პირველი კონტაქტი
877 წლის ახლოს აფხაზეთის ტახტის უზურპატორ შავლიანებისგან (იოვანე 868-879; ადარნასე 879-887) შევიწროვებული გავლენიანი არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში თრიალეთს გადასახლდა, დაიპყრო ეს მხარე, აქ კლდეკარის საერისთავო დააარსა და თავის ბატონად ტაო-კლარჯეთის მთავარი დავით I (876-881) ბაგრატის ძე
კურაპალატი გამოაცხადა. თრიალეთი სამცხესთან, ტაშირთან, აბოცთან და არტაანთან ერთად დავითის ბიძას გუარამ მამფალს აშოტ I-ის ძეს ეკუთვნოდა. შესაბამისად თრიალეთის საკითხმა გუარამი და მის ძმისშვილს დავითს დაუპირისპირა.
ამ დროს სომხეთში გაძლიერდა ერისთავთ-ერისთავი აშოტ ბაგრატუნი (884 წლიდან სომხეთის მეფე), რომელსაც როგორც ეტყობა, თავისი სამფლობელოს გასაფართოებლად ჩრდილოეთისაკენ გამოულაშქრია და ქართლის დაპყრობა დაუპირებია. ხოლო ქართლში მაშინ აფხაზთა მეფე ბატონობდა და სომეხთა ერისთავთ-ერისთავს ჯერ აფხაზები უნდა დაემარცხებინა. აშოტ ბაგრატუნის მოქმედება, რასაკვირველია, არც გუარამ მამფალსა და მის შვილს ნასრს მოეწონებოდათ იმიტომ, რომ თუ იგი აფხაზებს ქართლს წაართმევდა, მაშინ იგი აბოცსა და ტაშირსაც ადვილად ჩაიგდებდა ხელში; ამის გამო, რასაკვირველია, მამაშვილი სომეხთა ერისთავთ-ერისთავის წინააღმდეგ იქნებოდნენ; სწორედ ამიტომაც „ნასრ ძე გუარამისი და გურგენ იყვნენ აფხაზთა მხარეს“. რაკი სომეხთა ერისთავთ-ერისთავი აშოტ აფხაზთა მეფეს ეცილებოდა, დავით კურაპალატი, ბაგრატის შვილი, რასაკვირველია, აფხაზთა მეფის მტერს მიემხრობოდა და ხელს შეუწყობდა, რომ ამგვარად თავისი მუდმივი მეტოქე და ქართლის მიმტაცებელი დაეუძლურებინა; მით უმეტეს რომ ნასრ, გუარამის ძე, აფხაზთა მეფეს ეხმარებოდა; სწორედ ამიტომ „დავითსა ლიპარიტს უშველდნენ სომეხთა“.
ამგვარად, საქმე უფრო გართულდა; მებრძოლთ კიდევ ერთი მონაწილე მოემატათ. თუ აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ქართველი მთავრები ეცილებოდნენ, ამიერიდან სომეხთა მთავრის ჩარევამ ბრძოლის საზღვრები და ასპარეზი გააფართოვა; თუ წინათ ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელ ქართველ მთავარს დარჩებოდა საქართველოს მეთაურობა, ამიერიდან ბრძოლას უნდა გამოერკვია, ვის ჩაუვარდებოდა ხელში საქართველოსი და სომხეთის, ანუ მთელი კავკასიის მეთაურობა. ქართლი ქვეყნის შუაგული იყო და თითოეული მთავრის მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ეს ადგილი იმას შერჩენოდა, ამ შემთხევაშიაც „იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა“. რით დაბოლოვდა ეს ბრძოლა, ამის შესახებ არც ქართულსა და არც სომხურს წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, მაგრამ, როგორც ეტყობა, გამარჯვება სომეხთა ერისთავთ-ერისთავს აშოტს დარჩენია; ეს იქიდან ჩანს, რომ აშოტს „სომეხთა და ქართველთ ერისთავთ-ერისთავის“ სახელი მიუღია.
რაკი ნასრმა, გუარამის ძემ, პირდაპირ ვერა დააკლო-რა თავის მტერს, თავისი ბიძაშვილი დავით ბაგრატის ძე შეიტყუა და 881 წელს მოჰკლა. მემატიანე მოგვითხრობს, რომ მკვლელის მამა გუარამ მამფალი „უბრალი იყო სისხლისა გან დავით კურაპალატისათა“-ო, ამ საზარელს ბოროტმოქმედებაში არავითარი, არც სულიერად და არც ხორციელად, მონაწილეობა არ მიუღიაო.
დავითის სიკვდილის შემდეგ მისი მამული მის უფროს ძე ადარნასე II-ს ერგო, ხოლო ტაო-კლარჯეთის კურაპალატობა ერგო დავითის ბიძაშვილს გურგენ I (881-891) ადანასეს ძეს.
თავისი მომხრის სისხლის შურის საძიებლად მოკავშირენი „ნასრას მტრად შეიკრიბნენ სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი და აშოტ ძმა დავითისი და მათთან სარკინოზნი და გააქციეს და წაართვეს ციხენი“. დევნილი ნასრა გუარამის ძე კონსტანტინეპოლში გადაიხვეწა. ერთი წლის შემდგომ, 882 წელს, გარდაიცვალა ნასრის მამა გუარამ მამფალი და რაკი მას მემკვიდრე არ ჰყავდა, მთელი მისი სამფლობელო, ანუ ჯავახეთი, არტანი და ტაშირი დავითის შვილებს უნდა რგებოდა, აბოცს გარდა, რომელიც გუარამმა სომხეთის მეფეს აჩუქა.
შვიდი წლის განმავლობაში ნასრი ბიზანტიაში იმყოფებოდა; იქვე გაიცნო და დაუმეგობრდა დემეტრე აფხაზთა მეფის შვილს ბაგრატს.
დაახლ. 887 წელს „მოსცა ბერძენთა მეფემან (ე.ი. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI-მ 886-912) ლაშქარი და გამოგზავნა ზღვით და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად და მოკლა ადარნასე ძე იოვანესი და დაიპყრა აფხაზეთი და შეირთო ცოლი მისი ასული გუარამისა (და ნასრის და) ცოლად“. ასე გამეფდა ბაგრატ I (887-893).
დაიპყრა თუ არა ბაგრატმა აფხაზეთში სამეფო ტახტი, მაშინვე „გამოიყვანა ბაგრატ, მეფემან აფხაზთა, ნასრ ცოლის ძმა მისი საბერძნეთით და მისცა ლაშქარი“; ამგვარად, აფხაზთა მეფემ ნასრი ტაო-კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ აამხედრა, აფხაზთა ჯარს გარდა ნასრის ოსებიც შველოდნენ, „შეიკრიბა სხვაცა ლაშქარი ურიცხვი“. შეერთებული მხედრებითურთ აფხაზეთითგან „გადმოვიდა ნასრ სამცხეს და შეიპყრა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრხე, ჯვარის ციხე და ლომსიანთა, რომელიც მისივე მამის გუარამის აგებული იყო. თავისი მამის მოსისხლე მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად გავიდა ადარნასე დავით მოკლულ კურაპალატის ძე და „მიჰყვა მის თანაშეწევნად... გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი“; როგორც ნასრის აფხაზები ეხმარებოდნენ, ისე ნასრის მოწინააღმდეგეებს „უშველეს სომეხთა“; ამგვარად, ნასრისა და დავითის მემკვიდრეებს შორის ხერხიანად მოწყობილი ბრძოლა ნამდვილად აფხაზთა და სომეხთა ბრძოლა იყო და ეს ცხადად ჩანს მემატიანის სიტყვებითგანაც; მოპირდაპირენი მტკვრის პირას შეიბნენ, მაგრამ „იძლივნენ აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსი და ერისთავი აფხაზთა“; გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, სოფელ ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს.
რაკი ეხლა ნასრი წუთისოფელს გამოასალმეს და მას არ დარჩა შვილები, გამარჯვებულ მოკავშირეებს შეეძლოთ მისი მემკვიდრეობა საბოლოოდ გაეყოთ; სწორედ ასეც მოიქცნენ და „ქვეყანა ნასრისი დაიპყრეს სხვათა ამათ მთავართა“; თითოეული მონაწილეთაგანი თავის კერძს მიიღებდა: „გურგენ კურაპალატი წავიდა ტაოს კალმახით, მამულით თვისით, ცხოვრებად შავშეთს და არტანს“; ნასრას სამკვიდრებლიდან გურგენს ბრძოლაში მოხმარებისათვის ჯილდოდ, ალბათ, არტანი არგუნეს; აიღეს თუ არა რაიმე წილი თავისთვის სომხებმა და თუ აიღეს სახელდობრ რომელი ქვეყანა შეხვდათ, მემატიანე არას ამბობს. ბოლოს კი მოკლული დავითის ვაჟი ადარნასე მთელი სამხრეთ ქართული კუთხეების უფროსად გამოაცხადეს და „ქართველთა მეფედ“ აკურთხეს.
ამდენად ბაგრატი გამეფებისთანავე შეეცადა აფხაზეთის ძველი პოზიციების აღდგენას. მას სურდა ქართლის დაბრუნება. შესაბამისად იგი ბუნებრივად გახდა ქართლის მფლობელი სომხეთის მეფის და მისი მოკავშირე გურგენისა და ადარნასე დავითის ძის მტერი. აქედან გამომდინარე კი მისი მოკავშირე იყო მისი მტრების მტერი ნასრ გუარამის ძე. ბაგრატის წამოწყება მარცხით დასრულდა, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლება არ აპირებდა ქართლის დაკარგვასთან შერიგებას და ახალი ომებისთვის ემზადებოდა.
ბაგრატს დიდხანს არ უმეფია. იგი 893 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძე კონსტანტინე III (893-922) ავიდა, რომლის დროსაც აფხაზეთის მეფეთა ინტერესი გასცდა ქართლს და ჰერეთს მიაღწია.
დაპირისპირების დაწყება. ბაგრატ მესამე და რატი მესამე ბაღვაში.
აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III-მ (893-922) მეათე საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლი დაიკავა. მისმა მემკვიდრე გიორგი მეორემ (922-957) უკვე ჯავახეთიც. შედეგად ამ პერიოდიდან კლდეკარის ერისთავები აფხაზეთის მეფეთა ვასალები გახდნენ. 978 წლიდან, როდესაც „ქართველთა სამეფოს“ ტახტის მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი აფხაზეთის ტახტზე დაჯდა კლდეკარის საერისთავოც მის ქვეშევრდომად იქცა, თუმცა რატი ბაღვაში მორჩილებას სულაც არ აპირებდა.
აფხაზეთის ახალმა მეფემ პირველ რიგში ქართლში წესრიგი დამყარება დაისახა მიზნად. 980 წ. ბაგრატ გარდამოვიდა ქართლს, რათა განეგო საქმენი დაშლილნი ქართლისანი, მოვიდა და დადგა თიღვას (სოფელი ზნაურის რაიონში, მდ. დას. ფრონის მარჯვენა ნაპირზე, ზნაურიდან 2 კმ-ზე). ამ ამბის შეტყობინებისთანავე ქართლის ურჩმა აზნაურებმა „იწინამძღვრეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა (სოფელი ზნაურის რაიონში). იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, მოუწოდა სპათა თვისთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართლელნი: ზოგი დახოცეს, ზოგი შეიპყრეს და სხვანი კვალად მეოტნი გარდაიხვეწნეს და დაიფანჩნეს. შემდეგ ბაგრატ მოვიდა უფლისციხეს, აიღო ციხე დედისაგან თვისისა, დაყო დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; შემდეგ წაიყვანა დედა თვისი და წავიდა ქვეყანად აფხაზეთისა.
ამის შემდეგ კლდეკარი ერისთავს რატი III ბაღვაშის (965-989) ჯერი დადგა. რატიმ 980-იან წლებში თბილისის ამირას წაართვა მანგლისის ხევი, სკორეთი, ატენის ციხე და ბაგრატს ურჩობა გამოუცხადა.
888 წელს მეფემ შეკრიბა ლაშქარი, დამხმარედ მოიწვია მამამისი გურგენი და კლდეკარისაკენ დაიძრა ურჩი ერისთავის დასასჯელად.
ბაგრატის მტრები ამოქმედდნენ იმიერ ტაოს მეფე დავით კურაპალატსა და ქართველტა მეფე ბაგრატ III რეგვენს (958-994) აცნობეს, რომ ბაგრატი და გურგენი მათ მოსაკლავად მოემართებოდნენ. შვილებზე გაბრაზებულმა მამება სასწრაფოდ დამხმარედ მოიწვიეს სომეხი მეფეები (არმენიის ანუ ანის-შირაქის მეფე სუმბატი 977-989; ვანანდის მეფე აბასი 984-1029; ვასპურაკანის მეფე აშოტ საჰაკი 969-991, სივნიელნი) და დლივის სამეფო რეზიდენციაში (ჯავახეთში) შეიკრიბნენ. აქედან კი ლაშქრის ერთი ნაწილი შავშეთს გაგზავნეს, სადაც 6000 კაცით იდგა გურგენი. ბრძოლა მოხდა „გარდათხრილთა თავსა“ და ძლეული გურგენი გაიქცა და წეფთის ციხეში (ისტორიულ შავშეთში. მდებარეობს შავშეთის წყლისა და შავშურის შესართავიდან დასავლეთით. დღევ ს. უსტამისი-ესქიკალე ართვინის ვილაიეთის შავშეთის ილჩეში. წეფთის ციხესთან გაივლიდა შავშეთის წყლის ხეობაში მიმავალი გზა, ამდენად მას სტრატეგიული ადგილი ეჭირა) შეიხიზნა. ამ დროს ბაგრატ III თავის ლაშქრითურთ თრიალეთში მივიდა და სოფელ კარუშეთში (დღევ ჯინისი, წალკის რაიონში) დადგა.
ბაგრატმა აქ ყველაფერი შეიტყო და მამობილის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა და ამ მიზნით გაგზავნა მზვერავი, რომელმაც მიციქულის სახით დაათვალიერა მოწინააღმდეგის შეერთებული მხედრობა და მოტანილი ცნობებისდა მიხედვით მეფემ „იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინააღდგომა დავით კურაპალატისა“, ისევ მშვიდობიანი მოლაპარაკება ირჩია; იგი მარტოდ-მარტო მივიდა დავით კურაპალატთან „ითხოვა შენდობა“ და „აუწყა ვითარმედ სხვასა არა რომლისათვის მოვედ, გარნა არა მორჩილებისათვის რატისა“-ო; დავით კურაპალატმა თავის შვილობილს მიუგო: მე-კი „ესრეთ მითხრეს, რომელ სიკვიდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვცან მართალი, რომელ უბრალო ხარ, ...მითავისუფლებიხარ რატის ზედა, დაიმორჩილე ვითაცა სახით გწადიან“-ო. წასვლის წინ დავითმა ბაგრატს სომხეთის მეფე სუმბატის სასარგებლოდ სკორეთის (სკვირეთი) ციხე (სკვირეთის ხევში, დღევ. მდ ვერესხევის აუზში, თეთრი წყაროს რაიონში) დაათმობინა, რომელიც შემდგომ წელსვე, სუმბატის გარდაცვალებისთანავე დაიბრუნეს ქართველებმა.
რატი ბაღვაშთან ბრძოლა ძნელი იყო და ბაგრატი წინდახედულად ემზადებოდა მისთვის. მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა, რათა რატის ყურადღება მოედუნებინა და 989 წ. ზამთარს მოულოდნელად მიადგა კლდეკარის ციხეს. რატი მოუმზადებელი იყო, ამიტომ გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თვისი ბაგრატს, და თვით დაჯდა მამულსა თვისსა სოფელსა კაცხს, არგვეთს. ბაგრატმა კლდეკარის ერისთავად რატის ძე ლიპარიტ III (989-1005) დანიშნა, ხოლო ლიპარიტის ვაჟს რატი III-ს რაჭის ერისთავობა მისცა. რატიმ ნიკორწმინდაში 1010-1014 წლებში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ააგო.
მამის სიკვდილის შემდეგ რატიმ კლდეკარის ერისთავობაც მიიღო სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა აფხაზთა და ქართველთა მეფეებს. იგი ბიზანტიელების წინააღმდეგ შირიმნის ბრძოლაში დაიღუპა 1021 წელს. ამის შემდეგ რაჭა უფროს ძე კახაბერს დარჩა, ხოლო უმცროს ძე ლიპარიტ IV-ს კლდეკარის საერისთავო ერგო
994 წელს ბაგრატ II რეგვენი გარდაიცვალა და „ქართველთა მეფედ-მეფის" ტიტული ბაგრატ
III-ის მამამ გურგენმა მიიღო.
1001 წელს დავით III გარდაიცვალა და მისი სამფლობელოების დასაუფლებლად ტაოში ბასილი II და მამა-შვილი გურგენი და ბაგრატი ჩავიდნენ. ბასილიმ დავით კურაპალატის ანდერძი აჩვენა და მისი სამფლობელოები მიისაკუთრა. სამაგიეროდ ბაგრატს „ყოვლისა აღმოსავლეთის კურაპალატის“ ტიტული და რამდენიმე ციხე უბოძა, ხოლო გურგენს მაგისტროსობა.
დაპირისპირება ბაგრატ მეოთხესა და ლიპარის მეოთხეს შორის
ჯერ კიდევ გიორგი პირველის მეფობის დროს, 1021 წლის ბოლოს სელჩუკთა მეთაურმა თოღრულ ბეგმა საქართველოს საზღვრების ძარცვა იწყო. მტრის წინააღმდეგ გავიდა კლდეკარის ახალი ერისთავი ლიპარიტ IV (1021-1059) რატის ძე
ბაღვაში 5000 მებრძოლით, მაგრამ თურქთა ჭარბ ძალებთან დამარცხდა და უკუიქცა. სელჩუკებმა ჯერ ქვემო ქართლი ააოხრეს, შემდეგ მახლობელი სომხური მიწებიც გაძარცვეს და უკან შუა აზიაში გაბრუნდნენ. ეს იყო თურქ-სელჩუკთა პირველი გამოჩენა კავკასიაში.
აფხაზთა და ქართველთა მეფე გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებული საქართველოს ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, 9 წლის ბაგრატ IV (1027-1072) ავიდა. დედამისი მარიამი სასახლეში დაბრუნდა, ხოლო გიორგის მეორე ცოლი, ოსი დედოფალი ალდე სასახლიდან განდევნეს, რის შემდეგაც თავის ყრმა ძე დემეტრესთან ერთად აფხაზეთში, ანაკოფიის ციხე-ქალაქში დასახლდა.
მცირეწლოვან მეფეს მძიმე სახელმწიფო ტვირთი ერგო მემკვიდრეობად: გადაბუგული მესხეთი და დაკარგული მიწები; დამარცხებული ქვეყანა გადაქანცული იყო იმ ხანგრძლივი ომით, რომელიც საქართველოს მამამისის დროს ჰქონდა ბიზანტიასთან.
გიორგის გარდაცვალების ამბის შეტყობისთანავე, ღალატის გზას დადგნენ და ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე VIII-ს
(1025-1028) სამსახურში გადავიდნენ „დიდაზნაური ვაჩე კარიჭის-ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა, ზოგი ციხოვანნი და ზოგიც უციხონი, განუდგნენ ბაგრატს და მიერთნენ კონსტანტინეს“.
კეისარი ამან არ დააკმაყოფილა და 1028 წელს „ივერიის თემის“ (ეს ოლქი დავით კურაპალატის სამფლობელოებზე შეიქმნა და ჩორმაირის, არცნის, კარინის, ხალტო-არიჭის, ბასიანის თემებს მოიცავდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ნიკიფორე ფოკას აჯანყების დროს, რომელშიც ქართველი ფეოდალებიც მათ შორის ფერის ჯოჯიკის ძე მონაწილეობდნენ, აჯანყებულნი კავშირს კრავენ მეფე გიორგი I-თან და „აღუთქვეს მას მთელი იმ ტერიტორიის მიცემა, ვინაიდან ჯერ კიდევ წინათ ეს ადგილები დავით კურაპალატს ეპყრა) სარდალი ნიკიტა პარაკიმომენი დიდძალი განძითა და ლაშქრით ტაო-კლარჯეთის ციხეების მისატაცებლად.
ნიკიტამ ბასილის ერთხელ უკვე მოოხრებული სამხრეთ საქართველო ისევ მოაოხრა და მთავარი ძალებით კლდეკარის ციხეს მიადგა. „ერისთავთ-ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშმა შემოკრიბნა სხვანიცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნეს ციხესა ქვეშე. რაჟამს იხილა ნიკიტამ, რომ ვერას ავნებდა, უკან გაბრუნდა, შავშეთს მიადგა და განძი აამოქმედა. მაშინ მტერს მიემხრნენ დიდაზნაურები შავშეთის ერისთავი ჩანჩახი ფალელი (ჩააბარა გარყლობის ციხე, რომელიც შავშეთში, სოფელ გარყლობში მაღალ კლდეზე, მდ. შავშეთისწყლის სათავესთან მდებარეობდა და იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ გზას. ეს მხარე დღეს თურქეთის ართვინის პროვინციაშია), არჯევან ჰოლოლას ძე (გადასცა შავშეთის მეორე სტრატეგიული ციხე წეფთა). რაჟამს იხილა საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო სხვა ღონე, საკათედრო ტაძართან ააგო ციხე-სიმაგრე, შემოიერთა ეზრა ანჩის ეპისკოპოსი, მრევლი, შავშეთის აზნაურები დარაზმა და მტერს ეს კუთხე არ დაანება“.
შემდეგ ნიკიტამ მიზანში კლარჯეთი ამოიღო და ამჯერად გამოგზავნა იოვანე-ვალანგ ხარტულარი, ლაშქრითა დიდ-ძალით. კლარჯეთის მოსახლეობის გადმოსაბირებლად გამოაყოლა იოვანე ბანელი და დემეტრე კლარჯი (დემეტრე ბაგრატიონი, 1011 წ. ბაგრატ
III-ს მიერ დაპატიმრებული გურგენ არტანუჯელის ძე). უკანასკნელმა მოახერხა კიდეც კლარჯი გლეხების ნაწილის გადაბირება. სამაგიეროდ გმირობა გამოიჩინა არტანუჯის ერისთავმა ივანე-აბუსერმა, რომელმაც არტანუჯის ციხე გაამაგრა და მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა.
საქართველოსთვის ასეთ მძიმე ჟამს იმპერატორი კონსტანტინე მძიმედ ავად გახდა და თავის მემკვიდრეობაზე ზრუნვა დაიწყო. ამ მიზნით მან სასწრაფოდ გაიწვია ნიკიტა თავისი ლაშქრით კონსტანტინეპოლში, მაგრამ უკანასკნელმა კეისარს ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო. კონსტანტინე 1028 წლის 15 ნოემბერს გარდაიცვალა და ტახტი მისმა სიძემ რომანოზ III არგიროსმა (1028-1034) დაიკავა, რომელიც კეთილშობილი პიროვნება, მაგრამ უვარგისი მმართველი და სარდალი იყო.
იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალებისთანავე საქართველო-ბიზანტიის ომი შეწყდა, თუმცა სიტუაცია დაძაბული რჩებოდა, ამიტომ მის მოსაგვარებლად და საბოლოო ზავის მისაღწევად 1030 წელს ბაგრატის დედა მარიამ დედოფალი კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკთან ერთად ბიზანტიაში წავიდა: „წავიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშვიდობა იყოს აღმოსავლეთისათვის და რათა აღარა იყოს ბრძოლა ბერძენთა და ქართველთა, და გლახაკნი დაწყნარებულ და მყუდრო იყვნენ, და რათა მიუთხრეს პატივი ძესა თვისსა ბაგრატს მეფესა წესისამებრ სახელისა“. კონსტატინეპოლში დადებული საქართველო-ბიზანტიის ზავის პირობით რომანოზმა სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყვარულისათვის, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთვის ძმისწული(?) თვისი ელენე დედოფალი. საქართველოს დაუბრუნდა ბოლო წლებში ყველა მიტაცებული ციხე. 1031 წ. ბანას ტაძარში ბაგრატი ელენეზე დააქორწინეს. სამწუხაროდ ელენე 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა და საქართველო-ბიზანტიის ზავიც ამით დასრულდა. ბაგრატმა მოგვიანებით ოსეთის მეფე ურდურეს ასული ბორენა შეირთო.
სანამ-საქართველო-ბიზანტიის ზავი დაიდებოდა (ვიდრე ყრმა-ღა იყო ბაგრატ) „დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. მაშინ შეკრიბეს (1030 წ.) ლაშქარნი ამის სამეფოსანი, საქართველოს ლაშქარი შეკრიბა ლიპარიტ ბაღვაშმა და ივანე აბაზას-ძემ (ქართლის ერისთავთ-ერისთავი); მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით ტაშირ-ძორაკეტის მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კვირიკესითა შეკრებულ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა; შეიჭრნენ არანში, გააქციეს ფადლონ და დაუწყვიდეს ლაშქარი (დაუხოცეს 10000 კაცზე მეტი), აიღეს ავარი და განძი ურიცხვი“. ამიერითგან ვიდრე სიკვდილამდე (1031 წ.) ფადლონს საქართველო აღარ შეუწუხებია. ამასობაში ნადედოფლარი ალდე ყრმა დემეტრესთან ერთად ანაკოფიას ცხოვრობდა. აზნაურთა ერთ ნაწილს სურდა მისი ტახტზე დასმა და ამ საკითხზე ხშირად აკითხავდნენ ალდეს გეგმების შესადგენად, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს. ალდე გრძნობდა საფრთხეს ბაგრატ მეფისა და დედა-დედოფალ მარიამისგან, ამიტომ 1032 წელს დაუკავშირდა ბიზანტიას, გადასცა მათ ჯარს ანაკოფია და თვითონ კონსტატინეპოლში გაემგზავრა.
1033 წ. გარდაიცვალა წმიდა მელქისედეკი და „დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად ოქროპირი, მელქისედეკისგან შვილად გაზრდილი; და ამან-ცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და აღაშენა დასავლის კუთხის სამხრით ეკვდერი, ქვითა წმიდითა და თეთრად მშვენიერად გამოქანდაკებულითა, ყოვლად წმიდისა და კათოლიკე ეკლესიისა, და სხვა შესავალნი რა-ც იყვნეს მოახსენა ბაგრატ კურაპალატსა და კვირიკე კახთ მეფესა, და შეუვალად გაუხადნეს და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა. წმიდამან ამან კათალიკოს პატრიაქმან ოქროპირმა მრავალნი ეკლესიანი აღაშენნა და განაახლნა“.
„სიმცირესა-ვე
შინა ბაგრატ მეფისასა (დაახლ 1032 წ.) ლიპარიტ ლიპარიტის-ძემან და ივანე აბაზას ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგვერდსა (მცხეთის ნაწილი) გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ, შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წააართვეს ბირთვისის ციხე“ (ალგეთის ხეობაში, თეთრი წყაროს რაიონში, სოფ. ტბისის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე).
ერთი ძველ-ქართული ცნობა მოგვითხრობს ბაგრატის საბრძოლო ნათლობაზე, რომელიც მომთაბარე სელჩუკების წინააღმდეგ წარმართულა და წარმატებულად დამთავრებულა: „აქა ბაგრატ კურაპალატი სულტანსა დაესხა და გაანადგურა“. ეს ფაქტი 1034-1036 წლებით უნდა დათარიღდეს, თუმცა რომელ თურქებზეა საუბარი - ადრე აზერბაიჯანში ჩამოსახლებულებზე თუ სელჩუკთა რიგით მარბიელ რაზმებზე ძნელი გასარკვევია.
დაახლ. 1037 წ. „შეიწყალა აფხაზთა მეფემან ჯაფარ და დაუტევა ტფილისს ზედა ამირად; და ამიერიდან დარჩა მტერობა ლიპარიტს და ამირას შუა“.
„შემდგომად მცირედისა ჟამისა (დაახლ. 1038 წ. გაზაფხულზე) ლიპარიტმა ისევ დაარწმუნა ბაგრატი ტფილისის შემოერთებაში. ისინი დაუკავშირდნენ კახეთ-ჰერეთის მეფესაც და მოადგეს ტფილისსა მტკვარსა ამიერით, ზემოთ და ქვემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, წყალსა იმიერით, ისანით კერძო, მოადგეს ლაშქარნი კახნი და ჰერნი, მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კვირიკე ოვსისა ვის-მე მონისა მიერ, მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკ (1037-1058), ძე დავით ტაშირისა და ძორაკერტელისა, დის-წული კვირიკესი. ბროლა ორ წელს გასტანა. ისე უჭირდათ ტფილელთა, რომელ ლიტრა ვირის ხორცი ხუთას დრამად იყიდიეს, და ვერ-ღა-რა დაუდგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა“. ამასობაში ქართველებმა ამირას წაართვეს ციხენი ორბეთი (თეთრი წყაროს რაიონში, ალგეთის ხეობის მაღალ და მიუვალ კლდეზე) და ფარცხისი (სოფ. ფარცხისში, თეთრი წყაროს რაიონში, მდ. ალგეთის მარცხენა მხარეს მაღალ გორაკზე). ასეთ განსაცდელში ჩავარდნილმა ამირამ ჯაფარ ალის ძემ საგანგებო მოციქული აახლა არანსა და შირვანში და სთხოვდა, მიშველეთ და დამიფარეთო, თუმცა მაშველი არ ჩანდა. მაშინ „ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა, შემზადა ტივები და ნავები ღამით წასლვად განძას ალ-ლაშქართან“ (არანის ამირა 1034-1049 წლ. ფადლონის ძე).
ამ დროს დიდებულთა ერთი ნაწილი (ლიპარიტის მოწინააღმდეგეთა ბანაკი) მოელაპარაკა ბაგრატს ლიპარიტისაგან ფარულად ამირას დატოვების თაობაზე. „ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკვიდრეს ამირა ტფილისსა-ვე ზედა“.
1040 წლის მარტში ტაშირ-ძორაგეტის ასაოხრებლად დაიძრა დვინის ამირა აბუ-ლ-ასვარ შადადიანი (არანის გამგებლის ალ ლაშქარის ბიძა. დვინის ამირა 1022-1267; არანის ამირა
1049-1067.). დავით ბაგრატუნს დახმარება მეზობლებმა აღმოუჩინეს. ბაგრატ IV-მ 4 000 კაცი გაუგზავნა, ანისის მეფე ოვანეს-სუმბატმა (1020-1041) 3000 კაცი, კაპანის მთავარმა 2000 კაცი. კოალიციურმა არმიამ, რომელშიც 20 000 კაცი შედიოდა, სასტიკად დაამარცხა აბუ-ლ-ასვარი.
ამ ამავე ხანებში სისხლისღვრა გაჩაღდა საქართველოშიც. 1041-1044 წლებში „გადმოიბირა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი (პანკისის ერისთავი. სავარაუდოდ იგი გაგიკის გამთავრებამ გააბოროტა, რადგან კახეთის ტახტზე თვალი ეჭირა), სიძე კვირიკე მეფისა, და ხახვილა გურთა ჯვარის-ციხითა; და შეეყარა ლაშქარი აფხაზთა მეფემ ქალაქსა და ემტერა კახთა. ამიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქვე-გამხედვარად თავის პატრონისაგან“.
„გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერისთავი; ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; ჯედი, დის-წული გოდერძისა, შტორის და მაჭელის ერისთავი. გადავიდა ბაგრატ თიანეთს და დაწვა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული. ჰერეთის ერისთავნი უბრძოლველად აძლევდნენ ციხეთა მათთა“. ამრიგად ბაგრატ მეფემ მთელი ჰერეთი შემოიერთა და კახეთს მიადგა, მაგრამ ამ დროს ლიპარიტის ღალატი გამოვლინდა და იძულებული გახდა ქუთაისს მობრუნებულიყო.
„შემდგომად მცირედისა ჟამისა (1044 წ.) გამოიყვანა ლიპარიტ (იგი ერმრავალი ფეოდალი იყო. მას მუდმივმოქმედი 16000 მოლაშქრე ჰყავდა, ქუდზეკაცზე კი 30000-ის გამოყვანა შეეძლო) დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. შეუერთდნენ მათ სხვანი-ცა ვინ-მე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქვეყანა და ჩამოვიდნენ ქართლს, მოადგნენ ატენს, არე-არე მოწვეს ქართლი. ლიპარიტს ახლდა კახნი და ბერძენნი, მაგრამ ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთ-გულობასა ზედა ბაგრატისსა, გარდა ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა, რომლებმაც გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო. ზამთარი კარს იყო მომდგარი და ბიზანტიელთა ლაშქარი შინ წასვლას აპირებდა. მაშინ დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა; უბოძა მეფემან ქართლის ერისთავობა (რომელიც ივანე აბაზას ძეს ჩამოართვეს და ამით მეფემ აბაზასძეთა კლანი გადაიმტერა). მიუხედავად დაზავებისა ბაგრატ მეფე არც თუ ძალიან ენდობოდა თავის გულფიცხს ქვეშევრდომს; დაზავების დროს ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად ჩამოართვა. წავიდნენ ბერძენნი საბერძნეთად და წაიყვანეს დემეტრე თანა“.
მძიმე დღეები უდგა ანისის სამეფოსაც. 1041 წელს მეფე ოვანეს-სუმბატი გარდაიცვალა და ანისისთვის ბრძოლაში ჩაება ერთის მხრივ მისი ძმისშვილი და მემკვიდრე გაგიკი, მეორეს მხრივ დავით ტაშირელი (მან თავი არმენიის ანუ სომხეთის მეფედ გამოაცხადა. ამიერიდან ტაშირ-ზორაკერტის მეფეები ამ ტიტულით მოიხსენიებიან. შესაბამისად 1118 წელს ლორეს აღებით იგივე ტიტულს იღებს დავით აღმაშენებელი), მესამეს მხრივ ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე IX მონომახი (1042-1055). ბოლოს გაგიკმა იმარჯვა და 1042 წელს დაჯდა კიდეც ტახტზე. ბიზანტია მაინც არ ეშვებოდა. 1044 წ. მთავარმა სარქის ჰაიკაზნიმ და სომხეთის კათალიკოსმა პეტროს I-მა დაიყოლიეს მეფე პრობლემის მოსაგვარებლად კონსტანტინოპოლში წასულიყო. იქ კი სამუდამოდ დატოვეს.

1048 წლის შემოდგომის მიწურულს კვლავ უხმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს, და შეიყვანეს შინა. იყო სიხარული და მშვიდობა დიდი.
ლიპარიტი კონსტანტინე IX-ს მთავარი საყრდენი იყო აღმოსავლეთში, ამიტომ იმპერატორს იგი ძვირად უღირდა. შესაბამისად როგორც კი ბაღვაშიც დატყვევების ამბავი შეიტყო კეისარმა მის გასათავისუფლებლად სულთანთან თავისი ნოტარიუსი გიორგი დრუზი გაგზავნა დიდძალი საჩუქრებითა და ფულით, თუმცა თოღრულმა ლიპარიტის გაშვებაზე კატეგორიული უარი თქვა. ისტორიკოსი იოანე ზონარა ასე გადმოგვცემს ლიპარიტის დატყვევებისა და გათავისუფლების ამბავს: „ხოლო ლიპარიტი, რომელიც მეორე ფრთაზე იბრძოდა, მტრების მიერ იქნა დატყვევებული. როდესაც რომაელებმა ბარბაროსების დევნა შეწყვიტეს, ლიპარიტს დაელოდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს ისეთი, რომელიც ლიპარიტს შეხვედროდეს. ამ მდგომარეობაში რომ იყვნენ, ერთმა პიროვნებამ აუწყა ლიპარიტის დატყვევება, ხელში ჩაგდება და მტერთა მიერ მისი შებორკილი სასწრაფოდ გაგზავნის ამბავი. რომაელები ამის გაგებით ძალზე ნაწყენი დარჩნენ. ბარბაროსებმა ლიპარიტი სულთანს მიჰგვარეს. მაგრამ კეისარმა შეიტყო თუ არა ლიპარიტის დატყვევება, კაცი გაუგზავნა სულთანს დიდი გამოსასყიდი თანხით და საჩუქრებით, ითხოვა ლიპარიტის განთავისუფლება და რომაელებსა და თურქებს შორის ზავის დადება. სუთლანმაც თავის მხრივ ლიპარიტის ხელით საჩუქრებიც გაუგზავნა მეფეს და მისთვის გაგზავნილი თანხაც უკან დაუბრუნა და ბრძანება გასცა, რომ არც ერთ თურქ ჯარისკაცთაგანს მისთვის ხელი არ ეხლო“. სამართლიანად შენიშნავს ნ. შენგელია: „სულთანი ამ „გულუხვობით“ უფრო დიდ მიზნებს ისახავდა. მას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ საჩუქრები. ლიპარიტის გათავისუფლებასთან ერთად, იოანე ზონარას ცნობით, სულთანმა საგანგებო ელჩი გაუგზავნა კეისარს, რომელსაც დიდი გადასახადი მოსთხოვა: „გამოემართა სერიფი დიდი ქალაქისაკენ (ე. ი. კონსტანტინეპოლისაკენ), მეფის სანახავად მოვიდა, წარუდგინა მას დიდი გადასახადი, სულთანი რომ ითხოვდა რომაელებისაგან, და უკან გაბრუნდა. ამ დროიდან განრისხდა სულტანი რომაელებზე და გაემართა მათ წინააღმდეგ, ამიერიდანვე დაიძრა თურქთა ტომი აღმოსავლეთიდან, დაიპყრეს ყველა ადგილი და ბიზანტიის გაღმა მდებარე ქვეყნებამდე მიაღწიეს. აი. ამნაირად დაეუფლნენ თურქები იმ ადგილებს“. სწორედ ამ დიდ გადასახადებს ითხოვდა სულთანი ლიპარიტის გამოსასყიდლად და არა იმ მცირე ძღვენსა და საჩუქარს, რომელსაც კეისარი უგზავნიდა მას“.
1049 წლის სექტემბერში ცნობა მოუვიდა ბაგრატს ბიზანტიიდან შეერთებოდა მათ ლაშქარს (სარდალი რექტორი ნიკიფორე საჭურისი), რომელიც განძის თურქთაგან დასაცავად მიემართებოდა. ბაგრატმა შეკრიბა ლაშქარი და განძის კედლებთან გაჩნდა. ყუთლუმიში მიხვდა, რომ მტრის ძალები ბევრად აღემატებოდა და განძა მიატოვა.
ორნახევარი წლის პატიმრობის შემდეგ 1051 წლის დასაწყისში სულთანმა ლიპარიტი მოულოდნელად გაათავისუფლა და შინ გამოისტუმრა. შემოვიდა ანისს თუარა ლიპარიტი, დააგდო ბაგრატ ტფილისი აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. ლიპარიტი წავიდა ბიზანტიაში, ნახა იმპერატორი, მადლობა გადაუხადა და იქედან ბერძენთა ლაშქრით დაბრუნდა. ბაგრატმა ვეღარ შეძლო მისთვის სათანადო წინაარმდეგობის გაწევა, მის ხელში მხოლოდ დას. საქართველო რჩებოდა. ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რადიკალურ ნაბიჯზე წავიდა. 1052 წ. მეფემ ქუთაისში აფხაზეთის მეფედ აკურთხა თავისი ძე გიორგი და გაემართა კონსტატინეპოლში (დედა დედოფალ მარიამთან და ასულ მართასთან ერთად) კონსტანტინე მონომახთან მოსალაპარაკებლად, რათა უკანსკნელს ბაგრატის ერთგულების სანაცვლოდ შეეწყვიტა ლიპარიტის დახმარება.
ბაგრატი ტრაპიზონს მივიდა და იქედან მოციქული გაუგზავნა იმპერატორს რათა ნება მიეცა კონსტანტინეპოლში ჩასასვლელად. გზად ქართულ სამეფო დელეგაციას ლეგენდარული ქართველი სასულიერო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი შეხვდა, რომლითაც იმდენად მოიხიბლა მეფე, რომ ჭყონდიდის ეპისკოპოსობა შესთავაზა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. მარიამ დედოფალი გიორგი მთაწმინდელს „შავ მთამდე“ გაჰყვა, შემდეგ კი დიდძალი თანხა გაატანა იერუსალიმში ქართული კერის დასაარსებლად. აღნიშნული თანხით საბაწმიდელმა მოღვაწემ, გიორგი-პროხორეს შავთელმა ააგო საქართველოს ისტორიის სიამაყე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.
როდესაც მეფე იმპერატორს ეწვია მსუბუქად უსაყვედურა: „მე მეფე ვარ და არამცირედი ქვეყნის აფხაზეთის მფლობელი და მაინც ლიპარიტს, ჩემს მეამბოხე ყმასა და ქვეშევრდომს უპირატესობას აძლევთო“. მონომახმა მოიწვია ლიპარიტი, დააზავა ბაგრატთან, რის შემდეგაც მეფესა და ერისთავს შორის შემდეგი შეთანხმება გაფორმდა: ბაგრატი ცხადდებოდა მეფედ და უზენაესად, ლიპარიტი კი მის ქვეშევრდომად და მთელი მესხეთის (ე.ი სამხრეთ საქართველოს ანუ ტაო, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი და სხვ) მთავრად. ამასთან მოხდებოდა ტყვეთა გაცვლა: მეფე გაათავისუფლებდა ნიანია ლიპარიტის ძეს, ხოლო ლიპარიტი სულა კალმახელს.
ამდენად თითქოს ყველაფერი მოგვარდა, თუმცაღა რეალურად ლაპარიტის რჩევით ბაგრატი კონსტატინოპოლში კიდევ 3 წლით დატოვეს დიდსა დიდებასა და პატივსა შინა, სადაც მოესწრო იმპერატორების კონსტანტინე მონომახისა (გარდ. 1055 წ. 11 იანვ) და თეოდორას (გარდ 1056 წ. 31 აგვ) გარდაცვალებას და მიხეილ VI სტრატონიკეს (1056-1057) ტახტზე ასვლას.
ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი ლიპარიტი იყო. მან გამოითხოვა ბაგრატის მეუღლისგან ერთხელ უკვე კურთხეული გიორგი და მომხრე დიდებულებთან ერთად რუისში მეფედ აკურთხა. ლიპარიტმა თავი მის აღმზრდელად, ხოლო ბაგრატის და გურანდუხტი (სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხჳთა, ღმრთის-მსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა) გიორგის პატრონად გამოაცხადა.
1054 წელს თოღრულ-ბეგის სარდლობით, სელჩუკების ამიერკავკასიაში დიდ ლაშქრობაზე საუბრობს არისტარკეს ლასტივერტეცი. მის მიერ ჩამოთვლილ თურქ-სელჩუკთა მიერ დარბეული ტერიტორიების შემადგენლობაში საქართველოც შედის: „ჩვენი წელთაღრიცხვის ხუთას სამ წელს (1054), იმავ თვესა და იმავ რიცხვში, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველად ტყვედ წაასხეს, გადაწვეს არწნი და სხვა ქალაქები და დაბა-სოფლები. დაიძრა სიკვდილის მომტანი, სისხლის მსმელი და კაცის მკვლელი მხეცი-სულთანი ურიცხვი ჯარით, სპილოებით, ეტლებით, ცხენებით, ცოლებით, ვაჟებით და დიდძალი ქონებით. მან დასტოვა არჭეში და ბერკრი, მოვიდა და დამკვიდრდა აპაჰუნიქის გავარის ქალაქ მანაზკერტთან და ყველა ფართო ველ-მინდვრებს დაეპატრონა. მან მარბიელი მოჰფინა ქვეყნის სამ მხარეს-ჩრდილოეთით აფხაზთა ციხემდე და პარხარის მთამდე და კავკასიის მთის ძირამდე, დასავლეთით-ჭანეთის ტყემდე, ხოლო სამხრეთით-სიმის მთამდე. მათ დაიპყრეს მთელი ქვეყანა და მომკეს ყოველივე პურის ყანის მარცვლების მომკელთა მსგავსად. მთელი ქვეყანა გვამებით აივსო: ნაშენი და უშენი, გზები და უდაბური ადგილები, ქვიანი და კლდოვანი, ტყიანი და გაშიშვლებული და ყველა სამოსახლო ადგილი ცეცხლს მისცეს. გადაწვეს სახლები და ეკლესიები, რომელთა ცეცხლის ალი უფრო მაღლა მიემართებოდა, ვიდრე ბაბილონისა. და ამგვარი მოქმედებით ააოხრეს მთელი ქვეყანა, არა თუ ერთხელ, არამედ სამჯერ ერთმანეთის მიყოლებით, სანამ სრულიად არ ამოწყდა მოსახლეობა და დადუმდა პირუტყვთა ხმა“. ყველაზე მეტად დაზარალდა ბიზანტიის სომხური პროვინციები, რასაც გულგრილად უყურებდა ბიზანტიის იმპერია. განსაკუთრებით სუსტი იყო მათი დახმარება სომხეთის სასაზღვრო ზოლისა და ციხე-სიმაგრეების გამაგრების საქმეში. ამის გამო ზარალდებოდა სომხეთის მოსაზღვრე სამხრეთ საქართველოს რაიონები. არისტაკეს ლასტივერტეცი აღნიშნავს: „ხოლო ტაოს ქვეყანაში შეჭრილი მტრები, მთელი ქვეყნის დამპყრობნი, მოვიდნენ მდინარე ჭოროხამდე, გადალახეს იგი, უკან მობრუნდნენ და მოვიდნენ ბაბერდის ციხე-ქალაქამდე. იქ მათ შეხვდა ჰორომთა ჯარის ერთი გუნდი, რომელიც ვარიაგებად იწოდებოდა; ისინი შეებრძოლნენ მტრებს. ღვთის წყალობით ჰორომთა ჯარებმა დაამარცხეს მტრები და მათი სარდალი მრავალ სხვა მებრძოლებთან ერთად მოკლეს, სხვები კი გაიქცნენ; მათ მთელი ნადავლი და ტყვეები წაართვეს მოწინააღმდეგეს, მაგრამ გაქცეულთა კვალდაკვალ დიდ მანძილზე დადევნება ვერ გაბედეს, რადაგანაც შეშინდნენ, რომ შესაძლებელი იყო მრავალრიცხოვან ჯარებს შეხვედროდნენ“. სელჩუკთა ამ ლაშქრობას უნდა ეხებოდეს ბიზანტიური წყაროს ცნობაც. კედრენეს მიხედვით, თოღრულ-ბეგის ლაშქრობის მიზეზი მის წინააღმდეგ ყუთულმუშის აჯანყება გამხდარა: „სულტანი მას უკან დაედევნა და თავისი ჯარებით იბერიაში მივიდა: ეს რომ ყუთულმუსმა შეიტყო, გაიქცა საბასკენ და ბედნიერი არაბეთისკენ. სულტანი რომ იბერიაში ჩავიდა, რაც კი შეხვდა გზაზე, დაარბია და გადაწვა. ამიტომ მეფემ სასწრაფოდ დაიბარა დასავლეთიდან მიხაილ აკულუთოსი და იბერიაში გაგზავნა. ეს რომ იქ ჩავიდა, შეკრიბა ხალდიასა და იბერიაში გაბნეული ფრანგები (ფრანჯები) და ვარანგები და იჩქაროდა რამენაირად შეეფერხებინა სულტნის თავდასხმები. სულტანი აიყარა და თავრიზისაკენ წავიდა“.
უშუალოდ თურქ–სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობის ყველაზე ადრინდელი პერიოდის შესახებ ქართული წყაროებიდან ცნობას გვაძლევს ბაგრატ IV-ის მიერ 1057 წელს შიო მღვიმის ლავრისთვის გაცემული შეწირულობის სიგელი, რომელიც ამიერკავკასიაში სელჩუკთა 1054 წლის ლაშქრობას უნდა ეხებოდეს. სიგელი ეხება სელჩუკთა მიერ შიო მღვიმის ლავრის მამულების აოხრებას. ბაგრატ მეფეს შიო მღვიმის ლავრისთვის სელჩუკთა თავდასხმისგან გამოწვეული ზარალის შემსუბუქების მიზნით მამულები შეუწირავს: „ლაშქარი დიდი წარმართნი... და ვერ დავიმორჩილეთ ლაშქარნი, და აღაოხრეს მამულნი წმიდისა უდაბნოისა ლავრისა მღვიმისანი. და ესე წმიდათა მამათა მღვიმელთა ფრიად დაუმძიმდა, რომლისათვისცა გულს-ვიდგინეთ შესავსებელად აოხრებულისა მამულისა წმიდისა ლავრისა და დაკლებულობისა მათისა განსაკურნებლად, მოსახსენებლად სულსა პირველ გარდაცვალებულთა მეფეთა, მამათა ჩემთა, და სალოცველად სულისა ჩემისა და სალხინებელად ცოდვათა ჩემთა შევსწირე წმიდასა მამასა შიოს, ლავრასა მღვიმისასა და წმიდათა მამათა მღვიმელთა მანგლისის ხევს ადგილი ბორცვის ჯვარი, ყოველითა მზღვრითა მისითა, მთითა, ბარითა, წყლითა, ტყითა, კლდითა, წისქვილითა და ყოვლითა სახმრითა და უხმრითა. და გაუთავისუფლეთ ყოვლისა შესავლისა და გამოსავალისაგან: სახელმწიფოისა, საერისთავოსა, სააზნაუროისა, საციხისთოვისა, სახევისუფლოისა, საბანჯრისა, სახიდისა, საკოშრისა ყოვლისა ღმრთისა დაბადებულისა შესავლისა და გამოსავლისაგან. და არა რაიზედაც თუინიერ სამსახურებელისა მის წმიდისა ლავრისა მღვიმსა, რამეთუ თავისუფლობით შემიწირავს ყოვლისავე მეუნებლისა და დამაკლებლისაგან, რაითა, მეოხებითა წმიდისა მამისა შიოისითა, ლოცვითა წმიდათა მამათა მღვიმელთაითა, მოგვენიჭოს ღმრთისა მიერ შენდობაი ამის ნაქმრისა და დაკლებისა მათისაი, წარმემართოს ლაშქრობაი ესე და ყოველნივე დღენი ცხორებისა ჩემისანი ნებასა შინა ღმრთისასა მშუიდობით და მტერთა ჩემთა ზედა ძლევით აღვასრულნე. და შემდგომად სიკვდილისა მეოხ იყოს წინაშე ღმრთისა სულისა ჩემისათვის წმიდაი იგი და მადლი მათ ყოველთა წმიდათა მამათაი“.
იბნ ალ-ასირის ცნობით, ამ დროს სელჩუკებმა აზერბაიჯანი დაიპყრეს. უფრო სწორად თოღრულ ბეგს მთელი ეს მხარე უბრძოლველად დაუკავებია. აქ მისთვის საჩუქრები მიურთმევიათ და მისი უზენაესობის ცნობის ნიშნად მის სახელზე ხუტბა წავკითხავთ. შემდეგ თოღრულ ბეგს რუმის ქვეყნებში გაულაშქრია, სადაც ბევრი ტყვე და ნადავლი უგდია ხელთ.
გურანდუხტის დაჟინებული თხოვნით 1056 წლის შემოდგომაზე ბაგრატ IV სამშობლოში ნოველესიმოსის ტიტულითა და პატივით გამოისტუმრეს: „გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწვდომელითა, მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღვის-პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული და ღმრთის მადლობა დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თვისად ქუთათისს“.
ბაგრატის ჩამოსვლად სიტუაცია ვერ შესცვალა. იგი კვლავ მხოლოდ დას. საქართველოს აკონტროლებდა, ხოლო აღმ. და სამხრეთ საქართველო ლიპარიტს ეჭირა და გიორგი ბაგრატის ძესაც ის ზრდიდა.
ლიპარიტის ბატონობა მალევე მოსწყინდათ მესხ აზაუნრებს, რომლების სულა კალმახის ერისთავის ირგვლივ შეიკრიბნენ, ოჯახით დლივის (ჯავახეთში) სამეფო რეზიდენციაში მონებივრეს თავს დააცხრნენ და შეიპყრეს (1057 წ.). დატყვევებული იქნა უფროსი ვაჟი ივანეც, ხოლო ნიანიამ გაასწრო და ჯერ კლდეკარს მიადგა, რომლის დამცველებმა არ შეუშვეს, ამიტომ ანისს ჩავიდა ბიზანტიურ გარნიზონთან.
სულამ სასწრაფოდ გადაიყვანა ძვირფასი ტყვეები კალმახის ციხეში და ეს ამბავი აცნობა ერთის მხრივ ღრტილას მყოფ გურანდუხტსა და გიორგი ბაგრატის ძეს (ისინი სასწრაფოდ ახალქალაქში წავიდნენ ბაგრატის დასახვედრად), მეორეს მხრივ ბაგრატს. ბაგრატ მეფე მოვიდა ახალქალაქს, სულას ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და უხვადაც დააჯილდოვა: „მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯუარი (მდებარეობს ბორჯომის რაიონში, თორის ქვაბულში, მდ. შავწყალას მარჯვენა ნაპირზე) და ოძრხე ბოდო-კლდითა, და სხვა-ცა მრავალი საქონელი და სამღდელთ-მოძღურონი, და რა-ცა უნდა“.
სულამ თავის მხრივ გადასცა ტყვეები და და მოახსენნა: „ლიპარიტის მომხრეთაგან გათავისუფლებულია ციხენი არტანუჯი, ყუელი (ისტორიულ სამცხეში. მდებარეობს მდ. ფოცხოვისწყლის ხეობაში, თანამედროვე ყალა ბოინის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის ფარგლებში), უფლისციხე, ბირთვისი. მხოლოდ კლდეკარი მტკიცედ უჭირავს ციხოვანთა და უარს აცხადებენ გაცემაზეო. ჯერ მიიყვანეს ანამორი, მწიგნობართუხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს, მაგრამ არც მისი თხოვითა არა მოსცეს ციხოვანთა კლდეკარი. შემდეგ აღმართეს ძელნი და გაასხნეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე და გაწირეს სიკვდილად, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მეფემ და დიდებულებმა დადეს ფიცი ლიპარიტისა და ივანეს უვნებლად გაშვების თაობაზე, ციხიონმა მშვიდობით დათმო კლდეკარის ციხე.
გამოიღო თავისი ხუასტაგი (საქონელი და საყოლელნი) და ჩაიცვა ჩოხანი ლიპარიტ, და შეჰვედრა ძე თავისი ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს. შეფიცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისათვის, და გაუშვეს. იგი აღიკვეცა ბერად ანტონის სახელით და წავიდა სამუდამოდ ბიზანტიაში.
შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წავიდა ივანე საბერძნეთს და დაყო იქ ორი წელი. ლიპარიტმა ურჩია ივანეს საქართველოში დაბრუნება და ბაგრატს შემოუთვალა თხოვნა არაფერი ევრო მისთვის. ბაგრატმაც შეიწყნარა იგი და გადასცა არგვეთის მამული და ქართლის ერისთავობა (1059 წ. აპრილი). რაც შეეხება ნიანიას, იგი მოკვდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა.
სხვათაშორის ბაღვაშები ყოველთვის ზრუნავდნენ ქართული მწერლობის განვითარებაზე და თრიალეთში მრავალი წიგნი იქნა გადაწერილი. ანტონ-ლიპარიტსაც სხვა საქმეებთან ერთად ათონის მონასტრის წინაშეც დიდი დამსახურება აქვს. იგი გარდაიცვალა 1060-იან წლებში კონსტანტინეპოლში, რის შემდეგაც „წამოასვენეს დიდითა დიდებითა ერთგულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა“.
მიუხედავად ასეთი წყალობისა ივანეს გამოსწორება არ მოხერხდა. მათეოს ურჰაეცის ცნობით, 1059 წელს სელჩუკთა შემოსევის დროს ლიპარიტის შვილი ივანე მუსლიმებს შეუკავშირდა და მათ წინ მოუძღვებოდა. ივანეს მიერ სელჩუკების მოწვევის მიზეზი, არისტარკეს ლასტევერტეცის მიხედვით, მისი ბიზანტიელებთან ურთიერთობის გაუარესება ყოფილა. თვითონ ივანეს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მისი კაცის მეშვეობით აუოხრებიათ თურქ-სელჩუკებს ტერიტორიები ჭანეთის ტყემდე. „მათ ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვე და დიდი წარმატებით უკან მობრუნდნენ ბოროტების მოთავესთან და დიდი ძღვენით მადლობა მოახსენეს მას იმ გამარჯვებისათვის, რასაც გზაზე მიაღწიეს. შემდეგ ისინი საკუთარ ქვეყანაში წავიდნენ.
ვინაიდან ბოროტების მსახურებმა იხილეს ქვეყანა უპატრონოდ და უზედამხედველოდ, სწრაფად მობრუნდნენ, იქითკენ გასწიეს; გადვიდნენ მანანაღის გავარში და ორად დაიყვნენ. ერთი ნაწილი წავიდა ეკეღეაცის გავარისაკენ და ღამით თავს დაესხნენ ქალაქს, რომელიც იპოვეს მოუმზადებელ და გაუფრთხილებელ მდგომარეობაში. იქ დატრიალებული და საშინელი ბოროტება არ შემიძლია აღვწერო; დილით გათენებისას ცრემლმომგვრელი და აღმაშფოთებელი სანახაობა იყო, რომელიც გმინვასა და გოდებას ჰგვრიდა ქვებსა და უსულო საგნებსაც კი“.
თ. ჟორდანიას ცნობით ლიპარიტის ვაჟის ივანეს მოწვევით სელჩუკთა მიერ განადგურებულ იქნა მესხეთის ნაწილი, ახლანდელი ოლთისისა და არტაანის მხარე.
მოგვიანებით ივანე ლიპარიტის ძე ბაგრატ მეფის სამსახურში დგას და მეფე მას ნიანია ქვაბულიძესთან და მურვან ჯაყელთან ერთად ქართლში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობაში უშვებს, რასაც ფადლონის განადგურება და მოგვიანებით დატყვევება მოჰყვა.
„გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უხუცესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული“.
გიორგი II-ს მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. „შემდგომად სიკვდილისა მამისა მისისა დაყო მშვიდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად (1073 წ. ივლისი) თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქვაბულის-ძემან (საჩინოს მფლობელი. საჩინო ისტორიული მხარე იმერეთში. მოიცავდა მდინარეების ყუმურისა და სულორის ხეობებს, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე კვირისწყალი, დასავლეთით საჯავახოს მთები. იყოფოდა ზემო საჩინოდ და ქვემო საჩინოდ.), ივანე ლიპარიტის ძემან და ვარდან სვანთა ერისთავმან აუშალეს ქვეყანა: ივანემ მოიწვია კახნი, რომელთაც დაიპყრეს ქსნის პირი; ნიანია გაძარცვა ქუთათისის სამეფო საჭურჭლე და შედგა ქუთათისს ციხეში; ვარდანმა აამხედრა სვანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყვიდეს საეგრო“.
მეფე ხვდებოდა, რომ პირდაპირ ომზე წასვლით სარგებელს ვერ ნახავდა, რადგან მის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე გავლენიანი ფეოდალები იყვნენ გაერთიანებულნი (მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის საზღვრებთან უძლიერესი იმპერიის ჯარები იყო განლაგებული), ამიტომ პრობლემის მოგვარება დიპლომატიითა და დაყვავებით სცადა: „უბოძა ივანეს სამშვილდე; ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანი (ისტორიული ციხესიმაგრე მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. იკოთიდან (ახალგორი რაიონი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ დაშორებით აღმართულ კლდეზე) ნაცვლად რუსთავისა, რომელიც მიეცა კახთა მეფეს; ნიანიას თმოგვი და სხვანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთაღებო ჯაყელთა, ივანეს სიტყვით უბოძა და ყოველივე ერთგული და ორგული დაიფარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თავისი გიორგი მეფემან“.
ცოტა ხნის შემდეგ „კვლავ განდგა ივანე ლიპარიტის ძე. გაიგო რა გიორგი მეფემან, ქუთათისიდან გადმოვიდა სამცხეს, შემოიერთა მესხნი, და მივიდა სამშვილდის კარსა. მეფემ მოიყვანა აგრეთვე კახთა მეფე აღსართან. ივანე მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, მიატოვა ციხე და მიმართა მთათა სამცხისათა. მაშინ ლოწობანი აღსართანმა წაიღო ლიპარიტისაგან. მეფემ გაიარა სამშვილდესა, გადავიდა ჯავახეთს. ივანე მივიდა მეფესთან ეკრანთას ციხეში პატიების სათხოვნელად: დაიფიცეს ეკრანთას და დაიმტკიცა ივანემ კლდეკარი და სამშვილდე“.
ცოტა ხნის შემდეგ „მესამედ განდგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა“. ამით გაბრაზებულმა მეფემ ბაღვაშის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს საქართველოს სელჩუკთა ახალი სულთანი მალიქ-შაჰი (1072-1092) შემოესია. „მოვიდა სულთანი მალიქ-შა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანემ ძე მისი ლიპარიტ წინა. დაიტოვა იგი სულტანმა. მაშინ დაყო ლიპარიტმა მის თანა მცირედი ხანი და გამოეპარა. ამით გაბრაზებული სულთანი მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე, ტყვე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, დაიჭირა სამშვილდე სულთანმან. იქ დგომის დროს მოარბია ქართლი, წაიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი და შეიქცა გარე“. ამის შემდეგ ისტორიაში მოღალატე ივანე ბაღვაში ქრება და კლდეკარის ერისთავი მისი ძე ლიპარიტი ხდება.
საქართველოდან წასულმა სულთანმა განძა აიღო, არანის გამგებლად თავისი ერთ-ერთი სარანგი (სარდალი) სავ-თეგინი (არანის მმართველი 1073-1085 წლ.) დანიშნა, 48000 მხედარი დაუტოვა და საქართველოს რბევა დაავალა.
1074 წლის ადრიან გაზაფხულზე სავ-თეგინმა განძის ამირა ფადლონ III-ს (1073-1074) ბორკილები დაადო და დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით შემოესია საქართველოს. გიორგი აღსართან კახთა მეფესთან ერთად სოფელ ფარცხისის ქვემოთ დახვდა მოწინააღმდეგეს. ბრძოლა საკმაო ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მწუხრისას დასრულდა. „იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყვიდა იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა. შემოიქცა უკლებლად და მშვიდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა.
შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა (ე.ი. ბიზანტიელთა) წართმეულნი ციხენი. დაიბრუნა მეფემან ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა“.
ცოტა ხანში საქართველოს ახალი მიწები შემოემატა: „1076 წელს წავიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო ამ დროს მოვიდა წინაშე მისსა ზორვარი (სარდალი) აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე (პეტრიწონის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი), რომელსაც ჰქონდა ოლთისი, კარნუ-ქალაქი (არზრუმი), კარი (ყარსი) და მისი მიმდგომი ქვეყანა. დიდად განიხარეს და განისვენეს. მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი (ე.ი. ყარსი და ვანანდის მხარე) და მისი მიმდგომი ქვეყანა და განიყარნეს. ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა“- მოგვითხრობს ქართველი მემატიანე. ე.ი. საქართველოს „იურიდიულად“ ებოძა მთელი ვანანდის სამეფო (სომხური ფეოდალური სახელმწიფო არსებობდა 963-1064 წლებში. ცენტრი ყარსი) მაგრამ, ფაქტობრივად, გიორგი II-ს მხოლოდ კარნიფორის და ვანანდის ციხეები გადასცეს.
მალე ამ ტერიტორიული ცვლილებებით შეშინებულმა თურქ–სელჩუკებმა მიატოვეს მათ მიერ დაპყრობლი ახლო-მახლო ციხეები და „იოტნა თურქნი მის ქვეყნისანი“. ამის შემდეგ საქართველომ, როგორც ჩანს, მთელ კარის ქვეყანაზე განავრცო თავისი გავლენა, მაგრამ ეს წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა.
„ხოლო გაძლიერებასა თურქთასა დაუტოვეს ბერძენთა ქვეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელნიც აღმოსავლეთს ჰქონდათ და წავიდნენ. რომელნი-ცა აიღეს თურქთა და დაემკვიდრნენ მას შინა. და როდესაც მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩვენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩვენ ზედა. რამეთუ იწყეს ამიერიდან რბევად, ტყვენვად, მოოხრებად, წვად, სრვად და ტყვეობად ჩვენ ქრისტიანეთა“.
დავით აღმაშენებელი და ლიპარიტ მეხუთე
„დავითის გამეფების ჟამსა შინა ჰქონდა თრიალეთი და კლდეკარი და მიმდგომი მისი ქვეყანა ლიპარიტს და მეფესა დავითს წინაშე იყო რე-ცა ერთგულად. ეგრეთ-ვე ნიანია კახაბერის ძესა (ნიანია ბაღვაში, რაჭა-თაკვერის ერისთავი 1088-1100 წლ.) და სხვანი-ცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოიკრებიან დარჩენილნი სადა-ვე და სოფლებად-ცა იწყეს ჩამოსლვად და დასხდომად.
ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდახდა წელიწადი ოთხი და ლიპარიტ ამირამან იწყო მათ-ვე მამულ-პაპურთა კვალთა სლვა, რამეთუ ზაკვიდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორ-გულება და სიძულილი პატრონთა გვარისაგან მოაქვნდა გონებითა. და ვინათგან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა. ამას რა ესე-ვითარებასა ხედვითა დავით, ინება გაწვრთა მისი. ამისთვის-ცა შეიპყრო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე. და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთგულობისათვის ღმრთისა შუამდგომელად მომცემი გაუშვა იგი. და მით-ვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არ-ცა-ღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინაიდან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არ-ცა მეჭუელ. ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და როგორც ღორი ინწუბა საგორელსა მწვირისასა: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თვისსა. იხილა რა მშვიდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართება, არ-ცა კირჩხიბი ამართულად ივლის, მეორესა წელსა კვალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ჰყო და საბერძნეთს გაგზავნა“, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ამრიგად 1093 წელს უცნობი მიზეზის გამო მეფემ ლიპარიტ V (1173-1194) ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ურჩობის (?) გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა. მის ნაცვლად კლდეკარის ერისთავად დაამტკიცა ლიპარიტის ძე რატი V (1094-1103).
1103 წელს რატის გარდაცვალების შემდეგ, დავით I-მა კლდეკარის ერისთავთა მამულების გამგედ დასვა გიორგი ჭყონდიდელის დისწული თევდორე. ამასთან საერისთავოს ჩამოაჭრა არგვეთის მამულები და ჯერ სამეფო საკუთრებად აქცია, შემდგომში კი გელათის მონასტერს გადასცა, რითაც მას შემოსავალი გაუჩინა.

გიორგი მეორე და ივანე ბაღვაში
1071 წლის 19 აგვისტოს მანასკერტთან (დღევ. ქ. მალაზგირთი, თურქეთი) ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა ალფ-არსლანის მეთაურობით გაანაგურეს ბიზანტიის არმია, იმპერატორი რომანოზ IV (1067-1071) ტყვედ ჩაიგდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. მცირე აზიის სარდლებმა და პროვინციათა მმართველებმა ამით ისარგებლეს და საკუთარი სახელმწიფოების შექმნაზე დაიწყეს ზრუნვა. ახალი იმპერატორი მიხეილ VII (1071-1078, გიორგის დის ქმარი) იძულებული გახდა 1074 წელს სელჩუკებთან ზავი დაედო და აზიური პროვინციები თურქებისათვის დაეთმო. ამით საქართველოს სამხრეთიდან უძლიერესი იმპერია გაუმეზობლდა.„გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უხუცესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული“.
გიორგი II-ს მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. „შემდგომად სიკვდილისა მამისა მისისა დაყო მშვიდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად (1073 წ. ივლისი) თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქვაბულის-ძემან (საჩინოს მფლობელი. საჩინო ისტორიული მხარე იმერეთში. მოიცავდა მდინარეების ყუმურისა და სულორის ხეობებს, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე კვირისწყალი, დასავლეთით საჯავახოს მთები. იყოფოდა ზემო საჩინოდ და ქვემო საჩინოდ.), ივანე ლიპარიტის ძემან და ვარდან სვანთა ერისთავმან აუშალეს ქვეყანა: ივანემ მოიწვია კახნი, რომელთაც დაიპყრეს ქსნის პირი; ნიანია გაძარცვა ქუთათისის სამეფო საჭურჭლე და შედგა ქუთათისს ციხეში; ვარდანმა აამხედრა სვანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყვიდეს საეგრო“.
მეფე ხვდებოდა, რომ პირდაპირ ომზე წასვლით სარგებელს ვერ ნახავდა, რადგან მის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე გავლენიანი ფეოდალები იყვნენ გაერთიანებულნი (მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის საზღვრებთან უძლიერესი იმპერიის ჯარები იყო განლაგებული), ამიტომ პრობლემის მოგვარება დიპლომატიითა და დაყვავებით სცადა: „უბოძა ივანეს სამშვილდე; ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანი (ისტორიული ციხესიმაგრე მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. იკოთიდან (ახალგორი რაიონი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ დაშორებით აღმართულ კლდეზე) ნაცვლად რუსთავისა, რომელიც მიეცა კახთა მეფეს; ნიანიას თმოგვი და სხვანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთაღებო ჯაყელთა, ივანეს სიტყვით უბოძა და ყოველივე ერთგული და ორგული დაიფარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თავისი გიორგი მეფემან“.
ცოტა ხნის შემდეგ „კვლავ განდგა ივანე ლიპარიტის ძე. გაიგო რა გიორგი მეფემან, ქუთათისიდან გადმოვიდა სამცხეს, შემოიერთა მესხნი, და მივიდა სამშვილდის კარსა. მეფემ მოიყვანა აგრეთვე კახთა მეფე აღსართან. ივანე მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, მიატოვა ციხე და მიმართა მთათა სამცხისათა. მაშინ ლოწობანი აღსართანმა წაიღო ლიპარიტისაგან. მეფემ გაიარა სამშვილდესა, გადავიდა ჯავახეთს. ივანე მივიდა მეფესთან ეკრანთას ციხეში პატიების სათხოვნელად: დაიფიცეს ეკრანთას და დაიმტკიცა ივანემ კლდეკარი და სამშვილდე“.
ცოტა ხნის შემდეგ „მესამედ განდგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა“. ამით გაბრაზებულმა მეფემ ბაღვაშის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს საქართველოს სელჩუკთა ახალი სულთანი მალიქ-შაჰი (1072-1092) შემოესია. „მოვიდა სულთანი მალიქ-შა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანემ ძე მისი ლიპარიტ წინა. დაიტოვა იგი სულტანმა. მაშინ დაყო ლიპარიტმა მის თანა მცირედი ხანი და გამოეპარა. ამით გაბრაზებული სულთანი მოადგა სამშვილდესა და წარუღო სამშვილდე, ტყვე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, დაიჭირა სამშვილდე სულთანმან. იქ დგომის დროს მოარბია ქართლი, წაიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი და შეიქცა გარე“. ამის შემდეგ ისტორიაში მოღალატე ივანე ბაღვაში ქრება და კლდეკარის ერისთავი მისი ძე ლიპარიტი ხდება.
საქართველოდან წასულმა სულთანმა განძა აიღო, არანის გამგებლად თავისი ერთ-ერთი სარანგი (სარდალი) სავ-თეგინი (არანის მმართველი 1073-1085 წლ.) დანიშნა, 48000 მხედარი დაუტოვა და საქართველოს რბევა დაავალა.
1074 წლის ადრიან გაზაფხულზე სავ-თეგინმა განძის ამირა ფადლონ III-ს (1073-1074) ბორკილები დაადო და დვინისა და დმანისის ამირების თანადგომით შემოესია საქართველოს. გიორგი აღსართან კახთა მეფესთან ერთად სოფელ ფარცხისის ქვემოთ დახვდა მოწინააღმდეგეს. ბრძოლა საკმაო ხანს გაგრძელდა და მხოლოდ მწუხრისას დასრულდა. „იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყვიდა იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა. შემოიქცა უკლებლად და მშვიდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა.
შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა (ე.ი. ბიზანტიელთა) წართმეულნი ციხენი. დაიბრუნა მეფემან ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა“.
ცოტა ხანში საქართველოს ახალი მიწები შემოემატა: „1076 წელს წავიდა მეფე გიორგი მამულსა თვისსა ტაოს, და მოვიდა ბანას. ხოლო ამ დროს მოვიდა წინაშე მისსა ზორვარი (სარდალი) აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე (პეტრიწონის ქართველთა მონასტრის დამაარსებელი), რომელსაც ჰქონდა ოლთისი, კარნუ-ქალაქი (არზრუმი), კარი (ყარსი) და მისი მიმდგომი ქვეყანა. დიდად განიხარეს და განისვენეს. მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი (ე.ი. ყარსი და ვანანდის მხარე) და მისი მიმდგომი ქვეყანა და განიყარნეს. ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა“- მოგვითხრობს ქართველი მემატიანე. ე.ი. საქართველოს „იურიდიულად“ ებოძა მთელი ვანანდის სამეფო (სომხური ფეოდალური სახელმწიფო არსებობდა 963-1064 წლებში. ცენტრი ყარსი) მაგრამ, ფაქტობრივად, გიორგი II-ს მხოლოდ კარნიფორის და ვანანდის ციხეები გადასცეს.
მალე ამ ტერიტორიული ცვლილებებით შეშინებულმა თურქ–სელჩუკებმა მიატოვეს მათ მიერ დაპყრობლი ახლო-მახლო ციხეები და „იოტნა თურქნი მის ქვეყნისანი“. ამის შემდეგ საქართველომ, როგორც ჩანს, მთელ კარის ქვეყანაზე განავრცო თავისი გავლენა, მაგრამ ეს წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა.
„ხოლო გაძლიერებასა თურქთასა დაუტოვეს ბერძენთა ქვეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელნიც აღმოსავლეთს ჰქონდათ და წავიდნენ. რომელნი-ცა აიღეს თურქთა და დაემკვიდრნენ მას შინა. და როდესაც მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩვენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩვენ ზედა. რამეთუ იწყეს ამიერიდან რბევად, ტყვენვად, მოოხრებად, წვად, სრვად და ტყვეობად ჩვენ ქრისტიანეთა“.
დავით აღმაშენებელი და ლიპარიტ მეხუთე
„დავითის გამეფების ჟამსა შინა ჰქონდა თრიალეთი და კლდეკარი და მიმდგომი მისი ქვეყანა ლიპარიტს და მეფესა დავითს წინაშე იყო რე-ცა ერთგულად. ეგრეთ-ვე ნიანია კახაბერის ძესა (ნიანია ბაღვაში, რაჭა-თაკვერის ერისთავი 1088-1100 წლ.) და სხვანი-ცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოიკრებიან დარჩენილნი სადა-ვე და სოფლებად-ცა იწყეს ჩამოსლვად და დასხდომად.
ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდახდა წელიწადი ოთხი და ლიპარიტ ამირამან იწყო მათ-ვე მამულ-პაპურთა კვალთა სლვა, რამეთუ ზაკვიდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორ-გულება და სიძულილი პატრონთა გვარისაგან მოაქვნდა გონებითა. და ვინათგან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა. ამას რა ესე-ვითარებასა ხედვითა დავით, ინება გაწვრთა მისი. ამისთვის-ცა შეიპყრო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე. და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთგულობისათვის ღმრთისა შუამდგომელად მომცემი გაუშვა იგი. და მით-ვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არ-ცა-ღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინაიდან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არ-ცა მეჭუელ. ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და როგორც ღორი ინწუბა საგორელსა მწვირისასა: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თვისსა. იხილა რა მშვიდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართება, არ-ცა კირჩხიბი ამართულად ივლის, მეორესა წელსა კვალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ჰყო და საბერძნეთს გაგზავნა“, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ამრიგად 1093 წელს უცნობი მიზეზის გამო მეფემ ლიპარიტ V (1173-1194) ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ურჩობის (?) გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა. მის ნაცვლად კლდეკარის ერისთავად დაამტკიცა ლიპარიტის ძე რატი V (1094-1103).
1103 წელს რატის გარდაცვალების შემდეგ, დავით I-მა კლდეკარის ერისთავთა მამულების გამგედ დასვა გიორგი ჭყონდიდელის დისწული თევდორე. ამასთან საერისთავოს ჩამოაჭრა არგვეთის მამულები და ჯერ სამეფო საკუთრებად აქცია, შემდგომში კი გელათის მონასტერს გადასცა, რითაც მას შემოსავალი გაუჩინა.
მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში. (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“. ძირითადი ნაწილი დაახლ. 1010-1014 წლებშია აგებული ნიკორწმინდას პარალელურად, რომელიც იმავ რატი ბაღვაშმა ააგო.
მღვიმევის დედათა მონასტერი მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად. მთავარ ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული მხატვრობა, მათ შორის XIII საუკუნეში ამ მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий