вторник, 16 июля 2024 г.

ეროვნულები 2024 ისტორია - ტესტები და პასუხები

ვარიანტი 1 (სწორი პასუხი ლურჯად)
ტესტი (35)
(1) 1. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საბოლოოდ ფარაონ ამენჰოტეპ (ამენხოტეპ) IV-ის რელიგიური რეფორმის მარცხი?
ა) ქვეშევრდომების აჯანყებამ;
ბ) ქურუმების წინააღმდეგობამ;
გ) მომთაბარე ჰიქსოსების მარბიელმა თავდასხმებმა;
დ) პირამიდების მშენებლობებით გამოწვეულმა კრიზისმა.

(1) 2. შუამდინარეთში მდებარე რომელი ქალაქი აიღეს ხეთებმა ერთ-ერთი ლაშქრობის დროს?
ა) სიდონი;
ბ) ტვიროსი;
გ) ბაბილონი;
დ) ჰალიკარნასი.

(1) 3. რა უკავშირდება ნაბუქოდონოსორის მოღვაწეობას?  
ა) ლურსმული დამწერლობის შემოღება; 
ბ) მიდიის სამეფოს განადგურება; 
გ) ზიკურათების მშენებლობის დაწყება; 
დ) ბაბილონის სამეფოს გაძლიერება. 

(1) 4. რომელი ინფორმაციაა მართებული დიაოხის შესახებ?  
ა) დიაოხი მეზობლებმა გაანადგურეს, სამხრეთი ურარტუმ დაიკავა, ჩრდილოეთის მხარეები კი - კოლხამ; 
ბ) აღმოსავლეთიდან პონტოს სამეფოს, ხოლო დასავლეთიდან იბერიის შემოტევას დიაოხმა ვეღარ გაუძლო და არსებობა შეწყვიტა; 
გ) მიდიის სამეფოსთან ომმა დიაოხი დაასუსტა და ვეღარ გაუძლო ჩრდილოეთიდან შემოჭრილი ჰუნების შემოტევას; 
დ) ჩრდილოეთიდან მომთაბარეების შემოსევებმა დაასუსტა დიაოხი, რამაც მეზობელ კოლხას მისი დაპყრობა გაუადვილა. 

(1) 5. რომელი მსჯელობაა მართებული აქემენიანი მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ?  
ა) ვაჭრობის განვითარების მიზნით არტაქსერქსე III-მ პრივილეგიები მიანიჭა მცირეაზიელ ბერძნებს და ამით ფინიკიელთა მონოპოლია დაასრულა; 
ბ) ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად დარიოს I-მა სატრაპებისა და მხედართმთავრების თანამდებობები გამიჯნა; 
გ) კიროს II-მ დასავლეთის პროვინციებზე მომთაბარეთა თავდასხმების მოსაგერიებლად ღულამთა კორპუსი შექმნა და საზღვრებზე განალაგა; 
დ) ლევანტის დაპყრობის შემდეგ კამბიზ I-მა ადგილობრივი მოსახლეობა აყარა და მათ ნაცვლად სემიტები ჩაასახლა. 

(1) 6. რა უკავშირდება კლისთენეს მმართველობას?  
ა) ლეგიონერების საყოველთაო აღწერა თებეში;
ბ) არქონტთა საბჭოს დაფუძნება ბეოტიაში;
გ) ატიკის ახალი ტერიტორიული დაყოფა;
დ) სპარტაში ოხლოკრატიული მმართველობის დასრულება.

(1) 7. ვის ფუნქციას ითავსებდა ძველ რომში მეფე?  
ა) კონსულის; 
ბ) სახალხო ტრიბუნის; 
გ) ქურუმის; 
დ) მთავარი ლიქტორის. 

(1) 8. რატომ იყო მნიშვნელოვანი ბერძენთათვის თერმოპილეს დაცვა ქსერქსე I-ის შემოსევისას?
ა) იცავდა სპარტის მისადგომებს; 
ბ) კეტავდა შუა საბერძნეთში შესასვლელ გზას; 
გ) წარმოადგენდა ერთადერთ გასასვლელს სალამინის ყურეში; 
დ) თითქმის მთლიანად აკონტროლებდა კორინთოს მიმდებარე ტერიტორიას. 

(1) 9. რა მოიმოქმედეს პელოპონესის ომის დროს კლეონმა და დემოსთენემ პერიკლეს გარდაცვალების შემდეგ?  
ა) გაააქტიურეს სამხედრო მოქმედებები და რამდენჯერმე გაიმარჯვეს;  
ბ) დროებითი ზავი დადეს მიკენთან და ქალაქში მალევე აღადგინეს წესრიგი; 
გ) გააგრძელეს რეფორმები და ყველას, ვინც ქალაქში ცხოვრობდა, მოქალაქეობა მიანიჭეს;  
დ) ომის მიმდინარეობის საბაბით არეოპაგის არჩევნები გააუქმეს და ძალაუფლება მიიტაცეს. 

(1) 10. რომელი ინფორმაციაა მართებული ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შესახებ?  
ა) ბაბილონის აღების შემდეგ განაგრძო ლაშქრობა და ურმიის ტბასთან ბრძოლაში დაამარცხა 
სპარსელები; 
ბ) ჰიდასპის ბრძოლაში სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ ადვილად დაიმორჩილა ფინიკიური ქალაქები; 
გ) მესოპოტამიის დაპყრობის შემდეგ ლაშქრობა დასავლეთით განაგრძო და ალექსანდრიასთან ბრძოლაში გაიმარჯვა სპარსელებზე; 
დ) ისოს ბრძოლაში დაამარცხა სპარსელები, შემდეგ განაგრძო ლაშქრობა და შეიჭრა ეგვიპტეში. 

(1) 11. რა ეწოდებოდა ანტიკური პერიოდის ქართლის მეფის კარზე არსებულ ერთ-ერთ მაღალ სამოხელეო თანამდებობას?  
ა) ამირახორი; 
ბ) ეზოსმოძღვარი; 
გ) მარზპანი; 
დ) ჩუხჩარხი. 

(1) 12. რომელი ინფორმაციაა მართებული სულას შესახებ?  
ა) რომის უკანასკნელი მეფე იყო, რომელიც აჯანყებულებმა განდევნეს;  
ბ) რომაელი სარდალი იყო, რომელიც აღმოსავლეთში პონტოს მეფეს ებრძოდა; 
გ) რომაელი დიდებული იყო, რომელმაც პირველმა დაამარცხა კართაგენელები;  
დ) რომის პირველი სახალხო ტრიბუნი იყო რესპუბლიკური მმართველობის დამყარების შემდეგ. 

(1) 13. ვინ იყო არტაგი?  
ა) რომის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის მეფე, რომელიც დამარცხდა და იძულებული გახდა პომპეუსისთვის მძევლები მიეცა და საჩუქრები გაეგზავნა; 
ბ) მითრიდატე VI-ის მოკავშირე და მასთან ერთად რომაელების წინააღმდეგ მებრძოლი კოლხეთის მეფე, რომელიც დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა; 
გ) ქართლის ერისმთავარი, რომელმაც რომის დახმარებით დაამარცხა პართელები და ამის შემდეგ ტრაიანესაგან მეფის ტიტულიც მიიღო; 
დ) ლაზიკის პატრიკიოსი, რომელიც რომისა და პონტოს სამეფოს ომში ჯერ პონტოს უჭერდა მხარს, თუმცა ბოლოს რომაელთა სარდალ კორბულონს მიემხრო. 

(1) 14. ვისი დახმარების იმედი ჰქონდა ვახტანგ გორგასალს ანტიირანული აჯანყების დაწყებისას?  
ა) სარმატების; 
ბ) გოთების; 
გ) პაჭანიკების; 
დ) ჰუნების. 

(1) 15. რატომ გადავიდა ლაზთა მეფე გუბაზი კვლავ ბიზანტიელთა მხარეს მას შემდეგ, როცა მანამდე თავად მიიწვია ირანის შაჰი დასავლეთ საქართველოში?
ა) გაიგო, რომ ირანელებმა მისი მოკვლა განიზრახეს; 
ბ) ირანელებმა აქტიურად დაიწყეს ისლამის გავრცელება; 
გ) ბიზანტიის იმპერატორმა მუქარის წერილი გამოუგზავნა; 
დ) დაემორჩილა სახალხო კრების გადაწყვეტილებას. 

(1) 16. რა ეწოდებოდა გადასახადს, რომელსაც ქართლის მოსახლეობა იხდიდა „დაცვის სიგელის“ თანახმად?  
ა) ყალანი; 
ბ) თამღა; 
გ) ულუფა; 
დ) ჯიზია. 

(1) 17. რომელი მსჯელობაა მართებული სელჩუკთა სახელმწიფოს შესახებ?  
ა) დააარსეს ჯვაროსანთა მიერ სირიიდან და პალესტინიდან განდევნილმა თურქულმა ტომებმა, რომელთაც სათავეში თოღრულ-ბეგი ჩაუდგა; 
ბ) ძლიერების მწვერვალზე სელჩუკთა სულთნებმა ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებიც დაიპყრეს და იქ მუსლიმური საამიროები დააფუძნეს; 
გ) ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად სელჩუკები ხშირად იბრძოდნენ ირანთან, რაც ორ სახელმწიფოს შორის გავლენის სფეროების გამიჯვნით დასრულდა; 
დ) მალიქშაჰის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს შორის დაწყებულმა ბრძოლამ საბოლოოდ სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლა გამოიწვია. 

(1) 18. რომელი ინფორმაციაა  მართებული დემეტრე I-ის შესახებ?
ა) ალყა შემოარტყა არზრუმს, ქალაქის ამირას კი ხარკი დააკისრა; 
ბ) აიღო განძა, თუმცა ამ ქალაქის ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ შეძლო; 
გ) ისარგებლა ანისის მოსახლეობის მიწვევით და ეს ქალაქი საქართველოს შემოუერთა; 
დ) ჩამოართვა უფლისციხე ურჩ დიდებულებს და ქალაქი უფროს ვაჟს გადასცა სამართავად. 

(1) 19. რომელი მუსლიმი მმართველები დაამარცხა საქართველოს სამეფოს ლაშქარმა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში?  
ა) ჯარაჰი და ბუღა თურქი; 
ბ) ალფ არსლანი და ილღაზი; 
გ) აბუ ბაქრი და რუქნ ად-დინი; 
დ) ჯალალ ად-დინი და ყაზან-ყაენი. 

(1) 20. რომელი ფაქტია მართებული სალადინის შესახებ?  
ა) დაამხო ომაიანთა დინასტია, ხოლო სახალიფოს დედაქალაქი ბაღდადში გადაიტანა; 
ბ) დაამარცხა მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიელები და ქალაქი ნიკეა დაიკავა; 
გ) დაიპყრო პირენეის ნახევარკუნძული, სადაც გრანადის საამირო დააარსა; 
დ) აიღო იერუსალიმი და ქალაქიდან ჯვაროსნები განდევნა. 

(1) 21. საქართველოს რომელ მხარეზე დაკარგა კონტროლი დავით VII ულუმ XIII საუკუნის 60-იან წლებში?  
ა) სამცხეზე;  
ბ) კახეთზე; 
გ) ჰერეთზე; 
დ) ქვემო ქართლზე.  

