კარლ მარქსი (1818–1883) გარეგნულად მუქი კანითა და გრძელი წვერით გამოირჩეოდა. კანის გამო „მავრი“ (ანუ არაბი) შეარქვეს, ხოლო წვერი იმისთვის მოიზარდა, რომ ზევსს დამსგავსებოდა. მთელი ცხოვრება ფურუნკულოზი (კანის დაავადება) სტანჯავდა, რის გამოც დაბანას ვერ იტანდა. კარლი აღფრთოვანებული იყო XVI საუკუნის ფრანგული ეროტიკული პოეზიით, უყვარდა პიკანტური ანეგდოტები, თუმცა ქალების საზოგადოებაში ყოველთვის თავშეკავებული და თავაზიანი იყო. სძულდა რუსები და არც თანამემემულე ებრაელებისადმი იყო დიდი სიმპათიით განწყობილი, თუმცა სწორედ რუსმა ებრაელებმა აიტაცეს მისი იდეები და განახორციელეს პირველი სოციალისტური რევოლუცია.
სტუდენტობისას ხშირად სვამდა (ილეშებოდა), ერთობოდა, რეგულარულად მონაწილეობდა ჩხუბებში და დებოშებში, ატარებდა პისტოლეტს. მამა ბევრს ცდილობდა შვილის გამოსწორებას, მუდმივად სწერდა ტკივილით აღსავსე წერილებს და თხოვდა ოჯახის ღირსება დაეცვა, თუმცა კარლა ყურადღებას არ აქცევდა და თითქმის არასდროს პასუხობდა. ბოლოს იქამდე მივიდა რომ ოჯახზე უარი თქვა და მამის დაკრძალვასაც (1838 წ.) კი არ დასწრებია: „ბერლინიდან ტრირამდე დიდი და მომქანცველი გზა იყოო“.მიუხედავად ყველაფრისა, დიდი ნიჭის წყალობით მარქსი ფილოსოფიის დოქტორი, გამოჩენილი ეკონომისტი („კაპიტალის“ ავტორი), ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და სოციოლოგი გახდა. მთელი ცხოვრება კომუნიზმს ქადაგებდა, ფულს იგნორირებას უკეთებდა და სიცოცხლის ბოლომდე კაპიტალისტი მეგობარი (ენგელსი) და ნათესავები არჩენდნენ.
მისი იდეების მოწინააღმდეგენი მარქსს სატანასა და ურჩხულს ეძახიან, რადგან მის იდეას თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ უამრავი ადამიანი შეეწირა. მარქსის დამცველები ერთხმად აცხადებენ, რომ, მართალია, მისმა მიმდევრებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მაგრამ თვითონ ჭიანჭველასთვისაც კი არ დაუდგამს ფეხიო. ეს მართალია. იგი თვითონაც შეძრწუნდებოდა, რომ გაეგო, მისი იდეის სახელით რა უბედურებები დატრიალდა მსოფლიოში.
კარლის მამა ჰაინრიხი (1777-1838) გერმანელი ებრაელი იყო რაბინების ოჯახიდან. მან კარიერის გამო 1817 წ. უარი თქვა იუდაიზმზე და ლუთერანად მოინათლა (თორემ დაკარგავდა მოსამართლის მრჩევლის წოდებას. მანამდე მას ჰერშელ ლევი მორდეხაი ერქვა), რის შემდეგაც ქ. ტრირის გამორჩეული ადვოკატი გახდა. კარლის დედა ჰენრიეტა ნიდერლანდის ქალაქ ნეიმეგენის რაბინების შთამომავალი იყო. წყვილს შვილი შეეძინათ, რომელთაგან ოთხმა ვერ მიაღწია სრულწლოვანებას.
1824 წელს მამამ 6 კარლი და-ძმებთან ერთად ლუთერანად მონათლა და სურდა მასავით ადვოკატი გამხდარიყო. 1830-1835 წლებში კარლი დადიოდა ტრირის „ფრიდრიხ-ვილჰელმის გიმნაზიაში“, რომელიც 17 წლის ასაკში დაასრულა ენებსა (გერმანული, ლათინური, ფრანგული, ბერძნული) მათემატიკაში კარგი შეფასებით.
მამის დაჯინებული თხოვნით მარქსი 1835 წ. ბონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყო. კარლს არ ხიბლავდა იურისპრუდენცია, რის გამოც უნივერსიტეტებსა და ფაკულტეტებს იცვლიდა. ბონში ორი სემესტრის სწავლის შემდეგ გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც იურისპრუდენციასთან ერთად სწავლობდა ისტორიას, ხელოვნების ისტორიასა და ფილოსოფიას.
1841 წ. მან დასრულა ექსტერნით ბერლინის უნივერსიტეტი და იენის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა.
სტუდენტობის დროს კარლი გაიტაცა ჰეგელის ფლოსოფიამ, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის იდეებზე. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ სამეცნერო-პედაგოგური საქმიანობა სურდა, მაგრამ იდეების გამო უარი უთხრეს. მაშინ 1842 წელს კიოლნის ცნობილ გაზეთ „Rheinische Zeitung“-ში ჟურნალისტად და რედაქტორად მუშაობდა და ხელფასი 500 ტალერი ჰქონდა. მისი სტატიები კრიტიკიდან რევოლუციისა და პრუსიის მონარქიის დამხობის მოწოდებაში გადაიზარდა, რის გამოც ჯერ კარლს აიძულეს გაზეთის მიტოვება, შემდეგ კი გაზეთი დახურეს.

1843 წლის ზაფხულში ხელისუფლებამ სცადა მარქსის მოსყიდვით გადაბირება, თუმცა უარი მიღო, რის შემდეგაც მისი დაპატმრება გადაწყვიტა. მაშინ კარლი მეუღლესთან ერთად 1843 წლის ოქტომბერში პარიზში გადასახლდა, სადაც დაუმეგობრდა ჰაინრიხ ჰაინეს, ფრიდრიხ ენგელსს (ტექსტილის ბიზნესში ჩართული ბრიტანელი ებრაელი; 1820–1895) და სხვა გერმანელ და ფრანგ რადიკალ მემარცხენეებს, რომელთანაც ერთად ავრცელებდა რევოლუციურ იდეებს.
1845 წლის თებერვალში მარქსი საფრანგეთიდან გაასახლეს, რის შემდეგაც, ენგელსთან ერთად საცხოვრებლად ბრიუსელში გადავიდა. 1847 წელს აქ ისინი შეუერთდნენ გერმანელი ემგრანტების შექმნილ რადიკალურ ორგანიზაცია „სამართლიანთა კავშირს“, რომელიც ცოტა ხანში უკვე ლონდონში „კომუნისტების კავშირად“ გარდაქმნეს. ლონდონშივე მარქსმა და ენგელსმა ორგანიზაცს დავალებით კომუნისტური ორგანიზაციის პროგრამა – „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, რომელიც 1848 წლის 21 თებერვალს გამოაქვეყნეს.
საფრანგეთის „1848 წლის თებერვლის რევოლუციის“ დაწყებისას მარქსი გაასახლეს ბელგიიდან და დაბრუნდა პარიზში, ხოლო „მარტის რევოლუციის“ შემდეგ გადავიკა კიოლნში, სადაც ენგელსთან ერთად დააარსა ახალი რევოლუციური გაზეთი «Neue Rheinische Zeitung», რომელც 1848 წლის 1 ივნისიდან 1849 წლის 19 მაისამდე გამოდიოდა. 16 მაისს მარქს გადასხლების ბრძანება გადასცეს, რის შემდეგაც ოჯახით გაბრუნდა პარიზში, საიდანაც 13 ივნისს ასევე გაასახლეს და ამიერიდან სიცოცხლის ბოლომდე ინგლისში ცხოვრობდა (თუმცა ბრიტანეთის მოქალაქეობას ვერ ეღირსა), სადაც დაწერა კიდეც თავისი მთავარი ეკონომოკური ნაშრომი – „კაპიტალი“, რომელიც 1867 წელს გამოიცა.

1848–1852 წლებში მარქსი პირველი კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარე იყო, 1864 წ. კი მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა „პირველი ინტერნაციონალი“ (პროლეტარიატის ანუ მუშათა კლასის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია).
კარლს 17 წლის ასაკში მეზობელი მდიდარი არისტოკრატი, ლუდვიგ ფონ ვესტფალენის ქალიშვილი წითელთმიანი ჯენი შეუყვარდა, რომელიც მასზე 5 წლით უფროსი იყო. ჟენი ტრირის ულამაზესი გოგონა იყო. ერთ წვეულებაზე მეჯლისის დედოფლადაც კი აღიარეს. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა მისი მოხიბლვა მხოლოდ კარლმა მოახერხა. ჟენის მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ისინი სტუდენტური არდადეგების დროს ჩუმად დაინიშნენ (1837 წ.). ამის მიუხედავად, ისინი მხოლოდ 7 წლის შემდეგ 1843 წელს დაქორწინდნენ, რადგან კარლი მუდმივად მოგზაურობდა. თაფლობისთვე შვეიცარიაში გაატარეს. არაფრის ეშინოდათ, რადგან კარლი გაზეთის რედაქტორი იყო და კარგი ხელფასი ჰქონდა. მცირე ხნის შემდეგ გაზეთი პოლიტიკური მოსაზრებით დახურეს და მარქსების ოჯახს უმძიმესი პერიოდი დაუდგა.
ბრიტანეთში გადასახლებული მარქსები, მთელი დარჩენილი ცხოვრება სიღატაკეში ცხოვრობდნენ. აქ კარლმა ორჯერ სცადა მუშაობის დაწყება, თუმცა უშედეგოდ. მაშინ მთელს იმედებს ნაშრომებზე ამყარებდა, თუმცა არცერთ სერიოზული შემოსავალი არ მოუტანია. ფუფუნებაში აღზრდილი ჟენი ქმრის სიყვარულის გამო ცხოვრების ახალ წესს თანდათან შეეგუა. იგი იყო მარქსის მდივანიც და თანაშემწეც, აგროვებდა მეუღლის ჩანაწერთა არქივს, არც მისი სტატიების გადაწერა ეზარებოდა და არც მის თანამოაზრეებთან შეხვედრა. კარლის მეგობრების განცხადებით ჟენის გარეშე მარქსი ასეთი სახელგანთქმული ვერ გახდებოდა.
მუდმივი ვალების გამო მარქსების ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ქალაქს მევალეებისგან თავის დასაღწევად. მათ 7 შვილი შეეძინათ, რომელთაგან სრულწლოვანებას მხოლოდ 3-მა მიაღწია. შემდეგში ქალიშვილმა თავი მოიკლა. ისინი ისეთი ღარიბები იყვნენ, როდესაც ერთი ქალიშვილი მოუკვდათ, მისი დასაკრძალი ფული არ ჰქონდათ. ჟენიმ თავისი საოჯახო ვერცხლის ჭურჭლის გაყიდვა გადაწყვიტა, რათა ძველი (ბარონესას) ჩვევიდან გამომდინარე პრესტიჟულ კურორტზე დაესვენა. ჭურჭელი კარლმა წაიღო, თუმცა დააპატიმრეს, რადგან არისტოკრატს არ ჰგავდა და ნივთები მოპარული ეგონათ. ოჯახი ფულს მუდმივად სესხულობდა, თუმცა გასასტუმრებელ ფულს ხან ენგელსი, ხანაც მარქსის ბიძა ფილიპ მარქსი (მან წარმატებული ბიზნესი ააწყო და საფუძველი ჩაუყარა ნიდერლანდურ კომპანია „ფილიპსს“) ჩუქნიდა.
მარქს მთელს დღეებს მუზეუმში ატარებდა. ნაშრომებს იქ წერდა. ფიზიკურად სუსტი იყო, ღვიძლი აწუხებდა და მხედველობის პრობლემებიც ჰქონდა. ასაკთან ერთად მძიმე ცხოვრებამ მას დაღი დაატყო და თანდათან ძალიან ნერვიული გახდა. იგი ხშირად ჩხუბობდა და მრისხანების შეკავებას არასდროს ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კარლს თავისი ცოლი მთელი ცხოვრება უყვარდა, პერიოდულად მას მაინც ჰყავდა საყვარლები. პირველი მასზე გაცილებით უმცროსი იტალიელი ფრაუ ტენგესთა იყო, მეორე თავისი ჰოლანდიელი ნათესავი, მესამე კი 20 წლით უმცროსი ანტუანეტა ფილა, რომელიც კარლს ჩირქიან იარებს უმუშავებდა და უვლიდა. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა მეუღლის მსახურთან ჰელენ დემუტ-ლენხენთან ჰქონდა, რომლისგანაც კარლს შვილი (ფრედერიკ დემუტი) შეეძინა. კარლმა იგი არ აღიარა და მხოლოდ 30 წელს მიღწეული ინახულა. ეს ქალი მთელი ცხოვრება უანგაროდ ემსახურებოდა მარქსების ოჯახს. კარლს ჭადრაკს ეთამაშებოდა და ჟენის ყველაფერში ეხმარებოდა. მისი ბავშვი დაბადებიდანვე გააშვილეს და მას მთელი ცხოვრება კარლის მეგობარი ფრდირიხ ენგელსი არჩენდა.
ფრიდრიხ ენგელსს, მდიდარი ბრიტანელი ფაბრიკანტის ვაჟს, რბილი და ნაზი ბუნება ჰქონდა. ქერათმიანი, ლამაზი მამაკაცი იყო. იგი გაცნობისთანავე გახდა კარლის თანამოაზრე და მთელი ცხოვრება მის ოჯახს არჩენდა. მარქსი მეუღლის დაკრძალვას არ დასწრებია, რადგან მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა და ექიმმა აუკრძალა. ჟენი ენგელსმა დამარხა და უკანასკნელი სიტყვაც მან წარმოთქვა. ცოტა ხანში უფროსი ქალიშვილიც გარდაიცვალა. სრულიად განადგურებული და ღვიძლის კიბოთი დასნეულებული „კომუნიზმის მამა“ 1883 წელს 65 წლის ასაკში აღესრულა. მის დაკრძალვას მხოლოდ 11 ადამიანი დაესწრო, ხოლო ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანმა და ყოველდღიურმა გაზეთმა „თაიმსმა“ ამ მოვლენას მხოლოდ ერთი აბზაცი მიუძღვნა.
მარქსი მოკვდა, თუმცა დატოვა კომუნიზმის აჩრდილი, რომელსაც მთელი ისტორიის მსვლელობა უნდა შეეცვალა.
მარქსი მოკვდა, თუმცა დატოვა კომუნიზმის აჩრდილი, რომელსაც მთელი ისტორიის მსვლელობა უნდა შეეცვალა.
მარქსის საყვარელი ციტატები
რელიგია ხალხისთვის ოპიუმია.
მიზანი, რომლისთვისაც უმართებულო საშუალებებია საჭირო, არ არის მართებული მიზანი.
ისტორია ყოველთვის ორჯერ იმეორებს საკუთარ თავს: პირველად, როგორც ტრაგედია, ხოლო მეორედ - როგორც ფარსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий