ასე (ამბობს) თაბარნა1 ხათუსილი, დიდი მეფე, მეფე ხათის2 ქვეყნისა, ძე მურსილისა3, დიდი მეფისა, მეფისა ხათის ქვეყნისა, შვილიშვილი სუფლულიუმასი4, დიდი მეფისა, მეფისა ხათის ქვეყნისა, შთამომავალი ხათუსილისა5, ქუსარას6 მეფისა.
მე იშთარის7 ღვთაებრივ ნებაზე ვყვები. დაე, ადამიანთა მოდგმამ შეიტყოს მის შესახებ. დაე, მომავალში „მზის“ შვილებში, შვილიშვილებში და შთამომავლობაში, „მზის“8 ღვთაებათა შორის, იშთარის თაყვანისცემა იყოს!
მამაჩემმა მურსილიმ ოთხი ბავშვი გვშობა – ხალფასულუფი, მუვათალი9, ხათუსილი და ქალიშვილი, (სახელად) „ღმერთების სურვილი“. მათგან მე ნაბოლარა ვიყავი. და როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი (და) მეჯინიბის10 თანამდებობა მქონდა. იშთარმა – ჩემმა ქალბატონმა მურსილის – მამაჩემს – სიზმარში მუვათალი, ჩემი ძმა, მიველინა (და შეუთვალა): „ხათუსილისთვის წლები ხანმოკლეა, ის არ იქნება დღეგრძელი. გადმომეცი ის მე. დაე, გახდეს ჩემი ქურუმი და მაშინ ის ცოცხალი (დარჩება)“. მამაჩემმა მე ბავშვი, წამიყვანა და ჩემი თავი ღვთაებას სამსახურისთვის გადასცა. და მე ღვთაებას ქურუმად შევეწირე. იშთარის, ჩემი ქალბატონის, ხელში მე კეთილდღეობა ვპოვე. იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, მე ხელი ჩამკიდა და ღვთაებრივ ნებას მიმჟღავნებდა.
ხოლო როდესაც მამაჩემი მურსილი ღვთაება გახდა11. ჩემი ძმა მუვათალი კი მამამისის ტახტზე დაჯდა. მე ჩემი ძმის წინაშე მხედართმთავარი გავხდი, ჩემმა ძმამ მე მეშედთა მეთაურად12 დამნიშნა და ზემო ქვეყანა13 სამართავად გადმომცა. და მე ვმართავდი ზემო ქვეყანას. ჩემზე ადრე კი მას არმა-დათა, ძე ციდასი, მართავდა. და, რადგანაც იშთარი, ჩემი ქალბატონი, მწყალობდა და ჩემი ძმა მუვათალიც კეთილად მეპყრობოდა, ადამიანებს, როდესაც მათ იშთარის, ჩემი ქალბატონის, წყალობა და ჩემი ძმის კეთილგანწყობა დაინახეს, შეშურდათ ჩემი. არმა-დათა ციდას ძემ და შემდეგ სხვა ადამიანებმაც განსაცდელში ჩაგდება დამიპირეს. ისინი მე ბოროტად მომექცნენ და მე ძალიან გამიჭირდა. ჩემმა ძმამ მუვათალიმ სამართალში მიმცა14. იშთარი, ჩემი ქალბატონი კი, ძილში გამომეცხადა და სიზმრის მეშვეობით ეს მითხრა: „განა მე შენ (ბოროტი) ღვთაების ხელში დაგტოვებ? ნუ გეშინია“. და მე ბოროტი ღვთაებისაგან განვიწმინდე. და რადგანაც ქალღმერთს, ჩემს ქალბატონს, მე ხელით ვეჭირე, არასოდეს დავუთმივარ არც ბოროტი ღვთაებისთვის, არც ბოროტი სასამართლოსთვის. მტრის იარაღი კი ვერასოდეს მამარცხებდა...
როდესაც ჩემმა ძმამ დაინახა საქმის ვითარება და აღარაფერი ჰქონდა სასაყვედურო ჩემს მიმართ. მე კვლავ მიმიღო და ხათის ქვეყნის ქვეითნი (და) ეტლოსნები ჩამაბარა. და მე ვმართავდი ხათის ქვეყნის ქვეითებისა (და) ეტლოსნების მთელ ჯარს. ჩემი ძმა მუვათალი მგზავნიდა ხოლმე (სალაშქროდ). და მე, რადგანაც იშთარი – ჩემი ქალბატონი – მწყალობდა, რომელი მტრული ქვეყნისკენაც არ უნდა გამეხედა. ვერც ერთი მტერი მზერას ვერ მისწორებდა. და მე ვამარცხებდი მტრულ ქვეყნებს. მე იშთარის – ჩემი ქალბატონის – წყალობა მქონდა და მტერი, ვინც არ უნღა ყოფილიყო იგი ხათის ქვეყნების ფარგლებში, მე ის ხათის ქვეყნებიდან გავაძევე. ხოლო იმ მტრული ქვეყნების შესახებ. რომლებიც მე ჩემს ყრმობაში დავამარცხე, მათზე ცალკე შევქმნი ფირფიტას და მას ქაღმერთის წინაშე მოვათავსებ.
და როდესაც ჩემი ძმა მუვათალი, თავისი (მფარველი) ღვთაების ბოძანებით, ქვემო ქვეყანაში15 წავიდა და ხათუსა დატოვა, ჩეძმა ძმამ ხათის ღვთაებები და მიცვალებულთა სულები თან წაიყვანა და ისინი ქვემო ქვეყანაში მიიყვანა. (მის) ზურგში კი ქასქას ყველა ქვეყანა16, ფისხურუს ქვეყანა, ისხუფითას ქვეყანა, დაისთიფასას ქვეყანა აჯანყდნენ და ლანდას ქვეყანა, მარისთას ქვეყანა და გამაგრებული ქალაქები მიიტაცეს. მტერმა მდინარე მარასანთა17 გადალახა და... ქანესის18 ქვეყანაზე დაიწყო თავდასხმა. ქალაქებმა.. ქურუსთამამ და გაციურამაც მაშინვე წამოიწყეს ომი და ხათის მიტოვებულ ქალაქებზე მიჰქონდათ იერიში. მტერმა დურმითას ქვეყნიდან კი თუხუფიას ქვეყანაზე დაიწყო თავდასხმა. და, რადგანაც იფასანამასს ქვეყანა უკაცრიელი იყო, მტერმა სუვათარას ქვეყანაში შეაღწია. ორი ქალაქი – და ისთახარასა კი გადაურჩნენ მას, მაგრამ იმ მიწებზე, რომლებიც მტრით იყო გარემოცული, ათი წლის განმავლობაში მარცვალს ვერ თესდნენ. შემდგომ კი, წლების მანძილზე, სანამ ჩემი ძმა მუვათალი ხათის ქვეყანაში იყო, ქასქას ყველა ქვეყანა ომობდა. მათ ააოხრეს სადუფას ქვეყანა და დანქუვას ქვეყანა. და მე ჩემმა ძმამ მუვათალიმ გამგზავნა და ფათიარიგაში გამამწესა ქვეითნი (და) ეტლოსნები კი მცირეოდენი მომცა. მე თან წავიყვანე ქვეყნის მცირერიცხოვანი დამხმარე ჯარი ფეხოსანთა, წავედი და მტერს ხახას ქვეყანაში შევუტიე და ბრძოლა გავუმართე. იშთარი, ჩემი ქალბატონი, მე წინ გამიძღვა და ისინი დავამარცზე. (გამარჯვების ნიშნად) ძეგლი(?) ავაგე, ისინი კი, ვინც მტერს ხათუსადან ჰყავდა წაყვანილი, წავართვი და ყველანი ხელახლა დავასახლე (თავიანთ ძველ ადგილებზე). (მტრის) დამხმარენი კი შევიპყარი და ისინი ჩებს ძმას გადავეცი. და ეს იყო ჩემი პირველი საგმირო საქმე. იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, ამ ლაშქრობისას პირველად დამიძახა სახელი.
მოხდა ისე, რომ მტერი ფისხურუდან შემოიჭრა. ქარხანა და მარისთა მტრის გარემოცვაში აღმოჩნდნენ. მას ერთი მხრიდან თაგასთა ესაზღვრებოდა, მეორე მხრიდან კი თალმალია იყო მისი საზღვარი. ცხენების რვაასი შებმა ჰყავდათ. ქვეითებს კი თვლა არ ჰქონდათ. ხოლო მე ჩემმა ძმამ მუვათალიმ გამგზავნა და ას ოცი შებმა ცხენებისა მომცა, ქვეითებიდან კი ერთი კაციც არ მახლდა. მაშინაც იშთარი, ჩემი ქალბატონი, გამიძღვა წინ და მაშინ მე მტერს საკუთარი ძალებით გავუმკლავდი. და, როდესაც ყველა, ვინც კი მტრის მოკავშირე იყო, დავამარცხე, მტერი გაიქცა, ხოლო ქალაქები, რომლებიც მოწყვეტილნი იყვნენ ხათის ქვეყანას, თავდასხმებს აწყობდნენ და მტერთან ბრძოლა დაიწყეს. ვისთავანდაში კი მე (ღვთაების) სტელა (?) აღვმართე. და მაშინაც მე იშთარის, ჩემი ქალბატონის, წყალობა მქონდა. ხოლო იარაღი, რომელსაც მაშინ ვატარებდი, მოვავარაყე და ქალღმერთის, ჩემი ქალბატონის, წინაშე მოვათავსე.
ჩემს შემდეგ ჩემი ძმა მუვათალი მოვიდა. ქალაქები – ანცილია და თაფიქა – ხელახლა ააშენა და წავიდა, მე ახლოსაც არ გამკარებია. ხათის ქვეყნის ქვეითნი და ეტლოსნებიც ამასობაში გაიყოლია, ისინი თან წაიყვანა შემდეგ ხათის ღვთაებები და მიცვალებულთა სულები შეკრიბა, თარხუნთასაში ჩაიყვანა და თარხუნთასა დაიკავა. დურმითასა (და) ქურუსთამაში კი არ წავიდა და ამ ქვეყნებში მან მე დამტოვა. მე ეს გაუკაცრიელებული ქვეყნები სამართავად მომცა. ისხუფითას ქვეყანას, მარისთას ქვეყანას, ხისასხაფას ქვეყანას, ქათაფას ქვეყანას, ხანხანას ქვეყანას, დარახნას ქვეყანას, ხათენას ქვეყანას, დურმითას ქვეყანას, ფალას ქვეყანას, თუმანას ქვეყანას, გასიას ქვეყანას, საფას ქვეყანას, ყვითელი მდინარის ქვეყანას, ეტლოსნებსა და ოქროს შუბის ხალხს, ყველას მე ვმართავდი, ხოლო ხაქფისას ქვეყანა და ისთახარას ქვეყანა ქვეშევრდომებად გადმომცა და მე ხაქფისას ქვეყანაში გამამეფა...
ერთხელ, როდესაც ისე მოახდა, რომ ჩემი ძმა ეგვიპტეში წავიდა, (მოსახლეობა) ქვეყნებისა, რომლებიც მე ხელახლა დავასახლე, ქვეითნი (და) ეტლოსნები ამ ქვეყნებისა ჩემი ძმის (დასახმარებლად) ეგვიჰტეში სალაშქროდ წავიყვანე. და რადგანაც ჩემი ძმის წინაშე ხათის ქვეყნის ქვეითნი (და) ეტლოსნები ჩემს ხელთ იყვნენ, მე მათ ვმართავდი, ხოლო, როდესაც არმა-დათა ციდას ძემ ჩემდამი იშთარის – ჩემი ქალბატონის და ჩემი ძმის კეთილგანწყობა დაინახა და მათ (ჩემს დაღუპვას) ვერაფრით მიაღწიეს. (არმა-დათა ციდას ძემ) თავის ცოლთან და შვილთან ერთად მე ჯადოთი შეკვრა დამიპირეს. სამუხა, ქალღმერთის ქალაქი, მან ჯადოთი გაავსო. ხოლო როდესაც მე ეგვიპტიდან ვბრუნდებოდი. ღვთაებისთვის მსხვერპლის შესაწირად ლავაცანთიაში გავემართე და ქალღმერთს თაყვანი ვეცი. ქალღმერთის სურვილით ცოლად მოვიყვანე ფუდიხეფა, ბენთიფსარის – ქურუმის – ქალიშვილი და ჩვენ შევუღლდით. და ჩვენმა ღვთაებამ ქმრისა და ცოლის სიყვარული მოგვანიჭა და ჩვენ ვაჟიშვილები (და) ქალიშვილები შეგვეძინა, შემდეგ ღვთაებამ – ჩემმა ქალბატონმა – მითხრა: „შენ შენს სახლიანად მემსახურე“. და მეც ჩემს სახლთან ერთად ღვთაების ერთგული ვიყავ და ჩვენთან, სახლში, რომელიც ჩვენ შევქმენით, ღვთაება შემოვიდა... ხაქფისა აჯანყდა და მექასქას ქვეყნების ხალხი განვდევნე. ის დავიმორჩილე და ხაქფისას ქვეყნის მეფე გავხდი. შენ კი, ფუდუხეფა, ხაქფისას ქვეყნის დედოფალი გახდი.
და როდესაც ისე მოხდა, რომ სასამართლო დავა სასახლიდან გაჭიანურდა, იმ დროსაც იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, თავისი ღვთაებრივი ნება-სურვილი მიჩვენა. სასამართლო დაცვას განაჩენი მოჰყვა. არმა-დათას, მისი ცოლისა და შვილის ჯადოქრობა შეიტყვეს და ის მათ წინააღმდეგ მიმართეს. მას ჩემი ღვთაების ქალაქი, სამუხა19, ჯადოთი ჰქონდა გავსებული. ქალღმერთმა, ჩემმა ქალბატონმა, იგი მე დამიქვემდებარა და ჩემმა ძმამ ის თავის ცოლთან და შვილთან ერთად სახლიანად მე გადმომცა. და მე ჩემმა ძმამ მითხრა: „სიფაცითი ამაში არ არის გარეული“. და, თუმცა ჩემმა ძმამ სასამართლოს გადაწყვეტილებით მე პროცესი მომაგებინა მე ბოროტებით სამაგიერო აღარ გადავუხადე. რადგანაც არმა-დათა ჩემი ნათესავი იყო და ამასთან იგი მოხუცებული იყო, და ავად იყო. მე ის გავანთავისუფლე. სიფაცითიც გავანთავისუფლე. გავანთავისუფლე რა ისინი, მე მათთვის არაფერი დამიშავებია. არმა-დათას ცოლი და ვაჟიშვილი ალასიაში20 გავაგზავნე. მისი ქონების ნახევარს მე დავეპატრონე და (დანარჩენი) არმა-დათას დავუბრუნე... ჩემი ძმა გარდაიცვალა, ჩემი ძმის პატივისცემით კი (ცუდი) არა გამიკეთებია რა. იმ დროს, როდესაც ჩემს ძმას კანონიერი ვაჟიშვილი არ ჰყავდა, მე ურხი-თესუფი21, მისი ვაჟიშვილი მეორე ცოლისაგან, წამოვიყვანე და ის ხათის ქვეყანაში ბატონად დავსვი. მთელი ხათუსა ჩავაბარე და ის ხათის ქვეყნების [დიდი მეფე] იყო. მე კი ხაქფისას მეფე ვიყავი. ქვეითებისა და ეტლოსნების ჯარით [წავედი] და რადგანაც ქ. ნერიქი ხანთილის დროიდან დანგრეული იყო, იგი წავიღე და ხელახლა გავაშენე. ქვეყნები, რომლებიც ნერიექის გარშემო მდებარნობდნენ. – ნერა (და) ხასთირა (მათ) მოსაზღვრებად ვაქციე, – ყველა დავიმორჩილე და ჩემს მოხარკეებად [ვქმენ]. ხახარვას მთის (დასახლება) და მარასანდას (დასახლება), რომელთაც (მტერმა) ნერიქიდან და ხაქფისადან შეუტია, მთლიანად დავიმორჩილე.
ხოლო როდესაც ურხი-თესუფმა ჩემდამი ღვთაების ასეთი კეთილგანწყობა დაინახა, შეშურდა ჩემი და განსაცდელში ჩაგდება დამიპირა. ყველა (ჩემი) ქვეშევრდომი წამართვა. სამუხაც წამართვა, გაუკაცრიელებული ქვეყნები კი, რომლებიც მე ხელახლა დავასახლე. ისინი აგრეთვე ყველა წამართვა. და მე დამამცირა, ხაქფისა კი, ღვთაების ბრძანებით, ვერ წამართვა. რადგანაც ნერიქის ამინდის ღვთაების ქურუმი ვიყავი, ამის გამო ის მე ვერ წამართვა, ჩემი ძმის პატივისცემით, მე (ცუდი) არაფერი ჩამიდენია და შვიდი წლის განმავლობაში ვითმენდი. ის კი ცდილობდა ჩემს დაღუპვას ღვთაების სიტყვით და ადამიანის სიტყვით. და მე ხაქფისა და ნერიქი წამართვა. აღარ მოვუთმინე და მას ბრძოლა დავუწყე. ხოლო, როდესაც მას ვებრძოდი, მე სიბილწეს არ ჩავდიოდი. განა მე მას ეტლზე მდგომი ავუჯანყდი ან სასახლეში ავუჯანყდი! მე მას როგორც მტერს შევუთვალე: „შენ მე მექიშპებოდი. შენ დიდი მეფე ხარ, მე კი მეფე ვარ ერთი ციხე-სიმაგრისა, რომელიც შენ დამიტოვე. მოდი! ჩვენ სამუხას იშთარი და ნერიქის ამინდის ღვთაება განგვსჯიან სამსჯავროზე“. როდესაც ამას ვწერდი უორსი-თესუფს. ვინმეს რომ ჩემთვის ასე ეთქვა: ადრე რატომ დასვი ის მეფედ და ახლა რად სწერ ომის შესახებ?“, – მე ვუპასუხებდი: „მას რომ თვითონ არ დაეწყო ჩემთან შუღლი, განა ღმერთები სამართლიან დიდ მეფეს პატარა მეფეს დაუქვემდებარებდნენ?“ ახლა, რადგანაც ის მე მექიშპებოდა, ღმერთებმა ის სასამართლოს გადაწყვეტილებით მე დამიქვემდებარეს. და, როდესაც მე მას შევუთვალე: „მოდი!“, – მან გადალახა მარასანთია და ზემო ქვეყანაში მოვიდა. მასთან იყო სიფაცითი, ძე არმა-დათასი. ურხი-თესუფმა მას დაავალა ზემო ქვეყნის ქვეითთა შეკრება, მაგრამ, ვინაიდან სიფაცითი ჩემს მიმართ ცუდად იყო განწყობილი, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლაში მას წარმატება არ ჰქონია.
ხოლო, რადგან იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, ადრევე აღმითქვა მეფობა, ახლა იშთარი, ჩემი ქალბატონი, ჩემს ცოლს გამოეცხადა ძილში (და უთხრა:) „მე შენს ქმარს დავეხმარები და მთელს ხათუსას შენი ქმარი გაუძღვება. რადგანაც ის მე გავზარდე, არასოდეს დამითმია ის არც ბოროტი სასამართლოსათვის, არც ბოროტი ღვთაებისათვის, ახლაც მე მას აღვამაღლებ და არინას მზის ღვთაების ქურუმად დავაყენებ. მე იშთარი (შენს) მფარველ ღვთაებად ვქმენ!“ და მე იშთარი – ჩემი ქალბატონი მხარში ამომიდგა და, როგორც აღმითქვამდა, (ისე) ასრულდა. იშთარი, ჩემი ქალბატონი, მე ხშირად ამჟღავნებდა თავის ღვთაებრივ ნებას. იმ წარჩინებულებს, რომლებიც ურხი-თესუფმა ერთ დროს გაასახლა, იშთარი – ჩემი ქალბატონი – ძილში გამოეცხადა (და უთხრა:) „მარტონი თქვენ უძლურნი ხართ (?) და მე, იშთარმა, ხათის ყველა ქვეყანა ხათუსილის დავუბრუნე“. იმჟამად მე ბევრჯერ დავინახე იშთარის ღვთაებრივი სამართლიანობა. მაშინ, როდესაც სხვა დროს იგი არასოდეს ტოვებდა ურხი-თესუფს, ახლა იგი, როგორც ღორი საღორეში, სამუხაში გამოამწყვდია. მე კი ქასქას ხალხი, რომელიც ჩემი მტერი იყო. ისევ მხარში ამომიდგა. მთელი ხათუსაც მე ამომიდგა მხარში. ჩენი ძმის პატივისცემით, არაფერი ჩამიდენია ურხი-თესუფთან სამუხაში გავემართე, უკან დავბრუნდი და იგი როგორც ტყვე ჩამოვიყვანე. მას ნუხასეს ქვეყანაში გამაგრებული ქალაქები გადავეცი. და ის იქ იმყოფებოდა. მას შეიძლებოდა სხვა განზრახვა ჰქონოდა და ქარადუნიას (=ბაბილონის) ქვეყანაში წასულიყო, მაგრამ მე, როგორც კი შევიტყე საქმის ვითარება, ის შევიპყარი და ზღვის გაღმა გავაგზავნე. სიფაცითისაც საზღვარი გადაალახინეს, ხოლო სახლი მას ჩამოვართვი და იშთარს, ჩემს ქალბატონს, ვუბოძე. იშთარს, ჩემს ქალბატონს კი, მე დიდების ერთი საფეხურიდან მეორეზე ავყავდი.
მეფის წული ვიყავი და მეშედის მეთაური გავხდი. მეშედის მეთაური (ვიყავი) და ხაქფისას მეფე გავხდი. ხოლო ხაქფისას მეფე შემდგომ დიდი მეფე გავხდი. იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, (ჩემი) მოშურნენი, მტერნი და მოსარჩლენი ხელთ გადმომცა. ერთნი იარაღით დაიხოცნენ, მეორენი კი (მათთვის განგებით დადგენილ) დღეს. მე მათ ყველას, მთლიანად მოვუღე ბოლო. იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, აგრეთვე ხათის ქვეყნის მეფობა მიბოძა და მე დიდი მეფე გავხდი. იშთარმა, ჩემმა ქალბატონმა, მე – უფლისწული – ამიყვანა და მეფობა მომანდო. ისინი, ვინც ჩემი წინამორბედი მეფეებისადმი კარგად იყვნენ განწყობილნი, ჩემს მიმართაც კარგად განეწყვნენ, ჩემთვის ელჩების გამოგზავნა დაიწყეს, ძღვენის გამოგზავნა დაიწყეს. საჩუქრები, რომლებსაც ისინი მე მიგზავნიდნენ, არც ჩემი მამათათვის, არც მამათა მამათათვის არავისთვის არ გაუგზავნიათ. მეფეები, რომელთაც პატივი უნდა ეცათ ჩემთვის, პატივს მომაგებდნენ. მტრები კი, ვინც მყავდნენ, ისინი მე დავამარცხე. ხათის ქვეყნებს საზღვრები გავუფართოვე. მათ, ვინც ჩემს მამებს, მამათა მამებს მტრობდნენ, ჩემთან მშვიდობა დაამყარეს. და მე, რადგანაც იშთარს, ჩემს ქალბატონს, ასე გამორჩეული ვყავდი, ჩემი ძმის პატივისცემით, (ცუდი) არაფერი ჩამიდენია. ჩემი ძმისშვილი მდლამმა წამოვიყვანე და იქ, იმ ადგილას, სადაც მუვათალის, ჩემი ძმის, სამყოფელი იყო. თარხუნთასაში დავსვი მეფედ. იშთარ, ჩემო ქალბატონო, შენ მე – ბავშვი (?) – ამიყვანე და ხათის ქვეყანაში მეფედ დამსვი. მე კი იშთარს, ჩემს ქალბატონს, არამა-დათას სახლი ვუბოძე. ის ჩამოვართვი (?) (მას) და (იშთარს) გადავეცი. ის, რაც (მას) ძველთაგან ჰქონდა, (ღვთაებას) გადავეცი. მე რაც მქონდა, ისიც (ღვთაებას) გადავეცი. (მას) ჩამოვართვი და ღვთაებას გადავეცი. არმა-დათას სახლში, რომელიც მას გადავეცი და ქალაქებში, რომლებიც არმა-დათას ეკუთვნოდა, ყოველი მათგანის უკან (ღვთაების) სტელას დადგამენ და ჭურჭელში შესაწირს მოათავსებენ. იშთარი ჩემი ქალღმერთია. მას, იშთარს – განდიდებულს – (ადამიანები) თავისივე (კეთილდღეობისათვის) შესწირავენ მსხვერპლს. საძვალე, რომელიც მე ავაშენე, ის ღვთაებას გადავეცი. ჩემი ვაჟიშვილი თუთხალიაც შენ მოგეცი მსახურად. დაე, თუთხალიამ, ჩემმა ძემ, იშთარის სახლი განაგოს! მე ქალღმერთის მსახური ვარ, დაე, ისიც ქალღმერთის მსახური იყოს! ხოლო სახლში, რომელიც ქალღმერთს ვუბოძე, დაე, ყოველმა ქალღმერთისათვის დღესასწაულები (?) გადაიხადოს.
ხოლო ის, ვინც მომავალში ხათუსილისა (და) ფუდუ-ხეფას შთამომავალს იშთარის სამსახურს ჩამოაშორებს (ან) სამუხას იშთარის სახლიდან (?) ჩალა-ბზესა (და) ხეს (ან) მის კალოს თავისთვის მოითხოვს, დაე, ის სამუხას იშთარის მოპასუხე გახდეს სასამართლოში. სახანსა და ლუცის ნურავინ მოსთხოვს ხათუსილისა და ფუდუხეფას შთამომავალს.
დაე, მომავალში ხათუსილის და ფუდუ-ხეფას ყოველმა შვილმა, შვილიშვილმა (ან) შთამომავალმა, ვინც კი სამეფო ტახტზე ავა ღვთაებებს შორის სამუხას იშთარს სცეს თაყვანი!
შენიშვნები
1. თაბარნა / ლაბარნა – ხეთების მეფეთა ტიტული, ხათური წარმოშობის. აგრეთვე, ხეთების მეფეთა საკუთარი სახელი (შდრ. ლაბარნა 1, ლაბარნა II).
2. „ხათი“ აღნიშნავდა ხეთების მთელ სამეფოს.
3. მურსილი 1I – ხეთების ახალი სამეფოს მბრძანებელი (ძვ. წ. XIV ს. პირველი ნახევარი).
4. სუფილულიუმა
5. ხეთების ახალი სამეფოს დამაარსებელი მეფობდა დაახლ. 1425–1356 წლებში.
6. ხათუსილი – იგივე ლაბარნა II, რომელმაც სამეფოს ცენტრი ქუსარადან გადაიტანა ხათუსას, საიდანაც წარმოდგება ამ მეფის სახელი. ამ დროიდან გადაიქცა სახელწოდება „ხათი“ ხეთების მთელი სამეფოს აღმნიშვნელად.
6. ქუსარა – ხეთების ძველი სამეფოს პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრი ძვ. წ. XVIII–XVII სს. დედაქალაქის ხათუსაში გადატანის შემდეგ დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
7. იშთარი – სიყვარულისა და ომის მესოპოტამიური ღვთაება.
8. „ჩემი მზე“, „მზე“ – ხეთების მეფეთა ტიტული.
9. მუვათალი – ხეთების მეფე (დაახლ. 1345–1310 წწ. ძვ. წ.).
10. მეჯინიბე – დაბალი თანამდებობა სამეფო კარზე.
11. ე.ი. გარდაიცვალა.
12. მეშედთა მეთაური (მთავარი მეშედი) – მაღალი აღმინისტრაციული თანამდებობა სასახლის კარზე.
13. „ზემო ქვეყანა“ – სახელწოდება აღნიშნავდა პონტოს მთებში, ხეთების სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას, დაახლ. თანამ. ტოკატიდან და სივასის მიდამოებიდან ერზინჯანამდე.
14. სიტყვასიტყვით: „ბორბალთან მიხმო“.
15. „ქვემო ქეეყანა“ – სახელწოდება აღნიშნავდა ხეთების სახელმწიფოს ცენტრალური ნაწილის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას.
16. ქასქას ყელა ქვეყანა – ტერიტორია, დასახლებელი ეთნიკური ჯგუფით, რომელსაც ეწოდებოდა „ქასქა”, მოიცავდა ხეთების სამეფოს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღოსავლეთით მდებარე რაიონს.
17. მარასანთა, მარასანთია – კლასიკური ხანის ჰალისი, თანამ. მდ. ყიზილ- ირმაკი.
18. ქანესი (იგივე ნესა) – თანამ. კაისერის ახლოს, ქიულ-თეფეს ბორცვზე მდებარეობდა.
19. სამუხა – ღვთაება იშთარის საკულტო ქალაქი.
20. ალასია – კუნძული კვიპროსი, ახალი სამეფოს ხანაში ხეთების სამეფოს ვასალური ქვეყანა.
21. ურხი-თესუფი – იგივე მურსილი III (დაახლ. 1310--1304 წწ.)

Комментариев нет:
Отправить комментарий