четверг, 24 октября 2019 г.

უინსტონ ჩერჩილის „ფულტონის სიტყვა“

1946 წლის 5 მარტს აშშ-ს შტატ მისურის ქალაქ ფულტონში, უესტმინსტერის კოლეჯში, ბრიტანეტის ყოფილი პრემიერი უინსტიონ ჩერჩილი გამოვიდა სიტყვით ევროპაზე ჩამოფარებული „რკინის ფარდის“ ფარდის შესახებ. სიტყვა გაგრძელდა 15 წუთსა და 48 წამს და საფუძველი ჩაუყარა „ცივი ომს“.
     პრეზიდენტო მაკკლუერ, ქალბატონებო და ბატონებო, და ბოლოს, მაგრამ არა საბოლოო რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტო:
მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვეწვიე უესტმინსტერის კოლეჯსდა რომ თქვენ მომანიჭეთ სამეცნიერო ხარისხი. სახელწოდება ვესტმინსტერი მე რაღაცას მაგონებს. მგონია, რომ სადღაც უკვე მაქვს გაგონილი მის შესახებმე ხომ ზუსტად  უესტმინსტერში მივიღე ჩემი განათლების ლომის წილი პოლიტიკის დარგში, დიალექტიკაში, რიტორიკაში და კიდევ სხვა რამეშიარსებითად, ჩვენ ერთი და იგივე, ან მსგავს სასწავლო დაწესებულებებში მივიღეთ განათლებაასევე პატივიათითქმის უნიკალური კერძო პირისთვისვიყო წარდგენილი აკადემიური აუდიტორიის წინაშე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ, რომელიც გადატვირთულია სხვა დასხვა საზრუნავითა და მოვალეობებით, რომლებიც მას დიდად არ უნდა, მაგრამ არ გაურბის მათ, პრეზიდენტმა გადალახა 1000 მილი იმისთვის, რომ თავისი დასწრებით პატივი მიეგო ჩვენი დღევანდელი შეხვედრისათვის და ხაზი გაესვა მისი მნიშვნელობისათვის, მომცა-რა შესაძლებლობამიმემართა ამ ნათესავი  ქვეყნისათვის, ჩემი თანამემამულეთათვის  ოკეანის გადაღმა და, შესაძლოა, კიდევ ზოგიერთი სხვა ქვეყნისთვისაც.
პრეზიდენტმა უკვე გითხრათ თავისი სურვილის შესახებ, რომელიც, დარწმუნებული ვარ ემთხვევა თქვენსას, - რომ მე ვიყო სრულიად თავისუფალირათა  მოგაწოდოთ ჩემი ჭეშმარიტი და ერთგული რჩევები ამ  შფოთიან და რთულ დროს.
მე, რა თქმა უნდა, ვისარგებლებ ჩემთვის მონიჭებული ამ თავისუფლებით,  და მითუმეტეს მაქვს ამის გაკეთების უფლება, რადგან ჩემი პირადი ამბიციები, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისინი ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემი ყველაზე დიდი ოცნებებიც კი დიდი ხანია დაკმაყოფილებულია გადაჭარბებულად. თუმცაღა, სრულიად მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ მე არ მაქვს არც ოფიციალური დავალება, არც სტატუსი ამგვარი გამოსვლისათვის, და მე გამოვდივარ მხოლოდ ჩემი საკუთარი სახელით. ასე რომ, თქვენს წინაშეა  მხოლოდ  ის, რასაც თქვენ ხედავთ.
ამიტომ, შემიძლია ჩემ თავს უფლება მივცე, ვისარგებლო ჩემი განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილებით, განვიხილო პრობლემები, რომლებიც ჩაგვისაფრდა მყისიერად, ბრძოლის ველებზე ჩვენი სრული გამარჯვების შემდეგ, და შევეცადო უზრუნველვყო იმის დაცვა, რაც მოპოვებულია ასეთი მსხვერპლითა და ტანჯვით,  მომავალი დიდების სახელითა და კაცობრიობის უსაფრთხოებისათვის.
შეერთებული შტატები ამჟამად მსოფლიო სიძლიერის მწვერვალზე იმყოფება. დღეს საზეიმო მომენტია ამერიკული დემოკრატიისათვის, რამეთუ თავისი სიძლიერის აღმატებულობით, მან საკუთარ თავზე მიიღო წარმოუდენელი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. თუ თქვენ მიმოიხედავთ თქვენს გარშემო, თქვენ უნდა იგრძნოთ არა მხოლოდ მოხდილი ვალდებულების  გრძნობა, არამედ შფოთვაც იმის თაობაზე, რომ თქვენი მიღწევების დონე არ დაეცეს. დღევანდელი შესაძლებლობები ჩვენი ორივე ქვეყნისთვის არის ნათელი და ბრწყინვალე.  მათზე უარის თქმა, ან იგნორირება, ან უშედეგოდ გაფლანგვა მომავალში ჩვენ გაუთავებელ  საყვედურებს მოგვიტანს.
იდეის უცვლელობა, სიჯიუტე მიზნის მისაღწევად და გადაწყვეტილებების დიდი სიმარტივე უნდა იყოს გეზის მიმცემი და წარმმართველი ინგლისურენოვანი ქვეყნებისათვის მთელ მსოფლიოში მშვიდობიანობის დროს  ისევე, როგორც ეს იყო ომის დროს. ჩვენ უნდა ვიყოთ,  და ვფიქრობ, რომ ვიქნებით ამ მკაცრი მოთხოვნის გამოწვევის სიმაღლეზე.
