დიცის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე. იგი წარმოადგენს დარბაზული ტიპის, მარტივი ფორმის სწორკუთხა ნაგებობას, ორქანობიანი ახლადგამართული თუნუქის სახურავით. სამხრეთ ფასადთან შერჩენილი აქვს მინაშენის ნაწილი. სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილია თითო კარი. ფანჯრები განთავსებულია მხოლოდ აღმოსავლეთის (ერთი) და სამხრეთის (ორი) კედლებში. სარკმელთა საპირეები იმკობა თხლად ჩაკვეთილი სტილიზებული დეკორით და ქუსლიანი მცირე ზომის წარბით, რომელიც არ ახლავს სამხრეთ-დასავლეთ სარკმელს.
ტაძრის კუთხეები, კარ-ფანჯარათა საპირეები და სამხრეთის კედლის დასავლეთი მონაკვეთის ქვედა ნაწილი ამოყვანილია ადგილობრივი ჯიშის (ერედვის) წითელი ფერის ტუფის კვადრებით. დანარჩენი კედლები ნაგებია დუღაბზე რიყის ქვით. დიცის ღვთისმშობლის სახლობის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირის სათაური მსგავსებას ამჟღავნებს ფრისის (დიციდან 4 კმ.-ის დაშორებით) ტაძრის (X ს.) აღმოსავლეთ სარკმლის საპირის სათაურთან. აღნიშნული ტაძრის სათაურიც მცირე ზომის ქუსლიანი წარბის სახით არის გამოკვეთილი, რომელსაც მაღლა ჯვარი ადგას.1
1. Р. Меписашвили, В. Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинций Грузии Шида Картли. Тб., 1975, стр. 94.
ასეთივე ქუსლიანი წარბი გვხვდება (ოღონდ ორმაგი) პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელზე არსებულ სნეკვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (IX ს. ან X ს. დასაწყისი) აღმოსავლეთ ფასადზე.1 სარკმლის საპირეს სათაურად ქუსლიანი წარბია გამოყენებული ატენის სიონის აღმოსავლეთ ფასადზეც.2
აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირე ასეთივე სათაურით არის გადაწყვეტილი ერედვის ბერის საყდარზე. (X საუკუნის შუა წლები).3 თუმცა, ბერის საყდრის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის საპირე პატარა ლიახვის ხეობაში არსებული ამ პერიოდის სხვა ძეგლებისგან განსხვავებულია (თაღოვანი, „წარბი“ აქაც მათი მსგავსია). საპირისა და სათაურის ურთიერთშეთანხმებასთან დაკავშირებით, ბერის საყდრის მაგალითზე საინტერესო დაკვირვება ჰქონდა რ. მეფისაშვილს. ის წერდა: „აღმოსავლეთ ფასადის დეკორის ცალკეულ ელემენტთა განხილვა საპირისა და სათაურის ურთიერთშეთანხმების საკითხით უნდა დავიწყოთ. ყველა ჩვენთვისცნობილ ძეგლში, სადაც ეს ორი ელემენტი ერთადაა გამოყენებული, საპირე თაღოვანია და შეესაბამება სათაურის თაღოვან მოხაზულობას. ბერის საყდრის მსგავს მაგალითს, სადაც ოთხკუთხა საპირის თავზე თაღოვანი სათაურია მოთავსებული, ამ ხანებში ჩვენ სხვას ვერ ვნახავთ. ასეთი გადაწყვეტა, საფიქრებელია, თვით ამ ძეგლის ამშენებლის შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს. ამ გადაწყვეტაში ასახულია ხანა, რომელსაც ჩვენ ძეგლი სხვა მონაცემებით მივაკუთვნეთ. თუ საპირეს მოტივი VIII-IX საუკუნეთა ძეგლების ფასადებზე სპორადულად გვხვდება (წირქოლი, არმაზი, ბიეთი) X საუკუნეში ეს მოტივი მკვიდრდება და ამ საუკუნის ბოლოსათვის საყოველთაო ხდება. საპირე თანდათან დევნის სათაურს. X საუკუნე სწორედ ის პერიოდია, როდესაც ორივე ეს ელემენტი თანაბარი უფლებით თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოცხლობს, და სათაურის საპირით შეცვლის პროცესი თავისებურად ვლინდება.“4
1. Тамже, стр. 93.
2. П. Уварова, Материалы по археологии Кавказа, т. IV, М., 1894, стр. 149.
3. რ. მეფისაშვილი, ბერის საყდარი, ქართული ხელოვნება, #7, 1971, გვ. 92.
4. იქვე, გვ. 103
ტაძრის ხალვათი ინტერიერი აღმოსავლეთით საკურთხევლით ფორმდება. სამხრეთი და ჩრდილო კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი თითო პილასტრითა და მასზე გადავლებული ორ-ორი თაღით. პილასტრები და თაღები გამოკვეთილია წითელი ფერის ტუფის კვადრებით. საშენ მასალად, ისევე როგორც ამავე პერიოდის პატარა ლიახვის ხეობის სხვა ძეგლებზე გამოყენებულია ერედვის ქვა. ინტერიერში შერჩენილია ძველი შელესილობის კვალი.
გადმოცემის თანახმად, ერედვის ქვით არის აგებული ასევე მცხეთის ჯვრის ტაძარიც: „ერედვის მთაზე მოიპოვებოდა საშენი ქვა, რომლიც დღესაც არის შემორჩენილი, ქვა იყო ძალიან მტკიცე და ამასთანავე მსუბუქიც, როცა მცხეთაში ჯვრის სალოცავს აშენებდნენ, ორი ძმა მუშაობდა, ერთი ერედვის მთაზე საშენ ქვას ჭრიდა და ხარ-ურმით უგზავნიდა მეორე ძმას, რომელიც მცხეთაში ჯვრის ტაძარს აშენებდა. ერთხელაც ქვისმთლელ კაცს ფეხი დასცურებია, კლდეზე ჩაჩეხილა და დაღუპულა. როცა მისი საქმე სხვამ გააგრძელა, მცხეთაში მყოფი ხურო მიხვდა, რომ ეს ქვები მისი ძმის ნახელავი არ იყო. წამოსულა და ერედვში იმ ადგილას, სადაც მისი ძმა დაღუპულა, მცხეთიჯვარი დაუარსებია (გადმოცემა 2007 წელს ჩავიწერეთ 80 წლის ოთარ ქრისტესიაშვილისაგან). გ. სოსიაშვილი, სოფელ ერედვის ისტორიიდან, წიგნში: ნარკვევები, შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ., 2011, გვ. 40.
ტაძრის მანამდე უცნობი წარწერები გამოვლენილ იქნა აღმოსავლეთ ფასადზე და ინტერიერში – სამხრეთ პილონის აღმოსავლეთ საფეხურზე.1
1. გ. სოსიაშვილი, დიცში აღმოჩენილი ასომთავრული წარწერები, ჟურნ. „ქაროზი“, #72, 2016, გვ. 22-24.
წარწერების აღმოჩენის შესახებ
დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მოქმედი სალოცავი იყო. იგი გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკების მიერ იქნა გაუქმებული, თუმცა ადგილობრივი მორწმუნეების ძალისხმევით აქ წირვა-ლოცვა მალევე აღადგინეს. XX საუკუნის დასაწყისში, დიცში მოსახლეობის რეგისტრაცია, ქორწინების, ასევე დაბადებულთა და გარდაცვალებულთა აღნუსხვა სწორედ ღვთისმშობლის ეკლესიის სპეციალურ წიგნში ხდებოდა. 2013 წლის აპრილში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, ოდნავ ჩამონგრეული ბათქაშის ქვეშ შევნიშნეთ რამდენიმე მრგვლოვანი გრაფემა. ბათქაშის გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა საქტიტორო ქვაზე შესრულებული სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. #1. წარწერაზე თავდაპირველად ჩვენი თხოვნით იმუშავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სპეციალობის მაგისტრმა ნ. ხარშილაძემ და ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა თ. გოგოლაძემ. საწყის ეტაპზე წარწერის ამოკითხვა მათ მიერ განხორციელდა.
წარწერის ტექნიკური აღწერილობა და პალეოგრაფიული დახასიათება მოგვაწოდა ნ. ხარშილაძემ, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებთ. მკვლევრების (ნ. ხარშილაძე, თ. გოგოლაძე) აზრით წარწერა, სავარაუდოდ, X საუკუნით თარიღდება. გთავაზობთ წარწერის წაკითხვის მათ ვერსიას:
სამი ძმის, ბეშქენის, გოდერძის და ჯარიდის სააღმშენებლო წარწერა სოფელ დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან (X ს.)
დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, წნული ორნამენტული სარკმლის თავზე მოთავსებულია ტუფის ქვის ფილა (142X57 სმ.). ქვის ფილაზე, სარკმლის ბოლოებაკეცილი თავსართია წარმოდგენილი, რომელზეც რელიეფური, ამჟამად დაზიანებული, ჯვარია გამოსახული. ქვის ფილაზე ამოკვეთილია ოთხ სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც რელიეფური ჯვრის ქვემო მკლავების ორივე მხარეს ნაწილდება, ხოლო ერთი სტრიქონი კი სარკმლის ბოლოებაკეცილ რელიეფურ თავსართზე გადადის. წარწერის ტექსტი დაზიანებულია, პირველი სტრიქონის ბოლო ორი სიტყვის რამდენიმე გრაფემა ფარგმენტულად იკითხება, ხოლო ორი ასო მთლიანად გადაშლილია. ფრაგმენტულად იკითხება მეორე სტრიქონის პირველი სიტყვის ბოლო და მეორე სიტყვის პირველი გრაფემებიც. რელიეფურ თავსართზე ამოღარული წარწერის ტექსტის ბოლო ნაწილიც აღარ იკითხება. პირველი სტრიქონის მეოთხე სიტყვაში „ა“-მეტობაა, ხოლო რელიეფურ თავსართზე ამოკვეთილი ტექსტის მეორე სიტყვაში ხანის ნაცვლად „შ„-ინია წარმოდგენილი.
წარწერის კვეთის სიღრმე 0,2-0,5 სმ-ია, ხოლო გრაფემების სიმაღლე 1,2-9,1 სმ.; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე განივი, ჰორიზონტალური ხაზი; განკვეთილობის ნიშანი გვხვდება მხოლოდ ერთგან – ორწერტილის სახით.
„სახელითა ღ(მრთისაი)თ<ი>{ა}, ესე ეკ<ა>ლესა აღვ{ა}შე[ნე]თ / სამთ{ა} ძმათა: ბ(ე)შქე(ნ), გოდერძმან / და ჯარიდმა/ნ, ვინ წაკით<შ>{ხ}ოს, ლოცვასა [მოგვიხსენეთ]“
პალეოგრაფიული დახასიათება და დათარიღების საფუძვლები: ასომთავრული წარწერა შესრულებულია ორხაზოვან ბადეში. ზოგიერთი გრაფემა გადმოცემულია მარჯვნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზებით (ლასი, თანი, ღანი, ენი, ვინი, ბანი, განი.); ლასის მუცელი ორ შემთხვევაში შეკრული არ არის; გრაფემა კანის მუცლის შემკვრელი ხაზები, ერთ შემთხვევაში, ერთმანეთს არ უერთდება; გრაფემა მანის მუცლის შემკვრელი ხაზი აღარ გადადის მარჯვენა მხარეს, ხოლო ერთ შემთხვევაში. მუცლის წრე გახსნილია; გრაფემა დონის მუცელი არასდროს რაც შეეხება ტაძრის ინტერიერში სამხრეთ პილონის აღმოსავლეთ საფეხურზე აღმოჩენილ ნაკაწრ წარწერებს, ისინი აღმოსავლეთ ფასადზე მიკვლეული წარწერის შემდეგ იქნა აღმოჩენილი აქ მომუშავე ჯგუფის მიერ (ნ. ხარშილაძე, თ. გოგოლაძე, თ. ჯოჯუა). #2.
წარწერების აღწერა
სამი ძმის: ბეშქენის, გოდერძის და ჯარიდის სააღმშენებლო წარწერა (IX ს.)
წარწერა განთავსებულია ტაძრის აღმოსავლეთ სარკმლის თავზე ტუფის ქვის დიდი ზომის ფილაზე (142X57 სმ.). არაწესიერი კონფიგურაციის მქონე კვადრის ცენტრალური არე სარკმლის თავსართს წარმოადგენს და შემკულია ქუსლიან წარბზე აღმართული ჯვრის რელიეფური გამოსახულებით, რომლის ქვედა დონის თავისუფალ ეზოზე, ჯვრის ორივე მხარეს, ოთხსტრიქონიანი საზეიმო წარწერა არათანაბრად ნაწილდება. პირველი და მეორე სტრიქონი ჯვრის ქვედა მკლავით ორ ნაწილად იყოფა, მესამე სტრიქონი ჯვრის შეკრული არ არის; გრაფემა წილს წრეები შეკრული აქვს; გრაფემა ონს მოკლე, განივი, მარჯვნივ გაზიდული ხაზი აქვს; პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა მსგავსებას ავლენს შიდა ქართლის იმ ეპიგრაფიკულ ძეგლებთან, რომლებიც X საუკუნით თარიღდებიან, შესაბამისად, ვიდრე წარწერაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციაზე გავამახვილებთ ყურადღებას, დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სააღმშენებლო წარწერას, ზოგადი ქრონოლოგიით, X საუკუნით განვსაზღვრავთ.
წარწერები ვერ მოხვდა ჩვენს მიერ 2010 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში „დიცის ისტორია“, რადგან იგი მანამდე უცნობი იყო.
მეორე მხარეს აღარ გადადის, ხოლო მეოთხეს წარბის ცენტრალური მონაკვეთი და მარჯვენა ქუსლის შვერილი ეთმობა. წარწერა ნაკლულია. ფრაგმენტულად იკითხება პირველი სტრიქონის ბოლო ორი სიტყვის რამდენიმე გრაფემა, ხოლო ორი ასო-ნიშანი მთლიანად წარხოცილია. ფრაგმენტულია მეორე სტრიქონის პირველი სიტყვის ბოლო და მეორე სიტყვის პირველი გრაფემები, ასევე რელიეფურ თავსართზე - წარწერის ტექსტის ბოლო ნაწილიც. პირველი სტრიქონის მეოთხე სიტყვაში ა - მეტობაა, ხოლო რელიეფურ თავსართზე ამოკვეთილი ტექსტის მეორე სიტყვაში „ხან“-ი შებრუნებული სახითაა დაწერილი. წარწერის კვეთის სიღრმე 0,2-0,5 სმ-ს შეადგენს; უდიდესი გრაფემის სიმაღლე _ 9,1 სმ.; უმცირესი გრაფემის სიმაღლე – 1,2 სმ. ქარაგმის ნიშანი: მოკლე განივი სწორი ხაზი; განკვეთილობის ნიშანი – ორი წერტილი პირველ სტრიქონში. დაზიანებების მიუხედავად, ქართული ასომთავრულით შესრულებული საქტიტორო წარწერა სრულად იკითხება. იგი შემდეგს გვაუწყებს:
სახელითა ღ¯თი : ესეეკ ||ლესა აღვშე[--]თ სამთ ძმათა ბშ¯ქე || გოდერძმან და ჯარიდმა ნ // ვინ წაკითშოს ლოცვასა [---]
1. „სახელითა ღ(მრ)თი(საითა): ესე ეკა(სიც)||ლეს(ია) აღვ(ა)შე[ნე]თ
2. სამთ(ა) ძმათა ბ(ე)შქე(ნ) || გოდერძმან
3. და ჯარიდმა
4. ნ ვინ წ(ა) კითხ(სიც)ოს ლოცვასა [მოგვიხსენეთ]“
არქაული ტრადიციის თანახმად, წარწერაში ტექსტის დაწყების ნიშანი _ ქანწილი (მ) არ გვხვდება. „წილს“ ორივე წრე შეკრული აქვს. IX საუკუნის შესაბამისად, ტექსტში სიტყვები დაცილებული არ არის და ერთადერთი განკვეთილობის ნიშანიც - ორი წერტილი უზის ერთმანეთისაგან დაუცილებელ სიტყვებს. განს, ენს, ვინს, ლასს მარცხნივ უჩნდებათ დამატებითი განივი ხაზები. მანის მუცლის შემკვრელი ხაზი მარჯვნივ არ გადადის. მანის და ენის განივი ხაზები ცალკეულ შემთხვევაში ზემოთ იწევს. ბუნიანი გრაფემების გარკვეული ნაწილი სიმაღლეში გაზრდილია. წარწერა ორხაზოვანებიდან გამოდის და ოთხხაზოვანების, კერძოდ, განუსხურებისაკენაა მიდრეკილი1. პირველი სტრიქონის რ (კ) მსგავსებას იჩენს უსანეთის სტელის (VIII ს.) განმსაზღვრელ წარწერებში დაცულ რ (კ) გრაფემასთან2. (რ) მარჯვნივ ოდნავ გადახრილი ბუნითა და გადახსნილი ორივე რკალით შესაბამისობაშია ატენის სიონის საკურთხევლის ჩრდილო კალთაზე ორსტრიქონიანი ასომთავრულნარევი ნუსხური წარწერის (IX_X სს) (რ)-სთან.3 წარწერას ქორონიკონი არ ახლავს, ნ. შოშიაშვილის განმარტებით ქართული წარწერების დათარიღება ქორონიკონით, ხოლო ზოგჯერ ჰიჯრითა და „დასაბამითგანით“ IX საუკუნიდან იწყება, თუმცა, IX საუკუნის შემდეგაც წარწერების უმრავლესობა უთარიღოა.
ტაძრის ინტერიერში დაცული წარწერები გრაფიტებს წარმოადგენენ. ისინი განთავსებულნი არიან სამხრეთ პილასტრის აღმოსავლეთ საფეხურზე, იატაკის დონიდან მესამე კვადრზე, რომლის ზედაპირი ტალღოვანია და აღენიშნება მცირე და დიდი ზომის ღრმულები.
1. აღნიშნული პალეოგრაფიული თავისებურებების შესახებ იხ. ქართული წარწერების კორპუსი (ქწკ). ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V_X სს.). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980, გვ. 32-33.
2. იქვე, გვ. 127-129; სურ. 54,57, 58, 59.
3. ქართული წარწერების კორპუსი (ქწკ). ფრესკული წარწერები, I, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გურამ აბრამიშვილმა და ზაზა ალექსიძემ, თბ., 1989, გვ. 96-97. სურ. 31.
მოსახსენებელი მიქელისა (X ს.)
ერთსტრიქონიანი, მხედრულზე გარდამავალი ნუსხური წარწერა განთავსებულია კვადრის შუა დონეზე, გრაფიკული გამოსახულებების ქვედა მონაკვეთის გასწვრივ, იატაკის დონიდან 139, 5 სმ. სიმაღლეზე, კიდიდან 1,7 სმ-ს დაშორებით. #3 ჩაკვეთილია თხლად, სუსტად გაირჩევა. ქარაგმის ნიშანი განივი სწორი, ოდნავ დახრილი ხაზია. დაქარაგმებულია მხოლოდ პირველი სამი გრაფემა „(ქ)ე შ(ეიწყალ)ე“. წარწერას უკავია 7×2 სმ ფართობი. ასოების სიმაღლეა 2-0,5 სმ. მსგავსი (შ) გამოვლენილია ატენის სიონის დას. აფსიდის ჩრ. კალთაზე, საღებავის ფენის ქვეშ ამოკვეთილ მიქელ ბაღვაშის 940 წლის წარწერაში.1 (ე)-ს დაწერილობა მსგავსია ატენის სიონის ჩრ. აფსიდის დას. პილონზე კედლის მხატვრობის გადასული საღებავის ქვეშ გამოვლენილ, შავი საღებავით შესრულებულ თევდორეს მინაწერის ე-სი (Xს.).2 აგრეთვე ამავე ტაძრის დას. აფსიდის სამხრეთ ბემაში იოანეს ძის მოსახსენებელი წარწერის იგივე გრაფემისა (Xს.).3
ქე שემლ [ქ](რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(იქე)ლ
1. გ. აბრამიშვილი, ატენის სიონი, ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან, „ნეკერი“, თბ., 2012, ტაბ. XLIII.
2. ფრესკული წარწერები, I, გვ. 190. სურ. 15.
3. იქვე, გვ. 170. სურ. 39.
მოსახსენებელი კოსტანტინესი (X ს.)
ორსტრიქონიანი მხედრულშერეული ნუსხური წარწერა განთავსებულია მიქელის მოსახსენებელის შემდეგ იატაკის დონიდან 137,5 სმ. მარცხენა კიდიდან 1,7 სმ. მანძილზე. მოიცავს 7,5×3 სმ ფართობს. ასოების სიმაღლე 2-0,7 სმ. ქარაგმის ნიშანი სუსტად გამოხატული ორი განივი მოკლე ხაზი პირველ და მესამე სახელთან. წარწერაში შეინიშნება ორი სხვადასხვა ხელი. პირველი და მეორე სტრიქონის საწყისი ორი გრაფემა ერთი ხელით ჩანს ჩაკვეთილი თხლად, მომდევნო გრაფემები სიმკვეთრით გამოირჩევიან და ხასიათდებიან ღრმა და ფართო ძლიერი კონტურით. (შ) კონფიგურაციით შესაბამისობაშია მიქელის მავედრებელი წარწერის (X ს.) (შ)-სი. მუცელშეუკვრელი, ტეხილხაზოვანი განვითარების მქონე (კ)-ს ქვედა ფეხი მოკლე აქვს. იგი სიახლოვეს იჩენს ატენის სიონის დას. აფსიდის სამხრეთ ბემაში იოანე ღმრთისმეტყველის ფრესკული გამოსახულების ფერხთით, გადასული საღებავის ქვეშ გამოვლენილ ფრაგმენტული მოსახსენებელი წარწერის (X ს.) და მიქელის კრიპტოგრამის (Xს.) კ-სთან.1 (ე) მსგავსია დას. აფსიდის ჩრ. კალთაზე, აფსიდისა და ბემის კედლების შესაყარში აფსიდის კედლის სისქეზე დაცულ მხედრულზე გარდამავალ ნუსხური მოსახსენებელი წარწერის (X ს.) ე-სი.2 „კ“ და „ე“ გრაფემების გვერდიგვერდ არსებობა მიგვაჩნია, რომ ანთროპონიმ „კონსტანტინეს“ უნდა აღნიშნავდეს, თუმცა, ანთროპონიმის რამდენჯერმე ხსენება ეჭვს უნდა იწვევდეს და შესაძლებელია გამეორებული „კ“ და „ე“ გრაფემები სხვა სიტვებს აღნიშნავდეს.
#4.
שე კე კე კე 1. შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე კ(ოსტანტინ
კ(ოსტანტინ)ე წმ 2. წმ(იდა)
1. ფრესკული წარწერები, I, გვ. 170. სურ. 40, 41.
2. იქვე, გვ. 178-179. სურ. 49.
გადაფხეკილი წარწერა (IX-X სს)
ნუსხური სამსტრიქონიანი წარწერა, რომლის მხოლოდ რამდენიმე გრაფემა გაირჩევა, განთავსებულია კოსტანტინეს წარწერის შემდეგ იატაკის დონიდან 134 სმ. სიმაღლეზე. მარცხენა კიდიდან 2,3 სმ. დაშორებით. გრაფემებს ემჩნევა თხლად ჩაკვეთის კვალი. წარწერას უკავია 3×5 სმ. ფართობი.
#5.
שე .......... 1. შ(ეიწყალ)ე
.....ოეც?... 2. ……ოეც ……....
ეც ........... 3. ეც ….….….
მოსახსენებელი კოსტანტინე ბაკანაისა (IX-X სს)
I.
სამსტრქონიანი ნუსხურშერეული ასომთავრული წარწერა განთავსებულია გადაფხეკილი წარწერის შემდეგ იატაკის დონიდან 131 სმ. მარცხენა კიდიდან 3 სმ. დაშორებით. ხასიათდება საშუალო სიღრმით ჩაკვეთილი ხაზებით. წარწერას უკავია 3,2×6 სმ. ფართობი. ასოების სიმაღლეა 1,3_0,5 სმ.
#6. (ბ)-ს, (ე)-ს, და (ნ)-ს დაწერილობა მსგავსია ატენის სიონის საკურთხევლის სამხრეთ კალთაზე დეკორატიული ჩარჩოს გადასული საღებავის ქვეშ შავი საღებავით შესრულებული პილიგრიმული წარწერის (IX ს.) იგივე გრაფემებისა.1 ბუნიანი გრაფემები სიმაღლეში გაზრდილია. წარწერა ორხაზოვანებიდან გამოდის და ოთხხაზოვანებისკენაა მიდრეკილი. „კ“-ს ორივე ფეხი ერთ ვერტიკალურ ხაზზე ნაწილდება. მისი შეკრული წრიული მუცელი მარცხენა მხარესაა მოქცეული. ასეთი „კ“, მხოლოდ მარჯვნივ გატანილი შეკრული მუცლით დასტურდება ნინოწმიდის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის, ჩრდილოეთის მხარეზე, სარკმლის ქვემოთ.2
ქ שე კე ბა 1. ქ(რისტე) შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე ბა
კ[ა]ნაი ამე 2. კანაი ამე ნ 3. ნ
ამ წარწერის მეორე სტრიქონის ბოლოს არის სხვა ხელით შესრულებული, თხლად ჩაკვეთილი ნუსხური ჯ (ჯ), ხოლო მესამე სტრიქონის დასაწყისში ვ(ვ). წარწერის გასწვრივ, მეორე კიდესთან ჩაკვეთილია რვა ვერტიკალური ღრმა ზოლი, რომლის ქვემოთაც გრძელკისრიანი ფრთებ და ფეხებ შეკეცილი ფრინველის გრაფიკული გამოსახულებაა გადმოცემული ხაზგასმულად კუთხოვანი, ზოგადი ფორმით.
1. ფრესკული წარწერები, I, გვ. 103. სურ. 38.
2. ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). ტაბ. 116.
#9 მოსახსენებელი ჯარიდისა (IX-X სს)
სამსტრიქონიანი ნუსხურშერეული ასომთავრული წარწერა განთავსებულია ფრინველის გრაფიკული გამოსახულების გასწვრივ იატაკის დონიდან 120 სმ. #7 მარცხენა კიდიდან 2,8 სმ. მანძილზე. ჩაკვეთილი გრაფემების კონტურები მკვეთრია და ფართო. ქარაგმის ნიშანი მოკლე განივი ხაზი პირველი და მეორე სიტყვის თავზე „ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე“. მოიცავს 4×10 სმ ფართობს. ასოების სიმაღლე 3,6_0,5 სმ. გრაფემების ე-ს, მ-ს თავი ზემოთ იწევს. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული წარწერის რ-ს მსგავსად ჯარიდის მოსახსენებელშიც რ-ს ბუნი მარჯვნივაა გადახრილი და ორივე რკალი გახსნილი აქვს. ანი დიდ მსგავსებას იჩენს ატენის სიონის საკურთხევლის ბემის სამხრეთ კალთაზე, მამფალ სუმბატ აშოტის ძის ფრესკული ეპიტაფიის (885 წ.) „ან“-თან.1 ამ წარწერის „მან“-ის მსგავსად ჯარიდის მოსახსენებელის „მან“-საც მცირე ჰორიზონტალური შვერილი უჩნდება მარჯვნივ.
ქე შე ჯარიდ 1. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ჯარიდ ი მე დავწერე 2. ი მე დავწერე მიქაელ 3. მიქაელ
1. ფრესკული წარწერები, I, გვ. 95. სურ. 29.
მოსახსენებელი კოსტანტინე ბაკანაისა (IX-X სს)
სამსტრიქონიანი ასომთავრულ შერეული ნუსხური წარწერა განთავსებულია ჯარიდის მოსახსენებელის ქვემოთ იატაკის დონიდან 115 სმ. მარცხენა კიდიდან 1,5 სმ. მანძილზე. ჩაკვეთი-ლია თხლად. ქარაგმის ნიშანი მოკლე განივი ხაზი სახელის თავზე „კ(ოსტანტინ)ე“. მოიცავს 11×3,5 სმ ფართობს. ასოების სიმაღლე 1,4_0,5 სმ. #8.
ქე שე კე ბაკანაი ყოე 1. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე
კ(ოსტანტინ)ე ბაკანაი ყოე
ლგან ეკლესიათ მათ 2. ლგან ეკლესიათ მათ
ალა... 3. ალა(გს)
აღსანიშნავია, რომ ტაძრის ინტერიერში სამხრეთ კედელზე, ასომთავრული წარწერების მაღლა გრაფიკული გამოსახულებაა, რომელსაც მარჯვენა ხელში მზე უჭირავს, მარცხენა ხელის მტევანი ატკეჩილია, თუმცა, ემჩნევა ჯვრის ფორმის ნაკაწრი. საინტერესოა, რომ ადამიანის გამოსახულებას თავის ნაცვლად გულის ფორმა აქვს, სადაც ადამიანის თვალებია ამოკვეთილი #9; გრაფიკული გამოსახულების ქვედა ნაწილზე, ქალის სამოსია ამოკაწრული. ჩვენი აზრით, ის წარწერების ამოკვეთის თანამედროვე გამოსახულება უნდა იყოს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (რომლის სახელობისაც არის ეკლესია) გრაფიკულ გამოსახულებას უნდა წარმოადგენდეს. ამის საფუძველს გვაძლევს ის სიმბოლოები, რაც გამოსახულებას თან ახლავს. მხედველობაში გვაქვს მზის გამოსახულება, რომელიც ნაყოფიერების სიმბოლოა, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია.
დიცის ღვთისმშობლის ტაძრის გრაფიკული გამოსახულება სამომავლო კვლევის საქმეა და ის ხელოვნებათმცოდნეების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. ასევე ქალის სამოსი, რაზეც ზემოთ მივუთითებდით.
გრაფიკული გამოსახულების ზემოთ ყვავილოვანი ორნამენტის ფრაგმენტი ჩანს, რომელიც დაზიანებულია და ძნელად ეტყობა. ეს ადგილი როგორც ჩანს, გამორჩეული იყო მლოცველებისთვის, რადგან გრაფიკულ გამოსახულებას და წარწერებს მორწმუნეთა მიერ სანთლების დანთების შედეგად არსებული ცეცხლის კვალი ეტყობა. ადამიანის გრაფიკული გამოსახულების მაღლა სამი გრაფემაა. #9. სამივე მათგანი მრგვლოვანი მოხაზულობისაა. პირველი გრაფემა თავისი მოხაზულობით „სან“-ს ჰგავს. „სან“-ის შემდეგ კედლის ზედაპირი დაზიანებულია და კიდევ ერთი გრაფემა იკითხება, რომელიც მოხაზულობით „იოტას“-სთან უფრო ახლოა. „სანის“ შემდეგ შეიმჩნევა პორიზონტალურად განლაგებული ორი წერტილი. „იოტას“ ზედა ნაწილი მარჯვნივ და მაღლაა გაზიდული. სანის დაბლა გრაფემის ხაზი შეიმჩნევა, ოღონდ ვერ იკითხება, ხაზის სიგრძე დაახლ. 12 მმ-ია, არ არის გამორიცხული, რომ ეს ხაზი ამ წარწერის მეორე სტრიქონის ქარაგმაც იყო. ჩვენი აზრით, ეს წარწერა ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოსახულ გულისთავიან ადამიანს უკავშირდება, რადგან აღნიშნული გრაფემები მის თავზეა განლაგებული. გრაფემების ზომებია: 4-7 მმ.
შინაარსობრივი მხარე:
საამშენებლო წარწერაში მოხსენიებული პირები დიცის წარწერებში მოხსენიებულ პირთა ზუსტი იდენტიფიკაცია, ცხადია, გვიძნელდება, რადგან, წარწერებში მხოლოდ ტაძრის ამგებ პირთა სახელებია ცნობილი. ვინ უნდა იყვნენ ღვთისმშობლის ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე მოხსენიებული: გოდერძი, ჯარიდი და ბეშქენი? X საუკუნის ასომთავრული წარწერების დიდი ნაწილი, რომლებიც შიდა ქართლის აღნიშნულ არეალში (ვგულისხმობთ დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს) არსებულ ტაძრებზეა შესრულებული, ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლებს – ტბელებს უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა ერედვის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სამხრეთ ფასადის მრგვალი სვეტის ზედა ნაწილზე შესრულებული წარწერა, სადაც მოიხსენიება ქართლის უფალი ივანე ტბელი. წარწერაში ვკითხულობთ: „[სახ]ელითა ღ(მრთისა)თა, მ[ამისა, ძისა და] სუ[ლისა წ]მიდის[ათა], მეოხებითა წმ(ი)დ(ი)სა ღ(მრ)თი[სმ/2შ]ობელისათა, [შეწევნითა წმ(ი)დ(ი)სა გი](ორგი) სითა, ხელმწიფობასა ღ(მრ)თ(ი)ვდამყარ[ე]3ბ]ულისა წმიდ[ ი]სა კ[ოსტანტი]ნე მეფისასა, რ(ომე)ლ(მა)ნ ბრძანა და ჩავიდა ჰერე/4თს [შ]იგან, ჰერთა მეფ[ე]Á გა(ა)[ქ]ცია და მუნით მშუიდობით იქცა, ცისკრად ა/5ლავერდს ილოცა, [მ]წუხრი ბრეძას გადაჴთა; მეორედ კ(უ)ლა ავიდა, ვეჯინ/6ისა ციხე დალეწა; ქართლს შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავარ/ 7ე[ბი] სკო[სო]ბასა სანატრელისა ყუარყუარესა*, ჯ(უა)რითა მისითა; გაზრახვითა ნიქოზ/8ე[ლი]სა – სანატრ[ე]ლისა სტეფანე ებისკოსისათა, ძალითა, შეწევნითა მოყუას9/თათა, მე თ(ევდორ)ე თაფლა სძემან დავდე საძირკველი – წელნი იყ(უ)ანეს ხფი, ქრონიკ[ონსა რკვ].~1
1. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980, გვ. 172; რ. მეფისაშვილი, ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის საამშენებლო წარწერა, საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. V, #10, 1944, გვ. 44-45; ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, ტ. I, V-X საუკუნეების ძეგლები გამოსცა, ტაბულები და ლექსიკონი დაურთო ი. იმნაიშვილმა, თბ., 1953, გვ. 3; ი. იმნაიშვილი, ქართული ენის ისტორიული ქრესტომათია, ტ. I, თბ., 1970, გვ. 16. Р. Меписашвили, В. Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинций Грузии Шида Картли. Тб., 1975, стр. 52-53. საინტერესოა, რომ ერედვის წარწერას ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს იხსენიებს ეგზარქოს ვლადიმირის ქართლში მოგზაურობის მიმომხილველი. იხ. И. К. Обозрение Карталинских церквей Высокопреосвященнейшим Владимиром экзархом Грузии, стр. 20.
ერედვის ტაძრის წარწერა 906-914 წ.წ. თარიღდება. როგორც ნ. შოშიაშვილი აღნიშნავს: „1 წარწერაში აღნიშნული თარიღი „ხფი“-6510 (-906 წ.) წარწერის თარიღი კი არ არის, არამედ ეკლესიის მშენებლობის დაწყების. წარწერას კი ამოკვეთდნენ ეკლესიის დასრულების შემდეგ, ე.ი. 906 წლიდან დაახლოებით ათიოდე წლის შემდეგ; 2) წარწერაში აღნიშნული ლაშქრობა აფხაზთა მეფის კონსტანტინესი ჰერეთს, წყაროების ცნობით, მოხდა აბულ-კასიმის ლაშქრობის (914) შემდეგ.“1 ერედვის წარწერაში მოხსენიებული ივანე ტბელი იხსენიება ასევე დოდოთის სამეკლესიანი ბაზილიკის შუა ეკლესიის სამხრეთი კარის მარჯვენა წირთხლზე არსებულ წარწერაში: „სახელით/2ა ღ(მრ)თი(სათა) ივანე ე/3რ[ისთ]ავმ(ა)ნ ტბ(ელ)მ(ა)ნ/4 აღ(ა)შენა ესე წ(მიდა) ე/5კლესია სალო/6ცველად მისთვი/7ის და ხუთთა ძე/8თ[ა მისთ]/9ათუ[ის].“2
როგორც ამ წარწერიდან ჩანს, ივანე ტბელს ხუთი ძე ჰყავდა. მისი ძეებიდან დოდოთის ეკლესიის დასავლეთის კარის ტიმპანზე ამოღარულ ოთხსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაში, რომელიც დაახლ. 914 წლით თარიღდება, იხსენიება ქავთარი: „წ(მიდა)ო ნ(ა)თლ(ისმ)ც(ე)მ(ელ) ო, მ(ეო)2ხ ექმ(ე)ნ მ(ო)ნ(ა)სა შ(ე(ნსა/3 ტბ(ე)ლ(ი)სა ძესა ქ(ა)ვთ(ა)რსა/4 ორსავე ცხ(ო)რ(ე)ბ(ა)სა.“3
1. იქვე, გვ. 171.
2. იქვე, გვ. 176.
3. იქვე, გვ. 177.
რაკი ამ დროს, ერედვის წარწერის თანახმად ტბელთა ფეოდალური სახლის ხელმძღვანელი ივანეა, ამიტომ დოდოთის ეკლესიის ამ წარწერაში მოხსენიებული ტბელი, რომლის ძეც ქავთარია, ივანე უნდა იყოს. სწორედ ივანე ტბელის და, სავარაუდოდ, მისი ხუთი ძის (შესაძლებელია სხვა სახლისკაცების მონაწილეობითაც) ბრძანებით და ინიციატივით აიგო ერედვის წმ. გიორგის ტაძარი. ამას ერედვის ტაძრის სამკვეთლოს სარკმლის ორივე მხარეზე ამოღარული ასომთავრული წარწერაც გვაუწყებს: „აღეშე[ნ]ა/2 წ(მიდა) [ეკ](ლესია) [ე/3სე ყოვ(ე)ლ]/4თა [ტ]ბე[ლ]თ/5ა ბრძანე/6ბითა.“1
ერედვის წარწერაში მოხსენიებული ივანე ტბელი ქართლის უფალი (გამგებელი) იყო, ის სათავეში ედგა ტბელთა ფეოდალურ სახლს. სწორედ მისი ბრძანებით აიგო ერედვის ტაძარი, რომლის წარწერაში ჯერ კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობაზეა საუბარი, ხოლო შემდეგ ხაზი აქვს გასმული ივანე ტბელის „ქართლსა შინა უფლობას“. ივანეს შემდეგ წარწერა ქართლის მთავარეპისკოპოს ყ~ე-ს შესახებ გვამცნობს, რომლის ლოცვა-კურთხევით („ჯუარითა მისითა“) აშენდა ერედვის ტაძარი, ყ~ე-ს მოხსენიების შემდეგ, წარწერა ნიქოზის ეპისკოპოს სტეფანეს შესახებ გვაუწყებს, რომლის „გაზრახვითა“ აიგო წმ. გიორგის ეკლესია. ერედვის წარწერაში ჯერ მთავარეპისკოპოსია მოხსენიებული, ხოლო შემდეგ ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე. ძალზე საინტერესოა, რომ მთავარეპისკოპოსის სახელი დაქარაგმებით „ყ~ე“ იკითხება, ხოლო ნიქოზელი ეპისკოპოსის სახელი კი სრულად წერია.
1. იქვე, გვ. 173.
მთავარეპისკოპოსის დაქარაგმებულ სახელთან დაკავშირებით რ. მეფისაშვილი წერდა: „ივანე ტბელის შემდეგ წარწერაში იხსენიება მთავარეპისკოპოსი, რომლის სახელს დამწერი ქარაგმით ასე გამოხატავს: „ყ~ესა“. „მთავარეპისკოპობასა სანატრელისა ყ~ესა“. როგორ უნდა გაიხსნას აქ ქარაგმა, რაიმე გრაფიკულ შეცდომასთან ხომ არა გვაქვს საქმე, ეს ჯერჯერობით გაურკვეველი გვრჩება.“1 წარწერის ამ ნაწილს ვ. თოფურია შემდეგნაირად კითხულობდა: „ს(?) ასა სანატრ~ლისა ყ~///ა ჯ~რითა მისითა გაზ(?)რახვითა [სანა]ტრელისა სტეფანე ებისკოსისათა ძალითა შეწევნითა...“2 ვ. თოფურიასეულ წაკითხვაშიც ქართლის მთავარეპისკოპოსის სახელი შემოკლებით წერია. როგორც არ უნდა იქნას წაკითხული მთავარეპისკოპოსის დაქარაგმებული სახელი, ერთი რამ ცხადია, რომ დამკვეთებმა გარკვეული სუბორდინაცია დაიცვეს, ჯერ მთავარეპოსკოპოსი მოიხსენიეს, შემდეგ კი ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე, მაგრამ როგორც ჩანს, მთავარეპისკოპოსის გავლენა აღნიშნულ არეალზე, მაშინდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ნომინალური იყო, სხვა შემთხვევაში, მის სახელს სრულად ჩაწერდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ქტიტორებმა სუბორდინაცია ფორმალურად დაიცვეს.
რაც შეეხება წარწერაში მოხსენიებულ: „ძალითა, შეწევნითა მოყუასთაითა“. როგორც რ. მეფისაშვილი განმარტავს: „ისინი ალბათ ეკლესიის სხვა მსახურნი იყვნენ“.3
ერედვის ტაძრის მეორე ასომთავრულ წარწერაში ხაზი აქვს გასმული, რომ ეკლესია ყოველთა ტბელთა ბრძანებით აიგო. ამ „ყოველთაში“, იგულისხმება, ან ივანე ტბელი და მისი ხუთი ძე, ან ივანე და მისი სახლისკაცები. არ არის გამორიცხული, რომ წარწერაში მოხსენიებული ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანეც ტბელთა ფეოდალური სახლის წევრი იყო.
1. რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, ქართული ხელოვნება, #4, 1955, გვ. 116-117; ნ. შოშიაშვილმა ქარაგმა პირობითად გახსნა და ყ~ე მიიჩნია, როგორც ყვარყვარე. ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 177.
2. ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 131.
3. რ. მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, გვ. 117.
ი. მეგრელიძეს გამოქვეყნებული აქვს ნიქოზის ღვთაების ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე მიკვლეული მინაწერები: „იოვნე სტფნე ზქრ ქე შე“. მკვლევარი მინაწერს ასე კითხულობს: „იოვანე, სტეფანე, ზაქარია, ქრისტე, შეიწყალე!“. იქვეა სხვა მინაწერიც: `ქე ბი შე ჩ აისი წო სტეფნე შე“.
მკვლევარს არ აქვს მოცემული აღნიშნული მინაწერების პალეოგრაფიული დახასიათება, მეცნიერმა, როგორც ჩანს, თავი შეიკავა წარწერების დათარიღებისგანაც.1 ნიქოზის ღვთაების ტაძრის პირველი საამშენებლო ფენა თარიღდება V-VI საუკუნეებით და რამდენჯერმე ისეა გადაკეთებული, რომ საამშენებლო ფენების დადგენა ძნელდება.2 არ არის გამორიცხული, რომ ი. მეგრელიძის მიერ გამოქვეყნებულ მინაწერში მოხსენიებული იოანე, სტეფანე და ზაქარია ტბელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები იყვნენ. ხომ არ არის ერედვის წარწერაში მოხსენიებული ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე და ნიქოზის ღვთაების ტაძრის მინაწერში მოხსენიებული სტეფანე ერთი და იგივე პიროვნება? ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე შესაძლებელია, იოანე (ივანე) ტბელის ძმაც იყო, ტბელთა საფეოდალოს ტერიტორიაზე არსებული ნიქოზის ღვთაების ტაძარი, მათ, შესაძლოა, ერთობლივად განაახლეს და ამის აღსანიშნავად აღმოსავლეთ კედელზე წარწერაც გამოსახეს.
ნიქოზის საეპისკოპოსო ტბელთა ფეოდალურ სახლთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ნიქოზელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ და ივანე ტბელმა ერთად ააგეს ერედვის ტაძარი და წარწერაშიც ერთად არიან მოხსენიებულნი. ნიქოზის საეპისკოპოსო კათედრას სავარაუდოდ ტბელები აკონტროლებდნენ.
1. ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. I, 1984, გვ.149.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ. 5, თბ., 1990, გვ. 68.
საეპისკოპოსო ცენტრების ფეოდალურ სიძლიერეზე საინტერესო დაკვირვება ჰქონდა აკად. ს. ჯანაშიას. იგი წერდა: „...წყაროების გულდასმით განხილვა გვარწმუნებს, რომ მიწისმფლობელობის საკონცენტრაციო ცენტრების, ფეოდალურ სენიორიათა პროტოტიპების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე უმაღლეს სამოხელეო პატივთა რიცხვი. ამ ცენტრების გათვალისწინება ნაწილობრივ ქართლის ეკლესიის ჰიერარქიულ ფაქტების ნიადაგზეა შესაძლებელი. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ამ მხრივ საეპისკოპოსოების ისტორია. როგორც ყველგან და ყოველთვის, ქართლშიაც საეკლესიო სტრუქტურა სოციალურ და პოლიტიკურ აღნაგობის შესაბამისად იყო აშენებული. საეპისკოპოსო კათედრები, ამიტომ, ბუნებრივად მიუთითებენ და თან ემთხვევიან უმსხვილეს პროტოგენურ ფეოდალურ ცენტრებს.“1
ტბელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლის ეპისკოპოს სტეფანეს მიერ დაწყებული საქმე მომდევნო ეპისკოპოსმა მიქაელმა გააგრძელა. მან ღვთაების ტაძარი კიდევ განაახლა (შესაძლებელია გადააკეთა, ან მოცულობა მოუმატა) და ტაძრის სამხრეთის ფასადის ზემოთ აღმოსავლეთ კუთხეში, კარნიზის ქვემოთ სამსტრიქონიანი საამშენებლო წარწერაც ამოაკვეთინა. (ამაზე ქვემოთ შევჩერდებით)2 ერედვის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სამხრეთის ფასადის მრგვალი სვეტის ზედა ნაწილზე არსებულ წარწერაში მოხსენიებული ქართლის მთავარეპისოპოსის შემოკლებულ სახელს „ყ~ე“-ს, როგორც აღინიშნა, „ყვარყვარედ“ კითხულობდა ნ. შოშიაშვილი.3 ნ. შოშიაშვილი, სავარაუდოდ, ასეთივე საკუთარ სახელს კითხულობდა ამავე ტაძრის შიგნით, აღმ. კედელზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, რელიეფური ჯვრის თავზე ამოღარულ ასომთავრულ წარწერაშიც: „ყ(უარყუარ) ა(ს)/2 მიწ(აი)(?)/3 შ(ეიწყალ)ე//4 ქ(რისტ)ე//5-[მ](ო)ნ(ა) /6 შ(ე)ნი თ(ევდორ)ე.“4 მკვლევრის ვარაუდით, ტაძრის დასავლეთის ფასადის სამხრეთის კუთხეში ჩაშენებულ სწორკუთხა ფილაზე ამოკვეთილ ერთსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაშიც, სავარაუდოდ, ასევე „ყვარყვარე“ იხსენიება: „ქ(რისტე)ე შეიწყ(ა)ლე ყ(ვ)ა(რყ)ვ(არე)(?)“.5
1. ს. ჯანაშია, ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, ტფ., 1935, გვ. 18.
2. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 187.
3. ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 172.
4. იქვე, გვ. 174.
5 იქვე, გვ. 174.
ჩვენი აზრით, წარწერებში დაქარაგმებულად მოხსენიებული „ყ~ე“-ში, შესაძლებელია მართლაც ყვარყვარე იგულისხმებოდეს, მაგრამ ამ პიროვნების გაიგივება ტაძრის მთავარ წარწერაში მოხსენიებულ მთავარეპისკოპოსის სახელთან, შემოკლებით მოხსენიებულ „ყ~ე“-სთან არასწორია. თუ მთავარეპისკოპოსი იმდენად დაახლოებული იყო ტბელთა სახლთან, რომ ის ტაძრის სხვა წარწერებშიც მოიხსენიეს, და, ამასთანავე, მას აქ მიწაც „ყ(უარყუარ)ა(ს) მიწ(აი)(?)“ ეკუთვნოდა, მაშინ მის სახელს ტაძრის მთავარ წარწერაში ბოლომდე ჩაწერდნენ.
როგორც აღინიშნა, ერედვის წარწერაში ბოლომდეა მოხსენიებული ნიქოზის ეპისკოპოზის – სტეფანეს სახელი, რადგან ის, სავარაუდოდ, ტბელთა ფეოდალური საგვარეულოსთან მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ტბელთა დაწინაურება პოლიტიკურ ასპარეზზე IX საუკუნიდან იწყება. როგორც მ. ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „ამ ტბელების აღზევება შიდა ქართლის ერისთავებად IX ს. უკავშირდება. სწორედ IX ს. დასაწისში გაუქმდა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება და, შესაძლებელია, ამის შემდეგ იწყება შიდა ქართლის ძლიერი ფეოდალური სახლის, ტბელების, გაძლიერება და მათი გაერისთავება.“1 ტბელები სარგებლობენ აფხაზთა მეფეების შიდა ქართლში ექსპანსიით, გამოდიან მათ მოკავშირეებად და სანაცვლოდ აფხაზთა მეფეებისაგან ქართლის გამგებლობას იღებენ. ტბელების ძლიერება ზენიტს აღწევს ივანეს დროს. ის კონსტანტინე აფხაზთა მეფის მოკავშირეა, ამიტომაც იწყება ერედვის წარწერა ჰერეთში კონსტანტინე აფხაზთა მეფის ლაშქრობის აღწერით.
ტბელთა საფეოდალოს დიდ მნიშვნელობას სძენდა ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც რამდენიმე ციხით იყო გამაგრებული, ასეთი ციხეები იყო: აჩაბეთი, კეხვი და სხვ.2
1. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ., 1963, გვ. 255.
2. რ. მეფისაშვილი, ზოგიერთი ისტორიული ძეგლი სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე, ძეგლის მეგობარი, #14, 1968, გვ. 11.
ზუსტად ძნელი დასადგენია, ტბელთა ფეოდალური სამფლობელოს საზღვრები, როგორც რ. მეფისაშვილი აღნიშნავს: „ტბელთა სამფლობელოს ამ დროს, როგორც ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არსებულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა მასალა გვიჩვენებს, დაახლოებით მდ. დიდი და პატარა ლიახვის შუა წელის ტერიტორია ეკუთვნოდა. ამ კუთხის ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას X_XI საუკუნეთა მანძილზე გვიჩვენებს ფართოდ გაშლილი სააღმშენებლო მოღვაწეობა.
ტერიტორიულად ერედვთან დაკავშირებული რიგი მნიშვნელოვანი ძეგლებისა X საუკუნისა და XI საუკუნის დასაწყისის ხანით თარიღდება. ასეთებია: ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის გარდა, სოფ. ხეითის საბა-წმინდა (X საუკუნე), ერედვის ე.წ. ბერის საყდარი (X საუკუნე), ზემო-ნიქოზის მცირე გუმბათიანი ტაძარი (X_XI საუკუნეთა მიჯნა), დოდოთის ცხრაკარა, აგებული ერისთავის ივანე ტბელის მიერ (X_XI საუკუნეთა მიჯნა), და ბოლოს, სოფ. ტბეთის დიდი დარბაზული ეკლესია, სადაც ტბელნი იხსენიებიან (XX საუკუნეთა მიჯნა). ამას გარდა სხვა რიგი ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლებისა, დაცულია ერედვის და ტბეთის მიდამოებში.“1
1. რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 101. X-XI საუკუნეებში აგებული ზემოთ აღნიშნული ძეგლების საშენ მასალად გამოყენებულია ერედვის ღვინისფერი ქვა. იხ. შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, (ცხინვალის რაიონი) 1981-1983 წლების ექსპედიციის მასალები, თბ., 2002, გვ. 54, 60, 63, 84,
დოდოთის სამეკლესიანი ბაზილიკის შუა ეკლესიის სამხრეთი კარის მარჯვენა წირთხლზე გამოსახულ ასომთავრულ წარწერაში ივანე ტბელი და მისი ხუთი ძე იხსენიება. იმავე დოდოთის ეკლესიის დასავლეთის კარის ტიმპანზე ამოღარულ ოთხსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაში ტბელის ძე ქავთარია მოხსენიებული. დოდოთიდან 10 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს ტბეთის „ბორცვის ჯვრის“ სახელით ცნობილი დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერებშიც ტბელთა საგვარეულოს წევრები იხსენიებიან.
ქავთარის ძე პატრიკ ტბელი იხსენიება: „+სახ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა)ა ესე ბ(ა)ლ(ა)ჰვ(ა)რი მე, ტბ(ე)ლმ(ა)ნ პ(ა)ტ(რი)კმ(ა)ნ, ძ(ე)მ(ა)ნ ქ(ა)ვთ(ა)რ(ი)სამან/2 დ(ა)ვდ(ე)ვ, ს(ა)ლ(ო)ც(ველა) დ ს(უ)ლისა ჩ(ე)მ(ი)სა და შვ(ი)ლთა ჩ(ე)მთ(ათუი)ნ. ჯ(უა)რო ბ(ო)რც(ვისა)ო, მ(ეო)ხ (მე)ქ(მე)ნ.“1 ტბეთის ეკლელოს ისტორიული გეოგრაფია, შიდა ქართლი, თბ., 1992, გვ. 130; ამის შესახებ მიუთითებდა გ. საძაგელოვ-ივერიელი (კათალიკოსი კირიონ II), რომელსაც „დოდოთის ნაცვლად მითითებული აქვს „დუდეთი“. Описание Никозской Михаило-Архангельской церкви в Карталинии, Тб., 1898, стр. 3. „დოდოთს“ ასევე „დუდეთად“ იხსნიებს ვახუშტი ბატონიშვილი: „ტბეთს ზეით არს ნაციხარი. ამას ზეით ითხრების ქვა შავი დუდეთს. ამ ქვით ბურვენ ეკლესიებთა, სიბრტყისა და სიმსუბუქისათვის.“ ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 372.
აღსანიშნავია, რომ ტბეთის ეკლესია დანგრეულ იქნა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ხელისუფლების მიერ. როგორც ვ. თოფურია აღნიშნავს, ეკლესიის ქვები ცხინვალში აბანოს ასაშენებლად იქნა გამოყენებული. თუმცა, მიღებული ზომების შედეგად წარწერიანი ქვები აბანოში არ ჩაუშენებიათ. წარწერიანი ქვები უყურადღებოდ დაუყრიათ მდ. ლიახვის პირას. ვ. თოფურია, შიდა ქართლში დაცული ზოგიერთ სიძველეთა წარწერები, საისტორიო მოამბე, II, 1924, გვ. 134.
1. ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 180; კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 48. აკად. ვ. თოფურია წარწერაში არსებულ სიტყვას „პტკნ“ კითხულობდა როგორც „პატკანმან“, ვ. თოფურია, შიდა ქართლში დაცული ზოგიერთ სიძველეთა წარწერები, საისტორიო მოამბე, ტ. II, ტფ., 1924, გვ. 134. რ. მეფისაშვილი კითხულობს – „პეტრიკმან“ და თვლის, რომ აქ ეს არის არა ტიტული „პატრიკი“ - არამედ საკუთარი სახელი „პეტრიკი“. რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 254. ნ. შოშიაშვილი და ვ. ცისკარიშვილი არ გამორიცხავენ, რომ „პატრიკი“ ივანე ტბელის ტიტულს წარმოადგენდა. ნ. შოშიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი, სოფ. დოდოთის ცხრაკარას ეკლესიის წარწერა. საქ. სახ. მუზეუმის მოამბე“. XIX-A და XXI-B, 1957, გვ. 98.
ეკლესიის კედელზე X საუკუნის II ნახევრით დათარიღებული პატრიკ ტბელის მოსახსენებელიც ყოფილა, წარწერიანი ქვის შესახებ ინფორმაციას მ. ბროსე და ვ. თოფურია გვაწვდიან, ქვა შემდგომში დაკარგულა.1
მ. ლორთქიფანიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერს: „ამდროინდელი ტბელების პატრიკიოსობასთან დაკავშირებით გვახსენდება ფეოდალური ქართლის პირველი ერისმთავრების პატრიკიოსობა. ხომ არ შეიძლება, რომ ამ ეპოქის შიდა ქართლის ერისთავების, ტბელების „პატრიკიოსობა, რამენაირად ეხმაურებოდეს ძველი ერისმთავრების პატრიკიოსობას. წყაროების სიმცირის გამო ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა, მაგრამ მაინც ნიშანდობლივ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ X-XI საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა კუთხეების განმგებელთა შორის ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულების მომრავლება. მაგალითად, X ს. ჰერეთის პატრიკი ადარნასე; კახეთის მეფე კვირიკე მაგისტროსი (აღარას ვამბობ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებზე). ხომ არ არის ეს ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი დიპლომატიური სვლა, მიმართული გაძლიერებული აფხაზთა მეფეების წინააღმდეგ?“. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 254.
1. ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 133; მ. ბროსსე, რაპპორტს სურ უნ ვოიაგე არცჰეოლოგიქუე დანს ლა ჟეორჟიე ეტ დანს ლ არმენიე, ეხეცუტეენ 1847-1848 პარ მ. ბროსსე. მემბრე დე ლ აკადემიე. იმპერიალე დეს შციენს. 2 დე ლივრ. VI, შტ. პეტერბურგ, 1851, პ. 58. ლიახვის ხეობის სიძველეების და აქ არსებული წარწერების შესახებ საინტერესო ცნობები დაგვიტოვა მ. ბროსემ. გ. საძაგლიშვილის (კათალიკოზი კირიონ II) ინფორმაციით ფრანგი ქართველოლოგი ლიახვის ხეობაში არ ყოფილა, რადგან იგი ნიქოზის ღვთაების ეკლესიის აღწერაში ცდება (უგუმბათოდ იხსენიებს). Г. Садзагелов-Ивериели, Описание Никозской Михаило-Архангельской церкви в Карталинии, Тб., 1898, стр. 7. რასაც არ ეთანხმება ი. მეგრელიძე, მკვლევრის განმარტებით, მ. ბროსე იმყოფებოდა: ნიქოზში, ბორცვისჯვარში, ტბეთში, წუნარში, ცხინვალში. ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. I, გვ. 123. როგორც ი. მეგრელიძე მიუთითებს, ეს ადგილები ფრანგ მეცნიერს 1847 წელს მოუნახულებია. იქვე, გვ. 122. ი. ალიმბარაშვილი მიიჩნევს, რომ მ. ბროსე გორში იმყოფებოდა 1848 წლის 7 აპრილიდან 12 აპრილამდე და მან დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის თანხლებით დაათვალიერა გორის სიძველეები. შემდეგ ის იმერეთში გაემგზავრა. ი. ალიმბარაშვილი, დიმიტრი მეღვითხუცესიშვილი, (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 2016, გვ. 35.
წარწერა ასე იკითხებოდა: „ქ(რისტ)ე, გ(ანუ)ს(უე)ნე ს(უ)ლ(ს)ა ტბ(ე)ლ(ი)სა/2 პ(ა)[ტრ(ი)კ](ი)ს, დ[ღ](ე)სა მას.“1
ტბეთის ეკლესიის კედელზე ასევე ყოფილა X საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ოქროპირ ტბელის ძის მოსახსენებელი. აღნიშნული წარწერის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მ. ბროსე.2 წარწერა მოგვიანებით უნახავს ვ. თოფურიას.3 წარწერა ასე იკითხებოდა: „ქ(რისტ)ე, ა(დი)დე ოქრ(ო)პირ ძე ტბ(ე)ლ(ი)ს(ა)ი“.4 ოქროპირ ტბელი ქავთარ ტბელთან ერთად ტბეთის ბორცვისჯვრის სხვა წარწერაშიც იხსენება, რომელიც ასევე დაკარგულია: `+ჯ(უა)რო ბ(ო)რცვის(ა)ო, ა(დი)დ(ე)ნ შვ(ი)ლნი მ(ა)თნი: ოქრ(ო)პ(ი)რ, პდღ~დ (ტბელი და ?) ქ(ა)ვთ(ა)რ.“5 აღნიშნულ წარწერას ვ. თოფურია ასე კითხულობდა: „ჯ~რო ბრცსა დნ შვვლნი მთ~ნი ოქრ~აი სპდ~ღდ დვ~თ ქვთრ ჯუარო ბორცვისაო ადიდენ შვილნი მათნი ოქროპირი სპდღ(?) დავით ქავთარ“.6
ამ წარწერას, როგორც ვ. თოფურია აღწერს ორსტრიქონიანი წარწერა მოსდევდა: „ქ~სე გს~ნე სლ~ა ტბ~ლსა ეპრქს დსა მსსა ქრისტე განუსუენე სულსა ტბელისასა(?) ეპრაქსის(?) დასა(დედასა?) მისსა.“7 დისევის ძელიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ი. მეგრელიძეს აღწერილი აქვს ვერტიკალურად ორ-სამ ასო-ასოდ ჩამოწერილი 6-7 სტრიქონიანი ასომთავრულით შესრულებული წარწერა. რომელიც მკვლევარმა ასე წაიკითხა. „ირჩევა ასოები: გს(ლიგატურა-გიორგის?)ო (ანე) პს/ნ ა(ან ე) სლ/სა(სულსა)/ ჩემ(მ თუ ვ?) ა/სა.“8 ხომ არ უნდა აღნიშნავდეს „ოპს“ გრაფემების ჯგუფი „ოქროპირს“?
რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე დისევის ტაძარს, ვანათის და არბოს ტაძრებთან ერთად, ერთ ქრონოლოგიურ ჩარჩოში განიხილავენ და X საუკუნით ათარიღებენ.9 თუ ი. მეგრელიძის მიერ გამოქვეყნებულ წარწერაში მართლაც ოქროპირი იგულისხმება, არ არის გამორიცხული, რომ დოდოთის ბორცვისჯვრის წარწერებში მოხსენიებული ოქროპირი და დისევის წარწერის ოქროპირი („ოპს“) ერთი და იგივე პიროვნება იყოს. შესაძლოა, ოქროპირ ტბელს, დისევი ებოძა და ძელიცხოვლის ტაძარი სწორედ მისი ინიციატივით აიგო X საუკუნის შუა წლებში (ან II ნახევარში). არც ის არის გამორიცხული, რომ დისევში მცხოვრები ოქროპირიძეთა გვარი სწორედ ოქროპირ ტბელს უკავშირდებოდეს.
1. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 182.
2.. მ. ბროსსე, რაპპორტს სურ უნ ვოიაგე არცჰეოლოგიქუე დანს ლა ჟეორჟიე ეტ დანს ლ არმენიე, ეხეცუტეენ 1847-1848 პარ მ. ბროსსე. მემბრე დე ლ აკადემიე. იმპერიალე დეს შციენს. 2 დე ლივრ. VI, შტ. პეტერბურგ, 1851, პ. 57.
3. ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 133.
4. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 181.
5. იქვე, გვ. 183.
6. ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 133. „ბორცვის ჯვარი“ („ბორცოის ჯუარი“, როგორც ვ. თოფურიამ შეამჩნია იხსენიება ბაგრატ IV ერთ-ერთ სიგელში. ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 132; თ. ჟორდანია, საბუთები შიომღვიმის მონასტრისა, თბ., 1896, გვ. 3, 4, 5.
7. იქვე, გვ. 133.
8. ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. II, 1997, გვ.28.
9. Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинций Грузии Шида Картли. Тб., 1975, стр. 100. შიდა ქართლი, ტ. I, გვ. 54-56.
ტბეთის ეკლესიის კედლებზე ასომთავრულით შესრულებული სხვა მოსახსენებლებიც არსებობდა. მათ შორის X საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ვახტანგის ძეების: „ქ(რისტ)ე ა(დი)დ(ე)ნ ძ(ე)ნო ვ(ა)ხტ(ა)ნგ(ი)ს(ა)ნი: მ(ი)ქ(აე)ლ სა՝ რმ՝ ე(?).“1 ასევე ვინმე ცუატასი: „+ უ(ფალ)ო გ(ანუ)ს(უე)ნე ს(უ)ლ(სა) ც(უა)ტ(აÁ)სა.“2 მ. ბროსეს, ასევე ვ. თოფურიას ცნობით, ტბეთის ეკლესიის სამხრეთის ფასადის მარჯვენა სარკმლის ზემოთ, ყოფილა ასომთავრულით შესრულებული წარწერა, სადაც ვინმე თეკლა იხსენიებოდა: „+ ჯ(უა)რო ბ(ო)რც(ვი)ს(ა)ო მ(ეო)ხ (ე)ქ(მე)ნ ს(უ)ლ(ს)ა თ(ე)კლ(ა)სა.“3 „თეკლა“ იხსენიება ცხინვალიდან 2 კმ.-ის დაშორებით სოფელ კუსირეთის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ერთსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაშიც: „ქრისტე შეიწყალე თეკლა“.4 კუსირეთის ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში VIII-IX საუკუნით თარიღდება.5 ტბეთის მოსახსენიებელი და კუსირეთის წარწერა ქრონოლოგიურად განსხვავდებიან, როგორც ჩანს, „თეკლა“ ამ არეალში გავრცელებული სახელი იყო. ჩვენი აზრით, ორივე „თეკლა“ ტბელთა ფეოდალურ გვარს უკავშირდება და არ არის გამორიცხული, აღნიშნული სახელი ორი თაობის წარმომადგენლებს ერქვათ.
1. იქვე, გვ. 181.
2. იქვე, გვ. 182; ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 133. აღსანიშნავია, რომ ანთროპონიმი „ცვატა“ ატენის სიონის ერთ-ერთ ფრესკულ წარწერაშიც გვხვდება, ეს არის IX საუკუნით დათარიღებული სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „1. წ(მიდა)ო ღ(მრთისშ(ო)ბელო, 2. შ(ეიწყა)ლე მ(ო)ნ(ა) შ(ე)ნი ც(ვა)ტ(ა) 3. მეჯუარ“. ქართული წარწერების კორპუსი, ფრესკული წარწერები, ტ. I, გვ. 188.
3. იქვე, გვ. 182.
4. ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. I, გვ. 189.
5. შიდა ქართლი, ტ. I, გვ. 139.
ტბეთის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა პატარა სარკმლის ზემოთ, ჩუქურთმებში, ასევე ჩუქურთმების ზემოთ დატანილი იყო აბაზასი და მისი ძეების მოსახსენებელი ასომთავრული წარწერები, რომლებიც ერთად გამოაქვეყნა ნ. შოშიაშვილმა: „1 ჯ(უა)რო ბ(ო)რც(ვი)/2 საო ა(დი)დე/3 აბ(ა)ზი/4 +და ძ(ე)ნი მ(ი)სნი: ივ(ა)ნე, ქ(ო)ბუ(ლ)ი.“1 გ. ოთხმეზურის აზრით: „ამ წარწერებში (იგულისხმება: ვახტანგის ძეების, ცუატას, თეკლას, აბაზას და მისი ძეების მოსახსენებლები – გ. ს.) მოხსენიებულ პირთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია.
ტბეთის ეკლესიის ფასადებზე მათი მოსახსენებლების ამოღარვა შესაძლებელს ხდის დავუშვათ, რომ ისინიც ტბელთა საგვარეულოს ეკუთვნიან, ოღონდ რომელ თაობას, ამის დადგენა არ ხერხდება.2 ამიტომ ეს წარწერები, ზოგადად, X ს-ის შუა წლებით და II ნახ-ით თარიღდება.“3 ვ. თოფურია ამ წარწერების გაცნობის შემდეგ სვამდა კითხვას: „ხომ არ არის ეს ეკლესიის აშენების შემდეგ სხვადასხვა დროს ამოჭრილი?“, თუმცა, პალეოგრაფიული მსგავსებებიდან გამომდინარე, ამ კითხვას თვითონვე სცემდა პასუხს: „მაგრამ პალეოგრაფიულად ასოები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, აგრეთვე ქარაგმების ერთნაირად გამოყენება, ორთოგრაფია და სხვა მოწმობს იმას, რომ ყველა ეს წარწერა ერთი კაცის მიერაა ამოჭრილი.“4
1. იქვე, გვ. 182.
2. ნ. შოშიაშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული აბაზა და მისი ძეები, შესაძლებელია ყოფილიყო ტბელების მომდევნო თაობა, მათი განშტოება, ან მათი შემცვლელი ფეოდალური საგვარეულო. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 179.
3. გ. ოთხმეზური, შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა, კრებ: „ოსთა საკითხი“, ა. ბაქრაძისა და ო. ჩუბინიძის რედ. თბ., 1996, გვ.137.
4. ვ. თოფურია, დასახ. ნაშრომი, გვ. 134.
გ. ოთხმეზურის შეხედულებას ჩვენც ვიზიარებთ, რადგან ტბეთში ტბელთა საგვარეულოს მიერ აგებულ ტაძრის კედლებზე, იმ დროს, როცა აღნიშნული საგვარეულო შიდა ქართლში დიდი გავლენით სარგებლობდა, სხვა საგვარეულოს წარმომადგენლები თავიანთ მოსახსენებლებს ვერ ამოკვეთდნენ. არ არის გამორიცხული, რომ მოსახსენებლებით ცნობილი ვახტანგი, ასევე ცუატა, ბალავრის ქვის წარწერაში მოხსენიებული პატრიკ ტბელის უმცროსი ძმები ყოფილიყვნენ. მართალია, ბალავრის ქვის წარწერის თანახმად, პატრიკს შვილებიც ჰყავდა, მაგრამ ვახტანგი და ცუატა რომ პატრიკის შვილები ყოფილიყვნენ, მაშინ წარწერაში ისინი უსათუოდ ტბელის ძეებად მოიხსენიებოდნენ, როგორც ეს ოქროპირ ტბელის ძის შემთხვევაში გვაქვს. მოსახსენებელ წარწერაში ცნობილი „თეკლა“, ტბელთა ფეოდალური სახლის ერთ-ერთი წევრის, (შესაძლებელია პატრიკის, რადგან ბალავრის ქვის დამდები სწორედ ის იყო) მეუღლე იყო.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგის ძეების, ასევე ცუატას და თეკლას მოსახსენებლებს ნ. შოშიაშვილი პატრიკ ტბელის წარწერის, აგრეთვე პატრიკ ტბელის ძეების ოქროპირის და ქავთარის მოსახსენებლების თანადროულად თვლის, ამის მიზეზად მკვლევარი წარწერათა ამოკვეთის ერთნაირ სიმეტრიას მიიჩნევს. იქვე, გვ. 179.
როგორც აღინიშნა, ტბელთა ფეოდალური სახლის დაწინაურება IX საუკუნიდან იწყება. მათ სხვა ფეოდალურ საგვარეულოებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვეს, როგორც ჩანს, აფხაზთა მეფეებთან ტბელებს გარკვეული ნდობა ჰქონდათ, გარდა ამისა, მათ საფეოდალოს აფხაზეთის მესვეურთათვის კონკრეტული ფუნქცია გააჩნდა. აფხაზთა მეფეები შიდა ქართლს, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ნაწილს ტბელთა საფეოდალოზე გამავალი გზით უკავშირდებოდნენ. ერედვის წარწერაში, სადაც საუბარია კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობაზე, აღნიშნულია, რომ „მუნით (ჰერეთიდან) მშვიდობით იქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრი ბრეძას გადაჰხდა“.1 ე.ი. ალავერდიდან გამთენიისას წამოსული კონსტანტინე მეფეს ბრეძას შემოაღამდა. ბრეძაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დგას. რ. მეფისაშვილის განმარტებით: „სოფ. ბრეძა სადგ. გომიდან ჩრდილოეთით 15-ოდე კმ. მანძილზე მდებარეობს. სოფ. ატოცის დას. სოფ. ტკოცას შუა. ბრეძაში დღეს დაცულია ორი ეკლესია, ერთი სოფელში დგას, მეორე კი სოფლის გარეთაა. ის, რომელიც სოფელშია (ზღუდერს უწოდებენ), როგორც თავისი ზოგადი სახით, ისე ცალკეული ნიშნებით, გარკვეულ მსგავსებას იჩენს ერედვის ძეგლთან.“2
ბრეძა, ჩვენი აზრით, ტბელთა საფეოდალოში შედიოდა. აფხაზეთიდან ბრეძაზე გავლით გზა მოემართებოდა შიდა ქართლში, პატარა ლიახვის ხეობის მეშვეობით ეს გზა ქსნის ხეობაში გადადიოდა და აქედან კახეთ-ჰერეთს უკავშირდებოდა. პატარა ლიახვის ხეობიდან ქსნის ხეობაში გადასასვლელი გზა გვიანდელი პერიოდის არაერთ წყაროში იხსენიება.3
1. ქართული წარწერების კორპუსი, II, გვ. 172.
2. რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 114.
3. გ. სოსიაშვილი, გზები პატარა ლიახვის ხეობაში, ჟურნ. აღმოსავლეთი და კავკასია, #5, 2007, გვ. 93.
კონსტანტინე აფხაზთა მეფის უკან დაბრუნების მარშრუტს რ. მეფისაშვილი ასე განმარტავს: „ვეჯინიდან წამოსული კონსტანტინე გომბორის უღელტეხილის გადავლით ჟინვანში უნდა ჩასულიყო, აქედან შესაძლოა, იგი, მლეთაში გაემგზავრა. მლეთიდან გადავიდა ქარჩოხის ხეობაში, სადაც ალავერდი იმყოფება. შემდეგ კონსტანტინეს შეეძლო პატარა ლიახვის ხეობით ერედვის გავლით ცხინვალში ჩასულიყო, ცხინვალიდან კი ბრეძაში გადასულიყო. ალავერდიდან ბრეძამდე დაახლოებით 60-70 კმ და ამ გზის გავლა ერთი დღის განმავლობაში უფრო შესაძლებელია, ვიდრე კახეთის ალავერდიდან ბრეძამდე, მაგრამ ჩვენ არავითარი მონაცემები არა გვაქვს, რომ კონსტანტინეს უკან დაბრუნება ამ გზით ვივარაუდოთ.“1
აფხაზთა მეფეებისათვის ტბელთა საფეოდალოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. პატარა ლიახვის ხეობა ქსნის ხეობას ემიჯნებოდა. ცნობილია ის ფაქტი, რომ IX საუკუნეში აშოტ კურაპალატსა და გრიგოლ კახეთის მთავარს შორის ბრძოლა მოხდა „ქსანსა ზედა“. „მატიანე ქართლისას“ ცნობით: „და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე.“2
კახეთის ქორეპისკოპოსებს ქსნის ხეობაში ციხეებიც კი ჰქონდათ აგებული, რომ ქართლი მტკიცედ შეენარჩუნებინათ, ერთ-ერთი ასეთი მათგანი იყო ლოწობნის ციხე, რომლის აგებაც X საუკუნის დასაწყისში კახთა ქორეპისკოპოსს – ფადლა II უკავშირდება. როგორც ჯ. გვასალია განმარტავს: „ქართლსა ზედა“ ბრძოლის ასპარეზი ლოწობნის გარდა გაიშალა ქსნისპირა სხვა ციხეებზეც, კერძოდ წირქოლსა და გრუზე, რომლებსაც კახელები ფლობდნენ XI ს. შუა ხანებამდე. ასე რომ კახეთის სამთავრო XI საუკუნემდე ვრცელდებოდა ქსნამდე.“3
1. რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 114.
2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 252- 253.
3. ჯ. გვასალია, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983, გვ. 60.
ტბელთა ფეოდალური სახლის ხელმძღვანელი ივანე ტბელი აფხაზთა მეფეების მოკავშირე გახდა, მის ტერიტორიას აფხაზთა მეფეები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ამიტომაც ივანეს აფხაზთა მეფეებმა ქართლის გამგებლობა ჩააბარეს. როდიდან დაწინაურდა ივანე ტბელი? საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ცხინვალიდან 28 კმ.-ის დაშორებით ყორნისის რაიონში, სოფელ წორბისიდან 8 კილომეტრზე მდინარე ფრონის მარცხენა ნაპირზე პროფ. ი. მეგრელიძემ აღმოაჩინა წარწერიანი ქვა. წარწერა მან შემდეგნაირად ამოიკითხა: „ს(ა)ხელითა ღ(მრ)თის(აი)თა ესე კ(ო)ნქიშ(ე)მნ(ა) ივ(ა)ნე ერ(ი)სთ(ა)ვმან (სალო)ცვ(ე)ლ(ა)დ მ(ა)თდა ქრ(ო)ნიკ(ო)სარს ს(ა)ბაის მ(ა)მ(ა)ს(ა)ხლ(ი)ს(ო)ბ(ა)სა“.
როგორც ჩანს, მამასახლისი ერისთავის დაქვემდებარებაში მყოფი მოხელე იყო და იგი უფრო წვრილ ტერიტორიულ ერთეულს განაგებდა. თუმცა, მას იმხელა პრივილეგია ჰქონდა, რომ ერისთავის ინიციატივით ამოკვეთილ წარწერაში მოიხსენიეს. მამასახლისები თვითონაც აგებდნენ ტაძრებს. ამას ადასტურებს მდ. რეხულის ზემო წელზე არსებული 864 წლით დათარიღებული არმაზის ტაძრის წარწერა, სადაც იხსენიება მამასახლისი გიორგი, რომელსაც ეკლესიის მშენებლობა დაუწყია. ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 168; ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1956, გვ. 22.
ი. მეგრელიძის წაკითხვით კიდის წარწერა ასე იკითხება: „(ი)ქ(მ)ნა ხ(ე)ლ(ი)თა ბარვ(ე)ლის(აი)თა“.1 მკვლევარი აღნიშნულ წარწერას 880 წლით ათარიღებდა. თუმცა, ერთი უზუსტობა გაეპარა. ი. მეგრელიძე წერს: „ამავე წარწერის ივანე მხოლოდ ერისთავია (მხარის მფლობელი). ლიტერატურაში კარგად ცნობილი ცხინვალის რაიონის ერედვის ტაძრის 906 წლის წარწერაში (ე. ი. კონქის შექმნის 26 წლის შემდეგ) ივანე ეპისკოპოსად იხსენიება, ხოლო ცხინვალიდან წორბისისაკენ მდებარე დოდოთის ე.წ. ცხრაკარას ეკლესიის წარწერით კი იგივე უკვე არის „ივანე ერისთავი ტბელი“, – აქაურივე ტბეთის „ეპარქიის“ გამგებელი.“2
1. ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. II, გვ. 95.
2. იქვე გვ. 95.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერედვის წარწერაში ივანე ტბელი ქართლის „უფლად“, ანუ გამგებლად იხსენიება და არა ეპისკოპოსად, ერედვის წარწერაში მოხსენიებულია ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე, ასევე მთავარეპისკოპოსი ყ~ე (ყვარყვარე?). არ არის გამორიცხული, რომ ქართლის ერთ-ერთი ფეოდალი, ივანე ტბელი, ჯერ ერისთავად იწოდებოდა, მან წორბისის ეკლესიის კონქი ააშენა, წარწერაში ხაზგასმულია: „სალოცველად მათდა“, საუბარი უნდა ეხებოდეს ტბელთა ფეოდალურ სახლის წევრებს. რამდენიმე წლის შემდეგ ივანემ ქართლის სხვა ფეოდალებზე უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვა, ამ საგვარეულოებს „მატიანე ქართლისაც“ იცნობს. ცოტა უფრო უფრო მოგვიანებით კონსტანტინე აფხაზთა მეფის ძის – გიორგის მოღვაწეობის დროს ქართლში რამდენი ფეოდალური სახლია, მათ შორის: „გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუა“.2 წორბისის წარწერაში მოხსენიებული ივანე ერისთავი, იგივე ტბელი, ქართლის სხვა აზნაურებზე, მათ შორის ფხუენელებზე3 და ყანჩაელებზე მეტად დაწინაურდა და ქართლის „უფალი“ გახდა. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „უფალი“ X საუკუნის სხვა წარწერაშიც გვხვდება. ბიეთის წარწერაში იხსენიება იოანე ერისთავთ-ერისთავი (ყანჩაელი), „უფალი“. ამაზე ქვემოთ შევჩერდებით.
1. ი. მეგრელიძე, დასახ. ნაშრომი,
2. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 269.
3. სოფელი ფხვენისი, მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზეა, ცხინვალიდან რამდენიმე კმ-ის დაშორებით და ფხუენელთა ფეოდალური სახლის ცენტრი სწორედ აქ უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ „ფხუენელი“ ოდნავ განსხვავებული „ფხუენელაის“ ფორმით გვხვდება მეჯუდის ხეობაში აღმოჩენილ ქვის ფილაზე ნუსხურით შესრულებულ 16 სტრიქონიან წარწერაში. წარწერა თარიღდება X საუკუნით. ეს არის „დაწერილი ზაზისა და თუთასი ბაჰრამისა და ლომასადმი“. წარწერაში მოხსენიებულია კოლონკელი ფხუენელაისძე. ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 146; კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 52.
ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, X-XI საუკუნეებში სოციალურ ცხოვრებაში ახალი ტერმინი „პატრონი“ ჩნდება. უფრო ადრე, „პატრონის“ ნაცვლად „უფალი“ გამოიყენებოდა.1 ტბელთა საგვარეულომ ძლიერების ზენიტს კონსტანტინეს მეფობის დროს მიაღწია. მოგვიანებით, კონსტანტინე აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, ტბელთა ფეოდალურმა სახლმა ქართლის გამგებლობა დაკარგა. ტახტზე კონსტანტინეს ვაჟი გიორგი ავიდა. მან ქართლი თავის უფროს ძეს კონსტანტინეს ჩააბარა.2 ჩვენი აზრით, ივანე ტბელს გიორგი აფხაზთა მეფესთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც გიორგიმ ივანეს ქართლის გამგებლობა ჩამოართვა და თავის ძეს კონსტანტინეს გადასცა. თუმცა, გიორგის ქართლის დაუფლება ბრძოლით მოუხდა. ვახუშტი ამის შესახებ აღნიშნავს: „ამანვე გიორგი მეფემან, შემდგომად მეფისა ადარნასე კურაპალატის სიკუდილისა დაიპყრა ქართლი და დასუა ძე თვისი კოსტანტინე“.3 გიორგი აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობასთან დაკავშირებით აკად. მ. ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „გიორგი მეფის წინაშე მწვავედ დადგა ქართლის საკითხი.
1. იხ. ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტ. VII, თბ., 1984, გვ. 58.
2. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე, თბ., 1948, გვ. 103.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 799.
როგორც აღნიშნული გვაქვს, ქართლი გიორგის მამამ, კონსტანტინემ (რომელიც ერედვის წარწერაში იხსენიება – გ. ს.), დაიპყრო X ს. დასაწყისში. მაგრამ, როგორც ჩანს, აფხაზთა მეფეებმა ქართლი დაკარგეს, რადგან გიორგის ისევ უხდება ქართლისათვის ბრძოლა. აფხაზთა მეფეების მეტოქეები, ქართლისათვის ბრძოლაში, სომეხთა მეფეები და ქართველთა მეფეები იყვნენ. აფხაზთა სამეფოს ქართლი უნდა დაეკარგა ან აბულ-კასიმის შემოსევის, ან აფხაზთა სამეფო სახლში ტახტისათვის წარმოებული ბრძოლის დროს.“1 მ. ლორქიფანიძემ ყურადღება მიაქცია ვახუშტის ცნობას, რომელიც გიორგი აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობას ადარნასე ქართველთა მეფის გარდაცვალებას უკავშირებს: „შემთხვევითი არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ ვახუშტი გიორგი აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობას ადარნასე ქართველთა მეფის გარდაცვალებას უკავშირებს. ვიცით, რომ აბულ-კასიმის შემოსევის დროს, სუმბატ სომეხთა მეფის და კონსტანტინე აფხაზთა მეფის საპირისპიროდ, ადარნასე ქართველთა მეფემ შემოსეული მტრის მხარე დაიჭირა. შესაძლებელია, ქართლი ადარნასე ქართველთა მეფემ საჯი ამირასაგან მიიღო მოკავშირეობისათვის, ან დაიპყრო იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ტახტისათვის ომი მიმდინარეობდა. ეს ძალიან ხელსაყრელი დრო იქნებოდა ქართველთა მეფისათვის.“2
1 მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ., 1963, გვ. 246-247.
2. იქვე, გვ. 247.
ჩვენი აზრით, სწორია ის მოსაზრება, რომ ადარნასემ აფხაზთა სამეფო კარზე არსებული არეულობით ისარგებლა და ქართლს დაეუფლა. ამ დროს მისთვის მხარი უნდა დაეჭირა ივანე ტბელს, რომელსაც ადარნასე შესაძლებელია ქართლის გამგებლობის შენარჩუნებას დაპირდა. ივანე ტბელი ადარნასე ქართველთა მეფის ბანაკში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ადარნასეს მხარს უჭერდა ვასპურაკანის მეფე სუმბატ ტიეზიკარელი. სომეხი მემატიანის – იოანე დრასხანაკერტელის ცნობით სუმბატმა: „დიდი პატივითა და დიდებით გვირგვინი დაადგა, შესაფერისი ლამაზი სამკაულითა და საჭურვლით შეამკო მეფეთა წესის თანახმად, ქართველთა მეფედ დაადგინა და თავისი სამფლობელოს მეორე პირად [მეფის შემდეგ] დაამტკიცა იგი.“ ე. ცაგარეიშვილი, საქართველო VII-X საუკუნეების სომხურ საისტორიო წყაროებში, თბ., 2012, გვ. 69. სუმბატმა და ადარნასემ 904 წელს, უფლისციხესთან ერთობლივად დაამარცხეს კონსტანტინე აფხაზთა მეფე. კონსტანტინე სუმბატმა დაატყვევა, თუმცა მალე გაათავისუფლა, რასაც ადარნასეს უკმაყოფილება მოჰყვა. იქვე, გვ. 133. სუმბატის მიერ კონსტანტინე აფხაზთა მეფის დამარცხების ფაქტს განსხვავებულად გადმოგვცემს სომეხი მემატიანე ფსევდო შაპუჰი, მისი ინფორმაციით, აფხაზთა მეფე ამ დროს იყო თეოდოსი. სომეხთა და აფხაზთა მეფეებს შორის ბრძოლა მოხდა არა უფლისციხესთან, როგორც ამას იოანე დრასხანაკერტელი გადმოგვცემს, არამედ გორთან. ე. ცაგარეიშვილი, ანონიმი ისტორიკოსი (ფსევდო-შაპუჰი) და მისი „ისტორია“, „მრავალთავი“, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, V, თბ., 1975, გვ. 162-163.
როდესაც ადარნასე გარდაიცვალა, ტბელები მფარველის გარეშე აღმოჩნდნენ და გიორგი აფხაზთა მეფემ ქართლი დაიპყრო. არც ის არის გამორიცხული, რომ საჯი ამირას შემოსევის დროს ადარნასემ მოკავშირეობის გამო ქართლი საჩუქრად მიიღო. ივანე ტბელი, იმის გამო, რომ აფხაზთა სამეფო კარზე ტახტის პრეტენდენტთა შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, პატრონის გარეშე დარჩა და ადარნასეს ბანაკში აღმოჩნდა. ერთი რამ ცხადია, გიორგი აფხაზთა მეფე ქართლის დაპყრობის შემდეგ ადგილობრივ ფეოდალებს (ტბელებს) აღარ ენდო და ქართლი თავის ვაჟს - კონსტანტინეს ჩააბარა, რომელიც მამას მალე განუდგა.
საინტერესოა, რომ კონსტანტინე უფლისწულს მხარს უჭერდნენ ტბელნი და სხვა აზნაურები: „და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი.“1 კონსტანტინე ქართლის გამგებლობას არ დაჯერდა. მას აფხაზეთში გამეფება უნდოდა. როგორც ჩანს, ივანე ტბელმა მას დახმარება იმ პირობით აღუთქვა, თუ ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგ აფხაზეთში გამეფებული კონსტანტინე ქართლს კვლავ ივანე ტბელს ჩააბარებდა. თუმცა, კონსტანტინე დამარცხდა. ტბელთა ფეოდალურმა სახლმა, ქართლის გამგებლობის იმედი დაკარგა. მათი საფეოდალოს საზღვრები ამ მარცხის შემდეგ მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. ის, რომ ივანე ტბელის მომდევნო თაობის წარმომადგენელთა სახელები, მხოლოდ ტბეთის ბორცვისჯვრის ტაძრის წარწერებიდან არის ცნობილი, შემთხვევითი არ არის. ქართლის „უფლობიდან“ ტბელები კვლავ ტბეთს და მის შემოგარენ ადგილებს უბრუნდებიან.
კონსტანტინე აფხაზთა მეფის ძის ქართლში გამგებლად ყოფნის შესახებ „მატიანე ქართლისას“ გარდა, ძალზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის მდ. მეჯუდას ხეობაში, სოფ. ჭალისუბანში ნაპოვნი თექვსმეტსტრიქონიანი წარწერა. წარწერა პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს.2 მასში ვკითხულობთ: „სახ[ელით]ა ღმრთისათა ესე ხელი [ჩუენ] რამინ და გიორგი დავწერეთ ოდეს [კოსტა]ნტი ქართლისა გამგებელი იყო, ჩუენ ცხრაზმის ხევის ხევისუფლად [ვ]იყვენით, მას ჟამსა ავაგეთ წისქოლნი და ზემოთ სახლი ერთი სამსახორი, ჰკიდავს 1000 კაცი. ქე ა ცისკარ ამინ. ესე ხელი მე გიორგი დავწერე. ქრისტე განმგებლო ორთავე ცხორებათაო, დაწესე სოლი ფარაისი წიაღთა აბრაჰამისთა მიეც განსოენებაო † ამ[ა]“.3
1. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 267.
2. საისტორიო მოამბე, წიგნი I, 1925.
3. ა. ბაქრაძე, X საუკუნის წარწერა მეჯუდის ხეობიდან, აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIX—B, 1956, გვ. 6.
ძალზე საინტერესოა, რომ ჭალისუბნის წარწერაში, რომელიც კონსტანტინეს გამგებლობის დროს არის შექმნილი (923-926 წ.წ) ცხრაზმის ხევისუფლები ადგილობრივ, მათზე იერარქიულად მაღლა მდგომ ერისთავს არ იხსენიებენ. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ხევისუფლები ერისთავებს ექვემდებარებოდნენ. ამის დასადასტურებლად მეცნიერი, როგორც ა. ბაქრაძემაც შენიშნა, შიომღვიმისადმი გრიგოლ ერისთავთ-ერისთავის მიერ ბოძებულ „დაწერილს“ იმოწმებს.1 იმ გარემოებას, რომ ჭალისუბნის წარწერაში ადგილობრივი ერისთავები არ იხსენიებიან, ყურადღება მიაქცია ა. ბაქრაძემ. იგი წერს: „თუ ხევისუფალნი მართლაც ერისთავებს ემორჩილებიან, ისმება კითხვა, თუ რატომ არ იხსენიებენ ჩვენი წარწერის (იგულისხმება ჭალისუბნის 923-926 წ.წ. წარწერა – გ. ს) პირები მას, როგორც თავიანთ უშუალო უფროსს, რატომ იხსენიებენ ისინი ქართლის გამგებელს და არა ადგილობრივ ფეოდალს?“2 ა. ბაქრაძე ამ ფაქტს შემდეგნაირ ახსნას უძებნის: „რადგანაც იურიდიული ხასიათის ასეთ იშვიათ საბუთში, როგორსაც წარმოადგენს ჩვენი ძეგლი, არ იხსენიება ადგილობრივი ფეოდალი (ამ შემთხვევაში ერისთავი) უნდა ვიფიქროთ, რომ ცხრაძმის ხევში ასეთი თანამდებობა ჯერ კიდევ არ არსებობდა.“3
1. იქვე, გვ. 7; ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, წიგ. II, ნაკვ. 2, ტფ., 1928, გვ. 207; თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, ტფ., 1897, გვ. 15-19.
2. ა. ბაქრაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 8.
3 .იქვე, გვ. 8.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას. ის, რომ წარწერიანი ქვა მეჯუდის ხეობაში, სოფ. ჭალისუბანშია ნაპოვნი, შემთხვევითი არ არის. მეჯუდის ხეობა ცხრაძმის ხევს ემიჯნება, არ არის გამორიცხული, რომ ცხრაძმის ხევისუფალთა რეზიდენცია სწორედ ამ არეალში იყო. როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეჯუდის ხეობაში ბიეთის ტაძრის X საუკუნის საამშენებლო წარწერაში იხსენიება „ერისთავთ-ერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა, უფალი და პატრონი“. გამოდის, რომ X საუკუნეში მეჯუდის და მის მეზობლად არსებული ხეობები ყანჩაელთა საკუთრებას წარმოადგენდა და მათ თავიანთი ხევისუფალნიც ჰყავდათ. არ არის გამორიცხული, რომ ყანჩაელები ტბელთა საპირისპიროდ მამისაგან განდგომილი კონსტანტინეს მოწინააღმდეგეები იყვნენ. არც ის არის გამორიცხული, რომ კონსტანტინეს ქართლის ძლიერი ფეოდალების – ყანჩაელების წინააღმდეგ მათ დაქვემდებარებაში მყოფი ცხრაძმის ხევისუფლები წაექეზებინა, რომლებმაც წარწერაში თავიანთ უშუალო „პატრონი“ აღარ მოიხსენიეს. კონსტანტინეს ბანაკის დამარცხების შემდეგ, მას მერე, რაც გიორგი აფხაზთა მეფემ ქართლი დაიკავა, შესაძლებელია მან ქართლი თავის მომხრე ყანჩაელებს გადასცა და ბიეთის წარწერაში ამიტომაც არის მოხსენიებული იოანე ერისთავთ-ერისთავი „უფლად“ და „პატრონად“.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ X საუკუნის დასაწყისში ქართლში ასეთი პოლიტიკური სურათი გვქონდა: კონსტანტინე აფხაზთა მეფის დროს ქართლის „უფალი“ ივანე ტბელია. კონსტანტინე აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზთა სამეფო სახლში არსებული არეულობის დროს ივანე ტბელი აფხაზთა მეფეებს განუდგა და ადარნასე ქართველთა მეფის ბანაკში გადავიდა. ადარნასეს გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა მეფემ გიორგიმ ქართლი დაიპყრო და იქ გამგებლად თავისი ძე კონსტანტინე დასვა. კონსტანტინე სამი წელი იყო ქართლის გამგებელი. სამი წლის შემდეგ იგი მამას – გიორგი მეფეს განუდგა. ამ დროს ივანე ტბელი კონსტანტინეს მხარეს იბრძოდა, ხოლო ყანჩაელები კონსტანტინეს მოწინააღმდეგენი იყვნენ. ივანე ტბელს, კონსტანტინეს გამეფების შემდეგ ქართლის „უფლობის“ დაბრუნების იმედი ჰქონდა. კონსტანტინეს დამარცხების შემდეგ ტბელებმა სამუდამოდ დაკარგეს ქართლის „უფლობის“ დაბრუნების პერსპექტივა. ქართლის „უფალი“ ტბელთა მოწინააღმდეგე ყანჩაელი გახდა.
ჩვენს მოსაზრებას ამყარებს „მატიანე ქართლისას“ ცნობა, რომელიც ზემოთაც მოვიყვანეთ: „და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი.“ კონსტანტინეს ბანაკში რომ ყანჩაელიც ყოფილიყო, ამას მემატიანე უსათუოდ აღნიშნავდა. სიტყვებში „სხუანი მრავალნი აზნაურნი“ ტბელთა დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა წვრილი აზნაურები (შესაძლოა ხევისუფალნიც) უნდა იგულისხმებოდეს. გიორგი აფხაზთა მეფისათვის მხარი ბიეთის წარწერაში მოხსენიებულ იოანე ყანჩაელს უნდა დაე- ჭირა, რომელმაც შემდეგ ერისთავთ-ერისთავობა და ქართლის „უფლობა“ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსთან დაპირისპირების დროს, ყანჩაელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი „მამა ყანჩაელი“ ქართლის სხვა აზნაურებთან ერთად, კვირიკეს ემხრობოდა: „გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვლოსელნი, სარ და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაურნი სხუა.“ ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 369. „მატიანე ქართლისას“ ამ ადგილს ამ სახით კითხულობს მ. ლორთქიფანიძე. მ. ლორთქიფანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 248. ივ. ჯავახიშვილს „მატიანე ქართლისას“ ეს ადგილი განსხვავებულად ჰქონდა დამოწმებული: „გოდერძიანი, მგდეური, ყანჩაელი მამა დაჩი, კორინთალი დაჩი და იოანე, სხვლოსელი სარა და გრიგოლ, ძმანი ფხვენელნი და მათთანა ორმოცდაათი აზნაურნი სხუა.“ ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე, თბ., 1948, გვ. 104. ჩვენი აზრით, წყაროში მითითებული „მამა“ საკუთარ სახელს არ უნდა აღნიშნავდეს, რადგან შიდა ქართლში ასეთი ანთროპონიმი არცერთ სხვა ძეგლში არ გვხვდება. ხომ არ იგულისხმება „მამა ყანჩაელში“ ბიეთის წარწერაში მოხსენიებული იოანე ყანჩაელის მამა - ბაკური?
ყანჩაელების და ტბელების ფეოდალური საგვარეულოების შესახებ აზრი გამოთქვა ჯ. გვასალიამ, მკვლევარი წერს: `IX საუკუნისათვის ქართლის აზნაურებს შორის აღზევდებიან ყანჩაელები, რაზეც მეტყველებს მეჯუდის ხეობის სოფელ ბიეთში ჩატარებული დიდი მშენებლობა და სამშენებლო წარწერა. აქ იხსენიება ერისთავთ-ერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა. იგი უნდა იყოს ქსნის ერისთავი. ამ დროს ცხრაძმისხევი ქსნის ხევისადმია ადმინისტრაციულად დამორჩილებული. არაა გამორიცხული, რომ ერისთავთ-ერისთავი იოანე იყოს მთელი ქართლის ერისთავი. X საუკუნისათვის ყანჩაელთა განსაკუთრებული მდგომარეობა ქრება და ისინი ქართლის ჩვეულებრივი აზნაურები არიან, წინაურდება ტბელთა სახლი.“1 ყანჩაელების IX საუკუნეში აღზევების დათარიღებისას მკვლევარი ბიეთის საამშენებლო წარწერის რ. მეფისაშვილისეულ დათარიღებას ეყრდნობა.2 თუმცა, ბიეთის წარწერას ნ. შოშიაშვილი X საუკუნით ათარიღებს, რასაც ჩვენც ვეთანხმებით. პალეოგრაფიული ნიშნების გარდა,3 ამ დათარიღებას მხარს უჭერს „მატიანე ქართლისა“. ყანჩაელთა გვარი გიორგი აფხაზთა მეფის დროს (X საუკუნის I ნახევარში იხსენიება). ჩვენი აზრით, ტბელთა ფეოდალურმა სახლმა კი არ ჩაანაცვლა ყანჩაელთა სახლი, როგორც ჯ. გვასალიას მიაჩნია, არამედ პირიქით. ტბელთა საფეოდალოს პირველობა ქართლში, კონსტანტინე აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ ყანჩაელთა ფეოდალურმა სახლმა წაართვა.
დოდოთის და ტბეთის წარწერებზე დაყრდნობით, ნ. შოშიაშვილი ტბელთა ოთხ თაობას გამოყოფდა და წერდა: „როგორც ვხედავთ, ტბეთის წარწერებში ჩანს ტბელების 2 თაობა: I პატრიკ ტბელი; II პატრიკის ძეები (ოქროპირი, ქავთარი). ტბელების ამ ორ თაობას წინ უსწრებს ორი თაობა, მოხსენიებული დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერებში: 1 - ივანე ტბელი (914 წ. ახლო) (#80); II - ტბელის ძე (ივანე ტბელის ძე) ქავთარ (#81). ტბეთის წარწერების პატრიკი ძეა ქავთარის (#83). ასე, რომ დოდოთისა და ტბეთის წარწერები იხსენიებენ ტბელთა ოთხ თაობას: ივანე – ქავთარ I – პატრიკ – ქავთარ II.“4
1. ჯ. გვასალია, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, გვ. 25.
2. Р. Меписашвили, Полупещерный памятник IX в. в сел. Биети, ქართული ხელოვნება, 6-A, თბ., 1963, გვ. 44-45.
3. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 192.
4. იქვე, გვ. 179.
ვინ არიან დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ქტიტორები, ძმები: გოდერძი, ჯარიდი და ბეშქენი? აქვთ თუ არა მათ საერთო ტბელთა ფეოდალურ სახლთან, წყაროთა სიმწირის გამო, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ დიცის ღვთისმშობლის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახული წარწერა შინაარსობრივად ბევრ ინფორმაციას არ იძლევა, რთულია რაიმეს გაჭრით თქმა, თუმცა, ვარაუდების დაშვება მაინც შესაძლებელია. ჩვენი აზრით, დიცის ტაძრის აგება წინ უნდა უსწრებდეს ერედვის წმინდა გიორგის ტაძრის აგებას. როგორც ვნახეთ, ერედვის, დოდოთის, ასევე ტბეთის ეკლესიის წარწერებში ტბელთა ოჯახის წევრთა სულ სხვა სახელები იხსენიება. ქტიტორები რომ ივანე ტბელის წინაპრები, ან მისი წინა თაობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ მათი სახელები ივანეს სახლის სხვა წარმომადგენლებში, მომდევნო თაობაში უსათუოდ განმეორდებოდა. როგორც აღვნიშნეთ, ტბელთა აღზევების დროს მათი ოთხი თაობაა ცნობილი და არსად დიცის ტაძრის ქტიტორთა სახელები არ ჩანს.
იბადება კითხვა: რაკი დოდოთის ეკლესიის ერთ-ერთი წარწერიდან ცნობილია, რომ ივანე ტბელს ხუთი ძე ჰყავდა, დიცის ქტიტორები ხომ არ იყვნენ მისი შვილები? ხომ არ მიეცათ მათ ერედვის სიახლოვეს მანძილი 4 კმ.-ია) დიცში მამული, სადაც მათ ტაძარი ააგეს. ჩვენი აზრით, ეს ვერსია უნდა გამოვრიცხოთ. ივანე იმდენად დიდი ფეოდალი იყო, რომ დიცის ტაძრის ქტიტორები უსათუოდ ხაზს გაუსვამდენ წარწერაში, იმ ფაქტს, რომ ისინი ან ივანე ტბელის ძეები იყვნენ, ან ტბელთა ფეოდალური სახლის წევრები. გავიხსენოთ ერედვის ტაძრის წარწერა, სადაც აღნიშნული იყო:
„აღეშე[ნ]ა/2 წ(მიდა) [ეკ](ლესია) [ე/3სე ყოვ(ე)ლთა]4თა [ტ]ბე[ლ]თ/5ა ბრძანე/6 ბითა.“1 დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საამშენებლო მასალად გამოყენებულია ღვინისფერი ტუფი, რომელიც, სავარაუდოდ, ერედვიდან იყო ჩამოტანილი. ასეთივე მასალით არის აგებული ამ პერიოდის ძეგლები პატარა ლიახვის ხეობაში. ტბელთა აღზევების, კონკრეტულად კი ივანე ტბელის ქართლის გამგებლობის პერიოდში, დიცში ტბელთა ნებართვის გარეშე ტაძარი ვერ აიგებოდა, სხვა შემთხვევაში მათი გვარი წარწერებში უსათუოდ დაფიქსირდებოდა. ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს ტბელების აღზევებამდე არსებულ პერიოდთან. ქტიტორი ძმები: გოდერძი, ჯარიდი და ბეშქენი ჩვენთვის უცნობი რომელიმე ფეოდალური სახლის წარმომადგენლები (შესაძლოა ხევისუფლებიც, როგორც არიან მოხსენიებულნი ჭალისუბნის წარწერაში) იყვნენ, რომლებმაც IX საუკუნის II ნახევარში, ივანე ტბელის აღზევებამდე დიცის ეკლესია ააგეს, შემდეგში მათმა ფეოდალურმა სახლმა პირველობა ტბელებს დაუთმო.
საინტერესოა, რომ დიცის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მოხსენიებული სამი ძმიდან, ჯარიდის სახელი ეკლესიის შიგნით სამხრეთ კედელზე არსებულ წარწერებშიც მეორდება. დიცის ეკლესიის სხვა წარწერებში ჯარიდის ძმები – გოდერძი და ბეშქენი არ იხსენიებიან. X საუკუნით დათარიღებულ წარწერებში, რომლებიც შიდა ქართლის ტერიტორიაზეა შემორჩენილი ბეშქენი მოიხსენიება ბიეთის წარწერაში. (სოფელი ბიეთი მდებარეობს ცხინვალის რაიონში, ცხინვალიდან 20 კმის დაშორებით, დასავლეთით. სოფლიდან 1 კმ-ის დაშორებით მდ. მეჯუდას დასავლეთით, მისი ერთ-ერთი შენაკადის ხეობაში მდებარეობს ნახევრად მღვიმის ეკლესია,2 ბიეთის ერთერთ წარწერაში რომელიც დათარიღებულია X საუკუნით, მოხსენიებული ვაჩე და ბეშქენი: „1წ(მიდა)ო//ს(ა)მებ(ა)ო]/2ვ(ა)ჩ//ე და /3ბ(ე)შქ(ე)//ნ დაიც//(ე)[ვ]ნ.“3 თუმცა, ეს ბეშქენი არ უნდა იყოს დიცის ღვთისმშობილის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მოხსენიებული ტაძრის ქტიტორთაგანი.
1. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 173.
2. Р. Меписашвили, Полупещерный памятник IX в. в сел. Биети, ქართული ხელოვნება, 6-ა, 1963, стр. 29-55.
3. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 194; Р. Меписашвили, В. Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинций Грузии Шида Картли. Тб., 1975, стр. 38.
იმავე ბიეთის ტაძრის სხვა წარწერაში, რომელიც ასევე X საუკუნით არის დათარიღებული სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება ერისთავთ-ერისთავი იოვანე: „ქ(რისტ)ე, მე(უ)[ფეო]//ყოველთ(ა)ო, ა[დ](ი)/2დე ე(რისთავთ)-ე(რისთავი) ი(ოვან)ე,//ძე ბაკ(ურ)/3 ყ(ა)ნჩაელ(ისა)//, უფალი და /4 პ[ა]ტრ[ო]ნი ამ(ი)ს წ(მი)დისა/5 ეკლ(ე)სი(ის)ა,//[დ]ავიც(ე)ვ წ(მი)და/6 [მრ]ემლი ს(ა)მე//[ბის]ა] ყო[ვ(ე)ლი.]“1
ეჭვს გარეშეა, რომ ბიეთი ყანჩაელთა ტერიტორიას წარმოადგენდა და დიცის ეკლესიის ერთ-ერთ ქტიტორს ბიეთის წარწერაში არ მოიხსენიებდნენ. ბიეთის წარწერაში მოხსენიებული „ვაჩე“ და „ბეშქენი“ რ. მეფისაშვილის აზრით, ყანჩაელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. ანთროპონიმი „ვაჩე“ ყანჩაელთა გვარში გავრცელებული სახელი იყო.2 შესაძლებელია, ისინი ერისთავთ-ერისთავ იოვანეს შვილები, ან სახლისკაცები იყვნენ. ბიეთის წარწერაში მოხსენიებული ბეშქენის მოღვაწეობა ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელი უნდა იყოს, ვიდრე დიცის და ერედვის წარწერები. დიცის ტაძრის ერთ-ერთ ქტიტორს ბეშქენს, წარწერის თანახმად, ორი ძმა: ჯარიდი და გოდერძი ჰყავს, რომლებიც ბიეთის წარწერებში არსად ჩანან. ბიეთის წარწერის ბეშქენი და დიცის წარწერის ბეშქენი რომ ერთი და იგივე პირები იყვნენ, ბიეთის წარწერებში, ჩვენი აზრით, მისი ძმების მოსახსენებელიც იქნებოდა. ბეშქენი ძველ საქართველოში გავრცელებული საკუთარი სახელი იყო.3 ბეშქენ ერისთავთ-ერისთავი იხსენიება 1172 წლით დათარიღებულ იკორთის ტაძრის ასომთავრულ წარწერაში.4 ბეშქენი რომ გავრცელებული საკუთარი სახელი იყო, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ არსებობდა სოფელი ბეშქენაშენი, რომელიც მოიხსენიება ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების 1392 წლის სითარხნის გუჯარში: „თრიალეთს: სოფელი ბარეთი და ცოტა ბარეთი, ქედის უბანი, მალისს: სოფელი საყდარი, ზურისუბანი, ახალშენი, კლონა, ბეშქენაშენი.5 სოფელი უკანა ბეშქენაშენი (თრიალეთზე) მოხსენიებულია ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის 1559 წლის გუჯარში.6
თრიალეთზე არსებული ბეშქენაშენი იხსენიება 1697 წლის დოკუმენტში,7 დიცის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული ჯარიდი, შესაძლოა, ასაკით ყველაზე უფროსი არ იყო ძმებს შორის, მაგრამ ტაძრის აგებაში, ან მის მოვლა-პატრონობაში მან უფრო მეტი წვლილი შეიტანა და ამიტომაც მოიხსენიეს მეორე წარწერაშიც.
1. იქვე, გვ. 193. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიზუალურად ბიეთის წარწერა ძალზე წააგავს დიცის ასომთავრულ წარწერას. Р. Меписашвили, В. Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинций Грузии Шида Картли. Тб., 1975, стр. 36-37. ორივე ძეგლი საკმაოდ დაშორებულია ერთიმეორისგან და ორივე მათგანი, ჩვენი აზრით, სხვადასხვა საფეოდალოს ეკუთვნოდა. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ბიეთის და დიცის წარწერები ერთი ხელოსნის მიერ იყოს შესრულებული.
2 რ. მეფისაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 45-46; შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნები ისტორია, თბ., 1961, გვ. 254.
3. იხ. ქართლის ცხოვრება, ტ. I, რ. მეტრეველის რედ. თბ., 2008, გვ. 317, 282, 442, 560.
4. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. I, თბ., 2004, გვ. 259-260.
5. ქართული სამართლის ძეგლები, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, ტ. III, თბ., 1970, გვ. 177.
6. იქვე, გვ. 264.
7. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, ნ. ბერძენიშვილის რედ. ტ. I, თბ., 1940, გვ. 102, #142.
ვინ უნდა იყოს კონსტანტინე ბაკანაი? რომელსაც დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამხრეთ კედელზე ორი მოსახსენებელი უკავშირდება. როგორც აღინიშნა, ორივე მათგანი პალეოგრაფიული მონაცემებით, IX-X ს.ს. შეიძლება დავათარიღოთ. აქედან პირველი: სამსტრიქონიანი ნუსხურშერეული ასომთავრული წარწერა განთავსებულია გადაფხეკილი წარწერის შემდეგ იატაკის დონიდან 131 სმ. მარცხენა კიდიდან 3 სმ. დაშორებით, ხოლო მეორე სამსტრიქონიანი ასომთავრულ შერეული ნუსხური წარწერა ტაძრის ერთ-ერთი ქტიტორის – ჯარიდის მოსახსენებლის ქვემოთ. განსაკუთრებით საინტერესოა, მეორე მოსახსენებელი, სადაც აღნიშნულია:
1. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე ბაკანაი ყოე2. ლგან ეკლესიათ მათ 3. ალა(გს)“.
აქ შეგვიძლია დავუშვათ რამდენიმე ვარაუდი:
1. კონსტანტინე ბაკანაი გამოჩენილი სასულიერო პირი იყო და ის მოღვაწეობდა ტბელების დაწინაურებამდე, 906-914 წლებამდე, ვიდრე ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე ამ მხარეში მაღალი საეკლესიო იერარქი გახდებოდა. ერედვის ტაძრის აგების და ამ ტაძრის წარწერის შექმნის დროს კონსტანტინე ბაკანაი მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირი აღარ უნდა ყოფილიყო. თუკი მას იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ „ყოველგან ეკლესიათ მათ ალაგს“ იხსენიებდნენ, როგორც ამას დიცის წარწერა გადმოგვცემს, მაშინ აღნიშნულ პიროვნებას ერედვის წარწერაშიც მოიხსენიებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ კონსტანტინე ბაკანაი სწორედ ტაძრის ქტიტორების: გოდერძის, ჯარიდის და ბეშქენის სახლის წარმომადგენელიც იყო.
რას უნდა ნიშნავდეს: „ბაკანაი“? შესაძლოა, იგი რაიმე საეკლესიო წოდებას, ან სულაც ფეოდალური სახლის აღმნიშვნელი სახელი იყო (ეს სამომავლო კვლევის საგანია).
2. კონსტანტინე ბაკანაი, შესაძლოა საერო პირი იყო, ტბელთა გამოჩენამდე, კერძოდ ივანე ტბელის მიერ ქართლის „უფლობამდე“ ამ არეალში არსებული იმ ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, რომელმაც დიცის ტაძარი ააგო. კონსტანტინე რომ სხვა ფეოდალური სახლის წევრი ყოფილიყო, ის, ჩვენი აზრით, თავის მოსახსენებლებს არა ჯარიდის მოსახსენებელთან ახლოს, არამედ ტაძრის სხვა კედელზე და უფრო გამორჩეულ ადგილზე ამოაკვეთინებდა, შესაძლოა, ის ჯარიდის ვაჟიც იყო. არ არის გამორიცხული, რომ იმ დროს მათი ფეოდალური სახლი ტბელთა ფეოდალური სახლის დაწინაურების ფონზე, გავლენას კარგავდა, ამიტომ მოსახსენებელში მან ხაზი გაუსვა თავის საგვარეულოს სიძლიერეს, ე.ი. მათ არა მარტო დიცის ეკლესიაზე ჰქონდათ გავლენა, არამედ „ყოველთა ეკლესიათა მათ ალაგს“, ჩანს, ბაკანაის სახლი დიდ ტერიტორიას ფლობდა და წარწერის ამ ნაწილში სწორედ ამას აქვს გასმული ხაზი, მათ ფეოდალურ სახლს არაერთი ეკლესია ჰქონდა აშენებული. ასეთი ეკლესიები ტბელთა აღზევების დროს მათ მიერ ვეღარ აიგებოდა.
სავარაუდოა, რომ ბაკანაის ფეოდალურმა სახლმა ტბელების დაწინაურებამდე არაერთი ტაძარი ააგო. მრავალი ტაძრის აგება ამ გეოგრაფიულ არეალში მხოლოდ ძლიერ ფეოდალურ სახლს შეეძლო. როგორც ზემოთ მივუთითებდით, დიცის ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ კედელზე კონსტანტინე ბაკანაის ორი მოსახსენიებელია. ორივე მათგანი პალეოგრაფიული ნიშნებით IX-X საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. მათ გარდა, კედელზე კიდევ ერთი მოსახსენებელი (წარწერა, სავარაუდოდ, X ს. თარიღდება) გვხვდება. ორსტრიქონიანი მხედრულშერეული ნუსხური წარწერა განთავსებულია მიქელის მოსახსენებელის შემდეგ, იატაკის დონიდან 137,5 სმ. მარცხენა კიდიდან 1,7 სმ. მანძილზე. მოიცავს 7,5×3 სმ ფართობს. ამ მოსახსენებელში „კე“ სამჯერ მეორდება, არ გამოვრიცხავთ, რომ ის საკუთარ სახელს კონსტანტინეს აღნიშნავდეს, თუმცა, კითხვას აჩენს კონსტანტინეს აღმნიშვნელი „კე“-ს სამჯერ გამეორება. ამაზე რაიმეს გადაჭრით თქმა გაგვიძნელდება.
როგორც წარწერებზე საუბრისას მივუთითებდით, სამხრეთ კედლის წარწერებში გვხვდება: „მოსახსენებელი მიქელისა (X ს.)“. ერთსტრიქონიანი, მხედრულზე გარდამავალი ნუსხური წარწერა განთავსებულია კვადრის შუა დონეზე, გრაფიკული გამოსახულებების ქვედა მონაკვეთის გასწვრივ. იატაკის დონიდან 139, 5 სმ. სიმაღლეზე. „მიქაელი“, როგორც წარწერის შემსრულებელი, იხსენიება ჯარიდის მოსახსენებელშიც, საიდანაც ირკვევა, რომ წარწერა სწორედ მას შეუსრულებია. ჯარიდის მოსახსენებელი, როგორც აღვნიშნეთ, პალეოგრაფიული ნიშნებით IX-X საუკუნით თარიღდება, ხოლო მიქელის მოსახსენებელი კი X საუკუნით. ჩვენი აზრით, ეს ორი წარწერა სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდს განეკუთვნება და მასში მოხსენიებული „მიქელი“ და „მიქაელი“ სხვადასხვა პიროვნებები იყვნენ.
რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ჯარიდის მოსახსენებელი, როგორც წარწერა გვაუწყებს, მიქაელს დაუწერია. ის სრულიად განსხვავებული, საკმაოდ დახვეწილი ხელით არის შესრულებული, ხოლო მიქელის მოსახსენებლის შემსრულებლის ხელი სრულიად განსხვავებულია. ჯარიდის მოსახსენებლის ავტორს რომ შეესრულებინა თავისი მოსახსენებელი, ვიზუალურადაც მსგავსი იქნებოდა, როგორც ჩანს, ის ამ საქმის ოსტატი იყო. ჯარიდის მოსახსენებლის შემსრულებელი მიქაელი შესაძლებელია ტაძრის ქტიტორი ძმების ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, ან მათთან ძალზე დაახლოებული პირი იყო. მან ტაძრის ერთ-ერთ ამგების სახელთან ერთად თავისი სახელიც უკვდავყო. ჯარიდმა მას ამის უფლება მისცა, შესაძლოა, ის სასულიერო პირიც ყოფილიყო. ამ პერიოდის ლაპიდარული წარწერებში ცნობილია ნიქოზის ეპისკოპოსი მიქაელი, რომელმაც X საუკუნის II ნახევარში ნიქოზის ტაძარი ააგო, თუმცა, ჯარიდის ფეოდალური სახლის წევრს, ან მათთან დაახლოებულ პირს იმ არეალში, სადაც ტბელების დიდი გავლენა ვრცელდებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეპისკოპოსის სახელო ჰქონოდა. ვინ უნდა იყოს X საუკუნის მოსახსენიებელით ცნობილი მიქელი (მიქაელი)?
ამ დროის ლაპიდარულ წარწერებიდან რამდენიმე მიქაელია ცნობილი. მიქაელი, ჩვენთვის საინტერესო ტერიტორიულმ არეალში X საუკუნის ლაპიდარულ წარწერებში გვხვდება ზემოთ მითითებულ ტბეთის ეკლესიის წარწერაში. ეს წარწერა ვახტანგის (სავარაუდოდ, პატრიკ ტბელის ძმის) ძეების მოსახსენიებელია. „ქრისტე ადიდენ ძენი ვახტანგისანი: მიქაელსა რმ ე(?)“.1 ამ წარწერიდან ძნელია დაასკვნა მიქაელი, როგორც ვახტანგის ძე, ისეა მოხსენიებული, თუ როგორც წარწერის შემსრულებელი. არ არის გამორიცხული, რომ ის ტბელების ხელოსანი იყო და აღნიშნული წარწერაც მათი დავალებით ამოკვეთა. არც ის არის გამორიცხული, რომ ტბეთის წარწერაში მოხსენიებული მიქაელი ტბელთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა.
X-XI ს.ს. ატენის სიონის წარწერებიდან რამდენიმე მიქაელია ცნობილი.2 ერთ-ერთი წარწერა ატენის სიონის აღმ. ფასადზე, ცოკოლიდან მესამე წყებაში, ხელის გამოსახულებაშია ამოკვეთილი: „ესე მიქელაი, ამინ“.3 სავარაუდოდ, ეს მომლოცველის წარწერა უნდა იყოს. აღნიშნული პერიოდის მეორე წარწერა, სადაც ასევე მიქაელი იხსენიება, ატენის სიონის აღმ. ფასადზე, ცოკოლიდან პირველ წყებაშია ამოღარული: „ქრისტე შეიწყალე მიქაელ“.4 თუმცა, წარწერის ხელწერა სრულად განსხვავებულია დიცის კედელზე შესრულებული წარწერისაგან. ამიტომ აღნიშნული მიქაელის გაიგივებაც არასწორი იქნება. მიქაელი იხსენიება აგრეთვე აღმ. ფასადზე ცოკოლიდან მეორე წყებაში. ეს არის ასომთავრულით შესრულებული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე მიქაელ“.5 მიქაელი იხსენიება ატენის სიონის დასავლეთ ფასადზე, ცოკოლიდან მესამე წყებაში ამოღარულ ორსტრიქონიან ნუსხურნარევ წარწერაში.6 იმავე დასავლეთ ფასადზე ცოკოლიდან მესამე წყებაში ამოღარულია ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა, სადაც ასევე იხსენიება მიქაელი.7
მიქაელი იხსენიება აღმოსავლეთ ფასადზე, ცოკოლიდან პირველ წყებაში, ხელის გამოსახულების მარცხნივ და თვით ხელში ამოღარულ ასომთავრულ წარწერაში.8 კიდევ ერთი მიქაელია მოხსენიებული ატენის სიონის სამხრეთ ფასადზე ცოკოლიდან მეორე წყებაში. ეს არის კიდურწერტილოვანი ნუსხურნარევი მთავრული: „ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(ი)ქ(აე)ლი დ(ია)კ(ო)ნი.“9
1. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 181.
2. თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957, გვ. 49, 50, 53, 54, 57, 62.
3. იქვე, გვ. 216.
4. იქვე, გვ. 218.
5. იქვე, გვ. 209.
6. იქვე, გვ. 211.
7. იქვე, გვ. 212.
8. იქვე, გვ. 215.
9. იქვე, გვ. 219.
ანთროპონიმი „მიქაელი“ გვხვდება ასევე ატენის სიონის ფრესკულ წარწერებშიც. X საუკუნით დათარიღებულ სამსტრიქონიან ნუსხურ წარწერაში, რომელიც დასავლეთ აფსიდის სამხრეთ ბემაში, გადასული ფრესკის საღებავის ქვეშ შემორჩა, მიქაელის კრიპტოგრამაა: „1.ლკცჰსჭ ჭი 2. ---ფდ ცმსრჰცღკ 3. [მე მ] იქაელ დავწერე ესე.“1
ვინმე მიქაელი იხსენიება ასევე ატენის სიონის დასავლეთ აფსიდის ჩრდილო ბემაში შემორჩენილ 980 წლით დათარიღებულ რვასტრიქონიან მხედრულ წარწერაში: „1. შე[წე]ვნითა იე(ს)უ ქ(რისტესითა) 2. მი[ქა]ელ ეფრემის დ... 3.---ფი ეშმაისა /მ/იე/რ/...“2
მიქაელ დიაკონი იხსენიება ასევე 980 წლით დათარიღებულ მხედრულ წარწერაში, რომელიც შემორჩენილია დასავლეთ აფსიდის ჩრდილო კალთაზე ბემაში: „1. ეფრემის ძმ[ა]. . .2. მე, მიქაელ დი 3. აკონი წვე...“3
შიდა ქართლის აღნიშნული პერიოდის წარწერებიდან ეპისკოპოსი მიქაელი მოხსენიებულია ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესიაზე შესრულებულ ასომთავრულ წარწერაში, სადაც ვკითხულობთ: „1* + [ს] (ა)[ხ](ე)[ლ](ი)თ[ა] [ღ](მრთისათ)ა მე. [მ](ი)[ქ](აე)[ლ] ნ(ი)ქ(ო)[ზ](ე)ლ [ე]ბ/2Áს<ს>კ(ოპო)ზმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე წ(მიდა) ეკლ(ე)ს(ია), რ(ომე)ლ/3 არს სახლი ღ(მრთი)ს(ა) და ბჭე ცათა,/4 საყოფელი წ(მიდი)სა ღ(მრ)თისმშ(ო)ბელის(ა) და წ(მიდა)თა/5 მთ(ა)ვ(ა)რ(ა)ნგ(ე)ლ(ო)ზთ(ა), ს(ა)ლ(ო)ც(ველა)დ ს(უ)ლისა ჩ(ე)მისათ(ვი)ს.“4 აღნიშნული წარწერა 1890 წელს მოხსენიებული აქვს პ. უვაროვას.5 ნიქოზის მთავარანგელოზის ტაძრის წარწერას VII-VIII საუკუნეებით ათარიღებდა და განსხვავებულად კითხულობდა გ. საძაგლიშვილი (კათალიკოზი კირიონ II): „...კათალიკოზმა (კოზმა)? აღვაშენე წმიდა ეკკლესია, რომელს არს სახლი ღვთისა და ბჭე ცათა, საყოფელი წმიდისა ღვთისმშობელისადა წმიდათა მთავარ-ანგელოზთა სალოცავად სულისა ჩემისათვის.“6
მიქაელი ამავე ტაძრის სხვა წარწერაშიც გვხვდება: „ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე იოვ(ა)ნე/2 დ(ი)სწ(უ)ლიმ(ი)ქ(აე)ლ ებ(ის)კოპოზ(ისა)“7 მიქაელი ნიქოზის ღვთაების ტაძრის საამშენებლო წარწერაშიც იხსენიება: „1 [+ ამენ. მ(ი)ქ(აე)ლ] ეპი/2სკ(ო)პ(ო)ზმ(ა)ნ აღვ(ა)/3შ(ე)ნე წ(მიდა) ეკლ(ე)ს(ია).“8
ეს წარწერები სამეცნიერო ლიტერატურაში X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედით არის დათარიღებული.9
1. ქართული წარწერების კორპუსი, ფრესკული წარწერები, ტ. I, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გურამ აბრამიშვილმა და ზაზა ალექსიძემ, თბ., 1989, გვ. 171.
2. იქვე, გვ. 175.
3. იქვე, გვ. 177.
4. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 186.
5. П. Уварова, Материалы по археологии Кавказа, т. IV, М., 1894, стр. 181.
6. Г. Садзагелов-Ивериели, Описание Никозской Михаило-Архангельской церкви в Карталинии, Тб., 1898, стр. 7.
7. იქვე, გვ. 187; ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. I, თბ., 1986, გვ. 135.
8. იქვე, გვ. 188.
9. ი. მეგრელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 137. აღსანიშნავია, რომ ნიქოზის მთავარანგელოზის ტაძრის წარწერებს პალეოგრაფიულად გ. საძაგლიშვილი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II) VII-VIII საუკუნეებით ათარიღებდა. იხ. Г. Садзагелов-Ивериели, Описание Никозской Михаило-Архангельской церкви в Карталинии, Тб., 1898, стр. 7; წარწერებში მოხსენიებულ მიქაელთან დაკავშირებით ი. მეგრელიძე წერს: „დათარიღების საკითხს არ წყვეტს ჯერჯერობით არც მე-3 წარწერაში მოხსენიებული იოვანე, დისწული მიქელ ეპიზკოპოზისაი. ვინაიდან ჩვენი ისტორია რამდენიმე იოვანესა და მიქელ ებისკოპოზს იცნობს. ცნობილია, იოანე (შეიძლება იოვანეც), რომელსაც კ. კეკელიძე, მიქელ მოდრეკილის დისწულად თვლის (X ს.), მაგრამ ის ბერი იყო და არა ეპისკოპოზი, არ ჩანს, რომ მას ქართლთან ჰქონდეს კავშირი. ეპისკოპოზი მიქელ I (450-467) ვახტანგ გორგასალის დროსაა ცნობილი. მიქელ II 774-780 წლებშია ცნობილი, მაგრამ ჩვენს ძეგლს ესენი არ ესადაგებიან. მას უფრო მაინც მიქელ III (940-952 წ.წ. ცნობილი ეპისკოპოზი) შეეფერება, მაგრამ ეს არის?“. ი. მეგრელიძე, სიძველეები ლიახვის ხეობაში, ტ. I, თბ., 1984, გვ. 136. რომელ ცნობილ მიქელ III საუბრობს მეცნიერი ამის შესახებ წყარო მითითებული არ აქვს.
მიქელი (მიქაელი) იხსენიება ასევე X ს. დათარიღებულ პატარა ლიახვის ხეობაში სოფ. ქვ. ჭარების ღვთისმშობლის ეკლესიაში არსებულ საფლავის სტელის წარწერაში: „1.[ქრისტე მეოხ] ექმენ 2. ...ღვთისა ცოდვილსა 3. განუსუენე სულსა 4. გაბრიელისა ბაკუ5. რდუხტისა მიქელისა 6.გვარამავრისა ასულისა 7. სტეფანესი გძ? აგს? 8. ახრიძეს.“ (ჯ. გვასალია, პატარა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები, „ძეგლის მეგობარი“, 43-44, თბ., 1976-77, გვ. 26) აღსანიშნავია, რომ ქვ. ჭარების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას რ. მეფისაშვილი XIIIXIV სს. მიჯნით ათარიღებდა, ჯ. გვასალიას განმარტებით: „ეკლესია უნდა აშენებულიყო მასზე გაცილებით ადრე მდგარი ეკლესიის ადგილას. ამაზე მიგვითითებს ეკლესიის აფსიდის იატაკში აღმოჩენილი წარწერიანი ქვა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით X საუკუნით თარიღდება.“ ჯ. გვასალია, დასახ. ნაშრომი, გვ. 20. აღნიშნულ წარწერას ნ. შოშიაშვილი შემდეგნაირად კითხულობდა: „[ქრის]ე, ექმ(ე)ნ/2 [მ(ეო)ხ, წ(ინაშ)ე] ღ(მრთის) ა, ც(ო)დ(ვლთა):3/ გ(ა)[ნ](უ)ს(უე)ნე ს(უ)ლსა/4 გ(ა)ბრ(იე)(ი)სა, ბ(ა)კ(უ)5/რდ(უ)ხტ(ი)ს, [მ]იქ(აე)ლ(ი)ს,6/ გ(უა)რ(ა)მ(ავ)რ(ი)სა, ს(უ)ლ(ს)ა/7 სტ(ე)ფ(ა)ნ(ე)სი [დ]ა გ(იორგი)ს8/ა ხ(ა)რაი)ს(ეები)ს.“ ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტ. I, გვ. 156. ასეთივე წაკითხვით აქვს გამოქვეყნებული ტექსტი გ. ოთხმეზურს. გ. ოთხმეზური, შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა, კრებ: `ოსთა საკითხი“, გვ. 138. X საუკუნეში ჭარები, ისევე როგორც პატარა ლიახვის ხეობის სხვა არაერთი სოფელი ტბელთა საფეოდალოში შედიოდა. ჭარების ტაძარი ხარაისძეების (თუ წარწერას ასე წავიკითხავთ) მიერ ან ტბელთა გამოჩენამდეა აგებული ან ტბელთა ფეოდალური გვარის დეგრადაციის შემდეგ, სხვანაირად მათ ტბელთა აღზევების დროს ასეთი უფლება არ ექნებოდათ. როგორც ჩანს, პატარა ლიახვის ხეობაში სხვა წვრილი ფეოდალური საგვარეულოებიც არსებობდა. შდრ: გ. სოსიაშვილი, ვირშას მონასტერი და ვირშელთა საგვარეულო, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შრომათა კრებული, #8, თბ., 2015, გვ. 66-79.
მიქელის (მიქაელის) ვინაობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვარაუდის სახით დავუშვათ:
1. ტბელთა საფეოდალო ნიქოზის სამწყსოში შედიოდა, გავიხსენოთ ერედვის წარწერა, სადაც მოხსენიებულია ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე, რომლის „განზრახვითაც“ აიგო ერედვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. როგორც მივუთითებდით, X საუკუნის II ნახევრით დათარიღებული ნიქოზის წარწერების თანახმად ნიქოზელი ეპისკოპოსი მიქაელია, რომელმაც ნიქოზის ტაძარი ააგო, ან განაახლა (ნიქოზის წარწერებში ის იხსენიება, როგორ ტაძრის ამგები). როგორც ჩანს, ის დიდი გავლენის მქონე საეკლესიო იარარქია, ასეთი, შესაძლებელია, იმ დროს მხოლოდ ტბელთა ფეოდალური სახლის წევრი, ან მათთან ძალზე დააახლოებული პირი ყოფილიყო. X საუკუნის განმავლობაში, (II ნახევარშიც), ტბელები ძალზე გავლენიანი ფეოდალები იყვნენ, ისინი ქართლში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდნენ და ნიქოზის საეპისკოპოსო კათედრას, ისინი სწორედ თავიანთ საგვარეულოს წარმომადგენელს, ან მათთვის სასურველ პირს ჩააბარებდნენ.
სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ (სტეფანეს გარდაცვალების თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტეფანე X საუკუნის შუა წლებამდე იქნებოდა ნიქოზის ეპისკოპოსი, არ არის გამორიცხული, რომ ერედვის წარწერის შექმნის დროს სტეფანე ახალი გაეპისკოპოსებული იყო.) ნიქოზელი ეპისკოპოსი მიქაელი გახდა. სავარაუდოდ, იგი ივანე ტბელის შვილიშვილი იყო, რადგან X საუკუნის II ნახევარში ივანეს შემდეგი თაობა მოღვაწეობდა. საყურადღებოა, ნიქოზის ტაძრის ერთ-ერთი წარწერის თანახმად, მიქაელ ეპისკოპოსის დისწულს იოანე ერქვა, შესაძლებელია ის დიდი პაპის – ივანე ტბელის მოსახელე იყო.
არ არის გამორიცხული, რომ ეს მიქაელი, რომელიც ნიქოზის წარწერებში ეპისკოპოსის რანგშია მოხსენიებული ტბეთის წარწერაში ვახტანგთან ერთად მოხსენიებული მიქაელია (ტბელთა სახლის წევრი, შესაძლებელია ვახტანგ ტბელის ძე). არ არის გამორიცხული ტბელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელმა, მომავალმა ეპისკოპოსმა – მიქაელმა დიცის ეკლესიის სამხრეთ კედელზე თავისი მოსახსენებელი წარწერა შექმნა.
2. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამხრეთ კედელზე არსებული მიქელის (მიქაელის) მოსახსენებელი ერთ-ერთი მომლოცველის (ატენის წარწერებიდან ცნობილი ერთ-ერთი მიქაელის) მიერ იყოს შესრულებული. ასეთი შემთხვევები გვაქვს ატენის სიონის კედლებზე. უნდა აღინიშნოს, რომ დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ კედლის კუთხეში, მოწითალო ფერის ქვაზე ვხვდებით პილიგრიმების მიერ ამოკაწრულ ჯვრებს, #10. როგორც ჩანს, დიცის ტაძარს მომლოცველები ხშირად სტუმრობდნენ და, შესაძლოა, მოსახსენებელიც ერთ-ერთი მათგანის მიერ იყოს შესრულებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий