მოლდოვას რესპუბლიკა აღმ. ევროპაში, რუმინეთსა და უკრაინას შორის მდებარეობს და ძირითადი ტერიტორია მდინარე პრუტსა და მდინარე დნესტრს (მოლდოვურად ნისტრუ) შორის არის მოქცეული. ქვეყანა შავი ზღვის აუზშია დაბლობზე განთავსებული, თუმცა ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. 1999 წელს მოლდოვამ გაუცვალა მცირე მიწა უკრაინას პრუტ-დუნაის შესართავში და ამიერიდან იქ მყოფი სოფელი ჯურჯულეშტი მოლდოვის სამდინარო პორტად იქცა, რომლის წყალობით ქვეყანა გადის დუნაისა და შავ ზღვაზე. ქვეყანა ბორცვიანია, თუმცა არსად ზედაპირი ზღვის დონიდან 430 მეტრს არ აჭარბებს. ყველაზე მაღალი წეტილი ბორცვი ბალანეშტი სწორედ 430 მეტრია. ამრიგად ქვეყნის რელიეფი დაბლობებისგან და ოდნავშემაღლებული ადგილებისგან შედგება. კლიმატი ზომიერად გრილია გაზაფხულსა და ზაფხულში და ზომიერად ცივი შემოდგომასა და ზამთარში.
დნესტრს აღმოსავლეთით კი არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვეთის ე.წ. რესპუბლიკაა, რომელსაც რეალურად რუსეთი აკონტროლებს. ქვეყნის ფართობი 33843 კმ2-ია, დნესტრისპირეთის მოლდოვას გარეშე კი 30334 კმ2. მოსახლეობა დღეისთვის დნესტრისპირეთის გარეშე 2512758 კაცია, ხოლო დნესტრისპირებელთან ერთად 2889534 კაცი. 1991 წლისთვის მოლდოვაში ყველაზე მეტი 4364000 ადამიანი იყო და მის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება, ისევე როგორც აღმოსავლეთი ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ამის მიზეზი ბევრია: გახსნილი საზღვრები წარმატებულ დასავლეთთან, სადაც გარბის სამუშაო ძალა; არასტაბილური, მეტიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა; მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნები და კომფორტის შექმნის სურვილი და აქედან გამომდინარე შემცირებული შობადობა და ქორწინება და აშ.
მოსახლეობა ქვეყნის ნაწილების მიხედვით ასე ნაწილდება: მოდლოვაში გაგაუზიის ჩათვლით: 82.07% მოლდოველია, 6,57% უკრაინელი, 4,57% გაგაუზიელი, 4,06% რუსი, 1,88% ბულგარელი; 0,85% სხვები. მოსახლეობის 90,1% მართლმადიდებელი ქრისტიანია; 1,7% სხვა ქრისტიანი, ხოლო 7,9% ათეისტი.
დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკა მოიცავს 4163კმ2-ს. მისი მოსახლეობა 376776 კაცია და სულ უფრო მცირდება. ამათგან 34% რუსია, 33% მოლდოველი, 26,7% უკრაინელი, 2,8% ბულგარელი; 1,2% გაგაუზი და 2,3% სხვები. მოსახლეობის 91% მართლმადიდებელია, 4% კათოლიკე და 5% ათეისტი, მუსლიმი და აშ.
გაგაუზიის ავტონომია მოიცავს 1848,46 კმ2-ს. აქ ცხოვრობს 134535 კაცი (შემცირდა 29000-ით 1989 წლიდან) , რომელთაგან 83,8% გაგაუზია, 4,9% ბულგარელი, 4,7% მოლდოველი, 3,2% რუსი, 2,5% უკრაინელი და 0,9% სხვები. მოსახლეობის 93% მართლმადიდებელია, 3% პროტესტანტი, 1,8% ათეისტი და 2,2% სხვები.
მოლდოვა საპარლამენტო დემოკრატიული უნიტარული რესპუბლიკაა, თუმცა დნესტრისპირეთის გარდა ფართო ავტონომიას წარმოადგენს გაგაუზია, რომელიც მთლიანად რუსული გავლენის სფეროა და სუსტად ექვემდებარება ცენტრალურ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ გაგაუზიის არჩევითი ლიდერი ამავე დროს მოლდოვის მთავრობის წევრად ითვლება.
მოლდოვა ევროპის უღარიბესი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მალევე ჩამოყალიბდა დემოკრატიული მმართველობა, ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტა კომუნისტები იყვნენ, რომლებიც ძველი მეთოდებით მართავდნენ და ყვაოდა კორუფცია. ამას ემატებოდა სუსტად განვითარებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც დიდი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს ხელისუფლებაში, რაც იწვევდა პოლიტიკურ არასტაბილურობას და ხელს უშლიდა რეალური რეფორმების გატარებას სხვადასხვა სფეროში. ასეთი ეკონომიკურად ღარიბი ქვეყანა მიგორდა კოვიდპანდემიამდე, რომელმაც ახალი დარყმები მიაყენა ქვეყანას და მხოლოდ დასავლურმა დახმარებებმა იხსნა სრული კატასტროფიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2015-2022 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2749 დოლარიდან 5562 დოლამარმდე გაიზარდა ეს დიდად არ დაეტყო ქვეყანას და უფრო მილიარდების გამდიდრებაში გამოიხატა. ამას დაემატა რუსეთ-უკრაინის ომი, სანქციების გამო გაზრდილი ნავთობპროდუქტები და გაზი, მოლდოვა კი ამ კუთხით სრულიად რუსეთზე იყო და მოკიდებული და ამან ქვეყანას კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება. პანდემიის დაძლევის შემდეგ ამუშავებულ ეკონომიკას ახალმა გამოწვევამ 5,9% ვარდნა მიაყენა, ხოლო ინფლაცია 28,7%-ით გაიზარდა. ერთადერთი დადებითი უმუშევრობის დაბალი დონე რჩება - 2,3%. ევროკავშირის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარებების წყალობით 2023 წელს მოლდოვის ეკონომიკამ ისევ ზრდა იწყო. 2024 წლისთვის მშპ-მ 18.356 მილიარდს მიაღწია, რაც ერთ სულზე 7488 დოლარს უდრის. ეს კი უკვე სერიოზულ ზრდას ნიშნავს, რას გამოწვეულია დასავლეთთან მჭიდრო კავშირებით, რუსეთისგან ნელნელა გათავისუფლებით და 3 წლიანი პოლიტიკური სტაბილურობით. შედარებისთვის საქართველოს მშპ ერთ სულზე 8825 დოლარია.
ემიგრანტების გამოგზავნილი თანხები ქვეყნის მშპს 25%-ს შეადგენს, 10%-ს კი დონორების დახმარება. ამდენად ქვეყნის წარმოება სუსტად არის განვითარებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი სახელმწიფო პენსიასა და სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
2017-2022 წლებში ქვეყნის მშპ 9,52 მილიარდიდან 14,51 მილიარდამდე გაიზარდა, ექსპორტი 3,12 მილიარდიდან 5,98 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 5,37 მილიარდიდან 1091 მილიარდამდე.
ექსპორტს ძირითადად შეადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ტანსაცმელი და სპორტული აღჭურვილობა. სოფლის მეურნეობა ექსპორტის 12%-ს შეადგენს და მასში დასაქმებულია 21%. ექსპორტში მეხუთე ადგილი უჭირავს ღვინოს, რომლითაც მსოფლიოში მოლდოვა 21-ე ადგილზეა. მევენახეობა-მეღვინეობას მშპ-ს 3% შეაქვს და ექსპორტის 8%. მისი ძირითადი შემსყიდველი უკვე ევროკავშირია. ექსპორტზე გადის აგრეთვე სიმინდი, ხორბალი, ყურძენი, ვაშლი, კარტოფილი და სხვა.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ეკონომიკის ერთ-ერთი პერსპექტიული სფეროა და ქვეყნის მშპს-10% შემოაქვს. ყოვეწლიურად 2000-მდე სტუდენტი ეუფლება ტექნოლოგიების სფეროს. მოლდოვური აიტი კომპანიების ექსპორტის 80%-ის მომხმარებელია აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდი და რუმინეთი.
მოლდოვის სუსტი წერტილი იყო რუსეთზე ბუნებრივი რესურსებით დამოკიდებულება, რომელსაც რუსეთის ხელისყუფლება მთავრობის დასაშანტაჟებლად ხშირად იყენებდა. გაზის ვალი მოლდოვას გაზპრომისთვის 706 მილიონ დოლარამდე დაუგროვდა, თუმცა 100 მილიონს მოლდოვა აპროტესტებს. 2013 წლის აგვისტოდან დაიწყო რუმინეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა. 2022 წელს სანდუს ინიციატივით, ევროკავშირის, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით დაიწყო დენის მოწოდება რუმინეთიდან და დაჩქარდა გაზსადენისა და ნავთობსადენის მშენებლობა. 2023 წლის ივნისიდან მოლდოვამ რუსეთიდან ნავთობისა და გაზის მიღება შეწყვიტა.
სეპარატისტული რეგიონები, აქ მდგარი რუსული ძალები და რუსული აგენტურა და აქედან გამოწვეული რუსეთთან ახალი ომის საფრთხე ერთ-ერთი სამუშაო მასალა იყო პრორუსული ძალებისთვის ხალხის დასაშინებლად, ხმა მოგვეცით, თორემ ომი იქნებაო. რუსეთზე ენერგეტიკულად დამოკიდებულებაც საარჩევნოდ მუსაობდა, რადგან მოსახლეობას ეშინოდა თუ დავშორდებით რუსებს, ენერგეტიკას გაგვიძვირებს და რა გვეშველეობაო. მუდმივი არასტაბილურობა აუფასურებდა ხალხში დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც პრორუსულ-კომუნისტურ ძალებს სძენდა ელექტორატს, რომლებიც ხალხს ჰიპოთეტურ წარსულზე უყვებოდნენ, როდესაც მოლდოვა უფრო დიდი, სტაბილური ქვეყანა იყო, ყველას ჰქონდა სამუშაო და კმაყოფილი იყოო. ამას ემატებოდა ახალგაზრდების პასიურობა არჩევნებზე და პროკომუნისტური განწყობის ასაკოვნების მაქსიმალური აქტიურობა, ენერგიული სამუშაო ძალის ქვეყნიდან დიდი სისწრაფით გადინება და ღარიბების შინ დარჩენა, რომლებსაც სოციალური დაპირებებით აბრუებდა პრორუსული პოპულისტური ძალები. ეს მოკლე ჩამონათვალია იმისა, თუ რატომ არის გაჩხერილი მოლდოვა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, თუმცა-კი ბოლო წლებში გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ქვეყანამ სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და ევროკავშირთან სწრაფი დაახლოება დაიწყო...
მოლდოვის ისტორია
მოლდოვის სახელმწიფოებრიობა დაახლოებით 700 წელს ითვლის. რუმინულ-სლავური ქრონიკების ცნობებით უნგრეთის მეფემ 1350-იან წლებში ერთ-ერთი რუმინელი მეთაური დრაგოში გაგზავნა მონღოლთა ჯარების წინააღმდეგ. დრაგოშმა გაიმარჯვა და შემდგომი ქ. სუჩავას რაიონში (მისი დიდი ნაწილი ჩრდ. რუმინეთში, სამხ. ბუკოვინას რეგიონში მდებარეობს, ხოლო ნაწილი ისტორიულ დასავლეთ მოლდოვეთში) დააარსა პატარა სამთავრო, რომელსაც მოგვიანებით მდინარის მიხედვით მოლდოვა ეწოდა. იგი უნგრეთის სამეფოს ვასალი იყო. 10 წლის შემდეგ სხვა რუმინელმა მეთაურმა ბოგდანმა დაამხო დრაგოშის შვილიშვილი, გახდა მოლდოვის დამოუკიდებელი მთავარი და დედაქალაქად გამოაცხადა ქ. სირეტი (სუჩავას რაიონში). 1388 წელს მთავარმა პეტრ II-მ დედაქალაქად სუჩავა აირჩია, რომელმაც ეს სტატუსი 1564 წლამდე შეინარჩუნა.
უნგრეთის გავლენით ქვეყანაში კათოლიციზმი დამკვიდრდა, თუმცა კონსტანტინოპოლის პატრიარქის გავლენით აქ მართლმადიდებლობაც ვრცელდებოდა და რელიგიური დაპირისპირება ხშირად მწვავე ხასიათს იძენდა. 1387 წელს ლიეტუვა-მოლდოვის მმართველ ვლადისლავ იაგელოს ლვოვში ეწვია პეტრ II და ქედი მოუხარა. ამიერიდან 1497 წლამდე მოლდოვა პოლონეთის ვასალი იყო. საპასუხოდ იაგელოსგან პრუტის აუზში მიწები მიიღო. შემდგომმა მართველმა რომან I-მა შემოიერთა მიწები კარპატებიდან დნესტრამდე, რის შემდეგაც განუდგა იაგელოს, თუმცა დამარცხდა და ტახტის ძისთვის დათმობა მოუწია. ამიერიდან მოლდოველებს პოლენეთის მეფესთან ერთად უნგრეთის მეფეების წინააღმდეგ ომებში უწევდათ მონაწილეობის მიღება.
მოლდოვის სამთავრო განვითარებას იწყებს ალექსანდრე I კეთილის დროს (1400-1432). მან ვლახეთის სამთავროს მაგალითზე მოაწყო პოლიტიკური და ადმინისტრაციული სისტემა. ვლახეთთან საზღვარიბ გავიდა დუნაის ქვემო დინებაზე. ხელი შეუწყო ვაჭრობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას, რისთვის კარგად გამოიყენა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა სავაჭრო გზებზე.
ალექსანდრემ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხარდაჭერით მიაღწია დამოუკიდებელი მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნას. ვასალურ კავშირს ინარჩუნებდა იაგელოსთან, ეხმარებოდა მას ომებში და საპასუხოდ სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა საშინაო პოლიტიკაში. ბოლო წლებში უნგრეთთანაც დაამყარა კავშირი, რითაც გააღიზიანა პოლონეთის მეფე.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მოლდოვას სამთავრო მისი მემკვიდრეების შიდაომებმა მოიცვა, რითაც სარგებლობდნენ თათრები, უნგრელები და სხვები და არბევდნენ მოლდოვის მხარეებს. ქვეყანა ხშირად იშლებოდა. 1456 წლიდან დაიწყო ოსმალებისთვის ხარკის გაგზავნა და დიდებულები თავს დამოუკიდებლად გრძნობდნენ.
ბნელი ეპოქა დაასრულა ალექსანდრე I-ის შვილიშვილმა სტეფან III-მ (1457-1504), რომელმაც 1357 წელს ვლახეთის მთავარ ვლად ცეპეშის ჯარებით მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება და მისი ნათესავი მთავარი პოლონეთში განდევნა.
სტეფანმა მოიწვია გაქცეული დიდებულები და დაუბრუნა მათ მიწები და პრივილეგიები. შემდეგ, მათი დახმარებით პოლონეთს ომი აუტეხა და აიძულა სასაზღვრო მიწების მიტაცებაზე უარი ეთქვა. შემდეგ გლეხებს მისცა თავისუფლება, ჩარიცხა ჯარში და არტილერიით აღჭურვილი და დაქირავებული უცხოელებით შევსებული ახალი არმიით გაიმყარა ძალაუფლება. ყველა დიდებულს ქედი მოახრევინა და ვინც უარზე იყო, 40-მდე დიდებული სასტიკად დასაჯა. აგებდა ახალ თავდაცვით სიმაგრეებს (სოროკი, ორჰეი, ჩეტატია-ალბე, ხოტინი) და ანახლებდა ძველებს.
შედეგად ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა და განვითარება დაიწყო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებმა, ვაჭრობამ, შავიზღვისპირეთში მეთევზეობამ და აშ. განვითარება დაიწყო ლითონების მოპოვება-დამუშავებამ, იარაღის, ქსოვილების და სხვა პროდუქტების წარმოებამ.
სტეფანი აქტიური იყო საგარეო პოლიტიკაშიც. 1460-იან წლებში ომი აუტეხა უნგრეთს, რომელიც მის განდევნილ მეტოქეს იფარავდა და გაიმარჯვა; ტახტის მეტოქე კი სიკვდილით დასაჯა.
1462 წელს ოსმალებმა ვლახეთიდან განდევნეს ვლად ცეპეში (დრაკულა) და მტავრად დასვეს მათი ვასალი რადუ (ცეპეშის ვაჟი), რომელიც პერიოდულად თავს ესხმოდა მოლდოვას ოსმალების მითითებით. მოლდოვა აქამდეც უხდიდა ოსმალებს ხარკს, თუმცა სხვა მხრივ არ ექვემდებარებოდა. 1470 წლისთვის სტეფანმა კავშირები გააბა ყირიმის ხანთან. აქაურ გენუურ ქალაქებთან და დაამარცხა მოლდოვაში შემოჭრილი დიდი ურდოს ხანი, რის შემდეგაც ხარკი შეუწყვიტა ოსმალებს. მაშინ ოსმალეთმა ხარკის ერთნახევარჯერ გაზრდა და შავიზღვისპირა ქალაქები მოითხოვა და რადუს დაავალა მოლდოვის რბევა. საპასუხოდ სტეფანმა ვლახეთში ილაშქრა და ცოტა ხნით დაამხო რადუ (1473 წ.).
1474-1475 წლების მიჯნაზე ოსმალთა დიდი არმია ჰადიმ სულეიმან ფაშას სარდლობით მოლდავეთში შეიჭრა, მაგრამ სტეფანის არმიამ ყირიმელების დახმარებით იგი გაანადგურა. მოლდოველებმა დასახმარებლად ევროპას მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ზაფხულში ოსმალებმა დაიპყრეს ყირიმის ევროპული ქალაქები და ვასალად აქციეს ყირიმის ხანი და სტეფანი მოკავშირეების გარეშე დარჩა.
1476 წლის ზაფხულში მოლდოვას ჩრდილოეთიდან სულთნის ბრძანებით ყირიმის ხანი დაესხა, სამხრეთიდან კი ოსმალები. სტეფანმა ყირიმელები დაამარცხა, მაგრამ ოსმალებმა დუნაიზე გადმოსვლა მოასწრეს და მოლდოველებმა უკან დახევა იწყეს და თან მიწებს ანადგურებდნენ, რომ ოსმალები გამოეფიტად. 26 ივლისს „თეთრ ხეობაში“ გადამწყვეტ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს და დიდ ქალაქებზე შეტევები დაიწყეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ და ბოლოს უკან წავიდნენ რესურსების ამოწურვის გამო.
1484 წელს ოსმალებმა მიიტაცეს მოლდოვის შავიზღვისპირა ქალაქები ჩეტატა-ალბე და კილია მათი ოლქებით. მაშინ სტეფანმა დასახმარებლად პოლონეთს მოუწოდა და თავი მის ვასალად ცნო, თუმცა პოლონელებმა მოლდოვის დაპყრობა მოინდომეს და სტეფანმა ისინიც დაამარცხა და თურქებსაც აღარ მისცა უფლება მეტი მიწები წაეღოთ. მოლდოვის დამოუკიდებლობა ცნო ლიეტუვამ და უნგრეთმაც. სტეფანმა მათ წინააღმდეგ კავშირი მოსკოვის მთავარ ივანე III-სთან შეკრა.
1503 წელს მოლდოვის ზღვისპირა მხარე, პრუტ-დნესტრისპირეთის სამხრეთ ნაწილი ოსმალეთის სილისტრიის სანჯაყის ნაწილი გახდა და აქ ნოღაელი თათრების პერიოდული ჩამოსახლება დაიწყო, რომელთაც XVII საუკუნეში ბუჯაკის ურდო შექმნეს. ურდო ყირიმის სახანოსა და ოსმალეთის ერთდროული ვასალი იყო. ამასთან, ზღვისპირა ქალაქები და სიმაგრეები ოსმალური ჯარს ეკავა.
ომების პარალელურად სტეფანი აქტიურ საეკლესიო პოლიტიკას აწარმოებდა. მან ააგო მრავალი ეკლესია და მონასტერი, რის გამოც წმინდანად იქნა შერაცხული.