როცა ამერიკელი სამხედროები აწყდებიან რაიმე სერიოზულ სიტუაციას, მათი დირექტივის სათავეში ისინი წერენ სიტყვებს: „საერთო სტრატეგიული კონცეფცია“. ამაში დევს თავისი სიბრძნე, რადგან ასეთი კონცეფციის არსებობას მივყავართ ნათელი აზროვნებისაკენ. საერთო სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც ჩვენ დღეს  უნდა მივდიოთ, სხვა არაფერია, თუ არა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, თავისუფლება და პროგრესი ყოველი ოჯახური კერისთვის, ყოველი მამაკაცისა და ქალისათვის ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს მილიონობით კოტეჯი და მრავალბინიანი სახლი, რომლის ჯამაგირის მომლოდინე მაცხოვრებლები  უბედური შემთხვევებისა და ცხოვრების სირთულეების ფონზე ცდილობენ დაიცვან თავიანთი ცოლები და შვილები  სიღატაკისგან და აღზარდონ ისინი ღვისმოსაობაში ან ეთიკურ პრინციპებით, რაც ხშირად თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ამ უთვალავი ოჯახის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი  დაცულები უნდა იყონ ორი უდიდესი მოროდიორისაგან - ომისგან და ტირანიისგან.  ყველასათვის ცნობილია საშინელი შეძრწუნება, რომელსაც განიცდის ნებისმიერი ოჯახი, როცა მის მარჩენალს, რომელიც მისთვის შრომობს და უმკლავდება ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს ატყდება ომის წყევლა. ჩვენს თვალწინ ისევ დგას  საშინელი ნგრევა  ევროპისა და  მისი გარდასული დიდებისა  და აზიის დიდი ნაწილისა. როცა ბოროტი ადამიანების ზრახვები  თუ ძლიერი სახელმწიფოების აგრესიული  ქმედებები ანადგურებენ მსოფლიოს მრავალ რეგიონში ცივილიზებული საზოგადოების საფუძვლებს, უბრალო ხალხი ეჯახება პრობლემებს, რომელთანაც გამკლავება მათ არ ძალუძთ. მათთვის ყველაფერი დამახინჯებულია, ყველაფერი დანგრეულია და საფუძველიც კი  შერყეულია.
ახლა, როცა აქ ვდგავარ ამ მშვიდ  დღეს, წარმოდგენაც კი მზარავს იმისა, თუ რა ხდება რეალურ  ცხოვრებაში  მილიონობით ადამიანისთვის  და რა მოუვათ მათ, თუ შიმშილობა ჩამოვარდება. არავის შეუძლია დათვალოს ის, რასაც ადამიანთა ტანჯვის უსაზღვრობა ქვია. ჩვენი მთავარი  ამოცანა და ვალდებულებაა - დავიცვათ უბრალი ხალხის ოჯახები კიდევ ერთი ომის უბედურებისა და საშინელებებისაგან. ამაში ჩვენ ყველა  ვთანხმდებით.
ჩვენი ამერიკელი სამხედრო კოლეგები, მას შემდეგ რაც მათ განსაზღვრეს „საერთო სტრატეგიული კონცეფცია“  და გათვალეს არსებული რესურსები, ყოველთვის გადადიან შემდეგ ეტაპზე - მოიძიონ მათი რეალიზაციის საშუალებები.  ამ საკითხშიც არსებობს საერთო თანხმობა. უკვე ჩამოყალიბებულია მსოფლიო ორგანიზაცია ფუძემდებლური მიზნით - აღკვეთოს ომი. ერთა ლიგის მემკვიდრე - გაერომ და მასზე აშშ-ს გადამწყვეტი მიერთებითა  და ყოველივე იმითი, რასაც ეს ნიშნავს, უკვე დაიწყო თავისი მუშაობა. ჩვენ მოვალენი ვართ უზრუნველვყოთ მისი ნაყოფიერი საქმიანობა, რათა ის იყოს რეალური და არა ფიქტიური, რომ ეს ორგანიზაცია წარმოადგენდეს ქმედუნარიან ძალას, და არა მხოლოდ ცარიელ სიტყვებს, და რომ ის იქცეს მშვიდობის ჭეშმარიტ ტაძრად, რომელშიც ერთ დღესაც შევძლებთ ჩამოვკიდოთ მრავალი ქვეყნის საბრძოლო ფარები და არა უბრალოდ   ბაბილონის გოდოლში საძიძგილაო არენა.
პირველყოვლისა, სანამ ჩვენ შევძლებთ გავთავისუფლდეთ ეროვნული შეიარაღების აუცილებლობისაგან თვითგადარჩენის მიზნით, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი ტაძარი აგებულია არა ქვიშაზე ან ლერწამზე, არამედ  მყარ კლდეზე.  ყველამ, ვინც ფხიზლად არის, იცის რომ ჩვენი გაზა იქნება გრძელი და ძნელი. მაგრამ ჩვენ თუ მყარად მივყვებით იმ კურსს, რომელსაც მივყვებოდით ორი მსოფლიო ომის განმავლობაში (და სამწუხაროდ, არ მივყვებოდით მათ შორის დროის მონაკვეთში)  მაშინ მე არ მაქვს ევი, რომ საბოლოოდ მივაღწევთ ჩვენს მიზანს.
აქ მე მაქვს გარკვეული პრაქტიკული წინადადება სამოქმედოდ. სასამართლოები და მოსამართლეები  ვერ იფუნქციონირებენ შერიფებისა და კონსტებელების გარეშე. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს აღჭურვილი ინტერნაციონალური შეიარაღებული ძალებით. რომლის რეალიზებისაც  ჩვენ უნდა მოვახდინოთ ეტაპობრივად, მაგრამ უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ. ჩემი წინადადებაა ყველა სახელმწიფოს შევთავაზოთ გადასცეს საერთაშორისო ორგანიზაციის განკარგულებაში გარკვეული რაოდენობის სამხედრო-საჰაერო ესკადრილიები. ეს ესკადრილიები უნდა გაიწრთვნას და მომზადდეს საკუთარ ქვეყნებშივე, მაგრამ უნდა ხდებოდეს როტაცია ერთი ქვეყნიდან მეორეში. მათ უნდა ეცათ საკუთარი ქვეყნის ფორმა, მაგრამ განმასხვავებელი ნიშნებით. ისინი არ იქნებიან ვალდებულნი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, მაგრამ ისინი მიმართული იქნებიან გაეროს მიერ სხვა ქვეყნებისაკენ, საჭიროების შემთხვევაში. ასეთი ძალების შექმნა შეიძლება დაიწყოს  მოკრძალებული მასშტაბებით და ნდობის გაზრდასთან ერთად გაიზარდოს. მე ვისურვებდი, რომ ეს გაკეთებულიყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, და გულწრფელად მჯერა, რომ ახლა შევძლებთ ამის გაკეთებას.
