суббота, 26 ноября 2016 г.

მცირე აზიელი სირიელები/ლევკოსირები

რას მოგვითხრობს წყაროები?
ჰეროდოტე (484–425):
კაპადოკიელები ელინების მიერ სირიელებად იწოდებიან“.
ფრიგიელებს ესაზღვრებიან კაპადოკიელები, ჩვენთან სირიელებად წოდებულნი“.
პაფლაგონელები ლაშქრობდნენ ისე, რომ თავებზე მოწნული მუზარადები ეხურათ, ჰქონდათ პატარა ფარები და არც თუ დიდი შუბები. ამას გარდა ხელშუბები და ხანჯლები. ფეხებზე ეცვათ ადგილობრივი ფეხსაცმელი, რომელიც შუა წვივამდე სწვდებოდათ.
ლიგიები, მატიენები (დასავლეთის), მარიანდინები და სირიელები ისევე იყვნენ სალაშქროდ მოწყობილი, როგორც პაფლაგონელები. ამ სირიელებს სპარსელები კაპადოკიელებს უწოდებენ, პაფლაგონელებსა და მატინებს დოტოსი განაგებდა, მეგასიდროსის ძე, ხოლო მარიანდინებს, ლიგიებსა და სირიელებსგობრიესი, დარიოსისა და არტისტონის შვილი“.
მდ. ჰალისი სირიელებსა და პაფლაგონიელებს შორის დის“.
მდ. ჰალისი მიჯნავს ერთიმეორისგან პაფლაგონიელებსა და სირიელად წოდებულ კაპადოკიელებს“.
კროისოსმა მდ. ჰალისის გადალახვის შემდეგ, კაპადოკიაში დაიკავა ძლიერ გამაგრებული პუნქტი პტერია, რომელიც სინოპეს მახლობლად არის (უნდა იყოს დღევ. ეღრიკალე ჰალისის მარჯვენა მხარეს, სინოპეს პირდაპირ). აქ კროისოსმა დაიბანაკა და აოხრებდა სირიელთა მიწებს“.
ჰელესპონტელთაგან, რომლებიც ცხოვრობენ მარჯვენა ნაპირზე, მისთვის, ვინც მიცურავს ევქსინის პონტოსკენ, ფრიგიელთაგან, თრაკიელთაგან, რომლებიც აზიაში არიან, პაფლაგონელთაგან, მარიანდინთაგან და სირიელთაგან 360 ტალანტი იყო გადასახადი. ესაა მესამე სატრაპია“ (საკუთრივ ისტორიული სირია, ფინიკიასთან, პალესტინასთან და კიპროსთან ერთად იყო გაერთიანებული მეხუთე სატრაპიაში.).
რაც შეეხება ფინიკიელებსა და პალესტინის სირიელებს, ისინი თავად ამბობენ, რომ მათ წინდაცვეთის წესი ეგვიპტელთაგან აქვთ შეთვისებული, ხოლო ის სირიელები კი, რომლებიც თერმოდონტთან (დღევ. თერმე ჩაი) და პართენიოსზე (დღევ. ბართინ ჩაი, პაფლაგონიის ჩრდ-დას-ში) ცხოვრობენ, თავიანთ მეზობელ მაკრონებთან (მაკრონები სირიელების უშუალო მეზობლები არ იყვნენ და მათ შორის ხალიბები, ტიბარენები და მოსინიკები ცხოვრობდნენ..) ერთად, ამტკიცებენ, რომ მათ ცოტა ხნის წინათ გადმოიღეს ეს წესი კოლხებისაგან“.
ეფორე (ძვ.. 405–330):
„ეს ნახევარკუნძული (მცირე აზია) დასახლებულია თექვსმეტი ტომით, რომელთაგან სამი არის ელინური, ხოლო დანარჩენი ბარბაროსული, თუ არ ჩავთვლით შერეულ ტომებს; ზღვასთან არიან კილიკიელები, პამფილიელები, ლიკიელები, ბითინიელები, პაფლაგონიელები, მარიანდინები, ტროელები და კარიელები; შუა ქვეყანაში მოსახლეობენ პისიდიელები, მიზიელები, ხალიბები, ფრიგიელები და მილიელები“.
ტიბარენების მეზობლები არიან ხალიბები და ხალხი ლევკოსირები“.
ფსევდო სკილაქსი (ძვ.. IV .):
ხალიბების შემდეგ (დასავლეთით) მოდის ასირიელთა ტომი, რომელთა ტერიტორიაზეა მდინარე თერმოდონი (დღევ. თერმე ჩაი) და ელინური პოლისი თემისკირა (დღევ. თერმეს რაიონში), მდინარე ლიკასტოსი (დღევ. მერტ ირმაკი, ჩაედინება სამსუნის სანაპიროზე) და ელინური პოლისი ლიკასტოსი (ამისოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 სტადიონზე), მდინარე ჰალისი და ელინური პოლისი კარუსსა (დღევ. გიორზე), ელინური პოლისი სინოპე, ელინური პოლისი კერასუნტი (ეს პირველი კერასუნტია სინოპესა და მდ. კარა სუს შორის) და მდინარე ოხერაინოსი (კარა სუ), ელინური პორტი და პოლისი ჰარმენა (დღევ. აკლიმანი) ნავსადგურით, ელინური პოლისი ტეტრაკისი.
ასირიის შემდეგ მოდის პაფლაგონიის მხარე, მასში არის სტეფანეს ნავსადგური (დღევ. ისტიფანი), ელინური პოლისი კოლუსა (დღევ. გიულიუსუ), ელინური პოლისი კინოლისი (დღევ. გინოლუ), ელინური პოლისი კარამბისი (დღევ. კარამპეს კონცხზე), ელინური პოლისი კიტორისი (დღევ. კიდროსი), ელინური პოლისი სესამი (დღევ. ამასერახი) და მდინარე პართენიოსი (დღევ. ბართინ ჩაი), ელინური პოლისი თიეიონი (დღევ. ფილიოსი) ნავსადგურით, მდინარე პსილლა (დღევ. იენიჯი) და მდინარე კალიხორი (იგივე ოკსინი, დღევ. კოზეხი).
პაფლაგონიის შემდეგ ცხოვრობენ მარიანდინები. აქ არის ელინური პოლისი ჰერაკლეა (დღევ. ერგილი) და მდინარე ლიკოსი (დღევ. გიულიუნდშ სუ) და სხვა მდინარე ჰიპიოსი (დღევ. ბოიუქ მელან ჩაი)“.
აპოლონიოს როდოსელი (დაახლ. ძვ. . 295–215 წწ.):
პაფლაგონიის გავლის შემდეგ არგონავტებმა გაიარეს ასირიის ქვეყანა, რომელთა ტერიტორიაზე მდებარეობდა სინოპე, მიედინებოდა ჰალისი, ირისი. მდ. თერმოდონტსა და თემისკირასთან კი ამაზონები ცხოვრობდნენ.
მდინარე თერმოდონტის აღმოსავლეთით კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშებიხალიბები ცხოვრობენ.
თემისკირიდან გამგზავრებული არგონავტები მეორეს დღეს და მომდევნო ღამეს ხალიბთა ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ“.
ფსევდო სკიმნოსი:
„ქ. ამისოსი ლევკოსირიელების მიწა-წყალზეა.
სტრაბონი (ძვ.. 64–ახ.. 23):
კაპადოკია იყოფა მრავალ ნაწილად, რომელთაც განიცადეს ბევრი ცვლილება. კაპადოკიელები საუბრობენ ერთ ენაზე და არიან ისინი, რომელთაც სამხრეთიდან ესაზღვრება .. კილიკიური ტავრი; აღმოსავლეთიდანარმენია, კოლხიდა და მათ შორის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხები; ჩრდილოეთიდანევქსინის პონტო ჰალისის შესართავამდე; დასავლეთიდანპაფლაგონიელები და გალატების ტომები, რომელთაც დასახლებული აქვთ ფრიგია ლიკაონებისა და კილიკიელების მხარემდე და კლდოვანი კილიკია.
დიდი კაპადოკია დაყოფილი იყო 10 სასტრატეგოდ. 5 სასტრატეგო იყო ტავრშიმელიტენა, კატაონია, კილიკია, ტიანიტიდა და გარსავრიტიდა; დანარჩენი ხუთი იყოლავიანსენა, სარგარავსენა, სარავენა, ხამანენა და მორიმენა.
პაფლაგონიის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს მდინარე ჰალისი, რომელიც მოედინება ჰეროდოტეს ცნობითსამხრეთიდან სირიელებსა და პაფლაგონიელებს შორის და ჩაედინება .. ევქსინის პონტოში“; სირიელებად ის თვლის კაპადოკიელებს; მართლაც, კვლავ და ახლაც მათ უწოდებენლევკო-სირიელებს“, მაშინ როდესაც ტავრის ამ მხარეს მცხოვრებთსირიელებს“. რადგან ტავრის ამ მხარეს მცხოვრებ სირიელებს კანი დამწვარი აქვთ, ხოლო ამათი კანი არა, აქედან წარმოიშვა მათი სახელი. პინდარი (ძვ.. VI–V -კბი) ამბობს, რომ ამაზონების დასახლება არის თემისკირაში. უკანასკნელი ეკუთვნის ამისოსელებს, ამისოსითეთრ სირიელებს, ჰალისის იქეთ მცხოვრებთ. ასე რომ პაფლაგონიის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს ჰალისი“.
სტრაბონი დეტალურად გვაძლევს პაფლაგონიის, კაპადოკიისა და პონტოს აღწერას, საიდანაც გარკვევით ვგებულობთ, რომ ასურელთა შთამომავალი ლევკო-სირიელების კომპაქტური დასახლება მხოლოდ ამისოსის რაიონში იყო.
პომპონიუს მელა არაუგვიანეს ძვ.. VI -ის წყაროზე დაყრდნობით გვამცნობს:
პაფლაგონიელთა მეზობელ ხალიბებს ეკუთვნის ცნობილი ქალაქები ამისო (სამსუნთან) და სინოპე, აგრეთვე მდინარეები ჰალისი (ყიზილ ირმაქი) და თერმოდონტი (თერმე-ჩაი). ჰალისსა და თემისკირას შორის დგას ქალაქი ლიკასტო. თერმოდონტი მიედინება დაბლობზე, რომელზეც მდებარეობს ქალაქი თემისკური (თემისკირა, . თერმესთან). აქ ადრე იყო ქალი ამაზონების ბანაკი, რის გამოც ამ დაბლობს ამაზონების დაბლობს ეძახიან. ხალიბების მეზობლები არიან ტიბარენები...“
ლევკოსირიელებს (ასირიელებს) ხალიბების გვერდით ახსენებენ ძვ.. II -დან მოყოლებული სხვა ავტორებიც: კურციუს რუფუსი (ახ.. I .), აპიანე (ახ..II .), დიონისე (ახ.. II .), იულიუს ჰონორიუსი (ახ.. V .).
აღნიშნული ცნობებიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:
1. ცნებაკაპადოკიადაკაპადოკიელებიჰეროდოტეს დროს ელინთათვის იმდენად უცხო იყო, რომ ის იძულებული ხდება მისი განმარტება მისცეს, რა ბუნებრივია, რადგან ეს სახელწოდება დარიოს I-ის ეპოქაში გაჩნდა.
2. სპარსელების მცნებაკაპადოკიასელინებში ცვლის ასირია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სირია მთელს კაპადოკიას ეწოდება. ასირია ეწოდება სინოპესთან და ამისოსთან ახლოს მდებარე კაპადოკიისა პაფლაგონიის ნაწილებს. და საერთოდერი კაპადოკიელები არ არსებობს; კაპადოკია გეოგრაფიული ტერმინია, რომლის არეალში მცხოვრებ ხალხებს ხანდახან ერთობლივად უწოდებენ ამ სახელს.
3. მცირე აზიელი სირიელები ცხოვრობენ შავიზღვისპირა მხარეებში: ჰალისის შესართავის აუზშიფრიგიელებისა და პაფლაგონელების მეზობლად (აღმოსავლეთით); პაფლაგონიელებთან პართენიოსის აუზში და ხალიბების საცხოვრისის რკალშიმდ. თერმოდონტის აუზში.
4. ლევკო-სირიელები წყაროებში დადასტურებულნი არიან მხოლოდ ეფორეს დროიდან და ისინი არ არიან კაპადოკიის აბორიგენი მოსახლეობა.
მაშინ ვინ იყვნენ ასირიელ/ლევკოსირილები?
ძვ.. XX–XIX საუკუნეებში წინა ჩრდ. შუამდინარეთში წინაურდება ასურის სემიტური ქალაქ-სახელმწიფო, რომელიც შუამდინარეთსა და მცირე აზიას შორის მიმდინარე ინტენსიური საშუამავლო-სატრანზიტო ვაჭრობის ცენტრად იქცა. როგორც კაპადოკიაში აღმოჩენილი ასურულ ენაზე დაწერილი ფირფიტებიდან (ისინი ასურელ ვაჭართა ჩანაწერებს წარმოადგენს) ჩანს . ასურმა მცირე აზიაში, ხეთების ქვეყანაში, დააარსა მრავალი სავაჭრო კოლონია. ამათგან უმნიშვნელოვანესი იყო . ქანესი (დღევს. სოფ. ქიულთეფე, კაისერის ილში). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ასურელ კოლონისტთა დიდი არქივი, რომელიც შუქს ჰფენს ასურელთა მოღვაწეობას მცირე აზიაში და, საერთოდ, იმდროინდელი ასურეთის ისტორიას. ასური ამ დროს საქალაქო თემი იყო, სადაც ღრმად გაიდგა ფესვები ქონებრივმა დიფერენციაციამ, სავაჭრო ამხანაგობებში გაერთიანებული ზედა ფენა სწრაფად მდიდრდებოდა საქარავნო ვაჭრობით. მცირე აზიიდან ასურელებს შუამდინარეთში უმთავრესად ლითონი შეჰქონდათ.
. მელიქიშვილი აღნიშნავს: „მთელ რიგ მკვლევართა აზრით, რომელნიც ამ საკითხს სპეციალურად სწავლობენ, რკინა, რომელიც მოიხმარებოდა ძვ.. I ათასწლ. პირველ ნახევარში წინა აღმოსავლეთში, ძირითადად მოიპოვებოდა კაპადოკიაში, კომაგენაში, კილიკიაში... ეტყობა სწორედ ამიტომ ისწრაფოდნენ ესოდენ ენერგიით ამ რაიონებისაკენ ასირიელები და ურარტუელები“.
. მაქსიმოვას გამოკვლევით, ამ რაიონში რკინის დამუშავება იწყება ძვ.. II ათასწ. პირველ ნახევარში და სწორედ ლითონის საბადოების ექსპლოატაცია იზიდავდა კაპადოკიისაკენ ასირიელ კოლონისტებს ჯერ კიდევ ძვ.. III ათასწ. პირველ ნახევარში.
ძვ. . XVIII საუკუნის დასაწყისში ასურეთში შეიქმნა ვრცელი სამეფო მეფე შამშიადად I-ის (1809–1776) მეთაურობით. ასურის გარდა, სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა ქალაქები არბელა, ნინევია და სხვა. ძვ. . XVIII საუკუნის შუა ხანებში ასურეთი დაიმორჩილა ბაბილონეთის ძლიერმა მეფემ ხამურაბიმ. ამასობაში მცირე აზიაში დიდი ძვრები მოხდა. შემოსეულმა ტომებმა გაანადგურეს ასურელთა ახალშენები, გადაუჭრეს ასურეთს მცირე აზიისაკენ მიმავალი გზები, რამაც საშუამავლო ვაჭრობის დაცემა და საერთოდ ასურეთის დასუსტება გამოიწვია.
მართალია XVI -ში ბაბილონის იმპერია დაეცა, მაგრამ ამ დროს ჩრდ. შუამდინარეთში ჩამოყალიბდა ხურიტების დიდი სახელმწიფო მითანი, რომელმაც ასურეთი დაიპყრო. ძვ. . XVI–XV საუკუნეებში ასურეთის ქალაქებში გამგებლად მითანის მეფისნაცვლები ისხდნენ. შესაბამისად, დასუსტებულ უკვე აღარ შეუძლია უწინდებურად ხელი შეუწყოს თავის სავაჭრო კოლონიებს მცირე აზიაში, რის გამოც უკანასკნელნი დაკნინებას იწყებენ.
ხეთების ისტორიის მკვლევარი . გიორგაძე წერს: „ხეთების სამეფოს წარმოშობამდე რამდენიმე საკუნით ადრე, ცენტრალური და აღმოსავლეთი მცირე აზიის რიგი რაიონებისა ასურული სავაჭრო კოლონიებით იყო მოფენილი. მეტიც ასურელთა სავაჭრო კოლონიების სხვადასხვა ტიპიც კი არსებობდა: Karun – კოლონიაუცხო მოსახლეობას შორის დასახლებული პუნქტიდა uabartum – „სადგური“, „ფაქტორია“.
კაპადოკიური ფირფიტებიდან კარგად ჩანს, რომ მცირე აზიაში ძვ.. III ათასწ. ბოლოსა და II ათასწ. დამდეგს, ასურული ვაჭრობა დიდად ყოფილა განვითარებული. ასურელი ვაჭრები თავიანთ კოლონიებს აშენებდენ პროტოხეთებით (ხეთების მოსვლამდე აქ მცხოვრები ხალხი) დასახლებულ ტერიტორიაზე და მათთან გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ. დოკუმენტებში უამრავი მცირეაზიული გეოგრაფიული ობიექტია დასახელებული, რომლებიც მცირე აზიის ცენტრალურ, მისგან ჩრდილოეთითა და ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე არიან საძებარნი“.
. გიორგაძის გამოკვლევით: „კაპადოკიური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ II ათასწლეულის დამდეგისთვის მცირე აზიაში უკვე ოთხი ერთიმეორისგან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი მოსახლეობდა: პროტოხეთური, ასურულ-ბაბილონური, ხურიტული და ინდოევროპული. საერთოდ კი ასურელი ვაჭრები და საერთოდ კოლონისტები მცირე აზიის მოსახლეობის მნიშვნელოვან მასას არ შეადგენდნენ“.
ძვ. . XV საუკუნეში ასურეთმა თავი დაიხსნა მორჩილებისაგან და თვით გადავიდა შეტევაზე. მეფე ასურუბალიტ I-მა (ძვ. .1365–1329) მცირე ხნით დაიმორჩილა ბაბილონეთი. ამჯერად ასურეთის ძლიერებამ სამ საუკუნეს გასტანა.
ძვ. . XV–XIII საუკუნეებში ასურეთი წარმატებით ომობდა მითანის წინააღმდეგ და მთლიანად დაიპყრო მისი ტერიტორია ჩრდილოეთ შუამდინარეთში (ადადნირარის, სალმანასარ I-ის, თუქულთი-ნინურტა I-ის ლაშქრობანი). ძვ. . XII საუკუნეში მცირე ხნით დასუსტების შემდეგ მეფე ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. . 1115–1077) დროს ასურეთი კვლავ გაძლიერდა და წარმატებით ეომობოდა მეზობელ ქვეყნებს. ასურელები მიადგნენ სამხრეთ ამიერკავკასიას, ებრძოდნენ ნაირის, ურარტუს, შავი ზღვისპირა ტომებსა და სხვა. თავიანთ ლაშქრობათა დროს ასურელებს არასოდეს არ მიუღწევიათ ასე შორეული ჩრდილოეთისათვის, ამ დროს, . . „შუა ასურულხანაში, ასურეთის მეფეები წარმატებით ომობდნენ აგრეთვე ჩრდილოეთ სირიასა და ფინიკიაში, ბაბილონეთში, მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში.
ბოლო აღმავლობის ხანა ასურეთის სახელმწიფოს ისტორიაში ძვ.. IX საუკუნიდან იწყება. ტიგლათფილესერ III-ის (ძვ. . 745–727) მლის რეფორმებმა ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის ბატონად აქცია. მის დროს ჩატარდა მნიშვნელოვანი სამხედრო რეფორმაშეიქმნა სამეფო მუდმივი ჯარი, რომელსაც სახელმწიფო აიარაღებდა და ინახავდა. გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა: შემცირდა ადმინისტრაციული ოლქების მოცულობა და შეიზღუდა ოლქების მმართველთა ფუნქციები. თუ ასურეთის უწინდელი მეფეები დამორჩილებულ მოსახლეობას მასობრივად ჟლეტდნენ, ახლა ამ მოსახლეობას სხვა ადგილას ასახლებდნენ და სამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ ხოლმე. დამორჩილებული მეომრების ნაწილი თვით ასურელთა ჯარშიც კი შეჰყავდათ და . . ტიგლათფილესერ III- სასტიკად დაამარცხა ურარტუ, დაიპყრო სირია, პალესტინა, ფინიკია, ბაბილონეთი და სხვა. შეიქმნა ასურეთის დიდი იმპერია, რომელიც შემდეგში კიდევ უფრო გაიზარდა.
სარგონ II (722–705) ებრძოდა ურარტუს და ახალი ტერიტორიები წაართვა. მან და მისმა მემკვიდრე სინახერიბმა (ძვ. . 705–680) გააფართოვეს ასურეთის საზღვრები აღმოსავლეთითაც მიდიისა და ელამის მიმართულებით. ასარხადონმა (ძვ. . 680–669) დაიპყრო ეგვიპტე და . .
დაპყრობილი ტერიტორიების საბოლოოდ შემოსამტკიცებლად ასურელები მასობრივ დეპორტაციას აწყობდნენ. დაპყრობილ ხალხებს მიწებიდან ყრიდნენ და სხვა ქვეყნების მიწებზე ასახლებდნენ, მათ ტერიტორიებზე კი ასურულ კოლონიებს ქმნიდნენ.
ძვ.. VII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო დიდი შინაგანი და საგარეო გართულებები, გამწვავდა ბრძოლა ქვეყნის სამხედრო პარტიასა და ქურუმობას შორის, ქურუმებს ზურგს უმაგრებდნენ ბაბილონეთის სავაჭრო ცენტრები. ასურეთმა მძიმე ბრძოლები გადაიხადა ჩრდილოეთიდან შემოსულ სკვითებთან და კიმერიელებთან. ასურბანიფალს (ძვ. . 669– 633) დიდი ბრძოლა მოუხდა ამბოხებულ ბაბილონეთთან. ასურეთს ამ დროს ჩამოსცილდა ეგვიპტეც. ძვ. . 605 გაძლიერებული მიდიისა და ბაბილონეთის კოალიციამ ბოლო მოუღო ასურეთის სახელმწიფოს. მისი ტერიტორია გამარჯვებული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. თვით ასურელები თანდათანობით არამეულ მოსახლეობაში გაითქვიფნენ და თავიანთი ეთნიკური ინდივიდუალობა დაკარგეს.
ასურეთის მეფე სალმანასარ III-ის (859–824) ანალებში ნათქვამია, რომმან დაიპყრო ხათის ქვეყანა მის ბოლო კიდემდე“. ხათის ქვეყანაში ამ დროისთვის იგულისხმება ხეთების სამეფოს დაშლის შედეგად, მცირე აზიის აღმ. ნაწილში, მდებარე პატარა სამეფომუშკებისა და ტაბალის მეზობლად.
სარგონ II .. „საზეიმო წარწერაშიმოგვითხრობს თავის დიდ გამარჯვებაზე ტაბალის მეფე ამბარისზე და მუშკების მეფე მითაზე, ამბობს, რომ ამბარისი მთელ მის ოჯახთან და მსახურეულთან, მის საგვარეულო წევრებთან ერთად გარეკა ასურეთში. „ასურელები, რომლებიც ჩემს ბატონობას აღიარებდნენ, მე იქ დავასახლე, დავუდგინე მათ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი, ოლქის უფროსი და დავუწესე მათ ხარკი და გადასახადი“.
აქ აშკარად ლაპარაკია ასურელთა მასიურ დასახლებაზე მცირე აზიის ტერიტორიაზე (და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცნობები თითქმის არ გვაქვს შემონახული, სისულელე იქნება იმის მტკიცება, რომ ეს ერთჯერადი ფაქტი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ასურეთის იმპერია თავისი ძლიერების ყველა ხანაში მიმართავდა მოსახლეობის აყრა-გადასახლებას), რადგან მათ სარგონი უნიშნავს ოლქის უფროსსა და ამას გარდა უწესებს ხარკ-გადასახადებს. ასეთი ღონისძიებები გამართლებული და საჭირო შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მიმართ. ეს იყო, ასე ვთქვათ, ორგანიზებული ჩამოსახლება ასურელებისა (იგივე სირიელების) მცირე მცირე აზიის მიწაზე და წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფოებრივ აქტს.
აქ ასევე ხაზგასმულია, რომ ასურელი კოლონისტები სახლდებიან ტაბალის (და, ალბათ მუშკებისაც) ტერიტორიაზე, იმ ტომთა მიწაწყალზე, რომლებიც ავტოხთონები იყვნენ.
რა ვიცით სინოპეს დაარსების შესახებ?
ფსევდო-სკიმნოსი (ძვ.. III–II -ბი):
შემდეგ მოდის სინოპე, მოსახელე ერთ-ერთი ამაძონელი ქალისა, რომლებსაც მახლობელი ციხე-სიმაგრე აქვთ, აქ ჯერ ცხოვრობდნენ კეთილშობილი სირები, მერე, როგორც ამბობენ, ელინები, ამაძონების წინააღმდეგ გამოლაშქრებულნი,.. შემდეგ ჰაბრონიდა, შთამომავლობით მილეტელი; ეტყობა იგი კიმერიელების მიერ იქნა მოსპობილი. კიმერიელების შემდეგ კვლავ კოოსი და კრეტინე, რომლებიც მილეტიდან იყვნენ გამოძევებულნი. ესენი დაესახლნენ მაშინ, როდესაც კიმერიელთა ლაშქარი მოედო აზიას“.
სტრაბონი: „სინოპესამყაროს ამ მხარის გამორჩეული ქალაქია. დააარსეს იგი მილეტელებმა“.
პლუტარქე: „სინოპე, როგორც ამბობენ, აპოლონისა და ასოპოსის ასულ სინოპეს ძის, სიროსის ნაშიერ სირიელებს ეკავათ“.
ლეგენდის სხვა ვარიანტებში სინოპე ადგილობრივი, ამაძონელი ქალია, ხოლო მას ეტრფის ჰალისი, რომელიც ლეგენდის გაელინურების შემდეგ იქცა აპოლონად. ჰალისის სახელი კი ძველი დროიდან მის ირგვლივ მცხოვრები ხალხისხალიბებისგან წარმოიშვა. ეს ყველაფერი კი ამყარებს პომპონიუს მელას ცნობას სინოპესა და მისი მხარის ხალიბების მიერ კუთვნილების შესახებ და მხოლოდ მოგვიანებით მოვიდნენ აქ სირები-ასირიელები.
. გელცერმა სპეციალური გამოკვლევით დაადგინა, რომ ტიგლათფილესერ III-სა და სარგონ II-ის ლაშქრობებში მოხსენიებული ქალაქი Kui, იგივე სინოპეა, რომელიც ადრევე არსებულის ადგილას მილეტელმა ბერძენმა კოოსმა კვლავ აღადგინა, და ამისდა მიხედვით, ეს, ადრინდელთან შედარებით, სინოპე II- მიიჩნევა.
გამოკვლევის ბოლოს გელცერი ასკვნის, რომმას შემდეგ რაც ტიგლათფილესერმა მეორე Kui მოხარკედ აქცია, იგი დაიპყრო სარგონმა 715 წელს, ქალაქიცა და მისი მიდამოებიც გაამაგრა და იქ თავისი მმართველი დააყენა. ყველა ამით დაიწყო ინტენსიური ასირიული კოლონიზაცია“.
შტოიბერის აზრით ასირების ანუ ასურელების მიერ სინოპეს კოლონიზაცია მოხდა 720 წელს, ხოლო 630 წლიდან აქ მილეტელი კოლონისტები ჩნდებიან. თანამედროვე რუსი მკვლევრების აზრით სინოპე ელინებმა პირველად კიმერიელთა შემოჭრამდე (ძვ.. 751 .) დაარსეს, ხოლო მეორედ მილეტელებმა 632 წელს. გარსტანგი კი უფრო შორს მიდის და თვლის რომ აქ პირველად ხეთების ქალაქი სინუვა იყო.
ფრ. ბილაბელმა შეისწავლა საკითხი და დაასკვნა, რომ ასურელთა ბატონობა სინოპეში მხოლოდ ერთი საუკუნე გაგრძელდა და შემდეგ ისევ ბერძნები მოვიდნენ. იგი იზიარებს აგრეთვე იმ აზრსაც რომ სინოპეში ბერძნულთან ერთად მრავლად იყო არაბერძნული მოსახლეობაც, როგორიც არიან პომპონიუს მელას მიერ მითითებული ხალიბები.
სინოპეში და საერთოთ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე ასირიულ კოლონიზაციის შესახებ აზრს იზიარებს ბევრი მეცნიერი. სწორედ სინოპეში უნდა გაეცნოთ ისინი ბერძნებს, რის შემდეგაც უწოდეს მათასირიელები“. ასირიელებმა ამ ქალაქში ფეხი ვერ მოიკიდეს თუმცა მყარად დამკვიდრდნენ ამისოსის რაიონში, რომელიც იმ გეოგრაფიული მხარის ნაწილი, რომელსაც სპარსელებმა ძვ.. VI -ის შუა ხანებიდან უწოდესკაპადოკია“ (Katpatuca = სპარსულადლამაზი ცხენების ქვეყანა“).
ედ. მაიერის აზრით, „ბერძნებმა სინოპესა და მის მიდამოებს ასირია უწოდეს, იმის გამო, რომ მათ აქ მჭიდრო ურთიერთობა სწორედ ასირიელებთან დაამყარეს და რომ გეოგრაფიული ტერმინი კაპადოკია ბერძნებისათვის უცნობი იყო“.
მართლაც ტერმინი კაპადოკია ძვ.. VI -ში გაჩნდა სპარსულ სამყაროში და ბუნებრივია იგი იონიელი ბერძნებისათვის უფრო ადრე ცნობილი ვერ იქნებოდა.
შესაბამისად რადგან კაპადოკია ბერძნებისათვის უცნობი მცნება იყო, პირველ ხანებში მას ასირიასთან აიგივებდნენ, და კაპადოკიის ძირითად მოსახლეობად მცირე აზიელი ასირიელები ჰგონიათ.