(1) 22. რომელი ინფორმაციაა მართებული გიორგი VII-ს შესახებ?  
ა) დაასრულა სელჩუკთა ბატონობა, აღადგინა საქართველოს სამეფოს ერთიანობა; 
ბ) ომობდა თემურ ლენგთან, დაიღუპა შავბატკნიან თურქმანებთან ბრძოლაში; 
გ) შექმნა რეგულარული არმია, აღკვეთა ლეკების თარეში ქართლ-კახეთში; 
დ) მოიგერია ყიზილბაშთა შემოსევები, მეფობის ბოლო პერიოდი კი ოსმალებთან ბრძოლაში გაატარა. 

(1) 23. რომელი ისტორიული მოვლენა უკავშირდება ოსმალეთის სულთან მეჰმედ II-ს?  
ა) ეგვიპტის დაპყრობა; 
ბ) კონსტანტინოპოლის აღება; 
გ) სეფიანთა ირანის დამარცხება; 
დ) ანგორის ბრძოლაში გამარჯვება. 

(1) 24. რომელი მსჯელობაა მართებული XVI საუკუნეში კახეთში არსებული მდგომარეობის შესახებ?  
ა) ამასიის ზავის მიხედვით კახეთი ოსმალეთის გავლენის სფეროში მოექცა, თუმცა ალექსანდრე I შექმნილ ვითარებას არ ეგუებოდა და წინააღმდეგობას განაგრძობდა; 
ბ) გარე საფრთხეებისაგან თავდასაცავად მეფე ლევანმა კავშირი დაამყარა რუსეთთან და კახეთში მცირერიცხოვანი რუსული ჯარიც შემოიყვანა; 
გ) ყიზილბაშური აგრესიის თავიდან ასაცილებლად კახეთის მეფე კონსტანტინე I-მა სამხედრო კავშირი გააფორმა დაღესტნელ ფეოდალებთან; 
დ) ირანისათვის გაწეული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ შაჰ თამაზმა კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს ქართლი გადასცა სამართავად. 

(1) 25. რომელი ფაქტია მართებული ტიუდორების ხანის ინგლისის შესახებ?  
ა) შეიქმნა ინგლისის პარლამენტი; 
ბ) დასრულდა ინდუსტრიული რევოლუცია; 
გ) განვითარდა კაპიტალისტური ურთიერთობები;  
დ) დაიწყო ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 

(1) 26. ვინ დაეხმარა ვახტანგ VI-ს თბილისში სტამბის გახსნაში?  
ა) პოლონეთის მეფის კარზე მყოფი ბოგდან გურჯიცკი; 
ბ) მოსკოვში მცხოვრები ალექსანდრე იმერეტინსკი; 
გ) რომში ელჩად გაგზავნილი ნიკიფორე ირბახი; 
დ) რუმინეთში მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი. 

(1) 27. ვინ იყო მაქსიმილიან რობესპიერი?  
ა) დიპლომატი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში; 
ბ) კარდინალი, საფრანგეთის პირველი მინისტრი ლუი XIV-ის მცირეწლოვანების პერიოდში; 
გ) გენერალი, ამერიკელ რევოლუციონერთა მხარეს მებრძოლი ფრანგი მოხალისეების მეთაური; 
დ) რევოლუციონერი, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მმართველი იაკობინელთა დიქტატურის პერიოდში. 

(1) 28. რომელ სახელმწიფოში არსებობდა მოძრაობა სახელწოდებით - აბოლიციონიზმი?  
ა) რუსეთში; 
ბ) პრუსიაში; 
გ)  აშშ-ში; 
დ) იაპონიაში. 

(1) 29. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა საფრანგეთის მეორე იმპერიის დაცემა?  
ა) პრუსიასთან ომში მარცხმა; 
ბ) ალჟირში დაწყებულმა აჯანყებამ; 
გ) ადოლფ ტიერის არჩევნებში დამარცხებამ; 
დ) ლუი-ფილიპეს მიერ მოწყობილმა გადატრიალებამ. 

(1) 30. რას გულისხმობდა ე. წ. „აღმოსავლეთის საკითხი“ XIX საუკუნეში?  
ა) ადენის ყურეში სავაჭრო გზების კონტროლისათვის ბრძოლას;  
ბ) ირანის ბატონობის დასრულებას ჩრდილოეთ კავკასიაში; 
გ) ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების განაწილებას; 
დ) ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ისლამის გავრცელებას. 

(1) 31. რა კონკრეტული მოვლენა გამოიყენა იაპონიამ საბაბად ჩინეთში შეჭრისათვის  XX საუკუნის 30-იან წლებში?  
ა) მანჯურიაში იაპონური კომპანიის კუთვნილი რკინიგზის ხაზის აფეთქება; 
ბ) იუნანის პროვინციაში არსებული იაპონური საწარმოების ნაციონალიზაცია; 
გ) სიჩუანში არსებული დიდი იაპონური სამხედრო ბაზის დარბევა;  
დ) ლანჯოუს ოლქში იაპონური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. 

(1) 32. ვინ იყო ინდოეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი?  
ა) მაჰათმა განდი; 
ბ) ბაბრაქ ქარმალი; 
გ) ნელსონ მანდელა; 
დ) იასირ არაფატი. 

(1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული კორეის ომის შესახებ? 
ა) სსრკ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სამხედრო მოქმედებები დაიწყეს და გადაკვეთეს 38-ე პარალელი; 
ბ) საფრანგეთის კოლონიური ჯარების მხარდაჭერით სამხრეთ კორეამ ქვეყნის გაერთიანებისთვის ომი წამოიწყო; 
გ) იაპონიის ავიაციამ სამხედრო მოქმედებების ესკალაციის მიზნით დაბომბა სადემარკაციო ხაზი, რომელიც 38-ე პარალელზე გადიოდა; 
დ) ჩინეთის სამხედრო შენაერთებმა, რომლებიც გაეროს სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედებდნენ, სეული დაიკავეს. 

(1) 34. რამ შეუწყო ხელი საქართველოში XX საუკუნის 70-იან წლებში „ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის“ ჩამოყალიბებას?  
ა) „სოციალისტური ბანაკის“ დაშლამ; 
ბ) „მარშალის გეგმის“ განხორციელებამ; 
გ) „ტრუმენის დოქტრინის“ ამოქმედებამ; 
დ) „ჰელსინკის აქტის“ მიღებამ. 

(1) 35. რომელი მსჯელობაა მართებული პოლონეთში კომუნისტური მმართველობის დასრულების შესახებ XX საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზე?  
ა) ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ შეძლო ეროვნული ძალების გაერთიანება და 
ხელისუფლებაში მოსვლა; 
ბ) კომუნისტური რეჟიმი გენერალმა ვოიცეხ იარუზელსკიმ შეიარაღებული აჯანყების გზით დაამხო; 
გ) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლონეთის კომუნისტური მთავრობა ემიგრაციაში გაიქცა; 
დ) მოძრაობა „სოლიდარნოსტმა“ გადამწყვეტი როლი შეასრულა კომუნისტური მმართველობის დასრულებაში.

36. ისტორიული რუკა (6)
კითხვები
(1) 36.1. საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდი არის ასახული რუკაზე? 
ა) ბაგრატ III-ის; 
ბ) გიორგი I-ის; 
გ) ბაგრატ IV-ის; 
დ) გიორგი II-ის. 

(1) 36.2. რა ეწოდებოდა რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს? 
ა) ოსმალეთის იმპერია; 
ბ) რუმის სასულთნო; 
გ) ბიზანტიის იმპერია; 
დ) ტრაპიზონის იმპერია. 

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი პოლიტიკური ერთეულის ლაშქარი მონაწილეობდა რუკაზე აღნიშნულ ერთ-ერთ ლაშქრობაში? 
ა) წანარეთის სამთავროს; 
ბ) კუხეთის საერისთავოს; 
გ) ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს; 
დ) კახეთ-ჰერეთის სამეფოს. 

(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქი იყო საქართველოს სამეფოს დედაქალაქი რუკაზე ასახულ ისტორიულ პერიოდში? 
ა) ქუთაისი; 
ბ) სამშვილდე; 
გ) თბილისი; 
დ) ხორნაბუჯი. 

(1) 36.5. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რა მოიმოქმედა ჯარმა, რომლის მოძრაობაც წითელი ფერითაა აღნიშნული, მოწინააღმდეგის თავდაპირველი გამოჩენის შემდეგ? 
ა) გადაწვა ტერიტორია; 
ბ) არტანუჯს შეაფარა თავი; 
გ) დაანგრია ციხე-სიმაგრეები; 
დ) შექმნა გამაგრებული ბანაკი. 

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის მახლობლად დაბანაკდა ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ჯარი? 
ა) ათინას; 
ბ) ხუფათის; 
გ) ტრაპიზონის; 
დ) ერზინკას.

37. ისტორიული მოვლენის ანალიზი (5)
1799 წელს გენერალი ბონაპარტე პირველი კონსული გახდა. 
კითხვები: 
(1) 37.1. დაასახელეთ ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი, რომელმაც სხვა გარემოებებთან ერთად ეს გადაწყვეტილება განაპირობა.
მართველი დირექტორია სახელშელახული იყო, რადგან ყველა ომები წააგო და ნაპოლეონის დაპყრობილი იტალია დაკარგა

(1) 37.2. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი, გარდა თავად პირველი კონსულისა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. 
კამბასერესისა და ლებრენისათვის, რომლებიც თანაკონსულები გახდნენ და დიდება მოიპოვეს

(1) 37.3. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება უარყოფითი შედეგის მომტანი? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
პოლ ბარასისთვის, რომელიც დირექტორიას მართავდა და ძალაუფლება დაკარგა

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა XVII საუკუნის ევროპაში. მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.
1653 წელს ოლივერ კრომველი ინგლისის ლორდ პროტექტორი გახდა. ინგლისში მოხდა რევოლუცია, მეფე სიკვდილით დასაჯეს და რესპუბლიკა გამოცხადდა. კრომველმა ავტორიტეტი ომებით მოიპოვა, ბოლოს კი პარლამენტი გარეკა და ერთმმართველი გახდა.

38. ისტორიული წყარო. ნაწყვეტი არკანჯელო ლამბერტის თხზულებიდან (14)
    სპარსეთის შაჰი მოუთმენლად ელოდა თავისი ბრძანების აღსრულებას დაუდ-ხანის მოკვლის შესახებ. სწორედ ამ დროს შეიტყო დაუდ-ხანის აჯანყების, გაქცევისა და განჯის გაძარცვის ამბავი. განრისხდა შაჰი დაუდზეც და თეიმურაზზეც. ბრძანება გასცა, მათ წინააღმდეგ სასწრაფოდ შეეკრიბათ ურიცხვი ლაშქარი. საქვეყნოდ ჩამოართვა მეფობა თეიმურაზს. ლაშქრის წინამძღოლად კი სეფიმ თავისი გვარდიის მეთაური დანიშნა. 
    ეს მათ შობა დღეს მოხდა, რომელსაც ისინი ძველ ყაიდაზე, ჩვენთან შედარებით ათი დღის მოგვიანებით ზეიმობენ. წესისამებრ მეფეს ვეახლეთ. მიწვეული იყვნენ იმერეთის უფლისწული ალექსანდრე და დაუდ-ხანიც. თეიმურაზს აცნობეს, რომ ურიცხვი სპარსული ლაშქარი მის წინააღმდეგ მოემართებოდა.
    მამაცი თეიმურაზი არ დაბნეულა - მყის თავის ჯარს უხმო, მაგრამ მის ძახილს არავინ გამოხმაურებია. ომში ჩაბმის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ჩათვალეს, რომ მტერთან ხმალდახმალ შებმას შეეძლო კიდევ უფრო განერისხებინა მტერი. ამიტომ სახლში დალოდება და მტრის გულმოწყალების იმედად დარჩენა არჩიეს. თეიმურაზის გაქცევის შემდეგ მისი სამეფო უმეფოდ დარჩა.  
    ერთ დღეს შევიტყვეთ, რომ მომდევნო დილით სპარსული ლაშქარი უნდა შემოსულიყო და გორის ვრცელ მინდვრებზე დაბანაკებულიყო. ლაშქარი გაშლილ ველზე, რამდენიმე მეთაური კი ქალაქში, მდინარე მტკვრამდე დაბანაკდა. ყოველ დილით ბაზარი იმართებოდა. ფქვილი აქლემებით ჩამოიტანეს ერევნიდან და საქართველოში არსებულ ფასთან შედარებით ბევრად უფრო იაფადაც იყიდებოდა. ამიტომ მთელი ჩვენი წლიური მარაგი აქ შევიძინეთ. იმის გამო, რომ პურის ყანები ცხენებმა გადაძოვეს, აქ პური სანთლით გახდა საძებარი.  
    ლაშქარი გორსა და მის შემოგარენში დაბანაკდა, რათა იქ ციხე-სიმაგრე აეშენებინა და თეიმურაზისთვის დაბრუნების ყველა იმედი გადაეწურა. ჯერ შესაფერისი ადგილი შეარჩიეს - ერთი განცალკევებით მდგარი გორაკი, რომლის ერთი მხარე ქალაქს ემიჯნებოდა, მეორე კი მდინარეს. სპარსელთა ერთ-ერთმა სარდალმა როსტომმა შეიტყო, რომ მამა კასტელი ხელოვნების მცოდნე გახლდათ, რასაც სპარსეთში ძალზე აფასებდნენ, თავისთან უხმო მას და სთხოვა დაეხატა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იგი აშენებდა. სანამ სპარსთა ლაშქარი გორში იყო დაბანაკებული, არაერთხელ მოგვიწია მათი ფიზიკური და სულიერი განკურნება.
ხშირად გვიხდებოდა მათთან ჩვენი რწმენის ირგვლივ საუბარი. ამით განსხვავდებიან ისინი თურქებისგან, რომლებსაც თავიანთი რჯულის შესახებ კამათს მისი ხმლით დაცვა ურჩევნიათ. ამ მრავალრიცხოვან ლაშქარში ოცი ათასზე მეტი რწმენაშეცვლილი ქართველი მსახურობდა. მათ შორის იყო ერთი დიდკაცი, სახელად მელქისედეკი. საიდუმლოც გაგვანდო - ლაშქრის ოცი ათასივე ქართველ მეომარს მტკიცედ გვქონდა განზრახული თეიმურაზ-ხანის მხარეზე გადავსულიყავით და ასეც მოვიქცეოდით, თეიმურაზი რომ არ გახიზნულიყო და სპარსელებს შებმოდაო. ის კი გაიქცა და სამეფოს შენარჩუნების კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, ჩვენ კი ქრისტესკენ მოსაბრუნებელი გზა მოგვისპოო. ამასობაში დასრულდა ციხე-სიმაგრის მშენებლობა.
კითხვები:
(1) 38.1 რომელი საუკუნის ვითარებაა აღწერილი დოკუმენტში?
XVII

(1) 38.2 დოკუმენტში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რა შეიძლება ყოფილიყო დაუდ-ხანის აჯანყების მიზეზი? 
შაჰს სურდა მისი მოკვლა

(1) 38.3 რა იგულისხმება არკანჯელო ლამბერტის სიტყვებში - „ძველი ყაიდა“? 
ძველი წესი, ანუ მართლმადიდებლური ეკლესია რომ ძველი სტილით აღნიშნავს
 
(1) 38.4 თქვენი აზრით, რა იგულისხმება „სულიერ განკურნებაში“? 
ლოცვის აღსრულება ანუ მათთვის ილოცეს მკურნალობის დროს

(1) 38.5 დოკუმენტის მიხედვით, რით განსხვავდებოდნენ თურქები სპარსელებისგან? 
თურქებს თავიანთი რჯულის შესახებ კამათს მისი ხმლით დაცვა ურჩევნიათ.

(1) 38.6 დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რატომ სურდათ ირანელების  სამსახურში მყოფ ქართველებს თეიმურაზის მხარეს გადასვლა?
რადგან ირანელები განედევნათ და ქრისტიანობას დაბრუნებოდნენ

(2) 38.7 დოკუმენტის მიხედვით, რა ორი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო შაჰმა თეიმურაზ მეფესთან დაკავშირებით? 
ბრძანება გასცა, მის წინააღმდეგ სასწრაფოდ შეეკრიბათ ურიცხვი ლაშქარი; საქვეყნოდ ჩამოართვა მეფობა თეიმურაზს.

(2) 38.8 დოკუმენტის მიხედვით, რა გადაწყვეტილება მიიღეს თეიმურაზ მეფის ქვეშევრდომებმა და რატომ? 
მის ძახილს არავინ გამოხმაურა. ომში ჩაბმის მსურველი არავინ აღმოჩნდა. ჩათვალეს, რომ მტერთან ხმალდახმალ შებმას შეეძლო კიდევ უფრო განერისხებინა მტერი.

(2) 38.9 დოკუმენტის მიხედვით, რომელი კონკრეტული საკვები პროდუქტი არ იშოვებოდა და რატომ? 
პური, რადგან პურის ყანები სპარსთა ცხენებმა გადაძოვეს

(2) 38.10 დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა სახის კონკრეტული სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობები ჰქონდა ციხის ასაშენებლად შერჩეულ ადგილს?
განცალკევებით მდგარი გორაკი იყო, რომლის ერთი მხარე ქალაქს ემიჯნებოდა, მეორე კი მდინარეს.

ვარიანტი 2
ტესტი (35)
(1) 1. სხვა მიზეზებთან ერთად რამ გაუადვილა ჰიქსოსებს ეგვიპტის დაპყრობა?  
ა) ფინიკიელთა აჯანყებამ; 
ბ) ძლიერი მოკავშირეების სიმრავლემ; 
გ) უპირატესობამ სამხედრო შეიარაღებაში;  
დ) შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებით შექმნილმა ვითარებამ.   

(1) 2. რა უკავშირდება ხამურაბის მოღვაწეობას?  
ა) კანონთა კრებულის შექმნა; 
ბ) დაკიდებული ბაღების აგება; 
გ) იერუსალიმის დამორჩილება; 
დ) ფინიკიის სამეფოს დაქვემდებარება. 

(1) 3. რომელი ქალაქი იყო ასურეთის სამეფოს დედაქალაქი?  
ა) ნინევია; 
ბ) ეკბატანა; 
გ) იერიქონი; 
დ) ტუშპა. 

(1) 4.  რომელი ინფორმაციაა მართებული კოლხას შესახებ?  
ა)  კოლხა ჯერ ასურეთის სამეფოს შემოსევებმა დაასუსტა, ხოლო შემდეგ უკვე კავკასიაში შემოჭრილმა ჰუნებმა და პაჭანიკებმა გაანადგურეს; 
ბ)  სპარსეთის სამეფოს გაძლიერების შემდეგ კოლხამ ტერიტორიის ნაწილი დაკარგა, მაგრამ საბოლოოდ ის ურარტუსთან ბრძოლაში განადგურდა; 
გ) პონტოსა და მითანს შორის მოქცეული კოლხა ამ სახელმწიფოთა ბრძოლის ასპარეზად იქცა და საბოლოოდ ამ ომებმა ის გაანადგურა კიდეც; 
დ) ურარტუსთან ბრძოლებში დასუსტებულ კოლხას მოგვიანებით ჩრდილოეთიდან შემოჭრილი კიმერიელები და სკვითები დაესხნენ თავს. 

(1) 5. აქემენიანთა სახელმწიფოს შესახებ მოცემული რომელი ინფორმაციაა მართებული?  
ა) განსაკუთრებული ძლიერების ხანა დარიოს I-ის მოღვაწეობას უკავშირდება, რომელმაც სხვადასხვა სახის, ადმინისტრაციული თუ ფინანსური რეფორმა გაატარა; 
ბ) სახელმწიფო ქსერქსე II დიდმა ჩამოაყალიბა, როდესაც ასურეთის მეფე აშურბალიტი დაამარცხა და დამოუკიდებელი მმართველი გახდა; 
გ) აღსანიშნავია კამბიზ II-ის მოღვაწეობა, რომელმაც შეძლო ბერძნების დამარცხება და, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც დაიმორჩილა პელოპონესი; 
დ) კიროს I-მა ტახტი აჯანყების შემდეგ დაიკავა, ნელ-ნელა განავრცო საკუთარი ძალაუფლება და ბოლოს ეგვიპტის დაპყრობაც კი მოახერხა. 

(1) 6. სად მდებარეობდა პოლისი ათენი?  
ა) ატიკაში; 
ბ) ბეოტიაში; 
გ) თესალიაში; 
დ) პელოპონესში. 

(1) 7. რომელი ინფორმაციაა მართებული მილტიადესის შესახებ?  
ა) სპარტელების საყოველთაო მობილიზაციის ხარჯზე მოახერხა სპარსელთა შეჩერება; 
ბ) თებეს მოსახლეობას ჩაუდგა სათავეში და იხსნა ქალაქი სპარსელთა დარბევისაგან; 
გ) კორინთოელებს შესთავაზა ბრძოლის გეგმა, რომლითაც მოხერხდა სპარსელების დამარცხება; 
დ) ათენელებს სარდლობდა მარათონის ბრძოლაში და დაამარცხა სპარსელები.
 
(1) 8. რომელი ინფორმაციაა მართებული პელოპონესის ომის დროს ძვ. წ. 421 წელს დადებული ნიკიასის ზავის შესახებ?
ა) ზავის ინიციატორი იყო სპარტა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დათმო კუნძული კვიპროსი; 
ბ) ათენელების თხოვნით დადებული ზავის ერთ-ერთი პირობა თებეს საზღვაო კავშირის სასწრაფოდ გაუქმებას ითვალისწინებდა; 
გ) დროებით დაზავდნენ ათენი და სპარტა და მათ შორის მცირე ხნით შეწყდა სამხედრო მოქმედებები; 
დ) ბერძნულმა პოლისებმა ამ ზავით დრო მოიგეს, ძალები მოიკრიბეს და მალევე განდევნეს მაკედონელები ატიკიდან. 

(1) 9. რა იყო დიადოქოსების ბრძოლის ერთ-ერთი შედეგი?  
ა) სელევკიდების სახელმწიფოს ჩამოყალიბება აფრიკაში; 
ბ) ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს დაშლა; 
გ) ფრიგიის დამოუკიდებელი სამეფოს აღდგენა;   
დ) აქემენიანთა სახელმწიფოს განადგურება. 

(1) 10. ქართლის რომელმა მეფემ შემოიღო არმაზის კულტი?  
ა) მითრიდატემ; 
ბ) საურმაგმა; 
გ) მიჰრანმა; 
დ) ფარნავაზმა. 

(1) 11. რას წარმოადგენდა რომში მეფეთა ხანაში უხუცესთა საბჭო?  
ა) ქურუმთა კრებას;  
ბ) სათათბირო ორგანოს; 
გ) ცენზორთა ტრიბუნალს; 
დ) კვესტორების საგანგებო შეკრებას. 

(1) 12. რომელი ინფორმაციაა მართებული ძვ. წ. III-II საუკუნეებში მოღვაწე სციპიონ აფრიკელის შესახებ?  
ა) აღმოსავლეთში ლაშქრობისას დაამარცხა მითრიდატე VI ევპატორი; 
ბ) მძიმე მარცხი იწვნია გერმანულ ტომებთან ბრძოლაში; 
გ) მეორე პუნიკური ომის დროს დაამარცხა ჰანიბალი; 
დ) სასტიკად დამარცხდა მაკედონიის პირველ ომში. 

(1) 13. რომელი ინფორმაციაა მართებული ქართლის მეფის ფარსმან I-ის შესახებ?  
ა) იმპერატორის მიწვევით ჩავიდა კონსტანტინოპოლში; 
ბ) ალბანეთის სამთავრო თავის სამეფოს შემოუერთა; 
გ) ხანმოკლე პერიოდით სომხეთში საკუთარი ვაჟი გაამეფა;  
დ) პონტოს სამეფოს დახმარებით კოლხეთის შემოერთება სცადა. 

(1) 14. ვინ გააძევა ვახტანგ გორგასალმა საქართველოდან?  
ა) მოძღვართმოძღვარი იაკობი; 
ბ) მთავარდიაკვანი გაბრიელი; 
გ) მიტროპოლიტი არსენი; 
დ) მთავარეპისკოპოსი მიქაელი. 

(1) 15. ვინ იყო ეგრისში მიმდინარე დიდი ომიანობის დროს მოღვაწე აიეტი?  
ა) მხედართმთავარი, რომელმაც გზა გაუხსნა ირანელებს დასავლეთ საქართველოსკენ; 
ბ) სასულიერო პირი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ირანელთა მხარეს ბრძოლას; 
გ) სწავლული, რომელმაც შეიმუშავა ზავის საბოლოო პირობები; 
დ) დიდებული, რომელიც მხარს უჭერდა ირანელებთან მოკავშირეობას. 

(1) 16. რა ეწოდებოდა გადასახადს, რომელიც არაბმა სარდალმა ჯარაჰმა დააკისრა ქართლის 
მოსახლეობას უკვე არსებულ  გადასახად ჯიზიასთან ერთად?  
ა) თაღარი; 
ბ) ხარაჯა; 
გ) ყაფჩერი; 
დ) მალი. 

(1) 17. რომელი მსჯელობაა მართებული საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების შესახებ XI საუკუნეში?  
ა) გიორგი I ომობდა ბიზანტიასთან, ბაგრატ IV-ს კი ქვეყნის საშინაო საქმეებში ბიზანტიელთა ჩარევის ხშირ მცდელობებთან უწევდა გამკლავება; 
ბ) დავით III-მ საქართველო ბიზანტიელთა დახმარებით გააერთიანა, ხოლო ბაგრატ III-მ ბიზანტიის იმპერატორს ბულგარეთთან ომში სამხედრო დახმარება გაუწია; 
გ) ბიზანტიის იმპერატორმა აშოტ ბაგრატიონს კურაპალატის წოდება მიანიჭა და ეგრის-აფხაზეთიც გადასცა სამართავად; 
დ) იმპერატორმა ჰერაკლემ რამდენჯერმე ილაშქრა საქართველოში, რაც სამეფო კარის მიერ ბიზანტია-ირანის ომში ირანელთა მხარდაჭერით იყო განპირობებული. 

(1) 18. რომელი ინფორმაციაა მართებული დავით IV-ის შესახებ?  
ა) გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა შემოჭრილი კოალიციური ლაშქარი, რომელსაც ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი მეთაურობდა; 
ბ) შავბატკნიან თურქმანთა თარეშის აღსაკვეთად საქართველოში ჰუნების მომთაბარე ტომი 
გადმოასახლა; 
გ) აიღო განძა, ხოლო ამ ქალაქის კარიბჭე საქართველოში ჩამოიტანა და გელათის ტაძარს შესწირა; 
დ) მოიგერია სელჩუკთა სულთან ალფ არსლანის შემოსევები და საპასუხოდ ირანი დალაშქრა. 

(1) 19. რომელი ფაქტია მართებული ინგლისის მეფის რიჩარდ I-ის შესახებ?  
ა) ინგლისელ დიდებულთა ზეწოლით მიიღო „თავისუფლებათა დიდი ქარტია“; 
ბ) მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის ერთ-ერთი მეთაური იყო; 
გ) გაწყვიტა ურთიერთობა რომის პაპთან და შექმნა ანგლიკანური ეკლესია; 
დ) გაიმარჯვა „ვარდების ომში“ და ახალი დინასტია დააარსა. 

(1) 20. რომელი ინფორმაციაა მართებული მხედართმთავარ ზაქარია მხარგრძელის შესახებ?  
ა) ილაშქრა ირანში; 
ბ) დაამარცხა ჯალალ ად-დინი; 
გ) შეიპყრო რუმის სულთანი; 
დ) აიღო დარუბანდი. 

(1) 21. რომელი ინფორმაციაა მართებული სარგის ჯაყელის შესახებ? 
ა) სამცხე ოსმალეთის სულთან მეჰმედ I-ს ჩააბარა, სანაცვლოდ სულთანმა იგი ახალციხის ფაშად დაამტკიცა; 
ბ) მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო სხვა დიდებულებთან ერთად აჯანყება წამოიწყო, თუმცა 
დამარცხდა და ოქროს ურდოში გადაიხვეწა; 
გ) უშუალოდ ილხანთა ყაენს დამორჩილდა და სამეფო კარისაგან ფაქტობრივ დამოუკიდებლობას მიაღწია;  
დ) დაუკავშირდა დავით VII ულუსთან დაპირისპირებულ დავით VI ნარინს და მას სამცხის ციხესიმაგრეები გადასცა. 

(1) 22. რომელი ინფორმაციაა  მართებული XV საუკუნეში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ?  
ა) ლუარსაბ II-მ სოხოისტას ბრძოლაში შაჰ თამაზი დაამარცხა და მესხეთიდან ყიზილბაშები გააძევა; 
ბ) სიმონ I-მა ვერ შეძლო შიდაფეოდალური არეულობა აღეკვეთა, ამიტომ იძულებული გახდა საქართველოს სამეფოს დაშლას შეგუებოდა; 
გ) გიორგი VIII-მ სამცხესა და იმერეთზე კონტროლი დაკარგა, საქართველოს სამეფოს დაშლა შეუქცევადი გახდა; 
დ) ბაგრატ V-მ შავ და თეთრბატკნიან თურქმანთა შემოსევები მოიგერია და ისინი ლორეს ციხიდანაც განდევნა. 

(1) 23. ვინ იყო ჟან კალვინი?  
ა) საფრანგეთის პირველი მინისტრი;  
ბ) იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი; 
გ) საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი მეთაური; 
დ) პროტესტანტული რეფორმაციის გამოჩენილი მოღვაწე. 

(1) 24. რომელი მსჯელობაა მართებული ნიდერლანდების რევოლუციის შესახებ?  
ა) სხვა მიზეზებთან ერთად საფრანგეთის მეფის მცდელობამ, რომ შეეზღუდა ნიდერლანდების ქალაქების თვითმმართველობა, რევოლუცია გამოიწვია;  
ბ) რევოლუციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ესპანეთის მეფის სურვილი, აღმოეფხვრა პროტესტანტობა ნიდერლანდებში; 
გ) პრუსიასთან ომში დამარცხებას რევოლუცია და მონარქიის დამხობა მოჰყვა, ნიდერლანდები რესპუბლიკად გამოცხადდა; 
დ) შვიდწლიანი ომის მსვლელობისას ინგლისის ფლოტის მიერ დაწესებულ ბლოკადას ნიდერლანდებში ეკონომიკური კრიზისი და რევოლუცია მოჰყვა. 

(1) 25. რომელი ფაქტია მართებული საქართველოში შაჰ აბას I-ის შემოსევების შედეგების შესახებ?  
ა) შეიქმნა გურჯისტანის სანჯაყი; 
ბ) დაიწყო მესხების გასახლება ანატოლიაში; 
გ) საბოლოოდ გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო; 
დ) კახეთში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა. 

(1) 26. სხვა მიზეზებთან ერთად რა გარემოებამ გამოიწვია XVII საუკუნის შუა ხანებში ინგლისში სამოქალაქო ომის დაწყება?  
ა) ტერიტორიების დაკარგვამ საფრანგეთში; 
ბ) დაპირისპირებამ მეფესა და პარლამენტს შორის; 
გ) მეფის ბრძანებით მოწყობილმა კათოლიკეთა ხოცვა-ჟლეტამ ლონდონში; 
დ) სტიუარტების დინასტიის შეწყვეტის  შემდეგ წარმოქმნილმა დინასტიურმა კრიზისმა.  

(1) 27. რა მიზნით შეიქმნა ვახტანგ VI-ის დროს „დასტურლამალი“?  
ა) საეკლესიო მამულების აღწერის; 
ბ) მოხელეების უფლება-მოვალეობების მოწესრიგების; 
გ) თავად-აზნაურთა სრული სიის შექმნის;  
დ) ტახტის მემკვიდრეობის წესის დადგენის. 

(1) 28. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტის ხელმეორედ გამოცემა 1801 წელს?  
ა) იმპერატორ პავლე I-ის მკვლელობამ; 
ბ) პარიზის კონგრესის გადაწყვეტილებამ; 
გ)  იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ტახტზე ასვლამ; 
დ) თურქმანჩაის ზავის პირობებმა. 

(1) 29. რომელი ინფორმაციაა მართებული 1832 წლის შეთქმულების შესახებ?  
ა) სოლომონ დოდაშვილი შეთქმულების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში რესპუბლიკური მმართველობის დამყარების იდეას ემხრობოდა; 
ბ) გრიგოლ ორბელიანის მოსაზრებით რუსეთ-საფრანგეთის ომის მსვლელობისას შეთქმულების მოწყობა მის წარმატებას განაპირობებდა; 
გ) შეთქმულებმა საიდუმლოდ აკურთხეს მეფედ პეტრე ბატონიშვილი, რომელიც მათ მოძრაობას მეთაურობდა; 
დ) ალექსანდრე ბატონიშვილმა სანქტ-პეტერბურგში საფუძველი ჩაუყარა შეთქმულთა ორგანიზაციას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას აპირებდა. 