თუმცა, წინდაუხედაობა და არასწორი იქნებოდა გაეროსათვის გადაგვეცა ატომური ბომბის დამზადების მონაცემები და გამოცდილება, რომელსაც ფლობენ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და კანადა, გაეროსათვის, რომელიც ჯერ კიდევ ახალშობილის მდგომარეობაშია. დანაშაულებრივი სიგიჟე იქნებოდა მიგვეშვა თავისუფალი დინებაზე ჯერ კიდევ არეულ და გაუერთიანებელ მსოფლიოში. არავის, ნებისმიერ ქვეყანაში არ ეძინება  საკუთარ საწოლში ნაკლებად მშვიდად  იმის გამო, რომ ამ ბომბის შესაქმნელი ცოდნა, საშუალებები და ნედლეული ამჟამად კონცენტრირებულია ძირითადად ამერიკის ხელში. არა მგონია ჩვენ დღეს მშვიდად გვძინებოდა, მდგომარეობა რომ ყოფილიყო შებრუნებით, დს რომელიმე კომუნისტურ ან ნეოფაშისტური სახელმწიფოს ქონოდა მონოპოლიზებული რაიმე ვადით ეს საშინელი იარაღი.  მხოლოდ შიში მათ მიმართ უკვე საკმარისი იქნებოდა  ტოტალიტარული სისტემებისათვის, რომ თავს მოეხვიათ საკუთარი თავი დემოკრატიული სამყაროსათვის.  ამის საზარელი შედეგების წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა კაცობრიობის ცნობიერებისათვის. ღმერთმა ინება, რომ ეს არ მოხდა, და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს თავისუფლად სუნთქვის სივრცის შექმნის საშუალება ჩვენ სახლში, სანამ ასეთ საფრთხე წარმოიქმნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, ჩვენ მაინც უნდა ვფლობდეთ საკმარისად მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომ გვქონდეს ეფექტური დასაშინებელი საშუალებებიმისი გამოყენების ან სხვა ქვეყნების მიერ გამოყენების საფრთხის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, როცა ხალხთა ჭეშმარიტი ძმობა მიიღებს რეალურ განხორციელებას საერთაშორისო ორგანიზაციის სახით, რომელის განკარგულებაშიც იქნება ყველა აუცილებელი პრაქტიკული საშუალება, გააკეთოს ეს ეფექტურად, ეს უფლებამოსილებები შესაძლებელია გადაცემულიყო მასზე.
ახლა მე მივუახლოვდი მეორე საფრთხეს, რომელიც ემუქრება ოჯახებსა და ადამიანებს. კერძოდ - ტირანია. ჩვენ არ შეგვიძლია თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ თავისუფლებები, რომლებითაც სარგებლობენ ადამიანები მთელ ბრიტანეთის იმპერიაში, არ მოქმედებს მნიშვნელოვანი რაოდენობის ქვეყნებში;  ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძლევამოსილია.  ამ ქვეყნებში უბრალო ადამიანებს თავს ახვევენ ძალაუფლებას ყოვლისმომცველი პოლიციური მმართველობები.
სახელმწიფო მართვა ხორციელდება დიქტატორების მიერ შეუზღუდავად  ან  ვიწრო წრის ოლიგარქიების მიერ, რომლებიც  მართავენ პრივილეგირებული პარტიისა და პოლიტიკური პოლიციის დახმარებით. ამჟამად, როცა ჯერ კიდევ მრავლადაა სიძნელეები, ჩვენს  მოვალეობებში არ  შეიძლება შედიოდეს ძალადობრივი ჩარევა იმ ქვეყნების საქმეებში, რომელთანაც ჩვენ არა გვაქვს საომარი მდგომარეობა.  ჩვენ დაუღალავად და უშიშრად ვაღიაროთ თავისუფლების დიადი პრინციპები და ადამიანთა უფლებები, რომლებიც წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამყაროს ერთობლივ მემკვიდრეობას და რომელთა Magna Carta-მ, უფლებათა კანონმა, Habeas Corpus-მა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომა და საერთო ინგლისურმა კანონმდებლობამ მოიპოვეს თავისი ყველაზე ცნობილი გამოხატულება დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.  ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ადამიან  ნებისმიერ ქვეყანაში აქვს უფლება და უნდა ქონდეს საშუალება კონსტიტუციური ქმედებების საშუალებით, თავისუფალი, არაფალსიფიცირებული არჩევნების, საიდუმლო კენჭისყრით აირჩიოს, ან შეცვალოს იმ მმართველობის ხასიათი ან ფორმა, რომელშიც ის ცხოვრობს, რომ უნდა ბატონობდეს სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება, რომ სასამართლოები თავისუფალი არიან აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან და არ არიან რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ, უნდა გაატარონ ცხოვრებაში კანონები, რომელთაც მოსახლეობის უმეტესობისაგან მოიპოვე მხარდაჭერა, ან კურთხეულია დროისა ან ტრადიციების მიერ. ეს არის ფუძემდებლური უფლებები თავისუფლებაზე, რომელიც უნდა იცოდნენ თვითოეულ ოჯახში, ასეთია ბრიტანელი და ამერიკელი ხალხის გზავნილი მთელი კაცობრიობისადმი. მოდით ვიქადაგოთ ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ვაკეთოთ ის რასაც ჩვენ ვქადაგებთ.
ამგვარად, მე განვსაზღვრე ორი მთავარი საფრთხე, რომელიც ემუქრება ადამიანებსა და მათ ოჯახებს.  მე არ მისაუბრია სიღარიბესა და გაჭირვებაზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევს შფოთვას. მაგრამ თუ ჩვენ გავანეიტრალებთ ომისა და ტირანიის საფრთხეს, მაშინ მეცნიერება და თანამშრომლობა უახლოეს რამდენიმე წელში, მაქსიმუმ რამდენიმე ათწლეულში, მსოფლიოს, რომელმაც გამოიარა დაუნდობელი ომის სკოლა, მოუტანს მატერიალური კეთილდღეობის ზრდას, არნახულს კაცობრიობის ისტორიაში. დღევანდელ დღეს,  ამ ნაღვლიან და სულისშემხუთავ დროს, ჩვენ გვჩაგრავს შიმშილი და უიმედობა, რომელიც ჩამოწვა ჩვენი კოლოსალური ბრძოლის შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი გადაივლის და შეიძლება, სწრაფადაც, და არ არსებობს მიზეზი, გარდა ადამიანური უგუნურებისა, და არაადამიანური დანაშაულებისა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყანას არ მიეცეს საშუალება ისარგებლოს კეთილდღეობის ეპოქის დადგომით.  მე ხშირად მომყავს ჩემი მეგობრის, ირლანდიური წარმოშობის დიდი ამერიკელი ორატორის, Bourke Cockran-ისაგან ორმოცდაათი წლის წინ გაგონილი სიტყვები: „ყველასთვის ყველაფერი სამყოფია. მიწა გულუხვი დედაა. იგი გაიღებს სრული სიუხვით საკვებს ყოველი მისი შვილისთვის, თუ ისინი დაამუშავებენ ნიადაგს მშვიდობასა და სამართლიანობაში. და ამგვარად, აქამდე ჩვენ სრულ თანხმობაში ვართ“. 
ახლა ვაგრძელებ-რა ჩვენი საერთო სტრატეგიული კონცეფციის მეთოდიკით, მე ვუახლოვდები მას, რისი თქმაც აქ მინდოდა.  არც ომის ეფექტური შეწყვეტა, არც მსოფლიო ორგანიზაციის გავლენის გაფართოება იქნება შესაძლებელი, ინგლისურენოვანი ქვეყნების ძმური ერთობის გარეშე. ეს ნიშნავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს ბრიტანული თანამეგობრობის, ბრიტანეთის იმპერიისა და შეერთებული შტატებს შორის.  ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ არა გვაქვს დრო ზოგადი ფრაზებით სალაპარაკოდ და გავბედავ ვიყო კონკრეტული. ჩვენი ძმური ერთობა საჭიროებს არა მხოლოდ მეგობრობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას ჩვენს უზარმაზარ მონათესაურ საზოგადოებრივ სისტემებს შორის, არამედ მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას ჩვენს სამხედროებს შორის, რომელთაც უნდა წარმართონ ერთობლივი შესწავლა პოტენციური საფრთხეებისა, შეიარაღებისა და წესდებების  თავსებადობა, და აგრეთვე სამხედრო ტექნიკური კოლეჯების კურსანტებისა და ოფიცრების ურთიერთგაცვლები. ეს აგრეთვე მოიცავს უკვე არსებული ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენებას ყველა სამხედრო-საზღვაო და სამხედრო საჰაერო ბაზებით სარგებლობის გზით. ამან, შესაძლებელია გააორმაგოს ამერიკული ფლოტისა და ავიაციის მობილურობა. ეს ბევრად გაზრდიდა ბრიტანეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების მობილურობას, და აგრეთვე, როცა მშვიდობა საბოლოოდ დამყარდება, მოგვცემდა მნიშვნელოვან ფინანსურ ეკონომიკურ ეფექტს. ჩვენ უკვე ვსარგებლობთ ერთობლივად რიგი კუნძულებით; ახლო მომავალში სხვა კუნძულებიც შეიძლება გადმოვიდნენ საერთო სარგებლობაში. აშშ-ს უკვე აქვს მუდმივი შეთანხმება თავდაცვის შესახებ კანადის დომინიონთან, რომელიც, ასევე, ღრმად ერთგულია ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობისა. ეს შეთანხმება უფრო ქმედითუნარიანია, ვიდრე მრავალი მათგანი, რომლებიც იდებოდა ფორმალური კავშირების ჩარჩოებში. ეს უნდა გავრცელდეს ბრიტანეთის თანამეგობრობის ყველა ქვეყანაზე სრული  ნაცვალგების პრინციპით.  მხოლოდ ასე შევძლებთ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ვიმუშაოთ ერთად დიდი და მცირე მიზნებისათვს, რომლებიც ძვირფასია ჩვენთვის და არავისთვის ზიანი არ მოაქვს. საბოლოო ეტაპზე შეიძლება მოხდეს ერთობლივი მოქალაქეობის იდეის რეალიძებაც (და მე ვთვლი რომ ეს რეალიზდება), მაგრამ ეს საკითხი ჩვენ შეგვიძლია მთლიანად მივანდოთ ბედს, რომლის ჩვენდამი გამოწვდილ ხელსაც საკმაოდ ბევრი ჩვენგანი უკვე ცხადად ხედავს.
თუმცაღა არის ერთ მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ. იქნება თუ არა აშშ-სა   და ბრიტანეთის თანამეგობრობას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები თავსებადი მსოფლიო ორგანიზაციისადმი ლოიალურობასთან? ჩემი პასუხია: რომ პირიქით, ეს არის, ალბათ ერთადერთი საშუალება, რომლითაც ეს ორგანიზაცია მიაღწევს თავის ძლიერებასა და სტატუსს. უკვე არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობები აშშ-სა და კანადას შორის და აშშ-სა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის. ჩვენც, აგრეთვე, გვაქვს 20 წლიანი ხელშეკრულება ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ რუსეთთან. მე ვეთანხმები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ბევინს, რომ ეს ხელშეკრულება, რამდენადაც ეს ჩვენზე არის დამოკიდებული, შეიძლება დავდოთ კიდევ 50 წლით. ჩვენი ერთადერთი მიზანია ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა. პორტუგალიასთან ჩვენი ალიანსი არსებობს 1384 წლიდან და იყო ძალიან ნაყოფიერი განვლილი ომის პერიოდში.  არცერთი ეს ხელშეკრულება არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო შეთანხმებების პრინციპებთან. „ღვთის სახლში ყველასათვის არის ადგილი“. განსაკუთრებული ურთიერთობები ერებს ალიანსებს შორის, რომელთაც  არა აქვთ აგრესიული მიზნები რომელიმე ქვეყნისადმი და არ აქვთ გეგმები, რომლებიც არ შეესაბამება აერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, არათუ საზიანო, არამედ სასარგებლოა და, მე ვფიქრობ, აუცილებელიც.
მე უკვე ვილაპარაკე მშვიდობის ტაძარზე. ეს ტაძარი უნდა აღმართონ ყველა ქვეყნის მშრომელებმა. თუ ამ მშრომელთაგან ორი ერთმანეთს უკეთ იცნობენ  და არიან ძველი მეგობრები, თუ მათი ოჯახები გადაჯაჭვულია და ვციტირებ  ჭკვიანურ  ფრაზას, რომელიც თვალში მომხვდა გუშინწინ : „თუ მათ აქვთ რწმენა ერთმანეთის მიზნებისადმი, იმედი ერთმანეთის მომავლისადმი და მიტევება ერთმანეთის ხარვეზებისადმი“, რატომ არ შეუძლიათ მათ იმუშაონ ერთად საერთო მიზნებისადმი როგორც მეგობრებმა და პარტნიორებმა?  რატომ არ შეუძლიათ მათ ერთობლივად ისარგებლონ  შრომის იარაღებით და ამგვარად  გაზარდონ ერთმანეთის შრომისნაყოფიერება? მათ არამხოლოდ შეუძლიათ, არამედ ვალდებულიც არიან ეს გააკეთონ, სხვაგვარად ტაძარი ვერ აშენდება, ანდა დაინგრევა უნიჭო შეგირდების მიერ აშენებისთანავე, და ჩვენ ისევ მოგვიწევს, უკვე მესამედ გავიაროთ ომის გაკვეთილები, რომელიც იქნება უკვე შეუდარებლად მეტად შეუბრალებელი, ვიდრე ის, რომელსაც ახლახან დავაღწიეთ თავი.
შეიძლება დაბრუნდეს შუასაუკუნეების ერა, და მეცნიერების ელვარე ფრთებზე დაბრუნდეს ქვის ხანა, და ყველაფერმა, რამაც შეიძლება კაცობრიობას მოფინოს უსაზღვრო მატერიალური კეთილდღეობა, შესაძლოა მიიყვანოს ის სრულ ანადგურებამდე.  ამიტომ მე მოგიწოდებთ: იყავით ფრთხილად. შესაძლებელია, უკვე ცოტა დრო დაგვრჩა.  მოდით,არ მივცეთ მოვლენებს თვითდინების საშუალება, სანამ ძალიან არ დაგვიანებულა. თუ ჩვენ გვინდა, იყოს ასეთი ძმური კავშირი, რომელზეც მე ახლახანს ვისაუბრე, ყოველივე იმ დამატებითი სიძლიერითა და უსაფრთხოებით, რომელიც ჩვენს ორივე ქვეყანას შეუძლია აქედან მიიღოს, მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ეს დიადი საქმე გახდეს ცნობილი ყოველგან, და ითამაშოს თავისი  მშვიდობის საფუძვლების გამყარებაში. უკეთესია ავადმყოფობის პრევენცია, ვიდრე მისი მკურნალობა.
მოკავშირეთა ამ გამარჯვებით გასხივოსნებულ სცენას ჩრდილი მიადგა. არავინ იცის, რის გაკეთებას აპირებს საბჭოთა კავშირი და მისი საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაცია ახლო მომავალში  და რა არის მისი საზღვრები, თუკი ასეთი არსებობს, მათი ექსპანსიონიზმისა და მისიონერული ტენდენციებისა. მე ღრმად ვარ  აღფრთოვანებული და პატივს მივაგებ მამაც რუს ხალხსა და ჩემს საომარი დროის ამხანაგს მარშალ სტალინს. ინგლისში - ეჭვი არ მეპარება, რომ აქაც, - განიცდიან ღრმა თანაგრძნობასა და კეთილმოსურნეობას  რუსეთის ყველა ხალხებისადმი და მზად ყოფნას გადავლახოთ მრავალრიცხოვანი უთანხმოებები და  წყვეტები მტკიცე მეგობრობის დამყარების სახელით.
ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს სურს უზრუნველყოს თავისი დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოება, გერმანული აგრესიის შესაძლო განახლების შემთხვევაში.  ჩვენ მოხარულები ვართ ვიხილოთ იგი მის კანონიერ ადგილზე წამყვა მსოფლიო სახელმწიფოებს შორის.  ჩვენ მივესალმებით მის დროშას ზღვაზე. და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მივესალმებით გამუდმებულ ხშირ და  მზარდ კონტაქტებს  რუს ხალხსა და ატლანტიკის ორივე მხარეს ჩვენს ხალხებს შორის. თუმცაღა, თავს მოვალედ ვთვლი გააცნოთ ზოგიერთი ფაქტი - დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გსურთ, რომ მე გაგაცნოთ ფაქტები, ისე როგორც მე მათ ვხედავ, - ევროპაში დღევანდელ მდგომარეობას.
ბალტიის შეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე კონტინენტზე დაეშვა რკინის ფარდა. ფარდის მიღმა დარჩა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი ქვეყნების ყველა დედაქალაქი - ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია. ყველა ეს განთქმული ქალაქი, და მოსახლეობა მის რაიონებში, დარჩა იმ საზღვრებში, რასაც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროს, ყოველი მათგანი ამა თუ იმ ფორმით ექვემდებარება არა მხოლოდ საბჭოურ გავლენას, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვან და სულ უფრო მზარდ კონტროლს. მხოლოდ ათენს, მისი უკვდავი დიდებით, შეუძლია თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი არჩევნებზე ბრიტანელი, ამერიკელი, ფრანგი დამკვირვებლების მონაწილეობით. რუსეთის დომინირებით, პოლონეთის მთავრობის წახალისება ხდება გერმანიაზე უზარმაზარი და უსამართლო თავდასხმებისათვის, რის შედეგადაც მიმდინარეობს მილიონობით გერმანელის მასობრივი გაძევება ძალიან სამწუხარო და გაუგონარი მასშტაბებით. კომუნისტურმა პარტიებმა, რომლებიც ძალიან მცირერიცხოვანი იყო ამ აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებში, მიაღწიეს ანსაკუთრებულ სიძლიერეს, ბევრად გადამეტებულს მათ რაოდენობაზე, და მიილტვიან რომ ყველაფერზე დაამყარონ ტოტალური კონტროლი. თითქმის ყველა ეს ქვეყანა დღემდე იმართება პოლიციური მთავრობების მიერ, ჩეხოსლოვაკიის გარდა, იქ არ არის ნამდვილი დემოკრატია. თურქეთი და სპარსეთი ღრმად არიან შეშფოთებული და შეძრულნი  იმ პრეტენზიების გამო, რომლებიც მათ მიმართ წარედგინება და იმ წნეხის გამო, რასაც მოსკოვის მთავრობის მხრიდან განიცდიან.  რუსები ცდილობენ ბერლინში, ოკუპირებული გერმანიის თავის ზონაში შექმნან კვაზიკომუნისტური პარტია მემარცხენე გერმანელი ლიდერებისათვის სპეციალური პრივილეგიების მინიჭების საშუალებით.
გასული წლის ივნისის ბრძოლების შემდეგ ამერიკულმა და ბრიტანულმა არმიებმა, მიღწეული შეთანხმების თანახმად, ფრონტის ხაზის თითქმის 400 მილის სიგრძეზე დასავლეთისაკენ  სიღრმეში გადაინაცვლეს, ზოგიერთ ადგილას 150 მილსაც კი მიაღწია, იმისთვის, რომ ჩვენ რუს მოკავშირეებს დაეკავებინათ ეს ვრცელი ტერიტორიები, რომელიც დასავლელმა დემოკრატიებმა ომით მოიპოვეს.
თუ ახლა საბჭოთა მთავრობა შეეცდება სეპარატისტული ქმედებებით შექმნას თავის ზონაში პროკომუნისტური გერმანია, ეს გამოიწვევს ახალ სერიოზულ სიძნელეებს ბრიტანულ და ამერიკულ ზონებში და მისცემს დამარცხებულ გერმანელებს საშუალებას მოაწყონ ვაჭრობა  საბჭოეთსა და დასავლურ დემოკრატიებს შორის. როგორი დასკვნებიც არ უნდა გამოვიტანოთ ამ ფაქტებიდან, და ეს ყველაფერი ფაქტია, - ეს არ იქნება ის განთავისუფლებული ევროპა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით. არა ის ევროპა, რომელსაც ექნება აუცილებელი წინაპირობები მტკიცე მშვიდობის შესაქმნელად.  მშვიდობის უსაფრთხოება  მოითხოვს ევროპაში ახალ ერთობას, რომლისგანაც არცერთი მხარე არ უნდა იყოს სამუდამოდ გარიყული. ამ ევროპაში ძლიერი ადგილობრივი რასების დაპირისპირების შედეგად ხდებოდა მსოფლიო ომები, რომლის მოწმეებიც ჩვენც ვართ, ან წარსულში მომხდარი ომები. ჩვენს სიცოცხლეში ორჯერ შეერთებული შტატები თავისი სურვილისა და ტრადიციების საწინააღმდეგოდ და არგუმენტების შეუსაბამოდ, რომელიც შეუძლებელია გაუგებარი იყოს, გადაულახავი ძალების მიერ ჩათრეული იქნენ ამ ომებში იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ მართალი საქმის გამარჯვება, მაგრამ მხოლოდ საშინელი სასაკლაოებისა და  განადგურების შემდეგ. შეერთებული შტატები ორჯერ გახდა იძულებული გაეგზავნა  ატლანტიკის ოკეანის გადაღმა ომში  თავისი მილიონობით ახალგაზრდა. მაგრამ ამჟამად  ნებისმიერ ქვეყნამდე შეუძლია მიაღწიოს ომმა შებინდებიდან გამთენიამდე.  ჩვენ, რასაკვირველია,  უნდა ვიმოქმედოთ გაცნობიერებული მიზნით ევროპაში გრანდიოზული მშვიდობის მისაღწევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში და მისი წესდების შესაბამისად. ეს, ჩემის აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკაა. „რკინის ფარდის“ მიღმა, რომელიც დაეშვა ევროპის მთელ სიგრძეზე, შეშფოთების სხვა მიზეზები აქვთ. იტალიაში  კომუნისტური პარტიის მოღვაწეობა სერიოზულად იზღუდება კომუნისტების მიერ გამოწრთვნილი მარშალ ტიტოს პრეტენზიების მხარდაჭერის აუცილებლობით ადრიატიკის ცენტრში, ყოფილი იტალიის ტერიტორიებზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა იტალიაში რჩება გაურკვეველი. ისევ და ისევ წარმოუდგენელია აღდგენილი ევროპა ძლიერი საფრანგეთის გარეშე. მთელი ჩემი ცხოვრება მე გამოვდიოდი ძლიერი საფრანგეთის არსებობის მომხრედ და არასდროს, ყველაზე მძიმე დღეებშიც კი, არ დამიკარგავს იმედი მისი მომავლის შესახებ. და ახლაც, მე არ ვკარავ ამ რწმენას. თუმცაღა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რუსეთის საზღვრებიდან შორს, შექმნილია კომუნისტური მეხუთე კოლონები, რომლებიც მოქმედებენ სრული ერთიანობითა და დირექტივრბზე აბსოლუტური დაქვემდებარებით, რომელთაც ისინი ღებულობენ კომუნისტური ცენტრიდან. ბრიტანეთის თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების გამოკლებით, სადაც კომუნიზმი ჩანასახის სტადიაშია, კომუნისტური პარტიები ან მეხუთე კოლონები წარმოადგენენ სულ უფრო მზარდ გამოწვევასა და საფრთხეს ქრისტიანული ცივილიზაციისათვის.  ეს ყველაფერი მძიმე ფაქტებია, რომელზეც გვიწევს საუბარი მშვიდობისა და დემოკრატიის მიზნით ძალზე შესანიშნავი საბრძოლო ამხანაგობის მიერ მოპოვებული  გამარჯვებისთანავე. მაგრამ უაღრესად არაგონივრული იქნებოდა, არ დაგვენახა ეს (პრობლემები), სანამ კიდევ არის დრო.  შეშფოთებას იწვევს აგრეთვე შორეული აღმოსავლეთის პერსპექტივები, განსაკუთრებით მაჯურიაში. იალტაში მიღწეული შეთანხმება, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, იყო განსაკუთრებით ხელსაყრელი საბჭოთა რუსეთისათვის, მაგრამ ეს გაკეთდა იმ დროს, როცა შეუძლებელი იყო ვინმეს ეთქვა, რომ  დამთავრდებოდა ომი გერმანიასთან 1945 წლის გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, და იყო მოლოდინი, რომ იაპონიასთან ომი გაგრძელდებოდა კიდევ 18 თვის განმავლობაში, გერმანიასთან ომის დამთავრების შემდეგ. თქვენს ქვეყანაში თქვენ იმდენად კარგად ხართ ინფორმირებული შორეულ აღმოსავლეთზე და ხართ ჩინეთის ისეთი ერთგული მეგობრები, რომ მე არ მაქვს აუცილებლობა განვავრცო იქაური მდგომარეობის შესახებ თემა.
მე ვგრძნობდი თავს ვალდებულად მომეხაზა თქვენთვის ის ჩრდილი, რომელიც ეცემა მშვიდობას დასავლეთშიცა და აღმოსავლეთშიც. ვერსალის შეთანხმებაზე ხელისმოწერის დროს მე ვიყავი მინისტრი და ახლო მეგობარი  ბატონ  ლოიდ ჯორჯის, რომელიც მეთაურობდა ბრიტანეთის დელეგაციას ვერსალში. მე არ ვეთანხმებოდი ბევრ რამეს, რაც იქ იქნა გაკეთებული, მაგრამ მე დამრჩა ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება იმდროინდელი სიტუაციის შესახებ, და ჩემთვის მტკივნეულია დავუკავშირო ახლანდელს (გარემოებებს).  ეს იყო დიდი მოლოდინების  დრო და უსაზღვრო რწმენისა რომ ომი აღარ იქნება და რომ ერთა ლიგა გახდება ყოვლისშემძლე. დღეს მე ვერ ვხედავ და ვერ ვგრძნობ ასეთ რწმენას  და ასეთ იმედებს ჩვენს დატანჯულ მსოფლიოში.
მეორეს მხრივ, მე ვიგერიებ აზრებს, რომ ახალი ომი გარდაუვალია, მითუმეტეს ახლო მიმავალში. და სწორედ ამიტომ, რომ მე მჯერა, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა და ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მომავალი, მე თავს მოვალედ ვთვლიგამოვთქვა ჩემი აზრი ამ საკითხის შესახებ, მადლობა ღმერთს მე მაქვს ამის გაკეთების შემთხვევა და შესაძლებლობა. მე არ მჯერა, რომ რუსეთს უნდა ომი. რაც მას უნდა, ეს არის ომის შედეგები და თავისი ძლევამოსილებისა და დოქტრინის უსაზღვრო გავრცელება. მაგრამ ის, რაზეც უნდა დავფიქრდეთ ჩვენ დღეს აქ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, არის ომის სამუდამო აკრძალვაზე და დემოკრატიისა და თავისუფლების პირობების შექმნაზე ყველა ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი საფრთხეები და სიძნელეები არ გაქრება, თუ ჩვენ მათზე თვალს დავხუჭავთ ან უბრალოდ დაველოდებით, რა მოხდება, ან გავატარებთ შერიგების პოლიტიკას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დარეგულირებას, და რაც უფრო მეტ დროს დაიკავებს ეს, მით უფრო რთულად მიიღწევა და ჩვენს წინაშე მდგარი საფრთხეები მით უფრო მრისხანე გახდება. იმის მიხედვით, თუ რა დასკვნები გავაკეთე ჩვენი რუსი მეგობრებისა და ომის დროინდელი მოკავშირეების საქციელიდან, მე განმიმტკიცდა რწმენა, რომ ისინი არაფერს ისე არ ცემენ პატივს, როგორც ძალას, და არაფერს ისე არ ეპყრობიან უპატივცემულოდ, როგორც სისუსტეს,  განსაკუთრებით სამხედრო სისუსტეს.  ამ მიზეზით, ძველი დოქტრინა ძალთა ბალანსის შესახებ, არის უსარგებლო. ჩვენ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რამდენადაც ამის უნარი შეგვწევს, ვიმოქმედოთ მცირე უპირატესობის პოზიციიდან, რომელსაც მივყავართ ძალთა მოსინჯვის ცდუნებამდე.  თუ  დასავლური დემოკრატიები იდგებიან ერთად თავისი მტკიცე თანმიმდევრობით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებისადმი, მათი გავლენა ამ პრინციპების გასავითარებლად იქნება უზარმაზარი და საეჭვოა, რომ ვინმემ დათრგუნოს ისინი. მაგრამ, თუ ისინი იქნებიან დაშორიშორებულნი და ვერ შეძლებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას, დათუ ხელიდან გაუშვებენ ამ გადამწყვეტ წლებს, მაშინ ჩვენ ნამდვილად დაგვატყდება კატასტროფა.
წინა ჯერზე, როცა ვხედავდი მოვლენების ასეთ განვითარებას, მთელი ძალით მოვუწოდებდი ხმამაღლა ჩემს თანამემამულეებსა და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ყურადღების მოქცევაც კი არავინ ისურვა.  1933 წლამდე და თუნდაც 1935 მდე კიდევ შეიძლებოდა გადაგვერჩინა გერმანია იმ საშინელი ბედისაგან, რომელი მას დაატყდა თავს, და ჩვენც გადავრჩებოდით, იმ უბედურებებს, რაც ჰიტლერმა კაცობრიობას დაატეხა თავს. ისტორიულად  აქამდე არასოდეს ყოფილა ომი, რომლის თავიდან აცილებაც ასეთი ადვილი იქნებოდა, ვიდრე ეს, რომელმაც ახლახანს გაანადგურა მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი ოლქები. მე დარწმუნებული ვარ, ერთი გასროლის გარეშეც კი შესაძლებელი იყო თავიდან აგვეცილებინა ის, და დღეს გერმანია იქნებოდა ძლიერი, აყვავებული და პატივსაცემი ქვეყანა; მაგრამ მაშინ არ მოისურვეს ჩემთვის მოესმინათ, და ერთმანეთის მიყოლებით ჩვენ ჩათრეულები აღმოვჩნდით საშინელ მორევში. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღარ უნდა დავუშვათ ეს.
ჩვენ ახლა, დღეს, 1946 წელს ამის მიღწევა შეგვიძლია მხოლოდ კარგი ურთიერთგაგებით ყველა საკითხში რუსეთთან გაერთიანებული ორგანიზაციის საერთო ეგიდით, ამ მსოფლიო ინსტრუმენტის გამოყენებით კარგი ურთიერთგაგების შენაჩუნება მრავალი წლის განმავლობაში, ინგლისურენოვანი სამყაროს სიძლიერეზე დაყრდნობითა და ყოველი მათგანის, ვინც მასთან კავშირშია. ეს არის გადაწყვეტილება, რომ პატივისცემით შემოგთავაზოთ ჩემს ამ მიმართვაში, რომელსაც  დავარქვი „მშვიდობის მყესები“  („The Sinews of Peace“).
დაე ნურავის შეეპარება ეჭვი ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობის ურევ ძალაში იმის გამო, რომ ხედავთ 46 მილიონიანი კუნძულის მაცხოვრებლების სიძნელეებს პროდუქტების ნაკლებობის გამო, რომელიც მხოლოდ ერთნახევარჯერ იზრდება მიუხედავად ომისა,  და დაე ჩვენ გვაქვს სირთულეები ჩვენი მრეწველობისა  და საექსპორტო ვაჭრობის აღდგენაში 6 წლიანი  დაძაბული საომარი ძალისხმევის გამო, ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ გავიაროთ სიდუხჭირის ეს მძიმე წლები, ისევე, როგორც ჩვენ გავიარეთ  ეიფორიის დიადი წლები, ან ის რომ ნახევარი საუკუნის შემდეგ ჩვენ არ ვიქნებით 70 ან 80 მილიონი ბრიტანელებისა, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწის ყოველ კუთხეში და ერთიანები ჩვენი ტრადიციების დაცვაში, ჩვენი ცხოვრების წესის და იმ მსოფლიო გამოწვევებისა, რომელსაც  ჩვენ და თქვენ ვღებულობთ.
თუ ბრიტანეთის თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების ხალხები იმოქმედებენ ერთობლივად, ყოველივე იმის გათვალისწინებით, რასაც ეს თანამეგობრობა ნიშნავს, ჰაერში, ზღვაზე, მეცნიერებაში და ინდუსტრიაში, და მორალურადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ გამოირიცხება ის ის არასტაბილური და მშფოთვარე  ძალთა ბალანსი, რომელმაც შეიძლება უბიძგოს  ამბიციებისა და თავგადასავლებისაკენ. პირიქით იქნება აბსოლუტური გარანტია უსაფრთხოებისა. თუ ჩვენ კეთილსინდისიერად დავიცავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, და წავალთ წინ მშვიდი და ფხიზელი ძალით, არ გვექნება პრეტენზია სხვის მიწებზე და სიმდიდრეზე, და არ შევეცდებით დავამყაროთ თვითნებური კონტროლი ადამიანთა შეხედულებებზე, თუ ბრიტანეთის ყველა მატერიალური და მორალური ძალა გაერთიანდება თქვენთან ძმური კავშირით, მაშინ გაიხსნება ფართო გზები მომავლისაკენ - არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, არა მხოლოდ ჩვენს დროში, არამედ მომავალი საუკუნეების განმავლობაშიც.
წყარო:http://bakashvili.bedniereba.ge
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий