четверг, 23 ноября 2023 г.

სტატია „ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება“ (კესო კალანდია)

შესავალი
  ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ ქართული სამეფო-სამთავროები მრავალწლიან შიდაომებში ჩაეფლნენ. რასაც ემატებოდა მეზობელი დიდი ქვეყნების თავდასხმები და გაჩარებული ლეკინობა და ტყვეთა სყიდვა. სამცხე-საათაბაგო შიდაგამცემლობის ხელშეწყობით უკვე წაეღო ოსმალეთს.
    XVIII საუკუნის ბოლოს ქვეყანას ჩასაყლაპად უზარმაზარი რუსეთის იმპერია მოადგა. როგორ განვითარდა მოვლენები ამის წინ? როგორი იყო საქართველოს საგარეო და კავკასიის ირგვლივ არსებული საერთაშორისო ვითარება? რა ღონისძიებები განხორციელდა ქვეყნის ფეხზე დასადგომად? რა საგარეო და საშინაო პრობლემები ჰქონდა საქართველოს? ყველა ამ კითხვას პასუხი ამ სტატიით გაეცემა.
                                                        კახეთის სამეფო
    XVII საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული საქმე ირანმა სისრულეში 1648 წლიდან მოიყვანა და კახეთის მმართველის წოდება ხანი გახდა. 1732 წლიდან კახეთის ხანი იყო თეიმურაზ II. ის ერთგულად  ემსახურებოდა ირანელებს. მაგალითად: ერეკლე გაუგზავნა ინდოეთის ლაშქრობაში, დაეხმარა ქართლის აჯანყებაში და ა.შ. ამ დამსახურებების გამო 1744 წლიდან მიენიჭა ქართლის მართველის ტიტული, ხოლო მის შვილს ერეკლეს  კახეთის.
    მაგრამ კახეთს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა. დაღესტანიდან ესეოდნენ ლეკები. ლეკიანობა მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით  დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას. სწორედ ამას დაედო საფუძვლად იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“. 
ქართლის სამეფო
    1633 წლიდან ქართლი ირანის დაქვემდებარებულ გურჯისტანის ვილაიეთად იქცა. შემდეგ სტაბილურობას არეულობა ცვლიდა. 1724 წლიდან ვახტანგ მეექვსის მოსკოვში გადასახლების შემდეგ, ქართლი უპატრონოდ იყო მიგდებული, რომელსაც ჯერ ოსმალები არბევდნენ, შემდეგ კი ირანელები.
კახელ ბაგრატიონ თეიმურაზს ქართლის მეფობის ამბიცია გაუჩნდა. ამაში მას ორი ფაქტორი დაეხმარა: ის რომ მისი ცოლი თამარი ვახტანგ VI-ს შვილი იყო, და ქართლის აჯანყების ჩახშობაში თეიმურაზი ნადირ შაჰს დაეხმარა და შემდეგშიც ემსახურებოდა. ამ დამსახურებების გამო შაჰმა ქართლი თეიმურაზს გადასცა ხოლო მის ერთადერთ ვაჟს, ერეკლეს კახეთი. ისინი ფორმალურად კვლავ ირანის ვასალებად ითვლებოდნენ, თუმცა დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ. 1747 წელს ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ ირანი თანდათან დაიშალა და მალე ქართლი და კახეთი ამ დამოკიდებულებისგანაც გათავისუფლდა.
    ერეკლე და თეიმურაზი, შეხმატკბილებულ, ერთიან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ და საჭიროების მიხედვით, მტერთან საბრძოლველად ქართლის და კახეთის ჯარსაც აერთიანებდნენ. ხშირად უხდებოდათ ქართველ მეფეებს საერთო მტრის მოგერიება. 1762 წლიდან, თეიმურაზის სიკვდილის შემდეგ ერეკლემ ქართლიც შემოიერთა.



    ერეკლეს  II-ის მიერ ქვეყნის ეკონომიკური, სამხედრო და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად ჩატარებული რეფორმების ჩამონათვალი:
    შეზღუდა თავადები
    დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები
    აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ტყვეთა სყიდვა
    გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა
    დარაზმა ხალხი ადამიანთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად
    მმართველობა დაანაწილა ცალკეული უწყებების მიხედვით: „საგარეო საქმეთა”, „სახელმწიფო შემოსავლისა“ და „სამხედრო საქმეთა“ დარგებად:
    გაჩნდა ფაბრიკები (მინის, სარკის, აგურის, თიხის ჭურჭლის დამამზადებელი საწარმოები)
განვითარდა სამთამადნო წარმოება (სპილენძის, ოქრო-ვერცლის, თუჯის, რკინის), განახლდა ზარაფხანა, იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული
    ამუშავდა იარაღის, დენთის, ზარბაზნის დამამზადებელი ქარხნები
    შექმნა „მორიგე ჯარი“. მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველყო. მორიგე ჯარისგან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ვაჭრები და ზოგიერთი ხელოსნები. მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი.
    ერეკლე II-ის ეპოქაში დიდი ყურადღება დაეთმო განათლებას: გაიხსნა სასულიერო სემინარიები (თბისში, გორში და თელავში) და სკოლები. აღდგა სტამბა. თბილისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ-კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. მეფე ცდილობდა ქვეყნის მოდერნიზაციას, ამ მიზნით იგი ახალგაზრდებს აგზავნიდა ევროპასა და რუსეთში სასწავლებლად.
    ერეკლე II ცდილობდა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვასაც. ამ მიზნით XVIII საუკუნის 70-იან წლებში, მან კავშირი დაამყარა ინდოეთში, კერძოდ - მადრასში მცხოვრებ ცნობილ სომეხ ვაჭართან და საზოგადო მოღვაწესთან - ჩახმირ ჩახმირიანთან. ერეკლე II-ემ მას შესთავაზა საქართველოში დასახლება და ქართულ ეკონომიკაში ფულის დაბანდება. მეფე ერეკლე II-ემ წარმატებული სამხედრო მოქმედებებით აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უპირატესობის მოპოვება შეძლო. მის დაქვემდებარებაში რჩებოდა: ერევნის, განჯისა და ნახჩევანის სახანოები.
    ქართლ-კახეთის გაერთიანება და ერეკლეს ხელისუფლების ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართლის რეაქციულ თავადებს. ისინი ხვდებოდნენ, რომ ერეკლეს ასეთი გაძლიერებით მათი რეაქციული პოლიტიკა სრულ აღკვეთას გამოიწვევდა. ერეკლეს მოქმედებებით აშკარა ხდებოდა, რომ ის ვერ მოითმენდა მის სამეფოში ნახევრად დამოუკიდებელ და მეფესთან დაპირისპირებულ თავადების არსებობას. რეაქციული თავადები იმედებს საგარეო მტრებზე ამყარებდნენ, მაგრამ ერეკლემ თავისი მოქმედებებით თავადებს ეს იმედებიც გადაუწურა.


იმერეთის სამეფო
    XVI-XVII საუკუნეებში იმერეთის სამეფოს გამოეყო სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის სამთავროები. სვანეთის და რაჭის საერისთავოები მეფეებს არ ექვემდებარებოდნენ. საგვარეულოს სათავადოების მეფემმთავრებს შორის მუდმივი შიდაომები მიმდინარეობდა, ქვეყანას ხშირად ესხმოდნენ ოსმალები, რომლებიც ამავე დროს ქართველებს ხარკს ახდევინებდნენ. ქუთაისსა და იმერეთის ბევრ ციხეში XVIII საუკუნიდან ჩააყენეს ოსმალთა რაზმები მათვე დაიკავეს ქვემო გურია, ქობულეთ-ბათუმის მხარე, ფოთი, სოხუმი და მთელი აფხაზეთი (ანუ დასავლეთ საქართველო ზღვისგან მოწყვიტეს). ამ ყველაფერს დაემატა ტყვეთა სყიდვა. ჯერ ოსმალები იტაცებდნენ ქართველებს, შემდეგ შიდა ომების დროს ჩავარდნილ ტყვეებს ყიდდნენ თვითონ ქართველები. შემდეგ თავადებმა დაიწყეს თავიანთი გლეხების(ყმა გლეხების) მონათა ბაზარზე გაყიდვა ბოლოს გლეხებმაც დაიწყეს ერთმანეთის მოტაცება და თუ ვერავის მოტაცება შეძლეს ყიდდენ ოჯახის წევრებს.
    ასეთ უმძიმეს ვთარებაში დაქუცმაცებული იმერეთის სამეფოს მეფე გახდა 16 წლის სოლომონ I (1752-1784). მის  გამეფებისთანავე სოლომონის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. სოლომონს აუჯანყდნენ თავადები, როსტომ რაჭის ერისთავი, მამია IV გურიელი, კათოლიკოს-პატრიარქი ბესარიონი და საკუთარი ოჯახის წევრები, დედა, ბიძები და ბაბუა ლევან აბაშიძე. სოლომონმა ახალციხის ფაშის დახმარებით დაიბრუნა ტახტი. ხელახლა გამეფებულმა სოლომონმა ბიძა მამუკა ბატონიშვილი იმერეთიდან გააგდო, გურიელობა ჩამოართვა მამია IV-ს და გიორგი V-ს მისცა, სამეგრელოში გააძევა დედა, ხოლო ლევან აბაშიძეს ჩამოართვა რეზიდენცია კაცხი და ის სახასო მამულად გამოაცხადა. სოლომონმა ხელთ იგდო აბაშიძეთა სათავადოს თითქმის ყველა ციხე. სოლომონმა აბაშიძეების ნაცვლად დააწინაურა ერთგული გვარები.
    სოლომონმა სასტიკად აკრძალა ტყვეთა სყიდვა, რაც ოსმალეთის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო, ამიტომ 1757 წელს ოსმალთა  ჯარები დასავლეთ საქართველოში შემოიჭრნენ. სოლომონმა, რომელიც წინასწარ ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის მტერთან დასახვედრად ხრესილის მიდამოები აირჩია.  ბრძოლაში სოლომონ I-მა 11000 კაცი შეკრიბა, ოსმალების მხარეს  კი როსტომ რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე გადავიდნენ. ეს უკანასკნელი იმერეთში ახალციხიდან გამოგზავნილ ჯარს თავად შემოუძღვა. ბრძოლა გაიმართა დეკემბერში. სოლომონ მეფემ თავისი ჯარით უეცრად შეუტია ოსმალთა არმიას და საბოლოოდ სასტიკი მარცხი აგემა მათ. ბრძოლაში სამი ფაშა და მოღალატე აბაშიძე მოკლეს, ხოლო გადარჩენილი ოსმალების ნაწილმა გაქცევით უშველა თავს.
         

რუსეთ  ოსმალეთის 1768-74 წლების ომი და საქართველო
    XVIII საუკუნის I ნახევრისთის რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II ამუშავებს გეგმას. რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა დაიბყროს შავი ზღვის ირგვლივ ტერიტორია და კავკასიის  რეგიონი. ამ საქმის წარმატებისთვის აუცილებელი იყო ოსმალეთის დამარცხება რადგან მას ექვემდებარებოდა შავი ზღვის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები. რუსეთს წარმატების იმედს აძლევდა ის ფაქტიც რომ შავი ზღვის სანაპიროებზე - იმერეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, მოლდოვის სამთავრი ვლახეთის სამთავრო, ბულგარეთი, საბერძნეთი. მათ შორიახლოს მდებარე სერბეთი და სხვა მართმადიდებლურ ქრისტიანულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ და აქედან გამომდინარე (რადგან ეკლესია საზოგადოების განწყობილებებს აყალიბებდა) ის ქვეყნები რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ. ამ იდეით რუსეთმა ოსმალეთთან ომი წამოიწყო და ის დაამარცხა კიდეც.
    ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება რუსეთისა და ოსმალეთს შორის 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ხელშეკრულება, რომლითაც დამთავრდა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი. ევროპელი დიპლომატების მტრული პოზიციისა და რთული საშინაო ვითარების მიუხედავად, რუსეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: გადაეცა ტერიტორია დნეპრსა და ბუგს შორის, სიმაგრეები შავ ზღვაზე  კინბურნი, ქერჩი და იენიკალე; რუსეთის სავაჭრო ფლოტს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობისა და სრუტეებში გავლის ნება დართო; კავკასიაში რუსეთის საზღვარი მდინარე ეისა და თერგის ხაზზე გავიდა; ყირიმის სახანოს დამოუკიდებლობა მიენიჭა (გათავისუფლდა ოსმალეთის ბატონობისგან). ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო ზღვაზე ვაჭრობის განვითარებისა და რუსეთის სამხედრო სტარატეგიული პოზიციის განმტკიცებას.
„ბრწყინვალე პორტა საზეიმოდ და სამუდამოდ უარს ამბობს იმერეთიდან ხარკად ჭაბუკებისა და ქალიშვილების მოთხოვნაზე და ყოველგვარ სხვა გადასახადზე. პორტა კისრულობს ვალდებულებას… ასევე არავითარი სახით  არ შეავიწროებს ქართველთა სარწმუნოებას… მაგრამ, რადგან დასახელებული ხალხები ბრწყინვალე პორტას ქვეშევრდომები არიან, ამიტომ რუსეთუს იმპერია შემდგომ სრულებით არ უნდა ჩაერიოს მათ საქმეებში და არც უნდა შეავიწროვონ ისინი“.
    1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო დაიპყრო და ჩრდ. შავზღვისპირეთში გაბატონდა.

  რა ინტერესები ჰქონდათ აღნიშნულ ომში ერეკლე II და სოლომონ  I?
  სოლომონ I-ს სურდა რუსეთის დახმარებით იმერეთის ციხეებიდან ოსმალთა ჯარების განდევნა და ტყვეთა სყიდვის აკრძალვა. ერეკლე  II-ს  სურდა რუსეთის დახმარებით ოსმალეთის მიტაცებულ სამცხეს საათაბაგოს დაბრუნება. ქართველი მეფეების თხოვნით 1769 წელს საქართველოში რუსთა მცირე ჯარით ჩამოვიდა გერმანული წარმოშობის ავანტურისტური გენერალი გოტლიპ ტოტლებენი. ის ყველაფერს აკეთებდა ერთის მხრივ სოლომონ-ერეკლეს დასაპირისპირებლად და მეორეს მხრივ ერეკლეს ხელისუფლების დასასუსტებლად. სოლომონმა რუსების ზარბაზნების დახმარებით იმერეთის ციხეებიდან გაყარა ოსმალები ერეკლე მეორემ ტოტლებენთან ერთად ილაშქრა სამცხეში თუმცა ტოტლებენმა გზაში მიატოვა  ამ ფაქტის შესახებ ტოტლებენის ადიუდანტი დე გრაი დე ფუა წერდა: „თურქები ახალციხიდან 7000 კაცით დაიძრნენ. როდესაც ტოტლებენმა დაინახა რომ ისინი ახლოვდებოდნენ მან თავისი არტილერია აჰყარა, სურამში შებრუნდა და ერეკლეს აცნობა, თითქოს პური გაუთავდა და მის საშოვნელად საქართველოში ბრუნდებოდა. ამ დავალების შესრულება დამეკისრა მე. ერეკლემ ძალიან ცუდად მიმიღო: „კარგად ვხედავ მიზეზს რის გამოც გრაფი მღალატობს, მას იმედი აქვს რომ ამ ბრძოლაში დავიღუპები და როდესაც მე აღარ ვიქნები, თვითონ იქნება საქართველოში ბატონ-პატრონი. მაგრამ თქვენ ნახავთ, რომ იგი ცდება“.  
    უკან გამობრუნდა ერეკლეც რომელსაც გზა გადაუჭრა  თურქ-ლეკთა ჯარებმა. 1770 წლის ასპინძის ბრძოლაში ერეკლემ მტერი დაამარცხა და თბილისში დაბრუნდა ამდენად ერეკლემ თავის მიზანს ვერ მიაღწია.
    1770 წლის 20 აპრილს, მართალია ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში გაიმარჯვა თურქებზე, მაგრამ იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო, რადგან ტოტლებენი მის  წინააღმდეგ თავადებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ერეკლეს დაბრუნების შემდეგ ტოტლებენი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მან აქაც დაიწყო მეფის წინააღმდეგ შეთქმულებების მოწყობა  მალე ის საქართველოდან გაიწვიეს, რადგან  ეკატერინე II-მ ჩათვალა რომ ტოტლებენი რუსეთის ინტერესებს უფრო მეტ ზიანს  აყენებდა, ვიდრე სარგებელი მოქონდა.
    საბრძოლო მოქმედებები ბალკანეთში რუსეთის სასარგებლოდ წარიმართა  1774 წელს რუსეთ-ორმალეთის ომი დასრულდა და  ქუჩუკ-კაინარჯში მხარეებმა საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
    ომში მონაწილეობის გამო ერეკლეს ურთერთობა მხოლოდ თურქეთსა და მის მოკავშირე ლეკებთან კი არა, ირანთანაც  გაუარესდა. მართალია ერეკლემ მეზობლებთან მოლაპარაკება და დროებით ურთიერთობის მოგვარება შეძლო, მაგრამ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა და უკვე რუსეთის იმპერიის მფარველობისკენ მიისწრაფოდა.

„გეორგიევსკის ტრაქტატი“
    1781 წელს ლევნ ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ მორიგე ჯარი დიშალა. ერეკლესთან მოდიოდა ამბები, რომ ირანი, ლეკები და სხვა ქართველი მეფეები ვახტან მეექვსის შვილთან ერთად მის წინააღმდეგ ერთიანდებიანო. ასეთ ვითარებაში რუსეთმა ერეკლეს შესთავაზა ეკატერინა მეორისთვის მფარველობა ეთხოვა, რაც ქვეყანას ყველა უბედურებისგან იხსნიდა.
    1782 წელს ერეკლე II-მ ოფიციალურად მიმართა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ს ქართლ-კახეთის რუსეთის მფარველობაში მიღების თაობაზე. ერეკლე ითხოვდა, რომ  „პაპებისს სამკვიდრო და… ამდენი გარჯითა და ღვაწლის დადებით აშენებული ქვეყანა“ არ დაჰკარგვოდათ, სულთანსა და შაჰს საქართველოს მტრობა აღარ  შესძლებოდათ და  თუ პირობას იძლეოდა 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას - გეორგიევსკის ტრაქტატს.
    1783 წლის ივლისში ქართლ კახეთის ელჩმა გარსევან ჭავჭავაძემ და რუსეთის წარმომადგენელმა პავლე პოტიონკინმა კავკასიის რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში ხელი მოაწერეს ტრაქტატს რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთი რუსეთს დაექვემდებარა. 
    საშინაო პოლიტიკაში ქართლ-კახეთს შეეძლო დამოუკიდებლად მმართველობა თუმცა საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ნებართვის გარეშე სხვა ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ დაამყარებდა. ერეკლეს სამწუხაროდ ტრაქტატი „სამუდამოდ“ დაიდო.
    გეორგიევსკის ტრაქტატმა გააბრაზა ირანი, ოსმალეთი და დაღესტანი. ლეკები უფრო გამძინვარებით და დიდი ლაშქრებით მოდიოდნენ. ტრაქტატით რუსეთი ვალდებული იყო  ჯარით დახმარებოდა ქართლ-კახეთს. რუსის ჯარი პერიოდულად ჩამოდიოდა და როცა ომის საფრთხე იქმნებოდა გარბოდნენ.
1785 წეკს დაღესტანელი ფეოდალი ომარ ხანი 20000 კაცით შემოვიდა ქართლ-კახეთში  ხოლო რუსეთზე მინდობილი ერეკლე მოუმზადებელი დახვდა. ომარ ხანმა დასახლებები ააოხრა და ერეკლეს დიდი ფულის გადახდის შემდეგ შინ წავიდა, 2 წლის შემდეგ კი ისევ შემოესია. ერეკლე ამჯერად მზად დახვდა და დაამარცხა ის.
1794 წელს ირანის  მბრძანებელი გახდა აღა მაჰმად ხანი, რომელმაც ერეკლეს მოთხოვა გაეუქმებინა ტრაქტატი და ძველებურად ირანის ქვემდებარე მოკავშირე გამხდარიყო, რუსეთის იმედით ერეკლემ უარი შეუთვალა.
    1795 წლის სექტემბერში 35000 ჯარით ირანის შაჰი მოულოდნელად შემოესია ქართლ-კახეთს რუსები ცოტახნის წინ წავიდნენ კავკასიიდან ერეკლემ მხოლოდ 6000-7000 კაცი შეაგროვა რომლის მესამედი იმერეთის მეფემ გამოუგზავნა.     
    კრწანისთან 2 დღიან ბრძოლაში მტერმა გაიმარჯვა, შემდეგ თბილისი აიღო და რამდენიმე კვირა ირგვლივ ყველაფერს აოხრებდა ერეკლე მიხვდა რომ რუსეთი მას გამუდმებით ატყუებდა და ნანობდა ტრაქტატის დადებას.
    1797 წელს აღა მაჰმად ხანი ისევ დაიძრა საქართველოზე, მაგრამ გზაში შეთქმულებმა მოკლეს. 1798 წელს ერეკლე ისე გარდაიცვალა რომ დანგრეული ქვეყნის აღდგენა ვეღარ მოასწრო.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება
    1798 წლის 11 იანვარს ერელე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი შვილი დაავადებული გიორგი XII. იმავე წელს ახალი შაჰმა ბაბა-ხანმა (აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა) გიორგის დამორჩილება სთხოვა. გიორგი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო შაჰთან. ამავე დროს მან რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ თუ ის ტრაქტატის პირობებს არ დაიცავდა და არ დაეხმარებოდა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. იმპერატორმა ტრაქტატის აღდგენა გადაწყვიტა 1799 წელს მან გიორგი დაამტკიცა მეფედ, ხოლო მისი შვილი დავითი  მემკვიდრედ. ამასთან ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარიც გამოგზავნა.
    მეფობის დასაწყისშივე, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გიორგი XII მარტოდმარტო დატოვეს დაპირისპირებულმა ძმებმა და შვილებმა, ტახტის მემკვიდრე დავითმაც კი. ყველა ემზადებოდა იმ დროისათვის, როცა უიმედოდ ავადმყოფი მეფე გარდაიცვლებოდა და ტახტისათვის ბრძოლის შანსი მიეცემოდათ. ამ ვითარებით შესანიშნავად ისარგებლეს რუსმა დიპლომატებმა. გიორგი XII მათი მუდმივი ზემოქმედებისა და შანტაჟის ქვეშ იმყოფებოდა.
    1799 წლის 7 სექტემბერს გიორგი XII თავის ელჩებს ავალებდა, „მთლიანად გადაეცათ“ სამეფო რუსეთის იმპერატორისათვის. სუვერენულ უფლებათა შეზღუდვის სანაცვლოდ ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის იმპერატორისაგან ითხოვდა:
1) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებას.
2) ეს მფარველობა გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე ამას გეორგიევსკის ტრაქტატი (1783 წ.) ითვალისწინებდა. ამჯერად ქართლ-კახეთის სამეფო უნდა ჩათვლილიყო რუსეთის იმპერიის „კუთვნილებად“.
3) ქართლ-კახეთის სამეფოზე თავისი ხელისუფლების სრულად განხორციელების დროს რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთის მეფისათვის უნდა მიეცა წერილობითი პირობა სამეფო დინასტიის შენარჩუნების თაობაზე.
4) გიორგი XII-ისა და მისი შთამომავლებისათვის უნდა შეენარჩუნებინათ მთელი ქონება. 1800 წლის 24 ივნისს გიორგი XII-მ ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვარ პუნქტებს“ (ნოტას). რუსეთის იმპერატორის პავლე I-დმი მეფის სათხოვარი შემდეგში მდგომარეობდა:
1) გიორგი XII რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა პირადად მისი, მემკვიდრეების, სამღვდელოების, დიდებულებისა და ყველა ქვეშევრდომის სახელით. ქართლკახეთის მეფე შეასრულებდა რუსეთის იმპერატორის ყველა კანონსა და ბრძანებას, ხოლო რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთში მიიღებდნენ, როგორც მემკვიდრე ხელმწიფესა და თვითმპყრობელს.
2) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ გიორგი XII უნდა დარჩენილიყო ქართლ-კახეთის მეფედ, სამუდამოდ უნდა შენარჩუნებოდათ სამეფო ტახტი მის მემკვიდრეებს.
3) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის სანაცვლოდ გიორგი XII-ს რუსეთის იმპერატორისაგან უნდა მიეღო ჯამაგირი და სოფლები რუსეთში.
4) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებამდე დაუყოვნებლივ უნდა გაზრდილიყო ქართლ-კახეთში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა.
    ამასთან ერთად, გიორგი XII აყენებდა მისი „სათხოვარი პუნქტების“ (ნოტის) განხილვისა და დროულად დამტკიცების საკითხს. გიორგი XII-ს განზრახული ჰქონდა „სათხოვარი პუნქტების“ დამტკიცების შემდეგ რუსეთის იმპერატორისათვის წარედგინა კიდევ რამდენიმე დოკუმენტი (თხოვნა).
    ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის 1800 წლის 24 ივნისის „სათხოვარ პუნქტებს“ (ნოტას) რუსეთის საიმპერატორო კარზე სერიოზულად მოეკიდნენ. 1800 წლის 18 დეკემბრისათვის შედგენილი იქნა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მანიფესტი ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა.
    გიორგი XII-ის გადაწყვეტილება – შეეზღუდა სუვერენული უფლებები – უცნობი იყო თვით ტახტის მემკვიდრისათვისაც კი. დავით გიორგის ძემ მამის მიერ რუსეთის იმპერატორისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსი მხოლოდ მამის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.
გიორგი XII-ის გაუაზრებელმა პრორუსულმა საგარეო პოლიტიკამ დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს აღსასრული.
    1799 წლის ნოემბერში ქართლ-კახეთის სამეფოში გეორგიევსკის ტრაქტატით (1783 წ.) გათვალისწინებული რუსეთის ჯარის ბატალიონი შემოვიდა. ჯარს სარდლობდა გენერალი ლაზარევი. რუსეთის ჯარს თან ახლდა ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე რუსეთის წარმომადგენლად დანიშნული მინისტრი კოვალენსკი. ამ დროიდან რუსი დიპლომატები და სამხედროები კონტროლს უწევდნენ გიორგი XII-ის მოქმედებას.
    1800 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს „სათხოვარი პუნქტების” ყველა პირობაზე პავლე I- მა ქართველებს დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ  იმავდროულად იმპერატორი უკვე ქართლ-კახეთის სამეფოა გაუქმებას გეგმავდა. პავლე I გენერალ კნორინგს საიდუმლო წერილში სწერდა: „მეფის ავადმყოფობა საფუძველს გვაძლევს, რომ მალე მოველოდეთ მის გარდაცვალებას. ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება, დაუყოვნებლივ გაგზავნეთ იქ ჩენი სახელით განცხადება, რომ ჩვენგან ნებართვის მიღებამდე ტახტის მემკვიდრეს მეფედ ნუ აკურთხებენ“.
    1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთუს სამეფოს რუსეთთან შეერთების შესახებ, თუმცა გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე მანიფესტი არ უნდა გამოეცხადებინად.
    1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. მისმა ვაჟმა დავითმა ქართლ-კახეთის სამეფო ქარის საზეიმო შეკრებაზე თავი ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებლად გამოაცხადა. ის დარწმუნებული იყო, რომ მალე იმპერატორისგან მეფედ დამტკიცების სიგელსაც მიიღებდა
    1801 წლის 11 მარტს პავლე I შეთქმულებმა მოკლეს. რუსეთის იმპერატორის ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ალექსანდრე I-მა. რუსეთის ახალმა იმპერატორმა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების საკითხი განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადასცა. სახელმწიფო საბჭომ ხმის უმრავლესობით ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების აუცილებლობა დაამტკიცა.
    1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა  ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მანიფესტს.


    რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის მანიფესტი 1801 წ. 12 სექტემბერი
    „წყალობითა ღვთისათა ჩვენ, ალექსანდრე პირველი, იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა და სხვათა…
    განვუცხადებთ სრულიად საქართველოს სამეფოს მცხოვრებთ. ამიერიდან მყარდება მფარველობა და უზენაისი ხელმწიფება რუსეთისა იმპერიისა სა ქართელთა სამეფოზე.
    როდესაც რუსეთის იმპერატორი გავხდი, ვიხილე საქართელო რუსეთთან შეერთებული 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტით. ამან და ერთმორწმუნე ხალხის განსაცდელში მხარდაჭერის ვალდებულებამ გვაიძულა თქვენი მფარველობაში მიღება. ისედაც ვრცელი იმპერიის საზღვრების კიდე უფრო გაფართოებისათის კი არ ვტვირთეთ საქართველოს მმართველობის სიმძიმე, არამედ თქვენი შეჭირვების და მტერთგან დასაცავად…
    რუსეთის ჯარის მოსვლამ თქვენ მიერ მოთმენილ სარწმუნოებრივ დევნას, ქალაქების  და შენობების ნგრევას, მამების, დედების, ცოლების, შვილების ტყვეობას, მეფეთა შორის უთანხმოებას და ერის გაყოფას ბოლო მოუღო. რუსეთის მხედრობა დაიცავს ერთმორწმუნეებს,მათ  საზღვრებს, დაიცავს თქვენს უშიშროებას.
    გიწესებთ მმართველად გენერალ კნორინგს, რომელიც იზრუნებს ქვეყანაში წესრიგზე“.

იმერეთის სამეფოს გაუქმება
    ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების ამბავმა შეაშფოთა იმერეთის მეფე სოლომონ VI  აქამდე იგი რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა მაგრამ ახლა უარზე იყო. სოლომონი ცდილობდა სამეგრელოს მთავრის, გრიგოლ დადიანის დამორჩილებას. შევიწროებულმა გრიგოლმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა 1803 წელს სამეგრელო რუსეთის მფარველობაში შევიდა 1804 წელს სოფელ ყულევთან რუსებმა პორტი რედეტკალე ააგეს. ამიერიდან ზღვიდანაც დაუკავშირდნენ საქართველოს.
    აპრილში რუსთა ჯარები იმერეთში ქართლიდან და სამეგრელოდან გადმოვიდნენ და აიძულეს სოლომონ I ხელი მოეწერა „ელაზნაურის ტრაქტატზე“, რომლითაც იმერეთი რუსეთის მფარველობაში შევიდა
    1806 წელს რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი დაიწყო მაშინ რუსთა ჯარმა ქუთაისი დაიკავა. შეშინებული სოლომონი საცხოვრებლად ვარციხეში გადავიდა რუსეთის მოწოდების მიუხედავად იმერლები ომში არ ეხმარებოდნენ. 1810 წელს რუსებმა ოსმალებთან ომში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს ეს მომენტი ხელსაყრელად მიიჩნიეს იმერეთის სამედოს დასაპყრობად. 1810 წლის 20 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს რუსმა მმართველმა ალექსანდრე ტორმასკოვმა იმერეთის სამეფოს გაუქმების ბრძანება გამოსცა რაც წაიკითხეს ქუთაისის ეკლესიაში. სოლომონი აჯანყდა მაგრამ დამარცდა და ოსმალეთში გადაიხვეწა.


დასკვნები
    1724 წელს ქართლ-კახეთის მეფე ვახტანგ VI გადასახლდა მოსკოვში, შედეგად ქართლი ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე დარჩა და ქვეყანა ძალიან დასუსტდა.
    დიდ პრობლემებს უქმნიდა კახეთს ლეკიანობა და ირგვლივ არსებული მუდმივი არეულობები, რის გამოც კახეთში ეკონომიკის განვითარება ვერ ხდებოდა.
    დასავლეთ საქართველოში დაქუცმაცებული, შიდაომებში ჩაძირული იყო, რითაც სარგებლობდა ოსმალეთი, ახალ მიწებს იტაცებდა, ხარკი მიჰქონდა და ტყვეთა სყიდვითაც კარგად ხეირობდა.
    ერეკლესა და სოლომონ პირველის რეფორმებმა სამეფოები შედარებით გამოაცოცხლა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება მთელს კავკასიისა და მიმდებარე რეგიონში მუდმივი ომების და არეულობის ფონზე შეუძლებელი იყო.
    გეორგიევსკის ტრაქტატმა ბოლო წლებში მშვიდობიანი ვითარება არია და ქართლ-კახეთს ყველა მუსლიმური მეზობელი ქვეყანა დაუპირისპირა. ამ დროს რუსეთი ძველებურად ღალატობდა ქართველებს. მას სურდა ქართლ-კახეთის დასუსტება, რომ ადვილად დაეპყრო. ერეკლე ამას ვერ ხედავდა, რაც მას შეცდომებს აშვებინებდა.
    ერეკლეს მოხუცებულობისას მის შვილებს შორის ტახტის გამო დაძაბულობა ჩამოყალიბდა, რის გამოც ქვეყანამ არცთუ ძლიერი ირანის შემოტევა ვერ მოიგერია. ამაში დიდი როლი რუსეთზე ბრმად მინდობამაც შეასრულა.
    დაავადებული გიორგი მეთორმეტის გამეფებამ სამეფო ქაოსში გახვია. მეფის დიპლომატიურმა ნაბიჯებმა კი რუსებს თოფის გაუსროლელად მისცა საშუალება ქვეყანა დაეპყრო.
    შიდა ომები გრძელდებოდა დასავლეთ საქართველოში. გაღატაკებული ქვეყნის მეფე სოლომონ მეორეს 4000 მეომრის გამოყვანა თუ შეეძლო და ასეთ ვითარებაში მას არ ზალუძდა შეეკავებინა რუსეთის დაპყრობლური ჯარი. მითუმეტეს, რომ მტერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობა და სამეგრელო გურიის მთავრები ეხმარებოდნენ. არ არსებოდა სხვა ქვეყანა, რომლისთვის დახმარების თხოვნით სოლომონი რუსეთის აგრესიას შეაცერებდა. ასე რომ იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობა სამწუხაროდ განწირული იყო.

განმარტებანი
    ბრწყინვალე პორტა - თურქი მოხელეები ასე უწოდებდნენ სულთნის რეზიდენციას და თავად სახელმწიფოსაც შემდეგ ეს სახელწოდება ევროპელ დიპლომატებს შორისაც გავრცელდა და საერთაშორისო დოკუმენტებში ოსმალეთის სახელმწიფოს აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა
    ადიუტანტი - ოფიცრის (ზემსახურის) თანამდებობა, რომელიც უფროსის უშუალო დაქვემდებარებაშია. მისი მოვალეობაა სამსახურებრივი და სხვა დავალებების ან საშტაბო სამუშაოების შესრულება.
    სინოდი - უმაღლეს სასულიერო პირთა კრება მართლმადიდებლურ და პროტესტანტულ ეკლესიებში. სინოდი იყო ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო რუსეთის იმპერიაში 1721 წლიდან 1917 წლამდე. რუსეთში სინოდი შეიქმნა გაუქმებული საპატრიარქოს ნაცვლად და განაგებდა მთელ საკლესიო ცხოვრებას.
გამოყენებული ლიტერატურა
სასკოლო სახელმძღვანელო ისტორია მეცხრე კლასი, დიოგენეს გამომცემლობა
https://www.youtube.com/watch?v=UYVxsmPkal4
https://www.youtube.com/watch?v=6uZSdS4jqB
https://www.youtube.com/watch?v=_54fcx73l7E
https://umurgulia82.blogspot.com/2019/07/1801-1921.html
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D_XVIII_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94_II


სტატია „საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება“ (ბარბარე კეკუტია)

კომპლექსური დავალების პროდუქტი - სტატია
შესავალი
 საქართველო XV საუკუნიდან მოყოლებული იყო დაშლილი, და შიდა  ომები, ლეკიანობა, და ტყვეთა სყიდვა ტანჯავდა. საქართველო XV საუკუნეში დაიშალა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად: იმერეთის, ქართლისა და კახეთის სამეფოები და სამცხის საათაბაგო (რომელიც დაიპყრო ოსმალებმა). შემდგომში იმერეთს გამოეყო: აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის და სვანეთის სამთავროები. შიდა არეულობას ემატებოდა ირანელთა, ოსმალთა და ჩრდილო კავკასიელთა გამუდმებული შემოსევები საქართველოში.
 როგორ გაგრძელდა პოლიტიკური  ვითარება საქართველოში?
    რა ღონისძიებები გაატარა ერეკლე II ემ და სოლომონ I-მა თავიანთი სამეფოების ფეხზე დასაყენებლად? 
    რა საგარეო და საშინაო ფაქტორები ახდენდა გავლენას ქრთულ სამეფოებზე?

ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში
    ვახტანგ VI-ს მოსკოვში გადასვლის შემდეგ, ქართლში მმართველობა მოიშალა და დაიწყო თურქებისა და სპარსელების გაბატონება, ანუ ოსმალობა და ყიზილბაშობა, რასაც ემატებოდა „ლეკიანობა“. ასეთ ვითარებაში ქართლის აჯანყებებს სათავეში ჩაუდგა თავადი გივი ამილახვარი. მასთან ომში ირანის ახალ მმართველს ნადირ-შაჰს მხარდაჭერა კახეთის ხანმა თეიმურაზ II-მ აღმოუჩინა. თეიმურაზი აქამდეც ერთგულად ემსახურებოდა შაჰს, ჯარებს უგზავნიდა, რომელთაც ზოგჯერ მისი ერთადეთი ვაჟი ერეკლე სარდლობდა.
    თეიმურაზს ცოლად ვახტანგ VI-ს ასული თამარი ჰყავდა, და უპატრონო ქვეყნის მმართველობის ამბიცია კახელ ბატონს ამის გამოც გაუჩნდა. 1744 წელს მამაშვილის დამსახურება შაჰმა გულუხვად დააფასა და თეიმურაზი – ქართლის, ხოლო ერეკლე-კახეთის მეფედ დასვა.
    1747 წელს ნადირ შაჰი შეთქმულებმა მოკლეს და ირანი თითქმის 50 წლიან შიდა ომებში ჩაიძირა და დაიშალა. მაშინ ქართლ-კახეთმა მისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიარიდან მამა-შვილი ცდილობდნენ ლეკიანობის აღკვეთას და კავკასიაში პოლიტიკური გავლენის გავრცელებას. სამხრეთ კავკასიის სახანოებს ესხმიან  ერთის მხრივ დაღესტანელი ფეოდალები, მეორეს მხრივ ირანის ტახტის მაძიებლები. მამა-შვილი ორივე მხარესთან გარკვეულ წილად წარმატებულ ომს აწარმოებდნენ. 50-იანი წლებიდან მათ მოახერხეს ერევნის, განჯისა და ნახჭევანის სახანოების დაქვემდებარება. თუმცა ლეკთა შემოსევები მაინც გრძელდებოდა.
    ლეკიანობისა და ირანის საბოლოო დაჩოქების სურვილით თეიმურაზ II-ემ რუსეთთან კავშირი დაამყარა და 1761 წელს გაემგზავრა რუსეთში. ამ დროს რუსეთი ევროპის ქვეყნებთან ერთად „შვიდწლიან ომში“ იყო ჩართული და თეიმურაზის იდეით არავინ დაინტერესდა, ამიტომ მან ერთხანს იცადა რუსეთში, რა დროსაც გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. ამ ყველაფრის შედეგად 1762 წლს ერეკლემ ქართლს კახეთიც შეუერთა.







რეკლე მეფის ღონისძიებები ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად:
1. გაიხსნა ფაბრიკები და განვიტარება დაიწყო წარმოებამ
2. განავითარა სამთამანდო წარმოება.
3. განახლდა ზარაფხანა და იჭრებოდა ვერცხლის და სპილენძის ფული.
4. აამუშავა იარაღის დამამზადებელი ქარხნები.
5. ქალაქში ყოველდღე სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული ქარავნები შემოდიოდა.
6. დიდი ყურადღება დაუთმო განათლების სისტემას, იხსნებოდა სკოლები.
7. აღადგინა სტამბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები.
8. მეფის ირგვლივ შეკრიბა განათლებისა და კულტურის მოღვაწეები.
9. თბილისი გადაიქცა სამხრეთ კავკასიის სავაჭრო ცენტრად.
10. საქართველოთი დაინტერესდნენ ევროპის ქვეყნებიც.
11. შემოიტანა რეფორმები ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად:
12. შექმნა მორიგე ჯარი, რომელიც არსებობდა 1774-81 წლებში. მორიგე ჯარის შექმნით ერეკლე II წოდებრივ ფეოდალურ ლაშქარს შლიდა და აწესებდა საყოველთაო სამხედრო სამსახურს მოწინავე ქვეყნების წაბაძვით. მორიგე ჯარმა შესაძლებელი გახადა სამეფოში ერთდროულად 5 ათასი მოლაშქრის გამოყვანა. ის მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ ქართლ-კახეთის სამეფოს ჩამორჩენილი ვაჭრობა-მრეწველობის და ბურჟუაზიის არარსებობის გამო სამეფოს არც ბიუჯეტი და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნდა მსგავსი რეფორმის სიმტკიცისთვის. 
13. შეზღუდა თავადები, გააუქმა ურჩი საერისთავოები და სახანოები და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელთა ფენა.

დასავლეთ საქართველო პოლიტიკური მიმოხილვა და სოლომონ მეფე
    XVII საუკუნიდან მოყოლებული, დასავლეთ საქართველოში ქაოსი სუფევდა: იმერეთის სამეფოს გამოეყო სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის სამთავროები, სვანეთისა და რაჭის საერისთავოები. მეფეებს ეურჩებოდნენ საგვარეულო  სათავადოებიც. მეფე-მთავრებს შორის მუდმივი შინაომები მომდინარეობდა. ქვეყანას ხშირად ესხმოდნენ ოსმალები რომლებიც ამავე დროს ქართველებს ხარკს ახდევინებდნენ; ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე ციხეში XVIII საუკუნიდან ჩააყენეს ოსმალთა რაზმები, მათვე დაიკავეს ქვემო გურია, ფოთი, სოხუმი და მთელი აფხაზეთი, ანუ დასავლეთ საქართველო ზღვას მოსწყვიტეს.
    ამ ყველაფერს დაემატა ტყვეთა სყიდვა: ჯერ ოსმალები იტაცებდნენ ქართველებს, შემდეგ, შიდა ომების დროს ჩავარდნილ ტყვეებს ყიდნენ ქართველები; შემდეგ თავადებმაც დაიწყეს თავიანთი გლეხების მონათა ბაზარზე გაყიდვა, ბოლოს გლეხებმაც დაიწყეს ერთმანეთის მოტაცება და თუ ვერავის მოიტაცებდნენ, ოჯახის წევრებსაც ყიდდნენ.
    ასეთ უმძიმეს ვითარებაში 1752 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა 16 წლის სოლომონ I. მის გამეფებას ეწინააღმდეგებოდენ დედა და ბიძები, რაჭის ერისთავი და აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა. მან გამეფებისთანავე დაიწყო ბრძოლა ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. სოლომონი აქტიურად მოქმედებდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და ოსმალების ქვეყნიდან გაძევებისათვის.
    1757 წლს ოსმალთა ჯარები დასავლეთ საქართველოში შემოიჭრენ, სოლომონმა რომელიც წინასწარ ემზადებოდა ამ ბრძოლისთვის, მტერთან დასახვედრად ხრესილის მიდამოები შეარჩია. ბრძოლაში სოლომონს სამეგრელოსა და გურიის მტავრებთან ერთად თავადების უმეტესობა მიემხრო, ხოლო ოსმალების მხარეს რაჭის ერისთავი და ლევან აბაშიძე გადავიდნენ. ბრძოლა დეკემბერში გაიმართა. სოლომონმა თავისი ჯარით უეცრად შეუტია ოსმალთა არმიას და დაამარცხა ისინი. ბრძოლაში 3 ფაშა და ლევან აბაშიძე მოკლეს. სოლომონი ხვდებოდა რომ ეს გამარჯვება დროებითი იყო, ამიტომ მან უამრავი ღონისძიებები გაატარა იმერეთის სამეფოს გასაძლიერებლად:
1. ერთგული თავადებისგან შექმნა „ფიცის კაცების“ რაზმი, რომელზე დაყრდნობითაც მეფემ გაიმყარა პოზიციები იმერეთში და სამეგრელო-გურიის მთავრებიც დაიმორჩილა,
2. აკრძალა ტყვეთა სყიდვა და ვინც გააგრძელებდა და არ დაემორჩილებოდა, სიკვდილით დასჯიდნენ.
3. თეიმურაზ II-თან და ერეკლე  IIთან მეგობრიბის ხელშეკრულება დადო.
4. აღსდგა ქუთაისის ეპარქია.
5. ეკლესიას დაუბრუნდა ჩამორთმეული მიწები.
6. გლეხები გათავისუფლდნენ საეკლესიო გადასახადებისგან.
7. ციხესიმაგრეები მოაქცია მეფის მართველობაში, რადგან გაეძლიერებინა თავდაცვის უნარიანობა.
8. ზოგი ციხე თავადებისგან შეიძინა, ზოგიც კი ურჩ დიდებულებს ჩამოართვა.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი და საქართველო
    XVIII საუკუნის მეორე ნახევრისთვის რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II-ე ამუშავებს გეგმას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა უნდა დაიპყროს შავი ზღვის ირგვლივ ტერიტორია და კავკასიის რეგიონი. ამ საქმის წარმატებისთვის აუცილებელი იყო ოსმალეთის დამარცხება, რადგან მას ექვემდებარებოდა შავი ზღვის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები. რუსეთს წარმატების იმედს აძლევდა ის ფაქტიც რომ, შავი ზღვის სანაპიროებზე ქვეყნების უმეტესობა – იმერეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, მოლდოვას სამთავრო,  ვლახეთის სამთავრო, ბულგარეთი, საბერძნეთი, მათ შორი-ახლოს მდებარე სერბეთი – მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ქვეყნებს წარმოადგენენ და აქედან გამომდინარე (რადგან ეკლესია საზოგადოების განწყობილებას აყალიბებდა) ეს ქვეყნები რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ. ამ იდეით რუსეთმა ოსმალეთთან ომი წამოიწყო და დაამარცხა კიდეც. 1774 წლის 21 ივლისს, სოფელ ქუჩუქ-კაინარჯში დადებული ზავით რუსეთმა ოსმალეთს წაართვა შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მიწები, ამასთან ყირიმის სახანო ოსმალეთისგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.1783 წელს რუსეთმა ყირიმის სახანო დაიპყრო.
    რა ინტერესები ჰქონდათ აღნიშნულ ომში ერკლე II-ესა და სოლომონ I-ს?
    სოლომონ I-ეს სურდა რუსეთის დახმარებით იმერეთის ციხეებიდან ოსმალთა ჯარების განდევნა და ტყვეთა სყიდვის აკრძალვა. ერეკლე II-ეს სურდა რუსეთის დახმარებით, ოსმალეთის მიტაცებულ სამცხეს საათაბაგოს დაბრუნება.
    ქართველი მეფეების თხოვნით, 1769 წელს საქართველოში რუსთა მცირე ჯარით ჩამოვიდა გერმანული წარმოშობის ავანდიურისტი, გენერალი გოტლიბ ტოტლებენი. ის ყველაფერს აკეთებდა, ერთის მხრივ სოლომონ-ერეკლეს დასაპირისპირებლად და მეორეს მხრივ ერეკლეს ხელისუფლების დასასუსტებლად. სოლომონმა რუსების ზარბაზნების დახმარებით, იმერეთის ციხეებიდან გაყარა ოსმალები. ერეკლე მეორემ, ტოტლებელთნ ერთად ილაშქრა სამცხეში, თუმცა, ტოტლებენმა გზაში მიატოვა, უკან გამობრუნდა, ერეკლეს რომელსაც გზა გადაუჭრა თურქ-ლეკთა ჯარებმა 1770 წლის ასპინძის ბრძოლაში, ერეკლემ მტერი დაამარცხა და თბილისში დაბრუნდა, ამდენად ერეკლემ თავის მიზანს ვერ მიაღწია.
    ქუჩუკ-კაინარჯის ზავით, რუსეთი გამოცხადდა მართლმადიდებელთა მფარველად. ოსმალეთს აეკრძალა ქრისტიანი ქვეყნებისათვის, მათ შორის იმერეთის სამეფოსთვის ხარკის მოთხოვნა და ტყვეთა სყიდვა. ამდენად ამ ომის შედეგები იმერეთის სამეფოსთვის დადებითი იყო, მიუხედავად იმისა რომ ოსმალები და აფხაზები იმერეთს მაინც ესეოდნენ.

გეორგიევსკის ტრაქტატი:
    1781 წელს ლევან ბატონიშვილის სიკვდილის შემდეგ „მორიგე ჯარი“ დაიშალა რადგან, არც ერეკლეს ვაჟებს სურდათ მისი ხელმძღვანელობა და არც თავდაებს მასში მონაწიელობა. 60 წელს გადაცილებულ ერეკლეს ენერგია აღარ ყოჩნიდა, აქტიური ბრძოლების საწარმოებლად. ასეთ ვითარებაში რუსებმა დაარწმუნეს ერეკლე, რომ თითქოს მის წინააღმდეგ ერთიანდებოდა სოლომონ I, ვახტანგ VI-ის შვილიშვილი ალექსანდრე ბაქარის ძე, ლეკები და ირანი, რათა მოკლან ერეკლე და ქართლის სამეფოში ალექსანდრე გაამეფონ. ასეთ ვითარებაში ერეკლე დათანხმდა, რუსი დიპლომატების წინადადებას, დახმარებისთვის მიემართა რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-თვის.
    1783 წლის ივლისში ქართლ-კახეთის ელჩებმა გარსევან ჭავჭავაძემ და იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა და რუსეთის წარმომადგენელმა პავლე პოტიონკინმა, ჩრდილო კავკასიის რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთი რუსეთს დაექვემდებარა. საშინაო პოლიტიკაში ქართლ-კახეთს შეეძლო დამოუკიდებლად მმართველობა თუმცა, საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ნებართვის გარეშე სხვა ქვეყანასთან ურთიერთობას ვერ დაამყარებდა.
ტრაქტატის მნიშვნელოვანი პუნქტები
1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებს,რომ იგი უარს ამბობს, დაემორჩილოს ირანს და რომელიმე სხვა სახელმწიფოს და არ ცნობს არავის უმაღლეს უფლებას, გარდა რუსეთის იმპერატორისა, შედის  მის მფარველობაში და აღუთქვამს მას სამუდამო ერთგულებას.
2. რუსეთის იმპერატორი აღუთქვამს ქართლ-კახეთის მეფეს სამუდამო მფარველობას, მისი სამფლობელოს მთლიანობას, როგორც არსებული, ისე მომავალში შეძენილის გათვალისწინებით.
3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული მეფეები სამეფო ნიშნებს მიიღებენ რუსეთის იმპერატორისგან და დადებენ ერთგულების ფიცს ტრაქტატზე თანდართული ტექსტის მიხედვით.
4. ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან დიპლომატიურ ურთიერთობებს  სხვა სახელმწიფოებთან წინასწარ შეუთანხმებს რუსეთს.
11. ტრაქტატი იდება სამუდამოდ, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს.


    გეორგიევსკის ტრაქტატმა გააბრაზა ირანი, ოსმალეთი და დაღესტანი. ლეკები უფრო გამძინვარებით და დიდი ლაშქრებით მოდიოდნენ. ტრაქტატით რუსეთი ვალდებული იყო ჯარით დახმარებოდა ქართლ-კახეთს. რუსის ჯარი პერიოდულად ჩამოდიოდა და როცა ომის საფრთხე იქმნებოდა, მოდიოდა. 1785 წლს დაღესტანელი ფეოდალი ომარ ხანი 20000 კაცით შემოვიდა ქართლ-კახეთში. რუსეთზე მინდობილი ერეკლე მოუმზადებელი დახვდა. ომარ ხანმა დასახლებები ააოხრა და ერეკლეს დიდი ფულის გადახდის შემდეგ შინ წავიდა, 2 წლის შემდეგ ისევ შემოესია, ერეკლე ამჯერად მზად დახვდა და დაამარცხა.
    1794 წელს ირანის მბრძანებელი გახდა აღა მაჰმად ხანი, რომელმაც ერეკლეს მოთხოვა გაეუქმებინა ტრაქტატი და ძველებურად ირანის ქვემდებარე მოკავშირე გამხდარიყო, რუსეთის იმედით ერეკლემ უარი შუთვალა. 1795 წლის სექტემბერში 35000-იანი ჯარით ირანის შაჰი მოულოდნელად შემოესია ქართლ-კახეთს. რუსები ცოტა ხნის წინ წავიდნენ კავკასიიდან. ერეკლემ მხოლოდ 6-7000 მებრძოლი შეაგროვა, რომლის მესამედი იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ გამოუგზავნა. კრწანისთან ორდღიან ბრძოლაში მტერმა გაიმარჯვა, შემდეგ თბილისი აიღო და რამდენიმე კვირა ქალაქსა და ქართლის მიწებს აოხრებდა. ერეკლე მიხვდა რომ რუსეთი მას გამუდმებიდ ატყუებდა და ნანობდა ტრაქტატის დადებას.
    1797 წელს აღა მაჰმად ხანი ისევ დაიძრა საქართველოზე, მაგრამ გზაში შეთქმულებმა მოკლეს. ქართლ-კახეთმა თავი ირანისგან საბოლოოდ დააღწია.
    1798 წელს ერეკლე ისე გარდაიცვალა რომ დანგრეული ქვეყნის აღდგენა ვეღარ მოასწრო.