1504-1517 წლებში მოლდოვას მართავდა სტეფანის ვაჟი ბოგდან III, რომელსაც ხშირი ომები ჰქონდა პოლონეთთან და ვლახებთან, რომელთაც კარგად გაუმკლავდა, თუმცა სულთნის დავალებით ყირიმელთა თავდასხმები ქვეყანად დიდ ზარალს აყენებდა, ამიტომ 1514 წლიდან ოსმალეთთან შეთანხმება დადო და ყოველწლიური ხარკი იკისრა.
შემდგომ წლებში მოლდოვის მთავრები აგრძელებდნენ პერიოდულ დაპირისპირებებს პოლონეთთან, ვლახეთთან და პარალელურად უწევდათ თათრების მოგერიება და ოსმალეთის მზარდი ხარკის ატანა. მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ მთავარი სტეფან IV უნგრეთისთვის ომში ხან ოსმალების მხარეს იჭერდა და ხან ჰაბსბურეგბის და ასე ცდილობდა სამფლობელოების გაზრდას, თუმცა ბოლოს ოსმალებმა დაამხეს და როდესაც ტახტზე დააბრუნეს (1541 წ.) იმიერიდან მოლდოვა საბოლოოდ დაემონა ოსმალეთს და ხარკიც სულ უფრო იზრდებოდა.
ამიერიდან მოლდოვაში მთავრები ძალიან ხშირად იცვლებოდნენ. ხშირად ისინი სხვადასხვა დიდებულთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. ტახტის დაკარგვა ხანს ოსმალთა ხელით ხდებოდა გარკვეული ურჩობის ან ჰაბსბურგებთან კავშირის გამო, ხანაც დიდებულთა შეთქმულების ან ტახტის პრეტედენტებთან დაპირისპირების გამო. პერიოდულად პოლონელები იჭრებოდნენ მოლდოვაში და მთავრად საკუთარ კანდიდატებს სვამდნენ.
1634 წელს ოსმალებმა მოლდოვის მთავრად ბულგარელი ვასილი ლუპუ დანიშნეს, რომელმაც ქვეყანაში სტაბილურობა დაამყარა, რაც კარგად აისახა ეკონომიკასა და კულტურაზე, თუმცა მთავარი სასტიკი იყო ბოიარების მიმართ და გლეხებიც მდგომარეობაც სულ უფრო მძიმდებოდა, რის გამოც ქვეყნიდან გარბოდნენ. ლუპუ ჩუმად კავშირში იყო მოსკოვის მთავართან ოსმალეთთან დაპირისპირებისას, ცდილობდა ვლახეთისა და ტრანსილვანიის ტახტების ხელთგდებასაც და ბოლოს ხმელნიცკის მოკავშირედ გახდა პოლონელებთან ომში. ამ ყველაფრის გამო ოსმალებმა იგი 1653 წ. გადააყენეს და სამუდამოდ დააპატიმრეს.
შემდგომშიც ხშირი იყო უცხოელების მოლდოვის მთავრად დანიშვნის. 1659 წლიდან, პერიოდულად იყო შემთხვევები, როდესაც, ოსმალეთის ბრძანებით, ანდა პირადი მოხეხრებით, ესა თუ ის პირი ხან მოლდოვის მთავარი იყო, ხანაც კი ვლახეთის. მთავრები სწრაფად კარგავდნენ ტახტს სხვადასხვა მიზეზით და შემდეგ რამდენიმეჯერ იბრუნებდნენ. შიდაომებსა და შეთქმულებებს ემატებოდა თათართა ხშირი თავდასხმები და ოსმალთა ომებში მონაწილეობა და მოლდოვა უმძიმეს დღეში იყო.
1711 წელს პეტრე პირველის დუნაისპირეთში ლაშქრობის წინ მოლდოვის მტავარი დიმიტრი კანტემირი მისი მოკავშირე და ვასალი გახდა, თუმცა პეტრეს ლაშქრობა ჩავარდა და ოსმალებმა მთავარი ქვეყნიდან განდევნეს, რის შემდეგაც მოღვაწეობა რუსეთის მთავრობაში განაგრძო. ზოგადად XVIII საუკუნიდან, თითქმის ყველა მოლდოვის მთავარი რამდენიმეჯერ ხდებოდა ჩამოგდების მსხვერპლი და აუცილებლად, მინიმუმ ერთხელ მაინც ეუფლებოდა ვლახეთის მთავრობას, რაც მოლდოვა-ვლახეთის მონათესავე, თუმცა მტრულ/მეტოქე სამთავროებს სულ უფრო აახლოებდა.
1769-1774 და 1788-1791 წლებში რუსეთის ჯარების, ხოლო 1787-17791 წლებში ავსტრიის ჯარების მიერ იყო ოსმალეთთან ომების დროს მოლდოვა ოკუპირებული და შემდეგ დააბრუნეს ოსმალეთის ვასალობაში. 1806 და 1810-12 წლებში მოლდოვაში კვლავ რუსული ოკუპაცია დამყარდა. 1812 წლის ბუქარესტის ზავით აღმ. მოლდოვა ბესარაბიის სახელით (დღევ. მოლდოვას რესპუბლიკის და სხვა მიწები) შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.
1828-1834 წლებში დარჩენილი მოლდოვას სამთავრო კვლავ მოხვდა რუსულ ოკუპაციაში. რუსების წასვლის შემდეგ, მათი გავლენით მთავრად აირჩიეს მდიდარი თავადი მიხაილ სტურძა, თუმცა ამიერიდან მთავრების ძალაუფლება კიდევ უფრო შეზღუდული იყო. სტურძამ სასტიკად ჩაახშო 1848-89 წლების რევოლუციური გამოსვლები ქვეყანაში, რის გამოც ლიბერალურად განწყობილმა წრეებმა აიძულეს გადამდგარიყო. მაშინ მთავრად დანიშნეს მისი დისშვილი გრიგორი ალექსანდრუ გიკა (1849-1853; 1854-1856), რომელიც ანტირუსული განწყობის ლიბერალი იყო და ვლახეთთან გაერთიანებას ემხრობოდა. მან შექმნა ჟანდარმერია და დაიწყო ლიბერალური რეფორმების გატარება. 1853-54 წლებში რუსების ოკუპაციისას ქვეყანა დატოვა, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა ავსტრიელთა ჩარევით, თუმცა განსაზღვრული 3 წლის ვადით. ჯერ კიდევ 1844 წელს წინა მთავრის მიერ გათავისუფლებულ იქნა სახელმწიფო და მართლმადიდებლური ეკლესიის მონები. ამჯერად მთავარმა გამოისყიდა და გაათავისუფლა ბოშა მონები, რითაც მოლდოვაში მონობა დასრულდა. გახსნა სემინარია, გინაზია, იურიდიუსი სკოლა. მართველობის ბოლოს მან გააუქმა ცენზურა ბეჭდვაზე და ქვეყანა დატოვა. მისი ნაციონალისტური იდეები ვლახეთთან გაერთიანებაზე არ აწყობდა ავსტრიასა და ოსმალეთს, ამიტომ ვადა აღარ გაუგრძელეს.
მოლდოვისგან განსხვავებით ვლახეთის რევოლუცია წარმატებით დაიწყო და რევოლუციონერებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება და დამოიწვიეს პარლამენტი. მის კულუარებში ვლახეთ-მოლდოვის გაერთიანების საკითხიც განიხილებოდა, თუმცა საკითხს უმრავლესობის მხარდაჭერა არ ჰქონდა. ოსმალური და რუსული ჯარების შემოსვლის შედეგად ვლახეთის რევოლუციაც ჩაახშეს და რევოლუციონერები ავსტრია-უნგრეთში გაიქცნენ, სადაც მოლდოველ რევოლუციონერებთან ერთად ჩამოაყალიბეს პანრუმინული მოძრაობა, რომელიც მიზნად სამთავროების გაერთიანებას მოითხოვდა.
1848-89 წლებში დუნაისპირა სამთავროებში ფეოდალიზმის მსხვრევა დაიწყო. ყირიმის ომმა კი ეკონომიკური პრობლემები დაამძიმა, რის გამოც ლიბერალური თავადობა, ბურჟუაზია და გლეხობა სამთავროების გაერთიანების მომხრეთა რიგებში ჩაეწერა. წინააღმდეგი რჩებოდნენ მმართველ წრეებთან დაახლოებული თავადები, რომელთაც პრივილეგიების დაკარგვა არ სურდათ.
პარიზის ხელშეკრულებით ვლახეთისა და მოლდოვას სამთავროებზე დამყარდა ევროპული ქვეყნების პროტექტორატი და სულთანს დაევალა სამთავროების მომავალი ბედის გასარკვევად შეექმნა არჩევითი დივანები.
მოლდოვაში გააუქმეს გრიგორი გიკას რეფორმები. 1848 წლის მოვლენები რომ არ განმეორებულიყო, პარიზის ხელშეკრულებამ დაადგინა მოლდოვასა და ვლახეთში არჩევნებით ასამბლეების შექმნა ოსმალეთის მეთვალყურეობით. მოლდოვაში დროებითმა მმართველმა ნიკოლაე ვოგორიდემ (არ სურდა ვლახეთთან გაერთიანება) არჩევნები გააყალბა, რაზეც თვალი დახუჭა სულთან აბდულ-მეჯიდმა და ავსტრიამ, თუმცა პროტესტი გამოთქვა საფრანგეთმა, პრუსიამ, რუსეთმა და სარდინიამ. მაშინ რუმინელების ნაციონალისტური გამოსვლები დაიწყო და სულთანმა ახალი არჩევნები დანიშნა, რომელშიც ნაციონალისტებმა გაიმარჯვეს.
სამაგიეროდ მშვიდად ჩაიარა არჩევნებმა ვლახეთში, სადაც გაერთიანებას მხარს პარიზის კონგრესის დანიშნული წარმომადგენელიც ჭერდა აქ გაერთიანების მომხრეებმა ადვილად გაიმარჯვეს. შემოდგომაზე ორივე დივანმა დაადგინა საერთო სახელმწიფო რუმინეთის შექმნა, საერთო მემკვიდრეობით მონარქითა და საკანონმდებლო კრებით. ეს გაერთიანება უნდა დაემტკიცებინა წამყვან სახელმწიფოებს.
1858 წლის ზაფხულში წამყვანი სახელმწიფოების პარიზის ახალმა კონგრესმა დაადგინა ვლახეთ-მოლდოვის ფორმალური გაერთიანება ერთიანი საკანონმდებლო კომისიით, საკასაციო სასამართლოთი, არმიით, საბაჟოთი და ფულით, თუმცა ქვეყნები ფაქტობრივად ცალცალკე რჩებოდნენ საკუთარი არჩევითი მმართველით და ოსმალეთის ვასალად.
1859 წლის 5 იანვარს მთავრის პოსტზე მოლდოვის დივანმა აირჩია 1848 წლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, ნაციონალისტი და სამთავროების გაერთიანების მომხრე ალექსანდრუ იოან კუზა, მოლდოვური დიდი თავადური გვარიდან. მაშინ, 24 იანვარს ნაციონალისტების ზეწოლით ვლახეთის დივანმაც მთავრად ალექსანდრუ იოან კუზა აირჩია.
რუმინული ერთობა და არჩევნების შედეგები არავის მოეწონა. თურქეთმა და ავსტრიამ ჯარები დაძრეს ვლახეთ-მოლდოვეთისკენ, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვალა. ავსტრიის მარცხმა საფრანგეთ-სარდინიასთან აიძულა რუმინეთის საკითხზე თავი შეეკავებინა. ამ დროს საფრანგეთი და რუსეთი დიპლომატიურად ჩაერივნენ და აიძულეს ოსმალეთს ომისგან თავი შეეკავებინათ, რისთვისაც უკვე ემზადებოდნენ რუმინულ სამთავროებშიც. 2 წელი გაიწელა მოლაპარაკებები და 1861 წელს ოსმალეთმა ბოლოს და ბოლოს ცნო სამთავროების გაერთიანება, რაც გაფორმდა 1861 წლის უნიითა და 1862 წლის პირველი საერთო კონსტიტუციით. ასე შეიქმნა რუმინეთის სახელმწიფო, რომელმაც ოსმალეთისგან დამოუკიდებლობა 1877 წელს გამოაცხადა, რაც დაადასტურა სან სტეფანოს ზავმა და ბერლინის კოგრესმა. ამიერიდან დასავლეთ მოლდოვა რუმინეთის სახელმწიფოს ნაწილია.
ახლა დავუბრუნდეთ თანამედროვე მოლდოვის რესპუბლიკის ისტორიას. 1812 წლის ომის შემდეგ აქ შეიქმნა ბესარაბიის ოლქი, რომლის მმართველად მოლდოველი თავადი სკარლატ სტურძა დანიშნეს, რომელიც მოლდოვის მთავართა ოჯახების შთამომავალი იყო მამის და დედის მხრიდან. შეიქმნა არცევითი უმაღლესი საბჭო, რომელიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო ორგანო იყო. შენარჩუნდა სახელმწიფო ენად მოლდოვური (რუმინული) რუსულთან ერთად.
დროთა განმავლობაში რუსეთმა აქ პოზიციები გაიმყარა და ქვეყნის გარუსება დაიწყო. 1821 წლიდან შემოვიდა კანონი, რომელიც მოლდოველებს უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნას უკრძალავდა. 1825 წელს უმაღლეს საბჭოს ჩამოართვეს სასამართლო ფუნქციები, 1828 წელს კი საკანონმდებლო ფუნქციებიც. იგი აღარ იყო არჩევითი და ამიერიდან რუსეთის მთავრობის დანიშნულ სათათბირო ორგანოდ წარმოადგენდა. სახელმწიფო ენად დარჩა მხოლოდ რუსული. მოლდოველებს განსხვავებულობის იმიტაციისათვის ადგილობრივებს არ იწვევდნენ რუსულ ჯარში და შენარჩუნდა ძველი მოლდოვური კანონების ნაწილი.
ამიერიდან დაიწყო მოლდოვის ტერიტორიაზე რუსების, უკრაინელების, გერმანელების, ბულგარელების, პოლონელებისა და გაგაუზების (თურქულენოვანი ბულგარელები გადმოსახლდნენ ბალკანეთიდან) კოლონიზაცია, რომლებიც პირველ რიგში თურქებისგან და ნოღაებისგან დატოვებულ ბუჯაკსა და სხვა მხარეებში სახლდებოდნენ. შედეგად ბესარაბიაში მოლდოველთა პროცენტული რაოდენობა 1816-1905 წლებში 34%-ით შემცირდა. პირველ მსოფლიო ომში 30000 ბესარაბიელი გაიწვიეს.
1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან მალევე, აღმ. მოლდოვაში დაიწყო ეროვნული მოძრაობა ქვეყნის რუსეთისგან გამოყოფისა და რუმინეთთან შეერთების მოთხოვნით. ლენინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოლდოვაში ნოემბერში მოიწვიეს ეროვნული საბჭო (სფატულ ცერიი), რომელმაც 15 დეკემბერს გამოაცხადა მოდლავეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა და დაიწყო მთავრობის ფორმირება. 1918 წლის იანვარში საბჭოს მოწოდებით მხარე დაიკავა რუმინეთის არმიამ. მაშინ ეროვნულმა საბჭოთ ქვეყანა რუსეთისგან გამოყოფილად და დახმარებისთვის რუმინეთში მდგარ ფრანგულ არმიას მიმართა.
9 აპრილს ბესარაბიის ეროვნულმა საბჭომ ხმების უმრავლესობით რუმინეთის სამეფოსთან შეერთებას დაუჭირა მხარი. მალე მასვე შეუერთდა ბუკოვინა და ტრანსილვანია.
როგორც საბჭოთა რუსეთმა და საბჭოთა უკრაინამ, ისე ბესარაბიის რუსულმა და უკრაინულმა მოსახლეობამ არ ცნო ეს შეერთება. 1919 წლის მაისში ლენინის ხელშეწყობით რუსეთში გამოცხადდა ბესარაბიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და აჯანყებები მოეწყო ხოტინსა (უკრაინელების) და ბენდერში (რუსების), თუმცა წარუმატებლად. 1920 წლის ოქტომბრის პარიზის ხელშეკრულებით ანტანტას ქვეყნებმა კანონიერად გამოაცხადეს ბესარაბიის რუმინეთთან შეერთების კანონიერება.
კომუნისტები არ შეეგუეს და 1924 წელს უკრაინის სსრ-ს ტერიტორიაზე შექმნეს დნესტრისპირეთის მოლდოვის ავტონომიური ოლქი, რომელმაც სექტემბერში ბუჯაკში გლეხთა აჯანყება მოაწყო, მაგრამ წარუმატებლად. მაშინ ეს წარმონაქმნი გადაკეთდა მოლდოვის ავტონომიურ საბჭოთა სოციალუსტურ რესპუბლიკად უკრაინის სსრ-ს შემადგენლობაში, რომელსაც სტალინის გეგმით, უნდა შემოეერთებინა ბესარაბიის მოლდოვა, რომელსაც სსრკ რუმინეთის მიერ ოკუპირებულ მიწად აცხადებდა.
ბესარაბია 1938 წლამდე ცალკე ოლქად შედიოდა რუმინეთის სამეფოში და პირდაპირ რუმინეთის მინისტრს ექვემდებარებოდა. აქ შემოვიდა რუმინული მმართველობა და კანონები. პირველ წლებში მმართველებიც რუმინეთიდან ჩამოდიოდნენ, რომლებიც ადგილობრივებს ცუდად ექცეოდნენ.
რუმინეთმა მხარეში აგრარული რეფორმის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიწების გაცემა დაიწყო, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარება შეჩერდა. რუსეთის ბაზართან მოწყვეტა, ომისგან გამოწვეული ევროპის ეკონომიკური კრიზისი ბესარაბიასაც ყველა მიმართულებით დაეტყო და ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა. მცირდებოდა წარმოება, ვაჭრობა და იზრდებოდა უმუშევრობა.
1930 მოსახლეობის აღწერის შედეგად ბესარაბიაში ცხოვრობდა 2853200 კაცი, რომელთაგან 1610800 (56,5 %) იყო რუმინელი, 351900 (12,3 %) რუსი, 314200 (11,0 %) უკრაინელი, 204800 (7,2 %) ებრაელი, 98100 (3,4 %) გაგაუზი, 81100 (2,8 %) გერმანელი, 13500 (0,5 %) ბოშა, 8100 (0,3 %) პოლონელი. ქვეყანაში გატარდა ნაციონალისტური ხაზი და უკრაინელები და რუსები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად იქცნენ და რუმინულის სწავლას აიძულებდნენ, რასაც ძალიან განიცდიდნენ.
1940 წლის ივნისის ბოლოს სსრკ-ს ხელისუფლებაში მიიღეს დადგენილება, რუმინეთის მიერ 1918 წ. მიტაცებული მიწების დასაბრუნებლად და რუმინელი თავადების ჩაგვრისგან უკრაინელების რუსებისა და მოლდოველების გასათავისუფლებლად. ამ მიზნისთვის მომზადებულ იქნა 640000-მდე მებრძოლი. 26 ივნისს სსრკ-ს მთავრობამ რუმინეთს წაუყენა ულტიმატუმი დაებრუნებინა ჩრდ. ბუკობინა, ჰერცას ოლქი და ბესარაბია. რუმინეთმა დახმარებისთვის გერმანიას მიმართა.
27 ივნისს რიბენტროპმა აცნობა რუმინეთის მთავრობას სსრკ-ს მთავრობის მიზნების შესახებ და ურჩია დაეთმო ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა. გერმანიასთან, იტალიასა და ბალკანელ მოკავშირეებთან ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ რუმინეთის მთავრობამ თანხმობა განაცხადა და დაიწყო ჯარების გაყვანა აღნიშნული ტერიტორიებიდან. სსრკ-ს არმიამაც უმალ დაიწყო შესვლა ტერიტორიებზე და 8 ივლისამდე მდ. პრუტს აღმოსავლეთით სრულად დაიკავა ბესარაბია, ჩრდ. ბუკოვინა და ჰერცას ოლქი, სულ 50762 კმ² ფართობი 3776000 მოსახლით.
უკრაინელებით დასახლებული ჩრდ. ბუკოვინა, ჰერცას ოლქი და ბესარაბიის შავიზღვისპირა ნაწილი უკრაინის სსრ-ს შეუერთდა, დანარჩენ ბესარაბიაზე კი მოლდოვის სსრ შეიქმნა, რომელსაც 2 აგვისტოდან შეუერთეს მოლდოვის ავტონომიური ოლქი დნესტრისპირა ზოლი. უკანასკნელის ჩრდ-აღმ ნაწილი, რომელიც დიდწილად უკრაინელებით იყო დასახლებული, უკრაინის სსრ-ს დაუბრუნეს. ასე შეიქმნა მოლდოვის სსრ, რომელიც 33700 კმ² იყო, ხოლო მოსახლეობა 2,7 მილიონი, რომელთაგან 70% ეთნიკური მოლდოველი იყო. მისი პოლიტიკური ცენტრი გახდა კიშინეუ.
მალევე დაიწყო საბჭოთა სისტემის დანერგვა და არასასურველი პირების წმენდა მოჰყვა. 1940 წელს რეპრესიებში მოაყოლეს და ციმბირსა და შუა აზიაში გადასახლეეს 8000კაცი, ხოლო 1941 წლის 13 ივნისს კიდევ 32000-მდე პირი.
1941-1944 წლებში მოლდოვას სსრ გერმანია-რუმინეთის ჯარებს ეკავათ და აქ აღადგინეს ბესარაბიის გუბერნია. 10000 აქაური მოლდოველი გაიწვიეს რუმინეთის არმიაში, სსრკ-ს წინააღმდეგ საომრად, რომელთაგან 5000 დაიღუპა. 120000 ებრაელი, ბოშა, მოლდოელი და სხვა ეროვნების ადამიანი მოკვდა რუმინულ საკონცენტრაციო ბანაკებში.
1944 წ. 29 აგვისტოს იასა-კიშინეუს ოპერაციის შედეგად წითელმა არმიამ დაიბრუნა მოლდოვას სსრ. ომში გაიწვიეს რეპუბლიკის 256800 მოქალაქე, რომელთაგან 40592 დაიღუპა უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთსა და გერმანიაში ბრძოლებისას.
ომის შედეგების, გვალვის, და მთავრობის უუნარობის გამო 1946-47 წლებში მოლდოვაში შიმშილი გამეფდა, რასაც 36000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ათჯერ მეტი კი დაავადდა. ამან გააძლიერა ანტისაბჭოთა და პრორუმინული განწყობა, რომელიც იატაქვეშეთიდან აჯანყების ორგანიზებას ცდილობდა.
არაერთი მცირე გამოსვლის მიუხედავად, წინააღმდეგობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მოლდოვაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთპარტიული, ტოტალიტარული საბჭოთა სისტემა. 1949 წლიდან დაიწყო კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, კულაკთა და სხვა მოწინააღმდეგეთა რეპრესირება და სხვა საბჭოთა ელემენტები.
1980-იანი წლებიდან მოლდოვაში გაჩაღდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც ითხოვდა დემოკრატიულ გარდაქმნებსა და მოლდოვური ენისთვის მთავარი ენის სტატუსის მინიჭებას. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა „მოლდოვის სახალხო ფრონტი“, რომელიც მოითხოვდა მოლდოვის სსრკ-დან გასვლასა და რუმინეთთან შეერთებას. სახალხო გამოსვლების ზეგავლენით მოლდოვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას სათავეში ადგილობრივი კომპარტია ჩაუდგა მირჩა სნეგურის მეთაურობით, რომელიც 1985 წლიდან მოლდოვის კომპარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, 1989 წლის 29 ივლისიდან კი მოლდოვის „უმაღლესი საბჭოს“ თავმჯდომარე. 1989 წლის 31 აგვისტოს მოლდოვის სსრ-ს „უმაღლესმა საბჭომ“ მოლდოვური ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოაცხადა. სხვა ენებს დარჩათ ეროვნულ-კულტურული ფორმით გამოყენების სტატუსი, ხოლო რუსულს დამატებით ეროვნებათშორის ურთიერთობებში გამოსაყენებლად. დამწერლობად სლავურს ცვლიდა ლათინური.
ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვისას, საკითხი დისკრიმინაციად აღიქვეს დნესტრიპირეთში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსისა და სლავური ალფაბეტის შენარჩუნებას მოითხოვდა. ტირასპოლის საქალაქო საბჭომ მიმართა მოლდოვის უმაღლეს საბჭოს, რომ კანონპროექტი რეფერენდუმზე გაეტანა. საპასუხოდ მოლდოვის სახალხო ფრონტმა კანონის უფრო მკაცრი ვერსია მოითხოვა. მაშინ დნესტრისპირეთის მოსახლეობის პროტესტს სათავეში ჩაუდგა „მშრომელთა კოლექტივების გაერთიანებული საბჭო“, რომელიც აწყობდა მანიფესტაციებსა და გაფიცვებს, რომლის საპასუხო მანიფესტაციებს კიშინეუში სახლახო ფრონტი მართავდა, რაც სულ უფრო ძაბავდა სიტუაციას.
დნესტრისპირელებმა დასახმარებლად სსრკ-ს ხელმძღვანელობას მიმართეს, თუმცა გორბაჩოვმა მოუწოდა შეეწყვიტათ პროტესტი. მაშინ ადგილობრივებმა დამოუკიდებლად განაგრძეს მოქმედება, თუმცა ფარულად მას საბჭოთა უშიშროება ეხმარებოდა. დნესტრისპირელებმა მოინდომეს ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა და საამისო რეფერენდუმები 1989 წ. დეკემბერში ქ. რიბნიცაში და 1990 წლის იანვარში ქ. ტირასპოლში, გამართეს. დნესტრისპირეთის ქალაქებსა და ქ. ბენდერს სრულად აკონტროლებდნენ სეპარატისტები და აქ ცენტრალური ხელისუფლების გავლენა არ ვრცელდებოდა.
ანალოგიურად განვითარდა პროცესები გაგაუზიაში. 1989 წლის 21 მაისს გაიმართა გაგაუზიის ხალხის წარმომადგენელთა პირველი შეკრება და დაფუძნდა საერთოგაგაუზიური მოძრაობა „გაგაუზ ხალკი“. 12 ნოემბერს კომუნისტი სტეპან ტოპალის მეთაურობით ჩატარდა გაგაუზიის ხალხის წარმომადგენელთა საგანგებო სხდომა, რომელზეც გამოცხადდა გაგაუზიის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მოლდოვის სსრ-ს შემადგენლობაში. შემდეგ დღესვე, მოლდოვის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ გაგაუზიის საგანგებო სხდომის დადგენილება გააუქმა და როგორც ანტიკონსტიტუციური აქტი.
დნესტრისპირეთში ანტიმოლდოვურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ტირასპოლის საქალაქო საბჭო, რომელსაც 1990 წლის მარტიდან მეთაურობდა ადგილობრივი რუსი იგორ სმირნოვი.
1990 წლის თებერვალ-მარტში მოლდოვაში პირველი მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები გაიმართა, რომელშიც მოლდოვას სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა. 25 მაისიდან მისი ლიდერი მირჩა დრუკი მოლდოვის სსრ-ს მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს. სამაგიეროდ, 3 სექტემბერს უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტად მირჩა სნეგური აირჩია.
პარლამენტში დნესტრისპირელები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ვერანაირი საკითხი ვერ გაჰქონდათ. მათ მიმართ უმრავლესობა ხისტ დამოკიდებულებას იჩენდა. ერთხელ სახალხო ფრონტის მომხრეებმა დნესტრისპირელი დეპუტატები საჯაროდ სცემეს კიდეც. სახალხო ფრონტმა დაგეგმა მიტინგი ბენდერში გაბატონებული ძალების წინააღმდეგ ლოზუნგით: „ტიგინა (ასე უწოდებენ მოლდოველები ბენდერს) იყო, არის და იქნება რუმინული ქალაქი“. საპასუხოდ ბენდერში დაიწყეს სამხედრო თავდაცვის ძალების ფორმირება.
1990 წლის 5 ივნისს მოლდოვის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა და სახელმწიფოს დაარქვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მოლდოვა. 23 ივლის კი გამოაცხადა მოლდოვის სუვერენიტეტი. აშკარა გახდა, რომ მოლდოვა კავშირიდან გადიოდა და სსრკ-ს უშიშროებამ დაიწყეს ეთნიკური უმცირესობების აბუნტება. დნესტრისპირეთში აბუნტდა რუსული, უკრაინული და პრორუსული მოლდოვური მოსახლეობა და პოლიტიკური წრეები, სამხრეთში კი დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდნენ გაგაუზები.
31 ივლისს ტირასპოლის საქალაქო საბჭომ დაადგინა, რომ თუ მოლდოვის სსრ უკანონოდ არის შექმნილი, მაშინ დნესტრის მარცხენა სანაპიროც უკანონოდ არის მის შემადგენლობაში შეყვანილი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ აქვთ მოლდოვის სსრ-ს მთავრობის მიმართ.
მალევე ჩატრადა რეფერენდუმები დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით. მათ საფუძველზე დნესტრისპირეთში სახელმწიფო ენებად გამოცხადდა მოლდოვური, რუსული და უკრაინული, ხოლო გაგაუზიაში - მოლდოვური, გაგაუზიური და რუსული. 19 აგვისტოს სტეპის სამხრეთის სახალხო დეპუტატთა პირველ სხდომაზე გამოაცხადეს გაგაუზიას მოლდოვის სსრ-სგან დამოუკიდებლობა. იქმნებოდა გაგაუზიას რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობაში. დედაქალაქად გამოცხადდა კომრატი. მისი ფართობი მოიცავდა 1848 კმ2-ს.
1990 წლის 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის ყველა დონის დეპუტატთა მეორე საგანგებო სესიაზე ტირასპოლში გამოაცხადეს დნესტრისპირეთის მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა. არჩეულ იქნა დროებითი უმაღლესი საბჭო იგორ სმირნოვის მეთაურობით და დაიწყეს დნესტრისპირეთის მოლდოვის კონსტიტუციაზე მუშაობა.
მოლდოვის მთავრობის პარალელურად გაგაუზიისა და დნესტრისპირეთის რესპუბლიკების შექმნა უკანონოდ გამოაცხადა სსრკ-ს მთავრობამ გორბაჩოვის მეთაურობით, თუმცა-კი მოუწოდა მოლდოვის სსრ-ს მთავრობას ენასთან დაკავშირებით საკითხში დაეცვა ეროვნული უმცირესობების ინტერესები, რათა მოეგვარებინა რესპუბლიკაში წარმოქმნილი პრობლემები.
1990 წლის ოქტომბერში გაგაუზებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში გამოცხადდა არჩევნები გაგაუზიის უმაღლესი საბჭოს ასარჩევად. მოლდოვის პრემიერმა მირჩა დრუკმა არჩევნების ჩასაშლელად 25 ოქტომბერს გაგზავნა მოხალისეებით სავსე ავტობუსები პოლიციის თანხლებით გაგაუზიიის მთავარ ქალაქ კომრატში.
საპასუხოდ გაგაუზიაში დაიწყეს მობილიზაცია. დნესტრისპირეთის მთავრობამ გაგაუზიას მხარდაჭერა გამოუცხადა და იქ რამდენიმე ათეული ავტობუსი მოხალისე გაგზავნა 26-27 ოქტომბერს. გაჩნდა სამოქალაქო ომის საფრთხე. მაშინ ჩააერია სსრკ-ს პოლიცია, რომელმაც დაამშვიდა ვითარება და დნესტრისპირელების ნაწილი უკან გააბრუნა. სიტუცია კი დამშვიდდა, თუმცა გაგაუზიამ ჩამოყალიბება განაგრძო. ახალშექმნილმა უმაღლესმა საბჭომ 31 ოქტომბერს მეთაურად აირჩია სტეპან ტოპალი.
1990 წლის 2 ნოემბერს მოლდოვის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ შეცვალა გერბი და დროშა და მიიღო ახალი, რუმინულის მსგავსი სიმბოლოები. ამას მტრულად შეხვდნენ სეპატრატისტულ რეგიონებში. ნოემბერშივე მოლდოვის მთავრობამ დნესტრისპირეთზე კონტროლის აღსადგენად გაგზავნა პოლიციის რაზმები, რასაც მტრულად შეხვდნენ დნესტრისპირეთში და დაიწყო მათთან შეტაკებები, რაც ომში გადაიზარდა. მეამბოხეებს მხარში ამოუდგა აქ მდგარი რუსული სამხედრო ბაზა. 29 ნოემბერს სმირნოვი დნესტრისპირეთის სახელმწიფოს მეთაურად გამოაცხადეს.
1991 წლის 17 მარტს სსრკ-ში ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი კითხვით: „გსურთ თუ არა სსრკ-ში დარჩენა“. მოდლოვის მთავრობამ რეფერენდუმი არ ჩაატარა, თუმცა იგი მაინც გაიმართა სეპერატისტულ გაგაუზიაში, დნესტრისპირეთსა და ბენდერის ოლქში. ჯამში რეფერენდუმზე გამოცხადდა 700893 მოქალაქე, რომელთაგან 98,3%-მა მხარი დაუჭირა სსრკ-ში დარჩენას.
1991 წლის 23 მაისს მოლდოვის სსრ-ს უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფოს სახელი შეუცვალა და რესპუბლიკა მოლდოვა დაარქვა, ხოლო თავის თავს პარლამენტი უწოდა.
19-21 აგვისტოს მოსკოვის პუტჩის დროს კიშინეუში შეკრებილმა მანიფესტანტებმა მოითხოვეს მოლდოვის სსრკ-დან გასვლა, ხოლო ტირასპოლის ხელმძღვანელობამ პუტჩისტებს მხადრაჭერა გამოუცხადა და მის ნაბიჯებს დიადი სამშობლოს გადასარჩენი აუცილებელი უწოდა.
22 აგვისტოს კიშინევის სპეცრაზმის ნაწილებმა დააპატიმრეს დპესტრისპირეთის უმაღლესი საბჭოსა და მუნიციპალიტეტების დეპტუტატების ნაწილი. 23 აგვისტოს აიკრძალა მოლდოვის კომუნისტური პარტია.
1991 წლის 25 აგვისტოს დნესტრისპირეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომლითაც რესპუბლიკა რჩებოდა ცალკე სსრკ-ში.
1991 წლის 27 აგვისტოს მოდლოვის პარლამეტმა გამოაცხადა მოლდოვას დამოუკიდებლობა.
29 აგვისტოს მოლდოვის სპეცსამსახურებმა კიევში დააპატიმრეს იგორ სმირნოვი. მალევე დააპატიმრეს სტეპან ტოპალიც. დნესტრისპირეთის პრეზიდენტის მშ-დ აირჩიეს ანდრეი მანოილოვი.
1 სექტემბერს ტირასპოლის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატებმა გალინა ანდრეევა და სვეტლანა მიგულია სათავეში ჩაუდგნენ ქალთა გაფიცვის კომიტეტს და ტირასპოლში ჩაატარეს მრავალათასიანი ქალთა მიტინგი რომელზეც მიიღეს რეზზოლუცია დნესტრისპირელი და გაგაუზიელი პოლიტიკოსების გათავისუფლების მოთხოვნით და დაიწყეს სახალხო გვარდიის ფორმირება. მიტინგის შემდეგ ქალებმა გადაკეტეს რკინიგზა. შემდეგ დღეებში ბლოკადა გავრცელდა ბენდერშიც.
2 სექტემბერს დნესტრისპირეთის ყველა დონის დეპუტატთა მეოთხე ყრილობაზე დაამტკიცეს დნესტრისპირეთის კოინსტიტუცია, დროშა და გერბი. მალევე დნესტრისპირეთის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა რესპუბლიკური არმიის შექმნა. დაიწყო ადგილობრივი პოლიციის გადმოქვემდებარება.
3 სექტემბერს პრეზიდენტმა სნეგურმა მოლდოვის ეროვნული არმიის შექმნა გამოაცხადა.
25 სექტემბერს მოლდოვის პოლიციის საგანგებო ძალები ღამით შევიდა ქ. დუბოსარში სეპარატისტების დასაკავებლად და ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად. საპასუხოდ დნესტრისპირეთის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგორი მარაკუცა სათავეში ჩაუდგა ადგილობვრივ პოლიციას და დაიწყო გასამხედროებული ძალების შექმნა.
1 ოქტომბერს რუსული ძალების გავლენით მოლდოვის პოლიცია გავიდა დუბოსარიდან და გაათავისუფლეს სმირნოვი, ტოპალი და სეპარატისტი დეპუტატები.
5 ნოემბერს დნესტრისპირეთის სსრ გადაკეთდა დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბ,ლიკად. 1 დეკემბერს ჩაატარეს მეორე რეფერენდუმი, რომელზეც გამოცხადდა რეგისტრირებულთა 78% და 97,7%-მა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას.
1 დეკემბერს გაგაუზიის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში 83% გამნოცხადდა და 90%-მა პრეზიდენტად ტოპალი აირჩია.
1991 წლის 8 დეკემბერს პირველ საერთო სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებში მირჩა სნეგურმა გაიმარჯვა და პოსტი შეინარჩუნა.
13 დეკემბერს მოლდოვის პოლიცია მესამედ ეცადა დუბოსარის დაკავებას, თუმცა მას გადაეღობა ადგილობრივი გაი, სახალხო ჯარები და რიბნიცადან მოსული მებრძოლები. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი ორივე მხრიდან. კიშინიოვში წაიყვანეს დაპატიმრებული რამდენიმე ათეული „მილიციელი“.
ბენდერში ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ კოგუტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ბენდერში გაიგზავნა კიშინეუდან ორი ავტობუსი პოლიცია. მაშინ აქეთკენ დაიძრა კაზაკთა ორგანიზაციების და სხვა ჯგუფებიდან მოხალისეები რუსეთის ქალაქებიდან სეპარატისტების მხარდასაჭერად.
14-15 დეკემბერს კიშინიოვში გაიმართა სნეგურისა და სმირნოვის შეხვედრები, რომელზეც დაადგინეს თანხმობის კომისიის შექმნა, სამხედრო ძალების გაწვევა მუდმივი დისლოკაციების ადგილებზე, ბლოკადების გახსნა და დაპატიმრებულების/ტყვეების გათავისუფლება.
18 დეკემბერს ელცინის რუსეთმა ცნო მოლდოვას დამოუკიდებლობა. 21 დეკემბერს უკრაინამაც ცნო მოლდოვა. იმავ დღეს სნეგურმა ხელი მოაწერა დსთ-ში შესვლაზე, თუმცა პრობლემები მოუგვარებელი დარჩა და დნესტრისპირეთი და გაგაუზია კვლავ ცალკე არსებობდნენ.
ზამთარსა და გაზაფხულზე მოლდოვის მთავრობა ამაოდ ცდილობდა საპოლიციო ძალებით დნესტრისპირეთზე კონტროლის დამყარებას, რასაც სეპარატისტების პოლიციასთან, მოხალისეებთან და კაზაკებებთან შეტაკებები მოსდევდა სხვადასხვა ქალაქებში. ბოლოს მოლდოვამაც და დნესტრისპირეთმაც არმიების მობილიზაცია გამოაცხადა, თუმცა ფართმომასშტაბიან სრულ დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდა, რადგან საქმეში რუსეთის XIV არმია იყო ჩარეული, რაც მოლდოველ პოლიტიკოსებს აშინებდა. რუსეთიდან ჩამოსული ძალები სულ უფრო იზრდებოდა.
ივნისის მეორე ნახევარში მოლდოვის არმიამ სცადა ბენდერის აღება, მაგრამ რუსეთის არმიის დახმარებით მოხერხდა მათი ქალაქიდან განდევნა. ივლისიდან საქმეში ჩაერია იელცინი, რომელმაც 2 კვირიანი მოლაპარაკების შემდეგ მოსკოვში სნეგურსა და სმირნოვს ხელი მოაწერინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე. რუსეთის XIV არმია სამშვიდობო ძალებად გამოცხადდა.
ხალხი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. საპტროტესტო ტალღაზე 1 ივლისს თანამდებობა დატოვა სახალხო ფრონტის წარმომადგენელმა პრემიერ მინისტრმა ვალერიუ მურავსკიმ, რომელსაც თანამდებობა 1991 წლის 28 მაისიდან ეკავა. ახალი მთავრობა დემოკრატიული აგრარული პარტიის (შექმნეს ყოფილმა კომუნისტებმა 1991 წ.) წარმომადგენელმა ანდრეი სანგხელმა ჩამოაყალიბა პრეზიდენტ სნეგურის დავალებით. სანგხელმა პოსტი 1997 წლის არჩევნებამდე შეინარჩუნა.
1 აგვისტოდან რეგიონში დამყარდა მშვიდობა, თუმცა რუსეთის, უკრაინისა და ეუთოს შუამდგომლობით მოლაპარაკებები რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით უშედეგოდ გრძელდება დღემდე და სეპარატისტული რესპუბლიკა რუსეთის შუამდგომლობით განაგრძობს არსებობას.
***
2006 წლიდან რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო დნესტრისპირეთის პირდაპირი დაფინანსება და საპასუხოდ სმირნოვმა ბაღაფშთან და კოკოითთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობასა და რუსეთთან მეტ ინტეგრაციაზე. ამიერიდან რესპუბლიკა სრულად გახდა რუსეთის მარიონეტი და ურთიერთობებში თავის დროშასთან ერთად თანაზომად იყენებს რუსეთის დროშას. 2006 წლის სექტემბრის რეფერენდუმზე დნესტრისპირეთის მოსახლეობის 97,2%-მა მხარი დაუჭირა მომავალში რესპუბლიკის რუსეთის დეფერაციაში შესვლას.
2011 წლის არჩევნებზე რუსეთის ხელისუფლებამ ფსონი ახალგაზრდა ევგენი შევჩუკზე დადო, რომელიც აქამდე პარლამეტს ხელმძღვანელობდა და სმირნოვი (მან რუსული გადმორიცხვებიდან დიდი ფული შეჭამა, რეგიონში ხალხს თავი მოაძულა) მეორე ტურშიც ვერ გავიდა. მის დროს გაღმავდა ურთიერთობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან.
2016 წლის სექტემბერში შევჩუკმა ხელი მოაწერა კომისიის შექმნას, რომელმაც უნდა შეუსაბამოს რუსეთის კანონებს რესპუბლიკის კანონმდებლობა.
შევჩუკიც ბიუჯეტის ვირთხა აღმოჩნდა, რის გამოც რეგიონში პოპულარობა მალევე დაკარგა და 2016 წლის დეკემბრის არჩევნებში რუსეთმა უკვე ვადიმ კრასნოსელსკის გაამარჯვებინა, რომელიც სმირნოვის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2015 წლიდან კი პარლამენტის თავმჯდომარე და შევჩუკის ოპოზიცია. შევჩუკი ქვეყნიდან გაიქცა და დნესტრისპირეთის პოლიცია მას უზამაზარი თანხების დატაცების ბრალდებით დღემდე ეძებს.
2017 წლის აგვისტოში მოლდოვამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაიტანა საკითხი დნესტრისპირეთიდან ე.წ. რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე. დიდი ბრძოლის შემდეგ, 2018 წლის 22 ივნისს გენერალურმა ასამბლეამ გამოიტანა რეზოლუცია, რომლითაც რუსულმა სამხედროებმა უნდა დატოვონ მოლდოვის ტერიტორია. 2019 წლის აგვისტოში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ და კრასნოსელსკიმ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ასამბლეის ამ რეზოლუციას არ შეასრულებენ.
***
პრეზიდენტი სნეგური თავის მიზნად რუმინეთთან გაერთიანებას ისახავდა, თუმცა 1991 წლის ოქტომბერში განაცხადა რომ უმჯობესია ერთ ერს ორი სახელმწიფო ჰქონდესო, რის გამოც მოლდოვას სახალხო ფრონტთან განხეთქილება მოუტანა, თუმცა დნესტრისპირეთის კონფლიქტის გამო 1992 წელს დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. დაპირისპირების გამო 1991 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სახალხო ფრონტს წარუმატებელი ბოიკოტი ჰქონდა მის ჩასაშლელად, რის გამოც სნეგურმა კონკურენციის გარეშე მოიგო.
1992 წლის 2 მარტს მოლდოვა გაეროში მიიღეს. 1993 წელს რუსეთის გავლენით აკრძალვა მოეხსნა კომუნისტურ პარტიას, მაშინ პრორუსული განწყობის კომუნისტმა ვლადიმერ ვორონინმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად დააფუძნა „მოლდოველი კომუნისტების პარტია“. ვორონინის მამა ნიკოალე ბუჟენიცა იყო, რომელიც მსოფლიო ომში დაიღუპა და ბიჭი მამინაცვალმა, აქტიურმა კომუნისტმა, რუსმა, ნიკოლაე ვორონინმა გაზარდა და რუსეთის სიყვარულთან ერთად თავისი გვარიც მისცა. ვორონინმა მოლდოვის პრორუსული საზოგადოების ხმების მობილიზებაზე დაიწყო აქტიური მუშაობა.
მოლდოვა 40 საერთაშორისო ორგანიზაციაში მიიღეს და დემოკრატია სულ უფრო ვითარდებოდა, თუმცა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. საბჭოთა წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ეკონომიკა კუს ნაბიჯებით იბადებოდა. უცხოეთიდან იმპორტის თავისუფლად შემოსვლამ მას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მოსახლეობა დიდი სისწრაფით გარბოდა ქვეყნიდან უკეთესი ცხოვრების ძიების პროცესში. დაიხურა ბევრი სამეცნიერო და სასწავლო პროექტი. 1995 წლისთვის უმუშევრობამ 200000 კაცს მიაღწია. განათლებისადმი დაფინანსების კლების გამო დაეცა განათლების დონე და სულ უფრო ნაკლები მოსწავლე იღებდა საშუალო განათლებას.
1994 წლის 27 თებერვალს დამოუკიდებელი მოლდოვის პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. სახალხო ფრონტი წინა წლებში მრავალ პარტიად დაიშალა, ამიტომ კონკურენტები ძირითადად ყოფილი კომუნისტების შექმნილი პარტიები იყვნენ. პროპორციული არჩევნები 4%-იანი ბარიერით ჩატარდა. პირველ ადგილზე გავიდა დემოკრატიული აგრარული პარტია დუმიტრუ მოცპანის მეთაურობით, რომელმაც 104 მანდატიდან 56 მანდატი აიღო. სოციალისტური პარტიისა და ერთიანობისათვის მოძრაობის კოალიციამ ჯამში 28 მანდატი, გლეხებისა და ინტელიგენტების ბლოკმა 11 მანდატი, ხოლო სახალხო ფრონტის ნარჩენმა სახალხო ფრონტის ქრისტიან დემოკრატიულმა ალიანსმა 9 მანდატი.
1994 წლის 29 ივნისს მოლდოვის კონსტიტუცია მიიღეს, რომლითაც იქმნებოდა საპარლამენტო რესპუბლიკა, ხოლო პრეზიდენტს მოსახლეობა აირჩევდა. ძირითადი მმართველობითი ფუნქციები განაწილდა პარლამენტსა და მის მიერ დანიშნულ მთავრობას შორის, რომელსაც ქმნის საპარლამენტო უმრავლესობა და მასვე შეუძლია მთავრობის გადაყენება. პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურია, წარმოადგენს მას საზღვარგარეთ, ანუ ფაქტორბივად განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს, თქვითონ წყვეტს თუ ვინ უნდა წარუდგინოს პარლამენტს პრემიერ მინისტრად გამარჯვებული პარტიიდან ან უმრავლეობის კოალიციიდან. შეუძლია სპეციალური საპარლამენტო სესიის მოწვევა, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა, ხელს აწერს პარლამენტის კანონებს და პირველ ჯერზე შეუძლია ხელი არ მოაწეროს და უკან შესწორებებით დააბრუნოს; 3 თვე თუ მთავრობა ვერ დამტკიცდება და პოლიტიკური კრიზისი დაიწყება ფრაქციებთან მოლაპარაკებით შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი და აშ. ამდენად თუ ძლიერი საპარლამენტო ფრაქცია არ ჰყავს პრეზიდენტს, შიდა პოლიტიკაზე დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ როგორც ხალხის არჩეული ამას დეფაქტოდ მაინც ახერხებს.
კონსტიტუციით გაგაუზიას ენიჭებოდა შიდა ავტონომია. დეკემბრის დასაწყისში მოლდოვისა და გაგაუზიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაგაუზიის მშვიდად შესვლას მოლდოვის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის უფლებით. 23 დეკემბერს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის მოწყობის შესახებ, რომელიც ძალაში 1995 წლის 14 იანვარს შევიდა. პროცესი უნდა დასრულებულიყო 1995 წლის ზაფხულამდე. 1995 წლის 22 ივლისს გაგაუზებით დასახლებული ვულკანეშტის, კომრატისა და ჩადირ-ლუნის რაიონები შეუერთდა გაგაუზიის ავტონომიას, თუმცა საზღვრები საბოლოოდ დაზუსტდა ამ სოფლებსა და მეზობელ ბესარაბიასისა და ტარაკლიის რაიონებში ჩატარებული რეფერენდუმების შედეგად.
1995 წელს სნეგურმა დააარსა მოლდოვის აღორძინებისა და შერიგების პარტია, რომელშიც დემოკრატიული აგრარული პარტიის ყოფილი წევრები შევიდნენ. 1996 წლის 17 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სნეგური პირველ ადგილზე გავიდა 38%-ით და ჩამოიტოვა ყოფილი თანამებრძოლი პეტრუ ლუჩინსკის (27%). მესამეზე გავიდა 10%-ით პარტია კომუნისტების ლიდერი ვლადიმირ ვორონინი, ხოლო მეოთხეზე 9%-ით ანდრეი სანგხელი. მეორე ტურში მოულოდნელად ლუჩინსკიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (54%) და 1997 წლის 15 იანვრიდან ქვეყნის მართვას შეუდგა.
პოლონური წარმოშობის მოლდოველი ლუჩინსკი მრავალი წელი საბჭოთა კომპარტიის ელიტაში შედიოდა. 1989-1991 წლებში მოლდოვის სსრს კომპარტიის ლიდერი იყო. შემდეგ გახდა დემოკრატიული აგრარული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და 1993 წლიდან იყო მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე. 4 წლის შემდეგ უკვე პრეზიდენტის სასახლეში გადავიდა.
ლუჩინსკიმ, რომელიც ყველას მოსკოვის კაცი ეგონა, განაგრძო სნეგურის დაწყებული რეფორმები დემოკრატიზაციისა და დასავლეთისკენ სვლისთვის და სულ უფრო შორდებოდა ქვეყანა დსთ-ს და უახლოვდებოდა დასავლეთს. დაიწყო სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციის პროცესი. ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა, რაც მოსახლეობის თვალში დემოკრატიულ პროცესებს აუფასურებდა. მოლდოვის დასავლეთისკენ სვლას ვერ ეგუებოდა რუსეთის ხელისუფლება, რომლის გავლენით მოლდოვაში პრორუსული ძალები სულ უფრო ძლიერდებოდნენ და პარლამენტში პროდასავლურ და პრორუსულ პარტიებს შორის სერიოზული დაპირისპირება მიმდინარეობდა.
1998 წლის 22 მარტის საპარლამენტო არჩევნებში 69%-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. მოულოდნელად ვორონინის კომუნისტების პარტიამ გაიმარჯვა და 101-დან 40 მანდატი აიღო. 26 მანდატი აიღო პარტიების კოალიციამ მოლდოვის დემოკრატიულმა კონვენტმა სნეგურის მეთაურობით, ალიანსმა დემოკრატიისა და აყვავებისათვის 24 ადგილი და დემოკრატიული ძალების პარტიამ 11%. სამმა პროდასავლურმა პარტიამ შექმნა კოალიცია და მთავრობაც დააკომპლექტა იონ ჩუბუკის მეთაურობით. 1999 წლის 1 თებერვლიდან კოალიციამ პრემიერად იონ სტრუზა დანიშნა, ხოლო 1999 წლის 21 დეკემბრიდან 2001 წლის არჩევნებამდე დუმიტრუ ბრაგიში. აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მმართველმა პარტიამ დემოკრატიული აგრარულმა 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
2000 წლის საკონსტიტუციო შესწორებით პრეზიდენტის სახალხო არჩევა გაუქმდა და მას ამიერიდან პარლამენტი აირჩევდა და მთავრობასაც პრეზიდენტის დანიშნული კაცი დააკომპლექტებდა. ქვეყანა გახდა საპარლამენტო მმართველობის და დასუსტდა პრეზიდენტის ძალაუფლება, თუმცა პრეზიდენტის უფლება იყო თუ ვინ დაესახელებინა ან უარეყო პრემიერ მინისტრის კანდადატად. ამ ხანებში დაიშალა მმართველი კოალიცია, რის გამოც 2001 წლისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. 25 თებერვლის არჩევნებში 67,52% ამომრჩეველი მოვიდა. ხმების 50% ვორონინის კომუნისტებმა აიღეს. 6% საარჩევნო ბარიერი გადალახა აგრეთვე პრემიერ ბრაგიშის მემარცხენე ცენტრისტული პარტიების ალიანსმა (19 მანდატი) და ქრისტიან დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ (11 მანდატი). ბუნებრივია პრეზიდენტი ვორონინი გახდა (71 დეპუტატის ხმით), ხოლო პრემიერ მინისტრის მისი თანაპარტიელი ვასილე ტარლევი (წარმოშობით მოლდოველი ბულგარელი). საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტს პარტიის ხელმძღვანელობაც შეეძლო და ამიერიდან მოლდოვის პრეზიდენტები უპარტიოები აღარ იყვნენ.
საარჩევნო კამპანიისას ვორონინი პირდებოდა კომუნიზმის დაბრუნებას: პრივატიზებული ეკონომიკის ნაციონალიზაციას, და კოლმეურნეობების აღდგენას. ვორონინი პირდებოდა აგრეთვე რუსული ენის სახელმწიფო ენად დაბრუნებას, დნესტრისპირეთთან ერთად რუსეთ-ბელორუსიის კავშირში შესვლას, და ასე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. არჩევნების მოგების შემდეგ ვორონინმა არცერთი ეს დაპირება არ შეასრულა.
არჩევიდან მოყოლებული ვორონინი ხშირ-ხშირად ხვდებოდა პუტინს, თუმცა რუსეთ-ბელორუსიის კავშირში შესვლა ვერ გადაწყვიტა და მხოლოდ კომისია შექმნა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე იმუშავებდა და დნსეტრისპირეთს განსაკუთრებულ სტატუსს ჰპირდებოდა (ფედერალიზაციის გეგმა რუსეთის შემოთავაზებული ხაფანგი იყო). რუსული ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა სკოლებში და ის მეორე კლასიდან დაიწყებოდა. ისტორიის წიგნში ცვლილება შევიდა და „რუმინეთის ისტორიის“ ნაცვლად, ამიერიდან „მოლდოვის ისტორიის“ სწავლება დაიწყო. ამას 2002 წლიდან მოსახლეობის და განსაკუთრების სკოლის მოსწავლეების მრავალათასიანი მიტინგები მოჰყვა. ოპოზიცია პარალელურად აკრიტიკებდა ქვეყნის ფედერალიზაციის გეგმით დნესტრისპირეთთან გაერთიანების იდეას. შეშინებულმა პრეზიდენტმა ევროსაბჭოს წარმომადგენლების შუამდგომლობით სკოლის პროგრამის ცვლილება და ფედერალიზაციის გეგმა უკან წაიღო.
ვორონინის მთავარი მიმართულება სიღარიბის შემცირებასთან ბრძოლა იყო, რისთვისაც დიდ თანხებს ჰყოფდა სოციალური დაცვისთვის, ჯანდაცვისა და განათლებისთვის. გაზარდა პენსიები და ხელფასები. ამ ღონისძიებების გამო ვორონინმა შემდეგი არჩევნებიც ადვილად მოიგო, თუმცა მოლდოვა ევროპის უაღარიბეს ქვეყნად რჩებოდა და ქვეყნის მშპ-ს 38%-ს უცხოეთში წასული თანამოქალაქეების გამოგზავნილი შეადგენდა.
2003 წლიდან ვორონინი მუდმივად იმეორებდა, რომ მისი მიზანი ევროინტეგრაცია და ევროკავშირში შესვლა იყო. ამ წელს ვორონინმა განაცხადა, რომ რუმინეთი რჩება ერთადერთ იმპერიად ევროპაში შედეგება და რუმინეთის, ტრანსილვანიისა და დობრუჯასგან, რასაც რუმინეთის ნაციონალისტ პრეზიდენტ იონ ილიესკუსთან კონფლიქტი მოჰყვა. უკანასკნელი არ მალავდა რომ მოლდოვა აუცილებლად უნდა შეერთებოდა სამშობლო რუმინეთს.
2004 წელს დნესტრისპირეთში რამდენიმე რუმინულენოვანი სკოლა დახურეს. მაშინ ვორონინმა დნესტრისპირეთის მთავრობას ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფება უწოდა და რეგიონს ბლოკადა დაუწესა.
2005 წლის 6 მარტის საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთს კვლავ მხოლოდ სოციალისტური პარტიები ეპაექრებოდნენ. ვორონინის კომუნისტებმა 46% და 56 მანდატი აიღო 101-დან. სოციალისტური პარტიების ბლოკმა დემოკრატიული მოლდოვამ 28,5% და 34 მანდატი, ხოლო ქრისტიან დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ 9% და 11 მანდატი. ბლოკებისთვის ამჯერად ბარიერი 9% იყო, ხოლო 3 და მეტ პარტიის ბლოკისთვის 12%. პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნებისას ოპოზიციამ კანდიდატურა არ წამოუყენა, ამიტომ ვორონინს კომპარტიამ ფორმალურ მეტოქეთ მეცნიერი გეორგი დუკუ დაუყენა, რომელმაც 1 ხმა მიიღო, ხოლო ვორონინმა 75 ხმა. პრეზიდენტად ასარჩევად 61 ხმა იყო საჭირო, ამიტომ პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს დაპირდა რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა და ამიტომ მათაც მისცეს ხმები.
მეორე მანდატის დროს ვორონინი ცდილობდა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობით მოეგვარებინა დნესტრისპირეთის კონფლიქტი, თუმცა პარალელურად უნდოდა ევროკავშირსა და ნატოში შესვლა და უარს ამბობდა რუმინეთთან გაერთიანებაზე. ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო რუსეთმა მოლდოვის დასჯა სცადა და 2005-6 წლებში მოლდოვური ღვინის რუსეთში შეტანა აკრძალა.
2009 წლის 5 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ისევ კომუნისტებმა მოიგეს 49,48%-ით და 60 ადგილი მოიპოვეს. მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიებმა „ლიბერალურმა პარტიამ, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და ჩვენმა მოლდოვამ 15,15 და 11 მანდატი აიღეს. 6%-იანი საარჩევნო ბარიერი მეტმა პარტიამ ვერ გადალახა. ვორონინს პრეზიდენტად ასარჩევად 1 ხმა აკლდებოდა, ამიტომ თავი პარლამენტის თავმჯდომარედ აარჩევინა და განაგრძო ქვეყნის მმართვა დროებითი პრეზიდენტის სტატუსით. მაშინ მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები დაიწყო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, რათა ვორონინს დაეთმო უკანონოდ მითვისებული პოსტი. პოლიციამ მანიფესტაცია სასტიკად დაარბია, რამაც ვორონინისადმი მოსახლეობის სიძულვილი გაზარდა.
ვორონინი იძულებული გახდა ახალი არჩევნები დაენიშნა. 29 ივლისის არჩევნებში კომუნისტებმა 44,69% და 48 ადგილი მიიღეს. 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც შექმნა 53 მანდატიანი კოალიცია (ლიბერალ-დემოკრატები – 18, ლიბერალები – 15, სოციალ-დემოკრატები – 7, ჩვენი მოლდოვა 7) – „ალიანსი ევროპული ინტეგრაციისათვის“, თუმცა პრეზიდენტის ასარჩევად ხმები მასაც არ ეყო. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდებოდა. 28 აგვისტოს ოპოზიციურმა კოალიციამ პარლამენტის თავმჯდომარედ ლიბერალური პარტიის ლიდერი მიხაი გიმპუ აირჩია. 2 სექტემბერს ვორონინმა განაცხადა, რომ დატოვებდა პოსტს 11 სექტემბრისთვის, რაც შეასრულა კიდეც. პრეზიდენტის მოვალეობაც გიმპუმ შეითავსა, ხოლო ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ფილატი 25 სექტემბრიდან პრემიერ-მინისტრი გახდა. ასე დასრულდა კომუნისტების მმართველობა.
გიმპუ რუმინელი ნაციონალისტი იყო და 17 სექტემბერსვე მან გააუქმა სავიზო რეჟიმი რუმინეთთან, რომელიც ვორონინმა შემოიღო.
პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად 2009 წლის 1 დეკემბერს გიმპუმ შექმნა საკონტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია. 2010 წლის 14 იანვარს მანვე შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა მოლდოვის სსრ-ს პერიოდში კომუნისტური დიქტატურის დანაშაულებანი. უარი თქვა 2010 წლის 9 მაისის ღონისძიებაზე წასულიყო მოსკოვში. 28 ივნისს დააწესა საბჭოთა ოკუპაციის დღე, თუმცა 12 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ იგი გააუქმა. გიმპუს ბრძანებით გაიხსნა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა მემორიალი.
დროებითმა პრეზიდენტმა კატეგორიულად დაიწყო რუსეთისთვის მოთხოვნა გაეყვანა ჯარები დნესტრისპირეთიდან. ამ საკითხში დახმარებისთვის გიმპუმ ნატოს გენმდივან რასმუსენსაც მიმართა (2010 წ. ნოემბერში).
გიმპუს ასეთი ღონისძიებები პრორუსულ-პროკომუნისტურად განწყობილ მოლდოვის მოსახლეობის დიდ ნაწილში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. დიდი დაძაბულობა იყო პარლამენტსა და ზოგადად პოლიტიკურ წრეებში. პრობლემის მოსაგვარებლად გიმპუმ სექტემბერს დაითხოვა პარლამენტი და 28 ნოემბრისთვის ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნებში შემცირებული მხარდაჭერით კვლავ კომუნისტებმა მოიგეს 37,34%-ით და 48 მანდატით. მეორეზე ფილატის ლიბერალ-დემოკრატები გავიდნენ 30.42%-ითა და 32 მანდატით, მარიან ლუპუს დემოკრატიულმა პარტიამ აიღო 12,7% და 13 მანდატი და გიმპუს ლიბერალური პარტიამ 9,96% აიღო 12 მანდატით.
ლუპუ მთელი ცხოვრება კომუნისტი იყო და ვორონინის დროს 2005-9 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა, თუმცა 2009 წელს ვორონინის დაცემისას ბევრ სხვა ლიდერთან ერთად მანაც დატოვა პარტია და საკუთარი ძალა შექმნა.
ერთთვიანი მოლაპარაკებით 3 პროევროპული პარტია კომუნისტების გარეშე გაერთიანდა კოალიციაში „ალიანსი ევროპული ინტეგრაციისათვის“. ფილატმა შეინარჩუნა პრემიერ მინისტრის პოსტი და 28-30 დეკემბერს დროებით პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა, როდესაც გიმპუმ ეს თანამდებობები დატოვა. 30 დეკემბრის შეთანხმებით პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტის მშ გახდა მარიან ლუპუ, რომელმაც პოსტი 1 წელი შეინარჩუნა. 2011 წლის 16 დეკემბერს პარლამენტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუპუმ მხოლოდ 58 ხმა მიიღო, რის გამოც განაცხადა, რომ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. 2012 წლის 16 მარტის არჩევნებში პარლამენტმა უკვე 62 ხმით ქვეყნის მთავარი მოსამართლე ნიკოლაი ტიმოფტი.
არსტაბილურ ვითარებაში ტიმოფტიმ 2016 წლის საყოველთაო არჩევნებამდე მოახერხა პრეზიდენტის პოსტზე დარჩენა და ზრუნავდა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებისათვის.
2013 წლის 13 თებერვალს ფილატმა განაცხადა, რომ მისი პარტია გადის საპარლამენტო კოალიციიდან. მაშინ კომუნისტებმა, მისგან გამოყოფილმა სოციალისტებმა და დემოკრატებმა 54 ხმით დაითხოვეს ფილატის მთავრობა. აპრილში გიმპუს განუდგა დეპუტატების ნაწილი, მისი პარტიული მინისტრები და სხვადასხვა წევრები, რომლებმაც შექმნეს ახალი პარტია და ფილატთან და დემოკრატიულ პარტიასთან ერთად შეკრეს ახალი კოალიცია, რომელმაც 25 აპრილიდან შექმნა ახალი მთავრობა ლიბერალ-დემოკრატი იური ლიანკეს მეთაურობით. გიმპუ ოპოზიციაში წავიდა. ამავ დღეს პარლამენტმა 76 ხმით ლუპუ გადააყენა და დაიწყო მოლაპარაკება ახალ კანდიდატურაზე, მანამ კი ვიცე სპიკერი ლილიანა პალიხოვიჩი ლიბერალ-დემოკრატებიდან ხელმძღვანელობდა პარლამენტს. 30 მაისს ახალმა კოალიციამ ხელახლა დაამტკიცა ლიანკეს მთავრობა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იგორ კორმანი (შეინარჩუნა პოსტი 2014 წლის 9 დეკემბრამდე).
2014 წლის 30 ნოემბერს მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პირველ ადგილზე გავიდა კომუნისტებით გაძლიერებული მოლდოველი სოციალისტების პარტია იგორ დოდონის მეთაურობით 20,51%-ითა და 25 მანდატით. ფილატის ლიბერალ-დემოკრატებმა 20,16% და 23 მანდატი აიღო, ვორონინის კომუნისტებმა 17,48% და 21 მანდატი, ლუპუს დემოკრატიულმა პარტიამ 15,8% და 19 მანდატი და გიმპუს ლიბერალებმა 9,67% და 13 მანდატი.
იგორ დოდონი პოლიტიკაში ვორონინმა მოიყვანა და 2005 წელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, 2006 წ. მინისტრად, 2008 წ. კი ვიცეპრემიერად დანიშნა. 2009 წელს შეიყვანა პარლამენტში, თუმცა 2011 წელს გამოეყო კომუნისტებს და 3 წევრთან ერთად შექმნა პარტია სოციალისტების ფრაქცია. ასე აღდგა სოციალისტების პარტია, რომელიც მრავალი წელი პარლამენტში ბარიერს ვერ ლახავდა. 2011 წელს კიშინეუს მერის არჩევნების მოსაგებად 1% დააკლდა.
2014 წლის ბოლოს კორმანი გადადგა და ახალი თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტს ასაკით უფროსი სოციალისტი ედუარდ სმირნოვი უძღვებოდა. რადგან კოალიცია ვერაფრით ჩამოყალიბდა პრეზიდენტის წარდგინებით 2015 წლის 23 იანვარს პარლამენტმა 59 ხმით თავმჯდომარედ არჩია ნეიტრალური ბიზნესმენი ადრიან კანდუ, რომელმაც პოსტი 2019 წლის 9 მარტამდე ეჭირა, შემდეგ კი გადადგა და ბიზნესში დაბრუნდა. მას 5-ჯერ ეკავა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი (2017 წ. 24 ოქტომბერს, 2018 წ. 2 იანვარს, 5 იანვარს, 24 სექტემბერს და 10 დეკემბერს), რადგან პარლამენტისთვის მინისტრის არდამტკიცების გამო საკონსტიტუციო სასამართლო ერთი დღით პოსტს უჩერებდა პრეზიდენტ დოდონს.
2015 წლის 28 იანვარს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრად წარადგინა კვლავ იური ლიანკე, თუმცა 12 თებერვლის არჩევნებზე თუმცა მხოლოდ ლიბერალ-დემოკრატებისა და დემოკრატების 42 ხმა მიიღო. მაშინ პრეზიდენტმა პრემიერის პოსტზე არაპოლიტიკოსი კირილ გაბურიჩი წარადგინა, რომელიც 18 თებერვალს 60 ხმით აირჩია პარლამენტმა.
ზაფხულში პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პრემიერის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, რის გამოც 12 ივნისს გაბურიჩმა გადადგომა გამოაცხადა. 21 ივნისს მისი მოვალეობა დროებით ნატალია გერმანმა შეითავსა, რომელიც 30 ივლისს 52 ხმით არჩეულმა ლიბერალ-დემოკრატმა ვალერი სტრელეცმა შეცვალა.
2015 წლის 27 მარტს სახალხო გამოსვლებით დაიწყო პროტესტების ხანა მოლდოვის ისტორიაში, რომელიც 2016 წლის 13 ნოემბრამდე გაგრძელდა. თავდაპირველად მოსახლეობა მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდა. შემდეგ პრეზიდენტისა პრემიერ სტრელეცის გადაყენებას. პროტესტს შეუერთდნენ პოლიტიკური ჯგუფები: იგორ დოდონის სოციალისტები, მაია სანდუსა და ანდრეი ნესტატესა და სხვათა პოლიტიკური გაერთიანებები. ისინი ითხოვდნენ სახალხო წესით პრეზიდენტის არჩევის დაბრუნებას, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ გამოძიებებს აპროტესტებდნენ და აშ.
საბოლოოდ პრეზიდენტის სახალხო არჩევა შემოვიდა; 15 ოქტომბერს პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა ლიბერალ-დემოკარტების ლიდერ ვლადიმირ ფილატს და მალე დაპატიმრებულ იქნა დროებით კორუფციის ბრალდებით. იგი გადადგა პარტიის თავმჯდომარეობიდან და პოლიტიკას ჩამოაშორეს. 2016 წლის 27 ივნისს 9 წელი მიუსაჯეს, თუმცა 2019 წ. 3 დეკემბერს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, ჩათვალეს რა რომ იყო პოლიტიკური პატიმარი.
29 ოქტომბერს პარლამენტის 65-მა დეპუტატმა სტრელეცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. დროებით პრემიერის მოვალეობას ლიბერალი გრეგორი ბრეგა ასრულებდა. დიდი მოლაპარაკებების შემდეგ ჩამოყალიბდა კოალიცია ლიბერალ-დემოკრატების, დემოკრატებისა და ლიბერალების მონაწილეობით.
21 დეკემბერს ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი დაბრუნდა პოლიტიკაში 1 წლიანი შესვენების შემდეგ და დემოკრატების კვოტით განაცხადა პრემიერობის კანდიდატობა გამოაცხადა. მისი აზრით, მხოლოდ მას შეეძლო ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა და სტაბილური მმართველობის ჩამოყალიბება.
პლახოტნიუკს მხარდაჭერა გამოუცხადა კომუნისტების ნაწილმა (14), რომელმაც დატოვეს პარტია და კოალიციაში შევიდნენ დემოკრატებთან. სხვა პარტიებსაც გამოეყვნენ წევრები და ახალი პარტიები დააარსეს, შემდეგ კი პლახოტნიუკის კოალიციაში შევიდნენ, ხოლო ლიბერალ-დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს. პრეზიდენტმა უარი თქვა პლახოტნიუკის კანდიდატურის წარდგენაზე და მის ნაცვლად დაასახელა იონ პედურარუ, რომლის წინააღმდეგ პარლამენტი წავიდა. მაშინ კანდიდატად დასახელდა დემოკრატი პაველ ფილიპი, რომელსაც 2016 წლის 20 იანვარს მხარი 57 დეპუტატმა დაუჭირა. ასე შეიქმნა ოლიგარქის პირველი ერთგული მთავრობა.
2016 წლის ოქტომბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალ დემოკრატებმა და პროტესტებზე სახელმოხვეჭილმა „ღირსება და სამართლიანობას“ ლიდერმა ანდრეი ნესტასემ მხარი დაუჭირეს მაია სანდუს, რომელიც 2012-15 წლებში იყო განათლების მინისტრი ლიბერალ-დემოკრატებიდან, შემდეგ კი შექმნა თავის პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“. დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლუპუმ მოხსნა კანდიდატურა პროევროპული კანდიდატების სასარგებლოდ. კანდიდატურები წამოაყენეს გიმპუმ და ლიანკემაც, მაგრამ სანდუს მთავარ მეტოქედ სოციალისტების პრორუსი ლიდერი დოდონი სახელდებოდა.
პირველ ტურში დოდონმა 47,98% მიიღო, სანდუმ 38,71% და დმიტრი ჩუბაშენკომ 6,03%. 13 ნოემბრის მეორე ტურში დოდონმა 52,11% აიღო, ხოლო სანდუმ 47,89.
დოდონი საარჩევნოდ აცხადებდა რომ შეწყვეტდა ევროინტეგრაციას და აღადგენდა სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთთან. მისი იდეით მოლდოვა უნდა გახდეს ფედერაცია დნესტრისპირეთთან ერთად და უარი თქვას ბლოკებში გაერთიანებაზე, ანუ განავითაროს ნეიტრალური მიმართულება. ყველა პრობლემა რუსეთთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ასე სჭირდება მოლდოვას წარმატებისთვისო, მუდამ იმეორებს დოდონი.
23-24 დეკემბრის ღამეს კიშინეუში დოდონმა მიიღო რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი. 26 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. 3 იანვარს რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს დოდონმა ჩამოართვა მოლდოვას მოქალაქეობა.
2017 წლის 4 იანვარს ქ. ბენდერში დოდონი შეხვდა პუტინსა და დნესტრისპირეთის ლიდერ კრასნოსელსკის. 8 წლის შემდეგ დაპირისპირებული მხარეთა ლიდერების პირველი შეხვედრა იყო, თუმცა წინასავით უშედეგოდ დასრულდა. 16-18 იანვარს დოდონი მოსკოვში ჩავიდა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით (ეს მოლდოვის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო მოსკოვში ბოლო 9 წელში). მან განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ახლა ხანებში გაუქმებულია, შეწყვეტილია სვლა ნატოსკენ და მოითხოვა დამკვირებლის სტატუსი ევრაზიიის კავშირში.
6-7 თებერვალს დოდონი ჩავიდა ბრიუსელში და შეხვდა ევროკავშირის, ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის დიპლამატიის თავმჯდომარეებს და ნატოს გენმდივნის მოადგილეს და განუცხადა, რომ მოლდოვა ეცდება გააუქმოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას ევროკავშირთან და რუსეთთან.
28 თებერვალს რუსეთის ხელისუფლებამ 250000 მოდლოველ ემიგრანტს შრომითი ამნისტია გამოუცხადა. საპასუხოდ 17-19 მარტს დოდონი არაოფიციალურად მეორედ ჩავიდა პუტინთან და განიხილა დნესტრისპირეთისა და მოლდოველი მიგრანტების ამნისტიის საკითხები.
28 მარტს დოდონმა სექტემბრისთვის დანიშნა რეფერენდუმი, რომლითაც სურდა პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდა, პარლამენტართა რიცხვის 71-მდე შემცირება და სკოლაში რუმინეთის ისტორიის მოლდოვის ისტორიით ჩანაცვლება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი დაბლოკა, რადგან სახელმწიფოს მეთაურს არ აქვს უფლება კონსტიტუცია შეცვალოსო.
3 აპრილს დოდონმა გამოსცა მემორანდუმი მოლდოვის რესპუბლიკისა და ევრაზიის კავშირის თანამშრომლობის თაობაზე. 14 აპრილს მოლდოვა ორგანიზაციაში დამკვირებელ წევრად მიიღეს. 9 მაისის ღონისძიებაზე დოდონი მოსკოვში ჩავიდა. 15 წლის მანძილზე პირველი ვიზიტი იყო 9 მაისის აღლუმზე მოსლდოვის ლიდერის.
22 მაისს სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე დოდონი ცალკე ესაუბრა რუსეთის პრემიერ მინისტრ მედვედევს. 31 მაისს უკვე პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამართა პუტინთან ცალკე საუბარი.
21 ივლისს მოლდოვას პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე. დოდონმა დეკლარაცია გააკრიტიკა.
5 აგვისტოს დოდონი ოფიციალური ვიზიტით ირანს ეწვია.
10 ოქტომბერს და 26 დეკემბერს დოდონი მონაწილეობდა სოჩსა და მოსკოვში გამართულ დსთ-ს სამიტებზე.
იმ დროს, როდესაც პრორუსული პრეზიდენტი ქვეყანას დასავლეთს აშორებდა და იქაურ დახმარებებს კარგავდა, საშინაო პოლიტიკა სრულად ოლიგარქ პლახოტნიუკს მოეგდო ხელთ, რომელიც თითქოს დასავლურ ხაზს ატარებდა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე ზრუნავდა, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებდა სრული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ რუსეთით ზურგგამაგრებულ პრეზიდენტს ვერ მოუხარხა ვერაფერი.
2017 წლის ივნისში საპარლამენტო კოალიცია ლიბერალებმაც დატოვეს და ფილიპს პლახოტნიუკმა ახალი კაბინეტი შეაქმნევინა. დეკემბერში ფილიპის კაბინეტმა მესამე რეორგანიზაცია განიცადა.
2016 წლის 24 დეკემბერს მმართველობის ორგანიზებისთვის პლახოტნიუკმა მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ აარჩევინა თავი. 2017 წლის მარტში მან წარმოადგინა საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომლითაც პროპორციული სისტემა სრულად მაჟორიტარულ სისტემას უნდა ჩაენაცვლებინა. ამასთან ამომრჩევლებს ექნებათ არჩეული მაჟორიტარის გამოწვევის უფლებაო. არსებული სისტემა გააკრიტიკეს როგორც შიგნით, ისე დასავლეთში და მას მოლდოვის დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდეს, რადგან ასე მდიდარი ოლიგარქები მოახერხებენ ხმების ყიდვასო. საბოლოოდ გავიდა პრეზიდენტ დოდონმა შეთავაზებული შერეული - პროპორციული-მაჟორიტარული სისტემა, რომლითაც 50 მანდატი გაიცემოდა პარტიული სისტემით, ხოლო 51 მაჟორიტარულად.
2017 წლის მაისიდან პლახიტნიუკმა დაიწყო ცენტრალური მმართველობის სისტემის გარდაქმნა, რომლითაც 16 სამინისტრო 9-მდე უნდა შემცირებულიყო. მან ბრძოლა გამოუცხადა პრორუსულ გავლენას და პარლამენტს ააკრძალვინა მოლდოვაში რუსული საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების ჩვენება.
2017 წლის ნოემბრიდან პლახოტნიუკმა დაიწყო პროგრამა პირველი სახლი, რომლითაც მოქალაქეებს უნდა მისცემოდათ იაფი სესხი პირველი საცხოვრებლის შეძენას. 2018 წლიდან დაიწყო გზების პროგრამა, რომლითაც რეგიონებში 1200 კმ გზა უნდა გარემონტებულიყო.
2019 წლის 24 თებერვალს ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. გაიმარჯვა პრეზიდენტ დოდონის სოციალისტების პარტიამ 31,15%-ითა და ჯამში 35 მანდატით; საარჩევნო ბლოკმა აკუმმა მაია სანდუსა და ანდრეი ნესტასეს მეთაურობით 26,84% და ჯამში 26 მანდატი აიღო, პლახოტნიუკის დემოკრატიულმა პარტიამ 23,62% და ჯამში 30 მანდატი და პარტია „შორმა“ 8,32% და 7 მანდატი.
პარტია შორი ებრაული წარმოშობის მოლდოველმა ოლიგარქმა ილან შორმა დააარსა 2016 წელს. შორმა 2014 წელს ჩაატარა საბანკო აფიორა, რომლითაც მოლდოვას ბანკებმა დაკარგეს 1 მილიარდი დოლარი და მოდლოვამ მშპ-ს 12%. ამ საქმეზე მაშინდელი პრემიერი ფილატი გაასამართლეს შორს კი მხოლოდ 2017 წელს მიუსაჯეს 7,5 წელი შიდაპატიმრობა, მაგრამ პოლიტიკაშიც დარჩა და პარლამენტშიც მოხდა და როცა ციხე დაემუქრა 2019 წელს გაიქცა ისრაელში, 2024 წელს კი გადავიდა რუსეთში და იქედან ეხმარება პრორუსულ ძალებს მოლდოვაში. მას სანქციები დაუწესა აშშ-მ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსულ მმართველ წრეებთან თანამშრომლობის გამო. 2023 წ. მოლდოვაში აკრძალეს პარტია შორი. 2024 წ. 21 მარტს მოსკოვში პატარა პრორუსულ ჯგუფებთან ერთად შორმა დააარსა ახალი პრორუსული ბლოკი „გამარჯვება“.
სოციალისტებმაც და დემოკრატიულმა პარტიამაც შესთავაზა აკუმს კოალიციური მთავრობის შექმნა, მაგრამ მოლაპარაკება დიდი ხანი წარუმატებლად მიმდინარეობდა და ხელისუფლებას ინარჩუნებდა პლახოტნიუკის შექმნილი მთავრობა. ბოლოს 8 ივნისს პროდასავლური აკუმი და პრორუსული სოციალისტები შეთანხმდნენ და შექმნეს კოალიციური მთავრობა, რათა დაესრულებინათ პლახოტნიუკის ოლიგარქიული მმართველობა. პარლამენტმა პრემიერ მინისტრად აირჩია მაია სანდუ, ხოლო სოციალისტების კანდიდატი ზინაიდა გრეჩანი (იგი 2011 წელს კომუნისტებში იყო, 2000 წლიდან კომუნისტების მთავრობაში, 31 მარტი 2008 – 14 სექტემბერი 2009 პრემიერის პოსტიც ეკავა) კი პარლამენტის თავმჯდომარედ. მაშინ პლახოტნიუკის კონტროლირებადმა საკონსტიტუციო სასამართლომ დოდონი ერთი დღით გადააყენა და მოვალეობის შემსულებლად დანიშნულმა ფილიპმა დაითხოვა პარლამენტი, მაგრამ ახალი კოალიცია არ დაემორჩილა და პრეზიდენტიც მათ მხარეს იყო. ქვეყანაში დაიწყო მანიფესტაციები და უკიდურესად იძაბებოდა ვითარება. დასავლეთმა ცნო სანდუს მთავრობის კანონიერება. პუტინმა კი მხარდაჭერა გამოუცხადა პრორუს დოდონს.
14 ივნისს ფილიპმა გადადგომა გამოაცხადა და მოითხოვა ახალი არჩევნები კრიზისის მოსაგვარებლად. 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ უკან წაიღო თავისი დადგენილება.
16 ივნისს ფილიპის მთავრობამ გადააბარა ხელისუფლება ახალ კოალიციას. 20 ივნისს საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა გადადგომა დაიწყეს. 24 ივნისს პლახოტნიუკმა პარტიის თავმჯდომარეობაც დატოვა და პოლიტიკიდან მესამედ წავიდა.
სანდუს თანამებრძოლ ნესტასეს ვიცე-პრემიერობა და შინაგან საქმეთა მინისტრობა ერგო, 2-2 მინისტრის პოსტი ჩაბარდათ სოციალისტებსა და ნესტასეს პარტიას.
სანდუმ პრემიერად დამტკიცებიდან მეორე დღესვე გამოაცხადა საყოველთაო წესრიგის აღდგენა და მოსახლეობას მოუწოდა აღარ გამოსულიყვნენ მიტინგებზე. შემდეგ გააუქმა 2017 წელს პრემიერ ფილატის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც მოლდოვის მთავრობის წევრებს რუსეთში ვიზიტებს უკრძალავდა. აგვისტოში მოითხოვა 23 აგვისტოს ნაცისტებისგან გათავისუფლების დღის ნაცვლად დარქმეოდა ევროპული დღე სტალინიზმისა და ნაცისმიზ მსხვერპლთა მოსახსენებლად, მაგრამ დოდონმა ეს იდეა ჩააგდო. სანდუმ აქტიური ურთიერთობები გააბა ევროკავშირისა და აშშ-ს ხელმძღვანელობასთან.
ნოემბერში სანდუმ პარლამენტს შესთავაზა გენპროკურორის არჩევის ახალი წესი, რომლითაც კანდიდატების შერჩევაში ექსპერტების ჯგუფის ნაცვლად, ემატებოდა პრემიერ მინისტრი, რაც დოდონთან შეთანხმების დარღვევა იყო. მაშინ პარლამეტის 52-მა დეპუტატმა სანდუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და 12 ნოემბერს გადააყენა. ახალი კაბინეტი დოდონის წარდგინებით დააკომპლექტა სოციალისტმა იონ კიკუმ, რომელიც იმ დროს დოდონის ეკონომიკური მრჩეველი იყო, მანამდე კი რამდენიმე თვე ფინანსთა მინისტრი. 14 ნოემბერს მან 62 პარლამენტარის მხარდაჭერა მიიღო.
იმავ დღეს ახალმა პრემიერმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა შეასრულებს თავის ვალდებულებას საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიმართ.
კიკუმ თითქმის სრულად განაახლა მთავრობის შემადგენლობა და 20 ნოემბერს პირველ სამუშაო ვიზიტით მოსკოვში პრემიერ მედვედევს შეხვდა. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის საკითხებს.
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებით 16 მარტს გაფორმდა ახალი საპარლამენტო კოალიციური უმრავლესობა სოციალისტებისა და დემოკრატების შემადგენლობით. დემოკრატებს კიკუს მეორე მთავრობაში გამოუყვეს 9-დან 4 მინისტრისა და 2-დან 1 ვიცე-პრემიერის პოსტები.
2020 წლის ივნისის შუაში დემოკრატები დატოვა რამდენიმე წევრმა და გადავიდა ახალშექმნილ ფრაქცია „პრო-მოლდოვაში“, რითაც კიკუს მთავრობას უმცირესობის 50 მანდატიანი მხარდაჭერა დარჩა.
1 ნოემბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც მაია სანდუმ გაიმარჯვა 36.16%-ით, დოდონმა 32,61% აიღო, ჩვენი პარტიის ლიდერმა რენატო უსატმა 16,9%, შორის წარმომადგენელმა ვიოლეტა ივანოვამ 6,49% და სანდუს ყოფილმა მოკავშირე ნესტასემ 3,26%.
არჩევნების შემდეგ დემოკრატიულმა პარტიამ გამოიყვანა თავისი მინისტრები მთავრობიდან. მაშინ კიკუმ 9 ნოემბერს დოდონს მათი შემცვლელები წარუდგინა დასამტკიცებლად. 15 ნოემბერს მეორე ტურში სანდუმ 57,72% აიღო, დოდონმა კი 42,28%.
ბოლო კვირებში დოდონი აქტიურობდა პრორუსულ საქმეებში. გამოსცა კანონი, რომლითაც რუსულ ენას უბრუნდებოდა ოფიციალური სტატუსი საერთოეროვნულ ურთიერთობებში, გარანტირებული იყო მასზე საუბარი სამთავრობო უწყებებში, სახელმწიფო უწყებებში, წარმოებებსა და სხვა ორგანიზაციებში მოლდოვურთან ერთად. პარლამეტმა ეს კანონი 2021 წლის 13 იანვარს დაადასტურა, თუმცა 21 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა როგორც ანტიკონსტიტუციური. 3 დეკემბერს გამოიცა კანონი, რომლითაც გაუქმდა 2017 წელს მართველი დემოკრატიული მთავრობის გამოცემული კანონი, რომლითაც რუსულ საინფორმაციო და ანალიტიკურ პროგრამების ჩვენებას კრძალავდა მოლდოვაში. პარლამენტში დაინიცირდა კანონი, რომლითაც ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტს უნდა დაქვემდებარებოდა (7 დეკემბერს საკონსტიტუციომ ეს კანონი შეაჩერა და 27 აპრილს გააუქმა). მიიღეს 2 სამიდან ე.წ. გაგაუზიური კანონები: 1. უფლება მიეცა გაგაუზიას შიდა მუნიციპალური საზღვრები სურვილის მიხედვით შეეცვალა. 2. ეხებოდა გაგაუზიის მმართველობის სისტემას; 3. იკრძალებოდა ავტონომიის სპეციალური სტატუსის გადახედვა გაგაუზიის სახალხო კრების თანხმობის გარეშე. ბოლო კანონი ჩავარდა მოლდოვის პარლამენტში არასაკმარისი ხმების გამო.
აღნიშნული კანონების შემდეგ დაიწყო პოლიტიკური ომი დოდონსა და სანდუს შორის პარლამენტზე კონტროლის გამო. 6 დეკემბერს კიშინეუში გაიმართა სანდუს მხარდამჭერი მიტინგი მთავრობისა და დოდონის წინააღმდეგ. მანიფესტანტები ითხოვდნენ პარლამენტისა და მთავრობის გადადგომას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, დოდონის ინიციატივით გატანილი ბოლო კანონების გაუქმებას, აშშ-ს საელჩოსთვის რესპუბლიკური სტადიონის გადაცემის აკრძალვას და აშ. მიტინგზე გამოვიდა სანდუ, რომელმაც გააკრიტიკა ქვეყნის მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და ბრძოლა გამოუცხადა კორუფციას.
23 დეკემბერს სოციალისტების უმცირესობის მთავრობა გადადგა. 24 დეკემბერს შედგა სანდუს ინაუგურაცია. სიტყვით გამოსვლისას სანდუმ მიზნად გამოაცხადა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რუსი ძალების გაყვანა დნესტრისპირეთიდან, და თანასწორუფლებიანი პოლიტიკის წარმოება ევროკავშირთან და რუსეთთან. სანდუმ თავის მიზნად გამოაცხადა 2030 წლისთვის ევროკავშირში შესვლა და თანამშრომლობის გაღრმავება ნატოსთან.
24-25 დეკემბერს დოდონი სოციალისტების სხვა ლიდერებთან და გაგაუზიის მეთაურ ირინა ვლახთან ერთად რუსეთში გაემგზავრა, სადაც შეხვდა მოლდოვის დიასპორას და რუსეთის სამთავრობო უწყების სხვადასხვა ლიდერს.
31 დეკემბერს დროებითი მთავრობის ფორმირება პრეზიდენტმა სანდუმ საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრ აურელი ჩოკოის დაავალა. ახალი დროებითი მთავრობა შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვნად იქნა განახლებული.
2020-2021 წლებში მოლდოვის ეკონომიკას დიდი დარყმა მიაყენა კოვიდ-19-ის პანდემიას. მოლდოვაში 139435 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 2848 მოკვდა. მარტიდან დაიწყო ქვეყნის ვაქცინაცია.
ჯერ კიდევ 2020 წლის 29 დეკემბერს კიშინეუს ესტუმრა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იაჰანისი. შეხვედრის შემდეგ სანდუმ განაცხადა, რომ ევროპაში ინტეგრაციას მოლდოვა მოახდენს რუმინეთის დახმარებით. იაჰანისმა განაცხადა, რომ დაეხმარება მოლდოვას 100 მილონი ევრო გრანტით ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და რეფორმების გასატარებლად.
12 იანვარს პირველი საპრეზიდენტო ვიზიტით სანდუ ეწვია უკრაინას. უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკებით გადაწყდა კიშინეუ-კიევის გზის მშენებლობა, დნესტრზე ხიდით დნესტრისპირეთის გარეშე, მისი ჩრდილოეთით გავლით; ერთად მოლდოვა-უკრანის საზღვრის კონტროლის გამკაცრების და კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხები. შეთანხმდნენ დნესტრის კასკადზე ახალი უკრაინული ჰესის აგებაზე, თუმცა ეს მოლდოვასთვის სახიფათოა, რადგან შეიძლება სასმელი და სარწყავი წყალი მოაკლდეს.
17-19 იანვარს სანდუ ეწვია ბრიუსელს, სადაც დაადასტურა რომ ევროპა დააჩქარებს ევროინტეგრაციას და ითხოვა დახმარება ვაქცინაში, ფინანსური ეკონომიკის პრობლემების დასაძლევად და დნესტრისპირეთის საკითხის მოსაგვარებლად და ამისთვის შეხვდა ევროკავშირის ლიდერებს.
28 თებერვალს მოლდოვას აღმ. პარტნიორობის 3 ქვეყანაში (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) ვიზიტის ფარგლებში ეწვია ევროკავშირის თავმჯდომარე შარლ მიშელი, რომელმაც განაცხადა, რომ სანდუს მოსვლით გაიხსნა გზა ევროკავშირთან დასაახლოებლად; მოლდოვამ უკვე მიიღო 50 მილიონი ევრო ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად და ამდენივეს მიიღებს კიდევ თუ შეასრულებს ევროკავშირის პირობებს და გააგრძელებს დემოკრატიული პრინციპების დაცვას. სანდუმ აღნიშნა, რომ მზად არის ქვეყანას მოაშოროს კორუფცია, უბრალოდ ამაში უშლიან ხელს დეპუტატები და იმედი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და მანამდე არ შექმნის ოფიციალურ ახალ კაბინეტს.
19 აპრილს სანდუს სტრაბურში ვიზიტისას ხელი მოეწერა ევროპის საბჭოსა და მოლდოვის სამოქმედო გეგმას 2021-2024 წლების, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებას ქვეყნის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.
14 მაისს კიშინეუს ეწვია ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომელმაც დაპირდა დახმარება ვაქცინებსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში.
19-20 მაისს სანდუ სამუშაო ვიზიტით ჩავიდა გერმანიის მთავრობასთან, 18-20 მაისი რომში იტალიის მთავრობასთან, 21 მაისს პოლონეთში პრეზიდენტ დუდასთან, 20 ივლისს ბათუმშო აღმ. პარტნიორობის ქვეყნების შეკრებაზე ისაუბრა შარლ მიშელთან, ზელენსკისა და ზურაბიშვილთან.
2021 წლის 11 აგვისტოს კიშინეუს ეწვია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მდიტრი კოზაკი, რომელმაც სანდუსთან განიხილა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებისა და რუსეთ-მოლდოვეთის ურთიერთობის საკითხები.
ევროკავშირთან აქტიურ ურთიერთობებს სანდუ შემდეგშიდაც აქტიურად აწარმოებს. 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის მიერ უკრაინასთან ფართომაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ოკუპაციის საფრთხე მოლდოვასაც დაემუქრა, ამიტომ სანდუ ზელენსკისთან ერთად ითხოვდა ევროკავშირისა და ნატისგან მხარდაჭერას. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
საგარეო პოლიტიკაში ასეთ წარმატებულ სვლას სანდუ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ახერხებს, რაც ორმაგად დასაფასებელია. მისი პრეზიდენტობიდან მოყოლებული ქვეყანაც უმცირესობის ტექნიკური მთავრობა ჰყავს.
პარლამენტში ყველაზე დიდი 37 კაციანი ფრაქცია ჰყავდა სოციალისტებს. პრეზიდენტის პარტიას 15 დეპუტატი ჰყავდა, პრემიერის დამტკიცებას კი 2/3 ხმა სჭირდება 101-დან. თუ მთავრობა ვერ დაამტკიცებდა 3 თვის მანძილზე ახალ პრემიერს, ან ვერ მიიღებდა ვერცერთ კანონს პრეზიდენტი ვალდებული იქნებოდა ის დაეთხოვა. პარლამენტის ყველა ფრაქცია პარლამენტის დათხოვნის მომხრეა, მაგრამ პრეზიდენტის გარეშე მათ ეს არ შეუძლიათ და თანაც ზოგი ახლა, ზოგი მოგვიანებით. სანდუ დოდონის მსგავსად ოფიციალურად დათხოვის მომხრე იყო, მაგრამ რეალურად პარლამენტზე გავლენა მათ არ ჰქონდათ.
2020 წლის 28 დეკემბერს სანდუმ პირველად ისაუბრა პარლამენტის ფრაქციებთან, მაგრამ ვერაფერი დაადგინა. თავისი კანდიდატურები პრემიერის პოსტზე წამოაყენეს კომუნისტების ლიდერმა ვორონინმა და ჩვენი პარტიის ლიდერმა რენატო უსატიმ, თუმცა სანდუმ მხარი არ დაუჭირა.
იანვარში სანდუმ გარდაქმნა უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო და ის თავისი მომხრეებითა და თანაპარტიელი დეპუტატებით შეავსო, რაც გააკრიტიკა მისმა ოპოზიციამ.
2021 წლის 27 იანვარს სანდუმ პარლამენტს შესთავაზა თავისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნატალია გავრილიცას კანდიდატურა. ეს საჭირო ადამიანი, მე ვენდობიო და თან ფრაქციებს ვაძლევ შანსს თუ მართლა სურთ პარლამენტის დაშლაო. 29 იანვარს სანდუმ ითხოვა მხარი არ დაეჭირათ რათა დაშლილიყო პარლამენტი. 11 თებერვალს გავრილიცას მართლა არავინ მისცა ხმა. კენჭისყრის წინ გავრილიცამაც ეს ითხოვა.
ამასობაში პარლამენტში ჩამოყალიბებულიყო პრორუსული კოალიცია 54 დეპუტატისგან, რომელშიც შედიოდნენ სოციალისტები, შორი, „პენტრუ მოლდოვა“ და დამოუკიდებლები. მათ შეცვალეს პოზიცია და სანდუს პრემიერ მინისტრად შესთავაზეს ყოფილი ფინანსთა მინისტრის მარიანა დურლეშტიანუს კანდიდატურა და უარის შემთხვევაში იმპიჩმენტით დაემუქრნენ, რისი უფლებაც მათ საკონსტიტუციო სასამართლომაც დაუდასტურა 23 თებერვალს. სანდუმ მაინც უარი უთხრა დეპუტატებს და იმავ დღეს მეორედ წარადგინა გავრილიცას კაბინეტი. 26 თებერვალს სანდუმ განაცხადა, რომ აღარავის წარადგენს პრემიერად. საკონსტიტუციომ კი უპასუხა, რომ არ აქვს უფლება მინისტრების შეცვლის და მხოლოდ მოადგილეების ცვლილება შეუძლია.
13 მარტს დურლეშტიანუმ მოხსნა თავისი კანდიდატურა. ფრაქციებთან უშედეგო საუბრების შემდეგ 16 მარტს სანდუმ პრემიერად თავისი პარტიის თავმჯდომარე იგორ გორსუ წამოაყენა. საპასუხოდ პრორუსულმა უმრავლესობამ კანდიდატად შესთავაზა რუსეთში მოლდოვის ელჩი ვლადიმირ გოლოვატიუკი, თუმცა სანდუმ უარით მიუგო.
25 მარტს პარლამენტის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოაცხადა და ქვორუმის არარსებობის გამო გროსუს კანდიდატურა აღარ განხილულა. მაშინ სანდუმ საკონსტიტუციოს მიმართა ნება მიეცა დაეთხოვა პარლამენტი. საპასუხოდ პარლამენტის უმრავლესობის კონტროლირებადმა მთავრობამ 1 აპრილიდან 60 დღით გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომ პრეზიდენტს ვეღარ დაეთხოვა პარლამენტი. 15 აპრილს საკონსტიტუციომ 3-2-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ სანდუს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი.
მაშინ სოციალისტებმა მოითხოვეს სანდუსა და საკონსტიტუციოს 3 წევრის, თავმჯდომარე მანოლეს ჩათვლით გადაგომა. მანოლეს გადადგომა და არ ცნობდნენ პარლამენტის დათხოვას. დეპუტატებმა გააუქმეს ბრძანება დომნიკა მანოლეს საკონსტიტუციო მოსამართლედ დანიშვნაზე და მის ნაცვლად დანიშნეს ბორის ლუპაშკუ. საპასუხოდ სასამართლომ შეაჩერა პარლამენტის ეს ორივე კანონი.
54-მა დეპუტატმა გამოსცა დეკლარაცია საკონსტიტუციოს 3 მოსამართლის მიერ ხელისუფლების უზურპაციის შესახებ. საპასუხოდ სანდუმ მოიწვია უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო და განაცხადა, რომ პარლამენტი ახდენს ხელისუფლების უზურპაციას და თხოვა დახმარება ძალოვან უწყებებს.
სანდუს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკავშირმა, ნიდერლანდის და რუმინეთის ელჩებმა, ვენეციის კომისიამ კი პარლამენტარებს მოტხოვა კონსტიტუციის დაცვა.
27 აპრილს საკონსტიტუციომ გააუქმა მანოლეს ლუპაშკუთი ჩანაცვლება. 28 აპრილს უკანონოდ ცნო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. მაშინ სანდუმ უმალვე დაითხოვა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები 11 ივლისს დანიშნა.
არჩევნები სანდუს პარტიის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. მან ხმების 52,8% და 63 მანდატი აიღო. კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევნო ბლოკმა ვორონინის მეთაურობით 27,17% და 32 მანდატი, ხოლო პარტია შორმა 5,74% და 6 მანდატი. დანარცენებმა ბარიერი ვერ დაძლიეს. არჩევნები ჩატარდა სრულადპროპორციული სისტემით. პარტიისთვის ბარიერი იყო 5%, ბლოკისთვის 7%, დამოუკიდებელი კანდიდატისთვის 2%. პრორუსულმა ძალებმა ტრადიციულად გაგაუზიაში გაიმარჯვეს 80,75%-ით.
ბუნებრივია ყველა თანამდებობა სანდუს პარტიას ერგო. 29 ივლისს იგორ გროსუ პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 6 აგვისტოს 61 ხმით დამტკიცდა გავრილიცას კაბინეტი. გავრილიცა (ქალიშვილობის გვარი კატრინესკუ) სანდუს ძველი პარტნიორია. ის რუმინეთის მოქალაქეცაა, თუმცა მხარს არ უჭერს რუმინეთთან გაერთიანებას. ის ევროკავშირის მომხრეა, ოღონდ არ სურს ნატო და სამხედრო ბლოკები.
რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებულმა ფართო აგრესიამ მოლდოვის დღის წესრიგი შეცვალა და ააჩქარა. სანდუმ უმალვე დაგმო რუსული აგრესია და უწოდა მას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
28 თებერვალს პრემიერმა გავრილიცამ განაცხადა, რომ მოლდოვა უნდა გახეეს ევროკავშირის წევრი, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. 2022 წლის 3 მარტს მოლდოვამ შეიტანა განაცხადა კიდევ ევროკავშირში შესვლაზე. 23 ივნისს კი ევროკავშირმა მოლდოვა ოფიციალურ კანდიდატად დაადასტურა.
24 თებერვლიდან მოლდოვას მიაწყდა 780000 უკრაინელი დევნილი, რომელთაგან 107000 მოლდოვაში დარჩა, დანარჩენმა კი გზა ევროპისკენ განაგრძო. გაეროსგან მოლდოვამ ქება დაიმსახურა უკრაინელი დევნილების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობიდან გამომდინარე, მიუხედავათ იმისა, რომ ევროპაში ქვეყანა უღარიბესია. უკრაინელი დევნილების 75% უბრალოდ მოლდოველებმა შეიფარეს საკუთარ სახლებში, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოლდოვამ გამოავლინა ლიდერობა დევნილებისადმი საჭიროებების განსაზღვრით და რეაგირებით.
უკრაინაზე თავდასხმისთანავე რუსეთმა მზადყოფნაში მოიყვანა დნესტრისპირეთში განლაგებული 1500 მებრძოლი და მოლდოვის გასაგონად განაცხადა, რომ დნესტრისპირეთზე თავდასხმა განხილული იქნება, როგორც რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმაო. მარტში საპასუხოდ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადა. ამიერიდან დაიწყო რუსეთ-მოლდოვის ურთიერთობის სულ უფრო დაძაბვა. სანდუ ხშირად აცხადებს, რომ არ აპირებს დნესტრისპირეთზე თავდასხმას. თავის მხრივ რუსეთი ითხოვს დნესტრისპირეთში ჯარების გაზრდას, რეგიონის დასაცავად უკრაინის ან მოლდოვის მხრიდან შესაძლო აგრესიისგან.
კორუფციასთან ბრძოლა სანდუს მთავრობის უპირველეს მიზნად იქნა გამოცხადებული და ამას მოითხოვს ევროკავშირიც. 2021 წლის 8 ივნისს არასამთავრობო 6 კაციანი კომისია, რომელშიც შევიდნენ პროფესიონალი ეკონომისტები, იურისტები და ჟურნალისტები. კომისიის მეთაურობა დაევალა აშშ-ს დიპლომატს ჯეიმს ვესერსტომი. კომისიას აფინანსებს აშშ და ევროკავშირი და მას სრული უფლება მიეცა აკონტროლო სახელმწიფო უწყებები, რომელთა მუშაობას სანდუ უნდობლობას უცხადებს.
შემდეგ ნაბიჯად იქცა მოქმედ და ყოფილ მაღალ თანამდებობის პირებთან ბრძოლა. დიდი ბრძოლით სანდუმ 2021 წლის 5 ოქტომბერს თანამდებობას ჩამოაშორა ოპოზიციონერი გენპროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო (გაგაუზიელი იურისტი და პოლიტიკოსი, 2019 წლის 29 ნოემბერს დანიშნა დოდონმა) და სანდუს ხშირად საჯაროდ აკრიტიკებდა ძალაუფლების მიტაცებაში, რომელიც დადანაშაულებულ იქნა კორუფციაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და უკანონოდ გამდიდრებაში. იგი შიდა პატიმრობაში მოექცა.
გენპროკურორის დაპატიმრება გახდა სანდუს პრეზიდენტობის პირველი საპროტესტო მანიფესტაციის გამართვის მიზეზი, რომელსაც სოციალისტები ხელმძღვანელობდნენ. დოდონმა მიტინგზე მოითხოვა მთავრობის გადადგომა და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.
2022 წლის 2 მაისს ბრალი წარედგინა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ყოფილ პრემიერ ლიანკეს, რომელმაც უკანონოთ 49 წლით გადასცა კიშინეუს აეროპორტი ილან შორს. სასამართლომ აეროპორტი სახელმწიფოს დაუბრუნა.
2022 წლის 24 მაისს კორუფციის, საკუთარი პარტიის სახელმწიფო სახსრებით დაფინანსების, პლახოტნიუკთან კავშირით სახელმწიფო ღალატის ბრალდებებით დააპატიმრეს დოდონი და შიდაპატიმრობაში მოაქციეს. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომაც დაადანაშაულა იგი კორუფციასა და რუსეთთან შეთქმულებაში. 18 ნოემბერს სასამართლომ შიდაპატიმრობა მოუხსნა, თუმცა სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და მოლდოვის უკრაინის მხარდაჭერის შემდეგ, ჯერ გაზპრომმა შეზღუდა გაზი 30%-მდე. მაშინ დნესტრისპირეთმა მოლდოვეთისკენ გაზის გაშვება 73%-ით შეზღუდა. რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმების გამო მოლდოვამ უკრაინიდან დენიც დაკარგა და ისტორიაში უმძიმეს ენერგოკრიზისში გაეხვა. ენერგორესურსების გაძვირების გამო მოლდოვის ეკონომიკის ზრდა 14%0-დან - 0,3%-მდე შემცირდა. მაშინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მოლდოვას 2 მილიარდი ევრო გამოუყო და დაეხმარა გაზმომარაგებაში. ამ მხრივ რუმინეთიც მაგრად ამოუდგა მხარში. ევროკავშირმა დასახმარებლად 250 მილიონი ევრო გამოყო. მოლდოვამ გადაწყვიტა სამუდამოდ დამშვიდობებოდა რუსეთის არასაიმედო ენერგო რესურსებს, რაც გააკეთა კიდეც. 2023 წლის 18 ივნისს ახალმა პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ მოლდოვა 100%-ით გათავისუფლდა რუსული გაზისა და ნავთობისგან და ევროპულ რესურსებზე გადავიდა.
ენერგორესურსების შემცირების, მათზე ფასების ზრდის, ინფლაციის ზრდის სბაბით რუსეთში გაქცეულმა ილან შორმა დააფინანსა მანიფესტაციების დაწყენა მოლდოვაში. 2022 წლის 18 სექტემბერს დაიწყო მანიფესტაციები კიშინეუში, სანდუსა და მთავრობის გადადგომის და პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით. შორის ხალხი აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას რუსეთთან დაჭერილი პოლიტიკის გამო უკრაინის ომთან დაკავშირებით. ოქტომბრიდან მანიფესტანტები გზებს კეტავდნენ და პრობლემებს ქმნიდნენ, რაც აუკრძალა ხელისუფლებამ. შორის დაფინანსებითვე გაგაუზიაში დაიწყო რუსთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც მოითხოვდა სსრკ-ს აღდგენას ძველ საზღვრებში.
2022 წლის 26 ოქტომბერს აშშ-მ მოლდოველ 9 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს, მათ შორის ოლიგარქებს პლახოტნიუკსა და ილან შორს, პრორუსული საქმიანობის გამო დაუწესა სანქციები, რასაც მიესალმა სანდუ.
2022 წლის ნოემბერში შორმა 50000 კაციანი ორი მიტინგი მოაწყო კიშინეუში და დეკემბერში სანდუს პრემიერად დანიშვნაც კი მოთხოვა. შემდეგ სოციალისტებმაც დაიწყეს მიტინგები. მაშინ მოლდოვის პროკურატურამ შეაჩერა შორის დაფინანსებული 6 არხი, რომლებიც რუსულ პროპაგანდაში იქნენ დადანაშაულებულნი.
2 თებერვალს მოლდოვამ მიიღო კანონი, რომლითაც სისხლის სამართლით დაისჯებოდა სეპარატიზმში დადანაშაულება. კანონი მოიცავს დაფინანსებას, იდეურ წაქეზებას, ინფორმაციის შეკრებას და მოპარვას, რომელიც საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, დამოკიდებლობასა და ქვეყნის მთლიანობას.
იმ საღამოსვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლდოვა გაიზიარებს უკრაინის ბედს, თუ პრეზიდენტი სანდუ, რომელსაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, მოისურვებს მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას და შესვლას ნატოში.
9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით მზადდება მოლდოვის მთავრობის დამხობა და მისი პრორუსული ძალებით ჩანაცვლება. ეს დაადასტურა მოლდოვის სპეცსამსახურებმაც. რუსეთმა უარყო ეს ბრალდება.
10 თებერვალს გავრილიცამ პრემიერის პოსტი დატოვა და სანდუს წარდგინებით 16-ში პარლამენტმა პოსტზე მისი ძველი მეგობარი და მრჩეველი დორინ რეჩანი დაამტკიცა მისი ახალი კაბინეტით. ახალმა პრემიერმა პირველ გამოსვლაში განაცხადა, რომ მოლდოვას ვერ დაიცავს ნეიტრალიტეტი ამა თუ იმ სამხედრო აგრესიისგანო.
13 თებერვალს პრეზიდენტმა სანდუმ დეტალურად ისაუბრა გადატრიალების დეტალებზე, რომლის მიხედვით რუსეთის, ჩერნოგორიის, სერბიისა და ბელარუსიის მოქალაქეები უნდა ჩართულიყვნენ ქვეყანაში პროტესტების აგორებაში, პარალელურად მოხდებოდა სამთავრობო შენობების აღება და ამ ყველაფერს დააფინანსებდნენ ქვეყნიდან განდევნილი ოლიგარქები. როგორც შემდგომ დაზუსტდა გადატრიალების ძირითადი შესრულება პრიგოჟინის ვაგნერს უნდა განეხორციელებინა. სპეცსამსახურებმა პრორუსული ძალებისთვის პრიგოჟინის მიერ გამოგზავნილი 20 მილიონი ევრო იგდეს ხელთ.
სანდუს განცხადებაზე საპასუხოდ გაგაუზიის პრორუსული ძალების ლიდერმა ირინა ვლახმა განაცხადა, რომ სანდუ ამ ყველაფერს იგონებს იმისათვის, რომ მოლდოვა პოლიციურ სახელმწიფოდ გარდაქმნასო.
19 თებერვალს ათასობით მომიტინგე შეიკრიბა კიშინეუში პრორუსული ძალების ორგანიზებით, რომლებიც ითხოვნენ მთავრობის გადაგომას. აქციის ორგანიზატორმა პარტია შორის ერთერთმა ლიდერმა მარინა ტაუბერმა განაცხადა, რომ აქციასთან რუსეთს კავშირი არ აქვსო, თუმცა-კი მომიტინგეების ნაწილი ითხოვდა რუსეთის სამხედრო ჩარევას და მოლდოვის მასთან შეერთებას.
იმავ დღეს პრემიერმა რეჩანმა მოითხოვა რუსული ძალების წასვლა დნესტრისპირეთიდან. საპასუხოდ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა მოლდოვის მთავრობა ანტირუსული ისტერიის პროვოცირებას ახდენსო.
21 თებერვალს პრემიერმა რეჩანმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებდა კიშინეუს აეროპორტის აღებას, რომ იქ თავი მოეყარა რუსი და პრორუსი დივერსანტებისათვის მთავრობის დასამხობად. ამ დროს პუტინმა გააუქმა ბრძანება, რომლითაც ამტკიცებდა რუსეთი მოლდოვის სუვერენიტეტს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. ვიზიარმა კიშინეუში ავიარეისებიც გააუქმა რომ რუსი დივერსანტების ჩაყვანაში რაიმე გზით მონაწილეობა არ მიეღო.
2 მარტს მოლდოვის პარლამენტის უმრავლესობამ სახელმწიფო ენას მოლდოვურის ნაცვლად რუმინული უწოდა, რაც გააკრიტიკა სოციალისტებისა და კომუნისტების ბლოკმა. იმავ დღეს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გააფთხილა მოლდოვას მთავრობა შეეწყვიტა ანტირუსული რიტორიკა. რეზოლუცია 16 მარტს დაამტკიცეს.
6 მარტს კომუნისტებისა და სოციალისტების მიერ საკონსტიტიციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მოეწყო, რომლითაც ითხოვდნენ მოლდოვური ენის დაბრუნებას სახელმწიფო ენად.
10 მარტის ბრიფინგზე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების კოორდინატორმა ჯონ კირბიმაც ისაუბრა რუსეთის მცდელობებზე მოაწყოს არეულობა მოლდოვაში პროდასავლური მთავრობის დასამხობად და მარიონეტული მთავრობის შესაქმნელად.
21 მარტს სანდუმ გამოაცხადა, რომ ქმნის ახალ ანტიკორუფციულ სასამართლოს, რომელიც გამოიძიებს დიდ კორუფციულ საქმეებს და აგრეთვე დანაშაულებს მოლდოვურ სასამართლო სისტემაში, რათა საბოლოოდ გარდაიტეხოს საყოველტაოდ მოცული კორუფციული სისტემა ქვეყანაში.
13 აპრილს დევნილობაში მყოფ ოლიგარქ შორს დაუსწრებლად 15 წელი მიესაჯა. 27 აპრილს პარლამენტმა შორს დეპუტატის მანდატი წაართვა. საპასუხოდ შორის ლიდერებმა დაწვევს ნატოს დროშები.
1 მაისს პარტია შორის ვიცე-ლიდერი მარინა ტაუბერი დააპატიმრეს კიშინეუს აეროპორტში კორუფციის ბრალდებით ქვეყნიდან ისრაელში გაქცევის მცდელობისას. პარლამენტმა მას იმუნიტეტი მოუხსნა და შიდაპატიმრობა მიუსაჯეს საბოლოო განაჩენამდე.
14 მაისს შორის ერთერთი ლიდერი ევგენია გუცული აირჩიეს გაგაუზიის ლიდერად. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ გუცულის გამარჯვება არის გაგაუზების გამოსვლა სანდუს რუმინიზაციისა და დერუსიფიკაციის პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიო.
21 მაისს მთავრობის ორგანიზებით კიშინეუში გაიმართა მანიფესტაცია, რომელზეც მოლდოველები ითხოვდნენ ევროკავშირის გზაზე წინსვლას. მანიფესტაციაში 75-100000 კაცი მონაწილეობდა. ანალოგიური მანიფესტაციები მოლდოველებმა გამართეს მსოფლიო ქალაქებში. პარალელურად პარტია შორმა სხვადასხვა ქალაქებში კონტრაქცია გამართა.
31 მაისს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა პლახოტნიუკს, ილან შორსა და მარინა ტაუბერს, 5 სხვა ოლიგარქთან ერთად რუსეთის მთავრობასთან მათი კავშირების გამო.
იმავ დღეს სანდუმ განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, მოაწყოს მოლდოვაში დესტაბილიზაცია, სჯერა, რომ მოლდოვა და დნესტრისპირეთი შევლენ ევროკავშირში 2030 წელს და დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოგვარდება ეკონომიკური რეფორმების გატარებითა და კორუფციის დამარცხებით. მანვე დაადასტურა, რომ აპირებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
3 ივნისს პრორუსულმა პარტიებმა - „აღორძინებამ“, „შორმა“, „კომუნისტებმა“ და „სოციალისტებმა“ გამართეს ანტისამთავრობო მიტინგი და გააპროტესტეს 9 მაისისათვის „გამარჯვების დღის“ ნაცვლად „შერიგებისა მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნის დღის“ დარქმევა.
19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა პარტია შორი. ილან შორმა განაცხადა, რომ ახალი პარტიით მაინც იმონაწილევებს საპარლამენტო არჩევნებში. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სანდუს სურს გახდეს მოლდოვის რუმინელი დედოფალი.
26 ივნისს ილან შორმა შექმნა ახალი პრორუსული ბლოკი „შანსი, მოვალეობა, განხორციელება“. იმავ დღეს მისმა თანამებრძოლმა მიხაილ ახრემცევმა ფეისბუქით მოლდოველებს მოუწოდა იომონ უკრაინაში რუსული არმიის რიგებში.
ჯერ კიდევ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართოდ შეჭრის დაწყებიდან (2022 წ. 24 თებერვალი) მოლდოვამ დაიწყო საუბარო დსთ-ს დატოვებაზე. მოლდოვის პარლამენტში ინიციატივა 2014 (ყირიმის ანექსია) და 2018 (უკრაინის ოფიციალური გასვლა) წლებშიც დაინიცირდა, მაგრამ ჩავარდა.
14 ივნისს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მთავრობა განიხილავს დსთ-ს დატოვებას, თუმცა სანდუმ დაამატა, რომ ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ არის. 2021 წლის აგვისტოში ამ საკითხზე გამოკითხვა ჩატარდა და მოლდოველთა 48,1% უჭერდა მხოლოდ სდთ-ს დატოვებას. 2022 წლის 30 ნოემბერს პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვა წყვეტს დსთ-ში საქმიანობას. 23 თებერვალს მანვე დაამატა, რომ ქვეყანა გამოდის დსთ-ს მრავალრიცხოვანი ხელშეკრულებებიდან, რადგან ქვეყანა იღწვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 2023 წლის 15 მაისს მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვა ტოვებს დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეასაც, რადგან დსთ-სი ყოფნამ არ დაიცვა მოლდოვა ზამთრის დროს ენერგეტიკული შანტაჟისა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი მტრული ნაბიჯებისგან.
ივლისის დასაწყისში პარლამენტმა დაამტკიცა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლა, რაც პარტია „აღორძინებამ“ საპროტესტო აქციით გააპროტესტა.
26 ივლისს მოლდოვიდან გააძევეს 45 რუსი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი მოლდოვის მიმართ მტრულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო.
24 აგვისტოს გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით კომუნისტებმა და სოციალისტებმა კიშინეუში რუსეთის საელჩოისთან მათ მხარდასაჭერად მიტინგი გამართეს.
3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ შორის პარტიის ყოფილ წევრებს მისცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუმცა საგანგებო სიტუაციების კომისიამ იმათ, ვის მიმართ ბრალდებაა წარდგენილი ან შემჩნეულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში 3 წლით აუკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.
2023 წლის ოქტომბრისთვის მოლდოვამ უკვე დატოვა დსთ-ს 282 ხელშეკრულებიდან 70. დეკემბრისთვის განაცხადეს, რომ 2024 წლის ბოლომდე დარჩენილებსაც გააუქმებს და დატოვებს ორგანიზაციას.
საპარლამენტო არჩევნები 2025 წლამდე არ გაიმართება. პარლამენტში სანდუს პარტია 63 დეპუტატიან უმრავლესობას ფლობს და მშვიდად მართავს საკანონმდებლო პროცესს. 2024 წლის 17 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსმა გამოაცხადა, რომ 20 ოქტომბერს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართება რეფერენდუმი ევროკავშირში შესვლის სურვილთან დაკავშირებით. 16 მაისს ეს ინიციატივა პარლამენტის უმრავლესობამ დაამტკიცა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მრავალი კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორის რამდენიმე ყოფილი პრემიერმინისტრი. ბოლო გამოკითხვებით სანდუ უპირობოთ ლიდერობს 38%-ით. მისმა მთავარმა კონკურენტმა იგორ დოდონმა კანდიდატურა მოხსნა, დანარჩენ კანდიდატებს კი მაქსიმუმ 7-8% აქვს და სანდუ ალბათ უპირობოდ მოიგებს, რაც დააჩქარებს კორუფციის, პრორუსული ძალების მარცხს, ეკონომიკის ზრდას და ევროკავშირთან დაახლოებას.
მოლდოვის თავსატეხი - გაგაუზიის რეგიონის პოლიტიკური ამბები
მოლდოვის კონსტიტუციით გაგაუზიის ყველა სახელმწიფო ორგანო ექვემდებარება ხალხის მიერ არჩეულ ბაშკანს (გუბერნატორს). ბაშკანი ხელმძღვანელობს გაგაუზიის აღმასრულებელ კომიტეტს (მთავრობა). იგი ირჩევა 4 წლით პირდაპირი სახალხო არჩევნების შედეგად. ის უნდა იყოს მოლდოვის მოქალაქე, არანაკლებ 35 წლისა და იცოდეს გაგაუზიური ენა. ბაშკანს შეუძლია დადგენილებების და ბრძანებულებების გამოცემა, ხელის მოწერა ან ვეტოს დადება საკანონმდებლო ორგანოს მიღებულ კანონებზე, მინისტრების დანიშვნა და შეწყალების გაცემა, თუ ამის უფლებას აძლევს გაგაუზიის „სახალხო კრება“. არჩეულ კანდიდატს ამტკიცებს სახალხო კრება და ბოლოს მოლდოვის პრეზიდენტი.
ჯერ კიდევ 1991 წლის 27 აგვისტოს, როდესაც მოლდოვის პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გაგაუზელი დეპუტატებიდან 12-მა მხარი დაუჭირა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა. მოლდოვას მთავრობამ მაშინვე დაიწყო ყურადღების მიქცევა უმცირესობების საკიტხის მიმართ, მაგრამ როგორც უკვე ვნახეთ გაგაუზია თავიდან სხვა გზაზე წავიდა. მაგრამ მან ვერ შეძლო ნორმალურ რესპუბლიკად ქცევა, რადგან ძლიერ იყო ეკონომიკურად დამოკიდებული მოლდოვაზე და მოლდოვას მთავრობასაც არ ჰყოფნიდა ძალა და გამბედაობა სამხედრო წესით აღედგინა წესრიგი ამბოხებულ რეგიონზე. აქედან გამომდინარე, მხარეებმა დაიწყეს კომპრომისისკენ სვლა. ჯერ კიდევ სნეგურმა დაპირდა გაგაუზებს 1994 წლის თებერვალში ეროვნულ-ტერიტორიულ ავტონომიას, თუმცა ფედერალიზაციის გარეშე, რაც გაგაუზიას მოლდოვის დონეზე დააყენებდა.
ამრიგად 23 აგვისტოს დაიბადა გაგაუზიის ავტონომია 3 ოფიციალური ენით (რუმინული, გაგაუზიური, რუსული). კომუნები, სადაც 50% ეთნიკური გაგაუზიელი ცხოვრობს ჩაატარეს რეფერენდუმები და ისინი უერთდებოდნენ ავტონომიას, თუ მხარს დაუჭერდა რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა. გაგაუზიელთა 50%-ზე ნაკლები თუ იყო კომუნაში, იგი ჩაატარებდა რეფერენდუმს, მაშინ თუ ამას მოითხოვდა კომუნის მოსახლეობის მესამედი. 1995 წლის 5 მარტის რეფერენდუმით 3 ქალაქი და 26 კომუნა მოექცა გაგაუზიის ავტონომიის შემადგენლობაში. ჩატარდა ადგილობრივი სახალხო კრების არჩევნები, რომლის დეპუტატებიც 4 წლით ირჩევიან. სახალხო კრება შედგება 35 დეპუტატისგან, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით ირჩევიან.
1995 წლის 25 მაისს ჩატარდა გაგაუზიის ბაშკანის პირველი არჩევნების პირველი ტური, რომელშიც ტოპალი დამარცხდა. მეორე ტურში 64,1%-ით გაიმარჯვა კომუნისტმა გეორგე ტაბუნშჩიკი (დაამარცხა დმიტრი კროიტორი), რომელსაც 19 ივნისიდან ტოპალმა ოფიციალურად გადააბარა ძალაუფლება. ტაბუნშჩიკი გაგაუზიაში ეთნიკური გაგაუზია, თუმცა 1990-94 წლებშიც მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკაში მოღვაწეობდა სეპარატისტი არ ყოფილა.
მოლდოვის კატასტროფული ეკონომიკური ვარდნისა და ქაოსის პირობებში ტაბუნშჩიკმა მოახდინა გაგაუზიის მთავრობისა და პარლამენტის მობილიზება და რეგიონში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება. მან უარი თქვა ლიბერალურ და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლაზე და შეინარჩუნა საბჭოთა კოლმეურნეობები და წარმოება, რითაც მოსახლეობის მოწონებას იმსახურებდა.
1996 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაგაუზია ანდრეი სანგელს უჭერდა მხარს, მეორე ტურში კი ტაბუნშჩიკის მოწოდებით სრულად პეტრე ლუჩინსკის. ამის მიუხედავად, კაპიტალიზმზე გადასული მოლდოვის მთავრობისათვის ტაბუნშჩიკის საბჭოთა სისტემა მიუღებელი იყო და 1999 წლის არჩევნებზე მათ აქცენტი სხვა კანდიდატებზე გააკეთეს.
1999 წლის მოლდოვის ადმინისტრაციული რეფორმით გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომია საბოლოოდ განმტკიცდა მოლდოვის კონსტიტუციაში. 22 აგვისტოს ბაშკანის მეორე ტურში დმიტრი კროიტორმა დაამარცხა ტაბუნშჩიკი 61,54%-ით და 1 თვეში ხელისუფლება გადაიბარა. დეკემბრიდან იგი თავისი თანამდებობით მოლდოვის მთავრობის წევრი გახდა და ცდილობდა გაგაუზიის სისტემა მოლდოვის მსგავს მოდელზე გადაეყვანა და ტაბუშკინისგან განსხვავებით თანხმობით მუშაობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. შედეგად აქაც დაიწყო საბჭოთა სისტემის მსხვრევის მტკივნეული პროცესი.
2001 წელს მოლდოვის ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტური პარტია, რომლის საპარლამენტო სიაში იყო ტაბუნშჩიკიც. კომუნისტებმა გაგაუზიაში 80,5% აიღეს. ამიერიდან ავტონომიიდან წამოსულ ინიციატივებს ცენტრი ბლოკავდა და ავტონომიის მეთაურს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, თანხების გაფლანგვასა და დნესტრისპირეთის სეპარატისტებთან ურთიერთობაში ადანაშაულებდა, რაც ცილისწამებები იყო. პრეზიდენტრმა ვორონინმა საჯაროდ დაადანაშაულა კროიტორი სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვაში, თუმცა სასამართლომ ამის დამტკიცება ვერ შეძლო. კროიტორს პროთურქობაც დასწამეს თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული საწვავის ჩუქების გამოც.
2002 წლის 31 იანვარს სახალხო კრების 21-მა დეპუტატმა კროიტორს უნდობლობა გამოუცხადა და 24 თებერვალს დანიშნა მისი გადაყენების რეფერენდუმი. მაშინ გაგაუზიის რაიონების მეთაურებმა ჩაშალეს რეფერენდუმები და კროიტორი პოსტზე დატოვეს. საპასუხოდ კომუნისტურმა სახალხო კრებამ ვორონინის მოწოდებით პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილებისა და ინიციატივის დაბლოკვა, რითაც შექმნა პოლიტიკური კრიზისი. 21 ივნისს კროიტორი იძულებული გახდა გადამდგარიყო. 6 ოქტომბერს ახალი არჩევნები დაინიშნა.
საარჩევნო კომისიამ კროიტორი დემოკრატიული პარტიის კანდიდატად თავიდან დაარეგისტრირა, თუმცა შემდეგ მოხსნა, თითქოს საბუთები არასწორად შეავსეო. 6 ოქტომბრის არჩევნები ჩაიშალა, რადგან ამომრჩეველთა 50% არ გამოცხადდა. მაშინ ბარიერი 34%-ზე ჩამოწიეს და 20 ოქტომბერს ტაბუნშჩიკმა 50,99%-ით დაიბრუნა ბაშკანის თანამდებობა, დაამარცხა რა მიხეილ ფორმუზალი.
2002-2006 წლებში გაგაუზიაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებები მოხდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ეკონომიკა, შეიქმნა 3000 ახალი სამუშაო ადგილი, გაგაუზია გახდა ქვეყნის პირველი რეგიონი, სადაც დასრულდა გაზიფიკაცია. ადგილობრივ სახალხო კრებას მიეცა მოლდოვის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანის უფლება; გაგაუზიის წარმომადგენელი ჩაისვა მოლდოვის საელჩოებში რუსეთსა და თურქეთში.
თურქეთის დახმარება 2000-იანებიდან გაიზარდა. მისი წყალობით დასრულდა წყალმომარაგების სისტემის აგება, რომელმაც არსებითად მთელი სამხრეთ მოლდოვა მოამარაგა სასმელი წყალით. ჩადირ-ლუნგეში გაიხსნა მოლდავო-თურქული ლიცეუმი, რომლის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ თურქულ უნივერსიტეტებში.
2006 წლის დეკემბრის ბაშკანის არჩევნებში ტაბუნშჩიკის წინააღმდეგ კვლავ გაერთიანდა მოლდოვის პროდასავლური ძალები და საპარლამენტო კომუნისტების ნაწილი, რაც გახდა კიდეც მისი მარცხის საფუძველი. ჩადირ-ლუნგას მერმა მიხაილ ფორმუზალი გავიდა ნიკოლაი დუდოგლოსთან ერთად მეორე ტურში. ფორმუზალმა 56,23% აიღო და ამჯერად გახდა ბაშკანი.
ფორმუზალმა გამარჯვებისთანავე განაცხადა, რომ აპირებს მოლდოვას მთავრობასთან კონსტრუქციულ ურთიერთობას, არ გააკრიტიკებს წინამორბედებს და დაასრულებს მათ მიერ დაწყებულ ყველა საჭირო პროექტს.
ფორმუზალმა მოახერხა კომუნისტებით სავსე გაგაუზიის სახალხო კრებასთან კონსტრუქციული მუშაობა და ავტონომიაში სტაბილურობის შენარჩუნება, ამიტომ წლის არჩევნებიც მოიგო და მეორე ვადით დარჩა ბაშკანად. პირველ ტურში ფორმუზალმა 37% აიღო, ფორმუზალივით უპარტიო დუდოგლომ 31% და კომუნისტმა ირინა ვლახმა 30%. მეორე ტურში ფორმუზალმა 51,38%-ით გაიმარჯვა.
მოლდოვის პოლიტიკური ქაოსისა და პრორუსული საკანონმდებლო ორგანოს პირობებში, კვლავ გაუფუჭდა ურთიერთობა გაგაუზიისა და მოლდოვის ხელისუფლებებს შორის.
ახალი საკონსტიტუციო შესწორებით ბაშკანის თანამდებობა პირმა მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაიკავოს, ამიტომ 2015 წელს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ ფორმუზალი მოლდოვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში დარჩა და ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად იღწვის.
2009 წლიდან დაწყებული მოლდოვაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, გაგაუზიაში გაძლიერდა რუსული გავლენა. პრორუსულმა სახალხო კრებამ 2014 წლის 2 თებერვალს ჩაატარა პებისციტი, რომელზეც მოსახლეობის 98,4%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ნაცვლად რუსეთის ევრაზიის კავშირში შესვლას. აგრეთვე დადგინდა, რომ თუ მოლდოვა შევა ევროკავშირში, გაგაუზიას ურცევნია დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. მოლდოვის მთავრობამ და საკონსტიტუციო სასამართლომ ამ პრებისციტის შედეგები უკანონოდ გამოაცხადა, რადგან ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასო.
2015 წლის 22 მარტს ბაშკანის ახალი არჩევნები გაიმართა, რომელშიც 10 უპარტიო კანდიდატი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. გაიმარჯვა მოლდოვის სოციალისტების მხარდაჭერილმა ირინა ვლახმა, რომლის საარჩევნო კამპანია აქტიური პრორუსული პოლიტიკის გატარება იყო. ირინა ვლახი (51,11 %), გაგაუზისა და ბულგარელის შვილი, თუმცა ადრიდანვე გახდა ეთნიკური რუსების ინტერესების დამცველი და კომუნისტი. იყო მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი და 2014 წლის გაგაუზიური პლებისციტის ავტორი. გაგაუზიაში ქალთა უფლებები დაბალ დონეზეა, ვლახი ერთადერთი ქალი კანდიდატი იყო და თან პირველ ტურში გაიმარჯვა. ეს კი რუსული კამპანიისა და დახმარების ბრალი იყო. დემოკრატიული პარტიისა და პარტია შორის მხარდაჭერილმა ნიკოლაი დუდოგლომ 19,06 % აიღო, დანარჩენებმა კი 10-ზე ნაკლები.
გამარჯვებისთანავე ვლახმა განაცხადა, რომ აღადგენს ნორმალურ ურთიერთობას მოლდოვის მთავრობასთან, რადგან ეს სურს ავტონომიის მოსახლეობას. დოდონის გამარჯვების შემდეგ ვლახი მისი მოკავშირე გახდა პრორუსული პოლიტიკის გატარებაში. პარალელურად, 2018 წლის ოქტომბერში მან კომრატში მიიღო მოლდოვაში ვიზიტით ჩამოსული რეჯებ ტაიპ ერდოღანი.
2019 წლის 30 ივნისის ბაშკანის არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ვლახმა ამჯერად 91,27% აიღო და განაგრძო პრორუსული პოლიტიკის გატარება. დოდონისა და სანდუს დაპირისპირების დროს, ვლახი დოდონის მხარეს დადგა, ამიტომ პრეზიდენტმა სანდუმ 2021 წლის 4 მარტს უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციისას მთავრობის წევრი ბაშკანი ვლახი საბჭოდან გაუშვა, რაც უარყოფიდათ მიიღეს მოსკოვში, როგორც ანტირუსული ნაბიჯი და გააჩაღეს კამპანია, თითქოს ეს გაგაუზიელი ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.
2021 წლის შემოდგომის სახალხო კრების არჩევნების შედეგად უმრავლესობა დამოუკიდებელი, თუმცა პრორუსული მაჟორიტარია, 9 წევრი ოფიციალურად ჰყავს კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკს და 1 სანდუს პარტიას.
2023 წლის 30 აპრილს ბაშკანის მორიგ არჩევნებში პირველ ტურში გაიმარჯვეს პარტია შორის კანდიდატმა ევგენია გუცულმა (ქალიშვილობის გვარი ბუიუკლი) 26,47%-ით და სოციალისტების კანდიდატმა გრიგორი უზუნმა 26,40%-ით. 7 და 13 მაისს მოლდოვის ანტიკორუფციის გამომძიებლებმა შორის პარტიის გაგაუზიის რეგიონალურ ოფისებში ჩხრეკა და გამოკვლევა ჩაატარეს ამომრჩეველთა მოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა 14 მაისის მეორე ტურში გუცულმა მაინც გაიმარჯვა 52,39%-ით. ჩხრეკები საჯაროპდ გააკრიტიკა გაგაუზიის სახალხო კრების პრეზიდენტმა და იგი რეგიონის შიდა საქმეში ჩარევად და ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად გამოაცხადა. პრეზიდენტმა სანდუმ მაინც არ მოაწერა გუცულის ბაშკანად დამტკიცებას ხელი გამოაცხადა იგი უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად და კორუფციული ჯგუფების წარმომადგენლად.
22 მარტს პარტია შორმა გუცული ბაშკანად გამოაცხადა. საარცევნო კამპანიისას გუცული პირდებოდა მოსახლეობას 100 მილიონ ევროდ აეროპორტის აშეენებას, სახელმწიფო სფეროში დასაქმებულებისადმი ხელფასების 30%-ით გაზრდას, გასართობი პარკის აშენებას ინვესტიციების მოზიდვას ინფრასტრუქტურასა და განათლებაში და სხვა უტოპიურ იდეებს. მას კამპანიის დროს თვით რუსი დეპუტატები, მომღერლები და მსახიობები ეხმარებოდნენ.
კომრატის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით 19 ივლისს გუცული მაინც იქნა დამტკიცებული პოსტზე და შეუდგა საქმიანობას. ინაუგურაციაში არ მიიღეს მონაწილეობა სანდუმ, პრემიერმა რეჩანმა და მართველი პარტიის სხვა ლიდერებმა. ინაუგურაციაზე გუცულის დამტკიცება გაგაუზიურთან ერთად გამოცხადდა რუსულადაც. გუცულს ინაუგურაციის სიტყვისას „დაავიწყდა“ მოლდოვის კონსტიტუციაზე ხელის დადება და ამაში დაეხმარა გაგაუზიის პარლამენტის სპიკერი დმიტრი კონსტანტინოვი. შემდეგ გუცულმა აკოცა გაგაუზიის დროშას და გამოტოვა მოლდოვის დროშა.
გუცულმა უმალვე განაცხადა, რომ სურს რუსეთთან დაახლოებას და რომ მისი პარტია შორი პრორუსული პარტიაა. მისი სიტყვით, თუ მოლდოვა შევა რუმინეთში გაგაუზია გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და ითხოვს დახმარებას და დაცვას რუსეთისგან.
2024 წლის 24 მარტიდან მოყოლებული გუცული ხშირად დადის მოსკოვში. პუტინთან შეხვედრისას მან ითხოვა გაზპრომმა სპეციალურად რეგიონს მიაწოდოს გაზი დაბალ ფასში. ამასთან რუსეთმა გამოყოს თანხები, რომლითაც გაუზრდის ხელფასებს მოსახლეობას, რაშიც პუტინმა მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან გუცულმა მზადყოფნა გამოთქვა გახსნას მოსკოვში გაგაუზიის წარმომადგენლობა, რაზეც კიშინეუდან შეახსენეს, რომ გაგაუზია არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ცალკე სუბიექტს და შედის მოლდოვას შემადგენლობაში.
მოლდოვის მთავრობა და დასავლეთი მშვენივრად ხვდება, რომ გუცულის საქმიანობა კრემლიდან იმართება და ის წარმოადგენს შანტაჟს მოლდოვის ევროკავშირისკენ სვლის შესანელებლად.
2024 წლის 9 აპრილს გუცულმა და კონსტანტინოვმა ხელი მოაწრეს მოსკოვში შეთანხმებას, რომლითაც, გუცულის განცხადებით, გაგაუზიამ უნდა დააღწიოს თავი კიშინეუს ეკონომიკურ ბლოკადას და მოიტანოს ფინანსები სოციალური, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების დასაფინანსებლად.
21 აპრილს კომრატში გაიმართა მოსკოვში დამალული ოლიგარქი შორის 500 მომხრის შეკრება ბლოკი „მშვიდობისა“ და აკრზალული პარტია შორის ყოფილი წევრების შემადგენლობით, რომელზეც გუცული აირჩიეს ახალი მოძრაობის ეროვნული პოლიტსაბჭოს აღმასრულებელ მდივნად. მოსკოვმა ამ შეკრებას დაარქვა იმ მოლდოველი პოლიტიკოსების შეკრება, რომლებიც მხარს უჭერენ მოლდოვის ევრაზიის კავშირში შესვლას.
2024 წლის იანვრიდან მოლდოვის პროკურატურამ დაიწყო საქმე გუცულის წინააღმდეგ. საქმე ეხება 2019-2022 წლებში პარტია შორში მის საქმიანობას და იქ არსებულ კორუფციულ სქემებში საქმიანობას. 2 აპრილს იგი პირველად დაკითხეს პროკურატურაში. დამნაშავედ აღიარების შემთხვევაში მას 2-დან 7 წლამდე პატიმრობა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვა ემუქრება. 12 ივნისს აშშ-მ გუცულის მიმართ სანქციების გამოყენება დაიწყო, რადგან ის წარმოადგენს მოლდოვაზე რუსული ბოროტი ზეგავლენის იარაღს. და ჩართული იყო ამერიკის სანქცირებული შორის კორუფციულ საქმიანობაშიო.
Комментариев нет:
Отправить комментарий