გვერდები

четверг, 22 января 2026 г.

ფარაონი ჯოსერი

    ნარმერ-მენესის შემდეგ ყველაზე ცნობილი ფარაონი იყო ჯოსერი, რომელმაც პირველი, მართალია საფეხუროვანი, პირამიდა ააგებინა.
    ჯოსერის მამა ზემო ეგვიპტის ფარაონი ხასეხემუი (დაახლ. ძვ.წ. 1704-1686) იყო, რომელმაც ომით აღადგინა ეგვიპტის ერთიანობა, დაამარცხა რა ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის ფარაონი და მისი დაქირავებული ლიბიელები. ხასეხემუი გრანდიოზული მშენებლობებით იყო გატაცებული. მან სატახტო ქალაქ ნეხენში, ზემო ეგვიპტის ფარაონების საძვალე ქალაქ აბიდოსსა და სხვა ცენტრებში არაერთი დიდი ნაგებობა ააგო. მათგან ყველაზე კარგად შემორჩენილია ხასეხემუის სამარხის შენობის ნანგრევები (ზომები ფოტოზე აწერია), რომელიც დღესაც გვაოცებს თავისი მაშტაბურობით.
    ხასეხემუის ცოლად ჰყავდა ვინმე ნიმაათაპი რომელთაც შეეძინათ ჯოსერისა და ჯოსერის ცოლი, ჰეტეფერნებტი. ასევე შესაძლებელია, რომ ხასეხემუის ვაჟები იყვნენ სეხემხეტი, სანახტე და ხაბა, რომლებიც ჯოსერის შემდგომ მეფობდნენ. სხვა ვერსიით სეხემხეტი ჯოსერის ძე იყო.
    საკუთრივ ჯოსერი (დაახლ. 2686-2658) ძალიან წარმატებული ფარაონი იყო, რის გამოც ეგვიპტურმა ტრადიციით იგი მესამე დინასტიის დამწყებად გამოაცხადა და მეორე დინასტია მამამისით დაასრულა.
    როგორც აღინიშნა ჯოსერი საკუთარ დაზე იყო დაქორწინებული, რომელთაც გოგონები ინტკავესი, ნიანხ-ჰათორი და შესაძლოა უკვე ნახსენები სეხემხეტი შეეძინათ.


    ჯოსერი თავისი დაახლ. 28 წლის მეფობის მანძილზე დაკავებული იყო დიდი მშენებლობებით ჰელიოპოლისში, გებელეინში, საკარასა და სხვა ადგილებში. მოაწყო რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა სინაის ნახევარკუნძუკლზე, დაიმორჩილა იქაურები და წამოიღო ნადავლად დიდი რაოდენობით სპილენძი და ფირუზი და ტყვეები. ელინისტური ეპოქის წარწერებით ჯოსერმა დაიქვემდებარა ნუბიის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის ტაკამფსომდე, რომელიც 125 კმ-ში მდებარეობს ნილოსის პირველი ჭორომის სამხრეთით. ეგვიპტის სამხრეთ ოლქების დასაცავად, ნილოსის პირველ ჭორომთან შეიქმნა 12 კილომეტრის სიგრძის გამაგრება, რომელიც შემდეგ გახდა ეგვიპტის ოფიციალური სამხრეთ საზღვარი. მაგრამ ეს ცნობები არქეოლოგიური მონაცემებით არ დასტურდება და არც ხვა რამე ჯოსერის ეპოქის ქარწერა გვაქვს ამის დასადასტურებლად. ალბათ ასეთი სამხერო კამპანია და მშენებლობები შემდგომში სხვადასხვა ფარაონის დროს მოხდა და ზეპირი გადმოცემებით ლეგენდარულ ნეფედ ქცეულ ჯოსერს მიაწერეს.
    ჯოსერმა სამარხის აგება თავიდან აბიდოსში, პირველი და მეორე დინასტიის ფარონების (მათ შორის მამამისის) სამარხების მეზობლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ მიატოვა და საკარაში დაიწყო კომპლექსი, რომელსაც უკვე პირველი საფეხუროვანი პირამიდან მიუმატა. მისი და ჯოსერის მემკვიდრის ნაგებობების ხელმძღვანელი იყო იმჰოტეპი, რომელსაც სამეფო კარზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
    საფეხუროვანი პირამიდა დაახლ. 62,5 მეტრი იყო სიმაღლეში, სიგანე კი 121-109 მეტრზე იყო თავდაპირველად. კომპლექს ერტყა 1.6 კმ სიგრძის გალავანი, რომლის სიმაღლე 10,5 მეტრი იყო.





Комментариев нет:

Отправить комментарий