სნეფრუ – იყო ძველი ეგვიპტის IV დინასტიის პირველი ფარაონი. იგი ქვეყანას მართავდა დაახლ. ძვ.წ. 2619-ძვ.წ. 2589 წლებში. მისი მშობლების შესახებ ზუსტი ცნობები არ გვაქვს, თუმცა ირიბი ცნობებით ივარაუდება, რომ მამამისი მესამე დინასტიის ბოლო ფარაონი ჰუნი უნდა ყოფილიყო, ხოლო დედა მერენსახ I. თვით სნეფრუ დაქორწინებული იყო ჰეტეფჰერესზე, რომელსაც ზოგი ჰუნის ასულად და სნეფრუს დად მიიჩნევს. მათ შეეძინათ 2 შვილი: ხუფუ (ხეოფსი) და ქალიშვილი ჰეტეფჰერესი. ამას გარდა სნეფრუს სხვა ცოლებისგან კიდევ 11 შვილი ჰყავდა. ბიჭები ფარაონმა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშნა, გოგონები კი ვეზირებსა და სხვა ახლო ნათესავებზე დააქორწინა.
ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი სნეფრუს მმართვლობაზე წერს: „მეოთხე დინასტიის პირველი მეფის, სნეფრუს ხანგრძლივი მეფობით დაიწყო „პირამიდების ხანა“, რაც დიდი პირამიდების მშენებლების ეპოქის დასაწყისს აღნიშნავდა. ეს ეგვიპტური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დიდებული პერიოდი იყო. არქიტექტურის გარდა, ქანდაკების, რელიეფური მხატვრობის და ხელოვნების სხვა ფორმების ხელოვნებამ ზენიტს მიაღწია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინაში ცოდნისა და პრაქტიკის საფუძვლები ჩამოყალიბდა და საუკუნეების განმავლობაში, ბერძნულ ეპოქაშიც კი, ძალაში დარჩა“.
ტურინის პაპირუსის მიხედვით სნეფრუ ეგვიპტეს 24 წელი მართავდა. ძველი ტექსტების მიხედვით მეტი წლის მართველობა ჩანს, და რადგან 4 დიდი პირამიდა ააგო, ვარაუდობენ რომ მინიმუმ 30 და შეიძლება მეტიც უნდა ემეფა.
სნეფრუ ისტორიაში შევიდა როგორც პირამიდების მშენებელი. როგორც ირკვევა მან ააგო 4 დიდი პირამიდა: სეილეს საფეხუროვან პირამიდა, მეიდუმის პირამიდა, დაჰშურის „გაბზარული პირამიდა“ და დაშურის „წითელი“ პირამიდაც.
სეილეს საფეხუროვანი პირამიდა, როგორც ჩანს პირველი საცდელი პირამიდა იყო სნეფრუს. ადრე ის მესამე დინასტიის აგებული ეგონათ, მაგრამ ბოლო წლებში იქ ფარაონის გამოსახულების აღმოჩენამ, რომესაც სახელი სნეფრუ ეწერა, დაგვარწმუნა, რომ ესეც ამ საოცარმა ფარაონმა ააგო. იგი მეუდუმის დასავლეთით 10-კმზე, დაიუმის აღმ. საზღვართან მდებარეობს და უკვე დანგრეულია. მისი საწყისი სიმაღმე 25 მეტრი უნდა ყოფილიყო და 4 მასტაბისგან შედგებოდა. დღეს 6,8 მეტრია სიმაღლეში. აგების მომენტში დაშვეული შეცდომის გამო ჩრდ-დას. მხარე 12 გრადუსით იყო გადახრილი, რამაც გამოიწვია რღვევა. მესამე დინასტიის პერიოდში მსგავსი და შესაბამისად დანგრეული პირამიდა ბევრია შემორჩენილი.
მეიდუმის პირამიდა სიმაღლე იყო 93,5 მ ახლა არის 70 მეტრი. სიგრძე 147 მეტრია. მდებარეობს მეიდუმში, ფაიუმ ოაზისის შესასვლელთან.
დაჰშურის გაბზარული (ან მოხრილი) პირამიდა მდებარეობს საკარადან დაახლოებით თხუთმეტი კილომეტრის დაშორებით, სადაც მე-4, მე-12 და მე-13 დინასტიების სამეფო ნეკროპოლისებია განთავსებული. ძეგლის სიმაღლეა 104,71 მ , თუმცა ახლა არის სიმაღლე იყო 101.10; სიგრძე-სიგანე იყო 189.43 მეტრი, და დღეს არის 188,60 მეტრი.
დაჰშურის წითელი პირამიდის სიმაღლე 105 მეტრია (344 ფუტი) და სიგანე 220 მეტრი. ის უკვე კლასიკური ფორმის პირველი სრულყოფილი პირამიდაა. ეს უკვე ფარაონის ოცნების ასრულება იყო და სწორედ აქვე ჰპოვა მან სამუდამო განსასვენებელი.
სნეფერუს ასეთი მასშტაბური სამშენებლო პროექტების განსახორციელებლად, მას შრომისა და მასალების დიდი მარაგი უნდა მოეპოვებინა. რესურსების მოსაპოვებლად მეფეს აქტიური საგარეო პოლიტიკა სჭირდებოდა. სნეფრუს ლიბიასა და ნუბიაში დაპყრობები ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი მიზანი იყო ფართო სამუშაო ძალის შექმნა, ხოლო მეორე მიზანი - ამ ქვეყნებში ხელმისაწვდომ ნედლეულსა და სპეციალურ პროდუქტებზე წვდომის მოპოვება. ამაზე მინიშნებაა პალერმოს ქვის წარწერებში: რამდენიმე 52 მეტრიანი „ორი ქვეყნის თაყვანისმცემლობის“ ნავის და კედრის 60 „თექვსმეტი“ სამეფო ნავის აგება; პირველი ჭორომების შემდეგ მდებარე ნუბიის დამარცხება, ხარკის სახით 7000 ცოცხალი ტყვე და 200000 ცხვარი და თხა; სამხრეთ და ჩრდილოეთ მიწების კედლის აგება (საზღვრების გასამაგრებლად), რომელსაც „სნეფერუს სასახლეები“ ერქვა; 40 გემით შემოიტანა 2 წყრთისა და ორი თითის სიგანის კედრის ხეები (ფინიკიიდან). მოსახლეობისა და მათი ქონების აღწერა გადასახადების გასაწერად.
ამ წარწერის თანახმად, სნეფერუმ შეძლო სხვა ერების დიდი რაოდენობით ხალხის დატყვევება, მათი ტყვედ აყვანა და შემდეგ თავის სამუშაო ძალაში დამატება. ნუბიასა და ლიბიაში თავდასხმების დროს მან ასევე დაიჭირა პირუტყვი თავისი უზარმაზარი სამუშაო ძალის შესანახად. ასეთი შემოსევები წარმოუდგენლად დამანგრეველი უნდა ყოფილიყო დარბეული ქვეყნების მოსახლეობისთვის.
ე.წ. კაიროს ქვის წარწერებით ვიგებთ, რომ სნეფერუმ ლაშქრობის შედეგად ლიბიაში 11000 ტყვე და 13100 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იგდო ხელთ.
სნეფრუსადმი მიძღვნილი რელიეფური გამოსახულებები გვამცნობს, რომ ფარაონი ორივე ეგვიპტის მმართველი იყო. მან მოაწყო ლაშქრობები ბედუინებთან დას. სინაის მთებში სპილენძისა და ფირუზის საბადოების შესანარჩუნებლად და გაიმარჯვა. პარალელურად სნეფრუ აქტიურად ამუშავებდა ჯგუფებს ქვის კარიერებში პირამიდებისათვის საჭირო დიდი ქვის ბლოკების მოსაჭრელად.
სნეფრუს ტექსტებში საუბარია კიდევ ბევრ მშენებლობებზე, როგორც საცხოვრებელი და საქალაქო, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. იქმნებოდა ქანდაკებები და სხვა ხელოვნების ნიმუშები. უეჭველია ამ პერიოდში წარმატებით უძღვებოდნენ ნილოსის მართვას, არხების და წყალსაცავების მოწესრიგებას და ზოგადად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას, რის გარეშეც ასეთი გრანდიოზული მშენებლობების წარმოება და პარალელურად აქტიური სამხედრო საგარეო პოლიტიკის გატარება შეუძლებელი იქნებოდა.
მოკლედ შეგვიძლია დავასკვნად რომ სნეფრუს მართველობა მართლაც დიდებული ეპოქა იყო ეგვიპტის ისტორიაში.






Комментариев нет:
Отправить комментарий