(1) 30. რა იყო 1848 წელს გერმანიაში მომხდარი რევოლუციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა?  
ა) რაინის კავშირის დაშლა; 
ბ) ბურგუნდიის დაბრუნება; 
გ) პრესის თავისუფლება;  
დ) კურფიურსტების არჩევითობა. 

(1) 31. სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ბოლშევიკების მხრიდან ბრესტის ზავის ხელმოწერა?  
ა) ანტანტის ჩაბმამ ომში გაართულა წითელი არმიის მდგომარეობა სხვადასხვა ფრონტზე; 
ბ) კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების მოთხოვნამ; 
გ) ეს იყო საბჭოთა რუსეთის აღიარების ერთ-ერთი პირობა ერთა ლიგის მხრიდან;  
დ) ხელისუფლების შენარჩუნებისათვის საჭირო იყო რესურსების მობილიზაცია შიდა პრობლემების გადასაწყვეტად. 

(1) 32. რას ითვალისწინებდა ნაცისტურ გერმანიასა და იაპონიას შორის XX საუკუნის 30-იან წლებში გაფორმებული პაქტი?  
ა) თანამშრომლობას კომუნიზმის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში;  
ბ) ერთობლივ მოქმედებას „რურის სტატუტის“ ხელმომწერი სახელმწიფოების წინააღმდეგ; 
გ) შეთანხმებულ მოქმედებას „ლინკოლნის დოქტრინის“ პრინციპების წინააღმდეგ; 
დ) ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ერთა ლიგიდან გარიცხვის გამო. 

(1) 33. სად მიმდინარეობდა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეების სასამართლო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ?  
ა) ბერლინში; 
ბ) სტრასბურგში; 
გ) პოტსდამში; 
დ) ნიურნბერგში. 
 
(1) 34. რას აპროტესტებდნენ დემონსტრანტები თბილისში 1956 წლის მარტში?  
ა) ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმებას;  
ბ) ერთპარტიულ არჩევნებს საბჭოთა კავშირში; 
გ) სტალინის პიროვნების კრიტიკას; 
დ) ბერიას დაპატიმრებას. 

(1) 35. რა შედეგით დასრულდა ანტიკომუნისტური გამოსვლები რუმინეთში XX საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს?  
ა)  საყოველთაო აჯანყება საბჭოთა ჯარების დახმარებით ჩაახშეს;  
ბ) გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ; 
გ) კომუნისტური მთავრობა საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების გამო გადადგა; 
დ)  ოპოზიციის ლიდერი ვაცლავ ჰაველი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. 

36. ისტორიული რუკა (6)
კითხვები
(1) 36.1. რომელი ისტორიული მოვლენა არის ასახული რუკაზე? 
ა) ჩრდილოეთის ომი; 
ბ) პირველი მსოფლიო ომი; 
გ) მეორე მსოფლიო ომი; 
დ) ცივი ომი. 

(1) 36.2. რუკის მიხედვით, ლურჯად აღნიშნულ სახელმწიფოთა შორის რომელი ჩაერთო ომში ყველაზე გვიან?  
ა) ოსმალეთი; 
ბ) რუმინეთი; 
გ) ბულგარეთი; 
დ) გერმანია. 

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი დაიკავეს ლურჯად აღნიშნულ სახელმწიფოთა ჯარებმა ყველაზე ადრე?  
ა) შვედეთის; 
ბ) საბერძნეთის; 
გ) სერბეთის; 
დ) ბელგიის. 

(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელ სახელმწიფოს არ დაუკარგავს კონტროლი საკუთარი ტერიტორიის არცერთ ნაწილზე რუკაზე ასახულ პერიოდში?  
ა) რუსეთს; 
ბ) საფრანგეთს; 
გ) დანიას; 
დ) ავსტრია-უნგრეთს. 

(1) 36.5. რუკის მიხედვით, რომელ ქალაქზე დაკარგეს კონტროლი წითლად აღნიშნულ სახელმწიფოთა ჯარებმა თავდაპირველად აღმოსავლეთის ფრონტზე? 
ა) ვარშავაზე; 
ბ) ლოძზე; 
გ) ვილნიუსზე; 
დ) რიგაზე. 

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელი მსჯელობაა მართებული დასავლეთის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ?  
ა) ფრონტის ხაზი ქალაქ იპრის უშუალო სიახლოვეში გადიოდა; 
ბ) ქალაქი სტრასბურგი წითლად აღნიშნულ სახელმწიფოთა ჯარებმა დაიკავეს; 
გ) ლურჯად აღნიშნულ სახელმწიფოთა ჯარებმა ქალაქ ამსტერდამიდან უკან დაიხიეს; 
დ) ფრონტის ხაზი საფრანგეთ-იტალიის საზღვარს მიუყვებოდა და ხმელთაშუა ზღვამდე აღწევდა. 

37. ისტორიული მოვლენის ანალიზი (5)
    XVI საუკუნის II ნახევარში საფრანგეთში დაიწყო დაპირისპირება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა და თვალშისაცემი იყო არისტოკრატიაში. 
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ  ამ მოვლენის უმთავრესი კონკრეტული მიზეზი.
პროტესტანტული რელიგიის კალვინიზმის გავრცელება სამხრეთ საფრანგეთში, რასაც ვერ შეეგუა მეფე და დევნა დაუწყო.

(1) 37.2. ვისთვის იქნებოდა ეს მოვლენა დადებითი შედეგის მომტანი, გარდა უშუალოდ მონაწილე მხარეებისა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ჰაბსბურგების იმპერიისთვის, რომელსაც აწყობდა მეტოქე საფრანგეთის დასუსტება

(1) 37.3. ვისთვის იქნებოდა ეს მოვლენა უარყოფითი შედეგის მომტანი, გარდა უშუალოდ მონაწილე მხარეებისა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად.
ფრანგი და საფრანგეთში მოვაჭრეთათვის, რომელთაც საფრანგეთის სამოქალაქო ომი ძალიან დააზარალებდა

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა XVI საუკუნის კონტინენტურ ევროპაში. მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად.
რელიგიური ომი გერმანიაში. ლუთერანიზმი გავრცელდა, რასაც ვერ შეეგუა საღვთო რომის იმპერატორი და ომი გამოუცხადა. ომი აქაც ზავით დასრულდა და პროტესტანტი ლუთერანები და კათოლიკები მორიგდნენ.



38. ისტორიული წყარო. ნაწყვეტი არკანჯელო ლამბერტის თხზულებიდან (14)
    ქვეყნის სათავეში მოსულმა როსტომ-ხანმა ქრისტიანი ცოლის შერთვა ისურვა. ამ მიზნით დესპანები გაუგზავნა მთავარ ლევანს და მისი და ცოლად სთხოვა. დადიანმა, რომელიც ძლიერ მეზობელთან დამოყვრებით თავისი სამფლობელოს განვრცობას ლამობდა, დიდი პატივით მიიღო ეს ელჩობა. მაგრამ პასუხის გაცემა არ ისურვა თავისი დის სურვილის შეტყობამდე. ჯერ დას დაელაპარაკა, რომელმაც უპასუხა, რომ ორი მიზეზით ვერ დაჰყვებოდა მის ნებას. ჯერ ერთი, მისი ქმარი, თუმცა დაბრმავებული, ცოცხალი იყო. მეორე მიზეზი კი - როსტომ-ხანის მაჰმადიანობა იყო. ამ ეშმაკისეული საქმის დესპანები მანამდე არ გაჩერდნენ, სანამ საწადელს არ მიაღწიეს. თუ როსტომ-ხანის ცოლობას დათანხმდები მეფე უეჭველად ქრისტიანობაზე მოექცევა და აღარც მისი ქვეშევრდომები შეიცვლიან რწმენას. რაც შეეხება მეორე დაბრკოლებას, მათი აზრით, ქორწინებას იმდენი სიკეთე მოჰქონდა, რომ სხვა დაბრკოლება მოსატანიც არ იყო. იმდენი უჩიჩინეს საბრალო ქალს, რომ ბოლოს ისიც დაჰყვა მათ ნებას. 
    მთავარ დადიანს, რომელმაც ყველაფერი იღონა თავისი დის როსტომ-ხანისთვის მისათხოვებლად, ისღა დარჩენოდა, რომ ქალი ქართლში გაეგზავნა საქმროსთვის. საამისოდ იმერეთის მეფეს სთხოვა თავის ქვეყანაში გაეტარებინა. იმერეთის მეფემ კი უარი შეუთვალა თეიმურაზის ჩაგონებით, რომელიც მასთან აფარებდა თავს. რაკი თხოვნამ არ გაჭრა, დადიანმა გადაწყვიტა, იარაღის ძალით გაეკაფა გზა - ძლიერ ჯარს მოუყარა თავი. არც იმერეთის მეფე დარჩენილა ვალში.
    თავიდან თითქოს ცუდს არაფერი მოასწავებდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ნანატრი მშვიდობა დაისადგურებდა. თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობდა, ეს იმიტომ იყო, რომ მეგრელთა ყურადღება მოედუნებინათ. ერთ დღეს დადიანი საკუთარ კარავში იმყოფებოდა, შორეული გორაკიდან კბილებამდე შეიარაღებული რაზმი რომ დაეშვა. დადიანმა თავის ლაშქარში მყისვე განგაში ატეხა. მტერს ელვასავით დაატყდა თავს - ერთი ნაწილი გაჟლიტა, მეორე დაატყვევა. ტყვეთა შორის იყო ერთი მხედარი, რომელშიც, როცა მუზარადი მოხადეს, მეფე გიორგი ამოიცნეს.  
    დადიანს გზა გაეხსნა და გაუგზავნა როსტომ-ხანს თავისი და. თან დიდგვაროვნებისა და მღვდელმთავრების ამალაც გააყოლა. მათ შორის უპირველესი გახლდათ გურიის შემოქმედელი ეპისკოპოსი, რომელიც ყველაზე წმინდა და სულიერ პიროვნებად მიიჩნეოდა. სწორედ მას დაავალეს ეს უღირსი საქმე - ქრისტიანი ქალის ურჯულოსთვის მიცემა, მით უმეტეს, რომ ქალის ქმარი ცოცხალი იყო. ხსენებულმა მღვდელმთავარმა ქალი თბილისში ჩაიყვანა, რის შემდეგაც გორს ეწვია, სადაც კარგად გაეცნო ჩვენი ცხოვრების წესს და ისე დაგვიმეგობრდა, რომ მამა დონ პიეტროს სთხოვა, მისთვის ორი ჩვენგანი გაეყოლებინა. მთავარი საფიქრალი ხომ საქმიანობის ყოველი მხრით განვრცობა იყო. ამიტომაც დააკმაყოფილა თხოვნა. მღვდელმთავარმა მამები გურიაში წაიყვანა, სადაც საცხოვრებლად თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე დაუთმო.  
კითხვები:
(1) 38.1 რას ვუწოდებთ სამთავროს, რომლის მმართველიც იყო ლევან დადიანი?
ოდიში (სამეგრელო)

(1) 38.2 თქვენი აზრით, რატომ ისურვა როსტომ-ხანმა დადიანის დაზე დაქორწინება?
დადიანი ემტერებოდა იმერეთის მეფეს, რომელიც როსტომის მტრის თეიმურაზის მოკავშირე იყო, ანუ ამ გზით დადიანის მოკავშირდე შეძენა სურდა

(1) 38.3 დოკუმენტის მიხედვით, ვინ იყო იმერეთის მეფე?
გიორგი მესამე

(1) 38.4 დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ შემოქმედელი ეპისკოპოსი პატივით ეპყრობოდა მამებს?
მღვდელმთავარმა მამები გურიაში წაიყვანა, სადაც საცხოვრებლად თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სასახლე დაუთმო.

(1) 38.5 დოკუმენტში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ წყაროს ავტორი იმყოფებოდა გორში?
ავტორის ცნობით, გორჩი ყოფნისას შემოქმედის ეპისკოპოსი მას დაუმეგობრდა

(1) 38.6 თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რის გამოც თეიმურაზმა იმერეთის მეფეს 
დადიანისთვის გზის მიცემაზე უარისკენ უბიძგა?
ქორწინება ხელს შეუწყობდა როსტომ ხანისა და დადიანის მოკავშირედ გახდომას და ეს თეიმურაზის მეტოქე როსტომ ხანს გააძლიერებდა

(2) 38.7 დოკუმენტის მიხედვით, რა მიზეზების გამო ამბობდა უარს დადიანის და ქორწინებაზე?
მისი ქმარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და როსტომ ხანი მაჰმადიანი იყო

(2) 38.8 დოკუმენტში ნახსენები დესპანების აზრით, კონკრეტულად რა დადებითი შედეგები მოჰყვებოდა დადიანის დის დაქორწინებას როსტომ-ხანზე?
„როსტომი უეჭველად ქრისტიანობაზე მოექცევა და აღარც მისი ქვეშევრდომები შეიცვლიან რწმენას“.

(2) 38.9 დოკუმენტის მიხედვით, რა განწყობა იყო მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეებმა ჯარი შეკრიბეს და ბევრის აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მალე ნანატრი მშვიდობა დაისადგურებდა. თუმცა ბევრი იმასაც ფიქრობდა, ეს იმიტომ იყო, რომ მეგრელთა ყურადღება მოედუნებინათ.

(2) 38.10 დოკუმენტის მიხედვით, რა სთხოვეს დონ პიეტროს და, თქვენი აზრით, რატომ შეასრულა მან თხოვნა?
მისთვის ორი კათოლიკე ბერი გაეყოლებინა. რადგან კათოლიკე მამების მოვალეობა მათი საქმიანობის განვრცობა იყო.

ვარიანტი 3
ტესტი (35)
(1) 1. რა უკავშირდება ფარაონ თუტმოს (თოტმეს) III-ის მოღვაწეობას?  
ა) ნილოსისა და წითელი ზღვის დამაკავშირებელი არხის გაჭრა და მანამდე არსებული საირიგაციო სისტემის აღდგენა; 
ბ) ლაშქრობების მოწყობა აზიაში და ეგვიპტის სამეფოს გავლენის განსაკუთრებული გავრცელება; 
გ) სამხედრო რეფორმის გატარებით ჯარის გაძლიერება და ზღვის ხალხების შემოსევების საბოლოოდ აღკვეთა; 
დ) ნუბიაში ოქროს საბადოების აღმოჩენის შემდეგ სახელმწიფოს ეკონომიკის გაძლიერება და ახალი დედაქალაქის თებეს მშენებლობა. 

(1) 2. რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ტიგლათფილესერ (ტიგლათფალასარ) III?  
ა) ურარტუს; 
ბ) სპარსეთის; 
გ) ელამის; 
დ) ასურეთის. 

(1) 3. რამ განაპირობა საბოლოოდ ბაბილონის სამეფოს დაცემა?  
ა) ანატოლიაში დაწყებულმა შინაომმა; 
ბ) სემიტური ტომების აჯანყებამ; 
გ) ფრიგიელების შემოსევებმა; 
დ) აქემენიანთა დაპყრობებმა. 

(1) 4. რომელი ინფორმაციაა მართებული დიაოხისა და მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ? 
ა) ასურეთის მეფეებმა სინაქერიბ I-მა და აშურუბალიტმა ხანგრძლივი ბრძოლის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს დიაოხის საბოლოო დამორჩილება; 
ბ) ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი I-მა რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრეს დიაოხის 
წინააღმდეგ; 
გ) მიდიის მეფეებმა კიროს დიდმა და ქსერქსე I-მა დაამარცხეს დიაოხი და ყოველწლიური ხარკი დააკისრეს; 
დ) ხეთების მეფეებმა ლაბარნამ და მურსილ I-მა ხანგრძლივი ომების შემდეგ დიაოხი მთლიანად გაანადგურეს. 

(1) 5. რომელი ინფორმაციაა მართებული აქემენიანთა სახელმწიფოს შესახებ?  
ა) უდიდეს როლს თამაშობდნენ დერვიშები, რომლებიც უმაღლეს ფენას წარმოადგენდნენ, დიდ ქონებას ფლობდნენ და ამავე დროს სატრაპიებსაც განაგებდნენ; 
ბ) მრავალეროვანი სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელი იყო საქმის წარმოების ერთიანი ენის არსებობა და ამ როლს შუმერული ენის ე. წ. მიდიური დიალექტი ასრულებდა; 
გ) მნიშვნელოვანი იყო ათი ათასი მეომრისგან შემდგარი ე. წ. უკვდავთა სამხედრო შენაერთი, რომელიც მეფის გვარდიას, პირად დაცვას წარმოადგენდა; 
დ) მიუხედავად მანიქეველობის გავრცელებისა, რომლის მთავარი ღვთაებაც მზე იყო, პარალელურად არსებობდა სხვა ადგილობრივი კერპებიც. 

(1) 6. რომელი პოლისის მცხოვრებთა ნაწილს წარმოადგენდნენ ჰილოტები და პერიეკები?  
ა) მილეტის; 
ბ) ათენის; 
გ) სირაკუზის; 
დ) სპარტის. 

(1) 7. რა იყო ძვ. წ. 479 წელს პლატეასთან გამართული ბრძოლის შედეგი?  
ა) ილირიელთა გამარჯვება ბერძნებზე; 
ბ) ბერძენთა მიერ სპარსელების დამარცხება; 
გ) სპარსელების გამარჯვება მაკედონელებზე; 
დ) მაკედონელთა მიერ ილირიელების დამარცხება. 

(1) 8. რომელი მსჯელობაა მართებული ალკიბიადეს შესახებ?  
ა) შეიმუშავა ატიკაში შეჭრის გეგმა, თუმცა ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის გამო დააპატიმრეს. შეძლო საპყრობილედან გაქცევა და თავი კორინთოს შეაფარა; 
ბ) პელოპონესის ომის დროს ათენის ფლოტის სარდალი იყო, თუმცა პერიკლესთან პირადი 
კონფლიქტის გამო ქალაქი დატოვა და სპარსეთში გაიხიზნა; 
გ) მისი ინიციატივით ათენელებმა ექსპედიცია გაგზავნეს სიცილიაზე, თუმცა თავად მას ცილი დასწამეს და იძულებული გახდა სპარტაში გაქცეულიყო; 
დ) არეოპაგის გადაწყვეტილებით სათავეში ჩაუდგა ათენის დაცვას, მაგრამ ქალაქის დაცემის შემდეგ იტალიაში გაიქცა და სიცილიაზე დაიმალა. 

(1) 9. ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სად დამკვიდრდა ერთ-ერთი დიადოქოსი - პტოლემაიოსი?  
ა) პართიაში; 
ბ) მესოპოტამიაში; 
გ) ეგვიპტეში; 
დ) ფრიგიაში.

(1) 10. რომელი ინფორმაციაა მართებული ქუჯის შესახებ?  
ა) მესხეთის, ანუ სამხრეთ საქართველოს, გამგებელი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა ფარნავაზის აჯანყებას აზონის წინააღმდეგ; 
ბ) მცხეთის მამასახლისის მიერ იყო დანიშნული არგვეთის, ანუ იმერეთის, გამგებლად და მხარი დაუჭირა ფარნავაზს სელევკიდების წინააღმდეგ ბრძოლაში; 
გ) ფარნავაზის თანამებრძოლი იყო აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში და გამარჯვების შემდეგ გახდა შიდა ქართლის სპასპეტი; 
დ) დასავლეთ საქართველოს, ანუ ეგრისის, მმართველი იყო, რომელიც ფარნავაზს დაეხმარა აზონის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

(1) 11. ვინ იყო ძველი რომის უკანასკნელი მეფე?  
ა) ნუმა პომპილიუსი; 
ბ) პიროსი; 
გ) მუციუს სცევოლა; 
დ) ტარკვინიუსი. 

(1) 12. რომელი ინფორმაციაა  მართებული სპარტაკის შესახებ?  
ა) რომის ისტორიაში მონათა ყველაზე დიდ აჯანყებას ხელმძღვანელობდა; 
ბ) რომის სამხედრო ფლოტის ყველაზე ცნობილი მეთაური იყო; 
გ) პირველი სახალხო ტრიბუნი იყო რომის რესპუბლიკის ისტორიაში; 
დ) ერთადერთი პლებეი იყო რომის ისტორიაში, რომელიც კონსული გახდა. 

(1) 13. რომელი ინფორმაციაა მართებული ქართლის მეფის ფარსმან ქველის შესახებ?  
ა) აღმოსავლეთის პროვინციების მონახულებისას იმპერატორმა ტრაიანემ თავისთან იხმო და მეფეც მალევე ეახლა; 
ბ) რომში ჩავიდა იმპერატორ კლავდიუსის მიწვევით, სადაც დიდი პატივით მიიღეს და პანთეონში მსხვერპლის შეწირვის ნებაც მისცეს; 
გ) იმპერატორ ვესპასიანეს მიწვევაზე უარი შეუთვალა, სამაგიეროდ საჩუქრები გაუგზავნა; 
დ) მცირე აზიაში მყოფმა იმპერატორმა ადრიანემ ის თავისთან მიიწვია, თუმცა ფარსმანი არ ეახლა. 

(1) 14. რომელი ქართული ტაძრის კედელზეა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი ასომთავრული წარწერა ირანის შაჰის პეროზის მოხსენიებით?  
ა) ატენის; 
ბ) ბოლნისის; 
გ) გერგეტის; 
დ) დმანისის. 

(1) 15. სად გამართა ვახტანგ გორგასალმა თავისი უკანასკნელი ბრძოლა?  
ა) ჰერეთში; 
ბ) ბაზალეთში; 
გ) სამგორში; 
დ) ჯავახეთში. 

(1) 16. რომელი ინფორმაციაა მართებული ლაზიკის, ანუ ეგრისის, პატრიკიოსის სერგი ბარნუკის ძის შესახებ?  
ა) არაბებს უჭერდა მხარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელებმა რელიგიური პოლიტიკა 
გაამკაცრეს, კვლავ ბიზანტიის მოკავშირე გახდა; 
ბ) ბიზანტიელებს აუჯანყდა და მათ საპირისპიროდ დასავლეთ საქართველოში არაბები გადაიყვანა; 
გ) ირანელთა მოკავშირე იყო, თუმცა შემდგომ რეალურად შეაფასა ძალთა განლაგება და ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა გადაიფიქრა; 
დ) ბიზანტიელთა ბატონობით უკმაყოფილომ აჯანყება დაიწყო და დახმარებისათვის ბიზანტიის მეტოქე ირანს დაუკავშირდა. 

(1) 17. რომელი ფაქტია მართებული ბიზანტიის იმპერიის შესახებ?  
ა) სელჩუკთა სულთანმა ალფ არსლანმა მანასკერტის ბრძოლაში ბიზანტიელები დაამარცხა და იმპერატორი დაატყვევა;  
ბ) ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ნიკოპოლის ბრძოლაში ბიზანტიელებზე გაიმარჯვა და კონსტანტინოპოლი აიღო; 
გ) ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა ადრიანოპოლის ბრძოლაში ბულგარელები დაამარცხა, ხოლო მათი მეფე სიკვდილით დასაჯა; 
დ) თემურ ლენგმა ანგორის ბრძოლაში ბიზანტიელებზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა და მათ მცირე აზიის დათმობა აიძულა.   

(1) 18. რომელი ფაქტი უკავშირდება რომის პაპ ურბან II-ს?  
ა) ტრიენტის კრების მოწვევა და კონტრრეფორმაციის წამოწყება; 
ბ) ევროპელთათვის ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოწოდება; 
გ) ჰუნების ბელად ატილასთან შეხვედრა და რომის გადარჩენა; 
დ) ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობა. 

(1) 19. საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდში მოუწია ქვეყანას როგორც ხორეზმელებთან, ისე მონღოლებთან დაპირისპირება?
ა) ლაშა-გიორგის; 
ბ) დავით ულუს; 
გ) რუსუდანის; 
დ) გიორგი ბრწყინვალეს. 

(1) 20. რომელი მსჯელობაა მართებული დავით VI ნარინის შესახებ?  
ა) მონღოლთა ყაენმა სრულიად საქართველოს მეფედ დაამტკიცა, ხოლო დავით VII ულუ მას 
დაუმორჩილა, როგორც უმცროსი თანამმართველი; 
ბ) თავდაპირველად დავით VII ულუსთან ერთად მართავდა საქართველოს სამეფოს, საბოლოოდ კი დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდა დამოუკიდებელ მმართველად;  
გ) დაამყარა სამოკავშირეო ურთიერთობები რუმისა და ეგვიპტის სულთნებთან და მათი დახმარებით საქართველოში მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა დაასრულა; 
დ) როგორც მონღოლთა ვასალი მონაწილეობდა დიდი ყაენის მიერ წამოწყებულ ლაშქრობებში, დაიღუპა ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობისას სირიაში.

(1) 21. მონღოლთა დაპყრობების შედეგად წარმოქმნილი რომელი სახელმწიფოები იბრძოდნენ სამხრეთ კავკასიაში ბატონობისათვის? 
ა) ილხანთა სახელმწიფო და რუმის სასულთნო; 
ბ) ყუბილაის ულუსი და ოქროს ურდო; 
გ) ოქროს ურდო და ილხანთა სახელმწიფო; 
დ) რუმის სასულთნო და ჩაღათას ულუსი. 

(1) 22. რომელი ინფორმაციაა  მართებული XVI-XVII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ? 
ა) განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია „ტყვეთა სყიდვამ“, ანუ ადამიანებით ვაჭრობამ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რთული აღმოჩნდა; 
ბ) დაიწყო „ლეკიანობა“, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ იმერეთს ეხებოდა, მოგვიანებით კი სამეგრელოსა და გურიაზეც გავრცელდა; 
გ) მძიმე სოციალურმა ვითარებამ „გლეხთა ომი“ გამოიწვია, რითაც დამპყრობლებმა ისარგებლეს და რამდენიმე სამთავრო გააუქმეს; 
დ) არასტაბილურმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამ მოსახლეობის მეზობელ სამეფოებში მასობრივი მიგრაცია, ანუ „მყრელობა“ გამოიწვია. 

(1) 23. რომელი მსჯელობაა მართებული გერმანიაში პროტესტანტული რეფორმაციის შესახებ?  
ა) პროტესტანტულ რეფორმაციას მხარი მხოლოდ გლეხობამ დაუჭირა, ხოლო გერმანული არისტოკრატია და ქალაქის მოსახლეობა კათოლიკობის ერთგული დარჩა; 
ბ) ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს პროტესტანტობის მიღებაზე, რასაც ამ საგვარეულოს დამხობა მოჰყვა, ხოლო გერმანიის იმპერატორობა ჰოჰენცოლერნთა ხელში გადავიდა;  
გ) პროტესტანტულმა რეფორმაციამ საღვთო რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფა გამოიწვია, სამხრეთში პროტესტანტული ავსტრია წარმოიქმნა, ხოლო ჩრდილოეთში კათოლიკური პრუსია; 
დ) პროტესტანტულ რეფორმაციას გერმანელ დიდებულთა ნაწილმაც დაუჭირა მხარი, ხოლო საღვთო რომის იმპერატორის მცდელობა, აღმოეფხვრა პროტესტანტობა, წარუმატებლად დასრულდა. 

(1) 24. სად მოღვაწეობდა ჟან კალვინი?
ა) შვეიცარიაში; 
ბ) პოლონეთში; 
გ) ესპანეთში; 
დ) დანიაში. 

(1) 25. რომელი ფაქტი უკავშირდება ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის მმართველობის პერიოდს?  
ა) ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისური კოლონიების დაარსება; 
ბ) საფრანგეთის დამარცხება ოცდაათწლიან ომში; 
გ) ანგლიკანური ეკლესიის შექმნა; 
დ) სამოქალაქო ომის დაწყება. 

(1) 26. რომელი მსჯელობაა მართებული XVII საუკუნის პირველ ნახევარში საფრანგეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ? 
ა) კარდინალ რიშელიეს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად საფრანგეთში ცენტრალური ხელისუფლება გაძლიერდა; 
ბ) ვალუების დინასტიის შეწყვეტის შემდეგ ინგლისის მეფემ საფრანგეთის ტახტზეც განაცხადა პრეტენზია, დაიწყო ასწლიანი ომი ინგლისელებსა და ფრანგებს შორის; 
გ) ჰუგენოტებმა ადმირალ კოლინის მეთაურობით საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს საფრანგეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში; 
დ) შვიდწლიან ომში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი ევროპის უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა. 

(1) 27. ვინ არის ავტორი თხზულებისა „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“? 
ა) პლატონ იოსელიანი; 
ბ) ვახუშტი ბატონიშვილი; 
გ) ბერი ეგნატაშვილი; 
დ) იოანე ბაგრატიონი. 

(1) 28. ვინ იყო XIX საუკუნის I ნახევარში საქართველოში მოღვაწე პავლე ციციანოვი?  
ა) სინოდის მიერ გამოგზავნილი ეგზარქოსი; 
ბ) იმპერატორის მიერ დანიშნული მთავარმართებელი; 
გ) სამხარეო სათათბიროს თავმჯდომარე;  
დ) თავადაზნაურთა მიერ არჩეული წინამძღოლი. 

(1) 29. რომელი მსჯელობაა მართებული 1807 წელს დადებული ტილზიტის ზავის შესახებ? 
ა) შვედეთი დათანხმდა ფრანკფურტის კავშირის შექმნას და უარი განაცხადა მის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიაზე; 
ბ) ინგლისმა აღიარა ეგვიპტეში საფრანგეთის პროტექტორატის დამყარება; 
გ) რუსეთმა ცნო ევროპაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები და საფრანგეთის მოკავშირე გახდა; 
დ) ავსტრიამ დათმო ვენეციის რესპუბლიკა და იკისრა კონტრიბუციის გადახდა. 

(1) 30. რომელი ინფორმაციაა მართებული ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ?  
ა) ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ ანდერძით ის მემკვიდრედ გამოაცხადა; 
ბ) მოსკოვში გადასახლებულმა საფუძველი ჩაუყარა ქართველთა სათვისტომოს; 
გ) აქტიურად იბრძოდა რუსული მმართველობის წინააღმდეგ; 
დ) სამშობლოდან გადახვეწილი ბერად აღიკვეცა ათონის ივერთა მონასტერში. 

(1) 31. რუსეთის რომელმა იმპერატორმა გაატარა: სასამართლო, საქალაქო მმართველობის და კიდევ რამდენიმე სხვა რეფორმა XIX საუკუნის 60-70-იან წლებში?  
ა) ნიკოლოზ I-მა;  
ბ) ალექსანდრე II-მ; 
გ) პავლე I-მა; 
დ) ალექსანდრე III-მ. 

(1) 32. რომელი ინფორმაციაა მართებული კავკასიის ფრონტზე 1914 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების შესახებ?  
ა) დაიწყო ბრძოლა სარიყამიშთან; 
ბ) ალექსანდროპოლი ალყაში მოექცა; 
გ) დესანტმა სოხუმს შეუტია; 
დ) დაეცა ქალაქი ტრაპიზონი.  

(1) 33. რომელი ინფორმაციაა მართებული სტალინგრადის ბრძოლის შესახებ?
ა) მკაცრმა ზამთარმა შეუძლებელი გახადა სამხედრო ოპერაციების ჩატარება და საბრძოლო 
მოქმედებები დროებით შეჩერდა; 
ბ) გერმანული ავიაციის მასიურმა საჰაერო იერიშებმა საბჭოთა ჯარების დემორალიზაცია და 
სტალინგრადის დაცემა გამოიწვია; 
გ) საბჭოთა ჯარმა მოკავშირეთა არმიებთან ერთად შეძლო ქალაქიდან გერმანული სამხედრო 
შენაერთების განდევნა, რამაც გარდატეხა შეიტანა ომის მსვლელობაში; 
დ) აღმოსავლეთის ფრონტზე გამართული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა იყო, სადაც ვერმახტი დამარცხდა. 

(1) 34. რომელი ინფორმაციაა მართებული აფრიკის დეკოლონიზაციის შესახებ?  
ა) ალჟირის ხანგრძლივი ბრძოლა საფრანგეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებით დასრულდა;  
ბ) პორტუგალიამ  სამხრეთ აფრიკის დამოუკიდებლობა ცნო, თუმცა მასზე პროტექტორატი დააწესა; 
გ) დამარცხებული გერმანია იძულებული გახდა ეთიოპიისთვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა;  
დ) გაეროში მიღებული დადგენილების მიხედვით ესპანეთმა ეგვიპტეზე პროტექტორატი დათმო. 

(1) 35. რატომ იყო მნიშვნელოვანი საბჭოთა კავშირის მიერ ჰელსინკის აქტის ხელმოწერა? 
ა) ნატოს, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს, უფლება მიეცა გაეკონტროლებინა საბჭოთა ბირთვული შეიარაღების წარმოება; 
ბ) შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც მეთვალყურეობას უწევდა „ვარშავის პაქტის“ სახელმწიფოების ფინანსურ ოპერაციებს; 
გ) დასავლეთს საშუალება მიეცა გავლენა მოეხდინა სოციალისტური ბლოკის ქვეყნებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით; 
დ) ჩამოყალიბდა საერთაშორისო „სამშვიდობო ლეგიონები“, რომლებშიც ორივე ბანაკის სამხედრო პირები იღებდნენ მონაწილეობას. 

36. ისტორიული რუკა (6)
კითხვები
(1) 36.1. საქართველოს რომელი მეფის მმართველობის პერიოდი არის ასახული რუკაზე? 
ა) დავით აღმაშენებლის; 
ბ) თამარის; 
გ) გიორგი ბრწყინვალეს; 
დ) რუსუდანის. 

(1) 36.2. რა ეწოდებოდა ლურჯი ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს, რომლის ჯარიც საქართველოს ლაშქარმა დაამარცხა? 
ა) ფატიმიანთა სასულთნო; 
ბ) რუმის სასულთნო; 
გ) ოსმალეთის იმპერია; 
დ) ბიზანტიის იმპერია. 

(1) 36.3. რუკის მიხედვით, რომელი სახელმწიფოს დაარსებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ლაშქარმა? 
ა) კილიკიის სომეხთა სამეფოს; 
ბ) ნიკეის იმპერიის; 
გ) პონტოს სამეფოს; 
დ) ტრაპიზონის იმპერიის. 

(1) 36.4. რუკის მიხედვით, რომელი ტომი არ იყო  საქართველოზე დამოკიდებული? 
ა) ლეკების; 
ბ) ოსების; 
გ) დურძუკების; 
დ) ყივჩაყების. 

(1) 36.5. რუკის მიხედვით, ვასალური პოლიტიკური ერთეულების ტერიტორიაზე მდებარე რომელი ქალაქი აიღო საქართველოს ჯარმა? 
ა) არჭეში; 
ბ) ხლათი; 
გ) ერზინკა; 
დ) განძა. 

(1) 36.6. რუკის მიხედვით, რომელი ქალაქის აღებით დასრულდა თბილისიდან წამოწყებული ბოლო ლაშქრობა? 
ა) სინოპის; 
ბ) გორგანის; 
გ) არდებილის; 
დ) მარაღის. 

37. ისტორიული მოვლენის ანალიზი (5)
800 წელს ფრანკთა მეფე კარლოსი იმპერატორად ეკურთხა. 
კითხვები:
(1) 37.1. დაასახელეთ ამ გადაწყვეტილების ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიზეზი. 
ამით ის რომის იმპერიის მიწებზე თავს ლეგიტიმურ მმართველად აცხადებდა

(1) 37.2. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი, გარდა კარლოსისა და მისი ვასალებისა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. 
აბასიანთა სახალიფოსთვის. ბიზანტიის ყურადღების ნაწილი აქეთკენ გადავიდა, რადგან ბიზანტიის იმპერატორები დას. რომის იმპერიის მიწებს თავისად თვლიდნენ და ახლა რომის ყველა მიწაზე პრეტენზია სხვამ გამოაცხადა.

(1) 37.3. ვისთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება უარყოფითი შედეგის მომტანი, გარდა კარლოსისა და მისი ვასალების პირადი მოწინააღმდეგეებისა? აუცილებლად მოიტანეთ არგუმენტი თქვენი მოსაზრების განსამტკიცებლად. 
ბიზანტიისთვის, რადგან ბიზანტიის იმპერატორები დას. რომის იმპერიის მიწებს თავისად თვლიდნენ და ახლა რომის ყველა მიწაზე პრეტენზია სხვამ გამოაცხადა.

(2) 37.4. დაასახელეთ ანალოგიური მოვლენა X საუკუნის ევროპაში. მოიტანეთ ორი არგუმენტი ამ ანალოგიის დასადასტურებლად. 
ოტო პირველი 962 წელს რომის იმპერატორად ეკურთხა. ის რომის იმპერიის ყოფილი მიწების ნაწილს ფლობდა და ახლა რომის იმპერატორად ეკურთხაამისათვის მან იტალიაში ილაშქრა და ტიტული რომში მიიღო.

38. ისტორიული წყარო. ნაწყვეტი გიულდენშტედტის თხზულებიდან 
    1771 წლის 9 ოქტომბერს დუშეთის რაიონის მმართველი თავადი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, დაახლოებით 800 კაციანი რაზმით, გაემართა დუშეთიდან მცხეთის ტაძრისკენ, სადაც არაგვი ერთვის მტკვარს და სადაც მეფის რაზმები იყო თავმოყრილი. გავყევი თავადს. მცხეთის ტაძარი ცნობილია მეფეთა მრავალი სამარხით, რომლებიც მე დავათვალიერე. მეფე მოვიდა ბანაკში თავისი ამალით და მეორე დღეს დამინიშნა მე ოფიციალური აუდიენცია. მან გამოთქვა დიდი კმაყოფილება ჩემი მოსვლის გამო და დამპირდა ყოველგვარ დახმარებას. ეს დაპირება მე ამომწურავად გამოვიყენე. მან ნება დამრთო გავყოლოდი მას და მის რაზმს. ლაშქარმა გაიარა მტკვრის გასწვრივ დაახლოებით 120 ვერსი თურქულ ქალაქ ხერთვისამდე, რომელსაც ლაშქარი თავს დაესხა და დაარბია. შემდეგ მეფე დაბრუნდა თბილისში.
    15 ნოემბერს მეფემ მიმიწვია და მელაპარაკა ძალიან თავაზიანად ჩემს გეგმებსა და მიზნებზე, თავისი  ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, პრუსიის ომზე და ა.შ. იგი დამპირდა, ნება დაერთო მემოგზაურა ქვეყანაში, სადაც მოვისურვებდი. დამეთვალიერებინა და შემესწავლა ყველაფერი. მეტწილად ვხვდებოდი მასთან პატრიარქ ანტონს. იგი ახლდა მეფეს მაშინაც, როდესაც  პატივი დამდო მეფემ და მესტუმრა, რათა ენახა ჩემი კოლექციები. დავათვალიერე აქაური მარილსახდელი ქარხანა. მაჩვენეს ზარაფხანის მოწყობილობა. სულ ახლოს ქალაქთან, დაახლოებით ას ნაბიჯზე მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან, გამოდის თბილი გოგირდის წყაროები და მიემართებიან აბანოს ხუთი შენობისკენ. თბილისის მცხოვრებნი იყენებენ მას მხოლოდ ტანის დასაბანად და სარეცხის გასარეცხად. მე პირველად შემოვიღე მისი სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენება.
    30 დეკემბერს მინახულა განჯის ხანმა. მოვიდა ცოტა თოვლი. მეფე მიგზავნიდა მინერალებს. იმედი მაქვს თავად დავათვალიერებ იმ ადგილებს, სადაც ამ მინერალებს პოულობენ, ამიტომ მათ აღწერას გადავდებ.
    1 იანვარს იყო დიდი სადღესასწაულო განწყობა. გამოვცხადდი მეფესთან, რომელმაც წარუდგინა ჩემი თავი თავის მეუღლეს, თავის დედას, რომელმაც ცოტა ხნის წინ, როდესაც დაემართა პლევრიტი, ისარგებლა ჩემი რჩევით. 2 თებერვალს მეფემ შემომთავაზა გავყოლოდი მას კახეთში. რამდენიმე დღის უკან მომხდარმა შემთხვევამ დამანახა, რომ ჩემი მცირერიცხოვანი კაზაკები არ იყვნენ საკმაო საფარი ლეკთა თავდასხმის წინააღმდეგ, რადგან რუსეთის საქმეების რწმუნებულს, თავის კაზაკთა მცირე დაცვასთან ერთად, თბილისიდან 7 ვერსზე თავს დაესხნენ ლეკები. დაკარგა ხალხი და ტვირთმზიდავი ცხენები.  
    განჯის ხანი, რომელიც შინ გაემგზავრა 16 თებერვალს, მანამდე რამდენჯერმე მესტუმრა მე. მიმიპატიჟა თავისთან სუფრაზე და დამპირდა დახმარებას ყველაფერში. აქაური წესის მიხედვით მე მას ვუძღვენი საჩუქრები. 18 თებერვალს დავათვალიერე თოფისწამლის ფაბრიკა. 21 თებერვალს მთელ თბილისს სამჯერ ამცნეს საყვირით მეფის გამგზავრება. რადგან იმედი მქონდა, რომ რამდენიმე კვირაში დავბრუნდებოდი, ამიტომ დავტოვე ჩემი კოლექციები, ქაღალდები და ნივთები სტუდენტ ზრიაკოვსკის მეთვალყურეობით, რომელსაც უნდა შეეგროვებინა მცენარეები და მწერები. ლეკების თარეშის გამო ყველაფერი გაუბედურებულია. 
    ამიტომაცაა მიტოვებული ხაშმის ციხე. მის ახლოს დიდი ფართობის მოსარწყავად დაუწყიათ არხის გაყვანა, მაგრამ დამთავრება ვერ მოუხერხებიათ. 
კითხვები: 
(1) 38.1 დაასახელეთ კონკრეტული მეფე, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა დოკუმენტის ავტორს. 
ერეკლე მეორე

(1) 38.2 სრულად ჩამოთვალეთ, რა სახის სამრეწველო ობიექტები მოინახულა დოკუმენტის ავტორმა? 
მარილსახდელი ქარხანა, ზარაფხანა, თოფისწამლის ფაბრიკა

(1) 38.3 წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ მეფე გარკვეული იყო ევროპაში არსებულ ვითარებაში? 
ესაუბრა ავტორს პრუსიის ომზე

(1) 38.4 დოკუმენტის მიხედვით, რა ადასტურებს, რომ მეფეს ურთიერთობა ჰქონდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან? 
ესტუმრა განჯის ხანი, 

(1) 38.5 წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ სამეფოში ცდილობდნენ ეზრუნათ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე? 
ხაშმის ციხის ახლოს დიდი ფართობის მოსარწყავად დაუწყიათ არხის გაყვანა

(1) 38.6 თქვენი აზრით, რატომ უწოდებს ავტორი ხერთვისს „თურქულ ქალაქს“? 
შედიოდა ოსმალეთის საკუთრება ახალციხის საფაშოში

(2) 38.7 დოკუმენტში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მოიტანეთ ორი არგუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ ავტორის მიერ დასახელებულ „მცხეთის ტაძარში“ იგულისხმება სვეტიცხოველი? 
ტაძარი იყო იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს; მცხეთის ტაძარი ცნობილია მეფეთა მრავალი სამარხით.

(2) 38.8 დოკუმენტის მიხედვით, რის აღწერაზე თქვა უარი დოკუმენტის ავტორმა და რატომ? 
მეფის გაგზავნილი მინერალების, რადგან იმედი ჰქონდა თავად დაათვალიერებდა იმ ადგილებს, სადაც ამ მინერალებს პოულობენ.

(2) 38.9 დოკუმენტის მიხედვით, ვის ხვდებოდა ავტორი ყველაზე ხშირად მეფესთან და, თქვენი აზრით, რა იყო მეფის ამ პიროვნებასთან სიახლოვის მიზეზი? 
პატრიარქ ანტონს, თანამდებობის გამო ქვეყანაში გავლენიანი იყო, მეფის ახლო ნათესავი და უაღრესად განათლებული პიროვნება იყო

(2) 38.10 დოკუმენტის მიხედვით, ვინ შედიოდნენ ავტორის ამალაში სტუდენტის გარდა და რომელი სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში იყვნენ ისინი?
კაზაკების რაზმი, რუსეთის

Комментариев нет:

Отправить комментарий