,  თურმე ასე  არ  ყოფილა  –  სამხრეთ-დასავლეთის  კარი  ღია  დარჩენილა  –  პორტუგალიისა  და  ესპანეთისა.  პირტუგალიისა  მაინც  მთლად  გახსნილი ყოფილა  და  მას,  როგორც  უპატრონო  ეკლესიას  ეშმაკები,  ინგლისელები  დაუფლებიან.  მათი  დახმარებით  გულმოცემულ  ბრაგანცას  სამეფო სახლს  ლისაბონი  ლამის  ლონდონის  ფილიალად  გადაუქცევია. ესპანეთში,  ღვთის  წყალობით,  საქმე  ჯერ.ასე  შორს  არ  იყო  წასული,  მაგრამ  არც  მთლად  ისე  იყო,  როგორც  მის  უდიდებულესობას სურდა. 
    აი,  რა  იყო  იმპერატორის  შფოთვის  მიზეზი.  აი,  რატომ  შებრუნებულა  იგი  ახლა  პირით  პირენეებისკენ  და  მზერა  ესპანეთსა  და  პორტუგალიაზე  გადაუტანია.  თურმე  სურს,  რომ  იქაც  თავისი  ძალაუფლება დაამკვიდროს,  რათა  ევროპაში  შესაძრომი  ის  ერთადერთი  ხვრელიც დაუხშოს  ინგლისელებს.  დაუხშობს  კიდეც,  ოღონდ  ამას  ახალი  ძალისხმევა  დასჭირდება,  ახალ  ფათერაკებთან  შეყრა.  დასჭირდეს  მერე!  როდის  შეუშინებია  ფათერაკებს  ბუონაპარტე,  ახლა  რომ  შეაშინოს  თავისი” დიდების  მწვერვალზე  მყოფი?  არც  როდის,  და  ამიტომ  ახლაც  თამამად გადაეშვება  ახალი  თავგადასავლების  მორევში,  პირენეებზეც  გადავა  და იმავე  სახელწოდების  ნახევარკუნძულზეც  თავის  სასურველ  წესრიგს დაამყარებს.  ნეტავ  ვინ  დაუდგება  წინ”  ჩვენც  იქით  უნდა  გავემართოთ და  მის  გზას  დაგვადგეთ,  სხვა  რა  დაგვრჩენია?  ასე  რომ,  წინ, პირენეებისკენ! 
პირენეებს  იქით
    ჯერ  კიდევ  ნაპოლეონის  ზეობის  ჟამს  –  იმპერიის  წლებში  – შარლ  მორის  ტალეირან  პერიგორი  თავის  ახლობლებში  ხაზგასმით  აღნიშნავდა,  რომ  იგი  კატეგორიული  წინააღმდეგი  იყო  პირენეს  ნახევარკუნძულის  ქვეყნების  საქმეებში  საფრანგეთის  ჩარევისა  და  იმპერატორსაც  ასეთივე  რჩევას  აძლევდა.  შემდგომში,  აღნიშნულმა  მოსაზრებამ შესაბამისი  ოფიციალური  „დადასტურება“  ტალეირანისავე  მემუარებში პოვა. 
    მესიე  დე  ტალეირანი  შესანიშნავი  დიპლომატი  იყო.  იმდენად შესანიშნავი,  რომ  სრულყოფილად  ფლობდა  პოლიტიკის  ამ  ურთულესი დარგის  ყველა  შეგონებას  და,  ცხადია,  მათ  შორის  ერთ  უპირველესთაგანსაც:  დიპლომატს  ენა  იმისთვის  აქვს,  რომ  საკუთარი  აზრები  დამალოსო.  ამ  შემთხვევაშიც  ზუსტად  ასე  იყო  –  ბენევენტოს  თავადი  კი  არ ეწინააღმდეგებოდა  ნაპოლეონის  „პირენეულ“  წამოწყებას,  არამედ,  პირიქით,  ხელს  უწყობდა  და  აქეზებდა  კიდეც  მას  ამ  ნაბიჯის  გადასადგმელად.  მაშ  რატომ  ტყუოდა  „კოჭლი  მელა“?
    იმ  დროისათვის,  როდესაც  ნაპოლეონმა  პორტუგალიისა  და  ესპანეთის  საქმეებში  უშუალო  ჩარევა  გადაწყვიტა,  ტალეირანი  მინისტრი აღარ  იყო.  მის  ნაცვლად  საგარეო  უწყებას  ჰერცოგი  კადორი,  იგივე, ჟან-ბატისტ  შამპანი  ხელმძღვანელობდა,  ტალეირანი  ნაპოლეონმა ტილზიტიდან  დაბრუნებისთანავე  გადააყენა.  სიტყვა  „გადააყენა“  ამ შემთხვევაში  იქნებ  ხისტი  ნათქვამიც  კი  იყოს,  ვინაიდან  იმპერატორმა ექს-მინისტრი  „სამაგიეროდ“  ვიცე·ჭელექტორად  დანიშნა  და  ყოველგვარი  პატივი  და  მატერიალური  კეთილდღეობის  ყველა  წყარო  შეუნარჩუნა,  მიუხედავად  ამისა,  ბატონი  ტალეირანი  მაინც  უკმაყოფილო  დარჩა, მისი  ღრმა  რწმენით,  იგი  ვიცე ელექტორობას  კი  არა,  დიდ  ელექტორობასაც  იმსახურებდა  და  უფრო  მეტსაც  –  ვინძლო  დიდი  კანცლერის პოსტიც  ბევრი  არ  მოსვლოდა!  მაგრამ  იმპერატორმა  სხვაგვარად  განსაჯა.  რა  გაეწყობა.  ღე,  იყოს  ასე,  იფიქრა  ტალეირანმა,  თანაც,  ეს  ხომ პირველი  წყენა  არ  იყო,  რომელიც  მას  ნაპოლეონისგან  ახსოვდა.  განა დაივიწყებდა  როდისმე  თავმომწონე  დიპლომატი  1805-1807  წლებში განცდილ  დამცირებებს?  როდის  და  რაში  გაიზიარა  მისი  აზრი  იმპერატორმა?  არსებითად,  არაფერში.  მან  არც  ავსტრიის  ხელუხლებლად დატოვების  მიზანშეწონილობა  მიიჩნია  სწორად  და  არც  პრუსიის  „საჭიროზე  ნაკლებად“  დასჯის  „თეორია“  იღო  ყურად.  უარესიც.  ტილზიტში  მან  ჰაბსბურგების  იმპერიას  საერთოდ  შეაქცია  ზურგი  და,  ევროპისა  და  საფრანგეთის  საზარალოდ,  რუსეთს  დაუკავშირდა,  რუსეთთან  ერთად  გაიყო  გავლენის  სფეროები  და  ეს  ქვეყანა  კონტინენტურ სისტემაში  ჩართო.  ასეთი  პოლიტიკა  იმის  მომასწავებელი  იყო,  რომ ომი  ევროპაში  ისევ  იფეთქებდა,  ხოლო  ინგლისთან  იგი  განსაკუთრებულად  გამძაფრებულ  ხასიათს  მიიღებდა,  რასაც,  ყველაფერს  ერთად,  საბოლოო  ანგარიშში,  სავალალო  შედეგი  მოჰყვებოდა.  და  თანაც,  მარტო ნაპოლეონისთვის  კი  არა,  ამას  როგორმე  გადაიტანდა  ბენევენტოს  თავადი,  არამედ  ტალეირანისთვისაც  ერთობ  საზარალო  იქნებოდა.  ყოფილი მინისტრის  ამ  მოსაზრებას  ჩვენ  უკვე  ვიცნობთ,  და  ამიტომ  მასში  ახალი არაფერია.  ახალი  მასში  ის  დასკვნაა,  რომელიც  ამ  ჩახლართული ამბებიდან  მისმა  ბრწყინვალებამ  გამოიტანა.  ტალეირანმა  წინასწარ განჭვრიტა  არა  მარტო  მომავალი  უსიამოვნებები,  არამედ  ისიც  იანგარიშა,  რომ  წინააღმდეგობა  მასა  და  იმპერატორს  შორის  ვეღარ  აღმოიფხვრებოდა  და  მათი  გზები  აღარ  შეიყრებოდა.  ამიტომ,  ასკვნის  ის, ჩემთვისა  და...  ჩემი  ქვეყნისათვის  ყველაზე  საუკეთესო  გამოსავალი  ნაპოლეონის  სცენიდან  წასვლა,  მისი  გაუჩინარება  იქნებაო.
რა  თქმა  უნდა,  ძალიან  ძნელია  დაბეჯითებით  ითქვას,  თუ  როდის  მოუვიდა  ეს  აზრი  თავში  ტალეირანს  –  მაშინ,  1807  წელში,  თუ მასზე  უფრო  ადრე,  მაგრამ  თვით  ფაქტზე,  მოვლენის  არსზე,  ამას  გავლენა  არ  მოუხდენია.  ფაქტი  კი  ისაა,  რომ  ტალეირანი  უკვე  იმ  დროიდან  შეუდგა  ნაპოლეონის  საწინააღმდეგო  ნაბიჯების  გადადგმას  და  უკვე  იმ  დროიდან  დაიწყო  თავისი  შორსგამიზნული  გეგმის  განხორციელება,  პორტუგალიისა  და  ესპანეთის  საქმეებში  ჩარევისკენ  ნაპოლეონის წაქეზება  სწორედ  ამ  გეგმის  ერთი,  ალბათ,  პირგელი  ნაწილი  იყო.  ექსმინისტრის  პროვოკაციული  მოქმედება  იქითკენ  იყო  მიმართული,  რომ მისთვის  უკვე  საძულველი  ყოვლისშემძლე  დიქტატორი  როგორმე  რაც შეიძლება  ღრმა  და  ამოუსვლელ  ჭაობში  შეეტყუებინა,  რათა  შემდეგ, უფრო  გაადვილებოდა  მის  წინააღმდეგ  ბრძოლა.  სხვა  საკითხია,  მოუსმენდა  ან  მოიქცეოდა  კი  ისე  იმპერატორი,  როგორც  მას  მისი  ყოფილი მინისტრი  ურჩევდა.  მაგრამ.  წინა  წლებისგან  განსხვავებით,  ახლა  ტალეირანს  წარმატების  მეტი  შანსი  ჰქონდა.  რადგან  მან  ზუსტად  ამოიცნო  მისი  მბრძანებლის  სურვილი  –  ნაპოლეონს  ხომ  ძალიან  სურდა (ძალიან  სჭირდებოდა)  პორტუგალიისა  და.  ესპანეთის  სანაპიროების გაკონტროლება  (წაიკითხე  –  ხელში  ჩაგდება!)  ამიტომ  იმ  ადამიანის რჩევას,  რომელიც  მის  ამ  სარისკო  ნაბიჯს  მოიწონებდა  და  აუცილებლადაც  კი  ჩათვლიდა,  იგი  ყურს  დაუგდებდა  და  დაუჯერებდა.  განსაკუთრებით,  თუ  ეს  ადამიანი  ჭკვიანი  და  პოლიტიკაში  გამობრძმედილი ვინმე  იქნებოდა.  სწორად  გარაუდობდა  ბენევენტოს  თავადი,  სწორ  თამაშს  ეწეოდა.  თავისთვის,  რასაკვირველია.  რაც  შეეხება  საკითხს,  შემდეგ  რატომ  უარყოფდა  ბატონი  ტალეირანი  თავის  როლს  ამ  საქმეში, ეს  ადვილად  ასახსნელია  –  მის  შესახებ  ლაპარაკი  თავაღმა  მხოლოდ მას  შემდეგ  დაიწყო,  რაც  იმპერატორს  პირენეს  ნახევარკუნძულზე სირთულეები  შეხვდა  და  რაც  ის  მართლა  ჩაეფლო  ხანგრძლივ  და უპერსპექტივო  თამაშში.  აი,  ახლა,  როცა  მისი  სურვილი  აღსრულებული  იყო,  გაქნილი  და  გაიძვერა  დიპლომატი,  რასაკვირველია,  სხვანაირად  ამღერდებოდა,  ყველას  თავის  გამჭრიახობას  დაანახებდა  და  დაიძახებდა:  მე  ვაფრთხილებდი  მის  უდიდებულესობას,  არ  გადადგათ  საბედისწერო  ნაბიჯი,  მაგრამ  არ  დამიჯერა,  და  ხომ  ხედავთ,  რა  დღეში ჩავარდაო...
პირენეს  ნახევარკუნძული  ნაპოლეონმა  პირველად  ტილზიტში ახსენა,  ალექსანდრესთან  მოლაპარაკების  დროს.  უფრო  სწორად,  მაშინ მან  მეფეს  მხოლოდ  პორტუგალიაზე  ჩამოუგღო  ლაპარაკი.  ყველაფერი კვლავ  კონტინენტურ  სისტემასთან  იყო  დაკავშირებული.  ეს  ნახევარკუნძული,  თავისი  უზარმაზარი  და  ფრანგების  მიერ  სრულიად  გაუკონტროლებელი  სანაპირო  ზოლით,  ბრიტანეთის  სამოქმედო  ასპარეზს წარმოადგენდა.  პორტუგალია,  ნახევარკუნძულის  უკიდურესად  დასავლეთით  მდებარე  ქვეყანა,  ატლანტის  ოკეანის  მხრიდან,  მართლაც, სრულიად  ღია  იყო  ინგლისისათვის  და  ეს  უკანასკნელიც  ფართოდ  სარგებლობდა  ამ  შესაძლებლობით. 
მიუხედავად  ნაპოლეონის  არაერთ  გაფრთხილებისა,  ლისაბონის  ხელისუფალნი  ფარულად  ყოველმხრივ  ეხმარებოდნენ  ინგლისელებს  ფრანგთა  მიერ  დაწესებული  სრულიადევროპული  ბლოკადის  გარღვევაში.  ბრაგანცას  სამეფო  კარი  სიტყვით  სრულ  მხარდაჭერას  აღუთქვამდა  ფრანგთა  იმპერატორს,  საქმით  კი  მის  საწინააღმდეგოს  აკეთებდა.  როდესაც.  ნაპოლეონმა  ალექსანდრეს  ამის  შესახებ  ამცნო  და  თან, თავისი  სიტყვების  დამადასტურებელი  საბუთებიც  წინ  დაუღო,  მეფემ ხელები  გაშალა  –  მას  არათუ  წინააღმდეგობის  გაწევა  არ  შეეძლო, არამედ  ახლა,  როდესაც  რუსეთი  თავად  გახდა  კონტინენტური  სისტემის  წევრი,  თავადაც  უნდა  ეზრუნა  მსგავსი  დარღვუჟვების  აღსაკვეთად! მეფის  ჟესტი  ნაპოლეონისთვის  ხელების  გახსნის  ტოლფასი  იყო:  ეს იმას  ნიშნავდა,  რომ  ახალი  მოკავშირე  სრული  გაგებით  შეხვდებოდა ფრანგთა  იმპერატორის  მომავალ  მოქმედებას  ამ  ქვეყანაში.  ხოლო  რა მოქმედება  იქნებოდა  ეს,  არც  ნაპოლეონს  დაუმალავს  ალექსანდრესთვის  და  არც  ალექსანდრეს  დასჭირვებია  ამის  ახსნა.
ურთიერთობა  საფრანგეთსა  და  პორტუგალიას  შორის  საუკუნეების  მანძილზე  უწყინარი  იყო.  ევროპის  სამხრეთ-დასავლეთ  „კუნჭულში“  მდებარე  პატარა  ქვეყანას  საფრანგეთთან  უშუალო  საზღვარი  და დაპირისპირების  უშუალო  მიზეზი  არ  ჰქონდა.  ვითარება  1789  წლის შემდეგ  შეიცვალა,  როდესაც  რევოლუციით  დაშინებულმა  ლისაბონმა მკვეთრად  ანტიფრანგული  პოზიცია  დაიკავა.  ორ  ქვეყანას  შორის  ურთიერთობის  გაუარესებამ  კულმინაციას  1793  წელს  მიაღწია,  როდესაც პორტუგალია  ანტიფრანგულ  კოალიციას  მიემხრო  და  საფრანგეთს  ომი გამოუცხადა.  კოალიციაში  პორტუგალიის  მეზობელი  ესპანეთიც  შედიოდა,  მაგრამ  იგი  მალე,  უკვე  ორი  წლის  შემდეგ  გამოეთიშა  მოკავშირეებს  –  ფრანგებმა  რამდენიმე  დამარცხება  აგემეს  ესპანელებს,  მდინარე ებრომდე  დაახევინეს  და  აიძულეს  ბაზელის  საზაო  ხელშეკრულებისათვის  მოეწერათ  ხელი. 
ესპანელთა  „ღალატით“  გაგულისებულმა  ინგლისელებმა  პორტუგალიელები  აიძულეს  თავიანთ  მეზობელთან  ომში  ჩაბმულიყვნენ.  ეს 1801  წელს  მოხდა,  ნაპოლეონის  კონსულობის  პერიოდში.  თავისთავად ცხადია,  რომ  საფრანგეთმა  ესპანეთის  მხარე  დაიჭირა  და  ყოველმხრივ აგულიანებდა  თავის  ახლადგამომცხვარ  პროტეჟეს. ეს  ომი  ისტორიაში  „ნარინჯოვანი  ომის“  სახელით  შევიდა  და ისეთთა  რიგს  მიეკუთვნებოდა,  რომელთაც  სახელი  „კურიოზული“  უფრო  მოუხდებოდა,  ვინემ  რომელიმე  სხვა.  საქმე  ის  იყო,  რომ  ომი  არცერთ  დაპირისპირებულ  მხარეს  არ  უნდოდა.  იგი  არც  პორტუგალიელებს  ეხატებოდათ  გულზე  და  არც  ესპანელებს.  ამიტომ  იყო,  რომ  მოწინააღმდეგენი  ზანტად  და  უნდილად  ირჯებოდნენ  და  ყოველ  ღონეს ხმარობდნენ,  რათა  ბრძოლის  ველზე  ერთმანეთს  შემთხვევითაც  არ  შეხვგედროდნენ!  პორტუგალიელთა  მთავარსარდალი  ჰერცოგი  ლაფონეში ესპანელ  გენერალ  სოლანოს  ეუბნებოდა:  „პორტუგალიელები  და  ესპანელები  ნამდვილი  სასაპალნე  ჯორები  ვართ.  ჩვენ  ინგლისელები  გვერეკებიან,  თქვენ  –  ფრანგები,  ამიტომ,  მოდით,  ვიკუნტრუშოთ  და  ეჟვნები ვაჟღარუნოთ,  მაგრამ  ღმერთი  არ  გაგვიწყრეს  და  ერთმანეთს  არაფერი ვავნოთ,  სხვების  სასაცილონი  რომ  არ  გავხდეთ“. 
გახდნენ  თუ  არა  ეს  ქვეყნები  ამ  ომში  სასაცილონი,  ამის  განსაზღვრა  ჩვენს  ამოცანაში  არ  შედის,  მაგრამ  მათ  იმდენი  მაინც  იკუნტრუშეს  და  ისე  აჟღარუნეს  ეჟვნები,  რომ  ერთმანეთს  მართლაც  არ  შეებრძოლნენ  და  მართლაც  არაფერი  ავნეს.  მაგრამ,  შიშს  დიღი  თვალები ჰქონდა  და  იცოდნენ  რა,  რომ  მათი  ასეთი  ოინბაზობა  საფრანგეთის მმართველის  მრისხანებას  გამოიწვევდა,  გადაწყვიტეს  „ომში“  გამარჯვებულად  ესპანეთი,  სწორედ  საფრანგეთის  მმართველის  პროტეჟე, გამოეცხადებინათ...  ეს  ფაქტი  „მეომარმა“  მხარეებმა  ოფიციალურად ბადახოსის  სამშვიდობო  კონფერენციაზე  დაადასტურეს  (1801  წლის  ივნისში).  საყურადღებო  და  მართლაც  სასაცილო  ამ  ისტორიაში  ის  იყო, რომ  იმავე  1801  წელს  პორტუგალიელებმა...  საფრანგეთის  გამარჯვებაც  აღიარეს,  თუმცა  მათ  ამ  ქვეყანასთან  ზემოთნახსენები  „სასაცილო ომის“  მსგავსიც  არ  უწარმოებიათ...  მადრიდში  გამართულ  მოლაპარაკებაზე  „მიღწეული“  შეთანხმების  თანახმად,  პორტუგალია  საფრანგეთის წინაშე  გალდებულებას  იღებდა  ინგლისელთათვის  ჩაეკეტა  თავისი  ყველა  ნავსადგური,  გადაეცა  პარიზისათვის  ამერიკული  კოლონია  გვიანა, და  დამატებით,  20  მილიონი  ოქროს  ფრანკიც  მიერთმია  ამ  ქვეყნისათვის –  ალბათ,  იმ  წყენის  გასანელებლად,  რომელიც  მათ  თავიანთი  მოქმედებით  საფრანგეთის  პირველ  კონსულს  „უნებურად“  მიაყენეს... 
უფრო  მეტი  განაწყენების  საბაბი  ნაპოლეონს  რამდენიმე  წლის შემდეგ  მიეცა,  როცა  ტრაფალგართან  ინგლისელთა  ფლოტის  გამარჯვების  შემდეგ,  პორტუგალიის  მმართველი  წრეები  კგლავ  ინგლისელების  მხარეზე  დადგნენ  და  ფართოდ  გაუღეს  მათ  თავიანთი  პორტები  ევროპაში  ბრიტანული  საქონლის  „უკანა  კარიდან“  შესაზიდად.  ტილზიტის  მოლაპარაკების  წარმატებით  დასრულების  შემდეგ  ნაპოლეონმა დრო  იხელთა  და  პორტუგალიას  ოფიციალურად  მიმართა  კონტინენტურ  სისტემასთან  შეერთების  წინადადებით.  საფრანგეთის  იმპერატორი  თითქოს  წინასწარ  გრძნობდა,  რა  პასუხს  მიიღებდა  ლისაბონიდან და  ამიტომ  თავის  სამხრეთის  საზღვართან  ახლოს,  ბაიონას  მიდამოებში,  გენერალი  ჟიუნო  გაგზავნა  გაძლიერებული  კორპუსით. პორტუგალიელებმა  უარი  შემოუთვალეს  იმპერატორს  –  კონტინენტური  ბლოკადა  მთლად  დააქცევს  ისედაც  სავალალო  მდგომარეობაში  მყოფ  ჩვენს  ეკონომიკასო.  ნაპოლეონს,  განურჩევლად  იმისა,  თუ რა  პასუხს  მიიღებდა  ლისაბონიდან,  უკვე  ჰქონდა  გადაწყვეტილება  მიღებული  და  იგი  თანხმობის  შემთხვევაშიც  გაგზავნიდა  თავის  ჯარს  ამ ქვეყანაში,  თუნდაც  სანაპირო  ზოლის  გასაკონტროლებლად,  ასე  რომ ლისაბონის  უარი  იმპერატორისთვის  არაფერს  ნიშნავდა. 
ბუონაპარტე  ეშმაკი  პოლიტიკოსი  იყო,  ერთობ  ეშმაკი  –  უკვე მერამდენედ  გვიხდება  ამის  განმეორება  და  წინასწარ  ვაღიარებთ,  რომ კიდევ  არაერთხელ  მოგვიხდება  –  რას  ვიზამთ,  ფაქტი,  როგორც  იტყვიან,  ჯიუტი  რამაა.  იგი  ახლაც,  პორტუგალიაში  შეჯრის  წინაც.  ეშმაკურად  იქცეოდა.  მიუხედავად  იმისა,  რომ  იმ  დროისათვის  საზოგადოებრივ  აზრს  მისთვის  უკვე  დიდი  მნიშვნელობა  აღარ  ჰქონდა,  ნაპოლეონმა მაინც  გადაწყვიტა,  პორტუგალიაში  შეჭრა  მარტო  საფრანგეთის  საქმედ  არ  ექცია.  ამიტომ  მან  ესპანეთის  ხელისუფალთ  მოსთხოვა  გვერდში  ამოსდგომოღნენ  საფრანგეთს  და  მომავალ  ლაშქრობაში  მონაწილეობა  მიეღოთ.  მაგრამ  ეს.  ფორმალური  მხარე,  არ  იყო  მთავარი  საფრანგეთის  მმართველის  მოქმედებაში.  ნაპოლეონს  ესპანელების  დახმარება პორტუგალიის  დასაპყრობად  არ  სჭირდებოდა.  მას  მათ  ტერიტორიაზე თავისი  ჯარის  გატარება  და  ამ  ჯარისათვის  ესპანელთა  სურსათ-სანოვაგე  სჭირდებოდა.  იმპერატორი  იმდენად  იყო  დარწმუნებული  ესპანეთის  ხელისუფალთა  დადებით  პასუხში,  რომ  მათი  თანხმობისთვის  არც დაუცდია  და  ჯარი  მათ  ტერიტორიაზე  ამ  წინადადების  წამოყენებამდე შეიყვანა.  როცა  საფრანგეთისა  და  ესპანეთის  წარმომადგენლები  მოსალაპარაკებლად  ერთმანეთს  შეხვდნენ,  ლისაბონამდე  გასავლელი  გზის ნახევარი  ჟიუნოს  ლამის  უკვე  გავლილი  ჰქონდა.  „მოლაპარაკება“  ისე დასრულდა,  როგორც  ნაპოლეონს  სურდა  –  ესპანეთის  მთავრობა  მის ყველა  წინადადებას  დაეთანხმა.  ამ  წინადადებათა  არსი  კი  შემდეგში მდგომარეობდა:  პორტუგალია  საფრანგეთსა  და  ესპანეთს  ერთობლივი ძალისხმევით  უნდა  დაეპყროთ  და  ლაშქრობის  დამთავრებისთანავე  რამდენიმე  ნაწილად  დაეყოთ.  ჩრდილოეთი  ნაწილი  ეტრურიის  დედოფალს გადაეცემოდა,  რომელიც  თავს  გაანებებდა  თავის  სამეფოს  იტალიაში და  პორტუგალიაში  გადაბარგდებოდა,  ესპანეთის  დელეგაციის  ხელმძღვანელს,  მეფისა  და  დედოფლის  ფავორიტს,  გენერალისიმუს  მანუელ გოდოის  ალჰარვის  საჰერცოგო  ერგებოდა,  ხოლო  „დანარჩენ“  პორტუგალიას...  ნაპოლეონი  თავისთვის  დაიტოვებდა,  სადაც,  ფაქტობრივად, საფრანგეთის  საოკუპაციო  რეჟიმი  დამყარდებოდა.  ესპანეთის  მეფის გულის  მოსაგებად,  უფრო  კი  მისი  ყურადღების  მოსადუნებლად,  ნაპოლეონი  ოკუპირებული  ქვეყნის  ამ  ნაწილს  მას,  კარლოს IV -ს  შეჰპირდა, მხოლოდ...  დანაპირებს  მოგვიანებით,  საყოველთაო  მშვიდობის  დამყარების  შემდეგ  შეუსრულებდა  (გახარებულ  კარლოს  IV-ს  აღარც  კი  უკითხავს,  თუ  როდის  დამყარდებოდა  ეს  „საყოველთაო  მშვიდობა“).  შეთანხმებას  ზემოაღნიშნულ  საკითხებზე  1807  წლის  27  ოქტომბერს  მოეწერა  ხელი.
ესპანეთის  საზღვარს  ჟიუნო  19  ოქტომბერს  გადავიდა,  პორტუგალიისას  –  19  ნოემბერს,  ხოლო  იმავე  თვის  29  რიცხვში,  იგი  უკვე ლისაბონში  იყო.  საფრანგეთის  არმიის  პორტუგალიაში  შეჭრისთანავე, ამ  ქვეყნის  მმართველებმა  წამსვე  შეიცვალეს  შეხედულება  და  ნაპოლეონს  მის  ყველა  მოთხოვნაზე  თანხმობა  შეუთვალეს,  მაგრამ  უკვე  გვიან იყო  –  იმპერატორს  მათ  მცდელობაზე  რეაქციაც  არ  ჰქონია, ლისაბონში  ფრანგების  შესვლამდე  ორი  დღით  ადრე  ბრაგანცას სამეფო  კარი და  მისი  15  ათასი  კეთილმოსურნე  ინგლისის  ხომადებში  ჩასხდა  ღა  კურსი  ბრაზილიისაკენ  აიღო.  ჟიუნო  პორტუგალიის ბატონ-პატრონი  გახდა.  ბრძოლებს.  ფაქტობრივად,  ადგილი  არ  ჰქონია და  ფრანგებმა  იოლად  დაიკავეს  ეს  ქვეყანა  (მცირე  შეტაკება  ქალაქ  აბრანტიშთან  მოხდა,  რომელშიც  ჟიუნომ  გაიმარჯვა  და  აბრანტესის  ჰერცოგის  ტიტულიც  გაინაღდა.  აბრანტესი  –  ესპანური  სახელწოდებაა  ამ ქალაქისა).
წარმატებამ  ნაპოლეონს  ფრთები  შეასხა.  საქმის  ერთი,  მართალია,  შედარებით  მცირე,  მაგრამ  მაინც  ძალზედ  მნიშვნელოვანი  ნაწილი შესრულებული  იყო.  ახლა  მეორე,  უფრო  ძნელი  დარჩა  –  პირენეს  ნახევარკუნძულზე  ხომ  მხოლოდ  პორტუგალია  არ  მდებარეობდა... ესპანეთის  სამეფო  იმ  დროს  ძველი,  კარლოს  V-ის  დიდებული იმპერიის  მხოლოდ  აჩრდილსღა  წარმოადგენდა.  XVII-XVIII  საუკუნეების  გაუთავებელ  ომებში  დასუსტებულმა  ქვეყანამ  ერთიმეორის  მიყოლებით  დაკარგა  თავისი  სამფლობელოები  ევროპაშიც  და  ამერიკაშიც: სარდინია,  სიცილია,  ნეაპოლი,  მილანის  საჰერცოგო,  ფრანშ-კონტეს საგრაფო,  ლუქსემბურგი,  ბელგია  ღა  ჰოლანდია,  გიბრალტარი,  ფლორიდა,  ლუიზიანა,  მისისიპის  შუა  და  ქვემო  წელი,  ანტილიის  კუნძულების  ნაწილი.  ერთდროს  უძლიერესი  ესპანეთის  არმია  რიცხობრივადაც შემცირდა  და  საბრძოლო  თვისებებითაც  ძალიან  ჩამორჩა  თავის  ძველ მეტოქეებს.  ქვეყანა  ეკონომიკურადაც  დაქვეითდა  და  პოლიტიკურადაც ვერ  აუწყო  ფეხი  იმ  დროისათვის  ევროპაში  მიმდინარე  პროცესებს,  ვინაიდან  ესპანეთის  ამბებმა,  ესპანელებთან  დაპირისპირებამ,  დიდი  ადგილი  დაიკავა  ნაპოლეონის  სამხედრო-პოლიტიკურ  ბიოგრაფიაში,  ამიტომ  საჭირო  იქნება  ამ  ქვეყნის  იმდროინდელი  მდგომარეობის  მეტ-ნაკლებად  დაწვრილებით  გაცნობა,  მით  უმეტეს,  რომ  ესპანელი  ხალხის მაშინდელი  თავდადება  მაგალითად  იქცა  ბევრი  სხვა  ქვეყნისა  და  ხალხისათვის,  თანაც  არა  მხოლოდ  იმ  პერიოდში.
XVIII  საუკუნის  მიწურულისა  და  XIX  საუკუნის  დასაწყისის ესპანეთი  ცენტრალიზებული  აბსოლუტისტური  მონარქია  იყო,  რომელშიც  უზარმაზარ  როლს  კათოლიკური  ეკლესია  და  შუასაუკუნეებიდან შემორჩენილი  ფეოდალური  წესები  თამაშობდნენ. ღარიბ  ქვეყანაში  მოსახლეობის  უდიდესი  უმრავლესობა  ღარიბად  ცხოვრობდა.  სოფლად,  უმიწო  გლეხობა,  რომელსაც  ფეოდალები უშლიდნენ  ხელს  შრომის  სწორად  ორგანიზებაშიცა  და  ნაშრომის  სამართლიანად  განაწილებაშიც,  სოფლის  მეურნეობის  ძველ,  ჩამორჩენილ წესს  მისდევდა.  უკეთესი  მდგომარეობა  არც  ქალაქად  იყო,  სადაც  კუსტარული  საამქროები  და  გილდიები  ხელ-ფეხს  უკრავდნენ  წარმოებისა და  ვაჭრობის  სწორი  გზით  განვითარებას  –  ბურჟუაზია  სუსტი  იყო  და ამოდენა  ქვეყანაში  კაპიტალიზმი  მხოლოდ  ჩანასახის  ფორმით არსებობდა.
ევროპის  მოწინავე  ქვეყნებისგან  განსხვავებით,  იმდროინდელ ესპანეთში  საზოგადოებრივი  ცხოვრება  სრულიად  ჩამკვდარი  თუ  არა, ერთობ  მინავლებული  იყო.  მკაცრი  საეკლესიო  და  სახელმწიფო  კონტროლი  ახალს  არაფერს  „უშვებდა“  ქვეყანაში.  ამის  მიზეზი  იყო,  რომ ესპანეთი  XVIII  საუკუნის  ბოლოსაც  ისეთი  იყო,  როგორც  XVII  საუკუნის  მიწურულში.  ქვეყანას  არც  ენციკლოპედისტები  ჰყავდა,  არც  პროგრესულად  მოაზროვნე  ლიტერატორები  და,  მით  უფრო,  არც  რევოლუციონერები.  ამით  ესპანეთი  საფუძვლიანად  განსხვავდებოდა  თავისი  პირენეებსიქითა  მეზობლისგან.
იმხანად  ქვეყანას  ე.წ.  „ესპანელი  ბურბონების“  დინასტია  მართავდა.  ტახტი  ამ  დინასტიამ  XVIII  საუკუნის  დასაწყისში  მოიპოვა  – ხანგრძლივი  და  სისხლისმღვრელი  ომის  შემდეგ,  რომელსაც  ესპანეთის მემკვიდრეობისათვის  წარმოებული  ომი  ეწოდა.  იგი,  ერთის  მხრივ,  საფრანგეთსა  და  ესპანეთს,  ხოლო,  მეორეს  მხრივ  –  „დიად  კავშირს“  შორის მიმდინარეობდა  (ამ  კავშირში  ინგლისი,  ავსტრია,  ჰოლანდია,  პორტუგალია  და  სავოიის  სამეფო  შედიოდა).  „მეფე-მზეს“  ლუი XIV  -ს,  ესპანეთის ტახტზე  თავისი  ნათესავის  –  ანჟუს  ჰერცოგის,  ფილიპე  ბურბონის  დასმა სურდა.  ფილიპე  საფრანგეთის  ტახტის  მემკვიდრედაც  ითვლებოდა.  ისე რომ,  ლუის  სურვილის  განხორციელების  შემთხვევაში  საფრანგეთისა  და ესპანეთის  სამეფოები,  ფაქტობრივად,  ერთიანდებოდნენ.  ასეთ  პერსპექტივას,  ცხადია,  არ  შეურიგდებოდნენ  ევროპის  სხვა  სახელმწიფოები  და უპირველეს  ყოვლისა,  ინგლისი,  რომელსაც  აშინებდა  თავისი  ზღვისგაღმელი  მოუსვენარი  მეზობლის  ასეთი  აქტივობა.  „დიად  კავშირს“  თავისი კანდიდატი  ჰყაგდა  ესპანეთის  ტახტზე  –  ავსტრიელი  კარლ  ჰაბსბურგი.
ომი  (1701-1714  წ.წ.)  უტრეხტისა  და  რაშტატტის  ზავით  დასრულდა. ამ  ომში  ყველაზე  მეტად  ესპანეთი  დაზარალდა,  რომელმაც  ფილიპე  ბურბონი  კი  „მოიპოვა“,  მაგრამ  ევროპული  სამფლობელოების  უმრავლესობა დაკარგა.  ვერც  „მეფე-მზემ“  აისრულა  წადილი  –  რადგან,  მართალია, მადრიდში  ბურბონმა  დაიდგა  თავზე  მეფის  გვირგვინი,  მაგრამ,  ზავის პირობების  თანახმად,  იგი  საფრანგეთის  ტახტს  ოცნებაშიც  კი  უნდა გამოსთხოვებოდა.
მიუხედავად  იმისა,  რომ  ორი  ქვეყნის  გაერთიანების  ლუისეული გეგმა  ჩაიშალა,  საფრანგეთსა  და  ესპანეთს  შორის  მთელი  XVIII  საუკუნის  მანძილზე  (ბოლო  თერთმეტი  წლის  გამოკლებით)  ახლო  ურთიერთობა  და  კეთილგანწყობა  სუფევდა.  ჯმავე  დროს  საფრანგეთი  ყოველთვის  „უფროსი  ძმის“  როლში  გამოდიოდა  და  პარიზელი  ბურბონები  თავიანთ  მადრიდელ  თანამოგვარეებსა  და,  რაც  არ  უნდა  იყოს,  მაინც  ნათესავებს,  ხშირად  თავის  ჭკუაზე  ატარებდნენ.  ასე  მაგალითად,  იმ  გაუთავებელ  ომებში,  რომლებშიც  იმდროინდელი  საფრანგეთი  მონაწილეობდა,  ესპანეთი,  ზოგჯერ  საკუთარი  სურვილით,  ზოგჯერ  კი  იძულებით, მუდამ  ებმებოდა  და  თავისი  ერთგული  მეზობლის  ჭირ-ვარამს ინაწილებდა.
„ტკბილი  ურთიერთობა“  1789  წელს  დასრულდა  –  მას  შემდეგ, რაც  საფრანგეთში  რევოლუციამ  გაიმარჯვა.  ესპანეთის  აბსოლუტური მონარქია,  ცხადია,  ვერანაირად  ვერ  შეეგუა  მეფის  ხელისუფლების (ისიც  ბურბონების!)  შეზღუდვას  თუნდაც  სხვა  სახელმწიფოში.  ამიტომ საფრანგეთის  ახალი  მმართველების  მიმართ  მან  მტრული  პოზიცია  დაიკავა.  აქ  დინასტიურმა  ამბებმაც  ითამაშეს  როლი,  რელიგიურმა  მოტიგებმაც  (საფრანგეთში  ხომ  იმ  ღროს  „უღვთოები“  ბატონობდნენ),  და, რაც  მთავარია,  შიშმა,  დაუძლეველმა  შიშმა,  რომ  რევოლუციის  „გადამდები  ჭირი“  ესპანეთსაც  მოედებოდა.  სხვათაშორის,  აღშფოთება  საფრანგეთში  მიმდინარე  მოვლენების  გამო  თავდაპირველად  მეფის  კარმა კი  არა,  ესპანეთის  საზოგადოების  ფართო  ფენამ  და,  პირდაპირ  შეიძლება  ითქვას,  მოსახლეობის  უმეტესმა  ნაწილმა  გამოთქვა.  იმისათვის, რომ  ახსნა  მოვუძებნოთ  ამ  ფაქტს,  უნდა  აღვნიშნოთ,  რომ  აბსოლუტისტურ  ესპანეთში  უკვე  საუკუნეების  მანძილზე  მეფის,  უმაღლესი  სიუზერენის,  კულტი  იყო  გაბატონებული.  ასე  იყო  ჯერ  კიდევ  ესპანეთის  გამაერთიანებლების  –  ისაბელ  კასტილიელისა  და  ფერდინანდ  არაგონელის  მეფობის  დროს,  ასე  იყო  ესპანელი  ჰაბსბურგების  ზეობის  პერიოდში  და  ასე  დარჩა  XVIII  საუკუნის  ბოლოსაც  –  ბურბონების  მმართველობის  ხანაში.  ეს  ხანა  კი  იმ  პერიოდს  ემთხვევა,  რომელიც  ჩვენი თხრობის  ამბებს  ეხება  და  ჩვენი  განხილვის  საგანს  წარმოადგენს.
იმხანად  ესპანეთში  კარლოს  მეოთხე  მეფობდა  –  კაცი  გულკეთილი,  გულჩვილი,  დოყლაპია  და  არაფრის  მაქნისი.  იგი  ისე  იყო  აღზრდილი,  რომ  კარგი  სმა-ჭამის,  ნადირობისა  და...  სადურგლო  ხელობის  მეტი  არაფერი  იცოდა.  სახელმწიფო  საქმეები,  პოლიტიკა  ჭირივით სძულდა  და  თუ  დღე  ისე  გავიდოდა,  რომ  „მომაბეზრებელ  და  არაფრის მომცემ“  ქაღალდებს  არავინ  დაანახებდა,  მასზე  ბედნიერი  კაცი  არ  იქნებოდა.  მეფეს  სათამაშოების  კეთება  ეხერხებოდა  და  თავისი  მრავალრიცხოვანი  ოჯახის  პატარა  წარმომადგენლები  არასოდეს  განიცდიდნენ გვირგვინოსანი  მშობლის  მიერ  გამოჭრილი,  გამოთლილი  თუ  გამოჩარხული  ურიკებისა  და  ოჩოფეხების  ნაკლებობას.
სახელმწიფოს  ვიღა  მართავდა,  ესპანეთის  სახელმწიფოს,  თავისი  ჯერ  კიდევ  მრავალრიცხოვანი  და  ვრცელი  სამფლობელოებით  დედამიწის  სხვადასხვა  კუთხეში”  დედოფალი,  მეფის  მეუღლე  მარია-ლუიზა პარმელი,  იტალიელი  ქალი,  ახალგაზრდობიდან  ესპანეთში  გამოთხოვილი  და  მარტო  ესპანეთის  კი  არა,  არამედ  მეფე  კარლოს  მეოთხე  ბურბონის  მბრძანებელიც.  მარია-ლუიზა  ფუქსავატი,  განცხრომისა  და  სასიყვარულო  ინტრიგების  მოყვარული  ქალი  იყო,  მაგრამ  ამავე  დროს მკაცრი  და  პატივმოყვარე,  დედოფალს  ბევრი  შვილი  ჰყავდა,  მაგრამ შვილებზე  მეტი  საყვარელი,  ამ  ავხორც  ქალს  დღეც  არ  შეეძლო  ფავორიტთა  გარეშე  გაეტარებინა.  იგი  უშნო  იყო,  მსუქანი,  მოუხეშავი  და თუკი  ვინმე  საყვარლობაზე  თანხმდებოდა,  ასეთი  კი  ბევრი  იყო,  გასაგები  მიზეზის  გამო,  ამ  ქალის  ღირსებებსა  თუ  ნაკლოვანებებს  ყველაზე უკანასკნელ  ადგილს  ანიჭებდა.
ერთი  ხანი  იყო  მარია-ლუიზამ  მეფის  გვარდიის  ორ  ჯარისკაცს დაადგა  თვალი.  როგორც  გამოირკვა,  ისინი  ძმები  ყოფილან,  გვარად გოდოები.  ეს  გვარი  არც  დედოფალს  ეუბნებოდა  რასმეს  და  არც  მის ქვეშევრდომთ,  მაგრამ  დედოფალი  ამას  არ  დაგიდევდათ.  მას  თვით ახალგაზრდები  მოსწონდა  და  არა  მათი  გვარი  და  ამ  გვარის  წარმომავლობა.  მოკლედ,  მალე  ორივენი  მისი  უდიდებულესობის  საყვარლები გახდნენ.  ცოტა  ხანში  უფროს  ძმას  უმცროსმა,  გიტარაზე  კარგად  დამკვრელმა  მანუელმა  აჯობა.  შესახედავად  არც  უფროსი  იყო  ბევრად  ნაკლები,  მაგრამ  მაინც  მანუელმა  გაიმარჯვა.  მაღალი,  ტანადი,  ცისფერთვალება  უმცროსი  ძმა,  ალბათ,  სხვა  ღირსებებსაც  ფლობდა,  ვიდრე  გიტარაზე  მოხდენილად  დაკვრა  იყო,  რითიც  საბოლოოდ  მოხიბლა  მარია- ლუიზას  გული.  დედოფალს  ისე  შეუყვარდა  სერენადების  მომღერალი გვარდიელი,  რომ  უმისოდ  გაჩერება  აღარ  შეეძლო.  უფროსი  ძმისთვის მან  პოლკოვნიკის  წოდება  გაახერხა  და  ამით  კმაყოფილი  იოლად  მოიშორა,  ხოლო  უმცროსი...
სასახლეში  შეჩვეული  იყვნენ  დედოფლის  ოინებს,  მაგრამ  უგვარო  სერჟანტის  მეფის  ოჯახში  შეყვანამ  ყველა  გააკვირვა.  დიახ,  სიყვარულისგან  გაგიჟებულმა  მარია-ლუიზამ  საყვარელი  ქმარს  გააცნო,  მისთვისაც  პოლკოვნიკის  ჩინი  გამოსთხოვა  და  თანაც  დაუმტკიცა,  რომ  გოდოის  გვარი  ძველი  და  ღირსეული  წარმომავლობისა  იყო  და  ამ  გვარის წარმომადგენლებს  თურმე  უწინ,  ამ  ამბებამდე  მრავალი  წლით  ადრე, მეფის  წინაპრებისთვის  დიდი  სამსახური  გაუწევიათ.  ის  დღე  იყო  და დაიახლოვა  და  გულით  შეიყვარა  კარლოს  მეოთხემ  თავისი  ცოლის  საყგარელი.  მანუელიტოო,  მოფერებით  მიმართავდა  მეფე  ახალგაზრდა არამზადას,  რომელსაც  არც  ღირსებისა  და  არც  ჭკუის  ნატამალი  არ გააჩნდა,  მაგრამ  თავისებური  ეშმაკობა  და  მოხერხებულობა  კი  ნამდვილად  ჰქონდა  და,  ალბათ.  კიდევ  ის,  რის  შესახებაც  დედოფალმა  უფრო უკეთ  იცოდა,  ვინემ  სხვა  ვინმემ.
როგორც  ყველგან  და  ყოველთვის  იყო,  რქებგამობმულმა  ქმარმა ყველაფერი  იღონა,  ცოლის  საყვარელს  რომ  დაახლოებოდა  და  უძვირფასეს  მეგობრად  გაგვხადა.  დედოფალზე  მეტად  მანუელიტოს  მომავალზე  ახლა  მეფე  ზრუნავდა.  სიმართლე  მის  გარდა  უკვე  ყველამ  იცოდა, თანაც,  მარტო  სასახლეში  კი  არა,  არამედ  მისგან  ძალიან  შორსაც. ქმარი  კი,  როგორც  ყოველთვის,  სმენადახშული  და  თვალებდავსილი რჩებოდა.
მარია-ლუიზას  მანუელის  ალერსი  აღარ  ჰყოფნიდა.  მას  ისიც სურდა,  რომ  მისი  საყვარლის  მკლავები  მარტო  მას  შემოჭდობოდა, რომ  სხვა  ქალს  არათუ  ამ  მკლავების  ძალა  და  სიმხურვალე  არ  ეგრძნო,  არამედ  დედოფლის  გულისსწორთან  დალაპარაკებაც  ვერ  მოეხერხებინა.  და  ეს  რომ  მაინც  არ  მომხდარიყო,  მისმა  უდიდებულესობამ მანუელს  ქალებთან  ყოველგვარი  ურთიერთობა  აუკრძალა  და  მხოლოდ მამაკაცებთან  შეხვედრის  უფლება  დაუტოვა.  მსგავს  სისულელეებზე მთელი  თუ  არა,  ნახევარი  ესპანეთი  მაინც  იცინოდა,  ხოლო  ერთი  იმათთაგანი,  ვინც  არაფერი  იცოდა  და  ამიტომ  არაფერზე  იცინოდა,  მარიალუიზას  ქმარი  იყო.
მოკლედ,  ბევრი  რომ  არ  გავაგრძელოთ,  მანუელიტო  სულ  მალე მისი  უბრწყინვალესობა  დონ  მანუელ  გოდოი  გახდა  და  თავბრუდამხვევი კარიერაც  გაიკეთა.  რამდენიმე  წელიწადში  ის  ესპანეთის  ფაქტობრივი მმართველი  გახდა.  25  წლისა  უკვე  პრემიერ-მინისტრი  იყო!  მაგრამ  ეს კიდევ  რაა.  რამდენიმე  ხანში  მოსიყვარულე  მეფე-დედოფლისგან  მან იმდენი  ტიტული  და  თანამდებობა  მიიღო, რამდენიც  ერთს  კი  არა,  ათ კაცსაც  მეტი  მოუვიდოდა.  იგი  ესპანეთისა  და  ზღვისგაღმა  ტერიტორიების  ადმირალიც  გახდა,  ფოსტისა  და  გზების  გენერალ-სუპერ-ინტენდანტიც,  ხელოვნებათა  აკადემიის  დირექტორიც,  ასტრონომიული  ობსერვატორიის  ხელმძღვანელიც,  და  ბოლოს,  არარსებული  სამხედრო დამსახურებებისათვის  –  ესპანეთის  არმიის  გენერალისიმუსიც...  ყველა ამ  ტიტულის  მატარებელი  კაცის  უძრავმა  და  მოძრავმა  ქონებამ  ესპანეთის  წლიურ  ბიუჯეტს  –  2  მილიარდ  პესეტას  –  ბევრად  გადააჭარბა. შეიძლება  დაიბადოს  კითხვა:  ნუთუ  მთელს  ესპანეთში  არ  მოიძებნა  ადამიანი,  რომელიც  შეეცდებოდა  მეფისთვის  ამ  უმსგავსოებაზე თვალი  აეხილა?  მოიძებნა.  ასეთი  ადამიანი  ცნობილი  სახელმწიფო  მოღვაწე,  რეფორმების  მოსურნე  და  თავის  დროზე  მათი  მეტ-ნაკლებად ცხოვრებაში  გამტარებელი  ფლორიდაბლანკა  იყო.  დროულმა  გრანდმა, სპეციალური  მოხსენებითი  ბარათი  მიართვა  კარლოს  მეოთხეს,  რომლითაც  მის  „საქმის  კურსში“  ჩაყენებას  აპირებდა,  მაგრამ  დედოფალმა იმდენი  ეშმაკობა  გამოიჩინა,  რომ  მეფემ  წერილი  წაუკითხავად  გადააგდო.  მაშინ  მინისტრმა  ზეპირად  აუწყა  მეფეს  მისი  შინაარსი,  მაგრამ გონებადაბინდულ  კარლოსს  არაფრის  დაჯერება  არ  სურდა.  ამ  ისტორიას  შედეგად  ის  მოჰყვა,  რაც  უნდა  მოჰყოლოდა  –  ზომაზე  მეტად თამამი  მინისტრი  სასახლიდანაც  გააძევეს  და  მთავრობიდანაც.  თან კიდევ,  წასვლისას,  სიტყვაც  დაადევნეს:  კიდევ  მადლობელი  იყავი  ასე იოლად  რომ  გადარჩიო.  მეტი  მსურველი  და  მოხალისე  მეფის  კარზე აღარ  გამოჩენილა...
დონ  მანუელ  გოდოიმ  1795  წელს  ბაზელის  სამშვიდობო  მოლაპარაკებაში  მიიღო  მონაწილეობა  და  ხელი  შეუწყო  დამარცხებული  ესპანეთის  ომიდან  გამოსვლის  საქმეს.  ამ  წარმატებისათვის  კარლოს  მეოთხემ  და  მარია-ლუიზამ  თავიანთ  საყვარელ  მეგობარს  ახალი  ტიტული: „მშვიდობის  თავადისა“  მიანიჭეს  („მშვიდობის  მტრედის“  ცნება  ჯერ  არ შემოსულიყო  მსოფლიოში).
წლები  გადიოდა,  მეფის  შვილები  ანუ  ინფანტები,  როგორც  მათ ესპანეთში  უწოდებდნენ,  იზრდებოდნენ  და  მათგან  უფროსს  ფერდინანდს,  მალე  ისეთმა  ასაკმა  მოუწია,  როცა  მას  მეფობაზე  ოცნება  კი არა,  უკვე  მის  განხორციელებაზე  შეეძლო:  ეფიქრა.  მეფისგან  განსხვავებით,  უფლისწულმა  დედისა  და  დონ  მანუელის  მრავალწლიანი  კავშირის  შესახებ  ყველაფერი,  ან  თითქმის  ყველაფერი,  იცოდა,  და  ბუნებრივია,  მამის  საწოლის  გამზიარებლისადმი  განსაკუთრებით  თბილი გრძნობები  არ  ამოძრავებდა.
იმავე  გრძნობებით  პასუხობდა  ინფანტს  დონ  მანუელიც,  რომელმაც  მშვენივრად  იცოდა,  რომ  თუ  ტახტზე  მისი  მოძულე  ფერდინანდი  ავიდოდა,  მაშინ  მას  ვერც  თავისი  ტიტულები  უშველიდა  და  ვერც მეფე-დედოფლის  მიერ  ნაბოძები  ავლა-დიდება.  ამიტომ,  თავის  საყვარელთან  შეთანხმებით,  მან  მეფეს  მსოფლიო  პრაქტიკაში  არნახული  და არგაგონილი  კანონი  გამოაცემინა,  რომლის  მიხედვითაც,  ტახტის  მემკვიდრე  სრულწლოვანად  30  წლის  ასაკში  გამოცხადდებოდა...  ამ  ანეკდოტურ  გადაწყვეტილებას  საფუძვლად  ის  ედო,  რომ  ვინაიდან  ავადმყოფ  და  ასაკში  შესულ  კარლოს  მეოთხეს,  ალბათ,  მალე  მოუწევდა უკეთეს  სამყაროში  გადაბარგება,  დონ  მანუელ  გოდოის  კიდევ  რამდენიმე  წლით  მაინც  შენარჩუნებოდა  ძალაუფლება.
როდესაც  ფერდინანდმა  დედის  ხრიკების  შესახებ  შეიტყო, კინაღამ  გადაირია:  ამ  კანონის  ამოქმედება  ხომ  გაურკვეველი  დროით გადასწევდა  მისი  გამეფების  საკითხს  –  ტახტის  ყოველი  მემ კვიდრის ამ  სანუკვარი  და  საშიში  ოცნების  ზღვარს!
უფლისწულს  ბევრი  მომხრე  ჰყავდა  ესპანეთში.  კორუმპირებული  და  გარყვნილი  დედოფლისა  და  მისი,  იმავე  ღირსებებით  შემკული საყვარლის  ფონზე  დონ  ფერდინანდ  ბურბონი  მამა  აბრამის  ბატკნად  გამოიყურებოდა.  ესეც  არ  იყოს,  ამ  ქვეყანაში  უფლისწულს,  ტრადიციულად  მძიმე  ხვედრი  ჰქონდა  ხოლმე  (მაგალითად,  ფილიპე  მეორის  ვაჟის დონ  კარლოსის  ბედიც  გამოდგებოდა),  ხოლო  ხალხის  სიმპათია,  მუდამ დაჩაგრულის,  ე.ი.  უფლისწულის  მხარეს  იხრებოდა.  ასე  იყო  ფერდინანდის  შემთხვევაშიც,  რომელიც  უბრალო  ხალხის  თვალში  სასახლის კამარილიის  მსხვერპლად  გამოიყურებოდა.  მეფისწულს  მხარს  მოსახლეობის  დიდი  ნაწილი  და  სამღვდელოება  უჭერდა.  მაგრამ  ეს  მხარდაჭერა  თავიდან  პასიური  იყო,  ფერდინანდს  კი  რეალური  და  არა  მორალური  მხარდაჭერა  სჭირდებოდა.  ასეთ  პირობებში  ვისთვის  უნდა  მიემართა  მოძულებულ  ინფანტს,  ვის  შეეძლო  მის  მოწინააღმდეგეებზე  ზემოქმედების  მოხდენა?  რა  თქმა  უნდა,  მხოლოდ  ნაპოლეონს,  საფრანგეთის  იმპერატორსა  და  ევროპის  მბრძანებელს.  მბრძანებელს,  რომლის ნებართვის  გარეშე  არცერთი  სერიოზული  საკითხი  არ  წყდებოდა  კონტინენტზე  და  რომლის  უზენაესი  განკარგულების  გარეშე,  არც  მადრიდის  სამეფო  კარზე  მოხდებოდა  რადიკალური  ცვლილებები.  ამიტომ დონ  ფერდინანდმა  არც  აცივა  და  არც  აცხელა  და  პირდაპირ  ნაპოლეონს  მიმართა  დახმარებისათვის.
ინფანტის  წერილი  პირველი  როდი  იყო  მადრიდიდან,  რომელიც საფრანგეთის  იმპერატორმა  მიიღო.  მასზე  კარგა  ხნით  ადრე,  ჯერ  კიდევ პირველ  კონსულთან,  ხოლო  შემდეგ  იმპერატორ  ნაპოლეონთან „მშვიდობის  თავადს“  დონ  მანუელ  გოდოის  ჰქონდა  მიწერ-მოწერა  გაჩაღებული.  მაგრამ  ფერდინანდის  წერილმა  ნაპოლეონი  მაინც  განსაკუთრებულად  გაახარა.  იმ  დროისათვის  მას  უკვე  ჰქონდა  შექმნილი  გარკვეული  წარმოდგენა  მადრიდელი  ბურბონების  ზნე-ჩვეულებებზე  და  ინფანტის  თხოვნა  არ  გაუკვირდა.  სიხარული  კი,  რომელიც  წერილის  მიღებამ  იმპერატორს  მოჰგვარა,  ცხადია,  იმით  არ  იყო  გამოწვეული,  რომ საფრანგეთის  უმაღლეს  ხელისუფალს  ესპანეთის  ტახტის  მემკვიდრისათვის  დახმარების  გაწევის  შესაძლებლობა  ეძლეოდა.  სიხარულის  მიზეზი  სხვა  იყო,  ის,  რომ  დაპირისპირებული  მხარეების  ძიძგილაობაში მას  ესპანეთის  საშინაო  საქმეებში  უშუალოდ  და  უბოდიშოდ  ჩარევის საშუალება  ექმნებოდა.  იმ  დროს  ესპანეთი  ისედაც  ლამის  ვასალურ მდგომარეობაში  იმყოფებოდა  საფრანგეთთან,  მაგრამ  იმპერატორს  მეზობლის  ასეთი  მდგომარეობაც  არ  აკმაყოფილებდა.  მას  მთელი  ესპანეთი  უნდოდა,  მისი  მთელი  სანაპირო  ზოლით,  მთელი  ფლოტით,  ყველა პორტითა  და  ყველა  ციხე-სიმაგრით,  ამ  საქმეში  მას  ვერც  გულუბრყვილო  და  გაუბედავი  ფერდინანდი  გამოადგებოდა  და  ვერც  მისი  თავხედი და  ბრიყვი  მოსისხლე  –  გოდოი  (გოდოის  ამ  თვისებებში  დარწმუნება ნაპოლეონს  რამდენჯერმე  მოუხდა.  პირველად  ეს  მისი  კონსულობის პერიოდში  მოხდა. „ნარინჯოვანი  ომის“  დროს.  ომში  იძულებითი  გამარჯვების  შემდეგ.  დონ  მანუელ  გოდოიმ  პორტუგალიას  ინგლისისთვის  ომის  გამოცხადება  კი  არ  მოსოხოვა,  როგორც  ეს  ნაპოლეონის მიერ  იყო  დაგეგმილი.  არამედ  ნეიტრალიტეტი  შესთავაზა.  პირველმა კონსულმა  მკაცრი  წერილი  გაუგზავნა  კარლოს  მეოთხეს  და  აიძულა იგი  მისთვის  „ძვირფასი  მანუელიტოს“  მიერ  დადებული  შეთანხმება გაეუქმებინა.  გაგულისებულმა  გენერალისიმუსმა  ფრანგებს  ესპანეთის ჩრდილო  დასავლეთში,  პორტუგალიის  საზღვართან  ახლოს  განლაგებული  ჯარის  ევაკუაცია  მოსთხოვა.  ბონაპარტმა  ესპანეთის  ელჩი  გამოიძახა  და  სახალხოდ  განუცხადა:  „გოდოის  საქციელიდან  ისე  გამოდის, რომ  მათ  კათოლიკურ  უდიდებულესობებს,  ესპანეთის  მეფესა  და  დედოფალს.  მობეზრებიათ  ტახტზე  ჯდომა  და  სხვა  ბურბონების  ბედის  გაზიარებას  აპირებენო“.  ამ  ერთადერთმა  წინადადებამ  მეფე-დედოფალი  დააფრთხო,  ხოლო  „მშვიდობის  თავადი“  მიაჩუმა.  მაგრამ,  შემდეგ,  ამიენის  ზავის  პერიოდში,  როცა  საფრანგეთის  პირველმა  კონსულმა  ისე  გადასცა  ესპანეთის  კუთვნილი  კუნძული  ტრინიდადი  ინგლისელებს.  რომ მადრიდს  არც  კი  დაეკითხა,  გოდოიმ  კვლავ  გამოიდო  თავი  და  პარიზს საპროტესტო  ნოტა  გაუგზავნა.  პირველმა  კონსულმა  კვლავ  გამოიძახა ესპანეთის  ელჩი  და  კვლავ  ერთი  ფრაზა  უთხრა:  „თუ  გოდოი  ასეთ  ქცევას  გააგრძელებს,  იცოდეთ,  მეხი  გავარდებაო“,  ეს  იყო  და  ეს  –  გოდოი იმ  დღიდან  მისი  მორჩილი  შეიქმნა.  ისე,  ერთხელ.  მეფე  კარლოს  მეოთხემაც  სცადა  ნაპოლეონის  ურჩობა.  ეს  1806  წელს  მოხდა,  როდესაც ესპანეთის  მეფემ,  ერთი  პირობა,  უარი  თქვა  ეცნო  ჟოზეფ  ბონაპარტის ნეაპოლის  ტახტზე  ასვლის  კანონიერება  (სხვათაშორის,  თავისი  ნათესავების,  „ნეაპოლელი  ბურბონების“  ნაცვლად).  ასეთ  დროს  ნაპოლეონს ბევრი  ლაპარაკი  არ  უყვარდა  და  არც  მაშინ  უთქვამს  ბევრი  სიტყვა. სულ  ერთი  ფრაზა  გახდა  საკმარისი  ესპანეთის  მეფის  გამოსაფხიზლებლად:  „არა  უშავს,  თუ  ჟოზეფს  კარლოს  მეოთხე  არ  სცნობს,  მისი  შემცვლელი  ხომ  სცნობსო“).
ნაპოლეონი  მოხერხებულად  სარგებლობდა  ფერდინანდისა  და გოდოის  დაპირისპირებით.  საინტერესოა,  რომ  ორივე  მხარე  ფრანგთა იმპერატორს  საიდუმლო  წერილებს  უგზავნიდა  და  ერთმანეთს  აბეზღებდა.  იმპერატორს  მათი  ფარული  ბრძოლის  განვითარება  კი  არ  აინტერესებდა,  არამედ  ესპანეთის  სამეფო  ტახტის  გარშემო  და  თვით  ესპანეთში  მიმდინარე  პროცესებში  გარკვევა  სურდა.  წერილები  კი  ამის  გაკეთების  კარგ  შესაძლებლობას  იძლეოდა.
უფლისწულისა  და  მედროვის  დაპირისპირება  თავდაპირველად ამ  უკანასკნელის  გამარჯვებით  დასრულდა.  შეიტყვეს  რა  ფერდინანდის  საქციელის  შესახებ.  დედოფალმა  და  გოდოიმ  მეფეს  მოსთხოვეს მოულოდნელად  დასცემოდა  პრინცს.  გაეჩხრიკა  მისი  სამყოფელი  და მოეძებნა  მაკომპრომეტირებელი  დოკუმენტები.  მეფე,  მიუხედავად  იმისა,  რომ  დიდად  არ  ესიმპათიურებოდა  თავისი  უფროსი  ვაჟი,  გადამწყვეტი  ნაბიჯის  გადადგმისგან  მაინც  თავს  იკავებდა.  მაგრამ,  ბოლოს. დედოფალმა  და  გოდოიმ  საერთო  ძალით  შესძლეს  მისი  დაყოლიება  და ტახტის  მემკვიდრის  სამუშაო  ოთახში  გაგზავნა.  განცვიფრებულ  მონარქს  თვალწინ  ასეთი  სურათი  წარმოუდგა:  შუაღამისას,  ძილის  ნაცვლად,  ასტურიის  პრინცი  მაგიდას  უჯდა  და...  ნაპოლეონს  მეფის  ოჯახისა  და  „ოჯახის  მეგობრის“  განსაქიქებელ  წერილს  სწერდა. სასახლეში  ერთი  ალიაქოთი  და  ვაიუშველებელი  ატყდა.  ბევრი, ვინც  სულით  და  გულით  მემკვიდრე  პრინცის  მხარეზე  იყო,  მისდამი სიმპათიის  გამოვლენას  ვერ  ბედავდა.  იმავე  მიზეზით,  ჩრდილში  დადგა ფერდინანდის  აღმზრდელი  და  სულიერი  მამა  ხუან  ესკოიკისიც,  რომელიც  პრინცის  მთელი  ამ  წამოწყების  ინიციატორი  და  ორგანიზატორი იყო.  სხვები  კი,  ვინც  მეფის  მხარეზე  იდგა,  პრინცის  სამაგალითოდ დასჯას  მოითხოვდა.
დარტყმა  იმდენად  მოულოდნელი,  ხოლო  სამხილი  იმდენად უტყუარი  იყო,  რომ  უფლისწული  წახდა,  შეშინდა  და  ცხელ  გულზე მშობლებს  ყველაფერი  დაუფქვა.  თან  ყველა  მისი  თანამოაზრე  და  ამ საქმეში  თანამონაწილე  გასცა.  შედეგმაც  არ  დააყოვნა  –  პრინცის  თანამებრმძოლთა  ერთი  ნაწილი  ციხეში  აღმოჩნდა,  მეორე  კი  სამშობლოდან  გაძევებული.  თვით  ფერდინანდი  სასჯელს  გადაურჩა.  იგი  ფეხებში ჩაუვარდა  მეფესა  და  დედოფალს,  ბავშვივით  აქვითინდა  და  პატიება სთხოვა  მათ.  პატიება  სთხოვა  მან  თავის  მოსისხლე  მტერს  დონ  მანუელ გოდოისაც.  ამ  ტრაგიკომედიის  ზემოხსენებულმა  სამმა  მონაწილემ დიდსულოვნება  გამოიჩინა  და  ტახტის  მემკვიდრეს  შეცოდება  შეუნდო (უნდა  აღინიშნოს,  რომ.  თვით  ფერდინანდი  ასე  იოლად, ალბათ,  არ  შეუნდობდა  გოდოის.  ასეთი  აზრის  დამადასტურებელი  ის  წერილიც  შეიძლება  იყოს,  რომელიც  ფერდინანდის  ცოლმა  პრინცესა  მარია-ანტონიამ თავის  დედას  კაროლინა  ბურბონს  გაუგზავნა:  ჩემი  ქმრის  ტახტზე ასვლიდან  ნახევარი  საათიც  არ  იქნება  გასული,  რომ  გოდოი  ციხეში აღმოჩნდებაო). 
მაგრამ,  ფერდინანდს  სასჯელი  მარტო  დედ-მამისა  და  „მშვიდობის  თავადის“  დიდსულოვნებამ  როდი  ააცილა.  როგორც  მაშინ  ესკორიალის  სასახლეში  ამბობდნენ,  ასტურიის  პრინცს  ნაპოლეონის  სახელი  და  ნაპოლეონის  ყოვლისშემძლეობაც  გვარიანად  დაეხმარა.  მართლაც.  როდესაც  ესკურიალის  ბატონ-პატრონები  შერისხული  პრინცის კორესპონდენციას  კარგად  ჩაუკვირდნენ  და  გაითავისეს,  თუ  ვინ  იყო  მისი  ადრესატი,  უცბად  შეშინდნენ  და  თითზე  იკბინეს  –  ვაითუ  პრინცის სამაგალითოდ  დასჯა  ნაპოლეონს  ჭკუაში  არ  დაუჯდეს  და  ჩვენზე,  ამ საქმის  ინიციატორებზე,  გული  მოუვიდესო.  ამიტომ,  „გამარჯვებულმა ტრიომ“,  ევროპის  მბრძანებლის  შესაძლო  რისხვას  ისევ  ურჩი  მემკვირის  შენდობა  ამჯობინა.
ასეთ  გადაწყვეტილებას  ლოგიკურ  შედეგად  ის  უნდა  მოჰყოლოდა,  რომ  გოდოისა  და  მეფე-დედოფალს  მათ  მიერ  პრინცის  საწინააღმდეგოდ  აგორებული  ტალღა  სასწრაფოდ  ჩაეხშოთ.  მათ  ამის  გაკეთება სცადეს,  მაგრამ  საწინააღმდეგო  შედეგი  მიიღეს  –  ფერდინანდის  მომხრეებმა  დრო  იხელთეს  და  ხმა  ამოიღეს.  ამოიღეს  არა  მარტო  და  არა იმდენად  სასახლეში,  რამდენადაც  ხალხში.  ხალხი  კი  პრინცის  მხარეზე  იყო.  ხალხს  გოდოიც  სძულდა  და  დედოფალიც.  მას  ახალი,  ახალგაზრდა  და  „წამებული“  წარსულის  მქონე  მეფე  ფერდინანდ  მეშვიდე უნდოდა  ეხილა  ტახტზე!  ხალხის  ასეთმა  ერთსულოვანმა  და,  უნდა  ითქვას,  უფლისწულისთვის  მოულოდნელმა  მხარდაჭერამ,  შემდგომში  დიდი  სამსახური  გაუწია  მას.  აქ  მხოლოდ  ერთია  საკითხავი:  ღირდა  კი მშიშარა  და  სულმოკლე  ფერდინანდი  ასეთ  მხარდაჭერად) ასე  იყო  თუ  ისე,  ესპანეთის  შიდაპოლიტიკური  ვითარება  გართულდა,  იქ  წყალი  აიმღვრა,  ხოლო  ამღვრეულ  წყალში  ნაპოლეონს  თავის  დასაჭერი  თევზი  უფრო  ადვილად  უნდა  დაეჭირა.  ამიტომ  იმპერატორმა  ჩათვალა,  რომ  აქტიური  მოქმედების  დრო  დადგა  და  ასეთი  მოქმედებაც  დაიწყო. 
ეს  ზუსტად  ის  დრო  იყო,  როდესაც  ჟიუნო  „თავის  საქმეს“  პორტუგალიაში  უკვე  ამთავრებდა,  ხოლო  ამ  ქვეყნის  გაქცეული  ხელისუფალნი  რიო  დე  ჟანეიროს  უახლოვდებოდნენ.  ასე  რომ,  ჟიუნოს  იმხანად პორტუგალიაში  პრობლემები  თითქმის  არ  ჰქონდა  და  იმპერატორის უშუალო  დახმარებას  მაინცდამაინც  არც  საჭიროებდა.  მაგრამ,  ეტყობა, თვით  იმპერატორი  ასე  არ  თვლიდა  და  ერთგულ  გენერალს  ჯარს  ჯარზე  უგზავნიდა.  ოღონდ  ეს  იყო,  ეს  ჯარი  რატომღაც  ამ  ერთგულ  გენერლამდე  კი  არ  აღწევდა,  არამედ  გზაში,  ესპანეთში  რჩებოდა  და  ბინას ისეთ  მიდამოებში  იდებდა,  სადაც  მნიშვნელოვანი  ციხე-ქალაქები  იყო გაშენებული  და  საკვანძო  გზები  იყრიდა  თავს... 
იმ  დროისათვის  ფრანგთა  შენაერთებს  მთელი  ჩრდილოეთი ესპანეთი  ეპყრათ  ხელთ,  მარშალი  მონსეი  ბურგოსში  იდგა,  მარშალი მორტიე  ნავარაში,  გენერალი  დიუპონი  ვალიადოლიდში,  გენერალი  დიუემი  არაგონში,  გენერალი...  თუმცა,  აღარ  ღირს  გაგრძელება.  ფრანგების  რიცხვმა  უკვე  60  ათასს  გადააჭარბა. 
უცხო  ქვეყანაში  ასეთი  რაოდენობის  ჯარის  შეყვანას  ნაპოლეონი  პორტუგალიაში  მოქმედი  არმიის  დახმარების  საჭიროებით  ხსნიდა. იმ  კითხვაზე  კი,  თუ  რა  ასეთი  დახმარება  იყო  საჭირო იმ  არმიისთვის, (რომლის  საერთო  რაოდენობა  27  ათასს  არ  აღემატებოდა,  და  თანაც არავითარ  საომარ  მოქმედებას  აღარ  ეწეოდა,  იმპერატორი  პასუხსცხადია,  არ  გასცემდა.  მიუხედავად  ამისა  ასეთი  ბუნდოვანი  განმარტე-ბები  მაინც  აკმაყოფილებდათ  ესპანეთის  მმართველებს  –  მეფე-დედოფალსა  და  მანუელ  გოდოის.  რაოდენ  საკვირველიც  არ  უნდა  იყოს, ფრანგთა  ჯარის  გამოჩენა,  თავდაპირველად,  ადგილობრივი  მოსახლეობის  სიხარულსაც  კი  იწვევდა.  უფლისწულ  ფერდინანდის  ბედით  შეწუხებული  უბრალო  ესპანელები  გულუბრყვილოდ  თვლიდნენ,  რომ  ჩრდილოელი  მეზობელი  მათი  საყვარელი  ინფანტის  დასახმარებლად  მოდიოდა  ესპანეთში... 
იმ  მიზნების  განსახორციელებლად,  რომელთაც  ნაპოლეონი ისახავდა  ესპანეთში,  გაფანტული  და  ერთიან  ხელმძღვანელობას  მოკლებული  ჯარი  არ  გამოდგებოდა,  საჭირო  იქნებოდა  ერთიანი.  მძლავრი მუშტის  შეკვრა  და  სათავეში  უნარიანი  და  ავტორიტეტული  ხელმძღვანელის  ჩაყენება.  ნაპოლეონს  ჯარის  ნელ-ნელი  გადაადგილებით, „მცოცავი  და  წყნარი“  აგრესიით,  მთელი  ესპანეთის  ოკუპირება  სურდა.  სურდა,  მაგრამ  ისიც  კარგად  ესმოდა,  რომ  ეს  მხოლოდ  გარკვეულ  დრომდე მოხდებოდა  ასე,  რომ  დადგებოდა  მომენტი,  როდესაც  ესპანელები  გამოფხიზლდებოდნენ,  ყველაფერს  მიხვდებოდნენ  და  ხელსაც  გამოიღებდნენ.  რა  თქმა  უნდა,  იმპერატორს  მათთან  შეჯახების  საშიშროებაზე არავითარი  ეჭვი  არ  ჰქონდა.  საფრანგეთის  არმიას  ესპანეთი  კი  არა, მთელი  ევროპა  ვერაფერს  უხერხებდა  და  ესპანელებს  რა  უნდა  დაეკლოთ  მისთვის.  მაგრამ  იმ  დროს.  იმ  მომენტში.  როდესაც  აქტიური  მოქმედება  გახდებოდა  საჭირო,  ფრანგთა  „საექსპედიციო  კორპუსი“  მზად და  ენერგიული  ხელმძღვანელის  ხელში  უნდა  ყოფილიყო.  პოლიტიკური მოსაზრებების  გამო  ნაპოლეონს  არ  სურდა  თავად  გასძღოლოდა  ჯარს მადრიდისაკენ  და,  კაცმა  რომ  თქვას,  არც  თვლიდა  ამას  აუცილებლად, მაგრამ  ძლიერი  ხელი  „იქ“  მაინც  საჭირო  იქნებოდა. 
ნაპოლეონი  კარგა  ხანს  ფიქრობდა,  თუ  ვისთვის  მიენდო  ეს  საქმე. ბოლოს  მან  არჩევანი  თავის  სიძეზე,  მარშალ  მიურატზე  შეაჩერა,  იმპერატორის  ყოყმანს  თავისი  საფუძველი  ჰქონდა.  იოახიმ  მიურატი  გასაოცარი სიმამაცის  გამო  დიდი  ავტორიტეტით  სარგებლობდა  ჯარისკაცებსა  და ოფიცრებს  შორის.  მაგრამ  აღნიშნულის  თქმა  უმაღლეს  მეთაურებზე  უკვე ნაკლებად  შეიძლებოდა  –  ისინი,  იმპერიის  მარშლები,  მიურატს  დიდად არც  ვაჟკაცობაში  ჩამორჩებოდნენ  და  არც  დამსახურებაში.  ამიტომ  ისინი მიურატის  იმპერატორის  ოჯახთან  ნათესაურ  კავშირს  უნდა  მოეთოკა. ასე  რომ  კანდიდატურა  ურიგო  არ  უნდა  ყოფილიყო. 
მთელი  ესპანეთის  დაკავების  გარდა  ნაპოლეონს  ამ  ქვეყნის მმართველი  დინასტიის  შეცვლაც  ჰქონდა  „გუნებაში“.  ამიტომ  მას ტახტიდან  ბურბონების  ჩამოგდება  და  მასზე  ბონაპარტების  წარმომადგენლის  დასმა  სურდა.  ამ  თავის  აზრსა  თუ  განზრახვას  იგი  არავის  უმხელდა.  არ  უმხელდა  არათუ  ესპანეთის  სამეფო  ტახტზე  მოსალოდნელ როტაციას,  არამედ  მიურატის  ესპანეთში  გაგზავნის  თაობაზეც  არავის არაფერს  ეუბნებოდა.  და  რაც  ყველაზე  გასაკვირი  იყო,  იგი  თვით  მიურატსაც  არაფერს  ეუბნებოდა. 
    იმ  დროისათვის  ნაპოლეონთან  ურთიერთობა  ძალიან  ძნელი გახდა.  ამ  კაცთან  მუდამ  ჭირდა „საქმის  დაჭერა“,  ახლა  კი  ამდენი  გამარჯვებისა  და  ასეთი  ძალაუფლების  მოპოვების  შემდგომ,  მის  ქედმაღლობასა  და  მედიდურობას  საზღვარი  აღარ  ჰქონდა.  სასახლის  ეტიკეტი ისეთი  იყო  (რა  თქმა  უნდა,  თვით  ნაპოლეონის  მიერ  შემოღებული).  რომ იმპერატორისთვის  კითხვის  დასმა  არავის  შეეძლო.  კითხვას  მხოლოდ მისი  უდიდებულესობა  სვამდა,  სხვები  კი  მხოლოდ  პასუხის  გასაცემად იყვნენ  „განწირულნი“.
    1808  წლის  20  თებერვლის  დილას  მიურატი  ტიუილრის  სასახლის  დერეფანში  შემთხვევით  შეხვდა  იმპერატორს,  რომელმაც  მას ერთი  ორი  არაფრისმთქმელი  და  არაფერზე  მიმანიშნებელი  სიტყვა უთხრა.  საღამოს  კი  სამხედრო  მინისტრმა  მას  აცნობა,  რომ,  იმპერატორის  ბრძანებით,  იგი  ესპანეთში  მის  ნაცვალად  ინიშნებოდა  და  ამიტომ  დაუყოვნებლივ  უნდა  გამგზავრებულიყო  ამ  ქვეყანაში.  გზად,  ქალაქ  ბაიონაში  მას  შესაბამის  ინსტრუქციებს  გადასცემდნენ. 
        გაოცებული  და  შეცბუნებული  მიურატი  სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში  მიემგზავრება  და  ქალაქ  ბაიონაში  რამდენიმე  დღით  ჩერდება.  იქ  იგი  იმპერატორის  წერილს  მიიღებს,  რომელშიც  დაწვრილებით  იქნება  განსაზღვრული,  თუ  რას  მოიმოქმედებს  მიურატი  და  მის დაქვემდებარებაში  მყოფი  ჯარი  პირენეს  ნახევარკუნძულზე.  ეს  იქნება მშრალი,  წმინდა  სამხედრო  ხასიათის  ინსტრუქცია,  რომელიც  წინას. წარ  განსაზღვრავს  მის  ყოველ  ნაბიჯს.  არც  ერთი  სიტყვა  პოლიტიკურ მიზნებზე,  არცერთი  სიტყვა  მადრიდელ  ხელისუფალთა  მომავალ  ბედზე.  აი,  როგორ  იწყებოდა  ეს  წერილი:  „ჩემს  სამხედრო  მინისტრს  უკვე უნდა  ეცნობებინა  თქვენთვის,  რომ  მე  ჩემს  სამხედრო  ნაცვალად დაგნიშნეთ  საფრანგეთის  არმიის  ესპანეთის  კონტინგენტში.  ჟირონდის მე-2  კორპუსი,  რომელსაც  გენერალი  დიუპონი  მეთაურობს,  ობსერვაცული  არმია,  რომელსაც  მარშალი  მონსეი  მეთაურობს...“  და  ასე  შემდეგ და  ასე  ამგვარად.  რა  უნდა  გაეგო  ამ  ინსტრუქციიდან  მიურატს?  რომ ის  იმპერატორის  მხოლოდ  სამხედრო  ნაცვალი  იყო  საფრანგეთის  არმიის  იმ  ნაწილში,  რომელიც  იმჟამად  ესპანეთში  იმყოფებოდა?  მეტი  არაფერი?  როგორ  არა,  ძალიანაც  ბევრს  გაიგებდა  ბერგისა  და  კლევის ჰერცოგი  ამ  ინსტრუქციიდან.  გაიგებდა.  თუ  რომელი  გზებით  უნდა ემოძრავათ  მის  შენაერთებს,  სად  და  რომელ  დასახლებულ  პუნქტში  უნდა  შეესვენათ.  სად  და  როგორ  უნდა  ეშოვნათ  სურსათ-სანოვაგე...  სამხედრო  თვალსაზრისით  ყველაფერი  ზუსტად  იყო,  ზედმიწევნით  და ზედმეტად  ზუსტად...  აი,  პოლიტიკური  თვალსაზრისით  კი  ინსტრუქცია  მხოლოდ  ასეთ  „განმარტებას“  იძლეოდა:  „ესპანელ  მეთაურებთან თქვენი  დამოკიდებულება  მეგობრული  უნდა  იყოს.  თუ  გკითხავენ.  რატომ  ვიკავებთ  ციხე-სიმაგრეებს,  უპასუხებთ.  რომ  ეს  არმიის  ზურგის გასამაგრებლადაა  საჭირო.  თუ  ნავარის  მთავარსარდალი  უარს  იტყვის პამპლონის  სიმაგრის  ჩაბარებაზე,  გამოიყენებთ  მარშალ  მონსეის  ჯარს, რათა  აიძულოთ  იგი,  ეს  გააკეთოს“.  ეს  წერილი-ინსტრუქცია  მიურატისათვის  სრულიად  გაუგებარი  და  საწყენი  სიტყვებით  მთავრდება: „არავითარი  საჭიროება  არაა,  თქვენ  რომ  მადრიდის  სამეფო  კართან გქონდეთ  ურთიერთობა.  ყოველ  შემთხვევაში,  მანამ,  სანამ  მე  არ გიბრძანებთ“. 
რას  მივაწეროთ  მისი  უდიდებულესობის  ასეთი  საქციელი?  დიქტატორების  მარადიულ  ჩვევას  –  ყველაფერი  საიდუმლოების  ბურუსში გახვიონ,  ყველაფერი  მხოლოდ  თავის  ჭკუაზე  გადაწყვიტონ  და  ეს  გადაწყვეტილება  შემსრულებელს  მხოლოდ  უკანასკნელ  წუთში  გააცნონ? ალბათ.  მაგრამ  მარტო  ამას  არა.  ამ  შემთხვევაში  მარტო  ამას  არა! ნაპოლეონი  განზრახ  არ  აცნობს  თავის  მიზნებს  მიურატს.  არ  ეუბნება, რომ  უკვე  გადაწყვეტილი  აქვს  ესპანელი  ბურბონების  ტახტიდან  გადაგდება,  რომ  უკვე  შერჩეული  ჰყავს  კანდიდატი  ამ  ტახტზე.  მიურატი ფიცხი  და  პატივმოყვარე  კაცია.  მან  რომ  იცოდეს.  თუ  რას  აპირებს  იმპერატორი,  იქნებ  აჩქარდეს,  წინ  გაიჭრას  და  საქმე  გააფუჭოს.  აჩქარდეს  სხვა  მოსაზრების  გამოც:  ბურბონების  გადაგდებით  ესპანეთის  ტახტი  განთავისუფლდება:  ამ  ტახტის  დაუფლების  სურვილი  კი  თავად  მიურატს  გაუჩნდება.  მიურატზე  მეტად  მის  ცოლს,  იმპერატორის  დას  – კაროლინას,  რომელიც  წყენას  ვერ  ფარავს  იმის  გამო,  რომ  ჟოზეფი, ლუი  და  ჟერომი  მეფეები  არიან,  თვითონ  კი  მხოლოდ  დიდი  ჰერცოგის მეუღლეა... 
მიურატს  ვინ  ჩივის,  აგერ  ანდოშ  ჟიუნო  როგორ  იქცევა  პორტუგალიაში!  მას  შემდეგ,  რაც ლისაბონი  დაიკავა,  ეს  მამაცი,  მაგრამ ბრიყვი  ჟიუნო,  მთლად  ჭკუიდან  გადავიდა  და  თავი... პორტუგალიის  მეფედ  გამოაცხადა.  ანდოშ  პირველად!  მართალია,  ჟიუნოს  ეს  ახირება იმპერატორის  მკვახე  წერილის  წაკითხვისთანავე  დასრულდა,  მაგრამ სხვებს  ხომ  ცუდი  მაგალითი  მიეცა!  ამიტომ  სიფრთხილეა  საჭირო, თადარიგის  დაჭერა.  და  იჭერდა  კიდეც  თადარიგს  ბუონაპარტე.  ისე როგორც  ასეთ  ღროს  იცოლა  ხოლმე  –  სწრაფად.  უხეშად, დაურიდებლად...
თებერვალში  მიურატი  პირენეებზე  გადავიდა  და  საფრანგეთის ჯარის  ესპანურ  კონტინგენტს  სათავეში  ჩაუდგა.  იმ  დროისათვის  ესპანეთის  მოსახლეობა  (განსაკუთრებით  იმ  რეგიონებისა,  სადაც  ფრანგთა ჯარი  იდგა)  უკვე  იწყებდა  უცხოტომელთა  მიმართ  უკმაყოფილებისა  და პირდაპირ  მტრული  დამოკიდებულების  გამომჟღავნებას.  თუ  აქამდე  ესპანელები  ფრანგებს  ფერდინანდის,  მომავალი  მეფის,  მხარდამჭერ  ძალად  მიიჩნევდნენ,  ახლა  ისინი  მიხვდნენ,  რომ  ჩრდილოელ  მეზობლებს არც  მათი  საყვარელი  უფლისწული  აინტერესებდათ  და  არც  თითონ  მათი  ბედ-იღბალი.  ისინი  რაღაც  სხვა  მიზნებისათვის  იყრიდნენ  თავს  მათს მიწაწყალზე  და  ეტყობოდათ,  რომ  ამ  მიზნებს  მათი  სამშობლოს  კეთილდღეობასთან  საერთო  არაფერი  ჰქონდა.
შეშფოთებულმა  მიურატმა  იმპერატორს  წერილი  გაუგხავნა  – ესპანეთში  მღელვარება  იწყებაო.  პასუხი  პარიზიდან  მალე  მოვიდა: არავითარი  მღელვარება  მანდ  არ  იწყებაო...  ამ  ცინიკურ  ფრაზასთან  ერთად.  იმპერატორი  კვლავ  გაუგებარ  ბრძანებებს  აძლევს  მიურატს:  რაც შეიძლება  თბილი  დამოკიდებულება  იქონიეთ  ადგილობრივ  მოსახლეობასთან  და  აუხსენით  მას,  რომ  საფრანგეთის  ხელისუფალი  მხოლოდ ესპანეთის  კეთილდღეობაზე  ზრუნავსო.  ამ  სიტყვების  შემდეგ...  იგი  იმ ქალაქებსა  და  ციხე-სიმაგრეებს  ჩამოთვლის,  რომლებიც  პირველ  რიგში უნდა  დაიკავოს  მიურატმა!  იმპერატორს  არ  აინტერესებს,  როგორ  უნდა შეუთავსოს  ეს  შეუთავსებელი  ცნებები  ერთმანეთს  მიურატმა  –  ბრძანება  გაცემულია  და  იგი  უნდა  შესრულდეს.  ამ  ბუნდოვან  და  ურთიერთსაწინააღმდეგო  ბრძანებებსა  და  ინსტრუქციებში  მიურატისათვის  მხოლოდ  ერთი  რამაა  ნათელი  –  ყველა  ეს  ქალაქი  თუ  ციხე-სიმაგრე,  რომლებიც  მან  უკვე  დაიკავა  ან  შემდგომში  უნდა  დაიკავოს,  ფრანგთა  ჯარს სულ  უფრო  და  უფრო  აახლოებს  მადრიდს,  ესპანეთის  დედაქალაქს...
ბოლოს  და  ბოლოს  ეს  ესკურიალშიც  დაინახეს.  დაინახეს  ის, რასაც  კარგახანია  მთელი  ესპანეთი  ხედავდა  –  ფრანგები  ნელ-ნელა  და თანამიმდევრობით  ქვეყნის  სრულ  ოკუპაციას  ახდენდნენ.  პარიზში  სასწრაფოდ  გაგზავნილმა  ემისარმა  ვერაფერი  სანუგეშო  ჩამოიტანა:  ნაპოლეონი  კარლოს  მეოთხეს  პორტუგალიას  სთავაზობდა  იმ  ტერიტორიების  სანაცვლოდ,  რომლებიც  საფრანგეთის  ჯარს  ეკავა  იმჟამად.  თუ მეფე  ამ  წინადადებაზე  არ  დათანხმდებოდა,  მაშინ  ის,  ნაპოლეონი,  პორტუგალიას  თავისთვის  დაიტოვებდა.  ხოლო  ესპანეთის  მიმართ  ისეთ  პოლიტიკას  გაატარებდა,  როგორსაც  საჭიროდ  ჩათვლიდა. მორჩა.  გაიფიქრა  ამ  ცნობის  მიღებისთანავე  გოდოიმ,  ყველაფერი  დამთავრდა  –  კარლოს  მეოთხის  მეფობაც,  დედოფალ  მარია-ლუიზას  განუკითხაობაც  ღა  მისი,  ღონ  მანუელ  გოღოის  მმართველობაც. გაქცევა,  თავის  გადარჩენა,  გაქცევა  ამერიკაში!  ეს  იყო  მისი  პირველი და  ერთადეროდ  აზრი,  მეფემ  ·თავიდან  შორს  დაიქირა  ეს  აზრი.  მას  ვერ წარმოედგინა,  რატომ  უნდა  გაქცეულიყო  ან  რატომ  უნდა  შეშინებოდა ფრანგების.  მაგრამ,  ბოლოს  დედოფალმა  და  „.მშვიდობის  თავადმა“  მოახერხეს  მისი  დარწმუნება  და  კანარის  კუნძულებზე  ან  სულაც  მექსიკაში  გასაქცევად  დაიწყეს  მზადება.  ესმოდათ  რა,  რომ  ასე  პირდაპირ  გაქცევა  შეიძლება  ვერც  განეხორციელებინათ,  ამ  მოსიყვარულე  სამეულმა ჯერ  სევილიაში  გადაბარგება  გადაწყვიტა,  ხოლო  იქიდან  გვადალკვივირით  კადისში  ჩასვლა.  მერე  კი...  მერე  ატლანტის  ოკეანე,  ესპანეთის ამერიკული  კოლონიები  და  ახალი  ცხოვრება!  ახალი  (ხოვრების  მოსაწყობად  შესანიშნავ  სამეულს,  ცხადია,  არც  სამეფო  ხაზინის  წაღება ავიწყდებოდა.
„შეთქმულთა“  ცდის  მიუხედავად,  საიდუმლოდ  შეენახათ  თავიანთი  განზრახვა,  ფერდინანდის  მომხრეებმა  მაინც  იყნოსეს,  რომ  მეფე-დედოფალი  და  გოდოი  გაქცევას  აპირებდნენ.  მათ  ეს  ამბავი  მაშინვე  მოსახლეობას  ამცნეს  და  თან  მისი  წაქეზება  დაიწყეს.  მადრიდელები  ქუჩაში  გამოვიდნენ,  ყველაფერი  გოდოის  დააბრალეს  და  მისი  გადაყენება მოითხოვეს.  უფლისწულის  აგენტებმა  ხალხი  არანხუესისკენ  დაძრეს სადაც  „ეჭვმიტანილები“  იმყოფებოდნენ.  მართლაც,  მადრიდელებმა  და არანხუესელებმა  ერთად  ერთი  უზარმაზარი  ბრბო  შეადგინეს.  რომელიც მედროვის  სასახლისაკენ  დაიძრა.  შეშინებული  გოდოი  სხვენზე  დაიმალა  ძველი  ტყავებისა  და  ფარდაგების  ქვეშ.
მოვლენათა  ასეთი  განვითარებით  დამფრთხალმა  მეფე  კარლოსმა  გოდოის  ყველა  თანამღებობიდან  გადაყენების  დეკრეტი  გამოსცა: „მსურს  რა  თავად  ჩაგუდგე  სათავეში  არმიასა  და  ფლოტს,  მე  ვუხსნი მშვიდობის  თავად  გოდოის  გენერალისიმუსისა  და  ადმირალის  წოდებებს  და  ვრთავ  ნებას,  იქით  გაეშუროს,  საითაც  ნებავს“,  ხალხის  რისხვის  ობიექტი  კი,  როგორც  ვთქვით.  ამდროს  თავისი  სასახლის  სხვენში იმალებოდა  ტყავებსა  და  ძველმანებში  ჩამძვრალი.  სამალავში  ყოფნას გოდოიმ  38  საათი  გაუძლო.  მეტი  მშიერ-მწყურვალმა  ექს-გენერალისიმუსმა  ვეღარ  შეძლო  და  გაპარვა  სცადა,  მაგრამ  სასახლის  ეზოში  იგი ვიღაცამ  იცნო  და  ყვირილი  ატეხა.  ხალხი  წამსვე  შემოეხვია  მისთვის საძულველ  ადამიანს  და  მოკვლა  დაუპირა.  გულგახეთქილმა  ყოფილმა გვარდიელმა  ისევ  შორიახლო  მდგომ  გვარდიელებს  მიაშურა  „და.  მათ შეაფარა  თავი.  გვარდიელებს  შეეცოდათ  თავიანთი  ყოფილი  სერჟანტი-გენერალისიმუსი  და  მისი  ყაზარმაში  წაყვანა  გადაწყვიტეს.  ხალხი  კი არ  ისვენებღა  და  ორ  ცხენოსანს  შუა  ჩამდგარ  გოდოის  ქვებს  ესროდა და  კეტებს  უშენდა.  ცოცხალ-მკვდარი  მანუელი  ჯარისკაცებმა  საჯინიბოში  შეიყვანეს  და  თივაზე  დააწვინეს.
საყვარელი  ადამიანის  ბედით  შეშფოთებული  მეფე-დედოფალი დიდხანს  ევედრებოდა  შვილს  წასულიყო  „მანუელიტოს“  მოსაძებნად  და გადასარჩენად.  ბოლოს  და  ბოლოს  ფერდინანდი  დაეთანხმა  მშობლების თხოვნას  და  ყაზარმაში  მივიდა,  გზაში  ხალხი  ოვაციებს  უმართავდა  მას და  „გაუმარჯოს  მეფე  ფერდინანდსო“  ყვიროდა.
ფერდინანდი  საჯინიბოში  შევიდა,  გასისხლიანებულ  და  ნაცემ-ნაბეგვ  „მშვიდობის  თავადს“  გადახედა  და  ქედმაღლურად  განუცხადა: „მიჩუქებია  შენთვის  სიცოცხლე“.  „როგორ,  შენ  უკვე  მეფე  ხარ?”  გაიკვირვა  გადარჩენილმა  გოდოიმ.  „ჯერ  არა,  მაგრამ  მალე  გიქნები“  –  ამაყად  უპასუხა  უფლისწულმა  და  გაშორდა. აი.  რა  უკუღმართია  ბედი!  ერთი  თვის  წინ  შეშინებული  და თვალცრემლიანი  ფერდინანდი  გოდოის  ევედრებოდა  მშობლების  რისხვისგან  დამიცავიო,  ახლა  კი  თავად  აძლევდა  გოდოის  დიდსულოვნად სიცოცხლეს.
ეს  ყველაფერი  არანხუესში  ხდებოდა,  მაგრამ  ხალხი  მადრიდშიც  ისევე  იქცეოდა,  როგორც  ამ  პატარა  ქალაქში.  მან  დაწვა  და  გაანადგურა  გოდოის  სასახლე  და  ყველა  მისი  ნათესავისა  და  ახლობლის საცხოვრებელი.  მოკლედ,  ყველაფერი  მოსპო,  რასაც  ამ  კაცის  ხელი შეხებია  და  რასაც მისი  სახელი  ერქვა.
გოდოის  გადაყენებას  ხალხი  დიდი  სიხარულით  შეხვდა,  მაგრამ, ამით  არ  დაკმაყოფილებულა.  მას  ახლა  მეფისა  და  მისი  მეუღლის გადაყენებაც  მოუნდა.  წინა  დღეებით  დაშინებულმა  დედოფალმა  იოლად დაარწმუნა  კარლოს  მეოთხე,  რომ  გადადგომის  მეტი  მათ  და  მათს საყვარელ  გოდოის  არაფერი  უშველიდა.  მართლაც,  1808  წლის  19 მარტს  კარლოსმა  თავისი  გადადგომის  ქაღალდს  მოაწერა  ხელი  და მეფობა  ფერდინანდს  გადაულოცა.  გამარჯვებით  გახარებული  ხალხის ენთუზიაზმი  ისე  დიდი  იყო,  რომ  მას  თითქმის  არ  შეუნიშნავს  23  მარტს მადრიდში  ფრანგთა  ჯარის  შემოსვლა.  ფრანგებს  კი  დედაქალაქში ახალი  მეფე  –  ფერდინანდ  მეშვიდე  დახვდათ.
გადადგომამ,  ეტყობა,  ვერ  დაამშვიდა  კარლოსი  და  მარია-ლუიზა.  ამიტომ  მათ  მიურატს  გაუგზავნეს  წერილი  თხოვნით,  რომლითაც  თავიანთ  თავსაც  და  დონ  მანუელ  გოდოისაც  მას  აბარებდნენ  დასაცავად. შეიქმნა  ერთობ  საჩოთირო  სიტუაცია.  ძველი  მეფე  გადამდგარი იყო,  ახალი  კი  ახლა  იკრებდა  ძალას.  ვისი  მხარე  უნდა  დაეჭირა მიურატს?  რა  უნდა  გაეკეთებინა  ფრანგთა  არმიის  სარდალს  ისეთი, რომ  იმპერატორსაც  მოსწონებოდა  დღა  თვითონაც  არ  შეხვედროდა სირთულეები?
გასკონელმა  აქ  გამომგონებლობის  შესაშური  უნარი  გამოიჩინა. მან  სწორად  განსაჯა:  იმპერატორს,  ალბათ,  ძველ,  მორჩილ  და,  რაც მთავარია,  ხანშიშესულ  და  უნებისყოფო  მონარქთან  ურთიერთობა  უფრო  გაუადვილდებოდა,  ვიდრე  ახალგაზრდა,  ამბიციურ  და  ხალხში  პოპულარულ  ახალ  მეფესთან.  ამიტომ,  როგორც  კი  კარლოს  მეშვიდე  და მისი  მეუღლე  თავისთან  დაიგულა,  მიურატმა  მათ  ურჩია  უარი  ეთქვათ გადადგომაზე  და  წინა  გადაწყვეტილება  ძალდატანების  ნაყოფად  გამოეცხადებინათ.  ფრანგ  მარშალს  მინდობილი  სამეფო  წყვილი  ასეც  მოიქცა.  მაგრამ  გამოცხადება  ერთი  იყო,  ხოლო  მათ  წინააღმდეგ  განწყობილი  ხალხის  რეაქცია  –  მეორე.  ხალხმა  არ  მიიღო  ეს  „ახსნა-განმარტება“,  მაგრამ,  მიურატმა  აქაც  მონახა  გამოსაგალი  –  მან  კარლოს  მეოთხეს,  მარია-ლუიზასა  და  მანუელ  გოდოის  საფრანგეთში  წასვლა  და სამართლის  ძიება  იმპერატორის  კარზე  ურჩია.
ესპანეთში  მიმდინარე  ამბებით  შეფიქრიანებული  ნაპოლეონი თავად  გაემგზავრა  ამ  ქვეყნისკენ,  მაგრამ  მიურატის  მიერ  გადადგმული ნაბიჯების  შესახებ  რომ  შეიტყო,  შეჩერდა  და  გადაწყვიტა  ბაიონაში დალოდებოდა  ბურბონებს.
როდესაც  ფერდინანდმა  თავისი  მშობლების  ნაპოლეონთან  შესახვედრად  სამზადისის  შესახებ  შეიტყო,  ძალზედ  აღელდა.  ახალ  მეფეს  არაფრად  ეპიტნაგვებოდა  მასზე  განაწყენებული  მშობლების  ევროპის  მბრძანებელთან  გამოცხადება.  ვინ  იცის  რას  გადაწყვეტდა  და  რას მოიმოქმედებდა  მათი  შემყურე  ნაპოლეონი?  მით  უმეტეს,  რომ  პასუხი, რომელიც  ფერდინანდის  წერილზე  მოიწერა  ნაპოლეონმა,  მხოლოდ გაურკვეველი  და  მხოლოდ  მაღალფარდოვანი  სიტყვებით  იყო  სავსე  – ფრანგთა  იმპერატორი  მას,  ფერდინანდს,  მშობლებისადმი  პატივისცემის  გრძნობას  შეახსენებდა  და  ამავე  დროს,  თითქოს  სხვათაშორის,  მიანიშნებდა,  რომ  თუ  მამამისი,  კარლოს  მეოთხე,  ნებაყოფილობით  და  არა ძალდატანებით  გადადგებოდა,  მაშინ  ნაპოლეონს  ამის  საწინააღმდეგო არაფერი  ექნებოდა.  ფერდინანდი  დაიბნა  და  არ  იცოდა,  როგორ  მოქცეულიყო.  დაბნეული  იყვნენ  მისი  მინისტრებიც.  ასეთ  დროს  მასთან  მოსალაპარაკებლად  გენერალი  სავარი  ჩამოვიდა  –  ნაპოლეონის  სპეციალური  ემისარი,  რომელმაც  ფერდინანდს  გააცნო  იმპერატორის  სურვილი –  საფრანგეთში,  ბაიონაში  ეხილა  იგი.  ახალი  მეფის  მომხრეთა  აზრი მაშინვე  ორად  გაიყო:  ნაწილი  თვლიდა,  რომ  ფერდინანდი  დაუყოვნებლივ  უნდა  წასულიყო  საფრანგეთში,  უნდა  დაესწრო  დედ-მამისათვის  იქ ჩასვლა  ღა  თავისი  გვირგვინის  „ლეგიტიმიზაცია“  უშუალოდ  ნაპოლეონისგან  მოეხდინა.  მეორე  ნაწილს  კი  მიაჩნდა,  და,  უნდა  ითქვას,  იგი  აშკარა  უმრავლესობას  წარმოადღგენდა,  რომ  მეფე  არ  უნდა  წასულიყო ბაიონაში  და  არ  უნდა  ჩაეგდო  თავი  ხიფათში,  ვინაიდან  არავინ  იცოდა, თუ  რა  მახეში  გააბამდნენ  ფერდინანდს  მისი  მშობლები  და  მათი  კეთილისმყოფელი  ნაპოლეონი.  მაგრამ  ფერდინანდმა  უკვე  მიიღო  გადაწყვეტილება  –  იგი  საფრანგეთს  წავიდოდა,  ყველაფერს  მოუყვებოდა  ნაპოლეონს,  ყველაფერს  შეჰპირდებოდა  მას  და  იქიდან,  როგორც  აღიარებული  მონარქი,  ისე  დაბრუნდებოდა  თავის  მადრიდში.
ახალმა  ამბავმა  ხალხში  აღელვება  გამოიწვია.  იგი,  ერთის მხრივ,  აღშფოთებული  იყო  უცხო  ქვეყნის  გამგებლის  თავხედობით,  ხოლო,  მეორეს  მხრივ  –  შეშფოთებული  საყვარელი  მეფის  ბედით.  ქუჩებში  თავყრილობები  და  დემონსტრაციები  იმართებოდა,  მათი  მონაწილენი მოითხოვდნენ,  რომ  მეფეს  ქვეყანა  არ  დაეტოვებინა,  მაგრამ  სავარის  მიერ  შეგულიანებული  ფერდინანდი  სიტყვას  არ  გადავიდა  და  საფრანგეთს  მაინც  გაემგზავრა.  მეფეს  გზაში  უამრავი  ხალხი  ხვდებოდა  და ცდილობდა  მისთვის  ხელი  შეეშალა  სარისკო  მოგზაურობაში.  საქმე იქამდე  მივიდა,  რომ  საფრანგეთ-ესპანეთის  საზღვართან  ახლოს  გლეხების  ერთი  «გუფი  ეცა  მეფის  კარეტას  და  ცხენსაბმელები  გადაუჭრა მას.  მაგრამ  მაინც  არაფერი  გამოდიოდა  –  დონ  ფერდინანდ  ბურბონი ჯიუტად  მიიწევდა  საფრანგეთისაკენ.
როდესაც  ნაპოლეონს  ესპანელი  „სტუმრის“  ჩამოსვლა  აუწყეს, მან  გაკვირვებისგან  პირი  დააღო:  „როგორ,  ნუთუ  ის  მართლა  ჩამოვიდა?“  წამოიძახა  მან  და  გახარებულმა  თავისი  გეგმის  განხორციელებას მიჰყო  ხელი.  გეგმა  კი,  რა  თქმა  უნდა,  მზაკვრული  იყო.  კორსიკელს სურდა  აეძულებინა  ფერდინანდი  უარი  ეთქვა  მეფობაზე,  ასევე  აეძულებინა  კარლოს  მეოთხე  აღარ  მოეთხოვა  ტახტის  დაბრუნება  და  მათ  ნაცვლად  მადრიდში  გასამეფებლად  თავისი  ძმა  ჟოზეფი  გაეგზავნა. ფერდინანდს  ცივად  შეხვდნენ  ბაიონაში.  მისთვის  არც  მეფური პატივი  უციათ  და  არც  წესიერ  ბინაში  მოუთავსებიათ,  მასთან  ხანმოკლე საუბრის  შემდეგ,  ნაპოლეონმა  პარიზში გაგზავნილ  წერილში  ასეთი დახასიათება  მისცა  მას:  „ასტურიის  პრინცი  ძალიან  სულელია,  ძალიან ბრაზიანი  და  საფრანგეთის  ძალიან  მოძულეო“.
ფერდინანდს  სულ  მალე  მიეცა  საფრანგეთის  მოძულეობის  ახალი საბაბი.  გენერალმა  სავარიმ,  სწორედ  მან,  რომელმაც  ბაიონაში  შემოიტყუა  ესპანეთის  ახლადგამომცხვარი  მეფე,  ახლა  ურცხვად  გამოუცხადა მის  უდიღებულესობას,  რომ  იმპერატორის  გადაწყვეტილებით  მას  მარტო ესპანეთის  ტახტის  დატოვება  კი  არა,  საერთოდ,  ესპანეთის  დატოვებაცმოუწევდა  –  ნაპოლეონის  გადაწყვეტილებით  იგი  იტალიას  გაემგზავრებოდა  და  ეტრურიის  ერთობ  ეფემერულ  სამეფოს  ჩაიბარებდა. ფერდინანდის  გულის  გასახეთქად  იმ  დროს  ბაიონაში  მისი დედ-მამა  და  დონ  მანუელ  გოდოი  ჩამოვიდნენ.  მისგან  განსხვავებით. კარლოსსა  და  მარია-ლუიზას  მეფური  პატივით  დახვღნენ  –  საარტილერიო  სალუტითა  და  საპატიო  ყარაულით.  ნაპოლეონის  გეგმა  ხორცს ისხამდა  –  ახლა  ყველა  ესპანელი  ბურბონი  მის  ხელთ  იყო  (მცირეწლოვანი  ინფანსტის  დონ  ანტონიოს  გარდა,  რომელიც  მადრიდში იმყოფებოდა).
მაგრამ  ამ  გეგმას  მოულოდნელი  წინააღმდეგობა  შეხვდა  – ფერდინანდმაცა  და  მისმა  მრჩეველებმაც  კატეგორიული  უარი  განაცხა- დეს  ტახტიდან  გადადგომაზე.  ხალხის  დაუკითხავად  ჩვენ  ამას  ვერ  გავაკეთებთო,  ამბობდნენ  ისინი.  ხალხის  გამოსაკითხად  ესპანეთში  დაბრუნება  იქნებოღა  საჭირო,  ნაპოლეონი  კი  მის  ხელში  ასე  იოლად  მოხვედრილ  ფერდინანდს  იქ  როგორ  გაუშვებდა  (ის  კი  არა,  მისი  სახლის გარშემო  ფრანგი  „მცველების“  რიცხვი  უმალ  გაზარდა). 
მოლაპარაკება,  ძირითადად,  ნაპოლეონსა  და  ფერდინანდის  სულიერ  მამას  –  კანონიკ  ესკოიკისს  შორის  მიდიოდა.  კორსიკელი  ყოველნაირად  ცდილობდა  მის  გატეხვას,  მაგრამ  ტყუილად.  არც  ისა  და არც  ესპანელთა  „დელეგაციის“ სხვა  წევრები  დათმობაზე  არ  მიდიოდნენ.  რას  არ  სთავაზობდა  მათ  იმპერატორი  –  ეტრურიის  ნაცვლად  ან მასთან  ერთად  პორტუგალიასაც,  თანხმდებოდა  ფერდინანდის  ადრინდელ  ოცნებაზე.  გამხდარიყო  მისი  სიძე  და  ცოლად  ატანდა  ლუსიენის ქალიშვილს  (ამასთან,  ცხადია.  არც  ძმას  ეკითხებოდა  რასმეს  და,  მით უმეტეს.  არც  ძმისშვილს),  მაგრამ  არაფერი  გამოდიოდა.  დონ  ფერდინანდი  დიდ  მადლობას  უხდიდა  იმპერატორს  დაფასებისათვის,  მაგრამ პასუხობდა,  რომ  მის  ძმისშვილს  იმ  შემთხვევაში  შეირთავდა  ცოლად, თუ  მას  ესპანეთის  დედოფლად  გახდომის  უეჭველი  პერსპექტივა  ექნებოდა.  ეტრურიისა  და  პორტუგალიის  ტახტი  რა  მისი  საკადრისიაო, ფარისევლობდა  ფერდინანდი.
დრო  მიდიოდა  და  ნაპოლეონსაც  მოთმინება  ეკარგებოდა  –  ეს ამბები  ხომ  ევროპის  თვალწინ  ხდებოდა,  ხოლო,  იმპერატორის „დიპლომატიური“  ფიასკოს  გამო,  იგი  მის  არაკეთილმოსურნეებში სიხარულსა  და  ზარ-ხეიმს  გამოიწვევდა.
ესპანეთიდანაც  ცუდი  ამბები  მოსდიოდა  იმპერატორს  –  ფერდინანდის  შეყოვნებით  შეშფოთებული  ამ  ქვეყნის  მკვიდრნი  სულ  უფრო  მეტად  ამჟღავნებდნენ  ანტიფრანგულ  განწყობილებას  და  აშკარაღ  რაღაც გაუთვალისწინებელს  ამზაღებღნენ.  ფერდინანღზე  ზემოქმედების  მიზნით  იყო  თუ  იმიტომ,  რომ  მადრიდიდან  უკანასკნელი  ბურბონიც  მოეშორებინა,  ნაპოლეონმა  ბრძანა  ინფანტ  ანტონიოს  საფრანგეთში  წამოყვანაც.  ამ  ფაქტმა  დენთის  კასრთან  მიტანილი  პატრუქის  ეფექტი  იქონია –  ხალხი  მიხვდა.  რომ  მას  ასულელებდნენ,  რომ  ვერაგი  იმპერატორი ესპანეთს  ტახტის  „სათადარიგო“  მემკვიდრესაც  აღარ  უტოვებდა.
2  მაისს  მადრიდში  ხმა  დაირხა,  რომ  მეფისწული  ძალით  მიჰყავთ  საფრანგეთშიო.  ხალხი  ქუჩაში  გამოვარდა  და  სასახლისკენ  გაეშურა.  მიურატი  გრძნობდა  (თანაც  საამისო  მონაცემებიც  ჰქონდა),  რომ იმ  დღეს  რაღაც  ცუდი  მოხდებოდა  და  ამიტომ  სათანადოდ  მოემზადა. მართლაც,  ცოტა  ხანში  ბრბომ  ფრანგების  შეურაცხყოფა,  ცემა  და, ალაგ-ალაგ,  ხოცვაც  კი  დაიწყო.  როგორც  მერე  გამოირკვა,  ქალაქში უკანასკნელი  2-3  დღის  განმავლობაში  ბევრი  შეიარაღებული  პირი  შემოვიდა.  უპირატესად  ახლომდებარე  სოფლების  მცხოვრებნი.  ისინი  უკვე  შესაბამისად  იყვნენ  „დამუშავებულნი“  ფერდინანდის  მომხრეების  მიერ  და  ანტიფრანგულ  ამბოხებას  ამზადებდნენ.
მიურატმა  ულტიმატუმი  წაუყენა  ბრბოს,  რომელსაც  მეფის  სასახლისწინა  მოედანზე  მოეყარა  თავი.  ულტიმატუმთან  ერთად  მოედანზე შეკრებილთ  მან  ქვეითთა  ორი  ბატალიონი  და  რამდენიმე  ზარბაზანიც წარუდგინა.  იგი  მათგან  დაუყოვნებლივ  დაშლასა  და  იარაღის  ჩაბარებას მოითხოვდა.  ბრბო  არ  დაემორჩილა  ფრანგთა  ჯარის  სარდლის  ბრძანებას.  ფრანგებმაც  აღარ  გაიმეორეს  მოთხოვნა  და  პირდაპირ ყუმბარების დაშენაზე  გადავიდნენ.  იმ  დროისათვის  ქალაქის  სხვადასხვა  უბანში  უკვე ფრანგებზე  ნადირობდნენ.  სადაც  ფრანგს  წაასწრებდნენ,  სპობდნენ.  ასე რომ.  მიურატმა  სინდისის  დიდი  ქენჯნის  გარეშე  გასცა  ეს  ბრძანება.  მისი წინდახედული  მოქმედებით  იყო.  რომ  შეტაკების  დაწყებისთანავე  ქალაქის  სხვადასხვა  უბანში.  თითქმის  ერთდროულად.  ფრანგი  ჯარისკაცების მოზრდილი  შენაერთები  შემოვიდნენ,  რომლებმაც  დაუნდობლად  დაიწყეს ინსურჰენტების  (ამბოხებულების)  განადგურება.
ხოცვა-ჟლეტა  მთელ  დღეს  გაგრძელდა.  რის  შედეგადაც  ბევრი დაიღუპა  და  ბევრიც  დაიჭრა.  ზუსტი  ციფრის  დასახელება  შეუძლებელია  –  როგორც  ქუჩის  ბრპოლების  დროს  ხდება  ხოლმე.  მსხვერპლის დათვლა  ვერც  ამ  შემთხვევაში  მოხერხდა.  მოკლულთა  რაოდენობის მეტ ხალკებად  ზუსტად  განსაზღვრა  უფრო  ფრანგთა  შორის  შეიძლებოდა  –  იჯი  200  ჯარასკაცს  აღწევდა.  საღამოთი  მიურატი  თავის მბრძანებელს  სწერდა:  „სირ!  2  მაისის  ამბები  თქვენთვის  დიდი  წარმატებით დამთავრდა.  ასტურიას  პრინცმა  დღეს  საბოლოოდ  დაკარგა  გვირგვინი და  ის  საცაა  თქვენი  უდადებულესობის  კუთვნილება  გახდება.  ხოლო ქვეყანაში,  სიმშიდე,  ჩამოვარდება“..  თავს  იტყუებდა  თუ,  მართლა  ასე ფიქრობდა  მიურატი?  ალბათ,  უფრო  თავს  აწონებდა  იმპერატორს,  კარგად  შესრულებული  სამუშაოსათვის  შექებას  ეძიებდა.  მაგრამ,  მარტო შექებას?  გვირგვინს  ეძიებდა  მედუქნის  შვილი,  ესპანეთის  მეფის  გვირგვინს!  (ისე,  იმდღევანდელი  სამუშაო  მართლაც  სანიმუშოდ  შეასრულა მიურატმა,  ფრანგთა  ბევრი  არაკეთილმოსურნე  გაანადგურა  და  დააპატიმრა.  ღამით  კი  დაპატიმრებულთა  უმეტესობა  დახვრიტა). 
5  მაისს  იმპერატორის  წერილი  მოდის:  „მე  სრულიად  კმაყოფილი  ვარ  თქვენი  ენერგიული  მოქმედებით  2  მაისის  ამბების  დროს“,  მიურატი  გახარებულია,  მას  ესპანეთის  მეფის  გვირგვინი  ელანდება  (ინფანტი ანტონიო  უკვე  საფრანგეთის  გზას  ადგას).  მაგრამ,  სულ  ორ  დღეში,  მიურატი  ახალ  წერილს  იღებს:  „ესპანეთის  ტახტისათვის  მე  ნეაპოლის  მეფე შევარჩიე.  თქვენთვის  კი  –  ნეაპოლი  ან  პორტუგალია  მესახება.  პასუხი სასწრაფოდ  მაცნობეთ,  რადგან  ყველაფერი  ერთ  დღეში  უნდა  მოხდეს!“ გგონიათ  ასეთ  წერილს  მარტო  მიურატი  იღებს?  სულაც  არა!  მისი  ძმა. ნეაპოლში  არხეინად  მყოფი  ჟოზეფი,  მოულოდნელად  ასეთ  თავზარდამცემ  ბარათს  კითხულობს:  „ამ  წერილს  19  მაისს  მიიღებ,  20-ში  გამოემგზავრები  და  1  ივნისს  აქ  იქნები.  ნაპოლეონი“,  ჟოზეფს  ბარემ  არ  უნდა იტალიიდან  წამოსელა,  მაგრამ  რა  ძალა  აქვს.  ვისაც  ძალა  აქვს.  იგი  მას უნდა  დაემორჩილოს,  თუნდაც  ის  მისი  ძმა  იყოს...  ჟოზეფი  გრძნობს,  წინასწარ  განჭვრეტს,  რომ  ესპანეთში  მშვიდი  მეფობა  არ  ექნება.  ამიტომ არ  უნდა  ნეაპოლის  ყურის  ზურმუხტისფრად  მოლივლივე  ზღვის  დატოვება,  მაგრამ  რას  იზამს.  ვფიქრობ,  ეს  საინტერესო  მომენტია:  ადამიანის ბუნების.  მისი  ფსიქოლოგიური  წყობის  მაჩვენებელი.  ჟოზეფს  მშვიდი ცხოვრება  სურს,  უზრუნველი,  მიურატს  –  პირიქით,  შფოთიანი.  ჟოზეფს მომავალი  აშინებს,  გაურკვეველი  მომავალი,  თანაც  „შორიდან  აშინებს“. მიურატი  კი  იქვეა,  საშიშროების  ადგილას  და  მაინც  იქ  ყოფნას  მიელტვის!  კაცია  და  გუნებაო,  რომ  იტყვიან.  ისეა...
მადრიდის  2  მაისის  ამბოხება  ნაპოლეონმა  მოხერხებულად  გამოიყენა  ფერდინანდისა  და  მისი  მომხრეების  წინააღმდეგობის  დასაძლევად. მან  თავისთან  დაიბარა  კარლოს  მეოთხე  და  მარია-ლუიზა.  შეატყობინა მათ  მადრიდში  მომხდარი  ამბები  და  ყველაფრის  წამომწყებად  ფერდინანდი  წარმოაჩინა.  შემდეგ,  აღშფოთებულ  დედ-მამას  წინადადება  მისცა  თავად  „მოევლოთ“  თავიანთი  უვარგისი  შვილისათვის,  ოღონდ  მისი,  ნაპოლეონის,  თანდასწრებით.  აქაც  თავისებური  სცენა  გათამაშდა  ისევ  ისეთი სპექტაკლიდან,  რომელთა  მოწყობის  ასეთი  ოსტატიც  ნაპოლეონი  იყო.
იმპერატორი,  კარლოსი  და  მარია-ლუიზა  დარბაზში  ისხდნენ,  როცა პრინცი  ფერდინანდი  შემოვიდა  (არც  ნაპოლეონი  და  არც  თავისი  მშობლები  ამ  უკანასკნელს  მეფედ  არ  მოიხსენიებდნენ).  შემოსგლისთანავე  დედ-მამა  ეცა  შვილს  და  სასტიკი  ლანძღვა  დაუწყო.  დასაწყისში  არც  ფერდინანდს  დაუკლია  რაიმე.  მაგრამ  თანდათან  მოტყდა  და  ბოლოს  სულ  გაჩუმდა.  „უარი  თქვი.  საბოლოო  უარი  თქვი  შენს  პრეტენზიებზე,  სამეფო  ტახტზე,  შე  ნეხვო.  შე  ნეხვის  ჭიავ!”  –  გაჰყვიროდა  დორბლმორეული  დედოფალი  და  ეს  ყურისათვის  ყველაზე  უსიამოვნოდ  მოსასმენი  სიტყვები  კიდევ  არ  იყო!  ლანძღვა-გინებას  არც  მამა  აკლებდა  შვილს.  „ისეთი  შთაბეჭდილება  მქონდა,  თითქოს  მტვირთავების  ჩხუბს  ვესწრებოდიო“.  ამბობდა მერე  ნაპოლეონი.  ხედავდა  რა.  რომ  მშობლები  ყვირილს  არ  ამთავრებ-დნენ,  ხოლო  გაფითრებული  და  აკანკალებული  შვილი  ხმის  ამომღები აღარ  იყო,  იმპერატორი  ჩხუბში  „ჩაერია“  და  ფერდინანდს  უთხრა:  თუ უარს  არ  იტყვით  სამეფო  ტახტზე.  როგორც  მეამბოხეს  და  სისხლისღვრის  ორგანიზატორს,  ისე  გაგასამართლებთო.  ეს  რამდენიმე  სიტყვა ბევრად  უფრო  ეფექტური  აღმოჩნდა,  ვიდრე  ცოლ-ქმარ  ბურბონების  ნახევარსაათიანი  ყვირილი  და  ფერდინანღმაც  ამოღერღა  სასურველი  სიტყვები.  შემდეგ.  ატირებული,  იგი  მუხლებზე  დაეცა  და  მშობლებს  პატიება სთხოვა,  მაგრამ  მისი  თხოვნა  არავინ  შეიწყნარა.
ამ  ამბების  შემდეგ  ნაპოლეონს  ფერდინანდისათვის  აღარც  ეტრურიის  სამეფო  ემეტებოდა  და  აღარც  პორტუგალიისა.  მან  გამოაცხადა,  რომ  ასტურიის  პრინცი  და  მისი  ძმა  საფრანგეთში,  ქალაქ  ვალანსში  გაემგზავრებოდნენ  თავად  ტალეირანის  მამულში  და  იქაურ  ციხე დარბაზში  დაიდებდნენ  ბინას,  როგორც.  უვადო  საპატიო  სტუმრები. შემდეგ  მან  კარლოსს  ფარისევლურად  შესთავახა  დახმარება  ტახტის დაბრუნებაში,  მაგრამ  ამ  უკანასკნელისგან  ზრდილობიანი  უარი  მიიღო: მე  დავიღალე.  აღარ  მსურს  მეფობა  და  მირჩევნია,  თუ  სადმე  ხეირიან საცხოვრებელს  გამომიყოფთო.  ნაპოლეონმა  საზეიმოდ  გამოაცხადა, რომ  რახან  ესპანეთის  მეფე  ნებაყოფლობით  ამბობს  უარს  ტახტზე,  მაშინ  მას  ბონაპარტების  გვარის  წარმომადგენელი  დაიკავებს,  ხოლო კარლოს  ბურბონი  საჩუქრად  კომპიენის  საიმპერატორო  სასახლეს  და 30  მილიონ  რეალ  წლიურ  ჯამაგირს  მიიღებსო  (კარლოსსაც  მეტი  არ უნდოდა.  კომპიენის  სასახლეს  გარს  დიდი  ტყე  ეკრა,  რომელიც  ყოფილი  მეფის  კუთვნილებაში  გადადიოდა,  მართლაც.  ერთობ  კმაყოფილი კარლოსი  დარჩენილ  დღეებს  ამ  ტყეში  გაატარებს  და  თუ  რაიმე  მოსაკლავს  წააწყდება,  ცოცხალს  არ  გაუშვებს.  გვარიანად  შებერებული  მარია-ლუიზაც  ბედნიერი  იქნება.  რადგან  ძვირფას  მეუღლესთან  ერთად გვერდში  უფრო  ძვირფასი  დონ  მანუელ  გოდოიც  ეყოლება...).
უხვი  საჩუქრით  გახარებული  კარლოს  ბურბონი  საპასუხო სიტყვაში  ნაპოლეონს  ასე  მიმართავს:  მე  მეგონა  თქვენს  უდიღებულესობას  ესპანეთის  ისტორიის  წიგნში  ყველა  ფურცელი  შევსებული  ჰქონდა,  მაგრამ  გხედავ,  რომ  თქვენს  გენიას  ჩასაწერი  კიდევ  ერთი,  ოქროსი დარჩენიაო...  მეტი  მორალური  დაცემა,  ალბათ,  ძნელი  წარმოსადგენია –  კაცს,  რომელიც  იმ  წუთებში  მისი  სამშობლოს  ოკუპაციას  ახდენდა, ასეთი  დითირამბები  უმღერო  სწორედ  ამ  ოკუპაციის  სამაღლობელოდ! ეტყობა  თვითონ  ნაპოლეონსაც  გული  აერია  ასეთ  სიმღაბლეზე  და,  საერთოდ.  ბურბონების  ყოფა-ქცევაზე.  რადგან  თავისიანებს  მერე  უთხრა –  ესენი  ადამიანები  არ  ყოფილანო...
თუ  როგორ  „აფასებდა“  ესპანელ  ბურბონებს  ნაპოლეონი,  ტალეირანისადმი  გაგზავნილი  მისი  წერილიდანაც  ჩანს  (როგორც  ვთქვით, ფერდინანდისა  და  მისი  ძმის  სამყოფელად  მან  რატომღაც  ტალეირანის სასახლე  აირჩია).  „მე  მსურს,  რომ  ყველაფერი  გაკეთდეს  ამ  პრინცების გასართობად.  ჩემთვის  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია,  რომ  ასტურიის  პრინცმა  რაიმე  სისულელე  არ  ჩაიდინოს.  ჩამოაყვანინეთ  კომედიანტები  და  სცენაზე  ხშირ-ხშირად  ათამაშეთ.  მინდა,  რომ  მათ  გამუდმებით ართობდნენ  და  ახალისებდნენ“.  დღა  აი,  იმ  დღიღან  მოყოლებული  დონ ფერდინანდიც  და  დონ  ანტონიოც  გამუდმებით  ერთობოდნენ  და  გამუდმებით  ხალისს  ეძლეოლნენ...
ბაიონაში  მიმდინარე  ამბებით  კმაყოფილი  იმპერატორი  დაუყოვნებლივ  აგზავნის  მაცნეს  მიურატთან:  „სასწრაფოდ  შექმენით  წარმომადგენლობითი  ორგანო  მადრიდის  სათათბიროს  დეპუტატების.  კასტილიის  საბჭოსა  და  სახოგადოების  გავლენიანი  და  საპატიო  წევრებისაგან  და  ჰკითხეთ  მათ,  თუ  ვის  ისურვებდნენ  ისინი  თავიანთ  მეფედ  ბონაპარტების  გვარიდან?“  მიურატი  ზუსტად  ასრულებს  თავისი  მბრძანებლის  დავალებას  –  რამდენიმე  დღეში  ასეთი  ორგანო  მზადაა  „თავისი აზრის“  გამოსათქმელად.  აზრი  კი  ყველას  ერთი  აქვს:  მეფედ  ისინი  ჟოზეფს,  იმპერატორის  უფროს  ძმას  ირჩევენ.  „მხოლოდ  მას  და  სხვას არავის  აქვს  უფლება  დაიკავოს  ესპანეთის  ტახტი"  –  აცხადებენ  ისინი. ესპანეთის  საუკეთესო  შვილები  საგანგებო  წერილსაც  უგზავნიან  ნაპოლეონს:  „ესპანეთის  მეფეები  უკეთესს  ვერას  მოიმოქმედებდნენ  და  უკეთესად  ვერ  დაუმტკიცებდნენ  ერს  თავიანთ  სიყვარულს,  თუ  არა  ისე, როგორც  ისინი  მოიქცნენ.  როდესაც  ქვეყნის  ბედნიერება  თქვენს  პოლიტიკასთან  გააიგივეს.  დაე,  მოიშალოს  პირენეები  –  აი,  ესპანელების ოდინდელი  ოცნება!  საბედნიეროდ,  თქვენი  უდიდებულ ესობა  ყველაფერს არა  მარტო  წინ. ასწარ  განჭვრეტს.  არამედ  უდიდესი  სისწრაფით  ახორციელებს  კიდეც“.
ნაპოლეონმა  შესანიშნავად  იცის  ამ  წერილის  ავტორების – „გულწრფელობაც“  და  ამ  წერილის  ფასიც.  მაგრამ  მაინც  კმაყოფილია –  მას,  ვისაც  ეჭვი  ეპარება  ჟოზეფის  გამეფების  სამართლიანობაში,  იგი ამ  პატიგსაცემი  ორგანოს  გადაწყვეტილებას  ააფარებს  თვალებზე,  რათა დაარწმუნოს,  რომ  ყველაფერი  ესპანეთის  საზოგადოებრივი  აზრისდა მიხედვით  მოხდა.  მადლიერი  იმპერატორი  ასეთ  წერილს  გზავნის  პირენეებს  იქით  (მთების  ეს  მძლავრი  მასივი,  „რატომღაც“,  ვერც  ნაპოლეონმა  მოშალა  და  ვერც  მაღრიდში  თავმოყრილმა  პატივცემულმა  გრანდებმა):  „ესპანელებო!  თქვენ  აგონიაში  იმყოფებოდით  და  დაღუპვის  პირამდე  იყავით  მისულნი.  მე  ვხედავდი  თქვენს  ტანჯვა-ვაებას  და  დახმარების  სურვილით  აღვივსე  –  თქვენში  ხომ  ჩემი  დიდებისა  და  ძლიერების  ნაწილიცაა!  თქვენმა  მეფეებმა  მე  გადმომცეს  ყველა  უფლება  ესპანეთის  გვირგვინის  თაობაზე,  მაგრამ  მე  არ  მსურს  თქვენზე  მბრძანებლობა.  მე  მხოლოდ  იმ  უფლების  მოპოვება  მსურს,  რომელიც  თქვენს  შთამომავლებს  ჩემდამი  სიყვარულისა  და  მადლიერების  გრძნობას  აღუძრავს.  თქვენი  მონარქია  დაძველდა  და  ჩემი  მიზანია  განვაახლო  იგი. განახლებასა  და  რეფორმებს  კი,  რომელთაც  მე  გავატარებ,  არ  ექნებათ ქაოსური  დღა  ძალდატანებითი  ხასიათი.  მე  თქვენ  კონსტიტუციას  მოგცემთ,  რომელიც  მეფის  საღვთო  და  კეთილისმყოფელ  ძალაუფლებას ხალხის  თავისუფლებასა  და  პრივილეგიასთან  გააერთიანებს.  ესპანელებო!  გაიხსენეთ  რანი  იყვნენ  თქვენი  მამები  და  რად  იქეცით  თქვენ.  მაგრამ,  ეს  თქვენი  კი  არა,  თქვენი  უვარგისი  ხელმძღვანელების  ბრალია. დარწმუნებულნი  იყავით  მომავალში,  რამეთუ  მსურს,  რომ  ხსოვნა  ჩემს შესახებ  თქვენმა  შორეულმა  შთამომავლებმაც  შეინახონ  და  ჩემი სახელის  ხსენებისას  ყოველთვის  წამოიძახონ:  „მან  ჩვენი  სამშობლო ააღორძინაო“.
შორეული  შთამომავლების  ხსოვნის  შესახებ  ნურაფერს  ვიტყვით,  მაგრამ  დაპირებულ  კონსტიტუციაზე  კი  მაინც  ჩამოვაგდოთ  ორიოდე  სიტყვა:  ჟოზეფის  ჩამოსვლისთანავე: ნაპოლეონმა  ესპანელი  გრანდები  მადრიდიდან  ბაიონაში  ჩამოაყვანინა  და  მათი „მხურვალე  სურვილის“ ობიექტი  წარუდგინა.  ჟოზეფი  ძალიან  მოსწონებიათ  ესპანელებს, სხვაგვარად  როგორ  იქნებოდა?  მაგრამ  ეს  არ  იყო  ნაპოლეონის  მთავარი მიზანი  –  ბოლოს  და  ბოლოს,  ესპანელი  დიდებულები  თაგიანთ  მომავალ მეფეს  მადრიდშიც  გაეცნობოდნენ.  მთავარი  ნაპოლეონისთვის  ესპანეთის კონსტიტუციის  შემუშავება  იყო.  ეს  კონსტიტუცია  მისი  წყალობა  გახლდათ,  მის  მიერ  ჩაფიქრებული  და  შედგენილი.  ესპანელთა  წარმომადგენლებს  მისი  განხილვა.  „შესწორება“  და  მიღება  მოეთხოვებოდათ. ორკვირიანი  მუშაობის  შემდეგ  1808  წლის  7  ივლისს  კონსტიტუცია  საზეიმო  ვითარებაში  იქნა  მიღებული.
ესპანეთი  კონსტიტუციურ  მონარქიად  ცხადდებოდა.  იქმნებოდა კორტესები  (პარლამენტი)  172  დეპუტატის  შემადგენლობით.  აქედან 80-ს  მეფე  ნიშნაგდა  უმაღლესი  სამთავრობო  ორგანიზაციების,  უნივერსიტეტების,  სავაჭრო  პალატისა  თუ  სხვა  დაწესებულებების  მიერ  წარდგენილ  გამორჩეულ  პირთაგან.  დანარჩენ  92  დეპუტატს  საყოველთაო არჩევნების  წესით  ირჩეგდნენ.  იქმნებოდა  სენატიც  –  უმაღლესი  (მაგრამ,  ძირითადად,  ნომინალური)  საკანონმდებლო  ორგანო,  მის  შემადგენლობას  მეფე  განსაზღვრავდა.  კონსტიტუცია  ლიბერალური  იყო.  იგი მკვეთრად  ზღუდავდა  მაიორატს  –  მემკვიდრეობის  ფეოღალურ  სისტემას,  აწესებდა  საჯარო  სასამართლო  წარმოებას,  ნაფიც  მსაჯულთა  ინსტიტუტს.  აფუძნებდა  ერთიან  სამოქალაქო  კანონშემოქმედებას,  შემოჰქონდა  რჯულშემწყნარებლობის  პრინციპი,  აუქმებდა  წამებას,  ესპანეთის  კოლონიების  მოსახლეობის  უფლებებს  მეტროპოლიის  მოსახლეობისას  უთაჩაბრებდა  და  ა.შ.
არაფერი  მსგავსი  ესპანეთში  მანამდე  რა  თქმა  უნდა,  არ  არსებულა,  საიდან  იღებდა  სათაგეს  ეს  პროგრესული  კონსტიტუცია,  ძნელი მისახვედრი  არაა.  იგი  ცივილიზებული  ქვეყნების  სახელმწიფო  მოწყობის,  საზოგადოებრივი  ცხოვრებისა  თუ  მოქალაქეთა  ძირითადი  უფლებებისა  და  ვალდებულებების  საფუძველს  წარმოადგენდა,  ასეთ  საქმეში 1808  წლის  „ესპანელი“  ნაპოლეონი  1797  წლის  „იტალიელ  გენერალ ბონაპარტად  რჩებოდა.  მხოლოდ  ეს  იყო,  რომ  არაგის  უნდოდა  ესპანეთში  არც  მისი  კონსტიტუცია,  არც  მისი  სიახლეები  და  არც  მისი  ლიბერალიზაცია,  მაგრამ  ამაზე  ცოტა  ქვემოთ...
ჟოზეფი  და  გრანდების  საკრებულო  ნაპოლეონმა  ბაიონიდან  7 ივლისსავე  გაისტუმრა.  ოსტატურად  წარმართული  თამაშით  კმაყოფილ იმპერატორს  ეგონა,  რომ  ესპანეთის  პრობლემა  გადაწყვეტილი  ჰქონდა. რა  იცოდა  ევროპის  მბრძანებელმა,  რომ  პამპულა  ბურბონებისა  და  მათი დამქაშების  ნაცვლად,  ასპარეზზე  სულ  სხვა  ძალა  გამოდიოდა,  ძალა. რომელთანაც  ვერც  მისი  მანამდე  უძლეველი  ლეგიონები  გააწყობდნენ რასმეს  და,  საბოლოო  ანგარიშში.  ვერც  მისი  სამხედრო  გენია...
იმ  დროისათვის, როდესაც  ჟოზეფ  ბონაპარტმა  პირენეები  გადალახა  და  ესპანეთის  მიწაზე  ფეხი  დადგა,  ამ  ქვეყანაში  უკვე  აჯანყების ცეცხლი  გიზგიზებდა.  პირველად  ფეხზე  ასტურია  დადგა  –  ჩრდილო-დასავლეთის  მთიანი  პროვინცია,  რომელიც  „დანარჩენი  ესპანეთისაგან“ კანტაბრიის  ქედით  იყო  გამოყოფილი,  მაგრამ  როგორც  გამოირკვა, სხვებზე  მეტად  ჰქონია  შენარჩუნებული  სამშობლოს  სიყვარული  და ამიტომ  სხვებისთვის  მაგალითის  მიმცემი  გახდა.  ჯერ  კიდევ  24  მაისის შუაღამეს  ქალაქ  ოვიედოს  ყველა  ეკლესიამ  ერთდროულად  დააგუგუნა ზარები.  მოსახლეობა  ქუჩაში  გამოვიდა  და  პირდაპირ,  „დაბარებულივით“  ქალაქის  არსენალისკენ  გაეშურა.  სადაც  ათასობით  თოფი  და  სხვა სახის  იარაღი  ინახებოდა.  არსენალის  დაცარიელების  შემდეგ  ხალხი ქალაქის  თავის  სასახლისკენ  გაემართა.  სადაც  რეგიონის  წარჩინებულ პირთა  სხდომა  მიმდინარეობდა.  დილისათვის  სხდომამ  გადაწყვიტა  შეექმნა  ასტურიის  გენერალური  ხუნტა,  რომელიც  ქვეყნის  სხვა  პროვინციებსაც  ამბოხებისკენ  მოუწოდებდა.  ეს  მოწოდება  უყოყმანოდ  იქნა ატაცებული  და  ესპანეთის  სხვა  პროვინციებმაც  ერთმანეთის  მიყოლებით  იარაღს  მოჰკიდეს  ხელი.
იმპერატორის  ნაცვალმა  მაღრიდში  იოასიმ  მიურატმა  თავიდანვე  ენერგიული  ზომები  მიიღო  ასტურიაში  დაწყებული  ამბოხების  სალიკვიდაციოდ,  მაგრამ  როდესაც  ცეცხლი  მთელ  ესპანეთს  მოედო,  როდესაც  დიდი  ქალაქები  და  პატარა  სოფლები  ერთნაირი  აღმაფრენით  გამოეხმაურნენ  ასტურიელთა  წამოწყებას,  მამაცი  მარშალი  სერიოზულად  შეშფოთდა  და  თავისი  შემდგომი  მოქმედების  ეფექტურობაში  ეჭვი შეიტანა.  მართლაც,  სულ  რამდენიმე  კვირაში,  ესპანელებმა  150  ათასი კაცი  შეაიარაღეს  და  ფრანგებს  დაუპირისპირეს.  შეიარაღებული  ხალხის  ეს  მასა  მათ  რამდენიმე  არმიად  დაყვეს  და  თითოეულ  მათგანს  იმ პროვინციის  სახელი  უწოდეს,  რომლის  ტერიტორიაზეც  ისინი  მოქმედებდნენ  (მაგალითად,  ასტურიის.  გალისიის,  კასტილიის  და  ა.შ.).  როგორც  ასეთ  დროს  ხდება  ხოლმე.  უმალ  გამოინახა  ენერგიულ  წინამძღოლთა  მთელი  ჯგუფი,  რომელიც  ამ  არმიებს  ჩაუდგა  სათავეში  და მტრის  წინააღმდეგ  საბრძოლველად  წაიყვანა  (კასტანიოსი.  კუესტა. პალაფოქსი,  სანტა-კრუსი  და  სხვ.).
ესპანელთა  ეს  არმიები  (ცხადია,  არ  იყვნენ  სათანადოდ  გაწვრთნილნი  და  არც  საბრმოლო  გამოცდილება  ჰქონდათ,  მაგრამ  მათ  მებრძოლი  სული  და  პატრიოტული  შემართება  გააჩნდათ.  ეს  კი  ცოტა  არ იყო  (როდესაც  ნაპოლეონს  საყოველთაო  ამბოხების  ამბავი  ამცნეს.  მას მუქარით  უთქვამს:  „ესპანელებმა  არ  იციან,  რას  წარმოადგენს  საფრანგეთის  ჯარიო“.  ესპანელებმა  მართლა  არ  იცოდნენ  რას  წარმოადგენდა საფრანგეთის  ჯარი,  მაგრამ  მათ  ის  იცოდნენ,  თვითონ  რას  წარმოადგენდნენ  და  ამას  უზარმაზარი  მნიშვნელობა  ჰქონდა!). ივლისის  შუა  რიცხვებში  ჟოზეფის  ესპანეთში  გაგზავნასთან ერთად,  ნაპოლეონმა  მიურატი  მადრიდს  მოაშორა  და  ნეაპოლში  მეფედ გაამწესა.
ჟოზეფ  ბონაპარტი,  ფრანგთა  შენაერთებით  გარშემორტყმული, ესპანელი  დიდებულების  თანხლებით,  მადრიდისკენ  მიემართებოდა.  ესპანეთის  ახლადმოვლეჩილ  მეფეს  გზაში  გასახარი  არაფერი  შეხვედრია, იგი  ჯერ  კიდევ  ებრომდე  არ  იყო  მისული,  ჯერ  ვიტორიას  არ  გასცდენოდა,  რომ  უკვე  მიხვდა,  თუ  სად  მიდიოდა  და  სად  მოუწევდა  მეფობა, ყველა  ქალაქისა  თუ  სოფლის  მცხოვრები  მას  მტრულად  ხვდებოდა. ასევე  მტრულად  ხვდებოდა  და  მტრულად  ეკიდებოდა  იგი  მის  თანმხლებ  ჯარსაც,  რომელსაც,  როგორც  შეეძლო,  ისე  უშლიდა  წინსვლაში  ხელს.  ებროს  იქით  მდგომარეობა  კიდეგ  უფრო  გართულდა.  ახლა ჟოზეფს  ბრძოლითღა  უხდებოდა  მადრიდისკენ  გზის  გაკაფვა.  ბედად, ფრანგმა  მეომრებმა  თავისი  საქმე  კარგად  იცოდნენ  და  ჟოზეფს  „თავისი“  ქვეყნის  დედაქალაქისკენ  გზა  სწრაფად  გაუხსნეს.  ლასალმა,  ვერდიემ,  ბესიერმა,  დიუპონმა  ზედიზედ  დაამარცხეს  ესპანელთა  რაზმები და  ხოსე  პრიმერო  (ანუ  ჟოზეფ  პირველი)  მადრიდში  შეიყვანეს.
დედაქალაქი  ცარიელი  ქუჩებით  შეეგება  ახალ  ხელმწიფეს.  დარაბები  ყველგან  დახურული  იყო  და  ქუჩებში  ჭუჭყიანი“  საცვლები  ეკიდა,  საეკლესიო  ზარები  კი  საზეიმოს  ნაცვლად,  სამგლოვიაროდ  რეკდნენ...  რა  თქმა  უნდა,  ჟოზეფს  ყველა  ასე  არ  შეხვედრია  –  არისტოკრატთა  წარმომადგენლებმა  და  პროფრანგული  ორიენტაციის  მოღვაწეებმა  საკმაო  გულისხმიერება  გამოიჩინეს  მის  მიმართ  და  ერთგულ  სამსახურსაც  შეჰპირდნენ  (ყოველ  შემთხვევაში  მოჩვენებითად  მაინც),  მაგრამ  დონ  ხოსე  პრიმეროზე  უკვე  ვეღარაფერი  მოახდენდა  გავლენას  – მან  კარგად  დაინახა,  თუ  რა  ქვეშევრდომები  ეყოლებოდა  და  რა  „მშვიდ“ მეფობას  უქადდა  
მომავალი.ესპანეთის  დედაქალაქში  ყოფნის  უკვე  მეორე  თუ  მესამე  დღეს ის  ნაპოლეონს  სწერს:  „მხარს  მე  მხოლოდ  არამზადები  მიჭერენ,  პატიოსანი  ხალხი  კი  ჩემს  წინააღმდეგაა.  მადრიდშიც  კი,  ლამის  პირში  მეუბნებიან,  რომ  სიამოვნებით  გამომჭრიან  ყელს.  გარშემო  სიკვდილი მიტრიალებს“.  ძმის  წერილმა  იმპერატორი  აღაშფოთა:  „ნეტავ  რა  სიკვდილზე  ლაპარაკობ,  როცა  წინ  სიცოცხლე  და  გამარჯვებაა?  მერწმუნე ამაში.  მე  ესპანეთში  ჰერაკლეს  სვეტებს  კი  მივადგები,  მაგრამ  ისინი ჩემს  ბატონობას  ზღვარს  როდი  დაუდებენ“.  ყოვლისშემძლეობით  გაბრუებულ  იმპერატორს  გიბრალტარიც  აღარ  მიაჩნდა  თავისი  საბრძანებლის  საზღვრად...  საქმე  კი  სულ  სხვანაირად  მიდიოდა.  ფრანგთა  შენაერთები  ესპანეთის  ამბოხებულ  პროვინციებს  მოედვნენ,  დაიშალნენ,  დანაწილდნენ  და  მტრისთვის  იოლად  ხელმისაწვდომნი  გახდნენ.  მართალია,  ღია  ბრძოლებში  ესპანელები  ჯერ  კიდევ  ვერაფერს  აწყობდნენ ფრანგთა  გამობრძმედილ  რაზმებთან,  მაგრამ  პარტიზანული  მოქმედებით  დიდად  კი  აზარალებდნენ.
დაიწყო  გერილია  –  განთქმული  პარტიზანული  ომი,  რომელიც წუთით  არ  მისცემს  მოსვენებას  ფრანგებს  –  არც  დღისით,  არც  ღამით, არც  სოფლად,  არც  ქალაქად.  ასეთ  ომს  ფრანგები  შეჩვეულნი  არ  არიან.  ისინი  მუდამ  მოწინააღმდეგესთან  პირისპირ  შებმას  არიან  შეჩვეულნი,  თუნდაც  მათზე  რიცხვმრავალთან,  აქ  კი,  ესპანეთში,  ისინი  მოწინააღმდეგეს  პირისპირ  ნაკლებად  ხვდებიან  –  იგი  მათ  ზურგში  ურტყამს ხანჯალს,  ფანჯრიდან  ასხამს  ადუღებულ  კუპრს,  ხის  კენწეროდან ესვრის  თოფს,  ტყის  ბილიკებზე  უგებს  მახეს,  მის  სადგომს  უკიდებს ცეცხლს,  ჭებსა  და  წყაროებს  უწამლავს  და  უნგრევს...  ფრანგებს  ყველა ებრძვის.  –  კაცი,  ქალი,  ბავშვი.  აქ  მოკავშირეს  ვერ  იპოვი,  რომელ მოკავშირეს!  აქ  მსტოგარსა  და  მზვერავს  ვერ  იჰოვი,  ვერ  მოისყიდი  – ყველა  შენს  საწინააღმდეგო  საქმეს  აკეთებს.  „აქ  ხალხი,  სულაც  არ თვლის  ისე,  როგორც  გერმანიაში  თვლიან,  თითქოს  სამშობლოს  დაცვა მხოლოდ  არმიის  საქმეა,  ეს  ყველას  საქმეა“  (სტენდალი,  „ნაპოლეონის ცხოვრება“).  ინტერვენტებთან  ბრძოლის  ენთუზიაზმი  ისე  მაღალი  იყო, რომ  თვით  ყაჩაღებმა  და  კონტრაბანდისტებმა,  რომელთა  ნაკლებობა არასოდეს  შეინიშნებოდა  ამ  ქვეყანაში,  თავიანთ  „ძირითად  საქმიანობას“  თავი  ანებეს  და  სახალხო  ლაშქარს  შეუერთდნენ.  1808  წლის  ესპანეთი  1793  წლის  საფრანგეთს  დაემსგავსა  –  ყველგან  ლოზუნგი  ეკიდა,  ყველგან  მოწოდება  გაისმოდა:  „სამშობლო  განსაცდელშია!“  იმის გამო,  რომ  მადრიდი  მტრის  ხელში  იყო,  ესპანეთის  დედაქალაქად  დროებით  სევილია  გამოცხადდა  და  ცენტრალურმა  ხუნტამაც  ამ  ქალაქში დაიდო  ბინა.
ესპანელების  გმირული  წინააღმდეგობის  ნიმუშად  ქალაქ  სარაგოსის  დაცვა  გამოდგება.  ასტურიელთა  მსგავსად,  სარაგოსელებმაც შექმნეს  ხუნტა,  რომელმაც  ხალხს  ამბოხებისკენ  მოუწოდა.  1808 წლის  6  ივნისს  მარშალმა  ლეფევრმა  ალაგონთან  დაამარცხა  სარაგოსელი  მეამბოხენი  და  ქალაქში  შერეკა  ისინი.  ამის  შემდეგ  დანციგის  ჰერცოგმა  სარაგოსის  იერიშით  აღება  სცადა,  მაგრამ  არაფერი  გამოუვიდა და  უკუიქცა.  დამხმარე  ნაწილებით  ჯარის  შევსების  შემდეგ,  2  ივლისს,  იგი  კვლავ  შეეცადა  ქალაქის  აღებას,  მაგრამ  ვერაფერი  გააწყო –  სარაგოსელების  გააფთრებული  წინააღმდეგობა  ვერ  დაძლია  და  უკან დაიხია.  ფრანგებს  ქალაქის  მთელი  მოსახლეობა  ებრძოდა,  ყველა,  უკლებლივ!  სარაგოსის  აღება  მხოლოდ  მრავალი  თვის  შემდეგ  მოხერხდა, მას  მერე,  რაც  მის  ალყას  ლანი  ჩაუდგა  სათავეში.  2  თვის განუწყვეტელი  ბრძოლების  შემდეგ  ფრანგებმა  ქალაქი  აიღეს.  აიღეს  თითოეული ქუჩის,  თითოეული  სახლისთვის  გამართული  სისხლისმღვრელი  შეტაკების  შემდეგ.  ამ  ბრძოლებში  სარაგოსის  მოსახლეობის  ორი  მესამედი გაწყდა.  მოწინააღმდეგის  თავგანწირვით  განცვიფრებული  ლანი  თურმე დიდხანს  გაჰყურებდა  ალმოდებულ  ქალაქს  და  თავს  სწყევლიდა  იმისათვის,  რომ  ასეთ  უკეთურ  საქმეში  მოუხდა  მონაწილეობის  მიღება. შემდეგ  ის  ნაპოლეონს  სწერდა:  „სირ!  ეს  სულ  არა  ჰგავს  იმას,  რაც ჩვენ  სხვა  ომების  წარმოებისას  გვინახავს.  ასეთი  შეუპოვრობა  გაუგონარია.  ქალაქის  უბედური  დამცველები  ისეთი  გააფთრებით  იცავდნენ მას,  რომ  წარმოდგენაც  შეუძლებელია.  ეს  ისეთი  ომია,  რომელიც  კაცს შეაძრწუნებს“.  როცა  ასეთ  სიტყვებს  ის  კაცი  სწერდა,  რომელმაც  არ იცოდა  რა  იყო  სიტყვა  „შიში“  ან  „უკანდახევა“,  მაშინ  მათ  სხვა ფასი ედებოდა...  (სარაგოსელებს  მათი  ძველი  წინაპრების  მსგავსი  საქციელი აღაფრთოვანებდათ,  როდესაც  ქრისტესშობამდე  133  წლით  ადრე,  ქალაქ  ნუმანსიის  დამცველებმა  რომის  ლეგიონების  მრავალთვიან  ალყას გაუძლეს  და  მხოლოდ  მაშინ  ჩაუგდეს  ქალაქი  მტერს  ხელში,  როცა უკანასკნელ  მცხოვრებამდე  გაწყდნენ.  ძველებური  თქმულების  თანახმად,  როცა  რომაელთა  სარდალი  კონსული  სციპიონ  ემილიანი  დანგრეულ-დაქცეული  ნუმანსიის  ერთადერთ  გადარჩენილ  კოშკზე  ავიდა,  იქ მას  პატარა  ბიჭი  დახვდა,  რომელმაც  მტერს  ქალაქის  გასაღები  გაუწოდა  და  შემდეგ  კოშკიდან  გადავარდა,  ამაყ  რომაელს  მუზარადი  მოუხდია  და  უთქვამს:  შენ  დაამარცხე  გამარჯვებულიო...).
რასაკვირველია,  ისეთ  სასტიკ  და  დაუნდობელ  ომში,  რომელიც ესპანეთში  მიდიოდა  და  როდესაც  მოსახლეობის  დიდი  ნაწილი  მტერთან შერკინებაში  მონაწილეობდა,  ძნელი  და  შეუძლებელი  იყო  ომის  წარმოების  რაინდული  წესების  დაცვა  (თუმცა,  თავად  ესპანეთი  თავის  დროზე  რაინდების  ქვეყანად  იყო  ცნობილი).  გაბოროტებული  მოსახლეობა არა  მარტო  მტრის  სამხედრო  მანქანას  ებრძოდა,  არამედ  ებრძოდა  ყველაფერ  ფრანგულს,  ებრძოდა  თავდაუზოგავად,  შეუბრალებლად  და  არნახულად  სასტიკად.  ესპანელების  ასეთი  გააფთრება  თვით  მათ  მოკავშირე  ინგლისელებსაც  განაცვიფრებდა  და  მათში  უსიამოვნო  გრძნობებს იწვევდა.  რას  იზამ,  ინგლისელები  ·ფრანგების  ჯარს  ებრძოდნენ,  ესპანელები  კი  –  ფრანგებს...  რა  დროს  ჯენტლმენობაზე  ფიქრი  იყო.  ფრანგებს  კი  არა,  თავისიანებსაც  არ  ზოგავდნენ  ესპანელები  და  მტერთან შემწყნარებლობის  გამოვლენაზე  ოდნავი  ეჭვის  გაჩენის  შემთხვევაში ეჭვის  ობიექტს  დაუყოვნებლივ  სპობდნენ.  საქმე  იქამდე  მიდიოდა,  რომ სოფლისა  თუ  ქალაქის  მცხოვრებნი  მაცნესაც  კი  არ  ინდობდნენ,  თუ  იგი მათ  ცუდ  ამბავს  მოუტანდა:  ესპანელების  დამარცხების,  ან  რომელიმე ქალაქისა  თუ  ციხე-სიმაგრის  დაცემის  შესახებ.  იყო  ეს  განსაკუთრებული  გაბოროტების  მაგალითი?  რა  თქმა  უნდა.  იყო  ეს  უკიდურესი  ფანატიზმის  გამოვლინება?  უეჭველია.  დასაგმობი  იყო  ასეთი  მაგალითები (მაგალითების  კორიანტელი)?  რასაკვირველია,  განსაკუთრებით  დღევანდელი,  ცივილიზებული  თვალთახედვით!  მაგრამ  მსჯაგრის  გამოტანამდე  ერთი  რამ  უნდა  იქნას  გათვალისწინებული:  ეს  ყველაფერი  ესპანეთში,  ესპანეთის  მიწაზე  ხდებოდა  და  არა  სხვაგან,  ამ  შემთხვევაში საფრანგეთში.  თავის  მიწაზე  კი,  თავისი  მიწის  დაცვის  დროს  ესპანელი ხალხი  ისე  იქცეოდა,  როგორც  შეეძლო  და  როგორც  სწორად  მიაჩნდა. თუ  მის  მოქმედებაში  ვინმესთვის  რაიმე  მიუღებელი  იყო,  იგი  ამას  არ დაგიდევდათ,  რადგან  ეს  მისი  შინაური  საქმე  იყო  და  სხვას  იქ  არაფერი ეკითხებოდა.
იმდროინდელი  ევროპელი  ისტორიკოსებისა  თუ  ჟამთააღმწერლების  არც  თუ  მცირე  ნაწილი  ესპანელების  ასეთ  გააფთრებას,  ასეთ შემართებასა  და  თავგანწირვას,  ამ  ხალხის  ჩამორჩენილობითა  და რელიგიური  ფანატიზმით  ხსნიდა.  მოწინავე  ეგროპულ  სახელმწიფოებთან  შედარებით  ესპანეთი  იმ  დროს,  მართლაც  ჩამორჩენილი  იყო.  ჩამორჩენილი,  როგორც  მატერიალურად,  ისე  პოლიტიკურად –  ქვეყანა ღრმა  ფეოდალურ  ჭაობში  იმყოფებოღა  და  ცხოვრების  წესიც  შუასაუკუნოვანი  ჰქონდა.  ეს  განსაკუთრებით  სოფლის  მცხოვრებლებზე  ითქმოდა,  მაგრამ  ასეთები  ხომ  ქვეყნის  4/5-ს  შეადგენდნენ!  ესპანეთში კათოლიციზმს  ისე  ჰქონდა  გადგმული  ფესვები.  როგორც  არსად  სხვაგან.  ესპანელი  გლეხისათვის  თავისი  მღვდელი  ყველაფერი  იყო.  დაბადებიდან  სიკვდილამდე  იგი  მის  შავ  სუტანას  შესცქეროდა  და  მასზე ამოსდიოდა  მზე  და  მთვარე.  მღვდელი  იყო  მისთვის  ყველაზე  განათლე- ბული  და  ყველაზე  ჭკვიანი,  მისი  გამკითხავი  და  მისი  მოსარჩლე.  თავის სენიორს  იგი  ვერ  ხედავდა,  სენიორი  ან  დიდ  ქალაქში  ატარებდა  დროს, ან  სასახლეში ბრძანდებოდა  და  მას  თავს  არც  კი  უყადრებდა.  ეს მღვდელი  უჩიჩინებდა  ნიადაგ  მას  ღვთიური  ძალისადმი  მორჩილებასაც, მეფის  ხელისუფლების  უზენაესობასაც  და  საკუთარი  სამშობლოს  სიყვარულსაც.  ამიტომ,  როცა  ქვეყანა  განსაცდელში  ჩავარღა  და  მან  დაინახა,  რომ  მის  მეფესა  და  მის  სამშობლოს  საფრთხე  დაემუქრა,  იგი უყოყმანოდ  გაჰყვა  თავის  მღვდელს,  რამეთუ  ეს  უკანასკნელი  პირველი აღდგა  მათ  დასაცავად!  გარდა  ამისა  და  მისდა  გასაკვირად,  ისე  მოხდა, რომ  მისი  ასე  იშვიათად  სანახავი  სენიორიც  მოულოდნელად  მასთან  გამოცხადდა  და  მანაც  მეფისა  და  ქვეყნის  დაცვისაკენ  მოუწოდა,  რადგან საერთო  უბედურებას  ისიც  ვერ  დაუტოვებია  გულგრილი.
და  აღსდგა  სრულიად  ესპანეთი!  აღსდგა  როგორც  ერთი  კაცი. თითქოს  გაცოცხლდა  და  საუკუნეებს  გადმოევლო  რეკონკისტის  სული, თითქოს  კვლავ  სიდ  კამპეადორი  ჩაუდგა  თავის  ხალხს  სათავეში  და მტრის  წინააღმდეგ  საბრძოლველად  წაიყვანა! განა  შეიძლება  ხალხის  ასეთ  ერთსულოვან  აღტკინებას  ნაკლი მოუნახო?  განა  შეიძლება  ხალხს  „ბნელი“  და  „ჩამორჩენილი“  უწოდო მხოლოდ  იმიტომ,  რომ  იგი  თავისი  ქვეყნის  დამოუკიდებლობის,  თავისუფლებისა  და,  აქედან  გამომდინარე,  თავისი  ღირსების  დასაცავად  იბრძვის?  მას  ხომ  სამშობლოს  სიყვარული  ამოძრავებს,  რომელიც  ყველაზე  მაღლა  დგას  და  ყველა  სხვა  ზემოთქმულს  ფარავს?
მოდით,  ნუ  დავასახელებთ  მათ,  ვინც  ასე  „ამკობდნენ“  ესპანელი ხალხის  დიდ  ძალისხმევას.  ნუ  დავასახელებთ  თუნდაც  იმიტომ,  რომ ისინი,  სხვამხრივ,  ერთობ  სახელოვანნი  და  გამოჩენილნი  არიან,  და  კიდევ  იმიტომ,  რომ  დიდსულოვანნი  უნდა  ვიყოთ,  მით  უფრო,  რომ  დრომ სხვა  აჩვენა  და  ისინი  გაამტყუნა.
ფრანსისკო  გოიას  ერთი  საოცარი  ოფორტი  აქვს  – მას  „რა  სიმამაცეა“  ჰქვია.  ეულად  მდგარი  ზარბაზნის  გარშემო  მისი  დახოცილი გათვლა  ყრია.  ამ  ზარბაზანს  თითქოს  გასროლა  არ  უწერია.  მაგრამ  იგი მაინც  გაისვრის  –  მასთან,  რკინის  ვებერთელა  ურჩხულთან.  ქალიშვილი  მისულა  და  საპირიწამლესთან  პატრუქი  მიუტანია.  რაღა  თქმა  უნდა,  ამის  შემდეგ  ეს  ზარბაზანი  გაისვრის,  აუცილებლად  გაისვრის  და მტერს  მის  წილ  ყუმბარას  გაუგზავნის!  (მუდამ  მეგონა  ღა  ახლაც მგონია,  რომ  თავისიანების  გვამებზე  უშიშრად  მდგომი  ეს  ქალიშვილი თვით  ყალყზე  შემდგარი  ესპანეთია...).
„ამ  ზარბაზნის“  ხმის  არა,  მაგრამ  ბაილენთან  მომხდარი  ამბების  ექომ  კი  ევროპას  გადაუარა.  საქმე  შემდეგში  იყო.  ორი  დივიზიისგან  შემდგარი  გენერალ  პიერ  დიუპონის  კორპუსი  (18  ათასი  ჯარისკაცი)  ანდალუზიის  დასამორჩილებლად  გაიგზავნა,  სევილიისკენ  მიმავალმა  კორპუსმა  პარტიზანებთან  გაუთავებელ  შეტაკებებში,  როგორც იქნა,  კორდოვამდე  მიაღწია,  ქალაქის  დამცველებმა  მისი  დაცვა  ვერ შეძლეს,  მაგრამ  დიუპონის  შენაერთს  ზარალი  კი  მიაყენეს.  წინააღმდეგობით  გაბოროტებულმა  ფრანგებმა  კორდოვა  დაარბიეს  და  პირწმინდად გაძარცვეს.  ცოტა  ხანში  კი  დიუპონმა  შეიტყო,  რომ  სევილიამდე  იგი ადვილად  ვეღარ  მიაღწევდა  –  მის  შესახვედრად  ესპანელთა  ორი  არმია მოდიოდა  კასტანიოსისა  და  რედინგის  მეთაურობით.  მათი  გამოჩენით შეფიქრიანებულმა  ფრანგმა  გენერალმა  ძალზედ  ცუდი  მანევრები  აწარმოა,  სიერა-მორენას  პირქუში  მთების  გარემოცვაში  მოექცა  და  როცა ხეობაში  შესასვლელთან  და  გამოსასვლელთან  ესპანელთა  სწორედ  ეს არმიები  დაიგულვა...  მათ  მეთაურებთან  საპატიო  კაპიტულაციაზე  მოლაპარაკება  გააბა.  დიდი  გამარჯვების  მოლოდინით  გახარებული  ესპანელი  გენერლები  დიუპონის  ყველა  პირობას  დაეთანხმნენ  და  ფრანგი მეთაურიც  მტერს  ჩაბარდა.  ჩაბარდა,  ცხადია,  თავის  კორპუსიანად, ისე,  რომ  ხეირიანი  ბრძოლაც  არ  გაუმართავს.  ეს  ამბავი  1808  წლის  23 ივლისს  მოხდა.  ე.ი.  ჟოზეფის  მადრიდში  შესვლიდან  მესამე  დღეს!  ესპანელებმა  სიტყვა  გატეხეს,  ფრანგები  არც  გაათავისუფლეს  და,  მით უმეტეს,  არც  სამშობლოში  დააბრუნეს  –  მშიერ-მწყურვალნი  და  ცემატყეპით  დასიებულნი,  ისინი  კადისში  ჩაიყვანეს  და  კატორღელებივით ტვირთმზიდავებად  ხან  გემებზე  ამუშავეს  და  ხან  კი  პორტებში.  არაადამიანური  მოპყრობისა  და  შიმშილისგან  17  ათასი  კაციდან  ცოცხალი 3  ათასი  თუ  გადარჩა.
ბაილენის  კატასტროფის  ამბავმა  ნაპოლეონს  ბორდოში  მოუსწრო  –  იმპერატორი  პარიზს  ბრუნდებოდა  და  რამდენიმე  დღით  ამ  ქალაქში  შეჩერდა.  როგორც  თვითმხილველები  ამბობდნენ,  არც.  მანამდე და  არც  შემდეგ,  როდესაც  ბაილენის  კაპიტულაციაზე  უარესი  ამბები მოსდიოდა  ნაპოლეონს,  იგი  ასე  აღშფოთებული  და  წონასწორობადაკარგული  არავის  უნახავს.  იმპერატორი  ამტვრევდა  და  იატაკზე  ყრიდა ყველაფერს,  რაც  კი  ხელში  მოხვდებოდა:  ჭიქებს,  ლარნაკებს,  სურათებს...  ყვიროდა,  რომ  მისი  მუნდირის  ღირსება  შელახულია,  რომ  ეს არამზადა  გენერლები  (დიუპონი  და  მისი  მოადგილე  ვედელი)  სასტიკ სასჯელს  იმსახურებენ.  რომ  არ  შეიძლება  კანონში  ისეთი  მუხლი  არ იყოს  ჩადებული,  რომლის  მიხედვითაც  მათი  დახვრეტა  არ  მოხერხდესო...
იმპერატორის  ასეთი  რეაქცია  გასაკვირი  არ  იყო.  ნაპოლეონმა იცოდა,  რომ  მისი  მთელი  კორპუსის  კაპიტულაცია  და  ტყვედ  ჩავარდნა, მანამდე  გაუგონარ  ამბავს  წარმოადგენდა  და  ამიტომ  იგი  უზარმაზარ გავლენას  მოახდენდა  არა  მარტო  ესპანეთის  საზოგადოებრივ  აზრზე, არამედ  დაშინებულ  და  დამორჩილებულ  ევროპაზეც.
ცოტა  ხანში,  ნაპოლეონს  მეორე  დარტყმაც  ელოდა.  ამბოხებისთანავე  ასტურიის  ხუნტამ  ინგლისს  დელეგაცია  გაგზავნა  და  ამ  ქვეყნის ხელისუფალთ  დახმარება  სთხოვა.  ინგლისელები  ამ  დელეგაციას  აღფრთოვანებით  შეხვდნენ.  ოღონდაც!  ესპანელი  ხალხის  სახით  ბრიტანეთმა  ხომ  მძლავრი  მოკავშირე  შეიძინა.  თემზის  ნაპირებზე  ყურებს  არ უჯერებდნენ  –  მორჩილი  ევროპისგან  განსხვავებით  ესპანეთმა  ხომ წამსვე  წამოიწყო  ანტინაპოლეონური  ამბოხება  და  პირველ  წარმატებებსაც  მიაღწია.  ინგლისელებმა  დაუყოვნებლივ  გაუგზავნეს  ესპანელებს  ფული  და  იარაღი.  შემდეგ  კი,  სულ  მალე,  უკვე  თვენახევარში, სადესანტო  ესკადრაც  მოამზაღეს  და  6  აგვისტოს  პორტუგალიაში, მდინარე  მონტეჟუს  შესართავთან  ჯარი  გადასხეს.  ინგლისელთა  საექსპედიციო  არმიას  გენერალი  ართურ  უელსლი  მეთაურობდა,  მომავალი ველინგტონის  ჰერცოგი,  ცნობილი  სამხედრო  მოღვაწე,  რომელმაც  თავი  ფრანგების  წინააღმდეგ  ბრძოლებში...  ინდოეთში  გამოიჩინა  (იქ ფრანგებს  კოლონიები  ჰქონდათ  და  მათ  შესანარჩუნებლად  ებრძოდნენ ინგლისელებს).
უელსლი  სწორად  მოიქცა,  როცა  პორტუგალიაში  გადაიყვანა თავისი  ჯარი  და  არა  პირდაპირ  ესპანეთში.  ჯერ  ერთი,  ლისაბონისა  და ოპორტოს  ნავსადგურები  ის  დასაყრდენი  პუნქტები  გახდებოდნენ,  საიდანაც  მის  არმიას  ბრიტანეთიდან  მოამარაგებდნენ.  მეორეც,  ის,  რომ იგი  დახმარებას  გაუწევდა  პორტუგალიელ  ამბოხებულებს,  რომელთაც ესპანელების  წამხედურობით  ანტიფრანგული  დროშა  ააფრიალეს, მაგრამ  ძალები  ვერ  მოზომეს  და  ახლა  უჟიუნოსგან  განიცდიდნენ შევიწროებას.
ის  8  თვე,  რომელიც  ჟიუნომ  პორტუგალიაში  გაატარა,  ფრანგებისათვის,  არსებითად,  დაკარგული  იყო.  განცხრომას  მიცემული  მთავარსარდალი  წესიერად  ვერც  თავის  არმიას  აკონტროლებდა  და  ვერც საკუთარ  თავს.  როცა  ოინები  პორტუგალიის  ვაკანტურ  ტახტზე  ასვლასთან  დაკავშირებით  არ  გამოუვიდა,  ჟიუნომ  ქეიფსა  და  დროსტარებას  მიჰყო  ხელი.  ანალოგიურად  იქცეოდა  მისი  შტაბიცა  და  ყველა  ის ფრანგი  ჯარისკაციც,  ვისაც  ამის  ფული  და  თავი  ჰქონდა.  შედეგად, არმია  მოკლე  დროში  ლამის  მთლად  გაიხრწნა  და  საბრძოლო  თვისებების  დიდი  ნაწილი  დაკარგა.  ასეთი  არმია,  ასეთი  მეთაურის  სარდლობით,  პორტუგალიელი  ინსურჟენტებისა  და  ინგლისელების  ერთდროულ დარტყმას  ვერ  გაუძლებდა  და  აკი  ვერც  გაუძლო.  21  აგვისტოს  ჟიუნომ წარუმატებელი  ბრძოლა  გაუმართა  უელსლის  ვიმეირუსთან  და  რამდენიმე  დღის  უკანდახევის  შემდეგ  იძულებული  გახდა  სინტრაში  კაპიტულაციის  აქტისთვის  მოეწერა  ხელი.  ჟიუნოს  ერთადერთ  ნუგეშად  ის რჩებოდა,  რომ  ინგლისელებმა  სიტყვა  შეასრულეს  – იგი  და  მისი  განიარაღებული  არმიის  ნარჩენები  ხომალდებით  საფრანგეთში  გადაიყვანეს.
ბაილენისა  და  სინტრის  წარუმატებლობებმა  მძიმედ  იმოქმედეს იმპერატორზე.  ის  მაშინვე  მიხვდა.  თუ  რა  შეიძლებოდა  მოჰყოლოდა შორეულ  ნახევარკუნძულზე  დატრიალებულ  ამ  ტრაგიკულ  ამბებს.  „წარუმატებლობა“  კიდევ  რბილი  სიტყვა  იყო,  და  მისი  გამოყენება  მხოლოდ  უცხოელ  დიპლომატებთან  საუბრისას  თუ  შეიძლებოდა.  ისე  კი იმპერატორს  სხვებზე  უკეთ  ესმოდა,  რომ  ეს  რიგითი  წარუმატებლობა კი  არა,  მასზედ  ბევრაღ  მეტი  რამ  იყო.  საფრანგეთმა  ორ  კვირაში  დაკარგა  მთელი  პორტუგალია,  და  ახლა  აჯანყების  ცეცხლში  გახვეული ესპანეთის  დაკარგვის  საშიშროების  წინაშე  დადგა.  ნაპოლეონს  იმ  ზაფხულს  მეფე  ალექსანდრესთან  შეხვედრა  ჰქონდა  დაგეგმილი.  ეს  შეხვედრა  ტილზიტის  მოლაპარაკების  შემდეგ  პირველი  იქნებოდა  და  ორ ქვეყანას  შორის  დადებული  მჭიდრო  თანამშრომლობის  პირველი  შედეგების  შეჯამებაც  გამოვიდოდა.  ნაპოლეონს  ამ  შეხვედრაზე  ტრიუმფატორად  სურდა  მისვლა.  მას  თავისი  ახალი  მოკავშირისთვის  კონტინენტურ  სისტემაში  ჩართული  ორი  ახალი  მორჩილი  წევრის  –  პორტუგალიისა  და  ესპანეთის  –  წარდგენა  სურდა.  ახლა  კი  რაღა  გამოდიოდა! პორტუგალია  კვლავ  ინგლისელების  ხელში  იყო,  ხოლო  ესპანეთი  ინგლისელების  ხელში  არ  იყო,  მაგრამ  არც  ფრანგების  ხელში  იყო  და არც  ისეთი  პირი  უჩანდა,  რომ  ამ  უკანასკნელთა  არჩივი  გახდებოდა. ნაპოლეონის  რეჟიმი  ავტორიტარული,  დიქტატორული  რეჟიმი იყო.  ასეთი  იყო  იგი  საფრანგეთში და  ასეთად  წარუდგებოდა  იგი  „დანარჩენ“  მსოფლიოსაც.  რამდენიც  არ  უნდა  ვილაპარაკოთ  „ისტორიის  კანონზომიერ  მსვლელობაზე“,  „დროისა  და  ვითარების  ხელსაყრელ  თანხვდენაზე“,  პრობლემის  თავი  და  თავი  მაინც  ერთი  ადამიანი,  ამ  შემთხვევაში საფრანგეთის  იმპერატორი  იყო.  მისი  რეჟიმი  საფრანგეთში  და  საფრანგეთს  დაქვემდებარებულ  ევროპაში,  მის  ავტორიტეტს  (და  მის  ძალას, აქ  ეს  ცნებები  იდენტურია)  ემყარებოდა.  არავინ  იცოდა  ეს  თვით  იმპერატორზე  უკეთ,  ამ  მხრივ  მას  ილუზიები  არ  ჰქონდა.  ეს  სხვების  დასანახად და  გასაგონად  თუ  ლაპარაკობდა  სხვანაირად  ბუონაპარტე,  თორემ  თვითონ  მშვენივრად  იცოდა,  რაში  და  როგორ  იყო  საქმე.  ამიტომაც.  ასე  თავგამოდებით  იცავდა  და  უფრთხილდებოდა  თავის  ავტორიტეტს.  უძლეველ,  ყველაფრისმცოდნე  და  ყოვლისშემძლე  მბრძანებლად  რომ  წარადგენდა  ყველასთან  თავს,  მბრძანებლად,  რომლისთვისაც  წინააღმდეგობის გაწევა  კი  არა,  წინააღმდეგობის  გაწევაზე  ფიქრიც  არ  უნდა  შესძლებოდა არავის.  საკითხის  ამგვარად  დაყენებისას  სინტრა  და  ბაილენი,  რა  თქმა უნდა,  კატასტროფის  ტოლფასად  მოეჩვენებოდა  იმპერატორს.  ეს  ჩვეულებრივი  ამბავია  ავტორიტარული  მმართველებისათვის.  საკუთარი  ავტორიტეტისა  და  პრესტიჟის  თუნდაც  მცირეოდენი  შელახვის  შიში  მათი მუდმივი  თანამგზავრია.  ისინი  ხომ  მუდამ  დიდ,  ხშირად  ზედმეტად  დიდ, მნიშვნელობას  ანიჭებენ  მას  და  ამის  გამო  არაიშვიათად,  არასწორ  ნაბიჯებს  დგამენ.  სინამდვილეში  კი,  ჭეშმარიტად  მონოლითურ  ტოტალიტარულ  რეჟიმებს  ბევრი  და  მძიმე  განსაცდელის  გადატანა  შეუძლიათ  და ცალკეული  წარუმატებლობა  მათ  ცოტა  რამეს  აკლებს.  რასაკვირველია, იმ  შემთხვევაში,  თუ  რეჟიმი,  რომელსაც  ესა  თუ  ის  ავტორიტარული მმართველი  (პირდაპირ  ვთქვათ,  დიქტატორი)  უდგას  სათავეში,  საკმარისად  მძლავრი  მონოლითია.  იყო  კი  ნაპოლეონის  შემთხვევაში  ასე?  წარმოადგენდა  მისი  რეჟიმი  იმდენად  მძლავრ  მონოლითს,  რომ  ზემოაღნიშნულის  მსგავსი  დარტყმებისთვის  დიდხანს  გაეძლო?  თვით  საფრანგეთი,  რა თქმა  უნდა,  მაგრამ  მის  მიერ  დაპყრობილი  და  დამორჩილებული  ევროპა? არა!  და  ეს  ხომ  ნათლად  გამოჩნდა  იმპერიის  უკანასკნელ  წლებში!  ეტყობა,  თავად  იმპერატორიც  გრძნობდა  ამას,  რადგან,  როცა  „გონება  უნათდებოდა“,  ანუ  როცა  რეალობის  გრძნობა  უბრუნდებოდა,  საღად  იწყებდა მსჯელობას.  ამის  დასტურად  1807  წელში  ჟოზეფისათვის  ნეაპოლში გაგზავნილი  წერილიც  საკმარისია.  წერილში  ნაპოლეონი  ძმას ურჩევს, სადმე,  ქალაქის  ახლოს,  ძლიერი  და  მიუდგომელი  ციხე-სიმაგრე  ააგოს, რომელსაც  ძნელბედობისას  თავს  შეაფარებს.  არავინ  იცის,  რა  მოხდება ორი,  სამი  ან  ოთხი  წლის  შემდეგ,  საუკუნეები  ჩვენი  ხვედრი  არააო  (ცხადია,  იგი  ბონაპარტების  დინასტიასა  და  ბონაპარტების  მმართველობას გულისხმობდა,  აქედან  გამომდინარე,  იგი  თავის  მმართველობასაც  ასე უყურებდა.  მაგრამ  ასე  საღად  მოაზროვნე  კაცი  ზუსტად  ოთხი  წლის  შემდეგ  იტყვის:  კიდევ  ხუთი  წელი  და  მე  მსოფლიოს  მბრძანებელი  ვიქნებიო. ო,  ეს  ყოვლისშემძლე  დიქტატორები...) 
მადრიდში  ჩასვლიდან  ერთი  კვირის  თავზე  ჟოზეფ  ბონაჰარტს ესპანეთის  დედაქალაქის  სასწრაფოდ  დატოვება  მოუხდა.  მისი  ისედაც მყიფე  და  არასაიმედო  ტახტი  ბაილენის  ამბების  შემდეგ  მთლად  მოირყა და  მისი  „შეკეთება“  არსებული  ძალებით  აღარ  მოხერხდებოდა.  „ესპანეთის  დასამორჩილებლად  სამი  მოქმედი  არმიაა  საჭირო,  თითოეული 50-50  ათასი  ჯარისკაცის  შემადგენლობით  და,  დამატებით,  კიდევ  50 ათასი  კაცი  საკომუნიკაციო  ხაზების  დასაცავად.  გარდა  ამისა,  ესპანეთის  დასამორჩილებლად  უამრ„ავი  ფულიცაა  საჭირო.  ეს  ქვეყანა  და  ეს ხალხი  სხვას  არაფერსა  და  არავის  არ  ჰგავს“  –  სწერდა  ჟოზეფი  ნაპოლეონს,  ალბათ,  იმ  იმედით,  რომ  ამ  სასოწარკვეთილ  სტრიქონებს  შუა, მისი  ძმა  მთელი  ესპანური  „წამოწყების“  უაზრობაზე  მიმანიშნებელ სიტყვებს  ამოიკითხავდა.  როგორ  არა,  სწორედ  ამაზე  ოცნებობდა  იმპერატორი!  ის  კი  არა,  ერთი  სული  ჰქონდა,  თვითონ  როდის  გადავიდოდა პირენეებს  და  თვითონ  როდის  წაუძღვებოდა  ჯარს  ურჩი  მოწინააღმდეგის  დასამორჩილებლად.  ჩემს  არმიას  გენერლები  კი  არა,  ფოსტის  მუშაკები  მეთაურობენო,  ამბობდა  გულმოსული.  მაგრამ,  ჯერ  ვერ  წავიდოდა  ესპანეთში  მისი  უდიდებულესობა.  ჯერ  რუსეთის  იმპერატორთან ჰქონდა  დაგეგმილი  შეხვედრა  და  ამიტომ  ამ  ქვეყნისთვის  ვერ  მოიცლიდა.  აი,  ამ  შეხვედრას  რომ  მოითავებდა  გერმანიაში,  სექტემბერ-ოქტომბერში,  ესპანეთისთვის  მერე  მოიცლიდა...  ერფურტის  შეხვედრას  ჩვენ ცალკე  შევეხებით,  შემდეგ  თავში,  ახლა  კი  „ეს  სექტემბერ-ოქტომბერი“ გამოვტოვოთ  და  პირდაპირ  ნოემბერში  გადავიდეთ,  რათა  ჩვენი  თხრობა ამ  თვის  5  რიცხვიდან  განვაგრძოთ,  იმ  დღიდან,  როცა  ესპანეთისთვის „მოცლილი“  იმპერატორი  პირენეებს  გადავა  და  ფეხს  ამ  ქვეყნის  მიწაზე  დადგამს. 
იმპერატორი  პირენეებს  „დიდ  არმიასთან“  ერთად  გადავიდა.  ამ არმიაში  ექვსი  კორპუსი  იყო  და  კიდევ  ცალკე  ძველი  და  ახალგაზრდა გვარდია.  სულ  –  180  ათასი  ჯარისკაცი.  კორპუსებს  სათავეში  ლანი, სულტი,  ნეი,  სენ-სირი,  ბესიერი  და  ლეფევრი ედგა.  ასეთ  არმიას  წინ ვერაფერი  დაუდგებოდა. 
ესპანელებმა  მალე  გაიგეს,  რას  წარმოადგენდა  საფრანგეთის ჯარი  იმპერატორის  ხელმძღვანელობით.  16  ნოემბერს  ესპინოსასთან, 23  ნოემბერს  ტუდელესთან,  28  ნოემბერს  ბურგოსთან  ნაპოლეონმა  მათი რეგულარული  არმია  გაანადგურა  და  გეზი  დედაქალაქისკენ  აიღო.  მადრიდის  გზაზე,  სომო-სიერას  ვიწრო  ხეობის  შესასვლელთან,  მას  ესპანელთა  12-ათასიანი  კორპუსი  გადაუდგა  ძლიერი  საარტილერიო  ბატარეით.  იმპერატორს  არც  ერთი  წუთის  დაკარგვა  არ  სურდა  და  მონბრიონის  კაგალერიულ  შენაერთს  უბრძანა  მიუვალ  პოზიციაზე  პირდაპირი იერიში  მიეტანა.  ამ  განთქმულ  იერიშში  მთავარი  როლი  პოლონელმა ცხენოსნებმა  შეასრულეს,  რომლებიც,  ევგენი  ტარლეს  მოხდენილი  გამოთქმა  რომ  ვიხმაროთ,  „საკუთარი  სამშობლოს  თავისუფლების  მოსაპოვებლად  ესპანელებს  ართმევდნენ  თავისუფლებას“.  ბატარეა  აღებულ იქნა,  გენერალ  სან-ხუანის  კორპუსი  განადგურებული.  ხოლო  გზა  მადრიდისაკენ  –  თავისუფალი.  პირენეებზე  გადასვლიდან  ზუსტად  ერთი თვის  თავზე,  ნაპოლეონი  მადრიდში  შევიდა.  ქალაქის  თავი  და  ადგილობრივი  დიდკაცობა  წამსვე  იმპერატორთან  გამოცხადდა  და  ლოიალობა  გამოუცხადა.  შემდეგ,  ნაპოლეონის  ბრძანებით,  მათ  მადრიდის მცხოვრებნი  წმინდა  ნაწილების  წინ  მეფე  ჟოზეფისადმი  ერთგულებაზე დააფიცეს  და  ამით  ფრანგებთან  დაპირისპირებას  თითქოს  ბოლო მოუღეს. 
სინამდვილეში,  რა  თქმა  უნდა,  ასე  არ  იყო.  თვით  იმ  დიდებულთა  დიდი  ნაწილიც.  რომელიც  პირში  ერთგულებასა  და  მორჩილებას  უმტკიცებდა  იმპერატორს,  ზურგსუკან  ხანჯალს  ულესავდა  და  შესაფერის  დროს  ელოდებოდა.  ტყუილად  კი  არ  ამბობდა  შემდეგ  ესკოიკისი: „ჩვენ  მიგვაჩნდა,  რომ  მარჯვედ  გაცურება  ისეთი  ორპირი  კაცისა,  როგორიც  ნაპოლეონი  გახლდათ,  არათუ  გასაკიცხი  საქციელი  იყო,  არამედ საქებარიცო“.  რამდენად  ტყუვდებოდა  ნაპოლეონი  ესპანელი  დიდებულების  სიტყვებით,  ძნელი  სათქმელია,  მაგრამ  ქვეყანა  რომ  საბოლოოდ დამორჩილებული  არ  ჰყავდა,  ეს  მისთვის  ნათელი  იყო.  აჯანყების ცეცხლი  კიდევ  გიზგიზებდა  ასტურიაში,  ლამანჩაში,  გალისიაში.  ინგლისელთა  საექსპედიციო  არმიის  ორი  შენაერთი  მურისა  და  ბერდის მეთაურობით  ჩრდილო-დასავლეთ  ესპანეთში  მოქმედებდა  და,  რომ  ნაპოლეონის  სწრაფი  მარში  არა,  მადრიდისაკენ  აპირებდა  გამოლაშქრებას.  იმპერატორს  ერთი  სული  ჰქონდა  მათ  წინააღმდეგ  წასულიყო,  მაგრამ  ჯერ  მადრიდში  უნდა  დაესრულებინა  ის  საქმე,  რომლის  განხორციელებას  ის  დიდი  ხანია  აპირებდა.
საქმე  იმ  ძირეულ  სოციალურ  ძვრებს  შეეხებოდა,  რომელთა  გატარებას  იგი  ესპანეთში  აპირებდა,  და  რომლებსაც  საფუძველს  ჯერ  კიდევ  ბაიონაში  შემუშავებული  კონსტიტუციით  უყრიდა.  დედაქალაქის დაკავებისთანავე  მან  ამნისტია  გამოსცა,  რომლის  მიხედვითაც  ყველა მეამბოხე,  ვინც  ერთი  თვის  განმავლობაში  იარაღს  დადებდა,  შეწყალებული  იქნებოდა  და  პასუხი  ჩადენილი  „დანაშაულისთვის“  არ  მოეთხოვებოდა.  შემდეგ  იწყებოდა  მთელი  სერია  სოციალური  ხასიათის  დეკრეტებისა,  რომელთაც  ერთის  დაკვრით  შეეძლოთ  შეეცვალათ  ესპანეთის პატრიარქალური  ყოფა  და  იგი  XIX  საუკუნის  ცივილიზებულ  ევროპაში  გადმოეყვანა. 
დღიდან  დეკრეტის  გამოქვეყნებისა,  მთელს  ესპანეთში  უქმდებოდა  ფეოდალური  უფლებები  („დესეტინა“,  უთანასწორობა,  ფეოდალური  ბეგარა  და  ა.შ.).  უქმდებოდა  პრივილეგიები  და  ფეოდალური  კანონმდებლობით  გათვალისწინებული  სხვა  უფლებები.  იკრძალებოდა  ინკვიზიცია  –  ესპანელების  ეს  საუკუნოვანი  ჭირი,  იხურებოდა  მონასტერთა ორი  მესამედი  და  მათი  ქონება  სახელმწიფოს  სარგებლობაში  გადადიოდა,  უქმდებოდა  პროვინციათაშორისი  საბაჟოები,  რომლებიც  ასე  უშლიდნენ  ხელს  ვაჭრობისა  და  მრეწველობის  განვითარებას.
ამ  დეკრეტებს  ნაპოლეონისეული  კონსტიტუციის  ამოქმედებასთან  ერთად  უდიდესი  სამსახური  შეეძლოთ  გაეწიათ  ესპანელებისათვის. შეეძლოთ,  მაგრამ  არ  გაუწევიათ.  არ  გაუწევიათ  იმიტომ,  რომ:  ესპანელებს  არ  უნდოდათ  უცხო  ძალის  მიერ  შემოტანილი  ყოფის  უცხო  წესები  და  ესპანეთი  არ  იყო  მზად  ასეთი  ნახტომისებური  გარდაქმნისათვის. ამიტომ  ტყუილად  ცდილობდა  იმპერატორი  ამ  ქვეყნის  ასე  გადაყვანას XIX  საუკუნეში  და  ტყუილად  მოსდიოდა  გული  ესპანელებზე:  ისინი ისე  ცხოვრობდნენ,  როგორც  იცოდნენ  და  როგორც  შეეძლოთ  და  ახალი ცხოვრების  დაწყებას,  ისიც  უცხოელთა  კარნახით,  არ  აპირებდნენ.
ინგლისელების  წინააღმდეგ  ნაპოლეონი  22  დეკემბერს  დაიძრა. ჯონ  მურს  35-ათასიანი  არმია  ჰყავდა  და  თუნდაც  პარტიზანების  დახმარებით,  ნაპოლეონს  ვერ  შეებრძოლებოდა.  ამიტომ  ინგლისელმა  გენერალმა  წამსვე  ზურგი  შეაქცია  მოწინააღმდეგეს  და  ატლანტის  ოკეანის სანაპიროსკენ  გაუტია.  ლაშქრობა  ინგლისელთა  დევნაში  გადაიზარდა. იმპერატორი  წუთითაც  არ  აძლევდა  დასვენების  საშუალებას  თავის  არმიას.  მთაგორიან,  ხეობებით  დასერილ  ძველი  კასტილიისა  და  ლეონის  პროვინციებში,  თოვლსა  და  ჭყაპში  იგი  დაუზოგავად  მიერეკებოდა  თავის  ჯარისკაცებს  წინ,  რათა  როგორმე  გზა  გადაეჭრა  ან  დასწეოდა  მაინც  ინგლისელებს,  რომლებიც  წარმოუდგენელი  სისწრაფით  მიეშურებოდნენ ლა  კორუნიის  ნავსაყუდელისკენ,  რათა  როგორმე  გაესწროთ  საშინელი მოწინააღმდეგისთვის  და  თავი  თავიანთ  ხომალდებზე  შეეფარებინათ.
1809  წლის  პირველმა  იანვარმა  იმპერატორს  ასტორგაში  მოუსწრო.  ახალ  წელთან  ერთად  მას  იქ  საფრანგეთიდან  მოსული  ფოსტაც დაეწია.  კანტაბრიის  თოვლიანი  ქედების  მისადგომებთან  შეყუჟულ  ამ პატარა  ქალაქში  ნაპოლეონს  დეპეშებმა  დიდი  ამბები  ამცნეს.  როგორც დაზვერვის  მონაცემებით  გამოირკვა,  თურმე  ავსტრიელები  გამალებით იარაღდებოდნენ  და  ჯარს  თავს  ბავარიისა  და  იტალიის  საზღვრებთან უყრიდნენ.  ეჭვი  არ  იყო,  რომ  ჰაბსბურგები  ომს  აპირებდნენ  საფრანგეთთან  და  ისარგებლებდნენ  რა  იმპერატორის  ესპანეთის  მთებში  გადაკარგვით,  მას  რაც  შეიძლება  მალე  დაიწყებდნენ.
ეს  მარტო  დიდი  კი  არა,  ცუდი  ამბავიც  იყო.  ავსტრიელებს  მარჯვედ  შეურჩევიათ  მომენტი.  რადგან  დიდი  არმია  და  მისი  ბელადი  ესპანეთის  ომში  იყვნენ  ჩაფლულნი  და  შუა  ევროპისთვის  არ  ეცალათ.  ხოლო,  როცა  იმპერატორი  მოიცლიდა,  ალბათ,  გვიან  იქნებოდა  –  ავსტრიელები  თავის  საქმეს  უკვე  მოითავებდნენ,  მის  მიერ  შექმნილ  რაინის  კავშირსაც  ცუდ  დღეს  დააყრიდნენ  და  მოსახმარებლად  მისულ  მცირერიცხოვან  ფრანგულ  ჯარსაც  საკადრისს  მიუზღავდნენ. 
ისე  როგორც  1799  წელს  მოხდა,  ეგვიპტის  ლაშქრობის  დროს. პარიზიდან  მოსული  შემაშფოთებელი  ამბების  გამგონე  ნაპოლეონს  კვლავ უნდა  მიეტოვებინა  არმია  და  საფრანგეთში  დაბრუნებულიყო.  რა  თქმა უნდა,  აქ  სრული  ანალოგია  არ  იყო,  და  ნაპოლეონსაც  ახლა  სხვა  ძალა და  სხვა  შესაძლებლობა  ჰქონდა,  ვიღრე  მაშინ,  მაგრამ  მაინც...  ბუონაპარტეს  ლამის  წარმატებით  დამთავრებული  ესპანეთის  კამპანია  სხვების  ამარა  უნდა  დაეტოვებინა  და  ახალი  ომისათვის  მზადება  დაეწყო. წაუსვლელობა  კი  არ  შეიძლებოდა.  ამას  მაშინვე  მიხვდა  ნაპოლეონი.  ესპანეთი  მაინც  შორს  იყო.  კონტინენტის  განაპირას  და  იქ  მიმდინარე  ამბები  უშუალო  საფრთხეს  ვერ  შეუქმნიდა  საფრანგეთს.  ყოველ  შემთხვევაში,  იმჟამად.  შუაგულ  ევროპაში  კი  სხვა  მდგომარეობა  იყო,  იქ. საფრანგეთის  მოკავშირე  ბავარიისა  და  საფრანგეთის  კუთვნილ  იტალიის საზღვარზე,  თავმოყრილ  ავსტრიელთა  ჯარს  იოლად  შეეძლო  „უპატრონოდ  დარჩენილი“  ამ  ქვეყნების  ხელში  ჩაგდება  და  საომარი  მოქმედების თვით  საფრანგეთში  გადატანა!  გარდა  ამისა,  საიდუმლო  ბარათები,  ერთგული  სავარის  მიერ  შედგენილი,  კიდევ  ისეთ  ცნობებს  შეიცავდნენ.  რომელთა  შესახებ  ხმამაღლა  ლაპარაკი  არც  კი  შეიძლებოდა:  იმპერატორის წასვლით  გალაღებულ  ოპოზიციას  თურმე  ფრთები  გაუშლია  და  ლამის აშკარად  მისი  საწინააღმდეგო  მოქმედება  დაუწყია.  ესეც  არაფერი,  ამ ოპოზიციას  ფარულად  მესიე  დე  ტალეირანი  და  მესიე  ფუშე  ამოსდგომიან მხარში...  ეს  უკვე  ცუდი  კი  არა  საშიში  ამბავი  იყო,  იმდენად  საშიში, რომ  წუთით  დაყოვნების  საშუალებას  არ  იძლეოდა.
ნაპოლეონმა  სასწრაფოდ,  შეკრიბა  მარშლები  და  საფრანგეთში თავისი  დაბრუნების  აუცილებლობის  შესახებ  ამცნო.  ნირწამხდარ სულტს  მან  მურის  არმიის  დევნა  დაავალა,  ლანს  –  სარაგოსის  აღება, სხვებს  კი  სხვა  დავალებები  გამოუძებნა  და  იმავე  დღეს  (უფრო  სწორად,  იმავე  ღამეს)  უკან,  საფრანგეთისკენ  გაეშურა.  იმპერატორს  შორი და  საშიში  გზა  ჰქონდა  გასავლელი.  საშიში  არა  მხოლოდ  იმის  გამო, რომ  იგი  მოყინულ  ღა  თოვლით  დაფარულ  ოღრო-ჩოღრო  ბილიკებზე გადიოდა,  არამედ  იმიტომ,  რომ  იგი  გერილიასების  მუდმივი  ყურადღების  ქვეშ  იყო  და  „საეჭვო“  გამვლელ-გამომვლელს  მათთან  შეხვედრის საფრთხეს  უქმნიდა.  მაგრამ,  ბონაპარტი  ამას  არ  დაგიდევდათ.  იგი  შეუჩერებლივ  მიაჭენებდა  ცხენს  და  არც  მხლებლებს  აძლევდა  მოსვენებას და  არც  თავის  თავს.  შეუჩერებელი  სრბოლა  იმპერატორმა  მხოლოდ  ვალიადოლიდში  შეწყვიტა,  მოზრდილ  ქალაქში,  რომელიც  ესპანეთსა  და საფრანგეთს  შორის  დამაკავშირებელ  გზაზე  მდებარეობდა  და  მნიშვნელოვან  სატრანსპორტო-საკომუნიკაციო  ცენტრს  წარმოადგენდა.  ამ  ქალაქში  ნაპოლეონმა  16  იანვრამდე  დაჰყო.  დაყოვნება  ესპანეთის  საქმეებით  იყო  გამოწვეული.  იმპერატორს  დრო  აღარ  ჰქონდა  მადრიდში  „შესავლელად“  ღა  ამიტომ  ვალიადოლიდიდან  ცდილობდა  იქაური  საქმეების  მოგვარებას.  მოსაგვარებელი  კი  ძალიან  ბევრი  იყო. 
ვალიადოლიდში  ნაპოლეონი  ესპანელთა  დეპუტაციას  ელოდებოდა.  სანამ  დეპუტატები  მადრიდიდან  ჩამოვიდოდნენ,  იგი  ბევრს  ეთათბირებოდა  თავის  თანამემამულეებს,  ძირითადად  მათ,  ვინც  ესპანეთში მსახურობდა  და  ასე  თუ  ისე,  იცნობდა  ამ  ქვეყანას.  იმპერატორს  უკვირდა  ესპანელების  საქციელი.  მას  ვერ  გაეგო,  რატომ  და  რისთვის  იბრძოდნენ  ამ  ქვეყნის  მკვიდრნი!  მე  ხომ  მათ  თავისუფლება  მოვუტანე, ამბობდა  გაოცებული  ბუონაპარტე,  თანამედროვე  კონსტიტუცია!  მათ, ალბათ,  არ  იციან  რა  სიკეთეს  მოუტანთ  ფეოდალურ  ყოფაზე  ხელის აღება,  ბეგარის  გადაგდება,  ინკვიზიციის  გაუქმება,  საერთოდ,  ეკლესიის  სულისშემხუთველი  ბატონობისგან  განთავისუფლება!  არა  და  არ  უნდოდა  გაეგო  ყოფილ  რევოლუციონერს,  რომ  მისი,  ესპანეთისთვის  მართლაც  რომ  რევოლუციური  პროექტები,  ჭკუაში  არ  დაუჯდებოდა  საუკუნეების  მანძილზე  სხვა  ტრადიციებზე  და  სხვა  შეხედულებებზე  აღზრდილ  ხალხს,  რომ  ყველა  ეს  თანამედროვე,  პროგრესული  ნაბიჯები ადრე  იყო  ამ  ქვეყნისათვის,  ხოლო  თუ  ადრე  არ  იყო,  ყოველ  შემთხვევაში,  სხვათაგან,  უცხოტომელთაგან  არ  იყო  იქ  შესატანი! ესპანეთში  ცოტას  როდი  ესმოდა  ის  სიკეთე,  რასაც  ცხოვრების ახალი  წესი  მოუტანდა  მათ  ქვეყანას.  ეს,  ძირითადად,  დედაქალაქის  ის წრეები  იყო,  რომელთაც  საფრანგეთის.  რევოლუციის  გავლენით  „ცოტა“ სხვა  შეხედულება  ჰქონდათ  თავიანთ  ფეოდალურ-კლერიკალურ  ხელისუფლებაზე.  ზოგი  მათგანი  გულწრფელად  მოელოდა  ხსნას  პირენეებსიქითა  დიდი  მეზობლისგან,  მაგრამ  ის  სისწრაფე.  ის  რადიკალიზმი და,  რაც  მთავარია,  ის  მეთოდი,  რომელიც  ამ  მეზობელმა  მათი  ქვეყნის გარდაქმნისთვის  გამოიყენა,  მათთვისაც  კი  მიუღებელი  აღმოჩნდა.  მიუღებელი  აღმოჩნდა,  რადგან  რა  შეხედულებების  მატარებლებიც  არ  უნდა  ყოფილიყვნენ,  ისინი  ხომ  ესპანელებად  დარჩნენ!  ესპანელები  კი ამაყნი  და  თავმოყვარენი  იყვნენ...
რა  მშვენიერი  ქვეყანა  ყოფილა  ესპანეთი,  და  რა  შეცდომა  მომივიდა,  რომ იგი  ჩემს  ძმას  დავუთმეო,  წამოუძახნია  ნაპოლეონს ვალიადოლიდში,  მაგრამ  არა  უშავს,  ჟოხეფი  მას  ვერ  მოუვლის  და  იგი  მაინც  მე  დამრჩებაო,  „გამოუსწორებია“ შეცდომა  იმპერატორს.  ასეთი  სიტყვებისა  (და მიზნების!)  აგტორს  მერე  უკვირდა.  თუ  რატომ  იბრძოდნენ  ესპანელები...
ჟოზეფი  ცუდ  დღეში  იყო.  მას.  ხოსე  პრიმეროს.  ფაქტობრივად არც  ესპანელები  სცნობდნენ  მეფედ  და  არც  მის  დაქვემდებარებაში  მყოფი...  ფრანგი  მარშლები!  იცოდნენ  რა  იმპერატორის  დამოკიდებულება ჟოზეფის  მეფობისადმი  (და  საერთოდ,  ყველა  იმ  მეფისა  თუ  ჰერცოგისადმი,  რომლებიც  იმპერატორმა  დაასაჩუქრა  ამ  ტიტულებით)  არმიის მეთაურები  აგდებულად  უყურებდნენ  მას,  არ  ემორჩილებოდნენ  და  არ ასრულებდნენ  მის  დავალებებს.  საქმეს  ისიც  აფუჭებდა,  რომ  ჟოზეფს სამხედრო  საქმეზე  წარმოდგენა  არ  ჰქონდა,  ხოლო  იმხანად  ესპანეთში სამხედრო  საქმე  პირველ  ადგილზე  იდგა  და  ვინც  მასში  ვერ  ერკვეოდა, ავტორიტეტს  ვერ  მოიპოვებდა.  მეფის  ავტორიტეტს  პირველ  რიგში  მისი  ძმა  ბღალავდა,  რომელიც  მისგან  მხოლოდ  თავისი  ბრძანებების  შესრულებას  მოითხოვდა  და  ინიციატივის  ყოველგვარ  გამოვლინებას  საფუძველშივე  ახშობდა.  ჟოზეფმა  სამხედრო  საქმე  არ  იცოდა.  მაგრამ ფინანსებში  ერკვეოდა  და  მისთვის  რომ  დრო  და  საშუალება  მიეცათ,  იქნებ  რაღაც  ხეირიანი  მაინც  გამოსვლოდა.  მაგრამ  საბრალო  ხოსე  პრიმეროს  ღმერთმა  არც  დრო  და  არც  ეს  საშუალება  არ  მისცა.  როცა  ჟოზეფმა  ძმას  მისწერა,  რომ  არმიის  მეთაურები  არ  მემორჩილებიან  და ჩემს  განკარგულებებს  არ  ასრულებენო,  პასუხად  ასეთი  სიტყვები  მიიღო:  „დროა  შეიგნო.  რომ  შენი  ძალაუფლება  წმინდა  წყლის  სისულელეაო“.  ასეთ  პირობებში,  ერთის  მხრივ,  ინსურჰენტებით  გარემოცული, ხოლო,  მეორეს  მხრივ,  საკუთარი  არმიის  მესვეურების  მიერ  აბუჩად  აგდებული  ხოსე  პრიმერო,  ცხადია,  ვერაფერს  გახდებოდა. 
ნაპოლეონს  კი  ძმის  ეს  პრობლემები  სულ  არ  აწუხებდა.  მას  ახლა  სხვა  დარდი  ჰქონდა  –  ავსტრია  იარაღდებოდა  და  მის  წინააღმდეგ გამოსვლას  აპირებდა.  ამიტომ  ახლა  მთელი  ყურადღება  შუა  ევროპიკენ  უნდა  გადაეტანა.  „გარემოებათა  გამო  ოცი  დღის  შემდეგ  მე  პარიზში  უნდა  ვიყო.  თუ  საქმე  კარგად  წავიდა,  თებერვლის  ბოლოს  დავბრუნდები“  –  ეს  სიტყვები  მისწერა  ჟოზეფს  და  კვლავ  ცხენს  მოახტა.  23 იანვარს  მისი  უდიდებულესობა უკვე  პარიზში  იყო. 
შეხვედრა  ერფურტში. გამარჯვება  ავსტრიაზე  –  ვაგრამი
კონტინენტურმა  ბლოკადამ  და  მოკავშირეების  დაკარგვამ ინგლისი  იზოლაციაში  მოაქცია.  კუნძულოვან  სახელმწიფოს,  რომელსაც  იმ  დროს,  „სხვათაშორის“,  ამერიკის  შეერთებულ  შტატებთანაც ომი  ჰქონდა  გაჩაღებული,  ვაჭრობა  და  ეკონომიკა  მოეშალა  და  ყოველმხრივ  მძიმე  მდგომარეობაში  ჩავარდა.  მით  უფრო  გასაკვირი  და  პატივისცემის  ღირსი  იყო  ბრიტანელთა  ურყევი  ნება,  წინ  აღდგომოდნენ უბედურებას  და  მათ  ხელთ  არსებული  მთელი  ძალებით  დაპირისპირებოდნენ  თავიანთ  მტრებს! 
1808  წლის  იანერის  ბოლოს  ინგლისის  მთავრობამ  ოფიციალურად  გამოაცხადა,  რომ  იგი  არ  შეურიგდებოდა  საფრანგეთის  ექსპანსიას პორტუგალიაში,  იტალიასა  და  ჰოლანდიაში  და  ყოველი  საშუალებით შეეცდებოდა  ხელი  შეეშალა  ამ  ექსპანსიისათვის. 
ინგლისის  მთავრობის  ამ  გადაწყვეტილებამ  ნაპოლეონი  გაახარა, რადგან  ამით,  მას  მოქმედების  კიდევ  მეტი  თავისუფლება  მიეცა.  იმპერატორს  უკვე  თამამად  შეეძლო  განეცხადებინა,  რომ  ბრიტანეთს  მშვიდობა არ  სურდა  და  ამიტომ  მისი,  ნაპოლეონის,  პოლიტიკის  ვექტორი  –  დაუნდობელი  ბრძოლა  ეწარმოებინა  ალბიონთან  მანამ,  სანამ  ეს  უკანასკნელი დამარცხებას  არ  აღიარებდა  –  მიმართულებას  არ  შეიცვლიდა. ის  დღე  იყო  და  ნაპოლეონი  კვლავ  მიუბრუნდა  თავის  დიდი  ხნის ნანატრ  ოცნებას  –  ზურგში  ჩაეცა  მახვილი  შეუპოვარი  მოწინააღმდეგისათვის.  დარტყმა  ბრიტანეთს  თავის  უმდიდრეს  და  უმთავრეს  კოლონიაში,  ინდოეთში,  უნდა  მიეღო.  უკვე  2  თებერვალს  პეტერბურგს  ნაპოლეონის  კურიერი  მიფრინავს  და  მეფე  ალექსანდრესთან  იმპერატორის წერილი  მიაქვს.  ამ  წერილის  შესახებ  ჩვენ  ზოგი  რამ  უკვე  ვიცით.  ახლა  თვით  მას  გავეცნოთ:  „50-ათასიანი  არმია,  სანახევროდ  რუსული, სანახევროდ  ფრანგული  და  იქნებ,  ნაწილობრივ,  ავსტრიულიც,  კონსტანტინოპოლის  გავლით  აზიისკენ  გაემართება.  ეს  არმია  ჯერ  ევფრატამდე  არც  იქნება  მისული,  რომ  ინგლისს  მუხლები  აუკანკალდება  და კონტინენტის  წინაშე  დაემხობა.  მოქმედება  მე  დალმაციაში  შემიძლია დავიწყო,  თქვენმა  უდიდებულესობამ  კი  –  დუნაიზე.  უკვე  ერთი  თვის შემდეგ  არმია  ბოსფორზე  იქნება.  ამ  დარტყმას  უმალ  ექნება  გამოხმაურება  ინდოეთში  და  ინგლისი  ბედს  დაემორჩილება.  ამ  დიადი  მიზნის განხორციელებისათვის  მე  ყველა  პირობაზე  თანახმა  ვარ.  მაგრამ  ჩვენი სახელმწიფოების  ინტერესები  მოითხოვენ.  რომ  ყველაფერი  წინასწარ იყოს  აწონ-დაწონილი  და  შეთანხმებული.  ეს  ყველაფერი  15  მარტამდე შეიძლება  მოგვარდეს.  1  მაისისთვის  კი  ჩვენი  გაერთიანებული  ჯარები აზიაში  უნდა  იყვნენ,  ხოლო  თქვენი  უდიდებულესობისა  –  სტოკჰოლმში. 
ასეთ  ვითარებაში,  ინგლისელები,  როცა  მათ  ინდოეთიდან  დაემუქრებათ საფრთხე  და  თან  ლევანტიდანაც  გაშევებულნი  იქნებიან,  ვეღარ  გაუძლებენ  მოვლენათა  სიმძიმეს  და  დაიჩოქებენ.  თქვენს  უდიდებულესობასა და  მე,  რა  თქმა  უნდა,  გვერჩივნა,  რომ  მშვიდობიანი  ცხოვრებით  დავმტკბარიყავით  და  ჩვენი  დღეები  ხელოვნების  განვითარებაზე  ზრუნვასა და  კეთილისმყოფელ  მმართველობაში  გაგვეტარებინა,  მაგრამ  ქვეყნიერების  მტრები  ამის  საშუალებას  არ  მოგვცემენ.  ამიტომ  ჩვენ,  საკუთარი სურვილის  საწინააღმდეგოდ,  უნდა  კვლავ  და  კვლავ  განვავრცოთ  ჩვენი სამფლობელოები.  პოლიტიკური  გონი  და  სიბრძნე  გვავალებს,  რომ  ახლა  ის  გავაკეთოთ,  რასაც  ბედი  მოგვისჯის  –  ვიაროთ  იქით,  საითაც  მოვლენათა  შეუჩერებელი  მსვლელობა  წაგვიყვანს.  ამ  მოკლე  წერილში  მე სრულად  ჩაგახედეთ  ჩემს  სულში.  ტილზიტის  შეთანხმება  მსოფლიოს ბედის  გადამწყვეტი  უნდა  იყოს.  ჩვენ,  თქვენს  უდიდებულესობასა  და  მე, თუნდაც  მცირეოდენი  სულმოკლეობა  რომ  გამოგვეჩინა.  მაშინ  ჩვენს ხელთ  უკვე  არსებულ  სიკეთეს  დავჯერდებოდით  და  მომავალ  უკეთეს ხვედრზე  უარს  ვიტყოდით.  მაგრამ,  რადგანაც  ინგლისელები  ყოველთვის და  ყოველმხრივ  შეგვიშლიან  ხელს,  ამიტომ  უნდა  შევიგნოთ,  რომ  ახლა დიდი  ამბებისა  და  დიდი  (კვვლილებების  დრო  დაგვიდგა!“ 
იშვიათად,  რომ  ასე  აშკარად  და  ასე  გულღიად  გამოეთქვას  თავისი  მიზნები  ბუონაპარტეს  და  ასე  გადაეშალოს  გული  ვინმესათვის.  ეს წერილი  ორი  მოკავშირის  მარტო  უახლოესი  სამოქმედო  პროგრამა  კი არ  არის,  არამედ  ალექსანდრეს  მიპატიჟებაა  „მსოფლიო  სუფრაზე“,რომლის  ერთ  თავში  დასავლეთის  მბრძანებელი  იჯდება,  მეორეში  კი  – აღმოსავლეთისა.  მაგრამ,  ამავე  დროს,  ამ  მოკლე  ბარათს  გრძელი  და წვეტიანი  ფარული  ანკესიც  ახლავს,  რომელზეც  ისევ  ეს  ალექსანდრე უნდა  წამოეგოს,  რათა  შემდეგ,  პირველი  ეტაპის  დასრულების  შემდეგ. ისიც  დასავლეთის  მბრძანებლის  ხელებში  შემყურე  გახდეს...
მეფე  ალექსანდრესთვის  განკუთვნილ  ბარათთან  ერთად  ნაპოლეონმა  თავის  ელჩს  ინსტრუქციებიც  გაუგზავნა  იმის  თაობაზე,  რომ რუსეთის  ხელისუფლებთან  მოლაპარაკებისას  მას  მომავალი  ხელშეკრულების  მხოლოდ  ზოგად  ასპექტებზე  უნდა  ელაპარაკა,  ხოლო  დეტალებზე  და  უშუალო  სამოქმედო  გეგმებზე  მოკავშირე  ქვეყნების  მეთაურები  პირადი  შეხვედრის  დროს  თავად  იმსჯელებდნენ.
სურდა  რა  ბოლომდე  ლოიალურად  და  დამყოლად  წარმოეჩინა თავი  მოკავშირის  წინაშე,  ნაპოლეონმა  კოლენკურს  დაავალა,  შეხვედრის  დრო  და  ადგილი  ალექსანდრეს  სურვილის  მიხედვით  შეერჩია: „თუ  იმპერატორი  ალექსანდრე  პარიზში  ჩამოსვლას  შეძლებს,  ამით  მე ის  დიდ  სიამოვნებას  მომანიჭებს,  ხოლო  თუ  იგი  მხოლოდ  ნახევარი გზის  გავლას  ინებებს,  მაშინ  აიღეთ  ფარგალი  და  რუკაზე  შუა  ადგილი გადაზომეთ  პეტერბურგსა  და  პარიზს  შორის:  ამავე  დროს  ჩემს  პასუხს ნუ  დაელოდებით  –  მე  აუცილებლად  გამოვცხადდები  შეხვედრის  ადგილას  დათქმულ  დღეს“.
რატომ  ესწრაფოდა  ბუონაპარტე  რუსეთის  მეფესთან  შეხვედრას,  რატომ  აჩქარებდა  მოვლენების  ისედაც  „შეუჩერებელ  მსვლელობას“?  ჰქონდა  ამას  რაიმე  განსაკუთრებული  მნიშვნელობა,  თუ  იმპერატორი  იმპულსურად  მოქმედებდა?  თურმე  ჰქონდა.  ჰქონდა  იმიტომ,  რომ ნაპოლეონს  ჰაერივით  სჭირდებოდა  ტილზიტის  შეთანხმების  ცხოველმყოფელობა  და  რუსეთთან  კავშირი.  კავშირი,  რომელსაც  უკანასკნელ თვეებში  ბზარი  გაუჩნდა.  გაუჩნდა  იმიტომ,  რომ  პეტერბურგი  ოსმალეთის  დაყოფას  ესწრაფოდა,  კონსტანტინოპოლსა  და  შავი  ზღვიდან  გასასვლელ  სრუტეებს  მოითხოვდა,  და  თანაც,  დაუყოვნებლივ!  ნაპოლეონს  კი  სრუტეების  მიცემის  არავითარი  სურვილი  არ  ჰქონდა.  გარდა ამისა,  რუსეთმა  დუნაისპირეთში  დიდი  არმია  გაგზავნა  და  მოლდავეთისა  და,ვლახეთის  სამთავროების  მნიშვნელოვანი  ნაწილი  დაიკავა.  ტილზიტში  ნაპოლეონი  ამ  სამთავროებს  ისედაც  აღუთქვამდა  რუსეთს,  მაგრამ  ამ  უკანასკნელმა  ისინი  ისე  დაიკავა,  რომ  საფრანგეთს  თავისი  მოქმედების  შესახებ  არაფერი  შეატყობინა.  მოკავშირის  ასეთი  ნაბიჯი  ნაპოლეონს,  ცხადია,  არ  მოეწონა,  მაგრამ,  საჭიროდ  ჩათვალა,  ეს  „უტაქტობა“  არ  შეემჩნია.  საწყენი,  თავის  მხრივ,  რუსეთსაც  ბევრი  ჰქონდა.
პირობის  მიუხედავად,  ნაპოლეონს  არც  პრუსიიდან  დაუწყია  ჯარის გაყვანა  და  არც  „ვარშავის  დიდი  საჰერცოგოდან“.  გარდა  ამისა, პეტერბურგში  სულ  უფრო  მეტი  უნდობლობით  ეკიდებოდნენ  ნაპოლეონის  თვითნებობას  დასავლეთ  ევროპაშიც.  ასე  მაგალითად,  მიუხედავად იმისა,  რომ  რომის  პაპი  ყოველგვარ  დათმობაზე  მიდიოდა  ფრანგთა იმპერატორის  მოთხოვნებში,  ნაპოლეონმა  მაინც  შეიყვანა  თავისი  ჯარი ანკონასა  და  ურბინოში.  ცოტა  ხანში  მან  ესეც  არ  იკმარა  და  რომიც  დაიკავა.  „ბოლოს  და  ბოლოს  რომის  პაპი  ეპისკოპოსია  და  მეტი  არაფერი, მე  კი  რომის  იმპერატორი  ვარო“  –  ასე  ახსნა  თავისი  ნაბიჯი  საფრანგეთის  იმპერატორმა.  რომის  დაკავება  მარტო  ერთი  ქალაქის  დაკავება კი  არ  იყო,  არამედ  პაპის  ვრცელი  და  მდიდარი  პროვინციების  დაკავებაც  იყო.  დაკავება  კი  არა,  მიტაცება  იყო.  რადგან  ეს  პროვინციები  ნაპოლეონმა  პირდაპირ  მიუერთა  საფრანგეთს.  ასეთი  საქციელი  ცოტა ვისმეს  თუ  მოეწონებოდა  ევროპაში  და  მათ  შორის,  „ცხადია,  ალექსანდრე  რომანოვსაც.  მიუხედავად  ამისა,  მეფესაც  არ  გამოუთქვამს  აშკარა პროტესტი,  რადგან  ისიც  უფრთხილდებოდა  ტილზხიტის  შეთანხმებას.
საფრანგეთის  იმპერატორი  იმ  დროს  „ორ  ცეცხლს  შუა“  იმყოფებოდა.  ერთის  მხრივ,  მას  რუესეთთან  კავშირის  იმგვარი  შენარჩუნება სურდა,  რომ  მისთვის  არც  „სტამბოლი  და  არც  სრუტეები  არ  მიეცა  და, მეორეს  მხრივ,  თვითონ  ისე  მოქცეულიყო  ევროპაში:  როგორც  საჭიროდ  დაინახავდა  და  როგორც  მოისურვებდა.  ასეთი  რთული  ამოცანის გადაწყვეტა,  რა  თქმა  უნდა,  არც  მის  ელჩს  შეეძლო  და  არც  მის  დაშაქრულ  წერილებს  –  აუცილებელი  ხდებოდა  ერთმანეთზე  „ცოტათი“ განაწყენებული  ორი  იმპერატორის  პირადი  შეხვედრა.
ნაპოლეონის  ორი  თებერვლის  წერილმა  ალექსანდრეს  „სულზე მოუსწრო“.  ამ  წერილიდან  ისე  გამოდიოდა,  რომ  საფრანგეთის  იმპერატორი  სტამბოლსა  და  ნანატრ  სრუტეებს,  ბოლოს  და  ბოლოს,  მაინც მისცემდა  რუსეთს  და  დაშლილ-დანაწევრებული  ოსმალეთის  ხარჯზე შავი  ზღვის  აღმოსავლეთ  სანაპიროზე  გაბატონებაშიც  არ  შეუშლიდა ხელს.  მართალია,  როგორც  ადრე  აღვნიშნეთ,  წერილმა  გარკვეულად შეაშფოთა  კიდეც  მეფე,  მაგრამ  სიხარულმა  იმძლავრა  და  გახარებულმა ალექსანდრემაც  წამსვე  თავისი  საგარეო  საქმეთა  მინისტრი  ნიკოლოზ რუმიანცევი  დაიბარა.  მეფემ  მას  კოლენკურთან  მოლაპარაკების  დაწყება  დაავალა.  გრაფი  რუმიანცევი  გამოჩენილი  მხედართმთავრის  პეტრე რუმიანცევ-ზადუნაისკის  შვილი  იყო  და  დიდი  გავლენა  ჰქონდა  მეფის კარზე.  რუსეთის  პარიზელი  ელჩის  გრაფ  ტოლსტოისგან  განსხვავებით, საგარეო  საქმეთა  მინისტრი  „პროფრანგული“  ორიენტაციისა  იყო  და მეფეს  ნაპოლეონთან  კავშირის  გაღრმავებისკენ  მოუწოდებდა.  რუმიანცევმა  და  კოლენკურმა  სწრაფად“  გამონახეს  საერთო  ენა.  ასევე  სწრაფად  დაინაწილეს  მათ  ტერიტორიები  და  მასზე  მცხოვრები  ხალხები, რომელთა  ბედს,  ცხადია,  ისე  წყვეტდნენ,  რომ  არათუ  რაიმეს  არ ეკითხებოდნენ  მათ,  არამედ  არც  აგებინებდნენ,  თუ  რას  უპირებდნენ იმჟამად,  ან  როგორ  მოექცეოდნენ  მომავალში.  ძალის  პოზიციიდან  გამომდინარე,  ორი  უძლიერესი  კონტინენტური  ქვეყანა,  ყველას  დაუკითხავად.  როგორც  ორი  ყაჩაღი,  ისე  ჭრიდა  და  კერავდა  კონტინენტის  საზღვრებს...  „თქვენ  მოლდავეთი,  ვლახეთი  და  ბულგარეთი  აიღეთ,  ეუბნებოდა  საფრანგეთის  ელჩი  რუსეთის  მინისტრს,  ჩვენ  კი  ბოსნიას,  ალბანეთსა  და  საბერძნეთს  ავიღებთ.  რაც  შეეხება  ავსტრიას,  მას  რაღაც  შუამდებარე  სამფლობელოს  გამოვუნახავთ“.  რუმიანცევი  სიხარულით  უქნევდა  თავს  კოლენკურს  და  დამატებით,  კიდევ  კონსტანტინოპოლსა  და სრუტეებს  მოითხოვდა...
მოლაპარაკებებსა,  და  აგრეთვე  პეტერბურგსა  და  პარიზს  შორის  კურიერების  გაცვლა-გამოცვლაში  დრო  სწრაფად  გაილია.  დადგა მარტი,  შემდეგ  მარტის  შუა  რიცხვებიც  მოვიდა  და...  ესპანეთში  არეულობა  დაიწყო  (ამ  „არეულობის“  შესახებ  წინა  თავიდან  ჩვენ  ლამის  ყველაფერი  ვიცით).  ესპანეთის  ამბებმა  ნაპოლეონს  გეგმები  შეაცვლევინა. აღმოსავლეთის  ძნელი  და  რთული  ლაშქრობის  ნაცვლად  მან  ახლა ესპანეთის  საშინაო  საქმეებში  ჩარევა  ამჯობინა.  კორსიკელმა  დაინახა, რომ  მამა-შვილ  ბურბონების  ქიშჰობამ  და  დაპირისპირებამ  მას  ესპანეთის  სამეფო  დინასტიის  დამხობისა  და  ამ  ქვეყნის  ტახტზე  ბონაპარტთა გვარის  წარმომადგენლის  დასმის  შესანიშნავი  შესაძლებლობა  შეუქმნა. მაგრამ,  იგი  კვლავ  ორ  ცეცხლს  შუა  ჩავარდა:  მას  უნდა  გადაეწყვიტა, რას  მიანიჭებდა  უპირატესობას  –  მეფე  ალექსანდრესთან  შეხვედრას თუ  ესპანეთის  საკითხის  „მოგვარებას“.
გამოსავალი  პეტერბურგში  მოინახა.  შეხვედრა,  რომლის მოწყობა  ასე  იოლი  ეგონა  ნაპოლეონს,  სინამდვილეში  არც  ისე  ადვილი აღმოჩნდა.  იტალიასა  და  ესპანეთში  საფრანგეთის  ლამის  ერთდროული ექსპანსია  ერთობ  შემაშფოთებელი  მოეჩვენა  მეფე  ალექსანდრეს.  ტილზიტის  შეხვედრის  დროს  საფრანგეთის  იმპერატორმა  მეფე  პორტუგალიის  საზღვაო  სანაპიროს  გაკონტროლების  აუცილებლობაზე  დაითანხმა.  იქ  ესპანეთის  შესახებ  ლაპარაკი  არ  ყოფილა.  ახლა  კი  საფრანგეთის  ჯარმა  მთელი  პორტუგალიაც  დაიკავა,  რომშიც  შევიდა  და  მადრიდსაც  მიუახლოვდა.  რუსეთის  მოკავშირის  ასეთი  ქმედება  უკვე  თვისობრივად  ახალი  რამ  იყო.  ამას  პრუსიის  ოკუპაციაც  ემატებოდა, რუსეთის  თვალში  ეკალივით  ამოსული  „ვარშავის  დიდი  საჰერცოგოც“ და ინდოეთში  ლაშქრობის  საფასურად  რუსეთისათვის  სტამბოლისა და  სრუტეების  დაუყოვნებლივ  გადაცემაზე  უარიც!  საქმის  ამგვარი  შემობრუნებით  გაღიზიანებულმა  ალექსანდრემ  ნაპოლეონს  პირადი  შეხვედრის  წინ  წერილობითი  გარანტია  მოსთხოვა  დაპირებული  კონსტანტინოპოლისა  და  შავი  ზღვიდან  გასასვლელი  სრუტეების  გადმოცემის თაობაზე.  მოვლენათა  ასეთმა  განვითარებამ  ნაპოლეონს  შეხვედრის  სამერმისოდ  გადადებისა  და  ესპანეთის  საქმეებში  საფუძვლიანად  ჩარევის შესაძლებლობა  მისცა,  მაგრამ  მისმა  საქციელმა  რუს  მო კავშირესთან ურთიერთობის  გაღრმავებას  ხელი  ვეღარ  შეუწყო...
კოლენკურისა  და  რუმიანცევის  მოლაპარაკება  ჩიხში  მოექცა. რუსი  მინისტრი  კონსტანტინოპოლისა  და  სრუტეების  მოთხოვნაზე უარს  არ  ამბობდა,  ს აფრანგეთის  ელჩი  კი  (სინამდვილეში,  ცხადია,  ნაპოლეონი)  ასეთ  საჩუქარზე  არ  თანხმდებოდა.  კოლენკური  თავის  იმპერატორს  ერთობ  ფრთხილად  მიანიშნებდა,  რომ  არ  ლირდა  რუსების საბოლოო  განაწყენება  და,  ბოლოს  და  ბოლოს.  არც  ქვეყანა  დაიქცეოდა, თუ  მათი  სურვილი  დაკმაყოფილდებოდა.  პასუხად,  ნაპოლეონმა  ელჩს ურჩია,  რუსებისათვის  კონსტანტინოპოლი  და  ბოსფორის  სრუტე  აღეთქვა,  ხოლო  დარდანელზე  უარი  ეთქვა.  დარდანელის  სრუტე  შავ  ზღვას ეგეოსისა  და  ხმელთაშუა  ზღვასთან  აკავშირებდა.  მის  გარეშე  სტამბოლიცა  და  ბოსფორიც  მთელ  თავიანთ  ღირებულებას  კარგავდნენ.  ამიტომ რუმიანცევმა  ასეთ  „საჩუქარზე“  უარი  განაცხადა.  შედეგად,  როგორც ითქვა,  ორი  იმპერატორის  შეხვედრა  გადაიდო.  გადაიდო  გაურკვეველი დროით.  მაგრამ,  ამ  გარემოებას  ნაპოლეონი  დიდად  არ  შეუწუხებია  – იმხანად  ის  უკვე  ესპანეთის  საქმეებში  იყო  ჩაფლული  და  ამ  საკითხის ხელახლა  წამოჭრას  მათი  მოგვარების  შემდეგ  აპირებდა.
საქმეების  „მოგვარებამ“  ბაიონის  ამბები  მოიტანა.  ბურბონების ჩამოგდებით  ნაპოლეონი  ერთობ  კმაყოფილი  იყო,  ევროპა  კი  შეშფოთებული  და  აღელვებული.  დინასტიის  ნაძალადევ  შეცვლას  განსაკუთრებულად  ვენაში  განიცდიდნენ  –  არავინ  იცოდა  როდის  მოუვიდოდა  თავში მრისხანე  კორსიკელს  ჰაბსბურგთა  დინასტიის  შეცვლაც.  ამიტომ  ავსტრიას  ერთი  გზა  რჩებოდა:  დაეწყო  საყოველთაო  და  სასწრაფო  შეიარაღება,  არმიის  მობილიზება  და  მისი  თანამედროვე  ყაიღაზე  გარდაქმნა. ბაიონის  ამბებმა  მეფე  ალექსანდრეზეც  ცუდად  იმოქმედეს.  ზედმეტია  იმის  თქმა,  თუ  როგორ  გამოხმაურებას  ჰპოვებდა  ძალადობის  ეს აქტი  ნაპოლეონზე  ისედაც  აღრენილ.  რუსულ  არისტოკრატიულ  (მმართველ)  წრეებში. 
რუსეთის  პარიზელი  ელჩი  გენერალი  გრაფი  პეტრე  ტოლსტოი მკვეთრად  ანტიფრანგული  შეხედულებებისა  იყო  (ასეთი  შეხედულებები მას  რევოლუციის  შემდგომ  გაუჩნდა).  იგი  თავის  მინისტრს,  რუმიანცევს  პარიზიდან  სწერდა:  „ბონაპარტის  მიზნები  ჩვენს  მიმართ  აშკარაა. მას  რუსეთი  აზიურ  ქვეყნად  უნდა  აქციოს,  უნდა  იგი  ძველ  საზღვრებამდე  უკუაგდოს  და  ამის  მეშვეობით  ევროპის  ცენტრში  თავისი  ბატონობა განამტკიცოს“.  დაახლოებით  იგივე  აზრისა  იყო  თავადი  ნიკოლოზ  ვოლკონსკიც,  რომელიც  ბაიონის  იმ  ცნობილ  ამბებს  შეესწრო.  მოვლენათა ასეთმა  განვითარებამ  და  დიდმოხელეთა  გამაფრთხილებელმა  სიტყვებმა მეფეზეც  უარყოფითად  იმოქმედეს.  როცა  ვოლკონსკი  პეტერბურგს დაბრუნდა  და  ხელმწიფეს  ნაპოლეონის  დანაბარები  გადასცა:  „სამყარო ვაშლსა  ჰგავს.  ჩვენ  შეგვიძლია  ეს  ვაშლი  შუაზე  გავყოთ  და  თითოეულმა  მისი  ნახევარი  ავიოოთ“,  ალექსანდრემ  წამოიძახა:  „რა  თქმა  უნდა. თავიდან  იგი  ერთი  ნახევრით  დაკმაყოფილდება,  მერე  კი  მეორესაც მოისურვებსო“.  მოკლედ,  პარტნიორებს  შორის  ურთიერთობა  გაფუჭდა. მაგრამ  ესპანეთში  კარგად  მიმდინარე  ამბებით  კმაყოფილ  ნაპოლეონს  ეს მაინცდამაინც  არ  ადარდებდა.
და  უცებ,  ყველასათვის  მოულოდნელად  მეხი  გავარდა!  ეს  მეხი გენერალ  დიუპონის  კორპუსის  კაპიტულაცია  იყო  ბაილენში.  ჩვენ ვიცით,  თუ  რა  რეაქცია  ჰქონდა  ნაპოლეონს  ამ  ფაქტზე.  ვიცით  მისი შეშფოთება  ამ  ფაქტის  მოსალოდნელ  შედეგებზე.  მაგრამ  ჯერ  არ ვიცით,  თუ  რა  მოიმოქმედა  მან  შექმნილი  ვითარების  შეძლებისდაგვარად გამოსასწორებლად.
როგორც  კი  ნერვები  დაიწყნარა  და  საღად  აზროვნების  უნარი დაიბრუნა,  ბუონაპარტემ  მაშინვე  წერილი  აფრინა  რუსეთის  ხელმწიფესთან.  წერილს  თან  ისეთი  თარიღი  დაუსვა,  თითქოს  იგი  ბაილენის კატასტროფამდე  რამდენიმე  დღით  აღრე  იყო  დაწერილი.  დინამიური ჭკუის  პატრონმა  ბუონაპარტემ.  მაშინვე  აუღო  ალღო,  რისი  გაკეთება შეიძლებოდა  ამ  ურთულეს  ვითარებაში.  პირველი  და  მთავარი,  რა  თქმა უნდა,  ესპანეთში  ახალი  და  ძლიერი  არმიის  გაგზავნა  იყო.  იგი  უკვე  მაშინ  ვარაუდობდა,  რომ  ამ  არმიას  სათავეში  თავად  ჩაუდგებოდა.  ამასთანავე  ლაშქრობა  უნდა  განხორციელებულიყო  სწრაფად  და  მას  გამანადგურებელი  შედეგი  უნდა  მოეტანა  იქაური  ამბოხებულებისათვის. მაგრამ  საფრანგეთის  არმიის  დიდი  ნაწილი  იმ  დროს  პრუსიასა  და  ვარშავის  საჰერცოგოში  იმყოფებოდა.  სხვა  ჯარის  გამზადების  დრო  კი  ნაპოლეონს  არ  ჰქონდა.  ამიტომ  საჭირო  იყო  ამ  ჯარის  სასწრაფოდ  საფრანგეთში  დაბრუნება  და  მერე  მისი  პირენეებს  იქით  გაგზავნა.  მაგრამ ჯარის  ასე  უცებ  გამოყვანა  იმ  ტერიტორიებიდან,  რომლებიდანაც  ამდე- ნი  ხვეწნა-მუდარის  შემდეგაც  არ  გამოჰყავდა  მას,  ცხადია,  ყველას  დაანახებდა,  და  უპირველეს  ყოვლისა  მეფე  ალექსანდრეს,  თუ  რა  ცუდ დღეში  ჩავარდნილა  მისი  ძლევამოსილი  მოკავშირე  და  „ქვეყნიერების ბედის  განმგებელი“...  ეს  რომ  ასე  არ  მომხდარიყო,  ეშმაკმა  კორსიკელმა  თავის  პეტერბურგელ  „ძმას“  უკანა  რიცხვით  დათარიღებული  წერილით  შეატყობინა  თავისი  გადაწყვეტილება,  გაეყვანა  საფრანგეთის  ჯარი  პრუსიიდან  და  თანაც...  ეს  ნაბიჯი  მისი  საყვარელი  ალექსანდრესათვის  სიამოვნების  მინიჭების  სურვილით  ახსნა.
ბაილენში  მომხდარი  ამბავი,  ცხადია,  დიდხანს  ვერ  დაიმალებოდა  და  ამიტომ,  ნაპოლეონი,  რამდენიმე  დღის  შემდეგ,  თავად  ატყობინებს ალექსანდრეს  მომხდარის  შესახებ.  ატყობინებს  ისე,  თითქოს  განსაკუთრებული  არაფერი  მომხდარიყოს,  თითქოს  გენერალ  დიუპონის  უთაობის გამო  ფრანგებს  რაღაც  უსიამოვნება  შეხვედროდეთ,  რომელიც  სწრაფად გამოსწორდება  მას  შემდეგ,  რაც  ნაპოლეონი  თავად  გაუძღვება  თავის ჯარს  ესპანეთისკენ.  ერთგული  მოკავშირე  და  უავგუსტოესი  ძმა  მეფე ალექსანდრე  კი,  რასაკვირველია,  გაუგებს.  საფრანგეთის  იმპერატორს, რომ  შექმნილი  ვითარების  გამო  იგი,  სამწუხაროდ.  დაუყოვნებლივ  ვეღარ  იზრუნებს  ოსმალეთის  დანაწევრების  საკითხზე,  მაგრამ  მასთან  პირადი  შეხვეღრის  დროს  კი  აუცილებლად  მოაგვარებს  მას... 
ჭკვიანი  და  თავადაც  ეშმაკი  ალექსანდრე,  ალბათ,  მიუხვდა  ბუონაპარტეს  ეშმაკობას,  მაგრამ  ამ  უკანასკნელმა  თავისი  შეპირებებით  და რაც  მთავარია,  პრუსიიდან  ჯარის  გამოყვანის  პირობით  მეფე  მაინც  „განაიარაღა“  და  აიძულა  მასთან  შეხვედრაზე  თანხმობა  განეცხადებინა. შეხვედრა  27  სექტემბრისთვის  დაიგეგმა  ერფურტში,  შუაგულ გერმანიაში,  ძველ  ჰანზურ  ქალაქში. 
ნაპოლეონი  ამ  შეხვედრას  უაღრესად  დიდ  მნიშვნელობას  ანიჭებდა  და  ამიტომ  ცდილობდა  ყველა  დეტალი  წინასწარ  გაეთვალისწინებინა,  რათა  რუსეთის  იმპერატორზე  კვლავ  ისეთივე  წარუშლელი შთაბეჭდილება  მოეხდინა,  როგორიც  ტილზიტში  მოახდინა.  ამასთან ერთად,  მას  გულით  სურდა  მეფისათვის  და  მრავალრიცხოვანი  უცხო სტუმრისათვის  საფრანგეთის  არმიის  სიძლიერე,  ფრანგული  ხელოვნების  სიდიადე  და  პარიზული  მოდების  განუმეორებლობა  წარმოეჩინა. როდესაც  ერფურტის  პაემანის  მონაწილეთა  მოგონებებს  ეცნობი, განსაკუთრებით  ეს  მესიე  დე  ტალეირანის  მემუარებს  ეხება,  თვალწინ ტიუილრის  სასახლის  დაფეთებულ  მკვიდრთა  სახეები  დაგიდგებათ.  მოსამზადებელი  პერიოდი  იმდენად  მცირე  იყო,  ხოლო  იმპერატორის  დავალებები  იმდენად  ბევრი,  რომ  ხელქვეითებსა  და  მომსახურე  პერსონალს საგონებელში  აგდებდა.  უმოკლეს  დროში  საჭირო  იყო  ყველას  გაფრთხილება,  ყველაფრის  მომზადება,  ყველაფრის  შეფუთვა  და  თან  წაღება. „ჩემი  მოგზაურობა  განსაკუთრებული  და  საოცრად  დიდებული უნდა  იყოს!“  გაუთავებლად  იმეორებდა  იმპერატორი.  „გერმანია  მე  ფუფუნებითა  და  ბრწყინვალებით  უნდა  განვაცვიფრო..  მე  მსურს,  რომ  იქ „კომედი  ფრანსეზმა“  სპექტაკლები  გამართოს!“  „სირ,  ეკითხება  საიმპერატორო  კარის  მთავარი  თეატრმცოდნე  დ’აზენკური,  „როგორი  იქნება თქვენი  ნება:  „კომედი  ფრანსეზმა“  კომედიები  ითამაშოს  თუ  რეპერტუარში  ტრაგედიებიც გაურიოს?“  „მხოლოდ  და  მხოლოდ  ტრაგედიები! თქვენი  კომედიები  იქ  უსარგებლო  იქნება.  რაინს  იქით  მათ  ვერავინ  გაიგებს.“  „თქვენს  უდიდებულესობას,  ალბათ.  ესურვება,  რომ  მხოლოდ საუკეთესო  სპექტაკლები  იქნან  წარმოდგენილნი?“  „დიახ,  ეს ყველაზე კარგი  პიესები  უნდა  იყოს.“  „რას  იტყვის  თქვენი  უდიდებულესობა „ატალიაზე“?  „ფუ!  „ატალია“!  ეს  რამ  გათქმევინათ?  მე  იქ  „ატალია  სულ არ  მჭირდება!“  და  დ'აზენკური  მიდის  რეპერტუარის  შესარჩევად,  იმპერატორი  კი  მის  ლანძღვას  იწყებს.  და  ასე  მთელი  ორი  კვირის  განმავლობაში!  ხომ  არ  მოგაგონებთ  აქ  ბუონაპარტე  ცოტათი,  სულ  ცოტათი, მოლიერის  ჟურდანს  „გააზნაურებული  მდაბიოდან“?  თავისი  ახირებით, თავისი  დაჟინებით,  სასაცილომდე  მისული  თავისი  დიალოგებით?  შევწყვიტოთ  ეს  მონოლოგებად  ქცეული  დიალოგები.  თუ  კიღევ  გავაგრძელოთ?!  ცოტაც  გავაგრძელოთ:  „რა  საჭიროა.  სხვებს  რომ  ვეკითხები აზრს?  მე  არავისგან  არ  უნდა  მივიღო  რჩევა.  მას  რომ  „ცინა“  ეთქვა  (ლაპარაკია  საცოდავ  დ'აზენკურზე)  კიდევ  მესმის,  იქ  დიდი  ვნჩებებია,  შემდეგ  კი  შეწყალების  სცენა.  ეს  კი  ყოველთვის  კარგად  მოქმედებს  მაყურებელზე.  მე  მთელი  „ცინა“  ზეპირად  ვიცოდი,  მაგრამ  კარგად  ვერ  ვკითხულობდი,  დეკლამაცია  არ  მივარგოდა.  ყოველ  შემთხვევაში  ახლაც  არ ვიცი,  კარგად  გამომდის  თუ  არა  პიესის  კითხვა“.  „ხომ  არ  ისურვებდა თქვენი  უდიდებულესობა,  ზოგიერთი  მსახიობი  პარიზშიც  რომ  დარჩენილიყო?“  ეკითხებიან  იმპერატორს.  „დარჩნენ,  მხოლოდ დუბლიორები. კარგი  მსახიობები  კი  თან  უნდა  წავიყვანოთ  –  იმ  შემთხვევაშიც  კი,  ისინი  იქ  იმაზე  მეტნიც  რომ  იყვჩენ,  ვიდრე  დაგვჭირდება“. აი,  ახლა  კი  შევწყვიტოთ „კომედიის  თამაში“  და  ტრაგედიას მივხედოთ.  იმ  ტრაგედიას,  რომელიც  თავისით  დაიტეხა  თავს  ერფურტის  წინ  ბუონაპარტემ.
ეს  ტრაგედია,  ეს  ნამდვილი  უბედურება  ერფურტში  ტალეირანის  წაყვანა  იყო.  რად  უნდოდა  იმპერატორს  თან  რომ  მიჰყავდა  დიპლომატიური  სამსახურიდან  წელზე  მეტი  ხნის  წინ  დათხოვილი,  მისი  პოლიტიკური  კურსის  მოწინააღმდეგე.  ფლიდი  და  ორპირი  ბენევენტოს თავადი?  ნუთუ  იმიტომ,  რომ  უამრავ  ტრაგიკოს  მსახიობთან  ერთად  ერთი  კომიკოსიც  გაერია?  (ასე  რომ  ყოფილიყო,  რა  უჭირდა  ბუონაპარტეს!  ანდა,  რა  კომიკოსი  ტალეირანი  იყო)?  არა,  იმპერატორს  რთული დიპლომატიური  ბრძოლა  მოელოდა  ერფურტში.  ტალეირანის  რანგის დიპლომატი  კი  მას  სხვა  არ  ჰყავდა.  ტალეირანს  ევროპაში  პატივს სცემდნენ,  ორპირობისათვის  თავისებურად  ეშინოდათ  კიდეც  მისი.  ცნობილი  იყო,  რომ  მას  პატივს  სცემდა  რუსთა  ხელმწიფეც.  ამის  გარდა, ეს  გაკრეჭილი  ეპისკოპოსი,  რესპუბლიკის  ყოფილი  მინისტრი,  სულით ხორცამდე  არისტოკრატად  დარჩა,  თანაც,  უმაღლესი  რანგის  არისტოკრატად.  ერფურტში  კი  არისტოკრატების  „ცვენა“  იქნებოდა,  ხოლო ბუონაპარტეს  ჭეშმარიტი  არისტოკრატები  აკლდა  თავის  კარზე...
ეჭვი  არაა,  რომ  ნაპოლეონს  ვერ  წარმოედგინა  ტალეირანის  ღალატი.  მას  ყველაფერი  შეეძლო  მისგან  წარმოედგინა:  ქრთამის  აღება (ამას  წარმოდგენაც  არ  უნდოდა,  ისედაც  ნათელი  იყო),  ფარისევლობა (ესეც  ჩვეულებრივი  ამბავი  გახლდათ),  ტყუილის  თქმა  (ეს  ხომ  ბენევენტოს  თავადის  საყვარელი  „ხელობა“  იყო),  მაგრამ  პირდაპირი  ღალატი, მის  მტრებთან  უშუალო  კავშირის  გაბმა?  არა!  საოცარი  იყო,  პირდაპირ, მაგრამ,  არა!  როცა  იქ,  ერფურტში,  წარუმატებლად  მიმდინარე  მოლაპარაკების  დროს,  ნაპოლეონმა  რაღაც  არასასიკეთო  დალანდა,  მან  ლამის ყველა  თავის  თანაშემწესა  და  თანამებრძოლს  დაუწყო  ეჭვის  თვალით ცქერა.  მესიე  დე  ტალეირანის  გარდა!  ხდება  ხოლმე  ასე,  როცა  უეცრად ლიბრი  გადაეკვრება  კაცს  თვალზე  და  თვალსაწიერს  დაუმოკლებს...
ერფურტში  გამგზავრების  წინ  იმპერატორმა  ტალეირანი  გამოიძახა  და  კოლენკურთან  და  რუსთა  ხელმწიფესთან  უკანასკნელ  თვეებში  გაჩაღებული  მისი  მიმოწერის  მასალები  დაუდო  წინ!  ძნელი  წარმოსადგენი  არ  იქნება,  თუ  რა  ყურადღებას  გამოიჩენდა  ყოფილი  მინისტრი ამ  უსაიდუმლოესი  დოკუმენტების  მიმართ.  დოკუმენტებისა,  რომელთა გაცნობა  ყოველმხრივ  შეაიარაღებდა  მას  ავი  ჩანაფიქრის  განხორციელების  წინ.  ესეც  არაფერი,  ყოველმხრივ  დაბრმავებული  იმპერატორი ერფურტში  შეხვედრისთვის  შემუშავებულ  თავის  ტაქტიკაზეც  დაწვრილებით  ელაპარაკებოდა  ტალეირანს...  და  ბოლოს,  როგორც  კულმინაცია,  ნაპოლეონმა  ტალეირანს  მომავალი  შეთანხმების  პროექტის  შედგენაც  დაავალა!  ნაპოლეონს  განსაკუთრებით  ავსტრიის  საკითხი  აღელვებდა.  მან  იცოდა,  რომ  ავსტრია  გამალებით  იარაღდებოდა  და  უნდოდა რომ  რუსეთს,  როგორც  საფრანგეთის  მოკავშირეს,  ავსტრია  დაეშინებინა,  რათა  თვითონ  ესპანეთში  სამოქმედოდ  ხელები  თავისუფალი  ჰქონოდა.  ბენეგენტოს  თაგადმა „კეთილსინდისიერად“  შეადგინა  ხელშეკრულების  პროექტი,  მაგრამ  პუნქტი  ავსტრიის  შესახებ...  გამოტოვა.  გაოცებულმა  იმპერატორმა  ტალეირანს  უსაყვედურა:  „ეს  ძალიან  მნიშვნელოვანი  პუნქტია  და  მისი  პროექტში  შეტანა  როგორ  დაგავიწყდათ. თუმცა,  თქვენ  ხომ  ჭეშმარიტი,  „ავსტრიელი“  ხართ“.  ამ  ხუმრობანარევ საყვედურზე  ექს-მინისტრმა  მარტო  მისთვის  დამახასიათებელი  განუმეორებლობით  უპასუხა:  „ავსტრიელი“  მე  მხოლოდ  ნაწილობრივ  ვარ, თქვენო  უდიდებულესობავ,  მაგრამ  არასოდეს  არა  ვარ  რუსი  და  ყოველთვისა  ვარ  ფრანგიო...“
საფრანგეთის  დელეგაციის  ერფურტში  გამგზავრება  მთელ  მოვლენად  იქცა.  ვინ  არ  წაიყოლა  თან  იმპერატორმა:  მარშლები,  მინისტრები,  კამერგერები,  სტატს-მდივნები,  დიდი  და  მცირე  რანგის  მოხელეები,  მსახიობები,  პოეტები,  მხატვრები...
ერფურტი,  ეს  პატარა  და  ძველებური  ქალაქი,  ლამაზი  ქუჩებითა და  ლამაზი  სახლებით,  უცბათ  გერმანიისა  და...  ევროპის  ცენტრი  გახდა! ქალაქის  ქუჩები  ხალხით  გაივსო.  ხალხით  მთელი  ის  გზაც  გაივსო, რომლითაც  იმპერატორი  და  მისი  ამალა  გერმანიის  მიწაზე  მიდიოდა.  თუ ვინმეს  ბედი  გაუღიმებდა  და  ევროპის  მბრძანებელს  თვალს  შეავლებდა. სიხარულით  ხომ  ცას  ეწეოდა,  თუ  ვერა  და,  მეტი  რა  ჩარა  ჰქონდა,  მისი თანამებრძოლების  ხილვითაც  კმაყოფილდებოდა.  არც  მინისტრები  და არც  საქვეყნოდ  განთქმული  პოეტები  თუ  მსახიობები  არ  იპყრობდნენ ხალხის  ყურადღებას.  ყველა  მხოლოდ  ნაპოლეონის  დიდებულ  მეომრებს,  მის  სახელოვან  მარშლებს  დაეძებდა,  მათთვის  თვალის  მოკვრას ლამობდა.  განსაკუთრებული  ინტერესით  ლანსა  და  ბერტიეს  შეჰყურებდნენ,  თუმცა  დიდად  არც  სხვებს  „წყვეტდნენ  გულს“  (ეს  „სხვები“  კი დავუ,  სულტი,  მორტიე,  უდინო,  სიუშე  და  მათი  კოლეგები  იყვნენ...).
მეფე  14  სექტემბერს  გამოემგზავრა  პეტერბურგიდან.  რომანოვების  წინამძღოლის  გაცილებას  საზეიმოზე  უფრო  ნაღვლიანი  ელფერი დაჰკრავდა.  დიდებულები  შეფიქრიანებულნი  იყვნენ,  ხოლო  მეფის  დედას,  „დიდ  დედოფალ“  მარიას,  თვალთაგან  ცრემლი  ჩამოსდიოდა.  საქმე ის  იყო,  რომ  პეტერბურგში  ბევრი  ფიქრობდა,  თითქოს  ეს  ალექსანდრე პავლეს  ძის  უკანასკნელი  მოგზაურობა  იქნებოდა,  რადგან  „საშინელი კორსიკელი“  მასაც  ისევე  დაატყგევებდა,  როგორც  ესპანელ  ბურბონებს და  სამუდამო  სამყოფელს  საფრანგეთში,  რომელიღაც  მიყრუებულ მამულში  მიუჩენდა.
მაგრამ  ალექსანდრე  ასეთ  სიტყვებს  ყურადღებას  არ  აქცევდა  და დანიშნულების  ადგილისკენ  ჯიუტად  მიიწევდა.  მიუხედავად  დროის  სიმცირისა,  მან  იმდენი  მოახერხა,  რომ  გზად  აღმოსავლეთ  პრუსიაში,  კენიგსბერგში  შეიარა  და  თავისი  უბედური  „ძმა“  პრუსიის  მეფე  მოინახულა. ალექსანდრემ  ფრიდრიხ-ვილჰელმს  შეძლებისდაგვარი  დახმარების  აღმოჩენა  აღუთქვა  ნაპოლეონთან  მომავალი  მოლაპარაკების  პროცესში. მეფის  ძირითადი  ამალა  ერფურტს  რამდენიმე  დღით  ადრე  გაემგზავრა.  მას  სათავეში  დიდი  მთავარი  კონსტანტინე  პავლეს ძე“  ედგა. თვით  ალექსანდრეს  კი  სულ  რამდენიმე  კაცი  მიჰყვებოდა.  ეკიპაჟის სარკმლიდან  თვალის  გასახარს  ბევრს  ვერაფერს  ხედავდა  რუსთა ხელმწიფე.  გისლაზე  გადასვლის  შემდეგ  იგი  ყველგან  ფრანგების  ჯარს ხედავდა,  ზოგს  მის  შესახვედრად  გამოსულს  და  ზოგს  კი,  საკუთარი არმიული  სამსახურით  დასაქმებულს.  ერფურტამდე  სულ  ასე  იყო, ერფურტს  იქით  კი,  ალბათ,  უარესი...
ორი  იმპერატორი  სიხარულით  შეეგება  ერთმანეთს.  პირველმა შეხვედრამ  ახლობლების  მოკითხვაში  ჩაიარა,  ნამდვილი  მოლაპარაკება კი  მეორე  შეხვედრის  დროს  დაიწყო. ნაპოლეონის  განკარგულებით,  ალექსანდრეს  საწოლი  ოთახი ერფურტში  სუსტად  ისე  მოაწყეს,  როგორც  მას  პეტერბურგში  ჰქონდა მოწყობილი,  კორსიკელს  სურდა,  რომ  მის  მოკავშირეს  თავი  ისე  ეგრძნო,  როგორც  საკუთარ  სახლში.
ნაპოლეონს  შიზნად  რამდენიმე  ამოცანის  გადაწყვეტა  ჰქონდა დასახული.  უპირველეს  ყოვლისა,  მას  სურდა  ტილზიტის  შეთანხმების სული  აეღორძინებინა.  სული.  რომელიც  განვლილი  წლის  განმავლობაში  თუ  მთლად  არ  გამქრალიყო, ყოველ  შემთხვევაში,  გვარიანად  მაინც შესუსტებულიყო.  აღნიშნულში  ორივე  მხარე  იყო  დამნაშავე,  მაგრამ, საცა  სამართალია,  ნაპოლეონი  უფრო  სცოდავდა.  ტილზიტში  ის იმდენს  შეჰპირდა  რუსთა  ხელმწიფეს,  რომ  ამ  უკანასკნელმა  სწორედ ფრანგთა  იმპერატორის  ამ  უხვი  დანაპირებით  შეძლო  ოპოზიციის  გაჩუმება  პეტერბურგში.  მაგრამ,  გავიდა  დრო,  ნაპოლეონის  დანაპირების შესრულებას  კი  საშველი  არ  დაადგა.  ალექსანდრეს  მდგომარეობა თავისსავე  დედაქალაქში  ჯერ  საჩოთირო,  ხოლო  შემდეგ  საეჭვოც  კი გახდა.  ნაპოლეონს  ეს  კარგად  ესმოდა  და  ცდილობდა თავის  „უავგუსტოეს  ძმას“  დახმარებოდა,  მაგრამ  ისე  დახმარებოდა,  რომ  შეპირებულიდან  ბევრი  არაფერი  მიეცა.  ყოველ  შემთხვევაში,  ერთბაშად.  სწორედ  ამ  უხერხულობის  გაფანტვა  და  გამოსწორება  სურდა  პირველ რიგში  ფრანგთა  იმპერატორს.  შემდეგ  მას  სურდა,  რომ  რუსეთს უსიტყვოდ  ეცნო  მისი  უფლებები  ესპანეთზე,  შერიგებოდა  იქაური  ბურბონების  დამხობას  და  ამ  ქვეყნის  ტახტზე  ბონაპარტების დინასტიის დამკვიდრებას.  გარდა  ამისა,  ნაპოლეონს  სურდა,  რომ  რუსეთს,  როგორც  მის  ერთგულ  მოკავშირეს,  ზეგავლენა  მოეხდინა  ავსტრიაზე. რათა  ამ  უკანასკნელს  საფრანგეთის  საწინააღმდეგო  არაფერი  გაებედა, თუნდაც  მანამ,  სანამ  ეს  ქვეყანა  ესპანეთის  ამბებში  იქნებოდა  ჩაბმული.
არასოდეს  ყოფილა  საკუთარი  დიპლომატიის  წარმატებაში  ასე დარწმუნებული  ბუონაპარტე  და  ასე  თავდაჯერებულიც  არასოდეს  მისჯდომია  მოლაპარაკების  მაგიდას.  მართლაც,  რა  უნდა  ყოფილიყო  შეუძლებელი  და  შეუსრულებელი  მის  მოთხოვნებში?  თუ  საფრანგეთი  პირენეს  ნახევარკუნძულზე  ბატონდებოდა,  მთლიანად  ხელში  იგდებდა  აპენინების  ნახევარკუნძულს  და  რუსეთს  ინგლისის  წინააღმდეგ  ომში მონაწილეობას  სთხოვდა,  სამაგიეროდ,  საფრანგეთი  მას  აღმოსავლეთის საქმეებში  ჩაურევლობის  გარანტიას  სთავაზობდა.  კერძოდ,  იგი დაანებებდა  თავს  პოლონეთის  აღორძინებაზე  ფიქრს,  ნაწილ-ნაწილ  გაიყვანდა ჯარს  პრუსიის  ტერიტორიიდან,  დაუმტკიცებდა  დუნაის  შესართავისპირა  სამთავროებს  და...  მიეხმარებოდა  ოსმალეთის  დაშლაში,  რასაც  მომავალში,  ალბათ,  რუსეთისათვის  კონსტანტინოპოლის  გადაცემაც მოჰყვებოდა,  ბოსფორის  სრუტითურთ,  მაგრამ  დარდანელის  სრუტის  გარეშე.  თუ  ეს  არ  დააკმაყოფილებდა  რუსთა  მეფეს,  მაშინ  საფრანგეთი  მას შავი  ზღვის  აღმოსავლეთ  სანაპიროზე  თავისუფლად  მოქმედების  შესაძლებლობასაც  მისცემდა.  და  კიდეგ.  პერსპექტივაში  კვლავ  რჩებოდა  დიდი  ლაშქრობა  ინდოეთში!
„ქვეყნიერების“  ასეთ  გაყოფას  უნდა  დაეკმაყოფილებინა  მეფე ალექსანდრეს  ამბიციებიცა  და  მადაც,  იგი  ნაპოლეონის  ერთგულ  პარტნიორად  უნდა  დარჩენილიყო.  და,  როგორც  პარტნიორი  და  მოკავშირე,  იგი,  რასაკვირველია,  დაეხმარებოდა  საფრანგეთს  ავსტრიის „მორჯულებაშიც“. 
აი,  ასეთი  მხიარული  განწყობით  გაემართა  ბუონაპარტე  ერფურტს  და  ასევე  შეხვდა  „დიდი  და  თეთრი  რუსეთის“  ხელმწიფესა  და თვითმპყრობელს  ალექსანდრე რომანოვს.
როგორც  კი  ევროპაში  ხმა  დაირხა,  იმპერატორი  ნაპოლეონი ერფურტს  სამშვიდობო  მისიით  მიემგზავრება  და  იქ  კარგახნით  დარჩენას  აპირებსო,  ბავარიის,  საქსონიის,  ვესტფალიის,  ვიურტემბერგის  და გერმანიის  სხვა  მიწების  მმართველებმა  წამსვე  იმავე  ქალაქში  სტუმრობა  მოისურვეს.  მოისურვეს,  რათა  ყოვლისშემძლე  იმპერატორს,  მათ მფარველსა  და  მბრძანებელს,  წარსდგომოდნენ,  თაყვანი  ეცათ,  რაიმე ახალი  კიდევ  ეთხოვათ,  თუ  ახალი  არ  ეთხოვათ,  ადრე  ნათხოვნი  შეეხსენებინათ,  და  თუ  არც  რამ  შეეხსენებინათ,  თავი  ისე,  უბრალოდ,  მაინც დაენახვებინათ,  რათა  ღმერთი  არ  გასწყრომოდათ  და  მათ  მბრძანებელს ისინი  მეხსიერებიდან  არ  ამოშლოდა  (მეხსიერებას  კიდევ  რა  უშავდა, გულიდან  არ  ამოშლოდა  –  ეს  იყო  მთავარი...)  ამიტომ  ჩავიდნენ  ერფურტში  და  ირეოდნენ  იმპერატორის  წინ  და  გარშემო  (რომ  არ  ვთქვათ ფეხებთან)  ეს  მეფეები,  მთავრები,  ჰერცოგები  და  თავისებურ.  ერთობ საინტერესო,  მაგრამ,  უპირატესად,  მაინც  სასაცილო  კოლორიტს ქმნიდნენ.  რა  მათი  ბრალი  იყო?  ეს  ხომ  მათი  „პროფესია“  და  მათი  დანიშნულება  გახლდათ.
იმ  ხანობას  ერფურტსა  და,  საერთოდ,  მთელ  გერმანიაში  დიდი წარმატებით  სარგებლობდა  პრუსიის  დედოფალ  ლუიზას  დის,  პრინცესა  დე  ლა  ტურ-უნდ  ტაქსისის  სალონი.  მართალია,  ეს  ქალბატონი  თავის  დასავით  ლამაზი  არ  იყო,  მაგრამ  იმდენად  უშნოც  არ  ეთქმოდა, რომ  მის  სალონს  ვინმე  გაჰქცეოდა.  პირიქით,  მასთან  იმდენი  ლამაზი ქალბატონი,  იმდენი  გავლენიანი  მინისტრი  და  თვით  გვირგვინოსანი  იყრიდა  თავს,  რომ  არათუ  ერთ,  თუნდაც  ასე  მშვენიერ  მომცრო  სამთავროს  სალონს  გაალამაზებდა,  არამედ  რომელიმე  დიდი  სახელმწიფოს დიდებულ  სასახლესაც  ტოლს  არ  დაუდებდა.  სალონი  ახალი  ამბების, ახალი  ჭორებისა  და  ინტრიგების  ჭეშმარიტი  ბუდე  იყო.  თუკი  ვინმე სტუმართაგანს  ასეთი  რამ  აინტერესებდა.  და  აინტერესებდა  კი  უკლებლივ  ყველას,  იგი  აუცილებლად  მიიღებდა  იქ  თავისი  ცნობისმოყვარეობის  დამაკმაყოფილებელ  საკვებს.
ტურ-უნდ  ტაქსისის  სალონს  მეფე  ალექსანდრეც  ეწვია.  ეწვია და  იმ  დღიდან  (იმ  საღამოდან)  იქიდან  ფეხი  აღარც  მოუცვლია.  რუსთა ხელმწიფეს  პრინცესა  სტეფანია  მოსწონდა  და  დაუფარავად  ეკურკურებოდა  მას.  მაგრამ  არა  მარტო  და  არა  იმდენად  ამურული  ამბების  გამო დაბრძანდებოდა  მისი  უდიდებულესობა  გახმაურებულ  სალონში  –  იქ მას  მესიე  ღე  ტალეირანთან  ჰქონდა  ხოლმე  შეხვედრები  და  ამიტომ უფრო  მიისწრაფოდა  იქითკენ.
ჯერ  კიდევ  ერფურტში  ჩასვლის  პირველივე  დღეს  მეფემ  ტალეირანს  მრავალმნიშვნელოვნად  ჰკითხა:  ჩვენ  ხომ  შევხვდებით  ერთმანეთს.  მითხარით  მალე  ხომ  შევხვდებითო?  ბენევენტოს  თავადს  მეტიც არ  უნდოდა.  იგი  თავად  ეძებდა  მიზეზს,  რომ  როგორმე  შეხვედროდა რუსთა  ხელმწიფეს  და  თან  ისე,  რომ  არავის  (ცხადია,  სავარის  აგენტებს)  არავითარი  ეჭვი  არ  აეღო  მის  ერთობ  უცნაურ  რანდევუზე  ალექსანდრე  რომანოვთან. 
ასეთი  შეხვედრა  სწორედ  პრინცესა  ტურ-უნდ  ტაქსისის  სალონში  შედგა.  საუბარმა  მეფესა  და  ექს-მინისტრს  შორის  სერიოზული სახე  მაშინ  მიიღო,  როცა  სხვა  სტუმრები  გაიკრიფნენ  და  დარბაზში მარტო  ალექსანდრე  პავლეს  ძე  და  შარლ-მორის  დე  ტალეირან  პერიგორი  დარჩნენ. 
ბენევენტოს  თავადმა  მაშინვე  გახსნა  კარტი.  ოდესღაც  ხომ  უნდა გადაედგა  მას  ეს  გადამწყვეტი  ნაბიჯი,  ოდესღაც  ხომ  უნდა  გადაელახა თავისი  რუბიკონი?  ჰოდა,  ამაზე  უკეთეს  დროსა  და  ადგილს  სად  იპოვიდა? ხანმოკლე  სიჩუმის  შემდეგ  ტალეირანმა  დაიწყო:  „ხელმწიფეო,  ნეტავ რისთვის  ჩამობრძანდით  ერფურტში?  თქვენი  დანიშნულება  ხომ  ევროპის ხსნაა,  ამას  კი  მხოლოდ  მაშინ  მიაღწევთ,  თუ  ნაპოლეონს  მაგრად დაუხვდებით  და  არაფერს  დაუთმობთ.  ფრანგი  ხალხი  ცივილიზებულია, მაგრამ  მისი  იმპერატორი  არ  არის  ცივილიზებული.  რუსთა  ხელმწიფე ცივილიზებულია,  მაგრამ  მისი  ხალხი  არაა  ცივილიზებული.  ამიტომ რუსთა  ხელმწიფე  ფრანგი  ხალხის  ბუნებრივი  მოკავშირე  გამოდის“.
ალექსანდრე  გაოცებული  უსმენდა  ბატონ  ტალეირანს.  მეფემ კარგად  იცოდა  მისი  ოინები,  იცოდა  მისი  ვერაგობა  და  ამიტომ.  თავიდან,  სიფრთხილე  გამოიჩინა,  ვინ  იცოდა,  რა  სურდა  ამ  კაცს,  რა  და  ვის დავალებას  ასრულებდა?  იქნებ  რაღაც  დიდ  პროვოკაციას  უწყობდა რუსთა  ხელმწიფეს?  ამიტომ,  იმ  ღამით,  ალექსანდრე  პავლეს  ძე  მხოლოდ  ერთი-ორი  უმნიშვნელო  ფრაზით  შემოიფარგლა  და...  ძილი  ნებისა უსურვა  მობაასეს.  თავისთავად  ცხადია,  მეფეს  ექს-მინისტრის  მეორე დღისთვის  მიპატიჟებაც  არ  დავიწყნია.
მეორე  დღეს  ტალეირანი  უკვე  ასეთ  სიტყვებს  ამბობდა:  „დიდებით  ყელამდე  აგსებული,  გამარჯვებებით  დაქანცული  და  მშვიდობიან ცხოვრებას  მონატრებული  საფრანგეთი  იმისთვის,  რომ  ასცდეს  მძიმე განსაცდელს,  თქვენს  სიბრძნესა  და  სიმტკიცეს,  როგორც  ნამდვილ  ჯებირს,  ისე  ეყრდნობა,  რათა  იხსნას  თავი  მისი  დამაქცევარი  გაუმაძღარი გენიოსისგან“,  ასეთი  მაღალფარდოვანი  სიტყვების  გარდა.  ტალეირანი მეფეს,  სხვა  უფრო  პრაქტიკულ რჩევებსაც  აძლევდა.  კერძოდ,  იგი  აფრთხილებდა  ალექსანდრე  რომანოვს,  რომ  ნაპოლეონთან  მოლაპარაკების  დროს  არავითარ  სერიოსულ  დათმობაზე  არ  წასულიყო  და  ყველა მის  წინადადებაზე  ფრთხილი.  მაგრამ  მტკიცე  უარი  ეთქვა.  მაგალითად, არ  დათანხმებულიყო  პრუსიიდან  საფრანგეთის  ჯარის  ეტაპობრივ  გაყვანაზე,  არ  ჩარეულიყო  ავსტრიის  საშინაო  საქმეებში  და...  არ  გაეტანებინა  თავისი  და  –  პრინცესა  ანნა  –  ცოლად  ნაპოლეონისათვის  (ეს  უკანასკნელი  გარემოება  „ცოტაოდენ“  ახსნას  მოითხოვს.  იმ  პერიოდისთვის,  ნაპოლეონმა  უშვილო  ჟოზეფინასთან  განშორება  და  ახალი  ცოლის  თხოვა  გადაწყვიტა.  რუსეთთან  შემდგომი  დაახლოების  მიზნით, მან  ალექსანდრეს  დის,  პრინცესა  ანნას  ხელის  თხოვა  მოისურვა.  ეს  საჩოთირო  საქმე  ფრანგთა  იმპერატორმა  თავად  ვერ  უთხრა  ალექსანდრეს და  „მაშვლად“...  ტალეირანი  გააგზავნა!  (აი,  კიდევ  ერთი  მაგალითი ბუონაპარტეს  ერფურტისდროინდელი  გონების  დაბინდვისა!).
ალექსანდრე  თავიდან  ძალიან  ღელავდა,  ორჭოფობდა,  ვერაფრით  გადაეწყვიტა  თავის  მოკავშირესთან  პირდაპირი  (თუნდაც  ფარული)  დაპირისპირება.  ეს  ხომ  ტილზიტის  ხელშეკრულების  ღალატი  იქნებოდა.  თუმცა,  ტალეირანის  გაცილებით  უფრო  მზაკვრული  საქციელის  შემყურე  მეფე  სინდისის  ქეჯნას  დიდხანს  რატომ  მოუნდებოდა? ტალეირანი  მეფის  გარდა  მის  გავლენიან  გარემომცველებსაც უკავშირდებოდა.  იგი  გრაფ  რუმიანცევთან  და  გრაფ  ტოლსტოისთანაც აწარმოებდა  „ახსნა-განმარტებითს“  სამუშაოს.  ეუბნებოდა  მათ,  რომ საფრანგეთში  ლამის  აღარავინ  უჭერს  მხარს  ნაპოლეონის  პოლიტიკას, რომ  ყველა  მისი  წინააღმდეგია  და  მხოლოდ  იმ  მომენტს  ელოდება. ფეხი  როდის  წაუცდება  მათ  მბრძანებელს...  ტალეირანმა  და  მისმა რუსმა  მოკავშირეებმა  მალე  დასძლიეს  ალექსანდრეს  არცთუ  ძლიერი წინააღმდეგობა  და  ერთმანეთთან  ანტინაპოლეონური  კავშირი  შეკრეს. ამ  კავშირს  ირიბი  გზით  ავსტრიაც  შეუერთდა.  ტალეირანი  ავსტრიის პარიზელ  ელჩს  კლემენს  მეტერნიხსაც  ანალოგიურად  „უმღვრევდა  გონებას“  და  მასაც  ანტინაპოლეონურად განაწყობდა. (ამასაც  დიდი  ძალისხმევა  არ  სჭირდებოდა).
ბენევენტოს  თავადი  სასიკვდილო  თამაშს  ეწეოდა.  ის  პირდაპირ ღალატობდა  ნაპოლეონს  და  მის  აშკარა  თუ  ფარულ  მტრებთან  იჭერდა კავშირს.  ტალეირანი  თავს  მარყუჟში“  ყოფდა,  მაგრამ  მარყუჟი  ასცდა მის  ყელს  –  ბედი  კვლავ  მის  მხარეზე  დარჩა  და  იმპერატორის  მრავალრიცხოვანი  მეთვალყურეები  მოღალატის  კვალზე  არ  დააყენა.  ერფურტის  შემდეგ  ტალეირანმა  დაწყებული  საქმე  გააგრძელა  –  იგი  რუსეთის ფასიანი  აგენტი  გახდა.  „ანნა  ივანოვნას“  დაშიფრული  სახელით  მან ბევრი  საიდუმლო  დოკუმენტი  გაგზავნა  პეტერბურგში  და  ალექსანღრე და  შისი  უახლოესი  გარემოცვა  უძვირფასესი  ცნობებით  აღჭურვა. ბუონაპარტე  კი  ამ  დროს  თავს  ევლებოდა  ალექსანდრე  რომანოვს.  თავს  აწონებდა.  თზვისი  ჯარის  პარადებზე  დაჰყავდა.  იენის ბრძოლის  ველსაც  უჩვენებდა,  სადაც  პრუსიელთა  განადგურების  ამსახველ  ამბებზე  მოუთხრობდა,  ყოველ  საღამოს  თეატრში  პატიჟებდა,  „კომედი  ფრანსეზის“  ახალ-ახალ  სპექტაკლებზე  ასწრებდა,  მეჯლისებსა და  წვეულებებს  უმართავდა.  რუსთა  მეფე  კმაყოფილი,  კმაყოფილი  კი არა  აღტაცებული  იყო,  ვოლტერის  სიტყვებს  იმეორებდა:  დიდი  ადამიანის  მეგობრობა  ღმერთების  წყალობააო,  სულ  თვალებში  შესციცინებდა ნაპოლეონს,  მაგრამ...  მის  ძირითად  წინადადებებს  არ  იღებდა  და  მათზე ერთობ  ზრდილობიან  უარს  ამბობდა.  ნაპოლეონი  გაოცებული,  გაგულისებული  და  დაბნეულიც  კი  იყო.  არც  ერთი  მისი  განთქმული  ხერხი აღარ  ჭრიდა!  მეფეს  „რატომღაც“  არც  ოსმალეთის  დანაწილება  აინტერესებდა  უკვე  და  არც  ავსტრიაზე  ზემოქმედების  დაპირებას  იძლეოდა. ერთადერთი,  რაც  მას  აინტერესებდა.  ეს  პრუსიიდან  ფრანგთა  ჯარის გაყვანა  იყო.  ასეთი  პირობა  ნაპოლეონს  უკვე  მიცემული  ჰქონდა  ალექსანდრესათვის.  უფრო  მეტიც.  მან  გაიყვანა  კიდეც  ამ  ჯარის  ნაწილი პრუსიიდან,  მაგრამ  მეფეს  მისი  სრული  გაყვანა  სურდა.  ეს  კი  შეუძლებელი  იყო,  შეუძლებელი  სტრატეგიული  და  პოლიტიკური  თვალსაზრისით,  პრუსიაში  ფრანგების  ხელში  რამდენიმე  ძლიერი  სიმაგრე  აუცილებლად  უნდა  დარჩენილიყო  და  იქ  საკმაო  რაოდენობის  გარნიზონებიც უნდა  მდგარიყო,  რადგან  სანდო  არც  პრუსია  და,  მით  უმეტეს.  არც  ავსტრია  იყო.  ის  კი  არა  სანდო  უკვე  ლამის  რუსეთიც  აღარ  იყო  –  მოკავშირე  ქვეყანა... 
გარეგნულად  კი  ყველაფერი  მაინც  ბრწყინვალედ  მიდიოდა. გვირგვინოსნები  ყოველდღე  ერთად  სადილობდნენ,  ერთად  ვახშმობდნენ.  საღამოს  თეატრშიც  ერთად  მიდიოდნენ,  ღამით.  გვიანობამდე, მეჯლისზე  მხიარულობდნენ.  იყო  სიცილი,  დეზების  ჟღარუნი,  ლამაზი კაბების  ფრიალი...  ერფურტის  პაემანი  მთელ  17  დღეს  გაგრძელდა  და ამიტომ  მის  მონაწილეთ  ყოველ  სადილ-ვახშამსა  თუ  მეჯლისს  ვერ დავუთვლით.  ვერც  ყველა  იქაურ  თავგადასავალს  გავიხსენებთ,  მაგრამ ორ  შემთხვევზე  კი  ცოტა  ხნით  მაინც  შევაჩერებთ  ყურადღებას. იოჰან-ვოლფგანგ  გოეთეს  სახელს  ნაპოლეონი  იმ ყოველდღიურ სიაში  წააწყდა,  რომელსაც  მას  დილაობით  მიართმევდნენ  ხოლმე გასაცნობად.  იმპერატორის  მდივნებს  ამ  სიაში  ისინი  შეჰყაგდათ,  ვისაც მის  უდიდებულესობასთან  წარდგენა  სურდა.  როგორც  კი  გოეთეს გვარს  მოჰკრა  თვალი,  ნაპოლეონმა  წამსვე  მაცნე  აფრინა  მის  მოსაყვანად.  პირველი  სიტყვები.  რომლებითაც  ნაპოლეონი  მწერალს  შეხვდა, ასეთი  იყო:  „ბატონო  გოეთე,  მე  აღტაცებული  ვარ  თქვენი  ხილვით“. „თქვენო  უდიდებულესობავ,  როგორც  ვატყობ.  მოგზაურობისას  თქვენ ხანდახან  უმნიშვნელო,  საგნებსაც  კი  აქცევთ  ყურადღებას.  ბატონო გოეთე,  თქვენ  გერმანიის  უპირველესი  ტრაგიკოსი  პოეტი  ხართ.“  „ნუ დაამცირებთ  ჩვენს  ქვეყანას,  თქვენო  უდიდებულესობაევ,  ჩვენ  გვყავს  შილერი,  ლესინგი,  ვილანდი...“  „მე  სიხარულით  შევხვდებოდი  ვილანდს.“
ამ  ორი  ადამიანის  საუბარი  კიდევ  დიდხანს  გაგრძელდა.  ნაპოლეონს  გარეთ  ბევრი  მნახველი  –  მინისტრები,  ჰერცოგები,  გენერლები  ელოდებოდა,  მაგრამ  იმპერატორს  აღარავინ  ახსოვდა,  არავინ,  თავისი  ახალგაზრდობის  საყვარელი  მწერლის  მეტი..ვილანდს  კი  ნაპოლეონი  მეორე დღეს  შეხვდა,  როდესაც  გოეთემ  იგი  მასთან  მიიყვანა.  იმპერატორმა ორივენი  საუზმეზე  მიიწვია  და  დიდხანს  ესაუბრა  მათ  ლიტერატურაზე. ვილანდი  მან  ძალიან  აქო.  მაგრამ  კრიტიკულად  შეეხო  მის  ორაზროვან სტილს,  რომელიც  მონაგონს  რეალობად,  ხოლო  რეალობას  –  მონაგონად  წარმოაჩენდა.  ისეთ  გამოჩენილ  მწერალს,  როგორიც  თქვენ  ხართ. სტილი  ერთიანი  და  გამოკვეთილი  უნდა  ჰქონდეს.  მათი  აღრევა  დაბნეულობას  იწვევსო,  ეუბნებოდა.
მეორედ  ვილანდს  ნაპოლეონი  ვაიმარში  შეხვდა  მეჯლისზე.  ყოველდღიური  „აუცილებელი“  წარმოდგენის  შემდეგ  მწერალი  თეატრიდან  დასაძინებლად  სახლში  წასულა,  იმპერატორს  კი  იგი  მოუკითხავს. ამიტომ  შიკრიკები  ვილანდს  ლამის  საწოლში  მყოფს  დაადგნენ  თავზე. დარბაზში  მოტრიალე  მოცეკვავეთაგან  ყველაზე  მეტ  ყურადღებას  რუსეთის  მეფე  იქცევდა.  მოხდენილი,  ლამაზი  გარეგნობისა  და  კიდევ  უფრო  ლამაზი  მანერების  ალექსანდრე  რომანოვი  მეჯლისის  მონაწილეთა  სული  და  გული  იყო.  ნაპოლეონი  ცუდად  ცეკვავღა  და  ამიტომ გართობის  ამ  სახეობას  არასდროს  ეტანებოდა  (ჟოზეფინასთან  იმავე ღამით  გაგზავნილ  წერილში  იგი  თავისებური  გულისტკივილით  აღნიშნავდა:  „იმპერატორი  ალექსანდრე  მთელი  საღამო  ცეკვაგდა,  მე  კი  არა. რაც  არ  უნდა  იყოს,  ორმოცი  წელი  მაინც  ორმოცი  წელიაო“.  კაცი,  რომელიც  ოცდასამი  წლისა  გენერალი  იყო.  ხოლო  ოცდაათისა  –  საფრანგეთის  მბრძანებელი,  ორმოც  წელს,  ცხადია,  ბევრად  მიიჩნევდა...).
ვილანდის  დანახვისთანავე  ნაპოლეონმა  დარბაზი  გადაკვეთა  და მწერალთან  მივიდა.  იგი  გულთბილად  მიესალმა  მას,  ჩვენთან,  როგორც „გერმანელ  ვოლტერს“,  ისე  გიცნობენო,  უთხრა  და  წამსვე  საუბარი  გაუბა.  საუბრობდნენ,  ძირითადად,  ლიტერატურაზე.  შემდეგ  რელიგიაზე და  ბოლოს  ისტორიას  გადასწვდნენ.  აქ  კი  უკვე  პაექრობა  გაიმართა  და ეს  „დიალოგი-დუელი“  ორ  საათს  გაგრძელდა.  ამ  ხნის  განმავლობაში  ნაპოლეონი  თითქოს  სხვა  კაცი  გახდა.  იგი  ყოვლისშემძლე  იმპერატორი კი  აღარ  იყო.  არამედ  კვლავ  ახალგაზრდა  ბუონაპარტე,  ის  ბუონაპარტე, განმანათლებელ-ლიტერატორთა  მოწაფე  და  თავადაც  ლიტერატორი რომ  იყო.  მოკამათეთა  გარშემო  თანდათან  მეჯლისის  მონაწილეებმა  იწყეს  თავშეყრა,  იქ  მყოფ  მეფეთა  და  დიდ  ჰერცოგთაგან  ცოტას  თუ  ჰქონდა წარმოდგენა,  რაზე  საუბრობდნენ,  რატომ  იწუნებდა  ტაციტუსს  ნაპოლეონი  და  რატომ  იცავდა  მას  ვილანდი,  ან  რა „სოციალური  ღირებულება“ შეიძლება  ჰქონოდა  რელიგიას  და  ასე  შემდეგ,  მაგრამ  ეს  გვირგვინოსნები  მით  უფრო  გაკვირვებით  შეჰყურებდნენ  ამ  საოცარ  „დუელანტებს“  და პირდაღებულებს  ისღა  დარჩენოდათ,  ხელები  გაეშალათ  და  თავი  აქეთ-იქით  გაექნიათ.  ვიღას  ახსოვდა  ლამაზად  მოცეკვავე  ლამაზი  ალექსანდრე,  ყველა  აქ,  ამ  დიდებული  შერკინების  ადგილას  იდგა.
ბოლოს  და  ბოლოს,  ვილანდი  დაიღალა.  ბუონაპარტემ  ეს  შეატყო  და  უცებ  უთხრა:  „კარგით.  საკმარისია.  ტაციტუსის  შესახებ  მე ბოლომდე  ვერ  გაგეცით  პასუხი.  ეს  შემდეგი  შეხვედრისთვის  იყოს.  შეგიძლიათ  შინ  წაბრძანდეთ,  ღამე  მშვიდობისა“.  ვილანდი  წავიდა,  ბუონაპარტემ  კი  მის  გარშემო  შემოჯარულ  „სრულიადევროპულ  ელიტას“ თვალი  გადაავლო.  მაგრამ  ეს  უკვე  სხვა  კაცის  მზერა  იყო.  ეს  ისევ  მისი უდიდებულესობის.  ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორის,  იტალიის  მეფისა და  რაინის  კავშირის  პროტექტორის  ნაპოლეონ  პირველის  მზერა  იყო...
ვილანდთან  ნაპოლეონს  მეტი  შეხვედრა  აღარ  ჰქონია.  ისევე როგორც  გოეთესთან.  ასეთი  „წვრილმანისათვის“  ევროპის  განმგებელს აღარ  მოუცლია.  რა  დროს  ასეთი  შეხვედრები  იყო,  იმპერატორი  თოვლიან  პირენეებზე  გადასვლას  ეშურებოდა,  ესპანელი  ინსურჰენტების განადგურება  და  ინგლისელთა  ჭკუაზე  მოყვანა  სურდა... გოეთე  კი,  რომელიც  ოცი  წლით  იყო  იმპერატორზე  უფროსი  და მასზე  თერთმეტი  წლით  გვიან  აღესრულა,  ხშირად  იხსენებდა  შეხვედრებს  ერფურტსა  და  ვაიმარში  და  სიამაყით  აღნიშნავდა,  თუ  როგორი აღტაცებით  ლაპარაკობდა  მისი  პარტნიორი  „ვერტერის“  შესახებ,  რომელიც  თურმე  შვიდჯერ  ჰქონია  წაკითხული  და,  აქედან.  ერთხელ  ეგვიპტეში  ლაშქრობის  დროს!  იხსენებღა  იმასაც,  თუ  როგორ  ურჩევდა ავტორს  იმპერატორი  შეეცვალა  ზოგიერთი  ადგილი  ამ  ნაწარმოების ფინალში  და  გაკვირვებით  შენიშნავდა,  რომ  ადრე,  ვარიანტებზე  მუშაობისას,  „შავად“  მან  სწორედ  ისე  გადააკეთა  ეს  ადგილები,  როგორც  ამაზე  ეს  ერთი  რიგითი  და  ისიც  ყოფილი  ლიტერატორი  მიანიშნებდა.  ეს რა  საოცარ  ადამიანს  შევხვდი  და  რა  აბობოქრებულ  ოკეანეს  ვესაუბრეო,  დასძენდა  ხოლმე  თხრობის  ბოლოს  ვაიმარელი  ბრძენკაცი.  და  იმ უთვალავ  ქებასა  და  ხოტბას  შორის,  რომელიც  ბუონაპარტეს  ცხოვრებაში  თუ  ცხოვრების  შემღეგ  წილად  რგებია,  იქნებ  ეს  უკანასკნელი  ყველაზე  საპატიო  და  ყველაზე  ზუსტი  იყო... 
მეორე  შტრიხიც  აღვნიშნოთ  „მოლაპარაკებებს  მიღმა“ ცხოვრებიდან.  ვაიმარის  ჰერცოგი  კარლ-ავგუსტი,  ხელოვნებისა  და  მუსიკის დიდი  მოტრფიალე  და  მეცენატი,  ერფურტის  შეხვედრის  პირველივე დღიდან  ნაპოლეონის  თავის  სამფლობ ელოში  ჩაყვანას  ცდილობდა.  ეს კარგა  ხანს  არ  ხერხდებოდა,  მაგრამ  ბოლოს,  როგორც  იქნა,  ინება ევროპის  მბრძანებელმა  ვაიმარს  სტუმრობა  და  თან,  რასაკვირველია, „შვირფასი  ძმა“  იმპერატორი  ალექსანდრეც  წაიყვანა.  ზედმეტია  ამის აღნიშვნა,  რომ  ნაპოლეონს  კუდში  გერმანელი  მონარქებისა  და  დიდი ჰერცოგების,  მთავრებისა  და  თავადების  მთელი  გროვა  გაჰყვა.
ვაიმარი  პატარა  და  კოხტა  ქალაქია  კოპწია  სახლებითა  და  დაბურული  პარკებით.  ქალაქს  მოზრდილი  ტყე  აკრავს  და  ვაიმარელ  ჰერცოგს  სწორედ  ამ  ტყეში  სეირნობა  და  ნადირობა  ჰქონდა  დაგეგმილი. შემდეგ  კი  –  საზეიმო  ბანკეტი,  სპეციალური  კონცერტი,  სპექტაკლი ადგილობრივ  თეატრში  (კვლავ  „კომედი  ფრანსეზის“  ძალებით)  და  ბოლოს  –  გრანდიოზული  მეჯლისი. 
ნადირობის  შემდეგ  უავგუსტოესი  სტუმრები  სადილზე  მიიპატიჟეს.  სუფრა  16  პირზე  იყო  გაშლილი  და  მას  მხოლოდ  სამეფო  გვარის  წარმომადგენლები  უნდა  მისხდომოდნენ.  ნაპოლეონისგან  მარჯვნივ ადგილები  რუსეთის,  ვეტსფალიისა  და  ვიურტემბერგის  მეფეებს  ეკავათ,  მარცხნივ  კი,  ვაიმარის  ჰერცოგის  მეუღლეს  და  ბავარიისა  და  საქსონიის  მეფეებს.  მაგიდის  მოპირდაპირე  მხარეს  მასპინძელი.  ვაიმარის ჰერცოგი,  პრინც-პრიმასი,  დიდი  მთავარი  კონსტანტინე  და  სხვა  დიდებულები  ისხდნენ. სადილი  ერთობ  ცოცხლად  მიდიოდა,  ნაპოლეონი კარგ  ხასიათზე  ბრძანდებოდა,  ბევრს  ლაპარაკობდა  და  დამსწრეთ  თავისი  მრავალმხრივი  ცოდნით  განაცვიფრებდა.  განცვიფრებამ  კულმინაციას  მაშინ  მიაღწია,  როცა  ფრანგმა  იმპერატორმა  გერმანელ  პრინც-პრიმასს  გერმანიის  ისტორიის  ერთი  თარიღი  შეუსწორა.  საქმე  ე.წ. „ოქროს  ბულას“  შეეხებოდა.  ეს  ბულა  შუა  საუკუნეების  გერმანელმა თავადებმა  (კურფიუსტრებმა)  თავიანთ  იმპერატორს  გამოსძალეს  და ამით  ხელმწიფის  არჩევის  უფლება  მოიპოვეს.  პრინც-პრიმასმა  „ოქროს ბულის“  მიღების  თარიღად  1409  წელი  დაასახელა,  ნაპოლეონმა  კი  მას შეუსწორა:  „ოქროს  ბულა  1356  წელს  იქნა  მიღებული,  იმპერატორ კარლ  IV-ის  ზეობის  ჟამსო“.  პირდაღებულმა  პრინცმა  ისღა  მოახერხა, რომ  მოწიწებით  ჰკითხა  ნაპოლეონს:  „ასეთი  სპეციფიური  საკითხის შესწავლა  მაინც  როდისღა  მოახერხა  თქვენმა  უდიდებუულესობამო?" „როცა  არტილერიის  უმცროსი  ლეინტენანტი  ვიყავი“...  დაიწყო  ნაპოლეონმა  და  უცებ  გაჩერდა.  მერე  სათითაოდ  ყველა  იმ  რომანოვზე,  ვიტელსბახზე,  ვიურტემბერგზე,  საქსენ-ვაიმარზე  და  ძმათა  მათზე  შეაჩერა  მზერა  და  ენით  აუწერელი  სიამაყის  გრძნობით  ხელახლა  დაიწყო: „როცა  მე  პატივი  მქონდა  არტილერიის  უმცროსი  ლეინტენანტი  ეყოფილიყავ  სამხრეთ  საფრანგეთის  ერთ  პატარა  ქალაქ  ვალანსის  გარნიზონშიო“.  დარბაზში  სიჩუმე  ჩამოვარდა  და  კარგა  ხანს  ხმა  ვერავინ  ამოიღო.  ვერ  ამოიღო,  რადგან  ყველა  ამ  ბრწყინვალე  სამეფო  სახლის  მეთაურმა  უცბად  შეიგრძნო,  რომ  მემკვიდრეობით  მიღებული  მათი  ალმასისთვალება  ოქროს  გვირგვინები  და  ოქროთი  მოვარაყებული  ტახტები  ახლოსაც  ვერ  მივიდოდნენ  „არტილერიის  ამ  უმცროსი  ლეინტენანტის“ უბრალოზე  უბრალო  სამხრეებთან... 
შეხვედრა  ერფურტში  14  ოქტომბერს  ღასრულდა.  ერთობლივ დეკლარაციას  კი  მხარეებმა  ორი  დღით  ადრე,  12-ში  მოაწერეს  ხელი. გარეგნულად  კვლავ  ყველაფერი  რიგზე  იყო:  ორივე  მხარე  ხაზს  უსვამდა  რუსეთ-საფრანგეთის  ურღვევ  ერთიანობას,  მხარს  უჭერდა  ურთიერთწამოწყებებს  კონტინენტის  „თავთავიანთ“  სფეროებში,  მაგრამ  ერთობლივ  მოქმედებას  ნაკლები  ყურადღება  ეთმობოდა  და  რაიმე  კონკრეტული  მიღწევა  არ  ჩანდა...
„უავგუსტოესი  ძმები“  ერფურტსგარეთ  დაშორდნენ  ერთმანეთს. დაშორდნენ  გულთბილად,  ხანგრძლივი  პირადი  საუბრის  შემდეგ.  უკანა გზაზე  ნაპოლეონს  ცხენი  ნელა  მოჰყავდა  და  ჩუმად  მოდიოდა.  შორიახლოს  მოწიწებით  მომავალ  ამალას  იმპერატორი  უგუნებო  ეჩვენა. ერფურტიდან  პარიზში  დაბრუნებისთანავე  ნაპოლეონმა  გააგრძელა  ესპანეთში  ლაშქრობისათვის  მზადება  და  29  ოქტომბერს  დიდ არმიასთან  ერთად  გაემართა  კიდეც  ამ  ქვეყნისაკენ.  ეს  ლაშქრობა  დიდხანს  არ  გაგრძელებულა  –  იანვრის  პირველ  რიცხვებში  იმპერატორს იმდენად  შემაშფოთებელი  ცნობები  მოუვიდა  პარიზიდან,  რომ  იძულებული  გახდა  არმია  დაეტოვებინა  და  კვლავ  დედაქალაქში  დაბრუნებულიყო.  ეს  1809  წლის  23  იანვარს  მოხდა.  იმპერატორი  ჩვენც  იმ  დღეს „მივატოვეთ“  და  ერფურტის  შეხვედრის  ამბების  აღწერაზე  გადავერთეთ,  ახლა  კვლავ  დავუბრუნდეთ  ამ  თარიღს  და  ვნახოთ, თუ  რისთვის დაბრუნდა  მისი  უდიდებულესობა  ასე  საჩქაროდ  პარიზში  და  რა მოიმოქმედა დაბრუნების  შემდეგ.
პირველი,  რაც  მან  გააკეთა,  არმიაში  ახალი  გაწვევის  გამოცხადება  იყო.  ეს  აუცილებელი  ნაბიჯი  გახლდათ,  რადგან  ყგელა  სარწმუნო წყარო  ერთსა  და  იმავე  ცნობას  იძლეოდა:  ავსტრია  გამალებით  იარაღდებოდა  და  უახლოეს  ორ-სამ  თვეში  საფრანგეთთან  საომარ  მოქმედებაში  ჩაებმებოდა.  ომი  ავსტრიასთან  ძნელი  იქნებოდა,  ძნელი  ორი  მიზეზის  გამო:  ჯერ  ერთი.  იმიტომ,  რომ  ეს  ქვეყანა  ისე  ემზადებოდა,  როგორც  არასღროს  და  მასთან  დაპირისპირება  თავისთავად  იოლი  არ  იქნებოდა.  –  მეორეც,  და  უფრო  მნიშვნელოვანიც –  დიდი  არმია  იმ  დროს ესპანეთში  იმყოფებოდა  და  სულ  სხვა  ამოცანას  ასრულებდა.  ნაპოლეონს  არ  უნდოდა  დიდი  არმიისთვის  ხელი  ეხლო  –  იგი  მას  ესპანეთში სჭირდებოდა  ნოემბერში  დაწყებული  საქმის  დასამთავრებლად,  ამიტომ, მომავალ  ომში  ჯარის  ნაკლებობა  რომ  არ  განეცადა,  იმპერატორმა  ახალი  არმიის  შევსება  ახალწვეულებითა  და  რაინის  კავშირის  ვასალური სახელმწიფოების  მეომრებით  გადაწყვიტა.  ესპანეთიდან  მან  მხოლოდ გვარდია  წამოიყვანა,  რომელიც  მუდამ  მის  გვერდით  უნდა  ყოფილიყო და  კიდევ  რამდენიმე  დიდი  კავალერიული  შენაერთი.  (ცხენოსან  ჯარს მთაგორიან  ესპანეთში  ბევრი  არაფერი  ესაქმებოდა,  მაშინ,  როდესაც დუნაისპირა  დაბლობში  მის  გარეშე  საომარი  მოქმედებების  წარმოება შეუძლებელი  იქნებოდა.  მეთაურთაგან  იმპერატორმა  ლანი  წამოიყვანა, მხედართუფროსი,  რომელიც  ერთნაირად  საჭირო  იყო  მისთვის,  საომარი  ასპარეზი  მთაგორიანი  იქნებოდა  თუ,  პირიქით,  გაშლილი, მომავალი  ომის  თადარიგის  დაჭერის  შემდეგ  იმპერატორი  მისთვის  ასევე  მნიშვნელოვან  მეორე  საკითხს  მიუბრუნდა.  საკითხს,  ტალეირანსა  და  ფუშეს  შორის  ალიანსის  ჩამოყალიბების  შესახებ.  ცხადია,  კონკრეტული  სამხილი  ასეთი  ალიანსის  შექმნის  შესახებ  იმპერატორს  ვერავინ  მიაწოდა,  მაგრამ  სავარიმ  და  მისმა'საიდუმლო  აგენტებმა  ბევრი  მიმანიშნებელი  ცნობა  კი  გადასცეს  მას.  კაცმა  რომ  თქვას,  ეს  უფრო  ეჭვები იყო  პოლიციის  მინისტრსა  და  ექს  საგარეო  საქმეთა  მინისტრს  შორის დანაშაულებრივი  კაგშირის  დამყარების  თაობაზე,  მაგრამ  თუ  ამ  ორი  ადამიანის  წარსულსა  და,  საერთოდ,  მათ  პიროვნულ  თვისებებს  გაითვალისწინებდა  იმპერატორი,  სიფრთხილე  ზედმეტი  სულაც  არ  იქნებოდა.
ფუშესა  და  ტალეირანს  ერთმანეთი  არ  უყვარდათ.  როგორ  შეიძლებოდა  ორ  ასეთი  ყაიდის  ადამიანს  ერთმანეთი  თვალში  მოსვლოდათ? ერთმანეთს  ისინი  მუდამ  შურითა  და  ეჭვით  უყურებდნენ  და  ასეთ  დამოკიდებულებას.  წლების  მანძილზე  ინარჩუნებდნენ.  მაგრამ  მოხდა  საოცრება  და  1808  წლის  გვიანი  შემოდგომიდან  მოყოლებული  ეს  ორი  ადამიანი  ერთმანეთს  დაუახლოვდა.  ისინი  ფარულადაც  ხვდებოდნენ  ერთმანეთს  და  საჯაროდაც  არ  გაურბოდნენ  ურთიერთპატივისცემის  გამომჟღავნებას.  მათ,  ვისაც  ამ  ადამიანებზე  თვალყურის დევნა ჰქონდათ  დავალებული,  ცხადია,  ზუსტად  არ  იცოდნენ,  თუ  რაზე  საუბრობდნენ  ეს ტკბილად  მომღიმარი  გაიძვერები,  მაგრამ  თუ  ტვინის  ცოტათი  განძრევა მაინც  არ  დაეზარებოდათ,  საუბრის  თემაზე  ეჭვს  ნამდვილად  აიღებდნენ. მაგალითად  ისე,  როგორც  ეს  კლემენს  მეტერნიხმა  აილო.  ავსტრიის ელჩი  ვენაში  გაგზავნილ  დაშიფრულ  წერილში  ასეთ  სიტყვებს  ხმაროდა:  ...მე  ვატყობ,  რომ  ტალეირანი  და  მისი  მეგობარი  ფუშე  აღსავსენი არიან  სურვილით,  რათა  მაშინვე  გამოიყენონ  ხელსაყრელი  შემთხვევა, თუკი  ასეთი  შეექმნებათ,  მაგრამ  მე  იმასაც  ვატყობ,  რომ  მათ  იმდენი ვაჟკაცობა  არ  ექნებათ,  ასეთი  შემთხვევა  თავად  მოამზადონ“.  ყველა ყველა  და  მიხვედრილობასა  და  ენამახვილობას  ვერავინ  დაუწუნებდა კლემენს  ლოტარ  მეტერნიხ-ვინებურგს... 
ნაპოლეონმა,  ცხადია,  არ  იცოდა  ტალეირანის  ღალატის  შესახებ.  მაგრამ  მან  იცოდა,  რომ  ექს-მინისტრი  აღარ  ერიდებოდა  მისი  პირენეული  პოლიტიკის  საჯარო  ლანძღვას  და,  საერთოდ,  ობერ-კამერგერისა  და  ვიცე-ელექტორის  კვალობაზე,  უცნაურად  იქცეოდა.  ნაცვლად თავისი  მბრძანებლისადმი  ლოიალობის  გამოჩენისა,  იგი  უკვე  ენას  აღარ აჭერდა  კბილს  და  მის  მოქმედებას  ყოველმხრივ  აკრიტიკებდა. 
ყველა  ზემოთქმული  ნაპოლეონს  საშინლად  აღიზიანებდა  და მოთმინებას  აკარგვინებდა.  ჰაერში  ჭექა-ქუხილის  „სუნი“  იდგა.  და  აი, 28  იანვარს,  ესპანეთიდან  დაბრუნების  მეხუთე  დღეს,  იმპერატორმა  თავისთან  მინისტრებს  უხმო.  უხმო  ყოფილ  მინისტრსა  და  ობერ-კამერგერ თავად  ტალეირანსაც. 
იმპერატორი  თავიდან  მშვიდად  ლაპარაკობდა..  იგი  მინისტრთა კაბინეტის  საქმიანობას  იხილავდა,  ზომიერად  აკრიტიკებდა  სამინისტროებსაც  და  მინისტრებსაც,  როგორც  ყოველთვის,  ახლაც  მეტი  და უკეთესი  მუშაობისკენ  მოუწოდებდა  მათ.  შემდეგ,  ნაპოლეონი  წამოდგა და  ოთახში  ბოლთის  ცემას  მოჰყვა.  ცხადია,  წამოდგნენ  სხდომის  მონაწილენიც.  იმპერატორი  განაგრძობდა  ბოლთის  ცემას  და  ერთხანს  ხმას არ  იღებდა.  მერე  უცებ  შეჩერდა,  ტალეირანს  მიუბრუნდა  და...  დაიწყო: „თქვენ  ქურდი  ხართ.  ქურდი  და  არამზადა!  თქვენ  ღმერთი  არა  გწამთ და  მთელი  ცხოვრება  ყველას  ატყუებთ  და  ღალატობთ.  თქვენთვის  არაფერი  წმინდა  არ  არსებობს!  თქვენ  საკუთარ  მამასაც  გაყიდით!  მე  თქვენ სიკეთით  აგავსეთ,  თქვენ  კი  ჩემს  წინააღმდეგ  დაიწყეთ  საქმიანობა.  აი, უკვე  ათი  თვეა,  რაც  თქვენ  ჩემს  მოქმედებას  აკრიტიკებთ  ესპანეთში, ფიქრობთ  რა,  რომ  მე  იქ  ცუდად  მიმდის  საქმეები.  თქვენ  ამბობთ,  რომ ყოველთვის  ცდილობდით  ხელი  შეგეშალათ  ჩემთვის  ამ  წამოწყებაში, მაგრამ  ამაშიც  ურცხვად  სტყუით,  რადგან  ეს  თქვენ  იყაკით  პირველი, ვინც  ეს  აზრი  ჩამაწვეთა.  ან  იმ  საცოდავ  ადამიანზე  რაღას  იტყვით?  ვინ მიბიძგებდა,  სასტიკად  დამესაჯა  იგი  თუ  არა  თქვენ?  (ნაპოლეონი  ენგიენის  ჰერცოგის  საგალალო  ბედს  იხსენებდა.  დ.ც.).  რა  მიზნები  გაქვთ და  რა  გსურთ?  რისი  იმედი  გაქვთ?  აბა,  გაბედეთ  და  მითხარით  ამის  შესახებ.  მითხარით!  თქვენ  იმის  ღირსი  ხართ,  შუშასავით  რომ  დაგამსხვრიოთ  და  მე  შემწევს  ამის  ძალა,  მაგრამ  იმდენად  მეზიზღებით,  რომ ამას  არ  გავაკეთებ!  ნეტაგ  აქამდე  რატომ  არ  ჩამოგკიდეთ  კარუსელის მოედნის  რკინის  გისოსზე?  მაგრამ  ამის  დრო  კიდევ  არის  და  ამის დროც  მოვა!  თქვენ  აბრეშუმის  წინდებში  ჩაღვრილი  ტალახი  ხართ. გესმით,  ნეხვი  და  ტალახი!“
დარბაზში  სამარისებური  სიჩუმე  იდგა.  ფერმიხდილი  მინისტრები  ლამის  იყო  კანკალებდნენ.  ერთადერთი,  ვინც  გარეგნულ  სიმშვიდეს  ინარჩუნებდა,  ეს  თვით  ტალეირანი  იყო.  მიტკალივით  გათეთრებული  ექს-მინისტრი  სარივით  გაჭიმული  იდგა  გააფთრებული  იმპერატორის  წინ  და  გონებაში  სწრაფად  ანგარიშობდა:  ამ  კაცმა  რაღაც  იცის, უდაოდ  იცის,  მაგრამ  მთავარი  –  მისი  მოღალატეობრივი  კავშირი რუსეთის  მეფესთან  –  არ  იცის!  მან  რომ  ეს  იცოდეს,  იგი  უკვე  ვენსენის ციხეში  იქნებოდა.  მაშასადამე,  საქმე  არც  ისე  ცუდადაა.  ხოლო  რაც  ამ ყვირილსა  და  შეურაცყოფას  შეეხება,  ეს  ხომ  მეორეხარისხოვანია.  მთავარი  თავის  შენარჩუნებაა,  ღირსება  კი  რა  საკითხავია...
როცა  საშინელი  სცენა  დასრულდა  და  „სხდომის“  მონაწილენი მისაღებში  გამოგიდნენ,  გენერალმა  სეგიურმა  ტალეირანს  ჰკითხა:  რა იყო  ეს,  რა  ხდებოდა  იმპერატორის  კაბინეტშიო,  გალანძღულმა ექსმინისტრმა  ასე  უპასუხა:  რა  ცუდია,  რომ  ასეთი  დიდი  ადამიანი  ასეთი ცუდი  აღზრდილიაო.  ორიოდე  ნაბიჯის  გადადგმის  შემდეგ  კი  კიდევ  ერთი ფრაზა  წარმოსთქვა,  რომელიც  სეგიურმა  შეიძლება  ვერც  გაიგონა:  ასეთ რამეს  არ  ივიწყებენო...  ნეტავ  უარესი  რა  უნდა  გაეკეთებინა  ტალეირანს იმპერატორისთვის,  კიდევ  რომ  სამაგიეროს  გადახდით  იმუქრუბოდა? ბოლოს  კი  ისე  გამოვიდა,  რომ  ლამის  თვით  ნაპოლეონმა  დაუვიწყა  ტალეირანს  ორპირობა  (ღალატის  შესახებ  მან.  ცხადია,  კვლავ არაფერი.  იცოდა).  ამიტომ  ბენევენტოს  თავადმა  გააგრძელა  სასახლეში სიარული,  გააგრძელა „ყველა  საჭირო  თუ  არასაჭირო  დროს  იმპერატორისთვის  მოკითხვის  ბარათების  გაგზავნა,  რომლებზეც  ნაპოლეონი  არ პასუხობდა,  მაგრამ  ოფიციალური  მიღებების  დროს  კი  წელში  ორად მოხრილ  ექსმინისტრს  ცივად  მაინც  უკრავდა  ხოლმე  თავს.  ტალეირანსაც  მეტი  არ  უნდოდა.  იგი  გადარჩენილად  და  ლაღად  გრძნობდა  თავს და  „ძველ  საქმეს“  არ  ეშვებოდა.  იგი  კვლავ  უგზავნიდა  საიდუმლო  ინფორმაციას  მეფე  ალექსანდრეს  და  აწ  უკვე  კლემენს  მეტერნიხსაც,  რომელიც  იმ  დროისათვის  დააწინაურეს  და  ვენაში  საგარეო  საქმეთა  მინისტრად  გადაიყვანეს.  ყველაფერი  ძველებურად  მიდიოდა,  ახალი  მხოლოდ  ის  იყო,  რომ  მესიე  დე  ტალეირანი  თავის  შიფროგრამებს  „ანნა ივანოვნას“  ნაცვლად,  უფრო  ხშირად,  „ჩემს  მეგობარს",  ან  „ჩემს  ბიძაშვილ  ანრის“,  ან  სულაც  „ლამას  ლეანდრს“ მიაწერდა  ხოლმე. იმპერატორი?  იმპერატორი  ავსტრიასთან  ომისთვის  ემზადებოდა,  ამ  საქმეში  იყო  ჩაფლული  და  ეს  გაიძვერა,  ფლიდი  ტალეირანი  და მისი  ახალი  დოსტი  –  ფუშე  მაინცდამაინც  აღარც  ენაღვლებოდა.  ძალიან  ტყუილად...
ეს  ახალი  ომი  ავსტრიასთან  იმპერატორს  მაშინ  არ  უნდოდა. არ  უნდოდა  და  არ  სჭირდებოდა  –  მას  ერთი  ომი  ისედაც  დასამთავრებელი  ჰქონდა  და  ახალში  ჩაბმა  რაში  გამოადგებოდა?  მაგრამ  მოვლენები  ისე  განვითარდა,  რომ  ომის  დაწყება-არდაწყების  საკითხი  მისი  გადასაწყვეტი  აღარ  შეიქნა:  ომი  ავსტრიამ  წამოიწყო  და  პირველი  ნაბიჯიც  ამ  ქვეყანამ  გადადგა.
საომარი  მოქმედებები  აპრილში  დაიწყო.  დაიწყო  ბავარიაში  – ნაპოლეონის  მოკავშირე  ქვეყანაში,  რომელიც  რაინის  კავშირის  წევრიც იყო.  შეტევის  დბიექტად  ავსტრიელებმა  ეს  მხარე  შემთხვევით  არ აირჩიეს.  ისინი  თვლიდნენ,  „რომ  ნაპოლეონის  მკაცრი  მეთვალყურეობის ქვეშ  მყოფი  ამ  გერმანული  ქვეყნის  მოსახლეობა  ხელგაშლილი  შეეგებებოდა  თავის  გერმანულენოვანი  მეზობლის  არმიას  და  მხარში  ამოუდგებოდა  მას  საერთო  მტრის  წინააღმდეგ  საბრძოლველად.  წინასწარ  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ჰოფკრიგსრატის  ეს  იმედი  არ  გამართლდა.  მართალია,  ბავარიელთა  მნიშვნელოვანი  ნაწილი  მართლაც  არ  იყო  კმაყოფილი  ფრანგთა  იმპერატორის  მათ  საქმეებში  უცერემონიო  ჩარევისა,  მაგრამ  იმავე  ბავარიელთა  თუ  მეტი  არა,  ყოველ  შემთხვევაში,  არანაკლები ნაწილი  ავსტრიელებსაც  უნდობლად  ეკიდებოდა  და  სრულიადაც  არ  მიისწრაფოდა  მათ  მხარეზე  გადასვლისაკენ  (ბავარიელებს,  ისე  როგორც სხვა  მომცრო  გერმანული  სახელმწიფოების  ხალხებს,  წყნარი  და  მშვიდი  ცხოვრება  სურდათ  და  არა  სხვისი  ინტერესების  დასაკმაყოფილებლად  სისხლისმღვრელ  ომებში  მონაწილეობა.  სხვა  საკითხია,  რომ  მათ ამ  სურვილს  შესრულება  არ  ეწერა  –  ძალები,  რომლებიც  ამ  ხალხებს ომებში  ითრევდნენ  და  ერეკებოდნენ,  მათზე  განუზომლად  ძლიერნი  იყვნენ  და  ამიტომ  თავიანთ  ნებაზე  ათამაშებდნენ).
ძალთა  უდიდესი  დაძაბვის  წყალობით  ავსტრიელებმა  1809 წლის  გაზაფხულისათვის  310-ათასიან  არმიას  მოუყარეს  თავი.  ამ  არმიის  ერთი  ნაწილი  გალიციაში  იდგა  (40  ათასი  ჯარისკაცი),  მეორე  – იტალიის  საზღვარზე  (90  ათასი  მეომარი),  ხოლო  მესამე  და  ძირითადი –  ბოჰემიაში.  ამ  უკანასკნელს,  ე.წ.  „გერმანულ  არმიას“,  სათავეში სამხედრო  მინისტრი  გენერალისიმუსი  კარლ  ჰაბსბურგი  ედგა.  საომარი მოქმედება  სამივე  არმიას  ერთდროულად  უნდა  დაეწყო.  გალიციისას  – პოლონეთში  შეჭრით,  იტალიისას  –  ჩრდილოეთ  იტალიაში,  ხოლო გერმანიისას  –  ბავარიაში.
1809  წლის  დასაწყისისათვის  საფრანგეთის  არმიის  მნიშვნელოვანი  ნაწილი  –  100  ათასამდე  ჯარისკაცი  –  გერმანიისა  და  პოლონეთის  სხვადასხვა  ქალაქში  იყო  გარნიზონების  სახით  გაფანტული.  ომის საფრთხის  მოახლოების  გამო,  ნაპოლეონის  ბრძანებით,  ამ  შენაერთებმა ნელ-ნელა  მაინზე  –  ბამბერგისა  და  ვიურცბურგის  მიდამოებში  იწყეს თავმოყრა.  სანამ  ავსტრიელები  თავიანთ  ძალებს  ერთად  განალაგებდნენ,  ფრანგთა  კორპუსების  ცალ-ცალკე  დგომას  გარკვეული  აზრი ჰქონდა  –  საჭიროების  მომენტში  ისინი  საომარი  მოქმედების  საჭირო ასპარეზზე  მოიყრიდნენ  თავს.  ამიტომ  იყო,  რომ  მას  შემდეგ,  რაც  გამოიკვეთა  მოწინააღმდეგის  ძირითადი  ძალების  ბოჰემიაში  კონცენტრაციის ტენდენცია,  ნაპოლეონმა  ბერტიეს  უბრძანა  ფრანგთა  ჯარებსაც  შესაბამის  რეგიონში  მოეყარათ  თავი.  ბერტიემ,  რომელიც  იმპერატორის  არყოფნაში  მთავარსარდლის  მოვალეობას  ასრულებდა  გერმანიაში,  დავალება  სანახევროდ  შეასრულა.  საქმე  ის  იყო,  რომ  ბერტიემ  არ  იცოდა, საით  მიმართავდა  დარტყმას  მოწინააღმდეგის  მთავარი  არმია  –  მიუნხენისკენ,  რეგენსბურგისა  თუ,  სულაც,  საქსონიისაკენ.  შტაბის  ნაცადი მეთაური  ალექსანდრე  ბერტიე  ჯარების  სარდლობაში  მოიკოჭლებდა და  ამიტომ  თავის  თავზე  ვერ  იღებდა  ეგზომ  საპასუხისმგებლო  მისიას. ამის  გამო  იყო,  რომ  როდესაც  10  აპრილს  ერცჰერცოგმა  კარლმა  მდინარე  ინი  გადალახა  და  სამი  კოლონით  ბავარიაში  შეიჭრა,  ფრანგების 140-ათასიანი  არმია  ერთ  მუშტად  შეკრული  კი  არ  დახვდა  მტერს,  არამედ  რეგენსბურგის,  აუგსბურგის  და  ულმის  მიდამოებში  გაფანტული.
ერცჰერცოგმა  კარლმა  თავისი  არმია  ერთობ  მოხერხებულად განალაგა  ბოჰემიაში  (პილზენისა  და  ბუდვაისის  მიდამოებში).  გენერალისიმუსი  სწორედ  იქიდან  აპირებდა  რეგენსბურგისკენ  გალაშქრებას. მაგრამ  ვენის  დაუცველი  მდგომარეობით  შეფიქრიანებულმა  ჰოფკრიგსრატმა  არ  დაანება  მას  ესოდენ  „შორეული  ექსკურსია“  და  მის  ნაცვლად  ბავარიაში  შეჭრა  ურჩია.  შედეგად,  კარლმა  შეცვალა  თავდაპირველი  გეგმა  და,  ნაცვლად  სწრაფი  და  აქტიური  შეტევისა  ფრანგთა  გაფანტულ  კორპუსებს  შუა,  სამხრეთის  მიმართულებით  წავიდა  და  ლინცზე  გავლით  სასაზღვრო  მდინარე  ინს  მიადგა.  როგორც  ვიცით,  მან  ინი 10  აპრილს  გადალახა,  რითიც  საომარი  მოქმედების  დაწყებას  დაუდო საფუძველი:  დისლოკაციის  ასეთმა  შეცვლამ  ავსტრიელებს  მთელი ორი  კვირა  დააკარგვინა  –  დროის  ის  ძვირფასი  მონაკვეთი,  რომელიც დასავლეთის  მიმართულებით.  სწრაფი  შეტევისას  შეეძლოთ  წარმატებით  გამოეყენებინათ.  მაგრამ,  ასეთი  სწრაფი  და  ენერგიული  მოქმედება ხომ  ტრადიციულად  არ  ჯდებოდა  ავსტრიული  სამხედრო  დოქტრინის დოგმებში!  ერცჰერცოგი  კარლი  კი,  რომელსაც  ესმოდა  სწრაფი მანეგრირების ფასი,  წინ  გერ  აღუდგა  ჰოფკრიგსრატის  ნებას და,  კამპანიის  საზიანოდ.  სხვა,  „შემთანხმებლური“  გზა  აირჩია. 
ახალი  გეგმის  თანახმად.  კარლს  განზრახული  ჰქონდა  ორი კორპუსით  შეეკავებინა  დავუ  რეგენსბურგის  მიდამოებში,  ხოლო  6 კორპუსით  დუნაის  მარჯგენა  ნაპირზე  ემოძრავა,  გადაელახა  მისი  შენაკადები  ინი  და  იზარი,  აეღო  მიუნხენი  და  ფრონტზე  რიგრიგობით  გამომავალი  ფრანგთა  შენაერთები  ცალ-ცალკე  დაემარცხებინა. მოწინააღმდეგის  შეტევის  დაწყებისთანავე  ბერტიემ  სარკეებიანი  ტელეგრაფის  მეშვეობით  დაუყოვნებლივ  გაგზავნა  დეპეშა  იმპერატორთან,  ნაპოლეონს  ომის  დაწყების  ამბავი  თეატრში  ამცნეს.  ცხადია, მან  წამსვე  მიატოვა  პრემიერა  და  იმავე  ღამით  საომარი  მოქმედების ასპარეზისკენ  გაეშურა.  17  აპრილს  ნაპოლეონი  უკვე  დონაუვერტში იყო.  იმპერატორმა  მაშინვე  გაუგზავნა  ბრძანება  დავუს,  დაეტოვებინა რეგენსბურგი,  აჰყოლოდა  დუნაის  მარჯვენა  ნაპირს  და  აბენსბერგთან გასულიყო.  აბენსბერგთან  გამოიძახა  ნაპოლეონმა  უდინოს  კორპუსიც. ამ  ქალაქთან  უკვე  იმყოფებოდა  ლეფევრის  კორპუსი.  ძლიერი  ცენტრალური  დაჯგუფების  შექმნით  ნაპოლეონი  წინ  აღუდგა  შეტევაზე  გადასულ  კარლის  ძირითად  ძალებს  და  მათთან  ფრონტალური  ბრძოლის  გამართვა  გადაწყვიტა.  მაგრამ,  იმპერატორი  მარტო  პირდაპირი  შერკინების  იმედზე  არ  დარჩა!  იმავე  დროს  მან  მასენას  უბრძანა  ულმი  დაეტოვებინა  და  შორეული  მანევრით  კარლის  ჯარების  ზურგში  გასულიყო. ერცჰერცოგმა  კარლმა  დაიკავა  მიუნხენი,  დაიკავა  სტრატეგიული  მნიშვნელობის  ქალაქი  ლანდსჰუტი,  16  აპრილს  გადალახა  იზარი  და  სამი კორპუსით  რეგენსბურგისკენ  გაემართა  დავუს  კორპუსის  გასანადგურებლად,  რომელსაც  ჩრდილო-აღმოსავლეთიდან  კოლოვრატისა  და ბელჰარდის  კორპუსებიც  ემუქრებოდნენ.  სწორედ  ამ  დროს  გამოჩნდა საომარ  ასპარეზზე  ნაპოლეონი,  რომელმაც  მაშინვე  აამოქმედა  ის  გეგმა,  რომელზეც  ზემოთ  ვილაპარაკეთ.
იმპერატორის  გეგმის  თანახმად,  დავუმ  რეგენსბურგში  ერთიმგაძლიერებული  პოლკი  დატოვა  და  თავისი  კორპუსით  დუნაის  აუყვა აბენსბერგის  მიმართულებით.  ეს  19  აპრილს  მოხდა.  ასევე  19  აპრილს დაიძრა  რეგენსბურგისაკენ  ერცჰერცოგი  კარლიც,  რომელსაც  თან  65 ათასი  მეომარი  ახლდა.  დავუ  თავის  ფლანგურ  მარშს  ოთხი  კოლონით ახორციელებდა,  რომელთაგან  ერთი,  უკიდურესად  მარჯვენა,  აღალისაგან  შედგებოდა  და  მდინარის  ნაპირს  მიუყვებოდა.  გამოცდილი  დავუ მარჯვედ  იყენებდა  ტყის  საფარებსა  და  მომცრო  გორაკებს,  რომლებიც იმ  ადგილებში  „მისდევდა“  დუნაის.  მარშალმა  იცოდა,  რომ  მის  შესახვედრად  კარლი  მოდიოდა  და  მას  ძალების  დიდი  უპირატესობა  ჰქონდა (დავუს  იმ  დროს  სულ  23  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა). 
19  აპრილს  ორი  ბრძოლა  გაიმართა  ტოიგენთან  და  ჰაუზენთან: დავუს  მთელ  კორპუსსა  და  ერცჰერცოგ  კარლის  ჯვარის  მეწინავე  შენაერთებს  შორის.  ორივე  ბრძოლა  ფრანგების  გამარჯვებით  დასრულდა: დავუ  მოხერხებულად  იყენებდა  გარემო  პირობებს  და  თავისი  კარგად გაწვრთნილი  ჯარისკაცების  საბრძოლო  თვისებებს  (დავუს  კორპუსი თითქმის  მთლიანად  ფრანგებისაგან  შედგებოდა  და  მის  დივიზიებს  ისეთი  მამაცი  და  გამოცდილი  გენერლები  მეთაურობდნენ.  როგორებიც  იყვნენ  სენტ-ილერი,  ფრიანი,  გიუდენი  და  მორანი).  იმ  დღეს  ისე  გამოვიდა,  რომ  20  ათას  ფრანგს  65  ათასიდან  მხოლოდ  25  ათასი  ავსტრიელი დაუპირისპირდა.  ორივე  ეს  შეტაკება  დასაწყისი  გახდა  იმ  ფართომასშტაბიანი  და  უწყვეტი  ხუთდღიანი  შერკინებისა,  რომელიც  სამხედრო ისტორიაში  რეგენსბურგის  ოპერაციის  სახელით  შევიდა.
19  აპრილის  ბრძოლების  შედეგად  კარლმა  ვერათუ  ვერ  გაანადგურა  დავუს  კორპუსი,  არამედ  რეგენსბურგისკენაც  კი  ვერ  წაიწია.  ნაპოლეონს  კი  უდაოდ  უკეთესი  მდგომარეობა  შეექმნა:  მას  ახლა  ლამის მთელი  თავისი  არმია  ერთ  უწყვეტ  ხაზზე  ჰყავდა  განლაგებული  –  დავუ მარცხენა  ფლანგზე,  ლანი  და  ლეფევრი  ცენტრში,  ხოლო  მარჯევნივ  მასენა  –  სულ  120  ათასი  ჯარისკაცი.  კარლის  რიცხობრივი  უპირატესობა  თითქოს  ქარმა  წაიღო  –  ერცჰერცოგის  დაფანტული  კორპუსები  უკვე  ძნელად  თუ  მოახერხებდნენ  ერთად  თავმოყრას.  ნაპოლეონმა  მაშინვე შენიშნა  მოწინააღმდეგის  განლაგების  ყველაზე  სუსტი  წერტილი  – აბენსბერგი  –  და  მეორე  დღესვე,  20  აპრილს,  დარტყმა  სწორედ  იქ განახორციელა.  ამ  დარტყმით  ავსტრიელთა  არმია  ორად  გადაიჭრა. ჩრდილოეთის  მიმართულებაზე  (ავსტრიელთა  მარჯვენა  ფლანგი) ერცჰერცოგი  კარლი  დარჩა  ძირითადი  ძალებით,  ხოლო  სამხრეთით (მარცხენა  ფრთაზე)  ერცჰერცოგი  ლუდვიგი  და  გენერალი  ჰილერი. შექმნილ  ვითარებაში  კარლმა  გადაწყვიტა  მაინც  წასულიყო რეგენსბურგისკენ,  სადაც  იგი  კოლოვრატისა  და  ბელჰარდის  კორპუსებს  შეიერთებღა.  სრულიად  საწინააღმდეგო  რამ  მოიმოქმედა  ნაპოლეონმა.  მან  დავუს  უბრძანა  თავისი  25-ათასიანი  კორჰუსით  ფეხი  არ  მოეცვალა  მარცხენა  ფლანგიდან  და  კარლის  მოძრაობისთვის  თვალყური ედევნებინა,  თვითონ  კი  სათავეში  ჩაუდგა  გვარდიას,  ლეფევრისა  და ლანის  კორპუსებს,  მკვეთრად  შეიცვალა  მიმართულება  და  სამხრეთ-აღმოსავლეთით  ზიგენსბურგს  შეუტია.  მანამდე,  დილაუთენია,  მან  აბენსბერგის  გორაკებიდან  დაზვერა  ავსტრიელთა  ორი  დაჯგუფების  დისლოკაცია.  შედეგად,  იმპერატორმა  გადაწყვეტილება  მიიღო  სასწრაფოდ  დაერტყა  ლუდვიგისა  და  ჰილერის  შენაერთებისთვის,  აეღო  ლანდსჰუტი  და  წინასწარ  გადაეჭრა  ავსტრიელებისთვის  ვენისკენ  მიმავალი  გხზა.  რათა  ამ  მიმართულებით  მათი  მოსალოდნელი  უკანდახევის შემთხვევაში  ალყაში  მოექცია  ისინი.
ზიგენბურგი  პირველი  პუნქტი  იყო  მონიშნული  დარტეყვმის  მიმართულებაზე.  ამ  ქალაქთან  მწვავე  ბრძოლა  გაიმართა  ლანის.  ლეფევრისა  და  ნანსუტის  კორპუსებსა  და  ერცჰერცოგ  ლუღვიგის  შენაერთს შორის.  რიცხვით  მრავალმა  ფრანგთა  მხარემ  უკუაგდო  ერცჰერცოგი. მძიმე  წუთებში  მას  ჰილერი  მიეშველა,  მაგრამ  უშედეგოდ  –  ფრანგები აგრძელებენ  შეტევას,  მტერი  ვერ  უძლებს  დარტყმას  და  გარბის.  ნანსუტის  ცხენოსნები  ლანდსჰუტამდე  სდევენ  მას.  ქალაქი  საკმაოდ  გამაგრებულია  და  იქ.  ბევრი  ავსტრიელი  ჯარისკაცია,  მაგრამ  ნაპოლეონს ესმის  ამ  პუნქტის  მნიშვნელობა  და  კიდევ,  რაც  მთავარია,  დროისა,  რომელიც  ომში  მუდამ  ცოტაა  და  მას  ჭკუით  უნდა  გამოყენება!  ლანდსჰუტს  დასავლეთიდან  მასენას  შენაერთებიც  უახლოვდება,  მაგრამ  იმპერატორი  არ  უცდის  მათ  მოსვლას.  მის ხელთ  არსებული  ძალებით  იგი სწრაფად  უტევს  ქალაქს  და  სასტიკი  ბრძოლის  შემდეგ  იკავებს  კიდეც მას.  ჰილერი  სტოვებს  ლანდსპჰუტს  და  ნოიმარკტისკენ  იხევს.  ლანდსპუტის  მარშ-მანევრი  წარმატებით  სრულდება.
ახლა  ნაპოლეონი  კვლავ  იცვლის  მიმართულებას  და  კვლავ  ერცჰერცოგ  კარლისკენ  მიმართავს  ძირითად  დარტყმას!  იგი  დიდი  სისწრაფით  მიექანება  ჩრდილოეთისაკენ,  დავუს  დასახმარებლად,  რომელსაც  ავსტრიელთა  სამჯერ  მეტი  ჯარი  უტევს  –  კარლმა  როგორც  იქნა დაიკავა  რეგენსბურგი  და  ახლა  ცდილობს  ზურგში  მოექცეს  დავუს.  იგი სამი  კორპუსით  უტევს  მას  ეკმიულთან,  მაგრამ  გმირულად  მებრძოლი მარშალი  წარმატებით  იგერიებს  მის  შეტევებს,  ამასობაში  ბრძოლების ასპარეზს  იმპერატორიც  მიუახლოვდა,  რომელმაც  მარშზე  მყოფი  თავისი  შენაერთები  შეუსვენებლივ  გაგზავნა  ცეცხლში.  ლანი  ავსტრიელთა მარცხენა  ფრთას  ეცა,  დამხმარე  ძალის  გამოჩენით  გულმოცემულმა  და- გუმ  უკვე  თვითონ  შეუტია  მტრის  მარჯვენა  ფლანგს,  ხოლო  იმპერატორმა  პირადად  დაარტყა  მის  ცენტრს.  გააფთრებული  ბრძოლა  რამდენიმე  საათს  გაგრძელდა.  თანდათან  უპირატესობა  ფრანგების  მხარეზე გამოიკვეთა  და  ერცჰერცოგმა  თავისიანებს  რეგენსბურგისკენ  უკანდახევა  უბრძანა.  ფრანგები  უკან  მიჰყვნენ  დამარცხებულ  მტერს,  მაგრამ ჰოხბერგის  შემაღლებაზე  განლაგებული  ავსტრიელთა  მძლავრი  არტილერია  თავისი  ცეცხლით  აყოვნებდა  მათ  წინსვლას.  იმპერატორმა  ნანსუტის  უბრძანა  თავისი  10  ათასი  ცხენოსნით  პირდაპირი  იერიში  მიეტანა  მტრის  ბატარეებზე  და  დაედუმებინა  ისინი.  მართლაც,  თავზეხელაღებული  იერიშის  შედეგად  ფრანგთა  კავალერიის  ამ  უზარმაზარმა მასამ  ერთიანად  გადათელა  ავსტრიელთა  არტილერია  და  გზა  გაუხსნა თავის  ჯარს.  ეკმიულის  ბრძოლა  22  აპრილს  გაიმართა,  იმ  დღესა  და, საერთოდ,  მთელს  რეგენსბურგის  ოპერაციაში  გამოჩენილი  ოსტატობისა  და  სიმამაცისათვის  იმპერატორმა  მარშალ  დავუს  ეკმიულის  ჰერცოგის  ტიტული  უბოძა.
23  აპრილს  ნაპოლეონი  უკვე  რეგენსბურგის  კედლებთან  იყო  და კარლის  არმიის  ნარჩენებს  უტევდა.  ეს  ქალაქი  რომ  ფრანგების  ხელში ყოფილიყო,  მაშინ  ერცჰერცოგს  უკანდასახევი  არ  ექნებოდა  და  იძულებული  გახდებოდა  თავის  შენაერთებთან  ერთად  იარაღი  დაეყარა.  რადგან  დუნაიზე  გადასასვლელი  ერთადერთი  ხიდი  იმ  მიდამოებში  მხოლოდ რეგენსბურგში  იყო.  მაგრამ  კარლმა  მოასწრო  უკანდახევა  და  ბოჰემიას შეაფარა  თავი. 
ასე  დასრულდა  რეგენსბურგის  ეს  განთქმული  ოპერაცია,  რომელშიც  ნაპოლეონმა  კვლავ  გამოავლინა  თავისი  უჭკნობი  მხედართმთავრული  ხელოვნება  და  ხუთ  დღეში  ხუთ  ბრძოლაში  დაამარცხა  საგანგებოდ  მომზადებული  ჭარბი  მოწინააღმდეგე  მიუხედავად  იმისა,  რომ მტერს  სათავეში  ედგა  ერთობ  გამოცდილი  და  სამხედრო  საქმის  ჭეშმარიტი  მცოდნე  მხედართუფროსი! 
აი,  როგორ  შეფასებას  აძლევენ  ნაპოლეონის  როლს  ამ  ოპერაციაში  ისეთი  ცნობილი  სამხედრო  სპეციალისტები,  როგორებიც  იყვნენ ჟომინი  და  მიხნევიჩი: „ამ  ოპერაციის  განხილვა  ნათლად  გვიჩვენებს,  თუ  რა  უბრწყინვალესი  იყო  ნაპოლეონის  ყოველი  მოქმედება  მისი  წარმოების  დროს. იმპერატორმა  პარიზში  12  აპრილს  შეიტყო  ავსტრიელთა  ბავარიაში შეჭრის  ამბავი.  ოთხ  დღეში  მან  200  ლიო  (900  კილომეტრი)  დაფარა და  დუნაიზე  გაჩნდა.  შემდეგ  ხუთ  დღეში  მან  ხუთი  ბრძოლა  მოიგო, დაამარცხა  რა  მასზე  რიცხვმრავალი  მოწინააღმდეგე,  მისი  მარცხენა ფლანგი  მდინარე  ინს  მიღმა  უკუაგდო.  ხოლო  მარჯვენა  –  ბოჰემიაში... სულ  რამდენიმე  საათით  შეყოვნებას  სხვა  შედეგი  შეეძლო  მოეტანა. არც  ერთ  სხვა  ქმედებას  ასე  ნათლად  არ  უჩვენებია  ომში  დროის  ჭეშმარიტი  ფასი,  როგორც  ეს  ნაპოლეონმა  ამ  კამპანიაში  აჩვენა.  ნაპოლეონის  ეს  ენერგია  და  სისწრაფე  მომავალ  თაობებშიც  განცვიფრებას  გამოიწვევს“  (ჰაინრიჰ  ჟომინი). „ხუთდღიანი  ბრძოლა  რეგენსბურგთან  სტრატეგიული  ხელოვნების  ერთ-ერთ  უდიდეს  მიღწევას  წარმოადგენს,  როგორც  ოპერაციის არაჩვეულებრივი  ენერგიით  წარმოების,  ისე  მისი  ოსტატურად მომზადების  თვალსაზრისით“  (ნიკოლოზ  მიხნევიჩი).
ხუთ  დღეში  ავსტრიელებმა  40  ათასი  მეომარი  დაკარგეს  მოკ- ლულთა  და  დაჭრილთა,  ხოლო  15  ათასი  –  ტყვედ  ჩავარდნილთა  სახით... ბავარიის  კანპანიაში  განცდილი  მარცხი  ავსტრიელთა  სტრატეგიის  სრულ  კრახზე  მიუთითებდა.  ნაცვლად  ფართო  მასშტაბის  შეტევითი  ოპერაციებისა.  ერცჰერცოგი  კარლი  იძულებული  ხდებოდა  სწრაფად  დაეხია  უკან  და  თავდაცვითს  ღონისძიებებზე  ეზრუნა.  ამგვარად, სრულიად  მოულოდნელად,  ავსტრიელთა  სარდლობას  მთავარ  საფიქრალად  ვენა  გაუხდა.  პოფკრიგსრატის  მიერ  ამდენი  ხნის  განმავლობაში ასეთი  რუდუნებით  შედგენილი  ომის  გეგმა  სულ  სხვა  მიხნებს  ისახავდა,  რეალობამ  კი  სხვა  რამ  მოიტანა.  ამიტომ  ისე  მოხდა,  რომ  თავდაცვისათვგის  ვენა  სათანადოდ  მომზადებული  არ  აღმოჩნდა  –  არც  სამხედრო  და  არც  ფსიქოლოგიური  თვალსაზრისით.  „ვენის  გამაგრების  ნაცვლად,  ისინი  მაინცის  გარემოცვაზე  ფიქრობდნენო“  –  იცინოდა  შემდეგ ნაპოლეონი.  მდგომარეობის  გამოსწორების  მიზნით  ვენის  მესვეურებმა იმპერიის  დედაქალაქს  სასწრაფოდ  დაუწყეს  გამაგრება,  მაგრამ,  როგორც  შემდეგ  გამოირკვა.  ეს  ღონისძიებები  დაგვიანებული  იყო.
დედაქალაქისკენ  კარლი  ორი  კოლონით  იხევდა.  პირველი  კოლონა,  რომელსაც  თვითონ  მეთაურობდა,  ძირითადი  ძალებისგან  შედგებოდა  და  დუნაის  მარცხენა  მხარეზე  მოძრაობდა.  მეორე  კოლონას  კი, შედარებით  მცირერიცხოვანს,  გენერალ  ჰილერის  კორპუსი  შეადგენდა და  იგი  მდინარის  მარჯვენა  მხარეზე  მიუყვებოდა  ვენისკენ  მიმავალ  გზას. რეგენსბურგთან  მოპოვებული  დიღი  გამარჯვების  მიუხედავად ნაპოლეონი  სავსებით  კმაყოფილი  არ  იყო,  რადგან  ავსტრიელთა  არმია საბოლოო  განადგურებას  გადაურჩა.  „სამდღიანი  კამპანია“,  რომლითაც ავსტრიას  აშინებდა  ნაპოლეონი,  არ  გამოვიდა  და  ომი  გაჭიანურდა. ასეთ  ვითარებაში  იმპერატორმა  გადაწყვიტა  ვენა  აეღო.  უნდა  ითქვას, რომ  ომის  ამ  ეტაპზე  მოწინააღმდეგის  დედაქალაქის  აუცილებლად ხელში  ჩაგდება  არ  იყო  ნაპოლეონის  მთავარი  მიზანი.  მისი  მიზანი  იყო როგორმე  გენერალურ  ბრძოლაში  ჩაება  ავსტრიის  ჯარი  და  ისე  დაე- მარცხებინა  იგი,  რომ  ქვეყნის  ხელისუფლებას  ფრანგებისათვგის  ხელსაყრელი  საზაგო  მოლაპარაკება  გაემართა.  ასეთი  ბრძოლისთვის  საუკეთესო  ადგილად  ნაპოლეონს  ვენის  შემოგარენი  მიაჩნდა.  იმპერატორი ვარაუდობდა,  რომ  თუ  ავსტრიელები  ვენასთან  მასზე  ადრე  მივიდოდნენ,  ისინი  ქალაქის  კედლებთან  ფრანგებს  აუცილებლად  გაუმართავდნენ  ბრძოლას,  რათა  დაეცვათ  დედაქალაქი,  ხოლო  თუ  თვითონ  დაასწრებდა  ავსტრიელებს  ვენაში  შესვლას,  მაშინ  ისინი  მაინც  არ  აარიდებდნენ  ბრძოლას  თავს,  რათა  უკან  დაებრუნებინათ  დაკარგული  სატახტო  ქალაქი. 
ნაპოლეონმა  დამარცხებულ  კარლს  ფეხდაფეხ  არ  მისდია. ფრანგთა  მთავარსარდალმა  ამჯობინა  დუნაის  მარჯვენა  მხარეზე  ემოქმედა.  ბრაუნაუზე  გავლით,  იმპერატორის  ამ  ჩანაფიქრს  ღრმა  ახრი ჰქონდა.  მარჯვენა  დუნაისპირეთში  ყოფნა  ფრანგებს  ოპერატიულ  თავისუფლებას  უქმნიდა,  რადგან  ჰილერის  შედარებით  მცირერიცხოვანი ჯარი  მათ  წინააღმდეგობას  ვერ  გაუწევდა.  ამავე  დროს  ადვილი  იქნებოდა  იტალიიდან  მომავალი  ეჟენი  ბოჰარნესა  და  მაკდონალდის  კორპუსების  შემოერთება  მთავარ  ძალებთან.  ამავე  მიზეზის  გამო  არც  დალმაციიდან  გამოძახებულ  მარმონის  კორპუსთან  შეხვედრა  გაძნელდებოდა,  გაჭიანურებული ომის  პირობებში  კი  ამ  გარემოებას  ცოტა  მნიშვნელობა  როდი  ექნებოდა. 
კარლმა  მომავალი  მოქმედების  გეგმა  უკანდახევის  მძიმე  პირობებში  შეიმუშავა.  თავდაპირველად  ის  ვარაუდობდა,  მტერი  როგორმე დედაქალაქამდე  არ  მიეშვა.  ამ  მიზნის  განსახორციელებლად  მან  ლინცთან  დააპირა  დუნაის  გადალახვა  და  ჰილერის  ჯართან  შეერთება.  მაგრამ  ეს  კარლის  გეგმის  მხოლოდ  ნაწილი  იყო.  ამ  ჩანაფიქრის  მთავარი არსი  იმაში  მდგომარეობდა,  რომ  ავსტრიელ  გენერალისიმუსს  სურდა იტალიიდან  უკანდახეული  ერცჰერცოგ  იოჰანის  ჯარის  შემოერთებაც. ავსტრიელთა  გაერთიანებული  ლაშქარი  უკვე  მნიშვნელოვანი  ძალა გახდებოდა  და  იგი,  კარლის  აზრით,  წარმატებით  შეძლებდა  დედაქალაქის  დაცვას.  მაგრამ  ამ  გეგმას  განხორციელება  არ  ეწერა.  ნაპოლეონმა ამოიცნო  მოწინააღმღეგის  ჩანაფიქრი  და  დაასწრო  მას.  იმპერატორის მეწანავე  ლაშქარი  ებელსბერგთან  წამოეწია  პილერს  და  დაამარცხა იგი.  დამარცხებულ  ჰილერს  სხვა  არაფერი  დარჩენოდა  გარდა  იმისა, რომ  თავისი  შენაერთის  ნარჩენებით  დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გაეღწია  და  მთავარ  ძალებს  შეერთებოდა.  მოვლენათა  ამგვარი  მსვლელობის  გამო  ავსტრიელებს  მარჯვენა  დუნაისპირეოში  ჯარი  აღარ  დარჩათ და  ფრანგებს  მოქმედების  სრული  თავისუფლება  მიეცათ.  ნაპოლეონმაც აღარ  დააყოვნა  და  ვენას  მიაშურა.  ვენისკენ  გაემართა  კარლიც,  რომელიც  უკვე  სხვა  გეგმის  განხორციელებაზე  ფიქრობდა.  ორივე  არმია  პარალელური  მარშით  მიემართებოდა  ავსტრიის  დედაქალაქისკენ.  ფრანგებს  უკეთესი  გეოგრაფიული  მდებარეობა  ჰქონდათ  (ვენა  მაშინ  დუნაის მხოლოდ  მარჯვენა  ნაპირზე  მდებარეობდა)  და  ისარგებლეს  კიდეც: ამით:  უკვე  10  მაისისათვის  ისინი  ქალაქს  მიადგნენ.
სახელდახელოდ  გამაგრებული  ქალაქის  დაცვა  ერცჰერცოგ მაქსიმილიანს  დაევალა,  მაგრამ  ჰაბსბურგების  იმპერიის  სატახტო  ქალაქმა  ვერავითარი  წინააღმდეგობა  ვერ  გაუწია  მომხდურებს,  როგორც კი  ფრანგთა  არტილერიამ  სროლა  დაიწყო  და  ქალაქში  ხანძრის  პირველი  კერები  გაჩნდა,  ვენის  დამცველებს  ნერვებმა  უმტყუნეს  და  თეთრი ბაირაღი  გამოჰკიდეს.  ეს  1809  წლის  13  მაისს  მოხდა.  ოთხი  წლის „შესვენების”  შემდეგ  ნაპოლეონი  კვლავ  ვენაში  იყო.  იგი  კვლაჭ  შენბრუნის  სასახლეში  დაბინავდა,  მაგრამ  განცხრომასა  და  დასვენებაზე ახლაც  არ  უზრუნია.  ომი  ჯერაც  შორს  იყო  დამთავრებისაგან,  რადგან ავსტრიელებმა  ბრძოლისუნარიანი  არმიის  შენარჩუნება  მოახერხეს  და წინააღმდეგობის  გაგრძელებას  კვლავაც  აპირებდნენ.  მართლაც,  მიუხედავად  განცდილი  დამარცხებისა.  ერცჰერცოგი  კარლი,  ჭკვიანი  და გამოცდილი  სარდალი.  ომს  წაგებულად  არ  თვლიდა.  მას  მიაჩნდა,  რომ საჭირო  იყო  ომის  რაც  შეიძლება  მეტი  ხნით  გაჭიანურება,  რათა  თანდათანობით  ჯარი  ახალი  ნაწილებით  შეევსო,  დაესვენებინა  იგი  ფიზიკურად  და  მორალურად  და  მიეცა  მისთვის  ახალი  საველე  წესდების  მიხედვით  მოქმედების  საშუალება.  ყველაფერ  ამას  დრო  სჭირდებოდა  და სწორედ  ამიტომ  აპირებდა  კარლიც  დროის  მოგებას.  იგი  თავისი  ჯარითურთ  ვენის  მოპირდაპირედ  დაბანაკდა,  დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  და დასახული  გეგმის  განხორციელებას  შეუდგა.
კარლის  საპირისპიროდ,  ნაპოლეონს  სულ  სხვა  ზრახვები  ჰქონდა.  მას,  რა  თქმა  უნდა,  ხელს  არ  აძლევდა  ომის  გაჭიანურება.  რაც  მეტი  დრო  გავიდოდა,  კარლი  მით  უფრო  გაძლიერდებოდა.  იმპერატორმა ეს  იცოდა  და  ამიტომ  (ცდილობდა  დრო  არ  დაეკარგა.  თანამებრძოლები ურჩევდნენ  ნაპოლეონს  ვენაში  დარჩენილიყო  და  ეჟენი  ბოჰარნესა  და მარმონის  მოსვლას  დალოდებოდა.  რა  თქმა  უნდა,  ამ  მოსაზრებაში  იყო თავისებური  ლოგიკა,  მაგრამ  ნაპოლეონს  სხვა  რამის  დარდიც  ჰქონდა. იგი  ავსტრიაში  დიდხანს  ვერ  დარჩებოდა,  რადგან  ძალზე  ცუდი  ამბები მოსდიოდა  ესპანეთიდან.  მისი  იქიდან  წამოსვლის  შემდეგ  პარტიზანულ ბრძოლას  ახალი  ძალით  უფეთქნია  და  ინგლისელებსაც  ახალი  შეტევითი  ოპერაციები  წამოუწყიათ.  ყოველივე  აღნიშნული  ავსტრიელებთან ომის  სწრაფად  დამთავრებას  მოითხოვდა.  ამიტომ  იმპერატორმა  მაშინვე  მიიღო  პრინციპული  გადაწყვეტილება:  გადაელახა  დუნაი,  შებრძოლებოდა  კარლს,  დაემარცხებინა  იგი  და  აეძულებინა  მძიმე  საზავო  პირობებზე  დათანხმებულიყო.
ნაპოლეონს  ესმოდა,  რომ  დუნაის  გადალახვა  შექმნილ  პირობებში  მეტად  რთული  ოპერაცია  იქნებოდა  და  მისი  განხორციელებისათვის  საფუძვლიანი  მომზადება  იყო  საჭირო.  ასეთ  მომზადებას  დრო სჭირდებოდა.  დრო  კი  მას  ცოტა  ჰქონდა.  ამიტომ  კორსიკელმა  რისკზე წასვლა  არჩია  და  ჩანაფიქრის  სისრულეში  მოყვანას  შეუდგა.  ოპერაცია რთული  იქნებოდა  როგორც  საინჟინრო,  ისე  სამხედრო  თვალსაზრისით: საპონტონე  ხიდები  უნდა  გადებულიყო  ისეთ  დიდ  მდინარეზე,  როგორიც დუნაია,  თანაც  საგაზაფხულოდ  მოდიდებულზე  და  ასეთ  მდინარეზე  გადასვლა  უნდა  მომხდარიყო  მოწინააღმდეგის  მთელი  არმიის  თვალწინ, რომელიც  ყოველნაირად  შეუშლიდა  ხელს  მდინარის  ფორსირებას.  უკანასკნელი  სირთულის  თავიდან  აცილებას  ფრანგები  მაშინ  შესძლებდნენ,  თუ  მდინარეზე  გადასვლას  ვენიდან  მოშორებით  მოახდენდნენ.  ვენიდან  მოშორება  კი  ნაპოლეონს  არ  სურდა,  ვინაიდან  ერცჰერცოგ კარლს,  რომელსაც  თვითონაც  ჰქონდა  საპონტონე  მოწყობილობა,  შეეძლო  თავად  გადაელახა  მდინარე.  დაეკაგებინა  ქალაქი  და  უკვე  ფრანგები ჩაეყენებინა  ისეთივე  მდგომარეობაში,  როგორშიც  იმჟამად  თვითონ  იმყოფებოდა.  ამიტომ  მდინარის  გადასალახავი  მოსახერხებელი  ადგილის ძებნა  ნაპოლეონმა  ვენის  ახლოს  დაიწყო.
1805  წლის  კამპანიის  დროს,  როდესაც  იმპერატორი  ვენის შემოგარენს  ათვალიერებდა,  მისი  ყურადღება  ქალაქის  ზემოთ,  დუნაის აყოლებაზე  მდებარე  ერთმა  კუნძულმა  (შვარცე-ლაკენმა)  მიიპყრო.  კუნძული  არც  განსაკუთრებული  სილამაზითა  და  არც  ისტორიული  ღირებულებით  არ  გამოირჩეოდა,  მაგრამ  მან  მაინც  მიიპყრო  ფრანგთა  იმპერატორის  ყურადღება.  რატომ?  იმიტომ,  რომ  ნაპოლეონი  არაფერს  ისე, მარტო  „თვალის  გასახარებლად“,  კარგა  ხანია  აღარ  აკეთებდა.  შვარცელაკენი  მან  სტრატეგიულად  მნიშვნელოვან  პუნქტად  დალანდა  და გონებაშიც  ჩაიბეჭდა.  მაშინ,  1805-ში,  ნაპოლეონს  ეს  პუნქტი  არ  დასჭირდა.  ომის  ბედი,  როგორც  ვიცით,  ვენიდან  მოშორებით  გადაწყდა. ახლა  კი.  1809-ში,  გადამწყვეტი  ბრძოლა  აქ,  ვენასთან,  უნღა  გამართულიყო  და  ამ  კუნძულს  ნაპოლეონის  განზრახვაში  თავისი  როლი  უნდა შეესრულებინა.  მაგრამ  რაში  უნდა  გამოსდგომოდა  მაინცა  და  მაინც  ეს კუნძული  ფრანგებს?  საქმე  ის  იყო,  რომ  კუნძული  დუნაის  მარცხენა  ნაპირთან  ახლოს  მდებარეობდა.  იგი  მისგან  ასიოდე  მეტრითაც  არ  იყო დაშორებული  (შედარებისათვის,  მარჯვენა  ნაპირს  იგი  თითქმის  კილომეტრით  სცილდებოდა).  ნაპოლეონმა  იანგარიშა,  რომ,  თუ  მარჯვენა  ნაპირზე  მყოფი  ფრანგები  მოასწრებდნენ  ამ  კუნძულის  დაკავებას,  მაშინ ისინი  ძალზედ  ახლოს  აღმოჩნდებოდნენ  მდინარის  მარცხენა,  „ავსტრიელების“,  ნაპირთან  და  გაცილებით  იოლად  გადალახავდნენ  მდინარის რაღაც  100  მეტრიან  ტოტს.  ფრანგებმა  მართლაც  გადასხეს  დასაზვერად  რაზმი:  ამ  კუნძულზე  და  აღმოაჩინეს,  რომ  1805  წლის  შემდეგ  ავსტრიელებს  ამ  ტოტზე  კაშხალი  აეგოთ  და  კუნძული  ფაქტობრივად  ნახევარკუნძულად  ექციათ.  ეს  კი  უკვე  იმას  ნიშნავდა,  რომ,  როგორც  კი ფრანგები  დაიწყებდნენ  ჯარის  გადასხმას  შვარცლაკენზე,  ავსტრიელები  კაშხალის  მეშვეობით  გაცილებით  უფრო  სწრაფად  თავად  გადაიყვანდნენ  კუნძულზე  დიდ  ძალებს  და  ფრანგებს  მისი  დაკავების  საშუალებას  არ  მისცემდნენ.  ნაპოლეონი,  რა  თქმა  უნდა,  მიხგდა,  რომ  შვაცელაკენი  დუნაის  გადასალახავ  შუალედურ  პუნქტად  აღარ  გამოდგებოდა და  ახალი  ადგილის  ძებნას  შეუდგა,  ცხადია,  იმავე,  ზემოაღნიშნული პრინციპის  გათვალისწინებით.  მან  მალე  იპოვა  ასეთი  კუნძული.  იგი, ლობაუ,  ისევე  როგორც  შვარცე-ლაკენი,  ვენიდან  სამიოდე  კილომეტრზე  მდებარეობდა,  ოღონდ  უკვე  მის  ქვევით,  დუნაის  დინების  გაყოლებაზე.  ლობაუ  ნაწილობრივ  ტყით  იყო  დაფარული.  რადგანაც  დუნაის მარცხენა  ნაპირი  დჰპბლობს  წარმოადგენდა  და  კუნძულიდან  კარგად  მოჩანდა  მისი  მიმდებარე  მიდამოები,  ფრანგებს  თავიანთი  არტილერიის საშუალებით  შეეძლებოდათ  კონტროლი  გაეწიათ  მდინარის  ტოტზე აგებული  გადასასვლელის  მიმდებარე  ტერიტორიისათვის.  მოკლედ,  ეს კუნძული  ნაპოლეონის  გეგმის  შესასრულებლად  ყოველმხრივ  გამოსადეგი  ჩანდა.  ახლა  ჯერი  ოპერაციის  განხორციელებაზე  მიდგა.
ნაპოლეონი  ჩქარობდა  და,  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  ზედმეტადაც.  დუნაის  ფორსირების  წინ  მან  ლანს  დაავალა  ავსტრიელთა  შეცდომაში  შეყვანის  მიზნით  კუნძულ  შვარცე-ლაკენთან  დემონსტრაციული აქტივობა  დაეწყო.  მეტი  დამაჯერებლობისათვის  მან  იქვე  ხიდის  აგებაც დააწყებინა,  ვითომდა  ამ  ადგილას  აპირებდა  მდინარის  გადალახვას.  ავსტრიელები  დასაწყისში  მართლაც  მოტყუვდნენ  და  ყურადღებაც  ამ  უბნისაკენ  გადაიტანეს.  ამასობაში  ფრანგებმა  ნამდვილი  ხიდის  აგება  ლობაუსთან  დაიწყეს  მდინარის  განიერ,  მარჯვენა  ტოტზე.  ხიდი,  ცხადია, პონტონისა  იყო.  ამ  ხიდით  კუნძულზე  გადასვლას  ფრანგთა  ჯარი  19 მაისს  შეუდგა.  პარალელურად,  ნაპოლეონმა  ბრძანა  პონტონის  ხიდი დუნაის  ვიწრო,  მარცხენა  ტოტზეც  გაედოთ.
მომავალი  ბრძოლების  ასპარეზზე  ერცჰერცოგი  კარლი  15  მაისს  მივიდა.  იგი  თავისი  ლაშქრით  ბიზამბერგის  მაღლობებზე  დაბანაკდა,  საიდანაც  კარგად  ჩანდა  დუნაისპირა  დაბლობი  მდინარის  ორივე მხარის  გაყოლებაზე.  ნაპოლეონმა  იცოდა,  რომ  მდინარის  გადალახვის სამზადისს  იგი  დიდხანს  საიდუმლოდ  ვერ  შეინახავდა  და  ამიტომ  რაც შეიძლებოდა  აჩქარებდა  ხიდის  მშენებლობას.  სწორედ  ამ  სიჩქარის  გამო  იყო,  რომ  დუნაის  განიერ  ტოტზე  მხოლოდ  ერთი  ხიდი  აიგო. ლობაუს  კუნძული  ტყიანი  იყო  და  ფრანგებს  თავდაპირველად მასში  დამალვის  საშუალება  ჰქონდათ.  დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გადასვლას  ისინი  20  მაისს  შეუდგნენ.  პირველი  მასენა  და  ბესიერი  გადავიდნენ  თავიანთი  კორპუსებით.  გადავიდა  აგრეთვე  ლანი  თავისი  შტაბით და  მხოლოდ  ერთი  დივიზიით,  რადგან  მისი  3  სხვა  დივიზია  და  გვარდიის  კავალერია  მარჯვენა  ნაპირზე  დარჩა  –  მათ  მდინარის  გადალახვა ვერ  მოასწრეს,  იმის  გამო  რომ  ადიდებულმა  დუნაიმ  მთავარ  ტოტზე გადებული  ხიდი  დაანგრია.
ერცჰერცოგმა  კარლმა  მალევე  შეიტყო  ფრანგთა  ჯარის  გადაადგილების  შესახებ.  20-ში  დილიდანვე  კარლი  პირადად  აკვირდებოდა მოწინააღმდეგის  მოქმედებას  და  როდესაც  მის  განზრახვაში  დარწმუნდა,  გადაწყვიტა  შეტევა  შეორე  დღეს  დაეწყო.  მტერზე  მეთვალყურეობას  ფრანგებიც  აწარმოებდნენ.  გენერალური  შტაბის  უფროსი  ბერტიე ეკლესიის  სამრეკლოს  წვერზე  იმყოფებოდა  ღა  ავსტრიელთა  მოძრაობას  იქიდან  აკვირდებოდა.
დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გადასულმა  ფრანგთა  ჯარის  ნაწილებმა  ორი  დასახლებული  პუნქტი  დაიკავეს:  ასპერნი  და  ესლინგი.  ეს სოფლები  ქვის  შენობებისგან  შედგებოდა  და  არსებითად  ბუნებრივ  სიმაგრეებს  წარმოადგენდნენ.
მოწინააღმდეგეთა  განლაგება  21  მაისისათვის  ასეთი  იყო:  ფრანგთა  პოზიციის  მარცხენა  ფლანგზე  მასენას  კორპუსი  იმყოფებოდა.  იგი ასპერნსა  და  მის  შემოგარენში  იყო  განლაგებული.  მარჯვენა  ფლანგზე ლანი  იყო  მხოლოდ  ერთი  დივიზიით  –  ესლინგსა  და  მის  მიდამოებში. ცენტრში  კავალერია  იმყოფებოდა  ბესიერის  მეთაურობით.  ფრანგების ფრონტი  8  კმ-ს  არ  აღემატებოდა.  მათი  ჯარის  რიცხვი  35  ათასს  უდრიდა  და  მხოლოდ  50  ზარბაზანი  ჰქონდათ.  ავსტრიელების  ფრონტი  გაცილებით  ფართო  იყო.  მათი  ჯარი,  ბიზამბერგის  სიმაღლეებზე  განლაგებული,  25  კმ-სე  იყო  გაშლილი  და  85  ათას  კაცს  სჭარბობდა.  ზარბაზნების რაოდენობით  ისინი  ბევრად  აღემატებოდნენ  ფრანგებს  (288  ზარბაზანი).
21  მაისს  შეტევა  კარლმა  დილიდანვე  ვერ  დაიწყო.  იგი  ისევ ფრანგთა  პოზიციებს  ზვერავდა  და  რეზერვების  თავმოყრას  უნდებოდა. ამიტომ  ავსტრიელებმა  საბრძოლო  მოქმედება  მხოლოდ  ნაშუადღევს, 14  საათზე  დაიწყეს.  ერცჰერცოგმა  ჰილერის,  ბელგარდისა  და  ჰოჰენცოლერნის  კორპუსები  კონცენტრული  მიმართულებით  დასძრა  ასპერნისაკენ.  ამავე  დროს  ესლინგისაკენ  როზენბერგის  ერთი  კორპუსი  გაიგზავნა.  ავსტრიელთა  ჯარის  ამ  შენაერთებს  შორის  მრავალრიცხოვანი  კავალერია  და  არტილერია  განლაგდა.  თავიანთდა  უნებურად  ფრანგები  უთანასწორო  ბრძოლაში  ჩაებნენ.  ბრძოლის  წინა  ღამით მასენამ  პირადად  მოახდინა  აგსტრიელთა  პოზიციების  რეკოგნოსცირება  და  იმპერატორს  აცნობა,  რომ  ავსტრიელები,  როგორც  ეტყობა, მიხვდნენ  ჩვენს  განზრახვას  და  დიდ  ძალებს  უყრიანო  თავს.  ამ  ცნობამ ნაპოლეონს  პირვანდელი  ჩანაფიქრი  ვერ  შეაცვლევინა.  იგი  ფიქრობდა, რომ  ავსტრიელთა  პირველ  შეტევებს  მარცხენა  ნაპირზე  უკვე  გადასული  ჯარიც  მოიგერიებდა,  ხოლო  როდესაც  მათ  ფრანგთა  დანარჩენი  ნაწილებიც  მიეშველებოდნენ,  მაშინ  საერთო  ძალებით  განხორციელდებოდა  კონტრშეტევა,  რომელიც  აუცილებლად  ფრანგთა  გამარჯვებით  დამთავრდებოდა,  თუნდაც  იმიტომ,  რომ  საერთო  ჯამში  ფრანგების  ლაშქარი  რიცხობრივად  მოწინააღმდეგისაზე  მეტი  იყო.
ასპერნის  მიმართულებით  შეტევა  ავსტრიელებმა  შემჭიდროვებული  კოლონებით  დაიწყეს  და  თანაც  ისე,  რომ  ეს  კოლონები  ერთმანეთს ხელსაც  კი  უშლიდნენ.  მოწინააღმდეგის  ასეთმა  მოქმედებამ  ფრანგებს თავდაცვა  გაუადვილა.  მარშალი  მასენა  ბრძოლის  წინა  ხაზზე  იმყოფებოდა  და  რიცხობრივად  ბევრად  უპირატესი  მტრის  მოგერიებას  ხელმძღვანელობდა.  იოლი  წარმატების  ნაცვლად  ავსტრიელებმა  მნიშვნელოვანი  ზარალი  ნახეს  და  დასაწყისში  უკან  დაიხიეს.  მეორე  შეტევას თვით  ერცჰერცოგი  კარლი  ჩაუდგა  სათავეში.  გააფთრებული  ბრძოლის შემდეგ  ავსტრიელებმა  მხოლოდ  ასპერნის  ნახევრის  ხელში  ჩაგდება  მოახერხეს.  ესლინგთან  ბრძოლას  შედარებით  „წყნარი“  ხასიათი  ჰქონდა და  ლანიც  მოხერხებულად  იცავდა  თავს.  ბრძოლის  ამ  ეტაპზე  განსაკუთრებით  აქტიურობდა  ფრანგთა  კავალერია,  რომელსაც  ზედიზედ  მიჰქონდა  იერიში  ავსტრიელთა  პოზიციებზე  და  მათი  ჯარის  წინსვლას  აფერხებდა  (ცხადია,  საკუთარი  დიდი  დანაკარგის  ხარჯზე).  ამასობაში  ფრანგმა  ინჟინრებმა  თავგამოდებული  მუშაობის  შედეგად  შეძლეს  ხიდის მთლიანობის  აღდგენა  და  მდინარის  მარცხენა  ნაპირზე  საჩქაროდ  დაიწყეს  გადასვლა  ფრანგთა  სხვა  ნაწილებმაც.  მთელი  ამ  დროის  განმავლობაში  ავსტრიელთა  საარტილერიო  ბატარეები  განუწყვეტლივ  უშენდნენ  ცეცხლს  ფრანგთა  პოზიციებს  ასპერნთანაც  და  ესლინგთანაც.  დანაკარგები  მატულობდა,  თანაც  მოწინააღმდეგის  არსებითად  უპასუხო ცეცხლი  მძიმედ  მოქმედებდა  ფრანგ  ჯარისკაცთა  ფსიქიკაზე.  როგორმე რომ  შეემცირებინა  მტრის  არტილერიის  ზემოქმედება  თავის  ჯარზე,  ნაპოლეონმა  მარშალ  ბესიერს  უბრძანა,  მის  ხელთ  არსებული  მთელი  კავალერიით  პირდაპირი  იერიში  მიეტანა  ავსტრიელთა  ბატარეებზე.  ფრანგთა  ცხენოსანმა  ჯარმა  წარმატებით  გაართვა  თავი  ამ  უმძიმეს  დავალებას  და  აიძულა  მოწინააღმდეგის  არტილერია,  უკან  დაეხია.  გაცხარებული  შეტაკების  ადგილისაკენ  კარლმა  ჰოჰენცოლერნის  კორპუსი  და ლიხტენშტაინის  კავალერია  გაგზავნა.  საპასუხოდ  ბესიერმა  თავისი ცხენოსნების  16  ესკადრონი  ერთ  საბრძოლო  ხაზზე  გაშალა  და  მოწინააღმდეგისკენ  გაექანა,  სასტიკ  შეჯახებაში  პირველად  ფრანგებმა  იმძლავრეს  და  მტრის  ჭარბი  ძალები  უკუაგდეს.  მხოლოდ  მესამე  შერკინების  შემდეგ  შეძლეს  ავსტრიელებმა  ფრანგების  შეჩერება.
ამ  დროს  დუნაიზე  ხიდი  ისევ  ჩაინგრა.  ამჯერად  ეს  მარტო ადიდებული  მდინარის  ბრალი  არ  ყოფილა,  რადგან  ავსტრიელებმაც გამოიღეს  ხელი.  ისინი  ზემოდან  დიდრონ  მორებსა  და  ცეცხლმოდებულ გემებს  უშვებდნენ  ფრანგთა  ხიდისაკენ  და  მძიმედ  აზიანებდნენ  მას.  ბოლოს  და  ბოლოს  პონტონის  ხიდმა  ვეღარ  გაუძლო  ამდენ  დაწოლას  და რამდენიმე  ადგილას  გაწყდა  კიდეც.  ამ  ამბით  შეშფოთებულმა  ნაპოლეონმა  ბრძოლაში  გართულ  მარშლებს  ნელ-ნელა  ლობაუსკენ  დახევა უბრძანა.  მაგრამ  მოწინააღმდეგემ  ამ  დროისათვის  შეტევები  შეაჩერა. მძიმე  ბრძოლებით  ავსტრიელები  მოიქანცნენ.  გარდა  ამისა  ისინი  აშკარად  გაწბილებულები  იყვნენ.  ამდენი  სისხლისღვრის  ფასად  სამჯერ ნაკლები  მოწინააღმდეგე  მათ  არათუ  ვერ  გაანადგურეს,  არამედ  არსებითად,  ვერც  კი  უკუაგდეს.  ამიტომ  ასეთი  წინააღმდეგობით  შეფიქრიანებულმა  კარლმა  20  საათზე  იერიშების  შეჩერება  ბრძანა  და  მოწინააღმდეგეზე  მხოლოდ  საარტილერიო  ცეცხლის  დაშენით  დაკმაყოფილდა. ნაპოლეონი  ჯარის  გასამხნევებლად  ღამით  მდინარის  მარცხენა  ნაპირზე,  უშუალოდ  ბრძოლის  ველზე  დარჩა.
21  მაისის  დღე  მძიმე  გამოდგა  ფრანგებისთვისაც.  ბრძოლა  ისე არ  წარიმართა  როგორც  მათ  სურდათ  და  როგორც  ისინი  ვარაუდობდნენ. ადიდებულმა  დუნაიმ  წყალში  ჩაუყარათ  ამდენი  ძალისხმევა  (ამ  შემთხვევაში  პირდაპირი  მნიშვნელობითაც!).  და  მაინც  ნაპოლეონი  უკმაყოფილი არ  იყო  –  არაჩვეულებრივად  მძიმე  ვითარებაში  მისი  ჯარის  მცირე  ნაწილმა  დიდი  თავგანწირვისა  და  დიდი  შემართების  ფასად  შეძლო  ბევრად  ჭარბი  მტრის  შეჩერება  და  მისი  მოგერიებაც  კი.  თუ  ხიდის  შეკეთება  მოხერხდებოდა,  იგი  დანარჩენ  ჯარსაც  გადაიყვანდა  მარცხენა  ნაპირზე  და  საქმეც  უკეთ  წავიდოდა.  ბრძოლის  (ცეცხლიდან  გამოსულ  მარშლებს  კი  ნერვები  დაწყვეტაზე  ჰქონდათ  (დღის  დასასრულს  ლანი  და ბესიერი  წალაპარაკდნენ  –  ისინი  ერთმანეთს  აბრალებდნენ  ჯეროვანი დახმარების  გაუწევლობას.  წალაპარაკება  აშკარა  ჩხუბში  გადავიდა  და საქმე  ისე  წავიდა  რომ  მარშლებმა  ხმალზე  იკრეს  ხელი  და  მასენა  რომ არ  ჩავარდნოდათ  შუაში,  ალბათ,  უბედურებას  დაატრიალებდნენ). მთელი  ღამის  განმავლობაში  ფრანგთა  საინჟინრო  სამსახური არნახულად  მძიმე  პირობებში  ხიდის  აღდგენაზე  მუშაობდა.  დილის  3 საათისათვის  მათ  ეს  მოახერხეს  კიდეც  და  ფრანგთა  ნაწილებმა  (ლანისა  და  უდინოს  კორპუსებმა,  მთელმა  გვარდიამ  და  მძიმე  კირასირებმა) მოახერხეს  დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გადასვლა.  მათი  უმეტესობა  ესლინგის  მიდამოებში  დაბანაკდა.  ასე  რომ  22-ის  დილისათვის  დუნაის მარცხენა  ნაპირზე  ნაპოლეონმა  65  ათასამდე  ჯარისკაცსა  და  144  ზარბაზანს  მოუყარა  თავი.  ეს  უკვე  ცოტა  ძალა  აღარ  იყო,  თუმცა  არტილერიის  მწვავე  ნაკლებობა  მაინც  იგრძნობოდა.
ღამის  განმავლობაში  კარლიც  გაძლიერდა,  ახლა  მისი  არმია 105  ათას  კაცს  ითვლიდა.  მაგრამ  რახან  ხიდი  ფუნქციონირებდა,  ნაპოლეონმა  პირვანდელ  განზრახვაზე  ხელი  არ  აიღო.  მან  მასენას  უბრძანა ასპერნი  დაეცვა,  ხოლო  ლანს  –  შეტევაზე  გადასულიყო,  გაერღვია  ავსტრიელთა  ცენტრი  და  მათი  მარცხენა  ფლანგისთვის  შემოევლო.  ლანის  მანევრი  უნდა  განემტკიცებინა  ახალგაზრდა  გვარდიას,  რომელიც კიდევ  უფრო  მარჯვნიდან  „აიღებდა“  და  ენცერსდორფის  გავლით  შემოუვლიდა  მოწინააღმდეგეს.
22  მაისს  გამთენიისას  ბრძოლა  ახალი  ძალით  განახლდა.  შეტევა  პირველად  ავსტრიელებმა  დაიწყეს.  მაგრამ  ფრანგებმა  ისინი  მალე აიძულეს  უკან  გაბრუნებულიყვნენ.  შემდეგ  ფრანგების  იერიშის  ჯერი დადგა.  ნაპოლეონმა  სწრაფად  შეადგინა  21-ათასკაციანი  დამკვრელი კოლონა,  რომელსაც  ლანი  ჩაუყენა  სათავეში.  ამ  კოლონის  უკან  ფრანგთა  მძიმე  კავალერია  განლაგდა.  ლანმა  ბრძოლის  ველზე  „თავისი  დივიზიები  ას  ბრძოლაში  შეძენილი  გამოცდილებითა  და  ოსტატობით  გაშალაო“,  ამბობდა  შემდეგ  ამ  ოსტატური  მანევრით  აღტაცებული  იმპერატორი.  ფრანგთა  მჭიდრო  კოლონებმა  ავსტრიელთა  ცენტრი  გაარღვიეს  და  ისინიც  იძულებული  გახდნენ  უკან  დაეხიათ.  გარღვევის  უბანში  ფრანგების  კავალერია  შეიჭრა.  ცხენოსანთა  იერიში  იმდენად  წარმატებული  გამოდგა,  რომ  დასაწყისში  მათ  ბრეიტენლეემდე,  კარლის შტაბ-ბინამდე  მიაღწიეს!  ამ  მძიმე  წუთებში  ავსტრიელი  გენერალისიმუსი  დროშით  ხელში  გადაუდგა  წინ  თავის  უკუქცეულ  ბატალიონებს  და შეაჩერა  მათი  უკანდახევა.  ამ  მძაფრი  ბრძოლის  მომენტში  ფრანგებმა შემაშფოთებელი  ცნობა  მიიღეს.  ადიდებულმა  დუნაიმ  კიდევ  ერთხელ, და  უკვე  საბოლოოდ,  წაიღო  მასზე  გადებული  პონტონის  ხიდი.  ასე რომ  ფრანგები  მაშველი  ჯარისა  და,  რაც  უფრო  სავალალო  იყო,  საარტილერიო  ჭურვების  გარეშე  დარჩნენ.  უკანდახეულმა  ავსტრიელებმა გაკვირვებით  შენიშნეს,  თუ  როგორ  შეაჩერეს  ფრანგებმა  შეტევა  (ნაპოლეონმა  მარშლებს  უბრძანა  დაუყოვნებლივ  შეეწყვიტათ  იერიშები  და დაბრუნებოდნენ  პირვანდელ  პოზიციებს).  ცოტა  ხანში  მდინარეზე  მომხდარი  კატასტროფის  შესახებ  ერცჰერცოგ  კარლის  შტაბშიც  შეიტყვეს.  ამ  ამბით  გამხნევებულმა  ავსტრიელთა  მთავარსარდალმა  მაშინვე კონტრშეტევა  ბრძანა.  აგსტრიელთა  იერიშებს  არტილერიის  გამანადგურებელი  ცეცხლი  სდევდა  თან.  ფრანგები  ზარბაზნებისა  და  ჭურვების სიმცირის  გამო,  ცხადია,  შესაბამისად  ვერ  პასუხობდნენ,  ამიტომ ბრძოლის  მთელი  სიმძიმე,  ძირითადად,  ქვეით  ჯარს  დააწვა.
კარლმა  თავის  ლაშქარს  ერთი  ამოცანა  დაუსახა:  რადაც  არ  უნდა  დასჯდომოდა,  აეღო  ფრანგთა  მიერ  გამაგრებული  დასახლებული პუნქტები  ასპერნი  და  ესლინგი  და  იქიდან  უკუქცეული  მოწინააღმდეგე დუნაიში  ჩაეყარა.  ავსტრიელები  სწორედ  ამ  ამოცანის  შესრულებას  შეუდგნენ.  დადგა  კრიტიკული  მომენტი.  ზღვასავით  მოდიდებული დუნაის მარჯვენა  მხარეზე  დარჩენილი  ფრანგები  უსასოოდ  შეჰყურებდნენ  მდინარის  მეორე  ნაპირზე  მიმდინარე  უთანასწორო  ბრძოლას.  ფაქტიურად უზარბაზნებოდ  დარჩენილი  ფრანგები  მასენასა  და  ლანის  მეთაურობით არაჩვეულებრივი  თავგანწირვით  იგერიებდნენ  რიცხვმრავალი  მოწინააღმდეგის  გააფთრებულ  იერიშებს.  ამ  ბრძოლების  მსვლელობაში ასპერნი  ხუთჯერ  გადავიდა  ხელიდან  ხელში,  ესლინგი  კი  ცამეტჯერ! ბოლოს ფრანგები  დახოცილთაგან  საფარებს  აკეთებდნენ  და  იქიდან  ესროდნენ  მტერს.  ფრანგების  ასეთი  სასტიკი  წინააღმდეგობა  ავსტრიელთა  შორისაც  დიდ  დანაკარგს  იწვევდა.  იერიშს  იერიში  მოსდევდა,  მაგრამ  რაიმე  ხელმოსაკიდ  წარმატებას  ეს  უკანასკნელნი  ვერ  აღწევდნენ.
კარლის  ჯარი  მოიქანცა,  მან  დიდი  ძალისხმევა  გასწია  და  მიუხედავად იმისა,  რომ  მოწინააღმდეგეს  დიდი  ზარალი  მიაყენა,  ბრძოლის  ველი ვერ  დაატოვებინა.  ამან  კარლი  საგონებელში  ჩააგდო:  გაუთავებელ  იერიშებს  ისევ  იერიშები  მოსდევდა,  მაგრამ  ფრანგები  საბოლოოდ  ვერ  იქნა  და  ვერ  გატეხა.  ამიტომ,  16  საათისათვის  მან  ბრძანა  შემდგომი შეტევა  შეეჩერებინათ  და  მთავარი  ყურადღება  მხოლოდ  საარტილერიო ცეცხლზე  გადაეტანათ.  ავსტრიელთა  ამ  ცეცხლმა  ბევრი  ფრანგის სიცოცხლე  შეიწირა.  შებინდებისას,  როდესაც  ეს  ცეცხლი  მინელდა  და სულ  მალე  შეწყდა  კიდეც,  ერთ-ერთი  უკანასკნელი  გასროლით  სასიკვდილოდ  დაიჭრა  ლანი  –  ნაპოლეონის  არმიის  ერთ-ერთი  უშესანიშნავესი  მეთაურთაგანი,  იმპერატორის  ერთგული  მეგობარი  და  მთელი ლაშქრის  საყვარელი  სარდალი.  „მასში  სიმამაცე  ჭკუას  ეჯიბრებაო“, ამბობდა  ლანზე  ნაპოლეონი.
ლანს  არმიაში  როლანდს  ეძახდნენ,  ფრანკთა  ლეგენდარული მეფის  კარლოს  დიდის  თავზეხელაღებული  რაინდის  პატივსაცემად.  ესლინგთან  სისხლისღვრის  მთელი  ორი  დღის  განმავლობაში  ლანი  ერთი წუთითაც  არ  გამოსულა  ბრძოლიდან.  აქაც,  როგორც  ყველგან  და  ყოველთვის,  ის  წინ  მიუძლოდა  თავის  ჯარის კაცებს.  ადიუტანტები  დაიღალნენ  ხვეწნით,  რომ  როგორმე  დაეზოგა  მარშალს  თავი,  ცეცხლს მორიდებოდა,  მაგრამ  ლანი  ყურს  არ  ათხოვებდა  მათ  ხვეწნა-მუდარას. ცხენიდან  მაინც  ჩამოდით,  ერთობ  კარგი  სამიზნე  ხართო,  კიდევ  უთხოვნიათ.  აი,  ამაზე  კი,  როგორც  იქნა,  ლანი  დაყაბულებულა,  ცხენიდან  ჩამომხტარა  და...  ფეხებქვეშ  გასკდომია  ყუმბარა.
ლანი  თუ  ესლინგთან  იბრძოდა  მამაცურად,  ასპერნთან  მასენა ჩადიოდა  სასწაულებს.  მისი  ვაჟკაცობის  შემყურე  ნაპოლეონს  მერე  უთქვამს:  „ვისაც  მასენა  ასპერნთან  არ  უნახავს,  მას  არაფერი  უნახავსო“. როცა  ავსტრიელებმა  შეტევები  შეაჩერეს,  ნაპოლეონს  ძველი  გვარდიის გენერლებმა  სთხოვეს,  ნება  მიეცა  მათთვის,  უკვე  თვითონ  მიეტანათ  იერიში  მტერზე  და  უკუეგდოთ  იგი.  მაგრამ  იმპერატორი  არ  აჰყვა  ცდუნებას  და  უარი  უთხრა  მათ,  „დღეს  ასე  დავამთავროთო“,  შეუთვალა.  მართლაც  არტილერიის  გარეშე  იერიშის  წამოწყება  უაზრობა  იქნებოდა. ღამით  ნაპოლეონმა  მარცხენა  ნაპირზე  მყოფი  ჯარი  ლობაუზე დააბრუნა.  ბრძოლის  ველზე  მარტო  მასენა  დარჩა  თავისი  კორპუსის გადარჩენილი  ნაწილებით.  დუნაის  მთავარ  ტოტზე  ხიდი  აღარ  იყო  და რამდენიმე  დღეს  არც  იქნებოდა  –  სანამ  დუნაიში  წყალი  არ  დაიკლებდა ხიდის  გადებაზე  ლაპარაკიც  ზედმეტი  იყო.  ასე  რომ,  გგარდიის,  და  მასენასა  და  ლანის  კორპუსების  შეფერთხილი  ნაწილების  მეტი  ჯარი  ამ კუნძულზე  იმპერატორს  აღარ  ჰყავდა.
ასე  დასრულდა  ეს  ორდღიანი  სისხლისმღვრელი  ბრძოლა,  რომელსაც  გერმანულენოვანნი  ასპერნისას  უწოდებენ,  ხოლო  ფრანგები  – ესლინგისას.  ამ  ბრძოლაში  ნაპოლეონმა  პირველად  თავისი  დიდი  სამხედრო  კარიერის  მანძილზე  წარუმატებლობა  განიცადა.  მიუხედავად იმისა,  რომ  განსაკუთრებულად  არახელსაყრელ  პირობებში  ფრანგებმა ბრძოლის  ველი  არ  დათმეს  და  ამ  ასპექტში,  წმინდა  სამხედრო  თვალსაზრისით,  არც  კი  დამარცხებულან,  მათ  თავისი  ძირითადი  მიზანი  ვერ შეისრულეს,  და  ამიტომ  ეს  ბრძოლა  უდაოდ  პასივში  ჩაეთვალათ.
ავსტრიელები  სიხარულით  მეშვიდე  ცაზე  იყვნენ.  ჰაბსბურგთა სამეფო  კარი  ზარ-ზეიმით  შეხვდა  ბრძოლის  შედეგს.  ხუმრობა  ხომ  არ იყო:  მტრის  აქამდე  უძლეველი  მხედართმთავარი  იძულებული  გახდა უკან  დაეხია  და  თავის  განზრახვაზე  ხელი  აეღო.  ნაპოლეონის  ტაქტიკურმა  წარუმატებლობამ  ავსტრიელები  სტრატეგიული  მირაჟის  ტყვეობაში  მოაქცია.  ერთადერთი  ავსტრიელთა  შორის,  ვინც  არ  იზიარებდა ამ  მოსაზრებას,  კარლი  იყო.  ერცჰერცოგს  კარგად  ესმოდა,  რომ  საქმის ჭეშმარიტი  ვითარება  ასე  ცალსახა  სულაც  არ  იყო.  მართალია,  ფრანგებმა  დიდი  დანაკარგი  განიცადეს  და  მიზანიც  ვერ  შეისრულეს,  მაგრამ მათი  არმია  განადგურებული  როდი  იყო.  ავსტრიელთა  მთავარსარდალმა  ისიც  იცოდა,  რომ  ნაპოლეონი  ის  კაცი  არ  გახლდათ,  რომელიც  ბედს შეურიგდებოდა  და  ომის  გაგრძელებაზე  ხელს  აიღებდა.  კარლი  ხომ  ხედავდა,  როგორ  იბრძოლეს  ფრანგებმა  თითქმის  უიმედო  მდგომარეობაში?  იმასაც  ხომ  ხედავდა,  22-ში  დილიდან  როგორ  წარმატებას  აღწევდნენ  ისინი  და,  ხიდი  რომ  არ  წაეღო  დუნაის,  საკითხავიც  აღარ  იქნებოდა,  თუ  ვის  ბანაკში  გაიმართებოდა  ზარ-ზეიმი?  შემდგომში,  კარლს სამხედრო  სპეციალისტები  საყვედურობდნენ,  რომ  მან  არ  ისარგებლა დიდი  რიცხობრივი  უპირატესობით,  არ  ჩაიგდო  დუნაის  ტოტზე  გადასასვლელი  ხელში  და  არ  დაატყვევა  ან  მდინარეში  არ  ჩაყარა  ფრანგთა ნაწილები.  ალბათ,  კარლზე  უფრო  სხვას  არავის  ენდომებოდა  ამის გაკეთება,  მაგრამ  მასზე  უფრო  სხვასაც  არავის  ეცოდინებოდა,  თუ  რა ძნელი  იქნებოდა  ეს.  მთელი  დღის  ბრძოლით  დაქანცული  მისი  ჯარი, მიუხედავად  გააფთრებული  იერიშებისა,  ფრანგებს  ფეხს  ვერ  აცვლევინებდა  დაკავებული  პოზიციებიდან.  და  თუ  იგი  დუნაიზე  გადასასვლელამდე  მაინც  მოახერხებდა  გაჭრას,  მაშინ  მას,  იქვე,  „ერთი  თოფის გასროლაზე“  მდგარ  ძველ  გვარდიასთან  ექნებოდა  საქმე,  რომელსაც იმპერატორთან  ერთად  ფეხი  არ  მოუცვლია  მთელი  დღე  და  ამ  საშიშროების  დადგომის  მომენტს  ელოდებოდა.  დიდი  სისხლის  ფასის  გაღება მოუხდებოდათ  მაშინ  აგსტრიელებს.  მაგრამ  ეს  წმინდა  სამხედრო  საკითხია.  ბოლოს  და  ბოლოს,  კარლს  მართლაც  შეეძლო  უფრო  აქტიურად ემოქმედნა  და  ამ  მსხვერპლზეც  წასულიყო  უკეთესის  მოლოდინში,  მაგრამ  ჩანს,  აქ  ფსიქოლოგიურმა  ფაქტორმა  ითამაშა  დიდი  როლი:  კარლი ამ  ბრძოლის  შემდეგ  პირველი  და  ჯერჯერობით  ერთადერთი  მხედართმთავარი  ხდებოდა,  რომელმაც  ნაპოლეონს  გეგმა  ჩაუშალა  და  უკან დაახევინა!  როგორც  ეტყობა,  მეტზე  ის  იმ  დროს  აღარ  ფიქრობდა  (საერთოდ  კი,  არ  უნდა  დავივიწყოთ,  თუ  რა  მდგომარეობაში  იყვნენ  ნაპოლეონის  მოწინააღმდეგე  სარდლები  და  რა  ფრთხილად  და,  თუ  გნებავთ, გაუბედავად  მოქმედებდნენ  ისინი  მასთან  ბრძოლისას).  ამიტომ  ნუ  განგსჯით  ძალიან  მკაცრად  ერცჰერცოგ  ლუდვიგ  იოჰან  კარლ  ჰაბსბურგს, ავსტრიის  ყველა  დროის  ერთ-ერთ  საუკეთესო  მხედართმთავარს  იმისათვის,  რომ  მან  ზედმეტი  სიფრთხილე  გამოიჩინა  ასპერნ-ესლინგთან ბრძოლისას  (საერთოდ,  კარლი  ომში  ყოველთვის  წინდახედული  და  მეტისმეტად  ფრთხილი  იყო.  პირადად  ძალიან  მამაცი  კაცი,  მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების  მიღებისას  ზოგჯერ  გაუბედაობას  იჩენდა  ხოლმე, თუმცა  დიდად  გაბედული,  ალბათ,  ვერც  იქნებოდა,  როცა  ასეთ  მოწინააღმდეგესთან  ჰქონდა  საქმე...  მისი  ეს  თვისება  კარგადაა  ასახული ბრინჯაოს  ქანდაკებაში,  რომელიც  ვენის  ცენტრში,  ჰოჰბურგის  მოედანზე  დგას,  ევგენი  სავოელის  ძეგლის  პირდაპირ.  ამ  სტრიქონების  ავტორს  უნახავს  ეს  ძეგლი:  ხმალამოღებული  კარლი  გაჭენებულ  ცხენზე ზის  და...  უკან  იყურება!)
ესლინგის  ბრძოლის  შემდგომი  ღამე  შფოთიანი  იყო  ფრანგთა მთავარბანაკში.  არმიის  უმაღლესი  მეთაურები  გულგატეხილი  იყვნენ: არც  ერთი  მათგანი  არ  ელოდა  საქმის  ამგვარ  შემობრუნებას.  მათ  ხომ პირველად  უხდებოდათ  ასეთ  მდგომარეობაში  ყოფნა!  ამიტომ  იყო,  რომ სახელდახელოდ  მოწვეულ  სამხედრო  თათბირზე  ისინი  ერთმანეთის მიყოლებით  მოუწოდებდნენ  იმპერატორს  საჩქაროდ  დაეტოვებინათ  ეს კუნძული  და  დუნაის  მარჯვენა  ნაპირზე  დაბრუნებულიყვნენ.  უკვე  ლობაუზე  ყოფნაც  საშიში  ხდებოდა,  რადგან  ავსტრიელებს  შეეძლოთ მდინარის  პატარა  ტოტი  გადმოელახათ  და  თვით  კუნძულზე  შემოეტიათ მათთვის.  მითუმეტეს,  რომ  ფრანგებს  კუნძულზე  საკმაო  ჯარი  არ  ჰყავდათ,  ხოლო  არტილერია  თითქმის  აღარ  ჰქონდათ.  თათბირის  დაწყებამდე  ნაპოლეონმა  სწრაფად  შემოუარა  ლობაუს  ნაპირებს,  ყურადღებით დააკვირდა  მოწინააღმდეგის  ჯარების  განლაგებას  და  მათი  გადაადგილების  მიხედვით  დაასკვნა,  რომ  ავსტრიელები  კუნძულზე  გადმოსვლას არ  აპირებდნენ. 
შექმნილი  ვითარების  სიმძიმე  ნაპოლეონსაც  კარგად  ესმოდა, მაგრამ  თავისი  სარდლებისგან  განსხვავებით  მას  ისიც  ესმოდა,  რომ კუნძულის  მიტოვება  არ  შეიძლებოდა.  თათბირზე  იმპერატორმა  დაწვრილებით  აუხსნა  მათ,  თუ  რატომ  არ  შეიძლებოდა  ამის  გაკეთება. უკან  რომ  დავიხიოთ,  ბრძოლა  წაგებულად  ჩაითვლება  და  ამას  მთელ ევროპაში  ჩვენთვის  არასასურველი  გამოხმაურება  ექნება,  ეუბნებოდა ნაპოლეონი  თანამებრძოლებს.  კუნძულის  მდებარეობა  ისეთია,  რომ  სანამ  ჩვენ  მასზე  ვიქნებით,  შეგვეძლება  დუნაის  მარცხენა  მხარესაც  კონტროლი  გავუწიოთ,  მაგრამ  როგორც  კი  მარჯვენა  ნაპირს  დავუბრუნდებით,  ჩვენ  ამ  სტრატეგიულ  უპირატესობას  დავკარგავთ  და  არავინ იცის,  როდის  ან  როგორ  დავიბრუნებთ  მას.  ლობაუს  დატოვება  მარტო აქედან  წასვლა  არაა,  ეს  არსებითად  ვენის  დატოვებაცაა.  ამას  კი  რაინამდე  უკანდახევა  მოჰყვება,  რაც  ამ  ომში  დღემდე  მიღწეულის  წყალში ჩაყრა  გამოვა.  ამიტომ,  ჩვენ  ლობაუს  კი  არ  დავტოვებთ,  არამედ,  პირიქით,  უფრო  გავამაგრებთ.  ახალ  და  მტკიცე  ხიდებს  ავაშენებთ,  ძალას მოვიკრებთ  და  ისევ  გადავლახავთ  დუნაის.  ამ  სიტყვების  წარმოთქმისას ნაპოლეონი,  ისევე  როგორც  მისი  სარდლები,  ერთობ  აღელვებული ჩანდა,  თუმცა  ამით  მის  მსჯელობას  დამაჯერებლობა  არ  მოჰკლებია, დღეს  მძიმე  დღე  გვქონდა,  განაგრძობდა  იმპერატორი,  დიდი  დანაკარგი განვიცადეთ,  მაგრამ  ყველა  ხომ  არ  დავხოცილვართ?  შენ  ხომ  ცოცხალი ხარ,  მასენა,  შენც,  ბესიერ!  ასე  რომ  ბოლომდე  მივიყვანოთ  დაწყებული საქმე.  მარტო  შენ  შეგიძლია  დღეს  ერცჰერცოგს  გაუმკლავდე.  მასენა! წადი  და  შეაჩერე  მტერი!
კორპუსის  სარდლები  გაოცებულნი  უყურებდნენ  ერთმანეთს. უკვე  მერამდენედ  რწმუნდებოდნენ  ისინი,  რომ  შეუძლებელი  იყო  ამ ადამიანის  გატეხვა.  უკანდახევის  ნაცვლად  ის  ისევ  მდინარის  გადალახვაზე  ლაპარაკობდა,  მომავალი  გამარჯვების  სურათს  ხატავდა!  მასენა  სხვებზე  ადრე  მიხვდა  იმპერატორის  სიტყვების  სისწორეს,  თანაც ასეთი  შექება  მიიღო  ყველას  თანდასწრებით!..   თვალანთებულმა  მარშალმა  ეტიკეტი  დაივიწყა,  იმპერატორს  მკლავზე  ხელი  მოავლო  და მხურვალედ  შესძახა:  თქვენ  მართალი  ხართ,  სირ!  უკანდახევა  რას  მიქვიან,  ჩვენ  აქ  უნდა  გავმაგრდეთ  და  ვნახოთ  ერთი,  როგორ  გადმოვლენ ავსტრიელები  ჩვენკენ!
მასენა  თავისი  კორპუსის  შეთხელებულ  ნაწილებთან  ერთად მთელი  ღამის  განმავლობაში  მარცხენა  ნაპირზე  დარჩა  და მოწინააღმდეგეს  დარაჯობდა.  დილით  კი,  როცა  საბოლოოდ  გაირკვა.  რომ  კარლი  შეტევის  განახლებას  არ  აპირებდა.  ისიც  ლობაუზე  დაბრუნდა. სანამ  ეს  ამბები  ხდებოდა,  კუნძულზე  სასიკვდილოდ  დაჭრილი ლანი  გადმოიყვანეს.  ნაპოლეონი  საკაცესთან  მიიჭრა  და  დაჭრილს  მოეხვია.  ყველა  ხედავდა,  რომ  ლანს  დიდი  დღე  აღარ  ეწერა.  ეს  იყო  და ეს,  იმ  დღიდან  ნაპოლეონი  სულ  ლანზე  ლაპარაკობდა.  წუხდა,  განიცდიდა,  თითქოს  სხვა  აღარაფერი  ახსოვდა  და  არ  აინტერესებდა.  დღეში რამდენჯერმე  მიდიოდა  ლაზარეთში  და  საათობით  უჯდა  საწოლთან. ლანი  იმ  უიშვიათეს  ადამიანთა  რიცხვში  იყო,  ვინც  ნაპოლეონს  მართლა უყვარდა.  მონტებელოს  ჰერცოგი  პირდაპირი  კაცი  იყო.  მას  ადრეც  ხშირად  უთქვამს  ბონაპარტისათვის  სიმართლე  და  ახლაც,  როდესაც  სიცოცხლესთან  განშორებას  ასე  ცოტა  დრო  აცილებდა,  მითუმეტეს,  აღარაფერს  ერიდებოდა.  ყველაფერი  პირში  უთხრა  იმპერატორს.  უთხრა, რომ  ეს  გაუთავებელი  ომები  წელში  წყვეტდა  ქვეყანას,  რომ  მთელი  ევროპის  მტრად  მოკიდება  ცუდის  მეტს  არაფერს  მოუტანღა  საფრანგეთს, რომ  ყველა  დაიღალა,  რომ  ყველას  მშვიდი  ცხოვრება  სურდა.  ლანი სთხოვდა  და  მოითხოვდა  კიდეც  მისგან,  შეეცვალა  პოლიტიკა,  ამოსუნთქვის  საშუალება  მიეცა  ქვეყნისათვის,  მოესვენებინა  ხალხი.  იმპერატორი  ჩუმად  იჯდა,  ხმას  არ  იღებდა,  არ  ეკამათებოდა  და  არ  ეწინააღმდეგებოდა,  მხოლოდ  უსმენდა,  უსმენდა,  მაგრამ  არაფერი  ესმოდა  – რაც  არ  უნდოდა,  რას  შეისმენდა...  სხვა  რამეზე  ფიქრობდა,  ალბათ, ფიქრებით  სხვაგან  იქნებოდა,  შორს...  იტალიაში,  დეგოსთან,  სადაც პირველად  შენიშნა  ეს  უშიშარი  ახალგაზრდა,  ლოდისთან,  სადაც  მისთვის  მოქნეულ  ხმალს  ისევ  ეს  ახალგაზრდა  დაუხვდა  წინ,  შემდეგ  ეგვიპტეში,  პირამიდებთან,  შემდეგ  მარენგოსთან,  აუსტერლიცთან,  იენასთან,  ფრიდლანდთან,  და  ყველგან  სხვაგან,  სადაც  ერთად  უბრძოლნიათ და  სადაც  ასეთი  სახელი  დაუგდიათ.  ლანი  მეექვსე  დღეზე  მოკვდა.  მან იმპერატორის  მკლავზე  დალია  სული.  დეზეს  სიკვდილის  შემდეგ  ნაპოლეონის  თვალზე  მეორედ  შენიშნეს  ცრემლი.  ლანი  მთელმა  არმიამ  დაიტირა.  ის  ნამდვილი  გმირი  იყო.
რა  მძიმე  გადასატანიც  არ  უნდა  ყოფილიყო  ლანის  სიკვდილი, ომს  გაგრძელება  სჭირდებოდა,  ხოლო  ასპერნის  წარუმატებლობას  – გამარჯვებით  შეცვლა.  შემდგომი  საომარი  მოქმედების  გეგმა  იმპერატორს  აღარ  შეუდგენია,  ძალაში  მან  ისევ  ძველი  დატოვა:  დუნაის  გადალახვა  და  მოწინააღმდეგესთან  მდინარის  მარცხენა  ნაპირზე  შებმა. ფაქტობრივად  იგივე  რჩებოდა  მდინარის  ფორსირების  ადგილიც:  დასაყრდენ  პუნქტად  ფრანგებს  ისევ  კუნძული  ლობაუ  უნდა  გამოეყენებინათ. ეს  იმპერატორის  სიჯიუტე  არ  იყო.  ომის  საქმეში  უაზრო  ახირებას  ნაპოლეონი  ვერ  იტანდა.  უბრალოდ,  ფრანგების  ლობაუზე  ყოფნას  და  შეტევის  ამ  პუნქტიდან  დაწყებას  დიდი  პრაქტიკული  მნიშვნელობა  ჰქონდა.  ზემოთ  ჩვენ  უკვე  ვილაპარაკეთ  იმის  შესახებ.  თუ  რა  სტრატეგიულ მნიშვნელობას  ანიჭებდა  ნაპოლეონი  ამ  კუნძულზე  ყოფნას.  მისი  პოლიტიკური  მნიშვნელობა  კი  ესლინგის  ბრძოლის  შემდეგ  ევროპაში  შექმნილი  ვითარებით  განისაზღვრებოდა.  ყველაფერთან  ერთად  ეს  პრესტიჟის  საკითხიც  იყო.  ფრანგებს  რომ  ლობაუ  დაეტოვებინათ,  იქ  მაშინვე აგსტრიელები  გადმოსხდებოდნენ  და  ამის  შემდეგ  ისინი  გეღარავის  დაარწმუნებდნენ,  რომ  ესლინგთან  მძიმე  მარცხი  არ  მოსვლიათ.  იმპერატორის  მარცხს  კი  სულგანაბული  უცდიდნენ  დამორჩილებულ  ევროპაში.  ერთი  სული  ჰქონდათ,  სადმე  ფეხი  წაეტეხა  და  საიდანმე  უკან  დაეხია.  ის  კი  უკანდახევას  სულაც  არ  აპირებდა,  უფრო  პირიქით,  წინსვლაზე  ფიქრობდა.
ნაპოლეონის  მტრების  საყოველთაო  გამოცოცხლებამ  რომის  პაპიც  წამოაგო  ანკესზე.  ვატიკანისა  და  კათოლიკური  ეკლესიის  მეთაურმა ძალიან  იოლად  ირწმუნა  მითი  შუაგულ  დუნაიში  ჩაკეტილი  ფრანგი  იმპერატორის  შესახებ.  ესლინგის  ბრძოლის  ამბავი  ჯერ  კარგად  გაგებულიც  არ  ჰქონდა,  რომ  პიუს  მეშვიდემ  ხმამაღალი  ქადაგება  დაიწყო  „ტირანისა  და  ეკლესიის  მოძულე“  უზურპატორის  წინააღმდეგ.  იმპერატორს  მაშინვე  მიუტანეს  ეს  ამბავი  და  ისიც  დაუმატეს,  რომ  პიუს  VII ესლინგის  ბრძოლას  მისთვის  ღვთის  მიერ  გამოგზავნილ  სასჯელად  ასაღებდა.  ასეთ  რამეს  ნაპოლეონი  არავის  პატიობდა  და  არც  რომის  პაპს აპატია.  პაპის  საერო  მმართველობის  გაუქმებისა  და  ეკლესიის  სამფლობელოების  საფრანგეთთან  მიერთების  ადრინდელ  გადაწყვეტილებას  იმპერატორმა  ახალი  დაუმატა  – პიუს  VII-ის  დაპატიმრებისა  და  რომიდან მისი  გასახლების  შესახებ.  ამ  გადაწყვეტილების  თანახმად,  1809  წლის ივნისის  პირველ  რიცხვებში,  ფრანგი  ჯარისკაცები  ვატიკანის  სასახლეში  შევიდნენ,  პაპი  დაატუსაღეს  და  სამხრეთ  საფრანგეთის  ზღვისპირა ქალაქ  სავონაში  უკრეს  თავი..  ასე  დასრულდა  ნაპოლეონისა  და პიუს  VII  დაპირისპირება.  იმპერატორს  საქმის  გადადება  არ  უყვარდა. ხშირად  ის  მეორე  დღის  გასაკეთებელს  იმ  დღესაც  კი  არა,  წინა  დღეს აკეთებდა.  ახლაც  ასე  მოხდა.  მან  იცოდა,  რომ  ადრე  თუ  გვიან,  პაპთან ანგარიშსწორება  მოუწევდა.  ხოლო  როცა  ეს  დრო  მოახლოედა,  მან  მოვლენები  დააჩქარა.  ისეთი  მნიშვნელობის  პოლიტიკური  აქტი,  როგორიც პაპის  მმართველობის  გაუქმება  და  მისი  დაპატიმრება  იყო,  უზარმაზარ რეზონანსს  გამოიწვევდა  ევროპაში.  ნაპოლეონსაც  ეს  უნდოდა.  განა  მოწინააღმდეგის  მიერ  „გარშემორტყმული“  და  დამარცხების  პირას  მდგარი  კაცი  ასეთ  გართულებაზე  წავიდოდა?  რასაკვირველია,  არა.  მაშასადამე  არავითარი  საფრთხე  არც  იმპერატორს  და  არც  მის  იმპერიას  არ ემუქრებოდა.  დაე,  გაეგოთ  ეს  ევროპაში  მათ,  ვისაც  ეგებოდა  და ერთხელ  და  სამუდამოდ  ერწმუნათ:  არ  არსებობდა  ძალა,  რომელიც  მას წინ  აღუდგებოდა!  აი,  რა  დანიშნულება  ჰქონდა  ნაპოლეონის  ამ უჩვეულო  ნაბიჯს. 
იმ  რთულ  პერიოდში  ნაპოლეონი,  როგორც  ყოველთვის,  ბევრს მუშაობდა,  იქნებ  უფრო  მეტსაც,  ვიდრე  სხვა  დროს.  მან  ხომ  ასე  იცოდა  ხოლმე,  როცა  საფრთხე  მატულობდა,  ძალისხმევას  აორკეცებდა. ახლაც,  ყოველდღიურ  საქმეებს,  რომლებიც  მისი  უზარმაზარი  იმპერიის ცხოვრებას  შეეხებოდა,  იგი  ერთი  წუთითაც  უყურადღებოდ  არ  ტოვებდა.  იგი  ისევ  ყველაფერში  ერეოდა  –  პოლიტიკაში,  ფინანსებში,  სოფლის  მეურნეობაში,  მრეწველობაში  და,  რა  თქმა  უნდა,  ჯარის  ახალნაწილების  ჩამოყალიბების  საქმეში.
დუნაის  ხელახალი  გადალახვისთვის  იმპერატორი  ამჯერად  საფუძვლიანად  ემზადებოდა.  ახლა  მას  აღარსად  ეჩქარებოდა.  დასაწყისისთვის  მან  ჯერ  ლობაუს  კუნძული  გაამაგრა,  სადაც  120-ზარბაზნიანი ბატარეა  გამართა  და  ავსტრიელთა  პოზიციებს  დაუმიზნა.  შემდეგ,  დუნაის  მთავარ  ტოტზე  სამი  ისეთი  ხიდი  ააგებინა,  რომელთაც  არც  წყალდიდობა  დააკლებდა  რასმეს  და  არც  ავსტრიელთა  ბრანდერები  (როგორც  მისი  გარემომცველები  აღნიშნავდნენ,  ნაპოლეონმა  იმ  დღეებში ინჟინერ-მექანიკოსის  გვარიანი  ტალანტიც  გამოავლინა  –  ხიდებს  მისი კონსტრუქციით  აგებდნენ  და  მისი  ნახაზების  მიხედვით  ამაგრებდნენ). გარდა  ამისა,  ყოველგვარი  მოულოდნელობისგან  თავის  დაზღვევის  მიზნით,  მან  მდინარეზე  ზარბაზნებით  შეიარაღებული  ფლოტილიაც  კი  განალაგა  ავსტრიელთა,  შესაძლო  დივერსიებისგან  ხიდების  დასაცავად. როცა  ამ მოსამზადებელ  სამუშაოებს  მორჩა,  და  კუნძული  საიმედოდ დაუკავშირა  ნაპირს,  იმპერატორმა  კმაყოფილებით  წამოიძახა:  „აჰა,  ახლა,  დუნაიც.  აღარ  არისო!“
სამუშაოების  მეორე  ეტაპი  მდინარის  ვიწრო,  მარცხენა  ნაპირთან  დამაკავშირებელი  ხიდების  მშენებლობა  იყო.  საინჟინრო  თვალსაზრისით  ეს  ბევრად  უფრო  იოლი  საქმე  იყო,  მაგრამ  მასაც  თავისი  სირთულეები  ახლდა.  ხიდები  უნდა  გადებულიყო  უკანასკნელ  მომენტში, სწორედ  მდინარის  ფორსირების  წინ,  რათა  მოწინააღმდეგეს  არ  ამოეცნო  გადალახვის  ადგილი  და  ხელი  არ  შეეშალა  ჯარის  გადასვლისთვის. ფრანგებმა  კუნძულის  ტყიან  ნაწილში  დაამზადეს  და  მტრის  თვალთაგან  საიმედოდ  მოაშორეს  საპონტონე  მოწყობილობები  და  სპეციალური ბორნები, რომლებსაც  ხიდებად  გამოიყენებდნენ  საჭიროების  დროს.  ნაპოლეონი  აქტიურ  მონაწილეობას  იღებდა  ამ  სამზადისშიც  და  მოწინააღმდეგის  პოზიციების  დაზვერვაშიც.  იგი  სერჟანტის  ფორმას  იცვამდა, შტაბის  ოფიცრებს  ჯარისკაცებად  გამოაწყობდა ხოლმე  და  მათთან  ერთად  დააბიჯებდა  სანაპიროზე,  ვითომ  რაღაც  წვრილმანი  საქმეების შესასრულებლად.  სინამდვილეში  კი  იგი  გაფაციცებით  ადევნებდა  ავსტრიელების  ყოველ  მოძრაობას  თვალს  და  თან  მათ  გამაგრებებს  სწავლობდა  ყურადღებით.
კუნძულ  ლობაუზე  ამ  სამუშაოების  წარმოების  პარალელურად, ნაპოლეონი ვენის  მიდამოებში  აგროვებდა  თავისი  ჯარის  ძირითად  ძალებს.  უშუალოდ  კუნძულზე  მასენას  კორპუსი  იყო  განლაგებული.  დანარჩენები  დუნაის  გაყოლებაზე,  ვენის  შორიახლოს  იყრიდნენ  თავს.  ნაპოლეონმა  სამი  ახალი  კორპუსი  დაიმატა:  მარმონის,  ბერნადოტისა  და  ეჟენი  ბოჰარნესი.  მათ  გარდა,  მომავალი  ბრძოლის  ადგილზე  მოკავშირე  ბავარიელების  ძლიერი  დივიზიაც  გამოცხადდა  გენერალ  ვრედეს  მეთაურობით.  სულ,  ვენის  მიდამოებში  ნაპოლეონმა  თითქმის  200  ათას  კაცსა  და 580  ზარბაზანს  მოუყარა  თავი.  ეს  დიდი  ძალა  იყო.  ძალების  სწრაფი  კონცენტრაციისა  და მათი  საკმაო  რაოდენობით  თავმოყრის  მიზნით,  აგრეთვე საკომუნიკაციო  ხაზების  დაცვის  მიზნით,  იმპერატორმა  სულ  26  ათასი კაცი  გამოყო,  ბევრად  ნაკლები,  ვიდრე  ის  ამას  ადრე  აკეთებდა.
ბრძოლისთვის,  ცხადია,  ავსტრიელებიც  ემზადებოდნენ.  მათი დაზვერვის  მონაცემები  ისეთი  იყო,  რომ  ფრანგები  აქტიურ  საომარ  ოპერაციებს  ივლისის  პირველ  რიცხვებში  განაახლებდნენ.  აქედან  გამომდინარე,  ერცჰერცოგმა  კარლმა  სწორედ  ამ  დროისათვის  მოუყარა  თავი 145  ათას  ჯარისკაცსა  და  450  ზარბაზანს.  კარლს  მეტი  ძალების  გამოყვანაც  შეეძლო,  მაგრამ  ზედმეტად  ფრთხილმა  გენერალისიმუსმა ზოგი  თავისი  შენაერთი  მეორეხარისხოვან  ფრონტებზე  დატოვა,  ზოგი კი,  თანაც  დიდი  რაოდენობით,  საკომუნიკაციო  ხაზების  დასაცავად განამწესა.  კარლმა  თავდაცვითი  ბრძოლის  წარმოება  გადაწყვიტა.  მისი გეგმით  ავსტრიელებს  ჯერ  უნდა  მოეგერიებინათ  ფრანგების  იერიშები და  მხოლოდ  შემდეგ  გადასულიყვნენ  კონტრშეტევაზე.  თავისი  ჯარის უდიდესი  ნაწილი  ერცჰერცოგმა  22  კილომეტრიან  ფრონტზე  გაშალა ბიზამბერგიდან  ნეიზიდელამდე.  ეს  ძლიერი  პოზიცია  იყო,  იგი  შემაღლებულ  ადგილებზე  გადიოდა  და  მის  წინ  გადაშლილ  დუნაის  დაბლობს (მარხფელდის  ველს)  ზემოდან  დაჰყურებდა. 
მიუხედავად  იმისა,  რომ  ფრანგების  შეტევა  კარგა  ხანია  მზადდებოდა  და,  ამდენად,  მოულოდნელიც  არ  უნდა  ყოფილიყო  ავსტრიელებისთვის,  ნაპოლეონმა  მაინც  მოახერხა  ანაზდეულად  დასცემოდა  მტერს. მთელი  თავისი  სამზადისის  პერიოდში,  იმპერატორი  ისეთ შთაბეჭდილებას  უქმნიდა  მოწინააღმდეგეს,  თითქოს  იგი  დუნაის  გადალახვას  ისევ ძველ  ადგილას  აპირებდა  –  ასპერნისა  და  ესლინგის  მიდამოებში.  ამაში რომ  უფრო  დარწმუნებულიყო  მტერი,  ნაპოლეონმა  ჯარის  ერთი  ნაწილი სწორედ  იმ  მიდამოში  გაგზავნა  და  იქვე  მიატანინა  ხიდის  „ასაგები“ მასალაც.  მაგრამ  ეშმაკი  კორსიკელი  მხოლოდ  ამ  დემონსტრაციით  არ დაკმაყოფილებულა.  ავსტრიელებს  რომ  საერთოდ  გაფანტოდათ  ეჭვი მის  განზრახვაში,  იმპერატორმა  ბრძანა  კიდევ  ერთი  ხიდის  მშენებლობა შპიცთან  დაეწყოთ  –  ვენის  ჩრდილო-დასავლეთით,  ლობაუდან  და  მომავალი  ბრძოლის  ველიდან  საკმაოდ  მოშორებულ  ადგილას.  ამით  იგი  თავისი  დეზინფორმაციული  მოქმედების  დუბლირებას  ახდენდა  და  ფსიქოლოგიურ  თამაშს  ეწეოდა,  ვნახოთ,  თუ  რა  თამაში  იყო  ეს. 
მტერთან  შესაბმელად,  ნაპოლეონს  აუცილებლად  უნდა  გადაელახა  დუნაი  და  თანაც  ისე,  რომ  მინიმუმამდე  დაეყვანა  მდინარის  გადალახვისას  მოწინააღმდეგის  შემოტევის  რისკი.  უკვე  არაერთხელ  ნახსენები  სამხედრო  და  პოლიტიკური  მოსაზრებების  გამო,  იმპერატორს დუნაის  გადალახვა  ლობაუდან  უნდა  დაეწყო.  ეს  კი  ძალიან  ზღუდავდა მის  არჩევანს  –  კუნძული  არც  ისე  დიდი  იყო,  რომ  იქ  შენიღბვისა  და ცრუ  დემონსტრაციების  ფართო  შესაძლებლობები  ყოფილიყო.  და  მაინც,  მიუხედავად  ამისა,  მდინარის  ფორსირებისათვის  იმპერატორს  ისეთი  დრო  და  ისეთი  ადგილი  უნდა  შეერჩია,  რომ  რამდენიმე  საათით  მაინც  გადაეწია  ავსტრიელების.  ჯართან  კონტაქტი.  თუ  ეს  მოხერხდებოდა,  მაშინ  ფრანგები  მოასწრებდნენ  დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გადასვლას  და  საბრძოლო  წყობის  დაკავებას.  მაგრამ  ამისათვის  საჭირო  იყო კუნძულიდან  გადასასვლელი  სხვა  ადგილის  შერჩევა.  ასეთი  ადგილი ნაპოლეონმა  კარგა  ხნით  ადრე  მოინიშნა  –  ძველი  გადასასვლელიდან რამდენიმე  კილომეტრით  ქვემოთ,  სოფელ  ენცერსდორფთან.  იქ  ფრანგები,  რასაკვირველია,  არავითარ  სამუშაოებს  არ  აწარმოებდნენ.  მომავალი  გადასვლის  ადგილი  ისე  გასაიდუმლოებული  იყო,  რომ  იმპერატორის  გარდა  მის  შესახებ  სულ  ორმა-სამმა  კაცმა  თუ  იცოდა  მთელ  ფრანგულ  არმიაში.  ყველას  ეგონა,  რომ  დუნაის  ფორსირება  ისევ  ძველ ადგილას  მოხდებოდა.  აი,  კარლსაც  რომ  ასე  ჰგონებოდა,  იმიტომ აწარმოებდა  ორმაგ  დემონსტრაციას  ნაპოლეონი.  იმპერატორს  რომ  იქვე,  ლობაუზე  დაეწყო  სადემონსტრაციო  აქტიურობა,  მაშინ  კარლს  გაუადვილდებოდა  მდინარის  ფორსირების  ჭეშმარიტი  ადგილის  ამოცნობა:  იგი  არ  დაუჯერებდა  ნაპოლეონს,  და  მის  აქტიურობას  ასპერნ-ესლინგის  მიდამოებში  სამართლიანად  ჩათვლიდა  მოჩვენებითად.  ახლა  კი, როცა  პარალელურ  სამზადისს  ფრანგები  ლობაუდან  შორს,  შპიცის  მიდამოებში  იწყებღნენ,  კარლს  სრული  საფუძველი  ჰქონდა  ეს  სამზადისი ჩაეთვალა  სადემონსტრაციოდ  და  მთელი  ყურადღება  ასპერნ-ესლინგის მიდამოებისთვის  დაეთმო.  ასეთი  იყო  ნაპოლეონის  ვარაუდი  და  მართლაც  ასე  მოიქცა  ავსტრიელი  მთავარსარდალი.  მან  მაქსიმალურად  გაამაგრა  ასპერნი  და  ესლინგი,  და  თან,  ყოგელი  შემთხვევისთვის,  შპიცისკენ  გააგზავნა  20  ათასი  ჯარისკაცი,  რითაც  საკმაოდ  დაასუსტა  თავისი  ჯარი.  ასე  რომ,  მთელი  ეს  დეზინფორმაციული  სპექტაკლი  ნაპოლეონს  თუნდაც  მხოლოდ  ამისთვის  უღირდა.  მაგრამ  იმპერატორს სხვა,  უფრო  მასშტაბური  განზრახვა  ჰქონდა  და  მის  მისაღწევად  ირჯებოდა  ასე  გამალებით.  მას  არ  აკმაყოფილებდა  მდინარის  მხოლოდ  ფარული  ფორსირება,  მას  მტრის  მიერ  გამაგრებული  პუნქტების  –  ასპერნისა  და  ესლინგის  გვერდიდან  შემოვლა  უნდოდა. 
30  ივნისიდან  მოყოლებული  მდინარის  ფორსირება  ყოველდღე იყო  მოსალოდნელი.  დაძაბულობამ  ავსტრიელთა  ბანაკში  მაქსიმუმს მიაღწია.  კარლის  ბრძანებით,  ავსტრიელთა  ბატარეები  განუწყვეტლივ უშენდნენ  ცეცხლს  ლობაუს,  მაგრამ  მანძილი  კუნძულამდე  დიდი  იყო და  ფრანგებს  ზარალი  არ  მოსდიოდათ. 
დაძაბულობა  იყო  ფრანგთა  ბანაკშიც,  სადაც  ყველა  და  ყველაფერი  მზად  იყო  დუნაის  გადასალახად  და  მხოლოდ  იმპერატორის  ნიშანს  ელოდებოდნენ.  და  აი,  4  ივლისის  ღამეს,  როცა  ძლიერი  ჭექა-ქუხილი  და  კოკისპირული  წვიმა  დაიწყო,  ნაპოლეონმა  ბრძანება  გასცა კუნძულზე  განლაგებული  ყველა  ზარბაზნიდან  ერთდროულად  გაეხსნათ ცეცხლი  სოფელ  ენცერსდორფისათვის  და  ამის  პარალელურად  მდინარის  გადალახვას  შესდგომოდნენ. 
მარჯვედ  მომუშავე  ფრანგთა  საინჟინრო  ნაწილებმა  პირველი  ხიდი  რაღაც  10  წუთში  გადეს,  ხოლო  ცოტა  ხნის  შემდეგ  კიდევ  ხუთი  სხვა.  ექვსი  ხიდი  სრულიად  საკმარისი  იყო  იმისათვის,  რომ  ფრანგების არმია  დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  გადასულიყო.  ნაპოლეონი  ხიდებთან იდგა  და  მაშხალების  შუქზე,  წვიმაში  გალუმპული,  პირადად  ადევნებდა თვალს  მდინარეზე  გადასვლის  პროცესს.  გადასვლა  სამ  საათში  დასრულდა.  დილისათვის  160  ათასი  ფრანგი  ჯარისკაცი,  მთელი  არტილერიითა  და  ცხენოსანი  ჯარით,  კოლონებად  მოწყობილი,  როგორც  აღლუმზე,  ისე  იყო  გამწკრივებული  მარხფელდის  ველზე!
5  ივლისის  დილა  იდგა.  შეშფოთებული  კარლი  და  მისი  შტაბის წევრები  თვალებს  არ  უჯერებდნენ.  მოწინააღმდეგის  მთელი  არმია დუნაის  მარცხენა  ნაპირზე  იდგა  სრულ  საბრძოლო  მზადყოფნაში  და თავისი  ბელადის  ნიშანს  ელოდებოდა! ბრძოლა,  რომელიც  5  და  6  ივლისს  გაიმართა  ავსტრიელებსა და  ფრანგებს  შორის,  ვაგრამის  ბრძოლის  სახელით  შევიდა  ისტორიაში და  გადამწყვეტი  როლი  ითამაშა  1809  წლის  ომის  შედეგის  განსაზღვრაში.  ახალ  ისტორიაში  პირველად  მოხდა,  რომ  ერთ  ბრძოლაში,  ერთდროულად,  300  ათასი  ჯარისკაცი  მონაწილეობდა.  აქვე  იყო  თავმოყრილი  არტილერიის  მანამდე  არნახული  რაოდენობა  –  ათასზე  მეტი ზარბაზანი. 
მოწინააღმდეგეთა  განლაგება  ამ  ბრძოლის  დასაწყისში  ასეთი იყო.  ავსტრიელთა  მარჯვენა  ფრთის  სამი  კორპუსი  ბიზამბერგსა  და ადერკლაას  შორის  იდგა.  მარცხენა  ფრთის  სამი  კორპუსი  კი  ვაგრამსა დღა  ნეიზიდელს  შორის,  მდინარე  რუსბახის  უკან.  ცენტრში  გრენადერები  ღა  კავალერია  იყო  განლაგებული.  ავსტრიელთა  ფრონტი  22  კილომეტრზე  იყო  გაჭიმული  და  მას  ექსცენტრული  საბრძოლო  წყობა  ეკავა. ავსტრიელებისგან  განსხგავებით  ნაპოლეონის  არმიას  კონცენტრული  საბრძოლო  წყობა  ჰქონდა  და  მისი  ფრონტის  ხაზი  მოწინააღმდეგისაზე  ბეგრად  უფრო  მოკლე  იყო  –  სულ  რაღაც  6  კილომეტრი. ჯარის  ასეთი  განლაგება  ნაპოლეონმა  რამდენიმე  მიზეზის  გამო  შეარჩია.  ჯერ  ერთი,  მას  უნდოდა,  რომ  ეგზომ  საპასუხისმგებლო  და  მასშტაბური  ბრძოლის  სადავეები  მთლიანად  ხელში  სჭეროდა  და  უშუალოდ  ეხელმძღვანელა  თავისი  შენაერთების  მოქმედებისათვის.  მეორე მიზეზი  ის  გახლდათ.  რომ  მჭიდრო  და  ერთმანეთის  ახლო-ახლო  მოქმედი  კოლონები  ავსტრიელთა  გაჭიმულ  ფრონტზე  მასირებული  დარტყმის  საშუალებას  იძლეოდა,  აქედან  გამომდინარე  ყველა  დადებითი შედეგით.  და  მესამე.  არცთუ  უმნიშვნელო  მიზეზი:  იმპერატორს  აღარ ჰქონდა  ძველებური  იმედი  თავისი  სანახევროდ  უცხოელებისგან  შემდგარი  ჯარისა,  დღა  ამიტომ  ბრძოლის  ველზე  მათ  ზომაზე  მეტ  გაშლა-გაფანტვას  ერიდებოდა... 
ნაპოლეონის  გეგმის  მიხედვით  შეტევა  დავუსა  და  უდინოს  კორპუსებს  უნდა  დაეწყოთ  მარჯვენა  ფლანგზე.  მათ  რუსბახის  სიმაღლეებისთვის  უნდა  შეეტიათ,  გადაელახათ  ამავე  სახელწოდების  მდინარე, დაეკავებინათ  ნეიზიდელი  და  აგსტრიელთა  მარცხენა  ფრთისთვის  შემოევლოთ.  ამაგე  დროს,  მარმონის,  ბერნადოტის  და  ეჟენი  ბოჰარნეს  კორპუსებს  ვაგრამზე  უნდა  მიეტანათ  იერიში  და  გაერღვიათ  მოწინააღმდეგის  ცენტრი.  მასენას  კორპუსს  კი,  ჯერ  ასპერნიდან  და  ესლინგიდან უნდა  გაედევნა  მტერი  და  შემდეგ  ბრეიტენლეეზე  წასულიყო. 
5  ივლისის  ბრძოლა,  თავიდან  ფრანგებისთვის  წარმატებულად დაიწყო.  მასენამ  ასპერნი  და  ესლინგი  დაიკავა,  უდინომ  რუსბახი  გადალახა  და  მიმდებარე  სიმაღლეებზეც  აიჭრა,  დავუ  კი  ბრძოლით  მიუახლოვდა  ნეიზიდელს.  მაგრამ  შემდეგ  ბრძოლის  სურათი  შეიცვალა.  შეუპოვრად  მებრძოლმა  ავსტრიელებმა  ნაპოლეონის  „ძველი  ნაცნობების“ –  ბელჰარდის,  ლიხტენშტაინის,  კოლოვრატის,  ჰოჰენცოლერნის  – მეთაურობით  დიდი  წინააღმდეგობა  გაუწიეს  ფრანგებს  და  მათი  შეტევები მოიგერიეს.  ამასობაში  ბინდი  ჩამოწვა  და  ბრძოლაც  მინელდა.  ორივე არმია  ერთმანეთის  სიახლოვესა  და  ერთმანეთის  პირისპირ  ბრძოლის ველზე  დარჩა  და  ღამეც  იქ  გაათია. 
ერცჰერცოგი  კარლი  5  ივლისის  დღის  კმაყოფილი  იყო:  მან ფრანგების  იერიშებიც  მოიგერია,  და  მნიშვნელოვანი  ზარალიც  მიაყენა მათ.  ამიტომ  მეორე  დღისთვის  კარლმა  შეტევითი  ოპერაციის  წარმოება  გადაწყვიტა.  მისი  მთავარი  ყურადღება  დუნაის  ტოტზე  გადებულმა ფრანგთა  ხიდებმა  მიიპყრო.  კარლი  თვლიდა,  რომ  ავსტრიელთა  მარჯვენა  ფრთის  (კლენაუ.  კოლოვრატი)  მძლავრი  იერიში  ფრანგთა  შედარებით  სუსტ  მარცხენა  ფრთას  უკუაგღებდა  და  დუნაიზე  გასვლისა  და მოწინააღმდეგის  ხიდების  ხელში  ჩაგდების  შესაძლებლობას  შექმნიდა, რაც  ფრანგებს  სახიფათო  მდგომარეობაში  ჩააყენებდა.  ამავე  დროს ბელჰარდსა  და  დ’ასპრას  ცენტრში  უნდა  დაერტყათ  ფრანგებისათვის. ხოლო  როზენბერგს  დავუს  წინააღმდეგ  მარცხენა  ფლანგზე  უნდა  ემოქმედნა  აქტიურად. 
ნაპოლეონი,  კარლისგან  განსხვავებით,  (ცხადია,  არ  იყო  განვლილი  დღით  კმაყოფილი. მართალია,  მან  მოახერხა  დუნაიზე  მთელი თავისი  არმიის  მალულად  გადაყვანა,  მაგრამ  იერიშები. რომლებიც  შემდეგ  იქნა  წარმოებული,  დუნედ  და  კორპუსებს  შორის  შეუთანხმებლად წარიმართა.  რამაც  ვერავითარი  წარმატება  ვერ  მოუტანა  მას.  ავსტრიელები  ისე  იყვნენ  მომზადებულნი,  როგორც  არასდროს  და  ისეთი  შემართებით  იბრძოდნენ,  რომ  ნაპოლეონის  არმიის  ძალისხმევას  უშედეგოდ ტოვებდნენ.  ბაგარიელი.  იტალიელი  და  სხვა  ეროვნების  ჯარისკაცები ნაკლებ  შემართებას  იჩენდნენ  მათთვის  უცხო  ომში.  აღნიშნულით  გაღიზიანებულ  იმპერატორს  მთელი  ღამე  თვალი  არ  მოუხუჭავს  და  დილამდე  მარშლებთან  თათბირობდა.  ასეთ  თათბირს  ნაპოლეონი  მხოლოდ  განსაკუთრებულ  შემთხვევებში  მიმართავდა,  მაშინ,  როცა  მდგომარეობას მეტისმეტად  სერიოზულად  მიიჩნევდა. 
6  ივლისის  ბრძოლა  ავსტრიელთა  შეტევით  დაიწყო.  მათ  დაასწრეს  ფრანგებს  და  სწორედ  მათ  მარჯვენა  ფლანგზე  მიიტანეს  იერიში. როზენბერგმა  არტილერიის  ძლიერი  ცეცხლის  საფარის  ქვეშ  დავუს შეუტია.  ავსტრიელთა  შეტევა  იმღენად  ენერგიული  იყო,  რომ  სახელოვანმა  მარშალმა  პირველ  ხანებში  უკან  დაიხია.  ნაპოლეონი,  რომელიც რაასდორფიდან  ადევნებდა  ბრძოლას  თვალყურს,  ერთობ  შეაშფოთა  ავსტრიელთა  წარმატებამ  და  იგი  გვარდიისა  და  კირასირთა  სამი  დივიზიით  პირადად  გაექანა  დაგუს  დასახმარებლად.  ერთობლივი  ძალისხმევით როზენბერგი  ჯერ  შეაჩერეს.  ხოლო  შემდეგ  უკუაგდეს. 
ამასობაში  ფრანგთა  მარცხენა  ფლანგს  კლენაუმ  და  კოლოვრატმა  შეუტიეს.  ავსტრიელთა  ამ  ორ  კორპუსში  50  ათასზე  მეტი  ჯარისკაცი  იყო,  ფრანგებს  კი  იქ  მხოლოდ  ბუდეს  ერთი  დივიზია ჰყავდათ. ამ  უკანასკნელმა,  ცხადია,  ჯეროვანი  წინააღმდეგობა  ვერ  გაუწია მტერს  და  უკან  დაიხია.  აკსტრიელთა  შეტევები  გრძელღებოდა.  ცენტრში  ბელჰარდმა  მძაფრი  იერიში  მიიტანა  ბერნადოტის  კორპუსზე  და აიძულა  იგი  ადერკლაა  დაეტოვებინა.  ბრძოლის  ამ  მომენტისთვის  ინიციატივა  მთლიანად  ავსტრიელთა  მხარეზე  იყო.  განსაკუთრებით  წარმატებული  იყო  მათი  შეტევა  ფრანგთა  მარცხენა  ფლანგზე.  კლენაუმ  იოლად  აიღო  ჯერ  ასპერნი,  შემდეგ  ესლინგი  და  ენცერსდორფისკენ  გაემართა.  იქიდან  კი  სულ  რაღაც  „ორიოდე  ნაბიჯი“  იყო  დუნაიზე გადებულ  ხიდებამდე.  შეიქმნა  კრიტიკული  მდგომარეობა.  ვენის  მთელი მოსახლეობა  სახურავებზე  და  სამრეკლოებზე  იყო  ასული  და  იქიდან ადევნებდა თვალყურს  ბრძოლის  მსვლელობას.  როცა  კლენაუ  დუნაის მიუახლოვდა,  ისინი  მიხვდნენ,  რომ  მათი  ჯარი  ზურგში  მოექცა  ნაპოლეონს  და  ამ  უკანასკნელის  დამარცხების  წინაპირობა  შექმნა.  ამ  ამბით აღფრთოვანებული  ვენელები  ყიჟინით  და  დროშების  ფრიალით ამხნევებდნენ  თავისიანებს. 
ამ  მძიმე  წუთებში  ბევრ  ფრანგ  მეთაურს  უმტყუნა  ნერვებმა,  მასენასაც  კი.  უკანასკნელმა,  რომელიც  იმ  წუთებში  ადერკლაასთან  იბრძოდა,  იმპერატორს  მაცნე  გამოუგზავნა  საერთო  უკანდახევის  მოთხოვნით.  ნაპოლეონს  წარბიც  არ  შეუხრია.  ის  ერთადერთი  იყო  ფრანგებს  შორის,  ვინც  სრულ  სიმშვიდეს  ინარჩუნებდა.  როგორც  შემდეგ  გამოირკვა.  იმპერატორი  სწორედ  იმ  მომენტს  ელოდა,  როცა  ავსტრიელები  გაჭიმავდნენ  თავიანთ  ფრონტს,  რაც  მათ  ცენტრსა  და  მარჯვენა ფლანგს  შორის  კავშირს  დაარღვევდა.  კლენაუს  შორეული  რეიდი ფრანგთათვის  სახიფათო  კი  იყო,  მაგრამ  უფრო  სახიფათო  გამოდგა  იგი კლენაუსთვის,  როგორც  კი  კლენაუ  ენცერსდორფისკენ  გაეშურა, ნაპოლეონმა  მასენას უბრძანა,  ადერკლაადან  ესლინგისკენ  გამობრუნებულიყო  და  კლენაუს  კორპუსისთვის  ფლანგში  დაერტყა  (მასენას  კორპუსი  სხვებზე  ახლოს  იყო  ამ  უკანასკნელთან).  ახლა  კი  მიხვდა  მასენა იმპერატორის  განზრახვას  და  მთელი  სისწრაფით  გამოეშურა  ესლინგისაკენ.  მასენას  კორპუსის  ფლანგური  მარში  შესანიშნავ  სანახაობას წარმოადგენდა.  თავისი  სამი  დივიზია  სახელოვანმა  მარშალმა  ერთ ხაზზე,  ერთ  კოლონად  მოაწყო  ღა  მოწინააღმდეგის  ლამის  ნახევარი არმიის  თვალწინ  და  მის  პარალელურად  დაიწყო  მოძრაობა.  თვითონ  მასენა  წინა  დღეს  ფეხში  იყო  დაჭრილი  და  ამიტომ  ორთვალაში  იჯდა. იგი  ყველაზე  სახიფათო  ადგილას,  თავისი  კოლონის  უკიდურესად  მარჯვენა  მხარეს  მოდიოდა  და  ჯარისკაცებს  აგულიანებდა. 
კლენაუს  კორპუსს  მასენა,  ალბათ.  უკუაგდებდა,  მაგრამ  ეს  ნაპოლეონისთვის  საკმარისი  არ  იყო.  აგსტრიელთა  ჯარის  25  კილომეტრზე  გაშლა  იმპერატორს  საშუალებას  აძლევღა  მოწინააღმდეგის  ყველაზე  მოწყვლად  წერტილში  –  ცენტრში  –  დარტყმით  გაერღვია  ფრონტი და  ბრძოლის  ბედი  თავის  სასარგებლოდ  გადაეწყვიტა.  ახლა  ყველაფერი  შესრულების  სისწრაფეზე  იყო  დამოკიდებული.  ნაპოლეონმაც  სასწრაფოდ  ჩამოაყალიბა  გვარდიისა  და  სპეციალური  საარტილერიო  რეზერვისგან  104-ზარბაზნიანი  ბატარეა  დრუოსა  და  ლორისტონის მეთაურობით  და  გამანაღგურებელი  ცეცხლი  გაუხსნა  ავსტრიელთა ცენტრს.  ასევე  სწრაფად  შეადგინა  იმპერატორმა  მთავარი  დამრტყმელი ტარანი  –  36-ათასიანი  კოლონა,  რომელსაც  მაკდონალდი  ჩაუყენა  სათავეში.  ამ  კოლონის  იერიშს  მხარს  უბამდნენ  ნანსუტის  კირასირები  და გვარდიის  კავალერია. 
მასენამ  მძშლაგრად  შეუტია  კლენაუს,  დაიბრუნა  ესლინგი  და ასპერნი  და  შორს  უკუაგდო  მტერი.  დავუმ  მარჯვენა  ფლანგზე  შემოვლითი  მანევრი  განახორციელა  და  ბრძოლით  აიღო  ნეიზიდელი.  როცა იმპერატორმა  დავუს  წარმატება  დაინახა,  გახარებულმა  წამოიძახა: „ბრძოლა  მოგებულიაო!“  და  რათა  თავისი  შტაბისთვისაც  შთაებერა  გამარჯვების  რწმენა.  მამლუქ  რუსტამს  ღათვის  ტყავი  გააშლევინა  მიწაზე  და  რამდენიმე  წუთით  წაიძინა  კიდეც  (ათასი  ზარბაზნის  გამაყრუებელი  გრიალის  აკომპანემენტის  ქვეშ!) 
მაკდონალდის  კოლონამ  შეტევა  12  საათზე  დაიწყო.  იმპერატორის  ბრძანებით,  მას  ზიეუსენბრუნთან  უნდა  გაერღვია  აგსტრიელთა  ცენტრი.  36-ათასიანმა  კოლონამ,  რომელსაც  გზას  104-ზარბაზნიანი  ბატარეა  უკაფავდა.  ფლანგებიდან  კავალერია  ეხმარებოდა.  ხოლო  „კუდში“ მარმონის,  ბოჰარნეს  და  გვარდიის  შენაერთები  მიჰყვებოდა:  მართალია, დიდი  დანაკარგის  ფასად,  მაგრამ  მაინც  გაარღვია  ავსტრიელთა  ცენტრი,  უკუაქცია  მტერი  და  ზიუსენბრუნს  დაეუფლა.  ერცჰერცოგი  კარლი  მამაცურად  იბრძოდა,  მაგრამ  მას  რეზერვები  აღარ  ჰყავდა  გარღვევის  ადგილის  დასახურად.  ამასობაში  მდგომარეობა  ავსტრიელთათვის მარცხენა  ფლანგზეც  გაუარესდა.  ნეიზიდელის  აღების  შემდეგ  დავუმ შეტევა  გააგრძელა,  ამჯერად  უდინოს  კორპუსთან  ერთად,  და  სისხლისმღვრელი  შეტაკების  შემდეგ  ვაგრამი  დაიკავა.  ყველაფერი  დამთავრდა.  ავსტრიელებს  მეტი  აღარაფერი  შეეძლოთ.  მარცხენა  ფლანგზე ღრმა  შემოვლის  საფრთხით  შეშფოთებულმა  გენერალისიმუსმა  მთელ ფრონტზე  უკანდახევა  ბრძანა... 
აი,  ასეთი  იყო  ვაგრამის  საქვეყნოდ  განთქმული  ბრძოლა.  ნაპოლეონი  ძალიან  აფასებდა  ამ  გამარჯვებას.  გაგრამი,  ისე  როგორც  რივოლი.  აუსტერლიცი,  იენა,  მისი  ხელოვნების  ნაყოფი  და  მისი  პირმშო იყო.  ვაგრამი  –  ეს  გრანდიოზული  მასშტაბის  ურთულესი  ბრძოლა  – იმპერატორის  მიერ  დაწერილი  სცენარის  მიხედვით  წარიმართა.  მაგრამ,  როცა  მანამდე  არხახული  შეუპოვრობით  მებრძოლმა  ავსტრიელებმა  ამ  სცენარში  „კორექტივის  შეტანა“  სცადეს,  ნაპოლეონმა  კვლავ  გამოავლინა  არაჩვეულებრივი  ტაქტიკური  ხედვის  უჩარი  და  უმალ  იპოვა გამარჯვებისკენ  მიმავალი  ერთადერთი  გხა.  მაშინდელი  სამხედრო  სპეციალისტები  აღნიშნავდნენ,  ეს  ბრძოლა  ნაპოლეოჩმა  არტისტულად  ჩაატარაო.  მსოფლიო  ისტორიის  უდიდესი  მხედართმთავრებიდანაც  კი ცოტა  ვინმე  თუ  ამოიცნობდა  იმ  ღღეს,  თუ  სად  იყო  პოზიციის  გასაღებიო,  სიამაყით  ამბობდა შემეგ  თვითონ  იმპერატორი. 
ასპერნ-ესლინგის  ბრძოლის  შემდეგ.  სულ  რაღაც  თვენახევარში, ნაპოლეონმა  მოახერხა  თითქმის  200-ათასიანი  არმიისთვის  მოეყარა  თავი ვენის  მოდამოებში.  განსხვავებით  წინა  კამპანიებისგან,  ამჯერად  იმპერატორმა  საკომუნიკაციო  ხაზებზე  დაცვის  შედარებით  მცირე  ნაწილის  გამოყოფა  იკმარა  –  იგი  ჯარის  რაც  შეიძლება  მეტი  რაოდენობის  თავმოყრას  ცღილობდა  გადამწყვეტი  ბრძოლის  წინ.  ძალის  არნახული  დაძაბვის ფასად,  მან  წარმატებით  მოახერხა  ამ  რთული  ამოცანის  გადაწყვეტა.  თანაც  არ  უნდა  ღაგგავიწყდეს,  რომ  ნაპოლეონის  დიდი  არმიის  ძირითადი და  საუკეთესო  ნაწილი  ამ  დროს  ესპანეთში  იბრძოდა.  ასე  რომ,  ავსტრიასთან  ამ  დიდ  ომს,  იმპერატორი  „ცალი  ხელით“  აწარმოებდა! 
ვაგრამთან  ბრძოლის  წინ  ნაპოლეონმა,  პირველად  ომების  ისტორიაში.  მთავარი ბანაკის  საარტილერიო  რეზერვი  შექმნა.  შემდეგ უშუალოდ  ბრძოლის  პროცესში,  მან  ამ  საარტილერიო  რეზერვის  მასირებული  გამოყენებით  გამარჯვების  წინაპირობა  შექმნა.  გაამართლა  ნაპოლეონის  მიერ  თავისი  ჯარის  კონცენტრულად  განლაგებამაც.  მთელი ორდღიანი  ბრძოლის  განმავლობაში,  იმპერატორი  ყოველი  „წვრილმანის“  საქმის  კურსში  იყო  და  შესაბამისად  რეაგირებდა  სიტუაციის  ნებისმიერ  შეცვლაზე.  რაც  შეეხება  მარშლებს  –  დავუს,  მასენას,  ბესიერს,  შტაბის  უფროს  ბერტიეს,  ისინი  ჩვეულებისამებრ  მოწოდების  სიმაღლეზე  იდგნენ  და  ბეგრიც  გააკეთეს  გამარჯვებისათვის.  თავი  გამოიჩინეს  გენერლებმა  –  მაკდონალღმა,  მარმონმა  და  უდინომ,  ბრძოლის შემდეგ  ნაპოლეონმა  სამივეს  იმპერიის  მარშლის  წოდება  მიანიჭა  (ჯარისკაცები  კი.  რომელთაც  გერაფრით  დაეგიწყებინათ  ლანი,  ნაღვლიანად  ამბობდნენ,  რომ  ეს  სამი  ახალი  მარშალი  ერთ  ლანს  ვერანაირად ვერ  შეცვლისო.  მართალნიც  იყვნენ.  ლანის  შეცვლა  არ  შეიძლებოდა...) 
ვაგრამის  შემდეგ  ნაპოლეონი  უკანდახეულ  კარლს  გაჰყვა.  იმპერატორმა  საქმე  ისე  მოაწყო,  რომ  ავგსტრიელთა  არმიას  მორავიისა  და უნგრეთისაკენ  წასასვლელი  გზა  მოეჭრა.  ერცჰერცოგი  იძულებული გახდა  ბოჰემიაში  გადასულიყო,  საიდანაც  წინააღმდეგობის  გაწევა  ბევრად  უფრო  ძნელი  იყო. 2  ივლისს  ნაპოლეონი  ქალაქ  ცნაიმში  შევიდა, სადაც  მასთან  იმპერატორ  ფრანცის  წარმომადგენლები  გამოცხადდნენ –  დამარცხებული  ავსტრია  ზავს  ითხოვდა... 
ომებსა  და  ომებს  შორის
გამარჯვების  შემდეგ  ნაპოლეონმა  ავსტრია  სამაგალითოდ  დასაჯა  (უკვე  მერამდენედ!).  1809  წლის  14  ოქტომბრის  ვეხის  ზავის  მიხედვით  ჰაბსბურგთა  იმპერია  კარგავდა  ტრიესტს.  რაგუზას.  ფიუმეს, ილირიის  პროვინციებს.  ეს  სამხრეთში.  დასავლეთში  კი  ავსტრია  ფილახს,  კარნიოლიას,  მონტეფალკონეს  ეთხოვებოდა,  არც  აღმოსავლეთის  პროვინციები  რჩებოდა  ხელუხლებელი:  ვარშავის  დიდ  საჰერცოგოს  გადაეცემოდა  გალიცია.  მაგრამ  ეს  კიდევ  ყველაფერი  არ  იყო,  იმ-პერატორმა  მოკავშირე  ბავარიას  ბრაუნაუს  ოლქი  და  ძირძველი  ავსტრიული  მიწები  ზალცბურგი  და  ინსბრუკი  მიუერთა...  ვენას  უზარმაზარი  კონტრიბუციაც  უნდა  გადაეხადა  –  85  მილიონი ოქროს  ფრანკი და  თავის  დამცავ  ნაგებობებსაც  გამოსთხოვებოდა: ულმობელი  გამარჯვებულის  განკარგულებით  ქალაქის  ციხე-სიმაგრის  კეღლები  აფეთქებულ  იქნა  (ისევე  როგორც  გრაცის,  კლაგენფურტის  და  ბრიუნის  სიმაგრეები).  იმპერატორმა  არ  აპატია  ჰაბსბურგებს  გერაგობა  –  მათ  ხომ ესპანეთში  ლაშქრობის  დროს  ჩასცეს  მას  ზურგში  მახვილი! 
ავსტრია  მტერი  იყო  და  დაისაჯა,  მაგრამ  როგორ  უნდა  მოქცეოდა  იმპერატორი  რუსეთს  –  მოკეთეს?  მოკეთეს.  რომელმაც  არათუ  ხელი  არ  გაანძრია  მოკავშირის  დასახმარებლად.  არამედ,  პირიქით,  რო-გორც  მერე  გამოირკვა.  ავსტრია  დააიმედა,  მომავალ  ომში  ფრანგებს არ  მივეხმარებიო?  აგსტრიასთან  ომის  მზადების  პროცესში  ნაპოლეონმა რამდენჯერმე  სთხოვა  ალექსანდრეს  ზეგავლენა  მოეხდინა  ჰაბსბურგებზე  და  გადაეთქმევინებინა  საფრანგეთის  წინააღმდეგ  გამოსვლა.  მეფე ჰპირდებოდა  მოკავშირეს  ასეთ  დახმარებას.  მაგრამ  სინამდვილეში  ამ მხრივ  არაფერს  აკეთებდა.  შემდეგ,  როცა  ომი  გარდუვალი  გახდა.  ნაპოლეონმა  რუსებს  ავსტრიის  აღმოსავლეთის  საზღყარზხე  სამხედრო დემონსტრაციის  ჩატარება  სთხოვა  –  ვენის  დასაშინებლად.  რუსებმა მხოლოდ  ერთი  კორპუსი  გაგზავნეს  ავსტრიის  საზღვრისაკენ  და  თან მაშინვე  ამცნეს  ვენას  (რასაკვირგელია,  საიდუმლოდ),  რომ  ეს  კორპუსიც  კი  არ  ჩაებმებოდა  მათ  წინააღმდეგ  ომში.  მოკლედ,  რუსეთმა  დაივიწყა  ტილზიტის  ხელშეკრულების  სული  და  არაფერში  გამოადგა  საფრანგეთს.  ეს  იმდენად  აშკარა  და  იმდენად  მტკივნეული  ჩხვლეტა  იყო იმპერატორისთვის,  რომ  მან  ძალზე  მწვავედ  განიცადა  იგი.
რამ  გამოიწვია  რუსეთის  ასეთი  საქციელი?  უპირველესად  ყოვლისა  იმან,  რომ  მეფე  ალექსანდრეს.  –  ტილხიტის  ხელშეკრულების ერთ-ერთი  შემოქმედის  –  გარემოცვა:  ოჯახი,  მთავრობის  წევრები,  თავადაზნაურობა.  გენერალიტეტი.  აგრეთვე  დიდვაჭრები,  ყველანი  წინააღმდეგნი  იყვნენ  საფრანგეთთან  თანამშრომლობისა.  უფრო  სწორად, ისინი  ინგლისთან  ურთიერთობის  (ვაჭრობის)  გაწყვეტის  წინააღმდეგნი იყვნენ.  რუსეთი  ხომ  უაღრესად  მჭიდროდ  იყო  ეკონომიკურად  დაკავშირებული  ინგლისთან.  ინგლისს,  ფაქტობრივად,  მონოპოლია  ჰქონდა  რუსეთთან  ვაჭრობაში  მოპოვებული.  ას  წელზე  მეტი  ხნის  ასეთმა  ეკონომიკურმა  ურთიერთობამ  საზოგადოებრივ-კელტურულ  ურთიერთობაზეც იქონია  გავლენა,  ასეთი  კავშირების  ერთბაშად  გაწყვეტა,  როგორც  ეს ტილზიტის  შეთანხმებას  უნდა  მოჰყოლოდა,  თვით  რუსეთის  თვითმპყრობელსაც  არ  შეეძლო. 
მეორე  ძირითადი  მიზეზი  იყო  ნაპოლეონის  დაპირების  შეუსრულებლობა  ოსმალეთის  დაყოფისა  და  კონსტანტინოპოლის  და  სრუტეების  რუსეთისთვის  გადაცემის  თაობაზე.  აი,  სწორედ  ამ  მიზეზებმა  განაპირობეს  რუსეთის  ანტიფრანგული  ქცევა  ავსტრიასთან  საფრანგეთის ომის  დროს.  ამ  „ინციდენტმა“  გული  აუცრუა  ნაპოლეონს  რუსეთთან კავშირზე  და  მან  ალტერნატიული  გზების  ძიებაზე  დაიწყო  ფიქრი. ვენის  (შენბრუნის)  დაზავების  გაფორმების  შემდეგ  ევროპის კონტინენტზე  მშვიდობამ  დაისადგურა.  რამდენად  მტკიცე  იყო  ეს  მშვიდობა  და  რამდენ  ხანს  გასტანდა  იგი,  არავინ  იცოდა,  მაგრამ  ის,  რომ დიდი  კონტინენტური  სახელმწიფოები  ერთმანეთს  არ  ეომებოდნენ,  უკვე  მიღწევად  მოჩანდა.  ომი  კი  მაინც  მიმდინარეობდა.  მართალია,  შორს, ესპანეთში,  ევროპის  განაპირას,  როგორც  ყველასგან  მივიწყებული  და ყველასთვის  უცნობი,  მაგრამ  მაინც  ომი.
როგორც  ვიცით,  ავსტრიასთან  მომავალი  გართულებების  მუქარამ  ნაპოლეონი  აიძულა  1809  წლის  იანვარში  მიეტოვებინა  თავისი  არმია  ესპანეთში  და  უკან  საფრანგეთში  დაბრუნებულიყო.  ეს  მაშინ  მოხდა,  როდესაც  ესპანელთა  რეგულარული  არმია  თითქმის  სრულიად  იყო განადგურებული,  ხოლო  ინგლისელთა  საექსპედიციო  კორპუსი  ზღვისკენ,  თავის  ხომალდებში  ჩასასხდომად  გარბოდა.  იმპერატორის  წასგლის  შემდეგ  კი  ყველაფერი  აირია  –  ერთიან  ხელმძღვანელობას  მოკლებული  არმია  „მხოლოდ“  მარშლების  ამარა  დარჩა.  ეს  მამაცი  და საზრიანი  მხედართუფროსები  კი  იმპერატორის  გარეშე  თაგიანთი  ღირსებების  დიდ  ნაწილს  კარგავდნენ.  დამოუკიდებლად  მოქმედებას  შეუჩვეველნი  უამრავ  შეცდომას  უშვებდნენ  და  ადრე  მოპოვებულ  წარმატებებს  ხელიდან  უშვებდნენ.  ამას  ერთმანეთს  შორის  ქიშპობა  და  შუღლი ემატებოდა.  საბოლოო  ანგარიშში  კი  „საერთო  საქმე“  ზარალდებოდა.
სულტი,  რომელსაც  ნაპოლეონმა  მურის  კორპუსის  დევნა  დაავალა,  ფეხდაფეხ  მიჰყვებოდა  ინგლისელ  გეწერალს,  მაგრამ  უკვე  ისე ენერგიულად  ვეღარ,  როგორც  ამას  იმპერატორის  იქ  ყოფნის  დროს  აკეთებდა.  ჯარისკაცებიც  აღარ  იკლავდნენ  მაინცდამაინც  თავს  გალისიის თოვლიან  გზებზე  მარშებისას.  შედეგად.  სულტმა  მური  კი  დაამარცხა. მაგრამ  ამ  უკანასკნელის  მეომრებმა  მოასწრეს  სანაპირომდე  მისგლა  და გემებში  ჩასხდომა  (თავად  ჯონ  მური  ბრძოლისას  დაიღუპა).  სულტმა ლა  კორუნია  და  ფეროლი  დაიკავა  –  ეს  უდაო  წარმატება  იყო.  მაგრამ შემდეგ,  როცა  მას  იმპერატორის  ბრძანება  მოუვიდა  სამხრეთისკენ წასულიყო  და  პორტუგალიაში  შეჭრილიყო,  საქმე  გართულდა.  სულტი ჩრდილოეთიდან  უნდა  შესულიყო  ამ  ქვეყანაში.  ვიქტორი  კი  სამხრეთიდან.  სულტმა  წარმატებით  შეასრულა  დავალების  პირველი  ნახევარი  – მან  დაამარცხა  პორტუგალიელთა  45-ათასიანი  არმია,  აიღო  ქალაქი ოპორტო  და  გიქტორის  ლაშქრობის  შედეგს  დაელოდა.  ვიქტორი  კი პორტუგალიაში  ვერ  შეიჭრა.  მას  ესპანელ  პარტიზანებთან  ბრძოლამ მოუწია  და  შორს  გალაშქრების  თავი  აღარ  ჰქონდა.  სულტის  დაღლილ-დაქანცული  და  მშიერ-მწყურვალი  ჯარისკაცები  სიამოვნებით  დარჩნენ ადგილზე  –  ქალაქ  ოპორტოში  და  იქ  ხანგრძლივი  დასვენება  მოიწყეს. მოხდა  ის,  რაც  ჟიუნოს  არმიას  დაემართა  –  ქეიფსა  და  მოსახლეობის ძარცვა-გლეჯას  გადაყოლილმა  სულტის  მეომრებმა  ღირსებასთან  და საბრძოლო  განწყობილებასთან  ერთად  სიფხიზლეც  დაკარგეს...
ართურ  უელსლი  ყურადღებით  ადევნებდა  თვალს  სულტის  არმიის  დემორალიზაციას.  ინგლისელთა  მთავარსარდალი  იმ  დროს  კოიმბრაში  იმყოფებოდა  და  მოწინააღმდეგის  ბანაკში  ასეთი  პროცესების გაღვივებას  ხელს  უწყობდა.  ოპორტო  ინგლისელების  მსტოვრებით  გაივსო.  მათ  ადგილობრივ  დიდკაცობასთან  კავშირში  ყველაფერი  გააკეთეს  იმისათვის,  რომ  ფრანგთა  ჯარში  განხეთქილება  ჩამოვარდნილიყო, უნდა  ითქვას,  რომ  ეს  მათ  დიდად  არც  გასჭირვებიათ:  განხეთქილება  იქ ისედაც  იყო,  თუნდაც  ნაძარცვის  გაყოფისა  და  თბილი  და  სარფიანი  ადგილების  განაწილების  გამო.  ეს  კიღევ  არაფერი.  სულტის  გარშემო  მოხერხებულად  მოკალათებულმა  „დაინტერესებულმა  პირებმა“  შეატყეს რა,  რომ  მას  ფულისა  და  ძალაუფლებისადმი  განსაკუთრებული  ლტოლვა  აღმოაჩნდა.  თავიანთი  ძალისხმევა  სწორედ  აქეთკენ  მიმართეს.  მათ მარშალს  ჩააგონეს,  რომ  იგი  უკეთესს  ვერაფერს  გააკეთებდა,  ვიდრე ლუზიტანიის  (პორტუგალიის  ჩრდილოეთი  ნაწილის)  მეფედ  არ  გამოაცხადებდა  თავს.  ჟიუნოსი  არ  იყოს,  იმპერატორის  გარემოცვის  ცუდი მაგალითით  შეგულიანებული  ნიკოლა  ჟან  დე  დიე  სულტიც  იოლად  წამოეგო  ანკესს  და  თავი  ლუზიტანიის  მეფე  ნიკოლა  პირველად  გამოაცხადა...  ამ  კომედიას  ბოლო  ისევ  ართურ  უელსლიმ  მოუღო,  რომელმაც ისარგებლა  ფრანგების  სრული  დოყლაპიობით,  სწრაფად  გაიარა  გზის 100-კილომეტრიანი  მონაკვეთი  კოიმბრიდან  ოპორტომდე  და.  12  მაისს... დღისით-მზისით  26  ათასი  ჯარისკაცის  თანხლებით  ქალაქში  შევიდა. ახლადგამომცხვარმა  გვირგვინოსანმა  გვირგვინის  წაღებაც  ვერ  მოასწრო,  ისე  გაუტია  მთებისაკენ.  იმავე  მიმართულებით  გაეშურა  გაზარმაცებული  და  გაზულუქებული  არმიაც,  რომელმაც,  რაც  აქამღე  ძარცვა, იმის  მეათედის  წაღებაც  ვერ  მოასწრო.  რის  ვაი-ვაგლახითა  და  წვალებით  ეს  „არმია“  მთაგრეხილების  გავლით  კვლავ  ესპანეთში  დაბრუნდა. მის  დასახმარებლად  გალისიიდან  ნეი  მოდიოდა,  კარგად  მომზადებული და  კარგად  შეიარაღებული  არმიით.  შერცხყენილმა  სულტმა  არ  ისურვა უდანაკარგოდ  მომავალ  კოლეგასთან  რანდევუ  და.  საქმის  საზიანოდ, დამხმარე  ძალასთან  შეხვედრას  თავი  აარიდა...
სულტის  ლაშქრობაზე  ყურადღება  იმიტომ  გავამახვილეთ,  რომ იგი  მეტ-ნაკლებაღ  ტიპური  იყო  ესპანეთში „მარტოდ  დარჩენილი“  მარშლების  მოღვაწეობისა.  მამაცი,  ენერგიული  და  გამოცდილი  მხედართუფროსი,  აუსტერლიცის  ღირსსახსოვარი  ბრძოლის  ერთ-ერთი  გმირი, მარშალი  ნიკოლა  სულტი  ესპანეთშიც  მამაცურად  იბრძოდა  1809-1812 წლებში,  მაგრამ  ამ  ბრძოლასთან  ერთად,  და  იქნებ  მასზე  მეტადაც,  მას მუზეუმების  ძარცვა  და  მოძრავი  ქონების  დაგროვება  აინტერესებდა. ასე  იყვნენ  სხვებიც.  თუ  ამ  მასშტაბით  არა,  ნაკლებით  მაინც.  ყოველ შემთხვევაში,  ამგვარ  საქმეებში  ბევრმა  გაისგარა  ხელი.
ასე  იყო  თუ  ისე,  ომი  ესპანეთში  ხუთ  წელზე  მეტ  ხანს  გაგრძელდა.  ეს  ომი  მძაფრი.  სისხლისმღვრელი  და  დაუნდობელი  იყო.  პირენეებს  იქით  ნაპოლეონს  მეტად  აღარ  დაუდგამს  ფეხი  და  ომი  მარშლების  ამარა  მიდიოდა.  ეს  თავისებური  ომი  იყო  –  უპირატესად  პარტიზანული  (ესპანელების  მხრიდან),  რომელშიც  აქტიურად  მონაწილეობდნენ  ინგლისელები.  კუნძულელებმა  დიდი  როლი  ითამაშეს  ამ  ომში, მაგრამ  არა  გადამწყვეტი.  ყოველ  შემთხვევაში  არა  ისეთი,  როგორსაც ინგლისელი  ისტორიკოსები  თავიანთ  არმიას  მიაწერდნენ.  იგივე  ითქმის მთავარსარდალზეც.  თქმა  არ  უნდა,  ლორდი  ველინგტონი  (1810  წლის შემდეგ  ართურ  უელსლი  ამ  ტიტულით  მოიხსენიებოდა)  კარგი  სტრატეგოსი  და  კიდევ  უფრო  კარგი  ტაქტიკოსი  იყო,  მან  ოსტატურად აწარმოა  ბრძოლა  ერთმანეთთან  ქიშპსა  და  დაპირისპირებას  გადაყოლილ  ფრანგ  მარშლებთან  და,  საბოლოოდ,  წარმატებასაც  მიაღწია, მაგრამ  ესპანელი  პარტიზანების  დახმარების  გარეშე  მას  გამარჯვების არავითარი  შანსი  არ  ექნებოდა.  ეს  რომ  ლიტონი  სიტყვები  არაა,  დასადასტურებლად  ორი  ასეთი  ფაქტიც  კმარა. 
ანდრე  მასენას  დასახმარებლად,  რომელიც  1810  წელში,  პორტუგალიაში  ჩრდილოეთიდან  შეიჭრა,  სამხრეთიდან  ფრანგების  ორი კორპუსი  უნდა  შესულიყო,  60  ათასი  «ჯარისკაცის  რაოდენობით.  ნაპოლეონის  გეგმით,  ჯარის  ეს  მნიშვნელოვანი  კონტინგენტი  აიძულებდა ველინგტონს  დაესუსტებინა  ჩრდილოეთის  ფრონტი.  რაც  მასენას  ლისაბონის  ხელში  ჩაგდების  კარგ  შესაძლებლობას  შეუქმნიდა.  მაგრამ  ეს 60  ათასი  ჯარისკაცი  ესპანეთში  დარჩა.  რადგან  ისინი  პარტიზანულ“ რაზმებთან  ბრძოლებში  ჩაებნენ.  რომლებმაც  არსებითად  ყველა  გზა გადაუჭრეს  და  გადაუკეტეს  ფრანგებს  და  დასავლეთისკენ  მოძრაობის ყოველგვარი  საშუალება  მოუსპეს. 
მეორე  მაგალითი.  რუსეთთან  ომის  სამზადისის  გამო  ნაპოლეონმა 1811  წელში  ესპანეთიდან  70  ათასი  მეომარი  გაიყვანა.  იქ  დარჩენილი  190 ათასი  ჯარისკაციდან  მარშლები  იძულებულნი  იყვნენ  მარტო  საფრანგეთთან  დამაკავშირებელი  საკომუნიკაციო  ხაზების  დასაცავად  90  ათასი  მეომარი  გამოეყოთ!  კომენტარები,  როგორც  იტყვიან,  საჭირო  აღარ  არის. ესპანეთისთვის  ნაპოლეონს  მეტი  აღარ  მოუცლია.  ის,  რა  თქმა უნდა,  ცდილობდა  ყოველთვის  ყოფილიყო  საქმეთა  კურსში,  დეტალურად გასცნობოდა  იქაურ  ფრონტებზე  არსებულ  ვითარებას,  რჩევა-დარიგებასა და  ინსტრუქციებს  არ  აკლებდა  მარშლებს,  უგზავნიდა  ჯარსაც,  ხშირად მნიშვნელოვანი  რაოდენობითაც,  მაგრამ  იმდენს  მაინც  არასოდეს,  რამდენსაც  ისინი  ითხოვდნენ,  ამარაგებდა  ფინანსურადაც,  ისევ  იმაზე  ნაკლებად.  რამდენიც  მათ  სურდათ,  მაგრამ  მაინც  ხომ  ამარაგებდა,  ასე  რომ, ვერავინ  უსაყვედურებდა  მას,  ესპანეთზე  ხელი  საბოლოოდ  ჩაიქნიაო, თუმცა  ეს  მაინც  ომის  ისე  წარმართვა  არ  იყო,  როგორიც  საქმეს  სჭირდებოდა.  აღნიშნულის  გათვალისწინებით  სწორედ  საოცარია.  თუ  რა  საბრძოლო  გაწვრთნა  და  რა  სიმამაცე  უნდა  ჰქონოდათ  ფრანგ  ჯარისკაცებს, რომ  საყოველთაო,  დაუნდობელი,  შეუწყვეტელი  პარტიზანული  ომის  პირობებში  ხუთი  წელი  გაეძლოთ  გელინგტონის  არმიისთვის  და  არაერთხელ  წარუმატებლობაც  ეგემებინათ  მისთვის!  ყველაზე  დიდ  წარმატებას მარშლებმა  1810  წლის  კამპანიაში  მიაღწიეს,  როდესაც  მათ  ცოტა  ხნით მოახერხეს  ერთმანეთს  შორის  კავშირის  დამყარება  და  შეთანხმებულად იმოქმედეს.  სხვადასხვა  ფრონტზე  ერთდროული  შეტევის  შედეგად  ესპანელებისა  და  ინგლისელების  ხელში  მხოლოდ  ნახევარკუნძულის  უკიდურესად  სამხრეთი  პორტი  კადისი  და  ზედ  პორტუგალიის  საზღვარზე  მდებარე  ბადახოსი  და  სიუდად -როდრიგო  დარჩა.  მაგრამ  ასეთ  უმძიმეს  მდგომარეობაშიც  კი  ესპანელებს  ფარხმალი  არ  დაუყრიათ.  მათი  ცენტრალური ხუნტა  ერთხანს  კუნძულ  ლეონზე  გადავიდა  და  იქიდან  ხელმძღვანელობდა  პარტიზანულ  ომს.
იმავე  1810  წელს  ფრანგებს  წარუმატებლობაც  შეხვდათ.  ნაპოლეონმა  პორტუგალიის  დასაბრუნებლად  ამ  ქვეყანაში  მასენას  60-ათასიანი არმია  გაგზავნა.  უმძიმესი  ლაშქრობის  პირველი  ნახევარი  ფრანგთა  ერთ-ერთმა  ყველაზე  საუკეთესო  მხედართმთავარმა  კარგად  ჩაატარა  და  თითქმის  ლისაბონს  მიადგა,  მაგრამ  მის  შორიახლო  გელინგტონის  მიერ ოსტატურად  აგებულ  ტორიჟ-ვეღრაშის  მძლავრ  თავდაცვითს  ზღუდეს  წააწყდა.  თვეზე  მეტი  ხნის  განმავლობაში:  უტრიალა  მასენამ  ამ  ზღუდეს, მაგრამ  გერაფერი  მოუხერხა  და  დაღლილობისა  და  შიმშილისაგან  დაუძლურებული  თავისი  ჯარით  ბოლოს  უკან  გამობრუნდა.  ეს  იყო  და  ეს. შემდეგ  წარმატება,  თანდათანობით,  კვლავ  ესპანელებისა  და  ინგლისელების  ხელში  გადავიდა  და  ფრანგებმა  ნელ-ნელა,  მაგრამ  განუხრელად დაიწყეს  დაკავებული  ტერიტორიების  ჩაბარება.  ეს  პროცესი  პერმანენტულად  განვითარდა  და  1813  წლისათვის  დასრულდა,  როდესაც  ესპანელებისა  და  ინგლისელების  ჯარი  საფრანგეთის  საზღვარზე  გავიდა.
პირენეებს  იქით  გალაშქრების  უაზრობაზე  შემდეგში  თვით ნაპოლეონიც  არაერთხელ  ლაპარაკობდა  (ცხადია,  ცხოვრების  ბოლოს, წმინდა  ელენეს  კუნძულზე  ყოფნისას).  იგი  ამბობდა,  რომ  ვერ  შეაფასა ესპანელების  თავგანწირვა  და  ფანატიზმი.  ეს  რომ  მცოდნოდა,  ასეთ  ნაბიჯს  არასოდეს  გადავდგამდიო,  თუმცა,  იქვე  უმატებდა,  რომ  ესპანეთის  ომმა  მაინც  მოუტანა  მას  ერთი  დადებითი  შედეგი  –  ინგლისელები კარგა  ხნით  და  ღრმად  ჩაეფლნენ  მასში  და  სხვაგან  ვეღარ  იჩენდნენ  აქტიურობასო.  ჩვენ  რომ  პირენეს  ნახეკგარკუნძულზე  არ  ვყოფილიყავით, მაშინ  ინგლისელები  ჩრდილოეთ  გერმანიაში  ან  ჰოლანდიაში  გადმოსხდებოდნენო.  იმპერატორის  ამ  სიტყვებში  არის,  რა  თქმა  უნდა,  გარკვეული  რეზონი,  თუმცა  მხოლოდ  გარკვეული.  ინგლისელებს  რომ ჩრდილოეთ  ევროპაში  დესანტის  წარმატებული  მოქმედების  იმედი  ჰქონოდათ,  სადაც  მათ  ბობოქარი  ესპანელები  კი  არა,  მშვიდი  და  მორჩილი ჩრდილოეთზღვისპირელები  დახვდებოდნენ,  ისინი  ამას  აუცილებლად გააკეთებდნენ.  ისე  რომ,  იმპერატორის  ეს  სიტყვები  შეცდომის  გამართლებას  უფრო  წააგავს,  ვიდრე  ჭეშმარიტებას, ავსტრიაზე  1809  წლის  გამარჯვების  შემდეგ,  როდესაც  ფართომასშტაბიანი  საომარი  მოქმედება  აღარსად  მიმდინარეობდა.  ნაპოლეონმა  საკუთარი  თავისთვისაც  მოიცალა.  იმპერატორი  უკვე  კარგა  ხნის წინ  მივიდა  იმ  დასკვნამდე,  რომ  საჭირო  იყო  გვარიანად  შებერებულ ჟოზეფინასთან  განქორწინება  და  ახალი  ცოლის  შერთვა,  რათა  თავისი ვრცელი  იმპერიის  მომავალი  საკუთარ  მემკვიდრესთან დაეკაგშირებინა. საცოლე,  ალბათ, ბევრი  გამოენახებოდა  ევროპის  მბრძანებელს,  მაგრამ მას  ხომ  მარტო  ცოლის  თხოვა  არ  სურდა!  სურდა.  რომ  მისი  თანამეცხედრე  ძველებური  და  დიდებული  გვარის  წარმომაღგენელი  ყოფილიყო,  წარმომადგენელი  დიდი  სახელმწიფოს  მმართველი  დინასტიისა. 
1807  წელში,  ტილზიტის  ხელშეკრულების  გაფორმების  შემდეგ,  როდესაც  რუსეოთან  მეგობრული  ურთიერთობა  დამყარდა,  ნაპოლეონს  აზრად  მოუვიდა  ამ  ურთიერთობის  კიდევ  უფრო  განმტკიცება ალექსანდრეს  ერთ-ერთ  დაზე  დაქორწინების  გზით.  გასათხოვარი  და მეფეს  ორი  ჰყავდა  –  ეკატერინე  ღა  ანნა.  გამოირკვა,  რომ  ეკატერინე უკვე  ღანიშნული  იყო  ოლდენბურგის  პერცოგზე.  ხოლო  ანნა  ჯერ თოთხმეტი  წლისა  იყო  და  მისი  გათხოვება  არ  შეიძლებოდა.  ნაპოლეონმა  მაშინ  არაფერი  უთხრა  რუსეთის  მეფეს.  წლინახევრის  შემდეგ  კი, ერფურტში,  თავისი  სურვილი  /ალეირანის  პირით  გაუმხილა.  მეფე  წინააღმდეგი  არ  იყო,  მაგრამ,  „კოჭლმა  მელამ“  ერთი-ორი  ისეთი  სიტყვა ჩააწვეთა  შესაძლო  ქორწინების  საწინააღმდეგოდ,  რომ  გუნება  შეუცვალა.  ასეთ  საქმეებში  განმგებელი  დედაჩემი,  დედოფალი  მარია  არის  და მას  უნდა  დავეკითხოო  –  ასეთი  პასუხი  გაუგზავნა  მეფემ  ფრანგთა  იმპერატორს,  ესეც  არ  იყოს,  ანნა  ჯერ  თითქმის  ბავშვია  და  მისი  გათხოვება  ცოდვააო.  ნაპოლეონმა,  თავის  მხრივ,  ალექსანდრეს  გააგებინა, რომ  მოიცდიდა  მანამ,  სანამ  ანნა  სრულწლოვანი  გახდებოდა  და  მერე ითხოვდა  მას.  მხარეები  ამაზე  შეთანხმდნენ  და  ერთხანს  ამ  საკითხზე კრინტი  აღარ  დაუძრავთ.  მხოლოდ  1809  წელში  დაავალა  ნაპოლეონმა კოლენკურს  ხელახლა  „აღეძრა  საქმე”  მეფის  ოჯახის  წინაშე.  ალექსანდრემ  „აღტაცება“  გამოთქვა  ძვირფასი  „ძმის“  სურვილის  გამო,  მაგრამ  დაუმატა.  რომ  ყველაფერი  ახლაც  დედაჩემზეა  დამოკიდებული,  ის კი  ცოტა  მკაცრი  და  ცოტა  ძველებური  შეხედულებების  ქალიაო.  „დიდმა  დედოფალმაც“  ქვა  ააგდო  და  თაგვი  შეუშვირა  –  ცოცხალი  თავით  ქალიშვილს  ნაპოლეონს  არ  გავატანო.  დედოფლის  მხარეზე  პეტერბურგის  მთელი  მაღალი  საზოგადოება  დადგა  –  მათი  სიძულვილი  ბუონაპარტესადმი  იმდენად  დიდი  იყო.  რომ  მეფის  აზრსაც  აღარ  კითხულობდნენ.  მართალია,  პირდაპირ  უარს  პეტერბურგიდან  ნაპოლეონს  ვერ უთვლიდნენ,  მაგრამ  საქმის  გაჭიანურებას  კი  სხვადასხვა  საბაბით  ცდილობდნენ.  ერთი  უმთავრესი  ამ  საბაბთა  შორის  ის  იყო,  რომ  პრინცესა ანნა  მართლმადიდებელი  ქვეყნიდან  იყო,  ხოლო  მისი  ხელის  მთხოვნელი –  კათოლიკურიდან...
გაურკვევლობა  და  მიკიბულ-მოკიბული  პასუხები  ნაპოლეონის გაღიზიანებას  იწვევდა,  შედეგად  კი,  ჯოხი  კოლენკურზე  ტყდებოდა. საბრალო  ელჩი  ნემსის  ყუნწში  ძვრებოდა,  მაგრამ  არაფერი  გამოუდიოდა  –  რომანოვების  სამეფო  კარი  საიმედოს  არაფერს  ამბობდა.  და  აი, ერთ  მშვენიერ  დღეს,  ლოდინითა  და  ცუდად  დაფარული  უარით  აღშფოთებულმა  ბუონაპარტემ  180  გრადუსით  შეიცვალა  მიმართულება,  „რუსულ  ვარიანტზე“  უარი  თქვა  და  „ავსტრიულზე“  გადაერთო:  მან  ოფიციალურად  გამოაცხადა.  რომ  უარს  არ  იტყოდა  იმპერატორ  ფრანცის ქალიშვილის  თხოვაზე  (ჟოხზეფინას  ნაპოლეონი  1§09  წლის  15  დეკემბერს  გასცილდა,  ცრემლიანი  და  ამაღელვებელი  სცენის  შემდეგ.  გამოთხოვებისას  იმპერატორმა  ყოფილ  მეუღლეს  მალმეზონის  დიდებული სასახლე  და  მილიონი  ოქროს  ფრანკი  უბოძა...).
მეტერნიხი  აღტაცებაში  მოვიდა  –  ეს  ხომ  მისი  ოცნება  იყო!  ავსტრიის  ყოფილი  ელჩი.  იმჟამად  კი  ქვეყნის  საგარეო  საქმეთა  მინისტრი,  თავის  შემცვლელს  პარიზში  –  თავად  შვარცენბერგს  –  ინსტრუქციას  ინსტრუქციაზე  უგზავნიდა,  თუ  როგორ  უნდა  განემტკიცებინა  მას  იმპერატორის  ახალი  არჩევანი  და  როგორ  ექცია  იგი  ურღვევ გადაწყვეტილებად.  უნდა  ითქვას.  რომ  შვარცენბერგს  დიდი  ჯაფა  არ დასდგომია  –  ნაპოლეონს  გადაწყვეტილება  უკვე  მიღებული  ჰქონდა  და ახლა  სიტყვა  იმპერატორ  ფრანცზე  იყო.  ფრანცის  დაყოლიება  კი  მეტერნიხმა  ითავა.  მინისტრმა  სულ  იოლად  აუხსნა  თავის  მბრძანებელს, თუ  რა  სარგებლობა  შეეძლო  ენახა  ავსტრიას  ნაპოლეონთან  დამოყვერებით.  ლამის  ოცწლიანმა  ომებმა  ამ  კაცთან  და  მის  ქვეყანასთან.  გაანახევრეს  და  დააუძლურეს  ჰაბსბურგთა  ერთდროს  ძლევამოსილი  იმპერია,  ეუბნებოდა  მინისტრი  ფრანცს,  ამიტომ  ასე  გაგრძელება  აღარ  შეიძლება  –  ავსტრია  ახლა  მშვიდობის  გზას  უნდა  დაადგეს  და  ამ  გზაზე პოვოს  თავისი  მომავალიო.  ფრანცმა  თანხმობა  განაცხალა.  რჩებოდა „სულ  პატარა“  საკითხი:  თუ  მოიწონებდა  ასეთ  არჩევანს  საფრანგეთის მომავალი  დედოფალი!  მარია-ლუიზა  მამის  მოყვარული  და  მამის  მორჩილი  ქალი  იყო.  ამიტომ  მისთვის  მოულოდნელ  და  არასასურველ  განაჩენს  იგი,  წესით,  უსიტყვოდ  უნდა  დამორჩილებოდა.  და  მაინც,  მამამ ვერ  გაბედა  ქალიშვილისათვის  პირადად  ემცნო  ეს  თაგზარდამცემი  ამბავი  (ამბავი  ჭეშმარიტად  თავზარდამცემი  იქნებოდა  მისთვის.  ვინაიდან 19  წლის  მარია-ლუიზას,  რაც  თავი  ახსოვდა,  სულ  ნაპოლეონის  ლანძღვა-გინება  ესმოდა,  ნაპოლეონისა,  რომელმაც  ამდენჯერ  დაამარცხა მისი  სამშობლო  და  ამოღენა  ტერიტორია  წაართვა  მას).  ფრანცმა  მეტერნიხს  სთხოვა  ქალიშვილთან  მოლაპარაკება.  განთქმულმა  დიპლომატმა  ადვილად  გაართვა  თავი  რთულ  ამოცანას  და  იმპერატორს  პრინცესას  თანხმობა  მოუტანა.  მამას  გადაეცით,  უთქვამს  მარია-ლუიზას, რომ  სამშობლოს  კეთილდღეობისათვის  მე  გავიღებ  ამ  მსხვერპლს,  ამიტომ  მას  თამამად  შეუძლია  იმოქმედოსო.
ნაპოლეონი  წინასწარ  იყო  დარწმუნებული  საქმის  ასეთ  მსვლელობაში  და  ამიტომ  საქორწინო  ხელშეკრულების  შედგენას  მანამდე მიჰყო  ხელი,  სანამ  ვენიდან  თანხმობის  პასუხი  მოვიდოდა.  პრინცესას ხელის  სათხოვნელად  ავსტრიის  დედაქალაქში  საგანგებო  მისია  გაემართა  დიდი  არმიის  მთავარი  შტაბის  უფროსის,  ვაგრამის  ჰერცოგის, მარშალ  ბერტიეს  მეთაურობით,  სწორედ  იმ  გაგრამისა,  სადაც  სულ რამდენიმე  თვის  წინ  ბერტიემ  და  მისმა  მბრძანებელმა  ასე  სასტიკაღ დაამარცხეს  მომავალი  პატარძლის  თანამემამულენი...
ვენაში  ბერტიე  ზღაპრულად  მიიღეს  –  თითქოს  ავსტრიელებს ამდენი  ხნის  მტერი  კი  არა.  მეგობარი  და  მოკავშირე  ჩამოსგლოდეთ.  იმ დროისათვის  ბევრი  ავსტრიელი  სწორედ  საფრანგეთთან  დაახლოებას და  ამ  უზომოდ  გაძლიერებულ  სახელმწიფოსთან  კავშირს  უჭერდა მხარს  –  ოცწლიან  მწარე  გაკვეთილებს  მათთვის  უქმად  არ  ჩაევლოთ. ბერტიემ  იმპერატორ  ფრანცსა  და  მის  ქალიშვილს  სასიძოს წერილები  გადასცა.  ფრანცს  ნაპოლეონი  თბილსა  და  თან  ღირსებით აღსავსე  წერილს  სწერდა,  საცოლესთვის  კი  ამაღლებულ  და.  ამავე ღროს,  გულისამაჩუყებელ  სიტყვებს  არ  ინანებდა.
1810  წლის  II  მარტს  ვენის  წმინდა  ავგუსტინეს  ტაძარში  ე.წ. დროებითი  ქორწინება  შედგა  ნაპოლეონსა  და  მარია-ლუიზას  შორის. პატარძალი  ადგილზე  იყო,  ნეფე  კი  შორს,  პარიზში  და  ვენაში  მას  მარშალი  ბერტიე  წარმოადგენდა...  ცერემონიალის  შემდეგ  სახალხო  დღე- სასწაული  გაიმართა.  ვენელები  ერთობ  კმაყოფილნი  ჩანდნენ.  იმდენად კმაყოფილნი,  რომ  ერთი  უცხოელი  მონაწილის  სიტყვები  რომ  გავიმეოროთ,  ისეთი  შთაბეჭდილება  იქმნებოდა,  თითქოს  იმ  ღღეს  თითოეული ავსტრიელის  ოჯახის  წევრი  ქორწინდებოდა.
ნაპოლეონის  წერილს  მალე  საჩუქრები  მოყვა.  მარია-ლუიზამ საქმროსგან  (უფრო  სწორად  უკვე  ქმრისგან)  ორი  მილიონი  ოქროს ფრანკის  ღირებულების  სამკაული  მიიღო.  მარტო  ბრილიანტის  ყელსაბამი  900  ათას  ფრანკს  „იჭერდა“!  თუმცა  ეს  რა  იყო  –  მომავალი  დედოფლის  საცხოვრებელი  ისე  მორთეს  და  მოკაზმეს  პარიზში,  რომ  სამ მილიონზე  მეტი  ახლა  ის  დაჯდა!  მოკლედ,  ისე  იყო  ჰაბსბურგების  უძველეს  გვართან  დანათესავებით  გახარებული  ბუონაპარტე,  რომ  სულს არ  იშურებდა  ახალგაზრდა  ცოლისათვის...
საფრანგეთისა  და  ავსტრიის  დაახლოება  ვერაფრად  ეპიტნავათ რუსებს.  ამ  ქორწინებამ  ისეთ  შოკში  ჩააგდო  რუსეთის  ელჩი  ვენაში გრაფი  შუვალოვი.  რომ  სხვა  ელჩებისგან  განსხვავებით  საფრანგეთის საელჩოში  არ  მივიდა  და  არ  მიულოცა  თავის  ფრანგ  კოლეგას  (და  მოკავშირეს!)  ეს  ღირსშესანიშნავი  მოვლენა.  არანაკლებ  ცუდ  დღეში  ჩავარდნენ  პეტერბურგშიც.  მეფე  ალექსანდრე  დაბნეული  და  შეშფოთებული  იყო.  ამ  შეშფოთებას  იგი  კოლენკურთანაც  ვერ  ფარავდა.  მეფე  ლამის  იყო  საყვედურობდა  გრაფს:  რატომ  აჩქარდა  თქვენი  იმპერატორი, ჩვენ  ხომ  საბოლოო  პასუხი  «ერ  არ  გვქონდა  გაცემულიო.  ბევრად  უკეთეს  მდგომარეობაში  არც  რუმიანცევი  იყო.  საგარეო  საქმეთა  მინისტრი ანტირუსული  ალიანსის  ჩამოყალიბებას  უფრთხოდა  და  ფრანგებთან  საუბრისას  ამას  არ  მალავდა.  მაგრამ.  ცოტა  ხნის  შემდეგ.  მეფემ  და  მისმა  მინისტრმა  თავი  ხელში  აიყვანეს  და  ორი  ქვეყნის  ლაახლოებას  ერთობ  ეშმაკური  და  მზაკვრული  პოლიტიკა  დაუპირისპირეს.  შევეცადოთ ორიოდე  სიტყვით  მაინც  შევეხოთ  ამ  პოლიტიკის  არსს  (დაწვრილებით და  ერთობ  ხატოვნად  იგი  ალბერ  ვანდალს  აქვს  გადმოცემული  თავის ფუნდამენტურ  ნაშრომში  „ნაპოლეონი  და  ალექსანდრე  I“).
ალექსანდრესა  და  რუმიანცევის  მითითებით  რუსეთის  ღია  და ფარულმა  აგენტებმა  ვენაში ფართო  მასშტაბის  პროპაგანდისტული სამუშაო  გაშალეს  ავსტრიული  საზოგადოების  იმ  ნაწილში,  რომელსაც საფრანგეთთან  დაახლოება  არ  აწყობდა  და  ნაპოლეონის  შიში  ჰქონდა. ავსტრიას  საფრანგეთთან  ომებში  უამრავი  ტერიტორია  აქვს  დაკარგული,  ქადაგებდნენ  ისინი,  მას  ფეხი  აქვს  ამოკვეთილი  გერმანიიდან,  იგი გამოძევებულია  იტალიიდან,  მოწყვეტილია  ზღვას,  დაკარგული  აქვს თვით  ტიტული  რომის  საღვთო  იმპერიისა  და  ძნელი  წარმოსადგენია, რომ  საფრანგეთთან  დამოყვრებით  იგი  დაიბრუნებს  დაკარგულს.  ყოველ შემთხვევაში.  „ავსტრიის  სიძე“  ჯერჯერობით  არ  ჩქარობს  წართმეულის  დაბრუნებას...  თუ  ავსტრიას  სურს  დაკარგულის  აღდგენის  პერსპექტივა  გაუჩნდეს,  მან  რუსეთთან  კავშირზე  უნდა  იფიქროს.  რუსეთი, ცხადია,  მარტო  მეგობრული  გრძნობების  გამო  არ  დაეხმარება  ავსტრიას  დაკარგულის  დაბრუნებაში.  საპასუხოდ  ამ  ქვეყანამ  თვალი  უნდა  დახუჭოს  რუსეთის  მოქმედებაზე  მის  მიმდებარე  რეგიონებში  და  ხელი  არ  უნდა  შეუშალოს  აკეთოს  ის,  რაც  მას  საჭიროდ  მიაჩნია... ეს  დიპლომატიური  შეტევა,  ცხადია,  ერთბაშად  არ  განხორციელებულა,  იგი  ნელა,  მეთოდურად  და  სხვადასხვა  მიმართულებით  მიდიოდა.  ერთობ  მნიშვნელოვანი  როლის  შესრულება  იკისრა  მეფე  ალექსანდრემ.  იგი  ავსტრიის  ელჩთან  ღა  ამ  ქვეყნის  სხვა  წარმომადგენლებთან  საუბრებში,  აგრეთვე  იმპერატორ  ფრანცისადმი  გაგზავნილ  წერილებში  ხაზს  უსგამდა  ავსტრიისა  და  მისი  მონარქისადმი  მის  განსაკუთრებულ  სიმჰათიას.  გარემოებათა  გამო  რუსეთი  საფრანგეთს  დაუახლოვდა,  ამბობდა  მეფე,  ავსტრია  კი  კვლავ  საფრანგეთის  მოწინააღმდეგედ  დარჩა.  რუსეთი  თანაუგრძნობდა  ავსტრიას,  თუმცა  არ  შეეძლო  თავისი  მოკავშირის  მტერთან  ემეგობრა.  მაგრამ  მას  შემდეგ.  რაც  ბედნიერი  ქორწინების  გამო  ვითარება  შეიცვალა  და  ავსტრია  საფრანგეთის მტერი  კი  არა  მოკეთე  გახდა,  რუსეთს  აღარაფერი  დააბრკოლებს  ავსტრიასთან  ძველი  მეგობრობა  განაახლოს  და  კიდევ  უფრო  განამტკიცოს.  ამიტომ  უხარიათ  მასა  და  მის  ქვეყანას  ეს  ქორწინება  და  ორი მტრული  ქვეყნის  დამეგობრება.  ავსტრიამ  და  რუსეთმა  უნდა  შეინარჩუნონ  ახლო  ურთიერთობა  საფრანგეთთან  –  ეს  სამთა  კავშირი  უნდა იყოს.  მაგრამ.  ამასთან  ერთად,  ავსტრიამ  და  რუსეთმა  ერთმანეთთან განსაკუთრებული  ურთიერთობა  უნდა  დაამყარონ.  თუნდაც  ფარული  და მათ  შორის  არ  უნდა  არსებობდეს  საიღუმლო.  უფრო  მეტიც!  –  თუ  საჭირო  გახდება,  ისინი  ერთმანეთს  ყოველმხრივ  უნდა  დაეხმარონ...  მეფისა  და  მისი  თანაშემწეების  ეს  ხანგრძლივი,  მისხალ-მისხალ  აწონილი  დიპლომატიური  შეტევა  ვირტუოზული  თამაშის  ნიმუშია,  ნიმუში, რომელიც  ნებისმიერი  რანგის  პოლიტიკოსის  ქმედებას  დაამშვენებს. პეტერბურგიდან  წამოსულ  ამ  სიტყვებს  ვენაში  ყურადღებით ისმენდნენ  და  იმახსოგრებდნენ:  სამერმისოდ,  ისე,  ყოველი  შემთხვევისთვის... 
მისი  უდიდებულესობა  ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორი,  იტალიის  მეფე  და  რაინის  კავშირის  პროტექტორი  კი  ახალ  მეუღლესთან ცხოვრებით  ტკბებოდა  და  სრულიად  ევროპულ  მშვიდობაზე  ოცნებობდა.  ცხადია,  თავისი  „გემოვნების“  მშვიდობაზე  და  ასეთის  მისაღწევად ცოტას  როდი  აკეთებდა:  გერმანიიდან  ჯარების  დიდი  ნაწილი  გამოჰყავდა,  ჰოლანდიის  „დამოუკიდებელ“  სამეფოს  არ  აუქმებდა  და  ინგლისთან ზავის  დადების  სურვილსაც  კი  გამოთქვამდა!  სხვა  რა  უნდა  გაეკეთებინა  მის  უდიდებულესობას?  მით  უმეტეს,  რომ  ინგლისი  ზავზე  არ  თანხმდებოდა,  ესპანეთში  საომარი  მოქმეღება  არ  წყდებოდა  (როგორ  შეწყდებოდა,  როცა  თვითონ  არ  გამოჰყავდა  იქიდან  ჯარი?),  რუსეთი  კონტინენტური  ბლოკადის  პირობებს  არღვევღა  და  საფრანგეთის  მიმართ  გამომწვევად  იქცეოდა!  ყოველ  შემთხვევაში,  ევროპის  მბრძანებელს  ასე მიაჩნდა.  ასეთ  რამეს  კი  იგი  ვერ  აიტანდა  და  ვერ  დაუშვებდა.  საქმე დიდი  გართულებებისკენ  მიდიოდა  და  იმპერატორიც  არ  გაურბოდა  ამ გართულებებს.  პირიქით,  თავის  მხრივ  ისიც  გამომწვევად  იქცეოდა  და ყოველმხრივ  ცდილობდა  ალექსანდრეს  (რუსეთის)  დამცირებას.  იმპერატორი  რუსეთის  გამომწვევ  საქციელს  ხედავდა.  თავისას  კი  ვერა.  იგი ვერ  ამჩნევდა  კონტინენტური  ბლოკადით  გამოწვეულ  ზარალსაც,  რომელიც  რუსეთს  მოსდიოდა.  ამიტომაც,  როცა  ამ  ქვეყნის  ხელისუფლება 1810  წლის  დეკემბერში  იძულებული  გახდა  შემოეღო  ახალი  საბაჟო ტარიფები,  რომელიც  ტრადიციულ  ფრანგულ  იმპორტზე  ზრდიდა  გადასახადს,  იგი  კინაღამ  გადაირია.
რუსეთის  ამ  „თვითნებობის“  პასუხად  ნაპოლეონმა  ჰოლანდიის სამეფო  გააუქმა  და  ეს  ქვეყანა  პირდაპირ  საფრანგეთს  მიუერთა,  ცინიკურად  ახსნა  რა  თავისი  ნაბიჯი  იმით,  რომ  თითქოს  ჰოლანდია  სხვა არაფერი  იყო  თუ  არა  იმპერიის  მდინარეების  მიერ  ჩატანილი  მიწის  ნაყარი...  ჰოლანდიის ბედი  მალე  ჩრდილოეთ  გერმანიის  სამთავროებმა  და საჰერცოგოებმა  გაიზიარეს  და  მათ  შორის  ოლდენბურგმაც,  სადაც მმართველად  ალექსანდრეს  სიძე  –  პრინცესა  ეკატერინეს  ქმარი  იყო. ისე  რომ  მეფის  საყვარელი  და  „კატენკა“  მალე  იძულებული  გახდა  თავის  ქმართან  ერთად  რუსეთში  დაბრუნებულიყო... 
საფრანგეთ-რუსეთის  ურთიერთობა  სწრაფად  უარესდებოდა.  ეს ორი  ქვეყანა  ახლა  მოკავშირე  კი  არა,  კვლავ  ერთმანეთის  მტერი  ხდებოდა,  პეტერბურგიც  გამალებით  ემზადებოდა  საომარი  მოქმედების  შესაძლო  განახლებისათვის.  იგი  ცდილობდა,  რაც  შეიძლება  მალე  დაემთავრებინა  ომი  ოსმალეთთან.  მაგრამ.  მიუხედავად  დიდი  მცდელობისა, რუსის  ჯარმა  ვერა  თუ  სტამბოლი  ვერ  ღაიკავა,  დუნაის  გაღმა  გადასვლა  და  იქ  ფეხის  მოკიდებაც  კი  ვერ  მოახერხა.  ასეთ  ვითარებაში  ომის გაგრძელება  უაზრო  ხდებოდა  და  ალექსანდრეც  თავის  მთავარსარდალ კუტუზოვს  ემუდარებოდა  (?!)  რაც  შეიძლება  სწრაფად  დაედო  ზავი  ამ ქვეყანასთან,  სლობოდხეასთან  გამარჯვების  შემდეგ  ეს  საქმე  უფრო  გაადვილდა  და  1812  წლის  28  მაისს  ბუქარესტში  ორივე  მხარემ  საზავო ხელშეკრულებას  მოაწერა  ხელი.  საფრანგეთთან:  მომავალი  ომის  წინ ეს  რუსეთისათვის  უდავო  დიპლომატიური  წარმატება  იყო. ახლა  ორიოდე  სიტყვა  იქნებ  ჩვენს  იმდროინდელ  სადარდებელზეც  ვთქვათ... 
სწორედ  მაშინ,  1810-1811  წლებში,  როდესაც  უზომო  სამხედრო ძლიერების  მფლობელი იმპერატორი  უკვე  რუსეთში  სალაშქროდ  ემწადებოდა,  მისგან  შორს,  აღმოსავლეთში,  კავკასიის  მთების  გადაღმა. უთანასწორო  ბრძოლა  მიდიოდა  იმერეთის  მეფის  სოლომონ  მეორისა  და რუსის  ჯარს  შორის.  აღმოსავლეთ  საქართველო  უკვე  ხელთ  ეპყრათ რუსებს,  თუმცა  მათი  მბრძანებლობა  სულაც  არ  იყო  ისე  მტკიცე,  როგორც  ამას  შემდეგში  ხატავდნენ.  მთიულეთის  აჯანყება  მხოლოდ  ერთი ნაწილი  იყო  მჩაგვრელთა  წინააღმდეგ  ხალხის  მასობრივ  გამოსვლათა გრძელ  ნუსხაში  (კახეთის  აჯანყება  ჯერ  კიდევ  წინ  იყო).  მაგრამ  ქართველებს  ოდინდელი  სენი  ღუპავდა  –  დაქსაქსულობა  და  ურთიერთშეუთანხმებლობა.  ამიტომ  სოლომონისა  და  მისი  ქვეშევრდომების  გმირული წინააღმდეგობაც ცალკე  ეპიზოდად  დარჩა... 
სამშობლოდან  განდევნილმა  მეფემ  იმედის  თვალი  პარიზს მიაპყრო  –  მან  წერილი  გაუგზავნა  ნაპოლეონს  და  სთხოვა  „...მაღალი შუამდგომლობით  ანდა  თავისი  ძლევამოსილი  მარჯვენით“  ეხსნა  მისი ქვეყანა.  წერილი  იმპერატორამდე  არ  მისულა.  ყოველ  შემთხვევაში სტამბოლს  იქით  მისი  კვალი  აღარ  ჩანს,  არსებობს  მოსაზრება.  რომ სოლომონს  უფრო  ადრეც  გაუგზავნია  წერილები  ნაპოლეონისთვის,  მაგრამ  მათი  აღმოჩენა  გერ  მოხერხდა.  ყოველ  შემთხვევაში,  ამ  აქტივობას არავითარი  შედეგი  არ  მოჰყოლია. 
რაში  იყო  საქმე?  არ  აინტერესებდა  დიდ  იმპერატორს  საქართველოს  ამბები?  იქნებ  საერთოდ  არაფერი  იცოდა  მის  შესახებ?  არა,  იცოდა.  იცოდა  და  აინტერესებდა  კიდეც.  გენერალ  ბონაპარტს  ჯერ  კიდევ 1799  წელს,  ეგვიპტეში  ლაშქრობის  დროს,  გაუგზავნია  საქართველოში ემისარი  გიორგი  მეთორმეტესთან  მოსალაპარაკებლად,  მაგრამ  ახალცი-ხის  ფაშას  იგი  შეუპყრია  და  სიკვდილით  დაუსჯია.  ბონაპარტი  მაშინ ინდოეთისკენ  გალაშქრებაზე  ოცნებობდა  და  მოკავშირეებს  ეძებდა.  შემდეგ  გენერალი  ბრძოლის  ველზეც  შეხვდა  ქართველებს  –-  ქართველი მამლუქების  სახით.  შეხვდა  და  მათი  სიმამაცით  აღტაცებული  დარჩა.
იმპერატორმა  1807  წელშიც  გაიხსენა  საქართველო,  როდესაც სპარსეთის  შაჰს  იანვარში  წერილი  გაუგზავნა  და  ურჩია  შეჭრილიყო  იქ და  განედევნა  რუსები  (ასეთ  შემთხვევაში  იგი  ირანის  უფლებებს  საქართველოზე  სცნობდა).  იმავე  1807  წლის  აპრილში  მან  კიდევ  ერთი  ნაბიჯი გადადგა  ამ  მიმართებით  –  კავალერიის  გენერალი  კლოდ-მატიე  გარდანი  გაგზავნა  სპარსეთში  სპეციალური  მისიით  –  დაეთანხმებინა  სპარსეთი  საქართველოში  შეჭრაზე.  მისიას  დიდი  ამბით  შეხვდნენ  თეირანში. სამხედრო  სპეციალისტები,  რომლებიც  გარდანს  ახლდნენ,  სასწრაფოდ შეუდგნენ  სპარსთა  არმიის  მოდერნიზებას.  მაგრამ  ივნისში  სურათი შეიცვალა  –  ნაპოლეონმა  რუსები  დაამარცხა,  ნემანს  იქით  გადარეკა  და შემდეგ  მათთან  დამეგობრება  გადაწყვიტა.  ისე  რომ  ტილზიტის  ზავმა სპარსელთა  იმედს  ბოლო  მოუღო.  სოლომონისა  და  მისი  თანამემამულეების  იმედს  კი  ბოლო  1812  წელში  მოეღო,  როცა  საფრანგეთ-რუსეთის ომს  ისეთი  დასასრული  არ  ჰქონდა,  როგორზეც  ისინი  ოცნებობდნენ...
დრო  მიდიოდა,  ნელა  თუ  ჩქარა,  მაინც  მიდიოდა.  პირველად  დიდი  ხნის  შემდეგ  ნაპოლეონს  მშვიდი  ცხოვრების  საშუალება  მიეცა. ახალგაზრდა  (კოლმა  მას  ვაჟიშვილი  ჟოზეფ-ფრანსუა-შარლი  აჩუქა, რომელიც  მამამ  წამსვე  „რომის  მეფის“  ტიტულით  „დაასაჩუქრა“.  მემკვიდრის  დაბადებას  იმპერატორიც  აღფრთოვანებით  შეხვდა  და  ფრანგთა უმრავლესობაც.  საშინაო  საქმეები,  რომელთაც  იმპერატორი  უძღვებოდა,  არც  თუ  ცუდად  მიდიოდა,  მაგრამ  კონტინენტური  ბლოკადის  ნაკლებეფექტურობა  მას  გუნებას  უწამლავდა.  რუსეთის  მიერ  ამ  ბლოკადის სისტემატური  დარღვევა  უკვე  ყოველგვარ  ფარგლებს  სცილდებოდა.  ყოველი  ნეიტრალური  ქვეყნის  ხომალდი  ამ  ქვეყნის  პორტებში  ინგლისურ საქონელს  ეზიდებოდა.  არა  თუ  ნეიტრალური  ქვეყნები,  არამედ  თვით  ინგლისიც  პირდაპირ  ეზიდებოდა  თავის  საქონელს  რუსეთში.  სარგებლობდა  რა  თავისი  ფლოტის  ბატონობით  ბალტიისა  და,  საერთოდ.  ნებისმიერ ზღვაზე.  ნაპოლეონის  პროტესტებს  ეფექტი  არ  ჰქონდა  –  რუსეთი  მაინც აგრძელებდა  თავის  მოქმედებას.  ეტყობა  ამ  ქვეყანას  ჭკუა  უნდა ვასწავლოთო,  ამბობდა  ხოლმე  იმპერატორი  თავის  ახლობლებში.
ასეთი  ვითარება  დიდხანს  ვერ  გასტანდა.  ასეთ  ცხოვრებასაც დიდხანს  ვერ  გაუძლებდა  ბუონაპარტე.  მას  უკვე  ბეზრდებოდა  სასახლეებში  „სტუმრობა“  და  თავისი  ნამდვილი  საცხოვრებლისკენ  –  ბრძოლის  ველისკენ  –  უწევდა  გული.  ყურში  კვლავ  ზარბაზხნების  გრიალი და  გამარჯვების  ყიჟინა  ჩაესმოდა.  ძალაუფლებით  გაბრუებულსა  და დიდების  სხივით  თვალებანთებულს  ყველაფერი  თავისი  ეგონა,  ყველაფერს  თავის  ჭკუაზე  ჭრიდა  და  კერავდა.  თამაშს  ჰგავდა  ყველაფერი  ეს, ერთი  კაცისთვის  გაშლილ  ჭადრაკის  თამაშს,  სპილოს  ძვლის  ფიგურების  ნაცვლად  დაფაზე  სახელმწიფოები  რომ  იყო  დალაგებული,  ისეთს. და  თამაშობდა  კიდეც  ბუონაპარტე  ამ  ფიგურებით  –  სახელმწიფოებითა და  მათი  ბედით!  თამაშობდა  და  იბრძოდა,  იბრძოდა  და  ამარცხებდა  თავის  მოწინააღმდეგეებს.  სისხლი  ბლომად  იღვრებოდა,  მაგრამ  რაც  არ უნდა  იყოს.  მაინც  ღია  ბრძოლაში  იღვრებოდა,  პირისპირ  შერკინებაში, ისე  რომ.  მოწინააღმდეგესაც  ისეთივე  შანსი  ჰქონდა  გამარჯვებისა, როგორიც  თვითონ,  ხშირად  კი  უფრო  მეტიც  ჰქონდა.  რადგან  მეტნიც იყვნენ  მასზე.  თითქოს  ეუბნებოდა  მათ  –  გამოდით,  შემებრძოლეთ, დამა-მარცხეთ  და  წავალო.  ისინიც  გამოდიოდნენ,  ებრძოდნენ  და...  ვერ ამარცხებდნენ.  აგერ  ლამის  თგრამეტი  წელი  სრულდებოდა,  რაც ებრძოდნენ  და  ვერ  ამარცხებდნენ. 
მატადორს  ჰგავდა  რაღაცით  ბუონაპარტე,  გამძვინვარებული ხარის  წინ  აღმართულ  მატადორს,  ჭკუითა  და  ოსტატობით  რომ  სჯობნის  ხოლმე  ვეება  ცხოველს.  მაგრამ  ამ  ცხოველსაც ხომ  აქვს  გამარჯვების  შანსი  და  იმარჯვებს  კიდეც  არაიშვიათად...  (მოდი  და  შეადარე ამის  შემდეგ  ბუონაპარტეს  მეოცე  საუკუნის  იდეოლოგიზებული  ტირანები.  თავად  რომ  ასე  უყვარდათ  ეს  შედარება,  ტირანები,  რომლებიც ათეულობით  მილიონ  უიარაღო  (I!)  ადამიანს  სპობდნენ  საკონცენტრაციო ბანაკებსა  და  გაზის  კამერებში  თავიანთ  ბოდვითს  იდეებზე  დამყარებული  ტოტალიტარული  ჯოჯოხეთის  შექმნის  პროცესში!  მაგრამ  ეს  ისე, სხვათაშორის...). 
მთელი  1811  წელი  ნაპოლეონმა  ომისთვის  მზადებას  მოანდომა. მზადებამ  მწვერვალს  1812  წლის  გაზაფხულზე  მიაღწია,  როდესაც ჯერ  საფრანგეთიდან,  მერე  იტალიიდან,  მერე  გერმანიიდან  და  ავსტრიიდან,  ბოლოს  კი  ლამის  მთელი  ევროპიდან  ჯარების  უწყვეტი  ნაკადი პოლონეთის  გავლით  აღმოსავლეთისკენ  მიედინებოდა  და  რუსეთის საზღვრის  ახლოს  იდებდა  ბინას. 
ჯარების  ასეთ  გადაადგილებას  და,  საერთოდ.  ასეთი  მასშტაბის  ღონისძიებას,  საიღუმლოდ  ვერავინ  შეინახავდა,  მაგრაზ  ტაქტიკური  მოსაზრების  გამო  ნაპოლეონი  მაინც  იცავდა  კონსპირაციის  წესებს და  თავისი  ხელქვეითებისგანაც  იგივეს  მოითხოგდა.  როცა  პარიზის გარნიზონის  ნაწილები  მომავალი  საომარი  ასპარეზისაკენ  გაეშურნენ, იმპერატორის  ბრძანებისდა  მიხედვით,  ქალაქი  მათ  გვიან  ღამით  დატოვეს,  რათა  იქ  მრავლად  მოკალათებულ  რუსეთისა  თუ  ინგლისის  ჯაშუშებს  გზა-კვალი  ცოტა  ხნით  მაინც  აბნეოდათ.  ასევე  ფარულად  გაემგზავრნენ  აღმოსავლეთისკენ  საფრანგეთის  არმიის  უმაღლესი  ოფიცრებიც,  რომელთაც  ისე  დატოვეს  დედაქალაქი,  რომ  ახლობლებთან  გამოთხოვების  ნებაც  ვერ  მიიღეს. 
კონსპირაციას  იმპერატორიც  იცავდა,  მაგრამ  ერთობ  თავისებურად.  იგი  9  მაისს  გაემგზაგრა  პარიზიდან  და  გაემგზავრა  აშკარად,  დაუფარავად,  დედოფალ  მარი-ლუიზასა  და  მრავალრიცხოვანი  ამალის თანხლებით.  ოფიციალური  ვერსიით,  საფრანგეთის  იმპერატორს  თურმე საქსონიის  ხელმწიფის  ნახვა  მონატრებია  და  ამიტომ  მიეშურებოდა მისკენ  მეგობრული  ვიზიტით.  ამასთან  ერთად  კი,  რახან  ასეთი  ბედნიერი  შემთხვევა  ეძლეოდა,  იგი,  რა  თქმა  უნდა,  ხელიდან  ვერ  გაუშვებდა შესაძლებლობას,  რათა  იქ  და  პოლონეთში  განლაგებული  დიდი  არმიის ნაწილებიც არ  მოენახულებინა... 
1812  წლის  მაისის  ბოლოსათვის  დიდი  არმიის  მთავარმა  შენაერთებმა  დაასრულეს  აღმოსავლეთ  პოლონეთში  თავმოყრა  და  ნელ-ნელა  მდინარე  ნემანის  გაყოლებაზე  გადაშლილი  ტყეებისკენ  იწყეს  მოძრაობა.  „რატომღაც“  ისე  მოხდა,  რომ  ნაპოლეონმაც  დაახლოებით  იმდროისათვის  დაამთავრა  თავისი  გახმაურებული  ვიზიტი  დრეზდენში, რომელმაც  განსაკუთრებული  წარმატებით  ჩაიარა  და  ერფურტის  განთქმულ  შეხვედრას  არ  დაუდო  ტოლი  არც  ბრწყინვალებითა  და  არც  იქ მოწვეული  სტუმრების  რაოდენობით.  იმ  მრავალრიცხოვან  გვირგვინოსანთა  შორის  რომლებიც  საქსონიის  დედაქალაქს  ეწვივნენ,  უპირველესი  ადგილი  ავსტრიის  იმპერატორ  ფრანცსა  და  პრუსიის  მეფე  ფრიდრიხ-ვილპჰელმს  ეკავათ.  რაც  შეეხება  სხვა  გერმანელ  მონარქებსა  და დიდ  ჰერცოგებს,  რომელთაც  ნაპოლეონმა  იმ  დღეებში  თავისი  მოწყალე ღიმილით ბედნიერება  არგუნა,  მათი  ჩამოთვლა,  ალბათ,  საჭიროც  კი არაა,  თუნდაც  მათი  სიმრავლის  გამო...
იმპერატორს  მალე  ამოუვიდა  ყელში  მათთან  შეხვედრებიცა  და მათი  მეჯლისებიც.  ახლა  მას  ერთი  სურვილი  ჰქონდა  მხოლოდ  – მოშორებოდა  მორჩილთა  და  მლიქვნელთა.  ამ  -, ბრწყინვალე  საზოგადოებას“  და  ისევ  თავის  ჯარისკაცებს  დაბრუნებოდა.  და  აი,  როგორც  იქნა, ეს  დღეც  დაუდგა  ბუონაპარტეს  და  ისიც  გამოეთხოვა  თავის  ახალგაზრდა  მეუღლეს,  „ძვირფას“  სიმამრს.  უცხოელ  მონარქებს  და  პოლონეთის  ციხე-ქალაქების  გავლით  ნემანისკენ  გაეშურა.
პირველი  პოლონური  ქალაქი.  რომელშიც  ნაპოლეონი  შევიდა, პოზნანი  იყო.  ქალაქში  ენით  აუწერელი  აღფრთოვანება  სუფევდა.  ქუჩები  ხალხით  იყო  გაჭედილი.  პოზნანელებს  გარდა  იქ  ახლომდებარე  დასახლებათა  მცხოვრებთაც  მოეყარათ  თავი..  ქალაქი  ტრანსპარანტებით იყო  აჭრელებული:  „დიდება  უძლეველ  გმირს!“  „ვაშა  სამშობლოს  აღმდგენელს!“  „მადლიერი  პოლონელები  წარმატებას  უსურვებენ  დიდ  იმპერატორს!“  და  სხვა  ამგვარი... 
ქალაქის  მესვეურებმა  საღამოს  დიდი  წვეულება  გამართეს. ნაპოლეონი  თავით  ფეხებამდე  ომის  სამზადისში  იყო  ჩაფლული  და  ასეთ წვეულებაზე  დროის  დაკარგვა  მაინცდამაინც  ჭკუაში  არ  უჯდებოდა, მაგრამ  საქმე  მოითხოვდა  და  ისიც  მისვლას  დაყაბულდა.  იმპერატორის გამოჩენამ  დარბაზში  ოვაცია  გამოიწვია,  მან  კი  ცივი  წყალი  გადაასხა სამეჯლისო  ტანსაცმელში  გამოწყობილ  შლიახტიჩებს:  „ბატონებო,  მე ბევრად  უფრო  მასიამოვნებდით,  ბოტფორტებითა  და  დეზხებით  რომ  მენახეთ,  ხმლით  დამშვენებულნი,  ისე  როგორც  ამას  თქვენი  წინაპრები  აკეთებდნენ  თათრებისა  და  კაზაკების  ურდოების  მოახლოების  ჟამს.  ახლა ისეთი  დროა,  რომ  კაცმა  ნიადაგ  შეიარაღებულმა  უნდა  იაროს  და ხმლის  ვადას  წამითაც  არ  შეუშვას  ხელი“.
პოზნანში  ნაპოლეონი  მხოლოდ  რამდენიმე  დღით  შეჩერდა  და შემდეგ  სვლა  ტორუნის,  გდანსკისა  და  გუმბინენისაკენ  გააგრძელა  – სულ  უფრო  ახლოს  ნემანისა  და  სულ  უფრო  ახლოს  რუსეთისაკენ. რეპეტიციები  დასრულდა,  ახლა  ფარდის  ახდალა  დარჩა...
ლაშქრობა  რუსეთში.  დაღმავალი  გზით
შუაღამეს  ორი  საათი  იქნებოდა  გადაცილებული,  როდესაც  ნაპოლეონი  მცირე  ამალის  თანხლებით  ნემანთან  მივიდა  და  უსიერი  ტყით დაბურულ  მეორე  ნაპირს  გახედა,  იმპერატორს  რუსების  ავანპოსტებზე თვალის  შევლება  და  მდინარეზე  გასადები  ხიდებისთვის  ადგილის  მონიშვნა  სურდა.  უეცრად  მისმა  ცხენმა  რაღაცას  ფეხი  წამოსდო,  წაიფორხილა  და  მხედარი  მიწაზე  გადმოაგდო.  „ცუდი  ნიშანია,  –  გაისმა სიბნელეში,  –  ძველი  რომაელი  ასეთი  შემთხვევისას  განზრახვაზე ხელს  აიღებდა“.  ნაპოლეონმა  გაიგონა  ეს  ავისმომასწავებელი  შეძახილი,  გულზეც  მოხვდა,  მაგრამ  არ  შეიმჩნია.  იგი  სწრაფად  წამოდგა, მტვერი  ჩამოიბერტყა,  თანმხლებთა  დახმარებით  ცხენზე  შეჯდა  და ისევ  ნემანსგაღმა  გაიხედა.  ცრუმორწმუნე  კორსიკელს  ცუდი  ნიშნებისა მუდამ  სჯეროდა  და,  ცოტა  არ  იყოს.  ეშინოდა  კიდეც.  მაგრამ  ახლა  მალე  მოიშორა  უსიამოვნო  გრძნობა  და  ისევ  საქმეში  ჩაიძირა  –  მეორე დღიდან  მას  ისეთი  დიდი  და  ისეთი  სახელოვანი  ლაშქრობა  ელოდა, რომლის  დარი  სამყაროს  აგერ  ორი  ათას  წელზე  მეტია,  თვით  ალექსანდრე  მაკედონელის  დროიდან,  აღარ  ენახა.  ამიტომ  ეს  პატარა  შემთხვევა  ამ  დიდ  საქმესთან  რა  მოსატანი  იყო...
ნაპოლეონი  დიდხანს  აკვირდებოდა  ნემანის  მეორე  მხარეს,  მაგრამ  მოწინააღმდეგის  ნიშანწყალსაც  ვერ  პოულობდა.  შემდეგ  იგი  კარგა  მანძილზე  დაუყვა  მდინარეს  კოვნოს  მიმართულებით  და  ბოლოს,  უკვე  გათენებისას,  სასურველი  ადგილი  მოინიშნა.  მერე  იქვე  დაავალა  საინჟინრო  სამსახურის  უფროსს  გენერალ  აქსოს,  ხიდების  შენება  მეორე დღიდანვე  დაეწყოთ,  ოღონდ  საღამოთი,  როცა  კარგად  შებინდდებოდა. სამი  ხიდი  სოფელ  პენემიუნდეს  მიდამოებში  უნდა  გადებულიყო,  მეოთხე  კი  უფრო  ქვემოთ,  კოვნოსთან.  ხიდები  ერთ  ღამეში  უნდა  აეგოთ  – მანამ,  სანამ  გათენდებოდა.
იმპერატორის  ბრძანება  შესრულდა  ზუსტად  და  არაჩვეულებრივად  სწრაფად  –  საქმეში  გაწაფულმა  სამხედრო  მშენებლებმა  განიერ და  წყალუხვ  ნემანზე  სულ  რამდენიმე  საათში  გადეს  ხიდები  და  დიდი არმიაც  დროის  დაუკარგავად  შეუდგა  მდინარეზე  გადასვლას.  სანამ  ნემანის  ფორსირება  დაიწყებოდა,  არმიას  იმპერატორის  მოწოდება  წაუკითხეს:  „ჯარისკაცებო!  მეორე  პოლონური  ომი  დაიწყო.  პირველი  ფრიდლანდსა  და  ტილზიტში  დასრულდა.  ტილზიტში  რუსეთმა  პირობა  დადო,  რომ  საფრანგეთთან  მუდმივ  კავშირს  დაამყარებდა,  ხოლო  ინგლისთან  ომში  ჩაებმებოდა.  ახლა  მან  სიტყვა  გატეხა  და,  თანაც,  უარი  განაცხადა  აეხსნა  თავისი  უცნაური  საქციელი  მანამ,  სანამ  ფრანგული  არწივები  რაინს  იქით  არ  დაიხევდნენ.  რაც,  რა  თქმა  უნდა,  მათი  მოკავშირეების  ბედის  ანაბარად  მიტოვების  ტოლფასი  იქნებოდა.  რუსეთს ბედისწერა  მიაქანებს  და  მისი  ბედიც  უნდა  გადაწყდეს.  ხომ  არ  ჰგონია მას,  რომ  ჩვენ  გადავგვარდით?  ან  იქნებ  ჩვენ  აუსტერლიცის  ჯარისკაცები  აღარა  ვართ?  რუსეთმა  ჩვენ  არჩევანის  წინაშე  დაგვაყენა  –  ან  ვიომოთ,  ან  სირცხვილი  ვჭამოთ.  არჩევანი  ეჭვს  არ  გამოიწვევს.  მაშ,  გავწიოთ  წინ,  გადავლახოთ  ნემანი  და  ომი  მის  ტერიტორიაზე  გადავიტანოთ!  მეორე  პოლონური  ომი  ისევე  სასახელო  იქნება  ფრანგული  იარაღისთვის,  როგორც  პირველი  იყო,  ხოლო  ზავი,  რომელსაც  ჩვენ  დავდებთ,  ბოლოს  მოუღებს  რუსეთის  იმ  დამღუპველ  გავლენას,  რომელსაც იგი  უკანასკნელი  ორმოცდაათი  წლის  განმავლობაში  ევროპულ  საქმეებზე  ახდენს!“ 
ასე  დაიწყო  საფრანგეთ-რუსეთის  ეს  დიდი  ომი,  ომი,  რომელმაც, საბოლოო  ანგარიშში,  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  იქონია  წაპოლეონის იმპერიისა  და  თვით  ნაპოლეონის  ბედზე.  ლაშქრობა  რუსეთში  შეცდომა იყო,  ფატალური  შეცდომა  და  ეს  შემდეგ  ნაპოლეონმაც  აღიარა,  მაშინ კი,  1812  წლის  24  ივნისის  უცნაურად  ცხელსა  და  დახუთულ  დღეს,  არც ნაპოლეონს  და  არც  უმეტეს  მათგანს,  ვინც  დიდი  არმიის  მწყობრი  კოლონების  ნემანზე  გადასვლას  ადევნებდა  თვალს,  ალბათ,  აზრადაც  არ მოსდიოდა,  თუ  რა  საბედისწერო  ნაბიჯს  დგამდა,  როდესაც  რუსეთის უკიდეგანო  სიგრცეებს  აძლევდა  თავს.  თუმცა,  ეტყობა,  მთლად  ასეც  არ იყო  და  ფრანგთა  ლაშქარში  ავი  წინათგრძნობა  ბევრს  აწუხებდა.  როგორც  გენერალი  ანტუან  დედემი  შემდეგ  თავის  მემუარებში  აღნიშნავდა, ნემანის  გადალახვისას  იგი  მაღალი  რანგის  ოფიცერთა  ჯგუფთან  მივიდა,  რომელიც  მდუმარედ  ადევნებდა  თვალს  ჯარის  მდინარეზე  გადასვლის  პროცესს.  გენერალმა  შეატყო,  რომ  მისი  კოლეგები  უხასიათოდ იყვნენ  და  მათი  გამხიარულება  სცადა,  მაგრამ  კოლენკურმა  მყისვე  შეაწყვეტინა  ხუმრობა  და  უთხრა:  „აქ  ის  ადგილი  არაა,  მესიე,  სადაც  იცინიან.  დღეს  დიადი  დღეა.“  მერე  ჟესტით  მოპირდაპირე  ნაპირზე  მიუთითა და  დასძინა  –  „აი,  იქ  ჩვენი  სამარეა.“  გენერალ  კოლენკურს  აუხდა  წინათგრძნობა  –  იგი  ბოროდინოს  ბრძოლის  დროს  დაიღუპა...  კოლენკურთან  ერთად  ამ  ლაშქრობაში  უამრავი  სხვაც  დაიღუპა,  მაგრამ  24  ივნისიდან  ფატალურ  ფინალამდე  ჯერ  კიდევ  დიდი  დროა  და  ამიტომ  თანამიმდევრულად  მივყვეთ  მოვლენათა  მსვლელობას.
ნემანხე  ჯარის  გადასვლას  ნაპოლეონი  ჯერ  მდინარესთან  ახლომდებარე  გორაკიდან  ადევნებდა  თვალს,  შემდეგ  კი  ერთ-ერთ  ხიდთან ჩავიდა  და  კარგა  ხანიც  დაჰყო  იქ.  ჯარისკაცები  ჩვეული  ენთუზიაზმით ესალმებოდნენ  იმპერატორს  და  ყოველგვარად  ცდილობდნენ  მისი  ყურადღების  მიპყრობას.  ბოლოს  დადგა  მომენტი.  როცა  თვით  იმპერატორიც  უნდა  გადასულიყო  ნემანს  და  მალე  ისიც  მოწინააღმდეგის  მიწაზე აღმოჩნდა.  ფრანგთა  წინამძღოლი  გაკვირვებული  იყო  იმ  გარემოებით, რომ  რუსები  არ  ჩანდნენ  და  მდინარეზე  მტრის  გადასვლას  არანაირად ხელს  არ  უშლიდნენ.  გარინდებული  დიდხანს  იდგა  იგი  ნაპირზე  და  შორეთს  გაჰყურებდა.  მერე  უეცრად  ცხენი  ადგილს  მოსწყვიტა  და  მდინარისპირა  ტყისკენ  გააქანა.  ნემანი  ტყეებით  იყო  გარშემორტყმული  და ნაპოლეონი  წამსვე  ხეებში  ჩაიკარგა.  შეფიქრიანებული  დაცვა  უკან  მიჰყვა  იმპერატორს,  მაგრამ  მისი  დაწევა  არც  ისე  იოლი  აღმოჩნდა.  ბუონაპარტე,  რაც  ძალი  და  ღონე  ჰქონდა,  მიაჭენებდა  ცხენს  ტყის  ბილიკზე და  „ისეთი  შთაბეჭდილება  იქმნებოდა,  თითქოს  მას  მარტოს  სურდა მტერს  დასწეოდა“  (სეგიური).  კარგა  ხნის  სრბოლის  შემდეგ,  როცა  ჭენების  ჟინი  მოიკლა,  ნაპოლეონი  უკან  გამობრუნდა  და  კვლავ  მდინარესთან  მივიდა.  იმპერატორი  უხასიათოდ  გახლდათ,  მას  არ  მოსწონდა  და უკვე  აფიქრებდა  რუსთა  ეს  უცნაური  დუმილი.  მაგრამ,  უეცრად,  თითქოს  საგანგებოდო,  სიჩუმე  დაირღვა  და  ძლიერი  ჭექა-ქუხილი  ატყდა. ნაპოლეონი  გამოცოცხლდა,  თვალები  აენთო,  ერთი  პირობა  იფიქრა,  მოწინააღმდეგე  გამოჩნდა  და  ამას  ზარბაზნების  გრიალი  მოჰყვაო,  მაგრამ როცა  წვიმა  წამოვიდა  და  დარწმუნდა,  რომ  ეს  ზარბაზნების  ხმა  კი არა,  „უბრალო“  ჭექა-ქუხილი  იყო,  ისევ  მოიწყინა  და  ისევ  უხასიათოდ შეიქნა.  რა  იცოდა  ბუონაპარტემ,  რამდენი  ასეთი  იმედგაცრუება  და რამდენი  უსიამოვნება  ელოდა  წინ  ამ  ლაშქრობაში...
ნემანზე  გადასვლის  მომენტისათვის  იმპერატორს  შემუშავებული  ჰქონდა  თავისი  უახლოესი  მოქმედების  გეგმა.  რადგან  საფრანგეთი ომის  წამომწყები  და  აქტიური,  შემტევი  მხარე  იყო,  ამიტომ  ნაპოლეონის  გეგმაც  შეტევითი  ოპერაციების  წარმოებას  ისახავდა.  შეტევის ობიექტად,  როგორც  ყოველთვის,  მას  ახლაც  მოწინააღმდეგის  არმიის მთავარი  დაჯგუფებები  ჰყავდა  მონიშნული.
უკეთ  რომ  გავერკვეთ,  თუ  რა  განზრახვა  ჰქონდა  იმპერატორს და  როგორ  აპირებდა  იგი  ომის  წარმართვას,  უმჯობესი  იქნება,  თუ ჯერ  მისი  მოწინააღმდეგის  ძალების  მთავარ  დაჯგუფებებს  გავეცნობით და  მათ  განლაგებაზე  შევიქმნით  წარმოდგენას.
მომავალი  საომარი  მოქმედების  მთავარ  ასპარეზზე  –  დასავლეთის  მიმართულებაზე  –  რუსებს  სამი  არმია  ჰყავდათ  განლაგებული, პირველ  არმიას,  რომელსაც  სათავეში  სამხედრო  მინისტრი,  ინფანტერიის  გენერალი  მიხეილ  ბოგდანის  ძე  ბარკლაი  დე  ტოლი  ედგა,  ჩრდილოეთის  ორასკილომეტრიანი  უბანი  ეკავა  როსიენიდან  ლიდემდე.  იგი  ექვსი ქვეითი  და  ოთხი  კავალერიული  კორპუსისაგან  შედგებოდა.  პირველი არმია  130  ათას  მებრძოლს  ითვლიდა  და  550  ზარბაზანი  ჰქონდა.  მისი შტაბი  ქალაქ  ვილნაში  (დღევანდელ  ვილნიუსში)  იყო  განლაგებული, მეორე  არმიას  სათავეში  ინფანტერიის  გენერალი  თავადი  პეტრე ივანეს  ძე  ბაგრატიონი  ედგა.  ეს  არმია  რიცხობრივად  პირველს  ჩამორჩებოდა  და  მასში  50  ათასი  ჯარისკაცი  და  180  ზარბაზანი  ირიცხებოდა (ომის  დაწყების  წინ  ბაგრატიონს  რამდენიმე  დივიზია  გამოართვეს  და ისინი  სამხრეთით,  პოლესიეს  მიღმა  გაგზავნეს  მესამე  არმიის  შესავსებად).  მეორე  არმია  ორი  ქვეითი  და  ორი  კავალერიული  კორპუსისგან შედგებოდა.  იგი  მდინარეებს  –  ნემანსა  და  ბუგს  შორის  იყო  განლაგებული  და  მისი  შტაბი  ქალაქ  ვოლკოვისკში  იმყოფებოდა.
მესამე  არმია  ახლადჩამოყალიბებული  იყო  და  ძირითადად  მოლდავეთიდან  გამოთავისუფლებული  შენაერთებისგან  შედგებოდა.  მისი სარდალი  კავალერიის  გენერალი  გრაფი  ალექსანდრე  პეტრეს  ძე  ტორმასოვი  იყო  (სხვათაშორის,  ეს  ის  ტორმასოვია,  რომელიც  1808-1311  წ.წ. საქართველოში  იმყოფებოდა  გამგებლის  ე.წ.  მთავარსარდლის  პოსტზე და  იმერეთის  მეფე  სოლომონ  მეორეს  ებრძოდა).  ეს  არმია  ლუცკის  მიდამოში  იყო  განლაგებული  და  პირველი  და  მეორე  არმიებისაგან  პრიპიატის ჭაობებით  იყო  განცალკევებული.  იგი  48  ათას  ჯარისკაცსა  და  168  ზარბაზანს  ითვლიდა.
ამრიგად,  რუსთა  ზემოაღნიშნულ  არმიებში  228  ათასი  ჯარისკაცი  ირიცხებოდა.  საერთო  ჯამში  მათ  898  ზარბაზანი  ჰქონდათ,  მაგრამ, როგორც  ახლახან  გამოქვეყნებული  რუსეთის  სამხედრო-ისტორიული არქივის  დოკუმენტებიდან  ირკვევა  (ა.ვასილიევი,  1992),  დასავლეთის გუბერნიებში  რუსებს  320  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდათ  თავმოყრილი.  ისე რომ,  ფრანგთა  (448  ათასი  ჯარისკაცი)  საერთო  უპირატესობა  არც  ისე დიდი  იყო,  როგორც  ამის  შესახებ  ადრე  იუწყებოდნენ.  სხვა  საქმეა,  რომ რუსთა  არმიების  განლაგება  იდეალურისგან  შორს  იყო  და  მათთვის  დიდ საფრთხეს  შეიცავდა.  ეს  არმიები  დიდ  ფრონტზე  იყვნენ  გაშლილნი  და, შესაბამისად,  ერთმანეთს  მნიშვნელოვნად  დაშორებულნი.  ამ  გარემოებამ ხელი  შეუწყო  ნაპოლეონს  რუსთა  პირველი  არმიისთვის  დიდი  ძალა  – 300  ათასამდე  ჯარისკაცი  –  დაეპირისპირებინა.
რამ  განაპირობა  რუსთა  არმიების  ასეთი,  რბილად  რომ  ითქვას, მოუხერხებელი  განლაგება  და,  საერთოდ,  როგორ  აპირებდნენ  ისინი საომარი  მოქმედების  წარმართვას?  ამ  კითხვებს  რომ  ვუპასუხოთ,  რუსეთის  სამხედრო-პოლიტიკური  ხელმძღვანელობის  მოსაზრებებს  უნდა“ გავეცნოთ  ომის  წარმოების  თაობაზე.
1810-1812  წლების  განმავლობაში  პოლიტიკური  კონიუნქტურის ცვალებადობამ  დიდი  ღაღი  დააჩნია  რუსეთის  სტრატეგიულ  გეგმებს დასავლეთის  მიმართულებაზე.  ეს  ის  პერიოდი  იყო,  როდესაც  რუსეთი ოსმალეთთან  და  შვედეთთან  ომში  იყო  ჩაბმული.  ეს  ის  პერიოდი  იყო, როდესაც  საბოლოოდ  გაფუჭდა  ურთიერთობა  ყოფილ  მოკავშირე  ქვეყანასთან  –  საფრანგეთთან  –  და  უფრო  მეტიც,  როდესაც  ნათლად  გამოიკვეთა  პერსპექტივა  ამ  უკანასკნელთან  გადამწყვეტი  სამხედრო  შეტაკებისა.  მეფე  ალექსანდრე  და  რუსეთის  სამხედრო-პოლიტიკური  მესვეურები  ერთობ  შეშფოთებულნი  იყვნენ  მათი  ქვეყნისთვის  ასეთი  არახელსაყრელი  გარემოებით  და  ყოველმხრივ  ცდილობდნენ  მათზე  შემოჭერილი  რკალისგან  განთავისუფლებას.
რუსეთში  ყურადღებით  აკვირდებოდნენ  ნაპოლეონის  გაუგონარ სამხედრო  სამზადისს.  პეტერბურგში  ესმოდათ:  დარტყმა,  რომლის  მიყენებასაც  საფრანგეთის  იმპერატორი  რუსეთისათვის  აპირებდა,  ისეთი მძლავრი  იქნებოდა,  რომ  შვედეთთან  და  თურქეთთან  ომები,  თუნდაც ერთად  აღებული,  ბავშვურ  თამაშობად  გამოჩნდებოდა.  აქედან  გამომდინარე,  იფიქრეს  რუსეთში,  უკეთესი  ხომ  არ  იქნებოდა,  წინასწარი  დარტყმა  ნაპოლეონისათვის  თავად  მათ  მიეყენებინათ?  პრევენტიულ  დარტყმას  ბევრი  მომხრე  გამოუჩნდა,  მით  უფრო,  რომ  რუსეთის  არმიას  ევროპაში  ლაშქრობის  გამოცდილება  უკვე  ჰქონდა.  XVIII  საუკუნეში. შვიდწლიანი  ომის  დროს,  მათ  ორჯერ  აიღეს  ბერლინი,  შემდეგ  კი,  ასწლეულის  დასასრულს,  წარმატებით  ილაშქრეს  ჩრდილოეთ  იტალიაში.  გარკვეული  გამოცდილება  მათ  1805-1807  წლების  ლაშქრობის დროსაც  მიიღეს.  მართალია,  ეს  უკანასკნელი  ორი  „გასვლა“  ევროპაში რუსეთისთვის  სავალალოდ  დამთავრდა,  მაგრამ  ესეც  თავისებური  გაკვეთილი  იყო,  მწარე  და  ჭკუის  სასწავლი  გაკვეთილი. 
პრევენტიული  ომის  ყველაზე  სრულყოფილი  ვარიანტი  პეტრე ბაგრატიონმა  წარადგინა.  მამაცი  გენერალი  თავისი  მასწავლებლის ალექსანდრე  სუვოროვის  მსგავსად  ყოველთვის  აქტიური  საბრძოლო მოქმედების  მომხრე  იყო  და  თავისი  გეგმაც  ამ  პრინციპზე  ააგო.  ბაგრატიონის  გეგმის  თანახმად,  შეტევა  რუსებს  არანაკლებ  250-ათასიანი არმიით  უნდა  დაეწყოთ.  ეს  არმია  სამ  დაჯგუფებად  იქნებოდა  დაყოფილი.  ერთი,  ცენტრალური,  ე.წ.  ბელოსტოკის  კორპუსი,  100  ათასი  ჯარისკაცის  შემადგენლობით,  შეტევაზე  ვარშავის  მიმართულებით  უნდა გადასულიყო  და  მოკლე  დროში  აეღო  პოლონეთის  დედაქალაქი,  მეორე დაჯგუფება,  ასევე  ასი  ათასი  ჯარისკაცის  შემადგენლობით,  იმოქმედებდა  ჩრდილოეთით,  ბალტიის  ზღვის  სანაპიროს  გაყოლებაზე  და ფლოტის  დახმარებით  დანციგის  ალყას  შეუდგებოდა.  მესამე  კორპუსი თავის  მოქმედებას  ვარშავის  სამხრეთით  წარმართავდა  და  ღრმად  შეიჭრებოდა  პოლონეთის  ტერიტორიაზე.  ბაგრატიონის  აზრით,  რუსეთის არმიის  ასეთი  აქტიური  მოქმედება  რევანშის  სურვილს  გაუღვიძებდა  იმ დროისათვის  დაბეჩავებულ  პრუსიას  და  მას  ნაპოლეონის  წინააღმდეგ აამხედრებდა.  გარდა  ამისა,  ჩაპოლეონისგან  არაერთხელ  დამარცხებული  და  დაჩაგრული  ავსტრია,  თუ  აშკარად  არ  მიუდგებოდა  რუსეთს, ნეიტრალიტეტს  მაინც  ნამდვილად  დაიცავდა. 
შეტევითი  ომის  მომხრენი  რუსეთში  ბაგრატიონის  გარდა  სხვებიც  იყვნენ.  ყველაზე  ცნობილი  მათ  შორის  გენერალი  ლეონტი  ბენიგსენი  იყო.  ამ  შეუპოვარ  მეომარს  უკვე  ჰქონდა  ნაპოლეონთან  ომის  გამოცდილება  1806-1807  წლებში.  პულტუსკთან  და  ეილაუსთან  იგი  მამაცურად  შეება  ფრანგებს,  მაგრამ  ომი  მაინც  წააგო  –  ფრიდლანდის  კატასტროფამ  ერთხანს  დაუკარგა  რუსეთს  ევროპის  საქმეებში  ჩარევის  შესაძლებლობა.  ახლა  ბენიგსენი  ნაპოლეონისათვის  სამაგიეროს  გადახდას  მიელტვოდა  და  მეფეს  მხურვალედ  სთხოვდა  მისთვის  ჩაებარებინა ქვეყნის  ბედი.  მე  დაგიმტკიცებთ,  რომ  ბუონაპარტე  არც  ისე  საშიშია, როგორც  ეს  ბევრს  ჰგონია,  წერდა  დროული  გენერალი  მეფეს.  მომეცით არმია  და  წარმატებას  მივაღწევ,-რუსეთს  ახლა  ნაღდი თამაშის  წარმოების  შანსი  აქვს  და  ნუ  გავუშვებთ  მას  ხელიდანო,  დასძენდა  იგი. მაგრამ,  სანამ  შეტევითი  ომის  ეს  პროექტები  სერიოზული  განხილვის  საგანი  შეიქმნებოდა,  ევროპაში  პოლიტიკური  ვითარება  შეიცვალა  და  ახლა  მათთვის  აღარავის  ეცალა.  გამოირკვა,  რომ მიუხედავად დიდი  მცდელობისა,  ანტიფრანგული  კოალიციის  შექმნას  რუსეთი  ვერ ახერხებდა.  პრუსია  არ  აპირებდა  ნაპოლეონთან  ომის  წამოწყებას  – მას  საამისოდ  იმ  დროს  არც  ძალა  გააჩნდა  და,  თურმე,  არც  სურვილი. ესეც  არ  იყოს,  ნაპოლეონს  პრუსიისთვის  ახალი  მიწების  მიერთება აღუთქვამს  და  თანაც,  რუსეთის  ხარჯზე.  ასეთ  პირობებში  ფრიდრიხ-ვილჰელმი  უფრო  გონივრულად  მიიჩნევდა  ნაპოლეონის  მხარეზე  ეომა, ვიდრე  მის  წინააღმდეგ.  იგივე  ვითარება  იყო  აგსტრიაშიც.  იმპერატორ ფრანცს  არ  სურდა  თავისი  ძლევამოსილი  სიძის  დარტყმის  ძალის  ხელახალი  გამოცდა  და  მანაც უარი  უთხრა  რუსეთს.  თანაც,  ნაპოლეონმა მასაც  აღუთქვა  მიწები  აღმოსავლეთში...  ალექსანდრე  რომანოვს,  რატომღაც,  პოლონელების  გამოყენების  იმედიც  ჰქონდა,  მაგრამ  ეს  იმედი მალე  გაუქარწყლდა.  პოლონელები  ვერ  ენდნენ  მათი  ტრადიციული  მოწინააღმდეგისა  და  მჩაგვრელის  სიტყვას  და  ახლოს  არ  გაიკარეს  რუსების  დაპირებები.  რაღა  რჩებოდა  რუსეთს?  განა  შეეძლო  მას,  ასეთ  ვითარებაში,  მოკავშირეების  გარეშე,  შუაგულ  ევროპაში  გაელაშქრა  და პირდაპირ  ლომის  ხახაში  შეეყო  თავი?  რა  თქმა  უნდა,  არა.  ამიტომ ალექსანდრე  რომანოვმა,  რომელსაც  სხვებზე  ნაკლებ  არ  ახსოვდა 1805-1807  წლების  მწარე  გამოცდილება  და  არავითარი  სურვილი  არ ჰქონდა,  კიდევ  ერთხელ  ეცადა  ბედი,  რაიმე  აქტიურ  მოქმედებაზე  უარი თქვა.  ასე,  რომ  1811  წლის  ბოლოსათვის  პეტერბურგში  შეტევითი  ომის წარმოების  გეგმები  დაივიწყეს  და  თავდაცვითს  მიუბრუნდნენ.
თავდაცვითი  ომის  აპოლოგეტად  რუსეთში  სამხედრო  მინისტრი გენერალი  ბარკლაი  დე  ტოლი  გამოდიოდა.  სხვათაშორის,  ეს  მისი დამსახურებაც  იყო,  რომ  მეფემ  პრევენტიულ  დარტყმაზე  უარი  თქვა  და კურსი  თავდაცვითზე  აიღო  (ბოროტი  ენები  ამბობდნენ,  რომ  ბარკლაის მაინცა  და  მაინც  არ  გასჭირვებია  მეფის  დარწმუნებაო).  ბარკლაი ფრთხილი  და  შორსმჭვრეტელი  სტრატეგოსი  იყო.  იგი  ატყობდა,  რომ რუსეთის  არმიის  წინსვლა  პოლონეთსა  და  აღმოსავლეთ  პრუსიაში,  უკვე  მობილიზებულ  და  ბრწყინვალედ  მომზადებულ  ფრანგულ  არმიასთან შესაბრძოლებლად  აუცილებლად  კატასტროფით  დამთავრდებოდა.  გენერალს  უკვე  ჰქონდა  მზად  თავდაცვითი  ომის  წარმოების  გეგმა.  იგი  მან ჯერ  კიდევ  1810  წლის  დასაწყისში  შეადგინა  და  განსახილველად  მეფეს  წარუდგინა.  ალექსანდრემ  გეგმა  მოიწონა  და  მინისტრიც  მის  განბორციელებას  შეუდგა. 
ბარკლაის  გეგმა  მოქმედების  სამ  ვარიანტს  ითვალისწინებდა და  თითოეული  მათგანის  ამოქმედება  დამოკიდებული  იყო  მოწინააღმდეგის  მიერ  განხორციელებული  შეტევის  მიმართულებაზე.  კერძოდ,  თუ მოწინააღმდეგე  შეტევას  სამხრეთში,  უკრაინაში  დაიწყებდა,  მაშინ  რუსების  მარცხენა  ფრთა  ბრძოლებით  დაიხევდა  უკან  და  მტერს  ჟიტომირის  გამაგრებულ  ბანაკამდე  შეიტყუებდა,  სადაც  მას  ძლიერ  წინააღმდეგობას  გაუწევდნენ.  იმავდროულად,  რუსთა  მარჯვენა  ფრთა  შეტევაზე  გადავიდოდა  და  ფლანგიდან  დაარტყამდა  მოწინაარმდეგეს. თუ  ძირითად  შეტევას  მოწინააღმდეგე  ჩრდილოეთში,  პეტერბურგის  მიმართულებით,  დაიწყებდა,  მაშინ  უკვე  რუსთა  მარჯვენა თოლანგი  დაიხევდა  ბრძოლებით  უკან  და  შორს  შეიტყუებდა  მტერს, ფლანგურ  დარტყმას  კი  მარცხენა  ფრთა  განახორციელებდა. მესამე  ვარიანტი  მოწინააღმდეგის  მიერ  ცენტრალურ  უბანზე  – მოსკოვის  მიმართულებაზე  –  შეტევის  წამოწყებას  ითვალისწინებდა. ასეთ  შემთხვევაში  უკანდახევას  რუსთა  ცენტრალური  დაჯგუფება დაიწყებდა  და  დნეპრამდე,  სავარაუდოდ,  სმოლენსკამდე,  შეიტყუებდა მტერს.  ფლანგურ  დარტყმებს  კი  უკვე  მარჯვენა  და  მარცხენა  ფრთის დაჯგუფებები  განახორციელებდნენ  ერთდროულად.
როგორც  ვხედავთ,  ვარიანტები  სხვადასხვაა,  მოქმედების  პრინციპი  კი  –  ერთი.  მაგრამ  ბარკლაის  გეგმაში  ვარიანტების  ცვალებადობა არ  იყო  ერთადერთი  და,  თუ  გნებავთ,  გადამწყვეტი  პრინციპი.  მთავარი ამ  გეგმაში  ერთი  აუცილებელი  პირობა  იყო:  რუსეთის  არმიის,  ნებისმიერი  დაჯგუფება,  რომელსაც  უკანდახევა  მოუწევდა,  გზად  მოსპობდა  ყველაფერს,  რაც  კი  ხელთ  მოხვდებოდა  –  მატერიალური  ფასეულობიდან დაწყებულს  და  სურსათ-სანოვაგით  დამთავრებულს.  დაანგრევდა  ხიდებს,  გააფუჭებდა  გზებს,  გადაწვავდა  ყანებს.  დახოცავდა  პირუტყვს. ცეცხლს  მისცემდა  სოფლებსა  და  ქალაქებს,  აყრიდა  და  თან  გაიყოლიებდა  მოსახლეობას.  მოკლედ,  მოწინააღმდეგეს  ამოძირკვულ,  პირწმინდად გაშიშვლებულ  მიწას  დაუტოვებდა.  მხოლოდ  ამის  შემდგომ  დაიწყებოდა ომის  მეორე  ეტაპი  –  როცა  უგზოობით  გატანჯული,  უსურსათოდ  დარჩენილი,  ფლანგური  დარტყმებითა  და  პარტიზანების  თავდასხმებით  დასუსტებული  მოწინააღმდეგე  მთავარ  გამაგრებულ  პუნქტს  მიადგებოდა, წინასწარ  იქ  თავმოყრილი  და  გაძლიერებული  რუსის  ჯარი  კონტრშეტევაზე  გადავიდოდა  და  ქვეყნიდან  მტრის  გაძევებას  შეუდგებოდა. ეს  სასტიკი  და  ულმობელი  გეგმა  იყო,  ულმობელი  უპირველეს ყოვლისა,  საკუთარი  ქვეყნისადმი,  რომლის  ნაცარტუტად  ქცევას  ემსახურებოდა  იგი.  ეს  გეგმა  ნებისმიერ  ევროპელ  მხედართმთავარს  შეაძრწუნებდა  და  განზრახვაზე  ხელს  ააღებინებდა,  იქნებ  თვით  ნაპოლეონსაც  კი,  მისი  არსებობის  შესახებ  კონკრეტულად  რაიმე  რომ  სმენოდა. მაგრამ  რაოდენ  საშინელიც  არ  უნდა  ყოფილიყო  ეს  გეგმა,  იგი,  ალბათ, გამარჯვების  ერთადერთი  მომტანი  იყო  ასეთ  მოწინააღმდეგესთან  დაპირისპირების  დროს...  აკი  მისწერა  კიდეც  მეფე  ალექსანდრემ  წლის  ბოლოს  ბარკლაის:  „გეგმა,  რომელიც  ჩვენ  შევიმუშავეთ.  ჭეშმარიტად, ერთადერთი  იყო  ნაპოლეონთან  ომის  შემთხვევაშიო“.  ბარკლაის  თითიდან  არ  გამოუწოვია  ეს  გეგმა.  იგი  რუსეთის  გეოგრაფიულ  და  კლიმატურ  თავისებურებებს  ეყრღნობოდა  და,  რაც  მთავარია,  მოსახლეობის განსაკუთრებულ  ფსიქოლოგიურ  წყობას  ითვალისწინებდა.
რუსეთში  ომი  არ  ჰგავს  ევროპაში  მიმდინარე  ომებს  (ლაპარაკია დასავლეთ  ევროპაზე).  რუსეთში  სხვა  განზომილებებია,  სხვა  ბუნებრივი პირობები,  მოსახლეობის  რაოდენობაც  სხვაზხე  მეტია.  იქაური  მცხოგრები დასაბამიდან  მკაცრ  კლიმატურ  პირობებშია  მოქცეული  და  ევროპელისთვის  ხშირად  გაუსაძლისს  ცხოვრებასაა  შეჩვეული.  ამიტომ  სიძნელეები მას  არ  აშინებს.  რუსი  უზარმაზარი  ქვეყნის  მცხოვრების  სპეციფიკური ფსიქოლოგიითაა  გამსჭვალული.  უკანდახევისას  მას  განსაკუთრებულად არ  უძნელდება  სახლის,  კარ-მიდამოს,  სოფლის,  ქალაქის  მიტოვება.  იგი იოლად  აიყრება,  მიდის  ისე,  რომ  უკან  ნაკლებად  იხედება,  არ  უფრთხის მოსალოდნელ  გაჭირვებას  და,  რაც  მთავარია,  ყველაფერს  სპობს  თავის გზაზე.  წვავს  სახლებს,  საწყობებს,  ყანებს,  ანადგურებს  ყველაფერს.  რაც კი  შეიძლება  მტერს  ჩაუვარდეს  ხელში  და  რამეში  გამოადგეს.  ასე  მოქცევა  დასავლეთ  ევროპელს  არ  შეუძლია.  იგი  ვერ  მისცემს  თავს  უფლებას ასე  მოიქცეს,  რადგან  პატარა  ქვეყნის  შვილია.  როგორიც  არ  უნდა  დიდი იყოს  დასავლეთევროპული  ქვეყანა,  ის  მაინც  პატარაა.  რუსეთთან  შედარებით  კი  –  ძალიან  პატარა.  ამიტომ  ძნელბედობისას  მის  მცხოვრებს გასაქცევიც  არსადა  აქვს  და  არც  დოვლათის  მოსპობის  შესაძლებლობა. რუსს  კი ნაკლებად  აშინებს  დაგროვილის  განადგურება  –  მას  უკანდასახევიც  ბევრი  აქვს  და  ახალი,  მართალია,  ისევ  დუხჭირი,  მაგრამ  მაინც ახალი  ცხოვრების  გაგრძელების  შესაძლებლობაც. 
თავის  შეხედულებებში  ბარკლაი  მთლად  ორიგინალური  არ  ყოფილა.  რუსეთის  სოგიერთი  სხვა  მაღალი  ჩინოსანი,  თვით  მეფის  ჩათვლით,  დასაშვებად  და  აუცილებლადაც  კი  მიიჩნევდა  მოქმედების  ასეთ მეთოდს.  გენერალმა,  უბრალოდ,  სხვებზე  ღრმად  და  სხვებზე  დეტალურად  გაიაზრა  ასეთი  სტრატეგიის  ნიუანსები  და  მეფეს  ჩამოყალიბებული სახით  მიაწოდა. 
როგორც  აღვნიშნეთ.  მეფემ  გეგმა  მოიწონა  და  1810  წლიდან რუსეთში  მისი  განხორციელებისათვის  დაიწყეს  მზადება.  არმიის  უმაღლესი  სარდლობა  და  თვითონ  ბარკლაი  დე  ტოლი  თვლიდნენ,  რომ  მოწინააღმდეგე  მომავალი  საომარი  მოქმედების  მთავარ  ასპარეზად  პეტერბურგის  მიმართულებას  აირჩევდა  და  ამიტომაც  განალაგეს  ყველაზე  ძლიერი  არმია  ამ  მონაკვეთზე. 
ბარკლაის  გეგმის  შესრულებას  თითქოს  არავითარი  წინააღმდეგობა  არ  უნდა  შეხვედროდა,  მაგრამ  შემდგომში.  1811  წლის  ბოლოსათვის  მდგომარეობა  შეიცვალა  –  მეფემ  მნიშვნელოვანი  კორექტივი  შეიტანა  თავისი  მინისტრის  გეგმაში  და  იგი  პრუსიელი  სამხედრო  თეორეტიკოსის  –  ფულის  –  შეხედულებისამებრ  გადააკეთა.
1805  წლის  ომის  შემდეგ  ალექსანდრე  ამბობდა,  რომ  მას  აკლია მხედართმთავრისათვის  აუცილებელი  თვალსაზომი  და  ცივი  გონება. აუსტერლიცის  კოშმარით  დათრგუნული  მეფე  1807  წლის  კამპანიაში ფრონტის  ხაზს  არ  გაჰკარებია.  მაგრამ  დრომ  და  მხედართმთავრის ამბიციებმა,  რომელიც  მას,  ეტყობა,  მაინც  დარჩენია,  ალექსანდრე რომანოვს  ისევ  სამხედრო  ასპარეზისკენ  უბიძგეს.  როგორც  ჩანს.  მეფემ „ვერ  იპოვა“  რუსეთის  არმიაში  პიროვნება,  რომელიც  მას  სამხედრო საკითხებში  დაახელოვნებდა  და  თავისი  ყურადღება  უცხოელებისკენ  მიმართა.  რუსეთის  არმიაში,  ჯერ  კიდევ  პეტრე  დიდის  ღროიდან,  უამრავი  უცხოელი  მსახურობდა.  ისინი  პატიოსნად  და  ღირსეულად  ეწეოდნენ თავიანთ  მძიმე  ჭაპანს  და  გვარიანი  სამსახურიც  გაუწიეს  იმპერიას  მის მრავალრიცხოვან  ომებში.  იმ  დროისთვისაც  რუსეთის  არმიაში  ბევრი გარუსებული  უცხოელიც  იყო  და  ბევრი  ისეთიც,  რომელიც  რუსობას  არ აპირებდა.  მაგრამ  რუსთ  ხელმწიფის  სამსახურში  ერთგულად  კი  იდგა. ერთი  ასეთთაგანი  პრუსიელი  გენერალი  ფული  იყო.  ფულზე  ბევრს წერდნენ  შემდეგ  რუსეთში  და  წერდნენ,  ძირითადად,  უარყოფითად. „გასაგები“  მიზეზების  გამო  ეს  განსაკუთრებით  საბჭოთა  პერიოდში გამოიკვეთა,  რას  არ  უწოდებდნენ  ფულს:  უვიცს,  ბრიყვს,  გონებაჩლუნგ გერმანელს,  ყოვლად  უვარგის  ადამიანს...  სინამდვილეში  კი  თურმე „მთლად“  ასე  არ  ყოფილა.  როგორც  ფულის  გამოჩენილი  თანამემამულე და  მისი  ძველი  კოლეგა  კარლ  კლაუზევიცი  წერდა,  იგი  ნიჭიერი,  ჭკვიანი,  უაღრესად  განათლებული  და  პატიოსანი  ადამიანი  იყო.  ფულის ნაკლს  ის  წარმოადგენდა,  რომ  იგი  მხოლოდ  თეორიული  ცოდნით  იყო აღჭურვილი  და  პრაქტიკას  არ  იცნობდა.  იგი  კარჩაკეტილ  ცხოვრებას ეწეოდა  ამ  სიტყვის  პირდაპირი  და  გადატანითი  მნიშვნელობით.  მისი თეორიული  ნამოღვაწარი  იულიუს  კეისრისა  და  ფრიდრიხ  დიდის  სამხედრო  შემოქმედების  ასლი  იყო,  ოღონდ  დროისა  და  ვითარების  გათვალისწინების  გარეშე.  საფრანგეთ-პრუსიის  1806  წლის  ღირსსახსოვარი ომის  დროს,  ფული  პრუსიის  მეფის  სამხედრო  მრჩეველი  იყო.  იგი ფრიდრიხ-ვილჰელმს  იენა-აუერშტედტის  ოპერაციის  დროს  თან  ახლღა და  პრუსიის  ჯარის  სრული  განადგურების  თვითმხილველი  გახდა.  როცა  იენიდან  გამოქცეული  პრუსიელი  ჯარისკაცები  აუერშტედტიდან უკუქცეულ  თავიანთ  მოძმეებს  ამ  ქალაქებსშუა  გზაზე  შეეჩეხნენ,  ფულს ისეთი  ისტერიული  სიცილი  ავარდნია,  რომ  დიდხანს,  ძალიან  დიდხანს ვეღარ  გაჩერებულა.  თურმე  ფული  თავისი  პრაქტიკოსი  კოლეგების უუნარობაზე  იცინოდა,  რომელთაც  მისი  თეორიული რეკომენდაციები ცხოვრებაში  ვერ  გაატარეს... 
„ნაწყენმა  და  გაგულისებულმა“  ფულმა  პრუსიის  მეფეს,  რომელსაც  აღარც  ჯარი  ჰყავდა  უკვე  და  აღარც  რჩევა  სჭირდებოდა  რისამე,  თავი  ანება  და  რუსეთს  გაემგზავრა.  პეტერბურგში  გაშლილი  მკლავებით  შეეგებნენ  სამჯობლოდან  გადახვეწილ  გენერალს.  ცოტა  ხანში იგი  მეფე  ალექსანდრეს  წარუდგინეს,  რომელიც  სავსებით  მოიხიბლა მისი  განსწავლულობით  და  სამხედრო  გაკვეთილების  ჩატარება  სთხოვა.  და  აი,  რამდენიმე  წლის  განმავლობაში,  ფული  რუსეთის  მეფეს სტრატეგიის  ლაბირინთებში  გზის  გაკვალვას  ასწავლიდა.  ეტყობა  1811წლის  ბოლოსათვის  იმპერატორმა  ალექსანდრემ  თავი  იმდენად  მომძლავრებულად  ჩათვალა  სამხედრო  საქმეში,  რომ  აშკარად  დაიწყო  ჩარევა  უკვე  ოპერატიულ  საქმეებშიც.  თანაც,  რაც  ყოვლად  გაუგებარი იყო.  მეფე  გადაწყვეტილებებს  იღებდა  თვითნებურად,  ისე,  რომ  სამხედრო  მინისტრსაც  კი  არაფერს  ატყობინებდა.  ადვილი  მისახვედრია,  რომ ერთადერთი.  ვისაც  ის  ეთათბირებოდა,  ან  უფრო  სწორად,  ვისი რჩევითაც  მოქმედებდა,  გენერალ-ლეინტენანტი  ფული  იყო. 
და  აი,  ფულისა  დღა  ალექსანდრეს  ერთობლივი  მოღვაწეობის შედეგად  ბარკლაის  ძირითადი  სტრატეგიული  გეგმის  პარალელურად, 1812  წლის  გაზაფხულზე  შეიქმნა  „მთავარი  ოპერატიული  გეგმა“. ამ  გეგმის  მიხედვით  დარტყმის  ძირითად  მიმართულებაზე  შეიქმნებოდა  ორი  არმია  (ერთმანეთს  საკმაოდ  დაშორებული).  ერთ  არმიაში 120  ათასი  ჯარისკაცი  გაერთიანდებოდა.  მეორეში  –  80  ათასი.  გეგმის არსი  იმაში  მდგომარეობდა,  რომ  თუ  მოწინააღმდეგე  ერთ-ერთ  ამ  არმიათაგანს  შეუტევდა,  ეს  არმია  უკან  დაიხევდა,  ხოლო  მეორე,  პირიქით, თავად  დაიწყებდა  შეტევას  და  მოწინააღმდეგის  ზურგში  გავიდოდა.  ფული  თვლიდა,  რომ  ძირითადი  მიმართულება  პეტერბურგისა  იქნებოდა, ამიტომ  მოწინააღმდეგის  შეტევის  გზაზე  სპეციალური  გამაგრებული  ბანაკი  უნდა  შექმნილიყო.  ეს  ბანაკი  აღიჭურვებოდა  დიდძალი  არტილერიით,  შემოისაზღვრებოდა  საველე  სიმაგრეებით,  ტრანშეების  სამი  რიგით და,  საერთოდ,  ხანგრძლივი  თავდაცვისათვის  საჭირო  ყველა  ატრიბუტებით  120-ათასიანი  არმიისათვის,  (კოტა  ხანში,  ასეთი  ბანაკის  შენება  დრისასთან  დაიწყეს  და  სწრაფი  ტემპითაც  გააგრძელეს.  ბანაკს  უკან  წყალუხვი  დვინა  მოედინებოდა,  რომელზეც,  ღმერთს  არ  ექნა  და,  უკანდახევა  რომ  დასჭირვებოდათ,  შვიდი  ხიდი  იყო  გადებული.  აპრილის  ბოლოს დრისის  ბანაკს  მეფე  ეწვია  და  ერთობ  კმაყოფილი  დარჩა  ნამუშევრით.
ერთი  შეხედვით,  ფულის  გეგმა  ბარკლაის  გეგმისგან  დიდად  არ განსხვაგდებოდა.  მაგრამ  ეს  მხოლოდ  ერთი  შეხედვით.  საქმე  ის  იყო. რომ  სამხედრო  მინისტრის  გეგმა  მოწინააღმდეგის  მოქმედების  სამ  შესაძლო  ვარიანტს  ითვალისწინებდა,  მაშინ  როდესაც  ფულისა  და  მეფე ალექსანდრესი  -–  მხოლოდ  ერთს.  გარდა  ამისა,  ბარკლაი  ფართომასშტაბიან  შეტევას  გვიან,  მოწინააღმდეგის  დასუსტების  შემდეგ,  ომის მეორე  ეტაპზე  ითვალისწინებდა,  მაშინ,  როდესაც  „მთავარი  ოპერატიულ:  გეგმის“  მიხედვით,  მეორე  არმია  შეტევას  დაუკოვნებლივ  იწყებდა. და  კიდევ,  დრისის  ბანაკი  ისეთ  ადგილას  და  იმგვარად  იყო  მოწყობილი, რომ  მრავალრიცხოვანი  მოწინააღმდეგე  ყოველი  მხრიდან  შემოუვლიდა მას  და,  როგორც  კლაუზევიცი  წერს,  საკუთარ  სანგრებშივე  მოსპობდა. მართლა  ასე  უვარგისი  იყო  ფულის  გეგმა?  თავისთავად,  ცალკე აღებული,  ეს  გეგმა  შეიძლება  არც  იყო  უვარგისი.  თუ  მოწინააღმდეგის შეტევა  იმ  უბანზე  განვითარდებოდა,  რომელზეც  ფული  ფიქრობდა,  მაშინ  ყველაფერი  „რიგზე  იქნებოდა“:  მტრის  ძირითადი  ძალები  საკმაოდ ღრმად  იქნებოდნენ  შესულნი  რუსეთის  ტერიტორიაზე,  ხოლო  მის ზურგში  იმოქმედებდა  რუსთა  მძლავრი  მეორე  დაჯგუფება.  მაგრამ  თუ მოწინააღმდეგე  ერთ  (თუნდაც  სხვა!)  მიმართულებაზე  კი  არა.  მთელ ფრონტზე  დაიწყებდა  შეტევას  და  თანაც  დიღი  ძალებით,  მაშინ...  მაშინ მოხდებოდა  ის,  რაზეც  კლაუზევიცი  მიუთითებდა.
დრისის  ბანაკი  და,  საერთოდ,  ალექსანდრე-ფულის  გეგმა,  ერთხმად  დაიწუნეს  ბარკლაიმ,  ბენიგსენმა  და  სხვა  უმაღლესმა  სამხედრო პირებმა.  მეფემ  ყურადღებით  მოუსმინა  მათ,  მაგრამ  როგორც  ეს  ხშირად სჩვეოდა  ხოლმე,  საკუთარი  აზრის  გამოთემისგან  თავი  შეიკავა  და  გენერალიტეტი  ორჭოფობაში  დატოვა.  ომის  მსვლელობა  გვანახებსო,  ფილოსოფიურად  ახსნა  თავისი  ასეთი  მოქმედება  მისმა  უდიდებულესობამ, ბარკლაიმ,  რომელიც  სამხედრო  მინისტრის  გარდა  პირველი არმიის  სარდალიც  იყო,  ე.ი.  იმ  არმიისა,  რომელსაც  ფულის  გეგმით უნდა  ემოქმედნა,  გადაწყვიტა  თავი  მოეკატუნებინა  და  მეფისთვის  დაეჯერებინა,  მაგრამ  ახალი  ოპერატიული  გეგმის  განხორციელებისგან თავი  შეეკავებინა.
აი,  ასეთი  ვითარება  იყო  რუსის  ჯარში  და  რუსეთის  საზღვარზე, სადაც,  ძირითადი  სტრატეგიული  გეგმის  თანახმად,  სამი  არმია  იყო თავმოყრილი  ექვსასკილომეტრიან  ფრონტზე  –  როსიენიდან  ლუცკამდე. ნაპოლეონს  საკმაოდ  ზუსტი  სადაზვერვო  მონაცემები  გააჩნდა რუსთა  ჯარის  განლაგების  შესახებ  და  ამიტომ  თავისი  მომავალი  მოქმედების  გეგმაც  სწორედ  ამ  მონაცემებისდა  მიხედვით  შეადგინა. რუსეთთან  ომისთვის  მზადება  ნაპოლეონმა  1810  წლის  ბოლოდან  დაიწყო.  დაიწყო  გეგმაზომიერად  და  საფუძვლიანად,  ისე,  როგორც ყოველი  ომის  წინ  იცოდა  ხოლმე.  ჯერ  მან  ჯაშუშთა  მთელი  ქსელი გააბა  მომავალი  მოწინააღმდეგის  ქვეყანაში  და  მისი  მეშვეობით  დაიწყო საჭირო  ცნობების  შეგროვება  (ამაში  მას  ძალიან  ეხმარებოდნენ  პოლონელები),  შემდეგ  პლაცდარმების  მომზადებას  შეუდგა  გერმანიისა  და პოლონეთის  ტერიტორიებზე,  ბოლოს  კი  მთავარი  მიზნის  –  ჯარების გადაყვანის  –  განხორციელებას  მიჰყო  ხელი.  ჯარების  თავმოყრა  თავიდან  არ  ისახაედა  მიზნად  საომარი  მოქმედების  დაუყოვნებლივ  დაწყებას და  იგი  მომავალი  სამხედრო  ოპერაციებისათვის  საფუძვლის  ჩაყრა  უფრო  იყო.  ჯარების  თავმოყრას  ნაპოლეონს  ძალიან  უადვილებდა  ის  გარემოება,  რომ,  ტილზიტის  შეთანხმებით,  ფრანგებს  გარნიზონები  ეყენათ  პრუსიის  ზოგიერთ  უმნიშვნელოვანეს  ციხე-ქალაქში  (შპანდაუ, შტეტინი,  კიუსტრინი).  შემდგომი  მოქმედებით  ფრანგთა  იმპერატორმა მნიშვნელოვნად  გააფართოვა  გარნიზონების  განლაგების  არეალი  და  მალე  მას  პრუსიის  სხვა  ციხე-სიმაგრეებიც  მიუმატა. 
        მომავალი  საომარი  მოქმედებისათვის  მთავარ  ოპერატიულ  ბაზად ნაპოლეონმა  მდინარე  ვისლა  მოინიშნა.  ცხადია,  ეს  შემთხვევით  არ  მომხდარა.  ვისლა  რუსეთთან  ახლოს  მოედინებოდა.  ამ  წყალუხვ  მდინარეზე ტვირთის  გადაზიდვა  შეიძლებოდა  და,  რაც  არანაკლები  მნიშვნელობისა იყო,  იგი  ისტორიული  პოლონეთის  ტერიტორიის  ნაწილი  გახლდათ  – იქ  კი  ფრანგებს,  როგორც  გამანთავისუფლებლებს.  ისე  უყურებდნენ.  მაგრამ  ჯარების  ვისლაზე  განლაგება  ნაპოლეონს  ერთბაშად  არ  შეეძლო, რადგან  ეს  ომის  ნაადრევად  დაწყების  ტოლფასი  იქნებოდა.  რუსები  უპასუხოდ  არ  დატოვებდნენ  ფრანგთა  ჯარის  მათთან  ასე  ახლოს  და  ასე დიდი  რაოდენობით  კონცენტრაციას.  ამიტომ  იმპერატორმა  ჯერ  საფრანგეთიდან  შუა  და  აღმოსავლეთ  ევროპისაკენ  მიმავალი  სამი  საეტაპო  მარშრუტი  შეიმუშავა  და  მათ  გაყოლებაზე  მოაწყო  საშუალედო  პუნქტები. შემდეგ  კი,  უკვე  მათი  მეშვეობით,  დაიწყო  სამხედრო  შენაერთებისა  და აღჭურვილობის  გადასროლა  აღმოსავლეთისაკენ.  პირველი  რაინზე  განლაგებული  მარშალ  დავუს  კორპუსი  დაიძრა.  ამ  კორპუსს,  რომელსაც რიგითაც  პირველი  ნომერი  ჰქონდა,  ობსერვაციული  ეწოდა  და  იგი  მდინარე  ელბის  ქვემო  წელში  განლაგდა  – ჰამბურგსა  და  მაგდებურგს  შორის. კორპუსი  დიდი  იყო  და  60  ათასი  ჯარისკაცისგან  შედგებოდა.  სულ  მალე იგი  საყრდენი  ბაზა  გახდა  სხვა  შენაერთებისათვის. 
მართლაც,  1812 წლის  დასაწყისში  ობსერვაციული  კორპუსი ორად  გაიყო:  ერთი  ნაწილი  დავუს  დარჩა,  მეორე  კი  მარშალ  უდინოს გადაეცა.  მოკლე  ხანში,  იმავე  მიდამოებში,  ახალი,  ე.წ.  სამეთვალყურეო  კორპუსიც  ჩამოყალიბდა,  რომელსაც  სათავეში  ნეი  ჩაუდგა. მომავალ  ომში  ნაპოლეონი  არ  აპირებდა  მარტო  საფრანგეთის რესურსებისა  და  ცოცხალი  ძალის  იმედად  ყოფნას  და  ამიტომ  ვასალურ და  მოკავშირე  ქვეყნებს  დაავალა  თვითონაც  გამოელოთ  ხელი.  ეს  მით უფრო  სჭირდებოდა  იმპერატორს,  რადგან  ფრანგული  ჯარის  დიდი  ნაწილი  (200  ათას  ჯარისკაცზე  მეტი)  კვლავ  ესპანეთში  იბრძოდა  და  ამ ბრძოლას  კვლავ  არ  უჩანდა  დასასრული. 
1812  წლის  გაზაფხულზე  ნაპოლეონმა  ავსტრიას,  პრუსიას  და რაინის  კავშირის  ქვეყნებს  მოსთხოვა  დაეწყოთ  სურსათისა  და  სანოვაგის  დამზადება  და,  ამასთან  ერთად,  თავთავიანთი  ჯარების  გარკვეული კონტინგენტებიც  გადაეცათ  მისთვის.  თუ  რა  რაოდენობის  სურსათსა  და საქონელს  მოითხოვდა  ნაპოლეონი  თავისი  მოკავშირეებისგან,  პრუსიის მაგალითიც  კმარა:  დიდი  არმიის  მომარაგების  უზრუნველსაყოფად  ამ ქვეყანამ  მარტო  1812  წელს  „საერთო  ყულაბაში"  400  ათასი  ცენტნერი ხორბალი,  200  ათასი  ცენტნერი  ჭვავი,  200  ათასი  ცხენი  და  45  ათასი მსხვილფეხა  საქონელი  „შეიტანა“.  დაახლოებით  ასეთივე  სურათი  იყო სხვა  ქვეყნებშიც. 
იმპერატორის  გეგმებში  პოლონელებსაც  საკმაო  ადგილი  ეკავათ.  ამ  უკანასკნელთაგან,  გასაგები  მიზეზების  გამო,  ნაპოლეონი  განსაკუთრებულ  თავდადებას  და  ძალისხმევას  მოითხოვდა.  პოლონელებიც უკან  არ  იხევდნენ  და  თავდაუზოგავად  ცდილობდნენ  ევროპის  მბრძანებლის  გულის  მოგებას,  რათა  შემდეგ  მისი  დახმარებით  როგორმე  თავიანთი  სამშობლოს  დამოუკიდებლობის  აღდგენისთვის  მიეღწიათ. 
დიდი  არმიის  მომარაგების  მთავარი  ცენტრი  კარგახანს  დანციგი იყო.  აქ  იყო  თავმოყრილი  სურსათის  ორთვიანი  მარაგი  400  ათასი  ჯარისკაცისა  და  ფურაჟი  50  ათასი  ცხენისთვის.  გარდა  ამისა,  დამატებითი  საწყობებით  მოფენილი  იყო  მთელი  აღმოსავლეთ  პრუსია  და  პოლონეთის ტერიტორია.  დროთა  განმავლობაში,  1812  წლის  მარტისა  და  აპრილისათვის,  ამ  საწყობებმა  კიდევ  უფრო  გადაინაცვლეს  აღმოსავლეთისაკენ და  რუსეთის  საზღვართან  ახლოს  „დაიდეს  ბინა“  (სყვია-წამლის  მთავარი საწყობები  ტორნს,  მოდლინსა  და  პილაუში  იყო  განთავსებული,  რომლებშიც  მილიონობით  ვაზნა  და  ათეულ  ათასობით  ყუმბარა  იყო  მომარაგებული).  ზემომოყვანილი  ტვირთის  შემდგომ  გადასატანად  ნაპოლეონმა  ოცი სააღალე  ბატალიონი  შექმნა,  რომელთაც  ლაშქრობის  დროს  შეუფერხებლად  უნდა  მოემარაგებინათ  არმია.  სამზადისი  ხანგრძლივი  და  საფუძვლიანი  იყო.  არცერთი  ლაშქრობა  ასე  კარგად  და  ასე  საფუძვლიანად  არ მოუმზაღებია  ნაპოლეონს.  მან  გაითვალისწინა  თითქმის  ყველაფერი.  რაც მომავალ  ომში  დასჭირდებოდა  –  სურსათ-სანოვაგის,  ამუნიციის,  აღჭურვილობისა  თუ  სხვა  რაიმეს  მხრივ.  როგორც  ყოველთვის,  და  ამ  ომის წინ  განსაკუთრებით,  ნაპოლეონი  ყველა  წვრილმანს  ითვალისწინებდა, ყველაფერს  ამოწმებდა,  ყველაფერში  „ძვრებოდა“  და  აკონტროლებდა.
ეს  უზარმაზარი  სამზადისი,  რომელიც  1810  წლიდან  მიმდინარეობდა. საბოლოოდ  იმაში  გამოიხატა,  რომ  რუსეთის  საზღვრებთან  თავი  მოიყარა 600-ათასიანმა,  კარგად  შეიარაღებულმა  და  აღჭურვილმა  არმიამ,  რომლის  საბრძოლო  თვისებები  მაღალი  იყო,  მისი  მეთაურების  კვალიფიკაცია არანაკლები,  ხოლო  სათავეში  ისეთი  წინამძღოლი  ედგა,  რომელიც  დიდი ხანია  მსოფლიოს  საუკეთესო  მხედართმთავრად  იყო  აღიარებული  (როდესაც  რუსეთში  შესაჭრელად  გამზადებული  არმიის  საბრძოლო  თვისებებზე  ვლაპარაკობთ,  არ  უნდა  დაგვავიწყდეს  ის,  რომ  ამ  არმიის  ყველა  შენაერთი  ერთნაირად  ბრძოლისუნარიანი  როდი  იყო.  ავსტრიიდან  და  მრავალრიცხოვანი  გერმანული  სახელმწიფოებიდან  ძალით  წამოყვანილი ჯარისკაცები,  ცხადია,  კონკურენციას  ვერ  გაუწევდნენ  ბრძოლებში  გამობრძმედილ  ფრანგ  კოლეგებს,  რომლებიც  მათგან  განსხვავებით,  ერთგულაღ  მიჰყვებოდნენ  თავიანთ  წინამძღოლს  და  განსაცვიფრებელ  სიმამაცეს  იჩენდნენ). ასე  ნელ-ნელა  და  ასე  თანმიმდევრულად  იყრიდა  თავს  დიდი არმია  რუსეთის  საზღვართან  და  ახლა  გადამწყვეტი  ნახტომისთვის ემზადებოდა. 
რუსეთის  წინააღმდეგ  საბრძოლველად  ნაპოლეონმა  თერთმეტი კორპუსი  განამწესა.  ჩამოვთვალოთ  ისინი  რიგითი  ნომრების  მიხედვით. გავეცნოთ  მათ  შემადგენლობას  და  მათი  მეთაურებიც  მოვიხსენიოთ,  მით უმეტეს,  რომ  ბევრი  მათგანი  ჩვენი  „ძველი  ნაცნობია“  და:  არაერთხელ შეგვხვედრია  ამ  წიგნის  ფურცლებზე.
I  კორპუსი  მარშალ  დავუსი  იყო.  იგი  ექვსი  დივიზიისაგან  შედგებოდა.  აქედან  სამი  ფრანგული  იყო  და  სამიც  –  „ნარევი  (პოლონელების,  ესპანელების  და  სხვადასხვა  გერმანული  სახელმწიფოს  ქვეშევრდომებისა).  II  კორპუსში  ხორვატები,  შვეიცარიელები  და  პორტუგალიელები  შედიოდნენ.  მათ  სათავეში  მარშალი  უდინო  ედგათ.  III  კორპუსს  მარშალი  ნეი  მეთაურობდა.  მასში  ფრანგებთან  ერთად  ბლომად  იყვნენ  ვიურტემბერგელები,  ილირიელები,  პორტუგალიელები.  IV  კორპუსს  მთლიანად  იტალიელები  შეადგენდნენ  და,  ბუნებრივია,  სათავეშიც იტალიის  ვიცე-მეფე  ეჟენი  ბოჰარნე  ჰყავდათ.  V  კორპუსი  პოლონელებისა  იყო  და  მათ  მარშალი  იუზეფ  პონიატოვსკი  მეთაურობდა.  VI  კორპუსს  მარშალი  გუვიონ  სენ-სირი  ედგა  სათავეში.  ამ  კორპუსის  უდიდეს ნაწილს  ბავარიელები  შეადგენდნენ,  VII  კორპუსი  გენერალ  რენიესი იყო  და  მთლიანად  საქსონელებისაგან  იყო  დაკომპლექტებული.  VIII კორპუსს  ანდოშ  ჟიუნო  სარდლობდა,  მის  განკარგულებაში  ძირითადად ვესტფალიელები  იმყოფებოდნენ.  IX  კორპუსი  (სარდალი  მარშალი  ვიქტორი)  ფრანგებს  გარდა  ჰოლანდიელებს,  პოლონელებსა  და  გერმანელებს  შეიცავდა.  X  კორპუსი  მარშალ  მაკდონალდისა  იყო.  ეს  კორპუსიც  ჭრელი  იყო.  ფრანგები  იქ  ცოტანი  იყვნენ.  უმრავლესობას  გერმანელები  და  პოლონელები  შეადგენდნენ.  XI  კორპუსი  (სარდალი  მარშალი ოჟერო)  მოშორებით  იმყოფებოდა,  გერმანიაში.  მის  შემადგენლობაში თითქმის  მთლიანად  გერმანელები  შედიოდნენ  (ჰესენის,  საქსონიისა  და ვიურტემბერგის  ქვეშევრდომები).  ამ  თერთმეტ  კორპუსში  არ  შედიოდა იმპერატორის  გვარდია  (20  ათასი  ფრანგი  ჯარისკაცი)  და  მიურატის კავალერია  (40  ათასი  ცხენოსანი).  ცალკე  იყო  გამოყოფილი  ავსტრიელთა  კორპუსიც,  რომელსაც  თავადი  კარლ  შვარცენბერგი  მეთაურობდა და  ლემბერგის  (ლვოვის)  მიდამოებში  იყო  დისლოცირებული. 
კორპუსების  შემადგენლობათა  ასეთი  ზერელე  გაცნობაც  კი საკმარისია  იმისათვის,  რომ  დავინახოთ,  თუ  რა  „ჭრელი“  და  მრაგვალეროვანი  (მრავალენოვანი)  იყო  დიდი  არმია.  იმ  600  ათასი  ჯარისკაციდან,  რომელთაც  რუსეთისკენ  ჰქონდათ  პირი  მიბრუნებული,  „წმინდა“ ფრანგი  200  ათასზე  მეტი  არ  იყო  (სხვა  200  ათასი  ფრანგი  ესპანეთში იბრძოდა,  ერთი  100  ათასიც  ევროპის  სხვადასხვა  ქვეყნებში  იმყოფებოდა  „მეთვალყურეთა“  სახით.  ისე  რომ,  ჭეშმარიტად  ერთგული  ჯარი არც  ისე  ბევრი  ახლდა  თან  ბუონაპარტეს...). 
რუსებისგან  განსხვავებით,  ნაპოლეონმა  თავისი  ჯარი  უფრო კომპაქტურად  განალაგა.  მან  იგი  კენიგსბერგიდან  რადომამდე  გაშალა და  თანაც  ისე,  რომ  მისი  განფენილობა  ოთხას  კილომეტრზე  მეტი  არ იყო.  იმპერატორმა  თავისი  არმია  სამ  დაჯგუფებად  დაყო. პირველი,  ყველაზე  დიდი  დაჯგუფება  მარცხენა  ფრთაზე  – ფრონტის  ჩრდილოეთ  მონაკვეთზე  –  იყო  განლაგებული,  დანციგ-ტორნის ხაზზე.  იგი  სამი  ქვეითი  და  ორი  ცხენოსანი  კორპუსისა  და  იმპერატორის გვარდიისგან  შედგებოდა.  ეს  დაჯგუფება,  რომელსაც  თვითონ  ნაპოლეონი ედგა  სათავეში,  220  ათას  ჯარისკაცსა  და  527  ზარბაზანს  ითვლიდა. მეორე.  ე.წ.  ცენტრალურ,  დაჯგუფებას  (ორი  ქვეითი  და  ერთი კავალერიული  კორპუსი,  85  ათასი  ჯარისკაცი  და  208  ზარბაზანი)  ნაპოლეონის  გერი,  იტალიის  ვიცე-მეფე  ეჟენი  ბოჰარნე  მეთაურობდა.  ეს დაჯგუფება  ოსტეროდე-პოლოცკის  მიდამოებში  იყო  დაბანაკებული. მესამე,  მარჯვენამხრივი  დაჯგუფება  (75  ათასი  ჯარისკაცი  და 160  ზარბაზანი),  მოდლინიდან  რადომამდე  იყო  განლაგებული  და  მას სათავეში  ნაპოლეონის  ძმა,  ვესტფალიის  მეფე  ჟერომი  ედგა. აღმოსავლეთ  პრუსიასა  და  პოლონეთში  განლაგებული  დიდი  არმიის  უკიდურესად  მარცხენა  ფრთას  მარშალ  მაკდონალდის  მეათე  კორპუსი  შეადგენდა  (30  ათასი  ჯარისკაცი),  რომელიც  კენიგსბერგის  მიდამოებში  იყო  დაბანაკებული.  უკიდურესად  მარჯვენა  ფრთაზე  ავსტრიელები  იდგნენ  შვარცენბერგის  მეთაურობით  (35  ათასი  ჯარისკაცი).  იგი  ლემბერგის  მიდამოებში  იყო  დისლოცირებული.  ფრანგთა  არმიის  ამ  დაჯგუფებათა  შესახებ  ზემომოყვანილი  ეს  მწირი  მონაცემებიც  საკმარისია  იმისათვის,  რომ  ნაპოლეონის  მიერ  მონიშნული  დარტყმის  მთავარი  მიმართულება  ამოვიცნოთ.  ეს  მიმართულება  პეტერბურგისაა.  მის  განსახორციელებლად  ფრონტის  ჩრდილოეთ  უბანზე  ნაპოლეონმა  თავისი  ჯარის  ყველაზე  მძლავრი  დაჯგუფება  შექმნა.
სადაზვერვო  მონაცემები,  ბუნებრივია,  რუსებსაც  ჰქონდათ  და მათ  კარგად  იცოდნენ,  რომ  ნაპოლეონი  მთავარი  დარტყმის  მიყენებას ფრონტის  ჩრღილოეთ  უბანზე  აპირებდა.  ჩრდილოეთის  უბანზე  კი უმოკლესი  გზა  გადიოდა  პეტერბურგამდე.  სწორედ  ამიტომ  განალაგეს მათ  თავიანთი  ყველაზე  რიცხვმრავალი  არმია  ამ  მიდამოებში... მაგრამ  იყო  სინამდვილეში  ასე?  მართლა  პეტერბურგზე  აპირებდა  გალაშქრებას  ფრანგთა  იმპერატორი?  იქნებ  ისევ  ტყუოდა,  იქნებ ისევ  ეშმაკობდა?  მოვუსმინოთ,  რას  ეუბნება  ომის  წინ  თავის  ყველაზე ახლობელთ  იმპერატორი:  „მე  რომ  კიევი  დავიკავო,  გამოვა,  რუსეთს ფეხებში  წავავლე  ხელი.  პეტერბურგი  რომ  ავიღო  –  ეს  იმის  ტოლფასი იქნება,  თავში  ვტაცო  ხელი,  მაგრამ  მოსკოვი  რომ  დავისაკუთრო  –  ეს უკვე  მისთვის  გულში  მახვილის  ჩაცემა  იქნება!“  აი.  თურმე  რა  უნდოდა მას,  და  საით  უმიზნებდა!  ჩრდილოეთის  გზა  ცოტათი  უფრო  შორი  იყო მოსკოვამდე,  სამაგიეროდ  რუსთა  პირველ  არმიამდე  იყო  იგი  ყველაზე მოკლე  –  იმპერატორს  კი  მოწინააღმდეგის  არმიები  უფრო  ჰყავდა ხოლმე  მიზანში  ამოღებული,  ვიდრე  მისი  ქალაქები...  და  მაინც,  მოსკოვი  რუსეთის  გული  იყო.  გულში  მახვილის  ჩაცემით  კი  იგი  ომიდანაც გამოიყვანდა  რუსეთს  და  მწყობრიდანაც,  თანაც  ხანგრძლივი  დროით. აი,  ასე.  ყოველ  შემთხვევაში,  ასე  ვარაუდობდა  იმპერატორი...
ახლა  ჩვენ  ერთ  საინტერესო  საკითხს  მივადექით.  როგორც  დავინახეთ,  იმპერატორს  დარტყმის  მთავარ  მიმართულებად  თურმე  მოსკოვისა  ჰქონდა  მონიშნული.  მაგრამ  აპირებდა  კი  იგი  სინამდვილეში ისე  ღრმად  შეჭრას  რუსეთის  უზარმაზარ  ტერიტორიაზე,  რომ  მის  ისტორიულ  დედაქალაქს  მისდგომოდა?  ითვალისწინებდა  კი  იგი  იმ  არნახულ  სიძნელევბს,  რომელთაც  შეხვდებოდა  ისა  და  მისი  არმია  ამ  გზაზე?  ყველაფრიდან  ჩანს,  რომ  ითვალისწინებდა.  ამიტომ  იყო,  რომ  განსაკუთრებულად  ემზადებოდა  ამ  ლაშქრობისთვის.  ამას  ჩვენ  კიდევ  დავინახავთ  ქვემოთ.  მაგრამ  საქმეც  ის  არის,  რომ,  ალბათ,  პირველად  თავისი  ხანგრძლივი  სამხედრო  კარიერის  მანძილზე,  ნაპოლეონმა  დანამდვილებით  არ  იცოდა,  რას  მოიმოქმედებდა  საბოლოო  ანგარიშში  –  სადამდე  შევიდოდა  ის  რუსეთში  და  სად  დაუდებდა  ზღვარს  თავის  ლაშქრობას!  დასაწყისში  იმპერატორი  ვარაუდობდა,  რომ  რუსები  არ  დააცდიდდნენ  მას  ჯარების  თავმოყრას  პოლონეთში  და  თვითონ  შეუტევდნენ მთელი  ძალებით.  ეს  მისთვის  საუკეთესო  ვარიანტი  იქნებოდა,  მაგრამ ასე  არ  მოხდა:  რუსებმა  შეტევა  ვერ  გაბედეს.  ამის  შემდეგ  ის  ვარაუდობდა  რუსთა  არმიების  განადგურებას  უკვე  მათსავე  მიწაზე.  მაგრამ საზღვართან  ახლოს:  იგი  იმედოვნებდა,  რომ  მოწინააღმდეგე  არ  მიატოვებდა  ბედისანაბარა  თავის  ტერიტორიას  და  ვილნა-გროდნო-ბელოსტოკის  მიდამოებში  გაუმართავდა  გადამწყვეტ  ბრძოლას.  არც  ეს  ვარაუდი გამართლდა  –  რუსებმა  უკან  დაიხიეს.  შემდეგ  იგივე  განმეორდა  ჯერ ვიტებსკთან,  მერე  სმოლენსკთან  –  რუსები  არსად  არ  ჩერდებოდნენ  და არაფრის  დიდებით  არ  უმართავდნენ  ფრანგებს  გენერალურ  ბრძოლას. ყოველი  ასეთი  იმედგაცრუების  შემდეგ  ნაპოლეონი  აცხადებდა  –  მორჩა,  მეტს  წინ  აღარ  წავალთ,  წლევანდელი  კამპანია  ამით  დამთავრდებაო,  მაგრამ  შემდეგ,  რამღენიმე  დღის  შემდეგ,  იგი  კვლავ  იძლეოდა ბრძანებას  წინსვლის  შესახებ...
რატომ  ხდებოდა  ასე?  ნუთუ  იმპერატორს.  რომელსაც  შორსგანჭვრეტის  გასაოცარი  უნარი  ჰქონდა  და,  ჯერჯერობით,  არც  სამხედრო  თვალსაწიერი  შემოფარგვლოდა,  არ  ესმოდა,  რა  სახიფათო  იყო რუსეთის  უკიდეგანო  სივრცეებთან  „თამაში“  მას  არ  შეეძლო  ეს  არ სცოდნოდა.  არ  შეეძლო  არ  სცოდნოდა,  თუ  რა  ძნელი,  თითქმის  შეუძლებელი  იქნებოდა  ამოდენა  არმიისთვის  ამოდენა  მანძილის  დაზამთრებამდე  გავლა,  თანაც  შეუპოვარი  მოწინააღმდეგის  წინადგომის  პირობებში.  არ  შეეძლო  არ  სცოდნოდა  და  იცოდა  კიდეც.  ამიტომ  იყო,  რომ ამბობდა:  ეს  წამოწყება  ისეთთა  რიგს  მიეკუთვნება,  სადაც  ყველაფერს მოთმინება  და  მეთოდურობა  წყვეტსო.  ამიტომ  იყო,  რომ  თავის  ახლობლებს  ხაზგასმით  ეუბნებოდა:  „კამპანიას  მე  ნემანის  გადალახვით  დავიწყებ  და  მას  მინსკსა  და  სმოლენსკში  დავასრულებ.  მე  ჯერ  ამ  ქალაქებს  გავამაგრებ,  შემდეგ  კი  ლიტვის  სახელმწიფოებრივ  მოწყობაზე ვიზრუნებ.  ლიტველები  ხომ  ასე  ესწრაფვიან  რუსეთის  უღლის  მოცილებას“,  სხვაგან  კი  ამასაც  ამბობდა  –  რუსეთთან  ომი  სულ  ცოტა  სამწლიანი  მაინც  უნდა  იყოსო...  ეს  ომის  დაწყებამდე.  მაგრამ  მერეც,  უკვე მას  შემდეგ,  რაც  დიდმა  არმიამ  ნემანი  გადალახა  და  ვილნაც  დაიკავა, იგი  გენერალ  სებასტიანის  ეუბნებოდა:  მე  დვინას  არ  გადავალ.  ამ  წელიწადში  უფრო  შორს  წასვლა  საკუთარი  ფეხით  დაღუპვისკენ  წასვლა იქნებაო.  მაშ  რა  მოხდა?  რატომ  გადავიდა  იგი  დვინაზეც,  დნეპრზეც  და მდიხარე  მოსკოვზეც?  მას  ხომ  განხრახული  ჰქონდა  დვინაზე  თავდაცვითი  ზღუდეები  აეგო,  საჭურვლისა  და  სურსათ-სანოვაგის  საწყობები  მოეწყო,  ანტირუსული  ლიტვური  სახელმწიფო  შეექმნა,  ბელორუსიის  დიდი  ნაწილის  ჩათვლით,  და  აეღორძინებინა  პოლონეთი,  რომელსაც  სულაც  არ  სჭირდებოდა  ანტირუსული  განწყობილების  ხელოვნური  შექმნა.  გარდა  ამისა,  ხელი  შეეწყო  უკრაინის  რუსეთის  ბატონობისგან განთავისუფლების  მომხრე  ძალებისათვის  და  გვერდში  ამოეყენებინა ისინი  (ცნობილია,  რომ  უკრაინაში  ბევრი  ფრანგი  აგენტი  აქტიურობდა, რომლებიც  იმპერატორის  დავალებით  ასეთ  ძალებთან  მჭიდრო  კავშირში  მოქმედებდნენ).  აი,  როდესაც  ასე  გაიმაგრებდა  ზურგს,  როცა  საკუთარი  ჯარის  მოძრაობის  საწყის  პუნქტებს  ბევრად  უფრო  აღმოსავლეთით  გადასწევდა,  მაშინ  ექნებოდა  აზრი  მოსკოვზე  შეტევის  დაწყებას. ეს  შეტევა  დაიწყებოდა  არა  უადრეს  1813  წლის  გვიანი  გაზაფხულისა. ასეთი  იყო  თავიდან  იმპერატორის  გეგმები. 
რამ  შეუშალა  ხელი  მათ  განხორციელებას?  ვინ  გადაუდგა  გზაზე  ყოვლისშემძლე  კორსიკელს?  მხოლოდ  და  მხოლოდ  თვითონ  და თავისი  პოლიტიკა!  ძალმომრეობის,  ტერიტორიების  მიტაცების,  სხვათა დაჩაგვრა-დამცირების  პოლიტიკა!  ქარის  დამთესს  ქარიშხალი  უნდა მოემკო  და  ბოლოს  მოიმკო  კიდეც!  როგორ  შეეძლო  მას  სამი  ან  თუნდაც  ორი  წლით,  თუმცა  რომელი  ორი,  ერთი  წლითაც  კი  მიეტოვებინა მის  მიერ  დამორჩილებული  ევროპა?  ესპანეთში  მოგიზგიზე  ცეცხლის მაგალითით  შეგულიანებულ  გერმანიაში.  ავსტრიაში,  ნიდერლანდებში ხომ  ერთი  მეორის  მიყოლებით  ლამის  აშკარად  იქმნებოდა  დიდ-დიდი ორგანიზაციები,  რომლებიც  მის  ერთ,  მხოლოდ  ერთ,  სერიოზულ  წარუმატებლობას  უცდიდნენ,  რათა  საყოველოაო  ამბოხების  დროშა  აღემართათ?  როგორ  მიატოვებდა  იგი  თვითონ  საფრანგეთს,  სადაც  ისევ  და ისევ  მისთვის  საძულველი  ინგლისის  ფულითა  და  მონდომებით  კვლავ ძლიერდებოდნენ  პრობურბონული  ძალები,  რომლებიც  ასევე  უცდიდნენ მომენტს,  როდის  წაუცდებოდა  ფეხი  „კორსიკელ  ურჩხულს“?  ევროპა კი  არა,  პარიზი  აღარ  რჩებოდა  სანდო...  სანდო  მარტო  „დიდი  ბატალიონები“  დარჩნენ  იმპერატორს,  რომელთა  იმედი  ისედაც  ჰქონდა,  რომელთაც  ეყრდნობოდა  და  რომელთა  მეშვეობითაც  მის  წინ  აღმართულ ზღუდეებს  ამსხვრევდა...  „დიდი  ბატალიონები“  დიდხანს  და  ერთგულად ემსახურნენ  მას  და  ახლაც  მათი  იმედი  ჰქონდა.  ამ  ახალ  ომშიც  არ  გაუწბილეს  იმედი,  ეს  ხომ  მათი  არნახული  სიმამაცისა  და,  რა  თქმა  უნდა,  მათი  წინამძღოლის  დამსახურებით  იყო,  რომ  დიდმა  არმიამ  შეუძლებელი  შეძლო:  უძნელეს  პირობებში,  უგზოობასა  და  უსურსათობაში, პარტიზანულ  რაზმებთან  განუწყვეტელ  შეტაკებებში,  გენერალურ ბრძოლაშიც  დაამარცხა  მოწინააღმდეგე  და  მისი  დედაქალაქიც  აიღო“ აიღო  ომის  დაწყებიდან  საარაკოდ  მოკლე  დროში  –  სულ  რაღაც  ორთვენახევარში!  და  ეს  მაშინ,  როცა  არც  მექანიკური  ტრანსპორტი  არსებობდა  და  არც  გადაადგილების  სხვა  თანამედროვე  საშუალება!!!  ამიტომ,  მოდით,  ნუ  დავუკარგავთ  ნურც  „დიდ  ბატალიონებს“  მათს  ძალისხმევას  და  ნურც  ამ  ბატალიონების  მეთაურს,  ერთდროს  დიდ,  ახლა  კი, 1812  წელში,  უკვე  გზიდან  გვარიანად  გადაცდენილ  პოლიტიკოსს  იმას, რაც  კიდევ  დარჩა  –  მის  ჭეშმარიტად  გამაოგნებელ  სამხედრო  ოსტატობას  და  ზღვარდაუდებელ  ენერგიას  (გერმანელი  გენერალი  ლოტარ რენდულიჩი,  როდესაც  1812  წლის  კამპანიაზე  ლაპარაკობს,  აღნიშნავს, რომ  ამ  ლაშქრობაში,  რომელშიც  ფრანგებს  ომის  წარმოებისათვის  მხოლოდ  და  მხოლოდ  ერთი  და  ისიც  ნაწილობრივ  კონტროლირებადი  საკომუნიკაციო  ხაზი  გააჩნდათ,  ნაპოლეონის  მოქმედება  „მისი  ზეგენიალური  მხედართმთავრული  შესაძლებლობების“  დემონსტრირება  იყოო). ეს  ყველაფერი  ასე  კი  იყო,  მაგრამ  უკვე  საკმარისი  აღარ  იყო,  საკმარისი  აღარც  „დიდი  ბატალიონების“  სიმამაცე  იყო.  პირველ  პლანზე  ახლა  პოლიტიკა  გამოდიოდა,  პოლიტიკა  კი  მანკიერი  გახლდათ.  სხვათაშორის.  უკვე  დიდი  ხანია,  თუნდაც  1808  წლიდან,  ანუ  მას  შემდეგ,  რაც  იმპერატორმა  დაივიწყა,  რომ  ომი  პოლიტიკის  გაგრძელება  იყო  მხოლოდ... ისე  რომ,  მანკიერ  პოლიტიკას  სამხედრო-სტრატეგიული  ინტერესები  შეეწირა:  „ორწლიანი  ომის“  ნაცვლად  იმპერატორმა  ნახევარწლიანი  კამპანია  წამოიწყო.  ეს  კი  უკვე  ავანტიურას  გავდა,  იმ  ავანტიურას,  რომელიც  ასე  ეჯავრებოდა  მას  და,  რომლის  წინააღმდეგიც უწინ  მუდამ  იყო.  ამიტომ  შედეგმაც  არ  დააყოვნა  და  იგი  ისეთი  გამოდგა,  როგორიც  ასეთ  გითარებაში  უნდა  ყოფილიყო.  ჩვენ  ამ  საკითხს  კიდევ  დავუბრუნდებით,  როდესაც  კამპანიის  შედეგებზე  გვექნება.  საუბარი.  ახლა  კი,  დიდი  ლაშქრობის  წინ,  როცა  ჯერ  მსგავსი  არაფერი მომხდარა  და  იმპერატორის  ოქროსფერი  შტანდარტები  ისევ  თვალისმომჭრელად  კიაფობენ  მზის  სხივებზე,  მოდით,  ამ  წინათქმით  დავკმაყოფილდეთ  და  მოვლენების  მსვლელობას  მივყვეთ. 
რუსეთთან  ომის  გეგმა  ნაპოლეონმა  რამდენიმე  ვარიანტად  დაამუშავა.  დასაწყისში,  როცა  იგი  თვლიდა,  რომ  აღმოსავლეთისკენ  ფრანგთა  ჯარის  მოძრაობას  რუსების  დაუყოვნებელი  შეტევა  მოჰყვებოდა პოლონეთში,  იგი  ახალი,  გრანდიოზული  იენა-აუერშტედტის ოპერაციის  განმეორებას  აპირებდა.  ამ  მიზნით,  მეფე  ჟერომის  მარჯვენამხრივი დაჯგუფება  ვარშავის  მიდამოებში  შეხვდებოდა  მტერს  და  შეძლებისდაგვარად  შეაკავებდა  მას  ვისლაზე.  ამასობაში  ნაპოლეონი,  თავისი ცენტრალური  და  მარცხენამხრივი  დაჯგუფებებით  გარშემოუვლიდა  შეტევაზე  გადასულ  რუსის  ჯარს,  გავიდოდა  მის  ზურგში  და  ერთის  დარტყმით  გაანადგურებდა.  აცნობდა  რა  მომავალი  საომარი  მოქმედების გეგმას,  იმპერატორი  მარშალ  დავუს  სწერდა:  მთელი  ჩემი  გადაადგილების  შედეგი  ერთ  პუნქტში  400  ათასი  ჯარისკაცის  თავმოყრა  იქნებაო.  ეს  გეგმა  არ  განხორციელღა  ერთი  „უბრალო“  მიზეზის  გამო  – რუსები  შეტევაზე  არ  გადავიდნენ  და  თავიანთ  ტერიტორიაზე დარჩნენ.
მაშინ  ნაპოლეონმა  მეორე  ვარიანტი  შეიმუშავა.  მან  მოინდომა თავისი  მარცხენამხრივი  და  ცენტრალური  დაჯგუფებებით  გარ შემოევლო  რუსთა  ყველაზე  დიდი,  პირველი  არმიისათვის  უკვე  მოწინააღმდეგის  ტერიტორიაზე,  საზღვრისპირა  რეგიონში  და  ჭარბი  ძალებით  გაენადგურებინა  იგი.  რაც  შეეხება  რუსთა  მეორე  არმიას,  რომლის  წინააღმდეგ  იმოქმედებდა  ფრანგთა  მარჯვენამხრივი  დაჯგუფება,  იგი  სამხრეთისკენ  იქნებოდა  უკუგდებული  და  შემდეგ,  ასევე,  განადგურებული. ნაპოლეონს  მესამე  ვარიანტიც  ჰქონდა  დამუშავებული.  ეს უკანასკნელი  გულისხმობდა  ძირითადი  შეტევის  განხორციელებას  არა მარცხენაფლანგური,  არამედ  ცენტრალური  დაჯგუფებით,  რომელიც სოლივით  შეიჭრებოდა  რუსთა  არმიებს  შორის,  დააშორიშორებდა  მათ და  ცალ-ცალკე  განადგურების  პირობას  შექმნიდა.
ამ  ორი  უკანასკნელი  ვარიანტიდან  უფრო  მასშტაბური,  უფრო ეფექტური  და  ყოვლისმომცველი  პირველი  ჩანდა  და  იმპერატორმაც  მის განხორციელებას  მიჰყო  ხელი. 
ივნისის  დასაწყისში  რუსთა  პირველი  არმიის  შტაბ-ბინას  ვილნაში  შეფე  ალექსანდრე  ეწვია.  მეფეს  უზარმაზარი  ამალა.  დიდი  კანცელარია,  უცხოელი  სტუმრები  და  უთვალავი  მსახური  ჩამოჰყვა.  ყველაფრიდან  ჩანდა.  რომ  მისი  უდიღებულესობა  კარგა  ხანს  აპირებდა ლიტვაში  დარჩენას.  ერთ-ერთი  პირველი,  ვისაც  უავგუსტოესი  მონარქის  სტუმრობა  დიდად  არ  გაეხარდა.  გენერალი  ბარკლაი დე  ტოლი იყო.  პირველი  არმიის  მთავარსარდალმა  იცოდა,  რომ  მეფე  და  მისი მთავარი  სამხედრო  მრჩეველი  ფული  არ  მისცემდნენ  მას  თავისუფლად მოქმედების  საშუალებას  და  უნებლიედ  ხელსაც  კი  შეუშლიდნენ  ომის მისებურად  წარმოებაში.  ეს  ასე  გახლდათ,  მაგრამ  რა  შეეძლო  ამის  საწინააღმდეგოდ  ბარკლაის?  არაფერი.
მეფე  კარგ  ხასიათზე  ბრძანდებოდა.  მის  საპატივცემულოდ  გამართულ  წვეულებებსა  და  მეჯლისებზე  უარს  არ  ამბობდა,  ყველგან სტუმრობდა  და,  საერთოდ,  მხიარულად  ატარებდა  დროს.  ამასთანავე, იგი,  რასაკვირველია,  არც  საზღვრისპირა  რეგიონებიდან  მოსულ  შეტყობინებებს  ტოვებდა  ყურადღების  გარეშე  და,  დრო  და  დრო,  ბარკლაის  არმიის  მზადყოფნასაც  ამოწმებდა. 
მიუხედავად  ამგვარი  ფხიზლობისა,  ომის  დაწყება  მეფისა  და მისი  უახლოესი  გარემოცვისათვის  მაინც  მოულოდნელი  აღმოჩნდა. არა,  ალექსანდრე  რომანოვს  არ  ჰქონია  ილუზიები  თავისი „ტილზიტელი  პარტნიორის“  საბოლოო  განზრახვაში,  მაგრამ,  ეტყობა,  იგი  ბოლომდე  დარწმუნებული  მაინც  არ  იყო  კვანძის  ასე  სწრაფად  გახსნაში. სხვაგვარად  რომ  ვთქვათ,  მეფე  სტრატეგიულად  მზად  იყო  ომისათვის და  მოელოდა  მას,  მაგრამ  ტაქტიკური  თვალსაზრისით  ის  მაინც  მოულოდნელი  აღმოჩნდა  მისთვის.
ომის  დაწყების  ცნობა  მეფემ  გენერალ  ბენიგსენის  მამულში სტუმრობისას  მიიღო.  ზაკრეტეს  სასახლეში  (ასე  ერქვა  ლეონტი  ბენიგსენის  ვილნასგარე  მამულს)  იმ  დროს  მეჯლისი  იყო  გახურებული.  შესანიშნავი  მოცეკვავე  ალექსანდრე  თავის  სტიქიაში  გახლდათ,  როცა  მასთან შეშფოთებული  შინაგან  საქმეთა  მინისტრი  ბალაშოვგი  მივიდა  და  გვერდით  ოთახში  გასვლა  სთხოვა.  ორკესტრი  ისევ  საცეკვაო  მელოდიებს  უკრავდა,  მეფე  და  თავისი  უახლოესი  გარემომცველები  კი  უკვე  ომის  საკითხებს  არჩევდნენ  და  შექმნილი  ვითარების  ანალიზს  აწარმოებდნენ. ალექსანდრე  რომანოვი  დაბნეული  ჩანდა.  დაბნეული  იყვნენ დიდმოხელეებიც  –  მეჯლისი  მაინც  ერთი  რამ  იყო,  ხოლო  ომი  ნაპოლეონთან  –  მეორე...  მაგრამ,  მათ  სასახელოდ  უნდა  ითქვას,  რომ  მეფეცა  და  მისი  თანაშემწეებიც  მალე  გამოერკვნენ  და  მალე  აიყვანეს  თავი  ხელში  –  რეალობამ  და  ომთან  დაკავშირებულმა  საქმეებმა  თავისი გაიტანეს:  ქვეყანას  პატრონობა  სჭირდებოდა,  ხოლო  ომს  –  წარმართვა.  პირველი,  რაც  ალექსანდრემ  გააკეთა,  ეს  სამშვიდობო  ნაბიჯის გადადგმა  იყო.  მან  სცადა  ნაპოლეონს  დაკავშირებოდა  და  საქმე  მშვიდობიანად  მოეგვარებინა,  მაგრამ  მხოლოდ  ერთი  პირობით:  თუ  ფრანგთა იმპერატორი  კვლავ  ნემანს  იქით  გადაიყვანღა  თავის  ჯარს.  ნაპოლეონთან  მოლაპარაკების  საპასუხისმგებლო  მისია  მეფემ  პოლიციის  მინისტრს  გენერალ  ალექსანდრე  ბალაშოვს  დაავალა.  ბალაშოვი  დაუყოვნებლივ  გაემგზავრა  მოწინააღმდეგის  პოზიციებისაკენ.  მაგრამ  იმის  გამო,  რომ  იგი  მარშალ  დავუს  კორპუსის  ავანგარდში  ერთხანს  თავისთან დააყოვნეს  (ეს  კორპუსი  პირველი  იყო,  ვისაც  ბალაშოვი  გადაეყარა), მეფის  დესპანი  ნაპოლეონთან  მხოლოდ  ომის  დაწყებიდან  მეექვსე  დღეს მოხვდა,  უკვე  ქალაქ  ვილნაში  (არსებობს  მოსაზრება,  რომ  ბალაშოვი ნაპოლეონის  ბრძანებით  დააყოვნეს  დავუს  შტაბში).
გენერალ-ლეინტენანტ  ბალაშოვს  ეს  ისტორიული  ვიზიტი  „კორსიკელ  ურჩხულთან“  დაწვრილებით  აქვს  გადმოცემული  თავის  მემუარებში.  იგივე  ამბავი,  მხოლოდ,  ცხადია,  გაცილებით  უფრო  ხატოვნად,  ლევ ტოლსტოისაც  აქვს  აღწერილი  „ომი  და  მშვიდობაში“.  უნდა  ითქვას,  რომ მემუარებს  –  როგორც  ეს  ჩვეულებრივ  ხდება  ხოლმე  –  ბალაშოვი  ცხოვრების  მიწურულში  წერდა.  ამიტომ  იქ  ბევრი  რამ,  ეტყობა,  მარტო  შელამაზებული  კი  არა,  გამოგონილიცაა,  მაგრამ,  მიუხედავად  ამისა,  ის  უთუოდ  გარკვეულ  დოკუმენტს  წარმოადგენს  ომის  დაწყების  აღრეული  პერიოდისა  და  ნაპოლეონის  შტაბ-ბინაში  არსებული  მდგომარეობის  შესახებ.  აქ.  ალბათ,  არა  აქვს  აზრი  ჩვენც  სრულად  გადმოვცეთ  ამ  შეხვედრის ბალაშოვისეული  ვარიანტი.  საკმარისი  იქნება,  თუ  ვიტყვით,  რომ  ნაპოლეონმა  საყვედური  გამოთქვა  მეფე  ალექსანდრეს  ჭის  მიმართ  არაერთგულებისა  და  უმადურობის  გამო,  გაკიცხა  იგი  საფრანგეთის  მტრებთან  დაახლოებისათვის  და  „სინანული“  გამოხატა  იმის  გამო,  რომ  მას  ომის  დაწყება  უხდებოდა  რუსეთთან.  შეიძლება  საინტერკსო  იყოს  მისი  აზრი  იმის შესახებაც,  რომ  იგი  მამაც  ბაგრატიონს  ყველაზე  საუკეთესო  რუს  გენერლად  მიიჩნევდა,  ლანძღავდა  ბენიგსენს,  რომელშიც  „ვერავითარ  ღირსებას  ვერ  ხედავდა“,  უკვირდა  მეფე  ალექსანდრეს  ყოფნა  არმიაში.  ნუთუ მას  მთავარსარდლობა  უნდა?  ეკითხებოდა  იგი  ბალაშოვს  და  თვითონვე დასძენდა:  ომი  რა  მისი  საქმეა?  ომი  ჩემი  ხელობაა.  ალექსანდრე  დაბადებით  იმპერატორია,  მან  ქვეყანა  უნდა  მართოს  და  არა  იომოსო  ჯდა  ასე, ბევრი  სხვა  ამგვარი.  საერთოდ,  ბევრი  რამ  უთქვამს  იმ  დღეს  ფრანგთა იმპერატორს.  ლაპარაკი  ხომ  არასოდეს  უჭირდა  ბუონაპარტეს.  თავისთავად  ცხადია,  რომ  მან  ყურიც  არ  ათხოვა  ალექსანდრეს  წინადადებას  იმის თაობაზე,  რომ  ფრანგთა  ხელმწიფეს  ისევ  ნემანს  იქით  გადაეყვანა  თავისი ჯარი  და  მერე  დაეწყოთ  მოლაპარაკება.  საუბრის  ბოლოს  მან  ბრძანა, კარგი  ცხენები  მიეცათ  ბალაშოვისათვის,  რადგან  ამ  უკანასკნელს  გრძელი  გხა  ექნებოდა  გასავლელი,  რათა  თავისიანებს  დასწეოდა,  და  ამით გამოეთხოვა  რუსთა  დესპანს. 
ბალაშოვის  მისიას  შედეგი  არ  მოჰყოლია  და  ამიტომ  ომი  თავისი  კანონების  მიხედვით  გაგრძელდა. ომის  დაწყებისთანავე  მეფემ  ბარკლაის  უბრძანა  ფულის  ოპერატიული  გეგმის  განხორციელებას  შესდგომოდა,  მაგრამ  სწრაფი  უკანდახევის  ნაცვლად,  ბარკლაიმ,  თავისი  მოსაზრების  თანახმად,  აუჩქარებელი,  არიერგარდული  ბრძოლებით  ზურგგამაგრებული  უკანდახევა  დაიწყო.  მიზანი  –  მოწინააღმდეგის  მოქანცვა  და  თანდათანობით  დასუსტება  იყო.  ამ  გეგმის  მიხედვით,  იგი  ორი-სამი  დღე  ვილნაშიც  კი  დარჩა (მეფე  უკვე  სვენციანში  იყო  გადასული).  მაგრამ  ცოტა  ხანში,  როცა დაზვერვის  მონაცემებს  გაეცნო  და  თავისი  მეწინავე  ნაწილების  მეთაუ- რებისგანაც  შეიტყო,  თუ  მოწინააღმდეგის  რა  დიდ  ძალებთან  უნდა  ჰქონოდა  საქმე,  პირველი  არმიის  მთავარსარდალმა  ბრძანა  სასწრაფოდ დაეხიათ  ჯერ  სვენციანისა,  ხოლო  შემდეგ  დრისისაკენ. 
რუსთა  მთავარბანაკში  დაბნეულობა  სუფევდა.  ბარკლაი  სწორად აფასებდა  შექმნილ  ვითარებას  და  თავის  პირვანდელ  გეგმას  –  მოწინააღმდეგის  ქვეყნის  სიღრმეში  შეტყუების  გეგმას  –  ასრულებდა.  მაგრამ მეფის  გარშემო  თავმოყრილი  გენერლები  და  დიდმოხელეები,  რომელთაც არ  ესმოდათ  ასეთი  მოქმედების  აუცილებლობა,  სულ  სხვადასხვა  პროექტებით  უბნევდნენ  გონებას  ალექსანდრეს.  ეს  უკანასკნელიც  ხშირად  ერეოდა  მთავარსარდლის  საქმეში,  ერთმანეთის  საწინააღმდეგო  მოსაზრებებს  გამოთქვამდა  და,  საერთოდ,  აშკარად  უშლიდა  ხელს  ბარკლაის  საომარი  მოქმედებების  სწორ  წარმართვაში.  თუ  რამდენად  არარეალურად აფასებდა  შექმნილ  ვითარებას  მეფე  ალექსანდრე,  კარგად  ჩანს  იმ  შეტყობინებიდანაც,  რომელიც  მან  ომის  დაწყების  პირველივე  დღეს  გაუგზავნა ბაგრატიონს:  „თუ  პირველი  არმია  ვერ  მოახერხებს  ვილნასთან  შეებას მტერს,  მაშინ  იგი  დაიხევს  სვენციანამდე;  იქ  შეიერთებს  ვიტგენშტეინისა და  დოხტუროვის  კორპუსებს  და  სწორედ  იქ  გაუმართავს  მას  ბრძოლას. ამავე  დროს,  თუ  გარემოება  ხელს  შეუწყობს,  პირველი  არმია  თავად  გადავა  შეტევაზე.“  ცხადია,  ამ  უაზრო  განზრახვიდან  არაფერი  გამოვიდა. პირველ  არმიას  შეტევაზე  კი  არა,  თავდაცვაზე  უნდა  ეზრუნა  და  ეცადა, როგორმე  თავი  დაეღწია  მტრის  ჭარბი  ძალებისათვის.  როგორც  ვნახეთ, ასეც  მოხდა,  პირველმა  არმიამ  არათუ  ვილნასთან,  სვენციანთანაც  ვერ შეძლო  მოწინააღმდეგესთან  შებმა  და  უკანდახევა  გააგრძელა.  მეფემ, რომელიც  პირველ  არმიასთან  ერთად  იხევდა  დრისის  ბანაკისკენ,  ბაგრატიონს  უბრძანა...  აქტიური  საომარი  მოქმედებები  დაეწყო  და  ფლანგიდანაც  დაერტყა  მოწინააღმდეგისათვის.  დასაწყისში  ბაგრატიონმა  მართლაც  სცადა  წინ  წაწევა.  მაგრამ  როცა  მძაფრ  წინააღმდეგობას  წააწყდა და,  რაც  მთავარია,  შეიტყო,  თუ  რა  ვითარება  იყო  მის  ფრონტზე,  პირი იბრუნა  და  უკან  დაიხია. 
ცოტა  ხანში  ალექსანდრეს  გარემოცვაშიც  გააცნობიერეს,  რომ მოწინააღმდეგე  ფართო  ფრონტით  აწარმოებდა  შეტევას  და  ამ  შეტევაში  მისი  დიდი  ძალები  მონაწილეობდნენ.  ცხადია,  ასეთ  პირობებში  არათუ  მეორე  არმიის  შეტევაზე  გადასვლაზე  არ  შეიძლებოდა  ფიქრი,  არამედ  ფულის  გეგმის  მთავარი  არსის:  ორივე  არმიის  ცალ-ცალკე  მოქმედების  პრინციპიც  შესაცვლელი  ხდებოდა.  მართალია,  ფულის  გეგმა ჯერ  მთლიანობაში  უარყოფილი  არ  იყო,  მაგრამ  ბაგრატიონს  სასწრაფოდ  გაუგზავნეს  ახალი  ბრძანება  –  მინსკზე  გავლით  ბორისოვისკენ დაეხია,  რათა  იქ  შეერთებოდა  პირველ  არმიას.  რუსთა  სარდლობა  როგორც  იქნა  მიხვდა,  რომ  (კალ-ცალკე  მოქმედება  დამღუპველი  იყო  და ამის  საპირისპიროდ  არმიების  გაერთიანება  იყო  საჭირო. 
როგორც  დავინახეთ,  რუსეთის  არმია  რთულ  მდგომარეობაში  აღმოჩნდა.  მაგრამ  ომის  დაწყებისთანავე  მნიშვნელოვანი  პრობლემა  ნაპოლეონსაც  შეექმნა.  მისი  გეგმის  თანახმად,  ეჟენი  ბოჰარნესა  და  ჟერომ ბონაპარტის  დაჯგუფებები  ნემანზე  25  ივნისს  უნდა  გადასულიყვნენ.  ამას ძალზე  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა.  როგორც  გვახსოვს,  ნაპოლეონი  მარცხენამხრივი  დაჯგუფებით  24  ივნისს  გადავიდა  მდინარეზე.  იმისათვის, რომ  რუსთა  პირველი  არმია  ალყაში  მოექციათ,  ფრანგებს  აუცილებლად სჭირდებოდათ  თავიანთი  სამივე  დაჯგუფების  კოორდინირებული  მოქმედება.  მაგრამ  კოორდინაცია  არ  გამოვიდა.  24  ივნისისათვის  ეჟენ  ბოჰარნეს  მეწინავე  ნაწილები  ჯერ  კიდევ  პოლონეთის  (ვარშავის  საჰერცოგოს) ტერიტორიაზე  იმყოფებოდნენ  და  მხოლოდ  უახლოვდებოდნენ  მარიამპოლს.  კიდევ  უფრო  შორს  იყო  ნემანიდან  მეფე  ჟერომი.  იგი  პოლონურ ქალაქ  ავგუსტოვოში  მხოლოდ  25  ივნისს  შევიდა.  იქიდან  კი  ნემანამდე ცოტა  მანძილი  როდი  იყო.  ისე  რომ  ფრანგთა  არმიის  ორმა  –  ცენტრალურმა  და  სამხრეთის  –  დაჯგუფებებმა  დანიშნულ  ადგილზე  მისვლა დააგვიანეს,  რითაც  ნაპოლეონს  მტრის  გარშემო  რკალის  შეკვრის  შესაძლებლობა  დაუკარგეს.  რუსებს  კი  ამით,  ძალაუნებურად,  დაეხმარნენ  და საშუალება  მისცეს  ფრანგთა  ორმხრივ  მარწუხებს  დასხლტომოდნენ, რადგან  ფრონტიდან  მათ  არავინ  აწუხებდა,  ხოლო  მარტო  მარჯევენამხრივი  გარშემოვლის  საფრთხეს  მათ  იოლად  დააღწიეს  თავი. 
ჩაეშალა  ნაპოლეონს  თავისი  გეგმის  უმთავრესი  მიზანი  –  ვილნას  მიდამოებში  შემოერტყა  ალყა  ბარკლაის  არმიისთვის  და  იქვე  გაენადგურებინა  იგი.  მოვლენათა  ასეთმა  განვითარებამ  ძალზედ  განარისხა იმპერატორი,  მაგრამ  საქმეს  რაღა  ეშველებოდა?  რამდენიც  არ  უნდა ელანძღა  ნაპოლეონს  ჟერომი  და  ეჟენი  ბოჰარნე.  ამით  არაფერი  შეიცვლებოდა.  ოპერაციის  ჩაშლის  პასუხისმგებლობა  იმპერატორმა  ამ  ორ პიროვნებას  დააკისრა,  მაგრამ  საცა  სამართალი  იყო,  მას  თავისი  თავიც არ  უნდა  დავიწყებოდა  –  ეს  ხომ  მან  ჩააბარა  ბოჰარნესა  და  ჟერომს  ამ უმნიშვნელოვანესი  დაჯგუფებების  სარდლობა!  ეჟენი  ბოჰარნე  მამაცი და  შეუპოვარი  მეომარი  იყო.  მან  ბეკ6რჯერ  ისახელა  თავი  ბრძოლებში, მაგრამ  დიდი  ოპერაციების  წარმოების  უნარი  ვერ  შეიძინა.  რაც  შეეხება  იმპერატორის  ძმას,  ვესტფალიის  მეფე  ჟერომს,  მას  არათუ  დიდი ოპერაციების  წარმოების  უნარი  არ  გააჩნდა,  არამედ,  საერთოდ,  სამხედრო  საქმისა  არაფერი  გაეგებოდა.  ასეთი  შეცდომა,  ასეთი  წინდაუხედაობა  ძვირი  დაუჯდა  იმპერატორს.  რა  იყო  შეცდომის  მიზეზი? ვფიქრობთ,  მიზეზი  ორი  იყო.  ერთი  –  სუბიექტური  ხასიათისა,  მეორე კი  –  ობიექტური.  ვცადოთ  მათში  გარკვევა. 
ნაპოლეონი  ისე  საფუძვლიანად  მოემზადა  ომისათვის,  ისე  კარგად  შეისწავლა  მომავალი  საომარი  მოქმედებების  ასპარეზი  და  ისე დარწმუნებული  იყო  თავისი  გეგმის  სისწორეში,  რომ  ეტყობა,  ჯეროვანი  ყურადღება  აღარც  მიაქცია  საკითხს.  თუ  ვინ  უხელმძღვანელებდა  ამ გეგმის  განხორციელებას  ფრონტის  სხვა  უბნებზე.  იმპერატორი,  ალბათ,  ფიქრობდა,  რომ  დიდი  მნიშვნელობა  არ  ექნებოდა  იმას,  თუ  ვინ  წაიყვანდა  ჯარს  მის  მიერ  წინასწარ  გაკვალული  „უეჭველი  გამარჯვების“ გზაზე.  სხვაგვარად  ძნელი  წარმოსადგენია  ეგზომ  საპასუხისმგებლო  მიმართულებაზე  ჯარის  სარდლად  ჟერომ  ბონაპარტის  ხილვა  (ეჟენი  ზოჰარნეს  ეს  მაინც  ნაკლებად  შეეხება).  თუ  ასე  თვლიდა  იმპერატორი,  თუ  სულერთი  იყო,  ვინ  მოიყვანდა  სისრულეში  მის  „ყოვლისმომცველ  და  ხელთუქმნელ“  გეგმას,  მაშინ  განა  უკეთესი  არ  იქნებოდა,  თუ ამას  მისი  ოჯახის  წევრები  შეასრულებდნენ?  ვთქვათ,  ძმა  და  შვილობილი!  ვინ  ან  რა  დაუდგებოდა  იმპერატორის  ამ  სურვილს  წინ?  ვერავინ და  ვერაფერი.  მით  უმეტეს,  რომ  ასეთი  ნაბიჯი  თავისუფლად  ჩაჯდებოდა  მის  მიერვე  უკანასკნელ  წლებში  წარმოებული  პოლიტიკის  ჩარჩოებში,  რაც  საკუთარი  ნათესავების  წამოწევასა  და  განდიდებაში  მდგომარეობდა!  პოლიტიკაში  დაშვებული  შეცდომები  ახლა  სამხედრო  სფეროშიც  გადაჰქონდა  მის  უდიდებულესობას... 
ეს  ვარაუდი  სიმართლესთან  ახლოს  რომაა,  კარგად  ჩანს  შემდეგიდან:  როცა  იმპერატორი,  ამა  თუ  იმ  მიზეზის  გამო,  არმიას  დროებით მოსცილდებოდა,  უმაღლეს  სარღლობას  იგი  წამსვე  საკუთარ  სიძეს იოახიმ  მიურატს  გადაულოცავდა  ხოლმე.  მიურატი  ბრწყინვალე კავალერისტი  იყო,  ცხენოსანთა  შენაერთების  ნაცადი  მეთაური,  მაგრამ სტრატეგიული  ნიჭი  არ  ჰქონდა  და  ომის  პირობებში  ჯარის  სათავეში არ  გამოდგებოდა. 
მეორე  მიზეზი  უფრო  ობიექტური  გარემოებით  იყო  გამოწვეული.  იმ  დროისათვის,  და  ეს  დრო  კი  უკვე  1812  წელი  გახლდათ,  ნაპოლეონი  უმაღლესი  სამეთაურო  კადრების  დეფიციტს  განიცდიდა.  მისი მარშლები,  მსოფლიოში  სახელგანთქმული  მეომრები,  კარგი  ტაქტიკოსები  იყვნენ,  მაგრამ  დამოუკიდებლად  მოქმედება,  დიდი  არმიული  შენაერთების  ხელმძღვანელობა  ნაკლებად  ხელეწიფებოდათ.  უნდოდა  ეს  ნაპოლეონს  თუ  არა,  მისი  მეთაურების  უმრავლესობა  მხოლოდ  იმპერატორის  ნებისა  და  გეგმების  აღმსრულებლად  იქცა.  მართალია,  ამ  უებრო  მეომართაგან  უმეტესს  დამოუკიდებლად  მოქმედების  უნარი  დიდად არც  ადრე  ჰქონდათ,  მაგრამ  შემდგომში,  დროთა  მსვლელობაში,  იმპერატორის  „ფრთებქვეშ  შეფარებულთ“  ინიციატივა  და  საპასუხისმგებლო  გადაწყვეტილებათა  მიღების  ნება  თითქმის  მთლიანად  დაეკარგათ. სანამ  ისინი  ნაპოლეონის გვერდით  იყვნენ,  ეს  ნაკლი  არ  ჩანდა  –  იმპერატორი  ჭარბად  ახდენდა  მის  კომჰენსაციას,  მაგრამ  საკმარისი  იყო მოსცილებოდნენ  ისინი  თავიანთი  წინამძღოლის  მომნუსხავ  მზერას, რომ  იგი  წამსვე  იჩენდა  თავს  და  შეცდომებისა  და  გაუგებრობების  მიხეზი  ხდებოდა.  განგებამ  ისე  ინება,  რომ  ისინი,  ვისაც  ჭეშმარიტი  მხედართმთავრული  ნიჭი  გააჩნდათ  და  არმიული  შენაერთების  დამოუკიდებლად  ხელმძღვანელობის  უნარი  ჰქონდათ,  უკვე  წასული  იყვნენ ცხოვრებიდან.  ზოგი  ადრე,  ზოგიც  მოგვიანებით.  ცოცხალი  იყო  მასენა, რომელიც  ყველას  გასაკვირად  გადაურჩა  ამდენ  ომსა  და  ვაივაგლახს, მაგრამ  რა?  ნაპოლეონს  ის  უკვე  აღარაფერში  ადგებოდა:  თვითონ  „ბებერ  მგელსაც“  მობეზრდა  ლაშქრობიდან  ლაშქრობაში  ხეტიალი  და, ეტყობა,  აღარც  იმპერატორს  სურდა  თავნება  და  პირში  მთქმელი  მხედართუფროსის  სამსახური.  ისე  რომ,  ფართო  დიაპაზონის  მქონე  მხედართმთავრებიდან  რუსეთის  ლაშქრობაში  ნაპოლეონს  მხოლოდ  დავუ შემორჩა,  მაგრამ,  ჰოი  საოცრებავ!  იმპერატორმა  დავუ  უჟერომის  ან თუნდაც  ბოჰარნეს  ნაცვლად  კი  არ  უთავა  ერთ-ერთ  თავის  ძირითად დაჯგუფებას,  არამედ  გვერდში  ამოიყენა  და  დასაწყისში  თავისი  მეთვალყურეობის  ქვეშ  აბრძოლა,  რაც,  რასაკვირველია,  სრულიად  ზედმეტი  იყო.  ჩრდილოეთის  დაჯგუფებას  თვითონ  იმპერატორი  მეთაურობდა და  ამიტომ  იქ  არავითარი  პრობლემა  არ  წარმოიშვებოდა.  ისე  რომ, ლუი  ნიკოლა  დაგუ  ნაპოლეონს  მის  გვერდით  ყოფნით  იმ  დროს  ვერაფერს  შემატებდა.  აი,  სხვა  დაჯგუფებებს  კი  მისი  უნარი  და  გამოცდილება  დიდ  სამსახურს  გაუწევდა.  მაგრამ  ასე  არ  მოხდა,  ნაპოლეონი შეცდა  და  დავუ  იქ  არ  გააგზავნა,  სადაც  მეტ  სარგებლობას  მოიტანდა. ცოტა  ხნის  შემდეგ.  როცა  ვილნას  ოპერაციის  ჩაშლა  რეალობად  იქცა,  გაგულისებულმა  ნაპოლეონმა  თავისი  ძმა,  ვესტფალიის  მეფე ჟერომი,  დავუს  დაუქვემდებარა,  მაგრამ  მომენტი  უკვე  ხელიდან  იყო გაშვებული  და  საქმეს  ბევრი  ვერაფერი  ეშველებოდა.  „უარესი  მანევრირება,  ვიდრე  თქვენ  აწარმოეთ,  წარმოუდგენელია  –  წერდა  იმპერატორი  მეფე  ჟერომს  –  თქვენი  უნიათობით  ჩამიშალეთ  შესანიშნავი  გეგმა, რომელიც  ასე  დიდ  წარმატებას  გვიქადდა.  ყველაფერი  თქვენს  სინდისზე  იყოს“... 
ყოყლოჩინა  ჟერომს  არაფრად  ეპიტნავა  სხვის  დაქვემდებარებაში  გადასვლა  და...  გაიბუტა.  ამის  შემდეგ  იგი  კიდევ  უფრო  ნელა  მოქმედებდა  და  დავუს  ბრძანებებს  ყურადღებას  არ  აქცევდა.  ცოტა  ხნის შემდეგ  კი  ისეთი  რამ  ჩაიდინა,  რაც,  წესით,  ტრიბუნალით  უნდა  დამთავრებულიყო,  მაგრამ... 
დიდ  არმიაში  გამოცდილი  მეთაურების  დეფიციტზე  ძალიან  მოქმედებდა  აგრეთვე  გაუთავებელი  ომი  ესპანეთში.  სწორედ  ესპანეთში  დარჩნენ  ამ  არმიის  ყველაზე  ბრძოლისუნარიანი,  წმინდა  ფრანგული  შენაერთები  და  მათი  ნაცადი  მხედართუფროსები:  სულტი,  სიუშე,  მარმონი... როგორ  აკლდნენ  ისინი  ნაპოლეონს  რუსეთში!  მერე  ვისი  ბრალი  იყო  ეს? ცხადია,  ისევ  და  ისევ  იმპერატორის!  იგი  ახლა  ორ  ფრონტზე  ომის  წარმოების  მწარე  ნაყოფს  იმკიდა,  ცოტა  ხანში  კი  ბევრად  მეტ  უბედურებას გადაეყრებოდა,  მაგრამ  მისი  გაჩერება  უკვე  შეუძლებელი  იყო.  იგი  მართლა  ბედისწერას  ჰყავდა  ატანილი  და  მონუსხულივით  მიჰყვებოდა  მას...
ვილნას  ოპერაციის  ჩაშლამ  გადამწყვეტი  გავლენა  იქონია  კამპანიის  მთელ  შემდგომ  მსვლელობაზე  და  აი,  რატომ.  როგორც  ზემოთ დავინახეთ,  გარემოებათა  გამო  ნაპოლეონი  იძულებული  გახდა  ხელი  აეღო  რუსეთში  ორ-სამწლიან  ლაშქრობაზე.  ასეთი  ლაშქრობა  უფრო სწორი  და  მისაღები  ჩანდა  უზარმაზარ  ქვეყანასთან  დაპირისპირების დროს.  მაგრამ,  ვინაიდან  ეს  შეუძლებელი  შეიქნა,  ნაპოლეონმა  შეიმუშავა  ახალი,  ომის  ელვისებურად  წარმოების  გეგმა.  მართლაც,  მას  შემდეგ,  რაც  იგი  გამოეთხოვა  რუსეთში  ომის  წარმოების  მეტ-ნაკლებად ოპტიმალურ  ვარიანტს,  წარმატების  მიღწევის  იმედი  მას  მხოლოდ  და მხოლოდ  კამპანიის  დასაწყისში  მოპოვებული  გრანდიოზული  გამარჯვების  შედეგად  შეიძლება  ჰქონოდა.  ნაპოლეონს  კარგად  ესმოდა  ეს და  ამიტომ  იყო,  რომ  აქეთ  მიმართა  მთელი  თავისი  ძალისხმევა.  მისი სტრატეგიის  არსი  იმ  ვითარებაში  ის  იყო,  რომ  სანამ  რუსები  სრულად გაერკვეოდნენ  შექმნილ  სიტუაციაში,  ფრანგთა  მთავარსარდალს  უნდა მოესწრო  მათი  ძირითადი  ძალების  გარემოცვა  და  განადგურება.  აი, სწორედ  ეს  ვერ  მოხერხდა  ამ  ეტაპზე  და  კამპანიის  ბედიც  ბეწგზე  დაეკიდა.  ახლა  ნაპოლეონი  უმნიშვნელოვანესი  დილემის  წინაშე  დადგა: როგორ  გაეგრძელებინა  შემდგომში  ლაშქრობა  ან  გაეგრძელებინა  კი იგი  საერთოდ,  თუ  განზრახვაზე  უარი  ეთქვა,  რადგან  მარწუხებიდან თავდახსნილმა  რუსებმა  წამსვე  ზურგი  შეაქციეს  მტერს  და  თავიანთი ვეებერთელა  ქვეყნის  უსასრულო  სივრცეებს  მისცეს  თავი... 
იმის  გამო,  რომ  რუსთა  პირველი  არმიის  განადგურება  საზღვრისპირა  რეგიონში  ვერ  მოხერხდა  და  ამ  უკანასკნელმა  ქვეყნის  სიღრმეში  დაიწყო  უკანდახევა,  ნაპოლეონმა  გადაწყვიტა  მთავარი  ყურადღება  ახლა  რუსთა  მეორე  არმიისკენ  მიემართა. 
ახალი  გეგმის  თანახმად,  ნაპოლეონმა  დავალება  მისცა  დავუს, რაც  შეიძლება  სწრაფად  წასულიყო  მინსკისაკენ,  აეღო  ეს  მნიშვნელოვანი  პუნქტი  და  გზა  გადაეჭრა  პირველი  არმიისკენ  შესაერთებლად  მიმავალი  ბაგრატიონისთვის.  იმპერატორი  დარწმუნებული  იყო,  რომ  ბაგრატიონს  კუდში  ჟერომი  მისდევდა  და  ასეთი  ორმაგი  წნეხის  ქვეშ  მოხვედრილი  რუსთა  არმია  დაიღუპებოდა.  მაგრამ  არ  გამართლდა  კორსიკელის  არც  ეს  ვარაუდი,  რადგან  არ  მიჰყვა  ჟერომი  რუსთა  მეორე  არმიას!  თუმცა,  მოდით,  ყველაფერი  თანმიმდევრობით  განვიხილოთ,  რათა საერთო  სურათი  უფრო  მკაფიო  გამოგვივიდეს. 
რა  მდგომარეობაში  იყო  იმ  დროს  რუსთა  მეორე  არმია?  ცხადია,  ცუდში  –  მასაც  გარშემორტემისა  და  დატყვევების  საფრთხე  ემუქრებოდა.  ბაგრატიონი  მალევე  მიხვდა,  რომ  ჩრდილოეთისკენ  სვლით იგი  მდგომარეობას  მკვეთრად  გაიუარესებდა,  მტრის  ალყაში  მოხვდებოდა  და,  ცხადია,  პირველ  არმიამდე  ვერ  მიაღწევდა  (სხვათაშორის, ბაგრატიონს  არავითარი  ცნობა  არ  ჰქონდა,  თუ  რა  დღეში  იყო  იმ  დროს პირველი  არმია  –  იბრძოდა  იგი  თუ  უკან  იხევდა?).  ის  ორად  ორი  შეტყობინება  (არსებითად,  ბრძანება),  რომელიც  მან  ომის  პირველ  დღეებში  მეფისგან  მიიღო,  მდგომარეობას  ნათელს  ვერ  ჰფენდა.  უფრო  პირიქით  იყო.  თაგად  პეტრეს  ისეთი  შთაბეჭდილება  შეექმნა,  რომ  მთავარ ბანაკში  თვითონ  არ  იცოდნენ,  რა  ხდებოდა  ფრონტის  სხვა  უბნებზე...
დასაწყისში,  მეორე  არმიის  სარდალმა,  მართლაც  სცადა  ინსტრუქციის მიხედვით  ემოქმედა  და  ნემანის  ნაპირებამდეც  მიაღწია.  მან  უფრო მეტიც  შეძლო  –  მისი  გადალახვაც  მოახერხა  მდინარის  ზემო  წელში, მაგრამ,  როცა  შეიტყო,  რომ  მის  კურსზე  წინ  უკვე  ფრანგები  იმყოფებოდნენ,  სვლა  შეაჩერა.  მოკლე  ხანში  კაზაკმა  მზვერავებმა  ბაგრატიონს  აცნობეს,  რომ  ვილნიდან  მინსკისკენ  მთელი  სისწრაფით  მიემართებოდა  დავუს  კორპუსი.  ბაგრატიონმა  სცადა  დაესწრო  ფრანგი  მარშლისთვის  მინსკისკენ  გაჭრა.  ეს  ძალზე  რთული  საქმე  იყო,  ამიტომ, გასამხნევებლად,  სარდალმა  სპეციალური  ბრძანებით  მიმართა  თავის არმიას.  აი,  ნაწყვეტი  ამ  მოკლე  ბრძანებიდან:  „მეთაურებმა  ჩააგონონ ჯარისკაცებს,  რომ  მათი  მოწინააღმდეგე  სხვა  არავინაა,  თუ  არა  მთელ ქვეყანაზე  შეყრილი  არამზადები,  ჩგენ  კი  ერთმორწმუნე  რუსები  ვართ. მტერს  არ  შეუძლია  მამაცური  ბრძოლა,  ხიშტის  ეშინია, შენც  შეუტიეტყვია  გვერდზე  ჩაგივლის, მიუახლოვდი  –  ის  გაიქცევა,  ქვეითებმა ჩხვლიტეთ,  ცხენოსნებმა  კი  ჩეხეთ  და  თელეთ!“  ამ  ბრძანებაში  მთელი ბაგრატიონია,  სუვოროვის  მოწაფე!  სიტყვათა  წყობაც  სუვოროვისეულია:  მოკლე,  მარტივი,  ცხადია  –  პრიმიტიული,  მაგრამ  ჯარისკაცისთვის  გულში  ჩამწვდომი  (რაც  შეეხება  მოწინააღმდეგის  სიმამაცეს,  დიდი  დრო  არ  გავა  და  აჩვენებენ  ფრანგები  თავად  პეტრეს,  შეუძლიათ  თუ არა  მათ  მამაცური  ბრძოლა...). 
მიუხედავად  ენერგიული  მცდელობისა,  ბაგრატიონმა  ვერ  მოასწრო  მინსკში  შესვლა  და  დაგუ  მასზე  ადრე  აღმოჩნდა  იქ.  ამიტომ  მეორე  არმიის  სარდალმა  მკვეთრად  შეიცვალა  კურსი  და  ახლა  სამხრეთისკენ,  ბობრუისკის  მიმართულებით  წავიდა,  ეს  გზა  იოლი  გასავლელი  არ იყო,  რადგან  ბაგრატიონის  არიერგარდს  რამდენიმე  ბრძოლის  გადახდამ მოუწია  მათ  მადევარ  პოლონელ  ცხენოსნებთან.  კაზაკებმა,  რომელთაც მატვეი  პლატოვი  მეთაურობდა.  თავი  გამოიჩინეს  და,  პოლონელები  უკუაგდეს.  ეს  უდავო  წარმატება  იყო,  მაგრამ  მას  მაინც  ტაქტიკური,  ადგილობრივი  მნიშვნელობა  ჰქონდა  და  სტრატეგიულ  ვითარებას  ვერ შეცვლიდა.  ამიტომ  მეორე  არმიას  კვლავ  უკან  უნდა  დაეხია  და  დაეხია რაც  შეიძლება  სწრაფად:  ახალი  მონაცემების  მიხედვით,  დავუს,  მინსკის  აღების  შემდეგ,  თავისი  ნაწილები  ბობრუისკისაკენ  გაუგზავნია... ეს  უკვე  მარტო  გზის  მოჭრა  აღარ  იყო.  ბაგრატიონი  მიხვდა  ამას,  მიხვდა,  რომ  მოწინააღმდეგე  მისი  არმიის  ალყაში  მოქცევას  ლამობდა. მართლაც,  იმ  დღეებში,  დავუმ  იმპერატორის  ბრძანება  მიიღო,  სწორედ ბობრუისკის  მიდამოებში  შემოერტყა  ალყა  რუსთა  მეორე  არმიისთვის და  გაენადგურებინა  იგი. 
ასეთი  დიდი  ოპერაციის  წარმოებისათვის  დავუს  თავისი  კორპუსის  ძალები  არ  ეყოფოდა  –  მარშალს  მეფე  ჟერომისა  და  პონიატოვსკის დახმარების  იმედი  ჰქონდა.  დავუ,  იმ  დროს,  ნაპოლეონს  მთელი  სამხრეთის  დაჯგუფების  სარდლად  ჰყავდა  გამწესებული.  ისარგებლა  რა იმპერატორის  განკარგულებით,  დავუმ  ჟერომს  დაავალა  გამოცხადებულიყო  თავისი  შენაერთით  ბობრუისკის  მიდამოებში  და  თან  პონიატოვსკის  კორპუსიც  წამოეყვანა.
ნაპოლეონს  რუსთა  მეორე  არმიის  ბედი  გადაწყვეტილად  მიაჩნდა.  იგი  არ  ეჭვობდა  გამარჯვებას  და  თანამებრძოლებს  ეუბნებოდა  – ბაგრატიონის  არმიის  განადგურება  რუსებზე  დიდ  შთაბეჭდილებას  მოახდენს,  მამაცი  თავადი  ხომ  სუვოროვის  მოწაფეა  და  ქვეყანაში  დიდის  პატივისცემით  სარგებლობსო,  მაგრამ  არ  გაუმართლდა  ნაპოლეონს  იმედი. არ  შედგა  ორი  შესანიშნავი  მხედართუფროსის  პირდაპირი  შერკინება. ჟერომმა  არ  შეასრულა  დავუს  მითითება,  არც  თვითონ  გამოცხადდა ბრძოლის  ასპარეზზე  და  არც  პონიატოვსკის  შეატყობინა  რამე...  დავუს მაცნე  მან  უდიერი  სიტყვებით  გაისტუმრა:  მე  თქვენს  სარდალს  არ  ვემორჩილები,  მის  მიერ  დაგეგმილ  ოპერაციაში  მონაწილეობას  არ  მიგიღებ  და საერთოდ,  უკან,  ვესტფალიაში  წავალ,  ჩემს  სამფლობელოშიო.  მართლაც,  ამის  თქმა  იყო  და,  ნაპოლეონის  ძვირფასმა  ძმამ  მიაფურთხა  მხედრულ  მოვალეობას,  საკუთარ  ღირსებას  (თუკი  ასეთი  ჰქონდა),  მიატოვა არმია  და  პირად  გვარდიასთან  ერთად  კესელს  გაემგზავრა... 
მარტოდ  დარჩენილმა  დავუმ,  რომელსაც  სულ  დივიზიანახევარი  ჯარი  ჰყავდა,  ვერ  შეძლო  რუსთა  50-ათასიან  არმიასთან  შებმა.  ბაგრატიონმა  ბობრუისკი  სწრაფად  გაიარა  და  მოგილიოვის  მიმართულებით  გაემართა.  შედეგად,  დავუმ  მისი  აღალის  ერთი  ნაწილის  ხელში ჩაგდებაღა  მოახერხა  მხოლოდ...  „ამ  სულელებმა  ხელიდან  გამიშვესო“ –  წერდა  პატაკში  თავადი  პეტრე.  „ამ  სულელებში“  ვინც  უნდა  ვიგულისხმოთ,  ალბათ,  ძნელი  წარმოსადგენი  არაა, 
„ბობრუისკის  ამბებამდე“  რამდენიმე  დღით  ადრე  დაგუმ  იმპერატორის  წერილი  მიიღო.  ნაპოლეონი  ვარაუდს  გამოთქვამდა  იმის  შესახებ,  რომ  ბაგრატიონი  ბობრუისკისკენ  იმიტომ  მიდის,  რომ  იქიდან  აუყვეს  ბერეზინას  მარცხენა  ნაპირს,  გავიდეს  ბორისოვთან  და  მაქსიმალურად  დაუახლოვდეს  რუსთა  პირველ  არმიასო.  ამიტომ,  აფრთხილებდა იმპერატორი  დავუს,  აუცილებელია  ბორისოვის  აღება.  როცა  ბაგრატიონი  გაიგებს,  რომ  ეს  ქალაქი  ფრანგების  ხელშია,  იგი  მიმართულებას შეიცვლის,  წავა  მოგილიოვზე  და  იქიდან  შეეცდება  ორშისა  და  შემდგომ  ვიტებსკისკენ  გასვლას.  თუ  თქვენ  კოხანოვოს  დაიკავებთ  (შუალედური  პუნქტი  მოგილიოვსა  და  ვიტებსკს  შორის,  დ.ც.),  მაშინ  რუსთა  მეორე  არმიის  სარდალი  ვერც  ამ  გზით  წავა  და  დნეპრის  გადალახვით  შეეცდება  სმოლენსკთან  მიგვასწროსო.  ყველაფერი  შემდეგ  მართლა  ასე  მოხდა  და  ეს  წერილი  ნაპოლეონის  გასაოცარ შორსმჭვრეტელობაზე  მეტყველებს. 
დავუ  ნაპოლეონის  ინსტრუქციების  შესრულებას  შეუდგა.  ჯარის  ერთი  ნაწილით  მან  ბორისოვი  დაიკავა,  მეორეთი  კი  მოგილიოვი. ეკმიულის  ჰერცოგს  ესმოდა,  რომ  იმჟამად  მის  ხელთ  არსებული  ძალები  საკმარისი  არ  იქნებოდა  მოგილიოვის  შენარჩუნებისათვის  და  ამიტომ სამხრეთის  დაჯგუფების  ყველა  შენაერთი  ამ  ქალაქში  დაიბარა.  დაუღალავმა  მარშალმა  რამდენიმე  დღეში  შეძლო  თავისი  შენაერთებისგან მძლავრი  მუშტის  შეკვრა  და  ბაგრატიონს  მოგილიოვთან  დაელოდა. მაგრამ  თავადი  პეტრე  არ  წამოეგო  ანკესზე,  არ  წავიდა  მთავარი  ძალებით  მოგილიოვისკენ  და  იქ  მხოლოდ  გენერალ  რაევსკის  გაძლიერებული  კორპუსი  გაგზავნა  –  ბრძოლით  გზის  გასაკვალად  (ალბათ,  უფრო დაზვერვის  მიზნით  და  ვითარებაში  უკეთ  გასარკვევად).  მოგილიოვის მისასვლელთან  დავუ  პირადად  შეეგება  რაევსკის  და  სოფელ  სალტანოვკასთან  გაუმართა  ბრძოლა.  დავუს  იქ  20  ათასამდე  მებრძოლი  ჰყავდა,  რაევსკის  -–  18  ათასი.  ფრანგ  მარშალს  ძირითადად  ქვეითი  ჯარი ჰყავდა,  გენერალ  რაევსკის  კი  –  უპირატესად  ცხენოსანი  (საყურადღებოა,  რომ  რაევსკის  თითქმის  სამჯერ  მეტი  ზარბაზანი  ჰქონდა).  ბრძოლა  ძალზედ  სისხლისმღვრელი  გამოდგა.  დავუ  პირადად  მონაწილეობდა  მასში  და  ცეცხლის  წინა  ხაზზე  იმყოფებოდა.  ასევე  იქცეოდა  რაევსკიც.  კრიტიკულ  მომენტში  მან  თავისი  ორი  ვაჟი  ამოიყენა  გვერდში  და დროშით  ხელში  გაუძღვა  რუსთა  კოლონას  მოწინააღმდეგის  პოზიციისაკენ.  მაგრამ,  მიუხედავად  თავგამოდებული  ცდისა,  ვერ  შეძლო  ფრანგთა  საბრძოლო  ხაზის  გარღვევა,  დიდი  ზარალი  განიცადა  და  უკუიქცა.
რაევსკის  მარცხმა  ბაგტარიონს  დაანახა,  რომ  მოგილიოვზე წასვლა  უპერსპექტივო  იყო.  ამიტომ მან  გადაწყვიტა  ნოვი  ბიხოვთან გადაელახა  დნეპრი  და  სმოლენსკისკენ  წასულიყო.  დნეპრის  გადალახვა მოწინააღმდეგის  ზეწოლის  პირობებში  ძალზე  სახიფათო  იქნებოდა, ამიტომ  თავადმა  პეტრემ  ხერხი  იხმარა.  მან  რამდენადმე  გააძლიერა რაევსკის  შეფერთხილი  კორპუსი,  დროებით  დატოვა  იგი  მოგილიოვსა და  ნოვი  ბიხოვს  შუა  მდებარე  პუნქტში,  რითაც  დავუს  იმის  შთაბეჭდილება  შეუქმნა,  რომ  რუსთა  მეორე  არმიის  სარდალი  კვლავ  შეეცდებოდა  მოგილიოვისკენ  გაჭრას,  ოღონდ  ამჯერად  მთელი  ძალებით. დავუმ სასწრაფოდ  დაიწყო  თავისი  პოზიციის  გამაგრება  და  მაშველი  ძალების თავმოყრა,  თავადმა  პეტრემ  კი  ამ  დროს  „არხეინად“  გადალახა  დნეპრი  და  სამშვიდობოს  გავიდა. 
პეტრე  ბაგრატიონი  შეტევითი  ოპერაციების  მომხრე  და  ოსტატი  იყო.  ასეთადაც  შევიდა  იგი  ისტორიაში  –  მარად  უშიშარ  და  მტერზე  შემართულ  მეომრად.  მაგრამ  ბაგრატიონი  მარტო  მამაცი  მეომარი კი  არა,  გამოჩენილი  მხედართუფროსიც  იყო.  მართალია,  მას  არ  მიეცა შესაძლებლობა  უმაღლესი  სამხედრო  განათლება  მიეღო,  მაგრამ  ბუნებრივმა  სამხედრო  ნიჭმა  (რაშიც  იქნებ  ,ბაგრატიონების  გენსაც“  უკანასკნელი  ადგილი  არ  ეჭირა!)  და  შესანიშნავმა  უნარმა  თვით  ბრძოლის პროცესში  შეეთვისებინა  სამხედრო  ხელოვნების  რთული  გაკვეთილები, თავისი  გააკეთეს  –  თავადი  პეტრე  ჭეშმარიტად  ღირსეულ  მხედართმთავრად  ჩამოყალიბდა.
განგებამ  ისე  ინება,  რომ  თავისი  ცხოვრების  მანძილზე  ბაგრატიონს  არა  მარტო  შეტევაზე  უხდებოდა  გადასვლა,  არამედ  უკუქცეული  რუსის  ჯარის  უკანდახევის  დაფარვაც.  ასე  იყო  1799  წელს  შვეიცარიაში,  როცა  იგი  სუვოროვის  უკანდახევას  იცავდა  მასენასაგან.  ასე იყო  1805  წელს  ავსტრიაში,  როცა  იგი  კუტუზოვს  იფარავდა  ნაპოლეონის  დევნისაგან  და  ასე  იყო  ახლაც,  1812  წელში,  როცა  იგი  იძულებული  იყო  უკვე  სხვების:  კი  არა,  საკუთარი  თავისა  და  საკუთარი  არმიის გადარჩენაზე  ეზრუნა.  სწორედ  იმ  მძიმე  დღეებში  გამოჩნდა  ბაგრატიონის  შესანიშნავი  მხედართმთავრული  ოსტატობა.  შექმნილი  ვითარების ღრმად  გაანალიზების  და  მოწინააღმდეგის  მიერ  დაშვებული  შეცდომების  გამოყენების  შედეგად,  მან  ერთადერთი  გამოსავალი  იპოვნა,  რამაც საშუალება  მისცა  მის  არმიას  ჭარბ  მტერსაც  ღასხლტომოდა  ხელიდან და  რუსთა  მთავარ  ძალებსაც  შეერთებოდა. 
აღსანიშნავია,  რომ  მეფე  ალექსანდრე  და  მთავარსარდალი  ბარკლაი  დე  ტოლი  თავიდან  უკმაყოფილონი  იყვნენ  თავად  პეტრეს  მოქმედების  –  ისინი  ბრალს  სდებდნენ  მამაც  გენერალს  იმაში,  რომ  იგი  პირველ  არმიას  კი  არ  უახლოვდებოდა,  არამედ  შორდებოდა.  დასაწყისში მართლაც  ასე  იყო,  როცა  მას  სხვა  არავითარი  გამოსავალი  არ  ჰქონდა, მაგრამ  შემდეგ,  როდესაც  მისი  არმია  საიმედოდ  მოსწყდა  მტერს,  მან მკვეთრად  აიღო  გეზი  ჩრდილოეთისაკენ  და,  როგორც  აღვნიშნეთ,  სმოლენსკთან  გავიდა.  ისე  რომ,  ბაგრატიონმა  იმხანად  მეფეზე  და  ბარკლაიზე  უკეთ  შეაფასა  ფრონტზე  არსებული  ვითარება. 
ახლა  კი  ომის  მთავარ  ასპარეზს  –  ფრონტის  ჩრდილოეთ  უბანს დავუბრუნდეთ  და  ვნახოთ,  თუ  რა  ხდებოდა  იმ  დროს  იქ,  იმ  მიდამოებში,  სადაც  მოწინააღმდეგეთა  უძლიერესი  დაჯგუფებები  მოქმედებდნენ და  სადაც  წყდებოდა  კიდეც  ომის  ბედი. 
პირველი  არმია  უკან  იხევდა  და  ბარკლაი  დე  ტოლი,  მიუხედავად  ხელისშემშლელი  ფაქტორებისა,  გეგმაზომიერად  ახორციელებდა თავის  ჩანაფიქრს.  საპირისპიროდ,  რუსების  სწრაფი  უკანდახევა  ნაპოლეონის  გეგმებს  უქადდა  ჩაშლას  და  ძალზე  აშფოთებდა  მას,  იმპერატორი  ბრძოლას  მიელტვოდა,  ერთი  მძლავრი  დარტყმით  აპირებდა  კამპანიის  ბედის  განსაზღვრას,  მოწინააღმდეგე  კი,  თავისი  უცნაური  მოქმედებით,  ამის  საშუალებას  არ  აძლევდა.  ავი  წინათგრძნობით  შეპყრობილი  ფრანგი  მთავარსარდალი  ძალიან  აჩქარებდა  თავის  საჯარისო  შენაერთებს  და  მათგან  რუსთა  არმიაზე  შეუჩერებელ  ზეწოლას  მოითხოვდა იმპერატორს  სურდა  ყველას  ფრთები  გამოგვესხაო,  იგონებდნენ შემდეგ  ომის  მონაწილენი.  არადა,  არ  გამოდიოდა  ფრთების  გამოსხმა. ფრანგებს  ისეთი  წინააღმდეგობები  ხვდებოდათ  რუსთა  ჯარის  დევნის პროცესში,  რომელთაც  მანამდე  ვერაფრით  წარმოიდგენდნენ.  იმისათვის,  რომ  ჩვენ  მაინც  წარმოვიდგინოთ  ეს  სიძნელეები,  სიტყვა  ანტუან დედემს  მივცეთ,  ფრანგ  გენერალს,  რომელიც  ამ ლაშქრობის  მონაწილე იყო  და  შემდეგ  მემუარებში  ასახა  მისი  ძირითადი  მომენტები. 
„მიუხედავად  ნაპოლეონის  მიერ  წარმოებული  განსაკუთრებული მზადებისა“ –  წერს დედემი,  – „საომარი  ასპარეზის  პირობები  და  მოწინააღმდეგის  მოქმედება  იმგვარი  იყო,  რომ  ნემანზე  გადასვლიდან  უკვე  უახლოეს  დროში  ურთულეს  წინაღობად  აღიმართნენ  ფრანგთა  წინაშე. კერძოდ,  რუსეთის  ისედაც  ყოვლად  უვარგის  გზებს,  მოწინააღმდეგე ხელოვნურად  აფუჭებდა  და  ლამის  გაუვალს  ხდიდა.  ამას  ემატებოდა ხიდების,  ბოგირების,  ჭაობებზე  გასავლელი  ფიჩხყრილების  განადგურება,  სურსათის  საწყობების,  დუქნების,  მაღაზიების,  ყველა  რამდენადმე მნიშვნელოვანი  სამეურნეო  ობიექტის  მოსპობა,  რქოსანი  პირუტყვისა თუ  ცხენების  ჯოგების  გარეკვა,  მოკლედ,  ყველაფერი  ის,  რაც  იმთავითვე  მწირი  საარსებო  საშუალებების  მქონე  ქვეყანას  ყოვლად  უსარგებლოს  ხდიდა  ფრანგებისათვის.  იმ  პერიოდიდან  მოყოლებული,  აგრძელებს  დედემი,  ჩვენი  გენერლების  პატაკები  მხოლოდ  სურსათის  მოპოვების  პრობლემებს  შეეხებოდაო.  ასეთ  პირობებში,  შემთხვევით  გადარჩენილი  პროდუქტით  სავსე  საწყობის  აღმოჩენა  ისეთივე  სასიხარულო მოვლენა  ხდებოდა,  როგორც  ბრძოლის  ველზე  მოპოვებული  გამარჯვება.  ნემანზე  გადასგლისთანავე  ჩვენი  ჯარი  ნამდვილ  შიმშილს  განიცდიდა,  რადგან  სურსათით  დატვირთული  უამრავი  მძიმე  ოთხთვალა  სწრაფად  მიმავალ  ჯარს  იმთავითვე  ჩამორჩა  და  უვარგის  გზებზე  ჩარჩაო“, დაასკვნის  გენერალი. 
ამ  სიტყვებს  ომის  ფრანგი  მონაწილე  წერდა.  ახლა  ვნახოთ, რას  წერდა  ომის  რუსი  მონაწილე ს. სელივანოვსკი,  ავტორი  წიგნისა „რუსები  და  ნაპოლეონ  ბონაპარტი“:  „ხალხი  ერთიანად  იყრებოდა  თავისი  საცხოვრებელი  ადგილებიდან  და  ან  ტყეში  გადიოდა,  ან  უმეტესწილად  უკანდახეულ  ჩვენ  ჯარს  მიჰყვებოდა.  ყველა  ცდილობდა,  რაც შეიძლება  მეტი  რამ  წაეღო  თავისი  ავლა-დიდებიდან  და  პირუტყვიც  თან წაესხა.  თუკი  რაიმეს  წაღება  არ  შეიძლებოდა  ან  ვერ  ხერხდებოდა,  ის ადგილზეგე  ნადგურდებოდა,  ცეცხლს  ეძლეოდა,  ისპობოდა,  ისე  რომ, მოწინააღმდეგეს  გამოსადეგი  არაფერი  რჩებოდა...“  აი,  ასე! 
უკანდახევას  რუსები  ორგანიზებულად  აწარმოებდნენ  (ლაპარაკია  არმიაზე).  ჩანდა,  რომ  მათი  მოძრაობა  წინასწარ  გათვლილი  ტაქტიკის  შედეგი  იყო.  ომის  წარმოების  ასეთ  მეთოდს,  ცხადია,  მოწინააღმდეგეც  ბევრი  ჰყავდა.  ამ  უკანასკნელთ,  ერთის  მხრივ,  ქვეყნის  გაჩანაგება აშფოთებდათ  და,  მეორეს  მხრივ,  უკანდახევა  მიაჩნდათ  სამარცხვინოდ. თუმცა,  უნდა  ითქვას,  რომ  ომის  ადრეულ  პერიოდში  უკმაყოფილება საყოველთაო  ჯერ  არ  იყო.  იმ  ხანებში  უკანდახევა  რუს  ოფიცრებს,  ასე თუ  ისე,  დასაშვებად  მიაჩნდათ  და  თვლიდნენ,  რომ  ჯარის  სარდლობა, როგორც  კი  ხელსაყრელ  მომენტს  იპოვნიდა  და  შესაფერის  პოზიციას გამოძებნიდა,  წამსვე  გადამწყვეტ  ბრძოლას  გაუმართავდა  მტერს. ასეთი  გადამწყვეტი  ბრძოლა  დვინაზე,  დრისის  ბანაკის  მიდამოებში  უნდა  გამართულიყო.  ყოველ  შემთხვევაში,  ამაზე  მიუთითებდა  მეფისა  და  ფულის  მიერ  შემუშავებული  ყბადაღებული  „ოპერატიული გეგმა“,  ამ  გეგმას,  სხვათაშორის,  ომის  წინ  მაინცა  და  მაინც  ბევრი კრიტიკოსი  არ  ჰყავდა. 
და  აი,  რუსთა  პირველი  არმია  დვინაზე  გადავიდა  და  დრისის ბანაკში  დაიდო  ბინა. 
სად  იყო  ამ  დროს  ფრანგთა  იმპერატორი  და  რით  იყო  დაკავებული?  ეს  კითხვა  უცნაურად  არ  უნდა  მოგვეჩვენოს,  რადგან  28  ივნისის შემდეგ,  მას  მერე,  რაც  ვილნა  დაიკავა,  ნაპოლეონი  კარგა  ხნის  განმავლობაში  თავის  ჯარს  აღარც  წინ  მიუძღოდა  და  აღარც  უკან  მიჰყვებოდა –  იგი  ლიტვის  დედაქალაქში  იჯდა...  წინამძღოლს  მოკლებული  ფრანგთა  ჯარი  კი  ზანტად  ირჯებოდა  და  წინ  ნელა  მიიწევდა.  რა  ისეთი საქმე  გამოუჩნდა  იმპერატორს  კარგა  ხნის  წინ  გაუქმებული  ლიტვური სახელმწიფოს  დედაქალაქში,  რომ  იქ  მთელი  18  დღე  (!)  გაატარა? კოლენკური,  რომელიც  ამ  ლაშქრობისას  მუდმივად  იმპერატორის  გვერდით  იმყოფებოდა,  აღნიშნავდა,  რომ  მას  იქ  უამრავი  საქმე  ჰქონდა,  რომ  ვილნაში  ყოფნისას  იმპერატორი  წარმოუდგენელ  აქტივობას იჩენდა;  რომ  მას  დღეები  კი  არა,  უკვე  ღამეებიც  აღარ  ჰყოფნიდა  სამუშაოდ;  რომ  მისი  ადიუტანტები,  შტაბის  ოფიცრები,  მაცნეები,  გამუდმებით გზას  იყვნენ  გაკრულნი,  რათა  მისთვის  სხვადასხვა  მიმართულებით  მოძრავი  კორპუსებიდან  ახალ-ახალი  ამბები  მოეტანათ.  მთავარსარდალი  თავის  მრავალრიცხოვან  და  უკვე  გვარიანად  დაქსაქსულ  არმიას  ერთი  სამეთაურო  პუნქტიდან  –  ვილნადან  –  ხელმძღვანელობდა:  ფრონტი  უკვე. ისეთ  უზარმაზარ  ტერიტორიაზე  იყო  გაშლილი,  რომ  ვითარებაში  გასარკვევად  იმპერატორს  გარკვეული  დრო,  ერთგვარი  პაუზა  სჭირდებოდა. მაგრამ  მარტო  არმიის  ხელმძღვანელობა  შეადგენდა  იმ  დროს  იმპერატორის  ფიქრის  საგანს?  თურმე  არა.  თურმე  მას  ლიტვის  სახელმწიფოს  მოწყობის  საქმისთვის  მოუკიდნია  ხელი,  ადგილობრივი  სამხედრო  და  სამოქალაქო  მმართველობის  ორგანოების  ჩამოყალიბებასაც  შესდგომია,  დამოუკიდებელი  სამეფოს  აღდგენის  მხურვალედ  მოსურნე  პოლონელებისთვისაც  გაუწვდია  სანახევროდ  ხელი  და  კიდევ  ვინ  მოთვლის,  რამდენ სხვა  საქმეს  შესჭიდებია.  და  ეს  ყველაფერი  თავისი  უზარმაზარი იმპერიის  მართვასთან  ერთად.  ხოლო  ამას  თუ  ლიტველთა  და  პოლონელთა  მიერ გამართულ  ხშირ  წვეულებებსა  და  შეხვედრებს  დავუმატებთ,  გამოვა, რომ  18  დღეც  არ  ეყოფოდა  მის  უდიდებულესობას... 
სამხედრო  სპეციალისტები  ერთხმად  აღნიშნავდნენ,  რომ  დაყოვნება  ვილნაში  საბედისწერო  აღმოჩნდა  ფრანგებისათვის.  ნ. მიხნევიჩი თავის  „სამხედრო  ხელოვნების  ისტორიაში“  წერს,  რომ  500  კილომეტრზე  გაშლილ  რუსის  ჯარს  არათუ  რიცხობრივად  უპირატეს  მოწინააღმდეგესთან,  არამედ  რიცხვით  თანაბართანაც  არ  შეეძლო  გამკლავებაზე  ფიქრი,  განსაკუთრებით  იმის  გათვალისწინებით,  რომ  მის  მოწინააღმდეგეს  სათავეში  ნაპოლეონი  ედგაო.  ამიტომ,  განაგრძობს  („ცნობილი სამხედრო  ისტორიკოსი,  კატასტროფისგან  რუსეთის  ხსნა  მხოლოდ სასწაულს  თუ  შეეძლოო  და  ეს  სასწაული  სწორედ  ვილნაში  მოხდა, სადაც  ნაპოლეონი  ამდენი  ხნით  შეჩერდა  და  ჩვენს  არმიას  სმოლენსკამდე  უკანდახევის  საშუალება  მისცაო. 
უფრო  შორს  მიდიოდა  ჟომინი,  რომელიც,  საერთოდ,  თვლიდა, რომ  „დაყოვნება  ვილნაში“  ნაპოლეონის  ყველაზე  დიდი  შეცდომა  იყო მთელ  მის  კარიერაშიო. 
იყო  კი  ასე?  სამხედრო  თვალსაზრისით,  ალბათ,  კი.  ყოველ  შემთხვევაში  ახლა  ასე  ჩანს.  თუმცა,  ბევრად  უფრო  დამაჯერებელია  მოსაზრება,  რომ  „ვილნის  პაუზაზე“  გაცილებით  მძიმე  შედეგი  ვილნის ოპერაციის  ჩაშლას  მოჰყვა.  ომის  პირველ  დღეებში  ნაპოლეონს,  მთელი კამპანიის  მანპმილზე,  ერთადერთხელ  შეექმნა  შესაძლებლობა  მთლიანად გაენადგურებინა  რუსთა  არმიები.  მაგრამ  თავისი  თავდაჯერებულობისა და,  განსაკუთრებით,  ბოჰარნესა  და  ჟერომის  დაუდევრობის  გამო,  ეს შანსი  ხელიდან  იქნა  გაშვებული.  ვილნაში  დაყოვნება  კი,  მნიშვნელოვანწილად,  იძულებითი  იყო.  მართალია,  იმპერატორი  საჭიროზე  მეტხანს  დარჩა  ლიტვის  დედაქალაქში,  რის  გამოც  სათანადო  სისწრაფით ვერ  მიჰყვა  მისი  ჯარი  უკანდახეულ  მტერს,  მაგრამ  ეს  უკვე  სხვა  ამბავი  იყო,  სხვა  სიტუაცია.  რადგან  წამოეწეოდნენ  ფრანგები  ბარკლაის  და გაუმართავდა  იგი  მათ  გენერალურ  ბრძოლას  თუ  არა,  უკვე  იმდენად  ნაპოლეონზე  აღარ  იყო  დამოკიდებული.  და,  საერთოდაც,  შედეგი  უკვე ისეთი  გამაოგნებელი,  ალბათ,  არ  იქნებოდა  მეტ-ნაკლებად  გონზე  მოსული  რუსებისათვის,  როგორც  ეს  საზღვრისპირეთში  განცდილ  კატასტროფას  მოჰყვებოდა. 
და  მაინც,  ვილნაში  დაყოვნება  შეცდომა  იყო.  მოდით,  ვცადოთ და  გავერკვეთ  ამ,  ერთი  შეხედვით,  გაუგებარი  პაუზის  მიზეზებში,  ვცადოთ  და  გავერკვეთ,  თუ  რა  მოუვიდა  იმპერატორს,  რა  ლიბრი  გადაეკრა მის  თვალსა  და  გონებას?  განა  უზარმაზარ  ქვეყანასთან  სამკვდრო-სასიცოცხლოდ  შეჭიდებულს.  ლიტვის  მოწყობასა  და  პოლონეთის  აღდგენა-არაღდგენაზე  ფიქრში  უნდა  დაეხარჯა  ჩრდილოეთის  ხანმოკლე  ზაფხულის  ძვირფასი  დღეები?  რა  თქმა  უნდა,  არა.  მაგრამ  იქნებ  არ  იყო  ასე ცალსახად  და  ასე  მარტივად  საქმე,  იქნებ  სხვა  რამ  აფერხებდა  იმპერატორს?  როგორც  გამოირკვა,  მას,  მართლაც,  სხვა  რამ  უფრო  აფერხებდა  და  აფიქრებდა.  უგზოობის.  სურსათ-სანოვაგის  მკვეთრი,  ნაკლებობის პირობებში,  მისი  ჯარი,  ომის  პირველ  დღეებში,  დიდი  სისწრაფით  მიემართებოდა  უხილავ  მოწინააღმდეგესთან  შესახვედრად.  შეუჩერებელმა ერთკვირიანმა  მარშმა  ჯარისკაცებიც  გადაღალა  და  პირუტყვის  (ცხენების)  მასობრივი  დაცემაც  გამოიწვია.  ასეთ  პირობებში  მოუხელთებელი რუსების  დევნა  ლამის  შეუძლებელი  ხდებოდა.  ამიტომ  საჭირო  იყო ჯარს  დაესგენა,  ძალა  მოეკრიბა  და  როგორმე  მშიერი  კუჭი  ამოევსო. ეს  ერთობ  ძნელი  საქმე  იყო  და  ნაპოლეონი  ძალისხმევას  არ  იშურებდმის  მოსაგვარებლად.  თუმცა,  უნდა  ითქვას,  რომ  ზემოხსენებული  სიძნელეების  გადალახვა  ხშირად  მის  ძალასაც  კი  აღემატებოდა. 
გარდა  ყველა  ზემოთქმულისა,  ნაპოლეონს  სხვა,  არანაკლები მნიშვნელობის  პრობლემაც  წამოეჭრა  –  რა  უნდა  ექნა  მას  ახლა,  ახალ პირობებში,  ვილნას  ოპერაციის  ჩაშლის  შემდგომ?  მისი  სტრატეგია  ხომ ერთ  მიზანს  –  მოწინააღმდეგის  არმიების  საზღვრისპირა  რეგიონში  განადგურებას  ისახავდა.  ეს  განადგურება  სწრაფი  და  სრული  უნდა  ყოფილიყო.  მხოლოდ  ასეთი  დიდი  გამარჯვების  შემდეგ,  მხოლოდ  მას  შემდეგ, რაც  რუსები  თავიანთ  არმიას  დაკარგავდნენ,  უჯაროდ  და  უიმედოდ  დარჩენილები  უსიტყვოდ  წავიდოდნენ  მათთვის  გაცილებით  უფრო  მძიმე „ახალ  ტილზიტზე“  და  მისი  ნება-სურვილის  შემსრულებლები  გახდებოდნენ.  აი,  რა  მიზანი  ჰქონდა  იმპერატორს.  რუსეთში  ღრმად  შეჭრა და,  მით  უმეტეს,  ამ  უზარმაზარი  ქვეყნის  დაპყრობა  არ  შეადგენდა  მის მიზანს.  ბუონაპარტე  იმ  დროისათვის  გვარიანად  კი  იყო  წარმატებებისგან თავბრუდახვეული,  მაგრამ  მაინც  არა  იმდენად,  რომ  ასეთი  განუხორციელებელი  მიზანი  დაესახა  თავისთვის.  რამდენიც  არ  უნდა  ელაპარაკნა ომამდე  იმპერატორს  მოსკოვისა  და  პეტერბურგის  აღებაზე,  ეს  სულ  ფუჭი  სიტყვები  იყო,  მრავლისშემძლე  თვითმპყრობელის  როყიო  წამონასროლი  (ან  მორჩილებაში  მყოფი,  მაგრამ  მდრტვინავი  ევროპის  საზოგადოებრივ  აზრზე  გავლენის  მოსახდენი  „დიპლომატიური“  დემარში).  მოსკოვსა და  პეტერბურგზე  ლაპარაკს  მხოლოდ  მას  შემდეგ  ექნებოდა  ფასი,  როცა განადგურდებოდა  რუსის  ჯარი.  მაგრამ  თუ  ეს  ჯარი  საზღვრისპირეთშივე  განადგურდებოდა  და  რუსეთი  ნაპოლეონისათვის  ხელსაყრელ  ზავზე წავიდოდა,  მაშინ  რისთვის  გახდებოდა  საჭირო  ჩრდილოეთის  გიგანტის ორივე  დედაქალაქისკენ  საეჭვო  ლაშქრობა? 
როგორც  დავინახეთ,  ნაპოლეონის  ეს  განზრახვა,  მის  მიერ  წინასწარ  მოფიქრებული  ეს  გეგმა,  საპნის  ბუშტივით  გასკდა  ვილნის  ოპერაციის  ჩაშლის  შედეგად.  ვერავინ  მიხვდებოდა  ამას  ნაპოლეონზე უკეთ.  ამიტომ  უმძიმესი  დილემა  –  გაჰყოლოდა  უკანდახეულ  რუსის ჯარს  თუ  შეჩერებულიყო  და,  არსებითად,  ზღვარი  დაედო  თავისი ლაშქრობისათვის  –  მთელი  სიგრძე-სიგანით  წამოიმართა  მის  წინაშე. კამპანიის  დასრულება,  ყოველ  შემთხვევაში  იმ  ეტაპზე.  ნაპოლეონს  შეეძლო.  იგი  არ  იქნებოდა,  რასაკვირველია,  ზავი  რუსეთთან, რადგან  ეს  უკანასკნელი  ომს  გააგრძელებდა,  მაგრამ  აღარ  გახდებოდა საჭირო  საეჭვო  და  სახიფათო  წინსვლა  უზარმაზარ  ქვეყანაში,  ქვეყანაში,  რომლის  არც  არმია  იყო  განადგურებული,  არც  ხელისუფლება მორჩილი  და  არც  მოსახლეობა  ბედს  შერიგებული.  ამის  სანაცვლოდ, ნაპოლეონს  შეეძლო  რიგა-ვილნა-მინსკის  ხაზის  დაკავების  შემდეგ  კამპანია  დასრულებულად  გამოეცხადებინა,  დაჩქარებული  ტემპით  აღედგინა  პოლონეთის  სამეფო  და  შეექმნა  ლიტვის  სახელმწიფო,  რომელთაც  იგი  რუსეთის  საწინააღმდეგო  ბარიერად  გამოიყენებდა.  ცხადია, რუსები  არ  შეურიგდებოდნენ  მოვლენათა  ასეთ  განვითარებას.  ომს  არ შეწყვეტდნენ  და  ყოველგვარი  საშუალებით  შეეცდებოდნენ  დაებრუნებინათ  ადრე  მათ  მიერ  მისაკუთრებული  ტერიტორიები.  მაგრამ  ამისათვის მათ  მოუწევდათ  შეტევითი  ოპერაციების  წარმოება,  რაც  ერთობ  მომგებიანი  იქნებოდა  ფრანგებისათვის.  ეს  უკვე  სულ  სხვაგვარი  ომი  იქნებოდა,  სწორედ  ისეთი,  როგორზეც  ადრე  ოცნებობდა  იმპერატორი.  როდესაც  მოწინააღმდეგის  არმიის  ვისლასთან  გამოტყუებას  ესწრაფვოდა. ასეთ  ომში  მას  გამარჯვების  ყველა  შანსი  ექნებოდა. 
ცხადია,  „ვილნის  პაუზის“  დროს  იმპერატორი  გამუდმებით  უტრიალებდა  ფიქრებში  ასეთ  ვარიანტს,  მაგრამ  თავის  თანამებრძოლებს ამის  შესახებ  არაფერს  ეუბნებოდა.  როცა  შტაბის  უფროსი,  ერთობ  მოკრძალებული  და  მორჩილი  ბერტიე,  მისი  ფიცხი  მოადგილე  გენერალი ლობო  და  რუსეთში  ყოფილი  ელჩი,  ენერგიული  არმან  დე  კოლენკური, იმპერატორს  თვითონ  სთავაზობდნენ  სწორედ  ასეთ  შესაძლებლობას,  ნაპოლეონი  პირდაპირ  პასუხს  გაურბოდა  და  წინა  პლანზე  გამუდმებით პრესტიჟის  საკითხს  აყენებდა.  პრესტიჟი,  ავტორიტეტი,  რეპუტაცია  – რა  სიტყვებს  არ  პოულობდა  იმპერატორი!  რას  იტყვიან  ევროპაში,  შეეშინდა  წინსვლა  უძლეველ  მხედართმთავარს,  შეჩერდა,  უკან  დაიხია, განზრახვაზე  ხელი  აიღოო...  როგორ  შეიძლება  ამის  დაშვება,  როგორ შეიძლება  მორჩილი  ევროპისთვის  ასეთი  მაგალითის  ჩვენება...  რა  არგუმენტები  არ  მოჰყაგდა  იმპერატორს!  დრო  კი  მიდიოდა,  შუა  ზაფხული დგებოდა,  სტრატეგიული  არჩევანი  კი  ვერა  და  ვერ  კეთდებოდა... 
პრესტიჟი,  რა  თქმა  უნდა,  პრესტიჟად  იყო.  დიქტატორების  ეს მარადი  საზრუნავი,  მაგრამ  მარტო  იგი  არ  იყო  იმ  დროს  იმპერატორისთვის  მთავარი.  პრესტიჟთან  ერთად,  შეიძლება  მასზე  მეტადაც.  რუსეთთან  მომავალი  ურთიერთობები  აფიქრებდა  საფრანგეთის  ხელისუფალს. თავი  და  თავი  საქმისა  ის  იყო,  რომ  ნაპოლეონს  არ  სურდა  რუსეთის საბოლოო  და  სამუდამო  მომდურება!  საოცარია,  კაცი  ქვეყანასთან  ომში იყო,  მის  ტერიტორიაზე  იმყოფებოდე  და  ლამის  პირველივე  დღიდან ომის  შეწყვეტაზე  და  ზავზე  ფიქრობდე  (ზავსაც  გააჩნია,  ცხადია,  იმპერატორი  თავისთვის  სასარგებლო  ზავზე  ფიქრობდა).  ამიტომ  იყო,  რომ გაურბოდა  იგი  პოლონეთის  სამეფოს  ხელაღებით  აღდგენას,  პოლონელ პატრიოტებს  ბუნდოვან  დაპირებებს  აძლევდა,  ვარშავის  დიდ  საჰერცოგოს  შეზღუდულ  უფლებებსა  და  შეზღუდულ  ტერიტორიას  სთავაზობდა,  ამიტომ  იყო,  რომ ლიტვის  სახელმწიფოს  აღდგენასაც  არც  ისე  ჩქარი  ტემპებით  აწარმოებდა  იმპერატორი,  როგორიც  ასეთ  ვითარებაში იყო  საჭირო.  იცოდა  ნაპოლეონმა,  რომ  მსგავსი  ნაბიჯების  გადადგმა ყოველგვარ  მოლაპარაკებასა  და  ზავს  გამორიცხავდა  რუსეთთან.  ეს  კი არ  აწყობდა  და  არ  უნდოდა  იმპერატორს.  ვიმეორებთ,  მას  რუსეთის დაპყრობა  კი  არ  სურდა,  არამედ  მისი  პოლიტიკის  თავის  მხარეს  შემოტრიალება.  ნაპოლეონს  რომ  რუსეთის  დაპყრობა  ნდომოდა  (რაც რეალურად  განუხორციელებელი  იყო),  მაშინ  იგი  პოლონეთსაც  აღადგენდა,  ლიტვის  სახელმწიფოსაც  შექმნიდა,  რუს  გლეხებსაც  ბატონყმობისაგან  გაათავისუფლებდა  და,  საერთოდ,  ყველა  იმ  ზომას  მიმართავდა, რაც  რუსეთის  სახელმწიფოებრიობის  ხელყოფის  საქმეს  მოემსახურებოდა.  მაგრამ,  არ  გადაუდგამს  მსგავსი  ნაბიჯები  ბუონაპარტეს.  სწორი იყო  ეს  თუ  არა,  სხვა  საკითხია  –  ალბათ,  არ  იყო  სწორი.  განსაკუთრებით  იმის  გათვალისწინებით,  რაც  მერე  მოხდა.  მერე  კი  ის  მოხდა,  რომ მასზე  უარესი  ვერც  ნაპოლეონსა  და  ვერც  მის  არმიას  ვერ  მოუვიდოდა.
ასე  რომ,  თუ  ომი  იყო,  ომი  უნდა  ყოფილიყო  –  სასტიკი  ღა  დაუნდობელი.  თორემ  რა  გამოვიდა?  ვერ  გაუმართლეს  იმპერატორს  სანახევრო ზომებმა  –  მან  ვერც  ალექსანდრე  შემოირიგა  და  ვერც  რუსეთი  დაარწმუნა  დამარცხების  რეალობაში,  დაარწმუნა  კი  არა.  პირიქით  მოხდა: მიუხედავად  იმისა,  რომ  მან  გენერალურ  ბრძოლაშიც  დაამარცხა  რუსები  და  მათი  დედაქალაქიც  აიღო,  ამ  უკანასკნელთა  წინააღმდეგობა  უფრო  გააფთრებული  გახდა.  რაც  უფრო  ღრმად  სჭრებოდა  კორსიკელი რუსეთის  ტერიტორიაზე,  მით  უფრო  შეურიგებელი  ხდებოდა  ამ  ქვეყნის  ხელისუფლება  და,  რაც  მთავარია,  მით  უფრო  შეუპოვარი  ხდებოდა მისი  მოსახლეობა.  ერთადერთი,  რისიც  მაშინ  ეშინოდათ  რუსებს  –  თავადაზნაურობას,  სამღვდელოებას,  ვაჭრებს,  თუ  გნებავთ,  გლეხებს,  ყველას,  საერთოდ.  მთელ  რუსეთს  –  ეს  ხელისუფლების  მიერ  ფრანგებთან დამამცირებელი  ზავის  დადება  იყო! 
მაგრამ  ტყუილად  ეშინოდათ  სრულიად  რუსეთის  ხელმწიფისა და  თვითმპყრობელის  ქვეშევრდომებს  ამისა.  ალექსანდრე  რომანოვი ვერ  გაღადგამდა  და  არც  გადადგამდა  ასეთ  ნაბიჯს.  იგი  არ  შეწყვეტდა წინააღმდეგობას  და  არ  წავიდოდა  სამარცხვინო  ზავზე  ნაპოლეონთან. ამიტომ  რახან  გადადგა  საბედისწერო  ნაბიჯი  კორსიკელმა  და გაილაშქრა  რუსეთის  წინააღმდეგ,  მას  მერყევი  და  ილუზიებით  აღსავსე პოლიტიკა  კი  არ,  უნდა  ეწარმოებინა,  არამედ  ისე  მაინც  უნდა მოქცეულიყო,  როგორც  მისი  გამოცდილი  თანამებრძოლები  ურჩევდნენ. არავინ  იცის,  რა  მოჰყვებოდა  ასეთ  პოლიტიკას,  რამდენ  ხანს გაგრძელდებოდა  სამკვდრო-სასიცოცხლო  დაპირისპირება  რუსეთთან, მაგრამ,  ისევ  ვიმეორებთ,  იმაზე  უარესი,  რაც  თავისი  პოლიტიკით  მოუვიდა. იმპერატორი უმძიმესი  და  ურთულესი  არჩევანის წინაშე იყო  მაშინ,  რომელიც ვილნოში უნდა  გაეკეთებინა,  მოვლენათა  მსვლელობისას.  ვერ  გასცა  ჰასუხი  უცებ  ამ  კითხვას ბუონაპარტემ.  ამიტომაც  დაყოვნდა  ვილნოში  ამდენ  ხანს  (სხვა  მიზეზთა გამოც,  რასაკვირველია,  მაგრამ  მათზე  ჩვენ  ზემოთ  უკვე  ვილაპარაკეთ).  ამ  ლაშქრობისას  ნაპოლეონს  კიდევ  ორჯერ  დაუდგება  საჭოჭმანო  პერიოდი.  სამიოდე  კვირის  შემდეგ  იგი  ვიტებსკთანაც  შეჩერდება  და ახლა  იქ  დაკარგავს  ძვირფას  დროს.  შემდეგ  იგივეს  სმოლენსკთან  გაიმეორებს.  შედეგი  ყველგან ერთი  იქნება  –  იმპერატორი  ყოველთვის მცდარ  გადაწყვეტილებას  მიიღებს  და  ილუზიების  გზით  წავა  (ისე, ჩვენთვის  დავსვათ  კითხვა,  იყო  კი  ვილნას  ოპერაციის  ჩაშლის  შემდეგ სადმე  სწორი  გზა?) 
ამასობაში,  როგორც  ვთქვით,  რუსთა  მთავარმა  ძალებმა  უკანდახევის  ერთი  ეტაპი  დაასრულეს  და  დრისის  მიდამოებში  განლაგდნენ.  რუსთა  სარდლობის  მოქმედება  აქამდე,  ფულისა  და  ბარკლაის  გეგმების  „ნაზავი“  იყო.  უკანდახევას  ორივე  გეგმა  ითვალისწინებდა,  მაგრამ  იყო  მნიშვნელოვანი  განსხვავებებიც.  კერძოდ,  თუ  ბარკლაი  რაც  შეიძლება  შორს აპირებდა  მოწინააღმდეგის  შეტყუებას,  ფულის  გეგმის  მიხედვით,  უკანდახევა  დრისასთან  დამთაგრდებოდა  –  სულ  რაღაც  300  კილომეტრზე საზღვრიდან.  ე.ი.  იმ  მიდამოებში,  სადაც  მოწინააღმდეგე  ჯერ  კიდევ  სავსებით  ბრძოლისუნარიან  და  არც  თუ  ძალიან  შემცირებულ  ჯარს  მოიყვანდა.  მეორე  მნიშვნელოვანი  განსხვავება  იყო  რუსთა  არმიების  მოქმედების ხასიათი.  თუ  ბარკლაი  არმიების  გაერთიანებას  ესწრაფოდა,  ფული,  პირიქით,  პირველი  და  მეორე  არმიების  წარმატებას  მათ  ცალ-ცალკე  მოქმედებაში  ხედავდა.  მეფე,  ცხადია,  ფულის  მხარეს  იჭერდა  (ისიც  ხომ  თანაავტორი  იყო  პრუსიელი  გენერლის „ოპერაციული  გეგმისა“!)  და  დრისასთან  ბრძოლის  გამართვას  აპირებდა.  ისე  მოხდა,  რომ  ის  დღეები,  კერძოდ,  8  ივლისი,  პოლტავის  ბრძოლის  თარიღს  დაემთხვა.  მართალია,  ეს თარიღი  (ასმესამე  წლისთავი)  საიუბილეო  სულაც  არ  იყო,  მაგრამ  ალექსანდრემ  ჯარს  მაინც  საგანგებოდ  მიმართა  და  მოწინააღმდეგესთან  ახლო შეტაკების  წინ  ძველად  მოპოვებული  გამარჯვება  გაახსენა.  მაგრამ  არ შედგა  ბრძოლა  დრისასთან.  არმიის  მეთაურებმა  ლამის  ერთსულოვნად დაიწუნეს  ასეთი  გულმოდგინებითა  და  ასე  დიდი  ხარჯებით  აგებული დრისის  ბანაკი  და  უვარგისად  ჩათვალეს  იგი  გენერალური  ბრძოლის  გამართვისათვის.  ალექსანდრეს  პირველმა  საინჟინრო  სამსახურის  პოლკოვნიკმა  მიშომ  ამცნო  ბანაკის  საფორტიფიკაციო  ნაგებობების  არასრულყოფილების  შესახებ.  შემდეგ  ფულის  ადიუტანტმა  კარლ  კლაუზევიცმა  დაიწუნა  ბანაკის  სიმაგრეებიცა  და  მისი  მოწყობის  იდეაც.  ბოლოს კი  უმაღლესმა  მეთაურებმაც  გააკრიტიკეს  ფული  და  მეფეს  თავისი  ფავორიტისადმი  დამოკიდებულება  შეუცვალეს.  ამ  საქმეში  გადამწყვეტი სიტყვა  ბარკლაიმ  თქვა,  რომელმაც  ხელაღებით  დაიწუნა  ბანაკი  და  მისი დაუყოვნებელი  დატოვება  მოითხოვა.  ბარკლაის  გენერალი  მარკიზ  პაულუჩი  მიეხმარა.  მან  მეფეს  პირდაპირ  განუცხადა,  რომ  ამ  ბანაკის  მოწყობა  ან  გიჟს  შეეძლო,  ან  მოღალატესო.  თითქმის  ერთი  კვირის  ყოყმანის შემდეგ  მეფე  შეელია  თავისი  და  თავისი  უმთავრესი  მრჩეველის  „პირმშოს“  და  დრისის  ბანაკის  დატოვება ბრძანა.  რუსები  180  გრადუსით შეტრიალდნენ  და  პოლოცკისაკენ  აიღეს  გეზი. 
ალექსანდრე  ხელს  უშლიდა  ბარკლაის.  უშლიდა,  ცხადია,  უნებურად,  თავისი  რჩევებით,  რომლებიც  ბრძანებებს  უფრო  ჰგავდა  და,  უბრალოდ,  თავისი  არმიაში  ყოფნით.  სამხედრო  მინისტრს  დღეში  რამდენჯერმე  უხდებოდა  მეფის  დარწმუნება  ამა  თუ  იმ  ნაბიჯის  სისწორეში, ამა  თუ  იმ  მანევრის  შესრულების  აუცილებლობაში.  ფულის  მრავალწლიან  გაკვეთილებს  ეტყობა  ფუჭად  ჩაევლო  –  ალექსანდრე  რომანოვი ვერ  დაეუფლა  სტრატეგიის  საიდუმლოებას.  ეტყობა  ამას  მარტო  მონდომება  და  სწავლული  პედაგოგი  არ  ჰყოფნიდა...  მეფე  აშკარად  ზედმეტი  ხდებოდა  არმიაში.  ამას  უკვე  ბევრი  ატყობდა.  ატყობდა,  მაგრამ  ვინ გაბედავდა  გვირგვინოსნისთვის  ამის  თქმას?  „შხამის  „პირველი  წვეთი“ მეფეს  მისმა  დამ,  პრინცესა  ეკატერინამ  ჩააწვეთა.  ჭკვიანი  და  მტკიცე ხასიათის  მქონე  კატენკა  მეფის  საყვარელი  და  იყო,  მაგრამ  იგი  მარტო გულის  მესაიდუმლე  როდი  იყო  მეფისა.  მას  გარკეული  გავლენაც  ჰქონდა  ჯიუტ  ალექსანდრეზე  და  ამიტომ  მის  აზრს  დიდი  ფასი  ედო.  „მე თქვენ  ისევე  ნიჭიერ  სარდლად  გთვლით,  როგორც  თქვენს  გენერლებს, –  თავს  უქონავდა  პრინცესა  გვირგვინოსან  ძმას,  –  მაგრამ  თქვენ  ხომ მარტო  მხედართმთავარი  არა  ხართ.  თქვენ,  უპირველეს  ყოვლისა,  ქვეყნის  მმართველი  ხართ.  თუ  თქვენს  გენერლებს  რაიმე  შეეშლებათ,  ისინი ამისთვის  სასჯელს  მიიღებენ.  მაგრამ  თქვენ  რომ  დაუშვათ  შეცდომა, ყველაფერი  მარტო  თქვენ  დაგბრალდებათ!  –  თქვენ,  ვინც  იმპერიის  ერთადერთი  განმგებელი  და  მისი  დასაყრდენი  ხართ.  ამიტომ  არ  შეიძლება დავუშვათ  თქვენდამი  ნდობის  დაკარგვა.“ 
მეფის  დას  მხარი  არაკჩეევმა,  ბალაშოვმა  და  შიშკოვმა  აუბეს. განსაკუთრებით  ამ  უკანასკნელმა,  რომელმაც  მთავარი  როლი  იკისრა მეფის  „მოთვინიერებაში“,  შიშკოვმა,  რომელიც  მაშინ  სახელმწიფო მდივანი  იყო,  პირადად  მიართვა  ალექსანდრეს  თავისი  და  ზემოხსენებული  გენერლების  მოხსენებითი  ბარათი.  დიდმოხელენი  ერთობ  ფრთხილად  ამცნობდნენ  თვითმპყრობელს  მისი  არმიიდან  წასვლის  აუცილებლობას.  ცხადია,  ჭეშმარიტ  მიზეზს  –  ალექსანდრეს  უსუსურობას  სამხედრო  საქმეში  –  ისინი  ვერ  ასახელებდნენ,  მაგრამ  მეფის  მოსკოვსა 
და  პეტერბურგში  ხალხის  დასარაზმავად  გამგზავრების  აუცილებლობას  კი,  გაგიხარიათ,  ერთობ  დიდის  მონდომებით  ასაბუთებდნენ. 
ასეთ  მრავალმხრივ  „შეტევას“  ალექსანდრემ  ვეღარ  გაუძლო და  მცირე  ყოყმანის  შემდეგ  არმიიდან  წასვლის  გადაწყვეტილება  მიიღო.  ალბათ,  ძიხვდა  ალექსანდრე  პავლეს  ძე,  რომ  განგებას  არა  და  არ ემეტებოდა  მისთვის  მხედრული  დიდება  და  ამიტომ  იყო,  რომ  დათმო. მეფე  18  ივლისის  ღამეს  გაემგზავრა  პოლოცკიდან.  იგი  სმოლენსკისა  და  მოსკოვის  გავლით  გაეშურა  პეტერბურგისკენ.  წასვლის  წინ ალექსანდრემ  ბარკლაის  უთხრა:  „აბა,  თქვენ  იცით,  მიხეილ  ბოგდანის ძევ,  გაბარებთ  ჩემს  არმიას  და  ნუ  დაივიწყებთ,  რომ  სხვა  მე  არა  მყავს“. საოცარია,  რომ  მიუხედავად  ნდობის  ასეთი  გამოცხადებისა,  მეფემ  ბარკლაი  რუსეთის  მთელი  შეიარაღებული  ძალების  მთავარსარდლად  არ  გამოაცხადა!  ალბათ,  იმას  თუ  ფიქრობდა  გვირგვინოსანი,  რომ  რუსეთის პირველი  არმიის  სარდალს  სამხედრო  მინისტრის  თანამდებობაც  ეყოფოდა  სხვა  შენაერთების  მეთაურების  დაქვემდებარებისათვის... 
ასეთ  ორჭოფულ  მდგომარეობაში  მყოფ  ბარკლაის  დიდი  სიძნელეები  შეხვდა  თავისი  სარდლობის  პერიოდში,  მაგრამ  ერთი  მთავარი დაბრკოლება,  რომელიც  მას  ხელს  უშლიდა  თავისი  გეგმის  სრულად აღსრულებაში  –  მეფის  არმიაში  ყოფნა  და  მისი  არაკომპეტენტური  ჩარევა  ჯარების  მართვაში  –  თავიდან  იყო  აცილებული  და  ისიც  ენერგიულად  შეუდგა  ნაკისრ  მოვალეობას. 
ბარკლაი  ვიტებსკისკენ  აპირებდა  წასვლას.  იგი  იქ  ელოდა  ბაგრატიონთან  შეერთებას.  გარდა  ამისა,  ბელორუსიის  გენერალ-გუბერნატორი  პრინცი  ალექსანდრე  ვიურტემბერგელი  არწმუნებდა  მთავარსარდალს:  ვიტებსკთან  იმდენად  კარგი  პოზიცია  შევარჩიე,  რომ  თამამად  შეიძლება  აქ  შეჩერება  და  გაერთიანებული  პირველი  და  მეორე  არმიების ძალებით  მტრისთვის  გენერალური  ბრძოლის  გამართვაო.  ბარკლაი  ამ აზრს  დაეთანხმა  და  გაორმაგებული  ენერგიით  გაეშურა  ვიტებსკისაკენ. თუ  ვილნადან  სვენციანამდე  და  სვენციანიდან  დრისამდე  რუსთა არმია  არც  თუ  ისე  ჩქარი  მარშით  მიდიოდა,  ახლა,  როცა  დრო  გავიდა, როცა  დრისის  ბანაკში  უაზროდ  დაიკარგა  დრო  და  ფრანგებს  მასთან მიახლოების  შესაძლებლობა  მიეცათ,  ბარკლაიმ  „ფეხს  აუჩქარა“.  ცხადია,  არ  შეიძლება  ითქვას,  რომ  იმ  პერიოდში  ფრანგები  არ  აწუხებდნენ უკანდახეულ  რუსის  ჯარს.  სადაც  შესაძლებელი  იყო,  ისინი  ყველგან თავს  ესხმოდნენ  მათ.  რუსებს  ამ  მიმართულებაზე  მიურატი  მიჰყვებოდა. მის  განკარგულებაში  ოთხი  კავალერიული  კორპუსი  იყო  ნანსუტის, მონბრიონის,  გრუშისა  და  ლატურ-მობურის  მეთაურობით,  „ეს  ევროპული  კავალერიის  ნაღები  იყო“  (ჟან  ტიულარი).  მასში  ფრანგ  ცხენოსნებს  გარდა  პოლონელი,  საქსონელი,  პრუსიელი  და  იტალიელი  ულანები,  ჰუსარები,  დრაგუნები  და  კირასირები  შედიოდნენ.  ეს  რჩეული  ცხენოსნები  გამუდმებით  მისდევდნენ  რუსებს.  რუსები  უკან  იხევდნენ  და თავის  გზაზე  ყველაფერს  სპობდნენ.  ფრანგთა  ცხენებს  საკვები  არ ჰქონდათ.  არ  ჰქონდათ  მხედრებსაც.  პირუტყვებიცა  და  ადამიანებიც  შემოუსვლელი  ჭვავით  იკვებებოდნენ  –  შედეგად  ცხენები  ეცემოდნენ, ადამიანები  ავადდებოდნენ.
შექმნილი ვითარებით  შეფიქრიანებული  ნაპოლეონი  მიურატს უბრძანებს  ხშირად  დაასვენოს  ჯარი.  მიურატი  უკმაყოფილოა,  მას  ბრძო- ლა  სწყურია.  მოსაწყენი  დევნა  მოწინააღმდეგისა,  რომელიც  არ  ჩერდება და  ბრძოლას  არ  გიმართავს,  მისთვის  საშინელებაა.  ასეც  არ  იყოს  –  შეჩერებაში  არაფერი  ყრია.  საკვები  მაინც  არ  არის.  ამიტომ  მიურატი  წინ მიდის,  ახლა  შეუჩერებლივ  მიდის,  ბოლოს  ეწევა  რუსების  არიერგარდს და  სადაც  საშუალება  ეძლევა,  ყველგან  თავს  ესხმის.  მართალია,  ეს  დიდი ბრძოლები  არაა,  უფრო  კავალერიული  შეტაკებებია,  უპირატესად  კაზაკებთან,  მაგრამ  მაინც  ბრძოლებია  და  მიურატი  გახარებულია.  შეტაკებები  ცვალებადი  წარმატებებით  მთავრდება  –  ხან  ფრანგები  გააქცევენ  კაზაკებს,  ხან  ეს  უკანასკნელები  აბრუნებინებენ  პირს  ფრანგებს.  ნეაპოლის მეფე  თავისი  ავანგარდის  პირველ  რიგებში  იბრძვის,  კაზაკები  უკვე  ცნობენ  თავზეხელაღებულ  მოწინააღმდეგეს  და  პატივისცემით  იმსჭვალებიან მის  მიმართ:  „მურატ,  მურატ!“  გაჰყვირიან  მისი  დანახვისას,  „მურატის“ცნობა  კი  ძნელი  არ  არის  –  ზიზილ-პიპილათი  მორთული  მარშალი  მუდამ წინ  მიუძღვება  თავის  ცხენოსნებს! 
ვიტებსკის  მისასვლელთან,  დასახლებულ  პუნქტ  ოსტროვნასთან,  უკვე  სერიოზული  შეჯახება  გაიმართა,  რუსთაგან  იქ  გეჩერალ  ოსტერმანის  ქვეითთა  კორპუსი  მოქმედებდა,  რომელიც  გაძლიერებული იყო  დრაგუნთა  ბრიგაღით,  ფრანგების  მხრივ  კი  –  ნანსუტის  ცხენოსანთა  კორპუსი  ქვეითთა  ერთი  პოლკის  დამატებით.  როგორც  გხედავთ, ერთ  მხარეს  ქვეითი  ჯარი  სჭარბობდა,  მეორე  მხარეს  –  ცხენოსანი. ბრძოლა  ერთობ  შეუპოვარი  გამოდგა.  არც  ერთი  მხარე  ტოლს არ  უდებდა  მეორეს.  რამდენიმე  საათის  შერკინების  შემდეგ  მიურატმა მაშველ  ძალებს  მოუყარა  თავი  და  პირდაპირ  შეტევაზე  გადავიდა.  დამხმარე  ძალა  ოსტერმანსაც  მოუვიდა  –  ძირითადად  კაზაკების  სახით. ორივე  მხარის  ცხენოსნებს  შორის  სასტიკი  ჩეხვა  გაიმართა.  მიურატი ისევ  წინა  რიგებში  იბრძოდა,  ვინც  ყველაზე  მამაცია,  მომყვესო,  გაჰყვიროდა.  ერთ  მომენტში  მარშალს  ხმალი  გადაუტყდა  და  ხელთ  მხოლოდ მათრახი  შემორჩა.  დასცხეთ  მაგ  მამაძაღლებსო!  დასჭყივლა  მან  და დაუშვა  და  დაუშვა  მათრახი  კაზაკებს  ზურგზე!  (რა  თავზეხელაღებული მეომარიც  იყო  ახალგაზრდობაში  მიურატი,  ისეთად  დარჩა  ნეაპოლის ტახტზე  ასვლის  შემდეგაც...  ბოლოს  და  ბოლოს  ფრანგებმა  იმძლავრეს  და  ოსტერმანმა  უკან  დაიხია.  მიურატს  იმ  დღეს  700  ტყვე და  8  ზარბაზანი  დარჩა  დავლად. 
როგორც  კი  ოსტროვნასთან  ბრძოლის  ამბავი  შეიტყო,  ნაპოლეონმა  „იყნოსა“,  რომ  საქმე  გენერალური  ბრძოლისკენ  მიდიოდა  და  წამსვე  ვიტებსკისკენ  გაუტია.  ფრანგმა  მხედართმთავარმა  თავისი  კორპუსები  რამდენიმე  გზით  გაგზავნა  ამ  ქალაქისკენ  და  შეეცადა  მათი  ერთი ნაწილი,  ფარულად,  რუსთა  არმიის  ზურგში  გაეყვანა. 
სანამ  ვიტებსკის  ამბები  ახლოვდებოდა,  ნაპოლეონის  არმიის ჩრდილოეთი  დაჯგუფების  უკიდურესი  მარცხენა  ფრთა,  უდინოსა  და მაკდონალდის  მეთაურობით,  რიგისა  და  პეტერბურგის  მიმართულებით მოძრაობდა.  ეს  წმინდა  წყლის  დემონსტრაცია  იყო,  ნაპოლეონი  არ  აპირებდა  პეტერბურგის  დალაშქვრას,  მაგრამ  აპირებდა  რუსთა  საკმაოდ მძლავრი  –  ვიტგენშტეინის  –  დაჯგუფების  შეკავებას.  ვიტგენშტეინს მალე  ფინეთიდან  გადმოსროლილი  გენერალ  შტენგელის  კორპუსიც  შეუერთდა,  რამაც  ძალთა  შეფარდება  ფრონტის  ამ  უბანზე  რუსთა  სასარგებლოდ  შეცვალა.  ბრძოლები  იქ  გარდამავალი  წარმატებით  მიმდინარეობდა  და  ძირითადად  მდინარე  დვინის  გაყოლებაზე  წარმოებდა.  შეიძლება  ითქვას,  რომ  ამ  უბანზე  დაპირისპირებულ  მხარეთა  სარდლობამ თავთავიანთი  ამოცანები  შეასრულა:  ფრანგებმა  ვიტგენშტეინს  არ  მისცეს  საშუალება  ხელეყო  მათი  ძირითადი  საკომუნიკაციო  ხაზი,  ხოლო რუსებმა  უდინოსა  და  მაკდონალდს  არ  დაუტოვეს  შესაძლებლობა  ძირითად  ძალებს  მიხმარებოდნენ. 
პოლოცკიდან  ვიტებსკისკენ  გამალებით  მიმავალ  ბარკლაის „გზაში“  აზრი  დაებადა,  რომ  უმჯობესი  იქნებოდა.  თუ  იგი  ვიტებსკში კი  არ  დაელოდებოდა  ბაგრატიონს,  არამედ  სამხრეთ-აღმოსავლეთის  მიმართულებას  აიღებდა  ღა  ორშაზე  წავიდოდა.  ბაგრატიონი  თუ  მოასწრებდა  მოგილიოგზე  გავლას,  მაშინ  იგი  სულ  2-3  ღღის  სავალზე  იქნებოდა ორშიდან  და  რუსთა  არმიების  ნანატრი  გაერთიანებაც.  ბოლოს  და  ბოლოს,  შედგებოდა.  მაგრამ  ოსტროვნასთან  ბრძოლამ  ბარკლაის  დაანახა, რომ  ფლანგური  მარში  ორშისაკენ  ძალზე  სარისკო  იქნებოდა:  ნაპოლეონის  ძირითადი  ძალები  სამხრეთიდან  უვლიდნენ  ვიტებსკს  გარს  და  ორშისკენ  მიმავალ  პირველ  არმიას  აუცილებლად  გადაუჭრიდნენ  გზას.  ამიტომ  ბარკლაიმ  ისევ  ვიტებსკთან  გამაგრება  გადაწყვიტა,  რათა  იქ  გაემართა  ბრძოლა  ფრანგებთან.  ეს  ბრძოლა  არ  იქნებოდა  გენერალური,  ამას 
მარტო  პირველი  არმია  არ  ეყოფოდა,  მაგრამ  თუ  ძლიერ  პოზიციაზე  რუსები  ერთი-ორი  დღით  მაინც  შეაჩერებდნენ  მტერს,  ამასობაში  ბაგრატიონიც  მიაღწევდა  ვიტებსკამდე  და  მაშინ  სხვა  სურათი  შეიქნებოდა. 
მართლაც,  რუსთა  პირველი  არმია  23  ივლისს  შევიდა  ვიტებსკში,  იქ  დაბანაკდა  და  დაუწყო  ლოდინი,  ერთის  მხრივ.  ბაგრატიონს და,  მეორეს  მხრიგ,  ფრანგთა  ავანგარდს.  ბაგრატიონზე  ადრე  ვიტებსკს, ცხადია,  ფრანგები  მოადგებოდნენ.  ამიტომ,  რათა  როგორმე  ის  I-2  დღე მოეგო,  რომელიც  ბაგრატიონთან  შესახვედრაღ  სჭირდებოდა,  ბარკლაიმ  მოწინააღმდეგის  შესახვედრად  გენერალ  კონოვნიცინის  შენაერთი გაგზავნა.  ეს  შენაერთი  ოსტროვნასთან  დამარცხებულ  გენერალ  ოსტერმანის  ნაწილებს  შეხვდა,  შეიერთა  და  ფრანგებს  შეებრძოლა.  ფრანგთაგან  ბრძოლას  მიურატი  და  ეჟენ  ბოჰარნე  მეთაურობდნენ.  შეტაკება 26  ივლისს  გაიმართა  და  როგორც  ყველა  ბრძოლა  ამ  ომში,  ისიც  ძალზედ  შეუპოვარი  და  სისხლისმღვრელი  გამოდგა.  კონოვნიცინმა  თითქმის  მთელი  დღით  შეაჩერა  ფრანგები  და  მხოლოდ  საღამოსღა  დაიწყო უკანდახევა.  მიურატმა  თავის  დაღლილ  მეომრებს  დასვენების  ნება დართო  და  მტერს  აღარ  გაეკიდა.  ცოტა  ხნის  შემდეგ  ბრძოლის  ადგილას  ნაპოლეონი  მივიდა,  რომელმაც  დაუყოვნებლივ  გააუქმა  მიურატის ბრძანება  და  ჯარს  კონოვნიცინის  დევნა  დაავალა.  რუსები  მამაცურად იგერიებდნენ  მოწინააღმდეგეს  და  თან  უკან  იხევდნენ.  ბარკლაიმ  თავგანწირვით  მებრძოლ  შენაერთს  ახალი  მალა  მიაშველა,  რითაც  იგი  დაღუპვას  გადაარჩინა.  ღამით  ამ  შენაერთის  ნარჩენები  რუსთა  მთავარ  ძალებს  შეუერთდნენ  და  ისინიც  ვიტებსკის  მისადგომებთან დადგნენ. 
ნაპოლეონი  სიხარულით  მეშვიდე  ცაზე  იყო.  როგორც  იქნა შეჩერდნენ  რუსები,  როგორც  იქნა  გადაწყვიტეს  გენერალურ  ბრძოლაში ჩაბმა!  იმპერატორი  იმდენად  იყო  დიდ  ბრძოლას  დანატრებული,  რომ  მარშლებს  უბრძანა  რუსთა  ცალკეული  ნაწილებისთვის  ხელი  არ  ეხლოთ, დაე,  შეერთებოდნენ  ისინი  მთავარ  ძალებს,  რადგან  ამით  ბევრად  მეტი მოწინააღმდეგის  განადგურების  შესაძლებლობა  შეიქმნებოდა.  მთელი  27 ივლისი  ნაპოლეონმა  მოწინააღმდეგის  პოზიციის  რეკოგნოსცირებაში  გაატარა.  მიურატის  თხოვნაზე.  დღესვე  შევუტიოთ  მტერსო,  იმპერატორმა უარით  უპასუხა.  ყველა  ჩვენი  შენაერთი  ჯერ  არ  შემოგვერთებია  და სჯობს  ბრძოლა  ხვალ  დილით  შედგესო.  ბრძოლა  კი  არ  შედგა!  ღამით ბარკლაის  ბაგრატიონის  მაცნე  მოუვიდა,  რომელმაც  ცუდი  ამბავი  ამცნო მთავარსარდალს:  მოგილიოვთან  გასვლა  ვერ  მოხერხდა,  ფრანგებმა  მეორე  არმია  ორშისაკენ  არ  გაუშვეს  და  თავადი  პეტრე  იძულებული  გახდა ნოვი-ბიხოვთან  გადასულიყო  დნეპრზე.  ახლა  შეერთება  პირველ  არმიასთან  მხოლოდ  სმოლენსკში  თუ  მოხერხდებოდა,  ისიც  იმ  შემთხვევაში, თუ  რუსები  ძალიან  იმარჯვებდნენ:  ბაგრატიონს  ხელთ ჩაუვარდა  მონაცემები  იმის  შესახებ,  რომ  ნაპოლეონმა  მოგილიოვიდან  პირდაპირ  სმოლენსკისკენ  გაგზავნა  დავუს  დაჯგუფების  ერთი  მოზრდილი  შენაერთი  და მას  ამ  უმნიშვნელოვანესი  ციხე-ქალაქის  დაკავება  დაავალა. 
ასეთმა  ცნობამ  ბარკლაი  ძალზე  შეაშფოთა,  ახლა  არავითარი  ლაპარაკი  გენერალურ  ბრძოლაზე  აღარ  შეიძლებოდა  –  ჯერ  ერთი,  იმიტომ, რომ  რუსთა  მეორე  არმია  ვერ  მოვიდოდა  ვიტებსკთან  და,  მეორეც  –  იმიტომ,  რომ  ფრანგებს  უკვე  სმოლენსკის  დაკავებაც  შეეძლოთ,  რაც  რუსთა ორივე  არმიას  „საიმედოდ“  მოწყვეტდა  ერთმანეთს.  დაყოვნება  აღარ შეიძლებოდა  და  ბარკლაიმ  ბრძანა,  იმავე  ღამით  დაეწყოთ  უკანდახევა. დილის  ხუთ  საათზე  ნაპოლეონი  უკვე  ცხენზე  იჯდა  და  რუსთა პოზიციებს  გასცქეროდა.  სულ  მალე  ნირწამხდარი  მიურატი  გამოჩნდა და  იმპერატორს  გამაოგნებელი  ამბავი  ამცნო  –  რუსები  ღამით  აყრილან  და  ერთიანად  გაკრეფილან  ვიტებსკის  მიდამოებიდანო.  ნაპოლეონზე  ისე  ცუდად  იმოქმედა  ამ  ცნობამ,  რომ  კარგა  ხანს  ხმა  ვერ  ამოიღო. მერე,  როცა  ცოტათი  „გონს  მოვიდა“,  იკითხა:  საით  წავიდა  რუსის  ჯარიო.  პასუხი  ვერავინ გასცა  –  რუსები  ცას  ჩაეყლაპა  თუ  მიწას,  არავინ უწყოდა.  ეს  უკვე  მეტისმეტი  იყო.  ნაპოლეონი  ვიტებსკისკენ  მიმავალ გზას  დაადგა  და  მალე  ქალაქში  მოხვდა.  იქ  გამოირკვა,  რომ  რუსის ჯარმა  ისე  დატოვა  პოზიციები,  ვიტებსკში  არც  გაიარა.  ქალაქის მცხოვრებთა  უმრავლესობა  წასული  იყო,  ხოლო  ვინც  დარჩა, ფრანგებს ვერავითარ  ცნობას  რუსის  ჯარის  ადგილსამყოფელის  ან  თუნდაც  უკანდახევის  მიმართულების  შესახებ  ვერ  (არ!)  აძლევდა.  ნაპოლეონმა  წამსვე  ოთხივ  კუთხით  აფრინა  ცხენოსანთა  ნაწილები,  მაგრამ  ამას  დიდი სარგებლობა  არ  მოუტანია  –  ცხენები  ისე  იყვნენ  დაღლილნი  და  დამშე- ულნი,  რომ  ვერც  სწრაფად  მოძრაობდნენ  და  ვერც  შორს  მიდიოდნენ, რუსები  უკვალოდ  გაქრნენ. 
ყველა  ამ  ამბით  გაგულისებული  ნაპოლეონი  მისთვის  განკუთვნილ  ბინაში  შევიდა,  დაშნა  მოიხსნა.  მაგიდაზე  გაშლილი  რუკებისკენ მოისროლა  და  წამოიძახა:  „მორჩა,  მე  აქ  ვჩერდები.  1812  წლის  კამპანია  დამთავრებულია.  ახლა  ცოტას  მივიხედ-მოვიხედავ,  არმიას  თავს მოვუყრი.  დავასვენებ,  მერე  კი  პოლონეთის  აღორძინებას  შევუდგები. დანარჩენს  1813  წლის  კამპანია  გადაწყვეტს!“ 
იმპერატორის  თანამებრძოლებმა  შვებით  ამოისუნთქეს.  როგორც  იქნა  შეჩერდა  მათი  მბრძანებელი,  როგორც  იქნა,  ბოლო  მოეღო მოუხელთებელი  მოწინააღმდეგის  ქანცისგამწყვეტ  დევნას!  თავდაპირველად  ნაპოლეონის  თანამებრძოლებიდან  ბევრი  იყო  ამაში  დარწმუნებული.  ყოველ  შემთხვევაში,  შტაბის  წევრთა  დიდი  ნაწილი  თვლიდა,  რომ იმპერატორმა  სწორი  გადაწყვეტილება  მიიღო.  მათ  კარგად  ესმოდათ  ის სიძნელეები,  რომლებიც  ომის  ამ  ეტაპზე  „დაკონსერვებას“  მოჰყვებოდა, რომ  რუსების  გამოდევნებაზე  უარის  თქმა  ომის  შეწყვეტის  ტოლფასი სრულიადაც  არ  იქნებოდა,  მაგრამ  ისინი  ამას  რას  დაგიდევდნენ,  მთავარი  იყო  დამთავრებულიყო  ეს  გაუთავებელი  და  ილაჯისგამწყვეტი  წინსვლა  უდაბნოდ  ქცეულ  ვეებერთელა  ქვეყანაში! 
სკეპტიკოსები  სხვა  აზრისა  იყვნენ.  დაიცადეთ  ცოტა  ხანი.  ეუბნებოდნენ  ისინი  კოლეგებს,  დაიცადეთ  და  ნახავთ,  როგორ  შეინახავს თავის  სიტყვას  იმპერატორი.  ეგ  ის  ადამიანი  არ  არის,  რომელიც  პირვანდელ  განზრახვაზე  ხელს  აიღებს  და  გარემოებათა  გამო  ბედს  დამორჩილდება!  არმიის  უმაღლეს  ეშელონებში  სულგანაბული  ელოდნენ  იმპერატორის  შემდგომ  ნაბიჯს. 
თავიდან  ცოტა  რამ  თუ:  მიუთითებდა  იმაზე,  რომ  ნაპოლეონი  სიტყვას  გადავიდოდა.  მან  საღი  გონებით  განსაჯა,  თუ  რას  მიაღწია  ომის ერთი  თვის  განმავლობაში:  ათას  კილომეტრზე  მეტით  შეიჭრა  მოწინააღმდეგის  ქვეყნის  სიღრმეში,  ხელთ  იგდო  უზარმაზარი  ტერიტორია  და შორს  უკუაგდო მისი  ორი  არმია.  რასაც  ვერ  მიაღწია  იმაზე  გაცილებით ნაკლები  ენთუზიაზმით,  მაგრამ  მაინც  ლაპარაკობდა  იმპერატორი:  მოწინააღმდეგის  არმია  განადგურებას  გადაურჩა,  მან  შეინარჩუნა  მომავალი საომარი  მოქმედებებისთვის  ცოცხალი  ძალა  და  მიეცა  საშუალება  აემოქმედებინა  რეზერვები.  გამოვიდა  სწორედ  იმის  საწინააღმდეგო,  რასაც იგი  თავისი  სტრატეგიის  ქვაკუთხედად  თვლიდა:  ჯერ  მოწინააღმდეგის არმიის  განადგურება,  შემდეგ  მისი  ტერიტორიის  დასაკუთრება. 
ვიტებსკში  ხანგრძლივი  პაუზის  განმავლობაში  ნაპოლეონი  მჩქეფარე  საქმიანობაში  ჩაება.  მან  დნეპრისა  და  დვინის  გაყოლებაზე  თავდაცვითი  ზღუდის  მოწყობა  გადაწყვიტა.  ეს  ზღუდე  რიგიდან  ბობრუისკამდე  უნდა  გადაჭიმულიყო.  მარშალი  ბერტიე.  გენერლები:  ლობო, ბალი  დე  მონტიონი,  ჟუანვილი  და  შტაბის  სხვა  წევრები  დღე  და  ღამეს ასწორებდნენ  იმპერატორის  ახალი  იდეის  ხორცშესასხმელად.  უკვე  რუკებზე  გადაჰქონდათ  მომავალი  თავდაცვითი  ზღუდეების  ასაგები  ადგილები,  უკვე  მიჰქროდნენ  მაცნეები  რიგის.  იაკობშტაღტის,  დრისის,  პოლოცკის.  მინსკის,  ბობრუისკის  მიმართულებით  და,  იმპერატორის  ბრძანების  თანახმად.  ახალ  ამოცანებს  უსახავდნენ  იქ  განლაგებულ  შენაერთთა  მეთაურებს. 
ნაპოლეონი  კი  აგრძელებდა  თავის  მჩქეფარე  საქმიანობას!  ყველაფერთან  ერთად  მან  ვიტებსკის  ცენტრის  კეთილმოწყობაც  გადაწყვიტა.  როგორც  ეტყობოდა,  იგი  დიდხანს  აპირებდა  ამ  ქალაქში  დარჩენას. მან  თავისი  ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსს  დაავალა  მთავარ მოედანზე  დაენგრია  უსახური  შენობები  და  მათ  ნაცვლად  ახალი  აეგო. ქალაქის  შემოგარენში  იმპერატორმა  ოცდათექვსმეტი  პურსაცხობი  მოაწყობინა,  საჭურვლისა  და  იარაღის  შემკეთებელი  სახელოსნოები  გაამართვინა,  სურსათის  ახალი  საწყობები  ააგებინა.  იცოდა  რა,  რომ  მატერიალურ  მომარაგებასთან  ერთად,  სამხედრო  კაცს  სულიერი  საზრდოც სჭირდებოდა,  მან  პარიზის  მსახიობთა  მოზრდილი  ჯგუფი  გამოიწერა მომავალი  ზამთრის  მოსაწყენი  საღამოების  გასახალისებლად.  ჩვენ  ისეთი  სულელები  როდი  ვართ,  კარლ  XII-ის  შეცდომა  რომ  გავიმეოროთო, მალ-მალ  ეუბნებოდა  თანამებრძოლებს.  სკეპტიკოსები  ფრანგთა  ბანაკში თითქმის  მიყუჩდნენ  –  მართლა  ისე  ჩანდა,  რომ  იმპერატორი  წინსვლას აღარ  აპირებდა  და  „აქეთ“  ელოდებოდა  რუსთა  შემოტევას.  მაგრამ  სანამ  რუსებს  შეტევის  თავი  ექნებოდათ,  დიდი  დრო  გავიდოდა,  ამ  დროს კი  ფრანგები  კარგად  გამოიყენებდნენ.  ეს  ახარებდათ  დიდი  არმიის  გენერლებს.  და  თუმცა  თითოეულმა  მათგანმა  კარგად  იცოდა,  რომ  თავიანთი  მბრძანებლის  ხელში  მოსვენება  არ  ეწერათ,  მაგრამ  ეს  მაინც  სხვა დატვირთვა  იქნებოდა,  ადრინღელზე  ბევრად  ნაკლები  და,  რაც  მთავარია,  ბევრად  იმედისმომცემი. 
„ვიტებსკის  პაუზის“  განმავლობაში  დიდი  არმიის  ბეგრი  ჩამორჩენილი  ნაწილი  ძირითად  ძალებს  შეუერთდა.  ჯარისკაცებმა  მეტ-ნაკლებად  დაისვენეს,  შიმშილი  მოიკლეს,  ჭრილობები  მოიშუშეს,  მატერიალური  ნაწილი  შეაკეთეს,  აღჭურვილობა  განიახლეს.  არმიის  მდგომარეობის  გაუმჯობესებასთან  ერთად  შეიცვალა  ნაპოლეონის  გუნება-განწყობაც.  ერთი  ხანია  ახლობლები  შეშფოთებით  შესცქეროდნენ  იმპერატორს.  როგორც  კი  იგი  რომელიმე  ჯარის  ნაწილს  მიუახლოვდებოდა, წამსვე  გამაყრუებელი  „გაუმარჯოს  იმპერატორს!“  გაისმოდა.  ეს  ახალი  ამბავი  არ  იყო.  ამას  ყველა  შეეჩვია.  სად  და  რა  დღეშიც  არ  უნდა ყოფილიყვნენ  მისი  ჯარისკაცები,  ისინი  მუდამ  ასე  ესალმებოდნენ  თავიანთ  სათაყვანებელ  „პატარა  კაპრალს“.  ახალი  სხვა  იყო –  ახალი  იმპერატორის  ქცევა  იყო:  როგორც  კი  ჯარის  მწყობრ  მწკრივებსა  თუ  კოლონებს  შეხედავდა.  როგორც  კი  კოლონიდან  კოლონაზე  გრგვინვასავით  გადასულ  „ვაშა  იმპერატორს!“  გაიგონებდა,  მისი  უდიდებულესობა ისევ  ის  კაცი  ხღებოდა,  ვინც  ნემანის  გადასალახავად  მიუძღოდა  ამ  ჯარისკაცებს.  იმპერატორს  უმალ  სახე  უქგავდებოღა.  თვალები  აენთებოდა,  ხმაში  ფოლადის  სიმტკიცე  გამოერეოდა  და  მისი  ფიქრები  რიგა-ვიტებსკ-ბობრუისკის  ხასს  უკან  იტოვებდნენ... 
იმპერატორს  საქმე  უამრავი  ჰქონდა,  რა  გამოულევდა?  თავის უშველებელ  იმპერიას  ახლა  გიტებსკიდან  მართავდა.  ყოველდღე  ასზე მეტს  მარტო  წერილს  წერდა,  განკარგულებებს  იძლეოდა,  ესპანეთიდან დაწყებული  პოლონეთით  დამთავრებული  ყველა  წვრილმანს  იხილავდა, ყველა  საქმეში  იხედებოდა...  მაინც  უსაქმოდ  თვლიღა  თავს!  მტერი განადგურებული  არ  ჰყავდა,  მისგან  ორი-სამი  დღის  გადასასვლელზე ეგულებოდა  და  რა  გული  მოუთმენდა?  ლაშქრობაზე,  ბრძოლაზე,  გამარჯვებაზე  ფიქრობდა,  ეს  იყო  მისი  ოცნება  და  მისი  მიზანი,  ვიტებსკის  არქიტექტურული  იერსახის  შეცვლა  რა  მისი  საქმე  იყო... 
ისევ  „ძველ  ჰანგებს“  დაუბრუნდა  ბუონაპარტე,  ისევ  წინსვლაზე  ალაპარაკდა.  თანამებრძოლებს  ელდა  ეცათ.  ბერტიე,  დიუროკი,  ლობო,  კოლენკური,  თვით  მიურატიც  კი,  სთხოვდნენ,  ემუდარებოდნენ, ებუტებოდნენ  კიდეც,  არაფერი  გამოდიოდა.  იმპერატორი  ახლა  ახალ არგუმენტს  იშველიებდა:  „ბაგრატიონი  სმოლენსკთან  შეუერთდა  ბარკლაის.  რუსები  ახლა  ბევრნი  არიან.  სმოლენსკი  ვილნა  ან  ვიტებსკი როდია,  სმოლენს კი  მოსკოვის  კარიბჭეა.  არ  შეიძლება  რუსებმა  სმოლენსკთან  ბრძოლა  არ  გაგგიმართონ,  ამიტომ  გავწიოთ  სმოლენსკისაკენ!“  აი  მისი  არგუმენტი!  და  გასწიეს  ფრანგებმა  სმოლენსკისაკენ.  ვიტებსკი  იმპერატორმა  12  აგვისტოს  დატოვა.  28  ივლისიდან  12  აგვისტომდე  მისი  უდიდებულესობა  ვიტებსკში  იჯდა.  ჭოჭმანსა  და  ყოყმანში კიდევ  16  დღე  დაიკარგა... 
თანამებრძოლები  ცივად  შეხვდნენ  იმპერატორის  ახალ  იდეას. ბერტიე  ლამის  თვალცრემლიანი  ევედრებოდა  მას,  უარი  ეთქვა  შორეულ  და  სახიფათო  ლაშქრობაზე.  გრაფი  ლობო  და  კოლენკური  უფრო მტკიცედ  იდგნენ  თავიანთ  პოზიციაზე  და  მწვავედ  აკრიტიკებდნენ  ხელმწიფის  გადაწყვეტილებას.  დიუროკი,  მისი  ახალგაზრდობის  მეგობარი დიუროკი,  მთლიანად  თავისი  კოლეგების  მხარეზე  იყო.  მას  სხვაზე მეტი  უფლება  ჰქონდა  პირდაპირ  ელაპარაკნა  იმპერატორთან,  ყოველგვარი  მიკიბ-მოკიბვის  გარეშე.  იგი  ასეც  მოიქცა.  მაგრამ.  არც  მას  გამოუვიდა  რამე.  პირიქით,  მრისხანე  საყვედური  „გამოსტყუა“  იმპერატორს.  „მე  ზომაზე  მეტად  დაგასაჩუქრეთ  და  გაგამდიდრეთ თქვენ,  ეუბნებოდა  თანამებრძოლებს  ნაპოლეონი,  ამიტომ  ახლა  მარტო  სიამტკბილობაზე,  ნადირობაზე  და  პარიზის  ქუჩებში  ძვირფასად  მორთული  ეკიპაჟებით  სეირნობაზე  ოცნებობთ:  ომი  თქვენ  უკვე  მოგბეზრდათ!“  სახტად  დარჩენილი  გენერლები  ენაჩავარდნილნი  იდგნენ.  იმპერატორი  საშინელ  სიტყვებს  ეუბნებოდა  მათ.  ამ  სიტყვებში  ბევრი  სიმართლე  იყო, იქნებ  მთელი  სიმართლეც,  მაგრამ  უნდოდათ  ამ  სიმართლის  მოსმენა თავმოყვარე  მეომრებს?  ის,  რასაც  იმ  დღემდე  მათ  მიაღწიეს,  ნაპოლეონის  დამსახურება  იყო.  ეს  სიმდიდრე,  ეს  პატივი,  გრაფებისა  და  ჰერცოგების  ეს  ტიტულები,  გენერლებისა  და  მარშლების  ოქრომკედით  დამშვენებული  ეს  მუნდირები  –  ყველაფერი  ამ  ადამიანისგან  მოდიოდა. 
სწორს  ამბობდა  იმპერატორი.  მაგრამ  რის  ფასად  და  რის  ხარჯზე  მიიღეს  მათ  ეს  ყველაფერი?  განა  ისინი  არ  იყვნენ  წლებისა  და  წლების მანძილზე  ომიდან  ომში,  ბრძოლიდან  ბრძოლაში  ხმის  ამოუღებლად რომ  მიჰყვებოდნენ  მას,  განა  ერთხელ  და  ორჯერ  გაუწირაგთ  თავი  მისი გულისთვის?  რამდენჯერ  შეუხედავთ  სიკვდილისთვის  თვალებში, რამდენი  ჭრილობა  მიუღიათ  ამ  წლების  განმავლობაში?  ჰოდა,  რა  გასაკვირია,  რომ  დაღლილიყენენ,  რომ  მობეზრებოდათ  ბანაკიდან  ბანაკში  ხეტიალი,  თავიანთ  მამულებში  რომ  მონდომებოდათ  დაბრუნება,  ბოლოს და  ბოლოს,  თავიანთ  ოჯახებში  რომ  მოსურვებოდათ  მშვიდი  ცხოვრება? განა  ტყუოდნენ  ისინი?  თურმე  ტყუოდნენ...  „თქვენ  სამხედრო  ბანაკში დაიბადეთ  და  სამხედრო  ბანაკში  მოკვდებით!“  მკვახედ  ესროლა  მათ იმპერატორმა  და  ზურგი  შეაქცია.  ნაპოლეონმა  ახლა  სხვა  გენერლები დაიბარა,  არა  შტაბის  თანამშრომლები,  არამედ  საველე  მეთაურები. მათ  ხშირად  როდი  ეძლეოდათ  იმპერატორთან  საუბრის  საშუალება  და ამიტომ  რიდიცა  და  მოწიწებაც  მეტი  ჰქონდათ.  ესეც  არ  იყოს,  ეს  გამუდმებით  ბრძოლებში  მყოფი  მეთაურები  პოლიტიკაზე  ფიქრით  დიდად თავს  არ  იწუხებდნენ  და,  კაცმა  რომ  თქვას,  არც  ჰქონდათ  ამის  დრო. როგორც  სეგიური  აღნიშნავს:  ეს  მხედართმთავრები  ჯარისკაცებად  იყვნენ  დაბადებულნი  და  ისე  იყვნენ  იმპერატორის  ხიბლით  მონუსხულნი, რომ  უსიტყვოდ  ასრულებდნენ  ყოველ  მის  ბრძანებას.  ახლაც,  როდესაც ნაპოლეონი  მათ  სმოლენსკზე  და,  თუ  საჭიროება  მოითხოვდა,  მოსკოვზე  გალაშქრებისთვის  აგულიანებდა,  ეს  უშიშარი  ფათერაკის  მაძიებელნი  სიამოვნებით  უკრავდნენ  კვერს  თავიანთ  კერპს. 
ფრანგთა  არმია  11  აგვისტოს  დაიძრა  სმოლენსკისაკენ.  მარში ლამის  ფორსირებული  იყო  –  იმპერატორი  ვიტებსკში  დაკარგული დღეების  ანაზღაურებას  ახლა  ცდილობდა. 
რუსების  პირველი  და  მეორე  არმია  3  აგვისტოს  გაერთიანდა. ბაგრატიონმა  შეუძლებელი  შეძლო  –  ურთულეს  ვითარებაში  მან  თავი დააღწია  რიცხვმრავალი  მოწინააღმდეგის  კლანჭებს  და  მეორე  არმია მთავარ  ძალებს  შეუერთა.  „არმია  ყველაფერს  თავის  მთავარსარდალს, თავად  ბაგრატიონს  უნდა  უმადლოდეს.  ეს  მან  ჩაგვინერგა  უძლეველობის  სული“  –  წერდა  შემდეგ  გენერალი  პასკევიჩი,  კავკასიის  მომავალი მთავარმმართებელი  და  ფელდმარშალი. 
ბარკლაი  და  ბაგრატიონი  ცივად  შეხვდნენ  ერთმანეთს.  ძნელად თუ  მოიძებნებოდა  ერთმანეთისგან  განსხვავებული  ორი  ისეთი  მხედართუფროსი,  როგორიც  რუსთა  პირველი  და  მეორე  არმიის  მთავარსარდლები  იყვნენ.  ბარკლაი  ცივი  გონების,  ფრთხილი  და  შორსმჭვრეტელი სტრატეგოსი  იყო,  ბაგრატიონი  –  ფიცხი,  მუდამ  ბრძოლას  მოწყურებული  უბადლო  ტაქტიკოსი.  ორივენი  ინფანტერიის  გენერლები  იყვნენ. თუ  ბარკლაი  ოთხი  წლით  იყო  ბაგრატიონზე  უფროსი,  ეს  უკანასკნელი საბრძოლო  გამოცდილებით  სჭარბობდა  კოლეგას  –  განგებამ  ისე  ინება, რომ  პირველი  არმიის  მთავარსარდლისგან  განსხვავებით  თავადი  პეტრე უფრო  ხშირად  იყო  ბრძოლის  ქარცეცხლში  და  მეტი  ვაჟკაცობაც  ჩაედინა.  გარდა  ამისა,  მიხეილ  ბოგდანის  ძესთან  შედარებით  მას  ერთი  უპირატესობა  ჰქონდა,  რომელსაც  ვერასოდეს  ვერაფერი  შეცვლიდა:  ბაგრატიონი  კარგა  ხანს  სუვოროვის  ფრთებქვეშ  იბრძოდა  და  მის  უსაყვარლეს  მოწაფედ  ითვლებოდა.  ეს  კი  რუსების  თვალში  ძალიან  ბევრს  ნიშნავდა.  ამიტომ  იყო,  რომ  ავტორიტეტიც  და  ჯარისკაცთა  სიყვარულიც განუზომლად  მეტი  ჰქონდა.  ორი  მთავარსარდლის  შეხვედრის  პირველივე  წუთებში  გამოისახა  ის  უთანხმოება,  რომელიც  სულ  მალე  აშკარა  დაპირისპირებაში  გადაიზარდა:  ბარკლაი  უკანდახევისკენ  მოუწოდებდა  ბაგრატიონს,  ეს  უკანასკნელი  კი  აღშფოთებით  უარყოფდა  ასეთ წინადადებას  და  ბრძოლას  მოითხოვდა. 
