1. ფატიმიანთა სახელმწიფოს წარმოქმნა არაბულ მაღრიბში
შიიტ ისმა‘ილიტთა მისიონერულ საქმიანობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა ისლამურ ქვეყანაში, IX საუკუნის მიწურულს წარმატება მოჰყვა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ამ
რეგიონში ისმა‘ილიტური მოძღვრების გავრცელებასა და დამკვიდრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იემენელმა შიიტმა მისიონერმა აბუ
‘აბდ ალლაჰმა (აბუ
‘აბდ ალლაჰ აშ-შიი), რომელიც 894 წელს სან‘ადან მაღრიბში გადასახლდა. იგი
სათავეში ჩაუდგა ბერბერების ძლიერ ქითამას
(ან ქუთამას) ტომს
და 909 წლის მარტში დაიკავა აღლაბიანთა დედაქალაქი რაკკადა, რომელიც კაირავანის სამხრეთ-დასავლეთით აუშენებია აღლაბიანთა ამირას იბრაჰიმ იბნ
აჰმადს
877 წელს. ამ უკანასკნელი სუნიტური დინასტიის მეთაური ზიადათ ალლაჰი (903-909) ეგვიპტეში გაიქცა, ხოლო
აბუ ‘აბდ ალლაჰმა თავი
„მაჰდის მაცნედ“ გამოაცხადა.
იმავე 909 წელს მაღრიბში გამოჩნდა კიდევ ერთი ისმა‘ილიტი მისიონერი, რომლის სახელი, როგორც ფიქრობენ იყო სა‘იდი. იგი თავს თვლიდა მეექვსე იმამის ჯა‘ფარ ას-სადიკის შთამომავლად და პრეტენზიას აცხადებდა ‘ალისა და ფატიმას ოჯახის წევრობაზე, რაც შემდეგ მის მიერ დაარსებული დინასტიის სახელზეც აისახა. სა‘იდი მანამდე სირიაში მეთაურობდა იქაური კარმატების აჯანყებას, მაგრამ 902 წელს მარცხი განიცადა, რის შემდეგაც იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ისარგებლა რა ისმა‘ილიზმის წარმატებით, იგი ჩავიდა ქალაქ სიჯილმასაში (დღ. მაროკოს ტერიტორიაზე), რათა იქიდან დაკავშირებოდა თავის თანამოაზრეებს. მაღრიბის ამ ქალაქს მაშინ ფაქტობრივად (758 წლიდან) აკონტროლებდნენ ხარიჯიტები, რომლებისთვისაც ისმა‘ილიტების მოძღვრება მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე, ახლად მოვლენილი მისიონერი საპყრობილეში აღმოჩნდა, რაც ცნობილი გახდა ბერბერებისთვის. აბუ ‘აბდ ალლაჰის მეთაურობით ისინი თავს დაესხნენ სიჯილმასას და გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც 910 წლის იანვარში (297 წ. რაბი‘ II) რაკკადაში გამოცხადდა მაჰდიდ და მართლმორწმუნეთა მბრძანებლად (ამირ ალ-მუ’მინინ), ე.ი. ხალიფად ტიტულით ‘უბაიდ ალლაჰ ალ-მაჰდი (910-934), თუმცა ხშირად მას უფრო მოკრძალებულად ‘უბაიდულას სახელით მოიხსენიებენ. ამგვარად, „წინასწარმეტყველება“ მაჰდის გამოჩენის შესახებ აღსრულდა, ხოლო ბერბერები, რომლებმაც სოციალური სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პერსპექტივები ხარიჯიტობის ნაცვლად ისმა‘ილიტების მოძრაობაში დაინახეს, ახლა ფატიმიანთა სახელმწიფოს (დავლათ ალ-ფატიმიიია) მკაცრი და კარგად ორგანიზებული რეჟიმის იარაღად იქცნენ.
‘უბაიდ ალლაჰის წარმომავლობისა და ფატიმიანთა გენეალოგიის შესახებ არაბ ისტორიკოსთა შრომებში ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია დაცული. ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიც არიან იბნ ალ-ასირი (XII-XIII სს.), იბნ ხალდუნი (XIV-XV ს. დამდეგი) და ალ-მაკრიზი (XIV-XV სს.) იზიარებენ თვალსაზრისს, რომლის თანახმად ფატიმიანები (ფატიმიიიუნ) ხალიფა ‘ალისა და ფატიმას ოჯახს ეკუთვნოდნენ. აქედან გამომდინარე, ‘უბაიდ ალლაჰის მიერ შექმნილ სახალიფოს ისინი ‘ალავიტების სახელმწიფოს უწოდებდნენ. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ფატიმიანთა პირველ ხალიფას თვითმარქვიად მიიჩნევდა, დინასტიის სახელს კი მხოლოდ მის დამაარსებელს უკავშირებდა (‘უბაიდიიიუნ). ასეთ ავტორთა შორის არიან იბნ ხალიქანი (XIII ს.), იბნ თაღრი ბარდი (XV ს.) და ას-სუიუტი (XV–XVI ს. დამდეგი). საკითხი ვერ გაირკვა მას შემდეგაც, რაც ‘აბასიანთა ხალიფა ალ-კადირის (991-1031) ინიციატივით შეიქმნა ოფიციალური დოკუმენტი იმ დროის ცნობილი სუნიტი და შიიტი ავტორიტეტების ხელმოწერით. მუსლიმი ‘ალიმები აცხადებდნენ, რომ ფატიმიანებს არაფერი არ ჰქონდათ საერთო ‘ალის ოჯახთან და მათი ხალიფა ერეტიკოსის (ან ვინმე ებრაელის) შთამომავალი იყო. იგივე თვალსაზრისი განმეორებით იქნა დეკლარირებული 1052 წელს. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგეებისა, რომელთა შორის ბაღდადის ‘აბასიანთა და კორდოვას უმაიანთა ხალიფებიც იყვნენ, ფატიმიანებმა შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და თავისი სახელმწიფოს გაფართოება მაღრიბში, შემდეგ კი მაღრიბს გარეთაც.
პირველი ხალიფა ‘უბაიდ ალლაჰი ენერგიულად შეუდგა თავის ხელში სრული ძალაუფლების გაერთიანებას, მაგრამ ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობის დაძლევა მას შეუძლებლად მიაჩნდა გავლენიანი აბუ ‘აბდ ალლაჰის თავიდან მოშორების გარეშე. ისმა‘ილიტმა ხალიფამ წარმატებით გაიმეორა ‘აბასიანთა ხალიფა ალ-მანსურის მაგალითი და მოაკვლევინა თავისი მხსნელი, რასაც აღშფოთებული ბერბერების მღელვარება მოჰყვა. ‘უბაიდ ალლაჰმა მოხერხებულად გამოიყენა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობდა ბერბერებში, კერძოდ მაღრიბის აღმოსავლეთით სანჰაჯას (მასში შედიოდნენ ქითამას ბერბერები) და დასავლეთით ზენათას ტომებს შორის, რამაც საშუალება მისცა დაძაბულობა განემუხტა, მაგრამ პრობლემა ამით არ მოხსნილა. 922 წელს ხელისუფლებით უკმაყოფილო ბერბერები, რომლებიც ძველ ხარიჯიტულ ლოზუნგებს დაუბრუნდნენ, კვლავ აჯანყდნენ აბუ იაზიდის მეთაურობით. 946 წელს მათ დაიკავეს კაირავანი, ხოლო შემდეგ ფატიმიანთა ახალი დედაქალაქი ალ-მაჰდია, რომელიც ხალიფამ ააშენა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კაირავანის სამხრეთ-აღმოსავლეთით და დედაქალაქად გამოაცხადა 920 წელს. საბოლოოდ ფატიმიანებმა მაინც შეძლეს აჯანყებულთა დამარცხება და შეიპყრეს აბუ იაზიდი, რომელიც საპყრობილეში გარდაიცვალა 947 წელს.
‘უბაიდ ალლაჰ ალ-მაჰდიმ საფუძველი ჩაუყარა ფატიმიანთა ადმინისტრაციას მაღრიბში, პროვინციებში თავისი მოხელეები დანიშნა და შემოიღო გადასახადები. ამის შემდეგ დადგა ტერიტორიული გაფართოების საკითხი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მომდევნო ხალიფების ალკა’იმის (934-946), ალ-მანსარის (946-953) და ალ-მუ‘იზის (953-975) დროს. 948 წლიდან სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ალ-მანსურია, რომელიც ატარებდა მისი დამაარსებლის, მესამე ხალიფა ალ-მანსურის სახელს. ჯერ კიდევ ‘უბაიდ ალლაჰის დროს ფატიმიანთა სახალიფომ შეიერთა ბარკა და ტრიპოლი აღმოსავლეთით (დღ. ლიბია), ხოლო შემდეგ შუა და შორეული მაღრიბი, სადაც ბოლო მოუღო მიდრარიანთა და რუსთამიანთა წვრილ საფეოდალოებს. უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგეს ამ რეგიონში წარმოადგენდა იდრისიანთა შიიტური საამირო დღევანდელი მაროკოს ტერიტორიაზე. მართალია, უკვე 917 წელს იდრისიანებმა ფორმალურად აღიარეს ფატიმიანები, მაგრამ ცდილობდნენ დახმარება მიეღოთ ესპანეთიდან და ამით დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. 958 წელს ხალიფა ალ-მუ‘იზმა მაღრიბის საბოლოოდ დასამორჩილებლად გაგზავნა დიდი ჯარი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სარდალი ჯავჰარი, ეგვიპტის მომავალი დამპყრობი. ჯავჰარმა დაიკავა ქალაქები სიჯილმასა, იდრისიანთა დედაქალაქი ფესი, გავიდა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და, ამგვარად, დაამთავრა ჩრდილოეთ აფრიკის გაერთიანება. ადგილობრივი ბერბერთა ტომები ზოგი ძალით და ზოგი მოსყიდვით ფატიმიანთა ვასალებად იქცნენ. ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა დაპირისპირება მუსლიმურ ესპანეთთან: ფატიმიანთა ფლოტის მიერ ესპანეთისა და სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროს დარბევას მოჰყვა უმაიანთა მკაცრი საპასუხო ზომები მაღრიბში, რამაც ფატიმიანები დაარწმუნა მეზობელ ძლიერ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის არაპერსპექტიულობაში.
აღლაბიანთა სახელმწიფოსგან ფატიმიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს კუნძული სიცილია (სიკილლიიია), მაგრამ ოთხი წლის შემდეგ იქაურმა მუსლიმებმა აჰმად იბნ კურჰუბის (912-916) მეთაურობით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ხუტბა აღავლინეს ‘აბასიანთა ხალიფას სახელზე. 917 წელს ფატიმიანთა ჯარმა ძალით დაიმორჩილა კუნძული, თუმცა მასზე პრეტენზიას ბიზანტიაც აცხადებდა. მესამე ხალიფა ალ-მანსურმა 948 წელს სიცილია გადასცა თავის სარდალს ალ-ქალბის (ალ-ჰასან იბნ ‘ალი იბნ ალ-ქალბი, გარდ. 965 წ.) ავტონომიური უფლებებით და იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფდა მაღრიბის უსაფრთხოებას ხმელთაშუა ზღვიდან. ბიზანტიელებმა სცადეს კუნძულის ხელში ჩაგდება, მაგრამ საზღვაო ბრძოლაში ორჯერ განიცადეს მარცხი. სიცილიაში დამკვიდრდა ქალბიანთა დინასტია, რომლის დროსაც კუნძული არაბული კულტურის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. მართალია, XI საუკუნის მიწურულს ნორმანების შემოსევის შემდეგ კუნძული ქრისტიანული სამეფო გახდა, მაგრამ არაბულ სამყაროსთან მისი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მეფე როჯერ II-ის (1130-1154) დროს სიცილიაში გაიშალა დიდი სამეცნიერო საქმიანობა, რომლის შედეგებიც მკვლევართა მიერ შეფასებულია, როგორც არაბულ-ნორმანული ან ისლამურ-ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობა.
ამგვარად, X საუკუნის პირველ ნახევარში შიიტმა ისმა‘ილიტებმა შექმნეს სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ აფრიკის ვრცელ ტერიტორიას ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტემდე. ძლიერი ფლოტი და ჯარი, რომლის ძირითად ძალას ისევ ბერბერების რაზმები შეადგენდნენ, აძლიერებდა ფატიმიანთა ამბიციებს და დღის წესრიგში სვამდა ეგვიპტის შემოერთების საკითხს, მაგრამ ფატიმიანთა პირველი ხალიფები იძულებული იყვნენ არაბულ მაღრიბზე კონტროლით დაკმაყოფილებულიყვნენ. მდგომარეობა მხოლოდ მეოთხე ხალიფა ალ-მუ‘იზის დროს შეიცვალა.
967 წელს ბიზანტიასთან დადებული ზავის შემდეგ ხალიფა ალ-მუ‘იზს
საშუალება მიეცა მთელი ძალები მიემართა ეგვიპტის დასაპყრობად. მას
კარგად ესმოდა მდიდარი ეგვიპტის ეკონომიკური და
პოლიტიკური მნიშვნელობა.
ეს დიდი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა აზიისა და
აფრიკის ისლამურ ქვეყნებს და
ფატიმიანებს გზას უხსნიდა სირიის, ჰიჯაზისა და
ერაყისაკენ,
მხოლოდ ფორმალურად შედიოდა ‘აბასიანთა სახალიფოში.
ფატიმიანებმა რამდენჯერმე (913-915, 919-921, 925 წწ.) სცადეს ეგვიპტის დაპყრობა, მაგრამ უშედეგოდ.
969 წლის თებერვალში (358 წ. რაბი‘ II) ფატიმიანთა ჯარი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი სარდალი ჯავჰარი (ჯავჰარ ას-სიკილლი, სპეც. ლიტ-ში გვხვდება „ჯაუჰარი“) კაირავანიდან აღმოსავლეთისაკენ დაიძრა. ზღვიდან მას ზურგს უმაგრებდა ძლიერი ფლოტი. ეგვიპტის იხშიდიანთა რეჟიმი უძლური აღმოჩნდა მოწინააღმდეგის წინაშე და იმავე წლის ივლისში ჯავჰარი შევიდა ფუსტატში. მან ამანი მისცა ქალაქის მოსახლეობას და ბრძანა პირველსავე პარასკევს ‘ამრის ძველ მეჩეთში ხუტბა აღევლინათ შიიტი ხალიფას ალმუ‘იზის სახელზე. ეგვიპტის ისტორიაში დაიწყო ფატიმიანთა ორსაუკუნოვანი ბატონობის ხანა.
ახალი რეჟიმის პირველი ნაბიჯები ეგვიპტეში დაკავშირებული იყო ჯავჰარის საქმიანობასთან. ფუსტატის დაკავების შემდეგ მან ძველი ქალაქის გვერდით საფუძველი ჩაუყარა ახალ ქალაქს, რომელსაც ეწოდა ალ-კაჰირა (ძლევამოსილი, დღ. კაირო), ხოლო 970 წელს დაიწყო დიდი მეჩეთის – „ალაზჰარის“ შენება, რომელიც გაიხსნა 972 წლის ივნისში (361 წ. 7 რამადანს). ამიერიდან კათედრალური მეჩეთის ფუნქციას ‘ამრისა და იბნ ტულუნის მეჩეთებთან ერთად „ალ-აზჰარიც“ ასრულებდა. 973 წლიდან, ე.ი. ხალიფა ალ-მუ‘იზის აქ გადმოსვლის შემდეგ კაირო სახალიფოს დედაქალაქი გახდა, დროთა განმავლობაში კი ისლამური სამყაროსა და აფრიკის უდიდეს პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. ჯავჰარის მიერ დაარსებული ქალაქი დღესაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საარაბთაშორისო ურთიერთობებში.
უკვე ხალიფა ალ-მუ‘იზის დროს ფატიმიანთა ხალიფას ავტორიტეტი აღიარეს მექასა და მედინაში, მის სახელზე ხუტბას აღავლენდნენ არა მარტო ჰიჯაზში და მაღრიბში, არამედ მოსულსა და იემენში. ნაკლებად შთამბეჭდავი იყო ფატიმიანთა წარმატება სირიაში, სადაც მათ მოუხდათ ჰამდანიანთა საფეოდალოს (ჩრდ. სირიაში), მანამდე ბუვაიჰიანთა სამსახურში მყოფი თურქული გვარდიის და, ბოლოს, ანტიოქიაში შეჭრილი ბიზანტიელების წინააღმდეგობის დაძლევა. მართალია, დროდადრო ეგვიპტელები წარმატებას აღწევდნენ, მაგრამ მაინც მთელი ასი წლის მანძილზე სირიაში ფატიმიანთა კონტროლი მტკიცე და საიმედო არ ყოფილა. ასევე რთული იყო ფატიმიანთა ურთიერთობა ისმა‘ილიტ კარმატებთან, რომლებმაც თავისი სახელმწიფო შექმნეს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო დასავლეთით და ბაჰრეინზე, მაგრამ აქტიურად მოქმედებდნენ სირიაშიც. კარმატებსა და ფატიმიანებს შორის არსებობდა იდეოლოგიური წინააღმდეგობა: კარმატები არ აღიარებდნენ არც ე.წ. „ფარულ იმამებს“ და არც ფატიმიანთა საიმამოს კანონიერებას. ასევე შეუთავსებელი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური ინტერესები სირიაში.
თავისი ძლიერების ზენიტს ფატიმიანთა სახალიფომ მიაღწია მეხუთე ხალიფა ალ-‘აზიზის (აბუ მანსურ ნაზარ ალ-‘აზიზ, 975-996) დროს, როცა ეგვიპტელ ისმა‘ილიტთა ხელისუფლება ვრცელდებოდა ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია –ისმა‘ილიტური შიიზმი მიუღებელი იყო ეგვიპტის მოსახლეობის სუნიტი უმრავლესობისათვის, ალ-‘აზიზის მოქნილი პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდა შიიტებისა და სუნიტების, მუსლიმებისა და ქრისტიანების მშვიდობიანი თანაარსებობა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დიდი გავლენით სარგებლობდნენ ქრისტიანი ვეზირი ‘ისა იბნ ნესტორი, აგრეთვე იერუსალიმისა და ალექსანდრიის მელქიტი პატრიარქები.
ალ-‘აზიზის გამგებლობა ნაყოფიერი გამოდგა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. სწორედ მის დროს 989 წელს „ალ-აზჰარი“ გახდა უმაღლესი ისლამური სასწავლებელი, კაიროსა და მის გარეუბანში აშენდა მეჩეთები, სასახლეები და ხიდები, გაიყვანეს არხები. მაგრამ თავის საშინაო პოლიტიკაში ხალიფამ დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ ძვირად დაუჯდა დინასტიას. მან ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შავკანიანი, ბერბერი და თურქული წარმომავლობის მეომრებისგან შექმნა დაქირავებული რაზმები. ეს სამხედრო ძალა მალე გამოვიდა მორჩილებიდან და ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
ალ-‘აზიზის მემკვიდრე ალ-ჰაქიმი (აბუ ‘ალი მანსურ ალ-ჰაქიმ, 996-1021) თერთმეტი წლისა ავიდა ტახტზე. მის დროს ქვეყნის შინაპოლიტიკური ვითარება გართულდა, რადგანაც ხალიფამ სცადა უკიდურესი ისმა‘ილიზმის ძალით გავრცელება ეგვიპტეში და სხვა რელიგიურ კონფესიათა დევნის გზას დაადგა. მისი მითითებით დაიწყეს პირველი სამი „მართლმორწმუნე ხალიფას“ და მუ‘ავიას წყევლა მეჩეთებში, რამაც სუნიტების აღშფოთება და 1006 წელს აჯანყება გამოიწვია. ალ-ჰაქიმმა შეძლო ჩაეხშო ეს მღელვარება, რომელსაც ხალიფა ‘უსმანის ერთ-ერთი შთამომავალი აბუ რაქვა მეთაურობდა, მაგრამ იძულებული გახდა სუნიტებისადმი დამოკიდებულება რამდენადმე შეეცვალა.
ალ-ჰაქიმის დროს განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ქრისტიანი და იუდეველი მოსახლეობის დევნამ. რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გატარდა უფლებების შეზღუდვისა და რეპრესიების პოლიტიკა, რაც საკულტო შენობების დანგრევა-გაპარტახებითაც ხორციელდებოდა. ხალიფას ბრძანებით 1009 წელს დაანგრიეს იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ეკლესია. რეპრესიები გავრცელდა მუსლიმ მოსახლეობაზეც. ხალიფამ აკრძალა დღესასწაულები, მუსიკა და გართობა, ქალებს ურჩევდნენ საერთოდ არ გამოსულიყვნენ სახლიდან, ხოლო ისლამური მორალური და ეთიკური ნორმების მცირედი დარღვევისთვისაც დამნაშავე სასტიკად ისჯებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარება იყო დედაქალაქში, სადაც მოსახლეობა ნორმალური ცხოვრების ელემენტარულ პირობებს იყო მოკლებული. ფატიმიანთა „უცნაური ხალიფას“ არაპოპულარობით ისარგებლა ბაღდადის ‘აბასიანთა ხალიფამ, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ზემოთ უკვე ნახსენები დოკუმენტი ფატიმიანთა „თვითმარქვია დინასტიის“ შესახებ.
ალ-ჰაქიმის გამგებლობა დამთავრდა 1021 წელს, როცა იგი ალ-მუკატტამის მთასთან მხლებლების გარეშე სასეირნოდ გასული უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამან საფუძველი მისცა მის მომხრეებს განეცხადებინათ, რომ ხალიფა „გაუჩინარდა“, თუმცა იმთავითვე გაჩნდა ვარაუდი მისი მოკვლის შესახებ. ფიქრობენ, რომ ოდიოზური ხალიფა, რომელმაც თავი მოაბეზრა ყველას, გახდა მსხვერპლი შეთქმულებისა, რომლის ინიციატორი იყო მისი საკუთარი და – სითთ ალ-მულქი.
„უცნაური“ ექსტრემისტი ხალიფას სახელს უკავშირდება დღეისთვისაც კარგად ცნობილი დრუზების სექტის წარმოქმნა. შიიტი ისმა‘ილიტების ერთმა ჯგუფმა,
რომელსაც სათავეში ჩაუდგა ეგვიპტიდან გაქცეული მისიონერი ად-დარაზი (მუჰამმად იბნ
ისმაილ ად-დარაზი, გარდ.
1019/20 წ.) ფეხი მოიკიდა ლიბანის მთიანეთში. დრუზების (დურუზ)
სექტისათვის დამახასიათებელია ალ-ჰაქიმის (მაჰდის) კულტი, აგრეთვე თავისი რელიგიური შეხედულებების შენიღბვა და სექტის წევრობის გასაიდუმლოება, რაც
ფორმალურად სხვა რელიგიის აღიარებასაც არ
გამორიცხავს
(თაკიია). რიტუალით დრუზები განსხვავდებიან როგორც სუნიტებისგან, ისე
შიიტებისგანაც.
მათი რელიგიური მოძღვრების (ად-დურუზიია) ფუძემდებლად და
იდეოლოგებად ითვლებიან ჰამზა იბნ
‘ალი (XI ს. პირველი ნახ.)
და უფრო გვიანდელი მეცნიერი ათთანუხი (ჯამალ
ად-დინ ‘აბდ
ალლაჰ ათ-თანუხი,
1417-1479).
ალ-ჰაქიმის მემკვიდრემ ხალიფა აზ-ზაჰირმა (აზ-ზაჰირ ლი-დინ ალლაჰ, 1021-1036) უარი თქვა ექსტრემისტულ ისმა‘ილიზმზე და სცადა ზომიერი რელიგიური პოლიტიკის გატარება. მან უფლება მიიღო აღედგინა მეჩეთი კონსტანტინოპოლში და მისი სახელი მოხსენიებული ყოფილიყო ბიზანტიის იმპერიის პროვინციებში არსებულ მეჩეთებში. ამის საპასუხოდ ქრისტიანებს ნება დაერთოთ აღედგინათ მაცხოვრის საფლავის ეკლესია იერუსალიმში.
ფატიმიანთა შემდეგი ხალიფა ალ-მუსთანსირის (ალ-მუსთანსირ ბი-ლლაჰ, 1036-1094) გამგებლობა ყველაზე ხანგრძლივია ისლამური ქვეყნების ისტორიაში. მის დროს თურქული წარმოშობის სარდალმა არსლან ალბასასირიმ დროებით დაიკავა ბაღდადი, აიძულა ‘აბასიანთა ხალიფა ალ-კა’იმი ეცნო ფატიმიანთა ხალიფას პრეროგატივები და მოციქულის ხალათიც გაეგზავნა მისთვის.
ხალიფამ წარმატებას მიაღწია სამხრეთ არაბეთშიც, სადაც ისმა‘ილიზმმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი: აქ ისმა‘ილიტების მოძღვრებას ნერგავდა მისიონერი ‘ალი იბნ მუჰამმად ას-სულაიჰი (1047-1067), ადგილობრივი ყადის შვილი. მან ზეიდიტ იმამს წაართვა სან‘ა, შემდეგ კი ‘ადენიც დაიკავა. ამგვარად, იემენში შეიქმნა სულაიჰიანთა სახელმწიფო, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ფატიმიანთა ეგვიპტესთან. საინტერესოა, რომ 1099-1138 წლებში ფაქტობრივად დინასტიის სათავეში იდგა ქალი –ას-საიიდა არვა. 1174 წლის შემდეგაც, როცა იემენი აიუბიანთა ხელში გადავიდა, სულაიჰიანთა შთამომავლები XII საუკუნის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ ცალკეულ ციხესიმაგრეებს.
ქვეყნის გარეთ მიღწეული ზოგიერთი წარმატება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მწვავე საშინაო მდგომარეობის კომპენსაცია. მატერიალური ანაზღაურებით უკმაყოფილო დაქირავებული რაზმების თვითნებობამ, რაც ბოლოს შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, ხალიფას გავლენა და ავტორიტეტი მინიმუმამდე დაიყვანა. თურქმა გვარდიელებმა დაარბიეს ხალიფას სასახლე, ხაზინა და მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც არ დაინდეს. მოუსავლიანი წლები, ეპიდემიები და შიმშილი კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას. ფატიმიანთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა ეგვიპტის გარეთაც: სირიაში მას დაუპირისპირდნენ სელჩუკები, ხოლო 1071 წელს ნორმანებმა მიიტაცეს სიცილია. ასეთ ვითარებაში ხალიფამ ეგვიპტეში მიიწვია და ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება გადასცა სირიელ სარდალს, ‘აქქას გამგებელს ბადრ ალ-ჯამალის (გარდ. 1094), ყოფილ მონას. წარმოშობით სომეხი, ალჯამალი სირიის ერთ-ერთი ამირას სამსახურში დაწინაურდა, ებრძოდა სელჩუკებს და კარგი ადმინისტრატორის რეპუტაციით სარგებლობდა. ეგვიპტეში მან ბოლო მოუღო თურქი გვარდიელების თარეშს, მოაწესრიგა საფინანსო და სახელმწიფო აპარატი, შეავსო დაცარიელებული ხაზინა. მისი სამშენებლო საქმიანობის კვალი დღესაც ჩანს კაიროში ქალაქის სამი კარის – ბაბ ზავილას (ზავაილას), ბაბ ალ-ფუთუჰის და ბაბ ან-ნასრის სახით.
XI საუკუნის მეორე ნახევარში ფატიმიანებმა ფაქტობრივად დაკარგეს სირია. ალ-ჯამალიმ ორჯერ – 1063-1064 და 1066-1068 წლებში სცადა დაეკავებინა დამასკო, მაგრამ ჯერ თურქმენებმა და შემდეგ კი სელჩუკებმა არ მისცეს მას სირიის დაბრუნების საშუალება. კაიროს ხალიფას ხელში დარჩა საზღვაო ქალაქები ტვიროსი, ბეირუთი, საიდა (სიდონი), ‘აქქა და ‘ასკალანი, ფატიმიანთა მთავარი დასაყრდენი სირიაში. ალ-ჯამალის გარდაცვალების შემდეგ ვეზირი გახდა მისი შვილი ალ-აფდალი, რომელმაც სცადა მამის პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ალ-მუსთანსირის დროს ეგვიპტელ ისმა‘ილიტთა შორის მოხდა განხეთქილება, რომელიც მემკვიდრის საკითხს უკავშირდებოდა, მაგრამ მისი შედეგები გასცდა სახელმწიფოს საზღვრებს. 1078 წელს ხალიფამ მემკვიდრის უფლება ჩამოართვა უფროს ვაჟს ნიზარს და გადასცა უმცროსს ალმუსთა‘ლის. საბოლოო გამარჯვება დარჩა ალ-მუსთა‘ლის, რომელიც ხალიფა გახდა. ნიზარი და მისი შვილი ციხეში დაიღუპნენ, მაგრამ მათმა მიმდევრებმა – ნიზარიტებმა შექმნეს სექტა (ან ორდენი), რომელიც მალე ცნობილი გახდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც. მისი დამაარსებელი იყო ალ-ჰასან იბნ ას-საბბაჰ-ი (გარდ. 1124 წ.), როგორც ფიქრობენ სპარსელი ქ. ტუსიდან, რომელიც თავის წარმომავლობას უკავშირებდა სამხრეთ არაბეთის ჰიმიართა მეფეებს. წელიწად-ნახევარი იგი ეგვიპტეში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნდა, როგორც ისმა‘ილიტი მისიონერი. ას-საბაჰმა ხელში ჩაიგდო ციხესიმაგრე ალამუთი ქალაქ ყაზვინის ჩრდილო-დასავლეთით, საიდანაც ხელმძღვანელობდა ორდენის წევრებს ირანში, ერაყსა და სირიაში. თავისი შეხედულებები და პოლიტიკური პლატფორმა ას-საბაჰმა ჩამოაყალიბა ტრაქტატში –„ად-და‘ვა ალ-ჯადადა“ („ახალი მოწოდება“), რომელიც „ნეოისმაი‘ლიზმის“ სახელითაა ცნობილი, ადრე არსებული „ძველი მოძღვრებისაგან“ („ად-და‘ვა ალ-კადიმა“) განსხვავებით. „ახალი ისმა‘ილიტები“ ცნობილი გახდნენ სახელწოდებით „ჰაშშაშუნ“ („ჰაშიშის მწეველნი“), ან „მულჰიდები“ („მალიჰიდა“ –„გზააბნეულნი“, განსაკუთრებით ირანში). ისმა‘ილიტი ნიზარიტების მთავარ ძალას წარმოადგენდნენ პროფესიონალი მებრძოლები – ფიდაები, რომლებიც ინდივიდუალურ ტერორს მიმართავდნენ და ყოველ წუთს მზად იყვნენ უსიტყვოდ შეესრულებინათ ორდენის მეთაურის, მთავარი და‘ის (დაი ად-დუ‘ათ) ბრძანება თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ცალკეული სახელმწიფო მოღვაწეების ფიზიკური განადგურებით ორდენი ცდილობდა არ დაეშვა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. საბოლოო მიზანი, რომელსაც ისინი ისახავდნენ იყო ისლამურ ქვეყნებში მტკიცედ დამკვიდრებული იკტას ინსტიტუტის მოსპობა და სასოფლო თემის აღდგენა. მიზნის მისაღწევად ფიდაები იარაღს მიმართავდნენ როგორც მუსლიმების, ისე ქრისტიანების (ჯვაროსნების) წინააღმდეგ, რის გამოც ევროპელებში ნიზარიტ ისმა‘ილიტებს ასასინების, ე.ი. მკვლელების სახელი დაუმკვიდრდათ. ასასინთა ორდენმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩრდილოეთ სირიაში, სადაც მათ ხელთ იგდეს ციხესიმაგრე მასიაფი (ან მასიადი). სირიელი ისმა‘ილიტების უმაღლეს ავტორიტეტად ითვლებოდა „მთის შეიხი“ რაშიდ ად-დინ სინან-ი (გარდ. 1192 წ.).
რაც შეეხება საკუთრივ ეგვიპტეს, აქ ალ-მუსთანსირის შემდეგ XII საუკუნის პირველ ნახევარში მდგომარეობა გაუარესდა. ფატიმიანთა ხალიფებმა მთლიანად დაკარგეს ძალაუფლება და ვეზირებზე ან სამხედრო მეთაურებზე გახდნენ დამოკიდებული. ეკონომიკური დეპრესია და ჯვაროსანთა მხრივ წარმოქმნილი ახალი საფრთხე აახლოებდა დინასტიის აღსასრულს. ასეთ პირობებში 1171 წელს სირიიდან მოსულ ქურთ სარდალს შირქუჰს და მის ძმისწულს სალაჰ ად-დინს ისღა დარჩენოდათ, რომ საბოლოო წერტილი დაესვათ ფატიმიანთა სახალიფოს ისტორიისთვის.
ფატიმიანთა სახალიფოს ადმინისტრაციული და
ეკონომიკური სტრუქტურა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ალ-მუ‘იზის
და ალ-‘აზიზის დროს
პირველი ვეზირის იბნ
ქილლისის (აბუ-ლ-ფარაჯ ია‘კუბ იბნ
იუსუფ იბნ
ქილლის,
930-991) აქტიური მონაწილეობით. იბნ
ქილლისი იყო ბაღდადელი გამუსლიმებული ებრაელი.
ჯერ კიდევ ფატიმიანთა გამოჩენამდე იგი
გადასახლდა ეგვიპტეში და ქაფურის საფინანსო მოხელე გახდა, შემდეგ გადავიდა კაირავანში, ხოლო
973 წელს ხალიფა ალ-მუ‘იზთან ერთად ეგვიპტეში დაბრუნდა. მისი
დახმარებით სახელმწიფოში დაინერგა ‘აბასიანთა ირანიზირებული ადმინისტრაციული სისტემის ძირითადი კომპონენტები. იბნ
ქილლისს მხარს უმაგრებდა ფატიმიანთა მთავარი იდეოლოგი და
ისმა‘ილიტური სამართლის ფუძემდებელი იბნ ან-ნუ‘მან-ი
(გარდ. დაახლ. 979 წ.), რომელსაც მთავარი ყადის თანამდებობა ეკავა. თავის ნაშრომში „და‘ა’იმ ალ-ისლამ“ („ისლამის საფუძვლები“) ის
ამტკიცებდა,
რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპი, რომელიც ისმაი‘ლიტების მოძღვრებაშია მოცემული, დროთა განმავლობაში აუცილებლად განხორციელდებოდა.
ისმა‘ილიტური ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეზირის ან კომპეტენტური მრჩევლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ ხალიფები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ადიოდნენ ტახტზე და ფაქტობრივად დიდხანს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას ვერ ასრულებდნენ. ასე მაგალითად, გახალიფებისას ალ-ჰაქიმი იყო 11 წლის, ალმუსთანსირი 7-ის, ალ-მუსთა‘ლი 8-ის, ალ-ამირი 5-ის, აზ-ზაჰირი 17-ის, ალფა’იზი 5-ის და ბოლო ხალიფა ალ-‘ადიდი 9 წლისა.
ეგვიპტე მდიდარი სამეურნეო ქვეყნა იყო და ხალიფა მუ‘იზმა, პირველ რიგში, მის მაქსიმალურ გამოყენებაზე იზრუნა, რაც საგადასახადო სისტემის მოწესრიგებით გამოიხატა. ძირითადი გადასახადები იყო ჯიზია და ხარაჯა. მიწაზე დაწესდა სახელმწიფო მონოპოლია, მაგრამ ხდებოდა მისი იჯარით გაცემა. სახელმწიფოს ხელში გადავიდა საგარეო ვაჭრობა და ფლოტი. ფატიმიანთა ხალიფები დიდი მესაკუთრენი იყვნენ: მაგალითად, კაიროში მათ ეკუთვნოდათ ათასობით სახლი და წვრილი სავაჭრო. ფაქტობრივად სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარეობდა მრავალი სახელოსნო, რომელიც აწარმოებდა პროდუქციას, როგორც ხალიფას სასახლისთვის, ისე საშინაო და საგარეო ბაზრისთვის. ბრუნვაში შევიდა ფატიმიანთა მიერ მოჭრილი მონეტები.
ეგვიპტის ისტორიის ფატიმიანთა პერიოდი არ იყო ძალიან პროდუქტიული მეცნიერებისა და ლიტერატურის სფეროში. უკიდურესი შიიტური იდეოლოგიის დანერგვა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიზმს აღიარებდა, არ უწყობდა ხელს ინტელექტუალურ საქმიანობას და ფაქტობრივად ზღუდავდა შემოქმედებით საქმიანობას ვიწრო ექსტრემისტული დოგმატიკის გარეთ. მიუხედავად ამისა, ხალიფების ალ-მუ‘იზის და ალ-‘აზიზის ვეზირების იბნ ქილლისის და იბნ ჯამალის პირადი ღვაწლის შედეგად ეგვიპტეში შეიქმნა პირობები მეცნიერული კვლევისათვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ალ-აზჰარის“ და სამეფო ბიბლიოთეკის როლი განათლების საქმეში. ზოგიერთი ცნობით, დარბევის შემდეგაც ბიბლიოთეკაში 100 ათასამდე წიგნი ინახებოდა, მათ შორის ატ-ტაბარის „ისტორიის“ ავტორისეული ვერსია და ცნობილი კალიგრაფის იბნ მუკლას ხელნაწერები. ექსტრემისტული შიიზმის პროპაგანდისთვის ხალიფა ალ-ჰაქიმის დროს 1005 წელს დაარსდა სასწავლებელი „დარ ალ-‘ილმ“, ხოლო მუკატამის მთაზე აშენდა ობსერვატორია. აქ მუშაობდა გამოჩენილი ასტრონომი იბნ იუნუსი (‘ალი იბნ აბი სა‘იდ იბნ იუნუს ას-სადაფი, გარდ. 1009 წ.). იგი დაახლოებული იყო ხალიფას კართან და ასტრონომიული ობსერვატორიის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.
ასევე დიდი მეცნიერი, ასტრონომი, მათემატიკოსი, ექიმი და არისტოტელეს კომენტატორი იყო ბასრელი იბნ ალ-ჰაისამი (აბუ ‘ალი ალ-ჰასან იბნ ალჰაისამ, 965-1039). ერთხანს მას ბაღდადში ვეზირის თანამდებობაც ეკავა, საბოლოოდ კი მთელი სიცოცხლე მეცნიერებას დაუკავშირა. ხალიფა ალჰაქიმმა იგი ეგვიპტეში მიიწვია, მაგრამ შემდეგ საპყრობილეში ჩასვა. ხალიფას სიკვდილის შემდეგ იბნ ალ-ჰაისამი წარმატებით განაგრძობდა მუშაობას მეცნიერების სხვადასხვა დარგში და ევროპაშიც გახდა ცნობილი „ალჰაზენის“ სახელით. მისი ნაშრომი ოპტიკაში „ქითაბ ალ-მანაზირ“ ითარგმნა ლათინურად უკვე 1572 წელს. ამ მუსლიმი მეცნიერის გავლენა განიცადეს შუა საუკუნეების დიდმა ევროპელმა მეცნიერებმა როჯერ ბეკონმა, ლეონარდო და ვინჩიმ და იოჰან კეპლერმა. თავის შრომებში იბნ ალ-ჰაისამმა გადასინჯა ევკლიდესა და პტოლემაიოსის ზოგიერთი დებულება. აღნიშნული პერიოდის ისტორიკოსებიდან შეიძლება გამოვყოთ ალ-ქინდი (აბუ ‘უმარ მუჰამმად იბნ იუსუფ ათ-თუჯიბი ალ-ქინდი, 897-961) და იბნ სა-სალამა ალ-კუდა‘ი (გარდ. დაახლ. 1062 წ.).
ფატიმიანთა დროს, განსაკუთრებით ალ-‘აზიზის გამგებლობისას ეგვიპტეში, განსაკუთრებით კაიროში, აღიმართა რამდენიმე საინტერესო ნაგებობა, დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის თანახმად ცნობილ პირთა მავზოლეუმებს მეჩეთებთან აერთიანებდნენ. ძველ ფუსტატში ამ დროს ყოფილა შვიდი, ხოლო კაიროში რვა დიდი მეჩეთი. სამშენებლო საქმეში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფატიმიანთა ეგვიპტის „ოქროს ერა“ დაიწყო ალმუ‘იზის დროს და ზენიტს მიაღწია ალ-‘აზიზის ხალიფობისას. ალ-მუსთანსირის ტახტზე ასვლის შემდეგაც ისმა‘ილიტთა სახალიფო ისლამური სამყაროს წამყვან ქვეყნად რჩებოდა. ფატიმიანთა გამგებლობის პერიოდში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც არაბულ-სპარსული მოვლენა, მაშინ როცა უფრო გვიანდელი აიუბიანებისა და მამლუქთა დროს უფრო მკაფიოდ თურქული გავლენა გამოიკვეთა.
ფატიმიანთა დროინდელი ეგვიპტის შესახებ პირველხარისხოვან წყაროდ ითვლება სპარსულ ენაზე დაწერილი „საფარ ნამე“ („მოგზაურობის წიგნი“), რომელიც ეკუთვნის XI საუკუნის მოგზაურს ნასირ-ი ხუსრაუს. მოგზაურობა მან დაიწყო მერვიდან, მოინახულა იერუსალიმი და რამდენიმეჯერ იპილიგრიმა ჰიჯაზში. მისი ნაშრომი მთლიანად ემყარება პირად დაკვირვებებს და ეკუთვნის ე.წ. „საპილიგრიმო წიგნებს“ („ქუთუბ აზ-ზიიარათ“). თხზულებაში დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ 1047 წელს ხალიფა ალ-მუსთანსირის დროს მდინარე ნილოსზე გამართულ ზეიმს, რომელიც არხის გაყვანასთან იყო დაკავშირებული, ქართველი უფლისწულებიც ესწრებოდნენ (ვალერიან გაბაშვილი, გია ჟორჟოლიანი). XI საუკუნის პირველი ნახევრის ქრისტიანი ავტორის იაჰია ანტიოქელის ცნობებიდან დასტურდება, რომ ქართველ მეფეებს მართლაც ჰქონდათ ურთიერთობა ფატიმიანებთან, რაც ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული. ნასირ-ი ხუსრაუს ზემოაღნიშნული ცნობაც, ალბათ, ამ ურთიერთობის ანარეკლია.
იმავე 909 წელს მაღრიბში გამოჩნდა კიდევ ერთი ისმა‘ილიტი მისიონერი, რომლის სახელი, როგორც ფიქრობენ იყო სა‘იდი. იგი თავს თვლიდა მეექვსე იმამის ჯა‘ფარ ას-სადიკის შთამომავლად და პრეტენზიას აცხადებდა ‘ალისა და ფატიმას ოჯახის წევრობაზე, რაც შემდეგ მის მიერ დაარსებული დინასტიის სახელზეც აისახა. სა‘იდი მანამდე სირიაში მეთაურობდა იქაური კარმატების აჯანყებას, მაგრამ 902 წელს მარცხი განიცადა, რის შემდეგაც იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ისარგებლა რა ისმა‘ილიზმის წარმატებით, იგი ჩავიდა ქალაქ სიჯილმასაში (დღ. მაროკოს ტერიტორიაზე), რათა იქიდან დაკავშირებოდა თავის თანამოაზრეებს. მაღრიბის ამ ქალაქს მაშინ ფაქტობრივად (758 წლიდან) აკონტროლებდნენ ხარიჯიტები, რომლებისთვისაც ისმა‘ილიტების მოძღვრება მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე, ახლად მოვლენილი მისიონერი საპყრობილეში აღმოჩნდა, რაც ცნობილი გახდა ბერბერებისთვის. აბუ ‘აბდ ალლაჰის მეთაურობით ისინი თავს დაესხნენ სიჯილმასას და გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც 910 წლის იანვარში (297 წ. რაბი‘ II) რაკკადაში გამოცხადდა მაჰდიდ და მართლმორწმუნეთა მბრძანებლად (ამირ ალ-მუ’მინინ), ე.ი. ხალიფად ტიტულით ‘უბაიდ ალლაჰ ალ-მაჰდი (910-934), თუმცა ხშირად მას უფრო მოკრძალებულად ‘უბაიდულას სახელით მოიხსენიებენ. ამგვარად, „წინასწარმეტყველება“ მაჰდის გამოჩენის შესახებ აღსრულდა, ხოლო ბერბერები, რომლებმაც სოციალური სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პერსპექტივები ხარიჯიტობის ნაცვლად ისმა‘ილიტების მოძრაობაში დაინახეს, ახლა ფატიმიანთა სახელმწიფოს (დავლათ ალ-ფატიმიიია) მკაცრი და კარგად ორგანიზებული რეჟიმის იარაღად იქცნენ.
‘უბაიდ ალლაჰის წარმომავლობისა და ფატიმიანთა გენეალოგიის შესახებ არაბ ისტორიკოსთა შრომებში ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია დაცული. ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიც არიან იბნ ალ-ასირი (XII-XIII სს.), იბნ ხალდუნი (XIV-XV ს. დამდეგი) და ალ-მაკრიზი (XIV-XV სს.) იზიარებენ თვალსაზრისს, რომლის თანახმად ფატიმიანები (ფატიმიიიუნ) ხალიფა ‘ალისა და ფატიმას ოჯახს ეკუთვნოდნენ. აქედან გამომდინარე, ‘უბაიდ ალლაჰის მიერ შექმნილ სახალიფოს ისინი ‘ალავიტების სახელმწიფოს უწოდებდნენ. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ფატიმიანთა პირველ ხალიფას თვითმარქვიად მიიჩნევდა, დინასტიის სახელს კი მხოლოდ მის დამაარსებელს უკავშირებდა (‘უბაიდიიიუნ). ასეთ ავტორთა შორის არიან იბნ ხალიქანი (XIII ს.), იბნ თაღრი ბარდი (XV ს.) და ას-სუიუტი (XV–XVI ს. დამდეგი). საკითხი ვერ გაირკვა მას შემდეგაც, რაც ‘აბასიანთა ხალიფა ალ-კადირის (991-1031) ინიციატივით შეიქმნა ოფიციალური დოკუმენტი იმ დროის ცნობილი სუნიტი და შიიტი ავტორიტეტების ხელმოწერით. მუსლიმი ‘ალიმები აცხადებდნენ, რომ ფატიმიანებს არაფერი არ ჰქონდათ საერთო ‘ალის ოჯახთან და მათი ხალიფა ერეტიკოსის (ან ვინმე ებრაელის) შთამომავალი იყო. იგივე თვალსაზრისი განმეორებით იქნა დეკლარირებული 1052 წელს. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგეებისა, რომელთა შორის ბაღდადის ‘აბასიანთა და კორდოვას უმაიანთა ხალიფებიც იყვნენ, ფატიმიანებმა შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და თავისი სახელმწიფოს გაფართოება მაღრიბში, შემდეგ კი მაღრიბს გარეთაც.
პირველი ხალიფა ‘უბაიდ ალლაჰი ენერგიულად შეუდგა თავის ხელში სრული ძალაუფლების გაერთიანებას, მაგრამ ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობის დაძლევა მას შეუძლებლად მიაჩნდა გავლენიანი აბუ ‘აბდ ალლაჰის თავიდან მოშორების გარეშე. ისმა‘ილიტმა ხალიფამ წარმატებით გაიმეორა ‘აბასიანთა ხალიფა ალ-მანსურის მაგალითი და მოაკვლევინა თავისი მხსნელი, რასაც აღშფოთებული ბერბერების მღელვარება მოჰყვა. ‘უბაიდ ალლაჰმა მოხერხებულად გამოიყენა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობდა ბერბერებში, კერძოდ მაღრიბის აღმოსავლეთით სანჰაჯას (მასში შედიოდნენ ქითამას ბერბერები) და დასავლეთით ზენათას ტომებს შორის, რამაც საშუალება მისცა დაძაბულობა განემუხტა, მაგრამ პრობლემა ამით არ მოხსნილა. 922 წელს ხელისუფლებით უკმაყოფილო ბერბერები, რომლებიც ძველ ხარიჯიტულ ლოზუნგებს დაუბრუნდნენ, კვლავ აჯანყდნენ აბუ იაზიდის მეთაურობით. 946 წელს მათ დაიკავეს კაირავანი, ხოლო შემდეგ ფატიმიანთა ახალი დედაქალაქი ალ-მაჰდია, რომელიც ხალიფამ ააშენა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კაირავანის სამხრეთ-აღმოსავლეთით და დედაქალაქად გამოაცხადა 920 წელს. საბოლოოდ ფატიმიანებმა მაინც შეძლეს აჯანყებულთა დამარცხება და შეიპყრეს აბუ იაზიდი, რომელიც საპყრობილეში გარდაიცვალა 947 წელს.
‘უბაიდ ალლაჰ ალ-მაჰდიმ საფუძველი ჩაუყარა ფატიმიანთა ადმინისტრაციას მაღრიბში, პროვინციებში თავისი მოხელეები დანიშნა და შემოიღო გადასახადები. ამის შემდეგ დადგა ტერიტორიული გაფართოების საკითხი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მომდევნო ხალიფების ალკა’იმის (934-946), ალ-მანსარის (946-953) და ალ-მუ‘იზის (953-975) დროს. 948 წლიდან სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ალ-მანსურია, რომელიც ატარებდა მისი დამაარსებლის, მესამე ხალიფა ალ-მანსურის სახელს. ჯერ კიდევ ‘უბაიდ ალლაჰის დროს ფატიმიანთა სახალიფომ შეიერთა ბარკა და ტრიპოლი აღმოსავლეთით (დღ. ლიბია), ხოლო შემდეგ შუა და შორეული მაღრიბი, სადაც ბოლო მოუღო მიდრარიანთა და რუსთამიანთა წვრილ საფეოდალოებს. უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგეს ამ რეგიონში წარმოადგენდა იდრისიანთა შიიტური საამირო დღევანდელი მაროკოს ტერიტორიაზე. მართალია, უკვე 917 წელს იდრისიანებმა ფორმალურად აღიარეს ფატიმიანები, მაგრამ ცდილობდნენ დახმარება მიეღოთ ესპანეთიდან და ამით დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. 958 წელს ხალიფა ალ-მუ‘იზმა მაღრიბის საბოლოოდ დასამორჩილებლად გაგზავნა დიდი ჯარი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სარდალი ჯავჰარი, ეგვიპტის მომავალი დამპყრობი. ჯავჰარმა დაიკავა ქალაქები სიჯილმასა, იდრისიანთა დედაქალაქი ფესი, გავიდა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და, ამგვარად, დაამთავრა ჩრდილოეთ აფრიკის გაერთიანება. ადგილობრივი ბერბერთა ტომები ზოგი ძალით და ზოგი მოსყიდვით ფატიმიანთა ვასალებად იქცნენ. ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა დაპირისპირება მუსლიმურ ესპანეთთან: ფატიმიანთა ფლოტის მიერ ესპანეთისა და სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროს დარბევას მოჰყვა უმაიანთა მკაცრი საპასუხო ზომები მაღრიბში, რამაც ფატიმიანები დაარწმუნა მეზობელ ძლიერ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის არაპერსპექტიულობაში.
აღლაბიანთა სახელმწიფოსგან ფატიმიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს კუნძული სიცილია (სიკილლიიია), მაგრამ ოთხი წლის შემდეგ იქაურმა მუსლიმებმა აჰმად იბნ კურჰუბის (912-916) მეთაურობით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ხუტბა აღავლინეს ‘აბასიანთა ხალიფას სახელზე. 917 წელს ფატიმიანთა ჯარმა ძალით დაიმორჩილა კუნძული, თუმცა მასზე პრეტენზიას ბიზანტიაც აცხადებდა. მესამე ხალიფა ალ-მანსურმა 948 წელს სიცილია გადასცა თავის სარდალს ალ-ქალბის (ალ-ჰასან იბნ ‘ალი იბნ ალ-ქალბი, გარდ. 965 წ.) ავტონომიური უფლებებით და იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფდა მაღრიბის უსაფრთხოებას ხმელთაშუა ზღვიდან. ბიზანტიელებმა სცადეს კუნძულის ხელში ჩაგდება, მაგრამ საზღვაო ბრძოლაში ორჯერ განიცადეს მარცხი. სიცილიაში დამკვიდრდა ქალბიანთა დინასტია, რომლის დროსაც კუნძული არაბული კულტურის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. მართალია, XI საუკუნის მიწურულს ნორმანების შემოსევის შემდეგ კუნძული ქრისტიანული სამეფო გახდა, მაგრამ არაბულ სამყაროსთან მისი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მეფე როჯერ II-ის (1130-1154) დროს სიცილიაში გაიშალა დიდი სამეცნიერო საქმიანობა, რომლის შედეგებიც მკვლევართა მიერ შეფასებულია, როგორც არაბულ-ნორმანული ან ისლამურ-ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობა.
ამგვარად, X საუკუნის პირველ ნახევარში შიიტმა ისმა‘ილიტებმა შექმნეს სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ აფრიკის ვრცელ ტერიტორიას ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტემდე. ძლიერი ფლოტი და ჯარი, რომლის ძირითად ძალას ისევ ბერბერების რაზმები შეადგენდნენ, აძლიერებდა ფატიმიანთა ამბიციებს და დღის წესრიგში სვამდა ეგვიპტის შემოერთების საკითხს, მაგრამ ფატიმიანთა პირველი ხალიფები იძულებული იყვნენ არაბულ მაღრიბზე კონტროლით დაკმაყოფილებულიყვნენ. მდგომარეობა მხოლოდ მეოთხე ხალიფა ალ-მუ‘იზის დროს შეიცვალა.
2. ფატიმიანთა სახალიფო ეგვიპტეში
969 წლის თებერვალში (358 წ. რაბი‘ II) ფატიმიანთა ჯარი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი სარდალი ჯავჰარი (ჯავჰარ ას-სიკილლი, სპეც. ლიტ-ში გვხვდება „ჯაუჰარი“) კაირავანიდან აღმოსავლეთისაკენ დაიძრა. ზღვიდან მას ზურგს უმაგრებდა ძლიერი ფლოტი. ეგვიპტის იხშიდიანთა რეჟიმი უძლური აღმოჩნდა მოწინააღმდეგის წინაშე და იმავე წლის ივლისში ჯავჰარი შევიდა ფუსტატში. მან ამანი მისცა ქალაქის მოსახლეობას და ბრძანა პირველსავე პარასკევს ‘ამრის ძველ მეჩეთში ხუტბა აღევლინათ შიიტი ხალიფას ალმუ‘იზის სახელზე. ეგვიპტის ისტორიაში დაიწყო ფატიმიანთა ორსაუკუნოვანი ბატონობის ხანა.
ახალი რეჟიმის პირველი ნაბიჯები ეგვიპტეში დაკავშირებული იყო ჯავჰარის საქმიანობასთან. ფუსტატის დაკავების შემდეგ მან ძველი ქალაქის გვერდით საფუძველი ჩაუყარა ახალ ქალაქს, რომელსაც ეწოდა ალ-კაჰირა (ძლევამოსილი, დღ. კაირო), ხოლო 970 წელს დაიწყო დიდი მეჩეთის – „ალაზჰარის“ შენება, რომელიც გაიხსნა 972 წლის ივნისში (361 წ. 7 რამადანს). ამიერიდან კათედრალური მეჩეთის ფუნქციას ‘ამრისა და იბნ ტულუნის მეჩეთებთან ერთად „ალ-აზჰარიც“ ასრულებდა. 973 წლიდან, ე.ი. ხალიფა ალ-მუ‘იზის აქ გადმოსვლის შემდეგ კაირო სახალიფოს დედაქალაქი გახდა, დროთა განმავლობაში კი ისლამური სამყაროსა და აფრიკის უდიდეს პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. ჯავჰარის მიერ დაარსებული ქალაქი დღესაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საარაბთაშორისო ურთიერთობებში.
უკვე ხალიფა ალ-მუ‘იზის დროს ფატიმიანთა ხალიფას ავტორიტეტი აღიარეს მექასა და მედინაში, მის სახელზე ხუტბას აღავლენდნენ არა მარტო ჰიჯაზში და მაღრიბში, არამედ მოსულსა და იემენში. ნაკლებად შთამბეჭდავი იყო ფატიმიანთა წარმატება სირიაში, სადაც მათ მოუხდათ ჰამდანიანთა საფეოდალოს (ჩრდ. სირიაში), მანამდე ბუვაიჰიანთა სამსახურში მყოფი თურქული გვარდიის და, ბოლოს, ანტიოქიაში შეჭრილი ბიზანტიელების წინააღმდეგობის დაძლევა. მართალია, დროდადრო ეგვიპტელები წარმატებას აღწევდნენ, მაგრამ მაინც მთელი ასი წლის მანძილზე სირიაში ფატიმიანთა კონტროლი მტკიცე და საიმედო არ ყოფილა. ასევე რთული იყო ფატიმიანთა ურთიერთობა ისმა‘ილიტ კარმატებთან, რომლებმაც თავისი სახელმწიფო შექმნეს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო დასავლეთით და ბაჰრეინზე, მაგრამ აქტიურად მოქმედებდნენ სირიაშიც. კარმატებსა და ფატიმიანებს შორის არსებობდა იდეოლოგიური წინააღმდეგობა: კარმატები არ აღიარებდნენ არც ე.წ. „ფარულ იმამებს“ და არც ფატიმიანთა საიმამოს კანონიერებას. ასევე შეუთავსებელი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური ინტერესები სირიაში.
თავისი ძლიერების ზენიტს ფატიმიანთა სახალიფომ მიაღწია მეხუთე ხალიფა ალ-‘აზიზის (აბუ მანსურ ნაზარ ალ-‘აზიზ, 975-996) დროს, როცა ეგვიპტელ ისმა‘ილიტთა ხელისუფლება ვრცელდებოდა ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია –ისმა‘ილიტური შიიზმი მიუღებელი იყო ეგვიპტის მოსახლეობის სუნიტი უმრავლესობისათვის, ალ-‘აზიზის მოქნილი პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდა შიიტებისა და სუნიტების, მუსლიმებისა და ქრისტიანების მშვიდობიანი თანაარსებობა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დიდი გავლენით სარგებლობდნენ ქრისტიანი ვეზირი ‘ისა იბნ ნესტორი, აგრეთვე იერუსალიმისა და ალექსანდრიის მელქიტი პატრიარქები.
ალ-‘აზიზის გამგებლობა ნაყოფიერი გამოდგა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. სწორედ მის დროს 989 წელს „ალ-აზჰარი“ გახდა უმაღლესი ისლამური სასწავლებელი, კაიროსა და მის გარეუბანში აშენდა მეჩეთები, სასახლეები და ხიდები, გაიყვანეს არხები. მაგრამ თავის საშინაო პოლიტიკაში ხალიფამ დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ ძვირად დაუჯდა დინასტიას. მან ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შავკანიანი, ბერბერი და თურქული წარმომავლობის მეომრებისგან შექმნა დაქირავებული რაზმები. ეს სამხედრო ძალა მალე გამოვიდა მორჩილებიდან და ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
ალ-‘აზიზის მემკვიდრე ალ-ჰაქიმი (აბუ ‘ალი მანსურ ალ-ჰაქიმ, 996-1021) თერთმეტი წლისა ავიდა ტახტზე. მის დროს ქვეყნის შინაპოლიტიკური ვითარება გართულდა, რადგანაც ხალიფამ სცადა უკიდურესი ისმა‘ილიზმის ძალით გავრცელება ეგვიპტეში და სხვა რელიგიურ კონფესიათა დევნის გზას დაადგა. მისი მითითებით დაიწყეს პირველი სამი „მართლმორწმუნე ხალიფას“ და მუ‘ავიას წყევლა მეჩეთებში, რამაც სუნიტების აღშფოთება და 1006 წელს აჯანყება გამოიწვია. ალ-ჰაქიმმა შეძლო ჩაეხშო ეს მღელვარება, რომელსაც ხალიფა ‘უსმანის ერთ-ერთი შთამომავალი აბუ რაქვა მეთაურობდა, მაგრამ იძულებული გახდა სუნიტებისადმი დამოკიდებულება რამდენადმე შეეცვალა.
ალ-ჰაქიმის დროს განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ქრისტიანი და იუდეველი მოსახლეობის დევნამ. რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გატარდა უფლებების შეზღუდვისა და რეპრესიების პოლიტიკა, რაც საკულტო შენობების დანგრევა-გაპარტახებითაც ხორციელდებოდა. ხალიფას ბრძანებით 1009 წელს დაანგრიეს იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ეკლესია. რეპრესიები გავრცელდა მუსლიმ მოსახლეობაზეც. ხალიფამ აკრძალა დღესასწაულები, მუსიკა და გართობა, ქალებს ურჩევდნენ საერთოდ არ გამოსულიყვნენ სახლიდან, ხოლო ისლამური მორალური და ეთიკური ნორმების მცირედი დარღვევისთვისაც დამნაშავე სასტიკად ისჯებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარება იყო დედაქალაქში, სადაც მოსახლეობა ნორმალური ცხოვრების ელემენტარულ პირობებს იყო მოკლებული. ფატიმიანთა „უცნაური ხალიფას“ არაპოპულარობით ისარგებლა ბაღდადის ‘აბასიანთა ხალიფამ, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ზემოთ უკვე ნახსენები დოკუმენტი ფატიმიანთა „თვითმარქვია დინასტიის“ შესახებ.
ალ-ჰაქიმის გამგებლობა დამთავრდა 1021 წელს, როცა იგი ალ-მუკატტამის მთასთან მხლებლების გარეშე სასეირნოდ გასული უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამან საფუძველი მისცა მის მომხრეებს განეცხადებინათ, რომ ხალიფა „გაუჩინარდა“, თუმცა იმთავითვე გაჩნდა ვარაუდი მისი მოკვლის შესახებ. ფიქრობენ, რომ ოდიოზური ხალიფა, რომელმაც თავი მოაბეზრა ყველას, გახდა მსხვერპლი შეთქმულებისა, რომლის ინიციატორი იყო მისი საკუთარი და – სითთ ალ-მულქი.
ალ-ჰაქიმის მემკვიდრემ ხალიფა აზ-ზაჰირმა (აზ-ზაჰირ ლი-დინ ალლაჰ, 1021-1036) უარი თქვა ექსტრემისტულ ისმა‘ილიზმზე და სცადა ზომიერი რელიგიური პოლიტიკის გატარება. მან უფლება მიიღო აღედგინა მეჩეთი კონსტანტინოპოლში და მისი სახელი მოხსენიებული ყოფილიყო ბიზანტიის იმპერიის პროვინციებში არსებულ მეჩეთებში. ამის საპასუხოდ ქრისტიანებს ნება დაერთოთ აღედგინათ მაცხოვრის საფლავის ეკლესია იერუსალიმში.
ფატიმიანთა შემდეგი ხალიფა ალ-მუსთანსირის (ალ-მუსთანსირ ბი-ლლაჰ, 1036-1094) გამგებლობა ყველაზე ხანგრძლივია ისლამური ქვეყნების ისტორიაში. მის დროს თურქული წარმოშობის სარდალმა არსლან ალბასასირიმ დროებით დაიკავა ბაღდადი, აიძულა ‘აბასიანთა ხალიფა ალ-კა’იმი ეცნო ფატიმიანთა ხალიფას პრეროგატივები და მოციქულის ხალათიც გაეგზავნა მისთვის.
ხალიფამ წარმატებას მიაღწია სამხრეთ არაბეთშიც, სადაც ისმა‘ილიზმმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი: აქ ისმა‘ილიტების მოძღვრებას ნერგავდა მისიონერი ‘ალი იბნ მუჰამმად ას-სულაიჰი (1047-1067), ადგილობრივი ყადის შვილი. მან ზეიდიტ იმამს წაართვა სან‘ა, შემდეგ კი ‘ადენიც დაიკავა. ამგვარად, იემენში შეიქმნა სულაიჰიანთა სახელმწიფო, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ფატიმიანთა ეგვიპტესთან. საინტერესოა, რომ 1099-1138 წლებში ფაქტობრივად დინასტიის სათავეში იდგა ქალი –ას-საიიდა არვა. 1174 წლის შემდეგაც, როცა იემენი აიუბიანთა ხელში გადავიდა, სულაიჰიანთა შთამომავლები XII საუკუნის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ ცალკეულ ციხესიმაგრეებს.
ქვეყნის გარეთ მიღწეული ზოგიერთი წარმატება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მწვავე საშინაო მდგომარეობის კომპენსაცია. მატერიალური ანაზღაურებით უკმაყოფილო დაქირავებული რაზმების თვითნებობამ, რაც ბოლოს შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, ხალიფას გავლენა და ავტორიტეტი მინიმუმამდე დაიყვანა. თურქმა გვარდიელებმა დაარბიეს ხალიფას სასახლე, ხაზინა და მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც არ დაინდეს. მოუსავლიანი წლები, ეპიდემიები და შიმშილი კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას. ფატიმიანთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა ეგვიპტის გარეთაც: სირიაში მას დაუპირისპირდნენ სელჩუკები, ხოლო 1071 წელს ნორმანებმა მიიტაცეს სიცილია. ასეთ ვითარებაში ხალიფამ ეგვიპტეში მიიწვია და ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება გადასცა სირიელ სარდალს, ‘აქქას გამგებელს ბადრ ალ-ჯამალის (გარდ. 1094), ყოფილ მონას. წარმოშობით სომეხი, ალჯამალი სირიის ერთ-ერთი ამირას სამსახურში დაწინაურდა, ებრძოდა სელჩუკებს და კარგი ადმინისტრატორის რეპუტაციით სარგებლობდა. ეგვიპტეში მან ბოლო მოუღო თურქი გვარდიელების თარეშს, მოაწესრიგა საფინანსო და სახელმწიფო აპარატი, შეავსო დაცარიელებული ხაზინა. მისი სამშენებლო საქმიანობის კვალი დღესაც ჩანს კაიროში ქალაქის სამი კარის – ბაბ ზავილას (ზავაილას), ბაბ ალ-ფუთუჰის და ბაბ ან-ნასრის სახით.
XI საუკუნის მეორე ნახევარში ფატიმიანებმა ფაქტობრივად დაკარგეს სირია. ალ-ჯამალიმ ორჯერ – 1063-1064 და 1066-1068 წლებში სცადა დაეკავებინა დამასკო, მაგრამ ჯერ თურქმენებმა და შემდეგ კი სელჩუკებმა არ მისცეს მას სირიის დაბრუნების საშუალება. კაიროს ხალიფას ხელში დარჩა საზღვაო ქალაქები ტვიროსი, ბეირუთი, საიდა (სიდონი), ‘აქქა და ‘ასკალანი, ფატიმიანთა მთავარი დასაყრდენი სირიაში. ალ-ჯამალის გარდაცვალების შემდეგ ვეზირი გახდა მისი შვილი ალ-აფდალი, რომელმაც სცადა მამის პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
ალ-მუსთანსირის დროს ეგვიპტელ ისმა‘ილიტთა შორის მოხდა განხეთქილება, რომელიც მემკვიდრის საკითხს უკავშირდებოდა, მაგრამ მისი შედეგები გასცდა სახელმწიფოს საზღვრებს. 1078 წელს ხალიფამ მემკვიდრის უფლება ჩამოართვა უფროს ვაჟს ნიზარს და გადასცა უმცროსს ალმუსთა‘ლის. საბოლოო გამარჯვება დარჩა ალ-მუსთა‘ლის, რომელიც ხალიფა გახდა. ნიზარი და მისი შვილი ციხეში დაიღუპნენ, მაგრამ მათმა მიმდევრებმა – ნიზარიტებმა შექმნეს სექტა (ან ორდენი), რომელიც მალე ცნობილი გახდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც. მისი დამაარსებელი იყო ალ-ჰასან იბნ ას-საბბაჰ-ი (გარდ. 1124 წ.), როგორც ფიქრობენ სპარსელი ქ. ტუსიდან, რომელიც თავის წარმომავლობას უკავშირებდა სამხრეთ არაბეთის ჰიმიართა მეფეებს. წელიწად-ნახევარი იგი ეგვიპტეში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნდა, როგორც ისმა‘ილიტი მისიონერი. ას-საბაჰმა ხელში ჩაიგდო ციხესიმაგრე ალამუთი ქალაქ ყაზვინის ჩრდილო-დასავლეთით, საიდანაც ხელმძღვანელობდა ორდენის წევრებს ირანში, ერაყსა და სირიაში. თავისი შეხედულებები და პოლიტიკური პლატფორმა ას-საბაჰმა ჩამოაყალიბა ტრაქტატში –„ად-და‘ვა ალ-ჯადადა“ („ახალი მოწოდება“), რომელიც „ნეოისმაი‘ლიზმის“ სახელითაა ცნობილი, ადრე არსებული „ძველი მოძღვრებისაგან“ („ად-და‘ვა ალ-კადიმა“) განსხვავებით. „ახალი ისმა‘ილიტები“ ცნობილი გახდნენ სახელწოდებით „ჰაშშაშუნ“ („ჰაშიშის მწეველნი“), ან „მულჰიდები“ („მალიჰიდა“ –„გზააბნეულნი“, განსაკუთრებით ირანში). ისმა‘ილიტი ნიზარიტების მთავარ ძალას წარმოადგენდნენ პროფესიონალი მებრძოლები – ფიდაები, რომლებიც ინდივიდუალურ ტერორს მიმართავდნენ და ყოველ წუთს მზად იყვნენ უსიტყვოდ შეესრულებინათ ორდენის მეთაურის, მთავარი და‘ის (დაი ად-დუ‘ათ) ბრძანება თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ცალკეული სახელმწიფო მოღვაწეების ფიზიკური განადგურებით ორდენი ცდილობდა არ დაეშვა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. საბოლოო მიზანი, რომელსაც ისინი ისახავდნენ იყო ისლამურ ქვეყნებში მტკიცედ დამკვიდრებული იკტას ინსტიტუტის მოსპობა და სასოფლო თემის აღდგენა. მიზნის მისაღწევად ფიდაები იარაღს მიმართავდნენ როგორც მუსლიმების, ისე ქრისტიანების (ჯვაროსნების) წინააღმდეგ, რის გამოც ევროპელებში ნიზარიტ ისმა‘ილიტებს ასასინების, ე.ი. მკვლელების სახელი დაუმკვიდრდათ. ასასინთა ორდენმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩრდილოეთ სირიაში, სადაც მათ ხელთ იგდეს ციხესიმაგრე მასიაფი (ან მასიადი). სირიელი ისმა‘ილიტების უმაღლეს ავტორიტეტად ითვლებოდა „მთის შეიხი“ რაშიდ ად-დინ სინან-ი (გარდ. 1192 წ.).
რაც შეეხება საკუთრივ ეგვიპტეს, აქ ალ-მუსთანსირის შემდეგ XII საუკუნის პირველ ნახევარში მდგომარეობა გაუარესდა. ფატიმიანთა ხალიფებმა მთლიანად დაკარგეს ძალაუფლება და ვეზირებზე ან სამხედრო მეთაურებზე გახდნენ დამოკიდებული. ეკონომიკური დეპრესია და ჯვაროსანთა მხრივ წარმოქმნილი ახალი საფრთხე აახლოებდა დინასტიის აღსასრულს. ასეთ პირობებში 1171 წელს სირიიდან მოსულ ქურთ სარდალს შირქუჰს და მის ძმისწულს სალაჰ ად-დინს ისღა დარჩენოდათ, რომ საბოლოო წერტილი დაესვათ ფატიმიანთა სახალიფოს ისტორიისთვის.
3. ფატიმიანთა სახალიფოს პოლიტიკური სისტემა, სამეურნეო ცხოვრება, მეცნიერება
ისმა‘ილიტური ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეზირის ან კომპეტენტური მრჩევლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ ხალიფები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ადიოდნენ ტახტზე და ფაქტობრივად დიდხანს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას ვერ ასრულებდნენ. ასე მაგალითად, გახალიფებისას ალ-ჰაქიმი იყო 11 წლის, ალმუსთანსირი 7-ის, ალ-მუსთა‘ლი 8-ის, ალ-ამირი 5-ის, აზ-ზაჰირი 17-ის, ალფა’იზი 5-ის და ბოლო ხალიფა ალ-‘ადიდი 9 წლისა.
ეგვიპტე მდიდარი სამეურნეო ქვეყნა იყო და ხალიფა მუ‘იზმა, პირველ რიგში, მის მაქსიმალურ გამოყენებაზე იზრუნა, რაც საგადასახადო სისტემის მოწესრიგებით გამოიხატა. ძირითადი გადასახადები იყო ჯიზია და ხარაჯა. მიწაზე დაწესდა სახელმწიფო მონოპოლია, მაგრამ ხდებოდა მისი იჯარით გაცემა. სახელმწიფოს ხელში გადავიდა საგარეო ვაჭრობა და ფლოტი. ფატიმიანთა ხალიფები დიდი მესაკუთრენი იყვნენ: მაგალითად, კაიროში მათ ეკუთვნოდათ ათასობით სახლი და წვრილი სავაჭრო. ფაქტობრივად სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარეობდა მრავალი სახელოსნო, რომელიც აწარმოებდა პროდუქციას, როგორც ხალიფას სასახლისთვის, ისე საშინაო და საგარეო ბაზრისთვის. ბრუნვაში შევიდა ფატიმიანთა მიერ მოჭრილი მონეტები.
ეგვიპტის ისტორიის ფატიმიანთა პერიოდი არ იყო ძალიან პროდუქტიული მეცნიერებისა და ლიტერატურის სფეროში. უკიდურესი შიიტური იდეოლოგიის დანერგვა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიზმს აღიარებდა, არ უწყობდა ხელს ინტელექტუალურ საქმიანობას და ფაქტობრივად ზღუდავდა შემოქმედებით საქმიანობას ვიწრო ექსტრემისტული დოგმატიკის გარეთ. მიუხედავად ამისა, ხალიფების ალ-მუ‘იზის და ალ-‘აზიზის ვეზირების იბნ ქილლისის და იბნ ჯამალის პირადი ღვაწლის შედეგად ეგვიპტეში შეიქმნა პირობები მეცნიერული კვლევისათვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ალ-აზჰარის“ და სამეფო ბიბლიოთეკის როლი განათლების საქმეში. ზოგიერთი ცნობით, დარბევის შემდეგაც ბიბლიოთეკაში 100 ათასამდე წიგნი ინახებოდა, მათ შორის ატ-ტაბარის „ისტორიის“ ავტორისეული ვერსია და ცნობილი კალიგრაფის იბნ მუკლას ხელნაწერები. ექსტრემისტული შიიზმის პროპაგანდისთვის ხალიფა ალ-ჰაქიმის დროს 1005 წელს დაარსდა სასწავლებელი „დარ ალ-‘ილმ“, ხოლო მუკატამის მთაზე აშენდა ობსერვატორია. აქ მუშაობდა გამოჩენილი ასტრონომი იბნ იუნუსი (‘ალი იბნ აბი სა‘იდ იბნ იუნუს ას-სადაფი, გარდ. 1009 წ.). იგი დაახლოებული იყო ხალიფას კართან და ასტრონომიული ობსერვატორიის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.
ასევე დიდი მეცნიერი, ასტრონომი, მათემატიკოსი, ექიმი და არისტოტელეს კომენტატორი იყო ბასრელი იბნ ალ-ჰაისამი (აბუ ‘ალი ალ-ჰასან იბნ ალჰაისამ, 965-1039). ერთხანს მას ბაღდადში ვეზირის თანამდებობაც ეკავა, საბოლოოდ კი მთელი სიცოცხლე მეცნიერებას დაუკავშირა. ხალიფა ალჰაქიმმა იგი ეგვიპტეში მიიწვია, მაგრამ შემდეგ საპყრობილეში ჩასვა. ხალიფას სიკვდილის შემდეგ იბნ ალ-ჰაისამი წარმატებით განაგრძობდა მუშაობას მეცნიერების სხვადასხვა დარგში და ევროპაშიც გახდა ცნობილი „ალჰაზენის“ სახელით. მისი ნაშრომი ოპტიკაში „ქითაბ ალ-მანაზირ“ ითარგმნა ლათინურად უკვე 1572 წელს. ამ მუსლიმი მეცნიერის გავლენა განიცადეს შუა საუკუნეების დიდმა ევროპელმა მეცნიერებმა როჯერ ბეკონმა, ლეონარდო და ვინჩიმ და იოჰან კეპლერმა. თავის შრომებში იბნ ალ-ჰაისამმა გადასინჯა ევკლიდესა და პტოლემაიოსის ზოგიერთი დებულება. აღნიშნული პერიოდის ისტორიკოსებიდან შეიძლება გამოვყოთ ალ-ქინდი (აბუ ‘უმარ მუჰამმად იბნ იუსუფ ათ-თუჯიბი ალ-ქინდი, 897-961) და იბნ სა-სალამა ალ-კუდა‘ი (გარდ. დაახლ. 1062 წ.).
ფატიმიანთა დროს, განსაკუთრებით ალ-‘აზიზის გამგებლობისას ეგვიპტეში, განსაკუთრებით კაიროში, აღიმართა რამდენიმე საინტერესო ნაგებობა, დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის თანახმად ცნობილ პირთა მავზოლეუმებს მეჩეთებთან აერთიანებდნენ. ძველ ფუსტატში ამ დროს ყოფილა შვიდი, ხოლო კაიროში რვა დიდი მეჩეთი. სამშენებლო საქმეში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფატიმიანთა ეგვიპტის „ოქროს ერა“ დაიწყო ალმუ‘იზის დროს და ზენიტს მიაღწია ალ-‘აზიზის ხალიფობისას. ალ-მუსთანსირის ტახტზე ასვლის შემდეგაც ისმა‘ილიტთა სახალიფო ისლამური სამყაროს წამყვან ქვეყნად რჩებოდა. ფატიმიანთა გამგებლობის პერიოდში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც არაბულ-სპარსული მოვლენა, მაშინ როცა უფრო გვიანდელი აიუბიანებისა და მამლუქთა დროს უფრო მკაფიოდ თურქული გავლენა გამოიკვეთა.
ფატიმიანთა დროინდელი ეგვიპტის შესახებ პირველხარისხოვან წყაროდ ითვლება სპარსულ ენაზე დაწერილი „საფარ ნამე“ („მოგზაურობის წიგნი“), რომელიც ეკუთვნის XI საუკუნის მოგზაურს ნასირ-ი ხუსრაუს. მოგზაურობა მან დაიწყო მერვიდან, მოინახულა იერუსალიმი და რამდენიმეჯერ იპილიგრიმა ჰიჯაზში. მისი ნაშრომი მთლიანად ემყარება პირად დაკვირვებებს და ეკუთვნის ე.წ. „საპილიგრიმო წიგნებს“ („ქუთუბ აზ-ზიიარათ“). თხზულებაში დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ 1047 წელს ხალიფა ალ-მუსთანსირის დროს მდინარე ნილოსზე გამართულ ზეიმს, რომელიც არხის გაყვანასთან იყო დაკავშირებული, ქართველი უფლისწულებიც ესწრებოდნენ (ვალერიან გაბაშვილი, გია ჟორჟოლიანი). XI საუკუნის პირველი ნახევრის ქრისტიანი ავტორის იაჰია ანტიოქელის ცნობებიდან დასტურდება, რომ ქართველ მეფეებს მართლაც ჰქონდათ ურთიერთობა ფატიმიანებთან, რაც ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული. ნასირ-ი ხუსრაუს ზემოაღნიშნული ცნობაც, ალბათ, ამ ურთიერთობის ანარეკლია.
Комментариев нет:
Отправить комментарий