понедельник, 9 августа 2021 г.

ოდიშის ერისთავთა ქრონოლოგიის საკითხისათვის (გ. არახამია)

ოდიშის ერისთავთა ქრონოლოგიის საკითხით პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში ვახუშტი ბაგრატიონი დაინტერესდა. მის ნაშრომში თანმიმდევრობით გადმოცემულია ცნობები ოდიშის ერისთავთა გენეალოგიისა და მოღვაწეობის ქრონოლოგიის შესახებ 1323 წლიდან1. ვახუშტის ნააზრევს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის გარემოება, რომ მის ხელთ არსებული წყაროების დიდი ნაწილი დღეისათვის დაკარგულია.
შემდგომ მ. ბროსემ მისთვის ხელმისაწვდომი წყაროების საფუძველზე შეადგინა ოდიშის ერისთავთა შედარებით სრული ქრონოლოგიური სია, რომელიც (ვახუშტისეულ სქემასთან ერთად) დიდხანს რჩებოდა ამ საკითხის ფუნდამენტურ გამოკვლევად2.
ვახუშტისა და მ. ბროსეს მიერ წარმოდგენილი სქემა მთლიანად გაიზიარეს ი. მეუნარგიამ3 და ს. მაკალათიამ4. ოდიშის ერისთავთა გენეალოგიისა და ქრონოლოგიის ცალკეული საკითხები განხილულია თ. ჟორდანიას, ს. კაკაბაძის, ე. თაყაიშვილის, პ. ინგოროყვას, შ. მესხიას, ჯ. ოდიშელის, გ. ალასანიას, ი. ანთელავას, ბ. ხორავას, ლ. ახალაძის ნაშრომებში. განსაკუთრებული წვლილი ამ საქმეში შეიტანა თ. ბერაძემ. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ საკითხი სათანადო სისრულითაა შესწავლილი. აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ საჭიროებს დაზუსტებას და საგანგებო განხილვას. წინამდებარე სტატიაც ამ მიზანს ემსახურება.
ოდიშის ერისთავების, დადიანების გვარის წარმომადგენელი ისტორიულ წყაროებში პირველად 1046 წლის ამბების აღწერაში იხსენიება. ესაა ივანე დადიანი, რომელიც მეფემ, ბაგრატ IV-მ სომხეთში, ქ. ანისში ქართველ მეციხოვნეთა ერთ-ერთ მეთაურად გაგზავნა სამეფოს სხვა დიდებულებთან ერთად, რომლებიც მოკლე ხანში იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ეს ქალაქი5. იგივე ივანე დადიანი ერისთავთერისთავის პატივით მოხსენიებულია ნიკორწმინდის ტაძრის ერთ-ერთი ხელნაწერის („წმიდათა ცხოვრებანი“) მინაწერში6. წყაროებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რომელი მხარის ერისთავი იყო ივანე დადიანი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შემდგომი ხანის რეალობას, მაშინ ის უნდა მივიჩნიოთ ჩვენთვის ცნობილ ოდიშის პირველ ერისთავად.
ამის შემდგომ, თამარის მეფობის ხანამდე, დადიანთა საგვარეულოს წარმომადგენლები ისტორიულ წყაროებში არ ჩანან. თ. ჟორდანიას ვარაუდით, დადიანთა გვარის უძველეს წარმომადგენლებად უნდა მივიჩნიოთ მარტვილის ღვთისმშობლისა და ხობის მაცხოვრის ხატების წარწერებში მოხსენიებული უდუ, ზვიადი და გიორგი, რომელთა მოღვაწეობას ის X-XI საუკუნეებით ათარიღებს7, მაგრამ საკითხის შედგომმა კვლევამ ეს მოსაზრება არ დაადასტურა8.
თამარის მეფობის ხანაში (1184-1207) ცნობილია დადიანთა გვარის ორი წარმომადგენელი: ბედანი, ოდიშის ერისთავი და ვარდანი, მსახურთუხუცესი და მეფისნაცვალი („მეფეთა ადგილზე მჯდომი“) დასავლეთ საქართველოში9. ამ უკანასკნელს თ. ჟორდანია აიგივებს ათონის მონასტრის ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებულ ვარდან კონსტანტის ძესთან. აღაპში ვკითხულობთ: „თუესსა ივლისსა: ბ, დადებაი სამოსლისაი ყოვლად წმიდისად ვრაქერნას: ამას დღესა განუწესეთ აღაპი ვარდანს, კონსტანტის ძესა და მეუღლესსა მისსა მარიამს და შვილსა მათსა გიორგის“.10
თ. ჟორდანიამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ვარდანის აღაპი დაწესებულია ვრაქერნის (იგივე ვლაქერნის) ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს. ვლაქერნის ხატი, რომელიც ბედიის ტაძარში ესვენა, დადიანების „უმთავრესი ხატი“ იყო, ხოლო მისი დღესასწაულის დღე საგანგებოდ აღაპად განუწესებიათ ვარდანისათვის, ალბათ, როგორც დადიანისათვის11. პ. ინგოროყვა, როგორც ჩანს, თ. ჟორდანიას ამ მოსაზრების გათვალისწინებით, აღნიშნული აღაპის ვარდან კონსტანტის ძეს აიგივებს თამარის თანამედროვე ვარდან დადიანთან, ხოლო მის მამას, კონსტანტის მიიჩნევს ოდიშის ერისთავად და სამეფო კარის მსახურთუხუცესად12.
ნ. შოშიაშვილის აზრით, ათონის აღაპში მოხსენიებული ვარდან კონსტანტის ძე დადიანთა გვარს არ ეკუთვნოდა. ამ პიროვნებას მკვლევარი აიგივებს სორის ეკლესიის (რაჭაში) ოთხთავის მინაწერში მოხსენიებულ ვარდან კონსტანტის ძესთან და, აქედან გამომდინარე, მიიჩნევს რაჭის დიდგვაროვნად13.
შ. მესხიას აზრით, ვარდან კონსტანტის ძის მოხსენიების ფაქტი რაჭის ეკლესიის ხელნაწერში არ არის საკმარისი მისი დადიანობის უარსაყოფად, ვინაიდან, ადვილი შესაძლებელია, რომ ერთ დროს დადიანთა კუთვნილი ხელნაწერი რაჭის ეკლესიაში მოხვედრილიყო. ამის საილუსტრაციოდ შ. მესხია უთითებს იმ ფაქტზე, რომ ერთ დროს ივანე დადიანის (XIს.) ნაქონი ხელნაწერი აღმოჩნდა რაჭაში, ნიკორწმინდის ტა- ძარში. ამავე დროს მკვლევარს ანგარიშგასაწევად მიაჩნია ათონის მონასტერში ვლაქერნის ხატის ხსენების დღეს ვარდან კონსტანტის ძისა და მისი ოჯახის წევრებისათვის აღაპის განწესების ფაქტი და დადიანთა საგვარეულოს განსაკუთრებული თაყვანისცემა აღნიშნული ხატის მიმართ14.
ნ. ბერძენიშვილი, ერთ გამოუქვეყნებელ ნაშრომში, რომელიც ახლა შემოიტანა სამეცნიერო მიმოქცევაში ე. მეტრეველმა, დასაშვებად მიიჩნევდა ათონის აღაპის ვარდანის გაიგივებას თამარ მეფის თანამედროვე ვარდან დადიანთან15. აღნიშნულ მკვლევართა თვალსაზრისი მეტ დამაჯერებლობას იძენს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თამარ მეფის თანამედროვე ვარდან დადიანს, როგორც მეფისნაცვალს ლიხთიმერეთის სხვა კუთხეებთან ერთად რაჭაზეც მიუწვდებოდა ხელი. ამიტომ არც უნდა იყოს გასაკვირი მისი მოხსენიება რაჭის ეკლესიის ხელნაწერის ფურცლებზე. ვარდან დადიანისა და ათონის აღაპის ვარდან კონსტანტის ძის იდენტიფიცირებას მისაღებს ხდის აღნიშნული აღაპის განწესების თარიღიც – 1170-1184 წლები16, რაც ქრონოლოგიურად ახლოს დგას ვარდან დადიანის მოღვაწეობის ხანასთან.
ათონის აღაპის ვარდან კონსტანტის ძისა და თამარის თანამედროვე ვარდან დადიანის გაიგივების შედეგად ცნობილი ხდება დადიანთა სახლის კიდევ ერთი წარმომადგენელი, XII საუკუნეში მოღვაწე კონსტანტი. ეს უკანასკნელი, როგორც ითქვა, პ. ინგოროყვას მიაჩნია ოდიშის ერისთავად და მსახურთუხუცესად 1140/50-1180-83 წლებში17. ეს თვალსაზრისი მხოლოდ ვარაუდს ემყარება, წყაროები კი ამის თაობაზე სდუმან. კონსტანტის ერისთავობა ოდიშში გამორიცხული არ არის, დასაშვებია მისი მეფისნაცვლობაც ვარდანზე უწინ, მაგრამ მამას სამეფო კარზე რომ რაღაც თანამდებობა ეკავა, ამაზე მითითება დაცულია თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსის თხზულებაში18, მაგრამ კონკრეტულად რა თანამდებობა, ეს არ ჩანს. რაც შეეხება კონსტანტის მოღვაწეობის დათარიღებას ისეთი სიზუსტით, როგორც ეს პ. ინგოროყვამ მოგვცა, ძნელი გასაზიარებელია, მაგრამ ის რომ გიორგი III-ის (1156-1184) თანამედროვე იყო, ეს უეჭველია.
ჩვენთვის ცნობილ ოდიშის ერისთავთა სათავეში დგას ვარდან დადიანის თანამედროვე და, შესაძლოა, მისი ძმა ბედანი19. ოდიშის ერისთავთა ქრონოლოგიასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ერთი საკითხი. XII-XV სს. დადიანთა გვარის ყველა წარმომადგენელი, რომელიც კი წყაროებში ერისთავად იხსენიება, მკვლევართა (მ. ბროსე, პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე, ს. მაკალათია, კ. თუმანოვი და სხვ.) მიერ უთუოდ ოდიშის ერისთავად იყო მიჩნეული. თ. ბერაძემ, რომელმაც საგანგებოდ შეისწავლა XII-XIII სს. ოდიშის ერისთავთა ქრონოლოგიური რიგი, დამაჯერებლად აჩვენა, რომ ასეთი ტენდენცია უმართებულოა. საქმე ისაა, რომ თუ ყველა დადიანს, აღჭურვილს ერისთავის ხელისუფლებით, მაინცდამაინც ერისთავად ოდიშის ერისთავად მივიჩნევთ, მაშინ ერთსა და იმავე დროს ოდიშის ერისთავის კვერთხის მფლობელი ორი პიროვნება აღმოჩნდება. ასე, მაგალითად: ოდიშის ერისთავის, ბედანის თანამედროვეები არიან ვარდან და ცოტნე დადიანები. აშკარაა, რომ ვარდანი და ცოტნე ოდიშის ერისთავები ვერ იქნებოდნენ20. ამასთან დაკავშირებით, თ. ბერაძე სამართლიანად ასკვნის, რომ დადიანთა გვარის ამა თუ იმ წარმომადგენლის ერისთავობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ პატივის მქონე მოხელე მაინცდამაინც ოდიშის ერისთავია21. ამავე თვალსაზრისს ავითარებს ი. ანთელავა XII-XIII სს. დადიანთა ფეოდალური სახლის ისტორიის განხილვისას22. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ოდიშის ერისთავების გენეალოგიისა და ქრონოლოგიის კვლევაში სწორი მიმართულების შემუშავება.
ოდიშის ერისთავი სახელდებით პირველად, როგორც ითქვა, XII ს. 80-იანი წლებისთვის იხსენიება. ესაა ბედან დადიანი. სწორედ მისგან მომდინარეობს დადიანთა ის შტო, რომლის წარმომადგენლები განაგებდნენ ოდიშის საერისთავოს და შემდგომ სამთავროს XVII ს. ბოლომდე. ბედანის თანამედროვე ვარდანმა სათავე დაუდო დადიანთა მეორე შტოს, რომლის წარმომადგენლები იყვნენ არა ოდიშის, არამედ სამოქალაქოს (გვიანდელი ნომენკლატურით, ქვემო იმერეთი) ერისთავები და მეფისნაცვლები დასავლეთ საქართველოში.
ამჯერად საუბარი ეხება ოდიშის ერისთავებს ანუ დადიანთა გვარის იმ განშტოებას, რომლის წარმომადგენლები მემკვიდრეობით ფლობდნენ ამ მხარის ერისთავობას.
ბედან I (XIIს. 80-იანი – XIIIს. 20-იანი წლები)
ოდიშის ერისთავთა შესახებ ცნობები მეტნაკლები სისრულითა და თანმიმდევრობით XIIს. 80-იანი წლებიდან გვაქვს. თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში დასავლეთ საქართველოს ერისთავთა შორის დასახელებულია ოდიშის ერისთავი ბედანი23. ეს ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ქართველ დიდებულთა აჯანყებისა (1188წ.) თამარ მეფის წინააღმდეგ, რომელსაც ვარდან დადიანი ედგა სათავეში24. ბედან I ლაშა-გიორგის მეფობის (1207-1222) დასაწყისში მონაწილეობს განძის ათაბაგის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, თანამხვდურია დავით რუსუდანის ძის თანამოსაყდრედ კურთხევისა25, რასაც ადგილი ჰქონდა 1230 თუ 1231 წელს26. აქედან გამომდინარე, ბედან I-ის ერისთავობის ხანა XIIს. 80-იანი – XIIIს. 20-იანი წლებით უნდა განისაზღვროს.
ჯუანშერი (XIIIს. 30-40-იანი წლები)
„ასწლოვან მატიანეში“ XIII ს. 60-იანი წლების ამბების აღწერაში იხსენიება ბედანის (ამჯერად II-ის) მამა ჯუანშერი27, რომელიც ბედან I-ის ძე და მისი მომდევნო ერისთავი გამოდის. მისი ზეობის ხანა მიახლოებით 1230-1246 წლებს შორის თავსდება (1246წ. ის ცოცხალი აღარაა).
ბედან II (XIIIს. 40-80-იანი წლები)
ბედან II მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში (1246წ.).28 მხარს უჭერდა დავით ნარინის განმტკიცებას სამეფო ტახტზე დასავლეთ საქართველოში29. ბედან II თანამეცხედრესთან, ხვაშაქ სურამელთან (ქართლის ერისთავის, ბეგა სურამელის ასული) და შვილებთან ერთად იხსენიება ხობის, მარტვილის და წალენჯიხის ხატების წარწერებში30. მათი ცნობებით, ბედან II-ს მანდატურთუხუცესის თანამდებობაც ეკავა. ცხადია, დავით-ნარინის კარზე. მას ჰყოლია სამი შვილი: ერაშაჰრი, გიორგი და ივანე. ბედან II-ის ერისთავობა XIII ს. 40-80-იანი წლებით იფარგლება.
გიორგი I (XIII ს. 90-იანი წლები 1323წ.)
ბედან II-ის შემდეგ ერისთავის ხელისუფლება მის მემკვიდრეზე, გიორგი I-ზე გადადის, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა დავით ნარინის გარდაცვალების (1393წ.) შემდეგ (მისი მემკვიდრეების ურთიერთბრძოლების ხანაში) და გარდაიცვალა 1323წ.31 გიორგი I-ის პორტრეტი გამოსახულია ხობის ტაძარში შემდეგი წარწერით: „ამ საყდრისა მაშენებელი, ერისთავთ-ერისთავი და მანდატურთუხუცესი დადიანი გიორგი, შეუნდოს ღმერთმან“.32 აღნიშნული გიორგი იხსენიება, აგრეთვე, ცაიშის ტაძრის კედლის წარწერაში33. შესაძლოა, მასთან გაიგივდეს მარტვილის სამიტროპოლიტო ჯვრის წარწერაში მოხსენიებული გიორგი დადიანი, რომელიც ე. თაყაიშვილს ვარდან დადიანის (მსახურთუხუცესის) ძედ მიაჩნია34. გიორგი I დაკრძალულია მისივე ქტიტორობით აშენებულ ხობის ეკლესიაში35.
მამია I (1323-1345)
გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, ვახუშტის ცნობით, „დაჯდა მის წილ ძე მისი მამია“,36 რომელიც გარდაიცვალა 1345წ.37 მამია I-ს გიორგი V ბრწყინვალემ 1330წ. დასავლეთ საქართველოს ლაშქრის მხედართმთავრობა უბოძა, რასაც ოდიშის ერისთავები მემკვიდრეობით ფლობდნენ 1490 წლამდე38.
გიორგი II (1345-1384)
მამია I-ის შემდეგ, 1345-1384 წლებში, როგორც ვახუშტი იუწყება, ოდიშის ერისთავი იყო მისი ძე – გიორგი II.39 გიორგი II იხსენიება სვანეთის სულთა მატიანეში თანამეცხედრესთან, თამართან ერთად40, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მეუღლესთან, თამარ – ყოფილ თომაიდასთან ერთად41 და ჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის წარწერაში მეორე ცოლთან, რუსუდანთან, შვილებთან, ვამეყ მანდატურთუხუცესთან და კახაბერ გურიელთან ერთად42. ეს უკანასკნელი წარწერა შესრულებულია გიორგი II-ის სიცოცხლეში. ამ დროს მისი უფროსი ვაჟი, ვამეყი უკვე მანდატურთუხუცესია, მეორე _ კახაბერი – გურიის ერისთავი.
ვამეყ I (1384-1396)
გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ, 1384წ. ერისთავი გახდა მისი ძე – ვამეყი43. ვამეყს ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში (როგორც ჩანს, სვანთა ერისთავის, ხაჟიგ დადიანის შემდეგ) მიუღია მანდატურთუხუცესის სახელო, რასაც მოწმობს ჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატის ზემოთ მოტანილი წარწერა. ის იხსენიება ხობის ტაძრის ეკვდერის ლაპიდარულ და წალენჯიხის ფრესკულ წარწერებში44, აგრეთვე, სინის მთის სულთა მატიანეში45. ჩვენს დრომდე მოაღწია მის მიერ მოჭრილმა მონეტამ46. მის მეუღლეს ერქვა მარეხი47. ვამეყ I, ვახუშტის ცნობით, გარდაიცვალა 1396წ.48 დასაფლავებულია ხობის საყდარში49.
გიორგი III (1396/97)
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ვამეყ I ერისთავის ტახტზე შეცვალა მისმა მემკვიდრემ – მამიამ50. ამ ცნობაში მნიშვნელოვანი კორექტივი შეაქვს ბედიის ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახული „დედოფალთ დედოფლის მარიხის“ და მისი ძის, „ერისთავთ-ერისთავის და მანდატურთუხუცესის, გიორგი დადიანის“ ახლებურ იდენტიფიკაციას, რომელიც ლ. ახალაძეს ეკუთვნის51. მკვლევარმა დამაჯერებლად ცხადჰყო ფრესკაზე გამოსახული გიორგი დადიანის ზემოთ ხსენებული გიორგი II-სთან ან გიორგი ლევან I-ის ძესთან, რომელიც ისტორიოგრაფიაში გიორგი III-დ არის ცნობილი (1572/1573, 1578-1582), გაიგივების უსაფუძვლობა. მისი აზრით, ფრესკაზე გამოსახულია ვამეყ I დადიანის მეუღლე და მცირეწლოვანი პირმშო. ამ უკანასკნელმა მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო ერისთავობა და მანდატურთუხუცესობა. როგორც ჩანს, მისი ერისთავობა ხანმოკლე გამოდგა52.
მამია II (1396/7-1412)
გიორგი ვამეყის ძის ხანმოკლე ერისთავობის შემდეგ ეს სახელო მისმა ძმამ მიიღო, რომელიც ვახუშტისა53 და ერთი კინკლოსური ცნობის54 თანახმად, აფხაზებთან ბრძოლაში დაიღუპა 1414წ. თარიღი, როგორც ირკვევა, ზუსტი არ არის. აღნიშნული ფაქტი ალექსანდრე I დიდის გამეფებისთანავე, ე. ი. 1412წ. მომხდარა55.
ლიპარიტ I (1412-1470)
მამია II-ის გარდაცვალებისთანავე, როგორც ვახუშტი გვამცნობს, ერისთავი გახდა მისი ძე ლიპარიტ I, რომელიც ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 1470 წლამდე56. 1460 წლით დათარიღებულ წერილში, რომელიც სამცხის ათაბაგმა, ყვარყვარემ გაუგზავნა ვენეციის დოჟს, იხსენიება „ბედიანი ხანი ლიპარიტი, მთელი სამეგრელოს მეფე“.57 ლიპარიტ I ერისთავის პატივით იხსენიება 1463 წლით დათარიღებულ ერთ სასისხლო სიგელში58, აგრეთვე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპთა წიგნში59.
ლიპარიტ I, მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მანდატურთუხუცესობით არ იხსენიება. როგორც ჩანს, მას ეს თანამდებობა არ ჰქონია. ლიპარიტ I-ის თანამეცხედრე მეფის ასული ყოფილა. ამაზე მიგვითითებს ხობის მრავალნაწილიანი ხატის წარწერა, სადაც ვკითხულობთ: „...მეოხ ექმენ დიდისა მეფეთ-მეფისა შვილიშვილსა ლიპარი დადიანისა ასულსა მარეხს“.60 წარწერაში დასახელებული ლიპარი დადიანი რომ ლიპარიტ I-ია, ამაზე მიუთითებს შემდეგი: ა. კონტარინი 1474წ. იხსენიებს „ბედიანის“ დას, რომელსაც მარეხი ერქვა61. „ბედიანის“ ქვეშ იგულისხმება ოდიშის ერისთავი შამადავლა62, ლიპარიტ I-ის ძე (იხ. ქვემოთ).
აქედან დასკვნა: მარეხის და შამადავლას („ბედიანის“) მამა, ლიპარი დადიანი იგივე ლიპარიტ I-ია63. ვერ ხერხდება „მეფეთ-მეფის“ ვინაობის დადგენა, რომლის ასული ცოლად ჰყოლია ოდიშის ერისთავს. ლიპარიტ I-ს, ზემოთ აღნიშნული წყაროების მიხედვით, ჰყავდა სამი შვილი: შამადავლა, მამია (შემდგომში გურიის ერისთავი) და მარეხი.
შამადავლა (1470-1475)
1470წ. ოდიშის ერისთავი გახდა შამადავლა ლიპარიტ I-ის ძე64, რომელიც „მცნებაი სასჯულოში“,65 ილორის წმინდა გიორგის ხატის წარწერაში66, ილორის ჯვრის წარწერაში67 და ხობის იადგარის განახლების სიგელში68 დადიან-გურიელად იხსენიება; ცხემნარის მთავარანგელოზთა ხატის წარწერაში კი სვანთა ერისთავადაც69. როგორც ვხედავთ, შამადავლას, ოდიშის გარდა, გურიისა და სვანთა ერისთავობაც ეპყრა. ის, ამავე დროს, მანდატურთუხუცესიც იყო70. შამადავლა დაკრძალულია ხობის ტაძარში71.
ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში შამადავლა დადიანის გარდაცვალების თარიღად ერთგან 1474 წელია ნაჩვენები, მეორეგან 1477წ.72 როგორც ირკვევა, არც ერთი მათგანი ზუსტი არ არის. საქმე ისაა, რომ ა. კონტარინი 1474წ. ივლისის დასაწყისში პირადად შეხვდა სამეგრელოს ბატონს, რომელსაც იგი „ბენდიანს“ უწოდებს. იგივე ავტორი 1475წ. 22 ივლისისათვის „ბენდიანის“ გარდაცვალების გამო ოდიშში მომხდარ არეულობაზე მოგვითხრობს73. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ა. კონტარინი „ბენდიანის“ ქვეშ შამადავლას გულისხმობს, მაშინ ამ უკანასკნელის გარდაცვალება 1475 წლით უნდა დათარიღდეს.
ვამეყ II (1475-1482)
შამადავლას შემდეგ ოდიშის ერისთავობა მის ბიძაზე, ვამეყ II-ზე გადავიდა, რომელიც, ვახუშტის ცნობით, 1482წ. გარდაიცვალა74. სხვა წყაროებში ვამეყ II-ის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
ლიპარიტ II (1482-1503)
1482წ. ოდიშის ერისთავად დაჯდა ლიპარიტ II, შამადავლას ძე, რომელიც, ვახუშტის თანახმად, გარდაიცვალა 1512წ.75 როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი თარიღი ზუსტი არ არის. 1503წ. შედგენილ ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელის ცნობით, ამ დროს ოდიშის ერისთავად ზის მამია დადიანი76. აქედან გამომდინარე, ლიპარიტ II-ის ერისთავობა 1503წ. ვერ გადმოსცილდება. ამ ლიპარიტთან უნდა გავაიგივოთ ილორის ოლარის ქარგვით შესრულებულ წარწერებში მოხსენიებული ერისთავთ-ერისთავი ლიპარიტ დადიანი77. ამის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ იმავე ოლარის ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება ერისთავი მამია დადიანი და ლომკაც ჭილაძე. მათი ერთად მოხსენიება კი მოწმობს მათს ქრონოლოგიურ სიახლოვეს. მართლაც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ლიპარიტის ძეს და მის შემდგომ ერისთავს ერქვა მამია. ზემოთ ხსენებული ჯაფარიძეთა სიგელის მიხედვით, ამ მამიას თანამედროვე იყო ლომკაც ჭილაძე. სხვა ლიპარიტ და მამია ერისთავები, რომელთა ზეობასთან ქრონოლოგიურად ახლოს დგას ლომკაც ჭილაძე, დადიანთა საგვარეულოში არ ჩანს. როგორც ილორის ოლარის აღნიშნული წარწერა იუწყება, ლიპარიტ II-ის მეუღლეს თამარი რქმევია.
მამია III (1503-1533)
ლიპარიტ II-ის შემდეგ ერისთავის ხელისუფლება მიიღო მისმა ძემ, მამია III-მ,78 რომელიც ერისთავად იჯდა უკვე 1503წ. ის დაიღუპა ჯიქებთან ბრძოლაში 1533წ. 31 იანვარს79. მამია III თანამეცხედრესთან, დედოფალ ელენესთან ერთად იხსენიება ზემოთ აღნიშნული ოლარის წარწერაში, გელათის სახარების80, ერთი XIIს. მეტაფრასის81, აგრეთვე ვარძიისა82 და ურბნისის83 ოთხთავის მინაწერებში. მისი პირველი მეუღლე – ელენე, მეფის ასული ყოფილა. ის მონაზვნად აღკვეცილა ეკატერინეს სახელით. მამიას მეორე მეუღლეს ელისაბედი რქმევია. ისინი თავიანთ ძესთან, ლეონთან ერთად გამოსახული იყვნენ გელათის ტაძარში84. მამია III-ს იხსენიებს ბიჭვინთის იადგარიც85. ის ფლობდა მანდატურთუხუცესის თანამდებობას86.
ლევან I (1533-1557)
მამია III-ის შემდეგ (1533წ.) ოდიშის ერისთავობა მისმა ძემ, ლევან I-მა მიიღო87. მის პირველ თანამეცხედრეს ერქვა მარეხი88, მეორეს – ელენე89.
ლევან I იყო ოდიშის უკანასკნელი ერისთავი და პირველი „ხელმწიფე“ (მთავარი). ის 1557 წლამდე („გახელმწიფებამდე“) ჯერ კიდევ იწოდებოდა ერისთავად და მანდატურთუხუცესად ილორის წმ. გიორგის ხატის90, წალენჯიხის ფრესკულ წარწერასა91 და 1554წ. შედგენილ შერგილაძეთა სასისხლო სიგელში92. 1557წ. ლევან I-მა თავი გამოაცხადა ოდიშის სუვერენად „ხელმწიფის“ პატივით93. ოდიშში ერისთავთა ზეობაც ამით დამთავრდა და დაიწყო „ხელმწიფე“ დადიანთა მმართველობის ხანა, რამაც 1857 წლამდე გასტანა.
შენიშვნები
1. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. – ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973.
2. M. Bროსსეტ. Hისტოირე დე ლა Gეორგიე, II, შტ. Pეტერსბოურგს, 1856, გვ. 466; რაპპორტს სურ უნ ვოყაგე არცჰéოლოგიქუე დანს ლა Géორგიე ეტ დანს ლ’Aრმენიé. Eხეცუტე ენ 1847-1848, პარ M. Bროსსეტ, შტ. Pეტერსბურგს, 1849, გვ. 44.
3. É. ÌÄÖÍÀÒÂÉÀ. სამეგრელო დავით დადიანის დროს, Ó. ÝÀÉÛÅÉËÉÓ რედაქციით, თბ., 1939, გვ. 164-165.
4. Ó. ÌÀÊÀËÀÈÉÀ. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ. 178.
5. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, II, – თხზ., ტ. II, თბ., 1983, გვ. 143-144.
6. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში. თბ., 1963, გვ. 95; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, შ კოლექცია, I, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: È. ÁÒÄÂÀÞÄÌ, È. ÄÍÖØÉÞÄÌ, Í. ÊÀÓÒÀÞÄÌ, Ë. ØÖÈÀÈÄËÀÞÄÌ. – Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÉÓ რედაქციით, თბ., 1959, გვ. 139-140.
7. È. ÑÏÒÃÀÍÉÀ. ქრონიკები, II, ტფ., 1897, გვ. 132.
8. È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან. – „ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÖËÉ ÂÄÏÂÒÀ×ÉÉÓ ÊÒÄÁÖËÉ“, III, 1967, გვ. 161; È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის საერისთავო. – წიგნში: სამეგრელო, კოლხეთი,_ É. ÀÍÈÄËÀÅÀÓ რედაქციით, თბ., 1999. ოდიში.
9. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი. – ØÀÒÈËÉÓ ÝáÏÅÒÄÁÀ, II, ტექსტი გამოცემული ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉÓ მიერ, თბ., 1959, გვ. 33, 40, 49, 51, 81.
10. Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÉ. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998, გვ. 177.
11. È. ÑÏÒÃÀÍÉÀ. ქრონიკები, II, გვ. 131-132.
12. Ð. ÉÍÂÏÒÏÚÅÀ. რუსთველიანას ეპილოგი. – თხზ., I, თბ., 1963, გვ. 577.
13. Í. ÛÏÛÉÀÛÅÉËÉ. XII-XVსს. საქართველოს სახელმწიფო სამართლის ისტორიისა და რუსთველოლოგიის ზოგიერთი საკითხი. – ჟურნ. „ცისკარი“, #9, 1965, გვ. 127.
14. Û. ÌÄÓáÉÀ. საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობილება XII ს. საქართველოში, თბ., 1979, გვ. 152.
15. Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÉ. ათონის ქართველთა მონასტრის.., გვ. 232.
16. იქვე.
17. Ð. ÉÍÂÏÒÏÚÅÀ. რუსთველიანას ეპილოგი, გვ. 577.
18. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გვ. 92; Û. ÌÄÓáÉÀ. საშინაო პოლიტიკური ვითარება.., გვ. 150-153.
19. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. დადიანთა გენეალოგიისათვის XIII საუკუნეში. – ჟურნ. „ÃÒÏÛÀ“, #7, 1986.
20. È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის საერისთავო, გვ. 161.
21. იქვე.
22. É. ÀÍÈÄËÀÅÀ. დადიანთა გენეალოგიისათვის XIII საუკუნეში.
23. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გვ. 33-34.
24 .იქვე, გვ. 49.
25. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ. ასწლოვანი მატიანე. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო Ò. ÊÉÊÍÀÞÄÌ, თბ., 1987, გვ. 39, 64.
26. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, III, – თხზ., ტ. III, თბ., 1982, გვ. 16; Í. ÁÄÒÞÄÍÉÛÅÉËÉ. სავაზირო ფეოდალურ საქართველოში. – ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÓÀÊÉÈáÄÁÉ, III, თბ., 1966, გვ. 21.
27. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ, გვ. 126.
28. იქვე, გვ. 97.
29. იქვე, გვ. 126.
30. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტფ., 1914, გვ. 49, 139-141; È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის საერისთავო, გვ. 158-159; Å. ÁÄÒÉÞÄ. ხობის ტაძრის ისტორიისათვის. – „ÌÀÝÍÄ“, ისტორიის სერია, #3, 1973, გვ. 77-78.
31. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 801.
32. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 174.
33. ქართული წარწერების კორპუსი, II, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა Å. ÓÉËÏÂÀÅÀÌ, თბ., 1980, გვ. 175.
34. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 67-68.
35. ქართული სამართლის ძეგლები, II, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა É. ÃÏËÉÞÄÌ, თბ., 1965, გვ. 209.
36. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 801.
37. იქვე, გვ. 803.
38. Å. ÊÉÊÍÀÞÄ. საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989, გვ. 101-102; È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის საერისთავო, გვ. 154-155.
39. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 802-803.
40. Ð. ÉÍÂÏÒÏÚÅÀ. სვანეთის საისტორიო ძეგლები, II, თბ., 1941, გვ. 157.
41. Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÉ. მასალები იერუსალიმის ქართველთა კოლონიის ისტორიისათვის, თბ., 1962, გვ. 93, 98, 101.
42. Ã. ÁÀØÒÀÞÄ. არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987, გვ. 221.
43. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 803.
44. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 133, 211-212.
45. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947, გვ. 243.
46. Ã. ÊÀÐÀÍÀÞÄ. ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1966, გვ. 114.
47. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 211-212; É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. სინას მთის.., გვ. 243.
48. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 804.
49. ქართული სამართლის ძეგლები, II, გვ. 209.
50. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 804.
51. Ë. ÀáÀËÀÞÄ. ბედიის ტაძრის ფრესკული წარწერა და დადიანთა მანდატურთუხუცესობის საკითხი. – „ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÞÉÄÁÀÍÉ“, II, 1999, გვ. 61-66.
52. Ë. ÀáÀËÀÞÄ. ბედიის ტაძრის.., გვ. 61-66.
53. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 805.
54. È. ÑÏÒÃÀÍÉÀ. ქრონიკები, II, გვ. 221.
55. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 255; Á. áÏÒÀÅÀ. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIIIსს., თბ., 1996, გვ. 46-47.
56. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 806.
57. Ã. ÐÀÉàÀÞÄ. ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო, თბ., 1989, გვ. 94.
58. საქართველოს სიძველენი, III, Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉÓ რედაქციით, ტფ., 1909, გვ. 426.
59. Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÉ. მასალები.., გვ. 27, 77.
60. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 149.
61. ÀÌÁÒÏÆÉÏ ÊÏÍÔÀÒÉÍÉ. იტალიელი მოგზაურები საქართველოში XV საუკუნეში, თარგმნა À. àÚÏÍÉÀÌ, _ „ÌÏÀÌÁÄ“, XI, 1899, გვ. 59.
62. É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 329.
63. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 150.
64. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 806-807.
65. ქართული სამართლის ძეგლები, III, გამოსაცემად მოამზადა É. ÃÏËÉÞÄÌ, თბ., 1970, გვ. 222.
66. რაპპორტს.., VIII, გვ. 90.
67. იქვე, გვ. 95.
68. Ó. ÊÀÊÀÁÀÞÄ. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, I, ტფ., 1921, გვ. 1-2.
69. Ì. ÀáÀËÀÛÅÉËÉ. X-XVსს. წარწერები სვანეთის ჭედური ხელოვნების ძეგლებზე, თბ., 1987, გვ. 85.
70. იქვე.
71. ქართული სამართლის ძეგლები, III, გვ. 209.
72. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 806-807.
73. ÀÌÁÒÏÆÉÏ ÊÏÍÔÀÒÉÍÉ. იტალიელი მოგზაურები.., გვ. 50-51, 56; É. ãÀÅÀáÉÛÅÉËÉ. ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 330.
74. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 807-808.
75. იქვე, გვ. 810.
76. სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო Å. ÓÉËÏÂÀÅÀÌ, თბ., 1986, გვ. 114.
77. È. ÑÏÒÃÀÍÉÀ. მოქვის ეკლესიის (აფხაზეთში) ომოფორი ისტორიული წარწერებით, _ გაზ. „ÉÅÄÒÉÀ“, #98, 1902.
78. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 811.
79. È. ÑÏÒÃÀÍÉÀ. ქრონიკები, II, გვ. 378; ცხორება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო Â. ÀËÀÓÀÍÉÀÌ, თბ., 1980, გვ. 42; მცირე ქრონიკები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ã. ÏÃÉÛÄËÌÀ, თბ., 1968, გვ. 55, 105.
80. Н. Кондаков, Д. Бакрадзе. Опись памятников древности, გვ. 42-43.
81. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, I1, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: È. ÁÒÄÂÀÞÄÌ, Â. ØÀÅÈÀÒÉÀÌ ÃÀ Ë. ØÖÈÀÈÄËÀÞÄÌ – Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÉÓ რედაქციით, თბ., 1974, გვ. 135.
82. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, Q კოლექცია, II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს: È. ÁÒÄÂÀÞÄÌ, È. ÄÍÖØÉÞÄÌ, Í. ÊÀÓÒÀÞÄÌ, Ä. ÌÄÔÒÄÅÄËÌÀ, Ë ØÖÈÀÈÄËÀÞÄÌ, Ø. ÛÀÒÀÛÉÞÄÌ – É. ÀÁÖËÀÞÉÓ რედაქციით, თბ., 1958, გვ. 135.
83. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, I1, გვ. 93.
84. რაპპორტს.., VIII, გვ. 16.
85. ქართული სამართლის ძეგლები, II, გვ. 179.
86. ÑÀÌÈÀÀÙÌßÄÒÄËÉ. ასწლოვანი მატიანე, გვ. 3.
87. ÁÀÔÏÍÉÛÅÉËÉ ÅÀáÖÛÔÉ. აღწერა.., გვ. 811.
88. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 221.
89. იქვე, გვ. 237.
90. ღაპპორტს.., VIII, გვ. 96-97.
91. Ä. ÈÀÚÀÉÛÅÉËÉ. არხეოლოგიური.., გვ. 221.
92. È. ÑÏÒÃÀÍÉÀ. ქრონიკები, II, გვ. 397-398.
93. Ï. ÓÏÓÄËÉÀ. ოდიშის სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის. _ „ÌÉÌÏÌáÉËÅÄËÉ“, II, 1951, გვ. 181; È. ÁÄÒÀÞÄ. ოდიშის საერისთავო, გვ. 161; Á. áÏÒÀÅÀ. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 67-68.

пятница, 6 августа 2021 г.

ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის ისტორიისათვის (კ. ფიფია)

ახ.წ. I ს. მიწურულს რომის იმპერიის მმართველი ხდება იმპერატორთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო („ოპტიმუს“) პოლიტიკოსი და ბრწყინვალე მხედართმთავარი მარკუს ულპიუს ტრაიანე (98-117წწ). ტრაიანემ მოახერხა რომაულ სამყაროში ახალი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნა, პრინციპატის ჩიხიდან გამოყვანა, განუზომელი ავტორიტეტის მოპოვება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში და იულიუს-კლავდიუსებისა და ფლავიუსების მმართველობის დროს შენელებული ექსპანსიონისტური პოლიტიკის აღორძინება.
შედარებით მყარმა და სტაბილურმა საშინაო მდგომარეობამ, სენატისა და არმიის სრულმა მხარდაჭერამ, ტრაიანეს საშუალება მისცა დაეწყო ფართო შეტევითი ოპერაციები თითქმის ყველა მიმართულებით1. ტრაიანეს მიერ წარმოებულ ძლევამოსილ ომებს, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლურ კამპანიას, ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს რომის იმპერიის ისტორიაში. იგი დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც რომის ისტორიის შესახებ საერთო, განმაზოგადებელ ნაშრომებში2, ასევე ამ ლაშქრობისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოკვლევებში3. მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის შესახებ არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა, ამ პრობლემის ბევრი ასპექტი ბოლომდე გარკვეული არ არის, რაც გამოწვეულია წყაროთა სიმცირითა და ფრაგმენტულობით.
105-106 წწ. დუნაისპირეთში ტრიუმფალური ლაშქრობის და დაკიის სამეფოს პროვინციად გამოცხადების შემდეგ4, ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური კამპანიისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა რომის ისტორიული მტრის _ პართიის სამეფოს დამხობასა და აზიაში რომსა და პართიას შორის განუწყვეტელი დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას. პართიის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და მომავალი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციებისათვის დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ტრაიანემ დაიწყო იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრებისაკენ ჯარების გადასროლა5.
ომის საბაბიც მალე გამოჩნდა და იგი კვლავ პართია-რომის ურთიერთობაში ყველაზე პრობლემატური _ სომხეთის საკითხი გახდა. დაახლ. 110წ. პართიის სამეფოს ტახტზე პაკორ II-ის ნაცვლად ადის ხოსრო6, რომელმაც სომხეთის მეფობა ტრაიანეს მიერ დამტკიცებულ აქსედარს წაართვა და მის ნაცვლად ტახტზე მისთვის სასურველი კანდიდატი _ პართამასირისი აიყვანა7. საპასუხოდ ტრაიანემ, რომელმაც ეს აქცია 63 წ. კომპრომისული ხელშეკრულების დარღვევად ჩათვალა, 113 წ. ოქტომბერში დატოვა რომი და აღმოსავლეთისაკენ გაემართა8. იმავდროულად ევფრატის საზღვრისაკენ დაიძრნენ დუნაის ლეგიონები9. აღმოსავლეთში კონცენტრირებულ იქნა უზარმაზარი სამხედრო ძალა, 11 თუ 13 ლეგიონი და მოკავშირეთა დამხმარე ჯარები, რომელთა საერთო რაოდენობა 140-150 ათასს აღწევდა10.
როგორც ხოსრომ, ასევე პართამასირისმა სცადეს კარსმომდგარი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ტრაიანეს ელჩობა გაუგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ11. ტრაიანემ უარი განაცხადა დაზავებაზე და 114 წ. დასაწყისში ანტიოქიაში მივიდა. აქედან კი სწრაფი მარშით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ და მდ. ევფრატის მახლობლად მდებარე ქ. არსამოსატას უბრძოლველად აღების შემდეგ მივიდა მცირე არმენიის ქ. სატალაში, სადაც გულუხვად დაასაჩუქრა მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე ანქიალე12. სატალადან იმპერატორმა გეზი პირდაპირ სომხეთის დედაქალაქის არტაშატისაკენ აიღო. არტაშატი აღებულ იქნა, არმენია კი პროვინციად გამოცხადდა13. მომდევნო წელს კი რომაელებმა კვლავ გააგრძელეს ტრიუმფალური სვლა სამხრეთისაკენ, ახლა უკვე პართიის ტერიტორიაზე და ხელთ იგდეს ადიაბენა, ბაბილონი, სელევკია და პართიის სამეფოს დედაქალაქი _ ქტეზიფონი, ხოლო სპარსეთის ყურეზე გასვლის შემდეგ, 115 წ. მიწურულს მესოპოტამიაც რომის პროვინციად გამოცხადდა14. მაგრამ, დიდების ზენიტში მყოფი ტრაიანეს სამხედრო წარმატებები მხოლოდ გარეგნულად იყო ეფექტური, სინამდვილეში კი ძალზე არამყარი აღმოჩნდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაფანტული რომაული არმიის ზურგში იფეთქა მძლავრმა აჯანყებამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა არა მარტო ახლადდაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ კირენაში, კვიპროსსა და ეგვიპტეში15, რის შედეგადაც ასე წარმატებით დაწყებული აღმოსავლური კამპანია ჩაიშალა და 117 წ. ზაფხულში რომაელები იძულებული გახდნენ დაეცალათ მთელი შუამდინარეთი, ხოლო უკანმობრუნებული იმპერატორი კილიკიაში გარდაიცვალა16.
როგორც ზემოთ ვნახეთ, დიონ კასიოსი (153-235 წწ.) საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს ტრაიანეს ლაშქრობას სომხეთსა და მესოპოტამიაში და მისი მოძრაობის მარშრუტს ანტიოქიიდან დაწყებული ვიდრე ამ კამპანიის დასასრულამდე. აქ გვინდა შევჩერდეთ დიონ კასიოსის თხზულების ერთ ფრაგმენტზე. აღმოსავლური კამპანიის საწყის ეტაპზე, არმენიის ქალაქ არსამოსატას აღების შემდეგ17 ტრაიანე სომხეთის შუაგულისაკენ კი არ დაიძრა, არამედ კვლავ გამობრუნდა რომის გამგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე და გეზი აიღო აღმოსავლეთში რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ჩრდილოეთ ფორპოსტის ქ. სატალასაკენ, სადაც მან საჩუქრებით დააჯილდოვა მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე. აღნიშნულ გარემოებას პირველად ყურადღება მიაქცია პროფ. ნ. ლომოურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრაიანე მხოლოდ ანქიალეს დასაჩუქრების მიზნით არ წავიდოდა სატალაში, არამედ იგი აქ უნდა შეხვედროდა მოკავშირეთა ჯარებს და, კერძოდ, მაკრონ-ჰენიოხთა რაზმებს18.
როგორც ჩანს, სატალა წარმოადგენდა რომაელთა ჯარების თავშეყრის პუნქტს და, ჩვენი აზრით, აქ კონცენტრირებული იყო არა მხოლოდ მოკავშირეთა დამხმარე რაზმები, არამედ რომაელთა აღმოსავლური კამპანიის მონაწილე ძირითადი ძალები _ რეგულარული ჯარის ნაწილები, მათ შორის, რაც მთავარია, დუნაისპირეთიდან გადმოყვანილი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი ლეგიონები, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით. სატალა წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ფორპოსტს და რომის ძლიერების ერთ-ერთ საყრდენს აღმოსავლეთში19. სატალას ციხესიმაგრე მდებარეობდა მაღლობზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას. იგი კონტროლს უწევდა დიდი არმენიიდან მცირე არმენიისაკენ მიმავალ გზებს20 და, როგორც აღნიშნავს თ. მიტფორდი, წარმოადგენდა ყოველგვარი თავდასხმებისა და გამოსვლების ძირითად მაკონტროლებელ პუნქტს სომხეთსა და კავკასიაში21.
გარდა ამისა, სატალა აღმოსავლეთში, სხვა რომაული ლეგიონების ბანაკებთან შედარებით გეოგრაფიულადაც ყველაზე ახლოს იყო სომხეთის დედაქალაქ არტაშატთან. რაც შეეხება სატალაში კონცენტრირებულ რომაულ ჯარებს, აქ ვესპასიანეს (69-79წწ.) დროიდან დისლოცირებული იყო ერთი ლეგიონი, ხოლო ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთთან საომრად მზადების პირობებში სატალაში, ჩვენი აზრით, თავმოყრილ იქნა იმპერიის სხვადასხვა პროვინციებიდან აღმოსავლეთში გადაყვანილი ლეგიონების ერთი ნაწილიც. თუ ვასალური ნაბატეის სამეფოს გაუქმების შემდეგ (106წ.), რომის აღმოსავლეთის საზღვრებზე განლაგებული იყო 7 ლეგიონი22, მათ შორის 2 დისლოცირებული იყო კაპადოკიაში _ სატალასა (Lეგიო XVI Fლავია Fირმა) და მელიტენეში (Lეგიო XII Fულმინატა),23 ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთისაკენ სამხედრო ნაწილების გადაადგილების შემდეგ, ამ შვიდ ლეგიონს დაემატა იმპერიის სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი ექვსი ლეგიონი24. მათ შორის იყვნენ დუნაისპირეთიდან გადმოყვანილი სამხედრო ნაწილებიც _ ზემო პანონიიდან XV Aპოლლინარის* და XXX Uლპია, ზემო მეზიიდან VII კლაუდია-ს, ხოლო დაკიიდან XIII Gემინა-ს ვექსილაციები25.
* ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლეგიონი XV Aპოლლინარის თავიდანვე იდგა სატალაში (იხ. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 358, შენ. 1), თუმცა მკვლევართა უმრავლესობის მიერ ეს მოსაზრება უარყოფილია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ XV ლეგიონი აღმოსავლეთში გადმოყვანილ იქნა ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთში ლაშქრობის დაწყების წინ (ამ პრობლემის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 75-76; О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72 гг). – Вестник древней истории, 1955, №2, გვ. 70, შენ. 3; O. В. Кудрявцев. Исследования по истории Балкано-Дунайских областей в период Римской империи и статьи по общим проблемам древней истории. М., 1957, გვ. 185, შენ. 37; М. И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья. М.-Л., 1956, გვ. 312; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 164-168).
აღმოსავლეთში ახალგამოჩენილი ლეგიონებიდან თუ მათი ცალკეული ვექსილაციებიდან, სატალაში, ჩვენი აზრით, თავმოყრილ იქნა სწორედ დუნაისპირა პროვინციებიდან გადმოსროლილი, ზემოჩამოთვლილი სამხედრო ნაწილები. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ ტრაიანეს ლაშქრობის შემდგომ, სატალაში Lეგიო XVI Fლავია-ს ნაცვლად დგას სწორედ ზემო პანონიიდან ახლად გადმოყვანილი Lეგიო XV Aპოლლინარის.** გარდა ამისა, დუნაისპირეთიდან გადმოსროლილი ჯარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სადისლოკაციო პუნქტი, როგორც სტრატეგიული, ასევე საკომუნიკაციო თვალსაზრისით, სწორედ სატალა იყო, რადგანაც ამ დროს ფუნქციონირებდა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც იწყებოდა ქვემო მეზიაში და კალატის-ტომი-ისტრია-ტირასის გავლით მიემართებოდა ტავრიკის ხერსონესისაკენ, ხოლო აქედან კი ტრაპეზუნტისა და არტაშატისაკენ26.
რა თქმა უნდა, ტრაიანე დუნაისპირეთიდან აღმოსავლეთში ლეგიონების გადასაყვანად სწორედ ამ გზას გამოიყენებდა, მით უმეტეს, რომ ამ მაგისტრალის ბოლო პუნქტი, სომხეთის დედაქალაქი _ არტაშატი წარმოადგენდა კიდეც მისი ლაშქრობის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. ტრაპეზუნტში მისული დუნაის ჯარებისათვის უახლოესი სასაზღვრო-სადისლოკაციო პუნქტი სატალა იყო. ტრაპეზუნტიდან არტაშატისაკენ მიმავალი გზაც სწორედ სატალაზე გადიოდა და ეს გზა რომაელთა მიერ, ჯერ კიდევ ვესპასიანეს დროიდან საგანგებოდ იყო გამაგრებული27.
ასე რომ, ტრაიანეს სომხეთზე გალაშქრების წინ, სატალა რომის აღმოსავლური ციხესიმაგრეებიდან ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს და საკომუნიკაციო პუნქტს წარმოადგენდა სომხეთის მიმართ. მისი სომხეთის დედაქალაქთან
** ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XV Aპოლლინარის-ს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა სომხეთზე ლაშქრობაში და იგი იმთავითვე სატალის დასაცავად იქნა დატოვებული (იხ. O. В. Кудрявцев. Исследования.., გვ. 182-183; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 168).
შენიშვნები
1. Н. А. Машкин. История древнего Рима. Л., 1948, გვ. 437; История древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 218-220; E. Lუტტწაკ. თჰე Gრანდ შტრატეგყ ოფ ტჰე ღომან Eმპირე ფრომ ტჰე Fირსტ ცენტურყ A.D. ტო ტჰე თჰირდ. Bალტიმორე–Lონდონ, 1976, გვ. 97-111.
2. Т. Моммзен. История Рима. V. М., 1949, გვ. 359-364; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим. Ч. II. М., 1966, გვ. 224-248; К. Крист. История времён римских императоров от Августа до Константина. Т. I. Ростов-на-Дону, 1997, გვ. 404-410.
3. В. И. Ламзин. Вопросы хронологии и топографии восточных походов Траяна (114-117гг.). – Вестник Московского университета, серия VIII. История, 1, 1977, გვ. 51-64; ღ. P. Lონგდენ. Nოტეს ონ ტჰე Pარტჰიან ჩამპაიგნს ოფ თრაჯან. – თჰე ჟოურნალ ოფ ღომან შტუდიეს, ვოლ. XXI. Lონდონ, 1931; ჟ. Gუეყ. Eსსაი სურ ლა გუერრე პარტჰიქუე დე თრაჯან (114-117). Bუცჰარესტ, 1937; F. A. Lეპპერ. თრაჯან’ს Pარტჰიან ჭარ. Lონდონ, 1948; N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ ოფ Pარტჰია. ჩჰი., 1938.
4. იხ. И. Т. Кругликова. Дакия в эпоху римской оккупации. М., 1955, გვ. 64-72; Т. Д. Златковская. Мёзия в I и II вв. н.э. М., 1951, გვ. 71-84; Н. А. Чаплыгина. Римляне на Дунае (I-III века н.э.). Кишинев, 1990, გვ. 42-53.
5. ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობისათვის მზადების შესახებ იხ. კ. ფიფია. რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის საკითხისათვის. _ „საისტორიო ძიებანი“, III, 2000, გვ. 69-72; კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2004, გვ. 92-95; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 224-234.
6. N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ.., გვ. 216.
7. Dიო ჩასს., LXVII, 17.
8. Aრრიანუს, Pარტჰიცა, ფრ. 34; Mალალა, ჩჰრონ., ფრ. 270; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 236; В. И. Ламзин. Вопросы хронологии.., გვ. 53.
9. К. Крист. История времен.., გვ. 406.
10. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 234; К. Крист. История времен.., გვ. 406.
11. Dიო ჩასს., LXVIII, 17-19.
12. Dიო ჩასს., LXVIII, 19,2.
13. Dიო ჩასს., LXVIII, 21; Eუტრ., Bრევ., VIII, 3.
14. Dიო ჩასს., LXVIII, 26; Mალალა, ჩჰრონ., ფრ, 274; Eუტრ., VIII, 3.
15. Dიო ჩასს., LXVIII, 29-32.
16. Dიო ჩასს., LXVIII, 33; LXIX, 1.
17. იხ. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა. თბ., 1966, გვ. 82, შენ. 2, გვ. 135; Н. Ю. Ломоури. Грузино-римскиე взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 227, შენ. 59; В. И. Ламзин. Вопросы хронологии.., გვ. 53.
18. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 135-136; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 183-184, 227.
19. იხ. კ. ფიფია. მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ _ რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. _ „საისტორიო ძიებანი“, IV, 2001, გვ. 53-54; კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის.., გვ. 76-78.
20. А. П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении. – Историко-филологический журнал, 4(115), 1986, გვ. 155; თ. B. Mიტფორდ. Bილლიოტი’ს Eხცავატიონს ატ შატალა. – Iნ Aნატოლიან შტუდიეს, XXIV, 1974, გვ. 210-222; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს ფრომ ტჰე ჩაპპადოციან Lიმეს. – თჰე ჟოურნალ ოფ ღომან შტუდიეს, LXIV, 1974, გვ. 165.
21. თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 165.
22. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 233, შენ. 81.
23. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ..., გვ. 75-76; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 233, შენ. 81; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 164-168.
24. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 234; N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ.., გვ. 220; თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ. Vოლ. XI. ჩამბრიდგე, 1954, გვ. 242.
25. O. В. Кудрявцев. Исследования.., გვ. 185, შენ. 37.
26. თ. Д. Златковская. Мёзия.., გვ. 104-105; F. E. ჩუმონტ. Fრაგმენტ დე ბოუცლიერ პორტანტ უნე ლისტე დ´ეტაპეს. – შყრია,VI, 1925, გვ. 17.
27.თ. თოდუა. რომაულისამყაროდასაქართველოსშავიზღვისპირეთი.დისერტაციაისტორიისმეცნიერებათადოქტორისსამეცნიეროხარისხისმოსაპოვებლად (ხელნაწერისუფლებით). თბ., 1995, გვ.49; თ. თოდუა. რომაულისამყაროდაკოლხეთი. თბ., 2003, გვ. 12-15; Ф. Е. Кюмон. Научно-археологическое путешествие в Понт и МалуюАрмению. Понтийское исследование. II. Перевод и комментарии А. Ташяна. Вена, 1919, გვ. 370-371; М. И. Максимова. Античные города.., გვ.313; Т. В. Мიტფორდ. Bილლიოტი´სეხცავატიონს.., გვ. 211-220.