მთელი  არმია  ბაგრატიონის  მხარეზე  იყო:  რუსის  ჯარში  ყველას  მობეზრდა  გაუთავებელი  უკანდახევა  და  ყველას  რცხვენოდა  აურაცხელი  ქალაქისა  თუ  სოფლის  თითქმის  უბრძოლველად  დატოვებისა. ახლა,  როცა  ორივე  არმია  გაერთიანებული  იყო,  ჯარი  მტერთან  გადამწყვეტ  შეტაკებას  მოითხოვდა,  ბარკლაის  კი  ბრძოლა  ისევ  ნაადრევად მიაჩნდა.  იგი  კიდევ  უფრო  შორს  აპირებდა  ფრანგების  შეტყუებას,  მაგრამ  არმიების  გაერთიანების  შემდეგ  ამის  თქმა  და,  მით  უმეტეს,  ამის გაკეთება,  ძალზე  ძნელი  აღმოჩნდა.  ამიტომ  მთავარსარდალი  იძულებული  გახდა  დაჰყაბულებოდა  ბაგრატიონსა  და  მის  თანამოაზრეებს  და შეჩერებულიყო  სმოლენსკში,  რათა  მის  კედლებთან  გაემართა  მათთვის ასე  ნანატრი  ბრძოლა.  სტრატეგიული  თვალსაზრისით  ეს  ჯერ  კიდევ გაუმართლებელი  იყო,  მაგრამ  რა  უნდა  ექნა  ბარკლაის?  სწორ  სტრატეგიას  ემოციებმა  სძლიეს  და  მანაც  ჩათრევას  ჩაყოლა  ამჯობინა. 
სმოლენსკთან  ნაპოლეონმა  180  ათასი  ჯარისკაცი  მიიყვანა.  ეს ძალაღა  იყო  ახლა  იმპერატორის  ხელთ  –  სხვები  ან  ავადმყოფობამ  გამოაკლო  მწყობრს,  ან  ბრძოლებში  დაიღუპნენ,  ან,  უბრალოდ,  გაიპარნენ  და დაიქსაქსნენ.  ცხადია,  დეხერტირთა  აბსოლუტურ  უმრავლესობას  ფრანგულ  ჯარში  ფრანგები  კი  არა,  უცხოტომელები  შეადგენდნენ:  პრუსიელები.  იტალიელები,  პორტუგალიელები,  გერმანული  სახელმწიფოების მკვიდრნი  ანუ  ისინი.  ვისაც  ამ  ომში  არავითარი  ინტერესი,  გარდა  ძარცვა-გლეჯისა,  არ  ამოძრავებდა.  რაც  შეეხება  პოლონელებს.  მათ  სადეზერტიროდ  „არ  ჰქონდათ  საქმე“  და  ბოლომდე  მიჰყვებოდნენ  იმპერატორს.  მაგრამ  მარტო  ამ  მიზეზით  არ  შეთხელებულა  დიდი  არმიის  რიგები.  იმის  გამო,  რომ  ოსმალეთმა  და  რუსეთმა  საომარი  მოქმედებები  შეწყვიტეს  და  ბუქარესტის  ზავი  დადეს.  რუსთა  დუნაისპირა  არმია  გამოთავისუფლდა  და  ტორმასოვის  მესამე  არმიის  გასაძლიერებლად  დაიძრა.  ეს იმის  მაუწყებელი  იყო,  რომ  ფრანგების  საკომუნიკაციო  ხაზს  სამხრეთიდან  დიდი  საფრთხე  დაემუქრა.  მაგრამ  ეს  ნაპოლეონისთვის  ცუდი  ამბების მხოლოდ  ერთი  ნაწილი  იყო.  მეორე  –  ჩრდილოეთიდან  მომძლავრებული საფრთხე  გახლდათ.  ვინაიდან  შვედეთმა  აშკარად  ანტიფრანგული  პოზიცია დაიკავა  და,  აქედან  გამომდინარე,  იოლად  იპოვა  საერთო  ენა  თავის გუშინდელ  მეტოქე  რუსეთთან,  ამ  უკანასკნელმა  უმტკივნეულოდ  შეძლო გამოეყვანა  ფინეთიდან  გენერალ  შტეინგელის  საექსპედიციო  კორპუსი და  ვიტგენშტეინის  გასაძლიერებლად  გაეგზავნა.  რუსთა  ორივე  ფრთაზე 100  ათასი  ჯარისკაცი  იყრიდა  თავს!  ეს  იმდენად  დიდი  ძალა  იყო  და  ისეთი  საფრთხის  შექმნა  შეეძლო  ფრანგთა  საკომუნიკაციო  ხაზებისათვის, რომ  ნაპოლეონი  იძულებული  გახდა  მათი  მუქარის  გასანეიტრალებლად თავისი  ხუთი  კორპუსი  გამოეყო! 
ნაპოლეონმა  დნეპრი  გადალახა,  გავიდა  მის  მარცხენა  ნაპირზე და  თავისი  არმიის  ძირითადი  ნაწილებით  სმოლენსკისაკენ  გაემართა. ამავე  დროს  იმპერატორმა  ჯარის  ერთი  ნაწილი  ჩრდილო-აღმოსავლეთით  გაგზავნა  სმოლენსკის  ამ  მხრიდან  შემოსავლელად. 
ბარკლაი  და  ბაგრატიონი  სმოლენსკის  მიდამოებში  იდგნენ. მთავარსარდალი  („მინისტრი“,  როგორც  მას  ირონიულად  მოიხსენიებდა ბაგრატიონი)  აქტიური  მოქმედების  დაწყებას  არ  აპირებდა,  მაგრამ  ვინ აცალა  მას!  სამხედრო  საბჭოზე  ყველა  მეთაურმა  შეტევითი  ოპერაციის დაწყება  მოითხოვა.  ბარკლაის  არათუ  შეტევის  დაწყება,  სმოლენსკიდანაც  უკანდახევა  უნდოდა,  მაგრამ  განზრახვას  ვერ  ამჟღავნებდა.  ბოლოს,  გენერლების  მძლავრი  დაწოლის  პასუხად,  მან  გადაწყვიტა  შედარებით  მცირემასშტაბიანი  შეტევითი  ოპერაცია  წამოეწყო  რუდნიას  მიმართულებით.  რუსები  13  აგვისტოს  დაიძრნენ,  მაგრამ  ბარკლაი  ისე  ნელა  ირჯებოდა,  ისეთნაირად  ცვლიდა  არმიის  მოძრაობის  მარშრუტებს, რომ  14  აგვისტოსაც  ლამის  საწყის  პოზიციებზე  რჩებოდა.  არა  და  არ უნდოდა  ბარკლაის  სარისკო  შეტევის  წამოწყება!  ბაგრატიონი  კი  ცოფებს  ყრიდა,  ის  უკგე  ხვდებოდა  ბარკლაის  ეშმაკობას  და  აღშფოთებას ვერ  მალავდა  –  სხვათაშორის,  ისევე,  როგორც  სხვა  მეთაურები. 
ამასობაში  ბარკლაიმ  ცნობა  მიიღო,  რომ  ფრანგებმა  სმოლენსკის  გარსშემოვლის  მანევრი  წამოიწყეს.  ამის  გაგონება  იყო  და  ბარკლაი  წამსვე  კვლავ  სმოლენსკისკენ  შემობრუნდა.  იქით  წავიდა  ბაგრატიონიც,  რომელიც  ადრე  იმედოვნებდა  შეტევაში  მონაწილეობის  მიღებას  და  ახლა  იმედგაცრუებული  იყო. 
ფრანგების  ავანგარდის  ცდა  –  სწრაფად  მიეღწიათ  სმოლენსკამდე  –  ვერ  განხორციელდა.  ქალაქიდან  სამხრეთ-დასავლეთით  50 კილომეტრზე  მდებარე  დასახლებულ  პუნქტ  კრასნისთან  გენერალ  ნევეროვსკის  გაძლიერებულმა  დივიზიამ  გმირული  წინააღმდეგობა  გაუწია მიურატის  ცხენოსნებს  და,  მიუხედავად  იმისა,  რომ  პირადი  შემადგენლობის  ლამის  ხუთი  მეექვსედი  დაკარგა,  მტერი  მაინც  კარგა  ხნით  შეაფერხა.  ამასობაში  რუსთა  არმიები  კვლავ  სმოლენსკში  დაბრუნდნენ. ყველა  ფიქრობდა,  რომ  ქალაქის  მძლავრი  სიმაგრის  იმედზე  ბარკლაი იქ  გამართავდა  გენერალურ  ბრძოლას.  ყველა  ასე  ფიქრობდა,  მაგრამ ასე  არ  ფიქრობდა  ბარკლაი.  მან  ბაგრატიონი  სმოლენსკიდან  აღმოსავლეთით  გაგზავნა  ქალაქ  ელნიასაკენ,  ბარე  70  კილომეტრზე,  ფრანგების გარსშემომვლელი  შენაერთებისგან  მოსკოვში  მიმავალი  გზის  დასაცავად...  თაგადი  პეტრე  დაემორჩილა  მინისტრის  განკარგულებას  და  „კბილების  ღრჭიალით“  ელნიასკენ  წავიდა.  სმოლენსკთან  რუსთა  მარტო პირველი  არმია  დარჩა!  შეებრძოლებოდა  იგი  ნაპოლეონის  მთელ  არმიას?  ვერ  შეებრძოლებოდა.  ამიტომ  მას  უკან  უნდა  დაეხია.  ბარკლაისაც ეს  უნდოდა!  უკანდახევას  დაცვა  სჭირდებოდა,  ამიტომ  მან  სმოლენსკში გენერალ  დოხტუროვის  20-ათასიანი  არიერგარდი  დატოვა  ძლიერი  არტილერიით.  ქალაქისათვის  ბრძოლა  2  დღეს  გაგრძელდა.  ფრანგებს. რომელთაც  თავიდან  ეგონათ  (და  უნდოდათ!)  რუსთა  მთავარ  ძალებთან შებრძოლება,  კვლავ  იმედი  გაუცრუვდათ!  ბარკლაიმ  თავისი  არმია  ქალაქს  მოაცილა  და  აღმოსავლეთისკენ  გაემართა... 
სმოლენსკთან  ბრძოლა  სისხლისმღვრელი  იყო,  მიუხედავად იმისა,  რომ  ნაპოლეონს  ძალთა  დიდი  უპირატესობა  ჰქონდა,  მძლავრი ციხე-სიმაგრის  პირდაპირი  იერიშით  აღება  ძნელი  და  ძვირი  „სიამოვნება“  გამოდგა.  ორივე  მხარემ  ვაჟკაცურად  იბრძოლა.  ერთ  მომენტში  ნეის  კორპუსის  ჯარისკაცები  პირდაპირ  იერიშზე  წავიდნენ  რუსთა  საარტილერიო  პოზიციებზე  (შეტევაზე  გადასულ  ფრანგებს  ციხე-სიმაგრიდანაც  უშენდნენ  ყუმბარებს).  მიუხედავად  მომაკვდინებელი  ცეცხლისა, ნეის  ჯარისკაცებმა  დიდი  მსხვერპლის  ფასად  გადათელეს  რუსთა  ნაწილები  და  ქალაქის  კედლებს  მიაწყვიტეს  ისინი.  ეს  შეტევა  ისეთი  სწრაფი  და  ისეთი  თავგანწირული  იყო,  რომ  ქალაქის  გარშემო  ამფითეატრივით  გადაშლილ  შემაღლებაზე  მდგარმა  ფრანგთა  მთელმა  არმიამ  მქუხარე  ტაშით  დააჯილდოვა  თავისი  თანამებრძოლები!  (ასეთ  რამეს,  ალბათ,  მარტო  ფრანგები  თუ  გააკეთებდნენ!). 
სმოლენსკი  ცეცხლში  იყო  გახვეული.  შენობების  ნაწილი,  ჩვეულებისამებრ,  თვითონ  რუსებმა  დაწვეს  (მათ  დენთის  უზარმაზარი  საწყობიც  ააფეთქეს),  ნაწილს  კი  ფრანგთა  ყუმბარებისგან  გაუჩნდა  ცეცხლი. ასე  იყო  თუ  ისე,  შემაღლებაზე  მდგარი,  ძველი  ციხე-სიმაგრით  გარშემორტყმული  ქალაქი  ცეცხლში  ამოიწვა.  საოცარი  სურათი  იყო,  განსაკუთრებით,  როცა  შებინდდა.  „ეს  ხომ  ვეზუვის  ამოფრქვევაა!  –  წამოიძახა  ნაპოლეონმა,  –  ერთი  შეხედეთ,  კოლენკურ,  რა  მშვენიერებაა!  –  ეს საშინელებაა,  სირ,  –  იყო  გრაფის  პასუხი.  –  საშინელება?  –  გულწრფელად  გაიკვირვა  იმპერატორმა,  –  თქვენ  ძველი  რომაელების  გამონათქვამი  დაგვიწყებიათ,  კოლენკურ:  მტრის  მძორს  სასიამოვნო  სუნი  სდის!“
ქალაქში  პირველად  პოლონელთა  ნაწილები  შეიჭრნენ.  მათ  განსაკუთრებით  ახარებდათ  სმოლენსკის  აღება.  ამ  ქალაქს  ხომ  მათი  არაერთი  ალყა  განუცდია  XVI-XVII  საუკუნეებში,  როცა  პოლონელებს  დამოუკიდებელი  და  ძლიერი  სახელმწიფოც  ჰქონდათ  და  წარმატებითაც ეომებოდნენ  რუსეთს.  ქალაქის  ქუჩებში  ბრძოლა  არ  გამართულა  –  რუსების  შეთხელებულმა  ნაწილებმა  ღამით  დატოვეს  ქალაქი  და  სწრაფი მარშით  მთავარი  ძალებისაკენ  გასწიეს. 
აი,  ამას  კი  ნამდვილად  არ  ელოდა  ნაპოლეონი!  მას  ვერაფრით ვერ  წარმოედგინა,  რომ  რუსები,  ფაქტობრივად,  უბრძოლველად  ჩააბარებდნენ  სმოლენსკს  და  ისევ  უკან  დაიხევდნენ.  სმოლენსკი  მოსკოვის გასაღები  იყო.  რას  ნიშნავდა  ბარკლაის  უკანდახევა?  ნუთუ  ის  მოსკოვამდე  ასე  მოიქცევა?  –  ღელავდა  კორსიკელი. 
მორჩა,  კვლავ  განუცხადა  ემოციებს  აყოლილმა  იმპერატორმა მარშლებს,  წინ  მეტს  მართლა  აღარ  წავალთ,  წლევანდელი  კამპანია დამთავრებულიაო.  მაგრამ  მისი  სიტყვების  უკვე  არავის  სჯეროდა. პირველ  რიგში,  ალბათ,  თვითონ.  მართლაც,  ორი  დღეც  არ  იყო  გასული,  რომ  ნაპოლეონმა  სმოლენსკიდან  წინსვლა  ბრძანა.  მაგრამ  საით წასულიყვნენ  ფრანგები?  საითკენ  მიდიოდა  ბარკლაი,  პეტერბურგისკენ თუ  მოსკოვისკენ?  მალე  გამოირკვა,  რომ  იგი  მოსკოვისკენ  მიდიოდა  და ნაპოლეონმა,  ცხადია,  ეს  მიმართულება  აირჩია. 
სმოლენსკიდან  უკანდახევა  მარტო  ნაპოლეონისთვის  კი  არ  იყო მოულოდნელი,  ასეთი  საქციელი  მთელი  რუსული  არმიისთვის  იყო  მოულოდნელი  და  მიუღებელი.  ის  უნდობლობა,  ის  უკმაყოფილება,  რაც მთავარსარდლის  მიმართ  არმიაში  სუფევდა,  ახლა  საყოველთაო  გახდა და  პირდაპირ  ზიზღში  გადაიზარდა.  ბარკლაის  ვეღარავინ  იტანდა. უპირველესად  ყოვლისა,  მას  მისივე  შტაბის  უფროსი  ერმოლოვი მტრობდა,  რომელიც  „შველას“  ბაგრატიონს  სთხოვდა. 
რუსი  პატრიოტები  უკანდახევისა  და  ქვეყნის  მიწა-წყლის მტრისთვის  ჩაბარების  მიზეზს  ღალატში  ეძებდნენ.  მოღალატეებს  ისინი  ტრადიციულად  უცხოტომელთა  შორის  „პოულობდნენ“  და  ახლა, როცა  მათ  ჯარს  სათავეში  მართლა  უცხო  გვარის  კაცი  ედგა,  ეჭვიც  არ შეჰქონდათ  თავიანთი  „მონაპოვრის“  სისწორეში. 
ბარკლაის  ყველა  აგინებდა,  აგინებდა  ვისაც  არ  ეზარებოდა. სმოლენსკის  დაცემის  შემდეგ  ატამანი  პლატოვი  გაჰყვიროდა:  მე  რუსულ  მუნდირს  აღარ  ჩავიცვამ,  ეს  ახლა  სამარცხვინო  გახდაო!  ბარკლაის  შტაბის  უფროსი  გენერალი  ერმოლოვი  მეფეს  სწერდა:  მოწყალება მოიღეთ  და  გერმანელობა  მომანიჭეთო...  მეფის  ძმა  დიდი  მთავარი  კონსტანტინე  სმოლენსკიდან  ლტოლვილებს  ლამის  ბარკლაის  გასაგონად უყვიროდა:  რა  გიყოთ  ძმებო?  მეც  თქვენზე  ნაკლებად  არ  მისკდება  გული  ამის  შემყურეს,  მაგრამ  რა  ვიღონო?  რუსული  სისხლი  არ  უჩქეფს მას,  ვინც  ახლა  ჩვენი  სარდალიაო.  ბაგრატიონი  არაკჩეევს  სწერდა  – მინისტრთან  ერთად  არ  შემიძლია.  ღვთის  გულისათვის,  იქ  გამგზავნეთ, სადაც  გენებოთ,  თუნდაც  პოლკის  უფროსად,  მოლდავეთში  ან  კავკასიაში.  აქ  კი  არ  შემიძლია.  მთელი  მთავარბანაკი  გერმანელებით  აივსო, ისე  რომ  რუს  კაცს  აქ  აღარ  დაედგომებაო... 
რა  რკინის  ნერვები  უნდა  ჰქონოდა  ადამიანს,  რომ  ასეთი  ამბების  შემდეგ  გული  არ  გასტეხოდა  და  ხელები  არ  ჩამოეშვა!  ბარკლაი ჭეშმარიტად  მძლავრი  ნებისყოფის  და  საქმის  ერთგული  კაცი  ყოფილა, ავისმოსურნეთა  მისწრაფებებს  რომ  არ  აჰყვა  და  არმია  არ  დაღუპა. მიუხედავად  ღალატში  ყოვლად  უსაფუძვლოდ  და  უსამართლოდ  დადანაშაულებისა,  იგი  მშვიდად  აგრძელებდა  თავის  საქმეს.  ამ  ამბების  შემსწრე  და  მონაწილე  ი. ჟირკევიჩი  მერე  იგონებდა:  „რომ  იცოდეთ,  რა ზიზღი  და  სიძულვილი  ჰქონდა  ყოველ  ჩვენგანს  მის  მიმართ,  ამ  გაუთავებელი  უკანდახევის,  სმოლენსკის  გადაწვის,  ჩვენი  ახლობლების  გაუბედურებისა  და  კიდევ  იმისთვის,  რომ  ის  რუსი  არ  იყო!  ეს  ზიზღი  ჩვენი თვალებიდან  გამოსჭვიოდა,  ის  კი  კვლავ  აუღელვებლად  იძლეოდა  ბრძანებებს  და  ჩვენს  აღშფოთებას  არავითარ  ყურადღებას  არ  აქცევდა“, 
რა  საოცარი  უმადურობა  იყო!  გერმანელებიც,  შვედებიც,  შოტლანდიელებიც,  სხვა  უცხოელებიც,  რომელნიც  რუსის  ჯარში  მსახურობდნენ,  პატიოსნად,  თავისი  შესაძლებლობებისდაგვარად  ერთგულად ასრულებდნენ  მათზე  დაკისრებულ  მოვალეობას  და  ღალატში  დადანაშაულების  საფუძველს  არავის  აძლევდნენ. 
უცხოელები  რუსეთში  პეტრე  პირველმა  შემოიყვანა.  XVI-XVIII საუკუნეებში  განცდილი  მძიმე  დამარცხებების  შემდეგ  რუსის  ჯარს ძირფესვიანი  გარდაქმნა  ესაჭიროებოდა.  პეტრე  მიხვდა.  რომ  საკუთარი ძალებით  ეს  არ  მოხერხდებოდა.  ნარვასთან  მან  თავის  ზურგზე  იწვნია ევროპული  არმიის  ძალა  (ამასთან  ერთად  მან  რუსული  არმიის  მოუქნელობა  და  თანამედროვე  ტაქტიკის  ფლობაში  სრული  უგიცობაც  დაინახა). მან  ევროპის  მოწინავე  ქვეყნებიდან  (უპირველესად  ყოვლისა  გერმანიიდან)  სასწრაფოდ  მოიწვია  სამხედრო  სპეციალისტები,  რომელთაც  ახალი რუსული  არმიის  შექმნას  მოჰკიდეს  ხელი.  პარალელურად,  ახალგაზრდა,  პერსპექტიულ  რუს  სამხედროებს  პეტრე  თავად  აგზავნიდა  ევროპაში  ცოდნისა  და  გამოცდილების  მისაღებად.  დიდი  მეფის  მემკვიდრეებმაც ასე  გააგრძელეს  და  გარკვეული  ხნის  შემდეგ  რუსის  ჯარი  ერთ-ერთი უძლიერესი  შეიქნა  ევროპაში.  ამ  ჯარში  უამრავი  უცხოელი  მეთაური იყო  –  ზოგი  ახლადჩამოსული,  ზოგიც  – როგორც  ბარკლაი  –  უკვე  ლამის  ასიმილირებული.  არ  იმსახურებდნენ  ისინი  იმ  სიტყვებს,  რასაც  მათთვის  რუსი  პატრიოტები  იმეტებდნენ... 
ამ  პატრიოტების  ერთ-ერთი  წარმომადგენელი,  მოსკოვის  თავი გრაფი  როსტოპჩინი  მეფესთან  ბარკლაისაც  აბეზღებდა  და...  ბაგრატიონსაც!  აი,  ამის  მაგალითი:  „არმია  და  მოსკოვი  უკიდურესობამდეა  მისული  სამხედრო  მინისტრის  უსუსურობითა  და  უმოქმედობით.  მინისტრს  ვოლცოგენი  მართავს.  მთავარბანაკში  დილის  10  საათამდე  სძინავთ.  ბაგრატიონი  გვერდზეა  გამდგარი  და  ისე  უჭირავს  თავი,  ვითომ მორჩილებაშია,  მაგრამ,  როგორც  ჩანს,  ერთ  რომელიმე  წარუმატებლობას  ელოდება,  რომ  თავისი  თავი  ორივე  არმიის  სარდლად  გამოაცხადოს.“  ეს  წერილი  1812  წლის  6  აგვისტოსაა  დაწერილი  (ძვ.  სტილით). იმავე  6  აგვისტოს  იგივე  როსტოპჩინი  ბაგრატიონსაც  სწერს  წერილს, რომელშიც  სულ  სხვაგვარად  „მღერის“.  იგი  ქება-დიდებას  ასხამს  თავად  პეტრეს,  სუვოროვის  განსახიერება  ხარო,  ეუბნება  და  დასძენს, „მოსკოვს  შენი  იმედი  აქვს  და  იქ  ამბობენ,  ბაგრატიონს  რომ  ნება  მისცენ,  ერთს  ისე  დაჰკრავს  მტერსო...“  აი,  ასე.  სხვათაშორის,  ეს  თავგადაკლული  პატრიოტი  მერე  საფრანგეთში  (I)  გადასახლდა  და  ცხოვრების  ბოლო  წლები  პარიზში  გაატარა...
როგორც  კი  ცნობილი  გახდა,  რომ  რუსები  მოსკოვის  გზას  დაადგნენ,  ნაპოლეონმა  წამსვე  უბრძანა  ნეის  გაჰყოლოდა  მათ  კუდში  და შეძლებისდაგვარად  „შეეწუხებინა“  მათი  არიერგარდი.  ნეიმ  სწრაფად გადალახა  დნეპრი  და  რუსთა  არიერგარდს  წამოეწია.  ვალუტინო  (ვალუტინა  გორა),  სადაც  ბრძოლა  გაიმართა,  ტყეში ჩაფლული  ერთი  საშუალო  სიდიდის  სოფელი  იყო.  ნეიმ  დაუყოვნებლივ  შეუტია  რუსებს  იმ იმედით,  რომ  სწრაფად  გადათელავდა  არიერგარდის  მომცრო  შენაერთს. პირველი  ხაზი  ელჰინგენის  ჰერცოგმა  მართლაც  იოლად  აიღო,  მაგრამ შემდეგ,  ბრძოლამ  არნახულად  გააფთრებული  ხასიათი  მიიღო  და  ფრანგებს  საკმაოდ  გაუჭირდათ.  სულ  მალე  ამის  მიზეზიც  ცნობილი  გახდა: გამოირკვა,  რომ  ნეის  არა  მხოლოდ  არიერგარდი  უპირისპირდებოდა, არამედ  გაცილებით  მეტი  ძალები  (რუსებს  იქ  30  ათასამდე  ჯარისკაცი ჰყავდათ).  ნაპოლეონმა  ნეის  იუდეს  ქვეითთა  დივიზია  მიაშველა  და  საქმე  დამთავრებულად  ჩათვალა  (იმპერატორს  არ  ეგონა,  თუ  რუსებს  ამდენი  ჯარისკაცი  ეყოლებოდათ  ვალუტინოსთან  და  ამიტომ მეტზე  არ დაიხარჯა“).  მერე  კი,  როცა  ბრძოლის  სიმძაფრემ  ფრანგთა  მთავარსარდალი  დაარწმუნა  საქმის  სერიოზულობაში,  იგი  თავად  გაექანა ბრძოლის  ველისკენ  და  თან  რეზერვიც  წაიყვანა.  ნეის  პარალელურად. სავალი  გზის  ორსავე  მხარეზე,  მიურატის  ცხენოსნები  მოძრაობდნენ. იმის  გამო.  რომ  მიდამო  ერთიანად  ტყით  იყო  დაფარული  და  ბევრი  ჭაობიანი  ადგილიც  ეკრა.  ნეაპოლის  მეფემ  თავისი  ცხენოსნები  რიგიანად ვერ  აამოქმედა.  შედეგად  ისე  გამოვიდა,  რომ  რუსთა  პოზიციებზე  ფრანგებს  პირდაპირი  იერიშის  მიტანა  უხდებოდათ.  თანაც  ერთობ  ვიწრო ფრონტით.  ნაპოლეონმა,  როგორც  კი  შეტაკების  აღგილს  თვალი  მოავლო,  წამოიძახა:  ბარკლაი  ჭკუაზე  შეშლილა!  ამ  კორპუსს  ხომ  მთლიანად  ვიგდებთ  ხელთ  თუ  ჟიუნომ  დროზე  დაარტყაო  (ჟიუნოს  კორპუსი ნაპოლეონს  ადრიდანვე  ჰყავდა  მოსკოვის  გზის  გადასაჭრელად  გაგზავნილი  იმ  მიდამოებში).  ჟიუნომ  ცოტათი  დააგვიანა,  მაგრამ  ეს  „ცოტა“ საკმარისი  აღმოჩნდა  იმისათვის,  რომ  რუსებს  შეუფერხებლად  გაევლოთ  გზის  ეს  მონაკვეთი.  ახლა  კი,  როცა  რუსთა  მთელი  არმია  თუ არა,  კარგა  მოზრდილი  შენაერთი  აღმოჩნდა  ბრძოლაში  ჩაბმული.  ნაპოლეონმა  იფიქრა,  რომ  ჟიუნო  ამ  შენაერთს  მაინც  შეუტევდა  ზურგიდან, რაც  მათი  ან  განადგურების,  ან  დატყვევების  საწინდარი  გახდებოდა. ყველა  ჟიუნოს  აქტივობას  ელოდა.  მათ  შორის  მიურატიც.  რომელიც, ზემოაღნიშნული  მიზეზის  გამო  ბრძოლაში  თითქმის  ვერ  იღებდა  მონაწილეობას  და  „ადგილზე  ცქმუტავდა“.
როცა  მოლოდინის  ყველა  ვადა  ამოიწურა.  ნეაპოლის  მეფე  მარტო  (!)  გაექანა  ტყე-ტყე,  ჭაობების  გვერდის  ავლით  ჟიუნოსაკენ  და  იმ დროს  წაადგა  მას,  როცა  ის  თავის  კორპუსთან  ერთად...  ისვენებდა!  მიურატმა  მკვახედ  უსაყვედურა  ძველ  თანამებრძოლს  პასიურობა.  რაზეც ჟიუნომ  უპასუხა:  რა  ვქნა.  ეს  ვიურტემბერგელი  ცხენოსნები  არაფრად ვარგიან  ღა  მათი  იმედით  შეტევის  დაწყებას  აზრი  არა  აქვსო.  მიურატმა  ხელი  ჩაიქნია,  ჟიუნოს  ცხენოსნებთან  მიიჭრა,  ერთი-ორი  „კარგად შეუძახა“  და  თვითონ  წაიყვანა  იერიშზე  (სეგიური  აღნიშნავს,  რომ  სხვა მეთაურის  ხელში  ეს  ცხენოსნებიც  სხვები  გამოჩნდნენ  და  მამაცურად შეუტიეს რუსებს).  მიურატმა  უკუაქცია  მოწინააღმდეგის  ერთი  პოლკი, საქმეს  საფუძველი  ჩაუყარა  და-ჟიუნოსთან  დაბრუნდა:  მიდი,  ახლა  შენ დაასრულე  დაწყებული  საქმე.  მარშლობა.  რომელიც  ასე  გინდოდა.  ახლა  შეგიძლია  მოიპოვო.  არ  გაუშვა  ეს  შესაძლებლობა  ხელიდანო.  მიურატი  წავიდა,  თავის  შენაერთებს  დაუბრუნდა,  ჟიუნომ  კი  მარშლობაც გაუშვა  ხელიდან  და  რუსების  ალყის  შემორტყმის  შესაძლებლობაც...
ნაპოლეონი  უკანასკნელი  სიტყვებით  ლანძღავდა  ჟიუნოს,  რას  არ  უწოდებდა  მას,  მაგ  სულელის  გამო  კამპანიას  ვკარგავო,  გაიძახოდა,  მაგრამ  მერე,  როგორც  სხვა  დროს  იცოდა  ხოლმე,  უცბად  დამშვიდდა.  რა გაეწყობოდა,  მამაცი  ჟიუნო  კარგი  მეომარი  იყო  და  მისი  უერთგულესი თანამებრძოლი,  აი,  მხედართმთავარი  კი  ვერაფერი  შვილი  გახლდათ  და ეს  იმპერატორმა  სხვებზე  უკეთ  იცოდა.  ანდოშ  ჟიუნო,  მისი  ერთგული ჟიუნო,  ბონაპარტმა  ხომ  სულ  თავიდან,  ტულონიდან  დაიმეგობრა,  მერე პარიზში,  ·ძნელბედობისას,  მამამისის  ფულებით  გაიტანა  თავი,  მერეც ერთად  იყვნენ,  ქალებშიც  ერთად  დადიოდნენ,  ყველა  ლაშქრობაშიც გვერდი-გვერდ  იყვნენ,  ადიუტანტადაც  ჰყავდა,  გენერალიც  გახადა,  დივიზიაც  მისცა  და  კორპუსიც  ჩააბარა,  მისთვის  სპეციალური  სამხედრო წოდება  –  გენერალ-პოლკოვნიკობა  –  შემოიღო,  იცოდა  რა,  რომ  მარშლობას  ვერ  გასწვდებოდა,  ჰერცოგიც  გახადა,  აბრანტესის  ჰერცოგი, აი  მხედართმთავარი  კი  ვერა  და  ვერ  გახადა,  რადგან  ეს  მის  შესაძლებლობებს  აღემატებოდა  (ამ  ლაშქრობის  შემდეგ  ჟიუნომ  ცოტა  ხანი იცოცხლა,  სულ  ერთი  წელი.  განსხვავებით  ბევრი  თავისი  მეგობრისაგან  ჟიუნოს  ბრძოლის  ველზე  სიკვდილი  არ  რგებია.  ყველაფერი  უფრო პროზაულად  და  სამხედრო  კაცისათვის  უფრო  დასანანად  მოხდა  – ჟიუნო  ჭკუიდან  გადაცდა  და  ფანჯრიდან  გადმოხტა...).  ასე  იყო  თუ  ისე, რუსთა  კორპუსი  ვალუტინოსთან  განადგურებას  გადაურჩა  და  გვარიანად  შეფერთხილი  თავისიანების  დასაწევად  გაემართა.
ნაპოლეონი  რუსებს  მისდევდა,  რუსები  კი  უკან  იხევდნენ.  ასე გაიარეს  დოროგობუჟი,  ასე  გაიარეს  ვიაზმა.  სურათი  ყველგან  ერთნაირი  იყო:  გადამწვარი  და  დაცარიელებული  ქალაქები,  გადამწვარი  და დაცარიელებული  სოფლები.  სკვითები,  სკვითები,  გაიძახოდა  ნაპოლეონი,  საკუთარსაც  არაფერს  ინდობენ!  ავიწყდებოდა  იმპერატორს,  დაუპატიჟებელი  სტუმარი  რომ  იყო  „სკვითთა  ქვეყნისა“,  რომ  ეს  „სკვითები“ ისე  და  იმგვარად  ეომებოდნენ  მას,  როგორც  შეეძლოთ  და  როგორც საჭიროდ  თვლიდნენ... 
სმოლენსკის  დატოვების  შემდეგ  ბარკლაი  მეფეს  სწერდა:  „საჭიროა  არმიის  შენარჩუნება.  არანაირად  არ  უნდა  მიეცეს  მტერს  საშუალება  გაანადგუროს  იგი.  მისი  მთავარი  მიზანიც  ხომ  ესაა  –  გენერალურ  ბრძოლაში  გამოგვიწვიოს“.  მაგრამ  გაუთაგებელ  უკანდახევასაც თავისი  საზღვარი  უნდა  ჰქონოდა.  ბარკლაი  ხვდებოდა,  რომ  მოსკოვს ბრძოლის  გარეშე  მას  არავინ  ჩააბარებინებდა,  ამიტომ  იგი  შესაფერის პოზიციას  ეძებდა  და  თან,  მაშველი  ძალის  მოსვლას  უცდიდა.  პოზიციები  მეტ-ნაკლებად  ვარგისი  იყო,  მაშველი  ძალა  მოდიოდა,  თუმცა  არა  იმ სისწრაფით  და  არა  იმ  რაოდენობით,  როგორც  ეს  მთავარსარდალს  სურდა.  ბაგრატიონი  ისევ  სალანძღავ  წერილებს  სწერდა  მოსკოვსა  და  პეტერბურგში,  არმია  თვალებით  ჭამდა  „მოღალატეს“,  მოკლედ,  ყველაფერი  ძველებურად  მიდიოდა.
და  აი,  როდესაც  გაუთავებელი  უკანდახევით  გაწვალებული რუსის  ჯარი  ცარევო-ზაიმიშში  შევიდა,  სწორედ  იმ  ქალაქში,  რომლის  მისადგომებთანაც  აპირებდა  ბარკლაი  შეჩერებას  და გენერალური  ბრძოლის  გამართვას,  არმიას  ახალი  ამბავი  დახვდა:  სრულიად  რუსეთის  მეფესა  და  თვითმპყრობელს  ალექსანდრე  რომანოვს, უზენაესი  რესკრიპტით,  შეიარაღებული  ძალების  მთავარსარდლად  ინფანტერიის  გენერალი  თავადი  მიხეილ  ილარიონის  ძე  გოლენიშჩევ-კუტუზოვი  დაუნიშნავს,  ცნობილი  მხედართმთავარი  და  დიპლომატი, ალექსანდრე  სუვოროვის  მოწაფე  და  თანამებრძოლი.
მეფის  განკარგულების  თანახმად,  კუტუზოვი  ბარკლაი  დე ტოლის  ადგილს  იკავებდა,  მაგრამ  მეტი  უფლებებით.  საქმე  ის  იყო,  რომ ბარკლაი  გაერთიანებული  არმიების  მთავარსარდლად  ოფიციალურად არავის  დაუნიშნაგს  (მეფემ  ხომ  აქაც  იეშმაკა  და  არმია  ორჭოფულ  მდგომარეობაში  დატოვა).  მაგრამ  ის  ფაქტი,  რომ  ბარკლაი  ყველაზე  დიდ  პირველ  არმიას  სარდლობდა  და,  რაც  მთავარია,  სამხედრო  მინისტრიც  იყო, მას  თითქმის  ავტომატურად  ხდიდა  რუსთა  სხვა  შენაერთების  უფროსადაც.  ასე  გრძელდებოდა  ომის  დაწყებიდან  სმოლენსკის  ბრძოლის  დასასრულამდე.  მაგრამ  მას  შემდეგ,  რაც  მტერმა  სმოლენსკი  დაიკავა,  საყოველთაო  უნდობლობამ  მის  მიმართ  ისეთ  ზღვარს  მიაღწია,  რომლის  დაძლევა  ხელმწიფემაც  ვეღარ  შეძლო  და  ბარკლაი  გადაყენებულ  იქნა. მეფეს  არ  უყვარდა  კუტუზოვი.  არ  უყვარდა  ისე,  როგორც  არ უყვართ  ხოლმე  ძლიერთა  ამა  ქვეყნისათა  მათი  შეცდომებისა  და  სისუსტის  თვითმხილველები  (აუსტერლიცის  კატასტროფას  მეფე  კუტუზოვს აბრალებდა  და  ყოველთვის  ხაზგასმით  აღნიშნავდა  ამას.  როცა  ერთხელ, ერთმა  დიდმოხელემ,  ვეღარ  მოითმინა  და  ალექსანდრეს  მორიდებით  შეჰბედა,  კუტუზოვი  რა  შუაშია,  ის  ხომ  გაფრთხილებდათ,  ბრძოლაში  ნუ ჩაებმებითო,  მეფემ  ცინიკურად  უპასუხა  –  არასაკმარისად  ენერგიულად მაფრთხილებდაო...),  რუსეთის  თვითმპყრობელი  მომენტს  არ  უშვებდა ხელიდან.  რომ  რაიმე  სალანძღავი  სიტყვა  არ  ეთქვა  კუტუზოვის  გვარის გაგონებისას:  ტირია  კომედიანტიო  –  ასე  ახასიათებდა  მეფე  დროულ  გენერალს.  სანამ  შეიძლებოდა,  ალექსანდრე  პავლეს  ძე  აჭიანურებდა  მთავარსარდლის  უმნიშვნელოვანეს  პოსტზე  მის  დანიშვნას.  მაგრამ  შემდეგ, როცა  მდგომარეობა  გამოუვალი  გახდა,  როცა  მტერი  ლამის  მოსკოვს  მიადგა,  მეფემ  ყურად  იღო  საზოგადოებისა  და,  პირველ  რიგში,  მომაკვდინებელი  საფრთხით  დაშინებული  თავად-აზნაურობის  მოთხოვნა  და  არჩევანი  გააკეთა.  გააკეთა  უხალისოდ,  ყოველგვარი  იმედის  გარეშე.  აღსრულდეს  სურვილი  თქვენი,  უთხრა  ალექსანდრემ  დიდებულებს,  დანარჩენი  უფლის, ნება  იყოს,  მე  ჩემდა  თავად  ხელი  დამიბანიაო.  და  მართლაც, მეფემ  ისე  „დაიბანა  ხელი”,  რომ  ახალ  მთავარსარღალს  აუდიენციაც  კი არ  მოუწყო  და  ფრონტისკენ  მიმავალს  გზა  არ  დაულოცა!  ამის  ნაცვლად, მისმა  უდიდებულესობამ  მხოლოდ  მოკლე  რესკრიპტი  გაუგზავნა  გენერალს  და  ამით  დაამთავრა  საქმე.
ქვეყანაში  კი  სიხარულით  შეხვდნენ  ახალ  ამბავს.  კუტუზოვი რუსებს  უყვარდათ  და  მისი  იმედი  ჰქონდათ.  ეს  მოხუცი  გენერალი,  ამდენ  ომსა  და  ბრძოლას  გამოვლილი,  რუს  პატრიოტებს  XVIII  საუკუნის მეორე  ნახევარს  აგონებდათ  –  ეკატერინეს  სანუკვარ  დროს,  რუმიანცევის,  პოტიომკინის,  სუვოროვის  საამაყო  დროს,  როცა  რუსული  იარაღი გამარჯვებას  გამარჯვებაზე  აღწევდა  და  დიდების  შუქს  ჰფენდა  ქვეყანას.  ამიტომ  იყო,  რომ,  როგორც  თვითმხილველები  ამბობდნენ.  მოსკოვისა  და  პეტერბურგის  ქუჩებში  უცნობი  ხალხიც  კი  ერთმანეთს  ეხვეოდა  და  რუსეთის  გადარჩენას  ულოცავდა.
არმიამ  ენთუზიაზმით  მიიღო  ახალი  დანიშვნის  ამბავი,  რადგან ჩათვალა,  რომ  ეს  მტერთან  გენერალური  ბრძოლის  გამართვის  საწინდარი  იყო  –  არავინ  გამოცვლიდა  მთავარსარდალს  იმისათვის,  რომ  უკანდახევა  და  მტრისთვის  ტერიტორიების  ჩაბარება  გაეგრძელებინა.  ენთუზიაზმი  საყოგელთაო  ჩანდა,  მაგრამ  იგი,  ცხადია,  არ  შეეხებოდა  ბარკლაის, ადამიანს,  რომელიც  აქამდე  ედგა  არმიას  სათავეში  და  აღრე  ჩაფიქრებულ გეგმას  ასრულებდა.  ბარკლაი  მტკივნეულად  განიცდიდა  იმ  უნდობლობას,  რომელსაც  მთელი  ომის  განმავლობაში  ასე  უსამართლოდ  უცხადებდნენ  არმიაში,  მის  ერთადერთ  ნუგეშს  მხოლოდ  მეფის  მხარდაჭერა  წარმოადგენდა.  მაგრამ  ახლა,  როდესაც  მეფემაც  ზურგი  შეაქცია  მას,  გენერლის  სულიერი  მდგომარეობა  აუტანელი  გახდა.  წონასწორობადაკარგულმა  ბარკლაიმ  არმიიდან  საერთოდ  წასვლის  თხოვნაც  გაამზადა,  მაგრამ  როგორც  ჭეშმარიტ  მეომარს  შეჰფერის,  უმთავრესი  შეტაკების  წინ წასვლა  არ  იკადრა  და  გადაწყვიტა  დალოდებოდა  გეჩერალურ  ბრძოლას. ბარკლაი  ღრმად  იყო  დარწმუჩებული  თავისი  სტრატეგიის  სისწორეში და  თვლიდა,  რომ  ნაპოლეონთან  პირისპირ  შებმა  რუსეთის  არმიას  ჯერ არ  შეეძლო,  რომ  ის  გაბედული  ნაბიჯი.  რომლისკენაც  ომის  პირველივე დღეებიღან  ასე  მხურვალედ  მოუწოდებდნენ  მას  თავგადაკლული  პატრიოტები,  კატასტროფის  მეტს  არაფერს  მოიტანდა.  ამიტომ  იხევდა  იგი უკან  და  ამიტომ  ცდილობდა  მოწინააღმდეგის  საკომუნიკაციო  ხახების დასუსტებას.  მერე  კი,  როცა  ხელსაყრელი  მომენტი  დადგებოდა.  იგი, რა  თქმა  უნდა,  აქტიურ  საბრძოლო  მოქმედებაზე  გადასვლას  აპირებდა. მეფისადმი  „ცხელ  გულზე“  გაგზავნილ  წერილში  გენერალი  წერდა:  მე, რა  თქმა  უნდა,  შემეძლო  ადრევე  გამემართა  მტერთან  ბრძოლა,  მაგრამ შედეგი  ისეთივე  იქნებოდა,  როგორც  დღესაა  –  ფრანგები  მაინც  მიადგებოდნენ  მოსკოვს,  ოღონდ  განსხვავება  ის  იქნებოდა,  რომ  ჩვენ  არმია  აღარ გვეყოლებოდაო,  თავის  საყვედურში  ბარკლაი  ცამდე  მართალი  იყო.  გონივრული  მოქმედებით  მან  არმია  გადაურჩინა  რუსეთს,  პასუხად  კი  ასეთი უმადურობა  მიიღო.  ვერ  გაეგო  რუსეთისათვის  თავდადებულ  გენერალს (ან  იქნებ  გაგებულიც  ჰქონდა,  მაგრამ  არ  იჯერებდა),  რომ  იმას.  რასაც რუსები  მიხეილ  კუტუზოვს  აპატიებდნენ  (უკანდახევას.  წარუმატებლობას  მოსკოვის  კარიბჭესთან,  ბოლოს  და  ბოლოს,  თვით  მოსკოვის  ჩაბარებასაც  კი),  არასოდეს  აპატიებდნენ  ბარკლაი  დე  ტოლის  –  გვარითა  და მოდგმით  მათთვის  უცხოს...
არმიაში  ჩასვლისთანავე  კუტუზოვს.  ცხადია,  მოახსენეს  ბარკლაის  უკმაყოფილების  შესახებ  (თუმცა,  ამას  მოხსენებაც  არ  უნდოდა, ისედაც  ადვილი  მისახვედრი  იყო).  საჭოჭმანო  ვითარებაში  კუტუზოვმა ხერხი  იხმარა.  მან  გამოაცხადა,  რომ  გაერთიანებულ  ჯარში  შეინარჩუნებდა  პირველ  და  მეორე  არმიებს  თავ-თავიანთი  შტაბებითა  და  მთავარსარდლებით.  მართალია,  არმიების  გაერთიანებისა  და  ახალი  საერთო მთავარსარდლის  დანიშვნის  შემდეგ  ასეთი  დაყოფა  პირობითი  უფრო  გამოდიოდა,  ვიდრე  რეალური,  მაგრამ  მას  მაინც  ექნებოდა  გარკვეული ფსიქოლოგიური  დატვირთვა  და  ბარკლაისა  და  ბაგრატიონის  თავმოყვარეობას  ნამდვილად  წაადგებოდა.  მომავალი  დიდი  ამბების  მოლოდინში ახალ  მთავარსარდალს  სულაც  არ  სჭირდებოდა  არმიაში  განხეთქილების  რაიმე  საბაბი  ჰქონოდა. 
ცარევო-ზაიმიშში  ჩასვლის  დღესვე  კუტუზოვი  არმიას  წარუდგა.  საზეიმო  მარშის  წინ  რუსებისთვის  დამახასიათებელი  ხანგრძლივი რელიგიური  ცერემონიალი  გაიმართა.  შემდეგ  კი,  როდესაც  ჯარების მსვლელობა  დაიწყო  და  პირველმა  პოლკებმა  ჩაიარეს,  კუტუზოემა  პათეტიურად  შესძახა:  ასეთი  ყოჩაღი  ბიჭები  გყავდეს  და  უკან  იხევდეო? მთავარსარდლის  შეძახილი  ბევრმა  გაიგონა  და  იმედით  აღივსო:  აი,  ახლა  კი  ნამდვილად  შეწყდება  საძულველი  უკანდახევაო.  მაგრამ  რაოდენ გაოცებული  და  შეცბუნებული  აღმოჩნდნენ  ისინი,  როდესაც  კუტუზოვმა ლამის  აღლუმის  დამთავგრებისთანავე  კვლავ  უკანდახევა  ბრძანა!  მეტი რა  ძალა  იყო.  ჯარი  უხალისოდ  აიყარა  და  გჟატსკზე  გავლით  მოჟაისკისკენ  გაეშურა.  უნდა  ითქვას,  რომ  ბარკლაი  სწორედ  ცარევო-ხაიმიშის  ძლიერ  პოზიციაზე  აპირებდა  მტერთან  შებმას,  მაგრამ  ვერ  მოასწრო  –  მას  მეფის  ზემოხსენებული  რესკრიპტი  მოუვიდა.
კუტუზოვის  დანიშვნის  შესახებ  ნაპოლეონმა  ტყვედ  აყვანილი  კაზაკისაგან  შეიტყო.  იმპერატორი  სიხარულს  ვერ  ფარავდა  და  ამ  სიხარულს  თანამებრძოლებს  უზიარებდა.  აი  ნახავთ,  ეუბნებოდა  იგი  შტაბის წევრებს,  მეფემ  ტყუილად  როდი  მოახდინა  მთავარსარდლის  შეცვლა. ახალი  დანიშვნა  ახალ  სტრატეგიაზე  მიუთითებს.  რუსები  ახლა  ნამდვილად  გაგვიმართავენ  გენერალურ  ბრძოლას.  კუტუზოვი  ამისათვის  ჩამოვიდა  არმიაში.  იგი  ბრძოლას,  რა  თქმა  უნდა,  წააგებს  და  მოსკოვი  ჩვენი იქნება,  ალექსანდრემ  ეს  იცის  და  უნდა  მომავალი  წარუმატებლობა  ახალ მთავარსარდალს  გადააბრალოს.  ბრძოლის  წაგებისა  და  მოსკოვის  დაკარგვის  შემდეგ  რუსეთის  მეფე  არმიისა  და  დედაქალაქის  გარეშე  დარჩება. რაღას  იზამს  იგი  ამის  შემდეგ  გარდა  ზავის  შემოთავაზებისა? 
არსებობს  ორგვარი  შეხედულება  იმის  თაობაზე,  თუ  რა მოიმოქმედა  არმიაში  ჩასვლის  შემდეგ  კუტუზოვმა.  ერთნი  ამტკიცებენ, რომ  რუს  მთავარსარდალს  არ  სურდა  გენერალურ  ბრძოლაში  ფრანგებ- თან  ჩაბმა  და  მოწინააღმდეგის  კიდევ  უფრო  ღრმად  შეტყუებას  აპირებდა,  რომ  მხოლოდ  მეფისა  და  საზოგადოებრივი  აზრის  ზემოქმედებამ აიძულა  იგი  ბოროდინოსთან  ბრძოლის  გამართვა.
მეორე  შეხედულების  მიხედვით  კი  კუტუზოვს  ისევე,  როგორ მთელ  არმიას,  ვერ  წარმოედგინა  მოსკოვის  ჩაბარება  და  გენერალური ბრძოლაც  იმ  მიზნით  გაუმართა  მტერს,  რომ  რუსეთის  ისტორიული დედაქალაქი  მისგან  დაეცვა.
რომელი  შეხედულებაა  სწორი!  თუ  კუტუზოვის  სიტყვებსა  და მის  მოქმედებას  დავუჯერებთ  –  მეორე.  მართლაც,  კუტუზოვი  თავისი შტაბის  წევრებთან  და  არმიების  მთაგარსარდლებთან  თათბირისას ხაზგასმით  აღნიშნავდა  მოსკოვის  დაცვის  აუცილებლობას  და  ამ  მიზნით მტერთან  გადამწყვეტი  ბრძოლის  გამართვის  გარდუვალობას.  ამასვე  ეუბნებოდა  იგი  პირად  საუბარში  მოსკოვის  გუბერნატორ  როსტოპჩინსა  და მოსკოვის  მოლაშქრეთა  მეთაურ  მარკოვს.  ამასვე  სწერდა  იგი  მესამე არმიის  სარდალ  ტორმასოვსა  და  ადმირალ  ჩიჩაგოვს  და,  რაც  მთავარია, იმპერატორ  ალექსანდრეს.  თუ  სიტყვებს  თავს  გაგანებებთ  და  რუსი  მთავარსარდლის  მოქმედებას  გავითვალისწინებთ  –  აქაც  იგივეს  დავინახავთ:  კუტუზოვმა  ნამდვილად  გაუმართა  ფრანგებს  ბრძოლა  მოსკოვის შორეულ  მისადგომებთან  და  გაუმართა  არმიაში  ჩასვლის  დღიდან  სულ მალე  –  რაღაც  ერთ  კვირაში.  თუ  ასეა,  მაშ  საიღან  მოღის  შეხედულება იმის  თაობასე,  რომ  კუტუზოვს  უბრძოლველად  სურდა  მტრისთვის  მოსკოვის  ჩაბარება?  იქნებ  ასეთი  შეხეღულების  მომხრეებს  რაიმე  საბუთი გააჩნდათ  ამის  სასარგებლოდ?  როგორც  ეტყობა,.  ასეთი  საბუთი  მათ  არ გააჩნდათ,  რადგან  მთელი  ვერსია  ემყარება  მხოლოდ  იმ  მოსაზრებას,  რომ კუტუხოვი  გულწრფელი  არ  იყო  ზემომოყვანილ  პირებთან,  როცა  იგი ბრძოლის  გამართვას  უჭერდა  მხარს,  რომ  მან  თავისი  სურვილის  წინააღმდეგ,  იძულებით  მიიღო  გადაწყვეტილება  შეეჩერებინა  უკანდახევა  და ბრძოლა  გაემართა  მოსკოვისკენ  გამალებით  მომავალი  მტრისათვის.
ვის  შეუძლია  ამ  კითხვაზე  პასუხის  გაცემა?  მხოლოდ  კუტუზოვს.  მაგრამ  ეს  შეუძლებელია.  ამიტომ  დასკვნა  მისი  სიტყვებისა  და მისი  საქმის  მიხედვით  უნდა  გაკეთდეს.  სიტყვები  და  საქმე  კი  ერთ  რამეზე  მეტყველებენ  –  რუსთა  მთავარსარდალს  გადაწყვეტილი  ჰქონდა არ  დაეთმო  მტრისათვის  დედაქალაქი  და  ბოლომდე  ებრძოლა  მის  დასაცავად.  აქედან  გამომდინარე,  მოსაზრება  იმის  თაობაზე,  რომ  კუტუზოვს  არ  სურდა  ბოროდინოს  ბრძოლის  გამართვა,  ვფიქრობთ,  ემყარება მხოლოდ  სუბიექტურ  აზრს  კუტუზოვზე,  მისი  პიროვნული  თვისებებისა და  მისი  ხასიათის  ანალიზს,  ამოსავალ  წერტილად  ამ  შემთხვევაში  მის მიერ  ომის  წარმოების  პასიური  მანერა  იქნა  მიჩნეული.  მისი  აუჩქარებელი,  ლამის  მდორე  ქცევა  სამამულო  ომში  –  ძირითადად  მის  მეორე ეტაპზე  –  როცა  ის  ხშირად  მართლაც  გაურბოდა  მტერთან  პირისპირ შეტაკებას  და  „საქმის  დამთავრებას“  უფრო  ყინვასა  და  შიმშილს  ანდობდა,  ვიდრე  იარაღის  ძალას,  გარკვეულ  მასალას  აძლევდა  ამ  შეხედულების  ავტორებს  (სხვა  საკითხია,  რამდენად  მართებულია  ომის  მეორე  ეტაპზე  მისი  ასეთი,  რბილად  რომ  ვთქვათ,  ფრთხილი  მოქმედების მანერა  ბოროდინოსწინა  სრულიად  ხანმოკლე  პერიოდზეც  გაგვრცელდეს.  უფრო  მართებულად  ხომ  არ  მოჩანს  მოსაზრება  იმის  თაობაზე. რომ  სწორედ  ბოროდინოს  შემდეგ  გახდა  ზედმეტად  ფრთხილი  რუსი მთავარსარდალი?).  ისე,  კუტუზოვის  ფრთხილ  ხასიათზე  ერთი  ასეთი ფაქტიც  მიუთითებს.  როცა  მეფემ  იგი  რუსეთის  ჯარების  მთავარსარდლად  დანიშნა,  გენერლის  ერთმა  ახალგაზრდა  ნათესავმა  გაოცებით ჰკითხა  მას:  ბიძაჩემო,  ნუთუ  მართლა  ფიქრობ  ნაპოლეონის  დამარცხებას?  დამარცხებას  არა,  უპასუხა  მთავარსარდალმა,  მაგრამ,  აი,  მოტყუებას  კი  ნამდვილად  ვაპირებო. 
    საბჭოთა  პერიოდში,  როცა  აღარც  კუტუზოვის  ზემომოყვანილ ჭრილში  წარმოჩენა  შეიძლებოდა  და,  საერთოდ,  აღარც  ჭეშმარიტებისათვის  თვალის  გასწორება,  საკითხი  ძალიან  უბრალოდ  გადაწყდა  – ბოროდინო,  ლოგიკის  საწინააღმდეგოდ.  რუსების  გამარჯვებად  მოინათლა.  ამ  პირობებში  კითხვა:  თუ  ბოროდინოში  რუსებმა  გაიმარჯვეს, მაშინ  რატომ  დაიხიეს  ბრძოლის  დამთავრებისთანავე  უკან,  რატომ  გადასწვეს  ისტორიული  დედაქალაქი  ღა  რატომ  შეუშვეს  იქ მტერი  ლამის  თვენახევრით,  უპასუხოდ  უნდა  დარჩენილიყო.  და  დარჩა  კიდეც  (ამგვარ  კურიოზთა  რიცხვს  მიეკუთვნება  ასეთი  ფაქტიც:  იმ  პერიოდში შესრულებულ  ნაშრომებში,  მათ  შორის  სპეციალურ  სამხედრო ნაშრომებშიც,  ბოროდინოს  ბრძოლის  ამსახველი  სქემებიდან  მოყვანილია მხოლოდ  ერთი  –  მისი  საწყისი  ეტაპი.  რაც  შეეხება  ბრძოლის  შედეგის ამსახველ  სქემას  –  დასკვნითს  ეტაპს  –  იგი  არსად  არაა  მოყვანილი... როგორც  იტყვიან,  კომენტარები  საჭირო  აღარ  არის).
      კუტუზოვი  უკანდახევას  აგრძელებდა,  მაგრამ  თან  აქტიურად ეძებდა  ვარგის  პოზიციას  გენერალური  ბრძოლის  გასამართავად.  რუსი მთავარსარდალი  გამოცდილი  მხედართმთავარი  იყო  და  კარგად  ესმოდა, თუ  ვის  უნდა  შებრძოლებოდა  და  რა  პასუხისმგებლობას  იღებდა  თავის თავზე  ბრძოლის  გამართვის  შემთხვევაში.  ამიტომ  იგი  ისეთ  პოზიციას ეძებდა,  რომელიც,  უკეთეს  შემთხვევაში,  ფრანგების  შეტევის  მოგერიების  საშუალებას  მისცემდა  მას,  ხოლო  უარესში  –  უკანდახევის  შესაძლებლობას  დაუტოვებდა.  ცხადია,  უნდა  ისიც  იყოს  გათვალისწინებული,  რომ  პოზიციის  შერჩევა  რუსებს  ფრანგების  სწრაფი  წინსვლის  პირობებში  უხდებოდათ,  რაც  ძალზე  ართულებდა  მათს  ამოცანას.  ომი  – ეს  პოზიციის  სწორად  შერჩევის  უნარიაო,  –  ამბობდა  ნაპოლეონი,  პოზიციას  ამ  შემთხვევაში  რუსები  ირჩევდნენ.  მაგრამ  რადგან,  ფრანგთა ძლიერი  ზეწოლის  გამო,  დრო  ერთობ  მცირე  ჰქონდათ,  მათ  გადაწყვიტეს  ბრძოლა  ნებისმიერ  მეტ-ნაკლებად  ვარგის  პოზიციაზე  გაემართათ. პოზიციას  გენერალი  ბენიგსენი  და  პოლკოვნიკი  ტოლი  არჩევდნენ  (ეს უკანასკნელი  რუსეთის  არმიაში  ამ  საქმის  ექსპერტად  ითვლებოდა). კლაუზევიცის  დაკვირვებით,  რუსეთის  ეს  ნაწილი  ღარიბია  ვარგისი  პოზიციებით.  იქ,  სადაც  ჭაობებია,  ისეთი  უღრანი  ტყეებია,  რომ დიდი  ოდენობის  ჯარის  გასაშლელად  სიგრცე  ლამის  არ  მოიძებნება, ხოლო  იქ,  სადაც  ტყეები  გაჩეხილია  (ისე,  როგორც  ეს  სმოლენსკსა  და მოსკოვს  შორისაა),  ადგილები  ვაკეა  და  მოწინააღმდეგისათვგის  ადვილად  გასაგლელი.  ეს  გარემოება,  ცხადია,  დაღს  ასგამდა  რუსთა  შტაბის  საქმიანობას,  მაგრამ,  ასე  იყო  თუ  ისე,  არჩევანი  მაინც  უნდა  გაკეთებულიყო  და  ბოლოს  გაკეთდა  კიდეც.
3  სექტემბერს  პოლკოვნიკმა  ტოლმა  კუტუზოვს  აცნობა,  რომ მოჟაისკიდან  12  კილომეტრზე,  მისგან  დასავლეთით,  მან  იპოვა  პოზიცია,  რომელიც  ჯარის  დიდი  მასებით  მანევრირების  საშუალებას  იძლეოდა,  თანაც,  როგორც  კოლონებით,  ისე  გაშლილი  წყობით.  მთავარსარდალმა  სასწრაფოდ  მოინახულა  მონიშნული  ადგილი  და  კმაყოფილი დარჩა.  ხანმოკლე  თათბირის  შემდეგ  გადაწყდა,  გენერალური  ბრძოლა სწორედ  აქ,  ამ  მიდამოებში.  გაემართათ  მტრისათვის.  ასე  გახდა  შუა რუსეთის  ლანდშაფტისათვის  ტიპიური,  ეს  საკმაოღ  ვრცელი  და  მანამდე  დიდად  არაფრით  გამორჩეული  ბოროდინოს  ველი  არნახული  შერკინების  ასპარეზი  და  ისტორიის  სამუდამო  კუთვნილება.
მოგვიანებით.  უკვე  ბრძოლის  დამთავრების  შემდეგ,  გაჩნდა  მოსაზრება,  რომ  რუსები  მოტყუვდნენ  და  რომ  პოზიცია,  რომელიც  მათ  შეარჩიეს,  არაფრად  არ  ვარგოდა,  სინამდვილეში  ასე  არ  იყო.  ბოროდინოს პოზიციას,  მიუხედავად  იმისა,  რომ  იგი  ნაჩქარევად  იყო  შერჩეული, უვარგისი  არაფრით  არ  ეთქმოდა,  მართალია,  პოზიციას  გააჩნდა  ხარვეზები,  მაგრამ  მას  პლუსები  მეტი  ჰქონდა.  ცუდი  ის  იყო,  რომ  პირით  მოწინააღმდეგისკენ  მიბრუნებულ  რუსის  ჯარს  მარცხენა  ფლანგი  გაშიშვლებული  ჰქონდა,  რაც  ფრანგებს  მთავარი  დარტყმის  ამ  მიმართულებით  განხორციელების  შესაძლებლობას  აძლევდა.  დადებითი  კი  იყო  ის,  რომ  მარჯვენა  ფლანგი  მდინარე  მოსკოვით  იყო  დაცული  (მდინარე  ღრმა  იყო  და იმ  ადგილებში  ფონი  არ  გააჩნდა),  ხოლო  ცენტრის  მნიშვნელოვანი  უბანი მდინარე  კოლოჩის  მაღალი  ნაპირით  იყო  შემოსაზღვრული,  გარდა  ამისა, და  იქნებ  უმთავრესადაც,  რუსების  მიერ  დაკავებული  პოზიცია  მოსკოვისკენ  მიმავალ  ორ,  ე.წ.  სმოლენსკის  ძველ  და  ახალ  გზას  უწევდა  კონტროლს,  ეს  მეტად  მნიშვნელოვანი  გარემოება  გახლდათ,  რადგან.  როგორც  ითქვა,  კუტუზხოვი  ბრძოლის  წარმატებით  წარმართვის  შემთხვევაში  მოსკოვისკენ  გზას  უკეტავდა  მტერს,  ხოლო  დამარცხების  შემთხვევაში  –  უკანდახევის  შესაძლებლობას  იტოვებდა.
ბოროდინოს  ბრძოლა  (ფრანგები  მას  მოსკოვისათვის  ბრძოლას უწოდებენ)  ჩვეულებრივთა  რიცხვს  არ  მიეკუთვნება  და  ამიტომ დაწვრილებით  აღწერას  მოითხოვს.
რუსეთის  არმიამ  საბრძოლო  პოზიციები  5  სექტემბრის  დილისათვის  დაიკავა.  კუტუზოვის  გადაწყვეტილებით,  ბრძოლას  თავდაცვითი  ხასიათი  უნდა  ჰქონოდა.  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუ  მოწინააღმდეგის  შეტევები  წარმატებით  იქნებოდა  მოგერიებული,  შესაძლებელი გახდებოდა  კონტრშეტევაზე  გადასვლა.  რუსის  ჯარი  მდინარე  მოსკოვიდან  (სოფელი  მასლოვო)  სამხრეთის  მიმართულებით,  სოფელ  შევარდინომდე  განლაგდა,  ჯარის  ასეთი  განლაგების  შედეგად  არმიის  მარცხენა  ფრთა  დანარჩენ  შენაერთებთან  შედარებით  მნიშვნელოვნად  წინწაწეული  და  არსებითად  დაუცველი  აღმოჩნდა.
პეტრე  ბაგრატიონმა  ადგილმდებარეობის  დათვალიერებისას მყისვე  შეამჩნია  პოზიციის  ეს  ნაკლი  და  კუტუზოვს  შეუთვალა:  ჩვენი პოზიციის  მარცხენა  ფრთა  უდიდეს  საფრთხეშიაო  (მარცხენა  ფრთას სწორედ  ბაგრატიონი  უნდა  ჩასდგომოდა  სათავეში).  კუტუზოვი  პირადად გაემგზავრა  თავად  პეტრეს  პოზიციების  დასათვალიერებლაღ  და  როცა საკუთარი  თვალით  იხილა  ზემოაღნიშნული  ნაკლი,  ბრძანა,  ჯარს  უკან დაეწია  სემიონოვსკაია-უტიცის  ხაზამდე.  ღისლოკაციის  ასეთი  შეცვლა ამცირებდა  ფრანგთაგან  რუსების  მარცხენა  ფრთის  გარშემოვლის  საფრთხეს,  მაგრამ  ვერ  ხსნიდა  ფრონტის  გარღვევის  საშიშროებას:  ადგილმდებარეობა  აშკარად  ღია  იყო  და  მოწინააღმდეგე  მძლავრი  შეტევის  პირობებში  გარღვევას  განახორციელებდა.  აღნიშნულის  თავიდან  აცილების  მიზნით,  გადაწყდა  მარცხენა  ფრთაზე  თავდაცვითი  ზღუდეების  – ე.წ. ფლეშების  –  აგება,  ფლეშების  მოწყობას  დრო  სჭირდებოდა,  დრო  კი რუსებს  ცოტა  ჰქონდათ:  გამალებით  მომავალი  ფრანგები  სულ  მალე  შეუტევდნენ  მათ.  ამიტომ  საინჟინრო  სამუშაოების  ჩატარებისათვის  საჭირო დროის  მოგების  მიზნით,  კუტუზოვმა  ბრძანა,  როგორმე  სოფელ  შევარდინოსთან  შეეჩერებინათ  მტერი.  საქმე  ის  იყო,  რომ  ამ  სოფელთან  წინა დღით  უკვე  აგებული  იყო  ხუთკუთხა  დამცავი  ნაგებობა,  ე.წ.  რედუტი (თავდაპირგელად  რუსთა  მარცხენა  ფრთა  ხომ  ამ  მიდამოებში  იწყებოდა). მას  შემდეგ,  რაც  მარცხენა  ფრთის  მთავარმა  ძალებმა  უკან  დაიხიეს,  ეს რედუტი  რუსთა  მოწინავე  პოზიციად  იქცა.  და  აი,  სწორედ  აქ  აპირებდა კუტუზოვი  ფრანგთა  ავანგარდის  შეფერხებას.  რედუტის  დაცვა  ბაგრატიონის  ერთ-ერთ  ყველაზე  საუკეთესო  შენაერთს  –  გენერალ  ნევეროვსკის  27-ე  დივიზიას  დაევალა.  მის  გარდა  შევარდინოს  მიდამოებში  კავალერიისა  და  ქვეითთა  სხვა  ნაწილებიც  განლაგდა.
ფრანგების  ჯარი  მომავალი  ბრძოლის  ადგილისკენ  სამ  კოლონად  მოწყობილი  მიეშურებოდა.  მარცხენა  მხარე  ეჟენი  ბოჰარნეს  ეკავა, შუაში  მიურატის  კავალერია,  დავუს,  ნეისა  და  ჟიუნოს  კორპუსები  და გვარდია  მოდიოდა,  მარჯვენა  მხარე  კი  პონიატოვსკის  კორპუსს  ეჭირა. თვით  ნაპოლეონი  ბოროდინოს  ველს  დღის  ორი  საათისთვის  მიუახლოვდა.  როგორც კი  იმპერატორმა  შევარდინოს  რედუტს  მოჰკრა  თვალი, მაშინვე  უბრძანა  დავუსა  და  პონიატოვსკის,  აეღოთ  ეს  გამაგრება  და სივრცე  გაეთავისუფლებინათ  –  რედუტი  აშკარად  შეუშლიდა  ხელს  მის არმიას  საბრძოლო  პოზიციის  დაკავებაში.
მარშლები  ბრძანების  შესრულებას  შეუდგნენ,  მაგრამ  რედუტის აღება  ერთობ  ძნელი  საქმე  გამოდგა  –  რუსებმა  გააფთრებული  წინააღმდეგობა  გაუწიეს  ჭარბ  მოწინააღმდეგეს  და  მხოლოდ  შუაღამისათვის დატოვეს  უკვე  ნანგრევებად  ქცეული  რედუტი  –  მას  შემდეგ,  რაც საქმეში  მიურატის  კავალერისტებიც  ჩაერივნენ.  „ტყვეები  მაჩვენეთ!“  – ბრძანა  იმპერატორმა.  თანამებრძოლებმა  მხოლოდ  მხრები  აიჩეჩეს  – ტყვეები  არ  იყვნენ.  „როგორც  ირკვევა,  რუსების  მოკვლა  საკმარისი არაა,  ისინი  უნდა  გასრისო“,  –  წამოიძახა  რედუტიდან  იმ  წუთებში დაბრუნებულმა  ფიცხმა  ოგიუსტ  კოლენკურმა. „გავსრეს  კიდეც  ჩემი არტილერიით“  –  უპასუხა  ნაპოლეონმა  (ამ  შეტაკების  შედეგის  გათვალისწინებით,  ნაპოლეონმა  გადაწყვიტა  მომავალ  ბრძოლაში  მთავარი  აქცენტი  არტილერიის  გამოყენებაზე  გადაეტანა).
შევარდინოსთვის  ბრძოლის  პერიოდში  და  მის  მერეც,  მთელი ღამის  განმავლობაში,  რუსები  გაცხოველებით  ამაგრებდნენ  თავიანთ მარცხენა  ფრთას  –  სოფელ  სემიონოვსკაიასთან  აგებდნენ  ფლეშებს, რომელთაც  შემდგომში  მათი  გმირი  დამცველის  პეტრე  ბაგრატიონის სახელი  ეწოდა. 
რა  ძალები  ჰყავდათ  დაპირისპირებულ  მხარეებს  ბოროდინოს ბრძოლაში?  დიდი  ხნის  განმავლობაში  ამის  თაობაზე  ზუსტი  მონაცემები  არ  არსებობდა.  უფრო  სწორი  იქნება  თუ  ვიტყვით,  რომ  მოწინააღმდეგეთა  პირადი  შემადგენლობის  რაოდენობას  სხვადასხვა  წყარო  სხვადასხვაგვარად  აფასებდა.  უმეტესად  ეს  რუსის  ჯარის  რაოდენობაზე ითქმის,  ფრანგთა  რიცხვი  მეტ-ნაკლებად  ყველგან  ერთნაირად  გამოიყუ- რებოდა  –  130-135  ათასი  ჯარისკაცი.  აი,  რუსებისა  კი  მერყეობდა: 155-დან  157  ათასამდე  (უმეტესობა  ავტორებისა  რუსთა  რაოდენობას 120  ათასით  განსაზღვრავდა).  უკანასკნელი  წლების  მონაცემებით,  რომელიც  საჯარისო  უწყისების  გულდასმით  ანალიზზეა  აგებული (ნ. ტროიცკი,  1988),  რუსებს  1812  წლის  7  სექტემბრის  დილისათვის ბოროდინოს  ველზე  154  ათას  800  ჯარისკაცი  და  ოფიცერი  ჰყავდათ (მათ  შორის  11 ათასი  კაზაკი  და  28.5  ათასი  მოლაშქრე).  ჟ. შამბრეს  მიერ  უფრო  ადრე  წარმოებულმა  ასეთივე  ანალიზმა  ფრანგთა  არმიის  რაოდენობა  133  819  «ჯარისკაცითა  და  ოფიცრით  განსაზღვრა.  მეტად  საყურადღებოა  ის  გარემოება,  რომ  რუსთაგან  ბრძოლაში  მონაწილეობა მიიღო  ყველამ,  მაშინ  როდესაც  ნაპოლეონის  20-ათასიან  გვარდიას  ადგილიდან  ფეხი  არ  მოუცვლია  და  ბრძოლაში  არ  ჩაბმულა.  ისე  რომ  ბოროდინოსთან  114  ათას  ფრანგს  155  ათასი  რუსი  ებრძოდა.  რუსებს  ზარბაზნებიც  მეტი  ჰქონდათ:  მათი  საარტილერიო  პარკი  640  ქვემეხს  მოიცავდა,  ფრანგებისა  კი  –  587-ს.
6  სექტემბერს  ორივე  არმია  ისვენებდა.  ჩვეულებისამებრ,  არ ისვენებდა  მხოლოდ  ნაპოლეონი,  რომელიც  მარშლებთან  და  შტაბის ოფიცრებთან  ერთად  მთელი  დღის  განმავლობაში  მოწინააღმდეგის  პოსიციებს  ზვერავდა  და  ერთი-ორჯერ  ისე  ახლოს  მივიდა  რუსთა  მოწინავე  ხაზთან,  რომ  ცეცხლიც  კი  გაუხსნეს  მას.
მზე  უკვე  გადახრილი  იყო,  როცა  იმპერატორმა  რუსთა  განლაგებაში  რაღაც  უჩვეულო  მოძრაობა  შენიშნა,  რასაც  გაბმული  ყრუ  გუგუნი მოჰყვა.  როგორც  მალე  გამოირკვა,  ხმაურის  მიხეზი  რელიგიური  ცერემონიალი  იყო,  რომელიც  რუსთა  ბანაკში  მიდიოდა:  კუტუზოვის  ბრძანებით,  სამღვდელოებამ  ჯართან  სასწაულმოქმედად  მიჩნეული  სმოლენსკის მფარველი  ღვთისმშობლის  ხატი  გამოასვენა.  პროცესია  ყველა  შენაერთთან  მიდიოდა  და  ამიტომ  დიდხანს  გრძელდებოდა.  თავად  კუტუზოვი, თავშიშველი  და  თვალში  ცრემლჩამდგარი,  ფეხით  მისდევდა  მსვლელობას  და  ყოველ  ახალ  შენაერთს  მდაბლად  თავს  უკრავდა.  ჯარისკაცები კი  მის  წინ  მუხლებზე  ეცემოდნენ  და  ხატზე  იფიცებდნენ.  ეს  ერთობ ამაღელყებელი  ცერემონია  იყო,  რომლის  მსგავსი  რუსეთში  მხოლოდ XIV  საუკუნეში,  კულიკოვოს  განთქმული  ბრძოლის  წინ  გაიმართა.
ნაპოლეონი  კიდევ  უფრო  მიუახლოვდა  რუსთა  პოზიციებს  და მოწინააღმდეგის  მოქმედებას  დააკვირდა.  არსად,  არასდროს,  თვით  ესპანეთშიც  კი,  ასეთი  რამ  მას  არ  ენახა.  რაც  უფრო  მეტ  ხანს  აკვირდებოდა  იგი  ცერემონიალს,  მით  უფრო  ძლიერ  იპყრობდა  უსიამოვნო გრძნობა.  ამ  თაგგადაკლულ  ლოცვასა  და  ღაღადისში  იმპერატორი  რაღაც  უცნაურსა  და  ავისმომასწავებელს  ხედავდა.  იგი  ისე  მონუსხულივით  მიაცივდა  დურბინდს,  რომ  თავის  შორიახლო  მორიდებით  მდგარი თანამებრძოლები  ლამის  სულ  დაივიწყა,  კარგახანს  მათკენ  აღარ  გაიხედა  და  აღარც  რაიმე  უთხრა.  ისე,  სათქმელიც  ბევრი  აღარაფერი  ჰქონდა იმპერატორს  მათთვის.  ყველაფერი  უკვე  ნათქვამი  იყო  და  უკვე  ყველამ ყველაფერი  იცოდა  –  ვის  საიდან  შეეტია,  ვის  რა  მანევრი  განეხორციელებინა.  არც  მარშლები  ძრავდნენ  სიტყვას.  ეტიკეტის  მიხედვით,  მათ პირველებს  არც  უნდა  დაერღვიათ  იმპერატორის  მყუდროება.  მაგრამ, ასეც  რომ  არ  ყოფილიყო,  აღარც  თვითონ  ჰქონდათ  რაიმე  შესაკითხი. მთავარი  და  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ისედაც  იცოდნენ  უკვე.  იცოდნენ, რომ  ხვალ  ისეთი  სისხლისმღვრელი  ბრძოლა  გაიმართებოდა,  რომელიც,  ალბათ,  დაავიწყებდათ  ადრე  გამართულ  უამრავ  ბრძოლას,  რომელშიც  მათ  მონაწილეობა  მიეღოთ  და  რომ  ეს  შერკინება  გადამწყვეტი შეიძლება  გამომდგარიყო  მათთვისაც  და  აი,  მათგან  ოც  ნაბიჯზე  მდგარ ნაცრისფერფარაჯიან  იმ  კაცისთვისაც,  ვინც  ისინი  ამსიშორეზე  წამოიყვანა  და  ასეთი  გაურკვევლობის  წინაშე  დააყენა.  შიში,  რა  თქმა  უნდა, არც  ერთ  მათგანს  არ  ჰქონდა,  შიშს  ხომ  ისინი  დიდი  ხანია  გადაჩვეულნი  იყვნენ.  ისევ  და  ისევ  იმ  კაცის  შემყურენი,  მაგრამ  სურვილი  კი  ნამდვილად  ჰქონდათ,  უზარმაზარი  სურვილი,  მალე  მომხდარიყო  მოსახდენი,  მალე  დასრულებულიყო  ეს  გულისგამაწვრილებელი  მოლოდინი  და, საერთოდ,  ეს  დაწყევლილი  ლაშქრობა...
როგორც  იქნა  დაღამდა  და  თითქოს  სიჩუმეს  უნდა  დაესადგურებინა  ბოროდინოს  ველზე,  მაგრამ  მოწინააღმდეგის  ხანგრძლივი  დევნით გადაღლილ  ფრანგებს  დასვენებაზე  არც  უფიქრიათ.  გამარჯვებაში  დარწმუნებულნი,  ისინი  დიდხანს  მღეროდნენ,  (ეკვავდნენ  და  ოხუნჯობდნენ.  მხოლოდ  ნაშუაღამევს,  როცა  ქანციც  გამოელიათ  და  ცოტათი შესცივდათ  კიდეც,  მათ  მხიარულებას  ბოლო  მოეღო.  მომავალი  შერკინების  მოლოდინში  ისინი  ერთი  კარგად  გაეხვივნენ  ფარაჯებში  და  ცეცხლისპირს  მიწვნენ.  არავინ  იცის.  რამდენს  დაეძინა  მათგან  გულიანი  ძილით,  რამდენს  კი  იგი  სულ  გაუკრთა  და  ფიქრებით  შორს  წავიდა...
მათგან  განსხვავებით  რუსები  ჩუმად  იყვნენ.  ისინი  არც  მღეროდნენ  და  არც  მხიარულობდნენ  –  მთელი  ღამე  იარაღს  წმენდდნენ, მუნდირს  ისუფთავებდნენ,  საცვალს  იცვლიდნენ.  ისე  ემზადებოდნენ, თითქოს  მეორე  დღეს  რაღაც  საზეიმო  და  დიდებული  ამბავი  ელოდებოდათ.  ჯარისკაცები  ერთი  ნაწილიდან  მეორეში  დადიოდნენ,  ნაცნობ-მეგობრებს  ეძებდნენ,  პოულობდნენ  და...  სამუდამოდ  ემშვიდობებოდნენ. ყველაფერს  რაღაც  ამაღლებულის  და,  ამავე  დროს,  ფატალური  თავგანწირვის  იერი  ჰქონდა.  რამდენი  ხანია  ასეთ  დღეში  არ  ჩავარდნილა  რუსეთი!  რამდენი  ხანია  რუსის  მიწაზე  მტერს  ფეხი  არ  დაედგა!  და  თუმცა რუსი  ჯარისკაცი  მაინც  მუდამ  ომში  იყო,  ეს  ომი  სხვის  მიწებზე  მიდიოდა  და  ხშირად  სხვისი  მიწების  მისაკუთრებას  ემსახურებოდა.  ახლა კი,  როცა  მტერი  მას  საკუთარ  სახლში  მისვლოდა,  როცა  მისი  „თეთრკედელა  დედაქალაქისთვის“  ყელში  წაეჭირა  ხელი,  იგი  მართლა  კედელივით  დადგა  მის  გზაზე  და  უკანდახევას  არ  აპირებდა,  არ  აპირებდა,  თუმცა  უკანდასახევი,  გაგიხარიათ,  ბევრზე  ბევრი  ჰქონდა.
ღამის  გასათევად  კუტუზოვი  სოფელ  ტატარინოვოში  შეჩერდა, ვიღაცის  მიტოვებულ  სახლში.  იგი  ამ  სოფელში  აპირებდა  სამეთაურო პუნქტის  მოწყობას.  მართალია,  ტატარინოვო  საკმაოდ  მოშორებული იქნებოდა  ფრონტის  ხაზიდან,  მაგრამ  კუტუზოვი  მალემსრბოლების  საშუალებით  აპირებდა  ბრძოლის  გაძღოლას  და  თანაც  ენდობოდა  ორივე არმიის  მთაგარსარდალთ,  რომელთაც  საგანგებოდ  მისწერა  კიდეც.  რომ თქვენს  იმედზე  ვარ  და  გაძლევთ  უფლებას  ადგილზევე  მიიღოთ  უმნიშვნელოვანესი  გადაწყვეტილებებიო.  კუტუზოვმა  ადრევე  გაუშვა  შტაბის წევრები  მოსასვენებლად,  თვითონ  კი  ორიოდე  ადიუტანტისა  და  დენშჩიკის  ამარა  იქვე  დარჩა.  დროული  გენერალი  დასაძინებლად  არ  დაწოლილა.  იგი  მთელი  ღამე  ხან  ბოლთას  სცემდა,  ხან  კი  მაგიდას  უჯდა ხელებში  თავჩარგული  და  რაღაცას  ბუტბუტებდა.
არც  ნაპოლეონს  ეძინა  იმ  ღამით.  იმპერატორი  ორი  დღის  წინ გაცივდა,  სურდო  შეეყარა  და  უგუნებოდ  გახლდათ.  ჯერ  იყო  და  ექიმებს ეჯუჯღუნა  –  თქვენგან  რა  ხეირი  უნდა  იყოს,  უბრალო  სურდოს  მორჩენა არ  შეგიძლიათო,  მერე  მხლებლებს  დაუკარგა  მოსვენება,  რუსთა  პოზიციებზე  თვალის  შესავლებად  განაწესა.  დავალება  მისცა:  ხშირ-ხშირად შეამოწმეთ,  ნახეთ  ხომ  არ  აიყარნენ  და  ისევ  ხომ  არ  მიატოვეს  ბრძოლის ველიო.  რუსები  არ  წამივიდნენო  –  ეს  აწუხებდა  იმპერატორს,  სურდო ამასთან  რა  იყო,  ამის  ფიქრი  ჰქონდა  და  ამის  დარდი  არ  ასვენებდა.  მალ- მალე  კარვიდან  გამოდიოდა,  რუსთა  კოცონებს  გაჰყურებდა  და  მხლებლებს ეკითხებოდა:  ისევ  დგანან  თუ  არა  რუსებიო,  თითქოს  თვითონ  ვერ  ხედავდა,  ისევ  რომ  იდგნენ.  ხედვით  კი  ხედავდა,  მაგრამ  პასუხად,  ერთთავად, დგანანო,  რომ  მოესმოდა,  ცოტათი  ეს  ამშვიდებდა,  კარავში  ბრუნდებოდა,  სკამ-ლოგინზე  მიწვებოდა  და  ვითომ  წასთვლემდა  ხოლმე.  მერე  ისევ გარეთ  გამოდიოდა  და...  თავიდან  იწყებოდა  ყველაფერი.  „რაპ!  გჯერათ ხვალინდელი  გამარჯვებისა?“  ჰკითხა  უცებ  თავის  ადიუტანტს.  „უეჭველად,  სირ!  ოღონდ  გამარჯვება  ძვირი  დაგვიჯდება“  –  უპასუხა  გენერალმა.  „ვიცი,  რაპ,  ვიცი..“  მერე  გრაფი  ნარბონი  ახმობინა,  დიდხანს ესაუბრა  ცხოვრების  ავ-კარგზე  და  ბედის  (კვალებადობაზე.  ბოლოს  კი ჰკითხა  და  თავისსავე  კითხვას  თვითონვე  უპასუხა:  „ხვალ  ბრძოლა  იქნება.  იცით  კი,  რა  არის  ბრძოლა?  ტრაგედია  –  ჯერ  სცენაზე  მონაწილეები წარსდგებიან,  მერე  ვნებათა  თამაში  გაიმართება,  ბოლოს  კი  კვანძი  გაიხსნება.  აი,  რა  არის  ბრძოლა!“
გამთენიისას  იმპერატორმა  თავისი  ცნობილი  მიმართვა  შეადგინა და  განკარგულება  გასცა  ჯარის  ნაწილებში  იგი  მხოლოდ  მაშინ  წაეკითხათ,  როცა  დანამდვილებით  იქნებოდა  ცნობილი,  რომ  რუსები  არ  წასულან  და  ბრძოლა  უეჭველად გაიმართებოდა: „ჯარისკაცებო!  აი,  ის  ბრძოლა,  რომელსაც  თქვენ  ასე  ელოდით.  გამარჯვება თქვენზეა  დამოკიდებული.  ის  აუცილებელია  ჩვენთვის,  რადგან  მოგვიტანს  ყველა  იმას,  რაც ასე  გვჭირდება  –  სურსათ-სანოვაგეს,  თბილ  ბინებსა  და  სამშობლოში მალე  დაბრუნების  შესაძლებლობას.  მაშ  იმოქმედეთ  ისე,  როგორც  ამას აუსტერლიცთან,  ფრიდლანდთან,  ვიტებსკთან  და  სმოლენსკთან  აკეთებდით.  დაე,  შორეულმა  შთამომავლებმა  სიამაყით  გაიხსენონ  თქვენი დღევანდელი  გმირობის  ამბები,  დაე, თქვან  თითოეულ თქვენგანზე:  ის  მონაწილეობდა  მოსკოვის  კედლებთან  გამართულ  დიად  ბრძოლაში!“ 
ხუთი  საათი  იქნებოდა,  როცა  ნაპოლეონის  კარავში  ნეისგან  გამოგზავნილი  მაცნე  შეიყვანეს. რუსები  ადგილზე  დგანანო,  იტყობინებოდა მარშალი  და  შეტევის  დაწყების  ნებართვას  ითხოვდა. ნაპოლეონი  მყისვე გამოვიდა  კარვიდან,  თანამებრძოლებს  უხმო  და  უკვე  ხალისიანად  შესძახა: „როგორც  იქნა!  რუსები  ხაფანგში  გაებნენ.  წავიდეთ  გავხსნათ  მოსკოვის  ჭიშკარი!“  შემდეგ  ცხენზე  შეჯდა  და  შტაბთან  ერთად  შევარდინოს რედუტისკენ  გაექანა,  საიდანაც  ბრძოლის  ხელმძღვანელობას  აპირებდა. სამეთაურო  პუნქტზე  იმპერატორის  გამოჩენამ  ჯარში  აუწერელი  ენთუზიაზმი  გამოიწვია.  ვაშა,  გაუმარჯოს  იმპერატორს!  მოისმოდა ყოველი მხრიდან.  გვარდიის  ორკესტრმა  „მარსელიეზა  დააგუგუნა  (ადრეც  ასე იყო.  ნაპოლეონის  ბრძანებით,  ბრძოლების  დროს  ორკესტრები  უკრავდნენ,  საბრძოლო  და  ამაღლებული  განწყობილების  შესაქმნელად). ამასობაში  მზემაც  ამოანათა.  „აი,  აუსტერლიცის  მზე!“  ისევ მხიარულად  წამოიძახა  ნაპოლეონმა  და  თანამებრძოლებს  მნათობისკენ მიუთითა.  შემდეგ  არემარეს  თვალი  მოავლო  და  დაუმატა:  „ჭადრაკის ფიგურები  დაწყობილია,  ახლა  ბრძოლა  დაიწყება!“ სანამ  „ბრძოლა  დაიწყება“,  ჩვენ  სქემას  დავხედოთ  და  მოწინააღმდეგეთა  განლაგებას  გავეცნოთ. 
რუსების  ფრონტი  სოფელ  მასლოვოსთან  იწყებოდა  და  უტიცამდე  გრძელდებოდა.  სოფელ  ბოროდინომდე  იგი  მდინარე  კოლოჩას  მიჰყვებოდა  დასავლეთის  მიმართულებით,  შემდეგ  კი  მკვეთრად  უხვევდა მარცხნივ,  სამხრეთისკენ,  გადიოდა  ე.წ.  კურგანის  ბატარეაზე  და  სემიონოვსკის  ანუ  ბაგრატიონის  ფლეშებხე.  ფლანგის  უკიდურეს  წერტილს სოფელ  უტიცის  ტყე  წარმოადგენდა, რუსების  მარჯვენა  ფრთა  და  ცენტრი  პირველ  არმიას  ეკავა  გენერალ  ბარკლაი  დე  ტოლის  მეთაურობით,  მარცხენა  ფრთა  –  მეორე  არმიას გენერალ  ბაგრატიონის  სარდლობით.  ბარკლაის  თავდაცვის  წინა  ხაზზე სამი  კორპუსი  ედგა:  ბაგგოვუტის,  ოსტერმან-ტოლსტოისა  და  დოხტუროვისა,  მეორე  ხახს  კავალერისტთა  ორი  კორპუსი  შეადგენდა,  ხოლო რეზერვს  გენერალ  უვაროვის  ცხენოსანთა  კორპუსი  და  ატამან  პლატოვის  კაზაკთა  ცხრა  პოლკი. უშუალოდ  მარჯვენა  ფრთას  გენერალი  მილორადოვიჩი  ხელმძღვანელობდა.  ცენტრს  კი  –  დოხტუროვი. მარცხენა  ფრთაზე  სამი  კორპუსი  იყო  განლაგებული:  გენერლების  –  რაევსკისა  და  ბოროზდინის  ქვეითთა  შენაერთები  და  გენერალ სივერსის  კავალერიული  კორპუსი.
რუსთა  ფრონტის  საერთო  სიგრძე  ზ  კმ-ს  არ  აღემატებოდა.  ინტერვალები  ორ  რიგად  განლაგებულ  ქვეითთა  კორპუსებს  შორის  მხოლოდ  200  მეტრი  იყო,  ხოლო  მათ  უკან  მდგომ  ცხენოსანთა  შენაერთებს შორის  –  400  მეტრი.  სარეზერვო  ნაწილები  მათგან  800-1000  მეტრზე იდგნენ.  ფრონტის  ასეთ  შედარებით  მოკლე  ხაზზე  ჯარის  ამგვარი  მჭიდრო  განლაგება  ერთობ  უჩვეულო  იყო.  კუტუზოვმა  განზრახ  განალაგა  თავისი  ჯარი  ასე.  იგი  არ  მოერიდა  მოწინააღმდეგის  საარტილერიო ცეცხლისგან  მოსალოდნელ  ზარალს  და  არჩია  ჯარის  ყველა  შენაერთი „ხელთ  ჰყოლოდა“,  რაც  მას  მანევრირების  საშუალებას  მისცემდა.
ფრანგები,  რომლებიც  შეტევაზე  გადასვლისთვის  ემზადებოდნენ და,  ამდენად,  საგელე  სამუშაოების  წარმოება  არ  სჭირდებოდათ,  ასე განლაგღნენ:  ფრანგთა  მარცხენა  ფლანგზე,  სოფელ  ბოროდინოს  პირისპირ,  ეჟენი  ბოჰარნე  დადგა  იტალიური  კორპუსითა  და  ბავარიელებით: ცენტრში  –  ნეი  დღა  ჟიუნო  (ეს  უკანასკნელი  ვესტფალელთა  კორპუსით),  ხოლო  მარჯვენა  ფლანგზე  –  დავუ;  უკიდურესად  მარჯვენა  მხა-რე  პონიატოვსკის  ეკავა  თავისი  პოლონელებით;  მეორე  ხაზზე  მიურატის  კავალერია  განლაგდა,  ხოლო  მათ  უკან  –  მთავარი  რეზერვი  –  იმპერატორის  გვარდია. 
მოწინააღმდეგის  პოზიციის  შესწავლის  შემდეგ,  ნაპოლეონი იმ დასკვნამდე  მივიდა,  რომ  შეტევის  წარმოება  უმჯობესი  იყო  რუსთა  მარცხენა  ფლანგზე,  სოფელ  სემიონოვსკაიას  მიდამოებში,  სადაც  ადგილმდებარეობაც  ხელსაყრელი  იყო  და  რუსთა  ჯარიც  რიცხვით  ნაკლები, იმპერატორის  გეგმა  ასეთი  იყო.  ფრანგები  მძლავრ  შეტევას განახორციელებდნენ  რუსთა  მარცხენა  ფლანგზე,  აიღებდნენ  ფლეშებს, შემდეგ  კომბინირებულად  –  ფრონტიდან  და  აღებული  ფლეშებიდან  – შეუტევდნენ  რუსების  ცენტრს,  გაარღვევდნენ  მას  და  დამარცხებულ შენაერთებს  მტრის  მარჯვენა  ფრთაზე  მიაგდებდნენ.  მოწინააღმდეგის ერთად  შექუჩულ  ამ  არეულ  მასას  შემდეგ  ფრანგთა  მთელი  არმია  შეუტევდა  სამი,  მხრიდან  და  მას  მდინარეებს  კოლოჩასა  და  მოსკოვს  მიაწყვეტდა,  სადაც  მოხდებოდა  კიდეც  მისი  განადგურება. როგორც  ვხედავთ,  ამ  გეგმაში  არაფერია  აუსტერლიცის,  იენის ან  ვაგრამის  ბრძოლებისთვის  დამახასიათებელი  არტისტული  მანევრის მსგავსი.  მათგან  განსხვავებით,  ბოროდინოსთან  ბრძოლა  ფრონტალური ხასიათისა  იქნებოდა,  რაც,  რა  თქმა  უნდა,  უკიდურესად  სისხლისმღვრელს  გახდიდა  მას. 
როდესაც  ნაპოლეონმა  მარშლებს  თავისი  გეგმა  გააცნო,  დავუმ წინადადება  შეიტანა,  რუსთა  მარცხენა  ფრთაზე  იერიშის  პარალელურად  დიდი  ძალებით  ღრმა  გარსშემოვლითი  მანევრიც  განგახორციელოთო  მათ  ზურგში.  ნაპოლეონმა  მოუწონა  მარშალს  ჩანაფიქრი,  გაეხუმრა,  თქვენ  სულ  გარსშემოვლები  გელანდებათო,  მაგრამ იქვე  აღნიშნა, რომ  ასეთ  შემთხვევაში  კუტუზოვი  აუცილებლად  აიყრება  და  ისეგ  უკან დაიხეგსო  (მართლაც,  ბრძოლის  წინ  რუსი  მთავარსარდალი  მეფეს სწერდა,  რომ  ხვალ  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში  შევებმები  მტერს,  თუ  მან გარსშემოვლა  არ  დაიწყოო...).  ასე  რომ  ნაპოლეონმა  განზრახ  თქვა  უარი  მაცდურ  წინადადებაზე  და  იძულებული  გახდა  აქცენტი  ფრონტლურ  შეტევაზე  გადაეტანა, 
რუსთა  პოზიციის  მარცხენა  ფრთა  აშკარად  ჩამორჩებოდა  მარჯვენას  ბუნებრივი  დამცავი  წინაღობებითაც  და  ჯარის  რაოდენობითაც. ეს  თუ  მთლად  თვალშისაცემი  არ  იყო,  ყოველ  შემთხვევაში,  არც  იოლად  დასაფარი  გახლდათ,  მაშ.  რატომ  დატოვა  კუტუზოვმა  მარცხენა ფრთა  ნაკლებად  დაცული?  ბაგრატიონმა  ხომ  დროულად  აცნობა  თავისი პოზიციის  სისუსტის  შესახებ  მთავარსარდალს?  ნუთუ  კუტუზოვი ფიქრობდა.  რომ  ნაპოლეონი  ვერ  შეამჩნეგდა  მოწინააღმდეგის  მარცხენა ფლანგის  სისუსტეს  და  იქითკენ  არ  მიმართავდა  მთავარ  დარტყმას? რასაკვირველია  არა.  ასეთი  ვარაუდის  დაშვება  გამორიცხული  იყო.  მაშ რა  მოხდა?  მოხდა  ის,  რომ  ნაპოლეონმა  შეცდომაში  შეიყვანა  რუსი მთავარსარდალი.  მან  ყველაფერი  ისე  მოაწყო,  რომ  რუსების  სარდლობას  ჰგონებოდა,  თითქოს  იგი  მათ  მარჯვენა  ფლანგს  შეუტევდა.  ნაპოლეონმა  6  სექტემბრის  მთელი  დღის  განმავლობაში  და  ღამის  მნიშვნელოვანი  დროის  მანძილზე  თავისი  ჯარის  უდიდესი  ნაწილი  სწორედ რუსთა  მარჯვენა  ფლანგის  პირისპირ  დატოვა.  კუტუზოვის  შტაბშიც „დაუჯერეს“  ნაპოლეონს.  მათ  იფიქრეს,  რომ  იგი  დილით  ძირითად  შეტევას  ბოროდინო-გორკის  მიდამოებში  განახორციელებდა  და  ამიტომ თავიანთი  მთავარი  ძალებიც  იმ  მიდამოებში  განალაგეს.  ნაპოლეონმა  კი თავისი  შენაერთები  გვიან  ღამით  რუსთა  მარცხენა  ფლანგისკენ გადაიყვანა  და  ბაგრატიონს  დაუპირისპირა.  მოწინააღმდეგის  ეს  მოძრაობა რუსებს  გამოეპარათ  და  მას  საპასუხო  სვლით  ვერ  უპასუხეს.
რატომ  ეგონათ  რუსებს,  რომ  მტერი  მათ  მარჯვენა  ფრთას  შეუტევდა?  იყო  რამე  ლოგიკური  ასეთ  ვარაუდში  თუ  ეს,  უბრალოდ.  უხეში შეცდომა  იყო?  მათი  მარჯვენა  ფლანგი  ხომ  კარგად  იყო  ბუნებრივი  წინაღობებით  დაცული,  რატომ  იფიქრეს  მათ,  რომ  ფრანგები  აქეთ  მიმართავდნენ  ძირითად  დარტყმას?  იმიტომ,  რომ  იყო  ლოგიკა  მათ  ვარაუდში.  ნაპოლეონი,  მართალია,  დიდი  წარმოდგენისა  არასოდეს  ყოფილა რუს  მხედართმთავრებზე,  მაგრამ  იგი  არც  ისე  მიამიტი  იყო,  რომ  მათი ასეთი  დაბრმავება  დაეჯერებინა,  საქმე  ის  იყო,  რომ  რუსთა  მარჯვენა ფრთა  კეტავდა  მოსკოვისკენ  მიმავალ  სტრატეგიულ  გზას.  ამ  გზას, როგორც  ითქვა,  კუტუზოვი  წარმატებითი  ბრძოლის  შემთხვევაში  გადაკეტავდა  და  მტერს  ძველი  დედაქალაქისკენ  არ  გაუშვებდა,  ხოლო  მარცხის  შემთხვევაში  გამოიყენებდა,  როგორც  სწრაფი  უკანდახევის  საუკეთესო  საშუალებას.  ამიტომ,  ფიქრობდნენ  რუსთა  შტაბში,  ნაპოლეონი ყოველმხრივ  შეეცდებოდა  ამ  გზისგან  მოეჭრა  რუსის  ჯარი,  რაც  ფაქტობრივად  მათი  მოსკოვისგან  მოწყვეტის  ტოლფასი  იქნებოდა.  გარდა ამისა,  მარჯვენა  ფლანგი  ფრონტიდან  კი  იყო  კარგად  დაცული,  მაგრამ მის  უკან  ორი  მდინარე  იყო“  –  კოლოჩა  და  მოსკოვი,  რომელშიც კოლონა  ჩადიოდა.  წარუმატებლობის  შემთხვევაში  რუსები  ამ  „შუამდინარეთში“  მოექცეოდნენ  და..  ისე  რომ,  რუსი  მეთაურები  სწორ  ვარაუდს იჭერდნენ,  მაგრამ  ნაპოლეონი  ხომ  აგერ,  უკვე  რამდენი  წელია  ისე  არ იქცეოდა,  მოწინააღმდეგეს  სწორად  რომ  ეჩვენებოდა... 
ბრძოლა  6  საათზე  დაიწყო,  დილის  ბურუსში.  დაიწყო  რუსთა მარჯვენა  ფლანგზე,  სადაც  გენერალ  დელზონის  დივიზიამ  სოფელ ბოროდინოს  შეუტია.  სისხლისმღვრელი  შეტაკების  შემდეგ  ფრანგებმა უკუაგდეს  იქ  მდგომი  ეგერთა  პოლკი  და  სოფელი  დაიკავეს.  ეჟენი  ბოჰარნე  ერთი  პირობა  შეეცადა  მიღწეული  წარმატების  განვითარებას  და მდინარე  კოლოჩა  გადალახა.  ამის  საპასუხოდ  ბარკლაი  დე  ტოლიმ  სასწრაფოდ  დამხმარე  ნაწილები  მიაშველა  თავისიანებს  და  მძაფრი  ბრძოლის  შემდეგ  ფრანგებს  კოლოჩას  იქით  დაახევინა.  ამასთან  ერთად,  მომავალში  რომ „მშვიდად“  ყოფილიყო,  მან  კოლოჩაზე  გადებული  ხიდი ააფეთქებინა,  რითაც  ფრანგების  წინსვლა  შეაფერხა, საბრძოლო  მოქმედებები  რუსთა  მარჯვენა  ფლანგზე  დემონსტრაციული  ხასიათისა  იყო  და  მიზნად  მოწინააღმდეგის  შეცდომაში შეყვანას  ისახავდა.  როგორც  ზემოთ  დავინახეთ,  მთავარი  დარტყმის  მიყენებას  ნაპოლეონი  რუსთა  მარცხენა  ფრთაზე  აპირებდა,  ამიტომ  შეტევითი  ოპერაციის  წარმოება  მარჯვენა  ფლანგზე  მას  თავისი  განზრახვის დასაფარავად  სჭირდებოდა.  ბოროდინოს  აღების  შემდეგ  ბოჰარნემ  სოფლის  ახლომახლო  გორაკებზე  საარტილერიო  ბატარეები  განალაგა  და რუსთა  ცენტრს  ფლანგიდან  გაუხსნა  ცეცხლი.  კუტუზოვი.  რომელიც ფრანგთა  მთავარ  ღარტყმას  მარჯვენა  ფლანგზე  მოელოდა,  ბოჰარნეს აქტივობამ  სრულიად  დაარწმუნა  ამაში.  სინამდვილეში  კი  დარტყმა მარცხნივ  მზადდებოდა.  სამზადისი  ფრანგებმა  7  საათისთვის  დაასრულეს  და  შეუტიეს  კიდეც  რუსებს. 
ამ  უბანზე  საბრძოლო  მოქმედების  დაწყების  პატივი  პირველს პონიატოვსკის  კორპუსს  ერგო.  პოლონეთის  ტახტის  პრეტენდენტი სოფელ  უტიცაზე  მოვლით  გვერდიდან  აპირებდა  ფლეშებზე  დარტყმას, მაგრამ  გზად  ტუჩკოვის  კორპუსი  შეეფეთა  და  მასთან  მოუხდა  ფიცხელი  ბრძოლის  გამართვა.  თვით  ფლეშებზე  უშუალო  შეტევა  კი  დავუს კორპუსს  ხვდა  წილად.  იერიში  კომპანისა  და  დესსეს  დივიზიებმა  დაიწყეს.  დაიწყეს  ფრონტალურად  და  ერთმანეთის  პარალელურად.  მათ გორონცოვისა  და  შახოვსკის  დივიზიები  დაუხვდნენ,  რომელთაც  ზურგს მრავალრიცხოვანი  არტილერია  უმაგრებდა.  რუსებმა  გრიგალისებური ცეცხლი  გაუხსნეს  მტერს  და  ისე  უკუაქციეს  იგი,  რომ  ფაქტობრივად „ფლეშებამდე“  არც  მიუშვეს.  ფრანგებმა  სასწრაფოდ  გადააჯგუფეს ძალები.  ნაპოლეონმა  დავუს  ჯერ  მიურატის  კავალერია  მიაშველა,  შემდეგ  კი  ნეისა  და  ჟიუნოს  კორპუსები  (ჟიუნო  იმ  დღეს  ნეის  დაუქვემდებარა  იმპერატორმა).  შესაბამისად,  მკვეთრად  გაიზარდა  ზარბაზნების რიცხვიც  –  რუსთა  პოზიციებს  ახლა  სამასამდე  ფრანგული  ქვემეხი უშენდა  ცეცხლს. 
მართალია,  რუსები  თავდაცვითს  ბრძოლას  აწარმოებდჩენ,  მაგრამ  ბაგრატიონი  ყოველთვის  პასიურად  არ  ელოდებოდა  მტერს.  მას  ხშირად  კონტრიერიშზე  მიჰყავდა  თავისი  შენაერთები  და  მოწინააღმდეგეს ფლეშების  წინ  ხვდებოდა.  ასეთი  კონტრიერიშები  დიდი  სისხლის  ფასად უჯდებოდათ  რუსებს.  მაგრამ  თავად  პეტრეს  სხვა  გამოსავალი  არ  ჰქონდა –  ამ  ეტაპზე  მისი  ჯარი  რიცხობრივად  მნიშვნელოვნად  ჩამოუვარდებოდა ფრანგებს,  დამხმარე  ძალები  კი  თავიდან  ნელა  და  არასაკმარისი  რაოდენობით  მოდიოდა.  ასეთ  პირობებში  მარტო  „ფლეშებზე  ჯდომა“  კარგს არაფერს  მოიტანდა  და  ბაგრატიონიც  იძულებული  იყო  თავისი  ჯარისკაცების  თავგანწირვის  იმედად  გაერისკა  სახიფათო  კონტრდარტყმები.
ბრძოლა  არნახული  გააფთრებით  გამოირჩეოდა  და  არცერთი  მხარე  თავს  არ  ზოგავდა.  ფრანგებმა  რამდენჯერმე  მოახერხეს  ფლეშების დაკავება,  მაგრამ  მხოლოდ  ხანმოკლე  დროით.  დიდი  მსხვერპლის  ფასად რუსები  კვლავ  იბრუნებდნენ  სიმაგრეებს.  მსხვერპლი,  საერთოდ,  ძალიან დიდი  იყო  ორივე  მხრიდან,  მაგრამ  განსაკუთრებით  რუსები  ზარალდებოდნენ  (ცხადია,  ფრონტის  სხვა  უბნებზეც  ასე  იყო.  რადგან  ბრძოლა  მალე ცეცხლის  მთელ  ხახზე  გავრცელდა).  საქმე  ის  იყო,  რომ  რუსების  რეზერვები  ფრონტთან  სულ  ახლოს  და,  თანაც,  მიჯრით  იყო  განლაგებული, რის  გამოც  ფრანგთა  ყუმბარები,  არსებითად,  მიზანს  არ  სცდებოდნენ. ცნობილი  იყო,  რომ  რუს  ჯარისკაცებს,  ტრადიციულად.  მოწინააღმდეგის  ცეცხლის  გაძლების  საოცარი  უნარი  გააჩნდათ.  ამიტომ იყო,  რომ  ისინი  მუდამ  შეუპოვრად  იცავდნენ  სიმაგრეებს,  მაგრამ  იმ დღეს,  ბოროდინოს  ბრძოლის  დღეს,  მათ  თავიანთ  თავსაც  გადააჭარბეს და  ფრანგების  არტილერიის  გაუსაძლის  ცეცხლს  თავი  არ  მოარიდეს, შეიძლება  უსაყვედურო  რუსთა  სარდლობას:  მათ  ისე  განალაგეს  საკუთარი  რეზერვები,  რომ  მოწინააღმდეგის  გამუდმებული  საარტილერიო დაშენის  „ქვეშ  მოაქციეს“,  მაგრამ  ეს  არ  ცვლის  მათი  ჯარისკაცების თავგანწირვის  შეფასებას  –  რუსთა  მთელი  ქვედანაყოფები  ფეხმოუცვლელად  იდგნენ  მათთვის  განკუთვნილ  ადგილზე  და  უსიტყვოდ  ხვდებოდნენ  სიკვდილს,·  როცა  წინა  ხაზზე  მდგომარეობა  კრიტიკული  ხდებოდა,  რუსთა  სარდლობა  ამ  უკვე  გვარიანად  შეფერთხილ  სარეზერვო რაზმებს  ბრძოლის  ცეცხლში  აგზავნიდა  მათი  დაღუპული  თანამებრძოლების  სანაცვლოდ.  თვითმხილველები  ამბობდნენ,  რომ  სარეზერვო  ნაწილები  სიხარულით  მიდიოდნენ  წინა  ხაზზე,  რადგან  იქ  მოწინააღმდეგესთან  პირისპირ  შეხვედრა  ელოდათ,  მარქაფად  ყოფნისას  კი  –  მხოლოდ  მათს ყუმბარებთან.
ნაპოლეონი  ხედავდა,  რომ  რუსებს  სახარელი  დანაკარგი  მოსდიოდათ,  მაგრამ  ფრანგებიც  ძალიან  ზარალდებოდნენ.  ნაპოლეონი  იმასაც  ხედავდა,  რომ  ეს  დანაკარგები  ერთმანეთის  ტოლფასი  არ  იყო.  რაც არ  უნდა  ბევრი  დაეკარგათ  რუსებს.  მათ.  საბოლოო  ანგარიშში.  შეეძლოთ  ახალი  შენაერთებით  შეევსოთ  თავიანთი  არმია,  რასაც  ფრანგები ვერ  მოახერხებდნენ.  ამიტომ  საჭირო  იყო  გამარჯვება,  დიდი  გამარჯვება.  რომელიც  მოწინააღმდეგეს  სულიერად  გატეხდა  და  შემდგომი ბრძოლის  უნარს  დაუკარგავდა.  ამიტომ  ყველაფერი  რუსთა  მარცხენა ფლანგის  წინააღმდეგ!  –  დაასკვნა  იმპერატორმა  და  მარშლებს  გადამწყვეტ  შეტევაზე  გადასვლა  უბრძანა.  თან  თავის  სიტყვებს  მან  ასზე  მეტი  ზარბაზანიც  „მიაყოლა“. 
მარშლებმა  სწრაფად  გადააჯგუფეს  არტილერია  და  ახლა  რუსთა  პოზიციებს  400  ზარბაზანი  უშენდა  ცეცხლს.  თავის  მხრივ  მათ  რუსების  300  ზარბაზანი  აძლევდა  ბანს.  შედეგად,  გარშემო  ისეთი  ზათქი და  გრიალი  იდგა,  რომ  ათეულობით  ვერსის  დაშორებითაც  ისმოდა. ფრანგებს  თავიანთი  ზარბაზნები  უფრო  მოხერხებულად  ჰქონდათ  განლაგებული  და  მათი  არტილერისტებიც  უფრო  ეფექტურად  უშენდნენ მტერს  ყუმბარებს.  გამუდმებული  ბომბარდირების  შედეგად  გამაგრებები ფლეშებზე  თითქმის  სულ  დაინგრა  და  ფრანგ  მოიერიშეებს  წინ  ახლა მხოლოდ  რუსი  ჯარისკაცების  ცოცხალი  კედელი  ეღობებოდა.  მიუხეავად  საშინელი  დანაკარგისა,  რუსები  მაინც  შეუდრეკლად  იდგნენ  და თავის  მხრივაც  დიდ  ზარალს  აყენებდნენ  მოწინააღმდეგეს. 
ფლეშების  დაცვის  სულისჩამდგმელი  პეტრე  ბაგრატიონი  იყო. მთელი  ამ  ხნის  განმავლობაში  იგი  ცეცხლის  წინა  ხაზხე  იდგა  და  სიმამაცის  მაგალითს  უჩვენებდა  თავის  მეომრებს.  ჯარისკაცებს  უყვარდათ თავადი  პეტრე.  უყვარდათ  და  ენდობოდნენ  მას.  გარდა  პირადი  ვაჟკაცობისა  და  რაღაც  განსაკუთრებული  მხედრული  ხიბლისა.  მას  ბედიანი მხედართუფროსის  სახელიც  ჰქონდა,  რადგან  სადაც  ის  იმყოფებოდა, საქმე  არასდროს  ფუჭდებოდა.  ამიტომაც  იყო,  რომ  ჯარისკაცებს  სჯეროდათ  მისი  და  მის  გვერდით  საბრძოლო  შემართება  უორკეცდებოდათ, ბოროდინოში  ბედმა  მძიმე  ხვედრი  არგუნა  თავად  პეტრეს.  იგი და  მისი  მარცხენა  ფრთა  ფრანგების  მთავარი  დარტყმის  ქვეშ  მოექცნენ.
ბრძოლის  წინ  სარდლობამ  არ  დაუჯერა  ბაგრატიოჩს  და  სათანადოდ  არ გააძლიერა  მისი  დაჯგუფება.  მაშინაც  კი,  როცა  ნათლად  გამოიკვეთა მტრის  ჩანაფიქრი,  კუტუზოვმა  ერთბაშად  კი  არ  მიაშველა  დიდი  ძალები  თავგანწირვით  მეომარ  გენერალს,  არამედ  მოზომილად  და  თანდათანობით.  მხოლოდ  ბაგრატიონის  არნახულმა  ვაჟკაცობამ  და  მისი  ჯარისკაცების  თავდადებამ  შეაჩერეს  ფრონტის  ამ  უბანზე  ფრანგები  და  ხელი შეუშალეს  ნაპოლეონს  რუსთა  არმიის  სრული  განადგურების  გეგმა სისრულეში  მოეყვანა.  ამ  ფაქტს  «ჯეროვანი  ყურადღება  არ  ექცევა  ლიტერატურაში,  სწორედ  ბაგრატიონი  იყო  ის  ადამიანი,  ვინც  უთანასწორო  ბრძოლაში  მთელი  ხუთი  საათით  „შეიჩერა“  ფრანგები  თავის  ფლანგზე.  ერთი  წუთით  წარმოვიდგინოთ,  რა  მოხდებოდა,  ნაპოლეონს.  რომელმაც  ჩვეული  ოსტატობით  მოახერხა  რიცხვმრავალი  მოწინააღმდეგის  მოცემულ.  კონკრეტულ  უბანზე  ჯარის  მეტი  რაოდენობის  თავმოყრა.  ფლეშები  არა  12  საათზე,  არამედ,  ვთქვათ.  9  საათზე  აეღო  –  მანამ,  სანამ  რუსები  რეზერვების  ამოქმედებას  მოასწრებდნენ.  აი,  მაშინ განხორციელდებოდა  სრულად  ის  გეგმა,  რომლის  შესახებაც  ზემოთ ითქვა.  ახლა  კი?  ახლა  ნაპოლეონმა  მხოლოდ  „სანახევროდ“  შეასრულა თავისი  ჩანაფიქრი.  ბრძოლის  დასასრულისთვის  მან  ყველა  პოზიცია  წაართვა  რუსებს,  მიაყენა  უზარმაზარი  ზარალი,  მაგრამ  მათი  სრული  განადგურება  ვეღარ  შეძლო! 
ყველანი,  ჯარისკაცებიც,  ოფიცრებიც.  დივიზიათა  მეთაურებიც,  ისინი,  ვისაც  სადმე  და  ოდესმე  ბაგრატიონი  ბრძოლებში  უნახავთ, ახლა  კი  ფლეშებზე  მიმდინარე  საშინელ  შერკინებაში  კვლავ  მას  შეჰყურებდნენ.  ატყობდნენ,  რომ  თავად  პეტრესთვის  ეს  დღე  ჩვეულებრივად არ  დამთავრდებოდა  –  იგი  ან  შეინარჩუნებდა  პოზიციებს,  ან  ცოცხალი უკან  არ  დაიხევდა  და  თავის  «ჯარისკაცებთან  ერთად  იქვე  დაწვებოდა.
12  საათი  იქნებოდა,  როდესაც  ფრანგები  გადამწყვეტ  იერიშზე გადავიღნენ.  უტევდნენ  ერთდროულად  –  ცხენოსნებიც  და  ქვეითთა  შენაერთებიც.  კავალერიას  წინ  კვლავ  მიურატი  მიუძღოდა,  ქვეითებს  კი დავუ  და  ნეი.  სად  და  რამდენჯერ  არ  შეხვედრია  ამ  დიდებულ  მეომრებს  ბაგრატიონი,  სად  და  რამდენჯერ  არ  უბრძოლნია  მათ  წინააღმდეგ!  და  აი,  ახლაც.  რვაასთორმეტი  წლის  შვიდ  სექტემბერს,  იგი  ისევ მათ  წინ  იდგა,  უკვე  მოსკოვის  მისადგომებთან  და  ისევ  მათთან  შესახვედრად  ემზაღებოდა.  მხოლოდ  ერთი  იყო,  ეს  შეხვედრა  ამჯერად  უკანასკნელი  გამოდიოდა... 
დენთის  კვამლისგან:  ერთიანად  გარუჯული  თავადი  პეტრე  მოწინააღმდეგეს  მისჩერებოდა  და  მის  მოქმედებას  აკვირდებოდა.  ფრანგები  შეუჩერებლად  მოდიოდნენ  წინ,  რუსთა  გამანადგურებელი  ცეცხლის მიუხედავად  ისინი  უშიშრად  მიაბიჯებდნენ  თავიანთი  დახოცილი  თანამებრძოლების  გვამებზე  და  ფლეშებს  უახლოვდებოდნენ.  დიდი  ვაჟკაცი იყო  თავადი  პეტრე  და  მოწინააღმდეგის  ვაჟკაცობასაც  დიდ  პატივს სცემდა.  როცა  მან  ფრანგების  ასეთი  გმირობა  დაინახა,  აღტაცება  არ დაფარა  და  ხმამაღლა  შესძახა:  „ყოჩაღ,  ფრანგებო!“ მერე  დაშნა  გაიძრო,  მის  უკან  გამწკრივებულ  კირასირთა  დივიზიებს  ნიშანი  მისცა  და მოწინააღმდეგისკენ  კონტრიერიშ'ხე  წაიყვანა,  მაგრამ,  ასიოდე  ნაბიჯიც არ  ექნებოდა  გავლილი.  რომ  ყუმბარის  ნამსხვრევი  მოხვდა  და  მძიმედ დაჭრილი  ცხენიდან  ძირს  ჩამოეშვა.  ჯარისკაცებმა  წამსვე  მოფარებულ ადგილზე  გაიყვანეს  თავიანთი  სარღალი  და  ექიმებს  უხმეს.  მიუხედავად აუტანელი  ტკივილისა,  გენერალი  ერთხანს  მაინც  ცდილობდა  ბრძოლას გასძღოლოდა,  მაგრამ  სისხლისდენისგან  დასუსტებულმა  მალე  ეს  ვეღარ  შეძლო.  მეორე  არმიის  სარდალი  წამსვე  საექიმო  პუნქტისკენ  გააქანეს.  მას  გზაში  ბარკლაი  დე  ტოლის  ადიუტანტი  ლევჯენშტერნი  შემოხვდა.  ეს  უკანასკნელი  ბარკლაიმ  ვითარების  გასაცნობად  ფლეშებზე გააგზავნა,  მაგრამ  იქ  მისვლისთანავე  დაიჭრა  და  იძულებული  გახდა საექიმო  პუნქტისთვის  მიემართა.  ჭრილობის  გადახვევის  შემდეგ  იგი სასწრაფოდ  ბაგრატიონისკენ  გამოეშურა,  დაჭრილმა  თავადმა  პეტრემ, რომელიც  ლაზარეთში  მიჰყავდათ,  თავისთან  იხმო  ლევენშტერნი  და ბარკლაისთან  სიტყვა  დააბარა:  „გადაეცით  მიხეილ  ბოგდანის  ძეს,  რომ თავადი  ბაგრატიონი ქედს  იხრის  მისი  ვაჟკაცობის  წინაშე  და  პატიებას სთხოვს  წარსულში.  მიყენებული  წყენისათვის.  გადაეცით  ისიც,  რომ, რუსეთის  არმიის  ხსნა  ახლა  მის  ხელშია.  აქამდე  საქმე  ცუდად  არ  მიდიოდა,  ახლა  კი,  ახლა  ვთხოვ,  რომ  ჩემს  არმიასაც  მან  მიხედოს.“  როცა  ლევენშტერნი  ბარკლაისთან  მიიჭრა  და  ბაგრატიონის  დაცემის  ამბავი  აუწყა,  პირველი  არმიის  სარდალი  დიდად  შეწუხდა.  მერე  კი,  როცა თავად  პეტრეს  მისდამი  მიმართული  უკანასკნელი  სიტყვები  მოისმინა, ამ  ერთი  შეხედვით  ცივმა  და  უკარება  კაცმა  გრძნობები  ვერ  მოთოკა  და ტირილი  აუვარდა... 
თავად  პეტრეს  ბედი  შემდგომში  ასე  წარიმართა.  ბრძოლის გველზე  ჭრილობა  მას  სახელდახელოდ  შეუხვიეს  და  სამკურნალოდ მოსკოვს  გაამგზავრეს.  იქ  გენერალი  თითქოს  ცოტათი  მომჯობინდა, მაგრამ  იმის  გამო,  რომ  მოსკოვს  მტერი  მიუახლოვდა,  იგი  ქალაქიდან გახიზნეს  და,  მისივე  სურვილის  თანახმად,  თავად  გოლიცინის  მამულში,  სოფელ  სიმში  გადაიყვანეს.  უხეირო  გზებზე  ხანგრძლივმა  ჯაყჯაყმა  ჭრილობაში  ჩაბუდებულ  ინფექციას  გზა  გაუხსნა  და  ანთებითი  პროცესის  შეჩერება  შეუძლებელი  შეიქნა. 
რუსეთის  არმიის  ინფანტერიის  გენერალი  პეტრე  ივანეს  ძე ბაგრატიონი,  ქართველ  მეფეთა  ამაყი  შთამომავალი,  გარდაიცვალა 1812  წლის  23  სექტემბერს,  დაბადებიდან  47  წლისა  და  დაკრძალულ იქნა  ვლადიმირის  გუბერნიის  სოფელ  სიმის  სამრევლო  ეკლესიაში. არეული  დრო  იყო  და  თავად  პეტრეს  მისთვის  შესაფერისი  პატივი  მაშინ  ვერ  მიაგეს.  გოლიცინის  ვაჟმა,  თვითონაც  ომის  მონაწილემ,  ასეთი ჩანაწერი  გააკეთა  მაშინ  თავის  დღიურში:  ბაგრატიონის  სახელის  უკვდავსაყოფად  საფლავის  ფილას  მხოლოდ  ერთი  მოკლე  წარწერაც  ეყოფაო  –  „აქ  მისი  ნეშტია, ყველგან  კი  –  დიდება“. 
27  წლის  შემდეგ.  ცნობილი  პოეტისა  და  პარტიზანის  დენის დავიდოვის  ძალისხმევის  შეღეგად  მეფე  ნიკოლოზ  პირველმა  განკარგულება  გასცა  ბაგრატიონის  ნეშტი  ბოროდინოს  ველზე  გადაესვენებინათ და  დიდის  პატივით  დაეკრძალათ.  ასეც  მოხდა.  1839  წლის  ივლისში გმირის  ნეშტი  სიმიდან  ბოროდინოში  გადაასვენეს  და  ხელმეორედ  მიწას  მიაბარეს.  პარაკლისიც  დიდი  გადაიხადეს  და  საქებარი  სიტყვებიც საკმაოდ  წარმოთქვეს.  მხოლოდ  ეს  იყო,  მასზე  14  წლით  ადრე  თელავში  გარდაცვლილი  დიდი  მოგვარისგან  განსხვავებით,  არავის  უთქვამს თავად  პეტრეს  საფლავთან:  „ცხეთას  დგას  თეთრი  საყდარი,  გვერდზე ჩაუდის  მტკვარია,  შიგა  დგას  ოქროს  ლოგინი,  შიგ  ნათობს  კელაპტარია,  იქა  დგას  კუბო  ოქროსი  გამოსახული  ჯვარია,  კუბოში  ჩაუწვენიათ  ბაგრატიონთა  გვარია... 
ფრანგებმა  ფლეშები  აიღეს.  აიღეს  საბოლოოდ.  ბაგრატიონის დაცემამ  დააჩქარა  ეს  ფიწალი.  როგორც  ამ  ბრძოლის  მონაწილენი  შემდეგ  იგონებდნენ,  საყვარელი  სარდლის  მწყობრიდან  გამოსვლამ  თითქოს  სული  წარსტაცა  რუსთა  მარცხენა  ფრთას.  გენერალი  ალექსეი  ერმოლოვი  (კავკასიის  მომავალი  მთავარმმართებელი)  წერდა:  „ხმა  ბაგრატიონის  დაღუპვის  შესახებ-ელვისუსწრაფესად  გავრცელდა  და  ჯარისკაცებს  შორის  ისეთი  არეულობა  გამოიწვია,  რომლის  შეჩერება  შეუძლებელი  გახდა.  ყველას  ერთი  გრძნობა  დაეუფლა  –  განწირულობისა.“
კონტრიერიში,  რომელიც  რუსებმა  გაერთიანებული  კავალერიული  შენაერთებით  წამოიწყეს,  ჩაიშალა.  უკუქცეულ  მათ  ცხენოსნებს უკან  ფრანგთა  შენაერთები  მიჰყვნენ  და  სიმაგრეები  დაიკავეს. ნეიმ,  რომელიც  თავის  გრენადერებთან  ერთად  პირველი  აიჭრა ფლეშების  ნანგრევებზე,  შეტევა  გააგრძელა  და  რუსები  ახლა  სემიონოვსკაიას  ხრამს  იქით  უკუაგდო  (თავის  მოგონებებში  ბარკლაი  მერე წერდა,  რომ  ბაგრატიონის  დაღუპვის  შემდეგ  რუსთა  მეორე  არმიამ უკან  დიდად  აშლილმა  და  არეულმა  დაიხიაო).  პარალელურად,  დავუს კორპუსის  შენაერთებმაც  შესაბამისი  პოზიციები  დაიკავეს  და  იქ  სასწრაფოდ  განლაგებული  თავიანთი  ბატარეებიდან  ფლანგური  ცეცხლი გაუხსნეს  რუსების  ცენტრს. 
აი,  ასე  –  მართალია,  დაგვიანებით,  მართალია,  დიდი  მსხვერპლის  ფასად,  მაგრამ  ნაპოლეონის  გეგმის  პირველი  ნაწილი  შესრულდა –  ფლეშები  აღებულ  იქნა,  რუსთა  მარცხენა  ფრთა  მოშლილი,  ხოლო ცენტრი  „ცალი  მხრიდან“  გაშიშვლებული.  დადგა  ბრძოლის  გადამწყვეტი მომენტი.  ახლა  ფლეშებზე  ძალების  სწრაფი  თავმოყრა  იყო  საჭირო და  ბრძოლაში  არმიის  მთავარი  რეზერვის  –  იმპერატორის  გვარდიის  – ჩაბმა.  ამით  გეგმის  მეორე  ნაწილიც  შესრულდებოდა  –  რუსების  ცენტრის  გარღვევა  და  შემდეგ  დასკვნითი  სამმხრივი  შეტევა  უკვე  იზოლირებულ  მარჯვენა  ფლანგზე.  ნეიმ  მაშინვე  აფრინა  მაცნე  იმპერატორთან და  გვარდიის  ბრძოლაში  ჩაბმა  მოითხოვა,  მაგრამ  ნაპოლეონმა  უყურადღებოდ  დატოვა  ნეის  მოთხოვნა,  მალე  მას.  იმავე  წინადადებით.  დავუსა და  მიურატისგანაც  მიუვიდნენ  მაცნეები,  მაგრამ  მათ  მოთხოვნასაც  იგივე  ბედი  ეწია.  რაში  იყო  საქმე?  რატომ  აყოვნებდა  იმპერატორი?
შევარდინოს  გორაკიდან  ნაპოლეონი  ბრძოლის  მთელ  პანორამას ადევნებდა  თვალს  და  ხედავდა,  თუ  როგორ  ვითარდებოდა  ბრძოლა ფრონტის  მთელ  გაყოლებაზე.  იგი  ხედავდა,  რომ  ყველა  უბანზე  უმძიმესი  შერკინება  მიდიოდა  და  მოწინააღმღეგის  პოზიციების  თითოეული მტკაველის  დაკავება  მის  ჯარს  დიდ  ფასად  უჯდებოდა.  ნაპოლეონი ხედავდა,  რომ  ფლეშების  დაკარგვის  შემდეგ  რუსები  თავდაცვის  ახალ ხაზს  აწყობდნენ  სემიონოვსკაიას  ხრამის  გაყოლებაზე;  რომ  ცენტრალური  ბატარეა  ჯერ  ისევ  მოწინააღმდეგის  ხელში  იყო;  რომ  ურყევად იდგა  მათი  მარჯვენა  ფლანგიც...  მოკლედ,  იმპერატორი  ატყობდა,  რომ ბრძოლა  ჭიანურდებოდა  და,  რაც  მთავარია.  ისე  არ  მიდიოდა,  როგორც იგი  ვარაუდობდა.  გენერალურ  ბრძოლას,  რომლისკენაც  ასე  მიილტვოდა  ნაპოლეონი,  აზრი  მაშინ  ექნებოდა,  თუ  იგი  მოწინააღმდეგის  არმიის სრული  განადგურებით  დამთაგრდებოდა.  კამპანია  რუსეთში  ისეთ  ფაზაში  შევიდა,  ნაპოლეონმა  და  მისმა  არმიამ  ისე  ღრმად  „შეტოპეს“  ამ უკიდეგანო  ქვეყნის  ტერიტორიაზე,  რომ  ომიდან  მეტ-ნაკლებად  წარმატებით  გამოსვლას  ისინი  მხოლოდ  მოწინააღმდეგის  არმიის  მოსპობით თუ  მოახერხებდნენ.  მაგრამ  ბრძოლის  პირველმა  ექვსმა  საათმა  ნაპოლეონს  დაანახა,  რომ  არნახული  თავდადებით  მებრძოლი  და  თანაც  რიცხობრივად  ჭარბი  მოწინააღმდეგის  სრული  განადგურება  იმ  დღეს,  ალბათ,  ვეღარ  მოხერხდებოდა.  ამიტომ  იყო,  რომ  იმპერატორი  ყოყმანობდა,  მარშლებს  პასუხს  განზრახ  უგვიანებდა  და  ფიქრისთვის  დროს იტოვებდა  (კარგავდა!).  მან  ორჯერ  გააბრუნა  უკან  მარშლებისგან  გამოგზავნილი  მაცნე  გენერალი  ბელიარი.  პირველად  უთხრა:  წადით, კარგად  გაერკვიეთ  ყველაფერში  და  მერე  მომახსენეთო.  როცა  გენერალი  წავიდა,  კარგად  გაერკვა  ყველაფერში  და  მაინც  იგივე  მოახსენა, ნაპოლეონმა  ახლა  ასეთი  რამ  დააბარა  მარშლებთან:  „უთხარით  მათ, რომ  ჭადრაკის  დაფაზე  ჯერ  ყველაფერი  ბოლომდე  ვერ  ამოვხსენი  და საუკეთესო  სვლა  ვერ  მომიფიქრებიაო.“ 
წარმოვიდგინოთ  რა  გუნებაზე  დადგებოდნენ  ბრძოლის  ცეცხლში  მყოფი  დავუ,  ნეი  და  მიურატი.  როცა  იმპერატორის  ამ  სიტყვებს მოისმენდნენ!  აჭიანურებდა  პასუხს  კორსი კელი,  აშკარად  აჭიანურებდა.  საქმე  საუკეთესო  სვლის  მოფიქრებაში  არ  იყო.  ბრძოლა  იმგვარად იყო დაგეგმილი  და  იმგვარად  მიდიოდა,  რომ  რაიმე  ახალი,  სრულიად განსხვავებული  სვლის  გაკეთება  ვეღარც  მოესწრებოდა  და  ვეღარც  მოხერხდებოდა.  ფრონტალური  შერკინება,  რომელიც  იძულებით  აირჩია ნაპოლეონმა  (რათა  რუსები  კვლავ  არ  აყრილიყვნენ  და  უკან  არ  დაეხიათ)  ისევ  ფრონტალურად  უნდა  გაგრძელებულიყო  და  გეგმის  მიხედვით განვითარებულიყო.  ფლეშების  აღების  შემდეგ  ფრანგებს  ცენტრალური ბატარეისთვის  უნდა  შეეტიათ,  შეეტიათ  ორი  მხრიდან:  ფრონტიდან  და უკვე  ფლეშებიდანაც.  მაგრამ  ფლეშებისათვის  ბრძოლაში  განცდილი  ზარალის გამო  ამას  ახლა  ახალი  ძალები  სჭირდებოდა.  ახალი  ძალები  კი ნაპოლეონს  არ  ჰყავდა,  გვარდიის  მეტი.  და  სწორედ  ეს  საკითხი  იყო ახლა  გადასაწყვეტი!  გამოეყენებინა  თუ  არა  მას  გვარდია,  თავისი უკანასკნელი  რეზერვი,  ტაქტიკური  წარმატების  მოპოვებისათვის.  და  თუ გამოიყენებდა,  იქცეოდა  კი  მერე  ტაქტიკური  გამარჯვება  სტრატეგიულ  მონაპოვრად?  აღარ  იყო  ამაში  იმპერატორი  დარწმუნებული,  ეს აფიქრებდა  მას  და  ეს  აგდებდა  გაურკვევლობის  მორევში. 
დრო  კი  მიდიოდა.  ულმობლად  მიდიოდა,  რუსები  რეზერვების გადაჯგუფებას  ასწრებდნენ,  იმპერატორის  გადაწყვეტილება  კი  იგვიანებდა  და  არა  და  არ  ჩანდა.  ბოლოს  და  ბოლოს,  გაღიზიანებული  და  გაგულისებული  ნაპოლეონი  ვითარებაში  უკეთ  გასარკვევად  თავად  გაემართა  ფლეშებისაკენ.  როგორც  კი  მარშლებმა  იმპერატორი  დაინახეს, მაშინვე  მისკენ  გააჭენეს  ცხენები.  გვარდია,  გვარდია  და  გამარჯვება გარანტირებულიაო,  ერთხმად  გაიძახოდნენ  ისინი.  ნაპოლეონმა,  რომელმაც  მოასწრო  უკვე  საშინელი  ხოცვა-ჟლეტის  ადგილისთვის  თვალის  შევლება,  უარის  ნიშნად  თავი  გაიქნია.  მაშინ  ნეიმ  სულ  ახლოს  მიაგდო  იმპერატორთან  ცხენი  და  მას  მოსკოვისკენ  მიმავალი  სმოლენსკის ახალი  გზა  დაანახა.  ხომ  ხედავთ  სირ  –  ყვიროდა  ზარბაზნების  გრიალში ნეი  –  რუსთა  უკანდასახევი  მთავარი  გზაც  გამოჩნდა.  იქამდე  სულ ახლოსაა.  გვარდიის  ერთი  დარტყმა  და  ამ  გზას  გადავჭრით!  გვარდია და  რუსები  ჩვენს  ხელთ  არიან! 
ნაპოლეონმა  ნეის  მოხედა.  როგორ  შეცვლილა  დილის  შემდეგ „მამაცთა  შორის  უმამაცესი!“  ოქროსფერი  კულულები  კვამლისგან  გაშავებია,  მუნდირი  ჩამოხევია,  ეპოლეტი  აგლეჯია...  დიდებული  მეომარია ნეი  და  დღესაც  დიდებულად  იბრძვის.  რიგითი  ჯარისკაცივით  მიბობღავს რუსების  პოზიციებზე,  ფლეშებიც  ხომ,  ბოლოს  და  ბოლოს,  მისი  აღებულია!  ქება  და  დიდება  ამისთვის  მას!  იგი  დღეს  მოსკოვის  თავადის  წოდებას  დაიმსახურებს,  მაგრამ...  გვარდიას  ვერ  მიიღებს!  სამშობლოდან  ათასობით  კილომეტრის  დაშორებაზე,  როცა  წინ  ამდენი  გაურკვევლობა  გელის,  არ  შეიძლება  უკანასკნელი  რეზერვი  გაწირო  და  ბედის  ანაბარა დარჩე.  გაუგონარი  შერკინებით  გაბრუებული  ნეი  ამას  ვერ  გაიგებს.  ვერ გაიგებს  ვერც  თავზეხელაღებული  ცხენოსანი  მიურატი  და  იქნებ  ვერც დინჯი  და  დაკვირვებული  დავუ...  ნაპოლეონმა  კი  უკვე  გაიგო,  გაიგო. რომ  რუსთა  სრული  განადგურება  დღეს  არ  მოხდება.  რომ  წინ  ახალი ბრძოლები  იქნება  და  რომ  საკუთარ  ქვეყანას  მოწყვეტილ  არმიას  გვარდია კიდევ  დასჭირდება.  ამიტომ  რუსთა  მარცხენა  ფლანგზე  მიღწეული წარმატება  მან  ამ  ეტაპზე  საკმარისად  ჩათვალა  და  მარშლებს  უბრძანა ახლა  მთელი  ყურადღება  რუსთა  მეორე  პოზიციაზე  –  სოფელ სემიონოვსკაიას  მიდამოებზე  გადაეტანათ.  შეუტიეთ,  უთხრა  მათ იმპერატორმა,  შეუტიეთ,  ოღონდ...  თქვენს  ხელთ  არსებული  ძალებით! მარშლებმა  კარგად  იცოდნენ,  რა  ძალები  დარჩათ  ხელთ  და  ამიტომ უკმაყოფილონი  უხმოდ  გატრიალდნენ  ბრძანების  შესასრულებლად. მხოლოდ.  ფიცხი  ნეი  ვერ  მოერია  თავს  და  ცოტა  ხნის  შემდეგ თანამებრძოლებს  შესძახა:  „ეს  რასა  ჰგავს?  ნუთუ  იმპერატორმა  თავისი ხელობა დაივიწყა?  თუ  ასეა,  მაშინ  ბრძოლა  ჩვენ  დაგვანებოს,  თვითონ კი  ტახტზე  იჯდეს  და  ქვეყანა  მართოს!“  მაგრამ  სიტყვები,  რა  თქმა  უნდა, სიტყვებად  დარჩა.  გვარდიას  იმ  დღეს  ფეხი  არ  მოუცვლია  ადგილიდან. იგი  კვლავ  შეგარდინოს  რედუტზე  იდგა,  იმპერატორის  სადგომის  უკან და  შორიდან  გაჰყურებდა  თანამოძმეთა  ძალისხმევას. 
ვინ  იყო  მართალი,  ნაპოლეონი  თუ  მარშლები?  ძნელი  სათქმელია.  ძნელია  დღესაც  კი,  როცა  ყველაფერი  წარსულშია  და  როცა  ყველამ  ვიცით,  რაც  მერე  მოხდა.  თუ  მარტო  ბოროდინოს  ბრძოლას  ავიღებთ,  მაშინ  მარშლები,  რა  თქმა  უნდა,  მართალნი  იყვნენ.  ოცათასიანი, ბრძოლებში  დაუმარცხებელი  ნაპოლეონის  გვარდია  გაარღვევდა  უკვე გვარიანად  შესუსტებულ  რუსთა  ცენტრს  და  დიდი  მსხვერპლის  ფასად გადაჭრიდა  სმოლენსკის  გზას.  მაგრამ  დანებდებოდნენ  რუსები?  ალბათ, არა.  ალბათ  კი  არა,  ნამდვილად  არა.  იმ  დღეს  მათ  ერთიანად  დაღუპვა ჰქონდათ  გადაწყვეტილი.  და  დაიღუპებოდნენ  კიდეც.  მაგრამ  რამდენ ფრანგს  გაიყოლებდნენ  თან?  მერე  და  საიდან  შეავსებდა  დანაკარგს  ნაპოლეონი?  რუსები  ხომ  თავიანთ  სამშობლოში  იყვნენ  და  დამარცხების, თუნდაც  უმძიმესი  დამარცხების  შემდეგაც  ხომ  მოახერხებდნენ  ახალი არმიის  შეკრებას?  რა  არ  ეყოფოდათ  ამისათვის,  დრო,  სივრცე  თუ  ხალხის  რესურსები?  რამდენ  ხანს  იჯდებოდა  დაცარიელებულ  მოსკოვში ნაპოლეონი?  თანაც,  განა  მოსკოვში  აპირებდნენ  რუსები  ომის  დამთავრებას?  აკი  ეუბნებოდა  ომის  წინ  მეფე  ალექსანდრე  კოლენკურს:  მე  ვიომებ  ბოლომდე,  უკანასკნელ  ჯარისკაცამდე,  ვიომებ  ციმბირში,  ვიომებ კამჩატკაზე,  ზავზე  კი  არ  წავალო? 
ახლა  ძნელია  თქმა  ასე  შორს  იხედებოდა  7  სექტემბრის  ბრძოლის  დროს  ნაპოლეონი  და ასეთად  ეხატებოდა  თუ  არა  მომავალი,  მაგრამ ერთი  რამ  ნათელია:  იმპერატორი  აშკარად  შეშფოთებული  ჩანდა  და ბრძოლის  მსვლელობით  კმაყოფილი  არ  იყო.  შორეული  პერსპექტივის თვალსაზრისით  ნაპოლეონი  სწორი  იყო,  როცა  თავის  უკანასკნელ  რეზერვს  გაუფრთხილდა  და  უარესი  დღეებისთვის  შემოინახა  იგი  (ეს  დღეებიც  მალე  დაუდგა  იმპერატორს).  ისე  რომ,  ომის  შემდგომი  მსკლელობის  შესაძლო  კონტურები  მან  თანამებრძოლებზე  უკეთ  გაიაზრა.  ერთი ეს  იყო,  მისთვისაც  და  მისი  არმიისთვისაც  ბეკრად  უკეთესი  იქნებოდა ეს  კონტურები  სამი  თვით  ადრე,  ომამდე,  ნემანის  პირას  რომ  გაეაზრა...
ბრძოლა  გრძელდებოდა.  მარცხენა  ფრთაზე  წარუმატებლობამ ძალზე  შეაშფოთა  ბარკლაი.  პირველი  არმიის  სარდალი  მაშინვე  მიხვდა რა  მოხდებოდა,  თუ  ფრანგები  თავიანთ  წარმატებას  განავითარებდნენ  და დაუყოვნებლივ  დაარტყამდნენ  რუსთა  ცენტრს.  ბარკლაიმ  თავისი კავალერიის  მნიშვნელოვანი  ნაწილი  მარცხენა  ფლანგზე  გაგზავნა,  მერე  კი გენერალური  შტაბის  უფროს  ბენიგსენთან  ერთად  თვითონაც  იქით  გასწია –  ბაგრატიონი  აღარ  იყო  და  მებრძოლებს  გამხნევება  სჭირდებოდათ.
უნდა  ითქვას,  რომ  ბარკლაი  იმ  დღეს  არაერთხელ  იღებდა  თავის  თავზე  მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებებს  და  ხშირად  სწორსაც.  კუტუზოვი  შორს  იყო,  ხოლო  საქმე  გადაუდებელ  რეაგირებას  მოითხოვდა და  ბარკლაიც  არ  გაურბოდა  პასუხისმგებლობას.  ბენიგსენმა  და  ბარკლაიმ  დოხტუროვთან  ერთად  ბევრი  გააკეთეს,  რათა  რუსთა  არეული რიგები  წესრიგში  მოეყვანათ  და  ახალი  საბრძოლო  ხაზი  შეექმნათ.  მართლაც,  რუსებმა  სახელდახელოდ  გამართეს  ახალი  ბატარეები  ზედ  სემიონოვსკაიას  ხრამის  პირას  და  ფლეშებზე  მოზეიმე  ფრანგებს  ცეცხლი გაუხსნეს.  ამავე  დროს  მარჯვენა  ფლანგიდან  გაღმოსროლილმა  ცხენოსანთა  დივიზიებმა  პირდაპირი  იერიში  მიიტანეს  ფლეშების  აწ  უკვე ფრანგ  დამცველებზე.  ამ  იერიშის  მონაწილე  ოფიცერი  ფეოდორ  გლინკა თავის  მოგონებებში  „წერილები  ბოროდინოს  ბრძოლის  შესახებ“  წერდა:  „რუსთა  კავალერია  თავგანწირულად  უტევდა  ფრანგთა  ქვეით  ნაწილებს,  მაგრამ  ეს  უკანასკნელნი  (პატივი  უნდა  მივაგოთ  მათ  სიმამაცეს) ადგილზე  მილურსმნულივით  იდგნენ.  ფრანგთა  პირქუში  და  უხმო  რიგები  თოფის  გაუსროლად,  მშვიდად  ელოდებოდნენ  რუსი  ცხენოსნების  მოახლოებას,  ისინი  სამ  ნაბიჯამდე  უშვებდნენ  რუსებს  და  მერე  უცებ,  ერთბაშად,  მთელი  ფრონტით  ხსნიდნენ  მომაკვდინებელ  ცეცხლს.  დაჭრილ-დახოცილი  მხედრები  და  მათი  ცხენები  ფენა-ფენა  ეშვებოდნენ  მიწაზე.  „გვიშველეთ,  გვიშველეთ“,  ყვიროდნენ  დაჭრილები.  „თქვენი  თავი არა  გვაქვს,  ძმებო!  –  პასუხობდნენ  გადარჩენილები  –  ჯერ  მტერთან უნდა  გავასწოროთ  საქმე!“  აი,  ვაჟკაცობა,  აი  ორმხრივი  სიმამაცე!“
საერთოდ,  უნდა  ითქვას.  რომ  ბოროდინოს  გიგანტური  შერკინება ორმხრივი  გმირობისა  და  მხედრული  სიქველის  ნამდვილი  დემონსტრაცია  იყო,  ჯარისკაცთა  თავგანწირვა  კი  იმდენად  მასობრივი.  რომ  აღწერას  არ  ექვემდებარება.  რაც  შეეხება  მეთაურთა  ვაჟკაცობას,  (ცხადია.  იგი უფრო  თვალშისაცემი  იყო  ღა,  შესაბამისაღ,  უფრო  გახმაურებულიც. ბაგრატიონის  დაცემის  შემღეგ  მეორე  არმიის  სარდლობა  გენერალ  დოხტუროვს  დაევალა.  ამ  მამაც  გენერალს,  მართალია,  არ  ჰქონდა  ბაგრატიონის  ყველა  ღირსება  და  არც  მასავით  ლეგენდარული  სახელის  პატრონი  იყო,  მაგრამ  იგი  ერთობ  შეუპოვარი  და  ძლიერი  ნებისყოფის  კაცი  გამოდგა.  როცა  საქმე  ძალზე  გახურდა  და  ფრანგებმა  ფლეშებიდან  უკუქცეულ  რუსებს  შემოუტიეს,  დოხტუროვი  ცეცხლის  წინა ხაზზე  გავიდა,  იქ  დიდი  დოლი  დაადგმევინა,  ზედ  ჩამოჯდა  და  ჯარისკაცებს  ხმამაღლა  დაუყვირა:  „ბიჭებო!  უკან  მოსკოვია,  ყველანი  მოვკვდეთ,  მაგრამ  არ  დავიხიოთ!“ 
ფლეშებზე  ერთ-ერთი  პირველი  იერიშის  დროს  დავუმ  მძიმე კონტუზია  მიიღო  და  გონება  დაკარგა.  დაირხა  ხმა  მისი  დაღუპვის  შესახებ,  მაგრამ  მარშალი  გამოერკვა,  ძალა  მოიკრიბა,  კვლავ  ცხენზე შეჯდა  და  ბრძოლის  დასასრულამდე  ექიმისთვის  არ  მიუმართავს. მიურატი,  რომელიც  ჩვეულებისამებრ  პირველი  მიჰქროდა  თავისი  კავალერიის  სათავეში  მტრისაკენ,  ისე  ღრმად  შეიჭრა  რუსების  განლაგებაში,  რომ  ხმლით  ხელში  ბრძოლამ  მოუწია.  მარშალს  ძლივს  მიუსწრეს  თანამებრძოლებმა  და  მოსასხამითღა  გამოათრიეს  მის  დასატყვევებლად  დახვავებული  რუსი  ჯარისკაცების  გუნდიდან.  როცა  რუსთა  ცეცხლი  გაუსაძლისი  გახდა  და  ფრანგმა  მეომრებმა  ნახევრადაღებული  ფლეშებიდან  უკანდახევა  დაიწყეს,  მიურატმა  ერთ-ერთი  ბრიგადის  მეთაური ხელით  შეაჩერა.  გენერალმა  მხრები  აიჩეჩა:  აქ  დარჩენა  შეუძლებელიაო. კი,  მაგრამ,  მე  თუ  გრჩებიო?  ისეთი  გულწრფელი  გაკვირვებით  იკითხა მიურატმა,  რომ  გენერალი  მაშინვე  გამოერკვა  და  დარცხვენილმა  თავისი ჯარისკაცები  ისევ  მოწინააღმდეგისკენ  მიაბრუნა.
როცა  დაჭრილ-დაჩეხილი  გენერალი  ბონამი  რუსებმა  ტყვედ  ჩაიგდეს,  იგი  მიურატს  მიამსგავსეს  და  წამსვე  კუტუზოვს  აცნობეს:  არიქა,  მიურატი  ვიგდეთ  ხელთო.  მიურატი  არა,  ხელი  აიქნია  კუტუზოვმა, მიურატისნაირები  ტყვედ  არ  ბარდებიანო.
ბარკლაი  დე  ტოლი  მთელი  დღის  განმაგლობაში  სიკვდილს ეძებდა  და  მტრის  ტყვიას  პირდაპირ  შუბლს  უშვერდა,  ხუთი  ცხენი  მოუკლეს  მას,  მაგრამ  თვითონ  ცოცხალი  გადარჩა.  მისმა  ვაჟკაცობამ  ბევრი  გააოცა,  ხოლო  თავზეხელაღებულ  მილორადოვიჩს  ცოტა  არ  იყოს, შურიც  მოჰგვარა:  მაგას  რა,  სიცოცხლე  ნასესხები  აქვსო?  იკითხა  და თვითონ  წინ  წავიდა,  იმ  პუნქტში,  სადაც  რუსებისა  და  ფრანგების  ჯვარედინი  ცეცხლი  იყრიდა  თავს.  გენერალი  იქ  ჩამოჯდა  და  თავის  ადიუტანტს  დაუყვირა:  ცოტა  მომშივდა,  საჭმელი  აქ  მომიტანეო!  და  რამდენი  ასეთი  მაგალითი.  რომელი  ერთი  და  რომელი  ასი...
ამასობაში  ფრანგებმა  რუსთა  მარცხენა  ფრთაზე  მიღწეული წარმატების  განვითარება  სცადეს.  მათ  ჯერ  ძლიერი  ცეცხლი  გაუხსნეს სემიონოვსკაიადან  უკანდასეულ  მოწინააღმდეგეს,  ხოლო  შემდეგ  ორი კავალერიული  კორპუსით  ახლა  თვითონ  მიიტანეს  რუსთა  კარეებზე  იერიში.  ზტოცვა-ჟლეტა  კარგა  ხანს  გაგრძელდა.  მსხვერპლი  ორივე  მხრიდან  უზარმაზარი  იყო,  მაგრამ  დიდი  ძალისხმევის  მიუხედავად  ფრანგებმა  ვერ  შეძლეს  რუსთა  მეორე  ხაზის  გარღვევა:  მარშლებს  აშკარად აღარ  ჰყოფნიდათ  ძალები.  მათი  ცდა  დახმარება  მიეღოთ  იმპერატორისგან,  კვლავ  წარუმატებელი  აღმოჩნდა.  ნაპოლეონს  მათთვის  აღარ  ეცალა  –  იგი  თვლიდა,  რომ  რუსთა  მარცხენა  ფლანგი  საკმარისად  იყო მოშლილი  და  ახლა  სურდა  მთავარი  ყურადღება  მათს  ცენტრზე  – კურგანნაიას  ბატარეაზე  გადაეტანა  (ბრძოლის  შემდეგ  ნაპოლეონმა  მიურატს  შენიშვნა  მისცა:  თქვენი  კავალერია  დღეს  ჩვეული  ეფექტურობით  არ  მოქმედებდაო,  რაზეც  ნეაპოლის  მეფემ  ცოლისძმას  მოსწრებულად  უპასუხა  –  ყველაფერში  ცხენებია  დამნაშავე,  სირ.  როცა  მათ  თივა  მოაკლდებათ,  პატრიოტიზმიც  უნელდებათო...  თივა  და  ფურაჟი  კი  ამ ლაშქრობაში,  გაგიხარიათ.  აკლდათ  მის  ცხენებს).
კურგანნაიაზე  იერიშს  ეჟენი ბოჰარნე  მეთაურობდა.  ბრძოლები იქ  10  საათიდან  დაიწყო,  როცა  ფლეშებზე  შეტევების  პარალელურად ნაპოლეონმა  რუსთა  ცენტრზეც  წამოიწყო  იერიში.  დასაწყისში  იერიშში  მცირე  ძალები  მონაწილეობდნენ  –  შეტევას  უფრო  დემონსტრაციული  ხასიათი  ჰქონდა  და  მიზნად  რუსების  ძალების  მარცხენა  ფლანგზე გადასროლისთვის  ხელის  შეშლას  ისახავდა.  ამ  მიზეზით  იყო,  რომ  ბოჰარნეს  პირველი  იერიში  შედარებით  იოლად  იქნა  მოგერიებული.  მეორე  იერიში  ფრანგთათვის  უფრო  წარმატებული  გამოდგა.  მათ,  მართალია,  მცირე  ხნით,  მაგრამ  მაინც  მოახერხეს  ბატარეის  დაკავება.  მდგომარეობა  რუსთათვის  გენერალმა  ერმოლოვმა  იხსნა,  რომელმაც  შეაკავა უკუქცეული  ნაწილები,  გადააჯგუფა  ისინი  და  თავად  წაიყვანა  კონტრიერიშზე.  ალექსეი  ერმოლოვს  თან  რუსეთის  ყველაზე  საპატიო  სამხედრო  ორდენის  –  წმინდა  გიორგის  ჯგრის  –  მთელი  ბღუჯა  ჰქონდა. თავგანწირული  კონტრიერიშის  დროს  იგი  ორდენებს  წინ  ისროდა  და ჯარისკაცებს  მათკენ  უთითებდა:  ვინც  აიღებს,  მისი  იყოსო.  ერმოლოვმა  ბატარეა  დაიბრუნა,  მაგრამ  თურმე  მანაც  დროებით.
14  საათისათვის  ნაპოლეონმა  გადააჯგუფა  არტილერია  და კურგანნაიას  300-ზე  მეტი  ზარბაზანი  დაუპირისპირა.  ბატარეის  დამცველებს  ახლა  ცეცხლს  სამი  მხრიდან  უშენდნენ  (მათ  შორის  უკვე  აღებული  ფლეშებიდანაც).  ამავე  დროს  ბოჰარნეს  ქვეით  ჯარს  იმპერატორმა  კავალერიული  კორპუსიც  მიაშველა  –  მძიმე  კირასირთა  მეორე  კორპუსი,  ნაპოლეონს  განსაკუთრებულად  უყვარდა  ცხენოსანი  ჯარის  ეს სახეობა  და  „რკინის  კაცებს“  უწოდებდა  ჯავშანში  ჩამჯდარ  ამ  მხელდრებს.  კურგანნაიაზე  გადამწყვეტი  იერიშის  დროს  მეორე  კორპუსს  ახალი  სარდალი  ჰყავდა  –  გენერალი  ოგიუსტ  კოლენკური.  მათი  განთქმული  მეთაური  მონბრიონი  სულ  ერთი  საათის  წინ  დაიღუპა  იმავე  კურგანნაიასთან  ბრძოლის  დროს.  ნაპოლეონმა  ახალი  სარდალი  თავისთან გამოიძახა  და  პირადად  მიუთითა,  თუ  როგორ  შეეტია  რუსთა  ცენტრისათვის.  იმპერატორმა  კოლენკურს  დაავალა  ხერხი  ეხმარა  და  რუსები შეცდომაში  შეეყვანა. 
აი,  რაში  მდგომარეობდა  ნაპოლეონის  ჩანაფიქრი:  ეჟენი  ბოჰარნე უძლიერესი  საარტილერიო  ცეცხლის  საფარქვეშ  ფრონტიდან  მიიტანდა ქვეითი  ჯარით  იერიშს  კურგანნაიაზე,  ამ  დროს  კი  კირასირთა  კორპუსი კურგანნაიასა და  ფრანგთა  მიერ  აღებულ  ფლეშებს  შორის  გაემართებოდა და  ისეთ  შთაბეჭდილებას  შექმნიდა,  თითქოს  იგი  რუსთა  მარცხენა  ფრთის მეორე  პოზიციაზე  –  სემიონოვსკაიაზე,  აპირებდა  შეტევას.  სინამდვილეში  კი,  როდესაც  მძიმე  კავალერია  კურგანნაიას  გაუსწორდებოდა,  იგი შეასრულებდა  უეცარ  მანევრს  მარცხნივ  და  გვერდიდან  დაარტყამდა ბატარეას.  კოლენკურმა  მყისვე  შეაფასა  იმპერატორის  ჩანაფიქრი  და აღუთქვა  მას,  ან  მკვდარი  ან  ცოცხალი  ბატარეაზე  ვიქნებიო. კირასირთა  იერიშმა  დაუვიწყარი  შთაბეჭდილება  მოახდინა  ამ გრანდიოზული  შერკინების  ყველა  მონაწილეზე  –  განურჩევლად  იმისა, თუ  ვინ  იქნებოდა  ის,  ფრანგი  თუ  რუსი.
მზის  შუქზე  მოელვარე  მუზარადებსა  და  კირასებში  გამოწყობილი  წითელმოსასხამიანი  „რკინის  კაცების“  ნიაღვარი  საშინელი  სისწრაფით  გაექანა  სემიონოვსკაიასკენ,  მაგრამ  ზუსტად  შუა  გზაზე,  როგორც  კი  კურგანნაიას  გაუსწორდა,  იგი  ორად  გაიყო:  ერთი  ნაწილი ერთბაშად,  შეუჩერებლივ,  მარცხნივ  მიტრიალდა  და  რუსთა  ცენტრს გვერდიდან  ეკვეთა.  მეორემ  კი  სვლა  განაგრძო,  შემოუარა  მას  და  უკნიდან  დაარტყა.  კირასირთა  ამ  იერიშს  ბევრი  ფრანგი  სპეციალისტი  კავალერიის  ისტორიაში  ყველაზე  ღირსშესანიშნავს  უწოდებს  და  მას  უფრო  მაღლა  აყენებს,  ვიდრე  ოთხი  წლით  ადრე  ესპანეთში,  სომო-სიერას მაღლობზე  მონბრიონის  მიერ  მიტანილ „ჭკუაზეშემშლელ“  იერიშს.  კირასირთა  ვეებერთელა  მასის  ამ  ჯოჯოხეთურ  დარტყმას  ვერაფერი  გაუძლებდა.  ვერც  კურგანნაეამ  გაუძლო.  ცხენოსნებთან  ერთად,  ოღონდ უკვე  ფრონტიდან,  ბატარეაზე  ბოჰარნე  და  მისი  ჯარისკაცები  აიჭრნენ. რუსებმა  ერთი  პირობა  ძლიერი  ცეცხლით  შეაჩერეს  ბოჰარჩეს  გრენადერები,  მაგრამ  მამაცმა  გენერალმა  ჯარისკაცებს  შეუძახა:  „გახსოვთ გაგრამი?  იქ  ჩვენ  ერთად  შევასრულეთ  რთული  მანევრი,  რომელმაც წარმატება  მოუტანა  ჩვენს  არმიას.  ახლაც  ასეთი  მომენტია.  მომყევით, ვინც  მამაცნი  ხართ!“  და  პირველი  გაექანა  მტრისაკენ.  კირასირებისა და  გრენადერების  ერთდროულმა  დარტყმამ  ბატარეის  დამცველები წელში  გატეხა.  ხანმოკლე.  მაგრამ  სასტიკი  ჩეხვის  შემდეგ  რუსებმა დაიხიეს  და  კურგანნაია  მტერს  დაუტოვეს.  კოლენკურმა  კი  ზუსტად შეასრულა  იმპერატორისთვის  მიცემული  სიტყვა  –  იგი  ცოცხალი  აიჭრა  ბატარეაზე  და  მკვდარი  დაეცა  იქ.
ახლა  რუსთა  ცენტრიც  ფრანგების  ხელში  იყო.  დადგა  ბრძოლის  მეორე  კრიტიკული  მომენტი.  ცოტა  ხანში  ფრანგები  რუსების  გაშიშვლებულ  მარჯვენა  ფრთას  შეუტევდნენ  და...  ბარკლაიმ  უმალ  შეაფასა  მომაკვდინებელი  საფრთხე  და  მის  ხელთ  არსებული  ყველა  კავალერიული  შენაერთი  კურგანნაიასკენ  გააქანა.
როგორც  ვთქვით,  პირველი  არმიის  სარდალი  მთელი  დღე  მამაცურად  იბრძოდა,  სრულ  საპარადო  ფორმაში  გამოწყობილი,  ყველა  ორდენით  მკერდდამშვენებული  იგი  პირადად  მიუძღოდა  ჯარს  წინ.  ახლაც,  ცხენოსანთა  იერიშს  თავად  ჩაუდგა  სათავეში  და  გარღვევის  ლიკვიდაცია  სცადა.  კურგანნაიას  მისადგომებთან  (უკვე  მის  უკან)  ცხენოსანთა  გიგანტური  შერკინება  გაიმართა.  რუსთა  ორი  კავალერიული კორპუსი  თავგანწირვით  ცდილობდა  გარღვეული  ცენტრის  აღდგენას. მაგრამ  დიდი  მსხვერპლის  მიუხედავად  ეს  ვერ  მოახერხა.  ვითარება უკიდურესად  დაიძაბა.  ბარკლაი  და  ყველა,  ვინც  მის  გარშემო  იყო, შეშფოთებით  ელოდებოდა  ფრანგთა  გვარდიის  ბრძოლაში  ჩაბმას.  პირველი  არმიის  მთავარსარდალი  შიშობდა,  რომ  დაღლილ-დაქანცული და განახევრებული  ჯარი  ვეღარ  მოახერხებდა  ახალ  პოზიციებზე  გამაგრებადა  დაიღუპებოდა.  ასეც  შეუთვალა  მან  კუტუზოვს: „მოწინააღმდეგემ  ყველა  საკვანძო  პუნქტი  ჩაიდგო  ხელთ.  მტრის  შეჩერება  ვეღარ ხერხდება,  ჩვენი  ჯარი  უწესრიგოდ  იხევს  უკან  და  ამის  აღკვეთა  შეუძლებელია.  სანამ  მთელი  არმია  არ  დაიღუპა,  საჭიროა  საერთო  უკანდახევა  მოვასწროთ!“  კუტუზოვმა  შესანიშნავი  პასუხი  დააბარა  ფლიგელ-ადიუტანტ  ვოლცოგენს  ბარკლაისთან:  „არავითარი  უკანდახევა!  ყველანი  ადგილზე  მოკვდით!“  მთავარსარდალი  უთუოდ  სწორი  იყო.  ახლა რომ  რუსებს  საერთო  უკანდახევა  დაეწყოთ,  წარმატებისგან  გალაღებული  ფრანგებიც  საერთო  შეტევაზე  გადავიდოდნენ  და  „შუამდინარეთში“ მოიმწყვდევდნენ  მათ,  სადაც  ბოლოს  მოუღებდნენ  კიდეც.  პირველად  უმტყუნეს  ნერვებმა  ბარკლაის...
გენერალი  არ  დააკმაყოფილა  მთავარსარდლის  პასუხმა  და  პირადად  გაემართა  კუტუზოვისკენ,  რათა  აეხსნა  მისთვის  შექმნილი  ვითარება.  კუტუზოვმა  გაუმეორა  ბარკლაის  ის,  რაც  ვოლცოგენს  უთხრა და  დაუმატა:  უკანდახევა  არ  იქნება,  პირიქით,  ხვალ  შეტევაზე  ჩვენ  გადავალთო.  რასაკვირველია,  არავითარ  შეტევაზე  გადასვლა  კუტუზოვს არ  შეეძლო,  მაგრამ  ჯარზე  ფსიქოლოგიური  ზემოქმედებისათვის  ეს სწორად  გათვლილი  ნაბიჯი  იყო.  კუტუზოვი  მიხვდა,  რომ  დაუყოვნებელი  უკანდახევა  დამღუპველი  იქნებოდა.  გარდა  ამისა,  მან  გაითვალისწინა  ის  გარემოება,  რომ  15-საათიანი  არნახული  შერკინებით  მოწინააღმდეგეც  გადაღლილი  იყო  და  ახლა,  ბინდისპირს,  აქტიურ  საბრძოლო ოპერაციებს  აღარ  დაიწყებდა.  ასეც  მოხდა.  ნაპოლეონმა  არ  ჩააბა გვარდია  ბრძოლაში  და  მტრისათვის  მხოლოდ  ძლიერი  საარტილერიო დაშენით  დაკმაყოფილდა.
იმ  დროისათვის  ნაპოლეონი  კურგანნაიაზე  იმყოფებოდა.  რუსების  პოზიციის  ცენტრში  იმპერატორის  გამოჩენამ  ახალი  ენთუზიაზმი გამოიწვია  ფრანგ  მეომრებს  შორის.  ყველა  დარწმუნებული  იყო.  რომ  იგი გვარდიის  იერიშის  ორგანიზებისათვის  გავიდა  ცეცხლის  ხაზზე.  როგორც  გამოირკვა,  მას  ახლოდან  სურდა  რუსთა  ახალ  პოზიციებზე  თვალის  შევლება  და  ამიტომ  მივიდა  ყოფილ  „რაევსკის  ბატარეაზე“.  ნაპოლეონმა  რუსთა  პოზიციას  გახედა.  მოწინააღმდეგეს  ყველა  უბანზე  უკან დაეხია  და  ახლა  გამალებით  ცდილობდა  ახალი  თავდაცვის  ხაზის  მოწყობას.  გააფთრებული  საარტილერიო  დუელი  კი  გრძელდებოდა.  ფრანგებს  მეტი  ზარბაზნები  შერჩათ  და  მეტი  მეზარბაზნეც.  მათი  ცეცხლი კვლავ  უფრო  ზუსტი  და  უფრო  მომაკვდინებელი  იყო.  გახურებული  სროლა  ახლა  სოფელ  გორკასთან,  გორეცკის  ბორცვის  მიდამოებში  მიდიოდა. რუსებმა  იქ  გაამაგრეს  თავისი  ჯარის  ნარჩენები  და  იქ  აპირებდნენ  დახვედროდნენ  გვარდიის  იერიშს.
ნაპოლეონმა  ამალას  თავი  ანება  და  მოწინააღმდეგის  პოზიციებისკენ  გაემართა.  მას  თან  ბერტიე,  ბესიერი  და  ორი-სამი  სხვა  მაღალი რანგის  ჩინოსანი  გაჰყვა.  გარშემო  ტყვიების  ზუზუნი  იდგა.  იმპერატორი  კი  გორეცკის  მოდამოებს  ათვალიერებდა  და  თითქოს  ყოყმანობდა. ცხადია,  ისიც  გვარდიაზე  ფიქრობდა.  ამ  დროს  მას  მიურატი  მიუახლოვდა,  „მე  ვხედავ  გამარჯვებას,  მაგრამ  ვერ  ვხედავ  სარგებელს!“  მიაგება  სიტყვა  ნაპოლეონმა.  სანამ  მიურატი  პირს  გააღებდა  (ყველამ  კი იცოდა,  რას  მოითხოვდა  იგი),  ბერტიემ  წამოიძახა:  ,გორეცკის  პოზიციებზე  შეტევას  ახალი  დიდი  მსხვერპლი  მოჰყვება.  ღირს  კი  ეს  გორაკი ამად?  არა,  სირ,  ჩვენი  მიზანი  მოსკოვია,  ჩვენი  ჯილდო  მოსკოვშია!“ გვარდიას  უნდა  გავუფრთხილდეთ,  სირ!“  –  დაუმატა  მარშალმა  ბესიერმა,  გვარდიის  კავალერიის  სარდალმა  –  გვარდიაა  ჩვენი  იმედი. სწორედ  იგი  აგებს  პასუხს  საფრანგეთის  წინაშე  იმპერატორის  ბედზე!“  მიურატმა  ხელი  ჩაიქნია  ღა  ისევ  თავისი  შენაერთებისკენ  გაემართა.  ნაპოლეონი  კი,  რომელმაც  საბოლოოდ  თქვა  უარი  გვარდიის  გამოყენებაზე,  კვლავ  გასცქეროდა  გორაკს.  რუსების  ცეცხლი  უფრო  გაძლიერდა,  ეტყობა  იქ  შენიშნეს  „სტუმარი“  და  ახლა  ყუმბარები  დაუშინეს  მას.  ამალა  ერთხმად  სთხოვდა  იმპერატორს,  მოსცილებოდა  სახიფათო  ადგილს,  მაგრამ  იგი  ჯიუტობდა  და  წასვლას  არ  აპირებდა.  მაშინ  გვარდიის  ერთმა  გენერალმა  უცერემონიოდ  მოჰკიდა  იმპერატორის ცხენის  აღვირს  ხელი  და  ძალით  მიაბრუნა  იგი  ტყისაკენ  –  „აქ  თქვენი ადგილი  არ  არის,  სირ!  ხომ  ხედავთ,  რუსებმა  შეგამჩნიეს“  –  ეუბნებოდა  ნაპოლეონს  გენერალი  და  თან  ცხენს  ექაჩებოდა.
ნაპოლეონი  ბრძოლის  ველს  გაუყვა  და  აღებულ  პოზიციებს  დაუწყო  თვალიერება.  ის,  რაც  მისი  და  მისი  ამალის  თვალწინ  გადაიშალა, ყოველგვარ  წარმოდგენას  აღემატებოდა.  ბრძოლის  ველი  ისე  იყო  დაჭრილ-დახოცილებით  ავსებული,  რომ  იმპერატორსა  და  მის  მხლებლებს გვარიანი  ოსტატობა  სჭირდებოდათ  იმისათვის,  რათა  მათ  ცხენებს  ფეხის ჩასადგმელი  ადგილი  ეპოვნათ.  ეტყობა,  ამალის  ერთ-ერთმა  წევრმა,  დაუდევრობით  იყო  თუ  შემთხვევით,  ცხენი  ნებაზე  მიუშვა  და  ამ  უკანასკნელმაც,  რომელიღაც  დაჭრილს  ფეხი  დაადგა.  დაჭრილის  ყვირილზე  ნაპოლეონმა  მოიხედა  და  როდესაც  მიხვდა,  რაც  მოხდა,  გაცეცხლებულმა მკვახედ  შეუძახა  დამნაშავე  ოფიცერს.  იმპერატორის  დასამშვიდებლად ვიღაცას  უთქვამს:  არა  უშავს,  სირ,  ის  დაჭრილი  მოწინააღმდეგეაო,  რაზეც  ნაპოლეონს  უპასუხნია:  „გამარჯვების  შემდეგ  მოწინააღმდეგენი  არ არსებობენ,  არსებობენ  მხოლოდ  ადამიანებიო“.
ნელ-ნელა  ბინდი  ჩამოწვა  და  ბრძოლაც  დასასრულს  მიუახლოვდა.  მეტი  აქტივობის  გამოჩენა  აღარცერთ  მხარეს  არ  შეეძლო. „რას  აკეთებენ  რუსები?“  იკითხა  ნაპოლეონმა.  „დგანან,  სირ“,  იყო  პასუხი.  „ეტყობა  მათ  არ  ეყოთ  და  კიდევ  უნდათ.  მაშ  დასცხეთ  კიდევ!“ და  დასცხეს  კიდეც  ფრანგმა  არტილერისტებმა.  ეს  იყო  და  ეს.  „მეტი“ ღირსშესანიშნავი  არაფერი  მომხდარა.
ღამით  ფრანგებმა  აღებული  პოზიციებიდან  უკან  დაიწიეს,  რადგან  უამრავი  დაჭრილ-დახოცილით  სავსე  ადგილებში  არც  გაჩერება  შეიძლებოდა  და  არც  მოსვენება.  რუსები  კი  საერთოდ  აიყარნენ  და  მოსკოვის  მიმართულებით  წავიდნენ.  კუტუზოვს,  ერთი  პირობა,  თითქოს  უნდოდა  დილით  ბრძოლის  გაგრძელება,  მაგრამ  როცა  თავისი  არმიის უზარმაზარი  ზარალის  შესახებ  ზუსტი  ცნობები  მიიღო,  მიხვდა,  რომ ბრძოლის  განახლება  შეუძლებელი  იქნებოდა  და  უკანდახევის  ბრძანება გასცა.  ასეთი  იყო  ბოროდინოს  ისტორიული  ბრძოლის  ფინალი.
როგორი  დანაკარგი  ჰქონდათ  დაპირისპირებულ  არმიებს? ფრანგული  მონაცემებით,  მათი  ზარალი  30  ათასამდე  დაჭრილ-დახოცილი იყო,  ხოლო  რუსებისა  –  60  ათასი.  რუსული  მონაცემებით,  მათი  დანაკლისი  45  ათასით  განისაზღვრებოდა,  ფრანგებისა  კი  50  ათასით. ტყვედ  ფრანგებმა  1000  რუსი  იგღეს  ხელთ,  რუსებმაც  –  1000 ფრანგი.  ყველა  ტყვე  დაჭრილი  იყო.  ასეთი  მასშტაბის  ბრძოლისათვის და  ცოცხალი  ძალის  ასეთი  დანაკარგისთვის  ტყვეთა  რიცხვი  წარმოუდგენლად  მცირე  იყო,  რაც  ორივე  მხარის  არაჩვეულებრივ თავგანწირვაზე  მიუთითებდა.  საგულისხმოა,  რომ  ვერცერთმა  მხარემ  მოწინააღმდეგის  ვერცერთი  დროშა  ვერ  იგდო  ხელთ!
ამის  შემდეგ  გასაკვირიც  აღარაა,  ფრანგებმა  რომ  რუსთა  არმიის  განადგურება  ვერ  შეძლეს.  გასაკვირი  ის  არის,  რომ  მათ  საერთოდ შეძლეს  გამარჯვების  მოპოვება!  1812  წლის  7  სექტემბრის  დილას  ხომ ყველა  პირობა  არსებობდა  (გარდა  ერთისა!)  იმისთვის,  რომ  იმ  დღეს  რუსებს  გაემარჯვგათ:  რუსები  რიცხობრივად  მნიშვნელოვნად  სჭარბობდნენ მოწინააღმდეგეს,  მათ  მეტი  ზარბაზანი  ჰქონდათ  და  უფრო  მსხვილი  კალიბრისა,  ისინი  თავდაცვაზე  იდგნენ,  რაც  უადვილებდათ  ბრძოლის  წარმოებას;  მოწინააღმდეგისგან  განსხვავებით,  რომლის  არმია  სხვადასხვა ეროვნების  შენაერთებისგან  შედგებოდა  და  საბრძოლო  შემართება  არაერთგვაროვანი  ჰქონდა,  რუსების  ჯარი  ერთ  მონოლითურ  ნაკრებს  წარმოადგენდა,  მათ  ჯარს  სათავეში  გამოცდილი  და  სამხედრო  საქმის  ზედმიწევნით  კარგად  მცოდნე  მხედართუფროსი  ედგა  და,  რაც  მთავარია, რუსები  თავის  მიწაწყალზე,  თავისი  დედაქალაქის  დასაცავად  იბრძოდნენ,  იბრძოდნენ  არნახული  თავდადებით,  ისე,  როგორც  არასდროს  მანამდე  და,  იქნებ  შემდეგაც,  არ  უბრძოლიათ!  და  მაინც  ისინი  დამარცხდნენ...
რაში  იყო  საქმე?  მხოლოდ  და  მხოლოდ  ერთში,  ერთ  გამონაკლისში  – მათ  მოწინააღმდეგეს  ნაპოლეონი  ჰყავდა,  შეუდარებელი  წინამძღოლი, რომლის  სამხედრო  ოსტატობამ  და,  საერთოდ,  რომლის  ბრძოლის  ველზე  ყოფნამ,  გადაწყვიტა  კიდეც  მისი  ბედი  (ცნობილი  გერმანელი  ისტორიკოსი  შლოსერი  როდესაც  ბოროდინოს  ველზე  დაპირისპირებულ  მოწინააღმდეგეთა  ძალებს  ერთმანეთს  ადარებდა  და  მათ  შესაძლებლობებს საზღვრავდა,  უპირატესობას  ფრანგებს  ანიჭებდა,  რადგან...  „მათ  ჰყავდათ  იმპერატორი“!).  ეტყობა,  ყველა  ზემოთქმულის  გათვალისწინებით იყო,  რომ  შემდგომში,  იმპერატორი  ყოგელთვის  განსაკუთრებული  სიამაყით  ლაპარაკობდა  მოსკოვთან  მოპოვებულ  გამარჯვებაზე,  მართალია, ეს  გამარჯვება  სრული  არ  იყო  და  მოწინააღმდეგის  განადგურებით  არ დასრულებულა,  მაგრამ  ისიც,  რასაც  იმ  დღეს  ნაპოლეონმა  და  მისმა ჯარისკაცებმა  მიაღწიეს.  ცოტა  არ  იყო.  ყოველ  შემთხვევაში,  პარიხში, ტრიუმფულ  თაღზე  და  ინვალიდების  სასახლეში,  იმპერატორის  მიერ მოპოვებულ  დიდ  გამარჯგებათა  ჩამონათვალში  ერთი  საპატიო  ადგილი ბოროდინოს  ბრძოლასაც  უჭირავს.
სრულიად  არ  შეეფერება  სინამდვილეს  ის  აზრი,  რომელიც  ზოგიერთ  ნაშრომში  გვხვღება,  თითქოს  ნაპოლეონი  ბოროდინოს  ბრძოლის დროს,  ავადმყოფობის  გამო,  ჩვეულებრივზე  უფრო  პასიური  იყო  და მთელი  დღე  შევარდინოს  სამეთაურო  პუნქტზე  იმყოფებოდა.  სინამდვილე  სულ  სხვაზე  მეტყველებს.  ნაპოლეონი  ავად  კი  იყო  (გაციების გამო),  მაგრამ  იგი  მაინც  აქტიურად  ხელმძღვანელობდა  ბრძოლას  და მისი  სადავეებიც  მტკიცედ  ეპყრა  ხელთ.  იმპერატორი  ხშირად  გადიოდა ცეცხლის  ხაზზე,  კარნახობდა  მოწინააღმდეგეს  თავის  სვლებს  და... უტევდა  ყველა  იმ  პუნქტს,  რომელიც  სურდა  და  როცა  სურდა,  მაშინ, როდესაც  კუტუზოვი  მხოლოდ  იგერიებდა  მის  შეტევებს  და  ჯარი  გადაჰყავდა  ნაკლებ  სახიფათო  ადგილიდან  ფრონტის  საშიშ  უბნებზე  თანაც  ხშირად  ისე,  რომ  დივიზიები  და  მთელი  კორპუსები  ვერ  ასწრებდნენ  ცენტრიდან  და,  მით  უმეტეს,  მარჯვენა  ფლანგიდან,  რუსთა  მარცხენა  ფრთისთვის  დახმარების  დროულ  აღმოჩენას  (ნ.  ტროიცკი).  იმავე ავტორს  თავის  ნაშრომში  მოჰყავს  1812  წლის  ომის  მონაწილის,  გენერლისა  და  ისტორიკოსის,  ნ.ოკუნევის  შემდეგი  სიტყვები:  „ბაგგოვუტის, ოსტერმანის  და  კორფის  კორპუსებს  (ყველანი  უცხოური  წარმოშობის რუსი  გენერლებია,  დ.ც.)  გადამწყვეტ  პუნქტებში  თითო-თითოს  გზავნიდნენ  და  ბრძოლაში  ერთმანეთის  მიყოლებით  აბამდნენ,  რითაც  მხოლოდ  გააჭიანურეს  ბაგრატიონის  ფლეშებისა  და  რაევსკის  ბატარეის დაცემა,  მაგრამ  ვერ  შეძლეს  მისი  თავიდან  აცილება.“  იგივე  ოკუნევი, აგრეთვე,  უკვე  თანამედროვე  რუსი  ავტორი  ა. კოჩეტკოვი, გაოცებით  აღნიშნაგდნენ,  თუ  როგორი  ოსტატობით  ახდენდა  ნაპოლეონი შეტევის  ყველა  პუნქტზე  (ს.ბოროდინო,  ბაგრატიონის  ფლეშები,  რაევსკის  ბატარეა,  სემიონოვსკაიას  პოზიციები)  ჯარის  სხვადასხვა  სახეობის  ასე  დიდი  რაოდენობით  და  ასე  სწრაფად  თავმოყრას! ნ.  ტროიცკი  წერს,  რომ  ჩვენ  (ლაპარაკია  რუსებზე,  დ.ც.)  აღტაცებულნი  ვართ  ფლეშების  და  რაევსკის  ბატარეის  დამცველთა  გმირობით,  რომელნიც  ორგზის  და  ზოგჯერ  სამგზის  უპირატესი  მტრის  იერიშებს  იგერიებდნენ,  მაგრამ  არ  გუფიქრდებით  იმას,  რომ  რუსთა  სარდლობას  შეეძლო  და  ვალდებულიც  იყო  არ  დაეშვა  გადამწყვეტ  პუნქტებზე  მოწინააღმდეგის  ჯარების  ასეთი  კონცენტრაცია  (მით უმეტეს, რომ  მათ  მეტი  ჯარი  ჰყავდათ,  დ.ც.).  ის,  რომ  ასე  არ  მოზდა,  ტროიცკის  აზრით,  კუტუზოვის  ბრალია,  რომელმაც  თავისი  ძირითადი  ძალები მარჯვენა  ფლანგზე  განალაგა  მაშინ,  როცა  მთავარი  ბრძოლა  მარცხენა ფრთაზე  გაჩაღდა.  ბარკლაი  დე  ტოლი  თავის  თავზე  იღებდა  ბრძოლის ხელმძღვანელობის  ინიციატივას  და  (ცდილობდა  ფრონტის  სხვადასხვა უბანზე  გარღვევების  ლიკგიდაციას,  მაგრამ  რუსები  მანევრირებაში  ჩამორჩებოდნენ  ფრანგებს.  კიდევ  უფრო  გამოიკვეთა  ნაპოლეონის  უპირატესობა  არტილერიის  გამოყენებაში.  მიუხედავად  იმისა.  რომ  რუსებს ფრანგებზე  მეტი  ზარბაზანი  ჰქონდათ.  იმპერატორი  ისე  ოსტატურად განალაგებდა  არტილერიას,  რომ  საჭირო  უბანზე  მოწინააღმდეგეზე ბევრად  მეტ  ზარბაზანს  უყრიდა  თავს.  ფრანგი  არტილერისტები  რუსებზე  უფრო  გაწაფულნიც  აღმოჩნდნენ  და  უფრო  მარჯვენიც:  თუ  მთელი დღის  განმავლობაში  რუსებმა  60  ათასი  ყუმბარა  გაისროლეს.  ნაკლები რაოდენობის  ზარბაზნების  მქონე  ფრანგებმა  –  90  ათასი!
ღამით  კუტუზოვი  სოფელ  მიხაილოვსკოეში  გადავიდა  და  ერთი მემამულის  აგარაკზე  დაიდო  სახელდახელო  ბინა.  მთავარსარდალი ბრძოლისშემდგომი  ვითარების  განხილვას  შეუდგა რამდენიმე  უმაღლესი  რანგის  ოფიცერთან  ერთად.  სახლი.  რომელიც  დროებით  დაიკავა კუტუზოვმა,  იმ  ღამით  დიდხანს  იყო  გაჩახჩახებული  და  იქ  უამრავი მაცნე,  ადიუტანტი.  სხვადასხვა  საბრძოლო  შენაერთების  წარმომადგენელი  ტრიალებდა.  მოგვიანებით.  თვით  შენაერთთა  მეთაურებიც  გამოჩნდნენ,  რასაკვირველია,  ისინი,  რომლებიც  იმდღევანდელ  საშინელებას გადაურჩნენ  და  იქ  მოსვლის  თავი  ჰქონდათ. ის,  რასაც  მთავარსარდალი  ისმენდა,  შემზარავი  იყო.  მთელი ბრძოლის  განმავლობაში;  გარდა  ორი  ეპიზოდისა,  როცა  იგი  სოფელ გორკისთან  ფრონტის  ხაზს  მიუახლოვდა,  კუტუზოვი  მისგან  შორს, რუსთა  მეორე  ხაზიდან  ერთი  კილომეტრის  დაშორებაზე,  სოფელ  ტატარინოვოში  იმყოფებოდა  და  პირადად  ვერ  ადევნებდა  არნახული  შერკინების  მსვლელობას  თვალს,  იგი  გამუდმებით  იღებდა  ინფორმაციას  ფრონტის  სხვადასხვა  უბნიდან,  მაგრამ  ეს  ინფორმაცია,  ჩვეულებრივ,  დაგვიანებული  იყო  და  თანაც  სრულად  ვერ  ასახავდა  მიმდინარე  მოვლენებს. მოვლენები  კი  ისეთი  იყო,  რომ  მათ  არ  შეიძლება  უმძიმესი  შედეგი  არ მოჰყოლოდა.  მთავარსარდალი  ამას  გრძნობდა,  მაგრამ  სინამდვილე, რომლის  წინაშეც  ის  აღმოჩნდა,  იმდენად  საშინელი  იყო,  რომ,  ეტყობა, მის  წარმოდგენას  აღემატებოდა.
    ჩემი  დივიზია  აღარ  არის,  მოახსენებდა  მთავარსარდალს  პ. კონოვნიცინი,  მასში  ახლა  ას  კაცსაც  ვერ  დაითვლით;  ნ. რაევსკი  –  ჩემი ორი  დივიზიიდან  ერთად  700  კაცი  თუ  მოგროვდება;  მ. გორონცოვი  – ჩემი  გრენადერთა  დივიზია  მთლიანად  განადგურდა.  იგი  ბრძოლის  ველიდან  კი  არ  გაქრა,  ბრძოლის  ველზე  გაქრა!  მისგან  ალბათ  300  ჯარისკაციც  აღარ  დარჩა...  ასე  იყო  სხვა  შენაერთებშიც.  კუტუზოვი  დიდხანს  იყო  ჩუმად.  ასეთი  ცნობების  მიღების  შემდეგ  მან  უკვე  კარგად უწყოდა,  რომ  არათუ  კონტრშეტევაზე  აღარ  შეიძლებოდა  ფიქრი,  არამედ  თავდაცვითი  ბრძოლის  გამართვაც  უაზრო  ხდებოდა.  ამიტომ  უკანდახევა  ბრძანა  მთავარსარდალმა,  დაუყოვნებელი  უკანდახევა!  და  რუსის  ჯარი  იმავე  ღამით  აღმოსავლეთისკენ  დაიძრა...
        რუსები  წესრიგით  იხევდნენ,  ყოველგვარი  პანიკის  გარეშე.  მათ სურდათ  და,  აქედან  გამომდინარე,  სჯეროდათ,  რომ  მოსკოვს  მტერს  არ ჩააბარებდნენ  და  მის  კედლებთან  კიდევ  ერთ  ბრძოლას  გამართავდნენ. აი,  კუტუზოვს  კი  ეს  უკვე  აღარ  სჯეროდა  და  აღარც  უნდოდა.  რაც მთავარია  –  აღარ  შეეძლო!  მან  უკვე  გადაწყვიტა  მოსკოვის  ბედი.  მეფეს  კი  სხვაგვარად  მისწერა,  ფრთხილად,  ნახევრადმინიშნებით.  ყოჩაღად  ვიბრძოლე,  მოწინააღმდეგის  შეტევები  მოვიგერიე,  მაგრამ  იმის გამო,  რომ  საქმე  ეხება  არა  მხოლოდ  მოგებული  ბატალიების  დიდებას, არამედ  მიზანს  –  განადგურდეს  საფრანგეთის  არმია,  გადავწყვიტე  უკან დავიხიოო.  კუტუზოვის  ბუნდოვანი  სიტყვები  პეტერბურგში  ლამის  გამარჯვების  მოპოვების  ტოლფასად  ჩათვალეს.  იქ  ვერავინ  წარმოიდგენდა,  რომ  რუსთა  მთავარსარდალი  მოსკოვის  დატოვებას  აპირებდა!  ამიტომ  მეფემ  მთავარსარდალს  ფელდმარშლის  წოდება  მიანიჭა,  მის გენერლებს  მაღალი  კლასის  ორდენები  დაურიგა  (რასაც  ისინი,  რა  თქმა უნდა,  იმსახურებდნენ),  ხოლო  ცოცხლადდარჩენილ  ჯარისკაცებს,  ყველას,  უკლებლივ...  ხუთ-ხუთი  მანეთი  უბოძა...  მაშინდელი  5  მანეთი, ცხადია,  დღევანდელს  სულაც  არ  ჰგავდა,  მაგრამ  ბოროდინოს  მონაწილეთათვის  ძალზე  ცოტა  ხომ  არ  გაიმეტა  ალექსანდრე  პავლეს  ძემ? ბრძოლის  მეორე  დღეს,  ზ  სექტემბერს,  ფრანგები  ისევ  კუდში მიჰყვებოდნენ  რუსებს.  წინ  ისევ  მიურატის  კავალერია  მიდიოდა,  უკან კი  –  მთელი  არმია.  მართალია,  ფრანგების  ჯარი  ახლა  თითქმის  100 ათასამდე  შემცირდა,  მაგრამ  იგი  მაინც  დიდ  ძალას  წარმოადგენდა  და მასთან  შებრძოლება  კუტუზოვს  აღარ  შეეძლო. 
რუსები  მოჟაისკზე  გავლით  იხევდნენ  უკან  და  მოსკოვის  გზას მიჰყვებოდნენ.  გზადაგზა  კავალერიული  რაზმების  შეტაკებები  იმართებოდა,  თუმცა  სერიოზულ  ბრძოლამდე  საქმე  არ  მიდიოდა.  ფრანგები სწრაფად  მიიწევდნენ  წინ  და  რუსებიც,  შესაბამისად,  სწრაფად  უახლოვდებოდნენ  თავიანთ  მეორე  დედაქალაქს.  მოსკოვთან  მიახლოება თითქოს  ნიშანი  გახდა  ფრანგებისათვის  –  მათი  ზეწოლა  რუსთა  არიერგარდზე  გაძლიერდა  და  ახლა  ისე  გამოდიოდა,  რომ  ისინი  უკანდახეულ მოწინააღმდეგეს  ამოსუნთქვის  საშუალებას  არ  აძლევდნენ. უკანდახევის დაისტორიულ  დედაქალაქთან  მიახლოების პარალელურად  რუსთა  არმიაში  უკმაყოფილების  გრძნობა  იზრდებოდა. ახლა  კუტუზოვი  დგებოდა  იმ  პრობლემის  წინაშე,  რომელმაც  ბარკლაის  „გაუმწარა  სიცოცხლე“  –  საქმე  აშკარად  მიდიოდა  მოსკოვის  ჩაბარებისაკენ  და  ასეთი  პერსპექტივა  არმიას  დიდად  აშფოთებდა.  დრტვინვა  უმაღლეს  მეთაურთა  შორისაც  იზრდებოდა.  ბენიგსენი,  დოხტუროვი, ერმოლოვი,  კონოვნიცინი,  როგორც  შეეძლოთ,  ისე  ახდენდნენ  ზეწოლას  კუტუზოვზე,  რათა  აეძულებინათ  იგი  ახალი  ბრძოლა  გაემართა ფრანგებისათვის,  მოხუცი  ფელდმარშალი  კი  ეშმაკობდა,  სიტყვით ბრძოლაზე  თანხმობას  აცხადებდა,  საქმით  კი  –  უკანდახევას  აგრძელებდა  და  მტერი  პირდაპირ  მოსკოვში  „მიჰყავდა“.
მიუხედავად  ამისა,  ბენიგსენს,  რომელიც  არმიის  შტაბის  უფროსი  იყო,  დაევალა  მოსკოვის  მისადგომებთან  ბრძოლისთვის  ყველაზე ხელსაყრელი  პოზიცია  შეერჩია.  ბოროდინოსი  არ  იყოს,  არჩევანი  არც ახლა  იყო  დიდი,  მაგრამ  13  სექტემბრის  საღამოს  7  საათისთვის  ბენიგსენმა  მაინც  დაასრულა  რეკოგნოსცირება.  ქალაქიდან  ხუთი  ვერსის  დაშორებაზე  მან  საკმაოდ  კარგი  პოზიცია  შეარჩია  და  საჩქაროდ  სოფელ ფილიში  გაემგზავრა,  რათა  სამხედრო  საბჭოსათვის  თავისი  არჩევანი მოეხსენებინა.  მაგრამ  მანამდე,  დღისით,  პოკლონნაია  გორახე,  რუსეთის  არმიის  უმაღლესმა  მეთაურებმა,  კუტუზოვის  თანდასწრებით „სახელდახელოდ“  განიხილეს  შექმნილი  ვითარება.  ამ  იმპროვიზებულ თათბირს  მოსკოვის  გუბერნატორი  გრაფი  როსტოპჩინიც  ესწრებოდა. აზრი  ორად გაიყო.  მეთაურების  ნაწილი  თვლიდა,  რომ  მტერი  ძლიერია და  მასთან  ახალი  შებრძოლება  ცუდის  მეტს  არაფერს  მოუტანდა  მათ. მეორე  ნაწილს  კი  მიაჩნდა  (და  მათ  შორის  როსტოპჩინსაც),  რომ  არავითარ  შემთხვევაში  არ  შეიძლებოდა  ქალაქის  უბრძოლველად  დატოვება, კუტუზოვს  გამოკვეთილად  არაფერი  უთქვამს.  ისე  ჩანდა,  რომ  მთავარსარდალი  ორჭოფობდა  და  „არ  იცოდა“  ვის  აზრს  მიმხრობოდა.  მხოლოდ  როსტოპჩინს  უთხრა  მან  ცალკე  რაღაც  სიტყვები...  ბუნებრივია, ასეთი  ორჭოფობა  დიდხანს  უკვე  ვეღარ  გაგრძელდებოდა  და  კუტუზოვს,  ბოლოს  და  ბოლოს,  უნდა  გამოეხატა  თავისი  პოზიცია.  ეს  იმავე საღამოს  მოხდა,  სოფელ  ფილიში,  აწ  უკვე  განთქმულ  სამხედრო  საბჭოზე,  რომელზეც  გადაწყდა  კიდეც  მოსკოვის  ბედი.
თათბირს  ფილიში  ყველა  ცნობილი  რუსი  გენერალი  ესწრებოდა მილორადოვიჩის  გარდა,  რომელიც  არიერგარდღს  მეთაურობდა  და თათბირისთვის  არ  ეცალა.  კუტუზოვი  ეშმაკურად  მოიქცა.  როგორც ვთქვით,  ბოროდინოს  შემდეგ,  მას  მტკიცედ  ჰქონდა  გადაწყვეტილი მოსკოვის  დატოვება,  მაგრამ  ასეთი  პერსპექტივით  შეძრწუნებულ  გენერალიტეტს  მთავარსარდალმა  დედაქალაქის  დატოვების  შესახებ...  ბარკლაის  პირით  აუწყა!  დიახ,  ფილის  საბჭოზე  მომხსენებელი  ბარკლაი დე  ტოლი  გახლდათ!  რომელმაც  საქმიანად  დაასაბუთა  წინააღმდეგობის გაწევის  შეუძლებლობა  და  მოითხოვა  მტრისთვის  მოსკოვის  ჩაბარება... როგორც  ლეონტი  ბენიგსენი  იხსენებს  (რომელიც  კატეგორიული  წინააღმდეგი  იყო  ქალაქის  ჩაბარებისა),  ამ  წინადადების  საპირისპირო  აზრი  გამოთქვეს  პლატოვმა,  დოხტუროვმა,  უვაროვმა,  კონოვნიცინმა,  ერმოლოვმა.  „დოხტუროვი  მანიშნებდა,  წერს  ბენიგსენი,  რომ თმები  ყალყზე  მიდგება,  როცა  მოსკოვის  დატოვებაზე  ლაპარაკობენო. როგორც  ეტყობა  ეს  გადაწყვეტილება  ადრევე  იყო  მიღებული,  რადგან გენერლების  აზრი  არავის  სხდომის  ოქმში  არ  შეჰქონდა  და  არც  მოსკოვის  გენერალ-გუბერნატორი  როსტოპჩინი  იყო  მოწვეული  თათბირზე, მიუხედავად  იმისა,  რომ  მას  ჯერ  კიდევ  იმ  დღეს,  დილით,  არწმუნებდნენ,  დედაქალაქს  უბრძოლველად  არავინ  დათმობსო.  ამიტომ  მე  გადავწყვიტე,  რომ  იქ  ყოფნას  აზრი  არ  ჰქონდა  და  სხდომა  დავტოვე“. გავლენიანი  ბენიგსენის  წასვლა  არც  ბარკლაის  ეწყინებოდა  და, მით  უმეტეს,  არც  კუტუზოვს.  გენერლებიდან  ბარკლაის  რაევსკიმ  და ოსტერმანმა  დაუჭირეს  მხარი,  მიუხედავად  რიცხობრივი  უმცირესობისა,  ქალაქის  დატოვების  მომხრეებმა  აშკარად  თავიანთი  წინადადების სასარგებლოდ  შეატრიალეს  საქმე.  გადამწყვეტი  სიტყვა  მთავარსარდალს  ეკუთვნოდა.  დაძაბულობამ  კულმინაციას  მიაღწია.  და  აქ  კუტუზოვმა  –  პატივი  უნდა  მიეგოს  მის  სიმტკიცესა  და  უმძიმესი  გადაწყვეტილების  თავის  თავზე  აღების  უნარს  –  ცალსახად  გამოთქვა  თავისი აზრი:  „მოსკოვის  დაკარგვით  არ  იკარგება  რუსეთი.  არმიის  დაღუპვით კი  მოსკოვიც  იკარგება  და  რუსეთიც.  ვხედავ,  მე  მომიწევს  ყველაფერზე  პასუხის  გაცემა,  მაგრამ  სამშობლოს  კეთილდღეობისათვის  ვწირავ თავს  –  უკანდახევა  მიბრძანებია!“
მთავარი  ითქვა  და  ამის  შემდეგ  დღის  წესრიგში  პროზაული  საკითხები  დადგა:  როდის  და  როგორ  დაიწყებდნენ  უკანდახევას,  ქალაქზე გაატარებდნენ  ჯარს  თუ  გვერდს  აუვლიდნენ  მას  და  ა.შ.  იმ  საღამოს კუტუზოვმა  კიდეგ  ერთი:  ღირსსახსოვარი  ფრაზა  წარმოთქვა:  „ნაპოლეონი  სწრაფად  მომდინარე  ნიაღვარსა  ჰგავს,  რომლის  შეჩერება  ჩვენ ახლა  არ  შეგვიძლია.  მოსკოვი  კი  ის  ღრუბელია,  რომელიც  ამ  ნიაღვარს  შეიწოვს“.
ამბავი  მოსკოვის  დატოვების  შესახებ  ელვის  უსწრაფესად  გავრცელდა  ქალაქში.  პანიკა,  ამ  სიტყვის  სრული  მნიშვნელობით,  არ  ყოფილა  –  ქვეშეცნეულად  ბევრი  გრძნობდა  ამ  საშიშროებას  და  წინასწარ,  დროულად  გაემგზაგრა  დედაქალაქიდან.  პირველი „წამსვლელები“ ჯერ  კიდევ  სმოლენსკის  დატოვების  შემდეგ  დაიძრნენ.  მერე  და  მერე მათმა  რიცხვმა  იმატა,  ისე  რომ,  13  სექტემბრისთვის  ქალაქი  სანახევროდ  ისედაც  დაცლილი  იყო.  და  მაინც!  მოსკოველებს  ერთობ  უჩვეულო რამ  დაემართათ  და  ბევრი  მათგანი  დაბნეული  იყო.  საქმეს  ისიც  ართულებდა,  რომ  იმ  დროს  ქალაქში  26  ათასი  დაჭრილი  იმყოფებოდა  (ძირითადად  ბოროდინოდან  გადმოყვანილი).  მათი  ევაკუაციის  საქმე  ცუდად იყო.  ვისაც  თავისით  გადაადგილება  შეეძლო  –  წავიდა,  ვისაც  არა  – ძირითადად  ღვთის  იმედის  ამარა  დარჩა.  რადგან  ასეთი  უფრო  მეტი იყო,  მათ  მომავალს  ცოტა  ვინმე  თუ  შენატრებდა. ფიოდორ  როსტოპჩინი,  მოსკოვის  გუბერნატორი,  ცოფებს  ყრიდა.  ქალაქის  დანებება  მას  არ  უნდოდა  და  არც  მოელოდა  (სინამდვილეში  მთლად  ასე  არ  იყო,  როსტოპჩინი  სწორედ  მოელოდა  ქალაქის დაცემას  და  წინასწარ  მიიღო  სათანადო  ზომები.  თუ  როგორი,  ქვემოთ გახდება  ცნობილი). 
რუსთაგან  ბოლოს,  ისე,  როგორც  ეს  სამხედროთა  წესი  და  რიგია,  არიერგარდი  გავიდა.  არიერგარდს  მიხეილ  მილორადოვიჩი  მეთაურობდა,  სიმამაცით  განთქმული  გენერალი,  სუვოროვის  ლაშქრობების  მონაწილე  იტალიასა  და  შვეიცარიაში,  ბოროდინოს  ბრძოლის  ერთ-ერთი გმირი  (მიხეილ  ანდრიას  ძე  ცხოვრებას  ცუდად  დაამთავრებს  –  1825 წლის  14  დეკემბრის  ღირსსახსოვარ  დღეს,  დეკაბრისტების  აჯანყების დღეს  –  მას,  პეტერბურგის  გენერალ-გუბერნატორს,  ამბოხებულთა  ერთ-ერთი  მეთაური,  ოფიცერი  კახოვსკი  მოკლავს,  სენატის  მოედანზე...). არიერგარდის  უკანდახევისას  ერთი  ასეთი  ამბავი  მოხდა.  მილორადოვიჩი  შეესწრო  მოსკოვის  გარნიზონის  ორი  უკანასკნელი  ბატალიონის  ქალაქიდან  გასვლას.  ბატალიონები...  მუსიკის  აკომპანიმენტით მიდიოდნენ!  გაცეცხლებული  გენერალი  გარნიზონის  უფროსს  ეცა:  „ვინ ოხერმა  დაგავალათ  მუსიკა  დაუკრათ  ასეთ  დროს?  პეტრე  დიდის  წესდებამ,  მშვიდად  უპასუხა  გარნიზონის  უფროსმა.  იქ  წერია,  რომ  როცა გარნიზონი  სიმაგრეს  ტოვებს,  მუსიკა  უნდა  უკრაგდესო.  მერე  წესდებაში  ისიც  წერია,  რომ  ეს  მოსკოვის  დატოვების  დროსაც  უნდა  მოხდესო? ახლავე  შეწყვიტეთ  მუსიკა!“
მილორადოვიჩმა  მის  ფეხდაფეხ  მომავალ  მიურატს  შეუთვალა, თუ  არ  გსურთ,  რომ  მოსკოვი  ორივე  არმიის  გვამებით  მოიფინოს,  მოგვეცით  საშუალება  შეუფერხებლად  გავიდეთ  ქალაქიდანო.  მიურატმა რუსთა  არიერგარდის  უფროსის  წინადადებაზე  თანხმობა  განაცხადა  და მოწინააღმდეგეები  „მშვიდად“  დაშორდნენ  ერთმანეთს.  თანაც  ისე  მოხდა,  რომ  რუსთა  არიერგარდისა  და  ფრანგთა  ავანგარდის  ნაწილები მოსკოვის  ქუჩებში...  ერთმანეთს  შეერივნენ!  მიურატი,  რა  თქმა  უნდა, ყველაზე  წინ  მიდიოდა  და  რუსმა  ცხენოსნებმა  წამსვე  იცნეს  იგი.  პატივისცემის  ნიშნად  მათ  ცერა  თითები  ასწიეს  მაღლა  და  ამით  დაანახეს მას,  თუ  როგორ  აფასებდნენ  მის  სიმამაცეს.
მოსკოვის  დატოვების  შემდეგ  რუსის  ჯარი  ჯერ  რიაზანის  გზით გაემართა,  შემდეგ  კი,  კუტუზოვის  ბრძანებით,  მიმართულება  მკვეთრად შეიცვალა.  დასავლეთისკენ  იბრუნა  პირი  და  სოფელ  ტარუტინოსთან  დაიდო  ბინა.  ახლა  საქმისთვის  მოვემზადოთ,  იარაღი  შევაკეთოთ,  მოვმაგრდეთ  და  თან  არ  დავივიწყოთ,  რომ  მთელი  ევროპა  და  საყვარელი  სამშობლო  ჩვენ  შემოგვყურებსო  –  განაცხადა  რუსთა  მთავარსარდალმა: ტარუტინოს  მარშ-მანევრი  საუკეთესო  იყო  კუტუზოვის  სამხედრო  შემოქმედებაში.  ჯარის  ამ  მოძრაობით  რუსმა  ფელდმარშალმა დაამტკიცა,  რომ  იგი  შორსმჭვრეტელი  და  გამოცდილი  სტრატეგოსი იყო.  მეფესა  და  მის  კარს  ეგონა,  რომ  კუტუზოვი  მოსკოვის  ჩრდილოეთით  დადგებოდა  და  პეტერბურგის  მიმართულებას  დაიცავდა.  მოხუცმა თავადმა  კი  საწინააღმღეგო  გააკეთა  –  მან  მოსკოვიდან  სამხრეთით დასცა  ბანაკი  და  ამით  ფრანგებს  სურსათით  მდიდარი  პროვინციებისა და  ტულის  უმნიშვნელოვანესი  იარაღის  ქარხნებისაკენ  გადაუკეტა  გზა.
ნაპოლეონი  14  სექტემბრის  შუადღისათვის  მიუახლოვდა  მოსკოვს,  პოკლონნაიას  გორაკს,  რომელიც  მხოლოდ  სამიოდე  ვერსზე  იყო ქალაქიდან  დაშორებული.  როგორც  იქნა  დაუდგა  იმპერატორს  ეს  ნანატრი  დღე,  დღე,  რომელსაც  ასე  მოუთმენლად  ელოდა  თვითონაც  და მთელი  მისი  მხედრიონიც!  გორაკიდან  დაუვიწყარი  სანახაობა  იშლებოდა.  იქვე,  ერთი  ხელის  გაწვდენაზე,  ვეებერთელა  თეთრკედელა  ქალაქი აღმართულიყო  თავისი  თუნუქისსახურავებიანი  შენობებითა  და  სასახლეებით,  ხოლო  ამ  ქალაქის  ჯადოსნური  გვირგვინის  –  კრემლის  – გარშემო  აღმართული  „ორმოცჯერ  ორმოცი“  ეკლესიის  ოქროსფერი გუმბათები  მზეზე  ისე  თვალისმომჭრელად  ელვარებდნენ,  თითქოს  ამ გვირგვინში  საგანგებოდ  ჩასმული  ძვირფასი  თვლები  იყვნენ.  რუსეთის ისტორიული  დედაქალაქი  მთელი  მისი  ბრწყინვალებითა  და  რაღაც იდუმალი  მიმზიდველობით  თავის  დამპყრობს  ელოდებოდა...
„აჰა,  ეს  განთქმული  ქალაქიც!  დროც  აღარ  არის  განა?“  –  წამოიძახა  იმპერატორმა,  ცხენიდან  ჩამოხტა  და  დურბინდი  მოიმარჯვა. ამალა,  გვარდიის  ჯარისკაცები,  მარშლები,  ყველანი,  ვინც  იმ  დიდებულ  მომენტში  იქ  იყვნენ,  ერთის  გრძნობით  აღტაცებულნი:  მოსკოვი, მოსკოვიო!  –  გაიძახოდნენ  და  ერთმანეთს  ნანატრ  დღეს  ულოცავდნენ. ულოცავდნენ  ომში  გამარჯვებას,  ფათერაკებით  აღსავსე  შორეული ლაშქრობის  დასასრულს  და  მომავალ  ბედნიერ  დღეებს...
ცოტა  ხნის  შემდეგ  ნაპოლეონმა  მორიგე  ოფიცერს  ხელი  დაუქნია,  რასაც  ზარბაზნის  გასროლა  მოჰყვა.  ეს  დათქმული  ნიშანი  იყო:  იმპერატორი  ჯარს  ქალაქში  შესვლას  უბრძანებდა,  კოლონებად  მოწყობილი  ჯარის  ნაწილები  მწყობრი  ნაბიჯით  დაიძრნენ  მოსკოვისაკენ  და როგორც  კი  ნაპოლეონს  უსწორდებოდნენ,  გამაყრუებელ  ყიჟინას  სცემდნენ:  „გაუმარჯოს  იმპერატორს!  ვაშა იმპერატორს!...“
ნაპოლეონი  გორაკზე  დარჩა  და  ქალაქის  თავსა  და  მოსკოველთა დეპუტაციას  დაელოდა.  იმპერატორს  კარგა  ხანს  მოუწია  ლოდინმა. არავინ  გამოჩენილა  და  არავინ  მისულა  მასთან  ქალაქის  მხრიდან.  „სად არიან  ბოიარები,  სად  არის  ქალაქის  გასაღები?“  გაკვირვებით  იკითხა მან  და  კვლავ  დურბინდს  მისწვდა.  ბოიარები  რომ  არ  მოვიდოდნენ,  ეს კი  იცოდა  ფრანგთა  ხელმწიფემ  –  აგერ  ას  წელზე  მეტი  იყო,  რაც  პეტრე  პირველმა  გააუქმა  ფეოდალ-არისტოკრატთა  ეს  ფენა  –  მაგრამ  ქალაქის  თავი  რომ  არ  ჩანდა  და  გასაღები  რომ  არავის  მოჰქონდა,  ეს  კარგი  ნიშანი  არ  იყო  და  არც  მოსწონდა  ბუონაპარტეს...  კარგა  ხნის  ლოდინით  დაღლილი  ბოლოს  იგი  თვითონაც  მოსკოვისკენ  გაემართა  და  ახლა  დოროგომილოვოს  საგუშაგოზე  შეჩერდა.  იქაც  არავინ  იყო.  გაოცებულმა  იმპერატორმა  მხრები  აიჩეჩა  და  ქალაქში  შიკრიკთა  ახალი  გუნდი  გაგზავნა.  მათ  დაბრუნებამდე  იგი  გაუთავებლად  ბოლთას  სცემდა  და არავის  ელაპარაკებოდა.  ბოლოს,  როცა  შიკრიკები  ქალაქიდან  მობრუნდნენ  და  იმპერატორს  წარუდგნენ,  ნაპოლეონმა  მოუთმენლად  წამოიძახა:  „აბა,  რას  იტყვით?“  მათაც  თქვეს...  „დაუჯერებელი  ამბავია,  სირ! მოსკოვი  ცარიელია!  ქალაქში  არავინაა,  მთელი  მოსახლეობა  პირწმინდადაა  გაკრეფილი.  მხოლოდ  რამდენიმე  უცხოტომელი  ვიპოვნეთ  და თქვენთან  წამოვიყვანეთ.“  მართლაც,  ცოტა  ხანში  ნაპოლეონს  მოსკოვში მცხოვრები  ერთი  ფრანგი  ვაჭარი  წარუდგინეს,  რომელმაც  იმპერატორს იგივე  უთხრა:  ქალაქი  სრულიად  დაიცალა  და  მოსახლეობა  შორეულ თუ  ახლომდებარე  სოფლებსა  და  ქალაქებში  გაიხიზნაო... 
მოსკოვში  პირველად  პოლონელ  ჰუსართა  პოლკი  შევიდა  –  ნაპოლეონმა  რუსებთან  ომებში  გამოჩენილი  სიქველისათვის  განსაკუთრებული  პატივი  მიაგო  მათ.  თვითონ  ნაპოლეონი  კი  მეორე  დილით  შევიდა ქალაქში  –  ღამე  მან  დოროგომილოვოს  საგუშაგოზე  გაატარა. 
იმპერატორის  საზეიმო  სვლას  მარშლებისა  და  დიდებულების მოზრდილი  ამალა  ამშვენებდა.  კორტეჟს  წინ  გვარდიის  ცხენოსნების ორი  ესკადრონი  მიუძღოდა.  თავად  მისი  უდიდებულესობა  არაბულ ცხენზე  იჯდა,  განუყრელ  ნაცრისფერ  სერთუკში  გამოწყობილი,  სამკუთხა  ქუდით  თაგზე.  მოკლედ,  ყველაფერი  ისე  იყო,  როგორც  ადრე  – მილანში,  კაიროში,  ვენაში,  ბერლინში,  მადრიდში...  მაგრამ  არა!  ყველაფერი  ისე  არ  იყო,  როგორც  სხვა  დაპყრობილ  დედაქალაქებში!  იმპერატორის  ტრიუმფს  აქ  ვერავინ  ხედავდა,  ვერავინ,  თავისიანების  გარდა! ქალაქის  გარეუბნებიდან  დაწყებული  ვიდრე  კრემლამდე  ნაპოლეონს არავინ  შეხვედრია.  „რა  შემზარავი  სიცარიელეა“  –  წაიჩურჩულა  მან...
იმპერატორი  კრემლში  ბოროვიცკის  კარიბჭის  გავლით  შევიდა. აქ  იგი  ცოტათი  გამოცოცხლდა.  ხალისი  მიეცა.  „აი,  ეს  ამაყი  კედლებიც“ –  თქვა  მან  და  სქელ  კედლებს  მიუკაკუნა.  ეს  იყო  და  ეს.  მეტი  იქ  მას აღარაფერი  უთქვამს,  კრემლის  ეზოში  შევიდა,  მისთვის  საგანგებოდ  შერჩეულ  სამეფო  აპარტამენტებისკენ  გაეშურა  და  მალე  თვალსაც  მიეფარა. მოსკოვის  გუბერნატორად  ტრევიზოს  ჰერცოგი  მარშალი  მორტიე  დაინიშნა.  ქალაქი  მცხოვრებთაგან  მიტოვებული  კი  იყო,  მაგრამ ცხოვრება  მასში  მთლად  არ  ჩამკვდარა  –  ახლა  იქ  ახალი  „მცხოვრებნი“  გამოჩნდნენ  –  საოკუპაციო  არმიის  ჯარისკაცები,  და  მათ  სჭირდებოდათ  მოვლა-პატრონობა  და  თვალყურის  დევნება.  სწორედ  თვალყურის  დევნება,  რადგან  უპატრონოდ  მიტოვებული  ქალაქი  ერთობ  მოსახერხებელი  იყო  ძარცვისა  და  გლეჯისათვის.  ძარცვა-გლეჯის  დაშვება კი  არ  შეიძლებოდა  –  ეს  დისციპლინასაც  დასცემდა  და  ბრძოლისუნარიანობასაც  დააქვეითებდა.  ამიტომ  ნაპოლეონმა  სპეციალური  ბრძანება გამოსცა  ქალაქში  წესრიგის  შენარჩუნების  მიზნით.  ბრძანება  ბრძანებად იყო,  მაგრამ,  ცხადია,  მის  შესრულებაზე  ცოტა  ვინმე  თუ  ფიქრობდა, კიდევ  უფრო  ცოტა  კი  მის  კონტროლზე.  შედეგად,  უკვე  პირველივე დღეებიდან,  ვისაც  ხელში  რამე  მოხვდებოდა,  „უკან  არ  იხევდა“.  ქურდობასა  და  ხელმრუდობას  ყველაზე  დიდხანს  ფრანგებმა  გაუძლეს.  პირველი  ადგილი  ამ  საქმეში  გერმანელებმა  დაისაკუთრეს  –  ვესტფალელები,  საქსონელები,  ვიურტემბერგელები,  მათ  გარდა,  რა  თქმა  უნდა, იტალიელები,  პორტუგალელები,  პოლონელები  –  ხელს  არც  ერთნი  არ აკლებდნენ.  მერე,  ცხადია,  ფრანგებიც  აჰყვნენ  –  მოსაპარი  და  წასაღები  ბევრი  იყო  და  მაგალითის  მიმცემი  კი  არანაკლები.  ამიტომ  ვისთვის და  რისთვის  უნდა  შეენახათ  დიდხანს  ნამუსი  ფრანგებს? 
როცა  საქმემ  სერიოზული  სახე  მიიღო,  ქალაქის  კომენდატურამ და  ახალმა  ადმინისტრაციამ,  შეძლებისდაგვარად,  მკაცრი  ზომების  გატარება  დაიწყეს:  დაიხვრიტნენ  „ურჩი  და  გამოუსწორებელი“  ავაზაკები, ჰაუპტვახტში  მოთავსდნენ  ნაკლებად  ურჩნი  და  „გამოსწორებადნი“, სხვები  მხოლოდ  დაიტუქასნენ,  მაგრამ  მალე,  მოსკოვში  შესვლიდან  სულ რამდენიმე  დღეში,  კომენდატურასაც,  ადმინისტრაციასაც  და,  საერთოდ, მთელ  საოკუპაციო  ჯარსაც,  ბევრად  უფრო  დიდი  და  სერიოზული  საქმე გამოუჩნდათ,  ვიდრე  თუნდაც  მასიურ  ძარცვა-გლეჯასთან  ბრძოლა  იყო.
მოსკოვში  შესვლის  მესამე  დღეს  ნაპოლეონს  ერთი  უსიამოვნო ამბავი  ამცნეს:  ქალაქის  სხვადასხვა  კუთხეში  ხანძარმა  იფეთქა,  ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო  საშუალებები  არსად  ადგილზე  არ  აღმოჩნდაო. იმპერატორი  თავიდან  მშვიდად  შეხვდა  ამ  ამბავს  –  უზარმაზარ  ქალაქში  რა  არ  შეიძლება  მოხდესო,  მაგრამ,  შემდეგ,  როცა  ხანძარი  გაძლიერდა,  დიდ  ტერიტორიას  მოედო  და  მისი  ჩაქრობა  სათუო  გახდა,  იმპერატორი  სერიოზულად  შეფიქრიანდა  და  ხანძრის  არეალის  ასე  სწრაფად  გაფართოების  მიზეზს  დაუწყო  ძებნა.  მიზეზი  კი... 
მოსკოვის  გუბერნატორი  ფიოდორ  როსტოპჩინი  თავისებური კაცი  იყო  –  ამაყი  და  უკარება,  მდიდარი  და  მრაგლისმქონე,  ჭეშმარიტი ბატონკაცი,  ისეთი.  „ბარინს“  რომ  უძახიან  რუსები.  ნაკითხიც  გახლდათ  მოსკოვის  თავი  და  თავგადაკლული  პატრიოტი  ხომ  თავისთავად. ნიჭიერი  კაციც  იყო  ფიოდორ  ვასილის  ძე.  ლექსებს  წერდა,  უფრო  სწორად.  გალექსილ  იგავებს.  ხალხთანაც  არ  თაკილობდა  ზოგჯერ  გასვლას,  განსაკუთრებით  გასაჭირი  რამ  თუ  დაადგებოდა.  გასაჭირი  კი 1812  წელს  რომ  დაადგა  ფიოდორ  როსტოპჩინს,  მის  გამგებლობაში მყოფ  ქალაქსა  და,  საერთოდ,  მის  სამშობლოს,  ისეთი  ვის  დაადგებოდა? ჰოდა,  პატრიოტთა  შორის  უპატრიოტესმაც  დაიკაპიწა  ხელები.  ჯერ იყო  და  ანტიფრანგული  და,  საერთოდ,  ანტიევროპული  იგავები  და  მოწოდებები  შეადგინა,  მერე  მოსკოვში  ლამის  საუკუნის  წინ  ჩამოსახლებულ  უცხოელთა  შთამომავლებს  დაერია  და  დააწიოკა  (ქუჩაში  სახალხოდ  გაროზგვის  ღა  ციმბირში  გადასახლების  ჩათვლით).  ბოლოს  კი  სახალხო  მოლაშქრეების  შეგროვებასა  და  მომზადებას  მიჰყო  ხელი. მაგრამ  არ  უშველეს  ამ  ღონისძიებებმა  ფიოდორ  ვასილის  ძეს, არ  იკმარეს!  მტერმა  მთელი  რუსეთი  გამოიარა  და  „მის“  დედაქალაქს მიადგა  (რუსები,  „არაოფიციალურად“,  თავიანთ  დედაქალაქად  ორ  ქალაქს  აღიარებდნენ:  პეტერბურგს,  როგორც  ახალს.  და  მოსკოვს,  როგორც  ძველს).  როსტოპჩინისთვის  დედაქალაქი  მხოლოდ  მოსკოვი  იყო,და  არა  მარტო  იმიტომ,  რომ  იგი  მისი  გუბერნატორი  გახლდათ,  არა, არც  ასე  წვრილმანი  კაცი  იყო  გრაფი  როსტოპჩინი.  გრაფს  პეტერბურგი  სპძულდა,  სრულიად  უცხო  იყო  მისთვის  ეს  ახალი,  ეგროპული  ტიპის  ქალაქი  –  გარეგნული  იერითაც  და სულიერი  განწყობილებითაც. ევროპეიზმის  ბუდედ  მიაჩნდა  პეტრემდელი  რუსეთის  აპოლოგეტს. „მოსკოვიის“  მოტირალს,  „მესამე  რომის“  ქომაგსა  და  გულშემატკივარს.  მოსკოვის  დაცემა  –  რომელიც  ბოროდინოს  შემდეგ  გარდუვალად მოჩანდა,  მეხის  დაცემის  ტოლი  ხდებოდა  მოსკოვის  გუბერნატორისთვის.  მის  თვალში  იმპერიის  გულის,  რუსული  სახელმწიფოებრიობის სიმბოლოსა და  თავადაზნაურთა  დასაყრდენის  დაცემა  აუცილებლად გამოიწვევდა  საუკუნეების  წინ  შექმნილი  წესწყობილების  დამხობას, მმართველი  დინასტიის  გაქრობასა  და,  რაც  მთავარია,  იმ  სოციალურ ძვრებს,  რომელთაც  საფუძველი  საძულველ  ევროპაში  დაედოთ  და ახლა  რუსეთში,  პეტერბურგის  მეშვეობით  იკიდებდნენ  ფეხს.  მოსკოვის მტრის  ხელში  ჩავარდნა,  აფრთხილებდა  როსტოპჩინი  ბოროდინოს ბრძოლის  წინ  კუტუზოვს,  გამოიწვევს  იმ  ჯაჭვის  გაწყვეტას,  რითიც საზოგადოება,  ჩვენი  ხელმწიფეების  ტახტთანაა  შეკავშირებული,  ვერავის  შეეპარება  ეჭვი  რუსი  ხალხის  კეთილგანზრახულებაში,  განაგრძობდა  მოსკოვის  თავი,  მაგრამ  ვერავინ  გაგვცემს  პასუხს,  თუ  რას  მოიმოქმედებს  იგი,  როცა  უძველესი  ღედაქალაქი  ესოდენ  ძლიერი,  ეშმაკი და  ბედით  გალაღებულ  ადამიანთა  მოდგმის  მოწინააღმდეგის  ადგილსამყოფელი  შეიქმნება.  რა  მორჩილებასა  და  გულმოდგინებას  უნდა  ველოდოთ  გუბერნიებში,  როცა  ავსული  თავის  მანიფესტებს  მოსკოვში  გამოსცემს?  აი,  რისი  ეშინოდა  მოსკოვის  გუბერნატორს,  აი,  რა  ატკიებდა თავს!  ამიტომ,  გადაწყვიტა  დიდმა  პატრიოტმა,  თუ  მოსკოვის  დაცვა აღარ  მოხერხდება  –  მოსკოვი  უნდა  მოისპოს!  უნდა  მოისპოს  იმიტომ, რომ,  ჯერ  ერთი,  მოწინააღმდეგეს  არ  ჩაუვარდეს  ხელში  და  არ  გამოიყენოს  იგი  თავის  სასარგებლოდ  და  მეორეც,  და  უმთავრესად  იმიტომ, რომ  საკუთარი ხელით  დედაქალაქის  მოსპობა,  საშინელი  მსხვერპლშეწირვა,  ხალხს  თვალს  აუხელს,  გამოაფხიზლებს,  გააბოროტებს  და მთელ  მის  მანამდე  დაგუბებულ  ენერგიას  ფრანგების  (ევროპელების!) წინააღმდეგ მიმართავს...
უნდა  ითქვას,  რომ  თავის  განზრახვაში  ფიოდორ  ვასილის  ძე მარტო  არ  იყო.  მას  თანამოაზრეებიც  ჰყავდა.  მართალია,  მათ  არ  ეკავათ  სახელმწიფოს  იერარქიულ  კიბეზე  უმაღლესი  საფეხურები,  მაგრამ იმდენი  შეძლება  მაინც  ჰქონდათ,  რომ  თავიანთი  წინამძღოლის  ჩანაფიქრი  სისრულეში  მოეყვანათ.  ჩანაფიქრი  კი  გრანდიოზული  იყო,  გუბერნატორს  სურდა  მოსკოვი  გაენადგურებინა  მანამ,  სანამ  მასში  მტერი  შევიდოდა.  ეს  ჩანაფიქრი  ერთი  ხელის  მოსმით  ჩაუშლიდა  ნაპოლეონს მოსკოვში  დამკვიდრების  შესაძლებლობას,  აიძულებდა  მას  ნახშირად და  ნანგრევებად  ქცეული  ქალაქისთვის  გვერდი  აევლო  და  ისევ  „მინდორში“  დარჩენილიყო.  მინდორში  კი  „გამოფხიზლებული  და  გაბოროტებული“  ხალხი  კარგს  არაფერს  დააყრიდა  სიცივითა  და  შიმშილით სიქაგაცლილ  ოკუპანტებს.
არსებობს  უამრავი  მამხილებელი  საბუთი  იმისა,  რომ  მოსკოვის ხანძარი  მისი  გუბერნატორის  ნახელავი  იყო.  მაგრამ  როსტოპჩინის  როლი  ამ  საქმეში  მარტო  „ნივთიერ-დამამტკიცებელი  საბუთებით“  არ  დასტურდება,  თუ  გნებავთ,  არ  აიხსნება.  მისი  ქმედება  გამომდინარეობდა მისი  ფსიქოლოგიიდან,  იმ  ტიპის  ადამიანების  იღეური,  პოლიტიკური, ფსიქოპოლიტიკური  მრწამსიდან,  რომელთა  წრესაც  ის  მიეკუთვნებოდა,  როსტოპჩინი  რამდენიმე  მიზნის  მიღწევას  აპირებდა.  პირველი  და კონკრეტული  –  ეს  ხალხის  ზემოაღნიშნული  აღტკინების  გამოწვევა და  მისი  ენერგიის,  კონკრეტულად,  ფრანგი  დამპყრობის  განადგურებისაკენ  მიმართვა  იყო.  მეორე  –  საშინელი  ხანძარი  დიდი  ხნით,  ძალიან დიდი  ხნით  აუნთებდა  ხალხს  გულს  პატრიოტიზმის  ალით.  პატრიოტიზმი  კი  –  როგორც  თვითმიზანი  –  უდიდესი  ძალაა  შიდაარეულობის წინააღმდეგ  და  შიდაპროცესების  გასაჯანსაღებლად.  და  ბოლოს,  მოსკოვის  მსხვერპლად  შეწირვა  რუსეთისათვის,  ამ  ძველი  ქალაქი-სიმბოლოს  გვარიანად  მიმქრალ  ხატებას  ხელახალი  შარავანდედით  შემოსავდა,  უკუაქცევდა  ევროპული „ნორმალიზაციის“  პროცესს,  გამოიწვევდა რუსული  სულის  თანდათანობით  „დეპეტერბურგიზაციას“  და  ხელს  შეუწყობდა  მოსკოვური  საწყისის  აღორძინებასა  და  გადაძალვას.  ისე რომ,  მოსკოვის  ცეცხლში  XVIII  საუკუნის  რუსეთი  უნდა  ჩამწვარიყო (მ. სოკოლსკი,  1992).  ალბათ,  არ  დაგვჭირდება  ახსნა,  რომ  XVIII  საუკუნის  რუსეთი  –  პეტრე  დიდისა  და  ეკატერინე  მეორის  რუსეთი,  რაც არ  უნდა  იყოს,  მაინც  ევროპისკენ  იყო  პირშექცეული.
            როსტოპჩინის  გეგმა  მხოლოდ  ნაწილობრივ  შესრულდა,  ნაწილობრივ  იმ  მხრივ,  რომ  მოსკოვი  ხანძარმა  ფრანგების  იქ  შესვლის  შემდეგ  და  არა  მანამდე  შთანთქა,  თუ  რუსი  ავტორების  უკანასკნელი  წლების შრომებს  გავითვალისწინებთ  (ა. ტარტაკოვსკი,  1992),  როსტოპჩინის გეგმის  ჩაშლაში  მთავარი  როლი  მიხეილ  კუტუზოვს  უთამაშნია.  გავიხსენოთ:  რუს  მთავარსარდალს  მოსკოვი  იმ  ღრუბლად  მიაჩნდა,  რომელიც ფრანგების  ნიაღვარს  შეიწოვდა  და  გააუვნებლებდა.  კუტუზოვს  მოსკოვი ხელუხლებელი  სჭირდებოდა  (რასაკვირველია,  სურსათ-სანოვაგისა  და იარაღის  საწყობების  დაცლა,  ან  თუნდაც  განადგურება,  ანგარიშში  ჩასაგდები  არ  იყო),  კუტუზოვი  ანგარიშობს:  მტერი  თუ  მოსკოვში  შევა,  იგი იქ  კარგა  ხანს  დარჩება.  ყოველ  შემთხვევაში  იმდენ  ხანს  მაინც,  რომ  რუსებმა  თავიანთი  განახეკრებული  და  ბრძოლისუნარდაქვეითებული  არმია მათ  ზეწოლას  მოარიდონ,  სადმე  შორიახლო  განალაგონ,  დაასვენონ,  ახალი  ძალებით  შეავსონ  და  მერეღა  წინაღუდგნენ  მას,  თუ  როსტოპჩინის გეგმა  განხორციელდება  –  მოსკოვი  ნაცარტუტად  იქცეგა  –  იგი  იქ  აღარ შევა,  კვლავ  რუსის  ჯარს  გამოეკიდება  და  თუ  საბოლოოდ  არ  დაამარცხებს,  კარგა  გვარიანად  მაინც  დააზარალებს. 
როგორ  აეცდინა  მოვლენათა  ასეთი  განვითარება  კუტუზოვს? ამისთვის  ორი  გზა  არსებობდა,  ერთი  –  მოსკოვთან  ახალი  დიდი  ბრძოლის  გამართვა,  მტრის  უკუგდება  და  დედაქალაქის  გადარჩენა  იყო.  მაგრამ  ამ  გზას  განხორციელება  არ  ეწერა.  რჩებოდა  მეორე  გზა:  როგორმე  გა ყვნებელყოფილიყო...  მოსკოვის  გუბერნატორი!  ღა  კუტუზოვმა,  ამ ეშმაკმა  და  მოხერხებულმა  დიპლომატმა  მარჯვედ  გააცურა  ფიოდორ ვასილის  ძე!  13  სექტემბერს,  პოკლონნაია  გორაზე  სახელდახელო  შეხვედრისას,  როცა  ქალაქის  ბედ-იღბალზე  გაიმართა  საუბარი,  კუტუზოვმა  დაარწმუნა  როსტოპჩინი,  რომ  ქალაქთან  დიდი  ბრძოლა  გაიმართებოდა  და  თუ  ღმერთი  გაწყრებოდა  და  მისი  დატოვება  მაინც  მოუწევდა რუსის  ჯარს,  ეს  მოხდებოდა  არა  უადრეს  3-4  დღისა  ამ  ბრძოლის  შემდეგ.  დაიმედებული  ქალაქის  თავი  ქალაქს  გაემგზავრა,  ხოლო  კუტუზოვმა  იმავე  13-ში,  იქვე.  სოფელ  ფილიში,  სამხედრო  საბჭო  მოიწვია და  ქალაქის  დაუყოვნებელი  დატოვება  ბრძანა!  (საგულისხმოა.  რომ როსტოპჩინი  საბჭოზე  მიწვეული  არ  იყო,  თუმცა,  წესით,  ეკუთვნოდა). ისე  რომ  კუტუზოვმა  დრო  მოუგო  გუბერნატორს  და  მომხდარი  ფაქტის წინაშე  დააყენა.  ის  3-4  დღე,  რომლის  გამოყენებასაც  აპირებდა  როსტოპჩინი  ქალაქის გადაწვის  მოსამზადებლად.  აღარ  არსებობდა  – ფრანგები  მეორე  დღესვე  შევიდნენ  მოსკოვში. როსტოპჩინს  ახლა  მხოლოდ  ის  შეეძლო,  რომ  ხანძარი  დაგვიანებით  და  ნაკლები  მასშტაბებით გაეჩაღებინა.  იგი  ასეც  მოიქცა. 
მოსკოვის  დატოვების  წინ  მან  ქალაქის  პოლიციის  უფროსს დაავალა  უზრუნველეყო  ყველა  სახანძრო  მილისა  და  ტუმბოს  გატანა. მაგრამ  მოსკოვის  თავი  მარტო  განკარგულებით  არ  კმაყოფილდება  და პირადად  ამოწმებს  მის  შესრულებას!  ხანძარსაქრობი  მოწყობილობების გასატანად  უამრავი  ოთხთვალაა  საჭირო.  გუბერნატორი  არაფერს  იშურებს  –  ყველა  სატრანსპორტო  საშუალება  მათ  ხელში  გადადის,  ვინც ამ  უმნიშვნელოვანეს  დავალებას  ასრულებს.  შედეგად  –  ხანძარსაწინააღმდეგო  საშუალებები  „სამშვიდობოსაა“  გატანილი,  სამაგიეროდ  ქალაქში  რჩება  სახელმწიფო  არქივი,  იარაღი,  დიდძალი  საჭურველი, უამრავი  დაჭრილი...  ქალაქის  თავმა  იცის,  რომ  მარტო  ცეცხლსაქრობი საშუალებების  გატანა  საკმარისი  არაა  ვეებერთელა  ქალაქში  ვეებერთელა  ხანძრის  მოსაწყობად,  ამისთვის  ხალხია  საჭირო,  ხალხი  კი  ქალაქიდან  გარბის  (მათი  უმრავლესობა  უკვე  წასულია,  თანაც  ასეთი  რამისთვის  ის  არ  მოიცლის  და...  არც  გული  გაუწევს,  ამიტომ,  გუბერნატორის  ბრძანებით,  ციხის  კარებებს  აღებენ  და  დამნაშავეებს  ათავისუფლებენ  –  მხოლოდ  ერთი  პირობით:  მათ  (გარკვეული  მეთვალყურეების თანდასწრებით)  ქალაქის  სხვადასხვა  უბანში,  წინასწარ  შემუშავებული გეგმის  მიხედვით  ცეცხლი  უნდა  წაუკიდონ  სახლებს!
ევაკუაციასთან  დაკავშირებული  სირთულეების  მიუხედავად  ფიოდორ  ვასილის  ძე  ახერხებს  მეუღლისადმი  წერილის  გაგზავნას:  „როცა  შენ  ამ  წერილს  მიიღებ,  მოსკოვი  ნაცრად  იქნება  ქცეული.  დაე, შემინდონ  მე  იმისათვის,  რომ  ვიქცევი  ისე.  როგორც  ჭეშმარიტი  რომაელი“.  როგორც  წესი  და  რიგია,  ქალაქის  თავი  ერთ-ერთი  უკანასკნელი გადის  ქალაქიდან.  „შეხედე,  ეუბნება  იგი  თავის  შვილს,  კარგად  შეხედე  ამ  ქალაქს.  შენ  მას  უკანასკნელად  უყურებ.  გავა  რამდენიმე  საათი და  –  მოსკოვი  აღარ  იქნება.  იქნება  მხოლოდ  მტვერი  და  ნაცარი“. ახლა  ფრანგების  თვალით  შევხედოთ  მომხდარ  ამბებს,  რამეთუ ძირითადად  ისინი  იყვნენ  მათი  თვითმხილველნი.  დავიწყოთ  გენერალ დედემის  მოგონებებიდან,  მისთვის  ხომ  ადრეც  მიგვიმართავს  ჩვენი თხრობისას: „საღამოს  შვიდი  საათი  იქნებოდა,  როცა  კალუგის  კარიბჭის  მხრიდან  ძლიერი  ხმა  მოისმა.  გამოირკვა,  რომ  მოწინააღმდეგეს დენთის  საწყობი  აეფეთქებინა,  რაც  თავისებური  ნიშანი  ყოფილა, რადგან  მაშინვე,  რამდენიმე  მაშხალაც  აიჭრა  ცაში.  ამას  კი  მალე,  ქალაქის  სხვადასხვა  კუთხეში,  ერთღროულად  ხანძრის  მრავალი  კერის  გაჩენა  მოჰყვა.  როგორც  კი  მივხვდი,  რომ  მოწინააღმდეგეს  ჩვენი  ქალაქში  ამოხრუკვა  ეწადა,  მაშინვე  ჩემი  დივიზიისკენ  წავედი,  რომელიც ვლადიმირის  გზაზე  იდგა  ქალაქის  კედლებთან.“
ასე  დაიწყო  მოსკოვის  განთქმული  ხანძარი.  ეს  ხანძარი  უამრავ თვითმხილველს  აქვს  აღწერილი,  მათ  შორის  თვით  მის  იმპერატორობითს  უდიდებულესობას.  მივცეთ  სიტყვა  ნაპოლეონს: „თავიდან  ამ  ამბავს დიდად  არ  შევუშფოთებივარ.  მეგონა  ცეცხლი  ჩვენივე  ჯარისკაცების  დაუდევრობით  გაჩნდა  –  ვიფიქრე,  ალბათ,  კოცონები  ხის  სახლებთან ახლოს  გააჩაღეს  და  ცეცხლი  მათ  წაეკიდათ-მეთქი.  მაგრამ  მალე,  ბევრად უარესი  რამ  გამოირკვა.  ქალაქში  თურმე  ასობით  „ცეცხლგამჩენი“  დაძრწოდა  და  ჩუმ-ჩუმად  ცეცხლს  უკიდებდა  სახლებს,  თანაც  უპირატესად იმათ,  რომელთაკენაც  ქარი  უბერავდა.  ქარი  კი  ძლიერი  ქროდა  და  თანდათან  კიდევ  უფრო  ძლიერდებოდა.  ცეცხლიც  ქარს  მიჰყვებოდა  და  ისე სწრაფად  ვრცელდებოდა,  რომ  უკვე  მარტო  სახლიდან  სახლზე  კი  არა, ლამის  უბნიდან  უბანზე  გადადიოდა.  ამ  ხანძრის  ჩაქრობის  არანაირი  შესაძლებლობა  არ  იყო  –  ხანძარსაწინააღმდეგო  საშუალებები  ქალაქიდან გაექროთ.  მე  სხვების  შესაგულიანებლად  ცეცხლთან  მივედი  და  შეძლებისდაგვარად  ვცადე  დავხმარებოდი  მათ.  ვინც  იქ  ტრიალებდა,  მაგრამ არაფერი  გამომივიდა:  მარტო  თმები  და  წარბები  შემეტრუსა  და  ტანსაცმელზეც  ცეცხლი  მომეკიდა.  ყველაფერს  ველოდი  ამის  მეტს.  როგორ  ვიფიქრებდი,  რომ  ხალხი  საკუთარ  დედაქალაქს  გადაწვავდა?  მე  კრემლში მანამდე  დავრჩი,  სანამ  ცეცხლმა  ჩემს  გარშემოც  არ  დაიწყო  გიზგიზი. მერე  კი  იმპერატორ  ალექსანდრეს  ქალაქგარე  რეზიდენციაში  წავედი. გზად  ნამდვილი  ჯოჯოხეთი  გავიარე.  ეს  ცეცხლის  ზღვა  იყო:  ცაც  და ღრუბლებიც  ალმოდებული  გეგონებოდა.  ცეცხლის  მთები,  როგორც ზღვის  უზარმაზარი  ტალღები,  უეცრად  აზვირთდებოდნენ,  თითქმის  გავარვარებულ  ცას  სწვდებოდნენ  და  მერე  ერთბაშად  ქვემოთ  ეშვებოდნენ, რათა  ცეცხლის  ოკეანეში  ჩანთქმულიყვნენ.  ო,  ეს,  ალბათ.  ყველაზე  გრანდიოზული  და  შემაძრწუნებელი  სანახაობა  იყო  მათ  შორის,  რაც  კაცობრიობას  თავისი  არსებობის  მანძილზე  უნახავს.“ 
იმპერატორი  ყველაფერს  არ  ჰყვება,  ამიტომ  ახლა  სეგიურს  მოვუსმინოთ:  „ნაპოლეონი  ჯიუტობდა,  ცეცხლს  არ  ეპუებოდა  და  კრემლიდან  წასვლაზე  უარს  აცხადებდა.  უეცრად  ყვირილი  გაისმა: ცეცხლია კრემლში!  ყველანი  გარეთ  გამოვცვივდით.  მართლაც,  იმპერატორის  სამყოფელს  ცეცხლი  გასჩენოდა.  ეს  ცეცხლი  კი  სწრაფად  ჩააქრეს,  მაგრამ წამსვე  არსენალის  კოშკსაც  იგივე  ბედი  ეწია  –  ცეცხლი  იქაც  გაჩნდა. ცოტა  ხანში  დაცვამ  ერთი  რუსი  პოლიციელი  მოიყვანა,  რომელსაც  სწორედ  ამ  კოშკში  წაასწრეს  ჩირაღდნით  ხელში.  ნაპოლეონის  ბრძანებით იგი  იქვე  დაიკითხა.  რუსმა  აღიარა.  რომ  მან  კოშკს  ცეცხლი  საგანგებო ნიშანზე  მისცა.  მოკლედ,  რუსებს  ყველაფერი  განადგურებისთვის  ჰქონდათ  გამეტებული,  თვით  ძველი  და  წმინდა  კრემლიც!  ახლა  ყველაფერი ნათელი  გახდა.  გაჩერება  აღარ  შეიძლებოდა.  ნაპოლეონი  სწრაფად  დაეშგა  ჩრდილოეთის  კიბეზე  და  მიწისქვეშა  გასასვლელის  მეშვეობით  მდინარე  მოსკოვთან  გავიდა.  აქ  უარესი  ამბავი  ტრიალებდა.  ისეთი  ცეცხლი გიზგიზებდა,  რომ  არც  წინ  და  არც  უკან  ფეხის  გადადგმის  შესაძლებლობას  არ  გვიტოვებდა.  ...როგორც  იქნა,  ერთი  ქუჩა  გამოჩნდა,  ვიწრო  და მიხვეულ-მოხვეული.  მართალია.  ისიც  ალში  იყო  გახვეული,  მაგრამ  რაღაცის  გარჩევა  მაინც  შეიძლებოდა.  იმპერატორი  უყოყმანოდ  ამ  ქუჩისაკენ  გაემართა  და  ჯოჯოხეთში  შეაბიჯა.  მის  გარშემო  ცეცხლმოდებული მორები  ცვიოდა,  კედლები  იფშენებოდა.  სახურავებიდან  გავარვარებული რკინის  ნაჭრები  იყრებოდა.  ჩვენ  ცეცხლის  კედლებს  შუა  მივაბიჯებდით. უცებ  ჩვენი  გამყოლი  შეჩერდა,  უღონოდ  მიიხედ-მოიხედა  და  მხრები აიჩეჩა  –  მან  გზა  დაკარგა.  ეს  უკვე  აღსასრული  იყო!  დადგა  ჩვენი  ფათერაკებით  აღსავსე  ცხოვრების  ბოლოც.  მაგრამ  მოხდა  სასწაული:  ფრანგი ჯარისკაცები  დავინახეთ.  რომლებიც  ცეცხლზე  „ხელს  ითბობდნენ“.  მათ მაშინვე  იცნეს  იმპერატორი,  ეცნენ  მას,  ორმხრივ  მკლავი  გამოსდეს  და სამშვიდობოს  გაიყვანეს.  მალე  გზაზე  მარშალი  დავუ  შემოგვხვდა.  იგი ჯერ  მთლად  გამორჩენილი  არ  იყო  ბოროდინოში  მიღებული  ჭრილობისაგან,  მაგრამ  როცა  გაიგო,  თუ  რა  საფრთხე  დაემუქრა  იმპერატორს,  საწოლიდან  წამოხტა  და  მის  საძებრად  გამოექანა.  დავუს  მტკიცედ  ჰქონდა გადაწყვეტილი  ან  გადაერჩინა  იმპერატორი,  ან  თვითონაც  ცეცხლში შთანთქმულიყო.  ნაპოლეონის  დანახვაზე  დავუმ  სიხარულით  შეჰყვირა და  იმპერატორს  გადაეხვია.  ეს  უკანასკნელი  გულთბილად  შეხვდა  მარშალს  და  შემდეგ  ჩვეული  სიმშვიდით  განაგრძო  გზა.  უკვე  ღამე  იყო,  როცა  ქალაქგარე  სასახლეში  მივედით.  იქიდან  შესანიშნავად  ჩანდა  ხანძრის მთელი  პანორამა.  ყველანი  დიდხანს  და  მდუმარედ  გავყურებდით  ალმოდებულ  ქალაქს.  სიჩუმე  ბოლოს  ისევ  იმპერატორმა  დაარღევია:  ეს  ყველაფერი  ჩვენ  უდიდეს  განსაცდელს  გვიმზადებსო.“
მოსკოვის  ხანძარმა  სულიერად  შეძრა  ნაპოლეონი.  არც  რუსის ჯარის  გაუთავებელ  უკანდახევას,  არც  ამ  ქვეყნის  უზარმაზარ  ტერიტორიას,  არც  ბოროდინოსთან  გამოვლენილ  რუსთა  ფატალურ  თავგანწირვას  ისე  არ  უმოქმედნია  მასზე,  როგორც  ამ  საშინელმა  ცეცხლის  ზღვამ იმოქმედა.  იმპერატორი  თითქოს  უცებ  გამოერკვა,  თითქოს  უცებ  მიხვდა, რა  მახეში  გაება  ღა  რა  ყულფში  გაყო  თავი!  თითქოს  უცებ  დაინახა სად  იმყოფებოდა,  სად,  რა  სიშორეზე  შემოსულიყო  და  რა  მოწინააღმდეგით  იყო  გარშემორტყმული!  ჯერ  კიდევ  კრემლში  ყოფნისას,  მანამ,  სანამ იქაც  გაჩნდებოდა  ხანძარი,  იგი  ფერმიხდილი  და  გაოგნებული  გასცქეროდა  ცეცხლის  მორევს  და  წამდაუწუმ  გაიძახოდა:  „რა  საშინელი  სანახაობაა,  ეს  რა  ხალხია,  ეს  ხომ  სკვითებია,  ნამდვილი  გელურები!  რა  გამბედაობაა!“  მერე,  ცოტა  მოგვიანებით,  რუსეთში  თავის  ყოფილ  ელჩთან  საუბრისას  უფრო  ღრმად  მიდიოდა  და  ახლადთვალახელილივით  გაოცებული ამბობდა:  „ეს  უკვე  ყოველგვარ  საზღვრებს  სცილდება,  კოლენკურ,  ეს საყოველთაო  განადგურების  საშინელი  ტაქტიკაა.  ამის  მსგავსი  არაფერი მომხდარა  ციგილიზაციის  ისტორიაში.  საკუთარი  ქალაქების  ფერფლად ქცევა  ხომ  მხოლოდ  იმ  ხალხს  შეუძლია,  ვისაც  დემონი  მართავს!  რა სისასტიკე  და  რა  გამბედაობაა!  რა  ხალხია!“
საშინელებამ  თითქოს  შებოჭა  ნაპოლეონის  ნება,  თუმცა  გარეგნულად  ეს  არ  ჩანდა.  იმპერატორი  ისევ  ისე  ენერგიული  იყო,  როგორც ადრე,  იგი  ხანძრის  ჩათავებისთანავე,  ეს  კი  რამდენიმე  დღეში  მოხდა, კვლავ  მოსკოვში  დაბრუნდა  (კრემლში,  რომელიც  სასწაულებრივად  გადაურჩა  განადგურებას)  და  ჩვეულ  საქმიანობას  მიჰყო  ხელი.  მისი  ჩვეული  საქმიანობა  კი,  როგორც ყოველთვის,  არაჩვეულებრივი  იყო.  იმპერატორმა  განკარგულება  გასცა  სასწრაფოდ  გაემზადებინათ  თავღაცვისათგის  კრემლი,  დაეზვერათ  და  კარგად  შეესწავლათ  ქალაქის  შემოგარენი და  იქაც  თავდაცვითი  ზღუდეები  მოეწყოთ,  საფრანგეთსა  და  პოლონეთში შიკრიკები  გაეგზავნათ  ჯარისკაცთა  ახალი  კონტინგენტების  გასაწვევად,  სარეზერვო  ნაწილებს  უბრძანა  დაუყოვნებლივ  წამოსულიყვნენ  მოსკოვისაკენ  და  დიდ  არმიას  შეერთებოდნენ,  სხვა  ნაწილებს  დაავალა  საკომუნიკაციო  ხაზები  დაეცვათ „გარესამყაროსთან“  კავშირის  შესანარჩუნებლად;  ინტენდანტებს  სიქა  გააცალა  –  არმიისათვის  სურსათ-სანოვაგე დროზე  იშოვეთ  და  საჭირო  რაოდენობითო.  მოკლედ,  იმპერატორი  თავის სტიქიაში  –  მუდმივ  მუშაობაში  –  იყო.  ასეთი  იყო  მისი  დღეები  მოსკოვში.  ეს  დღეები  დიდად  არ  განსხვავდებოდა  სხვაგან  და  სხვა  დროს  გატარებული  დღეებისაგან  –  იმპერატორი  ხომ  მუდამ  მუშაობდა  და  სხვებსაც ამუშავებდა.  ამას  ყველა  დიდი  ხანია  შეჩვეული  იყო  და  არავის  აკვირვებდა.  ეს  ახლაც  ასე  იყო.  ასე  იყო,  მაგრამ,  თურმე,  მთლად  „ასე“  მაინც არა...  ახლა,  მის  ურყევ  რკინისებურ  ნებას  ბჯარი  გაუჩნდა,  უნდობლობა შეეპარა,  უნდობლობა  საკუთარი  ყოვლისშემძლეობისადმი.  ცუდი  ნიშანი იყო  ეს,  ცუდის  მაუწყებელი.  შედეგმაც  არ  დააყოვნა.  იმპერატორი  ასცდა სწორ  გზას  (თუკი  ამ  ლაშქრობაში სწორი  გზა  შეიძლება  ყოფილიყო). იმის  ნაცვლად,  რომ  შექმნილი  ვითარებისდა  მიხედვით  ერთი  და  მყარი არჩევანი  გაეკეთებინა,  ბუონაპარტე  აქეთ-იქით  მიაწყდა,  აზრი  რამდენჯერმე  შეიცვალა  და  ბოლოს  ყველაზე  ცუდი  გადაწყვეტილება  მიიღო. იმის  ნაცვლად,  რომ  შეეწყვიტა  ლაშქრობა,  მოსკოვის  აღებით  დასახული მიზანი  მიღწეულად  გამოეცხადებინა  და  სასწრაფოდ  უკან  წასულიყო, ან,  უკიდურეს  შემთხვევაში.  ცოტა  ხანს  კიდევ  გაეგრძელებინა  აქტიური საომარი  მოქმედება,  ცოტა  ხანს  კიდევ  კუდში  მიჰყოლოდა  რუსის  ჯარს, არ  მოესვენებინა  სულიერად  და  ფიზიკურად  დაზარალებული  მოწინააღმდეგე,  მან  მოსკოვში  დარჩენა  და  რუსეთთან  ზავის  ძიება  გადაწყვიტა. გადაწყვიტა  მიუხედავად  იმისა,  რომ  გამოზამთრებამდე  უამრავი  დრო  და უამრავი  პრობლემა  იყო,  ხოლო  ზავის  დადება  მარტო  მასზე  დამოკიდებული  არ  იყო. 
ახლა  მისთვის  ლამის  სულერთი  გახდა,  თუ  რა  პირობებხე  დაიდებოდა  ზავი.  ბუონაპარტე  ახლა  ბევრ  რასმეს  დაუთმობდა  ალექსანდრეს,  ბევრზე  დაყაბულდებოდა,  ოღონდ  რუსი  ხელმწიფე  მოლაპარაკებაზე  დათანხმებულიყო  და  ზავზე  ზოეწერა  ხელი.  მთავარი  ახლა  ზავის დადება  გახდა  მისთვის,  ფარატინა  ქაღალდზე  ხელის  მოწერა.  როგორც კი  ასეთ  საბუთს  მიიღებდა.  იგი  აიყრებოდა  და  უკან  გაბრუნდებოდა,  გაეცლებოდა  მისთვის  დაწყევლილ  ამ  ადგილს  და  საპატიო  ზავის  დამადასტურებელ  ქაღალდს  ამოფარებული,  ისევ  რიხიანად  გაივლიდა მთელ  ევროპას,  ოღონდ  უკვე  საწინააღმდეგო  მიმართულებით... 
ისევ  კარგავდა  დროს  იმპერატორი,  უკვე  მერამდენედ  კარგავდა ამ  ომის  განმავლობაში!  ისევ  ილუზიების  სამყაროში  იმყოფებოდა,  ისევ მოუხელთებელ  მირაჟს  მიჰყვებოდა,  თითქოს  წიწვოვან  ტყეში  ჩაფლულ ცივ  ქვეყანაში  კი  არა,  აფრიკის  ცხელ  უდაბნოში  იყო...  გამართლდა  კუტუზოვის  ვარაუდი,  შეიწოვა  ფრანგთა  არმია  მოსკოვმა!  თვე  და  ოთხი დღე  დარჩა  ნაპოლეონი  მოსკოვში,  ავბედითი  თვე  და  ოთხი  დღე!
ხანძრის  დაწყებისა  და,  განსაკუთრებით,  მისი  გავრცელებისთანავე  ბერტიე,  კოლენკური  და  დიუროკი  –  იმპერატორის  უახლოესი მრჩევლები  –  მიხვდნენ,  რომ  საჭირო  იყო  სასწრაფოდ  უკან  გაბრუნება, დასავლეთისკენ  წასვლა,  ლიტვასა  და  თვით  პოლონეთში  თავის  შეფარება.  მათი  მბრძანებელი  კი  მოსკოვში  დაზამთრებაზე  ელაპარაკებოდა მათ,  გაზაფხულამდღე  მოცდას  მოითხოვდა,  ხელქვეითებს  საზამთროდ მომზადებას  ავალებდა,  თითქოს  არ  ახსოვდა  გაზაფხულის  დადგომამდე შვიდ  გრძელსა  და  ძნელ  თვეს  რომ  უნდა  გაევლო  კიდევ... 
კოლენკური  თავის  მოგონებებში  აღნიშნავს,  რომ  ხანძრის  დასაწყისში,  ალექსანდრეს  ქალაქგარე  სასახლეში  იძულებით  ყოფნისას, ბერტიემ  მოახსენა  იმპერატორს  თავისი  და  თავისი  კოლეგების  აზრი დაუყოვნებელი  უკან  გაბრუნების  შესახებ.  ნაპოლეონს  რომ  ყურად  ეღო ეს  რჩევა,  და  შუა  სექტემბერში  გაბრუნებულიყო  უკან  და  არა  შუა  ოქტომბერში,  იგი  ასცდებოდა  თოვლსა  და  ყინვას,  ააცილებდა  თავის  არმიას  იმ უბედურებას,  რომელიც  მერე  დაატყდა  თავს.  მართალია,  ზავი არც  მაშინ  იქნებოდა  დადებული,  მაგრამ  პრესტიჟის  შესანახად  მოსკოვის  აღებაც  იკმარებდა  ხაფანგში  გაბმული  იმპერატორისთვის.  ეს  ამ უიმედო  კამპანიის  მისთვის  მეტ-ნაკლებად  მისაღები  ფინალი  იქნებოდა. მაგრამ  იმპერატორმა,  რომელმაც  თაგდაპირველად  თითქოს  თანხმობა განუცხადა  თავისი  შტაბის  უფროსს,  სულ  მალე  უარყო  ეს  წინადადება და  მოსკოვში  დარჩენა  არჩია.  ორ  მესამედზე  დამწვარ  და  დაქცეულ მოსკოვში  ბევრად  მეტი  შენობაა  და  ბევრად  უკეთესი  პოზიცია,  ვიდრე ამას  ახლა  სხვაგან  მოვძებნითო  –  იყო  იმპერატორის  პასუხი  თანამებრძოლთა  კითხვაზე.  ასეთ  გადაწყვეტილებას  მიურატის  პატაკებიც უწყობდა  ხელს.  ნეაპოლის  მეფე,  რომელიც  ქალაქს  მოშორებული  იყო და  თითქოს  რუსების  უკანდახევას  უწევდა  კონტროლს,  იმპერატორს ზედმეტად  ოპტიმისტურ  ცნობებს  აწვდიდა:  რუსის  ჯარი  დეზორგანიზებული  და  დემორალიზებულია,  ბევრი  დეზერტირი  ჰყავს,  ბრძოლის თავი  აღარა  აქვს  და  ყაზანისკენ  გარბისო.  ნაპოლეონი  კიდეც  უჯერებდა  თავისი  სიძის  ცნობებს  და  არც  უჯერებდა,  მაგას  გადამეტება  უყვარსო,  ამბობდა,  მაგრამ  ჩანდა,  რომ  ასეთი  ცნობები  უფრო  სიამოვნებდა  და  მათ  უფრო  მეტი  სიხარულით  ისმენდა,  ვიდრე  შემაშფოთებელსა და  რეალურობასთან  ახლო  მდგომთ.  მოკლედ,  წონასწორობაშერყეულ ბუონაპარტეს  უკვე  სამხედრო  ხასიათის  შეცდომებიც  მოსდიოდა  და დარჩენილი  არმიის  გადარჩენის  იმ  შესაძლებლობასაც  უშვებდა  ხელიდან,  რომელიც  იქნებ  ჯერ  კიდევ  არსებობდა.
    მცდარ  გზას  დამდგარი  იმპერატორი  მარტო  მოლაპარაკების დაწყების  გზების  ძიებაში  კი  არ  იყო,  არამედ  დიდ  ძალისხმევას  მოსკოვის  ხანძრის  გაჩენაში  თავისი  და  თავისი  არმიის  უდანაშაულობის მტკიცებასაც  ანდომებდა.  ბუონაპარტე  ყოველმხრივ  ცდილობდა  გაეგებინებინა  პეტერბურგისათვის,  რომ  რუსთა  ისტორიული  დედაქალაქის ფერფლად  ქცევა  მისი  საქმე  არ  იყო.  რუს  ხელისუფალთ  ეს  ისედაც მშვენივრად  მოეხსენებოდათ.  მშვენივრად  იმიტომ,  რომ  მათ  კარგად უწყოდნენ  –  არ  გადაწვავდა  და  არ  გაანადგურებდა  ქალაქს  ის,  რომელიც  შიგ  დაბანაკებასაც  აპირებდა  და  სურსათ-სანოვაგის  შოვნასაც  ესწრაფოდა.  მიუხედავად  ამისა,  რუსთა  ოფიციალური  პროპაგანდა,  ცხადია,  ხელიდან  არ  უშვებდა  შესაძლებლობას  ახალი  ცოდვა  დაემატებინა „ახლადმოვლენილი  ანტიქრისტესათვის“.  ისე  რომ,  ამაშიც  ტყუილად ირჯებოდა  და  ტყუილად  კარგავდა  დროს  ბუონაპარტე. 
    დრო  კი  მიდიოდა,  ხოლო  რუსებს  შემრიგებლისა  არაფერი  ეტყობოდათ.  შემრიგებლისა  კი  არა,  სწორედ  ახლა  გაიშალა  მთელი  ძალით პარტიზანული  მოძრაობა  ფრანგების  წინააღმდეგ.  თავდასხმები  ინტერვენტებზე  ომის  უპირგელესი  დღეებიდანვე  იღებდნენ  სათავეს,  რაც  უფრო ღრმად  შედიოდა  დიდი  არმია  რუსეთის  მიწა-წყალზე,  მით  უფრო  გააფთრებული  ხდებოდა  წინააღმდეგობა.  მოსკოვის  დაცემამ  არათუ  შეანელა ეს  წინააღმდეგობა,  არამედ  უფრო  მასიური  და  უფრო  დაუნდობელი  გახადა  იგი.  არსებითად,  ამ  პერიოდიდან  ფრანგებს  საყოველთაო  სახალხო ომთან  ჰქონდათ  საქმე.  უღიღესი  მნიშვნელობა  ჰქონდა  იმ  ფაქტს.  რომ თავდასხმები  ნაპოლეონის  არმიის  ამა  თუ  იმ  ნაწილებზე  არა  მარტო  არმიის  ზურგში  ხდებოდა,  არამედ  პრაქტიკულად  ყველგან,  თითქმის  ერთდროულად.  საარსებო  საშუალებების  მოსაპოვებლად  ფრანგებს  დიდი გზებიდან  გადახვევა  სჭირდებოდათ.  სოფლებში  გასვლა.  თითოეული  ასეთი  გასვლა  კი  დიდ  ზარალად  უჯდებოდათ.  დღე  არ  იყო,  რამდენიმე  ასეული  ჯარისკაცი  არ  შესწიროდა  ასეთ  „ექსპედიციებს“.
    ნაპოლეონისათვის  განსაკუთრებით  მტკივნეული  იყო  ხშირი თავდასხმები  მის  ძირითად  საკომუნიკაციო  ხაზზე  მოსკოვ-სმოლენსკ-ვილნას  გზაზე. 
    ისეთი  ნაპოლეონი,  როგორიც  იმ  დღეებში  იყო,  მანამდე  არავის ენახა.  ნაცვლად  იმისა,  რომ  აქტიურად  ემოქმედნა  –  ან  მოწინააღმდეგის არმიაზე  შეტევა  განეხორციელებინა,  ან,  ამის  საპირისპიროდ,  მოსკოვის დატოვებასა  და  უკანდახევაზე  ეფიქრა,  იმპერატორი  დროს  კარგავდა  და დროს  უქმად  ატარებდა!  კაცი,  რომელიც  ლამის  მთელი  ცხოერების  მანძილზე  სადილ-ვახშამზე  10-15  წუთზე  მეტს  არ  ხარჯავდა,  ახლა  საათობით  უჯდა  მაგიდას  და  თანამებრძოლებს  ათას  წვრილმანზე  ესაუბრებოდა.  იმ  სახიფათო  დროს,  ახლობლებმა  არაერთხელ  შენიშნეს  იგი  დივანზე წამოწოლილი...  რომანით  ხელში...  ესეც  არაფერი!  ყველასდა  გასაოცრად  იმპერატორმა  ორი  დღე  პარიზის  განთქმული  თეატრის „კომედი ფრანსეზის“  რეპერტუარის  განხილვას  მოანდომა!  თქმა  არ  უნდა,  ასეთი სახელოვანი  თეატრის  სამუშაო  გეგმები  ერთობ  მნიშვნელოვანი  და  საყურადღებო  რამ  იყო,  მაგრამ  არა  იმდენად,  რომ  სახელმწიფოს  მეთაურსა და  შეიარაღებული  ძალების  მთავარსარდალს  ამ  თეატრის  ადგილსამყფელიდან  სამი  ათასი  კილომეტრის  დაშორებაზე,  მტრებით  გარშემორტყმულ  უცხო  ქალაქში,  ორი  დღე  დაეხარჯა  მათზე...
    ჩანდა,  რომ  გაურკვეგლობა,  რომელიც  გარს  ერტყა,  აპათიასა და  რაღაც  უცნაურ  უმოქმედობას  იწვევდა  მასში.  ამ  უმოქმედობას  თავისი  მიზეზი  ჰქონდა.  ბუონაპარტეს  ახლა  ომის  შეწყვეტა  სურდა,  ახლა მას  ზავი  სჭირდებოდა  და  ამიტომ  სამშვიდობო  ეპისტოლეებს  უგზავნიდა  ალექსანდრეს.  მეფისგან  კი  პასუხი  არ  მოდიოდა.  გაწბილებული იმპერატორი  ისევ  აძლევდა  ნიშანს  რუსთა  ხელმწიფეს,  პეტერბურგი  კი კვლავ  დუმდა.  მიუხედავად  ამისა,  ნაპოლეონი  მაინც ელოდებოდა  პასუხს.  ელოდებოდა,  თუმცა  ატყობდა,  რომ  იგი  არ  მოვიდოდა...  ამიტომ ღელავდა,  მოუსვენრად  იყო,  მაგრამ,  როგორც  ყოველთვის,  ახლაც ცდილობდა  გარემომცველთ  ამის  შესახებ  არაფერი  შეეტყოთ.  დრო  რომ მოეკლა,  ხელქვეითებთან  საუბრებში  სხვადასხვა  საკითხს  წამოჭრიდა ხოლმე.  მერე  კი  საათობით  მის  განხილვას  უნდებოდა.  რაც  დრო  გადიოდა,  უფრო  ღიზიანდებოდა,  გული  მოსდიოდა,  რუსებზე  გაგულისებული  მათი  დასჯის  გზებს  ეძებდა.  ფიქრობდა  დავაშინებ  და  უფრო  დამყოლნი  გახდებიანო.  ამიტომ  ხან  პოლონეთის  სამეფოს  აღორძინების გეგმებს  ადგენდა  და  თავისი  თავის  ამ  ქგეყნის  მეფედ  გამოცხადებას აპირებდა,  ხან  პოლონელი  თავადის. მარშალ  პონიატოვსკისთვის  სმოლენსკის  გუბერნიის  გადაცემაზე  ლაპარაკობდა,  ხან  კი  ვისლისპირა კავშირის  შექმნას  გარაუდობდა  „რაინის  კავშირის“  დარად,  პოლონეთის  და  უკრაინის  შემადგენლობით.  თანდათან,  რაც  უფრო  ცხარდებოდა,  მით  უფრო  შორს  მიდიოდა  თავის  გეგმებში  და  ყირიმის  და  ყაზანის თათრების  რუსთა  წინააღმდეგ  ამხედრებას  ისახავდა  მიზნად.  იცოდა  რა რუს  თავად-აზნაურთა  პანიკური  შიში  გლეხთა  მოძრაობისადმი,  საქვეყნოდ  აცხადებდა,  პუგაჩოვის  მსგავსი  ბუნტი  უნდა  მოვუწყო  მაგათ,  ეგ თუ  ასწავლის  ჭკუას  პეტერბურგსო.  ამ  შემთხვევაში  იმპერატორის სიტყვები  მთლად  ფუჭი  არ  ყოფილა,  მისი  დავალებით  ფრანგი  ექსპერტები  კრემლის  არქივებს  იყვნენ  შესეულნი  და  ამ  ბუნტისა  და,  საერთოდ,  რუსეთის  ხელისუფლების  საწინააღმდეგო  ყველა  სერიოზული  გამოსვლის  მაუწყებელ  დოკუმენტებს  ეძებდნენ. 
რადგან  სიტყვამ  მოიტანა,  მოდით,  ცოტა  ხნით  „დავტოვოთ“  იმპერატორი  თავის  პროექტებთან  მარტო  და  რუს  გლეხთა  ბატონყმობის უღლისგან  განთავისუფლების  საკითხთან  მის  დამოკიდებულებას  შევე-ხოთ.  ვფიქრობ,  ეს,  რუსეთში  იმპერატორის  ლაშქრობის  მთლად  უმნიშვნელო  მხარე  არ  იყო  და  ამიტომ  ორიოდე  სიტყვა  ვუძღვნათ  მას. საფრანგეთის  რევოლუციასა  და  მის  მომდევნო  ამბებს  ფართო გამოხმაურება  რუს  მოსახლეობაში  არ  ჰქონია.  აღნიშნულის  მიზეზი რამდენიმე  იყო:  ქვეყნის  უზარმაზარი  ტერიტორია  და  სუსტი  საკომუნიკაციო  ქსელი,  იშვიათი  კონტაქტი  დასავლეთ  ევროპასთან  და  სასტიკი ცენზურა.  მიუხედავად  ამისა,  ნელა-ნელა,  როდის-როდის,  მაგრამ,  ახალმა  ნიავმა  მაინც  შეაღწია  რუსეთის  სიღრმეში.  ოფიციალური  წრეები,  რომლებიც,  ცხადია,  უკეთ  იყვნენ  მიმდინარე  ამბების  შესახებ  ინფორმირებულნი,  ხმალამოღებული  შეხვდნენ  მათთვის  ერთობ  არასასურგველ  მოვლენას.  ეს  მათი  ხელშეწყობითა  და  მხარდაჭერით  იყო, რომ  რესპუბლიკური  საფრანგეთის  წინააღმდეგ  საბრძოლველად  ხელისუფლებამ,  1799  წელს,  საექსპედიციო  არმია  გაგზავნა  შუაგულ  ევროპაში.  ეს  მათი  ძალისხმევით  იყო,  რომ  1805-1807  წლებში  რუსეთი კვლავ  ჩაება  საფრანგეთთან  ომში.  მართალია,  ეს  ომი  უკვე  რესპუბლიკური  საფრანგეთის  წინააღმდეგ  კი  არა,  იმპერატორ  ნაპოლეონის  წინააღმდეგ  იყო  მიმართული,  მაგრამ  ამას  რუსეთის  მმართველი  ელიტისთვის  არსებითი  მნიშვნელობა  არ  ჰქონდა  –  ნაპოლეონი  მათთვის  მაინც „რევოლუციური  ჭირის“  სიმბოლოდ  რჩებოდა  და „ცხენზე  ამხედრებულ რობესპიერად“  აღიქმებოდა.  რაც  შეეხება  „დაბალ  ფენებს“,  აქ  უფრო სხვა  ვითარება  იყო.  ყურმოკრულით,  ყურში  ჩაჩურჩულებით,  გადაჭარბებული  ან  შეცვლილი  სახით,  საფრანგეთის  ამბები  რუს  გლეხებამდეც მიდიოდა.  თავისებური  ინფორმატორების  როლს  ევროპაში  ლაშქრობიდან  დაბრუნებული  ჯარისკაცებიც  ასრულებდნენ. 
ანტიფეოდალური  ხმების  გავრცელებას  საფრანგეთის  საიდუმლო აგენტებიც  უწყობდნენ  ხელს.  მათი  მეშვეობით  იყო,  რომ  ჯერ  კიდევ 1806-1807  წლებში  რუსეთში  გავრცელდა  ხმები,  თითქოს  ნაპოლეონი  მათ ქვეყანაში  ყმა  გლეხების  განთავისუფლებას  აპირებდა.  მსგავსმა  ხმებმა სწრაფად  მოიკიდეს  ფეხი  და  გლეხების  დაინტერესება,  ხოლო  მათი  ბატონების  შიში  და  რისხვა  გამოიწვიეს.  ტილზიტის  ზავის  შემდეგ  ფრანგებმა  თავიანთი  მცდელობა  შეაჩერეს.  შეაჩერეს,  მაგრამ  დროებით.  1812 წლის  ომის  წინ  მათ  ისევ  გაიხსენეს  ძველი  და  ისევ  მიჰყვეს  ხელი  თავიანთთვის  სასურველ  პროპაგანდას.  ამ  პროპაგანდას  სათავეში  თვითონ  იმპერატორი  ჩაუდგა.  ეს  მან  დაწერა  თავისი  ხელით  მოწოდება „ფრანგი  გრენადერის  პასუხი“,  რომელშიც  სასტიკად  იყო  გაკრიტიკებული  ბატონყმობა  რუსეთში. „შორს  არ  არის  ის  დრო,  როცა  ჩვენ  თქვენს  ძმებს  თავისუფლებას  მივცემთ,  მოვსპობთ  მონობას  მთელ  რუსეთის  იმპერიაში  და  თქვენს უფლებებს  აღგიდგენთ“  –  ნათქვამი  იყო  ამ  მოწოდება – პამფლეტში.  ნაპოლეონის  ეს  ოპუსი  1812  წლის  ზაფხულში  გამოქვეყნდა...  პარიზში.  ცხადია,  ფრანგულად.  რუსულად  კი  იგი  ითარგმნა  და  დაიბეჭდა  მხოლოდ მოსკოვში  და  მხოლოდ  ოქტომბერში,  ე.ი.  მაშინ,  როცა  იგი  აღარავის სჭირდებოდა  –  ფრანგები  მაშინ  მოსკოვის  დასატოვებლად  ემზადებოდნენ  და  რუსი  გლეხკაცის  ბედს  ნაკლებად  დაგიდევდნენ.
რატომ  მოხდა  ასე?  რაღა  უეჭველი  მარცხის  წინ  გააქტიურდა ფრანგთა  მბრძანებელი?  სად  იყო  მანამდე,  რატომ  არ  გააკეთა  რუსეთში ის,  რასაც  ადრე  სხგაგან  აკეთებდა?  აკი  ამბობდა  წმინდა  ელენეს  კუნძულზე:  მე  შემეძლო  გამეთავისუფლებინა  ყველა  რუსი  ყმა-გლეხი,  გამეუქმებინა  ბატონყმობა  და  თავადაზნაურთა  პრივილეგიები,  რაც  უამრავ  მომხრეს  შემძენდაო,  ამბობდა,  მაგრამ  იქვე  უმატებდა,  რუსეთში გლეხთა  განთავისუფლებაზე  ხელი  მაშინ  ავიღე,  როცა  რუსი  ხალხის ამ  მრავალრიცხოვანი  კლასის  უხეში  ბუნება  შევიცანი,  რომელიც  მრავალ  ოჯახს  სისხლს,  ტანჯვასა  და  უბედურებას  მოუტანდა,  ეს  ხალხი ხომ  ისევე  ბნელი  იყო,  როგორც  უუფლებოო.
ტყუილად  მოქცეულხართ  ასე,  თქვენო  უდიდებულესობავ! თქვენ  რომ  თქვენი  იარაღის  არსენალში  ეს  უმძლავრესი  საშუალებაც ჩაგერთოთ,  მაშინ  ვინ  იცის,  როგორ  წავიდოდა  თქვენი  და  თქვენი  არმიის  ბედი,  ტყუილად  კი  არ  უკანკალებდათ  მუხლები  ამ  „ბნელი  და  უუფლებო“  გლეხების  მებატონეებს  თქვენი  მოახლოების  ჟამს.  მარტო  მამაცი  გენერლის,  ნ.რაევსკის  აღიარება  რად  ღირდა:  მეშინია  ნაპოლეონმა პროკლამაციები  არ  გამოუშვას  და  ხალხს  თავისუფლება  არ  მისცეს,  მეშინია  ჩვენში  მღელვარებისაო.  მერე  და  გამოგეშვათ  დროზე  ეს  პროკლამაციები,  მიგეცათ  რუსი  გლეხებისთვის  თავისუფლება,  შეშინებოდა უშიშარ  რაევსკის  და  ძმათა  მისთა!  რატომ  არ  გამოიყენეთ  ეს  იარაღიც, რატომ  დაივიწყეთ  ძველი  შეგონება:  „..და  ის  იარაღია  კურთხეული, რომლის  იმედიც  გაქვსო“?  იმიტომ  ხომ  არა,  სირ,  რომ  აღარ  გქონდათ იმ  იარაღის  იმედი,  რომლის  იმედიც  გენერალ  ბონაპარტს  ჰქონდა  და რომლისაც  ასე  სჯეროდა  თავის  დროზე?  აღარ  გააკეთებდით  ახლა თქვენ  ამას.  თქვენ  ხომ  გვირგვინოსანი  მონარქი  ბრძანდებოდით,  რომელიც  ასე  ესწრაფოდით  მონარქიის  განმტკიცებას  თქვენს  ქვეყანაში  და სხვაგან  რევოლუციურ  იდეებს  რაღას  იქადაგებდით!  აი,  ეს  იყო  მთავარი  და  არა  სხვა  რამ.  ახლა  ხომ  თქვენ,  როგორც  სეგიური  წერს: „მეფეების  მხარეზე  უფრო  იყავით,  ვიდრე  ხალხების“... 
ფრანგების  ავანგარდი  –  მარშალ  მიურატის  კავალერია  და  მას დაქვემდებარებული  კიდევ  ოთხი  დივიზია  –  მდინარე  ჩერნიშნის  ნაპირებზე  იდგა  სოფელ  ვინკოვის  მიდამოებში.  ნეაპოლის  მეფის  ავანგარდი  სულ 23  ათასი  მებრძოლისაგან  შედგებოდა.  მდინარის  მეორე  მხარეს,  ცოტა მოშორებით,  სოფელ  ტარუტინოს  შორიახლოს,  რუსთა  მთავარი  სამხედრო  ბანაკი  იყო  –  იქ  მათი  მთელი  არმია  იდგა  ფელდმარშალ  კუტუზოვის მეთაურობით.  დაპირისპირებული  მხარეები  „უმოქმედოდ“  იდგნენ  –  საბრძოლო  ოპერაციები  არ  ტარდებოდა  და  იქმნებოდა  ე.წ.  „არც  ომის,  არც მშვიდობის“  ილუზია.  ოფიციალურად  დაზავება  არავის  გამოუცხადებია, მაგრამ  საომარი  მოქმედებები  შეწყდა  –  შეწყდა  თავისთავად,  შექმნილი ვითარების  გამო:  მიურატს  არ  შეეძლო  მოსკოვს  უფრო  დაშორებოდა, რუსებს  კი...  აი,  რუსები  უცნაურად  იქცეოდნენ.  იმდენად  უცნაურად,  რომ მიურატსაც  თავგზა  აუბნიეს  და,  ამ  უკანასკნელის  მეშვეობით, ნაპოლეონიც  გაურკვეველ  მდგომარეობაში  ჩააყენეს. 
საქმე  ის  იყო,  რომ  დროის  მოგების  მიზნით,  რუსებმა  ერთი  მეტად  მოხერხებული  და,  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  ერთობ  წარმატებული  ხრიკი  გამოიყენეს.  მათ  ისე  მოაწყეს  საქმე,  რომ  თითქოს  შემთხვევით,  ისე,  სხვათაშორის,  კაზაკთა  წარმომადგენლები  ნეაპოლის  მეფესთან  მოხვდნენ.  კაზაკები  ტრადიციულად  კარგი  ცხენოსნები  იყვნენ და  ფრანგ  ცხენოსანთა  სარდალს  მათთან  შეხვედრა  გაუხარდა. „პროფესიულ“  თემაზე  საუბრისას,  რუსმა  ოფიცრებმა  მაღალი  შეფასება  მისცეს  მიურატის  კავალერიას,  ხოლო  მისი  მეთაური  ქებით  ცამდე  აიყვანეს.  თქვენ  ისეთი  სახელი  გაქვთ  მოპოვებული  ჩვენს  ჯარში,  ეუბნებოდნენ  ისინი  ფრანგ  მარშალს.  რომ  მეტი  აღარც  შეიძლება.  კაზაკებს  პირობა  გვაქვს  ერთმანეთისთვის  მიცემული.  რომ  ბრძოლის  დროს  პირადად  თქვენზე  ხელი  არ  აღვმართოთო.  ის  დღე  იყო  და.  რუსმა  ოფიცრებმა  მოუხშირეს  ფრანგთა  ავანგარღში  სტუმრობას.  სულ  ცოტა  ხანში საქმე  ისე  მოეწყო,  რომ  რუსები  მიურატის  შენაერთის  მებრძოლების დანახვისთანავე  აიყრებოდნენ  და  იმ  მიდამოებს  თოფის  გაუსროლელად ტოვებდნენ.  შეწყდა  არა  მარტო  ფართომასშტაბიანი  საომარი  მოქმედება,  არამედ  მცირე  მნიშვნელობის „ადგილობრივი“  შეტაკებებიც.
მიურატმა  მაშინვე  აცნობა  იმპერატორს  ეს  ამბავი  და  კიდევ დაუმატა  –  ეს  უხეში  და  დაუნდობელი  კაზაკები  ისეთი  ზრდილობიანი გახდნენ  და  ისე  მშვიდობისმოყვარენი,  რომ  მაგათთან,  ეტყობა,  საქმე ძალიან  ცუდად  არის  და  ომის  გაგრძელების  თავი  აღარც  აქვთო.  ნაპოლეონმა  ყურები  ცქვიტა:  თუ  ვისმეს  აღარ  უნდოდა  ომის  გაგრძელება. ეს,  პირველ  რიგში,  ფრანგთა  იმპერატორი  იყო.  ასეთი  სიგნალი  მას მრავლისმეტყველი  და  კიდევ  უფრო  მრავლისმომასწავებელი  ეჩვენა.  ნეაპოლის  მეფე  კი  აგრძელებდა  იმპერატორის  უცნაური  ამბებით  კვებას. როგორც  კი  წინსვლას  დავაპირებთ,  წერდა  იგი,  ჩვენთან  წამსვე  რუსი პარლამენტიორები  მოდიან  და  გვეუბნებიან,  ომი  საჭირო  აღარაა,  ჩვენ თქვენი  მტრები  არა  ვართ,  ჩვენ  ზავი  და  მშვიდობა  გვინდა  და,  ნახავთ, რომ  ცოტა  ხანში  მშვიდობა  უეჭველად  დამყარდება,  რომ  ჩვენ  მხოლოდ პეტერბურგიდან  ველოდებით  პასუხს  და  მერე  ვიცითო... 
თუ  მიურატი  ზოგჯერ  ჯიუტობდა  და  მაინც  (ჯდილობდა  წინ  წაწევას,  რუსი  ოფიცრები  მოკრძალებით  ეკითხებოდნენ  მას,  თუ  რომელ პუნქტამდე  ისურვებდა  მისი  უდიდებულესობა  წინსვლას,  რათა  მათ, რუსებს,  უბრძოლველად  დაეთმოთ  მისთვის  გზა...  იმ  სოფლებში,  რომელთაც  ასეთი  წინსვლის  დროს  იკავებდა  ნეაპოლის  მეფე,  საჭმელ-სასმელიც  ბლომად  იყო  და  ფურაჟიც  საკმაო.  ზღაპარს  ჰგავდა  ეს  ყველაფერი  და  მიურატიც  უჯერებდა  ამ  ზღაპარს.  ის  უხვად  ასაჩუქრებდა მასთან  „ურთიერთობის  დასამყარებლად“  მისულ  რუს  ოფიცრებს,  რომლებიც  აღტაცებას  გამოხატავდნენ  მისი  სიმამაცის  გამო,  სადილობდა მათთან  ერთად,  ოხუნჯობდა  და.  მოკლედ,  ისე  იქცეოდა,  თითქოს  ომი კარგა  ხნის  დამთავრებული  იყო.  „სტუმრები“  კი  მეტად  ფრთხილად, მეტად  თავაზიანად  ერთ  საინტერესო  და  სახიფათო  აზრსაც  აპარებდნენ ნაპოლეონის  სიძეს:  მშვიდობა  გაცილებით  სწრაფად  დამყარდება  კრემლში  მბრძანებლად  ნეაპოლის  მეფე  რომ  იჯდესო...  ცხადია,  ასეთი  „წინადადების“ შესახებ  მიურატი  თავის  ცოლისძმას  არაფერს  სწერდა, მაგრამ,  რადგან  მას  მარტო  ნეაპოლის მეფე  არ  ისმენდა,  ნაპოლეონის ყურამდე  იგი  მაინც  მიდიოდა.  ვერ  ვიტყვით,  რომ  ეს  გარემოება  ძალიან აშფოთებდა  იმპერატორს, მაგრამ, ცხადია,  ვერც იმის მტკიცებას შევუდგებით, რომ ასეთი ცნობები მისი ურთიერთობების გაუმჯობესებას უწყობდა ხელს სიძესთან. ეგ რა, კაზაკების ხელმწიფე გახდაო? ამბობდა გაღიზიანებული ნაპოლეონი. 
        ნაპოლეონი  ისევ  კრემლში  იჯდა.  იჯდა  და  ალექსანდრეს  დესპანის  გამოჩენას  ელოდა.  ელოდა,  მაგრამ  არც  დესპანი  ჩანდა  და  არცზავის  შესახებ  ძრავდა  ვინმე  სიტყვას.  იმპერატორი  დღეებს  ითვლიდა –  რამდენი  დრო  დასჭირდებოდა  მეფის  ელჩს  პეტერბურგიდან  მოსკოვში  რომ  ჩამოსულიყო,  რა  წინააღმდეგობები  და  შეფერხებები  შეხვდებოდა  გზაში  და  რამდენ  ხანს  მოანდომებდა  იგი  მათ  დაძლევას.  მოკლედ, იცდიდა  მისი  უდიდებულესობა  და  ავიწყდებოდა, დრო  საკმარისზე  მეტი რომ  იყო  გასული,  რომ  ზავის  წინადადება  მან  ჯერ  კიდევ  სმოლენსკიდან  გაუგზავნა  რუსთ  ხელმწიფეს  და  პასუხს  ვერ  ეღირსა,  რომ  მოსკოგიდან  პირველი  მინიშნებაც  უპასუხოდ  დარჩა.  იცდიდა  და  დროს  კარგავდა,  არაფერს  გადამწყვეტს  ხელს  არ  ჰკიდებდა,  ნერვიულობდა, თუმცა  გარეგნულად  არაფერს  იმჩნევდა.  მხოლოდ  ერთხელ  ვერ  მოთოკა  ნერვები,  როცა  შუაღამისას  წამოყარა  მარშლები  და  თავისთან  ახმობინა:  „შემოდით.  შემოდით,  ახალ  გეგმას  გაეცანით.  პრინცო  ეჟენი,  აბა, წაიკითხეთ  ჩემი  გეგმა!  მოსკოვის  გადარჩენილ  ნაწილს  დავწვავთ  და ტვერზე  გავლით  პეტერბურგისკენ  გავილაშქრებთ. გზაში  მაკდონალდი შემოგვიერთღება.  არიერგარდს  მიურატი  და  დავუ  უხელმძღვანელებენ. რას  იტყვით?“ 
მარშლები  ჩუმად  იყვნენ,  ნაპოლეონი  ღელავდა,  თვალები უბრწყინავდა,  ჩანდა,  რომ  საოცრად  აღტკინებული  იყო.  „რა  მოგივიდათ?  ნუთუ  ეს  თქვენ  ხართ?  შეუძახა თანამებრძოლებს,  ნუთუ  ჩემი  გეგმა  არ  გიტაცებთ?  ხვდებით,  რა  სამხედრო  დიდებას  გთავაზობთ.  რა  სახელის  მოხვეჭას  შეძლებთ?  ფიქრობთ  კი,  როგორ  გაოცდება  მსოფლიო, როცა  გაიგებს,  რომ  სამ  თვეში  ჩრდილოეთის  ორივე  დიადი  დედაქალაქი  დავიკავეთ?“  ოთახში  სიჩუმე  ჩამოვარდა.  კარგა  ხნის  შემდეგ  იგი დავუმ  დაარღვია.  „როგორ  უნდა  გაგილაშქროთ  პეტერბურგისკენ,  სირ? ეკითხებოდა  მარშალი  იმპერატორს,  ჩრდილოეთით  წავიდეთ,  ზამთრის შესახვედრად,  რომელიც  ისედაც  კარს  მოგვადგა?  მერე  უკან  ხომ  კუტუზოვი  წამოგვყვება?  რა  უნდა  ვაკეთოთ  ტვერსა  და  პეტერბურგს შორის  უკაცრიელ  ჭაობებში?"  ნაპოლეონი  ჩუმად  იყო.  ახლა  სიტყვა  დარიუმ  აიღო.  „კამპანია  კი  არ  უნდა  გავაჭიანუროთ,  არამედ  უნდა  შევკვეცოთ,  სირ!  ახალი  ბრძოლები  და  ახალი  გამარჯვებები  არაფერს მოგვცემს.  ამის  ნაცვლად  გამოზამთრებაზე  უნდა  ვიფიქროთ...“
ჩახმახივით  შემართული  იმპერატორი  უცებ  მოეშვა,  აღტკინებამ  გაუარა,  დამშვიდდა  და  მარშლებს  უთხრა:  ვინ  იცის,  იქნებ  სწორიცა  ხართ,  წადით,  დაისვენეთო...
იმპერატორს  კვლავ  ცდა  და  ლოდინი  დარჩა.  ისიც  იცდიდა  და ელოდებოდა.  ბოლოს,  როცა  მოლოდინისა  და  მოთმინების  ჯაჭვი  ერთად გაუწყდა,  თავისთან  რუსეთში  ყოფილი  ელჩი  გრაფი  კოლენკური  დაიბარა.  კოლენკური  ომის  კატეგორიული  წინააღმდეგი  იყო.  იგი  აფრთხილებდა  ნაპოლეონს,  არ  გადაედგა  საბედისწერო  ნაბიჯი  და  რუსეთში არ  შეჭრილიყო.  არ  დაუჯერა  „რუსეთის  საქმეების  ექსპერტს”  იმპერატორმა,  არ  დაუჯერა  და  ახლა  იძულებული  იყო  ისევ  მისთვის  მიემართა.  კრემლის  უზარმაზარ  დარბაზში  ორნი  იყვნენ:  იმპერატორი  და  მისი ობერ-შტალმაისტერი.  ნაპოლეონი  დარბაზის  ერთი  კუთხიდან  მეორეში დადიოდა  და  კოლენკურიც  მას  დაჰყვებოდა.  იმპერატორი.  დიდხანს,  ძალიან  დიდხანს  ხმას  არ  იღებდა,  ეტყობა  უჭირდა ლაპარაკის  დაწყება. მერე  კი:  „გინდათ  პეტერბურგს  გაემგზავროთ?  ჰკითხა  უცებ  კოლენკურს.  იქ  თქვენ  იმპერატორ  ალექსანდრეს  ინახულებთ  და  ჩემს  წერილს  გადასცემთ.  ამას  უეჭველად  ზავის  დადება  მოჰყვება.“  კოლენკურმა  უარი  თქვა.  მან  მორიდებით  შეახსენა  იმპერატორს,  თუ  რა  სიტყვებით  გამოისტუმრა  ალექსანდრემ  იგი  დედაქალაქიდან.  ის  ზავზე  არ წავა,  განაგრძობდა  გრაფი,  არათუ  ზავზე  არ  წავა,  ის  ჩემთან  ზავზე ლაპარაკსაც  არ  ისურვებს.  მე  მეტს  მოგახსენებთ,  მეფე  არც  კი  მიმიღებს  სალაპარაკოდ.  არა,  შეაწყვეტინა  გრაფს  ნაპოლეონმა,  თქვენ  თვითონ  არ  იცით,  რას  ამბობთ.  ალექსანდრე  ჩემგან  ელოდება  ზავის  წინადადებას.  მისი  ქვეყანა  დაქცეულია,  ამიტომ  ომით  გაჩანაგებული  თავადაზნაურობა  ზავს  მიელტვის.  ესეც  არ  იყოს,  მეფე  ხედავს,  რომ  მისი გენერლები  უნიჭონი  არიან,  რომ  ყველაზე  საუკეთესო  არმიაც  კი  ვერაფერს  მიაღწევს,  როცა  მას  სათავეში  ასეთი  მეთაურები  ჰყავს.
ხანგრძლივი  საუბარი  უშედეგოდ  დასრულდა.  „იმპერატორმა  ვერ გატეხა  კოლენკური.  კარგით,  უთხრა  მან  ბოლოს,  მაშინ  პეტერბურგის ნაცვლად  კუტუზოვის  შტაბში  წადით.  კოლენკურმა  კვლავ  უარი  შეჰბედა თავის  მბრძანებელს:  „ეს  მისიაც  ისევე  დასრულდება,  როგორც  პეტერბურგისა.  მეფის  ნებართვის  გარეშე  ზავზე  ვერავინ  გაბედავს  ლაპარაკს, მეფის  ხასიათი  და  მისი  განზრახვა  კი  მე  კარგად  ვიცი  –  ზავი  არ  იქნება.“ ნაპოლეონს  გული  მოუვიდა,  იგი  მკვეთრად  შემობრუნდა  კოლენკურისკენ და  მკვახედ  ესროლა:  „არ  გინდათ  და  ნუ  გინდათ.  თქვენს  ნაცვლად  ლორისტონი  წავა.  ეს  მას  ერგება  პატივი  ზავის  დადებისა  და  თქვენი  მეგობრის,  იმპერატორ  ალექსანდრეს  გვირგვინის  გადარჩენისა!“
ასე  და  ამგვარად,  კოლენკურის  საკითხი  მოიხსნა.  ნაპოლეონმა რუსებთან  მოსალაპარაკებლად  მარკიზი  ლორისტონი  გაგზავნა,  არტილერიის  გენერალი,  რომელიც,  არაიშვიათად,  დიპლომატიურ  დავალებებსაც  იღებდა  იმპერატორისგან.  კერძოდ,  იგი  1811  წელს  პეტერბურგში იმყოფებოდა  და  მეფე  ალექსანდრესთან  მოლაპარაკებებს  აწარმოებდა.  და აი,  ლორისტონმა  ახალი  დავალება  მიიღო.  მაგრამ,  ეტყობა,  კოლენკურის  სიტყვებმა  შეუცვალეს  ბუონაპარტეს  გუნება-განწყობილება  და  ლორისტონი  მან  პეტერბურგის  ნაცვლად  ტარუტინოში  გაგზავნა,  კუტუზოვის  შტაბში.  უკანასკნელი  სიტყვები,  რომელიც  მარკიზმა  იმპერატორისგან  მოისმინა,  ასეთი  იყო:  „მე  მშვიდობა  მინდა,  მშვიდობა  მჭირდება! გესმით  და  აუცილებლად  უნდა  მოვიპოვო  იგი!  იხსენით  ჩვენი  ღირსება!“
გენერალი  5  ოქტომბერს  გაემგზავრა  რუსთა  ბანაკში  და  იმ დღესვე  მიაღწია  ავანპოსტებს.  ლორისტონს  თავიდან  კუტუზოვი  არ შეხვედრია  –  შეხვდნენ  მეფე  ალექსანდრეს  გენერალ-ადიუტანტი  თავადი  ვოლკონსკი  და  შტაბის  უფროსი  გენერალი  ბენიგსენი.  მხოლოდ ლორისტონის  დაჟინებითი  მოთხოვნის  შემდეგ  გახდა  შესაძლებელი მისი  რუსთა  მთაგარსარდალთან  შეხვედრა.  შეხვედრა  პირისპირ  შედგა: ფრანგმა  დესპანმა  არ  ისურვა  ვინმეს  დასწრება.  ცნობები  ამ  შეხვედრის თაობაზე  ლორისტონის  ჩანაწერებიდან  შემორჩა.
მოლაპარაკება  უცნაურად  დაიწყო  –  ფრანგმა  გენერალმა  კუტუზოვს  საჩივრით  მიმართა..  რუსი  გლეხების  სისასტიკეზე  ფრანგი ტყვეების  მიმართ  და  მოსთხოვა  ზომები  მიეღო  აღნიშნულის  აღსაკვეთად!  „მე  რომც  მინდოდეს.  უპასუხა  კუტუზოვმა,  ამ  მხრივ  ვერაფერს გავაწყობ. „ხალხი  თქვენთან  ომს  მონღოლთა  მეორე  შემოსევად  აღიქვამს.  ამიტომ  მთელი  ხალხის  განწყობის  შეცვლა  შეუძლებელია.“  ლორისტონმა  თემა  წამსვე  შეცვალა  და  ახლა  დაზავებაზე  დაიწყო  ლაპარაკი.  „ეს  გაუგონარი,  არნახული  ომია,  ამბობდა  იგი.  ნუთუ  ის  მარად  უნდა  გაგრძელდეს?  ჩემს  ხელმწიფეს  გულწრფელად  სურს,  ჩვენს  ორ დიდ  ხალხს  შორის  მტრობა  რომ  შეწყდეს  და  შეწყდეს  სამუდამოდ!“
    რუსთა  მთავარსარდალმა  ფრანგთა  წარგზავნილს  ჭეშმარიტად  ისტორიული  სიტყვებით  უპასუხა:  „ზავის  თაობაზე  არავითარი  განკარგულება  არ  მიმიღია.  როცა  არმიაში  მაგზავნიდნენ,  ეს  სიტყვა  საერთოდ  არავის  წარმოუთქვამს.  თქვენს  სიტყვებს  კი,  განურჩევლად  იმისა,  თუ  ვის აზრს  გამოხატავენ  ისინი,  თქვენსას  თუ  თქვენს  მაღლა  მდგომისას,  მე ჩემს  ხელმწიფეს  არ  ვაცნობებ,  რამეთუ  არ  მსურს!  მე  ჩემს  სახელს უმალ.  მომავალ  თაობათა  წყევლის  საგნად  ვაქცევდი,  დაზავების  შესახებ  კრინტიც  რომ  დამეძრა.  ასეთია  დღეს  ჩვენი  ხალხის  ნება!“  (უნდა ითქვას,  რომ  მეფემ  უკმაყოფილება  გამოთქვა  კუტუზოვის  ლორისტონთან  მოლაპარაკების  წარმოების  გამო.  იგი  საერთოდ  არ  უნდა  შეგეშვათ თქვენს  ბანაკშიო,  მისწერა  მან  მთავარსარდალს.  მაგრამ  გულში  ალექსანდრეს  ძალიანაც  გაუხარდა  ეს  ფაქტი.  იგი  მოწინააღმდეგის  გაჭირგებაზე  მიუთითებდა  და  მრავლისმეტყველი  იყო.  ჩემი  კამპანია  მხოლოდ ახლა  იწყებაო,  ბრძანა  მოზეიმე  ალექსანდრე  პავლეს  ძემ).
    ნაპოლეონი  უძილო  ღამეებს  ათენებდა.  სწორედ  მაშინ  იყო,  რომ მასთან  ერთობ  დაახლოებულ  გენერალ-ინტენდანტ  დარიუსთან  საუბარში  იგი  პირველად  გამოტყდა:  არმიის  ბეღი  დიდადაა  დამოკიდებული რუსთა  პასუხზეო.  „თუ  უარი  მივიღეთ,  მაშინ  სწრაფად  შევუტევ  ტარუტინოს,  მოვსპობ  ან  უკუვაგდებ  კუტუზოვს  და  შემდეგ  სმოლენსკისკენ გავბრუნდები“.  დარიუ.  ჭკვიანი  და  გაწონასწორებული  კაცი.  არ  იხიარებდა  იმპერატორის  აღტკინებას.  „ეს  არ  ივარგებს,  სირ,  ამბობდა  იგი, რუსების  არმია  ახლა  გაძლიერდა.  მან  დაისვენა  და  ახალი  შენაერთებით  შეივსო.  ჩვენ  კი  დაგსუსტდით,  ის  აღარა  ვართ,  რაც  ერთი  თვის წინ  ვიყავით.“  „მაშ  რა  ვქნათ?“  „აქ  დავრჩეთ,  მოსკოვი  გამაგრებულ ბანაკად  ვაქციოთ  და  გამოვიზამთროთ.“  „ლომის  პასუხია!  (ნაპოლეონს უყვარდა  ამ  სიტყვების  ხმარება)  მაგრამ  რას  იტყვის  პარიზი?  საფრანგეთი  ხომ  მიუჩვეველია  ჩემი  ხანგრძლივი  დროით  მოშორებას.  ესეც  არ იყოს,  პრუსია  და  ავსტრია  ისარგებლებენ  ჩემი  არყოფნით.  ეს  ქვეყნები ხომ  ჩვენი  მტრებია!“
    ლორისტონის  სამშვიდობო  მისიის  ჩაშლის  მიუხედავად,  ნაპოლეონი  აგრძელებდა  მოსკოვში  უმოქმედოდ  ყოფნას.  „განა  არ  მესმის, რომ  მოსკოვი  სამხედრო  თვალსაზრისით  ბევრს  არაფერს  წარმოადგენს, ეუბნებოდა  იმპერატორი  თანამებრძოლებს,  მაგრამ  იგი  პოლიტიკური მნიშვნელობითაა  ძვირფასი.  პოლიტიკაში  კი  უკან  არასოდეს  არ  უნდა დაიხიო!  არ  უნდა  აღიარო  შენი  შეცდომა.  თუ  შეცდომა  დაუშვი  –  მაინც  უნდა  ეცადო  შენი  გაიტანო,  შენი  სისწორე  ამტკიცო.  ეს  სიმართლის  ელფერს  შესძენს  შენს  მოქმედებას.“  ცდებოდა  იმპერატორი, მწარედ  ცდებოდა.  მაგრამ  იქნებ  არც  ცდებოდა,  ყველაფერი  ესმოდა  და განგებ  ლაპარაკობდა  ასე?  გამოსავალს  ეძებდა  უკვე  გამოუვალ  მდგომარეობაში,  თავს  იმართლებდა  მათ  წინაშე,  ვინც  მისი  ამ „წამოწყების“ წინააღმდეგი  იყო?
    მიურატის  გულარხეინობის  ბრალი  იყო  თუ  სხვა  რამ  მიზეზიც არსებობდა,  ფრანგთა  ავანგარდი  ყოვლად  უპასუხისმგებლოდ  ეკიდებოდა  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობას:  არ  აწარმოებდა  მოწინააღმდეგეზე დაკვირვებას,  არ  უზრუნველყოფდა  ხეირიან  დაზვერვას  და,  რაც  ყველაზე  უფრო  გასაკვირია,  არც  საყარაულო  სამსახურს  ეწეოდა!  რუსმა მსტოვრებმა  იოლად  აღმოაჩინეს  ფრანგთა  ეს  საარაკო  დაუდევრობა  და აღნიშნულის  შესახებ  წამსვე  თავიანთ  სარდლობას  აცნობეს.  გენერალმა  კარლ  ტოლმა  პირადად  გადაამოწმა  მზვერავების  მონაცემები  და თავად  დარწმუნდა  მათს  სისწორეში.  შეიქმნა  ფრანგთა  ავანგარდზე  უეცარი  თავდასხმისა  და  მისი  სრული  განადგურების  შესაძლებლობა.  ტოლმა  სასწრაფოდ  შეადგინა  ამ  თავდასხმის  ზოგადი  გეგმა  და  მთავარსარდალს  წარუდგინა.  კუტუზოვმა  თაგდაპირველად  უარყო  იგი,  განაცხადა რა,  რომ  ჯერ  ადრე  იყო  რაიმე  აქტივობის  გამოჩენა.  მაგრამ  შემდეგ  ბენიგსენის,  ბაგგოვუტის.,  კონოვნიცინის  და  თვითონ  ტოლის  დაჟინებული მოთხოვნის  პასუხად.  იძულებული  გახდა  ოპერაციის  ჩატარებაზე  დათანხმებულიყო.  მომავალი  ბრძოლის  დისპოზიცია  ბენიგსენმა  შეადგინა და  მან,  როგორც  ამ  თავდასხმის  ყველაზე  თავგამოდებულმა  მომხრემ, ოპერაციის  სარდლობა  იკისრა.
რუსებმა  შეტევა  18  ოქტომბერს  დაიწყეს.  ფრანგებს  მარცხნიდან  გრაფი  ოსტერმანი  ეკვეთა,  ცენტრიდან  –  ბაგგოვუტი,  ხოლო  მარჯვნიდან  –  ორლოვ-დენისოვი.  თავდასხმა  იმდენად  მოულოდნელი  იყო ფრანგებისათვის,  რომ  მათმა  წინა  ხაზმა  თითქმის  ვერავითარი  წინააღმდეგობა  ვერ  გაუწია  მტერს  და  უკუიქცა  (ბანაკში  შეჭრილ  რუსებს ჯერ  კიდევ  შეუსმელი  ცხელი  ყავით  სავსე  ყავადანები  დახვდათ).  მაგრამ  ფრანგთა  სხვა  ნაწილები  დროზე  მოეგნენ  გონს  და  რუსებს  ძლიერი ცეცხლი  შეაგებეს.  გაჩაღდა  ფიცხელი  ბრძოლა.  რუსთა  სამმხრივი შეტევა  ჯერ  შეფერხდა,  შემდეგ  კი  სულ  შეწყდა.  ბენიგსენი  ამაოდ სთხოვდა  კუტუზოვს  დახმარებას  –  მისგან  „ორ  ნაბიჯზე“  მდგარმა მთავარსარდალმა  არათუ  ერთი  ბატალიონიც  არ  მიაშველა  ბენიგსენს, არამედ  პასუხიც  კი  არ  აღირსა  მას.
კუტუზოვის  მოქმედება  დიდ  გაკვირვებას  იწვევს.  მართალია,  მას მთელი  არსებით  სძულდა  ბენიგსენი  (ეს  უკანასკნელიც  ასეთივე  გრძნობებით  პასუხობდა  მთავარსარდალს),  მაგრამ  პირადი  სიძულვილის  გამო  საერთო  საქმის  გაწირვა  უდაოდ  ღირსების  შემლახავია  ნებისმიერი  რანგის მხედართმთავრისთვის.  ზემოთქმულის  გამო,  რუსებმა  ფრანგთა  ავანგარდის  განადგურება  ვერ  შეძლეს,  მაგრამ  მოულოდნელობისა  და  რიცხობრივი  უპირატესობის  ხარჯზე  (მათ  46  ბატალიონი  ჰყავდათ  ფრანგთა  29-ის  წინააღმდეგ)  შეტაკება  პირწმინდად  მოიგეს.  რუსების  წარმატება  ბევრად  უფრი  შთამბეჭდავი  იქნებოდა,  წერდა  რუსი  სამხედრო  ისტორიკოსი ბოგდანოვიჩი,  რომ  არა  მიურატის  წარმოუდგენელი  სიმამაცე,  რომელიც უკანასკნელ  შესაძლებლობამდე  იგერიებდა  მტრის  ჭარბი  ძალების  შემოტევას  და  თავის  შეფერთხილ  შენაერთს  უკანდახევის  საშუალებას  აძლევდა.  ბოლოს,  როცა  ძირითადი  ნაწილები  სამშვიდობოს  გავიდნენ,  ნეაპოლის  მეფემ  რჩეული  რაზმით  გაარღვია  მტრის  რიგები  და  თავისიანებს შეუერთდა.  მიურატი  ამ  ბრძოლაში დაიჭრა.  რა  დაუყსერებელიც  არ  უნდა იყოს,  ეს  მისი  პირველი  ჭრილობა  იყო!
სრული  გამარჯვების  ხელიდან  გაშვებით  გაცოფებული  ბენიგსენი  მეუღლისადმი  გაგზავნილ  წერილში  მიწასთან  ასწორებდა  კუტუზოვს:  „მისი  სილაჩრე  თვით  ლაჩართათვის  ნებადართულ  საზღვრებსაც  კი  სცილდება.  ეს  მან  ბოროდინოშიც  დაამტკიცა,  რითაც  სიძულვილი  დაიმსახურა  და  მთელი  არმიის  სასაცილო  გახდა“.  ლეონტი  ბენიგსენს  რომ  ასეთი  წერილი  მხოლოდ  თავისი  მეუღლისთვის  მიეწერა,  კიდევ  არაუშავდა!  მაგრამ  ოდნავ  შერბილებული  ფორმით,  იგი  მეფესაც იგივეს  სწერდა...  მანამდე  გაუთავებელი  წარუმატებლობით  გულგაგრილებულმა,  ფრთხილმა  და  ეშმაკმა  ალექსანდრემ,  ჭეშმარიტად,  სოლომონის  გადაწყვეტილება  მიიღო:  ორივე  მხედართმთავარს  გამარჯვება  მიულოცა  და  გულუხვადაც  დააჯილდოვა:  ბენიგსენი  წმინდა  ანდრია პირველწოდებულის  ორდენის  ალმასის  ნიშნებითა  და  ასი  ათასი  ოქროს მანეთით,  ხოლო  კუტუზოვი  –  ალმასის  თვლებით  მოოჭვილი  დაშნითა და  დაფნის  გვირგვინით  (მაგრამ  ვერც  მეფის  გულუხვობამ  შეარიგა  ორი მოქიშპე  მხედართმთავარი.  ისინი  როგორი  მოსისხლე  მტრებიც  იყვნენ ურთიერთისთვის,  ისეთებად  დარჩნენ).
ვინკოვოსთან  წარმატება  (რუსები  მას  ტარუტინოს  ბრძოლას უწოდებენ)  მიუხედავად  საკმაოდ  მწირი  შედეგისა,  რუსთა  ჯარის  აღფრთოვანების  საბაბი  გახდა.  ცხადია,  ასეც  იქნებოდა.  „ნახევარი  რუსეთის“  მტრისთვის  ჩაბარებას  ბოროდინოსთან  წარუმატებლობა,  ისტორიული დედაქალაქის  დატოვება  და  თვეზე  მეტი  ხნის  უმოქმედობა  მოჰყვა. ტარუტინოსთან  წარმატებამ  კი  მათ  დაანახა,  რომ  ფრანგების  დამარცხებაც  შესაძლებელი  ყოფილა,  რომ  უკანდახევა  და  მტრისთვის  გამუდმებით  ზურგის  ჩვენების  დრო  წარსულს  ჩაბარებოდა  და  მოპოვებული მცირე  გამარჯვება,  საბოლოო  გამარჯვების  ძნელსა  და  გრძელ  გზაზე, პირველ  მახარობელ  მერცხლად  უნდა  ქცეულიყო.  ამიტომ,  სწორედაც რომ  ჰქონდათ  სიხარულის  საბაბიცა  და  უფლებაც  რუსთა  ბანაკში!
თავისთავად  ცხადია,  სრულიად  საწინააღმდეგო  განწყობილება სუფევდა  ფრანგთა  ბანაკში.  მარცხი  ვინკოვოსთან,  რომელიც  თავისი სამხედრო  მასშტაბებით,  მათდა  საბედნიეროდ,  დიდი  არ  გამოდგა,  სამაგიეროდ  მორალური.  თვალსაზრისით  გამოდგა  ერთობ  მნიშვნელოვანი. იგი  იმ  უკანასკნელ  ზარს  წააგავდა,  რომელსაც,  ჩვეულებრივ,  ფარდის ახდის  წინ  აწკარუნებენ  ხოლმე  თეატრში.  ჰოდა,  ცხოგრებას  თეატრად რომ  თვლიდა  „ყოველთა  ფრანგთა“  იმპერატორი,  ეს  ბევრმა  ფრანგმა იცოდა  და  ასეთი  ცოდნა  კი  გუნება-განწყობის  გაუმჯობესებაში  როდი უწყობდა  მათ  ხელს.
    ვინკოვოს  ამბებმა  ნაპოლეონი  გამოაღვიძა.  გამოაღვიძა  და  გამოაფხიზლა.  ერთბაშად  სადღაც  გაქრა  აპათიაცა  და  უმოქმედობაც.  იმპერატორმა  ისევ  საქმეს  მოკიდა  ხელი.  აქ  გაჩერება  აღარ  შეიძლება  –  დაასკვნა  მან  და  მაშინვე  მოსკოვიდან  ეგაკუაციის  გეგმებს  მიუბრუნდა.  მიურატს  იგი  თბილად  შეხვდა.  ყველასთვის  მოულოდნელად,  მან  არ  გაკიცხა ავანგარდის  სარდალი  და  მის  მიმართ  საყვედურის  ერთი  სიტყვაც  არ დასცდენია.  ბუონაპარტე  კარგი  ფსიქოლოგი  იყო  და  ხვდებოდა,  რომ ახლა  ჩხუბისა  და  ახლობლებთან  კონფლიქტის  დრო  არ  იყო.  თანაც იმპერატორს,  ალბათ,  ცოტა  სინდისის  ქენჯნაც  აწუხებდა  კარგა  ხანს მარტოდ  და,  ლამის,  უპატრონოდ  მიტოვებული  ავანგარდის  წინაშე. გინკოვოს  ამბებმა  ნაპოლეონს  დაანახა,  თუ  რა  ღრუბლები გროვდებოდა  მის  თავზე.  დაყოვნება  აღარ  შეიძლებოდა.  იმპერატორს უნდა  გადაეწყვიტა  რას  იზამდა:  შეუტევდა  რუსებს  ტარუტინოსკენ  თუ უკან  დაიხევდა?  მაგრამ,  ასე  იყო  თუ  ისე,  მოსკოვი  მაინც  დასატოვებელი  იყო  –  იქ  დარჩენა  უაზრობა  იქნებოდა.  ბოლოს,  როგორც  იქნა. იმპერატორი  ამას  მიხვდა  და  შესაბამისი  გადაწყვეტილებაც  მიიღო. უკანდასახევად  საფრანგეთის  არმიას  სამი  შესაძლო  ვარიანტიგააჩნდა.  პირველი  ჩრდილოეთისა  იყო,  რომელიც  მარცხნივ  მოიტოვებდა  სმოლენსკს  და  ვიტებსკზე  გავლით  დიდ  არმიას  ვილნასთან  გაიყვანდა.  ამ  გზის  უპირატესობა  იმაში  მდგომარეობდა,  რომ  იქმნებოდა  შესაძლებლობა  სენ-სირის,  უდინოსა  და  მაკდონალდის  კორპუსებთან  შეერთებისა,  რომლებიც  სწორედ  ჩრდილოეთის  მიმართულებაზე  მოქმედებდნენ.  მაგრამ  ამ  გზას  სერიოზული  ნაკლიც  ჰქონდა.  კერძოდ  ის, რომ  მის  გაყოლებაზე  არ  იყო  წინასწარ  მომზადებული  საშუალედო  ბაზები  სურსათ-სანოვაგისა  და  ტყვია-წამლის  შესავსებად.  მეორე  გზა უკვე  ნაცადი  იყო  –  იგი  უშუალოდ  მოჟაისკსა  და  სმოლენსკზე  გადიოდა.  ამ  გზით  უკანდახევისას.  ნაპოლეონს  შეეძლო  თავისი  არმია  მოჟაისკში,  ვიაზმასა  და  თვით  სმოლენსკში  განლაგებული  გარნიზონების ხარჯზე  შეევსო.  გარდა  ამისა,  იქვე  იყო  მომზადებული  სურსათ-სანოვაგის  საწყობები.  მაგრამ  ამ  მარშრუტსაც  გააჩნდა  უარყოფითი  მხარე: გზა  ერთხელ  უკვე  გავლილი  იყო  ორივე  არმიის  –  რუსებისა  და  ფრანგების  –  მიერ  და,  ამის  გამო,  სრულიად  გაჩანაგებული.  ისე  რომ  საშუალედო  პუნქტებს  გარდა,  ფრანგები  გზაში  გერაფერს  მოიპოვებდნენ (მცირე  მნიშვნელობა  არა  ჰქონდა  იმასაც,  რომ  სწორედ  ამ  გზის  გაყოლებაზე  იყო  განთავსებული  რუსთა  მრავალრიცხოვანი  პარტიზანული რაზმები).  მესამე  გზა  –  სამხრეთისა,  სურსათ-სანოვაგით  მდიდარ  და, რაც  მთავარია,  ჯერ  ხელუხლებელ  რაიონებზე  გადიოდა,  ამ  გზის  ნაკლი  ის  იყო,  რომ  უფრო  გრძელი  იყო  და,  ჩრდილოეთის  მარშრუტის მსგავსად,  არც  აქ  იყო  საშუალედო  პუნქტები  განთავსებული.
ხანმოვლე ფიქრის  შემდეგ,  ნაპოლეონმა  ორი  უკანასკნელი  მარშრუტის  კომბინირება  გადაწყვიტა:  იგი ჯერ  სამხრეთისკენ  წავიდოდა და  გზად თუ  რუსის  ჯარს  გადაეყრებოდა,  მას  გაანადგურებდა,  მივიდოდა  კალუგაში,  შეივსებდა  სურსათ-სანოვაგის  მარაგს  (ამ  ქალაქში  რუსთა  არმიის  მომარაგების ცენტრი  იყო), მოაოხრებდა  ტულის  გუბერნიას (იმპერატორის  სამიზნეს,  უმთავრესად ტულის იარაღის ქარხნები წარმოადგენდა) და  მერე,  სამხრეთის  გზით,  სმოლენსკისკენ  წავიდოდა. შემდგომში  კი  სმოლენსკ-ვილნას  მონაკვეთს  ადრე  გავლილი  გზით  დაფარავდა.  შექმნილ  ვითარებაში  ეს  საუკეთესო  ვარიანტი  იყო,  მაგრამ მის  სისრულეში  მოსაყვანად  სისწრაფე  იყო  საჭირო.  შეძლებდა  კი  ბარგი-ბარხანით  დამძიმებული  დიდი  არმია  ამ  სისწრაფის  განვითარებას? თვითონ  ნაპოლეონს  ეჭვი  არ  ეპარებოდა,  რომ  შეძლებდა  და  იგი  დაასწრებდა  რუსებს  კალუგაში  შესვლას.  თანაც  აქ  ბონაპარტმა „ძველი ეშმაკობაც“  გაიხსენა  და  მოწინააღმდეგის  მოსატყუებლად  კუტუზოვს უკანა  რიცხვით  დათარიღებული  ბარათი  გაუგზავნა  ბერტიეს  ხელმოწერით.  ბარათი  კვლავ  სამშვიდობო  მოლაპარაკების  დაწყებას  ეხებოდა  და ვითომც  მოსკოვიდან  იყო  გაგზავნილი  (სინამდვილეში.  როცა  წერილი გაიგზავნა,  ფრანგები  უკვე  მარშზე  იყვნენ  კალუგის  მიმართულებით).
მოსკოვიდან  გასვლა  ფრანგებმა  18  ოქტომბრის  საღამოს  დაიწყეს.  თვით  ნაპოლეონი  19-ში  გაემგზავრა  ქალაქიდან,  მაშინ,  როცა  არმიის  დიდი  ნაწილი  უკვე  გზაში  იყო.  მარშალი  მორტიე,  მოსკოვის  კომენდანტი,  იმპერატორმა  რუსების  მოსატყუებლად  ორი  დღით  კიდევ  დატოვა ქალაქში.  ეს  ეშმაკური  ხერხი  იყო  და  რუსმა  მზვერავებმა  იგი  ვერ  ამოიცნეს.  სამხედრო  თვალსაზრისით  ეს  სწორი  ნაბიჯი  იყო,  მაგრამ  ის,  რაც ნაპოლეონმა  მორტიეს  ამის  გარდა  კიდევ  დაავალა,  ყოვლად  მიუღებელი და  სამარცხვინო:  იმპერატორმა  მოსკოვის  კომენღანტს  კრემლის  აფეთქება  უბრძანა.  ნაპოლეონი  ასე  ამართლებდა  თავის  გადაწყვეტილებას:  თუ მაგათ  (რუსებს,  დ.ც.)  თვითონ  არ  დაენანათ  თავიანთი  დედაქალაქი  და ცეცხლს  მისცეს  იგი,  მე  რატომღა  უნდა  დავინანოო...
მოსკოვის  შორი-ახლოს  მყოფ  კაზაკთა  რაზმებს,  ცხადია,  ესმოდათ  აფეთქების  ხმები  ქალაქიდან,  რაც  იმის  მაუწყებელი  იყო,  რომ მტერი  კვლავ  ფეხმოუცვლელად  იდგა  იქ.  სინამდვილეში,  როგორც  ვიცით,  იქ  ახლა  მხოლოდ  მორტიეს  გარნიზონიღა  იყო.  ორი  დღის  შემდეგ ფრანგთა  აწ  უკვე  ყოფილმა  გარნიზონმა  მოსკოვი  დატოვა  და  თავისიანებისკენ  გაეშურა.  კაზაკმა  მზვერავებმა  ორი  დღის  დაგვიანებით  აღმოაჩინეს,  რომ  მტერი  ქალაქში  აღარ  იყო.  ასე  დაგვიანებით  აცნობეს მათ  კუტუზოვსაც  ფრანგების  გაუჩინარების  ამბავი.  მიუხედავად  ამისა, მოხუცმა  ფელდმარშალმა  გულით  გაიხარა,  დაიჩოქა,  პირჯვარი  გადაიწერა  და  თვალცრემლიანმა  თავისი,  ამიერიდან  საქვეყნოდ  (ცნობილი, სიტყვები  წარმოთქვა:  „გმადლობთ  უფალო,  რუსეთი  გადარჩენილია!“
რუსთა  შტაბში  აჩქარებდნენ  კუტუზოვს,  არიქა,  დავეწიოთ  მოწინააღმდეგესო,  მაგრამ  ფელდმარშალი  ტარუტინოდან  ფეხს  არ  იცვლიდა  –  მან  ჯერ  არ  იცოდა,  საით  წავიდოდა  ფრანგთა  ჯარი  და  მოუფიქრებლად  არ  აპირებდა  მასთან  „გადაყრას“.  მაგრამ  შემდეგაც,  როცა რუსთა  მთავარსარდალმა  დანამდვილებით  შეიტყო,  რომ  ნაპოლეონი სამხრეთისკენ,  ე.ი.  კალუგისკენ,  მიდიოდა,  მან  ისევ  კარგა  ხანს  არ აშალა  ბანაკი  და  მხოლოდ  გენერალ  დოხტუროვს  უბრძანა  მალოიაროსლავეცის  მიდამოებისთვის  ედევნებინა  თვალი!
ნაპოლეონი  თავისი  გეგმის  მიხედვით  ამ  დროს  მთელი  სისწრაფით  უნდა  წასულიყო  კალუგისკენ.  უნდა  წასულიყო,  მაგრამ  საქმეც  ის იყო,  რომ  „მთელი  სისწრაფით“  ვერ  მიდიოდა.  100-ათასიან  არმიას  თან 40  ათასი  „ლტოლვილი“  მიჰყვებოღა  (მოსკოვიდან  და,  საერთოდ, რუსეთიდან  გამოქცეული  უცხოელები,  უპირატესად  ფრანგები).  ამ ლტოლვილებს  უამრავი  ბარგი-ბარხანა  მიჰქონდათ  თან.  თვითონ  არმიაც არ  იყო  თავისუფალი  –  ჯარისკაცებს  და  ოფიცრებსაც  კი,  თუკი  რამ შეეძლოთ,  თან  წამოეღოთ  (ეს  ნაძარცვ-ნაგლეჯიც  იყო  და  სურსათ-სანოვაგეც).  ასეთი  „ბაგაჟით“  არმია სწრაფად  ვერ  ივლიდა.  ნაპოლეონი ყველაფერს  ხედავდა,  მაგრამ  სიტყვას  ვერ  ეუბნებოდა  ვერავის  –  რა უნდა  ეთქვა,  როგორ  უნდა  ებრძანებინა  ამდენ  გასაჭირს  გამოვლილი მებრძოლებისათვის  საჭმლის  მარაგი,  ან  თუნდაც  ომის  ნაალაფარი,  გადაყარეთო?  რას  მიუზღავდა  სამაგიეროდ  იმპერატორი?  ვერაფერს,  ამიტომ  ისიც  ჩუმად  იყო.  შედეგად,  მოსკოვიდან  მალოიაროსლავეცამდე გზას  ოთხის  ნაცვლად  ექვს  დღეს  მოუნდნენ.  ეს  დრო  იმისათვისაც  საკმარისი  იყო,  რომ  თვით  აუჩქარებლად  მოქმედ  კუტუზოვსაც  კი  მოესწრო  თადარიგის  დაჭერა.
ეჟენი  ბოჰარნეს  მეწინავე  დივიზია  მალოიაროსლავეცში  შევიდა.  23  ოქტომბრის  დილის  4  საათზე  კი  მას  დოხტუროვის  კორპუსმა შეუტია  და  ქალაქიდან  გააძევა.  ბოჰარნე  პირადად  წარუძღვა  კონტრშეტევას  და,  თავის  მხრივ,  ახლა  რუსებს  დაატოვებინა  ქალაქი.  მაგრამ, ეს  მხოლოდ  დებიუტი  აღმოჩნდა  –  ორივე  მხარე  რეზერვებს  აბამდა საქმეში  და  გააფთრებულად  იბრძოდა,  შედეგად,  მალოიაროსლავეცი რვაჯერ  გადავიდა  ხელიდან  ხელში.  მერვე  იერიშის  შემდეგ  ქალაქიც და  გამარჯვებაც  ფრანგებს  დარჩათ,  მიუხედავად  იმისა,  რომ  რუსები რიცხობრივად  იქ  აშკარად  ჭარბობდნენ  მათ  (ფრანგებს  ძალთა  ასეთი შეფარდება  მოჰყავთ:  18  ათასი  ფრანგი  50  ათასი  რუსის  წინააღმდეგ. „ბუნებრივია“ რუსები  ნაკლებ  სხვაობას  აღნიშნავენ).
კუტუზოვი  ბრძოლის  დროს  ზანტად  ირჯებოდა,  დოხტუროვს რეზერვებს  ნელ-ნელა  აწოდებდა  და,  შედეგად,  გამარჯვების  ნაცვლად (რისი  შანსიც  იმ  დღეს  რუსებს  ჰქონდათ),  წარუმატებლობა  განიცადა და  ქალაქი  ფრანგებს  შეატოვა  ხელში.  რუსი  მთავარსარდალი  სრულიადაც  არ  იყო  განაწყენებული  ბრძოლის  შედეგით:  ძირითადი  ძალები  მან ხელუხლებლად  შეინარჩუნა  და  ქალაქის  სამხრეთით,  შემაღლებაზე განლაგდა,  ერთობ  ძლიერ  პოზიციაზე.  კუტუზოვის  არ  იყოს  და,  იმ დღეს  ნაპოლეონიც  უჩვეულოდ  დინჯად  იქცეოდა,  გადამეტებით  დინჯადაც  და  გმირულად  მებრძოლი  ეჟენი  ბოჰარნე  დიდხანს  მარტო  დაუპირისპირა  ჭარბ  მტერს.  როგორც  გამოირკვა,  იმპერატორს  არ  ეგონა, თუ  მისგან  ახლოს  ასეთი  მნიშვნელოვანი  ბრძოლა  მიმდინარეობდა.  როცა  მისთვის  ნათელი  გახდა,  რომ  მალოიაროსლავეცთან  რუსთა  მთელ არმიას  მოეყარა  თავი,  მანაც  თავი  გამოიდო  და  მის  საპირისპიროდ  განლაგდა. ისეთი  შთაბეჭდილება  შეიქმნა,  რომ  ორივე  არმია  გადამწყვეტი შეტაკებისათვის  ემზადებოდა.  ყოველ  შემთხვევაში  მოწინააღმდეგეთა შტაბებში  დარწმუნებულნი  იყვნენ,  რომ  25  ოქტომბერს  „ახალი  ბოროდინო“  გაიმართებოდა.  მაგრამ  ასე  არ  მოხდა.  ღამით  კუტუზოვი  აიყარა და  სავარაუდო  ბრძოლის  ველს  გაეცალა.  იგი  კიდევ  უფრო  სამხრეთისკენ  წავიდა.  ნაპოლეონი,  რომელიც  უკვე  განეწყო  ახალი  გენერალური ბრძოლისათვის,  ძალზე  განაწყენდა  და  საგონებელშიც  ჩავარდა.  მარშლებთან  საუბარში  მან  მაშინ  პირველად  აღიარა  ამ  ლაშქრობის  უპერსპექტივობა.  რა  გამოვიდა,  ამბობდა  იგი,  მე  გამუდმებით  ვამარცხებ რუსებს,  მაგრამ  ამას  არავითარი  დადებითი  შედეგი  არ  მოაქვს.  როგორც  ჩანს,  საქმე  ერთობ  სერიოზულად  არისო.
საქმე  რომ  სერიოზულად  და  უფრო  უარესადაც  იყო,  ერთი  ეპიზოდიდანაც  გამოჩნდა,  ეპიზოდიდან,  რომელიც  მალოიაროსლავეცთან შეემთხვა  იმპერატორს. კუტუზოვის  მორიგი  უკანდახევით  გაოგნებული  ნაპოლეონი დიდხანს  იჯდა  საგონებელში  ჩავარდნილი.  მერე  იგი  უცბად  წამოდგა, ბერტიე  და  კოლენკური  იხმო  და  უთხრა:  მე  თვითონ  მინდა  დავრწმუნდე  ამ  ცნობის  ჭეშმარიტებაში.  უნდა  ვნახო,  მართლა  იხევენ  უკან  რუსები  თუ  ადგილზე  დგანანო.  ბერტიე  და  კოლენკური  წინ  აღუდგნენ  იმპერატორის  განზრახვას  –  ახლა  ღამეა,  ბევრს  მაინც  ვერაფერს  დაინახავთ  და  საფრთხეში  კი  ჩაიგდებთ  თავს,  ამიტომ  ნუ  წახვალთო,  დაჟინებით  მოითხოვდნენ  ისინი.  ერთი  პირობა  ნაპოლეონი  დაეთანხმა  თანამებრძოლების  რჩევას  და  წასვლა  გადათქვა.  მაგრამ  ორიოდე  საათის შემდეგ  ისევ  „ატყდა“  და  ამჯერად  მისი  შეკავება  შეუძლებელი  გახდა.
დილის  ოთხი  საათი  იქნებოდა,  როცა  იმპერატორი  შტაბის  ოფიცრების და  ათიოდე  ცხენოსანი  ეგერის  თანხლებით  რუსების  პოზიციის  დასაზვერად  გაემართა.  იმპერატორის  დაცვის  მეთაურები,  თუმცა  კი  შეჩვეული  იყვნენ  თავიანთი  მბრძანებლის  უგცარ  და  იმპულსურ  გადაწყვეტილებებს,  ამჯერად  გვიან  გაერკვნენ  ვითარებაში  და,  შესაბამისად,  დაგვიანებით  გაჰყვნენ  იმპერატორს.  გზა,  რომლითაც  ნაპოლეონი  მიდიოდა, ოღრო-ჩოღრო  იყო  და  ხევებსა  და  გორაკებს  შუა  მიიკლაკნებოდა.  ის იყო  ოდნავ  ინათა,  რომ  გზის  მარცხენა  მხარეს,  გორაკებიდან,  ცხენოსანთა  დიდი  რაზმები  დაიძრნენ.  ფრანგებს  პირველად  ისინი  თავისიანები  ეგონათ,  რადგან  მიდამოები,  სადაც  ნაპოლეონი  და  მისი  ჯგუფი  მოძრაობდა,  ფრანგთა  არმიის  კონტროლქვეშ  იყო.  მხოლოს  მას  შემდეგ, რაც  ცხენოსნები  მოახლოვდნენ  და  ყიჟინა  დასცეს,  ყველანი  მიხვდნენ, რომ  ეს  კაზაკები  იყვნენ.  მართლაც,  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  გენერალ  პლატოვის  ექვსიათასიანი  შენაერთი  გზის  გადაჭრას  ლამობდა  და ეჟენი  ბოჰარნეს  კორპუსის  ზურგში  გასვლა  სურდა.  ისინი,  რასაკვირველია,  არ  ელოდნენ  იმპერატორთან  შეხვედრას  და  არც  იცოდნენ,  თუ ის  ფრანგთა  ამ  მომცრო  გუნდში  იმყოფებოდა,  თორემ  სხვაგვარად  მოიქცეოდნენ.  მიუხედავად  ამისა,  ფრანგებისთვის  მდგომარეობა  კრიტიკული  იყო.  ბერტიემ,  კოლენკურმა,  რაპმა,  ლობომ  და  სხვა  გენერლებმა ხმლები  იშიშვლეს,  იმპერატორს  შემოეხვივნენ  და  მოსთხოვეს  მას  სასწრაფოდ  ბანაკში  დაბრუნებულიყო.  ნაპოლეონი  გაურჩდა,  გაქცევა  ითაკილა,  თვითონაც  დაშნა  იძრო  და  ღიმილით  დაელოდა  კაზაკების  მოახლოებას.  მათაც  არ  დააყოვნეს  და  ფრანგთა  გუნდს  ეკვეთნენ.  ატყდა ხმლების  ჩახაჩუხი  და  თოფ-დამბაჩის  გრიალი.  ბედად,  ჯერ  კარგად  არ გათენებულიყო,  ბედად,  გზაზე  და  გზისპირას  ლტოლვილთა  ბევრი  საზიდარი  იდგა  და  კაზაკთა  დიდი  ნაწილი  მათ  დაეხვია  გაძარცვის  მიზნით.  მეორე  ნაწილი  კი,  როგორც  ვთქვით,  გენერლების  ჯგუფს  ეცა. საქმე  უეჭველად  ცუდად  წავიდოდა  და  იმპერატორს  სიკვდილი  ან ტყვეობა  არ  ასცდებოდა,  რომ  ამ  დროს  გზაზე  ნაპოლეონის  დაცვა  – გვარდიის  კავალერიის  ოთხი  ესკადრონი  არ  გამოჩენილიყო.  ცხენოსნებს  წინ  მარშალი  ბესიერი  მოუძღოდა.  გულგახეთქილმა  ბესიერმა  და გვარდიელებმა,  რომლებიც  მთელი  სისწრაფით  მოაჭენებდნენ  ცხენებს, რომ  იტყვიან,  სულზე  მოუსწრეს  იმპერატორს  –  გენერალი  რაპი  უკვე ძირს  ეგდო,  სხვა  გენერლები  კი  ვეღარ  აუდიოდნენ  კაზაკთა  შემოტევებს  და  საქმე  კატასტროფისკენ  მიდიოდა.  გვარდიელებმა  უცებ  გაფანტეს  კაზაკები  და  იმპერატორი  სამშვიდობოზე  გაიყვანეს.  ფრანგების შტაბში  ერთი  ალიაქოთი  იდგა,  იმპერატორი  კი  აუღელვებელი  ჩანდა. მხოლოდ  ეს  იყო,  რომ  იმ  საღამოს,  თითქოს  სხვათაშორის,  მან  თავის ექიმს  საწამლავი  გამოართვა...
ნაპოლეონისთვის  კეთილად  დასრულებული  ეს  შემთხვევა  ერთობ  ცუდის  მაუწყებელი  იყო:  კაზაკთა  დიდი  შენაერთი  (6  ათასი  ცხენოსანი!)  ფრანგთა  მთავარი  ძალების  შუაგულში,  იმპერატორის  სადგომიდან  რამდენიმე  ასეულ  მეტრში  ყოფილა  ჩასაფრებული  და  მისი  არსებობის  შესახებ  არავინ  არაფერი  იცოდა!  ნამდვილად  ჰქონდა  ჩასაფიქრებელი  და  სადარდებელი  ნაპოლეონს...  არმიაში  კი  ელვის სისწრაფით გავრცელდა  დილის  რიჟრაუზე  მომხდარი  შემთხვევის  ამბავი.  აღტაცებულ  ჯარისკაცებს  კაზაკებით  გარშემორტყმული  და  ხმალამოღებული, მომღიმარი  იმპერატორი  ედგათ  თვალწინ!
იმპერატორს  კი  უმნიშვნელოვანესი  გადაწყვეტილება  უნდა  მიეღო:  რა  ექნა?  გაჰყოლოდა  რუსებს  კუდში,  კვლავ  ეცადა  დასწეოდა  მათ და  აეძულებინა  ისინი  გენერალური  ბრძოლა  გაემართათ,  თუ  ყველაფერზე  ხელი  ჩაექნია,  მობრუნებულიყო  და  არმიის  სამშვიდობოზე  გაყვანაზე  ეზრუნა?  იმპერატორმა  მარშლებს  უხმო.  მოვიდნენ  ბერტიე,  დავუ, მიურატი.  ბესიერი,  პრინცი  ეჟენი.  ნეი  იქ  არ  იყო.  იგი  ფლანგურ  მარშს ასრულებდა  კუტუზოვის  მოსატყუებლად.
თათბირზე  პირველმა  მიურატმა  ამოიღო  ხმა.  ნეაპოლის  მეფე ოთახის  ერთი  კუთხიდან  მეორეში  დადიოდა  და  აღელვებული  ლაპარაკობდა:  დაე,  ისევ  გაუფრთხილებელი  მიწოდონ,  არას  ვჩივი,  ახლა  სიფრთხილის  გამოჩენის  დრო  აღარაა.  უნდა  მივყვეთ  რუსებს.  თუ  თქვენ  მათი ტყეების  გეშინიათ,  მიმართა  თანამებრძოლებს  მიურატმა,  მე  არ  მეშინია. მომეცით  გვარდიის  კავალერია  და  მე  შევუტევ  მათ.  მე  გავხსნი  გზას  კალუგისაკენ!
იმპერატორმა  ხელი  ასწია  და  მიურატის  მხურვალე  მონოლოგი  შეაჩერა.  საკმარისია  სიმამაცე.  ჩვენ  ისედაც  ბევრი  გავაკეთეთ  დიდების  მოსაპოვებლად.  ახლა  არმიის  გადარჩენაზე  უნდა  ვიფიქროთ.  ბესიერმა,  ბერტიემ  და  დაგუმ  მაშინვე  აიტაცეს  ნაპოლეონის  სიტყვები  და უკანდახევა  მოითხოვეს.  საყურადღებოა,  რომ  სიტყვა  „უკანდახევა“  პირველმა  მარშალმა  ბესიერმა  ახსენა,  რამაც  მიურატის  მორიგი  აღშფოთება გამოიწვია.  დავუმ  ბესიერს  დაუჭირა  მხარი,  კამათი  ლამის  ჩხუბში  გადაიზარდა,  მაგრამ  იმპერატორმა  უცებ  მოუღო  ბოლო  კამათსაც  და  თათბირსაც:  გეყოფათ,  ბატონებო,  მე  თვითონ  მიგიღებ  გადაწყვეტილებას! მთელი  ღამის  მტანჯველი  ფიქრისა  და  განსჯის  შემდეგ  მან მართლაც  მიიღო  გადაწყვეტილება,  რომლის  თანახმადაც,  არმია  ჯერ მოჟაისკისკენ  დაიხევდა,  იქიდან  კი  სმოლენსკისკენ  –  დაიხევდა  ისე, რომ  უკან  დარჩებოდა  მოწინააღმდეგის  გაუნადგურებელი  არმია...
საომარი  მოქმედების  ასპარეზზე  საოცარი  სურათი  გამოიკვეთა:  დაპირისპირებულმა  არმიებმა  ერთმანეთს  ზურგი  შეაქციეს  და სხვადასხვა  მიმართულებით  წავიდნენ  –  რუსები  სამხრეთისკენ,  ფრანგები  ჩრდილოეთისკენ. 
კუტუზოვი  მალე  გამოერკვა.  გამოერკვა  მას  შემდეგ,  რაც  დაზვერვის  მონაცემები  მიიღო  ფრანგთა  არმიის  მოძრაობის  მიმართულების შესახებ.  მთავარსარდალმა  სვლა  შეაჩერა,  ცოტა  შეიცადა  და  მერე  თავისი  არმიით  დასავლეთისკენ  გაეშურა.  აი,  აქ  შეიქმნა  ერთობ  საინტერესო  და  ერთობ  უცნაური  მდგომარეობა.  კუტუზოვი  უკან  მიმავალ  მოწინააღმდეგეს  კი  არ  გაეკიდა,  მისთვის  გზის  მოჭრა  კი  არ  სცადა,  გადამწყვეტ  ბრძოლაში  კი  არ  გამოიწვია  იგი,  არამედ...  გვერდში  მიჰყვა მას!  თუმცა  „გვერდში“  მაგარი  ნათქვამია.  რუსის  მთავარსარდალი  თავისი  ჯარით  გვერდში  კი  არა,  40-50  კილომეტრის  დაშორებით  პარალელურად  გაჰყვა  ფრანგებს.  დღე  დღეს  მისდევდა,  ქალაქი  და  სოფელი –  ქალაქს  და  სოფელს,  მანძილი  ორ  არმიას  შორის  კი  არ  მცირდებოდა.  რაში  იყო  საქმე?  ეს  რაღა  ტაქტიკა  იყო,  უკანდახეულ  მოწინააღმდეგეს  რომ  არ  ესხმის თავს.  ეს  ის  ტაქტიკა  იყო,  რომელსაც  „ოქროს ხიდისა“  ჰქვია.  ძველი  ჩინური  შეგონების  მიხედვით:  თუ  მოწინააღმდეგე  უკან  იხევს,  მას  ხელი  კი  არ  უნდა  შეუშალო.  არამეღ  ოქროს  ხიდი უნდა  აუგოო...  არიდებდა  თავს  ნაპოლეონთან  პირისპირ  შებმას  მიხეილ ილარიონის  ძე,  აშკარად  არიდებდა.  დამარცხების  რისკიც  იყო  პირისპირ  შებმაში  და  დიდი  მსხვერპლისაც.  არ  სჭირდებოდა  ეს  68  წლის მხედართმთავარს.  მან  კარგად  იცოდა  –  ისედაც  წავიდოდა  მტერი  რუსეთის  მიწაწყლიდან,  წავიდოდა  ისე  სწრაფად,  რამდენად  სწრაფადაც შეეძლო  მოძრაობა,  დანარჩენს  –  ზამთარი,  შიმშილი,  პარტიზანები  და დაულეველი  გზა  გააკეთებდნენ  –  საზღვრამდე  საკუთარი  ჯარის  მეოთხედსაც  ვერ  მიიყვანდა  ბუონაპარტე... 
გავუსწროთ  ცოტა  მოვლენებს  წინ  და  ვთქვათ  –  ზუსტად  ასე მოხდა.  მხოლოდ  იმ  განსხვავებით,  რომ  მეოთხედი  კი  არა,  მეათედი  არ მიჰყვა  თავისი  ჯარისა  საზღვრამდე  ფრანგთა  ხელმწიფეს.  მერე  რა, რომ  ამ  პარალელური  მარშის  დროს  რუსების  არმიაც  ზამთრის,  შიმშილის  და  დაულეველი  გზის  გამო  ერთ  მეოთხედამდე  დავიდა,  მერე  რა, რომ  მთელი  ომის  მანძილზე  პირისპირ  ბრძოლაში  თვით  ბუონაპარტე რუსებმა  გერცერთხელ  ვერ  დაამარცხეს,  მერე  რა,  რომ  ვერც  ერთი ფრანგი  მარშალი  ტყვედ  ვერ  ჩაიგდეს  –  მიზანი  ხომ  მიღწეული  იყო, მტერი  ხომ  მაინც  განდევნილი  იყო  „დედილო  რუსეთიდან“!  მეტი  კი დროულ  ფელდმარშალს  არაფერი  უნდოდა.  სხვისი  გულისთვის  (ინგლისისა  თუ  მისი  მოკავშირეების  გულისთვის)  თავადი  გოლენიშჩევ-კუტუზოვი  თავის  ატკივებას  არ  აპირებდა. 
კუტუზოვს  ყველა  უკიჟინებდა.  არავის  მისი  ეს  ტაქტიკა  არ  მოსწონდა:  მეფიდან  დაწყებული  ჯარისკაცებით  დამთავრებული.  მეფეს სწრაფი  გამარჯვება  სურდა,  ნაპოლეონის  ტყვედ  ჩაგდებაზე  ოცნებობდა, ჯარისკაცებს  კი  ბრძოლა  სწყუროდათ,  მათაც  სწრაფი  გამარჯვება  უნდოდათ,  რომელიც  მტერსაც  მოუღებდა  ბოლოს  და  მათ  ტანჯვა-გაებასაც, მაგრამ  არ  აუჩქარა  ფეხს  ფელდმარშალმა,  არა  და  არ  გადაუდგა  წინ ფრანგთა  არმიას.  ერთობ  ჯიუტი  კაცი  გამოდგა  რუსთა  მთავარსარდალი... დიდი  არმია  კი  უკან  იხევდა.  იხევდა  ისევ  იმ  გზით,  რომლითაც, ორიოდე  თვის  წინ  მოსკოვისკენ  მიდიოდა.  ეს  გზა  მისთვის  ნაცნობი იყო,  მაგრამ  გზის  ცოდნა  საქმეს  ვერ  შველოდა  –  იგი  ისე  იყო  გაჩანაგებული  და  მის  შორიახლო  მდებარე  დასახლებული  პუნქტები  სურსათ-სანოვაგისგან  ისე  „გაწმენდილი“,  რომ  ასიათასიან  არმიას  კი  არა,  მასზე  ბევრად  ნაკლებ  შენაერთსაც  გაუჭირდებოდა  თავის  გატანა.  გაუჭირდებოდა  თვით  მშვიდობიან  პერიოდში.  ხოლო  ომის  დროს,  თანაც  საყოველთაო  სახალხო  ომის  დროს,  ვითარება  ასგზის  უფრო  მძიმე  ხდებოდა და  ამ  არმიას  გამოუვალ  მდგომარეობაში  აგდებდა. 
წინასწარ  მომზადებული  სურსათის  საწყობები,  რომელთა  მოწყობაზე  ამდენი  დრო  და  ენერგია  დაიხარჯა,  უმეტესად  განადგურებული  და  გავერანებული  ხვდებოდა  ფრანგებს  –  პარტიზანთა  შენაერთებს თავისი  საქმე  არ  ეშლებოდათ.
არმია  შიმშილობდა,  შიმშილს  სიცივე  ემატებოდა,  სიცივეს  – გაუთავებელი  მარში.  შეჩერება  და  ხანგრძლივი  დასვენება  არ  გამოდიოდა  –  ჩამორჩენა  სიკვდილის  ტოლფასი  იყო.  კაზაკები,  პარტიზანები, უბრალოდ,  სოფლის  მაცხოვრებლები  –  ყველანი,  ვისაც  ხელში  იარაღის  აღება  შეეძლო,  ინტერვენტთა  მადევარი  და  გამანადგურებელი  იყო. ამიტომ  ფრანგებს  დიდ  ჯგუფებად  უნდა  ევლოთ.  დიდ  ჯაგუფებს  კი სურსათიც  დიდი  რაოდენობით  სჭირდებოდა... 
არიერგარდს  დავუ  მეთაურობდა.  იგი  თავისი,  ოდესღაც  სამაგალითო  პირველი  კორპუსით,  არმიის  უკანდახევას  იცავდა.  ამ  კორპუსს საკმაო  ხანს  დასაცავი  თითქმის  არაფერი  ჰქონდა  –  კუტუზოვი,  როგორც  ვთქვით,  არ  ესხმოდა  თავს  ფრანგებს  და  „აცდიდა“  მათ  უკანდახევას.  ფრანგებს  ამით  სიფხიზლე  ეკარგებოდათ.  ნაპოლეონს  უკვირდა  მოწინააღმდეგის  ასეთი  საქციელი:  მას  ვერაფრით  ვერ  აეხსნა  კუტუზოვის ამგვარი  ტაქტიკა.  რუსი  მთავარსარდალი  კი  ფრთხილად  (ზედმეტად ფრთხილად!)  და  მოზომილად  მოქმედებდა.  თუკი  იგი  რომელიმე  ფრანგულ  შენაერთს  ძირითადი  ძალებისგან  მოწყვეტილს  დაიგულვებდა, მხოლოდ  მაშინ  შეუტევდა  მას.  ვიაზმამდე  ასეთ  მოვლენას  ადგილი თითქმის  არ  ჰქონია,  აი,  ვიაზმასთან  კი,  როცა  არიერგარდი  სწრაფად მიმავალ  დიდ  არმიას  ჩამორჩა,  კუტუზოვმა  წამსვე  მიიტანა  მასზე  იერიში.  პირველმა  კორპუსმა  მამაცურად  იბრძოლა,  იბრძოლა  მანამ,  სანამ  მას  ნეის  და  პონიატოვსკის  შენაერთები  არ  მიეხმარნენ.  შედეგად, რუსებმა  ვგიაზმასთან  დიდი  ზარალი  ნახეს,  მაგრამ  ფრანგთა  არიერგარდსაც  არანაკლები  ზიანი  მიადგა.  ნაპოლეონი  იმ  დროს  წინ  იყო  წასული,  იგი  სლავკოვოში  იმყოფებოდა  თავის  გვარდიასთან  ერთად  და  დავუს  ვეღარ  მიეშველა.  ბრძოლის  ველი  რუსებს  დარჩათ,  ფრანგებმა  უკან დაიხიეს.  ისე,  კაცმა  რიმ  თქვას,  ამის  მეტს  ისინი  ახლა  მაინც  აღარაფერს  აკეთებდნენ,  მაგრამ  უკანდახევაც  იყო  და  უკანდახევაც:  განახევრებული  და  დემორალიზებული  პირველი  კორპუსი  არიერგარდად  ვეღარ  გამოადგებოდა  დიდ  არმიას.  ამიტომ,  ნაპოლეონმა  არიერგარდიც შეცვალა  და  მისი  მეთაურიც.  ამიერიდან  დიდი  არმიის  უკანდახევას  ნეის  კორპუსი  იცავდა.  პირდაპირ  უნდა  ითქვას,  რომ  იმპერატორის  ამ გადაწყვეტილებამ  მნიშვნელოვანი  გავლენა  იქონია  მოვლენათა  შემდგომ მსვლელობაზე.  მარშალი  ნეი,  „მამაცთა  შორის  უმამაცესი“,  ის  მეთაური  აღმოჩნდა,  რომელიც  ამ  უმძიმეს  პირობებში  მარტო,  თავისი  ერთობ შეთხელებული  კორპუსის  ამარა  უთვალავგჯერ  დაუდგა  წინ  კაზაკთა მრავალრიცხოვან  რაზმებსაც  და  რუსთა  ძირითადი  არმიის  შენაერთებსაც.  დიდი  მსხვერპლის  ფასად  ნეი  ახერხებდა  არმიის  ზურგის  დაცვას და  მასზე  დაკისრებულ  მოვალეობას  ღირსეულად  ასრულებდა. 
დრო  მიდიოდა,  ზამთარი  ძალას  იკრებდა,  დიდი  არმიის  რიგები თხელდებოდა  და  დასავლეთისკენ  მისი  პირადი  შემადგენლობის  სულ უფრო  და  უფრო  ნაკლები  წევრი  მიიკვლევდა  გზას.  ცოცხალი  ძალის დანაკარგი,  ძირითადად,  დაუძლურებასა  და  შიმშილზე,  სიცივეზე  მოდიოდა,  იგი,  ალბათ,  ერთი  ათად  აღემატებოდა  ბრძოლებსა  და  შეტაკებებში  დაღუპულთა  რიცხვს.  რუსები  კვლავ  იშვიათად  უმართავდნენ  სერიოზულ  ბრძოლას  ფრანგებს  და  პატარ-პატარა  თავდასხმებით  კმაყოფილდებოდნენ.  აშკარად  იკვეთებოდა  ერთი  გარემოება  –  სერიოზული ბრძოლები  იმართებოდა  მხოლოდ  იმ  შენაერთებთან,  რომლებშიც  ნაჰოლეონი  არ  იმყოფებოდა!  ეს  თავისებური  ტაქტიკა  იყო  კუტუზოვისა. ასეთმა  ტაქტიკამ  რუსის  ჯარს  ის  მოუტანა,  რომ  ისიც  იძულებული იყო  მოწინააღმდეგეს  გაჰყოლოდა  გრძელ  გზაზე  და  მის  მიერ  განცდილი  სიძნელეები  თავის  თავზეც  გამოეცადა  (რასაკვირველია,  ნაკლები ხარისხით  –  რუსები  თავის  ქვეყანაში  იმყოფებოდნენ  და  მოსახლეობა არმიას  ყოველმხრივ  ეხმარებოდა).  და  მაინც  –  დაღლილობის,  ყინვისა და  ავადმყოფობის  მიზეზით  კუტუზოვს  ბოლოს  100  ათასზე  მეტი  ჯარისკაციდან  30  ათასიღა  შემორჩა.  ისე  რომ,  ვინ  იცის,  რომელი  ტაქტიკა  აჯობებდა!  მას  რომ  ბრძოლის  აქტიური,  შემტევი  მეთოდი  აერჩია, იქნებ  ამდენი  ხალხი  არც  დაეკარგა  თოვლიან  ტყე-ღრეში  ხეტიალით  და ომიც  ადრე  დაესრულებინა... 
ამ  ლაშქრობის  მონაწილეთა  მოგონებები  საგსეა  „სულის  შემძვრელი“  სურათებით,  რომელიც  დიდი  არმიის  მშიერ,  დასუსტებულ,  დაღლილ-დაქანცულ  ჯარისკაცთა  ტანჯევა-ვაებას  აგვიწერს.  აგვიწერს  პარტიზანებისა  და  მოსახლეობის  სისასტიკესა  და  დაუნდობლობას,  მათ  მიერ  ტყვეთა წამების,  ცოცხლად  დაწვის,  ცოცხლად  დამარხვის  თუ  სხვა  საშინელებათა  ფაქტებს.  თქმა  არ  უნდა,  ეს  მართლაც  ასე  იყო,  სისასტიკეს  ზღვარი  არ ჰქონდა.  მაგრამ  თქმა  არც  იმას  უნდა,  რომ  ფრანგი  ჯარისკაცები თავიანთი მეთაურებითა  და  მოკავშირეებით,  არავის  დაუპატიჟნია  რუსეთში,  არავინ შეჰპირებია  მათ  „გულთბილ  მასპინძლობას“.  ისე  რომ,  თუკი  რამ  უბედურება  შეემთხვათ  ინტერვენტებს  ამ  ქვეყანაში,  ისევ  თავისი  თავისთვის  და თავიანთი  წინამძღოლისთვის  უნდა  მოეკითხათ. 
თავის  თავსა  და  თავის  ბედს  ბეგრი  ფრანგი  წყევლიდა  იმ  დროს, მაგრამ,  ჰოი  საოცრებავ,  არცერთ  მათგანს  სასაყვედურო  სიტყვა  თავიანთ  წინამმღოლზე  არ  დასცდენია!  თვითმხილველები  გაოცებით  აღნიშნავდნენ  ამ  ფაქტს.  ყინვით  გათოშილი,  შიმშილით  გასავათებული  ჯარისკაცები,  თვით  სიკვდილის  წინაც  კი.  აუგად  არ  მოიხსენიებდნენ  ამ ბედში  მათ  ჩამგდებს.  ეს  წმინდაწყლის  კერპთაყვანისმცემლობა  იყო,  თავიანთი  ბედისადმი  უსიტყვო  მორჩილებისა  და  ფანატიური  თავდადების ჭეშმარიტი  გამოვლენა...  (ამ  „დაავადებით“  ძირითადად  ფრანგები  და, ნაწილობრივ,  პოლონელები  იყვნენ  შეპყრობილნი.  ვასალური  ქვეყნების წარმომადგენლებში  კი  ასეთი  რამ,  ცხადია,  არ  შეინიშნებოდა).
ამდენ  ვაივაგლახსა  და  უბედურებაში,  რომელიც,  როგორც  მალე  გამოირკვა,  თურმე,  პრელუდია  ყოფილა  მომავალ  საშინელებათა წინ,  ერთმა  გმირულმა  ეპიზოდმა  ისე  გაიელვა  დასაღუპად  განწირული არმიის  თვალწინ,  რომ  ძველი  დიდებაც  გაახსენა  მას  და  შემდგომი  წინააღმდეგობის  გაწევისთვის  სულიც  შთაბერა.  ეს  ეპიზოდი,  თუმცა  მას ეპიზოდი  კი  არა  ეპოპეა  უნდა  ეწოდოს,  კრასნისა  და  ორშას  შორის  გათამაშდა.  იგი  იმდენად  უჩვეულოა  და  იმდენად  მეტყველებს  ადამიანის სულიერ  და  ფიზიკურ  შესაძლებლობათა  უსაზღვრობაზე,  რომ  აუცილებლად  დაწვრილებით  უნდა  აღიწეროს,  ვინძლო  სამაგალითოდ გამოდგეს  ყველა  მათთვის,  ვისაც  ხელში  იარაღხ  უჭირავს  და  ვისაც მხედრული  მოვალეობა  აკისრია.
საქმე  ასე  იყო.  დიდი  არმიის  არიერგარდი  სმოლენსკში  15  ნოემბერს  შეგიდა.  შეგიდა  მას  შემდეგ,  რაც  არმიის  მთავარმა  ნაწილებმა  ქალაქი  დღეზე  მეტი  ხნის  წინ  დატოვეს.  უკანასკნელი  დავუს  კორპუსი  წავიდა.  არიერგარდის  მებრძოლებს  კი,  რომლებიც  გამუდმებულ  შეტაკებებში  იყვნენ  ჩაბმულნი  რუსების  რეგულარულ  ნაწილებთან  და  პარტიზანებთან,  სმოლენსკში  არაფერი  დახვდათ.  არაფერი  ამ  სიტყვის  სრული მნიშვნელობით  –  არც  საჭმელ-სასმელი  და  არც  თავშესაფარი.  ყველაფერი  ადრევე  განადგურდა,  ხოლო  რაც  განადგურებას  გადაურჩა  –  არმიის მთავარ  ძალებს  შეეწირა.  არიერგარდზე  არავინ  იზრუნა  და  არაფერი  დაახვედრა,  მარტო  მის  სარდალს  დახვდა  იმპერატორის ბრძანება:  ააფეთქეთ  ქალაქის  სიმაგრეები  და  გაანადგურეთ  დარჩენილი  არტილერიაო. ეს  იყო  და  ეს.
ნეი  უსიტყვოდ  შეუდგა  ბრძანების  შესრულებასაც  და  დამშეულ-დაქანცული  ჯარისკაცებისთვის  სურსათ-სანოვაგის  ძებნასაც.  ცოტა  ხანში  მას  დავუს  წერილი  მიუტანეს.  პირველი  კორპუსის  სარდალი არიერგარდის  უფროსს  ურჩევდა,  სასწრაფოდ  დაეტოვებინა  სმოლენსკი და  ეცადა  მას  დასწეოდა,  რადგან  ქალაქის  შემოგარენი  კაზაკთა  ათასეულებით  ივსებოდა.  საჩქაროდ  წასვლა  ბრძანების  შეუსრულებლობა  იქნებოდა,  დარჩენა  –  თითქმის  უეჭველი  დაღუპვა.  რა  გზას  აირჩევდა  ნეი? ნეიმ  „ის  გზა  აირჩია,  რომელიც  მის  ვაჟკაცობასა  და  მისი  ჯარისკაცების სიმამაცეს  შეეფერებოდა“  (ა.კოლენკური),  „მთელი  მსოფლიოს  კახაკები და  მთელი  მსოფლიოს  რუსები  ვერ  შემიშლიან  ხელს  არმიას  შევუერთდე“,  წამოიძახა  ნეიმ  და  დაწყებული  საქმე  ჩვეული  ენერგიით  განაგრძო.  მხოლოდ  17  ნოემბრის  გამთენიისას  დაიძრა  იგი  თავისი  შეთხელებული  შენაერთით  სმოლენსკიდან.  იმ  დროისათვის  ყინვამ  კიდევ  უფრო იმძლავრა  და  უკვე  –25 გრადუსამდე  ჩამოვიდა.
სმოლენსკიდან  ორშისაკენ  მიმავალ  «არის  ნაწილებს  კი  (ეჟენ ბოჰარნეს  კორპუსს)  ქალაქ  კრასნისთან  რუსთა  შენაერთი  დაესხა  თავს და  ფიცხელი  ბრძოლა  გაუმართა  (ბოჰარნეს  წინ  ნაპოლეონი  მიდიოდა თავისი  გვარდიით,  მაგრამ  კუტუზოვმა  ის  უბრძოლველად  გაატარა. რუს  მთავარსარდალს  იმპერატორის  დანარჩენი  არმიისგან  მოწყვეტა სურდა).  ბოჰარნეს  ბრძოლა  გაუჭირდა.  საქმე  ისე  წავიდა,  რომ  კუტუზოვმა  მას  პარლამენტიორი  გაუგზავნა  დანებების  მოთხოვნით,  თანაცამცნო,  თითქოს  მის  წინ  მიმავალი  ნაპოლეონი  უკვე  დამარცხებულია  და ტყვედ  გეყავს  აყვანილიო.  ეჟენიმ  არ  დაუჯერა  ამ  ცნობას  და  ბრძოლა განაგრძო.  განაგრძო  და  სწორადაც  მოიქცა  –  ნაპოლეონმა  ახლაგაზრდა  გვარდიის  რამდენიმე  შენაერთი  გაუგზავნა  მას  დასახმარებლად  და ხიშტებით  გაუკვალა  გზა  სამშვიდობოსკენ.  მეორე  დღეს,  17  ნოემბერს, იმავე  ადგილას,  რუსები  თავს  ახლა  დავუს  კორპუსს  დაესხნენ.  დავუს სულ  9  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა.  მან  არ  დაუცადა,  სანამ  მტერი  გარს შემოეხვეოდა  და  თვითონ  შეუტია.  მძაფრი  ბრძოლა  მთელ  დღეს გაგრძელდა  და  მარშალმა  მხოლოდ  იმპერატორის  ბრძანებით  დატოვა ბრძოლის  ველი  –  საღამოთი  იგი  თავისი  კორპუსის  ნარჩენებით  თავისიანებისკენ  გაეშურა.  18  ნოემბერს  კი  „მოჯადოებულ“  ადგილს  ნეი  მიუახლოვდა.  არიერგარდის  უფროსს  საბრძოლო  მზადყოფნაში  მხოლოდ 6  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა  (8  ათასი  ჩამორჩენილი  და  უიარაღო  მის იმედადღა  მილასლასებდა  არიერგარდის  კუდში).
რუსები  ნეის  შენაერთს  შემოეხვივნენ.  გარეშემო  გორაკები  მათი ჯარისკაცებით  აივსო.  უცებ  ერთი  რუსი  ოფიცერი  თავისიანებს  გამოეყო, გორაკიდან  ჩამოვიდა  და  არიერგარდის  სარდალთან  წარდგენა  მოითხოვა –  იგი  თურმე  კუტუზოვის  პარლამენტიორი  ყოფილა.  „ფელდმარშალი არ  გაკადრებდათ  ესოდენ  დიდებულ  მეომარს  იმ  წინადადებას,  რომელსაც ახლა  მოგახსენებთ,  უთხრა  ნეის  რუსმა  ოფიცერმა.  არ  გაკადრებდათ,  გადარჩენის  თუნდაც  ერთი  შანსი  რომ  გქონოდათ!  ამიტომ  უნდა  დანებდეთ, დანებდეთ,  რადგან  თქვენს  გარშემო  80-ათასიანი  არმიაა  და  თუ  ამის  არ გჯერათ,  კუტუზოვი  წინადადებას  გაძლევთ  გაგზავნოთ  თქვენი  წარმომადგენელი,  რომ  ჩამოუაროს  ჩვენს  რიგებს  და  თავად  დარწმუნდეს  ამ სიტყვების  სისწორეში“.  პარლამენტიორს  სიტყვა  დამთავრებული  არ ჰქონდა,  რომ  რუსთა  ერთმა  ბატარეამ  ფრანგებს  ყუმბარები  დაუშინა. „მარშლები  ტყვედ  არ  ბარდებიან.  უპასუხა  ნეიმ  რუს  ოფიცერს,  და  არც მოლაპარაკებას  აწარმოებენ  მოწინააღმდეგის  ცეცხლის  ქვეშ.  ამიერიდან თქვენ  ჩემი  ტყვე  ხართ!“  ამის  თქმა  იყო  და  „პარლამენტიორი“  ფრანგებმა წამსვე  განაიარაღეს  და  გვერდში  ამოიყენეს.
ნეიმ  მიმოიხედა.  ოთხივ  კუთხით  მხოლოდ  თოვლით  დაფარული ველი  იყო,  რომლის  გარშემო  მომცრო  გორაკებზე,  უთვალავი  მტერი განლაგებულიყო.  ერთადერთი,  რამაც  მარშლის  მზერა  მიიპყრო,  კარგა დიდი  ხრამი  იყო,  რომელიც  რუსთა  მეწინავე  ხაზსა  და  ძირითად  ძალებს  შორის  მდებარეობდა.  ნეიმ  უყოყმანოდ  ანიშნა  თავისიანებს  იერიშზე  გადასვლა  და  ისინიც  უსიტყვოდ  გაექანენ  მოწინააღმდეგისაკენ. 6  ათასი  კაცი  80  ათასს  უტევდა!  სანამ  ასეთი  „თავხედობით“  გაოგნებული  რუსები  გონს  მოვიდოდნენ,  ფრანგებმა  მოახერხეს  მათი  მოწინავე ხაზის  გარღვევა.  მაგრამ  ამ  დროს,  „ალაპარაკდა“  რუსთა  მრავალრიცხოვანი  არტილერია  და  ფრანგებმა  დიდი  ზარალი  ნახეს,  თუმცა  მათი შენაერთის  მნიშვნელოვანმა  ნაწილმა  მაინც  მოახერხა  ხრამში „ჩასწრება“.  რუსები  კვლავ  ისროდნენ  ზარბაზნებს  და,  ფრანგთა  გასაოცრად, იერიშზე  არ  გადადიოდნენ.  ეტყობა  კუტუზოვი  მხოლოდ  არტილერიით აპირებდა  მათ  განადგურებას.  ფრანგები  ხაფანგში  მოექცნენ.  ერთის მხრივ,  ხრამი  მათ  რუსთა  ყუმბარებისგან  იცავდა,  მაგრამ,  მეორეს მხრივ,  სანამ  იქნებოდნენ  ისინი  იქ?  ბოლოს  და  ბოლოს,  ხომ  დაიძვრებოდა  რუს  ქვეითთა  მასა  და  ბოლოს  მოუღებდა  მათ?
ამასობაში  ცოტა  დრო  გავიდა,  ცოტათი  შებინდდა  კიდეც.  რუსები არ  ჩქარობდნენ  --  ფრანგები  ხელთ  ჰყავდათ  და  სად  წაუვიდოდნენ?  ამ მძიმე  წუთებში  ყველამ  წეის  შეხედა,  ყველამ  მას  მიაპყრო  იმედის  თვალი. იცოდნენ,  თუკი  რაიმე  შანსი  კიდევ  არსებობდა,  თუნდაც  მინიმალური, თუკი  რაღაცის  გაკეთება  კიდევ  შეიძლებოდა,  თუნდაც  სასწაულის ტოლის,  ამას  მხოლოდ  ნეი  თუ  გამოიყენებდა  და  მხოლოდ  ნეი  თუ  გააკეთებდა! 
„მამაცთა  შორის  უმამაცესმა“  ხრამის  ფსკერზე  თოვლის  გაწმენდა  და  ყინულის  ჩამტვრევა  ბრძანა:  მანდ  აუცილებლად  პატარა  მდინარე  იქნება  და  გამოაჩინეთო.  მართლაც,  ერთი-ორი  ჯარისკაცის  წერაქვით  მარჯვე  ტრიალი  და  –  ნაკადულიც  გამოჩნდა.  ნეი  მის  დინებას დააკვირდა.  „ეს  დნეპრის  შენაკადია!  წამოიძახა  მარშალმა,  აი  ჩვენი ხსნა!  ჩვენ  მას  გავყვებით  და  დნეპრთან  გავალთ.  მერე  მდინარეს  გადავლახავთ  და  სამშვიდობოს  ვიქნებით“.  ფრანგები  სწრაფად  დაუყვნენ  მდინარეს  და  მალე  ერთ  პატარა  სოფელს  მიადგნენ.  ნეიმ  იქ  ცოტა  ხნით დასვენების  საშუალება  მისცა  მის  გაწამებულ  რაზმს  (უკვე  რაზმი  უნდა ვთქვათ,  იმიტომ,  რომ  ახლა  მასში  მხოლოდ  სამი  ათასი  ჯარისკაცი  თუ დარჩა),  არიერგარდის  მეთაურმა  სოფლის  გარშემო  მრავალი  კოცონი დაანთებინა,  რათა  მტერს  ჰგონებოდა,  რომ  იგი  დილამდე  აპირებდა  იქ დარჩენას  (რუსებს  ასეც  ეგონათ.  მათ  იფიქრეს,  რომ  ნეი  დღის  სინათლეზე  ჩაბარდებოდა  ტყვედ).  ნეიმ  კი  რაღაც  ორიოდე  საათში  წამოჰყარა თავისი  მეომრები  და  უკუნეთში  ისევ  დნეპრისკენ  გაუტია.  ბედად,  მდინარე  არც  თუ  ისე  შორს  ყოფილა  იმ  სოფლიდან  და  ნეიც,  მეწინავე  რაზმთან  ერთად  მალე  დნეპრს  მიადგა.  მიუხედავად  ყინვისა.  მდინარე  ჯერ რიგიანად  გაყინული  არ  იყო.  გადასვლა  არ  შეიძლება!  წამოიძახა  ვიღაცამ.  გადავალთ!  უპასუხა  ნეიმ  და  ყინული  მოსინჯა.  მას  შეეძლო  დაუყოვნებლივ  დაეწყო  გადასვლა,  მაგრამ  დიდმა  მეომარმა  ფიქრადაც  არ გაივლო  ასეთი  რამ:  მისი  ჯარისკაცებიდან  ყველას  როდი  მოეყარა  ჯერ თავი.  ნეიმ  მთელი  სამი  საათი  უცადა  მათ,  დაელოდა  ყველას  მოსვლას (ვისაც  მოსვლა  შეეძლო)  და...  პირველმა  მისცა  მდინარეს  თავი.  ყინული  სუსტი  იყო,  ბევრგან  იზნიქებოდა,  ბევრგანაც  ტყდებოდა,  მაგრამ  მამაცთა  რაზმის  დიდმა  ნაწილმა  მაინც  გააღწია  მეორე  მხარეს  და  ვაივაგლახით  ავიდა  მოლიპულ  ნაპირზე.  იქ  კი  მათ,  სიმშვიდის  ნაცვლად პლატოვის  კაზაკები  დახვდათ.  მატვეი  პლატოვი  8  ათას  ცხენოსანს  ედგა  სათავეში  და  ზარბაზნებიც  საკმარისად  ჰქონდა.  ნეის  კი  არათუ  ზარბაზნები  არ  ჰქონდა,  ტყვია-წამალიც  კი  უთავდებოდა.  ამიტომ  პირდაპირ  შეტაკებას  აზრი  არ  ჰქონდა  (სხვათაშორის,  ამას  არც  პლატოვი  მიელტვოდღა.  იგი  ცდილობდა  ხშირი  თავდასხმებით  პატარ-პატარა  გუნდები  მოეწყვიტა  ფრანგთა  რაზმიდან  და  ცალ-ცალკე  გაენადგურებინა  ისინი),  ორი  დღე  და  ღამე  მისდევდა  და  უტრიალებდა  იგი  ნეის  რაზმს, უტრიალებდა  და  ესხმოდა  კიდეც  თავს.  შეტაკებები  გამუდმებით  იმართებოდა,  ნეის  რაზმი  თანდათან  მცირდებოდა,  მაგრამ  მტერი  მის  გატეხვას  ვერ  ახერხებდა!  მარჯვედ  იყენებდა  რა  ტყის  საფარს.  დიდსა  თუ პატარა  ხევებსა  და  გორაკებს,  ნეი  სასწაულებრივი  ოსტატობით  არიდებდა  თავისიანებს  მოწინააღმდეგის  ზარბაზნების  ცეცხლს,  ხოლო  თუ ახლოს  მოსულ  კაზაკთა  გუნდებს  მოიხელთებდა,  შაშხანებით  ანადგურებდა.  ფრანგებს  რამდენჯერმე  ხიშტებით  პირდაპირ  იერიშზე  გადასვლამაც  მოუწია  კაზაკ  ცხენოსნებზე,  როცა  ისინი  გზას  უკეტავდნენ  მათ ტყის  ერთი  მასივიდან  მეორეში  გადასვლის  დროს.  ბრძოლებს  შუა  კი, როცა  ქანცგამოლეული  რაზმი  ცოტა  ხნით  „დასასვენებლად“  თოვლში მიწვებოდა,  ნეი.  ჯარისკაცის  შაშხანით  ხელში.  რამდენიმე  მამაცთან ერთად  სადარაჯოზე  დგებოდა.  როდის  ისვენებდა  ან  როდის  ჭამდა  იმ დღეებში  ეს  რკინის  კაცი,  ვერავინ  იტყოდა.
ასე  ნელ-ნელა,  მალვითაც  და  ბრძოლითაც,  დიდი  არმიის  „არიერგარდი“  ორშას  უახლოვდებოდა. ორშაში  კი  ფრანგები  იყვნენ.  მათ  უკვე  95  დღეა  არაფერი  იცოდნენ ნეის  შესახებ  და  საშინლად  განიცდიდნენ  ამას.  „იმ  სამას  მილიონ  ოქროს ფრანკს,  რომელიც  ტიუილრის  სასახლის  სარდაფებში  მაქვს  შენახული, უყოყმანოღ  გავიღებდი.  მისი  გადარჩენა  რომ  შემეძლოს.  შანსი  ცოტაა, მაგრამ  ვფიქრობ,  რომ  ნეი,  თუ  მტერს არ  შეაკვდა,  რამდენიმე  გაჟკაცის თანხლებით  მაინც  შეძლებს  გამოღწევას“,  ამბობდა  იმპერატორი.
უმაღლესი  ოფიცრები  დავუს  ლანძღავდნენ.  ლანძღავდნენ  იმისათვის,  რომ  მან  სმოლენსკში  მიატოვა  არიერგარდი  და  მისი  ბედით აღარ  დაინტერესდა  (რა  დღეში  იყო  სმოლენსკიდან  წამოსული  დავუ  და მისი  კორპუსი  და  რა  გადახდათ  მათ  კრასნისთან,  ჩვენ  ზემოთ  ვნახეთ, ისე  რომ  ასეთ  საყვედურს  იქნებ  არც  იმსახურებდა  ლუი  დაგუ,  მაგრამ ჯარში  იმდენად  უყვარდათ  ნეი  და  ისე  აფასებდნენ  მის  წარმოუდგენელ სიმამაცეს,  რომ  არაფერს  ყურადღებას  არ  აქცევდნენ  და  არაფრის  გაგონება  არ  სურდათ).  იმ  დღეებში,  მოწმობს  სეგიური,  არავის  ახსოვდა არც  სიცივე,  არც  შიმშილი,  არც  კაზაკები.  არც  არაფერი  –  ყველანი მხოლოდ  არიერგარდზე  და  მის  გმირ  მეთაურზე  ლაპარაკობდნენ.  საოცარი  იყო,  მაგრამ  ამ  უიმედო  მდგომარეობაში  იმედი  არავის  გადაუწყვეტია!  ყველა  რუკებში  იყო  თავჩარგული,  ყველა  შესაძლო  და  შეუძლებელ  მარშრუტს  ეძებდა.  „კარგ  ქვეით  ჯარს  ასეთი  მეთაურის  ხელში ყველაფრის  გაკეთება  შეუძლია.  ნეი  უმალ  კიევზე  მოუვლის  და  ისე  მოვა  ჩვენთან.  ვიდრე  მტერს  დანებდება!“  ამბობდნენ  არმიაში. „შეიძლება კი  მეომრისთვის  უკეთესი  ქება  არსებობდეს,  წერს  თავის  მოგონებებში კოლენკური,  ვიდრე  საყოველთაო  რწმენა  იმისა,  რომ  იგი  აუცილებლად მიაღწევს  საწადელს  იქ.  სადაც  სხვები  მიაღწევენ  კი  არა,  –  ვერც  კი შეეცდებიან  მიაღწიონ  მას“.
და  აი,  საშინელი  ლოდინის  მეხუთე  დღეს,  გარიჟრაჟზე,  ეჟენი ბოჰარნეს  ავანპოსტებს  ნეის  რაზმის  რამდენიმე  ცხენოსანი  მიუახლოვდა. როცა  გაირკვა,  თუ  ვინ  იყვნენ  ისინი,  ფრანგთა  მთელი  ჯარი  აიშალა  და „იმქვეყნიდან“  მობრუნებულების  შესახვედრად  გაეშურა.  ეჟენი  ბოჰარნეს ნეის  დანახვაზე  ტირილი  აუვარდა  და  თავი  საჩქაროდ  მის  მკერდში  ჩამალა.  „მამაცთა  შორის  უმამაცესი“  კი  მხარზე  უტყაპუნებდა  იტალიის  ვიცე-მეფეს  ხელს  და  ხმაჩახლეჩილი  გულმოსულად  რაღაცას  ბურტყუნებდა... „ორშა  სმოლენსკიდან  ხუთ  გადასასვლელზეა  –  წერდა  სეგიური  –  და  დროის  ასე  მოკლე  მონაკვეთში  ნეიმ  ასეთი  დიდებით  შემოსა თავისი  სახელი!  ჭეშმარიტად,  რა  ცოტა  დრო,  და  რა  ცოტა  სივრცეა  საჭირო  უკვდავებასთან  საზიაროდ.“
ორშაში  ნაპოლეონს  შემაშფოთებელი  ცნობები  მოუვიდა  რუსთა სამხრეთისა  და  ჩრდილოეთის  დაჯგუფებების  უეცარი  გააქტიურების შესახებ.  იმპერატორი  მიხვდა,  რომ  ეს  შემთხვევითი  ამბავი  არ  იყო:  თუ ჩიჩაგოვისა  და  ვიტგენშტეინის  შენაერთები  გზას  გადაუჭრიდნენ  დიდ არმიას,  მაშინ  ამ  უკანასკნელს,  დაქანცულსა  და  დასუსტებულს,  ძალა არ  ეყოფოდა  ბრძოლით  გაეკაფა  გზა  დასავლეთისაკენ.  ამიტომ,  ეს  რომ არ  მომხდარიყო.  ნაპოლეონს  თავისი  არმიით  (არმიის  ნარჩენებით)  უნდა მოესწრო  ქალაქ  ბორისოვამდე  მისვლა  და  მდინარე  ბერეზინაზე  გადასვლა.  ბერეზინას  ფორსირება  ფრანგებს  საშუალებას  მისცემდა  ამ  საკმაოდ  ღრმა  და  განიერ  მდინარეს  „ამოფარებოდნენ“  და  (ცოტა  ხნით  მაინც დაეღწიათ  თავი  მადევარი  რუსებისაგან.  ამრიგად,  ფრანგების  წინაშე ახლა  ერთადერთი  მაგრამ  ურთულესი  ამოცანა  დადგა:  რაც  შეიძლება სწრაფად  გაევლოთ  გზა  ორშიდან  ბორისოვამდე  და  დაესწროთ  რუსების მომაკვდინებელი  რკალის  შეკვრისათვის.  ამ  ორ  ქალაქს  130  კილომეტრი  აშორებდა  ერთმანეთს.  ეს  არც  ისე  დიდი  მანძილი  იყო,  მაგრამ  გააჩნია  ვისთვის  და  რა  ვითარებაში.  დაღლილ-დაქანცული,  შიმშილისგან დაუძლურებული  და  სიცივისგან  გათოშილი  ფრანგებისათვის  ეს  უზომოდ  გრძელი  და  ძნელი  გზა  გამოდიოდა.  მაგრამ,  ასე  იყო  თუ  ისე,  ამ გზას  მაინც  გავლა  უნდოდა  და  ფრანგებიც  მიჰყვებოდნენ  მას.  მიჰყვებოდნენ  და  გაყინულებსა  და  შიმშილისგან  გასავათებულებს  სამუდამოდ მასზე  ტოვებდნენ.
თუ  რა  მდგომარეობაში  იმყოფებოდა  იმ  დროს  დიდი  არმია,  ამას სხვაზე  არანაკლებ,  ერთი  უბრალო  ფრანგი  სერჟანტი  ბურგონი  გვატყობინებს.  ბურგონი  თავის  თანაპოლკელ  პიკართან  ერთად  მეწინავე ნაწილს  ჩამორჩენილა  და  კაზაკებისგან  თავის  დასაღწევად  თოვლიან ტყეში  დამალულა.  როცა  დიდი  არმია  მათ  სამალავს  მიახლოებია,  მებრძოლები  ტყიდან  გამოსულან  და  ასეთი  სურათი  დაუნახავთ: „პირველად  გენერლებს  მოვკარით  თვალი.  ერთი-ორი  ცხენზე  იჯდა,  სხვები  კი ფეხით  მოდიოდნენ.  საწყლები  ძლივს  მოაბოტებდნენ,  რადგან  უმეტესობას  ხელ-ფეხი  მოყინული  ჰქონდა.  ყველა  რაღაც  ჩვრებსა  თუ  ძონძებში იყო  გახვეული,  ყველა  შიმშილისაგან  სიკვდილის  პირას  იყო  მისული. შემდეგ  იმპერატორი  დავინახეთ.  ისიც  ფეხით  მოდიოდა,  ხელში  ჯოხი ეჭირა  და  მას  ეყრდნობოდა.  ტანთ  გრძელი  დათბუნებული  ლაბადა  ემოსა,  თავზე  კი  ჟოლოსფერი  ხავერდის  ქუდი  ეხურა,  რომელ'ხეც  შავ-თეთრა  მელიის  ტყავი  შემოეკრათ.  მისგან  მარჯვნივ  მეფე  მიურატი მოდიოდა,  მარცხნივ  –  პრინცი  ეჟენი,  იტალიის  ვიცე-მეფე,  უკან  კი  – მარშლები:  ბერტიე.  ნეი,  მორტიე,  ლეფევრი  და  სხვები,  ისინი,  რომელთა  კორპუსები,  უმეტესწილად,  უკვე  განადგურებული  იყო.  ...ამ  სურათის  დანახვაზე  ჩემი  მეგობარი  პიკარი  თვალზე  ცრემლმომდგარი  სიმწრისგან  თოფს  მიწას  ახეთქებდა  და  გულში  მჯიღს  იცემდა.  ჩვენებურო,  მეუბნებოდა  ის,  ყველაფერი  სიზმარი  მგონია.  ცრემლი  ვერ  შემიკავებია,  როცა  იმპერატორს  ფეხით  მავალს  ვუყურებ,  ჯოხზე  დაყრდნობილს.  ეს  დიდი  ადამიანი.  რომლითაც  ყველანი  ასე  ვამაყობთ,  ფეხით მოდის?“  (ყველაფერში  მართალი  იყო  პიკარი,  ერთის  გამოკლებით  – ცხენები  იმპერატორისთვის  დიდ  არმიაში,  რასაკვირველია,  ისევ  ჰყავდათ,  მაგრამ  იმ  ყინვაში  ცხენზე  დიდხანს  ჯდომა  შეუძლებელი  იყო  და ფეხით  სიარულისას  უფრო  თბებოდა  კაცი.  დ.ც.).
ნაპოლეონი  (ტყუილად  არ  აჩქარებდა  თავისიანებს  –  ჰორიზონტზე  მკაფიოდ  გამოისახა  ალყის  შემორტყმისა  და  დატყვევების  საფრთხე.  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  მეფე  ალექსანდრემ  და  მისმა  სამხედრო  მრჩევლებმა  შეიმუშავეს  ნაპოლეონისა  და  მისი  არმიის  სრული გარშემორტყმისა  და  ტყვედ  აყვანის  (ან  განადგურების)  გეგმა.  ამ  გეგმის  შესრულება  რუსთა  სამ  შენაერთს  დაევალა  –  კუტუზოვის  ძირითად  არმიას,  რომელიც  კვალდაკვალ  მოჰყვებოდა  მოწინააღმდეგეს  აღმოსავლეთიდან,  ადმირალ  ჩიჩაგოვის  ე.წ.  დუნაის  არმიას,  რომელიც სამხრეთიდან  მიემართებოდა  კვანძის  გახსნის  ადგილისაკენ  და  გენერალ  ვიტგენშტეინის  დაჯგუფებას,  რომელიც  ჩრდილოეთიდან  მიიჩქაროდა  ფრანგთათვის  გზის  მოსაჭრელად.  ნაპოლეონმა  ჯერ  კიდევ  ორშაში  ყოფნისას  ივარაუდა,  რომ  მოწინააღმდეგეს  შეეძლო  ასეთი  სამმხრივი  დარტყმა  განეხორციელებინა  და  ბოლო  მოეღო  მისი  დაუძლურებული  არმიისათვის.  ასეთ  გითარებაში,  როცა  ყველა  კოზირი  მოწინააღმდეგეს  ეპყრა  ხელთ,  ნაპოლეონს  მხოლოდ  და  მხოლოდ  ერთი  შესაძლებლობა  რჩებოდა  –  როგორმე  გაესწრო  მისთვის,  გადაელახა  ბორისოვთან  ბერეზინა  და  ალყის  შემორტყმის  საფრთხე  გაექარწყლებინა. თეორიულად  ეს  ასე  იყო,  მაგრამ  პრაქტიკული  განხორციელების  გზები თითქმის  არ  ჩანდა.  მომაკვდინებელმა  საფრთხემ  კორსიკელს  წინააღმდეგობის  გაწევის  სურვილი  გაუათკეცა.  როგორც  ადრეც  ხდებოდა ხოლმე,  იგი  გამოუვალი  მდგომარეობიდან  გამოსვლის  ჟინმა  აიტაცა  და ილაჯგაწყვეტილი  თანამებრძოლებიც  აიყოლია. 
იმპერატორმა  წამსვე  შეიმუშავა  საგანგებო  მოქმედების  გეგმა. ამ  გეგმის  მიხედვით,  არმიის  ძირითად  ნაწილს  სვლა.  უნდა  დაეჩქარებინა  და  ეცადა,  რაც  შეიძლება  მალე  მიეღწია  ბერეზინამდე.  მარშლებს: უდინოსა  და  ვიქტორს,  რომლებიც  ჩრდილოეთის  უბანზე  მოქმედებდნენ, დაუყოვნებლივ  უნდა  დაეწყოთ  შეტევა  ვიტგენშტეინის  წინააღმდეგ  და მოეხერხებინათ  მისი  რიცხვმრავალი  შენაერთის  უკუგდება.  თუ  ეს  შეტევა  ასეთ  წარმატებას  ვერ  მოიტანდა,  მაშინ  მათ  „პროგრამა-მინიმუმი“ მაინც  უნდა  შეესრულებინათ  –  იმდენი  ხნით  შეეკავებინათ  რუსთა ჩრდილოეთის  დაჯგუფება,  რამდენიც  ნაპოლეონს  ბერეზინის  ფორსირებისათვის  დასჭირდებოდა.  რაც  შეეხება  სამხრეთის  უბანს,  სადაც  ავსტრიელთა  კორპუსი  იმყოფებოდა  ფელდმარშალ  შვარცენბერგის  მეთაურობით,  მას  უნდა  გაეაქტიურებინა  თავისი  მოქმედება  და  ხელი  შეეშალა  ადმირალ  ჩიჩაგოვისთვის  ბორისოვისკენ  მოძრაობაში.
ამ  გეგმის  შესრულებას  რამდენიმე  სერიოზული  წინააღმდეგობა შეხვდებოდა  და  ნაპოლეონმა  ეს  იცოდა.  ჯერ  ერთი,  მის  დაუძლურებულ არმიას  სწრაფად  შეიძლება  ვერც  ევლო  ბერეზინამდე,  მეორე,  ვიქტორსა და  უდინოს,  რომელთა  შენაერთები  რიცხობრივად  ჩამოუვარდებოდნენ ვიტგენშტეინის  დაჯგუფებას,  შეიძლება  ვერც  შეეკავებინათ  იგი  და  ეს უკანასკნელი  ბორისოვისკენ  გაჭრილიყო.  და  მესამე,  ავსტრიელები, რომლებიც  მოკავშირეებად  ითვლებოდნენ,  მაგრამ  მთელი  ომის  განმავლობაში  ომობანას  თამაშს  უფრო  ეწეოდნენ,  ვიდრე  სერიოზულ  საომარ მოქმედებას,  ახლა,  ნაპოლეონისთვის  რთულ  ვითარებაში,  შეიძლება  კიდევ  უფრო  „ინერტულები“  გამხდარიყვნენ  და  ჩიჩაგოვის  ცდას,  ბორისოვისკენ  გაეკვალა  გზა,  წინ,  არსებითად,  არც  აღდგომოდნენ. და  მაინც,  მიუხედავად  ასეთი  წინააღმდეგობისა,  მიუხედავად უზარმაზარი  რისკისა,  ბუონაპარტეს  სხვა  გამოსავალი  იმ  დროს  არ ჰქონდა,  თვინიერ  თავის  მიერ  შემუშავებული  გეგმის  განხორციელების ცდისა  და  ამიტომ  მიჰყვა  კიდეც  მას. 
სულ  მალე  აუხდა  ნაპოლეონს  ავი  წინათგრძნობა.  შვარცენბერგმა  სიტყვა  გატეხა  და  იოლად  „გამოუშვა“  ჩიჩაგოვი  ბერეზინისკენ  (ბედის  ირონიაა:  ორიოდე  თვით  ადრე,  როცა  შვარცენბერგმა  რაღაც  მცირე წარმატებას  მიაღწია  რუსებთან  მოჩვენებითი  დაპირისპირების  დროს, ნაპოლეონმა,  ალბათ,  მისი  და  ავსტრიელი  ჯარისკაცების  წახალისების მიზნით,  თავის  სიმამრს,  იმპერატორ  ფრანცს  თითქმის  ძალით  გამოგლიჯა  ავსტრიელთა  სარდლისათვის  ფელდმარშლის  წოდება).  რიგიანად ვერ  წავიდა  საქმე  ჩრდილოეთშიც:  ვიქტორმა,  და  უდინომ  ჯერ  თითქოს ენერგიულად  შეუტიეს  ვიტგენშტეინს,  მაგრამ  შემდეგ  ურთიერთკავშირი  დაერღვათ,  ვერ  მორიგდნენ  ტაქტიკურ  საკითხებში,  უკან  დაიხიეს და  მოწინააღმდეგეს  მეტ-ნაკლებად  თავისუფალი  მოქმედების  საშუალება  მისცეს.
შეეკვეცა  ბუონაპარტეს  გეგმას  ფრთები  –  პირდაპირი  და გადატანითი  მნიშვნელობით:  ვერ  შეძლეს  მის  ფრთებზე  განლაგებულმა შენაერთებმა  ჩიჩაგოვისა  და  ვიტგენშტეინის  დაჯგუფებების  შეკავება და  მტერი  ლამის  ბორისოვამდე  მოუშვეს.  რა  უნდა  ექნა  იმპერატორს? ისევ  თავის  გეგმას  უნდა  მიჰყოლოდა,  თვითონ  მაინც  უნდა  ემარჯვა  და როგორმე  ბერეზინა  სწრაფად  გადაელახა.  იგი  ასეც  მოიქცა  და  მდინარეს  მიაშურა.  მაგრამ  ახლა  მარტო  სწრაფი  სვლა  საკმარისი  აღარ  იყო, საჭირო  იყო  მოწინააღმდეგის  მოტყუება,  მისი  შეცდომაში  შეყვანა  და ბერეზინის  ფორსირება  იმ  მიდამოებში,  სადაც  ის  ყველაზე  ნაკლებად შეუშლიდა  გადასვლას  ხელს.  სწორედ  იმ  დღეებში  იმპერატორმა  საშინელი  ცნობა  მიიღო:  სანამ  დიდი  არმია  ბორისოვისკენ  მიიჩქაროდა,  ადმირალ  ჩიჩაგოვის  ავანგარდს  ეს  ქალაქი  თურმე  აუღია!  თვით  ამ  უმძიმეს  გითარებაშიც  კი  უარეს  ცნობას  კორსიკელი  ვერ  მიიღებდა.  მაგრამ, მისთვის  საბედნიეროდ,  უდინომ  მალე  აღადგინა  წონასწორობა  –  დაამარცხა  ჩიჩაგოვის  ავანგარდი  და  ქალაქი  კვლავ  ფრანგებს  დაუქვემდებარა.  იმავ  დროს  იმარჯვა  ვიქტორმაც,  რომელმაც  9-ათასიანი  კორპუსით  ვიტგენშტეინის  30-ათასიანი  დაჯგუფების  შეკავება  შეძლო  და უშუალოდ  ბერეზინამდე  არ  მიუშვა  იგი  (ამ  მარშლებმა,  უდინომ  და  ვიქტორმა,  ერთობლივი  მოქმედებისას  საერთო  ენა  ვერ  გამონახეს  და  მარცხი  განიცადეს,  ცალ-ცალკე  კი,  როცა  ვითარებამ  აღარავითარი  შანსი გადარჩენისა  არ  დაუტოვა,  ხელი  გამოიღეს  და  ყველას  დაანახეს,  თუ რისი  გაკეთება  შეეძლოთ  თვით  ასეთ  უმძიმეს  ვითარებაშიც).  თვით  იმპერატორი  კი  რას  აკეთებდა  ამ  დროს?  ბერეზინაზე  გადასასვლელ  ადგილს  ეძებდა  და  ბოლოს  იპოვა  კიდეც.  ჩიჩაგოვის  მოსატყუებლად  მან ბორისოვთან  სადემონსტრაციო  აქტივობა  წამოიწყო,  მდინარის  გადალახვას  კი,  სინამდვილეში,  უფრო  ჩრდილოეთით,  სტუდიანკასთან  შეუდგა.
„მდინარის  გადალახვა“  ერთობ  რბილად  ნათქვამია.  სტუდიანკაში  ხიდი  არ  იყო  (ბორისოვშიც,  რადგან  ყველაფერი  დამწვარი  და  განადგურებული  იყო).  ხიღი  ფრანგებს  უნდა  აეგოთ  და  აეგოთ  სწრაფად. მაგრამ  ხიდის  ასაგებად  საჭირო  მოწყობილობა  აღარ  არსებობდა  – იგი სადღაც  სმოლენსკსა  და  ორშას  შორის  დარჩა.  მისი  თრევა  დაუძლურებულმა  არმიამ  ვერ  შეძლო.  ხიდის  აგება  საპონტონე  მოწყობილობის  გარეშე,  საშინელ  ყინვაში,  მხოლოდ  ხელის  სამუშაოთა  იმედად,  წარმოუდგენელი  რამ  იყო.  საჭირო  იყო  უამრავი  ხიმინჯის  ჩასობა,  რაც წყალში  მდგომ  მშენებლებს  შეეძლოთ  მხოლოდ.  გენერალ  ებლეს  საინჟინრო  ნაწილის ჯარისკაცები  უსიტყვოდ  შევიდნენ  ყინულოვან  წყალში და  მუშაობას  შეუდგნენ  (ყინვა  დიდი  იყო,  მაგრამ  ახლადდაწყებული, ამიტომ  მდინარეში  წყალი  ჯერ  მთლად  გაყინული  არ  იყო).  ასეთ  ჯოჯოხეთურ  პირობებში  მუშაობა  მხოლოდ  რამდენიმე  წუთს  შეიძლებოდა:  ვინც  წყლიდან  ამოჰყავდათ,  უკან  ვეღარ  ჩადიოდა.  ამიტომ  ებლეს ჯარისკაცები  ერთმანეთს  ენაცვლებოდნენ.  არცერთ  მათგანს  ხმა  არ ამოუღია,  არცერთს  უარი  არ  უთქვამს  საშინელ  დავალებაზე.  იმპერატორი  მათ  გვერდით  იდგა,  უშუალოდ  ნაპირთან  და  24  საათის  განმავლობაში  ფეხი  არ  მოუცვლია.  როცა  მიურატი  მიუახლოვდა  მას  და  ჩუმად  მეორე  ნაპირზე  გადაყვანა  შესთავაზა,  ნაპოლეონმა  ხმამაღლა  დაუყვირა:  „როგორ  მიბედავთ?  ჩემი  ჯარისკაცები  ამ  დღეში  იყვნენ  და  მე ისინი  მივატოვო?  არასოდეს!“  ესმოდათ  საცოდავ  ჯარისკაცებს  მათი კერპის  ეს  სიტყვები  და  უსიტყვოდ  მიდიოდნენ  სიკვდილის  შესახვედრად  (ზედმეტია  იმის  თქმა,  რომ  არც  ერთი  იმ  ყინულოვან  წყალში  მომუშავეთაგანი  ცოცხალი  არ  გადარჩენილა...).  ხიდი  კი  დროზე  გაიდო! თანაც  ორი!  ერთი  საცალფეხო,  ქვეითთათვის,  მეორე  –  არტილერიისა და  ცხენოსანთა  რაზმებისათვის.
        მეორე  ნაპირზე  პირველი  ნეი  გადავიდა  თავისი  შენაერთით.  იქ მას  ჩიჩაგოვის  ავანგარდთან  შეტაკება  მოუწია,  რომელსაც  ელჰინგენის ჰერცოგმა  იოლად  სძლია  და  პლაცდარმისათვის  გზა  გაწმინდა.  ორი დღეღამის  განმავლობაში  ფრანგთა  ჯარი  შეუფერხებლად  გადადიოდა მდინარეზე  (ნაუცბათევად  აგებული  ხიდები,  რა  თქმა  უნდა,  ინგრეოდა, მაგრამ  მათ  სწრაფად  შეაკეთებდნენ  ხოლმე  და  ჯარის  გადასვლაც გრძელდებოდა).  ის,  რაც  27-28  ნოემბერს  ბერეზინაზე  მოხდა,  სასწაულს  ჰგავდა.  მთელი  ამ  კამპანიის  განმავლობაში  ნაპოლეონს  აქ  პირველად  და  უკანასკნელად  გაუღიმა  ბედმა.  მაგრამ,  არ  უნდა  დაგვავიწყდეს ისიც.  რომ  ეს  ბედი  კორსიკელმა  თვითონ  მოახედა  თავისკენ.  აი,  რას წერს  ამ  ამბების  მონაწილე  რუსი  გენერალი  ლევენშტერნი:  „სამართლიანობა  მოითხოვს  საკადრისი  მივაგოთ  ნაპოლეონს.  მისი  მოქმედება ბერეზინაზე  გადასვლის  პროცესში  უდიდეს  საოცრებას  წარმოადგენს.
უეჭველი  დაღუპვის  საშიშროებამ  გამოაღვიძა  უკანასკნელ  ხანს  მიძინებული  მისი  გენია.  მძიმე  წუთებში  იგი  არ  გამტყდარა.  ყოველმხრივ გარშემორტყმულმა,  მან  ოსტატური  დემონსტრაციებით  მოატყუა  ჩვენი გენერლები  და  მათ  ცხვირწინ  გადალახა  მდინარე. ... ჩვენ  ყველანი  დარწმუნებულნი  ვიყავით,  რომ  ნაპოლეონს  ხელში  ჩავიგდებდით:  ან  ცოცხალს,  ან  მკვდარს.  ფელდმარშალმა  კი  თავის  თავს  დააბრალოს,  რომ ასე  ნელა  და  ასე  გაუბედავად  იმოქმედა“  (ლაპარაკია  მ. კუტუზოვზე, დ.ც.).  კუტუზოვი  მართლაც  ნელა  და  გაუბედავად  მოქმედებდა.  შეიძლება  ითქვას,  რომ  ის  იმ  დროს  საერთოდ  არ  მოქმედებდა.  რუსთა მთავარსარდალი  ბერეზინიდან  შორს,  რამდენიმე  ათეულ  კილომეტრზე იმყოფებოდა  თავისი  ძირითადი  შენაერთებით  და  ბრძოლაში  უშუალო მონაწილეობას  არ  იღებდა.  მდინარისაკენ  მან  მილორადოვიჩის  ავანგარდი  გაგზავნა  მხოლოდ.  კუტუზოვი  თვლიდა,  რომ  ჯარი,  რომელიც  რუსებს  ამ  მიდამოებში  ჰყავდათ,  სრულიად  საკმარისი  იყო  გამარჯვებისათვის.  გარდა  ამისა,  მას  არ  ეგონა,  რომ  რუსი  მეთაურები  ასე  დააგვიანებდნენ,  ასე  მძიმე  შეცდომებს  დაუშვებდნენ  და  მოწინააღმდეგეს  თავის  გადარჩენის  საშუალებას  მისცემდნენ.  რაც  შეეხება  თავის  შეყოვნებას  კოპისში  (კუტუზოვი  იქ  იდგა  თავისი  შენაერთებით,  170  კილომეტრზე  ბორისოვიდან),  იგი  მას  ჯარის  გადაქანცვით,  დიდი  დანაკარგებით, და  უამრავი  ავადმყოფისა  და  მოყინულის  ყოლით  ხსნიდა.  უნდა  ითქვას, რომ  სხვები  ამ  საქმეზე  სხვა  აზრისა  იყვნენ.  ღალატის  გარდა  (ეს,  ცხადია,  გამორიცხული  იყო),  კუტუზოვს  ყველანი  ყველაფერში  სდებდნენ ბრალს.  ჩიჩაგოვი  წერდა,  რომ  მთავარსარდალმა  პირდაპირ  მომატყუა, არ  სდია  მოწინააღმდეგეს  კუდში,  სდია  კი  არა,  საერთოდ  გაჩერდა  და ნაპოლეონი  მარტო  მე  შემატოვა  ხელშიო  (ჩიჩაგოვს  ვიტგენშტეინის 40-ათასკაციანი  დაჯგუფება  და  მილორადოვიჩის  ავანგარდი,  კიდევ  20 ათასი  ჯარისკაცითურთ,  რატომღაც  „ავიწყდებოდა“).  უნდა  ითქვას, რომ  ბერეზინაზე  გაწბილების  შემდეგ  ჩიჩაგოვს  აუტანელი  მდგომარეობა  შეექმნა.  ომის  გამარჯვებით  დასრულების  შემდეგაც  კი,  არავინ  ასვენებდა  მას.  სხვათაშორის,  ეს  მას  მიუძღვნა  ცნობილი  არაკი  ივანე კრილოვმა  ,„.ქარიყლაპია  და  კატა“.  ადმირალმა  ვეღარ  აიტანა  ამდენი დაცინვა  და  აბუჩად  აგდება,  სამშობლო  მიატოვა  და  სამუდამო  საცხოვ- რებლად  ინგლისში  გადავიდა...
კუტუზოვის  უმოქმედობას  ბერეზინასთან  ზოგი  მისი  მოუქნელობით,  ზოგი  სიზარმაცით,  ზოგი  კი  სილაჩრით  ხსნიდა  (ეს  უკანასკნელი  არავითარ  შემთხვევაში  არ  წარმოადგენდა  სიმართლეს.  კუტუზოვი პირადად  მამაცი  კაცი  იყო).  წარმოიშვა  აზრი,  რომ  მან  განგებ  დააგვიანა  საკვანძო  წერტილში  მისვლა  და  აცალა  ნაპოლეონს  შედარებით  უმტკივნეულოდ  წასულიყო  სახიფათო  ადგილიდან.  თუ  რა  მოსაზრებას ეყრდნობოდნენ  ამ  შეხედულების  ავტორები,  ცოტა  ქვემოთ  განვიხილოთ,  როცა  ეს  ავბედითი  კამპანია  დასრულდება  და  რუსთა  სარდლობის წინაშე  წარმოშობილი  შემდგომი  მოქმედების  არჩევანის  დრო  დადგება.
დასრულდა  ბერეზინაზე  ფრანგთა  ჯარის  გადასვლა.  მაგრამ იგი  ისე  „უმტკივნეულოდ“  როდი  დასრულებულა,  როგორც  ჩვენი თხრობისას  შეიძლება  წარმოვიდგინოთ.  თუ  არმიის  ბრძოლისუნარიანი ნაწილები  თითქმის  უხიფათოდ  გადავიდნენ  მდინარის  მარჯვენა  ნაპირზე,  უამრავი  ჩამორჩენილი,  დაავადებული,  დაჭრილი  თუ  გზასაცდენილი,  „რუსთა“  მხარეზე  დარჩა.  მარშალი  ვიქტორი  –  ბელუნის  ჰერცოგი  –  დიდხანს,  მთელი  28  ნოემბრის  განმავლობაში  მარტო  იცავდა  გადასასვლელებს  ვიტგენშტეინის  ჭარბი  ძალებისგან.  მას  გენერალ  პარტონოს  დივიზია  უნდა  დახმარებოდა,  რომელიც  ორგანიზებული  შენაერთებიდან  უკანასკნელი  უნდა  მისულიყო  ბერეზინამდე.  მაგრამ  ასე  არ მოხდა.  პარტონოს  გზა  დაებნა,  სხვა  მიმართულებით  წავიდა  და  რუსების  მიერ  ალყაშემორტყმული  აღმოჩნდა.  ისე  რომ,  იგი  იძულებული გახდა  დანებებულიყო  (სხვათაშორის,  თოფის  გაუსროლად).  მოვლენათა შემდგომმა  განვითარებამ  ძალიან  შეუშალა  ხელი  ვიქტორს,  რომელიც  იძულებული  გახდა  თავისი  შენაერთიც  სამშვიდობოს  გაეყვანა  და  ხიდებისათვის  ცეცხლი  მიეცა.  ეს  ნაადრევად  მოხდა  და,  როგორც  ვთქვით,  ბევრი  ჩამორჩენილი  და,  განსაკუთრებით,  არმიას  წამოყოლილი  სამოქალაქო  პირი  მდინარეზე  ვეღარ  გადავიდა.  მათ  უბედურებას  დაემატა  ისიც, რომ  რუსებმა  შორიახლო  გორაკებზე  არტილერია  განალაგეს  და  ფრანგთა  არმიის  ძირითადი  ნაწილების  ხელიდან  დასხლტომით  გაგულისებულებმა,  ჯავრი  ჩამორჩენილებზე  იყარეს.
ახლა,  როცა  ბერეზინაც  უკან  დარჩა  და  დატყვევების  საფრთხემაც  გაიარა,  ნაპოლეონს  რაც  შეიძლება  სწრაფად  უნდა  გაერეკა ცხენები  ვილნასაკენ,  რათა  იქ  მაინც  ეცადა  დამცავი  ზღუდის  აღმართვა თოვლის  ზვავივით  აგორებული  მოწინააღმდეგის  შესაკავებლად.  იმპერატორის  „უკუსვლა“,  მართლაც,  შესაშური  ტემპით  წავიდა  და  3  დეკემბერს  იგი  უკვე  მოლოდეჩნოში  იყო,  იქ  მას  ცოტაოდენი  სურსათ-სანოვაგე  და  ცხენებისთვის  ფურაჟი  დახვდა.  თუ  მისი  მხლებლებისათვის ეს  მოულოდნელი  ნობათი  სიხარულის  მთავარი  მიზეზი  გახდა,  ნაპოლეონი  უფრო  სხვამ  გაახარა  –  მოლოდეჩნოში  მას  თოთხმეტი  დღის  განმავლობაში  დაგროვილი  ფოსტა  დახვდა.  როგორც  კოლენკური  აღნიშნავს,  იმპერატორმა  წამსვე  ყველაფერი  დაივიწყა  და  ევროპის  სხვადასხვა  კუთხიდან  გამოგზავნილ  დეპეშებში  ჩარგო  თავი.  რამდენიმე  საათის მუშაობის  შემდეგ  მან  კორესპონდენცია  გვერდზე  გადადო  და  რუსეთის ლაშქრობის  უკანასკნელი,  რიგით  29-ე  ბიულეტენის  შედგენას  მოჰკიდა ხელი.  „მე  სრულ  სიმართლეს  ვიტყვი.  სჯობს  ჩემგან  გაიგონ,  რაც  მოხდა,  ვიდრე  ეს  მითქმა-მოთქმისა  თუ  სხვათა  კერძო  მიმოწერიდან  გახდეს ცნობილი.  ასე  უფრო  იოლად  იქნება  აღქმული  ის  უბედურება,  რომელიც  ჩვენ  დაგვატყდა  თავს  და  რომლის  შესახებაც  ქვეყანას  უნდა  ვაცნობოთ“,  უთხრა  მან  კოლენკურს.  ბიულეტენზე  მუშაობა,  არც  მეტი არც  ნაკლები,  ორ  დღეს  გაგრძელდა.  მერე  კი  ნაპოლეონმა  ბერტიე  იხმო  და  მოულოდნელად  განუცხადა:  „მე  გადავწყვიტე  სასწრაფოდ  საფრანგეთს  გავემგზავრო.  საქმე  ისე  მიდის,  რომ  ჩვენი  ყოფილი  მოკავშირეები,  როგორც  კი  რუსეთის  ლაშქრობის  შედეგების  შესახებ  შეიტყობენ,  იარაღს  ჩვენს  წინააღმდეგ  შემოაბრუნებენ.  ეს  რომ  აღიკვეთოს, ახალი  არმიაა  საჭირო,  მას  კი  ჩემს  გარდა  ვერავინ  შექმნის.  ამიტომ სასწრაფოდ  უნდა  წავიდე.  შტაბის  უფროსი  კვლავ  თქვენ  იქნებით,  აი, მთავარსარდლობა  კი  ვის  ვანდო,  ჯერ  ვერ  გადამიწყვეტია:  პრინც  ეჟენის  თუ  ნეაპოლის  მეფეს.  მიურატი  რანგით  მეტია,  ის  მეფეა,  ეჟენი  კი ვიცე-მეფე.  ამიტომ,  ალბათ,  მიურატზე  შევაჩერებ  არჩევანს“.
ბერტიეს  ბარემ  არ  უნდოდა  აგონიაში  მყოფ  არმიაში  დარჩენა, მითუმეტეს,  თუ  მისი  ხელმძღვანელი  ნაპოლეონი  აღარ  იქნებოდა,  მაგრამ  რა  ექნა?  მან  რამდენჯერმე  სცადა  „გული  მოელბო“  თავისი  მბრძანებლისთვის  და  როგორმე  მასთან  ერთად  წასვლის  ნებართვა  აეღო,  მაგრამ  ყოვლად  უშედეგოდ  –  კორსიკელი  შეუვალი  დარჩა.
ნაპოლეონი  დიდ  რისკზე  მიდიოდა.  ის  ათას  შვიდასი  კილომეტრი,  რომელიც  ახლა  მას  საფრანგეთს  აშორებდა,  იმპერატორს  მოკავშირე  და  მისდამი  დაქვემდებარებულ  ქვეყნებზე  უნდა  გაევლო.  რა  „ერთგული“  მოკავშირეებიც  იყვნენ  ეს  დამორჩილებული  და  დაშინებული ქვეყნები,  ნაპოლეონმა  კარგად  იცოდა.  იცოდა  ისიც,  რომ  ნებისმიერ გერმანულ  ქალაქში,  რომელშიც  დიდი  არმიის  მიერ  რუსეთში  განცდილი  კატასტროფის  ამბავი  ჩააღწეგდა,  იგი  სულ  იოლად  შეეძლო  ადგილობრივი  გარნიზონის  უფროსს  დაეკავებინა  და...  ამიტომ,  ასეთი  რამ რომ  არ  მომხდარიყო,  მას  დაუყოვნებლივ  უნდა  უკუეგდო  ნემანზე „აღმოსავლეთის  ზღუდის“  შექმნაზე  ფიქრი  და  მაქსიმალური  სისწრაფით საფრანგეთში  დაბრუნებულიყო.  სხვა  სიტყვებით  რიმ  ვთქვათ,  იმპერატორს  ფრთები  უნდა  გამოესხა  და  ლაშქრობის  სავალალო  შედეგით დამთავრების  ცნობისთვის  როგორმე  გაესწრო.  „შექმნილ  ვითარებაში ევროპას  მორჩილებაში  ტიუილრის  სასახლიდან  უფრო  ვიყოლიებ,  ვიდრე  აქედან“,  უთხრა  მან  თანამებრძოლებს.  დარიუ,  არმიის  მთავარი  ინტენდანტი,  თავიდან  წინააღმდეგი  იყო  იმპერატორის  გამგზავრებისა: ახლა  ვითარება  შეიცვალა,  სირ,  ეუბნებოდა  იგი  თავის  ხელმწიფეს, მტერი  იოლად  ვეღარ  დაგვეწევა,  თანაც  გზადაგზა  ახალ-ახალი  შენაერთები  შემოგვიერთდება  და  უფრო  გავძლიერდებით.  თქვენ  აქ,  არმიაში უნდა  იყოთო.  არა  ხართ  სწორი,  პასუხობდა  ნაპოლეონი,  ჩვენ  ახლა  ისე ვერ  გავძლიერდებით,  რომ  რუსეთსა  და  საფრანგეთს  შუა  კიდევ  მტრულად  განწყობილი  პრუსიაც  დავიტოვოთ.  რა  საჭიროა  უკუქცეულ  არმიასთან  ერთად  დავბრუნდე  ევროპაში?  არმიას  რომ  წინ  წარუძღვნენ,  ამისათვის  მიურატი  და  ეჟენი  ბოჰარნეც  საკმარისი  იქნებიან,  ზურგიდან რომ  დაიცვას  უკანდახევა  –  ნეი  მაშ  რატომ  დავკარგო  დრო?
იყო,  რა  თქმა  უნდა,  რეზონი  იმპერატორის  სიტყვებში.  რუსეთის  ლაშქრობით  არ  დასრულდებოდა  სირთულეები  ფრანგებისათვის. პირიქით,  სწორედ  ახლა  დაიწყებოდა  საყოველთაო  ამბოხება  მათ  წინააღმდეგ.  ეს  რომ  არ  მომხდარიყო,  ან  ამას  რომ  წინ  აღდგომოდნენ, ფრანგებს  ახალი  არმია  დასჭირდებოდათ.  მერე  ვინ  შექმნიდა  ამ  ახალ არმიას  იმპერატორის  მეტი,  ვინ  წამოიყვანდა  მას  გერმანიაში  საბრძოლველად?  ისევ  და  ისევ  იმპერატორი...  ამიტომ,  რა  ძნელად  აღსაქმელიც  არ  იყო  ეს  ამბაგი  მისი  თანამებრძოლებისათვის,  ისინი  ხვდებოდნენ,  რომ  სხვა  გამოსავალი  არ  ჩანდა  (თავის  განზრახვაში  დიდებულთაგან  იმპერატორი  მარტო  ბერტიეს,  დარიუსა  და  დიუროკს  „გაუტყდა“.. კიდევ  კოლენკურს,  მაგრამ  ვიჩენცის  ჰერცოგი  ამ  შემთხვევაში  ანგარიშში  შეიძლება  არც  კი  ჩავაგდოთ  –  იგი  განუყრელად  ხელმწიფესთან იმყოფებოდა,  მასთან  ერთად  მგზავრობდა  უკანდახევის  მთელი  პერიოდის  განმავლობაში  და  სხვებზე  ადრე  იგებდა  ახლა  ამბებს), იმპერატორს  არმია  მალულად  უნდა  დაეტოვებინა.  ეს  ყველა თვალსაზრისით  ასე  უნდა  მომხდარიყო  –  რუსებსაც  და  ფრანგებსაც რაც  შეიძლება  გვიან  უნდა  შეეტყოთ  მისი  გაუჩინარების  ამბავი.  ამიტომ გამგზავრებისთვის  მზადება  სწრაფად  და  „კონსპირაციის  სრული  დაცვით“  მიდიოდა.  ნაპოლეონმა  გადაწყვიტა  თავისი  განზრახვა  მარშლებისთვისაც  კი  ბოლო  მომენტში,  მხოლოდ  წასვლის  წინ,  ეცნობებინა.
იგი  ასეც  მოიქცა.  მისი  გასვლა  ღამის  10  საათისთვის  იყო  დაგეგმილი, არმიის  მეთაურებს  კი  იგი  მანამდე  სულ  ორი  საათით  ადრე  შეხვდა. კორსიკელმა  იცოდა,  რომ  ეს  შეხვედრა  იოლი  არ  იქნებოდა.  ამიტომ იგი  ეშმაკურად  მოიქცა.  მან  ცალ-ცალკე  გაიყვანა  ოთახის  კუთხეში კორპუსების  მეთაურები  და  „შინაურულად“,  საგანგებოდ  შერჩეული სიტყვებით  ამცნო  მათ  თავისი  გადაწყვეტილების  შესახებ  (ასეთი  სიტყვების  მოსაძებნად  ჯიბეში  ხელის  ჩაყოფა  არასოდეს  სჭირდებოდა  ბუონაპარტეს).  შედეგი  შესაბამისი  იყო:  მარშლებმა  მხურვალედ  დაუჭირეს მხარი  იმპერატორის  გადაწყვეტილებას!  გაოცებით,  მაგრამ  მაინც უსიტყვოდ  მიიღეს  მათ  მისი  არჩევანიც:  თავის  ნაცვლად  მთავარსარდლად  მარშალი  მიურატი  დაეტოვებინა.  მართალია,  ყოველმა  მათგანმა კარგად  იცოდა,  რა  მთავარსარდალიც  იქნებოდა  ნეაპოლის  მეფე,  მაგრამ  შექმნილ  ვითარებაში  რომ ეს  სხვაზე  ნაკლები  ბოროტება  იყო, ესეც  იცოდნენ  და  ამიტომ  დასთანხმდნენ  კიდეც.  სხვა  თუ არაფერი,  მიურატი  იმპერატორის  სიძე  იყო  და  მეფის  ტიტულის  მატარებელი.  ამიტომ,  ეს  ბრძოლებში  გაუხეშებული  და  უამრავ  დავიდარაბას  გამოვლილი  მეომრები  იმ  დროს  სხვას;  ალბათ,  არც  დაემორჩილებოდნენ.  თანაც, რაც  მთავარია,  მიურატს „სამთავარსარდლოდ“  არც  დიდი  დრო  და  არც ასპარეზი  ექნებოდა,  არმია  (არმიის  ნარჩენები)  უკვე  თითქმის  სამშვიდობოს  იყო  გასული. 
მოკლედ,  ასე  იყო  თუ  ისე,  მარშლებმა  მიიღეს  იმპერატორის არჩევანი  და  მიურატის  „უფროსობა“  აღიარეს.  მარშლებმა  კი  აღიარეს მიურატის  უფროსობა,  მაგრამ  ნიშანდობლივი  და  საყურადღებო  ის  იყო, რომ  თვითონ  მიურატი  წავიდა  წინააღმდეგი  თავისი  ასეთი  დაწინაურებისა!  მართალია,  კავალერიის  სარდალს  ბოლომდე  არ  ეყო  ნებისყოფა იმპერატორის  განკარგულება  უგულებელეყო,  მაგრამ  ფაქტი  ფაქტად დარჩა  –  მიურატმა  ერთობ  საეჭვოდ  სცადა  თავიდან  აეცილებინა  ახალ თანამდებობაზე  დანიშვნა...  რაში  იყო  საქმე?  ადრე  ხომ  მსგაგსი  არაფერი  მოხდებოდა?  საქმე  ის  იყო,  რომ  ნეაპოლის  მეფეს  აღარ  უნდოდა  არმიაში  დარჩენა,  ნეაპოლში  წასვლა  სურდა,  თავისი  „სამეფოს“  საქმეების  მოგვარებას  დაშურებოდა!  კაცმა  რომ  თქვას,  არაფერი  იყო  ამაში გასაკვირი.  თავისი  ცოლისძმის  შემყურე  ნეაპოლის-მეფეს  ომებში  ყოფნა  არ  გამოელეოდა  და  სამეფოსთვის  როდისღა  მიეხედა?  მითუმეტეს, ისეთი  ცნობები  მოსდიოდა  ნეაპოლიდან,  რომ  ყინვით  გათოშილ  სხეულზე  ცეცხლის  ალის  შემონთებას  გრძნობდა.  თურმე  მისი  იქ  არყოფნისას მის  მეუღლესა  და  თანამეცხედრეს,  კაროლინას,  კარგა  გვარიანად უსარგებლნია  მომენტით  და  მთელი  სამეფო  სადავეები  თავის  ხელში აუღია,  ყველაფერი  თავის  ჭკუაზე  გაურიგებია  და  სადღაც  ჩრდილოეთში  გადაკარგული  ძვირფასი  მეუღლე  ლამის  აღარც  გახსენებია... 
არის  მოსაზრება,  რომ  ნაპოლეონმა  სწორედ  იმიტომ  დატოვა მიურატი  თავის  ნაცვლად  მთავარსარდლად,  რომ  იგი  ნეაპოლში  არ  გაქცეულიყო!  მარტო.  ნეაპოლში  წასვლას  კიდევ  რა  უჭირდა,  აი,  გზად რას  გააკეთებდა  ნეაპოლის  მეფე,  ის  იყო  საქმე!  აღარც  ისეთ  სანდო  კაცად  მოჩანდა  იმპერატორის  თვალში  მისი  სიძე,  პრუსიაზე  და  ავსტრიაზე  დამოუკიდებლად  გავლის  შესაძლებლობა  რომ  მიეცა  მისთვის.  ტახტის  შენარჩუნების  მიზნით  იგი  ბევრ  რასმეზე  წავიდოდა,  მათ  შორის იმპერატორის  მტრებთან  დამეგობრებაზეც...  თანაც,  საქმე,  ალბათ,  მარტო  „დამეგობრებით“  არ  ამოიწურებოდა  და  მისი  უდიდებულესობა  ნეაპოლის  მეფე,  თუ  საჭიროდ  ჩათვლიდა,  ნაპოლეონის  მტრებთან  სამხედრო  კავშირსაც  ისე  იოლად  დაამყარებდა,  თითქოს  მეფის  ტახტი  და  სამეფო  გვირგვინი  თავისი  ცოლისძმისგან  კი  არა,  მათგან  ჰქონდა  მიღებული.  მოკლედ,  (ცალ-ცალკე  მომჩივანი  ყველა  მართალიაო,  იმ  ანდაზის მსგავსი  ამბავი  გამოუდიოდათ  სიძე-ცოლისძმას... 
არმია  ნაპოლეონმა  ხუთ  დეკემბერს  დატოვა,  ღამით,  ქალაქ სმორგონში,  ვილნასგან  სულ  ახლოს,  რაღაც  50  კილომეტრში.  მცველად  იმპერატორმა  200  ცხენოსანი  გვარდიელი  გაიყოლა,  ხოლო  დიდებულთაგან  მხოლოდ  დიუროკი,  გრაფი  ლობო  და  კოლენკური  იახლა. „დიდი  არმიის“  უკანასკნელი  ნაბიჯები  ასეთი  იყო.  20-ათასიანი,  გაძვალტყავებული,  სიცივისა  და  შიმშილისგან  განაწამები  ადამიანების  გროვა  წემანს  მიადგა.  მიადგა  კოვნოსთან,  სწორედ  იმ  კოვნოსთან,  სადაც  ამ  „გუნდის“  წევრები  ხუთიოდე  თვის  წინ  თავის  400  ათას თანამოძმესთან  ერთად,  სულ  სხვა  ვითარებაში  და  სხვა  იმედებით  აღსავსენი,  მეორე  მხრიდან  მივიდნენ  მდინარესთან.  ახლა  მათგან  ათასამდე  თუ  იქნებოდა  ბრძოლისუნარიანი  და  ბრძოლისშემძლე.  სხვები – უიარაღონი,  უილაჯონი,  ბრძოლის  კი  არა  ფეხის  გადადგმის  ძლივს შემძლენი,  ერთადერთს,  რასაც  ითხოვდნენ  და  რასაც  ესწრაფოდნენ, სითბო  და  პურის  ნატეხი  იყო...  ყოფილი  მეომრების  ეს  მასა  ქალაქში არეულად  შევიდა.  შევიდა  და  წამსვე  მასში  ჩაიკარგა  –  ყველამ  ვიღაცის  ბინას  მიაშურა,  ყველამ  რაღაც  კუთხე  გამოძებნა  –  ნებით  თუ  არა, ძალით  მაინც  მოიპოვა  და  ცოტაოდენ  შვებას  ეწია. 
„ორი  მეფე,  ერთი  პრინცი,  რვა  მარშალი,  უწესრიგოდ  მომავალი  გენერლების  ჯგუფი  და  ძველი  გვარდიის  რამდენიმე  ასეული  შეიარაღებული  ჯარისკაცი  –  აი  ყველაფერი  ის,  რაც  ახლა  „დიდ  არმიას“ წარმოადგენდა!  უფრო  სწორად,  ამ  არმიას  ახლა  მხოლოდ  მარშალი ნეი  წარმოადგენდა  და  იგი  მასში  სულდგმულობდა.  ნეი  უკანასკნელი შევიდა  კოვნოში  და  მას  ორიოდე  ადიუტანტიღა  ახლდა  თან,  ვინაიდან სხვები  გაიფანტნენ  ან  დაიღუპნენ“  (სეგიური). 
კოვნოში  შესვლა  ჯერ  კიდევ  არ  ნიშნავდა  სამშვიდობოზე  გასვლას.  არმიის  ნარჩენებს  ფეხდაფეხ  რუსები  მიჰყვებოდნენ  და  დღეს  თუ ხვალ  ქალაქს  შეუტევდნენ.  მაშინ  როცა  ყველა  მისმა  ტიტულოვანმა მოძმემ  კოვნო  დატოვა  და  პოლონეთს  შეაფარა  თავი,  ნეი  ქალაქში  დარჩა.  დარჩა  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  მტერი  ამ  უკანასკნელ  ზღუდეზეც  შეეჩერებინა  და  ქალაქიდან  გაქცეულებისთვის  ზურგი  გაემაგრებინა...  დიდი  არმიის  არიერგარდის  სარდალი  ბოლომდე  ერთგული  დარჩა  თავისი ღირსებისა  და  თავისი  სახელისა.  1812  წლის  ნოემბერ-დეკემბერი  მისი იყო.  ვისაც  ამაში  ეჭვი  ეპარება,  კვლავ  სეგიურს  მოუსმინოთ:  „ნეი  მარტო  დარჩა,  სულ  ოცდაათი  ჯარისკაცის  ამარა,  მაგრამ  უკან  არ  დაიხია. იგი  ვილნას  გზის  დასაწყისთან  დადგა  და  შეღამებამდე  მტერს  იგერიებდა.  შემდეგ  კოვნო  გაიარა,  ნემანზე  გადავიდა,  კვლავ  იბრძოლა,  კვლავ მოიგერია  მტერი  და  მერე  უკან  დაიხია.  დაიხია,  მაგრამ  არ  გაიქცა  და ჩვენი  იარაღის  ღირსება  ბოლომდე  დაიცვა.  ამ  უკანასკნელი  ორმოცი დღისა  და  ორმოცი  ღამის  განმავლობაში  მან  ისევ,  ალბათ,  უკვე  მეასეჯერ,  თავი  ხიფათში  ჩაიგდო,  რათა  კიდევ  რამდენიმე  ფრანგისთვის  ეშველა  და  მათთვის  სამშვიდობოზე  გასვლის  საშუალება  მიეცა.  ნეი  უკანასკნელი  გამოვიდა  იმ  საბედისწერო  რუსეთიდან,  უკანასკნელმა  დატოვა  იგი  და  სამყაროს  აჩვენა,  თუ  რა  უძლურია  ბრმა  შემთხვევა  უდიდესი ვაჟკაცობის  წინაშე,  თუ  როგორ  მოაქვს  ჭეშმარიტი  გმირისთვის  დიდება  ყველაფერს,  თვით  დამარცხებასაც  კი!“ დამარცხება  კი  სრული  იყო.  ლაშქრობა  რუსეთში  კრახით  დამთავრდა.  კუტუზოვს,  ალბათ,  შეეძლო  ეთქვა:  ომი  დასრულდა  მოწინააღმდეგის  არყოფნის  გამოო.
თანამედროვენიც  და  შემდეგ,  მათი  შთამომავალნიც,  ნაპოლეონის  დამარცხებას  ამ  ომში  უზარმაზარ  სივრცეს,  შიმშილსა  და  ყინვას მიაწერდნენ.  ცნობილი  რუსი  ისტორიკოსი  სოლოვიოვი  წერდა:  დიდი არმია  სივრცის  ოკეანემ  შთანთქაო.  იყო  ასე?  რასაკვირველია.  მაგრამ იყო  ისიც,  რასაც  სოლოვიოვის  სიტყვებს  მიხნევიჩი  დასძენდა:  და  კიდევ  რუსი  ხალხიო,  რა  თქმა  უნდა  ასე  იყო,  დავუმატოთ  ჩვენც.  ხალხს რომ  იარაღისთვის  ხელი  არ  მოეკიდა,  ხალხი  რომ  ერთსულოვნად  არ აღმდგარიყო  შემოსეული  მტრის  წინააღმდეგ,  ხელები  რომ  ჩამოეშვა  და უპერსპექტივოდ  მიეჩნია  დაპირისპირება  მსოფლიო  ისტორიაში  უდიდეს დამპყრობთან,  მაშინ,  ცხადია,  1812  წლის  ომს  რუსეთისთვის  სხვაგვარი დასასრული  ექნებოდა. 
რა  ზარალი  ნახა  დიდმა  არმიამ  ამ  ავბედით  კამპანიაში.  როგორი იყო  კატასტროფის  მასშტაბები?  ჭეშმარიტად  განუზომელი.  ნემანს  აქეთ, პოლონეთში,  სულ  20  ათასამდე  კაცმა  თუ  გამოაღწია.  ამ  ციფრს  უნდა დაემატოს  მაკდონალდის,  რეინიეს  და  შვარცენბერგის  კორპუსების  პირადი  შემადგენლობა  (50  ათასი  ჯარისკაცი).  ისინი  აქტიურ  საბრძოლო ოპერაციებში  არ  მონაწილეობდნენ  და  არც  რუსეთის  სიღრმეში  მოუწიათ შესვლა.  ამიტომ  დანაკარგიც  მცირე  ჰქონდათ,  დეზერტირებისა  და  ტყვეების  სახით  რუსეთში  150  ათასამდე  კაცი  დარჩა.  დაღუპულთა  რიცხვი კი  200  ათასს  ბევრად  აჭარბებდა. 
მოგვიანებით,  როდესაც  იმპერატორს  რუსეთში  განცდილი  ზარალის  შესახებ  ჩამოუგდეს  სიტყვა,  ამ  უკანასკნელს  ცინიკურად  განუცხადებია:  მე  დაღუპული  ფრანგები  მეცოდებიან,  მაგრამ  ისინი  დიდ არმიაში  უმცირესობას  შქადგენდნენ.  უმეტესობა  გერმანელები  და ევროპის  სხვა  ხალხების  წარმომადგენლები  იყვნენ,  მათზე  კი  გული სრულიადაც  არ  მწყდებაო... 
    ამასთან  დაკავშირებით  საინტერესოა,  თუ,  საერთოდ,  როგორ შეაფასა  ომის  შედეგი  მისმა  ინიციატორმა.  უნდა  ითქვას,  რომ  ერთობ პროზაულად!  ვარშავაში,  ფრანგული  ადმინისტრაციის  წარმომადგენლებთან  შეხვედრისას  მან  მხოლოდ  ეს  თქვა:  „როცა  მე  პარიზიდან  საომრად  მივდიოდი,  პოლონეთის  საზღვრებს  იქით  გალაშქრებას  არ  ვაპირებდი,  მაგრამ  ვითარებამ  ამიტაცა  და  ღრმად  შევტოპე.  მე  შევცდი, მოსკოვამდე  რომ  მივედი,  შევცდი  რომ  დიდხანს  დავრჩი  ამ  ქალაქში, მაგრამ  რას  იზამ,  დიადიდან  სასაცილომდე  ხომ  ერთი  ნაბიჯია“. 
ომი  ევროპასთან.  1813  წელი
    1812  წლის  დეკემბრის  შუა  რიცხვებში  საფრანგეთის  დედაქალაქს  აღმოსავლეთის  მხრიდან  გამალებით  მომავალი  ეკიპაჟი  უახლოვდებოდა.  კარეტა  მეტად  სწრაფად  მოდიოდა  და  მხოლოდ  საფოსტო  სადგურებში  ჩერდებოდა  მცირე  ხნით,  რათა  ჭენებისგან  არაქათგამოცლილი ცხენები  შეეცვალა  და  შემდეგ  ისევ  გზას  დასდგომოდა.  ჩვიდმეტი დეკემბრის  გვიან  საღამოს  ეკიპაჟმა  პარიზის  გარეუბანს  მიაღწია, საიდანაც,  გეზი  ტრიუმფული  თაღისკენ  აიღო.  თაღთან  საყარაულოდ მდგარმა ჯარისკაცებმა  ვერც  ტალახში  ამოსვრილი  კარეტის  შეჩერება მოასწრეს  და  გერც  მასში  მჯდომი  მგზავრების  დათვალიერება.  ამ  იდუმალებით  მოცულ  კარეტაში  კი  ორად  ორი  კაცი  იჯდა:  ერთი  –  თვით მისი  უდიდებულესობა  ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორი  ნაპოლეონ  პირველი,  რომელიც  14-დღიანი  შეუჩერებელი  რბოლის  შემდგომ  დედაქალაქს  უბრუნდებოდა,  ხოლო  მეორე  –  მისი  ობერ-შტალმაისტერი  ვიჩენცოს  ჰერცოგი  არმან  დე  კოლენკური.
იმპერატორი  თავისი  ოფიციალური  სამყოფელის  –  ტიუილრის სასახლისკენ  მიიჩქაროდა,  რათა  ჯერ  თავის  ახალგაზრდა  მეუღლეს  გადახვეოდა,  ხოლო  შემდეგ...  შემდეგ  იმ  საქმეთათვის  მიეხედა,  რომელთა მარტო  ჩამოთვლაც  კი  ერთობ  ძნელი  იქნება.  შვიდი  თვის  უნახავი  მარი- ლუიზა  ნაპოლეონს  მოულოდნელი  სტუმრობით  სურდა  გაეხარებინა  და ამიტომ  სასახლის  მცველებს  სახე  მოარიდა.  მათთან  ლაპარაკი  მან  კოლენკურს  მიანდო.  მცველებმა  ვერ  იცნეს  ეს  წვერმოშვებული  და  საფრანგეთის  ზომიერი  ჰავისთვის  შეუფერებლად  თბილად  გამოწყობილი  მგზავრები  და  არც  კოლენკურის  სიტყვებისა  დაიჯერეს  –  ვიჩენცოს  ჰერცოგის მცდელობის  მიუხედავად  მათ  ჭიშკარი  არ  გააღეს.  მოუთმენლობით  შეპყრობილ  ნაპოლეონს  მობეზრდა  კომედიის  თამაში,  გადაიწია  საყელო,  ეჩვენა  მცველებს  და  პირდაპირ  დედოფლის  აპარტამენტებისკენ  გასწია.
ცხადია,  ზუსტად  არავინ  იცის,  რა  უთხრა  და  როგორ  შეხვდა ცოლს  იმპერატორი,  მაგრამ  მოწმე  იმისა,  რომ  განცხრომასა  და  მოსვენებაზე  დიდი  დრო  არ  დაუკარგავს,  საკმაოდ  ბევრი  იყო.  ყალყზე  შემდგარი ევროპა  სულ  მალე  მიადგებოდა  მას  კარზე  და  მიყენებული  წყენისათვის პასუხს  მოთხოვდა.  რა  დროს  ხანგრძლივი  მოსვენება  იყო? 
მინისტრთა  საბჭოს  სხდომა  ნაპოლეონმა  მეორე  დღესვე  მოიწვია. პარიზში  უკვე  იცოდნენ  მომხდარის  შესახებ  –  იმპერატორის  ბიულეტენი რუსეთის  „მარცხიანი“  ლაშქრობის  შესახებ  16  დეკემბრის  „მონიტორში“ გამოქვეყნდა,  და  გაზეთს,  (ცხადია,  მკითხველი  არ  მოჰკლებია.  მაგრამ ის,  რაც  იმპერატორმა  მინისტრებსა  და  სხვა  დიდმოხელეებს  უამბო,  კოშმარულ  სიზმარში  ნანახსაც  აღემატებოდა.  განთქმული  29-ე  ბიულეტენი თურმე  ოდნავაც  ვერ  ასახავდა  იმ  საშინელებას,  რაც  დიდ  არმიას  ჩრდი- ლოეთის  ლაშქრობისას  გადახდენია.
დიდი  არმია...  სადღა  იყო  ახლა  დიდი  არმია?  ან,  საერთოდ,  ჰყავდა  კი  ახლა  არმია  ნაპოლეონს?  –  გარდა  გერმანიაში  გაბნეული  გარნიზონებისა  და  მიურატის,  ეჟენი  ბოჰარნესა  და  მაკდონალდის  შენაერთებისა, ან,  უფრო  სწორად,  მათი  ნარჩენებისა,  იმპერატორს  ჯარი  აღარ  ჰყავდა, იყო,  რა  თქმა  უნდა,  მნიშვნელოვანი  ძალა  ესპანეთში,  მაგრამ  იგი  შორს იყო  და  სხვა  საქმით  იყო  დაკავებული.  ასე  რომ,  იმ  დროს,  1812  წლის დეკემბრის  შუა  რიცხვებში,  ნაპოლეონს  პარიზის  მცირე  გარნიზონის გარდა,  ხელთ  აღარავინ  ჰყავდა.
რამდენიმე  დღეში  გამოირკვა,  რომ  მიურატის  ხელში,  არმიის  ის შენაერთები,  რომლებიც  ჯერ  კიდევ  ბრძოლისუნარიანნი  იყვნენ  და  იმპერატორს  მათი  იმედი  ჰქონდა,  მთლად  დაშლილან  და  სხვადასხვა  მხარეს მიმოფანტულან.  შედეგად,  გერმანიაში  გარნიზონებად  მყოფი  ფრანგთა ნაწილები,  ლამის  უკვე  მძევლების  მდგომარეობაში  ჩავარდნილან. ვერც  ესპანეთიდან  მოსულმა  ცნობებმა  გაუხარეს  გული  იმპერატორს.  მტკიცე  ხელმძღვანელობას  მოკლებულმა  ფრანგმა  მარშლებმა მეფე  ჟოზეფთან  და  ერთმანეთთან  ქიშპობას  მეტი  დრო  მოანდომეს,  ვიდრე მტერთან  ბრძოლას  და  საქმე  იქამდე  მიიყვანეს,  რომ  ინგლისელები  და მათი  მოკავშირე  ესპანელების  ჯარი  ახლა  საფრანგეთის  საზღვრის ახლოს  იმყოფებოდნენ.  ცხადი  ხდებოდა,  რომ  ნაპოლეონი  ვერ  შეძლებდა ჯარის  მასიურად  გამოყვანას  ესპანეთიდან  და  მის  აღმოსავლეთ  ევროპაში  გადასროლას  –  ეს  ჯარი  იმას  მაინც  თუ  მოახერხებდა,  რომ  საფრანგეთის  სამხრეთის  საზღვარი  დაეცვა,  ისიც  დიდი  საქმე  იქნებოდა.
ჩრდილოეთის  ლაშქრობისას  ნაპოლეონმა,  ფრანგულ  არმიასთან ერთად  მოკავშირეთა  შეიარაღებული  ძალაც  დაკარგა.  ერთგული  პოლონელი  მეომრები,  რომლებიც  ასე  მამაცურად  იბრძოდნენ  რუსეთში,  თითქმის  მთლიანად  გაწყდნენ.  ყოველ  შემთხვევაში,  ასეთი  რუდუნებით  შექმნილი  მათი  შენაერთები  დაიშალნენ  და  აღარსად  ჩანდნენ.  ასევე  აღარსად ჩანდნენ  მოკავშირე  გერმანელებიც:  ბავარიელები,  ვესტფალიელები, გიურტემბერგელები,  საქსონელები.  მათი  დიდი  ნაწილიც)  რუსეთის  თოვლიან  ტრამალებში  დარჩა.  დარჩა,  ისევე  როგორც  დარჩნენ  იტალიელები,  ჰოლანდიელები,  ბელგიელები,  შვეიცარიელები...
ნაპოლეონისეული  ევროპა,  „უპირველეს  ყოვლისა,  სამხედრო  ბანაკებისა  და  საბრძოლო  ასპარეზების  ევროპა  იყო“  (ა. რამბო).  ასეთი  ევროპის  საფუძველს  ნაპოლეონის  ერთგული  და  ნაპოლეონზე  ყოველმხრივ დამოკიდებული  სამხედრო  წრეები  წარმოადგენდნენ,  ის  წრეები,  რომელთა  დიდი  ნაწილი  ახლა  აღარ  არსებობდა.  „სამაგიეროდ“,  მათ  ნაცვლად, წინა  პლანზე  ადრე  იატაკქვეშეთში  შერეკილი  ანტინაპოლეონური  ძალები  გამოდიოდნენ.  ასე  რომ,  სამხედრო  მარცხმა  მთელ  ნაპოლეონისეულ ევროპულ  პოლიტიკურ  სისტემას  მიაყენა  გამოუსწორებელი  ზიანი. 
მომავალი  კარგს  არ  უქადდა  იმპერატორს.  როგორც  კი  ფრანგთა საოკუპაციო  რეჟიმი  შესუსტდებოდა,  წამსვე  აჯანყდებოდა  გერმანია. გერმანელები  ახლაღა  გაიხსენებდნენ,  ერთდროს  ერთიანი  და  დიდი  ქვეყნის  შვილები  რომ  იყვნენ.  ნეიტრალიტეტს  გამოაცხადებდნენ,  ან  სულაც მის  მტრებს  მიემხრობოდნენ  ავსტრიელები.  ალექსანდრე  პირველი  საკუთარ  საზღვარზე  არ  გაჩერდებოდა  და  რუსებს  ევროპას  შემოუსევდა  – იგი  არც  თავისი  ჯარისკაცების  სიცოცხლეს  დაზოგავდა  და  არც  სხვისას. ინგლისელებიც  გააგრძელებდნენ  ბრძოლას.  ეს  საკითხავიც  არ  იყო.  „ნისლიანი  ალბიონი“  ლამის  20  წელი  ელოდა  ამ  დღეს  და  ახლა,  ამდენი  ძალისხმევის  შემდეგ,  მომწიფებულ  ნაყოფს  ხელიდან  რას  გაუშვებდა!  დანარჩენები  კი  –  მის  წინააღმდეგ  მომართული  „ყველა  ეს“  –  შვედები, ჰოლანდიელები,  ნეაპოლელები  და  სხვები  კიდევ,  თავს  წამოყოფდნენ  და „თავის  წილს“  მოითხოვდნენ.  მდგომარეობა  გამოუვალი  ჩანდა  და  ნაპოლეონის  მტრებს  იმის  იმედი  ჰქონდათ,  რომ  მათთვის  სასურველი  ფინალი სულ  მალე  დადგებოდა,  რადგან  ახლა  მაინც  ვეღარ  გამონახავდა  გამოსავალს  ეს  დემონური  ძალის  ადამიანი.
მაგრამ  არა!  ჯერ  ადრე  იყო  მისთვის  სულთათანის  გალობა,  ჯერ კიდევ  კარგახანს  გააწვალებდა  იგი  მის  წინააღმდეგ  შემართულ  ევროპას. აი,  თუ  ჯარის  შექმნას  მოასწრებდა,  ახალი  ჯარისას,  მერე  სხვა  ხმაზე აამღერებდა  ავისმოსურნე  ამ  ევროპას...  ამიტომ  მიაქროლებდა  შეუჩერებლად  ცხენებს  ჯერ  ლიტვის,  მერე  პოლონეთის,  მერე  კი  გერმანიის მიწაზე  იმპერატორი.  ამიტომ  შეუდგა  ამ  სახიფათო  „მოგზაურობას“, რომლის  დროსაც  გერმანიის  ნებისმიერ  დასახლებულ  პუნქტში  შეეძლოთ ეცნოთ  იგი  და  დაეკავებინათ.  „მე  უნდა  გავუსწრო  ცნობებს  ჩემი  უბედურების  შესახებ,  ტიუილრიში  მე  უფრო  ადრე  უნდა  ვიყო,  ვიდრე  ჩემი მტრები  იარაღის  აღებას  მოასწრებენ  –  ეუბნებოდა  იგი  გზაში  კოლენკურს  –  მე  მაქვს  ფული,  მაქვს  იარაღი,  მყავს  კადრები  და  ნახავთ,  სამი თვეც  არ  იქნება  გასული,  რომ  მე  რაინის  ნაპირებზე  ახალი,  500 ათასიანი არმიით  ვიდგები!“
        იდგებით,  თქვენო  უდიდებულესობავ,  როგორ  არ  იდგებით.  ვინც თქვენი  ამბავი  იცის,  ამაში  ეჭვს  როგორ  შეიტანს.  მაგრამ  ეს  სამი  თვის შემდეგ.  იქნება.  მანამდე  კი...  მანამდე  თქგენ  ბევრი  უსიამოვნო  ამბის შეტყობა  მოგიწევთ,  ძალიან  ბევრის.  საერთოდაც,  ამიერიდან  კარგს ნაკლებად  გაიგონებთ,  ცუდი  ამბები  მოგიმრავლდებათ.  სულ  ცოტა  ხანში ისინი  დეკემბრის  თოვლივით  დაიწყებენ  თქვენს  თავზე  ცვენას.  აი, „პირველი  მერცხალიც“  გამოჩნდა:  პრუსიელი  გენერალი  იორკ  ფონ ვარტენბერგი,  თქვენი  მოკავშირე,  თურმე  გადაგდგომიათ  და  თქვენი მტრების  –  რუსების  –  მხარეზე  გადასულა.  მაგრამ  ეს  რა  არის,  მთავარი ჯერ  კიდევ  წინა  გაქვთ... 
მთავარი  მისთვის  ახლა  არმიის  აღორძინება  იყო,  სხვას  იგი  არას დაგიდევდათ.  ამიტომ  იყო,  იმგვარად  რომ  შეეჭიდა  ამ  საქმეს,  როგორც ძველად  იცოდა  ხოლმე,  კარგა  ხნის  წინ  მივიწყებულ  დროს.  იმ  სამ  თვეში ისეთი  ენერგია  გამოავლინა  და  ისეთი  ძალისხმევა  გამოიჩინა,  რომ  მისი ძველი  თანამებრძოლებიც  გაკვირვებულნი  იყვნენ  –  პირველი  კონსული დაგვიბრუნდაო,  ამბობდნენ.  მართალნიც  იყვნენ.  იგი  ისეთი  ჭაბუკური ენერგიით  ირჯებოდა,  თითქოს  1813  კი  არა,  1800  წელი  დამდგარიყოს. დღე  და  ღამე  საქმეში  იყო  და  24  საათი  არ  ჰყოფნიდა  –  კიდევ  საიდანღაც სესხულობდა  დროს... 
ერთხელ,  ადრე,  იმპერატორს  ჰკითხეს:  რა  არის  ომისთვის  მთავარიო?  ფული,  ბევრი  ფული და  კიდევ  უფრო ბევრი  ფულიო,  იყო  პასუხი.  ახლაც  ფული  იყო  საშოვნი.  ფული  და  ხალხი,  ფულს  კიდევ  მოევლებოდა, იცოდა  მისი  შოვნა  ბუონაპარტემ.  თვითონაც  ჰქონდა  შავი  დღისთვის  ბლომად  გადანახული  და  სხვებსაც  ჯიბეებს  ამოასუფთავებინებდა.  აი,  ხალხი კი  საიდან  მოეყვანა  ასეთი  რაოდენობით,  ან  რომ  მოეყვანა,  ჯარისკაცებად როგორ  უნდა  ექცია  –  ეს  ჰქონდა  თავსატეხად.  ეს  ხომ  ასე  ადვილად  და  ასე ჩქარა  არ  მოხდებოდა.  არადა,  სიჩქარე  ძალიან  სჭირდებოდა  მაშინ იმპერატორს,  ისე  ძალიან,  იქნებ  ადრე  არასოდეს  რომ  არ  დასჭირვებია... სულ  მალე  გამოირკვა,  რომ  იმპერატორს  საჭირო  წინდახედულება  გამოუჩენია  და  ჯერ  კიდევ  რუსეთში  ყოფნისას  გაუგზავნია  ბრძანება  სამხედრო  მინისტრისათვის:  ჯარში  1813  წელს  გასაწვევნი  მაშინვე, 1812-ში,  გაიყვანეთ  ბანაკებშიო.  ბრძანება  შესრულდა,  ოქტომბრის  თვიდან  140  ათასი  რეკრუტი  სამხედრო  ბანაკებში  იმყოფებოდა  და  საბრძოლო  საქმეს  ეუფლებოდა.  1813  წლის  დასაწყისისათვის  მათ,  ცხადია, სრულყოფილი  მეომრები  არ  ეთქმოდათ,  მაგრამ  უკვე  არც  მთლად  გაუწვრთნელ  ნედლ  მასალად  ჩაითვლებოდნენ. 
კიდევ  100  ათასი  კაცი  ეროვნული  გვარდიის  რეზერვში  იმყოფებოდა  და  მათი  მობილიზებაც  შეიძლებოდა.  შეიძლებოდა,  მაგრამ,  ფრანგული  კანონების  თანახმად,  მათი  საფრანგეთის  საზღვრებს  მიღმა  გაგზავნა  აკრძალული  ყოფილა.  როცა  იმპერატორს  ასეც  მოახსენეს,  მას  კინაღამ  გასცინებია.  ორი  დღის  შემდეგ  მორჩილმა  სენატმა  უსიტყვოდ  მიიღო დადგენილება  ამ  კანონებში  შესაბამისი  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე და...  ეროვნულმა  გვარდიამაც  გერმანიისკენ  იბრუნა  პირი. 
ცოტა  ხანში,  უკანასკნელი  4  წლის  გაწვევის  უფროსი  ასაკის მამაკაცების  მობილიზაციაც გამოცხადდა.  შემდეგ  ამათ  1814  წელს  გასაწვევი  150  ათასი  ყმაწვილი  დაემატა.  კიდევ  ცოტა  ხანში  ზღვისპირეთში  მცხოვრებ  მეზღვაურებსაც  უხმეს  თოფქვეშ  და  ვანდეასა  და  ბრეტანშიც  საყოველთაო  მობილიზაცია  გამოაცხადეს.  ეს  გაუგონარი  შემთხვევა იყო.  1793  წლიდან  მოყოლებული  ასეთი  რამ  იქ  არ  მომხდარა  –  ეს  პროვინციები  როიალისტთა  დასაყრდენს  წარმოადგენდნენ  და  ამიტომ  იქაური მოსახლეობის  გაღიზიანებას  ერიდებოდნენ.  ახლა  კი,  1813  წელში,  რიდისა  და  ხვეწნის  დრო  აღარ  იყო  –  მიყრუებულ  სოფლებსა  და  ტყე-ღრეებში პოლიციელთა  რაზმები  დაძრწოდნენ  დეზერტირების  გამოსავლენად. მოკლედ,  კაცს  აღარ  ტოვებდნენ  საფრანგეთში... 
ხალხის  ამ  მასას  იარაღი  სჭირდებოდა  და  იარაღის  ქარხნებიც დღე  და  ღამ  შეუსვენებლივ  მუშაობდნენ.  ციხე-სიმაგრეებიდან  და  ხომალდებიდან  ერთიანად  ხსნიდნენ  ზარბაზნებს  და  არმიაში  აგზავნიდნენ. თუკი  სადმე  საჭურველის  მსგავს  რასმეს  პოულობდნენ,  მასაც  იქით, იმავე  გზას  უყენებდნენ. 
კვლავ  თოფქვეშ  დგებოდა  საფრანგეთი,  მხოლოდ,  ერთი  იყო, აღარსად  ჩანდა  ძველი  ენთუზიაზმი  –  ფრანგები  მორჩილადღა  მიჰყვებოდნენ  თაგიანთ  წინამძღოლს.  ომი  აღარავის  უნდოდა:  არც  ჯარისკაცებს და  არც  მათ  მეთაურებს.  ომი  ერთ  კაცს  უნდოდა  მხოლოდ,  ეს  ერთი  კაცი ისევ  ვარშავაზე  და  ვისლაზე  ლაპარაკობდა,  ამის  გამგონე  მარშლებს  კი გული  უსკდებოდათ  და  გული  უსივდებოდათ.  ისინი  თავთავიანთ  მამულში წასვლას  ეშურებოდნენ,  დასვენებასა  და  დროსტარებას  ნატრობდნენ,  ახლობლებში  გახარებას,  მაგრამ  როგორ,  ამ  კაცის  ხელში  რას  გაიხარებდნენ...  ბრძოლის  ველზე  ნაშობნი,  ბრძოლის  ველზე  უნდა  აღსრულებულიყენენ.  ასეთი  განაჩენი  ჰქონდათ  მათი  მბრძანებლისგან  გამოტანილი. მოდი  და  გაიხარე  ამის  შემდეგ... 
ზურგის  სამსახურის  მუშაკებმა,  ვის  „ზურგზეც“  არმიის  მომზადების  მთელი  სიმძიმე  გადადიოდა,  ერთხელ  მოკრძალებით  შეჰკადრეს იმპერატორს  –  თქვენ  მხოლოდ  ლაშქრად  მყოფ  მეთაურებს  აწინაურებთ, აქ  მომუშაგე  ოფიცრები  კი  გვერდზე  გრჩებათო,  რაზეც  მომაკვდინებელი პასუხი  მიიღეს:  მე  გაღებული  სისხლის  საფასურს  ვიხდი,  გახარჯული მელნისას  კი  არაო.  აი,  ასე  –  გაღებული  სისხლის  საფასურსო... ახლა  ცოტა  ხნით  დაგტოვოთ  იმპერატორი  თავის  ახლადშექმნილ არმიასთან  მარტო,  მას  ხომ  ბევრი  აქვს  კიდევ  გასაკეთებელი  და  მისი მოწინააღმდეგეების  ბანაკში  გადავინაცვლოთ.  ვნახოთ,  რა  ხდება  რუსეთში,  რა  ხდება  პრუსიაში  და  როგორ  მიდის  საქმე  ავსტრიაში,  რომელიც, მართალია,  ჯერ  მისი  მოწინააღმდეგე  არ  არის,  მაგრამ  ასეთად  სულ  მალე  გადაიქცევა.  რუსეთით  დავიწყოთ. 
რუსთა  ბანაკში  –  1812  და  1813  წლების  გასაყარზე  ერთობ  საინტერესო  ვითარება  შეიქმნა.  თუ  მთავარსარდალ  მიხეილ  კუტუზოვისა  და მისი  მომხრე  არაერთი  მაღალჩინოსანი  მოხელისათვის  ომი  საფრანგეთთან  რუსთა  ჯარის  ნემანზე  გასვლით  მთავრდებოდა,  მეფისათვის  იგი, ფაქტობრივად...  ახლა  იწყებოდა!  ალექსანდრე  პავლეს  ძე  არც  მალავდა ამას.  იგი  არაერთხელ  იმეორებდა  თავის  ცნობილ  ფრაზას,  ტარუტინოს ბრძოლის  შემდეგ  რომ  წარმოთქვა:  ჩემი  ომი  ახლა  იწყებაო.
მეფესა  და  კუტუზოვს  ერთმანეთი  არ  უყვარდათ.  არ  უყვარდათ დიდი  ხანია  –  ჯერ  კიდევ  1805  წლის  ავბედითი  კამპანიის  პერიოდიდან. მეფე  დროულ  გენერალს  ზარმაცსა  და  უქნარას  უწოდებდა  (ზურგსუკან, ცხადია,  მაგრამ...  არც  ისე  დაფარულად,  რომ  უავგუსტოესი  მონარქის სიტყვები  ადრესატამდე  არ  მისულიყო).  კუტუზოვმა  კი  სამხედრო  საქმეში  უნიჭო  ხელმწიფისადმი  პატივისცემა  აუსტერლიცის  დღიდან  დაკარგა.  დაკარგა  და  შემდეგ  აღარც  დაბრუნებია.  სამამულო  ომის  უმძიმეს მომენტში  მეფე  იძულებული  გახდა  საზოგადოების  მოთხოვნას  დაჰყოლოდა  და  კუტუზოვი  ჯარების  მთავარსარდლად  დაენიშნა.  დაენიშნა  და  თან გამოეცხადებინა:  მე  ხელი  დამიბანიაო.  მართლაც,  ალექსანდრე  რომანოვი  ამის  შემდეგ  საომარი  ოპერაციების  წარმოებაში  აღარ  ჩარეულა  – იგი  1812  წლის  ივლისიდან  პეტერბურგში  იმყოფებოდა  და  იქვე  დარჩა წლის  მიწურულამდე.  კუტუზოვმა  მის  გარეშე  გაუმართა  გენერალური ბრძოლა  ფრანგებს,  მის  გარეშე  შეატოვა  მათ  ხელში  მოსკოვი  და  მის გარეშე  წარმართა  ომის  დასკვნითი  ეტაპიც.  ხოლო  რაც  შეეხებოდა  სავალდებულო  პატაკებს,  იგი  რაც  შეიძლება  მოკრძალებით,  მაგრამ...  რაც შეიძლება  იშვიათად  აბარებდა  მათ  ხელმწიფეს!  ცხადია,  კუტუზოვის თვითნებობა  მეფეს  ხელს  არ  უშლიდა  ფრონტზე  მომხდარი  ამბების  საქმის  კურსში  ყოფილიყო  –  ამისათვის  მთავარსარდლის  შტაბში  მას  საკმარისად  ჰყავდა  საიმედო  მოყურადენი,  თუნდაც  ინგლისელი  გენერლის  რობერტ  ვილსონის  სახით,  მაგრამ,  მიუხედავად  ამისა,  კუტუზოვის  გამომწვევი  საქციელი  მეფეს,  ცხადია,  უკიდურესად  აღიზიანებდა  და  კიდევ უფრო  განაწყობდა  მთავარსარდლის  საწინააღმდეგოდ.  მაგრამ  ვითარება იმხანად  ისეთი  იყო,  რომ  თვით  ხელმწიფეს,  ერთპიროვნულ  მმართველსა და  თვითმპყრობელს  არ  აწყობდა  (არ  შეეძლო?)  პოპულარული  მხედართმთავრის  ხელის  ხლება.  განსაკუთრებით  მას  შემდეგ,  რაც  ომის  მსვლელობაში  გარდატეხა  მოხდა  და  ფრანგების  დამარცხება  მხოლოდ  დროის საკითხი  გახდა. 
ალექსანდრე  მარტო  ერთხელ  ჩაერია  უშუალოდ  სამხედრო  ოპერაციის  დაგეგმვაში:  ბერეზინას  მიდამოებში  უკუქცეულ  ფრანგთა  ნარჩენების  განადგურების  გეგმა  სწორედ  მან  და  მისმა  უახლოესმა  პეტერბურგელმა  გარემომცველებმა  შეიმუშავეს.  გარემოებათა  გამო  ამ  გეგმამ  „არ იმუშავა“,  ადმირალმა  ჩიჩაგოვმა  დააგვიანა,  გენერალმა  ვიტგენშტეინმა სულმოკლეობა  გამოიჩინა,  ფელდმარშალმა  კუტუზოვმა  ხელი  არ  გაანძრია  თუ  იმპერატორ  ნაპოლეონის  სამხედრო  ოსტატობამ  გასჭრა  –  მეფისთვის  სულ  ერთი  იყო  –  ფრანგები  ბერეზინაზე  გადავიდნენ  ღა  რუსთა მარწუხებს  დაუსხლტნენ.  ალექსანდრე  შეურაცხყოფილი და  პირში  ჩალაგამოვლებული  დარჩა.  და  მაინც,  მიუხედავად  საკმაოდ  ბუნდოვანი  სურათისა,  ისიცა  და  ბევრი  სხვაც,  ბერეზინასთან  წარუმატებლობას  მთლიანად კუტუზოვის  უმოქმედობას  აბრალებდა.  რუსი  მთავარსარდალი  იმ  პერიოდში  მართლაც  ძალზე  უნდილად  გაისარჯა  და  ნაპოლეონი  ხელიდან  გაუშვა.  გასამართლებლად  კუტუზოვმა  მერე  უტყუარი  საბუთები  მოიყვანა: მარტო  ფრანგების  კი  არა,  ჩემი  ჯარიც  შიმშილისა  და  ყინვისგან  გასავათებული  და  გამესამედებული  იყოო,  ესეც  არ  იყოს  ჩიჩაგოვსა  და  ვიტგენ· შტეინს  მაინც  იმდენი  ჯარი  ჰყავდათ  ბერეზინასთან,  ცოტათიც  რომ  ევარგათ,  მტერს  ხელიდან  არ  გაუშვებდნენო  და  ასე  შემდეგ  და  ასე  ამგვარად.
ეს  ყველაფერი  მართალი  იყო.  მაგრამ,  მართალი  იყო  ისიც,  რომ  კუტუზოვმა  ოდნავადაც  არ  აუჩქარა  მაშინ  ფეხს  და  ბერეზინადან  100  კილომეტრის სიშორეზე  დაბანაკდა...  არსებობს  საკმაოდ  მძლავრი  ვერსია  იმის  თაობაზე,  რომ  კუტუზოვს  ხელს  არ  აძლევდა  ნაპოლეონის  საბოლოო  დაღუპვა, კუტუზოვი  მარტო  ნაცადი  მხედართმთავარი  კი  არა,  იგი  მეტად  ეშმაკი  და შორსმჭვრეტელი  დიპლომატიც  იყო.  ამბობდნენ,  „დედილო  რუსეთის“  ამ ჭეშმარიტ  პატრიოტს  „მოქმედი“  ნაპოლეონი  სჭირდებოდა  რუსეთის ტრადიციული  მოწინააღმდეგეების  –  ავსტრიისა  და  პრუსიის  –  ზედმეტად  გაძლიერების  გასანეიტრალებლადო.  ნაპოლეონმა  ისეთი  მარცხი  იწვნია  რუსეთში,  რომ  იგი  მეტს  მისკენ  აღარ  გამოიხედავსო,  ანგარიშობდა მოხუცი  ფელდმარშალი.  მისი  სრული  განადგურების  შემთხვევაში  კი თავს  წამოყოფენ  ანტირუსული  ევროპული  ძალები,  რომელთაც  სულ ადვილად  შეიძლება  გვერდში  „ვერაგი  ალბიონიც“  ამოუდგეს;  აი,  მაშინ  კი მარტოს  მოუწევს  რუსეთს  ყველას  წინააღმდეგ  ბრძოლაო.  თუ  ასე  შორს მიდიოდა  თავის  გეგმებში  რუსთა  მთავარსარდალი,  მაშინ  ბარაქალა  მის შორსმჭვრეტელობას!  ყოველ  შემთხვევაში,  მას  არაერთხელ  გამოუთქვამს  1812  წლის  ომის  განმავლობაში  ამ  შეხედულების  დამადასტურებელი  სიტყვები.  რად  ღირს  თუნდაც  ის  ფრაზა,  რომელიც  ინგლისელ  კომისარ  ვილსონს  უთხრა  ფელდმარშალმა:  მე  სულაც  არ  მიმაჩნია  სამყაროსათვის  ბედნიერებად  იმპერატორ  ნაპოლეონისა  და  მისი  არმიის  სრული განადგურება.  მისი  მემკვიდრეობა  რუსეთს  ან  მატერიკის  რომელიმე  სახელმწიფოს  კი  არ  ერგება,  არამედ  იმ  ქვეყანას,  რომელიც  უკვე  ახლა  ბატონობს  ზღვებზე,  ხოლო  ამის  შემდეგ  მისი  უპირატესობა  სრულიად  აუტანელი  შეიქმნებაო.  განა  საკითხავია  ვის  გულისხმობდა  „ამ  ქვეყანაში“ კუტუზოვი?  ან  კიდევ,  აი,  რას  პასუხობდა  იგი  მის  მოშურნე  და  მოქიშპე გენერალ  ლეონტი  ბენიგსენს  ამ  უკანასკნელის  საყვედურზე:  „ჩემო  სულიკო,  ჩვენ  ვერასოდეს  ვერ  გამოვნახავთ  საერთო  ენას.  შენ  მხოლოდ  ინგლისის  კეთილდღეობაზე  ზრუნავ,  მე კი,  ჩემდა  თაგად,  ეს  კუნძული  დღესვე  ზღვაში  რომ  ჩაიძიროს,  ხმის  ამომღებიც  არა  ვარო“... 
ასეთი  შეხედულებებისა  და  ასეთი  განწყობის  მქონე  მთავარსარდალს  ომის  ევროპაში  გადატანა  წესით  აღარ  უნდა  მოსურვებოდა  და  აკი აღარც  მოისურვა.  ისიც  მეტად  მნიშვნელოვანია,  რომ  კუტუზოვი  მარტო არ  იყო.  მას  ბევრი  მომხრე  ჰყავდა  რუსეთში.  ბეგრს  როდი  უნდოდა  მაშინ ნემანს  იქით  გალაშქრება.  რუსეთმა  ისეთი  მატერიალური  და  ცოცხალი ძალის  ისეთი  ზარალი  ნახა  ამ  ომში,  ისე  გაჩანაგდა  მისი  დასავლეთის გუბერნიები  და  იმღენი  რამ  ჰქონდა  აღსადგენი,  რომ  ახალი  დიდი  ომის მორევში  გადაშვება  ნამდვილად  არ  უნდა  მოსურვებოდა.  ზემოთ  აღვნიშნეთ,  რომ  კუტუზოვი  მარტო  არ  იყო.  მარტო  კი  არა,  როგორც  ავტორიტეტული  ისტორიკოსები  ამტკიცებენ,  მაშინ  იმავე  აზრისა  რუსეთის  საზოგადოების  უდიდესი  ნაწილი  იყო.  სავსებით  შესაძლებელია.  მაგრამ,  მიუხედავად  ამისა,  მაინც  უმცირესობის  აზრმა  გაიმარჯვა.  გაიმარჯვა  იმიტომ,  რომ  მას  მეფე  ედგა  სათავეში.  მეფეს  კი  მთელი  თავისი  არსებით, მთელი  „გულით  და  სულით“  უნდოდა  ომის  გაგრძელება.  უნდოდა  ისტორიის  წინაშე  ევროპის  განმათავისუფლებლის  როლში  წარმოჩენილიყო. ამიტომ  კუტუზოვისა  და  მისი  მომხრეების  აზრს  მისთვის  ახლა  დიდი მნიშვნელობა  აღარ  ჰქონდა.  1812  წლის  დეკემბრის  ალექსანდრე  რომანოგი  სულაც  აღარ  იყო  იმავე  1812  წლის  ივლისის  ალექსანდრე  რომანოვი, ომის  მსვლელობით  შეშფოთებული  და  უკიდურესობამდე  აფორიაქებული მმართველი,  უსიტყვოდ  რომ  დაეთანხმა  ქვეშევრდომთა  თხოვნას  (მოთხოვნას?!)  და  არმია  დატოვა...  ალექსანდრე  პავლეს  ძე  ახლა  თეთრ ცხენზე  იჯდა.  ახლა  მისი  დრო  მოდიოდა  და  მას  წინ  ვეღარავინ  აღუდგებოდა.  იგი  არმიაშიც  ჩავიდოდა,  საზღვრებსაც  გადალახავდა,  ევროპასაც აიყოლიებდა  და  „ანტიქრისტეს“  მის  სამყოფელშივე  მოუღებდა  ბოლოს. „უფალმა  ღმერთმა  ძალაუფლება  და  გამარჯვება  მისთვის  მარგუნა,  რომ ქვეყნიერებას  მშვიდობა  და  სიწყნარე  მივანიჭო“  –  იტყვის  თავისი  მოქმედების  ასახსნელად  მეფე  ალექსანდრე.  მერე  რა,  რომ  რუსეთმა  ამ  ომში 300  ათასზე  მეტი  ადამიანი  დაკარგა,  ძირითადად  გაწვრთნილი  და  ბრძოლებში  გამობრძმედილი  მეომარი.  მერე  რა,  რომ  ნაკლებს  არც  ახლა  დაკარგავდა,  თვლით  ვის  ჩაუბარებია  ისინი  მეფისათვის,  მერე  რა,  რომ  უკან გადამწვარი  და  გავერანებული  ქვეყანა  რჩებოდა,  სამაგიეროდ  ალექსანდრე  პავლეს  ძეს  ევროპის  განმათავისუფლებელის  სახელი  დაუმკვიდრდებოდა,  სამაგიეროდ  თავის  დიდი  ხნის  ნატვრას  შეისრულებდა  და... თუმცა,  ამ  ნატვრის  შესახებ  ცოტა  ქვემოთ  ვილაპარაკოთ. 
ახლა  ალექსანდრე  რომანოვის  დრო  მოდიოდა...  ამასთან  დაკავშირებით,  იქნებ  უფრო  ახლოს  გავეცნოთ  ალექსანდრე  პავლეს  ძეს  – დიდი  და  თეთრი  რუსეთის  ხელმწიფესა  და  თვითმპყრობელს?  მკითხველი, ალბათ,  გაიკვირვებს  კიდეც:  ცოტა  მოგვიანებით  ხომ  არ  გვიწევს  მეფის გაცნობაო?  თანაც,  რა  გაცნობაზე  შეიძლება  ლაპარაკი,  როცა  მეორე  წიგნის  ლაშის  ყოველ  ფურცელზე,  ხილულად  თუ  უხილავად,  ალექსანდრე რომანოვი  მუდამ  „ჩვენთან“  იყოო?  მაგრამ  არ  ყოფილა  ჩვენთან  მეფე ალექსანდრე.  ეს  ჩვენ  ვიყავით  მასთან  –  აუსტერლიცშიც,  ტილზიტშიც, ერფურტშიც,  პეტერბურგშიც...  ჩვენ  ვიყავით,  მაგრამ  ის  არ  ყოფილა, აქამდე  არ  ყოფილა.  იმიტომ,  რომ  აქამდე  მისი  დრო  არ  მოსულა.  აი, ახლა  კი,  როცა  მისი  დრო  მოვიდა... 
ალექსანდრე  1777  წელს  დაიბადა,  მომავალი  მეფის,  პავლე  რომანოვის  ოჯახში.  დედამისი  –  დოროთეა  ვიურტემბერგელი  –  გერმანელი  იყო  (რუსეთში  მას  მარია  ფიოდოროვნას  უწოდებდნენ).  ბებიამისი  – სახელოვანი  ეკატერინე  მეორე  –  აგრეთვე  გერმანელი  იყო:  სოფია-ავგუსტა  ფრედერიკა  ანჰალტ  ფონ  ცერბსტი.  ბაბუაც  –  პეტრე  მესამე  – კარლ  ფრიდრიხ  ჰოლშტაინ-ჰოტტორპი  –  „ორი  მესამედით“  გერმანელი იყო...  დაბადებიდანვე  ბავშვი  ბებიამ  –  ეკატერინემ  –  წაიყვანა  და  თავის სასახლეში  თავის  ჭკუაზე  აღზარდა  (მერე  მან  ალექსანდრეს  ძმა  –  კონსტანტინეც  „წაართვა“  მშობლებს  და  მასაც  თავისთან  ზრდიდა).  იმპერატორმა  ქალმა  რამდენიმე  განთქმული  პედაგოგი  მიუჩინა  შვილიშვილს  და უმდიდრესი  ბიბლიოთეკაც  შეუგროვა.  პედაგოგებს  შორის  გამოირჩეოდნენ  მასონი,  პალასი,  კრაფტი,  მურავიოვი.  უფლისწულის  საერთო აღზრდას  ფრანგი  პოლკოვნიკი  ლაჰარპი  ხელმძღვანელობდა.  ალექსანდრემ  შესანიშნავად  შეისწავლა  არა  მარტო  მისი „მშობლიური“  გერმანული  ენა,  არამედ  მაშინ  საყოველთაოდ  გავრცელებული  ფრანგულიც.  ბებიის  მონდომებით  მას  კარგად  ასწავლეს  რუსული  ენაც... 
მამამისს,  პავლეს,  ეჭვიანსა  და  უნდო  კაცს,  ალექსანდე  არ  უყვარდა.  ეტყობა  იგი  გულში  შიშობდა  კიდეც  –  დედამ,  ეკატერინემ,  ტახტი  ჩემი  გვერდის  ავლით,  ჩემს  შვილს  არ  გადაულოცოსო.  მაგრამ  ასე არ  მომხდარა,  პავლე  ტახტზე  ავიდა  და  ცოტა  ხანში,  როგორც  დაამთავრა  ამქვეყნიური  არსებობა,  კარგად  ცნობილია.  მამისმკვლელებთან  ურთიერთობამ  და  მამის  მკვლელობაში  ხელის  გარევამ  მძიმე  დაღი  დააჩნია ალექსანდრეს  ცხოვრებას  –  ისიც  უნდო  და  ეჭვიანი  გახდა.  ახალგაზრდა მეფემ  კარგად  იცოდა  რუსეთის  სამეფო  კარის  ჩვევები:  ბაბუამისიც, პეტრე  მესამეც  ხომ  თავისით  არ  გამოსთხოვებია  მზის  სინათლეს.  ამიტომ ბუნებრივია,  რომ  ალექსანდრესაც  შეთქმულების  ფიქრი  და  შიში  აწუხებდა  ნიადაგ  (და  მუდამ  თავისი  სიცოცხლის  ხელყოფის  მოლოდინში  იყო. ეს  ბევრმა  იცოდა  და  ამის  მოლოდინიც  ბევრს  ჰქონდა.  საქმე  იქამდე მივიდა,  რომ  ერთი  ფრანგი  სტუმარი  ქალი,  რომელიც  სამეფო  სვლას  ესწრებოდა  ტაძარში,  მეფის  გამოჩენას  მეგობრისადმი  გაგზავნილ  წერილში  ასე  აღწერდა:  „ახალგაზრდა  იმპერატორს  წინ  პაპამისის  მკვლელები მიუძღოდნენ,  უკან  მამისმკვლელები  მიჰყვებოდნენ,  ხოლო  გარშემო  თავისი  მომაგალი  მკვლელები  ეხვივნენო“.  მთლად  ასე,  ალბათ,  არ  იქნებოდა და  ფრანგი  ქალბატონის  ხატოვანი  სიტყვები  სრულ  ჭეშმარიტებაზე  არ უნდა  ღაღადებდნენ,  მაგრამ  საერთო  ატმოსფერო  რომ  მძიმე  იყო  და  ისედაც  ნერვულ  ვითარებას  კიდევ  უფრო  ძაბავდა,  უტყუარია.  საქმეს  პავლეს  მეუღლის,  დაქვრივებული  დედოფლის  ქცევაც  ართულებდა.  ქმრის მოკვდინების  შემდეგ  მარია  ფიოდოროვნამ  პეტერბურგი  დემონსტრაციულად  დატოვა  და  პავლოვსკში  გადავიდა  საცხოვრებლად.  ყველაზე  და ყველაფერზე  განაწყენებულმა  ქვრივმა  შვილსაც,  მეფე  ალექსანდრესაც, აღარ  გაუმართა  წარბი.  შემდეგ,  დროთა  განმავლობაში,  ყინული  ცოტათი გალღვა  და  დედა-შვილს  შორის  საქმიანი  ურთიერთობა  დამყარდა,  მაგრამ  იგი  მაინც  ცივი  დარჩა  და  გულითადი  აღარასოდეს  გამხდარა.  ის კი  არა,  ალექსანდრეს,  მეფეს,  უზარმაზარი  ქვეყნის  საჭეთმპყრობელს, დედისადმი  უცნაური  მორიდებისა  და  დანაშაულის  თავისებური  გრძნობა ბოლომდე  შერჩა. 
ევროპელი  მასწავლებლების  მიერ  ევროპულ  ყაიდაზე  აღზრდილი ალექსანდრე  განათლებული,  რბილი  და  ალერსიანი  ადამიანის  შთაბეჭდილებას  ტოვებდა.  თავისი  მეფობის  დასაწყისში  მაინც.  ჯერ  კიდევ  ბებიის კარზე  ყოფნისას,  როცა  იგი  პოლონელ  ჩარტორიისკის  დაუმეგობრდა, მომავალი  თვითმპყრობელი  ერთობ  ლიბერალურ  აზრებს  გამოთქვამდა  და საფრანგეთში  რევოლუციის  გამარჯვებას  ლამის  აშკარად  ესალმებოდა. უფლისწულობის  პერიოდის  ამ  გატაცებათა  უდიდესმა  ნაწილმა  შემდეგ მეფე  ალექსანდრეს,  ცხადია,  გაუარა,  მაგრამ,  მისი  თანამედროვეების თქმით,  პირად  ურთიერთობებში  იგი  ისევ  რბილი,  ალერსიანი  და  ისევ ლიბერალური  შეხედულებებისა  დარჩა.  თუმცა  ერთი  მნიშვნელოვანი შესწორებით:  რბილი,  ალერსიანი  და  „ლიბერალი“  იგი  სხვებისთვის, ევროპელებისთვის  იყო,  ხოლო  საკუთარი  ქვეყნის  ქვეშევრდომებისათვის ალექსანდრე  პავლეს  ძეს  „ლიბერალიზმი“  ძალიან  ნაკლებად  ემეტებოდა. ალექსანდრე  პირველს  უმძიმეს  პერიოდში  მოუწია  მეფობამ. 
მსოფლიო  ისტორიაში,  ალბათ,  ორი  ან  სამი  შემთხვევა  თუ  მოიძებნება ისეთი,  როდესაც  განგება  რომელიმე  ქვეყნის  მმართველს  იმგვარ  მოწინააღმდეგეს  შეახვედრებს,  როგორიც  ალექსანდრე  რომანოვს  ერგო.  მაგრამ აქვე  ისიც  უნდა  ითქვას,  რომ  მის  გენიალურ  მეტოქესაც ღირსეული  მოწინააღმდეგე  შეხვდა.  ყოველგვარი  გადაჭარბების  გარეშე  შეიძლება  ითქვას,  რომ  ალექსანდრეზე  შეუპოვარი,  ალექსანდრეზე  თანამიმდევრული, და  თუ  გნებავთ,  ალექსანდრეზე  ჭკვიანი  მოწინააღმდეგე  ნაპოლეონს  არ ჰყოლია  (სერ  უილიამ  პიტი  ადრე  წავიდა  ამ  ქვეყნიდან).  მისდა  სავალალოდ,  ნაპოლეონმა  გვიან  გაიგო  ეს.  მერე,  წმინდა  ელენეს  კუნძულზე ყოფნისას,  კორსიკელმა  ჯეროვანი  მიუზღო  თავის  მტერს:  „რუსი  იმპერატორი  უდაოდ  გამოჩენილი  პიროვნებაა.  მას  ჭკუაც  აქვს,  თავისებური მომხიბვლელობაც  და  განათლებაც.  იგი  იოლად  ჩაუძვრება  სულში  ადამიანს,  მაგრამ  მისი  ნდობა  არ  შეიძლება.  ის  ნამდვილი  ბიზანტიელია“.  გვიან მიხვდა  ამას  ბუონაპარტე,  ძალიან  გვიან.  საპირისპიროდ,  ალექსანდრე მიხვდა  ყველაფერს  დროზე.  არა,  თავისი  მეტოქის  განუსაზღვრელ  შესაძლებლობებს  კი  არა,  ამას  რა  მიხვედრა  უნდოდა,  ყველაფერი,  რომ  იტყვიან,  თვალწინ  იდო,  თავის  შესაძლებლობებს  მიხვდა  ალექსანდრე  პავლეს ძე  და  თავისი  დიდი  მოწინააღმდეგისაგან  განსხვავებით,  თვითონ  მისცა სწორი  შეფასება  საკუთარ  თავს.  „როგორც  ეტყობა  ბონაპარტს  მე  სულელი  ვგონივარ.  მაგრამ  არა  უშავს.  იცინებს  ის,  ვინც  ბოლოს  გაიცინებს“, სწერდა  მეფე  თავის  დას  პრინცესა  ეკატერინეს.  და  ამას  სწერდა  ერფურტიდან,  1808  წელში,  ნაპოლეონთან  საზეიმო  შეხვედრებისა  და  „უგულითადესი“  მოლაპარაკებების  პერიოდში!  როცა  მათ  შორის  ურთიერთობებს ჩრდილს  თითქოს  არაფერი  აყენებდა...  მეორე  დას  კი,  მარია  პავლეს ასულს,  ასეთ  რამეს  ეუბნებოდა: „ჩვენთვის,  ორთავესთვის,  ევროპაში  ადგილი  არ  მოიძებნება.  ამიტომ,  ადრე  თუ  გვიან,  ან  მე  უნდა  წავიდე,  ან ის“.  დავიხსომოთ  ეს  სიტყვები. 
მეფე  ალექსანდრეზე  მდიდარი  ლიტერატურა  არსებობს.  ბუნებრივია,  რომ  ყველაზე  მეტს  მასზე  მისი  თანამემამულენი,  რუსები  წერდნენ.  რუსულ  ისტორიოგრაფიაში  ალექსანდრეს  მოღვაწეობის  შეფასებამ  რამდენიმე  ეტაპი  განვლო.  1814-1815  წლიდან  დაწყებული  მისი  სახელი  შარავანდედით  შეიმოსა  და  ცამდის  იქნა  აყვანილი.  ეს  მაშინ  იყო, კურთხეული  რომ  უწოდეს  მას.  შემდეგ,  როცა  დრო  გავიდა,  როცა  ბევრი ისეთი  ფაქტი  წარმოჩინდა,  რომელიც  მის  გარშემო  არსებულ.  შარავანდედს  გარკვეულ  ჩრდილს  აყენებდა,  კრიტიკული  აზრიც  გაჩნდა  და  საქმე ობიექტური  შეფასებისკენ  წავიდა.  მოგვიანებით,  ბოლშევიზმის  მძლავრობის  პერიოდში,  სიმართლე  დაიფარა  და  ალექსანდრეცა  და  მისი  „მოძმე“  გვირგვინოსნებიც  ისტორიის  სანაგვეზე  მოისროლეს.  ეს,  რა  თქმა უნდა,  კურიოზი  იყო,  როგორც  თვით  ის  სისხლიანი  პერიოდი.  ამიტომ არც  ღირს  მასზე  შეჩერება. 
სიმართლე  კი  ასეთი  გახლდათ:  რუსეთს  მთელი  მისი  არსებობის მანძილზე  ერთ-ერთი  ყველაზე  მძიმე  განსაცდელის  პერიოდში  სათავეში ედგა  ჭკვიანი,  ცბიერი  და  ერთობ  შეუპოვარი  ხელმძღვანელი,  რომელმაც თავისი  სიმტკიცით,  დიპლომატიური  აქტიურობით,  მტერთან  შეურიებლობით  მნიშვნელოვანი  სამსახური  გაუწია  მას  ძნელბედობის  ჟამს. როდესაც  ამ  სიტყვებს  ვწერთ,  მხედველობაში  1812  წელი  გვაქვს,  წელი, რომელსაც  შემდგომ  სამართლიანად  უწოდეს  რუსებმა  სამამულო  ომის წელი.  რაც  შეეხება  1813-1814  წლებს,  ე.წ.  ევროპაში  ლაშქრობის წლებს.  აქ  ალექსანდრესა  და  თვით  ამ  ლაშქრობების  შეფასება  უკვე  სხვანაირი  იქნება.
იმ  ნაშრომთაგან,  რომელნიც  მეფე  ალექსანდრესადმია  მიძღვნილი,  ყურადღებას  იპყრობს  ნიკოლოზს  ულიანოვის  მიერ  ემიგრაციაში შექმნილი  ნარკვევი  „ჩრდილოეთის  ტალმა“,  რადგან  მასში  ალექსანდრე სხვა  კუთხითა  და  სხვა  რაკურსითაა  დანახული  და  მასზე  გამოთქმული ბანალური  შეხედულებებისგანაც  მეტ-ნაკლებად  თავისუფალია. სხვათაშორის,  „ჩრდილოეთის  ტალმა“  ალექსანდრეს  ნაპოლეონმა  უწოდა,  თავისი  ახალგაზრდობის  წლების  მეგობრის,  განთქმული  არტისტის  ფრანსუა  ტალმას  სამსახიობო  ოსტატობასთან  შესადარებლად. აქ  მოდით,  ცოტა  მეტხანს  შევჩერდეთ  ამ  წიგნზე  და  ვრცელი  ნაწყვეტებიც მოვიყვანოთ  იქიდან.  მკითხველი,  ალბათ,  არ  დაგვძრახავს  ამისათვის, რადგან  მეფე  ალექსანდრეს  ისე  დიდი  ადგილი  ეჭირა  1801-1815  წლების ევროპულ  ცხოვრებაში,  რომ  მასზე  დახარჯული  სიტყვები  ნამდვილად ფუჭი  არ  იქნება. 
„ჩრდილოეთის  ტალმას“  ავტორი  აღნიშნავს,  რომ  ისტორიკოსთა მნიშვნელოვანმა  ნაწილმა  ადვილად  შეამჩნია  ალექსანდრეს  განსაკუთრებულად  მტრული  დამოკიდებულება  ნაპოლეონისადმი  და  სცადა  ამ  საიდუმლოებით  მოცული  ფანატიზმის  ახსნა.  ამ  ცდებიდან  ყველაზე  უსუსური,  თვლის  ავტორი,  ეკონომიკური  და  პოლიტიკური  მიზეზების  მოშველიებაა,  ვინაიდან „...რუსეთს  ნაპოლეონის  საწინააღმდეგო  ომებში  მონაწილეობის  არც  პოლიტიკური  და  არც  ეკონომიკური  საბაბი  არ  ჰქონდა. თუ  რუსეთი  წყნარად  იქნებოდა  და  თავის  საკუთარ  საქმეებს  მიხედავდა, მაშინ  მას  თითსაც  არავინ  დააკარებდა“.  საქმე  არც  რუსეთის  მეფეების რეაქციონერობაში  იყოო,  განაგრძობს  ავტორი,  რადგან  ისინი  თუ  აშკარა სიმპათიით  არა,  ყოველ  შემთხვევაში,  მტრულად  არ  ეკიდებოდნენ საფრანგეთის  რევოლუციას  (ნ. ულიანოვს  მხედველობაში  ჰყავს  ეკატერინე  II  და  ალექსანდრე  I.  ერთადერთ  გამონაკლისად  იგი  პავლე  I-ის  ხანმოკლე  მეფობის  პერიოდს  უშვებს).  მაშ  რაზე  იყო  დაფუძნებული  ალექსანდრეს  ეს  პათოლოგიური  სიძულვილი  ნაპოლეონისადმი?  შურზე  – დაასკვნის  ავტორი.  ნაპოლეონისადმი  შურს  გადააყოლა  ალექსანდრემ  რუსეთის  პოლიტიკის  ბუნებრივი  მიმართულება  და  საკუთარი  ქვეყნის  ისტორიული“  მეტოქეების  –  პრუსიისა  და  ავსტრიის  –  აღმავლობას  შეუწყო ხელი.  ხოლო  როგორ  გადაუხადეს  შემდგომში  ამ  ქვეყნებმა  რუსეთს „მადლობა“,  კარგად  ცნობილიაო.  ამიტომ,  „...ახლა,  150  წლის  შემდეგ, ალექსანდრეს  გმირობა  პიროტექნიკულ  ეფექტს  წააგავს,  ფუჭ გაელვებას,  მან  ვერც  თაგისი  ქვეყანა  განადიდა  იმაზე  მეტად,  რაც  მანამდე  იყო და  ვერც  ჭეშმარიტი  დიდებისკენ  მიმავალი  გზა  უჩვენა  მას.  მის  მიერ გათამაშებული  ფეერიის  უკან  რუსეთის  ისტორიული  ტრაგედია  მოჩანს.
პეტრეს  დროს  რუსეთი  ევროპული  სახელმწიფო  გახდა,  მაგრამ  თავისი ევროპეიზმი  ბევრ  რამეში  ყალბად  აღიქვა  –  იგი  ვერ  ჩაწვდა  იმას,  რომ თავისი  გამარჯვებები  მას  კულმთან  და  ლაიფციგთან  კი  არ  უნდა  მოეპოვებინა,  არამედ  სახლში  –  ლიცეუმების  მერხებზე.  XVIII  საუკუნის  განმავლობაში  მან,  მართალია,  გასაოცარ  წარმატებებს  მიაღწია  კულტურის შეთვისების  საქმეში,  მაგრამ  ეს  მაინც  არ  იყო  საკმარისი  იმისათვის,  რომ დაეფარა  ის  გზა,  რომელიც  ევროპამ  ათასი  წლის  მანძილზე  გაიარა,  ვერავითარი  ბერლინისა  თუ  პარიზის  აღება  ვერ  გახდიდა  მას  ევროპულს მანამ,  სანამ  საკუთარ  ჩუხლომას  არ  აიღებდა  (ჩუხლომა  კოსტრომის ოლქის  ერთი  მიყრუებული  ქალაქია,  დ.ც.).  მას  მომავლის  ქვეყანას  უწოდებდნენ,  მაგრამ  წინ  გადარბენა  უყვარდა  და  აწმყოში  სურდა  იმის  გაკეთება,  რაც  მხოლოდ  მომავალში  თუ  შესრულდებოდა.  ნეოფიტის  მდგომარეობაში  მყოფს  მას  არავითარი  სპეციალური  (საგანგებო)  ინტერესები დასავლეთში  არ  ჰქონდა  და  მანამ,  სანამ  არ  მიაღწევდა  კულტურულ  და ეკონომიკურ  სიმწიფეს,  თავი  უნდა  შეეკავებინა  დიდ  სახელმწიფოთა ოჯახში  პოლიტიკური  აქტიურობისგან.  ის  კი  ამის  სანაცვლოდ  მუდამ სხვის  უთანხმოებებში  ებმებოდა,  რითაც  საკუთარი  საგარეო-პოლიტიკური  დოქტრინის  არქონას  ამტკიცებდა  მხოლოდ... 
დიპლომატიური  და  სამხედრო  დემარშები  სერიოზულად  არასოდეს  არ  ყოფილა  მოფიქრებული.  თუ  დღეს  ვინმეს  ჭკუაში  დაუჯდებოდა რუსის  ჯარის  პრუსიაში  გაგზავნა  ფრიდრიხ  II-ის  წინააღმდეგ,  ხვალ  ამ ჯარს  იტალიაში  გაგზავნიდნენ  ფრანგების  გასადევნად,  ზეგ  კი  ახალი ბრძანება  გამოვიდოდა:  დონისა  და  ურალის  კაზაკობამ  პოლკები  გამოიყვანოს,  ინდოეთს  გაემართოს  და  დაიპყროს  იგიო.  ...არაეროვნული,  არასახელმწიფოებრივი  დიპლომატიის  ყველაზე  თვალსაჩინო  ნიმუშია  ალექსანდრეს  ომები  ნაპოლეონთან.  ჯერ  კიდევ  1805  წელს,  როცა  ომი  რუსი იმპერატორის  ინიციატივით  დაიწყო,  ყველა  მოაზროვნე  კაცს  შიში  დაეუფლა.  „არასოდეს  დამავიწყდება  ის  მწარე  წინათგრძნობა  –  წერდა  კარამზინი  –  როცა  მე,  მძიმე  აგადმყოფმა,  ჩვენი  ჯარების  ლაშქრობის  ამბავი  შევიტყვე...  რუსეთმა  მთელი  თავისი  ძალა  იმისთვის  აამოქმედა,  რომ საფრანგეთზე  გაბოროტებული  ინგლისისა  და  ვენისათვის  გაეწია  დახმარება,  ანუ  მათი  იარაღი  გამხდარიყო  და  თანაც  ისე,  რომ  თავად  სარგებელი  არც  კი  მიეღო“. 
მაგარი  სიტყვებია,  ვერაფერს  იტყვი.  ძნელად  თუ  რამეს  დაუმატებ.  მაგრამ,  თუ  ვერაფერს  დაუმატებ,  შეეკამათები  მაინც  აგტორს.  ჯერ ერთი,  იმიტომ,  რომ  პოლიტიკური  ფაქტორების  სრული  უგულვებელყოფა  გამართლებული  ვერ  იქნება.  რუსეთს  თავისი  ინტერესები  ჰქონდა,  იგი „თავის“  საზღვრებში  ვერ  ეტეოდა  (ზუსტად  ისე.  როგორც  სხვა  დიდი სახელმწიფოები).  ფინეთის  გამო  ეომებოდა  შვედეთს;  მოლდავეთის,  ვლახეთის,  საერთოდ,  დუნაის  შესართავის  გამო  ეომებოდა  ოსმალეთს  (ამავე დროს  გულში  მუდამ  ჰქონდა  კონსტანტინოპოლის  ხელში  ჩაგდების  სურვილიც),  ხელიდან  არ  უშვებდა  პოლონეთსა  და  კავკასიას.  ასეთ  პოლიტიკას  იხოლირებულად  ვერ  გაატარებ,  თუ  სხვა  დიდ  სახელმწიფოებთან არა  გაქვს  კონსენსუსი  მიღწეული,  თუ  მათი  აშკარა  ან  ფარული  „ნებართვა“  არა  გაქვს  აღებული.  მითუმეტეს  ვერ  გაატარებ  ასეთ  აქტიურ  ექსპანსიურ  პოლიტიკას  იმ  პირობებში,  როცა  შენგან  უკვე  არცთუ  მოშორებით  უმძლავრესი  სამხედრო  გაერთიანება  ყალიბდება  ერთობ  დაუდეგარი ხელისუფალის  მეთაურობით,  სწორედ  ასეთ  დროს  ეძებ  მოკავშირეებს, ქმნი  კოალიციებს,  მონაწილეობ  ომებში,  აწარმოებ  მოლაპარაკებებს,  დებ ზავს,  მოკლედ,  ისეთ  აქტიურ  პოლიტიკას  ეწევი,  როგორსაც  მეფე  ალექსანდრე  ეწეოდა  (სხვა  საკითხია,  როგორი  შედეგი  მოჰქონდა  ასეთ  პოლიტიკას.  მაგრამ,  აქ,  უეჭველად,  გასათვალისწინებელია  ის  გარემოება, რომ  რუსეთსაც  და  მის  მოკავშირეებსაც  სრულიად  განსაკუთრებულ  მოწინააღმდეგესთან  ჰქონდათ  საქმე,  ისეთთან,  რომელთან  დაპირისპირება წარმოუდგენლად  ძნელი  რამ  იყო). 
ამასთანავე,  არც  ეკონომიკური  ფაქტორების  უკუგდება  შეიძლება.  გავიხსენოთ,  თუნდაც,  „კონტინენტური  ბლოკადა“,  რომელიც  არ  იყო რუსეთისათვის  მომგებიანი  და  რომლის  ბრმად  გატარება  ალექსანდრეს საკუთარი  ქვეყნის  გავლენიან  წრეებს  უპირისპირებდა. 
ამრიგად,  ორივე  ამ  საკითხს  –  პოლიტიკურსა  და  ეკონომიკურს –  უდაოდ  მნიშვნელოვანი  ადგილი  ეკავა  მეფე  ალექსანდრეს  იმდროინდელ  –  1804-1812  წლების  –  მოღვაწეობაში.  მაგრამ,  გარდა  საქმის  ამ ობიექტური  მხარისა,  იყო  ერთობ  მნიშვნელოვანი,  ხოლო  (1812-1815 წლებში  უმნიშვნელოვანესი  სუბიექტური  მხარეც.  აქ  „ჩრდილოეთის ტალმას“  ავტორთან  საკამათო  არაფერი  გვაქვს.  მართლაც,  ალექსანდრეს,  მეფისა  და  თვითმპყრობელის,  პირად  დამოკიდებულებას  ნაპოლეონისადმი  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  მიეცა  რუსეთის  შემდგომ  მოქმედებაში.  როცა  აღარც  „კონტინენტური  ბლოკადა“  მოქმედებდა,  აღარც სამხედრო  და  პოლიტიკური  გართულებები ემუქრებოდა  რუსეთს,  წინა პლანზე  ალექსანდრეს  პირადი  ამბიციები  გამოვიდა.  სუბიექტურ  ფაქტორს  კი,  ადამიანის  ნება-სურვილს,  „ასეთ  საქმეებში“  უკანასკნელი  ადგილი  როდი  უჭირავს.  მითუმეტეს,  როდესაც  ამ  ნება-სურვილის  მქონე ადამიანები  არნახული  ძალითა  და  უფლებებით  არიან  აღჭურვილნი,  და კიდევ ეს  ყველაფერი  200  წლის  წინ  ხდებოდა,  როცა  „დიდი  ბატალიონები  ყოველთვის  მართლები  იყვნენ“  (რა  გეიჭირდა,  მარტო  მაშინ  რომ ყოფილიყო  ასე...). 
მაგრამ,  მხოლოდ  ნაპოლეონისადმი  შურის  გრძნობაზე  იყო  აგებული  მეფის  ასეთი  ქცევა?  ცოტათი  ხომ  არ  აღარიბებს  ეს  ალექსანდრეს მოქმედებას?  სხვა  რამ  ფაქტორსაც  ხომ  არ  ჰქონდა  მნიშვნელობა?  ჩვენის აზრით,  ჰქონდა  და  ვნახოთ,  რა  ფაქტორი  იყო  ეს.  ვცადოთ  და  გავუგოთ ალექსანდრეს.  ერთი  წუთით  ჩვენი  თავი  მის  ადგილზე  წარმოვიდგინოთ (გულზე  ხელი  რომ  დავიდოთ,  მაშინ,  ალბათ,  ვაღიარებთ,  რომ  წიგნის ყოველ  ფურცელზე  მხოლოდ  მისი  დიდი  მოწინააღმდეგის  ადგილას  წარმოვიდგენთ  ხოლმე  თავს...).  ის,  რის  შესახებაც  ქვემოთ  გვექნება  საუბარი,  სრულიადაც  არ  იქნება  მეფე  ალექსანდრეს  „გამართლების“  ცდა.
ჩვენ,  ქართველებს,  „ჩვენი  ანგარიში“  გვაქვს  ალექსანდრე  პავლეს  ძესთან:  ეს  მან  გააუქმა  ქართლ-კახეთის  სამეფო;  ეს  მან  დაიპყრო  დასავლეთი საქართველო;  ეს  მან  გაასახლა  ერეკლეს  ოჯახი;  მან  ჩაახშო  მთიულეთისა  და  კახეთის  აჯანყებები...  თუნდაც  ამიტომ  არ  გამოიდებს.  ამ  „წიგნის ავტორი  თავს  მისი  გულისთვის.  მაგრამ,  რადგან  ჩვენ  სახელმწიფო  მოღვაწის  პორტრეტს  ვხატავთ,  თუნდაც  მასზე  განუზომლად  დიდი  მოღვაწის ჩრდილით  გაფერმკრთალებულს,  და  მის  მოქმედებას  ვაძლევთ  შეფასებას,  მაშინ  მოდით,  კეთილი  ვინებოთ  და  მის  სულშიც  ჩავიხედოთ.  ჩავიხედოთ  და  დავინახოთ,  რა  დღეში  იყო  უზარმაზარი  ქვეყნის  ერთპიროვნული გამგებელი,  თუნდაც,  1804  წლიდან  მოყოლებული,  როდესაც  მისმა  მომავალმა  მოწინააღმდეგემ  საჯაროდ  და  სამუდამოდ  შეურაცხჰყო  იგი,  როცა  მამისმკვლელებთან  ახლო კავშირში დასდო  ბრალი.  ეს  ბრალდება უსაფუძვლო  რომ  ყოფილიყო,  შეიძლება  კიდევ  აეტანა  კაცს,  შეიძლება დაევიწყებინა  კიდეც,  მაგრამ  რადგან  მას  მყარი  საფუძველი  გააჩნდა,  ადამის  შვილი  მას  არც  დაივიწყებდა  და  არც  აპატიებდა  როდესმე... 
ჩავიხედოთ  ალექსანდრეს  სულში  და  დავინახოთ,  რა  დღეში  იყო თავმომწონე  თვითმპყრობელი  1805  წლის  დეკემბერში,  როცა  თვალცრემლიანი  გამორბოდა  აუსტერლიცის  ველიდან  და  ერთადერთ  „ნუგეშად“  ისღა  რჩებოდა,  მასთან  ერთად  მისი  უავგგუსტოესი  „ძმა“  ავსტრიის  იმპერატორი  ფრანციც  რომ  გამორბოდა... რა  დღეში  იყო  1807  წლის  ზაფხულში,  როცა  ფრიდლანდთან  კატასტროფის შემდეგ  იძულებული  ხდებოდა  მთელი  ევროპისა  და,  რაც  მთა: გარია,  მისი  ქვეყნის  თვალში სამარცხვინო  ტილზიტის ზავზე  წასულიყო... რა  დღეში  იყო  1812  წლის  ზაფხულში,  როცა  გამოირკვა,  რომ მისი  „პირმშო“,  ასე  ძვირადღირებული  დრისის  ბანაკი,  უვარგისი  და უსარგებლო  წამოწყება  ყოფილა,  როცა  მისმა  გარემომცველებმა  იძულებული  გახადეს  თავისი  ნების  წინააღმდეგ  დაეტოვებინა  არმია  და  პეტერბურგს  გახიზნულიყო,  როცა  თავისი  სურვილის  წინააღმდეგ  აიძულეს ჯარის  მთავარსარდლად  მისთვის  საძულველი  კუტუზოვი  დაენიშნა,  როცა  ქვეყნის  დიდი  ნაწილი  დაიკარგა  და  გაჩანაგდა,  როცა  მისი  არმია  გენერალურ  ბრძოლაში  დამარცხდა  და  მტერს  ისტორიული  დედაქალაქი ჩააბარა,  როცა  ყველა  ეს  უბედურება  პირდაპირ  თუ  შემოვლითი  გზით მას,  სრულიად  რუსეთის  ხელმწიფესა  და  თვითმპყრობელს  ალექსანდრე პირველს  ბრალდებოდა,  როცა  საყვარელ  და  „გულის  მესაიდუმლე“  დას, ეკატერინე  პავლეს  ასულს,  თურმე  ჩუმად,  მის  სანაცვლოდ,  ტახტზე ასასვლელად  ამზადებდნენ... 
ვინ  დათვლის,  ვინ  ასწონის  რა  სირცხვილის,  თავმოყვარეობის რა  შელახვის,  შინაგანი  ბრძოლის  რა  ფასად  უჯდებოდა  ყველაფერი  ეს ალექსანდრე  რომანოვს?  მერე  და  ვინ  არის  ყველა  მისი  ამ  შეჭირვების, ამ  უსიამოვნების  და  ამ  უბედურების  მიზეზი?  ვინ  არის  ის,  ვინც  სიცოცხლე  მოუწამლა  ახალგაზრდა  მეფეს?  იცის  ალექსანდრე  პავლეს  ძემ, ვინც  არის,  ძალიან  კარგად  იცის,  რაც  არის  და  ამიტომაც  სძულს  იგი საშინელი  სიძულვილით,  და  ამასთან  ერთად  შურს  კიდეც  მისი  ყველაზე შავი  შურით,  როგორი  შავიც  კი  შეიძლება  იყოს!  შურს  მისი  ღვთაებრივი ტალანტის,  მისი  მიღწევების,  მისი  დიდების.  შურს  ისიც,  რომ  მან,  მისმა დაუძინებელმა  „მეგობარმა“  და  მტერმა  თავისით,  თავისი  ნიჭისა  და ხმლის  წყალობით  მიაღწია  მიუღწეველს  და  არა  მემკვიდრეობით  მიღებული  შესაძლებლობების  გამოყენებით,  რაც  ასგზის.  და  ათასგზის  უფრო ღირებულოვანს  ხდის  ამ  მიღწევებს... 
მაგრამ  მაინც,  ყველაზე  მეტად,  ყველაზე  უფრო,  მეფე  ალექსანდრეს  მისდამი  სიძულვილი  ამოძრავებს,  შეურაცყოფის  გადახდის  გრძნობა  არ  აძლევს  საშუალებას,  შეჩერდეს,  ვითარებაში  უკეთ  გაერკვეს  და უკეთესი  გადაწყვეტილება  მიიღოს. 
ეს  გრძნობა  არ  მოასვენებს  ალექსანდრე  პავლეს  ძეს,  კაცს  ნიჭიერსა  და  ჭკვიანს,  ეშმაკსა  და  მოხერხებულს.  არ  მოასვენებს  მანამ,  სანამ სანუკვარ  ოცნებას  არ  შეისრულებს,  სანამ  არ.ეცდება,  რომ  დაამხოს, დააქციოს,  გააცამტვეროს  ის,  ვინც  ამდენი  აწვალა,  ამდენჯერ  დასცინა და  გააბიაბრუა!  ყოველივე  ამის  შემდეგ  უნდა  სცადო  და  გაუგო  ალექსანდრე  რომანოვს,  გაუგო  როგორც  ადამიანს,  როგორც  კაცს,  ბოლოს  და ბოლოს,  და  არა  როგორც  ხელმწიფეს  მხოლოდ... 
ხელმწიფე  დეკემბრის  მიწურულს  ჩავიდა  ვილნაში.  იგი  დიდის ამბით  შეხვდა  კუტუზოვს  – პირფერობა  ხომ  არასოდეს  აკლდა  ალექსანდრე  პავლეს  ძეს.  მთავარსარდალმა  თავისი  აზრი  მოახსენა  ომის  ღირსეულად  დამთავრების  შესახებ,  მეფემ  –  თავისი,  ომის  კიდევ  უფრო  ღირსეულად  გაგრძელებისა  და  მისი  შუაგულ  ევროპაში  გადატანის  თაობაზე.  კუტუზოვი  დიდად  არ  შეკამათებია  მას  –  მეფის  ტონის,  მეფის  კატეგორიულობის  მიხედვით  ფელდმარშლისთვის  ნათელი  გახდა:  ამიერიდან  იქნებოდა  ისე,  როგორც  ხელმწიფე  იტყოდა  და  ხელმწიფე  ისურვებდა.  წავიდა ის  დრო,  სხვების  ჭკუას  რომ  მისდევდა  რუსეთის  იმპერატორი... 
კუტუზოვი  სახალხოდ  დიდად  შეაქო  ალექსანდრე  პირველმა, რუსეთის  ყველაზე  უმაღლესი  სამხედრო  ჯილდო  –  წმინდა  გიორგის ოფიცრის  პირველი  კლასის  ორდენი  უბოძა.  ეს  ორდენი სულ  რამდენიმე გამოჩენილ  მხედართმთავარს  თუ  ღირსებია  მანამდე  რუსეთში.  ამის  გარდა  ფულადი  ჯილდო  და  სხვა  საჩუქრებიც  არ  დაუშურებია  სამშობლოს მხსნელისათვის  (ასე  უწოდებდნენ  ხალხში  კუტუზოვს),  მაგრამ  ყველაფერი  ეს  საჯაროდ,  სხვების  დასანახად.  ჩუმად  კი,  ზურგს  უკან,  განსაკუთრებით  უცხოელ  დიდმოხელეებთან  საუბრისას,  მეფე  კვლავ  უდიერად მოიხსენიებდა  მთავარსარდალს. 
კუტუზოვი  კმაყოფილი  ჩანდა,  მეფეს  შემდგომი  წყალობის  არმოკლებას  სთხოვდა  და  მადლობას  უძღვნიდა.  მეფისთვის  კი  ყველაზე  დიდი  მადლობა  ის  იქნებოდა,  კუტუზოვი  რომ  თვალთაგან  მოსცილებოდა... მალე  აუსრულდება  სურვილი  ალექსანდრე  პავლეს  ძეს,  მალე  მოსცილდება  კუტუზოვი  მას  თვალთაგანაც  და,  საერთოდ,  ცხოვრებიდანაც.  სულ ოთხიოდე  თვეში  –  1813  წლის  აპრილში...  ქალაქ  ბუნცლაუში,  რომელშიც  ის,  როგორც  ხელმწიფის  დამჯერე  ერთგულ  ხელქვეითს  შეეფერება, შუაგულ  ევროპისკენ  სალაშქროდ  მიმავალ  ჯართან  ერთად  შევიდა.  მოხუცი  ფელდმარშალი  გზაში  გაცივდა,  ფილტვების  ანთება  დაემართა  და რამდენიმე  დღეში  სულიც  განუტევა.  უკვე  სიკვდილის  გზაზე  დამგდარი მთავარსარდალი  მეფემ  ინახულა.  შეხვედრა  სულ  რამდენიმე  წუთს  გაგრძელდა.  მეფე  მარტო  შევიდა  მომაკვდავთან.  მან  ერთადერთი  კითხევა  დაუსვა  მთავარსარდალს:  „მიხეილ  ილარიონის  ძევ,  შეგიძლიათ  მაპატიოთ?“  „მე,  თქვენო  უდიდებულესობავ,  მიპატიებია,  მაგრამ  არასოდეს  გაპატიებთ  რუსეთი“.  ეს  „საუბარი“  შემთხვევით. მოისმინა  იქვე,  ოთახში, ფარდის  უკან  შემორჩენილმა  ვინმე  კრუპენიკოვმა.
        რის  პატიებას  სთხოვდა  მეფე  მომაკვდავ  მთავარსარდალს,  რა ჰქონდა  მისგან  საპატიებელი?  ამაზე  მხოლოდ  ვარაუდების  გამოთქმა შეიძლება.  ყველაზე  ფართოდ  გავრცელებული  აზრი  იმის  შესახებ,  რომ მეფე  პატიებას  სთხოვდა  კუტუზოვს  წლების  განმავლობაში  მიყენებული  წყენისათვის,  სწორი  არ  უნდა  იყოს.  ასეთი  „წვრილმანისათვის“ ხელმწიფე  ბოდიშს  არ  მოუხდიდა  ხელქვეითს.  მერედა  რა  დაუშავა  ასეთი  ალექსანდრემ  მოხუც  მხედართმთავარს,  რომ  „არასოდეს  აპატიებდა რუსეთი?“  რომ  არ  უყვარდა,  ისა?  მერე  რა,  ადამიანი  იყო  და  შეეძლო ზოგი  ჰყვარებოდა  და  ზოგი  არა.  მთავარსარდლობიდან  რომ  მოხსნა 1805  წელში,  წაგებული  ომის  შემდეგ?  მანამდე  რომ  დანიშნა?  მერეც ხომ  დანიშნა,  თურქეთთან  ომის  დროს?  1812  წელშიც  ხომ  დანიშნა, თუმცა  უხალისოდ?  ახლაც,  1813  წლის  აპრილში  რომ  მთავარსარდლის რანგით  ეთხოვებოდა  ამქვეყანას  მიხეილ  ილარიონის  ძე?  ფელდმარშლის  წოდებით,  უმაღლესი  ორდენებით  მკერდდამშვენებული?  არა,  აქ წყენაში  არ  უნდა  იყოს  საქმე.  თანაც  კუტუზოვის  მასშტაბის  კაცი, თვით  სასიკვდილო  სარეცელზეც  კი,  არ  იკადრებდა  იმას,  რომ  პირადი განაწყენება  მთელი  ქვეყნის  განაწყენებად  ჩაეთვალა  ხელმწიფე-იმპერატორისთვის.  წყენაზე  თუ  მიდგებოდა  საქმე,  ალექსანდრეს,  მეფეს,  მეტი ჰქონდა  საწყენი.  ეს  კუტუზოვი  არ  იყო,  რომ  თვითნებობდა  და  მეფის სურვილის  საწინააღმდეგოდ  მოქმედებდა,  თანაც  მრავალი  წლის  წინ  კი არა,  ახლა,  ამ  ომში,  სულ  რამდენიმე  თვის  წინ?  ამისთვის  სთხოვდა  პატიებას  სრულიად  რუსეთის  თვითმპყრობელი?  ცხადია,  არა.  აქ  სხვა რამაა –  ის,  რისი  აღიარებაც  ბევრს  არ  უნდოდა.  ასეთი  აღიარებით  ხომ ჩრდილი  მიადგებოდა...  არა,  ალექსანდრეს  კი  არა,  ეს  არაფერი,  რუსეთის  განმათავისუფლებელ  პოლიტიკას  1813-1815  წლებში!  დიახ,  კუტუზოვი  პოლიტიკის  გამო  კიცხავდა  მეფეს,  კიცხავდა  მთელი  შეგნებული  რუსეთის  სახელით  იმის  გამო,  რომ  მან,  პირად  ემოციებს  აყოლილმა,  ახალ  სისხლისმღვრელ  ომში  ჩააბა  ქვეყანა  და  მისი  ინტერესების დაცვის  ნაცვლად,  სხვების  წისქვილზე  დაასხა  წყალი. 
არმიაში  ჩასვლის  დღიდან  ალექსანდრე  მთლიანად  ჩაეფლო  ევროპაში  ომის  გადატანისთვის  რთულ  სამზადისში.  რუსის  ჯარი  იმ  დროს ისე  იყო  დასუსტებული,  რომ  იგი  მარტო  ომის  არათუ  წარმატებით  დასრულებას,  ხეირიანად  გაგრძელებასაც  ვერ  შეძლებდა.  თანაც,  კუტუზოვი კი  დაეთანხმა  მეფეს  კამპანიის  გაგრძელებაში,  მაგრამ  დიდ  ენთუზიაზმს არ  იჩენდა  და  აშკარად  ნელა  მოქმედებდა. 
ალექსანდრემ  მოკავშირეებს  დაუწყო  ძებნა.  კაცმა  რომ  თქვას, მათი  ძებნა  სულაც  არ  სჭირდებოდა  მეფეს  –  ფრანგთა  იმპერატორმა იმდენი  ქვეყნის  მმართველი  მოიმდურა,  რომ  უმეტესი  მათგანი,  თუ  საქმე შესაფერისად  წავიდოდა,  რუსეთს  ამოუდგებოდა  მხარში.  საქმე შესაფერისად  მათთვის  მაშინ  წავიდოდა,  თუ  მათ  ნაპოლეონის  აღარ შეეშინდებოდათ  და  მისი  შურისძიების  მსხვერპლნი  არ  გახდებოდნენ.
ამ  ეტაპზე  მთავარი  მაინც  პრუსია  იყო.  ის  იყო  ახლა  ყველაზე ახლოს  რუსის  ჯართან  და  ის  იყო  ყველაზე  დაჩაგრული.  ალექსანდრემაც მას  მიაპყრო  თავისი  ყურადღება.  ამ  „ყურადღების“  ერთი  შემადგენელი ნაწილი  იყო  სწორედ  ზემოქმედება  იორკ  ფონ  ვარტენბერგზე.  ეს  გენერალი  ნაპოლეონის  არმიაში  პრუსიის  საექსპედიციო  კორპუსს  სარდლობდა რუსეთში  ლაშქრობის  დროს.  იგი  მარშალ  მაკდონალდის  დაქვემდებარებაში  იმყოფებოდა  და  კურლიაადიაში  მოქმედებდა.  იორკი,  ისევე  როგორც  ბევრი  მისი  კოლეგა,  ფრანგების  მოძულე  იყო  და  მხოლოდ  გარემოებათა  გამო  იბრძოდა  მათ  მხარეზე.  როცა  ნაპოლეონს  საქმე  ცუდად  წაუვიდა,  იორკმა  თავის  მეფეს  (ფრიდრიხ-ვილჰელმს)  შეუთვალა,  რუსთა სარდლობა  სამშვიდობო  მოლაპარაკების  წამოწყებას  მთავაზობს  და  როგორ  მოვიქცეო.  პრუსიის  მეფე  ჯერაც  ისე  იყო  ფრანგთა  იმპერატორისგან  დაშინებული,  რომ  გენერალს  კურიოზულობამდე  ბუნდოვანი  პასუხი გაუგზავნა:  „მოქმედება  ვითარებისდა  მიხედვით.  ნაპოლეონი  დიდი  გენიაა.  მონიშნული  საზღვრებიდან  გასყლა  დაუშვებელია“,  იორკ  ფონ  ვარტენბერგმა  მეფის  პასუხიდან,  ცხადია,  ვერაფერი  გაიგო  და  კვლავ  ფრანგთა  მხარეზე  დარჩა.  მალე  მას  ისევ  მიუვიდნენ  რუსთა  სარდლობის  წარმომადგენლები,  რომლებმაც  ისევ  გაუმეორეს  დაზავების  წინადადება.  ამჯერად,  რუსების  წინადადება  მარტო  სიტყვებს  კი  არ  შეიცავდა,  არამედ ძალისმიერი  „მხარდაჭერითაც“  სარგებლობდა:  გენერალ  იორკის  კორპუსის  უკანდასახევ  გზაზე  მათი  კავალერიის  შენაერთები  გამოჩნდნენ.
        იორკმა  ყოყმანი  დაიწყო,  ამის  პასუხად  რუსებმა  გენერალზე  ზეწოლა გააძლიერეს.  საინტერესოა,  რომ  პრუსიელებთან  მოლაპარაკებას  რუსთა მხრიდან  პრუსიელებივე  აწარმოებდნენ  –  მათ  სამსახურში  მყოფი  გენერლები:  დიბიჩი,  კლაუზევიცი  და  დონა.  ორდღიანმა  მოლაპარაკებამ  ის შედეგი  გამოიღო,  რომ  იორკი  გატყდა  და  იშვა  ცნობილი  ტაუროგენის შეთანხმება  (ტაუროგენი  დასახლებული  პუნქტია  აღმოსავლეთ  პრუსიაში),  რომლის  მიხედვითაც,  პრუსიელთა  კორპუსი  პირველ  მარტამდე შეწყვეტდა  რუსებთან  საომარ  მოქმედებას  და  ტილზიტისა  და  მემელის მიდამოებში  დაიდებდა  ბინას  (ეს  რეგიონი  ორივე  მხარემ  ნეიტრალურ ზონად  გამოაცხადა). 
ტაუროგენის  შეთანხმებას  დიდი  ამბები  მოჰყვა.  უპირველესად ყოვლისა  ის,  რომ  მაკდონალდი  იძულებული  გახდა  აღმოსავლეთ  პრუსია დაეტოვებინა,  ხოლო მიურატი  –  ვისლის დასავლეთით  გადაბარგებულიყო –  იორკის  18-ათასიანი  კორპუსის  საბრძოლო  სსპარეზიდან  გაცლა  ფრანგების  ფრონტის  ისედაც  სუსტად  დაცულ  უბანს  მთლიანად  აშიშვლებდა. „აღმოსავლეთის  ფრონტის“  დაშლა  ნაპოლეონისთვის  სრული მოულოდნელობა  იყო,  თუ  იორკის  ღალატი,  ასე  თუ  ისე,  მოსალოდნელი იყო,  იორკი  არ  იქნებოდა  –  ბოლოს  და  ბოლოს,  ამას  სხვა  გააკეთებდა, ნემანსა  და  ვისლაზე  პოზიციების  დაკარგვა  მოწმენდილ  ცაზე  მეხის  გავარდნას  ჰგავდა.  ნაპოლეონი  ვარაუდობდა,  რომ  დიდი  არმიის  ნარჩენების,  პოლონეთსა  და  აღმოსავლეთ  პრუსიაში  დატოვებული  გარნიზონებისა  და  პრუსიელი  და  ავსტრიელი  მოკავშირეების  მეშვეობით  მიურატი შეძლებდა  თავის  მხრივ  ერთობ  დასუსტებული  რუსის  ჯარის  შეკავებას და  დაელოდებოდა  იმ  დროს,  სანამ  იმპერატორი  ახალი  ძალებით  კვლავ ვისლაზე  არ  გამოჩნდებოდა.  სინამდვილეში  კი  სულ  სხვა  რამ  მოხდა: ფრანგებმა  ვერც  გილნა  შეინარჩუნეს  და  ვერც  ნემანზე  შეძლეს  თავდაცვითი  ზღუდის  აგება.
მიურატი  ვილნას  ევაკუაციის  შემდეგ  კოვნოში  აპირებდა  პლაცდარმის  შექმნას,  მაგრამ  ესეც  გერ  მოახერხა  –  დაშლილი  და  დემორალიზებული  ჯარის  ნაწილები  არავითარ  „ხღუდეებსა“  და  „პლაცდარმებს“  არ  ცნობდნენ  –  მათთვის  მთავარი  დასავლეთის  მიმართულებით შეუჩერებელი  მოძრაობა  იყო.  ნეაპოლის  მეფეს  ხეირიანად  არც  მარშლები  ემორჩილებოდნენ:  ზოგი  მათგანი  გულმოსული  იყო  მისი  მთავარსარდლად  დატოვების  გამო,  სხვები  კი,  უბრალოდ,  არასწორად მიიჩნევდნენ  მის  მოქმედებას  და  არ  ასრულებდნენ  მცღარ  ბრძანებებს.  არასწორად  და  ყოვლად  არაკომპეტენტურად  მიიჩნევდა  მის  მოქმედებას  ნაპოლეონიც,  რომელიც  გაგულისებული  სწერდა  პარიზიდან  თავის  სიძეს: მსროლელთა  ასეულის  კაპიტანიც  კი  უკეთესად  უხელმძღვანელებდა  არმიას,  ვიდრე ამას თქვენ  აკეთებთო. 
შემდეგში  ნაპოლეონი  ბევრს  დარდობდა  თავის  გადაწყვეტილებაზე  არმიიდან  წამოსვლის  თაობაზე:  მე  რომ  იქ  ვყოფილიყავი, ვილნას  აქეთ  ფეხს  არავინ  მოიცვლიდაო,  თუმცა,  იქვე  დასძენდა,  წაუსვლელობაც  არ  შეიძლებოდაო.  გაორების  ეს  საჭიროება  –  არმიაშიც  და მის  მიერ  შექმნილი  ვეებერთელა  იმპერიის  დედაქალაქშიც  ყოფნისა,  მთელი  მოღვაწეობის  მანძილზე  სდევდა  იმპერატორს.  სანამ  ბედი  მის  მხარეზე  იყო,  ეს  ფაქტორი  ნაკლებად  იჩენდა  ხოლმე  თავს,  შემდეგში  კი, როცა  საქმემ  (ცუდისკენ  იწყო  შეტრიალება,  „თავს  იჩენდა“  კი  არა,  უმთავრეს  ადგილს  იკავებდა. 
მძიმე  ვითარებაში  მიურატი  მთლად  დაიბნა.  მისი  მდგომარეობა არც  იმპერატორის  ახალ  წერილს  შეუმსუბუქებია:  „ბრძოლის  ველზე თქვენ  კარგი  ჯარისკაცი  ხართ,  მაგრამ  მისგან  მოშორებით  აღარც  სულის სიძლიერე  გაქვთ  და  აღარც  ხასიათის  სიმტკიცე.  ვიმედოვნებ,  თქვენ  მათ რიცხვს  არ  მიეკუთვნებით,  ვინც  ფიქრობს,  რომ  ლომი  უკვე  მოკვდა.  თუ ასე  ფიქრობთ,  ძალიან  სცდებით.  ვილნას  შემდეგ  თქვენ  იმდენი  უსიამოვნება  მომაყენეთ,  რამდენიც  შეიძლებოდა,  მაგრამ  ახლა  ამაზე  ნუ  ვილაპარაკებთ.  ეტყობა,  მეფის  ტიტული  თავში  აგივარდათ.  თუ  გინდათ  შეინარჩუნოთ  იგი  –  წესიერად  მოიქეცით".  ნეტავ  რას  გულისხმობდა  ამ  ბოლო წინადადებაში  იმპერატორი:  მეფის  ტიტულს  თუ  მიურატის  თავს? 
პრუსიელების  მოწინააღმდეგის  რიგებში  გადასვლამ  (იორკის კორპუსს  სულ  მალე  მაკდონალდის  სხვა  შენაერთმაც  მიბაძა)  კენიგსბერგში  გამაგრებაც  შეუძლებელი  გახადა.  მიურატი  მიხვდა:  მისი  ადგილი ახლა  აღმოსავლეთ  პრუსიაში  კი  არა,  სამხრეთ  იტალიაში  იყო,  ნეაპოლ-ში.  ამიტომ  საჩქაროდ  ნეაპოლში,  „საკუთარ“  სამეფოში,  წასვლა  გადაწყვიტა,  მანამ,  სანამ  უარესი  არაფერი  დამართოდა.  და  აი,  16  იანვარს, მთავარსარდალმა  თავისი  ფუნქციები  ეჟენი  ბოჰარნეს  გადააბარა  და  თვითონ  ნეაპოლის  სამეფოსაკენ  გასწია.  არავისმა  თხოვნამ  არ  გაჭრა:  არც ბერტიესი,  არც  დარიუსი  და  არც  თვითონ  ბოჰარნესი  –  მიურატს  უკვე მიღებული  ჰქონდა  გადაწყვეტილება  და  მას  ვეღარავინ  შეაცვლევინებდა.
ნეაპოლში  ჩასვლისთანავე  მიურატი  (მეფე  იოახიმ  პირველი)  მომავალი  პოლიტიკისა  და  თავისი  მომავალი  მოქმედების  გეზის  შემუშავებას  შეუდგა.  იმპერია,  ალბათ,  დაიმსხვრევა,  ფიქრობდა  მიურატი,  ამიტომ  ახლა  მთავარია  ამ  ნამსხვრევების  ქვეშ  არ  მოჰყვე  –  არც  თვითონ და  არც  „შენი“  სამეფო...  ხოლო  ეს  რომ  არ  მოხდეს,  საჭირო  იქნება  ნეაპოლმა  ჯერ  ნეიტრალიტეტი  გამოაცხადოს,  მაგალითად,  ისე  როგორც ავსტრიამ  გამოაცხადა,  მერე  დაიცადოს.  დაუკვირდეს,  თუ  საით  იხრება სასწორის  პინა  და  შემდეგ  ვითარებისდამიხედვით  იმოქმედოს.  თუ  ისე მოხდება,  რომ  მოკავშირეები  იმძლავრებენ  და  ძალაუფლების  შენარჩუნების  საფასურად  ნეაპოლის  მეფეს  საფრანგეთთან  დაპირისპირებას  მოსთხოვენ,  მაშინ,  რა  გაეწყობა,  იოახიმ  პირველს  ყოფილი  სამშობლოს  წინააღმდეგ  იარაღის  აღმართვაც  მოუწევს...  აი,  ასე  აპირებდა  მოქმედებას ფრანგი  მარშალი  მიურატი,  რომელსაც  იმ  დროს,  ალბათ,  ყველაზე  ნაკლებად  სწორედ  ამ  ტიტულის  გახსენება  სიამოვნებდა.  ამასთან,  ყველაზე საინტერესო  და,  თუ  გნებავთ,  ყველაზე  სასაცილო  ამ  ისტორიაში  ის  იყო, რომ  ნაპოლეონის  საწინააღმდეგო  დარიგებებს  ქმარს...  ნაპოლეონის ღვიძლი  და  კაროლინა  აძლევდა! 
ცოტა  ხანში  ნეაპოლის  სამეფო  წყვილმა  საიდუმლო  კავშირი  დაამყარა  ავსტრიის  ხელისუფლებთან.  მიურატებს,  ცხადია,  ყველაზე  უფრო  თავიანთი  ტახტის  ბედი  აწუხებდათ  და  ისინი  ვენის  მესვეურებთან შეეცადნენ  ნიადაგის  მოსინჯვას:  მიიღებდნენ  თუ  არა  მათს  მხარდაჭერას ნეაპოლის  სამეფოს  მიერ  ნეიტრალიტეტის  გამოცხადების  შემთხვევაში?
ცოტა  მოგვიანებით,  მაგრამ  პარალელურად,  მიურატები  ინგლისელებსაც დაუკავშირდნენ  (ამ  უკანასკნელთა  ესკადრა  დიდი  ხანია  სიცილიას  იცავდა  და  ბოლო  პერიოდში  თავის  მოქმედებას  ააქტიურებდა  აპენინის  ნახევარკუნძულზე  დესანტის  გადასასხმელად).  თუ  ავსტრიელები  ნეაპოლის სამეფო  წყვილს  ბუნდოვან,  მაგრამ  მაინც  რაღაც  დადებით  პასუხს  აძლევდნენ,  ინგლისელთა  წარმომადგენელი  ნეიტრალიტეტის  ფასად  ასეთი  დაპირების  მიცემას  აშკარად  ინანებდა.  სულ  სხვა  საქმე  იქნებოდა,  ამბობდა ეს  წარმომადგენელი,  თუ  ნეაპოლის  მეფე  თავის  ძველ  ხელობას  გაიხსენებდა  და  კვლავ  ბრძოლის  ველს  დაუბრუნდებოდა  –  თავისთავად  ცხადია, ამჯერად,  მოკავშირეთა  მხარეზე.  აი,  მაშინ,  შეიძლებოდა  ამ  საკითხზე ლაპარაკი!  მიურატს  გაუხარდა  –  როგორც  ეტყობოდა,  ყინული  დაიძრა, გაჩნდა  პერსპექტივა  სამეფო  ტახტის  შენარჩუნებისა  მოკავშირეების  გამარჯვების  შემთხვევაშიც  კი.  მართალია,  ეს  საკუთარ  ქვეყანასთან  და საკუთარ  ცოლისძმასთან  ბრძოლის  ფასად  მოხდებოდა,  მაგრამ  ამას  რა მნიშვნელობა  ჰქონდა,  წინ  იმედისმომცემი  პერსპექტივა  იყო  და  თანაც, არცთუ  ილუზორული.  მოკლედ,  1813  წლის  პირველი  ნახევარი  მიურატების  ოჯახმა  ფარულ  დიპლომატიას  მოანდომა.  ნეიტრალურ  ავსტრიასთან  და  ნაპოლეონისადმი  მტრულ  ინგლისთან  თანამშრომლობის  თაობაზე  გამართულ  მოლაპარაკებებთან  ერთად,  ნეაპოლის  მეფე  ერთგულების წერილებს  უგზავნიდა  და  სიყვარულს  უმტკიცებდა...  ნაპოლეონსაც!  მიურატი  პროფილაქტიკურ  ზომებს  იღებდა:  ეშმაკს  არ  ეძინა  ღა  ვინ  იცის. მომავალში  როგორ  წავიდოდა  საქმე  –  მისი  მრისხანე  ცოლისძმისგან ხომ  ყველაფერი  იყო  მოსალოდნელი,  თვით  ომის  ბედის  შეტრიალებაც კი.  ამიტომ  ეს  გასაძრომიც  თავისუფალი  უნდა  ჰქონოდა  ნეაპოლის  მეფეს...  ცოტა  ხანში  ასეც  მოხდა,  გერმანიაში  ბრძოლების  პირველი,  გაზაფხულის,  პერიოდი  ნაპოლეონის  გამარჯვებით  დასრულდა  და  მისი  ყოფილი  მარშალი  შემოდგომის  კამპანიის  დაწყების  წინ  სასწრაფოდ  გაემგზავრა  მასთან  მოსანანიებლად.  ამაგე  დროს,  იგი  მოკავშირეებთანაც  არ წყვეტდა  კავშირს  და  არწმუნებდა  მათ,  რომ  ,გულში“  მათ  მხარეზე  იყო 
და  მხოლოდ  მომენტს  უცდიდა,  რომ  ეს  აშკარად  გამოემჟღავნებინა... 
ახლა  პრუსიაში  გადავინაცვლოთ.  ტაუროგენის  შეთანხმების  ამბავი  პრუსიის  მეფეს  ერთობ  დელიკატურ  ვითარებაში  ამცნეს  –  იმ  დროს, როდესაც  იგი  ბერლინის  ფრანგ  კომენდანტ  მარშალ  ოჟეროსა  და  საფრანბეთის  ელჩ  სენ-მორსენს  სადილით  უმასპინძლდებოდა.  ადვილი  წარმოსადგენია  რა  მდგომარეობაში  ჩავარდებოდა  მფრთხალი  ფრიდრიხ-ვილჰელმი.  პრუსია  საფრანგეთის  მოკავშირე  იყო  და  მისი  არმიული  კორპუსის  მტრის  მხარეზე  გადასვლა  უეჭველად  გამოიწვევდა  ნაპოლეონის რისხვას.  პრუსიის  მეფეს  კი  ამქვეყნად  ყველაზე  მეტად  სწორედ  ნაპოლეონის  რისხვისა  ეშინოდა.  (ცხადია,  მეფეცა  და  მისი  მინისტრებიც  აღშფოთდნენ  იორკ  ფონ  ვარტენბერგის  საქციელით  და  მისი  დაპატიმრების სანქციაც  გასცეს.  მაგრამ  ეს  განკარგულება  არ  შესრულდა.  არ  შესრულდა  იმიტომ,  რომ  ცოტა  ხანში  პრუსიაში  საქმე  იმგვარად  წავიდა,  მეფესა და  მის  კაბინეტს  უკვე  ბევრს  არას  ეკითხებოდნენ.  მას  შემდეგ,  რაც  ცნობილი  გახდა,  თუ  რა  ბედი  ეწია  საფრანგეთის  დიდ არმიას, პრუსიაში  თვალიც  გაახილეს  და  ყურიც  გამოიბერტყეს.  გენერალ  იორკის  ქცევა  იქ პატრიოტიზმის  უმაღლეს  გამოვლინებად  ჩათვალეს  და  მას  წამსვე  უამრავი  მომხრე  და  მიმდევარი  ამოუდგა  მხარში. 
როგორც  ისტორიის  კრიტიკულ  მომენტებში  ხდება  ხოლმე,  პრუსიაშიც  გამოჩნდნენ  ადამიანები,  რომელთაც  ხალხის  გაძღოლა ითავეს. შტაინი,  შარნჰორსტი,  გნეიზენაუ,  ბლიუხერი  –  აი,  არასრული  სია  იმ პოლიტიკური  თუ  სამხედრო  მოღვაწეებისა,  რომელთაც  1806  წლის  სამარცხვინო  ლაქის  ჩამოცილებაც  მოინდომეს  და  ქვეყნისათვის  მომავალი ძლიერების  საფუძველის  ჩაყრაც. 
პოლიტიკურ  ასპარეზზე  თავი  განსაკუთრებით.  კარლ  ჰაინრიხ შტაინმა  გამოიჩინა.  ფრანგთა  მიერ  პრუსიის  ოკუპაციის  პერიოდში  იგი ემიგრაციაში  წავიდა  და  რუსეთში  ცხოვრობდა.  შტაინი  მეფე  ალექსანდრეს  კეთილგანწყობით  სარგებლობდა,  რაც  ნაპოლეონის  მუდმივ  წყრო მას  იწვევდა.  ეს  პოლიტიკოსი  თავგადაკლული  პატრიოტი  იყო  და  უცხოეთში  ყოფნისასაც  არ  ანებებდა  თავს  ანტინაპოლეონურ  საქმიანობას,  როცა  რუსეთის  ჯარი  აღმოსავლეთ  პრუსიას  მიაღგა,  მეფე  ალექსანდრემ. ცხადია,  ბარონი  შტაინიც  თან  წაიყვანა.  ნაპოლეონის  შიშით  ფრიდრიხ-ვილჰელმი  შტაინს  „არ  ცნობდა“,  მაგრამ,  რუსეთის  მეფის  ზეწოლისა და  უფრო  კი  ვითარების  შეცვლის  გამო,  მას  მალე  მოუწია  ამ  პოლიტიკოსთან  დაახლოება. 
1813  წლის  იანვარში  ფრიდრიხ-ვილჰელმმა  და  მისმა  მინისტრებმა  მტანჯველი  ორჭოფობის  შემდეგ  გადაწყვიტეს,  როგორმე  დაეღწიათ თავი  ნაპოლეონის  უღლისაგან,  მაგრამ  ისე,  რომ  ეს  ყველაზე  უმტკივნეულო  ყოფილიყო  მათთვის.  ამ  მიზნის  განსახორციელებლად  მათ  ნაპოლეონს  საფრანგეთსა  და  რუსეთს  შორის  შუამავლობა  შესთავაზეს  (ავსტრიის  მსგავსად).  მაგრამ,  ამ  განზრახგიდან  არაფერი  გამოვიდა  –  ცალკერძ ნაპოლეონი  გაგულისდა,  ცალკერძ  კი  რუსეთის  მეფე.  ორივე  მხარეს პრუსია  მოკავშირის  როლში  სურდა  ეხილა  და  არა  შუამავლისა.  ვინაიდან  რუსის  ჯარი  პრუსიის  საზღვრებთან  იდგა  (ალაგ  კი  ამ  საზღვრებს შიგნითაც)  და  იყო  სრული  გარანტია  იმისა,  რომ  ამ  ჯარის  რაოდენობა ცოტა  ხანში  მკვეთრად  გაიზრდებოდა,  პრუსიის  მეფემ  და  მისმა  კარმა გადაწყვიტეს,  მათთვის  ნაკლებ  სახიფათო  იქნებოდა,  თუ  პრუსია  რუსეთის  მხარეს  დაიჭერდა.  ცოტა  ხანში  ასეც  მოხდა  –  არმიის  ხელმძღვანელობის,  ქვეყნის  მოწინავე  საზოგადოებისა  და  თვით  რუსეთის  ზეწოლით, ფრიდრიხ-ვილჰელმმა  ომი  გამოუცხადა  საფრანგეთს.  ამ  ცნობის  მიღებისას  ნაპოლეონს  ზიზღით  აუჩეჩავს  მხრები  და  უთქვამს:  სჯობს  აშკარა მტერი  გყავდეს  გვერდით,  ვიდრე  საეჭვო  მეგობარიო.
პრუსია  შეიცვალა.  ცოტა  ხანში  იგი  სხვა  ქვეყანა  გახდა.  სხვა გახდა  მისი  არმიაც.  ახლა  იგი  მანევრებისა  და  პარადების  არმია  კი  არა, ჭეშმარიტად  საბრძოლო  სულისკვეთებით  გულანთებული  სახალხო  შეიარაღებული  ლაშქარი  გახდა.  ეს  არმია  სხვისი  მიწაწყლის  მითვისებისთვის  კი  არ  იბრძოდა,  არამედ  საკუთარი  ქვეყნისა  და  საკუთარი  ღირსების გადარჩენისთვის,  წინააღმდეგობის  სული  მას  პრუსიელმა  ხალხმა  შთაბერა,  რომელმაც  გასაოცრად  მოკლე  დროში  –  სულ  რაღაც  ორ-სამ  თვეში –  ინერტული  და  დაბეჩავებული  მასიდან  ჭეშმარიტად  დიდი  სამხედრო ტრადიციების  მქონე  ხალხად  იგრძნო  თავი.  უდიდესი  როლი  ამ  საქმეში შტაინისა  და  მისი  მიმდევრების  მგზნებარე  მოწოდებებმა  შეასრულეს. პოეტები,  ფილოსოფოსები,  სამღვდელოებისა  თუ  ხელოვნების  წარმომადგენლები  ლექსებითა  და  სიმღერებით,  მოწოდებებითა  თუ  ლოცვა-კურთხევით  აღანთებდნენ  თავიანთი  თანამემამულეების  გულს.  იმ  დროს  ბერლინში  მყოფი  ერთი  ესპანელი  გაოცებული  სწერდა  მადრიდში:  აქამდე მძინარე  გერმანიაში  ეროვნული  სული  ერთბაშად  აღორძინდა  და  იგი  ახლა  ჩვენს  სახელოვან  ესპანეთს  დაემსგავგსაო.  მართლაც,  ისე  ჩანდა,  რომ პრუსია  დედა  გერმანიას  ჩაუდგა  სათავეში,  რათა  იგი  ერთიანად  აღმდგარიყო  უცხოელ  დამპყრობთა  უღლის  მოსაშორებლად.  და  აღდგა  კიღეც მთელი  გერმანია  –  მისი  ყოველი  კუთხიდან  პრუსიისკენ  მიედინებოდა მოხალისეთა  უწყვეტი  ნაკადი.  არმიაში  სიხარულით  ეწერებოდნენ  ღარიბებიცა  და  მდიდართა  შვილებიც,  სტუდენტებიცა  და  ხელოსნებიც. „ჯერთ  უწვერული”  გიმნატიელებიც  კი  ჯარში  მიილტვოდნენ! 
არმიის  რეფორმას  სათავეში  გერჰარდ-იოჰან  ფონ  შარნჰორსტი ჩაუდგა.  ეს  პატრიოტი  გენერალი,  ადრე  პრუსიის  მეფის  სამხედრო მრჩეველი  იყო,  მაგრამ  შემდეგ  ამ  უკანასკნელმა  ფრანგების  შიშით თავიდან  მოიშორა.  1813  წლის  გაზაფხულზე  კი  ვითარება  შეიცვალა  და მეფეს  იქით  გაუხდა  შარნჰორსტისათვის  შესახვეწი  ,,ძველ  პოსტს“  დაბრუნებოდა.  მაგრამ  გენერალი  მრჩევლობას  აღარ  დასჯერდა.  იგი,  ფაქტობრივად,  პრუსიის  არმიის  აღორძინების  საქმეს  ჩაუდგა  სათავეში  და მოკლე  დროში  ზღვა  სამუშაო  შეასრულა,  არმიის  შექმნა  იმაკადროულად მის  გადახალისებასაც  ნიშნავდა.  ძველი  ხაზოვანი  ტაქტიკა  უკუგდებულ იქნა  და  დასაბამი  ბრძოლის  პროგრესული,  ნაპოლეონისეული  მეთოდების დანერგვას  მიეცა.  უნდა  ითქვას.  რომ  ევროპაში  კარგი  „მოწაფეები“  გამოუჩნდნენ  ფრანგთა  იმპერატორს  –  მისმა  მრავალწლიანმა  გაკვეთილებმა უქმად  არც  პრუსიაში,  არც  ავსტრიასა  და  რუსეთში  ჩაიარეს... 
შარნჰორსტს  გნეიზენაუ  წამოეშველა.  ეს  ნიჭიერი  გენერალიც ემიგრაციაში.  იმყოფებოდა  და  ინგლისში  ცხოვრობდა.  მაგრამ,  სამშობლოს  დაძახილზე  მანაც,  ცხადია,  წამსვე  პირი  მისკენ  იბრუნა. აუგუსტ ნეიჰარდტ  გნეიზენაუ  ადრე  ბლიუხერის  შტაბის  უფროსი  იყო.  შემდეგ  კი  შარნჰორსტის  მარჯვენა  ხელი  გახდა  და  პრუსიის არმიის  აღორძინებაში  დიდი  წვლილი  შეიტანა.  გნეიხენაუს  ჩვენ  კიდევ შევხვდებით,  შევხვდებით  ჩვენი  თხრობის  დასასრულს,  როცა  იგი  მთელი თავისი  სამხედრო  მოღვაწეობის  ყველაზე  მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას  მიიღებს... 
პრუსიის  არმიის  ყველაზე  კოლორიტულ  ფიგურას,  მის  სულსა და  გულს,  გებჰარდ  ბლიუხერი  წარმოადგენდა.  ეს  73 წლის  „მოხუცი  – ჭაბუკი“,  როგორც  მას  ერთხმად  უწოდებდნენ,  მართლაც,  ჭაბუკური  შემართებით  იბრძოდა  და  არმიაში  საყოველთაო  პატივისცემით  სარგებლობდა.  ბლიუხერს  საინტერესო  ცხოვრება  ჰქონდა.  ახალგაზრდობაში  იგი ერთი  გიჟმაჟი,  თავზეხელაღებული  დუელიანტი  და  აზარტული  თამაშების  მოყვარული  ოფიცერი  იყო.  დიდი  ფიზიკური  ძალისა  და  კიდევ  მეტი გამბედაობის  მეომარი  ნელა  მიიწეგდა  იერარქიული  კიბის  საფეხურებზე.
თავისი  დაუდგრომელი  ხასიათის  გამო,  თავის  დროზე,  თვით  ფრიდრიხ დიდი  გაანაწყენა,  რომელმაც  უტაქტობა  არ  აპატია  და  არმიიდან  დაითხოვა.  მეფის  სიკვდილის  შემდეგ  ბლიუხერი  არმიას  დაუბრუნდა.  იგი  1806 წელშიც  მამაცურად  იბრძოდა  და  უკანასკნელი  პრუსიელი  მეთაური  იყო, რომელმაც  გამარჯვებული  ფრანგების  წინაშე  იარაღი  ღაყარა.  სამშობლოს  ასეთი  საშინელი  მარცხით  გაოგნებული  გენერალი  ერთი  პირობა „ჭკუას  გადასცდა“.  ღრმა  დეპრესიაში  მყოფი  იგი  მხოლოდ  1813  წლის გაზაფხულზე  გამოფხიზლდა,  როცა  შარნჰორსტმა  მოიკითხა  და  არმიაში უხმო.  შარნჰორსტს  თურმე  არ  ურჩევდნენ  ბლიუხერთან  საქმის „დაჭერას“  –  ეგ  კაცი  ავად  არის,  მოჩვენებები  აწუხებს:  გაიძახის  ორსულად ვარ  და  სპილო  მყავს  მუცელშიო.  ეგ  არაფერი,  უთქვამს  შარნჰორსტს, ბლიუხერს  გადაეცით,  ერთი  კი  არა,  ასი  სპილოც  რიმ  გყავდეს  მუცელში, მაინც  შენ  იქნები  პრუსიის  არმიის  სარდალი-თქო.  ის  დღე  იყო  და  ბლიუხერი  გამოჯანმრთელდა.  აი,  მისი  პასუხი  შარნჰორსტის  წერილზე:  „თითები  მექავება,  ისე  მინდა  ხმალს  ვსტაცო  ხელი.  თუ  მისი  უდიდებულესობა  პრუსიის  მეფე,  თუ  გერმანიის  სხვა  მთაგრები  და,  ბოლოს,  თუ  მთელი გერმანელი  ხალხი  არ  აღდგება  და  ქვეყანას  არ  გაწმენდს  არამზადათა იმ  ბრბოსაგან,  რომელიც  ნაპოლეონმა  აქ  მოათრია,  მაშინ  არცერთი  მათგანი  ღირსი  არ  იქნება  გერმანელი  ერქვას“. 
პრუსიის  არმიამ  ბლიუხერის  მეთაურობით  შემდგომში  დიდი  ვაჟკაცობით  იბრძოლა.  მართალია,  ნაპოლეონთან  პირისპირ  შეხვედრისას ბლიუხერი,  როგორც  წესი,  მარცხდებოდა,  მაგრამ,  ჯერ  ერთი,  ეს  ვის არ  მოსდიოდა  და,  მეორეც,  ამის  „სანაცვლოდ“  იგი  მის  მარშლებს უმწარებდა  სიცოცხლეს.  ერთი  კია,  ბებერი  ფელდმარშალი  იმდენად  იყო ფრანგებისგან  განაწყენებული,  რომ  მათდამი  საოცარი  სიძულვილი დასჩემდა  და  (ცდილობდა  ტყვეები  ნაკლებად  აეყვანა.  მაგათი  იმპერატორი მხოლოდ  მკვდარი  მინდა  ვგიხილოო  –  გაიძახოდა. 
ბერლინში,  უნტერ  დენ  ლინდენის  ლამაზი  პროსპექტის  დასაწყისში,  ოპერის  თეატრთან  ახლომდებარე  სკვერში,  ბრინჯაოს  სამი  ქანდაკება  დგას.  წინ  შტაინია  –  სამშობლოს  აღორძინების  მთავარი  არქიტექტორი,  ოდნავ  უკან  –  ორი  მეომარი:  ფელდმარშლები  ბლიუხერი  და გნეიზენაუ.  სამივენი  ახლაც  ერთად  დგანან  –  თანამებრძოლები  და  თანამოაზრენი.  დგანან  და  თითქოს  ქვემოდან  შესცქერიან  პროსპექტის  შუაგულში  ამხედრებულ  „პატარა  ფრიცს“  –-  დიდ  ფრიდრიხს  –  რომელიც მკაცრად,  მაგრამ  დაუფარავი  კმაყოფილებით  დაჰყურებს  თავისი  სამშობლოს  ღირსების  ერთგულ  დამცველთ.  ყველას  თავისი  გმირები  ჰყავს...
პრუსიის  განდგომის  შემდეგ  ნაპოლეონს  სულ  მალე  მეორე  მოკავშირის  –  ავსტრიის  –  მხრივაც  შეექმნა  პრობლემები.  რა  თქმა  უნდა, იმპერატორს  მუდამ  ჰქონდა  ამ  ქვეყანასთან  პრობლემები,  მას  შემდეგაც კი,  რაც  „მისი  სიძე“  გახდა,  მაგრამ  ადრე  ამას  ისეთი  მნიშვნელობა  არ ჰქონდა,  როგორც  ახლა,  ევროპაში  მომავალი  სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინების  წინ.  რუსეოში  ლაშქრობის  დამთავრების  შემდეგ,  ორივე  მხარე  –  საფრანგეთიცა  და  ავსტრიაც  –  ერთი  ხანი  ერთმანეთს  აკვირდებოდა:  ვინ  გაამჟღავნებდა  პირველი  თავის  მომავალ  ზრახვებს.  უფრო  ადრე ნაპოლეონი  „გატყდა“:  რუსებთან  რევანშის  აღების  წყურვილით  შეპყრობილმა  გეღარ  მოითმინა  და  ბუბნას,  ავსტრიის  ელჩს.  დაუფარავად  განუცხადა:  რუსებთან  ომის  გაგრძელებას  ვაპირებ  და  ამ  ომში  ავსტრიამაც ხელი  უნდა  გამოიღოსო.  ელჩთან  საუბარს  პირადი  წერილიც  მოჰყვა  ავსტრიის  იმპერატორთან.  ნაპოლეონი  სიმამრს  სთხოვდა,  სასწრაფოდ  გაეძლიერებინა  შვარცენბერგის  კორპუსი  და  ფრანგთა  დაქვემდებარებაში გადაეცა  იგი  რუსებთან  ერთობლივი  ბრძოლის  მიზნით. 
ვენა  დაიძაბა.  ვითარება  1812  წლის  დეკემბრის  მიწურულში აღარ  ჰგავდა  იმავე  1812  წლის  გაზაფხულის  ვითარებას.  ნაპოლეონი  ავსტრიელებს  მაშინაც  სთხოვდა  „ხელის  გამოღებას“,  მაგრამ  ეს  თხოვნა უფრო  ბრძანების  სახეს  ატარებდა  და  შესრულდა  კიდეც.  შესრულდა იმის  გამო,  რომ  ავსტრიის  ჩრდილოეთის  საზღვრებთან  მაშინ  ნაპოლეონის  600  ათასამდე  ჯარისკაცი  იდგა.  ახლა?  ახლა  ამ  ჯარის  რიცხვი  40- 50  ათასს  არ  აღემატებოდა  და  თანაც  იგი  მორჩილ  პრუსიაში  კი  არა, აჯაწყების  პირას  მისულ  ქვეყანაში  იმყოფებოდა,  რომელსაც  ზურგს  რუსის  ჯარი  უმაგრებდა.  ასეთ  ვითარებაში  განა  უღირდა  ვენას  ახალ  ომში ჩაბმა?  იმ  ომში,  რომელსაც  კვლავ  მისი  ოთხჯერ  დამმარცხებელი  და დამამცირებელი  წარმართავდა?  რა  სარგებლობა  ექნებოდა  ჰაბსბურგთა იმპერიას,  ნაპოლეონს  რომ  გაემარჯვა?  გაიმეტებდა  იგი  რამეს  მისთვის? ცხადია,  ბეგრს  არაფერს.  აი,  ქვეყნის  სუვერენიტეტს  კი  კვლავ  ძველებურად  შელახავდა.  ამ  ადამიანის  „გამოსწორება“  ხომ  შეუძლებელი  იყო –  ეს  ვენაში  უკვე  კარგად  იცოდნენ.  რაც  შეეხებოდა  მოკავშირეებს  (ინგლისს,  რუსეთს,  პრუსიას)  ისინი  ავსტრიასთან  დაპირისპირების  შემთხვევაში  ამ  უკანასკნელს  კარგს  არას  დააყრიდნენ.  თანაც,  ნაპოლეონს ახლა  ძველებური  ძალა  აღარ  ჰქონდა  და  მისი  გამარჯვება  სათუო  საქმე იყო.  ამიტომ  ვენას  ფრთხილად  მოქმედება  არგებდა,  ფრთხილი  და  მოქნილი  პოლიტიკის  გატარება  –  ამ  ეტაპზე  მაინც. 
უნდა  ითქვას,  რომ  აგსტრიის  სახელმწიფოს  სწორედ  რომ  ხელეწიფებოდა  ასეთი  პოლიტიკის  გატარება,  რადგან  ამ  ქვეყნის  საგარეო უწყებას  სათავეში  მაშინ  ისეთი  გამოჩენილი  დიპლომატი  და  პოლიტიკოსი  ედგა,  როგორიც  კლემენს  მეტერნიხი  იყო. 
თავისი  დიპლომატიური  საქმიანობის  პერიოდში  მეტერნიხმა კარგად  შეისწავლა  ევროპის  დიდ  სახელმწიფოთა  ურთიერთობების  საკითხი  და  საკუთარი  კონცეფცია  შეიმუშავა  ავსტრიის  როლსა  და  ადგილზე ამ  სახელმწიფოთა  შორის.  ახლა,  როცა  ვითარება  შეიცგალა  და  ავსტრიას  ნაპოლეონის  უღლისგან  გათავისუფლების  შანსი  მიეცა.  საჭირო  იყო მოქმედების  სრულიად  ორიგინალური  გეგმის  შემუშავება.  მეტერნიხს ასეთი  გეგმა  შემუშავებული  ჰქონდა.  იგი  ერთ  დღეში  და  ერთ  ღამეში არ  შობილა.  ავსტრიელი  ღიპლომატი  მასზე  „რუსეთის  ლაშქრობის“  მთელი  პერიოდის  მანძილზე  ფიქრობდა  და  სხვადასხვა  ვარიანტს  ერთმანეთს უდარებდა.  ახლა  ერთ-ერთი  მათგანის  ამოქმედების  დრო  მოვიდა.  რა გეგმა  იყო  ეს? 
მეტერნიხი  ხედავდა,  რომ  სიტუაცია  სწრაფად  იცვლებოდა.  თუ გაზაფხულზე  დასავლეთიდან  აღმოსავლეთისაკენ  მიედინებოდა  ჯარის ნაკადი,  ახლა  საწინააღმდეგო  მოვლენას  ჰქონდა  ადგილი.  ვერ  ვიტყვით, რომ  ავსტრიის  საგარეო  საქმეთა  მინისტრი  დიდად  ალფრთოვანებული იყო  რუსთა  ჯარის  ევროპაში  გამოჩენის  პერსპექტივით:  ავსტრიას  ხომ რუსეთთან  მეტი  ჰქონდა  გასაყოფი,  ვიდრე  საფრანგეთთან  –  გალიცია, დუნაისპირეთი,  პოლონეთი,  ბალკანეთი...  მეტი  ჰქონდა,  მაგრამ  უკანასკნელ  წლებში  ისე  წავიდა  საქმე,  რომ  ძირითადი  წყენა  ავსტრიას  სწორედ საფრანგეთისგან  შეხვდა.  ის  ტერიტორიები,  რომელთა  დაკარგვას  ასე ძნელად  ურიგდებოდნენ  ვენაში,  სწორედ  საფრანგეთთან  ომებში  დამარცხების  შედეგად  ჩამოშორდა  ავსტრიას.  ამიტომ  ამ  ქვეყნის  მთავარი  ამოცანა  ჯერ  დაკარგულის  დაბრუნება  იყო.  ნაპოლეონის  ხელში  ეს  არ  მოხდებოდა.  რამდენიც  არ  უნდა  ეხვეწნა  ავსტრიას  „თავისი  სიძისათვის“, ის  არაფერს  დაუბრუნებდა  მას.  ხვეწნა  კი  არა,  რა  სამსახურიც  არ  უნდა გაეწია  ავსტრიას  ნაპოლეონისთვის,  ეს  უკანასკნელი  ყველაფერს  ისე  მიიღებდა,  როგორც  ჯეროვანს.  ამიტომ  დუნაისპირა  იმპერიას  ყველაზე  ადრე  საფრანგეთის  გავლენის  სფეროდან  უნდა  მოეხერხებინა  გამოსვლა. ნაპოლეონის  დასუსტება  ამ  საქმის  წამალი  იყო.  ამიტომ  ავსტრიას  ყველაფერი  უნდა  ეღონა  იმისათვის,  რომ  საფრანგეთის  იმპერატორი  ხელახლა  არ  გაძლიერებულიყო.  მაგრამ,  ეს  ძალისხმევა  ავსტრიელებს  ნელ-ნელა,  შეფარვით,  სრული  დიპლომატიური  თვალთმაქცობის  ფონზე  უნდა ეწარმოებინათ.  ამდენად,  რუსების  ევროპაში  შემოჭრის  საფრთხე  ძალაუნებურად  მეორე  პლანზე  გადავიდოდა.  ამ  საკითხზე  მერე  უნდა  ეზრუნა ვენას.  ახლა  მისთვის  მთავარი  ნაპოლეონის  მარწუხებიდან  დასხლტომა იყო.  ზუსტად  ასევე  ავსტრიას  არც  პრუსიის  გაძლიერება  მოაწყობდა  და ამიტომ  ამ  საკითხისთვისაც  უნდა  მიექცია  ყურადღება,  ოღონდ  ეს  უკვე „მესამე  რიგის“  საკითხი  იქნებოდა. 
მეტერნიხი  იმ  კონცეფციიდან  გამოდიოდა,  რომ  ომებმა  ევროპაში თავისი  დრო  მოჭამეს  და  საზღვრების  შესაცვლელად  შეიარაღებული  ძალების  გამოყენება  საჭირო  არ  უნდა  ყოფილიყო.  სადავო  საკითხების  გადაწყვეტა  ევროპის  დიდ  სახელმწიფოებს  სამშვიდობო  მოლაპარაკების მაგიდასთან  შეეძლოთ.  ავსტრიისათვის,  კონტინენტის  შუაგულში  განლაგებული  სახელმწიფოსათვის,  ოთხივე  მხრივ  რომ  გახსნილი  და  დაუცველი  ჰქონდა  საზღვრები,  ასეთი  სრულიადევროპული  წესრიგი  იდეალური იქნებოდა.  განსაკუთრებით  თუ  ამ  საქმის  მოწყობის  ინიციატივას  თავად ავსტრია  იკისრებდა. 
მეტერნიხი  ჭკვიანი  კაცი  იყო  და  ილუზიებზე  აყოლა  არ  უყვარდა. მას  შესანიშნავად  ესმოდა  რომ  ასეთი  სრულიადევროპული  მშვიდობის დამყარება  მაშინ,  იმ  პერიოდში,  უტოპია  იყო..  მაგრამ,  სრულიადევროპული  მოლაპარაკების  მოწყობა,  ავსტრიის  ნეიტრალიტეტის  გამოცხადება და  შემდეგ,  დაპირისპირებულ  მხარეებს  შორის  შუამავლის  როლის  შესრულება,  რეალური  უნდა  ყოფილიყო.  ეს  გზა  მეტერნიხს  საუკეთესოდ მიაჩნდა  მოქმედების  იმ  შესაძლო  სამი  ვარიანტიდან,  რომელთაგან  ერთ-ერთის  ამორჩევა  შეეძლო  მაშინ  ავსტრიას.  პირველი  ვარიანტი  ყველაფრის  ძველებურად  დატოვება,  „სტატუს-ქვოს“  შენარჩუნება  იყო.  ე.ი,  ავსტრია,  კვლავ  მორჩილად  გაჰყვებოდა  საფრანგეთს  კუდში  და  ნაპოლეონის  ყოველ  ნება-სურვილს  შეასრულებდა. 
მეორე  ვარიანტი  რუსეთის,  ინგლისისა  და  პრუსიის  მხარეზე ავსტრიის  დაუყოვნებლივ  გამოსვლა  იყო.  მესამე  და  უკანასკნელი  ვარიანტი  კი  ავსტრიის  მიერ  შეიარაღებული  ნეიტრალიტეტის  გამოცხადებას  და  დაპირისპირებული  მხარეებისათვის  შუამავლობის  შეთავაზებას  გულისხმობდა. 
პირველი  ვარიანტი,  მიუღებელი  იყო.  ავსტრია  ნაპოლეონის  მარწუხებიდან  დასხლტომას  ლამობდა  და,  ცხადია,  „სტატუს-ქვოს“  შენარჩუნებაზე  ვერ  იფიქრებდა. მეორე  ვარიანტის  ამოქმედება  ჯერ  ადრე  იყო.  მომავალში  მას უეჭველად  ექნებოდა  პერსპექტივა,  მაგრამ  იმჟამად,  როცა  ავსტრიას ჯერ  სათანადოდ  გაწვრთნილი  და  მომზადებული  ჯარი  არ  ჰყავდა,  საფრანგეთთან  ახალ  ომში  ჩაბმა  სარისკო  იყო. 
რჩებოდა  მესამე  შესაძლებლობა  –  ყველაზე  მოზომილი  და  ყველაზე  მისაღები  –  შეიარაღებული  ნეიტრალიტეტის  გამოცხადება  და  დაპირისპირებულ  მხარეთათვის  შუამავლის  როლის  შეთავაზება. მეტერნიხს  ოსტატურად  მიჰყავდა  თავისი  პარტია.  მას  ხომ  ისე უნდა  შეესრულებინა  „სოლო“,  რომ  მისი  მიზნები  სააშკარაოზე  დროზე ადრე  არ  გამოჩენილიყო.  ამიტომ,  იგი  ორივე  მხარეს  აიმედებდა,  რომ კრიტიკულ  მომენტში  ავსტრია  მხოლოდ  მას  ამოუდგებოდა  გვერდში. გულით  მეტერნიხი,  რასაკვირველია,  მოკავშირეების  მხარეზე  იყო,  გონებით  კი  –  მოცდას  ამჯობინებდა.  მისთვის  მთავარი  ახლა  ნაპოლეონის მოტყუება  იყო,  მისი  ყურადღების  მოდუნება.  აი,  რას  ეუბნებოდა  იგი  საფრანგეთის  ელჩს  ავსტრიაში  ლუი-გიიომ  ოტს:  „ჩვენი  კავშირი...  სამარადჟამოა,  ჩვენ  პირობას  ვიძლევით,  რომ  ვიმოქმედებთ  მხოლოდ  იმპერატორ ნაპოლეონის  ინტერესებიდან  გამომდინარე.  ჩვენ  არცერთ  ნაბიჯს  არ გადავდგამთ  მისგან  დამოუკიდებლად.  და  თუ  რუსები  არ  დათანხმდებიან მშვიდობაზე,  მაშინ  მონარქიის  მთელი  ძალებით  მათ  წინააღმდეგ გავილაშქრებთ“.  მეტერნიხი  ამ  სიტყვებს  მაშინ  ამბობდა,  როცა  ავსტრია ფარულად  უკვე  იყო  ბრესლაუს  ანტინაპოლეონური  კავშირის  წევრი! ცხადია,  ფრანგ  დიპლომატებსა  და,  განსაკუთრებით,  ფრანგ  საიდუმლო  აგენტებს  თანდათან  უგროვდებოდათ  მასალა  ავსტრიელთა ორპირობის  შესახებ  და  მას  რეგულარულად  აწვდიდნენ  იმპერატორს, მაგრამ  ნაპოლეონი  ამ  გაფრთხილებებს  დიდ  მნიშვნელობას  არ  ანიჭებდა  –  ფრანცისა  და  მისი  მინისტრის  ტკბილი  სიტყვებით  გაბრუებულს,  მას  კიდევ  კარგახანს  სჯეროდა  თავისი  მეუღლის  სამშობლოს  მისდამი  ერთგულებისა(?)
დრო  მოვიდა  და  ნაპოლეონი  დარწმუნდა  ავსტრიელთა  ვერაგობაში.  სიძის  თხოვნის  შესრულების  ნაცვლად  იმპერატორი  ფრანცი  საწინააღმდეგოდ  მოიქცა  –  მან  შვარცენბერგის  კორპუსი  რუსებს  კი  არ  დაუპირისპირა,  არამედ  ფრონტიდან  მოხსნა და  საკუთრივ  ავსტრიის  საზღვრებთან  განალაგა  მათი  დაცვის  საბაბით.  პარიზში  გაგზავნილ  წერილში  კი  სიმამრი  ძვირფას  სიძეს  კვლავ  ერთგულებასა  და  სიყვარულს ეფიცებოდა.  მაგრამ  ეს  უკვე  სიტყვები  იყო,  ცარიელი  სიტყვები,  საქმით კი  ავსტრია  საფრანგეთს  სწრაფად  შორდებოდა  და  მისი  მტრების  მხარეზე  გადადიოდა. 
გაგულისებულ  ნაპოლეონს  იმხანად  ავსტრიელების  წინააღმდეგ ბევრი  ვერაფრის  გაკეთება  შეეძლო.  დიპლომატიური  ნოტები  საქმეს  ვერ უშველიდა,  იარაღით  დაპირისპირება  კი  ჯერ  ერთობ  სახიფათო  იყო.  რა უნდა  ექნა  მოტყუებულ  იმპერატორს?  უნდა  მოეცადა.  მოეცადა  რუსებისა და  პრუსიელების  დამარცხების  დღემდე  და  მერე  მიბრუნებოდა  ავსტრიას.  ავსტრიის  ჯერიც  მოვა,  იგი  რიგში  დგასო,  ეუბნებოდა  ბუონაპარტე ახლობლებს  და  ეს  რიგიც  მალე  გავაო.  ისეთი  შთაბეჭდილება  იქმნებოდა, თითქოს  იმპერატორი  ისევ  1805  წელში  ცხოვრობდა... 
მეტერნიხი  ნაპოლეონის  ასეთ  რეაქციას  ელოდა.  პარიზში  გატარებულმა  წლებმა  და  ფრანგ  იმპერატორთან  ხშირმა  შეხვედრებმა  თავისი გააკეთეს  –  ავსტრიელმა  დიპლომატმა  ზედმიწევნით  კარგად  შეისწავლა მისი  ხასიათი.  მაგრამ  იმჟამად ნაპოლეონი  ძველებურად  საშიში  აღარ იყო  –  მას  ხომ  არც  ჯარი  ჰყავდა  საკმარისი  და  არც  ავსტრიისთვის  ეცალა.  ჯერ  არ  ეცალა!  ვენაში  იცოღნენ,  რომ  ფრანგები  გამალებით  იარაღდებოდნენ  და  ამიტომ  საჭირო  იყო  თავადაც  სწრაფად  შეიარაღებულიყვნენ,  ახალი  და  დიდი  არმია  შეექმნათ,  ისეთი  დიდი,  როგორის  შექმნაც მოკლე  დროში  შეიძლებოდა.  ფული  ბევრი  იყო.  ფულს  ინგლისი  იძლეოდა.  ინგლისელებს  ფულის  ქარისთვის  გატანება  არ  უყვარდათ.  მათ  არც მეტერნიხი  უყვარდათ,  ერთობ  ეშმაკ  და  არასანდო  პიროვნებად  თვლიდნენ,  მაგრამ  რას  იზამდნენ,  ახლა  რისკზე  წასვლა  იყო  საჭირო  და  ტემზისპირელი  პოლიტიკოსები  მიდიოდნენ  კიდეც  ამ  რისკზე.  ჩიტი  ბდღვნად ღირდა:  წარმატების  შემთხვევაში  მათ  ოცი  წლის  შეუსრულებელი  ოცნება  უსრულდებოდათ  –-  ბუონაპარტეს  აღსასრული  უდგებოდა...  ამიტომ არ  უნდა  დაენანათ  ფული  ლონდონელ  ბანკირებს  არც  რუსეთის  და  არც პრუსიის  საომარი  ოპერაციების  სუბსიდირებისათვის  და  არც  ავსტრიის ნეიტრალიტეტისათვის.  მართალია,  ნეიტრალიტეტის,  თუნდაც  შეიარა- ღებულის,  ყიდვა  ასეთ  ფასად,  ცოტა  არ  იყოს,  დიდი  ფუფუნება  იყო,  მაგრამ  რას  იზამდნენ,  ბოლო  ხომ  უნდა  ჰქონოდა  ინგლისის  ამდენი  ხნის წვალებას  და  ამდენი  ხნის  გასაჭირს... 
ახლა,  მრავალი  წლის  შემდეგ,  უკვე  ძნელი  ამოსაცნობი  არაა, თუ  რატომ  ეწეოდა  ვენის  ხელისუფლება  ორმაგ  თამაშს,  თუკი  იგი  შუამავლობას  აპირებდა.  საქმე  ის  იყო,  რომ  ავსტრიელები  სულაც  არ  იყვნენ დარწმუნებულნი  იმაში,  თუ  მათი  დიპლომატიური  აქტიურობა  რეალურ შედეგს  გამოიღებდა,  ე.ი.  თუ  მხარეები  სამშვიდობო  მოლაპარაკების  მაგიდას  მიუსხდებოდნენ.  რუსეთის  (მეფე  ალექსანდრეს)  პოზიცია  ჩვენ  ვიცით.  ვიცით  საფრანგეთის  (იმპერატორ  ნაპოლეონის)  პოზიციაც.  ორივე მხარეს  (ორივე  ხელმწიფეს)  ომის  გაგრძელება  სურდა.  მაგრამ,  ამავე დროს,  ავსტრიელთა  ენერგიული  მცდელობების  საპასუხოდ,  მათ  უძნელდებოდათ  საჯაროდ  სამშვიდობო  გზების  ძიების  ხელაღებით  უარყოფა. ამიტომ  ორივე  მხარე  ეშმაკობდა, „ჰოსაც  ამბობდა  და  არასაც“,  ე.ი.  ისეთ პირობებს  აყენებდა,  რომლებიც  მიუღებელი  იქნებოდა  მოწინააღმდეგისათვის.  ასეთ  ვითარებაში,  როცა,  ფაქტობრივად,  არც  ომი  იყო  და  არც მშვიდობა,  ორივე  მხარე  კი  გაცხოველებით  ემზადებოდა  „მეორე  რაუნდისათვის“,  ავსტრიაც  დროს  იგებდა  და  იარაღდებოდა!  შეიარაღებული და  მომძლავრებული  ავსტრია  კი  უფრო  გულდამშვიდებით  შეხვდებოდა ორი  დაპირისპირებული  მხარის  ჭიდილს  (ფელდმარშალი  შვარცენბერგი,  მეტერნიხის  „მოწაფე“  დიპლომატიაში  და  მისი  თანამოაზრე, პირდაპირ  აცხადებდა:  ორი  გიგანტის  შერკინება  ჩვენთვის  მეტად  ხელსაყრელია,  რადგან  ორივენი  ერთმანეთს  ასუსტებენ,  ხოლო  ბოლოს,  როცა  ერთ-ერთი  დაეცემა,  ჩვენ  გამარჯვებული,  მაგრამ  დასუსტებული  მხარე  შეგვრჩება  ხელთ). წაუგებელ  პარტიას  თამაშობდა  თავადი  კლემენს ლოტარ  მეტერნიხ-ვინებურგი... 
აი,  ასეთი  რთული  და  ჩახლართული  დიპლომატიური  თამაში  მიდიოდა  1813  წლის  ზამთარსა  და  გაზაფხულზე  ევროპაში.  ფრანგებისთვის,  სამწუხაროდ,  ეს  თამაში  მათ  სასარგებლოდ  არ  მიდიოდა.  არ  მიდიოდა  რამდენიმე  მიზეზის  გამო:  ჯერ  ერთი,  მთავარი  მომრიგებელ-შუამავალი  ავსტრია,  ყალთაბანდობდა  და,  არსებითად,  ანტიფრანგულ  ქმედებას  ეწეოდა:  მეორე,  საფრანგეთს  უკვე  ისეთი  ძალები  უპირისპირდებოდნენ,  რომლებიც  მას  მატერიალური,  ფინანსური  და  ცოცხალი  ძალის  რესურსებით  მნიშვნელოვნად  აღემატებოდნენ  და,  ამდენად,  ამ  ძალების  გამგებლები  სამშვიდობო  მოლაპარაკებაზე  ერთობ  უხალისოდ  თანხმდებოდნენ;  და  მესამე  და  უმთავრესი,  თვით  საფრანგეთის  ხელისუფალს  არ  სურდა  არავითარი  მოლაპარაკება  და  არავითარი  ზავი  და  მშვიდობა!  ეს  დასაწყისში  იყო,  რომ  თვალთმაქცობდა  იმპერატორი  და  გითომ  თანხმდებოდა მოლაპარაკების  გამართვაზე.  სანამ  არმიის  ხელახლა  შექმნას  მოასწრებდა.  მერე  კი,  როცა  არნახულად  მოკლე  დროში  მან  არმიის  შექმნა  შეძლო და  მოასწრო,  რა  მოლაპარაკებებზე  დათანხმდებოდა  იგი?  ცხადია.  არავითარზე.  მას  ახლა  აღარც  დიპლომატია  სჭირდებოდა  და  აღარც  პოლიტიკური  თვალთმაქცობა.  მისი  პოლიტიკა  ახლა  მხოლოდ  ერთი  იყო  – იარაღის  ძალა  და  შებმა  ნებისმიერი  რაოდენობის  ნებისმიერ  მოწინააღმდეგესთან.  ამიერიდან  სულ  ასე  იქნება:  დაიგიწყებს  ბუონაპარტე  დიპლომატიურ  ტერმინებს  –  მოლაპარაკებას,  დათმობას,  კონსესუსს,  შეთანხმებას. მათთან  ერთად  დაივიწყებს  საღ  აზრსაც.  ამიერიდან  ყველაფერს  იარაღის ძალას  მიანდობს,  ყველაფერს  ომის  სასწორზე  შეაგდებს  და,  ბოლოს,  დაკარგავს  ხომა-წონის  გრძნობას.  დაკარგავს  თვალთახედვის  არესაც  – ამიერიდან  მისი  განთქმული  თვალსაწიერი  ბატალიონებს,  დივიზიებსა  და კორპუსებს  აღარ  გასცილდება  და  გახდება  ყოველთა  ფრანგთა  იმპერატორი  ჭეშმარიტად  „ადამიანი-ომი“... 
ნაპოლეონმა  მართლა  შეძლო  სამ  თვეში  500-ათასიანი  არმიის შექმნა!  რა  დაუჯერებელიც  არ  უნდა  იყოს  ეს,  ასე  მოხდა.  მართალია, ეს  არმია,  ძირითადად,  გამოუცდელი  მეომრებისგან  შედგებოდა  და  ბრძოლებში  გამობრძმედილი  ოფიცრებიც  აკლდა,  მაგრამ,  მაინც  დიდი  ძალა იყო  და  ეს  ძალა  ახლა  ისევ  აღმოსავლეთისკენ  –  ელბასა  და  ოდერისკენ მიემართებოდა.  მიემართებოდა  ნაწილ-ნაწილ,  ჩამოყალიბებისთანავე,  რათა  სასწრაფოდ  გაეწვდინა  დახმარების  ხელი  გასაჭირში  ჩავარდნილი  თანამოძმეებისათვის.  გასაჭირი  კი  დიდი  ადგათ  ფრანგებს  გერმანიაში.  ვერა და  ვერ  მოხერხდა  ფრონტის  სტაბილიზაცია  –  და  ეს  მიუხედავად  იმისა, რომ  რუსები  ჯერ  ფართომასშტაბიან  შეტევაზე  არც  კი  გადასულიყვნენ. სამაგიეროდ  ახლა  მათ  ნაცვლად  პრუსიელები  იჩენდნენ  აქტივობას.  მოკლე  დროში  მათი  არმია  გაორმაგდა,  უამრავი  მოხალისეთი  შეივსო  და გერმანიის  სხვადასხვა  ქალაქში  გაფანტულ  ფრანგულ  გარნიზონებს  დაერია.  ასეთ  ვითარებაში  ეჟენი  ბოჰარნემ  ელბამდე  უკანდახევა  გადაწყვიტა და  ამ  წყალუხვ  მდინარეზე  სცადა  თაგდაცვის  ზღუდის  მოწყობა.  მაგრამ. როგორც  გამოირკვა,  ესეც  არ  აღმოჩნდა  ადვილი  საქმე:  ბელადის  გარეშე დარჩენილი  ფრანგები  სულ  ამოვარდნენ  კალაპოტიდან  და  პოზიციას  პოზიციაზე  სთმობდნენ.  ამ  გარემოებას  ისიც  დაემატა,  რომ  მოწინააღმდეგემ  მათი  შიში  დაკარგა!  ომში  ეს  საშინელი  რამაა.  ამის  გამოსწორებას ჩვეულებრივი  ზომები  არ  ჰყოფნის,  არაჩვეულებრივი  კი  ეჟენი  ბოჰარნეს არაფერი  შეეძლო... 
რა  დონემდე  დაეცა  ფრანგების  საბრძოლო  შესაძლებლობები, იქიდანაც  ჩანს,  თუ  რა  ბედი  ეწიათ  ბერლინსა  და  ჰამბურგს.  ეს  ორი დიდი და  პირველხარისხოვანი  მნიშვნელობის  ქალაქი  ერთ  დღეში  დაეცა:  ბერლინი  ყოველგვარი  წინააღმდეგობის  გარეშე,  ხოლო  ჰამბურგი  მხოლოდ ხანმოკლე  და  უფრო  მოჩვენებითი  წინააღმდეგობის  შემდეგ.  ეს  უკანასკნელი  ვინმე  ტეტენბორნის  კაზაკთა  რამდენიმე  პოლკს  ჩაბარდა.  ამ  პოლკოვნიკმა  ესეც  არ  იკმარა  და  მეკლენბურგის  მიწების  გვარიანი  ნაწილიდანაც  გარეკა  ფრანგები  (ცხადია,  ადგილობრივი  მოსახლეობის  აქტიური მხარდაჭერით).  მართალია,  მოკავშირეთა  ეს  წარმატება  დროებითი  აღმოჩნდა  და  დავუმ,  რომელსაც  არასოდეს  ღალატობდა  ნერვები,  საგანგებოდ  გადალახა  ელბა,  გაანადგურა  ტეტენბორნის  რაზმი,  აიღო  ჰამბურგი და  სასტიკადაც  დასაჯა  კაზაკების  გამოჩენით  გახარებული  ადგილობრივი  ხელისუფალნი,  მაგრამ  ეს  მაინც  გამონაკლისი  იყო.  მთლიანობაში, აღმოსავლეთის  ფრონტზე,  ფრანგებს  დიდი  გასაჭირი  ადგათ  და  საქმე ცუდად  მიუდიოდათ.  თუმცა  ეს  თებერვალ-მარტში  იყო.  აპრილიდან  კი ყველაფერი  შეიცვალა  –  ომის  ასპარეზზე  იმპერატორი  გამოჩნდა! 
მიუხედავად  იმისა,  რომ  ნაპოლეონს  კავალერია  არ  ჰყავდა  და დაზვერვას  წესიერად  ვერ  აწარმოებდა,  მან  მაინც  მოახერხა  ბოჰარნესთან გაერთიანება  და  ახლა  180-ათასიანი  არმიით აღუდგა  წინ  მოწინააღმდეგეს. თითქოს  არაფერი  შეცვლილიყოს!  იმპერატორს  კვლავ  შეუვალი ავტორიტეტი  ჰქონდა  არმიაში  და  მისი  სახელი  კვლავ  მომნუსხავად  მოქმედებდა  ყველაზე  –  ვეტერანებზეც  და  ახლადგაწვეულ  ჯარისკაცებზეც. მართალია,  ომი  აღარავის  უნდოდა,  მაგრამ  მას  მაინც  მოჰყვებოდნენ საომრად!  მართალია,  გამარჯვების  იმედი  აღარავის  ჰქონდა,  მაგრამ  მის გვერდით  მაინც  იმარჯვებდნენ!  მისი  დანახვა  საკმარისი  იყო,  რომ  ჯარისკაცებს  ყველაფერი  გადატრიალებოღათ  –  გონებიდან  დაწყებული. გუნება-განწყობილებით  დამთავრებული.  და  ეს  ხდებოდა  ამდენი  წლის ომებისა  და  სისხლისღვრის  შემდეგ!  და  ეს  ემართებოდათ  მათ,  ვინც  ახლაც  სისხლის  დასაღვრელად  მიდიოდა  –  სხვისისაც  და  საკუთარისაც. სასიკვდილოდ  განწირულნი  მიესალმებოდნენ  კეისარს... 
ორად  ორი  მაგალითი  იმისა,  თუ  რა  გაფაციცებით  ადევნებდნენ თვალს  ეს  მონუსხულნი  თავიანთი  კერპის  ყოველ  ნაბიჯს  და  რა  რწმენა ჰქონდათ  მისი,  თვით  ყველაზე  მძიმე  განსაცდელის  ჟამსაც: ერთხელ,  ლიუტცენთან  ბრძოლის  წინადღეს,  რომელიღაც  შენაერთში,  ვეტერანი  ჯარისკაცი  ახალწვეულთან  მივიდა  და  უთხრა:  იცი თუ  არა  ყმაწვილო,  რომ  ჩვენთან  იმპერატორი  ჩამოვიდა?  როგორ  თუ იმპერატორი,  წამოხტა  ახალგაზრდა,  ალბათ  მოგეჩვენა!  არა,  სწორედ ასეა.  აბა,  ერთი  გარშემო  მიმოიხედე.  ხედავ,  როგორ  ამოძრავდა  ყველაფერი,  ხედავ,  როგორ  დაჰქრიან  აქეთ-იქით  შიკრიკები?  ვერ  ატყობ,  თითქოს  ქვეყანა  გადატრიალდა?  ასე  მხოლოდ  იმპერატორის  გამოჩენისას ხდება  ხოლმე.  ამას  ჩვენი  მტრებიც  კარგად  შეამჩნევენ.  ჯერ  დაიცაღე, მალე  ისინი  თავიანთ  ზურგზეც  შეიგრძნობენ  ამას! 
ოფიცერ  მარტენის  მოგონებიდან: „ლაიფციგის  ჯოჯოხეთური შერკინების  წინ  იმპერატორმა  საბრძოლო  დროშები  დაგვირიგა  და მოგვიწოდა:  დავხოცილიყავით,  მაგრამ  მტრისთვის  არ  ჩაგვებარებინა ისინი.  ჩემი  მეხსიერებიდან  არასოდეს  ამოიშლება  მისი  მომართვის  დასკვნითი  ნაწილი,  როცა  იგი  უზანგებზე  წამოიწია,  ჩვენკენ  ხელი  გამოიშვირა  და  საშინელი  ხმით  დაიძახა:  შემომფიცეთ,  რომ  ასე  იქნება!  და  უცებ, ყველა  ჩვენთაგანს,  მეცა  და  ჩემს  მეგობრებსაც,  რაღაცამ  აღმოგვახეთქინა ერთდროული  ყიჟინა:  ვფიცავართ,  ვფიცავართ!  გაუმარჯოს  იმპერატორს!  თვალთაგან  ცრემლი  ჩამოგვდიოდა,  თითქმის  გეღარაფერს  ვხედავდით,  გული  კი  სიამაყითა  და  სიმამაცით  გვევსებოდა!  ღმერთო,  რა ძალა  ჰქონდა  ამ  ადამიანს...“ 
ფართომასშტაბიანი  საომარი  მოქმედებები  მხოლოდ  აპრილის ბოლოს  განახლდა.  მოკაგშირეებმა  ბევრი  დრო  დაკარგეს  და  ნაპოლეონს, ფაქტობრივად,  „აცალეს“  ახალი  არმიის  შექმნაც  და  მისი  მნიშვნელოვანი ნაწილის  გერმანიაში  გადასროლაც.  აღნიშნულის „გასამართლებლად“, რუსებსაც  და  პრუსიელებსაც  გვარიანი  საბუთი  ჰქონდათ  –  რუსებს  ჯერ 1812  წელს  მიყენებული  ჭრილობები  არ  ჰქონდათ  მოშუშებული  და  აქტიური  ოპერაციების  წარმოება  არ  შეეძლოთ,  ხოლო  პრუსიელები  არმიის რეორგანიზაციას  აწარმოებდნენ  და  მარტონი  ვერაფერს  გახდებოდნენ. ამიტომ  მათი  წინსვლა  იანვარსა  და  თებერვალში  თუმცა  ერთობ  შთამბეჭდავად  კი  გამოიყურებოდა,  მაგრამ  სინამდვილეში  მტკიცე  დასაყრდენს იყო  მოკლებული  და  მოწინააღმდეგის  მძლავრი  დარტყვმის  შემთხვევაში ხუხულასავით  დაინგრეოდა.  მარტსა  და  აპრილში  ვითარება  შეიცვალა.
რუსებმა  ადამიანთა  უსაზღვრო  რესურსები  აამოქმედეს  და  ოდერსა  და ელბას  შორის  მნიშვნელოვან  ძალას  მოუყარეს  თავი.  თითქოს  საკმარისი არ  არისო,  ისინი  კიდევ  და  კიდევ  გზავნიდნენ  ახალ  შენაერთებს  მომავალ საბრძოლო  ასპარეზზე.  პრუსიელებმა  კი,  არსებითად,  ახალი  არმია  შექმნეს  და  გვერდში  ამოუდგნენ  თავიანთ  ძველ  მტერსა  და  ახალ  მოყვარეს. მაგრამ,  მიუხედავად  იმისა,  რომ  მოკავშირეთა  ძალები  საკმაოდ მრავალრიცხოვანი  იყო,  მათი  მთავარსარდალი  მიხეილ  კუტუზოვი  მაინც არ  ჩქარობდა  საომარი  მოქმედებების  აქტიურად  წარმართვას.  როგორც ვიცით,  იგი  წინააღმდეგი  იყო  ევროპაში  ლაშქრობისა,  თუმცა  მეფის  განზრახვას  წინ  ვერ  აღუდგა  და  საკუთარი  სურვილის  საწინააღმდეგოდ  ვისლაც  გადალახა  და  ოდერიც,  მაგრამ  ეტყობოდა,  რომ  მტრის  განლაგებაში ღრმად  შეჭრას  არ  აპირებდა.  ჯერ  კიდევ  1813  წლის  იანგრის  ბოლოს იგი  ნახევრად  ხუმრობით,  ნახევრად  სერიოზულად  ეუბნებოდა  თავისი შტაბის  წევრებს:  ნუ  გგონიათ,  რომ  შორს  წავალთ,  ბოლოს  და  ბოლოს, მე  ხომ  არ  გავახალგაზრდავებულვარო.  კუტუზოვის  ასეთი  სიტყვები  და, რაც  მთავარია,  ასეთი  ქცევა  არც  მეფეს  მოსწონდა  და  არც  პრუსიელებს. ეს  უკანასკნელნი,  რუსთაგან  თავიანთი  სამშობლოს  ნაპოლეონის  ბრჭყალებიდან  დახსნას  ელოდნენ,  რუსთა  მთავარსარდალი  კი  გზას  ულოცავდა მათ:  თქვენი  სამშობლო  თქვენვე  გაათავისუფლეთ,  მე  ამაში  ხელს  არ  შეგიშლითო.  ცხადია,  მოხუცი  ფელდმარშლის  ეს  სიჯიუტე  დიდხანს  არ გაგრძელდებოდა.  სანამ  მას  ჰქონდა  საბაბი  დაყოვნებისა  –  მაშველი  ჯარი  სათანადო  რაოდენობით  ჯერ  არ  მომსვლიაო,  კიდევ  ჰო,  მერე  კი,  როცა  ეს  ჯარი  მოვიდოდა,  ალექსანდრე,  ცხადია,  აღარ  აცლიდა  კუტუზოვს, და  მასაც  და  მის  ჯარსაც  დასავლეთისკენ  გარეკავდა. 
ერთადერთი,  იმ  პერიოდში,  ვინც  არც  მთავარსარდალს  ეპუებოდა დიდად  და  არც  საბრძოლო  ვითარებას  უწევდა  მაინცა  და  მაინც  ანგარიშს, ბლიუხერი  იყო.  თაგზეხელაღებული  გენერალი  საკუთარი  შენაერთით  მიიწევდა  წინ  და  სილეზიისა  და  საქსონიის  ქალაქებს  იკავებდა,  მით  უფრო, რომ  ფრანგები  დიდად  არც  ეწინააღმდეგებოდნენ  მას  ამაში.  ბლიუხერის წარმატებები  მნიშვნელოვანი,  მაგრამ  მაინც  კერძო  ხასიათისა  იყო  და გადამწყვეტი  შედეგის  მოტანა  არ  შეეძლო. 
დრო  კი  მიდიოდა.  გავიდა  თებერვალი,  გადიოდა  მარტიც.  საფრანგეთიდან  საგანგაშო  ამბები  მოდიოდა  –  „კორსიკელი  ურჩხული“ ახალ  დიდ  არმიას  ამზადებს  და  მალე  გერმანიაში  გაჩნდებაო.  შარნჰორსტი,  პრუსიელთა  მთავარი  სამხედრო  ექსპერტი,  ღელავდა,  საომარი ოპერაციების  დაყოვნებას  განიცდიდა  და  მოითხოვდა  ფართომასშტაბიანი შეტევის  დაწყებას  მანამ,  სანამ  საბრძოლო  ასპარეზზე  ნაპოლეონი  გამოჩნდებოდა.  იმ  დროისათვის  (მარტის  ბოლოსათვის)  მოკავშირეები  სამ  არმიად  იყვნენ  დაყოფილნი.  ჩრდილოეთის  არმიას  გრაფი  ვიტგენშტეინი სარდლობდა.  იგი  ბერლინის  მიდამოებში  იყო  განლაგებული.  სამხრეთში, დრეზდენის  მიდამოებში. ე.წ.  სილეზიის  არმია  იდგა  გენერალ  ბლიუხერის  მეთაურობით,  ამ  ორი  არმიის  შუაში  კი  მთავარსარდალ  კუტუზოვის ძირითადი  ძალები  იდგნენ. 
ბოლოს  და  ბოლოს,  მოთმინებადაკარგულმა  შარნჰორსტმა,  შეტევის  საკუთარი  გეგმა  შეადგინა  და  მთაგარსარდალს  წარუდგინა.  ამ გეგმის  მიხედვით  მოკავშირეთა  მთავარ  ძალებს ეჟენი  ბოპარნესათვის მანამ  უნდა  დაერტყათ,  სანამ  მის  დასახმარებლად  ფრანგთა  იმპერატორი მოვიდოდა,  ბოჰარნე  ვერ  გაუძლებდა  მოკავშირეთა  რიცხვმრავალი  ძალების  შეტევას  და  უკუიქცეოდა.  რუსები  და  პრუსიელები  კი  მას  კუდში უნდა  მიჰყოლოდნენ  და  რაც  შეიძლება  უფრო  ღრმად  წასულიყვნენ  დასავლეთისკენ.  შეტევა  უნდა  გაგრძელებულიყო  მანამ,  სანამ  მთელი  ჩრდილოეთი  გერმანია  აჯანყების  ცეცხლში  არ  გაეხვეოღა.  რაც  შეეხებოდა მოკავშირეთა  მეორე,  შედარებით  ნაკლები  ძალის  დაჯგუფებას,  იგი  უნღა დალოდებიდა  ნაპოლეონს,  გაემართა  მისთვის  უმნიშვნელო  არიერგარდული  ბრძოლები.  უკან  დაეხია,  შეძლებისდაგვარად  ღრმად  შეეტყუებინა იგი,  ხოლო  როცა  ეს  უკანასკნელი  იძულებული  გახდებოდა  დევნა  შეეწყვიტა  და  ბოჰარნეს  გადასარჩენად  ჩრდილოეთისკენ  წასულიყო,  ზურგში  დაერტყა  მისთვის. 
გენერალი  შარნჰორსტი  შესანიშნავი  ორგანიზატორი  იყო  და სამართლიანად  ითვლება  განახლებული  პრუსიული  არმიის  შემქმნელად, მაგრამ  მას,  ეტყობა,  ან  სტრატეგიული  მონაცემები  არ  ჰქონდა  სათანადო დონისა,  ან  ისე  იყო  ბრძოლას  მოწყურებული,  რომ  რეალობას  ანგარიში არ  გაუწია  და  ისეთი  გეგმა  შეადგინა,  რომელიც  ავანტიურას  უფრო წააგავდა,  ვიდრე  სერიოზულ  საფრონტო  ოპერაციას  (არის  მოსაზრება, რომ  შარნჰორსტმა  არ  იცოდა,  თუ  რა  ძალებით  მოდიოდა  ნაპოლეონი საომარი  ასპარეზისკენ).
თავისთავად  ცხადია,  რომ  კუტუხოვმა  კატეგორიული  უარი  თქვა ასეთ  ოპერაციაში  მონაწილეობაზე.  მსგავს  სარისკო  წამოწყებაზე  რუსი ფელდმარშალი  შუაგულ  რუსეთშიც  არ  თანხმდებოდა,  არამც  თუ  შუაგულ გერმანიაში.  ის  კი  არა,  მთავარსარდალმა გენერალ ვიტგენშტეინს უბრძანა ცდუნებას  (ბლიუხერს!)  არ  აჰყოლოდა  და  ლაიფციგისა  და  ერფურტის მიდამოებშიც  კი  არ  დაეწყო  რაიმე,  თუნდაც  შეზღუდული  მასშტაბის ოპერაცია.  მე  არ  უარვყოფ,  სწერდა მთავარსარდალი გრაფ ვიტგენშტეინს, რომ  ლაიფციგისა  და  ერფურტის  მიდამოებში  მოწინააღმდეგე  ჩვენზე მცირერიცხოვანია  და  ბლიუხერთან  ერთად  თქვენ  შეძლებთ  რაინამდე  მის უკუგდებას.  მაგრამ  ფრანგების  ძალები  მარტო  ამ  ქალაქების  მიდამოებში განლაგებული  შენაერთებისგან  ხომ  არ  შედგება!  მათ  უნდა  აუცილებლად მივათვალოთ  რაინს  იქითა  მხრიდან  მომავალი  ჯარებიც.  ამდენად,  თქვენ, შორს  მოსწყდებით  რა  ელბას  და  საკუთარ  ბაზებს,  საბოლოო  ანგარიშში, მოწინააღმდეგის  ჭარბი  ძალების  პირისპირ  აღმოჩნდებითო. 
იგივეს  სწერდა  კუტუზოვი  გენერალ  ვინცეგეროდეს:  ჩვენ  რომ ახლა  შეტევაზე  გადავიდეთ,  მოწინააღმდეგე  უკან  დაიხევს  და  მისი ძალები  თოვლის  ზვავივით  გადიდდება,  მაშინ  როდესაც  ჩვენი,  პირიქით,  შემცირდება.  ძალიან  გთხოვთ,  როგორმე  გააგებინოთ  ეს  გენერალ  ბლიუხერსაც.  შეტევაზე  ჩვენ  მერე  გადავალთ,  როდესაც  საკმარის  ძალებს  დავაგროვებთო. 
არ  დასცალდა  მიხეილ  ილარიონის  ძეს  საკმარისი  ძალების  დაგროვება.  როგორც  ზემოთ  ითქვა,  აპრილის  დასაწყისში  იგი  გაცივდა, ფილტვების  ანთება  დაემართა  და  ორ  კვირაში  წუთისოფელს  გამოეთხოვა.  ფელდმარშალი  ჯერ  კიდევ  ცოცხალი  იწვა  საწოლში,  მას  კი უკვე  შემცვლელი  გამოუნაზეს.  მეფე  ალექსანდრემ,  ყველასთვის  მოულოდნელად,  მოკავშირეთა  არმიის  მთავარსარდლად  გენერალი  გრაფი ვიტგენშტეინი  დანიშნა.  ღა  ეს  მაშინ,  როდესაც  მეფეს  გვერდში  სამხედრო  წოდებით  ვიტგენშტეინზე  უფროსი  და  უფრო  გამოცდილი  ბარკლაი  დე  ტოლი  ჰყავდა.  მაგრამ,  ეტყობა,  მეფეზე  იმან  იქონია  გავლენა, რომ  1812  წლის  ომის  დროს  გიტგენშტეინი,  მართალია,  მეორეხარისხოვან  ასპარეზზე,  მაგრამ  მაინც,  ძირითადად,  შეტევითს  ოპერაციებს აწარმოებდა.  ალექსანდრე  პავლეს  ძე  კი  ახლა  მხოლოდ  შეტევაზე  ფიქრობდა  და  ბარკლაი  და  კუტუზოვი  თავიანთი  „სტრატეგიული  უკანდახევებით“  ყელში  ჰყავდა  ამოსული... 
თავისი  ჯარების  თავშეყრის  ადგილად  ნაპოლეონმა  ერფურტი აირჩია.  იმპერატორი  სულ  სამი  დღე  დარჩა  ამ  ქალაქში  და  შემდეგ  110-ათასიანი  არმიით  ლაიფციგისკენ  გასწია.  ნაპოლეონს  განზრახული  ჰქონდა  ჩრდილოეთიდან  შემოევლო  რუსთა  და  პრუსიელთა  მთავარი  დაჯგუფებისათვის  და  უკუეგდო  იგი  რუდნას  მთაგრეხილისკენ.  დაზვერვითი მონაცემების სიმწირის  გამო  იმპერატორს  ზუსტი  ცნობები  მოწინააღმდეგის  ძირითადი  ძალების  ადგილსამყოფელის  შესახებ  არ  ჰქონდა. იგი  ვარაუდობდა,  რომ  ეს  ძალები  ლაიფციგის  მიდამოებში  იქნებოდა  განლაგებული.  სინამდვილეში  ასეც  იყო,  მაგრამ  მოგვიანებით.  ვიტგენშტეინმა უფრო სამხრეთით, პეგაუს  რეგიონში  გადაინაცვლა.  თუ  რატომ, ქვემოთ  დავინახავთ. 
ფრანგების  ჯარი,  რამდენიმე კორპუსად  გაჭიმული,  ერფურტ-ლაიფციგის  გზას  მიუყვებოდა. იმპერატორმა  ბოჰარნეს  უბრძანა,  ჩრდილოეთის  მიმართულება  აეღო  და  იქიდან  დამუქრებოდა  ლაიფციგს. როგორც  კი  ნაპოლეონის  ერფურტში  ჩასვლის  ამბავი  შეიტყვეს, მოკავშირეთა  შტაბში  მაშინვე  სამხედრო  თათბირი  მოიწვიეს.  არავითარი ეჭვი  არ  იყო  იმისა,  რომ  დაუდეგარი  კორსიკელი  უახლოეს  დღეებშივე გადავიდოდა  შეტევაზე,  ამიტომ  რუსებისა  და  პრუსიელების  სარდლობას რაღაც  კონტრზომები  უნდა  მიეღო.  ბლიუხერის  აქტიური  მხარდაჭერით და  მეფე  ალექსანდრეს  „კურთხევით“  ვიტგენშტეინმა  პრევენტული  დარტყმის  გეგმა  შეიმუშავა.  მოკავშირეთა  არმიას  თავად  უნდა  დაეწყო  ერფურტზე  შეტევა  და  მანამდე  გაემართა  ბრძოლა  ნაპოლეონთან,  სანამ  იგი მთავარი  ძალების  საბოლოო  კონცენტრაციას  მოახერხებდა.  მაგრამ,  სანამ  მოკავშირეები  თავიანთი  გეგმის  განხორციელებას  შეუდგებოდნენ, მათ  ახალი  ცნობა  მოუვიდათ:  ნაპოლეონმა  ერფურტი  დატოვა  და  ახლა მარშზე  იმყოფებაო.  საოცარია,  მაგრამ  კრიტიკულ  მომენტში  მეფე  ალექსანდრემ  დრო  „გამონახა,  რათა  ტემპლიცეში  წასულიყო  და  იქ  მყოფი თავისი  და,  მარია  პავლეს  ასული  მოენახულებინა!  ცხადია,  მეფე  მაშინვე დააბრუნეს  მთავგარბანაკში,  სადაც  საბოლოოდ  გადაწყდა,  დაუყოვნებლივ დაეწყოთ  შემხვედრი  მოძრაობა  მოწინააღმდეგესთან  შესაბმელად. 
პირველი,  არცთუ  ისე  დიდი  მასშტაბის  შეტაკება,  ნაუმბურგსა და  ლიუტცენს  შორის,  ვეისენფელსთან  გაიმართა,  სადაც  ფრანგთა  ავანგარდმა  გენერალ-ადიუტანტ  თავად  ტრუბეცკოის  დივიზია  დაამარცხა  და უკუაგდო.  ეს  ბრძოლა  იმითაც  გახდა  ცნობილი,  რომ  იქ  დაიღუპა  გან- თქმული  ცხენოსანი,  ნაპოლეონის  ძველი  თანამებრძოლი,  მარშალი  ბესიერი.  ბესიერი  იმპერატორის  გვერდით  იდგა,  როცა  მას  მოწინააღმდეგის ყუმბარა  მოხვდა.  მკერდგაგლეჯილი  მარშალი  ლაბადაში  გაახვიეს და  ბრძოლის  ველიდან  გაიტანეს,  „სიკვდილი  მოგვიახლოვდა“  ჩაილაპარაკა  ნაღვლიანად  ნაპოლეონმა  და  პირი  მიიბრუნა.  როგორც  თვითმხილველნი  ამბობდნენ,  ბესიერის  სიკვდილს  იმპერატორი  უფრო  განიცდიდა ვიდრე  არმია  –  რუსეთის  ლაშქრობის  მონაწილეებმა  ვერ  იქნა  და  ვერ აპატიეს  აწ  განსვენებულ  მარშალს  ის,  რომ  მან  ბოროდინოსთან  გვარდიის  ბრძოლაში  ჩაბმას  შეუშალა  ხელი... 
მოკავშირეთა  ჯარის  საერთო  რაოდენობა  90  ათასს  აღწევდა,  ნაპოლეონისა  –  110  ათასს.  მაგრამ  თუ  რუსები  და  პრუსიელები  ერთ  მუშტად  იყვნენ  შეკრულნი,  ფრანგების  ჯარი  დიდ  სივრცეზე  იყო  გაჭიმული. როგორც  ვთქვით,  კავალერიის  სიმცირის  გამო  ნაპოლეონი  ვერ  აწარმოებდა  დაზვერვას,  ხოლო  მტრულად  განწყობილი  გერმანული  მოსახლეობა  განზრახ  უშლიდა  ფრანგებს  ხელს  სწორად  ორიენტირებაში. 
ვიტგენშტეინმა  სწორედ  ამ  გარემოების  გამოყენება  სცადა.  მან გადაწყვიტა  ფრანგების  შუალედური  შენაერთებისთვის  დაერტყა  ლიუტცენთან  და  მანამდე  გაენადგურებინა  ისინი,  სანამ  მათ  დასახმარებლად სხვა  კორპუსები  მოაღწევდნენ.  „არჩევანი“  ნეის  კორპუსზე  შეჩერდა  – ეს  ძლიერი  კორპუსი  სწორედ  მოკაგშირეთა  დარტყმის  მიმართულებაზე იმყოფებოდა.  არც  ნაპოლეონმა,  რომელიც  არმიის  ავანგარდში  იყო  და ლაიფციგისკენ  მიისწრაფოდა  და  არც  ნეიმ, რომელიც  თავის  კორპუსთან კი  არა,  იმპერატორთან  იმყოფებოდა  შემდგომი  მოქმედების დასაზუსტებლად,  არ  იცოდნენ,  რა  განსაცდელი  ელოდათ.  სამართლიანობა  მოითხოვსითქვას,  რომ  წინა  საღამოს,  ნაპოლეონმა,  თითქოს  ინტუიციამ  უკარნახაო,  შტაბის  უფროს  ბერტიეს  წერილი  გაუგზავნა,  რომლითაც  ნეის  დაავალა  თავისი  ხუთივე  დივიზია  კომპაქტურად  განელაგებინა  და  პარალელურად  პეგაუს  მიდამოებისკენ  ძლიერი  მზვერავი  რაზმიც  გაეგზავნა. მაგრამ  ნეიმ  არ  შეასრულა  არცერთი  ამ  ბრძანებათაგანი.  „მამაცთა  შორის უმამაცესი“,  ცოტა  არ  იყოს,  გულარხეინი  კაცი  გახლდათ  და  იმპერატორის  წინდახედულება  ზედმეტ  სიფრთხილედ  მოეჩვენა.  უფრო  მეტიც,  მან კორპუსი  მიატოვა  და  იმპერატორისკენ  გაეშურა.  მის  არყოფნაში  კი  დივიზიები  ერთმანეთს  დაშორდნენ,  კონტაქტი  შეასუსტეს  და  როცა  მოკავშირეებმა  შეტევა  დაიწყეს,  ზოგიერთი  შენაერთის  პირადი  შემადგენლობა მინდორში  კარტოფილის  ამოღებით  იყო  დაკავებული... 
2  მაისის  დღის  თორმეტის  ნახევარი  იქნებოდა,  როცა  მარკრანშტადტთან  მყოფ  ნაპოლეონსა  და  ნეის  სამხრეთიდან  ზარბაზნების  ხმა შემოესმათ,  ეს  ბლიუხერი  იყო,  რომელმაც.  დისპოზიციის  თანახმად.  ნეის კორპუსზე  დაიწყო  შეტევა.  შემაღლებაზე  ასულმა  იმპერატორმა  და  მისმა მარშალმა  შორს,  სამხრეთ-აღმოსავლეთის  მიმართულებაზე,  კვამლისა  და მტვრის  სვეტები  შენიშნეს.  ნაპოლეონს  ეს  მოკავშირეთა  დემონსტრაცია ეგონა  და  არ  შეშფოთებულა,  იგი  ხომ  ლაიფციგთან  ელოდა  მტრის  გამოჩენას!  თანაც  ნეის  ძლიერი  კორპუსი  (48  ათასი  მებრძოლი!)  იოლად  გაუსწორდებოდა  მოწინააღმდეგის  ნებისმიერი  რაოდენობის  სადემონსტრაციო ძალებს  (რა  იცოდა  იმპერატორმა,  რომ  ნეის  კორპუსი  ერთად  კი  არ  იყო თავმოყრილი,  არამედ  ლიუტცენის  მისადგომებთან  იყო  გაფანტული).
ცოტა  ხანში  იმპერატორთან  მაცნე  მოიჭრა,  რომელმაც  ავი  ამბავი  მოიტანა:  მტერი  დიდი  ძალებით  გვიტევსო.  ზემოთნახსენები  მიზეზის გამო  ნაპოლეონმა  მშვიდად  მოისმინა  ეს  ცნობა,  მაგრამ  ნეის  მაინც  უთხრა „წადი  შენს  კორპუსთან  და  გაარკგიე,  ბრძოლაა  ეს  თუ  დაზვერვა  ბრძოლით.  ალბათ,  უკანასკნელი“.  ნეის,  რომელმაც  დაუშვებელი  დაუდევრობა  გამოიჩინა  წინა.  დღით,  ახლა  გულმა  რეჩხი  უყო  და,  რაც  ძალი  და ღონე  ჰქონდა,  თავისი  კორპუსისკენ გაექანა.
ამ  დროს  ლიუტცენთან  დიდი  ამბები  ხდებოდა. მთავარ  დამრტყმელ  ძალას  იმ  დღეს  პრუსიელები  წარმოადგენდნენ. ბლიუხერი  და  იორკი  თავგამოდებით  უტევდნენ  უმეთაუროდ  დარჩენილი კორპუსის  გაფანტულ  დივიზიებს.  ფრანგების  სასახელოდ  უნდა  ითქვას,  რომ ამ  მძიმე  წუთებში  მათ  დიდი  სიმტკიცე  და  სიმამაცე  გამოიჩინეს.  განსაკუთრებით  თავგანწირვით  იბრძოდნენ  გენერლები  სუჰემი,  ჟერარი  და  დედემი.  ლიუტცენის  გაშლილი  ველი  კავალერიის  სამოქმედოდ  ზედგამოჭრილი  იყო  და  მოკავშირეებიც  ფართოდ  იყენებდნენ  მას.  კარედ  მოწყობილი  ფრანგები  კი  დიდი  დანაკარგის  ფასად  იგერიებდნენ  მათ  და  ნელ-ნელა იხევდნენ  უკან. 
როცა  ნეიმ  ცხენი  ბრძოლის  ველზე  მიაგდო,  მას  თვალწინ  ასეთი სურათი  გადაეშალა:  პოზიციის  ოთხი  მთავარი  პუნქტი  –  სოფლები:  დიდი  და  პატარა  გიორშენი,  რანა  და  კაია  მტერს  ეგდო  ხელთ.  მისი  მრავალრიცხოვანი  არტილერია  მძიმე  ზარალს  აყენებდა  უკვე  გგარიანად  შეფერთხილ  კორპუსს,  ხოლო  პრუსიელთა  კავალერია  შეუფერხებლად  დაქროდა  ლამის  დაცარიელებულ  ლიუტცენის  ველზე... 
თავის  თავზე  გაგულისებულმა  ნეიმ  ხმაურით  დაკეცა  ჭოგრიტი და  მაცნე  იხმო:  „გავარდი  იმპერატორთან  და  გადაეცი,  რომ  ეს  ნამდვილი ბრძოლაა,  თანაც  ისეთი,  როგორიც  მას  კარგა  ხანია  აღარ  უნახავს. დანარჩენი  თვითონ  იცის“.  ნეი  მაშინვე  თავის  ჯარისკაცებთან  გაჩნდა  და კონტრიერიშზე  წაიყვანა  ისინი.  მიუხედავად  იმისა.  რომ  მოწინააღმდეგე გამანადგურებელ  საარტილერიო  ცეცხლს  უშენდა  მათ.  ნეიმ  და  მისმა  ჯარისკაცებმა  მაინც  მიაღწიეს  მოკაგშირეთა  რიგებამდე  და  ხიშტებით  უკუაგდეს  ისინი  რამდენიმე  დაკავებული  პოზიციიდან.  მძიმე  გასაჭირში  ჩავარდნილი  კორპუსის  ყველა  წევრს  ესმოდა:  რაოდენ  ძნელიც  არ  უნდა ყოფილიყო  ეს,  მათ  როგორმე  დრო  უნდა  მოეგოთ,  როგორმე  უნდა  გაეძლოთ  მანამ,  სანამ  იმპერატორი  მოვიდოდა  და  მაშველ  ძალას  მოიყვანდა! მესამე  კორპუსმა  მიაღწია  მიზანს:  საშინელი  მსხვერპლის  ფასად  მან  არ მიატოვა  საბრძოლო  ასპარეზი  და  იმპერატორის  მოსვლას  დაელოდა! 
ნაპოლეონს  ბრძოლის  ველზე  ერთი  თვალის  გადავლებაც  ეყო, რომ  დაუყოვნებელი  მოქმედების  გეგმა  შეედგინა.  ამ  გეგმის შესასრულებლად  მაშინვე  გააჭენეს  იმპერატორის  მაცნეებმა  ცხენები მარმონის,  ბერტრანის,  უდინოს  და  მაკდონალდის  კორპუსებისკენ. შედეგად,  მაკდონალდი  მოკავშირეთა  მარჯვენა  ფლანგს  ეცა,  ბერტრანი და  უდინო  –  მარცხენას,  გვარდია  კი  მათ  ცენტრს.  მაგრამ  სანამ  ეს სამმხრივი  დარტყმა  შეღეგს  გამოილებდა,  გაძლება  იყო  საჭირო! იმპერატორმა  განახევრებული  მესამე  კორპუსისკენ  გააჭენა  ცხენი  და ცეცხლის  წინა  ხაზზე  დადგა.  მარმონი  შემდეგ  თავის  მემუარებში იგონებდა:  არსად,  არასდროს,  ალბათ,  ლოდისა  და  რივოლის  გარდა. ამდენ  ხანს  ნაპოლეონი  მოწინააღმდეგის პირდაპირი  ცეცხლის  ქვეშ  არ ყოფილაო  (მარშალს  ეილაუ  ავიწყდებოდა). 
ბრძოლის  მსვლელობა  სავსებით  შეიცვალა.  ახლა  ფრანგები უტევდნენ  და  მოკაგშირეები  იცავდნენ  თავს  და  უნდა  ითქვას,  რომ  ერთობ მამაცურადაც.  თუ  დღის  პირველ  ნახევარში  მათ  ვერ  შეძლეს  ორჯერ ნაკლები  და  მოულოდნელობისგან ერთხანს  დაბნეული  მესამე  კორპუსის განადგურება,  ახლა  ნაპოლეონის  ლამის  მთელ  არმიას  ისინი  უფრო ყოჩაღად  შეებრძოლნენ.  და  მაინც,  ბრძოლის  ბედი  გადაწყვეტილი  იყო. ფლანგებიდან  შევიწროებულმა  მოკაგშირეებმა  ცენტრშიც  განიცადეს მარცხი.  ისევ  იმ  ოთხ  სოფელთან,  განსაკუთრებით  სისხლისმღვრელი ბრძოლა  გაიმართა  კაიასთან,  სადაც  არნახული  სიმამაცე  გამოავლინა ახალგაზრდა  გვარდიამ,  რომელმაც  ნეიც კი  გააოცა:  ასეთი  ბიჭებით  რასაც  გინდა  იმას  გავაკეთებო.  გიტგენშტეინმა  უკანდახევა  ბრძანა.  არ  გავიდა  მოკავშირეთა  გეგმა  –  მათ  ვერ  შეძლეს  ფრანგთა  არმიის  შუაზე გაწყვეტა.  მათ  ვერც  მესამე  კორპუსის  განადგურება  შეძლეს.  შექმნილ ვითარებაში  შემდგომი  დაყოვნება  ძალზე  სახიფათო  იყო  და  ამიტომ  მოკავშირეები  იძულებული  იყვნენ  უკან  დაეხიათ.  ლიუტცენთან  ბრძოლაში დაიჭრა  გენერალი  შარნჰორსტი,  რომელიც  სამიოდე  კვირის  შემდეგ  გადაყვა  კიდეც  ამ ჭრილობას.  ეს  დიღი  დანაკარგი  იყო  პრუსიელთათვის და,  ალბათ,  არა  მარტო  მათთვის.
გახარებულმა  ნაპოლეონმა  იმავე  ღამით  გამოსცა  ბიულეტენი ლიუტცენის  ბრძოლის  შესახებ,  რომელშიც  ცამდის  აიყვანა  თავისი გამარჯვება:  „ამ  ბრწყინვალე  დღეს,  თითქოს  მეხი  დაეცათო.  ისე გაუცამტვერდათ  ჩვენს  მოწინააღმდეგეებს  იმპერიის  რღვევისა  და დასუსტების  იმედი...  ჩვეულებისამებრ  ხატოვანად  მიმართავდა  თავის ჯარისკაცებს  იმპერატორი.  იგი  სიმამაცეს  უქებდა  მათ,  მაგრამ,  ცხადია, ერთ  სიტყვასაც  არ  ძრავდა  იმის  შესახებ,  რომ  სიმამაცის  გარდა  ამ. ნაუცბათევად  გამომცხვარ  ჯარისკაცებს  გამოცდილება  და  ბრძოლის ცოდნაც  სჭირდებოდათ... 
ალექსანდრე  და  ფრიდრიხ-ვილჰელმი  თავიანთ  შენაერთებთან ერთად  იხევდნენ  უკან.  ალექსანდრე  მთელი  დღის  განმავლობაში  ბრძოლის  ველზე  იმყოფებოდა  და  ერთ-ორჯერ  სახიფათო  ვითარებაც  შეექმნა. მეფე  ყოჩაღად  ხვდებოდა  განსაცდელს  და  თავის  ჯარისკაცებს  აგულიანებდა.  ამასთანავე,  იგი  ხშირად  და  უადგილოდ  ერეოდა  ბრძოლის  მსვლელობაში  და  ხელს  უშლიდა  მთავარსარდალ  ვიტგენშტეინს,  რომელიც ისედაც  შებოჭილად  გრძნობდა  თავს  თავის  ბანაკში  ორი  გვირგვინოსანის ერთდროულად  ყოფნის  გამო. 
მოკავშირეთა  დამარცხებული  არმია  დრეზდენში  დაბრუნდა.  ქალაქის  მცხოვრებნი  გაოცებულნი  იყვენენ  –  სულ  რამდენიმე  დღის  წინ ეს  არმია  დიდის  ზარ-ზეიმით  გაეშურა  მოწინააღმდეგის  გასანადგურებლად,  ახლა  კი  უამრავი  დაჭრილითა  და  ბარგი-ბარხანით  სავსე  ოთხთვალებით  ჩუმად  შემოვიდა ქალაქში.  დრეზდენელებს გაოცება სულ მალე  შეშფოთებად  გადაექცათ,  როცა  შეიტყვეს,  რომ  მოკავშირეები  მათ  ქალაქში  დარჩენასაც  აღარ  აპირებდნენ  და  უფრო  შორს,  აღმოსავლეთისკენ  იხევდნენ.
მოკავშირეები  უკან  იხევდნენ,  ფრანგები  მათ  ფეხდაფეხ  მიჰყვებოდნენ  და  ასე  საარიერგარდო  ბრძოლებში  გადიოდა  დღეები.  იმ  პერიოდში  ნაპოლეონმა  მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებები  მიიღო:  ეჟენი  ბოჰარნე  იტალიაში  გაგზავნა  ჯარის  ახალი  შენაერთების  შესაქმნელად.  იმპერატორს  ავსტრიის  საქციელი  აღარ  მოსწონდა  და  მდგომარეობის  გართულების  შემთხვევაში  მათ  წინააღმდეგ  მეორე  ფრონტის  გახსნისთვის იჭერდა  თადარიგს.  გერმანიის  ასპარეზზე  მან  ძირითადი  არმიის  პარალელურად  ახალი  არმია  შექმნა  ნეის  მეთაურობით.  ამ  არმიაში  ეჟენი  ბოჰარნეს  დაქვემდებარებაში  მყოფი  კორპუსები  და  საფრანგეთიდან  ახლადჩამოსული  შენაერთები  გააერთიანა.  ნეის  ჩრდილოეთ  საქსონიაში  მოქმედება  ევალებოდა:  კერძოდ,  მას  ციხე-ქალაქი  ტორგაუ  უნდა  დაეკავებინა, რაც  წარმატებით  შესრულდა  კიდეც.  სამხრეთ  საქსონიაში,  დრეზდენში კი,  ნაპოლეონი  ადმინისტრაციული  მოწყობის  საქმეებზე  ზრუნავდა.  მან პრაღიდან  თავისი  ძველი  მოკავშირე,  საქსონიის  მეფე  „გამოიწერა“,  მაგრამ,  მეფემ  ამჯერად  ფეხი  აითრია  –  რადგან  ვერ  გადაეწყვიტა  ვისი  მხარე  დაეჭირა:  მას  ცალკერძ  ავსტრიელები  ურჩევდნენ  მოცდას.  ცალკერძ კი  მოკავშირეები  უპირებდნენ  თავისკენ  გადაბირებას. 
        ნაპოლეონს  ვაჭრობა  არ  დაუწყია  –  მან  თავის  წარმომადგენელს დაავალა:  საქსონიის  მეფეს  მოფიქრებისთვის  ორი  საათი  მიეცით  და უთხარით:  თუ  დაბრუნდება  დღრესდენში,  კვლავ  ტახტზე  ავიყვან,  თუ  არა და  მის  ქვეყანას  მტრულად  ჩავთვლი  აქიდან  გამომდინარე  ყველა  შესაძლო  შედეგითო.  ასეთი  ულტიმატუმის  გაცნობის  შემდეგ  ფიქრისათვის მეფეს  ორი  საათიც  აღარ  დასჭირვებია  –  იგი  წამსვე  დრეზდენს  გაემგზავრა  და  ნაპოლეონს  ხელზე  ემთხვია. 
მაგრამ,  ფრანგთა  იმპერატორს  ყველაფერში  როდი  მისდიოდა  ასე კარგად  საქმე.  იგი  კვლავ  განიცდიდა  საინფორმაციო  შიმშილს  –  სადაზვერვო  მონაცემები  კვლავ  ძალზე  მწირი  იყო.  საით  წავიდნენ  პრუსიელები?  –  ბერლინისკენ,  როგორც  ეს  ლოგიკური  უნდა  ყოფილიყო,  თუ... აღარ  იცოდა  რა  ეფიქრა  ნაპოლეონს.  ერთი  პირობა  მან  ნეი  თავისი  ასალი არმიით  ბერლინის  გზას  გაუყენა,  მაგრამ  შემდეგ  უკან  დააბრუნა.  გამოირკვა,  რომ  მოკავშირეები  თურმე  არც  ისე  შორს  წასულიყვნენ  –  მათ ბაუცენის  მიდამოებში  შეერჩიათ  ძლიერი  პოზიცია  და  ახლა  თითქოს  თავდაცვითი  ბრძოლის  გამართვას  აპირებდნენ. 
ნაპოლეონი  სიხარულით  ცას  ეწია.  თუ  ეს  ცნობა  სწორი  აღმოჩნდებოდა,  მაშინ  მას  შესაძლებლობა  ექმნებოდა  მოწინააღმდეგის  ორივე არმია  ერთდროულად  გაენადგურებინა  გენერალურ  ბრძოლაში.  იმპერატორს  ხომ  ასე  უყვარდა  გენერალური  ბრძოლები... 
ცნობა  სწორი  აღმოჩნდა.  მოკავშირენი  მართლა  დაბანაკებულან ბაუცენთან.  მათ  ავსტრიელთა  ომში  ჩაბმის  იმედი  ჰქონდათ  და  ამიტომ ამ  ქვეყნის  საზღვრებს  არ  შორდებოდნენ.  როგორც  გვახსოვს,  იმ  პერიოდში,  ავსტრიელები  გამალებით  იარაღდებოდნენ  და  მეტერნიხი  მოკავშირეებს  დამატებით  დროს  სთხოვდა.  სწორედ  დროის  მოგების  მიზნით  გადაწყვიტეს  მათაც  თავდაცვითი  ბრძოლების  წარმოება,  რათა  ეს  დაუდგრომელი კორსიკელი  როგორმე  შეეყოვნებინათ.  გარდა  ამისა,  ისინი  ყოველგვარი საშუალებით  ცდილობდნენ  რაინის  კავშირის  პრონაპოლეონური  გერმანული  სახელმწიფოები  თავიანთ  მხარეზე  გადმოებირებინათ.  უკანდახევა  კი ყველაზე  საუკეთესო  საშუალება  როდი  იქნებოდა  ამ  სახელმწიფოთა  მერყევი  მმართველების  გულის  მოსაგებად.  მოკლედ.  ასე  იყო  თუ  ისე,  მოკავშირეებმა  ბაუცენის  მიდამოები  დაიკავეს  და  მისი  საველე  ნაგებობებით გამაგრება  დაიწყეს.  ეს  ადგილი  დრეზდენიდან  ბრესლაუში  მიმავალ  გზას კეტავდა.  მის  სამხრეთით  ბოჰემიის  მთები  იყო,  ჩრდილოეთით  გაუვალი ჭაობები,  ხოლო  შუაში  –  მდინარე  შპრეეს  ველი,  რომელიც  ჰოჰენკირხენის  შემაღლებით  თავდებოდა.  თავად  ბაუცენი  ქვის  მკვრივი  სახლებით ნაგები  ქალაქი  იყო,  რომლის  გარშემო  ბევრი  ბუნებრივი  წინაღობა  არსებობდა  და  შემტევ  მხარეს  დიდ  სიძნელეებს  შეუქმნიდა. 
ნაპოლეონმა  ერთი  კვირა  „აცალა“  მოწინააღმდეგეს.  იგი  კავალერიული  შენაერთის  მოსვლას  ელოდებოდა.  რომელიც  რის  ვაივაგლიხით შეადგინეს  ცხენებისგან  ლამის  მთლიანად  დაცლილ  საფრანგეთში  და  ახლა  ბრძოლის  ასპარეზისკენ  მოეშურებოდა.  მომავალი  შერკინების  ადგილის  დათვალიერებამ  ნაპოლეონს  ორდღიანი  ბრძოლის  წარმოება  უკარნახა,  ხანმოკლე  ფიქრის  შემდეგ  მან  მოწინააღმდეგის  სრული  განადგურების  ოსტატური  გეგმა  შეადგინა.  პირველ  დღეს  ბრძოლები  უშუალოდ  ბაუცენსა  და  მის  შორი-ახლო.  ქალაქიდან  ჩრდილოეთით  და  სამხრეთით, უნდა  გამართულიყო.  შეტევა  სამი  მიმართულებით  განვითარდებოდა  და თანაც  ისე,  რომ  მოწინააღმდეგეს  თავიდან  გასჭირვებოდა  დარტემის  ძირითადი  უბნის  ამოცნობა.  შემდეგ  კი  ეს  უბანი  სამხრეთის  ფლანგზე „გამოიკვეთებოდა“,  სადაც  გადაისროდა  კიდეც  მტერი  დამატებითს  ძალებს.
მთავარი  ამბები  მეორე  დღეს,  21  მაისს,  განვითარდებოდა,  როცა  ნეი  თავისი  კორპუსებით,  ჩრღილოეთის  მხრიდან,  „შორი  გზით“,  შემოუვლიდა  მოკავშირეთა  განლაგებას  და  უკანდასახევ  გზას  მოუჭრიდა.  იმავდროულად,  ნაპოლეონის  დაჯგუფება  ფრონტიდან  დაარტყამდა  მტერს  ყველა მიმართულებით  და  ამუშავდებოდა  „უროსა  და  გრდემლის“  პრინციპი, როცა  უროს  როლში  ნაპოლეონი  გამოვიდოდა,  გრდემლისა  კი  – ნეი. ბრძოლა  20  მაისს  დაიწყო,  ნაშუადღევს,  როდესაც  მოკავშირეების  მარჯვენა  და  მარცხენა  ფლანგსა  და  ცენტრს  თანმიმდევრულად  შეუტიეს  უდინოს,  მაკდონალდის,  მარმონის  და  ბერტრანის  კორპუსებმა  (ამ უკანასკნელს  დახმარებას  სულტი  უწევდა). 
მოკავშირეები იმ  დროისათვის  ასე  იყვნენ  განლაგებულნი:  სამხრეთით,  მათ  მარცხენა  ფლანგზე,  მილორადოვიჩი  და გორჩაკოვი  იმყოფებოდნენ,  ცენტრში  რუსთა  გვარდია  და  ევგენი  ვიურტემბერგელი,  მარჯვნივ  კი,  ჩრდილოეთით,  პრუსიელები  იდგნენ  (კლაისტის,  იორკის  და ბლიუხერის  კორპუსები).  უკიდურესად  მარჯვენა  მხარე  ბარკლაი  დე  ტოლის  ეჭირა.  რუსებსა  და  პრუსიელებს  ძლიერი  პოზიცია  ეკავათ  და  იმედი ჰქონდათ,  რომ  შეძლებდნენ  მტრის  შეკავებას.  მაგრამ  ახალბედა  ფრანგი ჯარისკაცები  მეტად  ენერგიულად  უტევდნენ  და  რამდენიმე  საათის  შეუპოვარი  ბრძოლის  შემდეგ  ბაუცენიც  აიღეს  და  ორივე  ფლანგზეც  გვარიანად  წაიწიეს  წინ. 
20  მაისის  ბრძოლების  შედეგად  მოკავშირეებმა  თაგდაცვის  პირველი  ხაზი  დაკარგეს,  მაგრამ  მათ  მეორე,  უფრო  მძლავრი  ხაზი  ბაუცენის უკანმდებარე  გორაკებზე  ჰქონდათ  გამართული  და  ახლა  მის  სიმტკიცეზე ამყარებდნენ  იმედს. 
ბრძოლა  21  მაისს  განახლდა,  სისხამ  დილას,  როცა  სამხრეთით  უდინომ  შეუტია  მილორადოვიჩს.  ეს  შეტევა  დემონსტრაციული იყო  და  მოკავშირეთა  სარდლობის  შეცდომაში  შეყვანას  ისახავდა  მიზნად.  უნდა  ითქვას,  რომ  კიტგენშტეინმა  ამოიცნო  ეს  მანევრი.  მაგრამ მას  მხოლოდ  შტაბის  უფროსმა  გენერალმა  დოვრემ  დაუჭირა  მხარი. რაც  შეეხება  მეფე  ალექსანდრესა  და  მის  გარემოცვას.  ისინი  დარწმუნებული  იყვნენ,  რომ  ნაპოლეონი  მათი  მარცხენა  ფლანგის  გარღვევას  აპირებღა  და  ამიტომ  იქით  გზავნიდნენ  მაშველ  ძალებს.  ბრძოლას,  არსებითად.  მეფე  ალექსანდრე  ხელმძღვანელობდა,  რადგან  მორიდებული  ვიტგენშტეინი  ჯეროვან  წინააღმდეგობას  ვერ  უწევდა  უავგუსტოესი  მონარქის  მცდარ  გად. აწყვეტილებებს. 
მოწინააღმდეგის  ჭარბ  ძალებთან  მარტოდ  დარჩენილმა  უდინომ იმპერატორს  დახმარება  სთხოვა.  მაგრამ  ნაპოლეონს  ბრძოლის  სხვა უბნისკენ  ჰქონდა  ყურადღება  მიპყრობილი  და  უდინოს  მალემსრბოლს პასუხიც  არ  აღირსა.  იგი  ახლა  მხოლოდ  ჩრდილოეთისკენ  იყურებოდა, საიდანაც  ნეის  ოთხი  (!)  კორპუსი  უნდა  გამოჩენილიყო. 
ამასობაში  ძალიან  ძლიერი  ბრძოლები  მიდიოდა  ფრონტის  ყველა უბანზე.  ცენტრში  ერთობ  აქტიურობდა  მარმონი,  რომელმაც,  ფაქტობრივად,  გაარღვია  მოწინააღმდეგის  მეორე  ხაზი  და  იმპერატორი  ძლივს  აკავებდა  მას  შემდგომი  სარისკო  წინსვლისაგან,  ჩრდილოეთის  უბანზე, კრეკვიცის  გორაკების  მიდამოში  ბლიუხერი  მედგარ  წინააღმდეგობას უწევდა  სულტსა  და  ბერტრანს.  მაგრამ  თანდათან  იქაც  ფრანგების  უპირატესობა  იკვეთებოდა.  თავისთავად  ცხადია,  რომ  ნაპოლეონს  ასეთი, „სწორხაზოვანი“,  წარმატება  არ  აწყობდა.  იგი  მოწინააღმდეგის  სრულ განადგურებას  გეგმავდა,  რაც  მხოლოდ  ნეის  დაჯგუფების  მტრის  ზურგში  გასვლისას  მოხდებოდა  და  მოუთმენლად  ელოდა  ამ  წამის  დადგომას.
ნეი  ჩრდილოეთის  მხრიდან  მოდიოდა.  იგი  თანმიმდევრულად იღებდა  დასახლებულ  პუნქტებს:  სიორჰენს,  კლიკსს,  გლეინას  და  ბრძოლის  ველს  უახლოვდებოდა.  იმპერატორის  წინადღით  მიცემული  ინსტრუქციის  თანახმად,  მან  ლორისტონის  კორპუსი  თავისი  ძირითადი  ძალების  პარალელურად,  ოღონღ  მარცხნივ  გაუშვა,  რათა,  თუ  გარსშემოვლის  საშიშროებით  დამფრთხალი  მოკავშირეები  ადრევე  დაიწყებდნენ უკანდახევას,  ლორისტონს  მოშორებით  გადაეჭრა  მათთვის  სასიცოცხლო გზა.  ნეის  თავისი  მარშის  განმავლობაში  ორჯერ  მოუწია  ცხარე  შეტაკება  ბარკლაი  დე  ტოლის  შენაერთთან,  მაგრამ  ფრანგი  მარშალი  რატომღაც  ზერელედ  მოეკიდა  ამ  შერკინებას  და  ბარკლაის  უკანდახევის საშუალება  მისცა.  როგორც  ინგლისელი  ავტორი  ჯეიმს  ლაუფორდი  აღნიშნავს,  ნეის  იმდენი  ჯარი  ჰყავდა,  რომ  „ერთი  ჩაკბეჩით  გადაყლაპავდა პრეიტიცს“  (პრეიტიცი  დასახლებული  პუნქტი  იყო,  რომელშიც  ბარკლაი იყო  გამაგრებული). 
ყველაფერი  თითქოს  თავის  რიგზე  მიდიოდა.  იმპერატორი,  რომელმაც  ნეის  მოძრაობა  შენიშნა,  სრულიად  დამშვიდდა  და...  რუსტამს უბრძანა  მიწაზე  დათვის  ტყავი  გაეშალა,  რათა  ცოტა  ხნით  ჩაეთვლიმა. სანამ  იმპერატორი  მიწვებოდა,  მასთან  კვლავ  უღინოს  მაცნე  მიიჭრა.  რომელმაც  გაუმეორა  დახმარების  მოთხოვნა.  წადი.  შენს  მარშალს  უთხარი, რომ  ბრძოლა  სამ  საათში  დამთავრდება.  მანამდე  კი  თავი  მოიკალი  და როგორმე  გასძელი-თქო,  –  დააბარა.  ნაპოლეონი  ორ  საათს  ისვენებდა. როგორც  თვითმხილველები  ამბობდნენ,  მის  შორი-ახლო  მტრის  ყუმბარები  სკდებოდა,  მაგრამ  იმპერატორს  ისე  გულიანად  ეძინა,  ერთხელაც  არ შეტოკებულა.  რომ  სცოდნოდა  ბუონაპარტეს,  რა  მოხდებოდა...
მოხდა  კი  უცნაური  რამ!  სრულიად  მარტივ  სიტუაციაში  ნეი  შეც- და!  შეცდა  პოზიციის  შერჩევაში!  ჯერ  ერთი,  მან  მთელი  საათი  მოანდომა ადგილმდებარეობის  ზვერვას,  რის  გამოც  წინსვლა  შეაჩერა  და  ძვირფასი დრო  დაკარგა,  მაგრამ  ამის  გამოსწორება  კიდევ  შეიძლებოდა,  თუ  იგი იმპერატორის  ჩანაფიქრს  მიჰყვებოდა  და  უფრო  ღრმად  გავიდოდა  მტრის ზურგში.  ამის  სანაცვლოდ  მან  ძალიან  ადრე  გაუხვია  მარჯვნივ  და  კრეკვიცის  გორაკებს შეუტია,  სადაც ბლიუხერი ებრძოდა სულტსა და  ბერტრანს. ამაოდ  ეუბნებოდა  მისი  შტაბის  უფროსი  ჟომინი  ნეის,  დარტყმა  მანდ  კი არა  გაცილებით  უფრო  სამხრეთით  უნდა  მივაყენოთო,  მაგრამ  ყველაფერი ამაო  იყო.  ნეი  ხედავდა,  რომ  კრეკვიცის  მიდამოებში  ძლიერი  ბრძოლა მიდიოდა  და  ფიქრობდა,  რომ  სწორედ  იქ  იყო  პოზიციის  გასაღები... როგორც  კი  ბლიუხერმა  ნეის  კოლონები  დაინახა,  მაშინვე  ყველაფერს  თავი  ანება  და  აღმოსავლეთისკენ  დაიხია  („დაიხია“  რბილად  ნათქვამია.  პრუსიელები,  უბრალოდ,  გაიქცნენ).  მათ  სულ  15  წუთით  გაასწრეს  ნეის!  მაგრამ  ომში  15  წუთს  კი  არა,  ზოგჯერ  15  წამსაც  მნიშვნელობა  აქვს.  ჩაიშალა  მოწინააღმდეგის  სრული  განადგურების  გეგმა. აღარ  შედგა  ახალი  აუსტერლიცი!  ნეი  ჯავრისგან  მკვდარი  იყო,  მაგრამ საქმეს  რაღა  ეშველებოდა?  პრუსიელების  მიყოლებით  რუსებმაც  სასწრაფოდ  დაიხიეს  უკან.  დაიხიეს  ბრძოლით  და,  სხვათაშორის,  ძირითადად წესრიგით  –  ფრანგებს  ხომ  საკმარისი  კავალერია  არ  ჰყავდათ  და  დამარცხებულ  მტერს  ვეღარ  მისდევდნენ! 
ნაპოლეონს  საყვედური  არ  უთქვამს  ნეისათვის  –  „მამაცთა  შორის  უმამაცესს“  თავისი  განცდებიც  ეყოფოდა.  განცდები  იმპერატორსაც საკმარისზე  მეტი  ჰქონდა:  დაიკარგა  შესანიშნავი  შესაძლებლობა  ომის ადრეულ  ეტაპზე  დასრულებისა!  როცა  გამარჯვებულ,  მაგრამ  უკმაყოფილო  იმპერატორს,  ჩვეულებისამებრ,  ბრძოლის  ველზე  ჩამოუვლია,  მხოლოდ  ერთადერთი  ფრაზა  უთქვამს:  ასეთი  ხოცვა-ჟლეტა  და  ასეთი  მწირი შედეგი?  როგორც  ვატყობ,  ესენი  იოტისოდენას  არაფერს  დამიტოვებენო. იმპერატორი  თავის  თანამებრძოლებს  გულისხმობდა... 
დამარცხებული  მოკავშირეები  საქსონიის  შემდეგ  ახლა  სილეზიასაც  ტოვებდნენ.  ადგილობრივი  მოსახლეობა,  რომელიც  ადრე  ტაშითა და  ყვავილებით  ხვდებოდა  განმათავისუფლებლებს.  ახლა,  გაგულისებული,  ზოგან  სტვენითაც  კი  აცილებდა  მათ... 
ფრანგები  კუდში  მიჰყვებოდნენ  რუსებსა  და  პრუსიელებს,  რომლებიც  ბოჰემიის  (ავსტრიის)  საზღვრის გაყოლებით იხევდნენ უკან. გულისგამაწვრილებელი  უკანდახევა  საერთოდ  მაინცადამაინც  არ უწყობს ხოლმე  ხელს  მოკავშირეთა  შორის  ერთიანობისა  და,  განსაკუთრებით, გულითადობის  გაღვივებას,  ამიტომ  საქმე  სერიოზული  უთანხმოებისკენ მიდიოდა.  გენერლები  ერთმანეთს  აბრალებდნენ  დამარცხებებს,  მეფეები –  გენერლებს.  ვიტგენშტეინმა  ალექსანდრეს  სთხოვა  გაეთავისუფლებინა  მთავარსარდლის  მძიმე  მოვალეობისგან.  უიღბლო  გრაფმა  სულ  დაკარგა  ავტორიტეტი  არმიაში  და  მისი  ამ  პოსტზე  გაჩერება  აღარ  შეიძლებოდა.  ალექსანდრე  პავლეს  ძემ  მის  ნაცვლად  ბარკლაი  დე  ტოლი  დანიშნა. ამ  უკანასკნელმა  რუსის  ჯარის  პოლონეთის  ტერიტორიაზე  გადაყვანა მოისურვა,  რუსეთთან  ახლოს,  რათა  არმიას  ცოტა  ძალ-ღონეც  მოეკრიბა და  შეფერთხილი  ნაწილებიც  ახალი  ძალებით  შეევსო.  პრუსიელები,  ცხადია,  ამის  კატეგორიული  წინააღმდეგნი  იყვნენ  –  რუსების  წასვლით  ისინი  მარტო  რჩებოდნენ  ნაპოლეონის  პირისპირ,  რაც  „რატომღაც  განსაკუთრებით  სასიხარულო  ამბად  არ  ეჩვენებოდათ.
განხეთქილება  ახლოვდებოდა.  კიდევ  ერთი  დამარცხება  და  ეს განხეთქილება  ურთიერთობათა  სრულ  გაწყვეტაში  შეიძლება  გადაზრდილიყო.  მაგრამ  ასე  არ  მოხდა  –  რუსებისა  და  პრუსიელების  ალიანსი... ავსტრიელებმა  იხსნეს!  მეტერნიხს  ვერაფრად  ესიამოვნა  ნაპოლეონის ახალი  გამარჯვებები.  ერთი  თვის  წინ  ლამის  სულ  წყალწაღებული  ფრანგები,  ახლა,  იმპერატორის  ჩამოსვლის  შემდეგ,  გარდაიქმნენ  და  კვლავ ოდერამდე  მივიდნენ.  აიღეს  გლოგაუ.  ბრესლაუ,  შვეიღნიცი.  მტკიცედ მოიკიდეს  ფეხი  ჰამბურგში,  დაიბრუნეს  ლიუბეკი...  ასეთი  რამ  სრულიად არ  შედიოდა  ვენის  ანგარიშში.  თუ  საქმე  კვლავ“.  ასე  წავიდოდა,  მაშინ ავსტრიაზე  გაგულისებული  ნაპოლეონი  ამ  ქვეყნისთვისაც  მოიცლიდა  და ჰაბსბურგებს  დაკარგულის  დაბრუნებაზე  კი  არა,  არსებულის  შენარჩუნებაზე  მოუწევდათ  ფიქრი. 
ამიტომ  მათ,  რადაც  არ  უნდა  დასჯდომოდათ,  უნდა  შეეჩერებინათ ნაპოლეონის  წარმატებები.  როგორ?  სამშვიდობო  მოლაპარაკებებით!  იმ საშუამავლო  აქტივობით,  რომელსაც  იანვარ-თებერვალში  წარმატება  არ ჰქონია,  მაგრამ  ახლა  კი  აუცილებლად  უნდა  გამოეღო  შედეგი.  ორმაგი თამაშის  დიღოსტატმა  მეტერნიხმა  კვლავ  ორმაგი  პოლიტიკა  აამოქმედა. მან,  ერთის  მხრივ,  გამარჯვების  მისალოცი  წერილები  აფრინა  ფრანგთა იმპერატორთან,  ხოლო,  მეორეს  მხრივ,  რუსეთისა  და  პრუსიის  მეფეებს წინააღმდეგობის  გაგრძელებისკენ  მოუწოდა!  ამასთანავე,  იცოდა  რა, რომ  მარტო  მოწოდებები  ნირწამხდარ  მოკავშირეებს  ვერანაირად  ვერ  და- ეხმარებოდა,  მან  მომაგალ  პარტნიორებს  უახლოეს  ხანში  ავსტრიის  მათ მხარეზე  გამოსვლა  აღუთქვა!  ხოლო, ვინაიდან,  ეს  უახლოესი  ხანი.  მაინც  თვე-თვენახევარზე  ნაკლები  არ  იქნებოდა,  საჭირო  ხდებოდა სამშვიდობო  მოლაპარაკების  ფარსის  გათამაშება,  რათა  მოკავშირეებსაც  სული მოეთქვათ  და  ავსტრიელებსაც  მოესწროთ  ჯარის  სრული  მობილიზება. მეტერნიხი  საქმეს  შეუდგა.  მან  მაშინვე  გაგზავნა  წარმომადგენელი  ფრანგთა  იმპერატორთან  დაზავებისა  და,  შემდგომში,  სამშვიდობო მოლაპარაკების  დაწყების  წინადადებით. 
ცოტა  ვინმეს  თუ  სჯეროდა,  რომ  ნაპოლეონი  ამ  წინადადებაზე დათანხმდებოდა.  უარმიოდ  დარჩენილ,  „მეფე  ლირის“  მდგომარეობაში მყოფ  კაცს  ორი  თვის  წინ  სიტყვა  „მოლაპარაკების“  გაგონებაც  არ  სურდა და  ახლა,  არმიის  ხელახლა  შექმნის,  რუსებისა  და  პრუსიელების  ორჯერ დამარცხების  შემდეგ  ვინმე  დაითანხმებდა  მას  ამაზე?  მაგრამ  მოხდა საოცრება  და  ნაპოლეონი  დათანხმდა  დროებითს  ზავზეც  და  სამშვიდობო მოლაპარაკების  დაწყებაზეც!  დაზავებას  ორ  მეომარ  მხარეს  შორის  1813 წლის  4  ივნისს  მოეწერა  ხელი  გერმანულ  ქალაქ  პოშვიცში.  ფრანგებმა და  მოკავშირეებმა  მისი  ვადა  20  ივლისამდე  განსაზღვრეს.  ამ  ვადის  ამოწურვამდე,  ავსტრიელებს  საშუამავლო  აქტივობა  უნდა  გაეშალათ,  რათა დაზავება  სამშვიდობო  მოლაპარაკებაში  გადაზრდილიყო. 
რატომ  დათანხმდა  ნაპოლეონი  პოშვიცის  დაზავებაზხზე?  რატომ  არ მიიყვანა  ბოლომდე  წარმატებით  დაწყებული  საქმე?  მოკავშირეები  ხომ დემორალიზებულნი  იყვნენ  ორი  დამარცხების  შემდეგ!  თუ  რა  დღეში იყვნენ  მოკავშირეები  ლიუტცენისა  და  ბაუცენის  შემდეგ,  კარგად  ჩანს ალექსანდრე  პირველის  შტაბის  წევრის,  ცნობილი  მწერლისა  და ისტორიკოსის  ა. მიხაილოვსკი-დანილევსკის  უაღრესად  ტენდენციური მოგონებებიდანაც  კი.  იგი  აღნიშნავს,  რომ  ბაუცენის  ბრძოლის  შემდეგ მოკავშირეთა  საერთო  რაოდენობა  70  ათასს  არ  აჭარბებდა  და  მათ  ახალი ბრძოლის  გამართვის  თავი  აღარ  ჰქონდათ.  გარდა  ამისა  მათ  ისე შემოაკლდათ  ტყვია-წამალი  და  სურსათ-სანოვაგე,  რომ  მოწინააღმდეგის ზეწოლის  შემთხვევაში  ან  უფრო  შორს  უნდა  დაეხიათ  უკან  და  ავსტრიის საზღვრებს  მოსცილებოდნენ,  რაც  პოლიტიკურად  დაუშვებელი  იყო,  ან... საერთოდ,  ძნელი  სათქმელი  იყო,  თუ  რა  უნდა  მოემოქმედნათ  მათ.  და აი,  ასეთ  ვითარებაში,  განაგრძობს  ავტორი,  ერთადერთ  და  საუკეთესო გამოსავალად  მოკავშირეებს  პოშვიცის  დაზავება  მოგვევლინაო. 
თუკი  ასე  იყო,  რატომ  წავიდა  ასეთ  ნაბიჯზე  ნაპოლეონი?  ძნელი სათქმელია.  უფრო  სწორად,  ძნელი  ასახსნელია.  ხდება  ხოლმე  ასე ცხოვრებაში.  თვითონ  იმპერატორი  შემდეგ  ამბობდა,  რომ  ეს  დაზავება ყველაზე  დიდი  შეცდომა  იყო  მთელი  ჩემი  მოღვაწეობის  მანძილზეო,  შეიძლება  ასეც  იყო,  თუმცა,  შეცდომები,  განსაკუთრებით  ბოლო  პერიოდში, სხვებიც  ცოტა  როდი  ჰქონდა  იმპერატორს.  ამ  გადაწყვეტილების  უშუალო  მიზეზად კი  ორ  ფაქტორს  ასახელებდა.  პირველს:  კავალერიის  არყოლას,  რაც  ხელ-ფეხს  უბორკავდა  მას  ღა  მეორეს  –  მოკავშირეთა  მხარეზე ავსტრიის  სავარაუდო  გამოსვლის  საშიშროებას.  პირველი  ფაქტორი მნიშვნელოვანია,  მაგრამ  ზემოაღნიშნულ  წარმატებებს  მან  კავალერიის გარეშე  მიაღწია,  თანაც  ძლიერ  და  გალაღებულ  მოწინააღმდეგესთან, რატომ  ვერ  შეძლებდა  იგი  იგივეს  მოღწევას  უკვე  ორჯერ  დამარცხებულ და  დემორალიზებულ  მოწინააღმდეგესთან?  მეორე  ფაქტორი,  უბრალოდ, ძალზე  საეჭვოდ  გამოიყურება.  ავსტრია  ძნელად  თუ  გაბედავდა  გამარჯვების  ტალღაზე  შემჯდარ  ფრანგებთან  დაპირისპირებას,  მით  უფრო, თუ  მისი  სავარაუდო  მოკავშირეები  მისგან  შორს  იქნებოდნენ.  ისე  რომ, იმპერატორის  „ახსნა-განმარტება“  უფრო  შეცდომისშემდგომ  თავის  მართლებას  ჰგავს.  სამართლიანობა  მოითხოვს,  ამავე  დროს  არ  დავივიწყოთ ისიც,  რომ  ფრანგთა  ჯარიც  გადაღლილი  იყო,  ხოლო  მისი  კომუნიკაციები  ძალზედ  გაჭიმული.  და  მაინც!  კავალერია,  ცხადია,  აუცილებელი  იყო, ჯარის  დასვენებაც  მეტად  საჭირო,  მაგრამ,  თუ  გავითვალისწინებთ  იმ ფაქტს,  რა  სიძნელეებს  გაუძლეს  მანამდეც  და  მერეც  ფრანგმა  ჯარისკაცებმა,  ისინი  1813  წლის  წვიმიანი  გაზაფხულის  კიდევ  ორ-სამ  კვირასაც გაუძლებდნენ  და  მაშინ  სხვა  ელფერი  დაედებოდა  მოვლენათა  შემდეგ მსვლელობას,  თუმცა,  ეს  საკითხი  უკვე  მკითხაობის  სფეროდანაა  და  ჭეშმარიტებასთან  ვერ  მიგვაახლოებს. 
პოშვიცის  დაზავების  ხელმოწერისთანავე  ავსტრია  და  მოკავშირე ქვეყნები  –  რუსეთი  და  პრუსია  –  საიდუმლო  მოლაპარაკებებს  შეუდგნენ სამშვიდობო  ხელშეკრულების  პროექტის  შესამუშავებლად.  მეფე  ალექსანდრეს  არავითარი მშვიდობა  არ  უნდოდა.  არ  უნდოდათ მშვიდობა  ინგლისელებსაც,  რომლებიც,  მართალია,  ამ  მოლაპარაკებებში  არ  მონაწილეობდნენ,  მაგრამ  უხილავად  მაინც  იქ  „იმყოფებოდნენ“.  პრუსია.  თუ  იგი  თავის საზღვრებში აღდგებოდა,  ალბათ,  წავიდოდა მოლაპარაკებაზე.  რაც შეეხებოდა  ავსტრიას,  მას  სურდა  მოლაპარაკება  და  სურდა  იგი  ისეთი  ხელშეკრულებით  დასრულებულიყო,  რომელიც  ჯერ  ავსტრიას  მოაწყობდა  და შემდეგ  ისეთ  მდგომარეობას  შექმნიდა  ევროპაში,  რომ  არცერთ  დიდ სახელმწიფოს  სხვებზე  განსაკუთრებული  უპირატესობა  არ  ექნებოდა.
რატომ  თანხმდებოდა  მოლაპარაკებაზე  ალექსანდრე?  ჯერ  ერთი, დროის  მოსაგებად.  მეორეც,  ავსტრიასთან  უფრო  დასაახლოებლად.  რუსეთს  რომ  ხელაღებით  ეთქვა  უარი  მეტერნიხის  ინიციატივაზე,  იგი  ავსტრიას  დააფრთხობდა  და,  ვინ  იცის,  იქნებ  ნაპოლეონისკენაც  ებიძგებინა.  ამიტომ  ალექსანდრე  რომანოვი  გზავნიდა  რა  თავის  წარმომადგენელს გრაფ  ნესელროდეს  საიდუმლო  მოლაპარაკებაზე  ჩეხეთის  ქალაქ  ოპოჩნიაში,  თან  კიდევ  უფრო  საიდუმლო  სხვა  დავალებას  აძლევდა  მას:  ისეთი წინადადებები  წამოაყენეთ,  რომ  ნაპოლეონისთვის  ისინი  იმთავითვე  მიუღებელი  იყოს  და  უარი  თქვას  მათზეო.  ეს  კი  მოკლე  დროში  კვლავ  საომარი  მოქმედების  განახლებას  გახდის  აუცილებელსო. 
10-12  ივნისის  განმავლობაში,  ოპოჩნიას  საიდუმლო  შეკრებაზე, ავსტრიის  წარმომადგენელმა  გრაფმა  სტადიონმა,  პრუსიელმა  გარდენბერგმა  და  რუსმა  ნესელროდემ  შეიმუშავეს  ის  ოთხი  პუნქტი,  რომელთაც ავსტრია  უახლოეს  ხანში  ფრანგთა  იმპერატორს  წარუდგენდა  (ეს  პუნქტები  მოკავშირეებმა  და  „შუამავალმა“  ავსტრიამ  27  ივნისს  გააფორმეს საბოლოოდ  რაიხენბახში). 
რა  პუნქტები  შეიმუშავა  სამმა  მაღალმა  მხარემ?  1.  ნაპოლეონის პირმშოს  –  ვარშავის  დიდი  საჰერცოგოს  –  ლიკვიდაცია;  2.  პოლონეთის ხელახალი  დაყოფა  ავსტრიას,  პრუსიასა  და  რუსეთს  შორის;  3.  ილირიის პროვინციის  ავსტრიისთვის  დაბრუნება;  და  4.  ჰანზას  ქალაქების  –  ჰამბურგისა  და  ლიუბეკის  –  თვითმმართველობის  აღდგენა. 
საიდუმლო  მოლაპარაკების  დროს  რუსეთი  და  პრუსია  გაცხარებით  მოითხოვდნენ  ორი  პუნქტის  დამატებას:  პრონაპოლეონური  რაინის კავშირის  დაშლას  და  პრუსიის  აღდგენას  1806  წლის  საზღვრებში,  მაგრამ,  მოკავშირეებმა  ვერ  დაითანხმეს  მეტერნიხი.  ავსტრიის  მრავლის- შემძლე  მინისტრს  არ  სურდა,  რომ  ნაპოლეონს  იმთავითვე  უარი  ეთქვა მოლაპარაკების  წარმოებაზე,  რადგან  ასეთი  წინანადება  ომის  აუცილებელ  განახლებას  გამოიწვევდა,  რაც  იმ  დროს,  რა  თქმა  უნდა,  არ  აწყობდა მეტერნიხსა  და  მის  ქვეყანას... 
მეფე  ალექსანდრეს  პირადი  ჩარევით  სამშვიდობო  მოლაპარაკების  პროექტს  მაინც  დაუმატეს  შედარებით  „უწყინარი“  მოთხოვნა:  ფრანგებს  უნდა  დაეცალათ  პრუსიისა  და  პოლონეთის  ტერიტორიაზე  ჯერ  კიდევ  მათ  ხელში  მყოფი  ციხე-სიმაგრეები. 
ახლა  რაიხენბახის  ქმნილების  ნაპოლეონისთვის  წარდგენა  იყო საჭირო,  ეს  მისია  თვით  მეტერნიხმა  ითავა.  იმ  დროს  მას  გულწრფელად არ  სურდა  ომის  განახლება  და  იმედოვნებდა,  რომ  მოახერხებდა  ჯიუტი კორსიკელის  წინააღმდეგობის  გატეხვას  და  დაარწმუნებდა  მას  სამშვიდობო  ხელშეკრულების  დადების  აუცილებლობაში. 
ნაპოლეონი  დრეზდენში  იმყოფებოდა  და  მეტერნიხიც  იქით გაეშურა.  საქსონიის  დედაქალაქში  ჩასვლისთანავე  გამოირკვა,  რომ... ფრანგთა  იმპერატორი  სულაც  არ  იღწვოდა  ავსტრიელ  შუამაგალთან შეხვედრისათვის!  ეს  მოულოდნელი  რამ  იყო.  მეტერნიხი  დრეზდენში ერთი  დღით  აპირებდა  ჩასვლას,  მას  კი  ეს  ერთი  დღე  მარტო  ლოდინისთვის  დასჭირდა  – იმპერატორმა  მხოლოდ  მეორე  დღისთვის  მოიცალა მასთან  შესახვედრად... 
ნაპოლეონი  სამხეღრო  ფორმაში  გამოწყობილი,  ქუდით  დახვდა მეტერნიხს.  იმპერატორი  ხელში  დაშნას  ათამაშებდა  და  ქეღმაღლურად  უცქერდა  ავსტრიელ  სტუმარს.  მისაღებში  უამრავ  დიდმოხელეს მოეყარა  თავი.  იქ  იყვნენ  ფრანგი  მინისტრები,  მარშლები,  სახელმწიფო  მდივნები...  ომი  ყველა  მათგანს  მობეზრებული  ჰქონდა  და  ყველას მეტერნიხის  იმედი  „ქონდა.  ბერტიემ  მოასწრო  სტუმრისთვის  ყურში ჩაჩურჩულება:  „ევროპასა  და  საფრანგეთს  მშვიდობა  სურთ.  არ  დაივიწყოთ  ეს  –  მშვიდობა!” 
მოლაპარაკება  8  საათზე  მეტ  ხანს  გაგრძელდა,  თუკი  მას  მოლაპარაკება  დაერქმევა.  ეს  უფრო  მონოლოგი  იყო,  ნაპოლეონის  შეუჩერებელი  მონოლოგი,  რომელშიც  მხოლოდ  ალაგ-ალაგ  თუ  ჩაურთავდა  ხოლმე სიტყვებს  აუღელვებელი  მეტერნიხი.  ნაპოლეონი  ყვიროდა,  ფეხებს  აბაკუნებდა,  ლამის  კედლებს  აწყდებოდა,  დროდადრო  ქუდს  მოისროდა ხოლმე,  მერე  ისევ  აიღებდა,  მერე  ისევ  ყვიროდა  და  ასე,  გაუთავებლად. „თქვენ  ომი  გინდათ.  მაშ  კარგი.  მიიღებთ  ამ  ომს.  მე  თქვენ  ვენაში გინიშნავთ  შეხვედრას.  რამდენი  ხართ  მოკავშირეები?  რამდენი  ქვეყანა? ოთხი,  ხუთი,  ოცი?  რაც  მეტნი  იქნებით,  მით  უკეთესი  ჩემთვის.  ლიუტცენთან  მე  პრუსიელები  გავანადგურე,  ბაუცენთან  –  რუსები.  ახლა  თქვენ გინდათ  რიგში  ჩადგეთ.  ძალიან  კარგი.  ჩადექით!  ვენაში  შეხვედრამდე!“ „ომი  იქნება  თუ  მშვიდობა,  ეს  თქვენზეა  დამოკიდებული,  თქვენო  უდიდებულესობავ –  წყნარად  პასუხობდა  მეტერნიხი.  დღეს თქვენ. კიდევ  შეგიძლიათ  მშვიდობას  მიაღწიოთ.  ხვალ  შეიძლება  გვიან  იყოს.“  „რას  მოიხოვთ  ჩემგან?  თავი  რომ  შევირცხვინო?  არ  ცხრებოდა  ნაპოლეონი.  ვერ ეღირსებით  ამას!  მე  უმალ  სიკვდილს  ვარჩევ,  ვინემ  ერთ  მტკაველ  მიწას დავთმობ.  თქვენი  ხელმწიფეები  ტახტზე  არიან  დაბაღებულნი  და  ოცჯერაც  რომ  განიცადონ  დამარცხება,  ოცჯერვე  უმტკივნეულოდ  დაუბრუნდებიან  თავიანთ  ქვეყნებს.  მე  ეს  არ  შემიძლია.  მე  ტახტზე  კი  არა,  ბრძოლის ველზე  ვარ  დაბადებული.  თქვენ  ჯარისკაცი  არა  ხართ  და  ვერ გაიგებთ რა  ხდება  ჯარისკაცის  სულში...  რა  სურს  თქვენს  იმპერატორს?  მე  სამჯერ  დავაბრუნე  იგი  ტახტზე,  მისი  ქალიშვილიც  შევირთე,  თუმცა  ვიცოდი  რომ  სისულელეს  ვაკეთებდი,  თუ  მშვიდობა  გინდათ,  მშვიდობა  იმ  საზღვრებში  იქნება,  რომელიც  ომის  წინ  იყო“  (იმპერატორი,  ალბათ,  საფრანგეთ-რუსეთის  1812  წლის  ომს  გულისხმობდა,  დ.ც.).  შემდეგ  მან  მეტერნიხს  ხელი  წაავლო  და  სხვა  ოთახში  გაიყვანა,  სადაც  მაგიდაზე  რუკები  იყო  გაშლილი  „შეხედეთ,  სად  დგანან  ჩემი  ჯარისკაცები!  ეს  გინდათ წამართვათ?  პირდაპირ  მითხარით,  მეტერნიხ,  რამდენი  გადაგიხადეს  ინგლისელებმა?  მე  უფრო  მეტს  მოგცემთ.  რამდენი  გინდათ,  ოცი  მილიონი? თუ  დამატებით  კიდევ  ოცი?“  მეტერნიხს  ფერი  ეცვალა.  ასეთი  რამ  მისთვის  არავის  უთქვამს,  ასეთ  სიტყვებს  არ  ივიწყებენ  (მითუმეტეს,  თუ  ისინი  სიმართლესთან  ახლოს  არიან...),  მოგვიანებით  ნაპოლეონი  ამბობდა, რომ  მან  გადააჭარბა  თავის  საყვედურებში  და  მძიმე  შეურაცყოფა  მიაყენა განთქმულ  დიპლომატს.  მაშინვე  მივხგღი,  რომ  ამ  სიტყვებით  დაუძინებელი  მტერი  შევიძინეო  –  დასძენდა  იმპერატორი. 
მოლაპარაკებიდან  არაფერი  გამოვიდა.  ან  რა  უნდა  გამოსულიყო? ნაპოლეონისგან  მოითხოვდნენ  იმას,  რაც  მას  ხელთ  ეპყრა!  იმ  ტერიტორიებს,  სადაც  მისი  ჯარი  იდგა!  მისი  ყაიდის  კაცი  ასეთ  წინადადებებზე, ცხადია,  არასოდეს  დათანხმდებოდა... 
შეხვედრის  ბოლოს,  როცა  ნაპოლეონმა  კარებამდე  მიაცილა მეტერნიხი,  მან  მკლავზე  მოჰკიდა  -ხელი  სტუმარს  და  ღიმილით  უთხრა: „იცით რითი  დამთავრდება  ეს  ყველაფერი?  თქვენ  არ  იომებთ  ჩემს  წინააღმდეგ!“  რაზეც  მეტერნიხმა  უპასუხა:  „თქვენ  დაიღუპეთ,  სირ!  მე  ამას ვგრძნობდი,  როცა  აქეთ  მოვდიოდი,  ახლა  კი  დარწმუნებული  ვარ“. როცა  მინისტრი  მოსაცდელში  გამოვიდა  და  ბერტიეს  ფართოდ გახელილ  თვალებს  წააწყდა,  მხოლოდ  მხრები  აიჩეჩა  და  ჩაილაპარაკა: ეტყობა,  თქვენი  მბრძანებელი  ჭკუიდან  შეიშალაო. 
ის,  რაც  ნაპოლეონმა  დრეზდენის  შეხვედრის  დროს  მოიმოქმედა, რასაკვირველია,  არავითარ  დიპლომატიურ  ჩარჩოებში  არ  ეტეოდა.  ბუონაპარტეს  ბევრჯერ  დაუდგამს  მოლაპარაკებების  დროს  სპექტაკლი  და ბევრჯერაც  მიუღწევია  წარმატებისთვის.  მაგრამ  ის  ადრინდელი  სპექტაკლები  ძალთა  რეალური  შეფარდების  გათვალისწინებით  თამაშდებოდა და  ამიტომ  აღწევდა  მათი  ავტორი  სასურველ  შედეგს.  თამაშით  დრეზდენის  შეხვედრის  დროსაც  თამაშობდა  ფრანგთა  იმპერატორი,  მაგრამ  ახლა ის  მხოლოდ  ახირებულ,  გულზვიად,  უკომპრომისო  და  უკარება  მბრძანებლის  როლს  თამაშობდა,  მბრძანებლისა,  რომლის  ერთი  ხელის  აქნევა ისევ  საკმარისი  იქნებოდა  მთელი  სახელმწიფოების  გეოგრაფიული  რუკიდან  გაქრობისა  თუ  გაჩენისათვის.  იყო  დრო,  თანაც  არცთუ  შორეულ  წარსულში,  სულ  ერთი  წლის  წინ,  როცა  მართლა  შეეძლო  ამგვარი  რამ  ევროპის  ფაქტობრივ  მბრძანებელს.  მაგრამ  დრზედენში  შეხვედრის  მომენტისათვის  ვითარება  მნიშვნელოვნად  შეცვლილი  იყო.  რუსეთს,  გაძლიერებულ  და  აღორძინებულ  პრუსიას,  გერმანიის  მნიშვნელოვან  ნაწილს, შვედეთს,  თავისთავად  ცხადია,  ინგლისს,  გადაწყვეტილი  პქონდათ  სამკვდრო-სასიცოცხლო  ბრძოლა  გაემართათ  „სრულიადევროპელი  შფოთისთავისთვის“.  თანაც,  უკვე  გვარიანად  დასუსტებული  „შფოთისთავისთვის“.  ერთადერთი  დიდი  სახელმწიფო,  რომელიც  ჯერჯერობით  ნეიტრალიტეტს  იცავდა  და  დაპირისპირებულ  მხარეთა  შორის  ბუფერის  როლის  შესრულებას  აპირებდა,  აგსტრია  იყო.  ავსტრია  თავისი  შუალედური  გეოგრაფიული  მდებარებით,  საკმაოდ  მრავალრიცხოვანი  მოსახლეობით  და  საკმაოდ  ძლიერი  არმიით,  შექმნილ  ვითარებაში  იმ  ძალას  წარმოადგენდა,  რომელსაც  ამა  თუ  იმ  მხარეზე  დადგომით  სასწორის  პინა  მისკენ  შეეძლო  გადაეწონა.  სწორედ  ამიტომ  უტრიალებდნენ  მოკავშირეები ავსტრიას,  ამიტომ.  უქონაგდნენ  მას  თავს  რუსეთი  და  პრუსია,  ინგლისი კი  სუბსიდიებით  ამარაგებდა.  ხოლო  როგორ  იქცეოდა  ასეთ  დროს  ნაპოლეონი?  თავს  უქონავდა  და  სუბსიდიებს  სთავაზობდა  კი  არა,  აშინებდა და  შეურაცჰყოფდა  ამ  ქვეყანას,  ამადლიდა,  რომ  იკადრა  და  მისი  იმპერატორის  ქალიშვილი  ცოლად  მოიყვანა,  რითაც  თურმე  სისულელე  გააკეთა!  ნაცვლად  იმისა,  რომ  აგსტრიელთათვის  ილირიაც  დაებრუნებიჩა  და სილეზიის  ნაწილიც  შეეთავაზებინა  იმ  მიზნით,  რომ  მისი  ნეიტრალიტეტი მაინც  „დაებევებინა“,  ფრანგთა  იმპერატორი  დირექტივებს  უგზავნიდა ვენას,  ხოლო  მასთან'  მოსალაპარაკებლად  მოსულ  მის  ყოვლისშემძლე, მინისტრს  მასხრად  იგდებდა  და  მექრთამეს  უწოდებდა... 
ნაცვლად  იმისა,  რომ  გამოეყენებინა  ავსტრიის  შიში  პრუსიის ზედმეტად  გაძლიერებისა  და  რუსეთის  ევროპაში  დამკვიდრების  წინაშე და  ეს  გარემოება  აემუშავებინა  ამ  ქვეყნის  თავის  მხარეზე  გადმობირებისათვის,  ნაპოლეონი  ვენაში  უნიშნავდა  თავის  ჯართან  პაემანს  მის პირველ  მინისტრს... 
არა,  ეს  უკვე  აღარ  იყო  კამპო-ფორმიოს  დროინდელი  ბონაპარტი, ეს  ტილზიტის  დროინდელი  ნაპოლეონიც  აღარ  იყო.  ეს  1812  წლის  გაზაფხულის  ყოვლისშემძლე,  გულზვიადი  და  ყოყოჩა  ევროპის  მბრძანებელი  იყო,  მაგრამ  მბრძანებელი,  რომელსაც  დრო  არევია  და  1813  წლის ზაფხული  ისევ  წინა  წლის  გაზაფხულად  მოსჩვენებია... 
მეტერნიხი  მიხვდა  –  ამ  კაცთან  მშვიდობიანი  გზით  არაფერი  გა- მოვიდოდა.  რა  წინააღმდეგიც  არ  უნდა  ყოფილიყო  ავსტრიელი  მინისტრი ომის  განახლებისა,  ახლა  ეს  აუცილებელი  ხდებოდა.  მეტერნიხმა  დრეზდენიდან  შვარცენბერგთან  აფრინა  წერილი,  რომლითაც  ავსტრიის  ჯარების  მთავარსარდალს  სთხოგდა  ,დანამდვილებით  ეცნობებინა  მისთვის,  კიდევ  რამდენი  დრო  დასჭირდებოდა  მას  ბრძოლისთვის  არმიის  გასამზადებლად.  შვარცენბერგის  პასუხი  უმალ  მოვიდა:  ოცი  დღე.  ბედის  ირონიაა  –  მეტერნიხმა  უკანასკნელი  შეხვედრის  დროს  ნაპოლეონს  სწორედ ოცი  დღით  სთხოვა  დაზავების  გაგრძელება,  რათა  კიდევ  ერთხელ  „მოესინჯა“  მოკავშირეთა  პოზიციები,  ომის  მოახლოებით  გართულმა  და  გალაღებულმა  ნაპოლეონმა  დაუფიქრებლად  მისცა  თანხმობა  ავსტრიელ  მინისტრს  დაზავების  10  აგვისტომდე  გაგრძელების  თაობაზე.  ამის  შემდეგ, მეტერნიხმა  იმპერატორს  უთხრა,  რომ  პრაღაში  აპირებდა  მოლაპარაკების  უკანასკნელი  რაუნდის  ჩატარებას  და  სთხოვა  იქ  გაეგზავნა  თავისი წარმომადგენლები.  მეტერნიხმა  იცოდა,  რომ  ეს  შეხვედრა  წმინდა წყლის  ფარსი  იქნებოდა  და  იგი  მხოლოდ  დროის  მოგებას  მოემსახურებოდა.  ნაპოლეონმა  ეს  არ  იცოდა,  რადგან  მას  ამის ცოდნა  არ  უნდოდა. მისთვის  ახლა  სულერთი  იყო,  პრაღაში  იქნებოდა  მოლაპარაკება  თუ ოსტრავაში.  სალაპარაკო  მას  აღარაფერი  ჰქონდა  –  მის  სათქმელს  მისი ზარბაზნები  იტყოდნენ. 
პრაღის  კონგრესი  მართლა  ფორმალობა  გამოდგა.  ორივე  მხარე ერთმანეთს  ატყუებდა  და...  დროს  ჭიმავდა  (წესით.  ლაპარაკი  ორ  მხარეზე  კი  არ  უნდა  იყოს,  არამედ  სამზე,  მაგრამ  ავსტრია  კარგახანია  რუსეთისა  და  პრუსიის  მხარეზე  იდგა  და  მისი  შუამავლობა  წმინდა  წყლის თვალთმაქცობა  იყო).  საფრანგეთის  წარმომადგენელი  გრაფი  კოლენკური პრაღაში  ათი  დღის დაგვიანებით  ჩავიდა,  ხოლო  როცა  ჩავიდა,  აღმოჩნდა,  რომ  მას  თურმე...  მოლაპარაკების  წარმოების  უფლებებიც  არ  ჰქონია!  თავის  მხრივ,  მეტერნიხმა  ახალი  მოთხოვნები  წამოაყენა.  ისეთი, რომლის  მიღება  ნაპოლეონს  არ  შეეძლო.  წინა  ოთხ  მოთხოვნას  მან  ახლა ესპანეთის  და  ჰოლანდიის  დამოუკიდებლობის  აღდგენის,  რაინის  კავშირის  დაშლისა  და  პრუსიისთვის  ადრე  წართმეული  პროვინციების  დაბრუნების  მოთხოვნები  დაუმატა.  მოკლედ,  ისე  გამოდიოდა,  რომ  ყველა 10  აგვისტოს  უცდიდა,  როცა  დაზავების  ვადა  ამოიწურებოდა. და  აი,  10  აგვისტოც  დადგა  და  ზუსტად  შუაღამისას,  მეტერნიხმა  კონგრესი  დახურულად  გამოაცხადა.  ორი  დღის  შემდეგ  იმპერატორმა  ფრანცმა  დეკრეტი  გამოსცა  ავსტრიის  მიერ  საფრანგეთისთვის  ომის  გამოცხადების  შესახებ.  ასე  დაიწყო  გერმანიის  კამპანიის საშემოდგომო  პერიოდი. 
„შემოდგომის  სესიას“  მოკავშირეები  ბევრად  უკეთ  მომზადებულნი  შეხვდნენ  ვიდრე  გაზაფხულისას.  მაისში  განცდილმა  დამარცხებებმა მათთვის  უკვალოდ  არ  ჩაიარეს.  მათი  ჯარი  ახლა  რიცხობრივად  ბევრად სჭარბობდა  ფრანგებისას  და  მატერიალურადაც  უკეთ  იყო  მომზადებული. მიუხედავად  ამისა,  მეფე  ალექსანდრეს  ძალზე  აშფოთებდა  მთავარსარდლის  საკითხი.  გაზაფხულზე  განცდილი  მარცხის  გამო  რომანოვი  უკმაყოფილო  იყო  მოკავშირეთა  მეთაურებით.  იგი  გულმოსული  იყო  ვიტგენშტეინზე,  ბარკლაი  დე  ტოლიზე  და  თვით  ბლიუხერზეც,  რომელმაც  დიდი გაჟკაცობისა  და  შეუპოვრობის  გარდა  მხედართმთავრის  სხვა  თვისებები მაინცა  და  მაინც  ვერ  გამოავლინა.  მათ  სანაცვლოდ  ალექსანდრე  ახალ კანდიდატურას ეძებდა,  ეძებდა  ისეთ  მთავარსარდალს,  რომელსაც  არც ნაპოლეონთან  შებმისა  შეეშინდებოდა  და  არც  მისი  სტრატეგიული  კომბინაციები  აუბნევდა  გამუდმებით  თავგზას. 
ასეთი  კაცი  მოკავშირეთა  შორის  მთელი  „ამ  წამოწყების“  ინიციატორს  ნაკლებად  ეგულებოდა.  ერთი  პირობა  იგი  შვედეთის  კრონ-პრინცზე  ფიქრობდა,  მაგრამ  ბერნადოტმა  თაგაზიანად  უარყო  ეს  მაცდური  წინადადება.  სამაგიეროდ  მან  მეფეს  მოროს  კანდიდატურა  შესთავაზა.  ყოფილი  ფრანგი  მარშალი  საფრანგეთის  მტრებს  ფრანგი  გენერლის  სამსახურს  სთავაზობდა! 
ჟან  ვიქტორ  მორო,  რესპუბლიკური  არმიის  გამოჩენელი  მხედართუფროსი,  ჰოჰენლინდენის  ღირსსახსოვარი  ბრძოლის  გმირი,  1804  წლის შემდეგ  ამერიკაში  ცხოვრობდა.  მიუხედავად  იმისა,  რომ  მოროს  სახელს გარკვეული ჩრდილი მიადგა  როიალისტთა მიერ  პირველი კონსულის წინააღმდეგ  მოწყობილ  შეთქმულებაში  სავარაუდო  მინაწილეობის  გამო,  იგი ისევ  რესპუბლიკის  ერთგული  ადამიანის  რეპუტაციით  სარგებლობდა  და თუკი  ამ  წლების  განმავლობაში  ვინმე  იხსენებდა  მას  საფრანგეთში,  მაინც გარკვეული  პატივისცემითა  და  წარსული  დამსახურებებისათვის  მადლი- ერების  გრძნობით. 
ამერიკაში  მორო  ფილადელფიის  მახლობლად  ცხოვრობდა,  სადაც  საკუთარი  ფერმა  ჰქონდა  და  დროს  სოფლის  მეურნეობაში  საქმიანობითა  და  ნადირობით  კლავდა.  პოლიტიკაში  იგი  აქტიურად  არ  ერეოდა, თუმცა,  საფრანგეთის  იმპერატორისადმი  მუდამ  დაუფარავი  სიძულვილი ჰქონდა  და  ამას  არც  არავისთან  მალავდა. 
მოროს  ცოდნისა  და  გამოცდილების  გამოყენება  მეფე  ალექსანდრეს,  თურმე,  ჯერ  კიდევ...  1805  წელში  უნღოდა!  მაშინ  მას  სპეციალური  ემისარი  გაუგზავნია  გენერალთან  მოსალაპარაკებლად,  მაგრამ  დესპანს  გზაში  გაუგია,  რაც  მორავიის  ველებზე  მომხდარა  და  უკან  დაბრუნებულა  –  აუსტერლიცის  შემდეგ  მოკავშირეებს  მორო  კი  არა,  თვით  მამაზეციერიც  ვერ  უშველიდა.  ასე  მოხდა  1807  წელშიც,  როცა  ევროპაში გასამგზავრებლად  გამზადებულ  გენერალს  ფრიდლანდთან  რუსების  დამარცხებისა  და  მის  შედეგად,  ტილზიტის  ზავის  დადების  ამბავი  მიუვიდა.
1813  წელს  კი,  რუსეთის  კამპანიის  შედეგების  გათვალისწინებით,  მოროს წარმატების  იმედი  ჩაესახა.  იგი  ნაპოლეონისგან  საფრანგეთის  გათავისუფლების  იდეით  აღენთო  და  ალექსანდრეს  ელჩს  სრულიად  ფანტასტიკური  გეგმა  შესთავაზა.  მორო  მოითხოვდა  რუსეთში  ტყვედ  ჩავარდნილი ფრანგი  ჯარისკაცების  მის  დაქვემდებარებაში  გადაცემას,  მათ  აღჭურვასა  და  შეიარაღებას  და  მისი  მათთან  ერთად  საფრანგეთში  ზღვიდან  გადასხმას.  მე  ჩემს  ქვეყანაში  მხოლოდ  ფრანგი  %არისკაცებით  დავბრუნდები, სხვისი  ჯარით  ამის  გაკეთება  წარმოუდგენლად  მიმაჩნიაო,  ამბობდა  იგი. სინამდვილეში,  წარმოუდგენელი  მოროს  წინადადება  იყო  –  იგი  არც ტექნიკურად  განხორციელდებოდა  მაშინ  და,  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  არც  ფრანგი  ჯარისკაცები  გაჰყვებოდნენ  მას:  გინდა  ზღვიდან  შეჭრილიყო  გენერალი  საფრანგეთში  და  გინდა  ხმელეთიდან.
ასეთ  ოპერაციაზე  გენერალს  უარი  უთხრეს,  მაგრამ  მოკავშირეებთან  ჩასვლის  მოწვევა  გაუმეორეს.  მორომ  სულ  ცოტა  ხანს იორჭოფა. შემდეგ  კი,  ამაღლებულ  გრძნობებს  მაინც  ნაპოლეონის  სიძულვილმა სძლია  და  გენერალი  ევროპაში  წავიდა.  1813  წლის  აგვისტოში  იგი  პრაღაში  მოკავშირეთა  ხელმძღვანელების  პირისპირ  წარსდგა.  მონარქებმა გულთბილად  მიიღეს  დევნილი  გენერალი.  განსაკუთრებით  ალექსანდრე აქტიურობდა.  იგი  ისე  ეშურებოდა  ნაპოლეონთან  ანგარიშის  გასწორებას,  რომ  მოროს  გაერთიანებული  არმიის  მთავარსარდლობა  შესთავაზა. გენერალი  შეცბა.  იგი  ასეთ  რამეს,  ასე  ერთბაშად,  არ  ელოდა.  მას  თავი უფრო  „უწყინარი“  კონსულტანტის  როლში  წარმოედგინა,  ახლა  კი...
არა,  მოროს  პასუხისმგებლობის  არ  ეშინოდა,  იგი  „ამ  ვიტგენშტეინებსა და  ბლიუხერებზე“  მაღლა  იდგა  და  მათზე  ბევრ  სარგებლობას  მოუტანდა...  მაგრამ  ვის  მოუტანდა  სარგებლობას  მორო?  საფრანგეთის  მტრებს? გამოდიოდა,  რომ  მათ!  რამდენსაც  არ  არწმუნებდა  იგი  თავს,  რომ რუსების,  პრუსიელების,  ავსტრიელების,  შვედებისა  და  ინგლისელების  გვერდში  დგომით  საფრანგეთის  სასარგებლო  საქმეს  გააკეთებდა,  რადგან დესპოტური  ხელისუფლისაგან  გათავისუფლებაში  დაეხმარებოდა  მას, მაინც  ჩანდა,  რომ  გენერალი  უჩვეულოდ  ღელაედა  და  გადაწყვეტილების მიღებას  აყოვნებდა.  ბოლოს,  როცა  მისი  ორჭოფობა  გაჭიანურდა  და უხერხულიც  გახდა,  მან  ასეთი  ვარიანტი  შესთავაზა  რუსეთის  მეფეს: უმაღლესი  მთავარსარდლობა  ნომინალურად  თვითონ  ალექსანდრეს  უნდა ეკისრა,  ხოლო  მორო  გაერთიანებული  შტაბის  უფროსის  თანამდებობას დაიკავებდა,  რაც,  ფაქტობრივად,  საშუალებას  მისცემდა  სათავეში  ჩასდგომოდა  მოკაგშირეთა  ჯარებს.  მეფეს  ეს  წინადადება  მოეწონა,  მაგრამ მის  წინააღმდეგ  ავსტრიელები  წავიდნენ,  რომელთაც  მთავარსარდლად მხოლოდ  თავიანთი  შვარცენბერგი  წარმოედგინათ.  მეფე  ჯიუტად  დადგა მოროს  მხარეზე,  ავსტრიელებმაც,  თავიანთი  მხრივ,  არანაკლები  სიჯიუტე  გამოიჩინეს  და  ბოლოს  ისიც  კი  თქვეს,  რომ-თუ  მთავარსარდლად  მათი ფელდმარშალი  არ  იქნებოდა,  ისინი  საერთოდ  არ  მიიღებდნენ  მონაწილეობას  მიმდინარე  ომში.  ასეთი  პერსპექტივა  არც  რუსეთს  აწყობდა  და  არც პრუსიას,  ამიტომ  მეფემ,  დროებით,  უკანდახევა  გადაწყვიტა  და  შვარცენბერგის  კანდიდატურის  წინააღმდეგ  აღარ  გაილაშქრა.  შედეგად,  მოროს იმხანად  „მხოლოდ“  მთავარი  მრჩევლის  როლი  ერგო.  ის  დღე  იყო  და ალექსანდრეც  რჩევას  ხშირად  მოროს  ეკითხებოდა  და  მას  მოკავშირეთა სხვა  მხედართუფროსებს  შორის  გამოარჩევდა.  ასეთი  ვითარება,  ეჭვს გარეშეა,  მოკავშირეთა  ბანაკში  განხეთქილებას  შეიტანდა:  ფაქტობრივად შეიქმნებოდა  ორხელისუფლებიანობა,  რაც  მომავალში  კარგს  არაფერს უქადდა  მათ  არმიას.  მაგრამ  განგებამ  სხვაგვარად  ინება  და  მთავარსარდლის  საკითხი  სხვაგვარადვე  გადაწყვიტა...  პირველივე  დიდ  ბრძოლაში, რომელშიც  მორომ  მონაწილეობა  მიიღო,  იგი  სასიკვდილოდ  დაიჭრა  და რამდენიმე  დღეში  გარდაიცვალა  კიდეც.  ეს  დრეზდენთან  მოხდა,  1813 წლის  27  აგვისტოს.  ამ  ქალაქთან  ნაპოლეონის  მიერ  მოპოვებული  დიდი გამარჯვების  შესახებ  ქვემოთ  კიდევ  შევჩერდებით,  აქ  კი.  გენერალ  მოროს  აღსასრულზე  ვიტყვით  ორიოდ  სიტყვას. 
არსებობს  ლეგენდა  იმის  თაობაზე,  რომ  მორო  თავად  ნაპოლეონმა მოკლა  ზარბაზნის  პირდაპირი  გასროლით.  ეს  ლეგენდა.  ისევე  როგორც ბევრი  სხვა  ამდაგვარი,  სიმართლეს  არ  შეეფერება.  სიმართლეს  ის  შეეფერება,  რომ  ბრძოლის  მიწურულს  ნაპოლეონმა  ჭოგრიტით  შენიშნა  მოწინააღმდეგის  მაღალჩინოსან  ოფიცერთა  ჯგუფი,  რომელიც  ტყისპირზე გამოვიდა  და.  ეტყობა,  სახელდახელოდ  თათბირობდა.  იმპერატორმა  თავის  არტილერისტებს  ამ  ჯგუფისაკენ  მიუთითა  და  უბრძანა  ცეცხლი  გაეხსნათ  მისთვის.  ამ  ჯგუფში,  სხვებთან  ერთად,  რუსეთისა  და  პრუსიის მეფეები  და  გენერალი  მორო  შედიოდნენ.  მეფე  ალექსანდრემ  მოროსთვის რაღაცის  კითხვა  მოისურვა  და  ცხენი  დაძრა  მისკენ.  მორომ,  როგორც კი  ალექსანდრეს  მოძრაობა  შენიშნა,  ბუნებრივია,  თვითონ  მიმართა  ცხენი გვირგვინოსნისკენ.  ერთ  მომენტში  ისე  გამოვიდა,  რომ  მეფემ  და  გენერალმა  ადგილები  გაუცვალეს  ერთმანეთს.  ის  წამი  იყო  და  ფრანგთა  პირველი  ყუმბარაც  გასკდა.  გასკდა  იქ,  სადაც  რამდენიმე  წამის  წინ  ალექსანდრე  იდგა,  ახლა  კი  ის  ადგილი  მოროს  ეკავა.  მეფე  გადარჩა,  მაგრამ მორო  სასიკვდილოდ  დაიჭრა  –  ყუმბარის  ნამსხვრევებმა  მას  ორივე  ფეხი მოაგლიჯა.  გენერალი  ხუთი  დღის  შემდეგ  აღესრულა.  როგორც  თვითმხილველები  ამბობდნენ,  სიკვდილის  წინ  იგი  წყევლიდა  თავის  თავს სულმოკლეობისათვის  და  მწარედ  განიცდიდა,  რომ  მას,  ჟან  ვიქტორ  მოროს,  საფრანგეთის  მტრებს  შორის  უწევდა  აღსასრული  და  ისიც  ფრანგული  იარაღისგან.  ამ  ნაგვიანები  სინანულით  ერთდროს  სახელგანთქმული  გენერალი  თითქოს  წერტილს  უსვამდა  იმ  მარადიულ  კითხვას,  თუ სად  უნდა  იყოს  კაცის  ადგილი,  როცა  მისი  სამშობლო  ომის  ქარცეცხლშია  გახვეული...  დრეზდენის  ბრძოლამდე  რამდენიმე  დღით  ადრე  მოროს ტყვე  ფრანგი  ჯარისკაცი  მიუყვანეს.  ჯარისკაცი  ასაკოვანი  იყო  და გამოირკვა,  რომ  მას  ერთდროს  მოროს  ხელმძღვანელობით  უბრძოლია რაინისპირეთში.  მორო  მიეხარა  ვეტერანს,  მაგრამ  ამ  უკანასკნელს, როცა  ოდესღაც  საყვარელი  გენერალი  მტერთა  შორის  დაუნახავს,  ზიზღი ვერ დაუფარავს  და  ზურგი  შეუქცევია  მისთვის... 
ყველაზე  მეტად  მოროს  სიკვდილი  რუსეთის  მეფემ  განიცადა.  მან ბრძანა,  რომ  გენერლის  სხეული  დაებალზამებინათ,  პეტერბურგს  წაესვენებინათ  და  იქ  დაეკრძალათ.
ძალთა  შეფარდება  შემოდგომის  კამპანიის  წინ  ასეთი  იყო.  ძომა. ვალი  საომარი  მოქმედების  ასპარეზზე  მოკაგშირეებმა  სამი  არმია  გამოიყვანეს:  ჩრდალოეთის,  სილეზიის  და  ბოჰემიისა.  ჩრდილოეთის  არმიას, რომელიც  180  ათასამდე  ჯარისკაცს  შეიცაგდა  და  ბერლინის  მიდამოები ეკავა,  კრონ-პრინცი  კარლ-იოჰან  ბერნადოტი  მეთაურობდა.  ამ  არმიაში, ძირითადად,  პრუსიელები,  შვედები  და  რუსები  შედიოდნენ.  იყვნენ  ინგლისელთა  შენაერთებიც.  სილეზიის  არმიის  ბირთვს  პრუსიელები  შეადგენდნენ.  მათ  გარდა  იქ  რუსთა  საკმაოდ  მძლავრი  შენაერთებიც  შედიოდნენ.  ეს  არმია,  რომელსაც  გებჰარდ  ბლიუხერი  მეთაურობდა  და  200  ათასამდე  ჯარისკაცისგან  შედგებოდა,  ოდერისა  და  მისი  შენაკადების  ზემო წელში  იდგა.  მესამე,  ბოჰემიის  არმია,  ყველაზე  მრავალრიცხოვანი  იყო (227  ათასი  ჯარისკაცი).  მასში  ავსტრიელები,  რუსები  და  პრუსიელები შედიოდნენ,  არმიას  კარლ  შვარცენბერგი  მეთაურობდა  და  იგი,  იმჟამად, პრაღის  მიდამოებში  იყო  განლაგებული. 
მოკავშირეთა  ამ  ძალებს  ნაპოლეონმა  400  ათასამდე  ჯარისკაცი დაუპირისპირა  (საერთო  ჯამში  იმპერატორს  500  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა,  მაგრამ  ისინი  სხვადასხვა  სიმაგრეებში  იყვნენ  გარნიზონებად  გაფანტულნი  და  მიმდინარე  საომარ  მოქმედებებში  აქტიურად  ვერ  მონაწილეობდნენ.  ამასთან  ისიც  აღსანიშნავია,  რომ  ნაპოლეონის არმიის  მნიშვნელოვან ნაწილს  უცხოელები  შეადგენდნენ.  მოკავშირეები,  მოკლე  დროში,  ერთი მილიონი  ჯარისკაცის  გამოყვანას  ვარაუდობდნენ,  იმხანად  კი  გერმანიის კამპანიაში  მათ  „მხოლოდ“  600  ათასი  მეომარი  ჰყავდათ  ჩაბმული). 
ივლისში,  ტრახენბერგის  ციხე-დარბაზში,  მოკავშირეთა  მეთაურები  შეიკრიბნენ,  სადაც  მომავალი  საომარი  მოქმედებების  გეგმები  უნდა განეხილათ.  ყველანი  ბერნადოტს  ელოდებოდნენ  –  ნაპოლეონის  ყოფილ მარშალს,  რომელსაც,  წესით,  ყველაზე  უკეთ  უნდა  სცოდნოდა  ფრანგთა იმპერატორის  ბრძოლის  მეთოდები  და  ამით,  ალბათ,  დიდ  სარგებლობასაც მოუტანდა  საერთო  საქმეს. 
თავს  იფასებდა  თუ  სხვა  რამ  მიზეზი  იყო,  შვედეთის  კრონ-პრინცი  ყველაზე  გვიან  ჩამოვიდა  ტრახენბერგში.  მისი  დარბაზში  შემოსვლისას  „მასპინძლებს“  კინაღამ  სიცილი  წასკდათ  –  ბერნადოტი  ისეთ  მრავალფეროვან  ტანსაცმელში  იყო  გამოწყობილი,  რომ  ეტყობოდა,  თავის ყოფილ  კოლეგას,  ნეაპოლის  მეფე  მარშალ  მიურატს  ეჯობრებოდა  ზიზილ-პიპილაში.  თუმცა,  ტანსაცმელს  ვინ  დაგიდევდათ,  მთავარი  იყო  ბერნადოტს  რიგიანი  რჩევა  მიეცა  თავისი  ახალი  პარტნიორებისათვის,  რათა როგორმე  ამ  საშინელი  ბონაპარტისთვის  საბოლოოდ  მოევლოთ.  და  მისცა ასეთი  რჩევა  ყოფილმა  ფრანგმა  მარშალმა  მოკავშირეებს!  მან  პირდაპირ, ყოველგვარი  მიკიბ-მოკიბვის  გარეშე  განუცხადა  მათ  მეთაურებს:  ჩვენ  არ შეგვიძლია  უშუალოდ  ნაპოლეონთან  შებრძოლება,  რადგან  პირისპირ  შეტაკებაში  ის  ყოველთვის  დაგვამარცხებს.  ამიტომ  ფრანგ  იმპერატორს თავი  უნდა  ვანებოთ  და  მთელი  ყურადღება  მისი  მარშლების  წინააღმდეგ ბრძოლაზე  გადავიტანოთო.  ეს  კონცეფცია  მოკავშირეთა  შტაბში  თითქმის  ყველამ  გაიზიარა  და  გეგმის  შედგენაც  ამიტომ  წინადადების  ავტორს,  შვედეთის  სამეფოს  მემკვიდრე  პრინცს – კარლ  იოჰან  ბერნადოტს მიანდეს.  სხვათაშორის,  მოგვიანებით,  ზუსტად  იგივე  ურჩია  მოკავშირეებს  მორომაც... 
ბერნადოტმა  ასეთი  გეგმა  წარადგინა  (მას  პრუსიელი  ბიულოვი ეხმარებოდა).  მოკავშირეებს  რაც  შეიძლება  ფართოდ  უნდა  გაეშალათ  საომარი  მოქმედების  ასპარეზი,  რათა  მაქსიმალურად  გაეჭიმათ  ნაპოლეონის  ფრონტი.  იმ  მხედართუფროსს,  რომელიც  მოვლენათა  გამო  აღმოჩნდებოდა  ფრანგი  იმპერატორის  პირისპირ,  არავითარ  შემთხვევაში  არ უნდა  მიეღო  მასთან  ბრძოლა  და  უკან  უნდა  დაეხია.  ასეთ  ვითარებაში, მოკავშირეთა  თავისუფლად  მყოფ  სხვა  მეთაურებს  დაუყოვნებლივ  უნდა შეეტიათ  ფრანგთა  ცალკეული  კორპუსებისა  და  დაჯგუფებებისთვის,, რომელთაც  ყოველთვის  რიცხვმრავალ  მოწინააღმდეგესთან  მოუწევდა ბრძოლა.  „უსაქმოდ“  დარჩენილი  ნაპოლეონი  კი,  თანდათან  დაკარგავდა ინიციატივას  და  თავისი  დამარცხებული  კორპუსების  შემყურე,  თვითონაც  უკან  დაიხეგდა.  თუ  გავითვალისწინებთ  იმ  გარემოებას,  რომ  მოკავშირეებს  ძალზე  დიდი  რიცხობრივი  უპირატესობა  ექნებოდათ  ფრანგებზე, ასეთ  „ვერაგულ“  მეთოდს  აუცილებლად  უნდა  გაემართლებინა. 
უნდა  ითქვას,  რომ  ამ  გეგმის  წინააღმდეგ  მკვეთრად  გაილაშქრა გერჰარდ  ბლიუხერმა.  მამაცმა  მეომარმა  ლაჩრული  და  უღირსი  უწოდა მას,  მაგრამ  ამ  სიტყვებს  ყური  არავინ  ათხოვა  –  ოღონდ  როგორმე  ნაპოლეონისთვის  მოეღოთ  ბოლო  და  ნეტავ  რომელ  ღირსებაზე  იყო  ლაპარაკი?  მითუმეტეს,  რომ  ტრახენბერგის  სასახლის  სტუმრები,  მოკავშირენი  თავისებურად,  მართალნი  იყვნენ  –  მიზანი  ხომ  ყოგელთვის  ამართლებდა  საშუალებას! 
მიუხედავად  ძალთა  არახელსაყრელი  შეფარდებისა,  ნაპოლეონი მაინც  ოპტიმისტურად  იყო  განწყობილი.  იგი  თავისი  ნაცადი  მეთოდის მიხედვით  მოწინააღმდეგეთა  არმიების  ცალ-ცალკე  განადგურებას  ვარაუდობდა.  იმპერატორს  ავიწყდებოდა,  რომ  მეთოდი  კი  იყო  ნაცადი,  მაგრამ მისი  ჯარისკაცები  აღარ  იყვნენ  ნაცადნი  და  არც  მათი  საბრძოლო  ოსტატობა  იყო  საჭირო  დონეზე.  ისინი,  ვინც  მას  ახსოვდა  და  ვისთან  ერთადაც გამარჯვებას  გამარჯვებაზე  აღწევდა,  კარგახანია,  ამქვეყნად  აღარ  იყვნენ,  ხოლო  ვინც  იყვნენ,  უკვე  ისე  ცოტანი  დარჩენილიყვნენ,  რომ  სასურველ  ამინდს  ვეღარ  შეუქმნიდნენ  თავიანთ  წინამძღოლს... 
საომარი  მოქმედებების  განახლების  წინ  ნაპოლეონმა  თავისი  არმია  შეძლებისდაგვარად  კომპაქტურად  განალაგა  დრეზდენსა  და  ლიგნიცს  შორის.  ასეთი  პოზიციიდან  იგი,  საჭიროების  შემთხვევაში,  მოწინააღმდეგის  სამივე  არმიას  მისწვდებოდა.  მაგრამ  ასეთი  ერთიანი  არმიით მტრულ  ქვეყანაში  ერთ  ადგილას  დიდხანს  დგომა  შეუძლებელი  იყო.  თუ მოკავშირეები  აქტივობას  არ  გამოიჩენდნენ  და  არ  მიუახლოვდებოდნენ ნაპოლეონის  დაჯგუფებას,  მაშინ  იმპერატორი  იძულებული  იქნებოდა ძალები  დაექსაქსა  და  ფაქტობრივად  ის  გაეკეთებინა,  რასაც  მისი  მოწინააღმდეგე  ელოდებოდა. 
მოვლენები  დაჩქარდა,  როცა  ნაპოლეონმა  შეიტყო.  რომ  მოწინააღმდეგის  ჩრდილოეთის  არმიის  შემდგომი  გაძლიერების  მიზნით,  პოლონეთიდან  რუსთა  70-ათასიანი  შენართი  მოდიოდა  ბენიგსენის  მეთაურობით. გულხელდაკრეფილი  ჯდომა  კარგს  არაფერს  მოიტანდა  და,  თანაც,  არც იმპერატორის  ჩვევაში  იყო.  ამიტომ  მან  გადაწყვიტა  საკუთარი  ძალებით სილეზიის  არმიისთვის  დაერტყა,  ხოლო  ჩრდილოეთის  არმიასთან  შესაბრძოლებლად  თავისი  ერთი  მოზრდილი  შენაერთი  გაეგზავნა. 
ნაპოლეონი  ოდერისკენ  დაიძრა,  ხოლო  ჩრდილოეთის,  ბერლინის,  მიმართულებაზე  85-ათასიანი  არმია  გაგზავნა  მარშალ  უდინოს  მეთაურობით.  იმპერატორმა  უდინოს  ბერლინის  აღება  დაავალა.  ამ  სარისკო ოპერაციას  წარმატება  მაშინ  ექნებოდა,  თუ  უდინო  სწრაფად  მიაყენებდა დარტყმას  პრუსიის  დედაქალაქს.  ბერლინის  აღებას  ნაპოლეონი  დიდ  პოლიტიკურ  მნიშვნელობას  ანიჭებდა.  იგი  ფიქრობდა,  რომ  დედაქალაქის დაკარგვა  პრუსიელებს  წონასწორობიდან  გამოიყვანდა  და  აიძულებდა მათს  სხვა  შენაერთებს  იქით  წასულიყვნენ. 
ეს  გეგმა,  ცოტა  არ  იყოს,  საეჭვო  მოჩანს.  ჯერ  ერთი,  ბერლინის დროებით  დაკარგვას  შეიძლება  სულაც  არ  გამოეყვანა  წონასწორობიდან უკვე  საბრძოლო  სულისკვეთებით  აღტკინებული  პრუსიელები  და,  მეორე:  არმიის  ასეთი  მნიშვნელოვანი  ნაწილის  ასე  შორს  გაგზავნა  ერთობ სასიფათო  იყო.  მითუმეტეს,  იმის  გათვალისწინებით,  რომ  უდინო  ის  მხედართუფროსი  არ  იყო,  ვინც  ასეთი  რთული  ამოცანის  შესრულებას  შესძლებდა.  საქმე  ის  იყო,  რომ  მამაცი  და  ყოჩაღი  მეომარი  უდინო,  დამოუკიდებლად  მოქმედებას  შეჩვეული  არ  იყო.  იგი  ისევე,  როგორც  უმეტესი მისი  კოლეგა,  მხოლოდ  იმპერატორის  უშუალო  ხელმძღვანელობისას  ავლენდა  თავის  ღირსებებს,  მარტო  კი...  საქმეს  ისიც  ართულებდა,  რომ უდინოს  არმიის  მნიშვნელოვან  ნაწილს  გერმანელები  შეადგენდნენ,  რაინის  კავშირიდან.  უმეტესი  მათგანი,  (ცხადია,  პრუსიელებს  უფრო  თვლიდნენ  თავისიანად,  ვიდრე  ფრანგებს  და  არავითარ  ენთუზიაზმს  მათ  გვერდით  ბრძოლისას  აღარ  ამჟღავგნებდნენ.  ზემოაღნიშნული  მიზეზების  გამო „ბერლინის  ლაშქრობიდან“  სახეირო  არაფერი  გამოვიდა.  რიცხვით  ჭარბმა  ჩრდილოელებმა  (ბიულოვმა  და  ტაუენცინმა)  გროსბეერენთან  დაამარცხეს  უდინო  და  უკუაქციეს  იგი. 
არ  შეიძლება  ნაპოლეონს  არ  გაეთვალისწინებინა  ის  რისკი,  რომელიც  „ბერლინისკენ  ნახტომს“  ახლდა  თან,  მაგრამ  ის,  ალბათ,  ვარაუდობდა,  რომ  უდინო  ასე  სწრაფად  არ  გამოვიდოდა  წყობიდან  და  რამდენიმე  ხნით  მაინც  შეაკავებდა  მოწინააღმდეგის  ჩრდილოეთის  არმიას.  ესეც არ  იყოს,  სხვა  რა  გამოსავალი  ჰქონდა  ფრანგთა  იმპერატორს?  საითაც არ  უნდა  წასულიყო  იგი,  ზურგში  მას  აუცილებლად  დაუდგებოდა  მოწინააღმდეგის  რომელიმე  არმია.  ამიტომ  ისევ  თვითონ  უნდა  ემარჯვა  ბუონაპარტეს,  თვითონ  უნდა  ეღონა  რამე... 
ნაპოლეონი  სწრაფად  მიიწევდა  ბლიუხერისაკენ.  ეს  მამაცი  მეომარი  კი...  ასევე  სწრაფად  იხევდა  უკან.  უკვე  მოქმედებდა  მოკავშირეთა ახალი  სტრატეგია!  როგორც  კი  ნაპოლეონი  დრეზდენს  გასცდა,  შვარცენბერგიც  დაიძრა  თავისი  227-ათასიანი  არმიით  და  საქსონიის  დედაქალაქს  დაემუქრა! 
დრეზდენში  მარშალ  სენ-სირის  25-ათასიანი  გარნიზონი იდგა. ათჯერ  მეტ  მტერთან  იგი,  ცხადია,  ვერაფერს  გააწყობდა.  ამიტომ  მან მაშინვე  იმპერატორთან  აფრინა  მაცნე.  ნაპოლეონი  უკვე  გიორლიცთან იყო,  როცა  მას  ეს  ამბავი  მიუტანეს.  იგი  დაუყოვნებლივ  უკან  გამობრუნდა,  ხოლო  გიორლიცთან  მარშალი  მაკდონალდი  დატოვა  ოთხი  კორპუსით.  იმპერატორმა  საგანგებოდ  გააფრთხილა  მაკდონალდი,  რომ.  მას. მხოლოდ  თავდაცვითი  პოზიცია  დაეჭირა  და  ბლიუხერის  არმიისთვის ედევნებინა  თვალი.  მაგრამ...  მაკდონალდმა  არ  შეასრულა  იმპერატორის დავალება,  ამბიციები  ვერ დაიოკა,  წინსვლა  გააგრძელა  და  კიდევ  რამდენიმე  ათეული  კილომეტრით  წაიწია აღმოსაგლეთისკენ.  მან  გადაწყვიტა კაცბახთან  დაეკავებინა  პოზიცია.  ბლიუხერმა  კი,  როცა  გაიგო,  ნაპოლეონი  უკან  გაბრუნდა  და  მის  უკან  მაკდონალდი  დარჩა, უკანდახევა  „შეაჩერა,  შემოტრიალდა  და  აქეთ  შემოუტია  ფრანგებს.  85  ათასი  რუსი  და პრუსიელი  მაკდონალდის  50  ათას  კაცს  დაეტაკა.  მაკდონალდი  საკმაოდ გამოცდილი  მეომარი  იყო,  იგი  თავის  დროზე  ჩრდილოეთ  იტალიაში  მოროს  მხარდამხარ  სუვოროვს  ებრძოდა,  მაგრამ  არც  იმდენად მომზადებული  გახლდათ,  რომ  ასე  რიცხვმრავალ  მოწინააღმდეგეს  გამკლავებოდა: კაცბახის  ბრძოლა,  რომელიც  27  აგვისტოს  გაიმართა,  ფრანგების  მძიმე დამარცხებით  დამთავრდა... 
ამასობაში,  მეფე  ალექსანდრე,  მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმი,  ფელდმარშალი  შვარცენბერგი  და  გენერალი  მორო  დრეზდენთან  იდგნენ  და კამათობდნენ  –  დაუყოვნებლივ  შეეტიათ  ქალაქისთვის  თუ  ერთი  დღეც მოეცადათ.  „გავიდა“  შვარცენბერგის  წონადადება  –  ერთი  დღეც  მოვიცადოთ,  ავსტრიელთა  დამატებითი  კორპუსები  მარშზე  არიან  და  ბარემ  ისინიც  შემოგვიერთდნენო.  მაგრამ,  მარშზე  ნაპოლეონიც  იყო.  თუ  ავსტრიელები  სამხრეთიდან  მოდიოდნენ,  ფრანგთა  იმპერატორი  აღმოსავლეთიდან უახლოვდებოდა  დრეზდენს  ასიათასიანი  არმიით.
კრიტიკულ  მდგომარეობაში  მყოფი  სენ-სირი  არ  შეეპუა  ურიცხვ მტერს  და  ქალაქის  მისადგომებთან  განალაგა.  თავისი  მცირერიცხოვანი არმია.  მან  გადაწყვიტა  მიეღო  ბრძოლა,  დაეცვა  დრეზდენი  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  იმ  იმედით,  რომ.იქნებ  მოესწრო  მისთვის  იმპერატორს. მოკავშირეთა  არმიები  25  აგვისტოს  დილით  მიუახლოვდნენ დრეზდენს,  მაგრამ,  როგორც  ვთქვით,  შვარცენბერგს  მაინცდამაინც  ავსტრიელების  სიჭარბე  უნდოდა  შეექმნა  ფრონტის  ამ  უბანზე  და  მეორე დღის  16  საათისთვის  გადადო  შეტევა.  მეორე  დღეს  კი  13  საათზე  ქალაქს გამალებით.  მომავალი  ნაპოლეონი  მიადგა  და  დაუყოვნებლივ  გაუხსნა ცეცხლი  მოკაგშირეთა  მარჯვენა  ფლანგს.  ვითარების  შეცვლით  შეცბუნებულმა  მოკაგშირეებმა  ახლა  დრეზდენის  იერიშზე  ფიქრს  თავი  დაანებეს. მათ  220-ათასიანი  არმია  ჰყავდათ,  მაგრამ  140  ათასი  ფრანგისთვის  ვერ შეეტიათ,  რადგან  იცოდნენ,  ვინ  მეთაურობდა  ახლა  ამ  ფრანგებს... 
სანამ  მოკავშირეთა  მეთაურები  ბჭობდნენ,  საით  დაეხიათ  უკან, რომ  ქალაქიდან  მაინც  გამოეტყუებინათ  ფრანგები,  რათა  შემდეგ  ღია  მინდორში  შებრძოლებოდნენ  მათ,  16  საათიც  მოვიდა  და  მოკაგშირეთა  წინა დღით  გაფრთხილებული  შენაერთები  შეტევაზე  გადავიდნენ!  თურმე შვარცენბერგმა  ვერ  მოასწრო  ახალი  გადაწყვეტილების  გაცნობა  თავისი მეთაურებისათვის...  რაღა  გაეწყობოდა,  220  ათასი  კაცი  „იძულებული“ იყო  შეეტია  140  ათასი  მოწინააღმდეგისათვის. 
წვიმიანი  ამინდი  იყო,  ჯარისკაცებს  თოფები  დაუსველდათ  და  ამ ბრძოლაში  ძირითადი  დატვირთვა  ჯერ  არტილერიამ  „აიღო“  თავის  თავზე,  ხოლო  შემდეგ  ხიშტმა  და  ხმალმა.  26  აგვისტოს  დღის  მეორე  ნახევარი  ძლიერი  ბრძოლებით  აღინიშნა.  თავგანწირვით  მებრძოლმა  ფრანგებმა ფრონტის  მთელ  გაყოლებაზე  შეაჩერეს  მტრის  შეტევა.  ძველმა  გვარდიამ კი  ისეთი  ძალით  დაარტყა  მტერს,  რომ  ერთ  უბანზე  წინაც  წაიწია.
ღამით  ნაპოლეონმა  გადაწყვიტა  დილიდან  თვითონ  გადასულიყო შეტევაზე.  შეტევა  მან  ერთობ  ორიგინალურად  წარმართა.  ერთდროულად  დაარტყა  რა  მოწინააღმდეგის  ორივე  ფლანგს.  მარჯვენა  ფრთაზე  მიურატის  კაგალერიამ  ვიქტორის  კორპუსის  დახმარებით  ავ-სტრიელთა  არმია  უკუაქცია,  რომელიც  მდინარე  პლაუენს  მიაწყდა,  მარცხენა  ფლანგზე  ნეიმ  გამოიჩინა  თავი,  რომელმაც  რუსების  ფრონტი  გაარღვია  და  მათი  შენარეთები  გააქცია.  ნეისგან  ჩრდილო-აღმოსავლეთით, გვარდიამ  და  ნანსუტის  კავალერიამ  შუაზე  გადაჭრეს  ვიტგენშტეინისა და  კლაისტის  რუსულ-პრუსიული  შენაერთები  და  პრინას  მიმართულებით უკუაქციეს  ისინი.  მოწინააღმდეგის  სამივე  არმიამ  მძიმე  მარცხი  განიცადა.  განსაკუთრებით  დიდი  იყო  მათი  ზარალი  ტყვეების  სახით.  ფრანგების წინსვლა  ისე  ენერგიული  და  სწრაფი  იყო,  რომ  მოკავშირეთა  უამრავი ჯარისკაცი  ტყვედ  ჩავარდა.
გამარჯვება  სრული  იყო,  მაგრამ  სამი  დღის  შეუჩერებელი  მარშითა  და  ორდღიანი  ბრძოლით  დაღლილ-დაქანცული  ფრანგთა  ჯარი  ვეღარ  გაეკიდა  უკუქცეულ  მტერს.  ნაპოლეონს  ამაზე  დიდაღ  არ  უნაღვლია –  მას  პირნას  მიმართულებით  წინასწარ  ჰყავდა  გაგზავნილი  გენერალ განდამის  ძლიერი  კორპუსი,  რომელსაც  ფლანგიდან  უნდა  დაერტყა  უკანდახეული  მოწინააღმდეგისთვის  მაშინ,  როდესაც  ფრანგთა  ძირითადი  ძალები  დაისვენებდნენ  და  მეორე  დღეს  მიჰყვებოდნენ  მტერს  ზურგში.
ნაპოლეონი  გვარდიასთან  ერთად  28  აგვისტოს  დაიძრა.  იმავდროულად  დასახული  მიმართულებით  გაემართნენ  მისი  მარშლებიც. მარმონი  დიპოდისვალდისკეჩ  გაეშურა,  მიურატმა  და  ვიქტორმა  ზაიდისკენ  აიღეს  გეზი,  სენ-სირი  თავისი  კორპუსით  და  მორტიე  ახალგაზრდა გვარდიის  ოთხი  დივიზიით  პირნისკენ  წავიდა,  რათა  ვანდამს  დახმარებოდნენ  შვარცენბერგისთვის  გზის  მოჭრაში. ყველაფერი  კარგად  მიდიოდა.  უკუქცეული  მოკავშირეები  წვიმიან  ამინდში  ატალახებულ  მთიან გზებზე  მიბობღავდნენ  და  ალაგ-ალაგ  გზაში  სტოვებდნენ  ზარბაზნებსა და  საზიდრებს.  მაგრამ  უეცრად  ყველაფერი  შეიცვალა:  ნაპოლეონი  გზაში  ცუდად  გახდა  და  დრეზდენში  დაბრუნდა –  ამბობდნენ  მას  მოწამვლის ნიშნები  გამოაჩნდაო  (მისი  ავადმყოფობა  ლამის  ერთი  თვე  გაგრძელდა). 
იმპერატორის  წასვლამ  აწყობილი  საქმე  არივ-დარია.  მარშლებმა  „აიშვეს“  და  ერთმანეთს  ძველი  წყენა  და  შური  გაუხსენეს.  სენ-სირმა  და  მორტიემ  ვანდამი  ბედის  ანაბარად  მიატოვეს  (ა. მიხაილოვსკ-დანბილევსკი წერს:  მეფე  ალექსანდრეს  შტაბში  დანამდვილებით  გაიგეს,  რომ  ერთ- ერთი  ამ  ორ  მარშალთაგანი  განზრახ  არ  მიეხმარა  ვანდამს.  ისტორიკოსი არ  ასახელებს  რომელი  იყო  დამნაშავე  –  სენ-სირი  თუ  მორტიე). 
მარტოდ  დარჩენილი  ვანდამი  თავად  აღმოჩნდა  ალყაში  კულმთან, სადაც  იგი  სამ  დღეს  ებრძოდა  მოკავშირეთა  სხვადასხვა  შენაერთს,  და ბოლოს,  როცა  დახმარების  ყოველგვარი  იმედი  გადაეწურა  და  ძალებიც ხელში  შემოადნა,  დაჭრილი  ტყვედ  ჩაუვარდა  მტერს.  ვანდამი  უაღრესად მამაცი და  მკაცრი მეთაური იყო.  მას  არაერთხელ უსახელებია წინა  წლებში თავი  და  იმპერატორი  უახლოეს  პერიოდში  მისთვის  მარშლის  წოდების მიცემას  აპირებდა...  ვანდამის  გასაოცარ, გამბედაობაზე  მეტყველებს  ის ფაქტიც,  რომ  როცა  ის,  დაჭრილი,  მოკავშირე  მონარქებს  წარუდგინეს და  ალექსანდრე  რომანოვმა  მას  ყაჩაღოო  დაუძახა,  გენერალმა  პირში  მიახალა  მეფეს:  ყოველ  შემთხვევაში,  მამისმკვლელი მაინც  არავის  უწოდებია ჩემთვისო!  (ხელებშეკრული  გენერალი  ღია  ოთხთვალაზე  დასვეს  და  ისე წაიყვანეს.  მასზე  და,  საერთოდ,  ფრანგებზე  გაგულისებული ადგილობრივი  მცხოვრებნი  აფურთხებდნენ  და  შეურაცხყოფდნენ  დაჭრილს). 
დრეზდენის  ბრძოლის  შემდეგ  ნაპოლეონი  თავად  აპირებდა  ბერლინისკენ  გალაშქრებას,  მაგრამ  ახლა,  ავადმყოფობის  გამო,  მან  ეს  ვეღარ  შეძლო...  ბერლინისკენ  ნეი  გაუშვა,  რომელმაც  უდინო  შეცვალა  და მისი  50-ათასიანი  არმია  ჩაიბარა.  ნეის  ჰამბურგიდან  დავუ  უნდა  მიხმარებოდა.  ამ  ორ  სახელოვან  მარშალს  ერთმანეთი  არ  უყვარდათ  (განსაკუთრებით  გაფუჭდა  მათი  ურთიერთობა  რუსეთში,  სმოლენსკთან  მომხდარი ცნობილი  ინცინდენტის  შემდეგ).  დავუმ  ვერ  შეძლო  თუ  არ  მოინდომა ნეის  მიხმარება,  ნეიმ  არ დაუცადა  დავუს  თუ  როგორ  იყო  საქმე,  ახლა ძნელი  სათქმელია,  მაგრამ  მოხდა  ისე.  რომ  ნეი  50  ათასი  კაცით  ჩრდილოელთა  80-ათასიანი  არმიის  პირისპირ  აღმოჩნდა.  უთანასწორო  ბრძოლაში გმირ  მარშალს  ახალი  უბედურება  დაემართა. გადაყენებით  განაწყენებულმა  უდინომ  საერთოდ  არ  მიიღო  შერკინებაში  მონაწილეობა  და  თავისი  კორპუსი  ადგილიდან  არ  დაძრა.  გენერალმა  რენიემ  კი,  გაუგებარი მიზეზების  გამო,  უბრალოდ,  არ  შეასრულა  ნეის  არცერთი  ბრძანება... შედეგმაც  არ  დააყოვნა.  ნეი  დამარცხდა  და  უკუიქცა.  ეს  დენევიცთან  მოხდა  1813  წლის  6  სექტემბერს. 
მოკლედ,  ნაპოლეონის  ერთ  გამარჯვებას  მისი  სარდლების  ოთხი დამარცხება  მოჰყვა.  მართლდებოდა ბერნადოტის  სიტყვები:  არ  შევებრძოლოთ  ნაპოლეონს,  ვურტყათ  მის  მარშლებსო.  იმპერატორს  არაფრის გაკეთება  არ  შეეძლო,  გარდა  იმისა,  რომ  ხელები  გაეშალა  და  ეთქვა: ხომ  არ  შემიძლია  ერთდროულად  ყველგან  ვიყოო... 
დამარცხებული  მისი  მარშლები  ნელ-ნელა  დრეზდენთან  იყრიდნენ  თავს  და  ისევ  თავიანთი  წინამძღოლისკენ  მიემართებოდნენ.  მიემართებოდნენ  და  თან  თავიანთი  ჯარების  ნარჩენები  მიჰყავდათ.  ბრძოლებში  დანაკარგს  ახლა  დეზერტირობაც  ემატებოდა  –  რაინისპირელი  გერმანელები,  იტალიელები,  ჰოლანდიელები  –  ყველანი  სტოვებდნენ  ფრანგთა  არმიის  რიგებს  და  ან  იმალებოდნენ,  ან,  უბრალოდ,  მოწინააღმდეგის  მხარეზე  გადადიოდნენ.  მომავალი  ბნელით  მოცული  ჩანდა  და  სინათლის  სხივი არსაიდან  გამოკრთოდა. 
        ნაპოლეონი  7  ოქტომბრამღე  დრეზდენში  დარჩა.  შემდეგ  მას  აზრად  მოუვიდა  ელბის  მარჯვენა  ნაპირზე  გადასვლა  და  საომარი  მოქმედებების  ჩრდილოეთ  გერმანიაში  გადატანა  –  ამით იგი  მოკავშირეთა  ყველაზე  დიდ  –  ბოჰემიის  არმიასაც  მოსცილდებოდა  და  მოწინააღმდეგესაც თავგზას  აუბნევდა.  მაგრამ  მარშლები  ამ  გეგმას  კატეგორიულად  წინ აღუდგნენ  –  მათ  აღარ  უნდოდათ  არც  შორეულ  სარისკო  ექსპედიციაში მონაწილეობა  და  არც  საფრანგეთისგან  მოშორება. მაშინ,  ამ  გეგმის  სანაცვლოდ,  იმპერატორმა  სილეზიის  არმიის  განადგურება  გადაწყვიტა  და ბლიუხერის  წინააღმდეგ  დაიძრა  დიუბენის  მიმართულებით  (ბლიუხერმა და  ბერნადოტმა  თავთავიანთი  არმიებით  ერთმანეთის  პარალელურად  გადალახეს  ელბა  და  მის  მარცხენა  ნაპირზე  გადაინაცვლეს). 
იმპერატორი  სწრაფად  მიდიოდა  დიუბენისაკენ,  მაგრამ ბლიუხერი  უფრო  სწრაფად  იხევდა  უკან  და  ჰალემდე  არც  გაჩერებულა.  დევნას აზრი  აღარ  ჰქონდა,  მითუმეტეს,  რომ  შემაშფოთებელი  ცნობა  მოვიდა სამხრეთიდან  –  შვარცენბერგს.  როგორც  კი  ნაპოლეონის  დიუბენისკენ გალაშქრების  ამბავი  შეუტყვია,  წამსვე  მიურატისთვის  შეუტევია  და  იგი ლაიფციგის  მიმართულებით  უკუუგდია.  რაღა  რჩებოდა  იმპერატორს? ბლიუხერი  ხელიდან  დაუსხლტა,  შვარცენბერგი  მთავარი  არმიით  ლაიფციგს  უახლოვდებოდა,  ამ  ქალაქის  დაკარგვა  კი  არ  შეიძლებოდა  –  მოკავშირეები  საფრანგეთთან  დამაკავშირებელ  გზას  გადაკეტავდნენ.  ამიტომ  ნაპოლეონმა  გადაწყვიტა  ლაიფციგში  გამაგრებულიყო  და  იქ  მიეღო ბრძოლა.  მას  იმედი  ჰქონდა,  რომ  სანამ  მოწინააღმდეგის  სამივე  არმია ამ  ქალაქთან  მოიყრიდა  თავს,  იგი  მოასწრებდა  ბოჰემიის  ანუ  მოკავშირეთა  მთავარი  არმიის  განადგურებას.  იმპერატორი  15  ოქტომბერს  ჩავიდა ლაიფციგში.  მთელი  ღამის  განმავლობაში  ფრანგთა  ჯარის  ნაწილები  ქალაქის  შემოგარენში  იკავებდნენ  პოზიციებს.  16  ოქტომბრის  დილისთვის: ნაპოლეონს  165  ათასი  ჯარისკაცი  მოუგროვდა,  მოკავშირეებს  კი  184 ათასი  ჰყავდათ.  მაგრამ,  ამ  უკანასკნელთ  სულ  მალე  მაშველი  ძალა  უნდა მოსვლოდათ  ბლიუხერის,  ბერნადოტისა  და  ბენიგსენის  სახით,  რაც  მათ ძალებს  310  ათასამდე  გაზრდიდა! 
მთავარსარდალმა  შვარცენბერგმა  და  უავგუსტოესმა  მონარქებმა გადაწყვიტეს  ქალაქის  გენერალური  შტურმი  დაეწყოთ,  მათ  იცოდნენ, რომ  ცოცხალ  ძალაში  უპირატესობა  ჰქონდათ,  მაგრამ  ისიც  იცოდნენ, რომ  ეს  უპირატესობა  (20  ათასი  ჯარისკაცით)  საკმარისი  არ  იქნებოდა ნაპოლეონის  დასამარცხებლად.  საკმარისი  იქნებოდა  ის  ძალა,  რომელიც მათ  დასახმარებლად  მოდიოდა  და  სულ  მალე,  ბრძოლის  პროცესში, შეუერთდებოდა  იერიშს,  რაც  გადაწყვეტდა  კიდეც შერკინების  ბედს.
მოკაგშირეთა  ჯარების  მთავარსარდალი  თავადი  კარლ-ფილიპ შვარცენბერგი,  ჭეშმარიტი  ვენელი  არისტოკრატი,  მამაცი  კავალერისტი და  კარგი  ღიპლომატი  იყო.  ბლიუხერისგან  განსხვავებით  მან  .სწრაფად გაიკეთა  სამხეღრო  კარიერა  და  ახლა  თავისი  ცხოვრების  ყველაზე  დიდი გამოცდის  წინ  იდგა.  საინტერესოა  გავეცნოთ  ნაწყვეტს  წერილიდან,  რომელსაც  იგი  ლაიფციგის  ბრძოლის  წინა  ღამით  მეუღლეს  სწერდა:  „როცა ჩემი  ოთახის  ფანჯარა  გამოვაღე  და  გარშემო  შემოჯარული  უთვალავი კოცონი  დავინახე,  უცბათ  წარმოვიდგინე,  რომ  ხვალ  ვუპირისპირდები ჩვენი  დროისა  და,  ალბათ,  ყველა  დროის  უდიდეს  მხედართმთავარს,  ომის ჭეშმარიტ  იმპერატორს.  და  მაშინ,  ჩემო  ნანი.  მივხვდი,  თუ  რა  უმძიმესი ტვირთი  დააწვა  ჩემს  სუსტ  მხრებს.  მაგრამ,  როცა  ცაში  ავიხედე  და  ვარსკვლავებს  შევხედე,  იმასაც  მიგხვდი,  რომ  მას,  ვინც  ამ  ვარსკვლავებს ანთებს,  იქ  ჩემთვისაც  ჰქონია  ბილიკი  გაკვალული.“ 
მოკავშირეებმა  შეტევა  ადრე  დილით  დაიწყეს.  ასე  მიეცა  დასაბამი  XIX  საუკუნის  უდიდეს  ბრძოლას,  რომელსაც,  უკვე  მაშინ  „ხალხთა შეტაკება“  ეწოდა  –  ორივე  მხრიდან  მასში  იმდენი  ეროვნების  მებრძოლი მონაწილეობდა,  რომ  ეს  სახელწოდება  ჭეშმარიტებას  წარმოადგენდა.
მოკავშირეები  ენერგიულად  უტევდნენ.  წინ  მიიწევდნენ  ბარკლაი დე  ტოლის,  კლაისტის,  ეგგენი  ვიურტემბერგელის,  გორჩაკოვის  და  კლენაუს  შენაერთები.  დამრტყმელ  ჯგუფში  120  ათასი  ჯარისკაცი  იყო  გაერთიანებული,  თავდაპირველად  მათ  გარკვეულ  წარმატებას  მიაღწიეს,  მაგ- რამ  ფრანგებმა  შემდეგ  შეაჩერეს  მათი  წინსვლა  და  კონტრშეტევაზე  გადავიდნენ.  ნაპოლეონმა  თავის  მხრივაც  შექმნა  დამრტყმელი  ჯგუფი  მიურატის,  ვიქტორის,  მაკდონალდის,  მორტიეს,  ლორისტონის  და  სებასტიანის  კორპუსებისგან.  ამ  დაჯგუფების  რაოდენობა  1I0  ათას  მებრძოლს ითვლიდა.  ცენტრალური  ადგილი  მასში  მიურატის  კავალერიას  ეკავა, რომელზეც  დიდ  იმედებს  ამყარებდა  იმპერატორი.  შეტევას  დრუოს  150 ზარბაზნიანი  ბატარეა  უკვალავდა  გზას. 
ფრანგების  დარტყმა  იმდენად  ძლიერი  იყო,  რომ  მათ  გაარღვიეს მოკავშირეთა  ჯარების  ფრონტი,  ზედიზედ  დაიკავეს  მოწინააღმდეგის საყრდენი  პუნქტები,  ღრმად  შეიჭრნენ  მის  განლაგებაში  და  სულ  რამდენიმე  ასეულ  მეტრზე  მიუახლოვდნენ  მეფე  ალექსანდრესა  და  შვარცენბერგის  სადგომს.  შეტევის  წარმატებით  აღფრთოვანებულმა  ნაპოლეონმა ბრძანა,  ლაიფციგის  ეკლესიების  ზარები  დაეგუგუნებინათ,  რათა  თავისი ჯარისკაცებისა  და  ქალაქის  მცხოვრებთათვის  წარმატება  ეუწყებინა. ამავე  დროს  მან  სასწრაფოდ  უბრძანა  მარმონსა  და  ნეის  სამხრეთისკენ წასულიყვნენ,  რათა  საერთო  შეტევაში  მიეღოთ  მონაწილეობა.  მარმონი ქალაქის  ჩრდილოეთით  იმყოფებოდა,  ნეი  აღმოსავლეთით.  ორივეს  ერთად 50  ათასამდე  ჯარისკაცი  ჰყავდა  და  მათი  გამოჩენა  ბრძოლის  ველზე  გადამწყვეტი  აღმოჩნდებოდა.  მაგრამ  ვერც  მარმონი  მიეშველა  შეტევაზე გადასულ  თანამოძმეებს  და  ვერც  წეი.  უკვე  მარშზე  მყოფი  მარმონი  იძულებული  გახდა  კვლავ  თავის  პოზიციებს  დაბრუნებოდა,  რადგან  მის ზურგში...  ბლიუხერი  გამოჩნდა!  ბრძოლის  წინ  იგი  კარგა  მოშორებით იმყოფებოდა  ლაიფციგიდან  და  ნაპოლეონი  იმედოვნებდა,  რომ  პრუსიელი ფელდმარშალი  ვერ  მოასწრებდა  მოსვლას  მანამდე,  სანამ  იგი  შვარცენბერგის  არმიას  არ  გაანადგურებდა.  მაგრამ  ბლიუხერმა  არაჩვეულებრივი ენერგია  გამოიჩინა  და  ბრძოლის  ველზე  დროზე  მივიდა,  რითაც  გადაწყვიტა  კიდეც  მისი  და  მთელი  კამპანიის  ბედი  (ორი  წლის  შემდეგ  ბლიუხერი  ისევ  დროზე  მივა  ვატერლოოს  ბრძოლის  ველზე...) 
მთავარ  ძალებს  ნეიც  ვერ  მიეხმარა.  იგი  შუა  გზაზე  იმყოფებოდა, როცა  იძულებული  გახდა  მარში  შეეწყვიტა,  მარჯვნივ  გაეხვია  და  ქალაქისათვის  დასავლეთიდან  აღმოცენებული  საფრთხე აეცილებინა  –  ავსტრიელთა  რეზერვმა  გიულაის  მეთაურობით  სწორედ  იქიდან  შემოუტია ლაიფციგს.  ამ  საფრთხის  უგულვებელყოფა  არ  შეიძლებოდა  – ამ  უბანზე ავსტრიელები  ფრანგების მთავარ  საკომუნიკაციო  ხაზზე  გადიოდნენ. მდგომარეობის  ასეთმა  განვითარებამ  მოკავშირეებს  სულის მოთქმის  საშუალება  მისცა.  დიდი  მსხვერპლის  ფასად  და  უკანასკნელი რეზერვების  ამოქმედებით  მათ  ფრანგების  შეტევა  შეაჩერეს  და  კატასტროფას  გადაურჩნენ. 
16  ოქტომბრის  ბრძოლებში  ფრანგებმა  25  ათასამდე  ჯარისკაცი დაკარგეს,  მოკავშირეებმა  კი  37  ათასზე  მეტი.  მაგრამ  ამ  სხვაობას  უკვე მნიშვნელობა  აღარ  ჰქონდა.  17  ოქტომბერს,  მოკაგშირეებს  იმდენი  მაშველი  ჯარი  მოუვიდათ,  რომ  ლაიფციგის  დაცემა  და,  შესაბამისად,  ბრძოლაში  გამარჯვება,  მათთვის  მხოლოდ  დროის  საკითხად  იქცა.  უპირატესობა იმდენად  დიდი  იყო,  რომ  ბრძოლის  დაწვრილებით  აღწერა  საინტერესოც აღარ  არის.  ფრანგებს  თითქოს  ეს  უბედურება  არ  ეყოფოდათ,  რომ  გაცხარებული  ბრძოლის  დროს  საქსონელთა  მთელმა  კორპუსმა  უღალატა  და იარაღი  მათ  წინააღმდეგ  შეაბრუნა.  მიუხედავად  ყგელა  ამ  უმძიმესი  განსაცდელისა,  ფრანგებმა  არაჩვეულებრივი  სიმამაცით  იბრძოლეს  და  დიდხანს  არ  მისცეს  რიცხვმრავალ  მტერს  ქალაქთან  მიახლოების  საშუალება.  განსაკუთრებული  თავგანწირვით  იბრძოდა  ძველი  გვარდია,  რომელმაც  რამდენიმე  კონტრიერიშის  შედეგად  კარგახნით  შეაჩერა  მტერი.  მაგრამ  მოწინააღმდეგის  სიჭარბემ  ბოლოს  გასჭრა  და  ფრანგებმა  ქალაქის გარეუბნებამდე  დაიხიეს.  ღამით  ნაპოლეონმა  გადაწყვიტა  ლაიფციგის ევაკუაცია  მოეხდინა  და  საფრანგეთის  მიმართულებით  დაეხია.  19-ში  დილიდან  სასტიკი  ბრძოლები  განახლდა  უკვე  ქალაქის  ქუჩებში.  ფრანგთა დარჩენილი  ჯარის  მნიშვნელოვანი  ნაწილი  უკვე  გადასული  იყო  ელსტერზე  გადებულ  ხიდზე,  როცა  მესანგრეებმა  დროზე  ადრე  ააფეთქეს  იგი და  15  ათასი  საკუთარი  ჯარისკაცი  მტრის  მხარეზე  დატოვეს.  მარშალმა მაკდონალდმა  ტანთ  გაიხადა  და  ცურვით  გააღწია  მეორე  ნაპირზე,  ორგან დაჭრილმა  პონიატოვსკიმ  კი  ეს  ვეღარ  შეძლო  და  ელსტერში  ჩაიძირა. ოთხდღიანი  გრანდიოზული  ბრძოლის  შედეგად  ფრანგებმა 60  ათასი  კაცი  დაკარგეს,  მოკაგშირეებმა  –  80  ათასზე  მეტი.  თუ  ფრანგებისათვის  ზარალი  აუნაზღაურებელი  იყო,  მოკავშირეებისთვის  ეს  უზარმაზარი  დანაკარგი  თითქმის  „შეუმჩნეველი“  დარჩა... 
ლაიფციგის  შემდეგ  ფრანგთა  არმიამ  ერფურტისა  და  მაინცის გავლით  რაინისაკენ  დაიხია.  ცოტა  ხანში  ცნობილი  გახდა,  რომ  მათი  ძველი  მოკავშირე  ბავარიელებიც  საფრანგეთის  მტრების  მხარეზე  გადასულან  და  ახლა  ისინი  (ცდილობდნენ  გზა  გადაეღობათ  ნაპოლეოჩისთოვის. ფრანგებს  უკან  მოკავშირეთა  სამი  არმია  მიჰყვებოდა  და  მათ  ალყაში  მოქცევას  ლამობდა.  დაყოვნება  აღარ  შეიძლებოდა.  ამიტომ  იმპერატორმა ბრძანა  ხიშტებით  გაეკვალათ  გზა  საკუთარი  ქვეყნისაკენ.  ბაგარიელთა ჯარს  გრაფი  ვრედე  მეთაურობდა.  მას  გვერდით  მისი  გუშინდელი  მოწინააღმდეგე  ავსტრიელი  გენერალი  ფრიმენი  ედგა  თავისი  ჯარითურთ.  საერთო  ჯამში  ამ  გენერლებმა  სოლიდურ  არმიას  მოუყარეს  თავი.  მისი სარდლობა  გრედემ  ითავა,  მაგრამ  ისე  უხეიროდ  წარმართა  ბრძოლა,  რომ ნაპოლეონმა  მერე  მწარე  ღიმილით  აღნიშნა:  მე,  რა  თქმა  უნდა,  შემეძლო ვრედე  გრაფი  გამეხადა,  მაგრამ  არ  შემეძლო  მხედართმთავრად  მექციაო. ეს  ხანმოკლე  და  სასტიკი  შეტაკება  ჰანაუსთან  მოხდა.  ფრანგმა არტილერისტებმა  და  გვარდიელებმა  ყუმბარებითა  და  ხიშტებით  გააპეს მოწინააღმდეგის  ჯარი,  უკუაქციეს  იგი  და  თავიანთ  სხვა  ნაწილებსაც გზა  გაუკაფეს. 
ცოტა  ხნის  შემდეგ,  ფრანგთა  არმიის  შენაერთები  რაინს  გადავიდნენ,  მეტერნიხი  კმაყოფილი  შეიძლება  ყოფილიყო  –  მისმა  პოლიტიკამ  გაიმარჯვა. 
1813  წლის  კამპანია  თავის  ლოგიკურ  შედეგამდე  მივიდა:  სხვა დასასრული  მას  არ  ექნებოდა.  არ  შეიძლებოდა  მარტო  ერთ  ქვეყანას, ისიც  20  წლის  ომებით  დაუძლურებულს,  მთელი  ევროპა  დაეჯაბნა.  არ შეიძლებოდა,  თუნდაც  მისი  არმიის  სათავეში  ისეთი  მხედართმთავარი  ყოფილიყო,  რომლის  ბადალი  არც  ძველსა  და  არც  ახალ  სამყაროს  თვალით არ  ენახა.  რაც  ომს  შეეხებოდა,  ამ  მხადართმთავარმა  ყველაფერი  გააკეთა სხვა  შედეგის  მისაღწევად,  ეს  მისი  დამსახურება  იყო,  თუკი  ამას  დამსახურება  ჰქვია,  რომ  გაერთიანებული  ევროპა  აქამდე  ვერაფერს  უხერხებდა  მას  და  საყოველთაო  სისხლისღვრა  ისევ  გრძელდებოდა.  ამ  უიმედო კამპანიაში  მან  ისე  მოაწყო  საქმე,  რომ  ბაუცენთან,  თითქოს  ისტორიას ეჯიბრებაო,  ახალი  აუსტერლიცის  შესაძლებლობა  შექმნა.  ისტორიას განმეორება  არ  უყვარს,  მაგრამ  მან  ეს  ლამის  მოახერხა  –  მხოლოდ  წარმოუდგენელმა  შემთხვევითობამ  შეუშალა  ხელი  მის  აღსრულებას.  შემდგომში,  უკვე  შემოდგომის  კამპანიის  დროს,  დრეზხდენთან,  უფრო  უარეს პირობებში,  მან  კვლავ  შექმნა  რიცხვმრავალი  მოწინააღმდეგის  განადგურების  რეალური  შესაძლებლობა,  მაგრამ  ბედმა  აქაც  უმუხთლა  –  საკუთარმა  ავადმყოფობამ  და  საკუთარი  მარშლების  ურთიერთდაპირისპირებამ  ეს  შესაძლებლობაც  ქარს  გაატანა.  რაღა  რჩებოდა?  აღარაფერი,  საფრანგეთში  დაბრუნებისა  და  საკუთარი  ქვეყნის  საზღვრებს  ამოფარების მეტი.  დიდი  ხნით  კი? 
იქნებ  ამ  კამპანიის  შემდეგ  მაინც  მიხგდა  იმპერატორი,  რომ  მარტო  ვეღარ  დაუპირისპირდებოდა  ევროპას,  რომ  სხვა  ზომების  მიღება  იყო საჭირო  და  ეს  ზომები  საკითხის  ბრძოლის  ველზე  გადაწყვეტას  აღარ გულისხმობდა?  იქნებ  მიხვდა.  რომ  დიდ  დათმობებზე  წასვლა  იყო  საჭირო,  დაზავების  მიღწევის  ცდა.  ისეთი  დაზავებისა,  რომელიც  მყარი  მშვიდობის  დამყარების  წინაპირობა  გახღებოდა?  ამის  შემდეგ  კი  იქნებ  კვლავ მშვიდობიანი  აღმშენებლობის  საქმეს  დაბრუნებოდა,  იმ  აღმშენებლობისა, ასე  რომ  ეხერხებოდა  წინათ?  ასეც  ვაპირებდიო,  იტყვის  ბოლოს,  ოღონდ კიდევ  ერთი  დიდი  გამარჯვების  შემდეგ,  რადგან  მაშინ  უფრო  დამყოლნი გახდებოდნენ  ჩემი  მოწინააღმდეგენიო.
არ  ამბობდა  მართალს  იმპერატორი.  თუ  დამყოლნი  გახდებოდნენ მისი  მოწინააღმდეგენი,  ეს  მხოლოდ  დროის  მოგების  მიზნით  მოხდებოდა, არ  მოისურვებდნენ  მისი  ყველაზე  მძლავრი  მეტოქენი  მასთან  მშვიდობიან თანაცხოვრებას.  იგი  მაშინაც,  ამდენი  წლის  შემდეგაც,  „,ცხენზე  ამხედრებულ  რობესპიერად“  მოჩანდა  მათთვის  და  მისი  საფრანგეთის  სათავეში ყოფნა  მუდამ  მიწაში  ჩაფლულ  ნაღმს  ემსგავსებოდა.  არც  იმპერატორი გახდებოდა  დამყოლი.  არ  დაკმაყოფილდებოდა  იგი  საფრანგეთის  იმ საზღვრებით,  მოწინააღმდეგენი  რომ  მოუხაზავდნენ  რუკაზე.  ძალით  დაპყრობილს,  ნებით  არ  გაუშვებდა  ხელიდან  და  კვლავ  მოჯადოებულ  წრეში მოუხდებოდა  ტრიალი.  ვერ  მოახერხებდა  ბუონაპარტე  ამ  წრიდან  თავის დაღწევას.  ვერ  მოახერხებდა  და  ამიტომ  არ  იქნებოდა  მშვიდობა  მის  გარშემო.  მშვიდობა  კი  არა,  ომი  იქნებოდა  მუდამ...  აგერ,  ახლაც  ხომ  საომრად  მიდის  იმპერატორი,  ოღონდ  უკვე  საწინააღმდეგო  მიმართულებით, საკუთარი  ქვეყნისკენ  მიდის,  რათა  ახლა  იქ  ჩაებას  ომის  ქარ-ცეცხლში... 
ფარდის  დაშვების  წინ.  1814  წელი
ლაიფციგის  ბრძოლის  დამთავრებისთანავე  მეფე  ალექსანდრემ გათავისუფლებული  გერმანული  ტერიტორიების  ადმინისტრაციული  საბჭოს  თავმჯდომარედ  პრუსიელი  კარლ-ჰაინრიხ  შტაინი  დანიშნა.  მეტერნიხს  ელდა  ეცა  –  პრუსიელის  ესოდენ  მნიშვნელოვან  პოსტზე  დანიშვნით,  სურდა  ეს  მეფე  ალექსანდრეს  თუ  არა,  არსებითად,  საფუძველი ეყრებოდა  პატარ-პატარა  გერმანული  სახელმწიფოების  პრუსიის  გარშემო  შემოკრებისა  და  შემომტკიცების  საქმეს.  ეს  კი  ვერაფერი  პერსპექტივა  იყო  ავსტრიისათვის,  რომელიც  მუდამ  უფრთხოდა  ერთიანი  და  მძლავრი  გერმანული  სახელმწიფოს  ჩამოყალიბებას.
ავსტრიის  კანცლერმა  სცადა  წინ  აღდგომოდა  მეფის  გადაწყვეტილებას,  მაგრამ  არაფერი  გამოუვიდა  –  ალექსანდრე  რომანოვი  უკვე  აშკარად  პირველობდა  კოალიციის  წევრებს  შორის  და  ამიტომ  ამჯერადაც თავისი  გაიტანა.  მეფისა  და  მეტერნიხის  ეს  დაპირისპირება  პირველი  არ იყო,  მათ  ადრეც ჰქონიათ პატარ-პატარა შე ჯახებები ერთმანეთთან,  მაგრამ აღნიშნული  შემთხვევა  ყველაზე  სერიოზული იყო  და  მოკავშირეთა  შორის მომავალში  სხვა  უთანხმოებათა  წარმოშობის  საფრთხეს  შეიცავდა. არც  ალექსანდრე  და  არც  მეტერნიხი  ერთმანეთს  არ  ენდობოდნენ.  ეშმაკსა  და  ჭკვიან  მონარქს  ეს  ეშმაკი  და  ჭკვიანი  კანცლერი  ახლო მომავალში  უკვე  რუსეთის  მოწინააღმდეგედ  ესახებოდა.  ზუსტად  ასეთივე  გრძნობას  განიცდიდა  კლემენს  მეტერნიხიც:  რუსეთის „ზომაზე  მეტად“  გაძლიერება  მისთვის  ავსტრიის  დასუსტების  ტოლფასი  იყო  და ამიტომ  ეჭვის  თვალით  უყურებდა  ამ  ქვეყნის  მმართველის  ყოველ  ნაბიჯს.
ამ  ამბიდან  ერთი  კვირაც  არ  იყო  გასული,  რომ  მეფესა  და  ავსტრიის  კანცლერს  ახალი  შეტაკება  მოუვიდათ  –  ამჯერად  მოკავშირეთა შემდგომი  მოქმედების  გეზის  განსაზღვრის  გამო.  როგორც  ზემოთ  ითქვა, მეტერნიხს  არ  აწყობდა  ნაპოლეონის  საბოლოო  წასვლა  ეგროპული  არენიდან.  საფრანგეთის  იმპერატორი  მას  რუსეთისა  და  პრუსიის  უზომო გაძლიერების  გასაწონასწორებლად  „სჭირდებოდა“.  მაგრამ,  განთქმულმა  დიპლომატმა  აქ  სწორად  ვერ  გათვალა  თავისი  და  თავისი  ქვეყნის  შესაძლებლობები:  გამარჯვებით  გალაღებული  და  გაძლიერებული  ალექსანდრე,  სულაც  არ  თვლიდა  თავს  ვალდებულად  ავსტრიის  კანცლერისთვის  ეგდო  ყური  და  მის  დაკრულ  დუდუკზე  ეცეკვა.  როცა  25  ოქტომბერს მეტერნიხმა  რუსთა  ხელმწიფეს  ნაპოლეონთან  ახალი  სამშვიდობო  მოლა. პარაკების  გამართვაზე  ჩამოუგდო  სიტყვა,  მეფემ  მას  ცივი  უარი  სტკიცა. ალექსანღრეს  პოხიცია  გასაგები  იყო:  მას  იმიტომ  კი  არ  გაუგრძელებია სისხლისმღვრელი  ომი  ევროპაში,  რომ  საფრანგეთის  საზღვრებთან  მისულს,  საბოლოო გამარჯვებამდე  ცოტა  ხნით  ადრე,  საძულველ  მოწინააღმდეგესთან  მოლაპარაკება  გაემართა  და  მის  დედაქალაქში  ტრიუმფულ შესვლაზე  ხელი  აეღო!
ეს  უარი  ცუდად  ენიშნა  თავად  მეტერნიხს.  იგი  მეფის  ზღვარგადასულ  შეურიგებლობაზეც  მეტყველებდა  და  მოკავშირეთა  შორის  უმძაფრესი  წინააღმდეგობის  გაჩენაზეც.  რას  ნიშნავდა  ყოველივე  ეს?  ალბათ,  იმას, რომ  ამიერიდან  ავსტრიის  ხელისუფლებს  უკვე  ალექსანდრეს  გაძლიერებისაც  უნდა  შინებოდათ  და  არა  მხოლოდ  ნაპოლეონის  სიძლიერისა! შიშის  საფუძველი  კი  ნამდვილად  იყო:  რუსებმა  თავიანთი  ჯარით,  ლამის  ნახევარი  ევროპა  აავსეს  და  რას  მოიმოქმედებდა  შემდგომში ეს  ჯარი,  ან  ვინ  აღუდგებოდა  საჭიროების  შემთხვევაში  მას  წინ,  არავინ უწყოდა.  ვერ  მიდიოდა  საქმე  ისე,  როგორც  მეტერნიხი  ვარაუდობდა.  ვერ ხორციელდებოდა  მისი  „ხელთუქმნელი“  ძალთა  წონასწორობის  პრინციპი:  არც  მოკავშირეები  გამოხატავდნენ  აღფრთოვანებას  კანცლერის ჩანაფიქრის  მიმართ  და  არც  მისი  ჯიუტი  მოწინააღმდეგე,  რომლის  საბოლოო  დამარცხების  თავიდან  აცილების  შესაძლებლობასაც  ეს  პრინციპი  ითვალისწინებდა.
მეტერნიხს  აოცებდა  ნაპოლეონის  ასეთი  საქციელი.  მას  ვერ  გაეგო,  თუ  რატომ  ვერ  ხვდებოდა  იგი,  რომ  მარტოდმარტო  გაერთიანებულ ევროპას  წინ  ვეღარ  დაუდგებოდა.  უკვირდა  ისიც,  თუ  როგორ ვერ  ხედავდა იგი  იმ  მაშველ  რგოლს,  რომელსაც  მეტერნიხი  მისკენ  ისროდა  და  არნახული  სიჯიუტით  თავისი  მტრების  წისქვილზე  ასხამდა  წყალს!  თუმცა  ეს. ბოლოს და  ბოლოს,  მისი  პირადი  საქმე  იყო  და  კანცლერს იგი  მაინცდამაინც არ  ადარდებდა.  მისი  სადარდებელი ის  იყო,  რომ  ამით  ავსტრიასაც ექმნებოდა  პრობლემები  და  არსებობა  ურთულდებოდა.  მისი  სახიფათო  და  მოუსვენარი მეზობლები,  ახლა მოკავშირეები რომ ერქვათ,  უსაშველოდ ძლიერდებოდნენ  და  მომავალში  მის  ქვეყანას  საფრთხეს  შეუქმნიდნენ.  სხვაგვარად რომ  ითქვას,  მისი,  მეტერნიხის,  სრულიადევროპული  წონასწორობის  პოლიტიკა  მარცხს განიცდიდა.  პოლიტიკა,  რომელსაც თოვლიანი ჩრდილოეთიდან  მოწოლილი  ძალა  წალეკვით  ემუქრებოდა.  მაშ  გამოდიოდა,  რომ დასძალა  ალექსანდრე  რონანოვმა  მეტერნიხ-ვინებურგს  და  აჯობა  მის პოლიტიკას?  სწორედ  ასე,  იმ  დროისათვის ასე  გამოდიოდა!  მაგრამ  ძალიანაც  ნუ  გაიხარებს  მისი  უდიდებულესობა,  ჯერ  ყველაფერი დამთავრებული ხომ  არ  არის!  კბილები კი  აკლია ორმოცი წლის  კანცლერს,  მაგრამ  უკბილო როდი  ეთქმის.  კიდევ  შეუძლია  მწარედ  კბენა...
        მეტერნიხი  იმ  დროს  მაინის  ფრანკფურტში  იმყოფებოდა,  სადაც მოკავშირეთა  ხელმძღვანელები  გამუდმებულად  თათბირობღნენ  თუ როდის  და  როგორ  დაეწყოთ  სამხედრო  კამპანია  საფრანგეთის  წინააღმდეგ.  მეტერნიხი  დასაწყისში  აქტიურად  არ  მონაწილეობდა  ამ  თათბირებში.  არა  იმიტომ,  რომ  არ  აინტერესებდა  მათზე  დასმული  საკითხები.  პირიქით,  იგი  რომ  ძალხედ  იყო  დაინტერესებული  მათი  ბედით. ამიტომ  არ  ჰკარგავდა  დროს  კოლექტიურ  განხილვებზე.  კანცლერს სხვაგვარად  სურდა  მათი  გადაწყვეტა  და  მთელი  ყურადღება  ახლა  ამ „სხვაზე“  ჰქონდა  გადატანილი. 
მოკავშირეთა  არმიები  რაინს  უახლოვდებიან  –  ფიქრობდა  მეტერნიხი.  რაინს  იქით  საფრანგეთია.  ფრანგებს  ჯარი  ცოტა  ჰყავთ,  იმდენად  ცოტა.  რომ  მოწინააღმდეგის  ნახევარმილიონ  ჯარისკაცთან  ვერაფერს  გააწყობენ.  ახალი  არმიის  შეკრებისთვის  კი  ღრო  არ  ეყოფათ  – მოკავშირეები  რაინს  გადავლენ  და  ცოტა  ხანში  პირდაპირ  პარიზში  ამოყოფენ  თავს.  აი,  მაშინ  კი  აუხდება  ალექსანდრე  რომანოვს  თავისი  ნატვრა,  მაშინ  იგრძნობს  თავს  ევროპის  მბრძანებლად.  ამის  დაშვება  კი  არაფრით  არ  შეიძლება!  იმიტომ  კი  არ  იბრძოლა  ოცი  წელი  ევროპამ.  რომ ერთი  მბრძანებლის  მოცილებით  მეორესთვის  გაეხსნა  გზა!  არა,  რაღაც უნდა  მოიფიქროს  კლემენს  მეტერნიხმა,  რაღაც  ისეთი,  რაც  მოკავშირეებს  (რუსები  იგულისხმება!)  წინსვლას  შეუფერხებს.  რა  შეიძლება  რომ გაკეთდეს?  იქნებ  სვლა  შეანელონ  მოკავშირეთა  არმიებმა,  რახან  მათი სრული  შეჩერება  ვერ  მოხერხდება?  ნამდვილად  ასე  აჯობებს!  ამასობაში დრო  გავა,  „ის  კორსიკელიცჯა“  გონებას  მოუხმობს  და  ახალი  სამშვიდობო მოლაპარაკება  გაიმართება.  მოლაპარაკება,  რომელიც  პირიდან  გამოაცლის  ლამის  გამზადებულ  ტრიუმფს  ალექსანდრე  რომანოვს!  თითქოს  არ უნდა  იყოს  ასეთი  რამ  შეუძლებელი.  შეუძლებელი  კი  არა,  სწორედ  რომ შესაძლებელია:  მოკავშირეთა  არმიების  მთავარსარდალი  ხომ  თავადი შვარცენბერგია,  კლემენს  მეტერნიხის  მეგობარი  და  თანამოაზრე!  ამიტომ  მასთანაა  საჭირო  მოლაპარაკება,  სასწრაფო  მოლაპარაკება... 
აი,  რაზე  ფიქრობდა  თავადი  კლემენს  ვენცელ  მეტერნიხ-ვინებურგი  თავისი  ახალგაზრდობის  საყვარელ  ქალაქ  მაინის  ფრანკფურტში. სადაც  ის  მაშინ  იმპერატორ  ფრანც  პირველთან  ერთად  იმყოფებოდა.  ეს ქალაქი  მარტო  მეტერნიხს  როდი  აღუძრავდა  ტკბილ  მოგონებებს.  იგი ფრანც  ჰაბსბურგსაც  სამუდამოდ  დახსომებოდა  1792  წლის  სახეიმო  ცერემონიალით,  როცა  მას  გერმანელი  ერის  რომის  საღვთო  იმპერიის მბრძანებლის  გვირგვინს  ადგამდნენ  თავზე.  ნეტავ  იმ  დროს!  ახლა  აღარც ახალგაზრდობა  იყო  და  აღარც  ეს  იმპერია  არსებობდა... 
ფრანცი  ყველაფერში  ეთანხმებოდა  თავის  კანცლერს.  ეთანხმებოდა  იმაში,  რომ  რუსეთი  ახლა  ლამის  ისევე  საშიში  ხდებოდა,  როგორც სულ  ცოტა  ხნის  წინ  საფრანგეთი  იყო;  რომ  ნაპოლეონი  ახლა,  მოსალოდნელი  ახალი  კატაკლიზმების  წინ,  ჰორიზონტზე  გამოსახული  სრულიადევროპული  ანარქიის  საწინააღმდეგო  ბარიერად  გამოდგებოდა;  რომ,  ბოლოს  და  ბოლოს,  ნაპოლეონის  მიერ  შექმნილი  იმპერიის  მემკვიდრე  მისი, ფრანცის  შვილიშვილი,  რომის  მეფედ  წოდებული,  შარლ-ფრანსუა (კარლ-ფრანცი)  გახლდათ!  ამიტომ  მართლაც  არ  იყო  საჩქარო  რაინზე გადასვლა.  თუ  ძალიან  ეჩქარება  ალექსანდრეს,  დაე  რუსები  და  პრუსიელები  გადაიყვანოს  მასზე.  გადაიყვანოს  და  მარტომ  იომოს  საფრანგეთში. ავსტრიელები  მისი  გულისთვის  ფეხს  არ  აუჩქარებენ...
მოკავშირეთა  შორის  განხეთქილების  არსებობის  შესახებ  სულ მალე  შეიტყეს  ინგლისელებმა.  შეიტყეს  და  უზომოდ  შეშფოთდნენ.  ახლა, დასკვნითი  აკორდის  წინ,  ეს  განხეთქილება  მთელ  მათს  ძალისხმევას ჩაშლას  უქადდა.  ამ  ძალისხმევის  უკან  კი  20  წლის  განმავლობაში  დაღვრილი  სისხლი  და,  რაც  მთავარია,  დახარჯული  ოქრო  იყო!  ვერ  იტყოდა მასზე  უარს  „ნისლიანი  ალბიონი“,  ვერ  შეურიგდებოდა  მეტოქე-მეზობლის  სათავეში  ისევ  ამ  დაუდგრომელი” კორსიკელის  დატოვებას  და  ვერ გარისკავდა  ამდენს.  ამიტომ  ბრიტანელებმა  ახლა  ავსტრიელების „მოთვინიერებისაკენ“  მიმართეს  თავიანთი  ძალისხმევა.
მეტერნიხი  არ  შეეპუა  ზღვისგაღმელთა  ზეწოლას  და  ნოემბრიდან თავისი  გეგმის  განხორციელებას  შეუდგა.  მთელი  ეს  თვე  მან  მოკავშირეთა ხელმძღვანელებთან  პაექრობაში  გაატარა.  ავსტრიის  კანცლერი  დაჟინებით  მოითხოვდა  ნაპოლეონისთვის  კიდევ  ერთხელ  შეეთავაზებინათ  ზავი და  კიდევ  ერთხელ  ეცადათ  შემდგომი  სისხლისღვრის  თავიდან  აცილება. მისია,  რომელიც  მეტერნიხმა  იკისრა,  იოლი  არ  იყო.  გამარჯვების  პერსპექტივით  აღტკინებული  მოკავშირეთა  ლიდერები  არ  თანხმდებოდნენ  „დაწყებული  საქმის“  უდროო  დროს  შეწყვეტას  და  ომის  გაგრძელებას  მოითხოვდნენ.  განსაკუთრებულ  აქტივობას,  ბუნებრივია,  ალექსანდრე  იჩენდა.  საზავო  ხელშეკრულების  წინააღმდეგნი  იყვნენ,  რა  თქმა უნდა,  ინგლისელებიც,  ხოლო,  რაც  შეეხებოდა  პრუსიელებს,  მათი  მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმი,  როგორც  ყოველთვის,  ახლაც  ორჭოფობდა. სამაგიეროდ,  მისი  არმიის  სარდალი  გებჰარდ  ბლიუხერი  არ  ორჭოფობდა  და ცხადშიც  და  სიზმარშიც  პარიზზე  შეტევა  ელანდებოდა.  მაგრამ,  მიუხედავად  ყველაფრისა,  იმპერატორ  ფრანცისა  და  მთავარსარდალ  შვარცენბერგის  შემწეობით,  მეტერნიხმა  მაინც  მოახერხა  თავისი  მოკავშირეებისგან  თანხმობის  მიღება  და  ფრანგთა  მბრძანებლისათვის  ახალი  სამშვიდობო  წინადადებების  გაგზაგნა.
ეს  წინადადებები  ერთობ  ზომიერი  იყო  და  „წესით“  ნაპოლეონს მათზე  უარი  არ  უნდა  ეთქვა.  თანხმობის  შემთხვევაში  საფრანგეთს  დარჩებოდა  ბელგია,  ჰოლანდია,  იტალიური  სავოია  და  რაინის  მარცხენა  სანაპირო,  არსებითად,  საფრანგეთის  180)  წლის  საზღვრები.  იმპერატორს ეს  წინადადებები  არ  მოეწონა  –  მას  არასაკმარისად  ეჩვენა  ისინი.  მაგრამ უარი  ერთბაშად  არ  განუცხადებია.  არმიის  შესაქმნელად  ნაპოლეონს დრო  სჭირდებოდა  და  მოლაპარაკების  გაჭიანურებით  ამ  დროს  მოიგებდა. ესეც  არ  იყოს,  იმპერატორს  არ  სჯეროდა  მოკავშირეთა  განზრახვისა  და მისთვის  მახის  დაგებაში  ადანაშაულებდა  მათ. 
იმ  დროისათვის  ფრანგებს  საკმაოდ  ძლიერი  გარნიზონები  ჰყავდათ  მდინარე  რაინის  გაყოლებაზე  მდებარე  ციხე-ქალაქებში,  აგრეთვე ჰამბურგში,  მაინცში და  ელბასა  და  ოდერზე  განლაგებულ  ქალაქებში, ასევე  შვეიცარიაში,  ბელგიასა და  ჰოლანდიაში.  მნიშვნელოვანი  ძალები იყო  დაბანდებული პირენეების მახლობლად  (მარშალი  სულტი)  და კატალონიაში  (მარშალი  სიუშე).
ნაპოლეონი  თვლიდა,  რომ  ფრანგთა  ყველა  ამ  ძალის  წინააღმდეგ მოკავშირეებს  საკმაოდ  მნიშვნელოვანი  რაოდენობის  ჯარის  გამოყოფა მოუწევდათ,  ისე  რომ,  უშუალოდ  საფრანგეთში  შესაჭრელად  მათ  არც მაინცდამაინც  ბევრი  ჯარისკაცი  დარჩებოდათ.  თავის  ვარაუდებში  იმპერატორი  სწორი  იყო,  მაგრამ  სწორი  იყო  თეორიულად.  პრაქტიკულად კი  ასე  არ  გამოვიდა  –  მოკავშირეთა  გენერლებმა  აითვისეს  საბრძოლო ხელოვნების  ის  გაკვეთილები,  რომლებსაც  ნაპოლეონი  წლების  მანძილზე  უტარებდა  მათ  და  დაიწყეს  ფრანგების  მიერ  დაკავებულ,  ერთმანეთს დაშორებულ  ციხე-სიმაგრეთა  გვერდის  ავლა.  ნაცვლად  სიმაგრეთა  გარემოცვისა,  ისინი  რაინის  გაყოლებაზე  აგროვებდნენ  ჯარს  მისი  ერთბაშად  ფორსირების  მიზნით.  შედეგად  ისე  გამოვიდა,  რომ  ნაპოლეონს  ამ სიმაგრეებში  ჩაყენებული  გარნიზონები  ვერაფერში  გამოადგა. 
იმპერატორს  ვერც  იტალიიდან  მოუვიდა  დამხმარე  ჯარი  – ეჟენი  ბოჰარნე  გერ  ენდობოდა  თავისი  ქვეშევრდომების  არმიას.  საკმარისი  იყო  იტალიელი  ჯარისკაცები  ალპებს  მიახლოვებოდნენ,  რომ ისინი  წამსვე  დაყრიდნენ  იარაღს  და  აქეთ-იქით  გაიფანტებოდნენ.  ისე რომ,  იტალიის  ვიცე-მეფემ  ისევ  ჩრდილოეთ  იტალიაში  ყოფნა  არჩია,  სადაც  მინჩო-მანტუის  ხაზზე  მაინც  შეაკავებდა  ფელდმარშალ  ბელჰარდის ავსტრიულ  შენაერთებს.
არასახარბიელო  ამბები  მოდიოდა  ესპანეთიდანაც.  მართალია,  სიუშე  მამაცურად  იბრძოდა კატალონიაში,  მაგრამ  საფრანგეთში  დამხმარე ჯარის  გამოგზავნას  გერ  ახერხებდა.  სულტი  კი.  რომელიც  ველინგტონის  ჭარბი ძალების  დიდ  დაწოლას  განიცდიდა,  ვერა  თუ  ვერ  დაეხმარებოდა  ნაპოლეონს. არამედ  საკუთარი არმიის  გადარჩენას  თუ  მოახერხებდა, ისიც  დიდი  რამე  იქნებოდა.
თვით  საფრანგეთშიც  ვერ  მიდიოდა  საქმე  კარგად.  ჯარში  გაწვევა  უხეიროდ  წარმოებდა  –  მოსახლეობა  უკვე  უხალისოდ  უყურებდა არმიაში  სამსახურს  და,  სიმართლე  რომ  ითქვას,  გასაწვევიც  ბევრი  არავინ  იყო  დარჩენილი.
სამშვიდობო  წინადადებებზე  პასუხის  ლოდინით  გაბეზრებულმა მოკავშირეებმა,  რომელთაც  ფრანგი  როიალისტებისაგან  დანამდვილებითი  ცნობები  მოსდიოდათ  საფრანგეთის  სავალალო  სამხედრო  და  ეკონომიკური  მდგომარეობის  შესახებ,  გადაიფიქრეს  და  გადაწყვიტეს,  რომ 1801  წლის  საზღვრებზე  თანხმობა  ძალზედ  დიდი  დათმობა  გამოდიოდა ფრანგებისათვის.  დეკემბრის  ბოლოს  მათ  ნაპოლეონს  უკვე  1792  წლის საზღვრებში  დარჩენა  „ურჩიეს“  (ამ  საზღვრებს  საფრანგეთის  ბუნებრივი საზღვრები  ერქვა  და  ისინი  პირენეებზე,  ალპებსა  და  რაინის  მარცხენა ნაპირზე  გადიოდა).
როცა  მოკავშირეები  თავიანთ  ბოლო  პირობას  უყენებდნენ ნაპოლეონს,  მათი  ჯარი  სრულ  საბრძოლო  მზადყოფნაში  იყო  და  მხოლოდ ბრძანებას  ელოდებოდა  საფრანგეთში  შესაჭრელად. არმან  კოლენკური,  რომელსაც  მეტერნიხმა  სამშვიდობო  მოლაპარაკების  დაწყება  შესთავაზა,  სიხარულით  ცას  ეწია  –  იქმნებოდა  ომის შეწყვეტისა  და  საფრანგეთში  მტრის  არმიების  შეჭრის  თავიდან  აცილების  რეალური  შესაძლებლობა.  შექმნილ  ვითარებაში  მეტერნიხის  წინადადება  მოულოდნელ  საჩუქარს  ჰგავდა  და  იგი  მდგომარეობის  ხსნის  ერთადერთ  საშუალებად  მოჩანდა,  მოჩანდა,  მაგრამ...  საქმე  ისე  არ  წარიმართა,  როგორც  კოლენკურსა  და  უამრავ  მის  თანამემამულეს  სურდა  – ნაპოლეონმა  ეს  წინადადებაც  უარჰყო...
4  იანვარს  მან  კოლენკურს  მისწერა:  „მე  ძალიან  ვეჭვობ,  რომ, მოკავშირეებს  ჭეშმარიტად  სურდეთ  მოლაპარაკება,  ან,  რომ  ინგლისი მშვიდობაზე  თანახმა  იყოს.  თავად  მე  კი  მსურს  მშვიდობა,  მაგრამ მხოლოდ  და  მხოლოდ  საპატიო  პირობებზე.  ანტვერპენისა  და  ოსტენდის გარეშე  რა  საფრანგეთი  უნდა  იყოს?  ...ტყუილად  ფიქრობენ  ჩვენი  მტრები,  რომ  ომის  საშინელება  დააფრთხობს  ჩვენ  ხალხს  და  იგი  ასეთ  სამარცხვინო  ზავზე  დათანხმდება,  თუ  ხალხი  მხარს  დამიჭერს,  მტერს ძალზე  ცუდი  დღე  დაუდგება.  თქვენ  კარგად  უნდა  გამოარკვიოთ,  რა სურს  სინამდვილეში  მეტერნიხს.  არა  მგონია,  რომ  მას  ჩვენი  საბოლოო დამარცხება  ხელს  აძლევდეს“.
ეს  წერილი,  ცხადია,  უფრო  ვრცელია,  მაგრამ  ამ  ნაწყვეტებიდანაც  კარგად  ჩანს.  თუ  როგორ  აფასებდა  შექმნილ  გითარებას  ფრანგთა იმპერატორი.  იგი  ხვდებოდა,  რომ  მოკავშირენი.  ყოგელ  შემთხვევაში  მათი  უმრავლესობა.  გულწრფელი  არ  იყო  და  მშვიდობის  ჯეშმარიტი  ძიების ნაცვლად  მხოლოდ  თვალის  ასახვევად  აჩგენებდნენ  ევროპას  თავს  მშვიდობისმყოფლებად.  იგი  ხვდებოდა,  რომ  მოკავშირეთაგან  განსხვავებული  პოზიცია  მხოლოდ  ავსტრიას  ეკავა  და  ამიტომ  ავალებღა  თავის  საგარეო საქმეთა  მინისტრს,  ზუსტად  გამოერკვია  მეტერნიხის  პოზიცია.  მაგრამ ამ  სწორ  ანალიზთან  ერთად,  იგი  მძიმე  შეცღომებსაც  უშვებდა.  კერძოდ, იმპერატორი  ვერ  ხვდებოდა  (ან  არ  ხვდებოდა!)  იმას,  რომ  ფრანგი  ხალხი გადაღლილი,  გამოფიტული  და  გაწამებული  იყო  ოცწლიანი  ომებით,  რომ იგი  ერთსულოვნად  ვეღარ  აღდგებოდა  შემოსეული  მტრის  წინააღმდეგ. რომ  მას  ამისათვის,  უბრალოდ,  ფიზიკური  ძალა  არ  ეყოფოდა.  იმპერატორი  ვერ  ხვდებოდა  (ან  არ  ხვდებოდა!)  იმასაც,  რომ  ძალთა  ასეთი  არახელსაყრელი  შეფარდების  პირობებში  მას  ბრძოლის  ველზე  კი  არ  უნდა  ეძებნა ხსნის  შანსი,  რაც.  საბოლოო  ანგარიშში,  შეუძლებელი  იქნებოდა,  არამედ მეტერნიხის  მცდელობისთვის  უნდა  აება  მხარი  და  სამშვიდობო  მოლაპარაკებაზე  თანხმობის  გამოცხადებით  თავისი  მტრებისთვის  საფრანგეთში ინტერვენციის  განხორციელების  შესაძლებლობა  გაეძნელებინა! მაგრამ  ფუჭი  იქნება  მეტერნიხის  ძალისხმევა!  ტყუილად  გაუხარდება  კოლენკურს!  არ  გადადგამს  სამშვიდობო  ნაბიჯებს  იმპერატორი,  არ  წავა  დათმობებზე  და  ახლაც  არ  გამოიყენებს  შექმნილ  შესაძლებლობას.  არ  გამოიყენებს,  მიუხედავად  იმისა,  რომ  აურაცხელ  გარეშე მტერს  უკვე  შინაურიც  ბევრი  მიემატება  –  აქამდე  ჩრდილში  მყოფი  როიალისტები  ძალას  მოიკრებენ,  გულს  გაიმაგრებენ  და  მის  წინააღმდეგ აშკარა  მოქმედებაზე  გადავლენ.
ვითომ,  ვერ  ხედავს  ამას  იმპერატორი?  ხედავს,  მაგრამ  რატომღაც  არ  უნდა  რომ  დაინახოს  და  არ  უნდა  რომ  დაიჯეროს!  როიალისტები კი  დროს  არ  კარგავენ,  მალულად  ირაზმებიან,  მოკავშირეების  ინტერვენციას  ელოდებიან  და  საფრანგეთის  მტრებს  ისეთ  შეხვედრას  უმზადებენ, როგორც  გამათავისუფლებლებს!  თუმცა,  რატომ  მარტო  შეხვედრას? შეხვედრას  კი  არა,  თვითონაც  აპირებენ  ხელის  გამოღებას  და  გარედან შემოსეულ  მტერს  (გამათავისუფლებლებს!)  შიგნიდან  ეხმარებიან,  რათა საძულველი  ბუონაპარტე  საბოლოოდ  აღგავონ  მიწის  პირისგან.  მოკავშირეთა  ნახევარმილიონიანი  არმია,  რომელიც  ახლა  საფრანგეთის  საზღვრებთან  დგას,  ამისთვის  სავსებით  საკმარისი  იქნება.  ხოლო  თუ  ღმერთი გაწყრება  და  იგი  საკმარისი  არ  აღმოჩნდება,  მაშინ  სულ  ცოტა  ხანში მის  დასახმარებლად  რუსეთიდან,  პრუსიიდან,  ინგლისიდან,  ავსტრიიდან,  შვედეთიდან,  ჰოლანდიიდან  და  ესპანეთიდან  კიდევ  სხვა  ნახევარმილიონიანი  არმია  მოადგება  საფრანგეთს  და  საბოლოოდ  მოუღებს  ბოლოს ამ  სრულიადევროპული  შფოთის  ამტეხს.  აი.  მაშინ  კი  დაუდგებათ  როიალისტებს  ის  სანუკვარი  დრო,  რომელიც  1789  წლის  14  ივლისს  გამოეცალათ  ხელიდან,  როცა  მათი  „მშვიდი  და  წყნარი“  საფრანგეთი  ერთბაშად გადაირია  და  ჯერ  რევოლუციის  მორევში  გადაეშვა,  შემდეგ  კი  ამ  რევოლუციის  პირმშოს,  ბურბონების  კანონიერი  ტახტის  მიმტაცებელ  „კორსიკელ  ურჩხულს“  აჰყვა  და  ევროპაში  ოცწლიანი  ომის  კოცონი  ააგიზგიზა!
ამიტომ  ფრთხილად  უნდა  ყოფილიყო  იმპერატორი,  ფხიზლად უნდა  ედევნებინა  თვალი  როიალისტებისათვის,  გასაქანი  არ  უნდა  მიეცა მათთვის.  თუმცა,  რომელი  როიალისტების  დარდი  უნდა  ჰქონოდა  მაშინ ბუონაპარტეს,  როცა  მისი  მომხრეებიც  აღარ  იყვნენ  ,ძველ  გუნებაზე“ და  იმის  ნაცვლად,  რომ  მძიმე  წუთებში  გვერდში  ამოსდგომოდნენ, ერთთავად  იმას  ფიქრობდნენ;  თუ  როგორ  ეშველათ  საკუთარი თავისათვის,  როცა  საბედისწერო  ფინალი  მოახლოევდებოდა, სასწრაფო  და  გადამჭრელი  ზომები  უნდა  მიეღო  ბუონაპარტეს, მაგრამ  რატომღაც  აყოვნებდა,  ვერ  იცლიდა  ამ  საქმისათვის,  არ  ცდილობდა  შინაურ  მტერთან  ანგარიშის  გასწორებას.  თითქოს  არ  ჰქონდა  ამის სურვილი,  დროც  აღარ  ჰქონდა  თითქოს  და,  იქნებ,  შესაძლებლობაც  უკვე.  მხოლოდ  ერთ  გზას ხედავდა  იგი  მათ  მოსათოკად  და  საერთო  მდგომარეობის  შესაცვლელად.  ოღონდ  ეს  გზა  სხვა  იყო  და  პარიზზე  არ  გადიოდა  იგი,  კარგა  შორს  იყო  მისგან,  თუმცა  უკვე  ისე  შორსაც  აღარ,  როგორც  ძველად  იყო  ხოლმე.  ამიტომ  უნდა  მოშორებოდა  პარიზს,  უნდა დაეტოვებინა  მისთვის  ლამის  უცხოდ  ქცეული  ეს  ქალაქი  და  იქ  წასულიყო,  სადაც  მოლოდინიც  ჰქონდათ  მისი  და  იმედიც  დიდი,  და  სადაც,  საბოლოო  ანგარიშში,  მისი  ჭეშმარიტი  ადგილი  იყო...  რამდენჯერ  წამოუძახნია  იმპერატორს  თავისი  მარშლებისთვის,  თქვენ  ბრძოლის  ველზე  იშვით და  ბრძოლის  ველზე  უნდა  აღესრულოთო.  ჰოდა,  ახლა  იმპერატორის დროც  მოსულა.  მასზე  მეტად  ვისზე  ითქმოდა  ბრძოლის  ველზეა  შობილიო  და  ვის  დაამშვენებდა  მასზე  მეტად  ბრძოლის  გელზე  სიკვდილი? არც  არავის.  იცოდა  ეს  ბუონაპარტემ  და  ამიტომ  აღარც  არიდებდა  თავს მტრის  ტყვიებსა  და  ყუმბარებს.  მთელი  1813  წლის  განმავლობაში  განზრახ  მიდიოდა  ფრონტის  ისეთ  უბნებში,  სადაც  მისი  ყოფნის  არავითარი საჭიროება  არ  იყო,  სადაც  ყველაზე  მეტი  ხიფათი  ელოდა  და  სადაც  გადარჩენის  შესაძლებლობა  თითქმის  არ  რჩებოდა.  მაგრამ,  როგორც  უწინ იყო  ხოლმე,  ახლაც  მხოლოდ  შორიახლო  უტრიალებდა  სიკვდილი  და მხოლოდ  ახლობლებს  ართმევდა  რიგრიგობით,  თვითონ  კი  ხელს  არ  ახლებდა,  იქნებ  ხელის  ხლებას  ვერც  უბედავდა...
24  იანვარს  ადრე  დილით,  იმპერატორი  შვილის  საძინებელ ოთახში  შევიდა.  პატარა  „რომის  მეფეს“  უშფოთველი  ძილით  ეშინა  და მამის  შესვლა  არ  გაუგია.  ნაპოლეონი  დიდხანს  იდგა  ბავშვის  საწოლთან და  დიდხანს  მდუმარედ  დაჰყურებდა  მას.  მერე  მკვეთრად  შემოტრიალდა კარისაკენ  და  ოთახი  სწრაფი  ნაბიჯებით  გადაკვეთა.  შემდეგ,  ასევე სწრაფად  ჩაირბინა  სასახლის  კიბეები  ღა  ეზოში  გავიდა.  იქ  მას  ეკიპაჟი და  დაცვის  ცხენოსანთა  ასეული  ელოდებოდა  –  იმპერატორი  შალონს მიდიოდა,  თავის  არმიაში,  იქ.  სადაც  მას  მოუთმენლად  ელოდნენ  და სადაც  უმისობა  არანიარად  არ  იქნებოდა...
რაინის  გადალახვას  მოკავშირეთა  არმიები  21  დეკემბერს შეუდგნენ  –  ერთდროულად  15  ადგილას.  მათი  ფრონტი  უზარმაზარ მანძილზე:  კობლენციდან  ბაზელამდე  იყო  გაჭიმული  და  მარტო  წინა ხაზზე  სამოქმედოდ  250  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდათ  გამოყოფილი. მოწინააღმდეგის  ასეთი  მასის  საპირისპიროდ  ფრანგებს  სულ  46  ათასი მეომარი  ჰყავდათ.
მოკავშირეებს  რომ  იმ  დროს  აქტიურობა  გამოეჩინათ  და  პარიზის მიმართულებით  კონცენტრული  შეტევა  დაეწყოთ.  ომი,  ალბათ,  მოკლე დროში  დასრულდებოდა,  მაგრამ  ასე  არ  მოხდა.  შვარცენბერგმა  და  მისმა გენერლებმა,  რომლებიც  ავსტრიული  სამხედრო  სკოლის  წარმომადგენლები  იყვნენ,  სწრაფ  და  სარისკო შეტევას  შორიდან  მოვლა  ამჯობინეს.  მათი  არგუმენტი  –  საფრანგეთს  ჩრდილო-აღმოსავლეთ  საზღვარზე უამრავი  ციხე-სიმაგრე  აქვს  და  მათ  აღებას  დიდი  დრო  და  მსხვერპლი დასჭირდებაო,  ერთის  მხრივ,  სწორი  იყო,  მაგრამ  ფრანგებს  ხომ  იმდენი ჯარი  არ  ჰყავდათ,  რომ  ყველა  ეს  ციხე-სიმაგრე  რიგიანად  დაეცვათ... შვარცენბერგის  გეგმა  ამ  სიმაგრეების  სამხრეთიდან,  ლამის შვეიცარიის  საზღვრიდან  მოვლას  ითვალისწინებდა.  საწინააღმდეგო გეგმა  წამოაყენა  გნეიზენაუმ  –  პრუსიელთა  შტაბის  უფროსმა,  რომელიც პარიზზე  პირდაპირ  შეტევას  მოითხოვდა.
თათბირზე  შვარცენბერგის  გეგმა  გავიდა.  გავიდა,  მიუხედავად იმისა,  რომ  მეფე  ალექსანდრე  და  ფელდმარშალი  ბლიუხერი  პარიზზე შეტევის  მომხრე  იყვნენ.  საქმე  ის  იყო,  რომ  მოკავშირეებს:  რუსეთს, ინგლისსა  და  პრუსიას  ისე  ძვირად  უღირდათ  ავსტრიელთა  200  ათასი ჯარისკაცი,  რომ  მათ  განაწყენებას  მოერიდნენ  და  მათი  ეს  კაპრიზიც დაუკმაყოფილეს.
და  აი,  მოკავშირეთა  მარცხენა  ფლანგი,  რომელსაც  ყოფილი  „ბოჰემიის“,  აწ  კი  „მთავარი“,  არმია  შეადგენდა,  უშუალოდ  მთავარსარდალ შვარცენბერგის  მეთაურობით  თავის  გრძელ  გზას  გაუდგა.  ბლიუხერის „სილეზიის“  არმიას  პასიური  როლი  უნდა  შეესრულებინა  და  მოწინააღმდეგის  გერმანიისაკენ  სავარაუდო  შეტევას(?!)  წინ  აღდგომოდა. მაგრამ  მოვლენათა  მშვიდი  მსვლელობა  დაუდეგარმა  ბლიუხერმა დაარღვია  –  მან  ყურად  არ  იღო  შვარცენბერგის  რჩევა  და  (იქნებ  მეფე ალექსანდრეს  ფარული  წაქეზებით?)  მარტო  თავისი  სილეხიის  არმიით გაუტია  პარიზისკენ.  ბლიუხერის  არმიის  ორ  მესამედს  იმ  დროს  რუსი ჯარისკაცები  შეადგენდნენ.  როგორც  ვთქვით,  სილეზიის  არმიის  რაოდენობა  90  ათასს  აღწევდა.  ფრანგებს  კი  ამ  ფრონტზე  20-30  ათასზე  მეტი მეომარი  არ  ჰყავდათ,  ამის  გამო,  ბუნებრივია,  მათ  უკანდახევა  დაიწყეს. ჩეის მარმონს,  მორტიესა  და  მაკდონალდს  არ  უცდიათ  ყოველი  სიმაგრის დაცვა,  მაგრამ,  ზოგიერთ  მძლავრ  ციხე-ქალაქთან  კი  გააფრთებული  წინააღმდეგობა  გაუწიეს  ჭარბ  მტერს,  ამის  გამო,  ბლიუხერი  და  გნეიზენაუ იძულებულნი  გახდნენ  თავიანთი  ჯარის  ერთი  ნაწილი  ამ  ციხესიმაგრეების  გარემოცვისა  და  მათი  გარნიზონების  განეიტრალებისთვის  „მოეცდინათ“.  ფრანგი  მარშლები  ღია  ველზეც  შეძლებისდაგვარად  მედგრად  დაუხვდნენ  შემოსეულ  მტერს.  ისინი  განუწყვეტლივ  ბრძოლებში  იყვნენ  და, თუმცა,  დიდ  შეტაკებებში  შეგნებულად  არ  ებმებოდნენ,  იმდენს  მაინც ახერხებდნენ,  რომ  მტერს  აყოვნებდნენ  და  ზარალსაც  აყენებდნენ.  ისე რომ.  „საზეიმო  მარში“  პარიზისკენ  სილეზიის  არმიას  არ  გამოუვიდა. ამის  გამო  ბლიუხერმა  და  გნეიზენაუმ  ტაქტიკა  შეცვალეს  და ფრანგებს  მეთოდური  შევიწროება  დაუწყეს,  რაც  ნელა,  მაგრამ  უცილობლად  მიიყვანდა  მათ  დედაქალაქამდე.  მოკავშირეებს  საქმე  თითქოს  კარგად  მიუდიოდათ,  მაგრამ  მათ  შტაბში  იყვნენ  ფრთხილი  და  წინდახედული ადამიანები,  რომლებიც  თვლიდნენ,  რომ  ფრანგებს  თავიანთი  მთავარი  იარაღი  ჯერ  არ  აემოქმედებინათ  და  როცა  ეს  მოხდებოდა,  მთავარი  ამბებიც მაშინ  დაიწყებოდა...
ფრანგების  „მთავარი  იარაღი“  ფრონტზე  27  იანვარს  ჩავიდა.  ჩა- ვიდა  და  თავის  არმიას  მეორე  დღესვე...  შეტევაზე  გადასვლა  უბრძანა! შეტევაზე  გადასვლა  აუცილებელი  იყო  –  ბლიუხერი  და  შვარცენბერგი  ერთმანეთს  უახლოვდებოდნენ  და,  უახლოეს  დღეებში  შეერთებოდნენ  კიდეც.  ნაპოლეონს  არ  შეეძლო  მათი  შეერთების  დაშვება  –  ეს დაღუპვის  ტოლფასი  იქნებოდა.  ამიტომ  იმპერატორმა  გადაწყვიტა  მანამდე  მოეღო  ბოლო  იზოლირებულად  მყოფი  ბლიუხერისათვის,  სანამ  მას მთავარი  არმიიდან  გაუწევდნენ  დახმარებას.  მაგრამ  „ბოლოს  მოღების“ სურვილი  ერთი  იყო,  ხოლო  ამ  სურვილის  შესრულება  –  მეორე.  როგორ უნდა  მოუღო  მტერს  ბოლო,  როცა  ხელთ  30  ათასი  ჯარისკაცი  გყავს, მას  კი,  სულ  ცოტა,  50  ათასი...
სილეზიის  არმიასთან  პირველი  სერიოზული  შეტაკება  ბრიენთან მოხდა.  სწორედ  იმ  ბრიენთან,  რომლის  სამხედრო  სკოლაშიც  ყმაწვილი ბუონაპარტე  სწავლობდა.  სკოლა  გორაკზე  იდგა  და  კარგა  მოზრდილ სასახლეს  წარმოადგენდა.  რომლის  გარშემო  ვენახების  ზლვა  იყო გადაჭიმული.
ბრიენში  იმხანად  რუსები  და  პრუსიელები  იდგნენ ბლიუხერისა და  გნეიხენაუს  მეთაურობით.  სილეზიის  არმიის  სარდლები  სასახლეში ერთი-ორი  დღით  აპირებღნენ  დასვენებას.  შუადღე  გადასული  იქნებოდა. როცა  კაზაკმა  მზვერაგებმა  ბლიუხერს  ფრანგთა  კოლონების  მოახლოების  შესახებ  ამცნეს.  მოხუცმა  ფელდმარშალმა  წარბიც  არ  შეიხარა  ღა საღამოსთვის  დაგეგმილ  ვარხშამზეც  უარი არ  თქვა.
როცა  ფრანგთა  კოლონები  ბრიენს  მიუახლოვდნენ.  პრუსიელი  და რუსი  გენერლები  სასახლის  აივანზე  გამოვიდნენ  და  ჭოგრიტები  მოიმარჯვეს.  გამოირკვა,  რომ  ამ  კოლონებს  წინ  თვით  იმპერატორი  მოუძღოდა, მიუხედავად  ამისა,  ყველანი  სუფრას  მიუსხდნენ  და  ადრე  ტყვედ  აყვანილი  ერთი  მაღალი  რანგის  ფრანგი  ოფიცერიც  გვერდში  მოისვეს. პურობა  დიდი  ხნის  დაწყებული  არ  იყო,  რომ  ზარბაზნების  გრიალი  გაისმა  და  სასახლის  ეზოში  ყუმბარებმა  იწყეს  ცვენა.  ბლიუხერმა ჭეშმარიტი  რაინდობა  გამოიჩინა  და  ტყვე  ფრანგს  თავაზიანად  მიმართა: თქვენ  თავისუფალი  ხართ,  შეგიძლიათ  წაბრძანღეთ,  დაცვას  თან  გაგაყოლებთო,  რაზეც  ტყვე  ოფიცერმა  არანაკლებ  თავაზიანად  უპასუხა:  რას ბრძანებთ,  ასეთ  სასიამოვნო  საზოგადოებას  როგორ  მიგატოვებო.  ყუმბარების  „ცვენა“ კი  გრძელდებოდა,  რამდენიმე  მათგანი  სასახლის  კედლებსაც  მოხვდა  და  დარბაზში  ჭერიდან  ბათქაში  ჩამოყარა.  სუფრასთან  ერთი წარჩინებული  ბრიენელი  მოქალაქეც  იჯდა,  რომელსაც,  როგორც  ეტყობოდა,  დიდად  არც  საარტილერიო  ცეცხლის  ქვეშ  ყოფნა  მოსწონდა  და არც  სუფრის  გარშემო  მსხდომთა  აუღელვებელი  საუბარი.  ბლიუხერმა მალე  შეატყო  სტუმარს  უცნაური  ცქმუტვა  და  ღიმილით  ჰკითხა:  ეს  სასახლე  თქვენი  ხომ  არ  არისო?  როცა  ფრანგმა  უპასუხა  არაო,  ფელდმარშალმა  იგი „დაამშვიდა“;  მაშინ  რაღა  გაწუხებთ  სასახლის  შესაკეთებელი ფული  ხომ  თქვენი  გადასახდელი  არ  იქნებაო!
სულ  ცოტა  ხანში  ბრიენელ  მოქალაქეს  კი  არა,  თვით  ბლიუხერსა და  მის  კოლეგებს  დაეკარგათ  სიმშვიდე.  ფრანგებმა  ძლიერი  ღარტვმა  მიაყენეს  მტერს,  გაარღვიეს  მათი  ფრონტი  და  პრუსიელი  და  რუსი  ჯარისკაცები  უკუაქციეს,  ხოლო  უკვე  ჩამოწოლილ  ბინდში  ახალგაზრდა  გვარდიის  შენაერთებმა  გორაკზე  და  თვით  სასახლეზეც  მიიტანეს  პირდაპირი იერიში.  ახლა  კი  იკადრეს  ბლიუხერმა  და  მისმა  გენერლებმა  ვახშამთან ერთად  სასახლისა  და  ბრიენის  შემოგარენის  სასწრაფოდ  დატოვება.  არ გასულა  ცოტა  ხანი  და  ნაპოლეონი,  რომელიც  ხუთი  თითივით  იცნობდა ამ  ქალაქსაც  და  მის  შემოგარენსაც,  სასახლეში  შევიდა.
ბლიუხერის  მარცხით  შეშფოთებულმა  ალექსანდრემ,  ფრანცმა და  ფრიდრიხ-ვილჰელმა  მის  დასახმარებლად  ბარკლაი  დე  ტოლისა  და გიულაის  შენაერთები  გაგზავნეს.  თვით  დამარცხებული  პრუსიელი  ფელდმარშალიც  სასწრაფოდ  სამხრეთისკენ  –  მთავარი  არმიისკენ  იხევდა. დამარცხებულები  და  მათ  დასახმარებლად  წამოსული  შენაერთები  ქალაქ ტრანში  შეხვდნენ  ერთშანეთს.  ახლა  ბლიუხერს  თავისუფლად  შეეძლო ამოესუნთქა  –  მისი  არმია  122  ათასამდე  გაიზარდა!
ძალამოცემულმა  ბლიუხერმა  პოზიციები  ლა-როტიერის  მიდამოებში  დაიკავა.  მის  122  ათას  ჯარისკაცს  ნაპოლეონი  თავის  36  ათასს  უპირისპირებდა.  მაგრამ,  ორივე  მოწინააღმდეგე  მაშველ  ძალას  ელოდა  – ბლიუხერი  მთავარ  არმიას,  კიდევ  160  ათასი  «ჯარისკაცით.  ნაპოლეონი კი  მარმონის  კორპუსს,  14  ათასი  მეომრის  შემადგენლობით...
ასეთ  ვითარებაში  ნაპოლეონისთვის  ბრძოლის  გამართვა  უაზრობა  იქნებოდა  და  მანაც  ტრუასკენ  უკანდახევა  გადაწყვიტა.  მაგრამ  უკან. დახევა  იმ  დღეს,  1 თებერვალს  (უფრო  სწორად  31 იანვარს  ღამით), არ შედგა. ერთადერთი ხიდი ლესმონტთან  მოწინააღმდეგის  მიერ  დაზიანებული  აღმოჩნდა  და  მისი  შეკეთება  არანაკლებ  18-20  საათს  წაიღებდა. ისე  რომ.  იმპერატორი  იძულებული  ხდებოდა  ასეთ  არახელსაყრელ  პირობებში  მიეღო  ბრძოლა  და  ეცადა  როგორმე  გაეძლო  ხიდის  შეკეთებამდე.  მეტი  რა  ძალა  იყო?
ბლიუხერს  შეეძლო  და  ვალდებულიც  იყო  დაუყოვნებლივ  დაეწყო შეტევა.  მაგრამ  წარსულის  მწარე  გამოცდილებით  შეფიქრიანებული  ეს მამაცი  მეომარიც  კარგა  ხანს  უმოქმედოდ  იდგა.  იდგა  და  პირიქით,  მოწინააღმდეგის  შემოტევას  ელოდებოდა!  ნაპოლეონი  ამ  ანკესზე,  ცხადია,  არ წამოეგო  და,  თავის  მხრივ,  მოწინააღმდეგის  გააქტიურებას  დაელოდა. მოკავშირეებმა  შეტევა 1 თებერვლის  13  საათზე  დაიწყეს.  დაიწყეს  ერთდროულად  რამდენიმე  მიმართულებით,  როცა  საკენის,  გიულაის, ვიურტემბერგის  პრინცის. ოლსუფიევის  და  ვრედეს  შენაერთებმა  სამი მხრიდან  შეუტიეს  ფრანგთა  პოზიციებს.  იმპერატორი  ბრძოლის  ცენტრში  იმყოფებოდა  და  თავის  მცირერიცხოვანი ჯარის მოქმედებას პირადად წარმართავდა. ბრძოლა  იშვიათი სიმძაფრით  გამოირჩეოდა.  არსებითად  გაუწვრთნელი  ფრანგი  ჯარისკაცები  სიმამაცის  მაგალითს  უჩვენებდნენ  მტერსაც  და  მოყვარესაც.  ამიტომ  იყო.  რომ  მტერი  მთელი  10  საათის განმავლობაში  ცდილობდა  მათი  წინააღმდეგობის  დაძლევას,  მაგრამ  ვერაფერს ხდებოდა.  ამასობაში  ხიდის  შეკეთების  ცნობაც  მოვიდა და ნაპოლეონმაც უკანდახევის ბრძანება  გასცა. უკვე 2 თებერვლის შუაღამე  იყო.  იმპერატორი  „თავისი“  სკოლის  აივნიდან ადევნებდა თვალს ფრანგთა  შენაერთების  გადაადგილებას.  უკანდახევა ტრუასაკენ  სრული წესრიგით  ხორციელდებოდა  და  დასრულჯა ისე. როგორც  ამას  იმპერატორი  გეგმავდა.
ფრანგების  უკანდახევა  მოკავშირეებმა  ლამის  დიდ  გამარჯვებად მიიჩნიეს.  ის  სამარცხგინო  ფაქტი.  რომ  122  ათასმა  კაცმა,  დიღი  მცდელობის  მიუხედავად,  მთელი  დღის  განმავლობაში  ფეხი  ვერ  მოაცვლევინა მოწინააღმდეგის  36  ათას  ჯარისკაცს,  სავსებით  იჩქმალებოდა,  ამ  „მიღწევით“ აღფრთოვანებულმა მოკავშირეთა მეთაურებმა  2  თებერვლის საღამოს საზეიმოდ  გამოაცხადეს.  რომ  მტერი  უკან  იხევს  და  რომ  სულ  მალე  ისინი პარიზში  შევლენ.  ფრანგ  გენერალ  რენიეს,  რომელიც  ტყვედ  ჰყავდათ მოკავშირეებს  და  იმ  დროისათვის  გაათავისუფლეს.  მეფე  ალექსანდრემ უთხრა:  წაბრძანდით  პარიზში.  არაგინ  გაკავებთ.  მაგრამ  იცოდეთ.  თქვენზე ადრე  იქ  ჩვენ  ვიქნებითო. მოკავშირეთა  ოფიცრები  კი  ერთმანეთს შეხვედრას  ერთი  კვირის  შემდეგ  პალე-როიალის  ბაღში  უნიშნავდნენ...
კოალიციის  ქვეყნების  მეთაურებმა  ომის  გაგრძელების  ახალი გეგმა  შეიმუშავეს.  მათ  გადაწყვიტეს  საფრანგეთის  დედაქალაქისკენ ორი  მიმართულებით  წასულიყვნენ:  ბლიუხერის  არმია  ეპერნესა  და  მონმირაილზე.  ხოლო  მთავარი  არმია  ტრუასა  ღა  ნოჟანზე  გავლით  წავიდოდა.  საქმე  ის  იყო,  რომ  ერთიანი  შეტევის  განხორციელება  ვერ  მოხერხდებოდა:  ერთი  მიმართულებით  მოძრავი  უზარმაზარი  არმია  გზაში  საჭირო  რაოღენობის  სურსათ-სანოვაგესაც  ვერ  იშოვიდა  და  სავალ  გზებსაც ჩახერგავდა.  ამიტომ  მოკავშირეები  იძულებულნი  ხდებოდნენ  ისევ  დაშორიშორებოდნენ  ერთმანეთს...  ეს  გარკვეულად  სახიფათო  იყო,  მაგრამ ბლიუხერს  რეზერვები  მოუდიოდნენ  იორკის,  კაპცევიჩისა  და  კლაისტის ძლიერი  კორპუსების  სახით,  ხოლო,  მთავარ  არმიას  იმდენი  ჯარი  ჰყავდა, რომ  „იქით“  ასესხებდა  ვისმეს.  იოლ  და  სწრაფ  გამარჯვებაში  დარწმუნებული  მოკავშირეები  არხეინად  მიემართებოდნენ  პარიზისაკენ  –  ბლიუხერი  სწრაფად,  შვარცენბერგი  კი,  როგორც  ყოველთვის,  აუჩქარებლად.
ნაპოლეონმა,  რომელიც  მოკავშირეთაგან  განსხვავებით  კამპანიას  დასრულებულად  კი  არ  თვლიდა,  არამედ  მხოლოდ  ახლა  იწყებდა, სამი  დღე  ტრუაში  გაატარა.  მან  იქ  არმია  დაასვენა,  პარიზიდან  მოსული ეროვნული  გვარდიელებით  შეავსო  და  შემდეგ  ნოჟანის  უფრო  მოსახერხებელ  პოზიციებზე  გადაიყვანა.  ეს  მეტად  მარჯვე  მანევრი  იყო.  ახალ პოზიციებზე  გადასვლით  იმპერატორი  მოწინააღმდეგის  ორ  პარალელურად  მოძრავ  არმიათა  შორის  დგებოდა  და  ორივეს  ადევნებდა  თვალყურს. იგი  დიდის  ოსტატობით  იყენებდა  საფრანგეთის  ამ  რეგიონის  –  შამპანის –  გეოგრაფიულ  მდებარეობას.  შამპანი  წყალუხვი  მდინარეებითაა  დასერილი,  ძირითადი  მათ  შორის  ორია:  სენა  და  მარნა.  საკმაოდ  დიდ  მონაკვეთზე  ეს  მდინარეები  ერთმანეთის  პარალელურად  მიედინებიან  და  ბოლოს,  პარიზთან  ხგდებიან  ერთმანეთს.  ამ  ორ  მდინარეს  შუა მიედინება  სენის  შენაკადი  ობი,  რომელიც  მას  ნოჟანთან  ახლოს  უერთდება,  აი,  ამ  სამ  მდინარეს  შორის  იყვნენ  განლაგებულნი  მოწინააღმდეგეთა არმიები  და  იქ  გაიშალა  სისხლისმღვრელ  ბრძოლათა  ის  სერია,  რომელმაც,  ერთის  მხრივ,  ბოლო  მოუღო  მოკავშირეთა  ოცნებას  „ერთკვირიანი“ მარში  მოეწყოთ  პარი ხისაკენ.  ხოლო.  მეორეს  მხრივ,  კიდევ  ერთხელ  დაადასტურა  ის.  რაც  აქამდე შესანიშნავად  იყო  ცნობილი  –  საფრანგეთის იმხანად  მცირერიცხოვან  და  მცირედგაწვრთნილ  ჯარს  სათავეში  ედგა მხედართმთავარი.  რომლის  შეუღარებელი  სამხედრო  ოსტატობა  განვლილი  მძიმე  წლების  განმავლობაში  არათუ  არ  შესუსტებულა.  არამედ ახალ  და  მიუწვდომელ  სიმაღლეზე  ასულა!
შამპანიდან  პარიხისაკენ  სამი  დიდი  გხა  –  სამი  მაგისტრალი  – მიემართებოდა.  ერთი ბრიეჩთან  იწყებოდა და  ნოჟანსა  და  ნანჟიზე  გადიოდა. იგი,  ძირითადად,  მდინარე  ობის  მარცხენა  ნაპირს  მიუყვებოდა,  მეორე. სამხრეთისა,  ტრუასა  და  მონტეროზე  გადიოდა  და  თავის  ბოლო  მონაკვეთში  სენის  პარალელურად  მიდიოდა.  მესამე  გზა  –  ჩრდილოეთისა  იყო. იგი  ვერდენთან  იღებდა  დასაბამს  და  მდინარე  მარნას  სამხრეთის  ნაპირს მისდევღა.  „გზად“  იგი  შალონს,  შატო-ტიერისა  და  მოს  გაივლიდა. თუ  რატომ  არ  შეეძლოთ  ერთი  გზით  მოძრაობა  მოკავშირეთა არმიებს,  ზემოთ  უკვე  ითქვა.  ითქვა  ისიც,  რომ  შვარცენბერგის „მთავარი არმია“  ტრუას  გზას  დაადგა,  ხოლო  ბლიუხერის  არმიამ  ჩრდილოეთის გეზი  აიღო  და  შალონ–შატო-ტიერის  მთავარი  მაგისტრალისა  და  მისი პარალელური  მომცრო  გზის  გავლით  გაემართა  პარიზისაკენ. აი,  სწორედ  ამ  მომენტს  ელოდებოდა  ნაპოლეონი!  როგორც  კი ბლიუხერმა  ჩრდილოეთის  მიმართულება  აიღო  და  თავისი  მარცხენა ფლანგი  ფრანგებს  „მიუშვირა“,  იმპერატორმა  წამსვე  სენასა  და  მარნას შუა  გაჭიმული  სილეზიის  არმია  ამოიღო  მიხანში:  მას  ამ  არმიის  შუა'სე გადაჭრა  ჰქონდა  გადაწყვეტილი.
ეს  გადაწყვეტილება  ნაპოლეონმა  ნოჟანში,  7  თებერვლის  ღამით მიიღო.  ბასანოს  ჰერცოგი  შემდეგ  იგონებდა:  „იმ  ღამით  ჩვენი  დელეგაციისთვის  შატიიონში  გასაგზავნი  ინსტრუქციების  იმპერატორისთვის  გასაცნობად  მის  ოთახში  შევედი  და  დავინახე,  რომ  ეს  უკანასკნელი  იატაკზე გაშლილ  უშველებელ  რუკაზე  იყო  გართხმული  და  ქინძისთავებით  ჯარების  გადაადგილების  მარშრუტებს  აღნიშნავდა.  ოჰ.  ეს  თქვენა  ხართ  მარე? იკითხა  იმპერატორმა  და  კვლავ  რუკას  მიუბრუნდა.  მე  ახლა  სულ  სხვა საქმითა  ვარ  დაკავებული  –  მე  ბლიუხერის  განადგურების  გეგმას  ვადგენ.“
ამ  გეგმის  არსი  შემდეგში  მდგომარეობდა.  თავიდან  ფრანგებს  ბლიუხერის არმიის  პარალელურად  უნდა  ემოძრავათ  ჩრდილოეთის მთავარი  გზისაკენ, მათზე  ადრე  მიეღწიათ  მისთვის  და  იქ  დალოდებოდნენ  დასავლეთის.  პარიზისკენ  შემოტრიალებულ  სილეზიის  არმიას!  ვინაიდან,  ეს  არმია  კარგა დიდ  მანძილზე  იქნებოდა  გაჭიმული,  ფრანგებს  არ  უნდა  გასჭირვებოდათ მისი  შენაერთების  ცალ-ცალკე  დამარცხება.  გეგმა  შესანიშნავი  იყო,  მაგრამ  მის  განსახორციელებლად  დიდი  სისწრაფე  იყო  საჭირო  –  ის  სისწრაფე.  რომელიც  აქამდეც  ერთ-ერთი  უმთავრესი  იარაღი  იყო  ნაპოლეონის ხელში  და.  რომელიც  ასე  დიდ  უპირატესობას  აძლევდა  მას  მტერთან შერკინებისას  (ინგლისელი  სამხედრო  სპეციალისტი  ჯეიმს  ლოუფორდი აღნიშნავს,  რომ  ნაპოლეონი  არა  მხოლოდ  და  არა  იმდენად  ჯარის  სწრაფი მოძრაობით  უგებდა  დროს  მოწინააღმდეგეს.  სწრაფი  მოძრაობა.  ბოლოს და  ბოლოს.  სხვებსაც  შეეძლოთ,  არამედ  იმით.  რომ  იმპერატორი  არაჩვეულებრივად  სწრაფად  იღებდა  გაღაწყვეტილებებს,  მაშინ.  როდესაც  მისი მოწინააღმდეგენი  ყოველ  ახალ  გადაწყვეტილებას  შტაბებში  ხანგრძლივ და,  ხშირად,  ურთიერთსაწინააღმდეგო  აზრთა  ჭიდილში  აღწევდნენ. ნაპლეონს  კი  სხვების  დახმარება  არ  სჭირდებოდა  –  იგი  თვითონ,  ელვისებურად  აფასებდა  შექმნილ  ვითარებას  და  თვითონვე  იღებდა  სწორ, ხშირად  კი,  ერთადერთ  სწორ  გადაწყვეტილებას!).
აი,  ახლაც,  ნოჟანში  მან  ვიქტორი  და  უდინო  დატოვა  თავთავიანთი  კორპუსებით  და  დაავალა,  ხელი  შეეშალათ  შვარცენბერგისთვის  არმიის  სენაზე  გადაყვანაში,  თვითონ  კი,  გვარდიის,  ნეის  და  მარმონის  კორპუსებისა  და  გრუშის  კავალერიის  თანხლებით  სეზანისკენ  გაეშურა. ნოჟანთან  ნაპოლეონს  76  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა.  უდინოსა  და ვიქტორს  მან  40  ათასი  დაუტოვა,  თვითონ  კი  36  ათასი  კაცის  ამარა  გაეშურა  ამ  ურთულესი  ოპერაციის  შესასრულებლად.
ბლიუხერი  მშვიდად  მიუყვებოდა  გზას  და  ნაპოლეონის  ფიქრი არა  ჰქონდა.  მან  იცოდა.  რომ  იმპერატორი  ნოჟანში  იმყოფებოდა  და  რომ ის  საიმედოდ  ჰყავდა  .,დაბმული''  შვარცენბერგს  მთავარი  არმიით.  პრუსიელ  ფელდმარშალს  პარიზისკენ  მიმავალ  გზაზე  მხოლოდ  მაკდონალდის 6-ათასიანი  კორპუსი  ეგულებოდა,  რომელსაც  იგი,  თუ  ეს  უკანასკნელი ბრძოლას  გაბედავდა,  ერთი  ხელის  მოსმით  გაანადგურებდა  და  საფრანგეთის  დედაქალაქშიც  შეუფერხებლად  შევიდოდა!  ესეც  არ  იყოს,  შალონის მიდამოებში  ბლიუხერს  კლაისტისა  და  იორკის  კორპუსები  შეუერთდებოდნენ,  რომლებიც  რაინის  მხრიდან  მოდიოდნენ.  მაგრამ  მამაცი ბლიუხერი  მათ  ლოდინში  დროს  არ  დაკარგავდა  –  მას  ხომ  თვალწინ მისთვას  ასე  საძულველი  ფრანგების  დედაქალაქი  ედგა!  აი,  როდის  გადაუხდიდა  ბლიუხერი  სამაგიეროს  ამ  ქედმაღალ  კორსიკელს  1806  წელში ბერლინის  შეგინებისათვის.
ყველაფერი  დასახული  გეგმის  მიხედვით  ხდებრდა.  სილეზიის არმია  მხოლოდ  ერთხელ  შეფერხდა  შალონთან,  სადაც  მაკღონალდს, უკანდახევის  წინ,  მარნაზე  ხიდი  აეფეთქებინა.  მაგრამ  ორი-სამი  დაკარგული  ღლე  ბლიუხერისთვის  ახლა  რა  ბევრს  ნიშნაგდა  –  გზა  პარიზისაკენ  მას  ხომ  მაინც  ხსნილი  ჰქონდა.
მაკდონალდის  კორპუსის  მოსასპობაღ  საჭირო  იყო  მისთვის უკანდასახევი  გზის  მოჭრა.  ამ  მიხნით.  ბლიუხერმა  იორკს  უბრძანა:  მთავარი.  ჩრდილოეთის.  გზით  მიჰყოლოდა  მაკდონალდს,  ხოლო  საკენს  მთავარი  გზის  პარალელურად  შამპობერზე,  ვოშანსა  და  მონმირაილზე  გავლით  ევლო  და  სადღაც  ლა-ფერტე-სუ-ჟუართან  გადაეჭრა  ფრანგი  მარშლისთვის  გზა.  თვით  ბლიუხერი  ამ  დროს  ეტოჟესთან  ღაელოდებოდა საამო  ცნობას  მაკდონალდის  დატყვევების  შესახებ.  შორიახლო  ბლიუხერს  მარაგად  ოლსუფიევის  რუსული  კორპუსი  ჰყავდა,  რომელსაც  ცოტა  ხანში  კლაისტიც  შეუერთდებოდა.
9  თებერვლის  შუადღისას  ბლიუხერს  მაცნე  მოუვიდა  შვარცენბერგისგან.  ავსტრიელი  ფელდმარშალი  პრუსიელს  ატყობინებდა,  რომ ნაპოლეონი  მან  ნოჟენთან  დატოვა,  თავად  კი,  თავისი  არმიით,  სამხრეთ-დასავლეთის  მიმართულებით  წავიდა,  რათა  ფონტენბლოზე  გავლით სამხრეთის  გზას  გაჰყოლოდა  პარიზისაკენ.
ბლიუხერს  ვერაფრად  ესიამოვნა  ეს  ცნობა.  სილეზიის  არმიის სარდალი  იმან  შეაშფოთა,  რომ  შვარცენბერგი  უმეთვალყუროდ  ტოვებდა კაცს.  რომელიც  გაძლიერებული  თვალყურის  შემთხვევაშიც  არავინ  იცოდა,  რას  მოიმოქმედებდა  და  თავისუფლად  დატოვებული,  მით  უმეტეს. „კარგს  არაფერს“  მოსწევდა  მოკავშირეებს.
შეფიქრიანებული  ბლიუხერი  ეტოჟეს  სასახლის  დარბაზში  იჯდა და  თავის  თანაშემწეებთან  თათბირობდა,  როცა  ოთახში  მორიგე  რუსი ოფიცერი  შემოვარდა  ყვირილით:  არიქათ,  მტერი  მოგვადგაო!  ეს  იმდენად მოულოდნელი  და  იმდენად  დაუჯერებელი  იყო,  რომ  ბლიუხერმა  ერთხანს  ხმა  ვერ  ამოიღო.  შემდეგ  იგი  და  მისი  გენერლები  ეზოში  ჩაცვივდნენ  და  ცხენებს  მოახტნენ.  გამოირკვა,  რომ  თურმე  სასახლის  შორი-ახლო  ფრანგი  ულანები  გამოჩენილან,  რომელთაც  მიდამო  დაუზვერავთ და  მერე  გაუჩინარებულან,  თითქოს  ინციდენტი  ამით  უნდა  დასრულებულიყო  და  თათბირის  მონაწილენიც  თავიანთ  დარბაზს  უნდა  დაბრუნებოდნენ,  მაგრამ  ბლიუხერს  კარგად  ახსოვდა  ბრიენის  სასახლეში  „მხიარულად“  გატარებული  საღამო,  ამიტომ  „მორიგ“  სასახლეს  თავი  ანება  და ცივი  ღამე  მინდორში,  სამხედრო  ბანაკში  გაატარა.
დილით  ფელდმარშალს  საზარელი  ამბავი  ამცნეს  –  გენერალ ოლსუფიევის  კორპუსს  შამპობეროან  თვით  ნაპოლეონი  დასხმია  თავს  და მთლიანად  გაუნადგურებია:  2  ათასი  კაცი  მოუსპია,  3  ათასი  კი  ტყვედ აუყვანია,  თვით  ოლსუფიევისა  და  ორი  სხვა  რუსი  გენერლის  ჩათვლით... ნაპოლეონმა  მიზანს  მიაღწია  –  მან  შესძლო ფარულად მისდგომო- და  ორ  პარალელურ  გზაზე  გაფანტულ  სილეზიის  არმიას  და  მისი  ნაწილ-ნაწილ  განადგურება  დაეწყო.  შამპობერთან  გამარჯვება  ამ  გეგმის  ერთი ნაწილი  იყო,  ამით  მან  შუაზე  გადაჭრა  ეს  არმია:  მარჯვნივ,  აღმოსავლეთით).  ბლიუსერი  დატოვა.  მარცხნივ.  დასაყლეთით  –  იორკი  და  საკენი. ამ  ორ  გენერალს,  პრუსიელსა და  რუსს.  ერთად  30  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავღათ.  ისინი  მაკდონალდს  მისღევდნენ  კუდში  და  პარიზის  გზას ადგნენ.  როცა  მათ  ოლსუფიევის კორპუსის  განადგურების ამბავი  შეიტყეს. უკუქცეულ მარშალს  თავი  ანებეს  და  მონმირაილისკენ  გამობრუნდნენ. იქ  მათ  ნაპოლეონი  ელოდებოდათ  (19  ათასი  მებრძოლით.  მოკავშირე გენერლებს  ორი  არჩევანი  ჰქონდათ:  ან  მარნაზე  გადასულიყენენ  შატო-ტიერისთან  და  საომარ  ასპარეზს  გასცლოდნენ,  ან  ბრძოლა  მიეღოთ  და  ორჯერ ნაკლები  ჯარის  მქონე  მოწინააღმდეგეს  დასტაკებოდნენ.  მამაცმა  გენერლებმა  ეს  უკანასკნელი  ვარიანტი  აირჩიეს  და.  თუმცა.  გადაწყვეტილებამ მათი  ღირსება  იხსნა,  მაგრამ  კატასტროფისგან  მაინც  ვერ  დაიფარა.
ბრძოლა  საკმაოდ  დიდ  ფართობზე  გაიშალა  საკუთრივ  მონმირაილსა,  ვილ-მეზონსა  და  ფონტენელეს  შორის.  ჯარის  სიმცირის  კომპენსირება  ნაპოლეონმა  თავისი  კორპუსების  სწრაფი  გადაადგილებით  მოახდინა.  მან  რამდენიმე  მხრიდან  რიგრიგობით  შეუტია  მოწინააღმდეგის  შენაერთებს.  ყველა  უბანზე  დაამარცხა  ისინი.  მიაყენა  დიდი  ზარალი  და მატო-ტიერისაკენ  გააქცია,  სადაც  მათ  თავს  იმით  უშველეს,  რომ  მარნაზე  გადაცვივდნენ  და  შემდეგ  ხიდი  ააფეთქეს.  ამ  გამარჯვებაში  გადამწყვეტი  როლი  გვარდიამ  ითამაშა,  რომელსაც  კრიტიკულ  მომენტში  იმპერატორმა  ნეი  უთავა.  სილეზიის  არმიის  დასავლეთის  ფრთა  განადგურებული  იყო.  ახლა  ჯერი  მის  აღმოსავლეთის  ფრთაზე  მიდგა.
ოლსუფიევის  მარცხით  გაოგნებულ  ბლიუხერს  იმის  დროც  აღარ რჩებოდა,  ემკითხავა,  თუ  საიდან  გაჩნდა  იმ  მიდამოებში  ნაპოლეონი  – მას  რაღაც  გადაწყვეტილება  უნდა  მიეღო.  იგი  ან  ადგილზე  უნდა  დარჩენილიყო  და  მოვლენათა  შემღგომი  მსვლელობისთვის  დაეცადა,  ან  საკენისა  და  იორკის  დასახმარებლად  წასულიყო  (ფელდღმარშალმა  არ  იცოდა რომ  ამ  უკანასკნელთ  მისი  დახმარება  „უკვე“  აღარ  სჭირდებოდათ...).
ბლიუხერი  ვარაუდობღა,  რომ  ფრანგთა  იმპერატორი  მაინც  დასავლეთისკენ,  მაკდონალდის  გამოსახსნელად,  გაილაშქრებდა.  მაგრამ  ეს  მხოლოდ ვარაუდი  იყო.  სინამდვილეში  რა  მოხდებოდა,  არავინ  იცოდა.  რა  უნდა ექნა  ბლიუხერს?  წასულიყო  დასავლეთისკენ  და  იორკსა  და  საკენს მიხმარებოდა,  თუ  ადგილზე  დარჩენილიყო?  ვერც  გნეიზენაუ  და  ვერც სხვა  გენერლები  საქმიანს  ვერაფერს  ურჩევდნენ  არმიის  სარდალს.  გაოგნებული  ბლიუხერი  ორი  დღე  ბანაკად  იდგა  ბერჟერისთან.  მერე  კი,  უმოქმედობითა  და  ინფორმაციის  უქონლობით  გაბეზრებული.  ფრთხილად  გაემართა  დას.  კლეთისკენ,  მონმირაილის  მიმართულებით.  გზად  მან  შამპობერი  და  ვოშანი  გაიარა  და.  ბოლოს,  მონმირაილს  მიუახლოვდა.
ნაპოლეონმა, რომელიც  მოთმინებით  ელოდებოდა  პრუსიელის  მიახლოებას,  მის  შესახვედრად  მარმონის  შენაერთი  გაგზავნა.  მარმონს  დავალებული  ჰქონდა  გან ხრახ  არ  გაეწია  მტრისთვის  სერიოხული  წინააღმდეგობა,  უკან  დაეხია  და  ფრანგთა  მთავარ  ძალებამდე  „მიეყვანა“ იგი. როცა  ბლიუხერი  მიხეღა.  თუ  რა  ხაფანგში  გაება.  უკგე  გვიან  იყო.  მონმირაილის  მხრიდან  მისკენ  იმპერატორის  გვარდია  მოდიოდა  და  მრავალათასიანი  „გაუმარჯოს  იმპერატორსო!“  ყიჟინით  არემარეს  აყრუებდა. ამასთან  ერთად, ახლომდებარე  ბორცვებიღან.  დრუოს  არტილერიაც ამოქმედდა  და  მოკავშირეთა  რიგებს  დაუნდობელი  ცელვა  დაუწყო.  რუსებისა  და  პრუსიელების  სასახელოდ  უნდა  ითქვას,  რომ  კარგა  ხანს,  კარეებად  მოწყობილნი,  ისინი,  მძიმე  დანაკარგის  მიუხედავად,  წესრიგით  იხევდნენ  უკან,  მაგრამ,  როცა  მათ  ფლანგიდან  გვარდიის  კავალერიამ  დაარტყა  გრუშის  მეთაურობით,  მერე  აირივნენ,  საბოლოოდ  წახღნენ  და  თავქუდმოგლეჯილნი  გაიქცნენ.  გაიქცნენ  ბლიუხერი,  კრონ-პრინცი  ავგუსტი,  გენერლები  –  გნეიზენაუ  და  კაპცევიჩი.  გაქცეულები  არაერთხელ წააქციეს  და  ლამის  გადათელეს  პანიკით  მოცულმა  თავისივე  ჯარისკაცებმა,  რომელთა  შორის  გრუშის  კირასირები  დაჰქროდნენ  და  სისხლიან მოსავალს  იმკიდნენ.  ბლიუხერს  აქაც  გაუმართლა.  მის  გვერდით  და  მის წინ  და  უკან  ბეგრი  თავგაჩეხილი  რუსი  და  პრუსიელი  დაეცა,  ბევრიც ტყვედ  ჩავარდა,  მოხუცი  ფელდმარშალი  კი  ისევ  გადარჩა!  სარდალი  კი გადარჩა, მაგრამ  სილეზიის  არმიის  აღმოსავლეთის  ფრთაზე  ეს  უკვე აღარ  ითქმოდა... 
წარმატებისგან  აღფრთოვანებული  ფრანგები  მტრის  დევნას  ესწრაფოდნენ.  შეუდარებელი  გვარდიელების  შემხედვარე  ახალბედა  ჯარისკაცებიც  წინ  მიიბრძოდნენ.  ნაპოლეონმა  წამსვე  მიიღო  გადაწყვეტილება  –  გაჰკიდებოდა  შალონისკენ  უკუქცეულ  ბლიუხერს,  მოესპო  იქ მისი  არმიის  ნარჩენები  და  შემდეგ  ვიტრისთან  მკვეთრად  მოეხვია  სამხრეთისაკენ,  რათა...  ზურგში  დაერტყა  შვარცენბერგის  არმიისათვის! ეს  ყველაფერი  ფაქტი  რომ  არ  იყოს,  დაუჯერებელი  იქნებოდა. დაუჯერებელი  იქნებოდა,  იმიტომ,  რომ  როცა  სილეზიის  არმიისკენ  მიისწრაფოდა,  იმპერატორი  სულ  36  ათას  ჯარისკაცს  ითვლიდა.  ახლა  მას, რა  თქმა  უნდა,  ამაზე  ნაკლები  ჰყავდა,  მაგრამ  მაინც  თამამად  მიდიოდა მოწინააღმდეგის  უკვე  მეორე  არმიის  წინააღმდეგ,  იმ  არმიისა,  რომელსაც,  იმჟამად,  სულ  ცოტა,  150  ათასი  ჯარისკაცი  მაინც  ეყოლებოდა... 
ნაპოლეონს  უკვე  აღმოსავლეთისკენ  ჰქონდა  პირი  და  შალონისკენ  მიდიოდა,  როცა  აცნობეს,  რომ  ავსტრიელთა  და  რუსთა  მთავარი  არმია  თურმე  სენაზე  გადასულა,  უკუუგდია  უდინოსა  და  ვიქტორის  40-ათასიანი  შენაერთი  და  ერთიმეორის  მიყოლებით  დაუ კავებია  ნანჟი,  მონტერო,  ფონტენბლო.  შემდეგი  „გაჩერება“  შვარცენბერგს  უკვე  პარიზში ექნებოდა...  შეიცვალა  ვითარება!  მომაკვდინებელი  საფრთხე  დედაქალაქს დაემუქრა!  ვერ  შეძლეს  იმპერატორის  დავალების  შესრულება  მარშლებმა,  რამდენიმე  დღითაც  ვერ  შეიჩერეს  მტერი. 
        უნდა  შეეცვალა  საგანგებოდ  მოფიქრებული  და  სანახევროდ შესრულებული  გეგმა  ბუონაპარტეს!  აღარ ივარგებდა  ახლა  შვარცენბერგისთვის  ზურგში  დარტყმა.  50  კილომეტრზე  მეტად  გაწელილ  მის არმიას  თავი  პარიზში  ექნებოდა.  როცა  იმპერატორი  კუდში  წაავლებდა ხელს.  ვერ  გადაარჩენდა  ასე  დედაქალაქს  ბუონაპარტე.  სხვა  რამ  უცნაური  უნდა  მოეფიქრებინა.  და  მოიფიქრა  კიდეც.  უცნაურის  მოფიქრება  ხომ მისი  ხელობა  იყო... 
შეატრიალა  თავისი  პატარა  არმია  იმპერატორმა  და  ახლა  დასავლეთისკენ  გაეშურა!  გაეშურა  ისეთი  სისწრაფით,  როგორითაც  მანამდე არასოდეს  უვლია.  ჯერ  მარნის  პარალელურად  მიდიოდა  ქალაქ  მომდე, მერე  სამხრეთისკენ  გაუხვია  და  სენას  აუყვა.  იქ,  გზაში,  მაკდონალდის და  უკუქცეული  გიქტორისა  და  უდინოს  კორპუსები  შეიერთა  და  მარშის დაწყებიდან  მესამე  დღეს...  შვარცენბერგის  არმიას  წინ  დაუხვდა! შემდეგ,  მან  უცებ,  თითქოს  სხვათაშორისო,  მონ/ტეროსთან  „მთავარი არმიის“  ავანგარდი  გაანადგურა,  ხოლო  მისი  იქ  ყოფნით  გულმოცემულმა მისმა  მარშლებმა  მორმანსა  და  ბრასთან  ამ  არმიის  კიდევ  ორ  შენაერთს მოუღეს  ბოლო!  შვარცენბერგი  აიყარა  და  უკან  გაბრუნდა.  აიყარა  თავის 150-ათასიან  არმიასა  და  „თავის“  სამ  გვირგვინოსანთან  ერთად... 
ყველაფერს  ელოდნენ  მოკავშირეთა  მთავარ  არმიაში,  მაგრამ იმას,  რომ  17  თებერვლისთვის  ნაპოლეონი  შალონის  მიდამოებში  კი  არა, სამხრეთში,  მათი  არმიის  პირისპირ  აღმოჩნდებოდა  –  ამას,  რა  თქმა  უნდა,  არა.  შვარცენბერგმა  მაშინვე  უკანდახევა  ბრძანა  და  ამოდენა  არმია, მოკლე  დროში,  ტრუას  დაუბრუნდა...  იმპერატორსაც  მაშინვე  დადევნება სურდა,  მაგრამ,  თუ  ნაპოლეონის  მხედართმთაგრულ  შესაძლებლობებს ზღვარი  არ  ჰქონდა,  სამაგიეროდ  მისი  ჯარისკაცების  ფიზიკურ  შესაძლებლობებს  ჰქონდა  ასეთი  ზღვარი.  ასე  გრძელი  და  ასე  სწრაფი  მარშით დაღლილ-დაქანცული  ფრანგები  ვეღარ  მიჰყვნენ  უკუქცეულ  მტერს  ისე სწრაფად,  როგორც  ეს  მათ  ბელადს  სურდა.  ორი  დღე  მათ  დასვენებას მოანდომეს,  ორიც  –  ტრუამდე  მისვლას.  როცა  22  თებერვალს  ნაპოლეონი  ამ  ქალაქს  მიადგა,  იქ  მას  მოკავშირეთა  150-ათასიანი  არმია  დახვდა. დახვდა  დაბნეული,  დემორალიზებული  და  დაშინებული,  ამ  სიტყვის სრული  მნიშვნელობით,  რადგან  მოწინააღმდეგე,  რომელთან  ბრძოლაც მას  უწევდა,  ამქვეყნიურს  კი  არა,  როგორც  თავად  ამბობდნენ,  სხვა  პლანეტიდან  ჩამოსულს  ჰგავდა... 
მთავარი  არმიის  მყთაურებმა  სასწრაფოდ  ბლიუხერთან  აფრინეს მაცნე...  დახმარების  თხოვნით.  ბლიუხერი  რა  მდგომარეობაშიც  „დატოვა“  ნაპოლეონმა  შალონთან ჩვენ  ახლახან  ვნახეთ.  მაგრამ  უკანასკნელ დღეებში  ვითარება  შეაცვალა  –  მის  მისაშეელებლად  მაინციღან  წამოსულმა  რუსთა  ორმა  კორპუსმა  შალონამდე  მიაღწია  და  სილეზიის  არმიის  რაოდენობა  კვლავ  350  ათასი  გახდა.  ჯარის  ეს  რაოდენობა  საკმარისი იყო  იმისათვის.  რომ  ბლიუხერი  გასაჭირში  ჩავარდნილი  მთავარი  არმიის დასახმარებლად  დაძრულიყო, მოკავშირეთა  მთავარი  არმია  ტრუას  მისადგომებთან იდგა. ჯარის  ამ  უზარმაზარ  მასას  მისმა  მეთაურებმა  მაინცდამაინც  რიგიანი  პოზიცია  გერ  შეურჩიეს  –  მის  უკან  მდინარე  სენის  დეფილე  იყო.  ნაპოლეონმა წამსვე  შენიშნა  მტრის  ეს  შეცდომა.  საღამო  იყო  და  ამიტომ  მან  შეტევის დაწყება  დილიდან  არჩია,  რათა  ერთ  დიდ  ბრძოლაში  გადავწყვიტა  მოკავშირეთა  მთავარი  არმიის  ბედი.  იმპერატორი  ჩქარობდა  –  მას  უნდოდა ბლიუხერის  მოსვლამდე  მოესწრო  შვარცენბერგის  არმიის  დამარცხება. ღამით  ავსტრიელ  ფელდმარშალს  აცნობეს.  რომ  ბლიუხერი  სხვა გზით  მოდის  და  ტრუამდე  მხოლოდ  შუადღის  შემდეგ  თუ  მოაღწევსო. 
ეს  საკმარისი  გახდა  იმისათვის,  რომ  შვარცენბერგს  კვლავ  უკანდახევის ბრძანება  გაეცა  და  კიდევ  უფრო  აღმოსავლეთით,  ვგანდევრისკენ  წასულიყო...  „საზოგადოებრივი  აზრის  საამებლად  მე  სულაც  არ  მსურს  საფრანგეთის  დიდებას  შევწირო  ჩემი  შესანიშნავი  არმია“,  უთქვამს  მთავარსარდალს.  ნეტავ  რით  იყო  შესანიშნავი  ეს  150-ათასიანი  არმია,  რომელსაც დასახმარებლად  სხვა  50-ათასიანი  არმია  მოუდიოდა.  მაგრამ  მოწინააღმდეგის  70  ათასთან  შებმას  ვერ  ბედავდა? 
25  თებერვალს,  ადრე  დილით,  მოწინააღმდეგისგან  კიდევ  უფრო მოშორებით,  ქალაქ  ბარ-სურ-ობში,  მოკავშირეთა  მთელი  ხელმძღვანელობა  შეიკრიბა.  იქ  იყვნენ  მეფე  ალექსანდრე,  მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმი, იმპერატორი  ფრანცი,  კანცლერი  მეტერნიხი,  კანცლერი  ჰარდენბერგი, ლორდი  კესტელრი,  თავისთავად  ცხადია,  მთავარსარდალი  შვარცენბერგიც  მთელი  თავისი  შტაბით.  თათბირის  შეშფოთებულ  მონაწილეთ  ერთადერთი  საკითხი  აწუხებდათ:  როგორ  მოქცეულიყვნენ?  ხანგრძლივი მსჯელობის  შემდეგ  მათ  დაადგინეს,  რომ  აუცილებელი  იყო  მაშველი  ძალების  ამოქმედება,  განსაკუთრებით  ფრონტის  სხვა  უბნებზე,  რათა  ის მცირე  დახმარება,  რაც  ნაპოლეონს  იქიდან  შეეძლო  მიეღო.  მასთან  არ მისულიყო.  რაც  შეეხებოდა  მთავარ  უბანს,  იქ  მთავარი  არმია  თავისი  150 ათასი  ჯარისკაცით  გააგრძელებდა  უკანდახევას,  ბლიუხერი  კი  დაელოდებოდა  სამი  ახალი  რუსული  კორპუსის  მოსვლას,  რის  შეღეგადაც  მისი არმიის  რიცხვი  100  ათასამდე  გაიზრდებოდა  და  ასე  გაძლიერებულ  პრუსიელ  ფელდმარშალს  კელავ  მიეცემოდა.  შესაძლებლობა  ჩრდილოეთის გზით  შეეტია  პარისისათვის.  ბელგია-ჰოლანდიაში  განლაგებულ  მოკავშირეთა  ყველა  შენაერთს  ბერნადოტი  ჩაუდგებოდა  სათავეში  და  მათ  (100 ათასზე  მეტ  ჯარისკაცს)  სასწრაფოდ  ჩრდილო-დასავლეთიდან  დაძრავდა პარიზისაკენ.  ამავე  დროს,  უკვე  სამხრეთში,  შეტევაზე  გადავიდოდა ველინგტონი  თავისი  80  ათასი  მეომრით  და  ისიც.  მართალია,  შორიდან. მაგრამ  მაინც  საფრანგეთის  დედაქალაქის  მიმართულებას  აიღებდა... „ორმოცდაათი  ათასი  ჯარისკაცი  და  მე,  უკვე  ასორმოცდაათი ათასი  ვართ...  მეტი  ხართ.  სირ,  უფრო  მეტი!  ორასი  ათასი  ხართ,  მაგრამ რომ  არ  გეყოფათ  ეს  ორასი  ათასიც... 
ბლიუხერს  გულმა  არ  მოუთმინა  და  „მხოლოდ“  50  ათასი  კაცით გასწია  ჩრდილოეთისაკენ.  ფელდმარშალს  წინა  დღეებში  განცდილი  მძიმე  დამარცხებები  არ  აძლევდა  მოსვენებას  და  პარისში  შესვლით  რევანშის  აღებას  აპირებდა.  ბლიუხერის  მარშის  შეტყობისთანავე  ნაპოლეონმა 40  ათასი  კაცი  ტრუასთან  დატოვა,  ხოლო  თვითონ  30  ათასით  ისევ  პრუსიელს  მიჰყვა.  ეულად  სიარულმა  ბლიუხერს  წარმატება  ვერ  მოუტანა. მისი  50  ათასი  ჯარისკაცი  არ  აღმოჩნდა  საკმარისი  ნაპოლეონის  30  ათასთან  საბრძოლველად  –  კრაონთან  მან  მძიმე  მარცხი  განიცადა  და  იძულებული  გახდა  სასწრაფოდ  დამხმარე  ძალასთან  შესახვედრად  გაბრუნებულიყო.  მას  შემდეგაც  კი,  რაც  მას  დამხმარე  ძალა  შეუერთდა  და  ჯარის რაოდენობა  85  ათასამდე  გაეზარდა,  ლაონთან  გამართულ  სასტიკ  ბრძოლაში  მან  ვერ  შესძლო  34  ათასი  ფრანგის  ნეიტრალიზება  და  ნაპოლეონს საშუალება  მისცა  უეცარი  დარტყმით  განთქმული  ქალაქი  რეიმსი  ჩაეგდო ხელში  (ამ  ქალაქის  აღებისას  ნაპოლეონმა  ერთიანად  მოსპო  გენერალ სენ-პრის  რუსული  კორპუსი). 
ამდენი  უსიამოვნებებისა  და  განცდებისაგან  ბლიუხერი  დაავადდა –  მას  ძველმა  ნერვულმა  ავადმყოფობამ  გაუხსენა,  ლოგინად  ჩაწვა,  ჯერ გაიძახოდა  მაცალეთ  უკეთეს  სამყაროში  გადაბარგებაო,  შემდეგ  კი  გონება  დაკარგა  და  ორი  დღე  ცოცხალ-მკვდარი  იდო.  მისი  და  მისი  არმიის მდგომარეობა  ისეთი  გახდა,  რომ  ზოგიერთი  მაღალი  რანგის  პრუსიელი გენერალი  (მაგალითად,  იორკი)  სამოქალაქო  ტანსაცმელში  „გამოეწყო“ და  „გაურკვეველი  მიმართულებით“  გაუჩინარდა... 
ნაპოლეონს  კი  ახლა  შვარცენბერგის  არმიის  დარდი  გაუჩნდა  – ეს  არმია  ხომ  პარიზთან  ასე  ახლოს  იმყოფებოდა!  ამიტომ  იმპერატორმა გადაწყვიტა  ზურგში  დაერტყა  შვარცენბერგისთვის.  ამდენი  მარშისა  და ამდენი  ბრძოლის  შემდეგ,  ნაპოლეონმა  თაგისი  ჯარიკაცები  სულ  რაღაც 8  საათით  დაასვენა  და  მერე  ისევ  სამხრეთის  გზას  გაუყენა. 
ზურგში  ნაპოლეონის  გამოჩენით  დაფეთებულმა  შეარცენბერგძა კვლავ  უკან  დაიხია.  მაგრამ როცა  გაიგო,  რომ  მოწინააღმდეგეს  სულ 25  ათასი  ჯარისკაცი  ჰყავდა.  შეჩერდა  და  ბრძოლის გამართვა  გადაწყვიტა.  ბრძოლა  არსი-სურ-ობთან  გაიმართა  ღა  ერთობ  შეუპოვარი  გამოდგა.  გვარდია  და  ნეისა  დღა  სებასტიანის  კორპუსები  სიმამაცის  სასწაულს  ახდენდნენ  და  ოთხჯერ  ჭარბ  მოწინააღმდეგეს  წინსელის  შანსს არ  უტოვებტცნენ. 
ნაპოლეონი  პირადად  ხელმძღვანელობდა  ბრძოლას  და  თავს  იმდენად  არ  ზოგავდა,  რომ  ახლობლებს  ათქმევინა;  იმპერატორი  განზრახ  ეძებსო  სიკვდილს.  ამ  სიტყვების  დადასტურება  სულ  მალე  მოხდა.  გაცხარებული  ბრძოლის  დროს  ნაპოლეონის  ახლოს  ჰაუბიცის  ყუმბარა  დაეცა,  რომელიც  წამიწამზე  გასკდებოდა,  მაგრამ  იმპერატორმა  კი  არ  გაქუსლა  მისგან შორს,  არამედ  ცხენი  ზედ  შეაყენა  და  აფეთქებას  დაელოდა!  კვამლსა  და მტვერში  გულგახეთქილმა  გარემომცველებმა  ისღა  დაინახეს,  თუ  როგორ გამოძვრა  მკვდარ  ცხენს  ქვემოდან  უვნებელი  იმპერატორი... 
არსისთან  გამართული  უთანასწორო  ბრძოლა,  არსებითად,  საყაიმო  გამოვიდა.  შვარცენბერგმა  დიდი  რიცხობრივი  უპირატესობის  მიუხედავად  ვერ  შესძლო  ნაპოლეონის  დამარცხება.  ცხადია,  ვერ  გაიმარჯვა ნაპოლეონმაც,  თუმცა,  მან  ის  მაინც  მოახერხა,  რომ  მტრის  ყურადღება დროებით  ჩამოაშორა  პარიზს.  მაგრამ  ასე  გაგრძელება  აღარ  შეიძლებოდა  –  მოწინააღმდეგეს  დამხმარე  ძალები  მოუღიოდღნენ  და  ფრანგების დაღლილ-დაქანცული  მცირე  არმია  მათ  ვეღარ  გაუმკლავდებოდა.  რაღაც სხვა  იყო  მოსაფიქრებელი.  შექმნილი  ვითარებიდან  გამომდინარე.  ნაპოლეონმა  ერთობ  ორიგინალური  სვლა  განახორციელა.  იგი  თაგისი  არმიით სენ-დიზიესკენ  დაიძრა.  რათა  შემდეგ  საზღვრისპირა  ციხე-სიმაგრეების რეგიონში  გასულიყო  და  მოწინააღმდეგეც  იქით  გაეტყუებინა. 
ასეთმა  მოულოდნელმა  მანევრმა  მოკავშირეთა  რიგებში  არნახული  არეულობა  გამოიწვია  –  ამ  სვლით  ფრანგი  მხედართმთავარი  ხომ მათ  საკომუნიკაციო  ხაზებზე  გადიოდა!  კვლავ  გაიმართა  საგანგებო  თათბირი,  რომელზეც  აზრთა  სხვადასხვაობა  გამოისახა.  იყო  აზრი  რაინისკენ უკანდახევის  სასარგებლოდ,  იყო  აზრი  ნაპოლეონის  კვალდაკვალ  წასვლის  თაობაზე  (მასაც  ეს  უნდოდა!),  მაგრამ  იყო  ისეთი  წინადადებაც, როგორიც  ნაპოლეონის  დაუძინებელმა  მტერმა,  ერთდროს  კი  მისმა  თანამებრძოლმა,  კორსიკელმა  პოცო  დი  ბორგომ  რომ  წამოაყენა  (პოცო  იმჟამად  რუსეთში  ცხოვრობდა  და  რუსი  დიპლომატის  რანგში  იმყოფებოდა). „თქვენ  ღია  ბრძოლაში  გსურთ  ნაპოლეონის  დამარცხება,  მაგრამ  ამას ვერ  შეძლებთ,  ამბობდა  პოცო,  ის  ყოველთვის  თქვენზე  უკეთ  იომებს  და არმიაც  ყოველთვის  მას  დაუჭერს  მხარს.  როგორაც  არ  უნდა  დასუსტდეს სამხედრო  თვალსაზრისით  ნაპოლეონი.  ის  მ-ედამ  თქვენზე  ძლიერი  იქნება.  ამიტომ  სამხედრო  საქმეს  თავი  დაანებეთ  და  პოლიტიკურს  მიხედეთ. პოლიტიკა  ახლა  ნაპოლეონის  ყველაზე  სუსტი  წერტილია.  თქვენ  პარიზი უნდა  აიღოთ!  შეახეთ  ხელი  პარიზს  და  დაინახავთ,  როგორ  დაეცემა ნაპოლეონის  კოლოსი.  პარიზის  აღებით  თქვენ  იმ  ხმალს  გაღაუმტვრევთ  ბუონაპარტეს,  რომლის  ხელიდან  გამოგლეჯა  არ  ძალგიძთ!“
ალექსანდრე  რომანოვი  პოცოს  მიემხრო,  შვარცენბერგი  კი  ბუონაპარტეს  კუდში  მიყოლას  მოითხოვდა.  დავა  ერთმა  შემთხვევამ  გადაწყვიტა:  მოკავშირეებს  ხელში  ჩაუვარდათ  ნაპოლეონის  პარიზს  გაგზავნილი წერილი,  რომლის  მეშვეობითაც  მათ  მისი  გეგმების  შესახებ  შეიტყვეს.  წერილი  შეიძლება  დეზინფორმაციაც  ყოფილიყო,  მაგრამ  თითქოს  განგებო, მოკავშირეებს  პარიზიდან  იმპერატორისადმი  გენერალ  სავარის  მიერ  გაგზავნილი  წერილიც  ჩაუვარდათ  ხელში  (მათ  იმდენი  ჯარი  ჰყავდათ  და  იმდენგან  იყვნენ  განლაგებულნი,  რომ  ეს  გასაკვირიც  არ  იყო).  სავარი  იმპერატორს  ატყობინებდა,  რომ  პარიზი  სათანადოდ  არ  იყო  დაცული  და  პოლიტიკური  ვითარებაც  იქ  მის  საწინააღმდეგოდ  იცვლებოდა.  შედეგად, გავიდა  ის  წინადადება,  რომელიც  მოკავშირეთა  პარიზისკენ  სწრაფ  მოძრაობას  გულისხმობდა  (შემდეგში,  როცა  კი  ნაპოლეონი  ამ  გადაწყვეტილებას  იხსენებდა,  მუდამ  იმას  ამბობდა,  რომ  იგი  მოკავშირეთა  ერთადეთი  ხეირიანი  გადაწყვეტილება  იყო  მთელს  1814  წლის  კამპანიაშიო). 
მართლაც,  როგორც  კი  მტერი  პარიზისკან  გაემართა,  ნაპოლეონიც  მობრუნდა  და  დედაქალაქის  გადასარჩენად  გაეშურა.  მას  შეეძლო პირვანდელი  გეგმის  გაგრძელება,  მაგრამ  პარიზის  შეწირვა  არ  სურდა და  ცდილობდა  დაესწრო  მოწინააღმდღეგისთვის  მის  კედლებამდე  მისვლა. პარიზისათვის  ბრძოლა  2  დღეს  გაგრძელდა.  მარშლებმა  მორტიემ,  მარმონმა  და  მონსეიმ,  ერთი  პირობა,  ძლიერი  წინააღმდეგობა  გაუწიეს  მოკავშირეებს,  მაგრამ  როცა  მეფე  ალექსანდრემ  მათ  შეუთვალა,  მონმარტრზე  განლაგებულ  ზარბაზნებს  პირდაპირ  ქალაქს  დავუშენთო, გატყდნენ  და  პარიზი  მტერს  ჩააბარეს.
ეს  ამბავი  ნაპოლეონმა  31  მარტს  გზაში,  პარიზიდან  მე-16  კილომეტრზე შეიტყო!  იმპერატორის მრისხანებას საზღვარი არ  ჰქონდა,  მაგრამ რაღას  იზამდა?  იგი  ფონტენბლოსკენ  გაბრუნდა,  სადაც  60  ათასამდე  ჯარისკაცს  მოუყარა  თავი  და  დედაქალაქის  გამოსახსნელად  გალაშქრების სამზადისს  შეუდგა.  ჯარისკაცები  იმპერატორის  მხარეზე  იყვნენ  და  გაჰყვიროდნენ:  „წინ  პარიზისაკენ,  გაუმარჯოს იმპერატორს!“ მარშლები კი... მარშლებს  დიდიხანია  მობეზრდათ  ომი,  მობეზრდათ  უიმედო  ბრძოლა  და გადაწყვიტეს,  ეს  პირღაპირ  ეთქვათ  თავიანთი  მბრძანებლისათვის. 
ნაპოლეონი  ბერტიეს  ლაშქრობის  გეგმას  კარნახობდა.  როცა  მასთან  მარშლები  შევიდნენ.  პირველი  სიტყვა  ნეიმ  აიღო.  მან  განაცხადა, რომ  შემდგომ  წინააღმდეგობას  აზრი  აღარა  აქვს  და  საჭიროა  ბრძოლის შეწყვეტა.  იმპერატორმა  ყური  არ  ათხოვა  ნეის  სიტყვებს  და  პარიზისკენ ლაშქრობაზე  განაგრძო  ლაპარაკი.  ოთახში  მაკდონალდი  და  უდინოც შემოვიდნენ.  მაკდონალდმა  უსმინა  იმპერატორს  და  მერე  თქვა: „ჩვენ  არ გვინდა,  რომ  პარიზს  მოსკოვის  ბედი  ეწიოს“.  ნაპოლეონმა  მკვახედ  უპასუხა,  რომ  მაინც  წავა  პარიზისაკენ.  ლაპარაკში  ნეი  ჩაერია:  არმია  არ წავა  პარიზისაკენ!  ნაპოლეონმა  ბრაზით შეხედა  მოსკოვის  თავადს  და ხმას  აუწია  –  არმია  მე  დამემორჩილება!  –  არმია  თავის  მეთაურებს  დაემორჩილება,  სირ!  აუწია  ხმას  ნეიმაც.  დარბაზში  სიჩუმე  ჩამოვარდა.  ყველა  მეხის  გავარდნას  ელოდა.  იმპერატორს  შეეძლო  დაცვის  გამოძახება და  ყველა  „მეამბოხე“  მეთაურის  ადგილზევე  დაპატიმრება  –  არმია  მართლაც  მის  მხარეზე  იყო,  მაგრამ  მან  ეს  არ  გააკეთა  და  გაუშვა  მარშლები სიტყვებით,  კარგით,  მოვიფიქრებო.
იმ  დროისათვის  ქვეყანაში  ასეთი  მდგომარეობა  იყო.  პარიზში  მოკავშირეთა  არმია  იმყოფებოდა,  პარიზის  შორიახლო  მისი  ყოფილი  გარნიზონი  და  მარმონისა  და  მორტიეს  კორპუსები  –  სულ  40  ათასამდე  მეომარი  (მოკავშირეებთან  დადებული  შეთანხმების  მიხედვით,  ეს  ჯარი  განიარაღებას  არ  ექვემდებარებოდა).  ფონტენბლოში  ნაპოლეონი  იმყოფებოდა 60  ათასი  მებრძოლით.  ქვეყნის  უდიდესმა  ნაწილმა  კი  ჯერ  არაფერი  იცოდა  მომხდარის  თაობაზე  და  იმპერატორის  ძალაუფლებას  ცნობდა.  სწორედ  ამ  გარემოების  გამოყენებას  ცდილობდა  ნაპოლეონი,  როდესაც  პარიზის  გასათავისუფლებად  აპირებდა  გალაშქრებას.  იგი  ვარაუდობდა,  რომ „თავისი“  60  ათასი  მეომარი  პლუს  მარშლების  40  ათასი  და  პარიზის მოსახლეობა,  რომელიც  ბრძოლების  დაწყებისთანავე  იარაღს  მოჰკიდებდა  ხელს  და  ინტერვენტებს  „შიგნიდან“  შეუტევდა,  ცუდ  დღეს  მოსწევდა ქალაქში  გამომწყვდეულ  მოკავშირეებს.  ცხადია,  ძნელია  თქმა,  იყო  თუ არა  რეალობასთან  ახლოს  იმპერატორის  ეს  ვარაუდი,  მაგრამ  ის,  რომ ამ  ნაბიჯს  დიდი  სისხლისღვრა  მოჰყვებოდა,  უეჭველია.  მარშლების  ამბოხმა  ამ  და  სხვა  ვარაუდებს  ხაზი  გადაუსვა. 
პარიზში  შესვლისთანავე  რუსეთის  მეფე  ტალეირანს  ეწვია (ალექსანდრე  ღამის  გასათევადაც  მასთან  დარჩა).  ბევრს  გაუკვირდა  მეფის  ეს  ნაბიჯი.  მართლაც,  მაშინ  ხომ  ტალეირანს  არავითარი  ოფიციალური  თანამდებობა  არ  ეჭირა!  მაგრამ  ალექსანდრემ  იცოდა,  ვისთანაც მიდიოდა.  იგი  თავის  მრავალი  წლის  აგენტთან  მიდიოდა,  რომელიც  მას მოწინააღმდეგის  დედაქალაქში  არსებულ  ვითარებას  გააცნობდა  და  ძვირფას  ცნობებს  მიაწვდიდა. 
ბენევენტოს  თავადმა  პირველივე,  სიტყვებიდან  გააოცა  რუსეთის მეფე:  ტალეირანმა  მას  საფრანგეთში  ბურბონების  დაბრუნება  შესთავაზა! მოკავშირეები  იმხანად,  ძირითადად.  ორ  ვარიანტს  განიხილავდნენ  –  ნაპოლეონის  დატოვებას  ტახტზე  შეზღუდული  უფლებებით  და  მის  გადადგომას  მისივე  ვაჟის,  „რომის  მეფის“  სასარგებლოდ  (დედოფალ  მარი-ლუიზას  რეგენტობით).  ალექსანდრე  საერთოდ  არ  ფიქრობდა  ბურბონებზე, ისევე,  როგორც  სხვა  მოკავშირეები  არ  ფიქრობდნენ.  ტალეირანს  კი  უკვე მოფიქრებული  ჰქონდა  ამგვარი  სვლა.  მან  კარგა  ხნის  წინ  გამოთვალა, რომ  შექმნილ  ვითარებაში  მისი  უსაფრთხოებისთვის  ყველაზე  კარგი  ბურბონების  რესტავრაცია  იქნებოდა.  ნაპოლეონის  ტახტზე  დატოვება  არ  შეიძლება,  ეუბნებოდა  იგი  მეფე  ალექსანდრეს  და  მეფეც  იოლად  ეთანხმებოდა  მას.  არც  რეგენტობის  სტატუსის  შემოღება  შეიძლება,  განაგრძობდა ექს-მინისტრი,  რადგან  დედოფალ  მარი-ლუიზას  ნაცვლად  ისევ  იმპერატორი  ნაპოლეონი  იმეფებს.  ალექსანდრე  უკვე  ამაშიც  ეთახმებოდა  თავადს,  მაგრამ  ბურბონები...  ვინ  დაუჭერს  მათ  მხარს?  ეკითხებოდა  რომანოვი  მასპინძელს,  ესეც  არ  იყოს,  ნაპოლეონს  ხომ  ბევრი  მომხრე  ჰყავს, განსაკუთრებით  არმიაში  (მეფეს  რა  დაავიწყებდა  ფრანგი  მეომრების  გმირობას  თებერვალ-მარტში!)  ეს  მხოლოდ  არმიაშია  ასე,  მოძღვრავდა  ტალეირანი  რუსეთის  ხელმწიფეს,  სახელმწიფო  სტრუქტურებში  და  სენატში  კი  ყველა  მისი  მოწინააღმდეგეა!  კი  მაგრამ  სად  არის  ამის  საბუთი? იკითხა  მეფემ.  მე  მოგართმევთ!  უთხრა  ტალეირანმა  და  საქმეს  შეუდგა.
იმ  წუთიდან  მოყოლებული  (ეს  ამბავი  31  მარტის  ღამით  ხდებოდა)  „კოჭლმა  მელამ“  არნახული  აქტივობა  გააჩაღა  სენატორების  გადმოსაბირებლად,  დასაშინებლად  და,  უბრალოდ,  მოსასყიდად.  მის  აქტიურობას  ფუჭად  არ  ჩაუვლია  და  მეორე  დღეს  მას  შეეძლო  ალექსანდრესათვის  ეთქვა,  რომ  სენატი  მთლიანად  ნაპოლეონის  წინააღმდეგაა  განწყობილიო.  ეშმაკ  თავადს  არც  არმიის  მეთაურები  დავიწყნია.  მან  პარიზის  ახლოს  ღაბანაკებულ  შენაერთზე  გადაიტანა  ყურადღება  და  წარმატებასაც მიაღწია:  მან  მოახერხა  მარშალ  მარმონის  გადმობირება,  აღუთქვა  რა მას  უდიდესი  პატივი  ბურბონების  ხელში,  თუ  იგი  თავის  მეექვსე  კორპუსს  მოკავშირეთა  (ინტერვენტთა!)  მხარეზე  გადაიყვანდა... 
სენატის  ორი  აპრილის  საგანგებო  სხდომაზე  მესიე  დე  ტალეირანმა  დროებითი  მთავრობა  ჩამოაყალიბა.  ამ  ახალ  მთავრობაში,  რომლის თავმჯდომარე,  ცხადია,  თვით  ტალეირანი  იყო,  ძირითადად  ის  ძველი როიალისტები  შედიოდნენ,  რომლებიც  მრავალი  წლის  განმავლობაში ჩრდილში  იმყოფებოდნენ  და  მხოლოდ  ახლა, „მზამზარეულზე“  გამოვიდნენ  დღის  სინათლეზე.  მრავალი  წლის  ომებით  დაღლილ-დაქანცული  და გამოფიტული  პარიზელები  მორჩილად  შეხვდნენ  ამ  ფაქტს. ამასობაში  ნეიმ  და  მისმა  კოლეგებმა  ნაპოლეონს  პარიზში  წასვლის  უფლება  გამოსძალეს,  რათა  შეხვედროდნენ  მეფე  ალექსანდრეს  და დაეთანხმებინათ  იგი  რეგენტობის  სტატუსის  შემოღებაზე  (ნაპოლეონმა მარშლებს  კოლენკურიც  გააყოლა). 
შეიძლება  დაისვას  კითხვა:  ნუთუ  მარტო  მეფე  ალექსანდრე წყვეტდა  ასეთ  მნიშვნელოვან  საკითხებს.  ნუთუ  სხვა  მოკავშირენი  არ იღებდნენ  მასში  მონაწილეობას?  საქმეც  ის  არის.  რომ  თითქმის  არ  იღებდნენ  მონაწილეობას!  პრუსიის  მეფე  ფრიდრიხ-ვილჰელმი  მთლიანად რუსთა  ხელმწიფეზე  იყო  დამოკიდებული  და  ყველაფერში  მის  აზრს  იზიარებდა,  აი,  ავსტრიელები  კი... 
არც  იმპერატორი  ფრანცი  და  არც  მეტერნიხი  იმ  დროს  პარიზში არ  იყვნენ.  მათ  არც  საფრანგეთის  დედაქალაქში  ტრიუმფულ  შესვლაში მიიღეს  მონაწილეობა  და  არც  შემდგომ  კულისებსმიღმა  მოლაპარაკებებში.  საოცარია,  მაგრამ  ფაქტია  –  ფრანცი  და  მისი  კანცლერი  პარიზში მოკავშირეთა  არმიის  შესვლიდან  მეათე  დღესღა  ჩავიდნენ,  ე.ი.  მაშინ, როდესაც  ყველაფერი  უკვე  გადაწყვეტილი  იყო.  ვარაუდებს  რა  გამოლევდა  და  მაშინ  ერთი  ასეთიც  გამოითქმებოდა:  იმპერატორ  ფრანცს  თითქოს არ  სურდა  თავისი  სიძის  დაცემის  ოფიციალურად  გაფორმებაში  მონაწილეობის  მიღება  და,  თანაც,  ერიდებოდა საკუთარი  ქალიშვილის  შემდგომი  ბედის  გადაწყვეტაში  რაიმე  როლი  ეთამაშა.  და  კიდევ.  ამ  საქმეში იგი,  თითქოს.  მთლიანად  მიენდო  თავის  მოკავშირეთა  დიდსულოვნებას და  კეთილგანწყობას...  წმინდა  ადამიანური  თვალსაზრისით  ეს  შეიძლება გასაგები  იყოს,  პოლიტიკურით  კი  –  არა.  პოლიტიკას  ხომ  გული  არა აქვს...  ნუთუ  დაივიწყა  ეს  მეტერნიხმა?  იქნებ  თავისი  ხელმწიფის  სურვილი  ვერ  გადასძალა?  ძნელი  დასაჯერებელია.  მაგრამ,  ასეც  რომ  ყოფილიყო,  იგი  თავად  მაინც  წავიდოდა  პარიზს!  ასეა  თუ  ისე,  ნაქებმა  ავსტრიელმა  დიპლომატმა  რუსეთის  მეფეს  შეატოვა  ხელში  საფრანგეთისა  და  ევროპის  ბედის  გადაწყვეტა  (იქნებ  იმიტომ  არ  მიიჩქაროღა  მეტერნიხ-ვინებურგი  პარიზისაკენ,  რომ  არ  უნდოდა  თავისი „ერთგული“  მოკავშირის ტრიუმფს  დასწრებოდა,  მოკავშირისა,  რომელთან  ჭიდილშიც  ჩაიძირა მისი  „სრულიადევროპული  წონასწორობის“  ხელთუქმნელი  პრინციპი...). მარმონი  და  ერთი-ორი  მისი  გენერალი,  რომლებიც  ტალეირანს აჰყვნენ  და  სამხედრო  ფიცს  უღალატეს,  მტრის  განლაგებაში  გადავიდნენ.  მარტო  ისინი  რომ  გადასულიყვნენ,  რა  უშავდა,  მათ  მთელი  მეექვსე კორპუსიც  თან  გადაიყვანეს  (მარში  ღამით  შესრულდა,  რათა  ჯარისკაცებს  ვერ  გაეგოთ,  თუ  საით  მიჰყავდათ  ისინი  მეთაურებს). 
სწორედ  იმ  4  აპრილის  ღამით  ესტუმრნენ  ნეი,  კოლენკური  და მაკდონალდი  რუსთა  ხელმწიფეს.  ალექსანდრე  მათ  მეტად  ალერსიანად შეხვდა.  ყურაჯღებით  მოისმინა  წინადადება  რეგენტობის  შესახებ  და  განაცხადა,  რომ  მთელის  გაგებით  მოეკიდებოდა  „სტუმრების“  სურვილს. დაიმედებული  დეპუტაცია  მეფემ  დილისათვის  დაიბარა,  ღამით  კი  მარმონის  ღალატი  შედგა! 
დილით  მეფე  უკვე  სხვაგვარად  ლაპარაკობდა.  თქვენ  მეუბნებოდით,  რომ  ფრანგული  არმია  მთლიანად  ნაპოლეონის  მხარეზეა  და  არ  დაეთანხმება  მის  გადადგომასო,  მაშინ  როდესაც  მისი  მნიშვნელოვანი  ნაწილი  ჩვენს  მხარეზე  გადმოვიდა!  –  ნიშნის  მოგებით  წამოსძახა  ალექსანდრე  რომანოვმა  „ძვირფას  სტუმრებს“.  გაოგნებული  ფრანგი  ემისრები ჩუმად  იყვნენ.  ალექსანდრე  კი  განაგრძობდა:  ახლა,  რა  თქმა  უნდა,  არავითარ  რეგენტობაზე  აღარ  შეიძლება  ლაპარაკი,  ახლა  მხოლოდ  იმპერატორ  ნაპოლეონის  უპირობო  გადადგომა  უნდა  მოხდეს.  სხვათაშორის, ასეთია  საფრანგეთის  სენატის  ნებაც!  აქ  კი  გულმა  არ  მოუთმინა  ნეის და  მან  რუსთა  ხელმწიფეს  მწყრალად  მიუგო:  „ეს  უღირსი  სენატი  მუდამ იმ  კაცის  ნება-სურვილის  უსიტყვო  შემსრულებელი  იყო,  რომელსაც  ახლა  ტირანს  უწოდებს!  მაშ  რა  უფლება  აქვს  სენატს,  ახლა  რომ  ხმას იმაღლებს?  იგი  მაშინ  დუმდა,  როცა  ვალდებული  იყო  ელაპარაკა,  ახლა კი  როდესაც  იგი  ჩუმად  უნდა  იყოს,  ალაპარაკდა!“  რა  ფასი  ჰქონდა  ახლა ამ  სიტყვებს?  არავითარი.  ამიტომ  შეხვედრიდან  არაფერი  გამოვიდა  და ფრანგთა  ნირწამხდარი  დელეგაცია  ფონტენბლოში  დაბრუნდა. 
ნაპოლეონმა  კვლავ  პარიზზე  გალაშქრება  მოითხოვა.  კოლენკურმა  ასეთი  გადაწყვეტილების  მიზანშეწონილებაზე  ეჭვი  გამოთქვა. ასევე  ეჭვი  და  პირდაპირ  უარყოფითი  დამოკიდებულება  გამოთქვეს  მეთაურებმაც.  ისე  გამოვიდა,  რომ  იმპერატორის  იდეას  მხარდამჭერი  არ  გამოუჩნდა.  ბუონაპარტემ  იცოდა  მხარდამჭერებს  სად  იპოვიდა:  იქვე,  სასახლის  მიღმა,  არმიულ  შენაერთებში,  ჯარისკაცებში,  რომლებიც  კვლავ გაჰყვებოდნენ  მას,  თუნდაც  საკუთარი  დედაქალაქის  დასალაშქრავად, მაგრამ  მაშინ  მას  თავისი  ძველი  თანამებრძოლები  უნდა  გაეწირა,  უნდა დაეტუსაღებინა  თავისი  მარშლები  და  არმიის  სათავეში  სხვა  ხალხი  ჩაეყენებინა.  გერ  წავიდოდა  ასეთ  ნაბიჯზე  ბუონაპარტე,  ვერ  გადაუსვამდა ამდენი  წლის  ერთობლივ  ეპოპეას  ხაზს  და  ვერ  შეირცხვენდა  თავს.  მარშლები  შემოიყვანეთო,  ესღა  თქვა  ბოლოს,  ისინი  სათითაოდ  შევიდნენ დარბაზში  და  შეცბუნებულნი  იატაკს  დააცქერდნენ. იმპერატორი  დიდხანს  შეჰყურებდა  ძველ  თანამებრძოლებს  და  თითქოს  სტკბებოდა  მათი განცდებით.  მერე  კი  სიჩუმე  დაარღვია  და  ასეთი  სიტყვებით  მიმართა: „დამშვიდდით  ბატონებო!  არც  თქვენ  და  არც  არმია  სისხლს  აღარ  დაღვრით.  მე  თანახმა  ვარ  გადავდგე  ყოველგვარი  წინასწარი  პირობის  გარეშე. მეექვსე  კორპუსის  ღალატი  რომ  არა,  ჩვენ  კიდევ  ბევრის  გაკეთებას მოვასწრებდით.  ჩვენ  საფრანგეთს  აღვადგენდით.  მაგრამ  ასე  არ  მოხდა. ამიტომ  მე  ჩემს  ბედს  დავმორჩილდები,  თქვენ  კი  –  თქვენსას.  იცხოვრეთ ბურბონების  ფრთებქვეშ.  თქვენ  ხომ  ასე  გწყუროდათ  დასვენება,  ისე  კი იცოდეთ,  ჩვენ  ის  თაობა  არ  ვიყავით,  ვინც  დასვენებისთვის  იყო  განკუთვნილი.  მშვიდობა,  რომელიც  თქვენ  გსურთ,  იმ  ბუმბულის  საწოლს მოგიტანთ,  ასე  რომ  გაკლდათ  ბანაკად  ცხოვრებისას“.
შემდეგ  ნაპოლეონი მაგიდასთან  მივიდა  და  წერას  შეუდგა.  მერე  ადგა,  ქაღალდი  აიღო და  მტკიცე  ხმით  წაიკითხა:  „იმის  გამო,  რომ,  მოკავშირე  სახელმწიფოების  განცხადებით,  ევროპაში  მშვიდობის  დამყარების  გზაზე  ერთადერთ  წინააღმდეგობად  ნაპოლეონი  რჩება,  თავისი  ფიცის  ერთგული იმპერატორი  აცხადებს,  რომ  თავისი  და  მემკვიდრეების  სახელით  უარს ამბობს  საფრანგეთისა  და  იტალიის  ტახტზე,  რადგანაც  არ  არსებობს მსხვერპლი,  თვით  სიცოცხლის  ჩათვლით,  რომელიც  მან  არ  შეიძლება საფრანგეთის  კეთილდღეობისთვის  არ  გაიღოს.  ნაპოლეონი.  ფონტენბლო,  1814  წლის  6  აპრილი.“ 
შემდგომი  მოვლენები  სწრაფად  განვითარდა.  იმავე  დღეს  სენატმა საფრანგეთის  მეფედ  ლუი  XVIII  გამოაცხადა.  არმიის  მეთაურებმა  და დიდებულებმა  საჩქაროდ  დატოვეს  ფონტენბლო  და  პარიზს  მიაშურეს  – ახალი  ხელისუფლებისთვის  მხარდაჭერის  გამოსათქმელად.  ყველაფერი ნაცნობი და  გაკვალული გზით მიდიოდა:  მეფე  მოკვდა,  გაუმარჯოს მეფეს... მეფემ  მართლა  დააპირა  სიკვდილი.  ფონტენბლოს  სასახლეში ლამის  სულ  მარტოდ  დარჩენილმა  ნაპოლეონმა  12  აპრილის  ღამეს  საწამლავი  დალია.  იგი  მას  რუსეთის  ლაშქრობის  დროიდან  თან  დაჰქონდა  – მალოიაროსლავეცთან,  როდესაც  სასწაულად  გადაურჩა  ტყვეობას,  იმპერატორმპა  ექიმ  იუვანს  შხამი  გამოართვა  და  უარესი  დღისთვის  შეინახა. ახლა  ეს  დღე  მოსული  იყო.  მაგრამ  არ  გასჭრა  საწამლავმა.  შხამი  იყო ძველი  თუ  თავიდანვე  ძალაგამოცლილი  მისცეს  იმპერატორს,  ვერავინ იტყვის  –  ბუონაპარტე  ცოცხალი  დარჩა.  ცოცხალი  დარჩა,  რათა  ერთხელ  კიდევ  გაეკვირვებინა  სამყარო  ახალი  საოცრებით. 
მოკავშირეთა  ხელმძღვანელებმა  ნაპოლეონს  სამფლობელოდ  კუნძული  ელბა  გამოუყვეს.  გარდა  ამისა,  მას  უფლება  მისცეს  თან  გვარდიის ერთი  ათასეული  წაეყვანა  და  იმპერატორის  ტიტული  შეენარჩუნებინა. შეთანხმება  ზემოთქმულის თაობაზე ფონტენბლოში დაიდო და  მას  ნაპოლეონმაც  მოაწერა  ხელი.  20  აპრილს  მან  უკანასკნელი  დათვალიერება  მოუწყო  გვარდიას  და  ამაღელვებელი გამოთხოვების  შემდეგ  სამხრეთ  საფრანგეთისკენ  გაეშურა,  რათა  იქიდან  კუნძულ  ელბაზე  გამგზაგრებულიყო. გზა  ლაჟვარდოვანი ნაპირისაკენ  იოლი არ  გამოდგა.  საფრანგეთში უკვე  ბურბონები ბატონობდნენ  და  მათმა  მომხრეებმა  აქა-იქ  თავი  წამოყვეს. ისე  მოხდა,  რომ  როიალისტთა  აქტიურობა  უპირატესად  იმ  პროვინციებში გამოვლინდა.  საითაც  ნაპოლეონის  მცირე  კორტეჟი  მიემართებოდა.  მეფის მომხრეებმა  პირდაპირ  ნაღირობა  გააჩაღეს  მათთვის  საძულველ  იმპერატორზე  და  რომ  არა  ნაპოლეონის  ერთგული  მხლებლების  თავგანწირვა, ეს  მოგზაურობა  შეიძლება  მისთვის  უკანასკნელი  გამომდგარიყო. 
საფრანგეთი  ახალ  ცხოვრებას  შეუდგა,  ცხოვრებას  ბურბონების ბატონობისა  და  საოკუპაციო  რეჟიმის  პირობებში.  გამარჯვებულ  მოკავშირეებს,  განსაკუთრებით  პრუსიას,  დამარცხებული  მოწინააღმდეგის  სამაგალითო  დასჯა  სურდათ.  დასჯაში  დიდი  კონტრიბუციები  და,  რაც მთავარია,  ტერიტორიული  ანექსია  შედიოდა.  მაგრამ  აქ  თავი  საფრანგეთის  დროებითი  მთავრობის  მეთაურმა  გამოიჩინა.  დიახ,  ბატონმა  ტალეირანმა,  თავი  როგორც  კი  თავის  სტიქიაში  იგრძნო,  შესაშური  სიმტკიცე და  შეუვალობა  გამოიჩინა,  ხოლო  რაც  შეეხებოდა  დიპლომატიურ  ოსტატობას,  იგი  მას  საძებნი  ან  სასესხები  არავისგან  ჰქონდა.  ტალეირანის მცდელობამ  ის  შედეგი  გამოიღო,  რომ  საფრანგეთს  თავისი  საზღვრები შერჩა.  ბენევენტოს  თავადის  ოსტატობა  განსაკუთრებით  ვენის  კონგრესზე  გამოჩნდა,  რომელიც  იმავე  1814  წლის  შემოდგომაზე  გაიმართა  მეტერნიხის  ინიციატივით. 
მეტერნიხი  ამ  კონგრესზე  დიდ  იმედებს  ამყარებდა,  მას,  უპირველეს  ყოვლისა,  ავსტრიის  მიერ  წარსულ  ომებში  დაკარგული  ტერიტორიების  დაბრუნება  სურდა.  ეს  საკითხი,  ალბათ,  უმტკივნეულოდ  მოგვარდებოდა.  მაგრამ  ეშმაკ  კანცლერს  მარტო  ავსტრიის  გაფართოება  და  გაძლიერება  არ  აინტერესებდა,  მას  ავსტრიის  მეზობლების  –  პრუსიისა  და რუსეთის  –  დასუსტება  უნდოდა.  ეს  უკვე  ბევრად  ძნელი  საქმე  იყო  და, რომ  იტყვიან,  მხოლოდ  ერთი  ქვეყნისა  და  მხოლოდ  ერთი  კაცის  გადასაწყვეტი  არ  იყო. 
კონგრესის  წარმართვა  მეტერნიხს  ერთობ  თავისებურად  ჰქონდა განზრახული.  იგი,  როგორც  მასპინძელი  ქვეყნის  მთავრობის  მეთაური და  კონგრესის  თავმჯდომარე  საკმაოდ  დიღი  უფლებებით  სარგებლობდა. ეს  უფლებები  თავადმა  კლემენს  მეტერნიხმა  იმისთვის  გამოიყენა,  რომ კონგრესის  მსვლელობა  ერთ  მთლიან...  დროსტარებად  ექცია!  დროსტარებისა  და  რჩეულთა  რაუტების  მოყვარულ  კანცლერს  გაუთავებელი მეჯლისების,  ბანკეტების,  მიღებებისა  და  თეატრალური  წარმოდგენების ნიაღვრით  სურდა,  თუ  არ  წაელეკა,  დაებნია  მაინც  და „გზიდან გადაეცდინა“  თავისი  პარტნიორები  და  მეტოქეები:  მშვენიერი  მუსიკით, ლამაზი  ქალებითა  და  მახვილგონივრული  სადღეგრძელოებით  გაბრუებული  კონგრესის  მონაწილენი  უფრო  დამყოლნი  და  დამთმობნი  გახდებოდნენ,  რასაც,  წამსვე,  თავისი  ქვეყნის  ინტერესებისათვის  გაქო- იყენებდა  ცბიერი  კანცლერი,  კერძოდ,  მას  სურდა,  რომ  არ  მიეცა  საშუალება  სხვა  რომელიმე  დიდი  ქვეყნისათვის.  რათა  იგი  გაბარტონებულიყო ევროპაში  და  ამით  საფრთხე  შეექმნა  ჰაბსბურგოა  იმპერიისათვის  (საქმე მარტო  რუსეთში  არ  იყო.  რუსეთის  გარდა  აკსდრიელებს  პრუსიის  გაძლიერების  შიშიც  ჰქონდათ). 
წინასწარ  უნდა  ითქვას,  რომ  კონგრესის  დროსტარებად  გადაქცევის  საქმეში  მეტერნიხმა  თვალსაჩინო  წარმატებას  მიაღწია.  თვით მრავლისმნახველ  გენასაც  კი  ამდენი  ქვეყნის  ამდენი  მოქეიფე,  მოცეკვავე თუ  მოარშიყე  გვირგვინოსანი  და  დიდმოხელე  არ  ენახა.  იცოდნენ  რა,  თუ როგორ  შეხვედრას  უმზადებდა  სტუმრებს  ავსტრიელი  კანცლერი,  კონგრესის  დელეგატებმა  თან  მუსიკოსების,  მსახიობების  და  ლამაზ-ლამაზი  ბანოვანების  მთელი  გუნდები  წამოიყოლეს.  მაგრამ ვინაიდან  არცერთი ზემოხსენებული  პროფესიისა  თუ  „დანიშნულების“  პირის  ნაკლებობა თვითონ  ვენაშიც  არ  შეიმჩნეოდა,  იოლი  წარმოსადგენი  იქნება,  თუ  რა „და  როგორი  საზოგადოება  აავსებდა  ვენის  უთვალავი  სასახლეების  დარბაზებსა  და...  საწოლ  ოთახებს.  „ამ  მხრივ“  მაგალითს  თვითონ  კანცლერი იძლეოდა.  მეტერნიხს  ერთდროულად  ორი  საყვარელი  „ემსახურებოდა“, რომლებიც  თავის  ე.წ.  პალმის  სასახლეში  ჰყავდა  დაბინავებული.  ერთ მათგანს  –  გილჰელმინა  ზაგანსკაიას,  სასახლის  მარცხენა  ფრთა  ეკავა, მეორეს  –  თავად  ბაგრატიონის  ქვრივს,  რომელთანაც  კლემენს  მეტერნიხს  ქალიშვილი,  კლემენტინა,  ჰყავღა  –  მარჯვენა.  ამავე  ღროს,  უნღა ითქვას,  რომ  სილამაზით  განთქმული  ეს  ორი  ქალბატონი  ახალ-ახალი სასიყვარულო  ინტრიგების  გაბმით  კარგა  გვარიანად  ამწარებდა  სასახლის  პატრონს  და  ხშირად  თავბედსაც  აწყევლინებდა. 
ვენაში  ტალეირანსაც  ჰყავდა  წამოყვანილი  საყვარელი  –  თავისი ძმისშვილის  ცოლი,  მარკიზა  დინო.  მეფე  ალექსანდრეს  წამოყვანით, მართალია,  არავინ  წამოუყვანია  (მას  დედოფალი  ახლდა  თან),  მაგრამ ქალის  ნაკლებობა  მაინც  არ  უგრძვნია  –  სიმპათიურ  და  ბევრისშემძლე მონარქს  „აქეთ“  ეტანებოდნენ  მშვენიერთა  სქესის  წარმომადგენელნი. გართობა  და  დროსტარება  იმდენი  და  ისეთი  მასშტაბისა  იყო, რომ  ასეთ  საქმეებში  თავის  დროზე  ერთობ  დახელოვნებულმა  ბებერია ავსტრიელმა  თავადმა  დე  ლინმა  შეკითხვაზე,  თუ  როგორ  მიდის  კონგრესის  მუშაობაო,  მოსწრებულად  უპასუხა  –  კი  არ  მიდის,  მიცეკვავსო. კონგრესზე,  ცხადია,  მარტო  ცეკვა  და  გართობა  არ  ყოფილა. უფრო  სწორად,  ამ  ცეკვასა  და  გართობაში  საქმე  კეთდებოდა.  სწორედ იქ,  სამეჯლისო  და  საბანკეტო  დარბაზებში  ეყრებოდა  საფუძველი  იმ  პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებს,  რომლებსაც  მერე,  „მოცალეობის  ჟამს“, დელეგატები  ოფიციალურ  სხდომებზე  აფორმებდნენ. 
კონგრესის  მუშაობა  ორ  მთავარ  საკითხს  ეძღვნებოდა:  ნაპოლეონისშემდგომი  ევროპის  პოლიტიკურ  მოწყობასა  და  ტერიტორიების  ხელახალ  გადანაწილებას.  ეს  საკითხები  არ  იმალებოდა  და  ფართო  საზოგადოებისათვის  ცნობილი  იყო.  უნდა  ·ითქვას,  რომ  ევროპაში  ბევრს  როდი უჯდებოდა  ჭკუაში  გამარჯვებულთა  ასეთი  მისწრაფებები.  გარდა  ტერიტორიების  უთუოდ  უსამართლოდ  გადანაწილებისა,  კონგრესის  მესვეურები  ასევე  უთუოდ  მიიღებდნენ  გადაწყვეტილებას  ევროპაში  ძველი,  ფეოდალურ-აბსოლუტისტური  წყობის  აღდგენის  თაობაზე.  იმ  წყობისა, რომლის  ადგილიც,  როგორც  ეს  ისტორიის  მსვლელობამ  დაადასტურა, კარგა  ხანია  სანაგვე  ყუთში  იყო.  მართალია,  ამ  წყობის  აღდგენის  ცდა, საბოლოო  ანგარიშში,  მარცხისთვის  იყო  განწირული,  მაგრამ  მას  ერთხანს  მაინც  შეეძლო  რეაქციის  აღზევების  გამოწვევა  და  ამით  კაცობრიობის  განვითარების  გვარიანად  შეფერხება.  ამიტომ  იყო,  ფეოდალურ-მონარქისტული  ევროპის  ნაპოლეონზე  გამარჯვებით  გაგულისებულმა ბაირონმა  რომ  წამოიძახა:  ნუთუ  საკმარისია  ლომი  დაეცეს,  რომ  მგლებმა წამსვე  თავი  წამოყონო... 
„მგლები“  პირველ  ნოემბერს  მიუსხდნენ  მოლაპარაკების  მაგიდას.  მათი  ვარაუდით,  საფრანგეთი  დიდი  ქვეყანა  აღარ  იყო  და  ასეთ  სტატუსს  არც  იმსახურებდა.  საფრანგეთის  დელეგაციის  მეთაურს  შარლ მორის  დე  ტალეირანს  უზარმაზარი  მუშაობის  გაწევა  მოუხდა  თავისი ქვეყნისთვის  დიდი  სახელმწიფოს  სტატუსის  აღსადგენად  (და,  შესაბამისად,  კონგრესში  სრულუფლებიან  წევრად  ჩასათვლელად).  ამ  წარმატებას  განთქმულმა  დიპლომატმა  ე.წ.  მცირე  სახელმწიფოთა  დელეგაციების  მეშვეობით  მიაღწია.  ამ  უკანასკნელთ,  მართალია,  გადამწყვეტი სიტყვის  უფლება  არ  ჰქონდათ,  მაგრამ  მოვლენებზე  საკუთარი  ზეგავლენის  მოხდენა  მაინც  შეეძლოთ.  აი,  სწორედ  მათი  გადმობირება  მოახერხა  ტალეირანმა  და  მათი  მოთხოვნით  დაიკავა  ადგილი  კონგრესის მთავარ  მონაწილეთა  შორის. 
კონგრესის  მონაწილეთ  ტალეირანმა  მუშაობაში  ლეგიტიმიზმის პრინციპის  გამოყენება  შესთავაზა.  ამ  პრინციპის  არსი  შემდეგში  მდგომარეობდა,  ომის  დამთაგრების  შემდგომ  ევროპა  სახელმწიფოთა  ტერიტორიული  საზღვრების  შეცვლას  1792  წელს  არსებული  მდგომარეობიდან გამომდინარე  უნდა  მისდგომოდა.  ე.ი.  ეხელმძღვანელა  საზღვრების  იმ მდგომარეობით,  რომელიც  რევოლუციური  ომების  დაწყების  წინ  არსებობდა.  ასეთი  პრინციპის  განხორციელება  საფუძველშივე  კლავდა  საფრანგეთის  დაყოფის  ყოველგვარ  ცდას  (ასეთი  სურვილი  განსაკუთრებით პრუსიას  გააჩნდა).  გარდა  ამისა,  იგი  სწორედ  პრუსიას  არ  აძლევდა  საშუალებას  ხელში  ჩაეგდო  საქსონია  და „ზომაზე  მეტად“  გაძლიერებულიყო.  და  კიდევ  –  იგი  უმძიმეს  პრობლემებს  უქმნიდა  რუსეთს  პოლონეთთან დაკავშირებით,  ვინაიდან  ეს  ქვეყანაც  იმულებ-ელი  უნდა  ყოფილიყო  ჯარი გაეყვანა  პოლონეთიდან  და,  ფაქტობრივად,  აეღორძინებინა  კოლონიად ქცეული  ეს  ქვეყანა. 
არაჩვეულებრივად  მახვილგონივრული  და  ოსტატური  სვლებით ტალეირანმა  შეძლო  ზემოხსენებული  სამი  საკითხიდან  ორის  თავისი ქვეყნის  სასარგებლოდ  გადაწყვეტა:  აღადგინა  სააფრანგეთის  1792 „წლის  ე.წ.  ბუნებრივი  საზღვრები  და  ხელი  შეუშალა  პრუსიის  მიერ საქსონიის  „გადაყლაპვას“. 
მესამე  მიზანს  კი  ტალეირანმა  ვერ  მიაღწია  –  ალექსანდრემ,  რომელმაც  დიდის  გაჭირვებით,  მაგრამ  მაინც  გაიზიარა  ლეგიტიმიზმის პრინციპი  საფრანგეთისა  ღა  საქსონიის  მიმართებაში,  პოლონეთის  საკითხში  ამ  პრინციპის  გამოყენებაზე  კატეგორიული  უარი  განაცხადა.  „მე პოლონეთში  200  ათასი  ჯარისკაცი  მყავს.  აბა,  სცადოს  ვინმემ  ჩემი  იქიდან  გამოდევნა“  წამოიძახა  ალექსანდრე  პავლეს  ძემ  ტალეირანთან  შეხვედრის  დროს.  ასეთ  არგუმენტს,  რა  თქმა  უნდა,  თვით  ბენევენტოს  თავადის  რანგის  დიპლომატიც  ვერ  დაუპირისპირებდა  რამეს,  განსაკუთრებით,  დიპლომატიურ  ფრონტზე.  სხვა  ფრონტზე  მოქმედება  კი  ტალეირანს არ  შეეძლო.  ჯერ  არ  შეეძლო,  მაგრამ  „კოჭლმა  მელამ“  კარგად  დაიხსომა  მეფის  ეს სიტყვები  და  მის საწინააღმდეგოდ,  ახლა  სხვა  საშუალებებს „დაუწყო  ძებნა,  ამისათვის  ტალეირანს  დროც  ბევრი  ჰქონდა  და  სურვილიც  საკმაო. 
დიპლომატიურ  გამარჯვებას  ტალეირანმა  ავსტრიისა  და  ინგლისის  დახმარებით  მიაღწია.  მარტოდმარტო  იგი,  ცხადია,  ბევრს  ვერ  გააწყობდა.  ერთობ  ეშმაკური  და  ღრმადმოფიქრებული  სვლებით  მან  ამ  ორი ქვეყნის  წარმომადგენლები  არა  მარტო  ჩამოაშორა  რუსეთს,  არამედ  მის საწინააღმდეგოდაც  განაწყო  და  ამით  ვენაში  ლეგიტიმიზმის  პრინციპი აზეიმა.  მეტერნიხს  არც  რუსეთის  გაძლიერება  აძლევდა  ხელს  და  არც პრუსიისა.  სათანადო  „დამუშავების“  შემდეგ  იმავე  აზრამდე  მივიდა ლორდი  კესტელრიც.  მაგრამ,  ტალეირანს  ეს  უკვე  აღარ  აკმაყოფილებდა,  რუსეთის  იზოლაცია  მისთვის  საკმარისი  აღარ  იყო  –  რუსეთს  პოლონეთი  უნდა  დაეცალა!  ასეთი  რამ  ძალის  გამოყენების  გარეშე  არ  მოხდებოდა,  ამიტომაც  სწორედ  ძალა  უნდა  გამოეყენებინათ  ახალ  მოკავშირეებს –  ინგლისს,  ავსტრიასა  და...  საფრანგეთს!  დიახ.  საფრანგეთს,  ვინაიდან 1815  წლის  იანვრისათვის  ისე  მოეწყო  საქმე  (რა  თქმა  უნდა,  ძირითადად, ტალეირანის  ხელშეწყობით),  რომ  ამ  სამმა  ქვეყანამ  იქვე,  ვენაში,  კონგრესის  მსვლელობის  დროს,  შეიმუშავა  და  ხელიც  მოაწერა  უსაიდუმლოეს  დოკუმენტს,  რომლის  ძალითაც  ისინი  მოკავშირეები  ხდებოდნენ  და თითოეული  მათგანი  ვალდებულებას  იღებდა  150-150  ათასი  ჯარისკაცი გამოეყვანა  რუსეთის  წინააღმდეგ!  (სავარაუდო  მოწინააღმდეგედ  ითვლებოდა  პრუსიაც.  მაგრამ  არც  ტალეირანსა  და  არც  მის  ახალ  მოკავშირეებს  სერიოზულად  არ  სჯეროდათ  რუსეთ-პრუსიის  ალიანსისა,  ვინაიდან ეს  უკანასკნელიც  ძალზე  უფრთხოდა  რუსეთის  მიერ  პოლონეთის  გადაყლაპვას,  რაც  შესანიშნავ  ფორპოსტს  მისცემდა  ჩრდილოეთის  გიგანტს ბერლინზე  მუდმივი  ზეწოლის  თვალსაზრისით). 
აი,  ასეთი  ვირტუოზული  თამაშით  შეძლო  მესიე  დე  ტალეირანმა საფრანგეთის  იზოლაციიდან  გამოყვანაც,  მისი  ტერიტორიული  მთლიანობის  შენარჩუნებაც  და  ისეთი  მძლავრი  მოკავშირეების  შეძენაც,  რომლებიც  ორი  სახიფათო  ძალის  –  პრუსიისა  და  რუსეთის  –  ზეწოლის განეიტრალებაში  მიეხმარებოდნენ  მას... 
დასასრულ  უნდა  ითქვას,  რომ  რუსეთის  ბრჭყალებიდან  პოლონეთის  გამოხსნა  მაშინ  ვერ  მოხერხდა  –  ეს  ასი  წლის  შემდეგ  მოხდა. ვერ  მოხერხდა  დიდი  ხნით  ინგლის-საფრანგეთ-ავსტრიის  კავშირის შენარჩუნებაც,  მაგრამ  ამის  მიზეზი  ევროპაში  სხვა  ვითარების  შექმნასა და  სხვა  პოლიტიკოსების  საქმიანობაში  უნდა  მოიძებნოს.  ამდენად,  მათ შარლ  მორის  დე  ტალეირან-პერიგორის  დიპლომატიურ  ოსტატობასთან კავშირი  არა  აქვთ  (სწორედ  ვენის  კონგრესზე  გაწეულმა  უმძიმესმა  დიპლომატიურმა  ბრძოლამ  „იხსნა“  ბევრის  თვალში  ტალეირანი საფრანგეთის  ისტორიაში  მოღალატის  სახელით  დამკვიდრებულიყო.  ასეც  ხდება  ხოლმე.  ზოგი  მთელი  ცხოვრების  მანძილზე  უკეთურ  საქციელს  სჩადის,  ღალატობს  ყველას  და  ყველაფერს.  მაგრამ  ბოლოს  ისეთ  რამეს  მოიმოქმედებს,  რომ  ყველას  გასაოცრად  ქვეყნის  მოღალატის  სახელით  მაინც არ  განშორდება  წუთისოფელს,  ზოგს  კი,  ერთხელ  წაუცდება  ფეხი  და მერე  სამუდამოდ  დაღდასმული  რჩება). 
ლომის  უკანასკნელი  ნახტომი
ხიფათით  აღსავსე  მოგზაურობა  ფონტებლოდან  სამხრეთისაკენ ლაჟვარდოვანი  ნაპირის  საპორტო  ქალაქ  ფრეჟიუსში  ღასრულდა.  ნაპოლეონს  იქ  ორი  სამხედრო  ხომალდი  ელოდებოდა  –  ინგლისური  ფრეგატი „დაუოკებელი“  და  ფრანგული  ბრიგი  „ცვალებადი“.  ბედის  ცვალებადობას  შეჩვეულმა  იმპერატორმა  პირველი  არჩია.  მის  დაუოკებელ  სულსა და  ხასიათს  ასეთი  სახელწოდება  უფრო  შეეფერებოდა... 
იმპერატორთან  გამოთხოვების  ცერემონიალი  ხანმოკლე  და უღიმღამო  იყო.  1814  წლის  29  აპრილის  ადრიან  დილას  ფრეჟიუსის  პორტში  მოკავშირეთა  კომისრებსა  და  მათ  მხლებლებს  მოეყარათ  თავი.  იქვე იყვნენ  პორტის  მუშაკები  და  სხვადასხვა  საქმეზე  ნავსადგურში  დილიდანვე  გამოსული  რამდენიმე  ფრეჟიუსელი.  ნაპოლეონმა  თავი  დაუკრა ნავმისადგომთან  შეკრებილ  ხალხს,  ხელი  ჩამოართვა  მოკავშირე  ქვეყნების  კომისრებს  და  გემზე  ავიდა. 
რთული  სანავიგაციო  პირობების  გამო  მოგზაურობამ  დიდხანს გასტანა  –  სამი  დღის  სავალი  „დაუოკებელმა“  მხოლოდ  ექვს  დღეში  დაფარა  და  ელბის  მთავარ  ქალაქ  პორტოფერაიოში  4  მაისს  შევიდა.  ფრეჟიუსისგან  განსხვავებით  პორტოფერაიოს  სანაპიროზე  უამრავ  ხალხს  მოეყარა  თავი:  სხვაგვარად  როგორ  იქნებოდა  –  ამ  პატარა  კუნძულს,  საიდან სადაო და... „მმართველად თვით  იმპერატორი  ნაპოლეონი  მოვლენოდა!  სანაპირო  ბატარეებმაც  „თავი  გამოიდეს“  და  ძვირფას  სტუმარს  ასი  საარტილერიო  ზალპით  შეეგებნენ. 
მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებმა  ნაპოლეონს  ქალაქის  გასაღები  მიართვეს.  შემდეგ  იმპერატორი  სპეციალურ  ბალდახინში  ჩასვეს და  ისე  წაიყვანეს  ქალაქის  მთავარ  ტაძარში,  სადაც  „TE DEUM“  (სიმღერა „ღმერთო შენ გადიდებ“) უმღერეს. საიმპერატორო  ტახტი  ნაპოლეონს  ქალაქის  რატუშაში  გაუმზადეს,  დიდის  ამბით  დასვეს  მასზე  და  მისასალმებელი  სიტყვებითაც  მიმართეს.  ბოლოს  თვით  ელბის  განმგებელმაც  წარმოთქვა  მოკლე  სიტყვა.  ჩვენ  ერთად მოგვიწევს  ცხოვრებაცა  და  შრომაცო,  უთხრა  კუნძულელებს.  მე  ახალ ცხოვრებას  ვიწყებ.  წარსული  დავიწყებული  მაქვს  და  ვეცდები  კუნძული ჭეშმარიტად  დასასვენებელ  ადგილად  ვაქციოო. 
კუნძულის  გაცნობა  ნაპოლეონმა  იქ  ჩასვლის  მესამე  დღიდან  დაიწყო.  მან  გადაწყვიტა  მთლიანად  შემოევლო  ელბა  და  მისი  ღირსშესანიშნაობები  იმთავითვე  დაეთვალიერებინა. 
ელბის  ფართობი  დიდი  არ  იყო.  იგი  222  კვადრატულ  კილომეტრს შეადგენდა  და  მის  შემოვლას  რამდენიმე  დღეზე  მეტი  არ  სჭირდებოდა, კუნძულზე  მაშინ  ორადორი  ქალაქი  იყო:  ფორტოფერაიო, დედაქალაქად შერაცხული, და  რიო-მარინო. ელბის  მთავარ  სიმდიდრეს  ქვამარილის საბადოები წარმოადგენდა, და კიდევ, როგორც ეს კუნძულს შეეფერება, თევზის  სარეწი  მეურნეობები. 
შეუსვენებელ  მუშაობას  შეჩვეულმა  ბუონაპარტემ  ელბაზეც  მალე  გამონახა  სამუშაო.  პირველ  რიგში  მან  ხელისუფლების  ადგილობრივი  ორგანოები  შექმნა.  კუნძულის  გუბერნატორად  დრუო დანიშნა,  შეიარაღებული  ძალების  სარდლად  –  კამბრონი.  ორივენი  გვარდიის  სახელოვანი  გენერლები  იყვნენ,  მისი  უსაზღვროდ  ერთგულნი  და  მრავალ  ჭირსა და  ლხინს  გამოვლილნი.  მერე  რა,  რომ  კუნძული  პატარა  იყო  და  არმიაც პატარა  ჰყავდა  (სულ  1600  მებრძოლი).  ნაპოლეონისთვის  იგი  სახელმწიფო  იყო  და  ამ  სახელმწიფოს  შესაფერისი  ფორმა  და  შინაარსი  უნდა  ჰქონოდა.  თუ  როგორ  ზრუნავდა  ბონაპარტი  თავისი  მიკროსახელმწიფოს გარდაქმნა-გადახალისებაზე,  კარგად  ჩანს  ისტორიკოს  ანრი  გუსეს  სიტყვებიდან:  „...ამ  ადამიანს  მისი  ორგანიზატორული  გენია  მოსვენებას  არ აძლევდა,  ყველა  საქმისთვის  თავისი  ბეჭედი  რომ  არ  დაესვა.  ამიტომ  დაისახა  მან  მიზნად  მთელი  კუნძულის  გარდაქმნა.  მოკლე  დროში  მან  მოაწყო ლაზარეთი,  გაიყვანა  გზები,  ააგო  თეატრი,  განაახლა  ყაზარმები,  გააძლიერა  სანაპირო  სიმაგრეები,  გააშენა  ვენახები,  ხელი  მიჰყო  აბრეშუმის ჭიის  მოშენებას,  დაარიგა  მიწის  ნაკვეთები,  გლეხებს  დაავალა  დაემუშავებინათ  გამოუყენებელი  სავარგულები,  გაამშვენიერა  ფორტოფერაიო, სადაც  წყალსადენი  გაიყვანა,  ხოლო  ქუჩებში  ქვაფენილი  დააგო,  ქალაქის შემოგარენი  კი  თუთის  ხეებით  მოჰფინა“.  მეტის  ციტირება,  ალბათ,  საჭიროც  აღარაა.  მუდამ  მუშაობას  შეჩვეულ  ბუონაპარტეს  ამ  პაწაწკინტელა კუნძულზეც  არ  შეეძლო  უქმად  გაჩერება... 
არსებობს  ორგვარი  შეხედულება  იმის  თაობაზე,  თუ  როდის  მოუვიდა  თავში  ნაპოლეონს  უკან  დაბრუნების  იდეა.  მკვლევართა  ერთი  ნაწილი  თვლის,  რომ  იმპერატორს  ეს  იდეა  ელბაზე  ჩასვლის  დღიდანვე  აწუხებდა,  მეორე  ნაწილი  კი  ვარაუდობს,  რომ  ამ  საკითხზე  ფიქრი  მან  მხოლოდ  1815  წლის  იანვარ-თებერვლიდან  დაიწყო,  როდესაც  ანტიბურბონულმა  განწყობილებამ  საფრანგეთის  ლამის  ყველა  საზოგადოებრივ  ფენაში  მოიკიდა  ფეხი.  სინამდვილეში  როგორ  იყო  საქმე  ზუსტად,  ცხადია, არავინ  იცის,  მაგრამ  იმის  თქმა,  რომ  მას  იმთავითვე  ექნებოდა  სურვილი კვლავ  დაბრუნებულიყო  საფრანგეთში  და  კვლავ  ეცადა  ბედთან  შეჭიდება,  ალბათ,  შეიძლება. 
        საფრანგეთში  მიმდინარე  პროცესებს  ბუონაპარტე  იმთავითგე დიდი  ყურადღებით  ადევნებდა  თვალს.  ეს  უცხო  პირთა  თვალის  ასახვევად იყო,  თაგი  რომ  ნეიტრალურ  დამკვირვებლად  მოჰქონდა  და  ქვეყანაში  იმჟამად  მიმდინარე  პროცესებში  ჩაუხედავ  კაცად  რომ  აჩვენებდა  თავს.  სინამდვილეში  იგი  გაფაციცებით  იჭერდა  საფრანგეთიდან  მოსულ  ყოველ  სიტყვას  და,  ამდენად,  მუდამ  ახლის  კურსში  იყო.  ხოლო,  როცა  კონტინენტიდან  მოსულმა  ცნობებმა,  თანდათანობით,  სულ  უფრო  და  უფრო  კონკრეტული  ხასიათი  მიიღეს.  იმპერატორმაც  მოქმედება  დაიწყო.  მაგრამ,  სანამ იგი  ამ  რთულსა  და  სახიფათო  საქმის  აღსრულებას  შეუდგებოდეს,  ჩვენ დრო  ვიხელთოთ  და  საფრანგეთში  მიმდინარე  მოვლენებს  გავადევნოთ  თვალი,  ვნახოთ,  თუ  რა  მოიმოქმედეს  ასე  ცოტა  ხანში  ბურბონებმა  ისეთი,  რომ ლამის  მთელი  ქვეყანა  აიმხედრეს  და  თავიანთ  საწინააღმდეგოდ  განაწყეს.
საფრანგეთში  ბურბონების  ორსაუკუნოვანი  მმართველობა  1792 წლის  21  სექტემბერს  შეწყდა,  როდესაც  რევოლუციურმა  კონვენტმა  სამეფო  ხელისუფლება  დამხობილად  გამოაცხადა  და  ქვეყანაში  რესპუბლიკური  წყობილება  შემოიღო.  მას  შემდეგ  22  წელი  გავიდა  –  მღელვარე მოვლენებით  აღსავსე  22  წელი.  ბევრი  რამ  გადაიტანა  ამ  წლებში  საფრანგეთმა  და  მასთან  ერთად,  მისდამი  მტრულად  განწყობილმა  ფეოდალურმა ევროპამ,  რესპუბლიკამ,  თავის  მხრივ,  1804  წელს  დაასრულა  არსებობა, როდესაც  პირველი  კონსული  ნაპოლეონ  ბონაპარტი  საფრანგეთის  იმპერატორად  გამოცხადდა.  ტახტზე  ბონაპარტების  წარმომადგენლის  ასვლა,  რაოდენ  პარადოქსულიც  არ  უნდა  იყოს  ეს,  მონარქიული  წყობილების  აღდგენას  არ  ნიშნავდა.  ტყუილად  როდი  უწოდებდა  თავის  თავს  ნაპოლეონი  პირველი  ორი  წლის  განმავლობაში  „რესპუბლიკის  იმპერატორს“.  რესპუბლიკის  მონაპოვართა  მნიშვნელოვანი  ნაწილი  კვლავ  უცვლელად  დარჩა.  კერძოდ,  უცგლელად  დარჩა  და  გაღრმავდა  კიდეც  ფეოდალურ-აბსოლუტისტური  რეჟიმის  საწინააღმდეგო  ქმედებები,  რომლებმაც  ძველი,  არისტოკრატიულ-კლერიკალური  საფრანგეთი  ახალი,  კაპიტალისტური  წყობის  სახელმწიფოდ  აქციეს. 
ევროპის  ფეოდალური  სახელმწიფოების  ჯარების  ხიშტებით  მოსულ  ბურბონებს  სრულიად  სხვა  საფრანგეთი  დახვდათ.  ქვეყნის  ახლებური  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  დაყოფა,  ეკლესიის  უფლებების მკვეთრი  შეზღუდვა,  მემამულეთა  მიწების  გლეხებზე  გადანაწილება, პროვინციების  სხვაგვარი  მმართველობა  –  პრეფექტურები,  მუნიციპალიტეტები,  პოლიცია,  სასამართლო,  საფინანსო  სტრუქტურები,  არმია  – ყველაფერი  ახალი  ტიპისა  იყ.ი.  უმეტეს  მათგანს  თავის  შექმნა-ჩამოყალიბებაში  ნაპოლეონის  ძალისხმევის  ბეჭედი  ესვა. 
ბურბონებმა  და  მათმა  გარემოცვამ  ეს  პე  წელი  ემიგრაციასა  და საფრანგეთის  –  რესპუბლიკური  და  ნაპოლეონური  საფრანგეთის  –  წინააღმდეგ  ბრძოლაში  გაატარეს.  ფეოდალურ-აბსოლუტისტური  ევროპის ნაპოლეონზე  გამარჯებამ  მათ  გზა  გაუხსნეს  პარიზისაკენ.  უშუალოდ ბურბონების  დაბრუნებაში  გადამწყვეტი  როლი  ტალეირანმა  ითამაშა.  ამ გაკრეჭჯილმა  ეპისკოპოსმა  იმდენი  მოახერხა.  რომ  მოკავშირე  სახელმწიფოთა  მეთაურებს  და.  უპირველეს  ყოვლისა,  მეფე  ალექსანდრეს  ე.წ.  ლეგიტიმიურობის  პრინციპი  შეაჩეჩა  ხელში.  ჩვეჩ  ამ  პრინციპის  შესახებ ზემოთ  საკმაოდ  ვილაპარაკეთ  და  აქ  მასხე  აღარ  შევჩერდებით,  მხოლოდ ვიტყვით,  რომ  „კოჭლი  მელას“  მცდელობით  სენატის  მიერ  მიღებული დადგენილება  საფრანგეთში  ბურბონთა  დინასტიის  აღდგენის  თაობაზე სრულიადაც  არ  გამოხატავდა  ფრანგი  ხალხის  ნებას.  ფრანგების  უმრავლესობას  ბურბონები  აღარ  ახსოვდა,  ხოლო  თუ  ახსოვდა,  არც  თუ  საუკეთესო  მხრიდან.  ისე  რომ,  სენატის  მაშინდელი,  1814  წლის  6  აპრილის დადგენილება,  სწორედ  რომ  ყველაზე  ნაკლებად  პასუხობდა  ლეგიტიმურობის  ყბადაღებულ  პრინციპს. 
სხვათაშორის,  ყველა  სხვა  „სიკეთესთან“  ერთად,  ბურბონები  არაჩვეულებრივად  მიამიტებიც  აღმოჩნდნენ.  საფრანგეთში  დაბრუნების  მომენტში  მათ  გულწრფელად  სჯეროდათ.  რომ  ფრანგი  ხალხის  ძახილს გამოეხმაურნენ  და  მათი  მოწოდებით  დაიბრუნეს  22  წლის  წინ  დაკარგული ტახტი.  მათი  სიბეცე  იქამდე  მიდიოდა,  რომ  ვერც  რუსეთის,  ავსტრიის, პრუსიის,  ინგლისისა  (ა  შვედეთის  ასეულ  ათასობით  ჯარისკაცს  ამჩნევდნენ  ქვეყანაში  და  ვერც  იმას,  რომ  მათ  გარეშე  არათუ  საფრანგეთის დედაქალაქში,  არამედ  საფრანგეთის  საზღვრების  სიახლოვესაც  ვერ გაჭაჭანდებოდნენ,  საქმეში  მათი  ჩაუხედაობა  და  პირდაპირი  სიბრიყვე  იმდენად  თვალშისაცემი  იყო,  რომ  თვით მთელი  ამ  წამოწყების  ინიციატორს მესიე  დე  ტალეირან-პერიგორსაც  კი  წამოსცდა:  ამ  ხნის  განმავლობაში ბურბონებმა  ვერც  ვერაფერი  დაივიწყეს  და  ვერც  ვერაფერი  ისწავლესო.
პარიზში  საზეიმო  შესვლის  დღიდანვე  დაიწყეს  მათ  საბედისწერო  შეცდომების  დაშვება.  ყველაფერი გაითვალისწინეს  რა  ქვეყანაში  მომხდარი ცვლილებები,  ვერ  გაითვალისწინეს  რა. თუ  რა  გზითა  და  ვისი  (უცხოელი ინტერვენტების)  მეოხებით  მოვიდნენ  ხელისუფლების  სათავეში.  მათ, თითქოს  განგებ  თითქოს  ხალხის  გასაღიზიანებლად,  წამსვე  როიალისტური  სიმბოლიკა  აღადგინეს,  თეთრი  დროშები  დაიკავეს  ხელში,  თეთრი კოკარდები  ჩამოიფხატეს  თავზე  და  ისე  წარუდგნენ  მომავალ  ქვეშევრდომებს.  ხოლო  მეფის  უახლოესმა  ნათესავმა  ანგულემის  ჰერცოგმა  უკეთესი სვლა  ვერ  მონახა  იმის  მეტი,  რომ  პირველივე  სახალსო  გამოსვლისას ინგლისელი  გენერლის  მუნდირი  არ  ჩაეცვა.  ეს  ყველაფერი  წვრილმანი იყო,  მართალია,  თვალშისაცემი  და  გამაღიზიანებელი.  მაგრამ  მაინც წვრილმანი.  გაცილებით  უფრო  მნიძვნელოვანი  და  მათთვის  დამღუპველი კი  მათი  შემდგომი  ნაბიჯები.  მათი  ანტირესპუბლიკური  და,  თამამად  შეიძლება  ითქვას ანტიეპოქალური  ქმედებები  იყო. 
საფრანგეთში  დამკვიდრებისთანავე  ახალმა  (ძველმა!)  ხელისუფლებამ  ძველის  აღდგენას  მიჰყო  ხელი.  როიალისტების  უპირველესმა წარმომადგენლებმა  აშკარად  დაიწყეს  ქადაგება  „ძველი  წესრიგისა  და ძველი  ადათების“  აღდგენის  შესახებ.  „საჭიროა  ძალა გავაცალოთ  მდაბიურებსო“!  –  გაიძახოდა  ჰერცოგი  დე  დიურა.  ნიკრისის  ქარით  შეპყრობილ  უზომოდ  მსუქან  ლუი  XVIIII-ს  დიდად  არც  ქვეყნის  მართვა  ეხერხებოდა  და,  რაც  მთავარია,  არც  ეხალისებოდა.  ბანქოს  თამაში,  მაღალი წრის  ხალხთან  სალონური  საუბარი  და,  რასაკვირველია,  უხვად  გაწყობილი  მაგიდა  –  აი  ლუი  XVIII  ბურბონის  ოცნების  ზღვარი.  ასეთ  პირობებში,  სასახლეშიცა  და  ხელისუფლებაშიც  მთავარი  როლი  მეფის  ძმამ. ერთობ  ენერგიულმა,  ღრჯუ  და  გულბოროტმა  გრაფმა  დ’არტუამ  იგდო ხელთ.  გრაფს  არც  მომხრეები  აკლდნენ,  რომელთა  შორის  ზემოთ  უკვე ნახსენები  ანგულემისა  და  ბერის  ჰერცოგებიც  იყვნენ.  წარსულის  ეს  გადმონაშთები  ფრანგ  ხალხს  საკუთარ  ყმებად  მიიჩნევდნენ  და  მათ  მიერ  უკანასკნელ  წლებში  „ჩადენილი“  ცოდვების  გამოსყიდვას  მოითხოვდნენ. 
როცა  ზემოხსენებულმა  ვაჟბატონებმა  ცოტა  აქეთ-იქით  მიმოიხედეს  და დაინახეს,  რომ  დიდად  არავინ  ესწრაფვოდა  ცოდვების  გამოსყიდვას,  ჰანგი  შეცვალეს  და  ახლა  თავიანთ  დიდსულოვნებაზე  ალაპარაკდნენ:  წარსულს  დავივიწყებთ  და  ფრანგებს  შეცოდებებს  მივუტევებთ,  თუ  ამიერიდან  მაინც  „ჭკვიანად“  მოიქცევიანო. 
არისტოკრატებს  არც  მემამულეები  ჩამორჩნენ.  ისინი  ვერ  ხვდებოდნენ,  რომ  რევოლუციისა  და  ნაპოლეონის  მიერ  ლიკვიდირებული  ფეოდალიზმის  დაბრუნება  შეუძლებელი  იყო;  რომ  ეკლესიისა  და  მემამულეებისათვის  ჩამორთმეული  და  გლეხობაზე  განაწილებული  მიწების  უკან დაბრუნების  მცღელობას  ახალი  რევოლუცია  მოჰყვებოდა.  ისინი  ამას  ვერ ხედავდნენ  და  ერთობ  გამომწვევად  იქცეოდნენ,  გლეხებს  ავიწროებდნენ და  მიწის  ნაკვეთების  ჩამორთმევით  ემუქრებოდნენ. 
„ახალი  ნიავის  ქროლვაში“  თავისი  წვლილი  კათოლიკურმა  ეკლესიამაც  შეიტანა.  რევოლუციისა  და  შემდეგ  ნაპოლეონის  მიერ  ერთობ შევიწროებულმა  სამღვდელოებამ, ახლა  ხმა  ამოიღო  და ბურბონების  რეჟიმს  ღვთის  წყალობა  აღუთქვა.  ამ  წყალობაში,  ცხადია,  რევოლუციური მონაპოვარის  წყალში  გადაყრა  იგულისხმებოდა. 
ყველაზე  დიდი  შეცდომა,  რაც  თავიანთი  რესტავრაციის  პერიოდში  ბურბონებმა  დაუშვეს.  ეს  არმიის  განაწყენება  იყო.  თანაც.  „განაწყენება“  ერთობ  რბილად  ნათქვამი  სიტყვაა.  პირველი,  რაც  ახალმა  ხელისუფლებამ  არმიის  მიმართებაში  გააკეთა,  ეს  ოფიცერთა  კორპუსის  შემცირება იყო.  ფორმალურ  საბაბად  ბიუჯეტური  სიძნელეები  იქნა  დასახელებული, სინამდვილეში  კი  მათ  არმიის  ბონაპარტისტული  ელემენტებისგან  გაწმენდა  სურდათ.  10  ათასი  ოფიცერი  საერთოდ  დაითხოვეს,  12  ათასი  კი პენსიაზე  გაუშვეს  სანახევრო  ანაზღაურებით.  ბრძოლებს  გამოვლილი დამსახურებული  ოფიცრების  ნაცვლად  ხელისუფლებამ  სამეფო  გვარდიის  შესაქმნელად  მეფის  ძველი  არმიის  ოფიცრები,  ვგანდეელები,  ემიგრანტები  და,  საერთოდ,  პირწავარდნილი  მონარქისტები  მიიწვია.  თავისთავად  ცხადია,  რომ  ამ  სამეფო  გვარდიის  შექმნაზე  ბიუჯეტურ  სიძნელეებს გავლენა  არ  მოუხდენიათ.  არმიას  სამფეროვანი  დროშა  წაართვეს  და თეთრი  დაუწესეს.  წაართვეს  აგრეთვე  ამდენ  ბრძოლებს  გამოვლილი  არწივები  –  არმიის  სიამაყე  და  თავმოწონების  საგანი.  აღადგინეს  წმინდა ლუის  ორდენი  –  საპატიო  ლეგიონის  ჯვრის  საპირისპიროდ.  ამასთან, რესპუბლიკისა  და  ნაპოლეონის  მმართველობის  დროს  მოპოვებულ  სახელოვან  გამარჯვებებს  ფასი  „დაუკარგეს“  და  დაცინვის  საგნად  აქციეს. თითქოს  განგებო,  არმია  მასხრად  აიგდეს  და  სამხედრო  მინისტრად  გენერალი  დიუპონი  დაუნიშნეს,  სწორედ  ის  პიერ  დე  ლატან  დიუპონი,  რომელმაც  1808  წელს  ბაილენის  სამარცხვინო  კაპიტულაციით  „ისახელა“ თავი  და  სამხედრო  ტრიბუნალის  მიერ  იყო  მსჯავრდადებული. 
ყველაფერი  ეს  ერთად  აღებული,  აღიზიანებდა  და  აბოროტებდა. არმიას.  ის,  ვინც  დათხოვნასა  და  იძულებითს  პენსიაზე  გასვლას  გადაურჩა და  სამსახურს  აგრძელებდა,  ასევე  უკმაყოფილო  იყო.  გარდა  იმ  საწყენი ფაქტისა,  რომ  ისინი  მოკლებულნი  იყვნენ  ჩვეულ  სიმბოლიკას  და  საბრძოლო დამსახურებების დაფასებას,  მათ  უნიჭო და  საბრძოლო გამოცდილების არმქონე  ემიგრანტი  ოფიცრები  ხელმძღვანელობდნენ,  რომელთაც მაღალი წოდებები  მხოლოდ  არისტოკრატიული  წარმომავლობის  გამო  ჰქონდათ მინიჭებული.  როგორც  თვითმხილველები  და  იმ  ამბების  მომსწრეები  აღნიშნავდნენ,  არმია  ლუი  XVIII-ს  კი  ემსახურებოდა,  მაგრამ  მის  ოცნების საგნად  კვლავ  ნაპოლეონი  რჩებოდა.  მარშების  დროს  იყო  თუ  საგუშაგოებზე  ყოფნისას  ჯარისკაცები  მხოლოს  იმპერატორზე  ლაპარაკობდნენ  და იმედს  გამოთქვამდნენ,  რომ  იგი  სულ  მალე  დაუბრუნდებოდა  მათ. 
თუ  ბურბონები  ვერაფერს  ამჩნევდნენ  და  ვერაფერს  სწავლობდნენ,  ამის  თქმა  არ  შეიძლებოდა  მოკავშირეთა  ხელმძღვანელებზე.  ისინი,  და  მათ  შორის  ყველაზე  მეტად  ალექსანდრე  პირველი,  შეშფოთებით ადეგნებდნენ  თვალს  საფრანგეთში  მიმდინარე  პროცესებს.  ეს  მეფე  ალექსანდრეს  ზეწოლით  იყო,  რომ  ლუი  XVIII  იძულებული  გახდა  კონსტიტუციურ  მონარქად  მოვლენოდა  ფრანგებს.  ეს  მოკავშირეთა  ზეწოლით  მიიღო  მან  ლიბერალური  კონსტიტუცია,  რომელიც  ქაღალდზე  თავისუფლების  ბევრ  ელემენტს  შეიცავდა,  მაგრამ,  როგორც  მალე  გამოირკვა,  პრაქტიკულად  თითქმის  არ  ხორციელდებოდა.  ქვეყანაში  კონსტიტუციური მონარქიის  შემოღებამ  რისხვით  აღავსო  აბსოლუტისტური  წყობის აპოლოგეტები,  რომლებიც  ყოველმხრივ  ცდილობდნენ  კონსტიტუციის ამოქმედების  შეფერხებას.  აბსოლუტისტთა  ასეთი  მოქმედება,  რომელიც მჭიდრო  კავშირში  იყო  ეკლესიასა  და  ფეოდალურ  წრეებთან,  კიდევ უფრო  განაწყობდა  ფრანგ  მოსახლეობას  „იმ  ქვეყნიდან“  მოვლენილი ბურბონების  წინააღმდეგ. 
წინააღმდეგობამ  და  უკმაყოფილებამ  დეპუტატთა  და  პერთა  პალატაშიც  იჩინეს  თავი.  ამ  ორ  უმაღლეს  საკანონმდებლო  ორგანოში  ცოტა  როდი  იყო  გამჭრიახი  და  საფრანგეთის  ბედით  დაინტერესებული  პიროვნება.  იყვნენ  იქ,  იაკობინელთა  მხარდამჭერნიცა  და  ბონაპარტისტებიც,  ცხადია,  შენიღბულად.  მათი  მგზნებარე  გამოსვლები,  მათ  მიერ  ხელისუფლების  აშკარა  კრიტიკა,  ხელისუფლების  უღიმღამო  და  ხშირად პროვოკაციული  პასუხები  ამ  კრიტიკაზე  საზოგადოების  ფართო  ფენებისათვის  ცნობილი  ხდებოდა  და,  რომ  იტყვიან,  ცეცხლზე  ნავთს  ასხამდა. მაგრამ  იმ  დროისათვის  საფრანგეთში  მეფის  რეჟიმის  მხოლოდ კრიტიკით  არ  კმაყოფილდებოდნენ.  თურმე  უკვე  1814  წლის  შემოდგომიდან.  მოყოლებული,  ქვეყანაში  ანტიბურბონული  გადატრიალებები:  მზადდებოდა.  სწორედ,  გადატრიალებები,  რადგან  ასეთი  სულ ცოტა  ორი იგეგმებოდა.  პირველს  (დროის  მიხედვით)  ყველაზე  მოუთმენელნი  და  ყველაზე  ენერგიულნი  –  იაკობინელები  და  ბონაპარტისტები  გეგმავდნენ: მართალია,  მათ  ერთმანეთთან  ყველაფერში  სრული  თანხმობა  არ  ჰქონდათ,  მაგრამ  ერთში,  კერძოდ  კი  იმაში,  რომ  მეფე  ლუი  XVIII-ის  ხელისუფლება  უნდა  დამხობილიყო,  ისინი  ერთი  აზრისა  იყვნენ.  მემარცხენეებისა  და  ბონაპარტისტების  ამბოხება  რამდენჯერმე  გადაიდო  – ხან  ტექნიკური  სიძნელეები  წარმოიშვა,  ხან  პოლიციამ  იყნოსა  მოსალოდნელი საფრთხის  შესახებ  და  მონაწილენი  დაიფანტნენ.  ასე  იყო  თუ  ისე,  ეს ამბოხი  არ  შედგა. 
გადატრიალების  „მეორე“  ცდას  სათავეში ფუშე  ჩაუდგა.  სწორედ  ის  ულტრამემარცხენე,  იაკობინელი,  მეფე  ლუი  XVI-ის  სიკვდილით დასჯის  თავგამოდებული  მომხრე  ჟოზეფ  ფუშე,  რომელმაც  შემდეგ  დაივიწყა  თავისი  რევოლუციური  წარსული,  ჯერ  პირველ  კონსულს,  ხოლო შემდეგ  იმპერატორს  მიემხრო  და  პოლიციის  მინისტრი  გახდა.  სწორედ ის  ფუშე,  რომელმაც  შემდეგ  იმავე იმპერატორსაც უღალატა და მისი ტახტიდან  გადაგდებისათვის ძალ-ღონე  არ  დაიშურა. ახლა ფუშე ისევ იღწვოდა ტახტიდან გვირგვინოსნის გადასაგდებად, ოღონდ იმ  განსხვავებით,  რომ  ეს  გვირგვინოსანი  ნაპოლეონ  ბონაპარტი კი არა, ლუი XVIII  ბურბონი  იქნებოდა. 
რა  საფუძველი  ჰქონდა  ფუშეს  აქტიურობას?  მხოლოდ  ის,  რომ მისი  ყოველი  ცდა  –  როგორმე  სენატში  ან  პერთა  პალატაში  შეეღწია, ან  მინისტრის  პორთფელი  დაებრუნებინა,  ყოველთვის  ცივ  უარს აწყდებოდა?  ალბათ,  არა.  ცხადია,  ფუშეს  ერთიც  სწადდა,  მეორეც  და მესამეც,  მაგრამ  იგი  ისეთი  კაცი  არ  იყო,  რომ  მხოლოდ  ამის  გამო წასულიყო  ეგზომ  სარისკო  ნაბიჯზე.  ვფიქრობთ,  უბადლო  მაძებარმა  და ჯაშუშმა  დროზე  იყნოსა  ბურბონების  მხრიდან  მის  თავს  მოახლოებული საშიშროება  და  გადაწყვიტა  დაესწრო  მათთვის“  განა  ასევე  არ  მოიქცა იგი  1794  წელში,  როცა  რობესპიერის  საწინააღმდეგო  შეთქმულებას ჩაუდგა  სათავეში?  განა  ასევე  არ  მოიქცევა  იგი  1815  წლის  ივნისში, როცა...  მაგრამ  მოდით  აქ  ნუ  გავუსწრებთ  მოვლენებს  წინ  და ვაცალოთ მათ  ბუნებრივი  განვითარება.
ფუშეს  ანტიბურბონული  შეთქმულება  ფართო  მასშტაბისა  იყო: მასში  საზოგადოების  სხვადასხვა  ფენის  წარმომადგენლები  მონაწილეობდნენ.  მთავარ  დამრტყმელ  ძალას,  რა  თქმა  უნდა,  არმია  წარმოადგენდა.  ფუშეს  გეგმის  მიხედვით,  ამბოხებას  XVI  სამხედრო  ოლქის  სარდალი  გენერალი  დრუე  დ’ერლონი  დაიწყებდა,  რომელიც  თავისი  ჯარით პარიზს  მიადგებოდა.  დედაქალაქი  კი  „მზად“  დახვდებოდა  ამბოხებულებს.  ბონაპარტისტები,  იაკობინელები,  „ახალი  რეჟიმით  განაწყენებული გადამდგარი  სამხედროები,  მუშები,  ყველანი  მხარს  დაუჭერდნენ  გადატრიალებას  –  ფიქრობდნენ  ფუშე  და  მისი  თანამზრახველები.  გეგმა  რთული  იყო,  ბეერ  სარისკო  ელემენტს  შეიცავდა  და  ამიტომ  ხანგრძლივ  მზადებას  საჭიროებდა.  ფუშეც  ემზადებოდა. 
აი,  ასეთი  ვითარება  იყო  საფრანგეთში  1815  წლის  დასაწყისში, როდესაც  კუნძულ  ელბის  განთქმულმა  ბინადარმა  მოქმედება  დაიწყო  და უკან  დასაბრუნებლად  გადადგა  ნაბიჯები. 
ასეთი  ნაბიჯის  გადასადგმელად  ნაპოლეონს  პირადი  გრძნობებიც ამოძრავებდა.  საქმე  მოკავშირეთა  მხრიდან  ფინტენბლოს  ცნობილი შეთანხმების  პუნქტების  უცერემონიო  დარღვევას  შეეხებოდა.  მოკავშირე სახელმწიფოთა  მეთაურებს  აშინებდათ  ნაპოლეონის  პოპულარობა საფრანგეთში,  აშინებდათ.  მისი  შვილის,  „რომის  პატარა  მეფის“  თვით არსებობა  და,  საერთოდ,  ყველაფერი  ის,  რაც  ამ  დაუდგრომელი  კაცის სახელთან  იყო  დაკავშირებული.  ამის  გამო  მათ  ყველაფერი  გააკეთეს  იმისათვის,  რომ  ნაპოლეონის  ცოლ-შვილი  ელბაზე  არ  ჩასულიყო.  ბუონაპარტე  რამდენიმე  თვე  ელოდა  მარი-ლუიზასა  და  თავის  ვაჟს,  მაგრამ ისინი  არა  თუ  არ  ჩავიდნენ  კუნძულზე,  არამედ  წერილსაც  კი  არ  უგზავნიდნენ  ეულად  დარჩენილ  იმპერატორს  (აქ,  ცხადია,  ლაპარაკია  მარი-ლუიზაზე,  თორემ  რომის  მეფე  ჯერ  იმ  ასაკისა  არ  იყო,  რომ  წერილების  წერა  შესძლებოდა).
მარი-ლუიზა  თავდაპირველად  თითქოს  აპირებდა  ელბაზე  გამგზავრებას,  მაგრამ  მას  შემდეგ რაც  მამამისმა,  ავსტრიის  იმპერატორმა „ჭკუა  დაარიგა“,  საფრანგეთის  დედოფალყოფილმა  ელბაზე ქმართან  გამგზავრებას  მშობლიურ ვენაში  დაბრუნება  არჩია.  ვენაშივე წაიყვანეს  პატარა  შარლ-ფრანსუაც,  რომელსაც  „რომის  მეფის“  ტიტული  რაიხშტადტის  ჰერცოგის  ტიტულად  შეუცვალეს... 
ამ  საქმეში  მეტერნიხის  ხელიც  ერია.  იმისათვის,  რომ  მარი-ლუიზას  მალე  დაევიწყებინა  თავისი  ქმარი,  მას  დამხმარედ  და  გამრთობად გენერალი  ადამ-ალბრეჰტ  ნეიპერგი  მიუჩინეს,  დავალების  შესრულების წინ  მეტერნიხმა  ამგვარად  დამოძღვრა  გენერალი:  „ამ  საქმეში  ისე  ღრმად შეგიძლიათ  შესტოპოთ,  როგორადაც „მოვლენები  გიკარნახებენო“.  ცალთვალა,  მაგრამ  თავისებურად  მოხდენილმა  და  მამაცმა  გენერალმაც  შესტოპა  და  სულ  მალე  მარი-ლუიზას  საყვარელი  გახდა.  ამბავი  გახმაურდა, ნაპოლეონის  ყურამდეც  მივიდა  და  მისი  დარდიც  გააორკეცა  (მარი-ლუიზასა  და  მის  საყვარელზე, ცხადია,  ყველაზე  ბევრს  პარიზულ  სალონებში ჭორაობდნენ.  როცა  აზრი  გამოითქვა  იმის  თაობაზე,  რომ  დიდი  რამ  არ მომხდარა,  ნაპოლეონის  მთლად  ერთგული  არც  ჟოზეფინა  იყოო,  ერთ-ერთ  იქ  მყოფთაგანს  მოსწრებულად  შეუნიშნავს:  ჟოზეფინა  მას საყვარლებთან  ღალატობდა,  მარი-ლუიზა  კი  საფრანგეთის  მტერთანო...). მეორე  პირობა,  რომელიც  მოკაგშირეებმა  დაარღვიეს,  ეს  კუნძულ  ელბის  განმგებლის  მატერიალური  უზრუნველყოფა  იყო.  ფონტენბლოს  ხელშეკრულებით  იმპერატორს  ყოგელწლიურად  საფრანგეთის  ხაზინიდან  2  მილიონი  ფრანკი  უნდა  მიეღო.  ბურბონებმა  ეს  პირობა  არ  შეასრულეს  და  ნაპოლეონს  მათგან  ერთი  გახვრეტილი  სუც  არ  მიუღია. 
იმპერატორმა  კუნძულზე  თაგისი  4  მილიონი  ფრანკი  ჩაიტანა  –  სულ  ეს „დარჩა  მისი  განთქმული  „ტიუილრის  სარდაფების“  მარაგიდან  (დანარჩენი  1813-1814.  წლების  საომარ  კამპანიებს  მოხმარდა).  ამ  4  მილიონი ფრანკიდან  თითქმის  ნახევარი  კუნძულზე  ჩატარებულ  რეფორმებსა  და კუნძულის  გარნიზონის  (არმიის)  მოდერნიზებაზე  დაიხარჯა.  უშემოსავლოდ  დარჩენილ  ნაპოლეონს  ფული,  ალბათ,  მალე  გამოელეოდა  და  შემდეგ  როგორ  წავიდოდა  მისი  საქმე,  საკითხავი  გახდებოდა. 
ირღვეოდა  მესამე  ვალდებულებაც,  რომელიც  მოკავშირეებმა  ნაპოლეონის  წინაშე  იკისრეს  –  ეს  კუნძულ  ელბის  მის  სამუდამო  მფლობელობაში  გადაცემის  პირობა  იყო.  როგორც  სანდო  წყაროებიდან  იგებდა ნაპოლეონი,  ვენაში,  კონგრესზე,  მეტერნიხი  და  კესტელრი  იმპერატორის  უფრო  შორეთში  გადაკარგვაზე  აწარმოებდნენ  მოლაპარაკებას  და ატლანტის  ოკეანის  კუნძულ  წმინდა  ელენეს  ასახელებდნენ.  ტალეირანი უფრო  შორს  მიდიოდა  და  იმპერატორის  ციხეში  ჩამწყვდევას  ან  მის  საბოლოო  ლიკვიდაციას  მოითხოვდა.  იყო  წინადადება  (ამბობენ,  კვლავ  ტალეირანისაო),  რომ  ელბაზე  ესპანელთა  ან  ალჟირელ  მეკობრეთა  რაზმი  გადაესხათ  და  მათი  საშუალებით  მოეღოთ  ბოლო  სახიფათო  „მეზობლისათვის“  (ცხადია,  ტალეირანს  ყველაზე  მეტი  საფუძველი  ჰქონდა  ცოცხალი ნაპოლეონის  შიში  ჰქონოდა  და  მისი  მოშორება  მოენდომებინა).
პასუხად,  ნაპოლეონმა  საფუძვლიანად  გაამაგრა  ელბა,  1600-მდე ჯარისკაცი  შეაიარაღა  და  ესპანელი  თუ  ალჟირელი  ბანდიტური  დაჯგუფებების  თავდასხმისაგან  თავი  დაიზღვია.  ახლა  ელბის  აღებას  ნამდვილი საბრძოლო  ოპერაცია  დასჭირდებოდა,  რასაც  მოკავშირე  ქვეყნები  უმიზეზოდ  ვერ  დაიწყებდნენ. ნაპოლეონი  კი  მიზეზს  არ  აძლევდა  მათ.  იგი  გამუდმებით  იმეო- რებდა,  რომ  მისი  თავგადასავლები  დასრულებულია,  რომ  მას  მისი  კუნძულის,  მისი  სახლის,  მისი  (ცცოლ-შვილისა  და  მისი  მეურნეობის  მეტი აღარაფერი  აინტერესებდა. 
იმ  ხანებში  ლუი  XVIII-ის  მთავრობამ  კორსიკის  გუბერნატორად გენერალი  ბრიულარი  დანიშნა,  ნაპოლეონის  პირადი  მტერი.  ახალი  გუბერნატორი  არ  მალავდა  თავის  სიძულვილს  მეზობელი  ელბის  მმართველისადმი  და  ხმამაღლა  აცხადებდა,  რომ  როგორც  კი  ნაპოლეონს  ფული გამოელევა  და  იძულებული  იქნება  თავისი  გვარდიელები  სახლში  (საფრანგეთში)  გაუშვას,  მე  მაშინკე  შევიჭრები  ელბაზე  და  იმას  აღვასრულებ,  რის  აღსრულებასაც  მოკავშირეთა  მეთაურები  მიელტვიან, მაგრამ  ვერ  ბედავენო.  ცხადია,  გერც  ასეთ  განცხადებებს  დატოვებდა  უყურადღებოდ  იმპერატორი. 
1815  წლის  დასაწყისიდან  ელბაზე  სტუმრობას  მოუხშირეს  საფრანგეთის  საზოგადოების  სხვადასხვა  ფენის  წარმომადგენლებმა.  ცხადია,  ისინი  კონსპირაციის  დაცვით  ხვდებოდნენ  კუნძულზე.  ნაპოლეონთან შეხვედრისას  ისინი  უკვე  მხოლოდ  ინფორმაციის  მიწოდებით  კი  არ  კმაყოფილდებოდნენ,  არამედ  პირდაპირ  მოუწოდებდნენ  მას  საფრანგეთში დაბრუნებისკენ.  ნაპოლეონი  ყურადღებით  უსმენდა  სტუმრებს,  არ  ეკამათებოდა  მათ,  მაგრამ  უამრავ  შეკითხვას  კი  უსვამდა  და  კონკრეტული საკითხებით  ინტერესდებოდა.  ელბაზე  იმპერატორს  მარია  ვალევსკამაც  ჩააკითხა  და  შვილიც  ჩაუყვანა.  ბუონაპარტეს  სამარცხვინოდ,  მან  საკმაოდ ცივად  მიიღო  მისი  გულწრფელად  მოყვარული  ქალი  და  აგრძნობინა  რომ მისთვის  გაცილებით  უფრო  სასიამოვნო  იქნებოდა  თუ  მათ  ნაცვლად  მარია-ლუიზასა  და  „რომის  მეფეს“  იხილავდა...  მარიამ  წყენა  გადაყლაპა  და ნაპოლეონს  საქმეზე  დაუწყო  ლაპარაკი.  მანაც  იგივე  გაიმეორა,  რასაც სხვები  ეუბნებოდნენ  –  საფრანგეთში  აშკარად  მწიფდება  სიტუაცია  მისი დაბრუნების  სასარგებლოდ  და  ამ  საქმის  შორს  გადადება  აღარ  ივარგებსო.  იმპერატორმა  ერთი-ორი  კონკრეტული  დავალება  მისცა  ერთგულ ქალს  და  კუნძულიდან  გაისტუმრა. 
თებერვლის  შუა  რიცხვებში  ელბაზე  გენერალ  სავარის  საიდუმლო  ემისარი გრაფი  ფლერი  დე  შაბულონი  ჩავიდა.  ნაპოლეონის  ყოფილი პოლიციის  მინისტრი  კვლავ იმპერატორის  ერთგული  რჩებოდა  და  მარშალ  დავუს,  ყოფილ  სახელმწიფო  მდივან  მარესა  და  სხვებთან  ერთად, ბონაპარტისტთა  უაქტიურეს  ბირთვს  წარმოადგენდა. 
სავარი  შაბულონის  პირით  უკვე  დეტალებს  ატყობინებდა  იმპერატორს  და  დაბრუნების  შემთხვევაში  ლამის  წარმატების  გარანტიას  იძლეოდა.  სავარის  სიტყვები  ის  უკანასკნელი  წვეთი  აღმოჩნდა,  რომელმაც ნაპოლეონის  მოთმინების  ფიალა  აავსო.  იმპერატორი  მანამდე  კარგახანს ყოყმანობდა,  ყოველ  ფაქტს,  ყოველ  წვრილმანს  აანალიზებდა  და  კრიტიკულად  აფასებდა.  მას  კარგად  ესმოდა,  რა  რისკზე  მიდიოდა  თვითონ  და რა  რისკის  ქვეშ  აყენებდა  საფრანგეთს.  იგი  ბევრს  ფიქრობდა  თავის  მიერ ადრე  დაშვებულ  შეცდომებზე,  ფიქრობდა,  თუ  როგორი  პოლიტიკა  უნდა გაეტარებინა  საფრანგეთში  დაბრუნების  შემთხვევაში,  რა  გზით  უნდა  წაეყვანა  თავისი  ქვეყანა.  ფიქრობდა,  რომ  „მეორედ  მოსვლის“  შემთხვევაში იგი  „სახალხო  იმპერატორი“  იქნებოდა  ღა  არა  ერთპიროვნული  და  შეუზღუდავი  მმართველი,  რომ  ეგროპულ  ქვეყნებს  იგი  მშვიდობას  შესთავაზებდა,  არ წამოაყენებდა  ტერიტორიულ  პრეტენზიებს  და საფრთხეს  არ შეუქმნიდა  მეზობლებს.  ასე  რომ,  საფიქრი  და  ასაწონ-დასაწონი  ბევრი ჰქონდა  ბუონაპარტეს.  მაგრამ  წილიც  უკვე  ნაყარი  ჰქონდა,  გადაწყვეტილებაც  მიღებული  და  ახლა  „მხოლოდ“  მისი  შესრულებაღა  რჩებოდა...
პირველი,  ვისაც  იგი  ჩანაფიქრში  გამოუტყდა,  დედა  იყო.  ლეტი- ცია  და  თავადის  მეუღლე  პოლინა  ბორგეზე  იმ  დროს  სტუმრად  იყვნენ ნაპოლეონთან  (სხვათაშორის,  პოლინა-პაოლეტა  ერთადერთი  აღმოჩნდა ნაპოლეონის  და-ძმებში,  რომელიც  არც  ფულს  იშურებდა  გაჭირვებაში ჩავარდნილი  ერთდროს  ძლევამოსილი  ძმისათვის  და  არც  ყურადღებას). ნაპოლეონმა  დედას  თავისი  გადაწყვეტილების  შესახებ  ამცნო  და  მისი აზრი  იკითხა  (გავიხსენოთ,  რომ  დედა  ერთადერთ  ჭეშმარიტ  ავტორიტეტად  რჩებოდა  მისთვის  და  თუკი  ოდესმე  ვინმეს  რამეზე  რჩევას  ეკითხებოდა,  ეს  პირველ  რიგში  დედა  იყო). 
„პოლეონე“  ახლა  ისეთ  კითხვას  უსვამდა  ლეტიციას,  რომელზე პასუხის  გაცემა  ძნელზე  ძნელი  იყო.  ნება  მომეცი  ცოტა  ხანი  დედა  ვიყოო, უთხრა  ახალი  ამბით  გაოგნებულმა  ლეტიციამ  იმპერატორს.  დუმილი დიდხანს  გაგრძელდა.  ბოლოს  ლეტიციამ  ცრემლიანი  თვალები  გაუსწორა  შვილს  და  უთხრა: „წადი,  ჩემო  შვილო,  წადი  და  ბოლომდე  გაჰყევი შენს  ბედს,  შეიძლება  წარუმატებლობა  გხვდეს  წილად  და  უდროო  აღსასრულიც  პოვო,  მაგრამ  შენი  აქ  გაჩერება  აღარ  შეიძლება.  ჩემდა  სავალალოდ.  მე  ამაში  ყოველდღე  ვრწმუნდები.  წადი  და  ვიქონიოთ  იმედი,  რომ ღმერთი.  რომელიც  ამდენჯერ  გიფარავდა  უთვალავ  ბრძოლებში,  ახლაც არ  მიგატოვებს...“ 
კუნძულიდან  გამგზავრების  სამზადისი  უდიდესი  საიდუმლოების დაცვით. ხდებოდა.  წასვლის  კონკრეტული  თარიღი  მხოლოდ  გენერალმა ანტუან  დრუომ  იცოდა.  გვარღიის  არტილერიის  უფროსმა,  იმ  დროს  კი კუნძულის  გუბერნატორმა.  საქმის  საერთო  ვითარება  იცოდა  გენერალმა კამბრონმაც,  რომელიც  გვარდიის  იმ  ათასეულს  მეთაურობდა,  თავის დროზე  ელბაზე  სამსახური  რომ  ერგო.  თვით  ჯარისკაცებმა,  ცხადია, არაფერი  იცოდნენ,  თუმცა  არც  ნაპოლეონსა  და  არც  მის  თანამზრახველებს  ეჭვი  არ  ეპარებოდათ  მათს  მხარდაჭერაში. 
ნაპოლეონის  გეგმით  მასთან  ერთად  გვარდიის  ეს  ათასეულიც უნდა გამგზავრებულიყო.  იმპერატორს  წაჰყვებოდნენ  გენერლები  დრუო,  კამბრონი  და  ბერტო.  ელბიდან  საფრანგეთში  ნაპოლეონი  ამჯერად  იმ  ბრიგ „ცვალებადით“  ბრუნდებოდა,  რომელიც  მან  ათი  თვის  წინ  „დაიწუნა“  ფრეჟიუსის  პორტში.  გამგზავრებისთვის  ბრიგი  გადაღებეს,  მცირედ  გადააკეთეს  და  ერთი  შეხედვით,  ინგლისურ  ხომალდს  დაამსგავსეს.  საფრანგეთის სანაპიროსკენ მოძრაობის დროს ეს  გარემოება  ერთობ მნიშვნელოვანი იქნებოდა  –  ლიგურიის  ზღვას  ხომ  ინგლისელთა  მეთვალყურე  გემები  სერავდნენ  (თვით  კუნძულ  ელბას  ორი  ფრანგული  ხომალდი მეთვალყურეობდა). 
1815  წლის  26  თებერვალს  კუნძულზე  განლაგებულ  ჯარისკაცებს  ვახშამი  ჩვეულებრიგზე  ადრე  აქჭამეს  და  შემდეგ  ნავსადგურისკენ მარში  უბრძანეს.  თან  იარაღისა  და  მცირე  საგზალის  წამოღებაც  დაავალეს.  ოფიცერთა  უმრავლესობა  იმ  დროს  პოლინა  ბორგეზეს  მიერ  მოწყობილ  მეჯლისზე  იმყოფებოდა.  პაოლეტა  რას  გაუშვებდა  ხელიდან შესაძლებლობას  გვარდიის  გიჟმაჟი  ოფიცრების  წრეში  რომ  არ  ეტრიალა და  ახალი  სასიყვარულო  ინტრიგები  არ  გაება.  მეჯლისი  ახალი  დაწყებული  იყო,  როდესაც  ოფიცრებმა  ბრძანება  მიიღეს  –  უკლებლივ  ყველანი ნავსადგურისკენ  გაემართეთო.  ყველას  მორიგი“  მანევრების  დაწყება ეგონა,  იმპერატორი  ხომ  ხშირად  მართავდა  მათ,  რათა  ჯარი  მუდმივ საბრძოლო  მზადყოფნაში  ჰყოლოდა.  რო(სა  ყველანი  პორტოფერაიოს ნავსადგურში  შეგროვდნენ  და  იქ  „ცვალებადი“  და  კიდევ  ორი  მომცრო ხომალდი  დაინახეს,  მიხვდნენ,  რომ  საქმე  სხვაგვარად  იყო,  ამასობაში ნაპოლეონიც  გამოჩნდა,  სამგზავროდ  გამზადებული:  საეჭვო  უკვე  აღარაფერი  იყო.  ატყდა  ერთი  ყიჟინა  და  ჟრიამული.  „გაუმარჯოს  იმპერატორს!“  გაისმოდა  ყოველი  მხრიდან.  მეომრები  ერთმანეთს  ეხვეოდნენ,  ულოცავდნენ  სამშობლოში  გამგზაგრებას  და  იქ  ახალ  საგმირო საქმეებში  შესაძლო  მონაწილეობას. 
უკვე  გვარიანად  ბნელოდა,  როცა  ნაპოლეონის  პატარა  ფლოტილიამ  აფრები  აუშვა.  მოგზაურობა  საფრანგეთისკენ  სულ  ორ  დღესა და  ორ  ღამეს  გაგრძელდა  –  იმპერატორს  ზურგქარი  დაემგზავრა  და  მან სწრაფად  მიიყვანა  იგი  საფრანგეთის  ნაპირებამდე. 
რაღაც  სასწაულად,  „მოგზაურები“  გზაში  ინგლისელთა  გემებს არ  გადაყრიან,  მაგრამ  ერთხელ  სულ  ახლოს  ფრანგულმა  ფრეგატმა  კი ჩაუარა.  კამბრონმა  ჯარისკაცებს  გემბანზე  გაწოლა  უბრძანა,  რათა  ისინი ფრეგატიდან  არ  დაენახათ.  იქიდან  კი  ელბიდან  მომავალ  „ცვალებადის“ ეკიპაჟს  შეეკითხნენ,  თუ  როგორ  გრძნობდა  თავს  იმპერატორი.  სანამ ვინმე  პასუხს  გასცემდა,  ნაპოლეონმა  მორიგე  მეზღვაურს  რუპორი გამოართვა  და  თვითონ  უპასუხა  –  იმპერატორი  თავს  მშვენივრად გრძნობსო.  სხვა  რამ  მნიშვნელოვანი  გზაში  არაფერი  მომხდარა  და  28 თებერვლის  საღამოსთვის  ფლოტილია  ჟუანის  ყურეში  შევიდა.  ჟუანის ყურე  კანთან  ახლოს  მდებარეობდა  და  მაინცა  და  მაინც  გაცხოველებული საზღვაო  მიმოსვლის  ადგილს  არ  წარმოადგენდა. 
ნაპოლეონის  გადაწყვეტილებით,  ღამე  ყველამ  გემებზე  გაათია, ისე  რომ,  პორტში  მყოფთაგან  არავის  გაუგია,  თუ  ვინ  იმყოფებოდა  მათ ტერიტორიულ  წყლებში.
ნაპირზე  გადასვლა  1  მარტს,  დილით  დაიწყო,  სახომალდო  არტილერიის  სალუტის  აკომპანემენტისა  და  სამფეროვანი  ბაირაღების ფრიალის  ქვეშ.  გაოცებულ  მცხოვრებთ  საიდან  იყო,  საიდან  არა,  ნაპირზე უცბად  იმპერატორი  და  მისი  ათას  ასკაციანი  „არმია“  გამოეცხადა!  ნაპოლეონმა  დროის  დაუკარგავად  რუკები  მოატანინა  და  მომავალი  მარშრუტის  დამუშავებას  შეუდგა. 
პარიზისკენ  ყველაზე  მოკლე  და  იოლი  გზა  მარსელსა  და  ლიონზე გადიოდა,  მაგრამ  ეს  გზა  ყველაზე  სახიფათოც  იყო,  რადგან  იქ  როიალისტებს  დიდი  ძალები  ჰყავდათ  თავმოყრილი.  მათთან  დაპირისპირება  კი კარგს  არაფერს  მოუტანდა  იმპერატორის  მომცრო  შენაერთს.  ესეც  არ იყოს,  ნაპოლეონს  სურდა  შეძლებისდაგვარად  თავიდან  აეცილებინა სისხლისღვრა  და  საფრანგეთის  დედაქალაქში  შეუბღალავი  რეპუტაციით შესულიყო.  ხანმოკლე  განსჯის  შემდეგ  იმპერატორმა  ალპების  გრძელი და  რთული  გზა  აირჩია,  გზა,  რომელიც  გრენობლზე  გადიოდა.  დოფინეს პროვინცია,  რომელზეც  ასეთ  შემთხვევაში  იმპერატორი  გაივლიდა,  მისდამი  ერთგულებით  იყო  ცნობილი,  რისი  თქმაც  პროვანსზე  არ  შეიძლებოდა,  სადაც  მეფის  მომხრეები  მძლავრობდნენ. 
თადარიგიან  კორსიკელს  ელბიდან  წამოსვლის  წინა  დღეს  მალულად  ორი  მოწოდება  დაუბეჭდინებია  –  ერთი  არმიისადმი,  მეორე  კი  – მთლიანად  ფრანგი  ხალხისადმი.  ნაპირზე  გადმოსვლისთანავე  მან  ორივე მოწოდების  გავრცელებას  მიჰყო  ხელი. „ჯარისკაცებო  –  მიმართავდა იგი  თავის  ყოფილ  მეომრებს  –  ჩვენ  არ  დავმარცხებულვართ.  საუბედუროდ,  ჩვენივე  რიგებიდან გამოსულმა  ორმა  უღირსმა  ადამიანმა  უღალატა თავის  ქვეყანას,  თავის  მბრძანებელსა  და  თავის  კეთილისმყოფელს.  რომ არა  ოჟერო  და  მარმონი,  მოკავშირეები  საფლავს  გაითხრიდნენ  საფრანგეთის  მიწაზე,  მაგრამ  ეს  ასე  არ  მოხდა.  ახლა  მე  თქვენთან  ვარ.  მოდით და  დადექით  თქვენი  ბელადის  ბაირაღების  ქვეშ.  გამარჯვება  ფორსირებული  მარშით  მოდის.  ეროვნული  დროშის  ფერად  შეფერილი  ჩვენი  არწივი  სამრეკლოდან  სამრეკლოზე  გადაფრინდება  და  პარიზის  ღვთისმშობლის  ტაძრამდე  მივა!“ 
ფრანგი  ხალხისადმი  მიმართვა  ერთობ  თავისებური  იყო  და  იმპერატორ  ნაპოლეონისათვის  ნაკლებად  დამახასიათებელ  ზოგიერთ  შტრიხს შეიცავდა.  იგი  უფრო  გენერალ  ბონაპარტისათვის  იყო  დამახასიათებელი: „..ბურბონებს  ხალხის  უფლებები  ფეოდალთა  უფლებებით  სურდათ  შეეცვალათ.  საფრანგეთის  კეთილდღეობასა და  დიდებას  უარესი  მტერი,  ვიდრე ეს  ადამიანები  არიან,  არ  ჰყოლია,  ისინი  რევოლუციისა  და  იმპერიის  ძველ მებრმოლებს  როგორც  მეამბოხეებს  ისე  უყურებენ.  ...ჩვენ  უნდა  დავივიწყოთ,  რომ  ყველა  სხვა  ერების  მბრძანებლები  ვიყავით,  მაგრამ  ამავე  დროს არ  უნდა  მოვითმინოთ  არც  ის,  რომ  რომელიმე  ამ  ერთაგანი  ჩვენს  საქმეებში  ჩაერიოს.  ფრანგებო!  გაძევებულს  მე  მომესმა  თქვენი  ჩივილი  და  თქვენი სურვილი.  თქვენ  ითხოვთ  თქვენს  მიერ  არჩეულ  მთავრობას,  რაც  სავსებით კანონიერია.  მე  ზღვები  სწორედ  იმისთვის  გადმოვცურე,  რომ  დავიბრუნო ჩემი  უფლებები,  რომლებიც  ამავე  დროს,  თქვენი  უფლებებიცაა!“
„თავზეხელაღებულთა  ექსპედიციის“  მონაწილეებმა  ახლომახლო  სოფლებიდან  სასწრაფოდ  სურსათ-სანოვაგე  მოიმარაგეს  და  იმავე 1  მარტის  ღამით  გზას  გაუდგნენ.  მიდიოდნენ  მთის  ბილიკებით,  სწრაფად, თითქმის  შეუსვენებლად.  ნაპოლეონმა  იცოდა,  რომ  მეფის  ადმინისტრაცია მალე  შეიტყობდა  საფრანგეთში  მისი  ღაბრუნების  ამბავს  და  გზის  მოსაჭრელად  არმიის  შენაერთებს  გამოგზავნიდა.  რაზმი  ისე  სწრაფად  მიდიოდა თოვლიან  ბილიკებზე,  რომ  გამოსვლიდან  20  საათის  შემდეგ,  ე.ი.  2  მარტის საღამოსათვის,  უკვე  სერნონში  იყო,  ჟუანის  ყურიდან  50  კილომეტრზე. ნაპოლეონის  უახლოეს  ამოცანას  გრენობლამდე  მიღწევა  წარმო- ადგენდა.  გრენობლი  –  საფრანგეთის  ალპების  „დედაქალაქი“  –  ძლიერი ციხე-სიმაგრე  იყო.  ჯერ  კიდევ  ელბაზე  მიღებული  ცნობების  მიხედვით იმპერატორმა  იცოდა,  რომ  ამ  ქალაქის  გარნიზონი  და  მოსახლეობა  მისდამი  დაუფარავი  სიმპათიით  იყო  განწყობილი  და  როიალისტ  ოფიცრებს ყურს  არ  უგდებდა.  სამხრეთ  საფრანგეთში  განლაგებულ  სამეფო  არმიას (მერვე  სამხედრო  ოლქს)  მარშალი  მასენა  მეთაურობდა.  „ბებერმა  მგელმა“  ფიცი  მიიღო  ბურბონებისადმი  ერთგულებაზე  და  ერთგულადაც  აპირებდა  მათ  სამსახურს.  შეტყობინება  ნაპოლეონის  დესანტის  შესახებ  მან 3  მარტის  დილას  მიიღო  (მასენას  შტაბი  მარსელში  მდებარეობდა).  მარშალმა  დაუყოვნებლივ  გაგზავნა  გენერალ  მიოლისის  ძლიერი  შენაერთი ნაპოლეონის  რაზმის  მდინარე  დიურანსთან  შესაჩერებლად.  მიოლისი  იმპერატორის  ერთგული  გენერალი  იყო  და  თავის  დროზე  მისგან  დავალებულიც.  ეტყობა  არც  იგი  და  არც  მისი  ჯარისკაცები  მაინცდამაინც  არ ირჯებოდნენ  მიღებული  ბრძანების  შესასრულებლად.  შედეგად,  როდესაც  მათ  მდინარე  დიურანსზე  გადებულ  ერთადერთ  ხიდამდე  მიაღწიეს, ნაპოლეონი  დღენახევრის  წასული  დაუხვდათ  იმ  ადგილიდან. მიოლისის  შენაერთის  გაგზავნის  პარალელურად  მასენამ  სამხედრო  მინისტრსაც  აცნობა  ახალი  ამბავი.  პარიზში  ერთი  ალიაქოთი  ატყდა  და  ბევრ  როიალისტს  გაუტყდა მშვიდი  ძილი. 
იმ  დღეებში  ვენაში  კვლავ  გრძელდებოდა  გამარჯვებული  ქვეყნებისა  და  საფრანგეთის  როიალისტური  ხელისუფლების  წარმომადგენელთა  კონგრესი.  ეს  ის  პერიოდი  იყო,  როდესაც  თითქოს  გამოიკვეთა  მისი დასრულების  კონტურები,  როდესაც  გერმანელმა  პუბლიცისტმა  და  სახელმწიფო  ექსპერტმა  ფრიდრიხ  გენტცმა,  დაამთავრა:  დასკვნითი  კომუნიკეს  ტექსტის  შემუშავება.  სწორედ  მუშაობის  ამ  სტადიაში  მოუსწრო კონგრესს  „სასიხარულო“  ამბავმა. 
თავის  მოგონებებში  კლემენს  მეტერნიხი  ასე  აღწერს  6-7  მარტის მოვლენებს:  „კონფერენციის  ერთ-ერთი  სხდომა  იმ  საღამოს  ჩემს  სახლში გაიმართა.  მუშაობა  გაგვიჭიანურდა  და  როდესაც  დავიშალეთ,  უკვე  დილის  სამი  საათი  სრულდებოდა.  მე  ჩემს  კამერდინერს  ვუბრძანე,  არ  გავეღვიძებინე  იმ  შემთხვევაშიც  კი,  თუ  კურიერები  მოვიდოდნენ  ახალი  შეტყობინებებით.  მიუხედავად  ამისა,  კამერდინერმა  დილის  6  საათზე  მაინც  გამაღვიძა  და  დეპეშა  გადმომცა,  რომელზეც  ეწერა  სიტყვა  „სასწრაფო“. როდესაც  კონვერტს  დავხედე  და  წავიკითხე,  რომ  იგი  გენუიდან  ჩვენი  კონსულის  მიერ  იყო  გამოგზავნილი,  როგორც  ნაკლები  მნიშვნელობისა,  გაუხსნელად  გვერდზე  გადავდე  და  ვცადე  კვლაგ  ძილისათვის  მიმეცა  თავი. მაგრამ  არაფერი  გამომივიდა  და  ვერაფრით  ვერ  დავიძინე.  ბოლოს,  ასე, რვის  ნახევარზე  კონვერტი  მაინც,  გავხსენი.  მთელი  წერილი  რამდენიმე ფრაზისაგან  შედგებოდა:  „ინგლისელი  კომისარი  კემპბელი  ეს  წუთია  გადმოვიდა  გემიდან  და  ცდილობს  გაარკვიოს  ნაპოლეონის  ადგილსამყოფელი. იგი  მას  გენუაში  ეძებს,  რადგან  ელბიდან  გაუჩინარებულა.“ საეჭვოა,  რომ  ამ  წერილის  წაკითხვის  შემდეგ  მეტერნიხს  ძილის გაგრძელება  მონდომებოდა.  ის  კი  არა,  ისიც  საეჭვოა,  რომ  მარტის  იმ დღეებში,  მასა  და  მის  კოლეგებს,  საერთოდ,  ძილისა  და  მოსვენების  სურვილი  ჰქონოდათ. 
ცხადია, იმწამსვე  კონგრესის  საგანგებო  სხდომა  გაიმართა.  იმ დროისათვის,  დანამდვილებით.  ჯერ  არავინ  არაფერი  იცოდა  და  ყველაფერი  ვარაუდების  დონეზხე  იყო.  ტალეირანი  ამბობდა,  რომ  ნაპოლეონი  სადმე  იტალიაში  გადავიდოდა,  რათა  შემდეგ  შვეიცარიაში დამკვიდრებულიყო.  უფრო  სწორ  ვარაუდს  მეტერნიხი  იჭერდა,  რომელიც  აცხადებდა,  რომ  ნაპოლეონი  სულის  მოუთქმელად  პარიზისკენ  გაემართებაო...
ამასობაში  მოვლენები  საფრანგეთში  ქარიშხლისებურად  ვითარდებოდა.  მათი  ეპიცენტრი  იმხანად,  ზემო  ალპებისა  და  სავოიის  დეპარტამენტების  საზღვარზე  „მდებარეობდა“.  იქ,  გრენობლის  სიახლოვესა და  თვით  გრენობლში  ხდებოდა  ის  ამბები,  რომელთაც  გადამწყვეტი როლი  ითამაშეს  შემდგომ  მოვლენებში. 
7  მარტისათვის  ნაპოლეონის  რაზმი  გრენობლს  მიუახლოვდა. გრენობლის  გარნიზონს  გენერალი  მარშანი  მეთაურობდა.  მის  დასახმარებლად  ხელისუფლებამ  ციხე-ქალაქში  დამატებითი  ძალები  შეიყვანა. ერთ-ერთ  ნაწილს  (მე-7  სახაზო  პოლკს)  გრაფი  შარლ  ლაბედუაიერი  ედგა სათავეში.  ეს  ახალგაზრდა  პოლკოვნიკი,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ცოლის მხრიდან  მეფეს  ენათესავებოდა,  თავგადაკლული  ბონაპარტისტი  იყო  და იმპერატორის  საფრანგეთში  დაბრუნებაზე  ოცნებობდა.  ახლა  კი,  როცა ოცნება  აუსრულდა,  იგი  იმაზე  ფიქრობდა,  თუ  როგორ  გამოსდგომოდა ყველაზე  უკეთ  თავის  ბელადს  და  როგორ  მოეტანა  მისთვის  ყველაზე  დიდი  სარგებლობა,  ლაბედუაიერს  თავისი  პოლკის  იმედი  ჰქონდა.  ჯარისკაცებს  უყვარდათ  ეს  თავდაუზოგავი  ჭაბუკი,  რომელმაც  მიუხედავად  თავისი  ახალგაზრდობისა  (ან  იქნებ  სწორედ  ამიტომ),  იმპერიის  უკანასკნელ ბრძოლებში  ვაჟკაცობის  არაერთი  მაგალითი  უჩვენა  თავის  მებრძოლებს. გრენობლში  შესვლისთანავე  პოლკოვნიკმა  ფარული,  მაგრამ  აქტიური მუშაობა  გააჩაღა  სხვა  ნაწილების  ჯარისკაცებსა  და  ოფიცრებს  შორის. მხარდამჭერი  მან  ბევრი  მონახა,  მაგრამ  მათ  გარდა  პირწავარდნილი  როიალისტებიც  აღმოაჩინა,  რომელთაც  „უზურპატორის“  ხელისუფლების აღდგენის  გაგონებაც  არ  უნდოდათ.  მეფის  ბრძანების  ერთგული  ჩანდა გარნიზონის  უფროსი  გენერალი  მარშანიც. 
მარშანმა  ერთი  პირობა  გრენობლს  გარეთ,  გაშლილ  ველზე  მოინდომა  „მეამბოხე  იმპერატორთან“  შეხვედრა  და  მთელი  პრობლემის  იქ, დიდი  რიცხობრივი  უპირატესობის  ფონზე  გადაწყვეტა.  მაგრამ  შტაბის ოფიცრებმა  მარშანს  განზრახვა  არ  მოუწონეს:  გარნიზონში  მღელვარებაა,  აცხადებდნენ  ისინი,  ბევრი  ჯარისკაცი  პირდაპირ  ელოდება  „კორსიკელი  ურჩხულის“  გამოჩენას,  ამიტომ  სჯობს  ღია  შეტაკებას  თავი ავარიდოთო.  მარშანმა  დაუჯერა  მათ  და  სხვა  გეგმა  აირჩია. 
გრენობლის  მისასვლელთან,  სოფელ  ლამიურთან  ახლოს  იწყებოდა  ხეობა,  რომლისკენაც  ერთი  გზა  მიდიოდა  და  ისიც  ერთადერთ  ხიდზე გადიოდა.  გარნიზონის  უფროსმა  იქ  მე-95  პოლ კი  გაგ ხავნა  და  დროის  მოგების  მიზნით  ამ  ხიდის  აფეთქება  დაავალა.  მაგრამ,  ეს  განზრახვა  ვერ  განხორციელდა.  როცა  მე-5  პოლკი  სოფელ  ლამიურთან  მივიდა,  გამოირკვა, რომ  ნაპოლეონის  რაზმი  ხიდზე  უკვე  გადასულიყო  და  გრენობლისკენ  მიმავალ  ხეობას  უახლოვდებოდა.  დრო  აღარ  ითმენდა  და  ხეობის  შესასვლელი  მე-5  პოლკის  ერთ-ერთი,  ყველაზე  „საიმედო“  ბატალიონის  მეომრებმა გადაკეტეს.  ბატალიონს  ვინმე  კაპიტანი  დელასარი  მეთაურობდა. 
რომელსაც  გვერდს  მარშანის  ადიუტანტი  კაპიტანი  რენდოწი  უმშვენებდა. ნაპოლეონი  დურბინდით  დიდხანს  გაჰყურებდა  მის  წინ  გამწკრივებულ  „მოწინააღმდეგეს“.  ახლოვდებოდა  უმძიმესი  წუთები  –  შეტაკება გარდუვალი  ჩანდა.  რა  თქმა  უნდა,  ნაპოლეონის  ათას  ასკაციან  შენაერთს იოლად  შეეძლო  ამ  ბატალიონის  განადგურება,  მაგრამ  ასეთი  რამ  არ  შედიოდა  იმპერატორის  გეგმებში.  მას  არ  სურდა,  რომ  ფრანგებს  ფრანგებისთვის  ესროლათ:  მისი  გზა  პარიზისაკენ  მშვიდობიანი  უნდა  ყოფილიყო,  რათა  მთელ  ქვეყანას  დაენახა,  თუ  როგორ  ელოდებოდა  საფრანგეთი მას  და  როგორ  სჭირდებოდა  იგი  ფრანგ  ხალხს.  ამიტომ  სისხლიან  შეტაკებაში  წარმატება  მაინც  წარუმატებლობა  იქნებოდა  მისთვის. 
ისევ  დაუდგა  კრიტიკული  ჟამი  ბუონაპარტეს,  ვინ  მოთვლის  მერამდენედ  მის  ცხოვრებაში?  მაგრამ  ახლა  არც  არკოლეს  ხიდის  გადალახვა  იყო  საჭირო  და  არც  ლოდისა.  ახლა  გაცილებით  უფრო  ძნელი ამოცანა  იდგა  მის  წინაშე  –  მოწინააღმდეგის  ერთი,  სულ  ერთადერთი ბატალიონის  უკუგდება,  რაც  გზის  გახსნის  ტოლფასი  იქნებოდა  მისთვის,  მაგრამ  ეს  შეუძლებელი  იყო.  ეს  ბატალიონი  გადაულახავ  კედლად იყო  მის  წინ  აღმართული,  რადგან  იგი  ფრანგული  ბატალიონი  იყო!  როდის  უომნია  მთელ  ქვეყანასთან  მეომარ  ამ  კაცს  ფრანგების  წინააღმდეგ. ახლა  რომ  ეომა?  ვის  შეებრძოლოს,  თავისსავე  ჯარისკაცებს,  აი,  დურბინდში  რომ  სცნობს  ზოგიერთ  მათგანს,  იმათ?  არა,  არ  ივარგებს  ასე. ხელი  რომ  აიღოს  მთელს  წამოწყებაზე?  მაშინ  რაღა  საჭირო  იყო  ეს  დიდი სამზადისი,  ხიფათით  აღსავსე  მოგზაურობა  ზღვაზე,  ეს  გაუგონარი  სისწრაფის  მარში  თოვლიან  ბილიკებზე?  მასხრად  ააგდებინოს  თავი  ევროპას?  არც  ასე  გამოვა.  ამიტომ  სხვა  რამ  უნდა  მოიფიქროს  ბუონაპარტემ, სხვა  გამოსავალი  უნდა  მოძებნოს,  ვერავინ  მის  მეტი  ამ  გამოსავალს  ვერ მოძებნის.  თუ  სისხლია  დასაღვრელი,  დაე,  მხოლოდ  მისი  დაიღვაროს, ასე  აჯობებს.  იქნებ  ასე  უკეთესიც  იყოს... 
იმპერატორმა  დურბინდი  ჩამოუშვა  და  თავის  მეომრებს  ანიშნა –  თოფები  მარჯვენა  ხელიდან  მარცხენაში  გადაიტანეთ,  ლულით  დაბლა დაუშვით  და  უკან  გამომყევითო.  პოლკოვნიკ  მალეს,  ნაპოლეონის  ერთგულ  თანამებრძოლს,  ელდა  ეცა.  რას  ამბობთ,  სირ,  როგორ  შეიძლება! ასე  ხომ  ჩვენ  განიარაღებულნი  ვიქნებით!  არავინ  იცის,  იმ  ბატალიონის განწყობა  როგორია.  მათი  ერთი  ზალპი  გამოუსწორებელ  ზიანს  მოგვიტანს!  –  ცხარობდა  პოლკოვნიკი.  „მოიცათ,  მალე.  შეასრულეთ,  რასაც  გიბრძანებთ.  მომყევით!“ 
ლაფრეს  ხეობის  შესასვლელთან  გამწკრივებულ  მეფის  არმიის ჯარისკაცებს  თვალწინ  ასეთი  სურათი  გადაეშალათ:  ხეობის  შესასვლელისკენ,  პირდაპირ  მათკენ,  თოფდაშვებული  მათი  კოლეგები  –  სახელგანთქმული  გვარდიის  ვეტერანები  მოდიოდნენ,  მათ  წინ  კი,  10-15  ნაბიჯის  დაშორებით,  ნაცრისფერფარაჯიანი  კაცი  მოდიოდა,  რომელსაც  თავზე  სამკუთხა  ქუდი  ეხურა.  მოდიოდა  უიარაღოდ,  აუჩქარებელი  ნაბიჯით და  ისე  ჩანდა,  თითქოს  ღელვისა  არაფერი  ეტყობოდა.  მეფის  არმიის  ჯარისკაცებს  მუხლი  მოეკვეთათ,  აკანკალდნენ  და  ზოგიერთმა  მათგანმა  მომარჯვებული  თოფი  ძირს  დაუშვა. 
რა  უნდა  ვქნა?  წამოიძახა  კაპიტანმა  დელასარმა,  რა  მოვუხერხო ამ  ჯარისკაცებს?  შეხედეთ,  რანდონ,  –  მიმართა  მან  გრენობლის  გარნიზონის  უფროსის  ადიუტანტს,  რა  ფერი  ადევთ  ამ  საცოდავებს,  როგორ უკანკალებთ  ხელები  მხოლოდ  იმის  გაფიქრებაზეც  კი,  რომ  შეიძლება უბრძანონ,  ამ  კაცს  ესროლეთო!  როდესაც  რანდონმა  დაინახა,  რომ  ბატალიონის  მეთაური  თავადაც  არ მისცემდა თავის  ჯარისკაცებს  ასეთ  ბრძანებას,  წინ  გამოვიდა  და  დაიძახა:  ,,ჯარისკაცებო,  აი,  ისიც,  ესროლეთ!“ არავინ  განძრეულა.  ნაცრისფერფარაჯიანი  კაცი  კი  კვლავ  მოდიოდა  და როცა  სულ  ახლოს  მივიდა  მათთან,  მტკიცე  ხმით  დაიძახა: „მე-5  პოლკის ჯარისკაცებო,  მიცანით  თუ  ვერა?“  შემდეგ  ფარაჯის  ღილები  შეიხსნა, მკერდი  გაიშიშვლა  და  კვლავ  დაიძახა:  „ვის  სურს  ესროლოს  თავის იმპერატორს?  იგი  თქვენს  წინაა!“ ჯარისკაცებმა  თოფები  დაყარეს,  გაუმარჯოს იმპერატორსო, ერთი  კი  იხუვლეს  და  ნაპოლეონს  შემოეხვივნენ. 
თვით  გრენობლში  ამდროს  ასეთი  ამბები  ხდებოდა:  როგორც  კი ლაბედუაიერმა  შეიტყო,  რომ  გარნიზონის  უფროსს  მე-5  პოლკი  ხეობის ჩასაკეტად  გაეგზავნა,  მიხვდა  დაყოვნება  აღარ  ეგებოდა,  რადგან  შეიძლება  შეტაკება  მომხდარიყო,  რასაც  გამოუსწორებელი  შედეგი  მოჰყვებოდა.  ახალგაზრდა  გრაფმა  თავისი  პოლკი  ყაზარმიდან  გამოიყვანა  და პლაცზე  გამწკრივებულ  ჯარისკაცებს  მხოლოდ  ერთი  ფრაზით  მიმართა: „იმპერატორი  გრენობლს  უახლოვდება.  გაუმარჯოს  იმპერატორს! წავიდეთ  მის  შესახვედრად!“  მე-7  პოლკი  გაშლილი  დროშებითა  და  გაშას ძახილით  გამოვიდა  ქალაქის  ქუჩებში.  პოლკს  უამრავი  გრენობლელი მიჰყვა.  როცა  ციხე-ქალაქის  კედლები  უკან  დარჩა,  მათ  ახლომდებარე სოფლების  გლეხობაც  შეუერთდა.  ლაბედუაიერი  ჩქარობდა,  მან  არაფერი იცოდა  ლაფრეს  ხეობასთან  მომხდარი  ამბის  შესახებ  და  ეშინოდა,  არ დაეგვიანა.  მაგრამ,  ცოტა  ხანში,  ყველაფერი  თავის  ადგილზე  დადგა  – იმპერატორი  და  მისი  ერთგული  პოლკოვნიკი  ერთმანეთს  გადაეხვივნენ. საფრანგეთის  ალპების  დეღაქალაქი  თოფის  გაუსროლელად ჩაბარდა  ნაპოლეონს.  ჩაბარდა  კი  არა,  მის  მხარეზე  გაღავიდა.  ქალაქის ქუჩები  მოზეიმე  ხალხით  აივსო.  ყველგან  „გაუმარჯოს  იმპერატორს!“ და  „ძირს  ბურბონები!“  გაისმოდა.  გრენობლამდე  მე  თავგადასავლების მაძიებელი  ავანტიურისტი  ვიყავი,  გრენობლის  შემდეგ  კი  უფლისწული გავხდიო  –  იტყვის  მერე  ნაპოლეონი. 
გრენობლის  ამბებმა  უკვე  სერიოზულად  შეაშფოთეს  ბურბონები და  მათი  მხარდამჭერები.  მეფის  ბრძანებით,  სასწრაფოდ  გამოცვალეს სამხედრო  მინისტრი  –  მარშალი  სულტი  მარშალმა  კლარკმა  შეცვალა (ხელისუფლება  ფიქრობდა,  რომ  ეს  უკანასკნელი  უფრო  ანტიბონაპარტისტულად  იქნებოდა  განწყობილი  ვიდრე  მისი  წინამორბედი),  ჯარების დამატებითი  შენაერთები  გაგზავნეს  საფრანგეთის  სიდიდითა  და  მნიშვნელობით  მეორე  ქალაქის  -–  ლიონისაკენ,  რადგან  არავის  ეპარებოდა  ეჭვი, რომ  „კორსიკელი  ურჩხული“  ახლა  ლიონისაკენ  აიღებდა  გეზს.  „ლიონის დაცვა“  მეფის  ძმამ,  გრაფმა  დ”არტუამ  იკისრა.  იგი  დიდის  ამბით  გაემგზავრა  ამ  ქალაქისაკენ  და  თან  როიალისტთა  იმედები  და  ლოცვა-კურთხევა  გაიყოლა. 
ორი  მეფის,  ლუი  XVI-ისა  და  ლუი  XVIII-ის  ძმა  შარლ-ფილიპ დ'არტუა  ბურბონი,  შემდგომში  თავადაც  მეფე  (შარლ  X),  ერთი  უხეში,მთავნება  და  თავდაჯერებული  კაცი  იყო.  ძნელად  თუ  მოიძებნებოდა  რევოლუციისა  და  ნაპოლეონის  უფრო  მოძულე  ვინმე,  ვიდრე  გრაფი  დ'არტუა იყო.  ამ  ადამიანს  თავი  სამხედრო  საქმის  მცოდნედ  მიაჩნდა,  მიუხედავად იმისა,  რომ  არცერთ  ომში  არასდროს  პირადად  მონაწილეობა  არ  მიუღია და,  შესაბამისად,  არც  შეიარაღებული  ძალებისთვის  უხელმძღვანელნია. აი,  ასეთმა  კაცმა  გადაწყვიტა  პირადად  ჩასდგომოდა  სათავეში  სამეფო ჯარს  და  დაპირისპირებოდა  თვით  ნაპოლეონს.  მეფის  ძმას  თან  მარშალი მაკდონალდი  ახლდა. 
შარლ-ფილიპ  ბურბონმა  და  მარშალმა  მაკდონალდმა  ქალაქის კედლებთან  ბრძოლის  გეგმა  შეიმუშავეს,  მაგრამ  მათ  ამ  გეგმის  არა  თუ განხორციელება,  არამედ  ქაღალდზე  ხეირიანად  გადატანაც  ვერ  მოასწრეს.  10  მარტს  (ნაპოლეონი  ელვის  სისწრაფით  მოდიოდა)  მათ  მოწინააღმდეგე  უკვე  ლიონის  კარიბჭესთან  მიუვიდათ.  ნაპოლეონზე:  და  მის არმიაზე  უფრო  სწრაფად  ახალი  ამბები  „მიდიოდნენ“.  ლიონელებმა  მეორე  დღესვე  შეიტყვეს,  თუ  რა  მოხდა  გრენობლში  და  თავად  უფრო მხურვალე  შეხვედრას  უმზადებდნენ  იმპერატორს.  მართლაც,  ლიონსაც იგივე  ბედი  ეწია,  რაც  გრენობლს.  ხალხი  იქაც  ქუჩებში  გამოვიდა,  არმია იქაც  იმპერატორის  მხარეზე  გადავიდა  და  ქალაქი  ნაპოლეონის  ხელში აღმოჩნდა.  მარშალ  მაკდონალდს  სრული  საფუძველი  ჰქონდა  მარშალ კლარკისთვის  მიეწერა:  „ლიონიდან  მე  მას  შემდეგ  გამოვიქეცი.  რაც უკლებლივ  მთელი  გარნიზონი  ძახილით  –  „გაუმარჯოს  იმპერატორს!“ნაპოლეონის  მხარეზე  გადავიდა.  ამ  ძახილს  რონის  ორივე  ნაპირზე  შეგროვილი  ურიცხვი  ხალხი  აჰყვა,  რომელიც  ჯარის  მიახლოებისთანავე მას  უერთდებოდა“,  ალბათ,  საჭიროც  არაა  აღვნიშნოთ,  რომ  გრაფი დ'არტუა  უფრო  ადრე  გაიქცა  ქალაქიდან. 
ასეთი  ამბების  შემდეგ  ციებ-ცხელება  მარტო  პარიზს  კი  არა, ვენასაც  მოედო.  კონგრესმა  დაადგინა  (სხვათაშორის,  საფრანგეთის  სამეფო  ხელისუფლების  წარმომადგენლის  თავად  ტალეირანის  თაოსნობით),  რომ  ნაპოლეონი  კანონგარეშე  ცხადდება,  რომ  იგი  სრულიადევროპული  მშვიდობის  დამრღვევი  და  შფოთისთავია,  და  რომ  კონგრესის  მონაწილენი  სრულ  მხარდაჭერას  უცხადებენ  ლუი  XVIII-ესა  და მის  ხელისუფლებას,  ეს  დადგენილება  კონგრესმა  13  მარტს  გამოიტანა. 20  მარტს  კი  ნაპოლეონი  პარიზში  იყო.  მხარდაჭერის  რეზოლუციამ  სულ 7  დღეს  იარსება... 
ტიუილრის  სასახლეში  ტრიუმფულ  დაბრუნებამდე,  ქალაქ  შალონის  მისადგომებთან  ამ  დიდი  და  დრამატული  სპექტაკლის  კიდევ  ერთი ამაღელვებელი  სცენა  გათამაშდა,  რომლის  შესახებაც  აუცილებლად  უნდა  ითქვას  ორიოდ  სიტყვა. 
ლიონის  დაცემის  შემდეგ,  ბურბონთა  ხელისუფლებამ  უკანასკნელი  იმედი  მარშალ  ნეიზე  დაამყარა.  „მამაცთა  შორის  უმამაცესი“, საფრანგეთის  არმიის  ერთი  ყველაზე  სახელოვანი  და,  რაც  მთავარია, ყველაზე  საყვარელი  მეთაურთაგანი,  ნაპოლეონის  დიდი  ხნის  თანამებრძოლი  იყო.  აქ,  რა  თქმა  უნდა,  აღარაა  საჭირო  ნეის  დამსახურებებზე და  ნეისა  და  იმპერატორის  ძველ  ურთიერთობებზე  ყურადღების  შეჩერება –  ეს  ყველაფერი  ხომ  ჩვენ  უკვე  „განგვლეთ“  და  ყველაფერს  თავისი მივაგეთ.  ახლა  ჩვენ  ნეისა  და  ბურბონების  ურთიერთდამოკიდებულებაზე ვთქვათ  ცოტა  რამ. 
        როგორც წარსულში რესპუბლიკური არმიის  თავდადებულ მეომარს, როგორც ნაპოლეონური  საფრანგეთის  სამხედრო  ელიტის  ერთ-ერთ  ყველაზე  გამორჩეულ  წარმომადგენელს, ნეის,  ცხადია,  არ  ჰქონდა არავითარი  სიმპათია  საფრანგეთიდან  გაძევებული  და  შემდეგ  მოწინააღმდეგის  ხიშტების  მეშვეობით  დაბრუნებული  სამეფო  დინასტიისადმი.  მისი  სიმპათიები  აწ  გამქრალ  „დიდ  არმიასთან“ დარჩა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა (საფრანგეთისვე  სასარგებლოდ, როგორც  ნეი  თვლიდა)  და  საფრანგეთში  ავმა  თუ  კარგმა  ახალმა  ხელისუფლებამ  მოიკიდა  ფეხი, ნეიმ,  როგორც  პროფესიონალმა  სამხედრომ, სხვა  მისი  კოლეგების  მსგავსად,  საჭიროდ  ჩათვალა კვლავ  ემსახურა  არმიაში  და  ამიტომ  ფიციც  დადო  ბურბონებისადმი  ერთგულების  თაობაზე. მარტის  ამბების  დროს  ნეის,  ისევე  როგორც  არმიის  სხვა  ბევრ  უმაღლეს მეთაურთაგანს, გულწრფელად  მიაჩნდა,  რომ  ნაპოლეონის  მცდელობა, ძალაუფლების  ხელახლა  მოსაპოვებლად  დაბრუნებულიყო  საფრანგეთში, ავანტიურა  და  მხოლოდ  მარცხისთვის  განწირული  ნაბიჯი  იყო.  აქედან გამომდინარე  იგი  თვლიდა,  რომ  ასეთი  „ექსპერიმენტი“  სიკეთეს  არ მოუტანდა  ქვეყანას. 
ლუი  XVIII-მ  პირადად  მიიღო  ნეი  და  პირადად  სთხოვა  მას  ნაპოლეონს  გადასდგომოდა  წინ  პარიზისკენ  მიმავალ  გზაზე.  ნეიმ  მიიღო  მეფის  თხოვნა  (ბრძანება)  და  ჯარისკაცური  პირდაპირობით  განაცხადა:  ნაპოლეონს  რკინის  გალიით  ჩამოვიყვან  დედაქალაქშიო.  ნეი  სწორედ  ასეთი  განზრახვით  გაემგზავრა  არმიაში.  მაგრამ  აქ კი  შეცდა  უებრო  მებრძოლი.  მან  ვერ  გაითვალისწინა  არმიის  განწყობილება  და  ვერც  ის,  რომ  იმ  დროს  ნახევარი  არმია  და  ნახევარი  საფრანგეთი  უკვე  ნაპოლეონის  ხელში  იყო! 
ლონ-ლე-სონიე,  პატარა  ქალაქი  აღმოსავლეთ  საფრანგეთში, შვეიცარიის  საზღვართან  ახლოს  –  ნეის  იქ  დაუდვია  შტაბ-ბინა.  „მამაცთა  შორის  უმამაცესი“  აშკარად  ვერაა  ხასიათზე.  ის,  რაც  მას  არმიაში დახვდა,  იმაზე  ბევრად  უარესი  აღმოჩნდა,  ვიდრე  ეგონა.  რამდენიმე  როიალისტი ოფიცრის  მეტი  მან  იქ  მხარდამჭერი  ვერ  იპოვა!  ჯარისკაცები ზედაც  არ  უყურებდნენ  საყვარელ  მეთაურს.  მარშალი  ნეი  მათთვის  მაშინ გაქრა,  როცა  ის  მათი  იმპერატორის  წინააღმდეგ  გამოვიდა.  ნეის  წამდაუწუმ  მოსდიოდა  ამბები  სულ  ახალი  და  ახალი  დასახლებული  პუნქტის ნაპოლეონის  მხარეზე  გადასვლის  შესახებ.  ეს  კიდევ  არაფერი!  მეფის „ერთგული“  ჯარის  ნაწილები,  რომლებსაც  პარიზიდან  მას  უგზავნიდნენ, დანიშნულების  ადგილის  ნაცვლად  ნაპოლეონისკენ  მიდიოდნენ  და  მის ლაშქარს  უერთდებოდნენ!  ნეი  საგონებელში  იყო  ჩავარდნილი,  ღელავდა და  ეჭვები  ღრღნიდა. 
ნაპოლეონმა  უკვე  იცოდა,  რომ  მის  წინააღმდეგ  ბურბონებმა  ნეი გამოგზავნეს.  იცოდა  მისი  სიტყვები  „რკინის  გალიის“  შესახებ.  მაგრამ მიუხედავად  ამისა,  მაინც  ეჭვი  არ  ეპარებოდა,  რომ  საბოლოოდ  ნეი გვერდში  ამოუდგებოდა  მას.  და  ასეც  მოხდა.  იმპერატორმა  მოკლე,  სულ ერთწინადადებიანი  ბარათი  გაუგზავნა  მას  ლონ-ლე-სონიეში:  „მოდი ჩემთან  და  მე  მიგიღებ  ისე,  როგორც  მიგიღე  მოსკოვის  ბრძოლის შემდეგ“.  თუ  რა  გააკეთა  ნეიმ  მოსკოვის.  (ბოროდინოს)  ბრძოლის  დროს და  როგორ  მიანიჭა  მას  იმპერატორმა  მოსკოვის  თავადის  წოდება,  ყველამ კარგად  იცოდა  და  ყველაზე  უკეთ  თვით  ნეიმ.  მაგრამ  ყველამ  არ  იცოდა, რომ  ამ  რკინის  კაცსაც  ნერვები  ჰქონია. 
ნეიმ  შტაბის  უფროსს  ჯარის  მოწყობა  უბრძანა.  როცა  ყველამ თავისი  ადგილი  დაიკავა,  მარშალი  წინ  გამოვიდა,  დაშნა  ამოიღო,  ზეაღმართა  და  დიდი  ხმით  დაიძახა:  „ბურბონების  საქმე  წასულია.  საფრანგეთის  მიერ  არჩეული  კანონიერი  დინასტია  ტახტს  უბრუნდება.  ამიერიდან ამ  მშვენიერ  ქვეყანაში  იმპერატორი,  ჩვენი  ხელმწიფე  იმეფებს!“  ჯარის განწყობილება  წამსვე  შეიცვალა.  მოღუშული  და  მტრული  სახეები  უმალ სიხარულითა  და  ბედნიერებით  აღსავსე  სახეებით  შეიცვალა.  ახლა  ამ ჯარისკაცების  წინაშე  ისევ  მათი  მარშალი  ნეი  იდგა,  ასე  ახლობელი  და ასე  საყვარელი.  „გაუმარჯოს  იმპერატორს!  გაუმარჯოს  მარშალ  ნეის!...“ 
ნაპოლეონი  და  ნეი  სულ  მალე  შეხვდნენ  ერთმანეთს.  ეს  შალონში მოხდა,  ქალაქის  რატუშაში.  რომლის  წინაც,  მოედანზე,  აუარება  ხალხს მოეყარა  თავი  და  იმპერატორის  ხილვას  ესწრაფოდა.  ნაპოლეონმა  მკლავი  გამოსდო  ნეის  და  უთხრა:  ,ფწამოდი,  დაანახე  ხალხს  შენი  ოქროსფერი კულულები“.  შეხვედრისას  ნაპოლეონს  არაფრით  უგრძნობინებია  ნეისათვის  წყენა  ბურბონებთან  მისი  ურთიერთობის  გამო.  ეს  მან  ოდნავ  მოგვიანებით  და  ისიც  მხოლოდ  ერთხელ  გააკეთა,  იქვე,  რატუშის  აივანზე, საიდანაც  ორივენი  მოზეიმე  ხალხს  ესალმებოდნენ.  იმპერატორმა,  თითქოს  სხვათაშორის,  ნეის  ჰკითხა:  „ჰო,  მართლა,  რაღაც  ლაპარაკი  ყოფილა  რკინის  გალიის  შესახებ.  შენ  ხომ  არაფერი  გაგიგია?“  თავისი  ბობოქარი  ცხოვრების  მანძილზე  იქნებ  პირველად  გაწითლდა  ნეი... 
ბურბონებს  საფრანგეთში  აღარაფერი  ესაქმებოდათ  – მათი  საქმე ახლა  გაქცევა  იყო,  და  გაიქცნენ  კიდეც.  ისე  სწრაფად,  როგორც  ეს  შეიძლებოდა.  ამბობენ,  როცა  ნაპოლეონი  ტიუილრის  სასახლის  მისეულ  კაბინეტში  შევიდა  (რომელიც  ლუი  XVIII-ს  ეკავა),  მაგიდაზე  მეფის  ჩაუმქრალი  სიგარა  იდოო...  სიგარა  შეიძლება  იქ  არც  იდო,  მაგრამ  ერთი უმნიშვნელოვანესი  და  უსაიდუმლოესი  დოკუმენტი,  რომლის  წაღება ლუი  XVIII-მ  ვერ  მოასწრო,  იქ  ნამდვილად  იდო.  ამ  დოკუმენტზე  ჩვენ ცოტა  მოგვიანებით  ვილაპარაკოთ,  ახლა  კი  ვაცალოთ  იმპერატორს თავის სასახლეში  შესვლა  და  აქეთ-იქით „მიხედ-მოხედვა“. 
აწ  უკვე  შორეული  1800  წლის  თებერვალში,  როდესაც  პირველი კონსული  ტიუილრის  სასახლეში  საცხოვრებლად  და  სამუშაოდ  გადავიდა,  მან  თავის  მდივანს  წინასწარმეტყველური  სიტყვები  უთხრა:  მთავარი აქ  მოხვედრა  კი  არა,  მთავარი  აქ  დარჩენააო.  არც  პირველი  მოხვედრა იყო  ტიუილრიში  იოლი  და  არც  მეორე,  მაგრამ  იქ  დარჩენის  პრობლემა ყოველთვის  იდგა  და  ახლა  მითუმეტეს. 
არავინ  იცოდა  ეს  ნაპოლეონზე  უკეთ.  ეს  მოხეიმე  ზღვა  ხალხი, ახლა  რომ  შემოხვეოდა  სასახლეს,  რომელმაც  სიხარულით  გაუღო  პარიზის  კარები  და  ხელში  აყვანილი  შეიყვანა  ტიუილრიში,  ამაზე  არცკი  ფიქრობდა,  ხალხი  ერთ  რამეზე  ფიქრობდა  მხოლოდ:  მათი  სურვილითა  და მათი  ძალისხმევით,  საფრანგეთში  მათი  სასახელო  იმპერატორი  დაბრუნდა,  დაბრუნდა:  საფრანგეთის  დიდება  და  ეს  ყველასთვის  კარგი  იქნება –  როგორც  თითოეული  მათგანის,  ისე  მთლიანად  საფრანგეთისთვის... მაგრამ,  იქნება  კი?  მოუტანს  კი  მისი  დაბრუნება  მშვიდობას  ოცდახუთი წლის  ომებით  გატანჯულ  ქვეყანას?  იქნებ  მოუტანოს.  ყოველ  შემთხვევაში,  ბუონაპარტე  ახლა  ყველაფერს  გააკეთებს  იმისათვის,  რომ  მათი  სურვილი  ახდეს.  ახლა,  როდესაც  ასეთი  სასწაული  მოხდა,  როცა  სრულიად უმსხვერპლოდ,  თოფის  გაუსროლელად  საფრანგეთი  კვლავ  მისი  გახდა, მას  უფლება  აღარ  ჰქონდა  ძველებურად  მოქცეულიყო.  1815  წლის მარტის  რევოლუცია  სრულიადსახალხო  მოძრაობა  იყო.  ეს  არ  ყოფილა 18  ბრიუმერის  გადატრიალება  და  არც  1804  წლის  უღიმღამო  პლებისციტი.  მისი  მეორედ  მოსვლა  1789  წლის  განმეორება  იყო,  მხოლოდ  სხვა მონაწილეების  შესრულებით.  ხალხს  ბურბონები  არ  უნდოდა  –  ეს  ცხადი იყო.  ხალხს  ახსოვდა  და  პატივს  სცემდა  ნაპოლეონს  –  ესეც  ცხადი  იყო, მომხრეები  მას  ბეგრი  ჰყავდა  საფრანგეთში.  მაგრამ  ასეთი  ერთსულოვანი,  ასეთი  საყოველთაო  მხარდაჭერა  (ერთი  მუჭა  როიალისტები სათვალავში  ჩასაგდები  აღარც  იყვნენ)  არ  მოხდებოდა,  ბუონაპარტეს დაბრუნება  ახალი  ცხოვრების,  ახალი  იმედის,  ახლისკენ  შემოტრიალების  მომასწავებელი  რომ  არ  ყოფილიყო.  შემოტრიალებას  კი  სხვანაირად  რევოლუცია  ჰქვია... 
ახალგაზრდობისას  თავად  მხურვალე  რევოლუციონერს,  ბუონაპარტეს,  შემდეგ  ამ  სიტყვის  გაგონებაც  აღარ  უნდოდა.  და  თუმცა  რევოლუციისა  და  რესპუბლიკის  მონაპოვარს  იგი  მუდამ  იყენებდა  და  არც  თუ ცოტას  „თავისასაც“  უმატებდა,  მან  მაინც  ბევრი  გააკეთა  იმისათვის,  რათა  რევოლუციური  აღტკინება,  არეულობა  და  განუკითხაობა,  რომელიც ყოველთვის  თან  სდევდა  ასეთ  მასიურ  მოძრაობებს,  ძირფესვიანად  ამოძირკვულიყო  და  მძლავრი  და  „მშვიდი“  საფრანგეთი  ევროპის  სათავეში მოქცეულიყო.  მაგრამ  „მთლად  ასე“  არ  გამოვიდა.  არ  გამოვიდა,  მიუხედავად  იმისა,  რომ  თვითონ  მან  თავისი  ტიტანური  ძალისხმევა  მთლიანად ამ  საქმეს  მოახმარა.  არ  გამოვიდა,  მიუხედავად  იმისა,  რომ  იდეადაკარგული  მისი  ხალხი  მაინც  გაჰყვა  მას  ფეოდალური  ევროპის  წინააღმდეგ. უფრო  სწორად,  გაჰყვა  მის  სახელს,  მის  უკიდეგანო  აგტორიტეტს,  რომლის  უკან,  რაც  არ  უნდა  იყოს,  მაინც  სიახლის,  მაინც  პროგრესისა  და იმედიანი  მომავლის  აჩრდილი  იდგა. 
თვითმხილველები  ერთხმად  აღნიშნაცდნენ,  რომ  ისეთი  შეხვედრა,  ისეთი  სიყვარული,  როგორიც  1815  წლის  მარტში  ნაპოლეონს  ფრანგმა  ხალხმა  მიაგო,  მას  არც  მარენგოს,  არც  აუსტერლიცის,  არც  ტილზიტის  შემდეგ  არ  მიუღია.  რა  იყო  ეს?  ნუთუ  ბურბონებმა  სულ  რაღაც  ათთვიანი  მმართველობის  პერიოღში  ისე  შეაძულეს  ერთდროულად  ყველას თავი,  რომ  მათი  სახსენებლის  გაგონებაც  არავის  სურდა?  არა,  რა  თქმა უნდა.  ასე  მოკლე  დროში  ეს  მათთვისაც  ძნელი  მოსახერხებელი  იქნებოდა.  საქმე  ის  იყო,  რომ  როიალისტების,  ფეოდალ-არისტოკრატების  დაბრუნებამ  საფრანგეთი  ერთბაშად  25  წლით  უკან  გადააგდო.  აი,  ამას  მიხვდა  ხალხი.  მიხვდა,  რომ  განვითარების  პერსპექტივა  დაიკარგა  და  ქვეყანა  ფეოდალური  ჭაობისკენ  გაექანა.  აი,  ამან  შეუწყო  ხელი  ბონაპარტის დაბრუნებას.  თავის  მხრივ  ხალხის  გათვგითცნობიერებას  თვით  ბონაპარტიც  უწყობდა  ხელს.  ხმელთაშუა  ზღვის  სანაპიროდან  პარიზამდე  გრძელი  გზის  სწრაფად  გავლის  მიუხედავად,  იგი  მაინც  ასწრებდა  მიტინგებსა და  თავყრილობებზე  გამოსვლას.  ასწრებდა  უამრავი  პროკლამაციის დაბეჭდვასა  და  ხალხისადმი  მგზნებარე  მოწოდებებით  მიმართვას. 
მიმართვებს  საქმე  სდევდა  თან.  უკვე  13  მარტს  ნაპოლეონმა  ბურბონები  ტახტიდან გადაყენებულად  გამოაცხადა  და  იქვე  გამოსცა  დეკრეტი,  რომლის  მიხედვითაც, საფრანგეთის  სახელმწიფო  დროშად  კვლავ სამფეროვანი  ბაირაღი  ცხადდებოდა.  შემდეგი  ნაბიჯები  არანაკლებ  რადიკალურია  –  ნაპოლეონი  აუქმებს  თავად-აზნაურთა  ტიტულებს,  საფრანგეთიდან  აძევებს  იმ  როიალისტებს,  რომლებიც  ბურბონებს  ჩამოჰყვნენ  ემიგრაციიდან,  ხსნის  მეფის  მიერ  დანიშნულ  მოსამართლეებს, პოლიციის  უფროსებს  და  არმიიდან  დათხოვნილად  აცხადებს  როიალისტ ოფიცრებს.  ხალხი  ენთუზიაზმით  ხვდება  ბონაპარტის  ამ  ნაბიჯებს. ქუჩებში  დემონსტრანტები  „მარსელიეზას“  მღერიან. 
ფეოდალური  ევროპა  პანიკაშია.  თვალწინ  მას  კვლავ  „საშინელი“ 1789  წელი  უდგას.  რუსეთის  დიპლომატიური  მისიის  წარმომადგენელი საფრანგეთში  თავის  დედაქალაქში  საგანგაშო  ცნობას  აგზავნის:  „პარიზისაკენ  ნაპოლეონი  რევოლუციური  ჩირაღდნით  ხელში  მიემართება.  მას ხალხის  დაბალი  ფენები  და  არმია  უჭერს  მხარს“.  ბატონ  დიპლომატს ავიწყდება  ან  არ  სურს გაიხსენოს,  რომ  თუ  მეტს  არა,  საფრანგეთის  მოსახლეობის  95  პროცენტს  „ხალხის  დაბალი ფენები“  შეადგენს. დანარჩენი  კი  –  გზას  ადგას,  ოღონდ  საფრანგეთიდან  მიმავალ  გზას... 
ლონდონს,  პეტერბურგს,  ვენას,  ბერლინს  –  მართლა  შესაშფოთებლად  აქვს  საქმე:  საფრანგეთის  სხვადასხვა  კუთხეში  მასობრივად იქმნება  ანტიროიალისტური  „მოხალისეთა  კავშირები“.  მათ  უმრავლესობას  ხელოსნები,  მეწარმეები,  ინტელიგენციის  წარმომადგენლები შეადგენენ.  სოფელიც  მოძრაობს  –  გლეხები  დიდ:დიდ  ჯგუფებად  იკრიბებიან  და  ანტიფეოდალურ ლოზუნგებს  გაიძახიან.  არა,  ეს  ერთი კაცის.  თუნდაც  ასეთი  საშიში  კაცის  დაბრუნება  აღარაა.  ეს  1789  წლის დაბრუნებაა.  ამიტომ  ჩქარა,  ყველანი  საფრანგეთის  წინააღმდეგ,  ყველანი „ევროპის  გადასარჩენად“. 
25  მარტს,  ვენაში,  კონგრესის  მონაწილე  მოკავშირე  ქვეყნებმა –  ავსტრიამ,  ინგლისმა,  პრუსიამ  და  რუსეთმა  ხელი  მოაწერეს  შეთანხმებას,  რომლის  მიხედვითაც,  მათ  ვალდებულება  იკისრეს  უმოკლეს დროში  თავი  მოეყარათ  თავიანთი  შეიარაღებული  ძალების  მაქსიმალური რაოდენობისათვის  და  გაეგზავნათ  ისინი  ნაპოლეონის  წინააღმდეგ  საბრძოლველად.  „გაერთიანებული  ევროპის“  ჯარების  მთავარსარდლად ბრიტანელი  ფელდმარშალი  ლორდი  ველინგტონი  დაინიშნა.  ასე  ჩაეყარა საფუძველი  მეშვიდე  ანტიფრანგულ  კოალიციას.  25  წელი  და  ექვსი  კოალიცია  დასჭირდა  ფეოდალურ  ევროპას  საფრანგეთთან  საბრძოლველად! აქედან  „წმინდა  ხუთი“  წელი  ნაპოლეონური  საფრანგეთის  წინააღმდეგ იყო  მიმართული.  ასეთი  ანგარიშით  ახლა  მეექვსე  ცდა  გამოდიოდა...
ვენის კონგრესის  მონაწილეთა  მიერ  მიღებულ  დოკუმენტში  ახალი  ომი  კვალიფიცირებული  იყო,  როგორც  მხოლოდ  ნაპოლეონის,  მხოლოდ  ერთი  კაცის  წინააღმდეგ  მიმართული  ომი.  ეს  ერთობ  ეშმაკური  ფანდი  არა  გვგონია  ტალეირანის  მზაკვრული  ჭკუის  ჩარევის  გარეშე  ყოფილიყოს  გამოყენებული.  ასეთი  ფანდით  რევოლუციის  აჩრდილით  დამფრთხალი  მოკავშირეები  ცდილობდნენ  ერთმანეთისგან  გაეთიშათ  ფრანგები  და  მათი  წინამძღოლი.  საფრანგეთი  სხვაა,  უზურპატორი  –  სხვა, ამტკიცებდნენ  ისინი.  ჩვენ  საფრანგეთთან  საქმე  არა  გვაქვს.  ჩვენ  მხოლოდ  ერთ  კაცს  ვებრძვით.  აი,  მათი  დევიზი! 
ვენის  კონგრესის  1815  წლის  25  მარტის  გადაწყვეტილება  – ომის  გზით  შეეცვალათ  საფრანგეთის  სახელმწიფო  წყობა,  ამ  ქვეყნის  საშინაო  საქმეებში  უცერემონიო  ჩარევა  იყო.  ფრანგმა  ხალხმა  უსისხლოდ, ყოველგვარი  ძალადობის  გარეშე,  თავიხით,  და  არა  უცხოელ  დამპყრობთა ხიშტებზე  დაყრდნობით,  ძალაუფლების  სათავეში  მიიყვანა  ის,  ვინც თვითონ  სურდა.  რა  უფლების  ძალით  აცხადებდნენ  ვენის  კონგრესის  მონაწილენი,  რომ  ფრანგი  ხალხის  უდიდესი  უმრავლესობის  სურვილი  უკანონო  იყო?  მით  უმეტეს,  როე  ნაპოლეონმა  საქვეყნოდ,  და  თანაც  არაერთხელ,  განაცხადა  და  გარდა  ამისა  ევროპის  სახელმწიფოთა  მეთაურებს  წერილობითაც  აცნობა,  რომ  საფრანგეთი  ამიერიდან  თავის  კანონიერ  საზღვრებში  რჩებოდა,  უარს  ამბობდა  ყველა  მიერთებულ  თუ  სადავო  ტერიტორიებზე  და  გმობდა  ომს,  როგორც  ამა  თუ  იმ  საკითხის  მოგვარების  საშუალებას. 
ვინ  იცის,  იქნებ  მიეღო  კიდეც  ფეოდალურ  ევროპას  ნაპოლეონის წინადადება,  იქნებ  ახალ  ომსა  და  დავიდარაბას  ფრთებშეკვეცილ  კორსიკელ  არწივთან  მორიგება  ერჩია,  მაგრამ  ამბოხებული  საფრანგეთისთვის რაღა  ექნა?  იმ  საფრანგეთისთვის,  რომელმაც  კვლავ  ანტიფეოდალური დროშა  ააფრიალა?  ასეთ  საფრანგეთს  ევროპა  ვერც  25  წლის  წინ  ურიგდებოდა  და  ვერც  ახლა  შეურიგდებოდა.  რაც  შეეხებოდა  განცხადებას იმის  შესახებ,  რომ  ევროპა  მხოლოდ  ერთ  კაცს  ებრძოდა  და  საფრანგეთთან „საქმე“  არ  ჰქონდა,  ეს  მხოლოდ  ხერხი  იყო,  თეთრი  ძაფებით ნაკერი,  მაგრამ  მაინც  მარჯვე  ხერხი,  მიამიტების  გასაბრიყვებლად. მიამიტი  კი  რამდენი  დადიოდა  ამ  ქვეყანაზე...  სხვათაშორის,  ნაპოლეონმა შესანიშნავად  იცოდა  ეს.  იგი  უკვე  მაშინვე  ამბობდა,  რომ  ევროპელთა კოალიცია  მე  კი  არ  მებრძვის,  არამედ  რევოლუციასო. 
ნაპოლეონს  ყველაფერი  თავიდან  უნდა  დაეწყო.  აი,  ისე,  როგორც 1799  წლის  ბოლოს  დაიწყო,  როცა  პირველი  კონსული  გახდა.  თუმცა, მთლად  ისე  ვერა,  რადგან  ახლა  1799  კი  არა  1815  წელი  გახლდათ  და ამ  თარიღებს  შორის  დროის  დიდი  მონაკვეთის  გარდა  დიდი  სხვაობაც იყო!  თუ  მაშინ  ნაპოლეონს,  უპირველეს  ყოვლისა,  ქვეყნის  შიდააშლილობისა  და  შიდამოუწესრიგებლობისთვის  უნდა  მოევლო,  ახლა „პირიქით“, უმძიმესი  გარეპოლიტიკური  საკითხი  უნდა  გადაეჭრა  და  როგორმე  მე-7  ანტიფრანგული  კოალიციის  შექმნისათვის  ხელი  შეეშალა.  ეს  ურთულესი  ამოცანა  იყო.  მისი  გადაწყვეტა  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში  მოხდებოდა,  თუ  იმპერატორი  შეძლებდა  თავის  მოწინააღმდეგე  ქვეყნებს  შორის უთანხმოების  გამოწვევას,  თუ  როგორმე  ერთ  ან  ორ  მოკავშირე  ქვეყანას თავიანთ  პარტნიორებს  ჩამოაშორებდა.  ნაპოლეონს  ყველაზე  მეტად  ავსტრიის  „იმედი“  ჰქონდა.  მას  მიაჩნდა,  რომ  ჰაბსბურგთა  იმპერიის  ინტერესებში  არანაირად  არ  შედიოდა  რუსეთისა  და,  განსაკუთრებით,  პრუსიის  გაძლიერება.  ამიტომ,  ნაპოლეონის  მიერ  ზომიერი  და  მშვიდობისმოყვარული  პოლიტიკის  გატარების  შემთხვევაში,  ამ  ქვეყანას  მასთან  საომარი  არაფერი  უნდა  ჰქონოდა.  გარდა  ამისა,  გარკვეულ  იმედს  კორსიკელი თავის  ცოლზე  –  მარი-ლუიზაზე  ამყარებდა.  იგი  ფიქრობდა,  რომ  საფრანგეთის  დედოფალი  (მარი-ლუიზა  ფორმალურად  მაინც  მის  მეუღლედ  ითვლებოდა),  ზეგავლენას  მოახდენდა  მამამისზე,  იმპერატორ  ფრანცზე  და არ  დაუშვებდა  ომს  საფრანგეთის  –  თავისი  სამეფოს  („სადედოფლოს“) –  წინააღმდეგ.  ამ  იმედს  აღსრულება  არ  ეწერა.  არც  ავსტრია  გამოვიდა კოალიციიდან  და  არც  მარი-ლუიზამ  ისურვა  საფრანგეთში  დაბრუნება. ვენას  პრუსიის  მომავალი  გაძლიერების  კი  ეშინოდა  და  რუსეთის  ზომაზე მეტად  დასავლეთისაკენ  ლტოლვაც  აფიქრებდა,  მაგრამ  მას  საფრანგეთის სათავეში  ნაპოლეონის  მოსვლაც  აკრთობდა  და,  როგორც  ეტყობოდა, ყველაზე  მეტად. 
ნაპოლეონმა  რუსეთის  იმპერატორთანაც  სცადა  საერთო  ენის  გამონახვა.  მეფე  ალექსანდრეს  მან  ტიუილრიში  ნაპოვნი  დოკუმენტი  გადაუგზავნა,  სწორედ  ის  დოკუმენტი,  რომელიც  სასახლიდან  გაქცევისას დარჩა  მაგიდაზე  ლუი  XVIII-ს.  ეს  დოკუმენტი  გენაში,  უსაიდუმლოეს ვითარებაში  შეიმუშავეს  მეტერნიხმა,  ტალეირანმა  და  ლორდმა  კესტელრიმ.  როგორც  გვახსოვს,  იგი  რუსეთის  წინააღმდეგ  იყო  მიმართული:  ავსტრია,  ინგლისი  და  საფრანგეთი  ვალდებულებას  იღებდა  საჭიროების შემთხვევაში  თითოეულს  150  ათასი  ჯარისკაცი  გამოეყვანა  ევროპის შუაგულში  დაბანაკებული  რუსის  ჯარის  გასადევნად.  ალექსანდრე  იმ დროს  ვენაში  იმყოფებოდა.  როცა  ნაპოლეონისგან  გამოგზავნილ  დოკუმენტს  გაეცნო,  მეფე  ლამის  გაცოფდა.  ამჯერად  მას  მართლა  ჰქონდა  ამის მიზეზი.  ვინ  აპირებდა  მის  წინააღმდეგ  გამოსვლას?  ავსტრია,  რომელსაც ამდენი  გაუკეთა  რუსეთმა,  ნაპოლეონის  ბატონობისგან  რომ  თავი  დაეხსნა?  ბურბონები,  რომლებიც  ტახტზე,  ფაქტობრივად,  ალექსანდრემ  დააბრუნა?  ინგლისელები,  რომელთა  მუდმივი  მოკავშირეც  რუსეთი  იყო მთელი  20  წლის  მანძილზე?  სწორედ  ისინი!  მერედა  ასე  უხდიდნენ  მადლობას  მოკავშირეები  თავიანთ  კეთილისმყოფელს? 
ალექსანდრე  რომანოვი,  საერთოდ,  მშვიდი  და  გაწონასწორებული  კაცი  იყო.  მან  ახლაც  მალე  აიყვანა  თავი  ხელში  და  საქმეს  პრაქტიკული  თვალსაზრისით  მიუდგა.  მას  შემდეგ,  რაც  საფრანგეთში  ნაპოლეონი დაბრუნდა,  ეს  დოკუმენტი  ფარატინა  ქაღალდად  იქცა.  ახლა  ავსტრია და  ინგლისი  რუსეთს  დაუპირისპირდებოდნენ  კი  არა,  ლამის  მუხლებს დაუკოცნიდნენ,  კვლავ  გვერდში  რომ  ამოსდგომოდა  საშინელ  მოწინააღმდეგესთან  ბრძოლის  წინ.  ამიტომ  მეფეს  ეს  შეთქმულება  სულაც  არ  აშინებდა,  იგი  მას,  „უბრალოდ“,  მისი  მოკავშირეების  გაუგონარ  ვერაგობაზე მიუთითებდა.  მეფე  ალექსანდრეს  მტკიცედ  ჰქონდა  გადაწყვეტილი,  და უკვე  მრავალი  წლის  წინაც,  რომ  იგი  და  ნაპოლეონი  ეგროპაში  ერთად ვერ  იქნებოდნენ.  ამიტომ  ამ  ვერაგობას  მან  დიდი  მნიშვნელობა  არ  მიანიჭა.  მაგრამ  ერთი  სიამოვნება  კი  ვერ  მოაკლო  თავს  ალექსანდრე  პავლეს ძემ,  როცა  მან  მეტერნიხი  დაიმარტოხელა  და  უხმოდ  გაუწოდა  მის  მიერ შედგენილი  „საიდუმლო“  დოკუმენტი. 
კლემენს  გვენცელ  მეტერნიხ-ვინებურგი  თავისი  ხანგრძლივი  პოლიტიკური  თუ  სახელმწიფოებრივი  მოღვაწეობის  პერიოდში,  ალბათ, არაერთხელ  ჩავარდნილა  უხერხულ  მდგომარეობაში,  მაგრამ  ის,  რაც  ამ გაქნილ  და  გაიძვერა  თავადს  ალექსანდრე  რომანოვთან  იმ  დღეს  დაემართა,  არც  მანამდე  და  არც  მერე  არ  მოსვლია.  დოკუმენტის  დანახვისთანავე (სადაც  მისი  ხელმოწერაც  ფიგურირებდა)  კანცლერმა  ფერი  დაკარგა, დაიბნა  და  წახდა,  ამ  სიტყვის  სრული  მნიშვნელობით.  ეს  პირველი  შემიყო,  როცა  ენაწყლიან  და  ენამახვილ  თავადს  ხმის  ამოსაღებად, უბრალოდ,  პირის  გაღება  არ  შეეძლო! 
მეფე  ტკბებოდა  ამ  უსიტყვო  სცენის  ყურებით  და  როდესაც  მიღებული  სიამოვნება  საკმარისაღ  ჩათვალა,  თვითონ  დაეხმარა  გაჭირვებაში ჩავარდნილ  კანცლერს:  „ჩვენ  ერთი  მოწინააღმღეგე  გვყავს  –  ნაპოლეონი.  ამიტომ  ეს  დოკუმენტი  ვერაფერს  შეცვლის  და  ჩგენ  კვლავაც  მოკავშირეებად  დავრჩებით“.  ავსტრიის  კანცლერმა  შვებით  ამოისუნთქა.  დიპლომატიური  აქტიურობის  ამ  პერიოდში  –  1815  წლის  მარტ-აპრილში –  ნაპოლეონმა  ასეთი  ხერხიც  სცადა:  მან  თავის  საგარეო  საქმეთა  მინისტრ  კოლენკურს  დაავალა  სანდო  კაცის  ხელით  მეტერნიხისათვისფული  შეეძლია  –  10  მილიონი  ოქროს  ფრანკი,  რათა  კანცლერს  მოეხერხებინა კოალიციიდან  თავისი  ქვეყნის  გამოყვანა.  ძნელი  სათქმელია,  რატომ  დგამდა  ასეთ  ნაბიჯს  ბუონაპარტე.  იქნებ  მას  მართლა  ეგონა,  რომ უპრინციპო  მეტერნიხი  დიდ  ფულს  დახარბდებოდა  და  მის  სასარგებლო საქმეს  გააკეთებდა.  ან  იქნებ  გაბოროტებული  სულაც  მასხრად  იგდებდა ავსტრიის  კანცლერს.  ესეც  ხომ  შესაძლებელია.  მით  უფრო,  რომ  ეს  ამბები  აპრილის  ბოლოს  ხდებოდა,  როცა  მოკავშირეებმა  საბოლოოდ  დაადგინეს  ნაპოლეონის  დამხობის  აუცილებლობა  და  კანცლერი  უკვე  ვეღარაფერს  შეცვლიდა...  სხვათაშორის,  ნაპოლეონმა,  დაახლოებით  ანალოგიური  წინადადებით...  ტალეირანსაც  მიმართა.  კაცს,  რომელიც  მოღალატედ ჰყავდა  გამოცხადებული  და  რომელსაც,  სპეციალური  დეკრეტით,  მამულები  და  მთელი  ქონება  ჩამოართვა!  იმპერატორი  სახელის,  ქონებისა  და თვით  მინისტრობის  აღდგენას  ჰპირდებოდა  ტალეირანს,  ოღონდ  პარიზში დაბრუნებულიყო.  თუ  ნაპოლეონი  ხუმრობის  გუნებაზე  იყო,  ტალეირანს სულაც  არ  ეხუმრებოდა.  მან  იცოდა,  რომ  იმის  შემდეგ,  რაც  მან  ნაპოლეონის  წინააღმდეგ  მოიმოქმედა,  მისი  პატიება  და  შეწყალება  არ  შეიძლებოდა.  საფრანგეთში  მისი  დაბრუნება  ადრე  თუ  გვიან  სახრჩობელით დასრულდებოდა.  ამიტომ  პარიზიდან  ვენაში  ჩასულ  ემისარს  მან  ცივად განუცხადა: „თქვენ  ძალიან  გვიან  მოხვედით,  ეტყობა,  იმპერატორს  დრო არევია“,  რად  უნდოდა  ნაპოლეონს  მოღალატე  ტალეირანი,  ნუთუ  მართლა  დაუბრუნებდა  მინისტრის  პორთფელს?  ვფიქრობთ,  რომ  არა.  მას ტალეირანის  ვენიდან  გამოტყუება  უფრო  ენდომებოდა,  მისი  მოცილება კონგრესიდან,  სადაც  ის  მთავარ  „ანტინაპოლეონურ“საქმეს  აკეთებდა. ასე  რომ,  თუ  აკენკავდა  ამ  საკენკს  „კოჭლი  მელა“,  ხომ  კარგი,  თუ  არა და  რას  კარგავდა  იმპერატორი? 
ნაპოლეონმა  ინგლისის  მთავრობასაც  მიმართა  სამშვიდობო  წინადადებით  და  პრუსიის  მეფესაც.  პასუხი  არც  ერთი  ქვეყნიდან  არ  მოსულა. ევროპულ  სახელმწიფოთა  მეთაურებს  მასთან  აღარაფერი  ესაქმებოდათ, დიპლომატიური  მცდელობის  დრო  დასრულდა,  ნაპოლეონმა ვერც  მოკავშირეთა  გულის  მოგება  შეძლო  და  ვერც  მათი  კავშირის  დარღვევა.  ისინი  რომ  ცალ-ცალკე  ყოფილიყვნენ,  იმპერატორს  კიდევ  რაღაც შანსი  შეიძლება  ჰქონოდა,  მაგრამ  რადგან  მისი  მოწინააღმდეგენი  ყველანი  ერთად,  ერთ  ქალაქში.  ერთ  კონგრესზე.  ერთი  საქმისთვის  იყვნენ  თავმოყრილნი  –  ეს  შანსი  არ  გამოჩნდებოდა. 
იმპერატორს  სხვა  გზა  უნდა  აერჩია,  ასე  არაფერი  გამოდიოდა. სხვა  გზა  კი  –  1793  წელში  „დაბრუნება“  იყო,  მარატისა  და  რობესპიერის  აჩრდილების  გამოხმობა,  რევოლუციური  ტერორის  შემოღება,  კომისართა  ინსტიტუტის  აღდგენა,  მოსახლეობის  ტოტალური  მობილიზაცია. სხვათაშორის,  ამას  ბევრი  მოელოდა.  განსაკუთრებით  იაკობინელები  და სხვა  მემარცხენეები.  მათ  დაივიწყეს  ყველა  ის  წყენა,  დევნა  და  შევიწროება,  რაც  ნაპოლეონის  ხელში  გამოიარეს  და  ახლა  მას  დახმარება  შესთავაზეს.  ამ  მარად  მოუსვენარ  მეამბოხეებს  კვლავ  სანუკვარი  დრო  უდგებოდათ.  კვლავ  იქმნებოდა  შესაძლებლობა  მათი  იდეების  „ცხოვრებაში  გატარებისთვის“,  ერთი  სული  ჰქონდათ,  კვლავ  როდის  ჩამოაყალიბებდნენ  „საზოგადოების  ხსნის  კომიტეტებს“,  როდის  წამოისროდნენ  ძველ  ლოზუნგს:  „სამშობლო  განსაცდელშია“  და  როდის  აამოქმედებდნენ  გილიოტინას.  ნაპოლეონს  ეს  გზა  არ  გამოადგებოდა  და  მან  მასზე  უარი  თქვა. აღნიშნულიდან  გამომდინარე,  მეტად  საინტერესოა  საკითხი  იმის შესახებ,  თუ  რამდენად  სწორად  მოიქცა  ნაპოლეონი,  როდესაც  „ასეთ  შესაძლებლობაზე“  თქვა  უარი.  ჩვენის  აზრით,  იგი  სავსებით  სწორად  მოიქცა.  და  არა  იმიტომ,  რომ  მას  „ხალხის  აქტივობისა  ეშინოდა“  ან  „სწორად არ  ესმოდა  მასების  როლი  რევოლუციის  პერიოდში“,  როგორც  ამას  საბჭოთა  ისტორიკოსები,  და  მათ  შორის  ერთობ  სახელიანნიც,  ამტკიცებდნენ  (იმ  დროს  ისინი  სხვაგვარად  ვერც  იტყოდნენ),  არამედ  იმიტომ,  რომ ულტრარადიკალთა  წინამძღოლად  მოვლენილი  ნაპოლეონი  უმალ  დააფრთხობდა  ბევრ  თავის  მომხრეს,  დაკარგავდა  მათ  და,  დაკარგვას  ვინ  ჩიოდა,  მტრადაც  მოიკიდებდა.  რა  მოჰყვებოდა  ასეთ  გამიჯვნას,  ძალთა  ასეთ დაპირისპირებას?  შიდააშლილობა,  შიდასისხლისღვრა  და,  ბოლოს,  იქნებ  სამოქალაქო  ომიც,  სამოქალაქო  ომი  გარდაუვალი  გარე  ინტერვენციის  მოლოდინში!  ვერ  წავიდოდა  ასეთ  რისკზე  საფრანგეთის  ხელმძღვანელი.  ვერ  წარუძღვებოდა  იმპერატორი  ნაპოლეონი  იმ  შეურიგებლებს, რომელთა  ქმედებები,  თავის  დროზე,  თვით  იაკობინელ  ლეინტენანტ  ბუონაპარტესაც  სახიფათოდ  ეჩვენებოდა. 
„მე  ჟაკერიის  იმპერატორი  ვერ  გავხდებოდი“,  ამბობდა  შემდეგ, ნაპოლეონი.  თუმცა,  იგი  იმასაც  ამბობდა,  რომ  მე  მაშინ  (1815 წელში, დ.ც.)  ვნებათა  ღელვის  ახალი  ტალღა  უნდა  გამომეწვია,  ის  ტალღა,  რომელიც  ყველას  თვალებს  დაუბნელებდაო:  რომ  ამის  გარეშე  მე  საფრანგეთს  ვერ  გადავარჩენდიო.  ამას  კი  ამბობდა  იმპერატორი.  მაგრამ  იმას, კი  აღარ  უმატებდა,  რომ  შის  საფრანგეთს  ესეც  ვეღარ  გადაარჩენდა.  თვითონ  და  თავისი  საფრანგეთი  მხოლოღ  მაშინ  გადარჩებოდნენ.  მხოლოდ მაშინ  შეიძენდა  აზრს  მისი  ზღაპრული  დაბრუნება  ტიუილრიში,  თუ  ევროპელთა  კოალიცია  მის  წინააღმდეგ  აღარ  გაილაშქრებდა  და  მის  ლეგიტიმურობას  აღიარებდა.  თუ  ეს  არ  მოხდებოდა,  მაშინ  მას  გადარჩენის შანსი  პრაქტიკულად  არ  ექნებოდა. 
წავიდეთ  ჩვენს  მსჯელობაში  უფრო  შორს  და  ერთი  წუთით  დავუშვათ,  რომ  ნაპოლეონი,  ულტრარადიკალურ  ძალებზე  დაყრდნობითა და  ყოვლისმომცველი  რევოლუციური  ტერორის  მეშვეობით,  მოახერხებდა  აფორიაქებული  ქვეყნის  მოთოკვას.  მოახერხებდა  და  მის  შემორჩენილ პოტენციალს  გარეშე  მტრის  წინააღმდეგ  მიმართავდა,  რა  გამოგიდოდა აქედან?  არაფერი.  განა  ეყოფოდა  25  წლის  განუწყვეტელი  ომებით  დაუძლურებულ  საფრანგეთს  ძალა,  ნება  და,  რაც  მთავარია,  ადამიანთა  რესურსები  იმისათვის,  რომ  გაერთიანებული  ევროპის  მილიონიან  არმიებს გამკლავებოდა?  არ  ეყოფოდა.  1815  წელი  1793  ხომ  არ  იყო!  მაშინ  სისხლსავსე  და  „სისხლმწყურვალე“ საფრანგეთი  მხოლოდ  იწყებდა  თავისი ევროპელი  მეზობლების  „მოსინჯვას“,  მეზობლებისა,  რომლებიც  არც  გაერთიანებულნი  იყვნენ  და,  კაცმა  რომ  თქვას,  არც  რიგიანად  მომსადებულნი,  ახლა  კი,  1815-ში,  ყველაფერი  პირიქით  იყო,  ყველაფერი  ნაპოლეონისა  და  მისი  ქვეყნის  წინააღმდეგ  იყო  მიმართული.  გარდა  ამისა, არც  სრულიად  საფრანგეთი  აღდგებოდა  მომხვდურების  წინააღმდეგ. 
სულ  სხვადასხვა  მიზეზების  გამო,  საფრანგეთი  ესპანეთის  მსგავსად  დიდიან-პატარიანად  ინტერვენტების  წინააღმდეგ  არ  (ვერ)  გამოვიდოდა. ასეთი  მოვლენის  ფესვები  ქვეყნის  ისტორიულ  წარსულში,  მოსახლეობის ფსიქოლოგიურ  წყობასა  თუ  სხვა  მსგავს  ფაქტორებში  იძებნება.  ნათქვამს 1814  წლის  ამბებიც  ადასტურებს,  როცა  სხგადასხვა  ქვეყნის  საოკუპაციო ჯარების  წინააღმდეგ  არათუ  „ფრანგული  გერილია“  არ  გაიშალა,  არამედ  რამდენადმე  სერიოზულ  და  ორგანიზებულ  გამოსვლასაც  თითებზე თუ  ჩამოთვლიდა  კაცი.  ისე  რომ,  ესეც  მეტად  ყურადსაღები  და  ანგარიშგასაწევი  ფაქტორი  იყო.  ეტყობა,  ამასაც  ითვალისწინებდა  იმპერატორი, როცა  ულტრარადიკალური  პოლიტიკის  გატარებისგან  თავს  იკავებდა.
ესეც  არ  იყოს,  რის  საფუძველზე  უნდა  აერჩია  1815-ში  ნაპოლეონს  იაკობინელთა  გზა,  განა  ამ  გზამ.  თუ  გულახდილნი  ვიქნებით, თუნდაც  მაშინ,  1793-ში  გაამართლა?  განა  შეინარჩუნეს  ულტრარადიკალებმა  ძალაუფლება?  ვერ  შეინარჩუნეს.  თვით  ძლიერების  ზენიტში  მყოფებმა,  თვით  ფრონტებზე  გამარჯვებათა  ფონზეც  ვერ  შეინარჩუნეს  იგი და  თავიანთი  მოღვაწეობა  სავალალოდ  დაასრულეს  –  მათი  დიქტატურა დაამხეს,  ხოლო  ყველაზე  აქტიურ  წინამძღოლებს  გილიოტინაზე  გააგდებინეს  თავები.  ასე  რომ.  ზღვა  სისხლისა  და  საბოლოო  მარცხის  მეტს არაფერს  მოუტანდა  ნაპოლეონს  მათი  გზა. 
ეტყობა  აწონ-დაწონა  და  გაითვალისწინა  იმპერატორმა  ყველა ზემოთქმული,  გაითვალისწინა  და  ამიტომაც  თქვა  უარი,  ერთი  შეხედვით ამ  ერთობ  მიმზიდველ  პერსპექტივაზე,  ოღონდ,  როგორც  დავინახეთ, მხოლოდ  ერთი  შეხედვით  მიმზიდველზე... 
ნაპოლეონის  უბედურება  ის  იყო,  რომ  მისი  დრო  უკვე  წასული იყო.  მან  შეასრულა  თავისი  როლი  ისტორიაში  და  ახლა  უნდა  წასულიყო, უნდა  გასცლოდა  კლიოს  სამფლობელოს.  სხვათაშორის,  „წესით“,  ის  გაცილებით  ადრე  უნდა  წასულიყო,  მაგრამ  თავისი  ზეადამიანური  შესაძლებლობების  წყალობით,  ასეთი  ფინალი  რამდენიმე  წლით  გადასწია. როდესაც  ელბიდან  პარიზისკენ  მიისწრაფოდა,  იმპერატორმა იცოდა,  რომ  დიდ  ავანტიურაზე  მიდიოდა.  ავანტიურაზე,  მიუხედავად იმისა,  რომ  იგი  კარგად  იყო  ინფორმირებული  ანტიბურბონულ  განწყობილებაზე  საფრანგეთში.  აკი  თვითონაც  არ  მალავდა  ამას  შემდგომში.  მაგრამ,  როდესაც  ხალხი  და  არმია  მის  გვერდით  დადგა,  როცა  მათი  უჩვეულო  მხარდაჭერა  მიიღო,  ბუონაპარტეს  წარმატების  იმედი  მიეცა.  სამართლიანობა  მოითხოვს,  აღინიშნოს,  რომ  ელბიდან  თავდახსნილმა  ტყვემაც ძალიან  შეუწყო  ხელი  მომხრეთა  მის  გარშემო  შემოკრებას.  მისი  გამოსვლები,  მისი  პროექტები,  რომლებიც  სახელმწიფოს  შემდგომ  მოწყობასა და,  საერთოდ,  შემდგომ  ცხოვრებას  შეეხებოდა,  გულთან  ახლოს  მიჰქონდა  მსმენელს  და  სოფლიდან  სოფელს,  ქალაქიდან  ქალაქს  გადაეცემოდა. ჯერ  კიდევ  ელბაზე  ყოფნისას.  ხანგრძლივი  ფიქრისა  და  განსჯის  შედეგად  ირწმუნა  იმპერატორმა,  რომ  ძველი  გზით  სიარული  არ  შეიძლებოდა და  თუ  მას  ოდესმე საფრანგეთში  და  საფრანგეთის  სათავეში  დაბრუნება მოუწევდა,  სხვა  პოლიტიკა  უნდა  ეწარმოებინა. 
ზღვა  ხალხი,  რომელიც  მას  გზებზე  ხვდებოდა,  აცილებდა  და თან  მიჰყვებოდა,  მისგან  მხოლოდ  ორ  რამეს  მოითხოვდა:  უარი  არ  ეთქვა რესპუბლიკის  ყველაზე  პროგრესულ  მონაპოვრებზე  და  მშვიდობა  დაემყა- რებინა  ქვეყნის  შიგნით  და  გარეთ.  იმ  მოკლე  დროში,  იმ  ას  დღეში,  რომელიც  მან  საფრანგეთში  „მეორედ  მოსვლის“  შემდეგ  დაჰყო,  ამ  მიმართებით  ბევრის  გაკეთება  მოასწრო.  კერძოდ,  მან  გლეხებს  შემამულეთათვის ადრე  ჩამორთმეულ  და  შემდეგ  ბურბონების  მიერ  ხელყოფილ  მიწებზე უფლებები  აღუდგინა,  შემოიღო  რიგი  ლიბერალური  კანონებისა  და  ლიბერალური  „მიმართულებითვე“  შეაცვლევინა  კონსტიტუციის  ბევრი  მუხლი.  ამავე  დროს,  რამდენადაც  ეს  მისგან  გასაკვირი  არ  უნდა  იყოს,  მან სიტყვის  თავისუფლებაც  აღადგინა. 
კონსტიტუციის  ახლებურად  გადაკეთება  ნაპოლეონმა ლიბერალური  ოპოზიციის  ცნობილ  წარმომადგენელს  ბენჟამენ  კონსტანს  დაავალა.  ახალი  პოლიტიკის  კურსში  „ჩაჯდა“  ის  პლებისციტიც.  რომელიც კონსტიტუციაში  შესწორებების  მისაღებად  და  ღეპუტატთა  ქვედა  პალატის  წევრთა  ასარჩევად  ჩატარდა  (ზედა  პალატის  წევრებს  იმპერატორი ნიშნავდა).  არჩევნების  პროცესში  ნაპოლეონი  არ  ჩარეულა  და,  ამდენად, მის  შედეგებზე  ზეგავლენა  არ  მოუხდენია.  ამის  გამო,  აირჩა  უპირატესად ლიბერალური ოპოზიციისაგან  შემდგარი  პარლამენტი,  რამაც  ნაპოლეონი სულაც  არ  გაახარა.  მას  ეშინოდა,  რომ  საფრანგეთი  დაცემის  პირას  მისულ  ძველ  ბიზანტიას  დაემსგავსებოდა,  რომლის  მესვეურებმა  წვრილმან კინკლაობაში  გაატარეს  დრო  და  კარსმომდგარ  მტერს  მოუმზადებელნი შეხვდნენ.  მას  მხედველობაში  ჰქონდა  პალატებში  მიმდინარე  დებატები. ამიტომ  იყო  რომ  ბუზღუნებდა,  მაგრამ  სიტყვებს  საქმეს  აღარ  აყოლებდა. იგი  თვალს  ხუჭავდა  თავის  და  თავისი  ხელისუფლების  მიმართ  კრიტიკზე.  ისე  ჩანდა,  რომ  იგი  მართლა  სხვა  კაცი  გამხდარიყო  და  აბსოლუტურიდან  კონსტიტუციურ  მონარქად  ქცეულიყო  (გაზეთები  და  ჟურნალები  სავსე  იყო  კრიტიკული  წერილებითა  და  კარიკატურებით  მასზე  და  მისი ოჯახის  წევრებზე.  ჩანდა,  რომ  იმპერატორს  ასეთი  წვრილმანი  ამბებისთვის  აღარ  ეცალა.  იგი  თავიდან  ფეხებამდე  მშვიდობის  ძიების  პროცესში იყო  ჩართული  და  ყოველ  ღონეს  ხმარობდა,  მის  მოწინააღმდეგე  ევროპულ სახელმწიფოთა  მეთაურებთან  საერთო  ენა  რომ  გამოენახა.  თუ  რა  გამოვიდა  ამ  მცდელობიდან,  ჩვენ  უკვე  დავინახეთ). 
აი,  ამ  დროიდან,  როცა  სრულიადევროპული  მშვიდობის  საქმე არ  გამოვიდა,  როცა  ნათლად  გამოიკვეთა  ანტინაპოლეონური  კოალიციის კონტურები,  იმპერატორი  მიხვდა,  რომ  მისი  საქმე  ცუდად  იყო.  მაგრამ ბუონაპარტეს,  რომელიც  სხვა  კაცად  მოევლინა  თავის  ქვეყანას,  ძველი ჟინი  და  ძველი  შემართება  მთლად  დაკარგული  როდი  ჰქონდა.  ამიტომ, ამ  ადამიანს,  რომელსაც  თავისი  საოცარი  ცხოვრების  მანძილზე  ამდენი დაუჯერებელი  და  შეუძლებელი  რამ  ჰქონდა  გაკეთებული,  ახლაც  არ სურდა  ბედთან  შერკინების  გარეშე  წასულიყო.  მაგრამ  განსხვავებით წინა  წლებისაგან,  როცა  ის  ამ  საქმეებს  სჩადიოდა,  მას  ახლა  საბოლოო წარმატების  იმედი  აღარ  ჰქონდა.  აღარ  ჰქონდა,  თუმცა,  როგორც  დიდ მოთამაშეს  შეეფერება,  მაინც  არ  უნდოდა  უკანასკნელი,  სულ  უმცირესი შანსიც  კი  „მოუსინჯავად“  გაეშვა  ხელიდან  და  ამიტომ  აღუდგა  წინ  მასზე  შემართულ  ევროპას.  ნაპოლეონი  იმედოვნებდა,  რომ  თუ  იგი  დასაწყისშივე  მოახერხებდა  მოწინააღმდეგის  ერთი  ან  ორი  არმიისთვის  რამდენიმე  მძლავრი  დარტყმის  მიყენებას,  მაშინ  შეიძლება  შეცვლილიყო  პოლიტიკური  ვითარება  და  მოკავშირეთა  შორის  უთანხმოებას  ეჩინა  თავი. რაც  თავის  მხრივ  კოალიციის  დაშლას  თუ  არა,  მის  სერიოზულ  დასუსტებას  მაინც  გამოიწვევდა.  ეს  უკანასკნელი  კი  იქნებ  გხას  გაუხსნიდა საზავო  მოლაპარაკებას. რა  თქმა  უნდა,  ეს  ძალზე  სუსტი  იმედი  იყო,  მაგრამ  მაინც  იმედი იყო  და  იმპერატორი  ორივე  ხელით  ეჭიდებოდა  მას. 
მოკავშირეებმა  ნაპოლეონის  წინააღმდეგ  მილიონამდე  ჯარისკაცი  გამოიყვანეს.  თანაც,  ეს  მხოლოდ  პირველი  ხაზის  მეომრები  იყვნენ. ე.ი.  ისინი,  ვინც  საფრანგეთის  საზღვრებთან  იყვნენ  განლაგებულნი,  სრულად  აღჭურვილნი  და  საომრად  გამზადებულნი.  მათ  გარდა  ზურგში  ლამის  ერთი  ამდენი  კიდევ  სხვა  მეომარი  ემზადებოდა,  რომლებიც  მოგვიანებით  ჩაებმებოდნენ  ლაშქრობაში. 
მე-7  კოალიციაში  იტალიის,  ესპანეთის,  შვედეთის,  საქსონიის, ბავარიის  და  სხვა  სახელმწიფოების  ჯარებიც  მონაწილეობდნენ,  მაგრამ მთავარ  დამკვრელ  ძალას,  როგორც  ადრე,  ახლაც  ავსტრიის.  ინგლისის, პრუსიისა  და  რუსეთის  არმიები  წარმოადგენდნენ. 
მოკავშირეთა  საომარი  მოქმედების  გეგმა  ვენაში  იქნა  შემუშავებული,  კონგრესში  მონაწილე  სამხედროების  მიერ.  გეგმის  შედგენაში  განსაკუთრებული  როლი  ველინგტონმა,  გნეიზენაუმ,  შვარცენბერგმა  და  ტოლმა  ითამაშეს.  მათი  კოლექტიური  ნაღვაწის  ქვაკუთხედს მოკავშირეთა  ჯარების  საფრანგეთში  ერთდროული  შეჭრა  წარმოადგენდა  ფრონტის  მთელ  გაყოლებაზე  –  ჩრდილოეთის  ზღვიდან  ხმელთაშუა  ზღვამდე.  იმისათვის,  რომ  ნაპოლეონს  შიდა  საოპერაციო  მიმართულებებზე  თავისუფლად  ვერ  ემოქმედნა,  მოკავშირეთა  სარდლობამ თავის  არმიებს  მოძრაობის  ისეთი  მარშრუტები  შეურჩია,  რომ  ისინი შეძლებისდაგვარად  ახლოს  ყოფილიყვნენ  ერთმანეთთან  და  საჭიროების შემთხვევაში  ურთიერთს  დახმარებოდნენ. 
ყველაზე  მეტი  –  350  ათასი  ჯარისკაცი  საომარ  ასპარეზზე  ავსტრიელებმა  გამოიყვანეს.  ისინი  საფრანგეთში  სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, შვეიცარიის  მხრიდან  შეიჭრებოდნენ.  ინგლისელებს  100-ათასიანი არმია  ჰყავდათ  და  ბელგიაში  იყვნენ  განლაგებულნი.  იქვე  იყვნენ  პრუსიელებიც,  რომელთა  არმია  150  ათასი  ჯარისკაცისგან  შედგებოდა.  ეს  ორი მოკავშირე  სწორედ  ბელგიიდან  შევიდოდა  საფრანგეთში.  რუსეთის  არმია  (225  ათასი  ჯარისკაცი),  გასაგები  მიზეზების  გამო,  ბრძოლის  ველზე ყველაზე  გგიან  გამოცხადდებოდა.  იგი  შუა  გერმანიიდან  შეუტევდა ფრანგებს  და  სტრასბურგ-ლანსის  მიმართულებაზე  იმოქმედებდა. მოკავშირეთა  ასეთი  დიდი  ძალები  საკმარისი  იქნებოდა  იმისათვის,  რომ  კონცენტრული  შეტევით  ფრანგთა  არმია  პარიზის  მისადგომებამდე  უკუეგდოთ  და  იქ  მოექციათ  ალყაში. 
ნაპოლეონმა  მოკავშირეთა  გეგმის  დეტალები ცხადია,  არ  იცოდა, მაგრამ  მათი  არმიების  განლაგების  მიხედვით  მეტ-ნაკლებად  ზუსტი წარმოდგენა  შეიქმნა  იმის  თაობაზე,  თუ  როგორ  განვითარდებოდა  მოვლენები  ახლო  მომავალში.  იმპერატორს  ორი  შესაძლებლობა  ჰქონდა  –  ან დალოდებოდა  თავისი  არმიით  მტერს  პარიზის  მოდამოებში,  ე.ი.  ეწარმოებინა  თაგდაცგითი  ომი,  ან,  პირიქით,  შეტევაზე  თავად  გადასულიყო  და მოწინააღმდეგეთა  იმ  არმიებისთვის  დაერტყა,  რომლებიც  ყველაზე  ახლოს  იქნებოდნენ  საფრანგეთის  საზღვართან. 
ხანგრძლივი  ფიქრისა  და  ჭოჭმანის  შემდეგ  ნაპოლეონმა  მეორე გზა  აირჩია.  მისთვის  უჩვეული  გადაუწყვეტლობის  მიზეზი,  გარდა  ზემოთქმული  ფაქტორებისა,  კიდევ  ის  იყო,  რომ  იმპერატორს  არ  სურდა საომარი  მოქმედების  დამწყებად,  ე.ი.  აგრესორად,  თვითონ  გამოსულიყო. მაგრამ  მას  შემდეგ,  რაც  დაიკარგა  მოწინააღმდეგესთან  ურთიერთობის მშვიდობიანი  გზით  მოგვარების  ყოველგვარი  იმეღი,  ნაპოლეონმა  არჩევანი  გააკეთა  და  თავისი  არმია  ჩრდილოეთის  მიმართულებით,  ბელგიისკენ დაძრა.  შექმნილ  ვითარებაში  ეს  ერთადერთი  სწორი  გადაწყვეტილება იყო.  ბელგიის  ტერიტორიაზე  (საფრანგეთის  დედაქალაქთან  ყველაზე  ახლოს)  მოწინააღმდეგის  ორი  არმია  იმყოფებოდა  –  ინგლისელებისა  და პრუსიელებისა  –  ამიტომ  ყველაზე  „იოლად“  ნაპოლეონი  მათ  მისწვდებოდა.  იმპერატორმა  ჩვეული  ოსტატობით  შეარჩია  დარტყმის  ძირითადი  მიმართულება,  მან  ამოცანად  დაისახა  მოკავშირეთა  ორ  ზემოხსენებულ  არმიათა  შორის  გასვლა,  ერთ-ერთი  მათგანის  გადამღობი  შენაერთებით  მანამ  შეკავება,  სანამ  მეორეს  არ  გაანადგურებდა,  რათა  შემდეგ  პირველს მიბრუნებოდა  და  მისთვისაც  იგივე  ბედი  ერგუნებინა.  გეგმა  ჭეშმარიტად საუცხოო  იყო,  იმპერატორის  საუკეთესო  დღეების  საკადრისი.  ახლა „მხოლოდ“  მისი  შესრულებაღა  რჩებოდა. 
ამ  გეგმის  შესასრულებლად  ნაპოლეონს  მხოლოდ  120  ათასი ჯარისკაცი  ჰყავდა.  ეს  მაშინ,  როდესაც  ბელგიაში  განლაგებულ  მოკავშირეებს  226  ათასი  მეომარი  ჰყავდათ  (120  ათასი  -–  პრუსიელებს, 106  ათასი  –  ინგლისელებს). 
თავისი  ერთგული  თანამებრძოლის  ლუი  დავუს  ძალისხმევითა  და დახმარებით,  რომელსაც  ნაპოლეონმა  იმ  მძიმე  თვეებში  სამხედრო  მინისტრის  პოსტი  ჩააბარა,  1815  წლის  ივნისისათვის  მას  240  ათასი  მეომარი მოუგროვდა,  მაგრამ  ქვეყანაში  შექმნილი  გითარების  გამო  იმპერატორს არ  შეეძლო  მათი  ერთ  მიმართულებაზე  გამოყენება.  საჭირო  იყო  პირენეების,  ალპების.  ზღვის  სანაპიროების  დაცვა.  საჭირო  იყო  კვლავ  ამბოხებული  ვანდეის  დაშოშმინება.  შედეგად.  ნაპოლეონს  ხელთ  120  ათასი  მეომარი  და  304  ზარბაზანი  შერჩა.  ეს,  რა  თქმა  უნდა,  ცოტა  იყო  მტრის  ორ არმიასთან  შესაბრძოლებლად,  მაგრამ  რა  გაეწყობოდა?  ამიერიდან  ფრანგები  ხომ  ყოველთვის  უფრო  ცოტანი  იქნებოდნენ,  ვიდრე  მათი  მოწინააღმდეგენი.  სამაგიეროდ,  მათი  არმია  ახლა  ბრძოლებში  გამობრძმედილი მამაცი  ვეტერანებისგან  შედგებოდა,  რომელთაც  კარგად  ეხერხებოდათ რიცხვმრავალ  მოწინააღმდეგესთან  შერკინება.  თანაც,  ეს  არმია „წმინდა“ ფრანგული  იყო  და  ამას  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა.  ახლა  მის  რიგებში აღარც  გერმანელები,  აღარც  იტალიელები  და  აღარც  სხვა  რომელიმე ეროვნების  ჯარისკაცები  ერივნენ  –  ფრანგული  საქმე  მხოლოდ  ფრანგებს უნდა  გაეკეთებინათ! 
ინგლისელების  არმიას  სათავეში  ფელდმარშალი  ლორდი  ველინგტონი  ედგა,  პრუსიელებისას  –  ფელდმარშალი  ბლიუხერი.  თუ  ბლიუხერი  წლების  და  წლების  მანძილზე  ებრძოდა  ნაპოლეონს,  ველინგტონისთვის  ეს  პირველი  შეჯახება  იქნებოდა  ფრანგთა  იმპერატორთან.  ორი  მოკავშირე  ფელდმარშალი  კარგად  შეეწყო  ერთმანეთს.  შეეწყო,  მიუხედავად  იმისა,  რომ  ერთი,  ბლიუხერი,  ფიცხი  და  მოუსვენარი  იყო,  ხოლო მეორე,  ველინგტონი,  როგორც  ჭეშმარიტ  ინგლისელ  ლორდს  შეეფერებოდა,  მშვიდი  და  აუღელვებელი.  იმ  ორი  თვის  მანძილზე,  რაც  ეს  ორი სარდალი  თავ-თავიანთი  არმიებით  საფრანგეთის  სიახლოვეს  იდგა,  ისინი არაერთხელ  შეხვდნენ  ერთმანეთს  და  მომავალ  შერკინებაზეც  არაერთხელ  იასუბრეს.  ველინგტონს  მოსწონდა  ეს  ბობოქარი  მოხუცი,  მუდამ ბრძოლისთვის  რომ  იყო  შემართული.  ინგლისელი  ლორღი  უჩვეულოდ ღელავდა  ბონაპარტთან  შერკინების  წინ.  ესპანეთის  ხანგრძლივი  ომის განმავლობაში  იგი  ბევრ  მის  მარშალს  შეება  და  უმეტეს  შემთხვევაში გამარჯვებულიც  გამოვიდა,  მაგრამ  ამაყ  ინგლისელს  ახლა  სულ  სხვა მოწინააღმდეგესთან  ექნებოდა  საქმე,  ველინგტონი  ერთობ  ნიჭიერი  და ერთობ  გამოცდილი  მხედართმთავარი  იყო.  მან  გულდასმით  გააანალიზა თავისი  მომავალი  მოწინააღმდეგის  სამხედრო  შემოქმედება  და  დარწმუნდა  (თუკი  ამაში  კიდევ  სჭირდებოდა  დარწმუნება),  თუ  რა  უჩვეულო  მეტოქესთან  მოუწევდა  დაპირისპირება. 
ბლიუხერი  ველინგტონის  ანტიპოდი  იყო.  იგი  სრულებით  არ  ღელავდა  მომავალი  სისხლისღვრის  წინ.  მას  ისე  ხშირად  უწევდა  ნაპოლეონთან  ბრძოლა  და  ისე  „შეეგუა“  მისგან  დამარცხებებს,  რომ  ამას  ლამის ყურადღებასაც  აღარ  აქცევდა.  აი,  სწორედ  ასეთი  შემართება  და  უდარდელობა  მოსწონდა  ველინგტონს  ბლიუხერში! 
მოკავშირეთა  „ბელგიური“  არმიების  მეთაურებს  საფრანგეთიდან გამუდმებით  მოსდიოდათ  ცნობები  ნაპოლეონის  სამზადისის  შესახებ,  მაგრამ  იმპერატორი  ისე  მოხერხებულად  ნიღბავდა  თავისი  ჯარის  კონცენტრაციას,  რომ  ბლიუხერსა  და  ველინგტონს  სწორი  წარმოდგენა  ვერ  ექმნებოდათ  მოწინააღმდეგის  მომავალი  შეტევის  მიმართულებაზე  (ივნისის ბოლოსათვის  მოკავშირეები  თავად  აპირებდნენ  საფრანგეთში  გალაშქრებას).  ჯარების  ოსტატური  გადააღგილებით  ნაპოლეონმა  რამდენჯერმე ყალბი  განგაში  გამოიწვია  ინგლისელთა  და  პრუსიელთა  შტაბში  და  ასეთი  ხერხით  მათი  ყურაღღება  მოადუნა. 
ველინგტონი  ფრთხილი  და  გამოცდილი  მეთაური  იყო  და,  მიუხედავად  ნაპოლეონის  ეშმაკობისა,  მაინც  ვარაუდობდა,  რომ  იგი  შეეცდებოდა  პირველს  მიეყენებინა  დარტყმა.  ინგლისელთა  მთავარსარდალმა  სწორად  ამოიცნო  ფრანგთა  ძირითადი  სამიზნე  –  ბრიუსელი,  მაგრამ  ვერ  ამოიცნო  ამ  ქალაქზე  დარტყმის  ჭეშმარიტი  მიმართულება. ბრიუსელში  „მოხვედრა“  ნაპოლეონს  სამი  გზით  შეეძლო.  ერთი, ყველაზე  უმოკლესი,  ცენტრში,  შარლერუაზე  გადიოდა.  მეორე,  აღმოსავლეთისა,  ლიეჟზე  გავლით,  შორი  იყო,  ისევე  როგორც  დასავლეთის, მონსის  გზა. 
უმოკლესი  გზა  ნაპოლეონისთვის  ყველაზე  სახიფათო  იყო.  თუ იგი  ამ  გზას  დაადგებოდა,  მაშინ  მოწინააღმდეგის  ორ  არმიას  შორის  მოექცეოდა  და  კარგი  არაფერი  დაემართებოდა.  ამიტომ  ველინგტონმა  ეს მიმართულება  ფრანგი  მხედართმთავრისთვის  მიუღებლად  ჩათვალა  და იგი  თავისი  ვარიანტებიდან  ამოშალა.  ამოშალა  მან  მარჯვენამხრივი, ლიეჟის  გზაც,  რომელიც  არდენის  მთებზე  გადიოდა  და  სწრაფი  გადაადგილების  საშუალებას  არ  იძლეოდა.  ნაპოლეონს  კი  მუდამ  სისწრაფე  უყვარდა!  ამიტომ  არდენებზე  გზას  ის  არ  აირჩევდა.  რჩებოდა  მესამე  – მონსის  გზა,  კეთილმოწყობილი  და  სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი:  თუ ფრანგთა  იმპერატორი  მას  გაუყვებოდა,  იგი  ინგლისელებს  მარჯვნიდან შემოუვლიდა,  მოსწყვეტდა  მათთვის  სასიცოცხლო  საზღვაო  პორტებს და,  ყველა  სიკეთესთან  ერთად,  მათ  არმიას  პრუსიელების  არმიაზე  მიაგდებდა,  რასაც  ჯარების  აღრევა  და  საქმის  გართულება  მოჰყვებოდა. მაგრამ  ეს  ყველაფერი  მაშინ  მოხდებოდა,  თუ  ველინგტონი  ნაპოლეონის მონსისმხრივ  მანევრს  უგულვებელყოფდა  და  ყურადღებას  სხვა  მიმართულებაზე  გადაიტანდა.  ამიტომ  ველინგტონმა,  რომელიც  ღრმად  იყო დარწმუნებული  ნაპოლეონის  მონსის  მხრიდან  შეტევის  შესაძლებლობაში,  სწორედ  ეს  მიმართულება  გააძლიერა.  ნაპოლეონმა  კი მისთვის  ყველაზე  სახიფათი  შარლერუას  მიმართულება  აირჩია!  კორსიკელი  ამ  უკანასკნელ  კამპანიაშიც  თავისი  პრინციპის  ერთგული  დარჩა: არაფერი  გააკეთო  ისეთი,  რასაც  მოწინააღმდეგე  ელოდება!  იმპერატორმა  გასაოცარი  სისწრაფითა  და  გასაოცარი  ოსტატობით  მოუყარა თავი  14  ივნისის  საღამოსათვის  მანამდე  მეცსა  და  ლილს  შუა  გაფანტულ თავის  შენაერთებს  და  ერთი  კომპაქტური,  120-ათასიანი  არმია,  ბელგიის საზღვარს  მიაყენა. 
ჯარმა  მოძრაობა  იმავე  საღამოს  დაიწყო,  როგორც  ყოველთვის, სწრაფად  და  ენერგიულად.  იმპერატორმა  არმია  ხუთ  კორპუსად  დაყო. ცალკე  იყო  გვარდია  და  გრუშის  კავალერიის  რეზერვი.  სასაზღვრო  მდინარე  სამარა  არმიამ  სამ  კოლონაღ  მოწყობილმა  გადალახა.  მარცხენა მხარე  რეალისა  და  დ’ერლონის  კორპუსებს  ეკავა,  ცენტრში  პაჟოლის ცხენოსანთა  და  ვანდამისა  და  ლობაუს  ქვეითი  კორპუსები  მოძრაობდნენ (მათ  უკან  გვარდია  მიდიოდა),  ხოლო  უკიდურესად  მარჯვენა  ფლანგი ჟერარის  კორპუსს  ეკავა. 
თუ  კორპუსების  მეთაურების  გვარებს  გადავხედავთ.  ჩვენთვის ნაცნობ  მარშლებს  იქ  ვერ  აღმოვაჩენთ.  უკანასკნელი  კამპანიის  უკანასკნელ  კორპუსებს  ლამის  უცნობი  გენერლები  მეთაურობდნენ.  სად  იყვნენ იმპერატორის  სახელგანთქმული  მარშლები?  –  სადღაც  შორს,  მიყრუებულ  სოფლებსა  და  ქალაქებში.  მათ  არ  ისურვეს  უთანასწორო  ბრძოლაში მონაწილეობის  მიღება  და  არმიას  განერიდნენ.  არც  ნაპოლეონმა  ისურვა მათი  სამსახური.  1814  წლის  მარტის  შემდეგ  იგი  აღარ  ენდობოდა  მათ და  აღარც  ისურვა  მათი  სამსახური.  წინ  მან  ახლა  ახალი  თაობა  გაუშვა, ჯილდოებისა  და  ტიტულების  მოპოვების  მსურველი  პლეადა.  სხვათაშორის,  ძველ  მარშლებს  აღარც  ჯარი  ენდობოდა:  ჯარისკაცები  მათ  ბუბონებისადმი  კეთილგანწყობაში  სდებდნენ  ბრალს  და  მათი  სარდლობით ბრძოლაზე  უარს  აცხადებდნენ.  მოღალატენი  გენერლებს  შორისაც  იყვნენ.  ერთი  მათგანი,  ბურმონი,  ფარული  როიალისტი,  მტრის  მხარეზე ლაშქრობის  პირველსავე  დღეს  გადავიდა  (ბურმონის  ღალატს  ცუდი  შედეგი  მოჰყვა.  იგი  14  ივნისის  ღამით  ნაპოლეონის  სამხედრო  თათბირს ესწრებოდა.  იმ  თათბირს,  რომელზეც  იმპერატორი  მეთაურებს  მომავალი მოქმედების  გეგმას  აცნობდა  და  ბურმონმა  ყველაფერი,  რაც  იქ  მოისმინა, მეორე  დღესვე  პრუსიელებს  ჩაუკაკლა). 
ამ  კამპანიაში  ძველი  თანამებრძოლებიდან  ნაპოლეონს  მხოლოდ ორი  ახლდა  –  ნეი  და  სულტი.  ნეი  შარლერუაში  დაეწია  უკვე  მარშზე მყოფ  არმიას.  იმპერატორმა  მას  მარცხენა,  „ინგლისელთა  მხარეს“  მოძრავი  დაჯგუფება  ჩააბარა  (რეილისა  და  დ’ერლონის  არმიული  კორპუსები  და  ლეფევრ-დენუეტის  კავალერია).  ნეის  გულწრფელობაში  ნაპოლეონს  ეჭვი  არ  შეუტანია  –  იგი  თვითონ  გამოცხადდა  მასთან  და  თვითონ  შესთავაზა  სამსახური.  „მოსამზადებელ  პერიოდში“  ნეი  მაინცდამაინც  არ  ჩანდა,  მაგრამ  როცა  სალაშქრო  ბუკს  ჩაჰბერეს,  „მამაცთა  შორის  უმამაცესს“  გულმა  არ  მოუთმინა  და  სულ  მალე  იქ  აღმოჩნდა,  სადაც მისი  ადგილი  იყო. 
სულტი  ნაპოლეონმა  შტაბის  უფროსად  დანიშნა.  ამ  პოსტზე  მან ალექსანდრე  ბერტიე  შეცვალა,  ძველი  და  გამოცდილი  შტაბისტი.  ნაპოლეონის  გადადგომის  შემღეგ  ბერტიე  ბურბონების  სამსახურში  ჩადგა, თუმცა  აქტიური  როლი  არ  უთამაშნია,  იმპერატორის  საფრანგეთში  დაბრუნების  შემდეგ  იგი  ემიგრაციაში  წავიდა  და  გერმანიაში  სიმამრთან,  პატარა  ქალაქ  ბამბერგში  ცხოვრობდა.  გაგულისებულმა  ნაპოლეონმა  ბერტიე  მარშლების  სიიდან  ამოაშლეგინა.  როდესაც  საფრანგეთში  სალაშქროდ  მიმავალი  რუსის  ჯარის  ავანგარდი  ბამბერგში  შევიღა.  გაშლილი დროშებითა  და  საზეიმო  მარშით,  ისედაც  დაწყვეტაზე  მქონე  ნერვებმა მთლად  უღალატეს  ბერტიეს  და  ეს  უკანასკნელი  ფანჯრიდან  გადმოვარდა...  ასე  დაასრულა სიცოცხლე  ნევშატელისა  და  ვაგრამის  ჰერცოგმა, დიდი  არმიის  შტაბის  უცვლელმა  უფროსმა,  ერთ  დროს  სახელგანთქმულმა  იმპერიის  მარშალმა  ალექსანდრე  ბერტიემ.  იმ  კატაკლიზმებსა  და ორომტრიალში  მისმა  სიკვდილმა  უხმოდ  ჩაიარა... 
სულტი  კარგი  საველე  მეთაური  იყო,  „მანევრირების  საუკეთესო ოსტატი  ევროპაში“,  როგორც  ერთხელ  მასზე  მისმა  იმპერატორმა  თქვა, მაგრამ  შტაბში  არასდროს  უმსახურია  და  ეს  საქმე  არ  იცოდა.  ნაპოლეონი, ეტყობა,  ვარაუდობდა,  რომ  შტაბის  საქმესაც  თაგად  გაუძღვებოდა  და  ამიტომ  სულტის გამოუცდელობა დიდ  დაღს  არ  დაასვამდა  ხანმოკლე  კამპანიის  მსვლელობას.  როგორ  ცდებოდა  იმპერატორი!  მისი  ზოგადი  ხელმძღვანელობა  ერთი  იქნებოდა,  ხოლო შტაბის  მუდმივი  და,  რაც  მთავარია,  სპეციფიური  მუშაობა  –  მეორე.  ეს  კამპანიის  დასაწყისშივე  გამოჩნდა,  როცა ამ  საქმეში  ჩაუხედავმა  სულტმა  დროულად  არ  შეატყობინა  მეთაურებს მოძრაობის  გრაფიკი,  რის  გამოც  ვანდამის  კორპუსმა  რამდენიმე  საათით დააგვიანა  სამბრაზე  გადასვლა.  როცა  ყოველ  წუთს  ოქროს  ფასი  ჰქონდა, რამდენიმე  საათის  დაგვიანება  საბედისწერო  შეიძლება  გამხდარიყო. 
ასე  იყო  თუ  ისე,  დიდი  არმია  მარშზე  იმყოფებოდა  და  მთელი სისწრაფით  მიემართებოდა  სივრცის  იმ  ვიწრო  მონაკვეთისკენ,  რომელიც პრუსიელ  და  ინგლისელ  მოკავშირეებს  ერთმანეთისგან  ჰყოფდა.  ნაპოლეონს  თავისი  სამივე  კოლონა  ვიწრო  ფრონტით  მიჰყავდა  –  განფენილობა 8 კილომეტრს  არ  აღემატებოდა.  იმპერატორი  ვარაუდობდა,  რომ  ასე მჭიდროდ  მავალი  120-ათასიანი  დაჯგუფება  ნებისმიერ  წინაღობას  გაარღვევდა,  რომელიც  კი  მას  გზაზე  შეხვდებოდა. 
ასეც  მოხდა.  პრუსიელთა  პირველი  კორპუსის  მცდელობას,  როგორმე  შეეკავებინა  მტერი  შარლერუასთან,  შედეგი  არ  მოჰყოლია  – ფრანგებმა  მას  იოლად  სძლიეს  და  გოსელისკენ უკუაგდეს.  ვანდამის  კოლონა  (60  ათასი  მებრძოლი!)  დროზე  რომ  გაეფრთხილებინა  სულტს  და დროზე  რომ  გასულიყო  დანიშნულ  ადგილზე,  პრუსიელთა  პირველ  კორპუსს  გარშემორტყმა  და ტყვეობა  არ  ასცდებოდა. 
შარლერუაში  ნაპოლეონმა  არმია  ორად  გაჰყო.  მარცხენა  ფრთა კატრ-ბრას  გავლით  ბრიუსელისკენ  გაუშვა,  რათა  ინგლისელები  შეეკავებინა.  მეორე  ფრთა  კი.  რომელსაც  სათავეში  მარშლად  ახლადკურთხეული  გრუში  ედგა,  სომბრეფისაკენ  უნდა  წასულიყო,  გზად  უკუეგდო  პრუსიელთა  შენაერთები  და  ჟამბლუსთან  გასულიყო.  თვით  ნაპოლეონს  გვარდიისა  და  ლობაუს  მე-6  კორპუსის  თანხლებით  ნეისა  ღა  გრუშის  ამ  ორ ფრთას  შუა  უნდა  ემოძრავა  და  იმისდა  მიხედვით,  თუ  სად  იქნებოდა  მისი დახმარება  საჭირო,  იქით  წასულიყო. 
კამპანიის  დასაწყისით  იმპერატორი  უდავოდ  კმაყოფილი  იყო  – ინგლისელთა  და  პრუსიელთა  გამყოფი  (იგივე  დამაკავშირებელი)  სივრცის  მნიშვნელოვანი  ნაწილი  უკვე  მას  ეპყრა  ხელთ, ნეიმ  ველინგტონის  მეწინავე  შენაერთებს  შეუტია  და  კატრ-ბრასაკენ  უკუაგდო,  ხოლო  გრუშიმ  სომბრეფისაკენ  დაიწყო  მოძრაობა.  ვანდამმა  პრუსიელთა  ავანგარდი  დაამარცხა,  უკუაგდო  იგი,  აიღო  ფლერიუსი  და  ის  იყო  შეტევის  გაგრძელებას  აპირებდა,  რომ  მის  შესახვედრად მომავალი  მტრის  მრავალრიცხოვანი  კოლონები  შენიშნა.  გენერალმა მაშინვე  აფრინა  მაცნე  გრუშისაკენ,  ხოლო  ამ  უკანასკნელმა  მოსალოდნელი  შერკინების  შესახებ  იმპერატორს  აცნობა.  ნაპოლეონი  დაუყოვნებლივ  გაეშურა  ფრონტის  ამ  უბნისაკენ  და  ერთ  საათში  უკვე  ფლერიუსთან  იყო.  პრუსიელთა  პოზიციების  რეკოგნოსცირების  პროცესში მან  პაჟოლის  კავალერისტებს  მოწინააღმდეგის  მარცხენა  ფლანგზე  სადემონსტრაციო  მოქმედების  დაწყება  უბრძანა.  ბლიუხერი,  რომელიც  იმ დროისათვის  სომბრეფში  იმყოფებოდა,  ანკესზე  წამოეგო  და  თავისი არმიის  მესამედი  მარცხნივ,  ბუანი-ბალატრეს  მიდამოებისკენ  გაგზავნა. ამავე  დროს  მან  მარჯვენა  ფლანგი  არსებითად  დაუცველი  დატოვა, რადგან  იმ  მხრიდან  ველინგტონისგან  ელოდა  დახმარებას.  ასე  რომ, პრუსიელთა  ძირითადი  ძალები,  85  ათასი  ჯარისკაცი,  უპირატესად,  ცენტრში,  ლინის  მიდამოებში  განლაგდა. 
ბლიუხერის  ამ  ძალების  საპირისპიროდ  ნაპოლეონს  იმ  დროს ხელთ  68  ათასი  მეომარი  ჰყავდა.  მიუხედავად  ძალთა  უთანასწორობისა, ნაპოლეონმა  მხნედ  შეუტია  მტერს.  შეტევა  15  საათზე  დაიწყო.  ერთი საათით  ადრე  კი  მან  ნეის  შეტყობინება  გაუგზავნა,  რათა  მას,  ინგლისელთა  შესაკავებლად,  რომელიმე  შენაერთი  დაეტოვებინა.  ხოლო  თვითონ,  მთავარი  ძალებით,  სასწრაფოდ  ლინისკენ  წამოსულიყო,  რათა  ბლიუხერის  მარჯვენა  ფლანგისთვის  დაერტყა. 
ბრძოლა  ლინისთან  მეტად  შეუპოვარი  გამოდგა.  ნაპოლეონმა  მოხერხებულად  განალაგა  თავისი  არტილერია  და  პრუსიელთა  მჭიდრო  კოლონებს  ძლიერი ცეცხლი გაუხსნა.  ბრძოლის პროცესში ბლიუხერს ამბავი მიუტანეს,  რომ  ინგლისელები კატრ-ბრასთან  ებრძვიან  ფრანგებსო.  ბლიუხერმა  ჩათვალა,  რომ  ნაპოლეონი  მთავარი  ძალებით  სწორედ  იქ,  ინგლისელთა  წინააღმდეგ  იბრძოდა,  ხოლო  აქ,  ლინისთან,  ფრანგთა  „მეორეხარისხოვანი“  დაჯგუფება  იმყოფებოდა.  ამის  გამო  იყო,  რომ  პრუსიელი ფელდმარშალი  ერთობ  თამამად  იქცეოდა  და  გაუფრთხილებლად  აგზავნიდა  თავის  დივიზიებს  მოწინააღმდეგისაკენ.  ნაპოლეონს  ბრძოლა  დიდი  ოსტატობით  მიჰყავდა.  იგი  მარჯვედ  აბამღა  ბრძოლაში  თავის  შენაერთებს და  პრუსიელთა პოზიციებს თანდათან ასუსტებდა.  ორივე მხარე  გამეტებით იბრძოდა,  მაგრამ  ნელ-ნელა  ფრანგთა  უპირატესობა იკვეთებოდა. ნაპოლეონი  მოწინააღმდეგის  ცენტრს  უმიზნებდა  და  მისი  მანევრები  ისე  იყო  მიმართული,  რომ  პრუსიელთა  ცენტრი  დასუსტებულიყო, რათა  შემდეგ  იქით  მიემართა  მთავარი  დარტყმა. 
ბრძოლის  დაწყების  წინ  ნაპოლეონმა  მარცხენა  ფრთაზე  იმგვარად  განალაგა  ვანდამის  დივიზიები,  რომ  მათ  დასავლეთიდან  აღმსავლეთისკენ  შეეტიათ,  რათა  პრუსიელები  კიდევ  უფრო  დაეშორებინათ ინგლისელებისგან. 
გახურებული  ბრძოლის  პროცესში  ფრანგთა  მარცხენა  ფლანგს რომელიღაც  შენაერთი  მიუახლოვდა.  ვანდამს  იგი  ჯერ  პრუსიელებისა ეგონა  და  იმპერატორს  დახმარება  სთხოვა.  მაგრამ  მალე  გამოირკვა,  რომ ეს  ნეის  დაჯგუფების  ერთ-ერთი,  დ’ერლონის,  კორპუსი  იყო,  რომელიც თანამოძმეების  დასახმარებლად  მოდიოდა.  დ’ერლონს  20  ათასი  მეომარი ჰყავდა  და  მისი  ბრძოლაში  ჩაბმა  პრუსიელთა  ისედაც  ცუდ  დღეში  ჩავარდნილი  არმიის  სრულ  განადგურებას  გამოიწვევდა. 
სანამ  მარცხენა  ფლანგზე  ეს  ამბები  ხდებოდა,  ნაპოლეონმა  ცენტრში  დამრტყმელ  კოლონას  მოუყარა  თავი,  რომელსაც  გვარდია  წაუმძღვარა  და  პრუსიელთა  ცენტრისკენ  მიმართა.  ეს  შეტევა  შეუჩერებელი იყო.  კოლონამ  გაარღვია  პრუსიელთა  ცენტრი,  უკუაგდო  მოწინააღმდეგე და  ფეხდაფეხ  მიჰყვა  მას.  ქვეითი  ჯარის  შეტევას  მხარს  ცხენოსნები უბამდნენ  –  გვარდიის  ულანები  და  კირასირები. 
სასოწარკვეთილმა  ბლიუხერმა  სცადა  მის  შორიახლო  დარჩენი- ლი  კავალერიული  ნაწილები  შეეგროვებინა  და  კონტრიერიშით  როგორმე აღედგინა  მდგომარეობა.  მამაცი  ფელდმარშალი  თავად  წარუძღვა  წინ  ამ შენაერთს.  მოწინააღმდეგის  „ცხენოსანთა  დანახვისთანავე  გვარდია  კარეებად  მოეწყო  და  მტერს  გამანადგურებელი  ცეცხლი  შეაგება.  სულ  მალე, არეულ-დარეულ  პრუსიელებს,  თავს  გვარდიის  კავალერია  დააცხრა  და სულ  მთლად  მოუთავა  საქმე.  ფრანგ  კირასირებთან  შეჯახების  დროს ბლიუხერის  ცხენი  წაიქცა  და  მხედარი  ქვეშ  მოიყოლა.  პრუსიელთა  სარდლის  გარშემო  ფრანგი  კავალერისტები  დაქროდნენ,  მაგრამ  არცერთ მათგანს  არ  მიუქცევია  ყურადღება  გასისხლიანებული  მოხუცისთვის, რომელიც  წაქცეული  პირუტყვის  ქვემოდან  ცდილობდა  გამოძრომას  და ფეხზე  დადგომას.  ფრანგებს  რომ  ბლიუხერი  ეცნოთ...  როგორი  შემთხვევითობა  ახდენს  ხოლმე  გავლენას  კამპანიის  ბედზე! 
ერთი  ამდაგვარი  და  იქნებ  იმაზე  მეტი  მნიშვნელობის  რამ.  ვიდრე თვით  ბლიუხერის  სიკვდილი  ან  დატყვევება  იქნებოდა,  იქვე,  ლინისთან, ამ  ამბებამდე  ცოტა  ხნით  ადრე  მოხდა! დრუე  დ'ერლონის  კორპუსი,  რომელიც  ბრძოლის  ველს  უახლოვდებოდა,  უეცრად  შემოტრიალდა  და...  უკან  წავიღა! გახურებული  ბრძოლის  დროს  ნაპოლეონმა  დ’ერლონის  უცნაური  მოძრაობა  ვერ შეამჩნია,  როგორ  იფიქრებდა  იმპერატორი,  რომ  ლამის უკვე  ბრძოლის  ველზე  მოსული  დამხმარე  ძალა  თავს  დაადებდა  და  უკან წავიდოდა!  როგორც  შემდეგ  გამოირკვა,  ნეის,  რომელიც  ველინგტონთან მძაფრ  ბრძოლაში  იყო  ჩაბმული  კატრ-ბრასთან,  ადრევე  გაუგზავნია  მაცნე  დ’ერლონისათვის  –  მომეშველეო.  მაცნეს  დაუგვიანია  და  კორპუსის სარდალთან  მაშინ  მისულა,  როდესაც  ის  ლინის  ბრძოლის  ველს  უახლოვდებოდა.  შემდეგ  რაც  მოხდა,  ძნელი  ასახსნელია.  ალბათ,  დ'ერლონმა ჩათვალა,  რომ  ლინისთან  იმპერატორს  ბრძოლა  ისეც  მოგებული  აქვს  და სჯობს  ისევ  ნეის  მივეხმაროო.  სხვაგვარად  მისი  ქცევა  ვერაფრით  აიხსნება.  ახალგაზრდა  გენერლის  მოქმედებაში  სავალალო  ის  იყო,  რომ, ვერ  გაერკვა  რა  ვითარებაში,  მან  სწორად  ვერ  შეაფასა  შექმნილი  მდგომარეობა  და  ვერა  თუ  ნაპოლეონს,  ნეისაც  გერ  მიეხმარა,  რადგან  როცა მისი  კორპუსი  კატრ-ბრას  მიუახლოვდა,  იქ  ბრძოლა  კარგა  ხნის  დასრულებული  იყო.  ამ შემთხვევამ  გადამწყვეტი  როლი  ითამაშა  ბელგიის  კამპანიის  შემდგომ  ბედში... 
ნაპოლეონმა  ლინისთან  პრუსიელები  მძიმედ  დაამარცხა.  ბრძოლაში  მათ  20  ათასამდე  კაცი  დაკარგეს,  უფრო  მეტი  კი  დაიფანტა  და უკუიქცა.  ბრძოლის  შედეგი  ბევრად  შთამბეჭდავი  იქნებოდა,  დ’ერლონს რომ  თავისი  20-ათასიანი  კორპუსი  შერკინებაში  ჩაერთო  (იგი  დასავლეთიდან  მოდიოდა  და  პრუსიელთა  გახსნილ  მარჯვენა  ფლანგს  ზედ  მიადგებოდა).  ამ  შემთხვეგაში  ბლიუხერის  არმია  მთლიანად  ღაიღუპებოდა.  დაიღუპებოდა  და  ბელგიაში  დარჩებოდა  მარტო  ინგლისელთა  არმია,  რომელსაც  პრუსიელთა  არმიის  ბედი  ელოდა.  მაგრამ  არ  მოხდა  ასე.  ალბათ, აღარ  უნდა  მომხდარიყო  ასე  და  იმიტომ... 
ღრუბლიანი  საღამო  იყო  და  კვლავ  წვიმდა.  პრუსიელთა  უკუქცეული  ნაწილები  სოფლის  გზებს  მიუყვებოდნენ,  ზოგი  საით  და  ზოგი საით.  მეთაურის  ერთიანი  ხელი  არ  ჩანდა.  ან  საიდან  გამოჩნდებოდა,  როცა  თვითონ  მეთაურიც  არ  ჩანდა.  სად  იყო  ბლიუხერი,  არავინ  უწყოდა. ინსტრუქციის  მიხედვით  მთავარსარდლის  მწყობრიდან  გამოსვლის  შემთხვევაში  მისი  ადგილი  მთავარი  შტაბის  უფროსს  უნდა  დაეკავებინა.  გნეიზენაუ  ლინიდან  თავადაც  გარბოდა.  გარბოდა  და  ბოლოს  სოფელ  ო-ტრუა-ბარესთან  შეჩერდა.  იქაც  ერთი  ორომტრიალი  იყო  –  გამოქცეული ჯარისკაცები.  ცხენოსნები,  აღალი,  ზარბაზნები  – ყველაფერი  ერთმანეთში  იყო  არეული.  არე-ელი  სახეები,  დაბნეული  მეომრები... 
გნეიზენაუმ  რუკა  გაშალა  და  უკანდასახევ  გზას  დაუწყო  ძებნა. არმია  დამარცხდა.  ამ  მიდამოებში  გაჩერება  შეუძლებელია.  საჭიროა უკანდასახევი  ისეთი  გზა  მოიძებნოს.  რომ  გაფანტულ  ნაწილებსაც  თავი მოეყაროს  და...  ომი  ხომ  არ  დამთავრებულა,  ის  არსებითად  ახლა  იწყება, ამიტომ  უკანდახევა  ისეთი  უნდა  იყოს,  რომ  ჯარის  გაფანტული  ნაწილების  თავმოყრაც  შეიძლებოდეს  და  ომის  გაგრძელებაც.  საით  აჯობებს? ლოგიკური,  რა  თქმა  უნდა.  აღმოსავლეთისკენ,  ლიეჟის  მიმართულებით უკანდახევა  იქნება.  იქიდან  რაინამდე  ერთი  ხელის  გაწვდენაა.  იქ  შეიძლება  ჯარმა  დაისვენოს,  მაშველი  ძალა  შეიერთოს,  სხვა  მოკავშირეებს დაელოდოს.  მაგრამ,  ასეთ  შემთხვევაში  დაიკარგება  ბრიუსელი,  ინგლისელების  არმია  მარტო  დარჩება  გალაღებული  მოწინააღმდეგის  წინაშე და  თუ  მოასწრებენ  ინგლისელები  ზღვამდე  მისვლას,  ხომ  კარგი,  თუ  ვერა  და...  არა,  ასე  არ  ივარგებს.  მოკავშირეთა  ხელმძღვანელობა  ასეთ  ნაბიჯს  არ  გაამართლებს,  ამიტომ  ისევ  ჩრდილო-დასავლეთისკენ  წასვლა აჯობებს,  ვავრისაკენ,  ინგლისელების  მიმართულებით.  ხანგრძლივი  ფიქრისა  და  ყოყმანის  შემდეგ  გნეიზენაუ  ასეთ  არჩევანზე  შეჩერდა. 
მიღებულია  ჩაითვალოს,  რომ  პრუსიის  არმიის  შტაბის  უფროსის ამ  ნაბიჯმა  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  იქონია  ბელგიის  კამპანიის  ბედზე. თქმა  არ  უნდა,  რომ  ასე  იყო,  მაგრამ  ჩვენ  მაინც  ჩვენსას  გავიმეორებთ: ფრანგების  მომავალი  უბედურების  სათავე  ლინისთან  დ’ერლონის  მიერ დაშვებულ  მიუტევებელ  შეცდომაში  იდო.  ის  რომ  უკან  არ  გაბრუნებულიყო  და  პრუსიელთა  მარჯვენა  ფრთისთვის  შეეტია,  მაშინ  გნეიზენაუს აღარ  ექნებოდა  საფიქრალი,  თუ  საითკენ  წასულიყო,  ასეთ  შემთხვევაში ისა  და  მისი  არმიის  ნარჩენები  თუ  ლიეჟისკენ  მოასწრებდნენ  გაქცევას, ისიც  დიდი  საქმე  იქნებოდა... 
როდესაც  ლინისთან  ყველაფერი  მოთავდა  და  ფრანგთა  კავალერია  საკუთარი  არმიის  რიგებს  დაუბრუნდა,  დაბეჟილ-დასისხლისნებული ბლიუხერი  თავისიანებისკენ  წალასლასდა.  ფელდმარშალი  თავს  ცუდად გრძნობდა,  მაგრამ  ამას  რას  ჩიოდა  –  იგი  ხომ  სასწაულით  გადაურჩა სიკვდილს  ან  სამარცხვინო  ტყვეობას.  შემდგომ  კი  ყველაფერი  კარგად აეწყო:  პრუსიელმა  ექიმებმა  მთავარსარდალი  ჯინისა  და  ნივრის  ნაყენით დაზილეს,  ბანდებით ტან-ფეხი  მაგრად  გაუკრეს,  ერთი  მოზრღილი  ჭიქა ჯინი  გადააყლურჭეს  და  ძილი  ნებისა  უსურვეს.  დილისათვის  კი  ეს  დაუდგრომელი  მოხუცი  უკვე  უკეთ  იყო  და  ცხენზე  ამხედრებას  ითხოვდა. იგი  კვლაგ  ბრძოლის  ველისკენ  მიისწრაფოდა,  რათა  ნაპოლეონს  ამჯერად  ინგლისელებთან  ერთად  დაპირისპირებოდა. 
რას  აკეთებდა  ლინისთან  ბრძოლის  მღელვარე  პერიოდში  ნეი? იგი  ნაპოლეონის  ინსტრუქციას  ასრულებდა  და  ნელა  მიიწევდა  ბრიუსელისკენ.  ფრანგთა  მარცხენა  ფრთის  სარღალი  არ  ჩქარობდა  –  იგი დ’ერლონის  კორპუსს  ელოდებოდა,  რომელიც  შარლერუადან  მოდიოდა და  მას  უნდა  დასწეოდა.  დ”ერლონი  იგვიანებდა,  წინ  კი,  კატრ-ბრასთან, ინგლისელები  გამოჩნდნენ.  როგორც  დაზვერვამ  აჩვენა,  მათ  იქ  16  ათასზე  მეტი  ჯარისკაცი  არ  ჰყავდათ,  სამაგიეროდ  სათავეში  თვითონ  ველინგტონი  ედგათ.  ნეიმ,  მიუხედავად  იმისა,  რომ  სულ  II  ათასი  მეომარი  ჰყავდა,  დ’ერლონს  არ  დაუცადა  და  ჯიქურ  მიიტანა  იერიში  მოწინააღმდეგეზე.  ბრძოლა  ძალიან  შეუპოვარი  გამოდგა,  უპირატესობა  ხან  ერთ  მხარეზე  იყო,  ხან  მეორეზე.  ბრძოლის  პროცესში  ფრანგებმაც  და  ინგლისელებმაც  გარკვეული  დამხმარე  ძალა  მიიღეს.  შედეგად  ნეის  19  ათასი  გაუხდა, ხოლო  ველინგტონს  28  ათასი  (დანაკარგების  გარეშე).  დანაკარგები  კი ასეთი  იყო:  კატრბრასთან  ბრძოლაში  ფრანგებმა  4  ათასი  დაკარგეს,  ინგლისელებმა  4.5  ათასი.  შედეგი?  საყაიმო  იყო.  ველინგტონმა  ნეი  ბრიუსელისკენ  არ  გაუშვა,  ხოლო  ნეიმ  ველინგტონს  არ  მისცა  საშუალება ბლიუხერისთვის  გაეწია  დახმარება. 
ლინისთან  გამარჯვებით  გახარებული  ნაპოლეონი  იმედიანად ხვდებოდა  ინგლისელებთან  მომავალ  ბრძოლასაც.  მონაცემები,  რომელთაც  იგი  წამდაუწუმ  იღებდა,  ჯერჯერობით  სასიკეთო  იყო.  პრუსიელები ნამიურისკენ,  ე.ი.  აღმოსავლეთისკენ  იხევდნენ.  ეს  კარგი  იყო,  რადგან ასე  მანძილი  მათ  გვარიანად  შეფერთხილ  არმიასა  და  ინგლისელებს  შორის  იზრდებოდა.  მაგრამ  მალე  სხვა  მონაცემებიც  გამოჩნდა,  გამოირკვა, რომ  ნამიურისაკენ  პრუსიელთა  მხოლოდ  მცირე  ნაწილი  იხევდა,  ძირითადი  ძალები  კი  არ  ჩანდნენ,  ე.ი.  ისინი  სადღაც  სხვაგან  იყრიდნენ  თავს და  სხვა  მხარეს  აპირებდნენ  წასვლას.  ეს  უკვე  კარგი  აღარ  იყო,  იგი გაურკვევლობას  თესაგდა,  გაურკვევლობა  კი  ყველაზე  ცუდი  რამ  იყო, რაც  ბრძოლის  წინ  შეიძლება  მხედართმთავარს  შეხვედროდა. 
ლინისთან  შერკინების  დამთაგრებისთანავე,  თავისი  ჩვეულებისდამიხედვით,  იმპერატორი  ბრძოლის  ველს  გაუყვა.  მაგრამ  მას  ახლა  20 ათასი  მკვდარი  პრუსიელის  დანახვა  კი  არა,  ცოცხლად  დარჩენილი  60 ათასის  ადგილსამყოფელი  აინტერესებდა.  მათი  ადგილსამყოფელის  გარკვევა  კი  არ  ხერხდებოდა.  იმპერატორს  თანდათან  ხასიათი  უფუჭდებოდა, რაღაც  უცნაური  და  მისთვის  უჩვეულო  გაორების  გრძნობა  ეუფლებოდა. რა  ქნას,  როგორ  მოიქცეს?  სდიოს  პრუსიელებს  და  ინგლისელები  ზურგში  მოიტოვის?  არ  ივარგებს.  თანაც  არავინ  იცის,  საით  მიდიან  პრუსიელები.  არა,  ისეც  პირვანდელი  გეგმა  უნდა  შესრულდეს  –  პრუსიელების შემდეგ  ინგლისელები.  ახლა  მათი  ჯერია.  მაგრამ  არც  ბებერი  ბლიუხერის  უყურადღებოდ  დატოვება  შეიძლება.  მას  ფხიზელი  დარაჯი  სჭირდება,  რათა  ინგლისელების  დასახმარებლად  წასვლა  ვერ  შესძლოს.  ვინ  გამოჰყოს  პრუსიელთა  სადარაჯოდ?  იქნებ  განდამი?  არა,  ის  კარგი  მეომარია,  მაგრამ  ზედმეტად  ფიცხია.  მაშინ  გრუში,  ის  ახლა  წოდებით  სხვებზე  მეტია,  ცოტა  ხნის  წინ  ხომ  მარშალი  გახდა!  წაიყვანოს  35  ათასი კაცი  და  მისდიოს  პრუსიელებს.  წაჰყვეს  საითკენაც  წავლენ,  მთავარიათვალსაწიერიდან  არ  დაკარგოს!  უნდა,  გზა  გადაუღობოს,  უნდა,  ზურგში დაარტყას,  რაც  უნდა,  ის  ქნას,  ოღონდ  ინგლისელთა  დასახმარებლად არ  გამოუშვას.  მაგრამ  საით  უნდა  გაემართოს  გრუში?  ალბათ,  ჟამბლუსაკენ,  რადგან  იქიდან  ვითარებისდა მიხედვით  რამდენიმე  მიმართულებით შეიძლება  წასვლა.  გაართმევს  კი  გრუში  თავს  ამ  ამოცანას?  ალბათ,  გაართმევს,  რა  ძნელი  საქმე  ეს  არის...  35  ათასი  ჯარისკაცი  ამ  საქმისთვის ბევრი  ხომ  არ  იქნება,  არმიის  მესამედი?  იქნებ  ნაკლები  გაატანოს?  არა, ნაკლები  არ  ივარგებს,  ვაითუ  ვერ  გაუმკლავდეს  პრუსიელებს.  თუ  გრუში თავის  ამოცანას  შეასრულებს  და  ფეხდაფეხ  მიჰყვება  დამარცხებულ  პრუსიელებს,  ეს  ბევრ  დროს  მოაგებინებს  ფრანგებს.  ყოველ  შემთხვევაში იმდენს  მაინც,  რომ  იმ  ყოყლოჩინა  ზღვისგაღმელებისთვის  ჭკუის  სწავლება  მოესწროს.  მანამდე  კი  შეიძლება  არმიამ  დაისვენოს,  ამის  დროც იქნება.  თუმცა  ამ  თქეშში  რას  დაისვენებს...  იქნებ  პირდაპირ  ინგლისელებზე  წასვლამ  აჯობოს,  დაუსვენებლად?  არა,  ღამის  მარშს  ისევ  წვიმიან  ღამეში  დასვენება  აჯობებს.  ამიტომ  დაისვენოს  არმიამ... 
ასეთი  ფიქრებით  დამძიმებული  მიუყვებოდა  გამარჯვებული  იმპერატორი  ლინის  ველს,  მაგრამ  გამარჯვებულის  ხასიათზე  ვეღარ  იყო. მოგვიანებით,  წმინდა  ელენეს  კუნძულზე  ყოფნისას,  იმპერატორი იმ  დღეებზე  იტყვის  –  რაღაც  უცნაური  გრძნობა  დამეუფლა,  ჩემთვის სრულიად  უცხო,  თითქოს  თავს  ვეღარ  ვცნობდი  და  ვეღარც  ვენდობოდიო...  უიმედობის  გრძნობა  იყო  ეს,  სირ,  აქამდე  რომ  არასოდეს  განგიცდიათ,  ის  გრძნობა!  განა  გენერალი  ბონაპარტი  ისე  მოიქცეოდა  რივოლის წინ,  როგორც  თქვენ  ვატერლოოს  წინ  მოიქეცით?  რა  დროს  წვიმა  იყო, რა  დროს  დასვენება?  აბა,  ერთი  1797  წელი  გაიხსენეთ,  ჩრდილოეთი  იტალია,  ვერონის  მისადგომები...  13  იანვარს  თქვენ  ამ  ქალაქიდან  გამოხვედით,  სენ-მიკელესთან  ავსტრიელთა  ერთი  კოლონა  დაამარცხეთ,  მერე, მთელი  ღამის  შეუჩერებელი  მარშის  შემდეგ,  რივოლის  პლატოზე  გახვედით,  14  იანვრის  განმავლობაში  ალვინცის  ჭარბ  ძალებს  ებრძოლეთ,  გაანადგურეთ  ისინი  და  შეუსვენებლივ  უკან  გამობრუნდით,  15-ში  კი  უკვე მანტუას  მიადექით  და  16-ში  უთენია  ისევ  ბრძოლაში  ჩაებით,  რათა  პროვერას  რაზმი  დაგეტყვეგებინათ!  მაშინ  არც  მარშებს  მორიდებიხართ  და არც  თოვლსა  და  სიცივეს.  ახლა  რაღა  მოგივიდათ.  სირ,  ამ  ზაფხულის წვიმაში  რა  დასვენების  დრო  დაგიდგათ?  მაგრამ  საქმეც  ისაა,  რომ  ახლა დასვენების  კი  არა,  თქვენდა  სავალალოდ,  სულ  სხვა  დრო  დაგიდგათ, თქვენი  საბოლოოდ  წასვლის  დრო.  ამიტომ  არ  შეედარება  ეს  ორი  თარიღი  ერთმანეთს.  მაშინ,  ოთხმოცდაჩვიდმეტში,  ყველაფერი  მხოლოდ  იწყებოდა,  ახლა  კი,  რვაასთხუთმეტში.  ყველაფერი  მთავრდებოდა... 
ნეისთან  მძიმე  ბრძოლის  შემდეგ  ველინგტონმა  ბრიუსელისკენ დაიხია  და  სოფელ  ვატერლოოს  მიდამოებში  შეჩერდა.  ინგლისელ ფელდმარშალს  მახვილი  თვალი  ჰქონდა  და  პოზიცია  მარჯვედ  შეარჩია: ფრანგთა  იმპერატორი  ბრიუსელს  არ  მოეშვება  და  ჯიუტად  შეეცდება მისკენ  გარღვევასო,  ვარაუდობდა  ინგლისელი  ლორდი.  –  ვატერლოოს ველს  ის  ვერ  ასცდება,  ამიტომ  აქ  სჯობს,  ამ  გორაკებზე  გამაგრება.  თუ ფრანგებს  მედგრად  დავუხვდებით,  მაშინ  შევძლებთ  მათი  შეტევების  შეკავებას,  იმ  დრომდე  შეკავებას,  სანამ  ბლიუხერი  მაშველ  ძალას  არ  მოიყვანს.  მაშველ  ძალას  კი  ის  აუცილებლად  მოიყვანს  (ფრანგებისათვის  სავალალოდ,  ლინის  ბრძოლის  შემდეგ  ბლიუხერი  და  ველინგტონი  შემთხვევით  შეხვდნენ  ერთმანეთს  სოფელ  ბრის  წისქვილთან.  დამტვრეულ-დაბეჟილმა  პრუსიელმა  ფელდმარშალმა  მისი  დამარცხებით  შეშფოთებულ  ინგლისელ  ფელდმარშალს  სიტყვა  მისცა  –  რაც  არ  უნდა  მოხდეს, მაინც  მოვალ  ბრძოლის  ველზე  და  დაგეხმარებიო).  აი,  როცა  ბლიუხერი მაშველ  ძალას  მოიყვანს,  მაშინ  ორი  არმია  ერთის  წინააღმდეგ  აღმოჩნდება  და  ფრანგებს  თვით  მათი  საოცარი  მხედართუფროსიც  ვეღარ  უშველის. მაგრამ  ბლიუხერის  მოსვლამდე  ხომ  გაძლებაა  საჭირო... 
      იმ  დროისათვის  ბლიუხერი  უკვე  თავისი  არმიის  ძირითად ძალებთან  იყო,  მოხუცი  თაგს  ჯერ  კიდევ  შეუძლოდ  გრძნობდა,  მაგრამ მაინც  წინ  მიიბრძოდა.  ჩემი  ცხენზე  მიბმა  რომ  გახდეს  საჭირო,  ისეთ მდგომარეობაშიც  წავალ  საბრძოლველადო,  გაიძახოდა.  მისი  შტაბის უფროსი,  ფრთხილი  და  გაწონასწორებული  გნიეზენაუ  სულაც  არ  იყო ბლიუხერის  აღტკინებით  კმაყოფილი.  ნეტავ  რა  გვაჩქარებს,  ამბობდა შტაბის  უფროსი,  ვინ  ენდობა  ამ  ორპირა  ინგლისელებს?  ერთიც  ვნახოთ და  ზღვისკენ  მოუსვან?  მაშინ  ხომ  მარტონი  შევრჩებით  პირდაღებულ ურჩხულს!  ვინ  იცის,  იქნებ  ველინგტონმა  საიდუმლო  კავშირიც  გააბა ნაპოლეონთანო?  არა,  მტკიცედ  პასუხობდა  ბლიუხერი,  რაც  არ  უნდა იყოს,  მე  ველინგტონისთვის  მიცემულ  სიტყვას  შევასრულებ!  მე  ვენდობი მას  და  წავალ  მისკენ! 
წვიმიან  ამინდში,  სოფლის  ატალახებულ  გზებზე,  თავის  35-ათასიან  არმიასთან  ერთად  ჟამბლუსაკენ  ნელა  მიაბიჯებდა  ემანუელ-ალფონს გრუში,  მამაცი  კაკალერისტი  და  იმპერატორის  ერთგული  მეთაური. გრუში  პირველად  ჩაუდგა  ასეთ  შენაერთს  სათავეში  და,  თავისი  სამხედრო  კარიერის  მანძილზე,  არსებითად,  პირველად  მიიღო  ეგზომ  საპასუხისმგებლო  დავალება.  ამ  ღავალებაში  რთული  თითქოს  არაფერი  იყო  – იგი  და  მისი  შენაერთი  დამარცხებულ  მტერს  უნდა  გაჰყოლოდნენ  და  არ მიეცათ  მისთვის  დასაგლეთისკენ  გახედვის  შესაძლებლობა.  სათქმელად ეს,  რა  თქმა  უნდა,  ადვილი  იყო,  მაგრამ  შესასრულებლად...  განსაკუთრებით  იმის  გათვალისწინებით,  რომ  წარმოდგენაც  არა  გაქვს,  საითკენ  დაიხია  მოწინააღმდეგემ,  გზები  ატალახებულია,  მოძრაობა  ჭირს  და.  რაც მთავარია,  შენი  ხელქვეითები  ისეთი  ურჩი  და  ამბიციური  გენერლები  არიან,  როგორებიც  ვანდამი  და  ჟერარია...
17-ში  საღამოს  გრუში,  როგორც  იქნა,  ჟამბლუში  მივიდა.  პრუსიელთა  მარშრუტის  შესახებ  იქ  ხეირიანად  არაფერი  იცოდნენ.  ადგილობრივი  მცხოვრებნი  სხვა  პუნქტებზე  ხშირად  ვავრს  ასახელებდნენ.  თუ ვავრია,  ვავრი  იყოს,  გადაწყვიტა  გრუშიმ.  ამ  ღამესა  და  ამ  წვიმაში  სად უნდა  ვიაროთ,  დილისთვის  კი  ვნახოთ,  რა  იქნება,  შემდგომი  ნაბიჯები დილით  გადავდგათ,  ერთმა  ღამემ  რა  უნდა  შეცვალოს?  და  გრუშის  შენაერთი  ჟამბლუს  მიდამოებში  მოთავსდა  ღამის  გასათევად. 
17  ივნისის  შუადღისას  ნაპოლეონი  თავისი  მთავარი  ძალებით ბრიუსელის  მიმართულებით  დაიძრა.  ფრანგები  საკმარისად  ნელა  მოძრაობდნენ  და  ბელ-ალიანსთან  მხოლოდ  საღამოსთვის  მივიღნენ.  წინ  ვატერლოოს  ველი  იყო  გადაშლილი,  რომლის  უკან,  ჩრდილოეთით,  მონ  სენ-ჟანის  მიდამოებში,  საშუალო  სიმაღლის  გორაკები  მოჩანდა. დაზვერვამ  იმპერატორს  აცნობა,  რომ  ამ  გორაკებზე  ინგლისელები  შეინიშნებიანო.  ნაპოლეონმა  მაშინვე  გაგზავნა  ცხენოსანთა  ორი ბრიგადა  მონ  სენ-ჟანისაკენ,  რათა  მათ  მეტი  ინფორმაცია  მიეღოთ  მტრის შესახებ.  როგორც  კი  ფრანგები  შემაღლებას  მიუახლოვდნენ,  იქიდან  ერთდროულად  რამდენიმე  ათეულმა  ზარბაზანმა  იქუხა, რაც  იმის  მაუწყებელი  იყო,  რომ  ამ  გორაკებზე  და  მათ  უკან,  ინგლისელთა  მთავარი  ძალები იყვნენ  განლაგებულნი.  ნაპოლეონი  ძალიან  გააკვირვა  ამ  ფაქტმა:  როგორ,  წამოიძახა  მან,  ნუთუ  ველინგტონი  მარტო  გაბედავს  ბრძოლის  გამართვას?  პრუსიელები  ხომ  შორს  არიან!  ახლოსაც  რომ  იყვნენ,  მათ  ხომ უკან  გრუში  მოჰყვება,  რომელიც  შეუტევს  მტერს  და  არ  მისცემს  ინგლისელებთან  შეერთების  საშუალებას!  რა  იცოდა  იმპერატორმა,  რომ  პრუსიელები  შორს  კი  არა  იქვე,  ვავრის  დასავლეთით  იყვნენ,  და  მათ  უკან სულაც  არ  მოჰყვებოდა  გრუში!  ეს  უკანასკნელი  კარგა  ხანს  ისევ  ჟამბლუსთან  ზელდა  ტალახს  და  პრუსიელთა  არიერგარდთან  არაფრისმომცემ  შეტაკებაში  მხოლოდ  საღამოსღა  ჩაება.
იმ  ზღვა  მასალაში,  რომელიც  ნაპოლეონის  ცხოვრებას,  მის  მოღვაწეობას  და,  ცხადია,  მის  სამხედრო  შემოქმედებას  ეხება,  ვატერლოოს ბრძოლის  აღწერას  განსაკუთრებული  ადგილი  უჭირავს. თავისი  ხანგრძლივი  სამხედრო  კარიერის  მანძილზე  ნაპოლეონს ვატერლოოზე  მასშტაბური  ბრძოლებიც  გაუმართავს  და  მასზე  სისხლისმღვრელიც,  მაგრამ  მისი  შემოქმედების  მკვლევართა  ყურადღების  ცენტრში  მაინც  მუდამ  ეს  უკანასკნელი  შერკინება  ექცეოდა.  ამ  ფაქტის ახსნა  ძნელი  არ  არის.  დიდი  იმპერატორის  უკანასკნელი გაბრძოლება  ისეთი  დრამატიზმით  იყო  აღსავსე,  ისე  იყო  მასში  შემთხვევითი  თუ  კანონზომიერი  მოვლენები  გადაჯაჭვული  და,  ბოლოს,  ისეთი  ტრაგიკული  ფინალი  ჰქონდა,  რომ  მისი  პერიპეტიების  დაწვრილებითი  აღწერისგან  თავს ვერ  იკავებდნენ  არა  მხოლოდ  სამხედრო  დარგის  სპეციალისტები,  ან თუნდაც  ნაპოლეონის  უთვალავი  ბიოგრაფები,  არამედ  მხატვრული  სიტყვის  ისეთი  დიდოსტატებიც,  როგორებიც  იყვნენ  სტენდალი,  ვალტერ  სკოტი,  ვიქტორ  ჰიუგო,  სტეფან  ცვაიგი...
ვატერლოო  საოცარი  კორსიკელის  კიდევ  უფრო  საოცარი  ცხოვრების  ტრაგიკული  დასასრული  იყო.  სწორედ  ცხოვრების  დასასრული, რადგან  თუმცა  1815  წლის  18  ივნისის  შემდეგ  ნაპოლეონმა  ექვსი  წელი კიდევ  იცოცხლა,  ეს  უკვე  მისი  სიცოცხლე  აღარ  იყო.
გენერალ  ბონაპარტსა  და  იმპერატორ  ნაპოლეონს  უხილავად ჩვენ  ყველა  ბრძოლაში  თან  გახლდით. „მასთან  ერთად“,  თითქოს  ბეწვისააო,  ისე  გაგდიოდოთ  არკოლეს  ხიდზე,  მივაბიჯებდით  ეგვიპტის  უდაბნოს ცხელზე  ცხელ  ქვიშაში,  ალყაში  მოსაქცევად  გარს  ვუვლიდით  ავსტრიელთა  არმიას  ულმთან,  უკან  მივსდევდით  აუსტერლიციდან  ოტებულ  ორ  იმპერატორს  –  ფრანცსა  და  ალექსანდრეს,  მახეს  ვუგებდით პრუსიელთა  არმიას  იენასთან,  ვუტევდით  ზიუსენბრუნის  მაღლობებს ვაგრამთან,  უკან  ვიხევდით  თოვლიანი  რუსეთის  უკიდეგანო  ველებზე, გებრძოდით  მთელ  ევროპას  ლაიფციგთან  და  ერთი  ბეწო  არმიით  სასწაულებს  ვგახდენდით  სენისა  და  მარნის  შუამდინარეთში. ჩვენ,  ოცი  წლის  ამ  შეუჩერებელი  მარშების,  გაუთავებელი  ლაშქრობებისა  და  ბრძოლების  მონაწილენი,  რა  თქმა  უნდა,  გვარიანად  დავიღალეთ  და  სულის  მოთქმის  სრულიად  გასაგები  სურვილი  გაგვიჩნდა.  და მაინც,  მიუხედავად  ამისა,  ცოტაც  კიდევ  „გავიჭირვოთ“  და  უკანასკნელ შერკინებაშიც  არ  მიგატოვოთ  იმპერატორი.  მას  ხომ  ერთი,  მხოლოდ ერთი  ბრძოლა  დარჩა  გასამართი...
17  ივნისის  საღამოსათვის  ფრანგთა  და  ინგლისელთა  არმიები  ვატერლოოს  მიდამოებში  ჯაბანაკდნენ..ფრანგებს  70  ათასი  მეომარი  ჰყავდათ,  ინგლისელებს  –  68  ათასი.  ძალები  პრაქტიკულად  თანაბარი  იყო, მაგრამ  გასათვალისწინებელი  იყო  ის  ფაქტი,  რომ  ფრანგთა  ჯარი  ბრძოლებში  უფრო  გამობრძმედილი  და  საომარი  საქმის  უკეთ  მცოდნე  იყო, თუმცა  ინგლისელთა  რიგებშიც  ცოტა  როდი  იყო  ესპანეთში  ხანგრძლივად  ნაომარი  ვეტერანი.
ველინგტონი  ვარაუდობდა,  რომ  მისი  მრისხანე  მოწინააღმღეგე მთავარ  დარტყმას  მარჯვენა  ფლანგზე,  მონსის  გზის  მიდამოებში  განახორციელებდა.  ამიტომ  იყო,  რომ  ინგლისელი  მთავარსარდალი  ჯარის მნიშვნელოვან  ნაწილს  სწორედ  ამ  ფლანგზე  უყრიდა  თავს.  მარცხენა ფლანგი  ველინგტონს  ასე  თუ  ისე  დაცულად  მიაჩნდა  –  იგი  ხომ  სწორედ ამ  მხრიდან  ელოდა  პრუსიელთა  გამოჩენას.
ნაპოლეონმა  ბრძოლის  დაწყება  18  ივნისის  დილიდან  გადაწყვიტა.  ერთადერთი,  რაც  იმ  დროს  იმპერატორს  აფიქრებდა,  ეს  წვიმა  იყო. წვიმა,  რომელიც  უკვე  მეორე  დღეა  მოდიოდა  და,  როგორც  ჩანდა,  გადაღებას  არ  აპირებდა.  წვიმისგან  ატალახებულ  მიწაზე  კავალერიასაც  გაუჭირდებოდა  „ფეხის  მოკიდება“  და  არტილერიის  გადაჯგუფებაც  გაძნელდებოდა.  მაგრამ,  დილისათვის  წვიმამ  გადაიღო,  გაფანტული  ღრუბლებიდან  მზემ  გამოიჭვრიტა  და  დაპირისპირებულ  არმიებს  საბრძოლო  ასპარეზი  გაუნათა.
1815  წლის  18  ივნისს,  დილაადრიან,  ვატერლოოს  გორაკებზე განლაგებულ  ინგლისელ  მეომრებს  იმის  ხალისი  რომ  ჰქონოდათ,  მათ  წინ გადაშლილი  ველისათვის  ისე,  თვალის  გასახარად,  გადმოეხედათ,  თავისებურად  ლამაზსა  და  მიმზიდველ  სურათს  დაინახავდნენ.  ყველგან  მწიფობაში  შესული  ქერის  შეყვითლებული  და  ჯერ  უმწიფარი  ჭვავისა  და ხორბლის  მუქი  მწვანე  ფერის  ხალიჩა  იყო  გაფენილი,  რომელზეც  აქა-იქ  წამოსკუპულიყო  წითელკრამიტიანი  გლეხური  სახლები  და  არემარეს კიდევ  მეტ  იდილიურ  ელფერს  აძლევდა.  ეს  იდილია  არც  მაშინ  დაირღვა, როცა  ხალიჩას  ფერები  შეემატა:  როცა  მინდორზე  ქვეითთა  და  ცხენოსანთა  ფერად-ფერადმა  კოლონებმა  იწყეს  შემოსვლა  და  ერთმანეთისგან მკაცრად  დაცული  ინტერვალებით  განლაგება.  მაგრამ  მერე,  როცა  მათ არტილერია  შემოემატათ,  როცა  კოლონებს  შორის  მალემსრბოლთა  მიმოსვლა  გაჩაღდა  და,  საერთოდ,  ასეთი  მომენტისთვის  ჩვეული  ორომტრიალი  ატყდა,  სოფლურმა  იდილიამ  ნელ-ნელა  იკლო  და  ბოლოს  სადღაც  სულ  დაიკარგა. 
ბრძოლისწინა  ღამე  იმპერატორმა  ფლერიუსში  გაატარა.  მას კარგად  ენიშნა  ეს  გარემოება  – ფლერიუსი  ხომ  ის  ადგილი  იყო,  სადაც 1794  წლის  ივნისში  (მაშინაც  ივნისში!)  ფრანგებმა  ავსტრიელები  დაამარცხის  და  შემდეგ  ბელგია დაიკავეს. 
იმპერატორი,  რომელსაც  ღამის  განმავლობაში  თყალი  არ  მოუხუჭავს,  უთენია  უკვე  ბრძოლის  ველზე  იყო.  სამეთაურო  პუნქტად  მან როსომის  მაღლობი  შეარჩია  და  თავისი  შტაბიც  იქ  განალაგა,  თავდაპირველად,  ნაპოლეონი  8  საათზე  აპირებდა  ბრძოლის  დაწყებას,  მაგრამ  შემდეგ  ეს  დრო  9  საათამღე  გადაიტანა  –  მიწა  ისევ  სველი  იყო. დილის  საუზმეზე  იმპერატორმა  რამდენიმე  მეთაური  მიიწვია. იგი  კარგ  გუნებაზე  გახლდათ  და  ბევრსაც  ხუმრობდა,  ვნახოთ  ერთი.  რას წარმოადგენს  ეს  „სიპაების  გენერალიო“  –  იცინოდა  ველინგტონზე.  გენერალმა  ფუამ  შეწინააღმდეგება  სცადა:  „ეს  ინგლისელები  ბრძოლაში ნამდვილი  ქაჯები  არიან“.  იმპერატორს  სახე შეეცვალა.  „სწორია,  სირ, ჩაურთო  სულტმა,  ინგლისელთა  ქვეითი  ჯარი  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე  იბრძვის  და  პოზიციებს  არ  თმობს“.  „შენ  ველინგტონმა  ესპანეთში რომ  დაგამარცხა,  ის  ვერ  დაგივიწყებია  და  იმიტომ  გაქვს  მისი  შიში  გამოყოლილი“ –  საკმაოდ  მკვახედ  შეაწყვეტინა  მან  შტაბის  უფროსს.  „რა სალაპარაკოა,  სირ!  ინგლისელებისა  და  ჰოლანდიელების  ეს  ნარევი  ერთ საათზე  მეტს  ვერ  გაგვიძლებს“  –  მხიარულად  წამოიძახა  ნეიმ,  რომელსაც  გულში,  ალბათ,  გაუხარდა  კიდეც  სულტის  გაკიცხვა  იმპერატრისგან.  სწორედ  ესპანეთიდან  მოყოლებული  ვერ  იტანდნენ  ერთმანეთს ნეი  და  სულტი. 
საუზმე  შეწყდა,  ნაპოლეონი  გარეთ  გამოვიდა  ღა  მიწას  ფეხით დაუწყო  სინჯვა.  „საქმე  კარგად  მიდის,  მიწა  შრება,  ერთი-ორი  საათი კიდევ  მოვიცადოთ.  დრო  ბევრი  გვაქვს.  წინ  ზაფხულის  გრძელი  დღეა“, დაასკვნა  მან  და  „ეს  ბევრი“  დრო  რომ  უქმად  არ  დაეკარგა,  ჯარის  ჩამოვლა  ისურვა. 
დილის  8  საათისათვის  ინგლისელთა  არმიას  უკვე  საბრძოლო  პოზიციები  ეკავა  და  მოწინააღმდეგეს  გაჰყურებდა.  ველინგტონმა  ჯარი  ერთობ  მჭიდროდ  განალაგა.  მისი  მარჯვენა  ფრთა  უგომონის  ციხე-დარბაზთან  იწყებოდა,  ცენტრი  ჰე-სენტის  ფერმასთან  მდებარეობდა,  ხოლო  მარცხენა  ფრთა  –  დასახლებულ  პუნქტ  პაპელოტთან.  მთლიანობაში,  ინგლისელთა  ფრონტის განფენილობა  სამკილომეტრნახევარს  არ აღემატებოდა.  „სიპაების  გენერალმა“  ეს  განზრახ  გააკეთა  –  იგი  არ  ეპუებოდა  მოსალოდნელ  ზარალს  და  ფიქრობდა,  რომ  მჭიდროდ  განლაგებული შენაერთები  უფრო  ეფექტურად  აღუდგებოდნენ  წინ  მოწინააღმდეგის  შეტევებს.  როგორც  ითქვა,  გელინგტონი  უფრო  თავის  მარჯვენა  ფრთაზე ზრუნავდა.  იგი,  რა  თქმა  უნდა,  უყურადღებოდ  ფრონტის  არც  სხვა  უბნებს ტოვებდა,  მაგრამ  ცენტრში  დარტყმას  მაინც  ნაკლებად  ელოდა  –  ნაპოლეონს  რომც  გაეპო  ორად  ინგლისელთა  არმია  და  ბრიუსელისკენ  გაჭრილიყო,  მას  მარჯვნიდან  ბლიუხერის  60  ათასი  პრუსიელი  შეუტევდა.
ფრანგთა  მხარეზე  კი  ჯარების  ჩამოვლა  მიმდინარეობდა,  ეს  უკანასკნელი  ჩამოვლა  იყო,  მაგრამ  ყველაზე  გრანდიოხული.  ჯარი  არნახული ენთუზია ხმით  ეგებებოდა  თავის  წინამძღოლს  და  გარემოს  აყრუებდა  ყიჟინით:  „გაუმარჯოს  იმპერატორს“.  მოწინააღმდეგეზე  ფსიქოლოგიური  ზემოქმედება  ისე  დიდი  იყო,  რომ  მარჯვენა  ფლანგზე,  უგომონის  მიდამოებში განლაგებული  ბელგიელებისა  და  ჰოლანდიელების  ნაწილებში  პანიკა ატყდა  და  ალაგ-ალაგ  ჯარისკაცებმა  პოზიციების  დატოვებაც  კი  დაიწყეს. ველინგტონმა  წამსვე  შენიშნა  ეს  და  შესაბამისი  ზომები  მიიღო:  ამათ  ნაპოლეონის მარტო  სახელის გაგონებაც აფრთხობთ და  ბრძოლა რომ  დაიწეება, მერე  რაღას  მოიმოქმედებენ?  გამოიყვანეთ  ეს  ნაწილები  წინა  ხაზიდანო! –  უთხრა  მან  შტაბის წევრებს.  დრო ბევრიიყო და  მოკავშირეთა  დამფრთხალი  ნაწილების  ინგლისური  გვარდიით  შეცვლა  თავისუფლად  მოესწრო (წინასწარ  უნდა  აღინიშნოს,  რომ  ინგლისელებმა  იმ  დღეს  შესანიშნავად იბრძოლეს  –  უგომონთანაც,  ცენტრშიც  და  მარცხენა  ფრთაზეც.  მათ  დიდი ვაჟკაცობაც  გამოიჩინეს  და  ბრძოლის  წარმოების  ჭეშმარიტი  უნარიც. ბევრი  ფრანგისთვის  მოულოდნელად,  ბრიტანელები  თურმე  მარტო  ზღვის ტალღებზე  მოქანავე  გემბანზე  კი  არ  გრძნობდნენ  თავს  არხეინად,  არამედ მყარ  მიწაზეც  მედგრად  იდგნენ). 
ნაპოლეონმა  მთავარი  დარტყმა  ცენტრში  მოინიშნა.  მაგრამ,  თავისი  ჩვეულებისამებრ,  მან  საომარი  მოქმედება  ჯერ  სხვაგან,  კერძოდ, ინგლისელთა  მარჯვენა  ფლანგზე,  უგომონთან  დაიწყო.  მისი  გეგმით,  რეილისა  და  ჟერომ  ბონაპარტის  შენაერთებს  უნდა  აეღოთ  ეს  ციხე-დარბაზი და  შემდგომ  შეტევა  ინგლისელთა  ცენტრზე  მარცხენა  ფლანგიდან  განეხორციელებინათ.  ამასობაში  კი  დ’ერლონის  ქვეითი  და  მილიოსა  და  კელერმანის  კავალერიული  კორპუსები  ცენტრს  „ცენტრიდან“  შეუტევდნენ და  ორმაგ  წნეხში  მოხვედრილი  ინგლისელები  მარცხს  განიცდიდნენ.  ასეთი  იყო  ნაპოლეონის  გეგმა.  ამ  გეგმის  შესრულებას  ხელს  (ცხადია,  მოწინააღმდეგის  მებრძოლების  გარდა)  რამდენიმე  გარემოება  უშლიდა.  ჯერ ერთი,  ის,  რომ  ინგლისელები  გორაკებზე  იყვნენ  განლაგებულნი  და  მათ წინ  გაშლილ  ველზე  მოქმედ  ფრანგთა  ყოველ  მოძრაობაზე  დროულად ახდენდნენ  რეაგირებას  (ბრძოლის  შემდეგ  ველინგტონი  იფიცებოდა,  რომ ვატერლოოს  ეს  მძლავრი  პოზიცია  მან  „ყოველი  შემთხვევისთვის“  ჯერ კიდევ  ერთი  წლის  წინ,  1814-ში  შეიგულა...).  მეორე  ის,  რომ  ინგლისელებმა  იცოდნენ  მათი  მოკავშირე  პრუსიელების  მარშის  შესახებ  და  დარწმუნებულნი  იყვნენ  მაშველი  ძალის  მოსვლაში.  ეს  უზარმაზარ  ფსიქოლოგიურ  მუხტს  აძლევდა  მათ  სასტიკ  შერკინებაში.  ველინგტონსა  და მის  არმიას  ხომ  უნდა  „მხოლოდ“  გაეძლოთ  პრუსიელთა  მოსვლამდე!
ბრძოლა  თორმეტის  ნახევარზე  დაიწყო,  ინგლისელთა  მარჯვენა ფლანგზე,  სადაც  რეილის  კორპუსის  ორმა  დივიზიამ  უგომონის  ციხე-დარბაზზე  მიიტანა  იერიში.  ეს  ძველებური  ციხე-დარბაზი  მკვიდრად  იყო ნაშენი  და  გარშემო  მოზრდილი  ტყე-პარკი  ერტყა.  რეილის  კორპუსისა და  უგომონის  დამცველების  სისხლისმღვრელი  შეტაკება  მთელ  დღეს გაგრძელდა.  ფრანგებმა  ტყე-პარკი  დაიკავეს,  მაგრამ  ალმოდებული  და სანახევროდ  ნანგრევებად  ქცეული  ციხე-დარბაზის  აღება  ვერ  შეძლეს. გორაკიდან  ველინგტონი  მშვენივრად  ხედაგდა,  რომ  ნაპოლეონი  დამხმარე  ძალას  არ  გზავნიდა  უგომონის  მიდამოებში,  ამიტომ  თვითონაც  ხელს არ  ახლებდა  თავის  რეზერვს  და  ცენტრს  არ  აშიშვლებდა. 
13  საათისათვის  ბრძოლა  ინგლისელთა  ცენტრშიცა  და  მარცხენა ფლანგზეც  გაჩაღდა.  იერიში  ლა  ჰე  სენტზე  და  პაპელოტზე  დ’ერლონის ოთხმა  ქვეითმა  დივიზიამ  და  კავალერიულმა  შენაერთებმა  მიიტანეს.  ცენტრში  და  მარცხენა  ფლანგზე  მოქმედი  ჯარების  საერთო  სარდლობა  ნაპოლეონმა  ნეის  მიანდო.  მოსკოვის  თავადიც  ჩვეული  ენერგიით  მოეკიდა საქმეს  და  თავად  წარუძღვა  ერთ-ერთ  დივიზიას  მოწინააღმდეგის  პოზიციისაკენ.  ნეიმ  მჭიდრო  კოლონებად  მოაწყო  დ’ერლონის  დივიზიები  და მედგრად  შეუტია  მტერს.  ინგლისელთა  ძლიერი  ცეცხლის  მიუხედავად, ფრანგებმა  აიღეს  ლა  ჰე  სენტი,  გაარღვიეს  მათი  თაგდაცვის  პირველი ხაზი  და  ბრძოლა ძირითად  პოზიციებზე  გააჩაღეს,  სადაც  მეთაურად  მამაცი  პიკტონი  იყო.  ველინგტონმა  თავისი  ქვეითი  ჯარის  დასახმარებლად შოტლანდიელ  ცხენოსანთა  ძლიერი  შენაერთი  გაგზავნა  პონსომბის  მეთაურობით.  შოტლანდიელმა  „რუხებმა“ (ასე  ეძახდნენ  მათ  ცხენების  რუხი ფერის  გამო)  ძლიერი  დარტყმა  მიაყენეს  დ’ერლონის  ქვეითებს,  გაფანტეს და  უკუაგდეს  ისინი,  მაგრამ  ისე  გაერთნენ  მოწინააღმდეგის  ჩეხვით,  რომ ძალზედ  ღრმად  შეიჭრნენ  მათ  განლაგებაში,  როცა  თავისი  ქვეითების  გასაჭირი  დაინახა,  ნაპოლეონმა  მტრის  ცხენოსნებს  ფლანგიდან  ულანები, ხოლო  ცენტრიდან  კირასირები  მიუსია.  ორმხრივი  დარტყმა  ისე  ძლიერი აღმოჩნდა,  რომ  განთქმული  შოტლანდიური  კავალერიისგან  აღარაფერი დარჩა  –  იგი  მთლიანად  განადგურდა.  თავის  ცხენოსნებთან  ერთად  დაიღუპა  მათი  უშიშარი  მეთაური  პონსომბიც,  რომელიც  ფრანგმა  ულანებმა შუბზე  ააგეს.  კავალერიის  წარმატების  განმტკიცება  ნაპოლეონმა  არტილერიის  გააქტიურებით  გადაწყვიტა.  „აბა,  მთელი  მძიმე  არტილერია პიკტონზე!“  –  ბრძანა  იმპერატორმა  და  ფრანგების  მასირებული  ცეცხლი ინგლისელი  ქვეითებისკენ  მიმართა.  ეს  ისე  სწრაფად  მოხდა,  რომ  ველინგტონმა  აღტაცება  ვერ  დაფარა:  „ღმერთო  დიდებულო!  ეს  კაცი  ას  ზარბაზანსაც  ისე  მარჯვედ  ატრიალებს,  როგორც  ერთ  პისტოლეტს“.
ფრანგთა  ამ  საშინელ  კანონადას  ინგლისელთა  ცენტრის  ბევრი ჯარისკაცი  შეეწირა  და  მათ  შორის  თვით  გენერალი  პიკტონიც.  ყუმბარებმა  ველინგტონის  ახლოსაც  იწყეს  ცვენა,  მაგრამ,  მთავარსარდალი მათ  ყურადღებას  არ  აქცევდა  ღა  კვლავ  აუღელვებლად  ადევნებდა  თვალს ბრძოლის  მსვლელობას.  მის  გარშემო  ბეგრი  ოფიცერი  დაიღუპა  და  დაიჭრა,  დაიღუპა  თვით  მთავარსარდლის  ადიუტანტი  ჰორდონი,  ველინგტონი კი  ადგილიდან  ფეხს  არ  იცვლიდა.  „მილორდ,  თქვენ  ეტყობა  სიკვდილი გადაგიწყვეტიათ,  მიმართა  მას  გენერალმა  ჰილმა,  ასეთ  შემთხვევაში  ის მაინც  გვითხარით,  როგორ  მოვიქცეთ  თქვენი  დაღუპვის  შემდეგ“.  „ისევე, როგორც.  მე  ვიქცევი“,  მხრები  აიჩეჩა  ველინგტონმა...
ფრანგების  არტილერია  კი  კვლავ  მძვინვარებდა: „ინგლისელები ისე  ეცემოდნენ  ძირს,  როგორც  კეგლის გურზები“  (ჯ.  ლოუფორდი).  ადგილზე  გაჩერება  შეუძლებელი  იყო.  ჯარისკაცებმა  ნელ-ნელა  უკანდახევა  დაიწყეს.  „რას  აკეთებთ  ბიჭებო?  –  დაუყვირა  მათ  ველინგტონმა, –  აბა  ერთი  ჩვენი  კეთილი  ბებერი  ინგლისი  გაიხსენეთ!“  მაგრამ,  მარტო პათეტიური  შეძახილები,  ეტყობა,  ვერ  გაჭრიდა  და  მთავარსარდალს სხვა  რამ  უნდა  ეღონა. 
საქმის  მსვლელობით  კმაყოფილმა  იმპერატორმა  ბრძოლის  ველს გახედა.  გახედა,  ალბათ,  მეასეჯერ.  მარცხნიდან  მარჯვნივ,  მარჯვნიდან მარცხნივ,  მთელ  გაყოლებაზე...  ჯერჯერობით  ყველაფერი  კარგად  მიდის.  ეს  ინგლისელი  არისტოკრატი  ყოჩაღად  იბრძვის,  მაგრამ  მისი  ჯარი მალე  გატყდება,  ვერ  გაუძლებს  ასეთ  დაწოლას.  მაგრამ  მოიცათ,  ის  რა არის,  შორს,  ჩრდილო-აღმოსავლეთით,  სენტ-ლამბერის  მიდამოებში? წეღან  თითქოს  არ  ჩანდა  ეს  მუქი  ლაქა...  ნეტავ  რა  უნდა  იყოს?  აბა, სულტ,  ერთი  სენტ-ლამბერისკენ  გაიხედე,  რა  ლაქა  მოჩანს  ტყისპირზე? „ეს  ჯარისკაცები  უნდა  იყოს,  სირ,  ოთხი  ან  ხუთი  ათასი.  ალბათ გრუშია!“  უპასუხა  შტაბის  უფროსმა.  გრუში!  თუ  გრუშია,  კარგია,  თუ არა  და..  ამის  გაფიქრებაც  არ  უნდა  იმპერატორს.  მაგრამ  მაინც შემოწმებაა  საჭირო.  ცხენოსანთა  რაზმი  უნდა  გაიგზავნოს  დასაზვერად, ახლაგე  უნდა  გაიგზავნოს...
ველინგტონმა  თავის  ჯარისკაცებს  150  იარდით  უკანდახევა უბრძანა,  გორაკებს  ამოფარება  –  ცეცხლი  მართლა  გაუსაძლისი  იყო. სჯობდა  მეომრებს  ცოტა  სულის  მოთქმის  საშუალება  მისცემოდათ. ნეის  თვალები  აენთო:  „ველინგტონი  უკან  იხევს,  გელინგტონი უკან  იხევს!  ახლა  დარტყმაა  საჭირო,  მთელი  მძიმე  კავალერიით!“  მეხივით  გავარდა  იმ  ზათქსა  და  გრიალში  „მამაცთა  შორის  უმამაცესის“  ხმა. ჯერ  ადრეა,  შეეპასუხა  კელერმანი,  მიწა  სველია,  ბექობზე  ცხენები  ფეხს ვერ  მოიკიდებენ.  მაგრამ  ნეის  არაფრის  გაგონება  არ  სურს.  მას  ახლა განლაგებულიყო.  მაი;  წინ  კი  მრისხანედ  ხახადაფჩენილი  ზარბაზნები  გარინდულიყვნენ.  ცხენოსნებმა  წამის  დაუყოვნებლად  ამ  ზარბაჩზნებზე  მიმართეს  პირველი  იერიში.  ახლა  კი  ამოიღეს  ხმა  ცეცხლისმფრქვეველმა ურჩხულებმა.  საშინელი  ზარალის  მიუხედავად,  ცხენოსნებმა  წარმოუდგენელი  სიმამაცე  გამოიჩინეს  და  მტრის  არტილერიამდე  მიაღწიეს,  გადათელეს  იგი.  აჩეხეს  მეზარბაზნეები  და  ახლა  კარეებს  ეცნენ.  ინგლისელი ქვეითები  შეუპოვრად  დაუხვდნენ  „რკინის  კაცების“  ნიაღვარს.  ყველა კარე  ცეცხლის  მართკუთხეღად  იქცა.  ტყვიის  წვიმის  მიუხედავად  ფრანგი  ცხენოსნები  უშიშრად  უტევდნენ  კარეებს.  არღვევდნენ  მათ.  ხოცავდნენ  მტერს  და  თავადაც  იხოცებოდნენ.  ცამეტიდან  მათ  შვიდი  კარე  გაარღვიეს.  ასეთი  თავგანწირვით  განცვიფრებული  ველინგტონი  ხშირ-ხშირად  გაიძახოდა:  რა  დიდებულია,  რა  დიდებულიო! 
დიდებული შერკინება  2  საათს  გაგრძელდა.  ფრანგმა  არტილერისტებმა  სასწრაფოდ აიტანეს სენ-ჟანის  თხემზე ზარბაზნები და  ინგლისელთა კარეებს  ცეცხლი  გაუხსნეს.  ნეი  თავის  ცხენოსნებს  შორის  დაქროდა  და შეძახილებით  აგულიანებდა.  იმ  დროისათვის  მას  უკვე  ოთხი  ცხენი  მოუკლეს,  მაგრამ  ტალახსა  და  სისხლში  ამოთხვრილი.  კვამლისგან  გარუჯული  მარშალი  კვლავ  და  კვლავ  წინ  მიიწევდა  ღა  სხვებიც  თან  მიჰყავდა! ინგლისელებისა  და  მათი  მოკავშირეების  საქმე  ცუდად  წავიდა. 
საშინელ  დაძაბვასა  და,  რაც  მთავარია,  საშინელ  მსხვერპლს  ბევრმა  მათგანმა  ვერ  გაუძლო  და  მტერს  ზურგი  უჩვენა.  ბრძოლის  ველი  მიატოვეს და  ბრიუსელისკენ  გაიქცნენ  კილმანზეგის,  კრუსის,  ჩემბერლენის  ბრიგადები  (უფრო  ზ-ეესტად  –  მათი  ნარჩენები).  ცხენები  შეატრიალეს  კიმბერლანდის  ჰუსარებმაც.  ორანის  პრინცი  და  გენერალი  ალტენი.  ორივენი მძიმედ  დაჭრილნი,  ბრძოლის  ველიდან  გაიყვანეს.  სომერსეტის  ცხენოსანთა  შენაერთში  ერთი  ესკადრონიც  აღარ  დარჩა.  გენერალი  ომპტედა  დაიღუპა,  „სხვათაშორის,  თავის  ბრიგადასთან  ერთად.  დაიღუპა  დე ლანსიც... „მილორდ,  ჩვენი  ცენტრი  გარღვეულია  და  საშინელი  საფრთხე გვემუქრება,  მოახსენებდნენ  ველინგტონს,  უკანდასახევ  დროს  ნუ  დაგკარგავთ,  მერე  გვიან  იქნება!“ ფერმიხდილი  მთავარსარდალი  ჩუმად  იყო და  განმეორებით  კითხვებზეც  კი  არ  იძლეოდა  პასუხს.  „ბოლოს  და  ბოლოს,  რას  გვიბრძანებთ. მილორდ?“  არ  ეშვებოღნენ  მოთმინებადაკარგული  თანამებრძოლები,  „იდექით  უკანასკნელ  ჯარისკაცამდე!”  მოუჭრა  ველინგტონმა.  ეს  ხმამაღლა  ითქვა,  ხოლო  თავისთვის  იგი  სხვა  სიტყვებს პოულობდა  და  გამშრალი  ტუჩებით  ერთთავად  ერთსა  და  იმავეს  იმეორებდა:  „ღმერთო,  მომეცი  ღამე  ან  მომეცი  ბლიუხერი.“  უსმინა  ღმერთმა  ართურ  უელსლის,  ჰერცოგს  ველინგტონისას  და...  მისცა  ბლიუხერი! ცოტა  ხანში  ბლიუხერის  60  ათასი  პრუსიელი  სამი  მხრიდან შემოვიდა  ბრძოლის  ველზე... 
ვინ  გააჩერებს?  შან  სასწრაფოდ  შეადგინა  დამკვრელი  ბირთვი  შუაში ულანებისა  და  გვარდიელი  ეგერების,  ხოლო  ფრთებზე  კირასირებისაგან. ახლა  ნეის  იმპერატორის  თანხმობაღა  დარჩა  და  მას  ელოდება.  თანხმობა არ  იგვიანებს.  დარტყმა  მართლაც  საჭიროა,  ფიქრობს  ნაპოლეონი.  თანაც,  რაც  შეიძლება  სწრაფი  ღა  რაც  შეიძლება  ძლიერი.  „ის  ლაქა"  იქ, სენტ-ლამბერის  მიდამოებში,  გრუშის  ჯარი  კი  არა,  პრუსიელებისა  ყოფილა,  ბიულოვის  კორპუსი.  მას  უკან,  ალბათ,  გრუში  მოსდევს  და  შეაფერხებს  კიდეც,  მაგრამ,  მაინც,  როგორ  წავა  საქმე,  ვინ  იცის,  ამიტომ ინგლისელების  ცენტრის  გარღვევა  ახლავე  უნდა  მოხდეს,  დაუყოვნებლივ.  ძალიან  ცუდია,  რომ  კავალერიის  იერიშს  ქვეითი  ჯარი  გერ  აუბამს მხარს.  ნეი  იძულებული  იქნება  მხოლოდ  დ’ერლონის  კორპუსის  ნარჩენე- ბი  გამოიყენოს.  გრაფ  ლობაუს  ოთხი  დივიზია  კი,  რომელთაც  გადამწყვეტი  ღარტყმა  უნდა  მიეყენებინათ  კავალერიის  იერიშით  დასუსტებული  ინგლისელების  ცენტრისათვის,  ახლა  ფეხმოუცვლელად  მარჯვენა  ფრთაზე უნდა  დარჩეს  –  პრუსიელთა  შეტევის  მოსაგერიებლად.  ასე  რომ  კავალერიას  ლამის  მარტოს  მოუხდება  უმძიმესი  ამოცანის  შესრულება.  რა  გაეწყობა,  ახლა  ამას  აღარაფერი  ეშველება.  ამიტომ,  წინ! 
ნეიმ  პირჯვარი  გადაიწერა,  ხმალი  გაიძრო  და  ინგლისელების ცენტრისაკენ  გაექანა.  ეშმაკ  ველინგტონს  არც  ფრანგთა  კავალერიის სამზადისი  გამოეპარა  და  არც  საკუთარი  არტილერიის  გადაჯგუფება  დაავიწყდა.  როცა  „რკინის  კაცების“  ეს  ნიაღვარი  მისკენ  გაექანა.  ინგლისელი  ლორდი  უკვე  ამთავრებდა  თავისი  ქვეითების  კარეებად  მოწყობას.  ამ კავალერიის  დარტყმას  მარტო  არტილერისტები  რას  გაუძლებდნენ  და მთავარსარდალმა  იმედი  კარეებზე  გადაიტანა.
ფრანგთა  კავალერიის ამ  შეტევაში  ზათასი მხედარი  მონაწილეობდა  –  ყველა  ნარჩევი  და  ნაცადი  მეომარი.  მათ  შეუჩერებლად  განვლეს მანძილი  სენ-ჟანის  შემაღლებამდე,  გადათელეს რა  ყველა  წინაღობა,  რომელიც  ინგლისელებმა  მათ  დაუხვედრეს.  მაგრამ  სულ  მალე  მამაც  მხედრებს წინ  სხვა,  ბუნებრივი  წინაღობა  დახვდათ  –  ღრმა  ხევი.  რომელიც  თურმე მონ-სენ-ჟანის  გასწვრივ  გადიოდა  და  ფრანგებისათვის  უხილავი  იყო.  მთელი  სისწრაფით  მავალი  კავალერისტების  ეს  მასა  ხევში  გადაეშვა.  აირია ერთმანეთში  ცხენი  და  კაცი,  შუბი  და  ხმალი,  სანამ  ხევი  დაჭრილ-დახოცილებით  არ  აივსო,  მასზე  გადასვლა  შეუძლებელი  იყო.  ნეის  ორი  ფრთით მიჰყავდა  კავალერია  იერიშზე,  ამიტომ  ერთი  ფრთა,  მარცხენა.  ასცდა ავბედით  ხევს  და  პლატოზე  აიჭრა,  მარჯვენა  კი  დიდად  შეფერთხილი, მოგვიანებით მაინც  ავიდა  გორაკის თხემზე.  ამ  მოულოდნელმა უბედურებამ შეასუსტა  ცხენოსანთა  დარტყმის  ძალა,  მაგრამ  როდი  გააქარწყლა. გორაკს  იქით  სხვა  ველი  იყო  გადაშლილი,  სენ-ჟანისა.  იმ  ველზე თითქოს  ჭაღრაკის  დაფის  კვაღრატებიაო,  ინგლისელთა  ცამეტი  კარე მონ-სენ-ჟაჩის  პლატოზე  მიმდინარე  საშინელი  შერკინების  მომენტში  ფრონტის  სხვა  უბნებზე  ასეთი  მდგომარეობა  იყო.  უგრმონის  ციხე-დარბაზთან  არაფერი  იცვლებოდა  –  იქ  კვლავ  პოზიციური  ბრძოლა მიმდინარეობდა,  პაპელოტთან  კი  ფრანგებმა  იმარჯვეს  ღა  ინგლისელთა მარცხენა  ფრთას  უკან  დაახევინეს.  სწორედ  ამ  დროს  შემოვიდა  ბრძოლის ველზე  ბიულოვის  კორპუსი!  იგი  „პარიზის  ტყიდან“  გამოვიდა  და  ფრანგების  მარჯვენა  ფრთას  პლანშეუასთან  შეუტია.  ბიულოვს  ბლიუხერი მოჰყვებოდა,  ეს  მან  იმმლავრა  და  თითქმის  ძალით  გადაიყვანა  შეტევაზე ბიულოვი,  რომელიც  სხვა  კორპუსების  მოსვლას  ელოდებოდა.  ბიულოვს 30  ათასი  მეომარი  ჰყავდა,  მუტონს  (გრაფ  ლობაუს)  –  13  ათასი.  მუტონი მამაცურად  შეება  მტერს  და  კარგა  ხანს  წინ  წასვლის  საშუალებას  არ აძლევდა.  მაგრამ  შემღეგ.  როცა  სიმრავლემ  თავისი  გაიტანა,  პრუსიელებმა  პლანშენუა  აიღეს.  ნაპოლეონმა  მომაკვდინებელი  საფრთხის  თავიდან  ასაცილებლად  გვარდიის  რამდენიმე  ბატალიონი  მიაშგელა  მუტონს. გვარდიელების  დანახვაზე  პრუსიელები  ჯერ  გაიქცნენ,  მაგრამ  შემდეგ, როცა  მათი  სიმცირე  შეამჩნიეს,  შეჩერდნენ  და  კვლავ  შეუტიეს.  ხელჩართული  ბრძოლა  ცოტა  ხანს  გაგრძელდა  –  მუტონისა  და  გვარდიელების ერთდროული  დარტყმით  პლანშენუა  კვლავ  ფრანგების  ხელში  გადავიდა. ნაპოლეონს  ესმის,  რომ  მდგომარეობა  დაიძაბა,  მაგრამ  მას ჰგონია,  ბრძოლის  ველს  მხოლოდ  ბიულოვის  კორპუსი  მოადგა  და  სწამს, რომ  შეძლებს  მის  შეკავებას.  თუ  ინგლისელები  ძლეულნი  იქნებიან  და ახლა  კი  ყველაფრიდან  ჩანს,  რომ  ასე  იქნება,  მაშინ  ბიულოვის  კორპუსის დამარცხებას  მხოლოდ  დრო  დასჭირდება.  იმპერატორმა  არ  იცის,  რომ ბიულოვის  ჩრდილოეთით,  მის  პარალელურად  პრუსიელთა  კიდევ  ორი კორპუსი  –  პირხისა  და  ციტენისა  მოდის! 
როცა  ციტენი  ბრძოლის  ველს  მიუახლოვდა,  მან  ასეთი  სურათი იხილა:  სენ-ჟანის  ყველა  გორაკი  ფრანგების  ხელში  იყო,  სადაც  მათ  არტილერია  ჰქონდათ  განლაგებული  და  მოწინააღმდეგეს  გამალებით  უშენდნენ  ცეცხლს.  მოწინააღმღეგე  კი  ჯგუფ-ჯგუფად  ტოვებდა  პოზიციებს და  ალაგ  ჩქარი  ნაბიჯით,  ალაგ  კი  სირბილით.  უკან  იხევდა.  ველინგტონი გარბის,  დაასკვნა  ციტენმა,  მას  ახლა  ვერაფერი  უშველის,  ამიტომ  მე სამხრეთისკენ,  პირხთან  შესაერთებლად  უნდა  წავიდე.  პრუსიელები  ერთად  რომ  ვიყოთ,  ახლა  ის  აჯობებს...
ციტენთან  გულგახეთქილი  მუფლიჩი  მივარდა  –  პრუსიელთა გენერალი,  რომელიც  ბლიუხერის  წარმომადგენელი  იყო  გელინგტონის შტაბში.  იგი  ლამის  მუხლებში  ჩაუვარდა  ციტენს  და  სთხოვა,  ინგლისელებს  დახმარებოდა:  ჯერ  კიდევ  შეიძლება  ბრძოლის  გადარჩენა,  დაარტყით  ფრანგების  დაუცველ  მარჯვენა  ფრთას  სენ-ჟანის  მიდამოებში!  – ევედრებოდა  იგი  ციტენს.  ამ  უკანასკნელმაც შეცვალა  თავისი  პირვანდელი გადაწყვეტილება  და  ნეის  ფლანგიდან  შეუტია.  ბრძოლის  სურათი  წამსვე შეიცვალა  –-  კრიტიკულ  მღგომარეობაში  ახლა  ფრანგები  ჩავარდნენ. ბიულოვის,  ციტენის  და  პირსის  60  ათასი  ჯარისკაცი  ბრძოლაში ჩაერთო.  საქმეს  აღარაფერი  ეშველებოღა.  ახალ  არმიასთან  შებმა  ფრანგებს  არ  შეეძლოთ.  მაგრამ  ნაპოლეონი  ფარხმალს  მაინც  არ  ჰყრის,  იგი ფიქრობს.  რომ  ბრძოლის  ველხე  გრუშიც  შემოვა,  თავისი  35  ათასი  მეომრით.  რომ  იგი  ხურგში  დაარტყამს  პრუესიელებს  და  ამით  არეულობას შეიტანს  მათ  რიგებში,  რომ  თუ  მოესწრება  ინგლისელთა  უკუგდება,  მაშინ მისი  ჯარი  პრუსიელებს  მოუბრუნდება  და  იქნებ  იხსნას  მდგომარეობა. მაგრამ  რომ  არ  ჩანს  გრუში?  სად  დაეხეტება,  რატომ  არ  მოდის და  ბრძოლაში  არ  ებმება?  –  ჩურჩულებს  იმპერატორი...  ნუ  ელოდებით გრუშის,  სირ,  ჩამოუშვით  ჭოგრიტი.  ნუ  იყურებით  ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ.  იქიდან  მხოლოდ  პრუსიელები  მოდიან.  გრუში  კი  არ  მოვა,  გრუში  ხომ  დეზე  არ  არის!  დეზეც  რომ  იყოს,  მაინც  არ  მოვა.  არ  მოვა  იმიტომ, რომ  ეს  მარენგო  კი  არა,  კატერლოოა, თქვენი  აღსასრულის  ადგილი. თავიდან  ხომ  არ  დაიწყება  ისტორია...
გრუში  იმ  დროს  ვავრთან  იყო.  ნელ-ნელა,  როდის-როდის  მიაღწია  მან  ამ  ქალაქამდე.  მაგრამ  იქ  მას  პრუსიელთა  არიერგარდის  მეტი არავინ  დახვდა.  ახლადგამომცხვარი  მარშალი  დაიბნა.  მას  იმპერატორის ბრძანება  ახსოვდა:  მიჰყევით  კუდში  პრუსიელებს  და  თანაც  ისე,  რომ ძალიან  არ  დაშორღეთ  ჩვენს  მთავარ  ძალებსო.  მაგრამ  პრუსიელები  მან გზაში  დაკარგა  და  მთავარ  ძალებსაც  ვერ  დაუახლოვდა.
დასავლეთის  მხრიდან  ზარბაზნების  ხმა  ისმის.  ისმის  განუწყვეტლად,  მთელი  18  ივნისის  განმავლობაში,  ეჭვს  გარეშეა,  იმპერატორი  დიდ ბრძოლაშია  ჩაბმული.  როგორ  დაეხმაროს  მას  გრუში?  დაუჯეროს  ჟერარსა  და  ვანდამს,  წავიდეს  ბრძოლის  ადგილისკენ?  კი.  მაგრამ  რომ  არა აქვს  ასეთი  ბრძანება  გრუშის?  საკუთარი  ინიციატივა  გამოიჩინოს?  რომ არ  შეუძლია  ეს  მარშალს,  არასოდეს  რომ  არ  დასჭირვებია  საკუთარი გადაწყვეტილების  მიღება,  ყოველთვის  რომ  იმპერატორის  ბრძანების  ბეჯითი  შემსრულებელი  იყო?  ახლა  მოიქცეს  სხგაგვარად?  მერე  ივარგებს 
ასე,  იქნებ  გამოჩნდნენ  პრუსიელები...  მარშალი  მძიმე  განცდებში  იყო. ზარბაზნების  შორეული  ხმა  კი.  თითქოს  განგებო.  არ  წყდებოდა  და  სულს უფორიაქებდა  ისედაც  გაწამებულ  სარდალს. 
იმპერატორის  ბრძანებას  –  ყველაფერს  თაგი  ანებე  და  ჩემს  დასახმარებლაღ  წამოდიო,  გრუში  18  ივნისის  საღამოს  6  საათზე  მიიღებს, მაშინ,  როდესაც  წასვლასაც და  დარჩენასაც  უკვე  ერთი აზრი  ექნება. მაცნე, რომელიც სულტის უპასუხისმგებლობის გაშო მარტო გაემგზავრა გრუშისაკენ,  გზაში  ცხენიდან  ჩამოვარდა,  დაიმტვრა  და  რის  ვაი-ვაგლახით  დღის  ბოლოსღა  მივიდა  მასთან...
ნაპოლეონმა  ამის  შესახებ რა  თქმა  უნღა არაფერი  იცის  და  ამიტომ  მაინც  ელოდება  გრუშის.  როცა  ბრძოლის  ბედი  არსებითად  უკვე  გადაწყდა,  იმპერატორმა  მაინც  სცადა  უკანასკნელი  ნაბიჯის  გადადგმა  – ინგლისელების  ცენტრზე  უკანასკნელი  რეზერვის  –  გვარდიის  –  გაშვება,  რა  იყო  ეს?  მარცხით  გაბოროტებული  მხედართმთავრის  საბოლოო ახირება,  თუ  წინასწარ  გათვლილი  ნაბიჯი?  ვფიქრობთ,  მეორე.  უსარგებლო  საქმეს  მე  არ  ვაკეთებო,  უყვარდა  ხოლმე  თქმა  ნაპოლეონს,  იგი  პროფესიონალი  იყო  და  საქმესაც  პროფესიულად  უდგებოდა.  ახლაც  ასე  იყო, მისი  უკანასკნელი  ბრძოლის  უკანასკნელ  მომენტში.  თუ  პრუსიელებს უკან  გრუში  მოჰყვება,  მაშინ  კიდევ  შეიძლება  რაღაცის  გაკეთება,  მაშინ გვარდიის  დარტყმას  აზრი  ექნება.  გვარდია  შეძლებს  ინგლისელთა  უკუგდებას,  რაც  ბრძოლის  მსვლელობაზე  უდავო  გავლენას  მოახდენს.  მაგრამ ეს  მხოლოდ  მაშინ  მოხდება,  თუ  ბლიუხერს  გრუში  შეუტევს  ზურგიდან... მოხდება  კი  ასე?  ალბათ,  არა.  უკვე  გვიანაა.  მაგრამ  ასე  რომ  მოხდეს, მაშინ  რაღაც  შანსი  გაჩნდება,  იოტისოდენა,  მაგრამ  მაინც  შანსი.  ჰოდა, არ  უნდა  იმპერატორს  ხელიდან  გაუშვას  ეს  შანსი,  ძალიან  არ  უნდა... 
გვარდია  საიერიშოდ  ემზადება.  ემზადება,  მაგრამ,  ასეთ  მძიმე წუთებშიც  მოინახა  ფრანგთა  შორის  მოღალატე,  რომელიც  ველინგტონთან  მიიჭრა  და  გვარდიის  მოსალოდნელი  შეტევის  შესახებ  ამცნო  მას. „რკინის  ჰერცოგი“  (ასეთი  სახელი  შეარქვეს  ველინგტონს  ვატერლოოს შემდეგ  და  სრულიად  სამართლიანადაც)  თავს  უკვე  მშვენივრად  გრძნობდა პრუსიელთა  ფლანგურმა  დარტყმამ  ნეი  უკუაგდო  და  ინგლისელთა ცენტრს  საფრთხე  მოაცილა.  ახლა  მას  გვარდია  ემუქრება.  მაგრამ,  რაოდენ  საკვირველიც  არ  უნდა  იყოს,  ფრანგების  ძლევამოსილი  გვარდიის იერიში  საშიში  უკვე  აღარ  იქნება.  მას  იმდენი  მოწინააღმდეგე  დაუხედება,  რომ  საკუთარი  სიმამაცის  წარმოჩენის  მეტს  ვერაფერს  შეძლებს. გვარდიის  თითოეულ  ბატალიონს  სათავეში  გენერალი  ჩაუდგა. ყველას  ერთად  კი  ნეი.  ნაპოლეონი  თაგადაც  გაეშურა  გვარდიის  იერიშში მონაწილეობის  მისაღებად,  მაგრამ  პირაღმა  დაცვამ  ძალის-ძალად  გამოარიდა  იმპერატორი  მომაკვდინებელ  საფრთხეს. 
იერიშში  გვარდიის  თერთმეტი  ბატალიონი  მონაწილეობდა.  თერთმეტი  ბატალიონი  და  მოწინააღმდეგის  ორი  არმია!  თუნდაც  ერთი,  განახევრებული...  გვარდიელებმა  ლამის  შეუძლებელი  შეძლეს: მათ  გაარღვიეს  მოწინააღმდეგის  პირველი  ხაზი,  გადათელეს  საარტილერიო  ბატარეები,  დაამარცხეს  და  უკუაგდეს  კოლინ  ჰეკეტის  ბრიგადა,  მაგრამ  მტრების  მიერ  ყოველმხრივ  გარემოცულებმა,  შემდგომი  წინსვლა  ვეღარ  შეძლეს.  გვარდიამ  მძიმე  დანაკარგით  უკანღახევა  დაიწყო. 
წლებისა  და  წლების  განმავლობაში  იმპერატორის  გვარდიის  იერიში  ერთ  სანახაობაღ  ღირდა.  ახლა  კი  მხილველს  უცხო  და  უჩვეულო სანახაობა  გადაეშალა  თვალწინ  –  გვარდია  უკან  იხევდა.  უკან  იხევდა. მაგრამ  ეს  უკანდახევა  მის  შეტევაზე  დიდებული  იყო!  კარეებად მოწყობილი,  უამრავ  ომსა  და  ქარტეხილს  გამოვლილი  დათვის  ბეწვის ქუდიანი.  მანამდე  უძლეველი  ვეტერანები  მძიმე  ნაბიჯით  იწევდნენ  უკან და  მტრის  ცეცხლს  ცეცხლითვე  პასუხობდნენ.  მაგრამ  ცეცხლიც  იყო  და ცეცხლიც...  სად  5-6  ათასი  კაცის  ნასროლი  და  სად  ათეულ  ათასებისა! გვარდიის  რიგები  წუთიწუთს  მცირდებოდა,  ბლიუხერი  სიხარულისგან მეშვიდე  ცაზე  იყო,  „ხოცეთ,  არ  დაინდოთ!“  გაჰყვიროდა  სიძულვილისგან გაბოროტებული  ფელდმარშალი.  მისგან  განსხვავებით,  ლორდ  ველინგტონს  სხვა  რეაქცია  ჰქონდა  –  „ეს  უკვე  მკვლელობაა,  ნამდვილი  მკვლელობა,  შეწყვიტეთ  სროლა!“  წამოიძახა  მოწინააღმდეგის  თავგანწირვით განცვიფრებულმა  „რკინის  ჰერცოგმა“.  მთავარსარდლის  სიტყვები  მაშინვე  მივიდა  ინგლისელთა  საველე  მეთაურებამდე.  გენერალმა  კოლვილმა  თავისი  მეზარბაზნეები  შეაჩერა.  თეთრი  ყელსაბამი  ზეასწია  და განწირულ  გვარდიელებს  მიუახლოვდა.  ბრძოლის  ველზე  წამით  სიჩუმე ჩამოვარდა,  „დაგვნებდით  მამაცო  ფრანგებო!“  –  მღელვარებისგან  შეცვლილი  ხმით  დაიძახა  ინგლისელმა.  „ნეხვო!  გვარდია იღუპება,  მაგრამ არ  ნებდება!“  –  უპასუხა  გენერალმა  პიერ  კამბრონმა  ღა  ამ  სიტყვებით ისტორიაში  შევიდა. 
გვარდია  დაიღუპა.  მისმა  უკანასკნელმა  კარემ  ბრძოლის  ველიდან  იმპერატორი,  სულტი  და  ნეი  გაიყვანა.  ნეი  ნორმალურ  ადამიანს აღარ  ჰგავდა  –  ის  ძლივს  შეათრიეს  გვარდიელებმა  თაგიანთ  კარეში  – სახეშეშლილი  მარშალი  არ  ემორჩილებოდა  თავის  ჯარისკაცებს  და მტრის  ცეცხლისაკენ  მიიწევდა.  „შეხედეთ,  როგორ  კვდება  საფრანგეთის მარშალი!  შეხედეთ...“  –  ყვირის  ნეი.  მის  გარშემო  დაჭრილ-დახოცილები  ცვივიან,  მას  კი  სიკვდილი  არ ეკარება!  „როგორ,  მაშ  ჩემდა  წილად არაფერი  რჩება?"  –  გაიძახის  „მამაცთა  შორის  უმამაცესი“.  არ  რჩება შენღა  წილად  სიკვდილი,  ნეი,  ახლა  არ  რჩება.  „შენ  იმ  დღეს  იმისთვის გადარჩი,  რომ  შემდეგ  ფრანგული  ტყვიებით  მომკვდარიყავ!“  (ვიქტორ ჰიუგო).  ნეი  მალე  მოკვდება,  სულ  რამდენიმე  თვეში.  ჩვენ  ვნახავთ  მის სიკვდილს,  თუ  ამას  სიკვდილი  დაერქმევა... 
გვარდიის  უკანდახევამ  პანიკა  გამოიწვია  ფრანგთა  რიგებში. ამას  პროგვოკატორთა  შეძახილებმაც  შეუწყეს  ხელი:  „იმპერატორი  მოკლულია,  გაიქეცით,  ვისაც  თავი  გებრალებათ!”  –  გაჰყვიროდნენ  ისინი. სამი  მხრიდან  ალყაში  მოქცეული  ფრანგები  მეოთხე  –  ჯერ  კიდევ  თავისუფალ  მხარეს  მიაწყდნენ  და  გაიქცნენ. 
იმ  ჯოჯოხეთსა  და  უბედურებაში  ნაპოლეონი  უკანასკნელ  კარეს მიჰყვებოდა.  მიჰყვებოდა  კი  არა,  კარეს  შუაში  მიდიოდა.  ბევრი  გვარდიელი საკუთარი  სხეულით იფარავდა  იმპერატორს მტრის  ტყვიებისგან.  ნაპოლეონს  სახეზე  მწარე  ღიმილი  დასთამაშებდა,  ახლომდგომნი  შემდეგ  ამტკიცებდნენ,  რომ  იმპერატორი  იმ  ღროს  თურმე...  ღიღინებდა.  ღიღინებდა ინგლისელების  საქირდავ  ძველებურ  სიმღერას:  „მალბრუკი  ლაშქრად  წავიდა“-ს.  „მალბრუკი“  XVIII  საუკუნის  დასაწყისის  ცნობილი  ინგლისელი მხედართმთავრისა  და  სახელმწიფო  მოღვაწის  ჯონ  ჩერჩილ მალბოროს დამცინავი  მეტსახელი  იყო,  რომელიც  მას  ფრანგებმა  გამოუგონეს.  რა ჰქონდა  მალბოროს  ფრანგების  დასაცინი,  ძნელი  სათქმელია  –  მან  ხომ რამდენჯერმე  დაამარცხა  ისინი  ესპანეთის  მემკვიდრეობისათვის  წარმოებულ  ომში.  ან  რაღა  ეს  სიმღერა  გაახსენდა  იმ  წუთებში  ნაპოლეონს? თვითონაც  რომ  ინგლისელების  მიერ  იყო  ძლეული,  ვითომ  იმიტომ?  თუმცა რა  ინგლისელების,  აბა  ერთი  გერმანელი  ავტორების  წიგნებში  ჩავიხედოთ და  ვნახოთ,  ვის  მიაწერენ  ისინი  ვატერლოოსთან  გამარჯვებას! 
ეს  გამარჯვება,  რა  თქმა  უნდა,  ორივე  მოკავშირეს  ეკუთვნის  და ისე  არაა  საქმე,  როგორც  თითოეული  მათგანი  ცალ-ცალკე  აღნიშნავს. ინგლისელებიც  სცოდავენ,  მარტო  თავისად  რომ  იჩემებენ  მას  და  გერმანელებიც,  ინგლისელებს  რომ  მთლიანად  ართმევენ  გამარჯვების  დიდებას.  ბლიუხერი  რომ  არ  ჩაბმულიყო  ბრძოლაში,  როგორ  წაუვიდოდა  საქმე  ველინგტონს,  ძნელი  მისახვედრი  არაა,  ხოლო  ველინგტონი  რომ  არ დახვედროდა  ბლიუხერს  ადგილზე,  ეს  უკანასკნელი  რა  დღეში  ჩავარდებოდა,  ჩვენ  უკვე  ვნახეთ  ლინისთან... 
ნაპოლეონის  უკანასკნელი  ბრძოლის  დრამატულ  ფინალს,  მისი ბიოგრაფები,  ჩვეულებრივ,  შემთხვევითობათა  უცნაური  დამთხვევით ხსნიან.  მეტის  თქმაც  შეიძლება  –  ბელგიის. მთელი  კამპანიის  მსგლელობაც  შემთხვევითობათა  ისეთ  უწყვეტ  ჯაჭვს  უკავშირდება.  რომ  ამ  მტკიცებას მყარი  საფუძველი  ექმნება.  თუ  საკუთრივ  ამ  კამპანიასა  და  მის დამაგვირგვინებელ  ბრძოლას  ცალკე,  „განყენებულად“  ავიღებთ,  ეს,  რა თემა  უნდა,  ასეა.  ჩამოვთვალოთ  შემთხვევითობათა  ამ  ჯაჭვის „რგოლები“  და  თავად  დავრწმუნდებით  ამაში:  გენერალ  ბურმონს  რომ  არ  ეღალატნა  სამშობლოსათვის  და  მომავალი  საომარი  მოქმედებების  გეგმები მტრისთვის  არ  ეცნობებინა;  მარშალ  სულტს  შტაბის  გაძღოლის  თუნდაც მცირეოდენი  უნარი  რომ  გამოეჩინა;  დრუე  დ'ერლონს  ლინისთან  გამოუსწორეებელი  შეცდომა  რომ  არ  დაეშვა;  ცხენიდან  ჩამოვარდნილი  და  კონტუზირებული  ბლიუხერი  ფრანგ  კავალერისტებს  რომ  ეცნოთ  იმავე  ლინისთან და  ტყვედ  ჩაეგდოთ  ან  აეკუწათ;  ველინგტონი  და  ბლიუხერი  შემთხვევით  რომ  არ  შეხვედროდნენ  ერთმანეთს  ვატერლოოს  წინ;  კოკისპირული  წვიმა  რომ  არ  წამოსულიყო  და  გადამწყვეტი  ბრძოლა  დროზე  დაწყებულიყო;  გრუშის  რომ  ენერგიულად  ეწარმოებინა  მოწინააღმდეგის დევნა  ან  იმდენი  მიხვედრილობა  ჰქონოდა.  რომ  დამოუკიდებლად  მიეღო სწორი  გადაწყვეტილება,  მაშინ  ბრძოლისა  და,  საერთოდ,  კამპანიის  შედეგი  სრულიად  სხვა  იქნებოდა.  ამ  ნუსხის  შემდგომი  გაგრძელებაც  შეიძლება.  ნაპოლეონს  რომ  დავუ  პარიზში  რეზერვისტების  შესაგროვებლად კი  არ  დაეტოვებინა,  არამედ  ბელგიაში  წაეყვანა  და  ლინიდან  პრუსიელების  დევნა  გრუშის  ნაცვლად  მისთვის  დაევალებინა,  ან  თუნდაც  თვით ფრანგ  მხედართმთავარს  16-17  ივნისს  ძველებური  ეწერგიითა  და  სისწრაფით  რომ  ემოქმედნა  და  დროზე  დასცემოდა  ველინგტონს  თავს,  ბელგიის  კამპანიაში,  რა  თქმა  უნდა,  ნაპოლეონი  გაიმარჯვებდა,  მაგრამ  რა გამარჯვება  იქნებოდა  ეს?  პიროსისა!  დროებითი  გამარჯვება,  რადგან თავის  ვატერლოოს  ნაპოლეონ  ბონაპარტი  უკვე  ვერანაირად  ვერ  ასცდებოდა.  ადრე  თუ  გვიან,  იგი  აუცილებლად  წამოეწეოდა  მას  და  ყველაფერს ისეთივე  დასასრული  ექნებოდა.  როგორიც  მაშინ  ჰქონდა.  ამიტომ  შემთხვევითობათა  ის  ჯაჭვი,  რომელმაც  1815  წლის  შუა  ივნისში  ნაპოლეონის  ბედზე  იქონია  გადამწყვეტი  გავლენა,  ისეთთა  რიგს  მიეკუთვნებოდა, კანონზომიერად  რომ  ჩაითვლება. 
        უკვე  გვიანი  ღამე  იყო.  როდესაც  ნაპოლეონი  პრუსიელ  ცხენოსანთა  მადევარ  რაზმებს  მოწყდა  და  შარლერუასა  და  ლაონის  გავლით პარიზისკენ  გაეშურა.  იმპერატორს  მთელი  გზა  ეძინა  და  მხოლოდ  ხანდახან  თუ  გაიხედავდა  კარეტის  ფანჯრიდან.  დედაქალაქამდე  მას  კრინტი არ  დაუძრავს  და  თანმხლებთ  ისეთი  შთაბეჭდილება  შეექმნათ,  რომ  იმპერატორს  აღარც  არავინ  უნდოდა  და  აღარც  არაფერი  აინტერესებდა.
ნაპოლეონი  პარიზში  21  ივნისს  ჩავიდა.  იგი  ტიუილრიში  კი  არ მივიდა,  არამედ  ელისეს  სასახლისკენ  გაემართა,  სადაც  მას  არავინ  ელოდა.  ცხელი  აბაზანის  შემღეგ  იმპერატორი  ცოტათი  გამოცოცხლდა  და მოვლენებისადმი  რაღაც  ინტერესი  გამოიჩინა.  პირველ  რიგში  მან  მთავრობის  წევრები  მოიხმო,  შემდეგ  კი,  სანამ  ისინი  მოვიდოდნენ,  დედაქალაქში  შექმნილი  ვითარება  გამოიკითხა.  იმპერატორს  ბევრი  ახალი  რამ ამცნეს  –  18  ივნისის  შემდეგ  ძალზედ  გააქტიურებულა  პოლიციის  მინისტრი  ჟოზეფ  ფუშე  და  პერთა  და  წარმომადგენელთა  პალატაში  ნაპოლეონის  საწინააღმდეგო  მოქმედება  დაუწყია,  ოტრანტოს  ჰერცოგი  ამ  საქმეს მარტო  არ  შესჭიდებია,  მას  გვერდით  რესპუბლიკის  ერთ  დროს  ცნობილი მოღვაწე  ლაფაიეტი  ამოუყენსებია  და  ისე  დაუწყია  ძირგამომთხრელი მოქმედება.  ფუშესაც  და  ლაფაიეტსაც  ისე  დაუშინებიათ  პარლამენტარები  მოსალოდნელი  ინტერვენციითა  და  მასთან  დაკავშირებული  საშინელებებით,  რომ  მათ  ლამის  ერთსულოვნად  მოუთხოვიათ  ნაპოლეონის  ტახტიდან  გადადგომა. 
სანამ  ნაპოლეონი  ამ  ნაკლებსასიამოგნო  ამბებს  ისმენდა,  ელისეს სასახლის  გარშემო  აუარება  ხალხი  იყრიდა  თავს.  მოდიოდნენ  ჯარისკაცები,  მუშები,  ხელოსნები,  წვრილ-წვრილი  მეწარმეები.  მოკლედ,  მშრომელი  და  გაჭირვებული  ხალხი.  ისინი  იმპერატორის  საღიღებელ  ლოზუნგებს  გაიძახოდნენ  და  მოღალატეთა  სასტიკ  ღასჯას  მოითხოვდნენ. ნაპოლეონი  დიდხანს  იდგა  ფანჯარასთან  და  მათ  უყურებდა.  მერე უცბათ  მოტრიალდა  და  იქვე  მყოფ  ბენჟამენ  კონსტანს  უთხრა:  „ჩემი  ერთი სიტყვა  საკმარისია,  რომ  ეს  ხალხი  პალატებისაკენ  გაემართოს  და  მეამბოხე  დეპუტატებს  ანგარიში  გაუსწოროს.  მაგრამ  მე  არ  გავაკეთებ  ამას. სურვილი  რომ  მქონდეს,  ამ  ხალხის  დახმარებით  კიდევ  შევძლებდი  ქვეყნის მართვას,  მაგრამ  არ  მინდა  რევოლუციური  იმპერატორი  ვიყო,  არ  მსურს პარტიზანების  წინამძღოლად  ვიქცე.  თუ  ოფიციალური წარმომადგენლები გადაწყვეტენ,  მე  დავრჩები  ქვეყნის  სათავეში,  თუ  არა  და  –  გადავდგები“. იმ  მძიმე  წუთებში  ნაპოლეონს  დახმარების  ხელი  ლაზარ  კარნომ გაუწოდა  –  1793  წლის  გამარჯვებათა  სახელოვანმა  ორგანიზატორმა, რომელიც  ამდენი  წლის  შემდეგაც  უდრეკ  რესპუბლიკელად  დარჩა.  კარნო  ხედავდა,  რომ  ნაპოლეონი  ის  ერთადერთი  კაცი  იყო,  რომელსაც  რევოლუციის  მონაპოვრის  შესანარჩუნებლად  ბრძოლაც  შეეძლო  და  ფეოდალური  ევროპის  ინტერვენციის  წინ  აღდგომაც. 
კარნომ  პერთა  პალატას  ქვეყანაში  საგანგებო  მდგომარეობის  შემოღება  და  ნაპოლეონის  დიქტატორად  გამოცხადება  შესთავაზა.  მდგომარეობა  არც  ისე  უიმედო  ჩანდა,  როგორაც  მას  ფუშე  და  კომპანია  სახავდნენ.  დავუს  80  ათასამდე  ჯარისკაცი  ჰყავდა  პარიზთან,  გრუშის  ლაონთან  თავისი  35  ათასი  და  კიდევ  ბევრი  ვატერლოოს  შემდეგ  შემოერთებული.  ეს  არცთუ  მცირე  ძალა  იყო,  მაგრამ  პერებს  არაფრის  გაგონება  არ სურდათ.  შეიტყვეს  რა  ნაპოლეონის  პასიურობის  ამბავი,  მათ  ქვა  ააგდეს და  თავი  შეუშვირეს.  არც  ნაპოლეონმა  მიიღო  კარნოს  წინადადება.  გასაგები  მიზეზების  გამო... 
მხოლოდ  ერთხელ,  როცა  პრუსიელთა  პარიზთან  მოახლოების ამბავი  შეიტყო,  ბუონაპარტემ  სინანულით  წამოიძახა:  სამხედრო  მინისტრის  პოსტი  მაინც  რომ  მქონდეს,  ქვეყნის  თავდაცვას  ჩავუდგებოდი  სათავეში  და  მტერს  დედაქალაქიდან  უკუვაგდებდი,  შემდეგ  კი  სულ  გავეცლებოდი  აქაურობას,  კერძო  კაცის  ცხოვრებას  დავიწყებდი  და  სახელმწიფო  საქმეებისკენ  არც  კი  გავიხედავდიო,  მაგრამ  ეს  ახლა  არაფრისმომცემი  სიტყვები  იყო.  პარიზელ  „ძლიერთა  ამა  ქვეყნისათ“  უკვე  გადაწყვეტილი  ჰქონდათ  დედაქალაქისაც  და  საფრანგეთის  ბედიც. 
გადადგომის  აქტს  ნაპოლეონმა  22  ივნისს  მოაწერა  ხელი  – პარიზში  დაბრუნების  მეორე  დღესვე.  შემდგომი  დღეები  მან  ელისეს სასახლეში  გაატარა,  ლამის  სრულიად  მარტომ  –  სასახლეს  ვგულისხმობთ.  თორემ  სასახლის  გარშემო  კვლავ  ბევრი  მისი  მომხრე  იყრიდა თავს,  მაგრამ  კვლავ  უშედეგოდ  –  ბუონაპარტემ  ხელი  ჩაიქნია  მომავალზე  და  თავისი  ცხოვრების  მანძილზე  პირველად  და  უკანასკნელად  ბრძოლაზე  უარი  თქვა. 
რამდენიმე  ღღის  შემღეგ  იგი  მალმეზონისკენ  გაეშურა  თავისი გერის  ჰორტენზიას  მოსანახულებლად  და  კიდევ...  იმ  ადგილებისთვის თვალის  შესავლებად.  რომლებიც  ჟოზეფინას  სახელთან  და  ჟოხეფინას უკანასკნელ  დღეებთან  იყო  დაკავშირებული.  მდუმარე  ნაპოლეონი  მარტოდმარტო  დიდხანს  დადიოდა  დიდებულ  პარკში,  რომელიც  მისთვის ყველაზე  საყვარელი  ადამიანის  მიერ  იყო  მორთული  და  გალამაზებული და  რომლის  ყოველ  ბუჩქსა  თუ  ყვავილს  მისი  ხელი  ეხებოდა  და  ეფერებოდა.  ყელში  ბურთგაჩრილ  ბუონაპარტეს  ისეთი  გრძნობა  ღაუფლებოდა, თითქოს  კარგად  ნაფერებ  ამ  უცხო  მცენარეთა  შორის  ამ  ქალის  ნაზი  და ჰაეროვანი  ლანდი  დაფარფატებდა... 
უკვე  გვარიანად  მოსაღამოებული  იყო,  როცა  ნაპოლეონთან  მისი თანმხლები  ოფიცერი  მივიდა  და  მოახსენა,  რომ  რომელიღაც  ქალბატონს მისი  ნახვა  სურდა.  „მე  აღარ  ვიძლევი  აუდიენციებს  და  აღარც  თანამდებობებს  ვარიგებ.  რა  უნდა  ამ  ქალს  ადამიანისგან,  რომელსაც  არაფრის გაკეთება  აღარ  შეუძლია?  თუმცა,  მაინც  მოვიდეს,  ვნახოთ  ვინ  არის  და რა  სურს  ჩემგან“...  ხეივანში  ქალი  და  ბავშვი  გამოჩნდა:  ქალი  მარია ვალევსკა  იყო,  ხოლო  ბავშვი,  მისი  და  ნაპოლეონის  შვილი  –  ალექსანდრე.  ნაპოლეონმა  გულში  ჩაიკრა  დედაშვილი  და  დიდხანს  ჰყავდა მკლავებში  მოქცეული.  შემდგომში,  ალექსანდრ  ვალეგსკი  თავის  მემუარებში  დაწერს:  „იმ  კაცს“  ლოყაზე  ცრემლი  ჩამოუგორდაო...“  მარია ეხვეოდა  ყოფილ  შეყვარებულს,  სთხოვდა,  თან  წაეყვანა  ისიცა  და  მათი შვილიც  ნებისმიერ  ადგილას,  თუნდაც,  შორეულზე  უფრო  შორეთში. ეუბნებოდა,  რომ  მისთვის  არავითარი  მნიშვნელობა  არ  ჰქონდა  მის  მდგომარეობას  და  მის  ტიტულებს.  ნაპოლეონმა  უარი  უთხრა  მარიას:  „არავინ იცის,  როგორი  იქნება  ჩემი  მომაგალი  ცხოვრება  და  რას  მიქადის  ბედი. ამიტომ  უფლება  არა  მაქვს  თქვენც  გაურკვევლობაში  გაგხვიოთ  და ხიფათის  წინაშე  დაგაყენოთ.  მარი,  მე  თქვენს  გვერდით  არაერთხელ  დამინახავს  გენერალი  ოგიუსტ  ორნანო,  ახალგაზრდა  კორსიკელი,  ღირსეული  და  მამაცი  კაცი.  მე  ვიცი,  რომ  იგი  გაღმერთებთ.  გაჰყევით  მას  ცოლად  და  იყავით  ბედნიერი.  ვინძლო  მან  მაინც  მოგიტანოთ  ის,  რაც  აქამდე არ გქონდათ  ცხოვრებაში,..“ 
  ელისეს  სასახლეში  დაბრუნებისას  ნაპოლეონს  ახალი  ამბავი დაახვედრეს:  დროებითი  მთავრობა  მას  ქალაქის  დატოვებას  სთხოვდა. ამ  დელიკატური  მისიის  შესრულება  დავუს  დაავალეს.  გენერალმა  ბონაპარტმა  გაქვავებული  სახით  მოუსმინა  თავის  ყოფილ  მარშალს  და  თან- ხმობის  ნიშნად  ცივად  დაუქნია  თავი.  პარიზსა  და  საფრანგეთში  ნაპოლეონის  ადგილი  აღარ  იყო. 
ნაპოლეონმა  დედაქალაქი  სამი  დღის  შემდეგ  დატოვა.  იგი  სამხრეთ-დასავლეთისკენ  წავიდა.  ატლანტის  ოკეანის  სანაპიროსკენ,  სადაც საპორტო  ქალაქ  როშფორში  მას  ორი  ფრეგატი  ელოდებოდა  ამერიკაში წასაყვანად.  მაგრამ  როშფორში  ჩასვლისთანავე  გამოირკვა,  რომ  წასვლა ძნელი  საქმე  იქნებოდა  –  პორტს  ინგლისელთა  ხომალდები  ყარაულობდნენ.  საფრანგეთში  ნაპოლეონს  უამრავი  მომხრე  ჰყავდა  და  გამონაკლისი არც  როშფორი  იყო.  იქაური  მეზღვაურები,  ქალაქის  გარნიზონის  ჯარისკაცები,  თვით  როშფორელები  გვერდში  ამოუდგნენ  ბონაპარტს  და  თავისი სამსახური  შესთავაზეს.  მეზღვაურები  ერთმანეთზე  უფრო  სარისკო  გეგმებს  ადგენდნენ  და  ნაპოლეონის  ოკეანეში  გასაყვანად  თავსაც  სწირავდნენ.  ბონაპარტმა  მადლობა  გადაუხადა  მეზღვაურებს  თავგანწირვისთვის,  მაგრამ  მათ  წინადადებაზე  უარი  განაცხადა:  მე  ახლა  კერძო  პირი ვარ და  ჩემი  გულისთვის  ასეთ  მსხვერპლზე  წასვლა  არ  შეიძლებაო.  დრო კი  მიდიოდა.  პარიზში,  სადაც  კვლავ  ბურბონები  ბატონობდნენ,  უკვე ეძებდნენ  გზებს  „კორსიკელი  ურჩხულის“  ხელში  ჩასაგდებად.  ამიტომ დაყოვნება  არ  შეიძლებოდა  და  ნაპოლეონმაც  მიიღო  გადაწყვეტილება. ერთობ  სარისკო,  ერთობ  საკამათო  და  ერთობ  მოულოდნელი. ბონაპარტმა  ბრიტანეთის  ხელისუფალთ  მგზნებარე  მოწოდებით მიმართა,  რათა  მიეცათ  მისთვის  თავშესაფარი  ინგლისში!  აი,  ეს  წერილიც:  „თქვენო  უმაღლესობავ!  (ნაპოლეონი  ინგლისის  პრინც-რეგენტს  მიმართავდა)  იმის  გამო,  რომ  ჩემს  ქვეყანაში  უთანხმოებამ  და  დაპირისპირებამ  იჩინა  თავი,  ხოლო  ევროპა  ჩემს  წინააღმდეგაა  გაერთიანებული, მე  გადავწყვიტე  დავასრულო  პოლიტიკური  კარიერა.  თემისტოკლეს  დარად  მე  მსურს  ბრიტანელ  ხალხს  შევუერთდე  და  მისი  კანონების  მფარველობის  ქვეშ  მოვექცე.  თქვენო  უმაღლესობავ!  მოგმართავთ  თქვენ,  როგორც  ჩემს  ყველაზე  დიღი  ხნის,  ყველაზე  ძლიერ  და  ყველაზე  დიდსულოვან  მოწინააღმდეგეს“. 
ეს  უცნაური  წერილი  გენერალმა  სავარიმ  და  ლას-კაზესმა  ინგლისურ  სახაზო გემ  ,ბელეროფონზე”' მიიტანეს.  გემის  კაპიტანს  –  მეტლენდს, ცხადია „უარი  არ  უთქვამს  წერილის  თავისი  მთავრობისთვის  გადაცემაზე. პირველი  და  ყველაზე  მძიმე  ნაბიჯი  გადადგმული  იყო.  ახლა როშფორში  დაყოვნებას  აზრი  აღარ  ჰქონდა  და  ნაპოლეონიც  „ბელეროფონზე“ გადავიდა.  ინგლისელთა  ეკიპაჟი  გემბანზე  იყო  გამწკრივებული და  სამხედრო  პატივით  შეხვდა  თავიანთი  ქვეყნის  ყველაზე  მძლავრ  და ყველაზე  საშიშ  მტერს. 
არც  „ბელეროფონის“  ყოფნას  ჰქონდა  უკვე  აზრი  საფრანგეთის ტერიტორიულ  წყლებში.  ის.  ვისი  გულისთვისაც  ყარაულობდა  იგი  საფრანგეთის  სანაპიროს,  საფრანგეთში  უკვე  აღარ  იყო.  იგი  სწორედ  „ბელეროფონზე“  იმყოფებოდა  და  ამიტომ  მისი  ინგლისის  წყლებში  გადაყვანა საჭირო  და  აუცილებელი  „ხდებოდა. 
„ბელეროფონმა“  კურსი  ინგლისისკენ  1815  წლის  ივლისის  ბოლოს  აიღო  და  ღუხა  პირველად  თორბეის  პორტში  ჩაუშვა. ის,  რაც  შემდეგ  მოხდა,  სრულიად  მოულოდნელი  იყო  არა  მარტო „ბელეროფონის“  ეკიპაჟის,  პორტის  მესგეურებისა  თუ  ინგლისის  მმართველი  წრეებისთვის,  არამედ  თვით  ნაპოლეონისა  და  მისი  თანმხლები პირებისთვისაც.  საქმე  ისაა,  რომ  ხომალდის  პორტში  შესელისთანავე  ქალაქ  თორბეისა  .და  მის  ნავმისადგომს  უამრავი  ხალხი  მიაწყდა.  ხალხი მოდიოდა  თორბეის  ახლომდებარე  დასახლებული  პუნქტებიდან,  მოდიოდა  ლონდონიდან,  მოდიოდა  ინგლისის  შორეული  ქალაქებიდან.  თორბეის სასტუმროები  წამსვე  გადაივსო.  მოხერხებულმა  ქალაქელებმა  საკუთარი ბინების  გაქირავება  დაიწყეს,  მაგრამ  ცოტა  ხანში  მათაც  აღარ  ჰქონდათ ადგილი  მოზღვავებული  ხალხის  დასაბინავებლად. 
„ანალოგიური“  სურათი  იყო  ზღვაზეც: „ბელეროფონი“  უამრავი ნავითა  და  სხვა  საცურაო  საშუალებით  იყო  გარშემორტყმული,  რომლებიც  ნაპოლეონის  ხილვის  მოსურნეებს  ვერ  იტევდა. რამდენიმე  დღის  შემდეგ  „ბელეროფონი”  ინგლისის  მთავარ სამხედრო-საზღვაო  ბაზა  პლიმუთში  გადაიყვანეს.  პლიმუთი  თორბეიზე დიდი  ქალაქი  იყო  და  ხალხიც  უფრო  დიდი  რაოდენობით  მიაწყდა  მას. იქაც  ისეთივე  ამბავი  განმეორდა,  რაც  თორბეიში,  ოღონდ,  გაცილებით მეტი  მასშტაბით.  ამდენი  ნავი  ერთად  არასოდეს  მინახავსო,  ამბობდა შემდეგ  „ბელეროფონის“  კაპიტანი. 
როცა  ხალხი  განსაკუთრებული  რაოდენობით  „მოზღვაგდებოდა”, ნაპოლეონი  გემბანზე  გამოდიოდა  და  მათ  ენახვებოდა.  მნახველთა ენთუზიაზმი  უმაღლეს  წერტილს  მაშინ  აღწევდა,  როცა  ინგლისელების „სტუმარი“  სამკუთხა  ქუდს  მოიხდიდა  და  მაღლა  ასწევდა. 
დღეები  მიდიოდა,  ლონდონიდან  პასუხი  იგგიანებდა  და  ნაპოლეონი  დროს  „ბელეროფონის“  კაპიტანთან  და  მეზღვაურებთან  საუბრებში ატარებდა.  იგი  საათობით  უყვებოდა  მათ  წარსულის  ამბებს,  ლაპარაკობდა  მომავალზე,  ახალ  გეგმებს  აწყობდა.  ყველაფერი  მომბეზრდა,  ომიც, პოლიტიკაც,  აქტიური  ცხოვრებაც,  ამბობდა  ბუონაპარტე,  სიმშვიდე  და დასვენება  მინდა.  მინდა  სადმე  სოფელში  ვიცხოვრო,  შინაური  ცხოველები  გავიჩინო  და,  საერთოდ,  სხვა  კაცი  გაგხდე.  გვარი  და  სახელიც  კი ძველი  აღარ  მინდა  დავიტოვო.  იქნებ  მიუირონი  დავირქვა  ან  დიუროკი –  დაღუპული  თანამებრძოლების  მოსაგონადო. 
დაუპატიჟებელი  სტუმრის  ბრიტანულ  გემზე  გამოჩენამ  დიდი თავსატეხი  გაუჩინა  ოფიციალურ  ლონდონს,  ერთის  მხრივ,  იგი  ხარობდა, რომ  ამდენი  ხნის  დაუძინებელი  მტერი,  რომელმაც  ამდენი  უსიამოვნება მოუტანა  ინგლისს,  მის  ხელში  იყო  და  მისი  ტყვე  იყო.  მეორეს  მხრივ კი  ნაპოლეონი  ხომ  ჩვეულებრივი  ტყვე  არ  იყო.  ისევე  როგორც  ჩვეულებრივი  ადამიანი  არ  იყო!  ამის  დასადასტურებლად  თუნდაც  მისი  ორკვირიანი  „სტუმრობა“  იყო  საკმარისი  „ბელეროფონზე”.  ამ  ორი  კვირის  განმავლობაში  მან  ისე  მოხიბლა  ხომალდის  ეკიპაჟი  და  მის  სათვალთვალოდ მასზე  გამწესებული  ჯარისკაცები  და  ოფიცრები,  რომ  ცოტაც  და  ისინიც ფრანგებივით  მის  სამსახურში  ჩადგებოდნენ.  ამ  სამშობლოს მოწყვეტილმა  მარტოხელა  კაცმა  ისე  მოინადირა  მათი  გული  თავისი  მრავალმხრივი ცოდნითა  და,  მათ  შორის,  თვით  საზღვაო  საქმის  ცოდნით,  ღა  ისე  თანასწორივით  ესაუბრებოდა  მათ,  რომ  მუდამ  ცხვირაწეულ  და  უკარება  არისტოკრატ  მეთაურებს  შეჩვეულ  ბრიტანელებს  თავისუფალი  ცხოვრებისა და  ადღამიანური  ურთიერთობის  ხიბლი  აგრძნობინა.  ხელისუფლებას  ის ზღვა  ხალხიც  აფიქრებდა,  რომელიც  არა  და  არ  შორდებოდა  პლიმუთის ნავმისადგომსა  და  თავის  წმინდა  მოვალეობად  თვლიდა,  როგორმე  ამ  კაცისათვის  თვალი  მოეკრა.  შეეშვათ  ასეთი  კაცი  ინგლისში  ინგლისის  ხელისუფალთ?  შეიძლებოდა  ასეთ  რისკზე  წასვლა?  რა  თქმა  უნდა,  არა. ან  გაეშვათ  იგი  ამერიკაში?  ამერიკაში,  რომელიც  ინგლისს  ეომებოდა იმჟამად  და  სიხარულით  ჩაიკრავდა  გულში  ასეთ  საჩუქარს?  არც  ეს ვარიანტი  ივარგებდა. 
ამიტომ  ინგლისელებმა,  ერთი  პირობა,  ლუი  XVIII-ს  შეუთვალეს,  რომ  სიამოვნებით  დაუთმობდნენ  მას  თავიანთ  სახიფათო  სტუმარს მასთან  ანგარიშის  გასასწორებლად.  მაგრამ  ლუი  XVIII  ფრთხილი  დამფრთხალი  კაცი  იყო  და  ნაპოლეონზე  ხელს  ვერ  აღმართავდა.  კაცი,  რო-მელიც  უკვე  მეორედ  დაბრუნდა  საფრანგეთში  მტრის  ხიშტებით  და  ახლაც  მტრის  ხიშტებზე  იჯდა,  იმდენს  მაინც  ხვდებოდა.  თუ  თვითონ  რამდენი  მოძულე  ჰყავდა  თავის  ქვეყანაში  და  მის  პოტენციურ  მსხვერპლს რამდენი  მომხრე.  ამიტომ  მეფემ  ზრდილობიანი  უარი  შეუთვალა  ინგლისელებს  „გულუხვ“  საჩუქარზე  და  დაუმატა  –  თქვენი  სტუმარი  თქვენთან დაიტოვეთ  და  თქვენვე  გადაწყვიტეთ  მისი  ბედიო. 
ინგლისის  ხელისუფლები  უკვე  კარგახანია  ატყობდნენ,  რომ  კაცი,  რომელსაც  ინგლისის  მიწაზე  ჯერ  ფეხი  არ  დაედგა  და  უკვე  ასეთ მღელვარებას  იწვევდა  იქ,  ინგლისში  კი  არა,  ინგლისის  ახლოსაც  არ იყო  გასაჩერებელი.  ამიტომ  მათ  გადაწყვიტეს,  რომ  ნაპოლეონი,  როგორც  ტყვე,  სამხრეთ  ატლანტიკის  შორეულ  წმინდა  ელენეს  კუნძულზე გადაესახლებინათ  სამუდამოდ,  მის  აღსასრულამდე.
ეს  თავზარდამცემი  ამბავი  ნაჰოლეონს  ადმირალმა  ქეითმა  აუწყა. ადმირალი  შეწუხებული  და  აშკარად  ნირწამხდარი  ჩანდა,  მაგრამ  საქმეს ეს  რას  უშველიდა.  ნაპოლეონი  თავდაპირველად  ძალზედ  აღელდა,  სიბრაზისგან  აკანკალდა  და  ინგლისელს  დაუყვირა:  „ეს  არის  თქვენი  ღირსება  და  თქვენი  სტუმართმოყვარეობა?  ეს  ხომ  თემურლენგის  გალიაზე უარესია!  თქვენ  მე  იქ  სასიკვდილოდ  მაგზავნით!“  მაგრამ  ცოტა  ხანში ბუონაპარტეს  სიბრაზემ  გადაუარა,  დამშვიდდა  და...  მაშინვე  შორეული მგზავრობის  სამზადისს  შეუდგა.  იმავე  დღიდან! 
იმ  ასი  თანმხლები  ფრანგისაგან.  ვინც  ნაპოლეონთან  ერთად  „ბელეროფონზე“  იმყოფებოდა,  ინგლისელთა  ინსტრუქციის  მიხედვით,  მას მხოლოდ  შეზღუდული  რაოდენობის  პირები  უნდა  შეერჩია.  შერჩევა  ძნელი  არ  გამოდგა  –  ვინც  ხომალდზე  აჰყვა  იმპერატორს,  მისდამი  ფანატიური  ერთგულებით  გამოირჩეოდა  და  შორეულ  ატლანტიკაში  მასთან  ერთად  გადასახლებაში  წასვლას  ღვთის  წყალობად  მიიჩნევდა.  გასამგზავრებლად  საბოლოოდ  27  ადამიანი  შეირჩა,  რომელთა  შორის  ქალებიც  იყვნენ  და  ბავშვებიც  (ნაპოლეონის  ზოგიერთი  თანმხლები  პირი „ბელეროფონზე“  ცოლ-შვილით  იმყოფებოდა).  წამსვლელთაგან  ყველას  ვერ  დავასახელებთ,  მაგრამ  ზოგიერთ  მათგანს  კი  მოვიხსენიებთ:  მარშალი  ანრი ბერტრანი,  გენერალი  შარლ  მონტოლონი,  მარკიზი  ოგიუსტ  ლას-კაზესი.  მსახური  ლუი  მარშანი...
სამხრეთ  ატლანტიკისაკენ  ნაპოლეონი  სხვა  გემით  უნდა  წასულიყო.  „მისი“  „ბელეროფონი“  პლიმუთში  რჩებოდა,  „ნორთამბერლანდი“  – ასე  ერქვა  ახალ  სახაზო  გემს,  რომელსაც  თან  ცხრა  სხვა  გემიც  გაჰყვებოდა  2  ათასი  ჯარისკაცითურთ.  ეს  ჯარისკაცები  კუნძულის  ათასკაციან გარნიზონს  შეუერთდებოდნენ,  რათა  საერთო  ძალით  ეყარაულნათ  ერთადერთი  კაცისათვის,  მაგრამ  ისეთი  კაცისათვის,  რომლისაც  მათ  ხელისუფალთ  უფრო  ეშინოდათ,  ვიდრე  ნებისმიერი  ქვეყნის  ნებისმიერი  არმიისა...
„ნორთამბერლანდი“  ზღვაში  8  აგვისტოს  გავიდა.  როცა  გემმა საფრანგეთის  ნაპირს  ჩაუარა,  ნაპოლეონი  კაპიტნის  ბოგურაზე  ავიდა, ხმელეთის  შორეულ  ზოლს  გახედა,  ქუდი  მოიხადა  და  გრძნობამორეულმა  წამოიძახა:  „მშვიდობით  მამაცთა  მიწავ,  მშვიდობით  საფრანგეთო!“ მოგზაურობა  მოსაწყენი  და  ერთფეროვანი  იყო,  მაგრამ  ნაპოლეონმა  იქაც  გამონახა  სამუშაო.  ზღვაში  გასვლის  მეორე  დღესვე  მან  ლას-კაზესს  უხმო  და  მოგონებათა  კარნახს  შეუდგა.  ბუონაპარტეს  თან  თავისი საველე  ბიბლიოთეკაც  ჰქონდა  და  კიდევ  სხვა  საკითხავი  წიგნებიც,  რომელთა  შოვნა  პლიმუთში  მოხერხდა.
როცა  მუშაობით  იღლებოდა,  ნაპოლეონი  გემბანზე  ადიოდა  და ეკიპაჟის  წევრებს  ესაუბრებოდა. ინგლისელები,  როგორც  კი ბონაპარტს დაინახავღნენ.  მაშინგე  გუნდად  გარს  შემოეხვეოდნენ  და  შემდეგ  დიდ” ხანს  აღარ  უშვებდნენ  კაიუტაში.  .,ნორთამბერლანდზეც“   იგივე  მეორდებოდა.  რაც  „ბელეროფონზე“... 
ინგლისელთა  ესკადრას  ადმირალი  კოკბერნი  მეთაურობდა,  მკაცრი  და  პედანტი  კაცი,  რომელსაც  ჯერ  თავი  ძალზედ  ოფიციალურად  ეჭირა,  მაგრამ  შემდეგ  ისიც  მოიხიბლა  თაგისი  ტყვით  და  ხშირად  ოროს  მასთან  ბაასში  ატარებდა.
მოგზაურობა  გრძელდებოდა.  ფლოტილიამ  როგორც  იქნა  ეკვატორი  გადაკვეთა  და  სამხრეთის  კურსი  სამხრეთ-აღმოსავლეთისაზე  შეცვალა.  დაცხა,  დღისით  გემბანზე  ყოფნა  შეუძლებელი  გახდა  და  ნაპოლეონი  საღამოსღა  ადიოდა  ზემოთ.  მზის  ჩასვლის  შემდეგ  მალე  ღამდებოდა –  ტროპიკებში  ხომ  უცბათ  ბნელდება  ხოლმე.  მართლაც,  ცოტა  ხანში ყველაფერი  ნამდგილ  უკუნეთში  იძირებოდა  და  თუ  რამ  ანათებდა,  ეს „ნორთამბერლანდის“  თანმხლებ  გემებზე  მბჟუტავი  ფარნების  მოციმციმე შუქი  იყო.  და  კიდევ  ცა,  სამხრეთ  ნახევარსფეროს  უცხო  და  უცნაური ცა,  რომელზეც  პოლარული  ვარსკვლავი  აღარ  ჩანდა  და  „,მის  ნაცვლად“ ცარგვალზე  სამხრეთის  ჯვარი  ისახებოდა.  ბუონაპარტე  თავის  დროზე ლაპლასისა  და  ლალანდის  მოწაფე  გახლდათ  და  ასტრონომიაში  ცუდად არ  ერკვეოდა.  სამხრეთის  ჯვარზე  მას,  ცხადია,  ბევრი  გაეგონა,  მაგრამ თვალით  არ  ენახა.  ამიტომ  იყო  ინტერესს  რომ  იჩენდა  ამ  კაშკაშა თანავარსკვლავედის  მიმართ,  მოხაზულობით  ჰაერში  ასაშვებ  სათამაშო ფრანს  რომ  წააგავდა  დღა  დიდხანს,  ძალიან  დიდხანს  შესცქეროდა  მას. მაგრამ  იქნებ,  მარტო  სამხრეთის  ჯვარს  არ  შესცქეროდა  ბუონაპარტე? იქნებ  „თავის  ვარსკვლავს“  ეძებდა,  სამუდამოდ  ჩამქრალ  თავის  ვარსკვლავს  და  იმედი  ჰქონდა,  რომ  სადმე  ისევ  გამოჩნდებოდა  იგი,  თუნდაც აქ,  სამხრეთის  ცაზე,  ასე  შორს  იქიდან,  სადაც  ამდენხანსა  და  ასეთი სიკაშკაშით  ანათებდა  მისთვის... 
პლიმუთიდან  გამოსვლის  სამოცდამეთერთმეტე  დღეს,  მოგზაურობით  დაქანცულ  და  გულგაწვრილებულ  მგზავრებს,  როგორც  იქნა, წინგამზედვარეს  ხმა  შემოესმათ:  „მიწა,  მიწას  ვხედავ!“  ყველა  გემბანზე გამოეფინა  და  ჰორიზონტს  მიაჩერდა.  ჯერ  მთის  წვერი  გამოჩნდა,  მერე ზღვის  სიღრმიდან  კლდოვანი  მასივი  ამოიბურცა  და  ბოლოს  პატარა  დასახლებაც  გამოიკვეთა.  ეს  ჯემსტაუნი  გახლდათ  –  კუნძულის  მთავარი ქალაქი  და  მისი  ერთადერთი  ნავსაყუდელი. 
კუნძული  პატარა  იყო  –  სულ  122  კვადრატული  კილომეტრი ფართობისა.  მის  შუაგულში  ერთადერთი  მწვერვალი  აღმართულიყო:  დიანას  პიკი,  818  მეტრი  სიმაღლისა.  დანარჩენი  ბაზალტის  კლდეები  იყოკუნძულს  სანაპირო  ზოლი.  როგორც  ასეთი,  არ  ჰქონდა.  მის  ნაცვლად 300  მეტრზე  და  კიდევ  მეტზე  კლდოვანი  კედელი  აღმართულიყო,  რაც კუნძულს  მიუდგომელ  სიმაგრედ  ხდიდა. 
კუნძული  პორტუგალელი  მეზღვაურების  მიერ  იყო  აღმოჩენილი 1502  წლის  21  მაისს.  წმინდა  ელენეს  სახელობის  ღღეს  და  ამიტომ  მას ამ  წმინდანის  სახელი  დაერქვა.  პორტუგალელებმა  რიგიანად  ვერ  შეძლეს  მისი  მოვლა-ათვისება  და  იგი  ჯერ  ჰოლანდიელების,  ხოლო  XVIIII საუკუნის  მეორე  ნახევარში  ინგლისელების  ხელში  გადავიდა.  ამ  უკანასკნელთ  სხვებზე  მტკიცედ  მოიკიდეს  მასზე  ფეხი  და  იგი  დღემდე  ბრიტანელთა  განმგებლობაში  დარჩა. 
კუნძულის  მთელი  მოსახლეობა  ლამის  მხოლოდ  დედაქალაქ  ჯეიმსტაუნში  ცხოვრობდა.  და  სწორედ  ეს  მოსახლეობა  იყო  შეკრებილი  იმ დღეს  ნავმისადგომში,  რათა  უცხო  და  უცნაურ  „სტუმარს“  შეხვედროდა. პირველი  ორი  თვე  ნაპოლეონმა  ჯემსტაუნიდან  ერთ  მილზე  მოთავსებულ  რანჩოში  გაატარა.  რანჩო  ინგლისის  საზღვაო-სავაჭრო  აგენტ უილიამ  ბალკომბს  ეკუთვნოდა.  აქ  გაიცნო  და  დაუახლოვდა  ნაპოლეონი რანჩოს  პატრონის  სანდომიანი  სახის  პატარა  ქალიშვილს,  რომელსაც სახელად  ბეტსი  ერქვა.  ბეტსი  საკმაოდ  კარგად  ფლობდა  ფრანგულს  და ამიტომ  მალე  გამონახა  საერთო  ენა  თავისი  ოჯახის  სტუმართან.  ნაპოლეონი  ისე  დაუახლოვდა  ამ  14  წლის  გოგონას,.რომ  მის  ყველა  სურვილს ასრულებდა.  ბეტსი  ჯიუტი  და  თავნება  იყო  და  სურვილებიც  ბევრი  ჰქონდა,  მაგრამ  გოგონას  ასეთი  ქცევა  ნაპოლეონს  უფრო  მოსწონდა,  ვიდრე აღიზიანებდა.  ბუონაპარტე  მას  ბილიარდის  თამაშსა  და  ჯირითობას  ასწავლიდა.  ბეტსი  კი  ინგლისურ  ენაში  ავარჯიშებდა  სტუმარს  და  სიცილით  იჭაჭებოდა,  როცა  იგი  დამახინჯებულად  გამოთქვამდა  სიტყვებს.
ორი  თვის  შემდეგ  ნაპოლეონი  ბალკომბების  სახლიდან  3  მილზე  მდებარე ლონგვუდში  გადაიყვანეს,  კლდოვან  პლატოზე  ნაგებ  მოზრდილ  სახლში. ბეტსი  ცხარე  ცრემლით  ტიროდა  უფროს  მეგობართან  განშორებისას  და მხოლოდ  მაშინ  დამშვიდდა,  როცა  აღუთქვეს,  რომ  კვირაში  ორჯერ  მაინც წაიყვანდნენ  სტუმრად  ლონგვუდში  (ეს  საკვირველი  მეგობრობა  3  წელს გაგრძელდა,  მანამ,  სანამ  ბალკომბები  კუნძულიღან  ინგლისს  არ  გაამგზავრეს.  კუნძულის  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი  ადმირალი  ჰადსონ ლოუ,  ეჭვიანი  და  გულღრძო  კაცი,  შეაშინა  ბალკომბების  ბონაპარტთან სიახლოვემ  და  ისინი  იქაურობას  მოაშორა.  იმ  დროისათვის  ბეტსი  უკვე 17  წლის  მოხდენილი  ქალიშვილი  იყო:  კვირაში  ორჯერ  იგი  რეგულარულად  მიდიოდა  ლონგვუდში  და  მთელ  დღეს  ნაპოლეონთან  სტუმრობდა, თამაშის  ნაცვლად  იგი  ახლა  საათობით  სეირნობდა  ევროპის  ყოფილ მბრძანებელთან  და  ათას  რასმეს  ისმენდა  მისგან.  „ბეტსი,  უთხრა  ერთხელ  ნაპოლეონმა,  შენ  მალე  გაემგზავრები  აქედან,  მე  კი  ბოლომდე  აქ დავრჩები,  ამ  კლდოვან  საკანში.  მერე  შენ  ჩემი  სიკვდილის  ამბავს  გაიგებდა  გული  დაგწყდება,  ხომ  კი?!“  ქალიშვილს  ტირილი  აუვარდა.  რას ისურვებდი  ჩემგან  საჩუქრად?  ჰკითხა  ელიზაბეტ  ბალკომბს  კუნძულის ტყვემ.  არაფერი  არ  მინდა,  არაფერი,  ქვითინებდა  ქალიშვილი,  მხოლოდ თქვენი  თმის  კულული  გამატანეთ...) 
ნაპოლეონი  კუნძულზე  თავისი  რეჟიმით  ცხოვრობდა.  მის  მოზრდილ  სახლში  ყველა  ისე  იქცეოდა,  თითქოს  იგი  კვლავ  იმპერატორი იყო.  დილის  ტუალეტისა  და  საუზმის  შემდეგ  იგი  რამდენიმე  საათს  თავის  მოგონებებზე  მუშაობდა,  შემდეგ  ცხენით  სეირნობდა,  მერე  სადილობდა,  შემდეგ,  ბანქოს  თამაში  ან  ლიტერატურული  კითხვა  იწყებოდა  და ასე  გრძელდებოდა  დაძინებამდე. ეს  ერთფეროვანი  და  მოსაწყენი  ცხოვრება  გულს  უკლავდა  ამ  ბობოქარ  ადამიანს,  მაგრამ  იგი  თავის  გრძნობებს  ფარავდა  და  თანმხლებთ არაფერს  აგრძნობინებდა. 
კუნძულის  ადმინისტრაციასთან  მას  ცუდი  ურთიერთობა  ჰქონდა. ჰადსონ  ლოუს  სულ  იმის  შიში  ჰქონდა,  რომ  ეს  დაუდგრომელი  ადამიანი ხელიდან  დაუსხლტებოდა  და  კუნძულიდან  გაექცეოდა.  ლოუ  ავადმყოფური  სახის,  გამხდარი,  ნერვიული  კაცი  იყო.  იგი  ნაპოლეონს,  როგორც  გენერალ  ბონაპარტს,  ისე  მიმართავდა,  რაც  საშინლად  აღიზიანებდა  ამ  უკანასკნელს.  რამდენიმე  ხნის  შემდეგ  იმპერატორმა  პირადი ურთიერთობა  გაწყვიტა  ამ  კაცთან  და  მხოლოდ  შუამავლების  მეშვეობით უკავშირდებოდა  მას. 
კუნძულზე  მუდმივ  მზადყოფნაში  სამი  ათასი  ინგლისელი  ჯარისკაცი  იმყოფებოდა.  აქედან  ხუთასი  უშუალოდ  ნაპოლეონის  სამყოფელის  ახლოს  იყო  დაბანაკებული  და  თვალს  ადევნებდა  მის  ყოველ  გადაადგილებას.  გაძლიერებული  მეთვალყურეობის  ქვეშ  იყო  ზღვაც  –  კუნძულის  გარშემო  მუდმივად  დაცურავდა  ექვსი  ხომალდი  გატენილი  ზარბაზნებით,  ნაპოლეონთან  მნახველი  ცოტა  ჩამოდიოდა  –  ინგლისელები  სამგზავრო  ვიზას  იშვიათად  თუ  ვისმეს  აძლევდნენ.  მიუხედავად  ამისა,  ბუონაპარტე  მაინც  იყო  საფრანგეთსა  და  ევროპაში  მიმდინარე  მოვლენების კურსში.  საფრანგეთში  მძიმე  მდგომარეობა  სუფევდა  –  ქვეყანა  უცხოელ დამპყრობთა  მიერ  იყო  ოკუპირებული.  მილიონზე  მეტი  ინგლისელი,  პრუსიელი,  რუსი  და  ავსტრიელი  ჯარისკაცი  ქვეყნის  სხვადასხვა  რეგიონსა თუ  ქალაქში  იყო  განლაგებული,  ოკუპანტები  ძარცვავდნენ  და  ავიწროებდნენ  ადგილობრივ  მოსახლეობას.  ლაპარაკი  ზედმეტია  იმაზე,  თუ  რა დევნა  და  ხიფათი  ხვდებოდა  ნაპოლეონის  მომხრეებს.  ოკუპანტების თვითნებობას  ფრანგ  ხელისუფალთა  მძვინვარება  ემატებოდა.  როიალისტთა  ჯგუფები.  რომელთაც  არისტოკრატთა  წარმომადგენლები  ედგნენ სათავეში,  საფრანგეთის  ქალაქებში  დაძრწოდნენ  და  ჩამოგდებული  იმპერატორის  მომხრეებს  ფიზიკურად  უსწორდებოდნენ.  ქალაქ  მარსელში მათ.  500-ზე  მეტი  კაცი  მოკლეს,  ნიმში  450.  ნაკლები  არც  ავინიონსა  და სხვა  ქალაქებში  მოსპეს.  დაპატიმრებულთა  რიცხვმა  მარტო  ერთ  თვეში –  1815  წლის  ივლისში  –  70  ათასს  მიაღწია! 
წმენდა  სამოქალაქო  სამსახურებსაც  შეეხო  და  არმიასაც.  დაითხოვეს  100  ათასზე  მეტი  მოხელე,  არმიიდან  გააძევეს  ათასობით  ოფიცერი.  ბევრი  მათგანი  ემიგრაციაში  წავიდა,  ზოგი  კი.  ვინც  ვერ  მოასწრო თავის  გარიდება,  დაიღუპა.  მოკლეს  მარშალი  ბრიუნი,  გეჩერლები  ლაგარდი  და  რამელი,  დახვრიტეს  პოლკოვნიკი  ლაბედუაიერი.  არმიიდან დაითხოვეს  დავუ,  სულტი,  მასენა...  დააპატიმრეს  და  სასამართლოს  გადასცეს  მარშალი  ნეი.  ნეის  პროცესს  საზოგადოებაში  დიდი  რეზონანსი ჰქონდა.  მიუხედავად  რეაქციის  მძვინვარებისა,  ბევრმა  მაინც  მოახერხა ხმის  ამაღლება  დიდებული  მეომრის  დასაცავად,  მაგრამ  ყველაფერი  ამაო გამოდგა.  რევანშის  წყურვილით  გაბრუებულმა  როიალისტებმა  სასიკვდილო  განაჩენი  გამოუტანეს  მარშალს.  როდესაც  ნეის  დამცველმა  უკანასკნელ  ზომას  მიმართა  და  განაცხადა,  რომ  სასამართლოს  არა  აქვს  უფლება  ამ  პროცესის  წარმოებისა,  რადგან  საფრანგეთის  ის  ნაწილი  (საარლუი),  სადაც  განსასჯელი  დაიბადა,  ახლა  საფრანგეთს  აღარ  ეკუთვნის და  ამდენად,  ნეიც  აღარ  ჩაითვლება  ამ  ქვეყნის  მოქალაქედო,  შეურაცხყოფილი  მარშალი  ზეწამოიჭრა  და  წამოიძახა:  როგორ  მიბედავთ,  მე  ფრანგი 
ვარ  და  ფრანგად  მოვკვდებიო! 
ნეი  ისე  მოკვდა,  როგორც  იცოცხლა  და  როგორც  იბრძოლა.  ცოტა  ვინმე  შეხვედრია  სიკვდილს  ისე  ვაჟკაცურად,  როგორც  იგი  შეხვდა. როცა  ბოროდინოს  გმირი  დასახვრეტად  გაიყვანეს,  როიალისტთა  მიერ საგანგებოდ  შერჩეული  ოცეულიც  კი  შედრკა.  განცდებისაგან  გატანჯულ  ჯარისკაცებს  ხელები  უკანკალებდათ  და  შაშხანის  დაჭერას  ვერ ახერხებდნენ.  უკეთეს  დღეში  არც  ოფიცრები  იყვნენ.  პროცედურა  მანამ გაჭიანურდა,  სანამ  გამოსავალი  თვით  ნეიმ  არ  იპოვა.  მან  ომახიანად  შეუძახა  ჯარისკაცებს:  „აბა,  ერთი  თქვენს  მარშალს  მოუსმინეთ  და  ყოჩაღად მოიქეცით!  ასწიეთ  თოფები  მაღლა  და  კარგად  დამიმიზნეთ.  აი,  ასე.  ახლა კი  ცეცხლი,  ბიჭებო!“ მამაცთა  შორის  უმამაცესმა  უკანასკნელად  დაამტკიცა,  რომ  ტყუილად  არ  უწოდებდნენ  ამ სახელს... 
ამ  ამბავმა  შორეულ  ატლანტიკაში  ჩაკარგულ  კუნძულამდეც  მიაღწია.  როდესაც  ნაპოლეონს  ნეის  სიკვდილით  დასჯის  შესახებ  ამცნეს. იგი  განცვიფრდა:  როგორ,  ნუთუ  ნეი  ეშაფოტზე  მოკვდა?  არა,  სირ,  იგი დახვრიტეს!  დახვრიტეს?  ნაპოლეონი  წამოდგა  და  ოთახში  გაიარ- გამოიარა.  ის  მამაცი  იყო,  ძალიან  მამაცი!  თქვა  მან,  მერე  კი  დაუმატა: მაგრამ  რვაას  თოთხმეტში  მანაც  მიღალატა!  ბუონაპარტემ  ასეთ  დროსაც არ  დაუვიწყა  დაღუპულ  მარშალს  1814  წლის  მარტის  ამბები... 
მიურატის  სიკვდილს  კი  ის  სრულიად  აუღელვებლად  შეხვდა. უჩემოდ  ეგ  არაფერს  წარმოადგენდაო,  მხოლოდ  ესა  თქვა  (მიურატი ავსტრიელებმა  დახვრიტეს,  როდესაც  ის  ნეაპოლელთა  რაზმით  საფრანგეთისკენ  გაჭრას  ლამობდა). 
პარიზში  მოკალათებულ  ბურბონებსა  და  მათ  დამქაშებს  კი  შორეულ  კუნძულზე  გამომწყვდეული  ტყვე  მაინც  არ  აძლევდა  მშვიდი  ძილის საშუალებას  და  მუდმივ  შიშში  ამყოფებდა.  ლუი  XVIII-ის  პრემიერ-მინისტრი  ჰერცოგი  რიშელიე  საფრანგეთის  ელჩს  ინგლისში  სწერდა:  „ღვთის გულისათვის,  უთხარით  ინგლისის  ხელისუფალთ,  რომ  ყურადღება  არ მოაკლონ  წმინდა  ელენეს  კუნძულს  და,  რაც  მთავარია,  ხშირად  გამოცვალონ  კუნძულის  გარნიზონი,  რადგან  ამ  გრძნეულ  ადამიანს  ისეთი  საოცარი  მომნუსხავი  ძალა  გააჩნია.  რომ  ყველას,  ვინც  მის  გარშემოა,  თავის მხარეზე  გადაიბირებს“.  ტყუილად  ეშინოდა  ჰერცოგ  რიშელიეს  –  ინგლისელ  ჯარისკაცებს  სასტიკად  ჰქონდათ  აკრძალული  ნაპოლეონთან არათუ  ლაპარაკი,  არამედ  ახლოს  მისვლაც  კი. 
ერთფეროვანი  დღეები  გაუთავებლად  იწელებოდნენ.  ნაპოლეონი  ბევრს  მუშაობდა,  ბევრს  სეირნობდა,  ბევრს  საუბრობდა  თავისი ბედის  ნებაყოფლობით  გამზიარებლებთან,  მაგრამ  ეს  ყველაფერი  ამ ბობოქარი  ადამიანისთვის  თითქმის  არაფერი  იყო.  ადამიანი,  რომელიც წლებისა  და  წლების  განმავლობაში  ქვეყნებისა  და  ხალხების  ბედს  ატრიალებდა,  ახლა  იძულებული  იყო  აწ  გარდასული  ცხოვრების  გახსენებითლა  შემოფარგლულიყო. 
კუნძულზე  მყოფთ  ხშირად  უნახავთ  კლდოვან  ბილიკებზე  ჭენებით  მავალი  ბუონაპარტზე,  ოდნავადაც  რომ  არ  უკლებდა  სიჩქარეს  ციცაბო და  სახიფათო  ქარაფებზე  გადასვლის  დროს.  ასევე  ხშირად  უნახავთ  იგი მაღალ  კლდეზე  მარტო  მჯდომი,  საათობით  რომ  გაჰყურებდა  ოკეანის უკიდეგანო  სივრცეს.  რაზე  ფიქრობდა  იმპერატორი,  რა  ახსენდებოდა? სად  იყო  იმ  დროს?  ვინ  იცის  და  ვინ  იტყვის!  გასახსენებელი  იმდენი  იყო... როგორი  რომანია  ჩემი  ცხოვრებაო,  უყვარდა  ხოლმე  თქმა.  რომელი  რომანი  შეედრებოდა  მის  ცხოვრებას... 
დრო  მიდიოდა,  მიდიოდნენ  წლები,  შეცვლით  კი  არაფერი  იცვლებოდა  –  გარშემო  ისევ  კლდე  და  ზღვა  იყო.  ზღვა  და  კლდე.  მაგრამ  არა, თანდათან  ცვლილებებიც  დაიწყო  და  დაიწყო  უარესისკენ.  იმპერატორს სისუსტე  შეეპარა.  მადა  წაუხდა  და  მუცელში  ტკივილები  დაეწყო  – ბუონაპარტე  ავად  გახდა.  ასეთი  მოვლენები  წელზე  მეტ  ხანს  გაგრძელდა.  ადგილობრივი  ექიმები  ვერაფერს  შველიდნენ  –  მდგომარეობა  უარესობისკენ  მიდიოდა.  ავადმყოფობა  განსაკუთრებით  1821 წლის  დასაწყისიდან  გაუმწვავდა.  იმ  დროისათვის  იგი  უკვე  კარგახანია  ვეღარც ცხენზე ჯდებოდა  და  ვეღარც  სეირნობდა  –  დროის  მეტ  ნაწილს  საწოლში ატარებდა.  ასე  გაილია  იანვარ-თებერვალი  და  დადგა  მარტი  –  სამხრეთ ნახევარსფეროს  შემოდგომის  პირველი  თვე.  ნაპოლეონს  ავადმყოფობა უფრო  მოეძალა  –  სისუსტემაც  უმატა  და  ტკივილებიც  გაუმძაფრდა. ერთხანს,  სხვების  დახმარებით,  კიდევ  ახერხებდა  ფეხზე  წამოდგომას. მერე  კი,  ესეც  ვეღარ  შეძლო  და  მთლიანად  ლოგინს  მიეჯაჭვა. თავის  ავადმყოფობაზე  არაფერს  ამბობდა,  თუმცა  კარგა  ხანია ხვდებოდა,  რაც  სჭირდა  –  არც  სხვას  ეკითხებოდა  რასმეს  და  არც  თვითონ  გამოთქვამდა  ვარაუდებს.  მხოლოდ  ბოლოს,  როცა  ლოგინად  ჩავარდნილს  სისუსტისაგან  თვალის  გახელაც  გაუჭირდა,  ახლობლებს  უთხრა: ეს  კიბოა,  ჩვენი  საგვარეულოს  ავადმყოფობა,  მამაჩემიც  –  კარლო  ბუონაპარტე,  მაგან  გადაიყოლაო. 
მარტის  ბოლოს  ტკივილებმა  მოუხშირეს  და  მერე  მოუმატეს  კიდეც.  ერთი  იყო  საკვირველი:  თვით  ყველაზე  მძაფრი  შეტევის  დროსაც არ  კვნესოდა  და  შვების  მიცემას  არ  თხოულობდა,  ისე,  უხმოდ,  თავისთვის  იტანჯებოდა.  მერე  სინათლემაც  შეაწუხა,  მზის  სხივები  ვეღარ  აიტანა  და  საძინებლის  ფანჯრებზე  მუქი  ფარდები  ჩამოაშვებინა.  ვისაც მასთან  შესვლა  უხდებოღა,  უნებურად  შეკრთებოღა  ხოლმე  –  ნახევრადბნელ  ოთახში  იარტო  მისი  სახე  ანათებდა  –  თეთრი  და  სიფრიფანა...
აპრილის  შუა  რიცხვებში  ანდერძი  შეადგინა  და  ცოტათი  მოისვენა  –  თითქოს  ამქვეყნიური  ვალი  გაისტუმრა,  საფრანგეთის  ბანკებში  მის სახელზე  არსებული  თანხიდან  ყველაზე  მეტი  –  200  მილიონი  ოქროს ფრანკი  –  თავის  ჯარისკაცებს  უანდერძა.  ამავე  დროს  არც  მასთან  ერთად  სამხრეთ  ატლანტიკაში  ნებაყოფლობით  წამოსულნი  დაივიწყა.
თვის  ბოლოსათვის  ავადმყოფი  მთლად  მივარდა.  ლაპარაკის  ძალა წაერთვა  და  მხოლოდ  გაურკვევლად  რაღაცას  ბუტბუტებდა.  მერე  გონების  დაბინდვაც  დაეწყო  გარემოში  ვეღარ  ერკვეოდა  და  ჩანდა,  რომ  სიცოცხლე  ილეოდა  და  ცხოვრება  თავდებოდა. ექიმებმა  ახლობლებს  გამოუცხადეს:  აღსასრული  სულ  ახლოს არის  და  იმპერატორი  დღე-დღეზე  გაეყრება  სააქაოსო.  ექიმების  თქმა რად  უნდოდათ.  ახლობლებმა  ისედაც  კარგად  იცოდნენ.  საშველი  რომ  არ იყო  და  მოსახდენი  მალე  მოხდებოდა.
სამი  მაისის  საღამო  იყო.  საძინებელში  მორიგედ  მყოფი  მონტოლონი  სავარძელში  თვლემდა,  როცა  რაღაც  ხმაური  შემოესმა.  გრაფმა თვალები  გაახილა  და  გულგახეთქილი  ფეხზე  წამოვარდა  –  მძინარეს თავზე  იმპერატორი  დასდგომოდა!  კაცი,  რომელიც  საწოლში  გადაბრუნებასაც  ვეღარ  ახერხებდა,  ახლა  თავისით  წამომდგარიყო  და  ოთახის  ნახევარი  გაევლო.  პერანგისამარა,  სანთლით  ხელში.  მოჩვენებასავით  გადათეთრებული,  იგი  ანთებეელი  თვალებით  გრაფს  მისჩერებოდა  და  უძახოდა:  საწერ-კალამი  აიღეთ  და  ჩაწერეთ.  რასაც  გიკარნახებთ,  გესმით, ჩქარა  ჩაწერეთ!  მონტოლონი  მაგიდასთან  მიიჭრა  და  აკანკალებული  ხელით  წერას  შეუდგა. 
რასაც  ის  წერდა,  უცნაური  რამ  იყო.  იმპერატორი  საომარ  გეგმებს  კარნახობდა  გრაფს  –  საფრანგეთის  ყველა  მტრისგან  ერთდროულად  დაცვის  გეგმებს!  ერთიმეორის  მიყოლებით  გაისმოდა  განთქმული  სიმაგრეების:  მეცის,  მობეჟის, ვალანსიენის  სახელები,  ერთიმეორის  მიყოლებით  მიდიოდნენ  კორპუსები  მათ  დასაცავად  და  თან  რაინზე.  მოზელხე. მაასზე  იკავებდნენ  პოზიციებს.  მონტოლონი  ერთიანად  კანკალებდა, მაგრამ  მაინც  წერდა.  ის  უკვე  კარგახანია  მიხვდა,  რომ  ეს  ყველაფერი ბოდვა  იყო,  სიცხიანი  ავადმყოფის  უცნაური  ბოდვა  –  იმპერატორი  არარსებულ  კორპუსებს  პირდაპირ  ოკეანეზე  გავლით  აგზავნიდა,  ყველას  ერთად,  თანაც  იმგვარად,  თითქოს  მათ  ზღვაზე  კი  არა  ხმელეთზე  უნდა ემოძრავათ.  მაგრამ  საკვირველი  ის  იყო,  რომ  მთავარსარდალი  თვითონ არ  მიუძღოდა  წინ  ამ  კორპუსებს!  იგი  თითქოს  გრძნობდა  ისევ  კუნძულზე რომ  მოუწევდა  დარჩენა  და  ამიტომ  ერთხელაც  არ  დასცდენია  ამ  კორპუსებთან  ერთად  თვითონ  რას  გააკეთებდა  საფრანგეთში.  მაგრამ,  კუნძულზე  მარტო  არ  რჩებოდა  იმპერატორი.  თავისთან  გვარღიას  იტოვებდა. გვარდიას  ვერ  ელეოდა  ღა  არსად  არ  უშვებდა... ავადმყოფი  უცებ  გაჩუმდა,  კარნახი  შეწყვიტა,  შექანდა,  სანთელს  ხელი  შეუშვა  და  იატაკზე  დაეშვა.  მონტოლონმა  ყვირილი  მორთო. ყველა,  ვინც  იმ  დროს  სახლში  იყო,  საძინებელში  შემოცვივდა.  მათი დახმარებით  გრაფმა  აგადმყოფი  ხელში  აიყვანა  და  საწოლში  ჩააწვინა, ცოტა  ხანში  წვიმა  წამოვიდა,  მერე ძლიერი  ქარი  ამოვარდა,  ხოლო  სულ მალე  არნახული  ქარიშხალი  აბობოქრდა.  ქარი  ყველაფერს  აზანზარებდა,  ანგრევდა.  სახლებს  სახურავებს  ხდიდა  და  მრავალწლიან  ხეებს  ფესვებიანად  გლეჯდა.  საათს  საათი  მისდევდა,  მაგრამ  ქარიშხალი  არ  წყნარდებოდა.  არც  ავადმყოფის  საწოლთან  თავშეყრილნი  მიდიოდნენ  სადმე, რადგან  ყველამ  იცოდა,  რაც  მოხღებოდა  და  ახლა  უხმოდ  ელოდებოდა აღსასრულის  წამის  დადგომას. 
უცებ  ავადმყოფმა  ტუჩები  აამოძრავა.  ქალბატონი  ბერტრანი  საწოლს  ეცა  და  მიაყურა.  „საფრანგეთი,  არმია,  ავანგარდი“  –  ხმამაღლა გაიმეორა  მან  მომაკვდავის  სიტყვები  და  ყელში  ბურთი  გაეჩხირა...  ეს იყო  და  ეს.  მეტი  ნაპოლეონს  არაფერი  უთქვამს.  მალე  კი  აგონია  დაიწყო და  ცოტა  ხანში  ყველაფერი  დამთავრდა.  ხუთი  მაისის  ექვსი  საათი  იყო. ექიმმა  არნოტმა  ავადმყოფს  პირთან  სარკე  მიუტანა,  დახედა  და...  თავი ჩაღუნა.  ქარიშხალი,  რომელიც  ასე  უეცრად  ამოვარდა,  ასევე  უეცრად ჩადგა  და  გარშემო  უცნაურმა  სიჩუმემ  დაისადგურა. ოთახში  ტირილის  ხმა  გაისმა.  ტიროდა  ქალბატონი  ბერტრანი, ტიროდნენ  გენერლები  და  ტიროდა  მსახური  მარშანი,  რომელმაც საიდანღაც  ძველი  ფარაჯა  გამოიტანა  და  მიცვალებულს  გადააფარა.  ეს  ფარაჯა გენერალ  ბონაპარტს  მარენგოს  ბრძოლის  დროს  სცმია,  მარშანს  კი.  როგორღაც  ხელში  ჩაუგდია  და  რელიქვიასავით  სათუთად  შეუნახავს.  თურმე  ამ  დღისათვის.
ოთახი ხალხით აივსო.  მოვიდნენ  ინგლისური  ადმინისტრაციის წარმომადგენლები,  მოვიდნენ ინგლისის მოკავშირე  ქვეყნების  მეთვალყურენი და იქვე  გაჩნდა კუნძულის  გუბერნატორი  ჰადსონ  ლოუც,  რომელსაც  ამდენი  ხნის  მანძილზე  პირველად  მიეცა  შესაძლებლობა  თავისი ტყვის  ბინაში შესულიყო,  მიცვალებულს  ყველამ  მდაბლად  თავი  დაუკრა და  მოწიწებით  გაირინდა.
ნაპოლეონი  ოთხი  დღის  შემდეგ  დაასაფლავეს – კუნძულის მთელი  მოსახლეობისა  და  ინგლისელთა  გარნიზონის  თანდასწრებით, სრული  სამხედრო  პატივის  მიგებით.  დაასაფლავეს  მისი  სამყოფელიდან არცთუ  მოშორებით  –  დიდრონი  ტირიფებით  გარშემორტყმულ  ლამაზ მდელოზე.  სწორედ  იმ  ადგილას,  რომელზეც  სიცოცხლეში  თვითონ  მიუთითებდა  ხოლმე.
ასეთი  იყო  ხელმოკლე  კორსიკელი  აზნაურიშვილის  ნაპოლეონე ბუონაპარტეს  ანუ  იმავე,  რესპუბლიკური  საფრანგეთის  სახელგანთქმულ  გენერალ  ბონაპარტის;  და  იმავე,  ყოველთა  ფრანგთა  ძლევამოსილი  იმპერატორის  ნაპოლეონ  პირველის  ცხოვრების  დასასრული.  ინგლისელი  ლორდ  როსბერი  მას ასე აფასებდა:  „ნაპოლეონმა  უსასრულობამდე  გადასწია  ის,  რაც  მის  გამოჩენამდე  ადამიანის  შესაძლებლობათა  უკიდურეს ზღვარად  მიიჩნეოდა“. „მე  მსურს  დავიმარხო  პარიზში,  სენის  ნაპირებთან,  ფრანგ ხალხს  შორის.  რომელიც  ესოდენ  მიყვარდა“.  ეს  სიტყვები  ნაპოლეონ ბონაპარტის  ანდერძიდანაა. ანდერძი მას ლუი ფილიპე ორლეანელმა მოგვიანებით აუსრულა.
შენიშვნები
    არსებობს  ვერსია  იმის  თაობაზე,  რომ  ნაპოლეონი  თავისით  არ  მომკვდარა,  რომ  ის მოწამლეს.  ზოგის  აზრით  –  ინგლისელებმა,  ზოგისა  კი  –  ბურბონების  აგენტებმა.  მოწამლეს დარიშხანით,  თანაც  ერთბაშად  კი  არა,  არამედ  ნელ-ნელა,  წლების  გაჩმავლობაში,  მისი  საყვარელი  ღვინის  კასრებში  საწამლავის  მცირე  დოზების  გარევით.  არსებობს  კანადელი  ბენ  ვეიდერისა  და  ამერიკელი  ჰეპგუდის  სქელტანიანი  წიგნი  „ნაპოლეონის  მკელელობა“  (1982).  რომელიც სპეციალურად  ეძღვნება  შვედი  მკვლევარის  სტენ  ფორშუფუტის  მონაცემებს.  რომლითაც  იგი ამტკიცებდა  ნაპოლეონის  თმის  კულულებში  დარიშხანის  არსებობის  ფაქტს.
    არის სსვა  ვერსიაც,  რომლის  მიხედვითაც.  ნაპოლეონი  ჯერ  კიდევ  ეგვიპტის  ექსპედიციის  დროს  შეყრილი  რომელიღაც  ქრონიკული  სნეულების  მსხვერპლი  შეიქნა. რა  ვქნათ,  როგორ  მოვიქცეთ?  გავყვეთ  ამ  ვერსიებს,  ცალ-ცალკე  განვიხილოთ  ისინი?  ვფიქრობთ,  არ  ღირს  ამის  გაკეთება.  და  არა  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  ბევრ  დროს  წაგვართმევს  და  არც  იმიტომ,  რომ  არ  არის  გარანტია,  ეს  ვერსიები  სწორი  იქინება,  არამედ  იმიტომ. რომ  რეალობაში  იგი  ყველაფერს  ელის.  რეალობა  კი  ის  არის  ნაპოლეონი  გარდაიცვალა  1821  წელს  ხანგრძლივი  ავადმყოფობის  შემდეგ.  ამიტომ.  მოდით,  მისი  (ცხოვრების  უკანასკნელ  თვეებს  ისე  შევხედოთ, როგორც  მათ  მისი  ახლობლები  ხედაევდნენ,  ხოლო  სიკვდილის  მიზეზად  ის  ავადმყოფობა  მივიჩნიოთ,  რომელსაც  თვითონ  თვლიდა,  რომ  სჭირდა  და  მის  ექიმებსაც  ასე  მიაჩნდათ.


Комментариев нет:

Отправить комментарий