понедельник, 12 декабря 2016 г.

ჯორჯ სოროსი

     2003 წლის ბოლოს, ვარდების (ნოემბრის) რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ჯორჯ სოროსი (მისი პირველი სახელი და გვარი – დიორდ შვარცი იყო) მსოფლიო მედიის წინაშე თამამად აცხადებდა, რომ მან წარმატებული რევოლუციური ექსპერიმენტები ჩაატარა სენეგალში, სერბეთსა და საქართველოში, რასაც ამ ქვეყნებში დიქტატორების დამხობა და დემოკრატიის დამყარება მოჰყვა. სოროსი უფრო შორსაც კი წავიდა და (მეგობრებთან ერთად) ერთი წელი საქართველოს ხელისუფლებას ხელფასსაც კი უხდიდა. სოროსი თავს პოლიტიკურ მესიას ეძახის, რომელიც მსოფლიო ხალხების გასათავისუფლებლად არის დაბადებული. მაინც ვინ არის იგი?
       80 წელს გადაცილებული უნგრელი ებრაელი სოროსის ქონება 11 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მან მთელი ქონება ბოლო 20 წელიწადში, „ცივი ომის“ დარულების შემდეგ, მსოფლიო ბირჟებზე მოწყობილი სავალუტო მაქინაციებით მოიპოვა, რასაც ბევრ (განსაკუთრებით აზიის) ქვეყანაში ეროვნული ფულის დევალვაცია და მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, რის გამოც სოროსს ბევრ სახელმწიფოში, როგორც საერთაშორისო აფერისტს ჩასვლა ეკრძალება.
     ჯორჯი ბუდაპეშტში 1930 წლის 12 აგვისტოს დაიბადა. მამამისი ტივადარ შვარცი გამოჩენილი ადვოკატი და მწერალი იყო ქალაქის ებრაულ თემში. წინსვლისთვის მან 1936 წ. უნგრული გვარი შოროში (სოროსი) მიიღო. 1944 წ. გერმანელთა მიერ ქალაქის დაკავების დროს ოჯახი სწორედ გვარის შეცვლამ გადაარჩინა დაპატიმრებას. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, რადგან ბუდაპეშტში კომუნისტების შესვლის შემდეგ ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი გახდა. ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა 3 წელში წარმატებით დაამთავრა და მუშაობა დაიწყო ჯერ გალანტერიულ ფაბრიკაში, შემდეგ კი გადაიქცა კომივოიაჟორად, თუმცა განაგრძობდა ბანკში სამსახურის ძებნას.
  სტუდენტობის პერიოდში იგი კარლ პოპერის სამეცნიერო-ფილოსოფიურ ნაშრომებს გაეცნო. ამ ნამუშევრებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა სოროსის მსოფლმხედველობაზე, აგრეთვე მის მომავალ პროფესიულ და საქველმოქმედო საქმიანობაზე.
    1953 წ. სოროსმა მიიღო ადგილი ფირმაში „სინგერი და ფრიდლანდერი“. სამსახური და ამავე დროს სტაჟირება მიმდინარეობდა საარბიტრაჟო გამყოფილებაში, რომელიც მდებარეობდა ლონდონის ბირჟის ახლოს. 
    ლონდონის ბირჟის წესების შესწავლის შემდეგ, 1956 წ. სოროსი თავისი ლონდონელი მეგობრის მამის ვინმე მაიერის მიწვევით ამერიკაში გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო მაიერის პატარა საბროკერო ფირმა – „უოლ სტრიტში“, რომელიც წლების შემდეგ უდიდეს ბირჟად იქცა მსოფლიოში. ცოტა ხანში ნიუიორკში სოროსმა დააარსა აშშ-ში ერთერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ფონდი „Quantum Group of Funds" (იგი დარეგისტრირებული იყო, როგორც ოფშერული კომპანია კარიბის ძღვის კუნძულ კიურასაოზე), რომლის წყალობით დიდი ფული დააგროვა და ოცნებების ახდენას შეუდგა. 
   „მე ძალიან მაინტერესებდა განსხვავება დახურულ და ღია საზოგადოებებს შორის, საიდანაც გავიქეცი და სადაც ვარჩიე ცხოვრება. ამ გაქცევამ საშუალება მომცა მეკეთებინა ის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხორცი შემესხა ჩემი ოცნებებისათვის სამყაროს უკეთესი მოწყობის შესახებ“ - წერდა სოროსი. ამ მიზნით 1970 წელს ქ. ნიუიორკში დააარსა ღია საზოგადოების პირველი ფონდი (Open Society Fund). 1984 წელს ბუდაპეშტში დააარსა „ღია საზოგადოებას“ აღმოსავლეთ-ევროპული საქველმოქმედო ფონდი, რომლის ფილიალებმა მალე მთელი აღმოსავლეთ ევროპა მოიცვა (სსრკ-ში 1988 წ. დააარსა ფონდი „კულტურული საზოგადოება“, რომელიც 1995 წ. გადაიქცა „ღია საზოგადოებად“. აღნოშნულმა ფონდმა საქმიანობა 2004 წ. დასაწყისში შეწყვიტა.) და თავისი წვლილი შეიტანა კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში.
     1992 წლის 16 სექტემბერს სოროსმა ფინანსური მაქინაციებით ლონდონში ფუნტ სტერლინგის კურსის ხელოვნურად დაწევა მოახერხა, რითაც 1 მილიარდი დოლარი იშოვა. ბრიტანელმა ბანკირებმა ამ დღეს „შავი ოთხშაბათი“ უწოდეს, ხოლო სოროსს – ამორალური კაპიტალისტი.
ჯორჯ სოროსი ცნობილია არა მარტო როგორც ფინანსისტი და ფილანტროპი, არამედ როგორც სოციალური მოაზროვნე, ავტორი რამოდენიმე წიგნისა, მათ შორის: „ცთომილების ეპოქა“, „ამერიკული აღმატებულების საპნის ბუშტი“,(2004), „ჯორჯ სოროსი გლობალიზაციის შესახებ", (2002), „ფინანსების ალქიმია“ (1987), „საბჭოთა სისტემის გაღება“ (1990), „სოროსი სოროსის შესახებ“ (1995), „გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი“ (1998), „ღია საზოგადოება; გლობალური კაპიტალიზმის რეფორმირება“ (2000). მისი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე შექმნილი სტატიები და ესეები რეგულარულად ქვეყნდება მსოფლიოს უმსხვილეს ჟურნალებსა და გაზეთებში.
      წლების მაძილზე ფინანსური მაქინაციების შედეგად ნაშოვნ მილიონებს სოროსი  უშურველად ხარჯავდა ამერიკის არასასურველი დიქტატორების საწინააღმდეგო კამპანიებში (1994 წელს მან თავის საქვემოქმედო ფონდების სისტემაში 300 მლნ დოლარი ჩადო, 2004 წელს ამ ციფრმა 474 მლნ დოლარს მიაღწია. სულ საქველმოქმედო მოღვაწეობის მანძილზე 5 მლდ დოლარამდე დახარჯა, რომლის 20% რუსეთზე მოდის) და ამ მხრივ დიდი გამოცდილება დააგროვა, ამიტომ სრულებით ბუნებრივი იყო, რომ ამერიკის ხელმძღვანელობამ დაბერებული შევარდნაძის შემცვლელი მთავრობის შედგენა სწორედ მას დაავალა, (სხვათა შორის სოროსი 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბუში უმცროსის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა) ჯერ კიდევ 90-იანი წლებში საქართველოში დაარსდა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ (ე.წ. სოროსის ფონდი. მისი ხელმძღვანელი ჯერ დავით დარჩიაშვილი, შემდეგ კი თინათინ ხიდაშელი. ორგანიზაციის წამყვან წევრებს წარმოადგენდნენ აგერთვე გოკა გაბაშვილი და დავით უსუფაშვილი), რომელმაც თავის მიზნად საქართველოში თავისუფალი საზოგადოების შექმნა გამოაცხადა. ამ ფონდის დახმარებით და მეთვალყურეობით საქართველოში შეიქმნა მრავალი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ახალი მთავრობისათვის საჭირო კადრებს ზრდიდნენ. ამ ორგანიზაციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „თავისუფლების ინსტიტუტი“ (დაარსდა 1996 წელს და მისი წევრები იყვნენ: დავით ზურაბიშვილი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, სოზარ სუბარი, გივი თარგამაძე, თამარ ყინწურაშვილი, აკაკი მინაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი და სხვა ნაცები და რესპები) და სტუდენტური ორგანიზაცია „კმარა“ (იგი სერბული „ოტპორის" და უკრაინული „პორას“ ანალოგია და არსებობდა 2001-2005 წლებში მისი წევრები იყვნენ გიგი უგულავა, თეა თუთბერიძე, გიორგი ონიანი, გიორგი კანდელაკი და სხვა შემდგომში თანამდებობის პირნი.).
  სოროსის ფონდის პოლიტიკურ დასაყდენს საქართველოში მოქალაქეთა კავშირის „სააკაშვილის ფრთა“ და „რესპუბლიკური პარტია“ წარმოადგენდნენ. ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ 2001 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამ ორმა სუბიექტმა შექმნა ზვიად ძიძიგურთან ერთად. ნაციონალურ მოძრაობას კი ისევე როგორც მის მოკავშირე „თავისუფლების ინსტიტუტსა“ და „კმარას“ 2005 წლამდე სწორედ სოროსის ფონდი აფინანსებდა და ამას არცერთი მხარე არ მალავდა.
     2004 წლიდან სოროსი ბუშის ოპოზიციაში გადავიდა და ათეულობით მილიონი დახარჯა რესპუბლიკური პარტიის 2008 წლის არჩევნებში დამარცხებაში და ობამას გაპრეზიდენტებაში. ბუში უმცროსის გამარჯვებამ და მსოფლიო კრიზისმა სერიოზულად შეარყია მის ბიზნესსაქმიანობა. შედეგად 2011 წლის 26 ივლისს სოროსმა საქველმოქმედო ფონდ „ღია საზოგადოების“ დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა და დაამატა, რომ ამიერიდან ფულს მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის დააგროვებს. როგორც აღმოჩნდა ეს მისი კიდევ ერთი აფიორა იყო. ცოტა ხანში მან ბიზნეს და სამოქალაქო საქმიანობა დიდი აქტიურობით განაახლა. შედეგად მისმა ქონებამ 2013 წლსთვის უკვე 20-22 მილიარდს მიაღწია.
    არანაკლებ აქტიურია სოროსი პირადი ურთიერთობების ფრონტზეც: 2013 წელს ჯორჯი მესამედ დაქორწინდა 41 წლით უმცროს იაპონური წარმოშობის ამერიკელ ტამიკო ბოლტონზე. ქორწილი 3 დღე-ღამე გრძელდებოდა და 500 სტუმარი ესწრებოდა. წყვილი 5 წელი ხვდებოდა. 4 წლის თავზე ნიშნობა გამოაცხადეს, ხოლო როცა ტამიკო ფეხმძიმედ დარჩა წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა.
  ჯორჯი ბოლოს მსახიობ ადრიანა ფერერს ხვდებოდა, რომელსაც 2011 წელს სკანდალურად დაშორდა, რადგან უკანასკნელი მას 50 მილიონიან ბინას თხოვდა მანჰეტენზე. თანაც ჯორჯი უკვე ხვდებობა მომავალ მეუღლეს.
      სოროსი პირველ ცოლს ანალიზა უიტჩაკს 23 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 1983 წელს გაშორდა. წყვილს სამი ვაჟი რობერტი, ანდრეა და ჯონათანი შეეძინათ. მეორე ცოლ სუსან ვებერთან სოროსი 22 წელი ცხოვრობდა (1983–2005) და მასთან განქორწინება ჯორჯს 450 მლნ. დოლარი დაუჯდა. წყვილს 2 ვაჟი დარჩათ ალექსანდრე და გრიგორი.
   ანალიზასთან განქორწინების შემდეგ სოროსი ხელოვნებათმცოდნე სიუზან უებერზე დაქორწინდა. სიუზანი ქმარზე 25 წლით იყო უმცროსი. მან ორი ვაჟი გააჩინა ალექსანდრე და გრიგორი. მათ ერთად 22 წელი იცხოვრეს და 2005 წელს გაიყარნენ.
       სოროსი დღეს ზოგისთვის ქველმოქმედია, ზოგისთვის კი საერთაშორისო აფერისტი. ნებისმიერ შემთხვევაში იგი ერთერთი გამოხატულებაა იმ თეორიისა, რომლის მიხედვით დღეს მსოფლიოს არა პოლიტიკოსები არამედ მილიარდელები მართავენ, რადგან ომებით ძალაუფლების მოპოვების დრო  დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა და ახლა სამყაროს დიდი ფული განაგებს. 
     „ყველა ჩვენგანს სურს დატოვოს კვალი ამ ქვეყანაზე. გარკვეული დროის შემდეგ სიმდიდრისკენ ლტოლვას აზრი ეკარგება, თუ კი არ იცი, რისთვის უნდა გამოიყენო იგი“. – ჯორჯ სოროსი.



Комментариев нет:

Отправить комментарий