воскресенье, 11 мая 2025 г.

ვარდან არეველცი (XIII ს.) „მსოფლიო ისტორია“

ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ.
შესავალი, კომენტარები  და  საძიებლები დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ.
ვარდან არეველცი (აღმოსავლელი) XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, გეოგრაფი, ფილოსოფოსი და მთარგმნელი იყო. იგი დაიბადა 1200 წლის ახლოს და გარდაიცვალა 1271 წელს. ზოგიერთი  ისტორიკოსი აიგივებდა ვარდან არეველცის და  ვარდან ბარძრბერდეცის, რის გამოც ვარდან არეველცის დაბადების ადგილად მიიჩნევენ ბარძრ-ბერდის ციხე-სიმაგრეს  კილიკიაში. მკვლევართა  ნაწილი  ვარდანის  დაბადების ადგილად ასახელებს ქ. განძას  და  მის  შემოგარენს. ვარდანმა  განათლება  მიიღო  იმ   დროისათვის  კარგად ცნობილ ვარდაპეტ ვანაკანთან, ტავუშის მხარის ზორანაშატის მონასტერში. აქ ვარდანის  თანამოწაფენი  იყვნენ  კირაკოს  განძაკეცი  და  გრიგოლ აკნეცი.  მაგრამ  1225  წ. ჯალალ  ად-დინის  ურდოების  გამოჩენასთან ერთად ხორანაშატის მონასტერში შეწყდა მუშაობა, ვარდაპეტი  ვანაკანი გადასახლდა  ტავუშის  სამხრეთით, სადაც განაგრძობდა საეკლესიო ღა  პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1236 წ. გაზაფხულზე  მონლოლთა ურდოებმა მოლარ  ნოინის მეთაურობით  დაატყვევეს  ვანაკანი  და  მისი მოწაფეები,  მათ შორის კირაკოს  განძაკეცი.  ვარდანი  ამ დროს  უკვე წასული  იყო  ხორანაშატის  მონასტრიდან  ვანაკანის  მოწაფეთა  ერთ ჯგუფთან  ერთად  კაიენაბერდში  სკოლის  დასაარსებლად.  ვარდანმა კაიენაბერდში დააარსა უმაღლესი ტიპის სკოლა, სადაც გაშალა ფართო პედაგოგიური  მუშაობა.
1248-1251 წწ-ში ვარდანი ცხოვრობდა  და მოღვაწეობდა კილიკიაში. ვარდანის  მოღვაწეობა  კილიკიაში ორი მთავარი მიმართულებით მიმდინარეობდა - კულტურულ-ლიტერატურული და საზოგადოებრივ-საეკლესიო. ვარდანი  კილიკიაში  გახდა  მეფე  ჰეთუმ I-ის  (1226-1270) და კათალიკოს კონსტანტინე I ბარძრბერდეცის (1221-1267) მეტად დაახლოებული პიროვნება, მასწავლებელი და მრჩეველი. იგი ხელმძღვანელ მონაწილეობას იღებდა საეკლესიო-ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტაში,  საეკლესიო  კრებების ორგანიზაციაში. კირაკოს განძაკეცი ჩამოთვლის აღმოსავლეთ მხარეების სასულიერო  წარმომადგენლებს და სომხური ეკლესიის მოღვაწეებს, რომელთა ავტორიტეტული აზრი აინტერესებდა კათალიკოს კონსტანტინე  I-ს  სისის საეკლესიო  კრებაზე დასმულ  საკითხებთან  დაკავშირებით.  მათ  შორისაა  ვარდანი  ეს უთუოდ  მეტყველებს  იმ  დიდი  როლის  შესახებ,  რომელსაც  ვარდანი თამაშობდა  თავისი  ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ვარდანი ფართო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.  ის ასწავლიდა უმაღლეს სკოლებში  კაიენაბერდში,  ჰაღბატსა  და  ხორ  ვირაპში. ხორ ვირაპში  გაატარა  ვარდანმა  თავისი  ცხოვრების  უკანასკნელი  წლები. აქ  მან  დააარსა  შუა  საუკუნეების  უმაღლესი  სკოლა,  სადაც  სასწავლებლად ჩამოდიოდნენ  არა მარტო მახლობელი ადგილებიდან, არამედ შორეული კილიკიის სომხეთიდანაც. ბევრი  მისი აღხრდილი სომხური კულტურის  გამოჩენილი  მოღვაწე  გახდა. 1267  წ.   აქ   დაასრულა ვარდანმა „მსოფლიო ისტორია“.
ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორია“ შუა საუკუნეების სომხური საისტორიო მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. თხზულება იწყება  ქვეყნის  დასაბამიდან  და  მთავრდება  1267  წლით,  კათალიკოს კონსტანტინე I ბარძრბერდეცის გარდაცვალებით. ის სტეფანოს ტარონეცის (ასოღიკის)  თხზულების  (XI  ს)  შემდეგ  მსოფლიო  ისტორიის ტიპის  მეორე  ნაწარმოებია  სომხურ  ისტორიოგრაფიაში.  ვარდანი  ამ თხზულებაში თავს უყრის მთელ  თავის ისტორიულ  ცოდნას. „მსოფლიო ისტორია“ ძვირფასი წყაროა  არა მარტო სომხეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნების  (რომის, პართიის, ეგვიპტის, ბიზანტიის, პალესტინის, ინდოეთის, სპარსეთის, არაბეთის, საქართველოს,  ალბანეთის) ისტორიის, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების, სულიერი კულტურის, რელიგიის შესასწავლად.
სომხური ისტორიული თხზულებების სტრუქტურისათვის დამახასიათებელია  დაყოფა  ნაწილებად,  თავებად,  ქვეთავებად.  თხზულებებს წინ  უძღვის  ზოგადი  ხასიათის  შესავალი.  „მსოფლიო  ისტორიას“ ვარდანი  იწყებს  შესავლით,  სადაც  მოცემულია  სამყაროს  შექმნის ბიბლიური  სქემა.  ვარდანი  თავის  ნაშრომში  არ  გამოყოფს  თავებს, მაგრამ მიუხედავად  ამისა,  ის „მსოფლიო ისტორიის“ წერისას წინასწარ დასახულ  გეგმას  ემყარება.  ავტორი  იწყებს  თხრობას  მსოფლიოს ხალხთა წარმომავლობით, მოცემული  აქვს  მათი წარმოშობის ბიბლიური სქემა.   ეს   გზა  არ   არის  ორიგინალური,  ის   დამახასიათებელი  და შეიძლება ითქვას სავალდებულოც  კი  არის ქრისტიანული მწერლობისათვის.
ვარდანი თხზულებას იმგვარად  აგებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიას ცალ-ცალკე  არ გამოყოფს, არამედ ყველა ხალხის თავგადასავალი საერთო თხრობაშია ჩართული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ვარდანი სომხეთის ისტორიასაც მოხერხებულად უფარღებს საერთო თხრობას. ცალკეულ  მომენტებს კი  არ რთავს, არამედ მსოფლიოს  სხვა სახელმწიფოთა გვერდით, დროისდა  მიხედვით, გადმოსცემს თავისი  ქვეყნის ისტორიას.
ვარდანი დიდ ყურადღებას  აქცევს მოვლენათა დროში განსაზღვრას. დათარიღებას  ის  გარკვეული  დროიდან  იწყებს.  ყოველი  ფაქტი  თუ მოვლენა  მას მეტ-ნაკლებად ზუსტ ქრონოლოგიურ საზღერებში  აქვს მოქცეული.  ერთი  და  იმავე  თარილის  ქვეშ  ვარდანი  გადმოსცემს  არა ერთ,  არამედ  რამდენიმე  ქვეყანაში  მომხდარ  ფაქტსა  თუ  მოვლენას. ავტორი  ხშირად  იძლევა  თარიღებს,  რომელთა  სიზუსტე  მტკიცდება ქართული, სომხური  თუ უცხოენოვანი წყაროებით.
ვარდანი  იყენებს დათარიღების  სამ  წესს:  1. შედარებითი ქრონოლოგია - გამოჩენილ ადამიანთა მოღვაწეობის მიხედვით;  2. ქრისტეს დაბადებიდან. 3. სომხური წელთაღრიცხვა. შედარებით ქრონოლოგიას  და ქრისტეს დაბადებიდან დათარიღებას ავტორი უმეტესად თხზულების დასაწყისში იყენებს. ქრისტეს დაბადებიდან დათარიღების შემთხვევები შედარებით ნაკლებია. თხზულებაში ყველაზე ხშირად გვხვდება დათარიღება სომხური წელთაღრიცხვით დათარიღების  ეს  წესი გაბატონებულია იმდროინდელ სომხურ ისტორიოგრაფიაში.
ვარდანს იმ წყაროთაგან, რომლებითაც უსარგებლია, კონკრეტულად დასახელებული  ჰყავს:  ასოღიკი  (XI  ს),   მხითარ  ანეცი  (XII  ს),   ვარდაპეტი ვანაკანი  (XII)  ს),  ვაჰრამი  (XIII  ს),  კირაკოს  განძაკეცი  (XIII  ს), „ქართლის ცხოვრება“ (სომხური წყაროიებში ჩაკერებული ვერსიებით), მართალია,  სხვა წყაროების  გამოყენებაზე  „მსოფლიო  ისტორიაში“  არაფერია  ნათქვამი,  მაგრამ  სამაგიეროდ  ხშირად გვხვდება  გამოთქმები: „ჩვენ  წაგვიკითხავს  და  მოგვისმენია“,  „ამის ნახვა შეიძლება დაწვრილებით ისტორიებში“,  „ამას  ვნახავთ ისტორიკოსების დაწვრილებით მონათხრობში“,  „ამის  შესახებ დაწვრილებით წერენ  ისტორიკოსები“  და  სხვა.  ყველაფერი  ეს  მოწმობს,  რომ  ამ შემთხვევაში  ივარაუდება  სწორედ  ის  ზეპირი  და  დაუსახელებელი წერილობითი  წყაროები,  რომელთა  ცნობებით  უხვად  უსარგებლია ვარდანს. კვლევით დგინდება, რომ ვარდანს უსარგებლია აგრეთვე: სირიელ ავტორ მიქაელ ასურის „ჟამთააღმწერლობიდან“, მოვსეს  ხორენაცის  (V), ფავსტოს  ბუზანდის  (V ს),   ლაზარ  ფარპეცის  (V ს),   სებეოსის (VII  ს),  ღევონდის  (VIII  ს),  იოანე  დრასხანაკერტცის  (IX-X  სს), უხტანესის  (X  ს),  ასოღიკის  (XI  ს),  კირაკოს  განძაკეცის  (XIII  ს) თხზულებებით.
ვარდანი წყაროებს ზუსტად კი არ მისდევს, არამედ სხვადასხვა წყაროთი, თუ პირადი შეგროვებული ცნობებითა და გადმოცემებით ავსებს ტექსტის მსვლელობას. ზოგჯერ წყაროს საერთოდ ამოკლებს, ან გვეუბნება, რომ ამ წიგნში დეტალურად წერია და აღარ გავიმეორებო. ავტორი ცდილობს ცნობებს კრიტიკულად მიუდგეს და დანაკლისი შეავსოს. ამასთან იჩენს შეძლებისდაგვარად ობიექტურობას, და დამპყრობელ მმართველებს (მათ შორის მუსლიმებს), თუ ისინი ამას იმსახურებენ, დიდი პატივითა და ქებით იხსენიებს. წყარო სავსეა ქრონოლოგიითა და მეფეთა მმართველობის წლების განსაზღვრით, რაც მიუხედავად ზოგიერთი მცირე უზუსტობებისა წყაროს ფადაუდებლად ხდის. ნაშრომს კიდევ ერთ ღირებულებას ანიჭებს ის ფაქტი, რომ მხითარ  ანეცის ნაშრომის „სელჩუკების, ივერიელებისა  და სომხების ისტორია“ უდიდესი ნაწილი,  კერძოდ II  და III  კარი  დაკარგულია  და  მისი  შინაარსის აღდგენა მხოლოდ  ვარდანის თხზულებითაა შესაძლებელი.
ტექსტი
უპირველეს  ყოვლისა  ჩვენ,  [ღვთისაგან]  შექმნილნი,  ჩავწვდეთ უსასრულობას  არა იმისათვის, რომ შევიცნოთ იგი მთლიანად, რაც მხოლოდ მას ერთადერთს ხელეწიფება, არამედ [შევიგრძნოთ] მისი მიუწვდომელი დიდების ნაპერწკალი. ამით დავიკმაყოფილოთ ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებანი არა  მხოლოდ  საკუთარი  ძალებით, არამედ  სხვისი მეშვეობით.  ეს არის ღვთის მეგობარი დიდი  მოვსესი,  ყველაზე  მშვიდი  ადამიანთა  შორის, რომელსაც  არ  ეთაკილება გამოგვიწოდოს  ხელი  და  ღვთისაგან  [ბოძებული]  კვერთხი.  ამით ჩვენ აღვივსებით სიბრძნით. როცა  [მოვსესმა]  ჰკითხა უფალს  სახელი,  გაიგო რომ  ის  წმინდაა. ამით  ჩასწვდა  მისი  სიბრძნის სიღრმეს, გაამაყებულმა უწოდა მას  ღმერთი და უფალი, ყოვლისშემქმნელი და  შემოქმედი.  [მან]  გაიგო  ღვთისაგან  დაწვრილებით  ყველაფრის შესახებ,  დარწმუნდა  რომ  ის  ღმერთია,  ის  „ასტ  აწოღია“,  მისი სახელია უფალი,  მის მიერ შექმნილი [სამყაროს] ბატონი  და მსაჯული. ჭეშმარიტი მუდამ არსებობს,  ის  არ  არის  ქმნილება, რადგანაც ჭეშმარიტი  ნიშნავს  ყოფას, ხოლო  ღმერთი  შემოქმედებას.  ამიტომ [მოვსესმა]  თავის  პირველ  წიგნს  უწოდა  „შექმნა  და  დაბადება“. მასში ასახულია ქმნილებისა და შემოქმედის, დაბადებულისა და შემქმნელის ურთიერთობა. [მოვსესმა] იცოდა, რომ ჭეშმარიტი  ერთადერთია,  როცა  ქმნილებანი  ბევრია,  რომ  არ  არსებობს  სიმრავლე ერთის  გარეშე, ერთი კი არსებობს სიმრავლის  გარეშე.  მან  აღიარა წმ.  სამება და ჩასწვდა  მის არსს ადამიანის შექმნის, ენების განყოფის შესახებ საუბრისას. სხვა  ქმნილებანი  ან  ერთზე  მაღლაა, ან  სამზე მეტია, რადგან არასრულყოფილნი არიან  მაშინ, როდესაც  წმ.  სამებას  აქვს  დასაწყისი, გული და დასასრული. იგი ღმერთია პირველი, შუა  და  უკანასკნელი.  სხვა  ამგვარი  არის მხოლოდ  მისი  მსგავსი და  არა  ნამდვილი. [მოვსესმა]  ჭეშმარიტი  საწყისად  აღიარა,  რადგანაც ყველაფერი რაც იქმნება და არსებობს თავდაპირველად  ჭეშმარიტი  იყო  და  ჭეშმარიტისაგან  გახდა  ყოფითი.  იგი  მიხვდა,  რომ ჭეშმარიტი  მარტივია,  ამიტომ  ყველა  ქმნილება  სცნო  [როგორც] რაღაც  მკვრივი, [როგორც] სხეული. თუ ქმნილება კეთილია,  [მაშინ] უცვლელი,  უსასრულო,  უთვისებო  და  განუზომელია  რაგვარობის გარეშე.  კეთილ  ქმნილებას მხოლოდ თავისთვის არ სურს  სიკეთე. [ღმერთმა]  შექმნა კეთილი  ქმნილებანი,  რათა  ისინი  დატკბნენ შემოქმედის  ამოუწურავი  მადლით.  [მოვსესი]  ასე  იწყებს: თავდაპირველად ღმერთმა  შექმნა  ცა  და  მიწა.  ის  არ მოგვითხრობს ნივთიერის  შესახებ,  რადგან  [შემოქმედს]  ის  არ  სჭირდება.  [ღმერთმა]  შექმნა ოთხი სტიქია: ცხელი და  მსუბუქი  ცეცხლი  და  ჰაერი, ცივი  და მძიმე წყალი  და  მიწა, რომელთათვისაც დამახასიათებელია სიმშრალე  და ნესტიანობა. [მოვსესმა] თქვა: თავდაპირველად  ვაჩვენოთ  ქმნილების  უსასრულობა,  რადგან  მას  წარმოედგინა  ქმნილება  სამი  პირობით: უსასრულობით,  უკმარობითა  და  უადგილობით.  რადგან  დასაწყისს  არა  აქვს  დრო,  არც  წელი,  არც  დღე, არც  საათი,  არც  დროის  ნაწილი,  არავის  ძალუძს  ჩასწვდეს  მთელ სამყაროს  და  არავინაა  იმაზე  მაღლა, როგორც  თვითონ  ღმერთია. ცვლილებით,  მოძრაობით,  ზომით,  ხარისხით  და  ყოფით  ის განსხვავდება  შემოქმედის  ბუნებისაგან. 
ღვთის  სიბრძნე [არის] ხელოვნება და  ძალა, მადლი კი უსხეულოა, რომელიც გაანივთა  მისმა მდიდარმა ნებამ. [მან] არაფრისაგან შექმნა ცის და მიწის ფორმა და მოუმზადებელ ნიადაგზე დაამკვიდრა ისინი.  არსებობს  სამი  კამარა,  ერთი  მეორეზე  მაღალი:  ცეცხლის, მის ქვემოთ  წყლის  და  ჰაერის, რომელიც  არის  სიმყარე.  ქარისაგან ამოძრავებული  ეს  სამი  კამარა ბრუნავს დედამიწის  გარშემო.  მიწის ზემოთ  უამრავი  წყალია,  რომელიც ზემოთ მიაქვს ქარს. წყალს თავისი  ბუნებრივი  სიმძიმე  ხელს  უშლის  ავიდეს  მაღლა.  უფსკრულთა ზემოთ მქროლავი  კი  იჭერს  მას  ვარდნისაგან. ღვთიური  სიტყვა  შექმნისთანავე  მთლიანად  სიმსუბუქითაა  დატვირთული.  ცა გაბრწყინდა  ცეცხლოვანი  ანგელოზებით,  როგორც  მათი ცეცხლოვანი  სამყოფელია.  ის  დაყოფილია ათ  დასად, რომლებიც განსხვავდებიან  ადგილით, დიდებით  და  ძალით, გარდა უცვლელი და უკვდავი ოთხი სტიქიისა. ზედა ცა  კი საფარია მათსა და ღმერთს შორის.
ბრძენნი  ამბობენ,  რომ  ცის  პირველი ბრუნვისას  შეიქმნა  ბუნება,  რომელიც  არის  ღვთის  ხელოვნება  –   მქმნელი  ძლიერებისა ღმერთის  შემდეგ,  გავლენის  მომხდენი  ოთხ  სტიქიახე.  მეორე ბრუნვისას  [ღმერთმა]  შექმნა  ხმელეთი  და  ასწია  წყლის  ნახევარი ორი მიზნისათვის: მიწის ზედმეტი სიმძიმის დასაკავებლად  და ცეცხლოვანი  ცის  სიმხურვალისაგან  სხეულის  დასაცავად.  ღვთის  კარნახით  მესამე  ბრუნვისას  ამოიწვერა  მცენარეულობა  და  ბალახი, რომელთა  საწყისი  მიწის  ფორებშია,  ხოლო  დასასრული  მის  თესლში.  [აქედან] აღმოცენდება ხეები. მათი საწყისია ხავსი – ახლოა მცენარეებთან და მთავრდება პალმით – ახლოა  ცხოველებთან. მათ  შორის  არის  მამრი  და  მდედრი.  მეოთხე  ბრუნვისას  უფლის ბრძანებით  იქმნა  სინათლე, რომელიც  მზისაგან გამოყოფილი  ნაწილია.  ის  დაიყო  სამად  და  გადაეცა  მზეს,  მთვარეს  და  მრავალ ვარსკვლავს.  ისინი  ზოდიაქოს  ნიშნების  მიხედვით  უკავშირდებიან მზეს,  მთვარეს  და  შვიდ  ვარსკვლავს.  ზოდიაქოს  სამი  ნიშნის  გავლის შემდეგ  მზე ქმნის გახაფხულს, გაივლის რა შემდეგ  (სამ  ნიშანს|, ქმნის ზაფხულს,  მიაღწევს  რა სასწორის  [ნიშანს],  ეშვება  სამი  ნიშნით დაბლა  და  ქმნის  შემოდგომას.  ჩამოდის  რა  ისევ  ქვემოთ  სამხრეთისაკენ,  ქმნის  ზამთარს.  ქვეყნების  სიმაღლეზე  [განლაგების] მიხედვით დღე  იმატებს ოცით  და  იკლებს ოთხი  საათით.  ბრძენთა თქმით,  ჩვენი  სამყარო  იყოფა  14  კლიმატურ  ნაწილად,  მათგან  7 დაუსახლებელია ადამიანებით. დედამიწის დაბალ [მხარეებში] სიცივე და  სიბნელეა,  რადგან  6  თვე  დღეა  ვერძიდან  სასწორამდე,  სასწორიდან  თევზებამდე  კი  6  თვე  ღამე.  ღრმა  ინდოეთში  [დღე  და ღამე]  მუდმივად  თანაბარია,  რადგან  იქ  საათი  არც  იმატებს,  არც იკლებს,  სულ  თორმეტია.  მეხუთე  ბრუნვისას  და  მეექვსეზე  გადასვლისას  [ღვთის]  ბრძანებით  შეიქმნა ადამიანის  განვითარების დონემდე  მისული  წყლისა  და  მიწის  ცხოველების  ათასი  სახეობა, რომელთა  შორის  უმთავრესია  ლევიათანი  წყალში  და  მარტორქა ხმელეთზე.  ეს  არის  არისტოტელეს  მიხედვით  სიცოცხლის  მიმნიჭებელი  საყოველთაო  სული. ბუნებას  მოჰყავს  მოძრაობაში  დედამიწა.  ის  [ატყობინებს] დროის ცვალებადობას სტიქიებს, მცენარეებს, ცხოველებს  და  მინერალურ  ნივთიერებებს: ოქროს, ვერცხლს, ძვირფას  ქვებს, რომლებსაც, როგორც  განსწავლულნი  ამბობენ,  ბუნება  ქმნის  გოგირდისა  და ვერცხლისწყლისაგან. [ღმერთმა] თავი  დაადგა  [სამყაროს] წევრებს, როგორც  გაბედულმა  შემოქმედმა, ფეხებიდან დაწყებული შექმნა ახალი  ბუნება – ცა,  მიწა  და რაც  მათ შორისაა.  ექვსი ხელი იღწვის ერთი  სახის შექმნისათვის, რათა  ეს ერთი  სამის ტოლფასი იყოს.  სწორედ  ამ ერთით  განისახღვრება  შემოქმედის  ბუნება,  მისი არსი  და ღვთიურობა. [ღმერთმა] იცოდა  [ადამიანის] შეცოდებათა გარდუვალობა,  მაგრამ  [ღვთის]  ამ  წინასწარმეტყველებამ  ვერ  შეაჩერა  მისი  გულუხვი  მადლის  მოქმედება.  ამ  ძალით  მოვიდა  ის  იმ ავადმყოფის  სანახავად, რომელიც  თვითონ  შექმნა.  [ღმერთი]  მიაბარებს  ადამიანს  მიწას,  გადასცემს  მას  ჯალათს და  სიკვდილით წერტილს  უსვამს  მის  ცოდვებს,  დევნის  მისგან  ბოროტებას,  მიუთითებს  გველისაგან  მიყენებულ  ზიანზე,  ეშმაკის მზაკვრობახე,  რათა  არ  უსმინოს  მას  და  დაიმკვიდროს  სასუფეველი.  ღვთის  მოწყალების  გამო  არ  აღსრულდა  ის  განაჩენი,  რომელიც  [ადამიანს] თვითონვე  გამოუტანა. რადგან  სული  უკვდავია  მიწა  იქცა  მიწად, მოკვდავი  კი  დარჩა.  შემოქმედი ძლიერი  და  მოწყალეა.  მის  ხელშია სამყარო,  მასში  კი  მარადიული  აღდგომის  ჟამი. 
წმიდათა  წმიდაო!  სიკეთე  და  წყალობა,  დიდება  და მადლობა შენ! სერაფიმთა  საშუალებით  ღმერთმა  ცეცხლის  ალში  გაახვია სამოთხე – სავსე  ულევი  ნაყოფითა  და  უჭკნობი  ფოთლებით, მდებარე  სამყაროს  აღმოსავლეთით,  მაღალი  მთის  მწვერვალზე, რომელიც მთვარის ბირთვის ტოლია.  [სამოთხეზე]  არა  აქვს  გავლენა   მზისგან  წარმოქმნილ  დღესა  და  ღამეს,  რადგანაც  ის  ნათდება ეთერით  ან  ღვთის  დიდებული  სხივებით,  როგორც  მისი  დიადი საქმე და საოცარი ადგილი. მისი ერთხელ ხილვის ღირსიც არ გახდა მოკვდავი.  [ღმერთმა]  ყოველი  მხრიდან  მოუკიდა  [სამოთხეს]  ცეცხლი, გვერდებიდანაც  და  ზევიდანაც, როგორც  ელვისებური  ცეცხლი, რომელიც  დავარდნის  ჟამს  მალავს  [ადამიანთა]  თვალთაგან თავის  თავსა  და  ადგილს,  რათა  ვერავინ  გაბედოს  მისი  მოძებნა ღვთის  სურვილის  გარეშე. 
ადამმა  და  ევამ  30  წელი  [გაატარეს]  უბიწოდ  და  იგლოვეს თავისი უგუნურება,  შემდეგ  კი  შეიცნეს ერთმანეთი, დამდაბლდნენ ცხოველურ  დონემდე  და  შვეს  კაენი  –  ავადმყოფი  მშობლების მტკივნეული  ნაყოფი, როგორც  იტყვიან  მკურნალები,  როცა  ერთ ... იწოდნენ2.  30  წლის  შემდეგ  შვეს  აბელი  და  მისი  და  აბელუჰი. კიდევ  30  წლის  შემდეგ  კაენმა  მოკლა  აბელი,  იმის  გამო,  რომ მშობლებმა  ასწავლეს  მათ ღვთის  პატივისცემა პირველი  შესაწირავებით,  ერთმანეთის  სიყვარულით  საკუთარი  და  ძმის  [სახელით] შეწირვა. აბელმა შესწირა პირველშობილი  და მსუქანი კრავი თავისი და  თავისი  ძმის  [წილ].  ამიტომ  ღმერთმა  მოხედა  უწინ  აბელს  და მის  შესაწირავს,  კაენს  კი  არ  მოხედა, რადგან  მან  მოიტანა  უარესი [შესაწირავი]  და  ისიც მხოლოდ  თავისი  წილი  და  არა  ძმისა. [მისი შეწირულება] არ  იქნა  მიღებული  ცეცხლზე  ზემოთ, როგორც  აბელისა.  ამის გამო  კაენმა იფიქრა აბელზე, რომ  მას ღმერთი  წაიყვანდა სამოთხეში მიღებული შეწირულობის გამო და შურით აღძრულმა მოკლა  ის.  ეს  რომ გაიგეს  ადამმა  და  ევამ დასტიროდნენ  მას  140 წელი.  როდესაც  ღმერთმა  მოწყალედ  მოუხმო  კაენს  მოსანანიებლად,  მან  იცრუა  და  დაამატა ცოდვა  ცოდვაზე, მიიღო თეთრი ნიშანი  შუბლზე, როგორც  ამბობენ,  და  კანკალი  მთელ  სხეულში. მან  შვა  ვაჟები  და შვილიშვილები, გაუგრძელდა  ტანჯვა  და  მოკვდა შერცხვენილი.  მისი  ვაჟები:  ენოსი,  ღაიდადი,  მალელეილი,  მათუსალა და ლამექი მამის მსგავსად ბოროტები იყვნენ. ლამექმა აღიარა ცოლებთან, რომ მოუკლა  ქმრები  და  ყრმები, რომლებიც, როგორც ამბობენ,  იყვნენ  წრფელი  ენოსის  ძმები.  მან  ისინი  დახოცა  და წაიყვანა  მათი ცოლები  და  არა  კაენი  და  მისი  ვაჟები, რომლებიც მამის  მსგავსნი  იყვნენ.  მისი  მოკვლა  ღმერთს  არავისთვის  დაუვალებია. ლამექის  ვაჟებმა – თობელმა, იუბალმა  და  მათმა  დამ  ნოემმა გამოიგონეს  ქნარი,  სიმღერა  და  სინგური.  მათგან  მოდის  სპილენძისა  და  რკინის  ჭედვის  ხელოვნება.
სამოთხიდან გამოსვლიდან  230 წლის შემდეგ  იშვა  ადამის  ნუგეშის  შვილი  სეთი,  რომელმაც  205  წლის  შემდეგ  შვა ენოსი. იგი ჩანდა წრფელი, სასოებით  მიენდო ღმერთს  და  მოიხმო  უფალი ღმერთის სახელი საშველად. მან  შექმნა ასოები  და დაწერა სპილენძის  და თიხის  ფილებზე,  იწინასწარმეტყველა  ქვეყნის აღსასრული ორჯერ  წყლითა  და  ცეცხლით.  მან  დაწერა  ეს  და  აგრეთვე  ყველა ნივთის სახელი, რომელიც დააწესა ადამმა, რათა შენარჩუნებულიყო [ამ] ფილებზე. წყალში, ამბობდა ის,  სპილენძი  გადარჩება,  ხოლო ცეცხლში  გამოიწვება  თიხა.  ამის  გამო  ის ღმერთად  იწოდა, ხოლო მისი  ვაჟები  ღვთის  შვილებად.  სხვები  ამბობენ,  რომ  მისი  ვაჟებიდან  ორასმა  კაცმა  გაიხსენა  სამოთხეში  ცხოვრება  და  ავიდნენ მთებში  უბიწოების შესანარჩუნებლად,  რის  გამოც  ეწოდათ  ღვთის შვილები.  შემდეგ, როცა მოსწყინდათ,  ჩამოვიდნენ აჰერმონის  მთიდან  და  განდევნეს  ისინი  ძმებმა.
კაენის  ვაჟებმა  და  ქალებმა  ქნარითა  და სინგურით შეაცდინეს ისინი  და  თავისკენ  გადმოიბირეს,  რომ  შეერთოთ  მათგან ცოლები რომლებსაც  ამოარჩევდნენ.  ისინი  ასეც  მოიქცნენ,  რითაც დაარღვიეს საღვთო  აღთქმა  –  არ დამოყვრებოდნენ  მათ.  ამბობენ, რომ სამოთხიდან გამოსვლიდან  1000 წლის  შემდეგ  კაენის  ვაჟებმა დასვეს თავიანთ მეფედ  სამიროსი,  ისევე როგორც  სეთის შვილებმა ალოროსი, რომელმაც  დაადგინა  ციური  ნიშნების  და  პლანეტების რიცხვი.  მისგან მიიღო სახელწოდება ქალდეველობამ,  რაც  ნიშნავს ვარსკვლავთმრიცხველობას.  მისგან  ითვლიან  10  მეფეს, რომელთა [მეფობა] გრძელდებოდა  1180  წელი:  ენოსმა  190  წლის  ასაკში  შვა კაინანი;  კაინანმა  170  წლის  ასაკში  შვა  მალელეილი;  მალელეილმა 165 წლის  ასაკში  შვა ეარედი; იარედმა  162 წლის  ასაკში  შვა  ენოქი; ენოქმა  165  წლის  ასაკში  შვა  მათუსალა; მათუსალამ 165  წლის ასაკში  შვა  ლამექი;  ლამექმა  188  წლის  ასაკში  შვა  ნოე.  ის  გარდაიცვალა  753  წლის,  მამაზე  29  წლით  ადრე. ნოე  დაიბადა  ადამის [სამოთხიდან]  გამოსვლიდან  1666-ე  წელს.  [ნოეს]  დროს  გამრავლდა ბოროტება  და გახშირდა უკანონობა, რადგან  ეშმაკმა  აირჩია თავის  იარაღად  ჯერ  სიხარბე,  შემდეგ  მრუშობა  და  შემდეგ მკვლელობა. ეშმაკმა ეს გააკეთა იმისათვის, რომ ძლიერი აღრევით ქალები გამხდარიყვნენ უშვილონი,  სულიერთ  დაეხოცათ  ერთმანეთი  და გადაშენებულიყო კაცობრიობა. ოცი კაცი კვდებოდა ერთი  ქალისათვის  და როგორც  ამბობს  წმ.  მამა  ეფრემი – მხოლოდ ქალებთან  ჰქონდათ  მშვიდობა.  უფლის  მზრუნველობამ  ბოროტის საწინააღმდეგოდ ხშირი აღრევა აქცია საოცარი გოლიათების დაბადების მიზეზად. რადგან  ეს  ვნება [მოდიოდა] ქალების სურვილიდან, გოლიათი  არსებების  შობისას  დედები კვდებოდნენ და ნაშობნი რჩებოდნენ.  გაზრდილებმა  და  თავიანთი  უზარმაზარი  ტანის  ჭვრეტით  გაამაყებულებმა  თავიანთ  თავს  უწოდეს  მარადიული  კაცები. ღმერთმა  იმის  გამო  ქმნა  ისინი  დღეგრძელი,  რომ  დამწერლობის მაგიერი ყოფილიყვნენ  თავიანთი შთამომავლობისათვის და  მრავალი [შვილი] ეშვათ.  ისინი  გაამაყებულები  არასოდეს  მოელოდნენ სიკვდილს,  მაგრამ  შემოქმედმა  შეუმოკლა  [დღენი]  და  წაართვა მათ  – შებილწულებს  სულიერი  მადლი. [შემოქმედმა] თქვა:  „იქნება მათი  წლები  120  და  ჩემი  სული  არ  დარჩება  მათთან“.  120  წელი [განკუთვნილი იყო] არა ყოველი ადამიანისათვის, არამედ  იმ დროის კაცთათვის  ცოდვათა  მოსანანიებლად.
ნოეს შეუსრულდა  500  წელი  და  ცხოვრობდა  უდაბნოში  უბიწოდ.  ღმერთმა  უბრძანა  [ნოეს]  მოეყვანა  ცოლი,  ეშვა  ვაჟები  და აეგო  კიდობანი,  რომელიც  წყალზე  ისრიალებდა.  [ნოე]  შესრულდა 600  წლის.  [ღმერთმა] მისცა [ხალხს] მოსანანიებლად დრო, მაგრამ რადგან არ მოინანიეს, [ღმერთმა] შეამოკლა  [მიცემული)  დრო, რომელიც, როგორც  ამბობენ, იყო  962  წელი მიმატებული მათუსალას  წლები  და  [წლები]  გატარებული  წყლის  ქვეშ.  ამის  გამო  600 წელს იყო წარღვნა, დაიღუპა ყოველი ცოცხალი, იმათ გარდა, რომლებიც  ნოესთან  იყვნენ  კიდობანში  რვა  მეტყველთან  ერთად.
სამოთხეში ადამის  [მიერ გატარებული] წლების რიცხვი არავინ იცის.  ჯერ  ერთი  იმიტომ,  რომ  დროის  შემქმნელი  ეს  მზე  არ  ემსახურებოდა  სამოთხეს.  მეორე  იმიტომ,  რომ  სანამ  ადამი უცოდველი  იყო, მისი ხვედრი უკვდავებთან  იყო, რომლებიც  არ  ექვემდებარებოდნენ  წლებს.  დანაშაულის  ჩადენის  შემდეგ  [ადამი] აღარ დარჩენილა  სამოთხეში,  რადგან  სიკვდილის  განაჩენს  დაექვემდებარა. ღმერთისათვის მოკვდა  და საფლავი ეკუთვნოდა, სამოთხე კი უკვდავთა ადგილსამყოფელია. ამის გამო [ღმერთმა ადამი] მიწაზე განდევნა  და [ის] დაექვემდებარა  დროს.
ამ დროიდან  სული აღრიცხავს  წლებს  მოვსესის საშუალებით, რაც  შეადგენს  70  (განმმარტებლის)  თარგმანის  მიხედვით  სამოთხიდან  გამოსვლიდან  წარღვნამდე  2242  წელს,  ხოლო  ებრაელთა მიხედვით  1656  წელს,  ე.ი.   786 წლით  ნაკლებს.  ამის  მიზეზად ასახელებენ  იმას,  რომ  ურიები  ქალთმოყვარულები  იყვნენ.  ამის გამო  მათ  შეკვეცეს  პირველ [ადამიანთა] დაქორწინების  წლები, რომ არავის აეკრძალა მათთვის ყრმობაში ცოლის მოყვანა, რადგან მათი  უთანხმოება  წინ  უსწრებდა  ქორწინებას.
ადამმა, როგორც  ამბობენ,  130  წლის  ასაკში  შვა  სეთი.  სეთმა 105 წლის ასაკში  შვა ენოსი. ქორწინების შემდგომ ებრაელები ეთანხმებიან  დროში  70  [განმმარტებელს].  იარედიდან,  მათუსალადან და ლამექიდან  ისინი  კვლავ თანხმობაში  მოდიან,  რაც უფრო  ცხადად  აჩვენებს  მათ  სიცრუეს,  რადგან  თუ  უმცროსებმა  დიდხანს დაიცვეს  უბიწოება, უფრო  მეტად  [არ  უნდა  შეენარჩუნებინათ] ის უფროსებსა  და  უკეთესებს? 
ნოემ  500  წლის  ასაკში  შვა  სემი,  ქამი  და  იაფეტი.  მათთან ერთად  გადაურჩა  წარღვნას,  რაც  მოხდა  600  წელს.  კიდობნიდან გამოსვლის  შემდეგ  [ნოე] ცხოვრობდა  კიდევ  350  წელი  და,  როგორც  ამბობენ,  შვა ერთი  ვაჟი, სახელად  მანიტონი  და  ერთი  ასული, სახელად  ასტღიკი3, რომლებსაც  გაუყო  მთელი  ქვეყანა.  [ნოემ] გამოჰყო  სამი  ნაწილი  იმ  სამი  ვაჟის  მიხედვით, რომლებიც  გამოვიდნენ  კიდობნიდან:  ევროპა,  ლიბია  და  აზია.  ევროპა,  ამბობენ, (ნიშნავს)  „მოცილებულს“,  რადგან  ნოემ  გამოჰყო  დასავლეთი, გამიჯნა  აღმოსავლეთისაგან  ემავონის  მთით  და  მისცა  ის  იაფეტს. ის  განსახლდა  კასპიისა  და  კავკასიის  მთებამდე  და  აავსო  [თავისი მოდგმით] კუნძულები. დასავლეთის რაღაც  ნაწილი [ნოემ] გამოჰყო და  მისცა  მანიტონს.  მან  ითხოვა  ადამის  ძვლები, რომლებიც  ნოეს ჰქონდა  კიდობანში:  [ნოემ]  მისცა  მას  [ადამის]  მუხლები  და  [ის] წავიდა.  მან  იცოდა  ფრინველთმისნობა  და  იყო  ბივრიტანიის მცხოვრებლების  წინაპარი.  ლიბია,  ამბობენ,  [ნიშნავს] „სავსე  ნაწილს“,  რომელიც  მოიცავს  სამხრეთ  ეგვიპტის  დიდ  სასაზღვრო მხარეს, მთელ ინდოეთს და ეთიოპიას. ის  (ნოემ)  მისცა  ქამს.  სურნელოვანი  ქვეყანა,  წოდებული  ბედნიერ  არაბეთად,  მისცა  თავის ქალიშვილს  ასტღიკს,  საიდანაც მოვიდა  საბაელი  დედოფალი.  მის შემდეგ ქალები იმკვიდრებენ  ამ  [მიწას]. ხოლო აზია, ამბობენ, [ნიშნავს] „ღვთიურს“, რომელიც  მდებარეობს  აღმოსავლეთში. [ნოემ] ის  მისცა სემს  წითელი  ზღვიდან,  ევილიიდან,  პალესტინიდან და ასურეთიდან ვიდრე პართიამდე,  ჰირკანიამდე  და მზის  ამოსვლამდე4. მას  მისცა  აგრეთვე  პირველდაბადებულთა  ძვლები  ყუთით,  რომელიც  მის  წინააღმდეგ  ქამის  აღდგომის  დროს დაფლა გოლგოთაზე – ბეთლემში  და  დასწყევლა  ვინც  მოიტაცებდა. 
მოწყალეო უფალო, სიხარული და მშვიდობა შენს ქმნილებებს და კეთილ წილს! პატივი და  მადლიერება  შენ  სამარადისო,  ამინ!“
მსოფლიო  წარღვნიდან  მეორე  წელს  სემმა  102  წლის  [ასაკში] შვა  არფაქსადი.  არფაქსადმა  135  წლის  ასაკში შვა კაინანი. მან განავითარა ასტროლოგია და აღმოაჩინა ვარსკვლავთმისნობა. ამის გამო მისმა  შვილებმა  შერაცხეს ღმერთად,  გააკეთეს  მისი  ხატი  მის სიცოცხლეში  და  მსახურებდნენ  მას.  კაინანმა  140  წლის  ასაკში  შვა სალა.  სალამ  130  წლის  ასაკში  შვა  ებერი.  ებერმა  134  წლის  ასაკში შვა  ფალეკი,  რაც  ნიშნავს  გაყოფას,  ნოესაგან  მიღებული  წილით უკმაყოფილო  [ხალხი] დაობდა,  ვიდრე  ხელმეორედ  არ  გაიყვნენ ადამიანთა  მოდგმის  დიდი  და  მცირე  გამრავლების  მიხედვით.  ამის შემდეგ  გაერთიანდნენ  სიყვარულით,  განიზრახეს  წასულიყვნენ აღმოსავლეთით,  ეხილათ  სამოთხე,  რადგან  გაგონილი  ჰქონდათ, რომ  იქიდან  გამოვიდნენ  პირველშობილნი.  იარეს  მრავალი  დღე, [იხილეს]  დიდი  ზღვა, რომელიც  ჰყოფდა  [სამოთხეს]  ქვეყნისაგან. იქიდან  გამობრუნდნენ  და  ფიქრობდნენ ასე –  ცოდვებისათვის წყალმა ააოხრა  ქვეყანა  და გამოჰყო  ის სამოთხისაგან.  ეს ცოდვები დღესაც  იპოვება  ჩვენს შორის  და  არ  მცირდება  ქვეყანაზე. მოდით ახლა  ჩვენ ავაგოთ  კოშჯი, [რათა  მან] დაგვიცვას [ხელახალი]  წარღვნისაგან  ცოდვათა  გამო.  ფალეკმა  134  წლის  ასაკში  შვა  რაგავი. ქვეყნის  მთავრები  მოვიდნენ  სენაარის  მიწაზე,  ქალანის  ველზე, ჩაუყარეს საფუძველი  ქალაქს  და სწრაფად  ააშენეს.  შემდეგ რაგავის პირველ  წელს  იწყეს  კოშკის  შენება  ოქროსა  და  ვერცხლის  საძირკვლით,  გარშემო  შემოწყობილი  ცეცხლში  გამომწვარი  აგურით, [რომელშიც] შერეული  იყო თაბაშირი,  კირი  და  კუპრი.  [კოშკი  იყო] ფართო  საძირკვლიანი,  შუაში  ვრცელი  სივრცით,  განიერი  ქუჩით, გაღებული სარკმლებით,  საიდანაც შემოდიოდა  სინათლე.  ამბობენ, რომ სარკმლებთან  მათ დადეს ბრჭყვიალა ძვირფასი თვლები. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ ზამთარ-ზაფხულ და  მიწაც ეხმარებოდა [მათ] და  ჭიანჭველების  რიგიც, რომელიც  ყოველ  მხარეს  ადიოდა და ჩადიოდა. კაცი კაცს აქებდა და ქალი თავის მეგობარს. არავინ ამბობდა,  რომ  მე  მეტი  გავაკეთე,  ვიდრე  შენ,  არამედ  [პირიქით], შენ  მეტი  გააკეთე, ვიდრე  მე, რადგან  [მაშინ  მათ] ჯერ  კიდევ  უსნეულო  და  შეურყვნელი  ბუნება  ჰქონდათ.  რაგავის  მე-40  წლამდე ისინი  შეუსვენებლივ  საქმიანობდნენ,  ვიდრე  არ  აიყვანეს [კოშკი] უხილავ,  მწველ,  შემხუთავ  და  მომაკვდინებელ  ჰაერამდე,  სადაც ჩიტიც  კი  ვერ  აფრინდება,  ხოლო  თუ  გაბედავს,  ფრთებდამწვარი ძირს  ეცემა.  ამბობენ,  რომ  მათ  გაიყვანეს  შუაში  ოქრო,  ძირიდან დაწყებული  [კოშკის]  თავამდე.  [ოქრო] დნებოდა  სიმხურვალისაგან, ხოლო  ხალხი  მთელი  ძალ-ღონით  ცდილობდა  უვნებელი  დარჩენილიყო  და  არ წყვეტდა  მუშაობას, ვიდრე თვით უფალმა  არ  შეიწყნარა  და  არ  შეაწყვეტინა  უსარგებლო  შრომა.
ნებროთის სახლში არსებობს გადმოცემა, რომ ჯერ ანგელოზი მივიდა  ნებროთთან5,  რომელიც  იყო  მთავარი,  ნადირობდა  მშენებელთა  გამოსაკვებად  და უთხრა  მას:  „მე  ვარ  ღვთის  ანგელოზი, აღმოსავლეთის  მხარის უფროსი. უფალი ღმერთი ზეცისა  და  ქვეყნისა  ასე  ამბობს:  „დადუმდით,  შეწყვიტეთ  ჩემსკენ  სვლა,  რადგან [ამას]  ვერ შესძლებთ.  მე  [თვითონ] მოვალ თქვენთან თავის დროზე და  მოგცემთ  კიბეს, რომლითაც  თქვენ  შეგეძლებათ  ჩემთან  მოსვლა“.  [მათ] არ დაუჯერეს ანგელოზს. მაშინ თვით [ღმერთმა] უთხრა თავის  თანაარსებებს:  „წამოდით,  ჩვენ  ჩავიდეთ  და  გავყოთ  მათი ენა“.  რადგან  მისი  ხელითშექმნილები  იყვნენ,  [ღვთის] რისხვის  შიშით ილტვოდნენ  მასთან.  [ღმერთმა] არ  დასაჯა  ისინი, არამედ  დაათრო  სამოთხის  სურნელით,  რადგან  კოშკის  თავი  იყო  სამოთხის პირისპირ.  ამგვარად,  ისინი  დაწყნარდნენ,  დატკბნენ  დიდებული სურნელით  და  დაავიწყდათ  თავდაპირველი  ენა. [ღმერთმა] არ გასარჯა  ისინი [კოშკის]  დანგრევით  და  ეს  საქმე  დაავალა  ქარს. მათგან  არავინ  მოკლა,  რადგან  კი  არ  დააქცია  [კოშკი], არამედ  დაშალა.  [ამის შედეგად] მრავალი სიკეთე  იქმნა: ერთი  ის, რომ ადამიანებმა  შეიგნეს  თავიანთი  უძლურება,  ხოლო  მეორე  [ის,  რომ  ეს იქმნა] სიბრძნისა  და სიმშვენიერის  მიზეზნი. პირველი უხეში  ენისაგან წარმოიქმნა  რბილი  ელინთა  [ენა],  მაგარი  რომაელთა,  მრისხანე ჰუნთა,  მვედრებელი  ასურთა,  მრავალფეროვანი  სპარსთა,  ლამაზი ალანთა, სასაცილო გუთთა, ყრუ ეგვიპტელთა, ჟღურტულა ჰინდოთა,  ყოვლად  შემკული  და  სასიამოვნო  სომეხთა.  ისევე  როგორც სხვადასხვა ფერები  ქმნის  სილამაზესა  და მრავალფეროვნებას,  ასევე [ქმნის  სილამაზეს]  ენათა  ნაირგვარობა. 
პირვანდელი  ენა  დარჩა  ებერს,  რომელიც  არ  შეუერთდა სხვებს. როგორც ცოდვამ  გაჰყო კაცობრიობა ორ  სახლად:  კაენისა და  სეთისა,  ასევე  ადამიანთა  მოდგმა  გაიყო  ორად:  ებერი  და  72 მამასახლისი. ძლიერი და უნეტარესი ღმერთი იძულებულია დაგვსაჯოს და იწოდება ღმერთად და უფლად და ჩვეულებრივი აღდგომისას ებერაში  ასე ამბობენ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ  სხვადასხვაგვარი  და  მრავლისმომთხოვნი  ჩვენი  ბუნება  როცა  იწმინდება და  იხვეწება,  მომთხოვნი  აღარ  არის  და როგორც  ამბობს  წმ. ეღიშე,  იღებს  ანგელოზთა  ენას, რომლითაც  საუბრობს ღმერთთან და  ერთმანეთთან.  უფალმა  დააკმაყოფილა  ადამიანთა  მოთხოვნილებანი,  მისცა  მათ  ჯვარი  კოშკის  მსგავსად  ცაში  ასასვლელად  და ზნეობრიობის  ხარისხად  აჩვენა  იაკობის  მაგალითი.  სულმა,  რომელმაც  გაჰყო  მათი  ენები,  მოიხმო  ღვთის  ანგელოზები  ადამიანთა  ნაცვლად,  რადგან  [ადამიანებმა]  მოინდომეს  ანგელოზებამდე ამაღლება.  ამბობენ,  რომ  ტომთა  საზღვრები  დაადგინა  ღვთის ანგელოხთა რიცხვის მიხედვით  და გაუყო  [ისინი] ანგელოზებს.  ყოველ  ენას დაუდგინა მეთვალყურედ  [ერთ-ერთი] ღვთის ანგელოზი, რათა  წარმართნი  არ  დაშორებოდნენ  ღმერთს. 
ბელი  გაზვიადდა  თავისი  შეუსაბამო  სიმაღლით, რომელიც  60 წყრთას აღწევდა  და დაიმორჩილა ყველა მთავარი, როგორც  ღმერთმა.  შემდეგ  გაუშვა [ყველა] გარდა  ჰაიკისა, რომელიც  იყო  ნოეს ვაჟის იაფეტის  ძის, გამირის ვაჟის თირასის  ძის, თარგამოსის  ვაჟი, რადგან  [ჰაიკი] არ მსახურებდა  მას, როგორც ღმერთს. [ბელი] მოვიდა  მის  წინააღმდეგ  მრავალრიცხოვანი  ბრბოთი  და  ჰაიკმა  მოკლა ის,  სპილენძის  აბჯრით  [აღჭურვილს]  ისრით  განუგმირა  გული.
ქამის  შვილები  წავიდნენ  თავიანთ  სამფლობელო  ქვეყანაში, იხილეს  პალესტინა  და  ნოყიერი  და  მოსავლიანი  იორდანის  მხარე, დასახლდნენ  იქ  თავისი  ნათესავის  ბელის  ძალით,  წაართვეს  რა  ის სემის  შვილებს.  ამის  გამო  დაიწყო  სასტიკი  ომი.  იექტანის  ვაჟებმა საბამ,  ევილმა  და  უფირმა  გაიგეს  რა  მათი  მზადყოფნა,  დაიწყეს ვრცელი  ადგილის  ძიება,  რათა  გავრცელებულიყვნენ  გამრავლების დროს. მათგან  გადასახლდა  ხალხი  თვითნაკეთ  სიმაგრეებში.  შემდეგ  იწყეს  ციხეების  შენება.  მეომრებმა  გამოიგონეს  სიმაგრეების ასაღები მანქანები. ბოლოს  ამ ტომებს მობეზრდათ  და  [შესთავაზეს] მათ აერჩიათ ის ქვეყანა, რომელიც სურდათ.  საბამ აიღო სურნელების  მომცემი  ქვეყანა, რომელსაც უწოდა საბა; უფირმა ქვეყანა ოქროს საბადოებით, რომელიცაა ინდოეთი;  ევილმა  კი  პატიოსანი თვლების  ქვეყანა,  რომელსაც  უწოდა  თავისი  სახელი  ევილატი.
რაგავმა  132 წლის ასაკში  შვა სერუქი. სერუქმა 130 წლის ასაკში  შვა  ნაქოვრი.  სერუქმა  ააშენა  სრუჭი.  ნაქოვრმა  79  წლის  ასაკში შვა  თარა.  თარამ  70  წლის  ასაკში  შვა  აბრაამი. ამბობენ,  რომ  ამ ხანებში ცხოვრობდნენ  ამაზონები – მეომარი  ქალები, რომ  თარგამოსის  მოდგმიდან  სამეფოს  მემკვიდრედ  დარჩა  ქალი  და  შეწყდა მამაკაცთა  ხაზით  მემკვიდრეობა. ის  იყო  მამაცი  და  უშიშარი  და დაარბია  მრავალი  ტომი.  [მის] ჯარში  მოხდა  უთანხმოება, [რის გამოც] გაანადგურა  ის  და  შეადგინა  ჯარი  ქალებისაგან.  იგივეს აკეთებდა, [ვიდრე] დაადგინა თავისი სამეფო ტახტი ქალაქ ალიონში.
მოკლედ გავიხსენოთ  ჩვენი  წინაპარი იაფეტი, რომელმაც  წარღვნის შემდეგ შვა  გამირი, მისგან  [წარმოიქმნენ]  გამირები6;  მაგოგი, რომლისგანაც [მოდიან] კელტები7 და გალატიელები8; მედა, რომელმაც  ააშენა მარსი; თობელი, რომლისგანაც [წარმოიქმნენ] თეტალები; მოსოქი9, რომელმაც აიღო ლირიკია10; თირასი, რომლის [შთამომავალია] ჩვენი ასქანასი და თარგამოსი. ბერძნების თანახმად თარშიდან  [წარმოიქმნენ]  ქართველები  და  ტიურენელები,  კიტიმისაგან რომაელები  და  ლათინები. 
თარგამოსმა  შვა  ჰაიკი  და  მისი  7   ძმა: ქართლოსი,  კავკასი  და სხვები11,  რომლებსაც  წილად  ხვდათ  ჩრდილოეთი.  ჰაიკის შთამომავალია  არამანეაკი, რომლისგანაც  მიიღო  სახელი  არაგაწის მთამ12.  არამანეაკის  [შთამომავალია] არმაისი,  რომელმაც  ააშენა არმავირი13, არმაისმა შვა ამასია, რომლისგანაც მიიღო სახელი მასისის მთამ14. ამასიამ შვა გელამი, რომელმაც ააშენა გელარქუნი15. გელამმა შვა სისაკი, საიდანაც  წარმოიქმნა  სიუნიქი16 და ჰარმა, რომელმაც  შვა არამი. [მის მიხედვით] ყველა ტომი გვიწოდებს ჩვენ  არმენებს. [არამმა]  განავრცო სომხეთის საზღვრები და [დაპყრობილ] კაპადოკიელებს,  პროტს, კლიმს, თავისი სახელის  მიხედვით  არმანეაკი უწოდა. [ეს  ქვეყანა] არმანეაკიდან პონტომდე [იწოდა] პირველ  სომხეთად; პონტოდან  ქალაქ  მელიტენემდე17 მეორე სომხეთად; იქიდან წოფის გავარამდე მესამე სომხეთად; იქიდან ქალაქ  მარტიროპოლამდე18 და  აღძნიქამდე19 მეოთხე  სომხეთად. თავის სასეფო ქვეყანას კი [არამმა] უწოდა დიდი სომხეთი20. [არამმა] შვა არა მშვენიერი, რომელიც  დაიღუპა  შამირამისაგან21 და დატოვა  ვაჟი  ანუშავანი.  მისგან  მოდის  ტომთა  რიგი  ამგვარად: პარეტი,  არბაკი,  ზავანი,  ფარანი,  სური  [იესუს  დღეებში], იონაკი, იამბაკი, არნაკი, ნორაირი, ვსტაკი, კარგრაკი, იუვანი, ენწაკი, გლაკი, ჰავანი, ზარმაირი, რომელიც დაიღუპა ილიონის ომში ეთიოპელთა ჯარის სათავეში  მყოფი22;  პერჭი –  მეფე  დავითის დროს,  არბუნი, ჰოინი, იუსაკი,  კაპაკი, რომელსაც გვირგვინი დაადგა ვარბაკეს  მარმა  და რომელმაც  წაართვა  სამეფო  სარდანაპალს, დაეუფლა  ასურეთს  და  ნინევიას.  მასთან  მოვიდნენ  სენექერიმის  ვაჟები. ისინი პატივით  მიიღო პარუირმა, რომლის მემკვიდრე  გახდა  მისი შვილი ჰრაჩე. ის  ახლდა  ნაბუქოდონოსორს იერუსალიმში  და  წამოიყვანა სომხეთში  შამბატი, რომლისგანაც  წარმოიქმნა ბაგრატუნთა  გვარი.
ჰრაჩეს  შემდეგ  იყო  ფარნავაზი23, პაჭოიჭი,  კაინაკი,  ფოვა,  ჰაიკაკი, ერუანდი, რომელმაც  შვა ტიგრან დიდი.  მან მოკლა აჟდაჰაკი, შეიპყრო და  გაათავისუფლა  კრესასი, ბაბი, ტირანი, ვაჰაგნი24, არავანი, რომლისგანაც [წარმომავლობენ] არავეღეანები,  ნერსეჰი, ზარეჰი,  არმოგი,  პაიგამი,   ვანი,   ვაჰე25,   რომელიც  მოკლა ალექსანდრე  მაკედონელმა. ქამისაგან, რომელზეც დაგვრჩა სათქმელი, [წარმომავლობენ] ქუში,  მესტრიმი,  ნებროთი,  იგივე  ბელი, ბაბი, ანებისი, არბელი, ქაიაღი, მეორე არბელი, ნინოსი – შამირამის ქმარი. 
მოვიყვანოთ  აგრეთვე  მეფეთა  რიგი:  ნებროთი  სერუქის 56-ე წელს იკურთხა ბაბილონში დაწნული გვირგვინით  და არა  ნაჭედით. მან  ააშენა  ქალაქი  შოში, რომელსაც უწოდებენ ისფაჰანს26 და  მოკლულ  იქნა  თარგამოსის ვაჟის  ჰაიკის მიერ. გამეფდა  ქალდეველი თიროსი, რომლის დროს დაიწყო ოქროსა  და ვერცხლის მოპოვება. მის შემდეგ მეფობდა სამიროსი სემის ტომიდან 72 წელი. მან დაიწყო დრაჰკანის  და  დრამის  მოჭრა  ზედწერილი  [თავისი] სახელით.  მის დროს  შემოვიდა  გამოსახულებათა  ამოკვეთა,  ფეიქრობა,  საწყაო, წონა  და ყოველგვარი სასარგებლო  საქმე.  მასზე ამბობს მენანდროს მოგვი,  რომ  სამი  თვალი  ჰქონდა.
ნაქოვრის  25-ე  წელს  განდეგილი  გახდა  იობი,  ესავის  ვაჟის რაჭუელის  ძის ზარეჰის  ვაჟი, რომელიც  38 წელი ებრძოდა სატანას, სძლია  მას  მოთმინებით  და  დიდებით  შეიმოსა.
თარას  მე-7  წელს  გამეფდა  არფიაზატი  და  [იმეფა]  18   წელი, მის შემდეგ ვილოს ათურელი  (მეფობდა] 62  წელი. [მან]  გადაიტანა [სატახტო] ბაბილონიდან ათურში, იგივე  ნინევიაში27. ბაბილონში გამეფდა  ქსაროსი.  ის  მოკლა  საჰირონმა,  მისმა  ძმამ,  თავისი სათაყვანო  კაინანის  წართმევისათვის,  რომელიც  იყო  ქურუმთა თავი.  ამ  დროს  არამ  ჰითელმა  ააშენა  დამასკო.
აბრაამის  დედას  მალქათუ  ერქვა  სახელად.  აბრაამის  დაბადებიდან 10  წლის  შემდეგ  თარას  გაუჩნდა  სარა  თავისი  ცოლის ზმრუთასაგან  და  არა  აბრაამის  დედისაგან,  როგორც  თვით  მან უთხრა  აბიმელექს:  „ჩემი  და  ხარ  მამიდან  და  არა  დედიდან“.  აბრაამმა  იწყო ღვთის  ძიება  15  წლისამ,  ვიდრე  70  წლამდე.  იმის  გამო, რომ  ქალდეველთა  ნოყიერი  და  მოსავლიანი  მიწა  აღძრავდა  მათ ყოველგვარ ბოროტებაზე, ღმერთი ეწვია მათ და უბრძანა თოლიებს ენადგურებინათ  მათი  პურის  ყანები  და  ვენახები  დიდი  ხნის განმავლობაში.  ზოგიერთები  მხოლოდ  მცირედს  მოიპოვებდნენ შრომით,  ინახავდნენ  მარაგს  და  [ბოლოს]  ჩავარდნენ სიღარიბეში. ხოლო აბრაამი იყო მცველი თავის სამშობლოში, ღამე სწავლობდა ვარსკვლავთმრიცხველობას,  ხოლო  დღე  იცავდა  პურის  ყანებს. [მისი თანამემამულეები] ოჰით, აღთქმით  და ლოცვის აღსრულებით ემსახურებოდნენ  თავიანთ  კერპებს,  მაგრამ  შეღავათი  მაინც  ვერ მიიღეს.  ამასვე  იქმოდა  აბრაამიც,  რომელიც  თავის  ფიქრებში წავიდა:  „[ეს] სასჯელი  არ  არის  ჩვენ  კერპთაგან,  რადგან  [მათ] არ ძალუძთ  მისი  აცილება.  არ  უნდა  ჩავთვალოთ  აგრეთვე  ეს ვარსკვლავთა  გავლენად,  რადგან  [ისინი] იმყოფებიან  მუდმივ მოძრაობაში  და  [ექვემდებარებიან] აუცილებლობის  კანონს. ცხადია, არის ჩვენთვის უცნობი ვიღაც  ამის შემძლე“. შემდეგ  იწყო ლოცვის  წარმოთქმა:  „უცნობო  ღმერთო, შემოქმედო  ყოველივესი და  ამ  ჩიტებისაც,  განდევნე  ისინი  შენ!“  და  იმავ  ჟამს [ჩიტები] გაქრნენ.  აბრაამმა  თქვა:  „აჰა  ვიპოვეთ  ღმერთი, კურთხეულ  იყოს უფლობა  შენი,  შენმა  დიდებამ  აავსოს  მთელი  ქვეყანა“.  ეს  ამბავი მოყვა  თავისი  მამის  სახლში,  მაგრამ  მათ ყურადღება  არ  მიაქციეს.
ამ  ხანებში გარდაიცვალა  მეფე  ვილოსი  და  გვირგვინი  მიიღო მისმა  ვაჟმა  ნინოსმა,  რომელმაც  დადგა  მამის  ოქროს  კერპი, გააფართოვა ქალაქი ათური  და უწოდა  მას თავისი სახელი  ნინევია. მის დროს მელქისედეკმა ააშენა იერუსალიმი. აბრაამს არ შეუწყვეტია ძიება ღვთის გამოსავლენად. უსმინა  მას  [ღმერთმა],  გამოეცხადა და  უთხრა:  „გამოდი  შენი  ქვეყნიდან  და  შენი  ხალხიდან  და წაგიყვან  შენი  დაკარგული  ხვედრისკენ  და  დაგიბრუნებ [წილს] შენ და  შენს შვილებს“.  ეს სიტყვები [აბრაამმა] გადასცა  მამას, გამოვიდა მასთან  ერთად,  მივიდა  ხარანამდე  და  იქ  დაიდო  ბინა.  აქ  თარამ ააშენა ბომონი  კერპებისათვის, რომელიც  დაწვა  აბრაამმა.  არანმა, მისმა  ძმამ,  სცადა ჩაქრობა  და  დაიწვა  იქვე. ზოგიერთები  ამბობენ, რომ  ვირები  მისი  გამჭრიახობის [წყალობით  არსებობენ] და  [ამის გამო] მოკლა  უფალმა.  ხელახლა  ესმა  აბრაამს  ღვთის  ხმა, [რომელმაც მოუწოდა] გამოსულიყო ხარანიდან.  ის გამოვიდა ღვთის სიტყვისამებრ.  ამბობენ,  რომ  აბრაამმა  მოიყვანა  სხვა  ცოლი  და [მისგან ეყოლა]  ვაჟი, სახელად ორესტე. [აბრაამმა] დატოვა ყველანი და  75  წლის  წავიდა  პალესტინაში,  87  წლის  წავიდა  ეგვიპტეში  და გამოვიდა  იქიდან  დაუვიწყარი  უფლისაგან.  115  წლის [ასაკში]  მან წაიყვანა  ვაჟიშვილი  სამსხვერპლოზე,  ხოლო  127 წლის  [ასაკში] მოიყვანა  ქეტურა და  მისგან  შეეძინა 6  ვაჟი. აღესრულა  175  წლის [ასაკში],  იაკობის  37-ე  წელს.  ისააკმა  40  წლის  [ასაკში]  მოიყვანა რებეკა, [რომელიც] 60 წლისა დაორსულდა,  წავიდა მელქისედეკთან საკითხავად  და  მან  უთხრა:  „ორი  ტომი  და  ორი  ხალხია  შენს საშოში“.
საჰაკის 72-ე წელს ეგვიპტეში  X დინასტიის დროს მთავრობდა აპისი, [რომელსაც] ღმერთადაც  თვლიდნენ  და  ზოგიერთები უწოდებდნენ  სარაპისს.  საჰაკის  137-ე  წელს იაკობი  წავიდა  ხარანში ლაბანთან და  80 წლის ასაკში მოიყვანა ლია – ლაბანის ქალიშვილი. იაკობის დღეებში ეგვიპტის  მეფემ ფარაონმა  განაწესა  კანონები  და მსაჯულები  და ოგეგისმა  ააშენა ელევსია  ატიკაში.  100 წლის იაკობი მოვიდა ისააკთან, თავის მამასთან. მაშინ ლევი იყო  11  წლის, რადგან 89  წლის  ასაკში  შვა  ის. იოსები  გაყიდეს 17  წლის  და  30  წლის  ის წარსდგა ფარაონის  წინაშე.  130 წლის  წავიდა იაკობი ეგვიპტეში  და გარდაიცვალა  147  წლის,  ლევიმ  46  წლის  ასაკში  შვა  კაჰადი.  ამ დროს  მიაკუთვნებენ  ზოგიერთები  იობის  ცდუნებას.  კაჰადმა  60 წლის  ასაკში  შვა  ამრამი.  ამრამმა  70  წლის  ასაკში  შვა  მოვსესი. იოსები  110  წლის  მიიცვალა,  ამრამის  მე-6  წელს.
ღვთის  აღთქმიდან  266-ე  წელს  ეგვიპტეში  გამეფდა  ქებრონი 13  წლით.  მის  შემდეგ  (მეფობდა)  მენაფთისი  43  წელი.  მან დაახრჩობინა  ისრაელელი  ყრმები,  რასაც  გადაურჩა  მოვსესი.  ის ამოიყვანა  თერმოთეამ,  ახლად  [კურთხეული]  მეფის  ასულმა, რომელიც გახდა ქალაქ მემფისის მეფის ქანთარას ცოლი. 350 წელი გავიდა  ღვთის  აღთქმიდან.  მოვსესი  გახდა  10   წლის.  ის  მიაბარეს სასწავლებლად  იანესს  და  იამრესს.  მოვსესის  22-ე  წელს  ისრაელელმა  ვაჟებმა  იწყეს თიხის ზელა.  27 წლის მოვსესი  გახდა  მთავარი და  ააშენა ქალაქი თერმუპოლისი, წოდებული თერმუთეად, რომელსაც  მარისსაც  უწოდებდნენ.  ეგვიპტელთა  მოხარკე  ეთიოპელები აჯანყდნენ, თავს დაესხნენ [ეგვიპტეს], დაატყვევეს ეგვიპტელები და მოვსესის  დედობილიც.  მოვსესი  წავიდა  და  ებრძოდა  მათ  10 წელი.  [ბოლოს] წამოიყვანა  მათი დედოფალი  თესბასი,  დედამისი და  დაბრუნდა  ეგვიპტეში.  მის  მიმართ  შურით  ალიძრა  მარისის ქმარი თერმოთისი. როცა მარისი გარდაიცვალა, მოვსესმა დამარხა ის. მისმა ქმარმა გაგზავნა ისრაელის მწვალებელი ქსანთისი მოვსესის მოსაკლავად,  მაგრამ  მოვსესმა  მოკლა  ის  და  გაიქცა  მადიამში.
იანესმა  და  იამრესმა  წაიყვანეს  ისრაელელი  ვაჟები  15  დლის სავალზე უდაბნოში.  15 წელი  ისინი აშენებდნენ თავიანთ სამოთხეს. მშენებლობის დასრულებისას წაიყვანეს ისრაელელი ვაჟებისაგან 980 ყრმა  და შესწირეს  ავ სულებს, შემოიკრიბეს  [ავი სულები] და დააყენეს  სამოთხის  მცველებად.  იმ  დროიდან  ავი  სულები  მთლიანად ემორჩილებოდნენ  ჯადოქრებს.  ამბობენ,  რომ  400  ავი  სული  არ დამორჩილდა,  ვიდრე  ხელმეორედ  არ  შესწირეს  მსხვერპლი მათ სახელზე,  შემდეგ  მოვიდნენ  და  შეურიგდნენ  მათ.  მაგრამ  შუატის თვეში  მაინც  ურჩობენ  და  ისრულებენ  სურვილს  –   მიჰყავთ  ვინმე ადამიანთაგან.
მოვსესმა მოიყვანა ცოლად სეფორა – ქეტურას ძეთაგან [ერთ-ერთის]  იექტანის  ძის  დათანის  ვაჟის  რაქუელის  ასული  და  შვა მისგან  2   ვაჟი.  როგორც  ამბობენ,  დევკალიონის  დროს  [მოხდა] წყალდიდობა  თეტალიაში,  ხოლო  ფაეთონის  დროს  ეთიოპიაში [იყო] ხანძრები  და ადგილ-ადგილ  სხვა მრავალი აოხრება, როგორც მოგვითხრობს  პლატონი.  დევკალიონი  მეფობდა  პარნასელთა მხარეებში.  მოვსესი  70  წლის  იყო,  (როცა)  ღვთის  ხილვის  ლირსი გახდა.  [მას ღმერთმა] უბრძანა წასულიყო ეგვიპტეში და გამოეყვანა იქიდან  ისრაელი, ხოლო  ის  [წასვლას] აყოვნებდა  10  წელი. [როცა მოვსესი] გახდა  80  წლის,  წავიდა  ეგვიპტეში  430  წელს ღვთის  აღთქმიდან,  აბრაამის  70-ე  წელს,  205-ე  წელს  იაკობის  ეგვიპტეში შესვლიდან.  [ისრაელელები] იყვნენ  ეგვიპტეში  245 წელი.  ათმაგი დარტყმით  ეგვიპტელთა  დასჯის  შემდეგ,  სასწრაფოდ  გაიყვანეს [ეგვიპტიდან] ისრაელის ვაჟები 3842 წელს სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ. გამოვიდნენ ხუთშაბათს  და  კვირას  გაიარეს წითელი  ზღვა. აქედან  იწოდებიან  ებრაელებად,  რადგან  „ებრა“  ითარგმნება  გადმოსასვლელად28,  [მათ]  მიიღეს  საჩუქრად  ახალი  ენა,  რომელზეც მღეროდნენ  „გვაკურთხე“-ს.  [ეს  ენა]  ჰგავდა  მათ მშობლიურ  ენას. 7  თვის  მანძილზე  [მიწა]  იძვროდა  ეგვიპტეში  და  დაიქცა  მრავალი ნაგებობა,  მცხოვრებლები  გამოვიდნენ  შენობებიდან.  იმავე  წელს დაისაჯა  ამალიკი  იესუს  მიერ.  იმავე  წლის  მესამე  თვეს  მოვსესი ავიდა  სინას  მთახე.  ებრაელი ფილოსოფოსი  აპოლიმოსი  ამბობს, რომ  ჯერ  მოვსესმა,  ღვთისაგან  დაბრძენებულმა,  შექმნა  22  ასო, რომლითაც  ღმერთმა  დაწერა  10  მცნება  და  მისცა  მოვსესს.  ამ [ასოებით]  მოვსესმა  დაწერა ჯერ  გამოსვლის  წიგნი, ხოლო  შემდეგ დაბადების  წიგნის  22  [თავი]  და  სხვა  3  წიგნი.  [მოვსესმა] აჩვენა შემოქმედების  თვალსაჩინო  მაგალითი  საკურთხევლის  აშენებით, რომელიც  იქმნებოდა  7  თვე,  ქვეყნის  შვიდდღიანი  დაბადების მსგავსად.  მოვსესის  5  წიგნი  ევსებიას  მიხედვით  მოიცავს  3730 წლის  ამბავს.
ღვთის მხილველი მოვსესი აღესრულა 120 წლის. მისი კვერთხი მიიღო  იესუ  ნავემ  27  წლით.  იესუ  დანავის  მე-6  წელს  ეგვიპტის მეფის  ეგიპტოსის  ძმამ  თავისი  50  ქალიშვილით  თავისი  ძმის  50 გაჭი  მოკლა, გამეფდა გადარჩენილი ლიმბოსი, რომელიც, როგორც ამბობენ,  ყველგან  იმარჯვებდა,  რადგან  ბრძენი  იყო. იესუს  მე-18 წელს ფინიკი და კადმოსი წავიდნენ თებაელთაგან ასურეთში, გამეფდნენ და  ქვეყანას  დაერქვა  ფინიკია, ხოლო [სახლს] კადმოსის სახლი.  მათ შემოიტანეს იქ  სიბრძნე,  ისევე, როგორც  კიკროპსმა  მიიყვანა  ქალაქ  მემფისის  მცხოვრებლები  ათენში,  რომელიც  გახდა ბრძენთა  სახლი. კიკროპსმა შეუქმნა ბერძნებს დამწერლობა,  სხვები კი [მის  შემქმნელად]  კადმოსს29 ასახელებენ. 
იესუ  აღესრულა  107  წლის  და  მსაჯული  იყო  გოდონიელი  40 წელი,  აფრიკანოსი  იესუსა  და გოდონიელს შორის სდებს  30  წელს. ბერძნები გოდონიელს აძლევენ 50 წელს, რადგან 8 წელი ემსახურებოდნენ  ქუსას, რასაც  მას  მიათვლიან.  ამ  დროს  გამეფდა  არგიელებზე  პელაპოსი, რომლისგანაც წარმომავლობს  მეიგავე ფილადოსი. გოდონიელის  შემდეგ  ემსახურებოდნენ  ისრაელელები  ეგლომს, მოავიის მეფეს  17 წელი, რასაც მიათვლიან აოდის წლებს, რომელიც მსაჯულობდა  ისრაელში  80  წელი.  აქ  შესრულდა  4000  წელი  ადამიდან. აოდის  შემდგომ  ისრაელელები  ემსახურებოდნენ  უცხოტომელებს 20  წელი.  გაძლიერდა  სამეგარი  და  მოკლა 600  ფილისფიმელი  გუთნის  სახელურით.  ბარაკი დებორასთან  ერთად  მსაჯულობდა  ისრაელში  40  წელი,  თუ  მას  მივათვლით  უცხოტომელთათვის  მსახურებას.  მის დროს იოინი  გახდა ათენელების  სარდალი, რომლებიც  ამის  გამო იწოდნენ იონელებად.  მის დროს ასმა ბრძენმა იხილა ერთი  ზმანება ერთ  ღამეს – 7  მზე.  ქალმა  სიბილამ მიაწერა  ის  7   საუკუნეს,  მე-6  მზე  მან  მიაწერა  ქრისტეს,  რომლის სხივები  აბნელებდა  სხვა  [მზეებს].  ბარაკის  შემდეგ  მაკედონელები ბატონობდნენ  7 წელი. გედეონი მსაჯულობდა ისრაელში  40  წელი, თუ  მას მივათვლით უცხოელთა ბატონობასაც.  აქ გამოჩნდა  მოქანდაკე  და  მხატვარი დედალოსი, რომელზეც  ამბობენ, რომ თითქოს მის  მიერ  შექმნილი  სურათები  მოძრაობდნენ.
გედეონის  70  ვაჟი  სცემა  აბიმელექმა, რომელიც მსაჯულობდა ისრაელში  3   წელი, ხოლო  მის  შემდეგ თოლა  –  22  წელი.  ამბობენ, რომ  ამ დროს ჰერაკლემ ააოხრა ილიონი  და  მოკლა ანტეოსი,  რომელსაც თვლიდნენ  მიწის  ნაშობად.  აირ გალადელი (მსაჯულობდა| 22  წელი,  მის  შემდეგ  [ისრაელელები]  ემსახურებოდნენ უცხოელებს 8  წელი, ზოგნი  კი  ასახელებენ  18  წელს, მიათვლიან  რა  მას იეფთას 486  წელსაც. ალექსანდრემ აიღო ილიონი  და  დაანგრია. ამის  გამო მიმდინარეობდა  ომი  10  წლის  განმავლობაში.  ილიონის  აღების დროს  დაჭრილმა  ჰერაკლემ  ცეცხლში  დაიწვა  თავი.  ესებონი  [მსაჯულობდა]  7  წელი,  მის  შემდეგ  ელონი  –  10  წელი,  რაც  არ  არის 70  განმმარტებელში,  არის მხოლოდ  ებრაელებთან.  აბდონი  [მსაჯულობდა] 8  წელი.  შეიქმნა  რომის  სახელმწიფო.  მათი  პირველი მეფე  იყო  ანიასი. აბდონის შემდეგ [ისრაელელები] ემსახურებოდნენ ფილისტიმელებს  40  წელი, ხოლო  შემდეგ გამოვიდა  სამსონი,  იხსნა ისინი  და  [მსაჯულობდა] 20  წელი.  მისი  მსაჯულობის  25-ე  წელს მოხდა რუთის  ამბავი.  მის დროს  მოკვდა  ზევსი  და  დამარხეს  კრეტაზე.  მასხე  ამბობენ,  რომ  იცხოვრა  850  წელი  და  ხანგრძლივი სიცოცხლის გამო ზევსად იწოდა, ხოლო დაბადებისას დია დაარქვეს სახელად.
ებრაელები  ამბობენ,  რომ  სამსონი  მსაჯულობდა  40  წელი. იოანემ  სამსონის  შემდეგ  დააყენა  მსაჯულად  ემაგორი  40  წლით. მაგრამ  აფრიკანოსი  ამბობს,  რომ  40  წლის  მანძილზე  არ  ყოფილა მსაჯული  და  იყო  მშვიდობა. ილი 70  განმმარტებლის  თანახმად [მსაჯულობდა] 20  წელი, ხოლო ასურელების თანახმად  –  40  წელი. მაგრამ  შეხვდები  იმასაც,  რომ  წმინდა  მოციქულები  თვლიან  450 წელს სამუელამდე.  და  ეს  ასეც  იქნება, როცა  არ ჩათვლი საულისა და  სამუელის  წლებს,  რადგანაც  სამუელი  მსაჯულობდა  ისრაელში 40  წელი ებრაელების თანახმად, ხოლო 70 განმმარტებლის თანახმად – 20 წელი. მისი [მმართველობის] მე-20 წელს ითხოვეს [ისრაელელებმა]  მეფე  და  ამის  შემდეგ  იწყება  მეფეთა  ხანა. ვიდრე  ცოცხალი  იყო  სამუელი,  საულის  ცხოვრების  წლებს,  რომლებიც  არ იყო სასურველი ღვთისათვის, გარდა  2  წლისა, მიათვლიდნენ  სამუელს. საული მეფობდა  40  წელი.  საულის მეფობის  მე-10  წელს  იშვა დავითი, რომელიც იკურთხა 23 წლის. მან 28 წლის [ასაკში] მოკლა გოლიათი. დავითის  შობის  30-ე  წელს  გარდაიცვალა  სამუელი  და 5   წლის  შემდეგ  სამუელის  სიკვდილიდან  მოაკვლევინეს  საული  და იონათანი. დავითი მეფობდა  40  წელი.  [მან] თავისი მეფობის  მე-10 წელს  გამოიტანა  კიდობანი  აბიათარის  სახლიდან.  აბიათარი მღვდელმთავარი  იყო, ხოლო  წინასწარმეტყველნი  – გადი,  ასაფი და  ნათანი,  რომელიც  ზრუნავდა  დავითზე.  მეფობის  38-ე  წელს გამოარჩია  დავითმა  288  კაცი  ლევიტელთაგან  და  დაყო  ისინი  24 დასად,  12  კაცი თითო  დასში  – მეფსალმუნეები  და უფლის  კიდობნის  მსახურნი.  [დავითი] ცხოვრობდა  70  წელი,  გარდაიცვალა  და გადასცა  თავისი  გვირგვინი  40  წლით  სოლომონს,  რომელიც  12 წლის  იყო.  პირველ  წელს  ეყოლა  მას  რობოამი  თავისი  ცოლის ნამი  ამონელისაგან.  მეფობის  მეოთხე  წელს  [სოლომონმა] იწყო ტაძრის  შენება, ეგვიპტელთა  ქვეყნიდან [ისრაელელთა] გამოსვლის 480-ე  წელს.  ეს  მეფეთა  წიგნის  და  70  განმმარტებლის  მიხედვით, ებრაელები  კი  440  წელს  ასახელებენ.  სიმართლე  კი  ასეთია:  40 წელი  მოვსესის,  27  – იესუსი,  რაც  შეადგენს  67  წელს. 450  წელი  – მსაჯულები, უცხოელებისადმი სამსახურთან ერთად, რაც შეადგენს 515  წელს.  ამის  შემდეგ  სამუელი  და  საული  –  40  წელი  და  40 წელიც  დავითის,  შეადგენს  597  წელს,  4 წელიც  სოლომონის  და იქნება  ჯამი  601  წელი.
[სოლომონის| ტაძრის  ზომა:  სიგრძე  60  წყრთა,  20  სიგანე,  120 სიმაღლე. [სოლომონმა] ააშენა  7 ქალაქი. მასთან მოვიდა სამხრეთის დედოფალი,  ხოტბა  შეასხა  ტაძრის  მსახურებს,  24  დასს,  დაწესებულს  დავითის  მიერ,  რომელიც  სოლომონმა  12  დასად  განაწესა, თითო  დასში 24000  კაცს,  6000 მსაჯულს, 4000  ქნარზე  დამკვრელს,  4000  კარისმცველს,  სხვა  ყოველგვარ  მოწყობილობას  და დედოფალი  წავიდა.  სოლომონმა  შესცოდა  თავისი  მეფობის  37-ე წელს  და  გარდაიცვალა  52  წლის.
წინასწარმეტყველები  იყვნენ  სადოკი,  აქია  და  სამა,  ფილოსოფოსები  –  ჰომეროსი  და  სიდოსი,  მღვდელმთავარი – სადოკი, ელიაზარის შთამომავალი, ზოგიერთები კი  ამბობენ, რომ  თამარის შთამომავალია, როგორც არის  ეს მეფეთა  წიგნში. ფინიკიელთა  წიგნში  აღნიშნულია,  რომ  ტაძარი  იერუსალიმში  აშენდა  144  წლით ადრე,  ვიდრე  ტიურენელები  ააგებდნენ  ქალდეკონს.  სოლომონი და  ქირამი  წერდნენ  ერთმანეთს  არაკებს  და  არ  შეეძლო  ქირამს სოლომონის  [არაკთა] ამოხსნა.  მაგრამ  ტიროსში  აღმოჩნდა  ერთი კაცი,  სახელად აფგამანოსი, რომელმაც  შესძლო  მათი  ამოხსნა.  [ის თავის  არაკებს] წერდა სოლომონს  და სოლომონი  ვერ  იგებდა  მათ.
რობოამი,  სოლომონის  ძე,   მეფობდა  მამის  შემდეგ  17  წელი იუდეაზე  და  ბენიამინზე.  სხვა  ათმა  გვარმა  გაამეფა  იერობოვამი, ნაბატის  ვაჟი  ეფრემის  ტომიდან.  მის  დროს  ეგვიპტელთა  მეფე სოსაკიმი გამოვიდა, გაძარცვა უფლის ტაძარი და წავიდა. რობოამის შემდეგ მეფობდა  ძე  მისი  აბია  3  წელი;  მის  შემდეგ  მისი  ძე  ასა  41 წელი.  იერობოვამის  შემდეგ  მეფობდა  ისრაელში  მისი  ძე  ნაბატი  2 წელი,  ხოლო  მის  შემდეგ  ბაასი  24  წელი.  მათ  დროს  წინასწარმეტყველები  იყვნენ:  აქია,  სამა,  იოველი,  ახარია,  იგივე  ადა, ანანია,  იოა, რომელსაც  სხვები ზაქარიას უწოდებენ,  ეპიფანე,  რომელსაც  იუდას  უწოდებენ  და  რომელიც  მოკლა  ლომმა.
ასას  29-ე  წელს  გამეფდა  ისრაელში  ილა  2   წლით.  ის  მოკლა მონა  ზამბრიმ  და თვითონ  იმეფა  7   დღე.  გვირგვინი  მიიღო  ამრიმ 12  წლით.  მან  ააშენა  სამარია, რომელსაც  ეწოდა  სებასტია, ხოლო ახლა  უწოდებენ  მამლეჩს.  ასას  შემდეგ  მეფობდა  იოსაფათი  29 წელი.  2 წლის შემდეგ ისრაელში  23 წლით გამეფდა ამრის  ძე  აქაბი, რომელმაც  ცოლად  შეირთო  სიდონის  მეფის  ქთილის  ასული  იზაბელი.  იოსაფათის  28-ე  წელს ისრაელში  გამეფდა  ოქოზია 1 წლით, მის  შემდეგ  მისი  ძმა  იორამი  12  წლით,  მის  შემდეგ  იეუ  28  წლით, მის  შემდეგ  იოაქაზი  17  წლით, იორამი  მეფობდა  იუდეაზე  8   წელი, მის  შემდეგ  ოქოზია 1 წელი;  იორამის  მე-7  წელს აღზევდა  ელია. ოქოზიას შემდეგ [მეფობდა] მისი დედა გოთოლია, იზაბელის ასული. შემდეგ მღვდელმთავარმა იოვიდამ  გაამეფა  იუდეაში  ოქოზიას  7 წლის  ვაჟი  იოასი.  მოვსესის  შემდეგ  მარტო  დარჩა იოვიდა 106 წელი,  რომლის  შვილი  ახარია  წინასწარმეტყველებდა  და გახდა მღვდელმთავარი  მამის  შემდეგ.  ის  მოკლა  იოასმა  თავისი  მეფობის 30-ე  წელს, ხოლო 35-ე  წელს მოკვდა ელისე. იოასი  მეფობის მე-20  წელს  მოკლეს  თავისმა  მონებმა.  იუდეაში  გამეფდა  ამასია  29 წლით.  მისი  |მეფობის)  მე-10  წელს  გამეფდა  ისრაელში  იოასი  16 წლით,  მის  შემდეგ  რობოამი  40  წლით. ზოგნი ამბობენ,  რომ  მან მოკლა ამასია,  და  დაანგრია იერუსალიმის კედელი  –  400  წყრთა. იუდეაზე  გამეფდა  ოზია  52  წლით.  მისი  მეფობის  29-ე  წელს  ისრაელში გამეფდა  ზაქარია  –  6 წლით;  მის  შემდეგ  სელუმი  –   1 თვით, მის  შემდეგ  მანასე  – 10  წლით.
24-ე წელს კეთროვანი გახდა ოზია და დადუმებული იყო  ესაია მის სიკვდილამდე 29 წელი. ესაია ხელმეორედ წინასწარმეტყველებდა 61 წელი, ხოლო  თავის  დადუმებამდე  24  წელი.  ოზიას  30-ე  წელს მოვიდა  ფუა  და  აიღო  მანაიმისგან  1000  ოქროს  ტალანტი.  ოზიას მე-40  წელს  ისრაელში  გამეფდა  ფაკე  კიდევ  10  წლით.  ოზიას 48-ე წელს  მოვიდა ტიგლატფალასარი  და  ტყვედ  წაიყვანა 10  გვარის დიდი  ნაწილი.  ოზიას  შემდეგ  მეფობდა  მისი  ძე  იოათამი 10  წელი. [იმ  დროს] სახელგანთქმულნი  იყვნენ  პოეტი  პორფირე  და  წინასწარმეტყველნი:  ესაია,  იონანი,  ამოსი,  ოსე.  კუკრაქპისი  იყო  კანონმდებელი.  მის დროს ალაპარაკდა კრავი. იოათამის შემდეგ მეფობდა აქაზი 16  წელი,  მის  დროს  ფაკემ  და  დამასკოს  მეფე  ჰრასონმა გაჟლიტეს იერუსალიმში  12 ბევრი30 კაცი.  აქაზმა დაიქირავა ტიგლატფალასარი,  მოვიდა, აიღო დამასკო, მოკლა დამასკოს მეფე ჰრასონი და  ტყვედ  წაიყვანა  ედომი.  აქაზის  მეორე  წელს  ოვსემ  მოკლა  ფაკე და  იმეფა  9  წელი.  აქაზის  30-ე  წელს  მოვიდა  სალმანასარი, დაადო ხარკი  ისრაელს  და  წავიდა.  აქაზის  შემდეგ  გამეფდა  იეზეკია.  მისი [მეფობის] მე-8 წელს მოვიდა სალმანასარი, აიღო სამარია, დაატყვევა  10  გვარი  და  წაიყვანა  ბაბილონში.  მოისპო  ისრაელის  სამეფო 250  წლის  არსებობის  შემდეგ.  ადამიდან  გასული  იყო  4330  წელი: რობოამი,  ნაბატი,  ბაასი,  ილა,  ზამბრი,  ამრი,  აქაბი,  ოქოზია,  იორამი,  იეუ,  რომელმაც  მოკლა  იორამი  და  თავისი  დედა  იზაბელი; იოაქაზი,  იოასი,  იერობოვამი,  ზაქარია,  სელუმი,  მანაიმი,  ფაკე, მეორე  ფაკე,  ოსე  უკანასკნელი.
ისრაელი დაატყვევეს  იეხეკიას  მე-6  წელს, რომელიც მეფობდა იუდეაში  29  წელი.  მისი  მეფობის  30-ე  წელს რომულუსმა  ააშენა რომი.  მანასეა  [მეფობდა] 55  წელი; ამოვსი  –  17  წელი;  იოსია  –  31 წელი; იოაქაზი  –  3  წელი;  მისი  ძმა ელიაკიმი  –  11  წელი;  იექონია  – 3  წელი;  სედეკია  –  11  წელი.  ის დაატყვევეს  და ტაძარი დაანგრიეს. იუდეას  მეფეები  მმართველობდნენ  432  წელი,  ხოლო  ტაძარი მთლიანი  რჩებოდა  442  წელი.
ნაბუქოდონოსორმა  თავისი  მეფობის  მე-8  წელს  დაატყვევა იექონია  და  ჩასვა  საპყრობილეში  37 წლით. ნაბუქოდონოსორი და  მისი  ვაჟი  ნაბოპალასარი  მეფობდნენ  42   წელი.  [ნაბუქოდონოსორმა  მეფობის]  მე-8  წელს  დაატყვევა  იექონია,  ჩასვა საპყრობილეში  და  ჰყავდა  მთელი  თავისი [მეფობის] ხანი,  რაც შეადგენს  34  დარჩენილ  წელს.  ილმაროდაქმა  მიიღო  მამის  ტახტი 3  წლით.  თავისი  მეფობის  პირველსავე  წელს  მან  გამოუშვა  საპყრობილედან  იექონია, რომელიც  ამიერიდან  სადილობდა  მეფის სუფრასთან. [ილმაროდაქის] შემდეგ [მეფობდა] მისი ძმა ბალტასარი 1 წელი, რომლის  დროს  დანიელმა  ამოიკითხა  წარწერა  ქალდეველთა სამეფოს აღმოფხვრის შესახებ.  ის დაიმორჩილა მარელთა მეფე  დარეჰმა,  შესაძლოა  [იგივე]  აჟდაჰაკმა,  რომელზეც  ამბობენ, რომ  ორი  სახელი  ჰქონდა  და  მარელებზე  თავისი  მეფობის  36-ე წელს დაიპყრო ქალდეველთა [სამეფო] 2 წლით. კიროს სპარსელმა მოკლა  ის  და ბატონობდა მარელებზე, სპარსელებზე, ქალდეველებზე და  ასურელებხზე  30  წელი.  ამბობენ, რომ  [თავისი მეფობის] პირველ წელს  მან  ააწიოკა  ურიები  და  დახოცა  ანანიას  მიმდევრები.  მას უფალმა  ტანჯვა  მოუვლინა  სიხმარში  და  დაემუქრა.  შეშინებულმა [კიროსმა] ბრძანა გაეშვათ დატყვევებული ურიები და მისცა ტაძრის ოქროსა  და  ვერცხლის  ჭურჭლეული  სალმანასარს,  იუდეველთა მეჭურჭლეთუხუცესს,  რიცხვით  1443.  მაგრამ  ჯეს  ყველაფერი არ მოიტანეს იერუსალიმში ზორაბაბელის მოსვლამდე. აქ აღსრულდა იერემიას მიერ წარმოთქმული 70 წლიანი განაჩენი, რაც უნდა დაითვალოს  მეფე  იოსიას  მე-18  წლიდან,  ისე როგორც  იეზეკიელი  [ადგენს]  30  წელს  იექონიას  დატყვევების  მე-7 წლიდან,  როცა  მან დაიწყო  წინასწარმეტყველება, რადგან  იოსია მეფობდა  31  წელი  და მე-18  წელს  წარმოითქვა  განაჩენი  70  წელზე:  14  წელი  იოსიას,  11 იოაკიმს  –  იქნება  25.  5  წელი  ტყვეობისა  –  იქნება  30,  ნაბუქოდონოსორის  34  წელი  –  იქნება  64,  ილმაროდაქის  3   წელი, 1 ბაღლდასარის  და  2   დარეჰის  –  იქნება  70.  რადგანაც  შესრულდა  70  წელი და  კიროსი  კი  აყოვნებდა,  განრისხდა  მასზე  უფალი.  ანგელოზმა უთხრა  დანიელს:  „სპარსელთა  მთავარი  მებრძვის  და  არ  მაძლევს საშუალებას  გაუშვა  ტყვეები  შენი  ლოცვის  მიხედვით“.  პირველად მოვიდა  7000 კაცი,  რომლებმაც  აღმართეს  საკურთხეველი  და ჩაყარეს  ტაძრის  საძირკველი.  გარემომცველი  ტომებისაგან  შევიწროებული  [ტაძარი]  დარჩა  დაუსრულებელი  მეფე  დარეჰამდე.
კიროსის  შემდეგ  [მეფობდა]  მისი  ძე  კამბიზი  8   წელი.  ურიები მას  უწოდებენ  ნაბუქოდონოსორს.  ორი  ძმა  მოგვი [მეფობდა]  5 თვე;  ვეშტასპ  დარეჰი  –   36  წელი;  ქსერქსე,  დარეჰის  ძე – 41 წელი.  მამამისის მეფობის  მეორე  წელს ზორაბაბელი  წავიდა იერუსალიმში  და  ააგო  ტაძარი.  მის დროს აღსრულდა მეორე სამოცდაათწლეული, რასაც  ემატება  2  წელი ტაძრის აოხრებიდან:  ნაბუქოდონოსორისა  და  მისი  ძეების  [მეფობის]  32  (წელი),  2  მარ დარეჰის და 38 კიროსის და  მისი  ძის  – იქნება სულ  72. თუ ამას დავუმატებთ დარეჰის 2 წელს – იქნება 74.  ეს წანამატი იყო ურიათა ბოროტებისა და  სიხარმაცის  და  არა  ღვთის  მოწყალების  შედეგი.
არტაშეს  მხარგრძელი [მმართველობდა] 41 წელი.  მის  დროს ეზრა და სუფრაჯი ნოემია მოვიდნენ იერუსალიმში და ააშენეს კედელი.  დარეჰი,  ხარჭის  შვილი [მმართველობდა] 15 წელი,  არტაშესი  –  40  წელი.  მის დროს ცხოვრობდა  ესთერი; არტაშეს ოქოსი – 4 წელი; დარეჰი, არტამის [ძე] 6 წელი; ის  მოკლა ალექსანდრემ და თვითონ იცოცხლა კიდევ 6 წელი; დარეჰ ვეშტასპის მეორე წლიდან ალექსანდრეს სიკვდილამდე  გავიდა  171  წელი.  მის  შემდეგ მეფობდა ეგვიპტეში პტოლემაიოსი, ლაგოსად წოდებული, 40 წელი; პტოლემაიოს ფილადელფოსი – 38 წელი; მის დროს თარგმნეს ებრაული წიგნები; პტოლემაიოს  ევერგეტი  –  24  წელი; პტოლემაიოს ფილუპატორი – 21 წელი; პტოლემაიოს  ეპიფანე  –  22  წელი; პტოლემაიოს ფილუპატორი – 33 წელი; მის დროს ანტიოქოს ეპიფანემ შეავიწროვა ებრაელები; ის მეფობდა 51 წელი; ანტიოქოს ევპატორი  –  2  წელი;  იმავე  წელს პტოლემაიოს ფილუპატორს შეუსრულდა მეფობის  17  წელი. 
იუდა  მაკაბეი ამბოხებული  იყო  3   წელი; ზორაბაბელის  მეფობიდან  იუდა  მაკაბეიმდე  გავიდა  332  წელი; იუდა  მაკაბეი  [მმართველობდა] 3  წელი; იონათანი  –  10 წელი; სიმეონი  –  5 წელი; ჰირკანოსი,  იგივე  იოანე  –  26  წელი; არისტაბულოსი  – 1 წელი;  იანუსი, იგივე  ალექსანდრე  –  27  წელი;  ალექსანდრეს  ცოლი  –  9  წელი; ჰირკანოსი  –  34  წელი; ჰეროდე უცხოელი  –  37  წელი.  მისი  [მეფობის] 32-ე  წელს  იშვა  ქრისტე  ღმერთი;  იუდა  მაკაბეიდან  ქრისტეს დაბადებამდე  გავიდა 151 წელი;  ზორაბაბელიდან  ჰეროდეს  32-ე წლამდე, როცა უფალი  იშვა,  483  წელი [გავიდა],  მაგრამ დანიელის მიხედვით  გავიდა  7 შვიდეული  და  62 შვიდეული,  რაც  შეადგენს  69 შვიდეულს,  კიდევ თუ შვიდეულს გავამრავლებთ 70-ზე მივიღებთ 490-ს.  ამ სათვალავში,  რაც  შეადგენს  483  წელს მოგვები  მეფეებად  იყვნენ  7  წელი.  ეს ერთი შვიდეულია  და  ამას  არ  მიათვლიან.  თუ  ამას 483-ს  მივუმატებთ,  იქნება  490, რადგან  ეს შვიდეული ითვლება  7  წლად. ხოლო შვიდეულის  ნახევარი  33  1/2  წელია,  როცა  ჯვარს  ეცვა  უფალი. სხვა  7 შვიდეული  ითვლება  49-ად.  ეს  ნახევარი  შვიდეული  ითქმება იმიტომ, რომ  არ  არის შესრულებული  49,  არამედ  ნახევარია, ე.ი. ნაკლულია, რადგან ჩვეულება  გვაქვს, რომ  ნახევარი ვუწოდოთ 1 შვიდეული  და  ნახევარი  შვიდეული;  რადგან არასრულს.  თუ  გსურს  მიიღე  ეს  ასე,  თუ  არა  –   სასოება  მიიღე უფლისაგან.  სამარადისო  დიდება  ქრისტეს,  ჩვენ  ღმერთს,  ამინ!
მრავალშვილიანი  დიდი  აბრაამი  გახდა  ჩვენი  ხალხისათვის სახელოვანი ხორციელი  და  სულიერი  მამა.  მას  6   ვაჟი  ეყოლა  ქეტურასაგან:  ემრანი,  იექტანი,  მადანი,  მადიანი,  იესბოკი  და  სოიე. უფროსმა  ვაჟმა  ემრანმა  მოკლა  იექტანი  და  მადანი.  ამის  გამო  ის გაგხავნა  მამამ  აღმოსავლეთში,  [შორს]  თავისი  ვაჟის  ისააკისაგან. მისგან  წარმომავლობს პართელთა  ტომი,  საიდანაცაა  მამაცი  არშაკი31.  ის  ალექსანდრეს  სიკვდილიდან  60 წლის  შემდეგ  აუჯანყდა მაკედონელებს  და  გამეფდა  ქუშანთა  ქვეყანაში,  ბაჰლ  შაჰასტანში32 6 წლით, ბატონობდა მთელ აღმოსავლეთში და ასურეთში, მოკლა ანტიოქოსი, განდევნა  ბაბილონიდან და ქალდეველთა  ქვეყნიდან მაკედონელები.  ამბობენ,  რომ  ის  იყო  მარელთა მეფის  არშავირის ძე. მან  მოიყვანა  ცოლი  მოვსესის  შვილთა  ტომიდან,  რომელიც. სახლობდა  ტაფნასში  და  დაუნათესავდა  ტაჭიკთა  მოდგმას.  ის  მოვიდა  და  დაემკვიდრა  მარებსა  და  სპარსელებს,  სომხებსა  და  ქუშელებს  შორის.  რადგან  წინა  და  უკანა  |მხრიდან),  მარჯვნიდან  და მარცხნიდან  გარს  ერტყმოდა  4  ტომი,  პართელებად33  იწოდნენ, ე.ი.  4   ტომის  მომცველი,  ხოლო  ქალაქ  ბაჰლის  გამო  იწოდნენ სამეფო  პაჰლავებად.  ის  შეცვალა  მისმა  ძემ  არშანმა,  რომელსაც არტაშესსაც  უწოდებენ  –  მშვენიერმა  ვაჟკაცმა,  წარმოსადეგმა  და მედგარმა  მეომარმა. მას  ეყოლა  ვაჟი  არშაკი,  რომელიც  იწოდა დიდად34.  მასხე  ამბობენ,  რომ  ბატონობდა  ქვეყნიერების  ერთ მესამედხე  –  აზიაზე,  ლიბიაზე,  და  ევროპის  დიდ  ნაწილზე.
[არშაკმა] გაამეფა თავისი  ძმა ვალარშაკი35 სომხებზე და დაუწესა  საზღვრად:  პალესტინა,  ასურეთი,  შუა  ხმელეთი36, თეტალია37 – პონტოს  ზღვიდან  იმ  ადგილამდე,  სადაც  კავკასიონი  დასავლეთის ზღვას  უერთდება38,  სხვა  კი  იტყვის:  „აქ  რა  ზომითაც  სიბრძნე შენი  და  იარაღი  მოკვეთავს“.  [ვალარშაკმა]  მოკლა  მორფილიკენი, რომელსაც  დაპყრობილი  ჰქონდა  პონტოს  მხარე, მოაწყო სამეფო მამასახლისობის  დაწესებით,  დანიშნა  საპატიო  თანამდებობებზე სახელოვანი ბაგრატუნი გვირგვინდამდგმელნი, ბაგრატის შთამომავლები, რომელიც იყო ებრაელ სმბატის ტომიდან, იუდას მოდგმიდან; თავის  შემმოსველად  [დაიყენა] გნთუნები,  ქანანელთა  ტომიდან, ხორხორუნები  და  არწრუნები კი  ჰაიკის  მოდგმიდან  თავის  მცველებად.  შემდეგ  ვარაჟნუნები,  არწრუნები, გნუნები, გაბეღეანები, ძიუნაკანები,  ჰავუნები,  სისაკანები – სივნიეთის მფლობელები;  მურაცანები, რომლებიც  დასვა  თავის  შემდეგ  მეორე  პირად,  წარმომავლობენ  მარელთა  მეფე  აჟდაჰაკისაგან  და  მურაცანის უფლად იწოდებიან; აღუანელები  და არანელები;  ჰაიკის შვილიშვილებიდან ვინმე  არანი  დაადგინა  ჩრდილო-აღმოსავლეთ  მხარის  მთავრად, მისი  ჩამომავლები არიან  უტიელები,  გარდმანელები39, გარგარელები და წოფელები40; გუშარელებს შარას დარჩენილი შვილებიდან  მისცა  დაბურული  მთა  კანგარი  და  ჯავახეთის  ნახევარი. კავკასიის  ჩრდილოეთის  მხარის  მპყრობელს  |ვალარშაკმა| უწოდა  გუგარელთა ბდეშხი41 და დაადგინა ის გამგებლად ვერიელტყვეებზე, რომლებიც წამოიყვანა  ნაბუქოდონოსორმა ვერიიდან – ლიბიის დასავლეთიდან42. მათი ნაწილი დაასახლა  პონტოს ზღვასთან4, და დუნინი უწოდა ბასიანის დიდ მთავარს ჰაიკის შთამომავალთაგან; ანგეასი უწოდა დასავლეთის მხარის მპყრობელს ტორქს,  ჰაიკაკის  (შთამომავალს),  რომელსაც  როგორც  ამბობენ, ჰქონდა  120  სპილოს  ძალა,  კლდეს  ხელით  ძერწავდა  და  გორაკის ფორმის  ქვით  ჩაძირა  მრავალი  ნავი  პონტოს  ზღვის  ნაპირთან. სამხრეთ აღმოსავლეთის  [მხარის] მფლობელს შარაშანს [ვალარშაკმა] უწოდა სასანაკანი და დაადგინა  მდინარე  ტიგროსის  აუზის გამგებლად;  მოკელები  მსგავსი  სახელწოდების გავარიდან, კორდუელები,  ანძეველები  და   აკეელები,  ტრაპატუნები  და ანძტაელები  და  კიდევ  სხვანი  –   ძლიერი  და გონიერი  კაცები [განაწესა]; მწიგნობრებად,  კარისმცველებად  და  სიკეთის შემხსენებლებად  მრისხანების  ჟამს44.
გვსმენია  და გვინახავს დაწერილი, რომ  [ვალარშაკი] იყო  არშაკ დიდის  ძე   და  არა  ძმა.  ასეთი  იყო  თხრობა:  „სპარსელთა  მეფემ მოითხოვა  მარმარილოს  სვეტი, რომელიც  იყო  მწბინში,  სომეხთა სამეფო  სასახლეში.  [მასზე]  ნახეს  ბერძნული  წარწერა:  „ვწერ  მე აგათანგელოსი:  დიდ  არშაკს  ჰყავდა  4   ვაჟი:  პირველი  გაამეფა  თეტალებზე, მეორე ლირიკიელებზე,  მესამე პართელებზე, მეოთხე  სომხებზე  და  მისცა  ამ უკანასკნელს  ის  საზღვარი, რომელიც  ჰაიკის  და მისი  შთამომავლობის,  მისი  7   ქალიშვილის  ვაჟების  მონაღვაწი იყო45.
მოაწყო  რა სამეფო  კარი, ვალარშაკმა თავისთან დაიტოვა  თავისი  ძე  არშაკი, ხოლო  მისი  ვაჟი არტაშესი  და  სხვა უფლისწულები გაგზავნა  ჰაშტენის  გავარში.  ამის  შემდეგ  ეს  იქცა  კანონად  ყველა სომეხი  მეფისთვის: ერთი რომელიმე უფლისწული ჰყავდათ  თავისთან  მემკვიდრედ და  სხვებს  გზავნიდნენ  ჰაშტენში დამოუკიდებლად საცხოვრებლად46.  ვალარშაკი  მეფობდა  22  წელი და  გარდაიცვალა მწბინში47.  მისი  ვაჟი არშაკი მეფობდა  23  წელს.  მან პონტოს ზღვის ნაპირზე,  კლდეზე  აღმართა  შუბი  გაჟღენთილი  შხამიანი  გველების სისხლით,  რომელსაც  ემსახურებოდნენ  პონტოელები,  როგორც ღმერთის  ქმნილებას.
მის შემდეგ მეფობდა მისი ვაჟი არტაშესი48 24 წელი. სპარსეთის მეფე  არშაკანის [მმართველობის]  მეორე  წელს, რომელიც  მეორე [პირად]  დაადგინა  თავის  შემდეგ,  გაბატონდა  მთელ  ზღვაზე  და ხმელეთზე,  გავიდა  ოკეანის  იქითა  მხარეს,  მიაღწია  ესპანეთამდე, დაბრუნდა  უკან  და  შეიპყრო  ლიდიის  მეფე  კრესოსი.  მას  ჰყავდა უთვალავი  ჯარი.  მეორედ  დასავლეთში  წასვლის  დროს  [არტაშესი] მოკვდა  ზღვაზე.
გვირგვინი მიიღო  მისმა  ვაჟმა  ტიგრანმა50.  არშაკანის მეფობის 27-ე  წელს  მან  დაიპყრო  იერუსალიმი  და  მოკლა რომაელთა  მხედართმთავარი კრასოსი.  მან მაჟაქში დაადგინა მირდატი51, რომლის ვაჟი აჯანყდა  და  წავიდა რომაელებთან. [მან] აიღო  ქალაქი  პერგეა, გააფართოვა  მაჟაქი  და  უწოდა  მას  კეისრის  სახელი.  შემდეგ  ბარზაფრანმა მეორედ აიღო იერუსალიმი, დაატყვევა მღვდელმთავარი იურკიანოსი  და  გადაასახლა  ვანში.  ტიგრანმა  იმეფა  33  წელი  და გარდაიცვალა.
გვირგვინი მიიღო მისმა  ძემ არტავაზდმა52.  მან დაასახლა თავისი  ძმები  და  დები  ალიოვიტსა  და  არბერანში53, ისევე როგორც სხვა არშაკუნები [დაასახლეს] ჰაშტენში. თვითონ [არტავაზდი] წავიდა შუამდინარეთში.  ანტონიუსმა  გაიგო [არტავაზდის გამოლაშქრების შესახებ], წავიდა, გაჟლიტა მისი ჯარი, თვით [არტავაზდი] ტყვედ ჩაიგდო,  წაიყვანა  ეგვიპტეში  და  მიართვა  საჩუქრად დედოფალ კლეოპატრას.
გვირგვინი მიიღო ტიგრანის ძმის არტაშესის ძემ არშამმა. ის ხარკს უხდიდა რომაელებს შუამდინარეთში,  ჰეროდეს  დროს,  რომელიც  დააყენა  ანტონიუსმა  ებრაელთა  მეფედ.  სპარსელთა  მეფის არშავირის  დროს,  რომელიც  ძალიან  ახალგაზრდა  იყო,  [სპარსელებმა]  ვერ  შესძლეს დახმარებოდნენ  არშამს,  რის გამოც  ის  დაემორჩილა კეისარს და  მისცა ჰეროდეს მუშები ანტიოქიაში ქუჩების მოსაკირწყლად.  ის  მეფობდა  20  წელი  და  გარდაიცვალა.
გვირგვინი  მიიღო  მისმა  ვაჟმა  ავაგ  აირმა,  რომელსაც  ასურელები  აბგარს54 უწოდებენ.  მისი მეფობის მეორე წელს  იშვა  ქრისტე და გამოვიდა  კეისარ  ავგუსტუსის  ბრძანება  ქვეყნის აღწერის შესახებ. მისი გამოსახულება მოიტანეს სომხეთში და მთელი სომხეთი  მოექცა  [რომაელთა] ხარკის  ქვეშ,  ისე  როგორც  ასურეთი, ეგვიპტე  და  მთელი  ხმელთაშუა  ზღვის  ქვეყნები  ებრაელთა  მსგავსად.
ადამის [სამოთხიდან] გამოსვლის შემდეგ, ებრაელთა მიხედვით [გავიდა] 4000 წელი, 70  განმმარტებლის  მიხედვით  5198  წელი, ენანოსის  მიხედვით  5091,  ასურელთა  მიხედვით  5026.  [იგულისხმება] თორმეტთვიანი  მთვარის  წელი.
ავგუსტუსი  იყო  მეორე  თვითმპყრობელი  იულიუსის  შემდეგ, რომელსაც  უწოდებდნენ  მუცლიდან  გამოღებულს  და  აგრეთვე  კეისარს, რომელიც გამეფდა რომში მეფობის გაუქმებიდან  462  წლის შემდეგ.  ავგუსტუსი უფრო განდიდდა, როცა დაიბადა დიდი  ღმერთი  და ყოვლისმპყრობელი  მეუფე.  ამ  დღეებში  მოვიდნენ  მოგვები 12000 ცხენოსნით  და  ესმათ  რა  რომ  პალესტინაში  შიმშილია,  დატოვეს  თავიანთი  ლაშქარი  აბგართან,  ხოლო  უფროსები  წავიდნენ 12  მთავრით  და  1000  მხედრით:  მელქონ  სპარსი,  გასპარ  ჰინდი, ბაღდასარ  არაბი,  თან ჰქონდათ ოქრო, გუნდრუკი და კუპრი. ამის შესახებ  ვინმე  ფრანგმა  ლუკიანოსმა, რომელიც  იმყოფებოდა  ასურეთში, მისწერა  კეისარ ავგუსტუსს: „იცოდეს თქვენმა თვითმპყრობელობამ,  რომ  სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მოვიდნენ სახელოვანი კაცნი პალესტინაში დაბადებული ერთი ყრმის თაყვანსაცემად,  მიიღეს  რა  ამაზე ბრძანება ზემოდან, დიდი ვარსკვლავიდან, რომელიც წინ  უძლვოდა  მათ.  როცა  მოგვნი  სხვა  გზით  წავიდნენ  თავიანთ ქვეყანაში, ჰეროდემ დახოცა 1462  ყრმა. უფალი  წავიდა ეგვიპტეში. ავგუსტუსმა ეგვიპტეში მოკლა თავისი მხედართმთავარი ანტონიუსი, რომელიც  აუჯანყდა  მას  და  გამეფდა.  აბგარმა  ააშენა ურჰა55 და  აქ გადაიტანა  მწბინიდან  თავისი  ტახტი  და  არქივი,  ისევე  როგორც ტიგრანმა  ააშენა  ტიგრანაკერტი,  რომელსაც  უწოდებენ  ამითს.
33-ე  წელს უფლის დაბადებიდან გარდაიცვალა სპარსეთის  მეფე  არშავირი.  მას  დარჩა  სამი  ვაჟი  და  ერთი  ასული, რომლებიც დაობდნენ  მეფობაზე.  აბგარი  მივიდა  და  მშვიდობიანად  შეარიგა ისინი. უფროსი  ვაჟი არტაშესი  გაამეფა, ხოლო  სურენს,  კარენს  და მათ  დას კოშმს უბოძა პალჰავის საპატიო  სახელი56,  უკან გაბრუნებისას  კი  დაავადდა  კეთრით. [აბგარი] მოვიდა  ედესაში, გაგზავნა რომაელთა  მხედართმთავარ  მარინოსთან  აღძნეველთა  პიტიახში მარ იჰაბი, აპაჰუნელთა მამამთავარი შამშაგრამი და თავისი ერთგული  ანანე, რათა [მარინოსს] ღალატად არ ჩაეთვალა მისი აღმოსავლეთში წასვლა. მარინოსს შეხვდნენ ელევთრაპოლისში57, მოისმინეს მისგან კეთილი  სიტყვები  და  წავიდნენ იერუსალიმში.  აქ  მათ  ნახეს უფალი,  რომელიც  ახდენდა  დიდ  სასწაულებს  და  ირწმუნეს  ის. მათ  მოუტანეს  აბგარს  [ამბავი] მათ  მიერ  ხილულ  სასწაულებზე, კვლავ  გაბრუნდნენ,  განადიდეს [უფალი]  და  მოიტანეს  მისი  ხატი, რომელიც  იყო  ურჰაში,  ვიდრე  ბერძენთა  მეფე  ნიკიფორემ58  ეს ხატი  გადაიტანა  კონსტანტინოპოლში  აბრაამ  მიტროპოლიტის  ხელით.  [აბგართან]  მოვიდა  თადეოს  მოციქული,  მონათლა ის59 და მთელი  ქალაქი. შემდეგ წავიდა სანატრუკთან  და აღესრულა  მისგან არტაზში60.  იგივე  ხვედრი  ერგო ბართლომე  [მოციქულს], რომელიც იმავე  მეფემ  მოკლა  ქალაქ  არაბისონში. აბგარი მეფობდა 38 წელი და აღესრულა. სანატრუკი ბატონობდა შუამდინარეთში  და  გააშენა მწბინი61, რომელიც  დაანგრია  მიწისძვრამ.  ის დაიღუპა ნადირობის [დროს],  იმეფა  20  წელი.
გვირგვინი  მიიღო  არშაკუნი  ქალის  ვაჟმა  ერუანდმა,  რომელმაც დახოცა სანატრუკის  ყველა  შვილი. გადარჩა მხოლოდ  ერთი ყრმა, სახელად არტაშესი, რომელიც  წაიყვანა სმბატმა სპარსეთში, მეფე დარეჰ უკანასკნელთან. ერუანდმა დაუტოვა შუამდინარეთი ტიტეს62, ააშენა ერუანდაქარი და არმავირიდან  იქ გადაიტანა სამეფო სასახლე.  მისგან შორს მდინარე  ახურიანზე  ააშენა  კერპების სახლი –   ბაგარანი.  ქურუმად  [ბაგარანში]  დააყენა  თავისი  ძმა  ერუაზი [თავისი  მეფობის]  21-ე  წლამდე.  ამ  დროს  დაბრუნდა  არტაშესი, გამეფდა  და  ბრძოლა  გაუმართა  [ერუანდს]  მარელთა  ველზე, მდინარე  ახურიანთან.  ერუანდი  გაიქცა  კლდეებში  და  მოკვდა  ეს ბოროტთვალიანი  კაცი.
გვირგვინი  მიიღო  არტაშესმა63.  ის  აშენებს  არტაშატს,  იმ  ადგილზე,  სადაც [მდინარე]  მეწამორი ერთვის  ერასხს64.  მან  მოიყვანა ტყვეები  ყოველი  მხრიდან,  არ  დატოვა  დაუმუშავებელი  ადგილი სომხეთში, ოთხწახნაგა კლდეებით  მონიშნა  საზღვრები. [არტაშესმა] დააწესა  კვირები,  თვეები  და სრული  წელი,  განავითარა  ნაოსნობა, თევზჭერა.  ის მეფობდა  41  წელი  და გარდაიცვალა.  მასთან ერთად დაიღუპნენ  დიდი რაოდენობით  მისი  მსახურნიც.
გვირგვინი  მიიღო  მისმა  ვაჟმა  არტავაზდმა,  რომელიც  რამდენიმე  ხნის შემდეგ, ნადირობის დროს დაიხრჩო  მდინარე  მეწამორის  ხიდთან, გონებაარეული ეშმაკისაგან65  გვირგვინი მიილო  მისმა ძმამ  ტირანმა, პეროზ  I-ის  [მეფობის] მესამე  წელს  21   წლით.  ამბობენ, რომ  მას  ჰყავდა  ორი  სწრაფი  ცხენი, რომლებსაც  ფრთიანებს უწოდებდნენ.  ის  დაიღუპა  ეკეღეაცის66  გზაზე,  ძლიერად  ნასროლი ისრით. 
გვირგვინი მიიღო მისმა ძმამ ტიგრან უკანასკნელმა და [მეფობდა] 22 წელი.  ის შეცვალა  მისმა ვაჟმა ვალარშმა67, თავისი თანამოსახელე  სპარსეთის  მეფის68  32-ე  წელს.  მან  ააშენა  ვალარშავანი ბასიანის  გავარში,  სადაც  დაიბადა  და შემოარტყა  კედელი სოფელ ვარდგესს,  მდინარე  ქასაღზე. [ვარდგესი] ააშენა  ჰაიკიდ  ერუანდ ხანმოკლის  სიძემ  ვარდგესმა. [ვალარშმა]  შემოარტყა  მას  კედელი და უწოდა ვალარშაპატი69, რომელიც ნორ-ქალაქადაც იწოდებოდა. მის დროს გაერთიანებული ბულგართა  და ხაზართა70 ტომების მეფე იყო  ვინმე  ვნასეპ  სურჰაპი. ისინი მოვიდნენ მდინარ  მტკვართან ურიცხვი  ბანაკით.  ვალარშმა  ხოცვა-ჟლეტით  განდევნა  ისინი ჩორის  კარებში71,  მაგრამ  ისრით  დაიჭრა  და  უეცრად  დაიღუპა, იმეფა  20  წელი.
გვირგვინი  მიიღო  მისმა  ვაჟმა  ხოსრომ72,  სპარსთა  მეფის  არტავანის73 [მეფობის] მეორე  წელს  და  მაშინვე  გადაიარა  კავკასიის მთა  მამის სიკვდილისათვის შურისსაძიებლად.  მან მახვილით მოსრა ორივე  ტომი,  წამოიყვანა  ასიდან  ერთი  წარჩინებული მძევლად  და გამობრუნდა.  თავისი ბატონობის ნიშნად დადგა  იქ  სვეტი ელინური წარწერით.  მის  დროს  არტაშირ  სტაჰრელმა  მოკლა  არტავანი.  ეს რომ  გაიგო ხოსრომ, აცნობა ფილიპე  კეისარს74  და  წაიყვანა  ეგვიპტის  ჯარები  უდაბნოს  პირიდან,  აოხრებდა  სპარსეთის  ქვეყანას პონტოს  ზღვის  სანაპირომდე 10  წლის  განმავლობაში,  გააქცია არტაშირი ინდოეთში,  [შემდეგ] მოვიდა  ანაკი  და ღალატით  მოკლა მამაცი  [ხოსრო], თვითონ  ანაკიც  დაიღუპა თავისიანებით. ანაკის ვაჟი გრიგორი  წაიყვანა ბუნდარ  სპარსმა, რომელიც  მოვიდა  ანაკის შემდეგ, წავიდა კესარიაში  და ცოლად შეირთო ევთაღეას და  სოფი. ერთი წლის შემდეგ [ბუნდარი] დაბრუნდა სპარსეთში, მას დაეწია სიმამრი და გააჩერა ქალაქ ვალარშაპატში.  აქ  სოფი  გახდა  ყრმა გრიგორის  ძიძა, რომელიც  მიაბარა  მას  ქმარმა.  [ბუნდარს ეს  ყრმა] ოგუჰმა  მისცა  ანაკის  ტომის  გაჟლეტის  დროს, რომელიც წაიყვანა კესარიაში და აზიარა ქრისტეს [რჯულს]. აქ  მას ასწავლეს ბერძნული და  ასურული  ენები. როცა  შეიქმნა 12  წლის, ვინმე დავითმა დააქორწინა თავის  ქალიშვილ  მარიამზე.  მათ  ეყოლათ  ორი  ვაჟი და გაშორდნენ  ერთმანეთს. მარიამი უფროსი  ვაჟით  წავიდა  დედათა მონასტერში, ხოლო უმცროსი გაჰყვა განდეგილს, ვინმე ნიკომაქს. ვრთანესი  დააბრუნა დედამ თავის  ძიძასთან, რომელმაც  აღზარდა ის  და დააქორწინა  კიდეც.
ხოსროს  სიკვდილის  შემდეგ  არტაშესმა  მოსპო  მისი  ხსოვნა, მაგრამ ერთი ყრმა სახელად თრდატი გააპარა მანდაკუნმა ნახარარმა არტავახდმა  საბერძნეთში,  სადაც  აღიზარდა  მთავარ  ლიკიანესთან. როცა გრიგორმა  გაიგო  ყოველივე, რაც დაემართათ  თავისიანებს,  წავიდა  თრდატთან  და  მსახურებდა  მას,  ხოლო  გრიგორის მეორე  ძმა  სურენი  წაიყვანეს არტაშირთან  და  აღიხარდა  მამიდასთან, ჰეფთალელთა  მეფის  ჯუანშერის  ცოლთან.  როცა  [სურენი] გაიზარდა, გაემართა  ჭენთა  ქვეყანაში  და დარუბანდში  და გამეფდა მათზე. ზოგიერთები  ამბობენ, რომ გრიგორის  ძმა  იყო  ვინმე  იაკობი, მეტსახელად  ბრძენი.  მაგრამ  იაკობი  იყო  მეფე ტირანის ცოლის, ანაკის  დის  ხოსროვუჰეს ვაჟი,  რომელიც  მოკლა ლეფინთა მეფემ არიდესმა.  იაკობმა  წაიყვანა  თავისი  და  საკდენი,  მისი  ვაჟი  ჰრაჩე და  მშობლების  სიკვდილის  შემდეგ  წავიდა  გუთების  ქვეყნებში,  სადაც  ჰრაჩე ბედნიერი შემთხვევის წყალობით გამეფდა.  ის გაემართა ბერძენთა მეფის წინააღმდეგ  და გამოიწვია ბრძოლაში კეისარი  დიოკლეტიანე.  მან  ჰრაჩესგან  შეშინებულმა  დაიწყო  სხვა  ვინმე უფრო ძლიერის  ძებნა  და იპოვა თრდატი.  ის გამოეწყო კეისრის  მსგავსად, შეიპყრო  ჰრაჩე  და მიჰგვარა კეისარს.  ამისათვის [თრდატმა] მიილო მეფობა, მოვიდა სომხეთში გრიგორისთან ერთად, თავისი მეფობის პირველსავე  წელს  აწამა წმინდანი ღვთისა  და ჩააგდო ღრმა ორმოში. თრდატის [მეფობის] მე-15 წელს  სომხეთში მოვიდნენ  წმ. ქალწულები  და  ეწამნენ75. მეფეს ამის  გამო უბედურება  ეწვია.  წმ.  გრიგორი ამოვიდა [ორმოდან], ხუთი დღე იმარხულა და სამოცდღიანი ქადაგებით გაათავისუფლა  ქვეყანა დევთმსახურებისაგან. თრდატის [მეფობის]  მე-15 წელს  ის მღვდლად  იკურთხა უფლისგან,  სამარადისო  დიდება  მას,  ამინ.
იულიუს  კეისარი  მეფობდა  4   წელი  და  7   თვე.  ის  ფარულად მოკლა ერთმა  საჭურისმა  და დაწვა ცეცხლში.  მისგან მოყოლებული რომის  მეფეებს უწოდებენ  კეისრებს,  მისი  წარმატებების  გამო.  ავგუსტუსი  [კეისარი  იყო] 56  წელი. ის ანტონიუსის  მოკვლის, ეგვიპტისა და ასურეთის აღების შემდეგ იწოდა სებასტოსად და ოქტავიოსად, რაც ნიშნავს „ძლევამოსილს და ბედნიერს“.  მისი (მმართველობის)  43-ე  წელს  იშვა  უფალი.  ტიბერიუსი [კეისარი  იყო] 22  წელი. მისი  [მმართველობის]  მე-16  წელს მოინათლა  ჩვენი უფალი  იესო ქრისტე. გაიუსი [კეისარი  იყო]  4 წელი.  მან ბრძანა მისთვის ღმერთი ეწოდებინათ  და ღმერთმა  მოკლა  ის.  კლავდიუსი [კეისარი  იყო] 13 წელი  და  9   თვე.  მისმა  ცოლმა  და  ვაჟებმა ირწმუნეს  ქრისტე  და მოიპოვეს უფლის  ჯვარი.  ნერონი [კეისარი  იყო]  13  წელი.  მან  დახოცა  წმ.  მოციქულები.  ვესპასიანე  [კეისარი  იყო]  10  წელი. მისი ვაჟი  ტიტე  –  2   წელი.  მან  აიღო  იერუსალიმი. დომიციანე,  ტიტეს ძმა  [კეისარი  იყო] 15  წელი.  მან  გაგზავნა  იოანე  პატმოსში,  ნერვა – 1 წელი. მან  დააბრუნა  იოანე  აზიაში;  ტრაიანე – 19   წელი,  მან მოკლა იგნატიოსი;  ადრიანე  – 21   წელი.  მან  გააშენა  იერუსალიმი თავისი  სიმამრის  აკილასის  დახმარებით;  ტიტე  ანტონიუსი, რომელიც  იწოდებოდა  ღვთისმოსავად, შვილებთან  ერთად –  24 წელი. ავრელიუსი  –  59 წელი; კომოდუსი –  13  წელი;  პერტინაქსი –  6  წელი;  სევერუსი – 19 წელი; ანტონიუსი,  სევერუსის  ვაჟი  – 4  წელი; ალექსანდრე  სევერუსი –  13  წელი;  მაქსიმინე  –  3  წელი; გორდიანე  –  6  წელი.  მასზე  ამბობენ,  რომ  ირწმუნა  უფალი;  ფილიპე  –  6  წელი.  მან კავშირი  შეკრა  ჩვენს ხოსროსთან; დეციუსი  – 1 წელი;  გალიენე  –  3   წელი;  ვალერიანე  –  17  წელი; კლავდიუსი  –   1 წელი;  ავრელიანე  –  7  წელი; ტაციტუსი  –  6  წელი.  მან  შური  იძია ხოსროს  სიკვდილისათვის  და  მოკლეს;  პრობუსი  –  6  წელი.  ზოგიერთები  ამბობენ,  რომ  მან  დაადგა  გვირგვინი  თრდატს;  კარუსი თავისი ვაჟებით  –  2  წელი; დიოკლეტიანე  და  მაქსიმიანე –19  წელი.
[დიოკლეტიანეს  მმართველობის] მესამე  წელს  გამეფებული თრდატი  მოვიდა  სომხეთში,  ნახა  აქ   მთავარი ოტა, რომელმაც დაიცვა სამეფო განძი და [გადამალა] მისი და ხოსროვიდუხტი ანისის ციხე-სიმაგრეში76. მრავალი  სომეხი ნახარარი გამოვიდა [თრდატის] წინაშე. თრდატის [მეფობის] მე-17  წელს  წმ. გრიგორი77 დაჯდა წმ. თადეოს მოციქულის ტახტზე. კესარიის პატრიარქ ღევონდისაგან წამოიღო  წმ.  იოანე  კარაპეტის  ნეშტი  [სომხეთში], რომელიც  იოანესმა  პატმოსიდან  დაბრუნებისა  და  იერუსალიმში  წასვლის  დროს მოიტანა ეფესოში. დეციუსის დროს ფერუშიანოსმა  ეს ნეშტი გადაიტანა  კესარიაში.  წმ.  გრიგორმა  სთხოვა  ნეშტი  წმინდათა  წმინდა ღევონდს, მაგრამ  მას არ სურდა მიცემა, ვიდრე  არ მიიღო ბრძანება ანგელოზისაგან.  ამის შემდეგ მისცა  მას [ნეშტი] ორ ძვირფას თვალთან  ერთად, რომლებიც  რომის  პატრიარქისაგან  ჰქონდა,  აგრეთვე წმ. ათანაგენის  ნეშტი, რომელზეც ამბობენ, რომ  იყო წმ. გრიგორის ცოლის, მარიამის  ძმა. გადმოიტანა  ეს  ნეშტი  და დათესა სომხეთის მიწაზე,  ნაწილი  კი.  შეინახა  აშტიშატში,  ორი  ინდოელი  ძმის, მთავრების დემეტრესა  და  გისანის ადგილებში.  [ეს ინდოელი  ძმები] მოვიდნენ  მეფე ვალარშაკთან  და 15 წლის შემდეგ მოკლეს  იმ  ადგილებში.  მათმა  შვილებმა  სამემკვიდრეოდ [მიიღეს]  ტარონი.  ისინი იყვნენ  გრძელთმიანები  და  ეხლაც  ზოგიერთები  თმებს  იტოვებენ, რის  ნებაც  არავის  ეძლევა.
იმ ხანებში ირწმუნა უფალი  ესპანელმა კონსტანტინემ78, რომელიც  მეფობდა 34  წელი. მან დაიპყრო მთელი  ევროპა, ხმელთაშუა ზღვის  ქვეყნები  და  შუამდინარეთი.  ეს  რომ  გაიგეს თრდატმა  და წმ.   გრიგორმა  გაეშურნენ  მასთან  70000  მხედრით  და  შეკრეს კავშირი.  მაშინ  წმ. კონსტანტინემ  მოისმინა გრიგორისაგან ქრისტეს ხორცშესხმის ამბავი. კონსტანტინემ ბრძანა მთელ იტალიაში ეზეიმათ მათი მოსვლა  მსხვერპლშეწირვით  და  თან  წარმოეთქვათ: „მივუძღვნათ თავი ზეციურ ძალებს“.  წმ. გრიგორმა ბრძანა მოეტანათ  მარილი, აკურთხა  და  გაგზავნა  მთელ  ქვეყანაში,  რათა  ამ  [მარილის] გარეშე  არ შეეწირათ მსხვერპლი, რადგან  ის, რაც  არ  არის სამღვდელო  პირის  მიერ  ნაკურთხი, კერპთმსახურებად  ჩაითვლება. ებრაელებიც  კი ჯერ განიბანდნენ  და შემდეგ ჭამდნენ.  წმ. გრიგორმა თქვა:  „მათი ვაჟები არიან, რომლებიც წინდაცვეთას წინდაუცვეთაობად  აქცევენ“.  ორივე  მეფემ79 და  ორივე  პაპმა  გრიგორმა  და სელვესტროსმა  დადეს  აღთქმა  ეცოცხლათ  და  მომკვდარიყვნენ ერთმანეთისათეის. ამბობენ, რომ აღთქმის წერილის წერისას აწობდნენ  წმ.  საიდუმლოებაში80.
დასავლეთიდან  დაბრუნების  შემდეგ  მათ  (დახვდათ)  ალბანთა მხარე  ჩრდილოეთის  ხალხებით  გავსებული  სპარსთა  მეფის  შაპუჰის81  წაქეზებით.  სლკუნთა  ტომის  მამამთავარი  აჯანყებულიყო  და შეფარებოდა უღკანის  ციხეს82.  აქ  შეიჭრა  ჭენი  მამგუნი,  მოჭრა თავი  მას  და  გაუგზავნა  თრდატს.  [თრდატმა] მისცა მას ეს გავარი და მისი სახელის მიხედვით უწოდა მამიკონიანთა სახლი83. გოლიათმა   თრდატმა  დაამარცხა  ჩრდილოეთის  ტომები  გარგარელთა გავარში, სადაც მოკლა ბასილთა გოლიათი მეფე ქამანდის სროლით.
წმ. გრიგორმა, თავისი  მოღვაწეობის  30-ე  წელს, კესარიაში ხელდასასხმელად  გაგზავნა  არისტაკესი,  იმის  გამო,  რომ  თადეოს მოციქულმა  აქ მოახდინა პირველი ხელდასხმა  და საძირკველი  ჩაუყარა  ეკლესიას.  ეპისკოპოსს, რომელიც  აქ  დააყენა  წმ. მოციქულმა, ერქვა  თეოფილე. როდესაც  არისტაკესი  დაბრუნდა  კანონიკური წესებით  ნიკეის  საეკლესიო  კრებიდან84,  წმ.  პატრიარქი  გრიგორი წავიდა  ტარონში,  დაჰყო  იქ  4 თვე  ანტონთან  და  კრონიდესთან, რომლებმაც  უთხრეს  მას:  „დაიმალე  სიბერის  ჟამს  გადამეტებული დიდებისაგან  თავის  დასაღწევად,  ისევე, როგორც  დიდი  მოვსესი, რათა  თაყვანი  არ  სცეს  შენს  ძვლებს ახლადმოქცეულმა  ხალხმა,  ან არ შეცდნენ  შენი  სიკვდილის დროს არასწორი ახრებით“.  მან  შეასრულა  ეს, წავიდა იქიდან მანის გამოქვაბულში85 და აღესრულა მთაში დაყრდნობილი  თავის  კვერთხზე.  ის  იპოვეს  მწყემსებმა  და  დამარხეს,  ისე რომ  არ იცოდნენ  ვინ  იყო.  შემდეგ, როცა  გაიგეს,  განადიდეს  ეს ადგილი.  ამბობენ, რომ როცა იმპერატორი ზენონი ეძებდა მის  ნაწილებს, [წმ.  გრიგორი] სიზმარში  გამოეცხადა  ვინმე  განდეგილს  და  სთხოვა  წაეღო  და  დაემალა  ის  საიდუმლოდ  თორდანის ეკლესიის  საძირკვლის  ქვეშ, რომელიც  „მე  ავაშენეო“ – თქვა  მან. და  არის  [წმ. გრიგორის  ნაწილები]  აქ ფარულად.  კეისარს  კი,  როგორც  ამბობენ, მისცეს რაც  კი  იპოვეს, ზოგიერთი ნაწილები არშარუნის  ეპისკოპოსისა,  რომელსაც  ერქვა  სახელად  გრიგორისი  და მისი  ამ  სახელის  გამო  განდიდდა.  ის  იყო  კაცი ქველი  და კეთილი.
წმ. კონსტანტინემ გაანადგურა მაქსიმიანე, მაქსენციუსი და უკანონო ლიცინიუსი86, რომელმაც  გაგზავნა  ვინმე ასისთავი  თავისი  რაზმით  კაპუტაკის  გავარში  და თევლახუნის,  ანატოლიის,  ხარასნექის,  არამენაკის, დაზიმონის თემებში, რომ  ეწამებინა ვისაც კი ჰპოვებდა ქრისტიანს. მისგან შეშინებულები გაიქცნენ სებასტიის  მხარეში, ზოგიერთები  კი  მელესიტში  –  ციხე-სიმაგრეში მთიან  მხარეში,  სხვები  გაიქცნენ ტახალასონის  მთაში,  მაგრამ  შეპყრობილები  გამოიყვანეს  და დახოცეს ეკეღეცაძორში.  მათ  ხსოვნას დღემდე  სცემენ  პატივს87.  მათგან  40  წმინდანი  წავიდა  და დაიმალა გამოქვაბულში, რომელიც  მდებარეობს მდინარე ალისთან  და ახლა იწოდება  ქაჯაჰანად.  იქ  მათ აღმართეს ჯვარი  და დაწერეს კლდეზე თავიანთი სახელები, რაც  გაიგეს  და უამბეს ლიცინიუსს.  მისი ბრძანებით  მოვიდნენ  და  გამოდევნეს  ისინი  იმ  გამოქვაბულიდან  არეგის88  თვის  17-ს.  უხტანესმა  ამ  დღეს  დააწესა  საეკლესიო  დღესასწაული.  [ეს  დღე]  იყო  მათი  გმირობის დასაწყისი, ხოლო  აღესრულნენ  –  9  მარტს. 
ამის  შემდეგ, თრდატ  მეფის  მიერ  შევიწროებულმა  სპარსთა მეფემ  შაპუჰმა  მშვიდობა სთხოვა  კონსტანტინეს.  [კონსტანტინე] დათანხმდა  და  მოსთხოვა [შაპუჰს] დავით  წინასწარმეტყველის გვირგვინი, რომელიც წაიღო იოაბმა ამონის შვილებისაგან, მელქომის სახლიდან  და დაადგა თავზე დავითს.  ის ჩაუვარდა ხელთ ქალდეველებს, შემდეგ  კიროსს  და  დარეჰს,  დარეჰიდან  ალექსანდრეს. [ამ გვირგვინით]  იკურთხებოდნენ  მაკედონელები  ანტიოქოსამდე, რომელიც მოკლა არშაკ პართელმა  და წაიღო მისგან  ეს გვირგვინი. ასე  მიაღწია  [გვირგვინმა] შაპუჰამდე,  რომლისგანაც  ითხოვა  კეისარმა,  რათა  მისი  ნიმუშით  გაეკეთებინა  თავისი  გვირგვინი  და შემდეგ  მისი  გვირგვინი  მისთვისვე  დაებრუნებინა.  როდესაც  მზად იყო, დასდო  ორივე  [გვირგვინი] სეფაზე  და უთხრა  შაპუჰის  მსახურებს, რომ  წაეღოთ  თავიანთი.  მათ დაათვალიერეს,  წაიღეს  ახალი [გვირგვინი]  და  წავიდნენ, რადგან კონსტანტინე სთხოვდა ღმერთს, რომ  მასთან  დაეტოვებინა  წმ.  დავითის  ხსოვნა.
წმ. თრდატი, რომელიც  მონათვლის  დროს  იწოდა  იოანედ, თავდაჭერილი ცხოვრებისა  და ბოროტების სიძულვილის  გამო  მოწამლეს  და მოკლეს ვიღაც უღმრთოებმა,  56 წლის მეფობის შემდეგ. რესტაკესი  მოკლა  მეოთხე  სომხეთის  მთავარმა  არქელაიოსმა,  წოფის  გზაზე, განუწყვეტელი საყვედურების გამო  მის ბოროტ საქმეებზე.  ტახტი  დაიკავა  მისმა  ძმამ  ვრთანესმა89,  ჯერ  კიდევ თრდატის სიცოცხლეში,  მისი  მეფობის  54-ე  წელს.  რესტაკესი  წაასვენეს  და დაკრძალეს  თორდანში,  მამის  გვერდით. 
თრდატის  სიკვდილის  შემდეგ  სანატრუკ  მეორე  არშაკუნი დამკვიდრდა  ფაიტაკარანში,  დაიდგა  გვირგვინი  და  განიზრახა გაბატონება მთელ  სომხეთში.  მან  მოსაკლავად  მისცა  ყრმა  გრიგორისი  ბარბაროს  ტომს  ვატნიანის  ველზე.  მისი  გვამი  გადაიტანეს და დაკრძალეს ამარასში90.  ეს რომ  გაიგო აღძნეველთა დიდმა  მთავარმა  ბაკურმა,  კავშირი  შეკრა  სპარსელთა  მეფე  ორმიზდთან  და განიზრახა  [იგივე,  რაც]  სანატრუკმა.  ეს  რომ  შეიტყვეს  სომეხმა ნახარარებმა,  შეიკრიბნენ  დიდ  ვრთანესთან  და  გაგზავნეს  ორი მთავარი  კონსტანტინე  დიდის  ვაჟთან,  კონსტანტისთან, რომელიც მამის  სიკვდილის შემდეგ მეფობდა  24  წელი, რათა  შესწეოდა  სომხებს  და  გვირგვინი  დაედგა  თრდატის  ვაჟის  ხოსროსთვის91. [კონსტანტიმ] შეიწყნარა  მათი  თხოვნა  და  გაგზავნა  მხედართმთავარი  ანტიოქოსი,  რომელმაც  გვირგვინი  დაადგა  ხოსროს  და  გაემართა სანატრუკის წინააღმდეგ. [სანატრუკმა] ეს რომ გაიგო გაიქცა სპარსეთში, ხოლო სომეხთა ჯარმა ააოხრა მისი ქვეყანა და გაბრუნდა.
მანაჭიჰრ  რშტუნი  გაემართა  ბაკურის  წინააღმდეგ, მოკლა  ის, წაიყვანა მრავალი ტყვე  მწბინის  მხარიდან,  მათ შორის  წმ.  იაკობის 7   დიაკონი  და  გაბრუნდა.  [მას] უკან  გაჰყვა  წმ.  იაკობი  და  სთხოვა [ტყვე  დიაკვნები],  მაგრამ  მან  არ  მისცა.  (იაკობს) სურდა წასულიყო მეფესთან, მაგრამ [მანაჭიჰრმა  დიაკვნები]  მდინარეში  ჩაყარა. ეს რომ  შეიტყო  წმ.  [იაკობმა]  დაბრუნდა  თავის  ადგილსამყოფელში, დაწყევლა მანაჭიჰრი და მისი ქვეყანა.  ამის გამო [მანაჭიჰრი] მოკვდა საშინელი  სიკვდილით,  ხოლო  ის  მხარე  უნაყოფო  გახდა,  ვიდრე მანაჭიჰრის ვაჟმა ღირსეულად არ მოინანია.  მან მოიტანა წმინდანის სიკვდილის შემდეგ  მისი საფლავიდან  მიწა, აკურთხა თავისი ქვეყანა ღმერთთან  შერიგებით  და  წმ.  იაკობის  კეთილი  სიტყვით.
კონსტანტინე  დიდს  ჰყავდა ერთი  ძმა  [სახელად დალმატიოსი, რომელსაც  ჰყავდა  ორი  ვაჟი:  გალოსი  და  იულიანე] და  სამი  ვაჟი. უფროსი  კონსტანტი  ატარებდა  მამის  სახელს  და  მას  მისცა  კონსტანტინოპოლი.  ანდერძის  მიხედვით,  შუათანას,  აგრეთვე  თავის მოსახელეს, მისცა ანტიოქიის ტახტი და უმცროსს – რომი92. შუათანამ  მოატყუა ანდერძისმცველი  და  მიიღო კონსტანტინოპოლი,  შეპირდა  მისი მწვალებლობის დაცვას, რადგან  ის არიოსის მიმდევარი იყო. უფროსმა  აიღო  ანტიოქია  და  წავიდა უმცროსის  წინააღმდეგ რომის [წასართმევად]. გამოვიდა  მის წინააღმდეგ  მისი ბიძა დალმატიოსი  და  მოკლა  ის.  უმცროსმა  კონსტანციუსმა  მოკლა  ის   ძმის გამო, ხოლო  მისი  შვილები  გაიქცნენ  შუათანა  ძმასთან.  კონსტანციუსის [მეფობის] მეექვსე  წელს გაძლიერდა მაგნენციუსი  და ხელთ იგდო იტალია, აფრიკა  და გვირგვინი დაიდგა  სერმში. ამით  გამხნევებულმა  ვიღაც ბოროტმა  კაცებმა  მოკლეს კონსტანციუსი  და  მისი ძმისშვილი.  ეს  რომ  გაიგო  შუათანა  ძმამ,  მოვიდა,  მოკლა  მაგნენციუსი  და  თვითმპყრობელი  გახდა. [მან] გალოსი  დაადგინა ანტიოქიის კეისრად, ხოლო იულიანე  გაგზავნა სასწავლებლად ათენში.  ამის  შემდეგ  აჯანყდა  გალოსი  და  დაიღუპა, ხოლო  იულიანე გადარჩა დედოფლის თხოვნით.  [იმპერატორმა  იულიანე] დაადგინა დასავლეთის  კეისრად,  მისცა  მას ცოლად  თავისი და  ალინე,  თვითონ  კი  ანტიოქიაში  წავიდა.  იულიანემ  დაამარცხა  ბარბაროსები, დაიდგა  თავზე  გვირგვინი  და  მოვიდა  კონსტანტინოპოლში.  მის წინააღმდეგ  გამოემართა  კონსტანტი,  რომელიც  მონათლა  ზოიამ და  დაიღუპა  კილიკიასა  და  ისავრიას  შორის.  ამბობენ,  რომ  მან სიკვდილის  წინ  მოინანია  და მართლმადიდებლური რწმენით  მიიცვალა უფალ ქრისტესთან.  მის შემდეგ იულიანე [მმართველობდა] 2 წელი  და  9  თვე.  მის  შემდეგ  –  იოვიანე 1 წელი, რომელსაც  აქებს სოკრატი. ზოგიერთები  ამბობენ, რომ  ის  იყო  არიოსის  მიმდევარი, შურს  იძიებდა  მართლმადიდებლებზე,  რის  გამოც  მოახრჩეს.  მის შემდეგ  [მმართველობდა] ვალენტი  14  წელი, რომელიც  არიოსის მიმდევარი იყო.  40 დღის შემდეგ  მისი  ძმა ვალენტინიანე შეუერთდა მას და [მეფობდნენ] 12 წელი.  ის მოკვდა ბარბაროსების წინააღმდეგ მიმართული  მუქარით  აღსავსე  ბევრი  ლაპარაკის  გამო.  ვალენტი, რომელმაც  გააძევა  ჩვენი  ნერსესი  და  შანთით  დადაღა,  დაიღუპა ადრიანოპოლში,  მიხმობილი  ჯოჯოხეთისგან.
ხოლო  ჩვენი  ხოსრო  სპარსთა  მეფის  ორმიხდის  მეორე  წელს და  კონსტანციუსის  მეფობის  მერვე  წელს [გამეფდა] თავის სამშობლოში  9   წლით,  ააშენა  დვინი93  რაც  ნიშნავს  გორაკს.  იქ მათივე  სურვილით  გადაასახლა  არტაშატის  მკვიდრნი  და  ცხელი ჰავის გამო ააშენა  აქ თავისი სამეფო სასახლე.  მის დროს ჩრდილიან მხარეებში  გაერთიანებული  30000  კაცი  თავს  დაესხა  აირარატს, სადაც სათნო  ვაჰან ამატუნმა მოკლა მათი მხედართმთავარი შემოსილი  სქელი  ქეჩით.  მისი ძლეული ლაშქარი  უკან გაბრუნდა  ზარალით.  ამ  ბრძოლაში  დაეცა  სარდალი  ვაჩე94.  წმ.  ვრთანესმა  ბრძანა მისი  სახელი  მოეხსენიებინათ  წირვის დროს. ხოსრო გარდაიცვალა და  დაკრძალეს  მამის  [გვერდით]  კამახში.
თვითმპყრობელმა  კონსტანტინემ  თავისი  [მეფობის] მე-17 წელს გვირგვინი დაადგა [ხოსროს] ვაჟს ტირანს95 და  გაგზავნა  სომხეთში.  ის  არ  წავიდა  თავის  ქველმოქმედ  მამა-პაპათა  გზით.  მისი [მეფობის]  მესამე  წელს  წმ.  პატრიარქი  ვრთანესი  წავიდა  ამ  ქვეყნიდან  და  დაკრძალეს  თორდანში. 
წმინდა ტახტი დაიკავა მისმა შვილმა იუსიკმა  6 წლით. ის სასტიკად  კიცხავდა  მეფეს  მისი  საზიზღარი  საქმეებისათვის.  მის  დროს მოიტანეს იულიანეს გამოსახულება ტირანთან, რომელმაც მოისურვა მისი  დადება  წოფის  გავარის  ეკლესიაში.  წმ. იუსიკმა ფეხქვეშ გათელა  და  დაფშვნა ის  ფილაქანზე.  განრისხებულმა  მეფემ  ბრძანა ეცემათ  ის ღვედით სულის ამოხდომამდე. ის  წაიღეს და დაასვენეს მამის გვერდით. მაშინ მოვიდა მხცოვანი ქორეპისკოპოსი წმ. დანიელი, წმ. გრიგორის ყოფილი მოწაფე და დასწყევლა ტირანი. ამაზე განრისხდა  მეფე  და ბრძანა  მისი  დახრჩობა.  ის  დაკრძალეს  თავის მონასტერში, რომელიც  „იფნის სამოთხედ“ იწოდებოდა. [პატრიარქის] ტახტი მიიღო კარგმა კაცმა ფარნერსეჰმა  აშტიშატიდან  4 წლით.  მის  დროს  მოვიდა  სპარსელთა  სარდალი  დიდი  ლაშქრით და მოტყუებით თავისთან  იხმო  ტირანი, რომელსაც თვალები  დასთხარა აპაჰუნის გავარის [ერთ] სოფელში, რომელიც ამ შემთხვევის გამო იწოდა  არწივად96.  ამით  ღმერთმა  მისცა  ტირანს  ნება  ეთქვა: „ორი  მნათობი  ჩავაქრე  და  ამის  გამო  ჩაქრა  ჩემი  ორივე  თვალის [სინათლეც]“.
ამბობენ  წმ.  იუსიკი მხოლოდ  ერთხელ  იყო  თავის  ცოლთან, რომლისგანაც ეყოლა  ორი  ტყუპი  ვაჟი  – პაპი და ათანაგინესი. ისინი დიაკვნებად იყვნენ ხელდასხმულნი, მაგრამ შემდეგ  თავი მისცეს უწმინდურებას,  [რის  გამოც] მეხმა  განგმირა  ისინი  ერთ  და იმავე  დღეს.  ათანაგინესს  დარჩა  ერთი  ვაჟი  ნერსესი97, რომელიც სასწავლებლად  იყო  წასული  კესარიაში.  ტირანის  შვილის  არშაკის98 მეფობაში [ნერსესი] მივიდა  მასთან,  იყო  მისი  მორჩილი  და ატარებდა [მეფის] მახვილს.  ბევრი  ხვეწნა-მუდარის  შედეგად  ის დაითანხმეს  და  გაგზავნეს  კესარიაში  წმ.  თადეოსისა  და  გრიგორის ტახტის  მისაღებად.  სულიწმიდამ  მოახდინა  სასწაული,  დაეშვა  მის თავზე  მტრედის  სახით, მხილველთა განსაცვიფრებლად. [ნერსესმა] დაბრუნების შემდეგ მოაწესრიგა ჩვენი ქვეყანა: ააშენა მონასტრები, სასტუმროები, თავშესაფრები, სნეულთა  და კეთროვანთა  სახლები, ცდილობდა  აღმოეფხვრა  შუღლი,  ულმობლობა,  ტირილი  მიცვალებულებზე  და  ნათესავთა  შეუღლება. ამ დროიდან ჩვენი ქვეყანა დაემსგავსა ზემო  იერუსალიმს, აივსო  ყოველგვარი კეთილსახიერებით.  ეს  რომ  დაინახეს  მეფემ,  ნახარარებმა  და  ეკლესიის ბრძენმა  ხელმძღვანელებმა,  უწოდეს  მას  პატრიარქი.  ისინი ამბობდნენ: „იმიტომ რომ ჩვენთან არიან ურყევი სვეტნი: ბართლომე, თადეოსი  და  წმ. ნათლისმცემელი,  რომელიც რომში პაპად იწოდებოდა, იმის თანასწორად, ვინც იჯდა პეტრე მოციქულის ტახტხე“.  თავდაპირველად  მხოლოდ  ოთხი [ტახტი] იყო:  ანტიოქიაში  –  მათესი,  რომში – ლუკასი,  ეფესოში  – იოანესი და  ალექსანდრიაში – მარკოზისა. კონსტანტინე დიდის  შვილების დროს, კონსტანტინოპოლელებმა  და იერუსალიმელებმა გაბედეს და პატრიარქები უწოდეს თავიანთ  წინამძღოლებს. კონსტანტინოპოლში  [პატრიარქის  ტახტი  დააწესეს]  იმიტომ,  რომ  აქ გარდაისახა  იოანე, ხოლო  იერუსალიმში  იმიტომ,  რომ  იქ  მოხდა [უფლის] ხორცშესხმა99. [სომხებმა] თქვეს: „ჩვენ დავემყარებით ჩვენს დიდ სიამაყეს“. ქალაქების  სებასტიის, მელიტენეს  და მარტიროსის  ეპისკოპოსებს  ეწოდათ  მიტროპოლიტები.  სომხეთში დააწესეს  9  სასულიერო  დასი, ესენია: პატრიარქი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი, დიაკვნის  თანაშემწე,  მედავითნე, ბერი  და  მრევლი.
ამ  ხანებში  განუდგა  არშაკი ვალენტინიანე კეისარს100.  მან  განრისხებულმა  მოკლა  არშაკის  ძმა თრდატი, რომელიც  მძევლად  იყო მასთან.  დიდი  ნერსესი  წავიდა  კეისართან,  რომელმაც  პატივით [მიიღო], მიულოცა მას პატრიარქის ხარისხი, მისცა მოკლულის ვაჟი, მრავალი საჩუქარი და გამოისტუმრა სომხეთში. ვალენტინიანეს  სიკვდილის შემდეგ ბოროტმა ვალენტმა101 დაარღვია სომხეთთან  მშვიდობა  და თავისთან დაიბარა  არშაკი სარდალ თეოდოსის საშუალებით.  წმ. პატრიარქმა  [ნერსესმა] წაიყვანა არშაკის  ვაჟი  პაპი,  წავიდა თეოდოსთან და [წარსდგა] კეისრის კარზე. [ნერსესმა] იხილა  მეფე, უქადაგა  მას  მართლმადიდებლობა,  რომელსაც  არ  იხიარებდა  და [რის გამოც] მოკვდა  მისი  ვაჟი. განრისხებულმა  [მეფემ] გადაასახლა ის  დაუსახლებელ  კუნძულზე 70  კაცთან  ერთად 9  თვით. აქ ისინი ღვთის წყალობით იკვებებოდნენ შაბათობითა  და კვირაობით  თევზით, რომელსაც  ზღვის  ტალღები  გამოუგდებდნენ  ხოლმე  შეშასთან და ცეცხლთან  ერთად. როგორც  ამბობენ,  მოწამე  გიორგიმ მოკლა  ვალენტი  და  მისი  გვამი დაიწვა. გვირგვინი  მიიღო  დიდმა თეოდოსმა102.  მან  დააბრუნა  წმ.  [ნერსესი] კუნძულიდან  და  მასთან ერთად  მოიწვია  სულთმობრძავთა  წინააღმდეგ  150  ეპისკოპოსის კრება,  რომელმაც  დასწყევლა  მაკედონი  და  ყველა  მის  მიერ  გზააცდენილი103. პატრიაქი  ნერსესი  განმტკიცდა  150  ეპისკოპოსის მოწმობით  და  დაბრუნდა  სომხეთში.
არშაკმა მოკლა თავისი ძმისშვილი გნელი,  მისი ცოლის ფარანძემის  გამო,  ტირითის  ჩაგონებით.  წმ.   ნერსესმა  დასწყევლა  ის  და თვითონ  კი  წავიდა  საბერძნეთში,  დატოვა  თავის  ადგილზე  ხადი, ბაგრევანდის  ეპისკოპოსი, რომლის ბეღლები  უხვად  ივსებოდა  ისე, როგორც  ელიას  ქვრივისა.
ამ  ხანებში  სპარსეთის  მეფე შაპუჰი104  მოვიდა  ადარბადაგანში და თავისთან იხმო  არშაკი, შეიპყრო  და ბორკილდადებული გაგხავნა ციხე-სიმაგრე  ანუშში.  აქ   [არშაკმა] თავი  მოიკლა.  ეს  რომ  გაიგო წმ.  ნერსესმა, სთხოვა  კეისარს, გაემეფებინა  პაპი105  –  არშაკის  ვაჟი, რაც  მან  აღუსრულა  კიდეც.  [კეისარმა]  გაგზავნა  ჯარი  სომხეთში პატრიარქ  ნერსესთან  ერთად.  ისინი  ჩამოვიდნენ  და  ნახეს  ქვეყანა ქრისტეს  მგმობი  მეჰრუჟან  არწრუნის  ხელისუფლების  ქვეშ,  სავსე სპარსელთა  ჯარით, რომელიც  დაამარცხეს  წმ.  [ნერსესის] ლოცვით.  მეჰრუჟანი  შეიპყრო  სმბატ  ბაგრატუნმა,  ამოწვა  ის  გახურებული  გვირგვინით  და  ასე  შერცხვენილი დაიღუპა.  ქვეყანა  გაძლიერდა  პაპის შვიდწლიანი [მმართველობისას].  მის დროს  ბერძენთა სარდალმა ანატოლიმ  ააშენა [ქალაქი] თეოდოსიოპოლი106 კეისრის სახელზე. პაპი განრისხდა  ნერსესზე  მისი  საყვედურების  გამო და  დაალევინა  საწამლავი  სოფელ  ხახში,  ეკეღეაცის  გავარში107.  ის დაკრძალეს  თილში. [ნერსესს  პატრიარქის] ტახტი  ეპყრა  34  წელი. პაპმა  მის  ადგილზე  დააყენა  ვინმე  შაჰაკი  მცირე  ხნით,  შემდეგ პატრიარქთა  წესის მიხედვით საჰაკი, აპაჰუნიქის გავარიდან,  კესარიის  მიტროპოლიტის  თანხმობის  გარეშე,  რომელიც  ფლობდა ტახტს  4   წელი.
სარდალმა ანატოლიმ მოტყუებით იხმო [თავისთან] პაპი, დაადო ბორკილები და გაგზავნა  თეოდოსთან,  რომელმაც  ნახვის ღირსადაც  არ  ჩათვალა  ის  და  ბრძანა გადაეგდოთ  ზღვაში108.  [მან] გაამეფა  სომხებზე  ვინმე  ვარაზდატ109 არშაკუნი  4 წლით.  მეორე წელს მიიცვალა უფალი  საჰაკი  და შეცვალა  ის  მისმა  ძმამ  ზავენმა, რომელიც  ისეთივე  კარგი  იყო, როგორც  [საჰაკი].  ის [პატრიარქი იყო] 4 წელი.
ვარაზდატმა  განიზრახა  მამაცი  მუშეღის  მოკვლა,  რისთვისაც დევნილ იქნა  მამიკონიანთა  გვარის  მიერ.  თეოდოსმა  გადაასახლა ის  კუნძულ  თულისზე  და  სომხეთში  გაამეფა  პაპის ორი  ვაჟი  – არშაკი  და  ვალარშაკი.
არშაკის [მეფობის]  მესამე  წელს  მიიცვალა ზავენი  და  [პატრიარქის]  ტახტი  დაიკავა  ასპურაკესმა  –   მათმა  ძმამ  და  [მათივე მსგავსად]  კეთილმოქმედმა  7  წლით.  [სომხეთი]  გაიყვეს  სპარსეთის  [მეფემ] შაპუჰმა  და არკადიმ – თეოდოსის  ვაჟმა110, რომლებიც სიყვარულით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. არშაკმა აიღო  [სომხეთის] ბერძენთა  კუთვნილი მხარე  ერთმორწმუნოების გამო, ხოლო ვალარშაკს ჰქონდა [სომხეთის] სპარსთა ნაწილი – აღმოსავლეთი მხარე.  ის გარდაიცვალა და მის ადგილზე შაპუჰმა დააყენა ვინმე ხოსრო  არშაკუნი, რომელიც  3  წლის  შემდეგ  განდევნეს  ხელისუფლებიდან  ქვეყნის  აგენტების  დაბეზღების  გამო.  მან  დასვა  საპატრიარქო ტახტზე  წმ.  საჰაკი  – დიდი ნერსესის  ვაჟი, რომელიც განაგებდა  წმ. ტახტს  59  წელი.
სპარსთა  მეფემ  ხოსროს  ადგილზე  დააყენა  მისი  ძმა  ვრამშაპუჰი111  15  წლით.  მისი  [მეფობის]  მე-7  წელს  და  შაპუჰის  ვაჟის არტაშირის  [მეფობის] პირველ  წელს  წმ.  მესროჰმა  შექმნა სომხური ანბანი.  22  ასო, რომელიც  მოიპოვა  დანიელ  ასურისაგან  და  არსებობდა  უძველესი  დროიდანვე,  არ  იყო  საკმარისი  [სომხური]  ენის მრავალფეროვნების  გამოსახატავად.  წინაპრები  აღარ  ზრუნავდნენ მის  [შევსებაზე],  რადგან  დიდი  ნაწილი  ბერძნული, ასურული  და სპარსული ასოებით  იყო შევსებული.  ასე რომ  მესროპს  არ შეეძლო საღვთო  წიგნების  თარგმნა  სომხურ  ენახე.  ამიტომ  მან  ლოცვას მისცა  თავი და  წმ.  საჰაკის შეწევნით ღმერთმა  მისცა  14  ასო, რომლებიც  თავისი  მარჯვენით  გამოსახა  მის  წინ,  ისევე როგორც  დიდ მოვსესს  [გამოესახა] სინას  მთაზე, ასევე  მას ბალუს  მთაზე112, სადაც ჯერ ისევ  ჩანს ღვთის მიერ გამოსახული ასოები კლდეზე. ადგილობრივი  მცხოვრებნი  –   ტაჭიკებიც  და  ქრისტიანებიც  პატივს  სცემენ ამ  ადგილს  სანთელ-საკმეველით.  ის,  რომ  არსებობდა  სომხური დამწერლობა  ძველი  დროიდანვე  დამოწმდა  ლევონ  მეფის  ხანაში. [ამ  დროს] იპოვეს კილიკიაში დრამა, რომელზეც სომხური ასოებით ეწერა  წარმართი  ჰაიკიდი  მეფის  სახელი. [სომხური დამწერლობის] ეს ნაკლოვანება შეავსო ღვთის მადლით აღსავსემ, ახალი ისრაელის განმაახლებელმა  და  მომწესრიგებელმა  ჩვენმა  ახალმა  ეზრამ.  [მესროპმა] ღვთისგან ბოძებული  ამ ძღვენით ნათელი  მიიღო  წმ.  სამებისაგან  და  წინასწარმეტყველებთან, მოციქულებთან, მახარობლებთან,  დასებთან  და  ყოველ  წრფელთა  გუნდთან  ერთად  მოვიდა, შემოიტანა სომხეთში და ჩვენი ეკლესიების საგანძურში წარმოუდგენელი სიმშვენიერე სულთა  და სხეულთა შესამკობად  და მარადიული დიდებისათვის.  ეს  ყველა ერისათვის  არ  გაუკეთებია უფალს, რადგან  არა  მაცდუნებლებმა  და  არა  შუაკაცებმა [ჩაგვაგონეს] სიბრძნე და  წარგვიძღვნენ  მასთან,  არამედ  ზეციდან  გამოწვდილმა  ქვეყნისშემქმნელმა  მარჯვენამ  დაგვიწერა  ჩვენ  სასწავლო  დამწერლობა. ჩვენი უფლის  და  ღმერთის  ხსოვნა  ცოცხალია  ჩვენს  მატიანეებში, რომლებიც  ძალასა  და  მადლს  ანიჭებდნენ  იმათ,  ვინც  რწმენითა და  გონიერებით  მიდის  [ამ  წიგნებთან].  ამის  გამო  დიდება,  პატივი და  მადლი,  ვინც  უფლისაგან  მოიტანა  ჩვენთან  [ეს  დამწერლობა]. დიდება  მესროპის  სახელის  ხსოვნას  ცხოვრების  წიგნში, რომელიც არის  მარადმწვანე,  ე.ი.  მუდამ მხიარული  და სიხარულით აღსავსე ადგილი  ჩვენი  მამისა.  დაე  იყოს  მისი  ხსოვნა  უწმინდესებთან  ერთად.  ჩვენ  კი  –  მის მოწაფეებსა და სულიერ შვილებს მისი ლოცვით მოგვენიჭოს  ღვთის  წყალობა  და  მოწყალება.
წმ. პატრიარქმა  საჰაკმა, გახარებულმა  ამ ზეციური საჩუქრით, გამოარჩია გონიერი  ყრმები  და  გაგზავნა  სხვადასხვა  ხალხებში,  რათა  ყველა  ხალხისაგან  გადმოეღოთ  წიგნის  ხელოვნება:  იოსები, ღევონდი,  იოანე,  აბრაამი,  არძანი,  მუშე,  ეზნაკი, კორიუნი  და  სხვები. ცოტა  ხნის  შემდეგ  გაგზავნა:  მოვსესი,  დავითი,  ეღიშე  და მამბრე  –  მოვსესის  ძმა.  მათ  შემდეგ  – არძან  არწრუნი,  ხოსრო  და ისტორიკოსი  ლაზარე113.  მათ  გადმოთარგმნეს  ყველა  მატიანე  წმ. ღევონდის  ზუსტი  სიის  მიხედვით.  წმ.   საჰაკმა  განაახლა  შაპუჰის მიერ  აოხრებული  წმ.   რიფსიმიანების  ტაძარი.  მათი  ნეშტი დაფარული  იყო  და  [წმ.  საჰაკის] თხოვნით ღმერთმა  გამოაჩინა ის. მან  იხილა მეფობის  გაუქმება, ფაჰლავუნთა  ტომის ღვთიურობა და ხელახალი  განახლება  დროთა  განმავლობაში. [საჰაკს] ჰყავდა ერთადერთი  ქალიშვილი, რომელიც მიათხოვა ჰამაზასპ მამიკონიანს.  მისგან  იშვა  წმ.  ვარდანი.
შემდეგ  ღვთის  საკვირველი  კაცი  მესროპი  გაეშურა  საქართველოში  და  შეუქმნა  მათ დამწერლობა  თავისი მოწაფის  ვინმე  ჯაღელის114 ხელით.  შემდეგ  წავიდა  ალბანეთში  და  შექმნა  მათი  ენის შესაფერი დამწერლობა  ბენიამინის  ხელით, რომელიც  ასევე  მისი მოწაფე  იყო.
ვრამშაპუჰმა  კეთილად  დაასრულა  თავისი  სიცოცხლე.  წმ. საჰაკი  წავიდა  იაზკერტთანს115,  სთხოვა  ხოსროზე,  რომელიც იმყოფებოდა  საპყრობილეში  და  ხელმეორედ  გაამეფა  ის.  მაგრამ [ხოსროს] ერთ წელზე მეტი აღარ [უმეფია] და აღესრულა. იაზკერტის სიკვდილის შემდეგ ტახტზე დაჯდა ვრამ116, რომელმაც განიხრახა მრავალი ბოროტებით  აევსო  ჩვენი  სარწმუნოება.  ეს  გაიგო  წმ. საჰაკმა,  წავიდა  ბერძნებთან  და  გაგზავნა  წმ.  მესროპი  და  თავისი შვილიშვილი ვარდანი თეოდოსთან  – არკადის  ძესთან. [თეოდოსმა] ისინი  სიხარულით  მიიღო,  უბოძა  ვარდანს  სტრატელატის,  ხოლო მესროპს  –  ვარდაპეტ-ვარდაპეტის  წოდება.  თეოდოსმა  და პატრიარქმა  ატიკმა  ბრძანეს  გაეხსნათ  სკოლები  და  დაუნიშნეს ჯამაგირი  სამეფო  სალაროდან.  დაბრუნებული  მესროპი  და ვარდანი] მივიდნენ  წმ.  საჰაკთან  და  შეასრულეს  ბრძანება.  ამის შემდეგ [წმ.  საჰაკმა] გაგზავნა  ვარდანი  ვრამთან  ზავისა  და სომხეთში  ვრამშაპუჰის  ძის  არტაშირის  გამეფების  სათხოვნელად. [ვრამმა] შეუსრულა  ეს.  მოვსესი  კი  ამბობს,  რომ  ხოსროს  შემდეგ იაზკერტმა გაამეფა თავისი  ვაჟი შაპუჰი117 3 წლით.  მამის სიკვდილის ამბავი  რომ  გაიგო,  ის  გაეშურა [სპარსეთში] და  მოკლულ  იქნა ლაშქრის  მიერ.  ამბობენ,  რომ  [სომხეთში]  სუფევდა  უმეფობა  და არეულობა  11  წელი.  შემდეგ  გამეფდა  არტაშირი118,  რომელიც შეიძულეს  ნახარარებმა  საშინელი  მრუშობისათვის.  ამის  გამო სთხოვეს  დიდ  საჰაკს  გაეძევებინა  ის.  ის  არ  დაეთანხმა  მათ.  მაშინ თვითონვე  წავიდნენ  ვრამის  კარზე,  უხმეს  არტაშირს  და გადაასახლეს  ხუჟასტანში.  მათ  გადააყენეს  წმ.  საჰაკიც  და  მის ადგილზე  დაადგინეს  სურმაკი,  მათი  დაბეზღების  [თანამონაწილე], რომელიც დააყენეს ბრგიშო  ასური 1 წელიც  კი  არ  ყოფილა  და  განდევნილ  იქნა.  [შემდეგ] წლით; შემდეგ შმუელი,  იმავე ტომიდან, ბოროტი  და უკეთური, რომელიც შეიზიზღეს სომეხმა ნახარარებმა, განდევნეს  და  სთხოვეს  წმ.  საჰაკს  მიეღო  [პატრიარქის|  ტახტი, რაზეც  ის  არ  დათანხმდა.  მაგრამ  [წმ.  საჰაკს]  არ შეუწყვეტია  მოღვაწეობა,  არამედ  კვებავდა  თავის  სულიერ  ცხვრებს ზეციური  წყაროდან  დღე  და  ღამე.  ზოგიერთები  ამბობდნენ,  რომ  ბრგიშოსა  და შმუელის  შემდეგ  (საპატრიარქო|  ტახტი  მიილო  სურმაკმა  7  წლით. წმ.  საჰაკმა დაჰყო მცირე  ხანი ბაგრევანდის გავარის სოფელ ბლურში,  მიიცვალა  ქრისტესთან  და  დამარხეს  აშტიშატში.
ვრამის  დაღუპვისა და  მის შვილის  იაზკერტის მმართველობის 6 თვის  შემდეგ აღესრულა  წმ.  მესროპი  ვალარშაპატში  და დაკრძალეს სოფელ ოშაკანში.  ჯვრისებური ზეციური ნათელი ადგა  მის კუბოს,  ვიდრე  არ  ჩაასვენეს  საფლავში.  პატრიარქის  ტახტს, როგორც მოადგილე, განაგებდა იოსები – მესროპის მოწაფე ვაიოც ძორიდან119,  სოფელ  ჰოლოციმიდან. ამბობენ,  რომ  სურმაკი სიკვდილამდე ასრულებდა  ხელდასხმას  7   წლის  განმავლობაში. ნახარარები შეიკრიბნენ ერთ ადგილზე და დაადგინეს მეფისნაცვლად წმ.  ვარდანი.
ამ  ხანებში  დაბრუნდნენ  სათარგმნელად  წასული  ღევონდი, კორიუნი  და   არძანი.  ისინი  შეხვდნენ  ერთმანეთს  ეფესოს კრებაზე120,  რომელიც  მოიწვია  თეოდოსმა  თავისი  მეფობის  მე-11 წელს  ბოროტი  ნესტორის [დასაგმობად].  იქიდან  მათ  ჩამოიტანეს 6  თავისგან [შემდგარი] კანონები.
სომეხთა ჯარი ხან ემორჩილებოდა სპარსელებს, ხან ბრძოლას უცხადებდა, როცა ისინი სარწმუნოებრივად ძლიერ ავიწროებდნენ. უფროსმა  ნახარარებმა  შავასპ  არწრუნმა  და  ვენდომ  უღალატეს სარწმუნოებას,  ააშენეს  დვინში  ორმიზდის  და  ცეცხლის  სახლი, ქურუმთა უფროსად  კი  დაადგინეს  ვენდოს  შვილი  შერო.  ეს  რომ გაიგო  ვარდანმა,  მოვიდა  თავისი ჯარით,  მოკლა  შავასპი,  მარზპანი მეშკანი  გააქცია,  ბილწი  ვენდო  ატროშანის  ცეცხლში  ჩააგდო  და დაწვა,  ხოლო  შერო  ჩამოკიდა  ბაგინზე  ამართულ  ძელზე  და  ამ ადგილას  ააშენა  წმ.  გრიგორის  სახელობის  ეკლესია.  კათალიკოსად აკურთხეს  წმ. იოსები.  მან  მოიწვია  საეკლესიო  კრება  შაჰაპი – ვანში, სადაც დააწესეს სასჯელის კანონები. 2 წლის შემდეგ მოვიდა სპარსელთა  ჯარი,  შეიპყრო  [იოსები],  საჰაკი,  ღევონდი  და  სხვები, ჩასვეს  [ისინი] საპყრობილეში,  როგორც  ვარდანის  მრჩევლები. [სპარსელები] ადრევე ცდილობდნენ  ამ წმინდანთა ხელში  ჩაგდებას. მათ სიხარულით დაიდეს ბორკილები ქრისტესთვის და არ თანხმდებოდნენ  მათ  ვადამდე  მოხსნაზე.  ამის  გამო  შეიკრიბნენ  სომეხი მთავრები, დაადგინეს პატრიარქად  გიუტი121 და  დვინში გადაიტანეს [საპატრიარქო]  ტახტი  იოსების  ბრძანებით.  ამ  დროიდან  მთელი სომეხი  ნახარარები  მუდამ მორჩილებდნენ  წმ.  ვარდანს, რომელიც მათთან  ერთად  ებრძოდა  სპარსელებს  19  წელი.  თავის  მოწამეობრივ აღსასრულამდე  მან  გაიმარჯვა  42  ომში  წმ.  საჰაკის  კურთხევით,  რომელმაც  თავისი  სიკვდილის  ჟამს,  ნავასარდის122 თვის  30-ში,  თავის დაბადების  დღეს აკურთხა  ის  და  მისი  ძმები:  ჰმაიაკი  და ჰამახასპიანი ასევე [აკურთხა  ისინი] წმ.  მესროპმა  თავისი  აღსასრულის  ჟამს,  მეჰეკის123 თვის  13-ში.  [მათი]  ლოცვა-კურთხევით [ისინი]  გაძლიერდნენ  და [გვირგვინით]  შეიმკნენ.
ამ ხანებში მოვიდა [სომხეთში] იაზკერტის ათასისთავი ბოროტი ნერსეჰი. მასთან  მივიდა  სეპუჰი  ვარაზ  ვაღიანი, სივნიელი  მთავრის ვასაკის  სიძე,  იმავე  ტომიდან,  შეძულებული  და  დევნილი  თავისი სიმამრისაგან. მან  უარყო  ქრისტე  [სიმამრისაგან]  აგულიანებულმა და  ბევრი  დანაშაული  ჩაიდინა  სომხეთში.  ეშმაკის  იმავე  ორმოში ჩავარდა  მისი  სიმამრი  ვასაკი  და  ორივე  გახდა  იმ  უბედურების მიზეზი,  რაც  დაატყდა თავს  სომხეთს  და  რაც  ჩანს  ვრცელ  ისტორიებში.  ჰროტიცის124  თვის  30-ში  ეწამნენ  ვარდანიანები – 1230 კაცი  იაზკერტის [მეფობის]  მე-16  წელს.  2   წლის  შემდეგ  [ეწამნენ] წმ.  ხუცესი სამუელი  და  წმ. დიაკონი აბრაამი  – ჰროტიცის თვის  7- ში. ჰროტიცის  10-ში  (ეწამა) მწარე ტანჯვით ბასიანის  წმ. ეპისკოპოსი  თათიკი, რომელიც  ადრე წაყვანილი  იყო  ხუჟასტანში.  წმ.  კათალიკოსი  იოსები,  წმ. საჰაკი,  წმ.  მღვდლები: ლევონდი,  მუშე, ხუცესი არსენი და  წმ დიაკონი ქაჯაჯი  – ექვსივე ისინი აღესრულნენ ჰროტიცის  25-ში  აპარის  ქვეყანაში  ღვთის  სადიდებლად,  ხოლო ნეტარი მოგპეტი  – მარგაცის125 თვის  10-ში. ასოღიკი ამბობს:  „შევამოწმეთ,  რომ  ეს  მოხდა  იაზკერტის  მე-16  წელს  და  მარკიანეს  მე-3.  წელს“.
ამ  დღეებში  წმ. მოვსესი, მამბრე  და დავითი  დაბრუნდნენ სასწავლებლიდან და მართავდნენ  საკათალიკოსო  სახლს.  ვგონებ, რომ ქალკედონის კრების126 დროს  [უკვე] გარდაცვლილი  იყო  [პატრიარქი]  გიუტი  და  ჯერ  არ  იჯდა  [ტახტზე]  იოანე  მანდაკუნი127. მათთან  მოიტანეს [ქალკედონის  კრების] აღსარების  სიგელები.  მათ არ  მიიღეს,  რადგან  არ  ეთანხმებოდა  ყველა  წმ.   მამების  გადმოცემებს. მაშინ წავიდნენ მოვსესი  და დავითი, რომ, თუ შესაძლებელი იყო, ეშველათ მართლმადიდებლობისათვის. ამის შესახებ არსებობს ასეთი  თხრობა  ჩვენს [წიგნებში],  რომ  დავითი  დიდხანს  ესაუბრა იუბენალს,  პულქერიის  კარის  ხუცესს  და  კორინთოს არქიეპისკოპოსს  მამბრეს,  დაადუმა  ისინი  და  შეარცხვინა.  შემდეგ ფეხზე  წამოდგა  მაკედონიის მიტროპოლიტი მელიტოსი  და  ეუბნება მოვსესს:  „კარგად  გიცნობ  შენც  და  შენს  მოწაფეებსაც. ყრმობიდანვე  გაწრთვნილი  და  გაქნილი  ხართ  ფილოსოფოსთა მახვილსიტყვაობასა  და  ქედმაღლურ  ტრაბახში,  ამიტომ  არავის შეუძლია თქვენი დამარცხება. აგრეთვე შურით ხართ აღსავსე, რომ არ  გიხმეთ  [კრებაზე],  რადგან  არ  გყავდათ  პატრიარქი“.  მოვსესი პასუხობს:  „კარგად  გვიცნობთ  ჩვენ,  [ისიც  იცით]  რომ  ჩვენ ვიყავით  პირველები  ეკლესიაში  და  საპატრიარქოს მოსამართლეები128.  მაშ  რატომ  არ  გვიხმეთ  ჩვენ  [კრებაზე],  ჩვენს დიდ  ცოდნას  დანაშაულად  გვითვლით?  მაგრამ  თქვენი  შეკრების მიზანი  არავისთვის  არ  არის  დაფარული.  ხოლო  ჩვენ  არ ვუღალატებთ  ჭეშმარიტებას  და  კვლავ ვაღიარებთ ხორცშესხმული ღმერთის  ერთბუნებოვნებას“.  მელიტოსი  ეკითხება:  „როგორ აღიარებთ  ერთბუნებოვნებას?  განარჩევთ  ძეს  მამა  ღმერთისაგან და  აერთიანებთ  სხეულში?“  მოვსესი  პასუხობს:  „არ  განიყოფება [ძე] მამისაგან  და  შეერთებულია  სხეულთან“.  და  ასე  წარმოთქვა მან  მრავალი  ამგვარი  სიტყვა129.
აქედან,  ჩვენ  ვფიქრობთ,  ასეთია  [პატრიარქთა]  თანმიმდევრობა:  6 წელი  ტახტი  ეპყრა  გიუტს  და  აღესრულა.  ის შეცვალა ფილოსოფოსმა  და  ღვთიური  სულით  აღსავსე  იოანე  მანდაკუნიმ. მან  დააკანონა  ხელდასხმისა  და  ლიტურგიის  წესი  და  [დაგვიტოვა] რჩევა-დარიგებები.  მან  თარგმნა  მესამე  ეპისტოლე  კორინთელებისადმი, იოანეს (ეპისტოლე| და სხვა მრავალი სასარგებლო საქმე გააკეთა  თავის  სიცოცხლეში.  ამბობენ,  რომ  [სომხეთის] ბერძენთა მხარეში  კათალიკოსი  იყო  გიუტი  და  იმავდროულად  სპარსელთა მხარეში  იოანე.  მათ დროს ცხოვრობდა  განდეგილი  ანტონი,  იგივე თათული130, რომელმაც  დატოვა  მთელი  ქონება  ქრისტეს  გამო  და თავის  ღვიძლ  ძმასთან  ვაროსთან  ერთად  წავიდა  ბერად  იმ ადგილას,  რომელსაც  ახლა  ჰქვია  წმ.  თათული. 
წმ.  წამებულთა სიკვდილის  შემდეგ ბოროტმა  ვასაკმა  ჰმაიაკის ცოლი  და  3  ვაჟი  წაიყვანა [იაზკერტის] კარზე, როგორც სიკვდილმისჯილის შვილები. ქართველთა პიტიახშმა არშუშამ131 გამოსთხოვა ისინი იაზკერტს და მისცა მათში ძვირფასი საჩუქარი. მათგან უფროსი ვაჰანი გახდა სომეხთა სპარაპეტი. იაზკერტის სიკვდილის შემდეგ, მისმა  ვაჟმა  პეროზმა  მოკლა  თავისი  ძმა და  გამეფდა.  მან  მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა [სომხეთთან] და ვაჰანი დანიშნა სამეფო ხარკის ამკრეფად.  ცილისმწამებელთაგან  შევიწროებულმა ვაჰანმა უღალატა სარწმუნოებას, მაგრამ ბოლოს შეაწუხა სინდისმა, აუჯანყდა  მეფეს  და  მრავალჯერ  დაამარცხა  სპარსელთა  ჯარი.
ვარაზ  ვაღიანი  გაბატონდა  სივნიეთში. [ის] სარწმუნოებიდან განდგომის  გამო  მრავალი  დღე  იტანჯებოდა  ავი  სულებისაგან  და მოკვდა მონანიების გარეშე. ამავე დროს  მოკლულ  იქნა სარწმუნოებისაგან განდგომილი  ვარსქენი132. მან  და  სხვა მრავალმა სარწმუნოების  უარმყოფელმა დაიმკვიდრა [ადგილი]  ჯოჯოხეთში.
ამის  შემდეგ  სპარსთა  სარდალი  მიჰრანი  მრავალრიცხოვანი ლაშქრით  მოდის  ქართველთა  მეფე  ვახტანგის  წინააღმდეგ133. მან სთხოვა  დახმარება ვაჰანს, რომელიც ხალისით  დათანხმდა. ბრძოლის  დაწყებამდე  გაიქცა  მხდალი  ქართველთა  ჯარი  თავის მეფესთან  ერთად  და  ზოგიერთი  მშიშარა  სომეხი.  მოწამეობრივად აღესრულა  ვაჰანის  ძმა  ვასაკი. [მისი] სახე აღჭურვის  ჟამს  ისეთივე ნათელით  ბრწყინავდა,  როგორც  მოვსესის,  ისე  რომ  მხილველებს არ  შეეძლოთ  მზერა  და  მიხვდნენ  რომ  მოკვდებოდა  იმ  დღეს. [მოწამეობრივი] გვირგვინი დაიდგა აგრეთვე სივნიელმა დიდებულმა იაზდმა  ჰორის  თვის  16-ში  ბაგუანში.  [ის]  შეიპყრო  მიჰრანმა,  აიძულებდა  უარეყო  სარწმუნოება  და  ეცხოვრა  დიდებით,  მაგრამ უარი  მიიღო.  [იაზდი] მოკლულ იქნა ქრისტესთვის და [მოწამეობრივი] გვირგვინით [შეიმოსა]. ასევე მამაცი მხედართმთავარი  საჰაკი აღესრულა  ბრძოლის  ჟამს  წმ.  სარწმუნოებისათვის.
ამის შემდეგ ჰეფთალებმა134 მოკლეს  პეროზი  და  [მისი] 7  ვაჟი. გამეფდა  მისი  ძმა  ვალარში135,  რომელმაც  იხმო  ვაჰანი  და  უბოძა სომეხთა  მხედართმთავრობა,  ხოლო  შემდეგ  კი  მარზპანობა. ვალარშის  შემდეგ  [ტახტხე]  დაჯდა  მისი  ვაჟი  კავადი,  ხოლო  მის შემდეგ  ხოსრო137  48  წლით. 
ვაჰანმა  აღადგინა  სპარსელთა  მიერ  აოხრებული  ეკლესიები არტაშატში.  მის  დროს  ნეტარმა  ტანთამ  არშარუნიდან,  სხვა მრავალთან ერთად, |მოწამეობრივი| გვირგვინი დაიდგა სპარსელთა მხედართმთავარ ზარნავუხტის  |ხელით|. უფალ იოანეს ეპყრა  |პატრიარქის)|  ტახტი  6   წელი;  მის  შემდეგ  უფალ  ბაბგენს  – 7;  მის შემდეგ უფალ  სამუელს  –   5,  მის  შემდეგ უფალ  მუშეს  –  8;   მის შემდეგ უფალ  საჰაკს  –   7;   მის  შემდეგ  უფალ  ქრისტეფორეს ვაჰანი  კეთილი  (ცხოვრების  შემდეგ)  აღესრულა  და  ძალაუფლება მიიღო  მისმა  ძმამ ვარდმა  4 წლით. ზოგიერთის გადმოცემით,  ვაჰანი  მმართველობდა  20  წელი,  ხოლო  ნაწილის  თქმით  –  31  წელი. უფალ ქრისტეფორეს ადგილი დაიკავა უფალმა ღევონდმა 2 წლით; შემდეგ  უფალმა  ნერსესმა  9  წლით.  მის  დროს  სპარსელთა  მეფე ხოსრომ  მოაწყო  თავდასხმა  ვარდის  შესაპყრობად.  დიდი  ბრძოლა მოხდა  ხაზამახის  ველზე,  სადაც  პატრიარქ  ნერსესის ლოცვის წყალობით  მოისრა  სპარსელთა  ჯარი.
ამ  ხანებში  წმ.  იზიტბუზიტი138,  რაც  ნიშნავს  „ღმერთისაგან  გადარჩენილს“,  მოკლა  დვინში  მარზპანმა  ვაჰანმა. ვარდის  შემდეგ სპარსელები  ინიშნებოდნენ  მარზპანებად.  წმ.  მოწამის  გვამი  წმ. პატრიარქმა  ნერსესმა  დამარხა კათალიკოსის  სასახლის ახლოს  და მასზე ააშენა ეკლესია თლილი ქვისაგან.  ამ ხანებში ქსრას ანგეღაცის (წყალობით) რიტორთა  დასები გამრავლდნენ. უფალ  ნერსესის  შემდეგ [პატრიარქის ტახტი  ეპყრა] უფალ იოანეს  15 წელი;  მის შემდეგ უფალ  მოვსესს139  ელივარდიდან  30  წელი;  თავისი  პატრიარქობის მე-10  წელს,  კავადის  ვაჟის  ხოსროს  [მეფობის] 31-ე  წელს, იუსტინიანეს  [მეფობის]  მე-14  წელს, რომელმაც  ააშენა  წმ.  სოფია, [მოვსესმა]  შემოიღო  სომხური  წელთაღრიცხვა  და  კალენდარი140, როცა შესრულდა 532 წელი. სომხეთის მარზპანს მეჟეჟ გნუნს ეპყრა ძალაუფლება  31  წელი.  წელთაღრიცხვის  დაწესებას  ესწრებოდნენ: სივნიელი  ეპისკოპოსი  პეტრე,  ნერშაპუჰი  ტარონიდან  და  აბდიშო სასუნიდან,  რომელიც  ეპისკოპოსად  ხელდასხა  მოვსესმა.
[მოვსესმა  ხელდასხა] კირიონიც, რომელიც ტომით ქართველი იყო,  ჯავახეთის  გავარის  სოფელ  სკუტრიდან  და  იცოდა  სომხური და  ქართული  მწიგნობრობა.  ის  იკურთხა  ქართლის  კათალიკოსად და  შემდეგ გახდა  ქალკედონიკი, რადგან  ყმაწვილობაში  წავიდა საბერძნეთში, კოლონიის  მხარეში და   დასახლდა  სოფელ ნიკოპოლისში,  მდინარე  გაილის  ნაპირზე,  სადაც  გაიწაფა ბერძნულ მწიგნობრობაში. 15  წლის  შემდეგ  მოვიდა  მოვსესი  დვინში  და დანიშნა  [კირიონი] წმ.  კათოლიკე  მონასტრის უხუცესად  და  აირარატის ნაჰანგის ქორეპისკოპოსად 7 წლით. როდესაც გარდაიცვალა ქართველთა კათალიკოსი, [ქართველმა] მთავრებმა  გაგზავნეს უფალ მოვსესთან [მოციქული] ძველი  წესის  თანახმად,  რომ  მიეცა  მათთვის [სულიერი]  წინამძღვარი.  [მოვსესმა] მოისურვა  გაეგზავნა [კათალიკოსად  კირიონი],  რადგან  მათი  ტომისა  იყო.  [კირიონი] წავიდა  და  დაიმორჩილა  მთელი  ქვეყანა. შემდეგ მოვიდა მასთან ერთი  ხუჟასტანელი  ნესტორიანელი,  სახელად  კისი,  რაც  ნიშნავს „სისასტიკე“-ს,  როგორიც  ის  იყო  სინამდვილეში.  [ის]  იყო კოლონიიდან, სოფელ ზუტარიმიდან, რომელიც მდებარეობდა  ნიკოპოლისის ახლოს.  [კირიონი  და  კისი]  იყვნენ  თანამოწაფეები  და თანამესექტეები.  [კისი]  ხელდასხა ეპისკოპოსად [კირიონმა] და დაიღუპა ამით მთელი  ქვეყანა.  ეს გაიგო ცურტაველმა ეპისკოპოსმა მოვსესმა,  რომელსაც  ახლა  უწოდებენ  განძენქს  და  აცნობა პატრიარქ  მოვსესს.  მან  მოსწერა  [კირიონს]  გამკიცხველი  წერილი და  დაემუქრა.  ის  მთლიანად  განუდგა  თავის  სარწმუნოებრივ მიმდინარეობას. რამდენიმე  ხნის  შემდეგ გარდაიცვალა  პატრიარქი [მოვსესი] თავისი  მამამთავრობის  30-ე  წელს  და  კირიონმა უზრუნველად  აღიარა  ქალკედონის  კრების  მოძღვრება141.
სპარსელთა  მეფე ხოსრომ სიკვდილის მოახლოებისას ირწმუნა ქრისტე  და  იხმო  თავისთან  ნეტარი  კათალიკოსი,  რომელიც ხელდასხა  უფალმა  გიუტმა  სხვა  ეპისკოპოსებთან  ერთად  პეროზ მეფესთან  მისი  წასვლის  წინ.  [კათალიკოსმა] გაკიცხა სპარსელთა სარწმუნოება. სიკვდილის მომლოდინე  [ხოსრო] მოინათლა  ერანას მიერ  და  ეზიარა,  მცირე  ხნის  შემდეგ  კი აღესრულა  და დაკრძალეს ის  ქრისტიანებმა სამეფო  სასაფლაოზე.  გვირგვინი  მიილო  მისმა ვაჟმა  ორმიზდმა, რომელიც  გამცემთა  მიერ  იქნა  მოკლული  თავის სასახლეში142. გვირგვინი  მიიღო  მისმა  ვაჟმა  ხოსრომ,  რომლის წინააღმდეგ  აღსდგა  მხედართმთავარი  ვაჰრამი  და  გააქცია  ის. [ხოსრო]  წავიდა  კეისარ  მავრიკესთან,  მიიღო  მისგან  დახმარება, დაბრუნდა  და  დაეუფლა  თავის  მემკვიდრეობას143.  მადლიერების ნიშნად  [ხოსრომ] დაუთმო  მავრიკეს  შუამდინარეთი,  სომხეთში ქვეყანა,  რომელსაც  ეწოდება  ტანუტერაკან  გუნდი,  გარდა  დვინის და  ორი  გავარის:  ოტნ  მასიაცის  და  არაგაწის144, აგრეთვე [ტერიტორია] იმ  მთიდან  მოყოლებული,  რომელსაც  ეწოდება ენწაკი სარი145, სოფელ არესტამდე და ჰაციუნამდე146. [იმპერატორი] გაკადნიერდა  და  შეცვალა  მეფის  მიერ  დარქმეული  სახელები:  მის მიერ  დარქმეულ  არმენიას – პირველ  სომხეთს  უწოდა  მეორე სომხეთი,  რომლის  დედაქალაქია  სევასტია;  კაპადოკიას,  რომლის დედაქალაქია  კესარია, უწოდა  მესამე სომხეთი  და  აქცია  ეპარქიად; მელიტენეს, რომელსაც  აქვს  იმავე  სახელწოდების  გავარი,  უწოდა პირველი  სომხეთი;  პონტოს,  რომლის  დედაქალაქია  ტრაპიზონი, უწოდა  სომხეთის  დიდი  ნაწილი;  მეოთხე  სომხეთს,  რომლის დედაქალაქია  ნეფრკერტი,  იგივე მუფარლინი, იუსტინიანოპოლად ჩაწერა სამეფო არქივში; კარინის ქვეყანას, რომლის ქალაქია თეოდოსიოპოლი,  უწოდა  სომხეთის  დიდი  ნაწილი;  ხოლო  იმ ნაწილს,  რომელიც  დიდ  სომხეთშია,  ბასიანის  მხრიდან  ასურეთის საზღვრამდე,  უწოდა  დიდი  სომხეთი.  ტაოს  მხარეს,  თავისი  საზღვრებით, უწოდა  შიდა სომხეთი, დვინის მხარეს ქვედა  სომხეთი უწოდა. მან  ყველა  ეს  სახელი  ჩააწერინა  არქივში. 
ამ  ხანებში  სმბატ  ბაგრატუნმა  მამაცურად  დაამხო ხოსროს ფერხთა  წინ ყველა  მისი მტერი.  [მან] კეთილგანწყობილების ნიშნად მისცა  [სმბატს] ვრკანის148  ქვეყნის  მარზპანობა.  ის  წავიდა  და  ნახა აქ    სომხების  ტომი  ტყვედ  წაყვანილი  და   დასახლებული თურქესტანში,  დიდ  უდაბნოში,  რომელსაც  საგასტანი  ეწოდება. [მათ] დავიწყებული  ჰქონდათ [თავიანთი] ენა  და  მწიგნობრობა. გახარებულებმა  სმბატის  ნახვით  მათ  განაახლეს  [თავიანთი] ენა  და დამწერლობა.  დიდმა  პატრიარქმა  მოვსესმა  აკურთხა  მათ ეპისკოპოსად  ერთი  ბერი,  სახელად  აბელი  და  დაადგინა  ისინი  წმ. გრიგორის  წილხვდომილად.  [სმბატმა] მიილო  მეფის  ნებართვა  და მოვიდა  თავისი  ქვეყნის  სანახავად,  ჩამოვიდა  დვინში,  დაიწყო  წმ. ვარდანის  მიერ  ხისგან  ნაშენი  წმ. გრიგორის  ეკლესიის  გადაკეთება. ციხის  მცველები  ჩიოდნენ  [მეფის] კარზე,  რომ  [ხის  ნაგებობა] საშიშია  ციხისთვის. გამოვიდა  [მეფის] ბრძანება  – დაენგრიათ  ციხე და აეგოთ  მოშორებით [ახალი].  გაუხარდა  სმბატს  და  ქრისტეს სადიდებლად  ააშენა თლილი ქვისაგან ეკლესია. მან აკურთხებინა პატრიარქად  უფალი  აბრაამი149 რშტუნის  ეპისკოპოსი, რომელიც ძლიერ  ცდილობდა პეტრეს საშუალებით გაგზავნილი ეპისტოლეებით  კირიონის  მოქცევას  მართლმადიდებლობაზე, მაგრამ  ვერ  შესძლო.  ამის  გამო  მოიწვიეს  დვინის  საეკლესიო კრება150 სადაც  შეაჩვენეს  კირიონი, როგორც  მწვალებელი. 
მავრიკემ [სომხეთის  ბერძნულ]  ნაწილში  კათალიკოსად დაადგინა  იოანე,  რომელიც  იჯდა  სოფელ  ავანში  და  ააშენა  აქ ეკლესია. [ის იყო] წმინდა  კაცი, რომელსაც არასდროს უღალატია ბერძენთა  სარწმუნოებისათვის.  ამ  ხანებში  ბერძენმა დიდებულებმა მოკლეს  მავრიკე  და  დასვეს  მეფედ  ფოკა151,  რომელიც  მოვიდა ბასიანში  და  ცდილობდა  დაემორჩილებინა  სომხეთი.  აქ   მის წინააღმდეგ  გამოილაშქრა  აშოტმა  ხოსროს  ბრძანებით,  უკან დაახევინა  ურიცხვი  მსხვერპლით,  აიღო  კარნუ  ქალაქი  და. გადაასახლა  მცხოვრებნი  აჰმადანში152, თან  წაიყვანა  კათალიკოსი იოანე,  რომელიც  იყო  იქ მალულად. [იოანე]  გარდაიცვალა, წამოიღეს  და  დაკრძალეს  სოფელ  ავანში.  ის  კათალიკოსი  იყო  26 წელი.  3 წლის  შემდეგ  გარდაიცვალა  წმ.  პატრიარქი  აბრაამი  და. შეცვალა  ის  უფალმა  კომიტასმა153  სოფელ  აღცქიდან. 
მთავართა რიგში მეჟეჟის  შემდეგ  [მარზპანებად] დააყენეს სპარსელები: ჯერ დენშაპუჰიი რომელმაც   გააძლიერა კერპთაყვანისმცემლობა,  მის  შემდეგ  ვინმე  ვარაზდატი;  შემდეგ სურენი,  ხოსროს  ნათესავი,  რომელიც  მრუშობდა  მთავართა ცოლებთან.  ამის  გამო  შეიძულა  ის  ვარდანმა,  ვასაკ  მამიკონიანის ვაჟმა    მოკლა    ის     და     თავისი    სახლეულით   წავიდა კონსტანტინოპოლში. 
ჰერაკლემ  მოკლა  ფოკა  და  გაამეფა  თავისი  ვაჟი,  ხოლო თვითონ  გაემართა  აღმოსავლეთში  სალაშქროდ. ხორემმა ააოხრა საბერძნეთი  ხოსროს  ბრძანებით  მავრიკეს  სიკვდილისათვის შურისსაძიებლად, წარტყვევნა იერუსალიმი, დაატყვევა  მხსნელი  ხე და  იერუსალიმის  პატრიარქი  ზაქარია.
ამ   ხანებში  პატრიარქმა  კომიტასმა,  წმ.   მოწამე  რიფსიმიანების154 [ტაძრის] გაფართოებისას, იპოვნა  მათი  ნეშტი,  რის გამოც დიდი  სიხარული  განიცადეს  ქრისტიანებმა.  [ეს  ნეშტი] დაბეჭდილი იყო  წმ.  გრიგორისა  და  წმ.  საჰაკის  ბეჭდებით.  [კომიტასმა] ვერ გაბედა  მათი  მოხსნა,  არამედ  დაასვა  თავისიც  მათზე.  რიფსიმეს ტანის სიმაღლე იყო  10 მტკაველი და  4 გოჯი. ამბობენ  წმ. გრიგორი იყო  9  მტკაველი,  ხოლო  თრდატი  11  მტკაველი.
[კეისარმა]  ჰერაკლემ155  გაგზავნა  დესპანი  საჩუქრებით ხოსროსთან  და  სთხოვა  ზავი,  მაგრამ  მან  არ  გასცა  პასუხი. ჰერაკლე  განრისხდა,  წაიყვანა  თავისი  ძმა  თეოდოროსი  და ანტიოქიასთან  ორჯერ  დაამარცხა  სპარსელთა  ჯარი,  გაემართა სომხეთის  გავლით  ხოსროს  წინააღმდეგ.  მას  შეუერთდა  ხოსროს ვაჟი  კავადი.  მან  მოკლა  ხოსრო,  ზავი  ითხოვა  ჰერაკლესაგან  და დაუთმო  მას შუამდინარეთი. ჰერაკლე გაბრუნდა  და მივიდა კარნუ-ქალაქში.   ამ    დროს  წმ.    კომიტასის  ტახტი  ეპყრა   უფალ ქრისტეფორეს,  რომელიც  განდევნა,  რათა  უთანხმოება  ჩამოეგდო მთავრებს შორის  და დაადგინეს [პატრიარქად] ეზრა156  ნიგიდან. ის იხმო ჰერაკლემ კარნუ-ქალაქში. [ეზრა] თავისი უმეცრების გამო ქალკედონიკი  გახდა და  სარწმუნოების  დათმობის  ფასად  მიიღო მარილის  საბადოები  და  კოღბის  მესამედი.  დაბრუნებულ  [ეზრას] საყვედურით  შეხვდა  კათალიკოსის  სასახლის  მოძღვარი  იოანე, რომელმაც  უთხრა:  „სამართლიანად  გქვია   ეზრა,   რადგან მართლმადიდებლობის  ზღვარს  გადახვედი“157.  თვითონ [იოანე] წავიდა  ალბანეთში,  გარდმანის  გავარის158  საზღვართან  და  იწყო განდეგილის მკაცრი ცხოვრება.  მან დაწერა  3 ნაშრომი, რომელთაც არ  დააწერა  თავისი  სახელი.  პირველს უწოდა  „ცხოვრების  რჩევა“, მეორეს  –  „რწმენის  ფესვი“,  მესამეს  –  „ნოიემაკ“-ი.  მას  ჰყავდა ერთი მოწაფე, სახელად სარგისი, რომელსაც საბელის159 უკეთურება გადაედო  და  [იოანემ] გააგდო  ის.  უმეცარნი  კი  მას  მიაწერენ [სარგისის] შეხედულებებს“.
ამ  ხანებში გარდაიცვალა  მეფე  კავადი  და  გამეფდა  მისი  ყრმა ვაჟი  არტაშირი.  ეს  რომ  გაიგო  ჰერაკლემ  ურჩია  ხორემს  მოეკლა ყრმა  და წაერთმია  მისთვის  გვირგვინი,  რაც  მან შეასრულა  კიდეც, ხოლო  ჰერაკლეს  მისცა  წმ.  ჯვარი.  ხორემი  ლაშქარმა  მოკლა  და გვირგვინი გადასცეს ხოსროს ასულს  ბორს.  მის  შემდეგ  [მეფობდა] მისი  და  ზამრიკი, ხოლო  მის  შემდეგ  ორმიზდი,  ხოსროს შვილიშვილი160,  რომელიც  დაახრჩვეს  და  [მეფედ]  დაადგინეს იაზკერტი,  [ასევე] ხოსროს შვილიშვილი“,  ჰერაკლემ  წაიღო  ჯვარი იერუსალიმში  და  აღმართა  თავის ადგილზე161.
ამ  ხანებში  სომეხთა  მხედართმთავრად  [ჰერაკლემ] დანიშნა მეჟეჟი,  რომელიც  მოკლა  დავით  საჰარუნმა  და  თვითონ  გახდა მთავარი  ჰერაკლეს  ბრძანებით  3   წლით.  [მან] ააშენა  ეკლესია მრენში,  შემდეგ შეურაცხყოფილი  განდევნეს  მთავრებმა.  სომხეთში დაიწყო  დიდი  არეულობა  და  ხან  ერთი  ადიოდა  |ტახტზე|,  ხან მეორე.  ამ   ხანებში  ეზრამ  გააფართოვა  წმ.  გაიანეს  [ეკლესია. უფალმა  ქრისტეფორემ  ააშენა  მონასტერი  ოტნ-მასიაცში  და იღწვოდა  ლოცვით.
ამ  ხანებში  ედესაში  შეიკრიბა  12000  ებრაელი  და  განუდგა ჰერაკლეს. [ჰერაკლე] წავიდა, ალყა შემოარტყა ურჰას, აიღო, გაუშვა ებრაელები  ცოცხლები  და   ნება   დართო,  სადაც  სურდათ წასულიყვნენ.  [მან] არ  დაუჯერა  თავის  ძმას  თეოდოროსს, რომელსაც  სურდა  მათი  დახოცვა.  [ებრაელები] უდაბნოს  გავლით მივიდნენ  ტაქჭკასტანში162,  ისრაელის  შვილებთან,  როგორც თანატომელებთან და სთხოვეს  დახმარება.   მათი   ნაწილი დათანხმდა,  ხოლო  ზოგიერთები  კი  არა  მათი  სხვადასხვა  სარწმუნოებრივი  მიმდინარეობის  გამო,  ისევე   როგორც  ადრე ეგვიპტელები  მათი  განსხვავებული  ღვთისმსახურების  გამო. 
ამ  ხანებში  [გამოჩნდა]  ერთი  კაცი  ისმაილის  შვილთა  შორის – ვაჭარი  მუჰამედი163. [ის] დაიბადა  ქალაქ  მედინაში,  მექადან  2 დღის  სავალზე,  წარმომავლობდა  გვარიდან, რომელსაც  ერქვა კორეში.  იგი  იყო  აბდალას  ვაჟი,  რომელიც  მოკვდა  და  დატოვა ობლად.  [ის] დადგა სამუშაოდ ერთ ვაჭართან და გახდა  მის სახლში უპირველესი.  ვაჭარი  მოკვდა  და  [მუჰამედი] დაეუფლა  მისი პატრონის  სახლს, შეირთო  მისი  ცოლი.  [ის] მიდიოდა  აქლემებით ეგვიპტეში და  შეხვდა  ერთი  განდეგილი, სახელად  სარგისი, არიოსისა  და კერინთოს  მიმდევარი.  მან ასწავლა [მუჰამედს] ძველი აღთქმიდან ღვთის ცნება და  [გააცნო] წიგნი  ჩვენი უფლის ყრმობის შესახებ. როდესაც  [მუჰამედი] დაბრუნდა  სახლში,  ქადაგებდა  იმას, რაც  მოისმინა.  მაგრამ  მისმა  ტომმა  გააძევა  და  წავიდა  ის ფარანის უდაბნოში.  როდესაც  მოვიდა  12000  ებრაელი  განტევებული [ჰერაკლე კეისრის  მიერ],  ისარგებლა  შემთხვევით და უქადაგა  ისრაელის შვილებს აბრაამის ღმერთი, აღუთქვა მათ, რომ თუ თაყვანს სცემენ  მას, მიიღებენ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ღმერთმა მისცა აბრაამს.  გაუგონეს  მას  და  შეიკრიბნენ  ევილიდან  სურამდე, რომელიც  ეგვიპტის  პირდაპირაა.  12000  ებრაელი,  ისრაელის ტომთა [რიცხვის] მიხედვით გაყვეს 12 მამამთავარს შორის, ე.ი. ათას-ათასი მიათვალეს  თითოეულს.  ამრიგად,  ისინი  გახდნენ  12 მამამთავრის  წილხვდომილი, რომლებიც  დაადგინეს  თავიანთი ტომის  მთავრებად  და  რომელთა  სახელით  იწოდნენ  კიდეც: ნაბაიუთი,  კიდარი,  აბდალა,  მარსამი,  მარსმა,  იდუმა,  მასე, ქოდადი,  თემანი, იეტური,  ნაპესი,  კედმა.  ისინი  წავიდნენ  ბანაკ-ბანაკ  ფარანის უდაბნოდან რაბოით  მოიაბში  და  გადავიდნენ  იორდანის  მეორე  მხარეს,  რუბენის  წილხვდომილ  მხარეში.  [ამ  დროს] ბერძენთა  ჯარი  იყო  არაბეთში,  რომელიც  დაამარცხეს,  კეისრის ძმა  თეოდოროსი  გაიქცა.  [მთავრები] დაბრუნდნენ  არაბეთში  და დასახლდნენ  ტომების  მიხედვით.  მათთან  შემოიკრიბნენ ისრაელის ყველა  დარჩენილი  შვილები  და  შეიქმნა  დიდი  ჯვარი. მათ  შეუთვალეს  კეისარს,  რომ  დაეთმო  მათთვის  ის  ქვეყანა, რომელიც  მისცა  ღმერთმა  აბრაამს.  ამაზე  მან  შემოუთვალა უარყოფითი  პასუხი,  შეკრიბა  70000-იანი  ჯარი  ერთი  ერთგული საჭურისის  ხელქვეით  და  უბრძანა  წასულიყო  არაბეთში  ისმაილის წინააღმდეგ.  ეს  ჯარი  მოისრა  და  მუჰამედის  ბანაკი  აივსო ნადავლით.  ეს  იყო  ჩვენი წელთაღრიცხვით  65  წელს.  რადგან  მათ გაიმარჯვეს  მუჰამედის  რჩევით,  სთხოვეს  მას  კანონი.  მან  იმ ადგილს,  სადაც  [იდგა] გველის  ტაძარი,  რომელსაც  თაყვანს სცემდნენ,  უწოდა  ალ-ქაუბა,  რაც  ნიშნავს  „ღვთის  კარს“,  თავის საცხოვრებელ  ქალაქს  კი  უწოდა  „აბრაამის  სახლი“.
როდესაც  გაძლიერდა  ქრისტიანობა,  დამასკოს  კერპი  რემანი, რომელიც  არის  თვით  კოჭლი  ჰეფესტოსი,  წაილეს  და  დააგდეს უდაბნოში.  ის იპოვეს ტაჭიკებმა და წაიღეს გველის ტაძარში, მაგრამ გველის ქურუმებმა  არ ისურვეს  იქ  მისი დადება  და გააგდეს გარეთ, ამოჭრეს  ერთი  ფეხის  ადგილი  ქვაში  და  იქ   დადგეს. აქედან ის მოიპარეს  ეთიოპელმა  ვაჭრებმა  ოქროსთვის,  რისგანაც  ის  იყო ჩამოსხმული  ისმაიტელების  მიერ.  სასტიკი  ომი  მოხდა  ორ  ხალხს შორის.  როდესაც  ეს  დავიწყებულ  იქნა  [მუჰამედმა]  თქვა,  რომ  ეს არის აბრაამის ფეხის  კვალი, რომელიც  მან დატოვა, როცა მოვიდა თავისი  ვაჟის  ისმაილის  სანახავად.  რადგან  ამ  დროს  ისმაილი სანადიროდ  იყო  წასული,  [აბრაამმა]  ჰკითხა  მის ცოლს:  „სად  არის შენი  ქმარი?“ ხოლო  მან  უპასუხა:  „წადი  აქედან, დაუძლურებულო ბებერო“.  [აბრაამმა]  კი  უთხრა:  „როცა  მოვა  სახლში  შენი  ქმარი, უთხარი  შეცვალოს  სახლის  კარი“.  როდესაც  მოვიდა  ისმაილი  და იყნოსა  მამის  სუნი,  გამოჰკითხა  ცოლს  და  მან  უთხრა  რაც მოისმინა. მიხვდა ისმაილი, გააგდო ცოლი და  სხვა მოიყვანა, ვიდრე მეშვიდე  ცოლამდე,  რომელმაც  სთხოვა  აბრაამს  ჩამოსულიყო ვირიდან,  რათა  დაეზილა  მისთვის  ფეხები.  ამბობენ,  რომ  მან ჩამოდგა  ერთი  ფეხი,  დადგა  ქვაზე  და  ქვამ  ადგილი  მისცა  ფეხს. მეორე  ფეხი  მას  არ  ჩამოუდგამს  საპალნე  პირუტყვიდან,  რადგან ფიცი  მისცა  სარას,  რომ  არ  ჩამოვიდოდა.  [სარას]  ეშინოდა  მისი აგარასთან შეხვედრის.  ეს ყველაფერი შეთხზა მუჰამედმა  და ბრძანა ყოველი  მხრიდან  მოსულიყვნენ  და  თაყვანი  ეცათ,  ქვის  გარშემო შემოევლოთ  ცალ  ფეხზე  და  ეთქვათ:  „ლბაიქ,  ლბაიქ“,  რაზეც თითქოს  ვიღაცა  უპასუხებდა  ხოლმე:  „აი,  აი,  ავას,  ავას“.  აქედან ისინი  მიდიან  ველზე,  კლავენ  პირუტყვს,  ჯდებიან  ცხენებზე  და მიაჭენებენ  მექას  მთამდე.  ამ   გაქცევის  დროს  ტანისამოსი სძვრებოდათ  და  ვერავინ  ბედავდა  უკან  მოხედვას.  ორ  კლდეს შუა  გავლისას,  რომელთაც  ეწოდებათ  საბა  და  ერმა,  კლდიდან კლდეზე  მიაწყდებიან  შვიდჯერ  შეუსვენებლივ,  ესვრიან  ქვას  და ამბობენ,  რომ  მუჰამედიც  ასე  აკეთებდა  და  გვასწავლიდა.
ცალ  ფეხზე  სირბილი  დაწესებულია [აბრაამის]  ფეხის  კვალის გამო.  ველზე  პირუტყვის  დაკვლა  და  გაქცევა,  ამბობენ  იმიტომაა დაწესებული,  რომ  მუჰამედმა  მსხვეპლი  შესწირა  ყველა  ბოროტ სულს,  რათა  ეჩვენებინათ  მისთვის  ხილვა,  ხოლო  როდესაც მოევლინენ  მას  ბოროტი  სულები,  [მუჰამედი]  გაიქცა.  ორ  კლდეს შუა  სირბილი  და  ქვის  ძგერება  დაწესებულია  იმის  გამო,  რომ კერპებზე ადრე  ისინი თაყვანს სცემდნენ  ქვებს.  აგრეთვე, როდესაც მუჰამედი ასრულებდა ჩვეულების მიხედვით ღვთისმსახურებას,  მას თავს დაესხა ცოფიანი ძაღლი.  მან ესროლა ძაღლს  ქვები  და  იგივეს გაკეთება  უბრძანა  სხვებსაც.  გველებსა  და  ქვეწარმავლებს  ისინი არ  კლავენ,  რადგან  მათ  თაყვანს  სცემდნენ  [ადრე].  ძაღლის მოკვლა,  ამბობენ  ნიშნავს  იმას,  რომ  როცა  მუჰამედი  მოკვდა,  არ სურდათ მისი დამარხვა, რადგან იმედი ჰქონდათ რომ აღსდგებოდა 3 დღის  შემდეგ  ჩვენი  უფლის  მსგავსად.  ძაღლებმა  შეუჭამეს  მას სახე“.  როცა  ეს  შეიტყვეს, დახოცეს ძაღლები  და ყოველ  წელს, იმავე  თვეში  ბრძანეს  იგივეს  გაკეთება.  ის  გვასწავლიდა:  „ერთია ღმერთი  და  არავინ  არის  მისი ტოლი,  მუჰამედი  კი  მისი  მოციქულია“.  როგორც  ამბობენ  ერთი  ებრაელის  სიტყვების  მიხედვით, წინასწარმეტყველები  ქადაგებდნენ  როგორც  ქრისტეზე  ისე მუჰამედზე,  იმას  ეხება,  რომ  ესაიამ  იხილა  ორი  მხედარი:  ვირზე და  აქლემზე.
ერთხელ  მუჰამედი მოულოდნელად,  ჯადოქრობის  მეშვეობით უხილავი გახდა, ცოტა  ხნის შემდეგ გამოჩნდა  და  თქვა:  „მშვიდობა, ღვთის  წყალობა  და  მადლი  თქვენდა“.  ხოლო  ისინი შეძრწუნებულები  ეკითხებოდნენ:  „საიდან  მოხვედი,  რა  არის  ეს ახალი მოსალმება  და რომელი ღმერთის მადლი მოგაქვს ჩვენთან?“ ხოლო  ის  პასუხობს:  „წამიყვანა  მე  ღმერთმა  მექაში,  ჩვენი  მამის აბრაამის  სახლში  და  მამცნო  თავისი  ნება.  ხვალ  გამოგხავნის კანონს“.  მან  წაიყვანა  ერთი  ძროხა, რომელმაც  ხალხის  შეკრების ადგილზე  დაბადა  ხბო,  გააშორა  ხბოს,  დაწერა  რაც  სურდა  და მიამაგრა  რქებხე.  ერთგული  კაცების  საშუალებით  გაგზავნა  ძროხა უდაბნოში და უბრძანა [მეორე დღეს] გამოეშვათ. თვითონ [მუჰამედი] ხალხით  გარშემორტყმული  ელოდებოდა.  მოვარდა  ძროხა ბღავილით,  შეიჭრა  ბრბოში  და  ეძებდა  ხბოს.  [მუჰამედმა]  ბრძანა შეეპყროთ [ძროხა],  მოხსნა  წერილი,  ეამბორა  და  თქვა: „ღმერთისაგან  მოვიდა“.  ამის  გამო  დღემდე  ყურანის  დასაწყისში წერია:  „სურატ  ალ-ბაკარა“,  რაც  ნიშნავს:  „ძროხის  კანონები“. [მუჰამედმა] ბრძანა  შვიდჯერ  შეესრულებინათ  ლოცვა  განბანვით. ისმაიტელების  საყვირების  ნაცვლად  მან  ბრძანა  მაღლიდან  ეხმოთ სალოცავად, რადგან ნათქვამია: „მახარობელო ადი სიონის მთაზე!“. მახარობელს უწოდებენ  „მუდინ“-ს,  რაც  ნიშნავს „რჯულმდებელს“. ყურზე  თითის  მიდება  ნიშნავს,  რომ  ნებით  თუ  უნებლიეთ  უნდა მოისმინონ  ყურით.  [მუჰამედმა] ქრისტეს  უწოდა  ღვთის  სიტყვა და  სული.  ამბობენ,  რომ  ის  სასწაულებს  ახდენდა:  მთვარე ჩამოჰქონდა ქვემოთ, ოთხად გაჭრიდა, ხელახლა გაამთელებდა და ცაში გზავნიდა. ადრე  ისმაიტელების  მთავარი  იყო  ქაღერთი, ხოლო  შემდეგ  მათ  ჰპოვეს  მუჰამედი  და  ირწმუნეს  მისი  ყოველი სიტყვა.
როდესაც [ისმაიტელები] გაძლიერდნენ,  იერუსალიმელებს შეეშინდათ  მათი,  უფლის  ჯვარი  და  ყველა  საეკლესიო  ნივთი წაიღეს  გემით  და  ჩაიტანეს  კონსტანტინოპოლში.  თვითონ [იერუსალიმელები] დაემორჩილნენ  ისმაილს,  რადგან  კეისარმა  ვერ შესძლო  მათ  წინააღმდეგ  ჯარის  გაგზავნა.  [ისმაიტელები]  გაიყვნენ 3    ნაწილად:  ერთი  ნაწილი  გაემართა)  ეგვიპტეში,  ერთი  – საბერძნეთში,   ერთი   –  სომხეთში   და    ყველგან იყვნენ გამარჯვებულნი.  მათ,  რომლებიც  წავიდნენ  სომხეთში  ასურეთის გავლით,  მიაღწიეს  დვინს,  აიღეს  ის  და  დახოცეს  უამრავი  [ადამიანი],  ტყვედ  წაიყვანეს  37000  კაცი თეოდოროს  რშტუნის164 მთავრობის  დროს,  რომელიც  იყო  დავითის  შემდეგ.  მათ დაამარცხეს  ბერძენთა  მხედართმთავარი  პროკოფი,  რომელიც 60000  კაცით  იდგა  სომხეთის  საზღვართან.
ამ   ხანებში  გარდაიცვალა  ეზრა  და  [საპატრიარქო] ტახტზე დაჯდა  ნერსესი165,  ტაოს  ეპისკოპოსი,  ეზრას მმართველობის  10 წლის  შემდეგ.  მაგრამ  იმის  გამო,  რომ  იყო  რბევა  და  უწყალო ხოცვა-ჟლეტა,  [ნერსესმა] განიზრახა  გაქცეულიყო  [იმ  საბაბით, თითქოს] არ  იყო  ღირსი  ამ  დიდი  წოდებისა,  მაგრამ  მრავალთა თხოვნის  შედეგად  დარჩა,  [ბრძანა] შეეკრიბათ  მრავალი  გვამი  და დაემარხათ.  მან განაახლა მოწამე სარგისის დამწვარი ეკლესია, ამავე ადგილას  ააშენა წმინდანთა ტაძარი ღრმა თხრილზე  და საფუძველი ჩაუყარა  კლდოვან  ადგილზე  წმ.  გრიგორის სახელობის  დიდ ტაძარს166. 4  სვეტის  ქვეშ  მან  მთლიანად  მოათავსა წმ.  გრიგორის ნაწილები, ხოლო  თავი  ჩადო  კიდობანში, რომელიც  შეინახა სნეულთა განსაკურნებლად.  აქვე ჩადეს  წმ. იზიტბუზიტის  და მოწამე დავითის167 ნაწილები.  ამბობენ, რომ  წმ. გიორგის  ნეშტი ჩამოიტანა სომხეთში  გრიგორ  მამიკონიანმა168, კონსტანტინოპოლში  ელჩად ყოფნის  დროს.  მას  მისცა  [ნეშტი] რომელიღაც  დიდებულის ცოლმა,  რომელსაც  ჰქონდა  ის  თავისთან.  ის  გავიდა  ზღვაში  და ქალაქისაგან  ფარულად  წამოიღო  წარუვალი  დიდების  განძი.  მან თავის ქალა მისცა ალბანელებს, ჯუანშერისა და მისი დის თხოვნით, რომელიც  გრიგორ [მამიკონიანის] ცოლი  იყო.
ამ  ხანებში  კეისარი  კონსტანტინე  შეთქმულებს  მოაკვლევინა დედამისმა  მარტინამ  და  დასვა  [მეფედ]  თავისი  ვაჟი  ჰერაკლეონი. მხედართმთავარმა  ვალენტინმა მოკლა  მარტინა  და  ჰერაკლეონი. გამეფდა  კონსტანტინეს  ვაჟი  კონსტანტი169.  რადგან  [ამ  დროს] ამბოხებული  იყო  ვარაზ  ტიროცი170,  სთხოვა  მის  შესახებ  [კეისარს] პატრიარქმა ნერსესმა და დაადგინა ის [კეისარმა] სომეხთა კურაპალატად. მთავრობის  მიღებისთანავე  ის  გარდაიცვალა  და დაკრძალეს  ტარონში, თავისი  მამის,  მამაცი  სმბატის  გვერდით. მხედართმთავარი  თეოდოროს  რშტუნი  და  სმბატი  დაიმარხნენ მამა-პაპათა  პატივით.
მუჰამედს  ეპყრა  ძალაუფლება  40  წელი  და  მიიცვალა.  მის შემდეგ  ხელისუფლება  მიიღეს  ომარმა,  ამრმა  და  აბუბექრმა. მოკლულ  იქნა  ხოსროს  შვილიშვილი  იაზკერტი171 და  შეწყდა მეფობა  სპარსეთში,  რომელიც  გრძელდებოდა  481  წელი.  მათ შემდეგ  ძალაუფლება  მიილო  მოავიამ172.  ჰერაკლეს  შვილიშვილმა კონსტანტინემ  წაართვა  ხელისუფლება თეოდოროსს  და  უბრძანა კილიკიის  მხედართმთავარს  გაელაშქრა  მოავიას  წინააღმდეგ. თეოდოროსის  ვაჟმა  ვარდმა  მზაკვრობა  ჩაიდინა  ბერძენთა  ჯარის მიმართ  –   გადაჭრა  ხიდის  კამარა  ევფრატზე,  ბერძენთა  გაქცევის დროს. მოავიამ  სომეხთა  მთავრად  დაადგინა  გრიგორ  მამიკონიანი და  დაადო  სომხებს ხარკად  500  დრაჰკანი173.  ზოგიერთი  ამბობს, რომ თორდანიდან გადმოიტანეს გრიგორ განმანათლებლის  მთელი სხეული.  ისრაელი  მოვიდა  ალბანელთა  მთავრის  ვარაზ  გორდატის ბრძანებით,  გამოსთხოვა განმანათლებლის  თავის  ქალა,  წაიღო  და დადო  გლხოვანად  წოდებულ  ადგილზე174.
სომხები  იძულებით  დამორჩილდნენ  აგარიანებს.  ამაზე განრისხებულმა  კეისარმა  გამოილაშქრა  სომხეთზე,  მაგრამ  ნერსეს კათალიკოსმა  თხოვნით გააჩერა  ის დვინში, კათალიკოსის სასახლეში.  კათალიკოსი  და  კეისარი  ერთად  ეზიარნენ  და  შემდეგ 8   დღე  ჩაფიქრებული  იყვნენ  ბერძენთა  სწავლების  თანახმად და იწყეს ქალკედონის კრების [დადგენილებების] ქადაგება. ერთი ვინმე ეპისკოპოსი გამოვიდა საკურთხევლიდან და შეერია ბრბოში. შემდეგ ჰკითხა  მას  კეისარმა:  „რატომ  არ  ეზიარე  შენს  პატრიარქთან ერთად?  [ეპისკოპოსმა] უპასუხა:  „თვითონ  ის  არის  ამის  მიზეზი, რადგან  2 წლის  წინ მოიწვია  კრება  და  შეაჩვენა ყველა მწვალებელი და  განსაკუთრებით  ქალკედონის  კრება“.  მეფემ  გაამტყუნა [პატრიარქი]  ვერაგობისათვის,  შემდეგ  ეზიარა  ეპისკოპოსი  და დალოცა  მეფე,  მეფემ  კი  ის.  მეფის  წასვლის  შემდეგ  ნერსესს შეეშინდა რშტუნის მფლობელის  და  წავიდა ტაოს.  6 წლის შემდეგ დაბრუნდა,  როცა  შეიტყო  თეოდოროსის  სიკვდილის  ამბავი.  მან ააშენა  სენაკები  დიდი  ეკლესიის  ახლოს  და  დააყენა  იქ  2  კაცი ქალკედონიტთა  წესის  მიხედვით,  გამოიყვანა  წყალი  მდინარე  ქასახიდან  და  მოაშენა  ტყე  და  ვენახები.  მან  მოიწვია  დიდი  კრება ფერისცვალების  დღესასწაულზე  10  მამის.  მონაწილეობით. (მგალობლები)  ვერ  აგრძელებდნენ  ერთიმეორეს [გალობას]. ამის გამო  ბრძანა გამოერჩიათ ღირსეული  და მხოლოდ  ერთი  [გალობა] ესწავლათ,  რაც  შეასრულეს  კიდეც  წმ.  ბარსეღის  საშუალებით, რომელსაც  მეტსახელად  ერქვა  ჭონი.  ის  იყო  ანისის  გავარის  წმ. მონასტრის  წინამძღვარი,  რომელსაც  ეწოდებოდა  დპრავანქი177. მასხე  ამბობენ,  რომ  ის  ღირს  იქნა  საოცარი  შემართებით  7-ჯერ ეხილა  ქრისტე.  ამის  შესახებ  (არსებობს)  შარაკანი,  რომელსაც ამჟამადაც  მსახურებენ  ჩვენს  ეკლესიაში  და  ეწოდება  ჭონენტირი.
ნერსესის  ტაოში  ყოფნისას თეოდოროს  რშტუნიმ  გააშენა კუნძული  აღთამარი178. დპრავანქიდან  წაიღეს  წმ.  ღვთისმშობლის სახელობის  ჯვარი, რომელიც  ახლა  ვარძიისად  იწოდება,  მაშინ  კი ეწოდებოდა  ჭონელთა  [ჯვარი].  ის  საიდუმლოდ  წაიღო  სარგის ჭონელმა  უცხო  ტომთაგან  იქ,   სადაც  მოახდინა  სასწაულები ტიმოთე მოძღვრის  ხელით:  ქართველთა  მეფის  დემეტრეს  ცოლი სავსებით მოარჩინა  კეთრისაგან,  რის   გამოც   წაიღეს ის სომხეთიდან.  ის  ნაკურთხია  მესროპის  მიერ,  ან   წმ.  ბარსეღ ჭონელისგან  და  აქვს  სომხური  წარწერა  მარჯვენა  მკლავზე.  დიდი პატრიარქი  ნერსესი  აღესრულა  და  დამარხეს  თავის  ხელითნაგებ ადგილზე.  ტახტი  მიიღო  ანასტასმა  აკორიდან179,  ნერსესის სახლთუხუცესმა,  რომელმაც  [ნერსესის] ბრძანებით  ააშენა  წმ. გრიგორის  ეკლესია,  სანამ  ის  იყო  ტაოში.  მის დროს გრიგორ  მამიკონიანმა  ააშენა კათოლიკე  ეკლესია არუჭში180  და ელივარდის  მონასტერი.  ანასტასმა  ააშენა  ეკლესია  აკორში  და  განაწესა  ის  საძმოდ  და  საავადმყოფოდ.  მთავარ  გრიგორთან  მოვიდა  სურჰან სპარსი181,  სამეფო  გვარიდან, რომელსაც  სურდა  გაქრისტიანება.  ის მონათლა ანასტასმა და გახდა მისი ნათლიმამა, უწოდა თავისი მამის სახელი  დავითი  და  აჩუქა  ძაგი  კოტაიქში.
ამ  ხანებში ცხოვრობდა  ანანია  შირაკუნი182, რომელმაც  მიიღო ბრძანება  ანასტასისაგან  და  შეადგინა  მუდმივი  კალენდარი.  ვიდრე პატრიარქი  დაამტკიცებდა  მას  კრებაზე,  აღესრულა.  ის  შეცვალა ისრაელმა183 ანასტასის  6 წლიანი  ღვთისმსახურების  შემდეგ.  მის დროს  ტაჭიკთა  მხედართმთავარი  ვინმე  ბარაბა,  რომელიც  სომხეთში  იდგა, დაამარცხა  და  განდევნა ქართველთა  მთავარმა  ნერსემ.  ისრაელი  იჯდა  [წმინდა]  ტახტზე  10 წელი  და  აღესრულა. [პატრიარქის]  საბურველი  მიიღო  წმ. საჰაკმა184,  რომელიც  იყო ძოროფორის  დიდებულთა  გვარიდან.  მისი  პატრიარქობის  მე-7 წელს სომხეთს შემოესივნენ  ხაზარები185, მოკლეს მთავარი გრიგორი და  დაატყვევეს  ვინც  კი  მოახერხეს.  ძალაუფლება  მიიღო  სმბატის ვაჟმა  აშოტ  ბაგრატუნმა. 
ისმაიტელების მთავარმა მოავიამ განიზრახა აღმოეფხვრა ბერენთა  სამეფო,  ისევე  როგორც  სპარსელთა,  აღჭურვა  300  დიდი გემი – თითოეული  1000 კაცით  და  1000 პატარა  გემი  – თითოეული  100 კაცით  და გაუშვა  ისინი ზღვით, ხოლო თვითონ ხმელეთით მიაღწია  ქალკედონს.  მაგრამ  ყველა  მისი  გემი  დაილუპა.  თვითონ გაიქცა ღამით  და  მოკვდა ასურეთში186. ხელისუფლება მიიღო  მისმა ვაჟმა  მრუანმა. [მან] გაგზავნა სომხეთში ვოსტიკანად187 ვინმე  მუჰამედი,  რომელმაც  ააოხრა  კუნძული  სევანი  და  დაატყვევა  იქ მყოფნი188,  მოტყუებით  ააოხრა  წმ.  გრიგორის  ეკლესია,  მოაკვლევინა  ერთი  თავისი  მონა  და  ჩააგდო  ღრმა  ორმოში.  შემდეგ დაიწყეს [მოკლულის] ძიება  და როცა  იპოვეს, შური  იძიეს  –  კიდურები  მოაჭრეს  ბერებს  და  ძელზე  ჩამოჰკიდეს  40  კაცი.  მუჰამედი წავიდა  და [მრუანმა] სომხეთში  გამოგზავნა  სხვა  ვოსტიკანი,  სახელად აბდალაჰი189, რომელსაც  სურდა აღმოეფხვრა  სომხეთის  აზატობა.  [მან]  ბორკილები  დაადო  კათალიკოს  საჰაკს  და  გააგზავნა დამასკოში,  სომეხი  მთავრები  სმბატი  და  წმ.  დავითი  ჯვარზე გააკრა.
დარჩენილმა  სომეხმა  მთავრებმა  სმბატმა,  აშოტმა  და  ვარდმა განიზრახეს  საბერძნეთში  გაქცევა.  მათ  გამოედევნა  5000  ისმაიტელი,  დაეწია ვარდანაკერტთან  და შეებრძოლა.  ისინი  ღვთის  შემწეობით  სწრაფად ამოხოცეს  ჩვენმა  მთავრებმა. [სმბატმა] დახოცილებს  ცხვირები  მოაჭრა და გაუგზავნა კეისარს, რისთვისაც მიიღო კურაპალატობა  აშოტის  შემდეგ190.  მან  ააშენა  ეკლესია  ტარონში მაცხოვრის  ხატის  სახელზე,  რომელიც  ჩამოიტანა  მისმა  ვაჟმა დასავლეთიდან და დღესასწაულის  წინ ხოტბა  შეასხა ჯარს  ამ გამოსახულებით191.  ის  შეცვალა სმბატ ბაგრატუნმა, რომელიც წავიდა ტაოში და გამაგრდა თუხარისში192. ეს რომ გაიგო აბდულმელიქმა, უბრძანა  თავის  მხედართმთავარს  მუჰამედს  წასულიყო  სომხეთის დასარბევად.  ეს  რომ  ესმა  ბორკილებში  მყოფ  საჰაკს,  მისწერა თხოვნის [წერილი],  რომ  მუჰამედს  ებრძანებინა  საჰაკის  მასთან მისვლა.  [საჰაკი] წავიდა  ხარანში,  სადაც  ავად  გახდა  და  მისწერა მას   სათხოვარი  წერილი,  რომ  ეპატიებინა  სომხებისათვის დანაშაული.  მუჰამედმა  წაიკითხა  საჰაკის  წერილი,  ჩაცხრა  მისი რისხვა   და   არ   შევიდა   [სომხეთში]  ბოროტი  ზრახვებით. ზოგიერთები  ამბობენ,  რომ  ის,  ვისთანაც  საჰაკი  მივიდა,  იყო ამირათათავი  ოკბა, რომელმაც  დაწერა  მშვიდობის  სიგელი  და  წმ. ცხედართან  ერთად  გაგხავნა  [სომხეთში].  [საჰაკის] პატრიარქობის  27  წლის  შემდეგ  წმ.  ტახტხე  ის  შეცვალა  ელიამ.
კვდება  აბდულმელიქი  და  მის  ადგილს  იჭერს  მისი  ვაჟი ვალიდი194, რომელმაც  უბრძანა  მუჰამედს  გაენადგურებინა  სომეხი აზატები  ვინმე  კამსას  საშუალებით,  რომელიც  იყო  ნახიჭევანის მბრძანებელი.  მან  მოტყუებით  შეყარა  ზოგი  ხრამის  ეკლესიაში, ნაწილი  ნახიჭევანის  ეკლესიაში  და  დააწვევინა  ისინი  150 (701) წელს. დიდი  ნახარარები  ძელზე  ჩამოკიდა  და  აწამა, ხოლო  მათი ცოლები  და  შვილები  ტყვედ  წაასხა196.  მათთან  იყო  გოღთნხის მფლობელის  ვაჟი  ვაჰანიც197, რომელიც  ეწამა. 
ვალიდი  შეცვალა  მისმა  ძმამ  სულეიმანმა,  ის  კი  ომარმა, რომელმაც  მოაკვლევინა  წმ.  ვაჰანი.  [სომეხი] მთავრების  დაწვის შემდეგ  სმბატ  კურაპალატი  და  მასთან  ერთად  სხვა  ნახარარები წავიდნენ  ეგრისში,  წაართვეს  კეისარს  ქალაქი  ფოთი198 და  დასახლდნენ  იქ.   შემდეგ  მათ  ააოხრეს [ქალაქი],  მოიტაცეს  საეკლესიო ნივთები  და  მოვიდნენ  სომხეთში.  ბერძნები  განრისხდნენ  მათზე და  შეაჩვენეს,  რასაც  ალდგომის  დღესასწაულზე  კითხულობენ.
დიდი ელია წავიდა ალბანეთში  და ომარის საშუალებით გაკიცხული  განდევნა  ქალკედონის  კრების  მიმდევარი  ნერსეს  ბაკური და  მისი  თანამორწმუნე  დედოფალი199.  [ნერსეს] ადგილზე  მან ხელდასხა  სხვა,  დაბრუნდა სომხეთში და აღესრულა თოთხმეტწლიანი პატრიარქობის შემდეგ. ის შეცვალა დიდმა ფილოსოფოსმა იოანემ200, რომელსაც  შიგნით  ეცვა  თხის  ბეწვისაგან  ნაქსოვი ჯვალო,  ხოლო  გარედან  ირთვებოდა  ბრწყინვალე  ტანსაცმლით და  წვრილად  დაფშვნილ  ოქროს  იყრიდა  ჭაღარა  წვერზე.  ეს  რომ გაიგო  ომარმა,  იხმო  თავისთან,  7   სამეფო  სამოსელი  აჩუქა  მას  და გაგზავნა  სომხეთში.  [იოანე]  ჩამოვიდა  და  ეწეოდა  განდეგილის ცხოვრებას   მარხვაში,   ლოცვაში  და   [ქადაგებდა]   ნათელ მოძღვრებას.  მან  მოიწვია  მანაზკერტში  საეკლესიო  კრება201 სომხებისა  და  ასურელების  [მონაწილეობით] და  განწმინდა სარწმუნოება  ეზრას  სექტისკენ  გადახრისაგან.
ამ  ხანებში ომარმა მისწერა ლეონ  კეისარს მრავალი კითხვა და მათ  შორის ასეთიც: „გვესმა ჩვენ,  თითქოს ქრისტიანები 72 [მიმდინარეობად]  არიან დაყოფილნი“, ხოლო  მან  მოსწერა  პასუხი: „12  ხალხია  [ქრისტიანი]:  ბერძნები,  რომაელები,  ბაბილონელები, ეგვიპტელები,  ეთიოპელები,  ინდოელები,  ასურელები,  სომხები, სარკინოზები,  სპარსელები,  ალბანელები,  ქართველები“.  თქვენ რისთვის  იწოდებით  [მრავალი  სახელით]:  ქუზი,  საბრი,  თურაფი, კნარი,  მურჯი,  ბასლი  [უღმერთო], ჯერდე, რომლებიც უარყოფენ ღმერთის არსებობას, აღდგომას  და წინასწარმეტყველ  ჰარირს;  აგრეთვე  არის  2   [სექტა],  რომელთაგან  ერთს  სძულხართ  თქვენ  და ერთი  არ არის ჩხუბისმოყვარული. თქვენი  წიგნები დაწერა ომარმა, აბუთურაბმა  და  სულეიმან  სპარსმა.  სპარსელთა  ტომის  მეთაური ჰაჯაჯი  შეეცადა  მათ  გადაკეთებას.  ჩვენი  წიგნები]  კი  ისეთივეა, რადგან  ისინი  სულიწმიდისგანაა.  წარტყვევნის დროს  ყველა  წიგნი არ  მოისპო,  არამედ  დარჩა  გაფანტული  [ხალხთა] შორის  და  როდესაც  ეზრამ  დაწერა  შინაარსი,  ის  სავსებით  ეთანხმებოდა  ძველს. [ამ  წიგნების  რიცხვი] ანბანის  რიცხვის  მიხედვით  იყო,  თუმცა [რიცხვი] 7 მეორდებოდა დიდი  მნიშვნელობის  გარეშე“.  წმ.  პატრიარქმა  იოანემ  ომარის  ბრძანებით  მთელ  სომხეთში  ხმარებიდან ამოილო გავრცელებული ბერძნული  [ენა].  ამბობენ, რომ [კეისარმა] ლეონმა  გაგზავნა  დესპანად  მთავარი  ვასიდი  იოანესთან  და  [ჰკითხა]: „რატომ სჩადიხარ ასეთ ბოროტებას?“  ეს მთავარი ავად გახდა, სიკვდილის  პირას  იყო,  მას  თავს  დაახვიეს  მკურნალები,  მაგრამ ვერ  უშველეს.  [მაშინ  მას] ხელი  დაადო  წმ.  იოანემ  და  მაშინვე გამოჯანმრთელდა.  იხილა რა [ეს] სასწაული, [ვასიდმა] ირწმუნა ჩვენი  სარწმუნოება,  აღარ  დაბრუნებულა  საბერძნეთში,  აღიკვეცა ბერად  და განდეგილი  იყო  15 წელი გამოქვაბულში, რომელსაც  მისი სახელის  მიხედვით ეწოდა ჰორომ-აირი. როდესაც რომიდან  [სომხეთში] ჩამოვიდა,  ამ  მთავარს  ჰქონდა  ჯვარი.  ასე  გვსმენია  ჩვენ და თუ გსურს შენც მიიღე  [ეს] სიყვარულით. იოანე  11  წლის შემდეგ აღესრულა  და ტახტი მიილო დავით კოტაიელმა სოფელ არმორიკიდან, რომელიც საკათალიკოსოს საკუთრება  იყო თრდატ მეფიდან მოყოლებული.  [დავითმა] ააშენა  ეკლესია  და  აქ  გაატარა  თავისი ცხოვრების  დარჩენილი  13  წელი,  შევიწროებულმა  დვინში  მყოფი ტაჭიკთა  გარყვნილი  ტომისაგან.  ის  შეცვალა  თრდატმა  სოფელ ოთმუსიდან,  კაცმა  კარგმა  და  ქველმა.  მისი  ლოცვის  წყალობით 22  წლის  მანძილზე  იყო  მშვიდობა. 
ომარი  შეცვალა  იზიდმა,  კაცმა  ბოროტმა  და  ეშმაკეულმა. მან  აღმოფხვრა  ჯვარი  და  ხატი  ქვეყნიდან  და  ხოცავდა  ღორებს, ვიდრე  არ  მოიშთო  ბოროტი  სულის  მიერ.  მის  შემდეგ  მოვიდა ჰეშმი,  რომელმაც  გაგხავნა  თავისი  ძმა  მესლიმი  70000  კაცით ბითვინიაში.  მეორე  ლაშქრობის  დროს  [მესლიმს] ქრისტეს  ჯვრის ძალით ზღვაში დაეღუპა  50000 კაცი.  კეისარმა  გაუშვა  მესლიმი, რათა  მას  მოეთხრო  ღმერთის  დიდების  შესახებ.  ჰეშმმა  გაგზავნა სომხეთში მუჰამედის  ვაჟი  მერვანი202, რომელიც  მოვიდა  და  დაადგინა აშოტ ბაგრატუნი კურაპალატად203 ანუ პატრიკად. მისი შურდათ სმბატ, დავით  და გრიგორ  მამიკონიანებს.  მერვანმა გაილაშქრა  ჰუნების  ქალაქ  ვარაჩანზე204  და  დაბრუნდა  გამარჯვებული.  ჰეშმის შემდეგ [ტახტზე|  დაჯდა  გარყვნილი  ვალიდი,  რომელიც კურაიების205  ბრძანებით  იქნა  მოკლული.  [მის  ადგილზე] დააყენეს სულეიმანი.  ის  მოკლა  მერვანმა  და  თვითონ  გაბატონდა.
სომეხთა  ჯარი  იღებდა  ყოველ  წელს  100000  ვერცხლის დრაჰყანს. მერვანმა აიღო დამასკო  და შეარცხვინა [მცხოვრებლები] – ამაგრებდა  კაცს 4   მარგილზე  და  სცემდა  მათ  სახეში  3 და 4 შეცოდებისათვის,  რომელიც  იყო  მკვლელობა,  ვერცხლისმოყვარეობა,  ავხორცობა  და  მეოთხე  –   ღმერთის  სასჯელს  რომ  არ ელოდნენ.
ამ  ხანებში  სომეხმა  მთავრებმა  განიზრახეს  ამბოხება  (არაბთა წინააღმდეგ),  რაც  არ  მოისურვა  აშოტ  პატრიკმა.  ის  შეიპყრეს  და დააბრმავეს  გრიგორ  და  დავით  მამიკონიანებმა206.  ეს  აშოტი  იყო სომეხ  და  ქართველ  მეფეთა  წინაპარი.
შემდეგ  გამოვიდა ორი  აბდალაქი,  ჰეშმის  ვაჟები  და  სისხლისმღვრელი  ბრძოლა  ჰქონდათ  მერვანთან  2 წელი,  ისე  რომ  ერთ ბრძოლაში  დაეცა 30000  კაცი  და  მოკლულ  იქნა  მერვანიც. გაბატონდნენ  აბდალაქები, რომლებმაც  ხარკი  დაადეს  მკვდრებსაც კი.  მათ  გაგზავნეს  სომხეთში  იზიდი,  სასტიკი  მჩაგვრელი,  შემდეგ ბაქრი, შემდეგ ცოფიანი ჰასანი, რომლის დროს გამწარებული მუშეღ მამიკონიანი  აჯანყდა  და  მოკლა  ისმაიტელთაგან  200  კაცი, ხოლო შემდეგ  –  600.  შემდეგ  [სომხებმა] მოტყუებულებმა  ერთი  ბერის მიერ, რომელიც  ხილვასა  და ცრუ  სიზმრებს ყვებოდა  და ამბობდა, რომ „დასრულდა ისმაილის  ჟამი“, შეკრიბეს 5000  (კაცი), რომელთა მეთაურები იყვნენ მუშეღი  და სმბატი207. ისინი შეებრძოლნენ  30000 [კაცს],  დაიღუპნენ  მუშეღი  და  სმბატი  3000  [მებრძოლთან] ერთად.
თრდატის  შემდეგ  მეორე თრდატი დამკვიდრდა  წმ.  ტახტხე  3 წლით.  შემდეგ  [პატრიარქი  იყო]  სიონი208,  აღძნიქის  ეპისკოპოსი, კაცი  წმინდა  და  სასწაულმოქმედი,  რომელმაც  სიმის  მთის  ძირას დამშრალი წყარო კვერთხის დარტყმით ამოაჩქეფა.  8 წლის შემდეგ [სიონი] აღესრულა.  ტახტი  მიიღო უფალმა  ესაიამ209 ეღაპატრუშიდან,  რომელზეც  ამბობენ,  რომ  ის  გახარდა  დედამ  სიღატაკეში, ღია  ცის  ქვეშ, მათხოვრობით  ყინვიან ზამთარში  და  სიცხიან  ზაფხულში. [ერთხელ  როცა] ვიღაცა  აგდებდა  მას  მამამთავრის  კარიდან, დედამ უთხრა:  „განა  არ  იცით, რომ პატრიარქად  ვზრდი  ჩემს ყრმას?“  რაც აღსრულდა  კიდეც.  ჯერ  ეპისკოპოსი, ხოლო  შემდეგ პატრიარქი გახდა ღვთის მადლით. 13 წლის შემდეგ [ესაია] აღესრულა.  ტახტი  მიიღო  სტეფანოსმა210 –  2   წლით,  შემდეგ  იობმა –  6 თვით,  მის  დროს  სოფელ  ბაგრევანდში  ეკლესიის  ოქროს შემკულობის [ხელში  ჩასაგდებად] ვოსტიკანმა  ცილი  დასწამა  40 კაცს,  დახოცა  ისინი  და  წაიღო  მდიდრული  განძი.  იობის  შემდეგ ტახტი  მიილო  სოლომონმა211,  გარნისიდან,  მაქენაცის  მონასტრის წინამძღვარმა, რომელიც  წავიდა სოფელ ზრესკში, შირაკის გავარში, განმარტოებულ  სენაკში  და ფრიად იგვემდა ხორცს.  აქედან  გაიყვანეს  ის  და  აიყვანეს  [პატრიარქის]  ტახტხე.  ხედავდნენ  რა  [გზაში მას] ფრიად დაუძლურებულს განდეგილობისაგან  ეკითხებოდნენ: „სად  მიდიხარ?“ ის  პასუხობდა: „[ჩემი]  სახის გამოსახატავად  შავი საღებავით  სხვა  პატრიარქების  გვერდით“.  ასეც  მოხდა  – 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა  და გამოხატული  იქნა  სხვა  [პატრიარქებთან] ერთად.  ის  შეცვალა  გეორგიმ  არაგაწ-ოტენიდან.
აბდალაჰის შემდეგ  მისმა  ვაჟმა მუჰამედმა გაგზავნა ლეონ  [კეისართან] 2   ფუთი  მდოგვის  თესლი  და  მას  უკან  გააყოლა  ჯარი, რომელმაც  ვერ  შესძლო  რაიმე  ზიანის  მოტანა212.
დიდი  ომის  გადახდის  შემდეგ213  გადარჩნენ:  აშოტის  ძის სმბატის  2  ვაჟი, რომელთა სახელებია აშოტი  და  შაპუჰი; სამუელის 1  ძმა  სახელად  შაპუჰი;  მუშეღის  4 ასული  და  2   ვაჟი,  (მათ  შორის) სიყრმის  შვილი  შაპუჰი,  რომლებიც  მოხვდნენ  ვასპურაკანის  ქვეყანაში  და ორივე მოკლა მეჰრუჟან არწრუნმა, თითქოს  იმ  მიზეხით, რომ მათი  მამა  იყო [სომხეთში დატრიალებული] დიდი უბედურების [მიზეზი].  ერთ-ერთი  და  გათხოვდა  ვიღაც  ისმაიტელ  ჯაჰასპზე, რომ  გაეხადა  ის მფარველად.  სმბატის  ვაჟებმა აშოტმა  და  შაპუჰმა თანაბრად  გაიყვეს  თავისი  მამული.  რადგან  ჯაჰასპმა  მიიტაცა არშარუნიქის214 რაღაც ნაწილი და განზრახული ჰქონდა თავისი ცოლის  საშუალებით  გაბატონებულიყო [სომხეთის] მთელ  ქვეყანაზე, აშოტმა  და შაპუჰმა წაართვეს  მას ეს [ნაწილი არშარუნიქისა]. ისინი შევიდნენ შირაკის გავარში, განდევნეს  იქ მდგომი ისმაიტელთა ჯარი, დაიპყრეს  შირაკი,  აშოცი  და  ტაოს  გავარი215.  ასე  ბედმა  გაუღიმა მამაც  აშოტს,  ააშენა  კამახი  და  იქ  დაასახლა  თავისი  სახლეულები, ხოლო  თვითონ  ჰბაძავდა  თავის  წინაპარს  სმბატ  ბივრიტის  ძეს, მთავარს  სმბატავანისა,  რომელიცაა  ციხე  სპერის  გავარში216.  ერთ დღეს მას ალყა შემოარტყა მტერმა ლოცვის დროს.  ეს რომ დაინახა, მან არ შეწყვიტა საუბარი ღმერთთან, ვიდრე  არ დაასრულა. შემდეგ გამოვიდა მათ წინააღმდეგ, გაჰკვეთა ორად მათი მთავარი, რომლის სახელი იყო ლიპავონ აბდალაჰი და დახოცა 500 კაცი.  მას თხოვნით მიმართა გნუნის გვარმა217, რათა ეხსნა ისინი ისმაიტელთაგან.  [აშოტი] წავიდა  1000  კაცით  ალიოვიტის  გავარში,  წამოიყვანა  მთელი ეს  გვარი  თავისი  ქონებით,  მიიყვანა  და  დაასახლა  ტაოში.
ამ ხანებში არეულობა ატყდა ისმაიტელებს შორის და სომეხთა ქვეყანამ  დაისვენა.  იწყეს  გაძლიერება  მთავრებმა  თავ-თავის ადგილებზე.  ისმაიტელთა  მთავარმა  მისცა  აშოტს  –   სომეხთა მთავრის აშოტის  ძის ვასაკის ვაჟის ატრნერსეჰის  ძეს  – ქართველთა ქვეყანა.  [აშოტი] წავიდა  და დაიმორჩილა, ხოლო  კეისარმა  უბოძა მას კურაპალატობა.  ჯაჰასპი აუჯანყდა თავის მთავარს, მოვიდა  და ძალით დაჯდა  დვინში  თავისი შვილით აბდალაჰით.  ეს რომ იხილა აშოტ  კურაპალატმა,  გაგზავნა  კეისარ ლეონთან  თხოვნა  სომხეთის დასახმარებლად.  მას  არ  ეცალა,  რადგან  ვინმე  მიქაელმა  სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ვერ მოახერხა.  ეს რომ გაიგო კეისარმა, გადაწყვიტა  მისი  დასჯა,  მაგრამ  დათანხმდა დედოფლის  თხოვნას,  რომ ვიდრე  არ  გაივლიდა  დიდი  აღდგომის  დღე,  საპყრობილეში  ჩაესვა [და  არ  მოეკლა].  ციხის უფროსი  იყო მიქაელის კეთილისმსურველი, რომელმაც  მოისყიდა  მეფის პალატის მცველები  და დაახლოებული პირები.  ისინი მოულოდნელად მახვილებით დაესხნენ თავს კეისარს ეკლესიაში წირვის დროს. ის  გაიქცა საკურთხევლისაკენ  და  ხელებით  ჩაეჭიდა,  ხოლო  მათ  შეუბრალებლად,  როგორც  მხეცებმა, მოკლეს  ის ადგილზე. გამეფდა  მიქაელი218.  მან  იხმო თავისთან დიდი მხედართმთავარი  მანუელ  მამიკონიანი,  რომელიც  150  კაცით გადავიდა კამახში  და იქიდან ისმაიტელთა მთავარ მამუნთან219, რომელმაც  მოკლა  მუჰამედის  ძმა  და თვითონ ბატონობდა  ტაჭიკებზე. [მამუნმა] დიდი  პატივით  მიიღო  ის,  დაუნიშნა  ჯამაგირი  დღეში 1306  წონა  ვერცხლი  და  ყოველ  დღე  [აძლევდა] აურაცხელ  და შეუფასებელ საჩუქრებს.  აშოტ  კურაპალატი220 ბატონობდა  კლარჯეთიდან  თბილისამდე221  მთიანი  თემების  ჩათვლით.
ჯაჰასპის  სახლი  გაძლიერდა  დვინში  და  5000  კაცით  სურდა წასულიყო  ტარონზე,  აშოტ  სმბატის  ძის   სამფლობელოზე. კეთილგონიერი, მამაცი  და სარწმუნოებით განმტკიცებული [აშოტი] არ  დაელოდა  შეკრებილი  ჯარის  მოსვლას,  200  მხედრით  და  300 ქვეითით  გამოვიდა  მის  წინააღმდეგ,  მოსრა  მათგან  3000  კაცი, მიაღწია  მათ  ბანაკს,  ხელთ  იგდო  მთელი  მათი  სიმდიდრე,  გამობრუნდა  სიხარულით  და  ადიდებდა  ქრისტეს.  მისი  ძმა  შაპუჰი  კი თავს  დაესხა  დვინის  შემოგარენს,  ხელთ  იგდო  დიდი  ნადავლი  და გამობრუნდა.  მას  უკან  გამოედევნა  ქალაქიდან  ჯარი.  მოქალაქეები თავს  დაესხნენ  აბდულმელიქს,  მოკლეს  ის  და  მიიტანეს  ქალაქის კარებთან.  ასე  [სომხები] ხელახლა  გაძლიერდნენ,  ხოლო  [ისმაიტელებმა]  რომ  გაიგეს  მომხდარი  ამბავი,  გაიფანტნენ.
ამ   ხანებში  აშოტთან  მოვიდა  ერთი  ეპისკოპოსი,  სახელად აპიკურა  და ცდილობდა  მოექცია  ის ქალკედონურ  სარწმუნოებახე. ეს  რომ  გაიგო  შუამდინარეთის  ერთმა  მოძღვარმა  ბივრატმა, გაგზავნა  დიაკონი  ნანა, რომელიც  მოვიდა,  შეებრძოლა  აპიკურას და  დაამარცხა  ის   სულიწმიდის  ძალით222  მთავარმა  [აშოტმა] განდევნა  [აპიკურა] და  კიდევ  უფრო  მეტად  განმტკიცდა  წმ. გრიგორის სარწმუნოებაზე. ამის შემდეგ აშოტი აღესრულა და მიიღო ძალაუფლება  მისმა  ვაჟმა  სმბატმა 1 წლით. [სმბატი] შეებრძოლა 500  კაცით  4000  ისმაიტელს  და  დაიდგა  ქრისტეს  [მოწამეობრივი] გვირგვინი.  მისმა  ძმებმა:  დავითმა,  საჰაკმა,  მუშეღმა და  ბაგრატმა წაიყვანეს  დედა  და  წავიდნენ  მუფარლინში223  ამირა  ხალაფთან, რომელმაც  სიყვარულით  მიიღო  ისინი. 
ვინმე  სევადა,  ჯაჰასპის  სახლიდან,  4000  კაცით  ებრძოდა აშოტს  და  მის  ძმას  შაპუჰს.  შაპუჰი  დაიღუპა  ბრძოლაში.  2   წლის შემდეგ თავის სახლში გარდაიცვალა აშოტი და ძალაუფლება მიიღო მისმა ვაჟმა სმბატმა, რომელმაც იზრუნა შაპუჰის ობლად დარჩენილ შვილებზე,  დაასახლა  ისინი  ანისში უსაფრთხო  ადგილას.  მან  ზავი დადო  სევადასთან  და  მიიღო  მისგან  სპარაპეტის  მემკვიდრეობითი პატივი,  იქორწინა  დავითის  დაზე  და  ეყოლა  2   ვაჟი:  აშოტი  და შაპუჰი.  მათი  და  გათხოვილი  იყო  ბაგრატზე,  აშოტ  კურაპალატის ვაჟზე.  სმბატის  ძმამ  დავითმა  ააშენა  ოძბერდი224.
ამ ხანებში მოვიდა ბაღდადიდან ერთი კაცი სპარსთა ტომიდან, სახელად ბაბი, მრავალი განგმირა და მახვილით მოსრა ისმაიტელთა ტომიდან,  მრავალი  დაატყვევა,  ხოლო  თავის  თავს  აცხადებდა უკვდავად.  ისმაიტელებთან  ერთ  ბრძოლაში  დახოცა  30000  კაცი, მოვიდა გელარქუნამდე  და ჟლეტდა  მახვილით  დიდს  და  პატარას. (ამ  დროს)  მამუნი  იყო  ბერძენთა  მხარეებში. [მან] 7  წლის  [შემდეგ] აიღო მიუდგომელი სიმაგრე ლულუა და დაბრუნდა შუამდინარეთში. მანუელი ხელმეორედ  გაეშურა  საბერძნეთს.  მოკვდა  მამუნი  და  მიიღო ძალაუფლება მისმა ძმამ აბუსააკმა.  მან გაგზავნა აფშინი მთელი ძალებით  ბაბანას  წინააღმდეგ  სომხეთში, რომელმაც  გაჟლიტა  ბაბანას  ლაშქარი. 
სმბატის  ვაჟმა  საჰლმა  შეიპყრო  ბაბანა  და  მოითხოვა  აფშინისაგან  გამოსასყიდი  მილიონი  წონა  ვერცხლი  და  მიიღო  მისგან 100000.  ბაბანას  მოაჭრეს  ფეხები  და  ხელები  და  ჩამოჰკიდეს  ძელზე.  აფშინი  წავიდა  საბერძნეთს,  დაამარცხა  კეისარი,  აიღო ქალაქი  ამურა,  წარტყვევნა  ის  და  დაბრუნდა მშვიდობით. 
ამ  ხანებში  ვინმე აბლჰერთი, ჯაჰასპის სახლიდან, თავს დაესხა 4000 კაცით სივნიეთის ქვეყანას.  მის წინააღმდეგ გამოვიდა ბაბგენი 200  კაცით  და  სრულიად  გაანადგურა  მისი  ჯარი. 
პატრიარქთა რიგში გეორგი შეცვალა იოსებმა  11   წლით, ხოლო ის დავითმა  –   13  წლით.  მის დროს სომხეთში  მოვიდა ვოსტიკანად ჰოლი,  რომლის  წინააღმდეგ  გამოვიდნენ  და  დაიღუპნენ  სმბატი და  საჰაკი  –  სივნიეთის უფალი.  [პატრიარქის  ტახტზე] იოსები  შეცვალა  იოანემ,  კაცმა  წმინდამ  და  თავმდაბალმა.  8   წლის  შემდეგ  ის დაასმინეს  ტავროსის  მთის  მფლობელ  ბაგრატთან,  რომელმაც განიზრახა  მისი  ტახტიდან  ჩამოგდება,  მაგრამ  ცილისმწამებლები დაისაჯნენ  უფლის  მიერ.  მოვიდა  ვოსტიკანი  აბუსეთი, რომელმაც ბორკილებგაყრილი  გაგზავნა  ბაგრატი  ამირასთან.  ტავროსის [მოსახლეობა] აჯანყდა  და  განრისხებულმა  მოკლა  აბუსეთი226.  ეს რომ  გაიგო  ამირამ,  გამოგზავნა  მრავალრიცხოვანი  ჯარი  თავისი ყმის  ბუღას227  ხელქვეით  და  უბრძანა  მას  ამ   ქვეყნის  ნახარარები დატყვევებულნი  გაეგზავნა  მასთან.  [ბუღა]  მოვიდა  და  შეასრულა ბრძანება: შევიდა ტარონში, შეიპყრო  ტყვე ბაგრატის  ვაჟები:  დავითი და აშოტი, არწრუნთა სახლის დიდი მთავარი აშოტი“, მშვენიერი ატომი,  სხვა  150  კაცი  და აიძულებდა უარეყოთ  ქრისტეს  ღვთიურობა“.  ამაზე  ისინი  არ დათანხმდნენ  და  მწარე სატანჯველით,  მახვილით,  ცეცხლითა  და  ჯვრით [მოწამეობრივი]  გვირგვინი  დაიდგეს  ქრისტესთვის  მეჰეკის  თვის  25-ში. [ამ  დღეს] წმ.  პატრიარქმა იოანემ  დააწესა  დღესასწაული,  თვითონ  კი  აღესრულა  თავისი პატრიარქობის  22  წლის  შემდეგ.  წმ.  ტახტი  მიიღო  ზაქარიამ,  სოფელ  ძაგიდან.  ბუღამ  შეიპყრო:  სივნიეთის  მთავარი  ვასაკი,  მისი ძმა აშოტი, დიდი მთავარი ატრნერსეჰი ხაჩენის გავარში და გარდმანის  მთავარი  კტრიჭი.  შემდეგ  წავიდა  უტიქში,  შეიპყრო  სტეფანოს კონი, რომელმაც  თავისი სატომო  სახელი,  სევკო-ორდიქი  მიიღო თავისი  წინაპრისაგან,  და  ალბანთა  მთავარი  ისაია.  ყველა  ისინი მიიყვანა ამირათათავთან  და მოტყუებით  უხმო  აგრეთვე  სპარაპეტ სმბატს,  რომელიც, როგორც  კი  მოვიდა,  საპყრობილეში  ჩააგდეს და მოითხოვდნენ მისგან [სარწმუნოების] უარყოფას. მაგრამ მამაცი აღმსარებელი  სმბატი არ დათანხმდა, ციხეში აღესრულა  ქრისტესთვის  და დაფლეს  წინასწარმეტყველ დანიელის  საფლავში.  მისი ძალაუფლება  მიიღო  მისმა  ვაჟმა  აშოტმა.  დიდი  ტანჯვით  ეწამა აგრეთვე  სტეფანოსი,  მეტსახელად  კონი  იმავე  ადგილზე. 
გრიგორ  მამიკონიანმა  ვაჟკაცურად  დაიცვა  სარწმუნოება, გამოვიდა საპყრობილედან, მოვიდა, შევიდა ბაგრევანდის გავარში და  სურდა  გამაგრებულიყო  გაბეღიანქის229 გავარში,  გაზანაწაკში, მაგრამ  7   დლის  შემდეგ  გარდაიცვალა.  ეს  რომ  გაიგო  ვოსტიკანმა მუჰამედმა, რომელიც  სომხეთში  იყო,  შეატყობინა  აშოტ  სმბატის ძეს, რომ სადაც  არ უნდა ყოფილიყო [გრიგორ  მამიკონიანი] შეეპყრო  და მასთან  გაეგზავნა. [აშოტმა] მოკვეთა თავი მკვდარს, გაგზავნა მასთან  და  შეუთვალა:  „უნდოდა  გადასულიყო  საბერძნეთში,  მე დავადევნე [ხალხი], მოვკალი და აჰა მისი თავი“. მუჰამედს გაუხარდა და აცნობა ჯაფარს230, რომელმაც ბრძანა დაეწინაურებინათ აშოტი, მიეცათ  მისთვის  ბაგრევანდის  გავარი  და  70000 ვერცხლი.  ამ დროიდან  აღმოიფხვრა  სომხეთში  მამიკონიანთა  გვარი.
აქ უნდა ვთქვათ სომეხთა და ქართველთა მეფობის დასაბამზე, რომელიც ბაგრატუნებისაგან მომდინარეობს. როგორც ზემოთ  ითქვა,  მამაცი  ვარდანის  შემდეგ  სომეხი უფლისწულები  შემთხვევით ინიშნებოდნენ სმბატ, ბაგრატუნამდე. მის  შემდეგ იყო აშოტ  ვასაკის ძე, რომელიც  დააბრმავეს  მამიკონიანებმა.  მას  ჰყავდა  ორი  ვაჟი: სმბატი  – სომეხ მეფეთა მამამთავარი და ვასაკი  – ქართველ მეფეთა მამამთავარი,  რომლის  ვაჟი  იყო  ატრნერსეჰი,  მისი  [ვაჟი]  აშოტი, მისი  ბაგრატი, რომლის  ძმა  იყო  გუარამი;  მის  შემდეგ  დავით  ბაგრატის  ძე, რომელიც  მოკლულ  იქნა  თავისი  ბიძის  გუარამის  მიერ; მისი  ვაჟი იყო ატრნერსეჰი,  მისი  ვაჟი დავითი,  მისი ძმისშვილი იყო გურგენი,  მისი  ვაჟი  იყო  ბაგრატი,  რომელმაც  მოიყვანა  ცოლად ვასპურაკანის  მეფის  სენექერიმის231 ასული.  ასეთია  თანმიმდევრობა232.
სომეხ მეფეთა მამამთავრის სმბატის ვაჟი იყო აშოტ  ხორციჭამია233; მისი ვაჟი იყო სმბატ აღმსარებელი234; მისი ვაჟი  კი აშოტ კეთილმორწმუნე, რომელიც იწოდა მთავართა მთავრად ალი ვაჰეის ძის  მიერ,  ამირათათავის  ჯაფარის  ბრძანებით.  მასთან  გამოგზავნა კონსტანტინოპოლის  პატრიარქმა  ფოტიმ  318  [869]  წელს  ნიკეის მიტროპოლიტი  იოანე.  მას  ჰქონდა  ზაქარიასთან  წერილი,  (სადაც იყო)  პასუხი  კითხვახე: რატომ  მოიწვიეს მეოთხე  საეკლესიო  კრება. კრება მოიწვიეს შირაკავანში235. იქ იყო აგრეთვე ასურელთა დიაკონი ნანა, რომლის მოკვლა სურდა ჯაფარს სარწმუნოების  გამო,  მაგრამ ხილვით  შეშინებულმა  გაუშვა  ის. 
დაწერილია,  რომ  ქრისტეს  აღდგომიდან  315  წელს  შეიკრიბა ნიკეის  საეკლესიო236 კრება  518  [მამის მონაწილეობით]. მას ესწრებოდნენ  პატრიარქები: სელვესტროსი – რომის,  ალექსანდრე – კონსტანტინოპოლის, ალექსანდრე  –  ალექსანდრიის,  ევსტათე  – ანტიოქიის,  არისტაკესი  –   სომხეთის.
72  წლის  შემდეგ  ჩატარდა საეკლესიო  კრება, თეოდოსის მეფობის  25-ე წელს237, [რომელშიც მონაწილეობდნენ]  პატრიარქები:  დამასკოსი  –  რომის,  ნექტარიოსი  –  კონსტანტინოპოლის, ტიმოთე  –  ალექსანდრიის,  იოანე  –  ანტიოქიის,  ნერსესი  – სომხეთის.
47  წლის  შემდეგ, თეოდოს უმცროსის  მეორე  წელს  შეიკრიბა III  საეკლესიო   კრება238,  [რომელშიც   მონაწილეობდნენ] პატრიარქები:  კელესტინოსი  –  რომის,  კირილე  –  ალექსანდრიის, იოანე  – ანტიოქიის, იუბენალი  – იერუსალიმის, სომეხთა პატრიარქ საჰაკისაგან  იყო წერილი. ამის შემდეგ გამოჩნდა  კონსტანტინოპოლის არქიმანდრიტი ევტიქე, რომელიც გაუგებრად ქადაგებდა  ქრისტეს ერთბუნებოვნებას.  ის  განდევნა  პატრიარქმა  ფლაბიანოსმა. [ევტიქემ] სთხოვა  ვინმე საჭურისთაუფროსს ოსკევანს  მიეწერა დიოსკოროსთვის, რომ ებრძანებინა  მისი  მიღება, რაც  მან  შეასრულა  კიდეც,  თუმცა  შემდეგ  ინანა. 
კირილედან  22  წლის  შემდეგ  მოწვეულ  იქნა  ეფესოში  საეკლესიო  კრება,  რომელზეც  უარყვეს  ლეონის  წერილი,  განკვეთეს ფლაბიანოსი და  დომნას  ანტიოქელი.  ამის  შესახებ  ბრალდებით აღსავსე  წერილი  გაგზავნეს თეოდოსთან. გამოვიდა ბრძანება  მოეწვიათ  კრება  და  ხელახლა  გადაეხედათ  საქმისათვის.
[თეოდოსი] აღესრულა  და  მარკიანემ  –  ქრისტეს აღდგომიდან 462 წლის შემდეგ, წმ. საჰაკის  სიკვდილიდან  15  წლის  შემდეგ,  რა წელსაც აღესრულნენ  წმ. ვარდანიანები239  მოიწვია  კრება240 იოანე მანდაკუნის  პატრიარქობის  დროს,  რომელსაც  არ  ეცალა  კრებაზე წასასვლელად.  კრებიდან  განდევნეს  დიოსკოროსი,  პეტრე  ანტიოქელი,  დიოსკოროსის  ძმა  ანატოლი  ჯერ  კიზიკონში,  შემდეგ ჰერაკლეაში  და  შემდეგ  პაფლაგონიაში.
6  წლის  შემდეგ  გარდაიცვალა  მარკიანე  და  გვირგვინი  მიიღო ლეონმა  19  წლით.  მან ტიმოთე  გადაასახლა  ქერსონში.  ლეონ  უმცროსი [მეფობდა]  5 წელი; ზენონი  –  16 წელი.  მან ჩააცხრო მღელვარება, აღმოცენებული ქალკედონის კრების შედეგად. მაგრამ რომმა  დაიცვა  [ქალკედონის  კრების]  მოძღვრება.  ანასტასი  [მეფობდა] 17  წელი.  ის  დადგა  იმავე კეთილსარწმუნოებაზე  და დააბრუნა  ტიმოთე ალექსანდრიაში. იუსტინე (მეფობდა] 9 წელი.  მან ხელმეორედ აღადგინა [ქალკედონის] კრების მოძღვრება. იუსტინიანოსი [მეფობდა] 33 წელი, იუსტინიანოსი – 9 წელი. მას სურდა განემტკიცებინა მართლმადიდებლობა და ღალატით  იქნა მიკლული. ტიბერიუსი [მეფობდა] 7 წელი. მის დროს მოიწვიეს  კრება  კონსტანტინოპოლში, რომელიც  არ  მიიღეს  სომხებმა.  მავრიკე  [მეფობდა]  23  წელი.  ფოკა –   8,   ჰერაკლე  –   37, კონსტანტინე  –  3, კონსტანტინე,  ჰერაკლეს შვილიშვილი  –   29.  მის  დროს  მარტინოსმა  მოიწვია  საეკლესიო კრება  რომში,  რომელმაც  აღიარა  ქრისტეში  ორი  ნება  და  ორი მოქმედება. კონსტანტინე  [მეფობდა] 13  წელი.  მის დროს აგათონმა მოიწვია  კრება,  რომელმაც  დაამტკიცა  მარტინოსის  [მოძღვრება]. იუსტინიანე  [მეფობდა] 2   წელი,  ლეონი  –   3,   აპტიმაროსი – 7, იუსტინიანე  –  7,  ფილიპე  ვარდი  –  2,  არტემი  –  2, თეოდოსი – 2, ლეონი  –   7,   კონსტანტინე  –   15,  ლეონი  –   5,   ნიკიფორე  –   6, სტრაკოსი  –   1,   მიქაელი  –   1,   ლევონ  სომეხი  –   10,  მიქაელი  –   1, თეოფილოსი  –   1,  მიქაელი  –   2.   ბასილის  დროს  ცხოვრობდა ფოტი,  მან [სომხეთში] მოიწერა წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ არ  იყო  განხეთქილება  [ეკლესიაში]  უკანასკნელ  ნერსესამდე,  რომლის  დროს  დადგინდა  სომხური  წელთაღრიცხვა  104  წელს  და რომელმაც  შემდეგ  მოიწვია  კრება  დვინში241  სასუნიდან  მოსული ბარდიშო  ასურის  მეშვეობით.  მის  დროსვე  თარგმნეს  ქალაქ ნაბუნის  ეპისკოპოს  ფილარქსიოსის  და  ტიმოთე  კუზის  წიგნები.
16  (567)  წელს  შურისმგებელმა  ვარდანმა  მოკლა  სპარსელი მარზპანი სურენი  და თვითონ თავისი სახლეულით წავიდა იუსტინიანესთან  მისი  მეფობის  30-ე  წელს.  ჯვართამაღლების  დღესასწაულზე  ის არ  ეზიარა ჩვენთან  და განაცხადა, რომ  ჩვენი მოძღვრები  არ გვიბრძანებენ  ამას.  ამის გამო მეფემ  მოიწვია  150 ეპისკოპოსის  საეკლესიო  კრება,  რომელსაც  უწოდებენ  V კრებას242.
როდესაც  მუშეღმა  სომეხთა  და  ბერძენთა ჯარებით  დაიმორჩილა  მეფე ხოსრო  და დაბრუნდა  საჩუქრებით,  სიტყვა  ჩამოვარდა სარწმუნოებაზე. მავრიკე  [კეისარმა] მოიწვია  160 ეპისკოპოსის  საეკლესიო  კრება,  რომელთაგან  25  ეპისკოპოსი  იყო  სომხეთიდან243.
ჰერაკლე [კეისარმა] მოიწვია  VI  საეკლესიო  კრება, რომელიც არ  შეიწყნარა  იოანე  მაირივანელმა,  რისთვისაც  ის თეოდოროს რშტუნიმ  და  ნერსესმა  განდევნეს  კავკასიაში244.  შემდეგ  ის დაბრუნდა  სომხეთში  და  გააკეთა  რაც  სურდა.  სომხები  გამოეყვნენ  ბერძნებს სამუდამოდ  და უფრო მეტად  მაშინ, როცა თარგმნეს იულიანე გალიკარნელის წიგნები სარგისის საშუალებით. მანახკერტის კრებაზე ფოტის  წერილი  ბევრმა  არ  მიიღო.  მასხე  პასუხი  დაწერა  საჰაკმა, მერუტენად წოდებულმა.  ის  იყო  ეპისკოპოსი ტაოში, აშუნქიდან  და იქიდან განდევნილი  სარწმუნოების  გამო  მოვიდა  სომხეთში  აშოტთან. 
იმავე კეისარ ბასილისგან 325 (876) წელს მოვიდა ერთი საჭურისი სახელად  ნიკიტა დიდი საჩუქრებით  და სთხოვა აშოტს  გვირგვინი,  იმის  გამო,  რომ  ტარონის  ეპისკოპოსმა  ვაჰანმა  დაარწმუნა (ბასილი),  რომ  ის  არკაშუნიანია,  რადგან  დედამისი  სომეხი  იყო. თითქოს აღსრულდა  წმ.  საჰაკის  ზმანება, რომ  ისევ  არშაკუნი  მეფე დაჯდებოდა  ტახტზე.  [ბასილს]  სურდა  რომ  მისთვის  გვირგვინი ეკურთხათ ბაგრატუნებს, რაც შეასრულა აშოტმა. [აშოტმა] გაგზავნა აგრეთვე შესაწირავი – 10000 ვერცხლი ახალაგებული ეკლესიისათვის.  ასევე  ამბობენ, რომ მამიკონიანებმა245 იყიდეს ხუთ გრივ ვერცხლად  წმ. სოფიის ტაძრის  დასავლეთი  კარი  იუსტინიანესგან  სომეხთა მოსახსენებლად. ნიკიტა  მოგვითხრობს,  რომ [ბერძნებმა]  იპოვეს  წმ.  გრიგორ  განმანათლებლის  ნაწილები  დიდმარხვის  V   შაბათს,  რომელიც  დღესასწაულად  დააწესეს. 
ამ ხანებში უფალი ზაქარია წავიდა იესე შეიხის ძის246 სანახავად და ფრიად განდიდდა  მის  მიერ. [იესემ]  მისცა  მას დიდძალი  საჩუქრები  და  ნება დართო  მის  წინაშე ყოველთვის მოსულიყო ზეაღმართული დროშით  და ჯვრით.  [ზაქარია] შეცვალა გეორგმა პატრიარქის  სახლიდან. 
ამ  ხანებში  აშოტ  დიდი  შეიჭრა  იბერიაში  და  ალბანეთში  და დაიმორჩილა კავკასიელები247. არაფერი აკლდა აშოტს გარდა გვირგვინისა,  რაზეც  ფიქრობდნენ  სომეხი  მთავრები.  მათ  იესეს  საშუალებით  აცნობეს ამირათათავს, რომელმაც გულითადი  სიხარულით  გაუგხავნა  მას  გვირგვინი,  სამეფო  სამოსელი  და  ცხენები. აგრეთვე  კეისარმა  ბასილმა  გაუგზავნა  მას  გვირგვინი.  მისი  გვირგვინი აკურთხა უფალმა გეორგმა  336  წელს, თავისი პატრიარქობის მე-12  წელს,  888  წელს უფლის  დაბადებიდან248. [აშოტი] კეთილად განაგებდა  სამეფოს  7 წელი. მის დროს ცხოვრობდა  ჰამამი,  რომელმაც  დაწერა  განმარტება  იგავებისა  და  გრამატიკისათვის,  თარგმნა იობის  „ვინ არის  ის?“, კურთხევანი, რომელიცაა ფსალმუნებში ერთი  წიგნი  და  უბიწოებაზე  ერთი  წიგნი. 
მეფე  აშოტმა  დაადგინა  ქართველთა  მთავრად  თავისი  დისშვილი, ხოლო  თვითონ  აღესრულა  ქრისტესთან  71  წლის  (ასაკში|. გვირგვინი  მიიღო  მისმა  შვილმა  სმბატმა 344  (895)249  წელს  24 წლით, ლეონ ვასილის  ძის ნებით.  ის მეფობდა თავისი მამის შემდეგ 26  წელი,  [იყო] კაცი უხვად  გამცემი  და  არ  ჰგავდა რომაელს,  რომელთა  ვნახე, როგორც  ამბობენ,  არ  არსებობს  სიტყვა  უხვი.  ის იყო  სომეხის  ვაჟი  და  ძალიან  უყვარდა  სომხები.  ხოლო  სმბატმა მიიღო  რა  [მეფობის]  პატივი,  ააშენა  წმ.  მაცხოვრის  ეკლესია  ერაზგავორში,  იგივე  შირაკავანში250,  სადაც  ის ეკურთხა  მეფედ.  [ერაზგავორი] იყო  ბაგრატუნ  მეფეთა  ადრინდელი  სატახტო  ადგილი, ვიდრე  არ  იყო  აშენებული  და გაფართოებული  ქალაქი  ანისი,  რაც ნიშნავს  ზრუნვას.  თუმცა  შიდა  ციხე  [ანისის] სახელით  იყო  ცნობილი  და აშენებულია  ძველ დროს.  [აქ გამაგრდა  ნახარარი ოტა  და იცავდა თრდატის  დას,  კერპებს  და არშაკუნიან მეფეთა  განძს  ხოსროს სიკვდილის  შემდეგ. ბერძენთა  ქვეყნიდან თრდატის დაბრუნების  შემდეგ  მას  ეკეღეაცის  გავარში  შეეგებნენ  ოტა  და  მისი სიმამრი  –  აშოცის  უფალი  ტაჭატი,  რისთვისაც  მიიღეს  მრავალი მადლობა“.  ეს ტაჭატი იყო, რომელმაც აცნობა მეფეს, რომ გრიგორი  ანაკის  ვაჟია].  ანისი  ჰქვია  აგრეთვე  ამჟამად  კამახად წოდებულ ციხეს;  სიმაგრე  ანისი  კი  შიდა  ციხეა,  სადაც, როგორც  ამბობენ, გამაგრდა  ერთი  ფეხებ-დაავადებული  მთავარი  და  არ  გამოდიოდა ნათლისსაღებად  სომეხთა  მოქცევის  დროს,  ვიდრე არ  იეშმაკა  წმ. გრიგორმა. [მან] შეიცვალა გარეგნობა,  მივიდა  ციხესთან, ჩაცოცდა ციცაბო კლდეებზე და ჩავიდა წყალში. უეცრად მისი გამხმარი  ფეხები  გაცოცხლდა  წყლის  ძალისაგან. იგი მთელი  ხმით ადიდებდა ღმერთს.  ეს  რომ იხილა  და  ისმინა  იმ  მთავარმა,  თავისთან  უხმო [წმ.  გრიგორს],  მიიღო ნათელი  და  განეკურნა  ფეხები სულიერი განკურნების  ნიშნად. 
პატივმოსილი  მეფე  სმბატი  ჩამოახრჩეს  ძელხე  ტაჭიკთა  ვოსტიკან  იუსუფის251  ბრძანებით  დვინში  ქრისტიანობისათვის. ასევე მისი  ვაჟი მუშეღიც მოწამლეს და აღესრულა უფლისათვის წამებით. ის  დაკრძალეს  ბაგარანში თავის  წინაპრებთან. 7 წელი უმთავროდ იყო  ქვეყანა  და ოხრდებოდა  მახვილითა  და  წარტყვევნით.  აშოტ სმბატის  ძე, მამაცობისათვის რკინად  წოდებული252, გადავიდა  ბერძენთა  კეისარ  ლეონთან,  რომელსაც  ერქვა  კონსტანტინეც.
ამ დროს აღესრულნენ ქრისტესთან დიდებული  და დიდი  მთავრები  –   დავითი  და  გურგენი  გნუნთა  სახლიდან,  ქალაქ  დვინში ურწმუნო  იუსუფის  მიერ  და  მოწამეობრივი  სისხლით  იკურთხეს გვირგვინი.  მათი აღსრულების დღეს  – მარერის თვის 20-ში პატივს მიაგებენ  მათ  ხსოვნას.  წმ.   ეპისკოპოსი  საჰაკი  200  საერო  და  7 საეკლესიო პირით აღესრულა ბიურაკანში  აჰკის თვის  10-ში.  (აღესრულა|  აგრეთვე  ორი  კირაკოსი  იმავე  თვის  15-ში.  მათ  მოსახსენებლად  დღესასწაული  დააწესა  წმ.  პატრიარქმა  იოანემ, რომელმაც  თავისი თვალით იხილა ეს შავბნელი დრო, დაწერა |თხზულება| შემდგომ  საუკუნეებში  მოსაგონებლად  და  დაადგინა  დღესასწაული წმ.  მეფე  სმბატის  (მოსახსენებლად]. 
ლეონისაგან  გამეფებული  აშოტი  დაბრუნდა  სომხეთში  370 (921) წელს  და  ჰპოვა  აქ გამეფებული თავისი თანამოსახელე აშოტი, მისი  ბიძაშვილი, რომელიც  დაიმორჩილა  ისევე, როგორც  გაგიკი  – მეფე არწრუნთა სახლიდან254. ხოლო  მოვსესი, რომელსაც დაეპყრო ალბანეთი, დააბრმავებინა.  [აშოტი] გაძლიერდა უფრო მეტად, ვიდრე  ისინი  და  ვიდრე  ქართველთა  მეფე  ნერსე,  იწოდა  შაჰანშაჰად, 8 წელი  [მმართველობდა] და  აღესრულა.  გვირგვინი  მიიღო  მისმა ძმამ აბასმა255, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ წავიდა იბერიაში, მათი  სიძე  გახდა,  დაბრუნდა  იქიდან  და უფლობდა  მთელ  თავის მამულში  371  (922)  წლიდან  29  წელი.  მის დროს რომაელთა  ქვეყნიდან  მართლმადიდებლობისათვის  განდევნილი  ბევრი  ბერი  მოვიდა  ჩვენს ქვეყანაში  და  ააშენა მრავალი მონასტერი, ჯერ კამრჯაძორი, შემდეგ ჰორომოსი, ე.ი.  [მონასტერი]  „რომის  მხარიდან მოსულთათვის“  და  დპრავანქი256.  ამბობენ,  რომ  ამ  მოსულმა  [ბერებმა] ააშენეს  სანაინის257  წმ.  ღვთისმშობლის  ეკლესია.
მეფე  აბასმა  ააშენა  ყარსში258 კათოლიკე  [ეკლესია]  მშვენიერი კონსტრუქციით.  ამ  ხანებში  კავკასიის  გაღმა  მხრიდან  გადმოვიდა სარმატთა  მთავარი,  სახელად  ბერი  დიდი,  ჯარით  მდინარე მტკვარზე.  გაიგო  რა,  რომ  სომეხთა  მეფე  აშენებს  ეკლესიას, გაგზავნა  მასთან  [კაცი]  და  შეუთვალა:  „იცოდე  რომ  მე   მოვედი მაგ  ეკლესიის  საკურთხებლად  ჩემი  წესის  მიხედვით,  ქალკედონის კრების  დადგენილებების  შესაბამისად“.  [აბასი]  გამოვიდა  მის წინააღმდეგ  სომეხთა  ჯარით,  მახვილით  მოსრა  მტრის  ჯარი, თვითონ  ბერი  ხელთ  იგდო,  ცოცხალი  წამოიყვანა  ყარსში  და ერთხელ  აჩვენა  ის  ეკლესია.  შემდეგ  დააბრმავა  და  მიჰყიდა  მის ტომს,  ჩამოართვა  რა  ფიცის  წიგნი,  რომ  სომხეთხე  არასდროს აღარ  წამოვიდოდა.
ბერძენთა  კეისარ   ლეონის  შემდეგ  გვირგვინი  მიიღო ალექსანდრემ 1 წლით; მის შემდეგ [იყო] რომანოსი 29 წელი; აბასისა და [რომანოსის] დროს ტაჭიკებმა 383  (934) წელს აიღეს მელიტენე. 388  (939) წელს ჰამდუნი შეიჭრა ჯარით კოლონიაში  და გამობრუნდა  უკან.  შემდეგ  392  (943)  წელს  გამეფდა ლეონის  ვაჟი  კონსტანტინე  16  წლით.  მან  26  წლისამ,  398  (949)  წელს ტაჭიკებს წაართვა მარაში.  ამბობენ,  რომ  მან  ერთ  დღეს  მოკლა  7  ლომი, ბრძანა ჩაეყარათ  მდინარე  ალისში  მრავალი  შეკვრა  ნეხვი  და  გააქცია ისმაიტელთა  ჯარი,  რის  გამოც  ეწოდა  „ნეხვის  შემკრები“.
[პატრიარქის]  წმ.  ტახტხე უფალ  იოანეს შემდეგ  ავიდა უფალი სტეფანოსი259 1 წლით;  [შემდეგ] უფალი თეოდოროსი  1  წლით; მის  შემდეგ  მისი  ძმა, უფალი  ელიშე  22  წლით;  მის  შემდეგ უფალი ანანია  მოკაცი260 22  წლით.  მან  დიდი  ძალისხმევით  დაიმორჩილა სიუნიქი,  რომელიც  ალბანეთისაკენ  იყო  მიდრეკილი.  [სიუნიქის] არქიეპისკოპოსად [ანანიამ] განდგომილი  იაკობის შემდეგ ხელდასხა უფალი ვაჰანი ბახკიდან, მთავარ ჯუანშერის ვაჟი, რომელმაც ააშენა წმ.  იოანეს ბრწყინვალე მონასტერი აუღებელი  ციხის  ბახკის  ძირში. შემდეგ  [ანანიამ] ალბანელებიც  დაარწმუნა  არ ეკურთხებინათ  თავიანთი  კათალიკოსი  წმ.  გრიგორის  ტახტის  მპყრობელის  გარეშე. მის  შემდეგ  ტახტი  მიიღო  ვაჰანმა261  ბახკიდან 1 წლით.  მასზე  ეჭვი აიღეს,  რომ შეთანხმებული  იყო ქართველებთან  და  ბრძანა  მათგან ხატების შემოტანა. ამისათვის  ის შეცვალეს და დასვეს ტახტხე უფალი  სტეფანოსი262,  წმ.  მაშტოც  სევანელის  ნათესავი  –  2  წლით. 
400 (951) წელს გარდაიცვალა  წმ. მეფე  აბასი და ტახტი მიიღო მისმა  ვაჟმა  აშოტმა263,  მოწყალედ  წოდებულმა.  [მან]  ააშენა  კეთროვანთა  მრავალი  თავშესაფარი  და  დიდი  შესაწირავით  ნუგეშს სცემდა  მათ. ხშირად თვითონ ემსახურებოდა  მათ  და სიამოვნებით სვამდა  მათ  ჩირქიან  ნარჩენს  ჭიქიდან,  უწოდებდა  მათ  სახელად გოთების  მთავრებს  და  კურაპალატებს  იაკობის  მიხედვით, [რომელიც  ამბობდა],  რომ  „ისინი  მდიდრები  არიან  სარწმუნოებით“. 413  (964) წელს  მან  ააშენა ქალაქ  ანისის პატარა კედელი  და ყველა კოშკები  აქცია  ეკლესიებად.  მისმა  ღვთისმოსავმა  ცოლმა  ხოსროვანუშმა  გააშენა  დიდებული  წმ.   მონასტრები  სანაინი  და ჰაღბატი.  მათ  განისვენეს  ქრისტესთან  427“  (978)  წელს  და დატოვეს  3  ვაჟი,  რომელთა  სახელებია:  სმბატი,  გაგიკი  და  გურგენი. იმავე დღეს გვირგვინი  მიიღო უფროსმა  ვაჟმა  სმბატმა264, რომელსაც  ტიქსერაკალი  ეწოდა.  მან  ააშენა  ანისის  ფართოსაძირკვლიანი კედელი  და  საფუძველი  ჩაუყარა  დიდ  კათოლიკე  ეკლესიას.  მისმა უმცროსმა  ძმამ მემკვიდრეობად მიიღო ტაშირი სევორდით, ძოროგეტი,  კაიანი  და  კაიწონი,  ხორ-ხორუნიქი,  ხორის  მიერ  აგებული ხოშორნი, ხორაკერტი,  ბაზუნიქი,  იგივე  ბაზკერტი  – ტაშირის  გავარებში265,  გურგენს  ერგო  [აგრეთვე]  სხვა  ცნობილი  ციხეები,  რომელსაც  ქართველები  უწოდებენ  სომხითს266.  იქიდან  წარმომავლობენ  მეფეები  დავითი,  აბასი  და  კვირიკე,  რომელთა  ცოლები მამქანი  და რუზუქანი  მონახვნები  იყვნენ.  გაგიკი  მცირე  ხანს  ცხოვრობდა  ძმასთან  და  განდევნილ  იქნა  რაღაც  ვერაგობაში  ეჭვის მიტანის  გამო.  სმბატი გარდაიცვალა 434  (985) წლის დასაწყისში. მაშინვე  უხმეს  განდევნილ  გაგიკს267 და  მისცეს  გვირგვინი, შერთეს ცოლად  კატრამიტე  –  სივნიეთის  მეფის  საჰაკის  ასული.  მან  დაამთავრა საყდარი ღვთის ანგელოზის შთაგონებით, რომელმაც აღუთქვა,  რომ დაეხმარებოდა  მას  საქმიანობაში  და  დარჩებოდა  იმავე ტაძარში  იქამდე,  ვიდრე  ქრისტეს  მოსვლას  არ  იხილავენ  [ღვთის] ქმნილებები.
კათალიკოსის  წმ. ტახტი მიიღო უფალმა ხაჩიკმა, უფალ ანანიას ნათესავმა  19  წლით.  ის  შეცვალა  უფალმა  სარგისმა268  24  წლით. მან  ააშენა  წმ. რიფსიმიანთა ეკლესია  ანისის საყდრის ახლოს, გადმოიტანა  აქ   დიდი  ზეიმით  მათი  ნაწილები  და  დააწესა  ამ  დღეს დიდი  დღესასწაული. 
კონსტანტინე  კეისრის  შემდეგ გვირგვინი მიიღო ლეონმა;  შემდეგ  კონსტანტინემ  და  მისმა  დედამ  ირინემ, რომელმაც  დააბრმავა თავისი  ვაჟი  და  თვით  გაბატონდა  დიდ  ტახტხე  7 წლით.  მის დროს  აღესრულნენ  ქრისტესთვის  საჰაკი  და  იოსები  ტაჭიკთა ტომიდან,  არაცის  თვის  17-ში.  შემდეგ [კეისარი  იყო] მიხეილი; შემდეგ  ლეონი;  მის  შემდეგ  მიხეილი;  შემდეგ  თეოფილოსი;  მის შემდეგ მიხეილი; შემდეგ ბასილი;  მის შემდეგ ლეონი; შემდეგ ალექსი;  მის  შემდეგ რომანოსი, რომელმაც  განდევნა მართლმადიდებელი  ბერები  აღმოსავლეთის  ქვეყნებში,  სურდა  ხელეყო  აგრეთვე შავი  მთის  მონასტრები269 თავისი  დიდძალი  ჯარით  ლაშქრობის დროს ალეპოს  თემებში,  მაგრამ  უწია ღვთის  რისხვამ  და  გაქცევით იხსნა  თავი.  მის  შემდეგ  [კეისარი  იყო]  კონსტანტი,  ლეონის  ძე; შემდეგ  რომანოსი;  მის  შემდეგ  ნიკიფორე;  შემდეგ  კიურჟანი270; შემდეგ  ბასილი  52  წელი.
ქართველთა  მეფობის  დასაბამზე  მათ  წიგნებში  წერია,  რომ თარგამოსი  8   ვაჟით  მოვიდა  აირარატის  გავარში  დიდი  წარღვნის შემდეგ.  მისი  3  ვაჟი ჰაოსი, ქართლოსი და კავკასოსი გახდნენ  პირველი ტახტის მფლობელები, გაბატონდნენ  ქვეყნებზე  და თავიანთი სახელების  მიხედვით  უწოდეს  ჰაისი, ქართლი  და  კავკასია. [ისინი] ბატონობდნენ  პონტოს  ზღვიდან  კასპიის  ზღვამდე,  მიჰრანამდე და  მის  შვილიშვილ  არბოკამდე,  რომელმაც  მოიყვანა  ცოლი  პართელთავან,  სახელად  საჰაკდუხტი  პართიიდან.  ის უშვილო  იყო  და ირწმუნა რა ქრისტე, [ღმერთმა] მისცა  მას ვაჟი ვახტანგი, რომელიც გურგასლანად  იწოდა,  რაც  სპარსულად  მგლისთავას  ნიშნავს, რადგან  მუზარადზე  ჰქონდა  მგლისა  და ლომის  გამოსახულება.  მან მოიყვანა ცოლად კეისარ ლეონის ასული და მისგან წარმომავლობენ მეფეები  თევტასამდე,  რომელიც  დააბრმავა  აბასმა.  მის  შემდეგ აშოტ მწყალობელის  ვაჟის გურგენის  ძე ბაგრატი გამეფდა აფხაზებზე271. ეს ხუცეს  მხითარის272  გადმოცემის  მიხედვით.
ვასპურაკანის  მეფეები  არიან  სენექერიმის  გვარიდან:  გაგიკი დერენიკის  ძე, რომელმაც  ააშენა აღთამარი; შემდეგ დერენიკი,  მისი ვაჟი;  მის შემდეგ [დერენიკის] ძმა  აბუსაჰლი;  მის შემდეგ  მისი  ვაჟი შაჰანშაჰი;  მის შემდეგ  მისი  ძმა  გურგენი;  შემდეგ  მისი  ძმა  სენექერიმი, რომელმაც  სპარსელებისაგან შევიწროებულმა თავისი  ქვეყანა მისცა  ბასილს  და  თავისი  4  ვაჟით, რომელთა  სახელებია:  დავითი, აბუსაჰლი, ატომი  და კონსტანტინე, აგრეთვე ძმისშვილებით: დერენიკით, გაგიკით  და აშოტით წავიდა მასთან. [თავისი ქვეყნის] სანაცვლოდ  მან  მიიღო  სებასტია, ლარისა273  და  მრავალი  სოფელი.  ბოლოს  დავითმა  მოკლა  მეამბოხე  ფოკა  და  მიიღო  ხავამანესის [წყალობის] წიგნი. 
444  (995)  წელს  გარდაიცვალა  გაგიკი  და  დაუტოვა  სამეფო თავის  სამ  ვაჟს:  იოანეს,  აბასს  და  აშოტს274.  იოანეს  მისცა  გვირგვინი,  ანისი,  შირაკი,  სურბ-გრიგორი  აშოცის  ველით,  ანბერდი, აირარატის  ველი,  კაიანი,  კაიწონი,  ტავუში,  სევორდიქის  გავარი. სხვა დარჩენილი  [ადგილები] გაუყო  აშოტს  და  აბასს.  მათი  წილისყრის შემდეგ მოვიდა აფხახთა მეფე გიორგი275, აშოტ მწყალობელის ვაჟის  გურგენის  ძის  ბაგრატის  ვაჟი,  შეარიგა  ისინი  და  წავიდა. რადგან  ზოგიერთი  მთავარი  ურჩობდა,  წავიდა  უმცროსი  აშოტი კეისარ  ბასილთან276, მიიღო  მისგან ჯარი, მოვიდა  და დაიმორჩილა ყველა. 
ამ  დროს  გარდაიცვალა  დავით  კურაპალატი277 უშვილოდ  და დაუტოვა ანდერძის წიგნით კეისარ ბასილს თავისი მამული: უხტიქი, მამრუანი, აპაჰუნიქის ქალაქი მანაზკერტი278 და მთელი თავისი ქონება.  ეს რომ გაიგო კეისარმა ბასილმა, მოვიდა და დაბანაკდა კარინის ველზე.  ეს  შეიტყო  იოანემ,  შეეშინდა  და  გაგზავნა  მასთან  საჩუქრებით  პატრიარქი  პეტრე279, რომელიც  უფალმა  სარგისმა  თავის სიცოცხლეში თავისი ხელით აკურთხა  ანისში დიდი ზეიმით.  იოანეს ავიწროებდა ქართველთა  მეფე.  ამის  გამო  მან უბრძანა პატრიარქს დაეწერა  სიგელი, რომლითაც  თავისი  სიკვდილის  შემდეგ  ბერძნებს დაუმტკიცებდა  ანისს, თუ კურაპალატი დაიცავდა  მას შემვიწროებლებისაგან, რაც სიხარულით მოისმინა ბასილმა.  მან დაიბარა ქართველთა  მეფე   გიორგი,  რომელიც  არ   წავიდა,  რის  გამოც, განრისხებული [ბასილი] გაემართა  და  ააოხრა  მისი  12  გავარი280, გამობრუნდა  ხალტიქის  ქვეყანაში  და  აქ   გაატარა  ზამთარი281. 
[კეისარმა] თავისთან  იხმო უფალი  პეტრე  წყალკურთხევაზე,  ღვთის გამოცხადების  დღესასწაულზე.  აქ  გამოვლინდა  საოცარი  ნიშანი  – გამობრწყინდა  ნათელი  პატრიარქის  მარჯვენიდან  და  წმ. საკმევლიდან მაყურებელთა განსაცვიფრებლად, რომლებმაც ფრიად ადიდეს  სომეხთა  პატრიარქი.  ბასილი დაბრუნდა  კონსტანტინოპოლში  და  აღესრულა  473  (1024)  წელს.  გვირგვინი  მიიღო კონსტანტინემ  3 წლით;  მის  შემდეგ  მისმა  სიძემ  რომანოსმა  –  5 წლით.  ის  ცოლის  ბრძანებით  დაახრჩვეს  აბანოში;  მის  შემდეგ დააყენეს  მიქაელი  7   წლით.
ამირ-მუმინთა  რიგი   ჩვენ   მივიყვანეთ  ჯაფარამდე  და შევწყვიტეთ.  მათი  ხელისუფლება  დაიწყო  60  (611)  წელს  და არეულობის  გამო  შეწყდა  350  (901)  წელს.  აქა-იქ  კიდევ  ეპყრათ [ქვეყნები],  მაგრამ  მათი ძლიერება შესუსტდა. გაძლიერდა თურქთა ტომი  შემდეგი  მიზეზით:  იყო  ხორასანში  ერთი  ვინმე  ისმაიტელი, სახელად  მაჰმუდი.  ის  გავიდა  მდინარე  ჯაჰანის  გაღმა, თეტალქთა ქვეყანაში, მოიყვანა იქიდან მრავალი ტყვე ხორასანში, რაც  ნიშნავს „აღმოსავლეთს“ და  დაასახლა  განცალკევებით.  როცა  ისინი გაძლიერდნენ  და  გამრავლდნენ,  [მაჰმუდმა] დაადგინა  ერთი მათგანი  ამირად,  ხოლო  შემდეგ  სიკვდილის  წინ  მისცა  მას გვირგვინი.  მან  წარმატებას  მიაღწია,  გაბატონდა  სპარსეთხე  და სულთანი  გახდა,  რომლის  სახელი  იყო  დოღლა-ბეგი.  ეს ისტორიკოს  ვაჰრამ  ტიგრანის  ძის282  მიხედვით.  ხოლო  საპატიო ბერი  მხითარ  ანეცი, რომლის  ხსოვნა  დარჩეს  ცხოვრების  წიგნში, ასე  ამბობს:  „ბევრი ვიშრომე რომ  მეპოვნა  ცნობები  ამ  სულთანზე თურქთა  შორის  და  ღვთის  წყალობით  ვპოვე  შემდეგი:  მაჰმუდი, რომელიც  ვახსენეთ,  იყო  სებქთანის  ვაჟი,  რომელიც  განდიდდა მდაბიოთაგან,  როგორც  არტაშირ  სასანიანი.  მან  წაართვა მუჰამედის  ტომის  ძალაუფლება  მაჰმუდ  მუსტაფას  –  33-ს მუჰამედიდან,  246  წელს  მათი ბატონობიდან.  ის გაძლიერდა  ქალაქ ბაჰლში,  ქუშანთა  ქვეყანაში.  ამბავი  მისი  სიძლიერის  შესახებ ხალიფამდე  მივიდა,  რომელმაც  შეშინებულმა  გაუგხავნა  მას საჩუქრები და უწოდა ალამი, ლალაბი,  ამინი, აბდალა და სულთანი. მან  მიიღო  ეს  ტიტულები  და უფრო  განდიდდა. [მაჰმუდი] შეიჭრა ინდოეთში, შემუსრა მათანის კერპები, აიღო ნადავლი, გამობრუნდა და  დატოვა  იქ  თავისი  ვაჟი  მუჰამედი.  თვითონ  წავიდა  გურგანში და  გამოართვა  გურგანის მფლობელს  400000  დრაჰკანი  და  ერთი სახლი იარაღით  – 440 წელს მათი წელთაღრიცხვით. აქედან წავიდა რეიში283. რეის  უფალი  მაჯადავლა  როსტომი,  რომელსაც  3 დღის წინ  აეღო  დელმისი,  გამოვიდა  მის  წინაშე.  მოვიდა  ისრავი აურაცხელი  ძალით  და  250  სპილოთი  და  იხილა  რა  [მაჰმუდი] ჰკითხა:  „შაჰო,  წაიკითხე  ნამაზი?284  ხოლო  მან  უპასუხა:  „დიახ!“ [ისრავმა] კვლავ  ჰკითხა:  „ჭადრაკს თამაშობ?“  [მაჰმუდმა]  უპასუხა: „დიახ“  ჯისრავმა)  ისევ  ჰკითხა:  „მეფე  [სხვა]  მეფის  სახლში  შევა თუ  ვერა?“ [მაჰმუდი]  ამაზე  გაჩუმდა.  [ისრავმა] იმავ  ჟამს  დაადო მას  ბორკილები  და  გაგზავნა  ხორასანში,  წაართვა  მთელი  ქონება და გაბატონდა  რეიში.  [ისრავი] შეიჭრა  ტაპარასტანში, ტარაბში  და სარდში  და  დაუტოვა  მთლიანად  თავის  ვაჟს  მასხუთს  რეი, ყაზვინი285 და  ქერჰასტანი.  ისრავი  წავიდა  რეიში,  აიღო  100000 დინარი  და  წავიდა  ნიშაბურში  421  წელს  მათი  წელთაღრიცხვით. მასხუთმა  აიღო  ჰამიანი,  ისფაჰანი286 და  ის  იყო დაბრუნდა  რეიში, როცა  ესმა, რომ  მისი  შაჰნები287 მოკლეს  ისფაჰანში.  მიბრუნდა  იქ, ამოჟლიტა  4000  კაცი  და  გამობრუნდა  რეიში.  მაშინვე  მოუტანეს მას  ცნობა  მამის  სიკვდილისა  და  სულთნად  მისი  ძმის  მაჰმუდის დადგენის  შესახებ.  ის  აღელდა,  წავიდა,  შეიპყრო  ძმა,  დააბრმავა, აიღო  ძალაუფლება  და  ტახტი.  როდესაც  მამამისი  მიდიოდა  იმ ტომის  დასახმარებლად, რომლის  მთავარს  ერქვა  ხეტერ-ხან ბოღერ-ხანი,  გზაზე  შეეყარა თურქთა  მრავალრიცხოვან  ბანაკს. როდესაც  გამარჯვებული  უკან ბრუნდებოდა  იმავე  გზით,  შეიპყრო მათი  ამირა  აფაღუ,  მოიყვანა  ხორასანში  და  ჩასვა  საპყრობილეში. მისი ტომი  მოვიდა  და  სთხოვა ჯერ  მამას, ხოლო  შემდეგ შვილებს [თავიანთი  ამირა],  მაგრამ  არ  დაუბრუნეს.  ისინი  განრისხდნენ, გადავიდნენ  ჯაჰანზე  მთელი თავიანთი  ბანაკით,  თავი  სასიკვდილო საფრთხეში  ჩაიგდეს,  შეებრძოლნენ,  გაიმარჯვეს,  აიღეს  ნიშაბური და გაჟლიტეს სულთნის ჯარი დადაღანში, მერმნის ახლოს288. სულთანი გაიქცა  და ჩავიდა ყაზვინში, შემდეგ  კი ინდოეთისკენ [მიმავალ] გზაზე  იქნა მოკლული.  ყაზვინში გამეფდა  მისი  ბრმა  ძმა, რომელსაც ხანგრძლივი  მეფობის  მანძილზე  ეყოლა  ვაჟები.  ყაზვინი  დღემდე გადადის  ერთიდან  მეორის  ხელში  [მათი  გვარიდან]. 
თურქთა წარჩინებულს, რომელსაც  ერქვა მუსეფაღუ  სარჩუქის ძე, ჰყავდა  5 ძმისშვილი, რომელთა სახელებია: აბუსალისი, დავუთი, ჩაღრი-ბეგი,  აბუდალიქი  და  ტუღრილ-ბეგი,  რომელმაც  მიიღო სულთნის  ხელისუფლება  და  15  წლის  მანძილზე გააფართოვა  ქვეყანა,  დაანაწილა  ხორასნის  მთელი  მიწა-წყალი.  [გულრილ-ბეგი] მოვიდა  რეიში,  იპოვა  აქ  2 ოქროთი  სავსე  საგანძური, ხელთ იგდო ის,  გაგზავნა  ხალიფასთან  და სთხოვა  მას  კურთხევა. [ხალიფამ] განადიდა  ის, საპატიო კაცების [ხელით] გაუგზავნა ალამი და საჩუქრები,  დაარქვა  იმამბარი  და  დაუწესა  ზეწოდებად  დუქნატაღა.  იმ დღიდან  ის გამოცხადდა ქვეყნის მპყრობელად289. ის შეცვალა ალფ-არსლანმა290 – ტუღრილის  ძმისშვილმა, რომელმაც  სისხლით  აავსო მთელი  ქვეყანა. [ალფ-არსლანს] ჰყავდა 8 ვაჟი. მათგან მეფობა ერგო  მელიქ შაჰს291 კეთილსა  და მშვიდობისმყოფელს.  მის შემდეგ სულთანი [იყო] მაჰმუდი;  მის  შემდეგ  უფროსი  ძმა  ბაქიარუხი292, რომელმაც  მოკლა  ის  და  ეპყრა  ტახტი  40  წელი.  მის  წინააღმდეგ აღსდგა ალფ-არსლანის ვაჟი დუდუში, რომელიც შეავიწროვა  ბაქიარუხმა, ამოწყვიტა  მისი ჯარი და მოკლა თვით დუდუშიც. მაჰმუდმა, სულთან  მაჰმუდის  ვაჟმა,  ყრმობის  ასაკში  მოკლა  ბაქიარუხი  და ეპყრა  სულთნობა  12  წელი;  მის შემდეგ [სულთანი  იყო] მისი  ვაჟი მაჰმუდი, რომელსაც ომი გაუმართა სულთანმა სანჯარმა  და მოკლა ის.  ხელისუფლება  მიიღო  ჩარაღამ, რომელმაც  დააყენა  [სანჯარი] აღად.  მის  შემდეგ  სულთანი  გახდა  მისი  ვაჟი  დავუთი, რომელიც მოკლეს  მელჰედებმა293.  შემდეგ  [სულთანი  იყო] ტუღრილი;  მის შემდეგ  მასხუთი;  შემდეგ  მისი  ვაჟი  ასლანი;  მის  შემდეგ  ძალით გახდა  [სულთანი] ტუღრილი, რომელიც უფალი ღმერთის  წყალობით  იყო [ტახტზე] ჩვენი  მატიანის [დაწერამდე]. 
იგივე მემატიანე ამბობს მეფე იოანეზე, რომ  მისმა  ძმამ აშოტმა თალინის  ძირში  თავი  მოიკატუნა,  თითქოს  ავად  იყო,  სიკვდილის პირას  და  უხმო  თავისთან  მეფეს.  ამოთხარა  სასთუმალის  მხარეს მახე,  შეიპყრო [იოანე] და  გადასცა  მოსაკლავად  დიდ  მთავარს, აპირატად წოდებულს.  მაგრამ  მან მიიღო  [მეფე] კეთილგანწყობით, წაიყვანა,  დასვა  მის  ტახტზე  ანისში  და  უთხრა:  „არ  ავღმართავ ხელს  უფლისაგან  მირონცხებულზე  და  მის  ადგილზე  არ  დავსვამ გიჟს“.  [აპირატზე] ამბობენ,  რომ  ის  არარაობიდან  აღზევდა  და ჭკუისა  და გულუხეობის  მეოხებით  იქმნა  12000  მხედრის უფლად. მან  ააშენა  კეჩარუსის  მონასტერი, როგორც  მთავარმა  ვაჰრამმა მარმაშენი294,  რათა  არა  მხოლოდ  წარმავალ  ცხოვრებაში  ვიყოთ მდიდრები, არამედ უკვდავთა მხარეშიც. [ორივე] თავისი შთამომავლობით  განისვენებს [ამ  მონასტრების] საძვალეში  ზეცის  იმედად მყოფი. 
470  (1021)  წელს  მოვიდა  ტულღრილ-ბეგი294. მას  შეხვდა  ნახიჭევანში ლიპარიტი  5000  ცხენოსნით  და უკუიქცა  მტრის  საშინელი სიმრავლის გამო. როდესაც თურქი მოვიდა დვინში და დაიწყო რბევა,  მის წინააღმდეგ გამოვიდა გულადი  ვასაკი  და გამოიჩინა საოცარი  მამაცობა. ის  სერკეველში  დაბრუნებული  ისვენებდა,  როდესაც ვიღაცამ  უცაბედად  ქვა  მოარტყა  თავში  და  მოკლა. 
ამ  ხანებში  პატრიარქი  პეტრე,  რაღაც  მტრობის  გამო  მეფე იოანესთან,  წავიდა  ვასპურაკანში  და  ხვეწნის  მიუხედავად  აღარ დაბრუნდა უკან. მაშინ  ამ მხარის დუკამ ძალით მიიყვანა [პატრიარქი იოანესთან], რომელმაც დააპატიმრა  ის ბიჯნისში.  ეს რომ  გაიგო ალვანთა  კათალიკოსმა  უფალმა  იოსებმა,  გამოუშვა  ის  საპყრობილედან, წაიყვანა და დასვა თავის ტახტზე, საიდანაც გადააყენა  სანაინის   მონასტრის   წინამძღვარი   დიოსკოროსი,   რომელიც კი  კვლავ  დაბრუნდა  თავის  მონასტერში.  ის  იყო  კაცი  წმინდა დადგინებულ  იყო კათალიკოსად  პეტრეს  ადგილზე. 1 წლის  შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა თავის მონასტერში. ის იყო კაცი წმინდა და მამაცი.
ამ  ხანებში ქართველთა  მეფე  გიორგი  შეცვალა მისმა  ვაჟმა ბაგრატმა. ქართველთა  მთავარი ლიპარიტი  აჯანყდა295, გააქცია ის შიდა აფხაზეთში  და თვით ეპყრა ქვეყანა ბრძნულად, კეისარ  მიქაელის  ხელშეწყობით.  [მიქაელმა] სიკვდილის  წინ  გვირგვინი  გადასცა თავის დისშვილს კალაფატს296, რომელიც მცირე  ხნის შემდეგ  დააბრმავეს მიქაელის ცოლის, დედოფალ ზოიას ბრძანებით. იმ ადგილზე,  [სადაც  დააბრმავეს  კალაფატი],  ნაპოვნია ქვა წარწერით:  „აქ დაუბნელდა  მეფეს“.  ზოია ცოლად  გაჰყვა  მონომახს297  და  დაადგა მას გვირგვინი. მასთან წავიდა უფალი პეტრე და შემდეგ დაბრუნდა სებასტიაში. სენექერიმის შვილებმა მისცეს მას  მონასტერი,  რომელიც  ააშენეს  წმ.  ვარაგის  ჯვრის  სახელზე.  [ეს  ჯვარი] თავისთან ჰქონდათ,  მაგრამ შემდეგ დააბრუნეს. მონომახმა  მისცა პატრიარქს 3  სოფელი, რომელმაც  ამ  ადგილზე  იცხოვრა მხოლოდ 1 წელი  და აღესრულა.  შემდეგ  [საპატრიარქო] მოსასხამი  მიიღო  მისმა  დისშვილმა  ხაჩიკმა, რომელსაც  მან ხელი დაასხა ანისში, თავის სიცოცხლეშივე. [ხაჩიკმა] იცოცხლა 2 წელი და გარდაიცვალა. საპატრიარქო ტახტი  ცარიელი  იყო 7  წელი.
493  (1044)  წელს  გარდაიცვალნენ  იოანე  და  აშოტი  და  გვირგვინი  მისცეს  აშოტის  ვაჟს  გაგიკს.  ბერძნებმა  გაიხსენეს  დამღუპველი  ანდერძი  ანისზე  და  თქვეს,  რომ  სიკვდილის  შემდეგ  ანდერძი შეუცვლელი  და  მტკიცეა.  მათ  იხმეს  კონსტანტინოპოლში  გაგიკი იმ   პირობით,  რომ  იქიდან  დააბრუნებდნენ  დიდი  საჩუქრებით. ამასთან,  [ანისში  ბერძნებმა] დაადგინეს  თავისი  მმართველი  და გააუქმეს ორი გვირგვინი: საპატრიარქო ტახტი და სამეფო, იძულებით  მიიყვანეს  ორივე  [მეფე  და  პატრიარქი]  თავისთან  და  იქიდან აღარ დააბრუნეს. ამის გამო გაგიკმა დაკარგა რა ყოველგვარი იმედი,  [ანისის] ნაცვლად  მიიღო კალან-პაღატი  და  პიზა და ცხოვრობდა უცხოეთში  თავისი  ტომის  მოძულეებთან298.
ამ  დროს  გრიგორმა299,  მამაცი  ვასაკის  შვილმა,  მისცა  მონომახს  ბიჯნისი,  კაიანი  და  კაიწონი, რომლებიც  თვითონ  ეპყრა  და [სამაგიეროდ] მიიღო მესოპოტამიის დუქსობა. [მან] წაიყვანა თავისთან  აპირატი, ქართველთა მთავარი,  ორი  სხვა  მაგისტროსი  და წავიდა სულთან ტუღრილ-ბეგის მხედართმთავრის იბრაჰიმის300  წინააღმდეგ.  მათ შეიპყრეს ლიპარიტი  და მიიყვანეს სულთანთან, რომელმაც  მიუგზავნა  მას  კაცი  და  შესთავახა  ზიარებოდა  მის  სარწმუნოებას.  [ლიპარიტმა] ასეთი  პასუხი  გასცა:  „როდესაც  ვიხილავ შენს  სახეს,  გავაკეთებ  რასაც  მიბრძანებ“.  ხოლო  როდესაც  იხილა [ლიპარიტმა სულთანი] უთხრა: „როდესაც  ვიხილე  შენი  სახე, აღარ შევასრულებ  შენს  ნებას  და  არ  მეშინია  სიკვდილის“.  სულთანმა ჰკითხა:  „რა  გსურს?“ ხოლო  მან  უპასუხა:  „თუ  ვაჭარი  ხარ  –  გამყიდე,  თუ ჯალათი  ხარ  –  მომკალი, ხოლო  თუ  მეფე  ხარ  –  გამათავისუფლე  საჩუქრებით“.  სულთანმა  უთხრა:  „არა  ვარ  ვაჭარი, არც  შენი  სისხლის  ჯალათი  მსურს  ვიყო,  არამედ  ვარ  მეფე,  წადი სადაც  გსურს!“  და  გაუშვა  ის  საჩუქრებით301.  რადგან  კეისარი  ითხოვდა [ლიპარიტს],  ჩავიდა  მასთან, მიიღო  მისგან  ჯარი  და  წავიდა საქართველოში,  შეიპყრო. მეფე  ბაგრატი,  გაგზავნა  კეისართან  და თვით  იპყრა  მთელი  ქვეყანა.
ამ  დღეებში  სპარსეთიდან  მოვიდა  ერთი  ქალი,  სახელად  მამი 3 ვაჟით  ფარისოსის  გავარში302 დიდებულ  მთავარ  გრიგორთან. ვაჟებმა  მისცეს  მძევლად  დედა  და  მიიღეს  შოთსი და  ციხე  შამირამი303,  აქედან დაუნათესავდნენ  განძაკის ამირა ალაზიზს, მოკლეს ის,  აიღეს  განძაკი  და  გაბატონდნენ  იქ.   უფროსი  ვაჟი  პარზუანი მოკლე  ხანში  გარდაიცვალა  და  მისი  ადგილი  დაიკავა  მეორე  ძმამ ლელქარმა304, რომელმაც  წაართვა  ბარდავი  და შამქორი305 სალარს. მისმა  უმცროსმა  ძმამ  ფადლონმა306  მოკლა  ის  ნადირობის  დროს და ხელთ იგდო ძალაუფლება.  სიყვარულის  საბაბით  წავიდა [ფადლონი] გრიგორის  ძე ფილიპესთან307, დაადო  მას ბორკილები  მამის სიკვდილის  შემდეგ  და  წაართვა  შაშუაში  და  შოთსი.  [ფადლონმა] იხმო თავისთან ჰამამის  ძე  გაგიკი, განძაკის უფალი, მოკლა და დაიპყრო  მისი  ქვეყანა. [ფადლონი] ამგვარად გაძლიერდა  და დაეუფლა ხაჩენს,  გოროზს  და  სევორდელებს308,  თავს  დაესხა  ძოროგეტის მეფე  გაგიკს,  ალბანთა  მეფე  კვირიკეს  და  ქართველთა  მეფე  ბაგრატს  და  შეავიწროვა  ისინი, დაეუფლა  აგრეთვე  დვინს  და  დაადო სომხებს  ხარკი  –  3000  დრამა.
ამგვარადვე,  რამდენიმე  კაცი  ქალდეველთაგან  გამოვიდა  თავისი  ქვეყნიდან,  მივიდნენ  გარდმანს  და  უთხრეს  გარდმანის  მთავარს:  „მოგვეცი  ჩვენ  იმ  ჯვრის  ნაწილი,  რომელიც  მოგცა  შენ ჰერაკლემ,  გავხდებით  ქრისტიანები  და  შენი  მონები“.  ასეც  მოხდა. ეს  რომ  გაიგო  ბაღდადის  ამირამ,  დაემუქრა  მათ.  ამით  შეშინებულები  ისინი  წავიდნენ  კავკასიის ქედის კალთებთან, ხელი  მოუმართა  ქრისტემ,  რომელიც  ირწმუნეს  და  დაეუფლნენ  ყველა გავარს. ერთი მათგანი, სახელად  დავითი,  გამეფდა  და  დაესიძა ძოროგეტის  მეფეს.  მათ  თემს ეწოდა  წანარეთი309,  იმის  გამო, რომ მათ  აქ შეიცნეს თავიანთი სამკვიდრებელი ადგილი. გარდმანის მთავარმა  დაუდგინა  მათ  ქორეპისკოპოსი310 ქართული  ენის  მიხედვით. ანისში  სომეხთა  მეფობის  გაუქმების  შემდეგ  მოვიდა  ტუღრილის ბიძაშვილი ალფ-არსლანი  და ააოხრა  24  გავარი.  ის  იყო სულთნის მხედართმთავარი  და  მისი  სიკვდილის  შემდეგ  თვითონ  გახდა სულთანი.  შემდეგ [ალფ-არსლანი]  ხელმეორედ  მოვიდა:  100000 კაცით, აიღო ახალქალაქი, რომელიც ქართულად ახალ ქალაქს  ნიშნავს  და  სამშვილდე311, ცოლად  მოიყვანა  კვირიკე  მეფის  ასული, ქართველთა  მეფე  ბაგრატის  დისშვილი312, აიღო  აგრეთვე  ანისი, სადაც  1000  კაცი  დაკლა  ერთ  ორმოში  და  იბანავა  მათ  სისხლში. ზოგიერთები  ამბობდნენ,  რომ  ამით  მსხვერპლი  შესწირა  თავის მიცვალებულებს. შემდეგ ხალიფასაგან მოვიდა მიციქული, ჩამოჰკიდა მას  კისერზე  ოქროს  ძეწკვი,  შეკრა  ერთად  12  თასმა  და  დაჰკრა იმის  ნიშნად, რომ  ის  თავისი წინამძღოლის უსაზღვროდ მორჩილი იყო.  ეს  მოხდა  მეფე  იოანეს  სიკვდილიდან  23  წლის  შემდეგ,  513 (1064)  წელს.
მონომახის  შემდეგ  გვირგვინი  მიიღო  თეოდორამ313,  შემდეგ დუკიწმა;  მის  შემდეგ  დიოგენმა,  რომელიც  გამოვიდა  სულთნის წინააღმდეგ  და  ემუქრებოდა  სომხებს  ბერძენთა  სარწმუნოებახე მოქცევას.  ამის  გამო  მოვიდა  ყარსში  და  დაწვა  ხისაგან  ნაგები სომეხთა  ეკლესია.  შემდეგ  წავიდა  მანაზკერტზე  და  აიღო  ის. სულთანი წამოვიდა  მის წინააღმდეგ, დაამარცხა და შეიპყრო [დიოგენი]. თუმცა [სულთანმა] მოწყალედ გაუშვა  ის, მაგრამ არ მიიღო თავისმა ტომმა.  მათ  გვირგვინი  გადასცეს  მიქაელს, დუკიწის  ვაჟს, რომელმაც  შეიპყრო  და  დააბრმავა  დიოგენი314.  ის  გარდაიცვალა  დარდისაგან  521  (1072)  წელს. 
ყარსის  მეფემ,  გაგიკ  აბასის  ძემ315,  თურქთა  შიშით  შევიწროებულმა, მისცა  თავისი  მამული  ბერძნებს  და  [სამაგიეროდ] მიიღო:  წამნდავი,  ლარისა,  ამასია,  კომანა  და  100  სოფელი.  [გაგიკი] წავიდა კეისართან  და გამოითხოვა  ბრძანება სომეხთა პატრიარქად მაგისტროსისა  და დუკის გრიგორის  ვაჟის,  ვაჰრამის316 ხელდასხმის შესახებ.  [კეისარმა] არ მოისურვა  მისი ხელდასხმა  და  მან წამნდავში საპატრიარქო  ტახტის 1 წლის პყრობის  შემდეგ დაუთმო  ის  თავის ვარდაპეტს  –  გეორგ  ლორელს,  ხოლო  თვითონ  წავიდა  კონსტანტინოპოლში  მთარგმნელობითი  მოღვაწეობისათვის.  მან  აიღო წიგნები  და  სურდა  წასულიყო  იერუსალიმში.  [ამ  დროს] ტაროსმა მიიწვია  ის  მისრში317,  სადაც  ფრიად  განადიდა  სულთანმა.  აქ  [მან] ააშენა სომხური მონასტრები  და ხელდასხა თავისი ძმისშვილი გრიგორისი  ეპისკოპოსად,  თვითონ  კი  წავიდა  და  აღესრულა  კარმირვანქში318,  მდინარე  ევფრატის  საზღვრებში, ტავროსის  მთასთან  და დაკრძალეს  უფალ  ბარსეღის  საფლავის  ახლოს,  რომელიც [პატრიარქი  იყო] გეორგის  შემდეგ.
521  (1072)  წელს  დაიწვა  წმ.  პეტრეს  საყდარი  ანტიოქიაში319. იძრა  მიწა,  გაირღვა  და  შთანთქა  ბერძენთა  პატრიარქი  და  მასთან ერთად  10000  კაცი  იმის  გამო,  რომ  მათ  დაწვეს  მართლმადიდებელ  ასურელთა  სახარება.  ის ოთხჯერ  გადაურჩა  ცეცხლს და  მხოლოდ  მეხუთედ  მიიღო  მათი  რისხვა,  როგორც  ჩვენმა უფალმა  მიიღო  ებრაელებისაგან  ჯვარი. 
523 (1074) წელს ამირა ფადლონმა გაგზავნა განძაკზე ფაჰლავი ვასაკი,  გრიგორ  მაგისტროსის  ვაჟი  მთელი  ჯარებით  აუღებელი სიმაგრეების  ბახკისა  და  კაპანის320  წინააღმდეგ.  ის  მოტყუებით შევიდა  იქ   და  მოკლა  სენექერიმი  –  სომეხი  მეფე,  რამეთუ  აქაური მეფეები  სომხები  იყვნენ.  ისინი  არ გადაშენდნენ ორი უშვილო  ძმის სმბატისა  და  გრიგორის  უკანასკნელ  დღეებამდე, რომლებმაც  აიყვანეს  სომეხი  ყრმა  სენექერიმი  და დასვეს თავიანთი სამეფოს  მემკვიდრედ.  ის  მოკლეს  ფადლონის  ბრძანებით.  ამგვარად  ჩაქრა  ის ჭრაქი, რომელიც  აქ  იყო  და  გაბატონდნენ  სპარსელები. 
ფადლონმა მიიღო ალფ-არსლანისაგან ანისი, რაშიც  მისცა  მას ყვავილოვანი  ოქროქსოვილი. უფალმა აოხრებულ  ქალაქს  გამოუგზავნა  მისი  შვილიშვილი  ყრმა  მანუჩე321,  რომელმაც  სრულწლოვანებას რომ  მიაღწია, გააფართოვა  და  გაამაგრა  ანისის  კედელი.  მან შეკრიბა ქალაქში დარჩენილი ყველა მთავარი, დიდი ზეიმით გამოვიდა  მათ  წინ  და შეიყვანა  ქალაქში გრიგორ  ვასაკის  ძე, აპირატის შვილიშვილი 500 აზნაურთან ერთად. მათ თავზე ედგათ ბრწყინვალე გვირგვინები, რადგან იყო დიდძალი ჯარისა და მრავალი აზნაურის  მბრძანებელი.  ის  იყო უფალ ბარსელის322 ძმა, რომელიც  გეორგის შემდეგ ხელდასხმულ იქნა ჰაღბატში კათალიკოსად მანუჩესა და  ყველა  სომეხის  ბრძანებითა  და  სურვილით.  ასე  აღორძინდა ქალაქი  ანისი  და  არაფრით  ნაკლები  არ  იყო  ადრინდელზე. 
ალფ-არსლანი  წავიდა ალამუთში323  და  ალყა შემოარტყა  ერთ ძლიერ  ციხეს.  ციხის უფალი  თავის  სახლში  მიეცა  ჯერ  დიდ  სიხარულს,  შემდეგ  დიდ  მწუხარებას,  შემდეგ  გამოვიდა  სულთანთან ვითომდა  დასამორჩილებლად.  როდესაც  ის  ეამბორა [სულთანს] ფეხებზე, დაკლა  ეს  მხეცი, რომელიც  სვამდა უცოდველთა  სისხლს. [ალფ-არსლანის] ხელისუფლება  გადავიდა  მისი  ვაჟის  მელიქ  შაჰის ხელში,  რომელიც  იყო  მოწყალე  და  კეთილგანწყობილი,  განსაკუთრებით  ჩვენი ხალხისადმი.  მან  ნება დართო პატრიარქ ბარსეღს გამოცხადებულიყო მასთან ხელში აღმართული ჯვრით, დაასაჩუქრა ის  და  უბოძა  იარლიყი.  ამით  გამხნევებულმა  [ბარსეღმა]  წაართვა კვერთხი  და  წოდება  ჰონელს, რომელმაც  თვითნებურად  და  უკანონოდ  მიითვისა  პატრიარქობა.
525 (1076) წელს ბერძნებმა ღალატით მოკლეს მთავარი ვასაკი, კათალიკოს  ვაჰრამის  ძმა,  ანტიოქიის  დუკა.  მისმა  ჯარმა,  გამაგრებულმა  კლაში324, დაუთმო  ეს  ქალაქი ფილარტოსს  –  წარმომავლობით  სომეხს, რომელმაც  ამ  დროისთვის  ხელთ  იგდო  მრავალი გავარი.  ფილარტოსმა  ჯერ  კიდევ  ვაჰრამისა  და  გეორგის  სიცოცხლეში  ბრძანა  ეკურთხებინათ  მესოპოტამიაში  კათალიკოსად  სარგისი – უფალ პეტრეს დისშვილი, წმინდა და კეთილმორწმუნე კაცი, რომელიც  განდევნეს  აღმოსავლეთში  მყოფმა  უფლებმა  ვაჰრამმა და  ბარსეღმა.  მეფე  კვირიკემ  აკურთხა  ჰაღბატში  ალბანთა  კათალიკოსად  სტეფანოსი.  აქვე  ორივე  კათალიკოსმა  ხელდასხეს  კარის მღვდელი სარგისი ჰაღბატის [მონასტრის] არქიეპისკოპოსად და  მისცეს თითოეულმა  თითო  ეპარქია  თავის  საკათალიკოსოში.  მიუხედავად  ამისა,  უფალ  სარგისის  სიკვდილის  შემდეგ  ფილარტოსმა ბრძანა  მის  ადგილზე  ეკურთხებინათ  ვინმე  თეოდოროსი.
ამ  ხანებში  მოკლეს  შირაკუნის  მთავარი  ბეღიდი,  რომელიც კეისარმა  მისი  მადლიანობის  გამო  აიძულა  [მონათლულიყო] ბერძენთა  სჯულზე  და  მისცა  მას  სულიერ  მამად  ბერძენი  აბელი.  იმის გამო,  რომ  [ეს  მთავარი]  არ  იცავდა  ბერძნულ  სჯულს, 1 წლის შემდეგ  უკეთურმა  ბერმა  დაახრჩო  ის  ძილის  დროს, მოიხელთა რა მარტო საკუთარ  ციხე  ანდრიონში325.  ეს რომ  გაიგეს [მთავრის] ჯარებმა,  გადმოაგდეს  კლდიდან  [ეს]  საშინელი  მხეცი.
კეისარი  მიქაელი  შეცვალა  ვოტანიოტმა 1 წლით;  მის  შემდეგ [იყო] მესელიანოსი 6 თვე;  შემდეგ  –  ალექსი,  კაცი  გამოსადეგი  და გონიერი.  მის  დროს  პიზაში,  მეფე  გაგიკის  მიერ  აშენებულ  მონასტერში გამოჩნდა სახარელი  ნიშანი: ორმა მეუდაბნოემ  ნახა ზმანება. ისინი მივიდნენ მონასტერში  და ვიდრე შესრულდებოდა  სამი ყრმის გალობა,  მოჰყვნენ  ნანახი  ზმანება. ერთმა  მათგანმა  თქვა:  „მე  ვნახე, რომ ეკლესიის თაღის  ქვეშ ჩამოკიდებული ლამპარი ჩამოვარდა იატაქზე, მაგრამ  შუქი  არ  ჩაქრა“.  მეორემ დაუმატა:  „მე  ვნახე, რომ ციდან  ჩამოვარდა  ვარსკვლავი  და  მისმა  შუქმა  გაიკიაფა  ამ  ეკლესიაში“.  მაშინ მონასტრის წინამძღვარმა  თქვა:  „მონახეთ! ალბათ ჩამოვარდა  წმ.  შესაწირავთა  ნაწილი“.  აანთეს  ცვილის  სანთლები, წავიდნენ  და  მართლაც  საკურთხეველში  იპოვეს  ნაწილი  შესაწირავისა,  დატოვებული  გაუფრთხილებელი  კაცის  მიერ  წმ. პენტეკოსტეს  დღეებში.  ის  იპოვეს  3  დღის  შემდეგ  და  ამ  3  დღის განმავლობაში  ის ვერც  ცოცხმა  გაგავა,  ვერც  ფეხმა  [გათელა] უთქმელი  საიდუმლოების  სადიდებლად.  ყველამ  მადლობა  შესწირა ღმერთს.
ანისის მფლობელი  გაგიკი  წავიდა  კონსტანტინოპოლში.  თეოდორას  და ზოია326 ძლიერ სთხოვდა  მას მიეღო ბერძნული  სჯული, შეერთო  ის  და  ემეფა  საბერძნეთში,  მაგრამ  [გაგიკი] არ დათანხმდა. მას  სურდა  დაექორწინებინა  თავისი უმცროსი  ვაჟი  ვასპურაკანის მთავრის  აბელხარიბ ხაჩიკის  ძის  ქალზე, რომელიც ფლობდა  სისს, ადანას,  პაპარონს  და ლამბრონს327.  მან  გატეხა პირობა  და  ციხეში ჩასვა  [თავისი  ქალის  მთხოვნელი].  ეს რომ  გაიგო  [გაგიკმა],  წავიდა მის  გასათავისუფლებლად,  მაგრამ  დაბრუნებისას  ფუნდუკში  ბერძნებმა  დაახრჩვეს. საზიზღარმა  აბელხარიბმა  მოწამლა  სიძე.  [გაგიკის] უფროსმა  ვაჟმა  იოანემ  კი  ანგარიშით შეირთო  ანისის  დუკას, წარმოშობით  ბერძენი  ქალი,  ჩამოვიდა  ანისში,  მაგრამ  ვერ  ჰპოვა აქ   მოსვენება.  შემდეგ  ის  წავიდა  იბერიაში,  საიდანაც  დაბრუნდა კონსტანტინოპოლში  თავისი  ვაჟით  აშოტით,  რომელიც  სიძედ უნდოდა კეისარს,  ის  კი  არ დათანხმდა. კეისრის ბრძანებით [აშოტი] წავიდა სულთანთან და სთხოვა დაეთმო მისთვის ანისი.  ის მოწამლა რომელიღაც  საჭურისმა,  მანუჩეს  ნათესავმა.  მისი  გვამი  გაგზავნეს კონსტანტინოპოლში.  შვილის  გვამის  ჩამოტანახე  ადრე  გარდაიცვალა  მამა.  ასე  შეწყდა  ანისის  გვირგვინოსანთა  რიგი328.
537  (1088) წელს ამირა ბუღამ, მელიქ  შაჰის ბრძანებით, წაართვა  განძაკი  ფადლონიანებს,  რომლებიც  იწოდებოდნენ  შადადიანებად. ქართველთა მეფე ბაგრატი დაბრუნდა კეისრისაგან და მიიღო მამისეული  სამფლოებლოები.  მის  შემდეგ  იყო  მისი  ვაჟი  გიორგი, რომელიც  კვირიკეს  შემდეგ  წავიდა  ხორასანში  მელიქ  შაჰთან  და დაბრუნდა პატივით329.  ეს  კვირიკე  იყო  აშოტ  მწყალობელის  ვაჟის გურგენის  ძის  დავითის  ვაჟი330.  მას  მამამისმა  დავითმა  აუგო ლორე331 და  სხვა 12  ციხე-სიმაგრე.  ის დაკრძალულია  სანაინში. მისი   შვილიშვილები  აბასი   და   დავითი,  შევიწროვებულნი ქართველთა  მიერ,  წავიდნენ  არანის  მფლობელებთან და მიიღეს თითოეულმა თითო ციხე, სადაც ცხოვრობდნენ გაჭირვებაში332.
მშვიდობისმოყვარე და  ქრისტიანებისადმი  კეთილგანწყობილი სულთანი  მელიქ  შაჰი უფლობდა  12  სამეფოზე  კასპიის  ზღვიდან პონტოს  ზღვამდე.  მან  აიღო  ქვიშა  ოკეანიდან333,  წაიღო  თან სპარსეთში,  დაყარა  მამის  საფლავზე  და  თქვა:  „გიხაროდეს  მამა, შენი  შვილი,  შენს  მიერ  ყრმად  დატოვებული  უფლობს  ქვეყნის დასასრულამდე“.  მას  ეახლა  ფილარტოსი  და  შეუსუსტდა  რწმენა. დიდმა  ამირამ  ბუღამ,  სულთნის  ბრძანებით,  აიღო  ურჰა  და დამსმენთა  გამცემლობის  გამო  დახოცა  სახელოვანი  სომეხი მთავრები. 
ამ ხანებში პეჭენიკთა მეფე 600000-იანი  ჯარით  მოვიდა კონსტანტინოპოლში  ალექსის  წინააღმდეგ334.  მაგრამ  ქრისტიანებმა რვადღიანი  ლოცვის  შემდეგ  გაჟლიტეს  ისინი,  ესროდნენ  რა ცეცხლს  მათ   ურიკებს,  რითაც  მოვიდნენ.  ამავე   ხანებში გამომჟღავნდა ერთი ბერძენი ბერის უღირსი  საქციელი, რომელმაც თაყვანი სცა ძაღლს.  მან ჩაითრია  10000  კაცი, მათ შორის ალექსის დედა.  ის   უფლის  წმ.   ჯვრის  ნაწილს  სდებდა  თავისი  ვაჟის ფეხსაცმელში, რომელიც  ამგვარად  მუდმივად თელავდა  მას.  როცა ეს გაიგო  ალექსიმ,  გაანადგურა  ყველა,  დედას  კი  ახადა  სამეფო ღირსება.
540  (1091)  წელს  მარაშში  გარდაიცვალა  ფილარტოსის  მიერ დაყენებული  კათალიკოსი  პოღოსი,  აგრეთვე  წმინდა და  დიდი სწავლული,  სომეხი  ვარდაპეტი  გეორგი,  რომელიც  დაკრძალეს კამრჯაძორში, ვარდაპეტ სამუელის გვერდით.  ამ დროიდან წმინდა საპატრიარქო  ტახტი  გაერთიანდა,  რადგან  უფალმა  ბარსეღმა335 მაშინვე  გადააყენა  ტახტიდან  კათალიკოსი  თეოდოროსი  და წაართვა  მას  მიტრა,  კვერთხი  და  უფალ  პეტრეს  წმ.  ჯვარი. [ბარსეღმა] გაიარა  კესარია,  ჩავიდა ანტიოქიაში, ხოლო  აქედან ურჰაში. მას  ყველგან  ხვდებოდნენ  დიდი  სიხარულით.
მშვიდობისმოყვარე  სულთანმა,  ცოლისაგან მოწამლულმა  [მელიქ  შაჰმა] დაასრულა  თავისი  დღენი  541  (1092)  წელს.  ეს  რომ გაიგო  ამირა  ბუღამ,  რომელიც  ამ  დროს  იმყოფებოდა  ნიკეაში, დაბრუნდა  ურჰაში.  უფალი  ბარსელი  წავიდა  ანისში.  მელიქ  შაჰი დაკრძალეს  მარანდში336,  თავისი  მამის ალფ-არსლანის  გვერდით. [მელიქ  შაჰს] ჰყავდა  ორი  ვაჟი:  ბაქიარუხი  და  საფანი337.  მელიქ შაჰის  ძმა დუდუში სულთანი გახდა ბერძნულ  ქვეყნებში, ბაქიარუხი სპარსეთსა და სომხეთში.  მან თავისი ბიძა ისმაილი დანიშნა ეჯიბად. [ბაქიარუხი] იყო მოწყალე  და კეთილგანწყობილი სომხების მიმართ. ის ზრუნავდა  ჩვენს  ხალხზე,  რის შედეგადაც  ჩვენმა  ქვეყანამ  იწყო აყვავება.  მან  გაათავისუფლა  ჩვენი  მონასტრები  და  მთელი  სამღვდელოება  [ხარკისაგან]. დუდუში  დაეუფლა  შუამდინარეთს,  დაამარცხა  არაბთა  მეფე  იბრაჰიმი  და  ხელთ  იგდო  მთელი  მისი მდიდარი ბანაკი.  ამ დროს  მან მიიღო წერილი ბაქიარუხის ცოლისაგან, რომელიც იწვევდა  მას სპარსეთში  და სთავაზობდა თავის ხელთან ერთად უფლობასა და მთავრობას მთელ  ამ  ქვეყანაზე. [დუდუში] გახარებული ამ ცნობით, უთვალავი ბანაკით გაემართა ისფაჰანის ველისაკენ. ბაქიარუხმა  სთხოვა [დუდუშს] რომ დაეთმო  მისთვის  ისფაჰანი  და  ყველა  სხვა  სამფლობელოებს  მისცემდა  მას. როცა  [დუდუში]  არ  დათანხმდა  ამაზე, [ბაქიარუხი] თავს  დაესხა მას. დუდუში დაიღუპა.  მისი  ვაჟი რადუანი გაიქცა ურჰაში და გახდა სულთანი  ალეპოსა338 და  მის  მიმდებარე  მხარეში.  მისი  გვარიდან ვინმე,  სახელად  ალფიარაკი  გახდა  სულთანი  ბერძნულ  ქვეყნებში. შემდეგ  წავიდა  ურჰას დასაპყრობად, მაგრამ  კურაპალატმა  თოროსმა მოწამლა ის. იმავე  წელს, 30 დღის შემდეგ ჰონიში გარდაიცვალა  წმინდა  და  ღირსეული  კათალიკოსი  თოროსი  და დამარხეს უფალ  სარგისის  გვერდით339.
ამ  ხანებში კალიისა და გვალვის შედეგად დაიწყო საშინელი შიმშილობა, რისგანაც ძლიერ  დახარალდა  ქალაქი  ანისი. შიმშილისაგან  გარდაცვლილთა  რიცხვი  იმდენი  იყო,  რომ  ვერ ასწრებდნენ  არა  მარტო  მათ  დამარხვას,  არამედ  წმ.  აღსარების ჩაბარებასაც.  ამბობენ,  რომ  ვინმე  ბეხმა,  თავისი  ვაჟკაცობისა  და ღვთის  სიყვარულის  დასამტკიცებლად  მიწას  მიაბარა  6000  კაცი. ვიღაც  მდიდარმა  სპარსეთში  გაიგო  რა  ეს  ამბები,  ხორბლით დატვირთა აქლემთა ქარავანი, ჩამოვიდა ანისში და უბრძანა დაერიგებინათ ის მარტო ბავშვებისათვის.  ეს ამბავი ყველგან გავრცელდა. მასთან  მოჰყავდათ  თვალცრემლიანი  ბავშვები,  რომელთაც  ის აცმევდა  და  აპურებდა.  როდესაც  გათავდა  ხორბლის  მარაგი,  მან მოუხმო  ბავშვების  მშობლებს,  რომ  მათ  შესძლებოდათ  მოხვეოდნენ  თავიანთ  ვაჟებსა  და  ქალებს.  ისინი  ეხვეოდნენ  ერთმანეთს გამგმირავი მოთქმით. მაშინ ამ კაცმა  საამო  და ტკბილი ხმით თქვა: „წაიყვანეთ  თქვენი ბავშვები,  წადით  თქვენს  სახლებში  და ადიდეთ მწყალობელი  ღმერთი,  ღმერთი  მის  დიდებაში“,  რაც  შესრულდა კიდეც. 
შიმშილობის  დამთავრების  შემდეგ,  რომელიღაც  სკვითური წარმომავლობის  ხალხი,  უძველესი  დროიდან  დამკვიდრებული ვრკანის  ქვეყნების  ახლოს,  7000  [კაცი]  ელღაზის წინამძლოლობით შემოვიდა და ომით გაიარა  ჩვენი ქვეყნის შუაგული ქალაქ ანისამდე. აქ  გოლიათის  მსგავსი  მისი  ძმა  მოკლა  ვასაკის  ვაჟმა,  აპირატის შვილიშვილმა  გრიგორმა, რომელიც  მალე  მოკვდა  მოწამეობრივი სიკვდილით  კაღზუანში.  [მან] სიკვდილისაგან  გადაარჩინა  ანისის ამირა  მანუჩე.  მანუჩემ  თავის ძმასთან, კათალიკოს ბარსეღთან  ერთად გადაიტანა და დაკრძალა  ის კეჩარუსის [მონასტერში]. მის ცხედარს მისდევდა მთელი სომეხთა ბანაკი. ელღაზმა გაიარა შუამდინარეთი  და  წაართვა  იერუსალიმი  ფრანკებს.  მან  ჩაარჭო  ისარი  აღდგომის [ტაძრის] ჭერში  ამ გამარჯვების ნიშნად, რომელიც დღემდე არსებობს.
544  (1095)  წელს ართუხის  ძე  სუქმანი340 და  სამუსატის  ამირა ბალდუხი, ამირა  ხაზის  ძე  წავიდნენ  ურჰაზე, საიდანაც დაბრუნდნენ შერცხვენილები. კურაპალატი თეოდოროსი ისეთი სიბრძნითა  და მამაცობით  იცავდა  ქალაქს,  რომ  სულთანმა  რადუანმაც  კი  ვერ შესძლო  მისი  დამორჩილება.
547  (1098)  წელს დასავლეთის სულთანი ხილიჭ არსლანი, დუდუშის შვილიშვილი წავიდა მელიტენეს წინააღმდეგ. მაგრამ ქალაქის გამგებელმა ხავრილმა, ურჰას კურაპალატის სიმამრმა, უკან დაახევინა  შეურაცხყოფილს.
ამ   ხანებში  ასრულდა  წმ.   პატრიარქ  ნერსესის  წინასწარმეტყველება ფრანკთა  გამოჩენის  შესახებ.  ვიდრე  სკვითებს  ეჰყრათ  იერუსალიმი,  ისინი  განუწყვეტლივ  იღებდნენ  ფასს [უფლის] წმ. საფლავის სანახავად მოსულებისაგან. ერთხელ ბრბოსგან შევიწროვებული  ფრანკი გაცხარდა  და გაჯავრდა.  ამის გამო  ის  ისე  სცემეს,  რომ თვალიც  კი გამოუვარდა ფოსოდან  და  გაგორდა  მიწაზე. [გრაფმა] აიღო  ის, ჩაიდო ჯიბეში, წაიღო რომში და ყველას აქეზებდა შურისსაძიებლად.  გამოვიდნენ  სახელოვანი ვაჟკაცები,  მრავალრიცხოვანი  ჯარების  წინამძღოლები, რომელთა  სახელებია:  კონდოფრი და მისი  ძმა ბალდუინი – მეფის შთამომავლები, რომლებზეც ამბობენ,  რომ ფლობდნენ იერუსალიმის ამაოხრებლის  ვესპასიანეს გვირგვინს; დიდი გრაფი პაიმუნდი და  მისი დისშვილი  ტანკრი; გრაფი ზნჯილი  და  რობერტი, დატოვებული გრაფად; მეორე  ბალდუინი  და  გრაფი  ჟოსლინი.  ეს ძლევამოსილი  ვაჟკაცები,  მრავალრიცხოვანი ჯარებით გაეშურნენ  და  მივიდნენ  ბიზანტიაში, მშვიდობით  გაიარეს  ნიკეა, ორჯერ  დაამარცხეს  ხილიჭ  არსლანი,  აიღეს ნიკეა  და  მისცეს  ის  ალექსის,  თვითონ  გაიარეს  კილიკია,  აიღეს ანტიოქია,  ყველა  სანაპირო  ქვეყნები,  იერუსალიმი  და  დაადგინეს იქ   მეფე,  როგორც  მოგვითხრობს  მრავალი  ისტორიკოსი341. 
ამავე ხანებში  ანისში  მოიტანეს  წმ.  ნუნეს342 ჯვარი, რომელიც ქართველი  მმართველის  ვარსქენის  სარწმუნოებიდან  გადახვევის დროს გადატანილ  იქნა პარხალის მთებში  წმ.  საჰაკის მოწაფის,  წმ. ბერის ანდრეასის  მიერ,  სადაც  დარჩა  7  წელი.  ეს რომ  გაიგო  გრიგორ  მამიკონიანმა,  ჰმაიაკის  ვაჟმა, [ბრძანა]  გადაეტანათ  ის  ციხე-სიმაგრე  კაპუეტში;  აქედან  ის  გადაიტანეს  ვანანდში  და  ეწოდა ვანანდის ჯვარი. როდესაც უკეთურმა სუქმანმა გაჟლიტა მამიკონიანთა გვარი, ბარსეღის პატრიარქობისას [ეს ჯვარი] მოიტანეს ანისში   დღესასწაული   მის    სახელზე   დაწესებულია   კვირას, ჯვართამაღლების  მერვე  დღეს.
547  (1098)  წელს  გრაფმა  ბალდუინმა  აიღო  თელბაშარი  და ურჰა,  ხოლო  შემდეგ  წელს  ბაქიარუხის  სპასალარმა  გაილაშქრა ფრანკთა წინააღმდეგ ანტიოქიაში, სასტიკად დამარცხდა და დაკარგა 300000  კაცი.  [ფრანკებმა] იპოვეს  წმ.  პეტრეს [ტაძრის] მარცხენა კუთხეში  შუბი,  რომლითაც  ებრაელებმა  გახვრიტეს  მაცხოვრის ხატი. [ხატიდან] გადმოედინა  სისხლი  და  წყალი, როგორც უფლის ბარძაყიდან.  [ისინი] თაყვანს  სცემდნენ  ამ  იარაღს, როგორც  იმას, რომლითაც  გაგმირეს  ქრისტე  და  რომელიც  ინახება  სომხებთან. ამის საშუალებით  დაამარცხეს  ფრანკებმა  მტერი  და  შემდეგ  გაუგზავნეს  ეს  [შუბი] ალექსის.
548  (1099)  წელს გარდაიცვალა  სომეხთა დიდი  მთავარი  კონსტანტინე343 რუბენის  ძე,  მეფე  გაგიკის  ღვიძლი  ძმა,  რომელსაც ნათლად  ეჩვენა  მისი  სიკვდილის  ნიშანი:  თითქოს  მისი  გარდაცვალების დღეს  ციხე-სიმაგრე  ვაჰკში  ციდან  ჩამოვარდა  მეხი  და  დაეცა  მის  წინ  მდგარ  ვერცხლის  თეფშს,  იმავე  წუთს  მოკვდა  ვიღაც კაცი, ხოლო  მის  შემდეგ  თვითონ  [კონსტანტინეც] –   შავი  მთის მპყრობელი.  მას  დარჩა  ორი  ვაჟი:  თოროსი  და  ლევონი344.
549  (1100)  წელს  სებასტიის მფლობელი  დანიშმენდი, რომელზეც  ამბობენ  რომ  წარმომავლობით  სომეხი  იყო345,  თავს  დაესხა მელიტენეს.  ურჰაში  მყოფი  პაიმუნდი  და  რაჯარდი  გამოვიდნენ მის წინააღმდეგ,  მაგრამ ტყვედ ჩაუვარდნენ  [დანიშმენდს], რომელმაც  ჩასვა  [ისინი] საპყრობილეში.
550  (1101)  წელს  იერუსალიმში  ლამპარი  აენთო  არა  შაბათს, არამედ კვირას, 9 საათზე. მთელი  ქვეყანა განცვიფრდა.  ამის მიზეზი კი  იყო  ფრანკთა გამოუსწორებელი  საქციელი, რომლებმაც  ქალებს დააკისრეს  სამსახური  მაცხოვრის  წმ.   საფლავთან.
იმავე  წელს დიდი გრაფი პეტევანი346 300000 კაცით ჩამოვიდა კონსტანტინოპოლში  და ქედმაღლური  სიტყვებით  კიცხავდა  ალექსის,  უწოდებდა  მას  ეპარქს  და  სთხოვდა  ჯარებს თურქთა  მიწაზე წასასვლელად.  [ამ  ჯარებმა] თავიანთი  მეფის  ბრძანებით  მოტყუებით  განდევნეს [პეტევანი] უწყლო  უდაბნოსაკენ,  დაქანცეს  ის და  ხელთუგდეს  დანიშმენდისა  და  ხილიჭ  არსლანის  ჯარს.  ძლივს გადარჩენილმა  პეტევანმა მხოლოდ  30  კაცით  მიაღწია  ანტიოქიას. იერუსალიმში მისვლის  და თავისი აღთქმის შესრულების შემდეგ  ის დაბრუნდა  რომში.
551  (1102)  წელს  ათმა  ქრისტიანმა  ხალხმა,  გარდა  სომხებისა და ასურელებისა, არასწორად იზეიმა აღდგომა ბზობის კვირას ირიონის  თვალსაზრისის  მიხედვით.
552 (1103)  წელს  სომეხმა  მთავარმა  გოღვასილმა347 გამოისყიდა პაიმუნდი 100000 [დრაჰკანად],  მიუმატა [ამ თანხას თავისი] 10000  დრაჰკანი.  იმავე  წელს  ურჰას  გრაფი  ბალდუინი  წავიდა თურქის  წინააღმდეგ მარდინის348 მიდამოებში, ხელთ  იგდო  ამირა ული  სალარი  და  მოიყვანა  ურჰაში,  სხვა  მრავალრიცხოვან ტყვეებთან  და  ცხვრის  ურიცხვ  [ჯოგთან]  ერთად.  ამ   დროს პატრიარქი ბარსეღი ჩამოვიდა ანისიდან [ბალდუინთან]. გრაფმა  ის პატივით  მიიღო,  [უბოძა]  მას  სოფლები  და  განძეულობა.
553  (1104)  წელს  გარდაიცვალა  დანიშმენდი  და  დატოვა 12 ვაჟი.  უფროსმა  ღაზიმ  მიიღო  მისი  ხელისუფლება349.  იმავე  წელს გარდაიცვალა სულთანი ბაქიარუხი, რომლის ადგილი დაიჭირა მისმა ძმამ  ტაფარმა350.  ამავე  ხანებში ჭოშლინმა აიღო  მარაში, ხოლო იქ მყოფმა  ბერძენმა  მთავარმა  თათულმა  რუბენის  ვაჟის  კონსტანტინეს  ძეს თოროსს  მიჰყიდა ღვთისმშობლის  ხატი დიდი  რაოდენობით  ოქრო-ვერცხლის  [საფასურად].
554 (1105) წელს სპარსეთში ამბოხის შედეგად გამოჩნდა ერთი ამირა, სახელად ხზილი,  [წარმომავლობით]  სკვითი,  აიღო  ლორე, შეიჭრა დვინში  და ძალადობით მოკლა  მანუჩეს  ძმა  ბუნარი.  მანუჩე წავიდა სპარსეთის  მეფისკარზე,  წამოიყვანა ჯარი, დაბრუნებულმა მოკლა ხზილი თავისი ძმის საფლავზე და დაუთმო დვინი სპარსელებს.
ამ ხანებში პატრიარქი ბარსეღი შეწუხებული სხვადასხვა მღელვარებით დაბრუნდა  თავის  ტახტზე  ანისში. მასთან  მაშინვე  გამოცხადდა უფალ  გრიგორ  ფაჰლავუნის  მოციქული, ვაჰრამ  ვკაიასერად351  წოდებული  [შემდეგი  სიტყვებით]:  „ჩემმა  დრომ  მოაწია, მოდი  და  გამიშვი  მე  უფალთან“. [ბარსეღმა] აღარ  დააყოვნა  და [გაეშურა],  რათა  მიეღო  მისგან  უკანასკნელი  კურთხევა.  მაგრამ მეწკეერტის ციხის  გზახე, ბალუს ახლოს  მას უწია  იქ მყოფ ბერძენთა ცდუნებამ, რომლებსაც სურდათ  მისი გაძარცვა. მაგრამ  მან გამოიჩინა  სიმამაცე  და  არ  მისცა  მათ  საშუალება  მოქცეულიყვნენ როგორც  სურდათ,  არამედ  დაუთმო  მათ  [თავისი  ქონებიდან  ის, რაც  თვითონ  სურდა].  [ბარსეღის] წინ  მიმავალმა  Iჯვრისმტვირთველმა| თადეოსის ხელით გაკეთებული  რკინის  ჯვარი  ჩააგდო ტბაში. შემდეგში ქრისტიანებმა, რომელთა ყურადღება მიიპყრო [ამ ჯვრის] სხივების ბრწყინვამ, იპოვეს  ის  და დადგეს  წმ. გრიგორის მთაზე, სადაც  მისი  საფლავია.  ის დღესაც  დგას  იქ  და  ახდენს  სხვადასხვა  სასწაულებს.  [ბარსეღმა] გაიარა  გრძელი  გზა  და  ჩავიდა კარმირ-ვანქში,  სადაც  იმყოფებოდა  ღვთის  წმ.  კაცი  დიდ  მთავარ ვასილთან  და მიილო  მისგან კურთხევა. მომაკვდავმა შევედრა [ბარსეღს] თავისი აღზრდილი  ყმაწვილები,  თავისი  დისშვილის  ვაჟები: გროგორისი, დადგენილი  მის  მიერ კათალიკოსად  და  მისი  ძმა  ნერსესი352  – აპირატის  ვაჟები. თვითონ  კი  განისვენა უფალთან თერის თვეს353, შაბათს, ზაფხულის ორმოცდაათიანელთა [დღეს], იერემია წინასწარმეტყველის დღესასწაულზე  და დაკრძალეს  იმავე  ადგილას. მას  დასტიროდნენ  ვასილი  და  მთელი  სომეხი  ახატები.
იმავე  წელს  მიიცვალა  წმ.  განდეგილი  და  წინასწარმეტყველი მარკოსი,  კოკქის  გავარში,  კონკრნატის  მთაზე,  მარაშის  ახლოს.  ის 65  წლის  მანძილზე  არ  ჭამდა  პურს,  არც  მის  მსგავს  რაიმეს,  იკვებებოდა  მხოლოდ  მწვანილით.  სწორედ  მან  თქვა: „გამრავლდება ადამიანთა  ბოროტმოქმედებანი,  უცხოელები  ააოხრებენ  ქვეყანას, დაიხურება  ეკლესიების  კარები  და  თურქები  ხელახლა  აიღებენ  იერუსალიმს“354  მან  22  ადგილას  იპოვა  წყალი.  [მარკოსი] დაასვენეს იმავე  უდაბნოში,  კასტაღონის  მონასტერში355.  მის  [ხსოვნას]  ზეიმობენ  ღვთისმშობლის  დღესასწაულის  შემდეგ  ხუთშაბათს.
557  (1108)  წელს  აღებულ  იქნა  ტრაპოლისი  11   თვის  ალყის შემდეგ, იერუსალიმის მეფისა  და გრაფ ბერდრანის მიერ.  ამის მიუხედავად, ქალაქი მისცეს ანტიოქიის მფლობელს ტანკრს.  ამის  გამო განრისხებულმა  მეფემ  და ბერდრანმა ხელახლა  აიღეს  ქალაქი,  დაარბიეს  და  მახვილით  მოსრეს  ის.  [ქალაქი] დაიკავა  ბერდრანმა356.
559  (1110)  წელს  სპარსელთა  სარდალმა  მამდუდმა  დაარბია მთელი ურჰას ქვეყანა, დაამარცხა, დაატყვევა და მწუხარებაში ჩააგდო ყველა ქრისტიანი.  იმავე წლის ზამთარში, ღამე  ციდან ცეცხლი ჩავარდა  ვასპურაკანის  ზღვაში,  რომელიც  ხმაურით  გადმოპირქვავდა ხმელეთზე  და გახდა სისხლისფერი, თევზები დაიხოცნენ.   გათენებისას  მთელი  ნაპირი  მოფენილი  იყო  [თევზით], როგორც  გაჩეხილი  ტყე.
560 (1111) წელს სომეხთა დიდმა მთავარმა357 სიბრძნის ძალით აიღო  ციხე-სიმაგრე კენდროსკავისი, სადაც  მოკლეს  შაჰან-შაჰი  გაგიკი358.  იმის  გამო რომ  მეფის მკვლელები  –  სამი  ძმა მანთალიონის ვაჟები  ჯერ  ისევ  ცოცხლები  იყვნენ, [მთავარმა] წამებით  დახოცა ისინი, წაართვა  მეფის მახვილი  და სამოსელი, ხელთ იგდო  იმ  გავარის  მთელი  საჭურჭლე,  რომელიც  ინახებოდა  ამ  მიუდგომელ  ციხეში  ჯვრებთან,  ხატებთან  და  დიდი  რაოდენობის  ოქროსთან  ერთად.  ყველაფერი  ეს  მან  წაიღო  ვაჰკში,  მადლი  შესწირა  ღმერთს და  მცველები  ჩააყენა  ციხეში.  პატრიარქი  ბარსეღი  აღარ  დაბრუნებულა  ანისში.  რამდენიმე  ხანი  დაჰყო  აქ  და  შემდეგ  გადაწყვიტა იერუსალიმში  წასვლა. ფერისცვალების დღესასწაულზე  მან მოიწვია ეპისკოპოსები  და  ქვეყნის  მთავრები  გრიგორის  მოციქულის  ხარისხში საკურთხებლად, რომ თვითონ შესძლებოდა დაწყნარებული სინდისით გასდგომოდა გზას. მაგრამ შუღრის359 მონასტერში სახლის  მშენებლობისას  მას  შეემთხვა  უბედურება:  ასწიეს  ბოძი,  გაუვარდათ  ხელიდან,  დაეცა  მას  და სასიკვდილოდ  დააშავა.  ამის  შემდეგ  მან  იცოცხლა  კიდევ  7 დღე,  აკურთხა  გრიგორი  (საპატრიარქო|  ხარისხში  და გარდაიცვალა.  ის დაკრძალეს  ამავე ადგილზე 562  (1113)  წელს. 
ეს  რომ  გაიგო  თორნიკეს  ძემ  დავითმა,  მოიწვია  კუნძულ აღთამარზე  5 ეპისკოპოსის  კრება, რომლებმაც  აკურთხეს  ის  კათალიკოსად  იმ  მიზეზით:  რომ  იქ გარდაიცვალა  კათალიკოსი  ვაჰანიკი გაგიკის  ვაჟთან, აბუსაჰლთან ძოროვანქში  ყოფნისას; რომ  იქ  იყო წმ. გრიგორის  შესაწირავი  ტრაპეზი,  მისი  ტყავის  ქამარი  და  კვერთხი,  წმ.  რიფსიმეს  ქოშები,  საბურავი  შეღებილი  სისხლით  და  გაზის პირსახოცი – შენახული ადგილობრივ სამღვდელოებასთან; რომ დევნილების  დროს [რიფსიმე] იმალებოდა  კუნძულ  აღთამარზე; [იმის  გამოც],  რომ  ამბობენ  აქ  იყო  არწრუნთა  დინასტიის  მეფეთა ადგილსამყოფელი  და  აქვე  უნდა  ყოფილიყო  საპატრიარქო [ტახტიც]. მაგრამ [დავითი  პატრიარქად] არ იქნა აღიარებული,  მიუხედავად  მისი  მცდელობისა,  თხოვნისა  და  საჩუქრებისა, რომლებსაც ის  აძლევდა  მრავალთ  და  განსაკუთრებით  ანისის  მფლობელებს. მათ  პატრიარქმა  გრიგორისმა  დიდი  მადლიერებით  გაუგზავნა კურთხევის  სიგელი,  ხელმოწერილი  შავი  მთის  ყველა  მონასტრის და  ახლომდებარე  [მონასტრების] ეპისკოპოსთა  მიერ360.
უფალ  ბარსელის სიცოცხლეში გარდაიცვალა სომეხთა დიდი მთავართა-მთავარი,  დიდებული  ვასილი,  რომელმაც  ღვთის შემწეობით ხელთ იგდო მრავალი  ციხე  და  გავარი. პატრიარქი ბარსეღი ზრუნავდა  მის  სახლზე  და  გადასცა  ხელისუფლება  ყმაწვილ ვასილს  კამსარაკანთა361 გვარიდან, დაახლოებულს  დიდ  ვასილთან. ამ  ხანებში ვასილის  სახლი  იყო  მეფეთა შთამომავლების  და სომეხი  აზატების, აგრეთვე  პატრიარქთა შეკრების ადგილი. ამავე წელს მიიცვალა ანტიოქიის დიდი გრაფი ქრისტესმოყვარე და სამართლიანი  ტანკრი,  ძალაუფლება  მიიღო  მისმა  დისშვილმა  როჭერმა.
563  (1114)  წელს,  მარერის  თვის  12-ში  მიწა  იძრა.  მთების მწვერვალთაგან  და ჩამონგრეული კედლებიდან  ისმოდა  გამგმირავი ხმა.  კვირა  დღე  იყო  და  ხმა გაძლიერდა,  რის  გამოც  ფიქრობდნენ, რომ  დადგა  ქვეყნის აღსასრულის  დღე.  მრავალი  ქალაქი  დაინგრა და დაიღუპა  40000  კაცი,  ის რაც დაითვალეს. იმავე  წელს  გარდაიცვალა ვარდაპეტი გეორგი, რომელსაც მეტსახელად მეღრიკს უწოდებდნენ,  მისი  ტკბილი  ქადაგებების  გამო“.  (ის  იყო) დრაზარკის362 მონასტრის განმაახლებელი, წმინდა, საკვირველი  და დიადი  განდეგილი,  ვასპურაკანის  ნაჰანგის  სოფელ  ანალიურიდან.  ამავე  წლის დამდეგს ამიდში363 ციდან  ჩამოვარდა  ცეცხლი  მინარეთზე, საიდანაც  უხმობდნენ  მუსლიმანებს  და  ცეცხლი  მოეკიდა  მის  ქვის სახურავს,  ისე  რომ  ალი  სწვდებოდა  ცას.
565  (1116)  წელს  თოროსმა,  ლევონის  ძმამ,  კონსტანტინეს ძემ  შეიპყრო  ყმაწვილი  ვასილი  და  გადასცა  ბალდუინს  –  ურჰას გრაფს,  რომელმაც  წამებით  აიძულა  დაეთმო  მთელი  სამფლობელოები.  ეს  ქვეყანაც ჩამოშორდა  სომხებს364. ვასილი  წავიდა  თავის სიმამრთან ლევონთან კილიკიაში, ხოლო იქიდან კონსტანტინოპოლში.  კეისარმა  პატივით  მიიღო  [ის] და  მისი ამალა.  შემდეგ  წელს ბალდუინი  წავიდა  ნზებში,  სომეხი მთავრის  ვასაკის  ძის აბელხარიბისა  და  მისი  ძმის  ლიკოსის365  წინააღმდეგ, რომლებიც სარდლობდნენ  1000  კაციან  რაზმს.  ადრე  ისინი ფლობდნენ  თელბაშარს  და ბირს, რომლებიც  დიდი ბრძოლით  წაართვეს  თურქებს.  [ეს  ადგილები] ალყაში  იყო  ერთი  წლის  განმავლობაში  და ბოლოს  აიღო. [აბელხარიბი] წავიდა თოროსთან. ასევე დაარბია [ბალდუინმა] მეორე მთავარი ბაგრატიც, რომელიც ცხოვრობდა რავენდანში366,  ხოლო  კარკარის  მფლობელი  კონსტანტინე  მოკვდა  დატუსაღებული სამუსატის  ციხეში367.
567  (1118)  წელს გარდაიცვალა იერუსალიმის  მეფე ბალდუინი და  გვირგვინი  მიიღო  მეორე  ბალდუინმა,  ურჰას  გრაფმა368.
იმავე  წელს  გარდაიცვალა  სპარსთა  სულთანი  ტაფარი.  მან სიკვდილის წინ ბრძანა მოეკლათ მისი პირველი ცოლი გოჰარ-ხათუნი, რომელსაც, როგორც  ამბობენ, ემსახურებოდა 400 ქალიშვილი თავზე  გვირგვინებით.  [სულთანი]  სარდლობდა  მრავალრიცხოვან ჯარს, რომელსაც უბრძანა დაეკლათ  [მისი ცოლი], „რათა, როგორც ამბობდა  [სულთანი],  ის  არ გათხოვდეს  ჩემს  ძმაზე, რომელიც  უფლობს  შიდა  სპარსეთში,  ქალაქ  ოზკენდში  და  ხიზნში  –  ისფაჰანის იქით  6 დღის  სავალ  მანძილზე.  მან  ტახტი  გადასცა  თავის უფროს ვაჟს  მაჰმუდს,  ხოლო  უმცროსი  ვაჟი  მელიქი  დანიშნა  სომხეთის განძაკის  გამგებლად369.
ამ  წლის  დასაწყისში  გარდაიცვალა  ალექსი  და  გვირგვინი  მიიღო  მისმა  ვაჟმა  ფეროჟემ370, რომელიც  კარგად  იყო  განწყობილი სომხებისადმი  და ამტყუნებდა დედას, რომელმაც ცრუ მრჩევლების მიერ  შემცდარმა  მეორედ  ნათლისღებით  მეორედ  [აცვა] ჯვარს უფალი.
იმ  ხანებში  გაძლიერდა  ქართველთა  მეფე  დავითი,  ბაგრატის ვაჟის  გიორგის  ძე,  რომელმაც  წაართვა  სპარსელებს  თბილისი371, სასტიკად დაამარცხა  განძაკის სულთანი მელიქი  და 500 განიარაღებული  კაცი  ძელზე  გასვა  ქალაქ  თბილისში.
იმ დღეებში, რადგან გარდაიცვალა ანისის ამირა მანუჩე,  მისმა შვილმა აბულსუარმა, კაცმა მშიშარამ და ქალაჩუნამ, ხელში ჩაიგდო [ქალაქი].  მას  სურდა  მიეყიდა  ანისი  60000  დინარად372  ყარსის ამირასათვის.  მან მოატანინა ხლათიდან373 მძიმე, უზარმაზარი ნალი და  დადგა  ტაძრის  გუმბათზე,  ნაცვლად  მისი  წინაპრების  [მიერ აღმართულისა]. ამის  გამო გაღიზიანებულმა  ქრისტიანებმა მოუხმეს დავითს  და  ჩააბარეს  ქალაქი  ანისი.  ტაძრის  წმინდა  გუმბათიდან ჩამოაგდეს  საძულველი  ნიშანი,  რომელსაც  ის   მოთმინებით ატარებდა  60  წლის განმავლობაში  ჩვენი ცოდვების  გამო.  დაადგეს თავზე  სამკაული, იესოს გვირგვინი,  პავლეს  სიამაყე,  მზე  ჩვენი ხსნისა  ჯვარი  უფლის  გამოსახულებით, დაიწყეს ზარის რეკვა, ჯვართან  ადიდეს  ღმერთი,  რომელიც  ჯვარს  ეცვა  მორწმუნეთა გადასარჩენად.  მეფემ  აბულეთი  და  მისი  ძე  ივანე  დატოვა  ანისში, დაბრუნდა  თავის  ქვეყანაში, თან ჩამოიყვანა აბულსუარი თავისი შვილებით, რომლებიც აღარ დაბრუნებულან,  იქვე გარდაიცვალნენ. დავითმა გააფართოვა საქართველოს საზღვრები, შემოიერთა უხტიქი და მისი მოსახლვრე რაიონები – გაგი, ტერუნაკანი, ტავუში, კაიანი, კაიწონი, ლორე, ტაშირი, მაჰკანაბერდი374,  დაიმორჩილა მთელი  სომხეთის  სამეფოები, [რომლებსაც  ფლობდნენ]  კვირიკე და აბასი375,  კავკასიის  მთა,  სვანეთის  სამეფო,  მრაჭული, კლარჯეთი,  დვალეთი, ჰერეთი კასპიის ზღვამდე, ჰაბანდამდე376 და  ქალაქ  შაპურანამდე. ის ძლიერ ზრუნავდა უგუნურ ქართველ ხალხზე, [რომელთა რიგებიდან] შეარჩია 40  ახალგაზრდა,  გაგზავნა საბერძნეთში  ენების  შესასწავლად  და  თარგმანების  შესასრულებლად,  რაც  მათ  შეასრულეს. სამი  მათგანი საუკეთესო და აზრიანი აღმოჩნდა, [იქმნა]  ერის  მშვენებად377.  [დავითი] ორჭოფულად  არ უყურებდა სომხურ ეკლესიასა  და ლოცვას, რის გამოც მრავალჯერ თავს  გვიხრიდა  ჩვენ,  შეგვთხოვდა  კურთხევას.  მან  იმეფა  33 წელი378,  გარდაიცვალა  თბილისში  და  დასაფლავებულია  გელათში, წინაპართა  სასაფლაოზე. გვირგვინი მიიღო მისმა ვაჟმა დემეტრემ379, რომელმაც არაფერი მოაკლო მამისეულ  სამფლობელოებს, არამედ შემოიერთა დმანისი და ქალაქი ხუნანი380 წაართვა სპარსელებს.
იმ დროს  ხორასანში მყოფმა381 აბულსუარის  ვაჟმა  გაიგო  რა მამისა  და  ძმების  ამბავი  და  დავითის  სიკვდილი,  მოვიდა  და  ვედრებით სთხოვა აბულეთს და ქალაქის უხუცესებს მამისეული ქალაქი ანისი. რადგანაც  ქალაქი დიდ  საშიშროებაში  იყო თურქთაგან,  აბულეთმა დაუთმო  მას  [ანისი], ზრუნავდა  რა ქრისტიანებზე  და უფრო მეტად  თავის  შვილ  ივანეზე, რომ  არ  დაღუპულიყო  ხშირი  ბრძოლების  დროს, თვითონ  კი დაბრუნდა  თავის  სახლში. აბულსუარის ვაჟი ფადლონი დაეპატრონა  ქალაქს  და  მის  შემოგარენს,  ყოველმხრივ  შეეცადა  დაემყარებინა  მშვიდობა, აიღო  დვინი,  განძაკი და გახდა სახელოვანი.  [მან] მოინდომა  წმ. საკათედრო ტაძრის [გაძარცვა]. 3 წლის  შემდეგ  დაემართა  უბედურება: ის  დააწყლულეს ცეცხლოვანმა კაცებმა, რომლებიც  გამოდიოდნენ  ეკლესიის კლიტედან. [ეს კლიტე ფადლონმა] წაართვა წმ. მსახურ  გრიგორს ეკლესიის ძვირფასეულობის გასაძარცვავად, რომელიც ახლად  იყო შემოსილი ციური საბურველით სამოცწლიანი  მწუხარების  შემდეგ. ამ ხილვების შედეგად [ფადლონი] შეუძლოდ გახდა და შეშინებულმა მიმართა გრიგორის ლოცვას, გამოიყვანა  ის საპყრობილედან. ცოტა ხნით ადრე [გრიგორი] წასული იყო  ვირაპში382,  დაბრუნებისას მან დვინში  იხილა თურქთა თავყრილობა მრავალრიცხოვან  ბანაკად და  ხმამაღლა  შესძახა:  „დიდება  ქრისტე  ღმერთს,  ძესა  უფლისას“, რასაც  ყოველდღიურად  აკეთებდა  ანისში.  იმიტომ [მოიქცა  ასე, რომ] მლოცველმა  მეგობარმა  ხუმრობით  უთხრა  მას  ყურში: „აი ეს  არის  ადგილი  ქრისტეს  სადიდებლად“.  ამის  გამო  შეიპყრეს [გრიგორი] და  მოიყვანეს ფადლონთან, რომელმაც  საღამოს  ჩააგდო  საპყრობილეში  და  მოისურვა  იმავე  ღამით  მოეკლათ.  მაგრამ ღმერთმა  გადაარჩინა ის  ამგვარად.
ამ დროს  ცხოვრობდნენ  ვარდაპეტები:  იოანე,  იგივე  სარკავაგი, წარმოშობით  ფარისოსის  გავარიდან, რომლის  ხსოვნა დღემდე სხივებითაა გაბრწყინებული მის ნაშრომებში383; მისი მოწაფე იერემია, იგივე  ანძრევიკი, რომელიც  30  წელი  მშრალ  [საჭმელს  ჭამდა] და  იმდენად  დამჯერი  იყო  თავისი  მასწავლებლის,  რომ  როცა  მან მუქარით (უთხრა] „გაჩუმდი!“,  3 წლის განმავლობაში არავის დალაპარაკებია, მაგრამ  შეაჩვია თავი ამ  გასაჭირს;  სამუელ  ანეცი,  რომელმაც  შეადგინა ქრონოლოგიური ცხრილები384;  მათზე ადრე  ანანია  სანაინელი,  რომელმაც  კათალიკოს  პეტრეს  ბრძანებით [დაწერა] სამოციქულო განმარტებანი.  წმ. ვარდაპეტმა [იოანემ] ნაყოფიერად იღვაწა და დაასრულა თავისი დღენი 568 (1119) წელს. ერთი წლის შემდეგ [გარდაიცვალა] მისი მეგობარი ალავიკის ვაჟი დავითი, რომელმაც დაწერა დამრიგებლური კანონები;  მისი მოწაფე,  თოქაკერის  ვაჟი და განდეგილი  მამები ალბანეთში,  ესენია: პეტროსი, ხონთაკის  ვაჟი,  საოცარი  იაკობი,  რომელმაც  ერთხელ  იხილა  ეშმაკი ამხედრებული ბერზე, რომელიც  მოდიოდა  აღსარებაზე.  როდესაც [ბერი] მოახლოვდა  [ეშმაკმა]  გაამათრახა  ის  და  აიძულა  გაქცეულიყო. [იაკობმა] უბრძანა თავის მსახურს დაწეოდა [ბერს] და ძალით მოეყვანა  მასთან.  მის კითხვახე  [ბერმა] უპასუხა:  „შენთან მოვდიოდი  აღსარებაზე,  გამახსენდა  ჩვეულებრივი  საქმე  და  მივუბრუნდი შურისძიებას.  წმ.  [იაკობმა] მოუყვა  მას  თავისი  ხილვა.  [ბერი]  ფეხებში ჩაუვარდა  მას, უთხრა აღსარება და მიიღო შენდობა. ქობაირში385 იყვნენ სამეფო წარმოშობის ქალები ხორასუ  და მარიამი, რომელთაც ქალწულებრივი  მონაზვნობის  [გზით  იცხოვრეს]. მათ  წერდა  წმ.  ვარდაპეტი  სარკავაგი  სამოძღვრებო  დარიგებებს.
579 (1130)  წელს კუზის ვაჟი ხურთი386 თავს დაესხა დვინს და აიღო, ბრძოლაში დაჭრა ფადლონი, რომელიც ვიღაც მოღალატეებმა ფარულად დაახრჩვეს. მიზეზად ასახელებდნენ  (ჭრილობას), რომელიც  არ  იყო  სასიკვდილო.  ამირა  გახდა  ფადლონის უმცროსი  ძმა ხუშერი,  მცირე  ხნის  შემდეგ  კი  უფროსი  მაჰმუდი. ანისის  ქვეყანა  კვლავ  გასაჭირში  აღმოჩნდა.
დაახლოებით  იმ დროს ივანე აბულეთის  ძემ მოისურვა დემეტრესა და  მისი  ძმის გიორგის მოკვლა.  მამამისი აბულეთი  მის  წინაშე თეთრ წვერს იგლეჯდა და უკრძალავდა ამას. ისინი დმანისის ციხეში გამოკეტეს  ძმათა შორის სიცრუის გამო, რაც გაიგო დემეტრემ. ივანემ უთხრა: „რატომ დამიჭირე მამა?“387 მან  გაგულისებულმა უთხრა:  „არა  მეფევ,  მე  ხელში  ჩაგიგდე  შენ  შენი  ძმა, რომელსაც სურდა  მეფობა“.  (მეფემ)  შეიპყრო  ის,  თვალები  დასთხარა  და  გაუშვა388.
ამ დროს  გაგის მინდორი აივსო ურიცხვი მხედრებით, შეიკრიბა  ყველა ტომის ურჯულო, რათა დაეწვათ სურბ-ხაჩი389 მხედართმთავარ სარგისის სახელზე. უფალზე გახელებულებმა მათ გაჟლიტეს ერთმანეთი.  ეს  ესმა  დემეტრეს,  წავიდა  და იოლად  ჩაიგდო  ხელში მთელი ავლა-დიდება. ამ დღეებში ფადლონის ერთმა ჭაბუკმა  ძმამ, გაიგო  რა, რომ მისი ბებია კატაი იყო  ქრისტიანი, ბაგრატიონთა სამეფო გვარიდან,  სიყვარულით  განიმსჭვალა  ქრისტეს  მიმართ, წავიდა  წმ.  გრიგორის  მთაზე,  მოინათლა და 15 წელი [გაატარა] სრულ  განდეგილობასა  და  ღამით  ფხიზლობაში“. არაერთგზის უნახავთ  კაშკაშა  აუწერელი  შუქი, [რომელიც მისი] კელიის საკვამურიდან გიზგიზებდა. შემდეგ [ის] წავიდა დრაზარკში  და  იქ მიიცვალა ქრისტესთან.
580  (1131)  წელს ივანე აბულეთის  ძემ  ილაშქრა გარნისში390. მისი  ჯარი  დაამარცხა  ხურთმა,  რომელმაც  [ბრძანა  მეომრებისათვის] თავები მოეკვეთათ  და მოეხარშათ შეჭამადი, თავის ქალები დაედოთ  მინარეთზე  და  მისი  ქვის  ბექზე.  მეორე  წლის  დასაწყისში დემეტრემ  მზაკვრობით  მოკლა  მამაცი  ივანე.  მისი  ვაჟი  თირქაში წავიდა ამირათათავთან შაჰი არმენთან და მიიღო მისგან არშარუნიქი,  თამამად  დაიწყო  ქართველთა  სახლის  აოხრება.
588  (1139)  წელს  მიწისძვრამ დაანგრია  განძაკი. 7 წლით ადრე სუქმანის შვილიშვილმა  შაჰი  არმენმა391  დაიპყრო  ხლათის  ქვეყანა და  სხვა  მრავალი  ქალაქი.  მან  მოკლა  თავისი  ბებია,  რომელმაც დახოცა  შვილები  და  მოიპოვა ძალაუფლება. როცა გაიზარდა, მოინდომეს მისი  დახრჩობა,  მაგრამ  გადარჩა  ღვთის დახმარებით, დაეუფლა  12   ქალაქს,  იწოდა  სომხეთის მეფედ,  რაც  მათ  ენაზე არის  შაჰი  არმენი.  ის  გახდა  სალდუხის  სიძე  და  ფიქრობდა  ამით მოეტანა  სიკეთე  [თავისი]  ქვეყნისათვის.  ამ  დროს  ცხოვრობდა აგრეთვე  ელტკუზ ათაბაგი392. ღვთის  კეთილი ნებით  სამივე  იყო ქრისტიანთა  მოყვარული  და  ქვეყნის  აღმშენებელი.  შაჰი არმენი წავიდა  სასუნში,  ერთ  სოფელში.  ამ  ქვეყნის  მფლობელმა  ვიგენმა გაიგო  ეს, ერთ  ღამეს  წავიდა  და ალყა შემოარტყა  სახლს, რომელშიც  იყო  [შაჰი  არმენი].  ვიღაცამ  ხუმრობით  თქვა:  „ჰეი  ვიგენ  სად ხარ?“ [მან] უპასუხა  საკვამურიდან:  „აქ  ვარ  ღვთის  წყალობით“. [მან] შეიპყრო  და  წაიყვანა  [შაჰი  არმენი] თავის ციხე-სიმაგრეში, რამდენიმე დღის  შემდეგ  გაუშვა, დაადებინა  რა ფიცი სიყვარულზე. ამ დღეებში მოვიდა [შაჰი არმენის] წინააღმდეგ სპარსელი მხედართმთავარი ელტკუზი და გაბრუნდა  შერცხვენილი. [შაჰი  არმენმა] წაართვა  ამუკი  ჰეტენიკს,  სასუნი  მთელი  მონასტრებით  ვიგენს  და ეპყრა  მშვიდობიანად  60  წელი.
ამ  დროს  შუამდინარეთში  იყო  საშინელი  შიმშილი.  ერთ მღვდელს, ტომით სომეხს  სახარება ჰქონდა  და ხორბალი მიჰქონდა ვირებით  წისქვილში  დასაფქვავად.  იხილა  რა  გაჭირვებულები,  შეწუხდა,  დაურიგა  ყველაფერი,  გაყიდა  ვირები  და  აღარ  დაბრუნებულა სახლში.  ის დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში ქრისტიანული ქადაგებებით,  რადგან  ჰქონდა  საუბრის  ნიჭი.  ღმერთმა  მისცა  მას სასწაულების [მოხდენის] უნარი.  მისი საუბრის შედეგად ბევრი  ინანიებდა  და  ხელს  იღებდა  ბოროტებაზე.  [ის]  ზრუნავდა  ობლებზე და  ქვრივებზე  და  მათ სიღარიბეს ავსებდა შეძლებულებთან  შუამდგომლობით.  ეს  ამბავი გავრცელდა, ხალხი მოდიოდა  და იკრიბებოდა  მასთან,  ასე  მიაღწია  მანწკერტს.  მას შეეგება  შაჰი  არმენი  დიდი ზეიმით,  სთხოვა  ელოცა  მისთვის  და  პატივით  შეეყვანა  ქალაქში. რადგან  ის  კიცხავდა  უზნეო  მღვდლებს,  მათ  დააბეზღეს  შაჰთან, თითქოს  ის  იყო  ჰორომთა  მეფის  ჯაშუში  და  ქვებით  ჩააქოლინეს. მის თავზე ეჩვენათ ციური შუქი  3 დღისა და  3 ღამის [განმავლობაში]. ეს  იხილა  შაჰმა,  დამწუხრდა  წმინდანის  სიკვდილით  და  ბრძანა პატივი  მიეგოთ  მისი  ნეშტისათვის.
590  (1141)  წელს  მოვიდა პერფერუჟანი, აიღო  კილიკია,  წაიყვანა  თოროსის  ძმა  ლევონი  თავისი  ოჯახით და ვაჟებით, და ღვთისმშობლის ხატი კონსტანტინოპოლში. აქვე  გარდაიცვალა ლეონი, კონსტანტინეს  ძე. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ფერუჟე და  გვირგვინი  მიიღო  მისმა  ვაჟმა  კირ  მანუილმა393.  იმავე  წელს გარდაიცვალა  იერუსალიმის  მეფე. ორივე  [დაიღუპა] ხაფანგით ნადირობისას:  ბერძენთა  მეფე  ღორების  გამო,  იერუსალიმის  მეფე კურდღლების  გამო.
594  (1145)  წელს ამირა  ზანგიმ აიღო ურჰა, რომელიც  2  წლის შემდეგ  წაართვა  მისმა მფლობელმა  ჟოსლინმა394. 70  დღის შემდეგ [ის] მოკლეს  თურქებმა  და  კვლავ  დაეუფლნენ  ქალაქს.  დაიღუპა მამაცი  და  სომხებისადმი  კეთილგანწყობილი [კაცი].  მისმა  მოძღვარმა  ვარდაპეტმა  გეორგიმ  დაწერა  ელეგია  [მის  სიკვდილზე].
სომხური წელთაღრიცხვით  600  (1151)  წელს მოვიდნენ ლევონის  ვაჟები  თოროსი  და  სტეფანე  და  დიდი  სიბრძნითა  და  მამაცობით  დაეუფლნენ თავის სამფლობელოს კილიკიას, დაამარცხეს ბერძენთა  მხედართმთავარი  ანდრონიკოსი, რომელიც იდგა იქ 12000-იანი [ლაშქრით]. ეს გაიგო მანუილმა და სასწრაფოდ ორჯერ დაიქირავა  სულთანი  მასუდი395 მათზე  შურის  საძიებლად.  მეორედ მოსვლისას სულთანი ღვთის  შიშმა მოიცვა  და  გაიქცა მთელი ლაშქრით,  იქვე  დატოვა  მთელი  თავისი  ქონება.  როცა  მათ  მხედართმთავარ  იაღუბს  სურდა  წასულიყო  3000-იანი  [ლაშქრით] ანავარზიდან  ანტიოქიის  მხარეში,  მათ  წინააღმდეგ  გამოვიდა თოროსის ძმა სტეფანე  და მთლიანად გაანადგურა.  ეს სამწუხარო ცნობა რომ გაიგო  [სულთანმა], ცახცახებდა  და  სუნთქვის  ძალა  აღარ  ჰქონდა, ძლივს  უშველა  თავს  გაქცევით),  მიაღწია  თავის  ბუნაგს,  გარდაიცვალა  და   ხელისუფლება  დაუტოვა  თავის  ვაჟს  ხილიჭ არსლანს396  604  (1155)  წელს.
ამ დროს  604  (1155)  წელს  ფრანკებმა  აიღეს  ქალაქი  ასკალონი397.  ამავე  დროს  მანუილი  მოვიდა  კილიკიაში  და  სიყვარულით დაიმორჩილა თოროსი, რომლის თანხლებით  და  ფრანკების  მთელ ლაშქართან  [ერთად] წავიდა  ალეპოს  ასაღებად,  მაგრამ  მოუვიდა ცნობა სამეფოდან  და დაბრუნდა  სახლში.  გზაზე თურქებმა მოსრეს მათგან  12000.
ქართველთა  მეფე  დემეტრე  32  წლის  მეფობის  შემდეგ გარდაიცვალა. გვირგვინი მიიღო  მისმა  ვაჟმა, ჭკვიანმა და კეთილმა დავითმა. მან  ციხიდან  გამოიყვანა  მამის მიერ  შეპყრობილი თირქაში,  დააყენა  მხედართმთავრად  და  ერთი  თვის  შემდეგ გარდაიცვალა. ზოგი  ამბობს,  რომ  [ის მოკლულ  იქნა] სუმბატ  და ივანე  ორბელიანების  მზაკვრობის შედეგად, რადგან მათ ადგილას დააყენა თირქაში. ისინი  შეთანხმებული  იყვნენ  დავითის  ძმა გიორგისთან,  რომ  [ის]  დანიშნავდა  [მათ] მხედართმთავრად398, გიორგიმ399 მიიღო სამეფო გვირგვინი  605 (1156) წელს.  ამ დღეებში შაჰაპივანში  მოხდა გნელის მკვლელთა  სხეულების  გამოცხადება უხრწნელი  ტანსაცმლით  და  სისხლში  ამოსვრილების,  როგორც დაიღუპნენ  წმ.  ნერსესის  შეჩვენების  შედეგად400.
610  (1161)  წელს  ქართველთა  მეფე  გიორგიმ  ანისი  წაართვა ამირა ფადლონს, რომელმაც შეცვალა თავისი  ძმა შადადი.  50 დღის შემდეგ  მოვიდა  შაჰი  არმენი  ყაჩალთა  დიდი  გუნდით,  დაესხა  თავს  ქალაქს,  რომელსაც  უკვე  დიდი  დარტყმა  ჰქონდა  მიყენებული სონებისაგან.  ეს  ესმა  გიორგის,  დაბრუნდა  და  ხმლით  რამდენი მოსრა ვერავინ  გაიგო,  მაგრამ ტყვედ  ჩაიგდო  41000 კაცი.  ანისში დატოვა  მთავარი  სადუნი, რომელიც  ჩათვალეს მოღალატედ,  [იმის გამო],  რომ  მან  დაიწყო  ქალაქის  გალავნის  გამაგრება.  ეს  გაიგო მეფემ  და  ჩამოართვა  მას  პატივი.  ის  გულაჩუყებული  გაიქცა ელტკუზთან.  შაქის  ერისთავმა  მოტყუებით  შეიპყრო [სადუნი] და მიჰგვარა მეფეს, რომელმაც მოაკვლევინა ის. მის ადგილას კი ანისში დააყენა  ზაქარიანელი  მთავარი  სარგისი.  გაბრაზებულმა  ელტკუზმა ვერაფერი  შესძლო,  რადგან  სადუნთან  ერთად  დაიღუპა  4000 სპარსელი.  ხოლო  ქართველთა  მეფემ  თავისთან  შეკრიბა  კავკასიელთა  ჯარი,  მოვიდა  და  აიღო  დვინი,  სირცხვილი  აჭამა  მათ, ცეცხლსა  და  მახვილს [მისცა  ყველაფერი],  გარდა  იქ  მყოფი  ქრისტიანებისა. მინარეთის წვერიდან ჩამოაღებინა თავის ქალები, შემოსა  მოოქროვილი  ქსოვილებით,  ჩადო  კუბოებში,  შეუდგა  მხრებზე მუღრიებს  და  ფეხშიშველებს  ჩამოატანინა  დედაქალაქ  თბილისამდე401 612  (1163)  წელს.  ეს  ესმა  ელტკუზს,  მოვიდა  გადამწვარ და  განადგურებულ  დვინში  დაკოდილი  გულით,  ღრენდა  ვითარცა მძვინვარე  მხეცი,  მოვიდა  მრენში402,  გადაწვა  ციხე,  სადაც ამოიწვა ქრისტესთვის  დაახლოებით  4000  კაცი.  ის  დაბრუნდა  გაგის  მინდორზე  და  ბრძანა  განთქმული  ჯვრის  დაწვა,  რის  გამოც  ღვთის რისხვით  ისჯებოდნენ  დღე  და  ღამე  შხამიანი  გველებით.  შემდეგ ქართველთა  მეფისაგან  დაშინებული  [ელტკუზი]  გაიქცა,  დატოვა რა  ავლა-დიდება  და  ტყვეები.  მან  ააგულიანა  წოვის  სულთანი  ასლან მაჰმუდის  ძე, მოიყვანა  ანისში  და  4 წლის განმავლობაში  ეპყრა [ქალაქი] ტანჯვასა  და  მოუსვენრობაში,  ვიდრე  ქართველთა  მეფე გიორგიმ შეიწყალა ქალაქი, თავისთან მოიწვია სულთანი ასლან  მაჰმუდის  ძე  და მისცა მას ანისი, რადგან პირადად არ შეეძლო შეენარჩუნებინა ის უსჯულოთა მრავალრიცხოვანი  [შემოსევების] გამო.
ამ დროს  სომხეთის  საპატრიარქო] ტახტმა  მოიარა  სხვადასხვა  ადგილები  –  კარმირ  ვანქი,  შუღრი  და  წოვქი, [ბოლოს] დამკვიდრდა  ჰრომკლად  წოდებულ  ციხე-სიმაგრეში403,  რომლის [სახელი  მოდის],  ამბობენ,  იქ  მცხოვრები  რომაელი  ბერისაგან. მას  [ციხე-სიმაგრე]  წაართვეს  ტაჭიკებმა,  მათ  კი  სომეხმა  მთავარმა  ვასილმა,  მისგან  კი  მიიღეს  ფრანკებმა.  ნადირობისას  მახე დაუგეს  და  გადასცეს  ტაჭიკებს,  რომელთაც წაიყვანეს ის ალეპოში, სადაც გარდაიცვალა. ჰრომკლაში მყოფმა მისმა ცოლმა გაგზავნა [მოციქული] წოვქში პატრიარქთან, გადასცა  მას [ციხე-სიმაგრე]404 და უთხრა:  „ზღვის  გაღმა  ჩემს მშობლებთან  არის  ჩემი  ვაჟი. წავალ  და თუ ცოცხალია  გამოვგზავნი  შენთან  და  მიეცი  მას  [ციხე], როგორც ტრადიციების ჭეშმარიტმა დამცველმა, და თუ [ცოცხალი] არ  არის,  უკეთესია  შენ  [გქონდეს],  ვიდრე  უცხოებს“.  ის  წავიდა და გამოგზავნა  ვაჟი, რომელსაც  მისცეს ფული  და უკან დააბრუნეს. ამასთან თვითონაც  ვერ  გაბედა  მარტო  ეცხოვრა უცხოტომელებს შორის, რადგან თურქები ფლობდნენ მთელ  გარშემო  მდებარე  მხარეებს.  [ჰრომკლა]  დაისაკუთრა  სომხეთის [საპატრიარქო] ტახტმა, მას  შემდეგ,  რაც  მთავარ  ჟოსლინის  ღვთისმოსავმა  მეუღლემ, სულიერებით აღძრულმა,  მისცა  ის ორ  ღვიძლ  ძმას – უფალ  გრიგორს  და  ნერსესს.  617  (1168)  წელს  გარდაიცვალა  უფალი  გრიგორი. ტახტი  დაიკავა უფალმა  ნერსესმა405. მას [თხოვნით მიმართა] მანუილმა  [წერილობით] მიეწოდებინა  სარწმუნოების  აღსარება. [ნერსესმა] მისწერა  მას  ძლიერი  და  ყველასათვის  დამაჯერებელი აღსარება, რომელიც  [დღემდე] არსებობს. სურდათ ხალხების ერთსულოვნება,  მაგრამ  ეს  საქმე განუხორციელებელი დარჩა, როგორც ჩანს ვრცელი ჟამთააღმწერლობებიდან. ამავე  წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა  და  დაინგრა  ერზინკა ეკეღეაცის  გავარში“.  ამავე დროს უცხოტომელებმა  აიღეს  კაპანის406  დანარჩენი  ციხეები:  გერჰამი, გეღი, კაქავაბერდი ჩვენი  მომეტებული  ცოდვების  გამო.  ამ  დროს ქრისტიანთა  ნუგეში,  მშვენიერი  ნაყოფი,  მოწიფული  და  ტკბილი ყრმა  იოსები  ქრისტეს  ღვთიურობის  დასამტკიცებლად  მოწამეობრივი  სიკვდილით  აღესრულა  აჰეკის  თვის  20-ში  და  დასაფლავებულია  ჰავუთარში407.  ის  იყო  სპარსთა  ტომიდან,  დვინის  მხარის სოფელ  ნორაშენიდან.  ამ  დღეებში  გეორგ  აჩიკამ  რომში  მოგზაურობისას  მკვდრეთით  აღადგინა  თავისი  ეპისკოპოსი  გრიგორი, რომელიც  მოკლეს  ყაჩაღებმა უნგარის  გავარში.  ის ადანაშაულებდა (გეორგს):  „რატომ  დამაბრუნე  აუწერელი  სიკეთიდან,  რომელშიც ვიყავი,  კვლავ  ამ  უბედურ  ყოფაში“.
ჰორომაირში  სახელგანთქმულმა  წმ.  ჯვარმა  მოახდინა  სასწაული:  მოიყვანეს  ერთი  დაბადებიდან  ბრმა  ბავშვი,  დაადეს  თვალების  ადგილას  ღვთის  წამების [იარაღი],  მყის  გასცდა  თვალების ადგილი,  გადმოედინა  ბევრი  სისხლი  და  აეხილა  თვალები  ღვთის სადიდებლად.  ამ  ამბის დროს [იქ] იყო პეტრე უწნიდან, მონასტრის წინამძღვარი.
621  (1172)  წელს  გარდაიცვალა  პატრიარქი  ნერსესი  შვიდწლიანი  მმართველობის  შემდეგ.  მის  ღირსებას  ეთაყვანებოდნენ ცნობილი  და  კეთილი  ეპისკოპოსი,  ვარდაპეტები  და  ფილოსოფოსები.  მისი  დახმარებით  [პატრიარქი] გახდა  მისი  ძმისშვილი გრიგორი,  მეორე  ძმისშვილი  გრიგორისი,  აპირატად408  წოდებული, წავიდა  ლამბრონში  და  განაგებდა  ტარსონის  ეპარქიას.
623  (1174) წელს გიორგიმ მეორედ აიღო ანისი ამირსპასალარ ივანეს  წაქეზებით,  რათა თვითონ დამჯდარიყო  იქ  და ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა  ქრისტიანები.  მეფემ  თავისთან  წაიყვანა  ამირა შაჰან-შაჰი,  რომელიც  უკან  აღარ  დაბრუნებულა.  ეს  ყველაფერი ესმათ თურქებს, გაერთიანდნენ, მოიწვიეს სულთანი ალფ-არსლანი, მოვიდნენ ანისში და ააოხრეს შირაკის სახლი. ივანეს უნდოდა მიეცა ქალაქი თურქებისათვის, მაგრამ  არ გამოუვიდა  ეს  საქმე, რადგანაც ქალაქმა  გაიგო  და გაფრთხილდა.  სულთანი  და  მისი  ათაბაგი409  წავიდნენ  სირცხვილით  და  გარდაიცვალა  ორივე  ერთი  და  იმავე წელს. იმ დროს  კარის  ციხიდან  გამოვიდა დიდი  მთავარი აპირატი და მოვიდა  ანისში.  ის  იყო  ქალაქის  ეპისკოპოსის, მეუფე  ბარსეღის ძმა,  რომლის  თხოვნით  ქართველთა  მეფემ  გამოისყიდა  [ქალაქი] ამირასაგან  17000 დრაჰკანად.  იმ დროს გამოავლინა ივანემ თავისი ბოროტება.  მან  გადმოიბირა  მეფის  ძმისშვილი დემნა  და  ბევრი აზნაური, გადაწყვიტა  მოეკლა  მეფე,  ვიდრე  ის უდარდელად  იმყოფებოდა  სახატეში.  [მეფემ]  გაიგო  რა  ეს  ერთი  კაცისაგან,  გაიქცა თბილისში,  რადგან  მცირერიცხოვანი  ხალხით  იყო.  იქ  ღმერთის ჩაგონებით  მასთან შეგროვდა  ბევრი,  უარყვეს  რა  [თავიანთი] ბოროტი ზრახვები. როცა გაძლიერდა  მეფის  მხარე, მოისურვა წასვლა აჯანყებულებზე.  ისინი  სახატედან  გაიქცნენ  თავიანთ  ციხე-სიმაგრეებში.  შემდეგ  შევიდნენ  ლორეში,  ლიპარიტის  გარდა, რომელიც თავის ორ ვაჟთან ერთად  წავიდა  სპარსეთში.  მეფემ  ხელში  ჩაიგდო ორბელიანების  მთელი  ავლა-დიდება.  მეფესთან გამოცხადდნენ  და ფეხებში  ჩაუვარდნენ  მისი  ძმისშვილი  და  მასთან  ერთად  ყველა სხვანი,  თვითონ  ივანეც  კი,  რომელიც  დააბრმავებინა.  მისი  უმცროსი  ვაჟი  ქავთარი  და ლიპარიტის  ძე  ინე  მოაკვლევინა.  მოისპო ყველაფერი  ბოროტი410.
626  (1177)  წელს  სულთანი  ალფ-არსლანი  შეცვალა  ტუღრილმა,  ელტკუზი  –   ფალჰავანმა,  რომელიც  დაეუფლა  შიდა სომხეთს,  ხიზილ-ასლანი  კი  ზემო  სომხეთს.  ესენი  [ტუღრილის] ვაჟები  იყვნენ.  ამ დღეებში ქურდებმა  აიღეს  წარაქარი411 კეჩრორის ამირა  ხარაჩას  ბრძანებით,  რომელმაც  მიყიდა  ის  ხიხილ-ასლანს დიდძალი  ოქროს  [ფასად].  მან  დაასახლა  აქ   მავნე  ადამიანები, რომლებიც  არ  წყვეტდნენ  სისხლისღვრას  დღე  და  ღამე, ქრისტიანებს  ყრიდნენ  ბნელ  ორმოებში,  ხოცავდნენ  შიმშილით  და ცხედრების  მყრალი  [ჰაერით].  7  სახელოვანი  ბერი  მოკლულ  იქნა დაცინვით [მიყენებული] ჯვრისებური  მძიმე  ჭრილობების [შედეგად].   მათ  ხსოვნას  ზეიმობენ  ჩვენი  განმანათლებლის გრიგორის  დღესასწაულზე.
627  (1178)  წელს  იერუსალიმის  მეფემ  300 იერუსალიმის კარებთან  წმ. ჯვრის ძალით სძლია სალაჰადინს412.  ის მოვიდა  იერუსალიმის  ასაღებად  140000-იანი  [ლაშქრით]  და  წყლით დატვირთული  60000  აქლემით,  რომელთაც  გამუდმებით  მოჰქონდათ  [წყალი]  მდინარეებიდან  და  წყალსაცავებიდან.  [ის  იყო] წამებული დვინელის ეიუბის ვაჟი. პირველად მისი სახელი იყო უსუფი,  როცა  განდიდდა  იწოდა  სალაჰადინად,  რაც  ნიშნავს  რწმენის სიმშვიდეს.
629  (1180)  წელს  გიორგიმ  პირისაგან  მიწისა  აღგავა  ქურდი და  ყაჩაღი,  მთელ  ჯარს  დაუწესა  კანონმდებლობა,  [რომლითაც] დიდი  და  მცირე  დანაშაულისათვის  შეუწყნარებლად [უნდა] ჩამოეხრჩოთ  ხეებზე  ყველა.  ჩამოახრჩვეს  მრავალი  წარჩინებული.  სამსჯავროს  [ხის] ბოძზე  [დამნაშავეებთან  ერთად]  აკრავდნენ  მათთან ნაპოვნ  საგნებს,  თვით  პირუტყვებს,  ძაღლებს  და  თაგვებს.  შიში დაეუფლა  ყველას.  დაისადგურა დიდმა  სიმშვიდემ413.
ამ დროს გარდაიცვალა მანუილი და  მისმა ცოლმა, ანტიოქიის უფლისწულის  ქალიშვილმა  მოინდომა  ფრანკი  ქმრად  გაეხადა  და მოეკლა  თავისი  ვაჟი  ალექსი,  რომელსაც  ეპყრა  გვირგვინი.  ყმაწვილი  გაიქცა  ეკლესიაში.  ეს  გაიგო  ანდრონიკემ,  მანუილის  ნათესავმა,  მოვიდა,  მოკლა  სევასტოსი,  რომელსაც  სურდა  [ცოლად] შეერთო დედოფალი და [დახოცა] ქალაქში მყოფი ფრანკები. ხოლო ხომალდებს, რომლითაც  [ფრანკებმა] განიზრახეს  გაქცევა, ესროდნენ  ნავთს,  დაიწვა  30000  კაცი. [ანდრონიკემ] მოკლა  ყმაწვილი [ალექსი] და  დაეუფლა  გვირგვინს.  მან  იხმო  სამეფო  წარმოშობის კაცი ფისიკი, რათა ისიც მოეკლა.  ის გაძლიერებული მოწოდებებით და  ხმამაღალი  შეძახილებით  წავიდა  წმ.  სოფიახე.  ქალაქი  ამოძრავდა  და  დაიღუპა ანდრონიკე ავბედითი სიკვდილით. მისი ორი მცირეწლოვანი, უდანაშაულო ვაჟი ზღვაში  ჩაყარეს414.
631  (1182) წელს ხარაჩას, რომელმაც აიღო წარაქარი და უროთი  დაამსხვრია  გოროზად  წოდებული  ჯვარი,  ვაებითა  და  შიშით აევსო  გული, უეცრად  დატოვა  თავისი  სახლი  კეჩრორი,  უხტიქი, ერასხის  ხეობა  და ცოლითა  და  ვაჟებით  წავიდა  დვინში.  მან  ნახა ერთი საზარელი  კაცი, რომელმაც უთხრა:  „მე  ვარ ჯვარი გოროზო, რომელიც  დაამსხვრიე.  შენ  მოგკლავ  შენი  ძვირფასი  შაჰი  არმენის ხელით“. [ხარაჩა] მოჰყვა  ხილვას. ის დილით ადრე  წავიდა, ძალით დააღწია  თავი,  თუმცა  უშლიდნენ  [წასვლას] საშიში  ხილვის  გამო და  ჩაუკეტეს  კარები.  ის  ციხის კედლით  ჩამოძვრა, ორი  მეჯინიბის [თანხლებით] ჩავიდა  მანწკერტში  და  წარსდგა  შაჰის  წინაშე.  [შაჰი] მაშინვე აღელდა, ჩაარჭო ხანჯალი გულში  და მოკლა  ის.  ამავე წელს ხაჩენელი  სარგისი  იყო  განძაკში  და  კრეფდა  გადასახადებს.  ვიღაც სპარსელმა  დიდ  ხუთშაბათს  ციხის  კედელზე  ააკრა  ის  და  უთხრა: „ჯვარს ეცვი  შენ ქრისტესთან ერთად“.  ეს გაიგეს  მისმა მთავრებმა, წაიყვანეს თავისთან სპარსელი  და ულმობლად მოკლეს.  ამ დღეებში ვინმე  იორდანმა  ტაჭიკთა  ტომიდან  აჩვენა  დიდი  სასწაული  კარნუ ქალაქში.  მისი  ნეშტი  დაასვენეს  მის  ნათესავებთან  –  იოსებთან  და საჰაკთან.
633  (1184)  წელს  გარდაიცვალა  ქართველთა  მეფე  გიორგი უძეოდ. დავითის  ძე დემნა დაბრმავებული  და განადგურებული იყო. გვირგვინი  მიიღო  მისმა  ასულმა  თამარმა415.  მას  მოუყვანეს  ქმრად რუსების  მეფის  ვაჟი  სოსლანი416, რომელმაც  აიღო  ქალაქი  დვინი. მეორე  წელს  გარდაიცვალა  შაჰი  არმენი  უშვილოდ.  აოხრებით, ხმლითა  და  წარტყვევნით  |მოვიდნენ|  მის  ქვეყანაში  მეზობელი  ხალხები.  რადგან  ვიგენის შვილიშვილი  შაჰან-შაჰი,  კათალიკოს  გრიგორის  დისშვილი,  ესწრებოდა  შაჰის  სიკვდილს,  წავიდა  სასუნში, სადაც  ხელში ჩაუვარდა ბეკთამური,  შაჰის სახლის უფროსი.  მისგან მიილო  ციხე-სიმაგრე  ტარძიანი417 და  პირობით  გაუშვა.  მაგრამ გადაუხვია პირობას, როცა დაეუფლა  შაჰის ტახტს.  (მან) დაიბრუნა მთელი  სასუნი  და  ხარკი  დაადო  ეკლესიებსა  და  მონასტრებს.
634  (1185)  წელს  უფლისწულმა  დაიჭირა  რუბენი.  ის  გაათავისუფლა  მისმა  ძმამ  ლევონმა,  სტეფანეს  ვაჟმა  –  რუბენის  ძის კონსტანტინეს  ვაჟის  ლევონის  ძემ, რომელიც  დაეუფლა  72  ციხე-სიმაგრეს,  გაბატონდა  ბერძნებსა  და  სპარსელებზე  და  მოხარკედ გაიხადა  მესოპოტამიის  სულთანი  ხილიჭ-არსლანი.
635 (1186) წელს ანისელებმა აიღეს წარაქარი, უფალ ბარსეღის სამფლობელო, უმოწყალოდ  გაჟლიტეს  ყველა  იქ   [მყოფი],  გარდა ქალებისა  და  ბავშვებისა. ეს  ესმა დვინის ამირა ალიშერს, იგლეჯდა წვერს,  გამოაცხადა  გლოვა  იქ   [მყოფი] ცოლისა  და  ვაჟების  და განადგურებული  ლაშქრის  გამო.  ქრისტიანები  კი  ადიდებდნენ  წმ. სამებას.  ბერძნებზე  გამეფდა  ფისიკი, იგივე  საჰაკი418, რომელმაც დაიწყო  სომხური აღმსარებლობის  ხალხების  სასტიკი  დევნა  თავის სექტაში  მოსაქცევად.  ამის  გამო  წერილობითი  თხოვნით  მიმართა მას პატრიარქმა გრიგორმა419, სომეხთა კათალიკოსების უფალ ნერსესისა  და გრიგორის  ძმისშვილმა, შერიგებოდა ღვთის  ხალხს.  მაგრამ  მან  არ  შეისმინა, არამედ  ზოგი მოაქცია თავის რჯულხე, ზოგს კი  სდევნიდა.  მათ  [შორის] იყო 3 საეპისკოპოსო კათედრა  და 1600 მღვდელი, რომლებიც  აიძულა შეერთებოდნენ  მას.  მათგან  მცირერიცხოვანმა შეინარჩუნა  [თავისი] სარწმუნოება.  ამ გასაჭირის  გამო წერდა უფალი გრიგორი აღმოსავლეთში დარდიანი გულით,  მაგრამ უშედეგოდ. [მაშინ] პატრიარქმა  გაგზავნა  ერთი  ეპისკოპოსი  სახელად  გრიგორი  რომის  პაპთან420 იმ  საშიშროების  გამო,  რომელსაც  განიცდიდნენ  სომხები  ბერძენთაგან  და  შესთხოვდა  ლოცვა-კურთხევას,  ისევე  როგორც [მის] წინამორბედებს.  პაპმა  პატივით მიიღო  ის,  ჩაატარებინა  წირვა,  აზიარა  და  შემოსა  ის  სასულიერო ხელისუფლის ტანსაცმლით.  [პაპმა] შეკრიბა თავისთან  ყველა  საპატიო  პირი – ალამანთა  კეისარი,  ინგლისელთა  მეფე,  ფრანგების მეფე,  აგრეთვე  ალამანთა  პატრიარქი,  რომელსაც  ჰყავდა  25000 მხედარი,  ესპანელი  არქიეპისკოპოსი,  რომელსაც  ჰყავდა  20000 მხედარი,  არქიეპისკოპოსი  წმ. იაკობი, რომელიც  ფლობდა 5000 მხედარს, დიდი  ქალაქის მილანის  არქიეპისკოპოსი,  რომელიც ფლობდა  36000  მხედარს, ხოლო [მეორე] მხრიდან [მოიწვია] იერუსალიმის  პატრიარქი.  მათთან  მოლაპარაკების  შემდეგ  [პაპმა] დაწერა  სიგელი  წმ.  მოციქულების  სახელით  და  მათი  ბრძანებით, რომ  „სომეხთა პატრიარქი, რომელიც  ზღვის  იქითა  მხარესაა,  აღიჭურვება  ძალაუფლებით  სომხებზე,  ბერძნებსა  და  მთელ  ქრისტიან ხალხებზე, როგორც  ჩვენ  [ზღვის]  აქეთა მხარეს [ვფლობთ] ზეციურ და მიწიერ გასაღებს. რადგან დიდი  გზაა  ჩემსა  და  ჩემს  ძმას,  სომეხთა  პატრიარქს  შორის,  ვუგზავნი  გვირგვინს,  ოლარს  და  ფეხსაცმელს,  რომ  ჩაიცვას  და  ჩაატაროს  წირვა  ამ  ბეჭდით“.  |პაპმა| უთხრა  ეპისკოპოს  გრიგორს:  „წაიღე,  გაუკეთე  პატრიარქს  და  ამის შემდეგ  მას  აქვს  პატივი  და  ძალაუფლება  უკუნითი  უკუნისამდე“.
636  (1187)  წელს  სალაჰადინის  ვაჭრები  მიდიოდნენ,  პალესტინის  გავლით,  400  აქლემზე  დატვირთული  ძვირფასი  საქონლით.  ტრიპოლის გრაფმა421 შეატყობინა  იერუსალიმის  მეფეს  და მიიღო  ბრძანება  ხელში  ჩაეგდო  ნადავლი.  ეს  რომ  გაიგო  სალაჰადინმა,  გაუგზავნა  [მოციქული]  და არაერთხელ  სთხოვა  მსახურები  მაინც  [გამოეშვათ],  შეახსენა მათ შორის დადებული  პირობა, მაგრამ  უშედეგოდ.  ამის  გამო  განრისხებული  [სალაჰადინი] წავიდა მის წინააღმდეგ.  მის წინაშე გამოვიდა იერუსალიმის მეფე422 36000-იანი [ლაშქრით] ჰერმონის ველზე  და ტრაპოლის გრაფის მზაკვრული [რჩევით] დაბანაკდა ერთ უწყლო მაღლობზე.  მას  [გზა] გადაუკეტეს თურქებმა  და  სასტიკად დაამარცხეს. აღებული  იქნა მთელი ზღვისპირა  ქალაქები  და  შემდეგ  იერუსალიმი. [სალაჰადინმა] ბრძანა [იერუსალიმის] მოსახლეობა  არ  დაეხოცათ,  არამედ  გაეყიდათ. დაწესდა  ფასი: კაცებზე 10, ქალებზე 5 დრაჰკანი. ყველას შეეძლო აეღო თავისი ქონება და წასულიყო სადაც სურდა, რაც  ასევე  გააკეთეს.  უწესო  გრაფი,  რომელიც  ფარულად  შეთანხმებული  იყო სალაჰადინთან,  დაიღუპა  ღვთისაგან  დამარცხებული. სალაჰადინი თავს  დაესხა  მის  ციხე-სიმაგრეს  და  მოითხოვა  მისი  ცოლი  და ციხე.  ის  კი ითხოვდა  მძევლებს დიდებულთაგან  და  მაშინ  გამოვიდოდა  და გახდებოდა  მისი  ცოლი.  [მძევლები]  შევიდნენ  შიგ,  [გრაფის ცოლმა]  ბრძანა თავები მოეკვეთათ მათთვის  და გადმოეყარათ [ციხიდან].  შეძრწუნებული  [სალაჰადინი]  უკან  გაბრუნდა,  რადგან ესმა  ალამანთა  დიდი  მეფის423 მოსვლის  ამბავი,  რომელსაც  გაეგო სამწუხარო ცნობა  წმ. საფლავისა  და მთელი ქრისტიანების შესახებ. 150000  [მოლაშქრე]  გამოგზავნა  ზღვით, რომლებიც  მოვიდნენ  და ალყა შემოარტყეს  აქას. თვითონ  წავიდა ხმელეთით ურიცხვი  ლაშქრით  საბერძნეთის  გალით,  წაართვა  მათ  ქალაქები ვერო, ფილიპოპოლი,  ადრიანოპოლი  და  სხვა  ბევრი  ციხე და  სოფელი. ამაზე ადრე  გაგზავნა თავისი  ვაჟი კონსტანტინოპოლზე.  მას წარუდგნენ  იქ  ჩვენიანები,  რომელთაც  დევნიდა  კირსაჰაკი  და  შურისძიებით  აღძრულებმა  გაანადგურეს  ის.  კონსტანტინოპოლის მცხოვრებნი  სთხოვდნენ  დანდობას  და  მისცეს  100  ოქროს  და 200 ვერცხლის კენდინარი, უსასყიდლოდ გაატარეს მთელი ლაშქარი და  მისცეს  უამრავი  განძი,  წართმეული  ვლახებისა  და  ბულგარებისაგან,  რომლებმაც  გაიარეს მათი  ქვეყანა. ხილიჭ არსლანის ვაჟებმა  არ შეისმინეს თავიანთი  მამის და თურქთა ძალით ებრძოდნენ  [ქრისტიანებს]  33 დღე  და  არ  ეშვებოდნენ, ვიდრე  არ მოისრნენ მათგან.  [ქრისტიანები] მშივრები  იყვნენ  17  დღის  განმავლობაში, ვიდრე  [მიაღწიეს] იკონიას,  გამოკვებეს  60000  ცხენი,  გაჩეხეს  იკონია  და  დასხდნენ  იქ.  მათ  სამჯერ  გაგზავნეს მოციქული ლევონთან და  როცა  გადაეწურათ  მისი |იმედი),  გამოვიდნენ  იკონიიდან. მოვიდა  პატრიარქ  გრიგორის  წერილი,  რომ  „ჩვენ  ვართ  ქალაქ სისიში  და  მოდით  აქ“.  მეფემ  შეკრიბა  მთელი  თავისი  წარჩინებულები, წააკითხა და ისინი ატირდნენ სიხარულისაგან. მისწერეს პასუხი  [პატრიარქს],  რომ  „ამიერიდან  27  წელი  შენი  ბრძანებით მივცემ  ასპარქსს  სომხებს  და  შემდეგ დავბრუნდები  ჩემს  ქვეყანაში. გიგზავნი  გვირგვინს  და  ტანსაცმელს,  აკურთხე  სომხეთის  მეფედ, ვისაც  აირჩევ“.  მან  თქვა  ყველას  გასაგონად:  „ვიდრე  არ  ვიხილავ ჩემს  სასახლეს,  წმ.  პეტრეს  [ტაძარს]  და  პატრიარქ  გრიგორს,  არავის  ვეტყვი  რაც  გულში  მაქვს“424. მოვიდნენ  სელევკიაში,  მონახეს ფონი  და მთელი ლაშქარი გადავიდა  მდინარეზე.  მეფე  არ გადავიდა ფონზე  და  თქვა  რომ ცოტას  დაიძინებდა  მდინარის  აქეთა  მხარეს. როცა  დამშვიდდნენ  მისი  წარჩინებულები,  [მეფე]  ორი  კაცით  შევიდა  მდინარეში.  ერთი  მათგანი  მოიტაცა  და  წაიღო  მდინარემ. მეფე  დაეხმარა  მას,  ვერ  შეიკავა  [თავი]  და  თვითონ  მოდრეკილი ქრისტიანი  დაიხრჩო  მდინარეში425.  მისი  სხეული  წაიღეს  სისიში. მისი ლაშქრის უმრავლესობა ხომალდებით  [გაემგზავრა] თავის  ქვეყანაში.  მეფის  უმცროსი  შვილი  ჩავიდა  აქაში  და  გარდაიცვალა.
ამ  დროს  მოვიდნენ  ინგლისელთა  მეფე  და  მასთან  ერთად მეორე426 და აიღეს კვიპროსი.  მათ  გაიგეს, რომ უმეთაუროდ დარჩა ლაშქარი, რომელსაც  ალყაში  ჰქონდა აქა, ზურგიდან  მოუარეს,  აიღეს  ქალაქი,  დახოცეს  სალაჰადინის  ლაშქრიდან  10000  რჩეული მოლაშქრე,  ხოლო  თვითონ  მეთაური,  რომელიც  მოვიდა  მათთან სათხოვნელად,  წინ გაიგდეს  და ამარცხებდნენ ასხალონამდე.  ბევრი ამირა ხელში ჩაიგდეს  და  წაიყვანეს ზღვის იქით. ხელმეორედ  წაართვეს თურქებს ყველაფერი გარდა იერუსალიმისა. როგორც  ამბობდნენ, ჯერ  არ დამდგარიყო  მათი მოსვლის  დღე.  ამ დროს  სალაჰადინის  ერთ-ერთი  სარდალი  თავს  დაესხა  მანწკერტს,  ალყა  შემოარტყა,  მაგრამ  ვერაფერს  გახდა,  რადგან არაჩვეულებრივი თოვლი წამოვიდა შუა ზაფხულში.  [ისინი] გაბრუნდნენ და დაიხოცნენ გზაში. ბეკთამურმა მადლობა გადაუხადა ქრისტიანებს და ამიერიდან ქრისტიანთა  პატივისმცემელი  და  მოსიყვარულე  გახდა.
ამ  დროს  პატივცემულმა  მლვდელმა  მხითარმა427 თარგმნა ერთი  სპარსელის  ოჭიეს  [თხზულება]  „მზისა  და  მთვარის  დაბნელების  მიზეზები“. [ოჭიე] ამბობდა,  რომ  თარგმნა  სპარსულად ბერძნულიდან და ბერძნებმა  კი [შეადგინეს] ენოქის წინასწარმეტყველებით.  მასში  ნათქვამია,  რომ  მზე  თავისი  ბუნებიდან  [გამომდინარე] არასდროს  ბნელდება.  ამის  მიზეზია  მთვარე,  [იმ  დროს| როცა  მზე  და  მთვარე  ერთ  ზოდიაქოს  ნიშანში  არიან  მთვარის დაბადების დროს  და  იქ  სქელი ღრუბლებია, რომელთაც ეწოდებათ რასტი  ან ზანაბი. თუ  ისინი ახლოს არ არიან, არ ხდება დაბნელება, თუნდაც  იყოს მთვარის დაბადების დრო  და [მზე  და  მთვარე] ერთ ზოდიაქოს  ნიშანში  ხვდებოდნენ. როცა [ღრუბლები ახლოს] არიან, ხდება  მზის  დაბნელება.  თუ  [მზე  და  მთვარე] მთლიანად  ხვდებიან ერთმანეთს,  [ხდება] სრული დაბნელება  და  თუ ნაწილობრივ,  ირიბად  [ხვდებიან],  მაშინ  ნაწილი  ბნელდება.  რასაც  ჩვენ  ვხედავთ მთვარის  ნაჭუჭია  და  არა  მზის  ძარღვი,  როგორც  მოხდა  625 (1176) წელს დიდი დაბნელებისას. ხოლო მთვარის დაბნელება  ხდება  მაშინ,  როცა  ის  ჩამორჩება  მზეს  ექვსი  ზოდიაქოს  ნიშნით  და ზანაპი  და  რასტი ერთი  და  იმავე  ზოდიაქოში უშლიან  მას  მზიდან სინათლის  მიღებას, ამასთან დედამიწის ჩრდილი  [ეცემა]  მთვარეზე და იწვევს  მის დაბნელებას. თუ  [მზე  და მთვარე] არიან ერთმანეთის პირდაპირ, ხდება [მთვარის] სრული დაბნელება. ხოლო თუ ირიბად არიან,  მაშინ  მთვარის გადარჩენილი  ნაწილი  ნათდება  მზით.  [მხითარმა]  ამ  თხზულებას დაურთო  ნახაზები.
ამ  დროს  ცხოვრობდნენ  სახელოვანი  მთავრები  ზაქარია  და ივანე,  სარგისის  ძე  ზაქარიას  ვაჟის ვაჰრამის  ძე  სარგისის  ვაჟები – ქურთთა ტომიდან428.  (ისინი)  ჩავიდნენ ძოროგეტის მეფესთან, რომელიც  ბაგრატუნთა  ტომიდანაა,  მიილეს  ქრისტიანობა  და  პატივი. მათ საცხოვრებლად  მისცეს ხოშორნი  და  რადგან  უმამაცესნი  იყვნენ, დღითი-დღე აღწევდნენ სიმაღლესა და პატივს. ისინი განსაკუთრებით დაწინაურდნენ თამარის დროს  და  (მან) უბოძა ლორე.  მათ თავიანთი  მამაცობით  მოკლე  დროში  წაართვეს  თურქებს  ბევრი ციხე-სიმაგრე  და გავარი: 640 (1191) წელს აიღეს შირაკის ქვეყანა, 645  (1196)  წელს  ანბერდი,  648  (1199)  წელს  ანისი,  650  (1201) წელს  ბიჯნისი,  652  (1203)  წელს  დვინი,  655  (1206)  წელს  ყარსის სამეფო,  შემდეგ  გეტაბაქსი  და  ჩარექი429.  მათ  სახელი  გაითქვეს მთელ  ქვეყანაზე.  მაგრამ  ივანემ,  შეცდენილმა  თამარ  დედოფლის მიერ,  შეიცვალა  სარწმუნოება  და  ამას  მოჰყვა  წარუმატებლობა. იგი  ტყვედ  ჩავარდა  ხლათში  და  გათავისუფლდა  თავისი  მამაცი ძმის  სახელით, რომელმაც  თავისი  ასული ცოლად  მიათხოვა  ხლათის მფლობელს  მელიქ  აშრაფს430,  ხოლო  ზაქარია, უფროსი  ძმა დარჩა  ძველ  და  საკუთარ  სარწმუნოებახე,  მაგრამ  მოისურვა ღვთისმშობლის  და  ჯვრის  დღესასწაულები  აღნიშნულიყო  ხატის დღეს,  სანთლის  ანთება  არ  მოეშალათ, მორწმუნეთ არ ეჭამათ ხორცი, წირვა აღსრულებულიყო ცოცხლებისათვის, წირვა  შესრულებულიყო  ღია  კარავში  მეფსალუმეებითა  და  დიაკვნებით431.  ამ მიზნით  მან  მიმართა  ლევონს,  რომელიც  იმხანად  იყო  მეფედ კურთხეული  ფრანკებისა  და  ბერძნებისაგან.  მან  გამოუგზავნა [ზაქარიას] გვირგვინი  646  (1197)  წელს. [ზაქარია] იყო დიდებული, ძლევამოსილი  და  ხარკის  მდებელი  მთელ  მეზობელ  ტომებზე.  [მეფემ]  დააგვიანა  პასუხი,  რადგანაც  მეუფე  გრიგორის  სიკვდილის შემდეგ  გვირგვინი  მიიღო  გრიგორისმა,  ტღად  წოდებულმა,  რომელიც  ერთი  წლის  შემდეგ  ლევონმა  ციხეში  ჩასვა.  მან  მოისურვა ციხიდან  გაქცევა,  გაიგუდა  თოკით  დაშვებისას  და  მოკვდა  თოკის გაწყვეტის  გამო.  ტახტი  დაიკავა  აპირატმა  5  წლით.  შემდეგ  იყო მეუფე  იოანე,  რომელიც  ეწინააღმდეგებოდა  ლევონს.  ამით გაბრაზებულმა  მეფე  ლევონმა  კათალიკოსად  არქაკაღნში  დააყენა მეუფე  დავითი432.  ამ  უთანხმოების  გამო  ძლივს  მოხერხდა ყველასთან  შეთანხმება  ზაქარეს  შეკითხვის  შესახებ  და  ბოლოს გაუგზავნეს  ერთსულოვანი  პასუხი,  რომ  „ის  არ  ეწინააღმდეგება საღვთო წერილს  და  ჩვენ  გვაქვს საკუთარი დადგენილება, რომლის [შესრულებას]  ხელს  უშლის  ეკლესიის  დაკნინება“.  აღმოსავლეთში – ლორეში  და  ანისში ერთდროულად  მოიწვიეს ორი  კრება,  მაგრამ არ  მიიღეს  [ზაქარიას  წინადადება].  ამბობდნენ,  „ამის  შემდეგ ნამდვილად  იძულებული  ვიქნებით  მივყვეთ  ბერძენთა  და ქართველთა  სარწუმუნოებას“-ო433.
თამარის  მეფობის  დროს  გაძლიერდნენ  ქრისტიანები.  მიუხედავად  ამისა,  [თამარმა]  მიატოვა  რუსი  ქმარი  და  გაჰყვა  ოს  სოსლანს,  რომელმაც  აავსო  საქართველო  თურქთაგან  [წართმეული] ტყვეებით  და ალაფით.  მისგან ეყოლა ერთადერთი  ვაჟი  და  დაარქვა  მას  ლაშა.  [თამარს]  ეპყრა  გვირგვინი  23  წელიწადი  და  აღესრულა434. ტახტხე  ავიდა  ლაშა, რომელსაც  ჯარმა გიორგი უწოდა435.
659  (1210)  წელს  კალიამ  ააოხრა  მრავალი  გავარი.  ამ  დროს დიდმა  ზაქარიამ  ააოხრა  სპარსეთი  ქალაქ  არტავილამდე436,  შური იძია  რა  ქრისტიანთა  სისხლისათვის:  ამის  გამო  ბრძანა  დაეწვათ ხალხით  სავსე  მათი  სამლოცველო,  მსხვერპლად  შესწირა  რა მთავრებს,  რომლებიც  ნახიჭევანის  ეკლესიებში  [დაიღუპნენ]. კურაიები  და  მუღრიები  იმ  წმ.  მღვდლებს [შესწირა], რომლებსაც ყელები  დაჭრეს  ბაგუანში  და  მათი  სისხლით  შეიღება  ეკლესიის კედლები.  [ზაქარია] დაბრუნდა  ამ  ხოცვა-ჟლეტიდან,  აღსრულდა მართლმადიდებლური  რწმენით  და დასაფლავებულია  წმ.  სანაინის მონასტერში  661  (1212)  წელს437.  მას  დარჩა  ერთი  5  წლის  ვაჟი შაჰან-შაჰი,  რომელიც  ფლობდა  ანისის  მმართველობის  პატივს438 და  რომელიც  მოაქცია  ქალკედონის  რწმენაზე  ივანეს  მეუღლე ხოშაქმა.
ერთი  წლის შემდეგ გარდაიცვალა წმინდა  და საოცარი ღვთის კაცი,  ვარდაპეტი  მხითარი,  მეტსახელად  გოში,  განძაკელი.  ის დაკრძალეს  მის ხელთქმნილ  გეტიკში, რომელიც  აშენდა დიდი  მთავრის,  ქურთის  დისშვილის  ივანეს  ბრძანებით.  მისი  ბრძანებით [მხითარი] ჩამოვიდა  კაიენში,  ე.წ.  ძველ  გეტიკში.  იმ დროს  კაიენს მემკვიდრეობით  ფლობდა  [ივანე  ამ]  ციხის  აღმშენებლის  ჰასან კაიენელისაგან.
663 (1214) წელს ჰაითერქი  მისმა მფლობელებმა მისცეს ივანეს და  მის  სიძეს, შიდა  ხაჩენის მფლობელს ვახტანგ საკრიანელს, რადგან  მისი ნამდვილი მფლობელი ვახტანგი  და  მისი  ვაჟები უდროოდ დაიხოცნენ.  [ვახტანგ  საკრიანელმა] დატოვა  ორი  ვაჟი:  ჰასანი, მოფერებით  ჯალალ-დავლე  და  ზაქარია,  იგივე  ნასრა-დავლე, რომელთაც  მათ  დედასთან  ხორიშაჰთან  ერთად  მფარველობდა ივანე.  შემდგომში [ხორიშაჰი]  წავიდა  იერუსალიმში  და  დიდ განდეგილობაში  გარდაიცვალა  ხოტბაშესხმული  ღვთისაგან.  დიდმა ივანემ  სახელი  გაითქვა  მამაცობით,  აიღო  ჩარექი  და  მთელი  მისი შემოგარენი.  შემდეგ  თავისი  ნათესავის  ზაქარიას  ძის  ვაჰრამის ხელშეწყობით  დაეუფლა  შამქორს.
668  (1219)  წელს [ივანემ] აიღო ოროტენი  და  მასთან ახლომდებარე  ციხე,  თუმცა  არა  მთელი  [ქვეყანა],  რადგან  როცა  მას ფლობდნენ  სომხები,  იქ  იყო  23  მნიშვნელოვანი  ციხე,  1400  სოფელი,  28  მონასტერი, რომლებიც პირველად განადგურდა  552 (1103)  წელს  ერთი  ახალგაზრდა  სუფრაჯი  სულთნის  მელიქ-შაჰის მიზეზით. სომეხი გვირგვინოსანი წავიდა სულთანთან მორჩილების (გამოსახატავად).  [სულთანი] სთავაზობდა [მეფეს] მაგარ  ღვინოს, ვიდრე  შეიპირა  ცოლად  მიეთხოვებინა  ქალიშვილი.  მან  გაიკვანძა ქამარი  მათი  ადათის მიხედვით და  აჩვენა  სულთანს.  რამდენიმე ხნის  შემდეგ  ითხოვა  პირობის  შესრულება. [მეფემ] გალანძღა ის. [სულთანი] შურით  აღივსო,  შეკრიბა  მრავალრიცხოვანი  ჯარი  და აოხრებდა  ქვეყანას,  ვიდრე მთლიანად  არ  გაანადგურა.  [ამ  მიწებს] დაეუფლა  ახლა  ძლევამოსილი  ივანე. 
ამავე  წელს მიიცვალა ქრისტესთან  ჩვენი  მეფე ლევონი.  გვირგვინი  მიიღო  მისმა ერთადერთმა  ასულმა  ელისაბედმა, რომელსაც ფრანკებმა  ზაბელ  ხათუნი  უწოდეს440.  ის  მიათხოვეს  ცოლად ანტიოქიის მფლობელის ვაჟს ფილიპეს [და მისი ცოლი იყო] 2 წელი. მას  სძულდა  სომეხი  ხალხი  და  განსაკუთრებულ  პატივს  სცემდა ფრანკებს.  მან დაარღვია მიცემული პირობა  მიეღო სომხური  სარწმუნოება და ჰყვარებოდა სომხები. ამის გამო ძვირფასი გვირგვინი და ავლა-დიდება  გაგზავნა  თავისი  მამის  სახლში.  ეს ვეღარ  აიტანეს მთავრებმა,  ჩააგდეს  საპყრობილეში,  ვიდრე  იქ  არ  გარდაიცვალა. [ელისაბედი] მიათხოვეს ჰეთუმს, კონსტანტინეს  ვაჟს441, დიდსულოვან, მეტად ჭკვიან,  ახოვან,  მხარბეჭიან  და  ლამაზ  ყმაწვილს. მათ  ჯვარი  დაწერა  პატრიარქმა  კონსტანტინემ442,  რომელმაც  მიილო  წმ.  გვირგვინი  უფალ  იოანეს  სიკვდილის  შემდეგ  669  (1220) წელს.  ის  გახდა  პატრიარქი  არც  დიდებული  წარმოშობის  და  არც ფულის  გამო, არამედ სულიწმიდის წყალობით  და ათასი  ენის  დასტურით.  მის  ხელდასხმამდე  ერთი  წლით  ადრე  მოხდა  უდიდესი მიწისძვრა  და  დაინგრა  მდიდარი  ეკლესია  მეშკავანში  11  იანვარს, სადილობის  დროს.  4  [მღვდელი  დაიღუპა]  წირვისას  დიდ  მსხვერპლთან ერთად. მთელი ღამე ჩანდა  ცაზე შუბის მსგავსი ვარსკვლავი. ეს  ორივე  ნიშნავდა  ქვეყანაზე  მშვიდობიანობის  დარღვევას  მტრის შუბის  გამო,  რაც  მოხდა  კიდეც.
670 (1221)  წლის დამდეგს უცხო  სახისა  და  სხვა  ენახე  [მოლაპარაკე] ჯარი დაძრული  ჩინისა  და მაჩინის ქვეყნიდან443, სახელებით მუღალი  და თათარი444, შემოვიდნენ  გუგარქის  ქვეყანაში  ვაკეებით,  ალბანეთის  მხრიდან,  დაახლოებით  20000  კაცი.  მათ გაანადგურეს  ყოველივე  ცოცხალი,  რაც  კი  ნახეს  და  მსწრაფლ უკუიქცნენ. მათ გამოუდგა მთელი ძალებით ლაშა, დაეწია მდინარე კოტმანთან და მათგან  დამარცხებულმა  თავს  უშველა  გაქცევით ივანესთან  ერთად. [ივანეს] ცხენს  [ფეხის] ძარღვი  გადაუჭრა რომელიღაც  მისგან  ნაწყენმა  მთავარმა445.  ხოლო  ვაჰრამი446,  იმ ქვეყნის  უფალი,  დიდი  სიმამაცით  მიიწევდა  წინ, [მტრის] სასტიკი ხოცვა-ჟლეტით  გარდმანამდე,  არ  იცოდა  რა  სხვების  გაქცევა.
671 (1222) წელს მათ სურდათ კვლავ დაბრუნება, მაგრამ როცა  შეიტყვეს  მათი  დესპანებისაგან  სომხებისა  და  ქართველების შეკრება  და  მზადყოფნა,  ველარ  გაბედეს  ხელახლა  მოსვლა, გაბრუნდნენ  და წავიდნენ.  იმავე წელს გამოვიდა ლაშქარი ჰუნთაგან, რომლებიც  ყივჩაღებად447 იწოდებოდნენ,  მოვიდნენ  განძაკში  და შეუერთდნენ  მათ. როდესაც  ჩვენები  თვითდაჯერებით  და წინდაუხედავად  გაემართნენ  მათ  წინააღმდეგ,  დამარცხდნენ, უკუიქცნენ  სირბილით,  მრავალი  მახვილით  დაიღუპა,  ხოლო ზოგიერთი  დიდებულ  აზნაურთაგან  ცოცხლად  შეიპყრეს  და საპყრობილეში  ჩააგდეს.  მათ  შორის  იყო  გრიგორ  ხაღბაკის  ძე, იშხანად  წოდებული  თავისი  ვაჟკაცი  და  მამაცი  წამებული  ძმისშვილით,  რომელსაც  პაპაქი  ერქვა448.  ამისათვის  ჩვენმა  ლაშქარმა შური  იძია  ერთი  წლის  შემდეგ,  როცა  გაჟლიტეს  ყივჩაღთა დიდი ნაწილი  მათი  ვარდანაშატის  ქვეყანაზე  თავდასხმის  დროს.
674  (1225)  წლის  გასულს  ჩვენი  წელთაღრიცხვით,  ხორეზმ შაჰის  ორი  ვაჟი, გარემოცულნი  და  შევიწროვებულნი აღმოსავლეთის თათართა ჩრდილოეთის ლაშქრის მიერ, მოვიდნენ 200000 კაცით  ადარბადაგანის  ქვეყნის [გავლით] სომეხთა  დედაქალაქში, აიღეს  ის  და  გაავსეს  ვრცელი  ველი  კარვებით.  მათ  წინააღმდეგ გაემართნენ  ჩვენები,  დამარცხდნენ  და  ბევრი  დაიღუპა  დაბა  გარნისთან, უმეტესობა  კი ღრმა  ხრამში, ღვთის  რისხვის  გამო  ივანეზე მის  მიერ ჩადენილი  ახალი  და გაუგონარი ბოროტების  გამო: ერთი გარდაცვლილი  მღვდელი,  სახელად  პარკეშტი  ამოათხრევინა  საფლავიდან,  დააწვევინა  და  იმ  ადგილზე დააკვლევინა ძაღლი, რომ [დაეცინა] მის ნეშტთან ხშირად მომსვლელი  აღთქმადადებულებისათვის. ღმერთმა  პატივი  მიაგო  მათ.  [გარდმოავლინა] მათზე  ნათელი  შუქი ციხე-ქალაქ  ბიჯნისის  წინ,  სადაც  საძირკველი ჩაეყარა  ეკლესიას. [ივანე] ვერ იტანდა რომ  პატივს სცემდნენ სომხური აღმსარებლობის  ამ მღვდელს, რადგან წაქეზებული იყო ერთი ცბიერი  კაცის  სიტყვებით.  ის  გაგმირა უფალმა  მეხით  იმავე  ღამეს, როცა  ეს  ამბავი  მოხდა449.
ძლევამოსილმა სულთანმა450, გაამაყებულმა უზრუნველად გადათელა მრავალი ადგილი და დაბრუნდა თავრიზში451. ერთი წლის შემდეგ  ის  გაგის  ველის გავლით  წავიდა თბილისზე, მრავალი  სიავე ჩაიდინა  და დაბრუნდა  ხლათში,  აიღო  ის  და გამდიდრებული  გაემართა  ჰორომის  სულთან  ალადინის452 და  მელიქ  აშრაფის  წინააღმდეგ. მისმა ჯარმა დიდი მარცხი განიცადა და [სულთანი] მცირე [რაზმით] გაიქცა მუღანის ველზე453, რომელიც მდიდარია ყველაფრით,  რაც  საჭიროა  ადამიანისა  და პირუტყვისათვის.  აქ  მას  მეყსეულად  დაეწივნენ  თათრები, რომელთაც ადრე  განდევნეს [სულთანი] თავისი ქვეყნიდან. აქედან გამოაბრუნეს  ის  და  გაქციეს  ამითისაკენ. ამ  გაქცევის  დროს  ის  მოკლულ  იქნა  ან  თათრის  მახვილით,  ან როგორც  ამბობენ,  ერთი  ვინმე თავისიანისგან, რომლის ნათესავი მოკლეს ცოტა ხნის წინ და ის აღელვებული იყო ამით, ან [შესაძლოა] განუწყვეტელი ლაშქრობებისაგან. [ასე დაისაჯა მის მიერ] დაღვრილი უდანაშაულოთა  სისხლისათვის.
თათრებად  წოდებულნი  მოვიდნენ  ცოტა  ადრე  –  669  (1220) წელს, სურდათ მობრუნება  671  (1222)  წელს,  მაგრამ  ვერ  გაბედეს. მათ  შეიერთეს  ურიცხვი  ჯარი,  წინამძლოლად  ჰყავდათ  მხედართმთავარი  ჩარმაღანი454,  წავიდნენ  განძაკზე  684  (1235)  წელს,  ალყა შემოარტყეს  მას  რამდენიმე  დღით,  ვიდრე  არ  აიღეს, დაუზოგავად დახოცეს [მცხოვრებლები], გარდა ჩვილი ბავშვებისა და ქალებისა, რომლებიც მოსწონდათ455. ამით  ძალა  მოიკრიბეს,  შევიდნენ  ქართველთა  სამეფოში,  დაანაწილეს  მხარეთა  ცნობილი  ადგილები  და გამაგრებული ციხეები  მათ  დიდ  მთავრებს  [შორის], რომლებსაც ნოინებს456 უწოდებენ.  ისინი  წავიდნენ  თავიანთ  წილხდომილ მხარეთა  ციხეებში, რომლებიც  მყის  მისცეს  მათ  ხელთ  სასჯელად ჩვენი უზომო ცოდვებისათვის. ჩაღატა ნოინმა მიილო ქალაქი ლორე და  მისი  მიმდებარე  მხარეები;  დუღადა  ნოინმა  –  გამაგრებული ციხე  კაიანი,  საიდანაც  განდევნეს  ამ  მხარის უფალი  ავაგი;  დიდმა ჩარმაღანმა  –  ანისი  და  ყარსი  მათი შემოგარენით, ღატაღა  ნოინმა –  ჩარექის,  გეტაბაქსისა  და  ვარდანაშატის  ოთხივე მხარე;  მოლარ  ნოინმა,  რომელსაც  წილად  ხვდა  დიდი  მთავრის  ვაჰრამის სამფლობელო  ციხეები,  ჯერ  მოხერხებულობით  აიღო  შამქორი. ვაჰრამი  კი თავისი  ვაჟით აღბუღათი457 გარბოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, ვიდრე  არ  შეიტყო,  რომ [თათრები] ინდობდნენ დამორჩილებულთ, ვინც თავიანთი სურვილით დანებდებოდა მათ. შემდეგ  [ვაჰრამი] მოვიდა  და  დაიბრუნა  ციხეები  და  გავარები, რომლებიც  მისი  მემკვიდრეობითი  კუთვნილება  იყო  და  აღებული ჰქონდათ [თათრებს]:  ტავუში,  კაწარეთი,  ტერუნაკანი,  ერგევანქი, მაწნაბერდი,  რომელიც  იყო  კვირიკიანთა  სამეფო  გვარის  [წარმომადგენლის] აღსართანის  [სამფლობელო],  ნორბერდი  –   ვასაკ მეფის  საკუთრება,  ქავაზინი  –  უძლეველი  სიმაგრე,  სახელოვანი ციხე  გაგი  და  მისი  გავარი,  აშენებული  გაგიკ მეფის მიერ, სადაც იყო  წმინდა  და მთელ  ქვეყანაში სახელგანთქმული ჯვარი  და  ეკლესია, დაარსებული და ნაკურთხი სომეხი ვარდაპეტისა და მთარგმნელის  წმ.  მესროპის  მიერ.  [ეს  ეკლესია]  დგას  გაგის  თავზე  და  გაჰყურებს  ფართო  და  ვრცელ  ველს.  [თათრებმა  აიღეს]  აგრეთვე სხვა  ციხეები  და  კლდეში  ნაკვეთი  სიმაგრეები  გავარების,  სოფლების  და  აგარაკების  ტყეებში,  ველებზე  და  ხევებში.  ყველაფერი ეს  [თათართა] ხელში  გადავიდა მოკლე  ხანში დაუმსახურებლად  და იოლად. [ეს  იმიტომ  მოხდა],  რათა გვცოდნოდა, რომ უფლის  ხელია, რომელმაც  მისცა  ჩვენი  ქვეყანა  ჩვენს  თვალწინ  შესაჭმელად უცხოელებს.  მაგრამ  ადრე  ნათქვამზე უფრო  სამწუხარო  და  მაცდუნებელი  სუსტებისათვის  ის  იყო,  რაც  [უფალმა]  თავის  სიწმინდეებს  და  წმინდანებს  დამართა. მათ  აიღეს სარჩოს,  უმეტესად წყლის  ნაკლებობის  გამო  გასაჭირში  ჩავარდნილი  ვარდაპეტ ვანაკანის დიდებული, სახელოვანი და ნაყოფიერი გამოქვაბული, სადაც თვითონ  იყო  გამაგრებული  თავისი  მოწაფეებით  და  სხვებით,  მასთან თავშეფარებული  ხიზნებით.  მათ  ნაცვლად  [სვანაკანმა]  თვით მისცა  თავისი  თავი,  ქრისტეს  მსგავსად  წავიდა  ტყვედ  და  გაათავისუფლა  ისინი. რამდენიმე  ხანს იმყოფებოდა ბარბაროსი ხალხის  ბანაკში,  ხოლო  შემდეგ  მიჰყიდეს  ქრისტიანებს,  რომლებიც იყვნენ  გაგის  ციხეში. მათ  გამოისყიდეს  არა  ურიათა  მსგავსად  – სამარცხვინო  სიკვდილისათვის,  არამედ  უფლის  მსგავსად – სახელოვანი თავისუფლებისათვის. გამოისყიდეს ის 50 დრაჰკანით უფრო  ძვირად,  ვიდრე  უფალი.  ასეთი  ძუნწი  იყო უფლის  გამცემი  და იაფად  აფასებდა  მას,  რისი  ღირსიც  თვითონ  იყო.  ამის  შემდეგ ვანაკანმა  იცოცხლა  15  წელი  ღვთის  სადიდებლად  და  მრავალთა სასარგებლოდ  და  განისვენა  ქრისტესთან  თავისი  მძიმე  შრომით, ქვეყნის განმანათლებელთა  სარეცელზე  18  მარტს,  ძველი სტილით არეგის თვის  10-ში, დიდმარხვის შაბათს, ორენდისა და  მისი ძმების ხსოვნის  დღეს,  ხოლო  ჩვენებურად  იერუსალიმის  მამამთავრის კირილეს ხსოვნის დღეს. [მისი გარდაცვალების გამო] დღესასწაული გაიმართა ზემო  იერუსალიმში,  რაც  იმ  დროიდან  საზეიმო  და საპატივცემულო დღეა მათი შთამომავლობის  – სინათლის შვილებისათვის,  მისი  სიძის უკვდავი მეფის იესოს,  მისი მამისა და სულიწმიდის  სადიდებლად.  [ვანაკანმა] დატოვა  ასმაგად  კეთილი  სახელი თავის მოწაფეებში  და საეკლესიო საგანძურის  წიგნებში, რომლებიც მომდინარეობს  ღვთის  მადლიდან  და  შემოქმედის  ნათელი  გონებიდან.  700 (1251)  წელს  ის უდროოდ  განვიდა  სამარადისო სასუფეველში458.
685  (1236)  წლიდან  სომხური  წელთაღრიცხვით  714  (1265) წლამდე,  რომელშიც  ჩვენ  ვცხოვრობთ,  რაც  მოიმოქმედა მოისართა ტომმა459 მთავრებისა  და სამეფოების მიმართ დიდი ზღვის აქეთა მხარეს:  სპარსეთის,  ალბანეთის,  სომხეთის,  საქართველოს და  ჰორომად  წოდებულ  ქვეყანაში,  სადაც  სახლობდნენ  სომხები, ასურელები,  ბერძნები,  ტაჭიკები  და  თურქმანები  დაწვრილებით აგვიწერეს  ჩვენმა  მამამ,  ღვთის  წმინდანებთან  ერთად  განდიდებულმა  ვარდაპეტმა  ვანაკანმა  და  ჩვენმა  მეგობარმა  ვარდაპეტმა  კირაკოსმა460,  ჩვენი  მამის  მსგავსმა.  [ამის  გამო]  ჩვენ  ვეღარ გავბედეთ  გაგვესამებინა  [ამ   ამბების  თხრობა],  ან სიტყვა  გაგვეგრძელებინა [იმავე  ამბებზე],  არამედ  მოკლედ  მოვიყვანეთ  მხოლოდ  თარიღები  ღირშესანიშნავი  ამბებისა  და  დასამახსოვრებელი საქმეებისა  ჩვენი  ნაშრომის  დასამთავრებლად,  რომელიც  დიდი ხნის  წინ  დავიწყეთ  და  დაუმთავრებელი  დავტოვეთ  იმ   ისტორიკოსთა  წინაშე  სირცხვილით,  რომლებიც  ზემოთ  მოვიხსენიეთ. იმიტომ, რომ  სიტყვას  არ შეუძლია გამოამზეუროს  და სამახსოვრო გახადოს  ჩვენ  ცოდვათა, დანაშაულთა და ბოროტებათა  უხვი  სიმრავლე, ისევე როგორც საზღაური ლვთის   სამსჯავროს სამართლიანი  შურისძიებისა. მით  უმეტეს,  შესაძლებელია  თუ  არა სამაგიეროს  მიგებისა  და  ჩვენ  სიბოროტეთა  რაოდენობის ათვლა? სრულიად  არა. მაგრამ გაიმარჯვა და  ყოველთვის  გაიმარჯვებს ღვთის გულმოწყალების სიღრმეთა სიღრმენი  და განუხომელობათა განუხომელობანი.  ამისთვის  ღმერთს  მის  დაბადებულთაგან  წყალობა,  კურთხევა,  დიდება,  პატივი, უთვალავი  და  უსაზღვრო,  ყველასაგან  ერთად  და  თითოეულისაგან, ხილულთა  და  არა  ხილულთაგან  და თქვან  მათ:  ამინ უსასრულო, უსახღვრო  და უკვდავ  არსს.
691  (1242)  წელს  სომხური წელთალრიცხვით  ბათუ  ნოინმა461 შეცვალა  ჩარმაღანი,  აიღო  კარნუ  ქალაქი  და  გამოიყვანა  იქიდან წარჩინებული, მდიდარი და ღვთისმოშიში კაცი უმეკი და მისი ნათესავები:  ბარონ  იოანეს  შვილები – სტეფანოსი  და  მისი  5  ძმა.  692 (1243)  წელს  [ბათუმ  აიღო] ჰორომად  წოდებული  მთელი  ქვეყანა: ჯერ  სახელგანთქმული  ქალაქი  კესარია,  შემდეგ  სევასტი, რომლის [მცხოვრებლები] დაინდეს  გაჟლეტისაგან,  რადგან  მყის  დაემორჩილნენ  მათ,  შემდეგ  ერზინკა, რომლის  [მცხოვრებლები] უწყალოდ ამოწყვიტეს  და  ტყვედ  წაიყვანეს,  რადგან  მათ  წინააღმდეგობა  გაუწიეს  და  სხვა ქვეყნები  და გავარები, სადაც უმეტესად ცხოვრობდა ტანჯული  სომეხი  ხალხი.  ჩვენი  წელთაღრიცხვის  რიცხვითი  [ასოები] იყო  ოღბ  (692)462  და მართლაც  ამ დროს  იქმნა  საქმე  შესატყვისი გლოვისა და ცრემლებისა, რამაც მოიცვა არა მარტო მეტყველები,  არამედ  უტყვებიც,  მთები  და  ველები  მოირწყა  სისხლითა და  ცრემლით. 
ეს  გლოვა  განმეორდა  698  (1249)  წელს,  რადგან  ბათუმ  და სხვა უფროსებმა  ეჭვი  მიიტანეს ქართველთა  მეფისა  და  მთავრების ამპარტავნებასა  და  ამბოხებაში,  შეიპყრეს  მეფე  დავითი  და  სხვა დიდებულები,  შეკრეს  და  სიკვდილის  განაჩენი  გამოუტანეს. მაგრამ ზეციერის ზრუნვამ  იხსნა  ისინი სიკვდილისაგან.463 მაინც უთვალავი [ხალხი] დახოცეს და წარტყვევნეს სოფლები და აგარაკები,  შეურაცხჰყვეს  ქალები  სომხეთში  და  უფრო  მეტად  ქართველთა ქვეყანაში. 
699  (1250)  წელს გარდაიცვალა  ივანეს  ძე  ავაგი  და  დამარხეს პღნძავანქში  თავისი  მამის  გვერდით,  [რომელიც  იყო] კაცი  გულუხვი,  ომისმოყვარე  და  მლოცველი.
700  (1251)  წელს  რომის  დიდმა  პაპმა464 დააყენა  საკითხი  და მისწერა  ყველა  ქრისტიან  ხალხებს  –   ეღიარებინათ  სულიწმიდის წარმომავლობა  მამისა  და  ძისაგან.  ეს  არ  აღმოჩნდა  სასურველი ასურელების,  ბერძნების,  ქართველებისა  და სომხებისათვის. [სომხებმა] გადასინჯეს პირველი წმინდანების  აღმსარებლობა  ღმერთთან დაახლოებული  ვარდაპეტ ვანაკანის საშუალებით და ნახეს ის თანხმობაში  გამოჩენილ,  დიდებულ  მამათა – ათანასეს,  გრიგორ ღვთისმეტყველის,  გრიგორ  ნოსელის,  გრიგორ  განმანათლებლისა და  სხვა  წმინდანების  [მოძღვრებასთან].
701  (1252)  წელს  გაჩნდა  კალია ზემო  სომხეთის  ქვეყანაში  და ზიანი  მიაყენა  მრავალ  გავარს.
702 (1253) წელს მანგუ ყაენმა465 ბრძანება გასცა აღრიცხულიყო მისი ხელისუფლებისადმი დამორჩილებული ქვეყნები ცნობილი  კაცის არღუნის466  მიერ  და დაედოთ  ხარკი თითოეული  კაცის თავს,  გარდა  ქალებისა,  ღრმა  მოხუცებისა  და  ჩვილი  ბავშვებისა.
703  (1254)  წელს  ქრისტესმოყვარე  სომეხთა  მეფე  ჰეთუმი467 გაემართა ბათუსთან – ჩრდილოეთის დიდ მეფესთან, ჩინგიზ ყაენის თანამეტომესთან, ხოლო იქიდან მანგუ ყაენთან. ის ღირსეულად პატივდებული და განდიდებული  იქნა  და  ერთი  წლის  შემდეგ მშვიდობით დაუბრუნდა  თავის  ტახტს.
704  (1255) წელს მოვიდა ჰულაგუ468, მანგუ  ყაენის  ძმა, უთვალავი ლაშქრით და დიდი ძალით  სპარსეთზე,  ასურეთზე,  სომხეთზე, საქართველოზე  და  ალბანეთზე.  [ჰულაგუმ]  ჯერ  უბრძანა  მოსულ ჯარს  მთელი  თავისი  ავლა-დიდებით  თავს  დასხმოდა  ჰორომთა ქვეყანას, რომელთაც შიშით დასტოვეს ზემო  [სომხეთი] და იძულებული  გახდნენ  წასულიყვნენ.  [თათრები  კი] დაეუფლნენ  მთელ ხმელთაშუა  ქვეყნებს  ვიდრე  ზღვამდე, რომელიც ჰორომთა სულთნების ხელისუფლების  ქვეშ  იყო. თვითონ დიდი ჰულაგუ  თავისი მოსვლის  იმავე, 794  (1255)  წელს, გაემართა მელჰედთა  ქვეყანაში ალამუთში,  აიღო  ის  და  გააძევა [მათი]  მმართველი. მის მოსვლამდე მისი ჯარი  ისავურ  ნიონის სარდლობით გარემოცული  და მძიმე  მდგომარეობაში  იყო. იქიდან დაბრუნების შემდეგ [ჰულაგუმ] უხმო თავისთან ქართველთა მეფე დავითს და ქვეყნის დიდებულებს, სიყვარულით  და  პატივით  მიილო  ყველანი,  განსაკუთრებით  კი ქრისტიანები, რადგან  მისი უფროსი ცოლი ტოღუჩ ხათუნი ქრისტიანი იყო, მიმდევარი ასურელთა მოძღვრებისა, რომელთაც  ნესტორიანელებიც  ეწოდებოდათ469,  მაგრამ არ  იყო გაცნობილი  მათ მწვალებლობას, გულწრფელი სიყვარულით ადიდებდა ყველა  ქრისტიან  ხალხს  და  აღავლენდა  ლოცვას,  ისევე როგორც  თვით  ელხანად  წოდებული  ჰულაგუ.  მათ  თან  დაჰქონდათ  ეკლესიის  მოყვანილობის ტილოს  კარავი,  მეზარის  ხმაზე  [უხმობდნენ] და  წირვა-ლოცვის  წესს ატარებდნენ მღვდლები  და  დიაკვნები.  მათ  ჰქონდათ სკოლები  და  ბავშვებს  თამამად  ასწავლიდნენ [ქრისტიანულ  მოძღვრებას]. მათთან ყოველი მხრიდან  და  სხვადასხვა ქრისტიან ხალხთაგან  მოდიოდნენ  ეკლესიის  მსახურნი  და  ეძიებდნენ  მშვიდობას, პოვებდნენ მას და ბრუნდებოდნენ  სიხარულითა  და  საჩუქრებით.
705  (1256)  წელს  გარდაიცვალა  ბათუ – ჩრდილოეთის  დიდი მპყრობელი.  იმავე  წელს  მისი  შვილი  სარდახი მოწამლეს ძმებმა, შურით აღძრულებმა, რადგან მას გადასცა მამამ თავისი და მანგუ ყაენის  სამფლობელო. მისი სიკვდილი დიდი გლოვა იყო  ქრისტიანებისათვის, რადგან იყო სრულყოფილი ქრისტიანი და მრავალის ხსნის  მიზეზი ხდებოდა, მოაქცევდა რა [ქრისტიანულ] სარწმუნოებაზე  თავისიანებსაც  და  უცხოებსაც.
707  (1258)  წელს  მამაცმა ჰულაგუმ  აიღო ბაღდადი ჯაფარისა და ისმაიტელთა მიერ  მისი აშენებიდან  515 წლის შემდეგ,  194  (745) წელს  სომეხთა  წელთაღრიცხვით,  ტიგროსზე,  ძველი ბაბილონიდან 7 დღის  სავალზე470.  ჰულაგუმ  თავისი  ხელით  მოკლა  ხალიფა  მუსთასიმი471 და გადარჩნენ  იქ  მყოფი  ქრისტიანები  დიდი დედოფლის ტოღუზის ნებითა და შუამდგომლობით. ხალიფა ნიშნავს მოადგილეს მუჰამედის  ტომიდან,  რომელიც  გამოჩნდა 60 (611) წელს  სომეხთა წელთაღრიცხვით. უკანასკნელი [ხალიფა] კი  ცხოვრობდა  707  (1258) წლამდე. ელხანმა ჰულაგუმ აოხრებული ბაღდადიდან  დაბრუნების  შემდეგ,  იმავე  წელს  ალყა შემოარტყა  მუფარლინს,  მარტიროსთა  ქალაქს  ორი  წლით472, რადგან  [ამ   ქალაქის] სულთანმა ედილთა ტომიდან წინააღმდეგობა გაუწია ჰულაგუს  ვაჟს ისმუდს,  ჩაკეტა ქალაქი  და ეომებოდა  მას.  ეს გახდა ღვთის განრისხების  მიზეზი.  ალყაშემორტყმული  მცხოვრებლები  ჭამდნენ  როგორც  წმინდა,  ისე უწმინდურ ცხოველებს, შემდეგ ღარიბებს,  მერე თავიანთ  ნაშობებს  და  ერთმანეთს,  ვინც  კი  შეეძლოთ.  აქაურმა მღვდელმთავარმა, შიმშილისაგან გააფრთებულმა  და გამხეცებულმა შეჭამა  თავისიანები.  მან  დაწერა  ეს  აღსარება  ქალალდზე,  იმ  იმედით, რომ ვნახავდით  ჩვენ  მის დაწერილს  და შეწყალებას მიიღებდა მოწყალე  ბუნების შემქმნელისაგან.  თავისი  თავი  მან  მისცა  კვნესას, ტირილს,  ვაებას,  მწუხარებას  და  განუწყვეტელ  სინანულს  სულის ამოსვლამდე.  მისი  აღსარების  წიგნი  ჩვენ  ვნახეთ,  როგორც  მას იმედი  ჰქონდა  და  ვიმედოვნებთ,  რომ  მას  შეიწყალებს  ყოვლისმცოდნე  ბუნების  შემქმნელი.  თავისი  სიკვდილით  შეგვიბრალა  ჩვენ კაცთმოყვარე  ღმერთმა – შეწყალების  სიღრმემ  და  სიყვარულის უსაზღვრობამ.  დაე  შეიწყალოს  და  განწმინდოს  წმინდა  ეკლესიის ზიარებით  ის და მასთან ერთად ყველა, ვინც მონანიებით დაამყარა და დაამყარებს თავის იმედს  ჩვენი ღმერთის ქრისტეს შეწყალებაზე. თქვენ  კი  მკითხველნო,  სიყვარულით  აღსავსე  გულით  უმზირეთ ღმერთს  და  წარმოთქვით:  ამინ!
708  (1259)  წელს  ჰულაგუ  გაემართა  შუამდინარეთში,  აიღო მისი  ქალაქები  და  გავარები,  როგორც  დაწვრილებით  აღწერეს ისტორიკოსებმა,  მასთან მოვიდა  სომეხთა კათალიკოსი473, აკურთხა [ჰულაგუ] და  მოიპოვა მისი  სიყვარული.  მასთან  იყო  შამის  მთელი ქვეყნის აღების დროს  ჩვენი გვირგვინოსანი ჰეთუმიც474, რომელიც იყო  ყველა  [ბრძოლის] ადგილას  და  იხსნიდა  სიკვდილისაგან  ქრისტიანებს,  როგორც  სასულიერო,  ისე  საერო  პირებს.  ამისათვის უფალმა  შეუნდოს  ცოდვები  და  ხანგრძლივი,  ნებიერი ცხოვრება [მისცეს]  მის შთამომავლებს. ჰულაგუ დაბრუნდა საზამთრო  სადგომ მუღანის ველზე  და საზაფხულო სადგომ დარინის გავარში, ანუ  სხვანაირად დარანის  ველზე.  აქ ირგვლივ  მთებში მდებარეობს გამოქვაბულები  და  კლდოვანი  ციხეები.  შეიყვარა [ჰულაგუმ ეს ადგილი] და ააშენა  აქ ნაგებობები  თავისი  გემოვნების მიხედვით.  ის  ფიქრობდა  აეშენებინა  აქ  ქალაქი,  რის  გამოც  დაზარალდა  ეს  ქვეყანა, რადგან  ხალხსაც  და  პირტუყვსაც  შორიდან  უნდა  ეზიდათ  მძიმე მორები.
709  (1260)  წელს აღებულ  იქნა მარტიროსთა  ქალაქი  მრავალი გაჭირვებისა  და  ზიანის  შემდეგ, რომელიც  განიცადეს  არა  მარტო გარემოცულებმა, არამედ გარემომცველმა თათართა ჯარმა და ქრისტიანებმა, რომლებიც  მათთან ერთად ომობდნენ  და  ებრძოდნენ ერთმანეთს შიგნით  და გარეთ.  აქ დაიღუპა მშვენიერი ახალგაზრდა  სევადა  ხაჩენელი,  დიდი  მთავრის  გრიგორის  ვაჟი, რომელიც მამაცურად  იბრძოდა,  შეიმოსა  შარავანდედით,  დაიცვა  რწმენა  და შიში  ღვთისა  და  ელხანის  მიმართ.  დაე  სისხლით  მონაწილე  იყოს ის  ქრისტეს  მოწამეებთან ერთად, რომლებმაც  დაიცვეს  რწმენა  და შიში  მის  მიმართ,  ამინ!  იმავე  წელს  ამოწყვიტეს  ელხან ჰულაგუს მიერ შამის ქვეყნის დასაცავად დატოვებული ჯარი, დიდი მხედართმთავრის,  სარწმუნოებით  ქრისტიანის  ქითბუღას  სარდლობით, 20000  კაცი.  მას შეებრძოლა  მისრის სულთანი უთვალავი რაოდენობის  ჯარით  თაბორაკანის  მთის  ძირას  და  რადგან  მცირე  იყო ბუღას  ჯარი,  დახოცეს  და  დაატყვევეს.  ისინი  ვინც  გაიფანტნენ, აქეთ-იქით  დაიმალნენ  და  გადარჩენილები  მოვიდნენ  სომეხთა მეფესთან,  ჰპოვეს  მასთან  კაცთმოყვარეობა,  [მიიღეს] სამოსელი, ცხენები  და  სურსათი.  მრავალი  თათარი  და  ქრისტიანი  მოვიდა მადლიერი  თავის მფლობელთან.  ამ დროიდან  განდიდდა  მეფე  ჰეთუმის  სახით  ქრისტეს  სახელი  თავისიანებში  და  უცხოებში.
710 (1261)  წელს მთავართა-მთავარი, მეფურად  ბრწყინვალე ჯალალი475 მწარე ტანჯვით შეემატა  ქრისტესა  და  მის  მოწამეთა [რიცხვს] ტაჭიკთა ცილისწამების  გამო, რომლებმაც ბრალი დასდეს მას  და  გადასცეს  არღუნს.  ის  წაიყვანეს  ტაჭკასტანში,  ყაზვინში  და იქ  ღამით  მოკლეს,  დაჩეხეს  ნაწილებად.  ამის  მიზანი  იყო მხოლოდ ქრისტეს  სიყვარული. მარხვაში,  ლოცვაში,  ქველის  მოქმედებაში, კვირა  დღეს  ფეხზე  დგომაში  გაატარა  მან  თავისი  ცხოვრება სიბერემდე.  ამის  გამო  პატივი  დასდო  მას  ღმერთმა  ნათელის გარდმოვლენით  მის  გახლეჩილ ნაწილებზე, შარავანდედით შემოსა ისინი  და ამით დაამოწმა მისი უდანაშაულო მოწამეობრივი  სიკვდილი.  ეს  რომ  დაინახეს  მისმა  მკვლელებმა,  შეშინებულებმა  ჩაყარეს მისი ნაწილები ერთ ღრმა  ჭაში, ვიდრე მოვიდნენ  მისი ახლობლები და დაკრძალეს  მის საკუთარ მონასტერში განძასარში476, მამა-პაპათა სასაფლაოზე. იგივე ნათელის სხივოსნობა იხილეს მისი  ნაწილების გადამტანებმა.
იმავე  710  (1261)  წელს  სომხური წელთაღრიცხვით  ელხან ჰულაგუს კარზე მოკლეს ქართველთა მხედართმთავარი შაჰან-შაჰის ძე ზაქარე477 სიყმაწვილის ასაკში, სილამახის აყვავებისა და წინსვლის,  ბედნიერების  ხანაში,  გამოჩენილი  და  ცნობილი  ყველასათვის.  მას  წაუყენეს რაღაც ბრალდებები  და  მათ შორის  ისიც, თითქოს  ის  აბრკოლებდა  დაწესებული  ხარკის  დროზე  გაგზავნას ხაზინაში.  მის სიკვდილს სინანულით დასტიროდა მთელი საქართველო  მეზობელი სომხეთით  და  რამდენად უფრო  მწარე, მტანჯველი ვაებით  მოსთქვამდნენ  მისი  მშობლები. ამის გამო იმავე დღეებში და გლოვის ჟამს გულგაგმირული გარდაიცვალა [ზაქარეს] მამა, რომელიც იწოდებოდა შაჰან-შაჰად, დედაქალაქ ანისის უფალი.  აქ ერთ დროს იჯდა  მეფე, რომელიც ბაგრატუნთა  მეფეებისა  და  სხვა  სამეფოების უფროსი  იყო. [ამიტომ] ანისის უფალი შაჰან-შაჰად იწოდა ანუ  მეფეთა  მეფედ. იდუმალი  რიცხვი შვიდასი აღნიშნავს  სიმშვიდეს, ხოლო ათი –  წმინდას, რაც  აღნიშნავს ღვთის  წმინდანთა  დამშვიდებას მომავალ ღვთის შაბათს. ნათქვამი  ნიშანდობლივია:  ამ  რიცხვში აღსრულდა  ლოცვა  ყველა  წმინდანზე.
711  (1262)  წელს აღესრულა  მეუფე  ნერსესი  – ალბანთა  კათალიკოსი478  მწვავე  წყალმანკის  სენით.  მან  ვერ  ნახა  მკურნალებს შორის  წამალი,  გარდა იესო [ქრისტესი], რომელიც  არის  უკვდავი ცხოვრების წამალი.  მისი დიდი იმედით, აღსარებითა და ანდერძით მიიცვალა [უფალი ნერსესი] თავისი ღირსეული   ცხოვრებისდაგვარად,  სიმდაბლითა  და  კაცთმოყვარეობით.
712  (1263)  წელს  მიიცვალა  ქრისტესთან  სახელოვანი  განდეგილი,  საპატიო  ხარისხისა  და  წოდების  ღირსი, რომელსაც ღვთის მადლმა მოუწოდა გარდმანის სახლისა  და  სხვა ციხეებისა და  გავარების  მღვდლად, მოძღვრად  და  არქიეპისკოპოსად,  კაცი  სახელოვანი  და  საქვეყნოდ  ცნობილი –  მეუფე  იოანე  ტუეცი.  ის  [მარხულობდა]  სამ ორმოცდაათ [დღეს] უპუროდ და  უწყლოდ,  აგრეთვე ოთხშაბათსა და პარასკევს. ის  წავიდა  იერუსალიმში  ფეხშიშველი, სადაც  დიდმარხვის  დღეები  აღდგომამდე  ფეხზე  მდგომმა  და  უჭმელმა  გაატარა.  მან  განაცვიფრა  იქ  მყოფი  ფრანკები,  რადგან  არა მარტო  ფეხზე  მდგომი  და  უჭმელი  იყო,  არამედ  დამუნჯებულიც. ის  ევედრებოდა  ღმერთს,  რათა  მას  ერწმუნა  ამბავი,  რომელიც ხალხში  არსებობდა.  კერძოდ  ის,  რომ  [როცა] იკლებს  შუქი,  სომეხთა კანდელი  [პირველი]  ინთება. როგორც თვითონ მოგვითხრო: „წმ.  საფლავის  მცველს  უყვარდით  და  გვეალერსებოდა  ჩვენ  და მას  ვთხოვეთ  დაედასტურებინა  წეს  ამბავი].  მან  მითხრა:  იყიდე კანდელები  და  ჩამოკიდე  შენი  ხელით,  რაც  ასეც  გავაკეთე.  ვიყიდე კანდელები  და დავკიდე  წმ.  საფლავზე  – მარჯვნივ  ფრანკთა, მარცხნივ  ბერძენთა  და  შუაში  სომეხთა  სახელზე, როგორც  ჩვეულებრივ აკეთებდნენ.  კარები  დავკეტეთ  და  დავლუქეთ.  მცველმა  მომცა ბეჭედი  და  გასაღები.  დიდ  შაბათს  9  საათზე,  როცა  აღვასრულებდით ლოცვას მთელი ქალაქი  და მლოცველები, მოვიდა მცველი და  მითხრა:  მეუფეო,  უბრძანეთ  გააღონ,  რადგან  შუქმა  დაიკლო. წავედი,  გავაღე,  ავხსენი  ლუქი. მართლაც  ეჭვგარეშე  შუა  კანდელი ენთო  მხურვალე,  ულევი  ალით“.  ამ  სასწაულით  სახელი  გაითქვა [იოანემ].
მეუფე  იოანემ  მოგვითხრო  შემდეგი:  „გავემგზავრე  წმ.  ბეთლემში  და  ვიხილე  იქ  წმ.   მოციქულთა  გამოსახულებები  ეკლესიის კედლებზე.  ტაჭიკებს  შეურაცხყოფის  მიზნით  თვალები  დაეთხარათ მათთვის.  მე დავღონდი  და  მივმართე  წმ. მოციქულებს  ვედრებით: სასურველია  კი  მათთვის  ყველგან  მათი  გამოსახულებები  იყოს. იერუსალიმში  დაბრუნებულს,  იმავე  ღამეს  მეზმანა  ორი  საოცარი მამა,  რომლებიც  მოდიოდნენ  ჩემსკენ.  თვითონ  წავედი  მათკენ და  ვკითხე:  ვინ  ხართ  თქვენ  ღვთის  წმინდანებო?  და  მათ  მიპასუხეს:  პეტრე  და  იოანე,  რომელთაც  შენ   შესთხოვე  შეეტყობინებინათ  [აზრი]  ქრისტიანთა  მიერ  მათი  გამოსახვის  თაობაზე. ეს  ჩვენ  არ  გვნებავს,  თავი  მოვაბეზრეთ  და  ვეცხადებით  მათ  აქა-იქ,  მაგრამ  ისინი  არ  გვისმენენ“.  ბერმა, რომელიც  თან ახლდა  მას იერუსალიმში,  მოგვითხრო:  „[მეუფე  იოანე] ფეხშიშველი  მოვიდა [დანიშნულების] ადგილამდე. შემდეგ ერთ დღეს დამიძახა  და მითხრა:  ნახე  ჩემი  ფეხი,  მტკივა  და  მაწუხებს.  ვნახე  ფეხი,  მოვსინჯე სიმსივნე  ნემსით  და  ვნახე  ბასრი, მსხვილი  ეკალი, რომელიც  გამოდიოდა  დიდი  რაოდენობით ჩირქთან ერთად. ამან გამაკვირვა, რადგან  არ  გვაუწყა  ჩვენ  და  მივიდა  [იერუსალიმამდე] ღვთისა  და წმ.  ადგილების  სიყვარულით,  არაფრად  ჩათვალა  რა [ტკივილის] სიმწარე“.  ასეთი  მძიმე  და  ვიწრო  გზით  მივიდა  ღრმა  სიბერემდე და  განისვენა  ქრისტესთან  ნორბერდის  ციხის  დიდებულ  მონასტერში  ანაპატში.  ის  დაკრძალეს  მისი  ხელთქმნილი  ეკლესიის  კარებთან. სამეფო [წარმოშობის] ვასაკ ბაგრატუნის ბრძანებით,  ნებითა  და  შემწეობით  მან  აღმართა  ბევრი  ნაგებობა.  მისი  ხსოვნა დარჩეს  კათოლიკე  ეკლესიაში  ღვთის  წინაშე  და კურთხეულ  იყოს უკუნითი  უკუნისამდე.
713  (1264)  წელს  ჩვენ  გვიხმო  ელხანმა  ჰულაგუმ  შნორჰავორად წოდებული  კაცის პირით.  ის განდიდებული  იყო  იმ  ხანებში  ყველას  მიერ  და  უმეტესად  ქვეყნისმპყრობელთა,  სახელდობრ, ჩრდილოეთის  მხარის  მპყრობელის  ბათუს  მიერ,  რომელსაც  ის ეახლა  და პატივდებულ  იქნა  მისგან, როგორც ჰულაგუ  ელხანისგან. [ჰულაგუმ] თავისი  ხარჯითა  და  თავისი  ცხენებით  წაგვიყვანა  ჩვენ და  ვინც  ჩვენთან  იყვნენ – ვარდაპეტები,  ჩვენი  ძმები:  სარგისი, გრიგორი  და თბილისის მღვდელმთავარი.  ჩვენ  ვიხილეთ  ეს  დიდებული [მბრძანებელი] დიად დღეს, ახალი თვისა და წლის დასაწყისში, რომაულად  ივლისის  თვეს  და  ჩვენებურად  არაცს.  მათ  ამ  დროს ჰქონდათ  საზეიმო  დღეები –  ერთი თვე  და ეწოდებოდა  ამ  დღეებს ყურულთაი479 ანუ  ბჭობის  ზეიმი.  ამ  დროს  სხვა  ყაენები  ჩინგის ყაენის  მოდგმიდან  დიდ  [ყაენთან]  მოდიოდნენ  სათათბიროდ,  რაზეც  საჭიროდ  ნახავდნენ,  ყველა  თავიანთ  უხუცესებთან  ერთად, ახალ  სამოსელში  გამოწყობილნი.  [ისინი]  ყოველ  დღე  ახალი  მრავალფეროვანი  ჩასაცმელით  [იმოსებოდნენ].  აქვე  იყვნენ  დიდი  და საუცხოო საჩუქრებით ყველა  მათი  დამორჩილებული  მეფეები  და სულთნები,  ისე  როგორც  ჩვენ  ვიხილეთ –  სომეხთა  მეფე  ჰუთუმი, ქართველთა მეფე დავითი480, ანტიოქიის უფლისწული  და  სპარსეთის  მხარის  მრავალი სულთანი. როდესაც [ჰულაგუმ] დაგვინახა ჩვენ, არ დაგვაჩოქა მათი ჩვეულების შესაბამისად, რადგან იცოდა, რომ არქაუნები481 მხოლოდ ღმერთს სცემენ  თაყვანს.  მოიტანეს ღვინო,  ვაკურთხეთ  და  წაიღეს  ჩვენი  ხელიდან.  სიტყვა, რომელიც [ჰულაგუმ] პირველად  ბრძანა იყო:  „გიხმე  შენ  იმისათვის,  რომ  გეხილე  და  გაგეცნე  მე  და  გულით  გელოცა  ჩემთვის“.  ზედმეტი  იქნება,  რომ  ყველაფერი  დავწერო,  [რაც  ჰულაგუმ  მითხრა].  ბევრი ისაუბრა  და  ჩვენც  ვპასუხობდით. [ჰულაგუმ] დაგვსხა  ჩვენ  და მოგვართვეს  ღვინო.  ჩვენთან  მყოფმა  ძმებმა შეასრულეს  შარაკანი, ქართველებმა [შეასრულეს] თავიანთი მსახურება, ასევე ასურელებმა და რომაელებმა თავიანთი.  მაშინ  ელხანმა გადახედა ყოველი  მხრიდან  მოსულებს  და  თქვა:  „რას  ნიშნავს  ეს,  რომ  მე  მხოლოდ  შენ გიხმე  და  არც [შენზე] ადრე  და  არც [შენზე] გვიან,  არამედ  ამავე დღეს ყოველი მხრიდან მოვიდნენ ჩემს სანახავად და დასალოცად?“. პირველად  თვითონვე  ბრძანა  ამაზე:  „ეს  იმის  ნიშნად  ჩათვალე, რომ ღმერთს გულით ვუყვარვარ“.  ჩვენ ვუპასუხეთ:  „ჩვენც გაოცებულნი  ვართ  იმავე  მიზეზით, რაც  თქვენ ბრძანეთ“.  შემდეგ  ბრძანა: „საიდუმლო  სიტყვა  მაქვს  შენთან“.
ერთ  დღეს  მან თავის ირგვლივ  შექმნა  უდაბნო: მთელი  ბანაკი დააყენა მოშორებით  და  ორი  კაცის თანდასწრებით  მესაუბრა [თავის]  ცხოვრებაზე  დაბადებიდან, აგრეთვე  დედაზე, რომელიც  ქრისტიანი  იყო.  მან  მითხრა:  „თუმცა  ძიძა  ზრდის  ბავშვს,  როცა  გაიზრდება  მაინც  დედა  უყვარს.  არ  არის  ჩვენთვის უცხო  ქრისტიანთა სიყვარული.  რაც  გაქვს  სათქმელი,  თქვი!“.  [როცა  ამას  ამბობდა] ჩემი  ხელები  ეჭირა. მე  კი  მას ვუთხარი,  რაც  ღმერთმა  ჩამაგონა  სათქმელი:  „რამდენადაც  მაღლა  ხარ  შენ  სხვა  ადამიანებზე,  იმდენად  ახლოს  ხარ ღმერთთან.  ღვთის  ტახტი  დამყარებულია  მართალ  სამსჯავროზე. ყველა  ხალხს  ღმერთმა  მისცა  ძალაუფლება  ქვეყანაზე გამოსაცდელად.  შენამდე  [შენი  წინამორბედები] ქვეყნის  დამრბევები  იყვნენ,  ღატაკებს  უწყალოდ  დააკისრეს  მძიმე  ტვირთი. ისინი ოხრავდნენ  და ტიროდნენ ღვთის  წინაშე. ღმერთი ართმევდა [მათ]  ძალაუფლებას  და  აძლევდა  სხვა  ხალხს.  თუ  შენ  ქვეყნის აღმშენებელი  იქნები  და  ღატაკთა  მოწყალე,  შენ  არ  წაგართმევს ღმერთი  იმას,  რაც  მოგცა,  არამედ  დაგიტოვებს  და  რის  მოცემაც სურს, იმასაც  მოგცემს. შენ  კარზე დაადგინე ისეთი  კაცი, რომელსაც ღმერთის ეშინია და  შენ უყვარხარ, რომელიც ტირილით მოსულ გაჭირვებულს, რომელსაც  არც  მეოხი  ჰყავს  და  არც  ქრთამი  აქვს, გახარებულს  გაუშვებს სახლში,  რათა  შენ  [მადლობით] მოგიხსენიოს.  ქვეყანა  მიეცი  ისეთ  კაცს,  რომელიც  ნათლად ჭვრეტს,  ქრთამით  არ  ბრმავდება  და  შენ  სიმართლეს  გეუბნება“. ამგვარად  ვესაუბრებოდი  [ჰულაგუს] დიდხანს.
მან  ბრძანა: „გულში დავიმარხე  შენი  ნათქვამი. როგორ  მოხდა, რომ  ყველაფერი  ის  თქვი,  რაც  გულში  მედო  და  რაც  მომწონს? გისაუბრია  ღმერთთან?  გამოგცხადებია  [ოდესმე] ის?“
მე   ვუპასუხე:  „არა, მე ცოდვილი ადამიანი  ვარ.  მე   მხოლოდ წამიკითხავს  ღვთივშთაგონებულ  ადამიანთა  წიგნები.  მეფეთა გულები ლვთის ხელთაა  და ამიტომ ღმერთი  ცხადი  გახდა  შენთვის. წიგნების  გარეშეც“. შემდეგ  კი  ვთქვი:  „ღვთის  წინაშე უნდა გითხრა ერთი  რამ,  რომელსაც  ჯერ  ღმერთი  გაიგებს  და  შემდეგ  შენ  და რომელშიც  არ  არის  სიცრუე“. 
 [ჰულაგუმ] ბრძანა:  „თქვი!“ 
მე  ვუთხარი:  „რაც  ქრისტიანები  და  არქაუნები  არიან  ზღვაზე და  ხმელეთზე,  ყველას  გული  შენს მიმართ კეთილად  არის  განწყობილი  და  შენთვის ლოცულობენ“. 
[ჰულაგუმ] ბრძანა:  „მჯერა  რომ  ასეა,  მაგრამ  არქაუნები  არ არიან  ღვთის  გზაზე  და  ჩემთვის როგორ  უნდა ილოცონ?  და  თუნდაც ილოცონ, ნუთუ ოდესმე უსმენს მათ ღმერთი, შეუძლიათ არქაუნებს  ჩამოიყვანონ  ღმერთი  ზეციდან  მიწაზე?  [მე  ვფიქრობ] ვერ ჩამოიყვანენ.  უთხარით,  რომ  ვინც  ღვთის  გზით  ცხოვრობს  – მათ  ილოცონ.  ჩვენი  ძმები  იმისათვის  მებრძვიან,  რომ  მე  მიყვარს ქრისტიანები  და  ქრისტიანობა  არის  ჩემს  სახლში.  ისინი  კი  ტაჭიკთა  მოყვარულნი  არიან  და  ტაჭიკობა  არის  მათ  სახლში“.  შემდეგ მითხრა  მე:  „რატომ  ხარ ჩაცმული ცხვრის  ტყავში  და  არა ოქროში [ჩამჯდარი]?“ 
მე  ვუპასუხე:  „მე  არა  ვარ  დიდი  კაცი  და  მაღალი  რანგის  მეუფე,  მე   ვარ მხოლოდ უბრალო  ბერი“. 
[ჰულაგუმ] ბრძანა:  „მე  განგადიდებ  შენ  ოქროს  სამოსელით და  მოგცემ  ბევრ  ოქროს“. 
მე   ვუპასუხე:  „ოქრო  და  მტვერი  ჩემთვის  ერთია.  მე   სხვა დიდ  რამეს  გთხოვ,  რაც  შეფერის  შენს  დიდებულებას  –   ჩემი ქვეყნის  შეწყალებას“.
[ჰულაგუმ] თქვა:  „შემიძლია  შეგიკერო  შენ  ძლიერ  უხეში  და ძლიერ  პატარა  ჩასაცმელი,  იმდენად  პატარა,  რომ მხოლოდ  საეკლესიო  საკმეველი  ჩადო  შიგ.  მაგრამ  რომ  დაბრუნდები  სამშობლოში,  არ  გეტყვიან  როგორ  მიგიღო  შენ  ელხანმა?  ეგ  რაც  თქვი შევასრულებ,  გავგზავნი  ისეთ  კაცებს,  რომლებიც  მიხედავენ  ქვეყანას“. 
როდესაც  ჩვენ  ვთხოვეთ  წასვლის  ნებართვა,  ხელმეორედ გვიხმო  და  გვესაუბრა.  ხელში  ეჭირა  ერთი  ბალიში  და  ორი  სამოსელი,  რომელიც  შეაკერინა  ჩემთვის.  მე   გავახსენე:  „ელხანო,  ეს ბალიში  შენს ზღურბლზევე დაიხარჯება  და სამოსელი გაცვდება.  მე კი  გთხოვე  დაუხარჯავი  და  გაუცვეთავი  საჩუქარი“. 
[ჰულაგუმ] ბრძანა:  „პირველსავე  დღეს  მე   შევასრულე  შენი ნათქვამი:  ვუბრძანე დაწერონ  იარლიყი,  წაიკითხე  და  რაც  შენ  გულით გსურს  კიდევ,  ისიც  მიაწერე.  შენც  და  შენი ქვეყანაც  მივაბარე სახალთს  და  შაჰაბატინს,  რასაც  ეტყვი  შეგისრულებენ“. 
ჩვენ  მადლობა  გადავუხადეთ  და  გამოვედით.  შესაძლოა  ზედმეტი  იყო  ამის  აღწერა,  მაგრამ  ეს  დავწერე კეთილგანწყობილი  და სათნო  ჩვენი  დიდი  ჰულაგუს  ხსოვნისათვის,  იმათ  სასარგებლოდ და სამაგალითოდ,  ვინც  ჩვენს შემდეგ იქნებიან.  ვინ იცის? სომეხთა წელთაღრიცხვით  714  (1265)  წელს  მოაწია  ამ დიდებულთან  უდიდესმა  მოციქულმა და გაგმირა  მძლავრი  კვერთხით  ეს  მამაცი, ძლევამოსილი ჰულაგუ.  უწია  მას  ჩვენი წინაპრების  განაჩენმა, რადგან  ისიც  ადამის  შვილი  იყო  და  შესვა  იმ  სასმისიდან,  საიდანაც იგემეს  და კვლავაც  იგემებენ  ყველანი. რადგან  მწარე  იყო  მისთვის, შესვა  სიკვდილის ნაღველი  არა  სიხარულით, როგორც უფალმა და მასზე დანდობილმა. მას ატყუებდნენ ვარსკვლავთმცოდნეები და შაკმონიად482 წოდებული  რაღაც  გამოსახულებათა  ქურუმები.  ეს იყო  როგორც  ამბობენ,  ღმერთი  3040  წლისა, რომელსაც  კიდევ უნდა  (ეცხოვრა) 37 დუმანი,  დუმანი  კი უდრის  10000  [წელს]. შემდეგ  ის  განდევნა  მეორე  (ღმერთმა|  მანდრინმა.  დოინები  ეწოდებოდათ  იმ  ქურუმებს,  რომლებისაც  სჯეროდა [ჰულაგუს] და რომელთა  ბრძანებით  მიდიოდა  ან  არ  მიდიოდა  ომში.  ისინი ეუბნებოდნენ [ჰულაგუს]:  „ხანგრძლივად  დარჩები  მაგ  სხეულში  და როცა  მიაღწევ  ღრმა  სიბერეს,  სხვა  ახალი  სხეულით  შეიმოსები“. მათ ააშენებინეს [ჰულაგუს] ამ გამოსახულებათათვის ტაძარი, სადაც ის  დადიოდა  სალოცავად  და  [ქურუმები] მკითხაობდნენ  მას,  რაც სურდათ.
ჩვენ ვუცდიდით  სხვა  დროს,  მეორე  შეხვედრას  [ჰულაგუსთან] და  უფრო  ახლოს  გაცნობას,  რათა  გვეთქვა  რაც  საჭირო  იყო, აგრეთვე  ველოდით,  რომ  მის  კეთილ  და  ქრისტიანთა  მოყვარულ ბუნებას  ღმერთი  აჩვენებდა  რაიმე  ნიშანს  ქრისტიანთა  სასარგებლოდ,  რათა  გვეთქვა  მისთვის  რაიმე  გაბედულად.  რადგან  ის გაწვრთნილი  იყო  [ქურუმთა] სწავლებით, ავად  გახდა.  მათ აალაპარაკეს  ქეჩის  გამოსახულებები  და  ცხენები  და  კიდევ  მრავალგვარი იყო  მათი მატყუარობისა  და ჯადოქრობის ხელოვნება. ისინი იყვნენ მოკრძალებულნი  საჭმელში, ჩასაცმელში, ქალწულობაში, ზომიერნი ცოლქმრულ  კავშირში  და  არეულობისას.  ამბობენ,  რომ  ცოლს ირთავენ  20  წლის  ასაკში. 30  წლამდე  [ცოლთან]  კავშირი  აქვთ კვირაში სამჯერ, 40 წლამდე  – თვეში სამჯერ, 50 წლამდე წელიწადში  სამჯერ,  ხოლო  50  წლის  შემდეგ  ამბობენ  რომ  არასდროს უახლოვდებიან.  ამიტომ  შესაძლოა [ამ  ასაკში] ისინი  ტყუიან.
ამასთან  აღსრულდა  განგება  და  სიკვდილმა  განიერი  ფეხით გათელა მაღალი გორაკი, დაანგრია  და გაათანაბრა თავის წინაპრებთან, „რადგან  მთა,  რომელიც  უნდა  დიაინგრეს,  დაინგრევა“ – ამბობს [საღვთო] წერილი. აღსრულდა წინასწარმეტყველთა ნათქვამი,  რომ  ადამიანის  მთელი  დიდება  არის  თივის  ყვავილი.  მაგრამ სანდო და სამართლიანი უფალი  მიუზღავს სიკეთის  ნაწილს, რომელიც  ბუნებისაგან  აქვს  მინიჭებული  მათი სამშობლოს შესანარჩუნებლად. რადგან ასახი, როგორც თვითონ უწოდებენ ჩინგიზ ყაენის დადგენილებას გულისხმობს: არ იცრუო,  არ იპარო,  არ გადაეკიდო სხვის  ცოლს,  გიყვარდეთ  ერთმანეთი, როგორც  საკუთარი  თავი, არ  შეიგინო,  შეინახე  ნებით  დამორჩილებული  მიწები,  ქალაქები, [რომლებიც] იწოდება  ღვთის  სახლად,  მისი  მსახურები, როგორიც არ უნდა  იყვნენ  ისინი, გაათავისუფლე  ხარკისაგან  და  მიაგე  პატივი. ამას  ასრულებდა  [ჰულაგუ] და  სხვებსაც  [მოუწოდებდა]  შეესრულებინათ. 
მახსოვს ერთი მისი ნათქვამიც: „ჩვენ გიბრძანებთ  ჩვენთვის ლოცვას არა სიკვდილისაგან გადასარჩენად,  ეს  ჩვენთვის უცნობია, არამედ  [იმისათვის],  რომ  შესთხოვოთ  ღმერთს  გვიხსნას  მტრის ხელისაგან“.  ეს აღსრულდა  [კიდეც],  რაც მხოლოდ  ღმერთმა  იცის. ჯერ გავრცელდა  ხმა, თითქოს [ჰულაგუ] მოწამლეს  ან  სხვა  საშუალებით  მოკლეს,  შემდეგ  შეწყდა  ეს  ხმები.  მაგრამ ტოღუზ-ხათუნმა, ვიდრე  მისი სიკვდილის  ამბავი გავრცელდებოდა, ფარულად გამოგზავნა  ჩვენთან [შიკრიკი სათქმელად]: „ღმერთმა  შეიყვარა  ელხანი და  წაიყვანა.  მან  მისცა  [ჰულაგუს],  რაც  უყვარდა  და  მთელი  ქვეყანა,  ასევე ახლა  ის  ქვეყანა  მისცა. აღვასრულოთ  მასზე  წირვა  თუ არა?“  ჩვენ  ვუპასუხეთ:  „არ  არის  საჭირო  წირვის  ჩატარება,  [გაიღეთ] მოწყალება და  შეამსუბუქეთ  ხარკი“. ხოლო  სირიელებმა [ამ კითხვაზე] უპასუხეს,  რომ  ჯობია  [წირვის  ჩატარება].
[ტოღუზ-ხათუნი] შეგვეკითხა აბაღა ყაენის483, ჰულაგუს უფროსი  შვილის  შესახებ:  „დავსვათ  ის  ტახტხე,  რადგანაც  ანდერძი  ამას აღნიშნავს?“  ჩვენ  ვუპასუხეთ  როგორც  [საღვთო]  წერილშია: „უფროსი  ადის  ტახტხე  და  ანდერძი  არ  უნდა  დაირღვეს“,  რაც შესრულდა  კიდეც.  მისი  ნათესავი  ელხანი  ტაკუთარი484  ჩამოვიდა და  აიყვანა  აბაღა  ყაენი  მამის ტახტზე.  ეს მთელმა  ჯარმა  მოიწონა.
რადგან  ურიცხვია  ჩვენი  ცოდვები,  ჩვენი  ნაღველიც.  ულევია, რადგან  იმავე  წელს,  3   თვის  შემდეგ  მიიცვალა  ქრისტესთან  ქრისტესმოყვარული  დედოფალი  ტოღუზ-ხათუნი  და  გულმოკლული ქრისტიანი ხალხები  მიეცნენ გაუქარვებელ  სევდასა  და  მწუხარებას. მის  სიცოცხლეში  სწრაფად  იწყო  გამთელება  ელხანის [სიკვდილით მიყენებულმა] ჭრილობამ. [გვინდოდა] გვენახა ქრისტიანობა უფრო გაბრწყინებული,  რის  მიზეხიც,  ჩვენი აზრით,  იყო [ტოღუზ-ხათუნი]. მაგრამ  რადგან  ღმერთია  ყველა  სიკეთის  მიზეზი,  ჩვენ  არ  უნდა მივეცეთ  სასოწარკვეთას.  მართლაც  მან  თავის  ადგილას  დააყენა თავისი  ერთგული  ნათესავი,  ღვთისმოსავი  ქალი,  სახელად  თუხთანი.  აბაღა  ყაენს  მოუყვანეს  ცოლი  საბერძნეთიდან,  სახელად დესპინა, მეფე ვატაწის ასული და უბრძანეს აბაღა  ყაენს მონათლულიყო  და შემდეგ შეერთო ცოლი.  ხმა  დაირხა, თითქოს მოინათლა და  მოიყვანა  (ცოლი)  ქრისტეს  სადიდებლად.
ამ  დღეებში  ჩემი  ცოდვების  გამო  ეს  წიგნი  ხელში  ჩაუვარდათ უწმინდურებს  ჩვენს  მსახურებთან  ერთად.  იესოს  წყალობით მსახურები  სწრაფად გათავისუფლდნენ.  წელიწად-ნახევრის  შემდეგ ეს  წიგნი  იყიდებოდა  თბილისში  და  იყიდა  ვინმე  მელერმა,  ჩემი ძმის  სახლიდან.  ამ  წყალობისათვის  დიდება  ჩვენს  უფალს,  ყველა წმინდანსა  და  [მის]  ქმნილებებს.  მის  მყიდველს  კი   ქრისტეს წყალობა.
715  (1266) წლის  დასაწყისში  ჩრდილოეთის  მპყრობელ  ბერქას485, რომელმაც დაიკავა ბათუს და სარდახის ადგილი და იზიარებდა ტაჭიკთა  წესს, ესმა რა დიდი ჰულაგუს სიკვდილი, მოვიდა  მრავალრიცხოვანი  [ლაშქრით]  მდინარე  მტკვრის  ნაპირზე  და  აჩვენა იქით  ნაპირზე  მდგომ  აბაღა  ყაენისა  და  მისი  ძმის  ისმუდის  ჯარს, რომ  ის  ცოცხალია  მამის  სიკვდილის  შემდეგ.  [ბერქა]  შეებრძოლა მათ, უდარდელად მივიდა ჰაჭნამდე და ილოცა  აქ მთელი ტაჭიკების სასიხარულოდ.  შეძრწუნდა  აქეთ  ნაპირზე  მყოფი  ჯარი], მოინდომეს  მდინარის  მთელ  სიგრძეზე  [ნაპირის  გამაგრება],  რომელსაც შიბარს486 უწოდებდნენ  და დიდი სიფრთხილით მზადყოფნაში  იყვნენ  მთელი  ზამთარი.  ბერქას  იმედი გაუცრუვდა, დაბრუნდა  თავის სამფლობელოში  და  იმავე  ზაფხულს  გარდაიცვალა487. როგორც ამბობენ,  ის  არ  იყო  მეამბოხე  ხასიათის  და სძულდა  სისხლისღვრა.
ამავე  წლის  შემოდგომაზე  გაიხსნა  ჩვენთვის  ცხარე  ძმრის ჭურჭელი  და ღვთის რისხვის ჭვარტლი [გადმოვიდა] ჰაიკების ტომზე,  რადგანაც  მისრის  სულთანმა  ბუნდუქდარმა488  მოითხოვა  ციხეები, რომლებიც  თათართა  ძალით  აეღო  სომეხთა  მეფე  ჰეთუმს. როცა  ვერ  მიიღო,  განრისხდა  ფრიად,  უმეტესად  კი  თათრებზე, შეკრიბა  მრავალრიცხოვანი  ლაშქარი  და  გაგზავნა  თავისი  მხედართმთავრის  მესელმოთის  სარდლობით  კილიკიაზე. მოულოდნელად შევიდა ქვეყანაში, აიღო დედაქალაქი სისი, მეფის ადგილსამყოფელი, დაწვა  ის ეკლესიებიანად.  აქ იპოვა მიწისქვეშა განძთსაცავი და წაიღო დიდი რაოდენობით  [განძი].  ამბობენ,  რომ  აქ  თითო  ჭურჭელში ინახებოდა  60000  წითელი. [ბუნდუქდარი] ძარცვა-რბევით მივიდა ადანამდე.  შემდეგ  ესმა  თავისი  ქვეყნიდან  შემაშფოთებელი  ამბავი და  გაბრუნდა  ალაფითა  და  40000  ტყვით,  გარდა  მოკლულებისა. მთავარი  და  გულსატკენი  იყო უფლისწულ  თოროსის  მოკვლა.  (ის იყო|  მშვენიერი  ყვავილი  ნორჩ  ასაკში,  სადაცაა გაეზრდებოდა ულვაშები. ყველა ერთხმად  აღნიშნავდა მის უნაკლო, კეთილ ბუნებას უმწიკვლოდ დადებულს ღვთის  საგანძურში,  რის გამოც მან თავისი ნებით მიილო  სისხლიანი  გვირგვინი.  როდესაც [თოროსს] ეკითხებოდნენ  თუ  ვინ  იყო  ის,  არ  გასცა  თავისი  მამის  სახელი, რომ  ცოცხლად  არ  დაეტყვევებინათ  და  ამით  ტვირთი  არ  ყოფილიყო თავისი  მამისა  და ქვეყნისათვის,  თავის უფროს  ძმასთან ლევონთან ერთად, რომელიც  მამის სიცოცხლეში აკურთხეს  და  აიყვანეს სამეფო  ტახტხზე. [ლევონი] იყო  პირველი  ჩვენგან ტყვედ  ჩავარდნილთა შორის.  ამით  მან  მწვავე ცეცხლი  და  მწუხარება [გაუჩინა] ჩვენს  ქვეყანასა  და  ხალხს,  რომელიც  სულგანაბული  უცდიდა  თუ როდის  მოაწევდა  ზეციურის  ხელი.  ვინც  მრისხანებით  მიაყენა დარტყმა,  ის  განკურნავს  თანაგრძნობით,  უწამლებს ფართოდ  გახსნილ  ჭრილობებს  ტყვეთა  დაბრუნებით,  რომლებიც  წაიყვანეს სხვებთან  ერთად.  ისინი  15  დღე  იყვნენ  იმ  ქვეყანაში  და  მრავალი გაჭირვება  გადაიტანეს.  მათი  ამბები  აწყლულებდა  ჩვენს  [გულს].
ჩვენი წელთაღრიცხვით 716 (1267) წლის ბოლოს, დიდმარხვის დასასრულს,  მეექვსე  კვირას,  ლაზარეს  აღდგომის  დღეს,  საჰმის თვის  26-ში  განვიდა  შეგრძნებადი სამყაროდან  შეცნობად [სამყაროში] უფალი კონსტანტინე  – სომეხთა პატრიარქი, მოხუცებული და დღესრული სხეულითა  და უფრო  კი სულით  – ღვთის სურვილის შესაბამისად.  ამას  მოწმობს  ყველა  ხალხი  და  ენა.  ქალწულივით უხრწნელი  დარჩა   აზროვნება   და  ადამიანი  გრძნობებით, შეგრძნებებით  და  მთელი  ორგანოებით.  ჩვენს  ცოდვილ  და მრისხანე  საუკუნეში,  სავალალო  და  მძიმე  დროში  ის  მონაწილე იყო  [ჩვენი] ხალხის  ტანჯვის,  განადგურებისა  და  დარდის. ყველაფერს თავის [თავზე] იღებდა და შესაძლებლობისდა მიხედვით უმსუბუქებდა  გულით,  სიტყვით  და  განძის  გაყიდვით,  [იყო] სავსე სიკეთით და არ იშურებდა [არაფერს].  მას მიესადაგება ღვთისათვის ნათქვამი:  „ჩვენ  გამოვიარეთ  ცეცხლი  და  წყალი, სხვადასხვაგვარი განსაცდელი  მწვავე  და  მხუთავი  მახეებით“.  მან ღმერთის  მსგავსად იგემა  შედედებული  ნაღველი  სიცოცხლის  ბოლოს,  ჩვენი  სამეფოს დაშლა, საკუთარი, მშობლიური ქვეყნის მახვილი  და  ტყვეობა, რომელიც  ჩააგდეს ცეცხლით  გაღვივებულ ღუმელში. [მან იხილა] თავისი [აღზრდილი] უფლისწულების მკვლელობა, რამაც განსაკუთრებით  დააჩქარა  მისი  აღსასრული,  როგორც  აგრეთვე ააფორიაქა,  აიძულა  და  გაუღვიძა [მას]  წყურვილი  დაემთავრებინა ნაღვლიანი  ცხოვრება.  იხილა  რა  ეს  მისმა  იესომ  და  ღმერთმა ლაზარესთან  ერთად  დაიხსნა  ასეთი  სასტიკი  შეურაცხყოფისაგან.
კომენტარები
1.  შუა საუკუნეების სომხური ისტორიული თხზულებების  მსგავსად  ვარდანი „მსოფლიო ისტორიას“  იწყებს შესავლით,  სადაც მოცემულია სამყაროს  შექმნის ბიბლიური  სქემა.  ამ   შესავლის  ანალიზისას  უნდა  გავითვალისწინოთ,  რომ ვარდანი ცხოვრობდა XIII  ს-ში, იყო საეკლესიო  პირი  (ვარდაპეტი)  და იზიარებდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებებს.  მისი მსოფლმხედველობა წარმოადგენს სომხურ სამღვდელოებაში გავრცელებული  მცნებების ერთობლიობას.  ამ მცნებებს თავისი  საწყისი  აქვს ჯერ  კიდევ ქრისტიანობის პირველი საუკუნეების სასულიერო მოღვაწეთა შემოქმედებაში, რომელთათვისაც  ამ შემთხვევაში ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა  ბიბლიის  ადგილების  პირდაპირი  გაგება,  საიდანაც  შეიძლებოდა გამოეტანათ კოსმოგრაფიული წარმოდგენები. მსგავსად მეცნიერების  სხვა დარგებისა, მეცნიერებაც  მიწისა  და  ციური  სხეულების  შესახებ  ამ  მცნებებს  ემყარებოდა. ცნობილი  სომეხი საეკლესიო  მოღვაწენი, დაწყებული  V  ს-დან  და მთელი  შუა საუკუნეების  განმავლობაში, რომაელების და  ბერძნების მსგავსად, მცირე ცვლილებებით  იზიარებდნენ  ქვეყნის  გაჩენის  შესახებ  იმავე  შეხედულებებს, რასაც ვარდანთან ვხვდებით. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ვარდანის თხზულების ამგვარი  შესავალი. 
2. „მსოფლიო ისტორიის“ ორივე გამოცემაში წინადადებას „როგორც იტყვიან მკურნალები“  მოსდევს ფრაზა, რომელიც  ჩანს შერყვნილია  გადამწერთა  მიერ  და ფაქტობრივად  არაფერს  არ  ნიშნავს. 
3. დაბადების  მიხედვით ცნობილია  ნოეს  სამი  შვილი:  სემი,  ქამი  და  იაფეტი. მკვლევართა  აზრით, ვარდანთან დასახელებული „მანიტონი“ და „ასტღიკი“ ზეპირი  გადმოცემებიდან  უნდა იყოს აღებული.  „ასტლღიკი“  ნიშნავს პატარა  ვარსკვლავს,  იყო  ძველ  სომეხთა  შორის  სილამაზისა  და  სიყვარულის ქალღმერთი. ნოეს შვილებს მანიტონს  და ასტღიკს ასახელებს მხითარ აირივანეციც (მხითარ  აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ძველი სომხურიდან  თარგმნა, შესავალი,  შენიშვნები  და  საძიებლები დაურთო  ლ. დავლიანიძემ,  თბ.,  1990,  გვ. 45).
4.  საინტერესოა  ვარდანისეული  ევროპისა  და  აზიის  გაგება.  ის  ევროპას დასავლეთს უწოდებს, აზიას  კი აღმოსავლეთს.  მაგრამ  სხვა შემთხვევაში ევროპას მოცილებულს, გამოყოფილს, ხოლო  აზიას ღვთიურს უწოდებს. სომხურად  აზია იწერება  ასია, ღმერთი  კი ასტუაწ.  ამ სიტყვებს პირველი მარცვალი  საერთო  აქვთ, ამიტომ საფიქრებელია, რომ  გააიგივა. 
5. ნებროთი – ბიბლიური  მამამთავარი,  ნოეს  შვილთაშვილი,  ხუსის  შვილი, ხელმძღვანელობდა ბაბილონის გოდოლის მშენებლობას.  მისი სამფლობელო  იყო ბაბილონი. ვარდანთან,  ისევე როგორც ბიბლიურ მითოლოგიაში, ნებროთი  გმირი მონადირეა. 
6. გამირები – კიმერიული  ტომები, სახლობდნენ  კაპადოკიაში,  მათი  მთავარი ქალაქი  იყო  კესარია. 
7. კელტები  – ენითა  და მატერიალური კულტურით  ახლო  მდგომი  ტომები, უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ თანამედროვე ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე.  ძვ.წ.   აღ-იით VI ს-ში  გერმანელი  ტომების  შევიწროების  შედეგად დასახლდნენ  მდ. რეინის  გადაღმა, ჩრდილოეთ  იტალიაში, აგრეთვე  ესპანეთში, ირლანდიაში, ბრიტანეთის კუნძულებზე. კელტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ინგლისელების, ფრანგების, ესპანელების ეთნოგენეზში, აგრეთვე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მატერიალური კულტურის განვითარებაში.
8. გალატიელები – კელტური  ტომები.  პერმაგონის მეფე  ატალე  I-ის  მიერ დევნილი  გალატიელები  ძვ.წ. აღ-იით 232  წ. დასახლდნენ  ცენტრალური ანატოლიის  ტერიტორიაზე,  რომელსაც  მათი  სახელის  მიხედვით  გალატია ეწოდა.  იგი  ძვ.წ. აღ-ით  I ს-ში რომის იმპერიის, შემდეგ ბიზანტიის შემადგენლობაში იყო.  XI  ს-ში  დაიპყრეს თურქ-სელჩუკებმა.
9. თეტალები – იგივე  ბაქტრიელები,  ძვ.   წ.   აღ-ით I ათასწლეულის  I ნახევრიდან  ცხოვრობდნენ  მდ.   ამუდარიის  შუა  და   ზემო  დინებაზე.  მთავარი ქალაქი  იყო  ბაქტრა. 
10.   ლირიკია – მდებარეობდა  ბალკანეთის  ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ  ნაწილში. 
11.  საყურადღებოა ვარდანის  ეს  ცნობა, რომელშიც „ქართლის  ცხოვრების“ (ლეონტი  მროველის  „მეფეთა  ცხოვრება“)  მსგავსად გატარებულია  კავკასიის ხალხთა  საერთო  წარმომავლობის  იდეა.   სომხური  საისტორიო  მწერლობა სომხებს თარგამოსის შთამომავლებად  მიიჩნევს,  მაგრამ  კავკასიის  სხვა ხალხთა ეთნარქები  არ  არიან დასახელებულნი.
12. არაგაწი  – იგივე  ალაგიოზი,  სომხეთის  და ამიერკავკასიის  მთიანეთის ყველაზე  მაღალი  მთა.
13. არმავირი   – ქალაქი  არაქსის ხეობაში,  აირარატის  სამეფოს დედაქალაქი ძვ. წ. აღ-ით IV-II  სს-ში.
14. მასისი  – მთა  არაქსის  სამხრეთით.
15. გელარქუნი  – ისტორიული ოლქი სომხეთში, მდებარეობდა  სევანის  ტბის სამხრეთით  და  აღმოსავლეთით,  შედიოდა სიუნიქის  მხარეში.
16. სიუნიქი – ქართული წყაროების  სივნიეთი, ისტორიული ოლქი სომხეთში, მდებარეობდა  სევანის  ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 
17. მელიტენე – ქალაქი  მცირე  აზიაში, ევფრატის  ზემო  დინებაში, შედიოდა ბიზანტიის  იმპერიაში,  ამჟამად თურქეთის  ტერიტორიაა. 
18.   მარტიროპოლი – ქალაქი  აღძნიქის  ნაჰანგში,  იგივე  მაიაფარიკინი,  ფარიკინი,  იუსტინიანოპოლი.  ვარდანი  სხვა  ადგილას  ამ ქალაქს  მუფარლინის სახელით მოიხსენიებს. თავდაპირველად  მას ტიგრანაკერტი  ერქვა,  რადგან დააარსა ტიგრან  II-მ  (ძვ.წ. აღ-ით  95-55)  ძვ.  წ. აღ-ით  77 წელს. 
19. აღძნიქი   – ნაჰანგი  ვანის  ტბის  სამზრეთ-დასავლეთით 
20.  ძვ.წ.  აღ-ით  220  წ.  სელევკიდებმა  დაიპყრეს  აირარატის  სამეფო  და შეუერთეს სომხეთის  სატრაპიას, რომელიც  მოიცავდა ცენტრალურ  და სამხრეთ სომხეთს. ამიერიდან  ამ   ქვეყანას,  რომელიც  ურარტუს  ტერიტორიის  დიდ ნაწილს  მოიცავდა,  დიდი  სომხეთი  ეწოდა.
21. ლეგენდა  არა  მშვენიერისა  და ასურეთის დედოფლის  შამირამის  (სემირამიდეს)  (ძვ.წ.  აღ-ით  IX  ს.)  შესახებ ჩართულია თითქმის  ყველა  ძველ სომხურ წყაროში. ისტორიულ  სომხეთში  არსებობდა  არასა  და  შამირამის  სახელებთან დაკავშირებული  ტოპონიმები.  წარმართული  ხანის  სომხეთში  მათ  ღმერთებად თვლიდნენ  და  თაყვანს  სცემდნენ  (მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია,  ძველი სომხურიდან  თარგმნა,  შესავალი  და  შენიშვნები  დაურთო  ა.   აბდალაძემ,  თბ., 1984,  გვ.  252).
22. ილიონის  ანუ ტროას  ომი აღწერილია ჰომეროსის  პოემებში  „,ილიადასა“ და   „ოდისეაში“,  ის   დაახლ.  ძვ.წ.   აღ-ით  1260  წ. გამართულა.  აქაველთა კოალიციური  ლაშქარი  მიკენის  მეფის  აგამემნონის  მეთაურობით  10   წელი იბრძოდა ტროას წინააღმდეგ. ომი ტროას დამარცხებით  და დანგრევით დასრულდა. სომეხი  ზარმაირის  ეთიოპელთა  ჯართან  ერთად  ტროას  ომში  მონაწილეობის შესახებ მოგვითხრობს  მ. ხორენაცი. როგორც  ჩანს,  ეს ცნობა ვარდანს ხორენაცისაგან აუღია,  რადგან  სხვა  წყაროები  ამის  შესახებ  არაფერს  წერენ  (მ. ხორენაცი, გვ. 95-96;  ს. ყაუხჩიშვილი. ბერძნული ლიტერატურის ისტორია,  1,  თბ.,  1950). 
23. ვარდანის  ამ  ცნობის  მიხედვით, ბაგრატიონთა სახლი ქართლის უძველესი სამეფო  დინასტიის  ფუძემდებელს  ფარნავაზს უკავშირდება.  ფარნავაზს ბაგრატიონებთან  დაკავშირებით  ახსენებენ  სებეოსიც  და  მ. ხორენაციც,  მაგრამ განსხვავებულია  ამ წყაროთა დეტალები აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით. ვარდან  არეველცისთან, როგორც  აგრეთვე  მ. ხორენაცისთან,  ფარნავაზი  არის „ფარნუას“  ფორმით,  მაგრამ  მკვლევართა  მიერ  აღიარებულია,  რომ  აქ   იგივე ფარნავაზი  უნდა  იგულისხმებოდეს. სებეოსთან ფარნავაზი ბაბილონის  მეფის ნაბუქოდონოსორის თანამედროვეა.  ი. მარკვარტი სპეციალურად  იკვლევდა  ამის  მიზეზს  და  ასკვნიდა,  რომ  აქ  ალბათ  აირეკლა გავრცელებული წარმოდგენა  კავკასიაში ნაბუქოდონოსორის  მიერ იბერთა  გადმოსახლების  შესახებ. რადგან ქართლის სამეფოს ფუძემდებლად ქართული ტრადიციის მიხედვით ფარნავაზია აღიარებული, ხოლო ქართველები ქართლში ნაბუქოდონოსორმა    მოიყვანა,   ამიტომ  ფარნავაზი  ნაბუქოდონოსორის  თანამედროვე  უნდა ყოფილიყო. ვარდანთან და   მ. ხორენაცისთან  ჰრაჩეს   მოსდევს  ფარნავაზი.  ისინი   ჰრაჩეს  და   არა ფარნავაზს  ასახელებენ  ნაბუქოდონოსორის  თანამედროვედ.  ამ   ავტორებთანაც ფარნავაზთან  კავშირში  ჩანს  ნაბუქოდონოსორი  და  სომხეთში  ბაგრატიონთა გამოჩენაც  ამ  ეპოქას  უკავშირდება. გ. მელიქიშვილის აზრით, ქართველთა  მეფის ფარნავაზის  მოხვედრა  ხორენაცისეული  სომხეთის  მეფეთა  ნუსხაში  იმითაა გაპირობებული,  რომ  ფარნავაზს  არაერთი  სომხური  ოლქიც  ექვემდებარებოდა (გ. მელიქიშვილი.  ფარნავაზი  და  ფარნავაზიანები  ძველ  სომხურ  საისტორიო წყაროებში  –  „მაცნე“,   1967,#  3,    გვ.    60).   ამრიგად,  ვარდანის  ეს   ცნობა ეთანხმება  და ამაგრებს სომხურ წყაროთა მონაცემებს ბაგრატიონთა საგვარეულოს ქართლის უშველეს მმართველ ფარნავაზიანთა დინასტიიდან წარმოშობის  შესახებ (ე. კვაჭანტირაძე. ვარდან არეველცი ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ, ქართული წყაროთმცოდნეობა,  VIII,  თბ,  1993, გვ. 143-149).
24.  ვაჰანგი – სომხური  ხალხური  ეპოსის  ერთ-ერთი  მთავარი  ხალხური გმირი. 
25.  ჰაიკის  შთამომავალი  მეფეების  რიგი დაწყებული  ანუშავანიდან  ვაჰემდე მოჰყავს   მ.    ხორენაცის,  მაგრამ   განსხვავებულია  რაოდენობა.  მ.    ხორენაცი ასახელებს  46,  ვარდანი  კი  41  (მ.   ხორენაცი,  გე.  83-95). 
26. ისფაჰანი – მსხვილი  საქალაქო  ცენტრი  ირანში.  ანტიკური  ავტორები მას  ასპადანას სახელწოდებით  იხსენიებენ, ხოლო  შუა  საუკუნეების  სომხური ისტორიოგრაფია შოშის სახელით. 1598-1722  წწ-ში  იყო სეფიანთა სახელმწიფოს დედაქალაქი.  XVIII  ს.  ბოლოს ირანის დედაქალაქი თეირანში  გადავიდა  და ისფაჰანმა  დაკარგა  ადრინდელი  მნიშვნელობა  (კ. კუცია.  სეფიანთა  ირანის ქალაქები  და  საქალაქო  ცხოვრება,  თბ.,  1966,  გვ.  35-36).
27. ნინევია – ძველი  ქალაქი ბაბილონის სამეფოში, მდებარეობდა  მდ. ტიგროსის  ნაპირზე.  ძვ.  წ.  აღ-ით  IX-VIII  სს-ში  იყო ასურეთის სამეფოს დედაქალაქი. ძვ. წ.  აღ-ით  612  წ.  მიდიისა  და ბაბილონის გაერთიანებულმა ლაშქარმა  ნინევია წაართვა  ასურელებს,  რითაც  დასრულდა  ასურეთის  სახელმწიფოს  არსებობა (ძველი აღმოსავლეთის ხალხთა  ისტორია,  გ. მელიქიშვილის  რედაქციით,  თბ., 1971,  გვ. 400-403).
28.  „ებრა“  მართლაც  ნიშნავს  გადმოსასვლელს.  მაგრამ  ებრაელებად  ისინი იწოდებიან  არა  იმის  გამო,  რომ  გადმოიარეს წითელი ზღვა. მათი სახელი მომდინარეობს არფაქსადის შვილიშვილის ებერისაგან. 
29.  იგულისხმება  კადმოს  მილეთელი  (ძვ.წ.   აღ-ით  VI  ს.  შუა  ხანები), რომელსაც  ანტიკური ტრადიცია  პროზის  ჟანრის დამაარსებლად  მიიჩნევს. 
30. სომხური  წყაროების  „ბივერი“,   როგორც  ძველ  ქართულში  „ბევრი“ 10000-ის აღმნიშვნელიცაა. 
31. არშაკი   – პართიის  სამეფოს  ფუძემდებელი  (იხ.  შენ.  33). 
32.  ბაჰლი – ბაქტრიის  სომხური  ფორმა,  უძველესი  ოლქი  მდ.  ამუდარიის შუა  და  ზემო  დინებაზე.  მთავარი  ქალაქი  იყო  ბაქტრა.  ძვ.  წ.  აღ-ით  VI-IV  სს-ში  ბაქტრია  აქემენიდთა  სახელმწიფოში  შედიოდა,  ძვ.   წ.   აღ-ით  IV   ს-დან ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში.  ძვ.  წ. აღ-ით I ს-ში დაიპყრეს მომთაბარეებმა. 
33.  პართელები  ცხოვრობდნენ  თანამედროვე  ირანის  ტერიტორიაზე.  ძვ.წ. აღ-ით  250-246  წწ-ში  მათ  შექმნეს პართიის  სამეფო. პირველი დედაქალაქი  იყო ნისა.  ახ.  წ.  აღ-იითთ  226  წ.  ფარსის  სატრაპიის  მმართველმა  არდაშირმა დაამარცხა  არტაბან  V, რითაც დასრულდა პართიის არსებობა  და  ის  სასანიანთა სახელმწიფოს  შემადგენლობაში  მოექცა. 
34.  იგივე  მითრიდატე I – პართიის  მეფე  (ძვ.წ.   აღ-ით  171-138),  რომლის მმართველობის დროს  პართია გაძლიერდა.  მას ემორჩილებოდა დასავლეთ  ირანი და მესოპოტამია. 
35. ვალარშაკი – სომეხთა  მეფე  (ძვ.  წ. აღ-ით  150-127), სომეხ  არშაკუნიანთა დინასტიის ფუძემდებელი.  აქვე  აღვნიშნავთ,  რომ  სომეხი  არშაკუნების  შესახებ საუბრისას  ვარდანი  მ. ხორენაცის „სომხეთის ისტორიით“ სარგებლობს  (მ. ხორენაცი,  გვ.  67-68,  101-119). 
36.  VII  ს-ის სომხური  „გეოგრაფია“  „შუა  ხმელეთად“ თვლის  ხმელთაშუა და   შავ   ზღვებს   შორის  ტერიტორიას. 
37. იგივე  ბაქტრია. 
38.  იგულისხმება  ტერიტორია  შავი  ზღვიდან  კასპიის  ზღვამდე. 
39.  უტიელები  და გარდმანელები ცხოვრობდნენ ალბანეთის ერთ-ერთ  ცენტრალურ,  უტიქის ნაჰანგში, რომელიც  მდ.  მტკვრის ჩრდილოეთით  მდებარეობდა. 
40. ვარდანთან დასახელებულ წოფელებს  მ. ხორენაცი წავდეელებს უწოდებს, რაც ვფიქრობთ, უფრო სწორი ფორმაა და ვარდანთან დამახინჯებულია გადამწერთა მიერ. ისინი ცხოვრობდნენ მდ. იორის მარცხენა  ნაპირზე,  კაწარეთის  რაიონში (მ.   ხორენაცი,  გვ.   106). 
41.  სომხური  წყაროების  ბდეშხი  ქართული  პიტიახშის  შესატყვისია. 
42.  იგულისხმება  ესპანეთი.
43. ვარდანის  ამ  ცნობაში  აისახა ანტიკურ  სამყაროში გავრცელებული  აზრი აღმოსავლეთის  (კავკასიის)  იბერების დასავლეთის  იბერიიდან  (ესპანეთიდან) გადმოსახლების  შესახებ. ვარდანს  ეს  ცნობა  მ. ხორენაცისაგან  აუღია,  მ. ხორენაცის  კი,   თავის  მხრივ,  ევსევი  კესარიელის  „ქრონიკის“  ძველი  სომხური თარგმანიდან  (მ.   ხორენაცი,  გვ,  264,  შენ.  50). 
44.  ვარდანს  თხზულების  მთელი  ეს   ნაწილი,  კერძოდ  ცნობები  სომხური ნახარარული  გვარების  შესახებ  მოტანილი  აქვს  მ.    ხორენაცის  ნაშრომიდან (მ. ხორენაცი,  წ.   2,  თ.  VII-VIII). 
45.  „გვსმენია  და  გვინახავს დაწერილი“ – წერს ვარდანი,  მაგრამ  არ  ასახელებს კონკრეტულად რომელ წყაროს გულისხმობს. ვფიქრობთ,  ეს უნდა  იყოს სებეოსის თხზულება,  რომლის  მიხედვით  არშაკს  ჰყავდა  ოთხი  ვაჟი: პირველი გაამეფა თეტალიაში, მეორე კილიკიაში, მესამე პართიაში, მეოთხე სომხეთში. მისგან  განსხვავებით,  მ. ხორენაცის  ცნობით, არშაკ დიდმა სომხეთში  გაამეფა  არა თავისი  ვაჟი, არამედ  ძმა   (მ.   ხორენაცი,  გვ.  31,   101). 
46. ჰაშტენი – იგივე ჰაშტიანქი, მდებარეობდა ტარონის სამხრეთ-დასავლეთით. ის  იყო სომეხი არშაკუნების ქალიშვილებისა  და ვაჟების საცხოვრისი, რომელთაც არ  ჰქონდათ  გვირგვინის  დადგმის  უფლება.
47. მწბინი – იგივე ნიზიბინი. „მწბინ“-ის ფორმით  იხსენიებს   ნიზიბინს მ. ხორენაციც  (მ. ხორენაცი,  გვ.   67). 
48.  არტაშეს I – სომხეთის  მეფე  (ძვ.   წ.   აღ-ით  189-160),  არტაშესიანთა დინასტიის  ფუძემდებელი.  ძვ.წ.   აღ-ით  190  წ.   არტაშესი  აჯანყდა  სელევკიდების  წინააღმდეგ  და დიდი სომხეთი დამოუკიდებელ  სამეფოდ  გამოაცხადა.  ძვ. წ.  აღ-ით  170-160  წწ.  მან  ააშენა  ახალი  ქალაქი აირარატის ველზე  და  თავისი სახელის  მიხედვით არტაშატი  უწოდა.  აქ გადაიტანა დედაქალაქი არმავირიდან.
49.  იგულისხმება კროისოსი, ლიდიის  მეფე  (ძვ.წ. აღ-ით  560-546).  ცნობა არტაშესის  მიერ  კროისოსის  დატყვევების  შესახებ  ვარდანს  მ. ხორენაცისაგან აუღია. კროისოსისა  და  არტაშეს  I-ის  თანამედროვეებად  გამოცხადება  ქრონოლოგიური  შეცდომაა,  რადგან  არშატეს I ტახტზე  ავიდა  ძვ.წ.  აღ-ით  189   წ. (მ.   ხორენაცი,  გვ.  111-113) 
50.  ტიგრან II – სომხეთის  მეფე  (ძვ.წ.  აღ-ით  95-55).  მისი მოკავშირე  იყო პონტოს  ცნობილი  მეფე  მითრიდატე  VI  ევპატორელი,  რომელთან  ერთადაც იბრძოდა  პართიის,  სელევკიდების, რომის  წინააღმდეგ. ტიგრან  II-მ  ძვ.წ. აღ-ით 77  წ,   საფუძველი  ჩაუყარა  ახალ  დედაქალაქს  ტიგრანაკერტს. 
51. მ. ხორენაცის  მიხედვით,  მირდატი  ტიგრან  II-ის  დის  ქმარია  (მ. ხორენაცი,  გვ.   114). 
52.  არტავაზდ II – სომხეთის  მეფე  (ძვ.  წ.  აღ-ით  55-34). 
53. ალიოვიტის და არბერანის გავარები მდებარეობდა ვასპურაკანის ნაჰანგში. ალიოვიტი ვანის ტბის ჩრდილოეთ  სანაპიროზე, ხოლო  არბერანი აღმოსავლეთ სანაპიროზე.  ამ  გავარებში არშაკუნების დასახლებას  ვარდანი  მ. ხორენაცისაგან განსხვავებით  მიაწერს  არა  მეფე ტირანს, არამედ მეფე არტავაზდს (მ. ხორენაცი, 
გვ. 150). 
54. აბგარი  – ედესის  მეფე  (ძვ.წ.  აღ-ით  4-7  და  ახ.წ.  აღ-ით  14-50). 
55. ურჰა  – იგივე  ედესა,  ძველი  ქალაქი ჩრდილოეთ  მესოპოტამიაში. 
56. მათ წარმოქმნეს სურენთა, კარენთა  და ისპაჰპატთა დიდებულთა საგვარეულოები,  რომლებიც  მნიშვნელოვან  როლს  ასრულებდნენ  აქემენიდური  ირანის ცხოვრებაში. 
57. ელევთრაპოლისი – ქალაქი  პალესტინაში. 
58. იგულისხმება  ბიზანტიის  იმპერატორი  ნიკიფორე  ფოკა  (963-969). 
59.  ვარდანს ცნობა  აბგარის გაქრისტიანების  შესახებ მოაქვს  მ. ხორენაცისაგან. ა. აბდალაძის აზრით, ქრისტეს თანამედროვე აბგარი  კი  არა, ედესის  მეფე  აბგარ IX  (179-214)  გაქრისტიანდა  (მ.  ხორენაცი,  გვ.  270,  შენ.  114). 
60. არტაზი – იგივე  შავარშაკანი,  ვასპურაკანის  ერთ-ერთი  გავარი,  მდებარეობდა თანამედროვე  მდ. ზანგიმარის  ნაპირზე. 
61. უნდა  იყოს  მწურქი,  ქალაქი  ვანის  ტბის  დასავლეთით. 
62. იგულისხმება  რომის  იმპერატორი  ტიტე  (79-81). 
63.  ამ არტაშესს  მიაწერს ვარდანი როგორც არშატეს  I-ის,  ისე  სხვა  მეფეთა საქმეებს. 
64. ერასხი – მდ.  არაქსის  სომხური  ფორმა. 
65.  მ. ხორენაცი  სხვაგვარად  მოგვითხრობს  არტავაზდის  გარდაცვალების შესახებ:  ის  მიდიოდა  სანადიროდ,  გადაიარა  ქ.   არტაშატის  ხიდი,  გაიტაცეს ოცნებებმა, თავბრუ  დაესხა, გადმოვარდა  ცხენიდან,  ჩავარდა  ღრმა ორმოში  და უკვალოდ  გაუჩინარდა  (მ.   ხორენაცი,  გვ.  149). 
66.  ეკეღეაცის  გავარი  – მდებარეობდა ანტიტავროსა  და ევფრატის  ვიწროებს   შუა,  წარმართობის  პერიოდში  „ანაჰიტის“ გავარად  იწოდებოდა,  ხოლო ანტიკური  ავტორები  „აკილისენე“-ს  უწოდებენ.  სტრაბონის  ცნობით  ეს  მხარე შეუერთდა  სომხეთს  ძვ.წ.   აღ-ით  II ს-ში   (თ. ყაუხჩიშვილი.  სტრაბონის გეოგრაფიის  ცნობები საქართველოს  შესახებ,  თბ.,19 57,  გვ.189). 
67.  ვალარშ I    –  სომხეთის  მეფე  (117-140). 
68. იგულისხმება  პართიის  მეფე ვოლოგეს  II   (105-147). 
69.  ვალარშაპატი – თანამედროვე ეჩმიაწინი, დააარსა სომეხთა  მეფე ვალარშ I-მა  ძველი ვარდგესის  ადგილას  და  გადაიტანა  იქ  თავისი  რეზიდენცია,  თუმცა სომხეთის ძირითად დედაქალაქად არტაშატი რჩებოდა.  163  წ. რომაელთა  მიერ არტაშატის აოხრების  შემდეგ ვალარშაპატი  გახდა დედაქალაქი (მ.   ხორენაცი, გვ.  193). 
70.  მ.   ხორენაცი  ამ  ამბის  აღწერისას  ასახელებს  ბასილებსა  და  ხაზარებს (მ. ხორენაცი,  გვ.   154). 
71. ჩორის კარი,  იგივე დარუბანდი –  ქალაქი ჩრდილო  კავკასიაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადმოსასვლელი ამიერკავკასიაში, თანამედროვე ქ. დერბენდი (დაღესტნის  ავტ. რესპუბლიკა). 
72.  ხოსრო I –  სომხეთის  მეფე  (191-217). 
73. იგულისხმება  არტაბან  V  –  პართიის უკანასკნელი  არშაკიდი  მეფე  (213- 226).  226წ. დაიღუპა არდაშირ  სასანიანთან ბრძოლაში,  რის შემდეგაც  ირანში იწყება  სასანიანთა ბატონობა.
74  იგულისხმება  ფილიპე – რომის იმპერატორი  (224-249).
75.  აქ საუბარია სომხეთის პირველი ქრისტიანი  მეფის თრდატ  III-ის  (298- 330)  მიერ  მისი  წარმართობის  დროს  სომხეთში  მოსული  წმ.  რიფსიმესა  და მისი თანმხლები ქალწულების  წამების  შესახებ.
76. ციხე-სიმაგრე  ანისი მდებარეობდა დარანალის  გავარში, ევფრატის  ზემო დინებაში.  XII-XIII  სს-ის ისტორიკოსები  მას  კამახს უწოდებენ.  აქ  იყო  სომეხი არშაკუნების  საგვარეულო  სამარხი.
77.  იგულისხმება  გრიგოლ  განმანათლებელი – ქრისტიანობის  მქადაგებელი სომხეთში,  იყო  სომეხთა  პირველი  ეპისკოპოსი  (302-326).  მის  მოღვაწეობას ეძღვნება  აგათანგელოსის  „სომხეთის  ისტორია“.  (ი.    ჯავახიშვილი.  ძველი სომხური საისტორიო  მწერლობა, თხზულებანი,  XI,  თბ.,  1998,  გვ.  327-382). 
78. კონსტანტინე დიდი – რომის იმპერატორი  (306-337).  313  წ. კონსტანტინემ და ლიცინიუსმა გამოსცეს ცნობილი „მილანის  ედიქტი“, რომლითაც ქრისტიანობა გამოცხადდა ნებადართულ  რელიგიად, აიკრძალა ქრისტიანობის  დევნა.  324  წ. ლიცინიუსის  დამარცხების  შემდეგ  გახდა  რომის  იმპერიის  ერთპიროვნული მმართველი. 330 წ. ძველბერძნულ ქალაქ ბიზანტიონში გადაიტანა დედაქალაქი და უწოდა კონსტანტინოპოლი. კონსტანტინე სიკვდილის  წინ მოინათლა ქრისტიანად. 
79.  იგულისხმებიან  კონსტანტინე  დიდი  და  თრდატ  III. 
80. ვარდანის მიერ მოტანილი ინფორმაცია თრდატისა  და გრიგოლ განმანათლებლის  რომში კონსტანტინე დიდთან და სელვესტროსთან შეხვედრის, მათ შორის აღთქმის  წერილის დადების შესახებ ადრეული  სომხური  წყაროებისათვის ცნობილი  არ  არის  (მ. ხორენაცი, აგათანგელოსი, სებეოსი,  ი. დრასხანაკერტცი). მხოლოდ  ვარდანის  თანამედროვე  მ.   აირივანეცი  ახსენებს  ამ  კავშირს  (მ. აირივანეცი,  გვ.  64). ამიტომ ვფიქრობთ  ე.წ. „აღთქმის წერილი“  გვიანდელი  ხანისა უნდა  იყოს. 
81.  იგულისხმება  ირანის  შაჰი  შაბურ I (240-272). 
82. სლკუნები  – ნახარართა  საგვარეულო  სომხეთში,  ფლობდნენ  ტარონის (მდებარეობდა  ვანის  ტბის დასავლეთით)  აღმოსავლეთ  ნაწილს, რომელიც  IV  ს- ში  მამიკონიანთა მფლობელობაში  გადავიდა. ვარდანის  მიერ   დასახელებულ  უღკანის   ციხეს  მ.  ხორენაცი  ოლაკანს უწოდებს,  რომელიც  მდებარეობდა  ტარონის  პროვინციაში  (მ. ხორენაცი  გვ. 168). 
83. მამიკონიანები – ნახარართა ერთ-ერთი უძლიერესი საგვარეულო სომხეთში. ვარდანი, მ. ხორენაცის მსგავსად, მამიკონიანთა წინაპრად თვლის  ჭენთა  ქვეყნიდან (ჩინეთიდან? ჭანეთიდან?) მოსულ  მამგონს,  რომელსაც  სომეხთა  მეფე  თრდატ  III-მ   მისცა მამული  (მ.   ხორენაცი,  გვ.   165-166).  მამიკონიანები  ფლობდნენ  ტაოსა  და ტარონის  დიდ  ნაწილს,  IV  ს-დან მემკვიდრეობით  მიიღეს  სპარაპეტის სახელო. არაბთა  წინააღმდეგ  774-775  წწ.  აჯანყების დამარცხების  შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუშეღ  მამიკონიანი,  მამიკონიანები, ისევე როგორც  კამსარაკანები, განადგურდნენ.  მათი  მამულები გაძლიერებულ  ბაგრატუნებს  გადაეცათ.  IX ს-ში მამიკონიანთა  უმრავლესობა  ბიზანტიაში  გადავიდა,  სადაც  მათ  მაღალი თანამდებობები დაიკავეს.
84.  325  წ. მცირე აზიის ქ. ნიკეაში  შედგა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, რომელიც ჯერ  კიდევ წარმართი იყო. კრებამ  დაგმო  ალექსანდრიელი  ხუცესის არიოზის მოძღვრება, რომელიც  უარყოფდა  ქრისტესა  და  მამა  ლმერთის  თანასწორობას,  ქადაგებდა, რომ ქრისტე  არ  არის  ღმერთი,  არამედ შუამავალი ღმერთსა  და ხალხს  შორის. ნიკეის  კრებამ მიიღო საეკლესიო კალენდარი, დაადგინა ქრისტიანული იერარქია, შეიმუშავა  სარწმუნოების სიმბოლოს  ტექსტი. 
85.  მანის  გამოქვაბული  მდებარეობდა  სეპუჰის  მთაზე,  დარანალის  გავარში, დას.  ევფრატის  ხეობაში. 
86.  მაქსიმიანე  –  რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს  (284-305)  თანამმართველი,  რომის  იმპერიის  დასავლეთ  ნაწილის  გამგებელი  ანუ  ავგუსტოსი  (286- 305). ლიცინიუსი   – რომის  იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის ავგუსტოსი  (311-324). კონსტანტინე  დიდმა  დაამარცხა  მაქსიმიანე  312 წ.,  ხოლო  ლიცინიუსი  324  წ. და  რომის  იმპერიის  ერთპიროვნული  მმართველი  გახდა. 
87.  რომის  იმპერატორმა დიოკლეტიანემ  303  წ. გამოსცა  პირველი  ედიქტი ქრისტიანების  წინააღმდეგ.  ამის  შემდეგ  გამოიცა  კიდევ  სამი  ასეთი  ედიქტი, რომელთა მიხედვით იკრძალებოდა ქრისტიანობის  ქადაგება  და  აღიარება; ყოველ ქრისტიანს საჯაროდ უნდა დაეგმო ქრისტიანობა. მათ რიცხვში მოხვდნენ დიოკლეტიანეს ცოლი  და ქალიშვილი, რომლებიც  აღიარებდნენ  ქრისტიანობას. ედიქტის  მოწინააღმდეგე  ქრისტიანებზე  დაწესებული  იყო   დევნა,   ზოგჯერ სიკვდილით  დასჯაც. სწორედ  ამის  შესახებ მოგვითხრობს  ვარდანი.
88.  არეგი  –  სომხური  წელიწადის  (დამტკიცდა  დვინის  554  წ.   საეკლესიო კრებაზე)  VIII  თვე,  შეესაბამება  აპრილს.
89.   გრიგოლ  განმანათლებელს  ჰყავდა  ორი  ვაჟი:   უფროსი  ვრთანესი  და უმცროსი  არისტაკესი  რომლებიც  წმ.   გრიგოლის  შემდეგ   სომხეთის მღვდელმთავრები გახდნენ.
90. სანატრუკისა და  გრიგორისის შესახებ უფრო  ვრცლად მოგვითხრობენ მ. ხორენაცი და ი. დრასხანაკერტცი: გრიგოლ  განმანათლებლის  შვილიშვილი, ვრთანესის უფროსი  ვაჟი გრიგორისი თრდატ  III  დაადგინა ალბანთა ეპისკოპოსად. მასთან ერთად თრდატმა  გაგზავნა სანატრუკ  არშაკუნი.  მან თრდატის სიკვდილის შემდეგ მოიწადინა სომხეთის დაუფლება, დამკვიდრდა ფაიტაკარაჩში (მდებარეობდა მდ. არაქსსა  და მტკვარს შორის, კასპიის ზღვის  ნაპირას). სანატრუკმა  მოაკვლევინა გრიგორისი ბარბაროსებს  ცხენ  ქვეშ გათელვით  კასპიის  ზღვის  ნაპირზე, ვატნიანის ველზე. იგი  დაკრძალეს  სოფ.  ამარასში  (მდებარეობდა  მცირე  სიუნიქში,  იგივე არცახში,  სევანის  ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით)  (მ. ხორენაცი  გვ.  182;  იოანე დრასხანაკერტელი.  სომხეთის ისტორია, თარგმანი  ი.  აბულაძის,  თბ.,  1937,  გვ. 6). 
91.  ხოსრო  II   კოტაკი  –  სომხეთის  მეფე  (330-338). 
92. იულიანე  – კონსტანტინე დიდის  ძმისშვილი,  რომის იმპერატორი  (360-363).  კონსტანტინე  დიდს  ჰყავდა  სამი  ვაჟი: კონსტანტი, კონსტანტინე  და კონსტანციუსი, რომელთაც ანდერძით  გაუყო  იმპერია. ტახტისათვის მრავალწლიან ბრძოლაში  კონსტანტინეს  შთამომავლები  დაიღუპნენ  და   იმპერატორი  გახდა კონსტანციუსი  (351-361).
93.  დვინი  –  ქალაქი  დიდ  სომხეთში,  აშენდა  ხოსრო  IL   კოტაკის  დროს  V ს-ში. სომხეთის დედაქალაქი  გახდა  640  წ. არაბებმა  დაარბიეს, დაზარალდა  862 და  893  წწ-ის  მიწისძვრების დროს,  1236  წ. მონღოლებმა  ააოხრეს. დვინი იყო შუა საუკუნეების სომხეთის მსხვილი სავაჭრო ცენტრი, რომელზეც გადიოდა აღმოსავლეთისა  და დასავლეთის შემაერთებელი საქარავნო  გზები.
94.  ჩრდილო-კავკასიელი  ტომების  სომხეთზე  ლაშქრობის  შესახებ  უფრო ვრცლად  მოგვითხრობენ  ფავსტოს  ბუზანდი  და   მ. ხორენაცი, მაგრამ  მათი მონაცემები  განსხვავებულია.  მ. ხორენაცი  კონკრეტულად  არ  ასახელებს  ამ ტომებს, ფავსტოს ბუზანდის  ცნობით  კი  ეს ხალხები  არიან  მასქუთები,  ჰუნები, გუგარები,  ალანები,  რომელთაც  სათავეში  ედგა  მასქუთების  არშაკიდი  მეფე სანესანი. საბერძნეთიდან დაბრუნებულმა სომეხთა მხედართმთავარმა  ვაჩემ, არტავაზდ მამიკონიანის   ვაჟმა,   ციხე-სიმაგრე  ოშაკანთან   (მდებარეობდა  ეჩმიაწინის ჩრდილოეთით)  ბრძოლა  გაუმართა  სანესანს.  მასქუთთა  მეფე  ამ   ბრძოლაში დაიღუპა. მ.  ხორენაცი  საერთოდ  არ  იხსენიებს  მხედარმთავარ  ვაჩეს,  ხოლო ვარდანი  წერს  მისი  ბრძოლაში  დაღუპვის  შესახებ, რაც  უცნობია ფავსტოს ბუზანდისათვის (მ. ხორენაცი, წ. III, თ. IX). საინტერესოა მოვსეს  კალანკატუაცის  ცნობა, რომელიც  ამ ლაშქრობას  თვლის არა  ჩრდილო-კავკასიელთა,  არამედ  სანატრუკის  მეთაურობით  ალბანთა  ჯარის თავდასხმად  სომხეთზე  (მოვსეს  კალანკატუაცი.  ალვანთა  ქვეყნის  ისტორია, ძველი სომხურიდან  თარგმნა, შესავალი, შენიშვნები  და საძიებლები დაურთო  ლ. დავლიანიმე-ტატიშვილმა,  თბ.,  1985,  გვ.  31). 
95. ტირანი   – სომხეთის  მეფე  (339–345).
96. ვარდანი  არ ასახელებს სპარსელი სარდლის სახელს. ფავსტოს ბუზანდისთან ის არის  ადარბადაგანის  სპარსელი  მმართველი  ვარაზ-შაპუჰი  და სოფელს ეწოდება დალარისი, ხოლო  მ. ხორენაცისთან  ის  არის  სპარსეთის  მეფე  შაპუჰი (ფავსტოს  ბუზანდი,  წ.   III,   თ.  XX;  მ. ხორენაცი,  წ.   III,   თ.  XVII).  ტირანი დააბრმავებინა სპარსეთის  შაჰმა შაბურ  II-მ  (309-379). 
97 . ნერსეს დიდი  – სომხეთის  კათალიკოსი  (353-373),  გრიგოლ  განმანათლებლის  შთამომავალი. 
98.  არშაკ II –  სომხეთის  მეფე  (345-367). 
99. ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო  კრებაზე  (325წ.)  დადგინდა  ქრისტიანული იერარქია:  რომის, ალექსანდრიის  და ანტიოქიის ეპისკოპოსებს  მიენიჭათ პატრიარქის  პატივი,  აქედან  რომისა  და  ალექსანდრიის  პატრიარქებს  უბოძეს პაპის  საპატიო  წოდება.  პროვინციებში  საეკლესიო  საქმეებს  წარმართავდნენ არქიეპისკოპოსები, ხოლო ქალაქებში ეპისკოპოსები.
100.  ვალენტინიანე  I – დასავლეთ  რომის იმპერატორი  (364-375). 
101. ვალენტი – აღმოსავლეთ  რომის იმპერატორი (364-378).  ის  იყო არიანობის მიმდევარი  და  დევნიდა  ნიკეის  კრების  მომხრეებს,  რასაც  აღნიშნავს  ვარდანიც. 
102. თეოდოს  I რომის იმპერატორი  (379-395).  მისი  სიკვდილის  შემდეგ რომის  იმპერია საბოლოოდ  გაიყო აღმოსავლეთ  და დასავლეთ  ნაწილად. 
103.  381  წ.   კონსტანტინოპოლში  შედგა  III მსოფლიო  საეკლესიო  კრება იმპერატორ თეოდოს  I-ის ბრძანებით.  კრება მიმართული  იყო არიანობის,  კერძოდ მისი ერთ-ერთი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რომელიც იქადაგა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა  მაკედონმა  (355-368)  და  აქედან  მის  მიმდევრებს  მაკედონელები ეწოდათ. კრებამ აკრძალა ყველა რელიგიური მიმდინარეობა გარდა კათოლიციზმისა, მაკედონის მომხრე 36  ეპისკოპოსი  განკვეთა  და  გააძევა კრებიდან.
104.  იგულისხმება  შაბურ II – სპარსეთის  შაჰი  (309-379). 
105. პაპი  – სომხეთის  მეფე  (369-374). 
106. თეოდოსიოპოლი  –  იგივე  კარინი,  იგივე კარახპოლა.  ქალაქი განახლდა თეოდოს  II-ის (408-450)  ბრძანებით  მხედართმთავარ  ანატოლის  მიერ  და იმპერატორის პატივსაცემად  მისი სახელი  ეწოდა. ქალაქი მდებარეობდა სამხრეთ ამიერკავკასიის ისტორიულ  მხარეში,  კარინში.  ამის  გამო ქართული  და სომხური წყაროები  მას კარნუ-ქალაქს  უწოდებენ.  XI  ს-დან ეწოდება  არზრუმი. 
107. ფავსტოს ბუზანდის ცნობით,  პაპმა ნერსესს სადილობისას მოწამლული ღვინო  დაალევინა  (ფავსტოს  ბუზანდი,  წ.   V,  თ.  23). 
108.  პაპის სიკვდილით  დასჯის  შესახებ  მოგვითხრობენ ფავსტოს  ბუზანდი და  მ. ხორენაცი,  მაგრამ  განსხვავებულია  ამ   წყაროთა  დეტალები.  ფავსტოს ბუზანდის  მიხედვით,  სარდალმა  ტერენტიანოსმა  სადილად  მიიწვია  სომეხთა მეფე  და  სუფრასთან  მოაკვლევინა  მეომრებს.  მ.  ხორენაცი  მოგვითხრობს,  რომ იმპერატორის ღალატისათვის ტერენტიანოსმა შეიპყრო  პაპი  და  გაგზავნა თეოდოსთან, რომელმაც  ბრძანა  მისთვის ცულით  თავის  მოკვეთა (ფავსტოს ბუხანდი,  წ. V,   თ.   32;   მ.    ხორენაცი,  წ.   III,    თ.   39).   ვარდანთან  ეს   სარდალია  არა ტერენტიანოსი, არამედ ანატოლი. დასჯის ფორმაც სხვაა – პაპი ზღვაში გადააგდეს. 
109. ვარაზდატი    – სომხეთის  მეფე  (374-378). 
110.  387  წ.   ირანსა  და  რომს  შორის  დაიდო  ხელშეკრულება,  რომლითაც სომხეთი  ორად  გაიყო.  დასავლეთი  ნაწილი  ერგო  რომს,  აღმოსავლეთი  კი ირანს. ბიზანტიის  ნაწილში  მეფობა  გაუქმდა  391  წ.,  ირანის  ნაწილში  კი  428 წ. 
111. ვრამშაპუჰი    – სომხეთის  მეფე  (387-414). 
112. მესროპ მაშტოცის ბიოგრაფის კორიუნის  მიხედვით, მესროპმა სომხური ანბანი  შექმნა  სამოსატში  (მესოპოტამია).  მ.   ხორენაცი  და ლაზარ  ფარპეცი  ასახელებენ  სამოსს, ვარდანის ცნობით კი მესროპს ღვთის მარჯვენით თოთხმეტი ასო გამოესახა ბალუს მთაზე (ბალაჰოვიტის  მხარე, შემდეგდროინდელი დიარბექირის  საფაშო). ბალუს  მთა  ამ ფაქტთან დაკავშირებით  სხვა ძეგლებში  დაფიქსირებული  არ  არის,  ახსენებს  მხოლოდ ვარდანი,  ამიტომ  მისი  წყაროს  დადგენა  არ  ხერხდება.
113.   აქ   ჩამოთვლილია  კათალიკოს  საჰაკ   I-ისა   (387-436)   და   მესროპ მაშტოცის მოწაფეები, რომლებიც გაიგზავნენ სასწავლებლად  სხვადასხვა  ქვეყნებში, რათა შემდეგ მთარგმნელობითი  საქმიანობა ეწარმოებინათ.  მათ მესროპთან ერთად თარგმნეს  სომხურად  „სოლომონის  იგავები“,   შემდეგ  კი   „ახალი  აღთქმა“ (კორიუნი,  გვ. 23; მ. ხორენაცი,  გვ. 223).  ვარდანის მიერ  დასახელებულ მოწაფეთა  შორის  არიან  სომეხი  ისტორიკოსები:  კორიუნი,  მოვსეს  ხორენაცი, ეღიშე, ლაზარ  ფარპეცი. 
114. მესროპ მაშტოცის  ეს  მოწაფე, რომელსაც ვარდანი  „ჯაღელს“ უწოდებს, კორიუნთან  და  მ.   ხორენაცისთან  ცნობილია  „ჯაღას“  სახელით.  რაც  შეეხება მესროპ  მაშტოცის  მიერ   ქართული  ანბანის  შექმნას,  დღეისათვის  ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია  აზრი  მისი არარეალურობის  შესახებ  (იხ. ეპისტოლეთა  წიგნი. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა  და კომენტარებით  გამოსცა  ზ.  ალექსიძემ,  თბ.,  1968,  გვ.  030,  047;  უხტანესი. ისტორია  გამოყოფისა  ქართველთა  სომეხთაგან.  სომხური  ტექსტი  ქართული თარგმანითა  და  გამოკვლევით  გამოსცა  ზ.  ალექსიძემ,  თბ.  1975,  გვ.  289-341; რ. პატარიძე.  ქართული  ასომთავრული,  თბ.,  1980,  გვ.  19;  ე,  მაჭავარიანი. ქართული  ანბანის გრაფიკული საფუძველები,  თბ. 1982;  ა. აბდალაძე, „ქართლის ცხოვრება“  და  საქართველო-სომხეთის ურთიერთობა,  თბ. 1982,  გვ.  168). 
115.  იგულისხმება  იეზდიგერდ I  –  ირანის  შაჰი  (399-420). 
116.  იგულისხმება  ბაჰრამ  V  გური  –  ირანის  შაჰი  (421-428).
117.  ვარდანი  აქ   წყაროდ  ასახელებს  მ.  ხორენაცის,  რომელიც  მართლაც წერს,  რომ ხოსროს  შემდეგ  იაზკერტმა სომხეთში  გაამეფა თავისი  ვაჟი  შაპუჰი (მ.   ხორენაცი,  გვ.224), 
118. იგულისხმება  სომხეთის  უკანასკნელი  არშაკუნი  მეფე  არტაშესი  (423-428).  მ. ხორენაცის  ცნობით,  არტაშესი  იყო  ვრამშაპუჰის  ვაჟი,  რომელსაც გამეფებისას  სპარსელებმა  არტაშირი უწოდეს  (მ.  ხორენაცი,  გვ. 230). არქიმანდრიტის ევტიქეს მოძღვრება მონოფიზიტობა, რომელიც უარყოფდა ქრისტეს ორბუნებიანობას  და  აღიარებდა  მის მხოლოდ  ღვთაებრივ  ბუნებას. 
119.  იოსები  სომეხთა  კათალიკოსი  გახდა  441  წ. ვაიოც შორი მდებარეობდა სიუნიქის ტერიტორიაზე,  სევანის  ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 
120.  431  წ.   ქ.   ეფესოში  მოწვეულ  იქნა  III   მსოფლიო  საეკლესიო  კრება თეოდოს  II-ის  (408-450)  მიერ, რომელმაც  ერესად გამოაცხადა  ნესტორიანობა. ეს რელიგიურ-პოლიტიკური მოძღვრება V  ს-ის  I ნახევარში იქადაგა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა ნესტორმა. ნესტორიანობის მიმდევრები უარყოფდნენ ქრისტეს ღვთიურ  ბუნებას  და  ამტკიცებდნენ,  რომ  ღვთისმშობელი  და  იესო  ქრისტე ჩვეულებრივი  მოკვდავები  იყვნენ, შემდგომ  კი იესო სული  წმინდის შთაგონებით მესიად  გადაიქცა.  ვარდანი არასწორად  აღნიშნავს  ეფესოს  კრების  თარილს. 
121. გიუტი კათალიკოსად  აირჩიეს  461  წ.  471  წ.  განდევნილ  იქნა,  შემდეგ განმარტოვდა  ოთმუსში,  სადაც  478  წ.   გარდაიცვალა. 
122. ნავასარდი    – სომხური  წელიწადის I   თვე,  შეესაბამება  აგვისტოს. 
123. მეჰეკი   – სომხური  წელიწადის  VII  თვე,  შეესაბამება  თებერვალს. 
124. ჰროტიცი – სომხური  წელიწადის  XII  თვე,  შეესაბამება  ივლისს.. 
125. მარგაცი  – სომხური  წელიწადის  XI  თვე,  შეესაბამება  ივნისს. 
126.  451  წ. ბიზანტიის  იმპერატორმა  მარკიანემ  (450-457)  მოიწვია  IV მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში.  კრებამ ერესად გამოაცხადა ბიზანტიელი არქიმანდრიტის ევტიქეს მოძღვრება მონოფიზიტობა, რომელიც უარყოფდა ქრისტეს ორბუნებიანობას  და  აღიარებდა  მის მხოლოდ  ღვთაებრივ  ბუნებას.
127. იოანე I მანდაკუნი – სომეხთა კათალიკოსი  (478-490). ახალგაზრდობაში ის მონაწილეობდა სომეხთა  ანტიირანულ  მოძრაობაში  ვარდან  მამიკონიანის ხელმძღვანელობით  და დაიჭრა ხოსროვაკერტის ბრძოლაში. 
128. იოსებ  კათალიკოსის  გარდაცვალების  შემდეგ  საპატრიარქო  საქმეებს განაგებდნენ  მოვსეს  ხორენაცი,  მისი  უმცროსი  ძმა  მამბრე  და  ფილოსოფოსი დავითი.
129.   ეს   ნაწყვეტი  ეხება  საუბარს  მოვსეს  ხორენაცსა  და  მიტროპოლიტ მელიტოსს  შორის.  დიალოგი  გაიმართა  V   ს-ის  II  ნახევარში  ქალკედონის კრების  შემდეგ  კონსტანტინოპოლში.  მასში  მონაწილეობდნენ  ერთი  მხრივ, მოვსეს ხორენაცი და ფილოსოფოსი დავითი, მეორე მხრივ, იუბენალი, კორინთოს არქიეპისკოპოსი  მამბრე, მაკედონიის მიტროპოლიტი მელიტოსი  და იმპერატორ მარკიანეს მეუღლის კარის მღვდელი. ვარდანის „მსოფლიო ისტორიის“ რუსულად მთარგმნელის  მ. ემინის  აზრით,  ჩვენს  ავტორს  ეს  საუბარი  აუღია  სომხური საეკლესიო  ძეგლიდან,  რომლის  ხელნაწერი  ემინს   ხელთ  ჰქონდა  და   მისი სათაურია  „იუვენალის  შეკითხვა  და   სომეხი  გრამატიკოსის  მოვსესისა  და ფილოსოფოს  დავითის  პასუხი“ 
130.  თათული-საჰაკისა  და  მესროპ  მაშტოცის  მოწაფე,  V  ს-ის  II   ნახევრის მოღვაწე. მის შესახებ მოგვითხრობს ასოღიკი  და კირაკოს  განძაკეცი.
131. არშუშა – ქართლის  პიტიახში  V  ს-ის  20-50-იან  წწ-ში. დაახლ.  450  წ. ის   ქართველ,  სომეხ  და  ალბანელ  დიდებულებთან  ერთად  დაბარებული  იყო ირანში იეზდიგერდ  II-ის  (439-457)  კარზე,  სადაც  ისინი იძულებულნი  შეიქნენ ფორმალურად  ეღიარებინათ  მაზდეანობა.  შაჰმა   არშუშა  მძევლად  დაიტოვა თავისთან  (ლ.  ჯანაშია. ლაზარ ფარპეცის  ცნობები საქართველოს  შესახებ,  თბ. 1962,  გვ.  115-123). 
132. ვარსქენი – ქვემო ქართლის  პიტიახში  V  ს-ის  50-80-იან  წწ-ში, არშუშა პიტიახშის  ვაჟი,  იყო ირანის  შაჰის პეროზის (459-484)  პოლიტიკის გამტარებელი ქართლში.  ის  გაემგზავრა  შაჰის  კარზე  467  წ.,   ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეიცვალა სარწმუნოება და იგივეს ითხოვდა თავისი მეუღლე შუშანიკისაგან, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა. ვარსქენი მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა 482  წ.   (ლ.  ჯანაშია,  დასახ.  ნაშრომი,  გვ.  139 -142).
133. იგულისხმება ვახტანგ გორგასალი, V  ს-ის ქართლის  მეფე,  ამიერკავკასიაში ანტიირანული მოძრაობის  ხელმძღვანელი.
134.  ჰეფთალები – იგივე  თეთრი  ჰუნები,  შუა  აზიის  მომთაბარე  ტომები, რომლებიც მომთაბარეობდნენ  მდ. ამუდარიის ჩრდილოეთით  მდებარე  სტეპებში. ირანის  შაჰი პეროზი  (459-484)  მათთან ბრძოლაში დაიღუპა.
135 ვალარში   – ირანის  შაჰი  (484-488). 
136. ვაჰანი – ვარდან მამიკონიანის ძმისწული, სომეხთა 481-484  წწ.  ანტიირანული  აჯანყების მეთაური. 485   წ.    სპარსეთის  შაჰმა   ვალარშმა  ვაჰან მამიკონიანი სომხეთის  სპარაპეტად  დანიშნა. გარდაიცვალა  505  წელს. 
137. კავადი   – ირანის  შაჰი  (488-531). ხოსრო I ანუშირვანი   – ირანის  შაჰი  (531-579).
138. იზიტბუზიტი  – წარმოშობით  სპარსელი,  დვინის  უმაღლესი  მოგპეტის შვილი,  ქრისტიანობის  მიღებამდე  იწოდებოდა  მახოჟად.  ის  დვინში  ეზიარა ქრისტეს რჯულს  და  ამის  გამო  553  წ. მოწამეობრივად აღესრულა  სპარსელი მარზპანის  ვეშნასპ-ვაჰრამისაგან.  შის  შესახებ  ცნობებს  გვაწვდიან  იოანე დრასხანაკერტცი, ასოღიკი, სამეულ  ანეცი, მხითარ აირივანეცი, კირაკოს  განძაკეცი. 
139.  მოვსეს  II ელივარდელი – სომეხთა კათალიკოსი  (574-604). 
140.  554  წ. მოწვეულ  დვინის საეკლესიო კრებაზე შემოღებული  იქნა ახალი წელთაღრიცხვა, რომლითაც სომხური წელთაღრიცხვის პირველ წლად ითვლებოდა 552 წელი.
141. ვარდანის თხზულების ეს ნაწილი ეხება მნიშვნელოვან საკითხს საქართველო-სომხეთის ურთიერთობიდან-ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილებას 606-608 წწ-ში. VI ს-ის ბოლოს მონოფიზიტები ქართლში საბოლოოდ დამარცხდნენ და  451 წ. ქალკედონის  კრების დადგენილება  აღიარებულ იქნა ერთადერთ აღმსარებლობად. 35 ქართველი ეპისკოპოსიდან, რომლებიც მცხეთის კათალიკოსს ემორჩილებოდნენ, ცურტაველი ეპისკოპოსის მოსეს გარდა არც ერთი  არ ემხრობოდა მონოფიზიტურ  მოძღვრებას.  599  წ.   ბართლომე  კათალიკოსის  სიკვდილის შემდეგ ქართლის კათალიკოსის ტახტი დაიკავა კირიონ  I-მა  (599-616), რომლის წარმოშობისა  და განათლების  შესახებ წერს ვარდანი. ქართველებსა  და სომხებს შორის კონფლიქტის მიზეზი  გახდა  მოსე ცურტავის ეპისკოპოსის (წარმოშობით სომეხი)  გამოსვლა  605  წ., რომელმაც ქალკედონიტური აღმსარებლობის  გამო მხილება  დაუწყო  ერსა  და  წარჩინებულებს. მოსე და მისი ეპარქიის სომხური სამწყსო არ იზიარებდა ქართული ეკლესიის ქალკედონიტურ მრწამსს,  ხედავდა მასში ეროვნული პოლიტიკის გატარების საშუალებას. კირიონი მიზნად  ისახავდა მოეხდინა გუგარეთის შერეული მოსახლეობის ასიმილაცია  და ღვთისმსახურებიდან ამოეღო სომხური  ენა.  ამან  გამოიწვია ცურტავის ეპისკოპოსის  გამოსვლა.  მისი ქადაგება  მარცხით  დამთავრდა  და იძულებული  გახდა  სომხეთში გადასულიყო. სომხეთის ეკლესიის მესვეურებმა  მოსე ეპისკოპოსის  და მონოფიზიტური სარწმუნოების  დასაცავად,  კირიონის  დასაყოლიებლად  ფართო  წერილობითი  პოლემიკა გამართეს.  ამას აღნიშნავს ვარდანიც.  მას  შემდეგ, რაც მლვდელმთავართა მიმოწერამ არავითარი  შედეგი  არ გამოიღო,  აბრაამ სომეხთა კათალიკოსმა  608  წ. გამოსცა ე.  წ.  „საყოველთაო  ეპისტოლე“,  რითაც  ქართველებთან  და  ალბანელებთან სომხებს ყოველგვარი კავშირი ეკრძალებოდათ, გარდა ვაჭრობისა,  (იხ. უხტანესი, ეპისტოლეთა  წიგნი;  II.)
142. ორმიზდ IV – ირანის  შაჰი  (579-590). ქურუმები  და სამხედრო ელიტა ცდილობდა  თავისი  გავლენისათვის  დაემორჩილებინა  შაჰი.  ორმიზდი  თავის მხრივ  წვრილ  მიწათმფლობელებსა  და   ქრისტიანებს  ეყრდნობოდა.  დაიწყო კონფლიქტი,  რაც  გადატრიალებითა  და  შაჰის  სიკვდილით  დასრულდა.  ამას აღნიშნავს  ვარდანი. 
143 . ხოსრო  II   ფარვიზი –  ირანის  შაჰი  (590-628), მავრიკე – ბიზანტიის იმპერატორი  (582-602). ვაჰრამი    – იგულისხმება  ვაჰრამ  ჩუბინი, რომელიც  ორმიზდ IV-ის მოკვლის შემდეგ  აჯანყდა  და  თავი  შაჰან-შაჰად  გამოაცხადა.  ირანის  ტახტის  მემკვიდრე ხოსრო  II  წავიდა  ბიზანტიაში  და  დახმარება  სთხოვა  იმპერატორ  მავრიკეს, დაბრუნდა  ჯარით  და  დაამარცხა  ვაჰრამი.  ამას  აღნიშნავს  ვარდანი. 
144.  ოტნ  მასიაცი, არაგაწი   – გავარები  აირარატის  ნაჰანგში. 
145.  ენწაკი სარი  – მთა  ვასპურაკანის  ნაჰანგის  ნახიჭევანის  გავარში. 
146.   არესტი,  ჰაციუნი  – სოფლები  ვასპურაკანის  ნაჰანგის   ნახიჭევანის გავარში. 
147.  591  წ.  ბიზანტიის  იმპერატორ  მავრიკესა  და  ირანის  შაჰ  ხოსრო  II-ს შორის დაიდო „საუკუნო  ზავი“, რომლითაც  ირანმა დაუთმო ბიზანტიას ქართლის ნაწილი,  ზემო   მესოპოტამიის  ნაწილი  და   სომხეთის  დიდი  ნაწილი  ვანის ტბამდე.  ირანის  ძალაუფლების  ქვეშ  რჩებოდა  მხოლოდ  დვინი,  სიუნიქი  და ვასპურაკანი.  ეს  იყო  სომხეთის  მეორე  გაყოფა. 
148.  ვრკანი  ძველი  სომეხი ავტორების  გაგებით  მდებარეობს  ხორეზმსა  და პართიას  შორის,  კასპიის  ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით.  ვარდანის  მსგავსად მ. აირივანეციც  მას  საგასტანს  უწოდებს  (მ.   აირივანეცი,  გე.   68,  შენ.  7). 
149.  აბრაამ   –  სომეხთა  კათალიკოსი  (607-615),  წარმოშობით  რშტუნის გავარის სოფელ  აღბათანიდან.  მის დროს მოხდა ქართველ-სომეხთა საეკლესიო განხეთქილება  (უხტანესი,  გვ.  21). 
150.  დვინის  საეკლესიო  კრება  მოწვეულ  იქნა  606  წელს. 
151. ფოკა  – ბიზანტიის იმპერატორი  (602-610). 
152.  იგულისხმება  ჰამადანი,  იგივე  ექბატანი,  ქალაქი  დასავლეთ  ირანში. წყაროებში  იხსენიება  ძვ.წ.   აღ-ით  XI  ს-დან.   სხვადასხვა  პერიოდში  იყო მიდიის, აქემენიდების, სელევკიდების, არაბების, მონღოლების, სეფიანების მფლობელობაში. 
153.  კომიტას  I – სომეხთა კათალიკოსი  (615-628). 
154.  იგულისხმება  წმ.  რიფსიმე  და  მისი  თანმხლები  50  ქალწული. 
155. ჰერაკლე   – ბიზანტიის იმპერატორი  (610-641). 
156.  ეზრა I – სომეხთა კათალიკოსი  (630-641). 
157.  სომხური – „ეზრ“  ნიშნავს  ნაპირს,  ზღვარს. 
158.   გარდმანი – ალბანეთის  ერთ-ერთი  გავარი,  მდებარეობდა  შამქორის ხეობაში.
159.  საბელი  (III  ს.)  უარყოფდა  სამებას  და  განსხვავებას ღმერთის  სამ  სახეს შორის.  ის  ამტკიცებდა,  რომ ღმერთი  ერთიანია  და  მამა  ღმერთი,  ძე  და  სული წმინდა  ერთიანი  ღმერთის  სხვადასხვა  გამოვლინებაა.  მისი  ერესი  დაგმობილი იქნა  ალექსანდრიასა  და  რომში  III   ს-ში.
160.  ამ   პერიოდის  სპარსეთის  სამეფო  კარის  ისტორიას  დაწვრილებით მოგვითხრობს  სებეოსი, ვარდანი,  როგორც  ჩანს,  წყაროდ  იყენებს  სებეოსის თხზულებას, მხოლოდ ბევრად ამოკლებს.  განსხვავებულია ვარდანთან  და სებეოსთან დამოწმებული საკუთარი სახელები. სებეოსთან – ხორემის  შემდეგ  გამეფდა  მისი მეუღლე ბებორი, ვარდანთან – ხოსროს ასული ბორი.  მის შემდეგ, სებეოსთან – ხოსროს ასული  აზარმიდუხტი, ვარდანთან – ზამრიკი  (სებეოსი,  გვ.  154-157). 
161.  საუბარია  იმ  ჯვარზე,  რომელიც  614  წ.   იერუსალიმის  აღების  დროს ხელში  ჩაიგდეს  სპარსელებმა  და   ქტესიფონში  წაიღეს.  ვარდანის  ცნობით, ჰერაკლეს  ეს  ჯვარი დაუბრუნა  ხორემმა.
162. ტაჭკასტანი – ასე ეწოდება  სომხურ  წყაროებში  არაბეთს.  საერთოდ ტაჭიკებს უწოდებენ  სომეხი ისტორიკოსები  მაჰმადიან  ხალხებს. 
163.  მუჰამედი  (დაახლ. 570-632) – ისლამის ფუძემდებელი  და რელიგიური მქადაგებელი.  მუჰამედმა  ღვთის  შთაგონებით  შეადგინა  მუსლიმთა  საღმრთო წიგნი  „ყურანი“,  გააცნო  ხალხს,  ამ  ახალი რელიგიური  მოძღვრების  გარშემო გააერთიანა  არაბი  ტომები  და  შექმნა  ისლამური  სახელმწიფო.
164. თეოდოროს რშტუნი – სომხეთის სპარაპეტი  არაბთა ბატონობის დროს. მისი მეთაურობით სომეხთა  ჯარმა დაამარცხა  არაბები 642-643  წწ. შემოსევის დროს.  646  წ.  ის დატყვევებული  ჩაიყვანეს კონსტანტინოპოლში,  მაგრამ  მალე გათავისუფლდა.  648  წ.  დვინის  კრებაზე  მან  აიძულა  სომეხი  ნახარარები  უარი ეთქვათ  ბიზანტიისადმი  მორჩილებაზე.  652  წ.   თეოდოროს  რშტუნიმ  კავშირი შეკრა  სირიის  მმართველ  მოავიასთან, რომლის  თანახმად  სომხეთი  აღიარებდა არაბთა მფლობელობას გარკვეული შეღავათებით.  არაბთა ხალიფა ოსმანმა  (644- 656)  გააუქმა  ეს ხელშეკრულება  და  654  წ. შემოესია სომხეთს, აიღო დედაქალაქი დვინი  და ტყვედ  წაიყვანა ავადმყოფი თეოდოროს რშტუნი, რომელიც  ტყვეობაში გარდაიცვალა. 
165. ნერსეს III – სომეხთა კათალიკოსი  641-652  და  658-661  წწ-ში. მრავალი ეკლესიის აგების  გამო იწოდა აღმშენებლად. სებეოსის მიხედვით, ნერსე აღზრდილი იყო   საბერძნეთში,  შესანიშნავად  იცოდა  ბერძნული  ენა   და   ლიტერატურა, ამიტომაც ქალკედონიზმს  მისდევდა. თავდაპირველად სამხედრო  საქმეს  გაჰყვა, შემდეგ  კი სასულიერო  გზა  აირჩია, გახდა ეპისკოპოსი, ბოლოს  კი კათალიკოსობას მიაღწია.  მან  იმპერატორ  ჰერაკლეს  მოთხოვნით  აღიარა  ქალკედონის  კრების გადაწყვეტილებანი, რითაც თანამემამულეთა უკმაყოფილება  გამოიწვია  და დატოვა საკათალიკოსო  ტახტი  (სებეოსი,  წ.  III  თ.  33-35). 
166.  საუბარია  ზვართნოცზე,  წმინდა  გრიგორის  ტაძარზე,  მდებარეობდა ეჩმიაწინთან ახლოს, ერევნის მახლობლად. ზვართნოცი  უკვე X  ს-ში ნანგრევებად იყო  ქცეული. 
167.  მოწამე  დავითი  წარმოშობით  იყო   სპარსელი,  სამეფო  ოჯახიდან, ქრისტიანობის მიღებამდე იწოდებოდა სურჰანად.  იგი მოწამეობრივად აღესრულა დვინში. იზიტბუზიტის  შესახებ  იხ.  შენ.  138. 
168.  გრიგორ მამიკონიანი – არაბთა  ხალიფა  მოავია  I-ის  (661-680)  მიერ დანიშნული სომხეთის მმართველი 664-684  წწ-ში.  ის დაიღუპა  ხაზართა  685  წ. ლაშქრობის  დროს  სომხეთში. 
169.  ჰერაკლე  კეისრის  გარდაცვალების  შემდეგ  (641)  ტახტზე  ავიდა  მისი ვაჟი  პირველი  ქორწინებიდან  კონსტანტინე.  მან  სამი  თვე  იმეფა.  გაჩნდა  ეჭვი, რომ  ის მოწამლა დედინაცვალმა მარტინამ, რომელსაც  თავისი  ვაჟის ჰერაკლეონისათვის სურდა ტახტი. ვარდანს ეშლება, როცა წერს, რომ მარტინა კონსტანტინეს დედა  იყო.  642  წ.  სენატმა  საშინელი  სასჯელი  გამოუტანა  მათ:  მარტინას  ენა მოაჭრეს,  მის  ვაჟს  კი ცხვირი. ტახტზე ავიდა ჰერაკლეს შვილიშვილი, კონსტანტინეს  ვაჟი კონსტანტი  (642-668). 
170. ვარაზ-ტიროცი     – სომხეთის მმართველი  (685-689). 
171.   იგულისხმება  ირანში   სასანიანთა   დინასტიის  დამხობა.   დინასტიამ იბატონა  226-651  წწ-ში. პირველი  სასანიანი  იყო არდაშირი  (226-241), ხოლო უკანასკნელი  იეზდიგერდ  III (632-651).  633-651  წწ-ში  სასანიანთა  ირანი არაბებმა  დაიპყრეს. 
172.  მოავია I – სირიის  მმართველი პირველი  ხალიფების  (632-661)  დროს. 661  წ. სირიისა  და ეგვიპტის დიდკაცობამ  ის ხალიფად გამოაცხადა  (661-680). მან საფუძველი  ჩაუყარა ხალიფების პირველ დინასტიას    – ომაიანთა  (661-750) დინასტიას.  მოავია   I-მა   დედაქალაქი  დამასკოში  გადაიტანა. 
173. დრაჰკანი   – ოქროს ფულის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი XI-XVI  სს. ქართულ  და  სომხურ  წყაროებში. 
174.  ამის  შესახებ  ვრცლად მოგვითხრობს  მ. კალანკატუაცი.  ვარდანთან დასახელებული ალბანეთის მმართველი ვარაზ-გორდატი  მ. კალანკატუაცისთან არის ვარაზ-თრდატი,  ვარაზ ფეროზის  ძე  (მ. კალანკატუაცი,  გვ.  109-110). 
175.  ამის  შესახებ  იხ.  შენ   165. 
176. აქ  საუბარია  645  წ.  ნერსე  II-ის  მიერ  დვინში  მოწვეულ  საეკლესიო კრებაზე, რომელზეც განიხილეს  და დაგმეს ქალკედონის კრების გადაწყვეტილებანი. 
177.   დპრავანქი – ცნობილი  მონასტერი  შირაკის  გავარში.  აქ   VII   ს-ში წინამძღვარი  იყო  ბარსეღი, მეტსახელად  ჭონი, რომელსაც კათალიკოსმა  ნერსეს III-მ დაავალა სომხურ ეკლესიაში შესრულებული  ჰიმნებიდან შეედგინა  შარაკანების კრებული. 
178.  აღთამარი – კუნძული  ვანის  ტბის  სამხრეთ  ნაწილში,  ვასპურაკანის ნაჰანგში. 
179.  ანასტას აკორელი   – სომეხთა  კათალიკოსი  (661-667). 
180.  ტაძარი  ერევნის  მახლობლად,  სოფ.  არუჭში,  ახლანდელი  თალიში, თალინის  რაიონში.  ის  დღემდეა  შემორჩენილი. 
181.  სურჰანის  შესახებ  იხ.   შენ.   167. 
182.  ანანია  შირაკუნი, მეტსახელად  ჰამაროლი  ანუ  მათემატიკოსი  –  VII  სს II     ნახევრის  ცნობილი  სომეხი  ფილოსოფოსი,  მათემატიკოსი,  კოსმოგრაფი, გეოგრაფი. განათლება მიიღო ჯერ  ქ.  ანისში,  შემდეგ  კი სწავლობღა ტრაპიზონში ბერძენ  მეცნიერ  ტუსიკთან.  სამშობლოში  დაბრუნების  შემდეგ  გახსნა  სკოლა, სადაც  თვითონაც  ასწავლიდა.  მან  აქტიური  მონაწილეობა  მიიღო  უძრავი კალენდრის  შედგენაში.  ჩვენამდე მოღწეული  მისი ნაშრომებიდან  აღსანიშნავია: „არითმეტიკის სახელმძღვანელო“, „კოსმოგრაფია“, „მთვარის ციკლის ცხრილები. 
183. ისრაელ ოთმუსეცი – სომეხთა  კათალიკოსი  (667-677). 
184.  საჰაკ ძოროფორეცი – სომეხთა  კათალიკოსი  (677-703). 
185. ხაზარები – მომთაბარე თურქულენოვანი  ხალხი.  VII  ს-ის  შუა  ხანებში ქვემო  ვოლგისპირეთსა  და  ჩრდ.  კავკასიის  აღმოსავლეთ  ნაწილში  დააარსეს ხაზართა  სახაკანო,  დედაქალაქი  იყო  ჯერ  ქ.   სემენდერი,  შემდეგ  კი  ქ.   ითილი. X  ს-ის ბოლოს  ხაზართა  სახაკანომ არსებობა  შეწყვიტა. 
186.  ვარდანის  ეს  ცნობა  ეხება  626  წ. გაზაფხულზე სპარსელთა ბრძოლას ქ. ქალკედონის  ასაღებად, შაჰრვარაზის მეთაურობით, სპარსელთა  მეფე ხოსრო II-სა  და ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს მმართველობისას, სპარსელთა მოკავშირე იყო  ავართა  ხაკანი. საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა  გაიმარჯვეს. სებეოსი მთელ თავს  უძღვნის  ამ  ბრძოლას  (სებეოსი,  წ.III. 
187. ვოსტიკანად იწოდებოდა  არაბთა  ხალიფას  მიერ  სომხეთში დანიშნული მოხელე. 
188.   სომხეთის  არაბი  მმართველის  მაჰმად  II    იბნ-მრუანის  მიერ  სევანის აღებას  ახსენებენ  მ. კალანკატუაცი  და  მ. აირივანეცი.  მ. კალანკატუაცი ვრცლად მოგვითხრობს  და ათარიღებს  ამ ბრძოლას  697 წლით  (მ. კალანკატუაცი,  წ.  III, თ.   16;  მ.   აირივანეცი,  გვ.   70). 
189.  ვარდანთან დასახელებულ აბდალაჰს  მ. კალანკატუაცი  და  მ. აირივანეცი უწოდებენ  აბდალ  აზიზს, რომელიც  სომხეთის მმართველად  დაინიშნა  ხალიფა ვალიდის  (705-715)  მიერ  და   არა   მრუანის  მიერ,   როგორც  ამას   ვარდანი გადმოგვცემს  (მ.   კალანკატუაცი,  წ.   III,   თ.   17;  მ.   აირივანეცი,  გვ.  70). 
190. ვარდანის  ეს ცნობა  ეხება  703  წ. სომეხთა  აჯანყებას  არაბთა  წინააღმდეგ სმბატ  ბაგრატუნის  მეთაურობით.  ამის  შესახებ  დაწვრილებით  მოგვითხრობს ღევონდი.  გადამწყვეტი  ბრძოლა  მოხდა  სოფ.  ვარდანაკერტთან,  მდ.  არაქსის ნაპირას. აჯანყებულებმა  გაიმარჯვეს. გაქცეული  არაბები გაყინულ  მდ. არაქსზე გადავიდნენ,  მაგრამ  ყინული  ჩატყდა  და  ბევრი  მათგანი  მდინარეში  დაიხრჩო. არაბთა  ამირა დამასკოში  გაიქცა, ვარდანთან მოხსენებული ვარდი  იყო თეოდოროს რშტუნის  ვაჟი, აშოტი  კი  სმბატ ბაგრატუნის  ძმა. 
191.  ეს   წინადადება  ვთარგმნეთ  ვენეციის  გამოცემის  მიხედვით,  მოსკოვის გამოცემაში  ეს   ადგილი  იმდენად  შერყვნილია,  რომ  ფაქტობრივად  აზრი  არა აქვს. 
192. თუხარისი    – ციხე-სიმაგრე  ისტ.  სამხრეთ-დასავლეთ  საქართველოში, ტაოსა  და  კლარჯეთის  საზღვარზე.  საყურადღებოა,  რომ  ვარდანი  თუხარისს ტაოში  ათავსებს,  ისევე როგორც  ღევონდი.  VII  ს-ის  სომხური  „გეოგრაფიის მიხედვით  კი  თუხარისი  კლარჯეთში  მდებარეობს. 
193.  იგულისხმება  აბდ ალ-მალიქი   – არაბთა  ხალიფა  (685-705)  ომაიანთა დინასტიიდან. 
194. ვალიდი   – არაბთა  ხალიფა  (705-715). 
195.  ვარდანის  თხზულებაში  დათარიღება  სომხური  წელთაღრიცხვითაა. თარგმანში პარალელურად  მოგვაქვს დათარიღება ქრისტეს  დაბადებიდან. 
196.  ამ   ფაქტის  შესახებ  ცნობებს  გვაწვდიან  სხვა  სომხური  წყაროებიც (ღევონდი,  მ. კალანკატუაცი,  მ.   აირივანეცი.  კ.   განძაკეცი).  განსხვავებულია  ამ წყაროთა დეტალები.  მ. კალანკატუაცი ასახელებს  697  წ., ვარდანი  701  წ.,  და მიაკუთვნებს  ამ   ფაქტს  ხალიფა  ვალიდის  დროს,  კ.   განძაკეცის  ცნობით,  ეს მოხდა ხალიფა  აბდ ალ-მალიქის დროს (685-705), ღევონდის მიხედვით  ხალიფა ვალიდის პირველ  წელს,  ე-ი. 705/706  წ.  (მ. კალანკატუაცი,  გვ.  153;  ღევონდი, თ.  VI.  გვ.   21-24:  კ.   განძაკეცი,  გვ.   71;   მ.   აირივანეცი,  გვ. 70). 
197. ვაჰანი-გოღთნის მფლობელის ხოსროს  ვაჟი  707  წ. დამასკოში  წაიყვანეს ტყვედ, სადაც ძალით  მიაღებინეს  მაჰმადიანობა.  719  წ.  ის დაბრუნდა  სომხეთში, თავის მამულში და ხელმეორედ მოინათლა. აღესრულა მოწამეობრივად.
198. ასეთივე ცნობა აქვთ ღევონდის  და სტეფანოს ტარონეცის  (ღევონდი,  გვ. 35,  სტეფანოს  ტარონეცი,  გვ.   125;  მ.   ბერძნიშვილი.  ღევონდის  ცნობა  ფოთის შესახებ, თსუ  შრომები,  1944, XXVI,  გვ.  201-22)). 
199. ნერსეს  ბაკურის  შესახებ  ვრცლად  მოგვითხრობს  მ.  კალანკატუაცი. ნერსეს  ბაკური  იყო  ქალკედონიტი,  გარდმანის  ეპისკოპოსი.  ის   შეუთანხმდა ალბანეთის დედოფალს, ვარაზ-თრდატის მეუღლეს, ქალკედონიტ  სპარამს,  რომ დააყენებდა  ალბანეთის  კათალიკოსად.  ეპისკოპოსმა  იოველმა  ნერსესს  ხელი მოაწერინა  ქალკედონიტების  შეჩვენებაზე  და   მხოლოდ  ამის   შემდეგ  უხმო კათალიკოსად. იოველის გარდაცვალების  შემდეგ ნერსესმა  თავისი ხელწერილი სთხოვა მეწირანცის მონასტრის  მამა ზაქარიას  და ეპისკოპოსობას დაპირდა.  მან მისცა  ნერსესს ხელწერილი, რომელმაც  იქვე ცეცხლში  დაწვა,  ზაქარია  გახდა ეპისკოპოსი,  ნერსესი  კი  დაუბრუნდა  ქალკედონიზმს.  ალბანელებმა  დახმარება თავის მამულში და ზელმეორედ მოინათლა. აღესრულა მოწამეობრივად. სთხოვეს სომეხთა  კათალიკოსს  ელიას, რომელმაც  შეიპყრო  ნერსესი,  გადააბა ფეხით  ფეხზე ქალკედონიტ დედოფალთან  და შორეულ  ქვეყანაში აგზავნიდნენ, მაგრამ  ნერსესი  8  დღის  შემდეგ  გარდაიცვალა. ალბანეთის კათალიკოსი  გახდა სიმეონი  (მ.  კალანკატუაცი,  წ.  III,  თ.  III-VII). 
200.  იოანე ოძუნეცი – სომეხთა  კათალიკოსი  (718-729), თავისი დროის ერთ-ერთი განსწავლული  პიროვნება. 
201. მანაზკერტის  კრება მოწვეულ  იქნა  726  წ. კათალიკოს  იოანე ოძუნეცის დროს.  კრების  მიზანი  იყო  მონოფიზიტური  მრწამსის  შესატყვისი  ზიარების საიდუმლოს  შემოღება,  კერძოდ  წყალგაურეველი  ღვინისა  და  უცომო  პურის მიღების დამტკიცება  (არსენი საფარელი. განყოფისათვის ქართველთა  და სომეხთა. ტექსტი კრიტიკულად  დაადგინა, გამოკვლევა  და კომენტარები დაურთო  ზ%. ალექ- სიძემ,  თბ,  1980,  გვ.  15-17). 
202.  იგულისხმება  მერვან  II  იბნ  მუჰამედი,  არაბთა  სარდალი,  შემდგომში ომაიანთა  დინასტიის  უკანასკნელი  ხალიფა  (744-750), ქართული  წყაროების მურვან  ყრუ.  ის   სპეციალურად  იყო  გამოგზავნილი  სახალიფოდან  ხაზართა სახაკანოს დასამორჩილებლად, რომელიც  არაბებს  ამიერკავკასიას ეცილებოდა. მან ილაშქრა ამიერკავკასიაში  732-738  წწ-ში.  750  წ.  აბასიანებთან ბრძოლაში დამარცხდა,  გაიქცა  ეგვიპტეში,  სადაც  მალე  მოკლეს.  (ს.   ჯანაშია.  არაბობა საქართველოში,  –შრომები,  II,  გვ.  372-376). 
203. კურაპალატი    – მაღალი  საკარისკაცო ტიტული ბიზანტიაში.  მას ანიჭებდნენ ბიზანტიელები  მათ  მიერ დანიშნულ  სომხეთის  მმართველებს. 
204. ვარაჩანი   – ჰონთა  დედაქალაქი, მდებარეობდა თანამედროვე ბუინაკანის ტერიტორიაზე. 
205.  კურა  –  მუსლიმანი  კანონთმცოდნე,  ყურანის  წამკითხველი  და  განმ- მარტებელი. 
206.  ვარდანის  ეს  ცნობა  ეხება  სომეხთა  748-750  წწ.  აჯანყებას  არაბთა წინააღმდეგ. აშოტ ბაგრატუნი  და ზოგიერთი ნახარარი ცდილობდნენ შეეჩერებინათ აჯანყებულები  იმ   მოტივით,  რომ  სომხეთი  ვერ   სძლევდა  ძლიერ  არაბებს. აჯანყებულებმა  აშოტი  მოღალატედ  გამოაცხადეს  და  დააბრმავეს.  სომხეთის სპარაპეტი გრიგოლ  მამიკონიანი  გახდა. 
207.  ვარდანის  ეს  ცნობა  ეხება  სომეხთა  774-775  წწ.  აჯანყებას  არაბთა წინააღმდეგ,  რომელსაც  ხელმძღვანელობდა  მუშეღ  მამიკონიანი.  გადამწყვეტი ბრძოლა  მოხდა   775   წ.   ბაგრევანის  მხარის  სოფ.  არაწანთან,  რომელშიც დაიღუპნენ მუშეღ  და სმბატ  მამიკონიანები. 
208.  იგულისხმებიან  სომეხთა  კათალიკოსები:  თრდატ  ოთმუსეცი  (741-764); თრდატ  II   (764-767);  სიონ I ბავონეცი  (767-775). 
209. ესაია   – სომეხთა  კათალიკოსი  (775-788). 
210.  სტეფანოს I დვინელი – სომეხთა  კათალიკოსი  (788-790). 
211. სოლომონ გარნეცი – სომეხთა  კათალიკოსი  (791-792). 
212.  ამ უცნაური  ელჩობის  შესახებ დაწვრილებით  მოგვითხრობს  ღევონდი: 779  წ.   ხალიფა  მაჰმად-მაჰადმა  (ხალიფა  გახდა  778  წ.)   იმპერატორ  ლეონ IV  ს გაუგზავნა ელჩობა დიდი მუქარით. წერილთან ერთად ხალიფამ იმპერატორთან გაატანა  ორი  ფუთი  მდოგვის  მარცვალი,  თან  შეუთვალა,  რომ  მისი  ქვეყნის დასაპყრობად გაგზავნის ამდენივე რაოდენობის ჯარს, თუ შეუძლია მოემზადოს ბრძოლისათვის. იმპერატორმა მიიღო ხალიფას  გამოწვევა. ხალიფას ჯარი  მისი ძმის,  აბასის სარდლობით ქალაქის სამთვიანი უშედეგო ალყის შემდეგ სამშობლოში გაბრუნდა  (ღევონდი,  გვ.  151-152).
213 . იგულისხმება  სომეხთა  774-775  წწ.  აჯანყება  არაბთა  წინააღმდეგ. იხილე შენ. 207
214. არშარუნიქი  ანუ ერასხაძორი (სომხური ერასხის  ე.  ი. არაქსის  ხეობა), აირარატის  ნაჰანგის  გავარი. არშარუნიქი ეკუთვნოდა  კამსარაკანებს,  VIII  ს-ში კი ბაგრატუნებს გადაეცათ. 
215.  შირაკი  –  მდებარეობდა  აირარატის  ნაჰანგის  ჩრდილო  ნაწილში,  მდ. ახურიანის  ველზე.  IX   ს-დან  შირაკი  სომხეთის  პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი  გახდა.  აქ მდებარეობდა  ქალაქები  ანისი, შირაკავანი  ანუ ერაზგავორი, მავრიკაპოლისი  და  სხვა. აშოცი –- ქართული  წყაროების  აბოცი,  ისტორიული  მხარე  სამხრეთ საქართველოში,  გუგარქსა  და  აირარატს  შორის. ტაო  – ისტორიული  მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ქართლის სამეფოს შექმნისას  (ძვ.  წ. აღ-ით  VI-IV  სს.)  ტაო  მის შემადგენლობაში  შევიდა. ძვ.  წ.  აღ-ით  II   ს-ში  სომეხმა სარდლებმა  არტაქსიამ  და  ზარიადრმა  ეს  მხარე ჩამოაჭრეს საქართველოს,  591  წ. ბიზანტიამ შეიერთა. VIII ს-დან ტაო საქართველოს ფარგლებში  მოექცა. XVII  ს-ში თურქეთმა დაიპყრო  და ამჟამადაც  მის შემადგენლობაშია  (დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის  ძირითადი საკითხები,  I,   1977). 
216.  ვარდანის  ეს   ცნობა  მეტად  მნიშვნელოვანია  ბაგრატიონთა  გვარის პირველსაცხოვრისის დასადგენად. ვარდანი ბაგრატიონთა პირველსაცხოვრისად სპერს  მიიჩნევს  და  რაც  ყველაზე  მნიშვნელოვანია,  აშოტ  მსაკერ  ბაგრატუნს (806-826)  სმბატ  ბივრიტიანის  შთამომავლად  თვლის.  მას  ეთანხმებიან  მ. ხორენაცი  და ფავსტოს  ბუზანდი.  მ. ხორენაცის  ცნობით, არტაშეს  I-ის  (189-161)  მმართველობის  ხანის  ცნობილი  მხედართმთავრის  სმბატ  ბივრიტიანის  (ბაგრატიონი)  მამული  სპერში  იყო.  ფავსტოს  ბუზანდიც  საგანგებოდ  აღნიშნავს სპერს,  როგორც  ბაგრატიონთა  სამმობლოს.  აქ  იყო  მისი  გადმოცემით  მათი გამაგრებული  ქალაქი  სმბატოვანი,  აშენებული  სმბატ  ბივრიტის  ძის  მიერ. ამრიგად, ვარდანისა და  სხვა სომხური წყაროების მონაცემებით, სმბატ ბივრიტიანის მამული  სპერი  იყო,  ე.ი.  წარმოშობით  სმბატ ბივგრიტიანი  ანუ  ბაგრატიონები ისტორიულ  სამხრეთ-დასავლეთ  საქართველოს  ერთ-ერთ  უძველესი  მხარიდან არიან  (მ. ხორენაცი,  გვ.  71; ფავსტოს ბუზანდი,  გვ.  47;  ე. კვაჭანტირაძე. ვარდან არეველცი ბაგრატიონთა  წარმოშობის  შესახებ,  გვ.   147).
217.  მ. ხორენაცის  ცნობით, გნუნების  გვარი ასურეთის  მეფე სენექერიმისაგან მომდინარეობს, რომლის შთამომავლებს  სომეხმა  მეფეებმა  პიტიახშობა  უბოძეს (მ.   ხორენაცი,  გვ.  87-88). 
218. ვარდანის  ეს  ცნობა  ეხება  820  წ. შეთქმულებას ბიზანტიის იმპერატორ ლეონ  V-ის  (813-820)  წინააღმდეგ, რომელიც  დამთავრდა  მისი  მკვლელობით 
სასახლის ერთ-ერთ  ტაძარში,  მაგრამ  ეს მოხდა  არა აღდგომის დილას, როგორც ვარდანი  წერს,  არამედ  ქრისტეშობის  დღეს.  იმპერატორი  გახღა  მიხეილ  II (820-829). 
219.  ალ-მამუნი-არაბთა  აბასიანი  ხალიფა  (813-833). 
220.  აშოტ I ბაგრატუნი  – IX  ს-ის   80-იან  წწ-ში  აღდგენილი  შირაკის სამეფოს პირველი  მეფე  (886-890). 
221. კლარჯეთი   – მხარე  ისტორიულ  სამხრეთ-დასავლეთ  საქართველოში, მოიცავდა  მდ. ჭოროხის  ქვემო  დინების  აუზს. კლარჯეთის  უძველესი  ცენტრი იყო  ციხე  თუხარისი, ხოლო  Vს-ის  II   ნახევრიდან  არტანუჯის  ციხე,  IX  ს-ში აშოტ I ბაგრატუნმა  აღადგინა არტანუჯი  და ტაო-კლარჯეთის  ცენტრი  გახადა. 
XVI  ს-ში კლარჯეთი თურქეთმა  მიიტაცა  და ამჟამადაც  მის შემადგენლობაშია.
222. ნანა-სირიელი  მქადაგებელი.  კ.   განძაკეცის ცნობით  ის ცნობილი  გახდა ქრისტიანული  ქადაგებებით,  რისთვისაც  შეპყრობილი  ხალიფა  ჯაფარს  (847-861)  გაუგზავნეს.  მ.  აირივანეცის  ცნობით,  ნანამ  დაწერა  იოანეს  სახარების განმარტებანი  (კ.  განძაკეცი,  გვ.  77;  მ.  აირივანეცი,  გვ.  72). 
223.  მუფარლინის  შესახებ  იხ.  შენ.   18. 
224.  ოძ-ბერდი  ნიშნავს  „გველის  ციხეს“,  მდებარეობდა  ტარონის  გავარში. 
225.  ბაბანა  –  იგულისხმება  ბაბექი,  ნამდვილი  სახელი  ჰასანი,  ანტიარაბუ- ლი სახალხო  აჯანყების ბელადი  აზერბაიჯანსა  და დასავლეთ  ირანში  816-837 წწ-ში. ვარდანი არასწორად  აღნიშნავს  ხალიფას სახელს, რომელმაც დაამარცხა ბაბექი.  ეს  იყო  ხალიფა  მუთასიმი  (833-842),  რომელმაც  გაგზავნა  ლაშქარი აფშინის  მეთაურობით  და  837  წ.  აიღო  ბაბექის  ბოლო  დასაყრდენი  ციხე-სიმაგრე  ბაზი.  ბაბექი  გაიქცა ალბანეთში.  მ. კალანკატუაცის ცნობით, ალბანელმა იშხანმა საჰლ  სმბატიანმა გასცა  ბაბექი  და გაუგზავნა ხალიფას  (მ. კალანკატუაცი, გვ.  161).  ბაბექი  სიკვდილით  დასაჯეს. 
226.  ვარდანის ცნობით, ტავროსის მოსახლეობამ, ხოლო მ. აირივანეცის ცნობით, სასუნელებმა მოკლეს სომხეთის ვოსტიკანი  აბუსეთი. სასუნი ეწოდება ტავროსის მთიანეთის სამხრეთ ნაწილს (მ. აირივანეცი, გვ.  72).
227.  ბუღა-თურქი არაბთა – სარდალი, რომელიც  852 წ. ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად  და ხალიფას ძალაუფლების  ალსადგენად გამოგზავნა ხალიფა მუთავაქილმა  (847-861). 
228.  ბაგრევანდის გავარი – მდებარეობდა  აირარატის  ნაჰანგში,  ვანის  ტბის ჩრდილოეთით. 
229. გაბეღიანქი  – ბასიანის  გავარის  (მდებარეობდა  აირარატის  ნაჰანგში) ერთ-ერთი სანახარარო. 
230.  სომხური  წყაროების  ჯაფარი  ხალიფა  მუთავაქილია  (847-861). 
231. იგულისხმება  სენექერიმ არწრუნი, ვასპურაკანის სამეფოს უკანასკნელი გამგებელი (990-1021). თურქ-სელჩუკთა შემოსევებისაგან შევიწროვებულმა  სენექე- რიმმა  1021  წ.  თავისი  სამეფო  ბიზანტიას  (იმპერატორ  ბასილ  II-ს)  გადასცა, თვითონ  კი ოჯახით  კაპადოკიაში  გადასახლდა,  სადაც პატრიკიოსის ტიტული და  ქალაქები:  სებასტია,  ლარისი  და  ავარა  მიიღო.  სენექერიმის  ასული  იყო მარიამი,  საქართველოს  მეფის  გიორგი  I-ის  მეუღლე  და  ბაგრატ  IV-ის  დედა.
232.  ვარდანს  სრულად  მოაქვს  პირველ  ბაგრატიონთა  გენეალოგია  და  ამ ცნობათა საშუალებითაც  ხდება შესაძლებელი კონსტანტინე პორფიროგენეტის მონაცემების  შევსება-შესწორება, რომელსაც  გამორჩენილი  აქვს  ბაგრატიონთა ორი  თაობა  (დაწვრ. იხ. ე. კვაჭანტირაძე. ვარდან  არეველცი  ბაგრატიონთა წარმოშობის  შესახებ,  გვ.  144-145). 
233. აშოტ ხორციჭამია – სმბატ  სპარაპეტის  ვაჟი  და დაბრმავებული  აშოტ ბაგრატუნის შვილიშვილი,  802  წ. გახდა სომხეთის  იშხანი,  მისი სამფლობელო იყო  ტარონი, გარდაიცვალა  824  წ. 
234.  სმბატ  ბაგრატუნი  აშოტის  ძე,   826  წ.  დაბრუნდა  ბაღდადიდან,  სადაც მძევლად  იმყოფებოდა,  მისი  ძმის  ბაგრატის  სამარაში  წაყვანის  (851)  შემდეგ ზელში  აიღო  ძალაუფლება  სომხეთში.  იყო   ბუღა  თურქის  თანამდგომი  და მრჩეველი  საქართველოში  და  სომხეთში  ლაშქრობისას  (852-855),  ჩავარდა ტყვედ  და  ბუღამ  სხვა  მთავრებთან ერთად  ის ბაღდადში  გაგზავნა. მიუხედავად სასტიკი  წამებისა  სმბატმა  არ  შეიცვალა  სარწმუნოება  და  მოწამეობრივად აღესრულა  855  წ.  ამის  გამო  ეწოდა  აღმსარებელი. 
235.  ეს საეკლესიო  კრება მოწვეულ  იქნა  862  წ. კათალიკოს ზაქარიას  მიერ აშოტ I ბაგრატუნის  ბრძანებით 
236.  ნიკეის  კრების  შესახებ  იხ.  შენ.  84. 
237.  კონსტანტინოპოლის  კრების  შესახებ  იხ.  შენ.  103. 
238.  ეფესოს  კრების  შესახებ  იხ.  შენ.  120. 
239. ვარდანიანები    – სომეხთა ანტიირანული აჯანყების მონაწილეები, რომელთა მეთაური  იყო  სპარაპეტი  ვარდან  მამიკონიანი.  451  წ.   ავარაირის  ბრძოლაში ისინი  დამარცხდნენ.  ვარდანი  და  ბევრი  მისი  თანამებრძოლი  დაიღუპა.  შაჰმა იეხდიგერდ  II-მ  (439-457)  სასტიკად დასაჯა დანარჩენები. სომეხმა ისტორიკოსმა ქღიშემ  (Vს.)  მიუძღვნა  მათ თხზულება „ვარდანისა  და სომეხთა  ომის  შესახებ“. 
240.  ქალკედონის  კრების  შესახებ  იხ.  შენ.  126. 
241.  დვინის  საეკლესიო  კრების  შესახებ  იხ.  შენ.  176. 
242. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ  (527-565)  კონსტანტინოპოლში 553  წ.   მოიწვია  V  მსოფლიო  საეკლესიო  კრება  მონიფიზიტებთან  შერიგების მიზნით.  პაპის ხანგრძლივი წინააღმდეგობის  შემდეგ კრება მონოფიზიტების  მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე დათანხმდა. 
243. ბიზანტიის იმპერატორმა  მავრიკემ  (582-602)  ქალკედონური მრწამსის განსასჯელად მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  კ. განძაკეცის ცნობით,  ამ კრებასე დასასწრებად  გაემგზავრნენ ვრთანეს  და გრიგოლ ვარდაპეტები, რომელთაც  ვერ  მიაღწიეს კომპრომისს ბერძნებთან  და  შეაჩვენეს  ისინი  (კ.  განძაკეცი,  გვ.  63). 
244.  იოანე  დრასხანაკერტცის  (გვ.   12)   და  ასოღიკის  (გვ. 88)   ცნობით, იოანე მაიროვანელმა ამხილა სომხეთის კათალიკოს  ეზრას  (630-641)  ბერძნებისადმი  გადახრა,  რის  გამოც  ეზრამ  განდევნა  ის გარდმანის  გავარში. ვარდანი  კი წერს, რომ  იოანე  განდევნეს  კავკასიაში  ნერსეს  III-მ  და თეოდოროს  რშტუნიმ. 
245.  მხითარ  აირივანეცის  ცნობით,  (გვ.  68)  ეს  იყო  ვარდან  მამიკონიანი. 
246.  იესე  შეიხის ძე - სომხეთის  ვოსტიკანად  დაინიშნა  870  წ.  მისი სრული სახელი  იყო  ისა  ბენ  აშ-შეიხ  აშ-შაიბანი  (ი. ჯავახიშვილი  ქართველი ერის ისტორია,  II,   გვ.   100). 
247.  IX-X  სს-ში  ქართველი  და  სომეხი  ხელისუფლები  ამიერკავკასიის გაერთიანების პრეტენზიებით  გამოდიან. სომხური წყაროები ხშირად  აზვიადებენ სომეხ  ბაგრატუნთა  ძლიერებას,  აღნიშნავენ  ამ  პერიოდში  მათ  მიერ  მთელი ამიერკავკასიის  დაქვემდებარებას.  ამის  დადასტურებაა  ვარდანის  ეს  ცნობაც. სომეხმა  ბაგრატუნებმა  სომხეთის  გაერთიანებაც  ვერ  შესძლეს  და  მით  უმეტეს ძნელი  იყო  მათთვის  მთელი  ამიერკავკასიის  დაუფლება.  ამასთან  ცხადია,  რომ ბაგრატუნებმა ნაწილობრივ  მაინც განახორციელეს თავიანთი  გეგმები.  მათ  ფეხი მოიკიდეს  ქვემო ქართლში. ყოველივე  ეს მეტისმეტად გადაჭარბებულად  აისახა სომხურ წყაროებში.  (ი. დრასხანაკერტცი, თომა არწუნი, ასოღიკი.)  (ა.  აბდალაძე. „ქართლის  ცხოვრება  და  საქართველო-სომხეთის  ურთიერთობა“ გვ:  201-202). 
248.  ვარდანი  ამ თარიღში უზუსტობას  უშვებს.  აშოტ I ბაგრატუნი  მეფედ გამოაცხადეს  886  წ. სახალიფომ  ცნო  მისი უფლებები. ვოსტიკანმა  აჰმად  იბნ- ისამ ხალიფა მუთავაქილის სახელით  მას გვირგვინი  უბოძა. ბიზანტიის  იმპერატორმა ბასილ  I-მაც  (867-886)  აღიარა აშოტი  მეფედ.  ამრიგად,  აღსდგა  428  წ. სომხეთში  გაუქმებული  მეფობა. 
249.  მოსკოვის  გამოცემა აშოტ  I-ის  (886-890)  მემკვიდრედ ასახელებს  პაპს, ხოლო  ვენეციის  გამოცემა  სმბატს,  რაც  სწორია.  აშოტ  I-ის  შემდეგ  შირაკის ტახტზე  ავიდა  მისი  ვაჟი  სმბატ  I (890-914). ვარდანი არასწორად  აღნიშნავს სმბატის  გამეფების თარიღად  895  წ. 
250. ერაზგავორი  ანუ  შირაკავანი – ქალაქი  აირარატის  ნაჰანგის  შირაკის გავარში,  იყო  სმბატ I ბაგრატუნის  სამეფო  რეზიდენცია. 
251.  იუსუფი  – ადარბადაგანის  არაბი  ამირა,  რომელმაც  914  წ.   წამებით მოკლული  შირაკის  მეფე  სმბატ I დვინში  ჯვარზე  გააკრა. 
252.  აშოტ  II   ბაგრატუნი  ერკათი (რკინა) – შირაკის  მეფე  (914-928).  იგი სმბატ  I-ის მოკვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა ანტიარაბულ მოძრაობას სომხეთში, რომელიც  რვა  წელი  მიმდინარეობდა  (914-922)  და  წარმატებით  დასრულდა. 922  წ. ბაღდადის ხალიფა იძულებული გახდა აშოტისათვის გვირგვინი გამოეგზავნა 
253. იგულისხმება სომეხთა კათალიკოსი  იოანე დრასხანაკერტცი  (845/850- 925/930).  მან განათლება  მიიღო  სევანის მონასტერში მაშტოც ელივარდელთან. 897  წ.   იოანე  გახდა  სომხეთის  კათალიკოსი,  გარდაიცვალა  ვასპურაკანის მხარეში, ძორო-ვანქში.  მას  ეკუთვნის „სომხეთის ისტორია“, რომელიც მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან  925 წლამდე  და „სომეხთა მამამთავრების  რიგი“. ი. დრასხანაკერტცს მნიშვნელოვანი ცნობები  მოეპოვება საქართველოს  შესახებ. თხზულების ქართული თარგმანის პირველი  ცდა ეკუთვნის  ი. აბულაძეს  (1937 წ). ე.    ცაგარეიშვილმა  ქართულად  თარგმნა  თხზულების  ის   ნაწილი,  რომელიც მოიცავს  786-925  წწ. ისტორიას  (1965  წ.) 
254.  გაგიკ არწრუნი    – ვასპურაკანის  მთავარი,  რომელმაც  კავშირი  შეკრა ადარბადაგანის  ამირა  იუსუფთან  და  იბრძოდა  შირაკის  ბაგრატუნთა  სამეფოს, კერძოდ  მეფე  სმბატ  I-ის  წინააღმდეგ.  908  წ.  მას  ამირა  იუსუფმა  უბოძა ხალიფასაგან გამოგზავნილი  გვირგვინი.
255.  აბას II ბაგრატუნი – ჯერ  ვანანდის  მმართველი,  შემდეგ  928-9 53  წწ-ში  შირაკის  მეფე.  მან  დედაქალაქად  გამოაცხადა  ყარსი. 
256. კამრჯაძორის მონასტერი  და ჰორომოც-ვანქის  ანუ  ბერძენთა მონასტერი დაარსდა  X  ს-ში  აირარატის  ნაჰანგში:  კამრჯაძორი  არშარუნიქის  გავარში, ჰორომოც-ვანქი  კი  შირაკის  გავარში. 
257. სანაინი – სომხეთის ერთ-ერთი უძველესი, ცნობილი მონასტერი, მდებარეობდა  ტაშირისა  და  უტიქის  ნაჰანგის  საზღვარზე.  მონასტერთან  არსებობდა  შუა საუკუნეების  სომხეთის  ერთ-ერთი  უმაღლესი  სკოლა,  სადაც  მოღვაწეობდა ვარდან არეველცი. 
258. ყარსი, კარი-ვანანდის დედაქალაქი, 928-961  წწ-ში სომხეთის დედაქალაქი. 1065  წ.  მას ბიზანტიის  იმპერია დაეუფლა,  1074  წ. თურქ-სელჩუკებმა  აიღეს  და ყარსის  საამიროს  ცენტრი  იყო,  1205-1206  წწ. ქართულმა  ლაშქარმა  დაიკავა. 1238-1239  წწ.  მონღოლებმა  აიღეს,  XVI  ს-დან  ოსმალთა  მფლობელობაშია, ამჟამად თურქეთის შემადგენლობაშია. 
259.  სტეფანოს  II რშტუნი   – სომეხთა  კათალიკოსი  (931-932).  მის  დროს საკათალიკოსო  ტახტი  აღთამარში  იქნა  გადატანილი. 
260.  სომეხთა  კათალიკოსები  თეოდოროს  II რშტუნი  (932-938),  ეღიშე I რშტუნი  (938-9 43);  ანანია  I მოკაცი (943-967). 
261.  სომეხთა  კათალიკოსი  ვაჰან  I სიუნეცი  (967-969). 
262.  სომეხთა  კათალიკოსი  სტეფანოს  III   სევანეცი  (969 -97)). 
263.  აშოტ  III   ბაგრატუნი,  მწყალობელი,  სომეხთა  მეფე  (953-977).  მან გადაიტანა  დედაქალაქი  ანისში,  შემოარტყა  ქალაქს  ზღუდე  კოშკებით,  ააშენა ეკლესია-მონასტრები. 
264. სომეხთა  მეფე  სმბატ  II ბაგრატუნი  (977-990), აშოტ  III-ის უფროსი ვაჟი. 
265.  X  ს-ის  II   ნახევარში ჩრდილოეთ სომხეთში  შეიქმნა ტაშირ-ძორაგეტის სამეფო  ცენტრით  ლორეში.  მისი   პირველი  მეფე  მართლაც  იყო   გურგენ I ბაგრატუნი  (966-989),  აშოტ  III-ის  უმცროსი  ვაჟი,  კვირიკიანთა  სამეფოს დამაარსებელი. ვარდანი ჩამოთვლის გურგენის  დაქვემდებარებაში  მყოფ ტერიტორიებს  და  ციხეებს  
266.  სომხითი  –   ქვემო  ქართლის  ეთნიკურ-გეოგრაფიული  სახელთაგანი. წყაროებში X  ს-დან  გვხვდება.  მისი  შინაარსი იცვლებოდა დროთა  განმავლობაში: XI-XIV  სს-ში  სომხითი  ერქვა  მთელ  ქვემო  ქართლს  რანიდან  თბილისამდე; XV-XVIII  სს-ში სომხითი ეწოდებოდა  ქვემო ქართლის  ერთ  ნაწილს; XVIII  ს-ის   II     ნახევარში კი სომხითი მოიცავს ბოლნისის, ტალავრის, მანხუტის, შულავრის და დებედის ხეობას, საინტერესოა, რომ ვარდანი სომხითს ტაშირთან აიგივებს (დ. ბერძენიშვილი.  ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, I,   თბ.,  1979,  გვ.  35-41). 
267.  გაგიკ  I შირაკის  მეფე (990-1020), აშოტ  III-ის  შუათანა  ვაჟი 
268.  სომეხთა  კათალიკოსები:  ხაჩიკ I არშარუნი  (972-992)  და  სარგის I სევანეცი  (992-1019). 
269.  შავი მთა  – მთა  ანტიოქიის  მახლობლად,  ისტორიულ  სირიაში.  აქ ქართველებმა  XI  ს-ში მონასტერი დააარსეს. 
270.  ბიზანტიის  იმპერატორები  ნიკიფორე  ფოკა  (963-969)  და  იოანე I (969-976).  ამ უკანასკნელს სომხური წყაროები კიურჟანს  უწოდებენ. 
271.  იგულისხმება  ბაგრატ  III-ის  (975-1014)  ეგრის-აფხაზეთში  გამეფება 977-978  წწ-ში  (ი. ჯავახიშვილი, ქართველი  ერის ისტორია,  II,  გვ.  124-125). 
272.  იგულისხმება  მხითარ  ანეცი,  XII  ს-ის  ბოლოსა  და  XIII  ს-ის  დასა– წყისის  სომეხი ისტორიკოსი.  მის თხზულებას „სელჩუკების, ივერიელებისა  და სომხების ისტორია“  ჩვენამდე  არ  მოუღწევია. ვარდანი იმოწმებს მხითარ  ანეცის, როგორც  წყაროს  თავისი  თხზულებისათვის.  აქედან  გამომდინარე  ვარდანი პირველწყარო  ხდება,  რომლის  საშუალებით  შესაძლებელია  მხითარ  ანეცის თხზულების აღდგენა. ვარდანის ცნობით, მხითარ  ანეცის უთარგმნია სპარსულიდან ასტრონომიული  თხზულება,  რომელიც  ასევე  დაკარგულია. 
273.  სებასტია,  ლარისა – ქალაქები  კაბადოკიაში.  სებასტია-თანამედროვე ქალაქი  სივასი  (თურქეთში).  სენექერიმის  შესახებ  იხ.  შენ  231. 
274.  ვარდანი  აქ უზუსტობას  უშვებს, თითქოს  გაგიკ  I-ს  3 შვილი  ჰყავდა: იოანე,  აშოტი  და  აბასი.  სინამდვილეში  კი   გაგიკს  ჰყავდა  2   შვილი:  იოანე-სმბატი - შირაკის  მეფე (1020-1041)  და აშოტ  IV  (1020-1041).  ამას ადასტურებენ არისტაკეს  ლასტივერტეცი  და  კ.   განძაკეცი.  როგორც  ეტყობა  ვარდანი  ვერ გარკვეულა  ამ   ორმაგ  სახელში  და  ერთი  სახელი  ორად  მიუჩნევია.  ამასთან ვარდანი  გაგიკის  გარდაცვალების  არასწორ  თარიღს  გვთავაზობს  (995  წ.) სინამდვილეში  კი  გაგიკი  მეფობდა  1020 წლამდე (არისტაკეს ლარტივერტეცი. ისტორია, ქართული  თარგმანი  გამოკვლევით, კომენტარებითა  და საძიებლებით 
გამოსცა  ე.   ცაგარეიშვილმა,.თბ.  1974,  გვ.  65,  67;  კ.   განძაკეცი,  გვ.   82-83). 
275.  გიორგი I - საქართველოს  მეფე  (1014-1027),  ბაგრატ  III-ის  ძე. 
276. ბასილი  II ბულგართმმუსვრელი, ბიზანტიის იმპერატორი  (976-1025). 277  დავით კურაპალატი   – ტაოს  მეფე.  მის  სამემეკვიდრეო სამფლობელოს შეადგენდა  იმიერტაო  ჩრდილო  ბასიანითურთ.  979  წ.  აჯანყებული  ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაწეული დახმარებისათვის ბიზანტიის ხელისუფლებამ დავით  III-ს ვრცელი ტერიტორიები უბოძა  (სამხრეთ  ბასიანი,  ჰარქის, აპაჰუნიქის, ჩორმაირის  ოლქები,  ციხეები  სევუკი  და  არიჭი,  ქ.  კარინი).  ამ  ქვეყნების სამემკვიდროდ  შენარჩუნების  მიზნით დავითი დაუკავშირდა იმპერატორის  წინააღმდეგ აჯანყებულ  ბარდა  ფოკას,  მაგრამ  მისი  დამარცხების  შემდეგ  (989  წ.) იძულებული  გახდა ბასილი  კეისრისათვის  პატიება  ეთხოვა  და დათანხმებულიყო, რომ სიკვდილის  შემდეგ  მისი სამფლობელოები იმპერიას შეერთებოდა.  მან დიდი როლი ითამაშა ბაგრატ  II-ის ტახტზე  აყვანასა  და საქართველოს გაერთიანებაში. დავით  III  კურაპალატი  გარდაიცვალა  1001  წ.  (მ.  ლორთქიფანიძე.  ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის,  – საქართველოს  ისტორიის  ნარკვევები,  II, გვ.  153-159). 
278. უხტიქი  (ქართ. ოლთისი)  – ციხე-ქალაქი  ტაოში,  მდებარეობდა  მდ. ოლ- თისის  შუა  დინების  რაიონში. 
მამრუანი – ქალაქი  ტაოში. აპაჰუნიქი     – ტურუბერანის  ნაჰანგის ერთ-ერთი  გავარი. 
მანაზკერტი – მდებარეობდა ტურუბერანის  ნაჰანგის  ჰარქის  გავარში, დაარსდა ძვ.   წ.  აღ-ით  IX-VIII  სს-ში.  968-969  წწ.  ბარდა  ფოკამ  წაართვა  ეს  ქალაქი არაბებს,  შემდეგ  მერვანიდების  თურქული  დინასტიის  მფლობელობის  ქვეშ მოექცა.   X   ს-ის   80-იან   წ-ში   დაიკავა  დავით  III კურაპალატმა.  დავითის სიკვდილის  შემდევ, მანაზკერტი ბიზანტიის ხელში გადავიდა.  1071  წ. მანაზკერტთან მოხდა  ცნობილი  ბრძოლა  სელჩუკებსა  და  ბიზანტიელებს  შორის, რომელშიც სელჩუკებმა  გაიმარჯვეს  და  აიღეს  ეს  ქალაქი. 
279.  პეტრე  I გეტადარძი  (მდინარის  მომაქცეველი),  სომეხთა  კათალიკოსი (1019-1058).  ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა  ქვეყნის პოლიტიკურ  ცხოვრებაში, იყო ანისის სამეფოს ბიზანტიისათვის გადაცემის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი.
280.  გიორგი  I-მა  ისარგებლა  ბასილ  II-ის  ბულგარებთან  ომით,  გადალახა ბიზანტიის  საზღვარი  და   ტაო  დაიბრუნა.   102)   წ.    ბიზანტიელთა  ჯარი საქართველოში  შემოიჭრა.  1022-1023  წწ.  გიორგი I დათანხმდა  ზავის  მძიმე პირობებს. სადავო  ტერიტორია  ბიზანტიამ  მიიერთა. 
281. ვარდანის ცნობას ბასილ II-ის ხალდიაში (ქართლ. ჭანეთი, მდებარეობდა ტაოს დასავლეთით)  გამოზამთრების შესახებ ადასტურებს სუმბატ დავითის ძე. ის  წერს: ბასილი „წარვიდა  და  დაიზამთრა  ქუეყანასა  ხალდიასა  ქალაქსა ტრაპიზონტას“ (სუმბატ  დავითის  ძე. ცხოვრება  და  უწყება  ბაგრატონიანთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები  და საძიებლები დაურთო გ. არახამიამ  თბ. 1990  გვ.  55).
282.  ვაჰრამი  –   XIII  ს-ის  სომეხი  ისტორიკოსი,  რომლის  თხზულებებს ჩვენამდე  არ  მოუღწევია. 
283.  რეი  –  ქალაქი ჩრდილოეთ  ირანში,  ხორასანთან  ახლოს,  ძველი  რაგა. 
284  ნამაზი  არაბული  სიტყვაა  და  ნიშნავს  ლოცვას.  7 
285.  ხორასანი  –  ოლქი  ჩრდილო-აღმოსავლეთ  ირანში. ტაპარასტანი  – ოლქი ჩრდილოეთ  ირანში. 
ყაზვინი  –  ქალაქი  ჩრდილო-დასავლეთ  ირანში,  დაარსდა  შაბურ 1 (242- 272)  დროს,  იყო  შუა საუკუნეების  ირანის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ცენტრი, XVI  ს-ის  II   ნახევარში  სეფიანთა  დედაქალაქი, 
286.  ნიშაბური-ქალაქი  ხორასნის  ოლქში,  სახელი  მომდინარეობს  შაბურ  I-დან  (242-272), რომელმაც  გააშენა  ეს  ქალაქი. ისფაჰანი  – იხ.  შენ.  26. 
287.  შაჰნაი-ქალაქის  გამგებელი აღმოსავლურ  წყაროებში. 
288.  ამ გეოგრაფიული  სახელების  მდებარეობის  დასადგენად  საინტერესოა გ. განძაკეცის ცნობა, რომელიც აღწერს მეფე ჰეთუმ  I-ის მანგუ  ყაენთან სტუმრობიდან დაბრუნებას:  „მეფემ  და   მისმა   ამალამ  გადმოლახა  მდ.   ჯეხუნი  (თანამ.   მდ. ამუდარია  –  ე.კ.)   და  შემოვიდა  მარმინში“.  აქედან  გამომდინარე  დადაღანი  და მერმნი  მდ.  ამუდარიის  ახლოს,  მის  გადაღმა  მდებარეობდა  (კ. განძაკეცი,  გვ. 224). 
289.  სწორი  ფორმაა  თოღრული-ბეგი,  დიდ  სელჩუკთა  პირველი  სულთანი (1038-1063), სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი.  XI  ს. 40-50-იან  წწ-ში მან  დაიპყრო  ხორასანი,  ზვარაზმი,  ირანის  დიდი  ნაწილი,  აზერბაიჯანი,  ერაყი. 1048  წ.   შეიჭრა  სომხეთში,  1055  წ.   დაიკავა  ბაღდადი  და   აიძულა  არაბთა ხალიფა  დაეთმო  მისთვის  სულთნის  და  „აღმოსავლეთისა  და  დასავლეთის“ მეფის  ტიტული.  ამას  აღნიშნავს  ვარდანი.
290. იგულისხმება ადუდ ად-დაულა ალფ-არსლანი-დიდ სელჩუკთა დინასტიის სულთანი  (1063-1072).  1064  წ.  შეიჭრა  სომხეთში,  აიღო  და  დაანგრია  ანისი. ალფ-არსლანმა ორჯერ  (1064,  1068)  ილაშქრა საქართველოში  და  დაიკავა  მისი სამხრეთი პროვინციები  (ნ. შენგელია. სელჩუკები  და საქართველო  XI ს-ში,  თბ., 1968,  გვ  219-248). 
291.  მელიქ-შაჰ  I-ის  დროს  (1072-1092)  სელჩუკთა  სახელმწიფომ  თავისი ძლიერების  მწვერვალს  მიაღწია.  სომეხი  ისტორიკოსები  სიმპათიით  არიან განწყობილნი  მელიქ-შაჰისადმი  და  აღნიშნავენ  მის  კეთილგანწყობას  სომეხი ხალხის  მიმართ  (მათეოს  ურჰაეცი,  კ.   განძაკეცი,  ვარდანი). 
292. იგულისხმება რუქნ ად-დინ ბერკიარუკი-სელჩუკთა  დინასტიის სულთანი.
293.  იგულისხმება  მუჰლიდები  ანუ  კ.   განძმაკეცისთან  მოხსენებული  მულეჰიდები  (მულაჰიდები, მულიდები),  იგივე ასასინები - ისმაილიტები. სექტა დაარსებულია  ჰასან  საბახის  მიერ.  მათი რეზიდენცია  იყო  ალამუთი. სულ  50-მდე  ციხე-სიმაგრეს ფლობდნენ.  მათ  შესახებ შედარებით ვრცლად საუბრობს  კ.  განძაკეცი (კ.  განძაკეცი,  გვ.  150). 
294.  კეჩარი-მონასტერი  აირარატის  ნაჰანგში,  სევანის  ტბის  დასავლეთით. მარმაშენი-სომხეთის სახელგანთქმული მონასტერი შირაკის  გავარში, მდ. ახურიანის  მარცხენა  ნაპირზე,  აგებულია  986-1029  წწ-ში  ვაჰრამ  ფაჰლავუნის მიერ. 
294'. ვარდანი ერთმანეთში ურევს თოღრული-ბეგსა  და  მის  ძმას  ჩაღრი-ბეგს. ამ   პერიოდში  თოღრულ-ბეგს  ამიერკავკასიში  არ   ულაშქრია  (ნ.   შენგელია, დასახ.  ნაშრომი,  გვ.   168-169). 
295.  ბაგრატ  IV  – საქართველოს  მეფე  (1027-1072). 
ლიპარიტ ბაღვაში-კლდეკარის ერისთავი  XI  ს-ის  30-იან წწ-ში, ბიზანტიის აგენტი  და  მისი  პოლიტიკის  გამტარებელი  საქართველოში,  იბრძოდა  ბაგრატ IV-ის  წინააღმდეგ. მეფემ რამდენჯერმე შემოირიგა ლიპარიტი  და  მას ქართლის ერისთავობა  უბოძა.  1054  წ.  ის სამხრეთ საქართველოს მთავარი  გახდა.  1058  წ. ბაგრატ  IV-მ ლიპარიტი  შეიპყრო  და  ბერად  აღკვეცა  ანტონის  სახელით.  ამის შემდეგ  ის კონსტანტინოპოლში გადასახლდა  და  იქვე გარდაიცვალა  (ი. ჯავახიშვილი. ქართველი  ერის ისტორია,  II,  გვ.  140-146;  ნ. ბერძენიშვილი. კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში, – საქართველოს ისტორიის საკითხები,  II,  თბ.,  1965,  გვ.  22-26. 
296. ბიზანტიის იმპერატორები მიხეილ  IV პაფლაგონი  (1034-1041), მიხეილ V კალაფატი  (1041-1042).
297.  ბიზანტიის იმპერატორი  კონსტანტინე  IX  მონომახი  (1042-1055).
298. ვარდანი არასწორად აღნიშნავს  იოანე-სმბატისა  და  მისი  ძმის აშოტის გარდაცვალების თარიღს. ისინი აღესრულნენ  1041  წ. პრობიზანტიურმა დაჯგუფებამ სარგის  ვესტის ხელმძღვანელობით დაიწყო ბრძოლა  შირაკის ბიზანტიისათვის გადასაცემად.  მათ  წინააღმდეგ გამოვიდა  ვაჰრამ ფაჰლავუნის ჯგუფი, რომელთაც ტახტის პრეტენდენტად აშოტის შვილი  გაგიკი  წამოაყენეს.  გაგიკ  II   გახდა  შირაკის  მეფე  (1041-1044).  1044  წ. კონსტანტინე მონომახმა (1042-1055) დაიბარა შირაკის  უკანასკნელი მეფე გაგიკ II დააპატიმრა,  კაპადოკიაში  გაგზავნა და აიძულა შირაკის სამეფო ბიზანტიისათვის გადაეცა. გაგიკმა ბიზანტიაში კონსტანტინე მონომახის  ნებით იქორწინა დავით არწრუნის  (ვასპურაკანის უკანასკნელი მმართველის სენექერიმ არწრუნის  ვაჟის)  ქალიშვილზე.  1079  წ.  გაგიკი ჩამოახრჩვეს.
299. იგულისხმება გრიგოლ ფაჰლავუნი მაგისტროსი (990-1059), პოლიტიკური და სამხედრო  მოღვაწე, მეცნიერ-ენციკლოპედისტი, ციხე-სიმაგრე ბიჯნისის (მდებარეობდა  ერევნის  ჩრდილოეთით)  და  ტარონის  გამგებელი.  1045  წ.   მან თავისი სამფლობელო ბიზანტიას დაუთმო, გადასახლდა ბიზანტიაში  და მჭიდროდ დაუკავშირა  თავისი  ბედი  ბიზანტიის  პოლიტიკას  აღმოსავლეთში.  გრიგოლ ფაჰლავუნის  შესახებ ცნობებს გვაწვდის  ა. ლასტივერტცი.  მისი მონათხრობით, გრიგოლმა ჩააბარა იმპერატორს ბიჯნისი  იმის  გამო, რომ  გაგიკ  II-ს სამშობლოში აღარ აბრუნებდნენ. ამისათვის მიიღო მაგისტრის ხარისხი  და  მიწები მესოპოტამიაში მემკვიდრეობითი  უფლებით  (ა.   ლასტივერტცი  გვ.   70). 
300.  იგულისხმება  იბრაჰიმ  იანალი-თოღრულ-ბეგის  ბიძა,  მონაწილეობას იღებდა  1047-1048  წწ. სომხეთზე თურქ-სელჩუკთა ლაშქრობაში.
301.  აქ საუბარია  1048  წ.  ამბებზე, როცა ლიპარიტ  IV ბაღვაში მონაწილეობდა თურქ-სელჩუკთა  წინააღმდეგ ბრძოლაში  ბიზანტიის  მხარეზე. ბიზანტიელები დამარცხდნენ. ლიპარიტი  ტყვედ  ჩავარდა.  1051 წ.  ის  გამოისყიდა  ტყვეობიდან კონსტანტინე მონომახმა.  ამ ბრძოლის შესახებ ცნობები მოეპოვება  ა. ლასტივერტცის (ა. ლასტივერტცი,  გვ.  84-85).
302. ფარისოსი ანუ მიაფორი  – ისტორიული  გავარი  სომხეთში,  IX  ს-დან შევიდა  შირაკის  სამეფოში.  მოგვიანებით  ამ  გავარს ფლობდნენ  მხარგრძელები, იყო  ალვანთა კათალიკოსების  რეზიდენცია. 
303. შოთსი – შესაძლოა  იყოს სოტკი, სიუნიქის ერთ-ერთი ოლქი, მდებარეობდა სევანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით  (პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური  ერთეულები  XI-XII  საუკუნეებში,  თბ.  1975,  გვ.  60). შამირამი – ციხე-სიმაგრე  ვასპურაკანის  ნაჰანგში.
304. პარზუანი – იგულისხმება მარზუბან  იბნ მუჰამედი, შადადიანთა სახელმწიფოს მმართველი  (978-985). ლელქარი-იგულისხმება ალ-ლაშქარი  იბნ  მუჰამედი, შადადიანთა სახელმწიფოს მმართველი (955-978)  (პ. თოფურია,  დასახ.  ნაშრომი,  გვ. 59-66).
305. ბარდავი – ისტ. ქალაქი  თანამ. აზერბაიჯანის სამხრეთში.  მ. კალანკატუაცის ცნობით,  სპარსეთის  მეფის  პეროზის  ბრძანებით  ვაჩემ, ალბანეთის  მეფემ  ააშენა დიდი ქალაქი პეროზაპატი, რომელსაც ახლა პარტავს უწოდებენ  (მ. კალანკატუაცი, გვ.  39).  V  ს-ში ალბანეთის  სამეფოს სატახტო  ქალაქი  იყო,  VIII  ს-ში  არაბებმა დაიპყრეს. ქართულმა ლაშქარმა რამდენიმეჯერ დალაშქრა  ბარდავი  (1067-1068; 1192-1193).  XIII  ს-ში  მონღოლთა  შემოსევების  შედეგად  ბარდავი  სოფლად გადაიქცა. 
შამქორი  –   ქალაქი  განძის  ახლოს,  მის  ჩრდილო-დასავლეთით.  VII  ს-ში დაიპყრეს  არაბებმა. თამარ  მეფემ  ის მხარგრძელებს  უბოძა.  ამის  შემდეგ შამქორი ქართული ისტორიული პროვინციის სასაზღვრო ქალაქია  და ეკუთვნის მხარგრძელ-გაგელებს.  მონღოლთა  1235  წ.   შემოსევის  დროს  ის  აიღო  და  დაწვა  მოლარ ნოინმა. 
306. იგულისხმება ფადლ I იბნ მუჰამედი  – შადადიანთა სახელმწიფოს ერთ-ერთი  ძლიერი  მმართველი  (985-1031).  მის   სახელთანაა  დაკავშირებული  ამ სახელმწიფოს გაფართოება-გაძლიერება, შადადიანთა აღზევება.  ის თავისი ქრისტიანი მეზობლების  და კერძოდ, საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას  ატარებდა. ფადლონის  წინააღმდეგ  დაახლ.  1010-1014  წწ-ში  გაერთიანებული  ლაშქრობა მოაწყვეს  ბაგრატ  I-მა (975-1014)  და  გაგიკ  სომეხთა  მეფემ  (990-1020)  და სძლიეს  მას.   „მატიანე  ქართლისა“-ს  ცნობით,  ფადლონმა  „ითხოვა  შენდობა, აღუთქუა დღეთა  შინა სიცოცხლისა  მისისათა  მსახურება, გაუკუეთა  ხარაჯა  და დაუწესა  თავის-თავითა ლაშქრობა  მტერთა  მისთა ზედა“  (მატიანე  ქართლისა, ქართლის ცხოვრება, I, ს.    ყაუხჩიშვილის  გამოცემა,  თბ.,   1955,  გვ.  280; პ. თოფურია,  დასახ.  ნაშრომი,  გვ.   65-77).  შესაძლოა,  ვარდანი  სწორედ  ამ ლაშქრობაზე მიუთითებს. 
307.  ფილიპე  –   გრიგოლ  მაგისტროსის  მეოთხე,  უმცროსი  შვილი. 
308.  ხაჩენი  –  ქალაქი  და  ციხე  არცახში.  გოროზი   – შესაძლოა  იყოს გოროზის  ციხე, რომელიც მდებარეობდა მტკვრის მარჯვენა  სანაპიროზე,  ახლანდელი  გორისი. სევორდიქი – უტიქის  ნაჰანგი. 
ვარდანის  თხზულების  ეს   ნაწილი  მნიშვნელოვანია  შადადიანთა  სახელმწიფოს  ისტორიის  შესასწავლად. 
309.  წანარები – მთიელი  ტომები, უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ დარიალის ხეობაში.  მათი  სახელის  მიხედვით  ამ  მხარეს  წანარეთი  ეწოდებოდა.  წანარებმა VIII  ს-ის  II   ნახევარში საფუძველი ჩაუყარეს კახეთის სამთავროს (საქორეპისკოპოსოს)  და  აქტიურად  მონაწილეობდნენ  VIII-XI სს-ის  კახეთის  სახელმწიფოს ცხოვრებაში. არაბული წყაროები წანარეთს  სანარიას უწოდებენ (მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური  გაერთიანება  (IX-X  სს),  თბ.,  1963, გვ.  137-150.  თ.  პაპუაშვილი.  რანთა  და  კახთა  სამეფო  (VIII-IX  სს),  თბ.,  1982, გვ.  26-54). 
310. ქორეპისკოპოსი  – საეკლესიო-იერარქიული  თანამდებობა,  ბიზანტიაში სოფლის სამრევლო ეკლესიის  ხელმძღვანელი. თავდაპირველად საქართველოშიც ასეთივე დატვირთვა  ჰქონდა. შემდგომში საქართველოში ქორეპისკოპოსის ინსტიტუტმა  ცვლილება  განიცადა.  ამ   ტიტულს  კახეთის  სამთავროს  პოლიტიკური მეთაურები ატარებდნენ. ვარდანის  მსგავსად ქორეპისკოპოსად იწოდებიან კახეთის (წანარეთის)   მფლობელი  მთავრები  სხვა   სომხურ  (იოანე  დრასხანაკერტცი, უხტანესი,  „ქართლის  ცხოვრების“  ძველი  სომხური  თარგმანი)  და   არაბულ წყაროებშიც  (თ.  პაპუაშვილი  დასახ.  ნაშრომში,  გვ.   255-285). 
311. ახალქალაქი – ქალაქი  სამხრეთ  საქართველოში.  IX-X  სს- ში  გადაიქცა ქალაქად.  X  ს-დან  ჯავახეთთან  ერთად საუფლისწულო  მამული  იყო.  ქალაქის გამაგრება-შემოზღუდვა დაიწყო ბაგრატ  III-ის დროს  და დასრულდა ბაგრატ  IV-ის  დროს.  XI  ს-ში ახალქალაქი ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა.  XI  ს-ის  60-იან  წწ-ში  ის ალფ-არსლანის ურდოებმა  ააოხრეს. სწორედ ამ ფაქტს აღნიშნავს  ვარდანი.  XIII  ს-ში ქალაქი მონღოლებმა გადაწვეს (ე. ჯანდიერი. ჯავახეთის ახალქალაქის  ისტორიისათვის,-ფეოდალური  საქართველოს არქეოლოგიური  ძეგლები,  1,   თბ.,  1969,  გვ.   48-56). 
სამშვილდე – ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი ისტორიულ  ქვემო ქართლში, ლეონტი მროველის  მიხედვით  მეფე ფარნავაზის მიერ დაარსებული სამშვილდის საერისთავოს ცენტრი,  ააშენა ქართველთა  ეპონიმმა ქართლოსმა, ადრე ეწოდებოდა ორბის  ციხე.  VIII-IX  სს-ში სამშვილდე თბილისის საამიროს ექვემდებარებოდა, IX  ს-ის  ბოლოს  კი  ანისის  სამეფოს.  X-ს-ის  ბოლოს:  იყო  ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს  დედაქალაქი.  სწორედ  ამ   პერიოდს  ეხება  ვარდანის  ეს   ცნობა.  აქ საუბარია ალფ-არსლანის  1064  წ. საქართველოზე ლაშქრობაზე, რომლის შემდეგ ბაგრატ  IV-მ   დაიბრუნა  სამშვილდე,  წაართვა  ის   ტაშირ-ძორაგეტის  მეფე კვირიკე   II-ს    (დღ.    ბერძენიშვილი,  ნარკვევები   საქართველოს  ისტორიული გეოგრაფიიდან,  I,   თბ.,  1979,  გვ.   58-80). 
312.  ბაგრატ  IV-ის  და  კატანი  იყო  ტაშირ-პორაგეტის  მეფის  კვირიკე  II-ის მეუღლე.  მათი  ასული  და  ე.ი.  ბაგრატ  IV -ის დისწული შეირთო ცოლად  ალფ-არსლანმა. 
313. თეოდორა   – ბიზანტიის დედოფალი  (1055-1056). 
314.  რომან  IV დიოგენი – ბიზანტიის  იმპერატორი  (1067-1071).  ვარდანის მსგავსად  ა. ლასტივერტციც  დიოგენს მოიხსენიებს ფორმით: დიოუჟენი, ტივაჟენი, ტიავჟენი. ვარდანი ამ  ამბების და საერთოდ ამ პერიოდის ბიზანტიის ისტორიისათვის, ჩანს,  წყაროდ  იყენებს  ა. ლასტივერტცის  თხზულებას,  თუმცა  საგრძნობლად ამოკლებს.  დიოგენის  ბრძოლას  სპარსელების  წინააღმდეგ  ა. ლასტივერტცი მთელ  თავს  უძღვნის  (თავი XXV).
315.  ყარსის  მეფე  გაგიკ  ბაგრატუნი  (1029-1064).  1064წ.  მან  ბიზანტიას გადასცა  თავისი  მამული.  1081  წ.  მოკლეს  ბერძნებმა.
316.  ვაჰრამი – გრიგოლ  მაგისტროსის  უფროსი ვაჟი, კათალიკოსი  იყო გრიგოლ II-ის სახელით  (1065-1105).
317.  მისრი  –   ეგვიპტე. 
318.   კარმირ  ვანქი   (წითელი  მონასტერი),  იგივე   ჰნძუცის  მონასტერი, მდებარეობდა  კარინის  გავარში. 
319.   ანტიოქია – ძველი  სირიის  მნიშვნელოვანი  კულტურულ-რელიგიური ცენტრი.  ძვ.წ.  აღ-ით  300  წ.  დააარსა  სელევკ  I-მა  და სელევკიდების  სამეფოს დედაქალაქად  გამოაცხადა. 
320.  ბახკი  და კაპანი – ციხე-სიმაგრეები  სიუნიქში.
321.  იგულისხმება  მანუჩიჰრ  იბნ  შავურ I (1072-1118),  ანისის  შადადიანი ამირა  (პ.   თოფურია,  დასახ.  ნაშრომი,  გვ.   93-94).
322.  ბარსეღ I –  სომეხთა კათალიკოსი  (1105-1113).  კ. განძაკეცის  მიხედვით ის  კათალიკოსი  იყო  1081  წლიდან.  იხ.  შენ.  335.
323.  ალამუთი  –  ციხე-სიმაგრე  ელბრუსის  მთებში (ჩრდ.  ირანი).   იყო ასასინების  რეზიდენცია  171   წლის  განმავლობაში. 
324. იგულისხმება ჰრომკლა ანუ ბერძნული  ციხე, მდებარეობდა კილიკიაში, იყო  სომეხი  მთავრის გოღვასილის  საკუთრება.  1147  წ. კათალიკოსმა გრიგოლ III-მ  (1113-1166)  აქ საკათალიკოსო  ტახტი  გადაიტანა.
325. ანდრიონი – ციხე-სიმაგრე  ანტიოქიის  მახლობლად. 
326. თეოდორა  და ზოია - ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე  VIII-ის  (1025- 1028)  ქალიშვილები. 
327.  სისი, ადანა – კილიკიის  ქალაქები. პაპარონი, ლამბრონი – ციხეები  კილიკიაში. 
328.  შირაკის  სამეფოს  გაუქმებაზე  იხ.  შენ.  298. 
329.  გიორგი  II-საქართველოს  მეფე  (1072-1089).  XI  ს-ის  80-იან  წწ-ში დაიწყო  ე.წ.  „დიდი  თურქობა“.  გიორგი  II   მელიქ  შაჰს  ეახლა  და  მორჩილება გამოუცხადა. საქართველო თურქ-სელჩუკთა მოხარკე  გახდა.  ამ ფაქტს სწორად აღნიშნავს  ვარდანი. 
330.  ვარდანი  ტაშირ-ძორაგეტის  მეფის  კვირიკე  II-ის   (1048-1089)  ზუსტ გენეალოგიას  გვთავაზობს:  ის   იყო   დავით  ანჰოლინის  (989-1048) შვილი, ტაშირ-ძორაგეტის  პირველი  მეფის  გურგენის  (966-989)  შვილიშვილი  და ანისის  მეფე  აშოტ  III-ის  (953-9 77)  შვილთაშვილი. 
331. ლორე – ციხე-ქალაქი ტაშირში,  X  ს-ის  II   ნახევარში ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის  სამეფოს  დედაქალაქი.  1118  წ.  დავით  აღმაშენებელმა ლორე საქართველოს შემოუერთა,  1186  წლიდან მხარგრძელთა სამფლობელოა.  1236  წ. ლორე მონღოლებმა დაარბიეს, XVI-XV II სს-ში ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობების  შედეგად  განადგურდა.  ვარდანის  ცნობას  დავით  ანჰოლინის  (989 -1048) მიერ  ლორეს  აშენების  შესახებ  ადასტურებს  მ. აირივანეციც  (მ.   აირივანეცი, გვ. 77).
332.  აბასი  და  დავითი – ტაშირ – ძორაგეტის  უკანასკნელი  მეფეები,  კვირიკე II-ის  (1048-1089)  ვაჟები. 
333. შუა საუკუნეების სომეხი ავტორები ხმელთაშუა ზღვას  უწოდებდნენ ოკეანეს (ა. ლასტივერტცი,  გვ.    131).
334.  ვარდანთან  დასახელებულ  პეწენიკთა  მეფეს  მ. აირივანეცი  პიწენკის მეფეს უწოდებს.  ის  უნდა  იყოს  პაჭანიკების  ხანი ჩელგუ, რომელიც  1087  წ.  80 ათასი  მეომრით  თავს  დაესხა  ბიზანტიის  იმპერატორს  ალექსი I კომნენოსს (1081-1118)  (მ.  აირივანეცი,  გვ.  78). 
335.   კ.    განძაკეცის  ცნობით,  მას   შემდეგ  რაც  კათალიკოსი  გრიგორისი რომში გაემგზავრა  და დატოვა  ტახტი,  მეფე  კვირიკე  II-მ  1081  წ. საკათალიკოსო ტახტზე  დასვა  ბარსეღ I  (კ.   განძაკეცი,  გვ.   86). 
336.   ვარდანი  არასწორად  ასახელებს  მელიქ-შაჰის  საფლავის  ადგილს მარანდში,  ეს შესაძლებელია გადამწერთა შეცდომაც  იყოს, რომლებმაც ხორასანის ქალაქი  მერვი,  სადაც  სინამდვილეში  დასაფლავებულია  მელიქ-შაჰი  მამამისის ალფ-არსლანის გვერდით, შეცვალეს  ვასპურაკანის  ქალაქ მარანდით.
337.  მელიქ-შაჰს  ჰყავდა  არა  ორი  ვაჟი,  როგორც  ვარდანი  წერს,  არამედ ოთხი,  შემდეგში  სულთნები:  მაჰმუდი  (1092-1094),  ბაქიარუხი  (1094-1105), მუჰამედი  (1105-1118)  და  სანჯარი  (1118-1157).
338.   ვარდანთან  დასახელებულ  ჰალაპს  ა. ლასტივერტცი  მოიხსენიებს ფორმით ჰალპ (თანამედროვე  ალეპო)  (ა. ლასტივერტცი,  გვ.   55).
339.   სარგისი-სომეხთა  კათალიკოსი  (1073-1077);  თოროსი  კათალიკოსი გახდა  1077  წ.
340.  იგულისხმებიან  ნაჯმ აღ-დინ ილ-ღაზი  და სუქმანი  – ართუკიანთა საგვარეულოს  ფუძემდებლის,  1091-1092  წწ.  იერუსალიმისა  და  პალესტინის გამგებლის,  ართუკის  ვაჟები.   ისინი   მამის   სიკვდილის  შემდეგ   მართავდნენ იერუსალიმს,  1098  წ.   კი   იძულებულნი  გახდნენ  დაეტოვებინათ  პალესტინა. სუქმანი  წავიდა დიარბექირში,  შემდეგ მონაწილეობდა ჯვაროსანთა წინააღმდეგ ბრძოლებში,  გარდაიცვალა  1105  წ.  ილღაზი  1108  წლიდან  გახდა  ართუკიანთა საგვარეულოს მეთაური, განაგებდა ჰალაპის  (ალეპოს)  ოლქს ჩრდილოეთ სირიაში და დიარბექირის დიდ  ნაწილს.  მან  1121  წ. აგვისტოში ილაშქრა საქართველოზე, დიდგორის  ბრძოლაში  დამარცხდა,  თავში დაიჭრა  და ამის შედეგად 1122  წ. ნოემბერში  გარდაიცვალა  (გ.  ჯაფარიძე, ნაჯმ ად-დინილ-ღაზი, - კრ. დავით აღმაშენებელი,  თბ.,  1990,  გვ.  207-226).
341. ეს  ცნობა  ეხება ჯვაროსანთა პირველ ლაშქრობას  (1097-1099). ვარდანი ჩამოთვლის  ამ ლაშქრობის  მონაწილეებს: კონდოფრი-ლოტარინგიელი  რაინდების მეთაური  გოტფრიდ  ბულონელი,  1099  წ.   შექმნილი  იერუსალიმის  სამეფოს პირველი  მეფე, ბალდუინი – გოტფრიდ  ბულონელის  ძმა, შემდეგში  ედესის საგრაფოს  მმართველი;  პაიმუნდი – სამხრეთ  იტალიის  ჯვაროსნების  ხელმძღვანელი ბოჰემუნდ  ტარენტელი,  შემდეგში  ანტიოქიის  საგრაფოს  მმართველი; ტანკრი – მარკიზ ვილჰელმის შვილი; ზნჯილი   – სამხრეთ საფრანგეთის ჯვაროსნების ხელმძღვანელი რაიმონდ ტულუზელი, შემდეგში ტრიპოლის საგრაფოს მმართველი; რობერტი - ნორმანდიელი ჯვაროსნების  ხელმძღვანელი ჰერცოგი რობერტი. ალექსი - ბიზანტიის  იმპერატორი  ალექსი I კომნენოსი  (1081-1118). 
342. ნუნე  – ქართველთა  განმანათლებელი  წმ.  ნინო  ამ   ფორმით  იხსენიება სომხურ  წყაროებში. 
343.  კონსტანტინე – კილიკიის  სომხური სამთავროს  მმართველი (1092- 1110), კილიკიის მმართველი რუბენიდების დინასტიის  (1080-1226)  დამაარსებლის რუბენის  ვაჟი. 
344. კილიკიის სომხური სამთავროს მმართველები: თოროსი  (1110-1129)  და ლეევონი  (1129-1137),  კონსტანტინეს  ვაჟები. 
345.  XI-ს-ის უკანასკნელი მეოთხედიდან  XII  ს-ის  80-იან წლებამდე კაპადოკიაში დანიშმენდიანთა დინასტია  იყო გაბატონებული.  ამ დინასტიის დამაარსებელი იყო  ემირი  აჰმედ  დანიშმენდი, რომელსაც  ახსენებს  ვარდანი.  ის თავდაპირველად სელჩუკი სულთნების სამსახურში  იყო, შემდეგ  ხილიჭ არსლან  I-თან ბრძოლაში გამარჯვებით  დამოუკიდებლობა  მოიპოვა,  განსაკუთრებით  სახელი  გაითქვა ჯვაროსნებთან  ომებში.  (გ.  ალასანია. ქართველების  და დანიშმენდიანების ურთიერთობის  წარსულიდან,  – პროფ.   ნ.     შოშიაშვილის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი სამეცნიერო  კრებული.
346. პეტევანი – იგულისხმება გრაფი ვილპელმ პუატიე, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის  ერთ-ერთი  სარდალი.
347.  გოღვასილი – სომეხი  მთავარი,  რომელმაც  XI   ს-ის   80-იან   წწ-ში ჩრდილო-დასავლეთ მესოპოტამიაში ჩამოაყალიბა ფეოდალური სამთავრო ცენტრით კესუნი.  მის  შემადგენლობაში  შედიოდა  აგრეთვე  რაბანი,  ჰრომკლა,  მარაში. გოღვასილს  ახლო  ურთიერთობა  ჰქონდა  ჯვაროსნებთან.  ამას   ადასტურებს ვარდანის ცნობაც დანიშმენდისაგან ანტიოქიის მთავრის ბოჰემუნდის გამოსყიდვის შესახებ. ასეთივე ცნობა  აქვს დაცული მათეოს ურპაეცის.
348.  მარდინი – ქალაქი  დიარბექირის  პროვინციაში. 
349. სომხური  წყაროების  მიხედვით,  ემირ  დანიშმენდს  12   შვილი  დარჩა. მათი  სახელებია:  ისმაილი,  გუმუშ  თეგინი,  იაღიბასანი,  იბრაჰიმი  და   სხვა. ვარდანის,  ისევე როგორც  სხვა  სომეხი აეტორების მიხედვით,  ემირ დანიშმენდის მემკვიდრე  იყო  მელიქ  ღაზი.  (გ.   ალასანია,  დასახ.  ნაშრომი). 
350.  იხ.   შენ.  337; 369.
351.  ბარსეღ  I-ის  შესახებ  იხ.  შენ.  322;  ვაჰრამის  შესახებ  იხ.  შენ.  316.
352.  იგულისხმება  სომეხთა  კათალიკოსები  გრიგოლ  III    მეღრიკი  (1113-1166)  და  მისი  ძმა  ნერსეს  IV  შნორჰალი  (1166-1173).
353.  სომხური  წელიწადის  თერის  თვე  შეესაბამება  ნოემბერს. 
354.  ასეთივე  ცნობა  აქვს  დაცული მ.   აირივანეცის  (გვ.   79). 
355.  კასტაღონი  –  მონასტერი  კილიკიაში.
356.  ტრიპოლის  აღებას  იერუსალიმის  მეფის  ბალდუინისა (1100-1118)  და გრაფ რაიმონდ ტულუზელის შვილის ბერდრანის (ტრიპოლის საგრაფოს  მმართველი)  მიერ  მ.   ურჰაეცი  ათარიღებს  1109  წლით.  (მ.   ურჰაეცი  გვ..  122). 
357. იგულისხმება თოროსი,  კილიკიის  სამთავროს  მმართველი  (1110-1129). 
358.  გაგიკ II – ანისის  უკანასკნელი  მეფე,  იხ.  შენ  298. 
359.  შუღრი  – მონასტერი  შავ  მთაზე.
360.  აღთამარის  მონასტრის  მოძღვარი, არქიეპისკოპოსი  დავითი  განუდგა კათალიკოს  გრიგოლს,  მოიწვია  კრება  და  1113  წ.  არჩეულ  იქნა  აღთამარის კათალიკოსად  იმის საფუძველზე, რაზეც მოგვითხრობს ვარდანი. 1114  წ. კათალიკოსმა  გრიგოლმა  მოიწვია  საკათალიკოსო  კრება,  რომელზეც  დაგმობილ  იქნა დავითის  საქციელი,  მაგრამ ის, ზურგგამაგრებული  სამღვდელოების  ნაწილის მხრიდან, კვლავ რჩებოდა კათალიკოსად.  აქედან  ჩაეყარა საფუძველი დამოუკიდებელ საკათალიკოსო ტახტს აღთამარში.
361.   1112   წ.   გოღვასილის  გარდაცვალების  შემდეგ   მისი   სამფლობელო გადავიდა ვასილ  კამსარაკანის  ხელში, რომელიც იშვილა  და გაზარდა გოღვასილმა.
362.  გეორგ  ვარდაპეტი მეღრიკი – ცნობილი  სომეხი  მწიგნობარი,  საღვთისმეტყველო შრომების  და  ლოცვების  ავტორი. მან  დიდი  პოპულარობა  მოიპოვა 50  წლიანი განდეგილობითა და კილიკიაში დრაზარკის მონასტრის დაარსებით. სამუელ  ანეცი,  სტეფანოს  ორბელიანი  და  კ.   განძაკეცი  მისი  გარდაცვალების თარიღად  1113  წ.  ასახელებენ,  ვარდანი  და  მ. ურჰაეცი  კი  1114  წ.  (კ.  განძაკეცი, გვ.   21;  მ.   ურჰაეცი,  გვ.  198
363. ამიდი – ძვ.  ქალაქი  მდ. ტიგროსზე, ახლანდელი დიარბექირი (თურქეთში). 
364. იგულისხმება  ურჰას  გრაფი ბალდუინ ბურჟელი, რომელმაც  დაატყვევა ვასილ  კამსარაკანი  და უარი  ათქმევინა  თავის სამფლობელოზე.  ასე გაანადგურეს ჯვაროსნებმა ერთ-ერთი ძლიერი სამთავრო კილიკიაში, რასაც  აღნიშნავს  ვარდანიც. 
365.  აბელხარიბი  და  ლიკოსი-ანტიოქიის  მმართველის  ვასაკ  ფაჰლავუნის ვაჟები,  რომელიც  1078  წ.   მოკლეს  ბერძნებმა.  აბელხარიბის  რეზიდენცია  იყო ციხე-სიმაგრე  ბირი  1117/1118 წლამდე.
366. ბაგრატი – გოღვასილის  ძმა, ახლო ურთიერთობაში  იყო  ჯვაროსნებთან. ის დაეხმარა ბალდუინ  ბურჟელს  ურჰასაკენ  მიმავალი  ბევრი  სტრატეგიული პუნქტის  დაკავებაში.  ბაგრატი  იყო  ქ. რავენდანის  მფლობელი,  რომელიც  მას დამსახურებისათვის ბალდუინმა  უბოძა.  ის ფლობდა აგრეთვე  ქ. გურისს,  გამაგრებულ  ქალაქს  ალეპოს  ჩრდილოეთით.  ბალდუინ  ბურჟელმა  ბოლოს  მას  მთელი სამფლობელოები წაართვა. 
367.  კონსტანტინე-სომეხი  მთავარი,  ქ. კარკარის  (კილიკია)   მფლობელი. ბალდუინის  მიერ  მის დატყვევებას  და სამუსატის  ციხეში  ჩაკეტვას ადასტურებს მ. ურჰაეცი.  (მ. ურჰაეცი, გვ. 338). 
368.  იერუსალიმის  მეფის  ბალდუინ  I-ის   შემდეგ  გვირგვინი  მიილო  მისმა ძმისშვილმა  ბალდუინ  II-მ  (1118-1131).
369.   ტაფარი-იგულისხმება  სელჩუკიანი  სულთანი  მოჰამედი  (1105-1118), რომელიც  წყაროებში ზოგჯერ  ტაფარად  იხსენიება. მელიქი - იგულისხმება  მელიქ   თოღრული,  ყაზვინის,   ზენქარის,   გილანის მმართველი,  1121-1122 წწ-ში არანისა  და  განძის  გამგებელი. დავით აღმაშენებლის ისტორი კოსის  ცნობით,  ეს   მელიქი  იყო  სულთან  მაჰმუდის  ძე.   შ.   მესხიას ვარაუდით,  ის  იყო  სულთანის  არა  მე,   არამედ  ძმა.   ამ   საკითხის  გასარკვევად მნიშვნელოვანია  ვარდანის  ეს  ცნობა,  რომლის  მიხედვით,  მაჰმუდი  და  მელიქი ძმები  არიან,  სულთან  ტაფარის  (მოჰამედის)  ვაჟები  (ცხოვრება  მეფეთ-მეფისა დავითისი, – ქართლის  ცხოვრება,  I, გვ.  340;  შ.  მესხია.  ძლევაი საკვირველი,  თბ, 1972,  გვ.   97-98). 
370.  ალექსი I კომნენოსის  შემდეგ  ბიზანტიის  იმპერატორი  გახდა  იოანე  II (1118-1143). 
371.  დავით  IV აღმაშენებელი – საქართველოს  მეფე  (1089-1125).  დავითმა სელჩუკთაგან  გაათავისუფლა  თბილისი  1122  წ.   დამდეგს.
372. დინარი   – არაბული  ოქროს  მონეტა.
373. ხლათი  –   ქალაქი  ვანის   ტბის   ჩრდილო-დასავლეთით,  XII   ს-ის დამდეგს  წარმოქმნილი ხლათის სასულთნოს,  იგივე  შაჰარმენთა სახელმწიფოს დედაქალაქი.
374.  გაგი  – ციხე-სიმაგრე  ქვემო  ქართლში,  მდ.   დებედას  ქვემო  წელში. წყაროებში  პირველად  XI   ს-ში   იხსენიება. ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე, ის საქართველოს სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთში. ტერუნაკანი  –  ციხე-სიმაგრე  ქ.   შამქორის  მიდამოებში. კაიანი,  კაიწონი,  მაჰკანაბერდი  –  ციხეები  გუგარქის  მხარეში. ტაშირი  – მხარე ისტორიულ  ქვემო  ქართლში. ლორეს  შესახებ იხ. შენ.  331, უხტიქის  შესახებ  იხ. შენ.  278.
375.  შესაძლებელია  გარდანს ეშლება  სახელი  და  უნდა იგულისხმებოდნენ ტაშირ-ძორაგეტის  მეფის  კვირიკე  I-ის შვილები  დავითი  და  აბასი.  იხ.  შენ.  332. წინ  ვარდანი  წერს,  რომ  ისინი შეავიწროვეს  ქართველებმა.  აქ  კი  აკონკრეტებს თუ  ვინ  დაიმორჩილა  ისინი. 
376. არსებობდა ორი გავარი  ჰაბანდის სახელწოდებით სიუნიქში  და  არცახში. 
377. ვარდანის  ეს ცნობა დავით აღმაშენებლის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე  ერთგვარად  უნიკალურია,  რადგან   ცნობა   დავითის   მიერ ახალგაზრღების საბერძნეთში სასწავლებლად  გაგზავნის შესახებ  არ არის დაცული ქართულ,  სხვა  სომხურ  თუ  უცხოენოვან  წყაროებში. 
378. ვარდანი უზუსტობას  უშვებს.  დავითმა  იმეფა  არა  33,  არამედ  36  წელი. დავითი  რომ  გარდაიცვალა,  დავითის  ისტორიკოსის  სიტყვით,  „იყო  მაშინ  თუე იანვარი ოცდაოთხი  და დღე  შაბათი, ოდეს ქრონიკონი  იყო  სამას ორმოცდახუთი, ხოლო  წელიწადნი  მისნი  შობითგანნი  ორმოცდა  ცამეტნი.  ხოლო  მეფობდა ოცდათექუსმეტ  წელ“.  (ცხოვრება მეფეთ-მეფისა  დავითისი,  გვ.  362-363;  რ. მეტრეველი.  დავით  IV  აღმაშენებელი, თბ., 1990,  გვ.  28).
379.  დემეტრე I – საქართველოს  მეფე  (1125-1156). 
380. დმანისი – ქალაქი  ქვემო ქართლში, წყაროებში  იხსენიება  IX  ს-დან.  მას სხვადასხვა დროს ფლობდნენ  არაბები, სელჩუკები.  1123  წ. დავით  აღმაშენებლმა გაათავისუფლა სელჩუკთაგან.  მისი სიკვდილის  შემდეგ, როგორც  ჩანს, ქართველებს დაუკარგავთ  დმანისი  და   1125  წ.   დემეტრე  I-ს   კვლავ  აუღია.  სწორედ  ამას აღნიშნავს ვარდანი. XII-XIII სს-ში დმანისი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი  იყო.  დმანისი  1386/87წ.  თემურ-ლენგმა,  ხოლო  1486  წ.  იაღუბ-ყაენმა დაარბია. XVIII  ს-ში ლეკების, ირანელებისა  და ოსმალების  შემოსევების შედეგად დმანისი  განადგურდა  (ლ.  მუსხელიშვილი.  დმანისი  –  კრ:  შოთა  რუსთაველის ეპოქის  მატერიალური კულტურა,  თბ.,  1938,  გვ.  326-335). 
ხუნანი - ისტორიული  ციხე-ქალაქი ქვემო ქართლში.  ლეონტი  მროველის მიხედვით,  მეფე ფარნავაზის  მიერ დაარსებული ხუნანის საერისთავოს ცენტრი, აუშენებია  ქართლოსს,  ადრე  ეწოდებოდა  მტვერის  ციხე. ხუნანი  განადგურდა მონღოლთა  შემოსევების  შედეგად  (დ.ბერძენიშვილი,  დასახ.  ნაშრომი,  გვ.   20, 23,  77,  82). 
381. ზორასანი  –  ისტორიული  ოლქი  ჩრდილო-აღმოსავლეთ  ირანში. 
382. იგულისხმება ხორ-ვირაპი - ცნობილი მონასტერი სომხეთში, ქ. არტაშატში, დააარსა სომეხთა კათალიკოსმა  ნერსეს  III აღმშენებელმა (641-661)  იმ ორმოს ადგილას, რომელშიც გადმოცემის  მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი  ჩააგდო მეფე თრდატ  III-მ  (298-330). 
383. იოანე  ვანაკანი, ვარდაპეტი   – XIII  ს-ის  ცნობილი  სომეხი  პედაგოგი, ისტორიკოსი,  ხორანაშატის  სკოლის  დამაარსებელი,  მან   აღზარდა  სომხური კულტურის  მოღვაწეთა  მთელი  თაობა,  მათ  შორის  კ.   განძაკეცი,  გ.   აკნეცი, ვარდანი.  იოანე  ვანაკანის თხზულებას მონღოლთა შემოსევების  შესახებ  ჩვენამდე არ  მოუღწევია.  როგორც  ჩანს,  ამ  თხზულებას  წყაროდ  იყენებენ  ვარდანი  და კ. განძაკეცი. 
384.  სამუელ ანეცი – XII  ს-ის  სომეხი  ქრონოგრაფი,  ანისელი  მღვდელი, მისი  ნაშრომი „ამონაკრეფი  ისტორიკოსთა  ნაწერებიდან“ იწყება  ადამიდან  და გრძელდება  1180  წ-მდე.  აქვს  გაგრძელებები,  რომლებიც  რამდენიმე  ავტორს ეკუთვნის,  გრძელდება XVII  ს-მდე.  რაკი  ქრონიკის I ნაწილი  1180   წ-მდე გრძელდებოდა, ითვლებოდა,  რომ  ავტორმა  1180  წ.   ამბებით დაასრულა,  მაგრამ შემორჩენილ  ხელნაწერთაგან  უძველესის  (მატენადარანის  #5619)  ანდერძ-მინაწერის  მიხედვით,  ის გადაუწერიათ  1176  წ. ამიტომ  გაჩნდა  ახალი მოსაზრება, რომ  სამუელ  ანეციმ  თხზულება  1165-1166  წწ.  ამბებით  დაასრულა,  მომდევნო ნაწილი  კი  სხვა  ავტორს  უნდა  ეკუთვნოდეს. 
385.  ქობაირი –   მონასტერი  ტაშირის  მხარეში. 
386.  ხურთი –  ბითლისისა  და  არზანის  მმართველის  ტუღან-არსლან  ალ-აჰბადის  ძე.  .ის   1121   ფ.   ფლობდა  დვინს,  სანამ  ქალაქი  შადადიანთა  ხელში გადავიდოდა  (პ. თოფურია,  დასახ.  ნაშრომი  გვ.   97,  100).
387.  აქ  ვარდანი  ხმარობს  ქართულ  სიტყვას  „მამა.“ 
388. საყურადღებოა  ვარდანის  ეს  ცნობა  ივანე აბულეთის  ძის შეთქმულების შესახებ. ქართულ წყაროებში  არ მოიპოვება  ცნობები ივანეს გამოსვლის  შესახებ დემეტრე  I-ის  წინააღმდეგ  30-იან  წწ-ში. მხოლოდ  ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე  გვაწვდის  მოკლე  ცნობას  დემეტრეს  მიერ  ივანეს  მოკვლის  შესახებ (ლაშა-გიორგის  დროინდელი  მემატიანე  –   ქართლის  ცხოვრება, I     გვ.   367). რაში ედებოდა ბრალი  ივანეს, აღარ გვიხსნის ქართული წყარო.  ივანეს დანაშაულის დადგენა  შესაძლებელი  ხდება  ვარდანის  მონაცემების  საშუალებით.  ჩანს  ივანე იბრძვის  დემეტრეს  წინააღმდეგ  არა  პირადი  განზრახვით,  არამედ  დემეტრეს ძმისათვის, რომელიც  ეძიებდა  მეფობას. ქვემოთ ვარდანი აღნიშნავს, რომ დემეტრემ მოაკვლევინა  ივანე, როგორც  მოღალატე, მებრძოლი მეფის წინააღმდეგ. ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა აზრია გამოთქმული  იმის  შესახებ, თუ  ვინ  უნდა  იყოს ვარდანთან დასახელებული დემეტრეს  ძმა.  (ი. ჯავახიშვილი, რ.  მეტრეველი,  ჯ.  სტეფნაძე).  ჩვენი  აზრით,  მისაღები  ჩანს  შეხედულება,  რომ ვარდანთან  დასახელებული  უფლისწული  არის   დავით  აღმაშენებლის  ვაჟი, დემეტრეს  ძმა,   რომელსაც  დავით  აღმაშენებლის  ისტორიკოსი  და  ვახუშტი ბაგრატიონი  უწოდებენ  ვახტანგს,   ხოლო  დავითის   1125  წ.   ანდერძში  და დავითის  სგინაქსარულ  ცხოვრებაში  ცვატა  ეწოდება.  აზრთა  სხვადასხვაობაა ივანე  აბულეთის  ძის  შეთქმულების  თარიღის  საკითხშიც  (ვახუშტი.  აღწერა სამეფოსა საქართველოსი  – ქართლის  ცხოვრება,  ტ.,  IV,  1973,  გვ.  159;  ანდერძი წმინდისა  მეფისა  დავით  აღმაშენებლისა,  –  თ.   ჟორდანია.  ქრონიკები,  II,   თბ., 1897,  გვ. 91;   ი.    ჯავახიშვილი.  ქართველი  ერის  ისტორია,  II,    გვ.   224;  რ. მეტრეველი. შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში,  თბ..  1973, გვ  116;  ჯ.  სტეფნაძე. საქართველო  XII  ს  და  XIII  ს-ის  I მეოთხედში,  თბ.  1985, გვ.  69;  ე.   კვაჭანტირაძე. ქრონოლოგიის საკითხები ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორიაში“,    – „მაცნე“.  ისტორიის  სერია,  1989,  #2   გვ. 104-106). 
389.  იგულისხმება სურბ-ხაჩის  ანუ  წმ. ჯერის მონასტერი  გაგის მიდამოებში, რომელიც  მოიცავდა  ტერიტორიას  მდ.  დებედიდან  ქ.   შამქორამდე.
390.  გარნისის  ციხე  მდებარეობდა  ერევნის  სამხრეთ-აღმოსავლეთით,  აიგო ძვ.  წ.  აღ-ით  II   ს-ში,  იყო  სომეხ  მეფეთა საზაფხულო  რეზიდენცია.  IV  ს-ში  აქ საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა.  XII  ს-ში ჩრდილო–აღმოსავლეთ  სომხეთის საქართველოს ფარგლებში მოქცევის შემდეგ გარნისის ციხემ დაკარგა მნიშვნელობა. 
391.  შაჰ-არმენი-ნასირ  ად-ადინ  სუქმან  II   (1128-1183), ხლათის მფლობელი.
392. ელტკუზი – ათაბაგი  შამს ად-დინ ელდიგუზი  (1137-1175), აზერბაიჯანის ელდიგუზიანთა  სახელმწიფოს  ფუძემდებელი,  არანისა  და  აზერბაიჯანის  დიდი ნაწილის მფლობელი,  ერაყის სელჩუკთა სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველი. 
393. პერფერუჟანი  – იგულისხმება ბიზანტიის იმპერატორი იოანე  II   კომნენოსი (1118-1143). კირ-მანუილი     – იგულისხმება ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I (1143-1180). 
394. ჟოსლინი   – ჟოსელინ  დე კურტენე, 1 ჯვაროსნული ლაშქრობის აქტიური მონაწილე. 
395. მასუდი   – იკონიის  სულთანი  (1116-1156). 
396.  ხილიჭ  არსლანი,  მასუდის  ძე – იკონიის  სულთანი  (1156-1192).
397. ასკალონი – ქალაქი  სირიაში,  XI-XII  სს-ში ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი სავაჭრო  ნავსადგური.
398.  ვარდანისაგან  განსხვავებით, ქართული  წყაროს  მიხედვით  დავით  V-ის გამეფებისას  (1155)   მამამისი  დემეტრე I ცოცხალი  ყოფილა. ლაშა-გიორგის დროინდელი  მემატიანის  ცნობით დემეტრე  ბერად  შედგა, საქართველოს სამეფო ტახტს  კი  დავითი  დაეუფლა.  მის  შესახებ  საუბრისას  ქართველი  მემატიანე მხოლოდ  ერთი  წინადადებით  კმაყოფილდება  „დასუა  ძე  მისი  დავით  მეფედ, იმეფა  ექუს  თუე  და  მოკუდა“.  ვარდანის  ცნობით  კი  დავითმა  ორი  თვე  იმეფა. ქართული  წყარო  არ  ასახელებს  დავითის  სიკვდილის  მიზეზს.  ეს  საკითხი ნათელი  ხდება  მხოლოდ  ვარდანის  ამ  ცნობის  წყალობით.  ის  ასახელებს მკვლელობის მიზეზს  და მკვლელებსაც სუმბატ  და  ივანე ორბელიანებს, რომელთაც ეს  აქტი  გიორგი უფლისწულთან  შეთანხმებით  განახორციელეს.  ვარდანის  ამ მონაცემებს  კიდევ  უფრო  მეტ  სანდოობას  ანიჭებს  მხითარ  გოშის  ცნობა  იმის შესახებ,  რომ  დავითი  ორბელებმა  მოწამლეს.  ამრიგად,  ვარდანის  ეს  ცნობები ავსებენ  ქართული  წყაროს  მონაცემებს და  გვთავაზობენ  საინტერესო  ვერსიას (ლაშა-გიორგის  დროინდელი  მემატიანე,  გვ,  366:  ლ.  დავლიანიძე,  მხითარ გოშის  „ალბანეთის  ქრონიკა“,- ქართული წყაროთმცოდნეობა,  II,  თბ.,  1963,  გვ. 47;  ე.  კვაჭანტირაძე. ქრონოლოგიის  საკითხები  ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორიაში“,  გვ.  106-107).
399.  გიორგი  III  –  საქართველოს  მეფე  (1156-1184).
400.  შაჰაპივანი  – მონასტერი  და   დასახლებული  ადგილი  ვანის   ტბის ჩრდილოეთით.  მ. სორენაცის  ცნობით,  აქ  მეფე არშაკ  II-ის  (350-368)  ბრძანებით ვარდანმა  და  ტირითმა  მოკლეს  გნელ  არშაკუნი,  შაჰაპივანის  მფლობელი,  რის გამოც  დაწყევლილ  იქნენ   კათალიკოს  ნერსეს  დიდისაგან  (მ.  ხორენაცი,  გვ. 
196).  სწორედ  მათ  გამოჩენაზე  საუბრობს  აქ  ვარდანი.
401. ვარდანი დემეტრე I-ის მეფობის პერიოდზე  საუბრისას მოგვითხრობს, რომ დვინზე ლაშქრობისას ქართველთა ჯარმა დამარცხება განიცადა. სულთანმა ბრძანა ქართველი ტყვეებისათვის თავები მოეკვეთათ  და  თავის ქალები მინარეთზე დაეწყოთ. ალბად  მათი  ჩამოლება  ბრძანა ამჯერად გამარჯვებულმა გიორგი III-მ.
402.  მრენი – ციხე-სიმაგრე  და მონასტერი შირაკის  გავარში,  მდ.  ახურიანის მარჯვენა  ნაპირზე. 
403. პოლიტიკური სიტუაციის ცვალებადობასთან ერთად სომხეთის საკათალიკოსო  ტახტი  რამდენჯერმე  გადაიტანეს.  პირველად  გრიგოლ  განმანათლებლის მიერ  დაარსდა  სომხეთის  დედაქალაქ  ვაღარშაპატში.  924  წ.   იოანე  V-ის პატრიარქობის  დროს  გადაიტანეს  ვასპურაკანში,  993  წ.   სარგის  I-ის  დროს ანისში,  1066  წ. გრიგოლ  II-ის  დროს  წამნდავში,  1083  წ.   ბარსეღ  I-ის  დროს ანისში,  1125  წ.   გრიგოლ  III-ის  დროს  წოვში,  1147  წ.   მის  დროსვე  ჰრომ-კლაში,  1294  წ. გრიგოლ  VII-ის დროს  სისიში,  1441  წ. გრიგოლ  IX-ის დროს ეჩმიაწინში, სადაც დღემდე იმყოფება. 
404. იგულისხმება ჟოსლინის  ცოლი, რომელმაც ჰრომ-კლა  მიჰყიდა სომეხთა კათალიკოს გრიგოლ  III-ს. 
405.  გრიგოლისა  და  ნერსესის  შესახებ  იხ.  შენ.   352.
406.  ერიზა, ერზინკა,  ქალაქი  მდ.  ევფრატზე,  ეკეღეაცის  გავარში. კაპანი – 970  წ. სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ  ნაწილში შექმნილი  სიუნი- ქის  სამთავროს  ცენტრი. თავდაპირველად  ამ  სამთავროს  ცენტრი  იყო  სისიანი.
407. ჰავუთარი – მონასტერი  სიუნიქში. 
408. სომეხთა  კათალიკოსები: გრიგოლ  IV  (ტლა)  (1173-1193)  და გრიგოლ VI  აპირატი  (1194-1203).  მათ  შორის  კათალიკოსი  ერთი წლით  იყო  გრიგოლ V  (1193-1194). 
409.  იგულისხმება  ელტკუზ  ათაბაგი. 
410.  ვარდანის  ეს  ცნობა  ეხება  საქართველოს  მეფე  დავით  V-ის  ძის  დემნა უფლისწულისა  და  მისი  სიმამრის  ამირსპასალარ  ივანე  ორბელიანის  1177  ფ. აჯანყებას  გიორგი  III-ის  წინააღმდეგ.  აჯანყებულები  მოითხოვდნენ  დემნას კანონიერი  უფლებების  აღდგენას  საქართველოს  ტახტზე.  ვარდანი  სწორად ასახელებს  აჯანყების  სხვა  მონაწილეებსაც:  ქართლის  ერისთავს  ლიპარიტ სუმბატის  ძეს,  მეჯინიბეთუხუცეს  ქავთარ  ივანეს  ძეს,  ინე  ლიპარიტის  ძეს. ქარდანის თხზულება სტეფანოს ორბელიანის ნაშრომთან ერთად მნიშვნელოვნად ავსებს  ქართულ  წყაროებს  ამ  საკითხის  შესწავლისას. 
411. წარაქარი  – მონასტერი  და  ქალაქი  ანისთან  ახლოს.  მონასტერი  აშენდა სომეხთა კათალიკოს პეტროს  I-ის დროს  (1019-1058),  სომეხთა დიდი მთავრის სარგის  სივნიელის  მიერ. 
412.  სალაჰადინი,  იგივე სალადინი – წარმოშობით სირიელი ქურთი, ფატიმიდების  მხედართმთავარი,  რომელმაც  1171   წ.   მოაწყო  სამხედრო  გადატრიალება ფატიმიდების  დინასტიის  უკანასკნელი  ხალიფა  ადიდის  წინააღმდეგ  და  თავი ეგვიპტის სულთნად გამოაცხადა  (1171-1193).  ამით  დაიწყო  აიუბიანთა დინასტიის მმართველობა  (1171-1250).
413. საყურადღებოა ვარდანის  ეს  ცნობა გიორგი  III-ის  მიერ  პარვა-ავაზაკობის წინააღმდეგ  მოწვეული  კრებისა  და   მისი   შედეგების  შესახებ.  ვარდანის  ამ ცნობის  სისწორეს  ეჭვქვეშ  აყენებს  ი. ჯავახიშვილი,  იმის  გამო,  რომ  X-XII  სს-ში   ქართული  იურიდიული  აზროვნება  დაწინაურებული  იყო  ღა   პირუტყვთა დასჯა  იურიდიული  შეგნების  იმ   დონესთან  ძნელად  შესათანხმებელია.  მისი აზრით,  ეს   ნაწყვეტი  ვარდანისეული  ჩანართი  უნდა  იყოს  (ი.   ჯავახიშვილი. ქართული  სამართლის  ისტორია,  II,   გვ.   226-227). 
414.  იგულისხმება  ბიზანტიის  იმპერატორი  მანუილ I კომნენოსი  (1143-1180).  ვარდანი  სწორად  აღნიშნავს  მისი  გარდაცვალების  თარიღს. ანდრონიკე  I კომნენოსი – ბიზანტიის იმპერატორი  (1182-1185), კომნენოსების გვერდითი  შტოს  წარმომადგენელი.  ხელისუფლებაში  მოვიდა  ხალხთა  ფართო მასებზე დაყრდნობით. ამან ფეოდალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1185 წ. ის ფეოდალთა შეთქმულების  მსხვერპლი  გახდა. ბიზანტიის  ტახტი დაიკავა  ისააკ II-მ  (1185-1195), რომელსაც  ვარდანი ფისიკს უწოდებს. 
415.  თამარი – საქართველოს  მეფე  (1184-1207). 
416. იგულისხმება დავით სოსლანი, თამარის მეორე  ქმარი.  ვარდანი არასწორად აღნიშნავს  მის რუსულ წარმომავლობას,  ჩანს, ეშლება  თამარის პირველ  ქმარში, რომელიც  იყო  სუზდღალის  დიდი  მთავრის  ანდრია  ბოგოლიუბსკის  ვაჟი  იური. დავითი  კი ოსეთის  სამეფო სახლის წარმომადგენელი  და ქართველ ბაგრატიონთა ჩამომავალი  იყო,  იზრდებოდა  თამარის  მამიდა  რუსუდანთან.  ვარდანი  შემდეგში კიდევ   ერთხელ  ახსენებს   დავით  სოსლანს,  სადაც   აღნიშნავს   მის   ოსურ წარმომავლობას. 
417.  ტარძიანი  – ციხე-სიმაგრე  ტარონში.
418 . ისააკ  II-ის  შესახებ  იხ.  შენ.·  414.
419.  სომეხთა  კათალიკოსი  გრიგორ  IV  (1173-1193). 
420.  იგულისხმება  რომის  პაპი  კლიმენტი  III  (1187-1191) 
421.  ტრიპოლის გრაფი – იგულისხმება  რაინოლდ  შატილიონელი. 
422. იერუსალიმის  მეფე – იგულისხმება  გვიდო  ლუზინიანი. 1190  წელს  მან ალყა  შემოარტყა  აკრას  და  აიღო. 
423.  იგულისხმება  ფრიდრიხ I ბარბაროსა    – გერმანიის იმპერატორი  (1155- 1190). 
424.  კილიკიის  სომხური  სამთავროს  მმართველი  ლევონ II (1187-1219). საომარი  ოპერაციების  წარმოებისას  ხშირად  უკავშირდებოდა  ჯვაროსნებს  და ახლო ურთიერთობა  ჰქონდა  მათთან.  III ჯვაროსნული ლაშქრობის  (1189-1192) დროს  ლევონ  II ცდილობდა  შეენარჩუნებინა  ნეიტრალიტეტი,  ხელი  შეეშალა ფრიდრიხ ბარბაროსას  გეგმებისათვის.  ლევონმა  ისარგებლა  ხილიჭ,  არსლანის ვაჟებს  შორის  უთანხმოებით  და  დაიკავა  ისაგრია. და კაპადოკია.  საინტერესოა ვარდანის თხზულების  ეს  ნაწყვეტი,  რადგან  მიმოწერა  მიდის  გერმანიის იმპერატორსა  და  კილიკიის  სომეხთა  კათალიკოსს  შორის. 
425. ფრიდრიხ I ბარბაროსა  დაიხრჩო  III ჯვაროსნული  ლაშქრობის  დროს გერმანელი  ჯვაროსნების  მცირე  აზიის  მდ.  სალეფზე  (კილიკია)  გადასვლისას 1190  წელს. 
426.  იგულისხმებიან  რიჩარდ ლომგული – ინგლისის  მეფე (1189-1199) და ფილიპე  II  ავგუსტოსი  –  საფრანგეთის  მეფე  (1180-1223).  1191  წ.  ჯვაროსნებმა  აიღეს კვიპროსი,  რასაც  აღნიშნავს ვარდანი:  1192  წ.  შეიქმნა კვიპროსის სამეფო, რომელსაც  სათავეში ლუზინიანების ფეოდალური გვარი  ჩაუდგა. ვარდანის თხზულების მთელი  ეს  ნაწილი  ეხება  III ჯვაროსნულ ლაშქრობას  (1189-1192).
427. იგულისხმება  მხითარ  ანეცი.  იხ.   შენ.   272. 
428.  ზაქარია  და  ივანე  მხარგრძელები  XIII  ს-ის  დასაწყისის  გამოჩენილი სამხედრო  და  პოლიტიკური  მოღვაწეები.  მათ  მაღალი  თანამდებობები  ეკავათ საქართველოს  სამეფო  კარზე  (ზაქარია-ამირსპასალარი,  ივანე-ათაბაგი):  ზაქარია და  ივანე  მხარგრძელების ქურთულ წარმომავლობაზე საუბრობს  კ.   განძაკეციც (გვ.   162).  ვარდანისა  და  კ.   განძაკეცის  ცნობებზე  დაყრდნობით  მხარგრძელთა ქურთულ  წარმომავლობას  ემხრობა  საქართველოსა  და  სომხეთის ისტორიის ზოგიერთი  მკვლევარი  (ი.  ჯავახიშვილი,  ს.  ჯანაშია,  მ.  ჩამჩიანი,  ა.  ერიცოვი, ე· ლალაიანი,  ჰ.  აჭარიანი,  ი.  მანანდიანი,  ი. ორბელი,  მ.  ბროსე,  ვ.  ალენი).  ამის შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებანიც  (ს.  კაკაბაძე,  ა.  ბაქრაძე,  მ. ორმანიანი,  კ.  თუმანოვი,  ა.  შაჰნაზარიანი).  ვრცელი  გამოკვლევა  მიუძღვნა  ამ საკითხს  შ.  მესხიამ  (შ.  მესხია. საშინასო-პოლიტიკური ვითარება  და სამოხელეო წყობა  XIII  ს.  საქართველოში,  თბ.,  1979,  გვ.  209 -228). 
429.  ანბერდისა  და  ბიჯნისის  აღებას  ახსენებენ ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე  და  კ.   განძაკეცი,  მაგრამ  თარიღს არცერთი  არ  ასახელებს.  ამდენად, ვარდანისეულ  თარიღებს  უნიკალური  მნიშვნელობა  ენიჭება  და  გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში  (ლაშა-გიორგის დროინდელი  მემატიანე,  გვ:  368; კ.  განძაკეცი,  გვ.  163;  ე.  კვაჭანტირაძე. საქართველოსა  და სომხეთის ურთიერთობა ვარდან  არეველცის  ,მსოფლიო  ისტორიის“  ცნობათა  შუქზე  –  ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი  გამოკვლევები,  თბ.,  1991,  გვ.  70-94). გეტაბაქსი  –  ქალაქი  უტიქის  ნაჰანგის  გარდმანის  გავარში. ჩარექი  –  ქალაქი  გარდმანის  გავარში,  ხაჩენის  მახლობლად. 
430.  მელიქ  აშრაფი  (ალ-მალიქ  ალ-აშრაფ მუზაფარ ად-დინი)   – ხლათის სულთანი  (1210-1220),  რომელსაც  მიათხოვეს  ცოლად  ივანე   მხარგრძელის ასული  თამთა  (ნ.  ბერძენიშვილი. საქართველოს  ისტორიის  საკითხები,  III,  თბ., 1966,  გვ. 83)., 
431. გარდანის  ამ  ცნობას  ადასტურებენ  თამარის  პირველი ისტორიკოსი  და კ.  განძმაკეცი.  თამარის ისტორიკოსის ცნობით, კონფლიქტი აღსარების საკითხზე დაიწყო ზაქარია მხარგრძელსა  და ქართლის კათალიკოს  იოანეს  შორის. ზაქარიას ინიციატივით  მოიწვიეს  საეკლესიო  კრება,  რომელსაც  სომეხთა  კათალიკოსსა და  ვარდაპეტებთან  ერთად  ესწრებოდნენ  თამარი  და  დავით  სოსლანი.  იოანე კათალიკოსმა  დაასაბუთა  სომეხთა  მწვალებლობა.  ამ  კრების  შემდეგ  ივანე მხარგრძელმა მართლმადიდებლობა  აღიარა, ზაქარია  კი დარჩა  ძველ  აღმსარებლობაზე,  მაგრამ მოისურვა სომხურ ღვთისმსახურებაში ზოგი  რამ შეცვლილიყო ქართულის  მსგავსებით.  ამის  შესახებ  მოგვითხრობს  ვარდანი  (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, – ქართლის  ცხოვრება,  II,  თბ., 19 59,  გე.  33;  კ. განძაკეცი, გვ   166).
432. კ. განძაკეცის  ცნობით  ასე გარდაიცვალა  არა კათალიკოსი გრიგოლ  IV და  (1173-1193),  არამედ  გრიგოლ V  (1193-1194),  შემდეგ  კათალიკოსი  იყო გრიგოლ VI  აპირატი  (1194-1203).  ამის  შემდეგ  საკათალიკოსო  ტახტი  სამად გაიყო: ჰრომ-კლაში ტახტი მიიღო  იოვანესმა  (1203-1221), სებასტიაში  ანანიამ, აღთამარში  დავითმა  (კ.   განძაკეცი,  გვ.   112).
433.  ზაქარია  მხარგრძელის  თხოვნის  გამო  კილიკიის  სომხური  ეკლესიისადმი  1204  წ.  სისიში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც თანხმობა მისცა ზაქარიას შეცვლილიყო წირვა-ლოცვის წესები სომხურ  ღვთისმსახურებაში. XII  ს-ის  ბოლოს  ქართულმა  ეკლესიამ  ჩანს  ენერგიულად  შეუტია  სომხურს დაახლოება-გაერთიანებისათვის,  ამის  გამო  სომეხ  მოღვაწეთა  ინიციატივით მოიწვიეს  საგანგებო  საეკლესიო  კრებები  1205  წ. ლორეში  და  1207  წ.  ანისში. ეს  კრებები ქართული  და სომხური ეკლესიების ერთობისა  და ღვთისმსახურებაში საერთო  წესების  შემუშავებისათვის  იყო  გამიზნული.  ამ  კრებებმა  უარყვეს ზაქარია  მხარგრძელის  თხოვნა,  რაზეც  წერს  ვარდანი  (მ.  ლორთქიფანიძე. საქართველოსა  და  სომხეთის  ურთიერთობის წარსულიდან,  – თსუ  შრომები, 1968,  ტ.  125,  გვ.   134) 
434. ვარდანი  ეხება ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ  სადავო საკითხს - თამარ  მეფის გარდაცვალების  თარიღს. ძირითადი მოსაზრებანი  ასეთია:  1207  წ. – ს.  კაკაბაძე,  ბ. სილაგაძე,  რ.  კიკნაძე,  ჯ. ოდიშელი;  1210  წ. – თ. ნატროშვილი, გ.   ჯაფარიძე,  შ.   დარჩიაშვილი;  1212 წ.– მ. ბროსე,  პ.    ინგოროყვა;  1213 ფ.  – თ. ჟორდანია,  ი. ჯავახიშვილი,  ი. ლოლაშვილი;  1216  წ – კ.   კეკელიძე. ვარდანის ცნობით, თამარი გამეფდა  1184  წ.  ეპყრა ტახტი  23 წელიწადი,  ე.  ი, გარდაიცვალა 1207  წ.  ამ თარიღს  ადასტურებს  ორი თანადროული ქართული  წყარო  (ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, თამარის მეორე ისტორიკოსი),  არაბი ისტორიკოსი იბნ  ალ-ასირი, სამეულ  ანეცის თხზულების გაგრძელების ავტორი.  ვარდანის  ეს ცნობა  კარგადაა  ცნობილი  ქართულ  ისტორიოგრაფიაში,  მაგრამ  ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი  იყენებს  „მსოფლიო  ისტორიის“ რუსულ  თარგმანს  და ასკვნის, რომ  აქ საუბარია  არა თამარის, არამედ დავით სოსლანის გარდაცვალებაზე. მ.    ემინის   მიერ   1861   წ.   შესრულებულ  თარგმანში  შეცდომაა.  ის,   რომ  ამ ნაწყვეტში  თამარის  შესახებ  არის  საუბარი თუნდაც  იქიდან  ჩანს,  რომ  ცნობას მეფის  (თამარის  თუ  დავითის)  გარდაცვალების  შესახებ  მოსდევს  წინადადება: ტახტზე  ავიდა  ლაშა,  ე.ი.   გარდაიცვალა  სახელმწიფოს  მმართველი,  ტახტი დაიკავა  მისმა  შემკვიდრემ.  აქ რომ დავითის სიკვდილი იგულისხმებოდეს, ლაშას ტახტზე ასვლაზე  არ  იქნებოდა  საუბარი,  რადგან  დავით  სოსლანის  სიკვდილის შემთხვევაში  საქართველოს  ეყოლებოდა  მეფე  თამარი  და  ტახტის მემკვიდრის გამეფებაც  საჭირო  არ  იქნებოდა. ზოგიერთი  ისტორიკოსი  (თ.  ნატროშვილი,  გ.    ჯაფარიძე) ვარდანისეულ თარიღს  ხსნის  იმით,  რომ  ვარდანი  ერთმანეთში  ურევს  თამარისა  და  დავითის 
გარდაცვალებას.  მათი მსჯელობით, დავითის სიკვდილის  შემდეგ უცხოეთში  ხმა გავრცელდა  საქართველოს  მეფის  გარდაცვალებაზე და შესაძლოა  ნაკლებად ცნობილი დავითის გარდაცვალება  მიეჩნიათ თამარის გარდაცვალებად  (თ. ნატროშგილი,  გ.    ჯაფარიძე.  ცდა.  ერთი  თარილის  დადგენისა,  –  „მაცნე“,   ენისა   და 
ლიტერატურის  სერია,  1974, 1, გვ. 154).  ვარდანი  ამ  პერიოდის  მოღვაწეა, აღწერს  ამბებს,  რომელთა  თვითმხილველი  და  თანადამხდური  იყო,  ცხოვრობს და   მოღვაწეობს  ჩრდილო-აღმოსავლეთ  სომხეთში,  რომელიც  საქართველოს საზღვრებშია  მოქცეული.  ამიტომ  ვფიქრობთ,  სარწმუნო  არ  უნდა  იყოს,  რომ ვარდანს  ამგვარი მცდარი ინფორმაცია  ჰქონოდა, ერთმანეთში არეოდა დავითისადა   თამარის  სიკვდილი.  ამგვარად,  შესაძლებელია  თამარის  გარდაცვალების თარიღად  მიღებულ  იქნას  ვარდანისეული  თარიღი  (1207)  (ე. კვაჭანტირაძე. ქრონოლოგიის საკითხები ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორიაში“,  გვ.  110- 112). 
435.  ლაშა-გიორგი  –  საქართველოს  მეფე  (1207-1222).
436.  არტავილი  (ქართ.  არდაველი) – ქალაქი  ჩრდილო -დასავლეთ  ირანში. XII  ს-ის დასასრულიდან  იყო დერვიშულ-სეფიური ორდენის-სეფევიეს  შეიხების, შემდეგ  სეფიანთა  დინასტიის  შაჰების  რეზიდენცია. 
437.  ზაქარია  მხარგრძელის გარდაცვალების ვარდანისეულ  თარიღს  (1212) ადასტურებენ  სტ.  ორბელიანი  და  სომხური  ეპიგრაფიკის  მონაცემები:  1210  წ. ჰაღბატის,  ანისის,  1210-11  წწ.  ბაგავანის  და  1213  წ.   მორო  ძოროს  სომხური წარწერები  (სტ.  ორბელიანი,  გვ.  398; შ. დარჩიაშვილი.  XIII  ს. დასაწყისის საქართველოს ქრონოლოგიის საკითხისათვის, –  „მნათობი“,  1975,  #2,  გვ.  153-154).
438. მხარგრძელები განსაკუთრებით დაწინაურდნენ თამარის მეფობაში. თამარმა მათ  სამმართველოდ  უბოძა  ანისი  და  დვინი,  იმის  გამო,  რომ  მათი  შემოერთება მხარგრძელთა  უშუალო  მონაწილეობითა  და  ინიციატივით  მოხდა.  XIII  ს-ის დამდეგს  თამარმა  ანისის მფლობელთა  „შაჰან-შაჰის“ ტიტული  ზაქარია  მხარგრძელს  უბოძა. ამიტომ  იხსენიებს ვარდანი ზაქარიას  ვაჟს  „შაჰან-შაჰად“.  ანისი ზაქარიასა  და  მისი  სახლის  სამემკვიდრეო  ქონება  იყო  და  არა  მხარგრძელთა მთელი საგვარეულოს სამფლობელო  (შ.  მესხია,  დასახ. ნაშრომი,  გვ.  298-300).
439.  მხითარ  გოში  –  XII-XIII  სს.   ცნობილი  სომეხი  ღეთისმეტყველი  და საზოგადო მოღვაწე.  მას  ეკუთვნის  ნაშრომები:  ტრაქტატი  „ქართველთათვის“, „სამართლის  წიგნი“,  „ალბანეთის ქრონიკა“, „იგავები“, „ეპისტოლე“  (ნ. ჩანტლაძე. მხითარ გოშის ტრაქტატი „ქართველთათვის“,  – სდა,  თბ.,  1994;  ლ. დავლიანიძე. მხითარ გოშის  „ალბანეთის ქრონიკა“, – ქართული წყაროთმცოდნეობა,  II,   1968, გვ.  27-49). 
440.  კილიკიის  სომხური  სამთავროს  მმართველ  ლეეონ II-ის  (1187-1219) მემკვიდრე  იყო  მისი  მცირეწლოვანი  ქალიშვილი  იზაბელა.  მისი  დედა  სივილა ლუზინიანების  და. პლანტაგენეტების  დინასტიის შთამომავალი  იყო, რომლებიც ფლობდნენ  კვიპროსს.
441. ფილიპე – ანტიოქიის მფლობელის ბოჰემუნდის  ვაჟი, იზაბელას პირველი ქმარი.  ვარდანი სწორად  აღნიშნავს  მისი  ჩამოგდების  მიზეზს.1226  წ.  კონსტანტინემ ლამბრონთა ფეოდალური გვარიდან, რომელიც რეგენტად  იყო დანიშნული, გადატრიალება  მოაწყო.  მან   მმართველად  გამოაცხადა  თავისი  ვაჟი  ჰეთუმი (1226-1270), რომელიც იზაბელას სურვილის საწინააღმდეგოდ  მასზე დააქორწინეს. 
442.   კონსტანტინე I ბარძრბერდეცი  – კილიკიის  სომეხთა  კათალიკოსი (1221-1267). 
443.  ჩინი ცენტრალურ  ჩინეთს აღნიშნავდა,  მაჩინი კი სამხრეთ  ჩინეთს.  ჩინ-მაჩინში უშუალოდ მონღოლეთის ტერიტორია უნდა იგულისხმებოდეს  (ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი  მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა,  შენიშვნები და  ლექსიკონი დაურთო  რ.  კიკნაძემ,  თბ.,  1987,  გვ.   221) 
444.  მუღალი  და  თათარი  –   მონღოლთა  სახელები  ქართულ  და  სომხურ წყაროებში, ჟამთააღმწერელთან: მოღოლ, მანგოლ, თურქული ფორმაა მოღულ, სპარსული  მუღალ, რუსული  მუნგალ. ჟამთააღმწერლის  ცნობით,  მონღოლებს ქართველები უწოდებენ  თათარს,  ხოლო თვითონ  ისინი  თავიანთ  თავს მანლოლს (ჟამთააღმწერელი,  გვ.  46).
445. მონღოლთა პირველ  გამოჩენას  ამიერკავკასიაში  ეხებიან აგრეთვე  ჟამთა- აღმწერელი,  კ.   განძაკეცი,  გ.   აკნეცი,  რაშიდ  ად-დინი,  იბნ  ალ-ასირი,  მაგრამ განსხვავებულია  ამ  წყაროთა  დეტალები.  ისინი  ბრძოლის  სხვადასხვა  ადგილს ასახელებენ: ვარდანი  – მდ.  კოტმანს,  გ. აკნეცი – კოტმანის  ველს,  კ. განძაკეცი – ხუნანის  ველს, ჟამთააღმწერელი  – მდ. ბურდუჯის  ველს.  შეტაკების  თარიღად იბნ  ალ-ასირი,  რაშიდ  ად-დინი  და  კ.   განძაკეცი  ასახელებენ  1220  წ.,  ვარდანი 1221  წ.  (ჟამთააღმწერელი,  გვ.   50;  კ.   განძაკეცი,  გვ.   138,  გ.   ანეცი,  გვ.   9.)
446.  ვაჰრამი  – ქართული  წყაროების  ვარამი,  ზაქარიას  ძე,   მხარგრძელ-გაგელი,  XIII  ს-ის  I ნახევრის  ქართველი  დიდებული. ვაჰრამის  მამას  თამარ მეფემ  მემკვიდრეობით  უბოძა  გაგი  ქურდ-ვაჭრით  განძამდე,  რის  შემდეგაც მხარგრძელთა  ეს შტო  გაგელებად იწოდა. ვაჰრამი  იყო მსახურთუხუცესი  (1212 წლიდან), მონღოლთა ბატონობის პერიოდში  განაგებდა საქართველოს ერთ-ერთ დუმანს  სომხითს,  მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში.
447.  ყივჩაღთა  ამიერკავკასიაში ლაშქრობის  შესახებ  ცნობებს  გვაწვდიან  იბნ ალ-ასირი  და  კ.   განძაკეცი. განსაკუთრებით ვრცელია  იბნ ალ-ასირის მონაცემები განძის  ლაშქრობაზე,  რასაც  ახსენებს  გვარდანიც.  იბნ   ალ-ასირთან  ყივჩაღთა მოსვლა  ამიერკავკასიაში ჰიჯრით  619  წ. ამბებთანაა მოთხრობილი  და შეესატყვისება ქრისტიანული კალენდრის  1222  წელს.  ვარდანიც  ამ  თარილს, ასახელებს. რაც  შეეხება  ცნობას  ყივჩაღთა  ჰუნებიდან მოსვლის  შესახებ,  ჩანს,  ვარდანს  კ. განძაკეცის თხზულებიდან  ამოუღია.  კ. განძაკეცისა  და ვარდანის  ეს  ცნობა  სხვა წყაროებით  არ  დასტურდება.  ამიტომ  ზოგიერთი ისტორიკოსი  აკრიტიკებს  მას და  მემატიანის  შეცდომად  მიიჩნევს (ბ. სილაგაძე. არაბი მწერალი ყივჩაღთა შემოსევის შესახებ  ამიერკავკასიაში  XIII  ს-ის  20-იანი  წლების  დასაწყისში, – ქართული  წყაროთმცოდნეობა,  VII,   თბ.,   1987. 
448. გრიგორ  ხაღბაკის  ძისა  და  პაპაქის  შესახებ  ცნობებს  გვაწვდის  კ. განძაკეცი.  გრიგორი  იყო  მხარგრძელთა  პერიოდის  ქართულ-სომხური  ლაშქრის ერთ-ერთ  სარდლის  ვასაკ  ჰაღბაკიანის  ძმა.   ვასაკს  ჰყავდა  სამი  ვაჟი:  პაჰაქი, რომელსაც  ახსენებს  ვარდანი,  მეკდემი  და  ჰასანი  (კ.   განძაკეცი,  გვ.   139). 
449.  გარნისთან ბრძოლის  ვარდანისეულ  თარიღს  (1125)  ადასტურებენ  იბნ ალ-ასირი  და  კ.   განძაკეცი.  ვარდანი,  ჩანს,  უარყოფითადაა  განწყობილი  ივანე მსარგრძელის  მიმართ  მისი  დიოფიზიტად  გახდომის  გამო  და  მას   აბრალებს გარნისთან  დამარცხებას  (იბნ  ალ-ასირი,  გვ.   156;  კ.   განძაკეცი,  გვ.   114). 
450. იგულისხმება ჯალალ  ად-დინი-უკანასკნელი ხორეზმ  შაჰი  (1221-1231). მამის  მუჰამედის  სიკვდილის  შემდეგ  აქტიურად  იბრძვის  მონღოლთა  წინააღმდეგ.  1221  წ.   ჩინგის  ყაენისგან  დამარცხებული  გაიქცა  ინდოეთში. 1224 წ. დაფუძნდა  აზერბაიჯანში,  1228 წ. დაამარცხა მონღოლები  ისფაჰანთან.  1231  წ. მონღოლებმა  გაიმარჯვეს  მასთან   ბრძოლაში,  ჯალალ  ად-დინი   გაიქცა მესოპოტამიაში, სადაც  მოკლეს  ქურთებმა.
451.  თავრიზი  –  ირანის  აზერბაიჯანის  დედაქალაქი.  XIII  ს-ში  ის  ილხანთა სახელმწიფოს  სატახტო  ქალაქი  იყო.  1386  წ.   აიღო  თემურ-ლენგმა.
452.  იგულისხმება  მცირე  აზიაში  თურქ-სელჩუკთა  სახელმწიფო  რუმის სასულთნო,  სადაც  სელჩუკთა  დინასტიის  უმცროსი  შტო  ბატონობდა.  რუმის სასულთნომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია სულთან ალ-ადინ ქეიყუბადის (1219-1236)  დროს, რომელსაც  ახსენებს  ვარდანი. 
453. ჟამთააღმწერლის  მიხედვით,  მუღანის ველი  იყო მონღოლთა საზამთრო სადგომი ყარაბაღში,  არაქსისა  და  მტკვრის  შესართავთან (ჟამთააღმწერელი, გვ 122).
454.  ჩარმაღანი  –  მონღოლთა  მხედართმთავარი,  ნოინებს  შორის  უფროსი მონღოლთა  მიერ ირანისა  და ამიერკავკასიის  დაპყრობის  დროს. 
455. მონღოლთა მიერ  განძის აღებას და დანგრევას  ეხებიან სხვა წყაროებიც: გ. აკნეცი, კ. განძაკეცი, ჟამთააღმწერელი და  რაშიდ  ად-დინი.  მაგრამ, როგორც ირკვევა,  ეს მომხდარა  არა მონღოლთა პირველი შემოჭრის დროს ამიერკავკასიაში, როგორც  ამას  გ. აკნეცი და რაშიდ ად-დინი  გვამცნობენ, არამედ  მონღოლთა მიერ ამიერკავკასიის დაპყრობის პირველ პერიოდში - 1235 წ.  (ვარდანი, კ. განძაკეცი, ჟამთააღმწერელი).  (გ.   აკნეცი,  გვ.   10;  კ.   განძაკეცი,  გვ.   235;  რაშიდ  ად-დინი, გვ. 192;  ჟამთააღმწერელი,  გვ.  68). 
456.  ნოინი  – მონღოლთა დიდებული,  დუმანის  (10.000  მხედარი)  მეთაური.
457. იგულისხმება  ვაჰრამ  მხარგრძელ-გაგელი  და   მისი   ძე. აღბულა.  იხ. შენ, 446.
458.  იოანე ვანაკანის  მონღოლებთან ტყვედ წაყვანას  მთელ  თავს  უძღვნის კ. განძაკეცი  (თ. 24. გვ. 158-162). 
459.  სომხური წყაროები მონღოლებს უწოდებენ მოისართა ა ტომს (გ. აკნეცი, კ.   განმაკეცი,  ვარდანი). 
460.  იგულისხმებიან  იოანე  ვანაკანი  (იხ.  შენ  383)  და  კ.  განძაკეცი - XIII  ს-ის ცნობილი  სომეხი ისტორიკოსი, ვარდანის თანამოწაფე  იოანე  ვანაკანთან.  ამ უკანასკნელთან  ერთად  1236  წ.   ტყვედ  ჩაუვარდა  მონღოლებს.  კ.   განძაკეცის ეკუთვნის „სომხეთის  ისტორია“, რომელიც  იწყება გრიგოლ  განმანათლებელის მოღვაწეობის  აღწერით  და  გრძელდება  1265  წლამდე. 
461.  ბათუ  – ჩინგის   ყაენის   უფროსი  ვაჟის   ჯუჩის  ძე,   ოქროს  ურდოს გამგებელი  (1227-1255). 
462.   692  წლის  გამომხატველი  სომხური  ასოები  „ოღბ“  ამავე   დროს აღნიშნავს  გლოვას. 
463. XII  ს-ის  40-იან  წწ-ში ქართველმა ფეოდალებმა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება გადაწყვიტეს. ვარდანის გარდა  ამ აჯანყების  შესახებ ცნობებს  გვაწვდიან კ. განძაკეცი, გ. აკნეცი,  ანონიმი სებასტიელი  და ჟამთააღმწერელი.  კ.   განძაკეცი, ვარდანი  და  ანონიმი  სებასტიელი  შეთქმულების  თარიღად  ასახელებენ  1249 წელს,  გ.  აკნეცი თარიღს  არ  ასახელებს. სომხური წყაროების  მიერ აღწერილი ეს  შეთქმულება  რამდენადმე  ჰგავს  ჟამთააღმწერლის  ცნობას  კოხტასთავის შეთქმულების  შესახებ. ჟამთააღმწერლის, ისევე როგორც სომხური წყაროების მიხედვით, მონღოლებმა შეთქმულები ერთად შეყრილები  შეიპყრეს გამცემლობის შედეგად.  ორივე  შემთხვევაში  მონღოლები  ერწმუნენ  ერთ-ერთი  შეთქმული დიდებულის სიტყვას, რომელიც  თავის  ნებით გამოცხადდა მონღოლებთან (სომხურ წყაროებში ეს დიდებული  ავაგ  მხარგრძელია,  ჟამთააღმწერელთან  კი  ცოტნე დადიანი).  დროითაც  ეს  ორი ცნობა  შეთქმულების  შესახებ  ახლოს  დგას ერთიმეორესთან.  ამიტომ  ზოგიერთი  მკვლევარი  ვარაუდობს,  რომ  აქ  ერთი  და იგივე შეთქმულება  იგულისხმება, რამდენადმე სხვადასხვანაირად გადმოცემული ქართულ  და სომხურ  წყაროებში  (კ.  განძაკეცი,  გვ.  237-241;  გ.  აკნეცი გვ.  30; ჟამთააღმწერელი,  გვ.  97-99;  ნ. შოშიაშვილი. ქართველთა შეთქმულება მონღოლთა  წინააღმდეგ, გრიგოლ  აკანელი, მოისართა  ტომის  ისტორია,  გვ.   122). 
464.  იგულისხმება  რომის  პაპი  ინოკენტი  IV  (1243-1254).
465.  იგულისხმება  ვაჰრამ  მხარგრძელ-გაგელი  და   მისი   ძე. აღბულა.  იხ. შენ, 446. 465  მანგუ  – მონღოლთა  დიდი  ყაენი  (1251-1259),  ჩინგიზ  ყაენის უმცროსი ვაჟის  თულის  ძე.
466.  არღუნ  ოირადი  –   მონღოლთა  მოხელე,  რომელმაც  მანგუ   ყაენის განკარგულებით  ჩაატარა  ხალხის  აღწერა მონღოლთა სახელმწიფოში.  აღწერა ჩატარდა  არა   1253   წელს,  როგორც  ვარდანი  წერს,   არამედ   1254   წელს (ჯუვეინის  ცნობები საქართველოს  შესახებ,  რ.  კიკნაძის  გამოცემა,  თბ.,  1974, გვ. 46-51;  რაშიდ  ად-დინი,  გვ  140-141).
467.  ჰეთუმ I –  კილიკიის  სომხური  სამთავროს  მმართველი  (1226-1270). 
468.  ჰულაგუ  – სომხურ  წყაროებში  ჰულავუ,  ჟამთააღმწერელთან  ულო, ერანის პირველი ილხანი (1256-1265), ჰულაგუიდების სახელმწიფოს დამარსებელი, რომელიც  მოიცავდა  ირანს,  არაბეთის  ერაყს,  ამიერკავკასიის  დიდ  ნაწილს (სომხეთი, აზერბაიჯანი),  მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილს (რუმი). საქართველო, ისევე როგორც  ტრაპიზონის  იმპერია,  იკონიის სასულთნო,  კილიკიის სომხური სამთავრო  და  კვიპროსის  სამეფო  მისი  მოხარკე  და  ვასალი  იყო.
469.  ტოლუზ  ხათუნს  ვარდანის  მსგავსად  სხვა  წყაროებიც  მოიხსენიებენ როგორც  ქრისტიანს  და   ქრისტიანების  მფარველს  გ. აკნეცი,  კ.    განძაკეცი, რაშიდ  ად-დინი). 
470. მონღოლთა  მიერ ბაღდადის  აღების  შესახებ  ცნობებს  გვაწვდიან  კ. განძაკეცი,  სტ. ორბელიანი,  გ.  აკნეცი,  რაშიდ  ად-დინი,  მარკო პოლო,  ჟამთააღმწერელი.  ვარდანის  მსგავსად,  1258  წ.   ასახელებს  სტ.  ორბელიანიც  (სტ.  ორბელიანი  გვ.   71).
471.  მუსთასიმი  –  ბაღდადის  უკანასკნელი  ხალიფა  (1242-1258).
472.  ქ.   მუფარლინის  აღებას  1259  წლით  ათარიღებენ  სტ.  ორბელიანი  და რაშიდ  ად-დინი,  კ.   განძაკეცი  ვარდანის  მსგავსად  1260  წლით.  ჰულაგუს  ვაჟს კ.   განძაკეცი ჯიასმუდს უწოდებს  (სტ. ორბელიანი,  გვ  71;  კ.   განძაკეცი,  გვ.  231- 232;  რაშიდ  ად-დინი,  გვ   229).
473.  იგულისხმება  კათალიკოსი  კონსტანტინე I ბარძრბერდეცი,  იხ.   შენ. 442. 
474.  შამის   ქვეყანა   –   სირია.   ილხანი  ჰულაგუ  და   მისი   მემკვიდრეები აქტიურად  იბრძოდნენ  სირიისა  და   პალესტინის  დასამორჩილებლად,  სადაც ეგვიპტის მამლუქი სულთნები ბატონობდნენ.  1253  წ.  ჰეთუმ  I-მა  მანგუ  ყაენთან ყარაყორუმში ვიზიტის დროს აღუთქვა  მას სამხედრო დახმარება.  ამ მოლაპარაკების შედეგად  იღებს  მონაწილეობას  ჰეთუმ I თავისი ლაშქრით  სირიაზე მონღოლთა 1259  წ. ლაშქრობაში.
475.  იგულისხმება  ჰასან-ჯალალი  –   ზხაჩენის  მთავარი,  ივანე  და  ზაქარია მხარგრძელების  დის  ხორიშაჰის  ვაჟი.  ის  ეწეოდა ფართო საეკლესიო-აღმშენებლობით  მოღვაწეობას.  მისი  სახელი  შემორჩენილია  ბევრ  სომხურ  ლაპიდარულ წარწერაში.  კ.   განმაკეცი  მთელ  თავს  უძღვნის  ჰასან-ჯალალის  მოღვაწეობას (კ. განძაკეცი,   თ.   30,   გვ.    170-171. 
476.  განძასარი  –  მონასტერი  ხაჩენში.  ის  ააგო  ჰასან ჯალალმა  1216-1238 წწ-ში. 
477. ზაქარე  – ამირსპასალარ  ზაქარია მხარგრძელის შვილიშვილი,  შანშეს ძე,   გამოჩენილი  მხედართმთავარი,  მონაწილეობდა  მონღოლთა  მიერ  ბაღდადის აღებაში.  ზაქარეს  დაბრალდა  ულუ  დავითის  1260-61  წწ.   ანტიმონღოლურ აჯანყებაში  მონაწილეობა.  თუმცა  ის   აჯანყებულთა  მხარეზე  არ   იბრძოდა, შეუტყვეს საიდუმლო ურთიერთობა  სიმამრთან,  აჯანყებულ  სარგის  ჯაყელთან. 1261  წ. ზაქარე მოკლეს არღუნის  ბრძანებით. ვარდანის  ამ ცნობას ადასტურებს ჟამთააღმწერელიც (ჟამთააღმწერელი,  გვ.  135;  ბ. ლომინაძე. მონღოლთა ბატონობა საქართველოში  და ბრძოლა  მის წინააღმდეგ, - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III,   გვ.  572).
478.  ნერსესი  –  ალვანთა  კათალიკოსი  (1235-1262). 
479.  ყურულთაი  –   მონღოლთა  მომთაბარე  არისტოკრატიის  წარმომადგენელთა  კრება,   რომელიც  ტარდებოდა  პერიოდულად  (ვარდანის   ცნობით გრძელდებოდა  ერთი თვე)  სახელმწიფო  საქმეების გადასაწყვეტად. ყურულთაიზე ირჩევდნენ მონღოლთა  დიდ  ყაენებს. 
480.  იგულისხმება  დავით  VII ულუ  (1247-1270), რომელიც  1264  წ. სარგის  ჯაყელთან  ერთად  ჰულაგუ  ყაენის   მიერ  გამოძახებული  მის   კარზე იმყოფებოდა  1260-61   წწ.   ანტიმონლღოლური  აჯანყების  გამო   დასაკითხად (ჟამთააღმწერელი,  გვ.  131-133).
481. არქაუნი –  ქრისტიანების მონლოლური სახელწოდება.  სტ. ორბელიანის ცნობითაც მონღოლები  ქრისტიანებს  არქაუნებს უწოდებენ  (სტ. ორბელიანი,  გვ. 221).
482. შაკმონია – იგულისხმება  ბუდა  და  ბუდისტები.  ბუდიზმის  შემქმნელად ითვლება  ძვ.  წ.  აღ-ით  VI-V  სს-ში ჩრდილოეთ ინდოეთში მცხოვრები  შაკიების ტომის  ბელადის  ძე  სიდჰართხა  გაუტამა,  რომელმაც  შემდეგში  მიიღო  ბუდას სახელი.
483.  აბაღა  ყაენი  ჰულაგუს  ძე   (1265-1282). 
484. იგულისხმება  თეგუდარი,  რომელიც  ჟამთააღმწერლის  ცნობით,  იყო „ყაენისა  ბარახას  ძმა  უმრწამესი. ჩინგიზ  ყაენის  შვილისა  ჩალატა  ყაენის ნათესავი, რომელსა  ეპყრა  ქუეყანა თურანისა  და დიდი თურქეთი“ (ჟამთააღმწერელი, გვ  144). შემდგომში თეგუდარმა შეთქმულება  მოაწყო  აბაღა  ყაენის  წინააღმდეგ, რასაც  დიდი  ბრძოლები  მოჰყვა.  ამ  ბრძოლებმა  თითქმის  მთელი  სამხრეთ საქართველო  მოიცვა  და  გაგრძელდა  1270  წლამდე  (ბ.  ლომინაძე,  დასახ. ნაშრომი,  გვ  579). 
485. ბერქა-ოქროს  ურდოს  ყაენი  (1255-1266),  ბათუ  ყაენის  უმცროსი  ძმა. 
486.  შიბარი - იგულისხმება  სიბა,   მონღოლთა  მიერ  საქართველო-შარვანის საზღვართან,  მდ. თეთრი წყლის  ნაპირებზე აშენებული  სანგრები,  სადაც  შემოდომიდან გაზაფხულამდე  იდგა ქართველ-მონღლოლთა ჯარი ჩრდილოეთიდან მოსული მონღოლების  შესაკავებლად.
487.  ვარდანის  ეს  ცნობა  ეხება ჩრდილოეთის  ოქროს  ურდოსა  და  სამხრეთ საილხანოს შორის გამართულ  ერთ-ერთ ბრძოლას  მდ. მტკვრის  მიდამოებში.  ამ საერ  დაწვრილებით მოგვითხრობს ჟამთააღმწერელი (ჟამთააღმწერელი, გვ:  - 488  იგულისხმება  ეგვიპტის  სულთანი  აზ-ზაჰირ  რუქნ  ად-დინ-ბაი  ბარს I ალ-ბუნდუქდარი  (1260-1277).  ვარდანი  სწორად  აღნიშნავს  მისი   კილიკიის სომხურ  სამთავროზე თავდასხმის  თარიღს  (1266).