пятница, 29 декабря 2023 г.

ფატიმიანთა სახელმწიფო არაბულ მაღრიბსა და ეგვიპტეში 910-1171 წლებში (მერაბ ტიკაძე)

 1. ფატიმიანთა სახელმწიფოს წარმოქმნა არაბულ მაღრიბში
შიიტ ისმაილიტთა მისიონერულ საქმიანობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა ისლამურ ქვეყანაში, IX საუკუნის მიწურულს წარმატება მოჰყვა ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ამ რეგიონში ისმაილიტური მოძღვრების გავრცელებასა და დამკვიდრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იემენელმა შიიტმა მისიონერმა აბუაბდ ალლაჰმა (აბაბდ ალლ აშ-იი), რომელიც 894 წელს სანადან მაღრიბში გადასახლდა. იგი სათავეში ჩაუდგა ბერბერების ძლიერ ქითმას (ან ქუთმას) ტომს და 909 წლის მარტში დაიკავა აღლაბიანთა დედაქალაქი რაკკადა, რომელიც კაირავანის სამხრეთ-დასავლეთით აუშენებია აღლაბიანთა ამირას იბრაჰიმ იბნ აჰმადს 877 წელს. ამ უკანასკნელი სუნიტური დინასტიის მეთაური ზიადათ ალლაჰი (903-909) ეგვიპტეშ გაიქცა, ხოლო აბუაბდ ალლაჰმა თავი მაჰდის მაცნედგამოაცხადა.
    იმავ 909 წელს მაღრიბში გამოჩნდა კიდევ ერთი ისმაილიტი მისიონერი, რომლის სახელი, როგორც ფიქრობენ იყო საიდი. იგი თავს თვლიდა მეექვსე იმამის ჯაფარ ას-დიკის შთამომავლად და პრეტენზიას აცხადებდა ალისა და ფატიმას ოჯახის წევრობაზე, რაც შემდეგ მის მიერ დაარსებული დინასტიის სახელზეც აისახა. საიდი მანამდე სირიაში მეთაურობდა იქაური კარმატების აჯანყებას, მაგრამ 902 წელს მარცხი განიცადა, რის შემდეგაც იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. ისარგებლა რა ისმაილიზმის წარმატებით, იგი ჩავიდა ქალაქ სიჯილმასაში (დღ. მაროკოს ტერიტორიაზე), რათა იქიდან დაკავშირებოდა თავის თანამოაზრეებს. მაღრიბის ამ ქალაქს მაშინ ფაქტობრივად (758 წლიდან) აკონტროლებდნენ ხარიჯიტები, რომლებისთვისაც ისმაილიტების მოძღვრება მიუღებელი იყო. აქედან გამომდინარე, ახლად მოვლენილი მისიონერი საპყრობილეში აღმოჩნდა, რაც ცნობილი გახდა ბერბერებისთვის. აბუაბდ ალლაჰის მეთაურობით ისინი თავს დაესხნენ სიჯილმასას და გაათავისუფლეს პატიმარი, რომელიც 910 წლის იანვარში (297 . რაბ‘ II) რაკკადაში გამოცხადდა მაჰდიდ და მართლმორწმუნეთა მბრძანებლად (ამ ალ-მუმინ), .. ხალიფად ტიტულითუბა ალლ ალ-მაჰდ (910-934), თუმცა ხშირად მას უფრო მოკრძალებულად უბადულას სახელით მოიხსენიებენ. ამგვარად, წინასწარმეტყველებამაჰდის გამოჩენის შესახებ აღსრულდა, ხოლო ბერბერები, რომლებმაც სოციალური სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის პერსპექტივები ხარიჯიტობის ნაცვლად ისმაილიტების მოძრაობაში დაინახეს, ახლა ფატიმიანთა სახელმწიფოს (დავლათ ალ-ფატიმიიი) მკაცრი და კარგად ორგანიზებული რეჟიმის იარაღად იქცნენ.
    უბაიდ ალლაჰის წარმომავლობისა და ფატიმიანთა გენეალოგიის შესახებ არაბ ისტორიკოსთა შრომებში ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია დაცული. ისეთი გამოჩენილი მეცნიერები, როგორიც არიან იბნ ალ-ასირი (XII-XIII სს.), იბნ ხალდუნი (XIV-XV . დამდეგი) და ალ-მაკრიზი (XIV-XV სს.) იზიარებენ თვალსაზრისს, რომლის თანახმად ფატიმიანები (ფატიმიიიუ) ხალიფაალისა და ფატიმას ოჯახს ეკუთვნოდნენ. აქედან გამომდინარე, ‘უბაიდ ალლაჰის მიერ შექმნილ სახალიფოს ისინიალავიტების სახელმწიფოს უწოდებდნენ. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ფატიმიანთა პირველ ხალიფას თვითმარქვიად მიიჩნევდა, დინასტიის სახელს კი მხოლოდ მის დამაარსებელს უკავშირებდა (‘უბადიიიუ). ასეთ ავტორთა შორის არიან იბნ ხალიქანი (XIII .), იბნ თაღრი ბარდი (XV .) და ას-სუიუტი (XV–XVI . დამდეგი). საკითხი ვერ გაირკვა მას შემდეგაც, რაცაბასიანთა ხალიფა ალ-დირის (991-1031) ინიციატივით შეიქმნა ოფიციალური დოკუმენტი იმ დროის ცნობილი სუნიტი და შიიტი ავტორიტეტების ხელმოწერით. მუსლიმიალიმები აცხადებდნენ, რომ ფატიმიანებს არაფერი არ ჰქონდათ საერთოალის ოჯახთან და მათი ხალიფა ერეტიკოსის (ან ვინმე ებრაელის) შთამომავალი იყო. იგივე თვალსაზრისი განმეორებით იქნა დეკლარირებული 1052 წელს. მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგეებისა, რომელთა შორის ბაღდადის აბასიანთა და კორდოვას უმაიანთა ხალიფებიც იყვნენ, ფატიმიანებმა შეძლეს ძალაუფლების შენარჩუნება და თავისი სახელმწიფოს გაფართოება მაღრიბში, შემდეგ კი მაღრიბს გარეთაც.
    პირველი ხალიფაუბაიდ ალლაჰი ენერგიულად შეუდგა თავის ხელში სრული ძალაუფლების გაერთიანებას, მაგრამ ფაქტობრივი ორხელისუფლებიანობის დაძლევა მას შეუძლებლად მიაჩნდა გავლენიანი აბუაბდ ალლაჰის თავიდან მოშორების გარეშე. ისმაილიტმა ხალიფამ წარმატებით გაიმეორა აბასიანთა ხალიფა ალ-მანსურის მაგალითი და მოაკვლევინა თავისი მხსნელი, რასაც აღშფოთებული ბერბერების მღელვარება მოჰყვა. ‘უბაიდ ალლაჰმა მოხერხებულად გამოიყენა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობდა ბერბერებში, კერძოდ მაღრიბის აღმოსავლეთით სანჰჯას (მასში შედიოდნენ ქითმას ბერბერები) და დასავლეთით ზენთას ტომებს შორის, რამაც საშუალება მისცა დაძაბულობა განემუხტა, მაგრამ პრობლემა ამით არ მოხსნილა. 922 წელს ხელისუფლებით უკმაყოფილო ბერბერები, რომლებიც ძველ ხარიჯიტულ ლოზუნგებს დაუბრუნდნენ, კვლავ აჯანყდნენ აბუ იაზიდის მეთაურობით. 946 წელს მათ დაიკავეს კაირავანი, ხოლო შემდეგ ფატიმიანთა ახალი დედაქალაქი ალ-მაჰდია, რომელიც ხალიფამ ააშენა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კაირავანის სამხრეთ-აღმოსავლეთით და დედაქალაქად გამოაცხადა 920 წელს. საბოლოოდ ფატიმიანებმა მაინც შეძლეს აჯანყებულთა დამარცხება და შეიპყრეს აბუ იაზიდი, რომელიც საპყრობილეში გარდაიცვალა 947 წელს.
    უბაიდ ალლაჰ ალ-მაჰდიმ საფუძველი ჩაუყარა ფატიმიანთა ადმინისტრაციას მაღრიბში, პროვინციებში თავისი მოხელეები დანიშნა და შემოიღო გადასახადები. ამის შემდეგ დადგა ტერიტორიული გაფართოების საკითხი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მომდევნო ხალიფების ალკიმის (934-946), ალ-მანსრის (946-953) და ალ-მუიზის (953-975) დროს. 948 წლიდან სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ალ-მანსურია, რომელიც ატარებდა მისი დამაარსებლის, მესამე ხალიფა ალ-მანსურის სახელს. ჯერ კიდევუბაიდ ალლაჰის დროს ფატიმიანთა სახალიფომ შეიერთა ბარკა და ტრიპოლი აღმოსავლეთით (დღ. ლიბია), ხოლო შემდეგ შუა და შორეული მაღრიბი, სადაც ბოლო მოუღო მიდრარიანთა და რუსთამიანთა წვრილ საფეოდალოებს. უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგეს ამ რეგიონში წარმოადგენდა იდრისიანთა შიიტური საამირო დღევანდელი მაროკოს ტერიტორიაზე. მართალია, უკვე 917 წელს იდრისიანებმა ფორმალურად აღიარეს ფატიმიანები, მაგრამ ცდილობდნენ დახმარება მიეღოთ ესპანეთიდან და ამით დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ. 958 წელს ხალიფა -მუიზმა მაღრიბის საბოლოოდ დასამორჩილებლად გაგზავნა დიდი ჯარი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სარდალი ჯავჰარი, ეგვიპტის მომავალი დამპყრობი. ჯავჰარმა დაიკავა ქალაქები სიჯილმასა, იდრისიანთა დედაქალაქი ფესი, გავიდა ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და, ამგვარად, დაამთავრა ჩრდილოეთ აფრიკის გაერთიანება. ადგილობრივი ბერბერთა ტომები ზოგი ძალით და ზოგი მოსყიდვით ფატიმიანთა ვასალებად იქცნენ. ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა დაპირისპირება მუსლიმურ ესპანეთთან: ფატიმიანთა ფლოტის მიერ ესპანეთისა და სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროს დარბევას მოჰყვა უმაიანთა მკაცრი საპასუხო ზომები მაღრიბში, რამაც ფატიმიანები დაარწმუნა მეზობელ ძლიერ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის არაპერსპექტიულობაში.
    აღლაბიანთა სახელმწიფოსგან ფატიმიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს კუნძული სიცილია (სიკილლიი), მაგრამ ოთხი წლის შემდეგ იქაურმა მუსლიმებმა აჰმად იბნ კურჰუბის (912-916) მეთაურობით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და ხუტბა აღავლინესაბასიანთა ხალიფას სახელზე. 917 წელს ფატიმიანთა ჯარმა ძალით დაიმორჩილა კუნძული, თუმცა მასზე პრეტენზიას ბიზანტიაც აცხადებდა. მესამე ხალიფა ალ-მანსურმა 948 წელს სიცილია გადასცა თავის სარდალს ალ-ქალბის (ალ-ჰასან იბნალ იბნ ალ-ქალბ, გარდ. 965 .) ავტონომიური უფლებებით და იმ პირობით, რომ იგი უზრუნველყოფდა მაღრიბის უსაფრთხოებას ხმელთაშუა ზღვიდან. ბიზანტიელებმა სცადეს კუნძულის ხელში ჩაგდება, მაგრამ საზღვაო ბრძოლაში ორჯერ განიცადეს მარცხი. სიცილიაში დამკვიდრდა ქალბიანთა დინასტია, რომლის დროსაც კუნძული არაბული კულტურის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. მართალია, XI საუკუნის მიწურულს ნორმანების შემოსევის შემდეგ კუნძული ქრისტიანული სამეფო გახდა, მაგრამ არაბულ სამყაროსთან მისი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მეფე როჯერ II-ის (1130-1154) როს სიცილიაში გაიშალა დიდი სამეცნიერო საქმიანობა, რომლის შედეგებიც მკვლევართა მიერ შეფასებულია, როგორც არაბულ-ნორმანული ან ისლამურ-ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობა.
    ამგვარად, X საუკუნის პირველ ნახევარში შიიტმა ისმაილიტებმა შექმნეს სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ აფრიკის ვრცელ ტერიტორიას ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტემდე. ძლიერი ფლოტი და ჯარი, რომლის ძირითად ძალას ისევ ბერბერების რაზმები შეადგენდნენ, აძლიერებდა ფატიმიანთა ამბიციებს და დღის წესრიგში სვამდა ეგვიპტის შემოერთების საკითხს, მაგრამ ფატიმიანთა პირველი ხალიფები იძულებული იყვნენ არაბულ მაღრიბზე კონტროლით დაკმაყოფილებულიყვნენ. მდგომარეობა მხოლოდ მეოთხე ხალიფა ალ-მუიზის დროს შეიცვალა.
2. ფატიმიანთა სახალიფო ეგვიპტეში
    967 წელს ბიზანტიასთან დადებული ზავის შემდეგ ხალიფა ალ-მუიზს საშუალება მიეცა მთელი ძალები მიემართა ეგვიპტის დასაპყრობად. მას კარგად ესმოდა მდიდარი ეგვიპტის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს დიდი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა აზიისა და აფრიკის ისლამურ ქვეყნებს და ფატიმიანებს გზას უხსნიდა სირიის, ჰიჯაზისა და ერაყისაკენ, მხოლოდ ფორმალურად შედიოდააბასიანთა სახალიფოში. ფატიმიანებმა რამდენჯერმე (913-915, 919-921, 925 წწ.) სცადეს ეგვიპტის დაპყრობა, მაგრამ უშედეგოდ.
    969 წლის თებერვალში (358 . რაბი‘ II) ფატიმიანთა ჯარი, რომელსაც სათავეში ედგა ცნობილი სარდალი ჯავჰარი (ჯავჰარ ას-სიკილლ, სპეც. ლიტ-ში გვხვდება ჯაუჰარი) კაირავანიდან აღმოსავლეთისაკენ დაიძრა. ზღვიდან მას ზურგს უმაგრებდა ძლიერი ფლოტი. ეგვიპტის იხშიდიანთა რეჟიმი უძლური აღმოჩნდა მოწინააღმდეგის წინაშე და იმ
ავე წლის ივლისში ჯავჰარი შევიდა ფუსტატში. მან ამანი მისცა ქალაქის მოსახლეობას და ბრძანა პირველსავე პარასკევსამრის ძველ მეჩეთში ხუტბა აღევლინათ შიიტი ხალიფას ალმუიზის სახელზე. ეგვიპტის ისტორიაში დაიწყო ფატიმიანთა ორსაუკუნოვანი ბატონობის ხანა.
    ახალი რეჟიმის პირველი ნაბიჯები ეგვიპტეში დაკავშირებული იყო ჯავჰარის საქმიანობასთან. ფუსტატის დაკავების შემდეგ მან ძველი ქალაქის გვერდით საფუძველი ჩაუყარა ახალ ქალაქს, რომელსაც ეწოდა -ჰირა (ძლევამოსილი, დღ. კაირო), ხოლო 970 წელს დაიწყო დიდი მეჩეთისალაზჰარისშენება, რომელიც გაიხსნა 972 წლის ივნისში (361 . 7 რამადანს). ამიერიდან კათედრალური მეჩეთის ფუნქციასამრისა და იბნ ტულუნის მეჩეთებთან ერთად ალ-აზჰარიცასრულებდა. 973 წლიდან, .. ხალიფა ალ-მუიზის აქ გადმოსვლის შემდეგ კაირო სახალიფოს დედაქალაქი გახდა, დროთა განმავლობაში კი ისლამური სამყაროსა და აფრიკის უდიდეს პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. ჯავჰარის მიერ დაარსებული ქალაქი დღესაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს საარაბთაშორისო ურთიერთობებში.
    უკვე ხალიფა ალ-მუიზის დროს ფატიმიანთა ხალიფას ავტორიტეტი აღიარეს მექასა და მედინაში, მის სახელზე ხუტბას აღავლენდნენ არა მარტო ჰიჯაზში და მაღრიბში, არამედ მოსულსა და იემენში. ნაკლებად შთამბეჭდავი იყო ფატიმიანთა წარმატება სირიაში, სადაც მათ მოუხდათ ჰამდანიანთა საფეოდალოს (ჩრდ. სირიაში), მანამდე ბუვაიჰიანთა სამსახურში მყოფი თურქული გვარდიის და, ბოლოს, ანტიოქიაში შეჭრილი ბიზანტიელების წინააღმდეგობის დაძლევა. მართალია, დროდადრო ეგვიპტელები წარმატებას აღწევდნენ, მაგრამ მაინც მთელი ასი წლის მანძილზე სირიაში ფატიმიანთა კონტროლი მტკიცე და საიმედო არ ყოფილა. ასევე რთული იყო ფატიმიანთა ურთიერთობა ისმაილიტ კარმატებთან, რომლებმაც თავისი სახელმწიფო შექმნეს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო დასავლეთით და ბაჰრეინზე, მაგრამ აქტიურად მოქმედებდნენ სირიაშიც. კარმატებსა და ფატიმიანებს შორის არსებობდა იდეოლოგიური წინააღმდეგობა: კარმატები არ აღიარებდნენ არც .. ფარულ იმამებსდა არც ფატიმიანთა საიმამოს კანონიერებას. ასევე შეუთავსებელი აღმოჩნდა მათი პოლიტიკური ინტერესები სირიაში.
    თავისი ძლიერების ზენიტს ფატიმიანთა სახალიფომ მიაღწია მეხუთე ხალიფა ალ-‘აზიზის (აბ მანს ნაზ ალ-‘აზ, 975-996) დროს, როცა ეგვიპტელ ისმაილიტთა ხელისუფლება ვრცელდებოდა ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია –ისმაილიტური შიიზმი მიუღებელი იყო ეგვიპტის მოსახლეობის სუნიტი უმრავლესობისათვის, ალ-‘აზიზის მოქნილი პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდა შიიტებისა და სუნიტების, მუსლიმებისა და ქრისტიანების მშვიდობიანი თანაარსებობა. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს დიდი გავლენით სარგებლობდნენ ქრისტიანი ვეზირიისა იბნ ნესტორი, აგრეთვე იერუსალიმისა და ალექსანდრიის მელქიტი პატრიარქები.
    ალ-‘აზიზის გამგებლობა ნაყოფიერი გამოდგა ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. სწორედ მის დროს 989 წელსალ-აზჰარიგახდა უმაღლესი ისლამური სასწავლებელი, კაიროსა და მის გარეუბანში აშენდა მეჩეთები, სასახლეები და ხიდები, გაიყვანეს არხები. მაგრამ თავის საშინაო პოლიტიკაში ხალიფამ დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდეგ ძვირად დაუჯდა დინასტიას. მან ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით შავკანიანი, ბერბერი და თურქული წარმომავლობის მეომრებისგან შექმნა დაქირავებული რაზმები. ეს სამხედრო ძალა მალე გამოვიდა მორჩილებიდან და ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
    ალ-‘აზიზის მემკვიდრე ალ-ჰაქიმი (აბალ მანს ალ-ქიმ, 996-1021) თერთმეტი წლისა ავიდა ტახტზე. მის დროს ქვეყნის შინაპოლიტიკური ვითარება გართულდა, რადგანაც ხალიფამ სცადა უკიდურესი ისმაილიზმის ძალით გავრცელება ეგვიპტეში და სხვა რელიგიურ კონფესიათა დევნის გზას დაადგა. მისი მითითებით დაიწყეს პირველი სამიმართლმორწმუნე ხალიფას და მუავიას წყევლა მეჩეთებში, რამაც სუნიტების აღშფოთება და 1006 წელს აჯანყება გამოიწვია. ალ-ჰაქიმმა შეძლო ჩაეხშო ეს
მღელვარება, რომელსაც ხალიფაუსმანის ერთ-ერთი შთამომავალი აბუ რაქვა მეთაურობდა, მაგრამ იძულებული გახდა სუნიტებისადმი დამოკიდებულება რამდენადმე შეეცვალა.
    ალ-ჰაქიმის დროს განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ქრისტიანი და იუდეველი მოსახლეობის დევნამ. რელიგიურ უმცირესობათა მიმართ გატარდა უფლებების შეზღუდვისა და რეპრესიების პოლიტიკა, რაც საკულტო შენობების დანგრევა-გაპარტახებითაც ხორციელდებოდა. ხალიფას ბრძანები 1009 წელს დაანგრიეს იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის ეკლესია. რეპრესიები გავრცელდა მუსლიმ მოსახლეობაზეც. ხალიფამ აკრძალა დღესასწაულები, მუსიკა და გართობა, ქალებს ურჩევდნენ საერთოდ არ გამოსულიყვნენ სახლიდან, ხოლო ისლამური მორალური და ეთიკური ნორმების მცირედი დარღვევისთვისაც დამნაშავე სასტიკად ისჯებოდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარება იყო დედაქალაქში, სადაც მოსახლეობა ნორმალური ცხოვრების ელემენტარულ პირობებს იყო მოკლებული. ფატიმიანთა უცნაური ხალიფას არაპოპულარობით ისარგებლა ბაღდადისაბასიანთა ხალიფამ, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ზემოთ უკვე ნახსენები დოკუმენტი ფატიმიანთათვითმარქვია დინასტიისშესახებ.
    ალ-ჰაქიმის გამგებლობა დამთავრდა 1021 წელს, როცა იგი ალ-მუკატტამის მთასთან მხლებლების გარეშე სასეირნოდ გასული უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამან საფუძველი მისცა მის მომხრეებს განეცხადებინათ, რომ ხალიფაგაუჩინარდა“, თუმცა იმთავითვე გაჩნდა ვარაუდი მისი მოკვლის შესახებ. ფიქრობენ, რომ ოდიოზური ხალიფა, რომელმაც თავი მოაბეზრა ყველას, გახდა მსხვერპლი შეთქმულებისა, რომლის ინიციატორი იყო მისი საკუთარი და – სითთ ალ-მულქი.
    უცნაურიექსტრემისტი ხალიფას სახელს უკავშირდება დღეისთვისაც კარგად ცნობილი დრუზების სექტის წარმოქმნა. შიიტი ისმაილიტების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ეგვიპტიდან გაქცეული მისიონერი ად-დარაზი (მუჰამმად იბნ ისმაი ად-დარაზ, გარდ. 1019/20 .) ფეხი მოიკიდა ლიბანის მთიანეთში. დრუზების (დურ) სექტისათვის დამახასიათებელია ალ-ჰაქიმის (მაჰდის) კულტი, აგრეთვე თავისი რელიგიური შეხედულებების შენიღბვა და სექტის წევრობის გასაიდუმლოება, რაც ფორმალურად სხვა რელიგიის აღიარებასაც არ გამორიცხავს (თაკიი). რიტუალით დრუზები განსხვავდებიან როგორც სუნიტებისგან, ისე შიიტებისგანაც. მათი რელიგიური მოძღვრების (ად-დურზი) ფუძემდებლად და იდეოლოგებად ითვლებიან ჰამზა იბნალ (XI . პირველი ნახ.) და უფრო გვიანდელი მეცნიერი ათთანუხი (ჯამ ად-აბდ ალლ ათ-თან
, 1417-1479).
    ალ-ჰაქიმის მემკვიდრემ ხალიფა აზ-ზაჰირმა (აზ-ჰირ ლი- ალლ, 1021-1036) უარი თქვა ექსტრემისტულ ისმაილიზმზე და სცადა ზომიერი რელიგიური პოლიტიკის გატარება. მან უფლება მიიღო აღედგინა მეჩეთი კონსტანტინოპოლში და მისი სახელი მოხსენიებული ყოფილიყო ბიზანტიის იმპერიის პროვინციებში არსებულ მეჩეთებში. ამის საპასუხოდ ქრისტიანებს ნება დაერთოთ აღედგინათ მაცხოვრის საფლავის ეკლესია იერუსალიმში.
    ფატიმიანთა შემდეგი ხალიფა ალ-მუსთანსირის (ალ-მუსთანსირ ბი-ლლ, 1036-1094) გამგებლობა ყველაზე ხანგრძლივია ისლამური ქვეყნების ისტორიაში. მის დროს თურქული წარმოშობის სარდალმა არსლან ალბასასირიმ დროებით დაიკავა ბაღდადი, აიძულააბასიანთა ხალიფა ალ-კაიმი ეცნო ფატიმიანთა ხალიფას პრეროგატივები და მოციქულის ხალათიც გაეგზავნა მისთვის.
    ხალიფამ წარმატებას მიაღწია სამხრეთ არაბეთშიც, სადაც ისმაილიზმმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი: აქ ისმაილიტების მოძღვრებას ნერგავდა მისიონერი ალ იბნ მუჰამმად ას-სულა (1047-1067), ადგილობრივი ყადის შვილი. მან ზეიდიტ იმამს წაართვა სან, შემდეგ კიადენიც დაიკავა. ამგვარად, იემენში შეიქმნა სულაიჰიანთა სახელმწიფო, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ფატიმიანთა ეგვიპტესთან. საინტერესოა, რომ 1099-1138 წლებში ფაქტობრივად დინასტიის სათავეში იდგა ქალი –ას-საიიდა არვა. 1174 წლის შემდეგაც, როცა იემენი აიუბიანთა ხელში გადავიდა, სულაიჰიანთა შთამომავლები XII
საუკუნის მიწურულამდე ინარჩუნებდნენ ცალკეულ ციხესიმაგრეებს.
    ქვეყნის გარეთ მიღწეული ზოგიერთი წარმატება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მწვავე საშინაო მდგომარეობის კომპენსაცია. მატერიალური ანაზღაურებით უკმაყოფილო დაქირავებული რაზმების თვითნებობამ, რაც ბოლოს შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა, ხალიფას გავლენა და ავტორიტეტი მინიმუმამდე დაიყვანა. თურქმა გვარდიელებმა დაარბიეს ხალიფას სასახლე, ხაზინა და მდიდარი სამეფო ბიბლიოთეკაც არ დაინდეს. მოუსავლიანი წლები, ეპიდემიები და შიმშილი კიდევ უფრო ამძიმებდა მდგომარეობას. ფატიმიანთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა ეგვიპტის გარეთაც: სირიაში მას დაუპირისპირდნენ სელჩუკები, ხოლო 1071 წელს ნორმანებმა მიიტაცეს სიცილია. ასეთ ვითარებაში ხალიფამ ეგვიპტეში მიიწვია და ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება გადასცა სირიელ სარდალს, ‘აქქას გამგებელს ბადრ ალ-ჯამ (გარდ. 1094), ყოფილ მონას. წარმოშობით სომეხი, ალჯამალი სირიის ერთ-ერთი ამირას სამსახურში დაწინაურდა, ებრძოდა სელჩუკებს და კარგი ადმინისტრატორის რეპუტაციით სარგებლობდა. ეგვიპტეში მან ბოლო მოუღო თურქი გვარდიელების თარეშს, მოაწესრიგა საფინანსო და სახელმწიფო აპარატი, შეავსო დაცარიელებული ხაზინა. მისი სამშენებლო საქმიანობის კვალი დღესაც ჩანს კაიროში ქალაქის სამი კარის –  ზავლას (ზავალას), ალ-უთჰის და ან-ნასრის სახით.
    XI საუკუნის მეორე ნახევარში ფატიმიანებმა ფაქტობრივად დაკარგეს სირია. ალ-ჯამალიმ ორჯერ – 1063-1064 და 1066-1068 წლებში სცადა დაეკავებინა დამასკო, მაგრამ ჯერ თურქმენებმა და შემდეგ კი სელჩუკებმა არ მისცეს
ას სირიის დაბრუნების საშუალება. კაიროს ხალიფას ხელში დარჩა საზღვაო ქალაქები ტვიროსი, ბეირუთი, საიდა (სიდონი), ‘აქქა დაასკალანი, ფატიმიანთა მთავარი დასაყრდენი სირიაში. ალ-ჯამალის გარდაცვალების შემდეგ ვეზირი გახდა მისი შვილი ალ-დალი, რომელმაც სცადა მამის პოლიტიკის გაგრძელება, მაგრამ ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.
    ალ-მუსთანსირის დროს ეგვიპტელ ისმაილიტთა შორის მოხდა განხეთქილება, რომელიც მემკვიდრის საკითხს უკავშირდებოდა, მაგრამ მისი შედეგები გასცდა სახელმწიფოს საზღვრებ. 1078 წელს ხალიფამ მემკვიდრის უფლება ჩამოართვა უფროს ვაჟს ნიზარს და გადასცა უმცროსს ალმუსთალის. საბოლოო გამარჯვება დარჩა ალ-მუსთალის, რომელიც ხალიფა გახდა. ნიზარი და მისი შვილი ციხეში დაიღუპნენ, მაგრამ მათმა მიმდევრებმა – ნიზარიტებმა შექმნეს სექტა (ან ორდენი), რომელიც მალე ცნობილი გახდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც. მისი დამაარსებელი იყო ალ-ჰასან იბნ ას-საბბ- (გარდ. 1124 .), როგორც ფიქრობენ სპარსელი . ტუსიდან, რომელიც თავის წარმომავლობას უკავშირებდა სამხრეთ არაბეთის ჰიმიართა მეფეებს. წელიწად-ნახევარი იგი ეგვიპტეში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნდა, როგორც ისმაილიტი მისიონერი. ას-საბაჰმა ხელში ჩაიგდო ციხესიმაგრე ალამუთი ქალაქ ყაზვინის ჩრდილო-დასავლეთით, საიდანაც ხელმძღვანელობდა ორდენის წევრებს ირანში, ერაყსა და სირიაში. თავისი შეხედულებები და პოლიტიკური პლატფორმა ას-საბაჰმა ჩამოაყალიბა ტრაქტატში –ად-დავა ალ-ჯადდა“ (ახალი მოწოდება“), რომელიც ნეოისმაილიზმისსახელითაა ცნობილი, ადრე არსებული ძველი მოძღვრებისაგან“ (ად-დავა ალ-კადმა“) განსხვავებით. ახალი ისმაილიტებიცნობილი გახდნენ სახელწოდებით ჰაშშ“ (ჰაშიშის მწეველნი“), ან მულჰიდები“ (მალჰიდა“ –გზააბნეულნი“, განსაკუთრებით ირანში). ისმაილიტი ნიზარიტების მთავარ ძალას წარმოადგენდნენ პროფესიონალი მებრძოლები – ფიდაები, რომლებიც ინდივიდუალურ ტერორს მიმართავდნენ და ყოველ წუთს მზად იყვნენ უსიტყვოდ შეესრულებინათ ორდენის მეთაური, მთავარი დაის (აი ად-დუ) ბრძანება თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ცალკეული სახელმწიფო მოღვაწეების ფიზიკური განადგურებით ორდენი ცდილობდა არ დაეშვა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. საბოლოო მიზანი, რომელსაც ისინი ისახავდნენ იყო ისლამურ ქვეყნებში მტკიცედ დამკვიდრებული იკტას ინსტიტუტის მოსპობა და სასოფლო თემის აღდგენა. მიზნის მისაღწევად ფიდაები იარაღს მიმართავდნენ როგორც მუსლიმების, ისე ქრისტიანების (ჯვაროსნების) წინააღმდეგ, რის გამოც ევროპელებში ნიზარიტ ისმაილიტებს ასასინების, .. მკვლელების სახელი დაუმკვიდრდათ. ასასინთა ორდენმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩრდილოეთ სირიაში, სადაც მათ ხელთ იგდეს ციხესიმაგრე მასიაფი (ან მასიადი). სირიელი ისმაილიტების უმაღლეს ავტორიტეტად ითვლებოდამთის შეიხიშიდ ად- სინ- (გარდ. 1192 .).
    რაც შეეხება საკუთრივ ეგვიპტეს, აქ ალ-მუსთანსირის შემდეგ XII საუკუნის პირველ ნახევარში მდგომარეობა გაუარესდა. ფატიმიანთა ხალიფებმა მთლიანად დაკარგეს ძალაუფლება და ვეზირებზე ან სამხედრო მეთაურებზე გახდნენ დამოკიდებული. ეკონომიკური დეპრესია და ჯვაროსანთა მხრივ წარმოქმნილი ახალი საფრთხე აახლოებდა დინასტიის აღსასრულს. ასეთ პირობებში 1171
ელს სირიიდან მოსულ ქურთ სარდალს შირქუჰს და მის ძმისწულს სალაჰ ად-დინს ისღა დარჩენოდათ, რომ საბოლოო წერტილი დაესვათ ფატიმიანთა სახალიფოს ისტორიისთვის.
3. ფატიმიანთა სახალიფოს პოლიტიკური სისტემა, სამეურნეო ცხოვრება, მეცნიერება
    ფატიმიანთა სახალიფოს ადმინისტრაციული და ეკონომიკური სტრუქტურა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ალ-მუიზის და ალ-‘აზიზის დროს პირველი ვეზირის იბნ ქილლისის (აბუ--არაჯ იბნ იუსუ იბნ ქილლის, 930-991) აქტიური მონაწილეობით. იბნ ქილლისი იყო ბაღდადელი გამუსლიმებული ებრაელი. ჯერ კიდევ ფატიმიანთა გამოჩენამდე იგი გადასახლდა ეგვიპტეში და ქაფურის საფინანსო მოხელე გახდა, შემდეგ გადავიდა კაირავანში, ხოლო 973 წელს ხალიფა ალ-მუიზთან ერთად ეგვიპტეში დაბრუნდა. მისი დახმარებით სახელმწიფოში დაინერგააბასიანთა ირანიზირებული ადმინისტრაციული სისტემის ძირითადი კომპონენტები. იბნ ქილლისს მხარს უმაგრებდა ფატიმიანთა მთავარი იდეოლოგი და ისმაილიტური სამართლის ფუძემდებელი იბნ ან-ნუ- (გარდ. დაახლ. 979 .), რომელსაც მთავარი ყადის თანამდებობა ეკავა. თავის ნაშრომში დაიმ ალ-ისლ“ (ისლამის საფუძვლები“) ის ამტკიცებდა, რომ სოციალური სამართლიანობის პრინციპი, რომელიც ისმაილიტების მოძღვრებაშია მოცემული, დროთა განმავლობაში აუცილებლად განხორციელდებოდა.
    ისმაილიტური ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეზირის ან კომპეტენტური მრჩევლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, მით უმეტეს, რომ ხალიფები, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ადიოდნენ ტახტზე და ფაქტობრივად დიდხანს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას ვერ ასრულებდნენ. ასე მაგალითად, გახალიფებისას ალ-ჰაქიმი იყო 11 წლის, ალმუსთანსირი 7-ის, ალ-მუსთალი 8-ის, ალ-ამირი 5-ის, აზ-ზაჰირი 17-ის, ალფაიზი 5-ის და ბოლო ხალიფა ალ-‘ადიდი 9 წლისა.
    ეგვიპტე მდიდარი სამეურნეო ქვეყნა იყო და ხალიფა მუიზმა, პირველ რიგში, მის მაქსიმალურ გამოყენებაზე იზრუნა, რაც საგადასახადო სისტემის მოწესრიგებით გამოიხატა. ძირითადი გადასახადები იყო ჯიზია და ხარაჯა. მიწაზე დაწესდა სახელმწიფო მონოპოლია, მაგრამ ხდებოდა მისი იჯარით გაცემა. სახელმწიფოს ხელში გადავიდა საგარეო ვაჭრობა და ფლოტი. ფატიმიანთა ხალიფები დიდი მესაკუთრენი იყვნენ: მაგალითად, კაიროში მათ ეკუთვნოდათ ათასობით სახლი და წვრილი სავაჭრო. ფაქტობრივად სახელმწიფოს კონტროლს ექვემდებარეობდა მრავალი სახელოსნო, რომელიც აწარმოებდა პროდუქციას, როგორც ხალიფას სასახლისთვის, ისე საშინაო და საგარეო ბაზრისთვის. ბრუნვაში შევიდა ფატიმიანთა მიერ მოჭრილი მონეტები.
    ეგვიპტის ისტორიის ფატიმიანთა პერიოდი არ იყო ძალიან პროდუქტიული მეცნიერებისა და ლიტერატურის სფეროში. უკიდურესი შიიტური იდეოლოგიის დანერგვა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სუნიზმს აღიარებდა, არ უწყობდა ხელს ინტელექტუალურ საქმიანობას და ფაქტობრივად ზღუდავდა შემოქმედებით საქმიანობას ვიწრო ექსტრემისტული დოგმატიკის გარეთ. მიუხედავად ამისა, ხალიფების ალ-მუიზის და ალ-‘აზიზის ვეზირების იბნ ქილლისის და იბნ ჯამალის პირადი ღვაწლის შედეგად ეგვიპტეში შეიქმნა პირობები მეცნიერული კვლევისათვის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ალ-აზჰარისდა სამეფო ბიბლიოთეკის როლი განათლების საქმეში. ზოგიერთი ცნობით, დარბევის შემდეგაც ბიბლიოთეკაში 100 ათასამდე წიგნი ინახებოდა, მათ შორის ატ-ტაბარის ისტორიისავტორისეული ვერსია და ცნობილი კალიგრაფის იბნ მუკლას ხელნაწერები. ექსტრემისტული შიიზმის პროპაგანდისთვის ხალიფა ალ-ჰაქიმის დროს 1005 წელს დაარსდა სასწავლებელი ალ-‘ილმ“, ხოლო მუკატამის მთაზე აშენდა ობსერვატორია. აქ მუშაობდა გამოჩენილი ასტრონომი იბნ იუნუსი (‘ალ იბნ აბ სა იბნ იუნუს ას-სადაფი, გარდ. 1009 .). იგი დაახლოებული იყო ხალიფას კართან და ასტრონომიული ობსერვატორიის ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.
    ასევე დიდი მეცნიერი, ასტრონომი, მათემატიკოსი, ექიმი და არისტოტელე კომენტატორი იყო ბასრელი იბნ ალ-ჰაისამი (აბალ ალ-ჰასან იბნ ალჰასამ, 965-1039). ერთხანს მას ბაღდადში ვეზირის თანამდებობაც ეკავა, საბოლოოდ კი მთელი სიცოცხლე მეცნიერებას დაუკავშირა. ხალიფა ალჰაქიმმა იგი ეგვიპტეში მიიწვია, მაგრამ შემდეგ საპყრობილეში ჩასვა. ხალიფას სიკვდილის შემდეგ იბნ ალ-ჰაისამი წარმატებით განაგრძობდა მუშაობას მეცნიერების სხვადასხვა დარგში და ევროპაშიც გახდა ცნობილი ალჰაზენისსახელით. მისი ნაშრომი ოპტიკაში ქით ალ-მანზირითარგმნა ლათინურად უკვე 1572 წელს. ამ მუსლიმი მეცნიერის გავლენა განიცადეს შუა საუკუნეების დიდმა ევროპელმა მეცნიერებმა როჯერ ბეკონმა, ლეონარდო და ვინჩიმ და იოჰან კეპლერმა. თავის შრომებში იბნ ალ-ჰასამმა გადასინჯა ევკლიდესა და პტოლემაიოსის ზოგიერთი დებულება. აღნიშნული პერიოდის ისტორიკოსებიდან შეიძლება გამოვყოთ ალ-ქინდ (აბუმარ მუჰამმად იბნ იუსუ ათ-თუჯ ალ-ქინდ, 897-961) და იბნ სა-სალმა ალ-კუდ (გარდ. დაახლ. 1062 .).
    ფატიმიანთა დროს, განსაკუთრებით ალ-‘აზიზის გამგებლობისას ეგვიპტეში, განსაკუთრებით კაიროში, აღიმართა რამდენიმე საინტერესო ნაგებობა, დამკვიდრდა ტრადიცია, რომლის თანახმად ცნობილ პირთა მავზოლეუმებს მეჩეთებთან აერთიანებდნენ. ძველ ფუსტატში ამ დროს ყოფილა შვიდი, ხოლო კაიროში რვა დიდი მეჩეთი. სამშენებლო საქმეში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფატიმიანთა ეგვიპტის ოქროს ერადაიწყო ალმუიზის დროს და ზენიტს მიაღწია ალ-‘აზიზის ხალიფობისას. ალ-მუსთანსირის ტახტზე ასვლის შემდეგაც ისმაილიტთა სახალიფო ისლამური სამყაროს წამყვან ქვეყნად რჩებოდა. ფატიმიანთა გამგებლობის პერიოდში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობა მთლიანობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც არაბულ-სპარსული მოვლენა, მაშინ როცა უფრო გვიანდელი აიუბიანებისა და მამლუქთა დროს უფრო მკაფიოდ თურქული გავლენა გამოიკვეთა.
    ფატიმიანთა დროინდელი ეგვიპტის შესახებ პირველხარისხოვან წყაროდ ითვლება სპარსულ ენაზე დაწერილი საარ მე“ (მოგზაურობის წიგნი“), რომელიც ეკუთვნის XI საუკუნის მოგზაურს ნასირ- ხუსრაუს. მოგზაურობა მან დაიწყო მერვიდან, მოინახულა იერუსალიმი და რამდენიმეჯერ იპილიგრიმა ჰიჯაზში. მისი ნაშრომი მთლიანად ემყარება პირად დაკვირვებებს და ეკუთვნის .. საპილიგრიმო წიგნებს“ (ქუთუბ აზ-ზიია“). თხზულებაში დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ 1047 წელს ხალიფა ალ-მუსთანსირის დროს მდინარე ნილოსზე გამართულ ზეიმს, რომელიც არხის გაყვანასთან იყო დაკავშირებული, ქართველი უფლისწულებიც ესწრებოდნენ (ვალერიან გაბაშვილი, გია ჟორჟოლიანი). XI საუკუნის პირველი ნახევრის ქრისტიანი ავტორის აჰ ანტიოქელის ცნობებიდან დასტურდება, რომ ქართველ მეფეებს მართლაც ჰქონდათ ურთიერთობა ფატიმიანებთან, რაც ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული. ნასირ- ხუსრაუს ზემოაღნიშნული ცნობაც, ალბათ, ამ ურთიერთობის ანარეკლია.


среда, 13 декабря 2023 г.

ერთმორწმუნე ბიზანტია და ქართული სახელმწიფოებრიობა V-XI საუკუნეებში

    ბიზანტია ანუ „აღმოსავლეთ რომის იმპერია“ 395 წელს რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად წარმოიშვა. იმ დროისთვის ქვეყანა „დიდი გადასახლებით“ გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობდა, რის გამოც დასავლეთ ქართული სამეფოებიდან ჯარების გაყვანა მოუწია და ვერც რაიმე ხარკს ითხოვდა. ამით ისარგებლა ეგრისის სამეფომ, დაიმორჩილა აქაური სხვა პოლიტიკური ერთეულები (სკვიმნია, სვანეთი, აფშილეთი, აბაგზეთი) და ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ბიზანტიელებთან ერთადერთი დამოკიდებულების ფორმად რჩებოდა, ყოველი ახალი ეგრისის მეფისთვის ტახტზე ფორმალური დამტკიცება ბიზანტიის იმპერატორს უნდა მოეხდინა და სამეფო ნიშნები გამოეგზავნა.
    450-იან წლებში ეგრისის მეფე გუბზას პირველმა ამ დამოკიდებულების მოშორებაც სცადა, რასაც ბიზანტიასთან ომი მოჰყვა. „ერთმორწმუნემ“ ვერ გაიმარჯვა, თუმცა ჩვენი ქვეყანა ძლიერ დაზარალდა. ამის გამო აღდგა აქამდელი ფორმალური დამოკიდებულება ეგრისის სამეფოს ბიზანტიის მიმართ.
    532 წელს, როდესაც ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე პირველი დასავლეთ რომის იმპერიის შემოსაერთებლად ემზადებოდა და მთელი ძალების დასავლეთში გაშვებით იყო დაკავებული, შიშობდა რომ სპარსეთმა არ დამასწროს, ქართლის შემდეგ ეგრისიც არ დაიკავოს, თორემ შავ ზღვაზე გასვლით დიდ საფრთხეს შემიქმნისო - გადაწყვიტა ეგრისის დამოუკიდებლობა მოესპო. მალე ქვეყნის ქალაქები ბიზანტიელთა ჯარებით აივსო, რომელთა რჩენა ჩვენებს დაევალათ. მეფეს ღირსება ფაქტიურად აჰყარეს და ქვეყნის ვაჭრობა დაიქვემდებარეს. გაბრაზებულმა გუბაზმა ირანელები მოიწვია, რასაც „დიდიი ომიანობა ეგრისში“ და ქვეყნის დაქცევა მოჰყვა. გუბაზი კი მოაკვდინეს და მისი ტახტი ბიზანტიაში აღზრდილ მის ძმა წათეს მისცეს. ქვეყანაში ბიზანტიელთა ბატონობა დამყარდა, მოგვიანებით კი ქვეყანაში მეფობა გაუქმდა და ამიერიდან ეგრისს იმპერატორის დანიშნული პატრიკიოზები მართავდნენ.
    ბიზანტიელთა უღელი ქვეყანაში იმდენად მძიმე იყო, რომ 697 წელს ეგრისის პატრიკიოზმა სერგი ბარნუკის ძემ ქვეყანაში მუსლიმი არაბები მოიწვია და ხარკიც იკისრა. ბიზანტიამ მაშინ ქვეყანა ქართლის საერისმთავროს გადასცა, რომელიც არაბთა შემოსევებისა და ბატონობის გამო VIII საუკუნის მეორე ნახევარში თანდათან დაეცა.
    730-იანი წლებიდან ბიზანტიაში „ხატმებრძოლეობა“ დაიწყო, როდესაც იმპერატორებმა დაუძლურებული ქვეყნის გასაძლიერებლად საეკლესიო სიმდიდრეებს დაადგეს თვალი, რის გამოც ეკლესიამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი გააჩაღა. არადა სხვაგვარად არაბების, ბულგარების, ავარებისა და სხვა მომთაბარეებისგან მომავალი საფრთხის გამკლავება ქვეყანას არ ძალუძდა. ბიზანტია საუკუნოვან ქაოსში გაეხვია, რითაც ისარგებლა მისმა ყმამ, აფხაზეთის ერისთავმა ლეონ მეორემ, დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხის მმართველი შემოიკრიბა და თავი მეფედ გამოაცხადა. ასე შეიქმნა სამეფო, რომელსაც ისტორიოგრაფიაში აფხაზეთის, ანდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს უწოდებენ, თუმცა-კი მისი არცერთი მეფე ბაგრატ მესამემდე თავს აფზახთა ან ეგრის-აფხაზთა მეფეს არ უწოდებდა, არამედ მხოლოდ „მეფეს“ და ამბიციას გამოთქვამდნენ სხვა ქართულენოვანი კუთხეების შემოერთებაზე.
    IX საუკუნეში ბიზანტიის ხელშეწყობით (ოღონდ არა ქართველთა სასიკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ არაბებთან ომში მოკავშირე-დასაყრდენი ჰყოლოდა კავკასიაში) არაბთაგან გათავისუფლებულ სამხრეთ ქართულ მიწებზე „ტაო კლარჯეთის საკურაპალატო“ ჩამოყალიბდა, რომლის მმართველი ბაგრატიონები ბიზანტიის ვასალები იყვნენ. X საუკუნეში ქვეყანა ბიზანტიის სამ ვასალურ ქვეყნად - „იმიერ ტაო“, „კლარჯეთი“ და „ქართველთა სამეფო“ - დაიშალა.
    ბიზანტია ვერ ურიგდებოდა ე.წ. აფხაზეთის სამეფოს დამოუკიდებლობას, მის მმართველებს მთავრებად მოიხსენიებდა და პერიოდულად ჯარებსაც აგზავნიდა წარუმატებლად. „აფხაზთა მეფეებიდან“ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჭყონდიდის ხელახლა აღმშენებელი გიორგი მეორე (922-957), რომელმაც ქართლის შემდეგ კახეთ-ჰერეთის შემოერთებაც სცადა და თითქმის მოახერხა, რომ სიკვდილს არ მოესწრო. მისი საქმის გაგრძელება უფროს ძეს, ლეონ მესამეს (957-967) სურდა, მაგრამ ამ დროს ბიზანტია საბოლოოდ დადგა ფეხზე და აღმოსავლეთში თავისი პოზიციების დაბრუნება დაიწყო და ახლა შიდა ბრძოლების დრო აღარ იყო.
    ჯერ კიდევ გიორგი მეორეს ხუთი ვაჟიდან ბოლო ორი - თეოდოსი და ბაგრატი ბიზანტიაში გაეგზავნა, რაც ერთგვარი რევერანსიც იყო ბიზანტიის მიმართ, თუმცა ეს უფრო იმისთვის კეთდებოდა, რომ ბევრი ძმა სამეფო ოჯახში ყოველთვის დიდი არეულობების მომასწავებელი იყო. თვით გიორგისაც ძმასთან ომით ჰქონდა მოპოვებული ტახტი. ლეონი უძეოდ გარდაიცვალა და ტახტზე გიორგის მესამე ვაჟი დემეტრე მესამე (967-975) ავიდა. აი მაშინ ამუშავდა რომაული „დაყავი და იბატონეს პოლიტიკა“ - ბიზანტიიდან ჩამოვიდა თეოდოსი და „სამცხელთა“ (ანუ ბიზანტიის ვასალ „ქართველთა სამეფოს“), დავით იმიერ ტაოელისა (ბიზანტიის ვასალი) და ქართლის დიდაზნაურების (ისინი მუდამ ცდილობდნენ აფხაზეთის სამეფოს დასუსტებას, რათა დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ) დახმარებით ძმას ებრძოდა ტახტიდან. თუ შევაჯამებთ: იმის მიხედვით თუ საიდან ჩამოვიდა, თუ ვინ იყვნენ მისი მოკავშირეები და აგრეთვე ბიზანტიის ამბიციებით დაექვემდებარებინა „აფხაზეთი სამეფო“ - ალბათ გონივრული ეჭვი იბადება, რომ თეოდოსი არამარტო აქაური დიდაზნაურების მოწვევით, არამედ უმეტესწილად ბიზანტიის იმპერატორის გამოგზავნილი უნდა იყოს და მისი გარკვეული მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა.
    ასე თუ ისე, თეოდოსი დამარცხდა და ძმა თვალები (და არამარტო) დათხარეს, თუმცა დემეტრე „მოულონელად“ და უძეოდ მიიცვალა და 975 წელს დასავლეთ ქართული სამეფო დასახიჩრებულ თეოდოსი მწუხარეს ერგო. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა, როს გამოც მისი მემკვიდრე დისშვილი ბაგრატი იყო, რომელიც თავის მხრივ ბიზანტიის ორი ვასალის - „ქართველთა სამეფოსა“ დავით იმიერ ტაოელის მემკვიდრე იყო.
    ასე იყო თუ ისე, 976 წელს იმპერატორ ბასილი II-ს გამორჩეული სარდალი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა და ლამის ტხატი ჩაიგდო ხელთ. 979 წელს აჯანყებული ბიზანტიის ქართველი ვასალების გაგზავნილმა ჯარმა იხსნა, რა დამსახურებითაც დავით III იმიერ ტაოელი აღმოსავლეთის კურაპალატის რანგში აღაზევეს.
    978 წელს, როდესაც ბიზანტიის კარს საქართველოსთვის არ ეცალა, აფხაზეთის მეფის ერთგულმა ვასალმა, ქართლის ერისთავმა იოანე მარუშის ძემ დაითანხმა ბაგრატის მშობლები და მამობილი დავით III, რომ ბაგრატი აფხაზეთის მეფედ დაესვათ. ამით საფუძველი ჩაეყარა მომავალში „აფხაზეთისა“ და „ქართველთა სამეფოების“ გაერთიანებას, რაც ბუნებრივია ბიზანტიის „დაყავი და იბატონეს პოლიტიკას“ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იმ დროს ბასილს სხვა პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი და მარუშისძემაც დაასწრო.
    985 წელს ბიზანტია ბულგარეთთან 30 წლიან ომში ჩაება, რასაც დაემატა 987 წლიდან მეორე დიდი სარდლის, ყოფილი იმპერატორის ნათესავის ბარდა ფოკას აჯანყება იმპერატორ ბასილი II-ს წინააღმდეგ, რომელსაც 1000 მებრძოლით დავით III ეხმარებოდა.
    ბაგრატ III სულაც არ გახდა ბიზანტიის ვასალი და შესაბამისად არც ბიზანტიული საკარისკაცო ტიტული მიუღია. იგი მუდმივად ცდილობდა ურჩი დიდაზნაურების დათრგუნვასა და ძალაუფლების ზრდაზე. ახლა, როცა ბიზანტიას მძიმე დღეები ედგა, საქართველოში უცნაური ამბავი მოხდა: ბოროტმა ენებმა (აქაც რომაული ცბიერების ამბავი უნდა იყოს) ბაგრატი და მამამისი გურგენი მათ მამებს - ბაგრატ რეგვენსა და დავით III-ს წაკიდეს და მათ შორის ბრძოლაც მოხდა, რამაც ეჭვები გააჩინა ბაგრატ-დავითის მამაშვილურ ურთიერთობაში.
    ამასობაში ბასილი II-ს მოკავშირეთ კიევის რუსეთი გამოუჩნდა. რაღაც ხვანჯებით აჯანყებულები ერთმანეთს წაეკიდნენ: ფოკამ სკლიაროსი დააპატიმრა, თვით ფოკა კი სხვა სარდლებმა მოკლეს.
    მაშინ მოიცალა ბასილმა ფოკას სომეხი და ქართველი მეთაურების დასასჯელად. დავითმა თავის გადასარჩენად ანდერძი დაწერა და თავისი სამფლობელოები ბიზანტიას უანდერძა. ასე ფეოდალური პრინციპით - მოღალატე ვასალს ფეოდი უნდა წაართვაო, ბიზანტიამ იანდერძა იმიერ ტაო, რაც 1000 წელს დავით კურაპალატის მკვლელობით ოფიციალურად გაიფორმა. ბაგრატ III-ს მამობილის მემკვიდრეობიდან რამდენიმე ციხე და აღმოსავლეთის კურაპალატის ტიტული (ანუ ბიზანტიის იმპერატორის ვასალობა) ერგო.
    ბაგრატი სიტუაციას შეეგუა უკეთესის იმედით, რადგან ჯერ სხვა ქართული კუთხეები (კახეთ-ჰერეთი და კლარჯეთი) უნდა შემოეერთებინა, რაც განახორციელა კიდეც. შემდეგ განძის ამირას აღუკვეთა ფეხი ქართული მიწებიდან, თუმცა მეტი ვეღარ მოასწრო.
    1054 წელს 54 წლის ასაკში გარდაცვლილი ბაგრატი 16 წლის ვაჟმა, გიორგი პირველმა ჩაანაცვლა. მეფეს ჯერ მამა არ გამოეგლოვა, რომ კახეთ-ჰერეთი ისევ ცალკე სამეფოდ გავიდან. ასეთ ვითარებაში ყმაწვილი მეფის კარი გადაწყვეტს პირველ რიგში იმიერ ტაოსთვის ბიზანტიასთან დაპირისპირებას, რაც საკმაოდ პრაგმატულ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ და რატომ:
    გიორგიმ მოკავშირედ გაიხადა ვასპურაკანის მეფე, რომლის ასულზეც დაქორწინდა და ბიზანტიის მთავარი მეტოქე აღმოსავლეთში, ფატიმიანთა ხალიფა ალ ჰაქიმი. მოკავშირეები იყვნენ აგრეთვე იყო ანისის, ვანანდისა და კახეთ-ჰერეთის სამეფოებიც.
    ასეთი კოალიციის მქონე მეფეს, კიდევ როდის შეიძლებოდა ისეთი შანსი მისცემოდა იმიერ ტაოს დასაბრუნებლად, როგორიც ახლა, როდესაც ბიზანტიას ბულგარელებთან ომის გამო აღმოსავლეთისთვის არ ეცალა. გიორგის კარმაც ასე განსაჯა და იმიერ ტაოს ციხეები დაიკავა.
    ბულგარეთის განადგურების შემდეგ ბასილიმ საქართველოსთვის მოიცალა და გიორგის იმიერ ტაოს დაცლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მაშინ იმპერატორმა ხანგრძლივი მზადება დაიწყო ომისა და გიორგისთვის მოკავშირეების ჩამოსაშორებლად.
    1020 წელს მოკვდა ანისის მეფე გაგიკი და ტახტზე ასულ იოანე სმბატს ეგრევე აუჯანყდა მისი ძმა აშოტი. 1021 წელს „მოულოდნელად“ ლოცვისას გაქრა ხალიფა ალ ჰაქიმი და მისმა შემცვლელმა ხალიფას დაიკომ ბასილისთან ზავი დადო.
    არაბი ისტორიკოსი იაჰია ანტიოქიელი გვამცნობს: „გიორგიმ მისწერა ალ-ჰაქიმს მასზე, რომ ერთად გამოსულიყვნენ საომრად მის წინააღმდეგ და ყოველი მათგანი გამართულიყო თავისი ქვეყნიდან. ამან მიაღწია ბასილი კეისრამდე და იგი აივსო მრისხანებით მის მიმართ. გაემართა კონსტანტინეპოლიდან ფილომილს (ქალაქი პისიდიაში, დღევ. აკ-შეჰრი), ისე, რომ არავის შეატყობინა, თუ რა ჰქონდა გუნებაში. აგრეთვე გამოაცხადა მზადება საბრძოლველად სირიის ოლქებში. გაამზადა სურსათი, ალაფი და იარაღი ანტიოქიაში გასაგზავნად საომრად მზადების ნიშნად. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ იგი გაემგზავრებოდა სირიაში. მაშინ როცა ბასილი კეისარი იმყოფებოდა ფილომილს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ალ-ჰაქიმი (1021 წლის 13 თებერვალს), და იგი გაემართა აფხაზთა წინააღმდეგ სალაშქროდ.
    ამ ამბის გაგებისას აფხაზმა შეკრიბა თავისი ლაშქარი და დასახმარებლად მოიწვია ვინც კი შეეძლო, უცხოელები. გამოვიდა თავისი სამფლობელოების განაპირას წადილით შეხვედროდა კეისარს და შებრძოლებოდა მას. როდესაც კეისარი მიუახლოვდა და წარსდგა მის წინაშე თავისი ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარით, აფხაზი უბრძოლველად გაიქცა. დაედევნა მას კეისარი, ვიდრე გამაგრდებოდა იგი მდინარის მეორე ნაპირზე, რომლის გადალახვა ბიზანტიელთა ლაშქარს არ შეეძლო. კეისარმა გადაწვა მისი მიწა-წყალი, მიიტაცა სურსათი, დაატყვევა, მოკლა და დააბრმავა 200000 ქვეშევრდომი ადამიანი. გადაიარა ქვეყა მისი ოლქი და რაიონი, გარდა მდინარის იქით მდებარე ადგილებისა, სადაც იგი ეძიებდა თავშესაფარს და ლაშქარმა ვერ შეძლო მისვლა“.
    ამდენად, გიორგი მოტყუვდა ბასილის ფანდის გამო და მომზადება ვერ მოასწრო. ქართული წყაროებით (მატიანე ქართლისაი, სუმბატ დავითის ძე) ჩანს, რომ მეფესთან მოკავშირეები არ იყვნენ მოსულნი, ამიტომ წელავდა დროს და უკან იხევდა, ვიდრე სომხეთიდან და კახეთ-ჰერეთიდან მოკავშირენი მოვიდოდნენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბიზანტიელთა მეწინავენი წამოეწივნენ გიორგის უკანმავალ ლაშქარს. ბრძოლის გადამწტყვეტ ეტაპზე მეფის ჯარს ქართლის დიდაზნაურებმა უღალატეს, რომელთაც ბრძოლა მიატოვეს და გიორგი დამარცხდა. ქართველი და სომეხი (მაგ. არისტაკესი) მემატიენეებიც ადასტურებენ ბასილის მიერ ქართული მიწების სასტიკად აოხრებას.
    ბასილიმ დასაჯა გიორგის სომეხი მოკავშირეები და მათგან დახმარების იმედი გაქრა.
    ომი შემდგომ წელსაც გაგრძელდა, კვლავ თავი იჩინა ღალატმა თავი. სანამ მეფე მთავარი ძალებით მივიდოდა და ორგანიზებულად ბრძოლას გამართავდა, ერთმა ნაწილმა თვითნებურად წამოიწყეს ომი და გიორგიმაც ვეღარ შეძლო ჯარების ორგანიზება და კვლავ დამარცხდა რასაც ახალი ქართული კუთხეების აოხრება მოჰყვა ბიზანტიელმა მხრიდან.
    გიორგიმ აღიარა იმიერ ტაოს დაკარგვა, თუმცა შემდგომშიდაც განაგრძობდა მცდელობებს შეექმნა ანტიბიზანტიური კოალიცია, ვიდრე ის სრულად ახალგაზრდა ხევში გასული „უცნაურად“ სიცოცხლეს არ გამოესალმა.
    ბიზანტია ამით არ დაკმაყოფილდა. მიტაცებულ ქართუ-სომხურ მიწებზე შეიქმნა „იბერიის თემი“, რომელსაც მომავალში სხვა ქართული მიწები უნდა შემატებოდა, რასაც ახორციელებდა ბიზანტია გიორგის მემკვიდრე ბაგრატ მეოთხის მცირეწლოვანებისას (1027-1032 წლებში).
    ასე რომ ძმები-იმპერატორები ბასილი მეორე და კონსტანტინე მერვე საქართველოსთვის ამოახრებელი მმართველები იყვნენ. ამ დროს თუ ვნახავთ ქართლის კათალიკოს მელქისედეკის წერილს, რომელსაც უეჭველი ამის გამო პატრიარქობაც მიუმატეს, ბასილ წმინდა მეფედ არის გამოცხადებული, რომლისგანაც და მისი ძმისგანაც აურაცხელ ოქრო-ვერცხლს იღებდა და პატივითაც სტუმრობდა მათ კონსტანტინოპოლში. აქედან გამომდინარე, მარტო ფეოდალური ურთიერთობების ამბავი არ უნდა იყოს გიორგის ბანაკში ამდენი გამცემ-მოღალატის არსებობა. ერთმორწმუნე ძმასთან ეკლესიის ჩახუტება, მითუმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც იქედან სიმდიდრე მოდის, უცხო არ არის საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაში.
    როგორც კი სრულწლოვანი გახდა ბაგრატ მეოთხე ისიც წინაპრების კვალზე წავიდა და ცდილობდა ერთის მხრივ ბიზანტიისგან მიტაცებული მიწების დაბრუნებას, მეორეს მხრივ კახეთ-ჰერეთისა და ტფილისის საამიროს შემოერთებას. მას ტაშირ-ძორაკეთის ქართულ მიწებისკენაც ეჭირა თვალი. მესამე მხრივ მეფეს ურჩი დიდაზნაურების ალაგმვაც სურდა.
    1042 წლიდან ბიზანტიამ დაიწყო ანისის სამეფოს დასაპყრობად ომი. ამ პერიოდში ბაგრატის წინააღმდეგ აჯანყდა ლიპარიტ ბაღვაში, რომელსაც ფულითა და ჯარით (უეჭველია დიპლომატიითაც) ეხმარებოდა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე მეცხრე. ბაგრატ-ლიპარიტის დაპირისპირების მიზეზებზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული: მაგ. თანამედროვე ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე ამის მიზეზად მეფის მიერ ლიპარიტის მეუღლის შეურაცხყოფას ასახელებს, რაზეც შემდეგ ლიპარიტმა მეფის დედის მიმართ უპასუხაო. ამ ფაქტის დადასტურება სხვაგან არ გვხდება, სამაგიეროდ წყაროებით აშკარად ჩანს ბიზანტიის აშკარა მცდელობა კავკასიაში გაბატონებისა. იგი ცდილობს მოსპოს სომხური სამეფო-სამთავროები, რის შემდეგაც ჯერი აფხაზთა და ქართველთა სამეფოზე მოდის. ბიზანტიიდან ლიპარიტთან ერთად გზავნიან იქ გახიზნულ ბაგრატის ნახევარძმა დემეტრეს ქუთაისში გასამეფებლად. ლიპარიტის მხარეს დგანან კახეთ-ჰერეთი, ტაძირ-ძორაგეთი და არაერთი ქართველი დიდაზნაური. ასეთ კოალიციას კი ერთი ქართველი დიდაზნაური ვერ შეკრებდა მეფის წინააღმდეგ, ეს რომ ბიზანტიის მართული პროცესი არ იყოს.
    ბაგრატი დამარცხდა, დასავლეთ საქართველოს გარდა ყველა სამფლობელო დაკარგა და იძულებული გახდა კონსტანტინოპოლში წასულიყო და იმპერატორისთვის ქედი მოეხარა. ასე რომ ბიზანტიამ კვლავ გაიმარჯვა.
    ბიზანტიელთა მიერ საქართველოს წვალება დასრულდა თურქ-სელჩუკთა დაპყრობების შედეგად, რომელთაც მცირე აზიის დიდი ნაწილი წაართვეს მათ. ამიერიდან იმპერიას აღარ ჰქონდა სერიოზული შესაძლებლობა საქართველოს პროცესებზე გავლენა მოეხდინა, თუმცა-კი გიორგი მეორე და დავით აღმაშენებელი მეფობის საწყისში კვლავ იმპერატორის საკარისკაცო ტიტულებს ატარებდნენ. დავითმა შემდეგ გადაიგდო ბიზანტიური ტიტული და დაუწყო იმპერატორებს კონკურენცია ქრისტიანულ სამყაროში პირველი მმართველის ტიტულისთვის. ბიზანტიისთვის საპასუხო სილის გაწვნის გამოხატულება იყო 1204 წლის აქტი, როდესაც ქართულმა ჯარმა ტრაპიზონის იმპერიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
    1453 წელს ბიზანტიამ არსებობა შეწყვიტა და მის მემკვიდრედ თავი მოსკოვიამ გამოაცხადა. უცხოელი დამპყრობლებისა და შიდაომებით დასუსტებული საქართველო ამიერიდან მასში, როგორც ერთმორწმუნეში ეძებს მოკავშირეს, რაც ყოველ ჯერზე იმედგაცრუებით სრულდება. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ბიზანტიის მსგავსად, მიეცა რა შანსი მოსკოვიას, საქართველოში მეფობა მოსპეს, ქვეყანა დაიპყრეს და მოსახლეობის გარუსება დაიწყეს...