ქართლ-კახეთისა სამეფოს გაუქმება
    1798 წლის 11 იანვარს ერელე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი შვილი - დაავადებული , გიორგი XII. იმავე წელს ახალი შაჰმა ბაბა-ხანმა (აღა-მაჰმად-ხანის ძმისწულმა) გიორგის დამორჩილება სთხოვა. გიორგი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო შაჰთან. ამავე დროს მან რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ თუ ის ტრაქტატის პირობებს არ დაიცავდა და არ დაეხმარებოდა, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გზას დაადგებოდა. იმპერატორმა ტრაქტატის აღდგენა გადაწყვიტა - 1799 წელს მან გიორგი დაამტკიცა მეფედ, ხოლო მისი შვილი დავითი - მემკვიდრედ. ამასთან ტრაქტატით გათვალისწინებული ჯარიც გამოგზავნა ივალე ლაზარევის სარდლობით. ამას მოჰყვა გიორგის მოწინააღმდეგე ბატონიშვილთა აჯანყების, ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლეს ძე) ბაბა-ხანთან გაიქცა.
    გიორგის ძმებთან ერთად მისი ვაჟებიც არ ემორჩილებოდნენ და ქვეყანაში სიტუაცია ქაოსური იყო, რომელთან გამკლავება ავადმყოფ მეფეს აღარ შეეძლო. ამით ისარგებლა ლაზარევმა, მეფე თავის გავლენის ქვეშ მოაქცია და რუსეთის იმპერატპორისადმი „სათხოვარი პუნქტები“ დააწერინა, რომლითაც ტრაქტატის პირობები იცვლებოდა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე: ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შედიოდა, იგი როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებში რუსეთის მთავრობის მორჩილი იქნებოდა, ოღონდ გიორგისა და მის მემკვიდრეებს მეფის წოდება უნდა შეენარჩუნებინათ. 
    1) გიორგი XII რუსეთის მფარველობაში მიღებას ითხოვდა პირადად მისი, მემკვიდრეების, სამღვდელოების, დიდებულებისა და ყველა ქვეშევრდომის სახელით. ქართლკახეთის მეფე შეასრულებდა რუსეთის იმპერატორის ყველა კანონსა და ბრძანებას, ხოლო რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთში მიიღებდნენ, როგორც მემკვიდრე ხელმწიფესა და თვითმპყრობელს.
    2) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ გიორგი XII უნდა დარჩენილიყო ქართლ-კახეთის მეფედ, სამუდამოდ უნდა შენარჩუნებოდათ სამეფო ტახტი მის მემკვიდრეებს.
    3) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის სანაცვლოდ გიორგი XII-ს რუსეთის იმპერატორისაგან უნდა მიეღო ჯამაგირი და სოფლები რუსეთში
    4) ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის მფარველობაში მიღებამდე დაუყოვნებლივ უნდა გაზრდილიყო ქართლ-კახეთში განლაგებული რუსეთის ჯარის რაოდენობა.
ამასთან ერთად, გიორგი XII აყენებდა მისი „სათხოვარი პუნქტების“ (ნოტის) განხილვისა და დროულად დამტკიცების საკითხს. გიორგი XII-ს განზრახული ჰქონდა „სათხოვარი პუნქტების“ დამტკიცების შემდეგ რუსეთის იმპერატორისათვის წარედგინა კიდევ რამდენიმე დოკუმენტი (თხოვნა).
    ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის 1800 წლის 24 ივნისის „სათხოვარ პუნქტებს“ (ნოტას) რუსეთის საიმპერატორო კარზე სერიოზულად მოეკიდნენ. 1800 წლის 18 დეკემბრისათვის შედგენილი იქნა იმპერატორ პავლე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მანიფესტი ცოტა მოგვიანებით გამოქვეყნდა.
    გიორგი XII-ის გაუაზრებელმა პრორუსულმა საგარეო პოლიტიკამ დააჩქარა ქართლ-კახეთის სამეფოს აღსასრული.
    ამის საფუძველზე ქართველ ელჩებმა – გ. ჭავჭავაძემ, გ. ავალიშვილმა და ე. ფალავანდიშვილმა – 1800 წლის 24 ივნისს რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა ახალი ხელშეკრულების საფუძვლების შესახებ. ხელშეკრულების პროექტი 1800 წლის 19 ნოემბერს მოიწონა იმპერატორმა და 23 ნოემბერს სიგელით აცნობა ამის შესახებ გიორგი XII-ს. გიორგის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი ხელისუფლების საბოლოო გაფორმება. ამ მიზნით ქართლ-კახეთის სახელმწიფოში გამოგზავნეს ქართველი ელჩები გ. ავალიშვილი და ე. ფალავანდიშვილი. ამავე დროს რუსეთის მთავრობას მისთვის ხელსაყრელი საერთაშორისო ვითრების პირობებში (საფრანგეთ-რუსეთის დაახლოება) გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება.
    18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერა სათანადო მანიფესტს, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ ინახავდნენ. 28 იანვარს მანიფესტი პეტერბურგში გამოაქვეყნეს. თბილისში 1801 წლის იანვარში ჩამოსული ზემო აღნიშნული ელჩები წარუდგნენ დავით გიორგის ძეს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მართავდა სამეფოს. მან ისინი ხელშეკრულების გასაფორმებლად პეტერბურგს გაგზავნა, მაგრამ მათ პავლე I ცოცხალი აღარ დახვდათ (იგი შეთქმულებმა მოკლეს 1801 წლის 11 მარტს). ქართველმა რწმუნებულებმა რუსეთის მთავრობას წარუდგინეს ნოტა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1800 წლის 19 ნოემბერი პავლე I-ის მიერ მოწონებული ხელშეკრულების პროექტი. ნოტის თანახმად ქართლ-კახეთის სახელმწიფოს მმართველად უნდა დანიშნულიყო მეფის ერთ-ერთი შვილი, რომელიც იმპერატორის მოადგილე იქნებოდა საკანონმდებლო ხელისუფლებას მოკლებული მეფის ტიტულით, მისი თანაშემწე უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული დიდმოხელე, რომელიც მეორე პირი იქნებიდა მეფის შემდეგ. ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობამ ქართველი ელჩები 1800 წლიდან საქმეს ჩამოაშორა და მათ თხოვნას ანგარიშს არ უწევდა.


    ფორმალური ხასიათის ღონისძიებათა გატარების შემდეგ 1801 წლის 12 სექტემბერს გამოქვეყნდა ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმებისა და მისი რუსეთთან შეერთების შესახებ. იმავე დღეს იმპერატორმა დაამტკიცა დებულება ახალშეერთებული ქვეყნის მმართველობის შესახებ.  ამ დებულებამ მოქმედება დაიწყო 1802 წლის მაისში.

    1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I აცხადებდა:
1) ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობა და დაცვა ხდებოდა რუსეთის მონარქების მოვალეობა.
2) 1796 წელს იმპერატომა ეკატერინე II-მ ქართლ-კახეთის სამეფოს გადასარჩენად გაგზავნა ჯარი, რომელმაც ქართლ-კახეთი იხსნა საფრთხისაგან, თუმცა ამ ჯარის მოულოდნელმა უკან გაწვევამ გააცრუა ქართველთა იმედები.
3) რუსეთის ჯარის გაწვევის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაატყდა მრავალი უბედურება: ურწმუნოთა თავდასხმები, ქალაქებისა და სოფლების გაჩანაგება, ადამიანების გატაცება და ბოლოს დაპირისპირება სამეფო ოჯახის წევრებს შორის.
4) მტრები მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ და საბოლოოდ მოესპოთ ქართლ-კახეთის სამეფო.
5) მთელ აზიაში ცნობილი ქართველთა სიმამაცეც კი ვერ იხსნიდა ქვეყანას დაღუპვისაგან.
6) რუსეთის ჯარის შემოსვლამ ქართლ-კახეთის სამეფოში (1799 წ. – ვ. გ.) და ომარ-ხანის დამარცხებამ იხსნა ქვეყანა განადგურებისაგან.
7) რუსეთმა შეძლო ქართლ-კახეთის სამეფოს მტრების დაოკება, შეწყდა დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. ასეთ ვითარებაში ქართლ-კახეთმა ითხოვა (იგულისხმება გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები“ – ვ. გ.) ქვეყანაში უშუალოდ რუსული მმართველობის დამყარება.
8) როცა მე ტახტზე ავედი, უკვე გამოცემული იყო 1801 წლის 18 იანვრის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების თაობაზე.
9) მე მსურდა, გამეგო, თუ შეიძლებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს პირვანდელი პირობებით რუსეთის იმპერიის მფარველობაში დარჩენა (იგულისხმება გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები – ვ. გ.). გაირკვა, რომ ქართლ-კახეთის სამეფოში შეუძლებელი იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ქვეყანა დაღუპვის პირას იყო და იგი აუცილებლად დაიღუპებოდა, თუ მას რუსეთი არ შეიერთებდა .
10) ამ ვითარებამ და ქართველი ერის თხოვნამ გადაგვაწყვეტინა, დაგვეცვა ერთმორწმუნე ქვეყანა.
11) თქვენი იმედები გამართლდება, თქვენ მოტყუებულნი არ დარჩებით.
12) ქართლ-კახეთის სამეფოს მართვა ჩვენ იმიტომ კი არ გადავწყვიტეთ, რომ ისედაც უზარმაზარი იმპერიის ტერიტორია გაგვეფართოებინა, არამედ იმიტომ, რომ, ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობიდან გამომდინარე, ყურად ვიღეთ წამებულთა ხვეწნა-მუდარა.
13) ქართლ-კახეთში შემოღებულმა მმართველობამ ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება, კანონის დაცვა.
14) გენერალ-ლეიტენანტ კარლ კნორინგს დავავალეთ ქართლ-კახეთის მმართველობის ორგანიზება და იგი დავნიშნეთ მთავარმმართველის თანამდებობაზე.
15) აღდგება გაჩანაგებული სოფლები და ქალაქები.
16) ქართლ-კახეთის ყველა მცხოვრებს შეუნარჩუნდება მისი წოდებრივი მდგომარეობა, აღმსარებლობა (რელიგია) და პირადი უსაფრთხოება.
17) უფლისწულებს შეუნარჩუნდებათ საუფლისწულო მამულები, მამულებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მიეცემათ ფულის სახით, თუ ისინი არ დაარღვევენ დადებულ ფიცს.
18) ამ მანიფესტის აღიარების (მიღების) ნიშნად ქართლ-კახეთის მოსახლეობამ უნდა დაიფიცოს თანდართული ფიცის ნიმუშის მიხედვით. სამღვდელოებამ, როგორც სულიერმა მოძღვრებმა, დაფიცებისას მაგალითი უნდა მისცეს ხალხს.
19) ქართლ-კახეთის მოსახლეობა შეიტყობს კეთილი მმართველობის ფასს: ქვეყანაში დამკვიდრდება მშვიდობა, მართლმსაჯულება, პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება; აღიკვეთება თვითნებობა; შეიქმნება პირობები პირადი, საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის; განვითარდება მიწათმოქმედება, რეწვა, ვაჭრობა. კანონი ყველას ერთნაირად დაიცავს.
20) რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის მოსახლეობას აღუთქვამდა, რომ რუსული მმართველობის შემოღება მათთვის ჯილდო იქნებოდა.
ასე გათელა რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ფეხქვეშ გეორგიევსკის ტრაქტატით გარანტირებული ქართლ-კახეთის სამეფო სახლის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უფლებები. ასე დასრულდა საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია.




იმერეთის სამფეოს გაუქმება
    1801 წელს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. 
    სოლომონი ცდილობდა სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის დამორჩილებას, შვიწროვებულმა გრიგოლმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. 1803 წელს სამეგრელო რუსეთის მფარველობაში შევიდა.
    „გრიცხავთ რა თქვენ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომთა შორის, ჩვენ გვსურს ეს არა ისედაც ვრცელი იმპერიის გასაფართოებლად, არამედ თანავუგრძნობთ სამეგრელოს სამთავროს მკვიდრთა გაჭირვებულ მდგომარეობას, რომელთაც მეზობელი ქვეყნები ყოველი მხრით ავიწროებენ. მოვიღეთ რა მოწყალება, გადავწყვიტეთ, ეს ჩვენი ერთმორწმუნე ხალხი მივიღოთ რუსეთის იმპერიის მფარველობა-დაცვის ქვეშ, რომლის ფრთებქვეშაც, დაე, მიეცეს სამეგრელოს მშვიდობიანობა და იგემოს მან დიდი ხნის მოწყურებული მყუდროება და უშიშროება, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სხვა ოლქების თანაბრად“.
    1804 წელს სამეგრელოს სანაპიროზე რუსეთმა პორტი რედუტ კალე ააგო (ქართული პორტები - ფოთი, ბათუმი, სოხუმი ოსმალებს ეჭირა) და ზღვიდანაც დაუკავშირდა საქართველოს. მალე რუსეთის ჯარი სამეგრელოდან და ქართლიდან შემოიჭრა იმერეთში. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ 1804 წლის 25 აპრილს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა.
ელაზნაურის ტრაქტატის პირობები
1. იმერეთის მეფე სოლომონ II ხდება რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომი;
2. სოლომონ II-ს საშვილიშვილოდ უმტკიცდება იმერეთის მეფობა;
3. იმერეთის ტახტის მემკვიდრე, თუ სოლომონს შვილი არ ეყოლებოდა, იქნებოდა მისი ნათესავი კონსტანტინე;
4. იმერეთის ტახტზე ასვლა მტკიცდებოდა რუსეთის იმპერატორის სიგელით;
5. ქვეყნის მართვა-გამგეობა და სამართალი იმერეთის მეფის ხელთ რჩებოდა, სისხლის სამართლის საქმეებში კი მას რუსული კანონებით უნდა ეხელმძღვანელა;
6. იმერეთის სამეფოში რუსული ჯარი უნდა ჩამდგარიყო, რომელიც ბინით, გათბობითა და სურსათ-სანოვაგით იმერეთის მეფეს უნდა უზრუნველეყო.

    ურთიერთობა იმერეთის მეფესა და ცარიზმის ადგილობრივ მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა. 1806 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო და რუსთა ჯარი იმერეთში შემოვიდა. სოლომონი იძულებული გახდა ვარციხეში გამოკეტილიყო თანამებრძოლებთან. იგი არ ეხმარებოდა რუსებს ომში, რაც ძალიან აღიზიანებდა რუსულ ხელისუფლებას.
    1809 წლიდნ რუსეთმა გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია ომში. მაშინ იმერეთის მეფეს მოსთხოვეს პეტერბურგში „დეპუტაციის“ წევრად ჩასვლა, რაც ელაზნაურის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანასა და ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული მუხლების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზემო იმერეთის თავადები ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები.
 1810 წლის დასაწყისში სოლომონ მეფემ მოლაპარაკება სცადა ტორმასოვთან. მთავარმართებელი კი გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. მანამდე მან სოლომონს სამი ძირითადი პირობა წაუყენა:
1. მეფემ სამი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს პეტერბურგში გასაგზავნი დესპანები: კონსტანტინე ბატონიშვილი, მეფის სიძე მალხაზ ანდრონიკაშვილი, სოლომონ ლიონიძე, სეხნია წულუკიძე, ქაიხოსრო წერეთელი და როსტომ ნიჟარაძე;
2. დაუყოვნებლივ გადავიდეს საცხოვრებლად ქუთაისში;
3. გაგზავნოს დესპანთა ხელით უმაღლესი თხოვნა მადლობის გამოსაცხადებლად, რომ იმპერატორმა სამუდამოდ მიიღო იმერეთი ქვეშევრდომად.
    ტორმასოვმა სამი დღე მისცა მეფეს. სოლომონ მეფე კარგად მიხვდა ტორმასოვის განზრახვას: პეტერბურგში გასაგზავნი დეპუტაციის შემადგენლობაში მისი უერთგულსი პირები ირიცხებოდნენ, მათი გამგზავრებით მეფის პოზიციებს დაასუსტებდნენ, ხოლო მეფის ქუთაისში გადასვლა მის ხელში ჩაგდებას ნიშნავდა.
    სოლომონ მეფე მოლაპარაკების გახანგრძლივებას ცდილობდა. იგი ტორმასოვს დასთანხმდა, რომ დეპუტაციას გააგზავნიდა, მაგრამ გასაგზავნი პირების სიას თავად შეადგენდა. მადლობის წერილსაც გაატანდა, ხოლო მათი დაბრუნების შემდეგ ქუთაისშიც დაბრუნდებოდა. სოლომონ მეფესთან მრავალგზის უნაყოფო მოლაპარაკებების შემდეგ მთავარმართებელმა ტორმასოვმა განკარგულება გასცა, 1810 წლის 20 თებერვლისათვის მზად ყოფილიყვნენ სამხედრო შენაერთები და მათი მოკავშირე დასავლეთ საქართველოს მთავრები, რომ იმერეთის მეფე იარაღის ძალით განედევნათ და ქვეყანა რუსეთისათვის შეეერთებინათ. 20 თებერვალს ქუთაისის ეკლესიებში გამოაცხადეს ტორმასოვის მოწოდება სოლომონ მეფის ხელისუფლების გაუქმების შესახებ.


    1810 წლის 28 მარტს სოლომონი რუსეთთან მოსალაპარაკებლად ვარიანში ჩავიდა. მოლაპარაკებების ნაცვლად რუსეთმა მეფე დაატყვევა და პეტერბურგში გადაყვანას უპირებდა. 11 მაისს მეფემ ტყვეობას თავი დააღწია და 25 კაციან ჯგუფთან ერთად ახალციხეში გადავიდა, სადაც იმერეთის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. აჯანყება წარმატებულად დაიწყო, თუმცა ჯერ ჩხერის ციხესთან (ხარაგაული), შემდეგ სოფელ ცხრაწყაროსა და მდინარე ჭიშურასთან მარცხის შემდეგ მეფე ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა. სექტემბრის მიწურულს სოლომონი იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსეთმა იმერეთის სამეფო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო, ხოლო მარიამ დედოფალი და მეფის და – მარიამი – ვორონეჟში გადაასახლეს. სოლომონ მეფე 1815 წელს ტრაპიზონში გარდაიცვალა.

დასკვნები
1. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო დაქუცმაცებული და და შიდაომებითა და დაპირისპირებებით იყო მოცული, რასაც ემატებოდა ლეკიანობა და ტყვეთა სყიდვა.
2. ოსმალეთი და ირანი ამ დროს უკვე ძალიან დასუსტებულნი იყვნენ და ძალა არარ შესწევდათ საქართველოს დასაპრყობად, თუმცა დღეების გამწარება ისევ შეეძლოთ.
3. რუსეთის იმპერია ამ დროს ბევრად ძლიერი იყო ოსმალეთთან, ირანთნ და დაშლილ საქართველოსთან შედარებით, როგორც ფინანსურად, ჯარის რაოდენობითა და აღჭურვილობით, ამიტომ დაშლილი საქართველოს დაპყრობა უბრალოდ დროის ამბავი იყო. სამწუხაროდ ეს პროცესი შიდა არეულობამ და ერთმორწმუნეობის იდეამ დააჩქარა.

გამოყენებული ლიტერატურა
სასკოლო სახელმძღვანელო
https://www.youtube.com/watch?v=UYVxsmPkal4
https://www.youtube.com/watch?v=6uZSdS4jqB
https://www.youtube.com/watch?v=_54fcx73l7E
https://umurgulia82.blogspot.com/2019/07/1801-1921.html
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94_II