суббота, 14 октября 2023 г.

ქალის როლი და სტატუსი ანტიკურ სამყაროში

ქალის სტატუსი რომში
    რომის იმპერიის საწყის ეტაპზე ქალის პოზიცია საზოგადოებაში სავალალო იყო. იგი წარმოადგენდა ქმრის, ხოლო ადრეულ ასაკში - მამის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ახალგაზრდა გოგონებს აქორწინებდნენ, რითაც უზრუნველყოფილი იყო გარიგება ორ გავლენიან ოჯახს შორის. ქალის მრუშობა მამაკაცის საკუთრების ხელყოფად ითვლებოდა და იულიუსის კანონებით სასტიკად ისჯებოდა, მაგრამ მამაკაცებთან მიმართებაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ძლიერი მეგობრობის ან სტუმართმოყვარეობის ნიშნად კაცს შეეძლო ცოლისთვის ღამის გასართობი საშუალება მიეღო და ეს ნორმად ითვლებოდა. ქალი ვერ უმკლავდებოდა მამაკაცის ნებას, რადგან მას ისე ექცეოდნენ, როგორც ნივთს.
    დროთა განმავლობაში მრავალცოლიანობიდან მონოგამიაზე გადასვლასთან ერთად, ქალის სოციალური მდგომარეობა გაიზარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომში ქალების პოზიცია უკეთესი გახდა და პოზიტიური მიმართულებით განვითარდა. მაგალითად, ამ პერიოდში ბერძენი ქალი ასევე შეზღუდული იყო ცხოვრების პარტნიორის არჩევისა და ოჯახის შექმნის კუთხით, მაგრამ რომაელ ახალგაზრდა ქალბატონს უკვე ჰქონდა ქმარის არჩევის უფლება, ხოლო ოჯახში იგი ითვლებოდა დედად, ბებიას. ოჯახში მამაკაცები ვალდებულნი იყვნენ პატივი ეცათ და დაეფასებინათ იგი.  მათ შეეძლოთ ქონების ფლობისა და ბიზნესის წარმოების უფლება. ზოგი ქალი ძალიან გამდიდრდა და თავისი სიმდიდრით ფლობდა ძალაუფლებას.
    რაც შეეხება ქალების განათლებას. ძველ რომში გოგონების უმეტესობა იღებდა დაწყებით განათლებას ბიჭების თანაბრად და ეუფლებოდა წერისა და კითხვის საფუძვლებს. სწავლის გაგრძელება არც შემდეგ ეკრძალებოდათ. ზოგიერთი ოჯახი ცდილობდა ქალიშვილებისთვის კარგი განათლების მიცემას და იქირავებდაა მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიდნენ მათ ბერძნულ ენას, გრამატიკასა და ხელოვნების საფუძვლებს.
    ქალებს სახლში არავინ კეტავდა, ისინიც დადიოდნენ თეატრებში, ცირკებზე და ყველანაირ სპექტაკლზე, ასევე წვეულებებზე. რომაელი ქალები აწყობდნენ თავიანთ კლუბებს, ზოგჯერ ისინი მხოლოდ დაქორწინებულ ქალებს ეკუთვნოდათ, ზოგი კი ყველას იღებდა, მიუხედავად გოგონას სტატუსისა. ამ კლუბებში უბრალოდ ჭრისა და კერვის გაკვეთილები არ ტარდებოდა, და ქალები ხანდახან სახელმწიფო საკითხებსაც კი წყვეტდნენ. მაგალითად, ძვ.წ. 396 წ. რომი ომობდა ვეისთან და ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ქალებმა გადაწყვიტეს მთელი ოქროს სამკაული გადაეცა სახელმწიფო ხაზინაში.
    რომაულ საზოგადოებაში მატრონი ქალები (ანუ დაქორწინებულები, მათ შორის იყვნენ დაქვრივებული და განქორწინებული ქალებიც) იყოფოდა რამდენიმე რანგად. პირველი წოდება ყველაზე მაღალი იყო, მასში შედიოდა იმპერატორის ყველა ნათესავი ქალი. ამ ქალებს ყველაფერი შეეძლოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, წესიერების გარეგანი ნორმების დარღვევის გარეშე. მათ შეეძლოთ წვეულებების გამართვა ან მათი დავიწყება გარკვეული ხნით. მაგრამ თუ ამ ქალბატონმა გადაწყვიტა მაინც გაემართა წვეულება, არცერთ მოწვეულს არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა. მოდას უნდა მიჰყოლოდნენ და ყოველთვის შეესაბამებოდნენ მას. არავის ჰქონდა უფლება რაიმე დიდ ღონისძიებაზე მოწვევა მათი გვერდის ავლით, ეს ითვლებოდა უტაქტობის სიმაღლედ.
    მეორე ადგილზე იდგნენ ქალები, რომლებიც შეადგენდნენ საზოგადოების მთავარ აქტივს. მათ მოეთხოვებოდათ რეგულარული მიღებების გამართვა. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის ქალბატონები, ინტელექტუალური ან გავლენიანი. ისინი უნდა გაჰყოლოდნენ მოდას და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ ამავდროულად, მათ არ ჰქონდათ უფლება გამოეთქვათ თავიანთი აზრი საჯაროდ, ეკრძალებოდათ ხმამაღლა საუბარი თავიანთ ხედვებზე და ამით საზოგადოების აღელვება.
    მესამე დონე მოიცავდა დაქორწინებულ ქალებს. პირველი და მეორე დონისგან განსხვავებით, ისინი ბევრად თავისუფლები იყვნენ თავიანთ სურვილებში. მათ შეეძლოთ მიეღოთ მიწვევა ან უარი ეთქვათ. მათ შეეძლოთ მიღებების მოწყობა და ნებისმიერის დაპატიჟება.
    მეოთხე რანგში შედიოდნენ მატრონები, რომლებიც საზოგადოების თვალში დაეცა, თუმცა გარკვეულ ავტორიტეტს მაინც ფლობდნენ.
    რომაულ საზოგადოებაში ასევე იყო მეხუთე წოდება - მასში შედიოდა ყველა გაუთხოვარი გოგონა, უცხოელი და პლებეების წარმომადგენლები.
    რომაელი გოგონები სპორტის სახეობებითაც კავდებოდნენ და იშვიათად გლადიატორებიც ხდებოდნენ და ქალთა ასპარეობებში მონაწილებობდნენ.
    ძველ რომში გოგონებს ხანმოკლე ბავშვობა ჰქონდათ და დაახლოებით 12 წლის ასაკში ქორწინდებოდნენ.
რომაელი ქალების ფოტოები








ქალები სპარტაში
    სპარტელი ქალი საკმაოდ დაფასებული იყო, რადგან მამაკაცები სახლს უმეტესაც მოცილებულნი იყვნენ, დროს სამხედრო ბანაკებში, პოლიტიკურ თავყრილობებსა და სამხედრო ლაშქრობებში ატარებდნენ და ამ დროს სახლს, მამულსა და შვილებს ქალები ხედავდნენ და აქედან გამომდინარე შემოსავლებსაც განაგებდნენ. ეს იყო საზოგადოება, რომელიც უდიდეს პატივს სცემდა საკუთარ ქალებს და უძლიერეს მეომრებს. ბრძოლაში გმირულად დაღუპულ სპარტელ მამაკაცს ჰქონდა ისეთივე სტატუსი, როგორც მშობიარობის დროს გარდაცვლილ ქალს. მათი სახელები იწერებოდა ქალაქის გარეთ მდებარე საფლავის ქვებზე, რათა ყველას სამუდამოდ დაემახსოვრებინა ისინი.
    დღევანდელი ისტორიკოსებისთვის უდიდეს „თავისტკივილს“ წარმოადენს საკითხი, თუ როგორ იყო მაშინდელ მჩაგვრელ, ავტორიტარულ და პატრიარქალურ საბერძნეთში ეს საზოგადოება ასეთი განვითარებული და პროგრესული, რომ ქალებს ამ დონის თავისუფლებას და განათლებას აძლევდა.
    ამჟამინდელი ისტორიული ცნობებით, მაშინ, როცა მთელ საბერძნეთში ქალები მამაკაცების მომსახურებით იყვნენ დაკავებულები, სპარტელი ქალბატონები აბსოლუტურ გამონაკლისს წარმოადგენდნენ.
    სპარტაში ქალების აღზრდა და განათლება უდიდეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. სპარტელი ქალის მოვალეობა არ იყო საშინაო საქმეების გაკეთება: დალაგება, დასუფთავება, კერძების მომზადება, მათი მოვალეობა იყო განათლების მიღება, ისინი ბავშვობიდან იყვნენ მიმართულნი იმისკენ, რომ ჰქონოდათ ათლეტური სხეული.
    ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ქალების ამ დონის თავისუფლებას განაპირობებდა ისიც, რომ საშინაო საქმეებს ძირითადად მონები აკეთებდნენ. სხვა ბერძნულ ქალაქებში ქალებს უწევდათ ქსოვა, ხოლო სპარტელები ამ საქმიანობით არ კავდებოდნენ.
    სპარტელი ქალის უპირველესი მოვალეობა იყო სახელმწიფოს სამსახურში დგომა. 7 დან 18 წლამდე გოგონები სკოლაში დადიოდნენ სადაც წერა-კითხვასთან ერთად სწავლობდნენ ტანვარჯიშს, შეჯიბრებებში გამოსვლას, ბრძოლას რომ ჯანმრთელი და ღონიერი შვილები ჰყოლოდათ. სკოლის დასრულების შემდეგ გოგონას აქორწინებდნენ.
სპარტელი და სხვა ძველი ბერძენი ქალბატონების ფოტოები















ქალები საბერძნეთში
    დანარჩენ საბერძნეთში ქალებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ გარდა განქორწინებისა. განქორწინების პროცედურა სავსებით სამართლიანად მიმდინარეობდა. თუ ქალს ქმართან განქორწინება უნდოდა, მას უბრალოდ, უნდა მოენახა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც შეთანხმებას მისი სახელით მიაღწევდა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს უნდოდა განქორწინება, ის ქალს სახლიდან აგდებდა და ქორწინებაც სრულდებოდა.

суббота, 7 октября 2023 г.

უჩა მურღულიას ისტორიის პროგრამა აბიტურიენტებისთვის 2025

 ისტორიის სააბიტურიენტო პროგრამის ანალიზი და გეგმა 2025
პროგრამის მიხედვით მომზადებულია აბიტურიენტების მოსამზადებელი წიგნი და ტესტების კრებული სააბიტურიენტო გამოცდის ფორმატით, რომელიც იყიდება და ყველასთვის არის ხელმისაწვდომი.
თავი პირველი

1. ძველი შუამდინარეთი (შუმერი, აქადი, რელიგია და კულტურა)
2. ბაბილონის სამეფო
3. ძველი ეგვიპტე (წარმოქმნა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია და კულტურა
4. ასურეთი (სახელმწიფოების წარმოქმნა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა)
5. აქემენიანთა ირანი წარმოქმნა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია და კულტურა)
6. კოლხეთის სამეფო გვ. 19
7. დიდი ბერძნული კოლონიზაცია, მიზეზები და შედეგები
8. ძველ საბერძნეთში მმართველობის ფორმები; ათენი და სპარტა
9. ბერძენ-სპარსელთა ომები 499-449 წლებში გვ. 28
10. ძველი მაკედონია, ალექსანდრე მაკედონელი, ელინიზმი
11. ქართლის ძველი სამეფოს ჩამოყალიბება; ფარნავაზ მეფე 

I გამოცდა
თავი მეორე

12. რომის სამეფო და რესპუბლიკის ჩამოყალიბება; მართველობის სისტემა
13. პუნიკური ომები
14. რომის დაპყრობები და ომები ელინისტურ ქვეყნებთან. მარიუსის რეფორმა
15. ომები მითრიდატესთან, სულა-მარიუსის ომი, სულას დიქტატურა
16. პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში
17. სპარტაკის აჯანყება. I ტრიუმვირატი, კეისარ-პომპეუსელების ომი
18. II ტრიუმვირატი; პრინციპატის გამოცხადება და ავგუსტუსის მმართველობა
19. პრინციპატის ხანა რომში და დიოკლეტიანეს რეფორმები
20. რომის ურთიერთობა ქართლთან, პართიასა და სასანიანთა ირანთან I-III -ში 
21. „ხალხთა დიდი გადასახლებისდაწყება და ბარბაროსული სახელმწიფოები დას. რომის იმპერიის ტერიტორიაზე
22. ქრისტიანობის წარმოშობა, გავრცელება, I-IV საეკლესიო კრებები, პაპობა
23. ქრისტიანობის გავრცელება და დამკვიდრება საქართველოში
24. ირანის გაბატონება კავკასიაში V საუკუნეში. ვახტანგ გორგასარი
 
II გამოცდა
თავი მესამე

25. იუსტინიანე I- საშინაო და საგარეო პოლიტიკა
26. მეფობის გაუქმება ქართლში; დიდი ომიანობა ეგრისში; ერისმთავრობის დაწესება ქართლში
27. ჰერაკლე კეისარი; ხატმებრძოლეობა ბიზანტიაში
28. ფრანკთა სამეფო მეროვინგების დროს; პაპის ოლქის შექმნა
29. კარლოს დიდი, ფრანკთა იმპერიის დაშლა
30. ისლამისა და არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბება
31. არაბთა სახალიფო ომაიანებისა და აბასიანების დროს
32. არაბთა ბატონობა საქართველოში; ახალი ქართული სამეფო-სამთავროები წარმოქმნა VIII-IX საუკუნეებში
33. არაბთა კულტურა; არაბული ესპანეთი
34. საღვთო რომის იმპერიის შექმნა. ბრძოლა ინვესტიტურისათვის
35. ფეოდალური ურთიერთობები და ფეოდალური საზოგადოება
36. ნორმანები და მათი ლაშქრობები

III გამოცდა
თავი მეოთხე

37. ბიზანტია ბასილი II- დროს. ბაგრატ III და საქართველოს გაერთიანება
38. გიორგი I და ბაგრატ IV; დაპირისპირება ბიზანტიასთან
39. თურქ-სელჩუკების სასულთნოს ჩამოყალიბება და დაპყრობები
40. თურქ-სელჩუკები და საქართველო
41. ჯვაროსნული ლაშქრობები მიზეზები, I-IV ლაშქრობები და მათი შედეგები
42. V-VIII ლაშქრობები. ლაშქრობათა შედეგები, სარაინდო ორდენები
43. დიდი სქიზმა; ალექსი I კომნინოსის მოღვაწეობა ბიზანტიაში
44. დავით აღმაშენებელი
45. დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები; თამარ მეფის მოღვაწეობა
46. საქალაქო ცხოვრება შუა საუკუნეების ევროპაში
47. ინგლისი უილიამ დამპყრობელისა და ჰენრი II-ის დროს
48. „თავისუფლების დიდი ქარტია“. პარლამენტის ჩამოყალიბება ინგლისში 
49. საფრანგეთის გაძლიერება ფილიპე II ოგიუსტისა ლუი IX წმინდას დროს

IV გამოცდა
V გამოცდა - შუალედური გამოცდა მთელი განვლილი მასალისათვის
თავი მეხუთე

50. განათლება დასავლეთ ევროპაში. სკოლები და უნივერსიტეტების წარმოქმნა
51. რეკონკისტა, პირენეის ნახევარკუნძულის გათავისუფლება მუსლიმთაგან
52. მონღოლთა დაპყრობები და სახელმწიფოები (ჩინგიზ ყაენი, ბათო ყაენი)
53. საქართველო XIII საუკუნეში,  მონღოლთა ბატონობის ხანა
54. გიორგი ბრწყინვალე, თემურ-ლენგის ლაშქრობები
55. ოსმალთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება (ორჰანი, მურად I, ბაიაზიდ I, მეჰმედ II). პალელოგოსები და ბიზანტიის დაცემა
56. საქართველო XV საუკუნეში. საქართველოს სამეფოს დაშლა
57. ჰუმანიზმი და აღორძინება
58. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები XV-XVII საუკუნეებში და მისი შედეგები
59. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია საღვთო რომის იმპერიაში
60. რელიგიური ომები გერმანიაში. კარლოს V

VI გამოცდა
თავი მეექვსე

61. რელიგიური ომები საფრანგეთში XVI საუკუნეში
62. რეფორმაცია ინგლისში; ელიზაბეთ I
63. ნიდერლანდების რევოლუცია
64. ოცდაათწლიანი ომი ევროპაში (1618-1648)
65. მოსკოვის სამთავროს გაძლიერება XIV-XVI საუკუნეებში; ივანე III, ივანე IV
66. ოსმალეთთა დაპყრობები და ბრძოლა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ XVI-XVII საუკუნეებში
67. სეფიანთა ირანის ჩამოყალიბება;  აბას I
68. საქართველო XVI -ში. ბრძოლა ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის წინააღმდეგ
69. საქართველო XVII -ში. ბრძოლა ოსმალეთისა და სეფიანთა ირანის წინააღმდეგ
70. ინგლისი XVII საუკუნეში: რევოლუცია და სამოქალაქო ომი
71. აბსოლუტიზმი საფრანგეთში (ლუი XIII, რიშელიე, ლუი XIV)

VII გამოცდა
თავი მეშვიდე

72. პეტრე I; რეფორმები; საშინაო და საგარეო პოლიტიკა
73. ვახტანგ VI-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკა
74. საქართველო XVIII საუკუნის II ნახევარში. ერეკლე II
75. ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია
76. დამოუკიდებლობისათვის ომი და აშშ- ჩამოყალიბება
77. განმანათლებლობა და საფრანგეთის ძველი რეჟიმის კრიზისი
78. საფრანგეთისდიდი რევოლუცია“ 1789-1792 წლებში
79. საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა 1972-1799 წლებში
80. ნაპოლეონის ომები და ღონისძიებები 1799-1807 წლებში
81. ნაპოლეონის ომები 1808-1815 წლებში. ვენის კონგრესი  
82. ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების დაპყრობა და რუსული მმართველობის შემოღება

VIII გამოცდა
IX გამოცდა - სრულად განვლილი მასალის ეროვნულის ფორმატის ყველა დავალებით
თავი მერვე

83. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და 1832 წლის შეთქმულება; მეფისნაცვლობის შემოსვლა და ახალი ადმინისტრაციული მოწყობა
84. რუსეთოსმალეთისა (1806-1856) და რუსეთირანის (1804-1828) ომები
85. საფრანგეთი 1815-1848 წლებში
86. დიდი ბრიტანეთი (კოლონიური იმპერია, ინდუსტრიალიზაცია, სოციალური მოძრაობები, ვიქტორიანული ეპოქა)
87. აბოლოციონიზმი და სამოქალაქო ომი აშშ-ში
88. იტალიის გაერთიანება (1815-1871)
89. გერმანიის გაერთიანება (1815-1871)
90. საფრანგეთის II რესპუბლიკა; II იმპერია; საფრანგეთის III რესპუბლიკის შექმნა.
91. ალექსანდრე II-ის რეფორმებიქართული სამთავროების გაუქმება; თერგდალეულების მოღვაწეობა; რუსეთი-ოსმალეთის 1877-78 წლების ომი; სოციალისტური მოძრაობების გაჩენა რუსეთის იმპერიაში
92. სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები; I მსოფლიო ომის მიზეზები

X გამოცდა
თავი მეცხრე

93. I მსოფლიო ომი 1914-1916 წლებში
94. I მსოფლიო ომი 1917-1918 წლებში. ომის დასასრული
95. პარიზის კონფერენცია და მისი შედეგები. ერთა ლიგა
96. 1917 წლის რევოლუციები სამოქალაქო ომი რუსეთში
97. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი წინაპირობები
98. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა
99. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ოკუპაცია
100. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნა. სტალინის მმართველობა
101. საქართველო 1921–1939 წლებში
102. იტალია 1920-იან–1930-იან წლებში. ფაშიზმი
103. გერმანია 1920-იან–1930-იან წლებში. ნაციზმი
104. ესპანეთი ომებს შორის. სამოქალაქო ომი
105. იაპონია მსოფლიო ომებს შორის
106. II მსოფლიო ომის წინაპირობები: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

XI გამოცდა
თავი მეათე

107. II მს. ომი: პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ოკუპაცია; სსრკ–ფინეთის ომი.
108. II მს. ომი: აშშ- ჩართვა და ომის დაწყება წყნარ ოკეანეში; ბრძოლები გერმანიასსრკ-სა და აფრიკის ფრონტებზე
109. ოპერაციაოვერლორდი“; თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციები; გერმანიისა და იაპონიის კაპიტულაცია
110. ქართველები მეორე მსოფლიო ომში
111. „ცივი ომი“- დაწყება; ნატო და ვარშავის პაქტი; კორეის ომი
112. ინდოეთისა და აფრიკის დეკოლონიზაცია
113. აშშ 194588 წლებში
114. სსრკ 1953–1990 წლებში
115. ბერლინის კედელი; კარიბის კრიზისი, ვიეტნამის ომი
116. საქართველო 1950-იან–1980-იან წლებში; 1956 წლის 9 მარტი, 1978 . 14 აპრილი და 1989 წლის 9 აპრილი
117. ანტისაბჭოთა გამოსვლები 1956 წელს უნგრეთსა და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, ავღანეთის ომი
118. აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის დაშლა და ცივი ომის დასასრული
119. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოაცხადება და სსრკ- დაშლა
120. საქართველო XX-XXI სს-ის მიჯნაზე
121. საქართველოს ისტორიის ქართული წყაროები 

XII გამოცდა
XIII
გამოცდა - მთელი პროგრამისთვის ეროვნულის ფორმატის
XIV
გამოცდა - მთელი პროგრამისთვის ეროვნულის ფორმატის