суббота, 25 марта 2017 г.

წყაროები საქართველოს ისტორიისთვის (ძვ.წ.VI ს-დან – ახ.წ. VII ს-მდე)

ქართული წყაროები
ქართველთა ძველი ისტორიის ძირითად ქართულ წყაროს წარმოადგენსქართლის ცხოვრება. იგი ორ ნაწილად იყოფა: „ქართლის ცხოვრება დაქართლის ცხოვრების სამი გაგრძელება.
ქართლის ცხოვრების ხელნაწერებს სპეციალისტები ყოფენ ორ ძირითად ჯგუფადვახტანგამდელი და ვახტანგისეული. ვახტანგამდელი ხელნაწერების რედაქციები უძველესია და გადაწერილი არიან ვახტანგ VI- მიერ ჩატარებულ სარედაქციო საქმიანობამდე. ვახტანგამდელი რედაქციები ამ ჯგუფის რედაქციები შემორჩენილია 4 ხელნაწერით, რომელთაგან უძველესია ანასეული:
ანასეული (A) ნუსხაგადაწერილია 1479–1495 წლებში. დეფექტურია, აკლია დასაწყისი ფურცლები.
ჭალაშვილისეული (C) – გადაწერილია XVI საუკუნეში (დეფექტური).
მცხეთური (Q) – გადაწერილია 1697 წელს (დეფექტური. ერთადერთი ნუსხა შესრულებული ნუსხა-ხუცურით).
მარიამისეული (M) – გადაწერილია 1633–1645/1646 წლებში. ეს არის ყველაზე ძველი სრულად შემორჩენილი რედაქცია.
ვახტანგისეული რედაქციები შემორჩენილია 16 მთავარი ხელნაწერით:
რუმიანცევისეული (R) – 1699–1703/1709
თეიმურაზისეული (T) – დაახ. 1700/1705–1724
ფალავანდიშვილისეულიძველი (P) – 1719–1744
ჭალაშვილისეულიახალი (c) – 1731
მაჩაბლისეული (m) – 1736
ჯანაშვილისეული (D) – XVIII -ის შუა წლები
საეკლესიო მუზეუმისა (E) – 1748
ფალავანდიშვილისეულიახალი (p) –ä 1761
ბარათაშვილისეული (b) – 1761
დადიანისეული (d) – XVIII -ის შუა წლები
სხვიტორული (s) – XVIII -ის მეორე ნახ.
ქუთაისური რედაქცია (k) – XVIII .
• [Q-383] – XVIII -ის ბოლო
• [S-5316] – 1822
• [S-5314] – 1833–1834
ბროსესეული (B) – 1839
ქართლის ცხოვრების ძვ. სომხური თარგმანი, შემორჩენილი ოთხი რედაქციით. შესაძლოა ის განხილულ იქნას არა როგორც თარგმანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), არამედ როგორც ქართული ორიგინალის ადაპტაცია:
• Arm/A – 1274–1311 წწ. (. ყაუხჩიშვილით – a, . თომსონით – A, . რეპით – Arm/A)
• Arm/B – 1669–1674 წწ.
• Arm/C – 1683–1684
• Arm/D – 1840.
 ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას ძვ. . IV საუკუნიდან ახ.. XIV საუკუნის დასაწყისამდე. მასში შესულია ისტორიული თხზულებებიდან აღნიშნულ ეპოქაზე მოგვითხრობენ
1. ლეონტი მროველის (XI .) „ცხოვრება მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა. იგი იწყება სამყაროს წარმოქმნისა და ქართველთა წარმომავლობის შესახებ ლეგენდარული ამბით, გრძელდება ფარნავაზისა და მისი შთამომავლების მოღვაწეობით და სრულდება ახ.. IV საუკუნეში მირიან მეფის გამეფებით.
2. ლეონტი მროველისმოქცევა მირიან მეფისა და ქართლისა ნინოს მიერ. მოგვითხრობს ნინოს მოღვაწეობისა და ქართლის გაქრისტიანების ამბებს (ეს ნაწილი გადმოწერილია  „მოქცევაი ქართლისაიდან), რომელსაც აგრძელებს მირიანის შთამომავლობის მოღვაწეობას V საუკუნის დასაწყისამდე.
3. ჯუანშერის (XI .) „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. მოგვითხრობს ახ.. VVIII საუკუნეების ისტორიას. იწყება არჩილ მეფის მოღვაწეობით, ვრცლად მოგვითხრობს მისი შვილიშვილის ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას, მას აგრძელებს ქართლის ერისმთავრების ამბავი და სრულდება მურვან ყრუს შემოსევითა და ერისმთავარ არჩილის მოღვაწეობით.
4. სუმბატ დავითის ძე ბაგრატიონის (XI .) „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. მოგვითხრობს ბაგრატიონების წარმოშობის, საქართველოში დამკვიდრებისა და მოღვაწეობის ამბავს ძველი ხანიდან 1031 წლამდე.
საქართველოს უძველესი ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენსმოქცევა ქართლისა“-ს მატიანე.
მოქცევა ქართლისა ფაქტიურად კრებულს წარმოადგენს. მეორე ნაწილში შესულია სხვადასხვა პირის მიერ ვრცლად მოთხრობილი ამბავი ნინოს მოსვლისა და მის მიერ ქართლის გაქრისტიანების შესახებ. მას წამძღვარებული აქვს საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა უძველესი დროიდან („ალექსანდრე მაკედონელის ქართლში მოსვლიდან“) ვიდრე VII . 40-იან წლებამდე, რასაც ერთვის აქედან ვიდრე IX . ბოლომდე ქართლის მეფეთა, ერისთავთა და კათალიკოსთა სია. თავდაპირველად, უეჭველია, კრებულის ეს პირველი ნაწილი მეორისაგან დამოუკიდებლად უნდა არსებულიყო. იგი ფაქტიურად „ქართლის ცხოვრების“ (. . ქართლის ისტორიის) ერთ-ერთი უძველესი ვარიანტია. მას ჩვენ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ კრებულის საისტორიო ქრონიკა შეიძლება ვუწოდოთ. ამ ქრონიკის საბოლოო რედაქცია IX საუკუნისა უნდა იყოს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სია მეფე-ერისთავებისა, რომლითაც თავდება „მოქცევაჲს“ ეს ნაწილი, მოტანილია აშოტ კურაპალატის შვილის გუარამის დრომდე (გარდ. 882 .).
ქრონიკაში შედარებით ვრცლად არის მოთხრობილი ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა ქართლში და არიან-ქართლის მეფის ძის აზოს გამეფება, შემდეგ მოცემულია ქართლის წარმართ მეფეთა სია და ლაკონიურად არის აღნუსხული მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები; ეს სია უკანასკნელი წარმართი მეფით მირიანით მთავრდება. შემდეგ მოთხრობილია პირველი ქრისტიანი მეფის, იმავე მირიანის, შესახებ. ამ ნაწილშიქრონიკის საერთო მასშტაბებთან შედარებით დიდი ადგილი უკავია ქართლის გაქრისტიანების ისტორიას, რომელიც მთავრდება წმინდა ნინოსა და მირიან მეფის გარდაცვალებით. ამას მისდევს მეფე-ერისთავთა და კათოლიკოს-ეპისკოპოსთა სია ბაკურ მეფის დროიდან სტეფანოს II ერისმთავრამდე. ზოგჯერ აღნიშნულია მათი საქმიანობის უმთავრესი მომენტები. შედარებით ვრცელი ადგილი უკავია ვახტანგ გორგასლის მეფობას და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობას ქართლში; მოცემულია ქართლის ერისთავთა და კათოლიკოსთა სია გუარამ ერისთავამდე.
XVIII საუკუნის I ნახევარში ვახტანგ VI-ის უკანონო ძემ, გეოგრაფმა და ისტორიკოსმა ვახუშტი ბაგრატიონმა (16961757) შექმნა საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის უმნიშვნელოვანესი წყაროაღწერა სამეფოსა საქართველოსა, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XVIII საუკუნემდე და ავსებს ქართლის ცხოვრების ორივე ნაწილს.
გიორგი XII-ის ვაჟმა თეიმურაზ ბაგრატიონმა (17821846) დაწერაისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი ეყრდნობა „ქართლის ცხოვრებას“ და მოიცავს პერიოდს უძველესი პერიოდიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულრომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით „მას დაწერილი ჰქონდა საქართველოს ისტორიის მეორე ტომიც, რომელიც დაიკარგაო“.
საქართველოს ისტორიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ჰაგიოგრაფიული ძეგლები: იაკობ ხუცესის (V .) „შუშანიკის წამება, VI -ის უცნობი ავტორისევსტათი მცხეთელის მარტვილობა“.
უცხოური წყაროები
ჰეკატეოს მილეტელის „დედამიწის ირგვლივ“
ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეკატეოსი (ძვ. . 550–480) მილეტის წარჩინებულთა ოჯახიდან იყო. ბევრს მოგზაურობდა და პირველი დაინტერესდა სხვა ქვეყნების ისტორიით, რის გამოც მას პირველ ისტორიოგრაფად მიიჩნევენ.
იგი ავტორია 2 თხზულებისა. ერთია: „დედამიწის ირგვლივ“ – („periodos, ges“, ერთ-ერთი პირველი გეოგრაფიული ნაწარმოები), რომელიც შედგებოდა 2 წიგნისაგან და შეიცავდა ევროპის, აზიის და ლიბიის აღწერილობას.
მეორე თხზულებაშიგენეალოგია“ („genealogia“) მოცემული ოყო ძველი მითებისა და ლეგენდების კრიტიკა, თუმცა ეს კრიტიკული მიდგომა პრაგმატულ ხასიათს ატარებდა.
ჰეკატეოს მილეტელმა პირველმა შეადგინა ხმელეთის დასახლებული ნაწილის კარტოგრაფიული გამოსახულება. ეს რუკა აღმოჩენილი არ არის, მაგრამ ჰეროდოტეს და სხვა ავტორთა აღწერილობით შესაძლებელი ხდება მის შესახებ წარმოდეგნის შექმნა.
ჰეკატეოს მილეტელის შრომებიდან მხოლოდ 380 ნაწყვეტმა მოაღწია, რომლებიც სხვადასხვა ისტორიკოსთა და გეოგრაფთა შრომებშია გაბნეული. იგი წერდა იონიურ დიალექტზე, სადა ენით.
ჰეროდოტეს „ისტორიები“
ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (დაახლ. ძვ. . 484–425) ქ. ჰალიკარნასული (დღევ. თურქეთის ქალაქი ბოდრუმი) არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. იგი ერთხანს ცხოვრობდა სამოსში, შემდეგ კი დაიწყო მოგზაურობა და მოიარა ბაბილონი, ასურეთი, ეგვიპტე, პალესტინა, მცირე აზია, ჰელესპონტი, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროები, მთელი ბალკანეთი პელოპონესიდან მაკედონიამდე და თრაკიამდე. 446 წელს დასახლდა ათენში. 444 წელს მონაწილეობა მიიღოდიდი ელადაში“ (სამხრეთ იტალია) ახალი საერთო ელინური კოლონია ფურიას დაარსებაში.
ჰეროდოტე ცნობილია ნაშრომითისტორიები“, რომელშიც მოიხსენია ბერძენთა მიერ წარმოებული ომების მიზეზები, განსაკუთრებით კი ის, თუ რატომ შეიჭრნენ სპარსელები საბერძნეთში ძვ. . 490 და ძვ. . 480 წლებში, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. გარდა ამისა, მან მოიპოვა ინფორმაცია იმ ერთა შესახებ, რომელთაც სპარსეთის იმპერიამ თავისი დაღი დაასვა და ეს ყველაფერი დაწვრილებით აღწერა თავის მატიანეში.
ჰეროდოტე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი გახლდათ. თავის ნაშრომებში ის ზედმიწევნით აღწერდა ამა თუ იმ მოვლენას და ამბის სისავსისთვის მასში ნებისმიერ დეტალს რთავდა. ჰეროდოტეს ნაშრომი ღირსშესანიშნავი იმითაც არის, რომ მას არ შეეძლო დაყრდნობოდა ოფიციალურ ისტორიულ ჩანაწერებს, სადაც მოვლენები თანმიმდევრულად და უწყვეტად იქნებოდა აღწერილი, ვინაიდან ასეთი დოკუმენტები თითქმის არ არსებობდა.
იგი დიდი სიზუსტით აღწერდა უშუალოდ იმ ადგილებს, რომლებსაც თავად სტუმრობდა და ყველაფერს, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. ბერძნებისთვის უცნობი წეს-ჩვეულებების მისეული აღწერილობამაგალითად ის, თუ როგორ კრძალავდნენ სკვითები სამეფო კარის წარმომადგენლებს ან როგორ ახდენდნენ ეგვიპტელები მუმიფიცირებასგარკვეულწილად შეესაბამება არქეოლოგიურ აღმოჩენებს. ამბობენ, რომ ეგვიპტის შესახებ ჰეროდოტეს მიერ შემონახული მდიდარი ინფორმაცია თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება ამ ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ყველა უძველეს დოკუმენტს.

შეიძლება ითქვას, რომისტორიებსჰეროდოტემ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. მის მიერ მოპოვებული წყაროები და კვლევის მეთოდები მის ნაშრომს მართლაც რომ გამორჩეულს ხდის. რომაელმა დიდმა მოაზროვნემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ ციცერონმა (ძვ. . 106–43) მასისტორიის მამაუწოდა.
ქსენოფონტეს ანაბასისი
ძველი ათენელი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ. . 427–355) ჰეროდოტესა (ძვ.. 484–425) და თუკიდიდესთან (ძვ.. 471–396) ერთად ელინური პერიოდის საისტორიო პროზის დიდოსტატთა სამეულს მიეკუთვნება. თუმცა, ქსენოფონტეს მრავალმხრივი ინტერესი მხოლოდ ისტორიოგრაფიით როდი იყო შემოზღუდული. მისი მდიდარი მემკვიდრეობა პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: 1. ისტორიული, 2. ფილოსოფიური ანუსოკრატულ თხზულებათაჯგუფი, 3. პოლიტიკური და 4. ნარევი ჯგუფი.
ისტორიული თხზულებებიაანაბასისიდასაბერძნეთის ისტორია“. აქედანანაბასისიშვიდი წიგნის შემცველი მემუაარული შრომაა, რომელშიც აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარსთა მეფის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. „ანაბასისიმდიდარია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობებით. ქართველი მეცნიერებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ნაწარმოების V და IV თავები, სადაც ქსენოფონტე ქართველური ტომებისა და კოლხეთის შესახებ იძლევა ცნობებს.
ძვ. . 401 წელს აქემენიდური სპარსეთის მეფე არტაქსერქსე II- (405–358) უმცროსი ძმა კიროსი აუჯანყდა, რომლის ლაშქარშიც 13000 ელინი მოქირავნე იმყოფებოდა. ლაშქარი შედგებოდა ჰოპლიტების (მძიმედ შეიარაღებული ქვეითები), პელტასტების (მსუბუქი ქვეითები, მშვილდოსნები) და მხედრებისგან. ამ ლაშქრის ერთ-ერთი სარდალი იყო ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე. კუნაქსასთან ბრძოლის დასაწყისშივე კიროსი დაიღუპა, რის შემდეგაც ელინებმა შინ დაბრუნება გადაწყვიტეს და ჩრდილო-დასავლეთით დაიძრნენ, რათა შავიზღვისპირა ბერძნულ კოლონიებში ხომალდები ეშოვათ და გზა შავი ზღვით გაეგრძელებინათ. ამ გზაზე ბერძნებმა გაიარეს ქართველური ხალხებისმაკრონების, ხალიბების, დრილების, ტაოხების, შკვითინიების (ანუ შვიდსოფლელების), მოსინიკების, ტრაპიზონის მხარის კოლხების მიწები და ქსენოფონტემ თავის ისტორიულ თხზულებაანაბასისში“ (ქართ. სვლა შინისკენ) აღწერა მათი ყოფაცხოვრება.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ეფორე (ძვ.წ. 405–330) მცირე აზიის მხარე ეოლიდის ქალაქ კიმადან იყო. მისი 30 წიგნიანი შრომა იყო მცდელობა მსოფლიო ისტორიის დაწერისა, რომელიც მოიყვანა ძვ.. 340 წლამდე. მის შრომაში განს. საყურადღებოა გეოგრაფიული ნაწილი. წყაროებიდან ეფორე ყველაზე მეტად ეყრდნობოდა ჰეროდოტეს.

            ეფორეს შრომიდან შემორჩენილია ფრაგმენტები, რომელიც გაბნეულია სხვადასხვა ავტორთა შრომებში. ეფორესგან ყველაზე მეტად სარგებლობდა დიოდორე სიცილიელი.
ფსევდო სკილაქსის პერიპლუსი“
.. ფსევდო სკილაქსის პერიპლუსი შედგენილ იქნა 356–338 წლებს შორის. ანონიმმა ავტორმა გამოიყენა ძვ.. VI–V საუკუნეების ისტორიკოსების, გეოგრაფებისა და მკვლევარ-მოგზაურების: ჰეკატეოს მილეტელის, სკილაქს კარიანდელის, განონ და ჰიმილკონ კართაგენელების, ბერძენი გეოგრაფების ანტიოქ სირაკუზელის, ფილეოსის, ეფორეს, თეოპომპის და ევდოქსის ცნობები. ნაშრომი მოიცავდა ხმელთაშუა, შავი, ეგეოსის, მარმარილოსა და აზოვის ზღვების აღწერას. სამწუხაროდ შრომის უდიდესი ნაწილი დაკარგულია.
აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“
აპოლონიოს როდოსელის პოემაარგონავტიკაკოლხურ-ელინური თქმულების მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურულ დამუშვებას წარმოადგენს. ეს თქმულება ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული; მისი ეპიკური ანარეკლი კი კოლხეთის ერთ-ერთ უცხო საისტორიო წყაროდ უნდა ჩაითვალოს.
აპოლონიოს როდოსელი ძვ.. III საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი დაიბადა ეგვიპტის ალექსანდრიაში დაახლ. ძვ.. 273 წელს. იგი იყო კალიმაქეს მოწაფე. ერატოსთენეს, ევფორიონის და ტიმარქოსის თანამედროვე. სახელი გაითქვა პტოლემაიოს ევერგეტის დროს (.. 246–221 წლებში) და შეცვალა ერატოსთენე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მოთავეობაში“.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტმა ალექსანდრიაში შეთხზა თავისი პოემაარგონავტიკა“. იგი იმის მომხრე იყო, რომ თანამედროვე მწერლობა ძველის გაგრძელება ყოფილიყო. ცდილობდა თავისი დროის ჰომეროსი გამხდარიყო და საგმირო ეპოსი აეღორძინებინა. მისიარგონავტიკაამის ცდას წარმოადგენდა. აპოლონიოსმა თავისი ეპოსით თავდაყირა დააყენა კალიმაქეს შეხედულებები პოეზიის თანამედროვე ამოცანებზე. კალიმაქე მართებულ თვალსაზრისზე იდგა. მისი აზრით თანამედროვე დროისთვის სრულიად შეუსაბამო იყო დიად საგმირო სიუჟეტებზე მუშაობა და საგმირო ეპოსის შექმნის ცდაში ჰომეროსის უსიცოცხლო და მონურ მიბაძვას ხედავდა. იგი თვლიდა, რომ საგმირო ეპოსის საუკუნემ განვლო და მოითხოვდა წვრილი ჟანრების განვითარებას. კალიმაქეს პოეტური პრინციპით, პოეტი მწიგნობარი უნდა ყოფილიყო და მეტისმეტ ფანტასტიკურობას არ მიჰყოლოდა.
ლიტერატურული ხასიათის დავა კალიმაქესა და აპოლონიოსს შორის მეტისმეტად გამწვავდა და პირად სიძულვილში გადაიზარდა. აპოლონიოსის წინააღმდეგ კალიმაქეს მომხრე პოეტმა თეოკრიტემაც გაილაშქრა. აპოლონიოსი იძულებული გახდა ალექსანდრია დაეტოვებინა ყველა არსებული ცნობის მიხედვით, პოეტმა დატოვა სამშობლო და კუნძულ როდოსზე გადასახლდა. კუნძული როდოსი III–II საუკუნეებში ძლიერი სავაჭრო რესპუბლიკა და ელინისტური კულტურის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი იყო. აპოლონიოსი როდოსზე კარგად მიიღეს. აქ მან შექმნა სკოლა და გრამატიკას ასწავლიდა. ამჯერად მან გამოიყენა ალექსანდრიაში გაწეული კრიტიკა, გადაამუშავაარგონავტიკის“ I გამოცემა და გამოსცა მეორე. პოეტმა როდოსზე დიდი სახელი მოიხვეჭა და როდოსელ მოქალაქედ იქნა აღიარებული. ამიერიდან იგი როდოსელად იწოდა. არსებული ბიოგრაფიების მიხედვით, აპოლონიოსი ალექსანდრიაში სიბერის ჟამს დაბრუნებულა. პტოლემაიოს V ეპიფანეს დროს (204–181) მოხუცი პოეტი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მეთაურად აურჩევიათ. ამის შემდეგ იგი მალე გარდაცვლილა და მიუხედავად წარსული მტრობისა მასწავლებლის გვერდით დაუკრძალავთ.
პოლიბიოსის „ისტორია“
ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი (ძვ. . 206–124) დაიბადა მეგალოპოლისში (პელოპონესზე) გამოცენილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის ოჯახში. ახალგაზრდა პოლიბიუსი ძვ. . 180 წელს შედიოდა ეგვიპტეში გასაგზავნი ელჩობების დელეგაციაში, თუმცა მგზავრობა ჩაიშალა ეგვიპტის ფარაონის პტოლომეუს V- სიკვდილის გამო.
ძვ. . 169 წელს პოლიბიუსი დაინიშნა აქაიის კავშირის ჰიპაქოსად, ანუ გახდა აქაიაში მეორე კაცი. ამ დროს მესამე მაკედონური ომი მძვინვარებდა. პოლიბიუსი ცდილობდა დაემყარებინა კავშირები რომის მოკავშირეებთან და დიპლომატიური მისიით ჩავიდა მაკედონიაში რომაულ სამხედრო ბანაკში დახმარების შესათავაზებლად. მიუხედავად ამისა იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა აქაიის კავშირის ნეიტრალიტეტრი და დამოუკიდებლობა. ძვ. . 168 წელს, როდესაც რომაელებმა დაამარცხეს მაკედონია, აქაიამ და მთელმა საბერძნეთმა პრაქტიკულად დაკარგა დამოიკიდებლობა. პოლიბიუსი დააპატიმრეს მაკედონიის უკანასკნელი მეფისადმი სიმპატიის ბრალდებით და მძევლად წაიყვანეს რომში.
რომში პოლიბიოსმა გაიცნო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი ემილიანუს უმცროსი, რომელიც იყო ლუციუს ემულიუს პავლეს, მაკედონიის დამმარცხებლის შვილი და პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელის ნაშვილები შვილიშვილი. პოლიბიუსი სციპიონის მეგობარიც და დამრიგებელიც გახდა. სციპიონის მეშვეობით იგი საკმაოდ პოპულარული გახდა რომაულ არისტოკრატიულ ახალგაზრდებში. დაახლოებით ამ პერიოდში დაიწყო მან თავისი განთქმული „ისტორიის“ წერა.
მოგვიანებით პოლიბიოსმა მონაწილეობა მიიღო ხმელთაშუა ზღვის და ატლანტის ოკეანის კვლევის ექსპედიციაში. ამ მოგზაურობის შესახებ დაწვრილებითმა ცნობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამის გარდა მან იმოგზაურა ეგვიპტეში და გადესში.
ძვ. . 151 წელს იგი ოფიციალურად აღარ იყო მძევალი და შეეძლო სამშობლოში დაბრუნება. ძვ. . 146 წელს კი იგი უშუალოდ თვალს ადევნებდა კართაგენის აღებას და დანგრევას. იმავე წელს იგი დაბრუნდა საბერძნეთში, სადაც გახდა კორინთოს აღების მოწმე. შემდეგ ძვ. . 145 წელს საბერძნეთში ჩამოვიდნენ რომის სენატის წარმომადგენლები ქვეყნის პოლიტიკური რეორგანიზაციისთვის. მათ მუშაობაში პოლიბიუსიც იღებდა მონაწილეობას. იგი ცდილობდა რომ პოლიტიკური ცვლილებები რაც შეიძლება რბილად ასახულიყო ბერძნული ქალაქების ცხოვრებაზე და არ გამოეწვია ამ ყველაფერს არეულობა, რასაც რომაელთა მხრიდან სასტიკი პასუხი მოყვებოდა. პოლიბიუსი ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში, ის ცდილობდა საკუთარი თვალით ენახა ისტორიული ძეგლები, და მათი აღწერა მოეხდინა. პოლიბიოსი გარდაიცვალა ძვ. . 120 წელს 82 წლის ასაკში, ცხენიდან გადმოვადნისგან.
პოლიბიოსმა თავის ისტორიაში აღწერა მოვლენები რომლის მოწმე ან თვითონ იყო, ან რაზეც მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. უპირველეს ყოვლისა, იგი საკუთარ მეხსიერებას ეყრდნობოდა, წარსულის მოვლენების აღსადგენად კი იყენებდა თავისი წინამორბედების ნაშრომებს. იგი ასევე ხშირად იყენებდა ორიგინაალურ დოკუმენტებს, რომლებიც რომის და საბერძნეთის არქივებში ინახებოდა.
იგი წინააღმდეგი იყო ისტორიის დრამატიზაციის, მიიჩნევდა რომ ასე ხდება რეალობის არასწორად ასახვა. ამით იგი დააუპირისპირდა ბერძნულ ტრადიციულ ისტორიოგრაფიას. მისი აზრით ისტორიკოსი ერთ ადგილას არ უნდა მჯდარიყო, არამედ ემოგზაურა და მოენახულებინა ის ისტორიული ადგილები, რომლის შესახებაც წერდა, ისტორიკოსს ასევე უნდა სცოდნოდა სამხედრო ტაქტიკა და პოლიტიკა, რათა მისი ნაშრომები გამოსადეგი ყოფილიყო მომავლის ტაქტიკოსებისთვის და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის. მან ჩამოაყალიბა .. პრაგმატული ისტორია.
მისი ნაშრომებით ფართოდ სარგებლობდნენ შემდეგი თაობების ისტორიკოსები. ტიტუს ლივიუსი პუნიკური ომების აღწერისას არა მხოლოდ ხშირად მიმართავდა პოლიბიოსის ნაშრომებს, არამედ მთელ ნაწყვეტებს თარგმნიდა. პილიბიოსის მიერ გამოყენებულ წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ, თვითონ მისმა ისტორიამაც სრულად ვერ მოაღწია ჩვენამდე.
ტიტუს ლივიუსის „რომის ისტორია“
რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი (ძვ. წ. 59–17) დაიბადა პატავიაში (პადუა) შეძლებულ ოჯახში. 28 წლის ასაკში იგი ჩავიდა რომში სადაც მიიღო კარგი განათლება და დაკავდა ისტორიით, ფილოსოფიით და რიტორიკით. მიუხედავად იმისა რომ იგი ოქტავიანეს მეგობარი იყო, ლივიუსი არ იღებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან მიუძღვნა თავის ფუნდამენტალურ ნაშრომებს. ცხოვრების მიწურულს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც გარდაიცვალა.
ლივიუსმა სახელი გაითქვა თავისი ფუნდამენტალური 142 წიგნიანი ნაშრომით „რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან“. ამ წიგნებზე მუშაობა მან ძვ. წ. 27 წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან (ძვ. წ. 753) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე (ძვ. წ. 9). სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I–X წიგნები, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან ძვ. წ. 293 წლამდე, XXI–XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია ძვ. წ. 218 წლიდან, ანუ მეორე პუნიკური ომიდან ძვ. წ. 167 წლამდე, ანუ მესამე მაკედონიის ომამდე, ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.
ლივიუსი თავის ნაშრომებში უფრო ადრინდელ ისტორიკოსებს ეყრდნობოდა: ლუციუს ელიუს ტუბერონუსს, გაიუს ლიცინიუს მაკრუსს, ვალერიუსს ანციუმიდან, ფაბიუს პიქტორს, კალპურნიუს პიზონს, კლავდიუს კვადრიგირიუსს და პოლიბიუსს.
ლივიუსის მიერ გადმოცემული ფაქტები იმდენად სანდოა, რამდენადაც მისი წყაროები. თვითონ იგი აკრიტიკებს რომის დაარსების ტრადიციულ ლეგენდას და გვთავაზობს ისტორიულად უფრო მისაღებ ვერსიას.
ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება ციცერონისას.
დიოდორე სიცილიელის „ისტორიული ბიბლიოთეკა“
ბერძენი ისტორიკოსი დიოდორე სიცილიელი (ძვ. წ. I საუკუნე) დაიბადა სიცილიის ქალაქ აგირიუმში. ანტიკური ლიტერატურა მის ცხოვრებაზე დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის.
დიოდორეს ნაშრომი, რომელსაც ის უწოდებს „ისტორიულ ბიბლიოთეკას“, შეიცავს ორმოც წიგნს და დაყოფილია სამ ნაწილად. პირველ ექვს წიგნში აღწერილია ნახევრად მითიური ისტორიები. (მათ შორისაა ტროის ომი, არგონავტები და ა.შ.) აქ მოთხრობილია ძველი ეგვიპტის (I წიგნი), მესაპოტამიის, ინდოეთის, სკვითების და არაბების (II წიგნი), , ჩრდილოეთ აფრიკის (III), საბერძნეთისა და ევროპის (IV–VI) ისტორიისა და კულტურის შესახებ. მეორე ნაწილში (VII–XVII წიგნები) დიოდორე მოგვითხრობს მსოფლიოს ისტორიას ტროის ომიდან მოყოლებული ალექსანდრე დიდის სიკვდილამდე. მესამე ნაწილში (XVII წიგნიდან ბოლომდე) ის აღწერს მოვლენებს დიადოქოსების ომიდან დაწყებული ძვ. წ. 60 წლამდე, ანუ იულიუს კეისარის გალიაში ლაშქრობის დასაწყისამდე.
მემნონ ჰერაკლეელის „ჰერაკლეას ისტორია“
ძველი ბერძენი ისტორიკოსი მემნონი (I–II) იყო პონტოს ჰერაკლეადან. მან დაწერა „ჰერაკლეას ისტორია“ ქალაქის დაარსებიდან რომაელთა დაპყრობამდე. ნაშრომისგან შემორჩენილია ფრაგმენტები, რომლებიც თავის შრომაში გამოიყენა IX ს-ში მოღვაწე პატრიარქმა ფოტიამ. ამ ფრაგმენტებში დაცულია მემნონის IX–XVI წიგნების ნაწყვეტები, რომლებიც მოიცავს ძვ.წ. 364–48 წლების ამბებს.
მემნონის წიგნი დაწეილია მარტივი და გასაგები ენით, და წარმოადგენს მნიშვნელოვან წყაროს ჰერაკლეისა და მცირე აზიის ელინისტური სამყაროს ისტორიისთვის. როგორც ჩანს მემნონი ზოჯერ ეყრდნობა ნიმფიდის შემოუნახავ ნაშრომს და შესაძლოა აგრეთვე თეოპომპსა და დომიციუს კალისტრატეს.
სტრაბონის „გეოგრაფია“
ძველი მსოფლიოს გამოჩენილი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23) იყო პონტოელი ბერძენი ქ. ამასიიდან. მან ბევრი იმოგზაურა და სავარაუდოდ კოლხეთშიც ყოფილა. სტრაბონმა შეაჯამა ძველი ბერძნული და ძველი რომაული საზოგადოების გეოგრაფიული ცოდნა და აღწერა მის დროში ცნობილი თითქმის ყველა ქვეყანა და მხარე. იმ ქვეყნების შესახებ ცნობებს, რომლებიც სტრაბონს თვითონ არ უხილავს, კრებდა ერატოსთენეს (ძვ. წ. 276–194), არტემიდორ ეფესელის (ძვ.წ. II–I ს-ბი), აპოლოდორის, ჰიპარქეს ნიკეელის (ძვ.წ. 180–125), პოლიბიოსის (ძვ. წ. 203–120), ეფორის და პოსიდონი აპამეელის (ძვ. წ. 135–50) ნაშრომებიდან. მან შექმნა ორი ნაწარმოები: „საისტორიო ნარკვევები“ და „გეოგრაფია“. პირველი ნაშრომი 47 წიგნისგან შედგებოდა და წარმოადგენდა სხვა ბერძენი ისტორიკოსის პოლიბიოსის „ისტორიის“ (მოთხრობილია ძვ.წ. 200–146 წლების რომისა და მისი მეზობლების ამბები) გაგრძელებას. მისგან მხოლოდ 19 ფრაგმენტია მოღწეული და ისიც „გეოგრაფიაში“ შესული. მეორე ნაშრომი 17 წიგნისგან შედგება და თითქმის მთლიანად არის შემონახული.
პომპონიუს მელას „ქვეყნის აღწერილობა“
რომაელმა (ესპანეთიდან) გეოგრაფმა პომპონიუს მელამ (ახ.წ. 15–60) ახ.წ. 43 წელს, დასახლებული მსოფლიოს ერთი მთლიანი, გეოგრაფიული ხასიათის მიმოხილვა შეადგინა, რომელიც „ქვეყნის აღწერილობის“ სახელით არის ცნობილი. ნაშრომს „გეოგრაფიასაც“ უწოდებენ. პომპონიუსი მოგზაური და ბუნების მკვლევარი არ ყოფილა. თავისი ნაშრომი მან სხვადასხვა დროისა და სახის მრავალფეროვანი თხზულებებიდან ამოკრეფილი საინტერესო მასალებით შეადგინა. ცნობების ხასიათის მიხედვით ჩანს, რომ იგი ისეთი ძველი წყაროებითაც სარგებლობდა, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, პომპონიუსის ცნობები მოკლე და სქემატურია, ერთმანეთშია არეული და უთარიღოა. თარიღები მხოლოდ ცნობების ხასიათის მიხედვით შეიძლება დადგინდეს.
პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორია“
რომაელი მკვლევარი და ენციკლოპედისტი გაიუს პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79) ხუთი საუკუნის შემდეგ განაგრძობს ფსევდო სკილაქსის შეწყვეტილი მსოფლიო გეოგრაფიის გაგრძელებას. მისი ეპოქისთვის ასეთ ფუნდამენტალურ ნაშრომს უეჭველად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წიგნში პლინიუსმა თავი მოუყარა არა მარტო იმ დროინდელ მეცნიერულ ცოდნას, არამედ საკუთარი აღმოჩენებიც აღწერა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პლინიუსმა მეცნიერების „რომანიზაციაც“ მოახდინა, მანამდე ეს წმინდა ბერძნული დარგი იყო. ამ ნაშრომში პლინიუსმა სცადა ბუნების ყველა ასპექტის აღწერა, მიუხედავად იმისა რომ 37 ტომში არა მხოლოდ ბუნებაზეა საუბარი, არამედ იმაზე რასაც ახლა ხელოვნებას ვუწოდებთ (ქვის და მეტალების დამუშავების ხერხები).
მიუხედავად სათაურისა ეს ნაშრომი ბუნების წარსულს არანაირად არ ეხება, ლათინურ ენაში სიტყვა ისტორიას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე დღეს, იგი ასევე აღნიშნავდა კვლევას, მოძიებას, ამრიგად სათაურის თარგმნა შესაძლოა როგორც „ბუნების კვლევა“, რაც უფრო ზუსტად ასახავს ენციკლოპედიის შიგთავსს.
ენციკლოპედიის სტრუქტურიზაცია ასეც შეიძლება, პირველ წიგნში ჩამოთვლილია ყველა ის წყარო რითიც ავტორი ხელმძღვანელობდა, შემდეგ არის 2 თვრამეტწიგნიანი ჯგუფი, სადაც პირველში აღწერილია ბუნება, ხოლო მეორეში კი ბუნებისა და ადამიანის ურთიერთქმედება.
ავტორის თქმით, ამ ნაშრომის დასაწერად მას 400-ზე მეტი ავტორის, აქედან 146 რომაელის და 327 ელინის, 2000 წიგნის წაკითხვა მოუწია საიდანაც მან 20 ათასამდე ამონაწერი გააკეთა. 77 წელს ნაწარმოების არსებული 36 ტომი მიეძღვნა ტიტუსს. ხოლო უკანასკნელი ტომის გამოცემა პლინიუსმა ვერ მოასწრო, იგი დაიღუპა 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევისას და წიგნი მისმა დისშვილმა პლინიუს უმცროსმა გამოსცა. ამ ნაშრომს, როგორც ავღნიშნეთ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ანტიკურ ხანაში და მოგვიანებითაც, შუა საუკუნეებში, ამაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიც.
იოსებ ფლავიუსი
ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი (37–100) იერუსალიმიდან იყო. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66–73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი რომში გადასახლდა, იქაური მოქალაქეობა მიიღო და ფლავიუსთა ისტორიოგრაფად დაინიშნა. გარდაიცვალა 95 წლის ასაკში. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ“ – პოლემიკა I საუკუნის ეგვიპტელ მწერალ აპიონთან ან „ცხოვრება“.
იოსებ ფლავიუსის თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
მართალია, იოსებ ფლავიუსი თანამემამულე ებრაელებმა მოღალატედ გამოაცხადეს და, ერთი შეხედვით, ასეთადაც გამოიყურება, მაგრამ მთელი მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელიც „მოღალატეობის“ პერიოდში შეიქმნა, განმსჭვალულია თანამემამულეთა სიყვარულითა და მათი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და რელიგიის აპოლოგიით.
პლუტარქეს „პარალელური ბიოგრაფიები“
ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი მესტრიუს პლუტარქუსი (დაახ. 46–127) დაიბადა ბეოტიის ქალაქ ქერონეაში. იგი ბევრს მოგზაურობდა ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროში, მათ შორის ორჯერ იყო რომში. მშობლების სიმდიდრის წყალობით 67 წლიდან პლუტარქს ფილოსოფიის, რიტორიკისა და მათემატიკის სწავლის შესაძლებლობა მიეცა ათენის აკადემიაში.
მას რამდენიმე გავლენიანი მეგობარი ჰყადა, მათ შორის სოსკიუს სენეციო, ფუნდანუსი და ლუციუს ფლორუსი, მნიშვნელოვანი სენატორები, რომელთაც პლუტარქმა რამდენიმე მისი ბოლო ნამუშევარი მიუძღვნა და მათ დახმარებით მან რომის მოქალაქეობა მიიღო. 50 წლის ასაკში ქერონეაში ღმერთ აპოლონის ქურუმი გახდა.
მას დაწერილი აქვს ტრაქტატების მთელი სერია, ბერძნული ქალაქების ყოფაცხოვრებაზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, მეგობრობაზე და რელიგიურ საკითხებზე. ამ ნაშრომებიდან ჩვენამდე საკმაოდ ცოტამ მოაღწია. ამის გარდა მას ეკუთვნის გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიები. ნაწარმოებების ქრონოლოგიურად დალაგება ძალიან რთულია. ამის გარდა მას მთელი რიგი პედაგოგიკური ნაშრომებიც ეკუთვნის, მაგალითად „როგორ უნდა უსმენდეს ახალგაზრდა პოეტებს“, „როგორ უნდა ისარგებლოთ ლექციით“ და სხვა. პლუტარქეს ინტერესთა სფეროში შედიოდა ფსიქოლოგიაც და რელიგიაც, ამ თემებზეც მას აქვს არაერთი ნაწარმოები. მის ნაშრომებში აღსანიშნავია „ბერძნული საკითხები“ და „რომაული საკითხები“ სადაც იგი განიხილავს სხვადასხვა წესჩვეულებების ჩამოყალიბების ისტორიას.
მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი ნაშრომებისა, პლუტარქე პოპულარული გახდა არა ეთიკური ნაწარმოებებით არამედ ბიოგრაფიებით. ამ ბიოგრაფიების წერისას იგი ხელმძღვანელობდა ხელმისაწვდომი ისტორიული წყაროებით, მაგრამ მისთვის მთავარი ისტორია კი არ იყო არამედ ადამიანთა პორტეტები, მათი ფსიქოლოგია, თუმცა ჩვენთვის ამ ბიოგრაფიებს ძალიან დიდი ისტორიული ფასეულობა აქვს, ვინაიდან იმ წყაროებიდან, რითაც პლუტარქე სარგებლობდა, ჩვენამდე ძალიან მცირე ნაწილმა მოაღწია. ბიოგრაფიების წერით იგი ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული, მაგრამ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „პარალელური ბიოგრაფიები“. ეს არის სახელგანთქმული ბერძნების და რომაელების წყვილწყვილად შედარებული ბიოგრაფიები. ზოგიერთი გმირები ძალიან ზუსტადაა დაწყვილებული, მაგალითად თეზევსი და რომულუსი რომის და ათენის დამაარსებლები, პირველი კანონმდებლები ლიკურგოსი და ნუმა პომპილიუსი, უდიდესი მხედართმთავრებიო და ლიდერები ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი. ბიოგრაფიების შემდეგ პლუტარქე წერს შედარებით დახასიათებას, მაგრამ ზოგ წყვილს ესეთი დახასიათება არ მოყვება. თავდაპირველად არსებობდა 23 წყვილი, მაგრამ ეპამინოიდი და სციპიონ აფრიკელი დაიკარგა.
ფლავიუს არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (ახ.წ. 131 წ.)
დიდმა ისტორიკოსმა და კაპადოკიის პროვინციის მმართველმა ფლავიუს არიანემ (ახ.წ. 86–160) თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დას. საქართველოს მიწაწყლის სანაპირო ზოლი თავისი ფეხით შემოიარა ბიზანტიონიდან დიოსკურიამდე. დიოსკურიის შემდეგ კი ბოსფორამდე ლიტერატურულ წყაროებსა და სხვების მონაყოლს ეყრდნობა, ამიტომ ჩრდილო – აღმოსავლეთ სანაპიროს ადგილთა დადგენა არიანეს მიხედვით მეტად ჭირს. აქ საჭიროა ანტიკური და ახალი რუკების მონაცემებზე დაყრდნობა. რუკის შედგენამ ცხადყო, რომ არიანეს სტადიონში 180 მეტრი იგულისხმება, ე. ი. კილომეტრში დაახლოვებით 5,5 სტადიონია; 90 სტადიონი უდრის 17 კილომეტრს. არიანეს შრომა ფასდაუდებელია ძველი საქართველოს ისტორიის შესასწავლად, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გეოგრაფიულ პუნქტებს შორის გაზომვის მისი ტექნიკა კრიტიკას ვერ უძლებს.
ტაციტუსის „ანალები“ და „ისტორიანი“
ანტიკური სამყაროს ისტორიოგრაფიის უდიდესი წარმომადგენლის პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის (ახ.წ. 56-117) ცხოვრების შესახებ ძალიან მცირე რამ ვიცით და, რაც ვიცით, ისიც უმთავრესად მისივე თხზულებებიდან და მისი მეგობრის პლინიუს მცირის წერილებიდანაა გამოწვლილული. ახ. წ. 78 წ. ცოლად შეირთო გნეუს იულიუს აგრიკოლას, მაშინდელი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწისა და სარდლის, ასული. 88 წელს მას ვხედავთ პრეტორად და სეკულარულ გართობათა თხუთმეტკაციანი კოლეგიის წევრად. 97 თუ 98 წლებში კონსულად ყოფილა, 113-116 (თუ 111–112) წლებში კი აზიის პროვინციას გამგებლობდა, როგორც პროკონსული. შესაძლებლად თვლიან, რომ იქნებ მისი მამა იყო ბელგიის გალიაში პროკურატორად მყოფი ის კორნელიუს ტაციტუსი, რომელსაც პლინიუს უფროსი ახსენებს თავის „ბუნების ისტორიაში". ჩანს, ტაციტუსი წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი ყოფილა, რადგან მას თავისი დროის კვალობაზე შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, სახელმწიფო მოღვაწეობის სარბიელზე სრული კარიერა შეუსრულებია და მაღალი წოდების მანდილოსანიც შეურთავს ადრევე.
ტაციტუსის თხზულებათა დიდი ნაწილი ისტორიული ხასიათისაა. სანამ თავის დიდ და სახელგანთქმულ საისტორიო შრომებს „ისტორიასა“ და „ანალებს“ დაწერდა, ორი მომცრო ნაწარმოები კიდევ გამოუქვეყნებია. 98 წელს გამოსულად ჩანს „აგრიკოლა“, რომელიც მისი სიმამრის ბიოგრაფიას წარმოადგენს და სახოტბო იერი აქვს. მასში მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ბრიტანეთის აღწერილობას, სადაც გამგებლად იყო ეს მოღვაწე. დაახლოებით იმავე ხანებში გამოქვეყნებული „გერმანია“ აღწერილობითი ხასიათისაა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს გერმანელთა უძველესი ისტორიის შესწავლისათვის. ტაციტუსის უმნიშვნელოვანესი თხზულებებია „ისტორიანი“ და „ანალები“. ისტორიანი იწყება ახ. წ. 69 წლის 1 იანვრიდან და აღწერილია ამბები დომიციანუსის სიკვდილამდე (96 წ.), შემდეგ კი აღუწერია ადრინდელი ხანა – ოქტავიანუს ავგუსტუსის გარდაცვალებიდან 68 წლის მიწურულამდე. ზოგიერთი მითითების საფუძველზე დაასკვნიან, რომ „ისტორია“ შეთხზულია 104-109 წლებში, ხოლო „ანალებში“ უკანასკნელად 117 წლის ამბებზეა გადაკრული სიტყვა.
„ისტორიანი“, როგორც ფიქრობენ, 14 წიგნისაგან შედგებოდა, რომელთაგან ჩვენამდე სრულად მოაღწია მხოლოდ დასაწყისის ოთხმა წიგნმა და V-ს ნაწილმა. ამ თხზულებაში გადმოცემული უნდა ყოფილიყო რომის ისტორია გალბას მეორე კონსულობიდან (69 წ. ახ. წ.) დომიციანუსის სიკვდილამდე (96 წ.), მაგრამ მოღწეულ ნაწილში მხოლოდ 69–70 წლების ამბებიღაა შემორჩენილი. რაც შეეხება „ანალებს“, რომელიც „ისტორიის“ შემდეგ დაიწერა, იგი მოიცავდა წინარე ხანას – ოქტავიანუს ავგუსტუსის გარდაცვალებიდან (14 წ. ახ. წ.) 69 წლამდე – ნერონის სიკვდილამდე და მეორე სახელად ერქვა „ღვთაებრივი ავგუსტუსის გარდაცვალების შემდგომი ისტორია“.
არც ანალებს მოუღწევია ჩვენამდე სრული სახით, გვაქვს მხოლოდ პირველი 4 წიგნი, V-ს დასაწყისი, VI დასაწყისის გარეშე, რომელნიც თითქმის სრულად შეიცავენ იმპერატორ ტიბერიუსის მეფობის ხანას. შემდეგ მიღწეულია XI–XVI წიგნები, ოღონდ XI-ეს დასაწყისი აკლია, XVI-ეს კი დასასრული. XI და XII წიგნები კლავდიუსის მეფობის ბოლო წლების ამბებს შეიცავს, XIII-XVI წიგნები კი ნერონის მეფობისას 66 წლამდე, ე. ი. გვაქვს რომის ისტორია 14–29, 31–37 და 47–66 წლებისა.
ტაციტუსი თითქმის თანამედროვეა მის მიერ აღწერილი ამბებისა, ამასთანავე, როგორც დადასტურებულია სამეცნიერო ლიტერატურაში, იგი ეყრდნობა დიდძალ პირველ წყაროებს (მაგ., სენატის სხდომათა ოქმებს, წარმოთქმულ სიტყვათა დედნებს, სახელმწიფო საბუთებს და სხვ.) და საკმაოდ კრიტიკულადაც ეკიდება მათ. მიუხედავად იმისა, რომ ტაციტუსის თხრობის ცენტრში მხოლოდ რომია და პროვინციებისა და საგარეო ვითარების ზოგიერთ ამბავს უმეტესწილად გაკვრით ეხება, ჩვენი ქვეყნის ისტორიის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოზრდილი პერიოდის მიმართ თითქმის სრულიად მოკლებული ვიქნებოდით ცნობებს, რომ ტაციტუსის ეს ზემოხსენებული თხზულებები არა. ტაციტუსი გადმოგვცემს რომისა და იმ დროს მძლავრი პართიის ერთმანეთში ჭიდილს და ამ ჭიდილში იბერიისა და სომხეთის მონაწილეობის ამბებს ავგუსტუსის შემდეგდროინდელ ხანაში და განსაკუთრებით კი ნერონის დროს.
საგანგებოდ აღსანიშნავია მისი „ისტორიის“ ცნობები ნააზატევი ანიკეტის ბელადობით მომხდარი აჯანყების შესახებ. ტაციტუსის გარდა ამ საინტერესო აჯანყებაზე სხვა არავითარი წყარო არ მოგვეპოვება.
დიონ კასიუსის „რომის ისტორია“
რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიუსი (დაახლ. 153–235) წარმოშობით ბითინიის ქალაქ ნიკეიდან იყო. ეკავა მაღალი სამოხელეო თანამდებობები, ეკუთვნოდა სენატორთა უმაღლეს წოდებას. ავტორია რამდენიმე ისტორიული თხზულებისა. ჩვენამდე (ნაწილობრივ დაზიანებულმა) მოაღწია „რომის ისტორიამ“ 80 წიგნად, რომელიც მოიცავს ხანას რომის დაფუძნებიდან 229 წლამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თხზულების ის ნაწილი, სადაც ავტორი თავის თანამედროვე მოვლენებს აღწერს და იყენებს ოფიციალურ დოკუმენტებს. მაგრამ კასიუს დიონ კოქცეიანუსის თხზულება რომის ისტორიის სხვა პერიოდებისთვისაც ძვირფას წყაროს წარმოადგენს, რამდენადაც აქ ძველ ისტორიკოსთა ნაშრომების გვერდით გამოყენებულია მხედართმთავართა, მოხელეთა ანგარიშები, მოგზაურთა აღწერილობები, დოკუმენტური მასალა. „რომის ისტორია“ უპირატესად პოლიტიკურ ისტორიულ ფაქტებს განიხილავს.
ნაშრომში მოიპოვება უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობები საქართველო-რომის ურთიერთობის შესახებ (პომპეუსის ლაშქრობა იბერია-კოლხეთში, შემდეგდროინდელი მოვლენები, რომთან იბერიის დამოკიდებულება ახ. წ. II საუკუნეში, ფარსმან III-ის დროს და სხვ.). ზოგი ამ ცნობათაგან სრული ან უნიკალურია.
კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიკა“
კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ.წ. 90–170) მოღვაწეობდა ეგვიპტის ალექსანდრიაში. ცნობილია როგორც მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, ასტროლოგი და ბერძნული ანთოლოგიის ფუძემდებელი. მასვე უკავშირდება გეოგრაფიაში სივრცული აზროვნების ჩამოყალიბება. პტოლემაიოსი არის ავტორი იმ მეცნიერული ტრაქტატებისა, რომლებმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა იქონია ისლამური და ევროპული მეცნიერების მრავალმხრივ განვითარებაში.
საუკუნეების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გეოგრაფის მათემატიკურ-ასტრონომიული ტრაქტატი – „დიდი კრებული“ (13 წიგნად, მასზე დართული ცხრილებით). ნაშრომი არაბულ ენაზე ითარგმნა IX საუკუნეში (ხალიფა ალ-მამუნის ბრძანებით) სახელწოდებით – „ტაბრირ-ალ-მაჯისტი“ (ანუ „ალ-მაჯისტი“), ხოლო შუა საუკუნეებში ცნობილი გახდა „ალმაგესტი“-ს სახელით. მასში ნათლადაა გამოხატული პტოლემაიოსის გეოცენტრისტული ხედვა. როგორც ნაშრომიდან ირკვევა, გეოგრაფმა დედამიწა დღის სიდიდისა და პარალელებზე მზის შუადღის ჩრდილების მიხედვით დაჰყო სარტყლებად, ხოლო დედამიწის წრეწირი – 360 ნაწილად (გრადუსად), გრადუსები – 60 ნაწილად (წუთად) და წუთები – 60 ნაწილად (წამებად) და წლის ხანგრძლივობა წუთის სიზუსტით განსაზღვრა.
გეოგრაფის და ასტრონომის ნაშრომებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“, რომელშიც გვაწვდის ცნობებს ძველი საქართველოს შესახებ. „Geographica“ რვა თავისაგან შემდგარი წიგნია. სახელმძღვანელომ, შეიძლება ითქვას რადიკალური ზეგავლენა იქონია და ძირითადი მიმართულება მისცა ტოპოგრაფთა მიერ კონკრეტული კონცეფციის ჩამოყალიბებას. ფაქტიურად ეს ნაშრომი წარმოადგენდა ისეთი ტიპის მოცემულობას (თანამედროვე გაგებით ატლასს), რომელზეც ასახულია ადამიანის მიერ ათვისებული სამყარო, იგივე „oikumene“. მასზე დაყრდნობით შემუშავდა 26 რეგიონალური და 67 შედარებით მცირე არეალის რუკა, რომლებზეც ილუსტრირებული იყო, სიბრტყეზე მოცემული სფეროს (დედამიწის) გამოსახულება სამი განსხვავებული მეთოდის პროექტირებით, როგორიცაა მაგალითად: არეალის სიბრტყითი, პტოლემაიოსის ნაშრომი საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ იგი შედგენილია სხვადასხვა დროის წყაროებზე დაყრდნობით, როგორიცაა მაგალითად ჰეროდოტეს, ერატოსთენეს, პოსიდონიოსის, მარინუს ტირენელის, პოლიბიოსის, ფსევდო-სკილაქს კარიანდელის, ან უფრო მოგვიანო ავტორების – სტრაბონის, პლინიუს უფროსის, პომპონიუს მელას და თუნდაც მისი თანამედროვე – ფლავიუს არიანეს ნაშრომები. მათ მიერ აღწერილი ინფორმაციის შედარებითი ანალიზი შესაძლებელს ხდის თუ რა საზღვრებში უნდა მოხდეს იბერიის ქალაქთა ლოკალიზება და მათ შორის ვექტორთა დადგენა. გარდა ამისა, გეოგრაფოსის ხელში ხვდებოდა სამხედრო ექსპედიციების მონაცემებიც. რომაელთა ლეგიონში მყოფი მენზორების (მიწის მზომელები) მიერ, ყოველი საომარი ოპერაციის დროს იქმნებოდა უნიკალური ინფორმაციის შემცველი „იტინერარიები“ (რუკა – მეგზური), რომლებზეც დატანილი იყო განვლილი გზების სიგრძე და მანძილი, ეს ყველაფერი კი ბოლოს თავს იყრიდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში (რომლის ხელმძღვანელიც სწორედ პტოლემაიოსი გახლდათ). როგორც ინგლისელი მეცნიერი, ჯ. ბეიკერი შენიშნავდა: „ძველი კლასიკური დროის ეპოქაში ევროპული კონტინენტის გამოკვლევა ძირითადად წილად ხვდა რომის ლეგიონებს... წარმოდგენა რომ გვქონდეს გეოგრაფიული შემეცნების ნამდვილი განვითარების შესახებ, აუცილებელია რომის ლაშქრობათა ისტორიის შესწავლა. მიუხედავად პტოლემაიოსის თეორიაში არსებული ცდომილებებისა, მისი ატლასი ერთ-ერთ ძირითად ნიმუშად ითვლებოდა წლების განმავლობაში, ხოლო დეტალური მონაცემების ჩამონათვალი მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ისტორიითა და გეოგრაფიით დაინტერესებული მკვლევარებისათვის. ამასთან დაკავშირებით X საუკუნის ისტორიკოსმა და გეოგრაფმა ალ-მასუდმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ფილოსოფოსმა (კლავდიოს პტოლემაიოსმა) თავის წიგნში „გეოგრაფია“, მოგვცა დედამიწის, მისი ქალაქების, მთების, მასზე არსებული ზღვების, კუნძულების, მდინარეებისა და წყაროების აღწერა. მან აღწერა დასახლებული ქალაქები და ადგილმდებარეობანი, აღნიშნა, რომ მის დროს ქალაქების რიცხვი 5530-ს შეადგენდა და დაასახელა თვითოეული ქალაქი კლიმატური სარტყლების მიხედვით. ამ წიგნში მან დედამიწის მთები წითელი, ყვითელი, მწვანე და სხვა ფერებით აღნიშნა, დაასახელა 200-მდე მთა. მოიხსენია მათი სიდიდე და მათში არსებული მადნები და ძვირფასი ქვები. ამ ფილოსოფოსმა აღნიშნა, რომ დედამიწას გარს ერტყმის ხუთი ზღვა. მან ჩამოთვალა ამ ზღვებში არსებული დასახლებული და დაუსახლებელი კუნძულები, ისინი, რომლებიც ცნობილია და ანდა არაა ცნობილი... ყველა ეს ზღვა წიგნში – „გეოგრაფია“ გამოსახულია სხვადასხვანაირი ფერებით, ისინი სხვადასხვა სიდიდისა და ფორმისანია... (მაგრამ მათი სახელები წიგნში – ბერძნულია და ამიტომ ძნელია მათი გაგება)“. XVII საუკუნის თურქი მწერალი ჰაჯი ჰალიფიც თავის ბიბლიოგრაფიულ კრებულში, არაბული ტრადიციის მიხედვით იძლევა ჯერ გეოგრაფიის განსაზღვრას, ხოლო შემდეგ საუბრობს არაბული გეოგრაფიული მეცნიერებისათვის კლავდიოს პტოლემაიოსის შრომების მნიშვნელობაზე, დაწყებული VIII საუკუნიდან XVII საუკუნემდე. მართლაც, უდავოა გეოგრაფიული სახელმძღვანელოს მნიშვნელობა, რომლის ანალიზითაც შესაძლებელია წარმოდგენა შევიქმნათ რომის იმპერიის მიერ წარმოებული და გავლილი გზის შესახებ, რომელმაც თამამად შეიძლება ითქვას, წარმოუდგენლად დიდი როლი შეასრულა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.
აპიანეს „რომის ისტორია“
ბერძენი ისტორიკოს აპიანე ალექსანდრიელს (დაახლ. 100–180) ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა ალექსანდრიაში, შემდეგ მან რომის მოქალაქეობა მიიღო და რომში გადავიდა, სადაც ჯერ იმპერატორ ტრაიანეს ვექილი იყო, ხოლო მოგვიანებით კი იმპერატორის პროკურორი გახდა. წერა დაიწყო 160 წლამდე. მას ეკუთვნის ნაშრომი „რომის ისტორია“ (Historia Romana) 24 წიგნად. ეს ნაწარმოები ასახავს რომის სახელმწიფოს გაფართოებას, მოთხრობილია იმ პროვინციების შესახებ, რომლებიც იმპერიაში შედიოდა, იმ თანმიმდევრობით, როგორც ისინი დაპყრობილ იყვნენ. ამრიგად ყოველი წიგნი წარმოადგენს სრულ ისტორიას შესაბამის პროვინციაზე და აქვს შესაბამისი სათაური. ჩვენამდე მთლიანად მოაღწია VI–VIII, XI–XVII წიგნებმა, ასევე IX წიგნის მეორე ნახევარმა. აპიანეს ისტორია ფასეული წყაროა, იგი ბევრ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო ზოგი ცნობები მხოლოდ მის წიგნებში არის.
ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორია“
რომაელი საეკლესიო მწერალი და ისტორიკოსი ევსები კესარიელი (263–340) პალესტინის კესარიიდან (დღევ. ისრაელში) იყო და გახდა პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი 311 წლიდან. იგი მსოფლიო-ისტორიული პროცესის ბიბლიურ-ქრისტიანული კონცეფციის ავტორია. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ხასიათის საღვთისმეტყველო თხზულება და ისტორიული შრომები. თავის „ქრონიკაში“ მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას სამყაროს შექმნიდან 325 წლამდე. ავტორია ასევე ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში „საეკლესიო ისტორიის“ პირველი ვრცელი თხზულებისა. გვაქვს ცნობა რომ ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორია“ ქართულად ძველად ყოფილა თარგმნილი, რაც მოხსენიებულია ექვთიმე ათონელის ერთ წერილში. ევსები კესარიელის ზოგიერთი შრომა კორნელი კეკელიძის აზრით: „თუ მთლიანი სახით არა, ფრაგმენტულად მაინც შემონახულა ძველ ქართულ მწერლობაში.“
ევსები კესარიელს აქვს ცნობები არგონავტების, მედეას, ტიბარენების, სანიგებისა და ტრაპეზუნტის შესახებ.
ამიანუს მარცელინუსის „ქმედებანი“
რომაელი ისტორიკოსი (წარმოშობით იყო სირიელი ბერძენი) ამიანუს მარცელინუსი (დაახლ. 330–395) სირიის ქალაქ ანტიოქიიდან იყო. მონაწილეობდა რომი-სპარსეთის ომებში IV საუკუნის შუა ხანებში, ასევე მსახურობდა იმპერიის დასავლეთ ნაწილში. მას ეკუთვნის ერთადერთი ნაწარმოები, „ქმედებანი“, რომელიც დაწერილია ლათინურ ენაზე. მისი შრომაში თხრობა იწყებოდა იმპერატორ ნერვის მართველობიდან (96 წ. ახ.წ.) ანუ იქედან სადაც ტაციტუსი გაჩერდა. სამწუხაროდ მისი 31 წიგნიდან პირველი 13 დაკარგულია. შემონახული ნაწილები (წიგნები XIV–XXXI) კი მოიცავს პერიოდს 353–378 წლებს, რომლის თანამედროვეა ავტორი.
ამიანეს დიდი მასალა აქვს გადამუშავებული, რომელთაგან ზოგი დაკარგულია და ნაწილობრივ ამითაც ემატება ისტორიკოსის ცნობებს ღირებულება. იგი ბევრ საინტერესო გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ ექსკურსს უძღვნის ამა თუ იმ მხარეს, კერძოდ შავიზღვისპირეთს, უმთავრესად ძველ მწერალთა თხზულებებზე დაყრდნობით, მაგრამ ზოგჯერ ახალი მასალის დამატებითაც.
ამიანუს მარცელინუსს მოიხსენიებენ როგორც „რომის უკანასკნელ დიდ ისტორიკოსს“.
ფავსტოს ბუზანდის „არმენიის ისტორია“
სომეხი ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდი (V ს.) ავტორია ისტორიულ-ეპიკური ნაწარმოების „არმენიის ისტორიის“-ა, რომელიც აგათანგელოსის „ისტორიის“ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. მასში აღწერილია სომხეთის თავგადასავალი 319 წლიდან 387 წლამდე. მისი ნაშრომი შედგება 6 წიგნისაგან, რომელთაგან პირველი ორი არ შემორჩენილა. ნაშრომში ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მამიკონიანი სპარაპეტების (ვაჩე, ვასაკი, მუშეგი, მანველი) მოღვაწეობას.
ნაშრომში დაცულია აგრეთვე მნიშვნელოვანი ცნობები სომხეთის და ქართლის ურთიერთობის, იბერიაში ფარნავაზიანთა დინასტიის მეფობის შესახებ და სხვ.
აგათანგელოსის „არმენიელთა მოქცევა ქრისტიანულ რწმენაზე“
სომეხი ისტორიკოსი აგათანგელოსი (V) თავის „ისტორიაში“ აღწერს სომხეთის გაქრისტიანებას (IV საუკუნის დასაწყისი), სომხური ეკლესიის ორგანიზაციას და გადმოსცემს ქრისტიანობის პრინციპებს. თავს აღწერილი ამბების თანამედროვედ აცხადებს, ნამდვილად კი V საუკუნის მეორე ნახევარში წერდა. გადმოცემული აქვს ეკლესიის ორგანიზაციისა და ქრისტიანობის დოგმები. ჩვენამდე მოღწეულია თხზულების VIII საუკუნის რედაქცია.
თხზულებაში აღწერილია გრიგოლ პართელის საგანმანათლებო მოღვაწეობა, ქრისტიანობის ქადაგება და სომეხთა მოქცევა. აქვე დაცულია საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით საინტერესო ცნობებიც, კერძოდ, გრიგოლის მოღვაწეობის ფარგლების შესახებ „კლარჯეთიდან მოყოლებული ალანთა“ საზღვრამდე და სხვ. აგათანგელოსის თხზულებამაც მნიშვნელოვანი რედაქციული ცვლილებაც განიცადა საუკნეთა მანძილზე და არაერთი ტენდენციური ცნობაც იქნა მასში შეტანილი, მაგრამ ყველაფერ ამის გამოკვლევას მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიისათვის, არამედ აგრეთვე ქართული ეკლესიისა და ქართულ-სომხური კულტურული და ეკლესიური ურთიერთობის ისტორიის ადრინდელი საფეხურების შესწავლის თვალსაზრისითაც.
მოვსეს ხორენაცის „არმენიის ისტორია“
სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი ტრადიციის მიხედვით V საუკუნის მოღვაწე იყო. მკვლევართა ერთი ნაწილი მას VI–VII საუკუნეების ავტორად მიიჩნევს, ზოგიერთი VII საუკუნის, სხვები კი VIII–IX საუკუნეების ისტორიკოსად ასახელებენ. მან დაწერა „არმენიის ისტორია“, სადაც თხრობა იწყება ლეგენდარული ეთნარქი ჰაიკიდან (ჰაოსიდან) და გრძელდება 428 წლამდე. ეს იყო სომხეთის გაბმული ისტორიის დაწერის პირველი ცდა. მოვსეს ხორენაცმა ნაშრომში თავი მოუყარა ზეპირ, წერილობით, ეროვნულ და უცხოურ წყაროებს, პირველმა გამოიყენა ძველი სომხური ეპოსი, თეორიული მსჯელობითა და მეთოდოლოგიით დიდად გაუსწრო იმდროინდელ სომეხ ისტორიკოსებს, რისთვისაც მას „არმენიის ისტორიის მამა“ უწოდეს.
მოვსეს ხორენაცის საინტერესო ცნობები მოეპოვება ბაგრატიონების წარმოშობის, გუგარეთის საპიტიახშოს, ქართლის მეფე მირიანის, წმინდა ნინოსა და ქართლში ქრისტიანობის გავრეცელების, არშუშა პიტიახშის, არჩილ მეფისა და სხვათა შესახებ.
ლაზარ ფარპეცის „არმენიის ისტორია“
სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი (V ს.) დაიბადა სოფელ ფარპში. ყრმობა ქვემო ქართლის პიტიახშ არშუშას სამეფო კარზე გაუტარებია და დაწყებითი განათლებაც იქვე მიუღია. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ბიზანტიაში გაუგზავნიათ. სამშობლოში დაბრუნებული ლაზარ ფარპეცი ვაღარშაპატის ეკლესიისა და მონასტრის ზედამხედველად და წინამძღვრად დაწინაურდა. მაგრამ სასულიერო კარიერა მარცხით დასრულდა და საისტორიო მწერლობა დაიწყო. მისი შრომა „არმენიის ისტორია“ ფაქტობრივად აგათანგელოსისა და ფავსტოს ბუზანდის თხზულებათა გაგრძელებაა და გადმოგვცემს 387–485 წლების სომხეთის ისტორიას. დიდი ყურადღება ეთმობა სომხეთისა და კავკასიის ალბანეთის ბრძოლას ირანის წინააღმდეგ. ფარპეცის მოეპოვება ცნობები ირანელთა პოლიტიკის შესახებ ქართლში V ს. მეორე ნახევარში, არშუშა პიტიახშის, კავკასიის სხვა მთავრებთან ერთად, ირანში გაწვევაზე (480 წ.), ვახტანგ გორგასლის აჯანყებაზე ირანელთა წინააღმდეგ 482–484 წლებში და სხვა. ამასთან ლაზარ ფარპეცი საგულისხმო ცნობებს გვაწვდის საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა შესახებ.
კორიუნის „მაშტოცის ცხოვრება“
სომეხი ისტორიკოსი, მწერალი და მთარგმნელი კორიუნი (380–450) მესროპ მაშტოცის მოწაფე და „მაშტოცის ცხოვრების“ ავტორი იყო. თხზულებაში დაცულია საგულისხმო ცნობები სომხური ეკლესიის ბრძოლაზე წარმართული სარწმუნოებისა და ერესების წინააღმდეგ. კორიუნის თხზულება პირველი ორიგინალური ისტორიული ნაშრომია სომხურ ენაზე.
კორიუნის თხზულება, მართალია, სომეხთა დიდი განმანათებლის „მაშტოცის ცხოვრებას“ ეძღვნება, მაგრამ მის ბიოგრაფიულ მონაცემებთან ერთად მოთხრობილია საკუთრივ სომხეთის, იბერიის (ქართლის) და ალბანეთის ისტორიის ზოგი ფაქტი 348 წლიდან 443 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში კორიუნის თხზულებას ერთგვარი ცვლილება განუცდია, ზოგი ახალი ცნობაც გზადაგზა ჩაუმატებიათ, იგი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს და ერთადერთი უძველესი და საინტერესო წყაროა IV ს. მიწურულსა და V ს. დამდეგის ამიერკავკასიის ქვეყნების ისტორიისათვის.
V საუკუნის ანონიმის „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“
V საუკუნის უცნობმა ავტორმა გადაამუშავა არიანეს „პერიპლუსი“ და შეავსო ახალი ცნობებით, რომლისთვისაც გამოიყენა შემდეგი წყაროები: 1. მენიპე პერგამონელის (ახ.წ. I ს.) „მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო“. 2. ფსევდო-სკიმნოს ქიოსელის (ძვ.წ. II ს.) ლექსად დაწერილი გეოგრაფიული აღწერა. 3. ფსევდო სკილაქს კარიანდელის (ძვ.წ. IV ს.) „პერიპლუსი“. ამასთან გეოგრაფიულ ობიექტებს თავის ეპოქისთვის შესაბამისი სახელებიც მიუმატა.
პრისკე პანიონელის „გუთების ისტორია“
ბიზანტიელი ისტორიკოსი პრისკე პანიონელი (V ს.), ცხოვრობდა ქალაქ პანიონში (თრაკია). კონსტანტინეპოლის რიტორიკული სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მდინვად მაქსიმინთან, რომელსაც დიდი თანამდებობები ეჭირა ავგუსტ თეოდოსი II-ის კარზე. 448 წელს მისივე დავალებით პრისკე იმყოფებოდა დიპლომატიური მისიით ატილასთან, რომლის დროსაც გაეცნო ჰუნების კულტურასა და ყოფა-ცხოვრებას და ფასდაუდებელი ცნობები დაგვიტოვა ამ ხალხის შესახებ.
ამის შემდეგ პრიკეს მუდმივად გზავნიდნენ დიპლომატად სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ხელს უწყობდა მას თავისი შრომისთვის საინტერესო მასალების მოძიებაში.
ავტორია თხზულებისა „გუთების ისტორია“, რომელიც შეიცავდა 433–474 წლის ამბებს, თუმცა დაიკარგა და ჩვენამდე ფრაგმენტების სახით მოაღწია კონსტანტინე პორფიროგენეტის ნაშრომში „ელჩობათა შესახებ“. პრისკე პანიონელმა ამ თხზულებაში მეტად მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ.
ზაქარია რიტორის „ეკლესიის ისტორია“
ბიზანტიელი ისტორიკოსი და მოაზროვნე ზაქარია რიტორი (470–553). დაიბადა მაიუმში, განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ბეირუთში. ზენონის ავგუსტობის დროს გადასახლდა კონსტანტინეპოლში და ვექილობა დაიწყო. შემდეგ უკვე სასულიერო ცხოვრებას შეუდგა და მიტილენის ეპისკოპოსი გახდა. იყო მონოფიზიტური მიმდინარეობის წარმომადგენელი. იცავდა ღმერთის მარადიულობის, ტრანსცენდენტობისა და ღმერთის მიერ ქვეყნის დროში შექმნის იდეას, რომელიც მიმართული იყო იმ დროს გავლენიანი ნეოპლატონიზმის წინააღმდეგ.
მისი „ეკლესიის ისტორია“ შეიცავს ბიზანტიის ისტორიის საყურადღებო ცნობებს 450 წლიდან 491 წლამდე. მისში შემონახულია უაღრესად საყურადღებო ცნობები მაიუმის ეპისკოპოსის პეტრე იბერის შესახებ, რომელიც მას მიაჩნია იმ დროის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს პიროვნებად.
იოანე მალალა „ქრონოგრაფია“
ბიზანტიელი ქრონისტი იოანე მალალა (491–578) წარმოშობით სირიის ანტიოქიიდან იყო. მისი ზედწოდება (სირიულად malal – რიტორი) მოწმობს, რომ ვექილი იყო. იოანე მალალას საისტორიო თხზულება „ქრონოგრაფია“ შედგება 18 წიგნისგან და მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 563 წლამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა თხზულების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი თანამედროვე ამბებს აღწერს; აქ კი სანდო ისტორიკოსად წარმოგვიდგება. იოანე მალალას „ქრონოგრაფია“ შემდგომ ხანებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იგი წყაროდ გამოიყენეს იოანე ეფესელმა, ევაგრიოს სქოლასტიკოსმა, „პასქალურმა ქრონიკაის“ ანონიმმა ავტორმა, თეოფანე აღმსარებელმა, გიორგი კედრენემ და სხვებმა. გარდა ბიზანტიის ისტორიისა, მასში არის საინტერესო ცნობები სლავური ქვეყნების ისტორიისათვის. აგრეთვე საქართველოს ისტორიის, კერძოდ, VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ურთიერთობების შესახებ ბიზანტია–სპარსეთთან.
„ქრონოგრაფია“ სრულად არ არის მოღწეული. მას აკლია პირველი წიგნი და ბოლო ნაწილი და ბოლო ნაწილი. მოთხრობა მოტანილია 563 წლამდე, თუმცა ფიქრობენ, რომ 574 წლამდე უნდა ყოფილიყო მოტანილი. დღეისთვის თხზულება მოღწეულია ერთადერთი – XI საუკუნის ხელნაწერით.
სტეფანე ბიზანტიელის (ახ.წ. VI ს.) ლექსიკონი „ეთნიკა“
სტეფანე ალექსანდრიელი გრამატიკოსი იყო. კონსტანტინეპოლში იგი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს. აქ მან შეადგინა „ეთნიკა“. სტეფანე წყაროებად იყენებდა ანტიკურ ავტორებს: ჰეკატეოს მილეტელს, ჰეროდოტეს, თუკიდიდეს, პოლიბიოსს, სტრაბონს, დიონისე პერიეგეტს, არიანეს, ჰეროდიანეს (ახ.წ. II ს.), მარკიანეს (ახ.წ. IV ს. იგი თავის მხრივ პტოლემაიოსის რუკებს მიჰყვება), ოროს მილეტელს (ახ.წ. IV–V ს-ბი)... სტეფანეს წიგნი თავიდან 55 წიგნისგან შედგებოდა თუმცა ჩვენამდე მხოლოდ შემოკლებული სახითაა მოღწეული.
სტეფანე გრამატიკოსი იყო და შესაბამისად ნაკლებად აინტერესებს გეოგრაფიული და ისტორიული ჭეშმარიტების დადგენა, რის გამოც ბრმად და უწესრიგოდ მიჰყვება წყაროებს. ჩვენ მხოლოდ ლექსიკონის იმ ნაწილს წარმოვადგენთ რომელიც საქართველოს ეხება.
პროკოპი კესარიელი
ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი პროკოპი კესარიელი (507–554/565) იუსტინიანე I-ის კარის ისტორიკოსი, იურისტი და დიპლომატი იყო. წარმოშობით ებრაელი, პალესტინის ქალაქ კესარეიდან, წარჩინებული და შეძლებული ოჯახიშვილი, მიიღო ბრწყინვალე განათლება. მალე დაწინაურდა სასახლის კარზე და 527 წლის შემდეგ იუსტინიანე I-ის სარდალ ველისარიუსს ახლდა როგორც მისი პირადი მდივანი ჩრდილოეთ აფრიკის, იტალიისა და სპარსეთის ლაშქრობებში. პროკოპი კესარიელის მთავარი ნაშრომია „იუსტინიანეს ომების ისტორია“ 8 წიგნად, რომელშიც აღწერილია ბიზანტიელთა ომები ვანდალებთან, გუთებთან და სპარსელებთან, აგრეთვე VI საუკუნის I ნახევრის პოლიტიკური მოვლენები. პროკოპი კესარიელი აგრეთვე ავტორია პანეგირიკისა „აღმშენებლობათა შესახებ“, რომელიც მოგვითხრობს იუსტინიანე I-ის საამშენებლო საქმიანობაზე მთელი იმპერიის ფარგლებში.
მოგვიანებით დადგინდა რომ პროკოპი კესარიელს ეკუთვნის „საიდუმლო ისტორია“ ფარულად დაწერილი თხზულება, რომელშიც იუსტინიანესა და დედოფალ თეოდორას მძაფრი კრიტიკაა მოცემული, აგრეთვე აღწერილია მათი დანაშაულებრივი საქმიანობა. პროკოპი კესარიელმა ყველაზე უხვი და უმნიშვნელოვანესი ცნობები დაგვიტოვა საქართველოს შესახებ.
აგათია სქოლასტიკოსის „იუსტინიანეს მეფობისათვის“
ბიზანტიელი ისტორიკოსი და პოეტი აგათია სქოლასტიკოსი (536–582) დაიბადა კ. ლემნოსის ქალაქ მირინაში. იურიდიული ცოდნა მიღო ალექსანდრიასა და კონსტანტინოპოლში და შეუდგა ვექილობას. აგათიას საისტორიო თხზულებათაგან უმთავრესი ნაშრომია თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“. ეს ხუთწიგნეული პროკოფი კესარიელის ისტორიის გაგრძელებაა. ხუთივე წიგნში ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა გადმოცემული ბიზანტიის იმპერიის 552–558 წლების ისტორია. ხუთწიგნეული VI საუკუნის დასავლეთ საქართველოს – ლაზიკის ისტორიის (დიდი ომიანობა ეგრისში) უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამ ნაშრომშია დაცული ეგრისელი მჭერმეტყველების აიეტისა და ფარტაზის სიტყვები გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით.
სპარსული ომების აღწერისას აგათიას სხვა წყაროთა შორის სპარსული ქრონიკებიც გამოუყენებია, რომელთაც მას აწვდიდა და უთარგმნიდა თარჯიმანი სერგი, რომელმაც სპარსეთში სამეფო საბუთების მცველებსა და გამგეებს შეეხვეწა გაეცნოთ მისთვის ეს წიგნები.
მენანდრე პროტიქტორის „ისტორია“
ბიზანტიელი ისტორიკოსი და დიპლომატი მენანდრე პროტიქტორი (VI ს.) დაიბადა კონსტანტინოპოლში. გააგრძელა აგათია სქოლასტიკოსის ისტორიული შრომა. მისმა თხზულებამ მხოლოდ გვიანდელი 77 ფრაგმენტის სახით მოაღწია. ეს ფრაგმენტები ეხება 558–582 წლების მოვლენებს, ძირითადად ბიზანტიასა და ირანს შორის ომებსა და მათ შორის დადებულ საზავო ხელშეკრულებებს, აგრეთვე ბიზანტიელთა ურთიერთობებს ავარებთნ, ლანგობარდებთან და სხვ.
გარდა პირადად შეგროვილი მასალებისა მენანდრე წყაროდ იყენებს თეოფანე ბიზანტიონელისა და პეტრე პატრიკიოსის ნაშრომებს.
მენანდრე პროტიქტორის ისტორია შეიცავს ცნობებს VI საუკუნის საქართველოს ისტორიის – ბიზანტიასა და ირანთან ლაზიკისა და ქართლის ურთიერთობის, სვანეთის გარშემო ატეხილი დავის გარშემო და სხვ.
თეოფანე ბიზანტიონელის „ქრონიკა“
ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე (VI საუკუნის II ნახ.) ბიზანტიონიდან იყო. მისი საისტორიო ქრონიკა შედგებოდა 10 წიგნისგან და მოიცავდა 562–581 წლების ამბებს. თხზულების მხოლოდ 4 ფრაგმენტი შემორჩა ფოტიოსის „ბიბლიოთეკაში“. ფრაგმენტები შეეხება ბიზანტიის საგარეო პოლიტიკის ისტორიას, კერძოდ, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას. თეოფანე ბიზანტიონელის მონაცემები სანდო წყაროდაა მიჩნეული. ავტორს მოხსენიებული აქვს სომხებისა და იბერების აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ 572 წელს. იგი პირველი იხსენიებს თბილისს, როგორც იბერიის დედაქალაქს.
იოანე ეფესელის „საეკლესიო ისტორია“
ბიზანტიელი (სირიელი) ისტორიკოსი იოანე ეფესელი (507–586) ეფესოს ეპისკოპოსი იყო. იგი მიაფიზიტი იყო და ანტიქალკედონური პოლიტიკის გამო იდევნებოდა და არაერთი წელი გაატარა საპატიმროში. მისი „საეკლესიო ისტორია“ იყოფა სამ ნაწილად. პირველი ორი ნაწილი მოიცავს პერიოდს იულიუს კეისრიდან იუსტინე II-მდე, ხოლო მესამე ნაწილი მთავრდება 585 წელს. პირველი ნაწილი დაკარგულია, მეორე ნაწილი ფრაგმენტებით არის შემორჩენილი, ხოლო მესამე თითქმის სრულად შემორჩა მეშვიდე საუკუნის მიწურულის ხელნაწერით.
იოანე წერდა პრაგმატულ ისტორიას და არ იცვადა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას. მესამე ნაწილს წერდა დევნის დროს და რადგან ხელთ არ ჰქონდა წინა ნაწილები ხშირად უწევდა ძველი ამბების გამეორება, რაც იწვევდა გადამწერთა დაბნეულობას, რომლებსაც ერთი და იგვე მოვლენა ორი სხვადასხვა ფაქტი ეგონათ.
ევაგრიოს სქოლასტიკოსის „საეკლესიო ისტორია“
ბიზანტიელი ისტორიკოსი ევაგრიოს სქოლასტიკოსი (537–594) ღვთისმეტყველი, იურისტი და ლიტერატორი იყო. იგი დაიბადა არისტოკრატულ ოჯახში ანტიოქიაში, სადაც დაიწყო კიდეც ვექილად მუშაობა. როდესაც ანტიოქიის პატრიარქი გრიგორი (570–593) მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, ევაგრიოსიც თან გაჰყვა. აქ იგი დაუახლოვდა საიმპერატორო კარს, ტიბერიუსისგან ქვესტორის წოდება მიიღო, ხოლო მავრიკიუსისგან ექსპრეფექტის.
მისი ძირითადი ნაშრომია ექვს წიგნად დაწერილი „საეკლესიო ისტორია“, რომელიც მოიცავს 431–594 წწ. პერიოდს. ევაგრიოს სქოლასტიკოსი აგრძელებს საეკლესიო ავტორების – სოკრატეს, ევსები პამფილიელის, სოზომენეს და თეოდორიტე კვირელის ტრადიციებს. სხვა საეკლესიო მწერლებისაგან განსხვავებით, ევაგრიოს სქოლასტიკოსი წყაროებს კეთილსინდისიერად და კრიტიკულად ეკიდება. ევაგრიოს სქოლასტიკოსი ორთოდოქსალური მიმართულებისაა. დიდ ადგილს უთმობდა საერო ისტორიისა და სახალხო მოძრაობის აღწერას, თუმცა ამ უკანასკნელს საკმაოდ მუქი ფერებით ხატავდა. საერო ისტორიკოსებიდან იგი იყენებს პროკოპის, მენანდრესა და იოანე ეპიფანიელის ნაშრომებს.
იოანე ეპიფანელი
ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე ეპიფანელი (VI ს.) სირიის ქალაქ ეპიფანიიდან (დღევ. ჰამა) იყო. იყო ანტიოქიის პატრიარქ გრიგორის (573–593) მრჩევლად. იოანე იყო მოწმე და მონაწილე სპარსეთ-ბიზანტიის 572–591 წლების ომის და ვრცელი ნაშრომი დაწერა აღნიშნულ მოვლენაზე სახელით „რომის იმპერატორ მავრიკიუსის მიერ ხოსრო უმცროსის დაქვემდებარება“, მისი შრომა ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენდა თუმცა დაიკარგა და შემორჩენილია მისი რამდენიმე ფრაგმენტი. იოანეს შრომით სარგებლობდნენ ევაგრიოს სქოლასტიკოსი და თეოფილაქტე სიმოკატა.
თეოფილაქტე სიმოკატას „იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის ისტორია“
ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფილაქტე სიმოკატა (VI–VII) წარმოშობით ეგვიპტიდან, წარჩინებული ალექსანდრიელის ოჯახიდან იყო. მიიღო რიტორიკული განათლება. როგორც ვარაუდობენ, განათლება მას ათენში უნდა მიეღო. სწორედ აღნიშნულით ხსნიან, თეოფილაქტემ კარგად რომ იცოდა, უყვარდა და დიდად აფასებდა ანტიკურ კულტურას. ბერძნულის გარდა უნდა სცოდნოდა სირიული და სპარსული ენები. ბიზანტიელ ავტორთა შორის იგი ერთადერთია, რომელიც უშუალოდ არაბთა დაპყრობითი ომების დაწყების წინა ხანაში მოღვაწეობდა, იყო იმპერატორ ჰერაკლეს (610 – 641 წწ.) მრჩეველი.
დაახლ. 630 წელს მან დაწერა 8 წიგნისგან შემდგარი „იმპერატორ მავრიკიუსის მმართველობის ისტორია“, რომელიც 582–602 წლების ამბებს მოიცავს და VI ს. ბიზანტიელი ავტორის მენანდრე პროტიქტორის შრომის გაგრძელებას წარმოადგენს. გარდა სპარსეთ-ბიზანტიის ომისა უხვ ცნობებს გვაწვდის თურქებისა და სლავების შესახებ. თეოფილაქტეს თხრობის მთავარი თემაა ის ომები, რომელთაც ბიზანტიის იმპერია ბალკანეთის ნ.-კუნძულზე ავარებთან და სლავებთან, აღმოსავლეთში კი სასანიანთა ირანთან აწარმოებდა.
თეოფილაქტეს „ისტორია“, მართლაც მნიშვნელოვანი საისტორიო თხზულებაა. ქართველ მკვლევართათვის მასში განსაკუთრებით ფასეულია ბიზანტიისა და ირანის მუდმივი ინტერესების სფეროში შემავალი კავკასიის ქვეყნების (იბერიის, ეგრისის, სომხეთის), ასევე სხვადასხვა ადგილობრივი (მაგ. სვანების) და აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში მოსული ხალხების (ავარების, თურქებისა და სხვა) შესახებ არსებული ცნობები. რაც შეეხება თეოფილაქტეს „ისტორიის“ წყაროებს, მენანდრე პროტიქტორის (რომელსაც ქებით იხსენიებს) თხზულების გარდა მას გამოყენებული აქვს: იოანე ლიდესა და იოანე ეფესელის „ისტორიები“, ევაგრეს „საეკლესიო ისტორია“, ელჩობების მოხსენებები, ცირკის პარტიათა და სასახლის ქრონიკალური ჩანაწერები. მისი „ისტორიის“ ერთი ნაწილი (მესამე წიგნის მე-9 თავიდან მეხუთე წიგნის მეთხუთმეტე თავის გარკვეული ნაწილი) უშუალოდ იოანე ეპიფანელის თხზულებაზე დაყრდნობითაა დაწერილი.
თვით თეოფილაქტეს შრომა უხვად ჰყავთ გამოყენებული თეოფანე აღმსარებელს, კონსტანტინე პორფიროგენეტსა და სხვებს.
VII საუკუნის ანონიმის „არმენიული გეოგრაფია“
სომხური გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ძეგლი – აშხარჰაცუიცი (სომხ. Աշխարհացույց) ბევრი თანამედროვე ისტორიკოს-არმენოლოგის აზრით დაწერილი უნდა იყოს VII საუკუნის მეცნიერის – ანანია შირაკაცის მიერ. იგი ცნობილი სომეხი გეოგრაფი, ისტორიკოსი, კარტოგრაფი, ასტრონომი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და კოსმოგრაფი იყო. აშხარჰაცუიცი წარმოადგენს ანტიკური გეოგრაფიული ტრადიციების გაგრძელებას, რომელიც ძირითადად ემყარება კლავდიოს პტოლემეს (87–165) გეოგრაფიას.
პირველ ნაწილში მოყვანილია საერთო ცნობები დედამიწის შესახებ, აღწერილია რელიეფი, კლიმატური ზონები, ზღვები და სხვ. მეორე ნაწილი შეიცავს იმ დროს ცნობილი კონტინენტების აღწერილობას, სახელდობრ: აღწერილია ევროპა, ლიბია (აფრიკა) და აზია. მითითებულია კონტინენტების განლაგება, დახასიათებულია საზოგადოება, აღნიშნულია მთავარი ზღვები, მთები, მდინარეები, სასარგებლო წიაღისეულები, ფლორა, ფაუნა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აზიის ქვეყნებს. აღწერილია სომხეთი, იბერია, კავკასიის ალბანეთი, მცირე აზია, სირია, ირანი, მესოპოტამია და აზიის სარმატია. აღწერილია საქართველოს გეოგრაფიაც.
სებეოსის „იმპერატორ ჰერაკლეს ისტორია“
სომეხი ისტორიკოსი სებეოსი (VII ს.) ავტორია „იმპერატორ ჰერაკლეს ისტორიის“, რომელშიც მოთხრობილია სომხეთის ისტორია სპარსელთა ბატონობის დროიდან 661 წლამდე. მასში აღწერილია აგრეთვე სპარსეთ-ბიზანტიის ომები VII საუკუნეში, არაბთა ლაშქრობები, და სხვა. საგულისხმოა მისი ცნობები საქართველოს შესახებ.
მისი თხზულების შესავალში მოცემულია 2 ნაწილიანი თხზულება, რომელშიც მოთხრობილია არმენიის უძველესი ისტორიის მომენტები V საუკუნმდე. იგი როგორც ვარაუდობენ VI საუკუნის ანონიმი ავტორის უნდა იყოს.
თეოფანე აღმსარებელის „ქრონოგრაფია“
ბიზანტიელი ისტორიკოსი თეოფანე აღმსარებელი (760–818) კონსტანტინეპოლის წარჩინებული ოჯახიდან იყო. თავიდან იგი მამის კვალს გაჰყვა და სახელმწიფო თანამდებობები ეჭირა და ცოლიც შეირთო, თუმცა მოგვიანებით სასულიერო ცხოვრებას შეუდგა. იგი დაუპირისპირდა ხატმებრძოლეობას, რის გამოც იმპერატორ ლეონ V არმენიელის ბრძანებით დააპატიმრეს, რაც დაავადებულმა თეოფანემ ვერ გადაიტანა.
მის ერთადერთ შრომას წარმოადგენს „ქრონოგრაფია“ („ბიზანტიის მეფეთა ცხოვრების აღწერა“), რომელიც დაწერილია 810–814 წლებს შორის. იგი აგრძელებს მისი მეგობრის გიორგი სინკელოსის შრომას, რომელიც მოყვანილი იყო ახ.წ. 284 წლამდე და მოჰყავს შრომა 813 წლის ამბების აღწერამდე. გარდა რომისა და ბიზანტიისა, თეოფანე გვაწვდის ცნობებს სპარსეთის, არაბების და სხვა ხალხების შესახებ. თეოფანეს ძვირფასი ცნობები აქვს შემონახული ეგრისისა და ქართლის ისტორიის შესახებ.
მოვსეს კალანკატვაცის (დასღურანცი) „ალვანთა ისტორია“
სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი (VII ს. ან X ს.) უტიკის მხარის სოფელ კაღაკანტუიკიდან იყო. მკვლევართა ერთი ნაწილი მას X საუკუნის ისტორიკოსად მიიჩნევს, ზოგი კი VII საუკუნის მოღვაწედ თვლის. არის აგრეთვე მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მოვსეს კალანკატვაცი და მოვსეს დასღურანცი სხვადასხვა დროის ისტორიკოსები არიან: პირველი მოღვაწეობდა VII საუკუნეში და „ალვანთა ისტორიის“ იმ ნაწილის ავტორია, სადაც თხრობა უძველესი დროიდან VII საუკუნემდეა დასრულებული, მეორე კი – X საუკუნეში ცხოვრობდა და ამ ისტორიის გამგრძელებელი და რედაქტორია.
„ალვანთა ისტორიაში“ საკუთრივ კავკასიის ალბანეთის გარდა საყურადღებო ცნობებია დაცული ხაზარებისა და ჰუნების შემოსევების, ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს, სპარსეთის მეფე ხოსროს ომებზე. ასევე ვახტანგ გორგასლის ბრძოლა ირანის წინააღმდეგ, იმდროინდელი სომხეთის სამეფოს ურთიერთობა ქართლთან, ბიზანტიასთან. ნაშრომში დაწვრილებით აღწერილია ბიზანტიელებისა და ხაზარების მიერ 627–628 თბილისის ალყა და მისი აღება. დაცულია მასალები სომეხ-ქართველთა საეკლესიო პაექრობის შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ცნობა რუსთა ლაშქრობისა ამიერკავკასიაში (943).
სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკი) „საყოველთაო ისტორია“
სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონეცის (X–XI) უმთავრესი ნაშრომია „საყოველთაო ისტორია“, რომელიც კათალიკოს სარქისის (922–1019) დაკვეთით დაუწერია. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. პირველი ორი ნაწილი კომპილაციური ხასიათისაა, მესამე ნაწილი ორიგინალურია და მოიცავს პერიოდს 886 წლიდან 1004 წლამდე. ამ ნაწილში ძირითადად აღწერილია მონასტრების მშენებლობა და სამონასტრო ცხოვრება. ნაშრომი საყურადღებო წყაროა საქართველოს ისტორიული მთელი რიგი საკითხების დასაზუსტებლად. კერძოდ შეიცავს ცნობებს ტაო-კლარჯეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების, აგრეთვე ბაგრატიონთა მოღვაწეობის შესახებ.





















Комментариев нет:

Отправить комментарий