среда, 5 ноября 2025 г.

VII კლასი - ყოფა-ცხოვრება ქვის ხანაში და ხელოვნური ინტელექი



ყოფა-ცხოვრება ქვის ხანაში

ავტორი: ნინო ბარაბაძე 

გათენდა ერთი მშვენიერი დღე. მძიმედ ავდექი საწოლიდან, რომელიც იატაკზე გაფენილ თივას წარმოადგენდა. შევიმოსე სელის პერანგით, გავიხედე გარეთ, რათა მეხილა ირგვლივ რა ხდებოდა. დღეს ის დღეა, როდესაც ახალი საქმიანობები უნდა შევისწავლო უფროსებისგან.

         გამარჯობა, მე პალენინი ვარ. საკმაოდ მოზრდილი გოგონა და თითქმის გამოვედი ბავშვობიდან. დღეს მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნოთ, რომელიც სულ 5 სულიანია: მამა, დედა, მე, ძმა და და.

         მე ერთ-ერთ დიდ დასახლებაში ვცხოვრობ, მდინარის ახლოს, სადაც სახლები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, პატარებია და თითქმის ყველა ერთნაირია. ჩემი სახლი თიხის აგურებითაა ნაგები, რომელიც მამას ასევე თიხით შეულესავს. იატაკიც თიხატკეპნილია. სახურავად თივადაფარებული ჯოხებით მოწნული ჭერი გვაქვს, რომლის შუაში საკვამურია დატოვებული, რადგან კერიიდან გამომავალმა კვამლმა არ დაგვგუდოს.

სახლის გვერდით ბოსელია, სადაც ჩვენს მოშინაურებულ ძროხას, ხარს, თხას და ცხვარს ვაბინავებთ. ეს ძალიან გვიმარტივებს ცხოვრებას, რადგან აღარ უწევთ ჩვენს მამებს მუდმივად სანადიროდ სახიფათო მოგზაურობაში წასვლა, თუმცა-კი საქონელს საძოვარზე გადენა და დარაჯობა სჭირდება, რათა მგელმა და სხვა ნადირმა არ შეჭამოს.

ფრინველები არ მოგვიშინაურებია, თუმცა ჩვენს საცხოვრისში ველური ფრინველები იკეთებენ ბუდეებს და ხანდახან მათი კვერცხის მირთმევაც შეგვიძლია, თუმცა ბევრი არ გვაქვს და ბავშვები ზოგჯერ ვჩხუბობთ მისი გულისთვის.

გვაქვს რელიგიური უცნაური ჩვევები, რომელთაგან ბევრი არ მესმის. მათთვის მსხვეპლის შესაწირად დასახლებაში ოთახი გვაქვს გამოყოფილი.  ბოლო დროს წინაპრების იატაკში დამარხვა დავიწყეთ - უფროსები ამბობენ, ამით მისი სული სახლს დაიცავსო.

ქალები გაშლილ ველზე, ნეოლითურ დასახლების ახლოს ქალები ამზადებენ თიხის ჭურჭელს, სამკაულს, კოვზებს, დოქებს, თეფშებს, ქვის ხელსაფვავით ფქვავენ ხორბალს, ძაფისგან ქსოვენ ტანისამოსს.

მამაკაცები ამზადებენ შრომის იარაღებს ქვისგან, ჯოხისგან, ობსიდიანისგან. ძალიან რთულია სახნავისებრი ჯოხების და საჩიჩქნების დამზადება, რაზეც მამა დღეების მანძილზე წვალობს. ამ დროს ვცდილობ შრომა შევუმსუბუქო, წყალი ან საკვები მივუტანო.

როდესაც თბილი ამინდები იწყება, ვიწყებთ მთელი დასახლება ერთად მიწის დამუშავებას, მერე თესვას და დროდადრო ნათესს ვუვლით, რომ საკმარისი მარცვლეული მოგვივიდეს და აღარ მოგვშივდეს. მოსავალს აცივებისთანავე ასევე ერთად ვიღებთ და სამართლიანად ვანაწილებთ თემში.

თემში ბევრი საერთო საქმე და საგართობი გვაქვს. ყოველ საღამოს კოცონებთან ვიკრიბებით და ბევს ვხალისობთ, ვიდრე ძილი არ მოგვერევა.

თემში მამაკაცები უფრო მეტი გავლენით სარგებლობენ. განსაკუთრებით თუ მოხუცები არიან. როცა რაიმე ჩხუბი ხდება, დავაა, ვინმე დანაშაულს იდენს, რამე ნადავლის განაწილებაა, ომია მოსამზადებელი, ტყიდან ორგანიზებულად შეშაა მოსატანი ან დასახლება გასამაგრებელი და ასე შემდეგ, იკრიბება უხუცესთა საბჭო, რომელზეც მოხუცი მამაკაცები ხმის უმრავლესობის და ძველი წესების მიხედვით წყვეტენ საკითხებს.

ჩვენ საკმაოდ წარმატებული თემი ვართ. მოსახლეობა საკმაოდაა, მოსავალიც საკმარისად მოგვყავს, ამიტომ ზოგჯერ მეზობელი თემები გვესხმიან თავს, რომ საკვები წაგვართვან. ამიტომ მამაკაცები ამზადებს საბრძოლო იარაღებს და ვარჯიშობენ ბრძოლაში. ბრძოლის დროს კი ყველაზე კარგ მებრძოლს ბელადად ირჩევენ. თუ ბრძოლას მოვიგებთ და მოწინააღმდეგეს ნადავლს წავართმევთ, მაშინ ბელადს სხვებზე მეტი ერგება, ხოლო დანარჩენს თანაბრად.

ერთ დღეს ბავშვები ტყეში სეირნობისას ჩვენი დასახლებიდან შორს წავედით და უცხოთა დასახლება დავინახეთ, რომელიც ჩვენთან შედარებით ძალიან ღარიბული იყო. ცეცხლის ჰქონდათ, მაგრამ არც სახლები ჰქონდათ, არც ცხოველი, არც ნათესები. ტანზე დათვის ტყავი ემოსათ და გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. მარტივი იარაღები ჰქონდათ კედლებზე ცხოველებს ხატავდნენ.

როდესაც შინ დავბრუნდით ჩვენი თავგადასავალი კონცონთან თანატომელებს მოვუყევით. ყველა ინტერესით ისმენდა ახალი ხალხის შესახებ და ბევრ კითხვას სვამდა. ბოლოს ცეცხლი ჩაქრა და ყველა დასაძინებლად წავიდით.
















ერთი დღე ქვის ხანაში
ავტორი: ქეთი ხარაბაძე

დილა იყო ცივი და ნისლით დაფარული. ჩვენთან თემში სახლები ახლო-ახლოსა. სახლებს ვაშენებთ თიხის აგურებით, რომლებსაც თავი თიხითშელესილი ხის ძელებით აქვს გადახურული. სახლს აქვს შესასვლელი კარი ხის ტოტებით მოწნული და თიხით შელესილი. სახლს სახურავში აქვს ხვრელი, საიდანაც კვამლი უნდა გავიდეს, რომელიც კერიიდან აბოლდება.
დილით დედა რუმ თიხისგან ჭურჭლის დამზადება დაიწყო და თან ჩემი ძმა ნო ეხმარებოდა. მე მათ ვუყურებდი.
ამ დროს მამამ დამიძახა მიწის დამუშავებაში დამეხმარეო. ჩვენ წვედით წავიღეთ თოხი, რომელიც მზადდება ხის ტარით და გაპრიალებული ქვით და კიდევ სხვა უამრავი იარაღი, წავიღეთ ქვის ნამგალი, რომელიც ამოჭრილ ხეში კაჟის ნატეხებით იყო გაკეთებული. ამ იარაღებს თემში ყველაზე განთქმული ბიძია კარო ამზადებს. მიწის დამუშავებაში მხოლოდ მე და მამა არ ვართ ჩართული, მიწა ყველას ეკუთვნის და მუშაობაც ყველას ევალება.
როდესაც შუა დღის სიცხე ჩამოწვა, დავასრულეთ მუშაობა და შემდეგ წავედით მე და ჩემი ძმა წყლის მოსატანად და თიხის ჭურჭელი წავიღეთ. წყარო ჩვენს საცხოვრისთან ახლოს იყო. სასიამოვნოდ ცივი წყალი მოდიოდა და სიხარულით ავავსეთ ჭურჭელი.
სახლში მალევე მივედით. ამ დროს მეზობელი ქალბატონი და მისი გოგონა წავიდნენ ძროხასთან, რათა თივა მიეტანათ. ბოსლები სახლების გვერდითაა მიკრული, რადგან შენობას მარტო დგომა უჭირს და შორსაც არ გვიწევს წასვლა.
ეზოებზე ხის ტოტებით მოწნული ღობე გვაქვს. აქ ხშირად შემოგვივარდება ნადირი, რომელიც დასახლებასთან ახლოს მდებარე ტყეში ბევრია. ამიტომ ჩვენი საქონელი ასე უფრო დაცულია.
ჩვენ ტომში ყველაფერი საერთოა ოჯახის გარდა. გვყავს უამრავი ცხოველი, რაც ხელს იმაში გვიწყობს რომ არ ვინადიროთ. როდესაც ჩვენს ტომში ადამიანი კვდება, მას თავისი სახლის იატაკში ვმარხავთ, რათა მუდამ ჩვენთან იყოს.
ნაშუადღეზე ყველა საქმიანობას შეუდგა: ქალები აკეთებენ სამკაულებს; მამაკაცები თიხის ჭურჭელს. მე სხვა გოგონებთან ერთად ვფქვავთ მარცვლეულს, რომ შემდეგ ქალებმა პური გამოაცხონ.
შუადღეც ნელ ნელა მიიწურა. საღამოვდება… მალე შეიკრიბება უხუცესთა საბჭო. უხუცესები საბჭოში საუბრობენ ტომის მნიშვნელოვან საქმეებზე. უხუცესთა საბჭოში ყველა თანასწორია, მაგრამ ბრძოლის დროს ირჩევენ ერთ ლიდერს. როდესაც ნადავლს იყოფენ უმეტესობა ლიდერს ხვდება.
შემდეგ დიდი სადილობა დაიწყო. დედამ ცხელი პურები მოიტანა. მამაკაცებმა შემწვარი ხორცი მოიტანეს. ზოგმა ხილეული დადო, ზოგმა კიდეც ბოსტნეული და სუფრაც შეივსო.
საჭმელიც ვჭამეთ და მოსაღამოვდა. მე ძალიან მიყვარდა საღამოობით გარეთ გასვლა და ვარსკვლავებზე დაკვირვება ასეც მოვიქეცი. უეცრად რაღაც ხმა გავიგე და დავინახე ტანსაცმელშემოხეული ადამიანი, რომელიც კოჭლობით მოდიოდა. გაირკვა, რომ მგელს ეკბინა. მას არ უნდოდა, მაგრამ მაინც წავიყვანე ჩვენს ტომში. ქალებმა შემოსეს და ბალახეულის ნაყენი წაუსვეს ფეხზე, სადაც ტკიოდა.
შემდეგ მთხოვა, რომ დავხმარებოდი და მისიანებთან წავეყვანე, რადგან გადაადგილება უჭირდა. გარკვეული ხანი სიარულის შემდეგ მივადექით ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ღია ცის ქვეშ გაჩერებულიყვნენ და ცეცხლის დანთებას ცდილობდნენ. რადგან მათიანს დავეხმარე, მე კარგად მიმიღეს, თუმცა, რადგან ქსოვილის სამოსით ვიყავი შემოსილი, გაკვირვებული მიყურებდნენ. ისინი თითქმის შიშვლები იყვნენ და სხეულის ნაწილზე მხოლოდ ცხოველის ტყავი შემოეკრათ. თანაც ძალიან უსუფთაოდ იყვნენ.
მათ დროებით პატარა სახლები ჰქონდათ, ხის ტოტებმოწნული და დიდ ფოთლებ და ტოტებგადაფარებული. აშკარად ისინი რამდენიმე დღეს თუ გაძლებდა. ეს ხალხი მომთაბარენი იყვნენ და არც ცხოველები ჰყავდათ და არც დამუშავებული მიწა ჩანდა ახლო-მახლო. როგორც გამაგებინეს საკვებს ნადირობით, თევზაობით და მცენარეების ნაყოფის შეგროვებით იპოვებდნენ, თუმცა მათი ნორმალურად მომზადება არ იცოდნენ.
ამასობაში კურდღლის ხორციც შეწვეს და ცოტა მიწილადეს. საკმაოდ გემრიელი იყო. მერე რაღაც მცენარის ფესვები დამაყოლებინეს; ოდნავ მომწვარი და საკმაოდ გემრიელი მეჩვენა.
ბოლოს ცოტა გამასეირნეს და მაჩვენეს მახლობელ ბორცვის კედელზე ნახატები ჰქონდათ. ჩემდა გასაკვირად მათ ხატვასთან ერთად უხეშ ფლეიტაზე დაკვრაც იცოდნენ და ცეცხლთან მის ხმაზე ყველა ერთად ქაოსურად ცეკვავდნენ კიდეც.
უკვე ძალიან ღამდებოდა, ამიტომ დავემშვიდობე, სახლში სწრაფად დავბრუნდი და უმალ დასაძინებლად გავეშურე, რადგან მეორე დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი და თემის მცხოვრებლებთან ერთად მიწაზე სამუშაოები მელოდა.

















ერთი დღე ქვის ხანაში

ავტორი: ნიკოლოზ ქიმერიძე


გამარჯობა! მე ნი ვარ, მოზრილი ბიჭი, საშუალო სიმაღლით და ძლიერი ბეჭებით. ახლა ჩემი ოჯახისა და თემის შესახებ მოგითხრობთ. თემის ამბები მოგითხროთ. ჩვენ ვიცით ქვის იარაღების დამზადება. გვაქვს სახლები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს დგას. ფორმით პატარაა. ჩვენი სახლის კედლები შელესილია თიხით, მამაჩემს ქვია, ზი დედაჩემს პო.

მამაჩემი დილას ადრე ადგა იმისთვის რომ იარაღები მოემზადებინა. დედაჩემმა ქოთანი მოამზადა, ცხეხლი დაანთო და პურის ცხობას შეუდგა. ამასობაში გათენდა და ჩემი და  კი ძროხის მოსაწველად გავიდა. ამ დროს მინდორში პატარებმა თამაში დაიწყეს.

 იარაღების მომზადებისა და ხარების შებმის შემდეგ მამამ სხვებთან ერთად მიწათმოქმედება დაიწყო, რაც რთული და ხანგრძლივი საქმეა.

თემში რამე პრობლემა თუ ხდება, ყველაფერს წყვეტს უხუცესთა საბჭო. ჩვენ ერთად ვთესავთ და ვიღებთ მოსავალს, რადგან ყველაფერი საერთო გვაქვს.

შუა დღიტ  სოფლის კაცებმა გადაწყვიტეს სანადიროდ წასულიყვნენ და მამაჩემი ლიდერად აირჩიეს. მე გამიხარდა, რადგან მეტი ხორცი შეგვხვდება. შუა დღეს სოფლის ქალები გამოდიოდნენ და საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებდნენ.

ჩემს მეზობელს ძროხამ წველისას წიხლი დაარტყა და ხელი მოსტეხა. ჩვენ ის ერთ მკურნალთან წავიყვანეთ, რათა ჭრილობა დაემუშავებინა. შემდეგ სახლში დავბრუნდით და დედამ განაგრძო საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება.

ჩვენთან როდესაც ვინმე გარდაიცვლება იატაკის ქვეშ ვმარხავთ. ჩვენთან არის მრავალღმერთიანობა და ვლოცულობთ მათზე, რომ მოგვცეს ნაყოფი, წვიმა და უბედურება არ შეგვემთხვეს.

შუა დღით მამამ მომიყვა თუ როგორ გადაურჩა ის ველურებს. ერთხელ მეგობრებთან ერთად ტოტებით და მოზელილი თიხით სახლს ვაშენებდითო. როდესაც მოსაღამოვდა საღამოს გარეთ გავედი, რომ გამესეირნებია სუფთა ჰაერზე. გზად ირემზე მონადირე ველურები გადამეყარა. წინააღმდეგობა გაუწიე, მაგრამ მაინც შემიპყრეს. იმათ ტოტებითწნული სახლები ჰქონდათ და ცეცხლს იყენებდნენ. ორი დღე დატყვევებული ვიყავი, შემდეგ ჩვენებმა მიპოვეს და როცა ველურებს ეძინათ ჩუმათ გამანთავისუფლესო.

ამასობაში მოსაღამოვდა. დედა გარეთ გავიდა რომ ძროხა მოეწველა და ძროხა არ დახვდა დედაჩემმა კივილი მორთო. მთელი თემის ხალხი დედაჩემის სახლთან შეგროვდა. დედამ ეს ყველაფერი უხუცესთა საბჭოს უამბო. უხუცესთა საბჭომ ეს საქმე გამოიძია და გაარკვიეს რომ ეს ყველაფერი მახლობელი თემის ხალხმა გააკეთა. უხუცესთა საბჭომ გადაწყვიტა რომ იმ სოფელში წასულიყვნენ დაძროხა უკან წამოეყვანათ. იმ თემის საბჭოს გაუკვირდათ რატო გვაბრალისო, მაგრამ დედამ დაინახა თუ როგორ წველიდა ერთი მოზრდილი გოგონა. დედამ მას ყველაფერი აპატია. ცოტა დაპირისპირება მოხდა და ბოლოს ძროხაც წაავართვით და სხვა ნადავლიც.

ამასობაში მამა დაბრუნდა სახლში და სოფლის კაცებმა დაიწყეს ნადავლის გაყოფა. მაგრამ მათ ერთი უცნაურობა მოხდა ჩვენს თავს: გზად  ჩვენებს შეხვედრიათ ველური გოგონა, რომელიც მამაჩემმა სახლში მოიყვანა, აჭამა, და ჩვენი სახლი გააცნო. მან მოგვიყვა თუ როგორ მიატოვა ის დედამ ტყეში. შეგვეცოდა და ჩვენთან დავიტოვეთ.

 ახლა კი დაღამდა უნდა დავიძინო. ასეთი იყო ერთი საინტერესო დღე ჩვენს ცხოვრებაში.