воскресенье, 18 августа 2019 г.

ჯვაროსნული ლაშქრობის თეორიული პროექტები და საქართველო XIV ს-ის I ნახ-ში (მ. პაპაშვილი)

წინამდებარე ნაშრომში ჩვენი მიზანია ორი საკითხის გამოკვლევა: პირველი, რა როლი უნდა შეესრულებინა ქართულ-რომაული ეკლესიების უნიას ავინიონელი პაპის იოანე XXII-ის (1316-1334) აღმოსავლურ რელიგიურ პოლიტიკაში და, მეორე, რა ადგილი ეკავა საქართველოს ამავე პაპის მიერ წმინდა მიწების დასახსნელად დაგეგმილ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. საკითხის ასე დასმა უშუალოდ გამომდინარეობს ხსენებული პაპის აღმოსავლეთთან ურთიერთობაში დასახული ორი მიზნიდან: პირველი, აღმოსავლეთის მისიების ორგანიზაცია; მეორე, წმინდა მიწების დასაბრუნებლად ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა. ეს პრობლემა ისტორიოგრაფიაში ჯეროვნად შეუსწავლელ თემათა რიცხვს მიეკუთვნება და ამიტომ გახდა იგი ჩვენი ინტერესის საგანი. საკითხი შესწავლილია ძირითადად უცხოური ლიტერატურის საფუძველზე, რომელთა ძირითადი ნაწილი ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ თემის გარშემო პირველად შემოდის მეცნიერულ მიმოქცევაში.
ისტორიოგრაფიაში კარგად არის ცნობილი ავინიონელი პაპების როლი აღმოსავლეთის მისიების ჩამოყალიბების საქმეში1. მართალია, პირველი აღმოსავლური მისიები ავინიონში პაპობის დაბინავებამდე დაარსდა და მას თანმიმდევრული ორგანიზაციის სახე ჰქონდა2, მაგრამ 72 წლის ავინიონელი პაპი იოანე XXII, წინამორბედი პონტიფექსებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგა აღმოსავლეთში სამისიონერო პოლიტიკის გატარებასა3 და აქ მისიების ორგანიზაციას4. ეს საკითხი სპეციალურ ლიტერატურაში კარგადაა გარკვეული და ამიტომ ჩვენ მასზე იმდენად შევჩერდებით, რამდენადაც კვლევის მიზნისთვის დაგვჭი-რდება. აღნიშნულის საილუსტრაციოდ მოვიხმობთ შემდეგ კონკრეტულ ფაქტებს: 1318 წელს კაფაში5, გენუელთა სავაჭრო ფაქტორიაში, წმ. აგნესას ეკლესია, რომელიც 1308 წელს დაინგრა თოხთა ყაენის შემოსევისას,6 აღდგენილი იქნა და პაპ იოანე XXII-ის 1318 წლის 26 თებერვლის ბულით7 კათედრალური ეკლესიის სტატუსი მიიღო8. მის პირველ ეპისკოპოსად დადგინდა ფრანცისკანელი იერონიმე კატალონიელი9, რომელმაც დიდი ენერგია შეალია კაფას ეკლესიის აღდგენას10. 1320 წლისათვის უკვე კაფაში მრავალ ლათინ მისიონერთან ერთად ფრანცისკანელთა ორი მონასტერი არსებობდა. კაფას11 გარდა ფრანცისკელები მოღვაწეობდნენ სოლდაიეში, ციმბალოსა (ბალაკლავა) და ყარასუში12. კაფას ეპარქია მოიცავდა ვრცელ ტერიტორიებს „ბულგარეთის ქალაქ ვარნადან სარაიმდე და შავი ზღვიდან რუთენების (რუსეთის – მ.პ.) ვრცელ მიწამდე (სამთავროებამდე - მ.პ)“13. 1333 წელს ყირიმში კიდევ დაარსდა ორი კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა-ხერსონესისა და ბოსფორის14. კათოლიკე მისიონერებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს უპირატესად მართლმადიდებელ ალანებს, ადიღეელებს, ჩერქეზებსა და ჯიქებს (ზიხებს) შორის15.

1. Richard J., La Papauté et les missions d’Orient au Moen-Age (XIIIe-XVe siècles), (2e edition) Rome: Ecole Française de Rome, 1998.
2. Ibid, pp.148-152.
3. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica della Terra Santa e dell’Oriente francescano, Quaracchi, Firenze, Vol. II, 1913, p. 238-273.
4. Richard J., Op. cit., 175-179.
5. Tanamedrove feodosia-ukraina.
6. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica della Terra Santa e dell’Oriente francescano, Quaracchi, Firenze, Vol. III, 1919, p. 40.
7. luka vadingos mixedviT, 1320 wlis 4 martis buliT (Annales Minorum…Auctore A.R.P. Luca waddingo Hiberno… Tomus sextus, Romae,1738, p.549), rac, albaT, beWdvis an xelnaweri dednis mcdari wakiTxviTaa gamowveuli.
8. Richard J., Op. cit., pp.157-158; Ryan J.D., Christian Wives of Mongol Khans: Tatar Queens and Missionary Expectations in Asia// The Spiritual Expansion of Medieval Latin Christendom: The Asia Missions/Ryan J.D. (ed.).Farnham: Ashgate Publishing, 2013, p. 292.
9. Richard J. La Papauté et les missions…, p.149.
10. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica…Vol.III, p.40, 42, 44.
11. მის შექმნას ცენტრალურ აზიაში ბევრი დროებითი ეპარქიის დაფუძნება მოჰყვა, რათა კაფასა და ჩინეთის საეპისკოპოსოებს შორის ლათინური რელიგიური სტრუქტურის სიცარიელე შეევსოთ (Richard J. Op. cit., pp.156-166). კაფას საეპისკოპოსომ იარსება 1475 წლამდე, ვიდრე ქალაქი არ დაიპყრეს ოსმალებმა.
12. Ibid.
13. Annales Minorum… Auctore A.R.P. Luca waddingo Hiberno… Tomus sextus, Romae,1738, p.549.
14. თანამედროვე ქერჩი-უკრაინა.
15. http://www.pravenc.ru/text/469712.html

კაფაში დაფუძნებულ მისიონერთა მონასტერში ბერები სწავლობდნენ აღმოსავლურ ენებს1 და 1330 წლისათვის მათ უკვე შედგენილი ჰქონდათ ლათინურ-სპარსულ-თურქული სიტყვარი, რომელიც 110 გვერდისაგან შედგებოდა2, ხოლო მისი მეორე ნაწილი - „Codex Cumanicus“ 161 გვერდის მოცულობით შეიცავდა ანდაზებს, თქმულებებს, მოთხრობებს იესო ქრისტესა და ღმრთისმშობელზე3. ევროპისათვის აღმოსავლეთის ქვეყნებზე ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენდა 1330-1340 წლებში შედგენილი წიგნი - „Livre de l’Estat du Grant Caan“ („დიდი ხანის სახელმწიფოს წიგნი“), რომლის შექმნა მიეწერება თავრიზის ლათინ ეპისკოპოსს იოანე დე კორის4. ჩვენი აზრით, ეს ღონისძიებები უმთავრესად მიმართული იყო იქითკენ, რომ მონღოლთა შორის ქადაგების ლინგვისტური პრობლემები დაძლეულიყო და ამასთანავე ცხოვრებაში განეხორციელებინათ ვენის კრების (1311-1312) გადაწყვეტილება, რომ მისიონერებს შეესწავლათ ადგილობრივი ენები5. ამავე კრების მე-11 კანონი ბოლონიის, პარიზის, ოქსფორდისა და სალამანკის უნივერსიტეტებს ავალდებულებდა აღმოსავლური ენების ინტენსიურ სწავლებას6. ამით პირველი ბიძგი ეძლეოდა ევროპაში აღმოსავლეთმცოდნეობას7, მაგრამ მისიიონერთა ლინგვისტური არაკომპეტენტურობა XIV საუკუნის პირველ ნახევრამდე აქტუალურ პრობლემად დარჩა8.

1. პაპაშვილი მ., საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს. თბ., 1995, გვ. 91.
2. История Казахстана. Алматы, 1997,Т. 2, gv. 568.
3. იქვე, გვ.. 234-235.
4. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica…Vol.II, p.107.
5. Muldoon James. Missionaires and the Marriages of Infidels: The Case of the Mongol Mission//The Jurist, 1975, #2-3, p.125-141.
6. Хаутала Р., Коммуникативные аспекты дипломатических связей между государствами Западной Европы и Империи Монголов в XIII веке. Сходознавство. №57-58. Киiв. Iнститут сходознавства iм. А.Ю. Кримьского Нацiональноi академii наук Украiни, 2012. С.163.
7. Dr.Hayat Nasser Al-Hajji. The Crusading Deals During the Fourteenth and Fifteent Century, p.35.
8. Хаутала Р., Коммуникативные аспекты…, c.163.

ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ფრანგი და იტალიელი მისიონერებისაგან განსხვავებით, ინგლისელი, გერმანელი და უნგრელი მისიონერები შედარებით ადვილად სწავლობდნენ აღმოსავლურ ენებს1.
კათოლიკე მისიონერთა გულმოდგინე შრომისა და ილხანთა სამფლობელოში არსებული ფრანცისკელთა ვიკარიატის საფუძველზე 1318 წლის 1 აპრილს პაპმა იოანე XXII-მ ბულით -„Redemptor noster“ - ჰულაგუიანთა სახელმწიფოს დედაქალაქ სულთანიეში2 კათოლიკეთა ეპარქია დაარსა. მის პირველ არქიეპისკოპოსად დაინიშნა დომინიკელი ფრანკო პერუჯელი (Franco da Perugia), რომელიც 1298 წლიდან ეწეოდა მისიონერობას აღმოსავლეთში, კერძოდ, კაფასა და ყივჩაყელ თათრებში მათ ენაზე ქადაგებდა სახარებას3. ერთი თვის შემდეგ მას დაექვემდებარა მცირე აზიაში, სომხეთსა და დასავლეთ საქართველოში (სოხუმში) არსებული საეპისკოპოსოები4. 1328-1329 წლებში იგი გარდაიქმნა და თბილისის, სამარყანდისა და კოლამის5 საეპისკოპოსოების დაქვემდებარებით უფრო გაფართოვდა6. ერთი სიტყვით, ავინიონის კურიას მონღოლთა გაქრისტიანების დიდი იმედები ჰქონდა. უფრო მეტიც; „...პაპები ოცნებობდნენ ეხილათ გარდაქმნილი მონღოლი მთავრები, რომლებიც უნიფიცირებულნი და დამორჩილებულნი იქნებოდნენ”7. ამის შთაბეჭდილებას ილხანები, როგორც ჩანს, წინასწარი განზრახვით ქმნიდნენ „... პაპობის მეთაურობით დასავლელი სუვერენებისაგან... დახმარების მიღების იმედით... და თამაშობდნენ დასავლეთის ოპტიმისტური პასუხების...“8 შესაბამისად. ყოველივე აქედან გამომდინარე, შემთხვევით როდი არჩევდნენ უცხოელებთან ურთიერთობაში გამოცდილ, აღმოსავლური ენების მცოდნე, ინტელექტუალურად მომზადებულ მენდიკანტ ძმებს, რომელთაც მატერიალურად და ფინანსურად უზრუნველყოფდნენ. ეს საბაზისო პრინციპები, კურიის შეხედულებით, უზრუნველყოფდა იმას, რომ „...მათ (მენდიკანტ ძმებს - მ.პ.) მონღოლთა კარზე სტრატეგიული პოზიციები დაეკავებინათ”9.

1. Tanase Th., Le Royaume de Hongrie et les missions franciscaines dans les régions sous domination mongole du XIIIe siècle au XVe siècle: un exemple de géopolitique religieuse. Annuario. Istituto Romeno di cultura e ricerca umanistica, №5, 2003, p.124.
2. სოლთანიე, სულთანიე - პატარა ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ზენჯანის პროვინციაში, თეირანიდან - 235 კილომეტრზე. ქალაქი დააარსა ჰულაგუიანთა მეოთხე ილხანმა არღუნმა (1284-1291). მისი მშენებლობა 1313 წელს დაასრულა ილხანმა მუჰამედ ხუდაბანდე ოლჯეითუმ (1304-1317).
3. http://www.trecani.it/enciclopedia/franco-daperugia_(Dizionario-Biografico)/
4. Richard J., Op. cit. p.97, 127.
5. კოლამი ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, კერალის შტატში.
6. Cristine Gadrat-Ouerfelli. Avignon, porte pour l’Orient. Première moitié du XIVe siècle. Villes méditerranéennes au Moyen Age. Rpesses Universitaires de Provence, 2014, p.298.
7. Tanase Th., Op. cit., p.115.
8. Leopold A., How to Recover the Holy Land. The Crusade Proposals of the Late Thirteenth and Early Fourteenth Centuries. Burlington.Vermont:Ashgate, 2000, p.117.
9. Tanase Th., Op. cit., p.115.

მკვლევარი რ. ხაუტალა მართებულად შენიშნავს, რომ მონღოლთა იმპერიაში სამისიონერო საქმიანობის განვითარებისათვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში მისიონერთა ცენტრების ორგანიზებას. „თბილისში დომინიკელთა კონვენტის შექმნა მიღებულია დავუკავშიროთ პაპ გრიგორი IX-ის 1240 წლის 13 იანვრის გაუდეამუს იგიტურ-ს, რომელიც გაეგზავნა მეფე რუსუდანს, როგორც პასუხი მოწოდებაზე, მონღოლების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების შესახებ“1. პაპი გრიგორი IX შეუძლებლად მიიჩნევდა ჯვაროსნების გამოგზავნას კავკასიაში საქართველომდე განსაკუ-თრებული სიშორისა და ერთდროულად ესპანეთის მავრებთან ბრძოლის გამო; მაგრამ რუსუდან მეფეს ამშვიდებდა რვა დომინიკელის გამოგზავნით, რომელთაც ადგილობრივ ქრისტიანებსა და ამიერკავკასიის მუსლიმებს შორის უნდა დაეწყოთ სახარების ქადაგება2. რ. ხაუტალა ასევე სწორად მიიჩნევს, რომ „თბილისის კონვენტის დომინიკელები ასევე ოსტატდებოდნენ ქართული და სომხური ენების შესწავლაში. მაგრამ გაგვაჩნია საკმაოდ დამაჯერებელი მოწმობა, რომ დიმინიკელები სწავლობდნენ სპარსულ ენას“3. პაპ ინოკენტი IV-ის 1254 წლის 25 თებერვლის ბულა - „Cum dilectos filios“ - ადასტურებს, რომ ქართველ პრელატებს მონღოლთა შორის მისიონერული საქმიანობის გაშლის რეკომენდაცია ეძლეოდათ4. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კათოლიკობამ გზა კარგად გაიკვლია. იმ დროს, როცა ჰულაგუიანთა ისლამიზაციის საფრთხე (XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან) რეალური გახდა5, პაპის კურიამ დაუყოვნებლივ დაიწყო აპოსტოლატის გაძლიერება6, რადგან მას უწევდა შეჯიბრება მსოფლიო რელიგიებთან. კერძოდ, ისლამთან და რუსულ მართლმადიდებლობასთან. მონღოლთა რელიგიური ინდიფერენტიზმის პირობებში7, XIII საუკუნის II ნახევრიდან რუსეთის სასულიერო პირთა მისიონერობამ იმ შედეგს მიაღწია, რომ XIV საუკუნის I ნახევარში ოქროს ურდოს ეთნო-პოლიტიკურ სისტემაში სტაბილურად ფუნქციონირებდა მართლმადიდებელი საეკლესიო ორგანიზაცია8. ასეთ ვითარებაში მონღოლთა იმპერიაში საკუთარი საეკლესიო ორგანიზაციის განმტკიცების მიზნით პაპობის აღმოსავლურ რელიგიურ პოლიტიკაში საქართველოს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამგვარი ურთიერთკავშირით დასრულდა XIII საუკუნე საქართველო-წმინდა ტახტის ურთიერთობაში.

1. Хаутала Р., Коммуникативные аспекты…, с.170.
2. Richard J., Op. cit., p.55, 78.
3. Хаутала Р., Коммуникативные аспекты.., с.170-171.
4. იქვე, გვ. 171..
5. 1295 წელს ყაზან ყაენის (1295-1304) მიერ მუსლიმობის მიღებით დასრულდა მონღოლთა ტრადიციული შემწყნარებლური რელიგიური პოლიტიკა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მონღოლთა დიდი ტრანსფორმაცია დაიწყო. ამას მოჰყვა ყაზანის ბრძანება თავრიზში ყველა ეკლესიის განადგურების შესახებ. თუმცა მამლუქების წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთთან ალიანსის პოლიტიკას მიმართავდა. უფრო მეტიც, ის „1302 წლის 12 აპრილს რომის პაპს ბონიფაციუს VIII-ს, ინგლისის მეფე ედუარდ I-ს და ჰაიმე II არაგონელს წერდა, რომ ისლამზე უარს იტყოდა და ქრისტიანად მოინათლებოდა, თუ ისინი შეუერთდებოდნენ ალიანსს ეგვიპტის მამლუქთა წინააღმდეგ“. ანალოგიურ პოლიტიკას მიმართავდა ბავშვობაში ქრისტიანად მონათლული, მოწიფულ ასაკში ბუდიზმში გადასული, ხოლო ბოლოს სუნიტურ ისლამზე მოქცეული ოლჯეითუ (Kenneth Scott Parker. The Indigenous Christians of the Arabic Middle East in an Age of Crusaders, Mongols, and Mamnluks (1244-1366). Royal Holloway College, Univertiry of London, 2012, pp.183-196).
6. Hautala R. Latin Sources on the Religious Situation in the Western Mongol Uluses in the late 13th early 14th centuries.Научныйежегодник. Золотоордынская цивилизация, 2013, №6, Казань, 2013, p. 274.
7. Малышев А. Б., Христианство в истории Золотой Орды. Автореф. дисс. канд. ист. наук. Саратов, 2000. www.disercat.com/content/khristianstvo-v-istorii-zolotoi-ordy.
8. იქვე.

XIV საუკუნის დასაწყისში (1303-1313 წწ.) საქართველოში მრავალმა ფრანცისკელმა და დომინიკელმა მისიონერმა მოიყარა თავი. მათი მთავარი ამოცანა რომის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიის შეერთების საკითხის მომზადება და გადაწყვეტა იყო1. ამ მიმართულებით თუ რას აღწევდა ორივე მხარე, ჩვენ არ ვიცით. პაპობის ტრადიციული ზრუნვა ეკლესიათა ერთიანობისათვის საქართველოში დავის საგანი არ ყოფილა და ქართველთა მხრიდან პაპობაზე შესაძლო მოკავშირის წარმოდგენას არ აფერმკრთალებდა. ალბათ, ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში კათოლიკობის მიმართ სრულიად შემწყნარებლობას იჩენდნენ და უკვე ზოგიერთი ქართველი მისიონერებთან უშუალო მუშაობაშიც ჩაება2. ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს დიმიტრი თბილისელის მოწამეობრივი სიკვდილი 1321 წლის 5 აპრილს ინდოეთს ქალაქ თჰანაში სამ ფრანცისკელ მისიონერთან ერთად3. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, როცა პაპი იოანე XXII კითხულობდა ჯორდან კატალას წერილს ფრანცისკელი მისიონერების მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ, ცრემლებს ვერ იკავებდა4. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით რით იყო განპირობებული იმ ქართველთა კონფესიური არჩევანი, რომლებმაც კათოლიკობა მიიღეს: მისიონერთა აქტიური ქადაგებით, რომელთა პროზელიტური საქმიანობა ნაკლებად გათვითცნობიერებულ ფენებში ეფექტური აღმოჩნდა? მმართველი ელიტის პოლიტიკური ინტერესებით? პირადი სიმპათიებით? სოციალური მიზეზით? კულტურული მიზეზით? ეს ფაქტორები შემდგომი კვლევის საგანი უნდა გახდეს.

1. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902, გვ. 28; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVIსს.), თბ., 1984, გვ. 93.
2. პაპაშვილი მ., საქართველო-რომის.., თბ., 1995; ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა.., (XIII-XVI სს.), გვ. 91-92.
3. Annales Minorum…AuctoreA.R.P. Luca Waddingo Hiberno… Tomus sextus, Romae,1738, p. 353; თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 28-29; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა.., (XIII-XVI სს.)...გვ. 94. დიმიტრი თბილისელის სომხური წარმომავლობა ამ შემთხვევაში მხედველობაში არაა მისაღები.
4. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica…, Vol. II, 1913, p. 81.

XIV საუკუნის პირველ ნახევარში საქართველომ გიორგი V ბრწყინვალეს (1318-1346) წყალობით განვლილი დიდება დაიბრუნა. პოლიტიკურად გამაგრებისა და განმტკიცების შედეგად საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოღონიერდა. ეს ძალზე დაეტყო თბილისს. ქრისტიანულ სამყაროში აღორძინებულმა საქართველომ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, რაც საქართველოში მოღვაწე მისიონერებს საქმიანობაში ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა. ეს ფაქტი რომის ავინიონელ პაპს იოანე XXII-ს კათოლიკე მისიონერთა ერთმა ნაწილმა მოახსენა. ჩანს, გიორგი V-ის თუ სურვილს არა, რომისადმი მის კეთილგანწყობას ეყრდნობოდნენ, ალბათ, მისიონერები, როცა პაპს ეკლესიათა გაერთიანების შესაძლებლობაზე მოახსენებდნენ. ასეთი ცნობით კმაყოფილმა პაპმა საქართველოში მისიონერთა ახალი ჯგუფი გამოგზავნა და მათ ვრცელი ეპისტოლე (1322 15 ოქტომბრით დათარიღებული) გამოატანა მეფე გიორგი ბრწყინვალესთან. პაპი ქართველთა „უბრწყინვალეს მეფეს“ წერდა: „ჩვენ ვითხოვთ და ვლოცულობთ უფალი ქრისტესათვის, რათა თქვენ დაუყოვნებლივ დაუბრუნდეთ ერთიან წმინდა რომის ეკლესიას და ნაკლებად მნიშვნელოვნად არ ჩაითვალოს ის, რასაც ჩვენ ამ დღეებში უფლის შეგონებით და ჩვენი მორჩილი ძმების რჩევით ვაკეთებთ. ეს მორჩილი ძმები დაკავებულნი არიან თქვენი და თქვენის ხელისუფლების ქვეშ მყოფი ხალხთა განათლებით, წმინდა საღვთო წერილის ავტორიტეტის დახმარებით, რაც გათვალისწინებულია ჩვენი ხელისუფლების მიერ“1.
პაპი გიორგი V ბრწყინვალეს თხოვდა, რომ მისი მოწოდება თავის დიდებულებთან ერთად შეესრულებინა. ამავე დროს არწმუნებდა, რომ ის მატერიალურად სულ არ იყო დაინტერესებული. ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რომთან შეერთება არ დაეყოვნებინა იმ საბაბით, რომ „ეს შეუძლებელია საყოველთაო კრების (მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის - მ.პ.) გარეშე, ჩვენ გიპასუხებთ: კეთილგანწყობით ვუყურებთ ასეთი კრების მოწვევას თქვენთვის და თქვენი ახალშეძენილთათვის; მზად ვართ, თქვენი რწმუნებულებები და დესპანები პატივითა და გულითადობით მივიღოთ“. ამავე მოწოდების სასარგებლოდ გიორგი მეფის დადებითი გადაწყვეტილების იმედით აღფრთოვანებული პაპი ამავე წერილში წერდა: „მოვაწყობთ ქრისტეს მიერ საყოველთაო ლხინის ყველა მორწმუნეთათვის და აღფრთოვანებით და სიხარულით გამოვაცხადებთ, რომ კათოლიკური ეკლესია დაუბრუნდა თავის თავდაპირველ მშვენიერებას“2.
ეს წერილი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზეიმო ტონით, არამედ თავისი მიზანდასახულობით. ჯერ ერთი, როგორც ირკვევა, პაპობა საქართველოში შეეცადა უნიის საკითხის განხილვას დაბრუნებოდა, რისთვისაც საქართველოს მეფეს „მინორიტების ორდენის საყვარელ შვილებს, მორჩილ ძმებს, ...სახელოვან ადამიანებს“3 უგზავნიდა. გიორგი V-ს უნიის საკითხების განსახილველად ეს პატრები დაბალი რანგის სასულიერო პირებად რომ არ მიეჩნია (ჩანს, მას პაპი თავისი ლეგატების ფუნქციას აკისრებდა - მ.პ.), პაპი აქვე განმარტებას იძლეოდა: „ჩვენ შეგვეძლო, თუ ჩავთვლიდით უფრო სასარგებლოდ და სასიამოვნოდ თქვენთვის გამოგვეგზავნა საეკლესიო პრელატები ან სხვა დიდებული პირები, მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალეთ. მათ (მინორიტებს, ანუ ფრანცისკელებს - მ.პ.), როგორც ეს ჩვენ გვსურს, წარმატებით მოელაპარაკეთ ყოველივე ზემოაღნიშნულზე, განსაკუთრებით მშვიდობიან ურთიერთობაზე...“4; მეორე, თუ ეკლესიათა გაერთიანება საქართვე-ლოში მიიღწეოდა, წმ. ტახტი, ლიონის უნიის ჩაშლის შემდეგ, თავის ავტორიტეტს აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში განამტკიცებდა. მესამე, როგორც ირკვევა, პაპმა იოანე XXII-მ უნიის საკითხში, რადგან ბიზანტიაში მას შედეგი არ მოჰყვა, უპირატესობა საქართველოს მიანიჭა, მაგრამ ძნელია ითქვას ეს გაერთიანება პაპს ლიონის უნიის, თუ რომელიმე სხვა საფუძველზე ჰქონდა წარმოდგენილი. თუ ქართული მხარე ამ გაერთიანებაზე მსოფლიო საეკლესიო კრების გარეშე უარს განაცხადებდა, პაპი მზადყოფნას გამოთქვამდა ასეთი კრების მოწვევაზე; თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ლიონის უნიის შემდეგ აღმოსავლეთში წმინდა ტახტისათვის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თავისი მნიშვნელობით კონსტანტინოპოლის ადგილს იკავებდა. სხვას არაფერს ნიშნავს პაპის სიტყვა, რომ ეკლესიათა გაერთიანების შემდეგ „სიხარულით გამოვაცხადებთ... კათოლიკური ეკლესია დაუბრუნდა თავის თავდაპირველ მშვენიერებას“ (უნდა ვიგულისხმოთ მნიშვნელობას - მ.პ.). ამის სასარგებლოდ მოვიტანთ შემდეგ არგუმენტს: ლიონის უნიის „დავიწყების“ შემდეგ, მართალია, 1324 წლიდან 1327 წლამდე ბიზანტიის, საფრანგეთის სამეფო კარსა და ავინიონში ძლიერ სურდათ სქიზმისათვის ბოლო მოეღოთ5, მაგრამ მხოლოდ 1350 წელს შედგა ბიზანტიის იმპერატორ იოანე VI კანტაკუზენის (1347-1354) მოლაპარაკება პაპ კლემენტე VI-ის (1342-1352) ლეგატებთან ახლო ორ წელიწადში კონსტანტინოპოლში მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის შესახებ, რათა დოგმატური საკითხები განეხილათ, თუმცა უშედეგოდ6. ერთი სიტყვით, თუ ეკლესიათა გაერთიანება მოხდებოდა, პაპ იოანე XXII-ის თვალსაზრისით, ქართული მართლმადიდებლური სამყარო ქრისტიანულ სივრცეში ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოჩნდებოდა. საკუთრივ კი ფრანცისკელი მისიონერები წმინდა ტახტის აღმოსავლური პოლიტიკის განვითარებაში დომინიკელებთან ერთად ცენტრალურ ადგილს დაიკავებდნენ.
1. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა.., (XIII-XVI სს.), გვ. 207.
2. იქვე, გვ. 208; თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 29-31; Archivio Segreto Vaticano, Registro Vaticano, vol. 62, ff. 5v-7.
3. Archivio Segreto Vaticano, Registro Vaticano, vol. 62, f. 5v.
4. იქვე, ფურც. 7; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა.., (XIII-XVI სს.), გვ. 208-209.
5. Hussey J.M., The Orthodox Church in the Byzantine Empire. Oxford Universiry Press, 1986, p. 255.
6. Кантакузен Иоанн. Беседа с папским легатом. СПб., 2008, გვ. 49.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით რომის პაპ იოანე XXII-ის მოწოდებას რა პასუხი გასცა გიორგი ბრწყინვალემ, ან რა აზრის იყო ეკლესიათა გაერთიანების საკითხზე. ჩანს, ამ იდეას საქართველოში ჰქონდა საყრდენი, მაგრამ იგი არარეალური გამოდგა. ეს იმიტომ, რომ მას მაინც ფრთხილად ეკიდებოდნენ და რომის ანალოგიურ მიზნებში თანმიმდევრულად ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობას იცავდნენ. ან შესაძლებელია, საეკლესიო უნიას დიპლომატიურ საშუალებად იყენებდნენ. ამასთან დაკავშირებით ძალზე სუსტ არგუმენტად მივიჩნევთ პატივცემულ მ. თამარაშვილის მიერ მოხმობილ იმ მიზეზს, რომ „...გიორგი მეფემ ვერ აღასრულა პაპის თხოვნა შეერთების შესახებ... ამ ნათხოვნის... სისრულეში მოუყვანლობის მიზეზის სხვა არა იყო რა, თუ არა ისა, რომ გიორგი მეფე განუწყვეტლივ გართული იყოს სხვადასხვა საერო საქმეებში და საიმისოდ არ ეცალა“1. სხვა რომ არ ვთქვათ, ეს საკითხის ახსნა არ არის. თუ იმ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა წარმატებას მიაღწია მისიონერთა მოღვაწეობამ საქართველოში გიორგი ბრწყინვალის მეფობის ჟამს, უნდა დავეთანხმოთ პატ. მ. თამარაშვილის დასკვნას, რომ „გიორგიმ თანაგრძნობა და მფარველობა აღმოუჩინა საქართველოში კათოლიკე სარწმუნოებას“, რის შედეგადაც „საქართველოს ბევრ პროვინციაში ქართველები გადავიდნენ კათოლიკობაზედ“2.
ერთი სიტყვით, ქართული მხარე უარს ამბობდა უნიაზე. ცხადია, ამას შეეძლო დასავლეთთან კავშირის გაწყვეტა მოჰყოლოდა, რაც ქართველ მესვეურებს არ სურდათ. ამიტომ კათოლიკე მისიონერებს სრულ თავისუფლებას აძლევდნენ. უნიის მოთხოვნის კონტექსტში ამის ასრულება ძნელი არ იყო და ამავე დროს უნიაზე უარის კომპენსაციას ახდენდა. ასევე მუსლიმთა წინააღმდეგ საერთო საქმე რელიგიურ უთანხმოებებს უკან სწევდა, ხოლო გიორგი V-ის სრულ ტოლერანტობას კათოლიკობის მიმართ პოლიტიკური კონტექსტი გააჩნდა. ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა პაპმა იოანე XXII-მ 1328 წლის 9 აგვისტოს ბულით „Rex Regum Altisimus“3 გააუქმა სმირნის საეპისკოპოსო და აღნიშნული კათედრა თბილისში გადმოიტანა4. ეს გადაწყვეტილება ცარიელ ნიადაგზე არ იდგა. თამარაშვილის მართებული აზრით, თბილისში მთელი ეპარქიის გადმოტანა უდავოდ მოწმობს ქართველი კათოლიკეების მრავალრიცხოვნობას საკუთარი სამღვდელოებით. რომში მისიონერების რჩევით დიდხანს უმსჯელიათ კარდინალებს ხსენებული გადაწყვეტილების მისაღებად. საბოლოოდ დაადგინეს, რომ თბილისში აეშენებინათ „საკათედრო ტაძარი, საეპისკოპოსო ეკლესია და უწოდეს თბილისის საეპისკოპოსო ეკლესია“5. ეს ფაქტი არ გამორიცხავს იმას, რომ პაპობას საქართველოს მიმართ არ ჰქონდა ჩაფიქრებული გლობალური გეგმა, მაგრამ გადაჭრით რაიმეს თქმა ამ ეტაპის მიმართ შეუძლებელია. ამის დამადასტურებელი არც ერთი წყარო, როგორც ამ პერიოდის, ასევე მომდევნო საუკუნეების მიმართ არ გაგვაჩნია. ამიტომ შეიძლება განზოგადებულად დავასკვნათ, რომ საქართველოში კათოლიკეთა ეკლესიას არასოდეს უცდია, რომ ქვეყნისათვის თავისი კონფესია მოეხვია თავზე, თუმცა მას ჰქონდა გავლენიანი პოზიცია და განსაზღვრავდა საქართველოს კავშირებს დასავლეთ ევროპასთან6.

1. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 31.
2. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 31; Michel Tamarati, L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos jurs, Rome, 1910, p. 439; თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 498; პაპაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 94.
3. Michel Tamarati, L’Eglise…, p. 439.
4. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა.., გვ. 32; მისსივე, ქართული ეკლესია..., გვ. 498; პაპაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 94.
5. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა..., გვ. 32; M Michel Tamarati, L’Eglise.., p. 441. მისივე, ქართული ეკლესია..., გვ. 499.
6. პაპაშვილი მ., ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტოლე-რანტობა კათოლიკობის მიმართ (XIII-XV საუკუნეები), ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობები საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა, კრებული I, თბ., 2013, გვ. 105.

ამდენად, პაპ იოანე XXII-ის ეკლესიათა უნიის იდეა მჭიდროდ უკავშირდებოდა მის მიერ ჩაფიქრებული ჯვაროს-ნული ლაშქრობის იმ გეგმას, რომლის რეალიზაციისათვის მოქმედება ავინიონელმა მამამ ტახტზე ასვლისთანავე დაიწყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1291 წლის 18 მაისს ეგვიპტის ახალგაზრდა მამლუქმა სულთანმა ალ-აშრაფ ხალილმა სირიაში ჯვაროსანთა საყრდენი პუნქტი წმ. ჟან დ’აკრა აიღო. რამდენიმე კვირის შემდეგ ტირი, სიდონი და ბეირუთი ეგვიპტის სულტანატის ხელში გადავიდა. ასე რომ, პირველი ჯვაროსნებისაგან არაფერი დარჩა. თვით აკრას დაცემამ რეალურად დაასრულა იერუსალიმის დაბრუნების პოლიტიკური და სულიერი იმედები. საკუთრივ ასეთმა გარემოებამ წმინდა ტახტის მისიონერულ პოლიტიკას ახალი ასპექტი შესძინა. კერძოდ, წმინდა მიწების დასაბრუნებლად კათოლიკე მისიონერებს უნდა ეღვაწათ აღმოსავლეთის ეკლესიებთან უნიის მისაღწევად, რაც საქართველოს მაგალითზე უკვე ვნახეთ. თითქოს აქ ისე ჩანდა, რომ პაპი იოანე XXII საქართველოს ეკლესიასთან უნიას პოლიტიკურ კონტექსტში საერთოდ არ ეხებოდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, შეცდომა იქნება, თუ ასე ვიფიქრებთ. უფრო მეტიც; აკრას დაცემის შემდეგ შექმნილმა საერთო განწყობამ, როგორც ჩანს, შეიარაღებულ ჯვაროსნულ ლაშქრობასთან შედარებით, თეორეტიკოსთა მცირე ნაწილში წარმოქმნა წარმოდგენა, რომ მუსლიმებში მისიონერობას მისცემოდა უპირატესობა. ამის ნათელ ილუს-ტრაციას წარმოადგენს კატალანელი მისიონერის, დოქტორ რაიმონ ლულის (1235-1316)1 აზრი, რომ წმინდა მიწის აღდგენის ყველაზე საუკეთესო ხერხია მშვიდობიანი მისიონერული მუშაობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს ყველა მუსლიმის გასაქრისტიანებლად2. მის ამ სქემაში ომი მხოლოდ დამხმარე როლს ასრულებდა3.

1. რაიმონ ლული (laT. Raymundus Lullius), თავისი დროის გამოჩენილი სწავლული, პოეტი, ფილოსოფოსი, მწერალი, რამდენიმე ასეული წიგნის ავტორი, მაიორკის კუნძულ ქ. პალმეში დაიბადა. იცოდა აღმოსავლური ენები და განსაკუთრებით არაბული. ლული ითვლება ყველაზე ადრეულ აღმოსავლეთმცოდნედ, რომელმაც ისწავლა არაბული ენა და არაბული პოეზიაც შეთხზა. მას მიაჩნდა, რომ მისიონერებისათვის უცხო ენების ცოდნა აუცილებელია. მან თავის წიგნში - „Liber de Fine“ - წამოაყენა ჯვაროსნული ლაშქრობის ახალი სქემა, რომელშიც ყველაზე მისაღებად თვლიდა, თუკი ევროპაში მუსლიმებს გააქრისტიანებდნენ. ეს ნაბიჯი, მისი აზრით, საბოლოოდ წმინდა მიწაზე მთელი მუსლიმური სამ-ყაროს უსისხლოდ და ძალდაუტანებლად გაქრისტიანებას მოიტანდა (Dr. Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p.38). რაიმონ ლულის აზრით, „ბიზანტიის იმპერიის ინკორპორაცია რომაულ კათოლიკობაში აუცილებელი პირობაა სარკინოზებში, თათრებსა და სხვა არაქრისტიან ხალხებში [კათოლიკური დასავლეთისადმი] პატივისცემის ჩასანერგად“ (Cornel Bonta. La cruisade tardive: des plans du début du XIV-e siècle à la defaite de Nicopolis. UniversiteMontréal, 2012, pp. 23).
2. Cornel Bonta. Op. cit., pp. 22-24;
3. Dr.Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p. 38

მიუხედავად ამისა, სირია-პალესტინის დასაბრუნებლად პაპობის დიპლომატიაში მნიშვნელოვან მომენტს ჯვაროსნული ლაშქრობის განახლებისკენ სწრაფვა წარმოადგენდა. 1309 წელს პირველმა ავინიონელმა პაპმა კლემენტ V-მ (1305-1314) დაგეგმა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა1, რომელსაც უმეთაურებდა ჰოსპიტალიერთა ორდენი. ამ მიზნით მან დიდი თანხა - 300000 ოქროს ფლორინი შეაგროვა2. „1309 წლის მაისში ჰოსპიტალიერთა ორდენის სარდალმა გი დე სევერაკმა ყველა პრელატს წარუდგინა ბულა და გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაპმა საფრანგეთის მეფესთან ერთად დანიშნა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელსაც ჰოსპიტალიერთა დიდი მაგისტრი უხელმძღვანელებდა. კვიპროსისა და სომხეთის ქრისტიანებს კი მოუწოდებდა, რომ ამ წმინდა მისიაში საკუთარი წვლილი შეეტანათ ფულისა და მეომრების გაგზავნით“3. ამ მიზანმა განხორციელება ვერ პოვა რომში წინააღმდეგობების გამო4. „1313 წელს პაპმა კლემენტ V-მ ისევ მოუწოდა ევროპის ხელმწიფეებს ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ იმ იმედით, რომ ქრისტიანულ სამყაროს მუსლიმებთან შეიარაღებული შუღლიდან შეეძლო უპირატესობა მოეპოვებინა, მაგრამ დასავლელი რაინდები და თავადაზნაურები უფრო მოხიბლულნი იყვნენ ტურნირებით, ვიდრე ბრძოლის ველით“5. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური სიტუაცია ევროპულ სამყაროში სამუდამოდ არ შეცვლილა და ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა საბოლოო დავიწყებას არ მისცემია.

1. არსებობს მტკიცება რომ ინიციატივა ეკუთვნოდა ოლჯეითუ ყაენს. მან 1307 წელს, ახლა მეორედ, 1305 წლის შემდეგ, ევროპაში ელჩად გაგზავნა ტომაზო უჯი სიენელი (Tommaso Ugi di Siena) საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-სთან და ინგლისის მეფე ედუარდ II-სთან მამლუქების წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის წინადადებით. ტომაზომ პაპ კლემენტ V-ს გადაუშალა დიდი შესაძლებლობა, რომ მონღოლებს შეეძლოთ ქრისტიანებისათვის გადაეცათ წმინდა მიწები. პაპი ოლჯეითუსადმი საპასუხო წერილში ამის გამო დიდ კმაყოფილებას გამოხატავდა (Alireza Karimi, Mahdi Nasiri. The political relations between Iran and Europe during the Mongols period. Ученые записки Таврического национального университета имени В.И. Вернадского. Серия „Филология. Социальные коммуникации“. Том 27 (66). №3. Симферополь, 2014, с. 30). ცნობილია ისიც, რომ კვიპროსისა და იერუსალიმის მეფე ანრი II დე ლუზინიანმა (1285-1324) პაპ კლემენტ V-ს შესთავაზა თავისი შეხედულება ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ. მას მამლუქთა სულტანისა და მუსლიმების სამხედრო ძლიერების დასასუსტებლად ეფექტიან ინსტრუმენტად ეგვიპტისა და სირიის საზღვაო ბლოკადა მიაჩნდა. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა „...ვერაგი ქრისტიანების ალაგმვას, რომელთაც ახალი თეთრი მონები მოჰყავდათ, რათა მამლუქთა ჯარი გაეძლიერებინათ...“ (Dr. Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p.29).
2. Hill George Francis Sir., A History of Cyprus. Vol.II. Cambridge University Press, 1972, p.238; Dr.Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p.30, სქოლიო 2.
3. Hill George Francis Sir.,Op. cit., p.239; ; Dr.Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p.30.
4. Dr.Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p.31.
5. Setton Kenneth M. The Papacy the Levant (1204-1571). V.I. The thirteenth and fourteenth centuries. Philadelphia. 1976, p.179. შენიშვნა 72.

მოკლედ რომ ვთქვათ, სირიასა და პალესტინაში ჯვაროსანთა ხელისუფლება საბოლოოდ განადგურდა. „ამით ერთი პერიოდი დასრულდა ჯვაროსნული ლაშქრობის ისტორიაში და მეორე დაიწყო“1. წმ. მიწაზე ლათინთა სამეფოების დაცემის შემდეგ სამი-ოთხი ათწლეული გაგრძელდა დაკარგულის აღდგენის პროპაგანდა. ამ მიზნით მეტნაკლები წარმატებით მოღვაწეობდნენ სხვადასხვა პირები (ჰეიტონი, პიერ დიუბუა, მარინო სანუტო ტორსელო, რაიმონდ ლული, ბურკარდი)2. მართალია, ახალი კამპანია ჯვაროსნული ლაშქრობის სახელს ატარებდა, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ძველი ექსპედიციებისაგან. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ ერთი საერთო თვისება, დაებრუნებინათ სირიის ქალაქები და წმ. მიწა პალესტინაში. სინამდვილეში ეს იყო სრულიად ახალი პროექტი, თუმცა კარგად ცნობილი ძველი მიზანი ჰქონდა3. მთელი XIV საუკუნის მანძილზე ნოსტალგია წმ. მიწაზე არსებობას განაგრძობდა, რასაც მოწმობენ ამ პერიოდის ჯვაროსნული ლაშქრობის პროექტები4. ერთი სიტყვით, დიდხანს სენ ჟან დ’აკრას დაცემა აღიქმებოდა როგორც ეპილოგი და შედეგები განიხილებოდა, როგორც მობრუნების მომენტი5. უფლისადმი სამსახური XIV საუკუნის ადამიანისათვის ნიშნავდა მისთვის ბრძოლას, ხოლო ბრძოლა ფაქტობრივად იყო ჯვაროსნული ლაშქრობა. ამ საუკუნის ადამიანის ხედვით ჯვაროსნული ლაშქრობა ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მიწა გათავისუფლდეს მუსლიმებისაგან6.
ჯვაროსნული ლაშქრობის თეორეტიკოსთა ძირითად საზრუნავს ეგვიპტის მამლუქ სულტანთაგან წმ. მიწების გამოხსნა წარმოადგენდა. მათ შრომებში პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ჯვაროსნობა პოლიტიკის საბოლოო მიზანს წარმოადგენდა. იგი ასევე სრულად გამოხატავდა სარწმუნოებას და ქრისტიანული სამყაროს ერთიანობას ქმნიდა. ავტორები გულდასმით აღწერდნენ ახალი ექსპედიციის მოწყობის გეგმას (ჯვაროსნების დაფინანსება, ჯარის შეკრება და ორგანიზება, სამხედრო კავშირის წესები, ეგვიპტის საზღვაო ბლოკადა), განიხილავენ სამხედრო კავში-რებს, გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს ეგვიპტის ემბარგოსა7 და პოლიტიკურ, ტაქტიკურ საკითხებზე8. აქვე არ შეიძლება ისიც არ ითქვას, რომ ჯვაროსნული ომების დროს მუსლიმები აღმოსავლეთის ქრისტიანებს ფრანკებისადმი, ხოლო შემდეგ მონღოლებისადმი სიმპათიების გამო ეჭვით უყურებდნენ. საბოლოოდ ისე გამოჩნდა, რომ ჯვაროსნულმა მოძრაობამ, რომლის ერთ-ერთი მიზანი აღმოსავლელი ქრისტიანებისადმი დახმარება იყო, ქრისტიანთა მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია იმ ტერიტორიებზე, რომელიც მუსლიმთა ხელისუფლების ქვეშ იყო. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჯვაროსნული ლაშქრობები უნდა შეწყობოდა ახალ გარემოებებს, რომელიც ჯერ კიდევ 1274 წლის ლიონის მეორე კრებაზე განიხილებოდა9.
XIV საუკუნის 10-20-იან წლებში ილხანი მონღოლები (ყაზან ყაენი, ოლჯეითუ) შეეცადნენ, რომ მამლუქთა სირია დაეპყროთ. ამ ბრძოლაში ილხანები ცდილობდნენ პაპობის, არაგონის მეფის, საფრანგეთისა და ინგლისის მონაწილეობით მამლუქთა წინააღმდეგ ერთიანი ფრონტი შეექმნათ10, მაგრამ სამხედრო ალიანსის გეგმებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ამასობაში ირანისა და მამლუქთა სასულტნოს 61 წლიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირება დასასრულს უახლოვდებოდა. 1320 წელს დაიწყო მოლაპარაკებები მონღოლებსა და მამლუქებს შორის, რომელიც 1323 წლის 20 ივნისს საზავო ხელშეკრულების დადებით დაგვირგვინდა11. აბუ საიდ ყაენის ეს ნაბიჯი ევროპისაგან იმედგაცრუების შედეგი იყო12. ასე რომ, ილხანების ევროპასთან პოლიტიკური კავშირის მთავარი მოტივაცია გაქრა13. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მივიჩნევთ მოკლედ შევეხოთ შემდეგ საკითხს: ისტორიოგრაფიაში დღეს კარგადაა გარკვეული იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის ქართველებისათვის გადაცემის ისტორია. ყაზან ყაენის გარდაცვალების შემდეგ (1304) საქართველოში მონღოლთა ბატონობა შესუსტდა, რამაც ქართველებს მამლუქებთან დაახლოების საშუალება მისცა14. საქართველოს სამეფო კარმა 1305-6 წელს ეგვიპტის მამლუქ სულტანთან დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწია პრინციპულ შეთანხმებას იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ მისი რეალიზაცია 1310 წლამდე გაჭიანურდა. ქართულმა დიპლომატიამ 1310-1311 წლების მიჯნაზე დიდი წარმატება მოიპოვა და მონასტერი ქართველებს დაუბრუნდა15. ეს შეთანხმება მომდევნო ორი ასწლეულის მანძილზე ქართველთა და მამლუქთა ურთიერთობის საფუძველი გახდა16.

1. Dr. Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p. 35.
2. Cornel Bonta. Op. cit., pp.15-32.
3. Dr. Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p. 35.
4. დაწვრ. იხ.: Cornel Bonta. Op. cit., pp. 2-86.
5. იქვე გვ. 86.
6. იქვე, გვ. 14.
7. დაწვრ. იხ: Stefan K. Stantchev. Embargo: The origins if an idea and the implications of a Policy in Europe and the Mediterranean, ca. 1100-ca 1500. University of Michigan, 2009, pp. 175-236.
8. Cornel Bonta. Op. cit. p.14.
9. Джонатан Райли-Смит. Истррия крестовых походов. М., 1998, გვ. 140.
10. Kenneth Scott Parker. Op. cit., pp.194-196; Leopold A. Op. cit., p. 92.
11. ჯაფარიძე გ., საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, თბ., 2016, გვ. 62-64.
12. Alireza Karimi, Mahdi Nasiri. Op. cit., p. 30
13. Ibid., p. 31.
14. Kenneth Scott Parker. Op. cit., p.226.
15. ჯაფარიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 94-108; მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი, თბ., 2014, გვ. 130-136.
16. Kenneth Scott Parker. Op. cit., p. 226

მიუხედავად ამისა, ეგვიპტის სასულტნოს უმაღლეს ხელისუფალთა დამოკიდებულება ქართული სამონასტრო თემისადმი დროდადრო მაინც ირღვეოდა1, რის გამოც ქართველი ბერები ეჯახებოდნენ ადგილობრივ ოპოზიციას2. ამის მიზეზი ადგილობრივი მუსლიმი ულემების წინააღმდეგობა იყო. ისინი ჩამორთმეული და მეჩეთად გადაკეთებული მონასტრის არამუსლიმებისათვის გადაცემას საკუთარ ანათემად მიიჩნევდნენ და აღნიშნული აქტით დიდად შეშფოთებულნი იყვნენ3. ამასობაში კი დინასტიური დავებით დასუსტებული ილხანატი თავის დასასრულს მიუახლოვდა და, ცხადია, მათი აგრესიაც ეგვიპტის მიმართ შესუსტდა. ასეთ ვითარებაში ეგვიპტელ მამლუქთა დიპლომატიური მიმართვის ფორმა საქართველოს სამეფოს მიმართ ზომიერი გახდა4. „მამლუქები აგრძელებდნენ ქართველებთან კარგ ურთიერთობას, რადგან კავკასიაში საქართველო იყო ძირითადი წყარო და მეგზური სამხედრო ტყვეებისათვის (ანუ მამლუქებისათვის), რომელზეც სულტა-ნატი დიდად იყო დამოკიდებული„5. იმ დროს, როცა ჯვაროსნული ლაშქრობის პროექტში შავიზღვისპირეთიდან „...ყმაწვილების იმპორტის...“ შეწყვეტა ეგვიპტის საზღვაო ბლოკადის ერთ-ერთი ელემენტი იყო6, შესაძლებელია, მამლუქი სულტნების მიერ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების ერთ-ერთი მოტივი ესეც იყო. მართალია, ამ ჯერზე საქართველოსა და მამლუქთა ეგვიპტის სულტანატს შორის სამხედრო კავშირის შექმნა არ იგეგმებოდა7, მაგრამ ქართ-ველთა მხედრულ მამაცობას მამლუქთა კარზე დიდად აფასებდნენ, რომელიც შეერწყა წმინდა მიწაზე ბერმონაზონთა პრივილეგიების დაცვას8. ყოველივე ამის საფუძველზე პრაგმატიკოსმა პოლიტიკოსმა გიორგი V ბრწყინვალემ ოსტატური დიპლომატიური სვლებით (მონღოლებთან და ჯვაროსნებ-თან ღიად მოკავშირეობის უგულებელყოფით) 1323 წლის შემდეგ9 იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტრის სრული განთავისუფლება შესძლო10. რაც შეეხება, ქართველებისათვის „იერუსალიმის კლიტეების „გადაცემის11 აქტს, საფიქრებელია, მამლუქებმა მიზნად დაისახეს ილხანებთან საქართველოს საბოლოოდ ჩამოცილება და თავის მოკავშირედ გადაქცევა.

1. დაწვრ. იხ: ჯაფარიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 94-108; ასევე მამისთვალიშვილი ე.,, დასახ. ნაშრ., გვ. 130-136).
2 Kenneth Scott Parker. Op. cit., p. 339
3. Ibid., p.227; ჯაფარიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 107.
4. Kenneth Scott Parker. Op. cit., p. 273.
5. Ibid, p.340.
6. ეს პროექტი ფრანცისკანელმა ფიდენციო პადუელმა (Fidenzio of Padua) ჯერ კიდევ აკრას დაცემამდე წარმოადინა თავის ნაშრომში „Liber Recuperations Terre Sancte“ (დაწვრ. იხ.. Dr. Hayat Nasser Al-Hajji, Op. cit., pp. 37-38).
7. Pahlitzsch J., Mediators Between East and West: Christians under Mamluk Rule. In Mamluk Studies Review. Vol.9, #2, 2005. The University of Chicago, p.33.
8. Kenneth Scott Parker. Op. cit., p. 274.
9. ალასანია გ., ქართველი მეფეების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში. - ნოდარ შენგელია 75, თბ., 2008, გვ. 31.
10. დაწვრ. იხ: მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი, თბ., 2014, გვ. 128-143; ჯაფარიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 91-113.
11. მამისთვალიშვილი ე., დასახ. ნაშრ., გვ. 141.

აკრას დაცემის შემდეგ აღმოცენებული ჯვაროსნული პროექტები - დახმარებოდნენ წმ. მიწას, კვიპროსსა და კილიკიის სომხეთს, დაეპყროთ კონსტანტინოპოლი, როგორც წმ. მიწების დაბრუნების პირველი ეტაპი, მხოლოდ თეორიული განხილვის საგანი იყო. „თითქმის ყველა ეს გეგმა ვერ განხორციელდა, თუმცა რომელიმე ექსპედიციები მაინც შედგა...“ 1309-1312 წლებში ჩრდილოეთ იტალიაში, გრენადასა და ეგეოსის ზღვაზე1. მომდევნო წლებში 1329 წლამდე ჯვაროსნული პროექტები მუდმივად გვერდზე იდებოდა. საკუთრივ ეგვიპტის სასულტნოს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივ ქრისტიანებს მძიმე დღეები ედგათ2. პაპ იოანე XXII-ის მხარდაჭერით საფრანგეთის მეფე შარლ IV ლამაზმა (1322-1328) 1327 წელს მამლუქთა კარზე დესპანი გიიომ დე ბონესმეინი (Guillaume de Bonnesmains) გაგზავნა, რათა შუამავლობა გაეწიათ და ადგილობრივი ქრისტიანების მდგომარეობა შეემსუბუქებინათ3, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
ამასობაში მამლუქთა გამარჯვებების ტალღა ანატოლიის ემირატებიდან თურქების თავდასხმების ტალღამ გადაფარა. „1282 და 1302 წლებს შორის პერიოდი კატასტროფული აღმოჩნდა, რადგან თურქთა დაპყრობები ყალიბდებოდა“4. უკვე 1302 ანდა 1303 წელს თურქებმა დაიწყეს ხომალდების აგება და ეგეოსის კუნძულის (ეგეიდას) გატიალება5. 1307 წლისათვის სელჩუკთა რუმის სასულტნო არანაკლებ 18 დამოუკიდებელ ბეილიქად (სამთავროდ) დაიშალა6. მათგან ლიდერის როლი ამ ეტაპისათვის ეკავა მენთეშეს საემირატოს, ხოლო შემდეგ - აიდინისას. მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განუწყვეტელი თავდასხმები წარმოებდა მენთეშეს ემირის მეთაურობით. ისინი იყვნენ პირველნი, რომელთაც ისარგებლეს ბიზანტიის ფლოტის არარსებობით და როგორც პირატებმა ხელთ იგდეს ეგეოსის ზღვა. დაახლოებით 1300 წელს ისინი თავს დაესხნენ კუნძულ როდოსს, მაგრამ მათ აქ შეხვდათ პირველი რეალური წინააღმდეგობა7. ჰოსპიტალიერთა ორდენის რაინდთა, რომელნიც როდოსში პირველად 1306 წელს გადასხდნენ8, აქ განმტკიცების შემდეგ მენთეშეს ემირატმა რეგიონში წამყვანი როლი დაკარგა და წინა პლანზე გამოვიდნენ აიდინის თურქები, რომელთაც 1304 წელს ხელთ იგდეს ეფესო9.

1. Джонатан Райли-Смит., დასახ. ნაშრ., გვ. 143.
2. ანგლო-ირლანდიელი ბერი საიმონ ფიტზსიმონსი (Simon Fitzsimons), რომელიც 1322-23 წლებში ჩავიდა წმინდა მიწაზე მოსალოცად, წერს: „იესოს სახელით“ ჩვენ გვაფურთხებდნენ, ქვებს გვიშენდნენ, სხვა სალანძღავი სიტყვებით გვამკობდნენ და დილიდან საღამოს 6 საათამდე საყვედურით გვავსებდნენ“ (cit-a: Kenneth Scott Parker. Op. cit., p. 371).
3. Kenneth Scott Parker. Op. cit., p. 373.
4. Setton Kenneth M. Op. cit., p. 142.
5. Makris G., Studien zur spätbyzantinische Schiffahrt. Genua, 1988. S.206; Колотова О. Е. Пиратство ордена госпитальеров в Восточном Средниземноморье (1291-1522 гг.). Античная древность и средние века. Екатеринбург.Урал. гос. унт : Волост, 1999, вып. 30, с.224. სქოლიო 15.
6. იქვე, გვ. 224; სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია, თბ., 1999, გვ. 14.
7. Setton Kenneth M. Op.cit., 142.
8. Runciman St., Geschichte der Kreuzz üge. München, 1995. S.1218; Колотова О. Е., დასახ. ნაშრ., გვ. 224. სქოლიო 8.
9. Колотова О. Е., დასახ. ნაშრ., გვ.. 225.

შემდეგში მენთეშეს ემირატებიდან ჩრდილოეთით მდებარე აიდინის (ძველი ლიდია) ემირმა მეჰმედმა 1317 წელს ხელთ იგდო სმირნას ზემო ციტადელი და რამდენიმე წელი იბრძოდა ქიოსისა და როდოსის რაინდების სამხედრო-საზღვაო ძალების წინააღმდეგ1. „მისმა მეტად ცნობილმა ვაჟიშვილმა უმურ ბეგმა, „ღვთის ლომად“2 წოდებულმა, 1328-1329 წელს აიღო სმირნა3 და ეგეოსის ზღვაზე თურქთა ბატონობა დაამყარა4. ამდენად გენუელებმა საბოლოოდ დაკარგეს სმირნა და იგი თურქი პირატებისათვის საყრდენ ბაზად იქცა“5, რომელსაც სათავეში ედგა უმურ ფაშა. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ სმირნას კათოლიკეთა საეპისკოპოსო ამ მოვლენის შედეგად იქნა გადატანილი თბილისში და არა იმის გამო, რომ იქ კათოლიკეთა ელემენტი შემცირდა, როგორც ამას მ. თამარაშვილი წერდა. უმურ ფაშას პირატული ხომალდები აღწევდნენ ვენეციის სამფლობელო ნეგროპონტეზეც6 ანუ კუნძულ ევბეაზე. ეგეოსის ზღვის გახსნის შემდეგ თურქებმა უფრო ფართო თავდასხმები გააჩაღეს7.
შედარებით მცირე და სუსტი ბეილიქის მფლობელმა ოსმან I-მა 1301 წელს „...ხელთ იგდო იენიშეჰირი და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია. 1302 წელს ოსმანმა დაამარცხა პრუსის (ბურსა) ბიზანტიის გამგებელი...“ და „...1326 ოსმალებმა იგი დაიპყრეს“8. ოსმან I-ის შვილმა ორხანმა ბურსაში გადაიტანა დედაქალაქი და 1327 წელს მოჭრა პირველი „...თურქული ვერცხლის ფული (მონეტა) ახჩა. ეს კი იმის დამადასტურებელი იყო, რომ ოსმალეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა“9.
„ვენეციაში, ავინიონსა და პარიზში თურქების თავდასხმების სითამამემ და გახშირებამ მუდმივი შიში დანერგა“10. 1318 წლიდან თურქები განუწყვეტლივ ესხმოდნენ თავს კუნძულ კრეტას და ვენეციის სავაჭრო ხომალდებს. უცხოური ვაჭრობის ხარჯზე მცხოვრები ვენეციელები შეშფოთებულნი იყვნენ მუსლიმი პირატების მოქმედებებით11. ერთი სიტყვით, სელჩუკთა ბეილიქების სამხედრო-საზღვაო ძლიერება საფრთხის ქვეშ აყენებდა იტალიის რესპუბლიკების ლევანტის ვაჭრობას.

1. Setton Kenneth M., Op. cit., p. 177.
2. Donald M.Nicol. The Last Centuries of Byzantium, 1261-1453, second edition, Cambridge University Press, 1993, p. 144.
3. Setton Kenneth M., Op. cit., p. 181.
4. Donald M.Nicol. Op. cit., p. 144.
5. Lemerle P., L’Emirat d’Aydin, Byzance et l”Occident, recherché sur la “gesta d’Umur Pacha”, Paris, 1957, p. 7-18; Колотова О. Е., დასახ. ნაშრ., გვ. 225.
6. Donald M. Nicol. Op. cit., p. 144.
7. Setton Kenneth M., Op. cit., p. 181.
8. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ.18.
9. იქვე.
10. Setton Kenneth M., Op. cit., p.181.
11. Ibid.

ევროპისათვის მახლობელ აღმოსავლეთში ასეთ საერთაშორისო ვითარებაში საფრანგეთის მეფე ფილიპ VI (1328-1350) ვალუა, „...მისი წინამორბედის1 მსგავსად მხარს უჭერდა ჯვაროსნული ლაშქრობის პროექტს“2. პონტიფიკმა იოანე XXII-მ კი საფრანგეთის მეფის მიერ გამოჩენილი ენთუზიაზმი მეტად წაახალისა3 და ეს უკანასკნელი პაპის რჩევით შეუდგა მოლაპარაკებებს წმ. მიწაზე ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის განახლების შესახებ4. ამაში თავისებური როლი შეასრულა იერუსალიმის პატრიარქმა პიერ დე ლა პალუმ5, რომელიც 1331 წლის დასაწყისში დაბრუნდა პარიზში და პაპ იოანე XXII-ის მხარდაჭერით მრავალი პრელატისა და დიდებულების თანდასწრებით მუსლიმთა ლიდერის მოქმედებები ისე წარმოადგინა, რომ ყველა მსმენელმა ერთსულოვნად გამოთქვა აზრი: დაეწყოთ წმინდა მიწების დაბრუნება6. „პაპმა, ფილიპ დე ვალუას თხოვნით, - წერს ჟ. ვიარი, - უბრძანა პატრიარქსა და ყველა ეპისკოპოსს, რომ ექადაგათ და ექადაგათ ჯვაროსნული ლაშქრობა. აძლევდნენ რეკომენდაციებს აეღოთ ჯვარი და მომზადებულიყვნენ გასაგზავრებლად“7. საკუთრივ პაპმა 1331 წლის 5 დეკემბერს ყველას, ვინც ჯვარი აიღო, ინდულგენცია უბოძა8. მას მიიღებდა უკლებლივ ყველა, ვინც „...მეფეს აღმოსავლეთში გაჰყვებოდა და საფრანგეთის სამეფომდე მისი დაცვის ქვეშ იქნებოდაი“9.

1. იგულისხმება შარლ IV ლამაზი (1322-1328). მან, როგორც მისმა წინამორბედმა ფილიპ V გრძელმა (1316-1322), ჩამოაყალიბა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა აღმოსავლეთის ქრისტიანებისადმი დახმარებას (დაწვრ. იხ. Viard Jules. Les Projets de crosade de Phillipe VI de Valois. In Bibliothèque de L’Ecole des Chartes. 1936. tome 97, p. 306).
2. Cornel Bonta. Op. cit., p.27.
3. Ibid.
4. Runciman St., Op. cit., s. 1218; Гаген С. Я., Политический фон папской миссии 1334/1335 г. в Константинополь. «Античная древность и средние века. Вып. 34. 2003, с.384.
5. პიერ დე პალუ (Pierre de la Palu) დომინიკელი ბერი. 1329 წლის 27 მარტს პაპმა იოანე XXII-მ დანიშნა იერუსალიმის პატრიარქად. ამავე წლის ივლისის დასაწყისში ის გაემგზავრა კუნძულ კვიპროსზე. მისი მისიის მიზანი იყო კლერმონის გრაფის ლუის ქალიშვილის კვიპროსის მეფის ვაჟიშვილზე დანიშვნის საკითხის მოგვარება (Viard Jules. Op. cit. pp. 306-307. შენიშვნა 5).
6. Viard Jules. Op. cit., p.307.
7. Ibid.
8. Christiane Deluz. Croisade et paix en Europe au XIVe siècle. „Cahiers de recherches médiévales et humanists“. Journal of medieval and humanistic studies, №1, 1996, p. 59.
9. Ibid.

ფილიპ VI ვალუამ წმ. მიწების გათავისუფლების საქმეში საკუთარ თავს სერიოზული როლი დააკისრა1. დომინიკელი მისიონერი ბურკარდი2 საფრანგეთის „...მეფეს არწმუნებდა, რომ მხოლოდ მას შესწევს უნარი დაამარცხოს თურქები, ეგვიპტელები, არაბები, თათრები, სპარსელები და ინდოელები“. მის მიხედვით, „ფილიპ VI ხვდა წილად, რომ სარკინოზებს ხელიდან გამოგლიჯოს წმინდა მიწები“. ბურკარდის სიტყვით, „საფრანგეთის მეფეს აქვს წმინდა ვალდებულება პირადად აწარმოოს ჯვაროსნული ლაშქრობა და სარკინოზებს ხელიდან გამოგლიჯოს წმინდა მიწა, რადგან იგი წინასწარმეტყველებისაა და მემკვიდრეობით ქრისტიანებს ეკუთვნით“3. ბურკარდის მანიფესტის თანახმად, „კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ქრისტიანები უნდა დაიძრნენ მცირე აზიაში, რათა გაბედულად გამოვიდნენ თურქების წინააღმდეგ. ეს აბსოლუტურად აუცილებელია თურქების დასამარცხებლად და მათდამი ერთმორწმუნეების დახმარების ჩასაშლელად“4. ამდენად, ბურკარდის ტაქტიკური რჩევა ითვალისწინებდა პირველად თურქების, ხოლო შემდეგ ეგვიპტელების წინააღმდეგ შეტევას5.
აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ფილიპ VI ვალუამ 1331 წლის დასაწყისში არაგონის მეფის ალფონსო IV-ის (1327-1336) თხოვნით ივალდებულა ესპანეთში დამკვიდრებული მავრების წინააღმდეგ ბრძოლა6. ამან საფრანგეთის მეფე არჩევანის წინაშე დააყენა: წმინდა მიწა, თუ ესპანეთი. პირველის სასარგებლოდ საფრანგეთის მეფის გეგმა შეცვალა იმან, რომ კასტილიის მეფე ალფონსო XI-მ (1312-1350) „...სარაცინებთან დროებითი ზავი დადო7. ერთი სიტყვით, ფილიპ VI-მ არჩია „...მომზადებულიყო ომისათვის აღმოსავლეთში ურწმუნოების წინააღმდეგ, ვიდრე ეფიქრა ესპანეთში მავრებთან ბრძოლაზე“8.

1. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფილიპ VI ვალუამ 1331 წლის დასაწყისში კასტილია-არაგონის მეფის ალფონსო III-ის თხოვნით ივალდებულა ესპანეთში დამკვიდრებული მავრების წინააღმდეგ ბრძოლა (Viard Jules. Op. cit., p.306).
2. დომინიკელი მისიონერი ბურკარდი (Brocardus) 1308 წლიდან მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ის 20 წელზე მეტხანს იმყოფებოდა და კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდა. როცა ის დაბრუნდა ევროპაში, ფილიპ VI ვალუა უკვე გეგმავდა ჯვაროსნულ ლაშქრობას. მან სწრაფად მოამზადა ნაშრომი „Directorium ad passagium faciendum“ და 1332 წელს გაუგზავნა საფრანგეთის მეფეს (Cornel Bonta. Op. cit., p.27; Dr. Hayat Nasser Al-Hajji, Op. cit., pp. 45-46).
3. Cornel Bonta. Op. cit., p.28.
4. Ibid, p.30.
5. Ibid.
6. Viard Jules. Op. cit., p. 306.
7. Ibid, pp. 307-308.
8. Ibid, p. 307.

ასეთ ვითარებაში კილიკიის სომხეთის მეფემ ლევონ V-მ1 (1320-1342) 13312 წლის მეორე ნახევარში საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუასა და ინგლისის მეფე ედუარდ III-სთან გაგზავნა დესპანი, თარსის არქიეპისკოპოსი სტეფანე, რათა „...მხარი დაეჭირათ ქრისტიანებისათვის...“ მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც „..უწინდებურად აჩანაგებენ მის ქვეყანას“3. საფრანგეთის მეფის 1332 წლის 2 ივნისის წერილიდან ჩანს, რომ ფილიპ VI-მ თავის ხაზინადარს მისცა განკარგულება, რომ მეფე ლევონ V-სათვის სუბსიდიის სახით 10 ათასი ოქროს ფლორინი გაეცა4. ამ განკარგულებაში ასევე ნათქვამი იყო: „ჩვენმა ძვირფასმა ძმამ, სომეხთა მეფემ გვაცნობა, რომ სარაცინები ემუქრებიან მის ქვეყანას. ჩვენ გვსურს, რომ მას დავეხმაროთ, რათა შეინარჩუნოს ციხე-სიმაგრეები და წინააღმდეგობა გაუწიოს სარაცინებს. ეს ღირსეული ქვეყანა მზადაა მიიღოს ჩვენი ხალხი (ჯვაროსნები - მ.პ.), თუკი გავაგზავნით მათ წმინდა მიწაზე საზღვაო გზით ლაშქრობაში. ამით ვიქნებით მშვიდად, ღმერთს ვანდობთ სურვილსა და ერთგულებას“5. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ფილიპ VI ვალუა სერიოზულად ფიქრობდა აღმოსავლეთში ლაშქრობაზე6.
დასახული ამოცანის განხორციელება საფრანგეთის მეფემ პირველ რიგში ვენეციასთან კავშირში შესვლით დაიწყო. მართალია, პრაგმატული ვენეციელები ჯვაროსნულ ლაშქრობას მშვიდობას არჩევდნენ, მაგრამ „...1331 წლის 17 დეკემბერს ვენეციის მთავრობამ საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუასგან მიიღო წერილი (18 ნოემბრის), რომელშიც ითხოვდა... რამდენი და რა სახის გემები და მასალები იქნებოდა აუცილებელი ჯვაროსნული ლაშქრობისათვის, რომელსაც ის გეგმავდა. რა ხარჯების გაწევა იქნებოდა საჭირო და თვით ვენეცია იქნებოდა თუ არა მზად ხომალდები მიეწოდებინა“7. „თურქების შიში იმდენად დიდი იყო, რომ ვენეციელებმა, ბოლოს გადაწყვიტეს უფრო მიზანმიმართულად ემოქმედათ“8. საბოლოოდ კი თითქმის ერთწლიანი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ, 1332 წლის 26 აგვისტოს, ვენეციას, ბიზანტიასა და როდოსელ იოანიტებს შორის დაიდო კავშირი თურქების პირატული თარეშის წინააღმდეგ, რომელსაც წმინდა ლიგა ეწოდა9. მას 1334 წელს შეუერთდა საფრანგეთი, პაპობა და კვიპროსი10“. ამ ანტითურქული კავშირების აღმოცენება გამოწვეული იყო მუსლიმთა, უწინარეს ყოვლისა, აიდინისა და სარუხანის ზღვისპირა ბეილიქების საზღვაო ძარცვა-გლეჯის გაძლიერებით“11. ეს საზღვაო ჯვაროსნული ლაშქრობა ფილიპ VI ვალუას მეთაურობით უნდა დაეწყოთ 1336 წლის აგვისტოში, რათა იერუსალიმი გაეთავისუფლებინათ12. ამდენად საფრანგეთის მეფეს ლაშქრობის მოსამზადებლად 6 წელი ეძლეოდა. საკუთრივ ის „ჯვაროსნულ ლაშქრობაზე ლაპარაკობდა დაახლოებით ოთხი წელი, ვიდრე 1331 წლის 1 ოქტომბერს პარიზში არ აიღო ჯვარი13, მას შემდეგ, როცა პიერ როჟემ, რუანის არქიეპისკოპოსმა (მოგვიანებით პაპმა კლემენტე VI) იქადაგა ჯვაროსნული ლაშქრობა ფრანგი პრელატებისა და ბარონების კრებაზე, სადაც ფილიპ II ნავარელმა, ბრაბანტის, ბურგუნდიისა და ბურბონთა ჰერცოგებმა აიღეს ვალდებულება ორტემერში წმინდა გამგზავრებაზე“14. მეფემ პაპ იოანე XXII-ს უფლება მისცა ექადაგა ჯვაროსნული ლაშქრობა და ექვსი წლის მანძილზე სამღვდელოებისაგან ერთი მეათედი გადასახადი აეკრიფათ15.

1. მას ლევონ IV-დაც ასახელებენ.
2. ვფიქრობთ, გ. მიქაელიანი ცდება, როცა ამ ელჩობის გაგზავნის თარიღად 1332 წელს ასახელებს (Микаелян Г.Г., История Киликийско-го армянского государства. Ереван, 1952, с. 455). პაპი იოანე XXII საფრანგეთის მეფეს ფილიპ VI ვალუას 1331 წელს ატყობინებდა სტეფანესა და რაინდი გრეგორი ლეიეს ავინიონში ჩამოსვლისა და მათთვის 500 ფლორინის გადახდის შესახებ. ინგლისის მეფე ედუარდ III-სთან ელჩობა კი ჩავიდა 1332 წლის მარტში (Déprez Eugène. Les préliminaires de la guerre de Cent ans. La papauté, la France et l’Angleterre (1328-1342). Paris, 1902, pp. 85-86, შენიშვნა 2. ეს ფაქტი არის ამოსავალი, რომ აღნიშნული ელჩობის გაგზავნის თარიღად 1331 წლის მეორე ნახევარი მივიჩნიოთ.
3. Viard Jules. Op. cit., p.308.
4. Ibid, p.308; Микаелян Г.Г., დასახ. ნაშრ., გვ. 455.
5. Viard Jules. Op. cit., p. 308; Микаелян Г.Г. დასახ. ნაშრ., გვ. 455.
6. Микаелян Г.Г., დასახ. ნაშრ., გვ. 455.
7. Setton Kenneth M., Op. cit.p.178.
8. Ibid.
9. Ibid, p.180.
10. Edbury P.W., The Kindgom of Cyprus and the Crusades, 1191-1374. Cambridge, 1991, p.157.
11. Колотова О. Е., დასახ. ნაშრ., გვ. 227.
12. The Routledge Companion to the Crusades Peter Lock, New York, 2006, p.189.
13. Ibid.
14. Setton Kenneth M., Op. cit. p. 178.
15. The Routledge Companion to the Crusades Peter Lock. Op. cit., p.189.

1332-1333 წლებში პაპი იოანე XXII აქტიურად იყო დაკავებული ჯვაროსნული ლაშქრობის მომზადებით. 1332 წლის თებერვალში პონტიფექსი ფილიპ VI მოუწოდებდა, რომ ინგლისის მეფე ედუარდ III-სთან საზავო ხელშეკრულება დაედო და ერთობლივად ეწარმოებინათ ჯვაროსნული ლაშქრობა1. ამავე წლის „...ივლისში პაპმა საფრანგეთის მეფეს მისცა ნებართვა, რომ ლაშქრობის ხარჯების დასაფარავად მეათედი აეკრიფა“2. 1332 წლის 26 სექტემბერს პაპმა საფრანგეთის მეფეს სთხოვა, რომ „..ჯვაროსნული ლაშქრობისათვის მზადება დაეჩქარებინა“3. 1333 წლის ბოლოს რუანის არქიეპისკოპოსი პიერ როჟე კარდინალ ლეგატის დაჟინებული მოთხოვნით პარიზში ქადაგებით იყო დაკავებული, ხოლო წმინდა ტახტი ქრისტიან მთავრებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ეწეოდა4. კურიის კარზე ბრიტანეთის ელჩის მეშვეობით პაპი ედუარდ მეფეს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა5. „1333 წლის 26 ივლისს პაპმა წერილობით აცნობა კოალიციის მეთაურებს, რომ წმინდა მიწების დაბრუნება დაევალა ფილიპ დე ვალუას, რომელსაც გადაეცა განსაკუთრებული ინდულგენციები საკუთარ ჯარსა და იმათზე, ვინც მისი არყოფნისას საფრანგეთის მთავრობას წარმოადგენდა“6. „ეკლესიის რისხვა ემუქრებოდა იმას, ვინც საფრანგეთის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა“7. დასახელებული წერილის მეორე ნაწილში პაპი „...მთელი ქრისტიანული სამყაროს ეპისკოპოსებსა და არქიეპისკოპოსებს რეკომენდაციას აძლევდა, რომ ჯვაროსნული ლაშქრობა ექადაგათ“8. ამავე წერილის ინფორმაციით, ლაშქრობის დაწყების დღედ დადგენილი იყო 1336 წლის 3 აგვისტო9.
ასეთი იდეური10 და დიპლომატიური მომზადების პერიოდში, ჩვენი ვარაუდით, წმ. ლიგის სულისჩამდგმელი პაპ იოანე XXII-ის რჩევით საფრანგეთის მეფემ ფილიპ VI ვალუამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გიორგი V ბრწყინვალე თურქების წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩაება. ჯერ-ჯერობით ამის ამსახველი ერთადერთი წყარო, კერძოდ, ფილიპ VI ვალუას წერილობით წინადადებაზე, რომ გიორგი V-ს მონაწილეობა მიეღო სარკინოზების წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაში და ამ უკანასკნელის მოკლე პასუხი საფრანგეთის მეფისადმი, პირველად 1919 წელს გამოაქვეყნა ჯიროლამო გოლუბოვიჩმა11. აქედან აიღო იგი შემდეგში გამოჩენილმა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟან რიშარმა თავის ცნობილ ნაშრომში12. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნული წყარო სათანადო წყაროთმცოდნეობითი კვლევითა და მეცნიერული ანალიზით პირველად წარმოადგინა პროფ. ვ. კიკნაძემ13. შემდეგ მას შეეხო პროფ. ი. ტაბაღუა14. ცხადია, ამან თავიდან აგვარიდა საქმის ფაქტობრივ მხარეზე დაწვრილებით შეჩერება. ამიტომ შემოვიფარგლებით ძირითადი მოვლენების ახსნით.

1. Déprez Eugène. Op. cit., p. 86. შენიშვნა 1.
2. Ibid, p. 86. შენიშვნა 2.
3. Ibid; Viard Jules. Op. cit., pp. 308-309.
4. Déprez Eugène. Op. cit., p. 99.
5. Ibid, pp. 86-87.
6. Viard Jules. Op. cit., p. 309.
7. Viard Jules. Op. cit., p. 310.
8. Ibid.
9. Ibid.
10. ლაშქრობის წარმატებისათვის ლოცვებიც კი დადგინდა. საფრანგეთის მთელ სამეფოში ჯვაროსნული ლაშქრობის იდეას ქადაგებდნენ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან მცირე ნაწილმა გამოთქვა მზაობა, რომ ჯვარი აეღო. ადამიანებს, ვინც ჯვაროსნულ იდეას არ იღებდა, სჯეროდათ: სასულიერო პირები „...იმისთვის ქადაგებდნენ, რომ ფული აეღოთ...“ (Viard jules. Op. cit., p. 311). ეს ნათლად მოწმობდა იმას, რომ ევროპაში ჯვაროსნული ლაშქრობის იდეამ პირველი ჯვაროსნობის მნიშვნელობა საგრძნობლად დაკარგა.
11. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, pp. 414-415.
12. Richard J., La Papauté et les missions…,p. 54.
13. კიკნაძე ვ., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან. ჟურნ.: „მნათობი“, №9, 1982, გვ. 158-159; მისსივე, საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროები. ჟურნ.: „მნათობი“, №4, 1983, გვ. 158-163.
14. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ., 1987, გვ. 22-23.

ჯ. გოლუბოვიჩის ინტერპრეტაციით, საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუამ ეგვიპტის სულტნის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის წინადადებით მიმართა „თავრიზის იმპერატორ შაჰ აბუ საიდ ხანს და ტეფლისიის…...“ ანუ საქართველოს მეფეს გიორგი V ბრწყინვალეს1. ადრესატებთან, სავარაუდოდ, წერილი მიჰქონდა ფრანგ მისიონერს, რიკარდო მერჩერს2, რომელიც სპარსეთში 1332-1333 წლებში ჩავიდა. ამ უკანასკნელს საფრანგეთის მეფის წერილი უნდა გადაეცა თავრიზის ფრანცისკელთა პრიორისა3 და ლათინი4 მთავარი ვაჭარებისათვის5, რათა მათ ეზრუნათ იგი საჩუქრებთან ერთად გაეგზავნათ აბუ-საიდ ილხანისა და საქართველოს მეფისათვის6. მოკლედ რომ ვთქვათ, საფრანგეთის მეფის წინადადების ირგვლივ ადრესატებთან დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა დაევალა თავრიზის ფრანცისკელთა პრიორსა და ლათინელ ვაჭართა თემის მეთაურებს7.
იმავე ჯ. გოლუბოვიჩის განმარტებით, ფრანცისკელთა მონასტრის წინამძღვარმა და ლათინ8 ვაჭართა თემის მეთაურებმა მოიწვიეს თათბირი, იმსჯელეს და გადაწყვიტეს: საფრანგეთის მეფის ფილიპ VI ვალუას წერილი არ გადაეცათ აბუ-საიდ ყაენისათვის (1317-1335) და შესაბამისად არ შეეთავაზებინათ მისთვის ალიანსი ეგვიპტის სულტნის წინააღმდეგ, რადგან „...მათ (ილხანმა მონღოლებმა - მ.პ.) ამ დროისათვის კავშირი დადეს9 ეგვიპტის სულტანთან...“10. ამავე თათბირზე კომისიამ გადაწყვიტა, რომ საფრანგეთის მეფის „...წერილი გაეგზავნათ საქართველოს ქრისტიან მეფესთან...“, რომელიც არ წარმოადგენდა ილხანთა ვასალს და მეტად კეთილგანწყობილი იყო საქართველოში მოღვაწე ფრანცისკელი და დომინიკელი მისიონერების მიმართ11. ამ დიპლომატიური მისიის შესრულება დაევალათ ფრანცისკელ რიკარდო მერჩერისა და ალექსანდრე ინგლისელს, რომლებიც გიორგი V-მ თბილისში დიდი პატივით მიიღო და მათ ორი თვის მანძილზე მასპინძლობდა12.

1. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, pp. 414; კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული.., გვ. 158; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა..., ტ. III, გვ. 22.
2. შესაძლებელია ფრთხილად ვივარაუდოთ, რომ ეს იყოს ხერსონესის ეპისკოპოსი რიკარდო ინგლისელი, რომელიც ბოსფორის არქიეპისკოპოს ფრანჩესკო და კამერინოსთან ერთად პაპ იოანე XXII-ის ლეგატის სახით იმყოფებოდა 1334-1335 წლებში კონსტანტინოპოლში და ეწეოდა მოლაპარაკებებს ეკლესიათა უნიის განახლების შესახებ (Гаген С. Я., დასახ. ნაშრ., გვ. 380).
3. პრიორი (it. Priore, laT. Prior) - ამ შემთხვევაში ფრანცისკელთა ორდენის მონასტრის წინამძღვარი.
4. პროფ. ი. ტაბაღუა თავისუფალ თარგმანს მიმართავს და იგი გადმოაქვს, როგორც „მთავარი ფრანგი ვაჭრები“, რაც წყაროში არ წერია (ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა..., ტ. III, გვ. 22).
5. თავრიზში 1264 წლიდან დასტურდება ვენეციელი ვაჭრების ყოფნა, ხოლო გენუელებისა - 1280 წლიდან (Кикнадзе Р. К., Города и городская жизнь в государстве Хулагидов. Реф. Канд. Дис. Тбилиси,1956, с. 9-10; Карпов С. П., Трапезундская империя и западноевропейские государства в XIII-XV вв. М., 1981, с. 21). XIV საუკუნის I მესამედში თავრიზში გენუელთა სავაჭრო ფაქტორიამ თავისი აყვავების აპოგეას მიაღწია. გენუელთა სავაჭრო თემის მეთაურები ხშირად ილხანთა დიპლომატიურ სამსახურშიც იდგნენ (Patrick Wing. „Rich in Goods and Abounding in Wealth“: The Ilkhanid and Post-Ilkhanid Ruling Elite and the Politics of Comercial Life at Tabriz, 1250-1400. “Politics, Patronage and the Transmission of Knowledge in 13 th-15 th Century Tabriz. Edited by Judith Pfeiffer“. Leiden-Boston, 2014, pp. 307-309). გენუა და ვენეცია ერთმანეთს ექიშპებოდნენ თავრიზში განმტკიცებისათვის, თუმცა ვენეციელი და გენუელი ვაჭრები XIV საუკუნის 20-იანი წლებიდან განსაკუთრებულ წარმატებას აღწევდნენ ილხანთა დედაქალაქში. 1331 წლის ბოლოსა და 1332 წლის დასაწყისში ვენეციის რესპუბლიკასა და ილხან აბუ-საიდს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა თავრიზში სპარსელი და იტალიელი ვაჭრების ურთიერთსავაჭრო პირობები (Карпов С. П., დასახ. ნაშრ., გვ.51-52). გამოთქმულია არცთუ უსაფუძვლო მოსაზრებაც, რომ ვენეციის რესპუბლიკამ ილხან აბუ საიდთან დადებული ხელშეკრულებით თავრიზში გახსნა სავაჭრო კონტორა და საქმიანობა დაიწყო ვენეციის კონსულმა (Махмудов Я.М., Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов западноевропейскими странами (II половине XV-начало XVII века). Баку, 1991, с. 25-26).
6. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, pp. 414; კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული.., გვ. 158; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა..., ტ. III, გვ. 22.
7. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომელს, გენუელ ვაჭართა მეთაურს, თუ ვენეცეციელ ვაჭართა მეთაურს დაევალა დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვა ადრესატებთან.
8. უფრო იტალიელი ვაჭრების მეთაურებმა.
9. იგულისხმება 1323 წლის 20 ივნისს მონღოლებსა და მამლუქებს შორის დადებული საზავო ხელშეკრულება.
10. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, p. 414; კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული.., გვ. 158; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა..., ტ. III, გვ. 22.
11. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, pp. 415; კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული.., გვ. 158-159.
12. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, pp. 415; კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული.., გვ. 159.

მოტანილი წყაროს ინფორმაციიდან საგანგებოდ შევჩერდებით ერთ ფაქტზე: როგორც ვხედავთ, საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუა ილხან აბუ-საიდს ეგვიპტის სულტნის წინააღმდეგ სთავაზობდა ალიანსს. ჩვენ საკმაო მტკიცებით ვაჩვენეთ, რომ მოცემულ საერთაშორისო ვითარებაში დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკური ძალისხმევა 1331-1334 წლებში მიმართული იყო ანტითურქული კოალიციის შექმნისაკენ. ვინაიდან ხელთ არა გვაქვს საფრანგეთის მეფის წერილი აბუ-საიდისადმი, არც დამატებითი ინფორმაცია, თუ ვის წინააღმდეგ სთავაზობდა ფილიპ VI ყაენს ალიანსს, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით. უფრო საფიქრებელია, რომ საფრანგეთის მეფე აბუ-საიდს ანტითურქულ კოალიციაში იწვევდა, თუმცა არც წყაროს ინფორმაციის უარყოფა შეიძლება. მასში პირდაპირ არის ნათქვამი: ფრანცისკელთა პრიორმა და ლათინ ვაჭართა მეთაურებმა საფრანგეთის მეფის წერილი აბუ-საიდს იმიტომ არ გადასცეს, რომ ეს უკანასკნელი ეგვიპტის სასულტნოსთან დაზავებული იყო. ცხადია, ეს მათთვის იმას ნიშნავდა, რომ ილხანი აბუ-საიდი ეგვიპტის სულტანთან კარგ ურთიერთობაში იყო და ევროპასთან ალიანსზე სასულტნოს წინააღმდეგ არ წავიდოდა. საკუთრივ ავინიონსა და საფრანგეთის მეფის კარზე, ნაკლებად სავარაუდოა, ეს არ სცოდნოდათ. თუ ვირწმუნებთ იმას, რომ საფრანგეთის მეფე ილხან აბუ-საიდს ეგვიპტის სასულტნოს წინააღმდეგ ალიანსში იწვევდა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ფილიპ VI ერთიანი ფრონტით გამოდიოდა მუსლიმების წინააღმდეგ და ილხანატის მოკავშირეობას წმინდა მიწების დაბრუნებაში უწინდებურ მნიშვნელობას ანიჭებდა. თუ ეს ასეა, ჩანს, რომ პარიზსა და ავინიონში ილხანატის როლს მათი გეგმების განხორციელებაში რეალურად ვერ აფასებდნენ. ისლამიზაციის ფართო გზაზე მდგარი ილხანატი ევროპას მუსლიმების წინააღმდეგ მოკავშირედ არ გამოადგებოდა.
როგორც ვხედავთ, მოტანილი წყარო ასევე გვაწვდის ინფორმაციას, რომ თავრიზში შემდგარმა კომისიამ გადაწყვიტა, ფილიპ VI ვალუას წერილი თბილისში გიორგი მეფისათვის გაეგზავნათ დიპლომატიური მისიით აღჭურვილი პირების ხელით. ეს მოწმობს იმას, რომ ავინიონსა და პარიზში ქრისტიანული საქართველო და მისი მეფე გიორგი V ბრწყინვალე, რომელიც „...მეტად კეთილგანწყობილი იყო...“ კათოლიკე მისიონერებისადმი ანუ კათოლიკობისადმი, ანტიმუსლიმური კოალიციის პოტენციურ მოკავშირედ მიიჩნეოდა. თავრიზის თათბირში მონაწილეებს ასევე შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ გიორგი V-ს ეგვიპტის სასულტნოსთან 1323 წლის შემდეგ მიღწეული შეთანხმებით დალაგებული ურთიერთობა ჰქონდა. ცხადია, ეს ფაქტორი გამორიცხავდა ანტიეგვიპტურ კოალიციაში, თუ საფრანგეთის მეფე გიორგი V-ს მასში სთხოვდა ალიანსს, საქართველოს გაერთიანებას. ჩვენი ვარაუდით, ფილიპ VI ვალუა ილხან აბუ-საიდს მოუწოდებდა ეგვიპტის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისაკენ, ხოლო გიორგი V-ს, ალბათ, ანტითურქულ კოალიციაში იწვევდა. სხვა გარემოებაში თავრიზის თათბირის წევრები, რო-გორც აბუ-საიდის შემთხვევაში, არც გიორგი V-სთან გაგზავნიდნენ საფრანგეთის მეფის წერილს და მასთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს არ გამართავდნენ. უდავოა, ანტითურქული ალიანსის გეგმაში კათოლიკური სარწმუნოებისადმი კეთილად განწყობილი გიორგი V-ის საქართველოს უმნიშვნელო როლი როდი ეკისრებოდა, რასაც საფუძველი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ჩაეყარა.
ასეა თუ ისე, ავინიონისა და პარიზის გათვლა მცდარი აღმოჩნდა. წყაროს თანახმად, გიორგი V ორი თვის მანძილზე მასპინძლობდა რიკარდოსა და ალექსანდრეს. თუ ეს მართლა ასე იყო, გიორგი მეფე, ალბათ, არაერთხელ მიუბრუნდა საფრანგეთის მეფის წინადადების განხილვას. შესაძლებელია, ამ ხნის მანძილზე აგროვებდა ინფორმაციას საფრანგეთის მეთაურობით წამოწყებულ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე. არაა გამორიცხული, ამ ლაშქრობის მზადებისა და მასში მონაწილე წევრისახელმწიფოების შესახებ მანამდეც გააჩნდა გარკვეული ცნობები. იმ საერთაშორისო ვითარებაში, როცა საქართველოს ეგვიპტის სულტნებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ილხანებისაგან ქვეყანას არანაირი საფრთხე არ ელოდა, ხოლო თურქთა მხრიდან საშიშროება ხელშესახები არ იყო, საქართველოს მეფემ, არ იყო რა დარწმუნებული ჯვაროსნული ლაშქრობის რეალობაში, ყოველ შემთხვევაში წმ. მიწების დაბრუნებისა და მამლუქების განადგურების მიზნით, დიპლომატიურად აიცილა თავიდან ანტითურქულ ალიანსში მოკავშირეობის წინადადება. შესაძლებელია, პრაგმატულად მოაზროვნე გიორგი მეფე ითვალისწინებდა, რომ საფრანგეთი შორს იყო საქართველოსაგან. სწორედ ასეთ გააზრებებს ემყარება, ჩვენი აზრით, გიორგი V-ის პასუხი საფრანგეთის მეფისადმი, რომელიც ამ უკანასკნელს, „...ცხადია, არ ესიამოვნებოდა...“1. მოკლედ, საქართველოს მეფე ფილიპ VI ვალუას სწერდა: „საფრანგეთის ღვთისმოსავი მეფეები ხშირად შეაგულიანებდნენ ხოლმე აღმოსავლეთის ხელმწიფეებს სარკონოზების წინააღმდეგ [საბრძოლველად], დაჰპირდებოდნენ მათ დახმარებას, ხოლო შემდეგ თვითონ არ მიდიოდნენ დასახმარებლად და მათ მარტო მიატოვებდნენ; ისინი ასეთი ომებიდან სამწუხარო შედეგებს იღებდნენ. ასე რომ, თქვენ დაადგინეთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მაშინვე მიხილავთ თქვენი განკარგულების შესაბამისად 30 ათასიანი ლაშქრით“2.

1. ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა..., ტ. III, გვ. 22.
2. Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica.., Vol. III, 1919, pp. 415; კიკნაძე ვ. საქართველოს ისტორიის ევროპული.., გვ. 159; ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა..., ტ. III, გვ. 22-23.

არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ გიორგი V-ის წერილის ეს მოკლე ფრაგმენტი საფრანგეთის მეფის წინადადებაზე დიპლომატიურად უარის თქმის ბრწყინვალე ნიმუშია. მის პოლიტიკურ კონტექსტში უფრო მეტი იკითხება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: პირველი, მასში ზოგადად მინიშნებულია იმ მწარე ისტორიულ გამოცდილებაზე, როცა საფრანგეთის მეფეები წააქეზებდნენ აღმოსავლეთის ხელმწიფეებს მუ-სლიმების წინააღმდეგ საბრძოლველად და შემდეგ დაპირებულ დახმარებას არ უწევდნენ, რის გამოც სამწუხარო შედეგებს იმკიდნენ; მეორე, ამას ადგილი ბევრჯერ ჰქონია. წერილში ფრაზა - „ხშირად შეაგულიანებდნენ“ - გამოყენებულია იმ სამწუხარო შედეგების ამოსავალად, რაც საფრანგეთის მეფეების დაპირებული დახმარების შეუსრულებლობას მოსდევდა აღმოსავლეთის ხელმწიფეებისათვის. ჩვენი აზრით, ამაში იგულისხმება XIII საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნის დასაწყისში წმინდა მიწების დასაბრუნებლად პაპობის, ინგლისის და საფრანგეთის მესვეურების ილხანებთან ერთობლივი სამხედრო მოქმედების უშედეგო დაპირებები, რაზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. შესაძლებელია გიორგი მეფემ ისიც კარგად უწყოდა, „...საფრანგეთის ყოველი მეფე ტახზე  ასვლისას...“ თუ როგორი გატაცებით „...იღებდა ჯვაროსნულ პროექტებს, რომელიც აქამდე წარუმატებლობას განიცდიდა, როცა მათი განხორციელება გარდაუვალი ჩანდა“1. ცხადია, ამას შეეძლო გიორგი V დაერწმუნებინა, რომ კათოლიკურ ევროპას მეტად არ აინტერესებდა წმინდა მიწები. შესაძლებელია გიორგი მეფემ ისიც იცოდა, რომ 1326 წლიდან „მამლუქთა სასახლე გახდა ევროპელ დესპანთა ის ადგილი, სადაც ისინი ეძებდნენ სულტნისაგან დახმარებას კომერციული ან რელიგიური მიზნებისათვის“2. თუ ეს ასეა, შეცვლილ ვითარებაში, საქართველოს მეფე, ალბათ, მეტად უფრთხოდა იმ უპირატესობის დაცვას, რომელიც მან მიიღო ეგვიპტის მამლუქი სულტნებისაგან; მესამე, გიორგი V საფრანგეთის მეფეს ირიბად მიანიშნებდა, რომ კათოლიკურ დასავლეთთან საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად დაემთხვეოდა ერთმანეთს მათი საგარეო პო-ლიტიკური ინტერესები და რამდენად რეალური იქნებოდა ფილიპ VI წამოწყება. სხვა აზრის ამოკითხვა შეუძლებელია გიორგი მეფის სიტყვებიდან: „...თქვენ დაადგინეთ, როგორ და როდის გადმოლახავთ ზღვას და მაშინვე მიხილავთ თქვენი განკარგულების შესაბამისად 30 ათასიანი ლაშქრით“. მეფის ეს გადაწყვეტილება ასევე გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ გიორგი V ბრწყინვალე რეალურ ვითარებაში უარს არ ამბობდა ჯვაროსნულ იდეაზე, რომელიც ემყარებოდა კათოლიკური ევროპის პრაქტიკულ და აქტიურ სამხედრო მოქმედებას, რაც ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანი იყო.

1. Cornel Bonta. Op. cit., p. 13.
2. Dr. Hayat Nasser Al-Hajji. Op. cit., p.33.

დამოწმებანი:
ალასანია გ., ქართველი მეფეების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან მე-14 საუკუნის პირველ ნახევარში. - ნოდარ შენგელია 75, თბ., 2008.
თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902.
თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995.
კიკნაძე ვ., საქართველოს საგარეო ურთიერთობის ისტორიიდან. ჟურნ.: „მნათობი“, №9, 1982.
კიკნაძე ვ., საქართველოს ისტორიის ევროპული წყაროები. ჟურნ.: „მნათობი“, №4, 1983.
მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი, თბ., 2014.
პაპაშვილი მ., საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს. თბ., 1995, გვ. 91.
პაპაშვილი მ., ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ტოლერანტობა კათოლიკობის მიმართ (XIII-XV საუკუნეები), ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური ურთიერთობები საქართველოში: ისტორია და თანამედროვეობა, კრებული I, თბ., 2013.
სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია, თბ., 1999.
ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVIსს.), თბ., 1984.
ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ., 1987.
ჯაფარიძე გ., საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, თბ., 2016.
Archivio Segreto Vaticano, Registro Vaticano, vol. 62.
Annales Minorum…Auctore A.R.P. Luca waddingo Hiberno… Tomus sextus, Romae,1738.
Alireza Karimi, Mahdi Nasiri., The political relations between Iran and Europe during the Mongols period. Ученые записки Таврического национального университета имени В.И. Вернадского. Серия „Филология. Социальные коммуникации“. Том 27 (66). №3. Симферополь, 2014.
Cornel Bonta. La cruisade tardive: des plans du début du XIV-e siècle à la defaite de Nicopolis. UniversiteMontréal, 2012.
Cristine Gadrat-Ouerfelli., Avignon, porte pour l’Orient. Première moitié du XIVe siècle. Villes méditerranéennes au Moyen Age. Rpesses Universitaires de Provence, 2014.
Christiane Deluz. Croisade et paix en Europe au XIVe siècle. „Cahiers de recherches médiévales et humanists“. Journal of medieval and human istic studies, №1, 1996.
Déprez Eugène., Les préliminaires de la guerre de Cent ans. La papauté, la France et l’Angleterre (1328-1342). Paris, 1902.
Donald M.Nicol., The Last Centuries of Byzantium, 1261-1453, second edition, Cambridge University Press, 1993.
Edbury P.W., The Kindgom of Cyprus and the Crusades, 1191-1374. Cambridge, 1991.
Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica della Terra Santa e dell’Oriente francescano, Quaracchi, Firenze, Vol. II, 1913.
Golubovich G., Biblioteca bio-bibliografica della Terra Santa e dell’Oriente francescano, Quaracchi, Firenze, Vol. III, 1919.
Dr.Hayat Nasser Al-Hajji., The Crusading Deals During the Fourteenth and Fifteent Century, 1976.
Hautala R., Latin Sources on the Religious Situation in the Western Mongol Uluses in the late 13th early 14th centuries.Научныйежегодник.Золотоордынская цивилизация,2013, №6, Казань, 2013.
Hill George Francis Sir., A History of Cyprus. Vol.II. Cambridge University Press, 1972.
Hussey J.M., The Orthodox Church in the Byzantine Empire. Oxford Universiry Press, 1986.
Kenneth Scott Parker., The Indigenous Christians of the Arabic Middle East in an Age of Crusaders, Mongols, and Mamnluks (1244-1366). Royal Holloway College, Univertiry of London, 2012.
Lemerle P., L’Emirat d’Aydin, Byzance et l’Occident, recherché sur la „gesta d’Umur Pacha“, Paris, 1957.
Leopold A., How to Recover the Holy Land. The Crusade Proposals of the Late Thirteenth and Early Fourteenth Centuries. Burlington.Vermont:Ashgate, 2000.
Makris G., Studien zur spätbyzantinische Schiffahrt. Genua, 1988.
Muldoon J., Missionaires and the Marriages of Infidels: The Case of the Mongol Mission//The Jurist, 1975, #2-3.
Pahlitzsch J., Mediators Between East and West: Christians under Mamluk Rule. In Mamluk Studies Review. Vol.9, #2, 2005. The University of Chicago.
Richard J., La Papauté et les missions d’Orient au Moen-Age (XIIIe-XVe siècles), (2e edition) Rome: Ecole Française de Rome, 1998.
150
Ryan J. D., Christian Wives of Mongol Khans: Tatar Queens and Missionary Expectations in Asia// The Spiritual Expansion of Medieval Latin Christendom: The Asia Missions/Ryan J.D. (ed.).Farnham: Ashgate Publishing, 2013.
Runciman St.Geschichte der Kreuzz üge. München, 1995.
Setton Kenneth M., The Papacy the Levant (1204-1571). V.I. The thirteenth and fourteenth centuries. Philadelphia. 1976.
Stantchev S. K., Embargo: The origins if an idea and the implications of a Policy in Europe and the Mediterranean, ca. 1100-ca 1500. University of Michigan, 2009.
Tamarati, Michel., L’Eglise géorgienne des origins jusqu’à nos jurs, Rome, 1910.
Tanase Th., Le Royaume de Hongrie et les missions franciscaines dans les régions sous domination mongole du XIIIe siècle au XVe siècle: un exemple de géopolitique religieuse. Annuario. Istituto Romeno di cultura e ricerca umanistica, №5, 2003.
The Routledge Companion to the Crusades Peter Lock, New York, 2006.
Viard J., Les Projets de crosa de de Phillipe VI de Valois. In Bibliothèque de L’Ecole des Chartes. 1936. tome 97.
Wing P., „Rich in Goods and Abounding in Wealth“: The Ilkhanid and Post-Ilkhanid Ruling Elite and the Politics of Comercial Life at Tabriz, 1250-1400. „Politics, Patronage and the Transmission of Knowledge in 13 th-15 th Century Tabriz. Edited by Judith Pfeiffer“. Leiden-Boston, 2014.
Гаген С. Я., Политический фон папской миссии 1334/1335 г. в Константинополь. «Античная древность и средние века. Вып. 34. 2003.
Джонатан Райли-Смит. Истррия крестовых походов. М., 1998.
История Казахстана. Алматы, 1997,Т. 2.
Кантакузен Иоанн. Беседа с папским легатом. СПб., 2008.
Карпов С. П., Трапезундская империя и западно-европейские государства в XIII-XV вв. М., 1981.
Кикнадзе Р. К. Города и городская жизнь в госу-дарстве Хулагидов. Реф. Канд. Дис. Тбилиси,1956.
Колотова О. Е., Пиратство ордена госпитальеров в Восточном Средниземноморье (1291-1522 гг.). Античная древность и средние века. Екатеринбург. Урал. гос. унт : Волост, 1999, вып. 30.
Малышев А. Б. Христианство в истории Золотой Орды. Автореф. дисс. канд. ист. наук. Саратов, 2000.
Махмудов Я.М. Взаимоотношения государств Аккоюнлу и Сефевидов западноевропейскими странами (II половине XV-начало XVII века). Баку, 1991.
Микаелян Г.Г. История Киликийского ар мянского государства. Ереван, 1952.
Хаутала Р. Коммуникативные аспекты дипломатических связей между государствами Западной Европы и Империи Монголов в XIII век е. Сходознавство. №57-58. Киiв. Iнститут сходознавства iм. А.Ю. Кримьского Нацiональноi академii наук Украiни, 2012.

Комментариев нет:

Отправить комментарий