მაიერ ამშელი (1744-1812) ფრანქფურტელი ებრაელი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. მამამისი ამშელ მოზეს ბაუერი გეტოში ცხოვრობდა და პატარა სავაჭრო ფარდული ჰქონდა, რომლის შესასვლელში გაურკვეველი წარმომავლობის წითელი საგვარეულო გერბი ეკიდა. გერმანულად კი ეს შემდეგნაირად ჟღერდა – „Rot Schild“ („წითელი ფარი“). სწორედ აქედან წამოიშვა მომავალში მათი ახალი გვარი.
მაიერი უკვე 3 წლის ასაკში წერდა და კიტხულობდა ივრითზე. მამას ადრეული ასაკიდანვე მუდმივად დაჰყავდა სინაგოგაში და ყველანი თვლიდა, რომ ბავშვს რაბინის ბრწყინვალე კარიერა ელოდა. ამ მიზნით მამამ 1755 წელს ფიურტის რაბინთა სკოლაში შეიყვანა, სადაც განსაკუთრებული წარმატებით მათემატიკას დაეუფლა.
20 წლის მაიერი მამამ საბანკო საქმის შესასწავლად ჰანოვერში, ოპენჰეიმერის ბანკში გაგზავნა. აქ მან შეისწავლა ფინანსური საქმის საიდუმლოებანი, გაეცნო გემანულ სამთავროთა მონეტებს, ისწავლა გაერჩია ყალბი და სასარგებლო გაცვლის კურსები.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ 1760 წელს მაიერმა სწავლა მიატოვა, დაბრუნდა ფრანკფურტში და განაგრძო მამის საქმე და თან სათანადო სამსახურს ეძებდა. მრავალი ხელმოცარვის შემდეგ, იმედგაცრუებული მაიერი ერთ დღეს ნაგავსაყრელთან მოხვდა, სადაც ძველი მინეტები და გაცვეთილი მედლები მოაგროვა. ნივთები გაწმინდა, მაქიმალურად მოაწესრიგა და ბაზარზე კოლექციონერებს მიჰყიდა. მალე ეს მის საქმიანობად იქცა, სახლის წინ ფარდული გახსნა, სადაც ძველებურ მონეტებს, ემბლემებსა და მედლებს ჰყიდდა და კოლექციონერებში და ძველი ნივთების მოყვარულებში სახელიც გაითქვა.
მალე მაიერ ამშელს უკვე საკუთარი ანტიკვარიატის საწყობი ჰქონდა, რომელიც არენდით აიღო. მე-18 საუკუნეში, გერმანიაში დიდი რაოდენობის სხვადასხვა სახის მონეტა გამოდიოდა. საქმე წინ და წინ მიდიოდა და მალე იმავე შენობაში, სადაც არენდით აღებული საწყობი მდებარეობდა, როთშილდების პირველი ბანკი გაიხსნა, სადაც ვაჭრები გერმანიის ერთი ოლქის ფულს მეორეზე ცვლიდნენ. ამასთან იგი გასცემდა კრედიტებს, რომელსაც კარგი მოგება მოჰქონდა.
მაიერი გასაოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და დღეღამეში 18 საათს მუშაობდა. მისი პირველი „ოფისი“ 4 კვ მეტრის ფართზე მდებარეობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მაიერის ბიზნესი ვითარდებოდა და მალე ის „როთშილდი“-ს სახელით გახდა ცნობილი.
1764 წელს მაიერმა კავშირი დაამყარა ჰესენ-კასელის სამთავრო სახლთან და მას აწვდიდა მონეტებსა და ოქროს. 5 წლის შემდეგ ჰესენ-კასელის გვარის მეთაურმა ვილჰელმ მეცხრემ დანიშნა იგი პირად ბანკირად და სასახლის მიმწოდებლად - გოფ-ფაქტორად. გოფ-ფაქტორის მოვალეობაში შედიოდა შეემცირებინა სამთავრო ხარჯების დანაკარგები და დაზოგილი თანხებით სრულყოფილად დაეფარა არმიისა და სასახლის ხარჯები. წარმატების შემთხვევაში ამ თანამდებობის პირს ევალებოდა დაჯილდოვება და პატივი, პირიქით კი სასამართლო ხაზინის გაღარიბებისათვის და სასჯელიც კი.
ლანდგრაფი ვილჰელმ IX იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობილი პირი გერმანიის მთავრებს შორის, რომელიც ვაჭრობდა დაქირავებული მეომრებით და ჰქონდა დიდი კავშირები. 1785 წელს მან დიდი მოგებით მიჰყიდა 17000 მეომარი ინგლისის მეფე ჯორჯ III-ს (რომელიც ამერიკელ კოლონისტებთან ომის გაგრძელებას გეგმავდა). როდესაც 1806 წელს უკვე კურფიურსტის სტატუსში ამაღლებული ვილჰელმ I ჰესენ-კასელელი ნაპოლეონისგან დამალვას ცდილობდა, მაიერმა შესთანავაზა მისთვის მიეცა უფლება მევალეთაგან თანხის ამოღებისა და თანხმობის შემდეგ იმაზე მეტი თანხა მოაგროვა ვიდრე მოსალოდნელი იყო. ერთხელ მან ვილჰელმის ბრიტანული ბანკის საკომპენსაციო ანგარიშიდან მოხსნა თანხა და მისით გადაიხადა საქონლის საფასური. რადგან თანხის გადახდა ცოცხალი ფულით ხდებოდა, მაიერმა აქედანაც დიდი მოგება მიიღო. ამით მაიერი გაექცა ორ რთულ ოპერაციას: თანხის გადატანას ინგლისში, და საპასუხო გადმოტანას უკან, ფრანკფურტში. ამის ნაცვლად მან ინგლისში ჩაიტანა საქონელი, გაყიდა მაღალ ფასში, დაუბრუნა ვალი ვილჰელმს და ნახა დიდი მოგება. რადგან ვილჰელმი თანხას იღებდა ტალერებში, ხოლო ბრიტანელები ფუნტებს იძლეოდნენ, ბანკირმა მაიერმა სავალუტო კურსის ცვლილებითაც კარგად იხეირა.
27 წლის ასაკში მაიერი დაქორწინდა 17 წლის გუტლე შნაპერზე - ადგილობრივი მევახშის ქალიშვილზე. მაიერებს 5 ვაჟი და 5 ქალიშვილი შეეძინათ: ჟანეტი (1771), ამშელი (1773), სოლომონი (1774), ნათანი (1777), იზაბელა (1781), ბაბეტა (1784), კარლი (კალმანი, 1788), ჟიული (1790), ჰენრიეტა (1791) და ჯეიმსი (1792).
წამოზრდისთანავე მაიერმა ბავშვები ჩართო ბიზნესში. გოგონები აწესრიგებდნენ დოკუმენტაციას, ხოლო ბიჭებს გადაჰქონდათ და ანაწილებდნენ ტვირთს. როდესაც დაქორწინდნე, უკვე საკუთარი მეუღლეების ჩართეს საქმეში, ოღონდ არა პარტნიორებად არამედ მუშებად და მსახურებად. სიძეები ასრულებდნენ ბინძურ საქმეს, ხოლო რძლებს მოჰქონდათ სოლიდური მზითევი.
1810 წლის 27 სექტემბერს მაიერ ამშელმა დააარსა ფირმა „მაიერ ამშელ როტშილდი და მისი ვაჟები“. უშვებდა რა უკან ბრუნვაში კურფიურსტის სახსრებს, რომელიც სრულად მის განკარგულებაში იყო, ჰესენ-კასელის შემოსავლები მანამდე არნახულ დონეზე აიყვანა. პარალელურად იზრდებოდა როტშილდის მოგებაც. მოგვიანებით ვილჰელმის შთამომავლებს როტშილდებმა მისი დანატოვარი ქონება სრულად დაუბრუნეს, ხოლო მაიერის დაგროვილი ქონება კი სრულად როტშილდებას დარჩათ.
მაიერ ამშელი 1812 წელს გარდაიცვალა და საბანკო ბიზნესი თავისი 5 ვაჟს დაუტოვა (მათ ეძახდნენ ერთი ხელის ხუთ თითს). ანდერძით მისი ბიზნესი მხოლოდ ბიჭებსა და ბიჭების ხაზით შთამომავლებს უნდა დარჩენოდათ და ემართათ. შვილებმა მამის საქმე ევროპის უმსხვილეს საფინანსო ცენტრებში განაგრძეს - ფრანკფურტი (ამშელ მაიერ როტშილდი), ლონდონი (ნათან მაიერ როტშილდი), ნეაპოლი (კალმან მაიერ როტშილდი), ვენა (სოლომონ მაიერ როტშილდი) და პარიზი (ჯეიმს მაიერ როტშილდი). თითოეულმა ვაჟმა მამისგან დატოვებული ქონება გააათმაგა და მყარად დაიმკვიდრა თავი ევროპაში.
ოჯახი ძლიერდებოდა და ძალიან მალე მათი ქონება საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნესში მთელი ოჯახი და ნათესავები იყვნენ ჩართული. მაიერ ამშელის მთავარი სტრატეგია ქონების ნათესაურ მასშტაბებში დატოვება იყო, რის გამოც ნათესაურ ქორწინებებს უკეთებდა ორგანიზებას. 200 წლის მანძილზე ნათესაურის გარდა სხვა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარიგებითი ქორწინებებიც მრავლად იყო. ძირითადად როთშილდები ებრაულ კლანებთან ამყარებდნენ ოჯახურ კავშირს. ასე გაერთიანდნენ ვარბურგებთან, გოლდშმიდტებთან, კოენებთან და რამდენიმე სხვა გავლენიან გვართან.
ნაპოლეონის პერიოდში როთშილდების დინასტია დიდ ძალაუფლებას ფლობდა და ნათან მაიერ როთშილდი ოქროს ბიზნესის სფეროში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ძმებმა გრაფის ტიტული მიიღეს და 1817 წელს ფრანქფურტის Wechselbank-ის სათავეში მოექცნენ. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ძმები ათობით მილიარდს გამოიმუშავებდნენ, მაგრამ ყოველთვის მოვლენების ჩრდილში რჩებოდნენ. ძმებმა ქონების „გადამალვას“ და გარეშე თვალისგან საგულდაგულოდ შენიღბვას მრავალი წელი მოანდომეს – როთშილდების ქონების რეალური სიდიდე, არსად იყო დაფიქსირებული.
ნაპოლეონის პერიოდში როთშილდების დინასტია დიდ ძალაუფლებას ფლობდა და ნათან მაიერ როთშილდი ოქროს ბიზნესის სფეროში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. ძმებმა გრაფის ტიტული მიიღეს და 1817 წელს ფრანქფურტის Wechselbank-ის სათავეში მოექცნენ. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ძმები ათობით მილიარდს გამოიმუშავებდნენ, მაგრამ ყოველთვის მოვლენების ჩრდილში რჩებოდნენ. ძმებმა ქონების „გადამალვას“ და გარეშე თვალისგან საგულდაგულოდ შენიღბვას მრავალი წელი მოანდომეს – როთშილდების ქონების რეალური სიდიდე, არსად იყო დაფიქსირებული.
ერთ ერთი ფრანგული შტოს დამაარსებელი ჯეიმს მაიერ როთშილდია, რომელმაც ნაპოლეონის პერიოდში დიდი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში. მისი თაოსნობით აიგო რკინიგზა და მისავე მფლობელობაში შედიოდა სამთო წიაღისეულის მომპოვებელი ფირმები.
მეორე შტო, რომელიც ედმონდ დე როთშილდმა დააარსა, საბანკო და და ზოგადად ფინანსური სისტემის მთავარ მაკონტროლებელ ძალად მოგვევლინა. სიონისტი ედმონდ დე როთშილდი ქველმოქმედების და ხელოვნების დიდი მოყვარული იყო.
როტშილდების დინასტია იყოფა ფრანგულ, ნეაპოლურ, შვეიცარულ და ავსტრიულ შტოებად. მათი ფესვები ღრმად გაიშალა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მთელი პლანეტის ტერიტორიაზე, კლანი მრავალ ბანკს, კონცერნს, ფონდს, ქარხანას და ორგანიზაციას ფლობს. მიუხედავად ამისა, მათი ძალაუფლება და ქონება თვალში არასდროს გვხვდება და ანონიმურობა როთშილდების უმთავრესი კოზირია. 200 წლის მანძილზე არერთი ფინანსური თუ პოლიტიკური მაქინაცია უკავშირდება როთშილდების დინასტიას. არსებობს ვერსიები, რომ ოჯახი ილუმინატის საიდუმლო ორდენს განეკუთვნება და მრავალი სახელმწიფოს ლიდერი სწორედ მათ მიერ იმართება, მაგრამ როთშილდების სტრატეგია, დარჩნენ ყოველთვის მოვლენების ჩრდილში და ყოველი მათი საქმიანობა იყოს ანონიმური, იდეალურად ამართლებს. როკფელერებთან ერთად, რომლებიც მეოცე საუკუნის ერთ ერთ უმთავრეს დინასტიად გვეინებიან, როთშილდები უკანასკნელი 2 საუკუნის მსოფლიო ისტორიის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий