მეგობრობა
1. რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ, რადგან დაკარგული მეგობარი ორმაგი მტერია.
2. ვინც ფიქრობს არავინ მჭირდებაო - ცდება, ვინც ფიქრობს სხვები უჩემოდ ვერ გაძლებენო უარესად ცდება.
3. გიყვარდეს ის მეგობარი, რომელიც გირჩევს, და არა ის ვინც გაქებს.
4. არ დაელაპარაკო მეგობარს, რომელიც დალაპარაკების ღირსია, ამ ადამიანის დაკარგვას ნიშნავს. ხოლო საუბარი იმასთან, ვინც ამის ღირსი არ არის, სიტყვების ფუჭი ფლანგვაა.
5. ერთი უჭკუო მეგობარი ისეთ რამეს გაუკეთებს მეგობარს, 100 მტერი რომ ვერ დაუშავებდა.
6. ერთგული და ჭკვიანი მეგობარი მანამ არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ.
7. როდესაც მეგობრები გვატყუებენ, ჩვენ შეგვიძლია, გულგრილნი დავრჩეთ მათი მეგობრობის ყოველგვარი გამოვლინების მიმართ, მაგრამ უბედურებაში უთუოდ უნდა ვუთანაგრძნოთ მათ.
8. „ბატონი“ და „მონა“ ვერასოდეს დამეგობრდებიან, რადგან მეგობრობას თანასწორობა უყვარს.
9. იყო ყველას მეგობარი, ან საერთოდ არ გყავდეს მეგობარი, ეს ერთი და იგივეა.
10. არასოდეს გახდე იმ ადამიანის მეგობარი, ვისი პატივისცემაც არ შეგიძლია.
11. ნუღარასოდეს ენდობი იმ მეგობარს, რომელმაც ერთხელ უკვე გიღალატა.
12. ის ვისაც სურს, ცოცხალი ღმერთის ნახვა, საკუთარ თავში კი არ უნდა ეძებდეს მას, არამედ წრფელ ადამიანურ სიყვარულში.
13. თუ იმას ვერ ამჩნევ, როგორ გაუცივდათ გული მეგობრებს შენს მიმართ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათ მეგობრობას არ აფასებ.
14. მე არ მჭირდება ისეთი მეგობარი, რომელიც ჩემს ყოველ მოძრაობას იმეორებს, ამას ჩემი ჩრდილი გაცილებით უკეთ აკეთებს.
15. ერთი გონიერი მეგობრის ყოლა სჯობს, ბევრ უგუნურთან მეგობრობას.
16. თითოეული წყენის გამო არ შეიძლება მეგობრობაზე გაბრაზდე და უარყო ის.
17. სჯობს გადაწყვიტო კამათი მტრებს შორის, ვიდრე შენს მეგობრებს შორის, ვინაიდან პირველ შემთხვევაში, მტერს მეგობრად აქცევთ, მეორე შემთხვევაში კი, მტერს იძენთ.
18. შეიყვარე თუნდაც ყველა, მაგრამ ყველას ნუ ენდობი.
19. თუ გსურთ მტრები გაიჩინოთ, აჯობეთ მეგობრებს, მაგრამ თუ მტრის ყოლა არ გინდათ, მიეცით საშუალება მეგობრებს თქვენ გაჯობონ.
სიყვარული
1. სიყვარულს სიბრძნესთან საერთო არაფერი აქვს.
2. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, ქალები სიამაყეს ივიწყებენ, არადა მანამდე მხოლოდ მასზე საუბრობენ.
3. უნდა გჯეროდეს იმის ვინც გიყვარს, რადგან არ არსებობს სიყვარულის დამტკიცების უმაღლესი და ერთადერთი ფორმა.
4. სიყვარული თეორემაა, რომელსაც ყოველდღე დამტკიცება სჭირდება.
5. ქალის ნამდვილი მშვენება, მისი სამოსი კიარა, მოკრძალებაა.
6. ნამდვილი სიყვარულის პირველი ნიშანი ჭაბუკისთვის მორიდებაა, ხოლო გოგონასათვის – გაბედულება.
7. სჯობს გიყვარდეს და დაკარგო სიყვარული, ვიდრე არასდროს გიყვარდეს.
8. სიყვარული წყვილის ერთი-მეორის თვალებში ცქერა კი არ არის, არამედ ერთი მიზნისკენ ცქერა.
9. ქალის სიყვარულის უფრო უნდა გეშინოდეს, ვიდრე მამაკაცის სიძულვილის.
10. სიცოცხლისთვის ბევრს უარყვია სიყვარული, მაგრამ სიყვარულისთვის ცოტას დაუთმია სიცოცხლე.
ქალი ხშირად გულგრილია იმის მიმართ, ვისაც უყვარს ის და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.
11. ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს, მან არ იცის, რა არის ქალი.
12. ყველაფერს მხოლოდ გული ხედავს, ბევრ რამეს თვალებით ვერ დაინახავ.
13. სიყვარულს ბალახები არ კურნავს. სასიყვარულო ჭრილობებს მხოლოდ ის შეგიმსუბუქებთ, ვინც ისინი მოგაყენათ.
14. სიყვარული გაურბის მას, ვინც მას მისდევს და კისერზე ეკიდება მას, ვინც გაურბის.
15. სიყვარულისთვის წინააღმდეგობის გაწევა მისთვის დამატებითი იარაღის მიცემაა.
16. რა არის სიყვარული? ეს კბილის ტკივილია გულში.
17. ეჭვიანობა არყევს და წამლავს ყველაფერს, რაც კარგი და ლამაზია სიყვარულში.
18. თუ სიყვარულის მოპოვება ან შენარჩუნება ვერ მოახერხეთ, გული არ გაიტეხოთ და გაიხსენეთ ერთი ძველი იტალიური სიბრძნე : „ნუ გამოეკიდები ქალსა და ტრამვაის, შემდეგი ყოველთვის ჩამოივლის“.
ძველეგვიპტური სიბრძნე
1. არ გადასცე ცოდნა იმას ვისაც არ სურს შენი მოსმენა.
2. შენ ცხოვრობ იმისათვის, რომ მოკვდე და კვდები იმისათვის, რომ იცოცხლო.
3. ფიცხელი ვერასოდეს ჩაწვდება ჭეშმარიტებას.
4. თუკი ადამიანი ხალხმა აირჩია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის ბრძენია.
5. ღმერთებს გაცილებით მეტად მოსწონთ ისინი ვინც ღარიბებს სცემენ პატივს, ვიდრე ისინი ვინც ქედს იხრიან მდიდართა წინაშე.
6. ვისაც აქვს ფული ის ჭამს და კოცნაობს.
7. ცალი ხელი ტაშს ვერ უკრავს.
8. გახსოვდეს სიკვდილი რათა სიცოცხლეს აზრი ჰქონდეს.
9. მოზარდის ყურები მის საჯდომზეა.
10. ვინც ითმენს, ის აღწევს მიზანს.
11. იყავი კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, რათა სხვას არ მოუწიოს შენი გაკრიტიკება.
12. კვერცხი დღეს უკეთესია ვიდრე ქათამი ხვალ.
13. ვინც გამოიკითხავს არ დაიკარგება.
14. ჭკუის სიგრძე მთებს ანგრევს.
15. ღვინო ადამიანს გამჭირვალეს ხდის.
16. წვიმის წვეთი შესაძლოა წყალდიდობის დასაწყისი იყოს.
17. ისწავლე ყურება და დანახვა.
18.ვინც ეტყვის თავს „გატეხე წინააღმდეგობა“ - გატეხავს!.
ცხოვრება
ლომი ჩავარდა ორმოში და ვეღარ ამოდის. ბოლთას სცემს, ღრიალებს, მაგრამ ვერაფერს ახერხებს. უცბად ორმოსთან, ხის ტოტზე მაიმუნი გამოჩნდა:
- ჰაა დაგერხა თუ არაა? შე ბინძურო კატავ! მაგ ორმოში დალპები და მერე შენი ძვლები და კბილები ტურების სათრევი იქნება! ჰა-ჰააა, აყროლებულო კატავ!
უცბად ხის ტოტი მოტყდა და მაიმუნმა ორმოში მოადინა ზღართანი.
- ოო დიდო მეფეო, არ დაიჯერებთ და... ბოდიშის მოსახდელად ჩამოვედი...
* * *
მგელი
ფერმის გვერდით მიდიოდა. ფერმის ტერიტორიაზე იდგა სახლი, სახლის სახურავზე კი თხა
იდგა. დაინახა თხამ მგელი და დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება. მგელმა მშვიდად შეხედა
თხას და უთხრა:„შენ კი არ მაყენებ ახლა შეურაცხყოფას, არამედ შენი მდგომარეობა“.
P.S. ზოგიერთი
დაბალ დონის არსებები, როდესაც ერგებათ მაღალი „ადგილი“, უფლებას აძლევენ საკუთარ
თავს, შეურაცხყოფა მიაყენონ იმათ, ვისაც შეუძლია მათი ნაკუწებად დაგლეჯვა, რომ არა
მათი მდგომარეობა.
ისტორია - ილია ჭავჭავაძე
„ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.
უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი - საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.
გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий